1
2
Tamar metreveli
wigni gamosca goris municipalitetis kulturisa da turizmis ganviTarebis xelSewyobis saagentom
2021 weli 3
რედაქტორისგან შიშველი ფეხებით გაკვალული გზა...
სამაჩაბლოს ისტორიული სოფლის და მეხუთე საუკუნის ნიქოზის ეკლესიის მნიშვნელობა კარგად ესმის ყველას, ვისაც პრეტენზია აქვს საქართველოს ისტორიის ცოდნასა და მისი კუთხეების თავისებურებაზე. სწორედ ამ სოფლიდან, ზედ ე. წ. საზღვართან მცხოვრებ თამარ მეტრეველის ვრცელ მოთხრობაში („ბედის მძევლები“) აღწერილია ერთი ქალის, ერთი სოფლის, ერთი ტრაგიკული ბედის ოჯახის ისტორია... ამ მოთხრობაში ყველაფერია: სინდისი, უსინდისობა, სიყვარული, სიძულვილი, დაუნდობლობა, გაუსაძლისი ტკივილი, ადამიანური ბედნიერების უბრალოება, მწუხარება, შრომა-გარჯით, რწმენით მოპოვებული ძალა და ბედზე გამარჯვებაც, რომელსაც შიშველი ფეხებით გაკვალული გზის დაუსრულებლობა მოსდევს...
მზია ხეთაგური მწერალი, საზოგადო მოღვაწე, წმინდა გიორგის ოქროს ორდენის მფლობელი mTavari redaqtori mzia xeTaguri redaqtori da koreqtori cicino babuciZe ydis dizaini: mxatvari giorgi berianiZe kaligrafisti rusudan maisuraZe kompiuteruli uzrunvelyofa lia gigauri
4
თამარ მეტრეველი საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჩოხოსანთა საზოგადოების გორის სადროშოს წევრია, ორივე ისეთი ორგანიზაციის, რომელთათვისაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეროვნული ფასეულობებია. აქედან გამომდინარე, რთული არაა განვსაზღვროთ პოეტის მრწამსი და მოქალაქეობრივი პოზიცია... ხშირად მიკვირს კიდეც, როგორ ახერხებს, რომ ყველგან იყოს, ყველგან, სადაც მის მეგობრებსა და ახლობლებს ჭირდებათ თანადგომა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თამარი იქ დგას, სადაც საქართველოს ჭირდება, - ნიქოზში, ცხინვალთან ახლოს. ერთსაც ვიტყვი, როცა შიდა ქართლის რეგიონში მწერალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელად დამნიშნეს, პირველი, ვისაც კავშირში მისაღებად რეკომენდაცია გავუწიე, თამარ მეტრეველი იყო... რაც დრო გადის, ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ეს სრულიად მართებული ნაბიჯი იყო; კარგი ლექსების ავტორია, არანაკლებ საინტერესოა მისი პროზა და ნახატები... მოხარული ვარ, რომ თამარის კიდევ ერთ წიგნს მიიღებს ქართველი მკითხველი, ამჯერად „ბედის მძევლებს“, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს მისი 5
ავტორის ნიჭიერებასა და შემოქმედებით ზეაღსვლაში. დაიწყებ კითხვას და თავს ვეღარ დააღწევ, შენც იმ ეპოქის ნაწილი ხდები, რომელიც დაუნდობლად სწირავს ადამიანებს; ნაწარმოების გმირები შენი ახლობლები ხდებიან. თითოეულის მძიმე ხვედრს განიცდი და ეს ტკივილი კიდევ უფრო მეტად გაახლოებს უფალთან, ემიჯნები ბოროტებას და თითქოს სხვა ხდები, უფრო მგრძნობიარე და მიმტევებელი. ესაა სწორედ ავტორის გამარჯვება... მეტი რა უნდა მოითხოვო მწერლისგან, გარდა იმისა, რომ წეროს, წეროს და ხშირად გვაზიაროს ღვთის მადლით მოსილ ქართულ სიტყვასთან. დავით ახლოური, შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე
6
სულის სიმშვიდის მცველი წინამდებარე წიგნი ნამდვილი ამბების ძვირფასი სკივრია - შეულამაზებელი ტკივილითა და სიხარულით სავსე. მოთხრობა ,,ბედის მძევლები“, თამარ მეტრეველის ოჯახის მძიმე და თითქმის დაუჯერებილი ისტორიაა. უსამართლო განაჩენით შორეულ ციმბირში გადასახლებულმა თვრამეტი წლის ქალმა, თამარის ბებიამ ცხოვრების უმძიმესი გზა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ის, და მის მსგავსად უსამართლოდ დასჯილი ადამიანები გაამართლეს და უფლება მისცეს სახლებში დაბრუნებულიყვნენ, მათი ცხოვრება მეტ-ნაკლებად ტრაგიკულად წარიმართა... ,,ხალხის მტრად“ შერაცხული თამარის ერთადერთი შვილი და შვილიშვილები, თავადაც ბედის მძევლებად ქცეულნი, დიდხანს იმკიდნენ წინაპრის ,,ცოდვებს“! ერთ დღეს ბებომ თავის მოსახელე შვილიშვილს, თამარ მეტრეველს უამბო თავისი ისტორია... თვალცრემლიანი უსმენდა თამარი - სოფლის თვალით დანახულ ბებოს არაფერი ჰქონდა საერთო იმ ქალთან, რომელიც ორი დღის განმავლობაში ტირილით უამბობდა შვილიშვილს თითქმის დაუჯერებელ ამბებს... ასე დაიბადა მოთხრობა ,,ბედის მძევლები“, სადაც ბედგამწარებული ქალის ცხოვრების გარდა, აღწერილია უამრავი ადამიანის ისტორია სიცილ-ტირილის ეპიზოდებით. ყველა მოთხრობა ნამდვილი ამბავია - დიდი ხნით უბით ნატარები საიდუმლო, ტკივილი... მოთხრობებში კარგად ჩანს ქართლში დამკვიდრებული წეს-ჩვეულებები, ქართლური მეტყველებისათვის დამახასიათებელი კილო-კავი, რაც უკვე იშვიათობას წარმოადგენს. 7
თამარ მეტრეველი ე. წ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ნიქოზში ცხოვრობს. მისი ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თითქოს სარკეა იმ კუთხეში მიმდინარე მოვლენებისა, რადგან მოთხრობებისა და ლექსების გმირების უმრავლესობა იქაურები, იმ კუთხის მცხოვრებნი არიან... ერთი შეხედვით, ვითომ უჩინარი ადამიანები, სულ სხვაგვარი სახით წარმოსდგებიან სოფლის, საზოგადოების წინაშე. უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი გული გადაუშალოს მწერალს - ზოგი ისტორია სამაგალითოა, ზოგიც გამაფრთხილებელი, დამაფიქრებელი... დიდი ნიჭია საჭირო, რომ ადამიანის ნდობა მოიპოვო... თამარისთვის ეს თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. ცხოვრობს ისე, როგორც ამ ულამაზესი, უდიდესი ისტორიის მქონე სოფელს შეეფერება! წერს ყველაზე და ყველაფერზე, რადგან ზუსტად იცის, მხოლოდ ასე შეიძლება გადარჩეს და გადაარჩინოს ერთგვარად გულგრილ და დაუნდობელ დროში მცხოვრები ადამიანები. იქ, რუხი ცხოვრების ფონზე, თამარ მეტრეველისთვის კალამი იქცა ფარად და მახვილად - მყარად დგას ნაომარ მიწაზე და სულის სიმშვიდეს ერთგულად იცავს!
ციცინო ბაბუციძე
8
მეუფე ისაია ყოველი საუკუნე შობს ისეთ ადამიანს რომელშიც გროვდება ხოლმე მშობლიური მიწის ძალა და მადლი და საჭირო დროს გადამრჩენად მოევლინება ქვეყანას. განა შეიძლებოდა აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ახალგორის, ფრონეს, კოდორის ხეობაში მომხდარ ტრაგიკულ ამბებს საზარელ სისხლიან ქრონიკას, არ ჰყოლოდა გმირები, თავდადებული, სამაგალითო ადამიანები? მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია) წალენჯიხაშია დაბადებული, 1961 წლის 12 აპრილს. სოხუმი რომ დაეცა, სხვა დევნილებთან ერთად ჭუბერის უღელტეხილი გამოიარა, სადაც „წითელ ჯვარს“ ეხმარებოდა დევნილებისათვის საკვების დარიგებაში. თბილისში დაბრუნებული ზურაბ ჭანტურია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, პარალელურად სწავლობდა ფერწერას. მარტყოფის მონასტერში ბერად აღიკვეცა 1993 წელს, 1994-ში მღვდლად აკურთხეს, შემდეგ მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი იყო 1995 წელს, მერე საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე. შემდეგ ეპისკოპოსად აკურთხეს, - წმინდა ისაია წინასწარმეტყველის სახელი უწოდეს და 1995-1996 წლებში ნიქოზის ეპარქიაში გამოგზავნეს. ძალიან უჭირდა მაშინ ჩვენს ეპარქიას. არ ჰქონდა კუთვნილი შენობა, სადაც თავს შეაფარებდნენ ან ღამით 9
დაბინავდებოდნენ. მაშინ ტაძრის ეზოში მხოლოდ ერთი წითელი ვაგონი იდგა, რომელშიც პირადი ნივთები და საეკლესიო ინვენტარი დააწყეს მოსულმა სასულიერო პირებმა. ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი ვახტანგ გორგასლის მიერ არის აშენებული. ტაძარს გარს ერტყა გალავანი, რომელიც მორღვეული და ნახევრად დაშლილი იყო. თავდაპირველად ჩამოსულ მამებს პირველი 18 დღის განმავლობაში, სოფლის მაშინდელი გამგებელის - იური ლომსაძის ოჯახმა უმასპინძლა. წლების მანძილზე კომუნისტური რეჟიმით ნაცხოვრები ადამიანებისათვის უჩვეულო და ახალი იყო თუნდაც სიტყვა - „მეუფე“, ან როგორ უნდა მიეგებო და უმასპინძლო მას. თავდაპირველად სოფელი ეჭვით უყურებდა მოძღვრებს, რომლებიც შავი სამოსით უჩუმრად მიმოდიოდნენ ტაძრის ეზოში და წირვა-ლოცვებს აღავლენდნენ უფლის სადიდებლად, რომლებიც ერისკაცებივით არც ხორცს ჭამდნენ, არც თვრებოდნენ, არც ჩხუბობდნენ. გაწეულ მომსახურებაში, - მიცვალებულის წესის აგება იყო თუ ნათლობა და ჯვრისწერა, არასოდეს გასამრჯელო არ მოუთხოვიათ. ნიქოზელები მდუმარედ ადევნებდნენ თვალყურს, აკვირდებოდნენ მათ საქმიანობას, როგორ შრომობდნენ და ეზიდებოდნენ სოფლის შუაგულიდან წყალს, ზამთარში, ყინვაში კი საათობით იდგნენ ტაძრის მინაჩამტვრეულ კედლებიან, გაყინულ იატაკზე, აღსარების მსურველთა მისაღებად. ყინვისგან 10
გაწითლებულ-გალურჯებული ხელით ეჭირათ ჯვარი და მორჩილებითა და მოთმინებით იღებდნენ მრევლს და იბარებდნენ აღსარებას. მეუფესთან და მოძღვრებთან მიმსვლელთა რიგი საათობით გრძელდებოდა ცხინვალიდან, ახალგორიდან და სამაჩაბლოდან ჩამოსული მრევლით. მათმა უბრალოებამ, სულიერებამ, უანგარო შრომამ და სიყვარულმა მოყვასისადმი გაუძლო წლებს, მრევლმა იმატა. თავდაპირველად მხოლოდ ქალები და ბავშვები დადიოდნენ ტაძარში ლოცვაზე, მალე მათი მეუღლეები და მამები გამოჩნდნენ და გამოთქვეს სურვილი დანგრეული ტაძრის გალავნის მშენებლობის მონაწილეობაზე. ძალა ერთობაში იყო, კალატოზებთან ერთად შრომობდნენ და ხარაჩოებზე გადიოდნენ მეუფე ისაია, მოძღვრები - მამა იოანე, მამა ანტონი, მამა დავით ჭიღლაძე, მამა რაჟდენი, მამა გიორგი, მამა დავით დურგლიშვილი, მორჩილები, სტიქაროსნები... ჩვენი მოძღვრები განა მარტო ტაძრის გალავანსა და კედლებს აშენებენ, - ისინი ჩვენი სულის სავანისა და სამკვიდრებლის მშენებლებიც არიან. სასულიერო პირები მდინარე ლიახვის ნაპირიდან სიპ ქვას ეზიდებოდნენ გალავნის შესაკეთებლად. არაერთხელ მინახავს მეუფე ტრაქტორის საჭესთან მჯდომი, როგორ თხრიდა ორმოებს ან სატვირთოთი ეზიდებოდა ქვიშას. მეც უჩუმრისპირად გულზე მიხუტებული, ცელოფნის პარკში გახვეული სიპი ქვა, ჩემი სახლიდან ტაძრამდე არაერთხელ მიტარებია და ქვე11
ბის გროვაზე უჩუმრად დამიდია, რომ ჩემი მცირე წვლილიც ყოფილიყო იმ კედლებში, რასაც რუდუნებით, ფუტკრებივით აშენებდნენ მშენებლები. მეუფეს არასოდეს დაუზოგავს თავი სამძიმო საქმისგან, თავისი უბრალოებითა და ქრისტესმიერი ქმედებით შეიყვარა მრევლმა. ხალასი იუმორის გრძნობა დაჰყვება ჩვენს მეუფეს! ერთხელ ერთმა ქალბატონმა ჰკითხა: - მეუფეო, თქვენ როდის დაიბადეთ, რამდენი წლის ხართო? - მეუფემ წვერზე ხელი დაისვა და ქალბატონს უპასუხა: - მამებს, ვაჟები რომ უჩნდებათ, თოფს გაისვრიან, მტერ-მოყვარეს აგებინებენ, ვაჟი შემეძინაო და მე რომ დავბადებულვარ, საბჭოთა კავშირმა რაკეტიანი კაცი გაისროლა ზეცაშიო (1961.12 აპრილი, იური გაგარინი), - იცინოდა მეუფე. უდიდესი ოფლითა და შრომით აშენებული მეუფის ულამაზესი რეზიდენცია, მამათა და დედათა მონასტერი, კელიები და გალავანი იავარქმნეს 2008 წლის ომის დროს. ცეცხლს მისცეს და მიწასთან გაასწორეს მტრებმა მონასტერი. დაიწვა უნიკალური ბიბლიოთეკა იშვიათი საეპისკოპოსო ნივთებითა და ხელნაწერებით. ისევ მოვიდა გაზაფხული ნიქოზში, დაბრუნდა სახლებში სოფლიდან ომის დროს გაქცეული მოსახლეობა. სიცოცხლემ ისევ იძალა... ისევ აღადგინა მეუფემ რეზიდენცია, მიტოვებულ შენობაში სამრევლო სკოლა დაარსა. ნიქოზელი და მიმდებარე სოფლების ბავშვებისთვის უსასყიდლოდ ისწავლება ინგლისურისა და რუსული 12
ენის, მუსიკის, ხატვის, ქარგვის, ცეკვის, ჩრდილების თეატრის, მეკლდეურობის, გალობის, კერამიკის, თიხაზე მუშაობის, ბიბლიის გაკვეთილები. სამრევლო სკოლაში არაერთი წარჩინებული და მედალოსანი ბავშვი გვყავს. მხოლოდ უნდა გინდოდეს და სურვილი გქონდეს ცოდნის მიღებისა... მახსოვს, დედაქალაქიდან სტუმრებს ველოდებოდით სამრევლო სკოლაში და გაოცებული ვუყურებდი, ჩვენთან ერთად როგორ გამოჰქონდა სკამები საკლასო ოთახიდან მეუფეს დარბაზში, სტუმრებისთვის... მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და ამისთვის მხოლოდ დაკვირვებული თვალია საჭირო. ჩემმა მეგობარმა, რომელიც იმ დღეს თბილისიდან გვესტუმრა და საკუთარი თვალით იხილა ეს ყოველივე, გაოცებულმა მითხრა: - თამარ, რომ მოვდიოდი ვფიქრობდი, როგორ უნდა ვმთხვეოდი მოჩუქურთმებულ სკამზე დაბრძანებულ მეუფეს ბეჭდებიან ხელზეო (მას ასე წარმოედგინა ეპისკოპოსი) და როგორი უბრალო და ძვირფასი ადამიანი ყოფილაო! - გაოცებული იყო. სწორედ ამაშია მისი დიდებულება, - მის უბრალოებაში და ადამიანურობაში. იგი ბავშვებთან ერთად ხატავს, გალობს და ყოველთვის ყველაზე ყველაფერი იცის. ჩვენი სოფლის, ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, პირველმოწამე წმინდა რაჟდენია დაკრძალული, შესაბამისად ყოველი წლის 16 აგვისტოს რაჟდენობაა და აღევლინება წმინდანის საპატივსაცემოდ წირვა-ლოცვა და 13
სამადლობელი. მთელი საქართველოდან მოედინება მრევლი სხვადასხვა საეპისკოპოსოებიდან, სტუმრებისთვის იშლება მოკრძალებული ტრაპეზი, რომ ნაზიარები და ნამგზავრი ადამიანები დაპურდნენ. იმართება ლხინი, თავს იწონებენ ჩვენი სოფლის გოგო-ბიჭები ლექსის თქმასა და გალობაში. როდესაც 2008 წელს რუსმა ოკუპანტებმა ბომბები ჩამოყარეს ტაძრის ეზოში, დაიწვა და დაინგრა მონასტერი, მასთან ერთად განადგურდა მოძღვრების ავტომბილებიც, რა თქმა უნდა დაიწვა მეუფეს მანქანაც. არ ვიცი, რომელმა ორგანიზაციამ აჩუქა მეუფეს „ჯიპი“, მაგრამ მან ის გაყიდა და სოფლის ბავშვებისთვის თანამედროვე ავტობუსი შეიძინა, რომ თავისუფლად და უსასყიდლოდ შეძლონ ექსკურსიებზე და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე წასვლა. მიუხედავად დიდი განსაცდელისა მეუფეს არ მიუტოვებია მოსახლეობისგან დაცლილი სოფელი და დარჩენილ მოხუცებზე ზრუნავდა, მათ წყალსა და სანოვაგეს უგზავნიდა, უნაწილებდა. 145 ქართული სოფელი სოფელი მიიტაცა მტერმა, - მიწასთან გაასწორეს სამაჩაბლო! ახალგორის მრევლთან სანუგეშოდ ჩასული მეუფე ისაია მძევლად აქციეს რუსმა და ოსმა სამართალ-დამცავებმა იმ პირობით, რომ თუ ახალგორს დატოვებდა, უკან ვეღარასოდეს შევიდოდა და ახალგორიც დაკარგული იქნებოდა. ამ „ტყვეობაში“ მეუფემ სამი წელი დაჰყო. 14
ყველა ნიქოზელისთვის საამაყოა, რომ ყოველწლიურად ნიქოზში ტარდება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან სტუმრები. ჩვენი სოფელი ხომ ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს - მავთულხლართს მიღმა კი ძირძველი სამაჩაბლოს მიწა-წყალია, „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკად“ შექმნილ-შეკოწიწებული! უცხოელი სტუმრებისთვის - „უცხო“, მხოლოდ ნიქოზის მცხოვრებთა სამაგალითო ცხოვრების წესია! მეუფისა და ბერ-მონაზვნების, მამაოების თავგანწირვამ, სოფელს სიმტკიცე და ერთიანობა შეუნარჩუნა - მიგრაცია შეაჩერა! ნიქოზის ტაძარში ახლომდებარე სოფლებიდან არ წყდება მლოცველთა ნაკადი... ამ სოფლებიდან ნიქოზის სახელოვნებო სკოლაში უამრავი ბავშვი ეუფლება სწავლა-განათლებას და იძენს ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ღმერთმა დალოცოს მეუფე ესაია და მისი მრევლი! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მსოფლიო!
15
ავტორისაგან ჩიტების ჭიკჭიკს აჰყვებოდა ხოლმე ბებო. სანამ ბავშვები გავიღვიძებდით, დილის საქმე უკვე მოთავებული ჰქონდა. ახალგაღვიძებულებს საუზმეც გამზადებული გვხვდებოდა. აივნის ქვეშ, საგანგებოდ დატოვებულ რკინის კაუჭებზე სადღვებელი ეკიდა და მარტო, საგულდაგულოდ დღვებავდა თიხის ქილებიდან ჩაღვრილ მაწონს. მაწონი ნელ-ნელა თხელდებოდა და უფაქიზესი კარაქის ფენით იფარებოდა. ბებო ფრთხილად ამოიღებდა კარაქს, სადღვებელში ჩარჩენილ თეთრ სითხეს, დოს, ჯერ მომინანქრებულ კასრებში ჩაასხამდა, მერე თიხის პატარა დოქებში გადაანაწილებდა, ზემოდან ხოხროშინა კარაქის ნაჭრებს ჩაამატებდა და ბავშვებს მეზობლებთან გაგვატანდა. რა დამავიწყებს მაჭარივით აჩუხჩუხებული დოს გემოს ცხელ ზაფხულში... - ოხ, ოხ, რა გემრიელია? - ნეტარებით ჩაილაპარაკებდა დოს სასიამოვნო სიგრილით გამოცოცხლებული ქალიცა და კაციც და ფრთხილად მოიწმენდდნენ დოს ქათქათა „ულვაშებს“. მორჩენილ დოს, ტილოს თეთრ პარკში ჩაასხამდა ბებო, თავს მოუკრავდა და აივნის ხის ბოძზე ჩამოკიდებდა. ნელ-ნელა ჩამოიწურებოდა და დარჩებოდა უგემრიელესი ხაჭო, რომელიც ძალიან გვიყვარდა. ბებო ძალიან მშრომელი და მზრუნველი იყო, მაგრამ ნაკლებად იზიარებდა ჩვენს მხიარულებას. ჩამოჯდებოდა დაღლილი შორიახლოს, თავსაფარს მოიხსნიდა, ჭაღარა თმას თითებით გადაივარცხნიდა და ისევ საგულდაგულოდ შეიკრავდა. ცერად გამოგვხედავდა, სევდიანი ღიმილი დაუსერავდა სახეს, - „ერთმანეთს არაფერი დაუშავოთ... ვეღარ ვასწ16
რებ საქმის კეთებასა, ნეტავი ორი თამარა ვიყოო“, - იტყოდა და უფრო მარიფათიანად გააგრძელებდა საქმიანობას. ბევრი რაღაც ხდებოდა ჩემს ირგვლივ ისეთი, რასაც ახსნა სჭირდებოდა... ეს რაღაც, ბებოს ეხებოდა. ის კი ყოველთვის გაურბოდა ჩემს კითხვაზე პასუხს და კიდევ უფრო მიმძაფრდებოდა ჭეშმარიტების შეცნობის სურვილი. ხშირად მაგონებდნენ სკოლაშიც და სოფელშიც თავიანთი ბებო-პაპების მიერ წაქეზებული ბავშვები: - ბებიაშენი, მართლა სამშობლოს მოღალატეა?.. მართლა ორჯერ არის გათხოვილი?.. მართლა იყო გაციმბირებული? - პასუხის გაცემასაც არ მაცლიდნენ, გარბოდნენ და ტკივილით გახეთქილი გულით ატირებული მივდიოდი სახლში. ბებომ ითმინა, ითმინა და ერთ დღესაც, დამსვა და ყველაფერი მიამბო... დიდხანს ყვებოდა: - „ნათქვამია, - „ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს და ზოგისა - კაკალიც არაო!“ ...ბევრი ჭირი და უბედურება გამოვიარე, შვილო, ქედი მაინც არ მომიხრია, მაგრამ არ მანებებენ თავსა მაინცა... მე ხომ გამიმწარეს სიცოცხლეი, ჩემი ერთადერთი შვილიც არ დაინდეს, დედაშენი... ახლა შენც გადანაშაულებენ! უსამართლობითა, თვითონ გამწირეს და მთელი ცხოვრება უსამართლოდა მსჯიან. არ დაიჯერო, შვილო, რასაც მაბრალებენ, ეცადე, ყურადღება არ მიაქციო, ილაპარაკებენ და გაჩუმდებიან... გაირკვევა, მაინცა სიმართლეი, გაირკვევა!“ - ჩაილაპარაკა სევდიანად და სამურაბე კაკლის თლისგან წენგოსფრად შეღებილი ხელები უხერხულად დაიწყო კოპწია წინსაფარზე. ის დროც დადგა, - „გაირკვა სიმართლეი, გაირკვა!“ მთავრობამ უდანაშაულოდ და დაზარალებულად სცნო რეპრესირებულთა უმრავლესობა და გარკვეული კომპენსაციაც 17
გადაუხადა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად... მათ შორის იყო ჩემი ბებოც! მთელი სიცოცხლე დამნაშავედ რომ მიაჩნდა სოფელ-ქვეყანას ბებიაჩემი, აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილუბრალოდ აფურთხეს სულში... ძლივს სახლში დაბრუნებულს, ისეთ ცილს სწამებდნენ, უბედურ ქალს, რამდენჯერ, ისევ შორეულ ციმბირში გადასახლება ანატრებინეს! რომელი კომპენსაცია აანაზღაურებდა ჩვენი ოჯახის ტანჯვა-წამებას, მაგრამ მაინც, არასოდეს დამავიწყდება ბებიაჩემის გაბრწყინებული თვალები... ის ბედნიერად თვლიდა თავს, რომ სიცოცხლეშივე გამართლდა! მისი ბედის განმკარგველ თანასოფლელებს ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც მოახდევინა ბოდიში, საკუთარ სინდისთან დაახრევინა თავი! რამდენიმე ათეული წელი, თავი მაღლა არ ააწევინა „უცოდველმა“ სოფელმა ბებოს, ასე თავდახრილი ატარა დედაჩემიც და „პაპის ნაჭამი ტყემლით“ მეც ბევრჯერ გამიმწარა ბავშვობა. შემზარავი და შემაძრწუნებელი იყო მისი მონათხრობი. მეც რამდენჯერ მიტკენია მისთვის გული, სკოლიდან მოსული რომ გულმოსულად მივახლიდი ხოლმე მასზე გაგონილ ჭორს... ახლა მეც ბებია ვარ და ბებოს თვალით დანახული ბებიაჩემის ცხოვრებაც სულ სხვაგვარად გამოიყურება. მომიტევოს მისმა სულმა, მაპატიოს ნებსით თუ უნებლიე შეცოდებანი. ვალდებული ვარ, კიდევ ერთხელ გამოვიტანო სოფლის სამსჯავროზე „სამართლიანობის“ განაჩენით ჯვარზე გაკრული ქალის ცხოვრება, დავწერო ისტორია, რომელმაც ჩვენი ოჯახის წევრები მარადიული ბედის მძევლებად აქცია!
18
ფხვენისი ქართლის პატარა სოფელია, რომელიც მდინარე ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე არის შეფენილი. სოფელში გვიანდელი ფეოდალური ხანის, რიყის ქვით ნაშენი სამი ტაძარია აშენებული: იოანე ნათლისმცემლის, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის. სოფელი ბაგრატიონთა და ამილახვრების საბატონო ყოფილა, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ თავიანთი საცხოვრებელი ბინა სოფლისთვის საჩუქრად გადაუციათ, სადაც მოგვიანებით სკოლა გაუხსნიათ. სოფლის გზის გასაყარზე, კოშკებისა და ფხვენისის შესასვლელში, ერეკლე მეფის დროინდელი მრგვალი ფორმის ორსართულიანი ციხეა რიყის ქვით აშენებული, სადაც ოსმალების შემოსევების პერიოდში, განგაშის დროს კოცონს ანთებდნენ და მტრის შემოსევას ასე აგებინებდნენ მეზობელ სოფლებს. ბავშვები სკოლიდან დიდ დასვენებაზე ხშირად ვიპარებოდით, ციხის კედლებში შევდიოდით და საიმედოდ ვიმალებოდით... ისტორიის მასწავლებელი ხშირად გვიყვებოდა ჩვენი სოფლის ისტორიას, მის გმირულ წარსულს და ბავშვებს გული სიამაყით გვევსებოდა. ჩემი ბებოც ამ სიყვარულითა და სიამაყით ცხოვრობდა ამ სოფელში, მაგრამ ერთმა საბედისწერო დღემ მისი ცხოვრება უცნაურად შეცვალა...
19
ბედის მძევლები თავი პირველი ...ლამაზი გოგო იყო ლიზა, ობოლი - მაღალი, ფოთოლივით სიფრიფანა, ხორბლისფერი კანითა და გადაკალმული შავი თვალწარბით... ორი უმშვენიერესი ნაწნავი კარგა ხანია ჩამოსცილებოდა მის ვიწრო წელს. წელგამართულმა იცოდა სიარული. ცალ ნაწნავს მკერდზე გადაიგდებდა და ჯეირანივით ყელმოღერებული უბანში ნიავივით ჩაივლიდა. იმისი და გიორგის სიყვარულის ამბავი მთელმა სოფელმა იცოდა. ვაჟკაცი იყო გიორგი. სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ და დღედაღამ საქვეყნო საქმეში გართულს, უჭიანურდებოდა ლიზასთან ქორწინება. არ მოსწონდა ის გზა, რომლითაც საქართველო მიდიოდა, ამიტომაც დაპირისპირების მონაწილეც ხშირად იყო, როცა საქვეყნო საქმე მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის ირჩეოდა. დღედაღამ იარაღი ჰქონდა ასხმული და ერთგულად ემსახურებოდა თავისი მომხრეების მიზანს, თავგანწირვით იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ფიჩხზე მიმავალ ლიზას გზად ჩაუსაფრდებოდა, ფრთხილად გამოვიდოდა საფარიდან, რომ არ შეეშინებინა და სიმღერით, - „გოგოვ, გოგოვ, კისკისა, აქ ჩამოდი წყლის პირსაო!“ - გზას გადაუღობავდა, სატრფოს გულ20
ში ჩაიკრავდა და თავდავიწყებით დაუკოცნიდა ლამაზ სახეს. - ლიზა, თუ ყველაფერი კარგად იქნება და ამხანაგებს არ დავჭირდი, ამ კვირის ბოლოს იქნება ჩვენი ჯვრისწერა, - ყურში უჩურჩულა გოგოს, მისი ნაწნავი ყელზე შემოიხვია და აცრემლებული თვალები დაუკოცნა. თან ისე ჰყავდა მკერდზე მიკრული, თითქოს ვინმე აპირებდა მის წართმევას, ან უკანასკნელი ყოფილიყო მათი შეხვედრა. ქართველი რაინდის გარეგნობა ჰქონდა გიორგის. დიდრონი, სევდიანი თვალები და გადაბმული წარბები, რომლებიც არწივის ფრთებს უფრო ჰგავდა, მკაცრ იერს აძლევდა მის ლამაზ სახეს. სწორი და ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა, ყოველთვის მოკლედ შეჭრილ წვერს ატარებდა. ბრგე იყო, ახოვანი და საოცრად ძლიერი. გიორგის მიერ ლიახვის ნაპირიდან ზურგით ამოტანილი უზარმაზარი ლოდი ახლაც დევს ბედიანაშვილების ბაღის ყორესთან, ნიშნად სიყვარულისა და დათქმული „პაემნებისა!“ შეყვარებულები ისხდნენ ლოდთან და ჟღურტულებდნენ, სანამ ამისი დრო და საშუალება ჰქონდათ. გიორგის სდევნიდნენ და გამუდმებით ეძებდნენ ჟანდარმები. ლიზას სილამაზე ბევრს ჰქონდა გულში ჩავარდნილი, მაგრამ გიორგის შიშითა და რიდით ვერაფერს უბედავდნენ. ესეც იყო ერთგვარი მიზეზი გიორგის მიმართ მტრობისა. აკი, ხშირად აბეზღებდნენ: 21
- აქ ვნახეთ... იქ იყო... დილას გაიარაო... - და ასე, იუდას ვერცხლით ივსებდნენ ჯიბეს. დროულად უნდა ექორწინათ, თორემ სირცხვილს ჭამდნენ, რადგან მალე გამომჟღავნდებოდა მათი საიდუმლო: ისინი, რა ხანია, ერთსულ და ერთხორც იყვნენ და ახლა შვილს ელოდებოდნენ. საჩქაროდ ჯვრისწერა იყო საჭირო, მაგრამ ვერ ხერხდებოდა, რადგან შესაძლებელი იყო გიორგი დაეპატიმრებინათ. ამას კი შეიძლება სისხლისღვრა მოჰყოლოდა. ორცეცხლშუა იწვოდა გიორგი: აქეთ, მორჩილებით თავდახრილი ლიზა ელოდებოდა, იქით - ახალდაბის ტყეს შეფარებული მეგობრები, ვისთვისაც საჭმელი და ტყვია-წამალი უნდა მიემარაგებინა და მიეწოდებინა საჭიროების შემთხვევაში. ერთ უმთვარო ღამეს, ხელჩაკიდებული ლიზა, მალულად შეიყვანა საკუთარ სახლში. ჭრაქით განათებული მიწური ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და გაკვირვებულ და დაბნეულ მოხუც მშობლებს ლიზა თავისი ბუხუნა ხმით წარუდგინა: - ამ ჭერისთვისა და თქვენთვის ჩამიბარებია ჩემი სუნთქვა და სიყვარული. დღეიდან, ჩემი ცოლია ეს გოგო და თქვენ გაბარებთო, - წარმოთქვა სევდიანი ღიმილით, მშობლებს გადაეხვია, ლიზას ეამბორა და ღამის სიბნელეში სწრაფად გაუჩინარდა, რომ თვალზე მომდგარი სიმწრის ცრემლი არავის შეემჩნია. გარეთ საეჭვოდ აყეფდნენ უბნის ძაღლები... გიორგიმ გაასწრო! 22
შეშინებული ოჯახის წევრები, თვალებით, უხმოდ საუბრობდნენ. გრძნობდნენ, აშკარა საფრთხე ელოდა გიორგის. დედამ უკუნ სიბნელეში გაუჩინარებულ შვილს ჰაერში გარდასახა პირჯვარი: - მშვიდობით გევლოს, ჩემო გიორგი! - წარმოთქვა და ლოცვას ლამის გულიც ამოაყოლა. - მოდი, შვილო, გულში ჩაგიკრა, - უთხრა გიორგის დედამ ლიზას და დარცხვენილი გოგო მკერდზე მიიკრა. მეორე დილით, ეზოში, ბებერი შავი ხართუთის ძირში, მოკრძალებული, პატარა მაგიდა გაშალა ნიკლომ და გამვლელ-გამომვლელს თითო ჭიქა ლომიაურის ღვინით დაალოცვინა შვილის ბედნიერება. მუცელი მალე შეეტყო ლიზას. გიორგიც, როგორც შეეძლო, ისე ახერხებდა და მალულად სტუმრობდა ოჯახს. ორი იანვრის ღამეს, თოვლით დაბარდნილ ეზოში, ნიკლომ ბებია ქალი შემოიყვანა მარხილით. დიდი წვალების შემდეგ ლიზამ იმშობიარა და დაიბადა გოგონა, რომელსაც თამარი დაარქვეს. ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლო გიორგიმ შვილის ნახვა, რადგან მის სახლს ჟანდარმები ყარაულობდნენ. ძველით ახალი წლის ღამით, ლიზამ დიდ კალათში დედამთილის შალი ჩააფინა, ძუძუთი გამაძღარი, ჩათბუნებული მძინარე ბავშვი შიგ ჩააწვინა, ზემოდან ჩირი, ტკბილი ტყლაპის ხვეულები და ჩურჩხელები დააწ23
ყო და დილაადრიანად, ნათლიასთან წავიდა მეკვლედ, იმ იმედით რომ გიორგი იქ მაინც მოახერხებდა მისვლას. გაჭრა წინასწარ მოფიქრებულმა ხერხმა და ნათლია ანეტოს სახლში ბედნიერებისა და სიყვარულის ლამპარი აინთო. თენდებოდა. მგზავრობისაგან დაღლილსა და ბედნიერებით სავსე გიორგის ღრმად ეძინა... ჟანდარმის ჩექმით შენგრეულმა კარმა ავად გაიჭრიალა და მძიმედ დაეხეთქა იატაკს. წამში გამოფხიზლდა გიორგი, ბალიშის ქვეშ მისწვდა იარაღს, მაგრამ უძლური იყო, იცოდა, არ დაინდობდნენ ჟანდარმები მის ცოლ-შვილს. სიმწრით გადახედა ატირებულ თამარს, რომელიც შეშინებულ ლიზას მკერდზე ჰყავდა მიხუტებული. ვერ აჩუმებდა შვილს, თითქოს გრძნობდა, რომ მეტად ვეღარ იხილავდა მამას... გიორგი შეიპყრეს. ფეხზე ბორკილებდადებული, მუხლამდე თოვლში, ფეხშიშველი გაიყვანეს და კონდახის ცემით გაუყენეს იმ გზას, საიდანაც აღარასოდეს ბრუნდებიან. ერთი კვირის თავზე, აუტანელი წამებისა და ცემის შემდეგ, გიორგი დახვრიტეს! გიორგი დახვრიტეს... საბაბი - სამშობლოს ღალატი, მტერთან შეკვრა და დაუმორჩილებლობა! დარდით მოწამლულ და მოშხამულ ძუძუს წოვდა პატარა თამარი... ტირილისა მღელვარებისგან რძე გაუშრა ლიზას. ნახევრადმშიერი ბავშვი ტიროდა, ვერ იძინებდა. ლიზა მთელი დღე გაშტერებული დადიოდა. ატირებულ პატარას მეზობლის ქალები კალთაში ჩაუგო24
რებდნენ და ისე აწოვებდა ძუძუს. გიორგის ცხედარი ხარებით შებმული მარხილით შეიყვანეს სოფელში. სხვადასხვა სოფლებიდანაც უამრავი ხალხი მოჰყვებოდა ჭირისუფლად, ყველას ენანებოდა ოცდაორი წლის ვაჟკაცი ასეთი სიკვდილისთვის. გიორგის გმირობად უთვლიდნენ მეგობრების ადგილსამყოფელის საიდუმლოს შენახვას. ლიზა თმაგაშლილი, სიმწრით სახედახოკილი, ჩაცვენილი თვალებითა და ძაძებით მიჰყვებოდა გამწარებულ დედამთილს გვერდით, ვეღარფერს ამჩნევდა და სადღაც უკუნეთში იყურებოდა თითქოს. ცრემლი უხმოდ, ღვარად სდიოდა, თავის უიღბლო სიყვარულს ხმამაღლა ვერ დასტიროდა. აკვანში ჩაკრული, ტირილით ჩასხავებული თამარი, გიორგის თანასოფლელ, უცოლო ბიჭს, ლევან რაჟამაშვილს გადაურწევია და გაუჩუმებია... იმ დღიდან ლიზა მდუმარე გახდა. ისედაც ჩუმი და მორიდებული გოგო იყო, ახლა კი მთლად აკრძალა საუბარი. უხმოდ ასრულებდა, რასაც ეტყოდნენ ან დაავალებდნენ დედამთილ-მამამთილი. დედისერთა ვაჟკაცის სიკვდილით გამოწვეულმა დარდმა მხედველობა დააკარგვინა ნიკლოს... დრო ნაკადულივით მიედინებოდა. გიორგის გარდაცვალებიდან უკვე ორი წელი იყო გასული. მზიანი, თბილი ამინდი იყო. ფეხადგმული და ატიტინებული თამარი, ეზოში, ხან ფიჩხის ცოცხს დაათრევდა, ხან კისკისით ქათმებს დასდევდა დასაჭერად. 25
ლიზა დაბალ სამფეხა სკამზე იჯდა, შავი თავშალი მუხლებზე გადაეფინა და თმას ივარცხნიდა. ნელ-ნელა მოჰქონდა ძვლის სავარცხელს აბრეშუმივით რბილი თმის კვლები, რომლებიც ისევ უკან სხლტებოდნენ და ხნულივით დატალღულნი ლივლივებდნენ მის სუსტ მხრებზე. რამდენჯერ დაუჭერია ამ ნაწნავებით გიორგის ლიზა, როცა საკოცნელად მიტანებია და გაქცევა დაუპირებია გოგოს. დედამთილ-მამამთილთან ტირილს ერიდებოდა და როცა გაუსაძლისი ხდებოდა გიორგის მონატრება, ღამით, საბანწაფარებული ქვითინებდა, დღისით კი, სიყვარულის ლოდთან მიდიოდა, დაემხობოდა და მოთქვამდა, იქ იოხებდა გულს... ღობის წინ ცხენზე ამხედრებულმა კაცმა ჩაიარა. არ აუწევია თავი ლიზას, მისი ფიქრი და ყურადღება ისევ გიორგის დასტრიალებდა. ცოცხლობდა მოგონებებით. ბევრჯერ სცადა თვითმკვლელობა... სწორედ იმ ლოდთან, იმ მორევში გადავარდებოდა, სადაც პირველად აკოცა გიორგიმ, მაგრამ ვერ შეძლო, პატარა, უმწეო თამარის გამო, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამას. მხედარმა ცხენი უკან დახია და მონუსხულივით მიაჩერდა ქალს, რომელიც ზღაპრულ ფერიას უფრო ჰგავდა, ვიდრე სულიერ არსებას. მზეზე ბზინავდა მისი წაბლისფერი თმა, მოკეცილ მუხლებზე გრძელი, თალხი კაბა მიწამდე ეფინა. ოთა26
ხიდან თამარი გამობანცალდა. ცხენიანი კაცი რომ დაინახა, დედასთან მიირბინა და მიახედა. ბიჭი გამოერკვა, ცხენს მათრახი გადაუჭირა. ეს ბიჭი ლევანი იყო, სწორედ ის, ვინც ატირებული თამარის აკვანი გადაარწია. ლიზამ შეხედა ვაჟს, შემობრუნდა და დედამთილისკენ წავიდა, ეგონა სტუმარი მოსულიყო და მასპინძლის გამოსვლას ელოდა. თინამ გაკვირვებით გახედა გაუჩინარებულ სტუმარს და ფიქრიანი მზერა გააყოლა... მოსვენება დაკარგა ლევანმა. დღედაღამ, ეზოში მჯდომარე, თმაგაშლილი ლიზა ელანდებოდა. ახსენდებოდა, როგორ ირხეოდა მისი თმა ჩანჩქრივით... ვერაფრით დაევიწყებინა ყმაწვილ კაცს ხილული სასწაული! ის დღე იყო და ის დღე, მოუხშირა ბედიანაშვილების უბანში სიარულს ლევანმა, ლიზას იგი ხან ფიჩხის კონით ხედავდა გზაზე, ხან ეზოში ფიწლით ლობიოს ცეხვის დროს... თავს მაღლა არ სწევდა ქალი, მისასალმებლადაც არ იყურებოდა ზემოთ. ხედავდა ამ ყველაფერს ლევანი და გულზე მჯიღს ირტყამდა, დარდით კვდებოდა. ერთხელ, ადიდებულ ლიახვს უზარმაზარი აკაციის ხე მოეგლიჯა და სწორედ გიორგის ბაღთან შეეჩერებინა, დიდრონ ქვებთან, რომელიც გიორგის მეორე ნაპირზე გადასასვლელად ჰქონდა ჩაყრილი. ორმაგი დატვირთვა ჰქონდა ამ ქვებს, თან ხიდი იყო, თან - ხაფანგი. აუარება ნარეყი შეშა გროვდებოდა და აღარ უწევდათ ზამთრის მარაგისთვის ჭალაში ჩასვლა. აქედან ეზი27
დებოდა ლიზაც შეშას, თან გზადაგზა ფიქრით გიორგის ესაუბრებოდა. ახლაც, პატარა ნაჯახით ჩამოაცალა დიდრონი ტოტები ხეს და ნაპირზე გამოთრევა დაუწყო. მოულოდნელად ლევანი გამოჩნდა, ბადე მოჰქონდა ამღვრეულ მდინარეში თევზის დასაჭერად, დაინახა გოგოს გასაჭირი, ამოათრია ხე წყლიდან და მივიდა ლიზასთან ნაჯახის გამოსართმევად, გაოგნებულმა და გაკვირვებულმა ლიზამ მდუმარედ მიაწოდა ნაჯახი, გიორგის ხედავდა ახლა მისი თვალები... ყურებში თითქოს ზარს რეკავდნენ, თვალთ დაუბნელდა და ლამზე მოცელილი ბალახივით, მოწყვეტილი დაეცა. ვეფხვივით ისკუპა ლევანმა, ხელში აიტაცა სანატრელი ქალი და წყლის ნაპირთან მიიყვანა, ფრთხილად დააწვინა და სახეზე მუჭით წყალი აპკურა. - რას მერჩი, შენი ჭირიმე, შენი სიკდილი ჩემი სიკვდილიაო, გონს მოდი... - ეხვეწებოდა ლევანი. - რა ხდება აქ?! - იკითხა ქიტემ, რომელიც მოულოდნელად დასდგომოდათ თავზე. - არ ვიცი, ღმერთმანი, ასე გულწასული ვიპოვე, იცრუა ლევანმა. ქიტე გიორგის ღვიძლი ბიძა იყო. - გასწი, შენ თინას დაუძახე, ამას მე მივხედავ, უთხრა ლევანს და ხელით მიმართულება, აჩვენა საითაც უნდა წასულიყო. ლიზა მოსულიერდა, ლამაზ თვალებს შეშინებული ატრიალებდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა. კანკალებდა. - აქ, გიორგი იყო, - ძლივს ამოთქვა მისმა ბაგეებმა. 28
- დამშვიდდი, შვილო, უბედურებამ კი არ უნდა გადაგრიოს, მედგრად უნდა დაუდგე, მედგრადა, თორემაა წაგიღებს, როგორც ა, ემ ფოთოლსა! - და თვალი მდინარეს ჩააყოლა. ლიზა სახლში წაიყვანეს, მაგრამ ხალხს პირს ვინ ამოუკერავდა, საქალებო და საჭორაო გახდა ეს ამბავი. რას არ იგონებდნენ, რას არ ამატებდნენ. ჩუმ-ჩუმად იგესლებოდნენ ენამწარეები. ლიზას სიწმინდის ამბავი ზეპირად იცოდნენ გიორგის მშობლებმა, მაგრამ ხალხის გაღებულ ხახას ვერაფერს უხერხებდნენ. თანაც, თინამაც რამდენჯერმე შეამჩნია მის ეზოსკენ ლევანის მზერა... მაგრამ ასე დამდუღრულსა და გაშტერებულ „მუნჯ“ ლიზას რომ ხედავდნენ და საიმისოს ვერაფერს ამჩნევდნენ, მოხუცები გულს იმაგრებდნენ.
თავი მეორე გოდრის დასაწნავად წნელი მოუტანა ძმას ქიტემ, თან ისე, სასხვათაშორისოდ, ჩააწვეთა შხამი: - რას იზამ, ბუნებაი თავისასა შვრება, ახალგაზრდა ქალია, ლამაზი, ცოდოა... ბიჭი რო დარჩენოდა ცხონებულსა, კიდე ჰოო, აიღეთ და გაათხოვეთ, სახელიც შეუნარჩუნდება და სინდისიცა! - სიმწრისაგან ფეხზე წამოხტა უსინათლო ნიკლო, სახრე დაიქნია და დაიღრიალა: - ძმა რო არ იყო, ახლა თავს გაგიხეთქამდი, როგორა ბედავ ამის თქმასა ჩემთანა, ჰაა... გულში რო გდებო29
და, მაშინ არ უნდა გეთქვა ეგა, ისედაც ცეცხლი მეკიდება კაცსა! - ბიძა ვარ და გული შემტკივა, ესეც იმიტომ გავბედეო. - ჩაღუნა თავი ქიტემ და ბურტყუნით გაეცალა იქაურობას. მოწყვეტილი დაეშვა კუნძზე ნიკლო, სიმწრის ცრემლი ჩამოუგორდა უსინათლო თვალებიდან, ჩაწითლებული ქუთუთოები კიდევ უფრო ჩაუსისხლიანდა და მუხლზე სიმწრით დაირტყა ხელი: - მართალს ამბობს ჩემი ძმაი, ოღონდ, როგორ ვუთხრა ესა ამ ცოცხალმკვდარ გოგოსა! როგორა... განა ჩემი გიორგი იმის ღირსი არ არის, რო ერთი ლამაზი ქალი შავი ძაძით დაბერდეს მის სახელზე ამ არემარეზე? ასეთი უენო მაინც არ იყოს, სულ დამუნჯდა ეს უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული. ლიზა ცუდად იყო, მაღალმა სიცხემ საწოლს მიაჯაჭვა. ლევანი აღარ ერიდებოდა ხალხს: ჩავიდა რიყეზე, დაჩეხა და დაანაკუწა ის ხე, გამწარებულმა სხვაც ბევრი მიაყოლა და კამაჩებშებმული სამი დიდი ურემი შეშა ნიკლოს ეზოსთან შეაჩერა. ეზოში ფრთხილად, გაუბედავად შეაბიჯა. ნიკლო თუთასთან იჯდა, ფეხებშუა მომცრო გოდორი მოექცია და სიმინდსა ფხვნიდა. უსინათლო კი იყო, მაგრამ ყურთასმენა კარგი ჰქონდა. - რომელი ხარ! - შემოუძახა ნიკლომ. - საღამო მშვიდობისა, ნიკლო ძია, ლევანი ვარ, რაჟამაშვილი. - უთხრა ბიჭმა და წინ გაუჩერდა მოხუცს. 30
- და, აქ რა დაგრჩენია, ლევან, რისთვის მოხვედი? ხმა აუკანკალდა ბეჩავს. - ნიკლო ძია... - მუხლზე დაიჩოქა ლევანმა და ორივე ხელი ნიკლოს მაჯებში ჩაავლო, - კაცობასა ვფიცავ, სინდისსა, შენი გიორგის ხსოვნასა, არ დაიჯერო, რასაც ამბობენ, ჭორია ყველაფერი, შენი ჭირიმე. ნაჯახი რო გამოვართვი ხის გასაჩეხადა, მაშინ წაუვიდა გული გოგოსა. მართლები ვართ მეცა და ისიცა, ღმერთი დაგვყურებდა ზემოდანა, კაცურ სიტყვას გეუბნები! ერთში ვტყუივარ მხოლოდა, შემიყვარდა და ვეღარაფერი გავაწყვე ამ ტიალ გულთანა, ჩემი ბედი შენზეა დამოკიდებული, ნიკლო ძია, მეტი აღარ შემიძლია, მიყვარს ლიზაი. აი, აქა ვნახე, ამ ეზოში, დაბალ სკამზე იჯდა და ივარცხნიდა თმასა, ის დღე იყო და ის დღე, ცოცხალმკვდარი დავდივარ. არავის ჩავრევ ამ საქმეშია, კაცურად მოვედი და გითხარი. მიყვარს ლიზაი და თუ დამთანხმდები, ცოლადაც წავიყვან, თქვენზეც ვიზრუნებ, როგორც ღვიძლ მშობლებზე! - უთხრა ეს, ხელი გაუშვა და ისე ამოიოხრა, თითქოს დიდი ლოდი აეცალოთ გულიდან. თავი ჩაღუნა ნიკლომ - უძლურმა, უსინათლომ, მოხუცებულმა. რა შეეძლო - აღარაფერი! ჯანი და მხედველობა რომ ჰქონოდა, ქორივით იტრიალებდა ამ ფოთოლივით გოგოს გარშემო და არავის დააჩაგვრინებდა, მაგრამ ახლა რაღა შეეძლო მოხუცებულს. თანხმობა არ იყო ადვილი სათქმელი. რძალი, გარდაცვლილი შვილის ცოლი, თავისი ნებით უნდა მიეთხოვებინა სხვისთვის... 31
- სამი ურემი შეშა მოვიტანე, ნიკლო ძია, წყალსა ჰქონდა ჩახერგილი და ნაპირზე გადმოდიოდა კალაპოტიდანა, იტბორებოდა ბაღიცა... ბაღიც გავასუფთავე და შეშაც ავაგროვე და მოვიტანეი. სად დავყარო, შენი ჭირიმე! - ფიქრი შეაწყვეტინა ლევანმა მოხუცს. - ღმერთმა გიშველოს, შვილო, ქიტე შემპირდა შველასა, მარა იმასაც ბევრი საქმე აქვს და რა ქნას, - ხმა გამოუცოცხლდა მოხუცს. - ჭიშკართან რომ კაკალია, იმის ძირში დაჰყარეი, ეგეც კი მოსაჭრელია, მაგრამა... - აღარ გააგრძელა მოხუცმა. ლევანის თვალები ოთახის ღია კარებში იყურებოდნენ და ეძებდნენ ლიზას, რომელიც სიცხით გათანგული საწოლს იყო მიჯაჭვული. ლევანმა შეშის გადმოლაგება და დაწყობა დაიწყო, ნელა მუშაობდა, იმ იმედით, რომ ეგება ლიზასთვის სადმე მოეკრა თვალი. კარებიდან თამარი გამოვიდა, რომელიც ვეებერთელა ყვითელ კომშს თავისი პაწაწინა კიჭებით წიწკნიდა. - გამარჯობა, თამარ, - უთხრა ვაჟმა, ბავშვის წინ ჩაიმუხლა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. - გამარჯობა, ძია, - უპასუხა თამარმა და პატარა, კომშით დატკბილული სველი ხელები ლევანის ფართო ხელში ჩამალა. ლევანმა ხელში აიტაცა ბავშვი და გულზე მიიხუტა. - დედიკო სად არის? - ჰკითხა ჩურჩულით. 32
- დედიკოს სიცხე აქვს, წევს. ბებო ექიმის მოსაყვანად წავიდა და მალე მოვა. - ტიტინებდა ბავშვი. ლევანმა ერთი პირობა იფიქრა, შესულიყო ოთახში და ლიზასთვის დაეხედა, მაგრამ ვერ გაბედა. გული მოეწურა თავისი უმწეობით და ბედს დამორჩილდა. ამასობაში ეზოში სოფლის ექიმი და თინა შემოვიდნენ. ისეთი თვალებით შეხედა თინამ ლევანს, რომ ვეღარ შეძლო იქ გაჩერება, სწრაფად მოათავა თავისი საქმე, ნიკლოს დაემშვიდობა და დატოვა იქაურობა. გავიდა დრო... მოვიდა გაზაფხული. ჩაიარა ზაფხულმაც. ბევრი განხილვისა და ვაი უშველებელის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, ენკენისთვეში ლიზა გაეთხოვებინათ ლევანზე, ოღონდ ერთი პირობით - თამარი მამის სახლში დარჩებოდა და ლიზას ნებისმიერ დროს შეეძლებოდა ბავშვის მონახულება. ასე გადაუწყვიტეს ბედი „მუნჯ“ ლიზას „კეთილისმსურველებმა“... არავის არაფერი უკითხავს ლიზასთვის. არ ეგონა ასე თუ გაწირავდნენ! შვილის გარეშე როგორ უნდა დაეძინა, ან ბავშვი როგორ გაძლებდა მის გარეშე. მუხლებზე დაჩოქილი, გიორგის სიყვარულის ლოდს ჩაჰკვროდა და ხმამაღლა ტიროდა და იმდუღრებოდა: - საფლავიც არ მეღისრება შენს გვერდით, ჩემო გიორგი, შვილსაც მართმევენ! - მოთქვამდა გამწარებული გოგო. სიტყვის კაცი გამოდგა ლევანი, საკუთარი მშობლებივით პატრონობდა მოხუცებს, წყლის მარაგი მოჰ33
ქონდა, ბუხრის საკვამურს წმენდდა... უზარმაზარი კაკლის ხეები დაუბერტყა და მოსავალიც დაუბინავა ნიკლოს. თამარი დღისით დედასთან იყო, ღამით ბებო-პაპასთან ჩაჰყავდათ, ქვემო უბანში. გავიდა წლები... ლიზას ლევანთან ორი ვაჟი ეყოლა, უკვე 12-13 წლისანები იყვნენ. გარდაიცვალნენ თამარის ბებო და პაპა. 18 წლის თამარი მარტო დარჩა მამის სახლში, - არც სიმარტოვისა შეშინებია და მტერმოყვარესაც საკადრისად უძღვებოდა. კოლმეურნეობაშიც მუშაობდა, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებდა სამუშაოდ წასვლას, თავსმოწოლილი უამრავი საქმის გამო, რისთვისაც ბრიგადირისაგან საყვედურებსა და შენიშვნებს იღებდა. არც ბრიგადირს უხრიდა თავს: - შენი შვილები გამოიყვანე ჯერ სამუშაოდ და მე მერე დამიძახეო! - პირში მიახლიდა ხოლმე სათქმელს. მამის ხასიათი ჰქონდა, პირდაპირი და უშიშარი იყო. მამისეულ ბაღ-ვენახებსაც პატრონობდა თამარი და მამა-პაპეულ კაკლების ბაღსაც. ეს შურდათ ზოგ-ზოგიერთებს და ცდილობდნენ მისთვის მამულების ჩამორთმევას, რომ თვითონ დაპატრონებოდნენ უძეო არემარეს. ოქტომბრის ბოლოსთვის ყურძენი დაწურულ-დაღვინებული ჰქონდა. შემოსავალიც ბევრი იყო, არ უჭირდა - კაკალსა და ღვინოს ყიდდა. ერთ მთვარიან ღამეს, თამარის სახლის ფანჯრის მინაზე ვიღაცამ დააკაკუნა. კაკუნი სამჯერ განმეორდა. 34
თამარი საწოლში წამოჯდა. შეეშინდა, მაგრამ არ შეიმჩნია და გასძახა: - რომელი ხარ მანდა! - თან გაიფიქრა, - უბნის მოქეიფე ბიჭებს, ალბათ ღვინო შემოაკლდათ და ამიტომ აკაკუნებენ! - ღვინოს ღამით არ ვყიდი, ეს ხომ იცით ყველამ, ვინც არ უნდა იყო, უკან გაბრუნდი! - გასძახა თამარმა. - თამარ, - გაისმა ძალიან ფრთხილი, მაგრამ მამაკაცის გაბედული ხმა, - ხვალ სოფლის მოედანზე, კრება უნდა იყოს და არ გამოხვიდე, გემუდარები სადმე წადი, თუ ვინმე გყავს გაიქეცი, დაიმალე! - უთხრა უცხო ხმამ და როგორც მოვიდა, ისევ ისე გაუჩინარდა. თითქოს ეცნო ხმა თამარს, მაგრამ დაბნეულობით და შიშით ვერ გაარკვია... - რა უნდათ, რას მერჩიან? რას ქვია, დავიმალო! რატომ არ უნდა წავიდე კრებაზე! - გულს ასკდებოდა გოგო. მთელი ღამე არ დაუძინია, რადგან კითხვაზე პასუხს ვერ პოულობდა. დილით საოჯახო საქმეებს ადრიანად შეუდგა: ძროხა მოწველა, ყველი ამოიყვანა, შემდეგ ყველაზე ლამაზი კაბა ჩაიცვა, თუმცა ბევრი კაბა არც ჰქონია. კარი გასაღებით გადაკეტა, ჯიბეში ჩაიდო და სოფლის შუაგულისკენ გაეშურა. ქუდზე კაცი იყო გამოსული, სახელდახელო ტრიბუნაზე ორატორი იდგა და ხმამაღლა გულმოსული გაჰყვიროდა: - სამშობლოს მოღალატეებსა და მტრებს სასტიკი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ. ჩვენი სამშობლო გან35
საცდელშია, ფაშისტურ გერმანიასთან ბრძოლამ წელში გაგვწყვიტა. ქვეყანა ახლა იდგამს ფეხს, ახლა უფრო მეტი მტერია, ვიდრე ოდესმე, სამშობლოს მოღალატეებს არ დავინდობთ, უნდა დაისაჯნონ დაუმორჩილებლობისათვის. ვიბრძოლებთ, ვიშრომებთ დიადი კომუნიზმისთვის! ვერ ხვდებოდა თამარი, თუ რისთვის არ უნდა წამოსულიყო აქ. შემდეგ დაიწყეს გვარების გამოცხადება, ვისაც ბრალი სამშობლოს ღალატსა და დაუმორჩილებლობაში ედებოდა. ხალხის ბრბოს იარაღიანმა ჟანდარმებმა წრე დაარტყეს. შეიქმნა წივილ-კივილი, ქაოსი, არეულობა. იყო გულის წასვლა, დედებისა და მეუღლეების შეცხადება, იყო გამაფრთხილებელი სროლაც. ...თამარს არ ახსოვს, როგორ აიყვანეს სატვირთო მანქანაზე სხვა თანასოფლელებთან ერთად. - ეს რაღაც გაუგებრობაა, - ხმადაბლა იმეორებდა თამარი და ანგარიშმიუცემლად, თვალებით ეძებდა დედას, რომ მის სახეზე ამოეკითხა იმის პასუხი, რაც მის თავს ხდებოდა. „მუნჯი“ ლიზა კვლავინდებურად უხმოდ ტიროდა. ცრემლების ნიაღვარი ჩამოსდიოდა და აჩქარებული ნაბიჯით ხელებგაწვდილი მისდევდა მანქანას ძახილით თ ა მ რ ი კ ო ო ო ო! - უბედური ქალი მიხვდა, რომ ახლა მას სიცოცხლის იმ ძაფს უწყვეტდნენ, რაც გიორგისთან აკავშირებდა... თამარმა დაინახა, როგორ დაეცა დედა გულწასული მტვრიან გზაზე და ხმამაღლა დაუძახა: 36
- ნუ გეშინია, დედა, მე დავბრუნდებიიი! მანქანამ სვლას უმატა, მალე მტვრის ბუღმა დაფარა ყოველივე. ახლაღა მიმოიხედა ირგვლივ თამარმა, სოფელ ფხვენისიდან ოციოდე ადამიანი იმყოფებოდა მანქანაზე. მის წინ გაოგნებული და ორად მოკეცილი საშუალო ტანის კაცი, სახეზე ხელებაფარებული გოდებდა და შვილების სახელებს ხმამაღლა წარმოთქვამდა, სათითაოდ ეძახდა, თითქოს უნდოდა მათთვის მიეწვდინა ხმა. გული აუდუღდა თამარს, ცრემლი ჩუმად მოიწმინდა და უთხრა: - გამაგრდი, კაცი არა ხარ? ადექი ფეხზე, აქ რაღაც შეცდომაა, ყველაფერი მალე გაირკვევა. - მოკიდა ხელი და წამოაყენა. კაცი მისი თანასოფლელი, მეზობელი უბნიდან, ღოღაძე ნიკალა აღმოჩნდა, სამი შვილის მამა. იგი სამამულო ომიდან ახალი დაბრუნებული იყო. ეს სუსტი ბიჭი ოცდათხუთმეტიოდე წლისა იქნებოდა. ორივე ხელი ომში ჰქონდა ყუმბარის ნამსხვრევებისგან დაზიანებული. ერთ ხელზე, განაპირა ორი თითი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული და გამხმარი ჰქონდა. თამარი გაკვირვებული იყო, რომ დაპატიმრებულებს საშუალებას აძლევდნენ ოჯახის წევრები წაეყვანათ თან. ნიკალა კი, თამარივით მარტო იმყოფებოდა მანქანაზე. გრძნობდა, რომ დღეს მათი ბედი გადაწყდებოდა. „დამნაშავეების“ ნაწილი მოხუც მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა სატვირთოზე, მათ ვერ დათმეს ერთმანეთი. 37
მანქანა მეზობელ სოფლის „კანტორის“ შენობასთან შეჩერდა. იქაც დაამატეს სასიკვდილოდ განწირული „კრავები“. ამდენ ხალხს ერთად თავშეყრილს რომ ხედავდა თამარი, იმედიანად იყო. - აქ რაღაც შეცდომაა - ფიქრობდა გამწარებული გოგო. სატვირთო მანქანას, სოფელ შინდისში, ჭაღარათმიანი, ასაკოვანი უცხო ქალი მიუახლოვდა, მხრებიდან ღია ყავისფერი ქიშმერის შალი მოიხსნა და თამარს მანქანაზე აუგდო სიტყვებით: - აჰა, შე უბედურ დღეზე გაჩენილო, იცი, სად მიდიხარ? მოიხურე, დაგჭირდება! - „სამშობლოს მოღალატეები“ გორის რკინიგზის სადგურამდე ასე, სოფელ-სოფელ ატარეს, სანამ იმ რაოდენობის ხალხი არ შეგროვდა, რაც ჩანიშნული ჰქონდათ ბობოლა „კანონდამცავებს“. მატარებლის ვაგონებში რომ ხბორებივით შერეკეს და უდიერად ექცეოდნენ, მერე გამოფხიზლდა თამარი. ეგონა გორში გაირკვეოდა სამართალი. ასეთ გაწირვას არ ელოდა. აკანკალებული ხელებით ჩაეჭიდა ვაგონის გისოსებს და ხარბად ისუნთქავდა გორიჯვრიდან მონაბერ ჰაერს. თვალებით ემშვიდობებოდა ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულ ჭადრის ხეებს. ზვიადად აღმართულ გორის ციხეს თვალებით გამოეთხოვა და პირველად ატირდა, ატირდა უმწეობისა და შიშის გამო, - რა იქნებოდა, რა ელოდა წინ? - ჯიბეში შენახულ სახლის გასაღებს მთელი ძალით ჩაებღაუჭა, მუჭში მოიქცია და გულთან მიიტანა, ყელში უცემდა გული, რომელიც მატარებლის ბორბლებს ეხმიანებოდა და ყურებში ჩაესმოდა საზარელი ხმა: 38
- ციმბირისაკენ, ციმბირისაკენ, ციმბირისაკენ. ...მატარებელი დაბა ქარელში გაჩერდა, ისევ შეივსო „რკინის გველეშაპის“ უზარმაზარი, გაუმაძღარი მუცელი უამრავი განწირული ადამიანით. ბავშვიან ქალს მოჰკრა თამარმა თვალი, ხელში აყვანილ სამიოდე წლის ბიჭუნას, დედის მხრებზე დაწითლებული თვალებით ეძინა. ქალი ზურგით იდგა. ულამაზესი ნაწნავი, კისერთან ლამაზად ჰქონდა დახვეული. ქალბატონს უფრო ჰგავდა, ვიდრე დამნაშავეს. ქალი შემოტრიალდა. თითქოს ვიღაცას ეძებდა. - ღმერთო! - თითქოს მიწა გამოეცალა ფეხქვეშ თამარს, თან სიხარულმა გაიელვა ერთი წამით მის გულში. ის მარტო აღარ იყო, მის წინ, ოციოდე მეტრის დაშორებით, მისი დეიდაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, გულიკო ბრეგვაძე - იაკობაშვილისა იდგა. ძლივს გაიკვლიეს ერთმანეთამდე გზა დეიდაშვილებმა და ტირილით გადაეხვივნენ ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ გულიკო მთელი ოჯახით იყო გადასახლებული და ამ არეულობაში მეუღლეს, იოსებს, ვეღარ პოულობდა. როგორც იქნა, იოსებიც გამოჩნდა. დაიწყო მტანჯველი მგზავრობა. გზაში, მორიგეობით ეჭირათ მძინარე ბავშვი ნიკალასა და იასონს. რკინის იატაკზე დაჯდომას ვერც ერთი ვერ ბედავდა. მატარებელი გუგუნით მიჰქროდა. - ციმბირისაკენ, ციმბირისაკენ! - საზარელი ხმით უერთდებოდა მატარებ39
ლის ბორბლების ხმაური ბედისწერას ამგზავრებულთა გულისცემას... ერთი დღის მგზავრობის შემდეგ სადღაც შეჩერდნენ. ვაგონებში ბადრაგები ამოვიდნენ და კასრით წყალი ამოიტანეს. სიკვდილის პირას ბევრი ადამიანი იყო უკვე მისული. განწირულები იატაკზე ეყარნენ, არ არსებობდა მათთვის არც ექიმი, არც - წამალი, არც - ნუგეში. ადამიანები თითქოს მგლებად ქცეულიყვნენ. წყლის კასრს ისე შემოეხვივნენ, არც ქალი გახსენებია ვინმეს, არც - ბავშვი. ჯოჯოხეთი ზეიმობდა ვაგონებში. გზაში თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, აშიშვლებდნენ, ტანისამოსს იტაცებდნენ და გაქანებული მატარებლიდან ყრიდნენ. გზაში ძალიან ჭირვეულობდა პატარა ოთარი: ხან ბოჩოლასთან თამაშს ითხოვდა, რომელიც ალუბლის ხეზე, თოკით გამობმული დატოვეს. ხან იხვებს ნატრობდა, ვახ-ვახით რომ დაბაჯბაჯებდნენ რუს ნაპირებზე და თავდაყირა ყურყუმელაობდნენ წყალში. უჭმელობამ და აუტანელმა სუნმა, ანტისანიტარიამ თავისი ქნა. პატარა ოთარს მაღალი სიცხე მისცა. სიცხით გათანგულმა მწიფე მსხალი ითხოვა… სიცხით გათანგული და ციებით აკანკალებული შვილი მკლავებიდან არ დაუშვია გულოს, ხელ-ფეხი ეჭიმებოდა ბავშვს, უკონტაქტო იყო, ბოდავდა, ბოლოს ტუჩები გაულურჯდა და... სამი დღის წამების შემდეგ ხელებში ჩააკვდა დედას. ვერ ტიროდა გულიკო ბავშვს, არ უნდოდა ვინმეს გაეგო, რომ მას ხელში მკვდარი ბავშვი ეჭირა... ტირი40
ლის მაგივრად ხმამაღლა მღეროდა, რადგან იცოდა, რომ გარდაცვლილი შვილის სხეულს მატარებლიდან გადაუგდებდნენ და სიკვდილი ერჩია ამას. როცა ჩერდებოდნენ ერთი საათით, რომ წყალი და ერთი ნაჭერი პური დაერიგებინათ, ზედამხედველების დასანახად გაიხსნიდა საკინძეს, ძუძუს ამოიღებდა და მკვდარ შვილს პირში ჩაუდებდა, ვითომ აწოვებდა, რომ ბავშვი ცოცხალი ჰგონებოდათ. ასე შეინახეს ერთი კვირა მიცვალებული ოთარი, გულომ და თამარმა. ისინი ვაგონებიდან ბევრად ადრე ჩამოსხეს. მათ ციმბირამდე არ მიუღწევიათ, სასჯელს სხვა ოლქში იხდიდნენ - ყაზახეთში, პახტარალის რაიონში... თურმე, როდესაც პატარა ოთარი მიწას მიაბარეს და ქართული წესით დამარხეს, ბავშვს ჯიბეში სამი კაკალი აღმოაჩნდა, თავისი ეზოსი, სოფელ ზემო ხვედურეთიდან გამოყოლილი სამი კაკალი... ბავშვთან ერთად დამარხეს, ისევ ისე, ჯიბეში ჩაწყობილი, როგორც უპოვეს და წლების მერე, ტირილით იხსენებდა გულიკო ბებო ამ წუთებს: - ჩემი შვილის საფლავს, დღესაც ვიცნობ იქ რომ ჩავიდეო! - საფლავზე ერთმანეთს ჩახუტებული სამი კაკლის ხე ყოფილა ოთარის გულზე ამოსული. ხშირად იტყოდა ხოლმე უბედური დედა: - არ მინდოდა ჩემი შვილის ძვლების იქ დატოვებაი, მაგრამა, იმ კაკლების ფესვებიდანაც რომ გამეთავისუფლებინა და ამომეღო საფლავიდანა, გზაში მაინც გადამიყრიდნენ შვილის ძვლებსა და ამიტომ იქ დავტოვეი ჩემი შვილიცა, გულიცა და სიყვარულიცა! 41
ეს ამბავი გადასახლებიდან მობრუნებულმა გულო ბებომ თვითონ მიამბო! იქ, შორეულ აღმოსავლეთში, ქართველი ბიჭის გულზე ამოსული სამი კაკალი, შესაძლებელია დღესაც დგას და საბრალოდ აშრიალებს ფოთლებს, დასტურად ქართველთა უბედურებისა და განუკითხაობისა!
