წითელი ფანქარი გავრცელებული ენობრივი შეცდომების გასწორება
0
ელდარ ქურიძე
წითელი ფანქარი
2019 წ.
1
წინამდებარე ელექტრონული გამოცემა ინტერნეტში გავრცელებული შეცდომების აღმოფხვრის მცდელობაა. იგი პროექტ „საუკეთესო მოქართულის“ ფარგლებში მომზადდა. გაეცანით და გაავრცელეთ, ერთად დავიცვათ მშობლიური ენა „ვირუსებისგან“! ელდარ ქურიძე
პროექტ „საუკეთესო კოორდინატორი
მოქართულის“
ავტორი
და
გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება
2
„ბიჩოკი“ რუსული ჟარგონია, „ნამწვი“ კი – ქართული სალიტერატურო ერთეული, ჩვენი არჩევანი ჩვენსავე კულტურაზე მეტყველებს.
მართებული ფორმაა დოკუმენტური (შდრ. დოკუმენტური ფილმი).
3
„ფეისბუკმა“ უკვე იცის, რომ ეს ზმნისართი ს-თი არ ბოლოვდება. კიდევ უფრო დიდი შეცდომაა, როდესაც წერენ ხოლმე „ეხლახანს“.
გარეგნობა (შესახედაობა, შეხედულება, თვალადობა, იერი...) და არა „ვიზუალი“! ნუთუ ყურით მოთრეულმა სიტყვამ ქართული უნდა დაგვავიწყოს?! არც „სრულებით აკმაყოფილებდა“ არის სტილისტიკურად გამართული შესიტყვება, დადებითს კონტექსტში „სავსებით“ ზმნისართის გამოყენება ჯობს.
4
შალაშინი!გაშალაშინება!
გაკვირვებისგან პირს (!) დააღებენ ხოლმე, ხოლო თვალები უფართოვდებათ!
5
უცხოური წარმოშობის მრავალ სახელში (გენადი, ვალერი, გერონტი, აკაკი...) „ი“ ფუძეს ეკუთვნის, ამრიგად, იგი წოდებითშიც აუცილებელია.
„უკან“ ნიშნავს „შემდეგ“ (მაგ.: მას უკან), ხოლო წარსულის გაგება „წინ“ თანდებულს ახლავს (შდრ. გუშინწინ, შარშანწინ...).
6
გადატანითი მნიშვნელობითაც კი შეუძლებელია სილამაზე „აქტიური“ იყოს.
საავადმყოფოში ზარალს კი არ ანაზღაურებენ, არამედ დ ა შ ა ვ ე ბ უ ლ ს მკურნალობენ.
7
„ვინც “წევრ-კავშირი არსებითს სახე-ლებს არ მიემართება, ასე რომ მართებულია „ადამიანი, რომელიც“.
ს ო ი ა ჰქვია და არა – სოიო!
„სუსტი“ ბრდღვიალი იგივეა, რაც „ჩუმი“ ღრიალი. ბრდღვიალი, კაშკაში, ელვარება... ძლიერ ნათებას ნიშნავს.
8
დ ე დ ა ე ნ ა მშობლიურ ენას ნიშნავს. ეს სახელი ერთცნებიანი კომპოზიტია და, თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმათა თანახმად, შერწყმულად, უდეფისოდ უნდა დაიწეროს. ორთოგრაფიულ ლექსიკონში „დედაენის“ გვერდით გვხვდება დედაკომპონენტით დაწყებული არაერთი თხზული სიტყვა; მაგალითად: დედაბოძი, დედამიწა, დედასამშობლო, დედაძარღვი... ბუნებრივია, ყველა მათგანი შერწყმული სახით წარმოდგება. თავად იაკობი, რომლის დროსაც მართლწერის ნორმები ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი, თავისი სახელმძღვანელოს სახელწოდებას ორი სიტყვით წერდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მწერალი ფორმა „დედაენას“ უკუაგდებდა. იაკობის ნაწერებში ბევრგან ვიპოვით დეფისიან ანდა შერწყმულ ვარიანტსაც; მაგალითად: „საგნების სწავლაც ამ სამს წელიწადს დედაენაზედ უნდა იყოს“, „ყველა სკოლა, განსაკუთრებით სახალხო, დედა-ენაზედ უნდა იყოს დაფუძნებული“ და ა. შ.
