დინამო - სამგურალი

Page 1


ჩვენი მეტოქე

vs

წყალტუბო სამგურალი წყალტუბოს სამგურალი 1945 წელს დაარსდა. თავიდან გუნდი მედიკის სახელით ასპარეზობდა, შემდეგ კი ოთხმოციანების ბოლომდე გუნდს შადრევანი ერქვა. სამგურალის საკლუბო ფერებია მწვანე და ნარინჯისფერი. გუნდი საშინაო მატჩებს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მართავს. წყალტუბოს გუნდი უმაღლეს ლიგას 18 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. იმერლებს ქართული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში სულ 11 სეზონი უთამაშიათ. პირველი ჩემპიონატის სტარტიდან 2002 წლამდე. სამგურალის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სწორედ 80- ანი წლები ითვლება. წყალტუბოელები 1983, 1985 და 1989 წლებში საქართველოს ჩემპიონები ხდებინ. აქტივშია ასევე 1986 წელს ვიცე ჩემპიონობა და 1987 წელს ბრინჯაოს მედლები. 1989 წელს სამგურალმა გარი სორდიას ხელმძღვანელობით ფოტო: სამგურალის სოც მედია საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და თასის ფინალშიც ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კი სამგურალმა საუკეთესო სეზონი 1992/93 წლებში გამართა, როდესაც საბოლოოდ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტიტულთან ახლოს წყალტუბოს გუნდი 1998/99 წლების თასის ფინალში გასვლით იყო, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდა. გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი (144) ვარლამ ფესტვენიძეს აქვს ჩატარებული, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში გატანილი 41 გოლით მერაბ მეგრელაძე გახდა.

მწვრთნელი და სამგურალი

სამგურალს ამა წლის იანვრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი გიორგი მიქაძე ხელმძღვანელობს. მისი გუნდი 25 ტურის შემდეგ დაგროვილი 42 ქულით, სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრები

დინამოსა და სამგურალის ურთიერთშეხვედრების ისტორია 25 მატჩს ითვლის. ფოტო: სამგურალის სოც მედია ამ შეხვედრებში უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა. დინამომ 15 მატჩი მოიგო და 4 დათმო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 69/20. დიდი ანგარიშით თბილისელებმა 10-ჯერ იმარჯვეს, ამათგან აღსანიშნავი კი პირველ ჩემპიონატში 16 ივნისს 7-1 მოგებული მატჩია. გია გურულმა და კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი გოჩა ჩიქოვანმა, ზაზა რევიშვილმა და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. დინამომ მეტოქე იმავე ანგარიშით 7-1 1999 წლის 19 ნოემბერსაც დაამარცხა. დუბლი ამ შემთხვევაში რატი ალექსიძემ და კლიმენტი წიტაიშვილმა გაიფორმეს, სამი გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ირაკლი ვაშაკიძემ და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. ყველაზე დიდი სხვაობა დინამოსა და სამგურალის პაექრობაში 1995 წლის 22 მაისს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა 7-0 იმარჯვეს. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო, თითო შედეგიანი დარტყმა კი ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი კიკნაძემ, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ყიფიანმა და ლევან ცქიტიშვილმა შეასრულეს. ანგარიშით 6-0 დინამომ ორი შეხვედრა დაასრულა. 1996 წლის 1 აგვისტოს სამი დუბლი ლევან კობიაშვილმა, ლევან ხომერიკმა და გელა ინალიშვილმა ჩაიწერეს აქტივში. ხოლო 1999 წლის 23 მაისს გოლები მიხეილ აშვეთიამ (2), გიორგი კიკნაძემ, ამირან მუჯირმა, რატი ალექსიძემ და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს. ასევე ორჯერ მოიგო დინამომ ანგარიშით 4-0. 1991 წლის 30 მაისს გია ჯიშკარიანმა, კახა კაჭარავამ, შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გამოიჩინეს თავი. 1994 წლის 1 დეკემბერს ალექსანდრე იაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. დინამოს ოთხი მარცხიდან ერთი შორეული 1991 წლის 29 ნოემბრით თარიღდება. დედაქალაქელებმა მატჩი 1-2 დათმეს, გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. შარშან წყალტუბოელებმა ორჯერ აჯობეს დინამოს. 25 აპრილს წყალტუბოში 2-0 და 23 ივნისს თბილისში 2-1. ყველაზე ხშირად (ხუთჯერ) ამ გუნდებს შორის სწორედ 2-1 ანგარიშია დაფიქსირებული. 2021 წლის 3 ოქტომბერს ეს გუნდები წყალტუბოში შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. გოლები სამგურალის კარში ბარნს ოსეიმ და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. 2022 წელს დინამო არენაზე მატჩი 18 აპრილს შედგა და გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. ბოლოს კი 16 ივნისს წყალტუბოში ფოტო: ლაშა კუპრაშვილი მასპინძლებმა 2-1 მოიგეს. გოლი ბარნს ოსეის ანგარიშზეა.


ჩვენი გუნდი

vs

გიორგი ჭიაბრიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა 6 სექტემბერს თბილისის ქართულ ამერიკულ კლინიკაში ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს გულზე წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა. გიორგი ჭიაბრიშვილი 5 სექტემბერს თელავთან გასამართ მატჩამდე შეუძლოდ გახდა და აუცილებელი გახდა მისი სასწრაფოდ თბილისში გადმოყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჩვენი კლუბის ექიმმა დავით ხარაბაძემ გააკეთა:

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

- გიორგი ჭიაბრიშვილს მატჩამდე, სტენოკარდიული შეტევა მოუვიდა. თავდაპირველად, იგი გადაყვანილ იქნა თელავის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა კორონაროგრაფია და გადაწყდა, რომ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა, კერძოდ - შუნტირება. რეანომობილით გადმოვიყვანეთ თბილისში და გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა.

