ჩვენი მეტოქე
vs
სიონი ბოლნისი ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005/2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. 2013/2014 სეზონის პირველობაზე ჩვენმა მეტოქემ მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს ფოტო: სიონის სოც მედია მედლები დაისაკუთრა. ამით გუნდმა ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. სიონი ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე ალბანეთის ფლამურტარს დაუპირისპირდა. ბოლნისელებმა საშინაო შეხვედრა 2-3 დათმეს, გასვლაზე 2-1 მოიგეს, თუმცა ეს ანგარიში არ ეყო ჩვენს მომავალ მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. 2015-2016 წლების სეზონში სიონმა უმაღლესი ლიგა დატოვა. 2017 წელს კი პლეი ოფში ბათუმის დინამოსთან იმარჯვა და ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. ეროვნულ ლიგაში ბოლნისელებმა ორი სეზონი იასპარეზეს, შემდეგ გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდა, ხოლო 2021 წელს ეროვნული ლიგის საგზური დაიბრუნა.
მწვრთნელი და სიონი
2022 წლის მარტიდან ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - უჩა სოსიაშვილი მუშაობს. მისი გუნდი მიმდინარე სეზონში 20 ტურის შემდეგ 21 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს.
ურთიერთშეხვედრები
დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 67 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 53 მოგება, 6 ფრე და 8 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც თბილისელთა სასარგებლოდაა 167/42. ფოტო: სიონის სოც მედია დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 53 გამარჯვებიდან მეტოქე 22 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8-0 მოუგო. პოკერი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით 8-1 დასრულდა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გიორგი შენგელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს სიონს. თითო ზუსტი დარტყმა ლევან ცქიტიშვილის და გიორგი მიქაძის ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9-0 სძლია. დინამო არენაზე გამართულ მატჩში რობერტ ზირაქიშვილმა და გიორგი მიქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულეს. დუბლი დავით დათვაძემ გაიფორმა და ერთი გოლიც სანდრო გადელიამ შეაგდო. დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის ბოლო დაპირისპირება 8 მაისს შედგა. თამაზ სტეფანიას სტადიონზე გამართული მატჩი დინამომ დიდი სხვაობით 7-3 მოიგო. სტანსილავ ბილენკის ჰეთ თრიქს, გოლები უსმანე კამარამ, გიორგი გაბედავამ, საიმონ ბენიომ და ბარნს ოსეიმ მიამატეს.
ჩვენი გუნდი
vs
დინამოს ორივე შემადგენლობა საქართველოს თასის მერვედფინალშია საქართველოს თასის 1/16 ფინალში 6 აგვისტოს, დინამო-2 ბოლნისის სიონს მასპინძლობდა, ხოლო 7 აგვისტოს დინამო სამტრედიას ესტუმრა. სიონთან მატჩი მეორე გუნდმა აქტიურად დაიწყო და ჯადული იობაშვილის მეორე წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და 27-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. თორნიკე მორჩილაძემ პენალტი პანენკას სტილში შეასრულა და თბილისელები ორი ბურთით დააწინაურა. ცოტახანში გიორგი ჩხეტიანმა ორი გაფრთხილება მიიღო და დინამო 10 კაცით დარჩა მოედანზე. სტუმრებმა უმატეს შეტევებს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს მასპინძელთა კართან. ტაიმი დინამომ 2-0 მოიგო. მეორე ნახევარი ბოლნისელებმა აქტიური შეტევებით განაახლეს და დებიუტშივე მოიპოვეს პენალტის უფლება, ლუკა ხორხელის დარტყმული კი ლუკა კუპატაძემ უკუაგდო. მატჩის 50-ე წუთზე ივან ფოცხვერიამ ერთი გოლი გაქვითა 2-1. სიონის ფეხბურთელები მასიურ შეტევებზე გადავიდნენ, დინამოელები კი თავის შანსს კონტრშეტევაზე ელოდნენ. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ივან ფოცხვერიამ დუბლი შეასრულა და სტატუს ქვოც აღადგინა. კაცნაკლული დედაქალაქელები არ მოეშვნენ და უმაღლესლიგეს მეტოქეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მესამე გოლი გაუტანეს. გამარჯვების მომტანი გოლი დიმიტრი ღურწკაიამ ჩაიწერა ანგარიშზე 3-2. მერვედფინალურ შეხვედრაში, რომელიც 13 სექტემბერს გაიმართება, ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი გორის დილას შეხვდება. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის მოედანზე დინამოელები კაპიტნის სამკლაურით სადებიუტო შეხვედრაში ჯიმი ტაბიძემ გაიყვანა. მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა, რომელიც ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოსკენ ლევან ოსიყმაშვილის გადაცემით დმიტრი ანტილევსკიმ გახსნა. დინამომ პირველი ნახევარი ერთი ბურთით მოიგო. მეორე ტაიმი იმავე სცენარით გაგრძელდა, ანგარიში კი 70-ე წუთზე გაიზარდა. გოდფრი სტეფენის გადაცემის შემდეგ სტანისლავ ბილენკიმ ტექნიკურად და ზუსტად ითამაშა 0-2. ოთხ წუთში დინამოში სამმაგი ცვლილება განხორციელდა და მოედანზე ლურჯი მაისურით სამი დებიუტანტი ვიხილეთ. ახალგაზრდა გაბრიელ სიგუამ, თემურ გოგნაძემ და ლუკა ლაცაბიძემ პირველად მოირგეს პირველი გუნდის ფორმა. შეხვედრაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მასპინძლებმა ლევან ბარაბაძის გოლით ანგარიში შეამცირეს და მატჩიც დასრულდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საქართველოს თასის 1/8 ფინალში ბათუმში, ადგილობრივ დინამოს 14 სექტემბერს შეხვდება.