9
არსებობს ნივთიერება წ ე ბ ო , რომლითაც შესაძლებელია რისამე და-წებ-ება, ხოლო „წეპო“ ჯერ არავის გამოუგონია.
„ცხვირწინ“ ერთი სიტყვაა, ისევე როგორც თვალწინ, ფეხქვეშ და მისთ. მეორე მხრივ, ორ სიტყვად იწერება „პირს უკან“, რადგან აქ შენახულია ბრუნვის ნიშანი (-ს).
მძიმე შეცდომით დაუსვამთ, ვინაიდან „12 ივნისს“ და „სინგაპურში“ ისედაც იმიჯნება გრამატიკულად თუ შინაარსობრივად (ერთი დროის გარემოებაა, მეორე ადგილისა).
10
მზერა შეიძლება იყოს მკაცრი, პირქუში, მწყრალი... და არა – მუქი ან ბაცი.
ეგებ ხ ა ნ დ ა ხ ა ნ ქართულად გვესაუბრა? მოდი ამისთვისაც ვიქონიოთ პერიოდები!
11
დ ა წ ყ ე ბ უ ლ ი სალიტერატურო ერთეულია, „დაწყილი“ კი – პროვინციალიზმი.
თ მ ა ეწოდება ცალკეულ ღერსაც და ყველა ღერის ერთობლიობასაც, ამიტომ საჭიროა მხოლოობითი რიცხვი: თ მ ა დავივარცხნე, შევიკარი, შევიჭერი და ა. შ.
12
„მასე“ და „მასეთი“ იმ მრავალრიცხოვან პროვინციალიზმებს მიეკუთვნება, რომლებიც თითქმის აღარავის სჭრის ყურს. სალიტერატურო (ამგვარად, მართებული) ფორმებია „ეგრე“ და „ეგეთი“!
მხოლოობითს რიცხვში მდგარ კრებითს სახელს მიმართებითი ნაცვალსახელიცა და ზმნაც მხოლოობითში შეეწყობა: გუნდი, რომელიც აკვირდება.
13
ნაწყვეტი მოვიყვანეთ უცხოელთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოდან, რომელიც სავსეა სხვადასხვა შეცდომით. ინგლისური k, რომელიც სახელ კევინში (Kevin) გვხვდება, ქართულად კ-თი გადმოიცემა. -თან მიცემითი ბრუნვის თანდებულია. დანართი „ქალბატონი თინა“ ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა. შესაბამისად, წინადადებები ასე გასწორდება: კევინი და ემილი თამაზთან სტუმრად მოვიდნენ (ან: თამაზს ესტუმრნენ). თამაზის დედა, ქალბატონი თინა (ეგებ თინათინი?), კარს აღებს.
იჭერენ და აპატიმრებენ დამნაშავეს და არა – დანაშაულს (კ რ ი მ ი ნ ა ლ ი აბსტრაქტული სახელია და სისხლის სამართლის დანაშაულს (!) ნიშნავს).
14
ძალიან ხშირად მოსდით შეცდომა და კომპოზიტებს, რომელთა პირველი ნაწილიცაა „ვიდეო“, ორ სიტყვად წერენ. მართებული ფორმებია: ვიდეოკამერა, ვიდეომონტაჟი, ვიდეოგადაღება, ვიდეოჩანაწერი და ა. შ.
15
ეს შეცდომა ყოველ მეორე საიტზე გვხვდება. „შესახებ“ ნათესაობითი ბრუნვის თანდებულია, ხოლო „ჩვენ“ – პირის ნაცვალსახელი, რომელიც შვიდივე ბრუნვაში ფორმაუცვლელი რჩება. თუ მიცემითის -ს დაბოლოებას მოვაცილებთ, მივიღებთ სწორ ფორმას: ჩვენ შესახებ.
ყველგან აუცილებლად უცხო სიტყვები უნდა ჩავჩხიროთ?! განა ურიგო იქნება, რომ ეწეროს „ძალღონეს დავზოგავდი და დროს ნაყოფიერად გამოვიყენებდი“?!
