დინამო - სამგურალი

Page 1


ჩვენი მეტოქე

სამგურალი წყალტუბო

წყალტუბოს სამგურალი 1945 წელს დაარსდა. თავიდან გუნდი მედიკის სახელით ასპარეზობდა, შემდეგ კი ოთხმოციანების ბოლომდე გუნდს შადრევანი ერქვა. სამგურალის საკლუბო ფერებია მწვანე და ნარინჯისფერი. გუნდი საშინაო მატჩებს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მართავს, თუმცა წელს სტადიონის რეკონსტრუქციის დასრულებამდე სტუმრებს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე იღებს. წყალტუბოს გუნდი უმაღლეს ლიგას 18 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. სამგურალის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სწორედ 80- ანი წლები ითვლება. წყალტუბოელები 1983, 1985 და 1989 წლებში საქართველოს ჩემპიონები ხდებინ. აქტივშია ასევე 1986 წელს ვიცე ჩემპიონობა და 1987 წელს ფოტო: სამგურალის სოც. მედია ბრინჯაოს მედლები. 1989 წელს სამგურალმა გარი სორდიას ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და თასის ფინალშიც ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კი სამგურალმა საუკეთესო სეზონი 1992/93 წლებში გამართა, როდესაც საბოლოოდ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტიტულთან ახლოს წყალტუბოს გუნდი 1998/99 წლების თასის ფინალში გასვლით იყო, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდა. გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი (144) ვარლამ ფესტვენიძეს აქვს ჩატარებული, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში გატანილი 41 გოლით მერაბ მეგრელაძე გახდა.

მწვრთნელი და სამგურალი სამგურალს ამა წლის იანვრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი გიორგი მიქაძე ხელმძღვანელობს. მისი გუნდი 7 ტურის შემდეგ დაგროვილი 9 ქულით, სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

ფოტო: სამგურალის სოც. მედია

დინამო - სამგურალი | ურთიერთშეხვედრები დინამოსა და სამგურალის ურთიერთშეხვედრების ისტორია 23 მატჩს ითვლის. ამ შეხვედრებში უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა. დინამომ 15 მატჩი მოიგო და 3 დათმო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 68/18. დიდი ანგარიშით თბილისელებმა 10-ჯერ იმარჯვეს, ამათგან აღსანიშნავი კი პირველ ჩემპიონატში 16 ივნისს 7-1 მოგებული მატჩია. გია გურულმა და კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი გოჩა ჩიქოვანმა, ზაზა რევიშვილმა და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. დინამომ მეტოქე იმავე ანგარიშით 7-1 1999 წლის 19 ნოემბერსაც დაამარცხა. დუბლი ამ შემთხვევაში რატი ალექსიძემ და კლიმენტი წიტაიშვილმა გაიფორმეს, სამი გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ირაკლი ვაშაკიძემ და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. ყველაზე დიდი სხვაობა დინამოსა და სამგურალის პაექრობაში 1995 წლის 22 მაისს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა 7-0 იმარჯვეს. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო, თითო შედეგიანი დარტყმა კი ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი კიკნაძემ, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ყიფიანმა და ლევან ცქიტიშვილმა შეასრულეს. ანგარიშით 6-0 დინამომ ორი შეხვედრა დაასრულა. 1996 წლის 1 აგვისტოს სამი დუბლი ლევან კობიაშვილმა, ლევან ხომერიკმა და გელა ინალიშვილმა ჩაიწერეს აქტივში. ხოლო 1999 წლის 23 მაისს გოლები მიხეილ აშვეთიამ (2), გიორგი კიკნაძემ, ამირან მუჯირმა, რატი ალექსიძემ და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს. ასევე ორჯერ მოიგო დინამომ ანგარიშით 4-0. 1991 წლის 30 მაისს გია ჯიშკარიანმა, კახა კაჭარავამ, შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გამოიჩინეს თავი. 1994 წლის 1 დეკემბერს ალექსანდრე იაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. დინამოს სამი მარცხიდან ერთი შორეული 1991 წლის 29 ნოემბრით თარიღდება. დედაქალაქელებმა მატჩი 1-2 დათმეს, გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. შარშან წყალტუბოელებმა ორჯერ აჯობეს დინამოს. 25 აპრილს წყალტუბოში 2-0 და 23 ივნისს თბილისში 2-1. ყველაზე ხშირად (ოთხჯერ) ამ გუნდებს შორის სწორედ 2-1 ანგარიშია დაფიქსირებული. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს შარშან 3 ოქტომბერს წყალტუბოში შეხვდნენ. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. გოლები სამგურალის კარში ბარნს ოსეიმ და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. ფოტო: ბადრი კეთილაძე

