2
3
vs
პაიდე ლინამეესკონდი
ფოტო: Paidelinnameeskond.ee დინამო თბილისის დღევანდელი მეტოქე 2004 წელს დაარსდა და ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2009 წლიდან ასპარეზობს. ევროთასებზე ესტონური კლუბის დებიუტი 2020-21 წლების სეზონში შედგა, როდესაც გუნდი უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვილნიუსის ჟალგირისს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2-0 დამარცხდა. რაც შეეხება გასულ სეზონს, პაიდემ ესტონეთის მაისტერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. ეროვნული თასის გათამაშებაში კი, გუნდმა ყველა კონკურენტს აჯობა და არსებობის ისტორიაში პირველად ესტონეთის თასს დაეუფლა, სწორედ ამ გზით მოიპოვა პაიდემ უეფას ევროპის კონფერენციის ლიგაზე ასპარეზობის უფლება. . კლუბი ეროვნული ჩემპიონატის საშინაო მატჩებს ქალაქ პაიდეს ლინასტადიონზე მართავს, რომელიც 500 გულშემატკივარს იტევს. ესტონური პაიდეს კაპიტანი - ანდრე ფროლოვია, მთავარი მწვრთნელი კი, კარელ ვოოლაიდი, რომელიც 2019-20 წლებში ესტონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. კლუბში ასევე, ახლო წარსულში ცნობილი ესტონელი ფეხბურთელი - რაგნარ კლავანი ირიცხება, რომელსაც სხვადასხვა დროს ნიდერლანდურ ალკმაარში, გერმანულ აუგსბურგში, ინგლისურ ლივერპულსა და იტალიურ კალიარიში უასპარეზია. ამასთან ერთად, კლავანს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში 129 შეხვედრა აქვს გამართული.
4
vs
5
vs
დინამო თბილისი ეროვნული ლიგის საზაფხულო პაუზას ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილით შეხვდა. დინამოელებმა 20 ტურის შემდეგ 11 მოგებითა და 5 ყაიმით 38 ქულა დააგროვეს. მე-17 ტურის შემდეგ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდს კახა ცხადაძე დაემშვიდობა და დინამოს თავკაცის პოსტი გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2,5 წლის ვადით გაფორმდა. გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის ლოკომოტივი იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპას ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ლოკომოტივის გარდა ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს თბილისის საბურთალოს და ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. რაც შეეხება ტიტულებს, გიორგი ჭიაბრიშვილი ზესტაფონთან და საბურთალოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს კი, თბილისურ კლუბთან ერთად საქართველის დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. 2018 და 2020 წლის სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გუნდმა იჯარით გაშვებული ფეხბურთელები დაიბრუნდა - გიორგი ჩხეტიანი თბილისურ კლუბს პორტუგალიური ბრაგადან შეუერთდა, სადაც 23 წლამდე გუნდის შემადგენლობაში 17 მატჩი გამართა და მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაა. გიორგი კუცია ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიურ რაბოტნიჩკიში ასპარეზობდა და უმაღლეს ლიგაში თერთმეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხოლო დავით კობოურმა განათხოვრების წესით 5 თვე ჩეხეთის უმაღლესი ლიგის კლუბ კარვინაში გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 12 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. დინამომ ნიდერლანდელი ფლეიმეიკერი იმრან ულად ომარი დაიმატა. მოთამაშემ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. ნიდერლანდელი ფეხბურთელი ბოლო კლუბი ვოლგოგრადის როტორი გახლდათ, სადაც ათი მატჩი ჩაატა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. სხვადასხვა დროს იმრანს ნიდერლანდურ, სლოვაკურ და რუმინულ კლუბებში უასპარეზია. იგი 2020-22 წლებში თბილისის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა. ამ კლუბის მაისურით შემტევმა ნახევარმცველმა 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 9 საგოლე გადაცემა. იმრან ულად ომარმა თბილისის ლოკომოტივთან ერთად უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იასპარეზა.
გიორგი ჭიაბრიშვილი ევროთასებზე ასპარეზობა განსაკუთრებულ ატმოსფეროს ჰქმნის. ესტონეთის თასის მფლობელის სახით სოლიდური მეტოქე გვყავს. მთელი გუნდი სრული კონცენტრაციით ვემზადებით აღნიშნული დუელისთვის, ხოლო დინამო არენაზე გულშემატკივრის მხარდაჭერას ველოდებით. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და არც ეს პაექრობა იქნება გამონაკლისი.
