ჩვენი მეტოქე სკ რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი 2015 წელს დაარსდა. გუნდის სიმბოლიკა წითელ, თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. 2016 წლის გარდამავალ სეზონში რუსთაველებმა წარმატებით გაიარეს პირველი ლიგის მარათონი და 2017 წელს ეროვნული ლიგა 2- ში იასპარეზეს. რუსთაველებმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგის საგზურიც მოიპოვეს. გუნდმა 36 ჩატარებული მატჩიდან 26 მოიგო, 5ჯერ ფრედ ითამაშა და 5- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ფოტო: სკ რუსთავის სოც. მედია ბურთების ბალანსი 72/25 ჰქონდა ლიგა 2- ის ჩემპიონს. ეროვნული ლიგა 2- ში გამარჯვების შემდეგ კლუბში დიდი ცვლილებები მოხდა. რუსთავში არაერთი ახალი ფეხბურთელი მივიდა და ასევე სამწვრთნელო შტაბიც შეიცვალა. მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში რუსთავს ბადრი კვარაცხელია თავკაცობს. ფოლადის სტადიონის რეაბილიტაციამდე რუსთავი საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში სფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მოედანზე ატარებს. მიმდინარე სეზონში რუსთავში იჯარის წესით 2 დინამოელი - მეკარე გიორგი მამარდაშვილი და ნახევარმცველი პაატა კიტეიშვილი ასპარეზობს. დასრულებული 2018 წლის სეზონის შემდეგ დინამოდან რუსთავში საფეხბურთო კარიერა ლაშა ქოჩლაძემ გააგრძელა, ხოლო დედაქალაქურ კლუბს რუსთავიდან გიორგი პაპავა დაუბრუნდა.
ურთიერთშეხვედრები რუსთავთან დინამო და რუსთავი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ხუთჯერ შეხვდნენ. 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშების ¼ ფინალში რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი თბილისელებმა 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ეროვნული ლიგის 2018 წლის პირველ ტურში დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს დინამომ აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო 3 აგვისტოს დინამომ 2:1 იმარჯვა. შედეგიანად აკაკი შულაიამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს. ბოლოს გუნდები ერთმანეთს 7 ოქტომბერს შეხვდნენ. მიხეილ მესხის სტადიონზე გოლები აკაკი შულაიამ და ბუდუ ზივზივაძემ (2) გაიტანეს.
სკ რუსთავი
გამარჯვება საბურთალოსთან და ფრე ქართულ დერბიში 31 მარტს დინამომ მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში საბურთალოს უმასპინძლა. მეტოქეს საწყის 4 ტურში 4 მოგება ჰქონდა მოპოვებული და დინამოელთათვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელი გააჩნდა, როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურად. შეხვედრა მასპინძელთათვის არასასიამოვნოდ დაიწყო. მე- 4 წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა ჩვენი გუნდის დაცვის ხაზის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. საპასუხოდ შეხვედრის მე- 20 წუთზე ლევან კუტალიამ აკაკი შულაიას ჩაწოდებული შეირგო და ზუსტი თავურით ანგარიშიც გაათანაბრა 1:1. აქედან 4 წუთში დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც შედეგიანად გიორგი კოხრეიძემ შეასრულა. ამის შემდეგ დინამომ მთლიანად მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პენალტი უკვე სტუმართა კარში დაინიშნა, ლევან კუტალიამ კი დუბლი შეასრულა და ტაიმიც მორჩა 2:2. მეორე ტაიმში დინამომ უმატა ზეწოლას, რამაც შედეგი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამოიღო, აკაკი შულაიას ჩაწოდებული ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ფრან კარბიამ კარისკენ გადაგზავნა, ბურთი ომარ მიგინეიშვილმა კარის ხაზზე მოიგერია, დამატებაზე კი ლევან კუტალიამ ჰეთ თრიქი გაიფორმა 3:2. ამის შემდეგ დინამოელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან მეორე ყვითელი ბარათის გამო აკაკი შულაია გააძევა. ფრან კარბიამ კი თავისი იუბილე საგოლე გადაცემასთან ერთად ზუსტი დარტყმითაც აღნიშნა და მატჩისთვის კომპენსირებულ მესამე წუთზე ლევან შენგელიას გადაცემა თავით გადაგზავნა ომარ მიგინეიშვილის კარში. დინამომ მნიშვნელოვან შეხვედრაში 4:2 იმარჯვა. 3 აპრილს ჩვენი გუნდი სამტრედიას ეწვია სადაც 72- ე ქართული დერბი გაიმართა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოედანი იცვლება, რაც გახლდათ მატჩის სამტრედიაში ჩატარების მიზეზი. მორიგი შეხვედრა ტრადიციულ მეტოქეებს შორის საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. გოლის გატანა ორივე გუნდს არაერთხელ შეეძლო, თუმცა აღსანიშნავია ქუთაისელთა და თბილისელთა გუნდების მეკარეთა შესანიშნავი თამაში. როინ კვასხვაძემ და ხოსე პერალესმა რამდენჯერმე ურთულესი დარტყმა მოიგერიეს. საბოლოოდ ქართული დერბი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.