თავი მესამე ვაგონებში საგრძნობლად აცივდა. ლიანდაგების გასწვრივ გაყოლებული ქართული ჭადრის ხეები, თეთრჭრელა არყის ხეებმა შეცვალა, რომლებიც ნატყვიარი ვაგონების ღრიჭოებიდან მოჩანდა. ხალხის რაოდენობა ვაგონებში გარდაცვლილთა ხარჯზე მცირდებოდა, მაგრამ გზადაგზა ისევ ახალ პატიმრებს ამატებდნენ. გულსაკლავად მოჩანდა ომისაგან გატიალებული ქალაქები და სოფლები. 1948 წლის შემოდგომა იყო. ბედის მძევლები გაკვირვებულები და გაოგნებულები იყვნენ მანძილის სიშორის გამო, თითქოს ქვეყნის დასალიერში მიდიოდნენ. გზის დასასრულს ბოლო არ უჩანდა. ერთი თვე მიდიოდა მატარებელი, სრული ერთი თვე... შინდისელი ქალის ნაჩუქარი შალი ოქროს ფასი უღირდა თამარს. თავზე მოიხურა, მკერდზე გადაიჯვარედინა და ზურგს უკან გამოინასკვა. - ახლა კაკალი იქნება დასაბერტყი ჩვენთანა, ჩალაც მოსაჭრელია უკვე, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ნი42
კალამ და ვაგონის მიღმა არარსებულ სივრცეს მიაშტერა უაზრო თვალები. - სიარულსა ცდილობდა ჩემი პატარა გოგოი, რო წამოვედი, - ცხელი ცრემლი ჩამოუგორდა ქერა კაცს თვალზე. - ეჰ, ახლა დედაჩემის ამოკმაზული, ნიგზვიანი ღვალოს შეჭამანდი შემახვრეპინა, ცხელ-ცხელი, ქაფქაფაი! ინატრა ვიღაცამ. - ანდა, მინდვრის ლობიოი, ამოზელილი, თავისი ჯონჯლი წნილითა და დედას პურითა! - დოქით წითელი ღვინოი, ბოლოკითა და მწვანე ხახვითა, არ გინდა? - შემოუძახეს აქეთ-იქიდან. - ნელა ჭამეით, ნელა, პირი არ დაიწვათ! - სიტყვა წამოაშველა ვაგონის კუთხეში კუშტად მიმჯდარმა კაცმა. ვაგონში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა... ერთმა წინადადებამ ყველას ოცნება დაამსხვრია, ქალები ატირდნენ: - ოჯახი ამოუწყდეს და არ გაიხაროს ჩვენი ცოდითა, ვინც ჩვენ ციმბირისთვის გაგვიმეტა, რას ვაშავებდით ნეტავი, რასა? - ვიშვიშებდნენ უნუგეშოდ დარჩენილი ქალები. - შენ რატომ არაფერსა ნატრობ, თამარა? - მორიდებით ჰკითხა ნიკალამ, - განა შენ არ გენატრება არაფერი? განა შენა არა გშია?! - უთხრა და ხელი ხელზე მოჰკიდა. ყინულივით გაციებოდა ხელები გოგოს, შრომისაგან დაჯაფულ ხელებზე ფრჩხილები წამოზრდოდა თამარს. 43
ხელი გაითავისუფლა... არაფერი უპასუხია ნიკალასთვის, ცრემლით აევსო თვალები და თავის ხელებს დახედა მხოლოდ. მერე, გაუბედავად აჩურჩულდა - ახლა, ჩანელებული თონის ნაპირზე ჩამოვჯდებოდი, ფეხებს შიგ ჩავკიდებდი და თონის კედელზე აწიწკნილი პურის კნატუნა ნატეხებით ავივსებდი მუჭსა... ღმერთო, ნეტავ თუ ვიცოცხლებთ, ან თუ გვეღირსება უკან დაბრუნებაი? მატარებელი მიდიოდა... გარდაცვლილი ადამიანების ფეხსაცმელებისა და ტანისამოსისგან ტახტისმაგვარი ქვეშაგები იყო გაკეთებული, სადაც მორიგეობით სხდებოდნენ. ამდენი ხნის მგზავრობის შემდეგ მიხვდნენ, რომ მთლად მტაცებლური კანონები არ გაამართლებდა - ერთად უნდა ყოფილიყვნენ, ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ, რომ გადარჩენილიყვნენ. ვინც ცალკე ინდომა ყოფნა და სიამაყის გამო ვერ მოერგო გარემოებას, გარიყეს, ეს კი გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. ერთმანეთს ეკვროდნენ ქათველებისთვის უჩვეულო სიცივით აძაგძაგებული ადამიანები. ცოცხალ ადამიანთა წრეში მორიგეობით შედიოდნენ, მათ უნდა ემოძრავათ საათის ისრის მიმართულებით, რათა არ გაყინულიყვნენ. წრის სიღრმეში უფრო თბილოდა. ერთი გარეჯვრელი გოგიაც მოჰყვებოდა „ბედის მძევლების“ მატარებელს, მაინცა და მაინც წრის შიგნით რომ მოხვდებოდა მაშინ დგებოდა სიმღერის ხასიათზე: 44
45
- „ჭალაში ჩადგმულო,
პატარა წისქვილო, გთხოვ ყური დაგვიგდო, კარგად მოგვისმინო: ჩვენმა კოლექტივმა, ასე გადაწყვიტა, დაგშალოთ, რადგანაც ძველი ხარ, პატარა მის ნაცვლად ავაგოთ ახალი ქარხანა...“ ყოველ წუთს საშინელი რამ ხდებოდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ყველა გააოგნა და გააშტერა: გარდაცვლილთა ტანსაცმლით გაკეთებულ საწოლზე მიძინებულ ახალგაზრდა ქალს, ღამით ვიღაცამ გრძელი ნაწნავები შეაჭრა, ვერავინ მიხვდა, ვის რაში უნდა დასჭირვებოდა ქალის ნაწნავები. მატარებელით ვიღაც გორელი ლადოც მოდიოდა. ახველებდა საშინლად და მუდამ წრის შუაგულში ძვრებოდა, რომ როგორმე გაეთბო გაყინული სხეული. ერთ დილით გარდაცვლილი ნახეს ვაგონის კუთხეში. „წესისმებრ“, გახადეს ტანსაცმელი და ჰოი, საკვირველებავ, მკერდზე ქალის თმა ჰქონდა გადაშლილი... იმ ჩუმად შეჭრილი ნაწნავებით ითბობდა თურმე დაჭლექებულ-გაყინულ გულ-მკერდს! თმის პატრონი შეშლილი თვალებით მიაშტერდა განძივით ძვირფას ნაწნავებს, ტუჩები აუთრთოლდა და ბაგესთან მოსული 46
სიტყვა გულში ჩაიბრუნა, ზურგი შეაქცია და ოფლით ჩამონამულ ვაგონის კედელს სუროსავით აეკრა... მერე, მძიმედ მოატრიალა თავი უკან და ძლივს წარმოთქვა მიჩუქნია... მიპატიებია! ...გადააგდეს - მარტოსული ლადო თმიანად შეატოვეს ციმბირის გაყინულ ტრამალს! მატარებელი თავის გზით მიდიოდა... სუსტებმა და მოხუცებმა რა ხანია დატოვეს ეს ქვეყანა და ნაწამები სული უფალთან აიტანეს. ადამიანები გაჭირვებაში და ცუდ პირობებში ავლენდნენ უარყოფით თვისებებს. იქ, საქართველოში, ლამაზად შეფუთული უარყოფითი თვისებები, აქ აშკარად თავს იჩენდა, ყვიროდა... ვერ მალავდნენ ერთმანეთის მიმართ ბოროტ განზრახვას! ნიკალა ამას კარგად ხედავდა და ყოველნაირად ცდილობდა თამარისათვის ნებისმიერი განსაცდელი აეცილებინა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. ვაგონში ასვლის დროს აირივნენ თანასოფლელები, სხვადასხვა ვაგონებში მოხვდნენ და აღარაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. არ იცოდნენ, ვინ გადარჩა ცოცხალი, ან ვინ აგრძელებდა გზას ციმბირისაკენ. რადგან გარშემო ნაცნობი აღარავინ იყო, ვაგონში მყოფ ადამიანებს ნიკალამ თამარი საცოლედ გააცნო. მზრუნველად დასტრიალებდა თავზე... მძინარე თამარს თმაზე ნაზად ეფერებოდა. ვაგონის გაყინულ კედლებს ამდენი ადამიანის სუნთქვის ოხშივარი ცრემლად სდიოდა. გარეთ საშინლად ყინავდა, ვაგონში მყოფთ კი უჰაერობისგან ფილტვები 47
ეკუმშებოდათ. მშიერნი, მწყურვალნი, დაუვარცხნელნი, დაუბანელნი, დაუძლურებულნი ჯოჯოხეთის ბინადართ ჰგავდნენ. ნიკალა ცდილობდა ამ ჭუჭყისთვის აცილებინა თამარი და ყურში ნაზად ეჩურჩულებოდა: - ჩემო ლიახვის ნიავოო... ჩემო ქართლის მზეოო... - თამარს აკრთობდა ეს ჩურჩული, მაგრამ ისე მოსწონდა და სიამოვნებდა, თითქოს მართლაც თავისი სოფლის ნიავი ყოფილიყო - ლაღი და თავისუფალი, რომელიც ახლა კისრისტეხით დაჰქროდა მიტოვებულ ვენახებსა და კაკლის ბაღებში. სრული ერთი თვე მიდიოდა მატარებელი! ...ნიკალას ცოლ-შვილი რომ ახსენდებოდა თამარს, გუნება ეწამლებოდა, - მისთვის ახლა ყველაფერი სულერთი იყო, ციმბირიდან უკან დაბრუნებული არავინ უნახავს! ნიკალას გარეშე კი, ამ გაბოროტებულ ხალხთან ყოფნა საშიშად მიაჩნდა, - ცოცხლად შეჭამენ უპატრონოსა და დაუცველსა, ცოცხლადა! - ეშინოდა, ძალიან ეშინოდა! ბედკრულმა ქალმა კარგად იცოდა, რომ არც უფალი აპატიებდა ცოლ-შვილიანი კაცის სიყვარულს და არც - ხალხი... ისედაც ობოლს, ყველა გარიყავდა, თითით საჩვენებელი გახდებოდა და უარობდა ნიკალას სიახლოვეს. თანაც ნიკალა ხომ მასზე ბევრად უფროსი იყო. - ნება მომეცი მოგეყრდნო, ხელები გაგითბო... ჩახუტების უფლება მომეცი, რომ გულები არ გაგვეყინოს და ფილტვები არ დაგვისკდეს სიცივისგან. - ეშმაკობდა თვითონაც სითბოს დანატრებული ნიკალა. - გესმის, რას გეუბნები, ქართლის მზეო? მომეცი ხელები, რომ გაგით48
ბო და არ გამეყინო. - ეჩურჩულებოდა ნიკალა და იღლიებში იწყობდა თამარის გაყინულ ხელებს, რადგან მკერდი თვითონაც გაყინული ჰქონდა ციმბირული ყინვისგან. ოცდახუთი წლით უფროსი იყო ნიკალა თამარზე. ნაადრევად შევერცხლოდა თმა. - ცხოვრება ომია, ჩემო თამარ... შენ პატარა გოგო იყავი, მე რო ომში გამიწვიეს, სოფლის ბოლომდე სხვა ბავშვბთან ერთადა ფეხშიშველი მოსდევდი სირბილით მანქანასა. მაშინა ვთქვი ჩემს გულშია, - თუ ცოცხალი გადავურჩი ამ ომსა, სანდლები უნდა ვუყიდო თამრიკოსამეთქი. ახლაც მახსოვს შენი წითელწინწკლებიანი, ჯიბეჩამოხეული კაბაი... - მაგრამა, შენ ხომ სამი შვილი გყავს, ნიკალა? - შეაწყვეტინა გოგომ. - შენ ცოლს რას ეტყვი, თეკლესა... გეკითხები, სად მიგყავს მერე თეკლეი? - ეწინააღმდეგებოდა გოგო. - მან ჩემთან წამოსვლაზე უარი თქვა, თამარ. ჭკუით მოიქცა, განა არა ვხვდები, ბავშვების გამოც იფრთხილა, მაგრამა სხვებს ხო ხედამდი, როგორ გამოყვნენ ცოლები და შვილები: შოთას გამოყვა ცოლი, ანზორასაცა - თავისი შავი ნინაი, ხო ნახე შენი თვალითა. თეკლეს რო ვყვარებოდი, არ დამტოვებდა, არააა! ისე, ღვთის მადლმა, მადლობელიცა ვაარ ეხლა, რადგანა ვეღარ შეგხვდებოდი, შენ დაგკარგავდი. აი, იმ ქვახვრელელ ბიჭსა, განა ვერა ვხედამ, როგორ გიყურებს თვალების ბრიალითა? ესეც მარტოა ჩვენსავითა, ეტყობა, მაგრამ არავის დავუთმობ 49
შენ თავსა, ჩემი წერა ხაარ შენა, იცოდე, ჩემი... ჩემთვინა, ყველაფერი დასრულდა წარსულში, ვხვდები, მხოლოდ შენ დარჩი ჩემთანა, ჩემ წინა ხარ... გიყურებ და არა მჯერა, რო ნამდვილი ხარ. ხო უბედურები ვართ აქა, მაგრამა რაღაცნაირი იმედი მაქვს რომა გადავრჩებით. - რა ვქნა, არა მჯერა შენი „იმედიანი სიმღერებისა“, არა მჯერა და რა ვქნა, მომკალი თუ გინდა! - სევდიანად უთხრა თამარმა და ნიკალას ფრთხილად ააღებინა ხელი მხრიდან. - არ გამტყუნებ, თამარო და არც იმის მტკიცებას ვითხოვ, რატომ უნდა გჯეროდეს, ან არ უნდა გჯეროდეს ჩემი. ვიცი, რამაც გააჩინა ეს სიყვარული ჩემს გულში. რათ მინდა ამ უკუღმართ ბედის ტრიალში ცალმხრივი სიყვარული და ბედნიერებაი, რათა. შევეჩვიეთ ერთმანეთს... ვხვდები, კარგად ვიცი, რათ იკავებ თავსა... მომწონს კიდეცა შენი სიფრთხილეი, თამარ, მაგრამა საით მიგვაქანებს ჩვენი ბედისწერაი, საითა, ვერა ხვდები? გინახავს „იქიდანა“ უკან დაბრუნებული კაცი? გაფასებ ძალიანა. არ ვისარგებლებ ამ მდგომარეობითა და არ დაგაძალებ ჩემ სიყვარულსა. მხოლოდ ვინატრებ იმას, რო ოდესმე შეგეხო, როგორც ქალსა და ჩემი გაგხადო! - დარდი, იცი, რა არის ნიკო?.. დარდი - უნაპიროი და ტკივილი - უსაზღვროი? - ჰკითხა თამარმა. - ვიცი, თამარ, დარდი რაც არის, ტკივილიცა... არ გაგიმეტებ არც ერთისთვინა. დროს მივანდოთ ყველაფერი, დროსა... ისე შეგინახავ და გიპატრონებ, შენისთანა 50
ქალს რო ეკადრება და ნამუსიან კაცსა. მინდა, სულ ასეთსა გხედავდე. - როგორსა, ნიკო? - სუფთასა და გულწრფელსა... განსხვავებული ხარ ყველასგანა, ათასში გამოგარჩევ. უკვე უზომოდ მიყვარხარ და გაფასებ. - ხუმრობ, ნიკალა... მატყუებ, ამხელა კაცი კაცო? - საფუძველი არა მაქ მოგატყუო, მე ამისთვის არაფერს ვითხოვ და მხოლოდ ჩემს გრძნობას გამოვხატავ ისე, რო ტყუილის ნატამალიც არ არი არც ერთ სიტყვაში. ცუდისთვის ვერასოდეს გაგიმეტებ. აგერ, შენ გვერდითა ვდგევარ ჯარისკაცივითა, დედოფლის სადარაჯოდ გამწესებული. თამარ, თვალდახუჭულს განდობ თავსა... ადამიანს სახეზე ეტყობა, ვინც არის, მე კი შენს აზრებს ყველა შენ სიტყვაში და საქციელში ვკითხულობ. მშვენივრად შემიძლია გამოცნობა ადამიანის გულისნადებისა, ომმა ბევრი რამ მასწავლა. თავს არასოდეს მოვიტყუებ, თამარ... ვიცი, რომ შენც მოგწონვარ, მაგრამ აღიარება გიჭირს. გულიდან ვეღარავინ ამომწიწკნის შენ თავსა. ნება რო მქონდეს, ჩაგიხუტებდი, შეგკრავდი, შეგკონავდი და საუკუნოდ მეყოლებოდი გულთანა. ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებს, არავისში და არაფერში გაგცვლი, გული შენთვისა ფეთქავს, შენზე ფიქრობს, შენ ხარ ჩემი ღირსებაი და სიამაყეი... ლიახვის ნიავო... შენს თავს არ დავაჩაგვრინებ ციმბირის ცივ ქარსა, გეფიცები კაცობასა. 51
- ბედნიერი ვარ ასეთ სიტყვას რომ ვისმენ, მადლობელი ვარ ამ ზრუნვისთვისა, ნიკო, მაგრამა მეშინია, როგორც მოვიდა, ისევე უცებ არ დამთავრდეს ეს უცნაური ზღაპარი... იქნება დავბრუნდეთ და მაშინ რაღას მეტყვი, ნიკალა, ჰაა? - ჩვენ მხოლოდ სიკვდილი დაგვაშორებს, თამარ! ძნელია, გიყურო შორიდანა და კოცნის სურვილი არ დამეუფლოს... ძნელია, აგიხსნა რა ხარ ახლა ჩემთვისა, რამდენი ბედნიერება შეგიძლია მაჩუქო და რამდენად შეგწევს უნარი გამანადგურო. მიყვარხარ, აი, აქა არის ის სილამაზე, რამაც შენი თავი მაპოვნინა, - გულზე მტკიცედ დაიკრა ხელი ნიკალამ, - მიყვარხარ, აი, აქა არის ის გრძნობა, რაც მაფიქრებს და მადარდებს შენზე. ჩვენ ერთმანეთის დანდობა და სიყვარული გვჭირდება, რადგან ცხოვრება არის დაუნდობელი და კაცთმოძულეი. ჩვენ ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ, თამარ. ორივეს ბედნიერება გვწყურია და მწყურვალნი კი ვგდავართ ერთმანეთის პირისპირა... მიყვარხარ და ამ სიყვარულს სიცოცხლის ბოლომდე ვატარებ. მე მიჭირს ამ ვაგონში ყოფნაი ომგამოვლილსა და განა ვერა ვხვდები რა დღეშიცა ხარ შენა, ამიტომ უნდა მომენდო, რომ გიპატრონო და მოგიარო, შე ჯიქო შენა... ჩაიცინა ნიკალამ და ჩექმის წვერი მიჰკრა გვერდულად ძირსმჯდომ თამარს გაყინულ ფეხზე. - არ მინდა ცოდო დავიდო შენი ოჯახისაი. რაღა ახლა გამომეცხადეი, რაღა ახლა... ნიკალა, ისე მიპატრო52
ნე, და-ძმურადა, რა მოხდება! - თავდახრილი ბუტბუტებდა გოგო და ნიკალას თვალს ვერ უსწორებდა. - კარგათა ვხედამ, შენ გულში რაცა ხდება, თამარ. ჩვენ საჭირო დროს, ღმერთის ნებით შევხვდით ერთმანეთსა! უფლის ნებით მოხდა ისიცა, რომა არ წამომყვა თეკლეი. ისე, არაფერი ხდება ამ ქვეყანაში, უმიზეზოდა... მატარებელი როგორც იყო გაჩერდა. ღრიჭოებს მიაწყდა ხალხი. - მოვედით, მოვედით ხალხნოო... ღმერთო, შენ გვიშველე, გადმოგვხედეი წყალობის თვალითა, დედავ ღვთისმშობელო! - ხელებაპყრობილები ევედრებოდნენ უფალს განწირული ადამიანები. გარედან რუსული ლაპარაკი ისმოდა. - რას ამბობენ, ნიკო? - შეშინებული მიეკრა თამარი ვაჟს. ნიკალას რუსული ენა ომში ყოფნის დროს ესწავლა და ახლა ამაყად უთარგმნიდა თანამემამულეებს მოსმენილს. გახსნეს დაკეტილი კარი. ცივი ჰაერი შემოიჭრა ვაგონებში. დიდი, თეთრი ორსართულიანი შენობის წინ, ხეებზე თოკებით იყო გადაჭიმული ლოზუნგები, რაზეც დიდი ასოებით რუსულად რაღაც ეწერა. - რა წერია, იქა, ნიკო? - ჰკითხა თამარმა. - რა წერია და, თამარასი და ნიკალას სიყვარულს გაუმარჯოსოო... კიდევა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაიო! 53
- ფუი, შენი დამწერის ოჯახი დაიქცა! დაგვცინიან, ეს შობელძაღლები. როდი უთხარი მომაბრძანეი-მეთქი, როდი აუტალახე კარები, ან ეს არი ამათი მობრძანებაი? ისე თქვენი სამართალი! - შეიგინა „რიჟა“ კაცმა და გაბრაზებულმა გადააფურთხა. ფურთხმა დაცემა ვერ მოასწრო, ეგრევე ტუჩებთან, ბუჩქად წამოზრდილ წვერზე დაეყინა. საშინელი ყინვა იყო. ნელ-ნელა მოძრაობდნენ შიმშილისაგან დასუსტებული ადამიანები. დაბუჟებულ-დაწყლულებული ფეხებით უჭირდათ მოძრაობა საცოდავებს. ორ რიგად ჩამწკრივებულნი, იარაღიანი ჯარისკაცებით გარშემორტყმულნი, დიდი შენობისკენ წაიყვანეს, საიდანაც თევზისა და ჩაის სასიამოვნო სურნელი გამოდიოდა. დარბაზი ხალხით იყო გავსებული, რომელთაც ხელში რკინის ჯამები ეჭირათ და მოთმინებით ელოდნენ კუთვნილ ულუფას. სადილის შემდეგ თბილი ტანსაცმელი, „ბუშლატები“, ხელთათმანები, „ვალინკები“ და პირადი ნომრები დაურიგდათ. კაცები და ქალები საერთო საცხოვრებელში ცალცალკე შეასახლეს, თან გამოაცხადეს, - ვინც შეუღლდებოდა, ცალკე კოტეჯით უზრუნველყოფდნენ! საოცარი იყო ის, რომ ნიკალა სხვებთან შედარებით კმაყოფილი გამოიყურებოდა. იგი ხუთი წელი სამამულო ომში იბრძოდა, შიმშილისა და ჩრდილოეთის სიცივის გემო კარგად იცოდა, მაგრამ ახლა სხვა რამე ანიჭებდა ბედნიერებასა... ნიკალას გული სიყვარულით იყო 54
დატყვევებული. სიცივესა და შიმშილს არაფრად დაგიდევდათ, „ლიახვის ნიავს“ შესტრფოდა და თვალებში შესციცინებდა. დროგამოშვებით აფეთქებების ხმა ისმოდა. მიწა ზანზარებდა, კვნესოდა... ირგვლივ დენთის საშინელი სუნი ტრიალებდა. აღმოჩნდა, რომ მათ, ახალჩასულებს, მიწის ქვეშ, მაღაროში უნდა ემუშავათ, სადაც ძვირფასი ლითონი, - ოქრო მოიპოვებოდა. შახტში ლიანდაგით ჩადიოდნენ. მუშებს ურიკებში სხამდნენ, ღვედებით აბამდნენ რომ არ გადმოცვენილიყვნენ და მიწის გულში, სამუშაოდ უშვებდნენ. თითქოს ცოცხლად იმარხებოდნენ... საშინელი სუნი და უჰაერობა იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში ისე იჭვარტლებოდნენ დენთის გამონაბოლქვისგან და მტვრისგან, რომ იქიდან ამოსულები ერთმანეთს ვეღარ ცნობდნენ. უჟანგბადობასა და შხამიან გამონაბოლქვს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. ნიკალა უფრთხილდებოდა თამარს, მაღაროში სამუშაოდ ხშირად მის მაგივრადაც ჩასულა. ყველანაირად ცდილობდა თამარის გულის მოგებას... თამარის მწუხარე გულს მალამოდ ედებოდა ნიკალას გულწრფელი მზრუნველობა. თავს არ უტყდებოდა, თორემ უკვე უყვარდა ეს ჭაღარა „ბიჭი“! გამუდმებით ფიქრობდა თავის ახლანდელ მდგომარეობაზე: - რა სწრაფად და მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, რა უცნაურად დატრიალდა უკუღმა მისი ბედის ბორბალი... ნუ55
თუ გადასახლება, საკუთარი ეზო-კარიდან მოწყვეტა იყო საჭირო მისი ბედნიერებისთვისა? შორეული ციმბირის ტრამალებში უნდა ეპოვა სიყვარული, რომელიც მშობლიური სოფლის ორღობიდან აედევნა? ასე რომ არ მომხდარიყო, რა იქნებოდა მაშინა? ღმერთო, უბედურებასაცა ქონია ბედნიერების სარჩული... გადასახლებულებს პირველი ჯამაგირი რომ დაერიცხათ, თამარს ნიკალამ მაღაზიაში თბილი ხელთათმანები, სამოვარი, ტკბილეული და ჩაის ორი ფინჯანი უყიდა. ქაღალდში გაახვევინა გამყიდველს და საერთო საცხოვრებელში ესტუმრა. ქალებით იყო გავსებული თამარის ოთახი, ისინიც პირველი ხელფასის აღებას აღნიშნავდნენ. თამარს ხელის საკერავი მანქანა ეყიდნა და გოგოები ათვალიერებდნენ. ნიკალა თამამად შევიდა. საჩუქრები მაგიდაზე დააწყო და ქალებს ჩაის დალევა შესთავაზა. ეპრანჭებოდნენ ქალები ნიკალას და ძალას არ იშურებდნენ, რომ მისი გული მოენადირებინათ. მაგრამ ნიკალას გონება თამარს დასტრიალებდა. რუსული არ იცოდა თამარმა, მაგრამ გულით გრძნობდა, რაც ხდებოდა და გული მოსდიოდა. ნიკალა კარგად ხვდებოდა თამარის მღელვარების მიზეზს და გულში ზეიმობდა. ჩაის დალევა გვიან ღამემდე გაგრძელდა. დიდხანს უკრავდა „პატეფონი“. ვალსს ეცეკვებოდნენ ნიკალას „გოგოები“. კაცი დაიღალა, ჭირის ოფლს იწმენდდა, მაგრამ იძულებული იყო ეცეკვა. ვისი გულში ჩაკვრაც უნდო56
და, მან ცეკვა არ იცოდა და არც ნიკალასთან ცეკვის სურვილს ამჟღავნებდა. იჯდა და აშკარა უკმაყოფილება ეხატა წარბაზიდულ სახეზე. მეორე დღეს, ბიჭებში მდგარ გაღიმებულ ნიკალას ისე ჩაუარა გვერდით, გამარჯობა არ უთხრა, არ შეარჩინა გოგოებთან ღლაბუცი. იცოდა მთლად ნიკოს ბრალი არ იყო, მაგრამ მაინც ასე ჩათვალა საჭიროდ. სწყინდა გულში, გულის შიგნით, ქართული სიამაყითა სწყინდა. დასაჯა ვითომ, თავის ჭკუაში. ნიკოს ძალიან გაუკვირდა დილით „ქართლის მზემ“ რომ აღარ შეანათა შავი თვალები და ღიმილი რომ აღარ აჩუქა... შეფიქრიანდა ნიკალა, ხასიათი წაუხდა, გული მოეწურა, მაგრამ მერე გახარებულმა, ხმამაღლა გაიცინა და ქართულად წამოიძახა: - ეჭვიანობს, ჰა, ჰა, ჰაა... ეჭვიანობს... - ჩტო, ჩტო? - იკითხა გვერდით მდგომმა მუშამ. ნიჩევოოო, სკორო სვადბა ბუდეტ! - უპასუხა გახარებულმა ნიკალამ. ამ ამბიდან, სამი თვის შემდეგ იქორწინეს ნიკალამ და თამარმა და დაპირებული ხის ლამაზი სახლიც გადაეცათ საჩუქრად. ნელ-ნელა, რუსულ ენასაც სწავლობდა თამარი. ნიკალამ იმდენი იყოჩაღა, რომ თამარს მსუბუქი სამუშაო უშოვა, შახტში აღარ მოუწევდა მუშაობა - შახტის ჩასასვლელთან მდგარი ჯიხურიდან მუშების რეგისტრაცია უნდა ეწარმოებინა. თანაც თამარი უკვე ფეხმძიმედ იყო. 57
ნიკალა სიხარულს ვერ მალავდა. ერთობლივი ხელფასით ძროხა იყიდეს, რომელსაც „დელფინა“ დაარქვეს ჭრელი გვერდების გამო. ძროხა ბევრს იწველიდა. თამარი მაწონს აყენებდა და ყიდდა. მათი სახლი ტყის პირას იდგა, სადაც უამრავი კენკროვანი ხილი იყო: მარწყვი, მაყვალი, ჟოლო... სოკო ხომ თავზე საყრელად ჰქონდათ. ქართულად მარიფათობდა თამარი. ზაფხული ისედაც ცოტა ხნით იყო და უნდა მოესწრო საქმე. მალე პატარა გოგონა, ლილი, მოევლინა ქვეყნიერებას, რომელიც რვა თვის ასაკში წითელა „ბატონებით“ გარდაიცვალა. კიდევ ერთი ბავშვის საფლავი მიემატა კრასნოიარსკის მიწას. თამარი დარდობდა, ტიროდა და ამბობდა, რომ ეს უფლის სასჯელი იყო მისთვის, რადგან ცოლშვილიან კაცს გაჰყვა ცოლად. ამასობაში გავიდა ოთხი წელი. თამარი ფხვენისში დარჩენილი დედისთვის და ნიკალას შვილებისათვის, ცალ-ცალკე, ამანათებს აგზავნიდა, სადაც გოგოებისთვის ფერად-ფერადი საკაბეები ეწყო. გასახლებაში მყოფი ქართველების წუხილი და დარდი, მხოლოდ სამშობლოსი და ახლობლების მონატრება არ იყო. მათ დაუმსახურებელი სასჯელი სტკიოდათ. ეს აუტანელი იყო. დეპეშებითა და წერილებით იგებდნენ ერთმანეთის ამბებს. თამარმა დედას სთხოვა, - გასახლების ცნობა გამომიგზავნეო! - ლიზამ გაუგზავნა. აი, რა ეწერა ცნობაში: 58
„მოქ. თამარ გიორგის ასული ბედიანაშვილი, დაბადებული 1926 წლის 2 იანვარს, გორის რაიონის სოფ. ფხვენისში, სოფელ ფხვენისის კოლმერნეობის საზოგადოებრივი კრების 1948 წლის 4 სექტემბრის საზოგადოებრივი განაჩენით, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1948 წ. 2 ივნისის ბრძანების საფუძველზე „ანტისაზოგადოებრივი და პარაზიტული ცხოვრების“ გამო, საცხოვრებელი ადგილიდან 1948 წ. 4 სექტემბერს გასახლებული იქნას რვა წლით, რსფსრ კრასნოიარსკის მხარეში.“ თამარი და ნიკალა გაოცებულები დასცქეროდნენ ავბედით წერილს, გოგო მიხვდა რომ ამ საქმეში მამამისის, გიორგის მკვლელები იყვნენ გარეულები. მან თავი მოუყარა ყველა იქ მყოფ ქართველს და თავისი იდეა გააცნო: - წერილი გავგზავნოთ მოსკოვში და გავარკვიოთ, გვეკუთვნოდა თუ არა გასახლება! - ამაზე უარესი რაღა დაგვემართება, ხალხო! - შეუძახა იმედგადაწურულ ხალხს. საჩივრის წერილის დაწერის მსურველი ბევრი აღმოჩნდა. ბევრი იყო უმიზეზოდ გადასახლებული. მაგალითად, ნიკალა, თავჯდომარის ბაღში ცხენის ძოვებისთვის ისჯებოდა?! წერილი გააგზავნეს! კრემლიდან პასუხი მოვიდა: - „ვისაც, იღლიის ან ენის ქვეშ, საკონცენტრაციო ბანაკში ტყვეობის დამადასტურებელი დამღა არა გაქვთ, არ გეკუთვნით გადასახლება!“ პარალელურად, ფხვენისის საბჭოში, კრემლიდან წერილი მოვიდა. ითხოვდნენ გადასახლებულების განმეორებით დახასიათებას. 59
ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ სოფლის კრება ჩაატარა, - მთელი სოფელი შეიკრიბა. აღნიშნულ საქმის ვითარებას გახარებული მოსახლეობა ყიჟინითა და თავსაფრის ფრიალით შეხვდა თამარისა და დანარჩენი გადასახლებულების გათავისუფლების ამბავს. წინ წამოდგა გიორგის ბიძაშვილი, რომელიც ბიძაშვილის ბაღ-ვენახებს დაპატრონებოდა. მას არ აწყობდა თამარის დაბრუნება და მოსახლეობას მიმართა: - თამარი რომ დააბრუნოთ, გგონიათ გამოცხადდება კოლმეურნეობაში და იმუშავებს? გამწარებული თანასოფლელები, უსამართლობით აღშფოთებულები, შემოეხვივნენ სიხარბისაგან გაღორებულ არაკაცს და კარგად მიბერტყეს - კინაღამ ჩაქოლეს! სოფლის საბჭოში წერილი მოვიდა: - „გორის რაიონის მშრომელთა საბჭოს დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის ნომერ 559-ე გადაწყვეტილების თანახმად, მოქ. თამარ გიორგის-ას ბედიანაშვილი გათავისუფლებულ და რეაბილიტირებულ იქნას 1953 წლის 23 სექტემბერს! - განყოფილების უფროსი ი. მირონოვი.“ ასეთივე წერილი მიიღო ნიკალამაც და დანარჩენებმაც. რეაბილიტირებულებს უფლება ჰქონდათ, სურვილის შემთხვევაში, დარჩენილიყვნენ და არ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. ამ ცნობას ციმბირშიც სიხარულით შეხვდნენ უსამართლოდ მსჯავრდებულები და დაიწყეს სამშობლოში დაბრუნების სამზადისი. ნიკალა სთხოვდა თამარს, ეხვეწებოდა, დარჩენილიყვნენ ციმბირში და მშვიდად ეცხოვრათ, მაგრამ თამარმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა... 60
თავი მეოთხე - თამარ, ჩვენ თუ საქართველოში დავბუნდებით, იცი, რაც მოხდება. გთხოვ, გემუდარები, დავრჩეთ აქა და შევირგოთ ჩვენი წილი ბედნიერებაი. იცოდე, იქ უფრო მეტი მტერი გვყავს, ვიდრე აქა, შვილებს აქედანაც ვეხმარები... აქ თუ არ მოგწონს, სხვაგან გადავიდეთ საცხოვრებლადა, ან საქართველოში დავსახლდეთ, სხვა ქალაქში, სხვა სოფელში, ნუ ჩავალთ ფხვენისში, გამიგონეი, „ლიახვის ნიავო“, არ მოგვისვენებენ, დაგვაცილებენ ერთმანეთსა! დიდრონი თვალებით უხმოდ უყურებდა ნიკალას თამარი, ეფერებოდა ჭაღარა თმაზე, იღიმებოდა, მაგრამ არაფერს ეუბნებოდა. ის ფიქრებით უკვე სოფელში იყო, ერთ დღესაც აღარ მოიცდიდა აქ. მალმალე გახედავდა კედელზე ჩამოკიდებულ სოფლის სახლის გასაღებს, იქიდან მამის სახლი ეძახდა თითქოს, დედის სურნელი ენატრებოდა, ბაღ-ვენახების ფოთლები მაცდურად ეჩურჩულებოდენენ მშობლიური სოფლიდან: - ჩამოდი... ჩამოდი... ჩამოდი... - რა უნდა გასჭირვებოდა თამარს იმაზე მეტი, ვიდრე მათი მონატრების ატანა იყო. ნიკოც გვერდით ჰყავდა, მისი სიყვარული აძლიერებდა, ათამამებდა, ამაგრებდა. ყველაფერი თითქოს თავისით ლაგდებოდა... მშობლიური მიწა ეძახდა თამარს! წამოსვლამდე დეპეშა გამოუგზავნა დედას, - ჩვენ ვბრუნდებით! 61
მართლაც, ცოტა ხანში დაბრუნდნენ... საქართველოდან უფანჯრო ვაგონებით წაიყვანეს, იქიდან კი დიდი, ნათელფანჯრებიანი მატარებლით ბრუნდებოდნენ. ორივე ღელავდა, რადგან ზუსტად იცოდნენ მათ სინდის-ნამუსს „თემიდას სასწორზე“ რომ დადებდა სოფელი. შეძლებდნენ თავის გადარჩენას? გაიგებდა სოფელი მათი ერთად ყოფნის ყოვლად ადამიანურ მიზეზს? ვის ხელთ იყო ახლა სამართალი, ვის უნდა გადაეწყვიტა ბედშემომწყრალი წყვილის ბედ-იღბალი! განა სოფლის უსამართლობით არ იყვნენ აქამდე ციმბირის ტრამალების უვადო ბინადარნი? მატარებელი საქართველოსკენ მოდიოდა... ბრუნდებოდნენ... ვაი, ასეთ დაბრუნებას! ...ღელავდა თამარი. ლამაზად მორგებული ხავსისფერი კაბა კოხტად უფარავდა მუხლისთავებს, „ლაკის“ ჩანთა და ფეხსაცმელი საოცრად შვენოდა თამარის ჩამოქნილ ტან-ფეხს. მის ნახვას არაფერი ჯობდა, ულამაზესი იყო უკან გადავარცხნილი, კეფაზე ფაქიზად ჩახვეული თმით. უამრავი საჩუქარი მოჰქონდა საქართველოში ნიკალასა და თამარს. მატარებელი, გორის რკინიგზის სადგურში გუგუნით შემოვიდა, თითქოს სიხარულით ამცნო მომლოდინე ახლობლებს, მათი სამშობლოში დაბრუნება. თამარმა ფანჯრიდან მოჰკრა თვალი შვილებთან მდგარ თეთრ თავსაფრიან თეკლეს, რომელიც თვალების ცეცებით ეძებდა მეუღლეს. 62
დენივით დაუარა ტანში სიმწრის ელდამ თამარს, წელს ქვემოთ თითქოს მოეშვა და მოწყვეტილი დაეშვა სკამზე. ფერი აღარ ედო სახეზე. ნიკალამ გულზე მაგრად მიიხუტა, თითქოს გრძობდა, რომ თამარს დაკარგავდა. - ხომ გითხარი, აკი გაგაფრთხილეი! - ჩასჩურჩულა ყურში და კოცნით ამოუშრო მლაშე ცრემლი. - ნუ შეგეშინდება, მიყვარხარ, თამარ... ესა, სულ გახსოვდეს, შენ გვერდითაც რომ არ ვიყო, მაშინაცა. - ახლა რა იქნება, ნიკო? - სევდიანი, მაგრამ უცნაური გამომეტყველებით შეხედა თამარმა. - არც არაფერი, ან ყველაფერი... დაველაპარაკები თეკლესა, შვილებსა ვნახავ და შენთან დავბრუნდები. ძლივს ამოთქვა აღელვებულმა ნიკალამ, თამარს აკოცა და ვაგონის კიბეზე ნელა-ნელა ჩაიტანა სულგაცლილი სხეული. შეძახილებისა და სიხარულის გამომხატველ ოვაციებში ჩაიკარგა ნიკალა, თამარი ვეღარ ხედავდა, გულიც აემღვრა და - თვალებიც. ყველაფერი ნაცრისფერ ნისლში გაეხვია. ქვეცნობიერად ბევრჯერ ჰქონდა ეს სცენა წარმოდგენილი, მაგრამ ახლა ძალიან გაუჭირდა. პირველად დარჩა ნიკალას გარეშე, თანაც, უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო... ვაგონში მაღალი აღნაგობის ორი ვაჟი შემოვიდა და თამარის წინ გაჩერდნენ. - აბა თუ გვიცნობ, ვერ გვიცანი? შენი ძმები ვართ! უთხრეს ბიჭებმა და გადაეხვივნენ მონატრებულ უფროს დას. 63
- რომელია შენი ბარგი? - ჰკითხეს ბიჭებმა და კიდევ ერთხელ ჩაიკრეს გულში ატირებული თამარი, რომელიც ვეღარ უძლებდა მოზღვავებულ ტკივილსა და სიხარულს და ცრემლებს გასაქანი მისცა, ნებაზე მიუშვა. - დედა სად არის, დედაი? - იკითხა თამარმა. - დაბლა გველოდება! - უთხრეს ბიჭებმა, ბარგი ბუმბულივით აიტაცეს და თამარს წინ გაუძღვნენ. ცოტა ხნით შეჩერდა თამარი ვაგონის კიბესთან, თვალი მოავლო უამრავ ხალხს, მისი თვალები ვიღაცას ეძებდა და აი, შეხვდნენ ისინი ერთმანეთს... მათი მზერა თითქოს გადაეჭდო ერთმანეთს, სიცოცხლეს გაიღებდა ახლა ორივე, ისე უნდოდათ ერთად ყოფნა. ნიკალა მიხვდა და იგრძნო, რომ თამარი რომ უკვე ნანობდა ჩამოსვლას. ცოტაც და, ნიკალა მობრუნდებოდა და ჰაერში აიტაცებდა თამარს. ეს იგრძნო თამარმაც, თავი დახარა და ამით თითქოს დროებით შეაჩერა გრძნობათა უხილავი კავშირი, ელექტროდენივით რომ უვლიდა ორივეს ტანში. ასე ძლიერ თუ უყვარდა ეს ჭაღარა ბიჭი, არ ეგონა თამარს. სადგურიდანვე აედევნა მარტოობის მძიმე განცდა... ნიკალას მომეტებული ზრუნვა და სითბო ახლა ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ ერთსულ და ერთხორცად ქცეული ორი ადამანი უკვე ცალ-ცალკე დარდობდა უერთმანეთობას და რაც უფრო შორდებოდნენ სადგურს, მათ შორისაც ტკივილით წვებოდა მტანჯველი სიცარიელე - ციმბირულ სატანჯველზე უფრო აღმატებული და გადაულახავი! თამარი მიხვდა, რომ ეს დღე სამუ64
დამო ბარიკადად დარჩებოდა მის ცხოვრებაში... ამ დღით დამთავრდა ის, რაც რვა წლის წინ, ამ სადგურიდან დაიწყო! იცოდა, განა არ იცოდა, რომ ნიკალასთან ერთად არ მიესვლებოდა სოფელში. ვერავინ გაიგებდა თამარისა და ნიკალას გადაწყვეტილების სისწორეს. ნათესავები და მეზობლები განუკითხავად ჩაქოლავდნენ, დაწყევლიდნენ. მარტო რომ ყოფილიყო ნიკალა, მაშინ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. ნიკალა და თამარი შვილს ელოდებოდნენ. ქალი გრძნობდა, რომ მარტო მოუწევდა შვილის გაზრდა, რომ ცალუღელობისთვის იყო განწირული. უნებურად ჩამოისვა ხელი ამობურცულ მუცელზე, მერე ღრმად ჩაისუნთქა „გორიჯვრიდან“ მონაბერი, მონატრებული ჰაერი და უფლის სამადლობელი ამოთქვა მისმა ბაგეებმა: - მადლობა, უფალო, ყველა განსაცდელისთვისა და იმ სიხარულისთვისა, ჩემი პატარა რომ უნდა მოევლინოს ქვეყნიერებასა. მადლობა, გადარჩენისთვისა და სამშობლოში დაბრუნებისთვისა. - გულაფანცქალებულმა, გვერდულად, ფრთხილად დაიწყო კიბეზე ჩასვლა. კიბის ბოლოში ლევანმა ხელი შეაშველა თამარს. - როგორ დამშვენებულხარ, თამარ, შენ ციმბირში იყავი თუ „ბახმაროზე“? - უთხრა სიცილით და გულში ჩაიხუტა, როგორც მაშინ, დიდი ხნის წინ, გიორგის ეზოში რომ ეჭირა ხელში სამი წლის თამარი და ლიზას რომ დაეძებდნენ მისი თვალები. 65
- დედა, მე დავბრუნდი! - შეჰყვირა თამარმა და სიხარულით გულამოვარდნილ, გაჭაღარავებულ ლიზას გადაეხვია. - როგორ მენატრებოდი... შენი სუნი, შენი ნაწნავები, შენი ხელების სითბო მენატრებოდა, დედა! - ტირილნარევი ხმით ეფერებოდა და უკოცნიდა დედას დამჭკნარ სახეს. სახლში რომ დაბრუნდნენ, თამარს ძმებმა უთხრეს, რომ არ უნდა აღელვებულიყო იმაზე, რასაც ახლა ეტყოდნენ: - აღარავინ ელოდებოდა გადასახლებულების უკან დაბრუნებასა, „კეთილმოსურნეებმა“ მამაშენისეული სახლი გაძარცვეს, ბაღის სამანიც აშალეს და გააერთიანეს ნაკვეთები... იქაც ხო მოგწერეით მაგათი ავკაცობის ამბავი... არ უნდოდათ, შენი დაბრუნებაი, არა! თქვენ ვინ გეკითხებათო, მამული ჩვენია და რასაც გვინდა, იმას ვუზამთო, - უთხრეს ძმებმა და დამნაშავედ ჩაკიდეს თავები. საგონებელში ჩავარდა გოგო... - რა უნდა ვქნა, აღარც ბაღი და ნიკალა, აღარც - სიმშვიდე! - ოხრავდა და ცრემლიანი თვალებით დასჩერებოდა ბამბის ძაფზე გამობმულ სახლის გასაღებს, რომელსაც პატრონივით დაჰკარგვოდა გზა და მისამართი. სამი დღის შემდეგ, ორღობის ვიწრო ბილიკზე, რომელსაც ნაპირზე ღელე ჩამოუდიოდა, თამარს მოულოდნელად დადარაჯებული ნიკალა შეეფეთა. ორივე შედგა. მღელვარებისაგან სუნთქვა შეეკრა გოგოს. არანაკლებ დღეში იყო ნიკალაც. ერთმანეთს თვალებით ზომავდნენ. თა66
მარმა გაქცევა სცადა, მაგრამ ორ წამში დაეწია კაცი, ორივე ხელით სახე დაუჭირა და გადარეულივით დაუწყო კოცნა. - მეტი აღარ შემიძლიან, თავს ვერ ვერევი, გიჟივითა ვარ, მიყვარხარ და კუბოს ფიცრამდე მეყვარები, თამარ... მკვდარიც სამჯერ ვიტყვი იმასა, რომ მიყვარხარ უზომოდა. - გაშმაგებული უკოცნიდა ხელებს, თვალებს, ყელსა და თმას, მართლა გიჟსა ჰავგდა, - ძალიან მენატრები თამარ, სულ შენ მელანდები... შენი ხელები, შენი ტუჩები, სუნთქვა და შენი სურნელი მელანდება ძილშიცა და ცხადშიცა. აღარ შემიძლია უშენოდა, აღარა... ახლა უფრო მივხვდი, როგორ მყვარებიხარ! - აბა დაიფიცე! - უთხრა ჩურჩულით, თვალდახუჭულმა და ბედნიერმა თამარმა. - ყველა ჩემი სიტყვა ფასობს თამარ, იმიტომა, რო სიმართლეა. კაცურ სიტყვასა ფიცი ვნებს, იცოდე. შენ სიყვარულსა ჩემი კაცური ნათქვამი სიტყვით ვადასტურებ, და გულწრფელად გეუბნები, რო ეს სიმართლეა... მიყვარხარ უზომოდა... თეკლე არასოდეს მყვარებია ასე, თამარ! არ მინდოდა ამის თქმაი, მაგრამა რა ვქნა... ჩემი ხარ პირველ დანახვისთანავე! არ ვიცი, რა მოხდა მაშინა, რა ცეცხლი შემომინთო შენმა გულმა და თვალებმა, გამარჯობაც კი არ გქონდა ნათქვამი და უკვე მიყვარდი... თავისთავად მოხდა ესა, თამარ, თავისთავადა... მინდა გჯეროდეს, რომ ძალიან მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად. უშენოდ ისე ვგრძნობ თავსა, თითქოს სული ამომაცა67
ლეს! მძიმე ცხოვრება გვერგო, თამარ... ჩვენი წარსული ყველას კარგად ემახსოვრება, არავინ აიტკიებს თავსა იმაზე ფიქრითა, რასა ვგრძნობთ ჩვენა და რა ცეცხლი გვინთია გულში... გულში გვიყვარდეს ერთმანეთი, თამარ, გულში... იქ ხომ ვერ ჩაიხედებიან და ვერ გაიგონებენ ჩვენი გულების ხმასა. ღმერთოოო, როგორ მენატრები ყოველწუთსა... თეკლეს სახე უნდა ნახო მაშინა, შენი სახელი რო წამომცდება ხოლმე. აუტანელია ჩემი იქ ყოფნაი. ბავშვები ბედნიერები არიან, მაგრამა მე რა უნდა ვქნა უშენოდა, გოგო, რაი? - ბავშვები... ბავშვები... - ფიქრიანად წარმოთქვა თამარმა და უცებ მოიცილა ნიკალა, - ვინმე დაგვინახავს და შევრცხვებით! - მის თვალებში ახლა უცხო სხივი იდგა, უცნაურად უცხო, ნიკალასთვის გაუგებარი. თითქოს ყინულივით ცივი მთა აღიმართა ახლა ნიკალას წინ. ასეთი მზერა, მატარებელის სადგურში ჰქონდა თამარს, როცა ქმრის მომლოდინე თეკლე დაინახა. - რომ გითხრა, აღარ მიყვარხარ, რას იზამ, ნიკო? მოულოდნელად ჰკითხა თამარმა. - ამას ვერ მეტყვი, იმიტომა რო შენ ტყუილს ვერ იტყვი, ვერ იცრუებ... შენ თვალებში და გულში ისევ ბუდობს სიყვარული, თამარ! - მართალი ხარ, მაგრამ ასე ვეღარ გაგრძელდება. მე არ დავუშვებ ამასა, ნიკალა. იქ, სიკვდილს ვუყურებდით თვალებში და ერთმანეთი გადავარჩინეთ. აქ, ქართველები ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ, სხვანაირი ჯი68
ში და გენი გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას იტყვიან ჩემზე თანასოფლელები, რადგან საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დავბრუნდი და მათ გვერდით უნდა ვიცხოვრო... მე ძმები მყავს, რომლებიც მომხედავენ და მიპატრონებენ, არ მინდა, რომ მათ შერცხვეთ ჩემს გამო, შენ ხომ მაინც სხვისი ქმარი გქვია... ჩვენ უნდა დავშორდეთ, ნიკო, აღარასოდეს მნახო, გემუდარები! - უთხრა თამარმა და ატირებული, სირბილით გაუყვა ბილიკს. გაოგნებული იდგა ხელებჩამოყრილი და თამარის სურნელით გულავსებული ნიკალა. კარგა ხანს იდგა უმწეოდ, ვერ იგრძნო, როდის ატირდა... თავზე შემოირტყა ხელები და მუხლებზე დაეშვა: - დაიწვას ჩემი გაჩენის დღეი, რისთვის ვისჯები, რისთვისა... - ყოჩაღ, გიორგას გოგოსა, ყოჩაღ! არ მეგონა, ამდენი რამის ატანა თუ შეეძლო! - მოესმა ზურგს უკან. ნიკალას ელდა ეცა, ფეხზე წამოხტა, შემობრუნდა. - შენ რა, გვისმენდი? - შეჰყვირა ნიკალამ. - არა, არ მინდოდა, მარა... მომიწია მოსმენაი. ვენახსა ვრწყაავ, ორი დღეა დავიტანჯეი კაცი. ვიღაცა ოხერი მიწყვეტს წყალსა და აქ ვიყავ დამალული, პანტის ძირშია და ჩემდაუნებურადა, მსმენელი და მნახველი გავხდი ამ ამბისაი. - უთხრა შაქრო ძიამ და დარცხვენილმა ქუდი მოისრისა თავზე. - მე კი არ გაგთქვამთ, შვილებო, მაგრამაა... მართალსა გეუბნება, ნიკალა, ის პატარა გოგოი. თამროზე დიდი 69
ხარ, კაცო, ბევრადა. დაფიქრება გმართებს, შვილო, დიდი შვილები გყაავს. შენი, პელო და პეპელაი, დაბარიშნავდნენ უკვე, ვინ ითხოვს მაგათა წესიერი, შენ რო ესე სდიო ამ პატარა გოგოსა. ამასაც სახელი წაუხდება და არც შენ დაგადგება კარგი დღეი. შემოუძახე, მაგ გულსა და ჩასვი საგულესა. თუ მართლა გიყვარს, სხვანაირადა იზრუნეი, შორიდან უპატრონეი, უბატონოდ ხმა არავის გააცემინო. ისე უნდა მოიქცე, არც მგლის ლუკმა გახადო და არც შენ მიეკარო, გესმის? აი, ეს არი თქვენი სიყვრულის ბოლოიიი... შეცდომა დაუშვით ორივემა, არ უნდა დაბრუნებულიყავით... ეხლა, ნება იბოძეთ და პატივი ეცით სოფელ-ქვეყანასა! ვაჟკაცი იყო მაგის მამაი, ცხონებული გიორგაი... ეტყობა, გენში აქვთ ამტანობა და სიმტკიცეი! აფერუმ, გოგო, რა ვაჟკაცურად უმკლავდება განსაცდელსა! ისე კი, ცოდოა უქმროთა, ეს ლამაზი ქალი. მოუნახავენ ვინმესა ნათესავები, ვინ დააბერებს ამ მთვარესავით ქალსა უკოცნელადა... მარა, შენ აღარ გეკუთვნის, ნიკალა, ეგ გოგოი, აღარა... ჩემი ბებრული ჭკუითა, თუ გიყვარს, შეეშვი და შორიდან უპატრონეი. - უთხრა მომხდარით არანაკლებ აღელვებულმა შაქრო პაპამ და ღელედან „პილატესავით“ ამოიბანა ხელები, - მე მითქვამს და... - ჩაილაპარაკა და ღელის პირს უხმოდ გაუყვა.
70
თავი მეხუთე ნიკალასგან გამოქცეული და ატირებული თამარი საბძელში დაიმალა გულის მოსაოხებლად. არავის ნახვა აღარ უნდოდა, მიხვდა რომ მარტო უნდა გამკლავებოდა საკუთარ ტკივილებს. იქ, ციმბირში მიღებული მართებული გადაწყვეტილება, აქ, საქართველოში, მცდარ ნაბიჯად, შეცდომად ითვლებოდა. ისინი რომ „საიქიოდან“ იყვნენ მობრუნებულები, ამაზე აღარავინ ლაპარაკობდა... შეხვედრის პირველმა ტალღამ მეტ-ნაკლები სიმშვიდით გადაიარა და ახლა თამარის სადარდებლით აღარავინ აპირებდა გულისა და სულის ატკივებას. თამარი ნანობდა საქართველოში დაბრუნებას, ძალიან ნანობდა. რა უყოს ამ სიყვარულს, როგორ დამარხოს და როგორ დაასამაროს. ბევრად იოლი იქნებოდა, ერთ სოფელში რომ არ ეცხოვრათ. აგერ, სადაც არ ელოდებოდა, იქ შეეჩეხა ნიკალას... წამი არ ყოფილა მასზე რომ არ ეფიქრა. ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა მის არსებობას, გამუდმებით ნიკალას ჩრდილი დაყვებოდა გვერდით. საქმეში გართული მთელი დღე ფიქრებით ესაუბრებოდა: - ვინ იცის, თავს როგორ ევლება თეკლეი? ფიქრობდა გამწარებული თამარი და გული ეკუმშებოდა იმაზე ფიქრით, რომ მალე შვილი ეყოლებოდა და როგორ უნდა ეთქვა ბავშვისთვის, ვინ იყო მამამისი? შენი სახელი წამომცდება ხოლმეო! - ეს რა უთხრა, ნიკა71
ლამ, ესღა უნდოდა? - ჩემო ნიკალა, რა ვქნა ახლა უშენოდა, რა? - უხმოდ კიოდა მისი გული. მოკუმული ბაგეები ბგერას გარეთ არ უშვებნენ და გულმუცელში ღვიოდა ვერამოთქმული დარდი და ვარამი. საბძლის კარი ჭრიალით გაიღო. ჩამავალი მზის წითელი სხივები მაშინვე შემოიჭრა ჩაბნელებულ საბძელში. მოხუცი ლიზა შემოვიდა და ფრთხილად, ნელ-ნელა, ჭრიალით დახურა კარი. - რაღაც უჭირს ჩემ შვილსა! - გაიფიქრა და ცნობისმოყვარე, შეშფოთებული გამომეტყველებით თამარისკენ წავიდა. - რა გიჭირს, შვილო, რა ხდება ჩვენს თავზედა... რატომ არ მეტყვი, დედა გენაცვალოს? მეტს ვეღარ გაუძლდო თამარმა, მდუღარე ცრემლების ნიაღვარი წასკდა და საკერებლებით ამოკემსილ დედის კალთაში ჩარგო ლამაზი თავი, დიდხანს იტირა... - იტირე, შვილო, იტირე, გულზე მოგეშვება. - თვითონაც ტიროდა და შრომისგან დაღარულ ხორკლიან ხელს, ნახშირით გახურებულ უთოსავით, ფრთხილად დაატარებდა შვილის თავზე. - მეც ენგრე მარტოკა ვიცოდი ტირილი, მხოლოდ გიორგი იყო ჩემი მესაიდუმლეი, აცხონოს უფალმა. რა გიჭირს, მითხარი, ამოიღე ხმაი! ლიზამ, გასახლების დღეს საბარგო მანქანაზე ასვლის წუთიდან ყველაფერი მოუყვა დედას: როგორ ზრუნავდა მასზე ნიკალა, როგორ აცოცხლეს და გადაარჩინეს ერთმანეთი და შიშით და რიდით აუწყა, რომ ნიკა72
ლასგან შვილს ელოდებოდა... კარგა ხანს დუმდა ლიზა... მერე, ხელი მოხვია, გულში ჩაიხუტა და ხმის კანკალით ძლივს წარმოთქვა: - როგორ გაწამებულხარ, შვილოოო... რატომ აქამდე არ მითხარი, ერთი ადამიანისთვინა ძნელია ასეთი ტვირთის ტარებაი, ძნელი... ყველაფერი უფლის ნება არი, შვილო, ამის დამალვა არ იქნება და ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ დავმალავთ. კვირაძალზე, როცა მოსაღამოვდება, რომ არავინ დაგვინახოს, შავ მამალს შევწირავ ნათლისმცემლის ტაძარსა, იდიდოს იმისმა სახელმა... შენ, მშვიდობითა მყავდი, ჩემო სიცოცხლევ... ლევანსა და ბიჭებსა კიდე მე ვეტყვი, ნუ შეგეშინდება! თამარი მეორე დღეს სოფლის საბჭოში ჩავიდა. თავმჯდომარემ, შალვა აბულაძემ, დაბრუნება მიულოცა და დაბალი ხმით უთხრა: - რატომ არ დამიჯერე, შე უდრეკო, შენა ჰაა, რატომ არ დაიმალეი იმ ღამესა? თამარმა გაუღიმა და ისეთი თვალებით შეხედა, ყველაფერი იყო ამ გამოხედვაში: მადლიერებაც, ტკივილიც, სიხარულიც, წყენაც. - ახლა რა გაგჭირვებია? - ჰკითხა შალვამ. - მამისეული ბაღი მინდა დავიბრუნო, ბედიანაანთში. ქიტეს ბიჭს სამნები გადაუწევია, თქვენი დახმარება მჭირდება, - უთხრა თამარმა. - ვიცი, ვიცი, ცნობილია ეგ ამბავი ჩემთვინა. გული არ გაიტეხო შენა. მაინც, როგორ მერცხალივით გადარჩი და მოუბრუნდი, გოგო, ბუდესა, - უთხრა შალ73
ვამ და გაუცინა. - სხვა სადარდებელიც გიჩანს თვალებში შენა, მოდი აქ ჩამოვსხდეთ, ჩრდილშია. - უთხრა და კანტორის ეზოში მდგარი ცაცხვებისკენ წავიდა, სადაც ორი უშველებელი შავი საფლავის ქვა, ერთიმეორის გვერდით იყო მიწიდან ამოზიდული. დრო-ჟამის სიძველისგან აღარც ამოტვიფრული ასოები და აღარც ვინაობა ეტყობოდა. სოფლის ბიჭები ჩრდილში დასასვენებლად იყენებდნენ, ზოგჯერ ზედ დომინოსაც თამაშობდნენ. - რა გიჭირს, გოგო, ამოთქვი, და-ძმურად გეკითხები. ახლა მაინც დამიჯერე, შე კერპო, შენა. თამარმა თავმჯდომარეს სთხოვა, რომ დახმარებოდა მითვისებული მამულების დაბრუნებაში და სანცვლოდ, ვენახს მოუცვლიდა მეურნეობას... საკარმიდამოდ, ქვემო უბანში ითხოვდა ნაკვეთს, დედასთან ახლოს. - ვიცი, არ გამახარებენ იქა, მოსავალიც მოკრეფილი დამახვედრეს და ახალ შარს გადამყრიან ისევა, აღარც დავისა და კამათის თავი მაქ, შალვა, ბავშვს ველოდები, უნდა დამეხმარო! - თავი ჩაღუნა გოგომ. - კარგი, თამარ, კარგი, ეშველება ამ საქმესა, ნუ გეშინია, ბაღსაც მოგიცვლით და სამუშაოსაც გინახავთ, არ იდარდო. ბავშვის საქმე როგორ იქნება, რას ამბობს ნიკალაი? - ეზოში მოჩხრიალე წყალზე ცხვირსახოცი დაასველა და სიცხისაგან გავარვარებულ თავზე ქუდივით დაიფარა შალვამ. - ჩვენთან უნდა ყოფნაი ნიკოსა, მარა, არ ვიზამ მაგასა, სამი გოგო ყავს და მიხედოს შვილებსა. მე გავზრდი ჩემ შვილსა, როგორც იქნება. 74
- ქვა ხარ, ქვაი! - თავი გაიქნია დოინჯშემოყრილმა ჩაფიქრებულმა შალვამ. - ერთ რაღაცას კი გეტყვი და სწორად გამიგეი, არ ივარგებს ნიკალას შენთან წამოსვლაი, არ მოისვენებს თეკლეცა. სოფელია აქა... ჭირსა და ლხინში სახლში ხო არ გამოიკეტება, კაცია... დათვრებიან მერე სადმე, აქეთა მხრიდანა... იქიდანა და... მოხდება შარიიი! შეეშვი, აღარ გაიკარო, დაივიწყეი, ჯობია, რა! მაგანა კიდე, მიხედოს თავის გოგოებსა, არც თეკლეს ულხინდა აქა უმაგისოდა, მარა უერთგულა და არ შეურცხვინა ნიკალას სახელი. მაგას კიდე, მე დაველაპარაკები. იზრუნებს ბავშვზე, მაგრამა შენთან ვეღარ იქნება, იფიქრეი ამაზე. რამდენი წლისა ხარ, თამარ? - ჩაეკითხა თამარის ბედით შეწუხებული კაცი. - ოცდაექვსისა ვხდები, ორ იანვარს, - უპასუხა თამარმა. - ჰოდა, შენ კიდევაც გაგათხოვებთ და ქორწილსაცა ვჭაამთ. - გაუცინა შალვამ. დანაღვლიანებული გული გაეხსნა, იმედით სავსე წამოვიდა თამარი. სამ თვეში უნდა ემშობიარა, ეშინოდა, მაგრამ იმის შიში აღარ ჰქონდა, რომ კიდევ მოუკვდებოდა შვილი ან მოწამლულ ჰაერს შეისუნთქავდა ბავშვი. აქ არც მაღარო იყო და არც - მკაცრი ზამთარი. დედასთან იყო, მზიან საქართველოში. ივლისის ერთ დღეს, პაპანაქება სიცხეში, თამარი თუთის ჩრდილში ხმელ ტახტზე იწვა, ისვენებდა. ფეხები უსივდებოდა ბოლო დროს, ხშირად უწევდა წამოწო75
ლა. ოჯახის წევრები კოლმეურნეობაში გაკრეფილიყვნენ. ძაღლმა ყეფა დაიწყო და თამარიც ნელ-ნელა წამოჯდა ტახტზე. შილიფად იყო, თავისი შეკერილი, ასკილებით მოხატული სარაფანი ეცვა. ციმბირიდან ჩამოტანილი საკერავი მანქანით კერავდა უამრავ რამეს. ქალებს ლამაზ კაბებს უკერავდა და ცოტა შემოსავალიც ჰქონდა ამითი, თან გულს აყოლებდა, არც საძნელო საქმე იყო. ახლაც, ეგონა საკაბეს თუ მოაკითხა ვინმემო, გააღო ხის ჭიშკარი და კარებში ორი ჩემოდნით მდგარი ნიკალა დაინახა. - როგორა ხართ, თამრიკო, - უთხრა ნიკალამ და წამოზრდილ მუცელზე შეხედა გოგოს. - კარგადა ვართ, მშვენივრადა, - ცივად უპასუხა თამარმა და კარის მიხურვა სცადა. ჩექმიანი ფეხი ჩაჰყო კარებში ნიკალამ და უთხრა: - საგანგებოდ მოვედი ამ დროსა, ვიცოდი, რომ მარტო იქნებოდი. აი, ესა, ის ობლიგაციებია, ერთად რომ ვაგროვებდით ციმბირში, მე არ მინდა, ბავშვს მოახმარეი... ზომიერების გრძნობაი, თამარ, დიდი ნიჭია, თორემა თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება თურმე. ალბათ, მეცა, თავი მოგაბეზრეი. - ჩემოდნები კართან დააწყო და თავჩაღუნული გაბრუნდა, მერე ისევ შემობრუნდა და მწარე ღიმილით უთხრა: - იქნება, ერთი ბიჭი გამიჩინო, თამარ, ნიკალაევიჩი! თამარმა კარი მიხურა და აძაგძაგებული, ზურგით აეკრა კარს. როგორ უნდოდა ახლა გაქცეულიყო და გულ76
ში ჩახუტებოდა ნიკალას, როგორ სჭირდებოდა ახლა მისი მზრუნველობა, მაგრამ არა, ერთხელ ნათქვამ სიტყვას არ გატეხდა, უკან არ დაიხევდა... კარზე ზურგით აკრული ისევ გრძნობდა ნიკალას თვალების სითბოს, მაგრამ გულის სარკმელი ისე საგულდაგულოდ ჰქონდა დაგმანული, რომ პაწაწინა სხივსაც აღარ შეუშვებდა... სამუდამო იყო მისი გულის განაჩენი და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მარადიულად ამ უმკაცრესი განაჩენის ტყვე გამხდარიყო! სექტემბრის ერთ დილას, ბებია ქალი შეიყვანეს რაჟამაშვილების ეზოში, რომელიც ორი დღე არ მოსცილებია მშობიარეს რთული მდგომარეობის გამო. არც ნიკალა მოსცილებია იფნების ღობეს. თავში ხელებჩარგული საცოდავად იჯდა და ისმენდა თამარის კვნესასა და გოდებას. ლევანმა აუკრძალა მას სახლთან მიახლოება. ოთხ სექტემბერს, დილის ხუთ საათზე, დიდი წვალებითა და უბედურებით იმშობიარა თამარმა და შეეძინა გოგონა, რომელსაც სახელად ციური დაარქვა, რადგან მას, ციმბირის საჩუქრად თვლიდა. შალვამ პირობა აასრულა. კოლმეურნეობამ ათი მეასედი ნაკვეთი მოუცვალა სახვაძეების უბანში თამარს, დედასთან ახლოს. რომ გამოზაფხულდა და დათბა, თამარმა ახალ ნაკვეთში მიწის თხრა დაიწყო, - განიერი, დიდი ორმო გათხარა, თიხანარევ მიწაში ცოტაოდენი ბზე აურია, წყალი ჩაასხა, შემდეგ რეზინის ჩექმებით შიგ ჩადგა და თიხის მოზელვა დაიწყო. ტირილითა და მდუღა77
რებით ზელდა მიწას... ახლა უფრო მეტი დრო ჰქონდა ფიქრისათვის, თითოეული არაკეთილმოსურნის სახეს იხსენებდა ამ დროს. ჯინაზე, მტრების ჯიბრზე სიცოცხლე უნდა გაეგრძელებინა... სიკერპით იმაგრებდა თავს, ხან სიმღერით იკეთებდა გულს... იბრძოდა, როგორც შეეძლო. ძმები საქორწილოდ შეღერებულიყვნენ უკვე. ცოლის მოყვანას აპირებდა შუათანა ძმა. ვის ესიამოვნებოდა ბავშვიანი მულის ოჯახში დახვედრა. იცოდა ეს თამარმა, კარგად ხვდებოდა ყოველივეს. ამაყი იყო და იბრძოდა, რომ თავისი ჭერი ჰქონოდა. მოზელილ თიხას, ფიცრით გამზადებულ ყალიბში სათუთად აწყობდა შიშველი ხელებით. ცრემლით ალბობდა თითოეულ ალიზის აგურს, ეჩურჩულებოდა, ოცნებებს უზიარებდა და მზეზე აწყობდა გასაშრობად. გმირულად უმკლავდებოდა ბედის უმკაცრეს გამოცდას, მაგრამ მარტო დარჩენილი თამარი ალალად უტყდებოდა გულს, რომ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი აკლდა მის ცხოვრებას... თავს იწყევლიდა ციმბირის დატოვების გამო!
თავი მეექვსე ნახევარ წელზე მეტი მოუნდა ორი ოთახის სამყოფი ალიზის მოზელასა და ამოჭრას თამარი. ბავშვიც მთელი დღე დედის გვერდით იმყოფებოდა. ლიზა ბებოს შეკერილი ნაჭრის თოჯინით თამაშობდა, რომელიც ბამბით იყო გატენილი და თვალების მაგივრად მწვანე ღილები ჰქონდა მიკერებული. 78
ოქტომბრის ერთ გვიან საღამოს, მისმა დეიდაშვილმა ავთომ, სოფლის ათიოდე ბიჭს თავი მოუყარა და დახმარება სთხოვა თამარის სახლის საძირკვლის გასათხრელად. მეორე დღეს, ბიჭები, დილაადრიანად გამოცხად-დნენ ბარებითა და ნიჩბებით და ადრიანად შეუდგნენ საქმეს. დასცვივდა ლამაზი ქოჩორა თავები ლიზას ქათმებსა და ინდაურებს... კეცებზე გვერდს ლამაზად იბრაწავდნენ ,,ჭახრაკინები“ და ხაჭაპურები... ლიზამ, თონიდან ამოყრილი, ცხელ-ცხელი ლავაშ-ლიკანი გასაციებლად ორომზე გაშალა... ლევანმა, „ლომიაურისა“ და „აბისულას“ ნაზავი ღვინო ოცლიტრიანი ბოცით მუხის ჩრდილში, ღელეში ჩადგა ჩასაციებლად. სიცილითა და ხორხოცით იჭრებოდა და ღრმავდებოდა საძირკველი. ოხუნჯობდნენ თამარის პირტიტველა ბიძაშვილ-მამიდაშვილები. - ცოტაცა, არსენ, ცოტაცა და მალე ვეღარ გამოჩნდები მიწის ზემოდანა, მერე მოვა თინიაი და ჩირაღდანით მოგძებნიის. - ხარხარებდნენ ბიჭები და დასცინოდნენ ტანით დაბალ, მაგრამ, კუნთმაგარ არსენას, რომელიც დასრულებულ ყანაზე ცოტა მეტი სიმაღლისა თუ იქნებოდა. არც კი სწყინდა, დალოცვილსა, ხუმრობა... იცინოდა და სასაცილოდ მოუჩანდა ნიახურის ფესვივით წინ გადაღრეცილი კბილები. კეთილი კაცი იყო არსენა, რაღაცნაირად ალალი და მართალი. - ეხლა ის მოუყევი ბიჭებსა, ცოლი როგორ შეგრთო მაჭანკალმა ფეფემა, - აუტყდა რობე არსენს. 79
- ეეეჰ, დაიწყეთ ეხლა თქვენა და რაღა გაგაჩერებთ, იცინოდა არსენა. - სალაზღანდაროდა ვართ, კაცო, აქა წამოსულებიიი... იმუშავეი! - თვალი ჩაუკრა მიშას და ლევანს ჩუმად გახედა. ლევანსაც ულვაშებში ეცინებოდა. - გამოიდებს ეხლა თავსა და გვახვეწინებს... ოღონდაც შენ მოგვიყევი და შენ მაგივრადაც მე გავთხრი! სიტყვა შეაწია საშულამ. - კარგი, რაც არი, არიიი... ოღონდა, პაპიროსი მომაწევინეით ჯერა. - თქვა არსენამ. ამოხტა ორმოდან, შაჰივით გადაიჯვარედინა ფეხები, მერე გამზადებული „მახორკა“ პაპიროსი ღრმად მოქაჩა და დაიწყო: - თქვენ იცინეით და... ამ ჩემმა გვარ-სახელმა ბევრჯელ მიშველა, კაცოო! მინამა მნახამდნენ, კარგა იყო საქმეი, ხუმრობა ხო არ არი - არსენა ვარ, დევიძეი! - გაიღრიჭა არსენმა. - გადამეკიდა ფეფეი და არ მამასვენა, კაცო, გინდა თუ არა, ერთი საშენო, „მწყერივით“ ნათესავი გოგო მყავს, ზუსტად საშენფეროა და უნდა გაგირიგოვოო! - ოჯახი ვის არ უნდა, მაგრამა არც ჭერი ჰქონდა ჩემი ალიზის ერთ ოთახსა და არც არაფერი, ნელ-ნელაობით ვაკეთებდი... ან სად მეჩქარებოდა, ცოლი მე არ მაწუხებდა და შვილი. გადამეკიდა ეს ოჯახქორი და გასაქანი არ მომცა. ეხლა ვიფიქრეი: - იქ რომ გავყოლოდი, მეღვრეკისში, ქალის სანახავადაა, უეჭველი დამიწუნებდნენ, მოგეხსენებათ ჩემი ტან-ფეხის ამბავი. ჰოდა, ხერხს მივმართეი და ვუთხარი ფეფესა: - თუ მართლა 80
შენი ნათესავია ეგ მწყერივით გოგოი, აქეთ ჩამოიყვანე, შორიდან შევათვალიერებ „მიმინოსავითა“ და გეტყვი, თვალში მომივა თუ არა მეთქი... - კარგიო, - დამეთანხმა, მარა თან დაამატა: - აი, მეხი კი დაგეცა მაგ თავზე, შე ღჯოლიანო, შენა, რა აქვს შენი დასაწუნი იმ ჩემს ნათესავსა, ნეტაი, ჰაა... - რაღა მეხის დაცემა მინდა, ქალო, ისედაც მეტრა ოცი ვარ, ნახტომში-მეთქი. - ვუთხარი ფეფესა, ერთი კაი ქოქოლაც გამოვტყუე და წავიდაა... - მოკლეთა, მაშინაც მიწასა ვთხრიდი, ფეხისალაგითვინა. თანა, შიგა ძველი დაჭეჭყილი ვედრო მეგდო, იმითი ამომქონდა მიწაი ზევითა. მოგეხსენებათ, მარტო კაცის ამბავი, ორმოს გარშემო ვყრიდი მიწასა ვედროთი, ენგრე ვიიოლებდი საქმესა. ნება-ნება ვმუშაობდი. ერთი დღეც არი და ახალი ამოსული ვარ ორმოდანა, წელზეით გახდილი ვარ და ვაგდივარ ზღმარტლის ძირშია და ვახვევ გაზეთში თუთუნსა. გავიხედე და რასა ვხედამ... მოდის ე, ჩემი მაჭანკალი და ერთი ჯუჯულასავით შეთქვირებული გოგო მოყვებაა... - არიქა, არსენ, - ჩემს თავს ვუთხარი, - დაიმალეი მეთქი! დავყარე სიმწრით ნაშოვნი თუთუნი და ეგრე ხვლიკივით გაწოლილი წავედი ორმოსკენა, თან იქით ვიყურები, ხომ არა მხედავენ დალოცვილები-მეთქი. გავადინე ზღართანი ორმოში და ცოტა დამაკლდა, რომ თავი არ ჩამოვკარ იმ ვედროსა თორემაა, საფლავიც ჩემი ხელითა მქონდა გათხრილი და მოტირალნიც მოდიოდნენ თავიანთი ფეხითა. 81
- არსეენ! - გაისმა მაჭანკლის საგანგებოდ გაპრანჭული ხმაი. - ეგეთი ვაარ, გულსა სულ ბაგაბუგი გაუდის. - აი, ჭირი კი გეცა შენა, - ვიძახი ჩემ გულში, - რაღა სახლში მომაყენეი, მე თვითონა ვერა ვნახამდი? ვასკდები გულსა, მაგრამა განა რამდენ ხანს დავიმალებოდი, შევდექი ამ ჩემ დაჭეჭყილ ვედროზე, წელზევით ვაჟკაცი გამოვჩნდი რომაა, სულ ბელტივით კუნთები მაყრია ამდენი თოხი ქნევითა! - რა იყო ეფემია, რა გაგჭირვებია, ხომ მშვიდობა გაქ-მეთქი, - გავეპასუხე. თან ცალი თვალით ვათვალიერებ ჩემს ჯუჯულასა. დიდი ციგანი ვინმე იყო თითონაცა, ისიც ჩუმ-ჩუმად მითვალთვალებდა ღიმილითა. რამდენჯერმე შეხვდა ჩვენი მზერაი ერთმანეთსა და ლამის ჩამოვვარდი ვედროდანა... - რასა თხრი, არსენ, ოქრო იპოვეი? - გადამასხა მდუღარე წყალი მაჭანკლის ენამა. - ოქრო არა, ვერცხლის კოშკი! - შევუღრინე მეცა. - მეველე შემხვდა გზაში და მითხრა, - არსენასა თავმჯდომარე იბარებს, აგარაში უნა გაგზანოს და აქ დაერჭოსოო... ბარემ მეც აქეთ მოვდიოდი და დანაბარები გადმოგეციო. - თან თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და წავიდნენ. წავიდა და წაიღეს ჩემი გულიცა და მოსვენებაცა. ის დღე იყო და ის დღე, ეგრე ვშტერდებოდი, როგორც ჭაჭანაჭამი ინდაური. საცა დავჯდებოდი, დროის შეგრძნება მქონდა დაკარგული. აქამდე თუ ფეფო დამდევდა, ახლა მე ავუტალახეი კარები, ისიც მიმიხვდა და მაწვალებდა „პადარკის“ ეშხითა. საკაბე და ერთი ტო82
მარა ხორბალი უნდა მეფეშქაშებინა ამ საქმითვინა. სასიმამროს რომ გაუგია, მომავალი სიძე არსენაა და თანაც, დევიძეო, - კმაყოფილსა, ულვაშებზე გადაუსვია ხელი და უთქვამს: - ა, ემ მამა ღმერთსა, როგორც უნდოდეს, ისე იყოსო. მე თანახმა ვაარო... მამა ვარ, ჩემი თინიასათვის კარგი ბედი გამეხარდებაო! - რაკიღა ესენი ვიცოდი, დავაჩქარე სახლის საქმეცა. კრამიტი სულ ურმით ჩამოვზიდეით მაშინა, ხომ გახსოვთ, ბიჭებო? - გადახედა გაღიმებულ მსმენელებს არსენმა. - ენგრე იყო, ენგრე, - შემოუძახეს აქეთ-იქიდან. - მერე კაი ნედლი მუხის „კუშეტკაც“ შევკარი და წავედი ხელის სათხოვნელადაა. მინამა ცხენზე ვიჯექი, არა მიშავდა კიდევა... მარა, ცხენიდან რო ჩამოვედი, სასიმამროს დავუნახივარ და გაჯავრებულა: - ამ კრუხის პალოსა, ქალი როგორ გავატანოო, მარა, თინიას ცრემლების ხათრითა, ეს ამბავი გამოვიდა და ორი ვაჟკაციც გვეზრდებაა! - იცინოდნენ და თავს აქნევდნენ მონათხრობით კმაყოფილი მეგობრები. ამასობაში ბიჭები საძირკვლის გათხრასაც მორჩენილიყვნენ, საძნელოც არ იყო ორი პატარა ოთახის საძირკვლის გაჭრა. მზეც შუბის ტარზე იდგა უკვე... ბიჭებმა მტვრიანი ტანსაცმელი ჩამოიბერტყეს, ხელი გადაიბანეს და კაკლის ჩრდილისაკენ წავიდნენ, სადაც ბალახზე გაშლილი მამაპაპური სუფრიდან, მადისაღმძვრელი სურნელი იფრქვეოდა. 83
თავი მეშვიდე ღვინის ფიალასა ჰგავდა ოქტომბრის იმ ღამეს ლიცლიცა მთვარე, რომელიც დინჯი მწყემსივით ნელ-ნელა მიუყვებოდა ღრუბლების ფარას. რაჟამაშვილების სახლიდან ისევ მხიარული ხმები გამოდიოდა. არც სუფრასთან მჯდომ არსენას გაუჩერებია ენა. ისე გააცინებდა სხვას, რომ თვითონ ღიმილი არ მიეკარებოდა სახეზე. როცა დასერიოზულდებოდა, უკვე ვხვდებოდით, რომ სასაცილო ამბის მოსაყოლად ემზადებოდა... როცა თვითონაც გაეცინებოდა, თვალის კუთხეებიდან ცრემლის კურცხალი სცვიოდა და ხელისგულებით იწმენდდა. სოფელში ერთი გამხდარი, შავი, დიდთვალებიანი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ვერცხლისწყალივით მოუსვენარი, ერთმანეთს მიყოლებული, სამი მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავდა. სოფლის ბოლოში ცხოვრობდა მეორე კაცი, დაბალი, მსუქანი, დიდღიპიანი, რომელიც სანჩო ლამანჩელს მოგაგონებდათ. სამი გოგო ჰყავდა, ისინიც პატარები, ერთმანეთზე მიყოლებულები. „სანჩო“ ძალიან ხუმარა და ენაკვიმატი, ალალი, ნამდვილი ქართლელი გლეხი იყო. ერთ დღეს, გაბრაზებულმა, მოკიდა ხელი ცოლს და სახლიდან გამოიყვანა. - სად მიგყავარ? - ჰკითხა ცოლმა. - ექიმთანა! - უპასუხა „სანჩომ“. - რომ არაფერი მტკივა, მერე? - გაიკვირვა ქალმა. 84
- წამო იქა და აგტკივდება! - მკაცრად მიუგო კაცმა. იარეს, იარეს და მეზობელ უბანში, იმ დიდთვალებიანი კაცის ეზოსთან შეჩერდნენ. შიგნიდან ბიჭების ხმაური ისმოდა, ეტყობა ფეხბურთს თამაშობდნენ. ყველაზე პატარა ბიჭი კედელს შარდით „ხატავდა“... - ხედაამ? ხედაამ ამათა, კარგათ უყურეი, კარგათა! - გაგულისებით უთხრა ცოლს. ქალი გაკვირვებული იყო, რას ერჩოდა ქმარი ვერ გაეგო. - აბელა! - დაიძახა ხმამაღლა „სანჩომ“. ეზოდან აბელას ცოლმა გამოიხედა. ისიც შავ-შავი და გამხდარი იყო, ქმარივითა. - მობრძანდით! - შეიპატიჟა სტუმრები ღიმილით. - სადა გყამ, აბელაი! - ჰკითხა გულმოსულმა სანჩომ. - არ არი შინა, ვენახშია, ვაზსა ფურჩქნის. - უპასუხა ქალმა. - აი, ხო ხედამ, იმასაც ასწრებს და ვაზსაცა ფურჩქნის! - ისევ შეუღრინა „სანჩომ“ ცოლს. - ჩემი ქმარი რათ გინდა, კაცო? - გაიკვირვა აბელას ცოლმა. - იღბალი რო არა გაქ კაცსა, ეგ არი, რაა... ვაახ, ძლივს გადავწყვიტეი ამის აქ მოყვანაი და ის კიდევა ბაღსა ფურჩქნის. - წამოიძახა გულმოსულმა. - რას ამბობ, ადამიანო, ვერაფერი გავიგეი! - გადაირია აბელას ცოლი. - აი, ეს მოგიყვანეით, მეც მინდა ჩემმა ბიჭებმა ფეხბურთი ითამაშონ გაოფლილებმა, მთელი დღე ჩემ ეზო85
ში ტალახის ტორტები ცხვება და ირთვება ჭრელ-ჭრელი ყვაილებითა, ამომივიდა ყელში... ჰოოდა, გიტოვებთ კნეინასა. ასე უთხარი, აბელასა, რო მოვა: - ერთი ბიჭი გამიკეთოს ამაღამა, ამასა კიდევა, ხვალ დილაზე წავიყვაან. ოღონდაა... იცოდე, თავისი თვალები არ დაუყენოს, გაიგე?! - გაუშვა ცოლს ხელი და სახლისკენ წამოვიდა. - მოიცა, კაცო, ხო არ გაგიჟებულხარ შენა, სადა მტოვებ? - სირბილით დაედევნა ცოლი. - აი, შენ კი გაგისკდეს მიწაი, არა გცხვენიან? შინაურები ვაართ, კაცოო! - შეუტია აბელას ცოლმა (თითქოს გარეულებთან შეიძლებოდა ამ საქმის კეთება) და გაოცებულმა, უკბილო პირზე აიფარა ხელი. სულ სიცილ-ხარხარით იარა სახლამდე „სანჩომ“. უკან კიდევ, დასჯილი ბავშვივით, ნამტირალევი ცოლი მისდევდა. მერე კი მართლა ეყოლათ ერთი ლამაზი, თეთრი, ცისფერთვალება ბიჭი. რა დაულევდა სალაზღანდაროსა არსენასა, დაითენებდა თავზე იმდენი ამბები იცოდა, მაგრამ: - ოჯახსაც დასვენება უნდა, წავალ, ჩავეხუტები მეცა, ჩემ თინიასა, დილაზე ისევ აქა ვართ მოსასვლელები, საძირკველში ცემენტი უნდა ჩავასხათ, კაცებოო! - გამოაცხადა არსენამ და წამოდგა ფეხზე, მაგრამ რად გინდა რა, მაგიდაზე დადგმული დოქის სიმაღლე იყო არსენა და მაინც ვერ იგებდნენ, იდგა თუ იჯდა! ამხანაგების სული და გული კი იყო ეს პატარა კაცი. წავიდა და ბიჭებიც გაიყოლა. 86
დილის რვა საათისთვის ისევ ადგილზე იყვნენ მოსულები. ერთგულად ემსახურებოდნენ თამარს. გული გაუხსნეს ხრეშს, წყალი ჩაასხეს, ცემენტი აურიეს და ისე გემრიელად ზელავდნენ, ნიჩბებს სულ ხრაშა-ხრუში გაუდიოდა. - აჰა, მიშა, შენ სამი მანეთი, წადი მაღაზიაში და ამისი სულ აბაზიანები მოიტანეი. - უთხრა ლევანმა შვილს. გამზადებულ საძირკველში ხურდა ფული ჩაყარა და დაილოცა: - ღმერთო, დალოცე ეს ოჯახი, დოვლათი და ბარაქა ჰქონდეს და საძირკვლის სიმტკიცეი ამ სახლის პატრონსა! - მერე ზემოდან, კასრებით აზელილი ხრეშის ჩასხმა დაიწყეს ბიჭებმა და საქმეც გახურდა. ყოჩაღობდნენ ბიჭები, იცოდნენ, ლევანს საღამოს ნიშა ხბო უნდა დაეკლა. - მამიკიდეით პაპიროსი და ერთ ამბავსა მეც მოგიყვებით, - სიტყვა ითხოვა ვანომ. მიართვეს, და დაიწყო ამბის მოყოლა: - ერთი ნიქოზელი ძმაკაცი მყავ, გენადა ქვია. დეკემბერი იყო... არც ყინვა იყო და არც - თოვლი. სულ წვიმდა წინა დღეებში... ჰოდა, გენადამა მთხოვა, გავყოლოდი თავის სიმამრთან მისახმარებლადა... ცალხელა ყავდა სიმამრი. „ბირდაბირისთვის“ კბილები უნდა გაგველესა და შეშაც უნდა დაგვეპო. ახალი გამოდარებული იყოო... მივდივართ ამ ატალახებულ ორღობეში და ერთი სახლის ხის „ზაბორს“ გავუსწორდით, პაპიროსის მოსაკიდებლადა მყუდროში 87
გავჩერდით. ისეთი ხვნეშა და კვნესა გვესმის ღობის იქიდანა, რომაა... ერთ ადგილზე გავშეშდით მე და გენოი. ერთმანეთს შევხედეთ და გაგვეცინა. - ჩუუ-ო, - ხელით მანიშნა გენომა. - ჰოო - მეთქი, - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი, რაღაცასა ეშმაკობენ-მეთქი, - ვუთხარი ჩურჩულითა. - მოიცა კაცო, სუ ეგენი ნუ გელანდება შენა, - სიცილით მითხრა იმანაცა. ვიღას ახსოვდა ან სიმამრი, ან პაპიროსი. - აბა მანდედან ცოტა მაგრად ამოჰკა! - გვესმის ეზოდან კაცის ხმაი. - დაიცა, კაცო, გავასწორო ჯერა, დაიცა! - იძახის ქალი. ფერი აღარც ერთს არ გვადევს, დავწითლდით სიცილითა. პალტოს საყელო ჩაკბიჩა გენომა, ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა. - აქამდე ხო კაათ შედიოდა, ეხლა რა დაემართა ამ ვერანასა, დავიწროვდა თუ რა არი! - ბრაზობს კაცი. - ნელა ბიჭოო, ნელა, ნუ მომკალი, შემენგრა გულმუცელი, შენ წაგეკიდა ცეცხლი, ხელიდან მივარდება, ვერა ხედაამ? - მოთქვამდა ქალი. - ეხლა მაგრად დადექი, აქედანაცა ვცდი! - ეუბნება კაცი. - დროზე კაცოო, დროზეე, გავიყინეი, შენ გაგეყინა ძვლები, - კივის გამწარებული ქალი. - არ შედის და რა ვქნა, ამის დედაცა, ამისი! - მწარედ იგინება კაცი. 88
ერთმანეთს ვეჯახებით მე და გენოი სიცილითა, ცოტაც არი და სული გაგვძვრება სიცილითა... „ბუშლატის“ საყელოში თავჩარგულები ვიცინით, ხმა რომ არ გავიდეს. - აი, ეგრე რაა, გვეშველა. არ დავიტანჯეით, მადლობა ღმერთსა. წამო, წამო დროზე, შევიდეთ შინა! - უთხრა ქალმა და ნელ-ნელა დაგვშორდა ქოთქოთის ხმაცა. მივაწყდით ღობესა მე და გენოი და რასა ვხედამთ: სახლის აივნის კიბეზე, წინ ქალი მიდის, უკან კიდე კაცი მიყვება, ხელში თავბოლოთი ორივეს ჟანგიანი ძველი „ფეჩის ტრუბები“ უჭირავთ, ეტყობა ჭვარტლის დასაბერტყად დაშალეს და ვეღარ აწყობდნენ საწყლები, ჩვენ კი ლამის ცილი დავწამეთ მოხუცებულ ცოლ-ქმარსა. დაამთავრა მოყოლა ვანომ. - ბირჟაზე რომ სიცილ-ხარხარია მუდამა, გამიკვირდება ხოლმე, ნეტავ ამდენს რას იცინიან-მეთქი, აბა რა გასაკვირია, შენნაირები რო იქნებიან იქა! - უთხრა თამარმა და ღიმილით ქოქოლა მიაყარა. ახალი შეღამებული იყო. დაღლილ-დაქანცული, ნაქეიფარი ბიჭებიც მალე აიშალნენ სუფრიდან. თამარი ეზოში, ალიზების გროვაზე იჯდა და ფიქრობდა: - რა იქნება ხვალ, რა მოხდება ზეგ... - ნიკალა, უშენოდ ვაშენებ სახლსა, უშენოდა! - ჩაიბუტბუტა და ისე ამოიხვნეშა, გულიც თან ამოაყოლა. ისევ გააგრძელა ფიქრი, - ნეტავ მოვრჩები ზამთრამდე? იქნებ, ალილომდე მეც ავანთო ერთი ნათურა ჩემს სახლში. თავჯდომარეს, თურმე რაღაც ყუთი მოუტანია სახლში, ლაპარაკობ89
სო, მღერისო, შიგა ადამიანები ცეკვავენო... ნეტავ, როგორ ეტევიან შიგა ადამიანები? - გაკვირვებული იყო თამარი. რადიო კი ქონდა ციმბირში მარა, ასეთი ყუთისა არაფერი იცოდა. ყველა ამაზე ლაპარკობდა. მეზობლის ბავშვს უნახავს ალაპარაკებული ეს ყუთი და სიცხე მიუცია შიშისგანა... - მეც ვიყიდი იმ ყუთსა და სახლსაც ისე მოვრთავ, როგორც იქა მქონდა, ციმბირში! - გულზე იმედიანად დაირტყა მჯიღი თამარმა. ნათესავებისა და დეიდაშვილების გვერდში დგომა ახარებდა. თუმცა, იცოდა და გული სტკიოდა, რომ თანასოფლელები, მაინც მასზე ილესავდნენ ენას, არ პატიობდნენ ნიკალასთან არც სარეცელის გაყოფასა და არც საერთო შვილის ყოლას. თითქოს, თვითონ ციდან ჩამოსული, ფრთიანი ანგელოზები ყოფილიყვნენ. კონკრეტული მიზეზი, პიროვნულად, თამარს მათთვის რომ ეწყენინებინა ოდესმე, არ არსებობდა. ვერც ერთი მათგანი ვერ იტყოდა ამას. - ...აგერ, წინა კვირასა, ქეთომ მშობლების ჩუმად ამშობიარა თავისი დაი, მუცელგაკრული რო დადიოდა ამდენი ხანი და შინიდანაც იშვიათად გამოდიოდა. მაგრამ ბავშვი რომ არსად ჩანს, ჩუმად არიან ჭორიკანები. იმ გიჟ მენახირე დომენტას კი ნეტავ თუ რამე დაეჯერება, ჭკუასუსტია საცოდავი, თორემაა... მერე გენახა ჭორაობაში და ლაყბობაში საბნების კერვაი! - ხმამაღლა ფიქრობდა თამარი. - საღამოს რომ საქონელი მოურე90
კავს, სანახიროზე ხალხისთვის მოუყოლია: - კამეჩები გამექცნენ ლიახვისკენა და მოსაბრუნებლად რომ გავყევი, დავინახე ადიდებულ ლიახვში, ქეთომ ტიტველი ბავშვი როგორ ჩააგდოო! - უჭირდა ამ საშინელების დაჯერება თამარს, - როგორ გაიმეტა ქეთომ ბავშვი, როგორ? ყოველ ღამე ესიზმრებოდა თამარს დამხრჩვალი ბავშვი, სიმწრის ოფლი მოსდიოდა, წამოჯდებოდა ღამით საწოლში და შეშინებული დახედავდა პატარა ციურის. ვერანაირი და ვერავის შიში ვერ აიძულებდა შვილის მკვლელობას. - მაიმუნები იყვნენ ჩვენი წინაპრებიო, იმათგან ვიშვით, მერე განვიცადეთ ევოლუციაო. - ლამის დავიჯერო ეს ამბავი. ეტყობა, ზოგი ისევ გაამაიმუნა ცხოვრებამ... გამაიმუნებული, სახედაკარგული ადამიანის მეტს, ვის შეუძლია საკუთარი შვილი მდინარეს გაატანოს... ფუი, ეშმაკსა! ყველას მიეზღვება თავისი, ყველასა... წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათი მოანგრია ხვიჩამა და გაგიჟდა. ღმერთს აბრალებენ მაგის სიგიჟესა, მაგრამ როცა ანგრევდა, განა მაშინ უფრო მეტი გიჟი არ იყო? ცუდი ის არის, რომ მაგის „სიგიჟისთვისა“, სხვები დაისჯებიან. მე ვისი მოუნანიებელი ცოდვის გამო დავისაჯე ნეტა... განა ეგენი ცოდვას არა სჩადიან?! ნეტავ ჩემ ადგილზე რომ ყოფილიყვნენ... ნუთუ ისე მომკლავს ღმერთი, რომ ამათი ენის დადუმებას ვერ მოვესწრები? ერთი დღე იცხოვრონ ჩემი ცხოვრებითა, ერთი დღეი და მერე ვნახოთ, როგორ დასძრავენ ბილწ ენებსა! - ფიქრობდა თამარი და აცახცახებულ მუხლისთავებზე ირტყამდა დამუშტულ ხელებს, თავისი გაჩენის დღეს წყევლიდა! 91
გათენდა. თამარმა სასახლკარე მოინახულა. ორი დღეც უნდა მოეცადათ, რომ საძირკველი შემშრალიყო და კედლების ამოყვანა დაეწყოთ. დილით ბავშვი დედას დაუტოვა და ზურგზემოკიდებული ნახევარი ტომარა სიმინდი წისქვილში წაიღო დასაფქვავად. შინდის ღობე მისდევდა ღელის ნაპირს, სადაც საფქვავის რიგში იცდიდნენ თანასოფლელები. თამარმა, მათ შორის, ნიკალას ერთ-ერთი გოგო შეამჩნია, რომელიც დათა პაპას გამოჰყოლოდა წისქვილში. ბავშვმა დაინახა ჩრდილში მდგომი თამარი, წამოვიდა, დოინჯშემოყრილი წინ გაუჩერდა თამარს: - მამაჩემი აღარ მოვა ხოლმე შენთანა! - უთხრა ზიზღით და ცუცქნა ჭორფლიანი ცხვირი ზევით აწია. - რატომ აღარ მოვა, შენ რა იცი? - ჰკითხა თამარმა და გაწითლებულმა თავი ჩაღუნა. - დედაჩემი ხელთუბანში იყო, მკითხავთანა, იმანა კიდე, წამალი მისცა... ქუდზე წავუსვებთ მამასა ყანიდან რო მოვა და, აღარ მოვა შენთანაა! - სხაპასხუპით მიაყარა მეტიჩარა გოგომ, ენა გამოუყო და გაიქცა. - აი, შე გიჟო, შენა! - სიმწრით გაეცინა თამარს, - ნეტავ, ხომ არ ჯობია, რომ გავიქცე და მოვძებნო, გავაფრთხილო ნიკალაი... მაგრამ არა, ვინმე დამინახავს და ცუდ რამეს იტყვიან, სხვა რამეს მოგვიგონებენ. გული უნდა გავიქვავო... მოხდეს, რაც მოსახდენია, დამნაშავედ ხომ მაინც მარტო მე მთვლიან! 92
თავი მერვე ხშირად ფიქრობდა თამარი, რა იყო მიზეზი ასე რომ განუდგნენ თანასოფლელები. მათთვის ხომ არაფერი დაუშავებია. მომთმენი ხასიათი ჰქონდა, ომს პირველი არასოდეს დაიწყებდა, მაგრამ თუ გაბრაზდებოდა, მერე „რქებით“ იცოდა თავის სიმართლის გატანა. ზოგიერთები, ხალხის დასანახად მასთან საუბარს ერიდებოდნენ, თითქოს კეთროვანი ყოფილიყო. საკერავსაც გვიან, შებინდებულზე მიუტანდნენ, თითქოს ვინმესი ეშინოდათ, ან ერიდებოდათ. მოწიწებით და რაღაცნაირი, დამორცხვებული ღიმილით სთხოვდნენ დახმარებას, მასთან დიდი ხნით არავინ რჩებოდა, ყველას „სადღაც“ ეჩქარებოდა... თვალებშიც თამამად ვერ უყურებდნენ. თამარმა თუ ერთი ოჯახის წინაშე დააშავა რამე, მთელი სამყარო რატომ უნდა შემოსწყრომოდა, რატომ? ხანდახან ეჩვენებოდა, რომ თვითონ გაურბოდა საშინელ სინამდვილეს, რადგან არც მას ჰქონდა მეზობლებთან სიახლოვის დიდი სურვილი... ვერ პატიობდა საკუთარ თავს, მის მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის სრულიად გამართლებულ გადაწყვეტილებას, თუნდაც იმ გარემოში, სადაც ასეთი ნაბიჯის მართებულობაზე ლაპარაკი სრულიად უსაგნო იქნებოდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდებოდა. უდავიდარობოდ კი დააბრუნა ძვირფასი „ნადავლი“, მაგრამ ყოველი გამვლელის თვალებში მისი დადარაჯებული მზე93
რა გარკვევით კითხულობდა: - „ხომ იცოდი, შენ რომ არ გეკუთვნოდა, ხომ იცოდიიი!“ - ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი, მაგრამ თქვენი მზერა ვერ გადასწვდება ციმბირის უსიერ ტყეებსა, იმ სიმარტოვესა, ძაღლივით რომ ყმუის და გამხმარი პურის ნატეხიც რომ არავის ემეტება შენთვისა... რა იცის თეკლემა, ქვის ბალიშის სითბოსი, რაი... მე რო არა ვყოლოდი ნიკალასა, განა ცოცხლი დარჩებოდა? ერთმანეთის სული გვეჭირა და ისე გადავრჩით, ესენი კიდეე... რად არ დამანებებთ, ხალხო, თავსა... ხო ყველაფერი წამართვით, გულში მაინც დამიტოვეით ჩემი წილი მზეი! - ამოიკვნესა და გულზე ისე მტკიცედ მიიფარა ხელი, თითქოს ეშინოდა, მზე არ გაპარვოდა. ორი კვირა იყო დარჩენილი ფერიცვალებამდე. ვენახის შეწამვლა უნდა მოესწრო თამარს კირითა და შაბიამნით, თორემ მერე დაუგვიანდებოდა და „ბუგრი“ გაუჩნდებოდა ყურძენს. დილაადრიან წავიდა ვენახში. ვაზი შეწამლა. მერე ცოტა წყალი მიუშვა მოსარწყავად ვენახს. საღამოს, ციურის რომ დააძინებდა, ისევ ჩამოაკითხავდა ბაღს, სხვა კვლებში მიუნაკადლებდა წყალს. დაქანცული ბრუნდებოდა სახლში. უკან, ორი პატარა გოგო მიჰყვებოდა. მათი საუბარი გაიგონა: - ეგ ქალი, იცი, რა საშიშია? - რატომ არის საშიში? - ციმბირში იყო... ციხეში იჯდა, პატიმარი იყო! - მართლა? ვინმე მოკლა თუ ქურდია? 94
თამარი შედგა, ცივმა ოფლმა დაასხა. სიცოცხლე ჩალის ფასი უღირდა ამ წუთას, ბავშვების განსაკითხველი გამხდარიყო მისი ქალობა! - ღმერთო, რა მოელის ჩემ შვილს, როცა სკოლაში წავა, ნუთუ იმასაც წამოაძახებენ ჩემს წარსულს? - „პატიმარი...“ „საშიში...“ - ნუთუ არასოდეს დასრულდება ჩემი განკითხვა! - შეჩერდა, ნელა შემობრუნდა, რომ გაეგო, ვისი შვილები იყვნენ ეს „ბრძენი“ ბავშვები. გზა დაუთმო. ძლივს მოახერხა და გაუცინა პატარებს. იმან, რომელიც თამარს ადანაშაულებდა, თავჩაღუნულმა გაიარა, პატარამ კი შეშინებული თვალებით შეხედა, მაგრამ მაინც გაუღიმა თამარს. ეს დღე სამუდამოდ დაამახსოვრდა ბედგამწყრალ ქალს, ამ დღემ კიდევ უფრო გააღმავა და გააფართოვა, უფრო თვალსაჩინო გახადა თამარსა და სოფელს შორის გაჩენილი, ვითომ უხილავი, უფსკრული... რომ არა თამარის დიდი და გულთბილი სანათესაო, რომლებიც მორალურად და მატერიალურად უდგნენ გვერდში, ვერასოდეს შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას. უკვე აშკარად ნანობდა ციმბირიდან წამოსვლას. ერთ დღეს ატირებული პატარა ციური გულამოვარდნილი შევარდა ეზოში, უკან ორი ბავშვი მოჰყვებოდა. - დედა, ჩვენც ხომ გვააქვს, ჩვენც ხომ გვააქვს, - ტირილით ჩაუვარდა მკლავებში თამარს. შეშინებულმა ქალმა დიდხანს ვერ შეძლო რაიმეს გარკვევა და შვილის დამშვიდება. 95
- რა გვაქვს, რა გინდა შვილო, რაზე ამბობ? - გულში სათუთად იკრავდა და ეფერებოდა შვილს. - რა მოხდა, ბავშვებო, - მიუბრუნდა პატარა იურის, რომელიც თავჩაღუნული, არა ნაკლებ განიცდიდა მეგობრის ნერვიულობას. თამარმა ჩამოჩეჩილი, ოფლიანი თმა შუბლიდან გადაუწია პატარა იურის და კითხვა გაუმეორა: - რა მოხდა, იური? - თამრიკო დეიდა, ვიღაც კაცი მოდიოდა გზაზე, ხელში ქაღალდის ტოპრაკი ეჭირა. ჩვენ, დაჭერობანას ვთამაშობდით. - აბა, „პეჩენიები“ ვის გინდათო? - დაგვიძახა. ყველანი გავიქეცით, ყველას მოგვცა თითო „პეჩენია“, მარტო ციურის არ მისცა, არადა, კიდევ ჰქონდა. მერე მეც ძირს დავაგდე ჩემი „პეჩენია“ და ფეხით გავჭყლიტე უთხრა აღელვებულმა ბავშვმა და თვითონაც ტირილი დაიწყო. - ვინ იყო ის კაცი, როგორ გამოიყურებოდა? - იკითხა გაფითრებულმა თამარმა. - არ ვიცით, - მხრები აიჩეჩეს ბავშვებმა. - იქით წავიდა, ომაძიაანთ უბნისკენა! - და ხელი იქით გაიშვირეს. - ნეტავ ვინ იყო, - ნერვიულობამ აიტანა თამარი. - საიდან იცნობს ჩემ შვილსა, რის გამო განასხვავა სხვა ბავშვებისგანა, რისთვის დასაჯა, ვინ იყო... ვინ იყო, ნეტა? - საგონებელში ჩავარდა ქალი. ციური ხელში აიყვანა და ბავშვებს სახლში შეუძღვა. მუდამ ჰქონდა რაიმე სასუსნავი შვილისთვის, ყოველკვირა „ბურჟუიკაში“ უცხობდა ნაირ-ნაირ ტკბილეულს. 96
ახლაც, განჯინიდან ნამცხვარი გამოიღო, პატარა ნაჭრებად დაჭრა და თეფშზე დაუწყო ბავშვებს. - ეს უფრო გემრიელია, ხო? - უთხრა ძმას იურიმ. - ხო! - თავი დაუქნია ნამცხვრით პირგამოტენილმა ძმამ. მერე შაქარყინულის თითო ნატეხი ჩამოურიგა თამარმა და გააცილა ბავშვები... ქალი შიშმა აიტანა, გადაწყვიტა, რომ ბავშვს მარტო აღარ გაუშვებდა სათამაშოდ. იგი ფიქრობდა, რომ მის შვილს ან მოიტაცებდნენ, ან რამეს დაუშავებდნენ. ახლა იწყებოდა მისთვის მეორე ჯოჯოხეთი. - ბავშვი რა შუაშია, როგორი უგულო უნდა იყო, რომ ამის გაკეთება შეძლო. ნეტავ, ვინ იყო? ან ბევრი ფიქრი რად უნდა, თეკლეს მოკეთე იქნებოდა, სხვას რა ანგარიშის გასწორება უნდა სდომებოდა ბავშვთან? - ჩაილაპარაკა გულმოკლულმა თამარმა.
