დინამო თბ - დინამო ბთ: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე დინამო ბათუმი

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებია ლურჯი და თეთრი. დღეისათვის (15 წლიანი პაუზის შემდეგ) ბათუმელები საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში, ახალგახსნილ ბათუმი არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3-2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს ფოტო: დინამო ბათუმის სოც. მედია სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2-7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს დინამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. 2015 წლის ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით. 2016 წლის გარდამავალი პირველობა წარმატებული გამოდგა ზღვისპირელთათვის. გუნდმა მცირე ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა, სადაც პოლონურ იაგელონიას გადაეყარა და გათამაშების პირველივე ეტაპზე საერთო ჯამში 0-5 დამარცხდა. მომდევნო სეზონის შედეგებთ გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. 2018 წელს კი ქვედა დივიზიონში იპირველა და ისევ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ბათუმელებმა 2019 წლის ჩემპიონატში 21 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორეს და ვერცხლის მედლებთან ერთად, ევროპა ლიგის საგზურიც მიიღეს. იგივე შედეგი ჩვენმა მეტოქემ 2020 წელსაც გაიმეორა და ახალშექმნილი კონფერენს ლიგის საგზური მიიღო.

მწვრთნელი და დინამო ბათუმი

აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად მეოთხე სეზონია ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - გია გეგუჩაძე მუშაობს. მისი გუნდი 20 ტურის შემდეგ დაგროვილი 40 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრები ზღვისპირელებთან

ფოტო: დინამო ბათუმის სოც. მედია

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 62 მატჩიდან 41 მტკვრისპირელებმა მოიგეს, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 11 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 124/55 თბილისელთა სასარგებლოდ. ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თხუთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1-0. რვაჯერ მატჩი 2-1 მორჩა, შვიდჯერ 3-1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2-0 და 3-0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5-3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0-3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით დედაქალაქელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში, 8 მაისს ბათუმში შეხვდა. ფოტო: ბადრი კეთილაძე მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

დინამო ბათუმი


მოგებული ქართული დერბი და პირველი ადგილი 27 ივნისს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა მე- 80 ქართული დერბი მიიღო. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს და ანგარიშიც 25- ე წუთზე გახსნეს. გიორგი გაბედავამ და ლევან ხარაბაძემ ტორპედოს საჯარიმოსთან გაითამაშეს ბურთი, გაბედავას გადაცემა და გიორგი კუციას ზუსტი დარტყმა. პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც მასპინძლებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, ბოლო მომენტში ბურთი ცარიელი კარიდან საიმონ ბენიომ გამოიტანა. მეორე ტაიმი გუნდებმა ხისტად განაახლეს, რასაც მსაჯის მიერ დარიგებული ყვითელი ბარათები მოჰყვა. 57- ე წუთზე უკვე თბილისელთა კარი გადარჩა, ფადი ზიდანის ძლიერად დარტყმული ხარიხამ უკუაგდო. ხუთიოდე წუთში უკვე ზორან მარუშიჩს მართებდა თავით უკეთესად თამაში, მაგრამ მისი დარტყმული უხეირო გამომდგა. მე- 80 წუთზე სტუმრებმა გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. ზორან მარუშიჩმა ერთი გადაცემით შეიძლება ითქვას მთელი დაცვა მოჭრა, გიორგი გაბედავას კი დარტყმა გაუცუდდა და მომენტიც განიმუხტა. 85ე წუთზე ძელმა უკვე მასპინძელთა კარი იხსნა. თორნიკე ფოტო: ბადრი კეთილაძე ახვლედიანის გადაცემის შემდეგ ნოდარ ქავთარაძე ერთი შეხებით ასრულებდა ეპიზოდს. საბოლოოდ დინამომ იმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაუბრუნდა.

ნოდარ ქავთარაძე დინამოში დაბრუნდა

ნოდარ ქავთარაძე წყალტუბოს სამგურალთან შეხვედრაში დინამოს დაუბრუნდა. ფეხბურთელსა და ჩვენს კლუბს შორის კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გაფორმდა. ქავთარამ დინამოს 38 ნომრიანი ფორმა მოირგო. ნოდარ ქავთარაძე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის იანვრამდე თამაშობდა - 35 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და მიჯრით ორჯერ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა. ქავთარაძე შარშანდელ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის ბომბარდირია 8 გატანილი გოლით.

