დინამო - საბურთალო

Page 1


ჩვენი მეტოქე

საბურთალო

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. 2017 წლის სეზონიდან გუნდმა არენა შეიცვალა (მანამდე ბენდელაზე გამოდიოდნენ) და სტუმრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა. უკვე სამი წელია საბურთალოს საშინაო არენად მიხეილ მესხის სტადიონი ითვლება. საბურთალოს საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში საბურთალომ მესამე პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს პლეი ოფში დინამოს შეხვდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 0-1 დამარცხდა. 2017 წლის პირველობა საბურთალომ მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო ფოტო: საბურთალოს სოც. მედია 2018 წელს გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ამ წარმატებას გუნდმა 2019 წელს საქართველოს თასი შემატა. საბურთალოელებმა ფინალში ლოკომოტივს 3-1 აჯობეს და 2020 წელი გუნდმა სუპერთასის მოპოვებით გახსნა. 2021 წელი კი ჩვენმა მეტოქემ მეოთხე ადგილზე დაასრულა.

მწვრთნელი და საბურთალო 2021 წლის ნოემბრიდან საბურთალო ქართველმა ფეხბურთის სპეციალისტმა - ლევან კორღალიძემ ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი 13 მატჩიდან დაგროვილი 22 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრები საბურთალოსთან ეს გუნდები საქართველოს ჩემპიონატში 23- ჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. 14 შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, 4 მატჩი ფრედ დასრულდა და ხუთჯერ საბურთალომ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 44/20 დინამოელთა სასარგებლოდ. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4:0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა - გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ ფოტო: საბურთალოს სოც. მედია 4 დეკემბერს 1:0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა. მიმდინარე პირველობაზე დინამომ 23 აპრილს მიიღო თანაქალაქელი და 2:0 აჯობა. გოლები საბურთალოს კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს. მეორე წრის თამაში 17 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა და ლურჯ-თეთრების გამარჯვებით 5:0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. მესამე წრის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2017 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა და საბურთალოს გამარჯვებაც დაფიქსირდა. სტუმრებმა 4:1 აჯობეს დინამოს. გოლი საბურთალოს კარში ლაშა თოთაძემ გაიტანა. 2017 სეზონის ბოლო მატჩი საბურთალოსთან დავით პეტრიაშვილის სტადიონზე ჩატარდა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები 15 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. იმავე ანგარიშით გაიმარჯვა საბურთალომ 17 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში. 16 სექტემბერს დინამომ 2:1 დაამარცხა მეტოქე. გიორგი რეხვიაშვილმა ავტოგოლი მიითვალა, გამარჯვება კი ლევან შენგელიას დარტყმას მოჰყვა. 26 ნოემბერს საბურთალომ თამაში 2:1 მოიგო. ჩვენი კლუბიდან თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა. 2019 წლის პირველი მატჩი ამ გუნდებმა 31 მარტს გამართეს და დინამომ 4:2 დაამარცხა მეტოქე. ლევან კუტალიამ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ფრან კარბიამ გაიტანა. მეორე შეხვედრა კი 20 მაისს საბურთალომ 2:0 მოიგო. 2 ოქტომბერს ჩატარებულ მატჩში დინამომ 2:1 ნიკა ნინუას დუბლით იმარჯვა. 27 ოქტომბერს მესხზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 2020 წლის ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრა დინამომ საბურთალოსთან გასვლაზე ჩაატარა და 3-0 აჯობა მეტოქეს. გოლები გიორგი კუციამ, თორნიკე კაპანაძემ და ირაკლი ბუღრიძემ გაიტნეს. მეორე წრის შეხვედრაში კი დინამომ მეტოქეს 3-1 ნოდარ ქავთარაძის დუბლით და გიორგი პაპავას გოლით აჯობა. 2021 წლის 14 მარტს უხვგოლიანი თრილერი გამოდგა. დინამომ საბურთალოს 4-3 ზორან მარუშიჩის (2), გიორგი გაბედავას და გიორგი პაპავას გოლებით მოუგო. დინამოელებმა 4 გოლი 2021 წლის 12 მაისსაც გაუტანეს მეტოქეს, კარი კი მშრალად შეინახეს. ზორან მარუშიჩმა ისევ ორი გოლი მიითვალა, თითოჯერ შედეგიანად თორნიკე ახვლედიანმა და გიორგი გაბედავამ გაისროლეს. ლურჯ-თეთრებმა 8 აგვისტოს 2-1 მოუგეს მეტოქეს. დმიტრი მანდრიჩენკოს ავტოგოლს, ზუსტი დარტყმა ბარნს ოსეიმ მიამატა. 2021 ეს გუნდები ბოლოს 24 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი ნოდარ ქავთრაძის გოლით დინამომ 1-0 მოიგო. 2022 წლის 14 აპრილს საბურთალოსა ფოტო:ლაშა კუპრაშვილი და დინამოს პაექრობა 1-1 დასრულდა, გოლი გიორგი გაბედავას ანგარიშზეა.