*** თბილისელი, არჩილა ჩაჩიკაშვილი, ყარაჩოღელი კაცი და პირველი მეფაიტონე იყო „ნახალოვკაში“, რომელიც თამარის დეიდაშვილის, მარგალიტას მეუღლე იყო. სოფელში ესტუმრნენ თამარს, მოინახულეს და თანხაც დაუტოვეს ახალი სახლის სახურავისთვის. ნათესავები ცდილობდნენ მის ფეხზე მყარად დაყენებას. ებრალებოდათ უდანაშაულოდ დასჯილი, ბედის მძევალი ქალი. ციცქიშვილი გოგია, თამარის თანასოფლელი იყო. ციხიდან ახალი გათავისუფლებული იყო. 97
იმერეთიდან „თანამესაკნე“ და მეგობარი, მიშა რიჟამაძე ჩამოუვიდა სტუმრად. ძლიერი აღნაგობის კაცი იყო მიშა, ოცდაათ წლამდე თუ იქნებოდა: მაღალი, შავტუხა, ხუჭუჭთმიანი. უზარმაზარი ხელის მტევნები ჰქონდა. მისი მოქნეული ცული ხის კუნძებს სულ შუა-შუა ხეთქავდა. თვითონ უცოლო იყო და სასოფლო საქმეებში ეხმარებოდა წვრილშვილ მეგობარს. ერთი ფიზიკური ნაკლი ჰქონდა ამ „დევკაცს“ - კოჭლი იყო! მიშა, თერჯოლის რაიონიდან, სოფელ თავაზიდან იყო. მისი დიდი ბაბუა, როგორც თვითონ ყვებოდა, მღვდელი ყოფილა და უამრავი საეკლესიო ლიტერატურა ჰქონია, რომელსაც სხვენში მალავდა თურმე მთავრობის შიშით. ვინმეს რომ გაეგო და დაესმინა, ციმბირი აქეთ დარჩებოდა. მიშას კარგად ახსოვდა გახუნებულ ხავერდის ყდაში ჩასმული საგულდაგულოდ გადამალული წიგნები. ბავშვობისას ცელქი ყოფილა მიშა. რვა წლისა მეზობლის ბაღში გადასულა თხილის მოსაპარად. დაუბერტყავს, აუკრეფავს და ხალათის უბეში მოუგროვებია. ტვირთდამძიმებულს, წამოსვლის დროს თავზე თხილის პატრონი დასდგომია. წაუვლია მიშასთვის ყურში ხელი და მთელი გზა ასე უტარებია, მამამისთან მიუყვანია სასაყვედუროდ. გამოუკრავს მიშას ხალათის უბისთვის ხელი და მოპარული თხილი ძირს მოუღავებია. მამა გაბრაზებულა და მომჩივანის თანდასწრებით გაშლილი ხელი სახეში გაურტყამს ბავშვისთვის და თან მიუ98
ძახებია, - ჩემი შემარცხვენელი, სულ რომ არ მყავდე, მირჩევნიაო! - მიშა წაქცეულა, თავი ვერ შეუკავებია და დაღმართზე დაგორებულა. ცოცხალი კი გადარჩა საცოდავი, მაგრამ სწორად ვეღარ გაუვლია ბავშვს, დაკოჭლებულა. მამა ადრე გარდაცვლია. დედას დაუტოვებია სამი მცირეწლოვანი შვილი: მიშა, გივი, თამარი... მეზობელ სოფელში გათხოვილა! ბავშვები მამიდა ბაბუცას დაუზრდია სამადლოდ. გაჭირვება იყო, შიმშილობა, 1929-35 წლები იყო. უპატრონოდ მიტოვებული ბავშვების მოვლა უჭირდა წვრილშვილიან მამიდას. მიშა იხსენებდა: - სანამ თუთა იყო, ვჭამდით ცივ მჭადთან ერთად, არა გვიშავდა რა, ხანდახან ცხელი ღომიც გვერგებოდა ხოლმე და გვიხაროდა ძალიან. რა უნდა მექნა ათი წლის ბოვშვს? მეზობლებს ვეხმარებოდი და სამადლოდ მჭადს გამოიმეტებდნენ ხოლმე და სიხარულით მივარბენინებდი ჩემს მშიერ და-ძმასთან. ერთხელ, (მწარედ მახსოვს) რობაქიძეების ვენახის დაბარვას რომ მოვრჩი, გასამრჯელოდ ნახევარი ტომარა სიმინდის ფქვილი მომცეს. მივიტანე სახლში, შენ ხარ ჩემი ბატონი, ავანთე ცეცხლი, ჩამოვკიდე გამურული ქვაბი და დევიწყე ღომის მოხარშვა. ტირის პატარა დაია, ოთხი წლისა იყო მაშინ, - მშიაა, მშიაა, მშიაა... - გული მიწუხს, მეც ძალიან მშია... ცოტა რომ შესქელდა ღომი, ჩავზილე ხის დიდი კოვზით. ქვაბის გარშემო ფეხშიშველი დარბოდა ჩემი მშიერი დაია, - მიშა, მაჭამეე... მალეე... - ადრეა ჯერ, ხომ უნდა მოიხარშოს სიმინდი, დაშუშდეს! 99
ვეუბნებოდი თამარს, მაგრამ ესმოდა რამე? გავმწარდი. ევიღე ჩოგანი, ამოვურიე კარგად და ცხელ-ცხელი, მოუშუშარი ღომი გამოშვერილ მუჭში ჩოვუდევი შიმშილით პირდაფჩენილ ბოვშს. - ე, ჭამე ახლა! - მივაძახე გაგულისებულმა. ბავშვის განწირულმა კივილმა შეძრა არემარე... ტკივილისგან გულწასული პატარა მიწაზე დაეცა. დაფეთებული გავიქეცი მეზობლებში, დამწვარ ხელზე ქალებმა სანთლისა და ზეთის მალამო დაადეს, მაგრამ მარცხენა ხელისგულზე ღომით ამომწვარი ნაიარევი სამუდამოდ დარჩა თამარს. დამწვარი ხელის მტევანი აღარ გაიზარდა და მთელი ცხოვრება ასეთი ტრავმით გაატარა. სახლიდან გავიქეცი იმ ღამით... თამარის ცოდვით სახლში ვეღარ ვბრუნდებოდი, სულ მისი განწირული კივილი და კვნესა მესმოდა ყურებში. დრო გადიოდა. ჩვენს ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა. დავწანწალებდი აღმა-დაღმა და ასე ვშოულობდი საჭმელს. ერთხელ, ქუთაისის მატარებლების სადგურში მოვხვდი. ბაქანზე წარმოსადეგი აღნაგობის, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოფიცერი შემოვიდა ბერეტიან მეუღლესთან და თბილ ქურქში გახვეულ პატარა ბოვშვთან ერთად. ბევრი ბარგი ჰქონდათ. ჩემოდანები ფეხებთან დეიწყვეს. ნერვიულად მიდი-მოდიოდნენ ცოლქმარი, რაღაცაზე კამათობდნენ. მე კი, ვდგავარ ბაქანზე ვიღაცის ნაჩუქარ დიდი ზომის დახეულ პიჯაკში „გამოწყობილი“, დაგლეჯილი შარვალი კოჭებსაც არ მიფარავს, ფეხსაცმლის წვერიდან კი 100
ტიტველი თითები მიჩანს. ცივა... ნოემბერია. ვუყურებ ამ პატარა ბოვშვს, რომელსაც გულზე სათამაშო თოჯინა ჰყავს მიხუტებული და ვფიქრობ, რა იქნება, რომ ეს ტანისამოსი ჩემს ლამაზ დაიას ეცვას? ცხვირაბზუებითა და ზიზღით გადმომხედა ბერეტიანმა ქალმა და შვილი თავისთან ახლოს დეიყენა. ამასობაში მატარებელი სადგურს მოუახლოვდა... მივიხედ-მოვიხედე, ცალი თვალით ოფიცერს გავხედე, რომელიც ჩიბუხის დატენვით იყო გართული და ბევრი აღარ მიფიქრია, თბილთათმანებიან ხელიდან გოგონას თოჯინა გამოვგლიჯე, მეორე ხელი ყველაზე დიდ ჩემოდანს დავავლე და ბაქნიდან პირდაპირ ლიანდაგზე ვისკუპე, ჩავხტი ჩემოდნიანად, წინ გადავურბინე აკივლებულ მატარებელს და რაც ძალი და ღონე მქონდა, გავიქეცი... რის ვაივაგლახით მივიტანე სახლში ჩემოდანი. გახარებულ თამარს აღარც ახსოვდა დამწვარი ხელი, ისე გაეხარდა ჩემი დაბრუნება. გავხსენით ჩემოდანი და სულო და გულო, რა გინდოდა, რომ შიგ არ ყოფილიყო: თბილი წინდები და ჯემპრები, „რეიტუზები“, ყველაფერი, რაც ბოვშებს სჭირდებოდა. ასე ვიზრდებოდით, ძაღლიმანდურად. მამინაცვალი გვიკრძალავდა დედასთან მისვლას... თუმცა, არც ჩვენ გვიყვარდა იქ მისვლა! - სევდიანად ყვებოდა მიშა თავის მწარე და ნაღვლიან ბავშვობაზე. დაიზარდნენ ბავშვები. მძიმე დრო იყო. ხალხს შიოდა... ვისაც როგორ შეეძლო, ისე ირჩენდა თავს. ოცდახუთი წლისა იყო მიშა, ჩხუბი მოუვიდა სამეზობლოში... 101
დაიჭირეს! იქ გაიცნო ფხვენისელი გოგია ციცქიშვილი. კარგი ადამიანი იყო გოგია - „ავარა“ და მართალი კაცი! ერთ საღამოს, თამარის დეიდაშვილს, რაჟაბაშვილ ავთოს ესტუმრნენ გოგია და მიშა. ავთო ვაშლის ჩასაწყობ ხის ყუთებს „არემონტებდა“, ჩაქუჩის კაკუნში არც კი გაუგია, როგორ დაადგნენ თავზე ბიჭები. - კეთილი საქმისთვის მოვედით, ავთო! - შესძახა გოგიამ და დაბალ ხის მესერს, ხელით ჩამოეყრდნო. - გცალია? ხომ არ მოგაცდენთ? - ჰკითხა და ხის ჭიშკარი ფართოდ შეაღო.
თავი მეცხრე - ლამარა, სტუმრები გვყავს, - გასძახა ოთახში მოფუსფუსე ცოლს ავთომ და ეზოში მოღავებული ვაშლის ყუთების ერთმანეთში ჩალაგება დაიწყო. მერე სტუმრებს ეზოს სიღრმისკენ წაუძღვა და ყურძნის ხეივნის ქვეშ მდგარ დაბალ, სახელდახელო მაგიდას, რომელსაც სკამების მაგივრად ოთხი ხის პატარა მორი ჰქონდა გარშემორტყმული, ბიჭებთან ერთად მიუჯდა. - აბა, რა ხდება, რა ქარმა გადმოგაგდოთ, - ჰკითხა ავთომ და ცნობისმოყვარე მზერა შეავლო გოგიას იმერელ მეგობარს. სოფელში არაფერი იმალება და რიჟამაძეც, მიშას, ასე თუ ისე, შორიდან იცნობდა. - ავთო, - დაიწყო საუბარი გოგიამ, - ხო კარგადა მცნობ, არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, იცი 102
რატომ მოვედით აქა? მოდი, თქვენი თამარა და ჩემი მიშა ერთმანეთს დავაჯახოთ. ჰა, რას იტყვი, ხო კაი საქმეა? უთხრა და პასუხის მოლოდინში კურდღელივით გაინაბა. - ქვრივია? - იკითხა ავთომ და მიშას გამჭოლი მზერით გახედა. - არა, უცოლოა! - ხმამაღლა გაიცინა ციცქიშვილმა, მიშას ქოჩორა თავზე ხელი ჩამოუსვა და ავთოს მიმართა: - ამის კაი კაცობის „ატვეჩაი“ მე ვიქნები, მშრომელია, „ვირი მუშაა,“ სანდო და ერთგული. უნამუსო კაცების საქმის გაშველებისთვის ვისხედით ორივე ციხეში, ხო იცი, გამშველებელს რო უფრო მეტი მოხვდება ხოლმე, მოკლეთ, რაც იყო, იყოო... სასჯელი მოიხადა, ამას აქედან აღარსად გავუშვებ, მე უნდა ვუპატრონო, ძმასავით მიდგას გვერდში და თამარისთვისაც არ იქნება ურიგო ქმარი! - არ ვიცი, არ ვიცი... - ჩაფიქრებით წარმოთქვა ავთომ, - ოჯახს უნდა დავეკითხო, პასუხს მე ვერ მოგცემ. ულვაშის წიწკნას ნერვიულად განაგრძობდა ავთო, თან ეზოში ძაღლთან მოთამაშე იმერელს შეფარვით ათვალიერებდა. - შენ, მოგწონს, თამარი საცოლედ? - გასძახა ავთომ. - არც კი ვიცი, ვინაა, ბოშო! - ალალად გაეცინა იმერელს, - შემომიჩნდა გოგია და აღარ მასვენებს. - როცა ნახავს, აქეთ შემეხვეწება, საქმე დააჩქარეო! თვალი ჩაუკრა გოგიამ თანასოფლელს. კაცებმა გაიცინეს. ამასობაში ლამარამ ხონჩაზე დაწყობილი თეფშები, ყველი, პური, კობჩხილოს მწნილი და მწიფე პომიდორი 103
ფრთხილად დააწყო მაგიდაზე. ჭრელი წინსაფრის კალთიდან დანა, ღვინის ჭიქები და არაყის პატარა ყანწები ამოალაგა. - ლობიოს კირკაჟიც მალე მოგესწრებათო! ჩაილაპარაკა დიასახლისმა და სტუმარს ცნობისმოყვარე მზერა შეავლო. - არ უნდა იყოს ურიგო ბიჭი, - ჩაულაპარაკა ავთოს ღიმილით, - ფერი ფერსაო, ენგრე იქნებიან! - შენ რა, დედაკაცო, გვისმენდი? - წარბი ასწია ავთომ. - გისმენდით რაა, ისმოდა და მოვისმინეი, ნეტაი შენცა, - ხელი აუქნია ლამარამ ქმარს და სიცილით გაშორდა ბიჭებს. სანამ კაცებმა ხელი გადაიბანეს, ავთომ მარნიდან ღვინო და არაყი გამოიტანა. - რომელიც გესიამოვნებათ, ის დავლიოთ, უფალს ავხედოთ, დაწყებული საქმე დავლოცოთ და ბედს, როგორც უნდა, ისე იყვეეს! - წაუმღერა ბოლოში. შებინდებამდე შეყვნენ ბიჭები სახელდახელო სუფრას... ლამარამ რომ ერთადერთი „ლამფა“ აანთო და მოქეიფეებს მაგიდაზე დაუდგა, წამოდგა გოგია, - წასვლის დროაო, - გადაულაპარაკა მეგობარს, ოჯახი დალოცა და დაემშვიდობნენ გულღია მასპინძელს. არაფრით არ დაეძინა იმ ღამით მიშას, ცალკე ავთოს მონათხრობი, თამარის უიღბლობის შესახებ, ეფიქრებოდა, ცალკე - კოღოების წივილის ხმა და ნაკბენები უწყალებდა გულს. - საიდან სად გადმოიხვეწა! - ფიქრში ჩაიძირა მიშა. - მეტი გზა არც ჰქონდა, ერთი საზიარო პატარა სახ104
ლი ედგათ იმერეთში. იქ უკვე მისი დაწვრილშვილებული ძმა ცხოვრობდა. მისი ხელდაშუშხული დაია ჩხარში იყო გათხოვილი. თვითონ კი, აი, ბედი რას უმზადებს, ქართლის გულში უნდა იცხოვოს იმერელმა კაცმა! არ მოასვენეს კოღოებმა. წამოდგა. ვერაფრით შეძლო დაძინება, გზაზე გამოვიდა, წყლის პირას ჩამოჯდა და კოღოებისგან დაკბენილი შიშველი, ვეებერთელა ფეხები წყალში ჩააწყო. უკან გადაიწია, ორივე ხელით მიწას დაეყრდნო და ვარსკვლავიან ცას ახედა, ირმის ნახტომს ეძებდა ცაზე... უყვარდა ვარსკვლავების ყურება მიშას. ღამის სიჩუმეში ურმის ჭრიალი და ქალის ტირილის ხმა მოისმა. მიშამ წყლიდან ფეხები ამოაწყო. მოიკუნტა, დაიძაბა, სიბნელეში წყლის პირას დაგდებულ ლოდს დაემგვანა. ხმა ნელ-ნელა უახლოვდებოდა... - დაიწვას ჩემი გაჩენის დღეი და საათი, რისთვის მოვედი ამ დასაქცევ ქვეყნაზე, ჭირზე ჭირი მემატება, სიკვდილი უფრო მადლია ახლა ჩემთვისა, - მოთქვამდა ქალი... მოულოდნელად, პატრონს ადევნებული ძაღლი შორიახლოს მივარდა უჩვეულო ჩრდილს და ყეფა დაუწყო. ქალი შეჩერდა. იგი უღელში იყო შებმული და ტვირთს თავად ეზიდებოდა. მიშა წამოიმართა. უშველებელი ლანდი მთვარის შუქზე წინ აესვეტა შეშინებულ ქალს. მიშამ გაავებულ ძაღლს ფეხი მოუქნია, ძაღლი წკაკ-წკავით გვერდზე გახტა, თუმცა მაინც განაგრძობდა შორიდან ყეფას... 105
- ვინა ხარ, რას სჩადი, როგორა ბედავ, - შეუტია ქალმა. - თან დამფრთხალი აქეთ-იქით იყურებოდა, ეგებ ხმაურზე ვინმეს გამოეხედა. ქალმა უღელი ძირს დაუშვა, სწრაფად გადახტა მეორე მხარეს და ურმის ჭალებს მოეჭიდა შეშინებული. მიშას გაეცინა. - ნუ გეშინია, ბოშო, ციცქიშვილი გოგიას მეგობარი, მიშა რიჟამაძე ვარ... მოგეხმარები, სად მიგაქვს ტვირთი, მიგატანინებ... ან ხარი სად გყავს, ან ქმარი! - ჰკითხა გაკვირვებით და სიბნელეს გაუცინა... მერე უღელს დასწვდა, ბუმბულივით აიტაცა. - მეც კარგად ვატარებ უშენოდა, თან შენი საქმე არ არის, ჩემი ქმრის ამბები, - მოგუდული ხმით უთხრა ქალმა. - მიგატანინებ სახლამდე, რა გეწყინა, ბოშო, ღმერთია მოწამე შემებრალე. შეგიძლია შენც დაჯდე ურემზე, ორივეს მოგერევით! - უთხრა და ისევ გაუცინა სიბნელეს. - შორს არის დალოცვილი წისქვილი, - შემრიგებლური კილოთი უთხრა ქალმა და ურმის ჭალებზე დაყრდნობილი, ფეხით გაჰყვა ურემს. - საით უნდა წავიდე, ის მაინც მითხარი. - ღიმილით გახედა ქალს მიშამ. - ჯერ ბევრია სავალი, - გაეცინა ქალს. - არა გყავს ხარი? - მორიდებით იკითხა მიშამ. - როგორ არა მყავს, სანამ საფქვავის რიგში ვიდექი, შუადღის თაკარა მზე იყო, იქვე, შორიახლოს ჭადარზე 106
გამოვაბი, ცოტა ბალახი წაძოვოს მეთქი, რიგმა რომ მომიწია და გამოვედი ფქვილის დასატვირთად, სად არის ხარი - რას ეძებ, რა დაგიკარგავს... თოკი გადაუძვრია რქიდან ტიალსა. ერთი რქა მოკლე აქვს და ალბათ იმიტომა. შარშან მოსტეხა მენახირემ, უჩხუბიათ ხარებსა ნახირში და გაშველების დროს რქაში სახრე ჩაურტყამს მენახირესა. აი, თოკიღა დამხვდა ხესთანა... მოვდივარ და მოვტირი ჩემს იღბალსა, კოშკების ჭალაში თუ გადავიდა ჩემი ხარი, მგლები შემიჭამენ და მერე კი მართლა მოვიკლამ თავსა. - ცრემლი გამოერია ხმაში. მიშამ მდუმარედ გამოხედა ქალს, გული მოეწურა: - კი მარა, არავინა გყავს სახლში? - ჰკითხა და გულში გაიფიქრა: - გაუთხოვარ ქალს ამ დროს არავინ გამოგზავნიდა წისქვილში! - მეუღლე სად არის? - ქალაქში, ბაზარშია წასული! - ყრუდ უთხრა ქალმა და უღელს წაეტანა, - ხომ დავისვენეი, ახლა მე ვატარებ. - რას ამბობ, ბოშო, სახლამდე მივიტან... კი არ შეგჭამ... ეხლა იმაზე ვფიქრობდი, რომ წავიდე და შენი ხარიც ვიპოვო, ცოდვა ხარ. ჭალა კარგად ვიცი, ჭიგოებს ვჭრით ხოლმე მე და გოგია ვენახისთვის. კოღოები მაინც არ მაძინებენ და... - შენ გიშველის ღმერთი, მეც წავიდოდი, მაგრამ ბავშვსა სძინავს, ისედაც დამაგვიანდა მისვლაი, რომ გაიღვიძოს, შეეშინდება, - უთხრა ქალმა და მადლიერი თვალებით შეხედა გოლიათს. მთვარე ცაზე გაშუალებული107
ყო და მზვერავივით დაჰყურებდა ქალ-ვაჟს. მთვარის შუქზე ორივეს ნათლად მოუჩანდა სახის ნაკვთები. მიშა მოხიბლული და გაკვირვებული იყო ქალის მშვენიერებით. სულ უნდოდა უკან ეცქირა, რომ კიდევ ერთხელ შეევლო თვალი ამ მშვენიერი არსებისთვის. ჭიშკრის კარები ჭრიალით შეაღო ქალმა და ეზოში შეუძღვა მოკეთეს. ფრთხილად და ზლაზვნით გამოძვრა გოლიათი უღლიდან, თითქოს წასვლა ეზარებოდა. - სახელი მაინც მითხარი ბოშო, რა ვუთხრა გოგიას, ვინ იყო თქვა... ხომ უნდა ვიცოდე. - მოკრძალებით ჰკითხა მიშამ. - რად გინდა ჩემი სახელი, შენს მეგობარს მე ვეტყვი მადლობასა, არ იდარდო. - სად უნდა დააწყო ესენი, ბარემ მივიტან ადგილამდე, - ჰკითხა მიშამ. არ შეწინააღმდეგებია გოგო, მივიდა და ამბრის თავსახური აუხადა, რომელსაც შიგნიდან ზამბარა ჰქონდა მიმაგრებული, რომ თავისით დახურულიყო. თავსახური ხელით დაუჭირა, სანამ მიშა ფქვილს ჩაცლიდა ამბარში. მიშამ ყელი გაუხსნა ტომარას და მოულოდნელად, მთელი ძალით ჩაფერთხა შიგნით. იფეთქა ფქვილმა და ორივეს ფქვილის კორიანტელი შეეყარა. მეტადრე ქალს, რადგან ის უფრო დაბალი იყო მიშასთან შედარებით. სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, მიშას ხელში გაუშეშდა ტომარა, შეხედა ქალს, რომელსაც მხოლოდ შავი თვალებიღა მოუჩანდა. ქალმაც ახედა და სიცილი წასკდა ორივეს. 108
შუაღამისას, მთვარის შუქზე ქალისა და კაცის თავშეუკავებელი ხარხარი ისმოდა. ოთახში სინათლე აინთო. მიშა გაშეშდა... ცარიელი ტომარა ბრაზიანად მოიქნია და რაც შეეძლო სწრაფად გაეცალა იქაურობას. - ვინ არის ეს ლამაზი ქალი, ღმერთმა უშველოს, ვისი ცოლია ნეტავ, სახლში ვინ ჰყავდა... ვინ აანთო სანთელი? - ფართო ნაბიჯებით მიაბიჯებდა გოლიათი, თან თავის თავს ესაუბრებოდა. მოსახვევში გზას პატარა რუ ემიჯნებოდა. ჩაიმუხლა, ფქვილიანი თავ-პირი და ხუჭუჭა თმა იქ ჩამოიბანა. მერე მთვარეს ახედა და შესცინა. ღიმილს კი მაინც ვერ იცილებდა სახიდან. აი, ჭალაც გამოჩნდა, საიდანაც ბაყაყების ხმაშეწყობილი ყიყინი ისმოდა. - ბაყაყების ორკესტრი! - გაიფიქრა მიშამ, - სად ვნახო ამხელა ჭალაში ხარი! - გახედა მთვარით განათებულ ლელიანს მიშამ. - ჩაწვებოდა სადღაც, მადლიანი! - ჩაილაპარაკა თავისთვის. ცოტა ხნის ძებნის შემდეგ გათელილი ლელიანი შეამჩნია, კვალს გაჰყვა და ბუჩქნართან მწოლიარე ხარიც დაინახა, რომელიც მშვიდად იცოხნებოდა და ცალი ყურით აბეზარ კოღოებს იგერიებდა. კოღოები წივილით უნაცვლებდნენ დასაკბენ ადგილებს და ნება-ნება წოვდნენ სისხლს გაბრუებულ ნიშა ხარს. არც იმერელი იყო სახარბიელო მდგომარეობაში. რახან ხარი მშვიდობით დაიგულა, იქვე მდგარ მდგნარის ხეს, ყლორტების ამო109
ნაყარიდან, ერთი კარგი სახრე ნამგალა დანით ამოაჭრა და ხარი წინ გაიგდო. რა უნდა ექნა ამ შუაღამით, ქალს ხარით ვერ მიადგებოდა. გოგიას ეზოში მიიყვანა და მის საქონელთან ერთად დააბა. სადაცაა ინათებდა. დაღლილი ქვეშაგებზე წამოწვა და მიიძინა. - რა უნდა, ლევანას რქამოტეხილ ხარსა ჩემ ეზოში, ბიჭო! - იასაულივით დასდგომოდა თავზე გოგია. - რა ხარი? - ცალი თვალი გაახილა მიშამ და გაიღიმა. - აქ რა უნდა, ბიჭო! - შეაჯანჯღარა მწოლიარე მეგობარი, მერე გვერდით მიუჯდა და ცნობისმოყვარედ მიაჩერდა. მიშა დაწვრილებით მოუყვა გოგიას ღამის თავგადასავალი. - რომელ უბანში მიგიყვანა, ბიჭო, ქალმა? საით იყავით? - იოანე ნათლისმცემელის ეკლესიის ეზოს უკანა მხარეს რომ გზა არის, იქ ჩევიარეთ... ჯაფიაშვილი იაგორა რომ ცხოვრობს, იმ უბანში ვიყავით, აი, შენ რომ ნალებს არტყმევინებ ხოლმე ხარს, იქ... რა იყო! - გოგია უყურებდა და იცინოდა, მერე ახარხარდა... - ვაახ, კაცოო... ვაახ, კაცოო! ასეთი არაფერი გამიგია... იცი, ვინ არი ეგ ქალი, ძმაო? იცი, ვინ არი? ჰა, ჰა, ჰაა - გაკვირვებულ მიშას დოინჯშემოყრილი დაჰყურებდა გოგია. 110
- ვინ არის? - იკითხა მიშამ. ტახტზე წამოჯდა, ზურგს უკან მუთაქა ამოიდო და კედელს მიეყუდა. - ვინ არის და თამარია, თამარი! - რას ამბობ, ბოშო, რაღაც გეშლება! - ფეხზე წამოდგა მიშა. - აკი, ქმარი მყავს და ბაზარშიაო? - თვალები მოწკურა გაკვირვებულმა კაცმა. - შეშინებია საწყალსა და ეგ არის! - დაასკვნა თავისთვის. - ვაახ, კაცოო, შენი ფეხით მისულხარ, რაა... მაშ, ბედი არ არი ეხლა ეგა? ადე, ხარი ჩაუყვანოთ, სანამ საძებნელად წასულა და კარგი მაღარიჩიც ვაკისრებინოთ ლევანასა! - მოიცა, გოგი, მერიდება, შენ წადი და ხარიც შენ ჩაუყვანე! - უყურე ამასა, როგორ პატარძალივით ინაბება... წამო, ავთოსაც გაუაროთ, შუაკაცია ამ საქმეში და ბარეღამ მივიდეეთ... აქამდე, ლევანაც მოვიდოდა ბაზრიდანა და ქვევრი მოვახდევინოთ. ტახტის კუთხეში ჩამოჯდა მიშა, გოლიათ მუხლებს ხელებით დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. - არა, გოგი, უჩემოდ წადი, მე ვერ წამოვალ, ასე გადავწყვიტე. თან, რაღაც მინდა გთხოვო, აღარაფერი უთხრა ჩემს შესახებ ლევანს, თორემ მაწყენინებ, იცოდე... ავთოც გააფრთხილე! აწი, მე ვიცი ჩემი საქმისა, ქე ვიცი, რაფრაც მოვიქცევი, ბოშო! გოგიამ იცოდა მიშას სიტყვის ფასიცა და ძალაც, აღარ შეკამათებია, გაუღიმა მხოლოდ. 111
- ენგრე იყოს! - უთხრა და ხარს რქებზე თოკი მოაბა. მარტო რომ დარჩა, მოსვენება დაკარგა მიშამ. ეზოში წინ და უკან დადიოდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. - ასე პატარა ბიჭივით რამ ამამჩატაო! - ფიქრობდა და თან ეღიმებოდა. ცალი თვალით სახლისკენ გაიხედა, გოგიას ცოლს გიჟი არ ვეგონოო. - რამე უნდა გავაკეთო, თორემ მართლა გავგიჟდები! - დაავლო ხელი სამუშაო იარაღს და წავიდა ბაღში ხმელი კაკლის ფესვიანად ამოსაგდებად. ხეს გარშემო შემოუთხარა ძირი, ფესვები გამოუჩინა. მერე სათითაოდ ჩაუჭრა ფესვი, ისევ ავიდა ხეზე, აქეთ-იქით გადაარწია, დაუკვირდა, რომელი მხრიდან ეწინააღმდეგებოდა და იმ მხრიდანაც გაათავისუფლა, მერე ხის შუა ტანზე მობმული თოკით მოზიდა რამდენჯერმე. მთელი გონებით გოგისთან და თამართან იყო, ძალით და ენერგიით კი - კაკალთან. შუადღე მოსულიყო და გოგია ისევ არ ჩანდა. გამგელებული მუშაობდა მიშა. - ეს კაკალი პაპაჩემის მამის დარგულიაო! - გაახსენდა გოგიას სიტყვები. „გულაბი“ მსხლის ძირში ჩამოჯდა, დაისვენა, საბოლოო იერიში უნდა მიეტანა ხეზე. - ნეტავი ახლა მხედავდეს თამარი... შენ გეძღვნება ეს ორთაბრძოლაო! - გაიფიქრა. თოკი მარჯვენა მკლავზე სამჯერ გადაიხვია და რამდენჯერმე მსუბუქად მოდრიკა ხე, ააქანავა, მერე ძლიერად დაიქნია და გაისმა ძლიერი ტკაცუნი, ხემ ყრუდ დაიგმინა, დაიკვნესა და ზემოდან გადააწვა ნორჩი მსხლის ხეებს. 112
- ეს რა დღეში ხარ შენა, ეს რა ქენი, შე ველურო, ტრაქტორის მოყვანას ვაპირებდი და რამ გადაგრია ასე... ეს რა სცოდნია ქალის სიყვარულსა, კაცოო! - მოესმა ზურგს უკან გოგიას ხმა. - სულ ოცდათხუთმეტი წლისაც კი არ იქნები, თავი არ გეცოდება? „მალადეც“, ძმაო! - კმაყოფილებას ვერ მალავდა გოგია. - წამო, საჭმელი ვჭამოთ, მეც მთელი დღის მშიერი ვარ, იონჯასა ვრწყავდი! მიშა დაიძაბა, მაგრამ არაფერი უკითხავს. - ჭამის დროს, ღვინოზე, თავისით ალაპარაკდებაო, - გაიფიქრა. წამოკრიფა მოღავებული სამუშაო იარაღი და გაჰყვა გოგიას. გოგიას ცოლმა სუფრაზე მწვანილი, კიტრი-პომიდორი, ნივრის მწნილი და ამოკმაზული ნიგვზიანი ლობიო მოიტანა. - დედალი დაკალი საღამოზე, ხუთი კაცის საქმე გააკეთა მარტოკა მიშამა, - უთხრა ცოლს გოგიამ და ბეჭებზე ხელი დაჰკრა მეგობარს. ჩუმ-ჩუმად აკვირდებოდა მიშას მდუმარებას გოგია. გულში გადაწყვეტილი ჰქონდა გაეწვალებინა მეგობარი, მაგრამ ეხლა შეეცოდა და ნელ-ნელა დაიწყო მოყოლა: - არ დამხვდა სახლში თამარი. თამარის დედამ, საწყალმა ლიზამ, ძლივს გამოიხედა... ძალიან მოხუცი კი არ არის, მაგრამა წელშია მოხრილი, წელკავი აქვს ეტყობა. გაეხარდა უბედურსა ხარი რომ დაინახა. - ბინდ113
ბუნდში წავიდა, თამრიკოი, საძებნელადა... - წაიტირა ქალმა, - თუ ჭალაში არ იქნება, მერე ლიახვის ნაპირებზე მოვძებნიო, - ასე დაუბარებია დედისთვისა. - მერე, ამას ახლა მეუბნები, ბოშო? - ლუკმა გაუჩერდა პირში იმერელს. წამოდგა და გოლიათის ნაბიჯებით კოჭლობით გადაიარა გოგიას ეზო, ერთი სული ჰქონდა ჭიშკარს როდის გადასცდებოდა.
თავი მეათე გულამოვარდნილი მიშა ლიახვისკენ მიმავალ ბილიკზე მოკლე გზით ჩარბოდა და თან ფიქრობდა: - ცოდო არ არის? საღამო მოვიდა და ისევ არ იცის ხარის პოვნის ამბავი. ვინ იცის, ისევ ტირილით დადის და ხარს დაეძებს. რამე ხიფათი რომ შეემთხვეს... უშიშარია და თან, ნაზიც... როგორ შემომიტია მისი ძაღლი რომ მოვიგერიე, როგორ ბედავო! - შემომიტია და თვითონ შეშინებული ამოეფარა ურემს. - ჰმ, რას გაიგებ ქალისას! - გაეღიმა მიშას. - ჩემი თვალებბრიალა გოგო! - ფიქრი გააგრძელა უცებ შეჩერდა, თავის თავს დაეკითხა: - როგორ ვთქვი, ბოშო? ეს რა, წამომცდა?.. ჩემი თვალებბრიალა გოგო, ისევ გაიმეორა. თითქოს სითბო ჩაეღვარა გულში, სხეულზე ცეცხლი მოედო, გული უცნაურად აუჩქარდა, ასე არასოდეს დამართვია... რომ დაიწუნოს თამარმა, რომ არ ინდომოს მისი ცოლობა, რა ქნას მერე? - გადმოხვეწილიაო! რომ თქვას, ან - კოჭლიაო, უცოლო კაცს არ გავყვებიო? 114
ათასი მიზეზი შეიძლება მოიგონოს, რაღა ვქნა მაშინ? რატომ ჩამივარდა ერთი ნახვით გულში მისი სიყვარული, როგორ მოხდა ეს სასწაული, როგორ? რა გულიანად ვიცინეთ ორივემ, ამბრის თაგვებივით რომ ვიყავით გაფქვილულები, ცოტა დამაკლდა იმ ღამეს, ხელში რომ არ ავიტაცე და ვარსკვლავიან ცაზე, გულთან ჩახუტებული ეზოში რომ არ ვატრიალე. ვინ აანთო ნეტავ მაშინ ის სინათლე, ვინ დაიდო ჩემი ცოდო... მაგრამ ეს რომ გამებედა, ვინ იცის, ისეთი ალიყური ეჭმია, ვარსკვლავები ცაში კი არა, თვალებში დამეთვალა... არ ვიცი, არ ვიცი... ეს რა მოულოდნელი სადარდელი გამიჩნდა. დღეიდან, ჯოხიც რომ მირტყან, ფხვენისიდან ფეხის გამდგმელი არა ვარ!
*** ჭალისპირზე ქალი შენიშნა მიშამ. - მგონი, თამარი უნდა იყოს, - შუბლი მოიჩრდილა, ჰორიზონტს გახედა და დააკვირდა ქალს, რომელიც მენახირეს ელაპარაკებოდა. - ღმერთო, რა გემართება მიშა რიჟამაძე, გული დოლივით გიცემს, პირი გიშრება... ასე მაშინ არ დაგმართნია, დანიან არაკაცებთან მარტო რომ დარჩი საჩხუბრად. მგონი წაგახდინა ამ ჭრელკაბიანმა დიაცმა! - მიშამ იგრძნო, როგორ დაასხა ოფლმა, ზურგი და ხელისგულები დაუსველდა. იდგა შუა გზაზე გახევებული ბაყბაყდევივით და ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ახერხებდა. თამარი ნელ-ნელა მიუახლოვდა მიშას ადგილსამყოფელს. ხელში უშველებელი ხის კავი ეჭირა, რომელ115
საც სიარულის დროს ზედ ეყრდნობოდა. დაღლილი ჩანდა, მზისგან გაწითლებოდა ლოყები, მკლავები და ფეხები საშინლად ჰქონდა დაფხაჭნილი და სისხლის კვალი ზოლებად ეტყობოდა. თამარი მიესალმა და თავჩაღუნულმა გზა განაგრძო. - თამარ, გოგო, შენი ხარი ვიპოვე და შენს ეზოში აბია, შენთან სახლში დავაბი, - ერთი ამოსუნთქვით ახარა მიშამ. - რას ამბობ, მართლა იპოვეი? შენ გაიხარე, დილას მერე დავეძებ, სად იყო, ბიჭო, როდის იპოვეი? მიშა თამარის სახეზე დანახულმა სიხარულმა დაამშვიდა და გამბედაობა შეემატა. მიუახლოვდა ქალს, გვერდით გაჰყვა და დაწვრილებით მოუყვა ხარის პოვნის ამბავი. თან დღის სინათლეზე შეფარვით და ხარბად ათვალიერებდა გახარებულ ქალს. - რაფერ დამწვარხარ, გოგო, რა მოგვსვლია, რატომ გაქვს ფეხი ასე ნატკენი? - თანაგრძნბით ჰკითხა მიშამ. - ესა? ეჰ, ხარს რომ ვეძებდი მაშინ ვიტკინეი. ლიახვის ნაპირზე მაყვლებში ვათვალიერებდი ხარსა, ჩრდილში ხომ არსად დაწვა-მეთქი. მერე ლამაზად დაკუნწლული ხემაყვალას ტოტი დავინახეი, მწყუროდა თანაცა, დავიწიე ამ კავითა, შევწვდი და ჭამით ისე გავერთეი, როგორ შევედი ბუჩქნარის სიღრმეში ვერ გავიგეი... მაღლარ ტოტს შევწვდი, დახუნძლული იყო, წავეტანე და რა ვნახეი, იცი? ჩემ წინა, მთელ სიგრძეზე უხსენებელი იყო გაშოტილი, მზეს ეფიცხებოდა. ისეთი ლამაზი იყო 116
ის წყეული... ზურგზე სტაფილოსფერი ზოლი გასდევდა, საოცრად ბზინავდა... არც განძრეულა, ალბათ ჩემგან ხიფათს არ ელოდა... მშვიდად მიმზერდა თავისი ბრჭყვიალა შავი თვალებითა... ერთი დავიკივლეი და გამოვიქეცი, მეგონა უკან მომდევდა, მაშინ გამოვკარი ფეხი მაყვლის ძირებსა, წავიქეცი და ფეხი გავისხვიპე ეკლებზე, კაბაც დავიხიეი. ნატკენს არა ვჩივი, რადგან ხარი მიპოვეი, რაღა მომკლავს ახლა. ციმბირში რვა წელი ვიყავი და საერთოდ არ მინახავს იქ გველი, აქ, ძალიან ბევრია. - უთხრა და უცებ გაჩუმდა. მიხვდა რომ იმაზე მეტი ილაპარაკა, ვიდრე შეიძლებოდა... - არ უნდა მეხსენებინა ციმბირი, რას იფიქრებს ახლა ეს კაცი ჩემზე, გაიფიქრა და ჩუმად ახედა. სახეზე ტანჯვა ეხატა მიშას, გულისყურით უსმენდა და თანაუგრძნობდა ქალს. არაფერი უთქვამს საპასუხოდ. თამარი ვერ ხვდებოდა, მიშასთან ყოფნის დროს რატომ ხდებოდა ზედმეტად გულახდილი. - რადგან ხარი მიპოვეი, ხვალ უღელში შევაბამ და ჩამოვიყვან აქა, თორმეტი ძირი კაკლის ხე მაქვს დასაბერტყი, ხუმრობა საქმე არ გეგონოს, ტვირთიც მძიმე იქნება და არც აკრეფა იქნება ადვილი. - კაკალს ვინ დაგიბერტყავს, ბოშო? - ჰკითხა მიშამ. - მუშა უნდა ვნახო, ორ მანეთად ბერტყავენ კაკალსა. კაკლის ასაკრეფად ყოველდღე ამხელა მანძილზე ჩამოსვლა ძნელია, ხან მე ვასწრებ ქურდებსა კაკლის აკრე117
ფასა, ხან - ისინი. ჩამოვაბერტყინებ ერთიანადა და ეგ იქნება! - ხვალ მართლა მოხვალ მაგ საქმისთვის? - ჰკითხა მიშამ და იგრძნო, ამხელა მინდორში უჰაერობით როგორ იხრჩობოდა, გულში ყელი ებჯინებოდა და პასუხს გამალებული ელოდა. - ხვალა? აუცილებლადა! - დარწმუნებით უთხრა გოგომ, - მერე სახლის მშენებლობის საქმე მაქვს დასამთავრებელი და კარ-ფანჯარა ჩასასმელი. მიშას გაეღიმა, თვალებმოჭუტულმა ჰკითხა: - სახლსაც აშენებ, თამარ ქალო? - ვაშენებ, მაშა! - ამაყად უპასუხა ქალმა და თამამად შეხედა მოსაუბრეს. ამასობაში გზაჯვარედინზეც გამოსულიყვნენ, სადაც გზა უკვე სოფლის ორღობეში შედიოდა. შეეძლო ორივეს ერთი გზით ევლო, მაგრამ აქ დაემშვიდობა თამარი მიშას და აგრძნობინა, რომ სოფელში მათი ერთად გამოჩენა უხერხული იქნებოდა, ქალი აშკარად ფრთხილობდა. მიშას შეეძლო ქვეყნის დასალიერამდე ევლო ასე, თამარის გვერდით. გზად, საუბარში გართულ თამარს, სიმაღლეში ეტოლებოდა... მხრამდე სწვდებოდა თამარი, მთელი თავით მაღალი იყო ქალზე. - ო, როგორ ჩავიხუტებდი ახლა, რომ შემეძლოს! გაიფიქრა მიშამ, - ბაბუცა მამიდას ნასწავლ სანთლისა და ზეთის მალამოს წავუსმევდი თამარს დასხვეპილ ფეხებზე, შევუხვევდი და სულა კოცნით მოვურჩენდი იარებს, 118
მაგრამ... - ეჰ, რამდენი მაგრამ გროვდებოდა მიშას საწინააღმდეგოდ მის წარმოსახვაში! - თავი უნდა შევაყვარო ამ ქალს, ყველაფერს ვიზამ, რომ შემიყვაროს, რადგან მე უკვე მიყვარს, მე ის მჭირდება, მასაც ვჭირდები... როდემდე უნდა ვიარო სალოცავში გაშვებული მამალივით თავგზაარეულმა, - ფიქრობდა მიშა და ხვალინდელი დღის გეგმებს გაღიმებული აწყობდა. ერთ ადგილზე გაშეშებული გასცქეროდა შორს მიმავალ ქალს და დაიფიცა, რომ თამარი აუცილებლად მისი ცოლი გახდებოდა და როცა ეს მოხდებოდა, არასოდეს საკაცო საქმეს არ მიაკარებდა და სიკვდილამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ეყვარებოდა! ვერ დაიძინა მიშამ. ირიჟრაჟა. გაფერმკრთალებულ, სხივდაკარგულ მთვარეს ცერად გახედა, პირჯვარი გადაიწერა და ჭალის ბილიკს დაუყვა. ძნელი არ იყო თორმეტძირიანი კაკლის ბაღის პოვნა. ადვილად მიაგნო. გაუთიბავი ბალახით იცნო თამარის ბაღი. მამლის ყივილთან ერთად გაღვიძებულმა მიშა რიჟამაძემ ღონივრად მოუქნია ცელი ნამიან ბალახს და ცოტა ხანში, ნახევარმთვარისებური ნათიბი ბელტებივით მიაწყო ერთმანეთზე... ახლადმოთიბული ბალახის სურნელი სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირში. ჩაიმუხლა. ვეება მუჭში მოიქცია მოთიბული ბალახი და ხარბად დაყნოსა, გააჟრჟოლა თამარის სურნელი დაჰკრავდა ბალახს! ფეხზე წამოდგა, მუჭში ჩაბღუჯული ბალახი გულში ჩაიხუტა, ერთხელ კიდევ დაყნოსა ხარბად, ლურჯად გალივლივებულ ცას 119
ახედა და ფიცივით წარმოსთქვა: - ოღონდაც ჩემი გახდი, თამარ და თუ გიღალატო, ამ ცისა და აი, ამ მიწის მადლი გამიწყრეს! - მიშა ცრემლჩადედებული თვალებით დააცქერდა მოთიბულ მინდორს და მუჭში მომწყვდეული ბალახი ფრთხილად დაყარა ძირს. გამოერკვა. ისევ წაავლო ხელი ცელს და უფრო გულმოდგინედ შეუდგა თიბვას. ძირშიც და გარშემოც პირწმინდად შემოუთიბა თორმეტივე კაკალს. მოთიბული გვირილების და ფარსმანდუკების სურნელოვანი „მდინარე“ თითქოს კაკლებთან დატბორილიყო. - ბალახად ქცეული მშვენიერება მზეზე ჭკნებოდა... ცვარშემშრალი გვირგვინებითა და ფოთლებით უხმოდ კვნესოდნენ, უკანასკნელ სურნელს აფრქვევდნენ არე-მარეს. მიშა თიბვას მორჩა, შემჭკნარი ბალახი ფიწლით ააგროვა, ბაღის გარეთ გაიტანა და აკაციებთან დაყარა, რომ ხარისთვის საჭმელი დაეხვედრებინა. ამასობაში მზეც ამოიწვერა, ცეცხლისფერი მოედო წვერიახოს მთებს. ადიდებული და ამღვრეული ლიახვი, თავპირისმტვრევით მოედინებოდა, გადარეული ახტებოდა უზარმაზარ ლოდებს და აქაფებული წყლის ბუშტუკებს ჭრელ ქვებზე თეთრი ქოლგებივით აფენდა. მზის სხივებმა დილის ნამი შეუშრო კაკლის ტოტებს, ახლა უკვე შეიძლებოდა ხეზე ასვლა. ფეხი ხის ტანს მყარად მოეკიდებოდა და აღარ დაუცურდებოდა. კაკლის წვერზე ღონივრად დარტყმულმა ხალამ, რაკარუკით, სეტყვასავით ჩამოყარა ჩურჩაგაცლილი კაკალი, 120
ზოგიც წენგოანად ცვიოდა მიწაზე. საგულდაგულოდ ბერტყავდა კაკალს მიშა. ფიქრში გართულს დაღლაც კი არ უგვრძნია. რომელი კაკალი გადაურჩებოდა მის ღონივრად მოქნეულ მარჯვენას, ხიდან ხეზე გადადიოდა და სახეზე ღიმილი ეფინებოდა, თამარის გახარებულ სახეს რომ წარმოიდგენდა. ბოლო კაკლის წვერზე რომ ავიდა დასაბერტყად, სოფლის გზას გახედა... თამარი ხარშებმული ურმით მოდიოდა ბაღისკენ. ურემზე უცხო ხალხი ისხდა. შორიახლოს ფეხით მოჰყვებოდა მეზობლის კაცი, - ალბათ კაკლის მბერტყავია, - გაიფიქრა მიშამ. - აქ არ უნდა მნახონ, უნდა გავასწრო! - ჩაილაპარაკა თავისთვის და კაკლის ხალა სწრაფად ჩააცურა ტოტებში, თვითონაც მოხერხებულად ჩასრიალდა დაბლა, საზიარო ღობეს ნიავქარივით გადაევლო და ბაღში მიიმალა. თამარმა შორიდანვე შეამჩნია ბაღის შესასვლელში ნედლი ბალახის ბულული. გაუკვირდა, სახე წამოუწითლდა, ირგვლივ მიმოიხედა... თითქოს რაღაც იეჭვა, მერე ნერგის ლატნებით გაკეთებული ბაღის კარები ნელა შეაღო და გაკვირვებული შედგა - თუშურ ხალიჩას ჰგავდა გათიბულ ბალახში ჩაბნეული კაკალი... ქალებმა შეიცხადეს: - ვინ დაგიბერტყა კაკალი, ქალო, ჰაი დედასა, როგორა ჩაგრამენ უკაცო ოჯახსა! ხედამ, შენა?.. მოსაპარად გაუმზადებიათ და ეგ არის... ჩვენც რა იღბალზე მოვედით, ქაა! ეტყობა, შეგვამჩნიეს და გაიქცნენ, - ერთმანეთს ასწრებდნენ „ქურდის“ ლანძღვას გაცეცხლებული ქალები. 121
გაფითრებული იდგა თამარი შუა ბაღში და მუნჯივით დასცქეროდა ძირს დაფენილ კაკალს. კარგად მიხვდა, ვინც იდგა ამ ყველაფრის უკან, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერს იტყოდა. თვალებით ეძებდა იდუმალ მფარველს. დამტვრეული, გაჭყლეტილი კაკლების კვალით მიხვდა, რომ მიშა მეზობლის ღობეზე იყო გადამხტარი. - აი, ცელი და ფიწალიც აქ დარჩენია, ქაა... იქნება ლევანმა იცნოს ვისია და ქურდიც ვიპოვოთ! - არ ცხრებოდნენ ჭორზე ენაალესილი ქალები. თამარს ხმა არ ამოუღია... ბიჭს, რომელსაც კაკალი უნდა დაებერტყა, მოუბოდიშა: - შენი თვალითა ხედამ, რომ დაბერტყილია უკვე. ბოდიშს გიხდი, შეწუხებისთვისა. დაბრუნდი, შენი ჭირიმე, უკანა. - მერე ურემთან მივიდა, უღლიდან ხარი გამოხსნა, ბალახის გროვასთან მიიყვანა, დააბა. ურმიდან ცარიელი ტომრები გადმოიღო. ურმის ჭალებიდან კასრები ჩამოხსნა, ქალებს დაურიგა და შეუდგნენ კაკლის აკრეფას. თამარი დრო და დრო თვალს აპარებდა მეზობლის ღობისკენ, რაღაცნაირად გრძნობდა მიშას იქ ყოფნას. მოსავლის ნახევარი რომ აკრიფეს, დასასვენებლად ჩამოსხდნენ. თამარმა ნაჭრის ჩანთიდან წასახემსებლად წამოღებული წყალი და მოხვეული ერბოს ქადები ამოალაგა. გოგოებმა კაკალიც დაამტვრიეს და ნედლი ლებნების გაფცქვნა დაიწყეს. - უი, ქალო, გუშინა სიკა პაპას გასვენებაში რაც მოხდა, გაიგეთ? - დაიწყო ამბის მოყოლა ფირუზამ (ფირუ122
ზა, თამარის მეზობელი, მსუქანი გოგო იყო, ფუმფულა. როცა მეგობრები ჩახრიალაზე საჭყუმპალაოდ შეიკრიბებოდნენ ხოლმე, ფირუზას წყლის ვიწრო კალაპოტში ჩასვამდნენ, რომ წყალი დაეგუბებინათ და ებანავათ). თურმე, მესაფლავეებსა, სიკა პაპასთვინა საფლავის გათხრა დაუწყიათ. ი, მიწადასაყრელი ბეყოი, გაწვებოდა თურმე საფლავისთვის მოზომილ ადგილზე სიცილითა: - აიღეთ ზომაი, რაა, ჩემზე დიდი ხო არ იქნება მიცვალებულიო? - იმათაცა, შემოუხაზეს გარშემო ბარითა მიწაი და დაიწყეს თხრაი. ასე ამბობდა თურმე ბეყოი: - ჩემთვის მოზომილი ყველა საფლავი ამოვსებულია და მე უკვდავი ვიქნებიო! - ჰოდა, გუშინაცა, დაუწყიათ საფლავის თხრაი, რბილი მიწა შეხვედრიათ სათხრელადა და მალე მორჩენილან საქმესა. მერე, შესანდობარის სათქმელად მესაფლავეებისთვისა ცოტა საჭმელი, ღვინო და არაყი გამოუგზავნიათ. ცუდი ამინდი ყოფილა, ქარიანი, მყუდროში ვერსად დამსხდარან თურმე და ჩასულან ახლადგათხრილ საფლავში... გაუშლიათ პურ-მარილი და დაუწყიათ პურის ჭამაი. ღვინო მოკიდებიათ, არაყიცა... შემოუტრიალებია ვედროი დოლივითა ბეყოსა და კაი „მწარე“ სიმღერით დაუტირებია სიკა პაპაცაა... ამასობაში, თურმე მომღერლებსა, გასვენების ხალხი დასდგომიან თავზე, ამათ კიდე „დოლის“ ბრახუნში ვერაფერი გაუგიათ, სანამ ზემოდან არ ჩასძახეს საფლავში. წამომხტარან, ამობობღებულან ჯამ-ჭურჭლიან-დოლიანადა, კი არ დაუმორცხვებიათ: - მხიარული, მოქეიფე კაცი იყო სი123
კაი და ესეც ამიტომ შეგვემთხვაოო! - გოგოებმა ბევრი იცინეს ამ ამბავზე, მალევე წამოიშალნენ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს. - ისე, თამრი, რა საინტერესოა შენი კაკლის ქურდის ამბავი ჰაა, ვინ უნდა ყოფილიყო? - იქნება, ქურდი სულაც არ არის და ვიღაც დამეხმარა, ხომ შეიძლება? - თქვა თამარმა, ბუჩქნარს გახედა და თავი ჩაღუნა. თამარი გრძნობდა მიშას იქ ყოფნას და ამიტომ მეგობრებს უთხრა: - გოგოებო, თქვენ წადით, მე გადავალ, ბარემ ბიძაჩემ ქიტეს მოვინახულებ, ტომრებს დავტვირთავთ და საღამოზე, ჩემთან გელოდებით! - გზამდე გამოაცილა მეგობრები. ურემთან მივიდა, გამოითრია და რიყიდან მამამისის მიერ ამოტანილ სიყვარულის ლოდზე ჩამოუდო უღელს თავი. მერე ხარს გახედა. შეკრთა. ხართან ყურებამდე გაღიმებული მიშა რიჟამაძე იდგა.
თავი მეთერთმეტე - ღმერთო, რა უნდა ამ კაცს ჩემგან, რატომ დამყვება ან რატომ მფარველობს ასე, როგორ მოვიქცე? - გაიფიქრა თამარმა. - თამარ, ჯერ ნუ შეაბამ ხარს უღელში, ბარემ ჩავიყვან მდინარეზე, წყალსაც დავალევინებ, ცოდოა, მანამდე ჩვენ ვილაპარაკოთ. - უთხრა მიშამ და ხარს ქედზე ხელი დაჰკრა. 124
თამარი დაიბნა. ძირს დაყრილ კაკლის ტომრებისთვის გამზადებულ კანაფებს დასწვდა და ბაღში შევიდა. გაღიმებული რიჟამაძეც უკან მიჰყვა. შეთანხმებულებივით შრომობდნენ. მიშა ტომრებს თავს უკრავდა, თამარი კანაფს ახვევდა. მიშა თავის ბავშვობაზე უყვებოდა თამარს და აცინებდა. მერე თავშეკრული ტომრები წყვილ-წყვილად ზურგზე მოგდებული გამოჰქონდა და ურემზე აწყობდა. მიშამ კაკლის ხალა ხეზე მიაყუდა და გაღიმებულმა უთხრა: - გაისად, ისევ დაგვჭირდებაო! - და უცნაური ღიმილით შეხედა ქალს. თამარმა თავი დახარა. ტანზე თითქოს უამრავი ჭიანჭველა დაესია, სასიამოვნოდ ბურძგლავდა მიშას ყოველ გამოხედვაზე... თვალს ვერ უსწორებდა, სითბოს და სიყვარულს გადაჩვეულს გული უდუღდა, ეტირებოდა... ყოველთვის მკაცრი და ვითომ ძლიერი ქალი, მიშასთან უჩვეულოდ გულახდილი და სუსტი ხდებოდა. გაერიდა მის მზერას. ურემთან დაბრუნდა. უღელს დაწვდა, მაგრამ მიშამ არ დაანება, მის ხელს ზემოდან თავისი დაკოჟრილი მარჯვენა დააფარა და უთხრა: - თამარ, გულში მიზიხარ, გულით გატარებ, სიცოცხლის ბოლომდეც შენს გვერდით ვიქნები, შვილის გაზრდაშიც დაგეხმარები, საკუთარივით გავზრდი, ხელი არა მკრა, გემუდარები! - ძლივს იდგა ფეხზე მუხლებაკანკალებული გოგო, ერთიანად ცახცახებდა, სიტყვას ვერ პოულობდა, მუნჯივით მისჩერებოდა გოლიათს, 125
126
რომელსაც მისი გაყინული ხელი ეჭირა და ახლა გულსაც ასე ალალად სთავაზობდა. ლოდზე ჩამოდებულ ურმის აპეურებს ქარი აფრიალებდა აქეთ-იქით, თითქოს უღელსაც მოთმინება გადაწურვოდა და იცდიდა, როდის შეიკვრებოდა ორივე მხარეს აპეურები... მეწყვილეს ითხოვდა იღბალი! გიორგისა და ლიზას სიყვარულის ლოდთან ჩაემუხლა ახლა თამარის ბედ-იღბალს... დედ-მამის სიყვარულის ლოდთან იდგა თამარი, სიცოცხლის გზაჯვარედინზე: - იქნებ, ეს არის ჩემი მშობლების ლოცვა-კურთხევა... იქნებ, დღეს, აქედან უნდა დაიწყოს ჩემი ბედნიერებაი... ჩემი მშობლების სიყვარულის ლოდზე დევს უღელი და აი, ჩამოშლილ აპეურებსაც როგორ აფრიალებს ქარი... დიდი დრო გავიდა ამ ლოდის მოტანის შემდეგ და მეც აქედან ვიწყებ ცხოვრებასა - წრე იკვრება, ჩემი ოჯახის სიცოცხლის მარადიული წრე! - მოთიბულ გვირილას დასწვდა. - ჰო, თუ არა... ჰო, თუ არა... - ხელში ჩამარცვლა გვირილის ყვავილები და გულის კანკალით, ალერსით გადაუსვა ხელი ღეროზე დარჩენილ ქათქათა ფურცელს - ჰო! - ეს გულში თქვა, ჩუმად, თავისთვის... მერე ვეებერთელა ლოდს ფაქიზად გადაუსვა ხელი, მიშას ცასავით ნათელი თვალები შეანათა და გულუბრყვილოდ ჰკითხა: - სიყვარული, სიცოცხლეზე ხანმოკლეა, მიშა? - არა, თამარ, პირიქით, სიცოცხლეა სიყვარულზე ხანმოკლე! - თამარს გაეღიმა. ერთმანეთის გულისცემა ეს127
მოდათ. თამარი ხვდებოდა, რომ მიშა მაშველი რგოლი იყო, მისი ნაცრისფერი სიცოცხლის გამფერდებელი, გამწარებული ყმაწვილქალობის მკურნალი! მოსწონდა, არწივივით რომ დასტრიალებდა თავზე. არაფრისა ეშინოდა და არავის უფრთხოდა, გულადიც იყო, მებრძოლიც... თამარმა თვალები დახუჭა და ჰკითხა: - მიშა, რა ფერია შენი სიყვარული? - შენი გულისფერი, თამარ! - შენ რა იცი, რა ფერია ჩემი გული, მიშა? - ვხედავ, თამარ, ცეცხლისფერია, კაშკაშა... ვერ ხედავ, მაგ ცეცხლით რომ ვიწვი? - თამარმა პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ უხერხულად ჩაახველა მიშას ზურგსუკან. მიიხედეს. ორღობეში გაფითრებული ნიკალა იდგა, რომელიც სათევზაოდ მიდიოდა მდინარეზე და ახლა, უხრხულად ატრიალებდა სათევზაო ბადეს, ვერც ლაპარაკის დაწყებას ახერხებდა და ვერც გზის გაგრძელებას. თამარს ელდა ეცა... გულისტკივილით დახედა ლოდზე ჯვარივით დადებულ უღელს, სიმწრის ღიმილმა დაუსერა ლამაზი სახე. მტკიცედ ჩაუთქვა გულს: - ეს ჩემი გზაჯვარედინია! ეს ჩემი ჯვარია! გაიქცა. ვერ შეძლებდა იქ ყოფნას, ვერაა! - ჰოო... ჰოო... - გაყინულ თითებზე ასწეპებოდა გვირილა. შეჩერდა, ხარბად დაყნოსა „ბედის ყვავილი“ და გაიღიმა... - შეჩერდი, თამარ, - უხმობდა მიშა, მაგრამ უკან აღარ მიუხე128
დავს... ბედნიერმა თამარმა სახლისკენ წაიღო გვირილის კენტი ფურცელი და გულისფერი სიყვარული. - თამარ, შეჩერდი! - ისევ დაუძახა მიშამ. - შეეშვი, წავიდეს! - თითქმის ბრძანებით უთხრა ნიკალამ. - შენ, აქ რას აკეთებ, იმერელო? - ვინ გკითხავს, ჩემს ადგილსამყოფელს, ბოშო, შენ თვითონ ვინ ხარ? - შეუტია განრისხებულმა მიშამ. - მე ნიკალა ვარ, ციური ჩემი შვილია! მიშამ გაქცეულ თამარს გახედა და ნიკალას ნელა მიუახლოვდა. ახლოს მივიდა, თითქოს დაეტოლა და ამით თავის ფიზიკური უპირატესობა აგრძნობინა: - მერე რა, რომ ციურის მამა ხარ! ჩემდა საბედნიეროდ, თამარის ქმარი არა ხარ! შეგეძლო, ბედნიერი ყოფილიყავი, მაგრამ ვერ მოერიე განსაცდელს და ანგელოზივით ქალი შუა გზაზე უპატრონოდ მიატოვე. ვიცი თქვენი ისტორია, ნიკალა. იქნებ, არცა ხარ გასამტყუნარი, მაგრამ თამარის ცხოვრებაში შენი ადგილი აღარ არის, თორემ ეს კაკალი მე კი არა, შენ უნდა დაგებერტყა, თუნდაც ჩუმად, რომ ვერავის გაეგო, მაგრამ არ გააკეთე... აბა, ამ ტომრებს შეხედე, ადვილია ამათი ურემზე დაწყობა და სახლში მიტანა? დიახ, ციურის მამა ხარ შენ, ნიკალა, მაგრამ უსახლკაროდ რომ იყო შენი შვილი და ეს პატარა ქალი ხელით ზელდა და აკოწიწებდა ალიზს სახლის ასაშენებლად, სად იყავი მაშინ... შენ თუ ვერ შეძელი მასთან მისვლა, სხვას რატომ არ მიაშველებინე ხელი? ამ ქალს პატრონი სჭირდება, ნიკალა, პატ129
რონი! - მერე გაშლილი ხელი განიერ მკერდზე მძიმედ დაირტყა და მტკიცედ უთხრა: - და ეს პატრონი, მე ვიქნები! ნიკალა დაიბნა. გაჩუმდა. ერთხანს ხმა არ ამოუღია. ორი მამრი ერთმანეთს თვალებში მისჩერებოდა, თითქოს ერთმანეთს ზომავდნენ და აზრს უწონიდნენ. - იმერელო, ვიცი თამარი ბედნიერებას იმსახურებს, მე ვერ ვიბრძოლე სათანადოდ მისთვისა, გარემოების მსხვერპლი ვიყავი, არ დამიჯერა და წამომიყვანა ციმბირიდანა, ბედნიერები ვიყავით იქა. აქ კი, თუ ერთად ვიქნებოდით, ვერასოდეს ამოვიდოდით სოფლის ყბიდანა... არც ეხლა აკლებენ რამესა, მაგრამ გაქვავებულია და უძლებს... ჩემდა საუბედუროდ, არ მერგო თამართან ყოფნის ბედნიერებაი. რა მომაფიქრებდა იმასა, რო სანატრელი გამიხდებოდა ციმბირში ყოფნაი. თამარი იშვიათი ბუნების ქალია. არ ჩადგა ჩემი ცოლ-შვილის ცოდვაში და უბრძოლველად დაუთმო მათ ჩემი თავი. გული თამარისკენა მაქ, მიშა, ჩემ ხორცსა და ძვალსა კიდე, ასე დაათრევს ჩემი ბედისწერაი, გამოხრული ძვალივითა... თვითონ ინება თამარმა ასე და მეც, ბევრი გარემოების გამო, დავმორჩილდი ჩემ მწარე ბედსა... - მე ცუდი განზრახვა არა მაქვს, ნიკალა, თამარის ცოლად მოყვანას ვაპირებ! - უთხრა ნიკალას აღსარებით სულშეძრულმა რიჟამაძემ. - ალბათ, ჩვენი ბედისწერა არის, რომ მე და თამარი ჩვენ თავს არ ვეკუთვნით, - განაგრძო ნიკალამ. - ჩემი 130
და მისი შეხვედრაც უფლის ნებით მოხდა და თამარის მომავალიც უფლისთვის მიმინდია... თუ თამარის ნებაც ეგ არის, ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ. შვილი არ დამიჩაგრო, ოღონდა! - გული ამოაყოლა ნიკალამ ამ სიტყვებს, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულ მიშას, ბადე გამწარებით მოისროლა და მდინარისაკენ ჩაუყვა თავისი ბედივით ოღროჩოღრო ბილიკს. დღევანდელი დღე რომ გადამწყვეტი იყო, ამას უკვე ხვდებოდა მიშა. მაგრამ ისე იყო ნანახითა და მოსმენილით გაოგნებული, რომ მოწყვეტით დაჯდა ლოდზე და თითქოს დიდი ომი მოეგოს, რაღაცნაირად, მოისვენა. თვითონ აპირებდა ნიკალას ნახვას და აგერ, ყველაფერი თავისით დალაგდა. იჯდა ვეებერთელა ლოდზე და ფიქრობდა: - ვინ იცის, იქნებ ამ ლოდსაც, რამდენი საიდუმლო ახსოვს! - რა იცოდა მიშამ, რა აუხდენელი სიყვარულის ნიში იყო ეს ქვა... რა იცოდა, რომ ეს ქვა იყო მისი ბედის გზაჯვარედინი, რომ ლოდზე ჩამოდებული უღელი ამდენი წელი მის ღონიერ კისერსა და მხარბეჭს ელოდა... რა იცოდა, რომ სულ მალე, დასრულდებოდა მისი და თამარის ცალუღელობა და წყვილად, ერთგულად გასწევდნენ ცხოვრების მძიმე ჭაპანს... არ იცოდა მიშამ ვის ლოდზე იჯდა, მაგრამ ლოდმა იცოდა, როდის უნდა დაედგა თამარსა და მიშას ბედის უღელი, როდის უნდა შეეკრათ ქარში მოფრიალე აპეურები, იცოდა! 131
მიშა წამოდგა. ხარი უღელში შეაბა, ტომრები საგულდაგულოდ შეასწორა, ცელი და ფიწალი ურმის ჭალებზე მანეულით მიამაგრა. მერე ხარს სახრე გადაჰკრა და თავდაჯერებული და კმაყოფილი, თამარის სახლისკენ აუყვა გზას. ქიტეს ეზოში, ღობეს ამოფარებულმა თამარმა ყველაფერი მოისმინა და დაინახა. ფრთხილად გამოვიდა სამალავიდან და უჩუმრად გაჰყვა ურემს უკან. მიშამ ღიმილით გახედა უკან მომავალ ქალს. თამარმაც ღიმილი შეაგება. გზად შემხვედრ ცნობისმოყვარე და გაკვირვებულ სახეებს, ამაყად უსწორებდა ქალი თვალს. მზად იყო, ცნობისმოყვარეთა საბოლოო განკითხვის მოსაგერიებლად. ...თამარის დაკარგვით გულდათუთქულმა ნიკალამ სიმწრის ცრემლებს გზა გაუთავისუფლა, ლიახვის ნაპირას პირქვედამხობილი ტიროდა. იცოდა, რომ ეს ოდესღაც მოხდებოდა, გრძნობდა... მაგრამ სანამ მოხდებოდა, მაინც თავისად ეგულებოდა თამარი, მის გულში მაინც მისი ერქვა, მისი იყო... ახლა კი, სამუდამოდ უფლებააყრილი რჩებოდა... კარგად იცნობდა თამარს, თუ ერთხელ მიიღებდა გადაწყვეტილებას, სიცოცხლის ფასადაც რომ დაჯდომოდა, მაინც თავისას გაიტანდა. იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ პატივი უნდა ეცა თამარის გადაწყვეტილებისთვის და ღირსეულად გამდგარიყო განზე. გულნატკენი მამრის ცრემლები მუჭით მოიწმინდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ჰორიზონტს გახედა. ცაზე სამკუთ132
ხედად დაწყობილ თბილ ქვეყნისკენ მიმავალ წეროების გუნდს თვალი გააყოლა და ჩურჩულით თქვა: - მშვიდობით, ჩემო ლიახვის ნიავო, ჩემო ქართლის მზეო... მშვიდობით, ჩემო ციმბირში ნაპოვნო ბედნიერებავ და საქართველოში დაკარგულო სიყვარულო... ბედის მძევლები ვართ, მე და შენა, თამააარ, ბედის მძევლებიიი! - სიმწრით ჩაბღავლა დედამიწას, ერთხელ კიდევ ჩამოიწურა სისხლნარევი ცრემლი ტკივილით გაქვავებულ სახეზე, მძიმედ ჩამოისვა ხელი, მუჭში მოიგროვა დილის ცვარივით და ამღვრეულ მდინარეს შეუნაკადლა... დარდი გაუბევრა ლიახვს!
