დინამო - სამგურალი: მატჩის პროგრამა

Page 1


ჩვენი მეტოქე

სამგურალი წყალტუბო წყალტუბოს სამგურალი 1945 წელს დაარსდა. თავიდან გუნდი მედიკის სახელით ასპარეზობდა, შემდეგ კი ოთხმოციანების ბოლომდე შადრევანი ერქვათ. სამგურალის საკლუბო ფერებია მწვანე და ნარინჯისფერი. გუნდი საშინაო მატჩებს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მართავს. წყალტუბოს გუნდი უმაღლეს ლიგას 18 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. იმერლებს ქართული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში სულ 11 სეზონი უთამაშიათ. პირველი ჩემპიონატის სტარტიდან 2002 წლამდე. სამგურალის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სწორედ 80ანი წლები ითვლება. წყალტუბოელები 1983, 1985 და 1989 წლებში საქართველოს ჩემპიონები ხდებინ. აქტივშია ასევე 1986 წელს ვიცე ფოტო: სამგურალის სოც. მედია ჩემპიონობა და 1987 წელს ბრინჯაოს მედლები. 1989 წელს სამგურალმა გარი სორდიას ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და თასის ფინალშიც ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კი სამგურალმა საუკეთესო სეზონი 1992/93 წლებში გამართა, როდესაც საბოლოოდ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტიტულთან ახლოს წყალტუბოს გუნდი 1998/99 წლების თასის ფინალში გასვლით იყო, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდა. გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი (144) ვარლამ ფესტვენიძეს აქვს ჩატარებული, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში გატანილი 41 გოლით მერაბ მეგრელაძე გახდა.

სამგურალი და მწვრთნელი

სამგურალს 2019 წლის შემოდგომიდან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი უჩა სოსიაშვილი ხელმძღვანელობს. მისი გუნდი დასრულებულ სეზონში თასის ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში გაგრასთან დამარცხდა. ეროვნული ლიგაში კი საჩხერის ჩიხურასთან პლეი ოფში მოპოვებული გამარჯვებით აღზევდა.

ურთიერთშეხვედრები

დინამოსა და სამგურალის ურთიერთშეხვედრების ისტორია 19 მატჩს ითვლის. ამ შეხვედრებში გამოკვეთილი უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა. დინამომ 15 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 64/11. დიდი ანგარიშით თბილისელებმა 10- ჯერ იმარჯვეს, ამათგან აღსანიშნავი კი პირველ ჩემპიონატში 16 ივნისს 7-1 მოგებული მატჩია. გია გურულმა და კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი გოჩა ჩიქოვანმა, ზაზა რევიშვილმა და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. ფოტო: სამგურალის დინამომ მეტოქე იმავე ანგარიშით 1999 წლის 19 ნოემბერსაც დაამარცხა. სოც. მედია დუბლი ამ შემთხვევაში რატი ალექსიძემ და კლიმენტი წიტაიშვილმა გაიფორმეს, სამი გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ირაკლი ვაშაკიძემ და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. ყველაზე დიდი სხვაობა დინამოსა და სამგურალის პაექრობაში 1995 წლის 22 მაისს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა შვიდი უპასუხო გოლით იმარჯვეს. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო, თითო შედეგიანი დარტყმა კი ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი კიკნაძემ, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ყიფიანმა და ლევან ცქიტიშვილმა შეასრულეს. ანგარიშით 6-0 დინამომ ორი შეხვედრა დაასრულა. 1996 წლის 1 აგვისტოს სამი დუბლი ლევან კობიაშვილმა, ლევან ხომერიკმა და გელა ინალიშვილმა ჩაიწერეს აქტივში. ხოლო 1999 წლის 23 მაისს გოლები მიხეილ აშვეთიამ (2), გიორგი კიკნაძემ, ამირან მუჯირმა, რატი ალექსიძემ და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს. ასევე ორჯერ მოიგო დინამომ ანგარიშით 4-0. 1991 წლის 30 მაისს გია ჯიშკარიანმა, კახა კაჭარავამ, შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გამოიჩინეს თავი. 1994 წლის 1 დეკემბერს ალექსანდრე იაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. დინამოს ერთადერთი წაგება სამგურალთან 1991 წლის 29 ნოემბრით თარიღდება. დედაქალაქელებმა მატჩი 1-2 დათმეს, გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. ყველაზე ხშირად (ოთხჯერ) ამ გუნდებს შორის სწორედ 2-1 ანგარიშია დაფიქსირებული. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს თასის 1/8 ფინალში 2017 წელს შეხვდნენ. 26 აპრილს მარტვილში გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. გოლები ბექა მიქელთაძემ და ბაჩანა არაბულმა გაიტანეს. ფოტო: ბადრი კეთილაძე

სამგურალი წყალტუბო


დინამო თურქულ შეკრებაზე დინამომ ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი ორ ნაწილად გაიარა. 4- დან 18 იანვრის ჩათვლით გიორგი ნემსაძის გუნდი დიღმის ბაზაზე ემზადებოდა. 20 იანვრიდან დედაქალაქელებმა გეზი თურქეთისკენ აიღეს და გუნდმა 12 თებერვლის ჩათვლით შეკრება ბელეკში გაიარა. გუნდში რამდენიმე ახალწვეული გამოჩნდა. 27 წლის სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი და ასევე სერბი 29 წლის ნახევარმცველი მილან რადინი. გუნდს დაემატა 27 წლის ნიდერლანდელი მარჯვენა მცველი ფაბიან სპორკსლეიდი და 24 წლის მარცხენა გარემარბი ლევან წოწონავა. თურქეთში დინამოელებმა დატვირთვების და ორჯერადი ვარჯიშების ფონზე რვა სპარინგ მატჩიც ფოტო: ირაკლი ბუხალი გამართეს: 0-1 წაგება სერბულ რადნიკთან. იმავე ანგარიშით გამარჯვება ასევე სერბულ ნაპრედაკთან. ფრე 1-1 უკრაინულ კოლოსთან. მარცხი დამატებულ დროში გაშვებული გოლით კიევის დინამოსთან 0-1, 1-3 რაზგრადის ლუდოგორეცთან, 1-2 ლუგანსკის ზორიასთან და 0-3 სოჭთან. ბოლო სპარინგში დინამომ ვერეს რივნეს 3-2 აჯობა.