15 წლამდელებმა აზერბაიჯანული საბაჰი ორჯერ დაჯაბნეს
დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობა 16 აპრილიდან დარასელიას თასის მეოთხე გათამაშებაში ჩაებმევა. გუნდი განაგრძობს მზადებას მოახლოებული ტურნირისთვის და ჩემპიონატის გარდა ამხანაგურ მატჩებსაც თამაშობს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი აზერბაიჯანულ საბაჰს ორჯერ გაეჯიბრა და ორივე შემთხვევაში 4:0 დაამარცხა სტუმრები. პირველ მატჩში გოლები აბუაშვილმა, იობაშვილმა, გეგიაძემ და ხუტიაშვილმა გაიტანეს. მეორე შეხვედრაში კი თავი ჩხეტიანმა ორჯერ, ეროვნული ლიგა აბუაშვილმა და დევიძემ გამოიჩინეს. თბილისელები დარასელიას თასზე ჯგუფური ეტაპის მატჩებს ინგლისურ ვულვერჰემფტონთან, იტალიურ ემპოლისთან და შვეიცარიულ ციურიხთან გამართავენ. 1. საბურთალო 6 6 15
სკ რუსთავი
2. დინამო თბ
6
6
10
3. ტორპედო
6
0
10
4. დინამო ბთ
6
0
10
5. ვიტ ჯორჯია
6
0
8
6. სიონი
6
-4
8
7. ჩიხურა
6
3
7
8. ლოკომოტივი
6
-4
6
9. დილა
6
-1
5
10. რუსთავი
6
-6
3
ფელის ვისენტე
ბადრი კვარაცხელია
1. ხოსე პერალესი 33. სტეპან სიკაჩი 3. ვიქტორ მონხილი 4. აბდელ მეჯუბი 5. დავით კობოური 6. ბაქარ ქარდავა 7. გიორგი ზარია 9. ანტონიო როხანო 11. აკაკი შულაია 15. გიორგი პაპავა 18. დმიტრო ივანისენია 19. ლევან კუტალია 22. სერხიო ნოჩე 23. ირაკლი აზაროვი 24. ნოდარ იაშვილი 27. ლევან შენგელია 28. ფრან კარბია 32. ნიკა ნინუა
12. გოგი კულუა 31. ვადიმ პროკოპენკო 2. ცოტნე კაპანაძე 3. სოსლან ტაკულოვი 4. ლუკა გადრანი 5. პაპუნა ფონიავა 6. ზურაბ ჯაფიაშვილი 7. ლუკა სილაგაძე 8. ავთანდილ გუჯაბიძე 10. ზაზა ციცქიშვილი 11. თემურ ჩოგაძე 15. ლაშა ქოჩლაძე 16. დავით კვირკველია 17. ლუკა ზვიადაძე 19. ლუკა იმნაძე 20. გიორგი ნარიმანიძე 21. ფარხად გისტაროვი 23. ნიკოლაი ყიფიანი