თავი მეთორმეტე რაჟამაშვილების ჭიშკრის კარებს კუთხეში პატარა ბორბალი ჰქონდა დამაგრებული, რომ ადვილად შეძლებოდათ კარის გაღება. თამარმა ფართოდ შეაღო ჭიშკარი, კაკლის ტომრებით დატვირთულ ურემს თავაწეული შეუძღვა ეზოში. ყურშა ყეფით უვლიდა გარშემო ურემს. ოთახიდან ჯოხზე დაყრდნობილი ლიზა გამოვიდა, თვალზე ხელი მოიჩრდილა და უცნობ სტუმარს გაოცებით მიაჩერდა, ვერ იცნო ვინ იყო ეს ახმახი კაცი. მიშამ ტომრები სათითაოდ ჩამოალაგა ურმიდან და საბძლის კედელზე ერთმანეთის მიყოლებით მიაწყო. - დედიკო, დედააა... - სირბილით გამოექანა პატარა ციური და თამარს ორივე ხელით მუხლებზე შემოეხ133
ვია. ციური უკვე ოთხი-ხუთი წლისა იქნებოდა, სუსტი, სიფრიფანა, თეთრი ბავშვი იყო, უხდებოდა დაწნული კიკინები. უცხო კაცის დანახვაზე დაიმორცხვა. მიშასკენ ჩუმად გააპარა თვალი, ისე რომ დედისთვის ხელი არ გაუშვია. ყურშა არ ცხრებოდა, გამწრებული უყეფდა სტუმარს. ლიზა ჯოხით ცდილობდა ძაღლის მოგერიებას. ყურშას კარგად „ახსოვდა“ ძველი წყენა მიშასგან და ახლა სამაგიეროს უხდიდა, საკუთარ ეზოში იყო და უფრო თამამობდა, არა და არ შეწყვიტა ყეფა. ხარიც შეაწუხა ყურშას გაუთავებელმა ყეფამ და თითქოს ერქინებაო, გამწარებული უქნევდა თავს. - ვინ არის ეს კაცი, თამარ? - იკითხა ლიზამ. - მიშაა, დედა, ის კაცია, ხარი რომ გვიპოვა, ციცქიშვილი გოგიას იმერელი მეგობარი. - წყალს დამალევინებ, თამარ? - ჰკითხა ნერვიულობით პირგამშრალმა მიშამ. - მე მოვუტან, მეეე! - ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა ოთახისკენ ციური. თამარიც უკან მიჰყვა ბავშვს. კოკის წყალი ლიკ-ლიკით ისხმებოდა ფინჯანში. რამდენიმე ფინჯანი წყალი დალია ზედიზედ... თამარი ღიმილით შეჰყურებდა წყურვილდაუოკებელ კაცს... ქალური ალღოთი გრძნობდა, რომ მიშა ბედნიერი იყო მასთან სიახლოვით, თვითონაც სწყუროდა ახლა წყალიც, სიყვარულიც, სიხარულიც, რომელსაც კარგა ხანია გადაეჩვია... აღარ სჯეროდა, რომ ბედნიერებამ მისი გულისა და სახლის კარიც შეაღო. 134
- გმადლობ, პატარა ქალო! - მიშამ თავზე მზრუნველად გადაუსვა ხელი ვარსკვლავთვალება გოგონას. ბავშვი ცნობისმოყვარედ შესცქეროდა გოლიათს. შუშხუნებივით ენთო მწვანე თვალები. მიშას მიწოდებული ფინჯანი გულზე ჰქონდა მიხუტებული. - ძია, კიდევ გინდა წყალი? - არა, პატარავ, მეტს ვეღარ დავლევ, დევი ხომ არა ვარ! - სიცილით უთხრა მიშამ და ნამდვილი დევივით გაიფხორა. ყველა გაეცინა. პატარა ციური გამხიარულდა და უფროსებს ასკინკილით უვლიდა გარშემო. მიშამ ხელის დაბანა ითხოვა. თამარმა ისევ ჩამოარაკრაკა კოკიდან წყალი, ხელსახოცი მხარზე გადაიკიდა და მიშას მორიდებით დაუდგა წინ. მიშამ ხელი გაუშვირა წყლის დასასხმელად... მთლიანად ჩაიცალა ერთი თასი წყალი მიშას ტორებში. ხელი გადაიბანა, სახეზეც შეისხა წყალი, ხვეულ თმაში შეიცურა სველი თითები... სახის შემშრალება არც უფიქრია... წყლის პაწაწინა ნაკადულებმა მხრები დაუსველა, ხაკისფერი პერანგის საყელოს ჩამოსცდნენ... ნელ-ნელა გაიშალა სისველე... სველი პერანგი ვერ ფარავდა მიშას დაკუნთულ გულ-მკერდს... თავდახრილი იდგა თამარი, შეფარვით გახედა მიშას... კაცს ესიამოვნა ქალის მოკრძალება, მისმა ფარულმა თვალთვალმა ენით გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა მამაკაცის გულს. ზრდილობისთვის გამოართვა პირსაწმენდი და თითქმის მშრალი სახე ყასიდად, თამარის საამებლად შეიმშრალა. 135
- წავალ, აწი მე! - ომში გამარჯვებულივით, რიხიანად წარმოსთქვა მიშამ. ლიზას ზრდილობიანად დაუკრა თავი, - მშვიდობით ბრძანდებოდეთო! - ჩაილაპარაკა და ეზოდან გავიდა. ჯოხზე დაყრდნობილი, ტაბურეტზე ჩამომჯდარი ლიზა, მდუმარედ ადევნებდა თვალს ყველაფერს. - ახლა ისევ გაუჩნდებათ ახალი სალაპარაკოი ჭორიკანებსა, რაღა ძაღლის ყბაში ჩავარდნაი და რაღა მაგათ ყბაში მოხვედრაი, შვილო. - ხმამაღლა ჩაილაპარაკა ლიზამ. - რას ვაშავებ, დედა, რასა, განა ხელი რო ამიქარვოს ვინმემა საქმეში და მომეხმაროს, საჭორაო უნდა გახდეს? ვინა ცდილობს, რომ გვერდში დამიდგეს და გამახაროს, არავინა! ყველას თავისი საქმე აქვს, ჩემი ძმებისა არ იყოს, ღმერთმა ყველას უშველოს, მაგრამა ჩემთვის არავისა სცალია და ნურც ხორცის მოსაგლეჯად შეიწუხებენ თავსა... შემეშვან, თავი დამანებონ, მეყო, რაც გადავიტანეი! ჯოჯოხეთიდან ცოცხალი დავბრუნდი და მეც მინდა ბედნიერებაი. ოცდაშვიდი წლისა ვარ ჯერა და ოცდაშვიდჯერ - გულით ვერ გამიღიმია! წერტილი უნდა დავუსვა ამ ყველაფერსა და მიშას ცოლობაზე უნდა დავთანხმდე. ბედმა, ისეთ დროს მომწმინდა ცრემლი, როცა აღარ ველოდი ამასა, დრომ დაალაგა ყველაფერი თავის ადგილზე. გული მატკინეს?.. არა უშავს, ჩემი გაღიმების დროც მოვიდა და აღარ ვიტყვი უარს ბედნიერებაზე იმის გამო, რომ ვიღაც-ვიღაცებმა იჭორაონ! დაეცნენ ისე, როგორც მე 136
დავეცი და წამოდგნენ მერე, თუ შესძლებენ ადგომასა ისე ღირსეულადა, როგორც მე! თავი ასწიონ, თვალებში ჩამხედონ და გაღიმებას თუ კიდევ შეძლებენ და არ გაბოროტდებიან, სიკეთე მისცეს ღმერთმა... საკმარისია, დავიღალე, დედა, ძალიან დავიღალე! - წარმოთქვა გამწარებულმა ქალმა, მუხლებზე დაეშვა, სახეზე ხელები აიფარა და მწარედ ატირდა. - სუ, დედა გენაცვალოს, ნუ ტირი, განა გასაბრაზებლად გითხარი მე უბედურმა, მაგრამა კარგად უნდა დაფიქრდე, შვილო... რომ არ გამოდგეს წესიერი ზნისა ეგ უცხო კაცი, ან ვერ შეეგუო, რა უნა ქნა მერე, სად წახვალ? დაფიქრდი, შვილო, დაფიქრდი... - ვიფიქრე, დედა, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტეი უკვე... ჩვენი ოჯახისთვის ზედგამოჭრილია ასეთი კაცი. გული მეუბნება, რო არა ვცდები, არა! ბედნიერი იყო მიშა, სიზმარში ეგონა თავი, რამდენი რამე მოხდა ერთ დღეში მის სასარგებლოდ, რაღა უშლიდა ხელს მის ბედნიერებას - აღარაფერი, გარდა თამარის თანხმობისა... რამდენჯერმე ვინახულებ კიდევ, ვისაუბრებთ, გავიცნობთ ერთმანეთს და როგორც წესი და რიგია, ვთხოვ ხელსა... ვიცი, რომ მოვწონვარ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თამარს ეკადრება და როგორც მე მინდა. სული აუფორიაქა თამარმა, მის უფერულ ყოფას აზრი და მიზანი მიეცა. - როგორ ჩაიხუტებდა ახლა გულში... უბეში ჩაისვამდა ჩიტის ბარტყივით, მარტო ცხვირს ამოაყოფნებდა, რომ ესუნთქა და თვალებში 137
ეცქირა მიშასთვის და მთელი ცხოვრება ასე გულში ჩაკრულს ატარებდა. ვეღარსად გაექცეოდა... დაუკოცნიდა ლამაზ თვალებს, ყველა სურვილს აუსრულებდა... - ფიქრობდა ბედნიერი მიშა და პირსახეზე ისეთი ნეტარება ჰქონდა გადაფენილი, თითქოს ზიარების შემდეგ პირდაპირ სამოთხის კარი შეეღოს. - ნეტავ სად აშენებს სახლს თამარი, რომელია მისი ნაკვეთი... გოგიას უნდა ვკითხო, დღესვე, ახლავე! - ნაბიჯს აუჩქარა და ბეგზე შეფენილ თხილნარში გაუჩინარდა. ცოტა ხნის შემდეგ ბილიკზე გოგია შეეჩეხა, მხარზე ჩუქურთმებიანი აკვანი გაედო და ღიღინით მოდიოდა. გაკვირვებული შედგა ორივე. - აქ რაღა გინდა, ბიჯო, ეს ბილიკიც თუ იცოდი, არ მეგონა, მთელი დღეა დაგეძებ, სად იკარგები ხოლმე, კაცოო! - უსაყვედურა გოგიამ. - გოგი, მგელივით მშია, სად მიხვალ ამ აკვნით, წამო, საჭმელი მაჭამე, თან საქმეცა მაქვს, რაღაც მინდა გიამბო! - მხარზე ხელი დაჰკრა მიშამ. - ეგაძეებს უნდა ჩავუტანო ეს აკვანი, ბიჭი შესძენიათ, ინათხოვრეს! - ციცქიშვილებსა ბედნიერი აკვანი გაქვთ და გვათხოვეთო! - მადლია, ჩავუტან ბარემა, „ქოლერაზე“ და „ბატონებზე“ შელოცვილი აკვანია, ცხონებული დიდედაჩემისგანა... ამ აკვანში გაზრდილი ბავშვი ბედნიერია, საგვარეულო აკვანია! - ენას არ აჩერებდა გოგია. - აი, ნახე, საგოგავებზე მამაჩემის მამის სახელისა და გვარის პირველი ასოებია ამოტვიფრული, მადლიანი კაცი იყო, ცხონებული. - გოგია დინჯად მიიკვლევ138
და გზას თხილნარში, აკვანზე შებმული გიშრის მძივი თხილის ტოტებს ედებოდა და საამური წკაპა-წკუპი გაუდიოდა. - მიშა, ახლა იცი საით გაგატარებ? - მიუბრუნდა ეშმაკური ღიმილით გოგია მიშას. - საით გამატარებ? - საითა და, თამარის სახლს გაჩვენებ... თავისი ხელით ამოიღო ალიზი... განახებ, ვაჟკაცს გაუჭირდება, ისე ლამაზად არის ყალიბში ამოყვანილი! - დღეს, ჩემი დღეა, ღმერთს ვენაცვალე! - ხმამაღლა თქვა მიშამ. - განა რა მოხდა ამისთანა? - შემობრუნდა გოგია. მიშა დაწვრილებით მოუყვა კაკლის დაბერტყვისა და ნიკალასთან შეხვედრის ამბებს. საუბარში დრო სწრაფად გავიდა. ერთ გაშლილ ადგილზე, „მატიტელა“ ბალახით მოფენილ მწვანეზე დასხდენენ, სიგარეტს მოუკიდეს. მიშას არ ელეოდა სალაპარაკო... გოგია გაკვირვებული და გაოცებული შესცქეროდა მეგობარს, უკვირდა მისი მოხერხებულობა. აკვნის თასმას წარამარა ქაჩავდა და გიშრის მძივიც შეუჩერებლად წკრიალებდა... მიშამ სიყვარულით გადაუსვა ხელი აკვანს, ამოჩუქურთმებულ ყურძნის მტევნებს მიეფერა და გოგიას უთხრა: მეც ჩავაწვენ ამ აკვანში ჩემი სიყვარულის ნაყოფს... რადგან ბედნიერი აკვანი ყოფილა, მეც ვინათხოვრებ, გოგია, მეც მინდა დავარწიო ჩემი სიყვარული და ჩემი გვარიც გამრავლდეს დუნიაზე... გოგი, დღეს უნდა დავთვრე, 139
გულზე ცეცხლი მიკიდია, ღვინო მწყურია, შენი ლომიაური გადავკრათ, ადე, წავიდეთ და თამარის სახლიც მაჩვენე! - გზა მაინც იქითა გვააქვს და, - ჩაილაპარაკა მოსმენილით გაოცებულმა გოგიამ. წამოდგა, აკვანი ცალი ხელით შემოიდო ზურგზე და გზა განაგრძეს. ნერგების ღობეს ქვის ყორე მიუყვებოდა. კუთხეში, ლატნებით შეკრული სახელდახელო კარები იყო დატანებული, ბაღში ლოყაწითელი, ნაგვიანევი ატმები ისე დაბრაწულიყვნენ, მშიერ კაცს კი არა, მაძღარს წაუცდებოდა ხელი. მიშამ ბალახზე ჩამოცვენილი გადამწიფებული ხილი წამოკრიფა, ბუსუსიანი კანი თავისუფლად ეფცქვნებოდა სახლეჩ ატამს, გარედან ლოყაწითელს, გული შიგნიდან ქარვასავით ყვითელი ჰქონდა, წვნიანი იყო დალოცვილი... დააგემოვნა. ატმის წვენი იდაყვებზე ჩამოეწურა მიშას. - ჭამე, ჭამე, შეგერგება, თამარის ატმებია! - სიცილით უთხრა გოგიამ. ბაღის თავში, სახლის თეთრი კედლები გამოჩნდა, სახლს არც ჭერი ჰქონდა ჯერ და არც იატაკი. მხოლოდ სამი კედელი იყო საძირკველზე ამოყვანილი, ყველა ოთახს ორ-ორი ფანჯარა ჰქონდა დატანებული. შიგნით შევიდნენ, მიშამ კედელს ხელი ჩამოუსვა, თითქოს მიეფერა... - მე დავასრულებ ამ სახლს, - სიამაყით თქვა და მეგობარს თვალი ჩაუკრა. - დაგვიგვიანდება, მიშა, ბინდდება, - ოცნებიდან გამოარკვია მეგობარი გოგიამ. 140
- სანამ მზის სულია, მანამდე უნდა მივიტანო აკვანი ადგილამდე, მზის ჩასვლის მერე, აკვნის გარეთ ყოფნა არ შეიძლება, - აუხსნა გოგიამ. - კი მარა, ბოშო, რატომ თავად არ წეიღეს აკვანი, შენ რა შუაში ხარ? - გაუკვირდა იმერელს. - ომიდან ცალი ფეხით დაბრუნდა საწყალი გიორგა, ამაზე როგორ დავზარდებოდი... - შენ, ბიჭები აკეთე და აკვნები ჩემზე იყოს-მეთქი! - ასე შევუთვალე ბალღების პირითა. გიორგასთან ჩასულები პურ-მარილის გარეშე არ გამოუშვეს, ბიჭიც დაალოცვინეს და აკვანიც... იქიდან წამოსული შეზარხოშებული მიშა თამარის სახლში შევიდა და გოგიას უთხრა: - შენ წადი, გოგი, ცოტა ხანს დამტოვე, მეც მალე მოვალ! - ამ სახლში რაღა გინდა, შე გადარეულო, - გაუკვირდა გოგიას, მაგრამ იცოდა მიშასთან კამათი წყლის ნაყვას უდრიდა და უჩუმრად გაეცალა. მიშა ხარიხაზე ჩამოჯდა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა, ისევ „ირმის ნახტომს“ დაუწყო ძებნა. - ნეტავ, რომელია ჩემი ბედის ვარსკვალავი, ალბათ ის, ყველაზე მეტად რომ კაშკაშებს! - გულში გაიფიქრა, კედელს მიეყრდნო და სატრფოზე და თავის უცნაურ ბედზე ფიქრში ჩაიძირა... ნელ-ნელა მოეშვა, იქვე კედელთან ჩაჯდა და ჩაიძინა... ვერც თამარმა მოისვენა. არეული იყო, გრძნობებს თავს ვეღარ უყრიდა. განმარტოებით ფიქრი უნდოდა. 141
ოჯახის წევრებს გაერიდა, შალი მოიხურა და თავისი სახლისაკენ დაუყვა გზას. დღე არ გავიდოდა, თავისი საბუდარი რომ არ მოენახულებინა. თითოეული ოთახის ალიზის რაოდენობა ზეპირად იცოდა. სადაცაა, კალატოზი უნდა ენახა, უნდა დაესრულებინა მშენებლობა, სანამ წვიმები დაიწყებოდა... კარ-ფანჯარა და სახურავიც საზრუნავი ჰქონდა. სახურავის ფული, დეიდაშვილმა, მარგალიტამ დაუტოვა... - მოვასწრებ, ყველაფერს მოვასწრებ, - იმედიანად ჩაილაპარაკა და ჭიშკარს ხელი ჰკრა... მთვარის შუქზე უფრო მაღალი ჩანდა სახლის კედლები. შესასვლელთან ჩამოჯდა. ჭრიჭინების გნიასს თითქოს მამაკაცის ხვრინვა ჩაენაცვლა... გაუკვირდა. ხმა ოთახიდან ისმოდა. - ვინ უნდა იყოს! - გაიფიქრა შეშინებულმა ქალმა. მიმოიხედა. იქვე მიგდებულ დიდ ჯოხს წამოავლო ხელი და ოთახში ფრთხილად შევიდა. ოთახის კუთხეში, ბზის ოქროსფერ ბულულზე გულაღმა იწვა მიშა რიჟამაძე!
თავი მეცამეტე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, სხვენივით ეფარა თამარის უჭერო სახლს. მძინარე მიშას უდარდელი ღიმილი გადაკვროდა სახეზე. - ჩემი ბედის ვარსკვლავი პირდაპირ ჩემს სახლში ჩამოვარდნილა! - ჩაიჩურჩულა თამარმა და ფეხაკრეფით უფრო ახლოს მივიდა მძინარე „უფლისწულთან.“ აღარ ეშინოდა, ჯოხი კედელზე მიაყუდა და შორიახლოს შეჩერდა. დააკვირდა. ასე ახლოს არასოდეს უნახავს მიშა, - ფართო შუბლი ოფლით ჰქონდა 142
დანამული, ბრაზიანი კაცის შეხედულებას აძლევდა გადაბმული, ხშირი წარბები... ჩაძინებული უფრო მკაცრი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. თამარს გული გამალებით უცემდა, ლამის იყო საგულედან ამოვარდნოდა... ფიქრის თავი არ ჰქონდა. არ გაბრაზებულა მიშას აქ ყოფნის გამო, დღევანდელი დღის ჩვეულებრივ გაგრძელებად ჩათვალა, - ასეც უნდა მომხდარიყო! - ჩაილაპარაკა და უეცრად დამშვიდდა. შალი მხრებზე მჭიდროდ შემოიხვია, კედელს მიეყრდნო და კარგა ხანს უცქირა მძინარე კაცს. - რამდენჯერ დამეხმარა და ამიქარვა ხელი საქმეში, რამდენჯერ მაგრძნობინა მამაკაცის გვერდით ყოფნის აუცილებლობაი... მიშამ მიმიღო ისეთი, როგორიცა ვარ, - ჩემი ჯოჯოხეთური წარსულითა, საკმაოდ არასახარბიელო აწყმოთი და ბუნდოვანი მომავლითა... განათხოვარი ქალის სახელითა, და ბავშვითა, ჩემი ციურითა! მეტი, რა გმირობა უნდა მოვთხოვო მიშასა... რაც გააკეთა, განა საკმარისი არ არის, რომ მივხვდე, როგორ ადამიანთანა მაქვს საქმეი? რა ვქნა, უჩვეულო სითბო მეღვრება სულში მიშას დანახვისასა, რაღაც მშობლიურად თბილია და ძალიან საყვარელი... - თამარმა მხრებიდან შალი მოიხსნა და მძინარე მიშას გულზე ფრთხილად დააფინა. მიშამ თითქოს სუნთქვა შეაჩერა, შეიშმუშნა... სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ჭრიჭინების ჭრიჭინიღა ისმოდა. თამარი სწრაფად შებრუნდა და თითქმის სირბილით გაუყვა გზას სახლისაკენ. - თამარ, შეჩერდი! - ხმა დააწია მიშამ, მაგრამ თამარი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გარბოდა. მიშა მისდევ143
და. თამარი მოხერხებულად ძვრებოდა ნაცნობი ხეების ქვეშ. ცოტაც და, მიშა დაეწეოდა, მაგრამ ფეხი ძირს ჩამოვარდნილ ატამზე დააბიჯა, გასრიალდა და მოწყვეტით დაეცა ძირს. ხმამაღალი სიცილი დაადევნა თამარს... გაშლილი ხელი დაარტყა მიწას და ქალს გასძახა: - მეორე შეხვედრაზე, უკოცნელი ვერ გადამირჩები, თამარ... არ შეგარჩენ ამ „დამარცხებას!“ თამარი შეჩერდა, უკან მიიხედა და წაქცეული რიჟამაძე რომ დაინახა, სიცილი აუტყდა. რა ხანია ასე გულიანად არ უცინია. ღელეს იქითა ნაპირზე თამარი იცინოდა, ატმების ბაღში კი - ატმის ხის ქვეშ წამომჯდარი მიშა! - ერთით ნულია, თამარ ქალო, შენს სასარგებლოდ, მაგრამ ერთ კოცნას მაინც მოგტაცებ, იცოდე! - უთხრა და ხელში ჩაბღუჯული შალი ჰაერში სიყვარულის დროშასავით ააფრიალა. თამარმა ჩამოშლილი თმა შეისწორა, ნაწნავი კეფაზე ლამაზად დაიხვია, უკან-უკან წავიდა და ბალახზე იდაყვებდაყრდნობილ მიშას ხელი ჭიშკრიდან დაუქნია. მიშამ უკვე იცოდა, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. გოგიასთვის უნდა მიემართა დასახმარებლად. თამარის ხელის თხოვნას კანონიერი სახე უნდა მისცემოდა. მიწის სიგრილე ესიამოვნა მიშას. დაწვა. სახეზე თამარის შალი დაიფარა, მკლავები ბალახზე გადაშალა და ბედნიერმა ასძახა ცას: - ჩემი იქნება, თამარი, ჩემიი! 144
*** ოქტომბრის ერთ საღამოს: გოგი, მიშა და თამარის დეიდაშვილი ავთო, ლევანის ეზოში თამამად შევიდნენ. თამარი და ლიზა სათონეში ისხდნენ და ატამს ჩირავდნენ, კურკას აცლიდნენ, კურკის მაგივრად ნიგვზის მოხალულ ლებანს სდებდნენ შიგ და მოწნულ ლასტზე ფრთხილად ალაგებდნენ, რომ მერე ნელ-თბილ თონეში გასაშრობად ჩაეკიდათ. სტუმრების დანახვაზე თამარი წამოწითლდა. სწრაფად წამოდგა ფეხზე. ლიზამაც მაშინვე მიატოვა საქმე, წინსაფარი ჩაიბერტყა და წელში მოხრილი, ოთახისკენ წავიდა. ლევანა სტუმრებს შეეგება და შინ შეიპატიჟა. არ გაკვირვებია სტუმრების მოსვლა, - წინა კვირას, ავთოსა და ლევანს, ნახირში ერთად მოუწია მორიგეობა მწყემსად. მთელი დღის განმავლობაში ათას რამეზე ისაუბრეს. ავთო გულახდილად მოუყვა, გასულ თვეს მის სახლში, ლევანისა და მიშას სტუმრობის მიზეზი და ჰკითხა, რას ფიქრობდა ამ საკითხზე ლევანი. - ავთო, შენ იცი, თამარი შვილივით გავზარდეი… ჩემ გვარს არ ატარებს, მაგრამა ჩემ სისხლათა და ხორცათა ვთვლი. თამარი ბედიანაშვილია, მაგრამა ჩემი შვილია... სამი წლიდანა ვზრდიდი. ბევრმა ქარტეხილმა გადაიარა მის თავზე და ახლა სიმშვიდესა და ბედნიერებას იმსახურებს. არ უნდა ჩანდეს ურიგო ბიჭი რიჟამაძეი, მაგრამა თამროს დაუკითხავად ამ საქმესა ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. ისედაც, ნიკალას გამო, სოფლის ყბაშია ჩა145
ვარდნილი და ამ საქმესა, თვითონ უნდა მიხედოს. მე, რა უნდა გითხრა, ძმაო, აბა! - დაფიქრებით უთხრა ლევანამ. - მოსვლას აპირებენ ოჯახში. იცოდე, შუაკაცობა მთხოვეს ამ საქმეშია! - უთხრა ავთომ. - მოვიდნენ, შენი ჭირიმე, როგორც ღმერთსა სწადია, ისე იყოს! - უპასუხა ლევანამ. გოგიას ოხუნჯობითა და ენაკვიმატობით, მოლაპარაკებამ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა და ნიშნობა ვახშმით დასრულდა. ყველას ახარებდა ახალგაზრდების ბედნიერება. დარცხვენილმა თამარმა ვეღარ შეძლო ოთახში დარჩენა, თითქოს ჰაერი არ ყოფნიდა, მიშას ცოლობაზე თანხმობა განაცხადა და ვეღარ გაჩერდა შიგნით, აღელვებული გარეთ გამოვიდა. მიშამ თვალებით გამოაცილა სანატრელი ქალი. მერე ლევანს მიუბრუნდა: - იმ სახლს, ხვალიდანვე შევავლებ ხელს... მე, ხელოსანი კაცი ვარ, ლევან, ყველაფერს ჩემი ხელით გავაკეთებ, არ მიწყინოთ ეს გადაწყვეტილება. თამარმა დაიწყო სახლის მშენებლობა და მე დავასრულებ, სანამ წვიმები დაიწყება... გარეშე პირები აღარ გვინდა, ჩვენც ვეყოფით ამ საქმეს! წარმოთქვა ომახიანად და გოგიას იმედის თვალით გადახედა. გოგიამ, თანხმობის ნიშნად მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა: - შენს გვერდით მიგულეი, ძმაო! მიშამ ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა. თამარს ეძებდნენ სიბნელეში მისი თვალები. თამარი კაკლის ხეზე ჩამობმულ საქანელაზე იჯდა და ჩაფიქრებული, ოდნავ ირწეოდა. სინათლიდან გამოსულ მიშას უჭირდა სიბ146
ნელეში რამის გარჩევა, ცდილობდა სიბნელეზე თვალის შეჩვევას, თამარი ამას ხედავდა და ჩუმად ეცინებოდა. - თამარ! - ჩუმად დაუძახა მიშამ. - აქა ვარ,- აკანკალებული ხმით გაეპასუხა გოგო. სულ არ უნდოდა, რომ მღელვარება შეტყობოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, თავს ვერაფერს უხერხებდა. მიშა ფრთხილად მიუახლოვდა, მერე იქვე, საძროხესთან მდგარ პატარა სკამს მისწვდა და თამართან შორიახლოს ჩამოჯდა. ღიმილით ადევნებდა თვალს საქანელაზე მჯდომ გულისწორს. ქარი სასიამოვნოდ ელამუნებოდა თამარის სახეს და გრძელი, ჭრელი კაბის ბოლოებს ფარშევანგის ფრთებივით აფენდა მიწაზე. ორივე ბედნიერი იყო. მღელვარებისგან დაბორკილებს უჭირდათ საუბრის დაწყება. - კარგი სირბილი გცოდნია, თამარ! - სიცილით უთხრა მიშამ. - შენა კიდევა, კურდღელივით ფხიზელი ძილი! - რომ არ გამღვიძებოდა, მაკოცებდი? - როგორც იქნა, თვალი გაუსწორა მიშამ. - ხომ არ გადარეულხარ... რატომ უნდა მეკოცნა, ისეთ ქალს ვგავარ, მძინარე კაცებს რომ კოცნის? - წარბი ასწია თამარმა. - არა, არა, საწყენად არ მითქვამს... მაშინ, სხვანაირად გკითხავ, გიყვარვარ? - ღმერთო ჩემო, აღარაფერი მითხრა! უნდა მიყვარდე? მე ხომ... მე ხომ... - ვეღარ გააგრძელა ლაპარაკი, საქანელადან ჩამოხტა და ეზოს სიღრმეში გაუჩინარდა. 147
მიშა დაედევნა. მკლავზე წაეტანა, შემოატრიალა, თვალებში ჩახედა და უთხრა: - ეს ერთი კვირაა, შენი შალის სურნელი დამყვება თან, სულ ამაზე ვფიქრობ თამარ... რატომ დამაფარე შალი, რატომ? - თამარი დაიბნა. ვეღარ მოუყარა სათქმელს თავი. მიშამ წელზე მოხვია ხელი, მიიზიდა და ტუჩებში აკოცა... ეს ისე სწრაფად გააკეთა, თამარი გონს რომ მოვიდა, მიშას ყელთან იყო უკვე გატრუნული და ერთიანად აცახცახებულს ბედნიერების ცრემლი მოსდიოდა. - ხომ გითხარი, მეორე ნახვაზე აუცილებლად გაკოცებ-მეთქი, - ყურში უჩურჩულა გოგოს. თამარმა გაიბრძოლა, სცადა გათავისუფლებულიყო მისი მკლავებიდან, მაგრამ ბიჭმა უფრო ძლიერად მიიკრა მკერდზე. - ახლა ვეღარსად გამექცევი, შენ უკვე ჩემი ხარ, თამარ... სულ შაქარყინულზე მეყოლები, გოგო! - ღიმილით უთხრა და თვალებზე აკოცა. მიშამ ფარული ნატვრა აიხდინა - გულში ჩახუტებულსა და შოშიას ბარტყივით მაღლა თავაწეულს ეფერებოდა. უეცრად, მთელი სისწრაფით ჩაიფრინა ღამურამ, ლამის სახეზე შეასკდა მიშას, თამარმა შიშით წამოიკივლა და მიშას მკერდზე მიაყრდნო თავი. - ნუ გეშინია! - უთხრა მიშამ და კიდევ სცადა მისი მოფერება. თამარს აღარაფრისა ეშინოდა, რადგან დღეიდან პატრონი გამოუჩნდა, ერთგული და ძლიერი საყრდენი. - გიყვარვარ, თამარ? - ჰკითხა ბიჭმა. - არაა, არ მიყვარხარ! - გაიცინა თამარმა. 148
- ეგ უარი, თანხმობაზე უფრო მეტია, თამარ! - უთხრა მიშამ და როგორც ბავშვს, ისე გადაუსვა თავზე ხელი. ოთახიდან მკვეთრი სინათლე გამოიჭრა, კარებში შეზარხოშებული ავთო და გოგია გამოჩნდნენ. უკან გაღიმებული მასპინძლები მოჰყვებოდნენ. - თამარ, კიდევ მაკოცნინე, სანამ დაგვინახავენ! სთხოვა მიშამ. - არა! - გაინაზა თამარი. - მაგ, „არა“-ში, გენაცვალე, გოგო... ვერ ხვდები, რომ ეგრე უფრო მახელებ? - აი, სად ყოფილან ჩვენი გვრიტები, - წამოიძახა გოგიამ და ბანცალით მიუახლოვდა ბედნიერ წყვილს. თამარმა თავი დახარა და ოდნავ განზე გადგა. - მოდი, მოგილოცო, თამარ! - უთხრა გოგიამ და თამარს შუბლზე ეამბორა. - აი, ესე გამრავლდით, ესე! - და ხელი ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ გაიშვირა. ვეღარ გადიოდა მიშა ეზოდან - გულიცა და თვალებიც ლევანას ეზოში რჩებოდა. მეორე დღეს მთელმა სოფელმა იცოდა თამარის ნიშნობის ამბავი. დილით საქონელი სანახიროზე რომ გადენა, ზოგი ულოცავდა, ზოგი მდუმარებას არჩევდა, თავს იკავებდა. შურდათ, გასათხოვარი გოგოები სახლში უბერდებოდათ, თამარი კი ისევ თხოვდებოდა, თანაც ვისზე, უცოლო ბიჭზე! დობილები, ფირუზა და ქეთო ტკრციალით შემოეხვივნენ, ჩაეხუტნენ, მიულოცეს თამარს. - ძალიან გვიხა149
რია, გოგო, შენი ამბავი, მაგრამა, უცხო კაცზე გათხოვებაი ძნელი არ არი? იცნობდი, თამრი? - არ ასვენებდნენ გოგოები. - ეე, შვილო, ჩემ დროს იყო ძნელი გათხოებაი, ვიზეც იტყოდნენ, იმას უნა გაყოლოდი... ეხლანდელებსა, რა გიშამთ. - სიტყვა ჩააგდო ჟენია ბებომ, რომელიც შორიახლოს, ჯოხზე დაყრდნობილი იდგა და ყურს უგდებდა გოგონების საუბარს. - რათა, ჟენია ბებო, რა შეიცვალა ვითომა? - ჰკითხა ფირუზამ. - მე, ტახტიძირიდანა ვაარ, შვილო, ხომ გაგიგონიათ ეს სოფელი, ქარელის რაიონია. ოთხი და-ძმა ვიყავით, მამა პირველ მსოფლიო ომში დაგვეღუპა, ძალიან გვიჭირდა, შვილო, ძალიანა... ისეთი გამხდარი ვიყავი შიმშილითა და უჭმელობითა, ქარს რომ დაებერა, წავიქცეოდი. ლამაზი გოგო ვიყავი, თეთრი, კაფანდარაი, მარა ღარიბი. არც ქალამნები მქონდა და არცა არაფერი, ფეხშიშველები დავდიოდით სულა. საკაცო საქმეებში მეზობლის ბიჭებს იშველიებდა ხოლმე დედაჩემი - შეშის დაპობა იყო ესა თუ წყლის მოზიდვაი, თან, იცით რასა პირდებოდა, დედაჩემი? - ეს, შეშა დამიპეით და ჩემი ჟენია რო გაიზრდება, ცოლად გამოგაყოლებთოო! - ამ სიტყვებითა მთელი უბნის ბიჭები ყავდა შეპირებული. მე მაშინა 8-9 წლისა ვიქნებოდი. შეშას რო დააპობდნენ, დედაჩემს გამოსძახებდნენ: - მოიყვა, აბა, გაგვატანე შენი გოგოიო! 150
- ჯერ არა, შვილო, გაიზარდოს ისიცა და შენცა და მერე, მერე გამოგაყოლებთო. - დაპიდებოდა დედაჩემი დიდი ამბითა. მერე დეიდამ წამიყვანა თავისთანა. დედაჩემს უთხრა: - წავიყვან, ცოტა საქმეშიც მომეხმარება, წერა-კითხვასაც ვასწავლი, თქვენც კიდე, ერთი მჭამელი მოგაკლდებათო, - გამიშვა დედაჩემმაცა. საქმეც ვისწავლეი და წერა-კითხვაცა, აბა, გიმნაზიის ფულები სადა ქონდა საწყალ დედაჩემსა. 12-13 წლისა ვიქნებოდი, უკან რომ დავბრუნდი ტახტიძირში. გზად მდინარე მტკვარზე, ბორნით გადავდიოდით ჩემს სოფლამდე. მებორნე სიმონაი, კაცის გადაყვანაში ათ კაპიკს იღებდა, აბა ფულს ვინ მომაქვავებდა ობოლ-ოხერსა და მებორნეს ვუთხარი, - ნისიად გადამიყვანე და ფულს მერე მოგცემ-მეთქი. - წინა კვირას, ერთმა ქალმაც ენგრე მითხრა, ფული არა მააქ და კაკალს გამოგიტანო და მომატყუა, ისე დაიკარგა, როგორც წეროს სკინტლი. იჯექი მანდა, ჩრდილშია და იქნებ ვინმე გამოჩნდეს და ბარემ შენც იმის ხარჯზე გადაგიყვაან! - მიპასუხა სიმონამა. მაშინვე მივხვდი, რომა ის ქალი, დედაჩემი იქნებოდა... დიდხანს ვიჯექი. რომ არავინ გამოიარა, მერე მაინც გადმომიყვანა ნაპირზე დალოცვილმა. სახლში ჩემი მისვლაი, თან გაეხარდათ, თან არა. შიმშილობა იყო, შვილო, ერთ ნატეხ, ხელიგულისოდენა ჭადსა, ექვსნი ვიყოფდით მაშინა. ან კი, როგორ ვიცოცხლეით. უბნის ბალღებმა რო დამინახეს, გადაირივნენ, ისე გაიხარეს. ისინიც დაზრდილიყვნენ და მეცა. 151
ერთად დაზრდილები ვიყაით მე და ჩემი მეზობელი მახოცა, ძუძუმტეები ვიყავით. ჰოდა, მახომ მითხრა: ჩემი ძმაკაცია ერთი, კარგი ბიჭია, ფხვენისელი და უნდა გაგირიგო, ოქროს გულის ბიჭიაო. - მე ვუთხარი: - არ მინახია, ბიჭო, ვინ არი და როგორ უნდა გავყვე ასე მეთქი? - თუ ის არ გამოდგეს, რასაც გეუბნები, მოდი მერე და გულში დანა ჩამარტყიო! ერთი დღეც არი და დიდ ორმოში (მიტოვებულ საძირკველში) ვთამაშობთ ბავშვები. მოვიდა მახოი და ერთი უცხო ბიჭი ახლავს თანაა, წინწკლიანი პერანგი აცვია, სამღილიანი. - ჟენიაო, - დამიძახა მახომა, გვერდით უცხო ბიჭი ედგა, მაღლიდან ჩამოიხედა უცხომა, მეც ქვემოდან ავხედეი, ეგ იყო და ეგაა. მოვიდა დედაჩემთანა და უთხრა: - წავიყვან ჟენიასა ცოლადა! - გასწი და წაიყვანე! - ასე უთხრა დედაჩემმა, ცამეტი წლისა ვიყავი მაშინა. ძალიანა მწყინდა დედაჩემისაგანა, მომიშორა თითქოსა, პატრონს ჩამაბარა, რაა... არც პური აჭამა სასიძოსა, არც არაფერი. ჩამკიდა იმანაცა ხელი და ასე ფეხით წამოვედით ტახტიძირიდანა ფხვენისამდე. დაგვცხა, დავიღალეით, მოგვშივდა, მოგვწყურდა, მარა რას ვიზამდით, გზაში ათას რამეს მეკითხებოდა, მიყვებოდა და მართობდა დიმიტრი. - ეხლა რო გადაგაგდო სადმე, არ გეშინია? როგორ მენდე და გამომყეო? - შემეკითხა. 152
- ხო გნახა დედაჩემმა და სად დაიმალები მეთქი? იცინოდა ამაზე გულიანადა. შებინდებული იყო, სოფელში რომ შემოვედით. დამბანეს, დამვარცხნეს, მაჭამეს, ქალამნებიც შემიკერეს ფეხშიშველა პატარძალსა. სამჯერ დავორსულდი და სამივეჯერ მომიკვდა ბავშვი, მოვლა არ ვიცოდი. ძუძუში კიდე, რძე არა მქონდა, არც ძროხა გვყავდა. თუთასა ვწურავდი და იმას ვალევინებდი ბალღებსა. აბა რა ვიცოდი, თუ არ შეიძლებოდა, ჰოდა ბავშვებიც მეხოცებოდა. სანამ ცოტა არ გავიზარდე და არ ვისწავლე ბავშვის გაზრდაი. მართლა ოქროს ბიჭი გამოდგა ჩემი ცხონებული დიმიტრი, მერე კიდევა, მაბრაზებდა ხოლმე, - რომ მომყავდი ტახტიძირიდანა, ჩემზე წინა შენ გამორბოდიო. მე, არც არავინ არაფერს შემკითხვია მაშინა, ეხლა კიდევა, გინდა გაყვები ცოლადა, გინდა არაა. კაი დროა, შვილო, კაი. კაცსა, რომელსაცა შრომა არ ეზარება, ისა, რიყის ქვაზეც რომ დასვა, იქაც იცხოვრებს, მაშა...
თავი მეთოთხმეტე მეორე დღეს, რქამოტეხილი ნიშა ხარი, საზიაროდ შეაბეს ურემში მეზობლის ქალებმა. კვირა დილა თენდებოდა და ცხინვალის ბაზარზე დილაადრიან სანოვაგე უნდა წაეღოთ გასაყიდად. ნაირ-ნაირი კალათებით ჩამომწკრივდნენ ურემზე დაწყობილ პატარა სკამებზე ქალე153
ბი, ნიკაპთან გამონასკვული თეთრი თავშლებითა და გრძელი ჩითის კაბებით. კალათებში: რძე, მაწონი, ერბო, ყველი, კვერცხი კოპწიად მოეთავსებინათ, ზემოდან მიტკლის თეთრი ტილოებიც გადაეფარებინათ... სურნელოვანი მწვანილისთვის და პიტნის კონებისთვის კალათში ცალკე კუთხე დაეთმოთ. ფირუზას კი გალიაში ათიოდე სატაბაკე ვარია ჩაესვა და გასაყიდად წამოეყვანა. ლევანმა ურმის ბოლო ჭალზე ბოჩოლა გამოაბა თოკით, სტალინირის (ცხინვალი) დიდ ბაზარზე (პატარა ბაზარიც იყო) უნდა გაეყიდა და თამარისთვის სამზითვოდ, ტელევიზორი და ცოტა რამე-რუმეები ეყიდა. ნინა ბებოს კალათიდან ნედლი ლობიოს ბრტყელი ლასტები და ქორფა კიტრი მოჩანდა. ხალხითა და სანოვაგით დატვირთული ურემი ნელა, ზლაზვნით დაიძრა. რწევით გაუყვა ღელის პირს, რომლის მეორე მხარეს მატარებლის გზა კეთდებოდა - ხეები იჩეხებოდა, ლიანდაგი იგებოდა. ეს დიდი მიღწევა და შვება იყო მოსახლეობისთვის, გაიოლდებოდა სოფლის დოვლათის ქალაქამდე მიტანა! ბინდბუნდში დაძრულ ურემს მზის სხივებმა ნიქოზში მოუსწრო. გზაში შავებში ჩაცმული ქალი შემოხვდათ ფხვენისელებს, რომელსაც ჭრელტილოგადაკრული გოდორი ზურგით მიქონდა. ლევანმა ურემი შეაჩერა, ქალები შევიწროვდნენ და შაოსანი ქალი ურემზე მიიპატიჟეს. გოდორმა დიდი ადგილი დაიკავა. ქალი ურმის ბოლოში ჩამოჯდა და ფეხები ძირს ჩაკიდა. საოცარი სურნელი ასდიოდა გოდორს, აბა, ნასაუზმევი ვინ იქნებოდა, დილაღამიან იყვნენ წამოსულები და პირწყალი ადგებოდა 154
ყველას. - ასე მძიმე გოდრით მარტო როგორ გამოგიშვეს, ქალო, - შეეკითხნენ ქალები. ქალმა სევდიანი მზერა მიაპყრო მგზავრებს და ოსური კილოთი მიუგო: - ოთხი წელია ქვრივი ხარ, სენი ჭირიმე, ნიქოზში ხარ გათხოვილი, ყიმულთელი ოსი ხარ, ოთხი შვილი გყამს, მე ზემა ვარ... ბაზარში ნაზუქები მაქ გასაყიდი, აი, ჭამეთ. გადახადა თავი გოდორს და აგურისფრად დაბრაწული, ლაპლაპა, სურნელოვანი ერთი ნაზუქი ლუკმა-ლუკმა დახლიჩა და დამშეულ ქალებს გადააწოდა. ქალებმაც კალათებიდან თითო ქილა მაწონი ამოიღეს, ერთი ქილაც ზემას მიაწოდეს. სიცილ-კისკისით გემრიელად მიირთმევდნენ მაწონსა და ნაზუქს. - აი, გიცხონდა მიცვალებული, ძლივს თვალში გამოვიხედეი, - ჩაიცინა ლეილამ. ოს-ქართველობის მეგობრობის სადღეგრძელო მაწვნის ქილებით „დალიეს“. დილის რვა საათი იქნებოდა სტალინირის ბაზარს რომ მიაღწიეს. თამარს დანაზოგი ფულით, ქორწილისთვის საკაბე უნდა შეერჩია, მერე თვითონ გამოჭრიდა და თვითონვე შეიკერავდა. კარგი დღე იყო. ყველამ სარფიანად გაყიდა წამოღებული სანოვაგე და კმაყოფილნი ისევ ურემთან შეგროვდნენ. ხალისიანად იყვნენ - ერთმანეთის ნავაჭრს ათვალიერებდნენ და შენაძენს ულოცავდნენ. თამარმა საკაბეც იყიდა და წითელი სანდლებიც ციურისთვის, მიშასთვის კი - დაწინწკლული პერანგი. კარგა შებინდებული იყო, სოფელში რომ დაბრუნდნენ. კმაყოფილი და ბედნიერი იყო თამარი - ხვალიდან, მისთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა! 155
თავი მეთხუტმეტე მიშა რიჟამაძე იყო ის კაცი სწორედ, რიყის ქვაზე დამჯდარსაც რომ შეეძლო დაუზარებლად ეშრომა და სიკეთე და ბედნიერება მოეტანა ყველასთვის. მიშა ბედნიერი იყო. როგორც იქნა ეღირსა ოჯახური ბედნიერება. - დედამიწაზე ერთი ანგელოზი დადიოდა და ისიც მე მარგუნა უფალმა! - წამოიძახა ხმამაღლა, ხელი გაშალა და რამდენჯერმე დატრიალდა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა და თამარის სახესავით გაბადრულ მთვარეს ალალად შეჰღიმა: - მთვარევ, მაგ ვარსკვლავებს თამარს ვაჩუქებ, ჩვენი სახლის ეზოში გავაბნევ და ყოველ ღამით ჩემ ბედნიერებას გაყურებინებ! ხედავ, დალოცვილო, რა ბედნიერ ვარსკვლავზე ვყოფილვარ გაჩენილი? იმ ღამით არ დაუძინია მიშას. ვერ მოისვენა. ფრთხილად გავიდა სახლიდან, ოჯახისთვის ძილი რომ არ დაეფრთხო. მთვარით განათებული ბილიკი მდინარესავით ლაპლაპებდა. - ღმერთო, შენ მომიმართე ხელი! - ჩაილაპარაკა იმედიანად და თამარის სახლის გზას ფართო ნაბიჯით გაუყვა. თამამად შეაბიჯა ეზოში. სახლთან მივიდა. კედელს ფრთხილად გადაუსვა ხელი: - მე ვიცი, რასაც ვიზამ ახლა... სანამ ყველაფერს არ დავამთავრებ, თამარს არ მოვუშვებ, არ დავანახებ! მიშას მარიფათითა და მოხერხებულობით, თამარის სახლი სწრაფად გადაიხურა და გაილესა. მათმა ქორ156
წილმაც მოკრძალებულად ჩაიარა, თხუთმეტიოდე ადამიანი იქნებოდა სულ. ლიზას სახლიდან ფეხით გადავიდნენ გოგის ეზოში, მათთვის გაშლილ პურმარილზე. მერე, გვიან ღამით, როცა სტუმრები ნელ-ნელა თავთავიაანთ სახლებში გაიკრიფნენ, მიშამ ხელი ჩაჰკიდა თამარს და საკუთარი შრომით დამშვენებულ სახლისაკენ წაუძღვა ქალს. მყუდრო და კოხტა გამოსულიყო მათი ალიზის სახლი. სამხრეთით ორი ფანჯარა სოფლის გზას გადაჰყურებდა, განაპირა ორი - ხეხილის ბაღს. ეზოს კუთხეში დიდი თეთრი თუთა იდგა, ხის ძირში საზაფხულო პატარა მაგიდა და ორი სკამი მოჩანდა. სახლს ხის ორსაფეხურიანი კიბე ამშვენებდა, აივნისა და ოთახის იატაკი ახლადშეღებილი იყო. აივნის მოაჯირებზე, ქოთნებში, ფერად-ფერადი ბალბა ყვავილები ყვაოდა. ბოძზე დარჭობილ ლურსმანზე ზაფრანისა და წითელი წიწაკის სხმულები ნება-ნება ქანაობდა. აივანზე ანთებულ ფანარს ღამის პეპლები გამალებით ეხეთქებოდნენ. სახლის წინ მაღალი ხეივანი გაეკეთებინა მიშას. ათი ძირი ვაზი რიგად ჩაემწკრივებინა. ბეტონის ბოძებზე მავთული გაეჭიმა და ვაზის რქები მანეულით მჭიდროდ მიება. ეზოს შემოსასვლელში, იმერეთიდან ჩამოტანილი დაფნისა და ბროწეულის ძირები ჩაეფლა. ირგვლივ მწვანე მოლი ბიბინებდა. სახლის მოშორებით ახლადაშენებული, ჯერჯერობით ცარიელი საქათმე და მაღალფეხებზე შემდგარი სასიმინდე ჩანდა - ისეთი, იმერეთში რომ იციან - წნელებით ლამაზად დაწნული, პატარა სამკუთ157
ხა სახურავითა და პაწაწინა კარით, რომელიც ქვემოთ ვიწრო კიბით ეშვებოდა. ყველაზე მეტად, პატარა ციურის ეს სასიმინდე მოსწონდა, სახლში აღარ სადილობდა, მეგობრებთან ერთად იქ ადიოდა და დედის ნებიერა იქიდან ითხოვდა, რომ სასიმინდეში მიერთმიათ საჭმელი. იქ მისი და მეზობლის ბავშვების სამფლობელო იყო. დაღამებამდე ჟრიამულობდნენ და თამაშობდნენ. სასიმინდე მათი იყო მანამ, სანამ მოსავალს ჩაიბინავებდნენ. სახლის უკან მოშენებულ დამხმარე ოთახში კედელზე გაკეთებული ხის თაროები მოჩანდა, სადაც სხვადასხვა ზომის ქილები დამწკრივებულიყვნენ. დაბლა, გოდრებში კი ბურბუშელაჩაყრილი უშველებელი მინის ცარიელი ბოცები მოჩანდა, რომლებიც მოთმინებით ელოდებოდნენ კუჭმაძღარი შემოდგომის დადგომას, რათა მერე ყურძნის წვენით ყელამდე ავსებულიყვნენ და მაჭრით დამთვრალიყვნენ... მიშამ ოთახის კარი ფრთხილად შეაღო, ღიმილით მოხედა უკან მდგომ თამარს, მერე მოულოდნელად ხელში აიტაცა ბედნიერი თამარი და ამაყად შეაბიჯა ჭერქვეშ, საიდანაც მიშასი და თამარის სრულიად განსხვავებული ცხოვრება უნდა დაწყებულიყო. თამარისა და მიშას თანაცხოვრებიდან დიდი დრო გავიდა. მიშამ პირნათლად შეასრულა დათქმული პირობა და თამარი სოფლის ყოველგვარი მძიმე საქმისაგან გაათავისუფლა. მამულ-დედულის მოვლა თამარის საზრუნავი აღარ იყო. აღარც წისქვილში ჰქონდა საზი158
დი მარცვლეული, მას მხოლოდ ოჯახში ქალის საქმე ებარა. მიშა მთვარის შუქზე შრომობდა და ვარსკვლავიან ცას გულდარდიანი რაღაცას ეჩურჩულებოდა. დაღლილი, მიწაზე დამჯდარი ისვენებდა და პაპიროსს ხარბად ეწეოდა. უძილობა დასჩემდა, დაღლილ-დაქანცულს ჯერ ძლივს ჩაეძინებოდა, მერე მამლის პირველ დაყივლებაზე გაიღვიძებდა და ვეღარ იძინებდა. საწოლში წრიალებდა, ყურს უგდებდა ოჯახის წევრების მშვიდ სუნთქვას. ვერ იგებდა, რა უნდა ყოფილიყო მისი უძილობის მიზეზი. ციურის ნამდვილ მამობას უწევდა, რომ იტყვიან, ცივ ნიავს არ აკარებდა, - თუ სადმე რამე კარგი და საუკეთესო იყიდებოდა, ციურის უნდა ჰქონოდა. რამდენჯერ უსაყვედურია მიშასთვის თამარს: - ნუ ახარჯავ ამდენ ფულს ბავშვს, სხვა რამე ვიყიდოთ, დავზოგოთ თანხა, ოჯახში ახალი რამე შევიძინოთო! - მაგრამ მიშა შეუვალი იყო. - თავმჯდომარის ბოვშვს თუ აქვს, ჩემს ბოვშვსაც უნდა ჰქონდეს! რავა, ვინმეზე ნაკლებია თუ! - წყრომით ეტყოდა და ჯიბეზე ხელს გაივლებდა. საკუთარი შვილი არ იქნა და არ ეყოლა. თამარს ვერაფერს დააბრალებდა, უშვილობის მიზეზი, ალბათ თვითონ იყო, ან იმ მძიმე წლების შედეგი, რაც ბავშვობაში ჰქონდა გადატანილი, იქნებ უფლის ნება იყო ასეთი, ვერაფერი გაეგო. თითზე ჩამოსათვლელ ადამიანთა შორის მათი ოჯახიც იყო, ვისაც მაშინ სახლში ტელევიზორი „რეკორდი“ ჰქონდა. ერთხელ სოფლის მაღაზიაში გასაყიდად ძვირფასი შოკოლადი მიიტანეს, რომელიც ძვირფასად იყო შეფუ159
თული. შოკოლადი თუნუქის თავსახურიან ყუთში იყო მოთავსებული და ქალის სახელი, "d i a n a", ეწერა. ძვირი ღირდა. მიშა მაღაზიის წინ მეგობრებთან ერთად იდგა და რაღაცაზე საუბრობდა. მაღაზიიდან საბჭოს თავმჯდომარე შოკოლადის ორი ყუთით გამოვიდა. თანასოფლელებმა თვალი გააყოლეს.. - რა ენაღვლება რაა, იყიდის, რატომ არ იყიდის, ფული არა აქვს თუ რაი, ჩემი ცოლივით იწვალებს ეხლა მაგის კნეინაი, რას ამბობ რაა, დაშუშხული აქ ჩემ ცოლსა თითები ბავშვებისთვის მამალოების კეთებითა, - წაიბურტყუნა ჟორამ და გაბრაზებულმა სიმწრით, ძლიერად მოქაჩა პაპიროსი. - ეგრეა, ძმაო, მა როგორა მა, შენც გესწავლა და შენც შეჭამდი შიკოლადსა, - უთხრა ნიშნისმოგებით ბუცომ, გეგონება თვითონ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დიპლომი უცვდებოდა ჯიბეში. - სწავლა რა შუაშია, კაცო, რით ვერ გაიგეთ, შიკოლადი ღარიბებისა არ არი, მდიდრებისაა, ღარიბებსა ფამფარა და ნაძვის კევიოოო! - რათა ვარ ღარიბი, ორი ხარი მყავ, თან ორივე ნიშაი! - გაგულისდა ედემა. - ეგა, ძმაო, მარტო დიპლომიანებზე იყიდება, საშვი უნდა, საშვიიი, - წაუმღერა დანიელამ. თანასოფლელებს ყურადღებით უსმენდა მიშა, ბოლოს პაპიროსის ნამწვი ძირს დააგდო, ფეხსაცმლის წვერით მოსრისა და მეზობლებს ღიმილით მიმართა: - ჩემს ბედზე, ბოშო, არც დიპლომია, არც დიდი სწავლა-განათ160
ლება, მარა ამ შიკოლადს მაინც გავასინჯებ ჩემს ბაღანას, - თქვა და მაღაზიაში შეაბიჯა. იქიდან გამოსულმა თავი ახადა ყუთს, სათითაო შოკოლადი მუჭში ჩაუდო მეგობრებს და უთხრა: - გული არ გაიტეხოთ, ბოშო, ჩვენნაირი გლეხუჭების მოთხიპნილია აი შიკოლადიც... ეიღეთ, გაშინჯეთ! - თვალი ჩაუკრა ბიჭებს და სახლის გზას კოჭლობით გაუყვა. წლები და ფიზიკური შრომა თავისას შვრებოდა, ბავშვობისას მიღებული ტრავმა ასაკში მომეტებულად აწუხებდა. ჯანი ისე აღარ მოჰყვებოდა, როგორც აქამდე. ცოლ-ქმრობის ოცდახუთი წელი გავიდა... ციურიმ სკოლა დაამთავრა და გათხოვდა კიდეც - ქალ-ვაჟი ეყოლა. მიშა და თამარი ხარობდნენ შვილიშვილებით. უკვე ასაკში იყვნენ თვითონაც. მზრუნველი მიშა თავს არ ზოგავდა მაინც ოჯახისთვის, დღისით ოჯახში შრომობდა, ღამით - სოფლის მაღაზიაში, დარაჯად. შვილიშვილებზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, განსაკუთრებით პატარა თამრიკო უყვარდა, რომელიც ცნობისმოყვარე და ცელქი იყო. უამრავ შეკითხვას უსვამდა იმერელ პაპას. კისერზე შემჯდარს დაატარებდა მიშა ამ მეტიჩარას მაღაზიებში, ბავშვის სურვილი კანონი იყო მისთვის. ძალიან უყვარდა თამრიკოს პაპა, - მის მკლავებში იძინებდა და იღვიძებდა. ჯიბეში ყოველთვის ჰქონდა პაპას იფნის ტოტისგან გათლილი სალამური, თხილი, საწუწნი კანფეტები... კიდევ, ჯიბეში წითელტარიანი ნამგალა დანა ჰქონდა და დიდი ცხვირსახოცი, რომლითაც შუბლიდან ოფლს იწმენდდა, ხანაც დაასველებ161
და, კუთხეებს გამოუნასკვამდა და თავზე ქუდივით დაიფარებდა... ასე თავწაკრული, ვეებერთელა დევს ჰგავდა თამრიკოს ნახატებიანი ზღაპრების წიგნიდან. პაპას ყოველთვის ეცალა შვილიშვილებისთვის. რომანი ჯერ ისევ პატარა იყო, ორი წლის ხდებოდა, აი, თამრიკოს კი თამაშიც შეეძლო პაპის გაკეთებული ტელეფონით, რომელიც ასანთის ცარიელი კოლოფით და კოჭიძაფის კოჭით კეთდებოდა... ამ ტელეფონით „იგებდა“ მიშა პაპა, რა უნდოდა მის გოგოს მომავალი დღისთვის - ჭრელი ბზრიალა თუ ვაფლი, თოჯინა თუ ზოლიანი ბურთი. კოლოფის ერთ მხარეს თამრიკო მიიდებდა ყურზე, მეორე „ყურმილს“ მიშა პაპა, შუაში ძაფის „ხაზი“, გადადიოდა და მეორე დღის გეგმებს ერთად ადგენდნენ. ბარაქიანი შემოდგომა იყო იმ წელს. ყურძენი შაქრდებოდა და ხეივნიდან თავს იწონებდა ლამაზი მტევნები. მიშას ყურძნის დასაწურად ხეივნის ჩრდილში უკვე გაჟღენთილი და გამზადებული ჰქონდა ხის ფიცრებიანი ყურძნის საწური ნავი. ხეხილსაც ღვთისმშობლობის მერე დაკრეფდნენ. ჯერ თეთრი ვაშლი მოიკრიფებოდა: ბანანი, „ცარცკი“, სინაფი, ივერია, გოლდენი... მოგვიანებით, როცა თრთვილით დაიფარებოდა ბაღები, სისხლივით წითელი კეხურაც დაიკრიფებოდა. მალე კაკალსაც დაბერტყავდნენ. პატარა თამარს ნედლი ნიგოზი უყვარდა და პაპას გაშავებული ჰქონდა თითები ნედლი კაკლის კუჭვისაგან. 162
რადგანაც ღამღამობით უძილობას უჩიოდა, სოფლის მაღაზიაში, დარაჯად დაიწყო მიშამ მუშაობა. სიძის მიერ (გივის) რუსეთიდან ჩამოყვანილი გერმანული ნაგაზი მუდამ თან ახლდა. მისი გაავებული ყეფის ხმა პატარა თამრიკოს სახლშიც ესმოდა და ძილს უფრთხობდა. ძაღლს „რექსი“ ერქვა. რუსი პატრონისგან იყო გაწრთვნილი და მხოლოდ რუსულად ესმოდა, რასაც ეუბნებოდნენ. საყელოზე შებმული დიდი ჯაჭვით ყოველ ღამით მიჰყავდა მიშას, როცა სადარაჯოდ მიდიოდა და ჯიხურის კართან საგანგებოდ გაკეთებულ კაუჭზე აბამდა. ჯაჭვი ჯიხურიდან მაღაზიის შესასვლელამდე წვდებოდა. ჯიხური, მაღაზიას მარჯვენა მხარეს ჯიბესავით ჰქონდა აკრული. სამნი შეგროვდნენ იმ საბედისწერო ღამეს. მაღაზიის უკან კედელზე ერთმანეთის მიყოლებით დაწყობილი ლიმონათის ყუთები ჩამოალაგეს და ჯიხურის წინ მაგიდისა და სკამების მაგივრად დააწყეს. სახელდახელო მაგიდას გაზეთი „კომუნისტი“ გადააფარეს. მიშამ სახლიდან წამოღებული საჭმელი გამოიტანა: ყველის ნაჭრები, ერთი პური, ჯვარედინად გაჭრილი ხახვი, ქაღალდის ნახევზე დაყრილი სუფრის მარილი... რამდენიმე ხარისგულა პომიდორი შუა-შუა დახლიჩეს და, როდესაც გოგიამ უბნიდან ჭანჭურის არაყის ბოთლი ამოაძვრინა, ჭიქებმაც მაშინვე იჩინეს თავი. კმაყოფილმა მეგობრებმა ხელი მოიფშვნიტეს. პირველი სადღეგრძელო, - ეს მწარეა ჩვენ ტკბილად ვიყოთო! - ომახიანად წარმოთქვეს. მერე, გამჩენი ღმერთისაო... მერე, 163
მშვიდობისაო... მერე, მიცვალებულებისაო და „ცოფი არაყმაც“ თავისი ქნა! შეზარხოშებულებმა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. - იფ, იფ, ძლივს არ გამოვიხედეთ თვალებიდანო? თქვა იაგორამ. მოულოდნელად დაიქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, სუფრაზეც აღარაფერი დარჩენილიყო. მიშამ ქაღალდზე დარჩენილ მარილს ხინკალივით მოუკრა პირი და ჯიხურში შეიტანა. ყველამ თავისი „სკამი“ აიღო და ადგილზე დადო... დაიშალნენ. მიშამ ჯიხურს ურდული გაუგდო, რომ წვიმა შიგნით არ შესულიყო და ძაღლის მოსაყვანად სახლის გზას დაადგა. სახლისკენ პირველმა მიშამ გადაუხვია, მეგობრებს ხელი აუწია და დაემშვიდობა. წვიმიანი ამინდები სჭარბობდა იმ კვირას. დღისით მზე იყო, ღამ-ღამობით წვიმდა და ციოდა, ოქტომბერი იყო. დარდობდა მიშა, - წვიმა და ქარი ხეხილს დააყრევინებსო! - სახლში მისულმა სველი პიჯაკი გაიხადა და დერეფანში ლურსმანზე ჩამოკიდა. ჯიბიდან კუბოკრული ცხვირსახოცი ამოიღო, წვიმისგან დასველებული თავი შეიმშრალა, მერე ვებერთელა ფეხსაცმელები გაიხადა და ოთახში შევიდა, ბავშვებს უნდა მიფერებოდა სანამ დაიძინებდნენ. - ბოვშები სად არიან, დაიძინეს უკვე? - ჰკითხა თამარს. პაპის ხმის გაგონებაზე თამრიკო ოთახიდან გამოიქცა და კისერზე შემოეხვია პაპას. მიშამ ხელში აიტაცა და ჰაერში რამდენჯერმე აისოლა. მერე ნელ-ნელა ჩამოჯდა სკამზე, ბო164
ლო დროს სახსრები აწუხებდა, ბავშვი მუხლზე დაისვა და ლოყაზე აკოცა. თამრიკო ჩიტივით იყო ჩამოსკუპებული პაპის მუხლზე და ძილისპირულის მოლოდინში გატვრენილიყო, აუცილებლად უნდა მოეყოლა ზღაპარი პაპას ძილის წინ. - მოხვედი, მამა? - ოთახიდან ციური გამოვიდა, პატარა ხუჭუჭთმიანი ბავშვით ხელში, მესამე ბავშვზე ფეხმძიმედ იყო. - მოვედი, პაწა მივეფერები ბაღნებს და წავალ ისევ, დამისვი აქანა ეგეც, - უთხრა შვილს. მეორე მუხლზე რომანი დაისვა და დაიწყო თამრიკოს საყვარელი სიმღერა, თან მუხლებს ათამაშებდა, ბავშვები ხტოდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. - ტაში, ბიჭო, რომანიი! ტაში, გოგო, თამრიკოოო! ტაში, ბიჭო, რომანიი! ტაში, გოგო, თამრიკოო!.. - ცოტა ხანს ეთამაშა ბავშვებს, მერე კედლის საათს შეხედა - ცხრა ხდებოდა, ყელი დაუკოცნა პატარებს, ორივე საწოლზე დააწვინა და დაპირდა: - დეიძინეთ ახლა და დილით სამუშაოდან რომ მოვალ, ოთხი ფერის მარმელადს მოგიტანთო... გარეთ საკმაოდ ციოდა, მიშამ დათბილული „ბუშლატა“ ჩაიცვა და ძაღლის ასაშვებად ეზოში ჩავიდა. „რექსს“ წინა თათებზე თავი დაედო და მოწყენილი იწვა. - მთელი დღეა ყმუის. ეტყობა, ძველ პატრონს ვერ ელევა. გივი რომ მოვა, ვეტყვი და უკან წავაყვანინებ, არა მაქვს მაგისი გულისადგილი, ბავშვებს მშვიდად ვერ დაუძინიათ მაგის წკავწკავის გამო! - უთხრა თამარმა. მიშამ თავზე გადაუსვა ხელი ძაღლს, ყურები მოუსრისა და უთხრა: - რატომ ტირი „ბიჭო“, რას გემდურიან ეს ქა165
ლები, რა უნდათ შენგან? - „რექსმა“ ხელები აულრკა მიშას და თვალებში მორჩილად მიაჩერდა. თითქოს ცრემლი ჩაგუბებოდა ძაღლს. - ხომ არ დაამშიე, თამარ, რაღაც არ მომწონს დღეს ეს ძაღლი, ნაცემივით გამოიყურება! დაიბუხუნა მიშამ. - მგელივით არის, ერთ ვედრო სალაფავი არ ყოფნის ჩვენი ღორივითა, ვინ დაამშევს მაგასა, მაგრამ დილანდელი საჭმელიც ე, მანდ აქვს! სტკივა, ეტყობა, რაღაც... - თავზე ხალათწაფარებული გამოვიდა წვიმაში თამარი. - გაგიჟდება, სიძე, ამას რომ რამე მოუვიდეს, სანამ ის „კამანდიროვკიდან“ დაბრუნდება, ეჰ!.. პატრონს დარდობს, ეტყობა, ის ეთამაშება და ავარჯიშებს ხოლმე, ასე დაბმულს კი მოწყინდა შენი ცქერა! გაეხუმრა მიშა თამარს. - ოი, მეხი კი დაგეცეს მაგ კოტორა თავზე! - გაეცინა თამარს, მკლავზე მუჯლუგუნი გაჰკრა და სახლში შებრუნდა. მიშამ ძაღლი აუშვა, ჯაჭვი მკლავზე გადაიხვია და სამორიგეოდ წავიდა. „რექსი“ ჩვეულებისამებრ ჯიხურის კარის სახელურზე მიაბა გრძელი ჯაჭვით. ავი ძაღლი იყო, დაუყეფავს არავის უშვებდა, ჩიტსაც კი არ აჩერებდა მაღაზიის სიახლოვეს. მარჯვნივ თუ გაიქცეოდა ძაღლი, ჯიხურის კარი იღებოდა, მარცხნივ თუ გაიქცეოდა იხურებოდა. ციოდა, წვიმამ უმატა, უსწორმასწორო გზაზე გუბეები გაჩნდა. გუბეში ჩამხტარი წვიმის წვეთების გარშემო წრეები კეთდებოდა, ალბათ დიდხანს იწვიმებდა კიდევ. მიშამ ელექტროგამათბობელი ჩართო, სხვა დროს მის გვერდით წყლით სავსე ვედროს დგამდა ხოლმე მიშა, ჰაერი რომ არ გა166
მომშრალიყო, ახლა კი დაავიწყდა თუ დაეზარა, არავინ იცის. ნასვამი, თან დაღლილი, მოწყვეტით ჩაწვა რკინის ზამბარებიან საწოლში, „ბუშლატა“ გულზე მიიფარა და ფიქრს მისცა თავი. სოფელმაც დაიძინა, აღარც მგზავრი ჩანდა და აღარც - ავტომობილი, ძაღლმაც ყეფას და სირბილს მოუკლო და რადგანაც ისევ წვიმდა, ჯიხურის დახურულ კართან დაწვა, მოიკუნტა, წვიმას აერიდა... მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, - მიშას დაეძინა, დაავიწყდა გამათბობლის გამორთვა. ორი მეტრი სიგრძის, ვიწრო, უფანჯრებო ჯიხურში ჟანგბადი მალე გამოშრა, უჰაერობამ და დაგროვილმა ნახშირორჟანგმა სასუნთქი გზები და ფილტვები დაუწვა მძინარე კაცს. დილის, შვიდ საათზე მაღაზიის მეპატრონემ კარი ვერ გააღო, რადგან ძაღლი არ აძლევდა ამის საშუალებას. მიხვდნენ, რომ მიშას თავს რაღაც უბედურება იყო. მაშინვე ოჯახს შეატყობინეს, ატირებულმა თამარმა ძაღლი იქვე მდგარ ელექტროდენის ბოძზე გამოაბა. მიშა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ყველა საჭირო პროცედურა დაგვიანებული იყო, სხეულში დამსკდარი სისხლის კაპილარებიდან წამოსული სისხლის ნაფლეთები ნესტოებში და ყურებში ჰქონდა დაცობილი. მძიმედ სუნთქავდა, ტუჩებზე ყავისფერი ნადები მოსდებოდა, მხოლოდ გული ფეთქავდა... საავადმყოფოდან მალევე უკან დააბრუნეს, ყველაფერი დაგვიანებული იყო! მშვიდი, მზიანი ამინდი გამოვიდა, გამოიდარა. სახლში ყველა ტიროდა, ეზოში მდგარი თუთის ხის ტოტები167
დან გამომძვრალი ათინათი, მიშას საწოლზე და შინდისფრად შეღებილ, გაპრიალებულ იატაკზე ეცემოდა და თითქოს ციმციმებდა, რადგან მას თუთის აშრიალებული ფოთლები ათამაშებდნენ. თამრიკო ფეხსაცმელებით ცდილობდა ათინათის დაჭერას, ის ხომ მიშას საწოლს არ შორდებოდა, აბაკუნებდა პატარა ფეხებს, ცდილობდა პაპა გაემხიარულებინა, თან საწოლზე უღონოდ მოწყვეტილ, შრომით დაღლილ მაჯაზე ეჯაჯგურებოდა პაპას, სთხოვდა, რომ ამდგარიყო და ეთამაშათ. უკვირდა, რატომ იწვა მისი მშრომელი მიშა პაპა ამდენ ხანს საწოლში, რადგან მას იგი მუდამ მუხლჩაუხრელი ახსოვდა. ნელ-ნელა ნათესავებმა იწყეს მოსვლა მიშას სანახავად... თამრიკო არ შორდებოდა პაპის საწოლს, ხან ზედ აბობღდებოდა საწოლზე სულგამწარებულ კაცს, რომ აჩუაჩუ ეთამაშათ, ხან ხელით ითრევდა საწოლიდან, რის გამოც დასაჯეს და გარეთ გაუშვეს. იტირა დასჯილმა. პაპამ რომ მისი ტირილის ხმა გაიგონა შეწუხდა, განერვიულდა და ხელის თითების მოძრაობით ანიშნა ბავშვს მასთან მისულიყო, განაწყენებული პატარა ღია კარის ჩარჩოში იდგა და ტიროდა, ისევ ანიშნა პაპამ ხელით რომ მასთან მისულიყო, სუნთქვა უჭირდა, თითქოს იხრჩობოდა და მაინც ბავშვისკენ იყურებოდა, არავინ იცის, რა იფიქრა მაშინ ბავშვის ტვინმა, თავის გაქნევით უარი უთხრა, ატირებულმა მუჭით ამოიწმინდა ცრემლები და ეზოში გაიქცა. მაშინ ხუთი წლის იყო თამარი, ხვდებოდა რომ პაპა ავად იყო მაგრამ, თუ სასიკვდილო სარე168
ცელს იყო მიჯაჭვული, ვერ ხვდებოდა მისი პატარა გონება. „რექსი“ ისევ გაბმით ყმუოდა... ბავშვისთვის არავის ეცალა, მიშას მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, ჩურჩულიც კი უჭირდა, მაგრამ გონება ბოლომდე არ დაუკარგავს. ციური საწოლზე უჯდა და სველი ბინტით უსველებდა დამსკდარ ტუჩებს, უწმენდდა სახეს, ეფერებოდა, თან ტიროდა. თამრიკო მარტო დარჩა ამდენ ხალხში, პატარა რომანსაც ეძინა, ეზოში გასულმა და მთელ სამყაროზე განაწყენებულმა ბავშვმა, სახლის უკანა კედელზე მიდგმული ხის მაღალი კიბე დაინახა და გადაწყვიტა სახურავზე ასულიყო... არავინ იცის, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არც ის ახსოვს, რანაირად მოახერხა ეს, - იდგა სახლის სახურავზე წითელი „ბათინკებით“ და ბევრისმნახელ, ბებერ და უტყვ თუთის ტოტებს ებღაუჭებოდა, რომ არ დაცურებულიყო სახურავიდან. მაშინაც მწოლიარე და სიკვდილთან მებრძოლმა მიშა რიჟამაძემ, რანაირად დაინახა, ან იგრძნო, სწორედ მან გადაარჩინა გარდაუვალ უბედურებას ბავშვი, სულთმბრძოლავს ჩურჩულით უთქვამს: - თავი გამანებეთ, სააქაოს აღარ ვარ, ბოვშვი სახურავზეა ასული და მიხედეთ, არ ჩამოვარდესო... - არასოდეს დაავიწყდება თამრიკოს, მამამისის შეშინებული სახე, სახურავზე ამოსული, მისკენ ხელგაწვდილი როგორ სთხოვდა, რომ არ განძრეულიყო. მერე თამარს ახსოვს მიცვალებულის შეცხადება, თითქოს კივილმა ცა გააპო და გახია... ახსოვს მდუმარე და მტირალი მეზობლები, გარინდებულ სოფელში შუა169
დღის გულზე მამლების ყივილი, რომლებიც თითქოს მის პაპას ემშვიდობებოდნენ. „რექსი“ აღარ ყმუოდა, მდუმარედ იწვა და ხმას არ იღებდა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა, როცა ხალხი ჩურჩულით მისკენ იყურებოდნენ... თამრიკოს ყურებსაც გუგუნი გაჰქონდა... - ძაღლმა დახურა კარი... ძაღლმა დახურა კარი! - ესმოდა ხალხის ჩურჩულით ნათქვამი. შეიძულა „რექსი“, რადგან პაპის სიკვდილში დამნაშავედ მას თვლიდა, ქვებს ესროდა გაყურსულ ძაღლს, რომელიც მხოლოდ თვალებს ხუჭავდა და ნაწყენი წკმუტუნებდა. სხვა დროს არავის აპატიებდა ასეთ შეურაცხყოფას, დაგლეჯდა! „რექსი“ მალევე მოაშორეს იქაურობას. გივიმ მანქანით სადღაც წაიყვანა და რა ბედი ეწია არავინ იცის, აღარაფერი გაუგიათ მის შესახებ. პაპის გარდაცვალებაში, მთელ ქვეყანაზე განაწყენებული თამარი ყველას ადანაშაულებდა: ძაღლს, წვიმას, გამათბობელს... დადიოდა და ღმერთს ელაპარაკებოდა, - ჰო, ღმერთს, ნამდვილ ღმერთს - მის წარმოსახვაში დიდი, თეთრი, გრძელი წვერ-ულვაში რომ ჰქონდა და რატომღაც წინ დიდი, სქელი, გადაშლილი წიგნი რომ ედო. სწორედ ამ ღმერთს შესჩიოდა თავის პატარა გულისნადებს... თივის ზვინთან ბუტბუტებდა, რუს პირზე, სადაც პაპის ნახელავი ჩაბელტილი მიწა ისევ ეტყობოდა. ემდუროდა უფალს, რატომ წაართვა მიშა პაპა. მისი ბავშვური მოგონებები პაპას უკავშირდებოდა, ფიქრი მისით იწყებოდა, მასთან ერთად ახსენდებოდა ფერადფერადი მარმელადი, მომპასი კანფეტები, ვარდისფერ170
ყვავილებიანი „სანდლები“... ახლად გაღვიძებულს, მაგიდაზე ყოველთვის ხვდებოდა ბორხვენა ფოთოლზე დაყრილი პაპის მოკრეფილი მინდვრის მაყვალი; პაპას აგონებდა ნაყინი და „აჩუკუდა“, სულ მის კისერზე რომ იყო დაკონწიალებული და ჩიტივით მკლავზე დასკუპებული, სწორედ ამ სიყვარულმა ჩაადენინა ის, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ გააკეთა. მიშა რიჟამაძე შემოდგომით, 1980 წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. იმ წელს პირველად მიიყვანეს თამრიკო სკოლაში. გაზაფხულზე, როცა მიწა გათბა და ყვავილებმა გაშლა დაიწყეს, ბებო და შვილიშვილი მიშას საფლავზე გავიდნენ ნაზამთრალი საფლავის დასასუფთავებლად. თამარმა საფლავზე იასამანი და ორი ძირი ვარდი დარგო. წინა დღის ნაწვიმარი იყო. ბავშვი სევდიანად მისჩერებოდა მესერზე დაკიდულ, წვიმისგან დამძიმებულ დედის შავ თავსაფარს, რომელსაც ქარი მძიმედ ახეთქებდა მესერზე... ისინი უკვე სამნი იყვნენ - პატარა ძამიკო შეეძინათ და პაპის საპატივსაცემოდ მიშიკო დაარქვეს. შესცქეროდა საფლავს თამრიკო და ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ისეთი, რომ პაპა გაეხარებინა და მისი იქ ყოფნა პაპას გაეგო. მიშას საფლავის გვერდით, ასე, ხუთი მეტრის მანძილზე, შავი მარმარილოს მესერი მოჩანდა, საიდანაც თითქოს იცინოდნენ წითელი ტიტები. ბებომ შეამჩნია ბავშვის მზერა და ფიქრში წასულმა თამრიკოს უთხრა: - ვიშოვი ტიტების თესლს და ჩვენც დავრგოთ მერე, კარგი? - ბავშვმა უხმოდ დაუქნია თავი. მალე სასაფლაო დატოვეს და სახლ171
ში წავიდნენ. მეორე დღეს, სკოლაში, მასწავლებელმა ახალი ასო ბგერა „ყ“ ანუ ყა-ყა-ჩო... აუხსნა და ასწავლა ბავშვებს. თამრიკომ წითლად აღაჟღაჟებულ ფურცელს რომ დახედა, მაშინვე ის მარმარილოს საფლავი და მოშრიალე ტიტები გაახსენდა. სკოლიდან სახლში მისულმა ჩანთა სკამზე მიაგდო და ფორმის კაბით გამოწყობილი ეგრევე გაიქცა სასაფლაოსკენ. მიუახლოვდა პაპის საფლავს, საიდანაც მტანჯველი სიჩუმე მოდიოდა, გული მოეწურა, მერე მეზობელ საფლავისკენ გაიხედა და მოეჩვენა, რომ ის თითქოს საუბრობდა, ქარი არხევდა ყვავილებს, ფუტკრები შედი-გამოდიოდნენ, თითქოს ეძახდნენ ყვავილები, - მოდი, ნუ გეშინია! - ბავშვი მიუახლოვდა მესერს, იქვე ჩამოჯდა, მზით გამთბარიყო მარმარილოს ქვა. საფლავიდან პირმრგვალი სახის ლამაზი, ფუმფულა ქალის ღიმილიანი სახე მოჩანდა. ბავშმა ასოების დამარცვლა დაიწყო... - დ უ ს ა კ ა ს რ ა ძ ე - რაჯაბაშვილისა, „ჯ“ ასო ვერ წაიკითხა, რადგან არ ჰქონდა ჯერ ნასწავლი, მაგრამ ამას მისთვის მაშინ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. თითქოს ამ ქალის ღიმილი ნებას აძლევდა, დაწვდა ტიტას ღეროს და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მიწიდან ამოქაჩა. ყვავილის ღერო გაიწელა და გაწყდა. ფესვი არ ამოჰყვა არც ერთს: ...არც მეექვსეს! ...არც მეათეს! დაიღალა. გადაწყვიტა პაპის საფლავზე პატარა ორმოები გაეკეთებინა და მოწყვეტილი ტიტები მაინც ჩაერგო, რადგან ფესვი არც ერთს უჩანდა, ჩათვალა, რომ ასე უნდა ყოფილიყო. სასაფლაოს ნაგავსაყრელ172
ზე ნაპოვნი კრამიტის ნატეხით დათხარა ორმოები, მერე ვიღაცის საფლავიდან აღებული ცარიელი შამპანურის მძიმე ბოთლით რუდან წყალი მოზიდა და ორმოებში სათითაოდ ჩაასხა, ასე იქცეოდა პაპა, როცა ნამყენებს ერთად რგავდნენ. პატარა ხელებით საიმედოდ ჩაფლა და მიწა მიაყარა ყვავილებს. ძალიან დაიღალა, გატალახიანდა, გაოფლიანდა, მზეც საშინლად აცხუნებდა, მოშორებით დადგა და თავის ნაშრომს კმაყოფილმა გახედა და დაეფიცებოდა, რომ მაშინ, თითქოს პაპაც იცინოდა, მზეც და ღმერთიც, საფლავზე კი - ტიტები! მიწით ამოგანგლული რომ მივიდა სახლში, თქვა, რომ წაიქცა - იცრუა. მთელი დღე თვითკმაყოფილების შეგრძნებით გაყვინტრული დადიოდა, თავი გმირი ეგონა. მეორე დღეს სკოლაში წავიდა, დაიჭირა მერხთან კუთვნილი ადგილი და სხვა ბავშვებთან ერთად გაკვეთილის დაწყებას დაელოდა. კლასში დამრიგებელთან ერთად სხვა მასწავლებელიც შევიდა. სკოლაში ჰყავდა ნანახი თამრიკოს, მაგრამ პირადად არ იცნობდა. მისალმებისა და პატივისცემის ნიშნად, ყველა მოსწავლე ფეხზე წამოდგა. - დასხედით, ბავშვებო, მაგრამ შენ, იდექი! - მკაცრად მიმართა თამრიკოს დამრიგებელმა. ბავშვები ცნობისმოყვარედ შეაცქერდნენ, თამარიც დაბნეული იდგა, კლასი გაიტრუნა. დამრიგებელი უხმოდ მისჩერებოდა ბავშვს, მეორე მასწავლებელი კი თითქოს სიტყვებს ვერ პოულობდა, აშკარად განრისხებული და განერვიულებული იყურებოდა. თამრიკო ვერ ხვდებოდა, რას ითხოვდნენ 173
მისგან, გაოცებული ვერც ხმის ამოღებას ახერხებდა. კაცმა მასწავლებელმა მოკუმული ტუჩებით გამოსცრა სიმწრით ულვაშებში: - ყოჩაღ! - მაგრამ ეს „ყოჩაღ!“ ჟღერდა ისე, როგორც - ვაი შენს პატრონს! და უცებ: - „დაეგდე“! დაუყვირა „სტუმარმა“ გაოცებულ ბავშვს. თამრიკო რაღაცნაირად მიხვდა, რომ ეს ყველაფერი გუშინდელ ამბავს უკავშირდებოდა - მის თავგანწირულ შრომას სასაფლაოზე! აღმოჩნდა, რომ ის ტიტებიანი საფლავი, ქართულის პედაგოგის ახლადგარდაცვლილი დედის ყოფილა... მოგვიანებით ჩამარცვლა საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ასოებიც: დუსა კასრაძე - რაჯაბაშვილისა და, ყველაფერი ცხადი გახდა მისთვის! მაინც კმაყოფილი იყო - ერთხელ მაინც ხომ მოახერხა პაპის გახარება! პაპამ მიატოვა თამრიკო... არც ბებო შებერებია დიდხანს ამ დალოცვილ დედამიწას... გაასმაგებული პასუხისმგებლობითა და შრომით გააგრძელა თამარმა დარჩენილი სიცოცხლე, ბევრი უბედურება და ცხოვრების ბედუკუღმართობა იწვნია ბედისგან - გვარად ბედიანაშვილი კი იყო, მაგრამ ხშირად უნახავს თამრიკოს მუხლზე დაჩოქილი უბედო ბებო ოთახის კედელთან ხმამაღლა ატირებული, როცა თავის უბედურებას ჩიოდა: - რათა, ღმერთო, რათა, რისთვინააა! - ამ სიტყვების გამგონე ბავშვი ფიქრობდა, - ნეტავი, როგორ გამოიყურება ბებოს წილი ღმერთი, რომელმაც უბედობისთვისა და უბედურებისთვის გასწირა და მთელი ცხოვრება ტირილში გაატარებინა. განა მხოლოდ გადასახლებით დამთავრდა თა174
მარის უიღბლობა და უბედურება - ბედის მძევლებად აქცია ცხოვრებამ მისი ოჯახის ყველა წევრი - შვილი, სიძე, შვილიშვილები... ჯერ მეუღლის, შემდეგ სიძისა და ორი ვაჟკაცი შვილიშვილის მკვლელობამ, საბოლოოდ გატეხა თამარი, - ყველანაირი ტკივილის ფიალა ბოლომდე დააცლევინა ბედმა! ერთ ცხელ, მზიან დღეს, ნიქოზის ეკლესიის მრევლი ახლადაშენებული სამების ტაძრის მოსალოცად თბილისში წავიდა, ექსკურსიაზე. ძაძებით შემოსილი ციური ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ შვილთან, თამართან და მის შვილებთან ერთად შეუერთდა მრევლს. მოილოცეს სამება, მცხეთა, სვეტიცხოველი... დღის ექვსი საათი იქნებოდა მრევლით სავსე ავტობუსი რომ სოფელში დაბრუნდა. თამარა ბაბო უკვე 80 წელს იყო მიტანებული. სახლში დაბრუნებულ ციურის დედა რომ სახლში არ დაუხვდა და არც ბოჩოლა ჩანდა ეზოში, მიხვდა, რომ ბაღში იქნებოდა და მის მოსაძებნად გაეშურა. შორიდან შეამჩნია ბაღში ბოჩოლაც და ხის ქვეშ მჯდარი ფეხშიშველი დედაც. ასაკის მიუხედავად ჯანმრთელი ქალი იყო თამარი. რაც მის სხეულს ციმბირის ყინვა უგემია - გაკაჟებული იყო. ფეხშიშველს უყვარდა ბალახზე სიარული... თუმცა ეს ხომ ის ფეხები იყო, რომლითაც ალიზი მოზილა და მერე სახლი ააშენა. მიწაზე იჯდა, ვაშლის ხეს მიყრდნობილი, თავი ხის ვარჯზე, იღლიაში ჩაედო და ზეცას მისჩერებოდა. ფლოსტებიც იქვე ეყარა, ალბათ შეუძლოდ იგრძნო თავი და მიწაზე ჩამოჯდა. მი175
წა უყვარდა. ხშირად წვებოდა მიწაზე... ასე, წამოწოლილიც კი ახერხებდა საქმის კეთებას, - ნეტავ ორი თამარა ვიყოო! - რამდენჯერ უთქვამს. საფენზე დაცეხვილ ლობიოს, ჯდომით რომ დაიღლებოდა, წამოწოლილი არჩევდა და ასუფთავებდა კენჭებისაგან, დასვენება რა იყო, არ იცოდა. არავინ იცის, სიკვდილის წინ რა თქვა, ან რა ინატრა თამარმა, იმ ვაშლის ხემ იცის მხოლოდ, იმ ფოთლებმა, რომლებმაც შრიალითა და ჩურჩულით გააცილეს მისი ნატანჯი და შრომით დაღლილი სული ზეცაში. 2000 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა. ურმით იარა თამარ ბედიანაშვილის სამართალმა... ჰოდა, მისი ცხედარი, მისმა ნახვარძმებმა მიშა და საშულა რაჟამაშვილებმა ხარშებმული ურმით მიასვენეს სახლში... იმ სახლში, რომელსაც თავად ჩაუყარა საფუძველი და დღესაც იმ ფუძეზე დგას!
