დინამო თბილისი - დინამო ბათუმი

Page 1


ჩვენი მეტოქე

დინამო ბათუმი

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებია ლურჯი და თეთრი. დღეისათვის (15 წლიანი პაუზის შემდეგ) ბათუმელები საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში, ახალგახსნილ ბათუმი არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი ფოტო: დინამო ბათუმის სოც. მედია და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3-2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში2-7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს დინამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. 2015 წლის ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით. 2016 წლის გარდამავალი პირველობა წარმატებული გამოდგა ზღვისპირელთათვის. გუნდმა მცირე ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა, სადაც პოლონურ იაგელონიას გადაეყარა და გათამაშების პირველივე ეტაპზე საერთო ჯამში 0-5 დამარცხდა. მომდევნო სეზონის შედეგებთ გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. 2018 წელს კი ქვედა დივიზიონში იპირველა და ისევ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ბათუმელებმა 2019 წლის ჩემპიონატში 21 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორეს და ვერცხლის მედლებთან ერთად, ევროპა ლიგის საგზურიც მიიღეს. იგივე შედეგი ჩვენმა მეტოქემ 2020 წელსაც გაიმეორა და ახალშექმნილი კონფერენს ლიგის საგზური მიიღო. თავად ტურნირზე გუნდმა სან მარინოს ტრე პენე დაჯაბნა, შემდეგ ბორისივოს ბატეს აჯობა და გათამაშების მესამე ეტაპი თურქულ სივასსპორთან დათმო. სეზონის ბოლოს ბათუმელებმა არსებობის მანძილზე პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად მეხუთე სეზონია ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - გია გეგუჩაძე მუშაობს. გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული. მისი გუნდი 10 ტურის შემდეგ დაგროვილი 23 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრები ზღვისპირელებთან ფოტო: დინამო ბათუმის საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 65 მატჩიდან 41 დედქალაქელებმა მოიგეს, სოც მედია 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 13 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 126/61 თბილისელთა სასარგებლოდ. ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თხუთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1-0. ცხრაჯერ მატჩი 2-1 მორჩა, შვიდჯერ 3-1 და 3-0, ხოლო ექვსჯერ 2-0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5-3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0-3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით დედაქალაქელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ამა წლის 4 მარტს ბათუმში შეხვდა ერთმანეთს. ფოტო:ლაშა კუპრაშვილი მატჩი მასპინძლებმა 3-0 მოიგეს.

დინამო თბილისი vs დინამო ბათუმი


ჩვენი გუნდი ვნებათაღელვა ქუთაისში და დინამოს ტექნიკური გამარჯვება 29 აპრილს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა ქართულ დერბის უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე მოთელვაზე, დინამოელთა ვიცე კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა ტრავმა მიიღო და ძირითადში ახალგაზრდა ლევან ოსიყმაშვილი გამოჩნდა, რომელიც ჩვენი აკადემიის აღზრდილია და მისთვის ეს მატჩი პირველ გუნდში სადებიუტო გამოდგა. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და მე-7 წუთისთვის მწვავე მომენტებიც გაცვალეს. ჯერ უსმანე კამარას საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკურად დარტყმული მცირე მანძილით აცდა მასპინძელთა კარს, საპასუხოდ კი გიორგი კუხიანიძის დარტყმული ბურთიც ზემოდან გადაევლო დედაქალაქელთა კარის ხარიხას. მატჩის მე-16 წუთზე თბილისელთა სწრაფი შეტევა, ფოტო: ლაშა კუპრაშვილი გიორგი გაბედავამ ერთი შეხებით გააგრძელა, ბარნს ოსეიმ უძლიერესად გაისროლა და ქუთაისელთა კარი დინო ჰამზიჩმა იხსნა. ხუთიოდე წუთში უკვე სტუმართა კარი გადაურჩა გაშვებულ გოლს. გიორგი არაბიძის გასროლილი ხარიხამ უკუაგდო. მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე დინამოელთა შეტევა შედეგიანად დაგვირგვინდა. ბარნს ოსეიმ საჯარიმოში გიორგი გაბედავა მოძებნა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ცხრიანში აიღო ტორპედოს კარი 0-1. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმში უფრო ხისტი თამაში გაჩაღდა. მასპინძლები ცდილობდნენ სხვაობის აღდგენას, სტუმრები კი მეტად მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ. ტაიმის შუაში დინამოელთა კარი სანდრო კალანდაძემ იხსნა, რომელმაც ფაქტიურად დაუცველი კარიდან გამოიტანა ბურთი. მატჩის 82-ე წუთზე თბილისელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, სტანისლავ ბილენკი მაღალ სისწრაფეზე რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი, შეიჭრა საჯარიმოში და კართან მარტო მყოფი თორნიკე კირკიტაძე მოძებნა, რომელმაც ტორპედოს მეორე გოლი გაუტანა. 89-ე წუთზე ქუთაისელებმა ირაკლი ბუღრიძის ზუსტი დარტყმით ერთი გოლი გაქვითეს, მსაჯმა კი შეხვედრას 7 წუთი მიამატა. დარჩენილ დროში, რამაზ შენგელიას სტადიონზე მდგომარეობა უმართავი გახდა, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით შეხვედრა შეწყდა. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სფფ-ს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტმა იმსჯელა და დედაქალაქელებს ტექნიკური გამარჯვება 3-0 ჩაეთვალათ.

