დინამო - ჩიხურა: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩიხურა საჩხერე საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ - 2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა პირველი შედეგიანი რეზულტატი 2013/2014 სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მესამე საფეხური დაიკავა. ის სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებულმა მესამე საფეხურმა და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიური ტურნოვოს ბარიერი დაძლია, იმარჯვა რა ორივე შეხვედრაში 1:0 და 3:1. მეორე ეტაპზე თურქულ ბურსასპორთან ორივე პაექრობა უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი საჩხერლებმა იყოჩაღეს. მესამე რაუნდში აზერბაიჯანულ ნეფთჩისთან მატჩი ბაქოში 0:0 დასრულდა. თბილისური პაექრობა კი სტუმართა გამარჯვებით 3:2 მორჩა. 2016 წლის სეზონი კი გუნდისთვის შიდა არენაზე ყველაზე წარმატებული გამოდგა. ზემოიმერულმა გუნდმა გარდამავალი პირველობის ვერცხლის მედლები მოიპოვა და ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა. პირველ ეტაპზე ჩიხურა ავსტრიულ ალტახს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა. 2017 წელს გუნდმა საქართველოს თასი აღმართა, ფინალში დაამარცხა რა ქუთაისის ტორპედო. 2018 წელს იმავე გუნდთან სუპერთასის ფინალში დამარცხა ზემოიმერული კლუბი. 2018 წლის ევროპა ლიგის გათამაშების პირველ ეტაპზე ჩიხურამ იერუსალიმის ბეითარი ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, ხოლო სლოვენიის მარიბორთან 0:2 დათმო. ურთიერთშეხვედრები დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 23 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე უპირატესობაა - 15 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 54/18 თბილისელთა სასარგებლოდ. სადებიუტო შეხვედრაში 2006 წლის 18 ნოემბერს, დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები მიხეილ ხუციშვილმა, სანდრო იაშვილმა და გიორგი თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით- 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით გიორგი ფეიქრიშვილი, სანდრო იაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიხეილ ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი მიკელ ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ლევან ხმალაძემ მიამატა. მეექვსე დაპირისპირება საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები პეტერ გრაიციარის, ჩისკოს, გიორგი მერებაშვილის და კარლეს კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა კი დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ კიდევ ერთი ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. შემდეგი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ მორჩა. 2014 წლის 7 დეკემბერს ივანწმინდაში, ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა დინამო1:0. 2015 წლის 22 მაისს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 მორჩა. გოლები საჩხერელთა კარში- გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს. შემდეგ დინამომ ჩიხურას 1 ნოემბერს უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე. მომდევნო შეხვედრაში ეს გუნდები 2016 წლის 16 აპრილს ივანწმინდაში წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური სხვაობით 1:0 მორჩა. 7 აგვისტოს ივანწმინდაში ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. გარდამავალ ჩემპიონატში ეს გუნდები 1 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს და დინამო არენაზე ჩიხურამ 2:1 იმარჯვა. გოლი ზემოიმერელთა კარში ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა. 2017 წლის 5 აპრილს დინამო არენაზე თბილისელებმა გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ზარიას გოლებით 2:1 მოიგეს. ივანწმინდაში ამ გუნდების მეორე წრის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლი საჩხერელთა კარში ბაჩანა არაბულმა გაიტანა. მესამე წრეში კი დინამომ 5:0 დაჯაბნა მეტოქე. ორი გოლი ჩიხურას კარში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. თითოჯერ კი თავი ბექა მიქელთაძემ, ბაქარ ქარდავამ და ლაშა ქოჩლაძემ გამოიჩინეს. 28 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრა დინამოს გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გოლები ბაქარ ქარდავამ, ლაშა თოთაძემ და აკაკი შულაიამ გაიტანეს. საიუბილეო 30- ე ჩემპიონატში ამ გუნდების პირველი პაექრობა 5 აპრილს დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები ნიკა ძალამიძემ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს. 2018 წლის 10 ივნისს დედაქალაქელებმა დმიტრო ივანისენიას გოლით 1:0 იმარჯვეს. 31 აგვისტოს კი დაძაბულ მატჩში დინამომ გასვლაზე 2:1 იმარჯვა. გოლები ბუდუ ზივზივაძის და გიორგი კუციას ანგარიშზეა.

ჩიხურა საჩხერე


ორი ქართული დერბი და მარცხი თასის ნახევარფინალში დინამომ 31 ოქტომბერსა და 4 ნოემბერს მიჯრით ორჯერ ითამაშა ქუთაისის ტორპედოსთან. პირველ შემთხვევაში ეროვნული ლიგის 22- ე ტურის გამოტოვებული მატჩი დინამო არენაზე შედგა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მეორე შეხვედრა ქუთაისში ჩატარდა. დედაქალაქელებს მათე ვაწაძის და ლევან ხარაბაძის გოლებით 2:0 მიჰყავდათ მატჩი, თუმცა ბოლო წუთებში კონცენტრაციის დაკარგა ორ გაშვებულ გოლად დაუჯდათ და საბოლოოდ ფრე 2:2. საქართველოს თასის ნახევარფინალში, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, დინამოს წინააღმდეგობა გაგრამ გაუწია. დაძაბულმა შეხვედრამ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინა, დამატებულ დროში კი გოლი გაგრამ გაიტანა და საბოლოოდ ფინალის საგზურიც მიიღო.