დინამო vs საბურთალო


ჩვენი გუნდი დინამოელთა ორი გასვლითი მოგება 8 მაისს ბოლნისში მე-12 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც სიონმა დინამოს უმასპინძლა. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ თამაში აქტიური და უხვგოლიანი გამოდგა. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა დებიუტშივე მოიპოვეს და შეხვედრის დასრულებამდე არ დაუთმიათ. პირველი გოლი სტანისლავ ბილენკიმ მატჩის მე-4 წუთზე გაიტანა. მე-18 წუთზე უკრაინელმა ფეხბურთელმა ზუსტი გადაცემით უსმანე კამარა მოძებნა, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. ძმებმა ხორხელებმა 21-ე და 24-ე წუთზე სტატუს ქვო აღადგინეს და ყველაფერი თავიდან დაიწყო. მცირე შოკიდან დინამო მალევე გამოვიდა და სტანისლავ ბილენკიმ ტექნიკური დარტყმით წინ გაიყვანა თბილისური გუნდი. ტაიმის ბოლოსკენ გიორგი გაბედავას აქტიურობა და ანგარიში 2-4 გახდა. მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც საიმონ ბენიომ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა ბოლნისელთა კარში და დედაქალაქელთა ფოტო: ლაშა კუპრაშვილი უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. ორიოდე წუთში მასპინძლებმა სტუმართა დაცვის შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლეს და თომა ტაბატაძემ გოლი ჩაიწერა აქტივში. შეხვედრის 58-ე წუთზე ბარნს ოსეიმ კიდევ ერთხელ აიღო ლევან ისიანის კარი, ბოლო წუთზე კი ჩვენი გუნდის უკრაინელმა ფორვარდმა დინამოში პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა 3-7. 12 მაისს მე-14 ტურის შეხვედრაში დინამოს გორის დილამ უმასპინძლა. ბოლომდე შევსებულმა სტადიონმა საინტერესო და დაძაბული მატჩი იხილა. ორივე გუნდმა პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტია. გუნდები თავიდანვე შეეცადნენ სათამაშო უპირატესობის მოპოვებას, თუმცა მეთოდურად მატჩის სადავეები დინამოს ხელთ აღმოჩნდა. შეხვედრის 25-ე წუთზე მოედნის ცენტრში ლევან ოსიყმაშვილმა იაქტიურა, მოიპოვა ბურთი და სახიფათო რეიდიც წამოიწყო, ახალგაზრდა ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებთან უსმანე კამარა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ სტანისლავ ბილენკისაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ დარტყმული მიზანს აცდა. მასპინძლებმა კი სხვაობის აღდგენის შანსი ტაიმის ბოლოს გაუშვეს ხელიდან. მეორე ნახევარი უფრო დაძაბულად გაგრძელდა. დინამოელებმა რამდენჯერმე გაამწვავეს თამაში, მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ მეტი გოლი შეხვედრაში აღარ გასულა და დედაქალაქელებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს. კახა ცხადაძის გუნდი 25 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