2016 წ.
176
ლილე ლილე არა ვარ, მაგრამ დავირქვი... შენ ტყეში მიპოვე, ყვავილებით სავსე მინდორში. დამინახე, თმაგაწეწილი როგორ დავდევდი სიცილ-კისკისით პეპლებს. თავზე ფშატის ყვავილების სურნელოვანი გვირგვინი მედგა, ტანზე წვრილსალტეებიანი, მოჩითული თხელი სარაფანი მეცვა. მაყვლის ბარდებში ძრომიალით ეკლებისგან ხელ-ფეხი მქონდა დაკაწრული, მაგრამ ბედნიერებისგან არ მტკიოდა. დაგეძებდი ყველგან: ყანაში, მინდორში, ტყეში, ღრუბლებში, ძილში, სიზმარში... ყველგან გეძებდი და აი, ღრუბლებიდან მოხვედი, - მგონი, შენ ხარ, გიცანი... კი, შენ ხარ: ცხენით მოდიხარ ყანა-ყანა, გავარვარებულ მზეს ხელით იჩრდილებ, რომ გაარკვიო, ვინ გადაქელა შენი მოვლილ-ნაფერები ყანა და თავთავი, ვინ დაკრიფა ღიღილოები და ქოხის წინ გაბმულ თოკზე ფარდის მაგივრად ვინ ჩამოკიდა. მე ქარივით შევიჭერი შენს ქოხში, - მაგიდაზე ჭიქით წყალი დგას, იქვე მტვრიანი და ჩამოღვენთილი კენტი სანთელია... ფანჯრის კუთხეში ჯვრიანი ობობაა ჩასაფრებული თავისი ბრჭყვიალა აბლაბუდით, მითვალთვალებს, ალბათ ამბავს მოგიტანს, რომ გნახავს... მაგიდაზე ორი ცალი დამჭკნარი თავთავი აგდია, გვერდით მოჩუქურთმებულტარიანი შენი პატარა ხანჯალიც დევს, 177
კუთხეში ხმელი ტახტი მოჩანს და ერთი ჭრელი მუთაქა, იატაკი მიწისაა, უსწორმასწორო და პრიალა; ვგრძნობ შენი ქოხის სუნს, მეცნობა... ალბათ აქ გძინავს, ამ ტახტზე, სიზმრებით გადარეული ისვენებ სიცხეში, ცალი ხელი თავქვეშ გაქვს ამოდებული, მეორეთი გამხმარ გვირილის ღეროს წიწკნი ძლიერი კბილებით და ფიქრობ, რომ აქ მარტო ხარ შენ და შენი ნეკნი არსად ჩანს... რატომ აგვიანებს მოსვლას, სად უნდა ეძებო?.. მე ვგრძნობ შენს ფიქრებს, მათ გამომიძახეს ალბათ და მოვედი... ავიკელი შენი მინდორი, ვიწექი შენს ტახტზე, დავლიე მწყურვალმა შენი გადანახული წყალი, შევჭამე თიხის ქილაში თავზე ქაღალდგადაკრული შენი წილი მაწონი, შენი ტუჩების გემო ჰქონდა იმ ქილას... მერე სუსტ მხრებზე შალი მჭიდროდ შემოვიხვიე და გარეთ გამოვედი. აგრილდა... ცაზე მთვარეა, ირგვლივ ჭრიჭინების გნიასია... შორს სილუეტად გამოჩნდი, გხედავ... შორიდან მაკვირდები უცხოს, თან თითქოს მოსვლა ვერ გაგიბედავს, ხედავ რომ ქალი ვარ, ლამაზი ქალი, მზისფერი გრძელი თმებით, ხორბლისფერი კანითა და დამშრალი ბაგეებით... მწყურიხარ, მაგრამ მეშინია, შენი მეშინია, არა და ვიცი, რომ ეს შენ ხარ, შენ მჭირდები, მინდა, რომ ჩამიკრა გულში და ჩემი ძვლების ტკაცუნმა გამომაღვიძოს, მაგრამ მეშინია... 178
შენ ფრთხილად მოდიხარ, ქელავს შლეგი ცხენი მაღალი ფეხებით ყანას, ფრთხილად, მოზომილად ურტყამ მათრახს, თან უყვავებ, ფაფარზე ხელს უსვამ, ნელნელა მიახლოვდები... მთვარის შუქზე შენი მზით გარუჯული, ბრინჯაოსფერი ნაკვთები დავინახე, დიდრონი მხრები, ძლიერი მკლავები, გაღეღილი პერანგი და, მაშინვე - ის, იქ... ის ტახტი გამახსენდა და შენი სურნელი შევიგრძენი, გიცანი, შემოგხედე და გავიქეცი, ტყეში შეგასწარი... გამომედევნე. შენ ხომ მონადირე ხარ, ალბათ დანის გამო დაბრუნდი იქ, იმ ქოხში რომ დაგრჩა... ცხენდაცხენ მომყვები, ქარივით ხარ, სადაცაა ამიტაცებ, გავრბივარ, მომდევ ახლა უცხენოდ, მესმის შენი ძლიერი ნაბიჯების ხმა, ხშირი სუნთქვა... ტყეში სიბნელეა. ბებერ წიფელს ამოვეფარე და გავირინდე. ვგრძნობ, მესმის შენი გულის ცემა, მეტი აღარ შემიძლია, ვეღარ გაგექცევი, დიდხანს გეძებდი... მოულოდნელად თავზე ჭოტმა გადაგვიფრინა, ჩემს წინ დგახარ ზურგით, უცბად სუნთქვა შეაჩერე და შემოტრიალდი, წინ ამესვეტე, როგორც დიდი მთა... ორ ხელს შუა მომიმწყვდიე ხესთან, გასაქცევს აღარ მიტოვებ, ვკანკალებ... - ვინა ხარ, ასეთი ლამაზი და მთრთოლვარე... გრძნეული? რა გქვია? - იდუმალი ხმით მეჩურჩულები. - სიზმარი... - ძლივს გადმომცდა ბაგედან სიტყვა ჩამიხუტე, გთხოოვ! 179
განაჩენი ნამდვილი ამბავი
ყოველ ჩვენ ნათქვამ სიტყვას დიდი ძალა აქვს. სიტყვით შეიძლება განკურნო ან მოკლა ადამიანი. გულში გაჩენილ ჭრილობებს კი არაფერი ახორცებს, ადამიანთან ერთად მიიცვალება და დასამარდება. რამდენ მოკვდავსაც მოასმენინებ შენს ამოთქმულ სიტყვას, რომელიც ხან მახვილივით გაქვს დამიზნებული, ხან მზის სხივზე მიმაგრებული, იმდენ ადამიანს ემახსოვრება კუბოს ფიცრამდე. ოცდაოთხი წლის ვაჟკაცი იყო ბადრი - იშვიათი ქართული სილამაზითა და ათლეტური აღნაგობით გამორჩეული. თბილისელი იყო. საბურთალოელი გოგონების უმრავლესობა მასზე უიმედოდ იყო შეყვარებული, რადგან ბადრის გული სხვა გოგოს ეკუთვნოდა. კაცთა მოდგმის სიყვარული უხვად იღვრებოდა მისი თაფლისფერი თვალებიდან. არსენა ოძელაშვილივით - „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს!“ - დევიზით ცხოვრობდა. გაცემის კანონის პირნათლად აღმსრულებელი იყო. „უწილადო შენი ნაწილი სხვას, სამაგიეროსა და მიზეზების გარეშე“! კარგი მშობლების შვილს, არც აღზრდა აკლდა და არც ეკონომიურად უჭირდა, მაგრამ განსაცდელი არ ელეოდა. 180
80-იანი წლები იყო. დრო, როცა კანონი ადამიანზე „მაღლა“ იდგა. ეს იყო დრო, როცა დრომოჭმული კომუნისტური რეჟიმი ყოველანაირად ცდილობდა პოზიციების გამაგრებასა და შენარჩუნებას. მეზობლის ბიჭისგან ნათხოვარი მოტოციკლეტით ქალაქში მოსეირნე ბადრი მილიციამ ქუჩაში დააკავა. აღმოჩნდა, რომ მოტოციკლეტი მოპარული იყო და იძებნებოდა. დაიწყო მოკვლევა. ბადრი წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს. მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოხერხდა მისი გათავისუფლება - პირობითი სასჯელი შეეფარდა, ქალაქიდან გაუსვლელობის პირობით! ბადრი და მისი განუყრელი მეგობარი, მერაბი, მანქანით გაუყვნენ მტკვრის სანაპირო ზოლს. შემოდგომის პირი იყო, სანაპიროზე გაშენებულ მრავალწლოვან ვერხვებს ალაგ-ალაგ შეყვითლებული ფოთლები სცვიოდა. მტკვარზე გადაკიდებული ანკესები მოჩანდა, ბიჭები თევზაობდნენ. ცემენტის სქელ ჯებირზე კი ბავშვები დარბოდნენ. მოულოდნელად, მერაბს მანქანის გაჩერება სთხოვა ბადრიმ: - გააჩერე მანქანა, გააჩერე, ჩქარა! ბადრიმ მანქანის კარი სწრაფად გააღო, თვალისდახამხამებაში სანაპიროს ცემენტის სქელ ჯებირზე შეხტა და მდინარეში გადაეშვა. მერაბმაც გაუაზრებლად იგივე გაიმეორა - ისიც გადახტა! გზად მიმავალი მანქანები შეჩერდნენ, თვითმხილველები ჯებირს მიაწყდნენ და გაფაციცებით ქვევით დაიწყეს ყურება. 181
გაირკვა, რომ მდინარეს ბავშვი მიჰქონდა, წყალი ხან სიღრმეში ითრევდა, ხან ამოატივტივებდა. შეშფოთებული გამვლელები ომახიანი შეძახილებით ამხნევებდნენ მაშველებს. მდინარესთან ბრძოლა ადვილი არ იყო, ბადრის ვაჟკაცობაზე და სიმარდეზე იყო დამოკიდებული ბავშვის გადარჩენა, ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო. დროდადრო წყლიდან ამოყურყუმელავებული პატარა დახმარებას ითხოვდა. ბადრი მალე დაეწია ბავშვს, ცალი ხელი მოხვია და ნაპირისკენ იწყო გამოსვლა. არ იყო ადვილი ფონის პოვნა, ძალაგამოცლილ ბადრის მალე მეგობარი შეეშველა, რომელიც ანგარიშმიუცემლად გადაეშვა მდინარეში. ნაპირზე გასულებს ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა. დაღლილი იყო ბადრი, მძიმედ სუნთქავდა. თვითმხილველებმა ათიოდე წლის შიშისაგან და სიცივისგან აძაგძაგებულ ბიჭუნას პირველადი დახმარება გაუწიეს, ზოგმა ქურთუკი მოახურა, ზოგმა თმა გადაუწია ტუჩებგალურჯებულს და ქანცგაწყვეტილს. ბადრის წურწურით ჩამოსდიოდა წყალი პიჯაკიდან, სველი იყო ყველა საბუთი, რომელიც ჯიბეში აღმოაჩნდა ფულთან და პასპორტთან ერთად. მალე სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მილიცია გამოიძახა. იმ წუთში ჟურნალისტებიც გამოჩნდნენ და გადაწყვიტეს ბადრისგან ინტერვიუ აეღოთ. 182
დაღლილობისაგან ქანცგაწყვეტილი მეგობრები მდუმარედ ხვდებოდნენ ქება-დიდებას, რომლებსაც გარშემომყოფი ადამიანები არ იშურებდნენ: - ეს გმირობაა... - ყოჩაღ, ბიჭებო! - გაიხაროს, თქვენმა გამზრდელმა! - ისმოდა აქეთიქიდან. მოსულიერებულ პატარა ბიჭს უამრავი ცნობისმოყვარე ხალხი ეხვია თავს, მედიცინის მუშაკებმა ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს. ქერათმიანი, სიფრიფანა კორესპოდენტი გასაქანს არ აძლევდა ბადრის, რადგან ბიჭი აშკარად თავს არიდებდა მასთან საუბარს, მით უმეტეს ქება-დიდებას. გოგონა ეუბნებოდა, რომ ეს გმირობა იყო, რომ მისი საქციელი იყო სამაგალითო, - თქვენ ბავშვის გამო თავი გასწირეთ, თქვენ ხალხმა უნდა გაგიცნოთ, თქვენ ხომ მართლა გმირები ხართ! ბადრის ეღიმებოდა, სხვა გზას აღარ უტოვებდა ეს წიწილა გოგო - უნდა მოეთხრო, რაც დაინახა, მაგრამ მისი თქმით, მოსაყოლიც არაფერი იყო. ჯიუტი ჟურნალისტი მაინც მოემზადა ინტერვიუს ასაღებად, სახელი და გვარი ჰკითხა, შედეგ: - ნასამართლევი ხომ არ ხართ? ბადრის არ დაუმალავს, რომ სულ ახლახანს იმყოფებოდა მილიციის განყოფილებაში და, რომ პირობითი სასჯელი ჰქონდა! 183
თითქოს ელდა ეცა გოგოს: გაშრა, დაპატარავდა... გაოცებული, სხივჩამქრალი თვალებით მიჩერებოდა მის წინ მდგარ გაწუწულ დევგმირს. კორესპოდენტს დაბნეულობისგან ენაც კი დაება და თავგზაარეულმა ამოილუღლუღა: - ნასამართლევი ადამიანისგან ინტერვიუს ვერ ავიღებ, არ მაქვს ამის უფლება, სამსახურს დავკარგავ, დღეს ჩემი პირველი დღეა, უნდა მაპატიოთ, კანონი ჩემზე ძლიერია, ადამიანებზე მაღლა დგას, უნდა მაპატიო, ძმაო! მერაბმა სიბრაზისგან კბილები გააღრჭიალა და მხოლოდ ორი სიტყვა დასცდა მის ბაგეს - თქვენი კანონისაც! იცი, რა გამახსენდა ახლა? - უთხრა კორესპოდენტს გვერდით მდგარმა ასაკოვანმა კაცმა, რომელიც უნებლიე მოწმე გახდა ბადრის და ჟურნალისტის საუბრისა, იგი ცალი ხელით გაცვეთილ ხელჯოხს დაყრდნობოდა, მეორე ხელით კი ნერვიულად იწიწკნიდა თეთრ წვერს. აღელვებულმა ბადრიმ პიჯაკის გაჟღენთილი სახელოებიდან წყალი ჩამოიწურა და მზერა ბერიკაცს მიაპყრო. - ახლა, ეს თქვენი ამბავი ბიბლიურ იგავსა ჰგავს, უთხრა ღიმილით მოხუცმა და თვალებში ჩახედა გულაჩუყებულ გოგოს, რომელიც წუთის წინ მზად იყო მთელი სამყაროსთვის მოეთხრო მამაცი ბიჭის გმირობის ამბავი. - ძველად, იუდეაში, როდესაც კეთროვანი განკურნა მაცხოვარმა და ბრმას თვალები აუხილა, გარს შემოერტყნენ ფარისეველი ეპისკოპოსები და დაადანაშაუ184
ლეს მაცხოვარი, შაბათი დღის წმინდად შენახვის დარღვევაში, - „დღე ესე შაბათი, წმინდა არს და შენ არღვევ მამათა წესსო!“ - მაშინ მაცხოვარი მიუგებს მათ: - „თქვენი ცხვარი შაბათ დღეს ორმოში რომ ჩავარდეს, არ ამოიყვანთ და ორშაბათ დღეს დაელოდებითო?“ - ნუთუ ასე უნდა ეფიქრა, შვილო, ამ ახალგაზრდას? იყო დრო იმაზე ფიქრისთვის, რომ პირობითი სასჯელის მქონეს ჰქონდა თუ არა „უმანკო კრავის“, ბავშვის გადარჩენის უფლება?!. წყალს უნდა წაეღო ბავშვი? - კანონს, ადამიანი ქმნის ადამიანის საკეთილდღეოდ... ეს ისეთი შემთხვევა იყო, როცა კანონი ვერ დადგებოდა ადამიანზე მაღლა... არც ერთ კანონში არ წერია ეგ „სიბრძნე“, შვილო! ვაი, ჩვენი ბრალი! - მკაცრად წარმოსთქვა და აშკარად დაბნეულ გოგონას წყრომით შეაქცია ზურგი. აცრემლებული ჟურნალისტი ბადრის მიუახლოვდა, ხელზე ხელი დაადო, ფეხის წვერებზე აიწია და ჩურჩულით უთხრა: - ახლა მაპატიე... ოდესმე აუცილებლად დავწერ თქვენზე!
185
ორი ბაბო გაზაფხულდებოდა თუ არა, ჯერ ბალახი კარგად არც კი იყო ამოწვერილი, რომ ჩემს ძმებთან და მეზობლის ბიჭებთან ერთად ბურთის სათამაშოდ გავრბოდი. რვა-ათი წლის ბავშვები ვიყავით. ბიჭებს მიაჩნდათ, რომ მეკარედ გამოვდგებოდი და ვვარგობდი კიდეც... ამის გამო იყო, რომ მუხლისთავები და იდაყვები სულ გასხეპილი მქონდა. ახლა ვხვდები, რომ ფეხბურთის თამაში ბევრს უნდოდა, მაგრამ სიმაღლისა და სისწრაფის გამო დიდი უპირატესობა მქონდა და კარშიც სწორედ ამიტომ მაყენებდნენ. ერთხელ, სისხლიანი მუხლი რუს პირიდან მუჭით ამოღებული წყლით ჩამოვიბანე. გამიმიზეზდა, დამიწყლულდა, ძნელად მირჩებოდა ჭრილობა, ფუფხის ქვემოდან სითხე მდიოდა. მაინც არ ვანებებდი ბურთის თამაშს თავს... ჩემმა თამარა ბაბომ თავის მეგობარ ელიკოსთან წამიყვანა, რომელმაც დიდი სიფრთხილით მუხლზე ყავისფერი მალამო წამისვა და ცოტაოდენი სახლშიც გაგვატანა. ყვავილებიანი ეზო ჰქონდა ელიკო ბაბოს ნაირფერი ყვავილები თხილის წნელებით მოწნულ კალათებში იყვნენ გამომწყვდეულები, რომ კრუხ-წიწილს არ გაეფუჭებინა. ელიკო ბაბოს ეზოს ხის ძველი, დიდი, ორკარიანი ჭიშკარი ჰქონდა შებმული, რომელსაც ზემოდან ცერად 186
გადაჯვარედინებული ფიცრები ჰქონდა დაკრული და დიდი, შავი ურდულით იკეტებოდა. ეზოს გარშემო სამპირი მავთული ჰქონდა შემოვლებული და ზედ ერთმანეთის მიყოლებით, ფიჩხის კონები იყო მიწყობილი - ზოგი ახალი, ზოგი ძველი, რომლებსაც უკვე ბოლოები დახავსებული და ჩაშლილი ჰქონდა. ღობესთან, ალაგ-ალაგ, თონიდან ამოღებული ნაცრის გორები მოჩანდა. როგორ უყვარდათ ამ ღობეში ჭრელ-ჭრელ მეგრულა ქათმებს მზისგულზე ნებივრობა: მთელი დღე ქექავდნენ და აბურიაყებდნენ ნაცრიან მიწას და თავზე იყრიდნენ. მერე შიგ ორმოში გაირინდებოდნენ, ცალ ფრთასა და ფეხს გაშლიდნენ, თითქოს იზმორებოდნენ და ცალი თვალით ცაში ქორსა და კაჭკაჭს დარაჯობდნენ, რომ დროულად ეპატრონათ წიწილებისთვის, რომლებიც ზედმიწევნით სწორად იმეორებდნენ კრუხის მოძრაობას. როგორ მიყვარდა ელიკო ბაბოსთან სტუმრობა, თუმცა, არც ნათესავი იყო ჩვენი ოჯახისა და - არც ახლო მეზობელი. მეუღლე ადრე გარდაცვლოდა, მისი ორი ვაჟი ქალაქში ცხოვრობდა და მარტო სწევდა ცხოვრების ჭაპანს. ბევრჯერ გავპარულვარ სახლიდან მასთან რომ მივსულიყავი. საინტერესო ამბების მოყოლა იცოდა, საოცრად თბილი, მზრუნველი ხმა ჰქონდა. მარილებისგან მოკაკული თითებით ისე მოგეფერებოდა და მკერდში ისე ჩაგიკრავდა, იტყოდი, დიდი ხნის უნახავი შვილიშვილი ვუბრუნდებოდი სახლში. 187
ყველა კუთხის საჭმელებს მერჩია მისი ხელით მომზადებული ერბოკვერცხი. მის სახლში დავაგემოვნე პირველად უცნაური წვნიანები: ნიგვზიანი ღოლოს შეჭამანდი, კვრინჩხისა და შინდის კერკის წვნიანი, კობჩხილასი და ნივრის ფოჩის მწნილი. ზოგი საჭმელი შეიძლება არ მომწონდა პატარა ბავშვს, მაგრამ წინ ისე ჩამომიჯდებოდა და მცენარეებზე და მის სასარგებლო თვისებებზე იმდენ საინტერესო ამბავს მიყვებოდა, რომ ვერც კი ვხვდებოდი სადილი როგორ შემომეჭმეოდა ხოლმე. ორი ძირი ფუტკრის სკა ჰქონდა. თვითონ უვლიდა. ალბათ არც ერთ ბავშვს არ ქონდა იმდენი თაფლი ნაჭამი დუნიაზე, რამდენიც მე. ლამბაქით ყოველთვის მომართმევდა დაჭრილი ფიჭის ნატეხებს, საიდანაც ზლაზვნით ჩამოდიოდა თეფშზე ცეცხლისფერი თაფლი. თან მეუბნებოდა, რომ ფიჭა დიდხანს მეღეჭა და აუცილებლად ჩამეყლაპა, რადგან ორგანიზმისთვის სასარგებლო იყო. ყოველთვის ორი კაბა ეცვა. როცა დაბალ სკამზე ჯდებოდა, კაბიდან ბამბაზიის წვრილყვავილებიანი პერანგი მოუჩანდა. დამანაყრებდა და მერე მეტყოდა: - ახლა საქმეს მივხედოთო! - ჩავიდგამდით ბოსტნის კვალში პატარა, ორფეხა სკამებს და ვმარგლავდით სარეველებისგან: ხან ბოლოკს, ხან სტაფილოს, ხან ჭარხალს და თან ვლაპარაკობდით, - მე სოფელში გაგონილ ტყუილ-მართალს ვუყვებო188
დი, ის კი ხან გაიცინებდა ჩემს მონაყოლზე და ხან გაოცდებოდა... ვინ იცის, იმაზე მეტად საკუთარ ბაბოს ვჭირდებოდი მაშინ მისახმარებლად, რომელიც უბან-უბან დამეძებდა, მაგრამ მე ელიკო ბაბოსთან მიყვარდა ყოფნა. - იცის, თამარამ, აქ რომ ხარო? - მკითხავდა ღიმილით. - დიახ, თვითონ გამომიშვა-მეთქი, - ვიცრუებდი და გავაგრძელებდი საქმეს. განათლებული ქალი იყო, კარგად იცოდა რუსული ენაც. არ მახსოვს, მეზობლებში საჭორაოდ გასულიყო. მუდამ საქმიანი და წინსაფარ-ხილაბანდ წაკრული მახსოვს. არც ჭუჭყიანი კაბით მინახავს. სოფელში ცოტა უცნაურ ქალად თვლიდნენ ასეთი ქცევის გამო. რაში გამოიხატებოდა იმისი უცნაურობა, ახლაც ვერ ვხვდები. 80-იან წლებში არ ჭირდა არც წამლები და არც მალამოები, მაგრამ იგი თავისი ხელით ამზადებდა სამკურნალო მცენარეებისგან ნაყენებს და მინის მუქ ბოთლებში ინახავდა. შელოცვაც იცოდა და გამოლოცვაც. ნათლისმცემლის ტაძრის სიახლოვეს ცხოვრობდა და ტაძრის შემოგარენში ჰკრეფდა ღოლოს ფოთლებს და მერე ჩრდილში ახმობდა. მისგან ვისწავლე მრავაძარღვასა და კრაზანას ბალახის სამკურნალო თვისების სარგებლობის შესახებ. უგემრიელესი იყო მისი მოდუღებული თავშავას ჩაი. ჩემთვის საგანგებოდ ჰქონდა შეკერილი პატარა წინსაფარი და მეტყოდა: - ქალი ოჯახში წინსაფრით 189
უნდა ტრიალებდესო! - როგორ მიხაროდა, თავი დიდი ქალი მეგონა. ჩემი მშობლები დილით ადრე მიდიოდენ სამსახურში და გვიან ბრუნდებოდნენ, თამარა ბაბო კი (დედაჩემის დედა) ცხარე კრუხივით იყო, ხელს არაფერზე მაკარებინებდა: - ის არ აიღო, ეს არ გაგიტყდეს, იმას ხელი არ მოკიდო, ეს შენი საქმე არ არისო! - ჰო და, ელიკო ბაბოს სახლში ნამდვილ „ქალად“ ვგრძნობდი თავს. ბალიშის პირებსაც ვაუთოებდი, დარეცხილ და დასაწურად დაწყობილ ჭურჭელს ვამშრალებდი და მერე უჯრებში თავთავის ადგილზე ვალაგებდი. კიბეებზე ჩამოყრილ ჟასმინის ყვავილებს ცოცხით გადავგვიდი, რომელიც პირდაპირ კიბის ძირში იყო დარგული, მისი სურნელი ცოტა ხნით მსიამოვნებდა, მაგრამ მერე თავს მატკიებდა და გავეცლებოდი ხოლმე. - გოგო არა მყავს, შვილო და, როცა გარდავიცვლები ხომ მოხვალ ჩემს სატირლად? - მკითხავდა ხშირად. ჩემდა სამარცხვინოდ, არც ის ვიცოდი, როდის იყო მისი დაბადების დღე და არც მისი გარდაცვალების ამბავი გამიგია. წლები გავიდა, გავიზარდე, გავთხოვდი, ცხოვრებამ თავის ორომტრიალში მეც გამხვია და დღეს, ღობის ძირში ამოსული ბღუჯა-ბღუჯა იები რომ დავინახე, რაღაცნაირად მასზე მომეძალა ფიქრი. ხშირად მეტყოდა ცხონებული, - არასოდეს მოწყვიტო ია. აბა, ყური დაუგდე, იცი, ისინი როგორ ჩურჩულებენო? 190
სააღდგომოდ, გვიან ღამით ბავშვები ჭონაზე რომ წავიდოდით, აუცილებლად მივადგებოდით იმის ეზოკარს, იმათ ყოველთვის მე მივუძღვოდი წინ, თითქოს საკუთარ ბაბოსთან მიმყავდა. იმედიანად ვიყავი... ვიცოდი, რომ სხვებივით ერთ კვერცხს კი არ გამოგვიტანდა, რამდენიმეს! ლამაზ კალათში ჩაგვიწყობდა უმ კვერცხებს, წითლად შეღებილს კი ხელში დაგვაჭერინებდა, გვამღერებდა, გვაცეკვებდა და მერე გამოგვატანდა სავსე კალათს. განსაკუთრებით მომწონდა ეს სააღდგომო წესჩვეულება და ხალხური ტექსტი, რომელიც უკვე დავიწყებასაა მიცემული: - „ყველიერში ყველი ვჭამე,
აღებაში ჩიტები, დედაშენსაც გაუზრდია, ქოჩრიანი ბიჭები. ჭოოონა!“ ახლა მარხვაა, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა ახლოვდება და ჩემს სოფელ ფხვენისში როცა დავბრუნდები, მის საფლავზე აუცილებლად მივიტან მიწიან ბელტს, რომელზეც მოჩურჩულე იები იქნებიან ამოსულები. მას ხომ ყოველთვის სჭირდებოდა მეორე „ადამიანი“, ვისთანაც დაბალი ხმით იბაასებდა. დღეს რომ ცოცხალი იყოს, ჩავეხუტებოდი, მის გალეულ კალთაში ჩავრგავდი თავს და, როგორც მაშინ, ბავშვობაში, უამრავ ამბავს მოვუყვებოდით ერთმანეთს! 191
ჩაშხამებული „ნადიმი“ შუადღის ხვატისაგან დასიცხული ჩემი მეწველი ფური ხეების ჩრდილში მიწოლილიყო, თვალები დაეხუჭა და ზანტად იცოხნებოდა. საცოდავს, გარს უამრავი მწერი ეხვია, მაგრამ რაც შეეძლო „მტერს“ კუდის ქნევითა და ყურების პარტყუნით იგერიებდა. დაკბენილი თვალებიდან ცრემლი ჩამოსდიოდა, თვალის გახელას ერიდებოდა, დროდადრო ამოიქშენდა, ფეხს გაშლიდა, „პოზას“ შეიცვლიდა და თვალდახუჭული, ისევ ცოხნას გააგრძელებდა. ბეჭზე, სადაც ვერც კუდი სწვდებოდა და ვერც თავი, რომ მკბენარი მოეგერიებინა, ერთი დიდი, შავი ხარაბუზა აჯდა და ჩაბჟირებული სწოვდა სისხლს... კაპილარი თუ ჰქონდა აბეზარ მკბენარს ნაპოვნი - ხარბად ხვრეპდა თბილ, შესქელებულ სისხლს, რომელიც წვრილი ნაკადულივით მოწვეთავდა ფურის ტანზე... სისხლის სუნზე ხარაბუზას ირგვლივ „საძმაკაცო“ - კოღობუზი მრავლად ეხვია, ნადიმობდნენ მავნებლები! ჩემი მისვლა არც გაუგიათ სისხლით მაძღრებსა... რაღაცნაირად და რატომღაც, უნებურად, მტერთაგან დაღლილი და შევიწროებული ჩემი ქვეყანა გამახსენდა - რამდენი კოღო-ბუზი სწოვს სისხლსა?! შემეცოდა ჩემი ფური, გული მომეწურა... გაოგნებული, რამდენიმე წამით შევყოვნდი. ნანახით განცვიფრებულმა და გაბრაზებულმა, ფეხიდან ჩუსტი გავიხადე და ღონივრად მოვუქნიე მომხვდურებსა... 192
ჰაი, დედასაა! - ხარაბუზა და ოციოდე ბუზი, თავის „ბიძაშვილ-მამიდაშვილებიანად“ მივაჭყლიტე ფურის ტყავსა და ჭიანჭველების ლუკმა გავხადე! გამოფხიზლებული ფური კი ფეხზე წამოდგა, დარდიანი, დიდრონი თვალებით გამომხედა და „მადლობის ნიშნად“ კუდი ზანტად მოიქნია.
შურის მზე შურის მზე ამოვიდა, - ჩრდილისფერი, ყვითელი თვალებითა და მოკლე, მოცახცახე, მახინჯი საცეცებით. გაიხარა, გაიბადრა, გაიყვავილა... როგორც იქნა თავი ასწია, ყელი მოიღერა, - რა ხანია ელოდა სხვის დაჩოქებასა და დამცირებას! კმაყოფილმა, სამარცხვინო ულვაშზე ხელი გადაისვა. თვითონ ცოდვაში და ლაფში ყელამდე ჩაფლულს, გაეხარდა სხვისი აცახცახებული ტუჩებისა და მდუღარე ცრემლის დანახვა. სხვისი დამცირებით კმაყოფილი, „გამარჯვებული!“ - გაიზმორა... გახალვათდა! სამაგიეროდ, იქ, ზემოთ, ზეცის ჩამწერ ფირზე - ფთილა თეთრ ღრუბელზე, როგორც ფოტოგრაფიაში ნეგატივი, ისე გამომჟღავნდა „ა დ ა მ ი ა ნ ი დ ა ნ“ - ადამ-ევანიანგი! 193
ლოცვის ძალით დამარცხებული „აბორტი“ ახლად შებინდებული იყო. სოფელი ყოველდღიური საზრუნავისგან ისვენებდა. წმინდა გიორგის ტაძრის კედელზე ჩიტის ბუდესავით მიშენებული ტუფის ქვის ლამაზი ბინიდან ჩოჩქოლის ხმა მოისმოდა. ღია ჭიშკარში შედი-გამოდიოდნენ მეზობლის ქალები, რომლებსაც სახეზე ხელებაფარებული პატარა გოგო შეშინებული დაჰყვებოდა აქეთიქით და ვერაფერი გაეგო მათი გასაიდუმლოებული ჩურჩულ-დადანისა. ოჯახის მამა ექიმის მოსაყვანად წასულიყო. პატარა ლიანა დიდქალობდა - ავადმყოფ დედასაც უვლიდა და ორი წლის პატარა ძმასაც არ აკლებდა მზრუნველობას. მეზობლების შეშინებული სახეებით ხვდებოდა, რომ მდგომარეობა სავალალო იყო. - ნეტავი, სისხლისგან არ დაიცალოს! - სიმწრით იხოკავდნენ სახეს მეზობლები. - ნეტავი, გადარჩებოდეს! - „აბორტი“ დასჭირდება ეხლა ამასა! - ასკვნიდნენ დაბნეული მეზობლები და საეჭვოდ აქნევდნენ თავებს. ბავშვს წყვეტილად ესმოდა მათი წამოძახილები, მაგრამ, რადგან ვერ ხვდებოდა უბედურების მიზეზს, შეშინებული დასცქეროდა საწოლზე მისვენებულ, ფერდაკარგულ და სიმწრით გამტკნარებულ ულამაზეს დედიკოს. 194
- რა მოხდა, რა? - კითხულობდა შემოსწრებული მეზობლის ქალი. დამხვდური ქალები, პირზე ხელაფარებულები, რაღაცას გადაულაპარაკებდნენ და ახლშემოსულიც გასაიდუმლოებული სახით ამოუდგებოდა ქალებს გვერდით. ექიმის მოლოდინში ეზო ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით. - ,,აბორტს” გაუკეთებენ ალბათ! - წამოიძახა ვიღაცამ დაბეჯითებით. - „აბორტი“... „აბორტი“... „აბორტი“ - შემზარავად ჩაესმოდა პატარა ლიანას მეზობლებისაგან წარმოთქმული სიტყვა და თუმცა არ იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა, მის გაგონებაზე მთელი სხეული უთრთოდა შიშით. - რა არის „აბორტი?“ ნუთუ ასეთი საშიშია, როგორ უნდა მოაშორონ, საიდან შეხვდა დედას, მთელი დღე გარეთ არ გასულა! - ფიქრობდა დედის ტკივილით გულმოკლული გოგო. ვეღარ გაუძლო ამდენ ჩურჩულ-ტუტუნს, ოთახიდან გავიდა. ტაძრის მხარეს, ეზოში დატანებული კარი ჭრიალით შეაღო და ძველისძველ, კარჩამოგდებულ ტაძარში კრძალვით შეაბიჯა. კაკლის უზარმაზარ ხეზე შემომჯდარი ყვავი მთელი ტანით ირხეოდა და საზარლად დასჩხაოდა ახმაურებულ ეზო-კარს. წმინდა გიორგის ტაძრის უჯვრო გუმბათზე მტრედები შემოსხდნენ და მოუსვენრად დაიწყეს ფაჩუჩებივით შებუმბლული ფეხებით წინ და უკან სიარული. მტრედები უხმაუროდ, მოულოდნელად მოფრინდნენ და ძა195
ლიან მალე ისევ ჩუმად, უხმაუროდ გაუჩინარდნენ... მათმა მოულოდნელმა გამოჩენამ და გაუჩინარებამ ყვავს ყრანტალის ხასიათი დაუკარგა, დადუმდა, თითქოს იგრძნო, რომ რაღაც განსაკუთრებული რამ ხდებოდა. კირით შეღებილი ტაძრის კედლები დაუნდობლად იყო დაფხაჭნილი... უკარო ტაძარი გაძარცვული, განადგურებული და გატიალებული იყო. მონღოლებისა და თურქების შემოსევებს გადარჩენილ ძვირფას ფრესკებს კომუნისტურმა რეჟიმმა მოუღო ბოლო. მხოლოდ ზემოთ, გუმბათთან შემორჩენილიყო ფრთიანი ანგელოზების ფრესკები, რომლებსაც ხელში თეთრი საყვირები ეჭირათ და გაოცებული თვალებით დასცქეროდნენ ტაძრის გაძარცულ და იავარქმნილ კედლებს. ბავშვი მოკრძალებით შევიდა ტაძარში. აქ, ღამ-ღამობით, კვირაძალზე მოჰყავდა ხოლმე დედას, სადაც ჩუმად ანთებდნენ თაფლის სურნელოვან სანთლებს. ბავშვი გადაფხეკილ კედელს მიეყრდნო და მთელი ტანით აცახცახებულმა ძლივს ამოთქვა ჩურჩულით: - მაღალო ღმერთო, შენს სახლში მოვედი, მაგრამ შენ სახლში არა ხარ... ხომ ხედავ, ჩემი დედიკო ავად არის... მეშინია... გემუდარები, დაეხმარე, რომ კარგად იყოს. გადაარჩინე, წაიყვანე „აბორტი“ ჩვენგან შორს და გთხოვ, მეც არასოდეს, არსად შემხვდეს იგი! პატარამ ცრემლიანი თვალებით ახედა ფერად ანგელოზებს და უფლის წყალობით დაიმედებული, ისევ დედიკოს საშველად გაემართა. 196
„სახლში არმყოფმა“ უფალმა მაინც ყველაფერი მოისმინა და დაინახა, გაიგონა პატარა გოგონას ლოცვა-ვედრება და მისი დედიკო გადაარჩინა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... სამოცდაათი წლის შემდეგაც კი, ლიანა კრძალვით იხსენებს იმ დღე - სასწაულს... პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. არ მოკლებია სამსახურში წარმატება. დედასავით ლამაზი იყო, ჭკვიანი, უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგრამ რატომღაც სიყვარულში არ გაუმართლა - ბედ-იღბლის ბილიკს დღემდე ცალუღელა მიუყვება! ძმისშვილების ამაგდარი მამიდაა, მათზე ამოსდის მზე და მთვარე... უშურველად, ალალად გასცემს მათთვის სიყვარულს. ხანდახან, გაახსენდება ხოლმე ის თავზარდამცემი დღე და გულის სიღრმეში მაინც ბედნიერია, რომ ბევრის მომსწრესა და მნახველს - არასოდეს, არსად შეხვედრია „აბორტი“!
197
გაყინული ცრემლი ციოდა... სავარძელში ჩამჯდარი ნანი სიმწრით იკვნეტდა ტუჩებს - სერიოზული განსაცდელის წინაშე იდგა. ფიქრისა და ყოყმანის დრო აღარ იყო,სწრაფად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ეთოსთან უნდა მისულიყო და შემოთავაზებულ დახმარებაზე თანხმობა ეთქვა. ეთო მისი თანაკურსელი იყო, რომელიც მიცკევიჩის ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა. ბევრი აღარ უფიქრია, ქურთუკს ხელი გაუყარა, „პომადიდან“ ასანთის ღერით ამოჩიჩქნილი ნამცეცი ტუჩზე გადაისვა, თავის ორეულს სარკეში თვალი თვალში გაუყარა, შემოტრიალდა და კიბეს თქარათქურით ჩაუყვა. ბნელდებოდა...ფანტელები კანტიკუნტად ცვიოდა და დაცემისთანავე დნებოდა... რაღაცნაირად, უძალოდ თოვდა... მალე ეთოსთან იჯდა, თბილ და რბილ სავარძელში. ფანჯრის რაფაზე წითლად ბრდღვიალებდა „დეკემბერა“... შეჰღიმა ყვავილს - სიხარული და იმედი შეისრუტა თითქოს. სამზარეულოდან მალე ეთოც გამოვიდა, ტკბილეულითა და ფინჯანი ყავით. იცოდა დობილმა მისი ყველა გასაჭირი, უხაროდა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილება რომ მიიღო ნანიმ... შეთანხმდნენ, მეორე დილით ბავშვთა სახლში უნდა მისულიყვნენ ბავშვის წამოსაყვანად. კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ. ბავშვის მოვლის სა198
ნაცვლოდ, თვეში ექვსასი ლარი უნდა გადაეხადათ. - როგორ გამოსწორდება ჩვენ ოჯახში მდგომარეობა, - ფიქრობდა ნანი, - ყოველ დილით შევძლებ მეუღლისთვის ახალი გაზეთის ყიდვას... იქნებ, მოახერხოს და ინვალიდის ეტლიც უყიდოს მეუღლეს, ეზოში დამოუკიდებლად რომ შეძლოს გასვლა. ბექასაც შემოაცვდა ქურთუკი. ნუგზარის პენსიით გაჰქონდათ თავი. სასწავლებლის გადასახადიც პენსიაზე იყო დამოკიდებული და ყოველდღიური ლუკმა-პურიც. სახლში ფრთებშესხმული დაბრუნდა, ნუგზარს ზურგიდან მიუახლოვდა, კისერზე მოეხვია და აკოცა, შინაგანად უკვე ბედნიერი იყო. ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა... თუმცა, ვერც ღამით შეძლო მშვიდად ძილი, ფიქრით ბავშვთა სახლს დატრიალებდა - ფიქრობდა, ვინ წამოეყვანა, გოგო თუ ბიჭი. დილით ქურთუკის ჯიბეში პირადობა ჩაიდო, მუჭში მოიქცია და არც გზაჯვარედინზე გადასვლის დროს გაუშვია მისთვის ხელი, თითქოს ყველა იმედი აქედან მოდიოდა. ეთო რა ხანია იქ ელოდებოდა და თითქმის ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა, ბავშვის არჩევა და საბუთებზე ხელის მოწერაღა იყო საჭირო. საბავშვო სახლის კარი ფრთხილად შეაღეს. სადილობის დრო იყო, ოციოდე წყვილმა თვალმა მისკენ გამოიხედა... დაიბნა, ბავშვების ნატანჯი სახეების დანახვამ, ტკივილად დაუარა სხეულში... - შეძლებს?! ყოველდღე და ყოველწუთს მას199
თან უნდა იყოს და ტკივილი შეუმსუბუქოს, შეიყვაროს, - გულს ეკითხებოდა და ეხეთქებოდა შემკრთალი ნანი. უეცრად, გვერდიდან შეხება იგრძნო, თბილი და ნაზი... ათიოდე წლის გოგონა ეტლში იჯდა და ხელზე ეფერებოდა ნანის... - რა გქვია, დეიდა? - შეეკითხა ბავშვი და ცისფერი თვალებით გულუბრყვილოდ მიაჩერდა. უჩვეულო სითბო იგრძნო ნანიმ, ორივე ხელით ჩააფრინდა ბავშვის ხელს, გულზე მიიკრა და ჩურჩულით უთხრა: - ნანი. - შენ, შენ რა გქვია? - მე ლეილა ვარ, - უპასუხა პატარამ და გაუღიმა... საყვარლად ჩაეჩხვლიტა მარცხენა ლოყა. ნანის არსაით აღარ გაუხედავს. ეთოს გახედა და მეგობრის გაღიმებული სახე რომ დაინახა, უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება. საბუთების მოგვარებას დიდი დრო არ დასჭირებია. ბავშვის შესახებ ყველაფერი გაარკვია და ტაქსი გამოიძახა. ყველაფერი კარგად აეწყო. ...ადვილი იყო გოგონასთან ურთიერთობა: არ ჭირვეულობდა, წამლებს მშვიდად იღებდა. „ქვედა პარაპლეგია“ იყო მისი ავადმყოფობის დიაგნოზი. ბექას ოთახში უნდა ეცხოვრათ ლეილას და ნანის, ერთად, ასე უფრო გაუადვილდებოდა ბავშვის მოვლა. საღამო ხანს, ნანიმ, აბაზანა თბილი წყლით აავსო, შამპუნით ააქაფა, ბავშვს ტანზე გახადა და ფრთხილად ჩაუშვა წყალში, ლეილა ცალი ხელით წყალს აქაფებდა, 200
ცალით - ნანის კისერზე იყო ჩამოკიდებული, კისკისებდა და სიცოცხლით ავსებდა ოთახის კედლებს. ოქროსფერი კულულები ფრთხილად შეუმშრალა ნანიმ, პიჟამო ჩააცვა, აკოცა და საწოლში ჩააწვინა. - ნანი დეიდა, შეიძლება ჩემს საწოლში დაიძინოთ? კრიალა თვალებით ამოხედა ბავშვმა. - კი, რატომაც არა, - გაუღიმა ნანიმ. ვახშამი საწოლში მიუტანა. ვარდისფრად უღვიოდა ლოყები ლეილას... ჩიტივით გამხდარი და კაფანდარა იყო, ნეკნები დაეთვლებოდა სიგამხდრისაგან. გულზე მიეკრა ნანის და - მიმღერეო, - სთხოვა. გაუბედავად დაიწყო ნანიმ სიმღერა... დიდი ხანია, აღარ უმღერია - „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიოოო“... - ტკბილად უმღეროდა პატარას. ლეილას თავი ნანის მკერდზე იდო, ნანი კი მეორე ხელით ეფერებოდა აბრეშუმივით სრიალა თმაზე. ძალიან თბილი და ემოციური ჩანდა ბავშვი. სწრაფად ჩაეძინა ახალი განცდებით დაღლილ პატარას. - რამდენი რამ მოხდა ერთ დღეში! - ფიქრობდა ნანი. კარის გაღების ხმა გაისმა. - ალბათ ბექა დაბრუნდა სასწავლებლიდან, ეშიება, გაიფიქრა ნანიმ, მაგრამ ბავშვს ისე ჰყავდა ჩახუტებული, ვერ გაითავისუფლა თავი, თან ეშინოდა არ გაღვიძებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ბექა შემოვიდა ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა. 201
- ეს არის? - ჩურჩულით შეეკითხა დედას, - რა ლამაზია! რა სტკივა? - ქვედა კიდურების „პარაპლეგია აქვს“, - უთხრა ნანიმ. - ხომ საყვარელია? - რა ჰქვია? - ლეილა. - მშია, დე... - საცოდავად დაიჭყანა ბექა. - წვნიანი გაზქურაზეა, შეათბე, მეც მალე გამოვალ, უთხრა ნანიმ. მეორე დღეს ბექამ ფრჩხილების წითელი ლაქი და გალია მიუტანა ლეილას საჩუქრად. გალიაში ძალიან ლამაზი ჩიტი იჯდა. პატარა თითებზე ლაქი თვითონ წაუსვა, ლოყაზე მიეფერა და აკოცა... გადაირია ბავშვი სიხარულით. ასე, ერთმანეთის გაცნობაში გადიოდა დრო. კვირაში ერთხელ ბავშვთა სახლიდან ექთანი აკითხავდა ოჯახს, ბავშვის მდგომარეობას არკვევდა, ლეილასთან საუბრობდა და უკან კმაყოფილი ბრუნდებოდა. ორ დღეში ახალი წელი დადგებოდა. ბექამ მშობლებს აცნობა, რომ ახალი წლის ღამეს საცოლეს მოიყვანდა და ოჯახის წევრებს გააცნობდა. ნანი დაიბნა, არ ელოდა მდგომარეობის ასე მკვეთრად შეცვლას, ჯერ ნაადრევი იყო ბექას დაოჯახებაზე ფიქრი, მაგრამ შვილს ვერ აწყენინებდა. ოჯახში სარძლო უნდა შემოსულიყო, რომელსაც სამკაული, შემოსვა და კომფორტი დასჭირდებოდა, რის202
თვისაც ნანი მზად არ იყო. ბოლოს და ბოლოს, ახლადშეუღლებულებს ხომ ცალკე საძინებელი დასჭირდებოდათ, დერეფანში, „დივანზე“ ხომ არ დააწვენდა, როგორც ახლა ეძინა ბექას. ბექას რჩეულს ლიზი ერქვა. თამამად შემოჰყვა ბექას ოჯახში, ტკბილეული მაგიდაზე დააწყო და ოჯახის წევრებს გაუღიმა. სიჩუმე ფეიერვერკების ხმამ დაარღვია, ახალგაზრდები ფანჯარას მიცვივდნენ. ლეილაც მიუახლოვდა ეტლით სარკმელს, მაგრამ უკან მდგომი ბავშვი, ვერაფერს ხედავდა, ბექა მობრუნდა, ხელში აიყვანა გოგო და ფანჯარაში ასე გაახედა. ულამაზესი იყო ღამის თბილისი. ჩიტივით უფართხალებდა გული ლეილას, საოცრად სიამოვნებდა ბექას სუნამოს სურნელი. - ბექა, ის რა შენობაა?! - იკითხა ლიზიმ დაძაბული ხმით. არ ესიამოვნა კისერზე ჩამოკიდებული გოგოს ხილვა. ბექა უცებ გამოფხიზლდა, ლეილა ეტლში დააბრუნა, ლიზის თავზე აკოცა და უპასუხა: - კინოთეატრის შენობაა! - მერე ლეილას მიუბრუნდა, - ლეილა... გინდა წაგიყვანო? სახეგაბრწყინებულმა ლეილამ უხმოდ დაუქნია თავი. მალე სუფრას მიუსხდნენ. მხოლოდ ლეილამ თქვა უარი საახალწლო ვახშამზე. საჩუქრები ნაძვის ხესთან მარტო გოგონებისთვის იყო - ლიზისთვის ვერცხლის სამაჯური, ლეილასთვის - თეთრი, თბილი ქუდი და ხელთათმანები. 203
ცოტა ხანში ბექას მეგობრები შემოცვივდნენ ჟრიამულით და ახალგაზრდებიც ქუჩაში გაიყოლიეს. გასვლისას ამობრუნებულ ხელისგულზე აკოცა ბექამ ლეილას, ასე კოცნიდა დედასაც. - არ მოიწყინო, ფერია, დაიძინე, მე გვიან დავბრუნდები! ლეილას თვალები სიხარულით ბრწყინავდა. სამაგიეროდ, ლიზი იყურებოდა საავდროდ... სახლში სიჩუმე ჩამოწვა. იმ ღამით ლეილას ტემპერატურამ აუწია, ბორგავდა. ნანი ვერ ხვდებოდა, სიცხე რისი ბრალი უნდა ყოფილიყო. შეშფოთებულმა მთელი ღამე გოგონას გვერდით გაათია. ლეილას ამ დღიდან ხასიათი შეეცვალა, მდუმარებას დაუმეგობრდა, ჩაიკეტა. მეორე დილიდან ფანჯრის მინას არ მოშორებია, იჯდა მდუმარედ და გაყუჩებული, გზას გასცქეროდა, გზას, საიდანაც ბექა უნდა გამოჩენილიყო. დღეს კი, ბიჭი უჩვეულოდ იგვიანებდა, არც ტელეფონს პასუხობდა... ცოტა ხანში ტელეფონმა დარეკა, ბექას მეგობარი იყო. ნანი დეიდა იკითხა,- არ შეგეშინდეთ, მაგრამ ბექა საავადმყოფოშია და იქნებ სუფთა ტანსაცმელი მოუტანოთო. - რა მოხდა? - იკითხა ლეილამ, - არაფერი, - ბიჭებმა ლიზის გამო იჩხუბეს! - ყრუდ გაისმა ხმა ტელეფონში. ლეილა ხვდებოდა, მისი თავი არავის ექნებოდა და უხმოდ ადენებდა თვალს ნანის, რომელიც ფერდა204
კარგული დაფარფატებდა ოთახიდან ოთახში და თან ბექას ნივთებს თავს უყრიდა. საავადმყოფოში როგორ აღმოჩნდა, ნანის არ ახსოვს - თვალებით შვილს ეძებდა, არ ესმოდა მორიგე ექთნების საუბარი, რომლებიც მის შეჩერებას ცდილობდნენ. ბექა მარტო იწვა პალატაში, ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი, თავი კი ისე ჰქონდა დაბინტული, თითქოს კოსმონავტის ჩაფხუტი ეხურა. - რა მოხდა, შვილო! - ტირილით ჩაეხუტა ნანი და ცდილობდა ტკივილი არ მიეყენებინა, ისე მიფერებოდა ვაჟს. - რა მოხდა, შოთიკო, ამიხსენი! - მიუბრუნდა ბექას მეგობარს ნანი. - იცით... ბორძიკით დაიწყო შოთიკომ - ჯობია თვითონ მოგიყვეთ... ეს ლიზის გამო მოხდა... სხვასაც უყვარს ლიზი, ლიზის ბექა უყვარს. არ ეშვებოდა ის ბიჭი, - მოგიტაცებო! - ემუქრებოდა, მერე ლიზიმ ბექას უთხრა და ხომ ხედავთ, რაც მოხდა. ის ბიჭი უფრო ცუდად არის, ტვინის შერყევა აქვს. ნანიმ ტანსაცმელი გამოუცვალა ბექას და საწოლზე წამოსვა. ტუჩი ორგან ჰქონდა გახეთქილი, ცხვირი და თვალებიც სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა, საშინელი სანახავი იყო... ტაქსით მივიდნენ სახლამდე. ისეთი თვალები ჰქონდა ლეილას, რომ ბექას შეებრალა და ლოყაზე მოუთა205
თუნა ხელი, დაამშვიდა და უთხრა: - ნუ ტირი, ლეილა, მალე გამივლის! - ლეილა ვერც კი გრძნობდა, ისე ჩამოსდიოდა ცრემლები... ცისფერი თვალები ცრემლით დაეტბორა და გულამომჯდარმა ჰკითხა - გტკივა, ბექა? - არა, ჩემო მშვენიერო, არ მტკივა! - დაუყვავა ბექამ და გაცინებას შეეცადა, მაგრამ ტკივილმა დაუღრიჯა სახე. ლეილა უხმოდ გავიდა ოთახიდან ეტლით, წვალებით გამოაღო ფანჯარა, მერე სახლის ტელეფონი სადენიდან გამორთო და კმაყოფილი სახით მოისროლა ეზოში... - მორჩა, - გადაწყვიტა, - ბექას მე თვითონ მოვუვლი, არ მივაკარებ ლიზის, მისი ბრალია, ბექა რომ ამ დღეშია! - არ მოსცილებია მის საწოლს ღამითაც კი, როცა ბექა სიცხიანი ტუჩებით ლიზის მოუხმობდა... კვირაზე მეტი დასჭირდა ბექას ჭრილობებისა და ჩალურჯებული ადგილების მოშუშებას, ლიზიც ყოველდღე მოდიოდა საქმროს სანახავად, ხელით აჭმევდა ბექას, უვლიდა... იქ აღარ იყო ლეილას ადგილი, - ვერც ტელეფონის ეზოში გადაგდებამ უშველა საქმეს. - რამდენი რამ მოხდა სამ წელიწადში, ერთ კვირაში 13 წლის გავხდები! - ფიქრობდა ლეილა. იხსენებდა პირველ ფრჩხილების ლაქს, პირველ დაბადების დღეს, სამკაულებს, ბავშვთა სახლის მეგობრებს, რომელთა სანახავად ხშირად მიყავდა ნანის. ლეილა ბედნიერი იყო ამ სახლში, უზომოდ უყვარდა ამ ოჯახის წევრები და მადლიერი იყო მათი. მაგ206
რამ დღეს ბავშთა სახლში უკან უნდა დააბრუნონ, ოთახი სჭირდებოდა პატარძალს! ყველფრის თავი და თავი კი ლიზის უზომო ეჭვიანობა იყო. მართალია, ბექა მართლა უყვარდა ლეილას, რასაც ლიზი მშვენივრად ხვდებოდა, მაგრამ ამას ხომ ვერასოდეს ამოთქვამდა და ვერასოდეს აღიარებდა. იცოდა, ის ლიზისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, როგორც ქალი, რა შეეძლო, ლეილას, სიყვარულის გარდა... მაინც ვერ ისვენებდა ლიზი, ზედმეტად მიაჩნდა მისი ყოფნა იმ ჭერქვეშ... ტიროდა ნანი, გულში იხუტებდა გოგონას და ჰპირდებოდა რომ ყოველდღე ივლიდა ბავშთა სახლში მის სანახავად... დედასავით შეჰყვარებოდა ეს გულკეთილი ქალი ლეილას, თუმცა დედაც ხომ არასოდეს უნახავს. კარზე ზარის ხმა გაისმა... ოთახში ბავშვთა სახლის წარმომადგენელი შემოვიდა. ქვემოთ ტაქსი იცდიდა. ხელში აყვანილი ჩაიყვანა ბექამ ლეილა, გზაში ეჩურჩულებოდა, რომ არ სწყენოდა ეს გადაბარგება, ხშირად ინახულებდა, დიდ სახლს იყიდიდა და ერთი ოთახი იქ, ლეილასი იქნებოდა. მეგობრები სიხარულით შეხვდნენ მის დაბრუნებას, ყოველნაირად ცდილობდნენ ლეილას ტკივილის გაქარწყლებას. ბავშვთა სახლიდან განადგურებული დაბრუნდა ნანი, - ათ დღეში ლეილა ცამეტი წლისა გახდება, სიურპ207
რიზს გავუკეთებ, ბინას ვიქირავებ და ჩვენთან დავაბინავებ, - ფიქრობდა ქალი. - ოღონდ არ ვეტყვი, ჯერ არა! ხვალიდან უკვე ყველაფერი შეიცვლებოდა მის სახლში, ოჯახის ახალი წევრი შემოდიოდა საცხოვრებლად. ...ქორწილმა, ვიწრო წრეში, მოკრძალებულად ჩაიარა, მაგრამ დიდი ენერგია წაართვა ქალს. პირობა დაარღვია ნანიმ და ვერ მოახერხა სტუმრების გამო ლეილას მონახულება. იცოდა, იდარდებდა ბავშვი და ნერვიულობდა. თუმცა ფიქრებით სულ მასთან იყო, არც ერთი წუთი არ დავიწყებია გოგონა. ფანჯრის რაფაზე, ფარდის უკან, ნანიმ, ლეილას სავარცხელი იპოვა, ზედ ოქროსფრად ბრჭყვიალებდა მზეზე მისი თმა. ნანი აბაზანაში შევიდა, წყალი მოუშვა და იტირა, მწარედ იტირა უიღბლო გოგონაზე, მაგრამ გულს იმით იმაგრებდა, რომ მალე წამოიყვანდა ლეილას და დაასრულებდა მის წამებას. ბინაც მოძებნილი ჰქონდა უკვე. ასე აჯობებდა ყველასთვის, რადგან პატარძლის ჭირვეულობებს მოთმინებით და გაგებით უნდა შეხვედროდა, ახალგაზრდებს ცალკე უნდოდათ ყოფნა; ვერ გაწირავდა ერთადერთ შვილს - დათმობაზე უნდა წასულიყო. აი, დადგა ნანატრი დღე, ნაქირავები ოთახის ფანჯრები ღია დატოვა, სითბო და სუფთა ჰაერი რომ შემოსულიყო. ულამაზესი ტორტი იწონებდა თავს მაგიდაზე, ეს საჩუქარი ნანის ბავშვთა სახლში უნდა წაეღო, იქ გაუმასპინძლდებოდნენ ლეილას მეგობრებს ტკბი208
ლეულით, მერე კი ბედნიერები, სახლში ერთად დაბრუნდებოდნენ. ტაქსი ბავშვთა სახლთან გააჩერებინა. ტორტი მოხერხებულად დაიჭირა და ბედნიერი სახით შეაღო კარი. მომსახურე პერსონალმა სიხარული და ემოცია ვერ დამალა ნანის დანახვაზე, თუმცა აღნიშნეს, რომ ბავშვი ძალიან განიცდიდა, ნერვიულობისგან რამდენიმე დღე აღარც ჭამდა, ჩუმად ტიროდა, დარდობდა. როცა გაიგეს, რომ მის წასაყვანად იყო ნანი მისული, სიხარულით შეცვივდნენ ლეილას ოთახში, ერთმანეთისთვის რომ დაესწროთ სასიხარულო ამბის შეტყობინება... ლეილა საწოლში იწვა, ბექას ნაყიდი ვარდისფერი პიჟამო ეცვა, ოქროსფერი კულულები ტალღებივით ეყარა ბალიშზე, სახე ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული... ღიად დარჩენილ თვალებში ობოლი ცრემლი ბროლის ცვარივით შეჰყინვოდა... ლეილას პეპელასავით ხანმოკლე სიცოცხლე მარადისობას ამგზავრებოდა... სილურჯით შემოსილიყო...
209
უქმე დილის ცვრით პირდაბანილ ბალახს ქარი ეთამაშებოდა, როცა თედო პაპა გუთნეულით მიადგა მწვანე ბალახით ახასხასებულ მინდორს; მეხრედ შვილიშვილი წამოეყვანა. თედომ ცას ახედა, პირჯვარი გადაიწერა, უფლისაგან კურთხევა აიღო და შვილიშვილს ნიშანი მისცა. პატარა ერეკლემ დიდი კაცივით შემოუძახა ხარებს. - როგორა ყოჩაღობს, პაპი, აღდგომელაი, უსწრებს ნიშასა! - ღონიერია და იმიტომა... აღდგომა დღეს გაჩნდა, ვენაცვალეი იმ დღის მადლსა! ამოწვერილი მზის სხივები ლიახვის ტალღებში ჩაჭყაპუნდნენ და სოფელს სველი ფეხებით თავს გადაევლნენ. ნახევრად მოხნული ჰქონდათ, როდესაც მინდვრიდან მოულოდნელად განწირულმა ხმამ მოაწია: -ადამიანი
მ ო კ ვ დ ა ა ა ა ა!
- ადამიანი მოკვდა?! თედომ, დაკოჟრილ ხელით შუბლიდან სიმწრის ოფლი ჩამოიწურა და ახლადამობრუნებულ ბელტზე ცრემლად დააწვიმა... გუთნიდან ხარები გაათავისუფლა. - რას შვრები, პაპა? - ადამიანი მომკვდარა, შვილო, აღარ შეიძლება ხვნაი, აღარაა... - ყრუდ ამოთქვა თედომ. 210
ზაზა ცა მტრედისფრად რომ ინათებს, ზაზას მაღვიძარა აღარ სჭირდება, თავისთავად ეღვიძება. მეუღლე რომ არ გააღვიძოს, ფრთხილად დგება საწოლიდან, მაგრამ ქალს რას გამოაპარებ: - წასვლის დროა უკვე? - ხოო, გათენდა. - ავდგე? - თვალდახუჭული ეჩურჩულება ქმარს. ფრთხილობენ, მეორე ოთახში მძინარე ბიჭები რომ არ გააღვიძონ, ჯერ პატარები არიან. - არ ადგე, მე დავდგამ ჩაიდანს... - ხაჭაპური კარადაშია, ძეხვიც შევწვი, შენ რომ გიყვარს, ისე. წყალი საყინულეშია, არ დაგრჩეს! - მზრუნველად გახედა ქმარს და ძილი განაგრძო. ზაზამ თავი მოიწესრიგა და ჩანთაში საგზალი ჩაალაგა. ისაუზმა. არ უყვარს გარეთ ნაყიდი საჭმელი. სანამ ოთახიდან გავიდოდა, მეუღლის საწოლს ფრთხილად მიუახლოვდა, დაიხარა, ბალიშზე ბურბუშელასავით გაშლილი კულულები ფრთხილად გადაუწია და კეფაზე აკოცა - გზად მისი სურნელი უნდა გაიყოლოს - აბა, შენ იცი, საღამომდე... წავედი! - ჩასჩურჩულა და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. ზაზა სამგზავრო ავტობუსის, „გორი - ნიქოზის,“ მძღოლია. ყოველთვის მოწესრიგებულია ავტობუსის სალონი - სველი წესით გარეცხილ-გაწკრიალებული! 211
ეს დილაც ჩვეულებრივად დაიწყო: პირველ გაჩერებაზე ხანდაზმული კაცი ამოვიდა, ხვნეშით მოკალათდა სკამზე. ვიცნობ. ლამაზი ქალის რჩევაში უცოლოდ დარჩა. ახალგაზრდობაში ალა პუგაჩოვაზე იყო შეყვარებული. რუსეთში „ტრაილერით“ მიჰქონდა ხილი გასაყიდად. იქ აღებული ფული ალას კონცერტებს უნდებოდა... ასეთ ქალთან, ცხადია, არავინ მიუშვებდა და გულს ვარდებისა და მიხაკების მირთმევით იხარებდა. დედისერთა იყო. ზამთარს, თბილ ქვეყნებში გაფრენილი ჩიტივით, ცივ რუსეთში ატარებდა. მოხუცი მშობლები მის გზას გაჰყურებდნენ და ნატრობდნენ - აქ არავინ მოსწონს და იქიდან მაინც ჩამოიყვანოს ან ნატაშა და ან ტანიაო, მაგრამ ამაო იყო მათი მოლოდინი. საქართველოშიც, ალა პუგაჩოვას მსგავს ქალს ეძებდა, მაგრამ ვერ მიაგნო - ბევრი თვითონ დაიწუნა, ბევრმა - თავად დაიწუნა და დარჩა უცოლო! ახლა ქალაქში მიდის სანოვაგისთვის... კამფეტსაც უყიდის უბნის ბავშვებს, ჟურნალგაზეთებს მოიმარაგებს და საღამოთი ისევ გამოყვება ავტობუსს, მოკალათდება თავის ბუდეში. ...ავტობუსი ნელ-ნელა ივსება მგზავრებით. ერთ გაჩერებაზე შავებში ჩაცმული ქალი ამოვიდა და მძღოლს ფუთა მიაწოდა: - შენი ჭირიმე, გორში ჩემი ბიჭი დაგხვდება და გადეცი ესა. ი, დედამკვდარსა, ფული არა აქ და ვერ მოდის სოფელში, სტუდენტია. - მერე, როგორ გავიგო რო შენი ბიჭია... რა ქვია სახელი? - გაუცინა მძღოლმა. 212
- დიტო ქვია, დიტოი... ის ხო გიცნობს, კაცო! - კარგი, მარა, რო არ დამხვდეს, სად წავიღო... შენ დამხვდი ბოლო „რეისზე“ მაშა! - დაგხვდება, დაგხვდება... უკვე გელოდება! ...ობლად გაიზარდა ზაზა. ოთხი წლიდან დედინაცვლის ხელში იზრდებოდა. ბავშვობიდან იცის შრომისა და სიკეთის ფასი, ფულის ყადრიცა და უფულობის სიმწარეც... კეთილი გული აქვს. პატიოსანი კაცია. ვერ გააბოროტა ამ უკეთურმა ცხოვრებამ ზოგიერთებივით. უარს, როგორ გეტყვიო, - ჩაილაპარაკა და ფუთა გამოართვა შაოსან ქალს. შემდეგ გაჩერებაზე მთვარესავით პირმშვენიერი ახალგაზრდა ქალი ამოვიდა - მძიმედ, ნელ-ნელა მიუახლოვდა მძღოლის სიახლოვეს სკამს და დაჯდა. თვალები ტკივილითა და სევდითა აქვს სავსე. მეუღლე, უკვე სამი წელია, ციხეში ჰყავს. სახლში სამი პატარა ელოდება - ორი გოგო და ერთი ბიჭი, ერთმანეთზე ლამაზები და საყვარლები. ქალს სიმსივნე აქვს... ავადმყოფობამდე პედაგოგად მუშაობდა... ძალიან ახალგაზრდაა, ახლა სჭირდება იმისი თავი შვილებს - უმამობას არ აგრძნობინებს, მაგრამ დედის გარეშეც რომ დარჩნენ, რა ეშველებათ მერე? - როგორ ხარ, ნაირა, რატომ აღარ ჩანხარ? - ჰკითხა მძღოლმა თანაგრძნობით. - შენი დამაწყევარი იყოს ისე, როგორც მე ვარ. ალბათ, ამის მეტად ვეღარ ვიმგზავრებ. ახლა გორში მივ213
დივარ. ხომ იცი, სიმსივნე მაქვს, დღეს ქიმიის ბოლო კურსი უნდა ჩავიტარო... მძღოლი დაღონდა, თითქოს სუნთქვა გაუჭირდა ფანჯრის მინა ჩასწია და ჰაერი ხარბად შეისუნთქა და ისეთი თვალებით გადახედა ქალს, აშკარად ეტყობოდა, როგორ ენანებოდა ეს მშვენიერი ქალი ასეთი მძიმე ხვედრისთვის. - მეუღლემ იცის? - ჰკითხა მორიდებით. - არა! - თავი გააქნია ქალმა, - რაღაც უნდა გთხოვო, ბიჭო! - უთხრა და ვედრებით მიაპყრო თვალები დაბნეულ მძღოლს. - მთხოვე, რაც გინდა, ნაირა! - მე რომ მოვკვდები, ჩემ შვილებს, შეიძლება გორამდე ჩასასვლელი ფული არ ჰქონდეთ, არ გაუბრაზდე, ზაზა... სანამ მამა ციხიდან გამოვა, აპატიე, ღმერთი გადაგიხდის მაგ სიკეთისთვისა! - კარგი, ეგრე იყოს! - უთხრა აცრემლებულმა მძღოლმა და ჩუმად უთხრა - არც შენ გადაიხადო, ნაირა, კამფეტი უყიდე მაგ ფულით ბავშვებსა. - არაფრის ყიდვის თავი აღარა მაქვს, ჩანთასაც ვეღარ ვერევი. ბავშვებს არ გავაგებინებ, სადამდესაც შევძლებ, შევძლებ! - წარმოთქვა მძიმედ და გორამდე ისე ჩავედით, თავი აღარ აუწევია. ავტობუსი ნიქოზის საგუშაგო „ბლოკ-პოსტს“ მიუახლოვდა. გააჩერეს. სამაჩაბლოდან დევნილი ბიჭები დგანან აქ - დარდიანი სახეებით, ნაადრევი ჭაღარით „დაბერებულები“, მაგრამ მაინც იმედიანები, ღიმილიანები: ბა214
ბუციძეები, გოჩაშვილები, დათაშვილები, გარსიძეები, კახნიაშვილები, ჭულუხაძეები, კასრაძეები, მელანაშვილები... რა დათვლის - ამრავლოს ღმერთმა მათი ჯიში და ჯილაგი! ეს, ომში გაზრდილი და დავაჟკაცებული თაობაა... ახლაც ერთგულად დარაჯობენ „ვითომ საზღვარს“ და მავთულხლართებთან მარადიულად ჩასაფრებულ საფრთხეს უშიშრად უშვერენ მკერდს. პაპანაქება სიცხეშიც - იარაღასხმულები, უხეშ ჩექმებში და „ბრონჟილეტებში“ გამოწყობილები დგანან ერთგულად და იცავენ საკუთარ მიწაზე „მცოცავ“ თუ „მხოხავ“ საზღვარს - ბედის დაცინვაა სწორედ! წესისამებრ, შეამოწმეს პირადობის მოწმობები, ავტობუსის საბარგული და გაუშვეს. შემდეგი გაჩერება სოფელი ფხვენისია - ავტობუსი ყველით, მარწყვით, ალუჩითა და ბლით სავსე ვედროებით ივსება. სტუდენტები და სპორტსმენებიც მრავლად არიან. იცის ზაზამ, ვის შეუძლია გადახდა და ვის - არა... ზოგი უფასოდ დაჰყავს, ზოგიც - ნახევარფასად. - სწავლას რომ მორჩები და პროფესორი გამოხავალ, შავი დედალა შენზეა, იცოდე! - მიაძახებს უფასოდ ჩასულ ბავშვს. ბავშვები იცინიან, უხარიათ, კმაყოფილები არიან, ეიმედებათ ზაზა მძღოლი. ავტობუსი შინდისში გაჩერდა. ეს ზაზას სოფელია ყველა იცნობს და ყველას იცნობს. არ იღლება ზაზა გამარჯობის თქმით. ეს ჩვეულებრივი სოფელი არ არის ბევრის მომსწრეა ეს ბებერი, მდუმარე ციხე. ციხის გადასწვრივ, აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჩვიდმეტი ვაჟ215
კაცის სახელზე აგებული მემორიალია - ჩვიდმეტი წყვილი თვალი ცეცხლივით ანთია, მკლავმოუღლელი ბიჭების ფოტოები რისხვით იმზირებიან - არ დაანებოთო, მამული, მტერს! - უხმოდ გვევედრებიან! ეს ის ადგილია, სადაც მარადიულად თავდახრილმა უნდა იარო... თანასოფლელი კაცი მძღოლისკენ გადაიხარა და რაღაც უჩურჩულა. ზაზამ ღიმილით შეხედა: - შენ კარგად იყავი, რა მოხდა მერე, კაცო! ავტობუსში უკვე იმდენი ხალხია, სუნთქვა ჭირს. ვიღაცამ მაინც მოახერხა რეცეპტის მიწოდება: - შენი ჭირიმე, ეს წამალი წამომიღე, ფულიც აქ არის. - ზაზა ისევ იცინის: - საღამოთი დამხვდი აუცილებლათა, თორემა მე დავლევ, იცოდე, შენ წამალსა! - ავტობუსი დაიძრა. თანასოფლელმა სიტყვა მაინც დააწია მძღოლს: - შენ კარგად იყავი შვილო, გაუმრავლდი შენ პატრონსა. შენთან რა უნდა წამალსა. დაგხვდები, მა რა შავ ქვას ვიხლი! ვარიანს მივუახლოვდით. ეს იაკობ გოგებაშვილის სოფელია - ყოველმა ქართველმა პირჯვარი უნდა გადაიწეროს აქ გავლისას - ამ სოფლიდან აიდგა ფეხი „დედა ენამ“! იცის ხალხმა თავის წიაღში ნაშობი დიდი კაცის ფასი და მოწიწებით უვლის და ეთაყვანება მის ეზო-მიდამოს, რომლის სანახავადაც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან! ტელეფონი ურეკავს ზაზას. ყველას გვესმის ხმა: - კაცურად, ოთხი ლიტრი „დიზელი“ გამომიყოლე, სოფელში მოგცემ ფულსა, სახნავში ვარ და ტრაქტორი გამიჩერ216
და! - კარგი, ძმაო, წამოგიღებ! - ისევ გულიანად იღიმება ზაზა და სიას დასცქერის, რომ არაფერი გამორჩეს. რას არ აბარებენ: „პამპერსები“, სიგარეტი - ცალობით და „ბლოკით“, ნათურები, გაზეთები... საღამოს მობრუნდება უკან და საჩუქრებივით ჩამოარიგებს დანაბარებს. ლოცავენ გლეხები გულმადლიან ზაზას... რა ქნან, ისე არიან შრომით დაღლილები, გაჩერებამდე მისვლაც უჭირთ ხანდახან. - კი არ მეზარება, კაცო, მაგრამა ძალიანა მწყინს, რომ დამაბარებენ და ხან არც ქალაქში მხვდება ვინმე და არც სოფელში, დამაქვს წაღმა-უკუღმა პარკები. ამა წინათ რაღაც გამომატანეს გორიდანა - დედაჩემი დაგხვდება და გადაეციო.... ალბათ დაავიწყდა იმ გახარებულსა და სამი დღის შემდეგ მომაკითხა - ქათმის გულღვიძლი ყოფილა, კაცოოო... აბა რა ვიცოდი, უკვე გაფუჭებულიყო, დამენანა, მაგრამ რა უნდა მექნა, ხომ არ გავჩხრიკავდი პარკსა. მეცოდებიან და უარს ვერავის ვეუბნები. ზოგჯერ იმდენ რამეს მაბარებენ, მავიწყდება და ბლოკნოტში ვიწერ ხოლმე. - უყვება გვერდით მჯდომ მგზავრს ზაზა - ჰოდა, ჩემა ცოლმა ,,ჟილეტი“ გამირეცხა და ჯიბეში იპოვა ჩემი სია: თეონა - თმის ,,კრასკა“, იზა ერთი შეკვრა ლიმონათი, ორი საზამთრო და კიდევ, ნესვიიი... განა ვერ მიხვდა, რაშიც იყო საქმეი, მარა მაინც გამებუტა დედაკაცი, ორი დღე არ მელაპარაკებოდა. - მე რო რამეს დაგაბარებ, ის გავიწყდება და თინები და იზოები კარგად ჩამოგიწიკწიკებიაო! - რა ვქნა, ზოგჯერ გზის ფულიც არა აქვს კაცსა... ერთი კაცი დამყვება, 100 ლარიანს 217
მომაწოდებს ხოლმე, იცის, რომ ვერ დავუხურდავებ და დადის ასე უფასოდა... ზოგს ეზარება შრომაი, ცხოვრების იოლი გზა აქ არჩეული. საღამოთი სახლში რო ვბრუნდები, ჩემ პატარა ბიჭებს მივცემ ხოლმე ცოცხებსა, რომ დაასუფთავონ ავტობუსი და ისე ვჩუქნი ფულსა... აქედანვე უნდა ისწავლონ შრომის ფასი, უნდა იცოდნენ, რომ ციდან არა ცვივა ფული! ...ავტობუსმა გაიარა ახალდაბა, თედოწმინდა და გორს მიუახლოვდა. მალე, ყველა მგზავრი რომ ჩავა, საგულდაგულოდ დაასუფთავებს ავტობუსს, ადგილებსაც დაუკავებს მუდმივ მგზავრებს და დაელოდება საღამოს, რომ მშვიდობიანად ჩამოარიგოს თავისი მგზავრები. დასუფთავების დროს ხშირად უპოვნია ძვირფასი ნივთი, მაგრამ ყოველთვის დაუბრუნებია პატრონისთვის - არამი ლუკმა სახლში არ წაუღია! ავტობუსის გასვლამდე სოფელში გარბის, ვაშლის ნერგები გაუხარებია და გულმოდგინედ უვლის. თავდაუზოგავად შრომობს, რადგან დრო ცოტა აქვს, საღამოს მგზავრები ელოდებიან. ისევ ივსება ავტობუსი დაღლილი მგზავრებით. მძღოლის გვერდით ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ზის პატარა ბავშვით. მალე წავა ავტობუსი... გორის გასავლელში „კომბინატის“ დასახლებაა. აქ თონეა, უგემრიელეს პურს აცხობენ. წინასწარ გაფრთხილებული ხაბაზები ცხელ, ფუმფულა პურს აწვდიან მძღოლსაც და მგზავრებსაც. ცხელი პურის სურნელს თონესთან ამოსული ნასვამი კაცის არაყის ოხშივარი ერევა. უკან გადასვლას არც ფიქრობს 218
ნასვამი მგზავრი, თავზე დაადგა მძღოლს. ლაპარაკობდა ძალიან ბევრს და უაზროდ. ზაზა ყურში არ უშვებდა მის ლაპარაკს, მაგრამ თავს მაინც უქნევდა, რომ მგზავრი არ განაწყენებულიყო. ზაზასთან ლაპარაკს რომ მორჩა, მგზავრებისკენ შებრუნდა. ლამაზი ქალიც შეამჩნია და ურცხვად მიაშტერდა. ქალი გაწითლდა და თავი დახარა. გვარიანად შეზარხოშებულმა კაცმა ქოჩორი გულიანად მიისწორ-მოისწორა, თითქოს მხოლოდ ქოჩრის მოწესრიგება იყო საჭირო ამ მშვენიერი ქალის გულის მოსაგებად. ბოლო თაობის ტელეფონი ამოიღო და რამდენიმე ზარი განახორციელა. ხმამაღლა ლაპარაკობდა და მალე ყველა მგზავრმა იცოდა, რომ ასე „სასიამოვნოდ“ რესტორანში გამომთვრალ-გამომტყვრალიყო... რომ ბევრი ფული დაუხარჯავს, მაგრამ სახლში კიდევ ბევრი ჰქონდა ოხრად! უეცრად ჩოჩქოლი ატყდა. ფეხმძიმე ქალს გული წასვლია! ზაზამ წყალი გადააწოდა. ქალი აშკარად უჰაერობისგან გახდა ცუდად. მძროლმა ნასვამ მამაკაცს სთხოვა უკან გადასულიყო. როცა ყველაფერი მოგვარდა, ისევ გააგრძელეს გზა. ცოტა ხანში ნასვამი კაცი აყვირდა: - შენ, რა „პონტში“ გამიშვი უკან, ხომ არაფერი გეშლება, ბიძა კაცო... სადაც გამისწორდება და როგორც მინდა, ისე უნდა ვიდგე! - მგზავრები დაიძაბნენ. ნასვამი კაცი ისევ წინ გადავიდა და მძღოლს თავზე დაადგა. ზაზამ ხმა არ ამოიღო, ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. მთვრალი კაცი ისევ ბობოქრობს და თან ქალს უყურებს, აინტერესებს, რა შთაბეჭდილებას ახდენს მასზე მი219
სი ბაქიბუქი. ქალი და ბავშვი ფარდას ეფარებიან და ცდილობენ, კაცს არ შეხედონ. - მე შენთვის გითხარი, კაცო, ნასვამი ხარ, დაჯდებოდი, დაისვენებდი - დაუყვავა ზაზამ. - შენი საქმე არ არის, მე სად დავჯდები, ან „ვაფშე“ დავჯდები თუ არა საერთოდ... ეხლა, რახან ეგრეა, სადაც გეტყვი და სადაც გამეხარდება, იქ გააჩერებ, გაიგე, ბიძა კაცო? ხო გამიშვი ბოლოში, ეხლა მე ვიცი ჩემი საქმისა... ზაზა ისევ მშვიდად არის, ხმადაბლა ელაპარაკება... შინდისში, ყელქცეულის გადასახვევთან გააჩერებინა ავტობუსი. ლამაზი ქალისკენ კვლავ გაექცა მზერა. ათი მგზავრის ბილეთის ფული გადაიხადა და ყველას დასანახად დაიწყო მორჩენილი ფულის ჯიბეში ჩატენვა. ვიღაცამ წამოიძახა: - თუ ამდენი ფული გაქ, შვილოსა, ტაქსით წამოდი და ნუ აწუხებ ამდენ ხალხსა, რაა! მძღოლს მალე მიავიწყდა უსაქმური, ნასვამი მგზავრი... აგერ მისი კოხტა, ორსართულიანი სახლი და ეზოკარი - ორი პატარა ბიჭი უკვე ელოდება მამას. სახლს რომ გაუარა, დაუსიგნალა - შეტყობინა ოჯახს შინ მშვიდობით დაბრუნება. ნათქვამია, „ნაყოფი ხიდან შორს არა ცვივაო“ და მისი შვილებიც ნამდვილად მამასავით კეთილები და შრომისმოყვარეები დაიზრდებიან. ავტობუსი ზემო ხვითამდე ავა. ყველა მგზავრს ადგილზე მიიყვანს, დანაბარებს ჩამოურიგებს და უფალთან და ხალხთან ვალმოხდილი, გულმშვიდად გაეშურება სახლისაკენ. ბიჭები შორიდან შენიშნავენ ვეფხვე220
ბით მოხატულ ავტობუსს და დაელოდებიან ფუმფულა შოთებით ხელდამშვენებულ, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილ მამას, რომელიც ყოველი დაბრუნებისას ამაყად ეუბნება შვილებსა და მეუღლეს: - აი, მეც მოვედიიი! ისე, ჩვენში დარჩეს და, იმდენი პატივისცემა მახსოვს ზაზასგან და მისი შვილებისგან, მეც მმართებს ერთი შავი დედალი!