გიორგი პაპავამ დინამო დატოვა
დინამო თბილისი კლუბის კაპიტანს გიორგი პაპავას დაემშვიდობა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. გიორგი პაპავა დინამო თბილისის აღზრდილია, 2020 წლის სეზონიდან კი გუნდის კაპიტანი გახლდათ. გამოცდილ ნახევარმცველს დინამოს მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში მან ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. პაპავა ლურჯ-თეთრი ფორმით საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია, საქართველოს თასი სამჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასი ერთხელ. დინამო თბილისი კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის კაპიტანს და წარმატებას უსურვებს მომავალ საფეხბურთო კარიერაში.
დინამოს ახალი კაპიტანი - დავით სხირტლაძე
დინამოს ახალი კაპიტანი ჰყავს, გიორგი პაპავას შემდეგ თბილისური კლუბის კაპიტნის სამკლავურს დავით სხირტლაძე მოირგებს. ფორვარდი დინამოელთა რიგებში პირველად 2020 წლის სეზონის დასკვნით ეტაპზე გამოჩნდა, 3 გოლი გაიტანა და ლურჯ-თეთრების ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანა. სხირტლაძის მომდევნო კლუბი დანიური ვიბორგი გახლდათ. გამოცდილი ფორვარდი დინამოში 2021 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა, თუმცა ტრავმის გამო გუნდს გარკვეული პერიოდი ვერ ეხმარებოდა. მიუხედავად ამისა სხირტლაძის ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. დავით სხირტლაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ, ეროვნული ნაკრების მაისური კი, მას ოთხჯერ აქვს მორგებული. გუნდის ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი იქნება, ხოლო მესამე კაპიტანი - ჯიმი ტაბიძეა.
პოზ
შემდეგი
შემდეგი
დილა გორი 20 აგვისტო, 20:00 დინამო არენა
საბურთალო 26 აგვისტო, 21:00 თენგიზ ბურჯანაძე
დინამო
კლუბი
თ
+-
ქ
დინამო ბთ დინამო თბ სამგურალი დილა საბურთალო თელავი ტორპედო სიონი გაგრა ლოკომოტივი
20 20 20 20 20 20 20 20 20 20
41 19 14 6 5 4 -13 -14 -16 -46
47 38 36 34 30 25 24 21 19 3
სიონი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ლუკა კუტალაძე დავით კერესელიძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი იმრან ულად ომარი C დავით სხირტლაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ჯადული იობაშვილი ბარნს ოსეი გიორგი ჩხეტიანი გიორგი კუცია გოდფრი სტეფენი თორნიკე კირკიტაძე უსმანე კამარა გიორგი მაისურაძე დმიტრი ანტილევსკი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
30 33 2 3 4 5 6 7 8 9 11 14 18 20 21 22 23 28 31 40
12 29 4 5 7 8 9 11 14 17 18 19 20 23 25 26 27 35 37 39
ლევან ისიანი C ლაშა უგრეხელიძე გიორგი უგრეხელიძე არჩილ ტვილდიანი ლუკა ხორხელი ანატოლი მესიაჩენკო ნიკა ხორხელი ნიკა ღამბარაშვილი ვლადიმერ მედვედი ლუკა ჩაგანავა რაფაელ დე ლა სოუზა ივან ფოცხვერია რაფაელ ჩუკვურა ანდრო ნემსაძე დავით კიკალიშვილი ჯაბა უგულავა აბდულაზიზ დუმბია დავით ზურაბიანი უჩა მამაცაშვილი ოთარ კობახიძე
ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური, ფოტო: ლაშა კუპრაშვილი