16
ირითმება ლექსი, ხოლო ხმა შეიძლება იყოს რიტმული!
ეგება ზოგმა არც იცოდეს, რომ არსებობს ზედსართავი „უცები“ (მოულოდნელი, უცაბედი...), რომელიც ალბათ მალე არქაიზმების სიაში გადაინაცვლებს სხვა უამრავი ფასეული სიტყვის მსგავსად!.. ის მაინც ყველას უნდა ახსოვდეს, ზედსართავები ვითარებითში დონ-ით რომ ბოლოვდება.
17
ინფორმაციის მიწოდება შეუძლია ადამიანს და არა – მის ვინაობას! მოყვანილ ტექსტში ან სიტყვათა რიგი უნდა შეიცვალოს (ვინაობა ადამიანისა, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა...), ან „ადამიანის“ წინ ჩვენებითი ნაცვალსახელი ჩაისვას (იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც...).
მძაფრსიუჟეტიანი და არა – მძაფრსიუჟეტიანი!
18
ინგლისურ jungle-ს (გაუვალი ტროპიკული ტყე) ქართულად ჯ უ ნ გ ლ ი ეწოდება. მრავლობითი რიცხვი მხოლოდ მაშინაა საჭირო, როდესაც ერთზე მეტი ტყე იგულსიხმება.
19
გულღია, გულგახსნილი, გულგაშლილი, გულზიარი... – რამდენ ხატოვან სიტყვას ვკარგავთ, თანდათან როგორ უფერულდება ჩვენი მეტყველება! სხვათა შორის, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონით თუ ვიხელმძღვანელებთ, ადამიანს „კონტაქტურს“ ვერანაირად ვერ ვუწოდებთ.
შეჯიბრება!
20
რუსულად „სტამბულია“ (Стамбул), ქართულად კი – „სტამბოლი“.
ე ზ ო ტ ე რ ი კ უ ლ ი და არა – ეზოთერული!
21
ადამიანი სახელმწიფო არ არის, ისტორია რომ ჰქონდეს. ფრაზა ასე გასწორდება: გვიამბობს ძმების ... ა მ ბავს/თავგადასავალს.
გ ო რ გ ა ს ა ლ ი გვარი კი არა, ზედწოდებაა, შესაბამისად, სახელი ვ ა ხ ტ ა ნ გ ი არ უნდა შემოკლდეს.
22
-ობა ბოლოსართი ზედსართავ „უცოდინარს“ ვერ შეკუმშავს, მართებული ფორმაა უ ც ო დ ი ნ ა რ ობა.
ცელსიუსს თუ გ რ ა დ უ ს ს (ცელსიუსით, რასაკვირველია!)?!
23
„შეცდომის დაშვება“ (допустить ошибку) რუსულის კალკია, ქართულად კი ვიტყვით „შეცდომა მოსდით“.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინგლისელები ბერძნული თ-ს (θ) გადმოსაცემად th გრაფემას იყენებენ. ხაზგასმული არსებითიც ბერძნული წარმოშობისაა და იკითხება როგორც „პანთერ“ (ბერძნ. πάνθηρ). სწორედ თანიანი (პანთერა) ფორმა გვხვდება ქართულ ორთოგრაფიულსა თუ უცხო სიტყვათა ლექსიკონებში. ზოგან საგანგებოდაც აღუნიშნავთ, რომ „პანტერა“ შეცდომაა. ამ სიტყვის სწორად დაწერას მაინც საშველი არ დაადგა .
24
ნაცვალსახელი „რამდენი“ და ნაწილაკი „-მე“ რომ შევაერთოთ, რასაკვირველია, მივიღებთ რ ა მ დ ე ნ ი მ ე - ს („რამ-ო-დენიმე“ ორთოგრაფიული შეცდომაა)!
კ ა პ ო ტ ი (ფრანგ. capote) ბარბარიზმი არ არის. აქვე დავძენთ, რომ სიტყვა ვ ე დ რ ო ს ა ც ტყუილად ერჩიან. ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ მხოლოდ ზედმეტი უცხო სიტყვა, რომლის ქართული შესატყვისიც მოგვეძევება.