ბუ თუ ჭოტი ერთ ზაფხულს ბებიას დასთან ვიყავი სოფელში... როგორც კი საზაფხულო არდადეგები დაიწყებოდა, სიხარულით გავრბოდი მასთან, მიყვარდა ეს წყნარი და უბრალო, ლიახვისპირა სოფელი. საღამოობით მთელი დღის შრომით დაქანცული მეზობლის ქალები წინსაფრის კალთებს ჩამოიბერტყავდნენ, ნახირიდან დაბრუნებულ ფურებს ჭიშკართან დახვდებოდნენ და დაჭექილ ცურებს გაუთავისუფლებდნენ - შხაპაშხუპით წველიდნენ... აქაფებულ თბილ-თბილ რძეს ადგილს მიუჩენდნენ, ფრინველს დააბინავებდნენ, მერე კალთაზე გაკრულ ჭრელ-ჭრელ წინსაფრებს გაიკოპწიავებდნენ და ცოტა ხნით ღობის ძირში, ხმელი კაკლის მორზე ჩამომწკრივდებოდნენ მუხლის მოსასვენებლად. მაგრამ იქაც არ ისვენებდნენ - გამოიტანდნენ 221
მატყლს, კალთაში დაინაწილებდნენ და გასათხოვარი გოგონების სამზითვო საბნებისთვის ნება-ნება ჩეჩავდნენ... ასე ეხმარებონენ ერთმანეთს მეზობლები, თან ათას საინტერესო რამე-რუმეებს ხან ჩურჩულით, ხან სიცილ-ხარხარით ყვებოდნენ და ერთმანეთს თავთავიანთ ჭირ-ვარამს უზიარებდნენ. მეც, მოშორებით პატარა ხის სკამით მივუჯდებოდი ქალებს და ვუსმენდი მათ ტკბილ საუბარს. ერთ საღამოს თეკლე ბებოს შეცხადების ხმამ დაარღვია საღამოს მყუდროება: - ეს რა ჭირი დაგეტაკათ, ეს რა უბედურებაა ჩემ თავსა, მიშველეთ ხალხნო! - გაჰკიოდა თეკლე ბებო. - არიქა, ქალებო, თეკლეს თავს რაღაც უბედურებააო! ხმა ძველი საბძლიდან მოდიოდა, სადაც ნიკალა პაპას საქონლის გამოსაზამთრებლად თივა ჰქონდა დამარაგებული. გოდორში კისერწაწყვეტილი ოციოდე წიწილა აქეთიქით უმოწყალოდ ეყარა, სისხლით იყო მორწყული მთელი საბუდარი, ხოლო ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ბებიას ხელში უშველებელი დიდთავა ფრინველი ფრთებით ეჭირა, რომელიც საზარლად აბრიალებდა თვალებს და შავბრჭყალებიან ფეხებს გაავებით იქნევდა. - რა მოხდა? - შეიცხადეს ქალებმა. - ამას აქ რა უნდაო? - გაიკვირვა ყველამ უცნაური ფრინველის დანახვაზე. 222
- გუშინ გამომიტანა კრუხმა წიწილები, ქალებოო... შემოვედი, მოხარშული კვერცხის გული უნდა მეჭმია წიწილებისთვინა და არც კრუხი ჩანდა და აი, ეს სამიწე კი დამიხვდა თავდახურულ გოდორშია გამომწყვდეული... გოგოებოო, ვინ მიმტრო ნეტაიი! - მოთქვამდა თეკლე ბებო და თან კალთაზე ხელს იცემდა. გოდორს საცოდავი თვალებით დასცქეროდნენ თეკლე ბებოს შვილიშვილებიც. რვა-ცხრა წლისანები იქნებოდნენ. მოულოდნელად, პატარა ნიკამ, ბებოს მოსახელე თეკლას ჩასცხო და გულმოსულმა უთხრა: - სულ შენი ბრალია ამათი სიკვდილი! ხომ გითხარი, ძველ ღუმელში შევსვათ ეს ჭოტი - მეთქი! შეშინებული თეკლა აღრიალდა და საქმეც გაირკვა. თურმე, ბავშვებს დაჭრილი ფრინველი დაუჭერიათ, ეტყობოდა დღის ფრინველებს გამოექცა და იმალებოდა საბრალო. ნიკას უთქვამს, - ძველი ღუმელის ფურნეში შევსვათ და იქ დავმალოთო. თეკლას უთქვამს, - არა, იქ შესცივდება, ცოდოა, საბძელში ბებოს რომ წიწილები ყავს, იქ ჩავსვათ, თბილად იქნებიანოო! - ასე გაირკვა ამ უბედური შემთხვევის ამბავი. ძველი ღუმელის ფურნიდან კი საცოდავი ქოჩორა კრუხი გამოიყვანეს, რომელიც ქოთქოთით დასტრიალებდა უმოწყალოდ დახოცილ წიწილებს. კრიახებდა, საკენკთან უხმობდა, მაგრამ საბრალონი, ჭოტის კეძად ქცეულიყვნენ და დედა-კრუხისა აღარაფერი ესმოდათ. 223
- გული არ დაგწყდეთ, ბავშვებო, არ იდარდოთ, ბებოს მაინც თქვენთვის უნდოდა, როცა დაიზრდებოდ-ნენ! უთხრა ქეთო ძალომ და ატირებული და-ძმა ფუშ-ფუშა მკერდში ჩაიხუტა. მე კი, დღემდე ვერ გავიგე, დამნაშავე დიდთავა ფრინველი - ბუ იყო თუ ჭოტი! თუმცა, რაღა მნიშვნე-ლობა აქვს, - ურემი გადაბრუნდა და...
ღვთის კაცი მთელი ღამე წვიმდა. ნიქოზის ტაძრის ეზოში ცაცხვის მუქ მწვანე ფოთლებზე ჩამომცვრეული წვიმის წვეთები ვერცხლისწყალივით იბნეოდა და აქეთ-იქით ცვიოდა, მერე ფოთოლს სიმძიმე დრეკდა და ძირს, მწყურ-ვალ დედამიწას გულუხვად აწვიმდა. ტელეფონის ზარმა ტაძრის კართან შემაჩერა, მოვბრუნდი, დაკეცილი ქოლგა ისევ გავშალე, საუბრით ფრთხილად გავიარე სველ ბალახზე, რომ ფეხი არ მომცურებოდა და ცაცხვის ქვეშ დავდექი. ტაძარს გარს ცაცხვების გალავანი ერტყა... ეზოში მწვანე მოლი ხასხასებდა, ტაძრიდან კი გალობის ხმა ისმოდა, თუმცა ხმას წვიმის ხმაური ახშობდა. ცოტა ხნის შემდეგ, ტაძრის კარი ფრთხილად გაიღო და ბერმონაზონი მამა ზაქარია გამოვიდა. ზაქარიას ბავშვივით თბილი გული და ცასავით კრიალა თვალები აქვს. მისი გამოხედვაც თითქოს არა224
მიწიერია, ხშირად დამინახავს თავდახრილი, ბუტბუტით რომ დადის, თითქოს დედამიწას ესაუბრება. უკან შეკონილი გრძელი თმა, მუდამ ჩამალული აქვს ანაფორაში. თმას არ ივარცხნის. ზომაზე დიდი ფეხსაცმელი აცვია, შარვლის ტოტებიც მოკლედ ადგას - ანაფორასთან გატოლებული. მორიდებით დააქვს უზარმაზარი სხეული, თითქოს თავისი სიმაღლისა ეუხერხულებაო. ვიცი, რომ შეგნებულად იმდაბლებს თავს, რომ უფრო ახლოს იყოს უფალთან. ნაკითხი, განათლებული ადამიანია, ექვსი ენა იცის მამა ზაქარიამ. ადრე მორჩილი იყო, ახლა ბერმონაზონის კუნკულს ატარებს. ტაძრის კარი ფრთხილად გაიღო და ბერი კაბააკალთავებული, გარეთ გამოვიდა. ინტერესით მივაჩერდი. კაბის კალთა ფრთხილად, მოწიწებით ჩამოშალა და გაღიმებულმა, დაბალი, ბუბუნა ხმით დამნაშავესავით, ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა: - ტაძარში ობობა იყო და... გავუშვი... - მერე შებრუნდა და ტაძარში შევიდა. უფალო, შემინდე მე ცოდვილსა!
225
„ვაშა-ურას“ მინდვრები შენდობას ვითხოვ ამ წერილისთვის, რადგან მე არა ვარ ისტორიკოსი, მაგრამ იმდენად ამაღელვა ამ ამბავმა, რომელიც სოფლის უხუცესმა მიამბო, რომ მინდა თქვენც მოგითხროთ. ...სოფელ ნიქოზის ტერიტორიაზე, სადაც ახლა მზისგან დაბრაწული ხეხილის ბაღებია გაშენებული და კალთადამძიმებულები იღიმებიან, სადაც ბარაქიანი საძოვრებია და ლამაზი ორსართულიანი სახლები თავს იწონებენ, ოდესღაც, პურის ყანები ყოფილა და ოქროსფერი თავთავი ბიბინებდა... ამ გზაზე ბევრჯერ ჩაუვლია ერეკლე მეფეს თავისი ჯარით, ხშირად აულაგმავს თავსგასული ლეკების თარეში სამაჩაბლოში, ამის მოწმეა კეხვისა და აჩაბეთის ციხეებთან დაკავშირებული უამრავი ისტორია, რომელიც ერეკლე მეფისა და იმდროინდელი ქართლის ცხოვრებას მოგვითხრობს. ამას მოწმობს ერთი ცნობილი ამბავიც, „ერეკლე მეფისა და ნიქოზელი დედაბერისა“, მაგრამ დღეს, „ვაშაურას“ მინდორზე უნდა ვთქვა. რუსეთ-საქართველოს შორის „გეორგიევსკის ტრაქტატის“ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოში მოჩვენებითმა მშვიდობამ დაისადგურა, გლეხობამ იმედიანი თვალები ზეცად აღაპყრო და ლოცვა აღავლინა: - „დიდებაი ღმერთსა და ჩვენ მშვიდობაი“-ო, მაგრამ მუხანათ მტერს, არასოდეს დაუს226
ვენია და არც არასოდეს გამაძღარა მისი ხარბი გული. ხალხის მეხსიერებას ასეთი იტორია შემორჩა: ...თათრების ურიცხვი ურდო ქართლის მიდამოებს მოადგა. საზღვარზე მდგომმა გუშაგებმა აცნობეს მეფე ერეკლეს, რომ მტერი ურიცხვი იყო, ნელ-ნელა, ქვეწარმავალივით მოიკლაკნებოდა ვიწროებზე და უახლოვდებოდა საქართველოს საზღვარს. მეფე ერეკლემ რუსეთის მეფესათან შიკრიკი გაგზავნა და დაპირებული დახმარება ითხოვა. რუსეთმა უარი შემოთვალა დახმარებაზე! მოკავშირე ქვეყნისგან ბევრჯერ ნაღალატევმა ერეკლემ ხერხი იხმარა, ბრძოლის ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც საიდუმლოდ გაანდო ჯარის ერთ ნაწილს. შეთანხმდნენ, ისინი მაშინ ჩაებმებოდნენ ბრძოლაში, როცა ამის ნიშანს მიიღებდნენ მეფისგან. დაიწყო ბრძოლა... ვერაგი მტერი დაუნდობლად გადადიოდა პურის ყანებზე და ქელავდა დოვლათს ქართლისას. რიცხობრივად ქართველებზე ბევრად მეტნი იყვნენ, მაგრამ ლომგულა ვაჟკაცები თავგამეტებით იცავდნენ სამშობლოს. ბრძოლა, „ვაშას“ შეძახილით დაიწყეს ქართველებმა და შეტევაზე გადასვლის დროსაც „ვაშას“ შეძახილი არ შეწყვეტილა. დათქმულ დროს, დასვენებული, შერჩეული ვაჟკაცები „ურას“ ძახილით შეესივნენ მტერს და ჩეხვა დაუწყეს. „ურას“ გაგონებაზე თათრებს ეგონათ რუსის მრავალრიცხოვანი ჯარი შემოეშველათო და აირივნენ, უკან და227
ხევა და გაქცევა დაიწყეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და მტერი უკუაქციეს! მას მერე ბევრმა დრომ განვლო, ისევ მოიხნა სისხლით მორწყული ქართლის მინდვრები, ისევ დაითესა პურის ყანები, მაგრამ გზად შემხვედრ გლეხს თუ შეხვდებოდი და შეეკითხებოდი, საით გაგიწევია გლეხკაცოო, სიამაყით გიპასუხებდა: „ვაშა-ურას“ მინდვრებზეო... უფალო, გევედრები, არასოდეს გახადო ჩემი ქვეყანა სხვისი ხელის შემყურე! გაგვამრავლე და აგვაღორძინე ისე, რომ იქით გვეძახდნენ დასახმარებლად! მჯერა, ეს დღე აუცილებლად დადგება!
ყვავის ქონი თორნიკეს, ჩიტებზე სანადიროდ, ტირის თოფი უყიდა პაპამ, - ეს ჯილდო იყო, სკოლაში ხუთებზე დამთავრებული სემესტრისათვის. მაშინდელი ხუთიანი, დღევანდელი ათიანს უდრიდა, მეექვსე კლასში იყო მაშინ თორნიკე. გადაირია ბიჭი სიხარულით, დღეში სამჯერ წმენდდა თოფს, მთელი დღე ზურგზე გადაკიდებულს დაატარებდა. პაპას ჭაღარა ულვაშებში ეცინებოდა, - მოსწონდა ბიჭის გულმოდგინება. ნაადრევად დაკაცებულს ვეძახდით, - რაღაცნაირად, ასაკთან შეუფერებლად თავშეკავებული ბიჭი იყო. ხშირად არ იღიმებოდა, მაგრამ 228
თვალები გათქვამდნენ ხოლმე, სულ სიხარულის ნაპერწკლები ცვიოდა, როცა რამე უხაროდა. თორნიკეს დედა ამბობდა: - ასეთი არაფერი მინახავს, თოფთან ერთად იძინებს და თოფთან ერთად იღვიძებსო... თავზე შავი ბრტყელი რეზინი შემოიჭირა, შიგ ინდაურის ფრთის სამი ბუმბული გაირჭო და მთელი დღე სად დახეტიალობს, ვერაფერს ვიგებ, სახლში აღარ შემოდისო... - აი, იმ ჩემ მამამთილს რა ვუთხრა თორემა, ვიცი, რასაც ვუზამდი მაგ თოფსა... გერონტამაც სულ ნავთი დამისხა საქმეზე, ქაა... მწევარის ლეკვი აჩუქა და სულ გაველურდა ე, ჭკვიანი ბავშვი... - ქოთქოთებდა ქეთო ძალო მეზობლის ქალებთან. - ლეკვს რა დაარქვა, ქეთო? - ჰკითხა ჟენიამ. - ბათო! - რავი, ამ სახელებს საიდანღა იგონებს, ნეტაი... კუდამოძუებულები დადიოდნენ თორნიკეს სახლის გარშემო დაშინებული ძაღლები, რადგან მსროლელი, თვალით არ ჩანდა, კაკლის ხეზე იყო ჩასაფრებული. ერთ საღამოს უბანში წრეში ბურთის სათამაშოდ შევიკრიბეთ ბავშვები. იქვე, ჭრელ ხალათებში გამოწყობილი ბებიებიც წინდებს ქსოვდნენ ზამთრისათვის, თან ჩუმ-ჩუმად ჭორაობდნენ: - ვინ დედასა ჰგავდა, ვის შვილს ტილები ჰქონდა გასაცლელი, ვის - მამა „ალიმენტს“ არ უხდიდა... უბანში ერთი მოხუცი გვყავდა. მოხუცს ვეძახდით, თორემ ისეთი ყოჩაღი იყო, სულ „დაგვილი“ ჰქონდა ვე229
ნახიცა და ბაღიც, ბალახს ვერ ნახავდით მის ეზოში. სახეზე მეჩხერი წვერი და ულვაშები ჰქონდა, თავზე ზამთარ-ზაფხულ, სულ ნაქსოვი ქუდი ეხურა, ხმაც ბოხი ჰქონდა, სახელადა გიული ერქვა. ხელში სულ თოხი და ბარი ეჭირა... პატარა რომ ვიყავი, ვაკვირდებოდი, ნეტა, ქალია თუ კაცი-მეთქი. ვაჟკაცური ქალი იყო ცხონებული - მამალ ქალს რომ იტყვიან, ისეთი. ვენახში შავი გოგრა ბალი ედგა. ივნისის ბოლოს სულ დარეტიანებულები დავდიოდით ბავშვები იმ ბლის ეშხითა... ვინ გაბედავდა მის ბაღში გადასვლას, სანამ თვითონ არ დაგვიკრეფდა და არ გამოგვიტანდა... გვშურდა იმ კაჭკაჭებისა, ბლის კენწეროზე რომ თავისუფლად დახტუნაობდნენ. ერთხელ, შუა თამაშის დროს, გიული ბებომ თორნიკეს თავისი ბოხი ხმით დაუძახა: - თორნიკე, ბიჭოო, მოდი აქა! ჩვენ გავიტრუნეთ. - რო გადაგიკიდია ეგ თოფი კაკო ყაჩაღივითა და დადიხაარ, იცი მიზანში სროლაი? - ვიციო, - უპასუხა თორნიკემ. ჩვენ დაგვაინტერესდა, რას ეტყოდა თორნიკეს... ჰოდა, რკალი დავარტყით ბავშვებმა. - თქვენ რაღას მომჩერებიხართ, დამეკარგენით აქედანა! - დაგვიცაცხანა ბავშვებს. გავიძურწენით ჩვენცა... მივიდა, ბიჭს მხარზე ხელი დაადო და უთხრა: - მაშინ, რახანა სროლა და მიზანი იცი, ერთი ყვავი მომი230
კალი! ე, წვერულვაში რომ გავიყრევინო, ყვავის ქონი ყოფილა წამალი... ეგ საქმე გააკეთე და ბლის ხეზე ერთი დიდი ტოტი შენი ფეშქაში იყოსო. მეტი რაღა უნდოდა თორნიკეს, საყვარელ საქმეს ავალებდნენ, თან „პრიზიც“ გარანტირებული ჰქონდა. ჩვენ კიდევაც დაგვავიწყდა ეს ამბავი, მაგრამ თორნიკე მიზანდასახული ბიჭი იყო, მოუკლავს ყვავი, თუმცა ვერ გეტყვით ყვავის ასაკს, მაგრამ ის მაინც ვიცით დანამდვილებით, რომ ორას წელს არც არაფერი აკლდა... გაუპუტავს, ჩაუდია ქვაბში და მოუხარშავს, მერე ყვავის ნახარშ წვენში თავისი ძაღლისთვის, „ბათოსთვის“, დედამისის გამომცხვარი თონის პურები ლუკმა-ლუკმა ჩაუგულავს. მალე რომ გაციებულიყო, ქვაბისთვის თავსახური აუხდია და არხეინად წასულა. გიული ბაბო შინ არ დახვედრია, ან კი რა გააჩერებდა იმას სახლში... და რადგან პირობა მიცემული ჰქონდა, თორნიკე თურმე ბლის ხეზე ასულა და კურკიანად იყრიდა პირში ჩაშაქრებულ ბალს. ამ დროს, თორნიკეს უმცროსი ძმა, ვანო, სტადიონიდან დაბრუნდა სახლში. მგელივით დამშეული მოვარდნილა, მოხარშული ხორცის სუნი საამოდ ტრიალებდა თურმე სამზარეულოში. - უფ, დედას გემრიელი პურის „ხარშო“ გაუკეთებია და ჩემი წილი დაუტოვებიათო! - ჩაუდგამს მუხლებშუა ქვაბი და ძირი უჩვენებია „პურის ხარშოსთვის“. საღამოს, თორნიკე რომ დაბრუნდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რაც მოხდებოდა. ჩვენც გავიგეთ ეს ამბავი, ახ231
ლა თქვენც გიამბეთ... მე კი სულ მაინტერესებს, ყვავის ქონი ნეტა მოხარშული სჭირდებოდა გიული ბებოს, თუ უმი, რადგან ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, მაინც ამშვენებდა ულვაშები იმ ცხონებულსა... ისე, სხვათა შორის, ყვავის წვნიანნაჭამი ვანო, ხარივით ღონიერი ბიჭი დადგაა!
ძაღლი სახლში სამნი ვართ - მე, დედა და მამა. დედა და მამა უსინათლოები არიან. მე ვხედავ... დღეს - ერთი პური გვაქვს! პურს ოთხად ვანაწილებთ: თითო ნაჭერი ჩვენ, ერთი - მურიას. მურია ჩვენი ბომბორა ძაღლია. დედა ამბობს, რომ მურია უნდა გავუშვათ სახლიდან, რადგან ძაღლის ყოლა ჩვენნაირი ადამიანებისთვის ფუფუნებაა. მამა ამბობს: - მაინც არ წავა ჩვენგან, ვიდრე მშიერმა ვინმეს უკბინოს, ჯობია დაბმული იყოს! მეც არსად გავუშვებ მურიას, ის ჩემი ძმაა! - ერთ დღეს დავიბადეთ, მეც რვა წლისა ვარ და ისიც! მურია მეგობარ ძაღლებთან ერთად არასოდეს ყოფილა, რადგან სულ დაბმულია თავისი გრძელი ბეწვის გამო, რომელიც ძალიან ცვივა. ბავშვობაში სულ მასთან მინდოდა ყოფნა და თამაში, იმიტომ დააბეს, რომ ბეწვი არ ჩამეყლაპა, მაგრამ მე მაინც ვთამაშობდი მშობლების ჩუმად, უხმაუროდ. 232
ძაღლებს, თურმე, სიცოცხლის ერთი წელი ორ წლად ეთვლებათ... გამოდის, რომ ის უკვე თექვსმეტი წელია ძაღლური ცხოვრებით ცხოვრობს... და მე სულ ვფიქრობ: მან ყელზე შებმული ჯაჭვით გაატარა მთელი სიცოცხლე, მე კი თავისუფლად ვიცხოვრე. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი ვარ?
ხუთი წლის „დიდი“ ბიჭი ნოემბერია... გარეთ მზეა, მაგრამ უკვე სუსხი მოჰყვება მის სხივებს, ჩვენს პალატაში კი საკმაოდ თბილა. სამნი ვართ: მე, ალექსანდრე და გიგი, - ისინი ძმები არიან, სოფელ ვარიანიდან, იაკობ გოგებაშვილის სოფლიდან, სადაც ჩვენი სათაყვანებელი „დედა ენა“ დაიწერა. მე ნიქოზელი ვარ. დედიკოებთან ერთად ვართ. ექიმმა ჩემზე თქვა, - ლიმფური ჯირკვლების ანთება აქვსო! ძმებს „უცნობი ვირუსი“ აქვთ. ისინიც სასწრაფო დახმარების მანქანას მოუყვანია საავადმყოიფოში. არ ვთამაშობთ ერთად, რადგან ექიმები გვიკრძალავენ! მოსაწყენი ყოფილა თურმე პალატაში ყოფნა. ტელეფონი სახლში დამრჩა და მიჭირს საწოლში გაძლება. მოსაბეზრებელია წოლა, როცა ვენაში წვეთოვნის ნემსი გაქვს გარჭობილი. ...ათი წლისა ვარ, ნიკოლოზი მქვია, გიგი და ალექსანდრე კი სამი და ხუთი წლისანები არიან. ჩვენი ფანჯ233
რიდან საოცარი ხედი მოჩანს, - წითლად და ოქროსფრად დაბერებული ფოთლები დაფარფატებენ ჰაერში... ფანჯარასთან გამხმარი ნაძვის ხე დგას, რომელსაც გირჩები ჩიტებივით შერჩენია გაფარჩხულ ტოტებზე. ყვითელსაყურეებიანი ცაცხვის ხე ისე აშრიალებს ტოტებს, თითქოს ჰაერში დაფრინავს, მის ფოთლებზე დასკუპებული შემოდგომის მზე კი უფრო გამჭვირვალეს ხდის მათ. საავადმყოფოს უკანა ეზოში ნაირ-ნაირი ფოთლები ყრია, თუშურ ხალიჩასავით აჭრელებულა აქაურობა. ფოთლების გროვაში, რკალივით მოხრილი, მძინარე, ჭრელყურა ძაღლი მოჩანს, ალბათ, აქ, ამ ეზოში ცხოვრობს... ისეა მობღუნძული, ეტყობა, ძალიან სცივა. ალექსანდრეს ტელეფონი რეკავს... - ბებო უნდა ჩამოვიდეს ბორჯომიდან ჩემ სანახავად, - ამბობს ჩურჩულით და ჩუმად აგრძელებს საუბარს. - რა წამოგიღო, ბებუკა, რა გესიამოვნება? - ისმის მიკროფონიდან ბებოს მზრუნველი ხმა. - „იოგურტი" წამომიღე, ბებო! იცოდე, პალატაში სამი ბიჭი ვართ! მედდა შემოვიდა. დაცლილი წვეთოვნის ბოთლი ახლით შემიცვალა. ამიტომ ვეღარ გავიგე, რა უპასუხა ბებომ ალექსანდრეს. ექთანი გავიდა. ყურებში გაბმულად მესმის ხუთი წლის ალექსანდრეს ხმა: - პალატაში სამი ბიჭი ვართ, ბებო, სამი, „იოგურტი“ წამოგვიღე! 234
პატარაა ალექსანდრე, მაგრამ ისე მოიქცა, თითქოს ხუთჯერ ხუთი წლისაა... იმისი მეგობარი არა ვარ და მაინც ჩემზე ზრუნავს! - ის, უკვე კაცია! - გავიფიქრე დიდივით და მის „დიდკაცობაზე“ მეც დიდივით ჩავფიქრდი.
გაბუტული ვარდები ატმის ტოტზე გარინდული იჯდა მაისის ხოჭო და მზეს ეფიცხებოდა. მერე ფრთები შეისწორა და გულისშემაწუხებელი ბზუილით მოსწყდა ადგილს, რომ გზადაგზა სუსტი და პატარა მწერები დაეფრთხო. დიდრონი კაკლის ხეების ქვეშ პატარა, ლამაზი სახლი იდგა. გაზაფხულს ეჯიბრებოდა სილამაზეში პატარა დიასახლისი. სახლი, სადაც გოგონა ცხოვრობდა, ვარდების ბაღით იყო გარშემორტყმული. რა ფერის ვარდებს არ ნახავდით იქ: ალისფერი, თოვლისფერი, ტუჩისფერი, მზისფერი, ალუბლისფერი, რომლებიც ყელყელაობდნენ, კეკლუცობდნენ და იფერებდნენ კიდეც თავის სილამაზეს. ამაყები იყვნენ. ყველაზე მეტად ალისფერი იწონებდა თავს და მებაღე გოგონაც, ყველაზე მეტად მას დაჰკანკალებდა. - ო, როგორ მიყვარს ვარდობისთვე! როგორი ლამაზები ვართ, არა, დობილებო? - ამბობდა შინდისფერი, ხავერდივით მოხასხასე ვარდი. ყელი მოიღერა, თვალი 235
გადაავლო ლამაზად ჩამწკრივებულ მეგობრებს და სიამაყით შეარხია თავი. ესენი ამშვენებდნენ მისი სამოთხის ბაღს, თან ისეთი სურნელება იფრქვეოდა, გამვლელგამოვლელნი ჩერდებოდნენ, სულიერად ისვენებდნენ, ეფერებოდნენ ყვავილებს, მებაღეს კი მარჯვენას უქებდნენ. ვარდ-გოგონები ყოველ შექებაზე ნიავივით ირხეოდნენ, იპრანჭებოდნენ. მებაღე კი ახალგაზრდა, მხიარული გოგონა იყო, რომელსაც სიცოცხლე, მზე და თავისი შვილობილი ვარდები უზომოდ უყვარდა. გაზაფხული იდგა. მაისი მაისობდა და ყვავილთა დედოფლებს სილამაზეში ეჯიბრებოდა. მოსაღამოვდა. მებაღემ ვარდ-გოგონებს მიაკითხა. წყალი აპკურა, მიეფერა და უთხრა: - ხვალ, ჩემო ლამაზებო, სოფლიდან ქალაქში უნდა წაგიყვანოთ. გაემზადეთ, ხუმრობა ხომ არ არის, კონსერვატორიის მცირე დარბაზი თქვენ უნდა დაამშვენოთ. იქიდან კი, მომხიბვლელი ქალბატონის ოთახის მოსართავად წაგაბრძანებენ. ო, როგორ გაიხარეს ვარდგოგონებმა!.. აჩურჩულდნენ, აცქმუტდნენ: - მეც წამიყვანე, მეც წამიყვანე, - სთხოვდნენ მებაღეს და წყალს ხარბად ეწაფებოდნენ, რომ მგზავრობისას „მაკიაჟი“ არ გაფუჭებოდათ. მათ ხომ დიდი მანძილი უნდა გაევლოთ, სანამ სასურველ ადგილზე მოხვდებოდნენ. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ, ჭორაობდნენ, რომ არ ჩასძინებოდათ. 236
გათენდა. ბაღში საზეიმოდ მორთული მებაღე შემოვიდა სასხლავით ხელში და რომ არაფერი დაშავებოდათ, ფრთხილად, სათითაოდ აჭრა ვარდის რტოები. სათუთად გადაუხვია ძირები სველ ტილოში, რომ ეცოცხლათ და ჭრაჭუნა, პეპლებიანი პარკიც ზემოდან შემოახვია, რომ ქალაქში ჩასული ვარდ-გოგონები, ლამაზი მოსასხამით წარმდგარიყვნენ მაყურებლის წინაშე. ატკარცალდნენ ყვავილები, კისკისებდნენ, უხაროდათ ქალაქში წასვლა. ახლა მათ დადებით თვისებებს არ იკითხავთ? - ისეთი სურნელი ასდიოდათ, როგორც სამოთხის ბაღში დაზრდილებს, ნამდვილებს, ჯანმრთელებს. ცოტანი კი არ იყვნენ, ოცდათორმეტნი, სულ ფერად-ფერადები, სიცოცხლით სავსენი. სამარშუტო ტაქსიში, სანამ სოფლიდან ქალაქამდე ჩავიდოდნენ, მათი სილამაზით და მომხიბვლელობით გაოცებული მგზავრების აღტაცებებსა და ემოციებს ისმენდნენ. გოგონა მოკრძალებით ეპყრობოდა თითოეულს და სავარძელზე დასადებად ვერ იმეტებდა... ფიქრობდა, თუ რომელიმე ქვევით მოჰყვებოდა, აუცილებლად დაიჩაგრებოდა, ამიტომ, ყვავილები მთელი გზა, ქალაქამდე, სულ ხელში ეჭირა. გზაში, ერთი ფაშფაშა ქალბატონი ამოვიდა ტაქსიში და ისე უდიერად „დაეჯახა“ ყვავილებს, რომ ტუჩისფერს კისერი მოსწყდა და სავარძელზე დავარდა. შეებრალათ დობილი, საცოდავად ამოიკვნესეს ვარდ-გოგონებმა. გული მოუკვდა მებაღესაც, მაგრამ არაფერი უთ237
ქვამს ქალისათვის, რადგან მაინც ვერ მიხვდებოდა ის ქალი მათ ტკივილს. ბოდიშიც არ მოიხადა, - არც ამ მშვენიერი ვარდების სურნელი შეუგრძნია. გვერდით მჯდომმა სანდომიანმა ქალბატონმა, მოწიწებით ითხოვა მოწყვეტილი ვარდის კოკორი. ნება დართეს... აიღო. თავისი ლამაზი თითებით ტუჩთან მიიტანა, ჯერ აკოცა, მიუალერსა, მერე მთელი გზა თვალდახუჭული ხარბად ისუნთქავდა ვარდის ფურცლების სურნელს. გულაჩუყებული ვარდ-გოგონები ხედავდნენ, როგორ ეფერებოდა ქალბატონი მათ მეგობარს და დაცვარულ ფოთლებს ჩუმად აშრიალებდნენ. როგორც იქნა ჩააღწიეს ქალაქამდე. ჰაერზე ამოისუნთქეს „პატარებმა“, მაგრამ სიცხემ და ნერვიულობამ თავისი დაღი დაასვა ბუნების ამ ქმნილებებს. თავები ჩამოყარეს, თუმცა გოგონას მაინც დიდი სიამაყით მიჰქონდა თაიგული. ის ხომ მისი ბაღის მშვენება იყო. განა ტყუილად ჩამოიყვანა სოფლის ლამაზმანები ქალაქში, - მალე საკონცერტო დარბაზში აღმჩნდებოდნენ... როგორ გაახარებდა მეგობარს სურნელოვანი, ნამდვილი ვარდების თაიგულით, რომელიც, ალბათ, ბავშვობის შემდეგ არ ენახა! გაბედულად შევიდნენ კონსერვატორიის მცირე დარბაზში. უამრავი სტუმარი იყო მიწვეული. საჩუქრებისთვის გამოყოფილ მაგიდაზეც უამრავი ყვავილი ელაგა: გვირილები, მიხაკები, ჰოლანდიური შავი ვარდები, გიორგინები... ლამაზად შეეფუთად და თავს იწონებდნენ. ჩვენი ვარდ-გოგონები, პეპლებიანი ჭრაჭუნა კაბებით მორ238
თო მებაღემ და ფრთხილად მოათავსა ქალაქელი „გვირგვინოსანი დედოფლების“ გვერდით. - ეს, რა უბედურებაა, ეს რა შეურაცხყოფაა? მოვიდნენ ეკლიანები, რომელი საუკუნეა! - გაისმა გადაპრანჭული თაიგულებიდან უკმაყოფილო ხმები ვარდგოგონების გასაგონად... თუმცა, ის კი ნამდვილად აღიარეს, რომ სოფლიდან ჩამოსულ ვარდებს საოცარი სურნელება ჩამოჰყოლოდა და ამაში ნამდვილად ვერ გაეჯიბრებოდნენ... შეცბუნდნენ ვარდ-გოგონები: გაყუჩდნენ, დაირცხვინეს, დაფრთხნენ - ჩურჩულსაც ვერ ბედავდნენ... კონცერტი დამთავრდა. მასპინძელმა ქალბატონმა, ზეიმში მონაწილე მეგობრებისთვის, პატივისცემის ნიშნად, მორთმეული თაიგულების საჩუქრად გადაცემა დაიწყო. ნელ-ნელა ცოტავდებოდა ყვავილები. დარბაზი დაცარიელდა, ბოლო სტუმარიც გავიდა და კარი გაიხურა. მაგიდაზე კი, სოფლიდან ჩამოსული სურნელოვანი ვარდგოგონები უიმედოდ ელოდნენ ახალ პატრონს. კარი გაიღო. მებაღე გოგონა შემობრუნდა დარბაზში - თავსაფარი დარჩენოდა... იუბილარის მაგიდას შეავლო თვალი. გაშეშდა, ფეხი მოეკვეთა - უშველებელ დარბაზში, მაგიდაზე, მხოლოდ მისი შვილობილი, დაწუნებული ვარდები ელაგა, რომელთაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ. პატრონის დანახვაზე, ვარდგოგონებს სირცხვილისგან უფრო ჩაუჭკნათ ფოთლები. შერცხვათ, იმედი ვერ გაუმართლეს მებაღეს. ისინი ხომ იმიტომ ჩამოიყვანეს ქალაქში, რომ მათი სილამაზით მო239
ხიბლულიყვნენ? ტკივილისა და შეურაცხყოფისაგან მოთელილი ვარდ-გოგონები მებაღემ გულზე მიიკრა, ტიროდა, ყვავილებთან ერთად განიცდიდა უყურადღებობას... სწრაფი ნაბიჯით დატოვა იქაურობა! წყენის, დამცირების, გაკვირვების, შეურაცხყოფის, ტკივილის განცდა ერთმანეთში აირია. - ეს ვარდები ხომ მეგობრის სურვილით ჩამოიტანა! - აღარაფრად უღირდა მეგობრის გულითადი შეხვედრა, - ნუთუ ისე გააბრუა წარმატებულმა საღამომ, რომ ჩემი მოკრძალებული საჩუქარი ვერ შეამჩნია? - საშინლად გულდაწყვეტილს, თვითონაც ვარდებივით ჩაუჭკნა სახე... ცრემლით სავსე თვალებით დაჰყურებდა ულამაზეს თაიგულს და ვერაფრით მოეფიქრებინა, სად წაეღო... შეეძლო ვარდები ქუჩაში ნებისმიერი შემხვედრი ახალგაზრდა წყვილისთვის ეჩუქებინა, ან ასაკოვანი წყვილისთვის მიერთმია... შესაძლოა, სხვა დროს ასე მოქცეულიყო, მაგრამ ახლა გული სხვა რამეს კარნახობდა... რა ექნა, სიტყვიერ საყვედურს ვერ ეტყოდა მეგობარს, - ვარდები გულზე მიიკრა და მისი სახლისკენ გაეშურა, შესასვლელთან ვარდ-გოგონებს სათითაოდ დაემშვიდობა, დაკოცნა, მოუბოდიშა და „გაბუტული“ ვარდები კარებთან დააწყო პატარა ბარათით, სადაც ეწერა - მშობლიური სოფლის ვარდები დაგავიწყდათ, ქალბატონო!
240
„კუდიანი“ სოფლის განაპირას ერთი ახალმოსახლე ოჯახი ცხოვრობდა: დედა, მამა და ორი შვილი. პატარებს ნელი და ნოდარი ერქვათ. ნელი ხუთი წლის იყო, ნოდარი - სამის. გოგონა ენამოსწრებული ბავშვი იყო, ყველა გაოცებული რჩებოდა, ვინც მის საუბარს ისმენდა. დიდი ქალივით იქცეოდა. თეთრი იყო, ფითქინა, ლურჯი, წვრილი სისხლძარღვები ყელთან პატარა მდინარეებივით მოუჩანდა. სულ ხელჩაკიდებული დაჰყავდა პატარა ძამიკო. დედა დაფუსფუსებდა, ოჯახს უვლიდა. ოჯახის უფროსი „დიდ რუსეთში“, ბაზარში იყო წასული, შავი „დირბულა“ ღვინო და „კეხურა“ ვაშლი ჰქონდა წაღებული გასაყიდად. ჩემს ბავშვობაში, წავიდოდნენ მამაკაცები რუსეთში ხილის გასაყიდად და ორი კვირა ან ერთი თვე უგვიანდებოდათ ჩამოსვლა. უკან ხელდამშვენებულები ბრუნდებოდნენ - ოჯახის ყველა წევრისთვის ჩამოჰქონდათ ჩასაცმელ-დასახური და ფულის ნაკლებობასაც არ უჩიოდნენ. სოფელში უამრავი საქმე იყო ყოველთვის და პატარა ნელიც „ქალობდა“, ხან სიმინდის მარცვალს უყრიდა ქათმებს, ხან კაბის კალთაში კვერცხებს აგროვებდა, ცდილობდა დედას მიხმარებოდა საოჯახო საქმეებში... საღამოობით, დაღლილი სოფლის ქალები თავს ერთად მოიყრიდნენ და შორს წასულ მეუღლეებზე ვიშვიშით გულს იოხებდნენ. 241
ნელი გაფაციცებული უცქეროდა და ისმენდა ყველაფერს. - შენ როდის უნდა გათხოვდე, ქალო! - ჰკითხეს ერთხელ მეზობლის ქალებმა, - ეჰ, განა არ მინდა მაგრამა, გათქოვებისა მცქვენია და მშობიარობისა მესინიაო! - უპასუხა მთელი სერიოზულობით ბავშვმა და მუხლზე დაფენილი კაბა ორივე ხელით წინ, კოჭებამდე ჩამოიქაჩა... - სიცილით ერთმანეთს ეჯახებოდნენ მისი მოსწრებული პასუხით გაკვირვებული ქალები, კალთებს ითქვეფავდნენ, - ეს რა თქვა, ამ კუდიანმაო! - თინა, ერთი ის მოგვიყევი, როგორ დაგაბეზღათ მეზობლის ქალთან ამ კუდიანმაო? - აუტყდნენ ქალები თინას. - ოი, მაშინ კი ძალიან შემარცხვინა, ქალებო, ამ ჭინკამა, ამანა, - გრიშას ბარგი ჩავულაგე სამგზავროდ, ოთახში მარტოები დავრჩით. - აბა, შენ იცი და შენმა ქალობამო, - გულს მიკეთებდა მეუღლე, - არ იდარდო, ყოჩაღად იყავი, მალე დავბრუნდებიო, - ამ საუბარში გართულს არც გამიგია, ციცო მოსულა სამეზობლოდ. - დედაშენს დაუძახე გოგო, საქმე მაქვსო, - უთქვამს ციცოს. არაო! - გაჯიუტებულა ნელი. - რატომაო?! - უკითხავს ქალს... - არა სცალია, მამას ექუტება და იმიტომაო! - აი, ასე შემარცხვინა, - იცინოდა თინა. ერთ საღამოს ქალები წყაროზე წავიდნენ. მაშინ არ მოდიოდა ყველას ეზოში წყალი, როგორც ახლა. დეიდა თინაც ორი დიდი „ვედროთი“ შეუერთდა ქალების რიგს. 242
მარტოდ დარჩენილი ბავშვები დაიღალნენ ზამბარიან საწოლზე ხტუნაობით და ახალი „იდეით“ თვალებგაბრწყინებული ნელი, თურმე ნოდარს ეუბნება: მოდი სანთლები ავანთოთ და ვილოცოთ, რომ მამა მალე დაბრუნდეს რუსეთიდან და ბლომად საჩუქრები ჩამოგვიტანოსო. - ბუნჩულა ნოდარი ყველაფერზე თანახმა იყო, ძლივს გადმობობღდა საწოლიდან და გვერდით დაუდგა თავსაფარწაკრულ დას. ნელიკომ სამი სანთელი აანთო, ერთი ძმას მიაწოდა, ორი კი თვითონ დაიჭირა ხელში, - ეს დედას წილიაო! - აუხსნა ნოდარს და დაიწყო ბუტბუტი. ცოტა ხნის შემდეგ სანთლები ახლადგაკრულ „შპალიერზე“ მიამაგრეს და ისევ საწოლში მოადინეს ზღართანი. წყლის რიგი უკვე შეცოტავებული იყო, მაგრამ ვეღარ გაჩერდა თინა, - ქალებო, გული რაღაც ცუდს მიგრძნობს, უნდა გავბრუნდე და ბავშვებს დავხედოო! - ვედროები ძირს დააწყო და სახლში წავიდა. მადლობა უფალს, დროულად მივიდა. სახლიდან შავი ბოლი გამოდიოდა. ნოდარის ტირილის ხმამ მოცელა ქალი, ძლივს შეაღო ოთახის კარი და კვამლში დაინახა ნელი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას დედის პერანგით ცდილობდა. მალე მეზობლებიც წამოეშველნენ და ცეცხლი ჩააქრეს, ბავშვები დაამშვიდეს, შეშინებული თინა მოასულიერეს და მსუბუქად დატუქსეს ნელი: - შენ მოიფიქრებდი ამ ყველაფერსა, შე კუდიანო, შენა! 243
- ვლოცულობდით, მამის მალე ჩამოსვლა გვინდოდაო! - ფშუკუნებდნენ თავიანთი საქციელით ნირწამხდარი ბავშვები და შერცხვენილები და შეშინებულები, დედის კალთას ეფარებოდნენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა ნელი და ნოდარი შვილებში და შვილიშვილებში არინ გაფუფუნებულები, ღიმილით იხსენებენ ბავშვობას და იმ ზოგჯერ ფათერაკიანი, მაგრამ მაინც ბედნიერი თავგადასავლების მოგონებებით ცოცხლობენ.
ჭაში დამალული წერილები წერილი 1
ეს ამბავი, ახალციხის რაიონში, სოფელ საყუნეთში, ერთ მცხუნვარე დღეს შავი თუთის ხიდან დაიწყო. მამიდასთან სტუმრად ჩასული პირმშვენიერი ნათელა კისკისით შეიჭრა ეზოში და მამიდას ჩაეხუტა, რომელსაც თეძოზე ფქვილიანი მომცრო ვარცლი შემოედგა და ცომის მოზელვას აპირებდა. ნათელამ სათითაოდ დაურბინა ეზოში ფერად-ფერადი ვარდების ხეივანს, ყველას სურნელი სათითაოდ შეისრუტა, ლამაზი თავი უკან გადასწია, ხელები გაშალა და ეზოში დატრიალდა. დიდი ხანია არ ყოფილა მამიდასთან, მონატრებოდა აქაურობა. წელში გამოყვანილი, ჟოლოსფერი ახლი კაბა ტანზე ლამაზად ადგა. 244
- შენ, რაღაც ფინთათა კუნტრუშობ, რა ამბავია შენს თავსა, ხო იცი არ მიყვარს ეგეთი რამე-რუმეები, დინჯი უნდა იყო, დინჯი! - წარბი აუწია მამიდამ და ღიმილით, მაგრამ მკაცრად გამოხედა და თეძოების რხევით წავიდა სათონისაკენ. ეწყინა შენიშვნა ნათელას, წინ წასულ მამიდას ენა გამოუყო და სიარულიც გააჯავრა. ჩვიდმეტი წლისა ხდებოდა... სახის თეთრი კანითა და ვარდისფერი ლოყებით, ნამდვილ ფერიას ჰგავდა. საშუალო ტანის, თვალმახარა გოგო იყო. ბევრ ბიჭს უყვარდა მანიას ძმისშვილი, ნატრობდნენ ზაფხულის არდადეგების მალე დაწყებას, რომ კიდევ ერთხელ ენახათ ეს ვერცხლისწყალივით მოუსვენარი და მხიარული გოგო. მაჭანკლებიც, ბავშვობიდან გათხოვებას ეპირებოდნენ, - ზოგს ძმისშვილისთვის მოსწონდა, ზოგს - შვილისთვის, მაგრამ ნათელას ჯერ არავინ მოსწონდა და ღიმილით იშორებდა აბეზარ მთხოვნელებს. მანია მამიდას, უღრანი ტყით დაფარულ მთის ძირში ორსართულიანი სახლი ედგა. რაღაცნაირი მაღალი სახლების აშენება იციან საყუნეთში, თითქოს მთასაყოლილები დგანან. გვარად, გოგოლაძეები იყვნენ და სოფელში შეძლებულ გლეხებად ითვლებოდნენ. გოგოლაძეებისა და ბარბაქაძეების ეზოს, სუროს მაღალი, ცოცხალი ღობე ჰყოფდა. ღობის განაპირას შავი თუთის ხე იდგა, რკოსხელა თუთა ესხა დალოცვილს, მაისში რომ დაიწყებდა მწიფობას, აგვისტომდე არ გა245
მოილეოდა. მწიფე ხართუთა ქარის ყოველ დაბერვაზე ტყაპა-ტყუპით ცვიოდა ნოტიო მიწაზე. ნათელამ ფეხსაცმელი გაიძრო და წამში კენწეროზე მოექცა თუთის ხეს. სიმღერ-სიმღერით გადადიოდა ტოტიდან-ტოტზე, თან ფრთხილობდა, რომ კაბა არ დაელაქავებინა. დაეტკბილა და გაუშავდა თითები, ტუჩები, კბილები, მაგრამ ჩამოსვლას მაინც არ აპირებდა. უეცრად, თუთის ხიდან მეზობლის ეზოში ბიჭი შეამჩნია, რომელიც დაბალი ქვის სახლის ღია ფანჯრებიდან გაოცებული მისჩერებოდა მომღერალ იადონს. ნათელამ სიმღერა შეწყვიტა, მაგრამ არც უფიქრია ხიდან ჩამოსვლა. ვითომც არც არავინ დაუნახავს, ისევ განაგრძო ტოტიდან ტოტზე ჩიტივით ძრომიალი. მალე თუთის სიტკბოსგან გული მოესუყა. ასი იმდენი ძირს ჩამოცვენილიყო და ეზოში ვახ-ვახით, აჯაბაჯა მოსიარულე იხვები, კისერწაგრძელებულები უსწრაფესად სანსლავდნენ მწიფე ნაყოფს. თუთის ჭამა აღარ უნდოდა ნათელას, მაგრამ ბარბაქაძეების სახლიდან მონუსხურ მზერას რაღაცნაირად ვერ ელეოდა. ეგონა, რომ თუ ჩამოვიდოდა, ზღაპარი დასრულდებოდა. თითქოს ღობის იქით „პრინცი“ იყო, ღობის აქეთ - „პრინცესა“... თუ ჩამოვარდებოდა, „პრინცი“ მაშინვე ხელში აიტაცებდა! არასოდეს მოსვლია ასე, თითქოს საქანელაზე მჯდარიყოს, ისე უცემდა და უფრიალებდა მშიშარა, პატარა გული. ბიჭების მზერას მიჩვეული იყო, მაგრამ ეს ბიჭი ისე მისჩერებოდა თვალმოუშორებლად, თითქოს ძალიან საინ246
ტერესო ფილმს უყურებდა ეკრანზე... იდგა ღია ფანჯარაში გაღიმებული და თვალს არ აცილებდა გოგოს. ნათელამ ნელ-ნელა დაიწყო ჩამოსვლა, მაგრამ ქარი უფრიალებდა კაბას და ბიჭის გამო ვეღარ ჩამოდიოდა. ნათელა გაბრაზდა ბიჭის უტიფარ მზერაზე და თუთით დათხუპნული ენა გამოუყო. - რას მომჩერებიხარ, ადამიანი არ გინახავს? - ბიჭს გაეცინა, - მინახავს, მაგრამ შენნაირი არა... თან, ეგეთი კაბით თუთის ხეზე ვინ ადის? მხოლოდ ზღაპარული ფერიები… - ღმერთო, ჩემს ფიქრებს კითხულობს ეს ბიჭი, აღელდა გოგო და მუხლები აუკანკალდა... - შენ... ნათელა ხარ? - ჰკითხა ბიჭმა. - ჩემი სახელი საიდანღა იცისო! - გაიფიქრა გოგომ და ხიდან ჩამოსვლა გადაიფიქრა, ბოლო ტოტზე ჩიტივით ჩამოსკუპდა და ფეხების ქანაობა დაიწყო. - რომ ჩამოვარდე, არ გეშინია? - გაიკვირვა ბიჭმა. - ძიბა, ძიბა, ძიბა, ძიბრრრ...- მოისმა ეზოდან. ცომი უკვე მოეზილა მამიდას და ცომიან ხელებს ეზოში იფშვნეტდა. თან რძალს შესჩიოდა: - წელს არც ერთი ქათამი არ ამიკრუხდა, ქალო, პირველ მეკვლეობას, ბარბარობას, ერთი კუდიანი ქალი მყავდა მეკვლედა, კარგადაც ვაპურმარილე, სიმინდის მარცვლებიც დავუყარე, ძღვენიც მივართვი, მაგრამ ქათმები მაინც არ აკრუხდნენ, არა და არა! იმ დღეს მასწავლეს უბანში ქალებმა, საფუარიანი ცომი აჭამეო და აჰა, ვაჭ247
მევ და რაღა დროსა, ლამისაა, ზაფხული გავიდეს, რაღად მინდა მერე, გვიან თუ აკრუხდებიან! - ამოიქაქანა და ხის ტოტზე დასკუპებულ ნათელას წაატანა თვალი. სად ახეტებულხარ თხასავითა, გოგო, ჩამოდი, არავინ დაგინახოს! სად გაგონილა მოწიფული ქალის ხეზე ძრომიალი? ჩამოდი, თავი არ მომჭრა საყუნეთში, თორემ მაგ თუთის ძირში დაგაბამ, იცოდე! - დაუცაცხანა გოგოს და რძალს მიუბრუნდა, - შენ კი არ გეწყინოს, ჩემო რძალო, ამ ასაკში სიმკაცრეა საჭირო! არ იწყინო, შენი ჭირიმე, განა მეჯავრება, შენიშვნებით უფრო კარგი ქალი დადგება! - მამიდის ლაპარაკს ცალი ყურით უსმენდა ნათელა... ბიჭს თვალებმოჭუტული მიაჩერდა, - ნათელა ვარ, შენ რა გქვია? - მე, დიმიტრი ვარ... არ გახსოვარ, ნათელა? - ნწუ, - გასცა მოკლე პასუხი და ხიდან მარდად ისკუპა. დაფეთებული იხვები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ, ვარდისფერი ფეხისგულები შავი თუთით მოეთხუპნა, დასწვდა ფეხსაცმელს და ეზოდან გავარდა. - არ გახსოვარო? - რას იგონებს, არასოდეს მინახავს! - ბუტბუტებდა გზაში. წამში წყაროსთან იყო. - ახლა სადღა გაქრა ეს ქაჯანა, ესა? არა, შენი ჭირიმე, ეს თუ ასე დაუკითხავად იქშუტუნებს, სადა მაქვს ამ წნევიან ქალსა ამისი დევნის თავი და ჯანი, ვინმემ რომ მოიტაცოს, რაღა ვქნა მერე? - შემობრუნდა მანია ბურტყუნ-ბურტყუნით ეზოში. 248
ყინულივით ცივი იყო მთიდან მონადენი წყაროს წყალი. დიდ სიპ ქვაზე შესკუპებულიყო ნათელა და დალაქავებულ ფეხის ქუსლს გამეტებით იხეხავდა ქვაზე. შორიახლოს, დოინჯშემოყრილი დიმიტრი დაბარებულივით იდგა და ისევ ეცინებოდა. ნათელამ შეამჩნია ბიჭი, ახლა უფრო მოერიდა, ვიდრე მაშინ, ხეზე რომ იყო, თითქოს დანაშაულზე წაესწროთ, ისე დაიმორცხვა. - მარტო წყალი არ გაგაცლის, ნათელა... წამოდი ჩემთან, რაღაცას მოგცემ და ლაქაც მოგშორდება! - ასეთი რა არის? - წამოდი და ნახავ, შენი ხათრით გავიმეტებ თავს, რაც არის არის! - ნათელამ ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ მაინც გაჰყვა. - წლების წინ რომ გნახე, ძალიან პატარა იყავი, ბატის ჭუკსა ჰგავდი. ახლა, იმ ჭუკისგან მშვენიერი გედივით გოგო დამდგარხარ, ვერც კი გიცნობდი სადმე რომ შემხვედროდი, ისე ხარ გაზრდილი გალამაზებული, - ღიმილით ელაპარაკებოდა ბიჭი.
და
- მე არ მახსოვხარ, დიმიტრი. - არც გეხსომები, წლებია, ცხვარში ვარ! - რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა გოგომ. - ოცდაორის, სტუდენტი ვარ უკვე, სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობ! - სახლში გაქვს ნახატები? - კიი, რამდენიც გინდა! 249
- მაჩვენებ? - გაჩვენებ! მალე ბარბაქაძეების ეზოში შევიდნენ. ეზო პატარა და მყუდრო იყო. სახლის წინ საამოდ ხასხასებდა მწვანე მოლი. სახლი პატარა იყო, დაბალი, სამსაფეხურიანი მომცრო კიბით. რაღაცნაირი სიმშვიდე და სიმყუდროვე იგრძნობოდა... ეზოს შესასვლელში თეთრ იასამანს საყვარლად გაეშალა ფუმფულა, აყვავებული ტოტები და ირგვლივ საოცარ სურნელებას აფრქვევდა. ნათელა კიბესთან შეჩერდა. დიმიტრი სახლში შევიდა და იქიდან ნახატები, სიგარეტი და საფერფლე გამოიტანა. ორივენი კიბეზე, ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჩამოსხდნენ. თითოეულ ნახატს თავისი ისტორია ჰქონდა და დიმაც დაუსრულებლად საუბრობდა მათზე. მერე სიგარეტს მოუკიდა, - აი, ხომ ხედავ, როგორ მანერვიულებ, შენს გამო რამხელა მსხვერპლზე მივდივარ, უკვე სიგრეტსაც ვეწევი! - უთხრა სიცილით და თან სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩასრისა. ისევ მოუკიდა სიგარეტს და როცა ცოტაოდენი ფერფლი შეაგროვა, უთხრა: - ისე, რომც არ გაიცალო არაფერი დაშავდება, გიხდება ხომ იცი, თუ გინდა, წადი, ქუსლებზე ეს წაისვი და ფეხები მერე დაიბანე, თუ გინდა ნუ დაიბან, იარე ასე მანიას იხვივითა. - ამაზე ორივეს გაეცინა. გამოსვლისას იასამნის ტოტს წასწვდა ნათელა და შავი თვალები შიგ ჩამალა. რამდენიმე ტოტი ჩამოუტეხა დიმამ და დასაჩუქრებულს ღიმილით გაუღო ჭიშკრის კარი. 250
ელდა ეცა მანიას თაიგულის დანახვაზე, მიხვდა, ვისიც იქნებოდა და სანამ ნათელა რამეს იტყოდა, სეტყვასავით მიაყარა: - ეგ, მკვდრის ყვავილები აქ სად მოგიტანია, გოგო, არა ვნახო ეზოში შემოტანილი, იცოდე! თეთრმა იასამანმა სიღარიბე იცის, მაგის ადგილი სასაფლაოზეა, არ იცი? - ხელები გაატატანა და თავზე გაკრული ხილაბანდი უფრო მაგრად შემოიჭირა. - დედას უნდა გავატანო ქვიშხეთში, აქ არ დაგიტოვებ მამიდა, ეს ჩემი საჩუქარია. - უთხრა ნაწყენმა გოგომ. - უკვე საჩუქრებიც მოგდის, ხომ? ყველაფერზე მზა პასუხები, როდის ხანია რომ ისწავლე ნეტავი, ვნახო ერთი ჩემი ძმა, კარგად უნდა შევჯორო, ასე რომ გატუტუცებს... მაინც, ვინ გაჩუქა, ვინ? იმ მშიერმა და უქონელმა? ხომ არ მოგხიბლა უკვე. ნახევარი სოფლის გოგოები „დაგიპნოზებულები“ ჰყავს. შეხედულების მეტი არაფერი აბადია. ბუწუწებს გაგაცლი იცოდე, ბუწუწებსააა! დალაპარაკებული არ გნახო მასთან... ეგეთები ჩვენნაირებზე ნადირობენ. ახლავე უკან დაუბრუნე, მიუყარე ეგ ყვავილები, თორემ არ დაგტოვებ ამ ზაფხულს ჩემთანა! მანიას ისეთი სახე ჰქონდა, ნათელა მიხვდა, რომ არ ხუმრობდა. - კარგი! - უთხრა და ეზოდან გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ შემოიპარა ისევ ეზოში, სარდაფიდან ცარიელი ქილა ამოიტანა, წყაროზე წყლით აავსო, იასამნები შიგ 251
ჩააწყო და მამიდის სახლის უკან კვრინჩხის ბუჩქებში ჩამალა. მერე ერთი პატარა კუნწულა მოაწყვიტა იასამანს და უბეში, გულთან ჩაიდო. - ნეტავ, შენ რა გაგაღარიბებს ამდენი ცხვრის პატრონს! - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა ნათელამ და კმაყოფილმა იმით, რომ მანიას მაინც არ დაემორჩილა და იასამანი მაინც მასთან იყო, ღიღინით შეაღო სახლის კარი. ვახშმობის დროს ნათელამ მაინც ვერ მოითმინა და მამიდას ჰკითხა: - დიმას მშობლები არა ჰყავს, მამიდა? - ახლა რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე. დიმას სახელის ხსენებასაც კი გიკრძალავ, იცოდე. შენ ბედი უკვე კარზე მოგდგომია, რა ხანია მოსწონხარ ჩვენი ბუღალტრის შვილსა, მშვენიერი ოჯახი აქვთ, პატივსაცემი! ობოლი და უპატრონო გვინდა ახლა ჩვენ? - სულ რატომ მეჩხუბები მამიდა, ვერ გამიგია, თუ ასე გეწყინა ჩვენი მოსვლა, ხვალვე გავყვები დედას სახლში. - უთხრა ნაწყენმა გოგომ და ტირილი დაიწყო. მაგიდასთან სიჩუმე ჩამოწვა. აღარაფრის კითხვას არ ჰქონდა აზრი, უნდა გაჩუმებულიყო თუ უნდოდა, რომ არდადეგები მამიდის სახლში გაეტარებინა. მანია წამოდგა, მასთან მივიდა, მიეფერა და დაყვავებით უთხრა: - მიყვარხარ და შენთვის კარგი რომ მინდა, იმიტომ გელაპარაკები ასე... ჩემი გამპატიოსნებელი და დამტირებელი შენ უნდა იყო! მინდა, ჩემთან ახლოს გაგათხოვო, ჩემო სიხარულო. 252
*** ღობის გადაღმა, ჭიშკარში გაჩერებულ დიმიტრის, ყველაფერი მოუსმენია და გაუგონია... მოსმენილით გაოგნებულს, ვერ გაეგო, რა დანაშაული მიუძღვოდა გოგოლაძეების ოჯახის წინაშე. ასე რატომ სძულდა მანიას, რატომ? - გასულ კვირას, განა მანიას ზურა მან არ გადაარჩინა სიკვდილს, გადარეულმა ცხენმა, რომ ჩამოაგდო? გონდაკარგული და ხელებდამტვრეული ბავშვი, გულზე მიხუტებული მიუყვანა დედას, რომელიც ისევ საავადმყოფოში წევს ტვინის შერყევით. განა, სიღარიბე ნაკლია? ამის გამო შეიძლება ადამიანი ასე გაწირო? - მთელი ღამე არ უძინია ბიჭს, ყურებში ექოსავით ესმოდა მანიას გამკილავი ცივი ხმა: - „ღარიბი და უქონელი, ღარიბი და უქონელი...“ - ნეტავ აქ იყოს მანიას მეუღლე, გოდერძი, იმას დაელაპარაკებოდა კაცურად, კარგი კაცია, მაგრამ ცხვარშია წასული. ალბათ, იქ ურჩევნია, რა გაუძლებდა ყოველდღე მანიას ყურებასა!
*** ...ნათელას ხმა არ ამოუღია, მდუმარედ აალაგა სუფრა, ჭურჭელი დარეცხა, ოთახი გამოგავა, თავის ტკივილი მოიმიზეზა და დასაძინებლად ოთახში შევიდა. რძალ-მული მატყლის გასაწეწად აივანზე გავიდა. - არ გეწყინოს ჩემო რძალო, ასე მკაცრად რომ ვექცევი, მიყვარხართ და იმიტომა. არავისზე ნაკლები ოჯა253
ხი არა გაქვთ, რატომ უნდა გაყვეს ღარიბსა და წაიხდინოს ცხოვრება. ქოშებიდან, კალოშებში რატომ უნდა გადმოვიდეს, დიმას ლამაზი თვალების გამო? ის ბიჭი, მე რომელზეც ვამბობდი, ბუღალტრის შვილია, საინჟინროზე სწავლობს, მოჯამაგირე უწველით ცხვარ-ძროხასა, ბოსელშიც კი არ შედის მაგისი დედა, მაშა! - რა გითხრა, მანია, რა დროს მაგაზე ლაპარაკია, ნათელამაც უნდა ისწავლოს ჯერ... - თავში რომ ოფოფები აერევა, აღარ ინდომებს სწავლასა, აღარა. მე მომანდე შენი შვილი და ამ სამ თვეში თუ ჭკუაზე მოსული არ ჩაგაბარო, ქალი არ ვიყო! დიმიტრი თვალებიდან ვერ იცილებდა ნათელას სახეს, თითქოს ჯიბრით უფრო და უფრო მეტი ეფიქრებოდა, ისევ მოლაღურივით თუთაზე შესკუპებული ჟოლოსფერკაბიანი გოგო ელანდებოდა, თვალიდან არ სცილდებოდა... ვერ დაიძინა. წამოდგა. შავი ფანქარი და ფურცელი აიღო და ხატვა დაიწყო...
*** აღელვებულ და ემოციებით დაღლილ ნათელას გვიან ჩაეძინა. დილით, თვალი გაახილა თუ არა, მაშინვე ფანჯარას მივარდა, ბარბაქაძეების ეზოში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. საზიარო ეზოს, სუროთი დაფარული მაღალი კედელი შუაზე ჰყოფდა. რადგან ღობე მაღალი იყო, რა უნდა ექნა ნათელას მთელი დღის განმავლობაში, - ან თუთაზე უნდა მჯდარიყო, ან ფანჯრის რაფაზე 254
ფისოსავით მოკუნტულიყო და მამიდას ჩუმად, შორიდან ეჭვრიტინა დიმიტრისთვის. აი, გამოჩნდა დიმაც, მაგრამ თავს არ სწევდა ზემოთ, ნათელას ეზოსკენ საერთოდ აღარ იყურებოდა. რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა, რაღაც გადაადგილა ეზოში და ეგ იყო, მეტად აღარ გამოჩენილა. ნათელა ქვემო სართულზე ჩამოვიდა. მანია მამიდას საგარეო ტანსაცმელი ეცვა და ოთახში ფაციფუცით მიმოდიოდა. ჩანთაში სანოვაგეს და საჭმელს აწყობდა. საავადმყოფოში უნდა წასულიყო და თავისი შუათანა და, ციცო, უნდა შეეცვალა, რომელიც მის დამტვრეულ შვილს, ზურას, პალატაში თავზე ადგა. მორიგეობით ენაცვლებოდნენ დები ერთმანეთს. - აბა, თქვენ იცით, გოგოებო, თქვენი ჭირიმე, ეს ერთი კვირაც გაიჭირვეთ როგორმე, მერე გამოწერენ ჩემს ზურას და სახლში მეყოლება. თქვენ უნდა მიმიხედოთ არემარეს და წვრილფეხობას. - ოლია ამშვიდებდა და იმედს აძლევდა მულს, რომ არაფერზე აღარ ეჯავრა და მშვიდად ყოფილიყო. ნათელამ გაჩერებამდე გააცილა მამიდა და ჩანთებიც აატანინა ავტობუსში. მერე მისი წასვლით ბედნიერმა მშვიდად დაუქნია მამიდას ხელი. სახლისკენ მიმავალ უკანა გზაზე, დიმიტრის ნაჩუქარი დამალული იასამნები ბუჩქებიდან ამოიღო და ოთახში აიტანა. ლანრაკი ფანჯარაზე დადგა, რომ დიმას კარგად დაენახა. მერე მისი ეზოს კარები მორიდებით შეაღო და დაუძახა. 255
დიმა კიბის ბოლო საფეხურზე იჯდა და დახეულ ფეხსაცმელს მახათით აკერებდა. ცოტა იუხერხულა ნათელას დანახვა, მაგრამ მაინც გაუღიმა და უთხრა: - მობრძანდი, მაგრამ იცის მამიდაშენმა აქ რომ ხარ? - არა, უთხრა ნათელამ. - ზურასთან წავიდა საავადმყოფოში, ციცო მამიდა უნდა შეცვალოს, ერთი კვირა არ იქნება... - ახლა გასაგებია, - ჩაიცინა დიმამ. - იცი, წუხელის მამიდამ რა დღეში ჩამაგდო, დიმა? მიშლის შენთან დალაპარაკებასაც კი, რას ვუშლით, ვერ ვიგებ... - ჩემთანაც იყო დილაადრიანად. ჯერ ისევ ვიწექი. ღია ფანჯრიდან შემოიხედა და ყველაფერი გარკვევით და გასაგებად მითხრა... თან თქვენი სახლისკენ გამოხედვაც კი ამიკრძალა. არაუშავს, მალე სულ გავქრები თქვენი ცხოვრებიდან, არ შეგაწუხებთ არავის. - რას ამბობ დიმა, როგორ გაქრები, ასე რატომ ამბობ? - რუსეთში მივდივარ სამუშაოდ, მშენებლობაზე. ასე გადავწყვიტე! - როდის მიდიხარ? - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი ნათელამ. - რაც მალე, მით უკეთესი ყველასთვის, წავალ და შენც დაისვენებ, აღარავინ გაგიწყრება ჩემ გამო და თმის მოწიწკვნასაც გადარჩები, ნათელა. - აღარასოდეს ჩამოვალ საყუნეთში! - თქვა ნათელამ და გვერდზე გაიხედა. 256
- შენ რატომღა, ნათელა, შენ რატომღა? - წამოდგა დიმა და მიუახლოვდა გოგოს. - არ ვიცი... - მხრები აიჩეჩა ნათელამ და ტირილი მოერია. - მე ვიცი... - უთხრა დიმამ და გულზე მიიხუტა, მე ვიცი და ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეული წევრი ვიყო შენი ოჯახისთვის, შენთვის, თუ ეს შენც გენდომება, თუ გეყვარები და დამელოდები... სამოთხის ჩიტებს ჰგავდნენ ამ მყუდრო ეზოში, უბიწოები და უცოდველები, სიყვარულის გამჟღავნებით დამფრთხალნი და ბედნიერნი... - რადგან ასეა, რაღაცას გაჩვენებ, წუხელ მთელი ღამე ვხატავდი, არ მიძინია, ვფიქრობდი და გული მწყდებოდა, რომ შენ ამას ვერასოდეს ნახავდი. - დიმა ოთახში შებრუნდა და თაბახის ფურცელზე დახატული ნათელას პორტრეტი გამოიტანა. თვალებგაბრწყინებული გოგო დიდხანს ვერ იღებდა ხმას და ნახატს თვალს ვერ აცილებდა, რომელიც საოცრად ჰგავდა მას. ასეთი ძვირფასი საჩუქარი მისთვის არასოდეს არავის მიუძღვნია. ახლა მხოლოდ იღიმებოდნენ მისი მდუმარე ბაგეები. - ნათელაა... - მოისმა ოლიას ხმა. - აქა ვარ, დედა! - ეზოდან გაეპასუხა გოგო. - შუადღით, „მიმინო“ გადააბას ჩრდილშიო, მამიდაშენმა დაგიბარა და არ დაივიწყო, იცოდე. - ახლავე წავალ! - შენ წამოხვალ? - ჰკითხა დიმას. 257
- წამოვალ, არავინ მოგიტაცოს! გინდა, ცხენით გაჯირითო? - მინდა... - წავიდეთ! კარგა ხანს იჯირითეს ცხენით, მერე წყალი დაალევინეს და ჩრდილშიც დააბეს. მთელი დღე ერთმანეთს არ მოშორებიან. წნავდნენ და რთავდნენ ერთმანეთისთვის გვირგვინებს. სადილობის დრო რომ მოახლოვდა, ნათელამ იმდენი ქნა, დაიყოლია დიმა, რომ მამიდას სახლში ერთად ესადილათ. ...ერთად მიირთვეს ოლიას მომზადებული წვნიანი. მერე სანახიროზე ძროხებსაც ერთად დახვდნენ, უკაცობა არ ეტყობოდა მანია მამიდას ოჯახს, ყველაფერი ზედმიწევნით სრულდებოდა. მალე გაირბინა ერთმა კვირამ და მოახლოვდა მანიას დაბრუნების დრო. ერთმანეთს ისე იყვნენ უკვე შეჩვეულები, რა უნდა ექნათ, მანიას ჩუმად როგორ უნდა მოეხერხებინათ და შეხვედროდნენ ერთმანეთს. - თუთის ძირში, პატარა სკამი დაიდგი, ნათო, იქ დაჯექი, ზურგით სუროს კედელს მიეყუდე, ხელში წიგნი დაიჭირე, ვითომ მეცადინეობ. იქითა მხრიდან მე დავჯდები და ასე ვიჩურჩულოთ, რას იტყვი, ხომ კარგად მოვიფიქრე? - გაიცინა დიმამ. ნათელა ღიმილით დაეთანხმა. შუა სოფელში, დიდი ვერხვის ქვეშ, მიტოვებული და გაუქმებული ჭა იყო, საიდანაც მთვარის შუქზე ღამუ258
რები ამოფრთხიალდებოდნენ ხოლმე. ამ ჭასთან იყო საქონლის შესაკრები ადგილი - სანახირო, საიდანაც დათვლილ და ჩაბარებულ პირუტყვს მწყემსები საძოვარზე მიერეკებოდნენ. შეყვარებულებმა გადაწყვიტეს, რომ სანამ ნათელა არდადეგებზე მამიდასთან იქნებოდა, თუ ვერ მოახერხებდნენ ერთმანეთის ნახვას, სანახიროზე დილა-საღამოს, მანიას ძროხები ნათელას ეტარებინა. ამით, საშუალება ექნებოდათ აქ მაინც შეხვედროდნენ ერთმანეთს გარშემომყოფი ცნობისმოყვარეების თვალის ასახვევად ეს შესანიშნავი ხრიკი იყო. ერთმანეთის წერილებს კი ჭაში, კედლებზე, ქვებში ჩაკუნჭავდნენ. საღამოს, მზის ჩასვლისას, საავადმყოფოდან დაბრუნდა მანია და ფერდაკარგული და გაფითრებული ზურაც მოიყვანა, რომელსაც ორივე დაბინტული ხელი კისერზე თასმით ეკიდა. ნათელამ გულში ჩაიკრა პატარა მამიდაშვილი და ოთახში შეუძღვა. სანამ დიმიტრის სწავლა დაეწყებოდა და მასაც არდადეგები ჰქონდა, საქონლის სამწყემსავად ყოველდღე დადიოდა. მანია მამიდას ჯიშიანი ქათმები ჰყავდა. კვერცხიც ბლომად ჰქონდათ. ნათელა ორცხობილებს უცხობდა დიმას, ხან „ყიყლიყოს“ უწვავდა... თონის პურს, პომიდორს, მოხარშულ კარტოფილსა და ყველს - მწყემსის აბგაში სათუთად, სიყვარულით აწყობდა, მერე აბგას სუროს ღობედან მზრუნველ მეუღლესავით გადააწოდებდა ვაჟს 259
და იმ დღით ბედნიერი იყო იმით, რომ დიმიტრი დაპურებული ეგულებოდა. საოცარი სურნელი ჰქონდა მწყემსის აბგას, მიწისა და მინდვრის ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი. დიმას საღამოს უკან მოჰქონდა სანოვაგე. - ამდენ საჭმელს რა შემაჭმევს, გოგო, მგელი ხომ არა ვარ, ადამიანი ვარ, ადამიანიო! - ეტყოდა და სიცილით აბგას თავს მოხსნიდა, - უშენოდ ვერ ვჭამო, - ეუბნებოდა. ამოაწყობდნენ მწვანე ბალახზე ყველაფერს და გემრიელად შეექცეოდნენ. ო, როგორ უყვარდა, ეს მინდვრისა და ტყის სურნელებით გაჟღენთილი, უკან მობრუნებული საჭმელები ნათელას, თითქოს გემოც შეცვლილი ჰქონდა მინდორმოვლილ საჭმელს. მწყემსის დაღლილი და მზეზე ბრინჯაოსფრად გარუჯული სახე, უფრო მეტად მშობლიური და ახლობელი ხდებოდა მისთვის. უერთმანეთობა ვეღარ წარმოედგინათ. მოულოდნელად, ჭიამაია დააფრინდა აბგის საზურგეს, წინ და უკან მოუთმენლად გაყვებოდა და გამოყვებოდა ერთ კუთხეს, ორივე ღიმილით ადევნებდა თვალს მის მოუსვენარ სეირნობას. - ჭია, ჭია მაია, ჩემი ბედი სად არის? - წაუმღერა ნათელამ. - ჭია, ჭია მაია, უთხარი, რომ აქ არის, - ჩაიჩურჩულა დიმიტრიმ და ნათელას ხელი გულზე მიიკრა. უცბად ჭიამაია აფრინდა და ნათელას მხარზე დააფრინდა, მერე დიმიტრის თმაზე გადაინაცვლა და ბოლოს სადღაც გაფრინდა. 260
- დაინახე, რა ქნა? ჯერ, შენთან მოფრინდა, ესე იგი შენ შექმნი ოჯახს პირველი... მიღალატებ, ნათელა? - გადაირიე? უშენოდ სუნთქვაც არ მინდა! - თავი დახარა გოგომ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სამომავლო გეგმაც ჩამოყალიბებული ჰქონდათ, რომ ყველასთვის მოულოდნელად, 1941 წლის ოცდაორ ივნისს, ფაშისტურმა გერმანიამ, საბჭოთა კავშირის საზღვრები გადმოლახა სამამულო ომი დაიწყო!