სეზონი სუპერთასის მერვე ტიტულით დავიწყეთ

21 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საიუბილეო მეოცე სუპერთასის მატჩი გაიმართა. სლავა მეტრეველის სახელობის ტროფეის მოსაპოვებლად ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი ფოტო: ირაკლი ბუხალი დინამო და საქართველოს თასის მფლობელი გაგრა დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი გაგრამ პირველივე წუთზე შექმნა, გურამ სამუშია დინამოს მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა. საპასუხოდ ზორან მარუშიჩის თავური არ გამოდგა ზუსტი. მე- 13 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ თავით გიორგი ქობულაძემ გაიტანა გოლი. დინამომ უმატა შეტევებს და მიჯრით ორი სახიფათო საჯარიმოც ჩააწოდეს ნომინალურმა მასპინძლებმა, მე16 წუთზე ბაქარ ქარდავას თავური ოდნავ აცდა დავით კერესელიძის კარს. დინამომ ბევრი შეტევა განახორციელა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. მეორე ტაიმი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე დავით კობოურმა ითამაშა ტექნიკურად, შეიჭრა საჯარიმოში მარა საბოლოოდ ზუსტად ვერ დაარტყა. ცოტახანში კი კობოურის იგივე აქტიურობა, გადაცემა ზორან მარუშიჩზე და სერბმა ფორვარდმა სტატუს ფოტო: ლაშა კუპრაშვილი ქვო აღადგინა. შეხვედრის 62- ე წუთზე ისევ კობოურის აქტიურობა და მარუშიჩის დარტყმული ბოლო მომენტში კერესელიძემ მოიგერია. დინამოს აქტიურობას მეორე გოლი 67- ე წუთზე მოჰყვა. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კუციამ ზუსტი პასით გიორგი გაბედავა მოძებნა, დინამოს ფორვარდმა კი შორეულ კუთხეში ძლიერი დარტყმით დედაქალაქელები წინ გაიყვანა 2-1. შეხვედრის 78- ე წუთზე გაგრამ კუთხური მოაწოდა და ლუკა ნოზაძემ წონასწორობა აღადგინა. მატჩის ძირითადი დრო 2-2 მორჩა და პენალტების სერია დაინიშნა. პირველი თერთმეტმეტრიანი ხოსიტაშვილმა შეასრულა და დააწინაურა თავისი გუნდი, შემდეგ კი სპორკსლეიდმა გაათანაბრა. ამის მიყოლებით კაკიაშვილმა, კუციამ, ჩადუნელმა და მონხილმა გაიტანეს გოლები. მარკოზაშვილის დარტყმული კვასხვაძემ მოიგერია და შემდეგ დინამოს გოლკიპერმა, რომელიც სუპერთასზე მეშვიდე მონაწილეობით გათამაშების რეკორდსმენი გახდა თავადვე ზუსტად შეასრულა პენალტი. შემდეგ მაქაცარიამ გაიტანა, ხოლო გადამწყვეტი დარტყმა გაბედავამ შეასრულა და დინამო ფოტო: ლაშა კუპრაშვილი თბილისმა საქართველოს სუპერთასი მერვედ მოიპოვა.

სამგურალი წყალტუბო


გიორგი ნემსაძე

უჩა სოსიაშვილი

13 ომარ მიგინეიშვილი 30 როინ კვასხვაძე 3 ვიქტორ მონხილი 5 დავით კობოური 6 ბაქარ ქარდავა 7 ლევან წოწონავა 8 მილან რადინი 9 გიორგი გაბედავა 15 გიორგი პაპავა 17 თორნიკე ახვლედიანი 19 საიმონ ბენიო 21 გიორგი კუცია 22 ფაბიან სპორკსლედე 23 გიორგი მოისწრაფიშვილი 24 ნოდარ იაშვილი 27 ანზორ მექვაბიშვილი 28 კარლოს კასტრო 32 ზორან მარუშიჩი 34 ლუკა გაგნიძე 39 საბა ხვადაგიანი

1 მაქსიმე ქვილითაია 28 კახაბერ მეშველიანი 2 უშანგი ბანძელაძე 3 ლუკა ასათიანი 4 ომარ პატარკაციშვილი 6 ისუფ ტურე 7 სერგო კუხიანიძე 8 გაგა გაზდელიანი 9 პაპუნა ფონიავა 10 დემურ ჩიხლაძე 11 დათო კირკიტაძე 13 ილია ახვლედიანი 15 ნიკა კალანდარიშვილი 20 ლევან ქურდაძე 21 ირაკლი ლექვთაძე 22 გრიგოლ დოლიძე 23 გიორგი თევზაძე 27 თედო კიკაბიძე 29 გიორგი ბუხაიძე 33 გიორგი მჭედლიშვილი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.