ჩვენი მეტოქე
თელავი
საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ლეგენდარული გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამჯერად სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კახელები მეტოქეებს თელავში, კავკასიონი არენაზე მასპინძლობენ. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ლიგა 2- ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, ფოტო: თელავის სოც. მედია თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2- ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეზონის შემდეგ, კახეთმა პირველად და საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე - ღირსეულად წარადგინა გუნდი ეროვნულ ლიგაში. 2020 და 2021 წლების გათამაშება კახელებმა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
მწვრთნელი თელავის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იანვრის თვიდან გიორგი ჭელიძე მუშაობს. მისი გუნდი 15 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 20 ქულით, სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.
ურთიერთშეხვედრები ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვთ. სულ ექვსჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თბილისელები და თელაველები. სამი მატჩი დინამომ მოიგო, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ კახელებმა იმარჯვეს. გატანილი და ფოტო: თელავის სოც. მედია გაშვებული გოლების ბალანსია 8/1 დედაქალაქელთა სასარგებლოდ. 2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი 2021 წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს. 12 სექტემბერს თელაველებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს დედაქალაქელები. კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს. ბოლოს კი ეს გუნდები 31 ოქტომბერს გადაიკვეთნენ. დინამოელებმა მილან რადინის, ლევან ხარაბაძის, ზორან მარუშიჩის და გიორგი მოისწრაფიშვილის გოლებით ფოტო:ლაშა კუპრაშვილი 4-0 დაამარცხეს მეტოქე.
დინამო vs თელავი
ჩვენი გუნდი თბილისური დერბი და მორიგი 3 ქულა დინამოელებმა 21 მაისს მორიგი დედაქალაქური დერბი საგურამოში გამართეს. მე-15 ტურის მატჩი თავიდან ბოლომდე ლურჯ-თეთრების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. სტუმრებს დებიუტშივე მართებდათ ანგარიშის გახსნა, მაგრამ უსმანე კამარას ჩაწოდებულს ვერც დისკვალიფიკაცია მოხდილი დმიტრი ანტილევსკი შეწვდა და ვერც ძირითადში გამწესებული თორნიკე კირკიტაძე. რამდენიმე წუთში ამ უკანასკნელის მწვავე პასი კამარამ ვერ შეირგო და ახლო მანძილიდან ააცილა მასპინძელთა კარს. ფოტო: ლაშა კუპრაშვილი სათამაშო უპირატესობა მთლიანას დინამოელთა მხარეს იყო, არაერთი მწვავე მომენტიც შექმნეს დინამოელებმა, თუმცა გოლი მხოლოდ პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე გაიტანეს. ლევან ხარაბაძის აქტიურობას ლოკომოტიველთა მხრიდან საჯარიმოში ხელით თამაში ,მოჰყვა, პენალტი კი ზუსტად გიორგი მოისწრაფიშვილმა დაარტყა და ტაიმის მორჩა. მეორე ნახევარში მატჩის სცენარი არ შეცვლილა, სტუმრები უმეტეს დროს შეტევაში ატარებდნენ, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს. შეხვედრის 65-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა მოედნის ცენტრში იაქტიურა, ბურთიანად წინ წაიწია და შორი მანძილიდან ზუსტად მიზანში გაისროლა 0-2. ამის მერე კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს დინამოელებმა, ბოლოსკენ ბარნს ოსეიმ ხარიხაც შეაზანზარა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და დინამომ ორი უპასუხო გოლით მოიგო.
ანზორ მექვაბიშვილი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლიმ ჩვენი გუნდის ვიცე კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი, ერთა ლიგის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. 2 და 12 ივნისს ჯვაროსნები გიბრალტარს და ბულგარეთს უმასპინძლებენ. 5 და 9 ივნისს კი გასვლაზე ბულგარეთსა და ჩრ. მაკედონიას შეხვდებიან.
5 დინამოელი ახალგაზრდულში საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 3 ივნისს გორში, ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ახალგაზრდა ჯვაროსნები რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებენ. რამაზ სვანაძემ აღნიშნული მატჩისთვის დინამოდან 5 ფეხბურთელს უხმო: სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი მოისწრაფიშვილი და ლევან ოსიყმაშვილი რუმინელთა წინააღმდეგ საასპარეზოდ 28 მაისიდან მოემზდებიან. აღსანიშნავია, რომ ლევან ოსიყმაშვილისთვის ეს სადებიუტო გამოძახებაა ახალგაზრდულ ნაკრებში.
16 წლამდელებმა განვითარების თასი მოიგეს საქართველოს 16 წლამდე ნაკრები რუსთავში დასრულებული სამთა ტურნირის - უეფას განვითარების თასის გამარჯვებული გახდა. გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა პირველ შეხვედრაში ზამბიის ნაკრების პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, აზერბაიჯანის ნაკრებსაც აჯობა. გოლი მატჩის 50-ე წუთზე ავთანდილ მაშავამ გაიტანა. ნაკრებში სათამაშოდ დინამოს აკადემიიდან 9 ფეხბურთელი გახლდათ გამოძახებული: მათე საური, +დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, რატი გრიგალავა, ნიკოლოზ 15 28 34 1 ბენდიანიშვილი, ლექსო ფეიქრიშვილი, ვახტანგ სალია, თემურ ოდიკაძე 2 15 13 29 და ლუკა ბუბუტეიშვილი. გიორგი 3 15 13 29 ხიზანიშვილის გუნდი, ივნისიდან 17 წლამდე 4 15 5 26 ნაკრები გახდება, რომელიც ევროპის 5 15 4 23 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის 15 4 20 6 მატჩებს 25, 28 და 31 ოქტომბერს 7 15 -7 17 ინგლისის, ისრაელის და ლიეტუვას 8 15 -12 15 წინააღმდეგ ჩაატარებს. საკვალიფიკაციო 9 15 -13 14 ფოტო: nakrebi.ge რაუნდს საქართველო უმასპინძლებს. 10 15 -35 0
დინამო vs თელავი
მწვრთნელი:
1 30 2 3 4 5 6 8 9 11 12 14 15 16 18 19 22 23 28 40
კახა ცხადაძე
პრიეტო ლუკა კუტალაძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი ნოდარ ლომინაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ლევან ხარაბაძე ჯადული იობაშვილი გიორგი პაპავა C ლევან ოსიყმაშვილი ბარნს ოსეი საიმონ ბენიო გოდფრი სტეფენი თორნიკე კირკიტაძე უსმანე კამარა დმიტრი ანტილევსკი ანდრეს
ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური
მწვრთნელი:
1 33 2 3 5 6 7 8 9 10 13 14 15 17 19 22 23 25 29 30
გიორგი ჭელიძე
სანიკიძე ბოგდან ბეზკროვნი ცოტნე კაპანაძე ზურაბ გიგაშვილი ზურაბ თევზაძე საბა ფირანაშვილი გიორგი ქანთარია სტრაჰინია პავიშჩი იმედა აშორტია გურამ გოშთელიანი ბიძინა მახარობლიძე მირიან ჯიქია ლაშა ქოჩლაძე გიორგი კვერნაძე კონსტანტინე ღაღანიძე ვაკო ბაჩიაშვილი დავით მუჯირი გიორგი ხაბულიანი ელდარ პარკინაშვილი ანტონ თოლორდავა C ლუკა