დინამო - დილა: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე დილა გორი

გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 000 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ფოტო: დილას სოც. მედია ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. 2014/2015 სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. გორელებმა წარმატებას გასულ სეზონშიც მიაღწიეს. ბოლო ტურის შეხვედრაში ლოკომოტივთან მათ ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლები და კონფერენს ლიგის საგზურიც მოიპოვეს.

მწვრთნელი და დილა

2021 წლიდან გუნდს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი - ანდრეი დემჩენკო ხელმძღვანელობს. დღეისათვის 44 წლის მწვრთნელის გუნდი 5 თამაშიდან დაგროვილი 11 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრები

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 69- ჯერ შეხვედრიან. ფოტო: დილას სოც. მედია ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 49 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 7 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 174/42 არის. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6:1 და ექვსჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1, 4:0 და 1:1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0). ბოლოს ეს გუნდები გორში 3 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამომ 3-0 მოიგო. გორელთა კარში გოლები ფოტო: ლაშა კუპრაშვილი გიორგი გაბედავამ, ნოდარ იაშვილმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს.

შოთა არველაძე დინამოს აკადემიას ესტუმრა 25 მარტს დინამოს აკადემიას შოთა არველაძე სტუმრობდა. ჩვენი გუნდის, საქართველოს ნაკრების და ევროპული ფეხბურთის გამორჩეული ფორვარდი ახალგაზრდა დინამოელთა ვარჯიშს დაესწრო, შემდეგ აკადემიის ფეხბურთელებს შეხვდა, არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა და მათ ავტობიოგრაფიული წიგნები თავისივე ავტოგრაფით უსახსოვრა. ფოტო: გიორგი არჯევანიძე

დილა გორი


ორი გამარჯვება საბურთალოსთან და თელავთან ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში 14 მარტს დინამომ საბურთალოს უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე დინამოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ, ჩვენი კლუბის ვიცე კაპიტანი დააჯილდოვა - დავით კობოურმა დინამოს ფორმით ეროვნულ ჩემპიონატში მე- 100 შეხვედრა ჩაატარა. თავად მატჩი მაღალ რიტმში და თვალსასეიროდ წარიმართა, ტელემაყურებელმა კი შვიდი გოლი იხილა. დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეხუთე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. თავისი პირველი გოლი თავური დარტყმით ზორან მარუშიჩმა გაიტანა. სერბმა ფორვარდმა თანამემამულის მიერ ჩაწოდებული კუთხური შედეგიანად შეირგო. ათიოდე წუთში კუთხური ანგარიშში სტუმრებმა გარდასახეს, გოლი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა და მატჩი ისევ მაღალ რიტმში გაგრძელდა. 31- ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფრთაზე ანზორ მექვაბიშვილმა ითამაშა ტექნიკურად, გაცდა მეტოქეს და კარის სიახლოვეს ჩააწოდა, ბურთი მეკარემ უკუაგდო, დამატებაზე კი ზორან მარუშიჩმა ყველას დაასწრო და დუბლი გაიფორმა. ასევე დუბლით გამოირჩა შოთა ნონიკაშვილი, რომელმაც ფოტო: ბადრი კეთილაძე პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროს აღადგინა სტატუს ქვო. მეორე ტაიმში რიტმი არ დავარდნილა. დინამოელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს დაწინაურება, პენალტი ზუსტად გიორგი გაბედავამ 55- ე წუთზე დაარტყა. გუნდებმა ცვლილებები განახორციელეს, მასპინძელთა შემადგენლობაში კი გუნდის კაპიტანი გამოჩნდა, რომელმაც წინა შეხვედრაში ტრავმა მიიღო და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. სწორედ გიორგი პაპავამ გაიტანა გარდამტეხი გოლი ამ შეხვედრაში. გუნდის კაპიტანმა 69- ე წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან ყუმბარისებული გასროლით კიდევ უფრო დააწინაურა დინამო. საბოლოო ანგარიში კი ორიოდე წუთში ასევე შეცვლაზე შემოსულმა იური ტაბატაძემ დააფიქსირა და დინამომ 4-3 მოიგო. მეხუთე ტურის მატჩი კავკასიონი არენაზე თელავსა და დინამოს შორის 20 მარტს საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. დინამოელებს ტრავმის გამო შეხვედრაში საიმონ ბენიო და კარლოს კასტრო გამოაკლდათ, მასპინძლებმა კი კოვიდ ვირუსის გამო რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისეს. თავად მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში სახიფათო მომენტიც შექმნეს, რომელიც სტუმართა დაცვის ხაზმა განმუხტა. დინამომაც შეუტია და პირველივე შეტევისას ლაშა შერგელაშვილს გაშლილ ხელზე ხვდება ბურთი, თუმცა მსაჯი აგრძელებს თამაშს. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთს ზორან მარუშიჩი ორჯერ გზავნიდა მიზანში და თელაველთა კარი ორივეჯერ ძელმა იხსნა. მასპინძელთა კარი კიდევ ერთხელ 37- ე წუთზე ზორან მარუშიჩის დარტყმის შემდეგ გადარჩა, ბურთი ბოლო წამს დაწოლილ მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. მილან რადინის საჯარიმოს კუთხიდან დარტყმული კი სანტიმეტრებში აცდა თელაველთა კარის ცხრიანს. პირველი ტაიმი გატანილი გოლების ფოტო: ბადრი კეთილაძე გარეშე მორჩა. მეორე ნახევარი სტუმართა შეტევებით განახლდა. მატჩის 55- ე წუთზე თბილისელთა შეტევა, ზორან მარუშიჩმა ერთი შეხებით ანზორ მექვაბიშვილს საჯარიმოში შეაყოლა ბურთი, მაგრამ ახალგაზრდა დინამოელმა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. დინამოელთა შეტევებმა საბოლოო და ლოგიკური შედეგი 63- ე წუთზე გამოიღო. ანზორ მექვაბიშვილმა ბურთი საჯარიმოში შერბენილ დავით კობოურს შეაყოლა, მანაც ერთი შეხებით ჩააწოდა და ზორან მარუშიჩმა თავით დალაშქრა თელაველთა კარი. ექვს წუთში დინამომ მეორე გოლიც შეაგდო, ფაბიან სპორქსლედემ მეტოქეს ბურთი თავზე გადაუტარა და ძირსდაუშვებლად გაისროლა ლუკა სანიკიძის კარში 0-2. ამის შემდეგ გიორგი გაბედავას შეეძლო მესამე გოლის გატანა, მაგრამ თავით ააცილა კარს, სამაგიეროდ მილან რადინმა დაახლოებით 25 მეტრიდან ცხრიანში გაისროლა და 0-3. საბოლოოდ შეხვედრა ამავე ანგარიშით დასრულდა.

