დინამო - ტორპედო: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე ტორპედო ქუთაისი

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა შავ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 4:2 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. ქუთაისელებმა 1982, 1983 და 1985, 1986 სეზონები გაატარეს უმაღლეს ლიგაში. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 და 2017 წლებში იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს. 2018 წელს ტორპედომ საჩხერის ჩიხურას დამარცხებით საქართველოს სუპერთასიც მოიპოვა. იგივე ტიტული ქუთაისელებმა 2019 წელს საბურთალოსთან პაექრობაში მოიგეს.

მწვრთნელი და ტორპედო

ქუთაისის ტორპედოს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი მიხეილ აშვეთია ხელმძღვანელობდა, რომელიც მეათე ტურის წინ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა და გუნდი ბათუმის დინამოსთან სათამაშოდ ვეტერანმა ფეხბურთელმა - შოთა ბაბუნაშვილმა გაიყვანა. ქუთაისელები 10 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 6 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.

ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 78 მატჩიდან, 40- ჯერ ფოტო: ტორპედოს სოც. მედია გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 127/70 თბილისელთა სასარგებლოდაა. ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის ქუთაისში 2021 წლის 5 მარტს გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ტორპედოს კარში თორნიკე ფოტო: ბადრი კეთილაძე ახვლედიანმა და საიმონ ბენიომ გაიტანეს.

ტორპედო ქუთაისი


გამარჯვება დედაქალაქურ დერბიში და მარცხი წყალტუბოში

16 აპრილს დინამო არენაზე ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. მოგეხსენებათ ლოკომოტივი პირველ წრეში საშინაო მატჩებს დინამო არენაზე ატარებს. თამაში ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. შეხვედრის დებიუტში ზორან მარუშიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ლოკომოტივის გოლკიპერს ვერ აჯობა. სერბ შემტევს მე- 15 წუთისთვის კიდევ ერთი საგოლე მომენტი მისმა თანამემამულემ შეუქმნა, მილან რადინის ჩაწოდებულს მარუშიჩი ვერ შეწვდა და მომენტიც განიმუხტა. 28- ე წუთზე ლოკომოტივის კარი რევაზ თევდორაძემ გადაარჩინ. მან მარუშიჩის თავური ბოლო წამს ნახტომში კუთხურზე უკუაგდო. საპასუხოდ ლოკომოტივსაც შეექმნა კარგი მომენტი, თუმცა ამ შემთხვევაში ლუკა კუტალაძემ ითამაშა დამაჯერებლად და საერთოდ აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში დინამოს განაცხადში ჩვენი აკადემიის აღზრდილი 12 ფეხბურთელი გახლდათ. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩის 54- ე წუთზე მარუშიჩმა საჯარიმოში დაამუშავა ბურთი, გადაცემა გიორგი გაბედავაზე, მისი დარტყმული კი აიჭრა და მომენტი განიმუხტა. დინამოელთა შეტევებმა შედეგი 74- ე წუთზე გამოიღო. თორნიკე ახვლედიანმა გაამწვავა თამაში, შეიჭრა საჯარიმოში, მისი გადაცემა და ანზორ მექვაბიშვილმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა 0-1. ნომინალურმა სტუმრებმა მეორე გოლი მე- 80 წუთზე გაიტანის, თავისი ფოტო: ბადრი კეთილაძე შანსი საბოლოოდ ზორან მარუშიჩმა გამოიყენა. მარუშიჩმა ორიოდე წუთში კიდევ ერთი გოლი შეაგდო და დერბიში გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა. 85- ე წუთზე გურამ კაშიამ ერთი ბურთი გაქვითა და შეხვედრაც დინამოელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. გიორგი ნემსაძის გუნდმა მიჯრით მეექვსე შეხვედრა მოიგო. 25 აპრილს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეათე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა სამგურალმა დინამოს უმასპინძლა. დედაქალაქელთა კარში ადგილი გამოჯანმრთელებულმა ომარ მიგინეიშვილმა დაიკავა, თუმცა გუნდმა დამატებით მილან რადინი (ტესტებმა დადებითი აჩვენა), ნოდარ იაშვილი და გიორგი გაბედავა (ორივეს ტრავმა) მოისაკლისა. გუნდებმა აქტიურად დაიწყეს თამაში. რამდენიმე ნახევრადსახიფათო მომენტის შემდეგ დედაქალაქელებმა მე- 20 წუთზე მწვავედ შეუტიეს და ანზორ მექვაბიშვილის დარტყმულის შემდეგ ბურთი მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია. მატჩის 34- ე წუთზე მაქსიმე ქვილითაიამ კიდევ ერთხელ იხსნა მასპინძელთა კარი. გიორგი კუციას უძლიერესად შესრულებული საჯარიმო დარტყმა გოლკიპერმა ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ უკვე ომარ მიგინეიშვილმა ითამაშა დამაჯერებლად, როდესაც სერგო კუხიანიძის დარტმული მოიგერია. ტაიმის ბოლოს სტუმრებს კონტრშეტევა გამოეპარათ და სერგო კუხიანიძემ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში დინამომ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მიჯრით რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა. 65- ე წუთისთვის სამგურალის კარი გოლს გადაურჩა, ბოლო წამს მცველმა მოასწრო დაუცველი კარიდან ბურთის გამოტანა. აქედან ერთ წუთში დინამოელთა რიგებში კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის, აკადემიის აღსაზრდელის - თორნიკე მორჩილაძის დებიუტი შედგა. დინამო მასირებულ შეტევაზე გადავიდა, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი შექმნა, ბოლო წუთზე კონტრშეტევა და ბუხაიძემ საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