დინამო VS სამგურალი


ჩვენი გუნდი ფრე თელავსა და საბურთალოსთან 10 აპრილს თელავში ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საფეხბურთო კლუბმა თელავმა დინამო თბილისს უმასპინძლა. შეხვედრა მოსალოდნისამებრ აქტიურად დაიწყო. დინამოელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევა, დმიტრი ანტილევსკის ჩაწოდება და ანზორ მექვაბიშვილმა ანგარიში გახსნა. საპასუხოდ თელაველთა შეტევას საჯარიმოს მისდგომებთან ჯარიმა მოჰყვა, ჩაწოდებულ ბურთს კი სტრაჰანია პავიშიჩი გამოეხმაურა და სტატუს ქვო აღადგინა 1-1. შეხვედრის 42-ე წუთზე სტუმრებმა კარის აღების რეალუი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. უსმანე კამარა საჯარიმოში შეიჭრა, მისი გადაცემა სტანისლავ ფოტო: ლაშა კუპრაშვილი ბილენკიზე, რომელმაც ახლო მანძილიდან კი დაარტყა, თუმცა ბურთი მეკარემ უკუაგდო და ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარი გაცილებით ხისტად წარიმართა, რეალური საგოლე მომენტების გარეშე. მატჩის მე-80 წუთზე დინამოელებს შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა ლუკა სანიკიძემ ბოლო წამს მოიგერია შეცვლაზე შემოსული გიორგი გაბედავას ერთი შეხებით დარტყმული. ბოლო წუთებზე უკვე ანდრეს პრიეტოს მოუხდა თავისი ოსტატობის ჩვენება. საბოლოოდ შეხვედრა 1-1 დასრულდა. 14 აპრილს მე-5 ტურის გამოტოვებული შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საბურთალომ დინამო თბილისი მიიღო. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, გოლი კი 33-ე წუთზე ყოფილმა დინამოელმა ბაქარ ქარდავამ თავურით გაიტანა სტუმართა კარში. ტაიმის ბოლოს სტანისლავ ბილენკიმაც აიღო მეტოქის კარი, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. ტაიმი ესეც დასრულდა, მეორე ნახევარი კი დინამომ აქტიურად დაიწყო და ცოტახანში უსმანე კამარას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული ბურთი კარს აცდა. დინამო ბევრს ეცადა და საბოლოოდ გოლი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გაბედავამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გაიტანა. შეხვედრა 1-1 დასრულდა.

ალექსანდრე ჩივაძის ტრიბუნა დინამო თბილისის ლეგენდარულ კაპიტანს ალექსანდრე ჩივაძეს 8 აპრილს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით დინამო არენას სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს. ფაქტის აღსანიშნავად დინამო არენას მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა დინამო თბილისის ფანებმა ფოტო: ლაშა კუპრაშვილი შეასრულეს. ამასთან ერთად სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსის პერიმეტრზე სრულად შეიცვალა მანიშნებლები, მათზე დატანილი QR კოდის დახმარებით კი, დაინტერესებულ პირებს ლეგენდარული კაპიტნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა. დინამო თბილისი ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელების სახელების უკვდავსაყოფად, ამ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს. +-

9 აპრილი დინამოელებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ამ დღეს გარდაცვლილთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

დინამო VS სამგურალი

7 12 7 5 7 4 7 2 7 -3 7 1 7 0 7 -1 7 -7 7 -13

16 15 14 10 10 9 9 8 5 0


მწვრთნელი:

1 30 2 3 4 5 6 8 9 11 12 15 17 18 19 22 23 28 31 40

კახა ცხადაძე

პრიეტო ლუკა კუტალაძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი ნოდარ ლომინაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ლევან ხარაბაძე გიორგი პაპავა C ირაკლი იაკობიძე ბარნს ოსეი საიმონ ბენიო გოდფრი სტეფენი თორნიკე კირკიტაძე უსმანე კამარა გიორგი მაისურაძე დმიტრი ანტილევსკი ანდრეს

ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური

მწვრთნელი:

1 13 2 4 5 6 7 8 9 10 11 15 18 19 21 23 25 27 35 37

გიორგი მიქაძე

ქვილითაია ლევან შოვნაძე ომარ პატარკაციშვილი ლუქმან გილმორი ისუფ ტურე სერგო კუხიანიძე დავით მაისაშვილი მამია გავაშელიშვილი დემურ ჩიხლაძე ირაკლი რუხაძე ანდრია დევდარიანი ნიკა კალანდარიშვილი ალექსანდრე ვერულიძე ლევან ქურდაძე მიხეილ ბაშალეიშვილი გრიგოლ დოლიძე გიორგი თევზაძე შალვა ბურჯანაძე თედო კიკაბიძე C ჯეფერსონ ჯერალდუ მაქსიმე


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.