საჭირო კლავიატურული კომბინაციები
Alt + Enter —იხსნება თვისებების (propertis) ფანჯარა მონიშნული ობიექტისათვის (ობიექტi შეიძlება იყოს, დისკი ფაილი, პაპკა). Alt + F4 —ხურავს აქტიურ ფანჯარას. თუ აქტიური ფანჯრები არ არის მაშინ იძახებს Windows-ის დახურვის მენიუს ფანჯარას. Alt + Space—ხსნის აქტიური ფანჯრის სისტემურ მენიუს, ჯამში ეს კომბინაცია ტოლფასია მაუსით აქტიური ფანჯრის ხაზზე მარჯვენა კლავიშით დაწკაპუნებისა Alt + [და მენიუში ხაზგასმული ასო] —იძახებს მენიუს შესაბამის პუნქტს. Alt + Tab —აქტიურ პროგრამებს შორის გადართვა. Backspace—ერთი დონით ზემოთ ასვლა Windows Explorer-ში, ხოლო Internet Explorer-ში კი ერთი გვერდით უკან დაბრუნება (თუ რა თქმ აუნდა ეს უკანა გვერდი უკვე გაიარეთ და დაბრუნება გსურთ). Ctrl —დააჭირეთ ამ ღილაკს მაშინ როდესაც ფაილი გადაგაქვთ ერთიადგილიდან მეორეზე, იმისათვის, რომ საწყისი ფაილის კოპირება მოხდეს და არა გადაადგილება. Ctrl + A —ყველაფრის მონიშვნა. Ctrl + C —მონიშნული ობიექტის ან ტექსტის კოპირება. Ctrl + V —დამახსოვრებულის ჩასმა. Ctrl + X —მონიშნულის ამოჭრა და მეხსიერებაში დამახსოვრება. Ctrl + Z —ბოლო მოქმედების გადაფიქრება, გადადება, ზოგიერთ პროგრამაში შეიძლება მხოლოდ ერთი მოქმედების დაბრუნება, ზოგიერთი კი უსასრულო რაოდენობის დაბრუნება შეიძლება. Delete —მონიშნული ობიექტის ან ტექსტის წაშლა. Ctrl + Esc, ან Win —მენიუ Start-ის გამოძახება. Ctrl + Esc, ან Esc—თუ უკვე გამოძახებული გაქვთ მენიუ Start და დააჭერთ ამ კომბინაციას, მაშინ მენიუ დაიხურება, მაგრამ ღილაკი Start დარჩება აქტიური. Ctrl + Shift —დააჭირეთ ამ კომბინაციას როდესაც გადაგაქვთ ფაილი ერთი ადგილიდან მეორეზე და საბოლოო ადგილზე მიიღებთ ფაილის მოკლე კლავიშს (Shortcut). F1, Win + F1 —შველის / დახმარების გამოძახება. F10 —აქტიურს ხდის მენიუს პუნქტს. F2 —მონიშნული ობიექტის სახელის გადარქმევა. F3 —ძიება. F4 —Explorer-ში სისტემური მისამართების ფანჯრის გახსნა /ჩამოშლა . F5 —განახლება. F6 —გზამკვლევის (Explorer) მენიუებში გადართვა. Shift —დააჭირეთ: • • •
—ფაილის გადატანისას, რომ ეს ფაილი გადაადგილდეს და არ იყოს კოპირებული; —Windows-ის ჩატვირთვისას, რათ არ ჩაიტვირთოს (Startup) ავტო ჩატვირთვის ობიექტები /პროგრამები; —როდესაც CD-ROM-ში დებთ დისკს, არ მოხდება დისკის ავტომატური გაშვება (AutoRun).
Shift + Delete —ობიექტის / ფაილის წაშლა სანაგვე ყუთში მოხვედრის გარეშე. Shift + F10 —იგივეა რაც ობიექტზე მაუსის მარჯვენა კლიკი. Win + Break —სისტემის თვისებების გამოძახება (System Properties). Win + D —ჩამოიხუროს ყველა ფანჯარა, ხელმეორედ დაჭერა აღადგენს ფანჯრების განლაგებას. Win + E —გზამკვლევის (Explorer) გამოძახება. Win + F —პროგრამებში ძიების ფანჯრის გამოძახება. Win + R —ფანჯარა Run-ის გამოძახება. Win + Shift + M —ფანჯრების ჩამოხურვის გაუქმება /გადაფიქრება . Win + Tab —გზამკვლევში (Explorer) ფანჯრებში გადართვა. Win + M —ჩამოიხუროს ყველა აქტიური ფანჯარა, გარდა თვისებების (Properties) ფანჯრისა.