დინამო-2 თასის მერვედფინალშია

20 აპრილს დინამოს აკადემიის მოედანზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. დინამოელები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, თუმცა მეტოქეც სახიფათოდ უტევდა. ანგარიში ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმით თორნიკე მორჩილაძემ მე- 14 წუთზე გახსნა. ათიოდე წუთში სტუმართა შეტევას დინამოელთა კარში ნიკა უგრეხელიძის ავტოგოლი მოჰყვა და პირველი ტაიმიც საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. დუბლი მორჩილაძემ გაიფორმა. ამის შემდეგ დინამოელებს კიდევ რამდენიმე ეპიზოდში შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, თუმცა აღარაფერი შეცვლილა და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა. სამწუხაროდ დინამოს პირველმა შემადგენლობამ მომდევნო დღეს ქობულეთის შუქურასთან 0-1 დათმო სათასო მატჩი და გათამაშებას გამოეთიშა.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

#BackToTheGame

დინამო თბილისი, როგორც ევროპულ კლუბთა ასოციაციის წევრი (ECA) უერთდება კამპანიას #BackToTheGame. We want to move past the events of this week and encourage and inspire the global football community, as matches return this weekend. Clubs can only succeed both on and off the pitch if we work hand in hand. The message from #ECA Members is clear: Let’s Get BackToTheGame.

ტორპედო ქუთაისი

1. დინამო თბ

10

9

22

2. დინამო ბთ

10

6

19

3. დილა

10

5

18

4. საბურთალო

10

4

17

5. ლოკომოტივი

10

-1

14

6. შუქურა

10

1

13

7. სამგურალი

10

-2

12

8. სამტრედია

10

-7

7

9. ტორპედო

10

-6

6

10. თელავი

10

-9

6


გიორგი ნემსაძე

შოთა ბაბუნაშვილი

13 ომარ მიგინეიშვილი 37 ლუკა ხარშილაძე 3 ვიქტორ მონხილი 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 9 გიორგი გაბედავა 12 ლევან ხარაბაძე 15 გიორგი პაპავა 17 თორნიკე ახვლედიანი 20 სეკუ კეიტა 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 23 გიორგი მოისწრაფიშვილი 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 32 ზორან მარუშიჩი 33 ლუკა სალუქვაძე 34 ლუკა გაგნიძე 35 თორნიკე ჯანგიძე 38 გიორგი აბუაშვილი

19 ლევან შოვნაძე 30 დინო ჰამზიჩი 2 ვაჟა ტაბატაძე 3 ბაქარ მირცხულავა 4 ლუკა ქაფიანიძე 5 ცოტნე ნადარაია 6 ოლეგ მამასახლისი 7 ირაკლი ძარია 9 ფადი ზიდანი 10 მეჰდი ბუკასი 11 ალაიდინ სალაკუ 15 დმიტრი რეკიში 18 თედორე გრიგალაშვილი 20 თამაზ შარვაშიძე 21 ვახტანგ ბოჭორიშვილი 22 სამუელ ინკუმი 23 მიხაილ რადჩენკო 25 ოთარ კვერნაძე 27 მუროდჟონ ტუიჩიბაევი 37 ალიკო ჩაკვეტაძე


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.