ჩვენი მეტოქე თელავი
საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ლეგენდარული გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამჯერად სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კახელები მეტოქეებს თელავში, კავკასიონი არენაზე მასპინძლობენ. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ლიგა 2- ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით ფოტო: თელავის სოც. მედია 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეზონის შემდეგ, კახეთმა პირველად და საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე - ღირსეულად წარადგინა გუნდი ეროვნულ ლიგაში. 2020 წლის გათამაშება თელავმა მეექვსე ადგილზე დაასრულა.
მწვრთნელი
რამდენიმე დღის წინ თელავმა ახალი მთავარი მწვრთნელი, ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - გიორგი მიქაძე წარადგინა. მისი გუნდი 13 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 8 ქულით, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. ფოტო: თელავის სოც. მედია
ურთიერთშეხვედრები თელავთან
დინამოელთა და თელაველთა გზები ეროვნულ ლიგაში აქამდე სულ სამჯერ გადაიკვეთა. 2020 წლის 29 თებერვალს სადებიუტო ოფიციალური მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 12 აგვისტოს კავკსიონი არენაზე ასევე ფრე 0-0 დაფიქსირდა. 2021 წლის ჩემპიონატში პირველი შეხვედრა დინამომ თელავტან გასვლაზე 20 მარტს გამართა და უგოლოდ ჩატარებული მატჩების შემდეგ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მასპინძლებს. თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გამოიჩინეს. ფოტო: ბადრი კეთილაძე
ანზორ გაბიტაშვილი გარდაიცვალა
დინამო თბილისის ოქროს ხანის ექიმი-ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი 9 მაისს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩვენი კლუბი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
თელავი
ორხელისუფლებიანობა სატურნირო ცხრილში 8 მაისს ახალაშენებულმა ბათუმი არენამ ვიცე ჩემპიონისა და მოქმედი ჩემპიონის შეხვედრას უმასპინძლა. თბილისელებისთვის ეს საიუბილეო, მე- 1000 მატჩი გახლდათ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. შეგახსენებთ, რომ დინამო ერთადერთი გუნდია, რომელსაც უმაღლესი ლიგა არასდროს დაუტოვებია (დინამოს არც სსრკ- ს ჩემპიონატში არ დაუტოვებია უმაღლესი ლიგა). მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ტერიტორიული უპირატესობა კი მასპინძლებმა მოიპოვეს საწყის წუთებში. პირველი სახიფათო მომენტი მე- 8 წუთზე შეიქმნა, როდესაც ჯაბა ჯიღაურის ძლიერი დარტყმული როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. საწყისი წუთების შემდეგ უკვე სტუმრებმა მოახერხეს ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება და მცირე დროში თბილისელებმა ორი კუთხურიც მოაწოდეს. პირველი ტაიმის მიწურულს ჯაბა ჯიღაურმა ისარგებლა სტუმართა დაცვის შეცდომით და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმი დინამომ შედარებით აქტიურად დაიწყო. 54- ე წუთზე დედაქალაქელებმა ორი კუთხური მიჯრით მოაწოდეს, მეორე ჯერზე დასწრებაზე ზორან მარუშიჩმა ითამაშა, ახლო მანძილიდან არტყავდა, მაგრამ ლაზარე კუპატაძე ბურთს ხელებში აფიქსირებს. შეხვედრის 63- ე წუთზე თბილისელთა რიგებში ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა. დარჩენილ წუთებში აღარაფერი შეცვლილა და მატჩი მასპინძლებმა 1-0 მოიგეს. 12 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბურთალოსა და დინამოს შორის შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა და ფეხბურთელებმა ანზორ გაბიტაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი. დინამომ თავიდანვე მძლავრად შეუტია და მე- 12 წუთზე ზორან მარუშიჩმა გიორგი კუციას გადაცემა შეირგო და თავურით გახსნა ანგარიში. მე- 18 წუთზე თორნიკე ახვლედიანმა არ გაუშვა თავისი შანსი ხელიდან და დინამო ორი ბურთით დააწინაურა ახალგაზრდა ფორვარდმა. ტაიმის ბოლოს დინამოს შეტევებს ლოგიკური დასასრული მოჰყვა. პენალტი საბურთალოს კარში და მარუშიჩის დუბლი. მეორე ნახევარი საბურთალოს სახიფათო შეტევით განახლდა, ბოლო წამს საბა ხვადაგიანმა განმუხტა მასპინძელთა სწრაფი კონტრიერიში. საპასუხოდ თორნიკე ახვლედიანის ძლიერად დარტყმული ზემოდან გადაცდა ოთო გოშაძის კარს. შეხვედრის 55- ე წუთზე გიორგი ლაცაბიძემ გაისროლა შორიდან და როინ კვასხვაძემ ლამაზ ნახტომში მოიგერია ბურთი. მატჩის მე- 80 წუთზე მოედანზე საბა ხვადაგიანის ნაცვლად საიმონ ბენიო გამოჩნდა, რომელსაც ტრავმის გამო საკმაოდ დიდი ხანი გაუცდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს თორნიკე მორჩილაძის გადაცემა და ერთი შეხებით, ზუსტად, გიორგი გაბედავამ წერტილი დაუსვა შეხვედრას.