25
მავანს ხუთმარცვლიანი ზედსართავი „სხვადასხვაგვარი“ მეტისმეტად გრძლად მოსჩვენებია და ოთხ ნაწილად დაუშლია. არცაა გასაკვირი, ჩვენ ხომ „სიყვარულიც“ „ლავ“-ად ვაქციეთ!
შეურაცხყოფა!
მაისურა არის სწორი ფორმა! ყველას, ვისაც ეეჭვება, შეუძლია ორთოგრაფიულ ლექსიკონში შეამოწმოს
26
ზმნის პირიანი ფორმა არასოდეს ბოლოვდება დონ-ით! „დ“ ვითარებითი ბრუნვის დაბოლოებაა (მაგ.: კარგ-ად, წითლ-ად, ლამაზ-ად...), ზმნის მრავლობითობას კი „თ“ სუფიქსი გამოხატავს: ვიმოქმედო-თ, წავიდე-თ, ვიფიქრო-თ და ა. შ.
მადლობის გადახდასაც ცოდნა უნდა! როდესაც მეორე პირს მივმართავთ, სწორი ფორმაა გ მ ა დ ლ ო ბ (მე შენ) ან გ მ ა დ ლ ო ბ თ (მე თქვენ, ჩვენ თქვენ, ჩვენ შენ); ხოლო მ ა დ ლ ო ბ (შენ მას, შენ მათ) მართებულია მხოლოდ მაშინ, როცა მეორე პირს მესამესთან აქვს ურთიერთობა.
27
ქართულად სასაუბროდ კი დაგვჭირდება ქართული სიტყვები. „პლიტკა შოკოლადს“ ჩვენს ენაზე შოკოლადის ფილა ეწოდება.
ორცხობილა „სუხარს“ შეესატყვისება, ხოლო ე. წ. „პეჩენიას“ ქართულად ნამცხვარი ჰქვია..
28
ა-ზე დაბოლოებული ყველა გეოგრაფიული სახელი იკვეცება, მაშასადამე, გვექნება „ალაბამის შტატში“ (საკმარისია ერთი სიტყვაც – ალაბამაში).
„ოკიანე“ მეგრული სიტყვაა, ქართულად ო კ ე ა ნ ე ჰქვია. იახტაზე კი ითქმის მ დ ი დ რ უ ლ ი (ძვირფასი, ძვირადღირებული...) და არა – მდიდარი, რაც შეძლებულს, დიდი ქონების პატრონს ნიშნავს.
ს- თავსართი პირის ნიშნად მხოლოდ მე-3 ირიბობიექტურ პირს აქვს, მაშ, სწორი ფორმა ყოფილა წ ა რ დ გ ე ს (და არა – წარ-ს-დგეს); თანაც რინგზე კი არ წარდგებიან, არამედ გ ა დ ი ა ნ .
29
არა „ასვალტზე“, არამედ ასფალტზე!
თურმე „გაციებული ყავა“ არსებობს და ფრთხილად იყავით, ნურასოდეს დალევთ, ვირუსი არ გადაგედოთ! გირჩევთ მხოლოდ გ ა ც ი ვ ე ბ უ ლ ი მიირთვათ!
30
როგორ შეიძლება მოსწავლის „დამთავრება“ ანდა „დაწყება“?! შესაძლებელია დამთავრდეს მხოლოდ რამე მოქმედება. გახაზული უაზრო ფრაზის შეცვლა ბევრნაირად მოხერხდება; ვთქვათ, „მუშაობას (სწავლებას...) ამთავრებდა“, „მოსწავლეებს ითხოვდა“, „მოსწავლეები აღარ ჰყავდა“, „შვებულება ეწყებოდა“ და ა. შ.
მი-ს-ჯდომოდა (ის მას)! ირიბ ობიექტს (რომელიც მუდამ მიცემითს ბრუნვაშია) თავსართი სჭირდება, თუკი ზმნის ფუძე იწყება რომელიმეთი შემდეგი თანხმოვნებიდან: ბ, პ, ფ; დ, ტ, თ; ძ, წ, ც; ჯ, ჭ, ჩ; გ, კ, ქ; ყ.