დინამო-2 თასის 1/16 ფინალშია

21 მარტს სტარტი აიღო საქართველოს თასის 32- ე გათამაშებამ. ტურნირის პირველ ეტაპზე დინამო თბილისის მეორე გუნდი ხობის კოლხეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. მე- 7 წუთზე გიორგი გვიშიანმა გახსნა ანგარიში. ოც წუთში დინამომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და 1. დილა 5 4 11 მომდევნო ეტაპისკენ ნაბიჯი 2. დინამო ბთ 5 4 11 გადადგა. ლამაზი ფოტო: თამარ ჯიშკარიანი გოლი ლევან 3. დინამო თბ 5 5 10 ოსიყმაშვილის ანგარიშზეა. დედაქალაქელებმა უპირატესობა 4. ლოკომოტივი 5 1 10 მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე ახვლედიანის გოლით კიდევ უფრო გაიმყარეს 3-0. შეხვედრის ბოლოსკენ სტუმრებმა 5 1 7 5. შუქურა თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირეს და მატჩიც 3-1 დასრულდა. 26 მარტს თასის მეორე ეტაპზე დინამოელებმა ხონის 6. საბურთალო 5 1 6 იმერეთს უმასპინძლეს. თბილისელებმა ანგარიში მე- 20 წუთზე 7. თელავი 5 -3 5 გიორგი გვიშიანის ზუსტი დარტყმით გახსნეს. მეორე ტაიმის დებიუტში რევაზ ხინჩიაშვილმა ორი გოლი გაიტანა და ფაქტიურად 8. ტორპედო 5 -3 3 შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედიც გაარკვია. ტატო ჟივიძემ მეოთხე გოლი შეხვედრის 85- ე წუთზე გაიტანა და დინამოელებმა 9. სამგურალი 5 -3 3 4-0 იმარჯვეს. ამრიგად ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა საქართველოს თასის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა. 5 -7 0 10. სამტრედია

დილა გორი


გიორგი ნემსაძე

ანდრეი დემჩენკო

13 ომარ მიგინეიშვილი 30 როინ კვასხვაძე 3 ვიქტორ მონხილი 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 7 ლევან წოწონავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 12 ლევან ხარაბაძე 15 გიორგი პაპავა 17 თორნიკე ახვლედიანი 20 სეკუ კეიტა 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 23 გიორგი მოისწრაფიშვილი 24 ნოდარ იაშვილი 27 ანზორ მექვაბიშვილი 32 ზორან მარუშიჩი 34 ლუკა გაგნიძე 39 საბა ხვადაგიანი

29 ლუკა გუგეშაშვილი 30 მიხეილ მუჯრიშვილი 2 რევაზ ჩიტეიშვილი 3 ანდრო ნემსაძე 4 ანრი ჭიჭინაძე 5 დავით ხურცილავა 6 ცოტნე მოსიაშვილი 7 პაატა ღუდუშაური 8 დავით მაისაშვილი 9 თორნიკე კაპანაძე 12 ამოს ნონდი 11 ირაკლი ბუღრიძე 13 ნუგზარ სპანდერაშვილი 14 ალეფ სანტოსი 20 ნიკა გაგნიძე 24 ირაკლი ბიძინაშვილი 25 ვანდერსონ სილვა 28 უსმანე კამარა 33 რომარიკ ეტოუ 40 ფრანცისკო მადინგა


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.