U14 დინამო ატეიტის თასის მფლობელია დინამო თბილისის 14 წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ტურნირი - ატეიტის თასი გამარჯვებით დაასრულა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ფინალში დუბლინის ჩერი ორჩარდი 2:0 დაამარცხა. თბილისელებმა გადამწყვეტი პაექრობა თავისი უპირატესობით ჩაატარეს და თუ პირველ ტაიმში შექმნილ ერთ საგლე მომენტს არ ჩავთვლით, ირლანდიელებს რეალური საგოლე სიტუაცია არც შეუქმნიათ. გოლები კი საბა გეგიაძემ და ჯადული იობაშვილმა გაიტანეს. ფინალის შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელზეც ორგანიზატორებმა თბილისელი ფეხბურთელებიც გამოარჩიეს. საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული დავით შიოლაშვილმა მოიპოვა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მეკარე ლუკა ჯოჯუა გახდა. დინამოელებმა ფინალამდე ლატვიური დაუგავპილსი 1:0 დაამარცხეს, ესტონურ კალევს 3:1 აჯობეს, ბელარუსის ნემანი 3:0 დაჯაბნეს, ხოლო ლიეტუვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიასთან ფრედ 0:0 ითამაშეს. ნახევარფინალში ჩვენი გუნდი A ჯგუფის გამარჯვებულ ბელარუსის ბატეს შეხვდა, რომელმაც ჯგუფში ინგლისურ მიდლსბროს აჯობა. ლურჯ-თეთრებმა ბატეს ორი უპასუხო გოლით მოუგეს და ფინალში გავიდნენ.

40 წელი მეორე ჩემპიონობიდან 40 წლის წინ, 5 ნოემბერს დინამო თბილისმა თავის ტიტულოვან ისტორიაში მეორედ მოიპოვა სსრკ- ს ჩემპიოინის ტიტული. ნოდარ ახალკაცის გუნდმა მოსკოვში ლოკომოტივთან ითამაშა და გატანილი გოლების გარეშე დაცილდა რკნიგზელებს. ეს მოპოვებული ქულა საკმარისი აღმოჩნდა რათა თბილისელებს ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე ეზეიმათ ტიტული. დინამოელებმა 1978 წლის ჩემპიონატში ყველაზე მეტი - 17 გამარჯვება მოიპოვეს, ჰქონდათ ყველაზე ნაკლები - 5 მარცხი და გაიტანეს ყველაზე მეტი - 45 გოლი. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 15 გატანილი გოლით რამაზ შენგელია გახდა. 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 7 დინამოელი მოხვდა (დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით გოგია, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია და ფირუზ კანთელაძე). ყოველკვირეულ ფუტბოლ-ჰოკეის რეფერენდუმის შედეგად წლის საუკეთესო ფეხბურთელად რამაზ შენგელია დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 1978 წელს ჩემპიონატი დინამოს დუბლშემადგენლობამაც ოქროს მედლებით დაასრულა.

ჩიხურა საჩხერე

1. საბურთალო

31

31

70

2. დინამო თბ

31

35

63

3. ტორპედო

31

24

56

4. ჩიხურა

31

18

54

5. დილა

31

11

50

6. ლოკომიტივი

31

-14

34

7. რუსთავი

31

-11

30

8. სიონი

31

-21

28

9. სამტრედია

31

-35

21

10. კოლხეთი 1913 31

-38

14


სოსო ფრუიძე

13. დემეტრე ბულისკერია 88. სტეპან სიკაჩი 2. გუჯა რუხაია 3. ლაშა თოთაძე 4. ლუკა ლოჩოშვილი 5. დავით კობოური 6. ბაქარ ქარდავა 7. გიორგი ზარია 8. გიორგი კუცია 9. ბუდუ ზივზივაძე 11. აკაკი შულაია 14. მათე ვაწაძე 15. ლაშა ქოჩლაძე 18. დმიტრო ივანისენია 19. ლევან ხარაბაძე 21. გიორგი ივანიშვილი 27. ლევან შენგელია 32. ნიკა ნინუა

13. ზურაბ მწყერაშვილი 30. დინო ჰამზიჩი 2. რევაზ ჩიტეიშვილი 3. ბაქარ მირცხულავა 7. თეიმურაზ მარკოზაშვილი 8. დავით მაისაშვილი 9. გიორგი გაბედავა 10. ირაკლი ლექვთაძე 17. კახა კახაბრიშვილი 20. ირაკლი ბუღრიძე 21. ლევან კაკუბავა 22. დავით იონანიძე 23. დემურ ჩიხლაძე 24. ლაშა ჩიკვაიძე 25. დავით მეგრელიშვილი 27. დენის დობროვოლსკი 77. მიშიკო სარდალიშვილი 99. გიორგი ბუხაიძე


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.