გიორგი ჭიაბრიშვილი უახლოესი დღეების განმავლობაში კლინიკაში დარჩება და მკურნალობას ადგილზე გააგრძელებს. დინამო თბილისი ჩვენს მთავარ მწვრთნელს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

დინამომ თელავიდანაც 3 ქულა წამოიღო

5 სექტემბერს თელავში, კავკასიონი არენაზე კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც თელავმა დინამოს უმასპინძლა. მატჩი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე სახიფათო საჯარიმო დარტყმაც შეასრულეს. მე-5 წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა. დავით სხირტლაძის აქტიური თამაში თორნიკე კირკიტაძემ მაღალ სისწრაფეზე გააგრძელა, საჯარიმოში შეიჭრა და ულად ომარ იმრანს გაუკეთა გადაცემა, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კი ზუსტი დარტყმით გაიტანა გოლი 0-1. მატჩის 29-ე წუთზე მასპინძლების სახიფათო შეტევა, დავით კერესელიძე ბოლო წამს იგერიებს ბურთს, შემდეგ კი მომენტი საბა ხვადაგიანმა განმუხტა. თავად დინამოს მეკარემ კი ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, მის ნაცვლად მოედანზე ლუკა კუტალაძე გამოჩნდა. პირველი ტაიმის ბოლოს დინამოელებს მართებდათ კიდევ ერთი გოლის გატანა, თუმცა საბოლოოდ თორნიკე კირკიტაძის ტექნიკურად დარტყმული მეკარემ მოიგერია. საპასუხოდ თელავის ფეხბურთელების სწრაფი შეტევ და ბექა ქავთარაძემ წონასწორობა აღადგინა 1-1 და ტაიმიც მორჩა. მეორე ტაიმის დებიუტში ლუკა სანიკიძემ მასპინძელთა კარი იმრანის დარტყმის შემდეგ იხსნა. დინამოელებმა ფოტო: ვახო წაწალაშვილი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და შეტევებს უმატეს. რამდენჯერმე მიჯრით კუთხურიც მოაწოდეს, თუმცა უშედეგოდ. შეტევებმა შედეგი 70-ე წუთზე გამოიღო, იმრანმა გრძელი გადაცემით თორნიკე კირკიტაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და დინამო დაწინაურდა. მატჩის 83-ე წუთზე სტანისლავ ბილენკის შეეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, თუმცა ბოლო წამს ვერ მიასწრო ბურთს. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ იმარჯვა.

ბასა 100

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

დღევანდელი მატჩი დინამოს ლეგენდარული თავდამსხმელის - ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის იუბილეს ეძღვნება. გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი 100 წლის წინ 3 აგვისტოს დაიბადა. დედაქალაქური გუნდის ფორმით 432 ჩატარებულ შეხვედრაში, გაიტანა 160 გოლი. ჩემპიონატში ჩატარებული მატჩებით და გატანილი გოლებით 341/127 ღოღობერიძე დინამოს რეკორდსმენი გახლავთ. გახდა სსრკ- ს ჩემპიონატის ბომბარდირი 1951 წელს (25 გოლი). არის გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი. საბჭოთა პირველობის ორგზის ვიცე ჩემპიონი (1951, 1953) და ოთხგზის პრიზიორი (1946, 1947, 1950, 1959). ბროლის თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი 1946 და 1960 წლებში. ჰელსინკის და რომის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ხუთჯერ შედიოდა საუკეთესო 33 ფეხბურთელის სიაში. სსრკ- ს ნაკრებში ჩატარებულ 6 შეხვედრაში გაიტანა ერთი გოლი. 1961 წელს იყო დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, თუმცა მძიმე ავტოკატასტროფის შემდეგ იძულებული იყო ჩამოშორებოდა საფეხბურთო მოღვაწეობას. ბასა ღოღობერიძე 1980 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.


პოზ

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

შემდეგი დინამო ბათუმი 14 სექტემბერი, 21:00 აჭარაბეთ არენა

დინამო

+-

25 25 25 25 25 25 25 25 25 25

44 31 16 4 -6 -2 -1 -15 -16 -55

57 53 42 38 37 31 28 27 25 5

სამგურალი

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

ლუკა კუტალაძე მიხეილ მაქაცარია ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი იმრან ულად ომარი C დავით სხირტლაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ჯიმი ტაბიძე ლევან ოსიყმაშვილი ბარნს ოსეი გიორგი კუცია თორნიკე კირკიტაძე ლუკა პარკაძე უსმანე კამარა გიორგი მაისურაძე დმიტრი ანტილევსკი

კლუბი

დინამო ბთ დინამო თბ სამგურალი დილა ტორპედო საბურთალო თელავი სიონი გაგრა ლოკომოტივი

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

30 37 2 3 4 5 6 7 8 9 11 13 16 18 21 23 26 28 31 40

1 19 2 4 5 8 9 10 11 14 15 17 20 21 22 23 25 27 28 33

მაქსიმე ქვილითაია ლევან შოვნაძე ილია ახვლედიანი ომარ პატარკაციშვილი ლუქმან გილმორი დავით მაისაშვილი მამია გავაშელიშვილი დემურ ჩიხლაძე ირაკლი რუხაძე ანდრია დევდარიანი ნიკა კალანდარიშვილი ალექსანდრე ვერულაძე ლევან ქურდაძე მიხეილ ბაშალეიშვილი გრიგოლ დოლიძე გიორგი თევზაძე შალვა ბურჯანაძე თედო კიკაბიძე C გიორგი ნიქაბაძე ჯეფერსონ ჯერალდუ

ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.