ჩვენი მეტოქე
ლოკომოტივი თბილისი
საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები. ლოკომოტივი საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მართავს. გუნდის ფერები ტრადიციული - წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ-ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.
მწვრთნელი და ლოკომოტივი 2021 წლის იანვრიდან ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი ლაშა ჭაღიაშვილი მუშაობს. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ლაშა ჭაღიაშვილი ლოკომოტივს 2018-2019 წლებში წვრთნიდა.
თბილისური დერბი - ურთიერთშეხვედრები დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 61 მატჩიდან 36- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 14 მატჩი ყაიმით დასრულდა და 11 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 106/41 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. დიდი სხვაობით დინამომ შვიდჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4-0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4-0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4-1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4-0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც 2019 წლის 17 მარტს გაიმართა, ისევ დინამოელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობა კი იმავე წლის 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი დინამომ 6-0 მოიგო. მიხეილ მესხი 2-ზე გამართულ შეხვედრაში ნიკა ნინუამ დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს. 2020 წლის 3 ივლისს დინამომ საკუთარ სტადიონზე მეტოქეს 4-0 დათო კობოურის, თორნიკე კაპანაძის და პერნამბუკუს გოლებით მოუგო, ერთიც თორნიკე კირკიტაძის ავტოგოლი დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3-0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6-5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში კი დუელში გახლავთ 1-0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა. 14 ნათამაშები ყაიმიდან კი აღსანიშნავია, რომ 12 უგოლოდ დასრულდა. ბოლო თბილისური დერბი დინამომ 2021 წლის 4 დეკემბერს გამართა და დინამო არენაზე 3-2 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს დინამოსთვის ეროვნულ ლიგაში საიუბილეო მე-700 გამარჯვება აღმოჩნდა. გოლები ფოტო: ბადრი კეთილაძე საიმონ ბენიომ, გიორგი გაბედავამ და ზორან მარუშიჩმა გაიტანეს.
დინამო VS ლოკომოტივი
ჩვენი გუნდი მექვაბიშვილის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართული ამხანაგური მატჩი გამარჯვებით დაასრულა. ჯვაროსნებმა მასპინძლებს მეორე ტაიმის დებიუტში ბუდუ ზივზივაძის მიერ გატანილი გოლით 1-0 აჯობეს. შეხვედრაში კი ჩვენი გუნდის ნახევარმცველის - ანზორ მექვაბიშვილის დებიუტი შედგა. დინამოელთა ვიცე-კაპიტანი მატჩში 62-ე წუთიდან ჩაერთო. დინამოელები ანზორ მექვაბიშვილს წარმატებას ვუსურვებთ სანაკრებო კარიერაში.
მოისწრაფიშვილის დუბლი
29 მარტს გორში საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ესტონეთის 21 წლამდე ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრის 34-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა. 54-ე წუთზე კი დინამოელთა კომბინაცია - ალექსანდრე კალანდაძის ტექნიკური გადაცემა და გიორგი მოისწრაფიშვილის დუბლი 2-0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ჩვენმა ახალგაზრდებმა - ჯერ ბექა დარცმელიამ და შემდეგ შოთა შეყილაძემ თითო გოლი გაუტანეს სტუმრებს. ფოტო: ლაშა კუპრაშვილი
სპარინგი თელავთან
ფოტო: გიორგი არჯევანიძე
26 მარტს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ თელავს უმასპინძლა. დინამოელები შეხვედრას გადახალისებული შემადგენლობით შეხვდნენ, მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი. თავად მატჩმა მაღალ ტემპში ჩაიარა. მასპინძლებს ანგარიშის გახსნა პირველივე ტაიმში შეეძლოთ, თუმცა 32-ე წუთზე სტანისლავ ბილენკის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ლუკა სანიკიძემ მოიგერია. შეხვედრის მეორე ნახევარში დინამომ შეტევებს უმატა და მატჩის 65-ე წუთზე თბილისელებმა ანგარიშიც გახსნეს. თორნიკე კირკიტაძის რეიდს საჯარიმოში გადაცემა მოჰყვა, უსმანე კამარამ ფოტო: გიორგი ჯიქია კი ერთი შეხებით ზუსტად და შედეგიანად ითამაშა 1-0. შეხვედრაში მეტი აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
დინამო უკრაინის მხარდასაჭერად დინამო თბილისმა უკრაინაში რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთი 200 კომპლექტ საყოფაცხოვრებო ნივთებს მოიცავს, რომლის ჩამონათვალიც უკრაინულმა მხარემ მოგვაწოდა. თბილისური კლუბი ჩვენი მეგობარი ქვეყნის დახმარების ფონდში 10 000 ლარს გადარიცხავს. აღნიშნული თანხის ნაწილი დინამო თბილისი - გორის დილას მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შეგროვდა, ნაწილის მობილიზება კი, ახლად შექმნილმა კაპიტნის ფონდმა მოახდინა. დინამო თბილისის, მისი გულშემატკივრებისა და ვეტერანების სახელით გვსურს კიდევ ერთხელ თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობარ ერს.
დინამო VS ლოკომოტივი
მწვრთნელი:
1 30 2 3 4 5 6 8 9 11 12 15 18 19 22 23 28 29 31 40
კახა ცხადაძე
პრიეტო ლუკა კუტალაძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი ნოდარ ლომინაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ლევან ხარაბაძე გიორგი პაპავა C ბარნს ოსეი საიმონ ბენიო სტეფენ ბიტოკი თორნიკე კირკიტაძე უსმანე კამარა გიორგი გვიშიანი გიორგი მაისურაძე დმიტრი ანტილევსკი ანდრეს
ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური
მწვრთნელი:
1 13 2 4 5 6 7 8 9 10 11 15 18 19 21 23 25 27 35 37
ლაშა ჭაღიაშვილი
თევდორაძე რეზო ლომიძე ლაშა აწყურელი ბექა ბუიღლიშვილი ალექს. ანდრონიკაშვილი ლუკა ჯაფარიძე გიორგი იაკობიძე დავით სამურკასოვი შოთა შეყილაძე ბექა დარცმელია გივი მუკბანიანი გიორგი ომარაშვილი ირაკლი ჭიაბრიშვილი იოანე ტაბატაძე თორნიკე ძებნიაური დაჩი ფოფხაძე ზურაბ ზოსიაშვილი გიორგი გაბაძე C გიორგი ქველაძე გაბრიელ ხუციშვილი რევაზ