დინამოელები 130- ე სკოლაში

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

ახალგაზრდა დინამოელები და აკადემიის მენეჯმენტი 130 - ე სკოლას ესტუმრნენ. ლუკა გაგნიძემ და საბა ხვადაგიანმა ცოტახნის წინ სწორედ ეს სკოლა დაამთავრეს. ამავე სკოლის მოსწავლეები იყვნენ ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. დინამოელებმა სკოლას ავტოგრაფებიანი 130 ნომრიანი მაისური უსახსოვრეს და დინამოს ბრენდირებული სასკოლო სუვენირები გადასცეს.

დინამოელ კალათბურთელთა დიდი დღე

29 ივნისი ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. 59 წელი გავიდა დინამო თბილისის საკალათბურთო გუნდის უდიდესი გამარჯვებიდან. 1962 წელს დინამოელებმა ფიბას ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალი 90-83 დაამარცხეს და ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტროფეის დაეუფლნენ. ფიბა ევროპის ჩემპიონთა თასი, ფინალი, 1962 წლის 29 ივნისი, ჟენევა, შვეიცარია. Patinoire des Vernets Arena. 5000 მაყურებელი. დინამო 90-83 რეალი მსაჯები: ერვინ კაშაი (უნგრეთი), 1. დინამო თბ 20 16 41 როჯერ უებერი (შვეიცარია) 2. დინამო ბთ 20 23 40 დინამო: ლევან მოსეშვილი (3ქ), გურამ მინაშვილი (9), ილარიონ 3. ლოკომოტივი 20 4 33 ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია (0), ვალერი ალთაბაევი (17), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე 4. საბურთალო 20 7 32 (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი (0) 20 3 32 5. დილა მთავარი მწვრთნელი: ოთარ ქორქია რეალი: მანუელ საინსი (4), ხოსე ლუისი (5), ანტონიო პალერმო (0), 6. სამგურალი 20 -2 28 ემილიანო როდრიგესი (21), კარლოს სევილიანო (11), უეინ 7. ტორპედო 20 -3 19 ჰაიტაუერი (აშშ) (30), სტენ მორისონი (აშშ) (12), ლორენცო ალოკენი (0), პედრო ლოპი (0), ხოსე–რამონ დურანი (0), ხულიო 8. თელავი 20 -16 18 დესკარტინი (0) 9. შუქურა 20 -12 17 მთავარი მწვრთნელი: პედრო ფერანდისი 10. სამტრედია

დინამო ბათუმი

20

-20

10


კახა ცხადაძე

გია გეგუჩაძე

13 ომარ მიგინეიშვილი 30 როინ კვასხვაძე 3 ვიქტორ მონხილი 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 12 ლევან ხარაბაძე 15 გიორგი პაპავა 17 თორნიკე ახვლედიანი 19 საიმონ ბენიო 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორქსლედე 24 ნოდარ იაშვილი 25 თორნიკე მორჩილაძე 27 ანზორ მექვაბიშვილი 32 ზორან მარუშიჩი 34 ლუკა გაგნიძე 38 ნოდარ ქავთარაძე 39 საბა ხვადაგიანი

1 მიხეილ ალავიძე 13 ლაზარე კუპატაძე 3 ბენჟამინ ტეიდი 5 ოლექსანდრ აზაცკი 7 გიორგი ზარია 8 ჯამბულ ჯიღაური 9 გიორგი ნიქაბაძე 11 გიული მანჯგალაძე 14 გიორგი ფანცულაია 16 ირაკლი აზაროვი 17 ვლადიმერ მამუჩაშვილი 19 სანდრო ალთუნაშვილი 20 რაფაელ ჩუკვურა 21 ლუკას გროცურეკი 22 გიორგი ნავალოვსკი 23 მამუკა კობახიძე 27 ვამარა სანოგო 30 ლაშა შინდაგორიძე 35 გრიგოლ ჩაბრაძე 40 ჯოვინო ფლამარიონი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.