უკრაინელი ბავშვები დინამოს აკადემიაში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიამ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს უმასპინძლა. ღონისძიების ეგიდით უკრაინელი ბავშვებისა და ჩვენი აკადემიის აღსაზრდელების მონაწილეობით ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა ორივე ქვეყნის ჰიმნი შეასრულეს. შეხვედრაში სიმბოლურად, საფეხბურთო კლუბ თბილისის ნიკეს უკრაინელმა ფეხბურთელმა გოგონებმა იმსაჯეს. ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ თამაშის მონაწილეებს ჩვენი კლუბისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

13 დინამოელი 18 წლამდე ნაკრებში საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა 26 და 28 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ცუგში ამხანაგური მატჩები გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ორივეჯერ 19 წლამდე მასპინძელთა ნაკრებს შეხვდება. პირველი შეხვედრა ახალგაზრდა ჯვაროსნებმა დინამოელთა გოლებით 2-1 მოიგეს. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ლუკა პარკაძის ზუსტი დარტყმით გაიხსნა. თამაშის +55-ე წუთზე ჩვენი აკადმიის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა - ლუკა ლაცაბიძემ სხვაობა 1 10 18 23 ორამდე გაზარდა. მეორე მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, გოლი შვეიცარიელთა კარში ისევ 2 10 5 19 დინამოელის დავით გოცირიძის ანგარიშზეა. 3 10 6 18 18 წლამდე ნაკრებში დინამოს აკადემიიდან 13 ფეხბურთელი გახლდათ გამოძახებული: 4 10 2 15 მიხეილ მაქაცარია, რომა მორჩილაძე, არჩილ 5 10 3 14 დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, მუხრან ბაგრატიონი, 6 10 -2 14 ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, თემურ ნოზაძე, თემურ 7 10 4 13 გოგნაძე, გაბრიელ სიგუა, დავით გოცირიძე, 10 -9 11 8 დიმიტრი ღურწკაია, ლუკა პარკაძე და ჯადული 9 10 -6 10 იობაშვილი. ფოტო: nakrebi.ge 10 10 -21 0

დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი


მწვრთნელი:

1 30 2 3 4 6 7 8 9 11 12 15 16 18 19 22 23 28 31 40

კახა ცხადაძე

პრიეტო ლუკა კუტალაძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ნოდარ ლომინაძე დავით სხირტლაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ლევან ხარაბაძე გიორგი პაპავა C ლევან ოსიყმაშვილი ბარნს ოსეი საიმონ ბენიო გოდფრი სტეფენი თორნიკე კირკიტაძე უსმანე კამარა გიორგი მაისურაძე დმიტრი ანტილევსკი ანდრეს

ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური

მწვრთნელი:

1 13 3 5 6 8 9 10 11 14 16 15 19 20 23 24 27 30 33 35

გია გეგუჩაძე

ალავიძე ლაზარე კუპატაძე ბენჟამინ ტეიდი ოლექსანდრ აზაცკი თორნიკე გაფრინდაშვილი ჯამბულ ჯიღაური ირაკლი ბიძინაშვილი გუგა ფალავანდიშვილი გიორგი ზარია გიორგი ფანცულაია ირაკლი აზაროვი ვლადიმერ მამუჩაშვილი სანდრო ალთუნაშვილი ხვიჩა კვარაცხელია მამუკა კობახიძე C მილან რადინი სტეფან დენკოვიჩი ზურიკო დავითაშვილი ელგუჯა ლობჯანიძე გრიგოლ ჩაბრაძე მიხეილ


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.