ჩვენი მეტოქე
დილა გორი
გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს დაარსდა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა, 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 000 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, ფოტო: დილას სოც. მედია შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მიიღო. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2-0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4-1 მოუგეს. 2014/2015 სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. გორელებმა წარმატებას 2020 წელსაც მიაღწიეს. ბოლო ტურის შეხვედრაში ლოკომოტივთან მათ ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლები და კონფერენს ლიგის საგზურიც მოიპოვეს. სადებიუტო გათამაშების პირველ ეტაპზე დილა სლოვაკურ (5-1, 2-1) ჟილინასთან დამარცხდა. შარშანდელი სეზონი გორელებმა ასევე მესამე ადგილზე დაასრულეს და ზაფხულში საქართველოს კონფერენს ლიგაზე წარადგენენ.
დილას მწვრთნელი 2021 წლიდან გუნდს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი - ანდრეი დემჩენკო ხელმძღვანელობს. სეზონი უკრაინელმა მწვრთნელმა და მისმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს და კონფერენს ლიგის საგზურიც მოიპოვეს.
ურთიერთშეხვედრები
ფოტო: დილას სოც. მედია
ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 73- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 50 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 9 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 175/45 არის. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა 6-1 და ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4-0 და 1-1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0). ბოლოს ეს გუნდები გორში 6 ნოემბერს შეხვდნენ ფოტო: ბადრი კეთილაძე ერთმანეთს. მატჩი მასპინძლებმა 1-0 მოიგეს.
დინამო თბილისი VS დილა გორი
ჩვენი გუნდი გამარჯვება დედაქალაქურ დერბიში 2 აპრილს დინამო არენაზე თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართა. თბილისური დერბი ტრადიციულად საინტერესოდ და მაღალ ტემპში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ კახა ცხადაძის გუნდმა სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდო და მთლიანად მატჩის მანძილზე არაერთი საგოლე და სახიფათო მომენტი შექმნა სტუმართა კართან. ანგარიში დმიტრი ანტილევსკიმ შეხვედრის 28-ე წუთზე გახსნა. რამდენიმე უშედეგო შეტევის შემდეგ, ბურთი სტანისლავ ბილენკიმ გიორგი მოისწრაფიშვილისგან მიიღო, ფოტო: ლაშა კუპრაშვილი მისი გადაცემა და ბელარუსი ფორვარდის ზუსტი დარტყმა 1-0. ისიც სათქმელია, რომ ანტილევსკიმ მთლიანად შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. გოლის მერეც მართებდათ ლურჯ-თეთრებს ანგარიშის გახსნა, თუმცა მომდევნო შედეგიანი დარტყმა სტუმრებმა ჩაიწერეს აქტივში. ტიმის ბოლოსკენ მოწოდებული კუთხურიდან ზუსტად ბექა ბუიღლიშვილმა ისარგებლა და სტატუს ქვო აღადგინა. მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. ორივე გუნდმა ცვლილებებსაც მიმართა, რასაც ანგარიშის შეცვლა მოჰყვა. შეხვედრის 65-ე წუთზე დინამო არენაზე მოსულმა გულშემატკივარმა მშვენიერი კომბინაცია და გოლი იხილა. ნიკა მალიმ მარჯვენა ფრთაზე წამოწყებული შეტევა დმიტრი ანტილევსკის მიმართულებით გაკეთებული გამჭოლი გადაცემით გააგრძელა, ბელაურსის მიერ შესრულებული რაბონა და თორნიკე კირკიტაძის ერთი შეხებით გატანილი გოლი გულშემატკივრის ოვაციებად ღირდა. მატჩის ბოლოსკენ ლოკომოტივის მწვავე შეტევაც აღსანიშნავია, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ მორიგი გამარჯვება ფოტო: ლაშა კუპრაშვილი მოიპოვა.
19 წლამდელებმა ჩემპიონატი გამარჯვებით განაახლეს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ოფიციალურად განახლდა. დღეს დინამოელებმა, რომლებიც პანდემიის გამო შეწყვეტილი ტურნირის ცხრილში პირველ ადგილზე 1 6 იმყოფებოდნენ, მე-15 ტურის შეხვედრა გაგრასთან გამართა და მეტოქე 5 2 დიდი ანგარიშით 7-1 დაამარცხა. 3 4 მატჩი მთლიანად დედაქალაქელთა 4 4 უპირატესობით წარიმართა, გოლები კი ცხოვრებაშვილმა, კობახიძემ, 5 4 ფეიქრიშვილმა, ღურწკაიამ, აღდგომელაშვილმა და გეგიაძემ (2) 6 5 გაიტანეს. მომდევნო მატჩს დინამოელები 10 აპრილს გამართავენ 5 7 და აკადემიის მოედანზე ზუგდიდის დინამოს მიიღებენ. ვალერი გაგუას 8 6 გუნდი 15 ტურის შემდეგ დაგროვილი 43 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს - ლოკომოტივსა და საბურთალოს 14 ქულით 4 9 უსწრებს. 10 5
დინამო თბილისი VS დილა გორი
+-
9 3 3 3 2 1 1 -7 -7 -8
13 12 9 7 7 7 7 4 3 0
#славаукраіні
მწვრთნელი:
1 30 2 3 4 5 6 8 9 11 12 15 18 19 22 23 28 17 31 40
კახა ცხადაძე
პრიეტო ლუკა კუტალაძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი ნოდარ ლომინაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ლევან ხარაბაძე გიორგი პაპავა C ბარნს ოსეი საიმონ ბენიო გოდფრი სტეფენი თორნიკე კირკიტაძე უსმანე კამარა ირაკლი იაკობიძე გიორგი მაისურაძე დმიტრი ანტილევსკი ანდრეს
ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური
მწვრთნელი:
29 31 2 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 17 18 19 20 22 25 40
ანდრეი დემჩენკო
ასათიანი დემეტრე ბულისკერია რევაზ ჩიტეიშვილი ანრი ჭიჭინაძე ალეფ სანტოსი ცოტნე მოსიაშვილი პაატა ღუდუშაური ალვარო ტავარეში თორნიკე კაპანაძე თამაზ მაქაცარია გიორგი ივანიაძე ამოს ნონდი ნუგზარ სპანდერაშვილი გიორგი ლომთაძე ჰაჯი დრამე ონორე გომისი ნიკა გაგნიძე C გიორგი გაფრინდაშვილი ვანდერსონ სილვა ფრანცისკო მადინგა დავით