დიდი გამარჯვების დღე
1981 წლის 13 მაისი ქართული სპორტის და ჩვენი კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. დინამოელები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. დიუსელდორფის ფინალურ მატჩში კარლ ცეისთან 2-1 გამარჯვების შემდეგ, დინამოელები უეფას თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ. ტროფეი ჩვენი გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ უეფას პრეზიდენტისგან, არტემიო ფრანკისგან ჩაიბარა. დიდი გამარჯვების დღიდან 40 წელი შესრულდა. დიუსელდორფი, რაინშტადიონი. დინამო 2-1 კარლ ცაისი გოლები: 0-1 ჰოპე 63’ 1-1 გუცაევი 67’ 2-1 დარასელია 87’ მსაჯები: რიკარდო ლატანცი, ლუიჯი ანოლინი, პაოლო ბერგამო (იტალია) უეფას კომისარი: დოქტორ იირა (ჩეხოსლოვაკია) დინამო: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე ©, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი 68), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია - მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი კარლ ცეისი: გრაპენტინი, ბრაუერი, ჰოპე (ოევერმანი 88), შილინგი, კურბივაიტი ©, შნუპჰაზე, კრაუზე, ლინდემანი, ბილაუ (ტიოპფერი 76), რააბი, ფოგელი - მწვრთნელი: ჰანს მაიერი
თელავი
1. დინამო ბთ
13
16
28
2. დინამო თბ
13
13
28
3. დილა
13
5
22
4. საბურთალო
13
2
21
5. ლოკომოტივი
13
-1
18
6. სამგურალი
13
-3
16
7. შუქურა
13
-7
14
8. ტორპედო
13
-3
10
9. სამტრედია
13
-9
9
10. თელავი
13
-13
8
გიორგი ნემსაძე
გიორგი მიქაძე
13 ომარ მიგინეიშვილი 30 როინ კვასხვაძე 3 ვიქტორ მონხილი 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 12 ლევან ხარაბაძე 15 გიორგი პაპავა 17 თორნიკე ახვლედიანი 19 საიმონ ბენიო 20 სეკუ კეიტა 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 24 ნოდარ იაშვილი 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 32 ზორან მარუშიჩი 34 ლუკა გაგნიძე 39 საბა ხვადაგიანი
1 გიორგი ჩოჩიშვილი 21 ლუკა სანიკიძე 2 ცოტნე კაპანაძე 3 ზურაბ თევზაძე 4 ფირუზ მარაქველიძე 5 ილია ბერიაშვილი 7 მიხეილ ბაშალეიშვილი 8 გიორგი ჯანელიძე 11 იმედა აშორტია 13 გიორგი ხაბულიანი 14 მირიან ჯიქია 15 ვუგარ ბაიბალაევი 17 რევაზ ინჯგია 19 ზაზა ციცქიშვილი 20 ვაჟა ფაცაცია 22 შოთა შეყილაძე 23 ლუკა სოსიაშვილი 25 ლაშა კოხრეიძე 26 რატი არდაზიშვილი 27 ლაშა შერგელაშვილი