დინამო - ტორპედო: მატჩის პროგრამა

Page 1


ტორპედო ქუთაისი ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა ძირითადად შავ, მწვანე და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. 1988 წელს სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტორპედო, თუმცა ამ პერიოდში საქართველო სსრკ– ს ოფიციალურად გამოეყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო ასპარეზობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 წლებში ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს. ტორპედო 2017 წლის თასის ფინალსაც ითამაშებს, მეტოქეობას კი ქუთაისელებს საჩხერის ჩიხურა გაუწევს. ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები ქართული დერბი ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 67- ე იქნება. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 66 მატჩიდან, 34- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 17 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 113/62 თბილისელთა სასარგებლოდაა. ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 13- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ქუთაისელებს თბილისელი ფეხბურთელები ეროვნულ ჩემპიონატში 5 წელზე მეტია არ დაუმარცხებიათ. ბოლოს ტორპედომ 2012 წლის 6 მაისს იმარჯვა. საკუთარ სტადიონზე კი ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც 2017 წლის 24 სექტემბერს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. ქუთაისელთა კარში გოლი ლაშა თოთაძემ გაიტანა. დინამო - ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4- ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1. აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს მიაღწია. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3, რომელიც ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს დაფიქსირდა.

ტორპედო ქუთაისი


საჩემპიონო მატჩი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გასული 35 ტური არ გახდა საკმარისი ჩემპიონის გამოსავლენად. მოხდა ის, რასაც ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივარი ყველაზე მეტად ელოდება ხოლმე. ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში, ფინალის ტოლფას ერთ კონკრეტულ დაპირისპირებაში გაირვკევა, რომელშიც დინამო თბილისი თავის ტრადიციულ მეტოქესა და მთავარ კონკურენტს ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდი პირველ ადგილზეა და ტორპედოს 2 ქულით უსწრებს, შესაბამისად არ წაგების შემთხვევაში დინამოელები მეჩვიდმეტედ მოიგებენ საქართველოს ჩემპიონატს, ხოლო სტუმრებს თავისი მეოთხე ტრიუმფისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. დინამოს გასულ ტურში შეეძლო ჩემპიონობის გაფორმება, თუმცა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საბურთალოსთან გამართული შეხვედრის მოგება ვერ შეძლო, მიუხედავად უპირატესობისა თბილისურ დერბიში დინამოელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს (0:0) და საქმე გაირთულეს. დინამო, ფაქტობრივად, მთელი სეზონია ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. ჩვენს გუნდს ეროვნულ ლიგაში ბურთების საუკეთესო შეფარდება აქვს 79/28 ზე , +51 , დინამოს შემდეგ საუკეთესო შედეგი სწორედ ტორპედოს აქვს +31. ტორპედოსთან ჩვენს გუნდს წამყვანი ფეხბურთელები ვერ დაეხმარებიან, დისკვალიფიკაცია აქვს ლაშა თოთაძეს, ხოლო ტრავმირებულები არიან გიორგი ზარია და ბაქარ ქარდავა.

TORPEDO KUTAISI

35

+51

75

35

+31

73

35

+23

67

35

+18

57

35

+11

53

35

-8

52

35

-10

40

35

-31

33

35

-43

23

35

-42

21


კახა ჩხეტიანი როინ კვასხვაძე მაქსიმე ქვილითაია გიორგი გურული გიორგი ქიმაძე ანრი ჭიჭინაძე ვაჟა ტაბატაძე დავით ხურცილავა გურამ ადამაძე ოლეგ მამასახლისი შალვა ბურჯანაძე შოთა ბაბუნაშვილი გრიგოლ დოლიძე ლევან კუტალია გიორგი კუხიანიძე ბექა ტუღუში გუგა ფალავანდიშვილი მერაბ გიგაური მათე კვირკვია ბიძინა მახარობლიძე გიორგი ბერიაშვილი თორნიკე კაპანაძე ლაშა კუჭუხიძე გაბრიელ საღრიშვილი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.