ჩვენი მეტოქე
vs
ლოკომოტივი თბილისი საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოებადაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები. ლოკომოტივი საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მართავს, თუმცა სტადიონის რეკონსტრუქციის გამო, მიმდინარე სეზონში გუნდი მეტოქეებს საგურამოს ბაზაზე მასპინძლობს. გუნდის ფერები ტრადიციული - წითელი ფოტო: ლოკომოტივის სოც მედია და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 19881989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. ლოკომოტივი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.
მწვრთნელი და ლოკომოტივი
2022 წლის ივნისიდან ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად 57 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთის სპეციალისტი - ჯონ ვან ლუნი მუშაობს. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 23 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.
დინამო vs ლოკომოტივი
ფოტო: ლოკომოტივის სოც მედია
დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 63 მატჩიდან 38-ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 14 მატჩი ყაიმით დასრულდა და 11 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 110/42 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. დიდი სხვაობით დინამომ შვიდჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯთეთრებმა 4-0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4-0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, ფოტო: დილას სოცთითო მედიაგოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4-1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4-0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც 2019 წლის 17 მარტს გაიმართა, ისევ დინამოელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობა კი იმავე წლის 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი დინამომ 6-0 მოიგო. მიხეილ მესხი 2-ზე გამართულ შეხვედრაში ნიკა ნინუამ დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს. 2020 წლის 3 ივლისს დინამომ საკუთარ სტადიონზე მეტოქეს 4-0 დათო კობოურის, თორნიკე კაპანაძის და პერნამბუკუს გოლებით მოუგო, ერთიც თორნიკე კირკიტაძის ავტოგოლი დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3-0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6-5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში კი დუელში გახლავთ 1-0, რომელიც 16-ჯერ დაფიქსირდა. 14 ნათამაშები ყაიმიდან კი აღსანიშნავია, რომ 12 უგოლოდ დასრულდა. ბოლო თბილისური დერბი დინამომ 2022 წლის 21 მაისს გამართა და საგურამოში 2-0 იმარჯვა. გოლები გიორგი მოისწრაფიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანეს.
ჩვენი გუნდი
vs
დინამომ მორიგი სამი ქულა საბურთალოსთან აიღო 26 აგვისტოს, გორში ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა დინამომ მეთოდურად მოიპოვა სათამაშო უპირატესობა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, შეხვედრის მე-20 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემის შემდეგ უსმანე კამარამ ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა მცველი, საჯარიმოში შეირბინა და ზუსტი ტექნიკური დარტყმით გოლიც გაიტანა. ექვსიოდე წუთში კამარამ (რომელიც აღსანიშნვია, რომ მთელი მატჩის მანძილზე ამწვავებდა დინამოელთა შეტევებს) ზუსტი პასით ულად ომარ იმრანი მოძებნა, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი საბურთალოს კარის ბადეში აღმოჩნდა 0-2. ნიდერლანდელისთვის ეს დინამოს ფორმით გატანილი სადებიუტო გოლია. მასპინძლებმა ერთი ბურთის გაქვითვა ასევე ექვს წუთში მოახერხეს, შედეგიანად გიორგი გოჩოლეიშვილმა ითამაშა და ტაიმი 1-2 დასრულდა. მეორე ნახევარში გაცილებით დაძაბული და აქტიური თამაში გაჩაღდა, იყო რამდენიმე საგოლე ეპიზოდიც, რამდენჯერმე ორივე გუნდმა საკმაოდ გაამწვავა შეტევა. შეხვედრის კულმინაცია კი ბოლო წუთზე დავით კერესელიძის და გურამ გოშთელიანის დუელი აღმოჩნდა, დინამოელთა გოლკიპერმა რთული დარტყმული მოიგერია და დინამომ იმარჯვა.
19 წლამდელები ახალ სეზონსაც წარმატებით იწყებენ
დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ 2022 წლის სეზონი ორი მოგებით დაიწყო. შეგახსენებთ, შარშანდელი ტურნირი პანდემიის გამო ორიოდე თვის წინ დინამოელთა ტრიუმფით დასრულდა. პირველ ტურში ვალერი გაგუას გუნდმა თბილისის მერანს ერთის წილ ექვსი გოლი გაუტანა და სადებიუტო შეხვედრაშივე დაამტკიცა გათამაშების მთავარი ფავორიტის სტატუსი. გოლები რაულ ბარათელიამ, მუხრან ბაგრატიონმა, ალექსანდრე ფეიქრიშვილმა, თემო გოგნაძემ, დათო გოცირიძემ და ლუკა შეროზიამ გაიტანეს. მეორე მატჩში დედაქალაქელებმა ბათუმის დინამოს უმასპინძლეს. პირველისგან განსხვავებით უფრო დაძაბულ შეხვედრაში თბილისელებმა არჩილ დათუაშვილის და ლუკა შეროზიას გოლებით 2-1 იმარჯვეს. მომდევნო მატჩს კი ჩვენი გუნდი 35-ე სკოლასთან 2 სექტემბერს გამართავს.
მერაბ დვალიშვილი დინამოს ესტუმრა
30 აგვისტოს დინამოს ბაზაზე UFC-ის ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი გვეწვია. ჩვენი გუნდის კაპიტანმა დავით სხირტლაძემ და მერაბმა სამახსოვრო მაისურები გაცვალეს და საწვრთნელი ბაზის ტერიტორია გუნდათან ერთად დაათვალიერეს. გამორჩეულმა მებრძოლმა თბილისელებს შიდა თუ ევროპულ ასპარეზზე წარმატება უსურვა და დინამოელებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
პოზ
შემდეგი
შემდეგი
თელავი 5 სექტემბერი, 20:00 კავკასიონი არენა
სამგურალი 10 სექტემბერი, 19:00 დინამო არენა
დინამო
კლუბი
თ
+-
ქ
დინამო ბთ დინამო თბ სამგურალი დილა ტორპედო საბურთალო თელავი სიონი გაგრა ლოკომოტივი
23 23 23 23 23 23 23 23 23 23
43 25 14 1 -9 1 4 -15 -14 -50
54 47 39 34 31 30 28 25 24 4
ლოკომოტივი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ლუკა კუტალაძე დავით კერესელიძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი იმრან ულად ომარი C დავით სხირტლაძე გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ლევან ოსიყმაშვილი ბარნს ოსეი გიორგი ჩხეტიანი გიორგი კუცია გოდფრი სტეფენი თორნიკე კირკიტაძე ლუკა პარკაძე უსმანე კამარა გიორგი მაისურაძე დმიტრი ანტილევსკი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
მწვრთნელი: ჯონ ვან ლუნი
30 33 2 3 4 5 6 7 9 11 16 18 20 21 22 23 26 28 31 40
12 31 3 5 8 9 15 17 18 21 24 26 27 28 29 33 34 35 36 40
ოთო გოშაძე სოსო კოპალიანი ანდრო გიორგაძე ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ბიძინა მახარობლიძე შოთა შეყილაძე გიორგი ომარაშვილი ლუკა კეკელიძე ირაკლი ჭიაბრიშვილი თორნიკე ძებნიაური ბექა ხარაიშვილი ვანო შერმადინი გიორგი გაბაძე C კახა კახაბრიშვილი ლიბან აბდულაჰი ნოდარ იაშვილი საბა-ამიკო კიკნაძე გიორგი ქველაძე ლაშა კალანდაძე დავით უბილავა
ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური ფოტო: ლაშა კუპრაშვილი