15 წლამდელებმა განვითარების თასი მოიგეს ერევანში დასრულდა უეფას განვითარების თასის გათამაშება 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის. საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძლებს დაუპირისპირდა და ორი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. ანგარიში მატჩის 37-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით დინამოელმა გიგი გლუნჩაძემ გახსნა. მეორე გოლი კი თორნიკე გულიაშვილის ანგარიშზეა. შეგახსენბთ, რომ პირველ მატჩში ლიბანთან 3-1 მოვიგეთ, მეორე ტურში კი მოლდოვასთან 2-2 ფრეს დავჯერდით. ამრიგად გიორგი ჩიტაურის გუნდმა 7 ქულა დააგროვა და თასიც მოიპოვა. ტურნირზე დინამოს აკადემიის 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა: დაჩი ჩოჩოშვილი, საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, ანდრია ხოროიშვილი, ანდრია ვიბლიანი, ნიკოლოზ გვაზავა, ლუკა წულაია, გიორგი გვასალია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, რეზი დანელია, ნიკოლოზ ელისაშვილი და თორნიკე გულიაშვილი.

ფოტო: FFA

პატარა დინამოელებმა შოთას თასზე მეორე ადგილი დაიკავეს ბათუმში 6-8 მაისს, 11 წლამდე ფეხბურთელტა შორის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი Shota Cup 2022 მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებმა ჯგუფური ეტაპის და პლეი ოფის შედეგებით 4 ფინალი ჩაატარეს - ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს და ბრილიანტის. თბილისელებმა ყველაზე პრესტიჟული, სწორედ ბრილიანტის ფინალის საგზური მიიღეს. გადამწყვეტი მატჩი შალვა კვარაცხელიას გუნდმა დიდი უპირატესობის მიუხედავად აზერბაიჯანის ვატანთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დათმო და ტურნირის ვერცხლის მედლებს დაეუფლა. (შეგახსენებთ ჯგუფურ ეტაპზე დინამოელებმა ბათუმის პორტუსს 9-0, თბილისის ჩემპიონს 2-1, ლანჩხუთის გურიას 3-0 აჯობეს და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავეს. მეოთხედფინალში ლურჯ-თეთრებმა თენგიზ სულაქველიძის აკადემიას 1-0 აჯობეს, ხოლო +ნახევარფინალში 35-ე სკოლას 4-2 მოუგეს. 1 13 21 28 ტურნირზე შალვა კვარაცხელიას გუნდი 17 13 11 25 2 ფეხბურთელით იმყოფებოდა: ნიკა კაჭახიძე, 3 ირაკლი მაღლაფერიძე, მათე ეთერია, 4 ნიკა ბობოხიძე, როლანდ ლომიძე, გიორგი 5 ჩიქობავა, ზუკა აბრამიშვილი, თემურ 6 ქვილითაია, ლუკა ზაალიშვილი, ზუკა ჭელიძე, 7 გაბრიელ იმესაშვილი, სერაფიმე აფციაური, 8 დემეტრე ბაკურია, გაბრიელ კაკაშვილი, 9 ნიკა ყულიაშვილი, ნიკა თურმანიძე და ნიკა 10 ჭუმბაძე.

დინამო vs საბურთალო

13 13 13 13 13 13 13 13

8 6 3 6 -4 -9 -14 -28

23 22 22 19 17 14 10 0


მწვრთნელი:

1 30 2 3 4 5 6 8 9 11 12 15 16 17 18 19 22 23 28 29

კახა ცხადაძე

პრიეტო ლუკა კუტალაძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი ნოდარ ლომინაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ლევან ხარაბაძე გიორგი პაპავა C ლევან ოსიყმაშვილი ირაკლი იაკობიძე ბარნს ოსეი საიმონ ბენიო გოდფრი სტეფენი თორნიკე კირკიტაძე უსმანე კამარა გიორგი გვიშიანი ანდრეს

ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური

მწვრთნელი:

1 13 3 4 6 7 8 9 10 11 12 14 15 17 18 23 24 33 35 40

ლევან კორღალიძე

მეგრელიშვილი ოთო გოშაძე გიორგი ლაცაბიძე გიორგი ჯგერენაია შოთა ნონიკაშვილი იური ტაბატაძე C ბაქარ ქარდავა გიორგი გულიაშვილი ლაშა შინდაგორიძე ლევან ნონიკაშვილი ლევან კაკუბავა ნოდარ ქავთარაძე ლუკა წულუკიძე გიზო მამაგეიშვილი ირაკლი სიხარულიძე ოთარ მამაგეიშვილი ნოდარ იაშვილი გია ჩადუნელი ბენედიკ მიოჩი დავით უბილავა თორნიკე


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.