*** ელდამ და ზაფრამ მოიცვა ქვეყანა. არც საყუნეთი იყო გამონაკლისი. სოფელში, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოდან, ზარის რეკვით მოუხმობდნენ მოედანზე მოსახლეობას. ნიკაპთან გამონასკული თავშლის ბოლოები, გულთან, შიშით მოემუჭათ დედებს უბედურების მოლოდინში და უხმოდ მისჩერებოდნენ მაღალ ბოძზე მიმაგრებულ ერთადერთ რადიოს, საიდანაც დროდადრო იტყობინებოდნენ სამშობლოს გასაჭირს. პირველ ეტაპზე, სამხედრო კომისარიატიდან, იმათი გაწვევა მოხდა, ვისაც ოჯახში ორზე მეტი მამაკაცი ჰყავდა, ოჯახის მარჩენლად კი ჯერჯერობით თითო კაცს სტოვებდნენ. ნათელას და დედამისს ომის დაწყებამ საყუნეთში მოუსწრო და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან, რადგან იქ მათ მამა და უფროსი ძმა ელოდებოდნენ. 261
დიმა მიხვდა, რომ მისი გეგმები თავდაყირა დგებოდა. მოლოდინით ცხოვრებას, მოქმედება არჩია, სამშობლოს უჭირდა და ვერ დაელოდებოდა, როდის გამოიძახებდნენ, ჩავიდა კომისარიატში და ომში გაწვევა ითხოვა. მხოლოდ ნათელა ედარდებოდა, ეს ერთადერთი ადამიანი, ვისგანაც სიხარულს გრძნობდა და იმედის სარკმელი ეღებოდა! სასწრაფოდ უნდა ნახოს ნათელა, სანამ სოფელში დაბრუნდებიან, მაგრამ როგორ, როგორ... სულთამხუთავი მანია უკვე სახლშია! - ფეხს აუჩქარა, მერე სირბილზე გადავიდა და ეზოში შეიჭრა, საზიარო ღობეს გულამოვარდნილი მიეახლა, ორივე ხელით სუროს კედელს მიებჯინა და გაოფლილი შუბლი ზედ მიადო, სასიამოვნოდ გრილი იყო სუროს პრიალა სქელი ფოთლები. - ნათელა, სად ხარ, გოგო, სად გეძებო! - ძალიან ჩუმად შესჩურჩულა ფოთლებს. მეზობელ ეზოდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. - ოჯახი მშვიდობით დაგახვედრეთ... წავალთ ახლა ჩვენ, მანია. კი ვაპირებდი, არდადეგებზე ნათელას შენთან დატოვებას, მაგრამ აირია ქვეყანა. ჩვენც, ჩვენს კაცებს მივხედავთ. დღეს ბოლო ავტობუსს გავყვებით ახალციხემდე. - ვეღარაფერს გეუბნები, ჩემო რძალო, მადლობის მეტი რა მეთქმის. - დღეს მივდივართ, დედა? აკი, კვირის ბოლოსაო! გული ყელში მოებჯინა ნათელას. 262
- ომმა ყველაფერი შეცვალა, შვილო... ნათელა გარეთ გამოვიდა, ავიდა მეორე სართულზე და დიმას ეზოს გადახედა, არავინ ჩანდა, ჩამოირბინა კიბე და ღობესთან მივიდა, ფოთლებს ხელი გადაუსვა და ჩუმად დაიძახა: - დიმა! სუროს კედელზე ზურგით მიყრდნობილმა ბიჭმა სხარტად უპასუხა: - აქა ვარ, ნათელა! - ომი დაიწყო, დიმა... - ვიცი ნათელა, კომისარიატიდან მოვდივარ, მეც უნდა წავიდე. - როდის? - არ ვიცი, როცა გამომიძახებენ, მანამდე უნდა გნახო... პირისპირ, დღესვე! - დღეს მეც ვბრუნდები სახლში... - უნდა გნახო, ნათელა, შევხვდეთ. - რას ლოცულობ მანდ, გოგო, რას ბუტბუტებ! მოესმა ზურგს უკან. მოიხედა და მამიდა დაინახა, რომელსაც აკალთავებულ წინსაფარში საბუდრიდან კვერცხები მოეგროვებინა და ეზოში გაკვირვებული იდგა. - სურო ყვავილობს, მამიდა, სურო... ნახე, რა კარგი სუნი აქვს! - უპასუხა დამფრთხალმა ნათელამ. - წავედი, ჭასთან გელოდები... - მოისმა კედლის მეორე მხრიდან. - სამოცი წლისაა ეგ ღობე, ჩემს დედამთილ-მამამთილს გაუკეთებია, ნახევარ საუკუნეზე მეტისაა... ფიქრში წავიდა მანია. - კი მარა, სად გარბიხარ, გოგო! 263
- უბანში... ბავშვებს დავემშვიდობები და მალე მოვალ, - უკანმოუხედავად უპასუხა ნათელამ და ეზოდან გავიდა. დიდი ვერხვის ძირში, ჭასთან ელოდებოდა დიმა, მოლოდინით ასე არასოდეს გატაჯულა ბიჭი. - ნათელა ახლა სახლში ბრუნდება, თვითონ საომრად მიდის, რა იქნება, რა მოხდება, რას უქადის მომავალი. ნუთუ მათი გზები ოდესმე კიდევ გადაიკვეთება? ან თუ დაბრუნდება იქიდან ცოცხალი! - თავის თავს ელაპარაკებოდა დიმა. უცებ წამოიძახა: - ბარბაქაძეების საგვარეულოს ერთადერთი ბიჭი ვარ, უფალი არ გამწირავს, ვიცოცხლებ იმისთვის, ჩემი გულის კუნჭულში მხოლოდ მისი ადგილი იყოს, ის დაეტიოს მხოლოდ თავისი ჟოლოსფერი კაბით და სხვა არავინ, - არასოდეს! ნათელა ტიროდა... დიმას ერთიანად აკანკალებდა, თითქოს ხელ-ფეხსაც ვერ იმორჩილებდა, ისე აეტანა ღელვას, საყვარელი ქალის ცრემლებთან უძლური იყო. ნათელამ პირობა მისცა, რომ არ გათხოვდებოდა და დიმას ომიდან დაბრუნებას დაელოდებოდა. ბიჭმა აკანკალებული გოგო გულში უკანასკნელად ჩაიხუტა და ხვეული თმის ურჩი კულულიდან, უჩუმრად თმის სამაგრი გამოაცალა, მუჭში ჩამალა და ხელებიდან გნოლივით გამფრთხალ ნათელას სევდიანი მზერა გააყოლა. მერე აჩურჩულებულ ჭორიკანა ფარსმანდუკებში პირქვე დაემხო და ატირდა... 264
დიდხანს იწვა ბალახებში დიმა დარდსა და საფიქრებელს მიცემული, უყურებდა ჟანგისფერ პატარა ჭიანჭველებს, როგორ ადი-ჩამოდიოდნენ მრავალძარღვას მტვრიან ფოთოლზე, აინუნშიც არ აგდებდნენ ძირს მწოლიარე, დარდით გულგასიებულ პირქვე დამხობილ გოლიათს. მიწის პირიდან დანახული სამყარო უცხო არ იყო დიმასთვის, ცხოვრების ბედ-უკუღმართობით დასჯილი, ცხვარში ბევრჯერ წოლილა მიწაზე გართხმული, როგორც დედის მკერდზე და ასე უსაუბრია უფალთან - მიწიდან ცამდე, ციდან ღმერთამდე. გამჭოლი მზერით გახედა ბალახის ძირებს, რომლებიც ჯუჯების უღრან ტყეს აგონებდა. მერე თვალი ააყოლა ბუერას ფოთოლს, რომელსაც საყურეებივით ჩამოკიდებოდა ლოკოკინების პაწაწინა სახლები... ქარი არხევდა ფოთოლს და შეშინებული ლოკოკინები „სახლებიდან“ თავს არ ყოფდნენ. რა დიდია ჩემთვის ეს სამყარო... ამ პატარა არსებებისთვის, ალბათ, უკიდეგანოა. თუნდაც ეს დიდფოთოლა კულმუხო, - მილიონჯერ დიდია ჭიანჭველაზე... ან ეს ვერხვი! - მისი სიმაღლე ხომ მართლა უსასრულო სამყაროა მათთვის, მაგრამ მაინც არაფრისა ეშინიათ, ყველგან დადიან, დაძვრებიან, ყველაფერს „იკვლევენ“... - ხედავდა, როგორ აცოცდებოდნენ ჭიანჭველები შიშველ მკლავებზე ულვაშების ცმაცუნით და წინ მიიწევდნენ, თითქოს ერთმანეთის თავზე მოთავსებულ პატარა ანტენებით აგებინებდნენ ერთმანეთს ახალ ამბებს. დიმას არ მოუცილე265
ბია ისინი მაშინაც კი, როცა მისი მკლავების კბენა დაიწყეს. აოცებდა მათი სიჯიუტე და უშიშრობა. როგორ უნდოდა ნათელა თავად გაეცილებინა ავტობუსზე, მაგრამ მანიას გამო არ გააკეთა ეს, იმის შიშით, რომ „მშიერი და უქონელის“ გარდა, კიდევ არაფერი ეთქვა და უფრო მეტად არ დაემცირებინა იგი საყვარელი ქალის წინაშე. - ნეტავ, ჭიანჭველებს თავმოყვარეობის შეგრძნება თუ აქვთ... ეს რუხი ჭიანჭველა როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილზე? - შეაჟრჟოლა... საღამოს სიგრილემ და ტყიდან მონაბერმა სუსხმა გამოაფხიზლა, საძოვრებიდან, ცურსავსე ფურები ბღავილით მიეშურებოდნენ მადლიანი პატრონებისკენ და ხბორებისკენ. ...უბნის „ბირჟაზე“ ერთი უშველებელი ლოდი ეგდო. სამი დღე აკაკუნებდა და საჭრეთელით ჭრიდა დიმა ქვას, სანამ საყვარელი ქალის სახე არ ამოტვიფრა. ქვის ბოლოში ინიციალები - „დ. ბ“ მიაწერა: - თუ არ დავბრუნდი, ეს ქვა ხომ მაინც იქნება ჩემს მოსაგონებლად! - გაიფიქრა და დაღონებულმა სევდიანი ღიმილით დახედა ნამუშევარს. მეორე დღეს კომისარიატში გამოიძახეს. ორი წელი გრძელდებოდა ნათელასი და დიმიტრის მიმოწერა. ნათელა მამიდასთან იშვიათადღა ჩადიოდა. დიმას წერილებიდან იცოდა, რომ ქვაზე მისი სახე იყო ამოტვიფრული - მივიდოდა, ნახავდა, ქვას ხელს გადაუსვამდა, იტირებდა და ისევ სოფელში ბრუნდებოდა. 266
წერილი 2 1944 წლის შემოდგომის უმთვარო ღამე იყო. გერმანიის ერთ ტყისპირა სოფელ იამელში, ორი ქართველი ლომიძე შალიკო და მისი მეგობარი, ბარბაქაძე დიმიტრი სამხედრო დავალების შესასრულებლად სოფელში შეიპარნენ, მათ საწვავით სავსე ავზების აფეთქება ევალებოდათ. დავალება პირნათლად იქნა შესრულებული. მისი მეგობარი, უკანა გზაზე დაბრუნების დროს, მტრის ტყვიამ იმსხვერპლა, თვითონაც ორივე ფეხში დაჭრილმა ხოხვით გამოაღწია, სიბნელით ისარგებლა და ტყეს შეაფარა თავი. ჭრილობიდან სისხლი უხვად მოედინებოდა, მაგრამ იდაყვებით მაინც მიიკვლევდა გზას. აუტანელი ტკივილი ცელავდა მის გონებას, ტკივილისაგან რამდენჯერმე შეუწუხდა გული და გონება დაკარგა. პირაღმა ეგდო მიწაზე და წყლის ერთ წვეთს ნატრობდნენ მისი წყურვილისაგან გამშრალი ბაგეები: - ნუთუ ამ მინდორში მოვკვდები ასე უპატრონოდ და ჩემი მიწის დაუყრელად დავიმარხები. ერთი ხელყუმბარაღა შემრჩა, ისიც იმ შემთხვევაში უნდა გამოვიყენო, რომ ტყვედ ცოცხალი არ ჩავვარდე. ნუთუ არ დამეყრება ჩემი ნათელას ცრემლები? წამის უსწრაფესად თვალწინ კადრებივით ჩნდებოდნენ ბავშვობის მოგონებები. აი, ისევ აციმციმდნენ თვალებთან ფერადი ციცინათელები, ხის კენწეროებმა 267
ვარსკვლავებთან ერთად დაიწყეს ტრიალი, მერე უფრო სწრაფად, კიდევ უფრო სწრაფად... ყურებში გაბმული გუგუნის ხმა განუწყვეტლივ ესმოდა, სანამ ყველაფერი ისევ რძისფერ ნისლში არ ჩაიძირა, ისევ დაკარგა გონება... გონზე საშინელმა ტკივილმა მოიყვანა, თვალი რომ გაახილა, გვერდით მუხლზე დაჩოქილი, ჭორფლიანი სახის ქერა ქალი შენიშნა, რომელიც დაბალი ხმით, გერმანულად რაღაცას ეუბნებოდა. შიშმა შეიპყრო, გადაწყვიტა ხელყუმბარა გაეხსნა და თან გაეყოლებინა იმქვეყნად ეს ქალიც, მაგრამ მიხვდა, რომ უაზრობა იყო, მის მოკვლას და ტყვედ აყვანას არავინ აპირებდა. ქალი დაცვარულ შუბლიდან ოფლს წმენდდა, ჩამოჩეჩილ თმას უსწორებდა... მხრებიდან თეთრი თავსაფარი მოიხსნა, შუაზე გახია და ჭრილობა უფრო მკვრივად შეუკრა... დიმამ ისევ დაკარგა გონება. ქალმა იღლიებში ხელი მოჰკიდა და იქვე გაჩერებულ ცხენშებმულ ოთხთვალაზე, რის ვაი-ვაგლახით აათრია. - სიკვდილს ყოველთვის მოვასწრებ, - გაიფიქრა დიმამ, ხელყუმბარა ხელით მოისინჯა, ადგილზე იყო... მიენდო ქალს, რომელმაც დაჭრილ ჯარისკაცს ფოთლიანი ტოტები დააფარა და ცხენი სოფლის გზას გაუყენა. სახლი დაბალი და ცისფრადშეღებილი აივნით იყო, მაგრამ ისინი, სახლის უკან მდგარი საქონლის სადგომისაკენ გაემართნენ. დაჭრილი ჯარისკაცი ქალმა ურიკაზე გადაიყვანა, ზემოდან შალი დაახურა და საქონლის 268
სადგომისაკენ წაიყვანა. თივაზე ფრთხილად დააწვინა და ხელით ანიშნა, რომ ჩუმად ყოფილიყო, თვითონ კი გარეთ გავიდა. მალე თბილი წყალი და სუფთა ტილოები შემოიტანა. მაკრატლით შემოაჭრა სისხლიანი შარვლის ტოტები და ჭრილობის დამუშავება დაიწყო. დიმამ, ხელში ხელი ჩაავლო, შეაჩერა და ანიშნა, რომ ჯერ წყალი დაელევინებინა მისთვის. ჭრილობა საკმაოდ ღრმა და დაბინძურებული აღმოჩნდა. ტკივილი გაუსაძლისად აუტანელი იყო. მით უფრო, რომ ყვირილის უფლებას არ აძლევდა ქალი, იგი ანიშნებდა, რომ პირზე პირსაწმენდი მიედო, ხმა მოეგუდა და ტკივილი ასე ჩაეხშო. ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და ამიტომ გონებაც ხშირ-ხშირად ეკარგებოდა. ჭრილობის დამუშავების შემდეგ ქალი სადღაც გაქრა და რამდენიმე ხნის შემდეგ ფინჯანი ცხელი რძითა და ერთი ნაჭერი შავი პურით დაბრუნდა. ქალს ბერტა ერქვა... რამდენი ხანია რძე არ დაულევია დიმას. გაახსენდა დილის ცვრით პირდაბანილი საქართველოს იალაღები, მთებზე გემრიელად მობალახე ცხვარ-ძროხა და ცრემლი მოერია. სითბომ, დაამებულმა ჭრილობამ და ვახშამმა თავისი ქნა, - დაღლილსა და დაქანცულ დიმას ღრმად ჩაეძინა. თვალი რომ გაახილა, გომურში ცხოველებთან ერთად მარტო იყო, მის წინ კი, ახალგათხრილ საფლავის მსგავს ორმოს პირი შავად დაეღო... 269
*** გერმანელი ქალი, ბერტა მიულერი უშვილო, ახალგაზრდა ქვრივი იყო. მისი მეუღლე ომამდე ერთი წლით ადრე, მშენებლობაზე უბედური შემთხვევის გამო გარდაცვლილიყო. ის ახლა ჩემოდანში გაფაციცებული ეძებდა მეუღლის ტანსაცმელს, რომ ჯარისკაცისთვის სისხლიანი ტანისამოსი გამოეცვალა. ცოტა ხანში გარეთ გამოვიდა, ეზო დაკვირვებით მოათვალიერა და ფრთხილი ნაბიჯით გომურს მიაშურა. ნაბიჯის ხმაზე დიმა დაიძაბა, ხელყუმბარა მოიმარჯვა და კარს მიაჩერდა. ქალის ამდენი მზრუნველობისა და ყურადღების შემდეგ გამოცანა იყო მის წინ გათხრილი ორმო. კარებში, ბერტა იდგა, გულზე მიხუტებული მეუღლის ტანსაცმლით. ბიჭს ხელში ხელყუმბარა რომ დაუნახა, შეშინებული კედელს მიეყრდნო. მერე ტანისამოსი დაანახა დიმას და ანიშნა, რომ უნდა გამოეცვალა. დიმამ ცალი ხელი დაუჭირა და მეორე ხელით ორმოზე ანიშნა, - რას ნიშნავს ეს! - ქალმა გაიცინა და გერმანულად რაღაც უთხრა, ვერაფერს ხვდებოდა ბიჭი. ბერტამ ორად მიტყუპებული ხელი ლოყის ქვეშ ამოიდო, თვალები დახუჭა და ანიშნა, რომ ბიჭი იქ დაიძინებდა. დიმა დამშვიდდა, მუნდირი თავად გაიხადა და ჯიბეებიდან პირადი ნივთების ამოლაგება დაიწყო. გულის ჯიბიდან, ნათელას თმის სამაგრი ამოიღო, რამაც ბერტას ყურადღება მიიქცია. გამოართვა, დახედა, გერმანულად რაღაც უთხრა და უკან მიაწოდა. მისი მეუღლის 270
ტანისამოსი თითქოს დიმას ტანზე იყო გამოჭრილი, ისე ზუსტად მოერგო. ბერტამ ოთახიდან ქვეშაგები გამოიტანა და ორმოში ჩააფინა, დიმას ნივთებიც შიგ ჩააწყო და ორმოდან ამოყრილ მიწას ზემოდან თივა დააყარა. მერე ვედრო შემოიტანა, ძროხას ცური ჩამობანა და მოწველა დაიწყო, რძესთან ერთად ბიჭის მოთხვრილი ტანსაცმელიც გაიტანა და გომურიდან გავიდა. მეორე დღეს გერმანელი სამხედროები მიადგნენ სოფელს და სახლების ჩხრეკვა დაიწყეს. მათ გარდაცვლილი შალიკო იპოვეს, მაგრამ ისინი, გამქრალ, მეორე სამხედრო ჯარისკაცს ეძებდნენ, რადგან აფეთქების ადგილზე რუსული, ვარსკვლავიანი ქუდი იქნა ნაპოვნი, რომლის პატრონიც არსად ჩანდა. ტყესა და სოფელს იყვნენ მოდებულები, მათი გაწრთვნილი ძაღლების ყეფის ხმა ტყის სიღრმიდან გარკვევით ისმოდა. ბერტა სოფლიდან აღელვებული დაბრუნდა. სწრაფი ნაბიჯით შევიდა გომურში და დიმას ანიშნა ორმოსთან მიჩოჩებულიყო, მის შეშინებულ სახეს ყველაფერი ზედ ეწერა - სიკვდილი გარდაუვალი იყო. დიმა დამორჩილდა და შეძლებისდაგვარად ნელნელა დაიწყო ორმოში ჩასვლა. ბერტამ წყლით სავსე ბოთლი მიაწოდა და ზემოდან ნაკელიანი ფიცრების დალაგება დაიწყო, მერე ძროხა ფიცრებზე ზედ შეაყენა და დააბა. ძველ ნაფიცრალ ადგილზე კი თივა დაყარა, გვერდით წყლით სავსე ვედროები დაულაგა, კარები გაიხურა და გავიდა. ცხენის ოთხთვალაზე დაქცეული სისხ271
ლი იმ ღამითვე გადარეცხა, მაგრამ დღეს მაინც შეამოწმა, დარწმუნდა, რომ კვალი არსად იყო დარჩენილი. საშინლად დაიქუხა და მოულოდნელად თავსხმა წვიმა წამოვიდა. გახარებულმა ბერტამ ცას ახედა, - კვალი, რომელსაც გერმანული ნაგაზები ადგნენ, წვიმის გამო დაიკარგებოდა და ისინი გადარჩებოდნენ დახვრეტას. შებინდებული იყო, როდესაც საწვიმარწამოფარებული ორი გერმანელი სამხედრო ბერტას სახლს მიუახლოვდა. ოფიცერი კარებში ჩადგა, ხოლო მისი დამხმარე სახლის ჩხრეკვას შეუდგა. შიშისგან მუხლმოკვეთილი ბერტა უხმოდ ადევნებდა თვალს მათ მოქმედებას. ისევ წვიმდა, სამხედრო მშვიდად გაემართა გომურისაკენ. ათიოდე ნაბიჯში ბერტა და ოფიცერი საუბრით მიჰყვებოდნენ უკან. როგორც კი ჯარისკაცმა გომურის კარი შეაღო, ბერტას მოულოდნელად ტალახზე ფეხი გაუცურდა და ქათმებისთვის დადგმულ წყლის ჯამს ჩამოარტყა თავი, გაითიშა... ეს ისე სწრაფად მოხდა, ოფიცერმა ხელის შეშველებაც კი ვერ მოასწრო. ჯარისკაცმა მაინც მოათვალიერა გომური, სადაც დინჯად მცოხნავი ჭრელი ძროხის მეტი ვერაფერი დაინახა. ოფიცრის დაძახებაზე სწრაფად შემობრუნდა და მათთან მივიდა. ქალი ოთახში შეიყვანეს. ბერტა გონზე სწრაფად მოვიდა, გახეთქილი წარბიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი. რამდენიმე ხანში სამხედრო მანქანა ბერტას სახლთან იდგა, იგი მედ272
პუნქტში გადაიყვანეს ჭრილობის გასაკერად. ოფიცერი აშკარა მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ. სახლშიც თავად მიიყვანა უკან. სარკეში ჩაიხედა ბერტამ, საშინელი დასანახი იყო, სახე გასიებოდა, თვალი ჩალურჯებოდა. სისხლიანი კაბა გამოიცვალა, ეზო ფრთხილად მოათვალიერა და გომურისაკენ გასწია. ყველაფერი ისე დახვდა, როგორც დატოვა. ძროხა აუშვა და მეორე მხარეს გადაიყვანა. მერე ფიცრების შეკვრა აწია და ორმოში ჩაიხედა. არც დიმას ადგა კარგი დღე, ძროხის შარდისაგან ერთიანად გალუმპულიყო და საშინელი სუნი ასდიოდა. ჭრილობაც საშინლად ეწვოდა. მაგრამ ბერტას შემხედვარე ვეღარაფერს ამბობდა, - მან მისი შეკივლებაც გაიგონა, კაცების გერმანული საუბარიც მოისმინა და მანქანის ხმაც გაიგონა, მაგრამ ვერაფერით გაეგო, რა ხდებოდა. ბერტა ორმოდან ამოსვლაში მიეხმარა და ტანზე გამოუცვალა. მერე ჭრილობის დამუშავება დაიწყო.
*** საქართველოში წერილები შეწყდა... ამაოდ ელოდა ნათელა სამკუთხა ბარათებს, მოუხშირა მამიდასთან სიარულს იმ იმედით, რომ იქნებ იქ მაინც გაეგო რაიმე. საშინლად დარდობდა, მაგრამ გულს იმით იმშვიდებდა, რომ გარდაცვალების ცნობა არ მოდიოდა და იმედიანად იყო. დიმა გაქრა... გაქრა ნათელას სახეამოტვიფული ქვაც - საძირკველში ჩაუყოლებია ვიღაცას! ხშირად მიდიოდა 273
მათ მესაიდუმლე ჭასთან და უყვებოდა თავის დარდსა და სიხარულს. - მიყვარხარ! - ჩასძახებდა ჭას და უმალ უბრუნდებოდა ექოდ - მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ!.. სად ხარ, მოვედი! - და უმალ, ისევ გაიმოდა ჭიდან - მოვედი... მოვედი... მოვედი! - ნათელა მწარედ ჩასტიროდა გულქვა ჭას, რომელიც მხოლოდ სიტყვებს უბრუნებდა და დიმას არა და არ „უშვებდა“ მასთან.
*** ახალი შებინდებული იყო, როცა ბერტას სახლის წინ სამხედრო მანქანა გამოჩნდა, საიდანაც გერმანელი ოფიცერი მედიდურად გადმოვიდა, შეფუთული რაღაც გადმოიტანა და ეზოს კარები თამამად შეაღო. მოულოდნელი ვიზიტით დაბნეულმა ქალმა ოფიცერი სახლში შეიპატიჟა. შეხვეულ ფუთაში ვისკი, ძეხვი და რამდენიმე ფილა შოკოლადი იდო. ბერტას ჩალურჯებულ თვალს ახლა მწვანე შეფერილობა მიეღო. ოფიცერი ჭრილობით დაინტერესდა, ბერტამ სახვევი შეიხსნა. წარბის ადგილზე ჭრილობის საშინელი ნაკერი გამოჩნდა... ოფიცერმა შესთავაზა, რომ წაიყვანდა ჭრილობის დასამუშავებლად, რაზეც ბერტამ უარი განაცხადა და უთხრა, რომ თავად შეიძენდა და დაიმუშავებდა ჭრილობას, რადგან ქირურგის ექთანს უხეში ხელი ჰქონდა. ოფიცერი შეჰპირდა, რომ მეორე დილით მისთვის ყველა საჭირო მედიკამენტს თვითონ მოიტანდა. ცოტა ხანს მდუმარედ ისხდნენ. შემდეგ, კაცმა ვისკი 274
გახსნა და ჰიტლერის გამარჯვების სადღეგრძელო დალია. ქალი მიხვდა, რომ თუ მის ნებას დაყვებოდა, დიმასთვის საჭმელი და წამალი ექნებოდა. ოფიცრის მის სახლში სიარული დააზღვევდა ყოველდღიური ჩხრეკვებისგან. მას აღარ შეეხებოდნენ. იგი მიხვდა, რომ ოფიცრის გული უნდა მოეგო, სანამ ამის შესაძლებლობა იქნებოდა. პირობა პირნათლად შეასრულა ოფიცერმა და საკმაოდ დიდი რაოდენობით მედიკამენტები მოიტანა. მომჯობინება მალე დაეტყო დიმას, რამდენიმე ხანში დამოუკიდებლად მიდი-მოდიოდა გომურში და ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა აქაურობას. მომდევნო კვირას, ოფიცერი ისევ ხელდამშვენებული მოვიდა გამოსამშვიდობებლად და მათთვის შემაშფოთებელი ამბავი მოიტანა, რომ წითელი არმია უახლოვდებოდა ბერლინს და მათი სამხედრო ნაწილი, ხვალ ბერლინის მისადგომებთან უნდა გადაეყვანათ. ეს შანსი უნდა გამოეყენებინა ბერტას... ოფიცერს, სასმელში დასაძინებელი წამალი ჩაუყარა და დაელოდა მის დაძინებას. როდესაც დარწმუნდა, რომ ის უგონო მდგომარეობაში იყო, ტანისამოსი გახადა, მერე გავიდა და დიმა შემოიყვანა ოთახში. გაოცებულ ბიჭს ვერ გაეგო, რას ითხოვდა მისგან ქალი. დიმამ კომოდზე დადებულ ფოტოს მოჰკრა თვალი, საიდანაც ოცდათხუთმეტიოდე წლის მომღიმარი მამაკაცი შემოსცქეროდა, რომელიც საოცრად ჰგავდა მას! - „ალბათ ეს დიდი მსგავსება იყო, რის გამოც ქალმა სიკვდილს გადამარჩინა“, - გაიფიქრა დიმამ. 275
დრო აღარ იყო, ბერტა ჩქარობდა. ოთახიდან, დიმას გადამალული ტანსაცმელი გამოიტანა და ანიშნა, რომ ჩაეცვა. მერე ზემოდან მძინარე ოფიცრის მუნდირი მოარგო და ეზოში გავიდა ცხენის ოთხთვალაში შესაბმელად. შემდეგ დიმა გვერდით მოისვა, თავზე ქუდი ჩამოუფხატა, ვითომ ნასვამი იყო და ტყისკენ აიღო გეზი. იემელში მოსახლე გლეხების გარდა, გზაში არავინ შეხვედრიათ, მათ კი ისედაც იცოდნენ, ბერტასთან რომ ოფიცერი დაიარებოდა და დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. ბერტამ ოთხთვალა იმ ადგილამდე მიიყვანა, სადამდეც ბიჭი მშვიდობით შეძლებდა გადაადგილებას. ოფიცრის ტანსაცმელი ისევ გახადა და ცრემლმორეული, დიმას გამოსამშვიდობებლად ჩაეხუტა. დიმა ქართულად ემშვიდობებოდა, ბერტასთვის გაუგებარ ენაზე, თვალებიდან და მიმიკებით ხვდებოდა ქალი დიმას მადლიერებას, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა გაეშვა. შემდეგ მას ჩანთა მიაწოდა, რომელშიც ცოტაოდენი საჭმელი და საჭირო მედიკამენტები იყო. მერე ოფიცრის ტანსაცმელი მჭიდროდ გადაახვია, ოთხთვალაზე დადო და ცხენს მათრახი გადაუჭირა...
*** სამამულო ომი დასრულდა... დიდი ტანჯვა-წამების შემდეგ, ნათელასთან დადებული პირობა შეასრულა და დაბრუნდა! ომის ქარ-ცეცხლს გადარჩენილ კაცს, სხვა საწამებელი ელოდა მშობლიურ საყუნეთში - აღარ 276
დახვდა „ბირჟასთან“ „ნათელას“ ქვა... უკვე აღარ ეშინია მანიასი, და ომგამოვლილი, ამაყად შეაბიჯებს მის ეზოში. მანია გაოცებული მიაჩერდა ულამაზეს ვაჟკაცს. იცნო. გული აუჩქარდა. უკვირდა, რატომ არ უყვარდა ეს ალალი და პატიოსანი კაცი. მისალმებისთანავე ნათელას ამბავი იკითხა დიმამ. - ნათელა გათხოვდა, თბილისში ცხოვრობს, უკვე ბავშვსაც ელოდებიან... დიდი კაცია ჩვენი სიძე! გათხოვილი ქალის ამბავს რატომ კითხულობ? - უთხრა მანიამ და თავისი უტიფარი ტყუილით თავმოწონებულმა, მოულოდნელი ამბავისგან სახტად დარჩენილი ბიჭი მიატოვა და სახლში შევარდა. ელვა, რა არის იმასთან, რა ტკივილმაც დიმას გული გაჰკვეთა... ადგილზე მოკვდა ბიჭი! ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ახერხებდა ამ წყეული ეზოდან. არ ელოდებოდა თავისი სიყვარულის ასეთ დასასრულს. წერილებში ხომ ერთგულებასა და სიყვარულს ეფიცებოდნენ ერთმანეთს. - რა მოხდა, სად გაქრა ეს გრძნობა? ნუთუ, იემელში გატარებულმა ექვსმა თვემ შეიწირა მათი სიყვარული... როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, როგოოოორ! ძლივს გამოიტანა ფეხები მანიას ეზოდან და ნათესავების მოსანახულებლად ფერდობს თავდახრილი აუყვა. ორი დღე დარჩა საყუნეთში. ყველაფერი ნათელას აგონებდა, თითქოს მისი კისკისის ხმაც ჩაესმოდა. შავი ხართუთაც ისევ ისე თავგამეტებით მწიფდა, იასამნებიც ისევ ისე ყვაოდნენ და „თავხედურად“ მოსდებოდნენ 277
ერთ დროს კოპწია ეზოს... მანიას სახლს ბრაზით გახედა - მისდა საუბედუროდ გაჩენილი, ეს ანჩხლი დედაკაცი, დასანახავად შესჯავრებოდა. უნდა გადაკარგულიყო აქედან. დანგრეულ ქვეყანას აშენება უნდოდა. იშოვიდა სადმე სამუშაოს და ბინას. უკანასკნელად მოავლო თვალი თავის პატარა სახლის კედლებს, ნათელას, და პორტეტთან მივიდა. მასთან ცოტა ხანს შეყოვნდა, შემდეგ გამობრუნდა და არც გამოუკეტავს კარი, ისე გავიდა სახლიდან. დიმას წასვლიდან, სამ დღეში ჩამოვიდა ნათელა ახალი ამბის შესატყობად. მანიას აივნიდან რომ გადაიხედა, დიმას სახლის კარი ღია დაინახა. სიხარულით ჩამოირბინა და დიმას ეზოში შეიჭრა. ერთი ნახტომით გადააფრინდა კიბეებს და ოთახში შევარდა: - დიმააა... დიმააა! - ყვიროდა განწირული ხმით. სამარისებური სიჩუმით უპასუხეს სახლის კედლებმა... თითქოს თავ-პირი ჩამოსტიროდა ჩაბნელებულ ჭერს, - წლობით გასაწმენდი ფანჯრის მინებიდან მზის სხივი მკრთალად შემოდიოდა, მაგრამ კედელზე გაკრულ ნათელას პორტრეტს მზის შუქი მაინც ეცემოდა. ნათელა მიუახლოვდა, ყველა მოგონებამ წამში გაუელვა, თითქოს ვიღაც ყელში ხელს უჭერდა, იხრჩობოდა... ფოტოს ქვემოთ, ძველისძველ, მტვრიან, ჭიისაგან დახრულ კომოდზე, ნათელას ყვავილებიანი თმის სამაგრი იდო. ეს სამაგრი უკანასკნელი ამბორის დროს წაართვა დიმამ... ცეცხლი მოედო მთელ ტანზე და გარეთ გამოვარდა. 278
- დიმა ცოცხალია, მამიდა! დიმა ჩამოსულა, მამიდა... შენ, არ ნახე? ნახავდი, ქალო! - კლდესავით უტეხი და უგულო იდგა მანია, ბედნიერებისაგან გაჩირაღდნებული ნათელას წინ. ბოლომდე უნდა ჩაძირულიყო და ეზიდა ეს ცოდვა, უკან აღარ დაიხევდა მისი სიამაყე, გალანძღულ ბიჭს, სასიძოდ აღარ გაიკარებდა. ეს ბოლო სვლა იყო... მკვახედ მიახალა ნათელას: - დიდი ვინმეც ჩამოსულა, ნეტაი შენც, რაში გაინტერესებს ცოლიანი კაცის ამბავი, რუსის ქალი და ბავშვი ახლდა ვაჟბატონს, თვალებში შესციცინებდა ქალს! - რას ამბობ, მამიდა, ეს ხომ შეუძლებელია, ჩვენ... ის... მას ხომ, მე... - ვეღარაფერს ამბობდა, შეტორტმანდა და გონდაკარგული ძირს დაეცა. გონზე გვიან მოვიდა, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, საწოლში წამომჯდარი ხმამაღლა ტიროდა. მაინც ბედნიერი იყო იმით, რომ დიმა ცოცხალი ეგულებოდა. - აი, თურმე რატომ აღარ იწერებოდა წერილებს. ნეტავ რა მოხდა, ეს თმის სამაგრიც იმიტომ დატოვა ალბათ, რომ აღარ სჭირდება. ჩემზე ლამაზი იქნება ის გოგო... - ბედნიერი იყავი დიმა! - წარმოთქვა და საწოლიდან წამოდგა. შუაღამე იყო. მთვარე თითქოს ხის კენწეროებზე ეკიდა, ისე ახლოდან კაშკაშებდა. ნათელი ღამე იყო. ნათელამ ჩანთა გახსნა და იქიდან, სათუთად შენახული დიმას წერილები ამოიღო, გულზე მიიხუტა და ეზოდან გა279
ვიდა. ისევ ტიროდა. მისთვის ომი ახლა იწყებოდა. შეყვარებულ ქალს ბედნიერების იმედი ასულდგმულებდა, ეს ის გრძნობა იყო, რომელიც სხვისკენ რომ არ ახედებდა და იმ ერთის ერთგული რჩებოდა. ძლივს მიიტანა სხეული ჭამდე, შეისვენა. შემდეგ ჭას ზედ გადაემხო და გულზე მიკრული წერილები ფრიალფრიალით ჩაუშვა. - დიმაააა! - ჩასძახა სასოწარკვეთილმა ჭას და ატირებული ჩაიკეცა. თენდებოდა. სოფლის სანახიროზე საქონელი ნელნელა გროვდებოდა. ნათელა წამოდგა, დამტვრეულივით სტკიოდა მთელი სხეული, ლასლასით გაემართა სახლისკენ. აღარც ერთი წუთი აღარ დარჩებოდა აქ. პირველივე ავტობუსს გაჰყვებოდა ახალციხემდე. ჩანთა აიღო და მამიდასთან შევიდა გამოსამშვიდობებლად. ძალიან გაუკვირდა, როცა მანია ისევ საწოლში დაინახა. ის ხომ მამლების ყივილთან ერთად დგებოდა. - მამიდა, მივდივარ... ხელი შეახო გოგომ საწოლს. თითქოს ღმუილის მსგავსი ხმა მოისმა ლოგინიდან. - მამიდა, რა მოგივიდა? - ქალი გადმოაბრუნა და მისი შეშინებული თვალები დაინახა, ცრემლი ღვარად ჩამოსდიოდა... ქვედა ყბა გვერდით მოღრეცოდა და ენას ვერ იმორჩილებდა სალაპარაკოდ, მხოლოდ ღმუოდა. ორი დღე იწვალა მანიამ, ორი დღე ცრემლი არ შეშრობია მის თვალს, იწვა მოწყვეტილი გაუნძრევლად, სანამ უფალმა არ მიიბარა მისი უბედური სული. 280
მაინც გზისკენ ჰქონდა თვალები ნათელას, ისევ დიმას ელოდებოდა. მანიას გასაპატიოსნებლად მეზობლის ქალები შემოვიდნენ. ცოცხალმკვდარი პატრონობდა ნათელა ოჯახს, სანამ მამიდის დები საყუნეთში ჩამოვიდოდნენ. შალიკო პაპას გალიფე შარვალი მატყლის წინდებში ჩაეტანა, რომელიც ხარის ტყავისაგან ამოსხმულ ტყაპუჭებში ჩაეყო და ჯოხზე დაყრდნობილი სამძიმრის სათქმელად ეზოში შემოვიდა. მას დიმას სახლის მეთვალყურეობა ევალებოდა ომიანობის დროს, - დიმას სიყვარულის ამბავსაც გუმანით გრძნობდა ოთახში ნანახი ნათელას პორტრეტის გამო. ნათელა რომ დაიმარტოხელა, უთხრა: - იცი, რა ბიჭი დაგვიბრუნდა ჩვენი დიმიტრი? მის ნახვას, არაფერი სჯობს, ამ კარებში ვერ შემოეტევა ისეა დავაჟკაცებული. - მართლა, შალიკო პაპა? ბედნიერი იყოს! - ამოილუღლუღა გოგომ - ცოლიც ლამაზია? - შეეკითხა და მიაჩერდა მოხუცს. - რის ცოლი, კაცო, როდის უნდა მოეყვანა „გუშინ“ ომიდან დაბრუნდა ბიჭი. - გაიკვირვა შალიკომ. - დიმამ აქ ცოლი არ ჩამოიყვანა? რუსი... ბავშვით? - არა, შვილო, რას ამბობ, ჩვენ ვილაპარაკეთ კიდეც. მოვიდა, გადამეხვია, მადლობა მითხრა სახლის პატრონობისთვის... - ჯანი აღარ მომდევს ხელში, მოვხუცდი და იასამანი მოედო მთელ ეზოს, ეს ვერანი მეთქი! - ვუთხარი... 281
- იყოსო, ეგ მაინც გამრავლდეს ამ არემარეზეო,გულმკვდარმა მითხრა. - ვერ მივხვდი ვერაფერსა, ვიფიქრე ნაომარი კაცია, რა იცი რამდენი უბედურება უნახავს-მეთქი. არაფერი მითქვამს. - ამ სახლში აღარ იცხოვრება, რუსეთში წავალ სამუშაოდ და ახალ სახლს ვიყიდიო, ახალ ცხოვრებას დავიწყებო, - ასე სთქვა. - რას ამბობ, პაპა შალიკო, მამიდამ მითხრა, ცოლშვილით ჩამოვიდაო... - ჰოდა, თქვენი ცოდვისა და ტყუილის სიმძიმეს მოუკლავს, თორემ, რა მოკლავდა ისე ამ „კერკეტ კაკალ“ დედაკაცსა! - თავი ჩაღუნა მოხუცმა. ის დღე იყო და ის დღე, ნათელა საყუნეთს აღარ მოშორებია, - თავი, დიმას მომლოდინე მეუღლედ გამოაცხადა და მის სახლში გადაბარგდა, ვერავინ ბედავდა უკადრისს ან ხელის თხოვნას, რადგან ყოველ ცისმარე დილას, დიმაზე ლოცვით ამოჰყავდა მზე. დიმაზე ლოცვაში და ნატვრაში გაიარა ულმობელმა დრო-ჟამმა... უკვე ძალიან მოხუცდა ნათელა. დრო და დრო, ისევ მიდის ამომშრალ ჭასთან და გულისმომკვლელად ჩასძახის - არ მოდიხარ, ბოჭოოო! - ჭიდან ნამდვილად ესმის დიმიტრის ხმა: - მოდიხააარ... მოდიხააარ! - მერე, ჭასავით გამომშრალი სხეული ლასლასით აღწევს დიმას ჭიშკრამდე, დიდხანს ათვალიერებს ძალიან ლამაზი გოგოს მზისფერ ფოტოს და სინანულით აქნევს თავს, ეჩურჩულება: - გიცნობდი შენცა და შენს დამხატავსაცა... გიცნობდიიით! - დამჭკნარი ხელებით 282
ოთახის გაცრეცილ კედლებს ეფერება და უდიმიტრო სიცარიელეს საბრალოდ შეჰქვითინებს: - აქა ვარ, ბიჭოოო, აქააა!..
*** რუსეთში გადახვწილ დიმას ძალიან უყვარს გულის კუნჭულში გამომწყვდეული ქალის მიფერება. განმარტოებული, გულზე იფათურებს ხელს და ათასმეერთედ ეკითხება თავისი ოცნების ქალს: - ექვს თვეს ვერ გაუძლო შენმა სიყვარულმა, ექვს თვესა?.. საით გაფრინდი, ჩემო ჟოლოსფერკაბიანო გაზაფხულო, რად მიმატოვე, რად გამიმეტე სიმარტოვისთვისა... გული აღარ მომიწევს მანდეთა, მაგრამ მაინც ჩამოვალ ჩემი შვილიშვილებითა, რომ ნახონ ჩემი სოფელი, სახლი და - ჩემი და ნათელას სიყვარულით აყვავებული სუროს ღობე, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არ მეგულება! ჩამოვალ და მთელი სოფლის გასაგონად ვიყვირებ: - დავბრუნდი, ნათელა, დავბრუნდიიი!
283
„ჭყივილას“ „ბუქსირი“ - „აი, ამ ღობის ქვებსა, ყველას პატრონი ყაავს: აი, ეს ქვა ჟორასია, ის მეორე - ბუცოსი, მესამე ბაჯოსია, ყველაზე დიდი ქვა კიდევა „სითბო“ მიშასია, ის მომცრო ბებეროსი, შემოუტრიალდება ხოლმე ამ მომცრო ქვასა და სულ მუშტით ამტვრევს ზედა თხილსა და კაკალსა, გადააწოდებს მერე ბიჭებსა და გაუდით კნატა-კნუტი, იცინიან და ხორხოცობენ, ამ ქვებზე გრძნობენ თავსა ისე, როგორც რბილ სავარძლებში. განაპირა ქვა კიდევა შემოსწრებულისაა, ამათი შიშითა ქალს ვერ ჩაუვლია და კაცსა, რო ამათ ყბაში არ ჩავარდნენ და „რედგენზე“ არ გაატარონ, მაშა! - მიყვება მარო ბაბო, მათი მეზობელი ქალი. ბაბოს რაღაცაზე ეღიმება და ისევ აგრძელებს საუბარს: - ჩვენ, ღობის შიგნით, მოპირდაპირე ეზოში ვსხედვართ და იქიდან ვხედავთ ყველაფერსა, განა ვუთვალთვალებთ, არაა... მატყლის წეწვაში ვეხმარებით ერთმანეთსა. ერთხელაცა, გავიხედეთ და მოდის თენგოი. გაუთენდა „სასტავსა“, ეგრევე დაუთმეს შემოსწრებულის „კრესლოი“... სად გაუშვებენ, ისეთი ხუმრობების მოყოლა იცის, ნაკერები დაეხსნება ნაოპერაციებ კაცსა. - მარო ბებომ ცოტა შეისვენა და ისევ განაგრძო: - რა დამავიწყებს, ძველი დროა, კომუნისტური ხანა, თვითმფრინავის ბილეთი რომ ოცდაჩვიდმეტი მანეთი ღირს... - რა იქენ, აბა, მოიარე ბაზარი? - შემოუძახეს აქეთიქიდან უბნის კაცებმა თენგოს და სეირის მოლოდინში 284
კიდევ უფრო მოხერხებულად ჩამოსხდნენ „კრესლოებზე“. ყველაზე ახალგაზრდა თენგოა, ისინი უფრო წლოვანები არიან. - მოვიარე და მოვედიიი, - გაეცინა თენგოს და შავ ქოჩორზე ხელი ჩამოისვა - აბა, როგორა ხაართ უჩემოდა... - მაიტა, მოგვაწევინე, კაი პაპიროსი გექნება შენა, მოსკოვში დანავალი კაცი ხაარ. - უთხრა ბუცომ და თვალი ჩაუკრა სითბო მიშასა. თენგომ გულის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ყურს უკან გაირჭო და მერე ბიჭებს გადააწოდა. კაცებმა განსხვავებული სასმისივით ჩამოატარეს და ცარიელი კოლოფი ისევ პატრონთან დააბრუნეს. - სპეციალურად ჩაიდე ნახარჯი „პაჩკაი“, არა? შე, წუწურაქო, შენააა! - ვიზეც დამთავრდა, ისევ იმან უნდა მოიტანოოს, წესია ეგეთი... ეხლა ჯარიმა გეკუთვნის, უნდა მოგვიყვე, თავს როგორ ირთობდი მოსკოვში ამ ერთი თვის მანძილზე, - თვალები მოწკურა ბაჯომ. მიხვდა თენგო, „ჩაშვებული“ რომ იყო და გაიცინა. - კარგი ბაზარი გვქონდა, კარგად ვივაჭრეით, კარგ ფასში გავყიდეთ ხილი. სხვა, რა გითხრათ, - ეშმაკურად ჩაიცინა თენგომ. - ხო იცით, ვისთან ერთად ვიყაი წასული... სოგრაზე და აბელაზე კარგი და ხარისხიანი ხილი მე მქონდა, თან კარგ ფასში ვყიდდი, მაგრამ ამათა ლამის გამაგიჟეს კაცოო... ესენი თუ მანეთადა ყიდდნენ კი285
ლოსა, მე მანეთში და ათ შაურში, მარტო „ვირგლა“ მსხალი - კილო, ორ მანეთად ვყიდეი! საღამოს, რომ დავსხდებოდით და დავითვლიდით ნავაჭრ ფულსა, ჩემზე მეტი თანხა ცალ-ცალკე ამათ გამოსდიოდათ, გულზე ვსკდებოდი, ვერ ვიგებდი ვერაფერსა, თანაც, არ იკლებდნენ არაფერსა - სასადილოში სულ ხორციან „ბორშსა“ და კატლეტს მიირთმევდნენ! თურმე რაა... მოულაპარაკებიათ ერთმანეთში - შემოვა სოგრაი, წამოწვება „კრაოტზე“, ამოყრის ჯიბიდანა ფულსა და იწყებს ხმამაღლა თვლასა, დაასახელებს რიცხვსა, მერე ეს გავა, მოიმიზეზებს ტუალეტსა... შემოვა აბელაი, ახლა ის გაშლის ფულსა „სტოლზე“, ესეც დაახეთქებს დიდ თანხასა... ლამის ინფარქტი დამმართეს. ერთმანეთს გარეთ უმატებდნენ ფულსა, მე რომ გავეგიჟებინეი... რომ წამოვედით, თითონ გამოტყდნენ ისევა... - მიდი, ეხლა ამოშაქრე, ის „ბლანძინკა“ რომ გყავდათ კუპეში, მთელმა გორის რაიონმა გაიგო, უკვე ჩაგიშვა აბელამა, - ჩაიხითხითა სითბომ. რაღას იზამდა თენგოი, ჩათრევასა, ჩაყოლა ამჯობინა და დაიწყო: - თვითმფრინავის ბილეთები აღარ შეგვხვდა და მატარებლის სადგურს მივაშურეით. ვდგავართ სალაროს წინა ბილეთების რიგში და მოპირდაპირედა, ერთი შეთქვირებული წითელბერეტიანი რუსის გოგო დგას და მომჩერებია... არ მოვეწონებოდი თუ რაა! ვუყურებ - მიყუ286
რებს, გავუცინებ-გამიცინებს, თვალს ჩავუკრავ - ისიც ჩამიკრავს, ბოლოს დამცინავად ენის წვერი რომ გამომიყო გავგიჟდი... ეგეთი ვაარ, ტანზე სულ მბურძგლავს, ერთი თვეა სახლში არა ვყოფილვარ, თან უკვე წარმოვიდგინე რაღაც-რაღაცეები... რიგი მივატოვე და იმის გვერდით გავჩნდი, გამოველაპარაკე. ისეთი სუნამოს სურნელი ასდიოდააა - ხარს, რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებენ ხო იცით, ეგრე დამემართა. ჩავკიდე ხელი წითელქუდასა, „კუპეს“ ბილეთების ფული მივაჩეჩე სოგრასა და ვუთხარი: წავალთ ჩვენა და საჭმელებს ვიყიდით საღამოსთვისა-მეთქი... - გავიქეცი და გავიტაცე სვეტლანაცა. შევედით მაღაზიაში, „კალბასი“, თევზი, ყველი, არაყი, „ბორჯომიც“ დილისთვინა და კიდე რაღაცეები ვიყიდე. რა იყო სასაცილოი, იცით? მოსკოვში, „ბორჯომი“ აფთიაქში იყიდება და კოვზით სვამენ რუსები, ჩვენ კი ყოველ დილით ბაზარზე ბოთლით, რომ მოვიყუდებდით ხოლმე „პახმელიაზე“, გაკვირვებული გვიყურებდა ხალხი... ამასობაში, მატარებლიც ჩამოდგაა... გავშალეთ ვაგონში სუფრა, შემოვუსხედით მაგიდასა - ვსვამთ და ვჭამთ, ჩვენთან ერთად ურტყამს არაყსა სვეტლანაცა, ეგრე გადაჰკრავდა ჭიქა არაყსა, როგორც შენა, წყალი გაგექცეს ნათხულარევში მორწყვის დროსა. ეცინებოდათ ულვაშებში სოგრასა და აბელასა, ქართულად, ჩუმად მეუბნებოდნენ, - ბევრი არ დალიო, შე 287
საცოდავო, ფული არ ამოგაცალოს, ჭკუით იყავიო! - რა დამათრობდა, ოთხმა დავლიეთ ერთი ბოთლი არაყი, არც მომკიდებია ისე... რომ შევნაყრდით, ჩემ „კუპეში“ გავიყვანე სვეტლანა და ისე ჩამოვედით გორამდე, თვალი არ მომიხუჭავს არც მე, არც იმასა... სახლში რომ მოვედი, გახარებული ჩემი ცოლი ჭიშკარში შემომეგება, მე ვუთხარი: - ქალოო, შენი ჭირიმე, რა ვქნა ძაან მომენატრეი, მაგრამ ისე მეძინება რო, ვერ აგიხსნი მეთქი... ადგილი არ იყო მატარებელში და ფეხზე ვიდექი მოსკოვიდან გორამდე, უნდა დავიძინო, თორემაა საცაა გამისკდება თავი-მეთქი. - კარგიო! - რაღას იტყოდა, ერთი თვის უნახავი ვყავდი, დამითმო... საბანზე „ადიელაც“ დაამატა, დამახურა ზემოდან, ფეხებთან თბილად რომ ამომიგო და ყელში მაკოცა, მაშინ კი შემრცხვა ცოტათი, მაგრამა რა მექნა, არაფრის თავი აღარა მქონდა და თავს ხო არ მოვიჭრიდი რესპუბლიკის მაშტაბითა... კარგად, რომ გამოვძეხი ძილითა, გავახილე თვალი, ეზოდან ცოლის ხმა მესმის: - ჭუუკ, ჭუუკ, ჭუკ, ჭუკ... ჭუუკ, ჭუუკ, ჭუკ, ჭუკ... წამოვდექი, ფარდა გადავწიე და ეზოში გადავიხედეი, დაუჭერია ჩემ ცოლსა დედალი ინდაური, ზურგით შემოუბრუნებია, თან, ცალი ფეხით საწყალი ეზოში, ხეზე ჰყამს კანაფით მიბმული... უთხოვნია მამალი ინდაური მეზობლისგანა, აპეპლინებს, რომ მერე იმედიანად დასვას კრუხი კვერცხებზე, ინდაურების ჯიშის 288
გასამრავლებლადა... ავა ეს მამალი ინდაური სამთითა გაჩაჩხული ფეხებითა დედალზე, დაუცურდება ფრთებზე ფეხი და ჩამოვარდება, ავა - ჩამოვარდება, ავა - ჩამოვარდება... ერთი ხუთჯერ რომ შეირცხვინა თავი, ეს ჩემი ცოლი გაგულისებული ეუბნება: - შენ რაღა ჭირი გეტაკა, შენც მოსკოვის მატარებელს ხომ არ მოყე და ფეხზე ხო არ იდექი მთელი ღამეო! - ვახ, ხა, ხააა... ახორხოცდნენ განაბული კაცები. ამასობაში „ბირჟას“, კიტალა პაპა შემოუერთდა, შრომისაგან დაღლილი, წელში მოხრილი, დაღარული სახით ნელა მიუახლოვდა ბიჭებს. წელზე დაწყობილ ხელებში, წალდი უჭირამს, ეტყობა სარი უნდა გაჩეკოს... ჩვევა ჰქონდა ასეთი, სიტყვას არ იტყოდა, „ჩიტი“ რომ არ დაეყოლებინა. - გამარჯობათ, ჩიტებოო... რას იცინით, რა არის ახალიიი... - აი, მოსკოველი სვეტლანას ამბებს გვიყვება თენგოი! - უთხრეს ბიჭებმა. - ეჰ, იტყვით თქვენცა რა, სანამ ჯანი მქონდა, ერთი კი არა, ორი სვეტლანა მყამდა ხოლმე ერთდროულადა, გიკვირთ რა, თქვენცა, ნახეით დღის გაცდენის მიზეზი... - კიტალამ ხელი ჩაიქნია და გაშორდა „ბირჟის“ ბიჭებსა. - თენგოოოოო... - მოისმა ბაღის მხრიდან ქალის ხმა. - წადი, ბიჭო, დედაშენი გეძახის! - უთხრეს კაცებმა. 289
- ხორბლის „მეშოკების“ მოტანა მთხოვა და თქვენ გადამკიდესა დამავიწყდა, გამართეით, - უთხრა თენგომ და სირბილით გაეცალა იქაურობასა, ორღობეში გაუჩინარდა. მეორე მოსახვევიდანა თენგოს დედა გამოვიდა, შუბლზე ხელი მოიჩრდილა და კაცები შეათვალიერა. - თითქოს, თენგოს ხმა მესმოდა, ქაა... ჩაილაპარაკა თავისთვისა... - არ გინახავთ, თენგოი! - მიაჩერდა სოფლის „დელეგაციას“. - წეღან იყო და წავიდა, - ტომრები უნდა ვიშოვოო ასე თქვაა, და... - ეჰ, ეგ ხვალამდე მომსვლელი არ არი... - თავსაფარი ორივე ხელით კეფაზე მაგრად გაიჭირა და გაბრაზებული უკან გაბრუნდა. - ისე ბიჭებო, ამ მშრომელ ქალსა, რათა ჰყამ ეგრეთი ზარმაცი შვილი ჰაა... - დედისერთაა და მა როგორ გინდა, იფერებს ეგეცა „უზმოზე გოგლიმოგლსა“... - ეხლა, იცი რა გამახსენდა? - დაიწყო სიცილით ბეგომა. - ბეგო, თენგოს კარის მეზობელი იყო. - რაი, კაცოო? - რაი და, შარშანა, ღორმა რო „ბუქსირი“ ჩაუბა თენგოსა, არ იცით, ეგ ამბავი? - არა, არ ვიცით, ვისმა ღორმა?.. მოგვიყეი, აბა! - არ გამთქვათ ოღონდა! კალოობას, ხო იცით, ქარი რო სჭირდება აღებულ ხორბლის დანიავებასა... ჰოდა, 290
ჟენია ძალოი უბნის ქალებთან ერთადა ღამე მიდიოდა ხოლმე ხორბლის დასანიავებლადა მინდორში... ღამე ძლიერი ქარი ქრის ხოლმე, აინთებდენენ ფარნებსა, მავთულით შეკრავდნენ, ჩამოკიდებდნენ ერთ დიდ სარზე და მის შუქზე ანიავებდნენ ხორბალსა. ...ერთი „ჭყივილა“ ღორი ყავდათ, ტვინი გვქონდა წაღებული მთელ უბანსა, ისეთი ძლიერი ხმით იცოდა ჭყივილი. განა არ აჭმევდნენ, მარა, გობში სულ უნდა ჰქონოდა რამე, რომ ჩუმად ყოფილიყო. ღამით რომ წასულა ჟენია ძალო ხორბლის დასანიავებლადა, თენგოსთვინა ამბავი დაუტოვებია, - მინამ სამსახურში წახვალ, დედა გენაცვალოს, აჭამე ღორსა და ისე წადი, მშიერი არ დატოვო, იჭყივლებს და უბანი შეწუხდება, სირცხვილიაო... ცხინვალში, ჯანდაცვაში მუშაობდა მაშინა თენგოი, ჰოდა რო გათენდა, ადგა ბიჭი, წვერი გაიპარსა, გამოიპრანჭა თურმე, დაიპრიალა ლაკის ტუფლები, „გალსტუკი“ კოხტად გამოინასკვა, ოდეკალონიც ისხურა და მოდის კმაყოფილი კიბეებზე, ვის ახსოვს ღორი ან მისი ჭმევაი, რო დაუნახია ღორსა, ატოტებულა საღორეზე, შემდგარა წინა ფეხებითა და გასჭყივის თურმე დუჟმორეული, თან ისე, რომ მგონი მინდორში ესმის ჟენიასა. ელდა ეცა თურმე თენგოსა, გაახსენდა დედის მუდარა, არადა, აგვიანდება თანა... ტანისამოსის გამოცვლა დაეზარა, ჩამოხსნა დედამისის ბამბაზიის ხალათი, 291
ჩაიცვა ზემოდანა, აურია სალაფავი და წაუღო „ჭყივილასა“. საღორესთან რომ მივიდა, ღორის დინგით გადმოყრილი მიწა დარბილებული დახვდა წუნწუხითა, ფეხი მოესვრებოდა... აუღია პატარა სკამი, შემდგარა ზედა ფრთხილადა, ლაკის ტუფლები რომ არ მოთხვროდა და საღორის კედლებს არ მისდებოდა შარვლის ტოტებითა... გადაიხარა თურმე, რომ გობი ჯოხით ცოტა ახლოს მოსწიოს სალაფავის ჩასასხმელადა... წითელი „გალსტუკი“ უბიდან გადმოუფრიალდააა... მისწვდა მშიერი ღორი „გალსტუკსა“, დაითრია ფეხისწვერებზე შემდგარი თენგოი. სკამმაც უმტყუნა, გაცურდა და საღორეში პირქვე მოადინა ზღართანიიი... თურმე ეგრე კოცნიდა დედაღორი თენგოსა, როგორც მოსკოველი სვეტლანაიი... - აი, ეგრეა, შვილო, ჩვენი საქმეი - კიდეცა ვშრომობთ და კიდეც ვიცინიით... აბა, როგორ გაუძლოთ ისე ამ დუხჭირ წუთისოფელსა, როგორააა! - ჩაიხითხითა მარო ბებომ და ამღვრეულ რუს დააბერტყა დიდჯიბეებიანი წინსაფარი.
292
დაუწერელი კანონი I - ლევანა, ბიჭო, აქ რა გინდა შენა, განა ნახირში არ გაგაცილეთ დილასა?! თუ, ამ შუადღისგულზე ჩამორეკე უკვე საქონელი, ხო მშვიდობა გაქვს შვილო? - ჰკითხა გაკვირვებულმა ქალმა. - აგნესი ძალო, იარაღიანმა ოსებმა ჩვენი ნახირი გაირეკეს, ძლივს გამოავასწარით მე და ილომა, იარაღი მოგვიშვირეს, გვაგინეს, ტელეფონები წაგვართვეს, ჩვენ თვალწინ დაგვიმტვრიეს, კიდევაც დაგვემუქრნენ, - „მოშორდით აქედანაო“! - ეხლა კი ჩვენ ბიჭებს ვეძებ, რომ ეს ამბავი შევატყობინო და იქნებ რამე გავახერხოთ, პოლიციის საგუშაგომდეც უნდა მივიდე, ნეტავ ბენზინი მეყოს, ფეხით სიარულის თავი აღარ მაქვს, დროულად უნდა დავიბრუნოთ საქონელი, სანამ დაკლავდნენ... - უთხრა სხაპასხუპით აქოშინებულმა ლევანმა და „ტრანგალეტკის“ სატერფულს ფეხი ძალუმად ჩამოჰკრა, ჩამოქოქა და აჯაყჯაყებულ ტრანსპორტს ზემოდან მოახტა, გზაზე კი კვამლისა და მტვრის ბუღი დააყენა. - რა თქვა ამ ბავშვმა, რაიოო, ნახირი გაირეკესოო... ერიჰაა, ღმერთმა არა ქნას, შვილო, რომ ვერ დავიბრუნოთ! - მიაძახა და პროტესტის ნიშნად ხელი ჰაერში რამდენჯერმე გაასავსავა. მერე ჩაბღუჯულ წინსაფრის კალთაში მოგროვილი ნედლი ლობიოს ლასტები ხელში მო293
მუჭა და მოსმენილი ამბით გაოგნებულმა, მეზობლად მცხოვრები დობილის, ეზას სახლისაკენ თქარათქურით გაემართა. ცხინვალის მხრიდან სროლისა და აფეთქების ხმა გარკვევით მოისმოდა. - დაიწყეს ისევა სროლაი, ან კი როდის არ ისვრიან ეგენი, 1989 წლის მერე სულაც ეგრე არა ვაართ?! არც კი იღლებიან და ბეზრდებათ, ან რაზე ხარჯავთ ამოდენა ფულებსა ტყვია-წამალში, შვილოსა, დასხედით თქვენს ოჯახებში თბილადა და ეფერეთ ჯალაბობასა, მაგრამაა, არაა, მაგათი გული არ გამოსწორდა და არ იქნაა! - ღმერთო, მშვიდობა მოგვეცი.... - თქვა გულამღვრეულმა ქალმა, ზეცას ახედა, პირჯვარი მოწიწებით სამჯერ ფრთხილად გადაიწერა და ეზასი და თავისი ბაღის ბოლოს დატანებული საზიარო ჭიშკარი ნელა შეაღო. სახლისკენ მიმავალ ბილიკის ნაპირს პატარა რუ მიუყვებოდა. წყლის ნაპირზე ორივე მხარეს შვიტა და ვირისტერფა ღონივრად ამოსულიყო და გაბუჩქული იწონებდა თავს, გათამამებული ბალახი მთელ ჩაყოლებაზე მოსდებოდა რუს ნაპირს. - ეჰჰ, სანამ ცოცხალი იყო ჩემი სახლიკაცი, ჩემი თემოი, სულ ლამაზადა გვქონდა რუს პირი ამოსუფთავებული, გვერდებზე აქეთ-იქიდან კოხტად ჰქონდა დაბელტილი, წყალიც მოჩანდა შიგა და შიგ მობანავე იხვ-ჭუჭულიცა. მაგრამა, მაინც ის დრო სჯობდა ჩემ ბავშვობა294
ში, ჩახრიალაზე წყალს რომ ვატანდით ხოლმე ბავშვები ფეხსაცმელებსა, ვითომდა ჩვენი გემები გვყავდა. გამოვიქცეოდით მერე და ბოლოში ვხვდებოდით ჩვენ-ჩვენ ფეხსაცმელებსა, ვითომ პატარა გემები იყვნენ. რამდენჯერ გაუტაცნია წყალსა და ცალ-ცალები დაგვრჩენია სიმწრით ნაყიდი ფეხსაცმელები. სამამულო ომი ახალი დამთავრებული იყო და აბა, ვის ულხინდა მაშინა. ბევრჯერ დაგვსაჯეს კიდევაცა, მაგრამა მაინც არ ვიშლიდით ბავშვები „გემობანას“ თამაშსა. მერე ცხონებულმა პაპაჩემმა ჩიტამ, რაკი შეგვატყო, რომ მაინც არ ვიშლიდით ჩვენსასა, რუს ბოლოში, ფიჩხის კონა ჩაგვიგდო - წყალი ტოტებშუა გადიოდა, ჩვენი „გემები“ კი ხაფანგში რჩებოდნენ. აღარც გვეკარგებოდა და აღარცა, ის კი არა და მთელი უბნის კაკალი, რომელიც წყალში ცვიოდა, სულ ჩვენი ეზოს ბოლოში მოჰქონდა წყალსა და ვაგროვებდით საჩურჩხელედა. რუზე, პატარა ხის ნუჟრიანი ფიცარი ბოგირად იყო გადებული, რომელიც რა ჯიშის ხისა იყო, არავინ იცოდა, მაგრამ გამძლე კი იყო. ვინ იცის, რამდენ წელს ითვლიდა, დაშაშხული ზედაპირი ჰქონდა და ნაცრისფერიც დასდებოდა, მორჩილებით ასრულებდა თავის მისიას, თოვლსაც უძლებდა და წვიმასაც, მზესაც და ყინვასაც. აგნესმა, ბოგირი ფრთხილად, ფეხით მოსინჯა და ზედ ნელა გადაიარა, პატარა გოგო ხომ აღარ იყო, მაშინ295
დელივით ცქრიალა და სხარტი, ხის კენწეროებზე ჩიტივით რომ დაძვრებოდა, სწვდებოდა ხეხილს და ყოჩაღად ჰკრეფდა. ახლა ასაკშიც იყო უკვე, ათას ცხრაას ორმოცდაერთში იყო დაბადებული და სამოცდაათ წლამდე იყო მიტანებული. რამდენი ტანჯვა გადაუტანია ცხოვრებაში, სულ ჩუმად, გულში იტრიალებდა წყენას, რომ არავის გაეგო, ამიტომაც უყვარდა დედამთილსაც და ყველას - „თვალში რომ ჩავარდნოდა, ხელს არ მოისმევდა არავინ“. ვერც წლების მანძილზე ღილებად ასხმულმა ტკივილებმა შეცვალა, ღირსეულ და სათნო ქალად დარჩა, მაშინაც ყველას უყვარდა და ახლაც. აგნესი გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზიდან იყო. ერთსართულიანი სკოლის შენობა ჰქონდა სოფელს, სადაც მეზობელ სოფლებიდან მცხოვრები ბავშვები ხვითიდან, ფხვენისიდან, ზემო ნიქოზიდან დადიოდნენ სასწავლებლად. ამ სოფლის სკოლაში სწავლობდა ერთი პატარა ბიჭი, რომელიც შემდგომში საქართველოს პირველი პატრიარქი, კირიონ მეორე გახდა! საშუალო სკოლას ამთავრებდა აგნესი იმ წელს, ფრიადოსანი იყო და ოქროს მედლის კანდიდატი. სოფელში სასურველ სარძლოდ ითვლებოდა დედისერთა გოგო, სწავლა უმაღლეს სასწავლებელში უნდოდა გაეგრძელებინა, ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ მისი თანაკლასელი, ზემო ხვითელი თემო კუპრაშვილი მოსვენებას არ აძლევდა - ყოჩობდა, ჩხუბობდა და მამლაყინწობდა ბი296
ჭებში აგნესის გამო, ოღონდ როგორმე მისი ყურადღება დაემსახურებინა, მკლავზე მისი სახელიც ამოიტვიფრა, ეს იმ დროს არ იყო ადვილი საქმე და საკმაოდ მტკივნეულიც იყო. ახლოს არავის აკარებდა, თანაც კლასელები იყვნენ და ამით უპირატესობა ჰქონდა სხვებთან შედარებით. აგნესას მოსწონდა ასეთი თავგამოდებული ყურადღება ბრგე და ლამაზი ბიჭისგან, მაგრამ გულის საიდუმლოს არავის უმხელდა, რადგან იცოდა რომ ჯერ უნდა ესწავლა. ყველა საგანს ზედმიწევნით კარგად სწავლობდა: ფიზიკას, ქიმიას, უცხო ენებს... „სწავლას მოწყურებულიო!“ რომ იტყვიან, სწორედ ეს შემთხვევა იყო. კლასის სული და გული იყო. წიგნის კითხვა და პოეზია უყვარდა უზომოდ, თვითონაც წერდა ლექსებს შიგადაშიგ. გუშინდელივით ახსოვს 1957 წლის 22 თებერვალი, მაშინ მეთერთმეტე კლასში იყვნენ, გარეთ საოცრად თოვდა, კლასში კი ძალიან ციოდა. ნიქოზის ვენახებში დიდთოვლიანი ზამთარი გაწოლილიყო, ლამაზად დაბარდნილი კაკლის ტოტები მორჩილად გატრუნულიყვნენ გაზაფხულის მოლოდინში. რა გააჩერებდა ასეთ ამინდში ახალგაზრდებს, თანაც შეყვარებულებს, ერთი სული ჰქონდათ სკოლის ზარს როდის დარეკავდნენ, რომ გარეთ გამოშლილიყვნენ (ისეთი დრო იყო, კომუნისტების მიერ ტაძრებიდან ჩამოხსნილი ზარი ეკიდა სკოლის ეზოებში). 297
II დიდხანს იგუნდავეს ბავშვებმა იმ დღით... სკოლის ეზოში უზარმაზარი თოვლის პაპაც ააშენეს სიცივისგან გაწითლებული ხელებით, თავზე თემოს ქუდი დაახურეს, კლასში გვერდგამოხეული ღუმელიდან გამოღებული ნახშირით თვალ-წარბი მოუხატეს და სკოლის დამლაგებლის, ქსენია ბაბოს მავთულით შეკრული, პირმოცვეთილი ცოცხიც დააჭერინეს ხელში. დასველდნენ, მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ. ტკრიაცით უბერტყავდნენ ერთმანეთს ტანზე აკრულ თოვლს და მერე დაგუნდავებულს კისერში უგდებდნენ ერთმანეთს. მალე ისევ ზარი დაირეკა და ბავშვებს მომავალი გაკვეთილის დაწყება აუწყა. გული აღარ უჩერდებოდათ სკოლაში - ქაღალდის წეროები გაკვეთილზე ჩუმად დააგზავნეს ერთმანეთთან და გადაწყვიტეს, მომდევნო გაკვეთილიდან სტალინირში გაპარულიყვნენ (ახლანდელ ცხინვალში). სიტყვა და საქმე ერთი იყო: დასვენებაზე ჩანთები ეზოში ფანჯრიდან გადაყარეს, რომ დერეფანი მშვიდად გაევლოთ და ქალაქისკენ მოკურცხლეს. შორი არც იყო, კილომეტრი ან იქნებოდა, ან არა. მხოლოდ ეგ იყო, დიდ თოვლში სიარული უჭირდათ. სტალინირში შესულებმა პირველი რაც გააკეთეს, ფოტოატელიე „უბეჟენკოს“ მონახულება იყო, სადაც ახალგაზრდა რუსი ფოტოგრაფი ეგულებოდათ. შევიდნენ და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. მერე კინოში შევიდნენ და შუადღის სეანსზე ფილმსაც უყურეს. ამასობაში მოშივ298
დათ და რადგან თანხა ბევრი ვერ შეუგროვდათ, საცხობიდან ნაყიდ ორ პურს დასჯერდნენ, ლუკმა-ლუკმა დახლიჩეს სურნელოვანი, ხორბლიფერი ცხელი პური და მადიანად მიირთვეს და კი შემოეჭამათ სოფლისკენ მომავალ გზაზე. მალე თებერვალი მიიწურა და გაზაფხული შემოიჭრა ჭრელი კაბით - თმაში ჩაწნული ტყემლის, ალუბლისა და ია-იების ყვავილების სურნელით დაჰქროდა შარაშარა, გულგამთბარი მიწა ზანტად იზმორებოდა, გულაფუებული მზად იყო პირველი ბელტის გადასაბრუნებლად. ორ თვეში სასწავლო წელიც დასრულდა. აგნესი ოქროს მედალოსნად დასახელდა. და აი, ბოლო ზარი - მასწავლებლებთან გამოთხოვების მადლიერებისა და სიყვარულის ცრემლები... აგნესი ყოველთვის ძალიან მშვიდი და თავშეკავებული გოგო იყო, მორიდებული, არ უყვარდა თავის გრძნობებზე სხვებთან ხმამაღლა საუბარი, მხოლოდ თვალებში ემჩნეოდა ადამიანის მიმართ სიყვარულიცა და პატივისცემაც. ახლაც ღირსეულად ეჭირა თავი, თითქოს ოქროს მედალი მას კი არა, სხვას ეკუთვნოდა. იდგა თავისთვის და მკერდზე გადმოგდებულ ნაწნავის ბოლოს მღელვარებით წიწკნიდა. ბოლო ზარიდან ერთი თვე არ იყო გასული, რომ თემომ აგნესი მოიტაცა, სახლში დედასთან მიიყვანა და ცოლადაც შეირთო. თემურის დედას ანა ერქვა. მას თემოს მეტი შვილი არ ჰყავდა, ქვრივი იყო... 299
ანა და მისი მეუღლე ვახტანგი, ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ, როდესაც ანა დაქვრივდა. თანასოფლელის ქორწილში წასულ მეუღლეს, სახლში დაბრუნების დროს მკვლელი გზაში ასდევნებია, რადგან „მსხვერპლის“ მსგავსი პერანგი სცმია, სიბნელეში ვერ გაურჩევია ვინაობა და სხვისთვის განკუთვნილი დანა ზურგიდან, მისი ქმრისთვის დაურტყამს და ანა, სამუდამოდ გაუწირავს ქვრივ-ოხრობისთვის... როდესაც თანასოფლელებს ცხედარი სახლში მოუსვენებიათ, გამწარებულ ანას სახე ჩამოუხოკავს, თმა გაუშლია და თავისი უდროოდ დაკარგული სიყვარული მდუღარე ცრემლებით დაუტირებია... ტიროდა ანა უმამოდ დარჩენილ შვილს, თავზე დამხობილ ბედნიერებას, თავის ლამაზ ყმაწვილქალობას, რომელიც დღეიდან ჩადრითა და ძაძებით უნდა გაეტარებინა და მარტოს უნდა ეწია ოჯახის მძიმე უღელი, ცალუღელა ხარივით, ვიღაც მკვლელის გამო. დაღამდა... ხალხი მიმოიფანტა. მიცვალებულის ოთახში ახლო მეზობლები, მეგობრები და მწუხრენი დარჩნენ. ღონემიხდილი და ხმაჩახლეჩილი ანა ქალებმა საძინებელ ოთახში შეიყვანეს, წამოაწვინეს და დაყვავებით უთხრეს, რომ უნდა დაესვენა და ამიერიდან შვილზე მარტოს უნდა ეზრუნა, მისთვის დედაც უნდა ყოფილიყო და მამობაც გაეწია... მწუხარე ქალის ოთახში, ანთებული სანთელი დატოვეს, კარები ფრთხილად გამოუხურეს და ფეხაკრეფით გაეცალნენ ოთახს. საძინებელში მარტოდ დარჩენილი ანა პირქვე დაემხო მეუღ300
ლის საწოლზე, რამდენიმე საათის წინ ღიმილითა და სიყვარულით ოჯახიდან გაცილებული, ახლა გარდაცვლილი და გათოშილი უსვენია სახლში. დიდხანს უყურებდა ანა სანთლის ტირილს და მის გალევას. მიხვდა, რომ მასაც სანთელივით მარტო მოუწევდა წვა და ბრძოლა სიცოცხლისათვის. ცრემლებით დასველებულ ბალიშს დიდხანს ეჩურჩულა რაღაცას. მერე გაირინდა, ტირილი შეწყვიტა, საწოლზე სწრაფად წამოჯდა, თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, საძინებლის კარი ჩუმად გამოაღო და ოთახიდან დერეფანში ფრთხილად გაიხედა, არავინ ჩანდა, აჩქარებული ნაბიჯით უჩუმრად გაიარა და სარდაფში ჩავიდა, იქიდან მალევე ამობრუნდა, ეზოში მჯდარ მეზობლის მოხუცებს, რომლებიც ამ საშინელ ამბავს განიხილავდნენ, ცოტა ხანს მიაყურადა, მერე მათ შორიდან შემოუარა, ბაღში გადავიდა, რომ არავის დაენახა და მთვარით განათებულ აქოჩრილ სიმინდებს უჩუმრად შეერია - გაუჩინარდა...
III რამდენიმე საათის შემდეგ, ქვემო უბანში ცეცხლის ალმა ცას უწვდინა. არემარე, სადაც მკვლელის ოჯახი ცხოვრობდა, წითლად განათებულიყო ღამის წყვდიადში... ეტყობოდა, მკვლელობის შემთხვევიდან, მაშინვე გახიზნულიყვნენ დედაბუდიანად, რადგან არავინ ჩანდა ახლომახლო ცეცხლმოკიდებულ სახლზე წყლის მიმსხმელი. 301
უშველებელ ცოდვის კოცონთან, ამორძალივით ლამაზი და სასტიკი ქალი იდგა, რომლის ზღვისფერ თვალებში ცეცხლმოკიდებული გულისა და მრისხანების ალის ანარეკლი მუხანათურად გიზგიზებდა. შეშფოთებული მეზობლებიდან ვერავინ ბედავდა შეწინააღმდეგებას, იდგნენ მდუმარედ და იცრემლებოდნენ... საკუთარ სახლში დაბრუნებულმა ანამ თითქოს „ვალმოხდილმა“, ფართოდ შეაღო ოთახის კარი და მიცვალებულის გარშემო შეკრებილ გაკვირვებულ ნათესაობას ხმამაღლა გამოუცხადა: - მათი სახლ-კარი გადავწვი! - მერე ტირილით დაემხო მეუღლის გაყინულ გულმკერდს და მწარედ აქვითინებული მიესვენა. გავიდა წლები, შავი ძაძებით შემოსილმა ანამ „ოთარაანთ ქვრივივით“ გაატარა თავისი ახალგაზრდობის დარჩენილი წლები, უკარება და მკაცრი იყო, ამაგიანი და მშრომელი, მადლიანი და ენამწარე. ქვასავით იყო მისი ყოველი სიტყვა, სოფელშიც და სამეზობლოშიც თავისი წილი წონა და ფასი ჰქონდა მის ნამოქმედარს, არაერთხელ დაუშოშმინებია და მშვიდობით მოურიგებია ნაჩხუბარი მეზობლები თავისი დარბაისლური საქციელითა და დარიგებით. პატიოსანი ცხოვრებით გაზარდა ერთადერთი შვილი, რომელსაც ცივ ნიავს არ აკარებდა. ახალი წევრის ოჯახში შემოსვლით უზომოდ გაიხარა ნატანჯმა დედის გულმა, გულში ჩაიკრა აგნესი და შუბლზე ეამბორა დარცხვენილ პატარძალს, მერე კი გამრავლება და ბედნიერება უსურვა. 302
განსაკუთრებულად უყვარდა რძალი და დიდ პატივსაც სცემდა მას. რძალ-დედამთილი თვალებში შესციცინებდნენ და ეხიდებოდნენ ერთმანეთს, მათი ეს ურთიერთპატივისცემა გადამდები და მისაბაძი იყო ყველასთვის. აგნესსა და თემოს ხუთი შვილი ეყოლათ, ოთხი გოგო და ერთი ბიჭი. შრომობდნენ, წვალობდნენ და ზრდიდნენ შვილებს ქართული ადათ-წესებით. არც არავისზე ნაკლებნი იყვნენ და არც არავისზე მეტნი. ნიჭიერი ბავშვები იყვნენ, რაც უთუოდ დედის დამსახურება იყო. სოფელში უამრავი საქმის მქონე აგნესი, ყოველთვის ახერხებდა შვილებისთვის გაკვეთილების გამოკითხვას. ულამაზესი ეზო ჰქონდათ სოფელში, მათი ყვავილების ბაღნარი პატარა ედემს მოგაგონებდათ ნაირფერ ყვავილთა სიმრავლით. დრო კი ულმობლად, სწრაფად მიექანებოდა... მოხუცდა ქვრივი ანა, რომელიც შვილიშვილებით ხარობდა, რომლებიც უკვე სტუდენტები იყვნენ... ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და სიხარულით ავსებდნენ სახლს. გოგონებს - ნანი, ნათელა, ლელა და თამრიკო ერქვათ, ბიჭს კი, გარდაცვლილი პაპის საპატივსაცემოდ ვახტანგი. თამრიკო მშობლების ნებიერა და ყველაზე პატარა შვილი იყო, სიცოცხლით სავსე და მხიარული... კისკისით ავსებდა თავის ლამაზ ეზო-კარს, სათითაოდ ეფე303
რებოდა დედის მოვლილ ვარდ-ყვავილებს. ცეკვავდა, მღეროდა, ქსოვდა, ნიჭიერი გოგონა იყო. სტუდენტურ წლებს თბილისში ატარებდა, იქ ცხოვრობდა, თან სწავლობდა. საოცარი ხელსაქმე იცოდა, ზამთრისთვის ულამაზეს ჯემპრებს ქსოვდა. ოთხმოცდაათიან წლებში მოდაში იყო ხელით ნაქსოვი ტანისამოსი, ერთხელაც, ისის იყო, დაასრულა ქსოვა და იქვე ახლომდებარე მაღაზიაში შესაფერისი ღილების საყიდლად ჩაირბინა... ის დღე იყო და ის დღე, მისი ასავალ-დასავალი აღარავის გაუგია. - „ცამ ჩაყლაპაო!“ - რომ იტყვიან, ის შემთხვევა იყო! ყველგან ეძება თავზარდაცემულმა სანათესაომ, განგაშის ზარი შემოკრეს, მაგრამ უშედეგოდ - თამრიკოს გზა-კვალი არსად ჩანდა. გავიდა ორი კვირა, ყველამ იცოდა ამ საშინელი ამბის შესახებ დედის, აგნესის გარდა. არც იყო ადვილი მისთვის ამ საშინელი ამბის შეტყობინება, ან როდემდე დამალავდნენ... - ახლა ეს კარზე მომდგარი საომარი მდგომარეობა, რით ვერ დაიღალნენ ამდენი მკვლელობითა და სისხლის ღვრით, რამდენი ქალი უნდა ატირდეს და რამდენმა მამამ უნდა გაიქვავოს გული შვილის კუბოსთან მდგარმა, რომ სიმშვიდე ჰპოვოს ბედკრულმა ქვეყანამ, - ფიქრობდა მოხუცი აგნესი და თან მეზობელთან მიიჩქაროდა... - მაგრამაა, ქრისტეს მკვლელობამ ვერ უშველა ადამის გაუმაძღარ მოდგმასა და ამათ გულს რა გააძღობს შავი მიწის მეტი. ნეტავი დედამიწასა ენა მაინცა ჰქონდეს, რომა თავადვე გასცეს პასუხი ორფეხა მტაცებლებ304
სა, დაიბუბუნოს და უთხრას: - ნუ ატყუებთ თქვენს შთამომავლებსა, ვერაგნო! ნუ ზრდით სიცრუეში მომავალ თაობასა! მე ქართული მიწა ვარ და ჩემს გულზე აშენდა და დგას ყველა ტაძარი, ციხე-კოშკი, რომელიც უფლის რჩეულ ქართველ ერს აუგია და აუშენებია, თქვენ კი მიგიტაცნიათო! განა მე უკეთ არ ვიცი, ვის რა გაკუთვნათ უფალმა?! იქ რუსეთია და აქ - საქართველო, იქით - ტაოკლარჯეთი და ჰერეთი, აფხაზეთი და სამაჩაბლო! „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“ საქართველო ქართველებისა იყო და იქნება! მაშინ მაინც დაუჯერონ მიწის ბუბუნსა, რადგან ჩვენ უკვე აღარავინ გვისმენს უფლის მეტი... ის დალოცვილი კი ითმენს, ითმენს და ჩვენც მოთმინებაში გვამყოფებს გარკვეულ დრომდე. აგერ, მარტო ამ ორ კვირაში რამდენი საშინელი რამ მოხდა მარტო სამაჩაბლოში: - „ოც ივლისს, ოსმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ეუთოს დამკვირვებლებს, რომლებიც სოფელ ჩორბაულის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. პირველ აგვისტოს, ცხინვალთან ახლოს, ერედვიხეითის გზაზე, ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა „პიკაპის“ აფეთქების შედეგად. იმავე დღეს ოსმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ქვემო ნიქოზს, ზემო ნიქოზს, ავნევს, ერედვს, ნულსა და ერგნეთს... ისროდნენ საგუშაგოებზე ქართველი პოლიციელებისა და მოსახლეობის მიმართულებით, უამრავი სახლი დაზიანდა! ორ აგვისტოს, ქართული სოფლების მიმართულებით სროლის დროს ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე და ში305
ნაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაიჭრა. სამ აგვისტოს, დე-ფაქტო რეჟიმმა დაიწყო ოსი ეროვნების მოსახლეობის ევაკუაცია ცხინვალიდან და მიმდინარე სოფლებიდან. ევაკუაცია ორ დღეს გაგრძელდა. ოთხ აგვისტოს, გვიან ღამით, ოსურმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს სოფელ სარაბუკის მაღლობზე განლაგებულ ქართულ საგუშაგოს, სადაც ორი ჯარისკაცი დაიჭრა. კონფლიქტის ზონაში, დაგომისის ხელშეკრულებით, აიკრძალა 80 მმ კალიბრზე მსხვილი იარაღის გამოყენება. ეს, შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა მარატ კულახმეტოვმაც დაადასტურა! ხუთ აგვისტოს, სოფელ უბიათიდან ოსურმა ფორმირებებმა სამი ხელყუმბარა ესროლეს სოფელ ნულში ქართული პოლიციის საგუშაგოს. 6 აგვისტოს, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა დაახლოებით 150 მოხალისე მებრძოლი. ცხინვალის სამხედრო ბაზის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები განთავისუფლებულ იქნენ. დაიხურა მაღაზიები! დაახლოებით 16:00 საათზე, სოფლებიდან: ფრინევი, უბიათი და ხეთაგუროვი - ოსმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს - ერედვს, ფრისს, ნულსა და ავნევს. საარტილერიო დაბომბვა შუაღამემდე გაგრძელდა. საქართველოს სამრთალდამცავმა ორგანოებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ცხინვალის მხრიდან ქართული სოფ306
ლების დაბომბვას ადასტურებს რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და რუსული უფლებათა დამცავი ორგანიზაცია „მემორიალი“. - დღეს კი უკვე ექვსი აგვისტოა და ღმერთო, დაგვიფარე ყველა განსაცდელისგან. დილასაც, ჩვენი ნახირი გაირეკეს და რა იქნება კიდევ, რას გაიგებ! - ფორიაქობდა აგნესი. ღამდებოდა, მზე ჩვეულებრივად ჩადიოდა... მზემ არ იცოდა მტყუან-მართალი - იმისი მწველი სხივები ერთნაირად ეფინებოდა მტერსაც და მოყვარესაც! აგნესისთვის, შვილის დაკარგვის ამბის შეტყობინების შემდეგ, სევდიანი, ტკივილით სავსე ცხოვრება დაიწყო. რძლის უბედურების ცქერამ მორალურად გატეხა მოხუცი ანა. აგნესი ხშირად შეშლილს ემსგავსებოდა დროდადრო გული მისდიოდა, ხან სად გადავარდებოდა, ხან სად... გონებას კარგავდა. ოჯახის წევრები დარაჯობდნენ, რომ თავისთვის არაფერი ევნო. ასეთ სასოწარკვეთილს რომ ხედავდა რძალს, ანა ჩუმად, აგნესს რომ არ დაენახა, მიწაზე იჩოქებდა, ხელებს ზემოთ აღაპყრობდა და უფალს ევედრებოდა რძლისთვის გამძლეობა და სიმშვიდე მიენიჭებინა. მიწას კოცნიდა გამწარებული და შვილიშვილის გამოჩენას ევედრებოდა ღმერთს. ანა იმდენად იყო მომხდარით შეწუხებული, რომ მზად იყო სიცოცხლეც დაეთმო, ოღონდაც თამარი დაბრუნებულიყო! 307
ისედაც უთქმელი და მშვიდი აგნესი მთლად უტყვი გახდა. ოჯახის წევრები რომ არ შეეწუხებინა მომეტებული მწუხარებით, შაბათ-კვირას თავს ძალას ატანდა, რომ არ ეტირა, რადგან თბილისიდან სტუდენტი შვილები ბრუნდებოდნენ და არ უნდოდა ისინი უფრო მეტად დაედარდიანებინა.
