დინამო - ტორპედო: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე ტორპედო ქუთაისი

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს, თუმცა ამჟამად სტადიონზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ქუთათურები მეტოქეს წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე იღებენ. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა შავ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ ფოტო: ტორპედოს სოც. ქსელი პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 4:2 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. ქუთაისელებმა 1982, 1983 და 1985, 1986 სეზონები გაატარეს უმაღლეს ლიგაში. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 და 2017 წლებში იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს. 2018 წელს ტორპედომ საჩხერის ჩიხურას დამარცხებით საქართველოს სუპერთასიც მოიპოვა. იგივე ტიტული ქუთაისელებმა 2019 წელს საბურთალოსთან პაექრობაში მოიგეს. 2016 წლის სექტემბრიდან ქუთაისის ტორპედოს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - კახაბერ ჩხეტიანი ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გუნდმა ისტორიულ შედეგებს მიაღწია მოიგო რა საქართველოს ჩემპიონატი, ორჯერ თასი და ორჯერ საქართველოს ფოტო: ტორპედოს სოც. ქსელი სუპერთასი.

ქართული დერბი - ურთიერთშეხვედრები საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 74 მატჩიდან, 37- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა

იზეიმეს, 20 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 121/68 თბილისელთა სასარგებლოდაა. ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის წყალტუბოში 2019 წლის 20 აგვისტოს გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გოლი ლევან კუტალიამ გაიტანა.

ტორპედო ქუთაისი


ფრე საბურთალოსთან 27 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. პირველმა ტაიმმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა დინამოელები კარგად იცავდნენ თავს. მეორე ნახევარში კი სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა საკამოდ აქტიური და საინტერესო ფეხბურთი იხილა. ორივე გუნდი ცდილობდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. საბურთალოს შეეძლო რამდენიმე მომენტში ანგარიშის გახსნა, მაგრამ აღსანიშნავია რომ დინამოელთა ესპანელმა გოლკიპერმა ხოსე პერალესმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია. დინამოელებსაც მართებდათ რამდენიმე მომენტში გოლის გატანა. ნოდარ ქავთარაძეს ახლო მანძილიდან დარტყმული აეჭრა. მეორე ტაიმის შუაში ლაზარე კუპატაძემ იუხეშა საჯარიმო მოედნის ფარგლებს გარეთ, არბიტრი კი მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა. გიორგი ქიმაძის სოლო რეიდსა და ჩაწოდებას ლევან კუტალია კი შეწვდა, მაგრამ ახლო მანძილიდან სიზუსტე დააკლდა. შეცვლაზე შემოსული ლევან მჭედლიძეც აქტიურობდა, თუმცა საბოლოო ჯამში გოლი არც ერთ კარში არ გასულა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება

19 წლამდელთა პირველობის ოქროს ლიგაში ორი წრე მიიწურა და გუნდები საფინიშო ზოლზე გავიდნენ. ოქროს მედლების მოსაპოვებლად ბრძოლას დედაქალაქური გუნდები - დინამო და ლოკომოტივი აგრძელებენ. მეცხრე და მეათე ტურში დინამოელებმა ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გამართეს, რომლის შედეგებმაც სწორედ ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებს მიანიჭა ფავორიტის სტატუსი. უშუალო კონკურენტ ლოკომოტივთან შეხვედრა დინამომ 4:0 მოიგო. მატჩის პირველივე წუთზე ლურჯ-თეთრები გიორგი ომარაშვილმა დააწინაურა. შეხვედრა ურთიერთშეტევებით გაგრძელდა, ტაიმის ბოლოსკენ კი მასპინძლებმა პენალტი მოინადირეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად გიორგი მოისწრაფიშვილმა შეასრულა და პირველი ნახევარი დინამომ 2:0 მოიგო. მეორე ტაიმის შუაში დინამოელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ მოისწრაფიშვილმა ისევ პენალტის ნიშნულიდან დუბლი გაიფორმა, ხოლო ლაშა აწყურელმა საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა. ამის შემდეგ დინამომ საბურთალოს მძიმე ბრძოლაში 3:2 აჯობა. ვლადიმერ კაკაშვილის ფეხბურთელებმა მატჩის დებიუტში პენალტით გახსნეს ანგარიში. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ირაკლი აზაროვმა შეასრულა. მეორე ტაიმში სტუმრებმა იძალეს და მასპინძლებს ორჯერ გაუტანეს. შეხვედრის დასრულებას 10 წუთი აკლდა, რა დროსაც თორნიკე მორჩილაძემ წონასწორობა აღადგინა. დინამოელები მასირებულ შეტევებზე გადავიდნენ და 90- ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ლურჯ-თეთრები 26 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში იმყოფებიან და შემდეგ მატჩს გორში, 2 ნოემბერს ადგილობრივ დილასთან ჩაატარებენ, სულ კი ტურნირის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი.

ეროვნული ლიგა

ტორპედო ქუთაისი

1. დინამო ბთ

32

26

64

2. დინამო თბ

32

33

63

3. საბურთალო

32

25

61

4. ლოკომოტივი

32

-4

46

5. ტორპედო

32

-1

40

6. დილა

32

-5

38

7. ჩიხურა

32

1

38

8. რუსთავი

32

-12

37

9. სიონი

32

-36

35

10. ვიტ ჯორჯია

32

-27

20


ფელის ვისენტე

კახა ჩხეტიანი

1. ხოსე პერალესი 12. სერგეი ლიტოვჩენკო 2. გუჯა რუხაია 3. ვიქტორ მონხილი 5. დავით კობოური 7. გიორგი ზარია 8. გიორგი კუხიანიძე 9. კვამე კარიკარი 10. ლევან მჭედლიძე 11. აკაკი შულაია 14. არფან დაფე 15. გიორგი პაპავა 16. გიორგი ქიმაძე 19. ლევან კუტალია 24. ნოდარ იაშვილი 29. ოლექსანდრ კაპლიენკო 32. ნიკა ნინუა 38. ნოდარ ქავთარაძე

25. ლევან შოვნაძე 29. დავით ასათიანი 2. ვაჟა ტაბატაძე 3. ვახტანგ ნებიერიძე 4. ანრი ჭიჭინაძე 5. დავით ხურცილავა 6. თამაზ ცეცხლაძე 7. ცოტნე მოსიაშვილი 9. თორნიკე კაპანაძე 11. დავით იონანიძე 12. გოდერძი მაჩაიძე 14. ცოტნე ნადარაია 18. მათე აბულაძე 19. ზაზა ციცქიშვილი 22. გრიგოლ დოლიძე 30. გიორგი კიკნაძე 33. რაფაელ ჩუკვურა 35. ნიკა ქორიძე


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.