ანზორ მექვაბიშვილი ჩვენ მაქსიმალური მობილიზაციით ველოდებით ამ მატჩს. დინამოსთვის ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია და ვეცდებით მაქსიმალურად შორს გავიდეთ. მინდა გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ მოვუწოდო, ხალხი სტადიონზე დიდ მუხტს გვაძლევს და წნეხში აქცევს მეტოქეს. პირველი მატჩი სახლში გვაქვს და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
6
7
vs
ურთიერთშეხვედრები ესტონურ გუნდებთან დინამოელები ევროასპარეზზე ესტონურ გუნდს მეოთხედ შეხვდებიან. დინამოსა და ესტონური გუნდების პირველი გადაკვეთა 2002 წელს უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა. ჩვენს გუნდს წინააღმდეგობას ტალინის ტვმკ უწევდა. პირველი მატჩი 15 აგვისტოს თბილისში გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 4-1 დასრულდა. ანგარიში კარლოს და როჩამ მე-6 წუთზე გახსნა, ვიტალი დარასელიამ მე-14 წუთზე მეორე გოლი გაიტანა სტუმართა კარში, ხოლო ტაიმის ბოლოს გიორგი შაშიაშვილმა გაუტანა სერგეი უსოლცევს. მატჩის 49-ე წუთზე შაშიაშვილმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 75-ე წუთზე ლიივო ლეეტმამ პრესტიჟის გოლი გაიტანა. 29 აგვისტოს საპასუხო შეხვედრაში, დინამომ ლადო ახალაიას მიერ 74-ე წუთზე გატანილი გოლით 0-1 იმარჯვა. მეორედ ესტონურ გუნდს დინამო 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა. 12 ივლისს ტალინში, ადგილობრივმა ლევადიამ უმასპინძლა ჩვენს გუნდს და პირველი ტაიმის ბოლოს, კონსტანტინ ნაკის ზუსტი თერთმეტმეტრიანით 1-0 მოუგო დინამოს. საპასუხო შეხვედრა დინამო არენაზე 19 ივლისს შედგა. პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროს ლევან მელქაძემ საერთო ჯამში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში, 50-ე წუთზე გამარჯვების გოლი სერგი ორბელაძემ გაიტანა. ბოლოს დინამო ესტონურ გუნდს 2010 წელს ეთამაშა. ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე ტალინის ფლორა აღმოჩნდა. პირველ ივლისს გამართული თბილისური მატჩი დინამომ 2-1 მოიგო. ალო დუპიკოვმა შეხვედრის მე-9 წუთზე გახსნა ანგარიში. გიორგი კახელიშვილმა 22-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო ლევან ხმალაძემ 64-ე წუთზე ზუსტი პენალტით დინამოს ამ დუელში გამარჯვება მოუპოვა. საპასუხო შეხვედრა 8 ივლისს გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამრიგად სამივე შემთვევაში მომდევნო ეტაპის საგზური დინამომ მოიპოვა, საერთო ჯამში კი თბილისელებმა სამის წილ ცხრა გოლი გაიტანეს.
8
ფოტო: ბადრი კეთილაძე, კატერინა კორტსმიკი
9
vs
პაიდესთან მონტენეგროელები გვიმსაჯებენ დღევანდელ შეხვედრას დინამოსა და პაიდეს შორის მონტენეგროელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი არბიტრი 39 წლის მილოშ ბოშკოვიჩია. მას ასისტენტობას სრდან იოვანოვიჩი და მარიან პაუნოვიჩი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას სავო ვუიოვიჩი შეასრულებს. მილოშ ბოშკოვიჩს კარიერაში 172 ოფიციალური შეხვედრა აქვს ნამსაჯი. აქედან 647-ჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი, 17-ჯერ მოუხდა ორი გაფრთხილების მიცემა, 14-ჯერ გამოიყენა წითელი ბარათი და 43-ჯერ დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა.
10
vs
მატჩის ოფიციალური პირები უეფას დელეგატი: ბორიანა სტოიჩევა დამკვირვებელი: ალონ იეფეტი მსაჯი: მილოშ ბოშკოვიჩი ასისტენტები: სრდან იოვანოვიჩი მარიან პაუნოვიჩი მეოთხე მსაჯი: სავო ვუიოვიჩი
11
დინამო
პაიდე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ანდრეს პრიეტო დავით კერესელიძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი იმრან ულად ომარი დავით სხირტლაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ლევან ხარაბაძე C გიორგი პაპავა ლევან ოსიყმაშვილი ბარნს ოსეი საიმონ ბენიო გიორგი ჩხეტიანი გიორგი კუცია გოდფრი სტეფენი თორნიკე კირკიტაძე დავით კობოური უსმანე კამარა დმიტრი ანტილევსკი
მწვრთნელი: კარელ ვოოლაიდი
1 33 2 3 4 5 6 7 8 9 11 12 15 16 18 19 20 21 22 23 24 28 40
ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური ფოტო: ლაშა კუპრაშვილი
1 56 99 2 3 6 9 10 11 12 14 15 16 17 20 23 27 28 29 30 31 33 80
მიკელ აკსალუ მატიას საპი ებრიმა იარჯუ ინდრეკ ოიამაა კრისტინა პელტი დომინიკ საიმონი კრისტოფერ პიხტი ანდრე ფროლოვი C კაიმარ სააგი აბდულ რაზაკ იუსუფი რობი საარმა რაგნარ კლავანი სერგეი მოშნიკოვი რაიმონდ ინო ედგარ ტური ბუბაქარ ტამბედუ ებრიმა სინგატე რასმუს კალასი იოზეფ სალისტე იააგუპ ლუცი დიბას ოვუსუ სეკირე კარლ მიოლი კევორ პალუმეცი