31
ბელორუსი ეთნონიმია და არა – ქვეყნის სახელწოდება. ჩვენგან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სლავურ ქვეყანას ბ ე ლ ო რ უ ს ი ა ეწოდება.
არც ენერგია და არც სხვა რამ არ შეიძლება იყოს „კოსმიური“ (კ ო ს მ ო ს უ რ ი – კი, ბატონო!)!
32
ისიც „ჰომ“ იცოდით, რომ პურს „ჰაბაზი“ აცხობს, ქვას „ჰავსი“ ეკიდება, „ჰოლო“ ღონეს „ჰერჰი“ სჯობია?!
ვისაც პირზე ღ ი მ ი მოუვიდა, მოღიმ-არ-ია. ამ მიმღეობას მო- და -არ სართები აწარმოებს, ისევე როგორც შემდეგ ზედსართავებს: მო-ჩხუბ-არი, მო-უბ(ნ)-არ-ი, მო-ცინ-არ-ი, მო-ტირ-ალ-ი (დისიმილაციით) და ა. შ. ჩვენ ხომ არ ვწერთ და არც ვამბობთ „მომჩხუბარი“ ან „მომუბარი“?! ამრიგად, წითლად ხაზგასმულ ზედსართავშიც მეორე „მ“ ზედმეტია, უფუნქციოა.
33
კ-ც რომ დავუმატოთ, ა თ ლ ე ტ ე ბ ი სულაც კატლეტებად იქცევიან.
ორივე წინადადება ძახილის ნიშნით უნდა დაბოლოვდეს, რადგან ერთიცა და მეორეც მოწოდებას გამოხატავს, ხოლო პირველ მათგანს მძიმეც დასჭირდება! რაც მთავარია, მახინჯი და კოჭლი ფრაზა „ჩაიცვი ისე, როგორც არავინ“ აშკარა კალკია (უცხო ენიდან სიტყვასიტყვით გადმოღებული გამოთქმა), იგი ითხოვს ქართული ენის შესაფერ აზრობრივ გამჭვირვალობას, შემასმენლით გათავებას („ჩაიცვი ისე, როგორც არავინ... იცვამს!“) ან სულაც სხვა ფრაზით შეცვლას. სხვათა შორის, ზედსართავ „უნიკალურის“ ქართული წარმოშობის შესატყვისით (მაგალითად, „განუმეორებლით“) ჩანაცვლებაც ძალიან ადვილია.
34
იქნებ ზოგიერთს დზ-ს წარმოთქმა უჭირდეს, მაგრამ „გვერდზე“ სიტყვის დაწერაც ასევე ძნელია?! გვერდის სინონიმია, სხვათა შორის, ბგერობრივად მსგავსი არსებითი – ფერდი, აქაც „ფერძე“ ხომ არ დაგვეწერა?!
„ჩაუშვა“ – ქურდული ჟარგონით გადმოსცემენ ფილმის მოკლე შინაარსს ერთ-ერთ ქართულ კინოსაიტზე. საკითხავია, რით დაიწუნეს მართებული შესატყვისები: დაასმინა, დააბეზღა, გასცა...
35
არცთუ იშვიათად უცხოური წარმოშობის სიტყვებიც იკუმშება, მაგალითად: კომისრ-ის, კაპიტნ-ის მარშლ-ის...
განცხადების შემდგენლებს თავადაც არ აწყენდათ გულისხმიერება, რადგან „ყურადღების მიქცევა რამეზე“ რუსულის კალკია, ქართულში -თვის თანდებული გამოიყენება: დეტალებისათვის ყურადღების მიქცევა.
გაგრძელება იქნება...
36
თ
უ
გსურთ
საფუძვლიანად
შეისწავლოთ თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები, ეწვიეთ ჩვენს არხს „ქართულ ი ენ ის ვ იდეომეგზური“, რომელიც ქვემოთ მითითებულ მისამართზეა განთავსებული.
https://www.youtube.com/channel/UCYzrvlG03mDKDsJ_k_gbWw/feed
2019 წ.
37