IV აგნესი ეფერებოდა და თვალებში შესციცინებდა შინ დაბრუნებულ შვილებს. ღამით, ყველა რომ დაწვებოდა, მერე იწყებდა ფუსფუსს: ჩანთაში სტუდენტი შვილებისთვის სანოვაგეს ჩააწყობდა, მძინარეებს სათითაოდ დაუვლიდა, დაკოცნიდა... მერე კი თამრიკოს ცარიელ საწოლს მიაშურებდა, ჩაიმუხლებდა, ხელს ბალიშიდან ქვემოთ ჩამოაცურებდა თითქოს ეფერებოდა, ხელს უსვამდა საწოლის ზედაპირს, სადაც ვითომც ეგულებოდა შოლტივით გოგოს სხეული, საიდანაც აღარ ისმოდა მისი მშვიდი სუნთქვა, ბალიშზე დარჩენილი რამდენიმე წაბლისფერი მისი თმის ღერი ქაღალდის ხელსახოცში შეხვეული, მკერდში, გულთან ახლოს ჰქონდა შენახული. მერამდენედ ჰკოცნიდა მის წაბლისფერ თმას და ჩუმად ტიროდა, ქმარ-შვილს რომ არ გაეგო: - დედა გენაცვალოს, თამრიკო, სად გძინავს, ჩემო მოჭიკჭიკე მერცხალო, დედას ნაბოლარა ჩიტო-ჩიორავ, დედას სიხარულო და იმედო... გამოჩნდი, შვილო, ცოცხლად ნუ დამმარხავ და დამასამარებ, დაენახვე დედას, ჩე308
მო უკვდავების წამალოო! - იმდუღრებოდა გამწარებული ქალი. წლები, ქარს ადევნებული ღრუბლებივით სწრაფად მიჰქროდა... წელიწადის სეზონის ნებისმიერი წუთი, დედა აგნესისთვის თამრიკოზე ფიქრით იწყებოდა. - თოვლი და დიდი ფანტელების ფარფატი უყვარდა თამოსო, გაზაფხულზე ატმის ყვავილობა და ფშატის ყვავილების სურნელიო, თონედან ამოყრილი ცხელი პური და თონეში ჩარჩენილი კრატუნებიო! ტკივილმა, აგნესს ხელში კალამი ააღებინა, ლექსად წერდა წერილებს საკვირველად გაუჩინარებულ შვილს, უყვებოდა დედის ტკივილზე და სოფელში მომხდარ ახალ ამბებზე. გულს თითქოს ამ საუბრებით იოხებდა და ყველა წერილს თავისი ლექსის ბოლო ფრაზით ასე ამთავრებდა:
„- ვიცი, რომ მოხვალ, დამიბრუნდები, მაგრამ, ვაი თუ მე ვეღარ გნახო“! წერილებს შვილის ფოტოს გვერდით, პატარა მაგიდაზე აწყობდა და მასზე ფიქრით აგრძელებდა თავსმოწოლილ სახლისა თუ სოფლის საქმეს. გავიდა დრო... თამრიკოს დები გათხოვდნენ, ძმა დაოჯახდა, ანა ბებოც გარდაიცვალა და მიწას მიაბარა შრომითა და ტკივილით ნატანჯი სხეული. და აი, დღეს უკვე 2008 წლის ექვსი აგვისტოა, ცხინვალის საინფორმაციო არხზე ოსურ ენაზე საგანგაშო ინფორმაციას გადმოსცემენ, - იტყობინებიან, რომ მობილი309
ზებულია ავტობუსები და სასწრაფოდ უნდა დატოვონ ქალაქი, ვინც მანამდე ვერ მოასწრო წასვლა და, რომ ომი გარდუვალია!
*** ქართული მოსახლეობა გაოცებულია, რადგან სოფლები სავსეა დედაქალაქიდან ჩამოსული დამსვენებლებით. - რის ომი, რა ომი, - ჩურჩულებენ უბან-უბან შეშფოთებული უბნის ქალები; კაცები შფოთავენ: თავჩაღუნულნი, დაფიქრებულები, ნერვიულად მიდი-მოდიან. წუხელ განსხვავებული იარაღის სროლის ხმა ისმოდა სოფელში, უფრო მსხვილკალიბრიანი იარაღის ტყვიები ესროლეს ცხინვალის გარშემო შეფენილ მძინარე სოფელს, ეს ჩვეულებრივი ავტომატების ჯერი აღარ იყო, ახლა მძიმე ტექნიკით იბომბებოდა სოფელი. სახელდაურქმეველი უბედურება გვჭირს ქართველებს, ოცდამეერთე საუკუნეშიც ვერ მოიშუშა ჭრილობები ქვეყანამ... 9 აპრილი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, ახლა ეს კარზე მომდგარი საომარი მდგომარეობა! საქართველოში არ არის ოჯახი, განსაკუთრებით ჩვენს მხარეში (იშვიათი გამონაკლისის გარდა), შერეული ოჯახები და სანათესაო რომ არ ჰყავდეთ, - ან ჩვენ გვყავს ოსი ეროვნების ბებია, ან იმათ - ქართველი პაპა... როგორ შეიძლება ოჯახის წევრებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტონ, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ცხინვალში ცხოვრობენ?! არა, ასე არ არის, რა გვაქვს გასაყოფი, 310
რას ვერ გვპატიობს რუსეთი, ურთიერთსიყვარულსა და კეთილმეზობლურ ურთიერთობას?! ნიქოზელ გლეხს ოთხი ძროხა რომ ჰყავს, განა რძეს, მაწონსა და ყველს გასაყიდად ამერიკაში წაიღებს? არა, გენაცვალეთ, ტერიტორიულად სადაც უფრო ახლოა, იქ მიიტანს! ასეა ოსებშიც - „შახარაჯინისა“ და ოსური ხაჭაპურის გამოცხობა რომ მოესურვება ოს პატარძალს, განა ის ყველის საყიდლად მოსკოვში წავა?! ჩვენი გათიშვა არ შეიძლება, ერთი მინდორი გვყოფს ცხინვალსა და ნიქოზს, ერთი მინდორი! იქნებ ჰგონიათ, ყველაფერი მოსპეს და დაანგრიეს, მაგრამ სისხლს რას უზამენ - დეიდაშვილებისა და მამიდაშვილების ურთიერთსიყვარულსა და მოგონებებსაც ხომ ვერ მოკლავენ! რას უზამენ, ერთად გატარებულ ბალღობასა და სტუდენტობის მოგონებებს - ხომ ვერ წაშლიან, ვერ დაანგრევენ? გულსაც ხომ ვერ შეუცვლიან სახელს… ვერც სიყვარულსა და სინდისის ხმას უგულვებელყოფენ. თუ შერიგება გვინდა, დროულად უნდა მოხდეს, სანამ ეს თაობა ცოცხალია: - ვინც ცხინვალის ქუჩებს სეირნობით გაჰყოლია თეატრამდე! ვისაც ცხინვალის დათოვლილი ნაძვნარის ტოტებილან ჩამოყრილი თოვლი კისერში ჩადნობია! ვისი ფილტვებიც ჯავიდან მონაბერ ჰაერს არიან დანატრებულნი! სანამ მოგონებები ცოცხლობს და კეთილდღეობის მოსურნენი ამ, „ვერგაყოფილ“ მიწაზე დაიარებიან! 311
დრო მტრის წისქვილზე ასხამს წყალს - რადგან დროში გაწელილი უბედურება ისევ მტრისთვის არის მომგებიანი - ცხინვალში, უქართველებოდ გაზრდილი თაობა ისურვებს ჩვენთან შერიგებას?! ან პირიქით, შევძლებთ მომავალ თაობას უკან დაბრუნების სურვილი შევუნარჩუნოთ? ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი... ყველამ თავის „გაყინულ“ ქვეყანას მიხედოს, დაგვანებონ თავი პოლიტიკოსებმა, ჩვენ შევრიგდებით - გლეხები, ჩვენ მოვიტანთ მშვიდობას, ჩვენ ავხსნით მაგ დაწყევლილ მავთულხლართს და ჯართში ჩავაბარებთ, მერე იქიდან აღებული თანხით მშვიდობის ხეივანს გავაშენებთ, მერე ჩამოვისხამთ დიდ ჭიქებში აქაფებულ ლუდს, სიცხეში კაკლის ჩრდილში დავსხდებით, ერთმანეთს მივუჯახუნებთ ჭიქებს და შერიგების სადღეგრძელოს, ერთმანეთის ენაზე გლეხურად ვიტყვით! როცა ამდენი გმირი გყავს, აღარც დამარცხების გეშინია და აღარც სიკვდილის, ოღონდ სამშობლოს ეშველოს რამე, მაგრამ - „კაცი ბჭობდა, ღმერთი - იცინოდაო!“... ექვსი და შვიდი აგვისტოს ნაწამები დღე-ღამის შემდეგ, სამაჩაბლოში უცნაური დილა გათენდა: ქართლის გზაზე, სამხედრო მანქანების კოლონა ერთიმეორეს მიყოლებით მოდიოდა, სადაც მომღიმარი და მომღერალი სამხედრო ბიჭები გზაზე გამოფენილ მოსახლეობას ესალმებოდნენ, გულს იკეთებდნენ და ალბათ ერთმანეთსაც ამაგრებდნენ. ქართული სოფლების 312
შეშინებულმა მოსახლეობამ ბავშვების გაყვანა დაიწყო სოფლებიდან, რასაც გზებზე შემხვედრი მანქანების კოლონა ართულებდა. გზას უთმობდნენ სამხედრო დანაყოფებს მსუბუქი ავტომობილები. მანქანებზე დამაგრებული ქართული დროშები ამაყად, ტკაცუნით ფრიალებდა. მოსახლეობა გზებზე იყო გამოფენილი, რაღაცნაირად ამაყები და თან შეშინებულ-შეშფოთებულები! ცრემლმორეული აგნესი ღობეს აკვროდა, ყელში თითქოს რაღაც ახრჩობდა, მიმავალ მანქანებს პირჯვარს სახავდა და ლოცავდა: - უფალმა დაგლოცოთ, ლომის ბოკვრებო, გამარჯვებით გევლოთ და მშვიდობით დაბრუნებოდეთ თქვენს დედებსა, შვილებო!
V ხშირი სროლა და აფეთქება მთელი დღე და ღამე არ შეწყვეტილა სამაჩაბლოსა და მის შემოგარენში. ირგვლივ დენთისა და სიკვდილის საშინელი სუნი ტრიალებდა, გაშავებულიყო ქართლის კამკამა ცა. შავად ხრჩოლავდა ცეცხლწაკიდებული პურის ყანები. იწვოდა ორსართულიანი, ლამაზი სახლები ხეივანზე შეთვალებულ მტევნებიანად. ჩვენი ჯარი უკვე უკან იხევდა და თან გზადაგზა დადევნებულ მტერს იგერიებდა. გარკვევით აღარაფერი ჩანდა. ცა მთლიანად შავი იყო, უჟანგბადობა იგრძნობოდა, სუნთქვა ჭირდა. გულგამოშიგნულ მიწის ქვა313
ღორღს სქლად დაეფარა და გაენადგურებინა ტურფად მოვლილი ბოსტანი და ყვავილების ბაღჩები. მაგრამ ბაღვენახებს ვინღა ჩიოდა, ირგვლივ სიკვდილი ითესებოდა, გულაღმა ეყარა ბომბის ნამსხვრევებისგან დაჩეხილი, ნაფერები საჯიშე ბიჭები და მშვიდობიანი მოსახლეობის გვამები! ნიქოზის მაცხოვრის სახელობის ამაღლების ტაძრის ეზოში 32 ჭურვი ჩამოაგდეს მართლმორწმუნე რუსმა მფრინავმა „მშვიდობისმყოფელებმა!“ ფერფლად იქცა მეუფე ისაიას ულამაზესი საეპისკოპოსო რეზიდენცია თავისი უნიკალური და უძველესი ბიბლიოთეკითა და ტაძრის საგანძურით. დაიწვა მამათა მონასტერი, განადგურდა ბერთა კელიები, დაიწვა მათი ავტომობილებიც. ცეცხლის ენა ყლაპავდა ირგვლივ ყველაფერს, რისი მოსპობაც შეეძლო.
*** სოფელ ზემო ხვითში, აგნესის სახლთან მიახლოებული რუსის ტანკი მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვია... ჩვენების მარჯვედ ნასროლმა ყუმბარმტყორცნის ჭურვმა მიზანს მიაღწია, ტანკი შეჩერდა, ზედა კორპუსი გადასძვრა, ცეცხლი მოედო, ტანკის ექვსმეტრიანი ლულა კი კვნესით მიასკდა აგნესის ეზოსა და რკინის ჭიშკარს. დარტყმის ძალამ, ღობე თავის რკინის კარიანად შიგნით შეიტანა და აგნესის ულამაზესი ყვავილების ბაღ314
ნარი წამში მიწასთან გაასწორა. ცეცხლმოკიდებული ტანკიდან დასისხლიანებული რუსი ჯარისკაცი ამოხტა, რომელსაც ფეხიდან თქრიალით გასდიოდა სისხლი და აგნესის სახლისკენ კოჭლობით წამოვიდა. დაჭრილმა სახლს შეაფარა თავი, სადაც ოთახში შეშინებულ მოხუც ქალს გადაეყარა და თავადაც არანაკლებ შეშინებულმა რუსულად ჰკითხა: - სახლში არის ვინმე?! ნუ გეშინია, დაჭრილი ვარ, დამმალე „ბაბუშკა“, მიშველე! - უთხრა და ტკივილისგან შეწუხებულმა გონება დაკარგა. - არ შეგეშინდეს, კარგია! - გაიფიქრა ქალმა, მიიხედმოიხედა, იმის მეტი სახლში არავინ იყო, რა უნდა ექნა ამსიგრძე ბიჭისთვის, მარტო ხომ ვერ აწევდა, მაშინვე ომში წასული თავისი შვილი, ვახტანგი გაახსენდა, მერე უგზო-უკვლოდ დაკარგული თამრიკო დაუდგა თვალწინ, წარმოიდგინა, მისთვისაც რომ არავის გაეღო სახლის კარი... გააჟრჟოლა... მას ხომ უფალთან დიდი სათხოვარი ჰქონდა! ბიჭთან მივიდა, თავი წამოუწია, გასისხლიანებულ სახეზე წყლიანი ხელი მიუსვ-მოუსვა, საფეთქლები დაუზილა, მოასულიერა, მერე იატაკზე დასვა, ზურგს უკან, დიდი ჭრელი მუთაქა დაუდო და წყალი დაალევინა... აფთიაქის ყუთში შვილის, ნათელას სამედიცინო ინვენტარი მოძებნა, (ის ხომ ექიმი-სტომატოლოგია) ბამბა და „ბეტადინი“ ამოიღო, ბინტი ვერ ნახა და კარადიდან გამოღებული კაბა ნახევებად აქცია, ჭრილობის გარშემო 315
დასისხლიანებული ფეხი ჭაჭის არაყით გაუწმინდა და მჭიდროდ შეუხვია. კარგად იცოდა, რომ რუსი ჯარისკაცის ოთახში დატოვება არ შეიძლებოდა და გადაწყვიტა სადმე დაემალა. ბიჭი ცალ ფეხზე როგორღაც წამოაყენა. ჯარისკაცი ტკივილისგან გმინავდა. აგნესი მხარში ყავარჯენივით შეუდგა, სარდაფში შეიყვანა და საწნახელში დამალა. ვაშლის ცარიელი ყუთები საწნახელიდან ამოალაგა, შვილის საწოლიდან აღებული ლეიბი ჩააფინა და დაჭრილს ჩასვლაშიც მიეხმარა. აგნესმა იცოდა, გამწარებული ქართველი თუ იპოვიდა, რაც მოხდებოდა! თუ ჭრილობის სირთულისგან გარდაიცვლებოდა, არც ამ შემთხვევაში აცოცხლებდა არავინ, მაგრამ უნდა გადაერჩინა დაკარგული შვილის, თამრიკოს სანაცვლოდ, რომ უფალს იქნებ სამაგიერო წყალობა მოეღო და მისი ნაბოლარა შვილი სამზეოზე გამოჩენილიყო! ქალმა სარდაფის კარი სასწრაფოდ გარედან ურდულით გადაკეტა, თოკზე ჩამოკიდებული ჯოხი ურდულში ჩაურჭო და ტყვიების ზუზუნში მეზობლის ქალს, ეზას სახლს მიაშურა. არაფერი უთქვამს მეზობლისთვის, რატომღაც დუმილი არჩია. ...ქვეყანა ინგრეოდა, ეზას სახლი საძირკვლიანად ზანზარებდა, აფეთქების წნევის შედეგად ჩაიმსხვრა მინები და ლაწა-ლუწით ცვიოდა ძირს. მათ უბანში, იმ ღამეს, თხუთმეტი ბომბი ჩამოყარა მტერმა და ცეცხლის ალში გაახვია რუდუნებით ნაშენი სახლები. მთელი ღა316
მე არ დაუძინიათ ქალებს, - ცალკე შიშისგან, ცალკე - შვილებსა და შვილიშვილებზე დარდით. იმ წელს მისი ვახტანგი, მეტსახელად ბახულა, რომელიც პატარაობისას ძმისთვის თამრიკოს დაურქმევია, რეზერვისტთა რიგებში იყო გაწვეული. - ნეტავ არ გაუშვან ომში, ის ხომ გამოუცდელია ამ დიდი ომისთვის, - ფიქრობდა დარდით დაღლილი დედა და ვერ იძინებდა. არც ტელეფონი ჰქონდა, რომ დაერეკა და შვილების ამბავი გაეგო. რამდენჯერ უთხრეს, რომ უყიდიდნენ ტელეფონს, მაგრამ სიბერეში ყურთასმენის ნაკლებობას უჩიოდა და არ ინდომა ტელეფონი: ყვირილით ხომ არ ვისაუბრებო! - ასე გამოუცხადა შვილებს. მხრებზე შალმოსხმულ ეზას ტახტის ბოლოში მჯდომარეს ჩასძინებოდა. შეშინებული ძაღლი სახლში შემოჰყოლოდა პატრონს და საწოლის ქვეშ მწოლიარე, ყოველი აფეთქების ხმაზე საცოდავად წკავწკავებდა. თვალებში შესცქეროდა ქალებს, გვერდით დაგდებულ პურის ნატეხს ზედაც არ უყურებდა, პირს არ აკარებდა! ისევ გაექცა ფიქრი აგნესს, იცოდა დაჭრილს გამაყუჩებლის გარეშე ტკივილი შეაწუხებდა, ვინმემ რომ გაიგონოს მისი კვნესა, დაიღუპებიან! ოდნავ ინათა. მტრედისფერი დაედო ცას. ფეხები საწოლიდან გადმოიტანა და ფლოსტებში წაჰყო. ისედაც ჩაცმულები, მოკუნტულები ისხდნენ ქალები საწოლში. შალი მხრებზე მოიხვია, ფანჯარაში გაიხედა და ეზას 317
უთხრა: - წავალ, სანამ სიწყნარეა, სახლს დავხედავ და დავბრუნდებიო! კარი გამოაღო, ფრთხილად გაიხედა, ცოტა ხანს მიაყურადა და ეზოში უჩუმრად გავიდა. გზაზე ფრთხილად მიიხედ-მოიხედა, ეშინოდა არავის შეემჩნია. ვეღარ იცნო თავისი უბანი, მისი სახლის წინ, წუხანდელი აფეთქებული ტანკი ისევ ხრჩოლავდა. რეზინისა და დენთის საშინელი, უცნაური სუნი იდგა. მოშორებით ამოტრიალებული, სისხლით მოთხვრილი თეთრი „პიკაპი“ გულაღმა ეგდო, აქეთ-იქით მიმოფანტული გარდაცვლილი ბიჭების გვამები კი საცოდავად ეყარა. ნანახით შეძრწუნებულმა ქალმა, რაც შეეძლო სწრაფად გაირბინა გზა და თავის ეზოშენგრეულ სახლს შეაფარა თავი. მაგრამ მაშინვე ვერ შევიდა, ეშინოდა მარტოქალს საკუთარი სახლის, თითქოს გაუცხოებოდა ამ ერთ ღამეში. სარდაფის კარს ფრთხილად მიუახლოვდა, ურდული ისევ გარედან იყო გადარაზული, როგორც დატოვა, არავინ ყოფილა! - გაიფიქრა და ფრთხილად შევიდა, საწნახელს მიუახლოვდა. ჯარისკაცი საწნახელის კედელზე მიყუდებული იჯდა, კუთხეში მიკუნჭულიყო, ნატკენი ფეხი გაეშალა, მეორე ფეხი კი მოხრილი ჰქონდა, ხელში გაშლილი სამხედრო დანა ეჭირა. ყველაფრისათვის მზად იყო მისი ტკივილით და უძილობით დაღლილი, დამფრთხალი ცისფერი თვალები, რომლებშიც საშინელი სასოწარკვეთილება ეხატა! 318
VI ბარძაყში დაჭრილ რუს ტანკისტს იგორი ერქვა. კარის ჭრიალის ხმის გაგონებაზე შეშინებულს საწნახელიდან თავი წამოეწია და ზემოთ იყურებოდა, თუმცა საწნახელი საკმაოდ მაღალი იყო ძირსმჯდომი კაცისთვის. ის აღარ ჰგავდა იმ ჯარისკაცს, რომელიც თავდაპირველად თავდაჯერებული ტანკში იჯდა და საქართველოსკენ საომრად მოდიოდა, - დღეს, ის დამფრთხალი და შეშინებული იყურებოდა ცისფერი თვალებით... მთელი ღამის მანძილზე, მოწყურებულ და პირგამშრალ იგორს, უზომოდ გაეხარდა აგნესის დანახვა, მაშინვე წყალი მოსთხოვა ქალს. - ახლავე, ახლავე! - უთხრა აგნესმა, შემოტრიალდა და სამზადი ოთახისაკენ გახარებული წავიდა, მასაც ეშინოდა, რომ დაჭრილი ჯარისკაცი სახლში მიცვალებული არ დახვედროდა. ვედროში ყოველთვის ჰქონდა სუფთად ავსებული დასალევი წყალი გადანახული, მაგრამ ახლა შიგ ცოტაღა დარჩენილიყო, ორი დღეა გარეთ გასვლას ვერ ახერხებდა ქალი გაუთავებელი სროლის გამო. 1991 წელს, რაც ოსებმა დასალევი წყლის მილები გადაუკეტეს ქართულ მოსახლეობას, მას მერე უჭირდა სოფელს, ეზოებში ონკანიდან ძველებურად აღარ მოედინებოდა და ამიტომ წყალს სხვა სოფლიდან წვალებით ეზიდებოდნენ. აგნესმა წყალი მინერალური წყლის 319
ბოთლში ჩაუსხა, იფიქრა, რომ ასე უფრო მოხერხებული იქნებოდა მისთვის და საწნახელში ხელგამოწვდილ იგორს სავსე ბოთლი მიაწოდა. მერე გამოკითხა, თავს როგორ გრძნობდა, სტკიოდა თუ არა ჭრილობა. - მოშივდებოდა ახლა ამასა! - გაიფიქრა ქალმა. წათხის ქილიდან ყველის ნაჭერი ამოიღო, ერთი გვერდი ჩამოაჭრა და ნაჭრებად დაყო, მერე პური შუაზე გადატეხა, ნახევარი თავისთვის დაიტოვა, მეორე ნახევარში კი ყველის ნაჭრები ფენა-ფენა ჩაალაგა და იგორთან წაიღო. - რა უნდა ვქნათ ახლა, რაა! - აღარც ძროხაი! აღარც წყალი! აღარც გაზი! არც სინათლეი!.. დავიხოცებით ალბათა შიმშილითა, მინამ ტყვია მოვიდოდეს, მა რა იქნება! კი ავანთებდი ფიჩხის კიწაწებითა ღუმელსა, ან კვერცხს შევწვამდი, ან კარტოფილსა, მარა კვამლი და სუნი გარეთ რო გავა, მოვლენ, მომაგნებენ და სულს ამომხდიან! არაა, უნდა მოითმინო, აგნესი, უნდა გაუძლო, აგერ ნახევარი პური და ცოტა ყველი ხომ მოგრჩა, როგორღაც უნდა გაიტანო თავი, მერე რაღაც გამოჩნდებააა! - ფიქრობდა შეწუხებული ქალი. - წავალ, ბაღში ატამი ჩამოცვივდებოდა და ავკრეფ, მეც შევჭამ და იმასაც შევაჭმევ, ი ჩემი ცოდვით სავსესა! აივანი გაიარა და ბაღისკენ გასვლას აპირებდა, რომ მოულოდნელად იასამნის ბუჩქთან მუცელგამოფატრული ადამიანის ცხედარი დაინახა, - თვალებღიას ამოსვლოდა უბედურს უბედური სული... ჩვენიანს არ ჰგავდა, უცხო ფორმა ეცვა, ქამარში გარჭობილი უშვე320
ლებელი დანა ოხრად დარჩენოდა, ვერ ეშველა სასიკვდილოდ განწირული პატრონისთვის, ავტომატიც მოშორებით ეგდო, გადაპარსული თავი ხაკისფერი, ფოთლებიანი „ბენდენით“ წაეკრა, ცალ ყურზე შავი საყურე ეკეთა, გულის პირიდან მოსვირინგებული მორიელი მოუჩანდა, ყორნისფერი წვერი სისხლისგან მოთხვროდა და უშნოდ გაფარჩხვოდა. გაურკვევლად მოხატული უღონო მკლავები, მიწაზე ამობრუნებული ხელისგულებით ისე ეწყო, თითქოს წყალობას ითხოვდა ვინმესგან. შეშინებული აგნესი შეძრწუნებული იდგა კარგა ხანს, შემდეგ სწრაფად შემოტრიალდა და მეზობელ ეზასთან გაიქცა. გზიდან სამხედრო მანქანის ხმა მოისმა, ქალმა ფეხს აუჩქარა, უნდა მოესწრო და ღობემდე მისულიყო, დამალულიყო. მოსახლეობისგან დაცლილი სოფლის ბინებში, ვინ იცის, რა რჯულის ადამიანები აღარ დაძრწოდნენ, ძარცვავდნენ და მერე ცეცხლს უკიდებდნენ სახლებს. აგნესი ეზასთან შევიდა, უთხრა, რომ სახლში დარჩენა საშიში იყო, ახლა მეორე საფრთხე გამოჩნდა - მძარცველების! მდგომარეობა აუხსნა, ძაღლი ოთახში დატოვეს - მათ კვალს რომ არ გამოჰყოლოდა და ოთახიდან გამოვიდნენ, მერე ორივენი დასამალად მოშორებით მდგარ სათონისკენ გაემართნენ. თონეს თავზე დაფარებული ფიცარი გადახადეს და რის ვაივაგლახით ჩაიჭედნენ. აბორიაყებულმა ნაცარმა მიახვედრა ქალები, რომ აქ ფეხის განძრევაზეც კი სუნთქვა შეუძლებელი იქნებოდა, მისწვდა აგნესი კედელზე ჩამოკიდებულ ძველ „პალტოს“, 321
რომელიც ვინ იცის ნაზუქის ცხობის დროს, რამდენჯერ დაუფარებიათ დაქალებს თონისთვის. „პალტო“ გაშალეს, თონეში ჩააფინეს, ზემოდან ფეხით შედგნენ, თავზე კი მანეულის წკნელებისგან მოწნული ხახალი წამოიფარეს, რომელზეც ცხობის დროს ცხელ-ცხელ ლავაშებს აწყობდნენ ხოლმე. ხახალის ნაჩვრეტებიდან ხმაურიც ისმოდა და ჰაერიც ჩადიოდა. უკვე ახლოდან ისმოდა ოსურ ენაზე საუბარი, ხორხოცობდნენ, უპატრონოდ დარჩენილი სახლებიდან გამოჰქონდათ, რაც ესაჭიროებოდათ. მალე მათ სახლთან მეორე მანქანის დამუხრუჭების ხმა მოისმა. სიცილით გადმოვიდნენ „გამარჯვებულები!“ ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს და კიბეებზე უშიშრად, შინაურებივით, ბრაგა-ბრუგით ავიდნენ. - რას ეძებენ, რა გაქვს, ქალო, შენახული, ნეტავ არ გადაწვან, რას წაიღებენ! - ჩურჩულით უთხრა ეზას აგნესმა. - ნეტავ, ცხონებული ჩემი ქმრის ფოტოს ხელი არ ახლონ და რაც უნდათ ის წაუღიათ! - ჩურჩულით უპასუხა სახეზე ხელებაფარებულმა ატირებულმა ეზამ. - შენი ქმრის ფოტო რაში სჭირდებათ, ეგენი ფულსა და ოქროს ეძებენ! - უთხრა აგნესმა და ორივეს სიმწრით გაეცინა. ცოტა ხანში მოკლე სროლის ხმა გაისმა, რასაც ძაღლის საცოდავი შეყმუვლება მოჰყვა. - მომიკლეს, „ჯეკაი“, მომიკლეს, ხელები დაგიმიწდეთ არგასახარებლებოოო! - ბავშვივით ატირდა ეზა. 322
მალე ისევ მანქანის მოტორის ხმა მოისმა - ჯერ ერთის, მერე მეორის, მერე კი ისევ სიჩუმე ჩამოწვა. - წავიდნენ, ეტყობა! - მშვიდად ამოისუნთქეს გადარჩენილმა ქალებმა. საფარიდან გამოვიდნენ, მაგრამ სახლში შესვლა ვერ გაბედეს და ბაღის ბოლოს თხილის ბუჩქებს შეეფარნენ. საიდანღაც ქარს უსიამოვნო მძორის სუნი მოქონდა. ქალებმა ადგილი შეინაცვლეს და ვაზებში ფეხებაფარჩხული, მკვდარი ძროხა დაინახეს, - უცხო ჩანდა, ალბათ ნიქოზიდან თუ დაფრთხა სროლის ხმაზე შეშინებული. საწყალს, დინგი და ნახევარი თავი აღარ ჰქონდა, ეტყობა ბომბის აფეთქების დროს ნამსხვრევი მოხვდა და მერე სისხლისგან დაიცალა, ირგვლივ მისი სისხლით იყო ბალახი გაწუწული და მიწა მორწყული. აგვისტოს უსაშველო სიცხისგან ძროხა გაბერილიყო და მწვანე ბუზები დახვეოდა, ორი დღის მკვდარი მაინც იქნებოდა. საშინელი სუნი ასდიოდა. - აღარაფერი აღარ იჭმევა აქა, ყველაფერი სისხლითა და სიკვდილის სუნით არის გაჟღენთილი! - გაიფიქრა ქალმა. აგნესს, საკუთარ ეზოში ნანახი, მისი აზრით ჩეჩენი ეროვნების მიცვალებული გაახსენდა და ეზას ყველაფერი უამბო, უთხრა რომ სახლში დაბრუნების ძალიან ეშინოდა. მაგრამ დაჭრილი იგორის შესახებ, მაინც არაფერი დასცდენია. კარგა ხნის ბორიალის შემდეგ ქალები ეზას სახლში დაბრუნდნენ. ოთახში შევიდნენ. თავდაყირა იყო ყველაფერი: საკერავი მანქანა და შვილიშვილის მუსიკალუ323
რი ცენტრი წაეღოთ; ლოგინი საწოლიდან გადმოეყარათ... გარდერობიდან გამოტანილი უჯრები იატაკზე, პირქვე ეყარა; კოპწიად დაუთოებულ თეთრეულზე ჭვარტლიანი სამხედრო ბათინკების ნაკვალევი მოჩანდა... ატირდა ეზა... საწოლის ქვეშ, ერთგული ძაღლი სისხლის გუბეში ცურავდა. კონდახით მინაჩამტვრეული ეზას მეუღლის ფოტო ჩამოვარდნილი, წიგნებთან გვერდულად გაჭედილიყო. ეზამ მინის ნამსხვრევებისგან გაათავისუფლა მეუღლის სურათი და გულში ჩაიკრა, მერე ოთახის მილაგება დაიწყო. - არა მგონია, ოდესმე, ზემო ხვითში ბალახი კიდევ ამოვიდეს და თუ მაინც ამოვა, ფესვებიდან ამოწოვილი სისხლიანი ძარღვები ექნება მაძღარს, - ადამიანისა და ცხოველის სისხლით! - ფიქრობდა აგნესი. უპატრონოდ დარჩენილი, ნაღმჩაცვენილი სახლებიდან ცეცხლი ისევ ხრჩოლავდა. არავინ იყო მათი მომკითხავი და პატრონი. ვინც წასვლა ვერ შეძლო, ან არ ისურვა, ჩუმ-ჩუმად იმალებოდნენ მეზობლების სარდაფებში აგნესისა და ეზასავით. - ნათელას ბაღის ბოლოში ორი გვამი გდიაო! - ასე თქვეს მეზობლებმა, - ორივე ნაღმზეა აფეთქებული, ფეხები არც ერთს აღარ აბიაო, ჩვენი ბიჭები არიან, ჩვენი ფორმა აცვიათო! - ვაი, თქვენს დედებს, შვილებო, - გული ამოუჯდა აგნესს, - რა გიშველოთ, როგორ დაგმარხოთ მე ბებერმა და უძლურმა! რომ შებინდდა, აგნესი მერე მივიდა მათ ცხედრებთან, ვაშლის ხეს ტოტები ჩამოამტვრია და გარდაცვლილთა ცხედრებს ზემოდან დააფარა. 324
VII აგვისტოს ხვატში, სისხლის სუნზე - კრაზანა, კოღო და ბუზი ორმაგად მოძალებულიყო და დაუნდობლად ეხვია გარდაცვლილთა ცხედრებს. აგნესი ვერ ხვდებოდა, ეს ამტანობა და გამძლეობა, რაც ამ საშინელ წუთებში ჰქონდა, საიდან ეძლეოდა, რამდენს ითმენდა მისი ნატანჯი გული. ქალმა ხის ბოგირს გადააბიჯა, სადაც რუს წყალიც კი დამშრალიყო და თავის ეზოშენგრეულ არემარეზე ქურდივით შევიდა, ჩუმად მიეპარა იმ ადგილს, სადაც ჩეჩენის გვამი ეგულებოდა, მაგრამ აი, სასწაული იქ მხოლოდ უშველებელი შავად მოლაპლაპე სისხლის გუბე და გატეხილი შავი სათვალეღა იყო. - წაუყვანიათ, ეპატრონებიან თავიანთ მკვდრებსა, ეტყობა მარხავენ ან მალავენ! - გაიფიქრა ქალმა და მაშინვე სარდაფისკენ გასწია. - რუსი რა იქნა ნეტავ, „ჩემი“ რუსიც ხომ არ იპოვეს?! - ბუტბუტებდა ქალი. ჯარისკაცი საწნახელში იწვა, თითქოს ამქვეყნად არ იყო, ისე გამოიყურებოდა. შუბლზე და სახეზე სიმწრის ოფლს გამოესხა, სიცხისაგან დამსკდარ ტუჩებიდან კვნესა ამოსდიოდა, მძიმედ სუნთქავდა, სისხლიანი ფეხი კი რუმბივით გასიებოდა. - ვაიმე, მოკვდება ეს უბედურ დღეზე გაჩენილი, რამე უნდა ვუშველო, - გაიფიქრა ქალმა და საგონებელს მიეცა. 325
- თამრიკოს სახელზე, ჩემი დაკარგული შვილის სახელით მოგივლი, რუსო, იქნება უფალი უფრო მეტად შეგვეწიოს მეც და ჩემს შვილსაც, ჩვიდმეტი წელია არაფერი ვიცი მისი ასავალ-დასავალისა! - ფიქრობდა ქალი. უნდა იყოჩაღო, აგნეს, უნდა იყოჩაღო, ბიჭი მოკვდება, თუ რამეს არ უშველი... უნდა ავიდე მეორე სართულზე. ნათელას, უჯრაში ანტიბიოტიკი ექნება, დედა ენაცვალოს, ხომ ალევინებს პაციენტებსა, მაგრამ ამ სიმაღლე კიბეს სანამ მე ავივლი, არავინ დამინახავს ნეტავი?! შორიდანვე მესვრიან და მომკლავენ ეს უღმერთოები, მამათა მონასტერი გადაუწვიათ ნიქოზშიო და ესენი, მე დამინდობენ? - ებუტბუტებოდა თავის თავს ქალი. სამზარეულო ოთახში შევიდა. იქ, ვედროში წყალი ეგულებოდა... ვედრო, ამოყირავებული და ტყვიისგან გახვრეტილი, ძირს ეგდო, ჩამსხვრეული ფანჯრიდან ჩამოცვენილი მინის ნამტვრევებიც მაგიდაზე ეყარა, დაქცეული ბლის მურაბის ქილას ფუტკარი ეხვია, საშიში იყო. ოთახში აღარ შეისვლებოდა, სწრაფად გამოხურა კარი და ზემო სართულზე ნელ-ნელა ასვლა დაიწყო, მოხუცი არ იყო, მაგრამ დარდისაგან მოტეხილიყო: ჯერ თამრიკოს გაუჩინარებამ გატეხა ქალი, მერე - მზრუნველი დედამთილის გარდაცვალებამ, მეუღლის, თემოს მოულოდნელმა სიკვდილმა მთლად მოუღო ბოლო - საღ-სალამათი კაცის უეცარმა გარდაცვალებამ თავზარი დასცა... შვილიშვილი ეყოლათ იმ დღით და მელოგინე შვილის სანახავად წავიდა რუსთავში, იქიდან მობრუნებულს 326
კი, ცხინვალის რეანიმაციის განყოფილებაში დახვდა უგონო ქმარი... აღარც მოსულა გონზე, ისე გარდაიცვალა. ეჰ, ქვა ყოფილა ადამიანი, ქვა და ლოდი! - ჩაიბურტყუნა გულმოსულმა. ძლივს აათავა ჩვიდმეტი საფეხური, მაღალი აივნიდან კვამლში გახვეულ სოფელს ერთი წამით შეშინებულმა გადმოხედა და სასწრაფოდ შიგნით შევიდა. აფეთქების შედეგად მინები მეორე სართულზეც მთლიანად ჩამსხვრეულიყო, გატიალებულიყო იქაურობა, ნამსხვრევებისგან ჩამოსერილი ფარდები საცოდავად ირხეოდა ჩამტვრეული ფანჯრებიდან შემოსული ორპირი ქარისაგან. მის სახლშიც თავდაყირა იდგა ყველაფერი - ლოგინი და უჯრებიც, ამოტრიალებული, პირქვე ეყარა. წიგნები, თამრიკოსადმი მიწერილი წერილები, წამლის კოლოფები ერთმანეთში იყო არეული. აკანკალებული ხელებით გაბნეული ფირფიტები ძლივს მოძებნა, ერთი შეარჩია, თვალთან ახლოს მიიტანა და უსათვალოდ ნელნელა ჩამარცვლა: - დუ რა მოქ სი! დურამოქსი - 500 მგიანი, ეს არის! სუსტია ესა მაგისთვინა, მაგრამა სულ არაფერსა ჯობია, ცოტას მაინც უშველის! წელში გასწორდა, კარისკენ შეტრიალდა და გამოსვლას აპირებდა, რომ მაგიდაზე დიდ ლარნაკში, ნათელას დატოვილ ვარდებს მოჰკრა თვალი, - რაღა ვარდები ეთქმოდათ, მაგიდაზე დაფენილიყო წითელი ვარდის ფურცლები და მხოლოდ ბუტკოს ყვითელი ქოჩრებიღა დარჩენილიყო. 327
- წყალი, წყალი, - წარმოთქვა ქალმა, მივიდა, ვარდის ტოტები ამოაწყო, შიგ მოცურავე, რამდენიმე ფოთოლი აკანკალებული, მოკაკული თითით ამოაცურა, ლარნაკი გულზე მიიკრა, წამალი წინსაფრის ჯიბეში ჩაიდო და კიბეზე გვერდულად, ნელ-ნელა დაიწყო ჩამოსვლა. ერთ ფეხს რომ ჩამოდგამდა, მეორე ფეხს ისევ იმ საფეხურზე ადგამდა. შუა გზამდე იქნებოდა მოსული, რომ მოულოდნელად ფეხიდან ცალი ფრატი გასძვრა და ტყაპუნით ძირს ჩავარდა. - ეხლა ჩავარდნის დრო იყოოო? - დაიჩივლა და ნახევრადფეხშიშველმა ჩამოსვლა განაგრძო. ზემო ხვითის ერთ უბანს მთელ ჩაყოლებაზე შავი ბოლი ასდიოდა თვითმფრინავიდან ჩამოყრილი ბომბების ზოლი ეტყობოდა... გზის გასწვრივ, ერთ ხაზზე ხრჩოლავდა დილანდელი დაბომბილი სოფელი. წყალს სველი ფოთლებისა და სიძველის სუნი დასდებოდა, მაგრამ მაინც წყალი ეთქმოდა, ახლა მას, უკვე უკვდავების წყლის ძალა მისცემოდა. საწნახელთან ახლოს მისულ ქალს ჯარისკაცის კვნესა მოესმა. - აი, მოვედი შვილო, ნუ გეშინია, გადარჩები, წამალი მოგიტანე, - უთხრა და საწნახელის კიდეზე ლარნაკი შემოდგა, მერე ორივე ხელით ჩამოეყრდნო, მაღალი იყო მისთვის საწნახელი, იღლიებამდე სწვდებოდა, ბიჭს წამლის ფირფიტა, ფეხის თითის წვერებზე აწეულმა ჩააწოდა. ხელი ამოყო იგორმა, მათი ხელები ერთმანეთს 328
შეხვდნენ, სიცხისაგან გავარვარებულ ხელზე თითქოს ცეცხლი ეკიდა... - წყალი... თუ შეიძლება, წყალი დამალევინეთ! - ითხოვა ტკივილით გატანჯულმა ბიჭმა. აგნესმა ლარნაკი მიაწოდა და წყლის არქონის მიზეზიც აუხსნა. ბიჭმა მოიყუდა და ისე გემრიელად დაცალა, თითქოს ასეთი წყალი არასოდეს დაელია... აგნესსაც კი სწყუროდა, მაგრამ... - რა ჯოჯოხეთური აგვისტოა წელსა, - „ცა და ქვეყანა იწვისო,“ - რომ იტყვიან, ის არის სწორედა. ერთი გემრიელი, დალოცვილი წვიმა მაინც მოვიდოდეს და ჩააქრობდეს ხანძარსა ამ სიმწრით გაშენებულ კარ-მიდამოებში... თან, დასალევი წყალიც გაგვიჩნდებოდა... - ეშიება ეხლა ამასა, გავალ ბაღში, ეგებ ნაადრევ ხილს მაინც ეყაროს ქვეშ რამე, სიცხიან პირს მაინც გაისველებს და კუჭშიც ჩაუვა რამე... სახლის გვერდით, ბაღში ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა, ხის ფოთლებს მტვერი და ჭვარტლი დაკრობოდა, ხის ტოტს ორივე ხელი ჩაავლო და მსუბუქად შეარხია, სიცხისაგან დაბრაწული, წებოვანი ატმები ჩამოცვივდა. აგნესმა წინსაფრის კალთაში წამოკრიფა რადენიმე ატამი და სარდაფში შევიდა. რომ გაერეცხა წყალი არ ჰქონდა, ამიტომ გაფცქვნა და იგორს საწნახელში ჩააწოდა. - სადაური ხარ, შვილო, შენა? - ჰკითხა ქალმა. - მოსკოვიდან ვარ, - უპასუხა ატმით პირგამოტენილმა იგორმა, - ბებო, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, გთხოვთ, დაუძახეთ ვინმე ჩვენიანს, მოვლენ, წამიყვანენ, არ მინდა აქ სიკვდილი! 329
აგნესმა იცოდა და ნანახიც ჰქონდა თეთრი და წითელსახელოიანი სამხედროები როგორ დაბორიალებდნენ სოფელში. წითლიანები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ! არც ქართველი ნიღაბჩამოფარებული ბანდიტები დაინდობდნენ ქალს... ეშინოდა, თვითონ ვერავის დაენახებოდა, ისევ იგორს უნდა ეყოჩაღა და ფეხზე როგორმე წამომდგარიყო. იმ საღამოს თავის ბაღიდან ჩუმად გადავიდა მეზობლის ბაღში, ქმრის ბიძაშვილთან, ვასოსთან. თან გზას აკვირდებოდა, რომ რამე უცნაურისთვის არ დაებიჯებინა, იცოდა, თვითმფრინავიდან ნაღმები რომ იყო ჩამოყრილი. მშვიდობიანი მოსახლეობა და აქა-იქ დარჩენილი თავგზაარეული შინაური ცხოველები უმოწყალოდ ფეთქდებოდნენ ზედ და იხოცებოდნენ. კუპრაშვილი ვასო და უბნის კაცები ერთ სარდაფში იკრიბებოდნენ. ცალ-ცალკე ყოფნას, ერთად ყოფნას არჩევდნენ და ვისაც რა მოეპოვებოდა, იმით ირჩენდა თავს. აგნესმა ვასოს მიაკითხა და მისგან გაიგო, რომ ცოტა ხნით კიდევ უნდა მოეთმინა, რადგან მეუფე ისაია მოძღვრებთან ერთად პურს, წყალს და სანოვაგეს არიგებდა და აგნესასაც მიაწოდებდა თავის წილს. ქალს დაჭრილ იგორზე არაფერი უთქვამს ვასოსთვის. იმედმოცემული და გახარებული უკან გამობრუნდა. გზიდან ხმაური შემოესმა, ბალახებში ჩაჯდა და გაისუსა. „წითელარმიელებს“ კონდახისა და ჩექმის ცემით, საკუთარ ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მოსახლეობიდან 330
დასისხლიანებული ქართველი ტყვეები, ზემო ხვითელი ბიჭები - თამაზ და ზაზა გოგიშვილები, წინ წაემძღვარებინათ და უკან სიცილ- ხარხარით მისდევდნენ...
VIII დატყვევებული ქართველი ბიჭების საცოდაობამ შეძრა აგნესი. დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებთან ერთად, მათგან ითხოვდნენ ქართველი ჯარისკაცების ადგილსამყოფელისა და მათი ოჯახების დასახელებას... სწორედ არასასურველი პასუხის შედეგი იყო, რომ ასე ნაცემი, ნეკნებჩამტვრეულნი და დასისხლიანებულნი ეგრეთ წოდებულ „შტაბში“ მიწაზე ეყარნენ. აგნესის თვალწინ გაატარეს საცოდავები. რა შეეძლო უმწეო ქალს? არაფერი, გარდა იმისა, რომ შვილის, ვახტანგის ქართული ჯარის ფორმა საგულდაგულოდ გადაემალა. შეშინებული აგნესი ბალახებში პირქვე გაერთხო. მტვერში, აყვავებულ ვარდკაჭაჭას ლურჯ ყვავილზე, ორი ჭიამაია ულვაშებით ეფერებოდა ერთიმეორეს, შეწყვილებას ცდილობდნენ. ვითომც და, არაფერი! - ამ გაგანია ომში, სიცოცხლე მაინც გრძელდებოდა, ასეთია ბუნების კანონი, ისევ ისე გამრავლდებიან, როგორც მანამდე! - გაიფიქრა აგნესმა, - რა უდარდელი ცხოვრება აქვთ მწერებს, მათთვის არც კანონი არსებობს, არც წესები, არც ვალდებულებები, არც სინდის-ნამუსი... მხოლოდ ინსტინქტები და ჭამა-სმის მოთხოვნილება აწუხებთ! - აგნესს, რაღაც331
ნაირად, შეეცოდა მწერები მათი პრიმიტიული ცხოვრების გამო. თვითონ ხომ ადამიანი იყო, უამრავი პასუხისმგებლობა ჰქონდა უფლისა და ქვეყნის, ოჯახის წინაშე - პირადი, პიროვნული ღირსების პარალელურად, ის ხომ ქალი იყო, მოქალაქე, მერე მეუღლე, მერე დედა, სიდედრი, დედამთილი... მერე ბებია, მეზობელი, ნათესავი... ის სხვგვარად ვერც მოიქცეოდა, - მისი ჯიში, გენი, აღზრდა და შინაგანი ადამიანური კულტურა, მისი მაღალი მე, ვერ შეძლებდა იმას, რომ მკვლელობა ჩაედინა, ან დაებეზღებინა და გაემეტებინა დაჭრილი, ან მიეტოვებინა... იცოდა, განა არ იცოდა, რომ არსად, არც ერთ საბუთში არ ეწერა მტრის ჯარისკაცის შეფარება და პატრონობა. მაგრამ სწორედ დაუწერელმა კანონმა მიაღებინა დაჭრილი ჯარისკაცის მოვლა-პატრონობის გადაწყვეტილება. ამ ჯარისკაცს, სისხლში ამოვლებულ ქართლსა და სამაჩაბლოში, სუფთა, უსისხლო ქართული გულიც უნდა დაენახა და მისი ხელით სასიკვდილოდ განწირული უამრავი ქართველიც... სწორედაც, ამ უცნაური მადლის გამო უნდა გადარჩენილიყო და შერჩენოდა ქვეყანას! ვინ იცის, მისი ვახტანგი სად არის ახლა? იქნებ ისიც დაჭრილია და შველა სჭირდება! - ქალი ნელა წამოიმართა, მის წინ დაჩოქილი განსაცდელისთვის ღირსეულად უნდა გაეძლო! 332
აგნესის სახლის წინ აფეთქებული ტანკიდან რა ხანია ამოიტანეს დამწვარი გვამები. დიდხანს ტრიალებდნენ ტანკის გარშემო რუსი ოფიცრები, აშკარა იყო, რომ იგორს ეძებდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ ტყვედ ჩავარდა, რადგან მისი გვამი ვერსად აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ წინა დღით დაბომბილ სოფელ ზემო ხვითში, მშვიდობიანი მოსახლეობიდან ცხრა ადამიანი გარდაცვლილიყო დაუნდობლად ჩამოყრილი ნაღმებისა თუ განზრახ დამიზნებით სროლისგან. ეს, იმ უიარაღო გლეხების სიაა და ეს, მხოლოდ ზემო ხვითიდან: ბურნაძე როლანდ;
გოგიშვილი ბეგლარ; მჭედლიძე სულიკო; მჭედლიძე ამირან; გოგიშვილი ალე; გოგიშვილი ჯემალ; მელანაშვილი ლენა; მელანაშვილი მერი... სიცოცხლით სავსე ჯარისკაცი, ახალგაზრდა, ღიმილის ბიჭი - ჯიმი კურდღელაშვილი კი გორის სამხედრო ნაწილის დაბომბვის დროს დაღუპულა! შემზარავი ამბავი შეიტყო სოფელმა: - დოიჯაშვილი ონისე, გმირულად დაცემულიყო ბრძოლის ველზე, რომელსაც მიუხედავად მეთაურის ბრძანებისა, თავგზაარეული და დაჭრილი მეგობრები არ მიუტოვებია, - თავადაც დაჭრილს, სამშვიდობოს გამოჰყავდა ისინი და ამ დროს 333
იმსხვერპლა ჩასაფრებული სნაიპერის ტყვიამ. არადა, ონისე იმ ვაჟკაცი მამის, ლევან დოიჯაშვილის შვილი იყო, რომელიც გვერდით ედგა პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, 90-იან წლებში და საკუთარი მკერდით იცავდა იმის სიცოცხლეს... მასთან ერთად იმყოფებოდა იმ ავბედით ღამეს ფხვენისელი ვაჟკაცი, გოგი გაბროშვილიც, რომლის ვაჟკაცობამ და გონიერებამ არაერთხელ მოიგერია სოფელზე თავსდატეხილი საპასუხო ცეცხლის იერიში. ისინი, ერთ დღეს დაიხოცნენ და ერთად ჩამოასვენეს თანასოფლელებმა მათი ცხედრები...
*** ვასოსგან წამოღებული სანოვაგე აგნესმა შუაზე გაყო. ნახევარი იგორთან შეიტანა და საწნახელში ჩააწოდა. გემრიელად ჩაკბიჩა ძეხვი და ახალი პური ბიჭმა, მადლიერი თვალებით ამოხედა მოხუც ქალს და გაღიმებულმა ჰკითხა: - სად იშოვე ასეთი ახალი პური? - ჩვენმა პატრიარქმა, ილია მეორემ ჰუმანიტარული დახმარება გამოგვიგზავნა და ახლა მეუფე ისაია სოფელში დარჩენილ მოსახლეობას ურიგებს. თავადაც აპირებს უწმინდესი თურმე ჩამობრძანებასა. „წითელმა ჯვარმაც“ დაარიგა საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები სოფელში დარჩენილ მოსახლეობისთვისა! სიამაყით წარმოთქვა აგნესმა. - დედაჩემიც ტაძრის მსახურია, - უთხრა იგორმა. მგალობელია, ლოტბარია მოსკოვის ღვთისმშობლის სა334
ხელობის ტაძარში... იცით, რა ლამაზი დედა მყავს? თქვენი ქართული ცის მსგავსი თვალები აქვს. ჩვენ, რვა დედმამიშვილი ვართ... მე უფროსი ვაჟი ვარ და მჯერა, რომ მისმა ლოცვამ გადამარჩინა სიკვდილს ცეცხლწაკიდებულ ტანკში ყოფნის დროს. საოცარი ხალხი ხართ ქართველები, თბილი და ემოციური ერი ხართ. თან, რა ახლოსაა ღამით თქვენთან მთვარე და ვარსკვლავები, თითქოს ხელით შეწვდები მათ, არც ვარსკვლავებით მოჭედილი ასეთი ცა არ არის მგონი არსად... აგნესი უსმენდა იგორის „აღსარებას“ და თვალები ცრემლით ევსებოდა. განა თვითონ, სულ უფალს არ ევედრებოდა თამრიკოს გამოჩენას? მაგრამ რას გაუგებს ჩვენნაირი მოკვდავი ადამიანი უფლის წესსა და განგებას. გზიდან საშინელი ჭახჭახის ხმა მოახლოვდა, მალე რუსების ტანკი გამოჩნდა და აგნესის სახლის წინ გაჩერდა. დამუხრუჭების მკვეთრმა ხმამ სტუმარ-მასპინძელი გზის მხარეს მიახედა. ეტყობოდა დამწვარი ტანკის გათრევას აპირებდნენ მეორე ტანკით. რუსული საუბარი რომ გაიგონა იგორმა, ფეხზე წამოდგომა სცადა, საწნახელის ნაპირებს მკლავებით მოეჭიდა და ცალ ფეხზე წამოდგა, ხმით იცნო მეთაური და სახელით მიმართა, დაუძახა. წამიერად სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, ძახილი განმეორდა და მაშინვე იარაღმომარჯვებულმა სამხედროებმა სახლს ალყა შემოარტყეს, რუსი ოფიცერი სამ მებრძოლთან ერთად სარდაფის კარს მიადგა და ავტომატის ლულით კარი ფრთხილად შეაღო. შეშინებული აგნესი კედელს აეკრა... 335
IX კბილებამდე შეიარაღებული სამხედროები აგნესის სარდაფში სწრაფად შევიდნენ... ქალისთვის მიშვერილი იარაღი მანამ არ მოუცილებიათ, სანამ იგორმა არ უთხრა, რომ იარაღი ძირს დაეშვათ. გადაეხვივნენ ერთიმეორეს რუსი ოფიცრები, ცოცხლად გადარჩენა მიულოცეს ერთმანეთს. იგორმა ხმამაღლა და გარკვევით უთხრა გაკვირვებულ გარშემომყოფებს, როგორ გადაარჩინა სიკვდილს ქართველმა დედამ, როგორ შეიფარა და მობანა სისხლიანი ჭრილობა, შეუხვია, უწამლა, ლუკმა გაუყო და სიცოცხლე შეუნარჩუნა, უერთგულა, არ გასცა და არ გაყიდა და ეს მაშინ, როცა თვითონ მათ, მისი სოფელი დაანგრიეს, დაწვეს, ააფეთქეს, უამრავი მართალის სისხლი დააქციეს... - ბოდიში, ქართველო ქალო, გვაპატიე, ქართველო დედა, მე ვფიქრობდი ეს დღეები, რომ შენ, დედაჩემის ლოცვის ძალით გადაგეყარე, შენ ღვთისმშობელივით იტვირთე ქრისტიანული მისია, ქვეყანა დაგიქციეთ და მაინც მოგვიტევე, შეგვინდე და შეგვიფარე, მე მახსოვს შენი აკანკალებული ხელებით გაფცქვნილი ატმის გემო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, შენი მოწოდებული უკვდავების წყალი, როცა თავად გწყუროდა, გვაპატიეთ თუ შეგიძლია, ყველას სახელით გთხოვ, შეგვინდეთ, თქვენ მე სიცოცხლე მეორედ მაჩუქეთ, თქვენ ჩემი მეორე დედა ხართ! 336
აგნესმა აღარ იცოდა უხერხულობისგან რა გაეკეთებინა, ან ამდენ საქებარ სიტყვას რატომ იღებდა... მოულოდნელად რუსმა ოფიცერმა ცალ მუხლზე დაიჩოქა და ქართველ დედას ხელზე აკოცა, ხელზე, რომელმაც მისი მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა. თვალებს მალავდნენ ოსი და რუსი ეროვნების სამხედროები, მათთვის ბრძოლის ველზე ყოფნა უფრო იოლი იქნებოდა ახლა, ვიდრე ამ წუთას, ამ სარდაფში დგომა, თითქოს ჰაერი ეცოტავებოდათ. იგორი საწნახელიდან ამოიყვანეს და როცა მისი სისხლიანი ბრონჟილეტის ამოღებაც მოინდომეს, იგორმა არ დაანება... - იყოს ეს აქ, საქართველოში... ამ საწნახელში გადარჩა ჩემი სიცოცხლე და ეს ჩემი სისხლი იყოს ფიცი და დასტური იმისა, რომ მე აღარ ვიმსახურებ რუსულ ჯარში, აღარასოდეს! მე ვტოვებ მის რიგებს, სამსახურსაც ვანებებ თავს, ეს ჩემი ბოლო სიტყვაა! - მეგობრის მკლავზე დაყრდნობილი იგორი აგნესთან მივიდა და დედასავით ჩაიხუტა, დაემშვიდობა და შეჰპირდა, რომ როცა გამოჯანმრთელდებოდა, აუცილებლად ჩამოვიდოდა და ინახულებდა. შეიარაღებულმა სამხედროებმა აგნესის სახლი დატოვეს. აგნესი მარტო დარჩა, კიბის ბოლო საფეხურზე ჩამოჯდა და ატირდა, გული აუდუღდა, თითქოს მარტო დარჩენილიყო მთელ დუნიაზე. ტიროდა. ახლა აღარავინ ჰყავდა ტირილის დამშლელი, - ტიროდა დაკარგუ337
ლი შვილის, თამრიკოს გამო, ტიროდა ომში წასულ ვახტანგს, მონატრებულ შვილებს, გაუხარელ ქალობას, გარდაცვლილ მეუღლეს, დაქცეულ და გატიალებულ სოფელს, კვამლადენილ და შეურაცხყოფილ, დარბეულ სამშობლოს. იგორსაც ტიროდა, თითქოს მის გარეშე ახლა უფრო გაუძნელდებოდა ყოფა, ნატრობდა ჩიტად გადაქცეულიყო, რომ შვილებთან გადაფრენილიყო. იცოდა, ისინიც უზომოდ განიცდიდნენ სოფელში მარტოდ დარჩენილი დედის ბედს. ამ ბოლო დროს შეამჩნია, რომ თითქოს ყურთასმენა უფრო დააკლდა, ვიდრე აქამდე... სხვაგვარად, როგორ იქნებოდა, - მხოლოდ მის უბანში, სოფელზე რომ არაფერი ვთქვათ, თოთხმეტი ბომბი იყო ჩამოვარდნილი!
*** სოფელში ხმა დაირხა, - ქართლში, უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე მობრძანდებაო... ნაომარი სოფლები ეპიდემიის საშიშროების წინაშე იდგნენ, მზეზე უპატრონოდ ეყარა სამშობლოსათვის თავგანწირულთა გვამები, მათი დასახიჩრებული სხეულები. შეუძლებელი იყო მათთან მიახლოება, რადგან საშინელი სიცხის გამო გვამები უკვე იხრწნებოდა... - პატრიარქი აქ მობრძანდება, აქ, ამ დროსა?! - ფიქრობდა გაკვირვებული აგნესი. 338
- ის ხომ ავად არის, ასაკშია, მე კი მეგონა, ჩვენ უნდა ჩავსულიყავით მოწიწებითა და ხელზე ვმთხვეოდით მოჩუქურთმებულ სავარძელში მჯდომარესა, ის კი აქ მოდის, ამ გატიალებულ სოფლებში, დანგრეულ გზებზე, დამწვარ და დახრუკულ უბნებში, სადაც არც სინათლეა, არც გაზი და მგონი - აღარც მოსახლეობა! სულ რამდენიმე ათეული ადამიანი თუ იქნება... ის კი აქ მობრძანდება, რომ მიცვალებულები გააპატიოსნონ, ცხედრები გადაასვენონ და დამარხონო... აფერუმ, ცხონებულ დედაშენსა, ასეთი საამაყო შვილის გაზრდისთვისა, ჩვენო პატრიარქო, სიკვდილსაც არ უშინდები, შენ მართლა უფლის რჩეულო, შენა! - ბუტბუტებდა თავისთვის აგნესი. პატრიარქს ზარების რეკვით შეხვდა სოფელი და იქ დარჩენილი მცირე მოსახლეობა. მეუფე ისაია და სასულიერო პირები, სათითაოდ, შვილებივით გულში ჩაიხუტა. ცრემლი მოსდიოდა სათნოებით სავსე სახიდან. მანქანებიდან მოსახლეობისთვის ტომრებით ფქვილი, ზეთი, წყალი და სხვა უამრავი პროდუქტი ჩამოიტანა უწმინდესმა. ხრწნაში შესულ გმირთა სხეულებს, ძვლებიდან ხორცი სცვიოდა, ხელი ცურავდა, ვერ ეკიდებოდა... სახსრებიდან სწყდებოდათ კიდურები. ვერ ხერხდებოდა მათი დამძიმებული სხეულების აწევა. მაგრამ სამღვდელოება შეუვალი იყო, - მორჩილებით, წარბშეუხრელად, გულატირებულები, იესოს ლოცვით ასრულებდნენ ქრისტეს კანონს... 339
ოსი ეროვნების ხალხის სახეს ამოფარებულმა ოკუპანტმა რუსეთმა ქალაქ გორამდე ჩააღწია, დაბომბა ქალაქი და დაარბია გარშემომყოფი სოფლები, ერთი კვირა გამაგრდა თბილისისაკენ მიმავალ გზაზე, გორის გასასვლელში კი ცეცხლი გაუჩინა ნაძვნარს და გადაწვა. 145 ქართული სოფელი დარჩათ საალაფოდ „ჯიგიტებს“... შეესივნენ და ბულდოზერებით მიწასთან გაასწორეს ჩიტის ბუდეებივით ნალოლიავები ეზო-კარი. დაანგრიეს და გადაწვეს კოკოითის ბრძანებით, - „უკან მობრუნების მიზეზი რომ არ ჰქონოდა ქართველს!“ - მიწასთან გაასწორეს ყველაფერი და ქვა ქვაზე არ დატოვეს. რაც ასაოხრებლად დაენანათ, მიითვისეს და შეინარჩუნეს. გავერანებულ სოფლებში, იარაღის ხმაზე დამფრთხალი გარეული ცხოველები: მელიები, ტურები, ირმები, მგლები უთავბოლოდ დაშლიგინებდნენ ნიქოზის მინდვრებში. უპატრონოდ დარჩენილი ქართული ოჯახების პატრონთა ერთგული ძაღლებიც არ დაინდეს, რომლებიც ეზოებს არ მოსცილდნენ, - უმოწყალოდ დახოცეს უჯიშოებმა!
*** ჯანმრთელობა შერყეული აგნესი ომის შემდეგ თავს სუსტად გრძნობდა. ვერ ივიწყებდა ნანახსა და გადატანილს. გატყდა, დაუძლურდა, თუმცა არც ისეთი ასაკოვანი ეთქმოდა - სამოცდაათ წელს იყო მიტანებული. 340
დაკარგული შვილის დარდმა შეჭამა და მოინელა ქალი. მის სუსტ გულსაც მეტი რა შეეძლო, - დაკოდილი და ნამტირალევი გულით სიარული მზის საუფლოში იოლი არ იყო. დედას შორიდანაც პატრონობდნენ გოგოები, - ჩამოდიოდნენ, ხშირად ნახულობდნენ, ბიჭი და რძალი ისედაც შინ ჰყავდა. მაგრამ ფიქრით ისევ დაკარგულ შვილთან, თამრიკოსთან იყო... მასზე ფიქრში იღვიძებდა და იძინებდა! დეკემბრის ერთ ღამით, ამდენი ხნის შემდეგ თამრიკო სიზმარში პირველად ნახა: თამრიკოს ვარდები დაეკრიფა და შუა ეზოში უზარმაზარი თაიგულით გაღიმებული იდგა, მერე ხელი დაუქნია დედას, გაუღიმა და გაქრა... გულაკანკალებულმა გაიღვიძა. მიმოიხედა, მარტო იყო ოთახში. მიხვდა, რომ სიზმარი იყო. მეორე ღამესაც ისევ ესიზმრა თამრიკო: ახლა მზესუმზირის ბაღში იყო ვითომ, იქვე შორიახლოს შვილი დალანდა. ძველებურად უცინოდა და ელაპარაკებოდა ყვავილებს გოგონა. ცალი მკლავით თითქოს მზის სხივს იყო ჩამოკიდებული, მეორეთი, მზესუმზირის ყვითელ ფურცლებს კრეფდა და კალათში ჰყრიდა, მერე რაღაც უხილავ ძალას კალათები ზემოთ აჰქონდა. უყურებდა აგნესი და ხმას ვერ იღებდა, არ უნდოდა შვილი ისევ დაეფრთხო. იცოდა, რომ ისიც მზის სხივთან ერთად გაუჩინარდებოდა. მხოლოდ ერთი სიტყვა დასცდა მის გაყინულ ბაგეებს: - თამრიკო, შვილო... დამელოდე... 341
ის დღე იყო და ის დღე, აღარც ამდგარა საწოლიდან, ვეღარც მომდევნო დღეებში წამოსწია თავი... საუბარს მოუკლო ისედაც უტყვმა და მორიდებულმა. სასთუმალთან დადგმულ საჭმელს პირს არ აკარებდა. თავს თუ წამოუწევდნენ, ცოტაოდენ წყალს თუ მოსვამდა და ეგ იყო. თვალების კუთხეებიდან შეუჩერებლივ ცრემლი სდიოდა, სველდებოდა თავის გარშემო ბალიშის პირი. სანამ ცოცხალი იყო, ვერ ჩაიკრა შვილი გულში, ვერ შეიგრძნო მისი ნაცნობი სურნელი. ვერ იხილა მისი დაბრუნების სიტკბო... არადა, როგორ ელოდებოდა... რამდენჯერმე მეუფე ისაია სახლში ესტუმრა მოძღვრებით, ისაუბრეს, მერე აღსარება ჩააბარა მეუფეს და რამდენჯერმე ეზიარა კიდეც ქრისტეს სისხლსა და ხორცს...
*** შუადღე იქნებოდა, როცა მისი საძინებლის ფანჯრის მინას შეშინებული ჩიტი შეასკდა, საბრალო, თითქოს ვერ ამჩნევდა მინის სიმყარეს. მოულოდნელ ხმაურზე აგნესს შეეშინდა, დამფრთხალი თვალებით ფანჯრის მინას ახედა. ფრინველი ორჯერ ზედიზედ მიენარცხა სარკმელს, მერე გარედან რაფის კუთხეში გვერდულად გადმოკიდებული გაჩერდა, ჩაებღაუჭა წვრილი ფეხებით ჩარჩოს, კარგა ხანს რაღაც იჟღურტულა, მერე ნისკარტით მინაზე რამდენჯერმე დააკაკუნა, ბოლოს თითქოს რაღაცამ დააფრთხოო, შეიფრთხიალა და სწრაფად გაფრინდა. 342
აგნესი, იმ ღამით, გამთენიისას გარდაიცვალა... დარწმუნებული ვარ, სანამ მის სულს სამი დღის შემდეგ მფარველი ანგელოზები უფალთან წარადგენდნენ, აგნესი ისევ თამრიკოს ნაფეხურების საძებნელად გაფრინდებოდა ძახილით: - თ ა მ რ ი ი კ ო ო ო ო!
სამაგალითო კაცი 90-იან წლებში, როცა ქვეყანას უკიდურესად უჭირდა (თუმცა ქართულ ისტორიას უარესი ამბებიც ახსოვს), თან, ახლადნატყვიარი საქართველო ისედაც ძმათამკვლელი ომის გამო გმინავდა - იქით აფხაზეთი იწვოდა და აქეთ - სამაჩაბლო, - „ქურდს რა უნდაო და ბნელი ღამეოო“ - ასე რომ იყო, მდინარე ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე, ჩიტის ბუდესავით მიშენებულ სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი გატეხეს და მწერლის პირადი ნივთები, ტანსაცმლის კარადა, ხალიჩა და საათი მოიპარეს! - იმ იაკობ გოგებაშვილისა, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობა ქვეყნის მომავალზე ზრუნვას შეალია... იმ იაკობისა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული იყო დარო მამაცაშვილზე, არასოდეს უფიქრია დაოჯახება, სუსტი ჯანმრთელობის გამო, რადგან მისი დედა ტუბერკულიოზით გარდაცვლილიყო და თვლიდა, რომ თვითონაც გენეტიკურად ამ დაავადების მატარებელი იყო და ამით საფრთხეს ვერა343
ვის შეუქმნიდა, მით უმეტეს საყვარელ ქალს და მერე მემკვიდრეს, მომავალ თაობას; გაძარცვეს სახლი ადამიანისა, რომელმაც სკოლა გაუხსნა სოფელში გლეხებს და მათ შვილებს „აი ია“ რომ შეესწავლათ, ანგარიში და წერა-კითხვა ესწავლათ, რათა ბაზარში წასული გლეხი არავის დაეჩაგრა და მოეტყუებინა! მიუხედავად ამისა, გოგებაშვილის ნაცვლად, მაინც მოგებაშვილს ეძახდნენ, რადგან უგუნურებითა და შურით აღვსილნი ფიქრობდნენ, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ თავისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის აკეთებდა; დრომ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა, მაგრამ აი, მეოცე საუკუნეში მისი სახლი გაიძარცვა! შეშფოთდა სოფელი. ყველამ კარგად იცოდა იაკობის კარადის ფასიც და მნიშვნელობაც მუზეუმისა, მაგრამ რა შეეძლოთ, ან რა შეუძლია ამ დროს გაჭირვებულ ადამიანს... და, აი, ვარიანისა და სრულიად საქართველოს საამაყო შვილმა, მსოფლიო ჩემპიონმა კრივში, გიორგი კანდელაკმა, რომელმაც არაერთხელ ასახელა თავისი ქვეყანა და საქართველოს სახელი საზღვრებს იქით გაიტანა, მოიძია მოპარული ნივთი, რომელიც უკვე ბათუმამდე იყო ჩატანილი და გემით თურქეთში გატანასაც აპირებდნენ! რომ არა გიორგი კანდელაკის ჩარევა, მწერლის ნივთებს სამუდამოდ დავკარგავდით! 344
მან უყოყმანოდ გადაიხადა დასახელებული თანხა და სულმნათი იაკობის კარადა სოფელში, სახლ-მუზეუმს დაუბრუნა. ეს ისტორია იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორისგან, ქალბატონ ნათია ადუაშვილისგან მოვისმინე. არ შემეძლო ეს ამბავი ყველასთვის არ მეამბნა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გიორგის არ უნდოდა ამაზე საუბარი. მხოლოდ ჩვეული კეთილშობილური ღიმილით მისმენდა... ჩემო გიორგი, აფერუმ შენს ვაჟკაცობას, მკლავთან ერთად, ჭკუაც რომ გიჭრის და ქვეყნის საკეთილდღეოდ რომ ხარჯავ მას. შენისთანა ადამიანებზე დგას დღეს საქართველო და არა მგონია მთლად ცუდად წავიდეს ჩვენი საქმე! დგახარ იქ, სადაც უნდა იყო და აკეთებ იმ საქმეს, რისიც გჯერა! მჯერა, რომ უფალი ამ დიდი სიყვარულისთვის, რასაც შენი ქვეყნის მამულიშვილობა და კაცურ - კაცობა ჰქვია, არასოდეს მიგატოვებს! დალოცოს უფალმა შენი მონაგარი, დედაღვთისმშობლის ლოცვის ძალას დაეცავი ხილული და უხილავი მტრებისაგან, ორსავე სოფელსა შინა!
345
„ერთი, მაგ შაურისაცა!“ ერთ სოფელში თურმე უზარმაზარი აღნაგობის დევკაცი ცხოვრობდა. ამ გოლიათს სახელად რომანოზას ეძახდნენ. განსაკუთრებული ჭკუა-გონებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თავისი კუნთმაგარი სხეულის წყალობით ლუკმა-პურისთვის ფულს მაინც შოულობდა. ამ სოფელს გვერდით მდინარე ჩამოუდიოდა, რომლის სიღრმე გოლიათ რომანოზასთვის მუხლამდე იყო. მდინარეს ხიდი არ ჰქონდა, რადგან ყოველ გაზაფხულზე, წყალდიდობის დროს, გადარეული არ ეპუებოდა ადამიანების მიერ სამაჯურივით გაკეთებულ ხიდს, - ანგრევდა და ნაფოტებად ქცეული ნება-ნება მიჰქონდა! ქალაქში წასვლა და მეორე ნაპირზე მშრალად გასვლა ვისაც უნდოდა, რომანოზასთვის უნდა მიემართა. ეს კუნთმაგარი კიდევა, თითო კაცის მეორე ნაპირზე გაყვანაში გარკვეულ თანხას იღებდა, ამას ემატებოდა ჩანთებისა და ხურჯინების საფასურიც. რომანოზას გრძელი, მკლავის სიმსხო მუხის მორი გაედო მხრებზე და მეორე ნაპირზე გამსვლელთა მსურველები ერთ შაურად გადაჰყავდა. ჩამოეკიდებოდნენ აქეთ-იქიდან თავიაანთ ჩანთებიანად და ასე, კონწიალკონწიალით მეორე ნაპირზე გადადიოდნენ. ერთხელაც, მხრებზე ჯოხგადებულსა და ბარგაკიდებულს, შუა წყლამდე მიუღწევია... მოულოდნელად 346
ცალ მხარეს დაკიდებულ დედაბერს ხელი გაშვებია და წყალში მოუდენია ზღართანი. მეორე მხარეს დაკიდებულმა კაცმა ყვირილი ატეხა: - არიქა, ქალი ჩავარდა, რომანოზა, იხჩობა! წონასწორობადაკარგულმა გოლიათმა ცერად გახედა წყალში აყურყუმელავებულ დედაბერს და მიაძახა: - ერთი, მაგ შაურისაცა! თუმცა, ნაპირზე გასული ისევ შებრუნდა, - მაინც გამოიყვანა დედაბერი წყლიდან!
დაუმორჩილებელი I უსიამოვნო ამინდი იყო. ჟინჟლავდა. გუბეში ჩამდგარ წყალს ქარი ისე ძლიერ უბერავდა, რომ მისი ზეწოლისგან მომცრო ტალღები კეთდებოდა და ტალახის ზედაპირს ეხეთქებოდა. სახლიდან გასვლას შინ ყოფნა, წიგნის წაკითხვა, ან სულაც გამოძინება ჯობდა, მაგრამ შარვაშიძეების ქალბატონს ვერაფერი დააბრკოლებდა. ყველა დადებით თვისებასთან ერთად, თინა მასწავლებელი, საოცრად ლამაზი და ტანადიც იყო. მის თეთრ პირსახეს ფოთლისფერი თვალები ამშვენებდა. სარკეში მშვიდად შეათვალიერა საკუთარი თავი, პიჯაკის შიგნით თეთრი, მკაცრსაყელოიანი პერანგი ეცვა, 347
ქვედაკაბა ლამაზად ჩამოქნილ ფეხზე მუხლამდე ადგა. საკუთარი თავით კმაყოფილმა წარბი ზევით აწია, სარკეში დააკვირდა თვალთან გაჩენილ ნაოჭს, აბრეშუმივით სრიალა შავ თმაზე ხელი გადაისვა, ბებიის საგვარეულო საყურე მშვიდად გაიკეთა და ტყავის ლაბადაში მკლავი აუჩქარებლად გაუყარა, ლაბადის საყელო წამოიწია და ეზოდან გავიდა. იგი ბესლეთის საშუალო სკოლის პედაგოგი იყო, ანატომიას ასწავლიდა. საოცარი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა, არასოდეს გააცდენდა, არ დააგვიანებდა გაკვეთილზე - მკაცრი იყო, მაგრამ სკოლაში მაინც ყველას უყვარდა. სოფელ ბესლეთის სახელწოდება ერთ ლეგენდას უკავშირდება: გადმოცემის თანახმად, რუს ჟანდარმებს პატიმარი გაქცევიათ, რომელიც წყალში გადამხტარა და თავი მდინარესთვის შეუფარებია. ჟანდარმებს დიდხანს უძებნიათ მსჯავრდებული და რომ ვერ უპოვიათ, უთქვამთ: - „პატერიალსია ბეზ სლედ“, - მას შემდეგ სოფლისა და მდინარისთვის „ბესლეთი“ დაურქმევიათ. სოფელი წყალუხვია, ამას ცხადყოფს ბესლეთში არსებული ექვსი ხიდი, ამათგან გამორჩეულია უძველესი, თაღოვანი აგებულების, თამარ მეფის ხიდი. მისი სიგრძე ოცდათხუთმეტი მეტრია, სიგანე - ხუთი მეტრი, ხიდი კირქვის მყარი ქვის თლილი ფილებითა აშენებული. მის დასავლეთ კედელზე ქართული ასომთავრული წარწერაა მეფე ბაგრატის შესახებ, რომელიც გვამცნობს, რომ 348
ხიდი მეფე ბაგრატის აგებულია, მაგრამ უცნაურია, რომ დღემდე ხიდი თამარ მეფის სახელით იხსენიება. ხიდის გარშემო უხვად ხარობს ბზისა და კაკლის ხეები. სანაპირო დაფარულია ნაირ-ნაირი ბალახით, მათ შორის სელით. სანაპირო შესანიშნავი ადგილია საბანაოდ და დასასვენებლად. სწორედ ამ ხიდზე უნდა გაევლო ყოველდღე მასწავლებელს, რომ სკოლაში მისულიყო. თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე და მკაცრ თინა მასწავლებელს ბავშვები უსაზღვროდ უყვარდა და მოსწავლეებისგანაც ცოდნასა და ყურადღებას ითხოვდა. მეცხრე კლასი, სადამრიგებლოდ, სწორედ მას შეხვდა. დღეს პირველად უწევდა მათთან გაკვეთილზე შესვლა. იცოდა, რომ კლასში მთელი სკოლისთვის ცნობილი „ყოჩი“ ბიჭი, სახელად ჯანო დახვდებოდა, რომელიც მის მშობლებს უკვე ასაკში შესულებს გასჩენიათ. მათი უფროსი ვაჟი, გოგი, უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ამიტომ უმცროს შვილს - „სიბერის საჩხაკუნოს“, ანებივრებდნენ და, რომ იტყვიან, ცივ ნიავს არ აკარებდნენ. ჯანოც სარგებლობდა ამ მდგომარეობით და ყოყოჩობდა, თავს ამეტებდა სხვას. ფანჯარაზე მინის ჩამსხვრევისა და „შატალოების“ მოწყობის დიდოსტატი და მოთავე იყო. თანაკლასელი გოგონების ჩანთებს ფანჯრიდან ყრიდა, რითაც იძულებულს ხდიდა, გაპარულიყვნენ და გაკვეთილი ჩაშლილიყო. 349
მასწავლებელს სკამზე ცარცს უსვამდა, გოგონებს აწიოკებდა, კაბას უფრიალებდა, თავხედობდა. მაგრამ ბოროტი არ ყოფილა, ეს ყველაფერი ზედმეტი სითამამით მოსდიოდა. იცოდა თინა მასწავლებელმა ჯანოს ოინები და მასთან ახლოს გაცნობის შესაძლებლობაც ეძლეოდა. „ყოჩს“ ყურმოკრული ჰქონდა თინა მასწავლებლის სიმკაცრის ამბავი და ისიც თავისებურად ემზადებოდა მასთან შესახვედრად. სკოლის დერეფანში აჟრიამებული ბავშვები, წინ მიმავლილი პედაგოგის სიახლოვეს ჩუმდებოდნენ და მოკრძალებით ეკვროდნენ კედელს, ხოლო ჯანო მაინც არ ემორჩილებოდა მათ კანონებს, თითქოს დაუმორჩილებლობისთვის იბრძოდა, თავჩარგულ ბავშვებს ზოგს ქუდს მოხდიდა, ზოგს თვალზე ჩამოუფხატებდა, თითქოს საკუთარ კანში ვერ ეტეოდა, ცელქობდა. შავტუხა ბიჭი იყო ჯანო, მაყვალივით შავი თვალებითა და პატრონისსავე მსგავსი ურჩი ქოჩორით. „ყოჩმა“ გადაწყვიტა, პირველივე დღეს დაეგვიანა გაკვეთილზე, რადგან ამჯერად სხვა ვერაფერი მოიფიქრა. გაკვეთილი თხუთმეტი წუთის დაწყებული იყო, როცა ჯანომ კლასის კარი შეაღო და უსიტყვოდ გაემართა თავისი მერხისკენ. მასწავლებელმა სათვალე მოიხსნა, ფეხზე წამოდგა, გაოცებულმა შეხედა ჯანოს და უთხრა: 350
- ერთი წუთით, ახალგაზრდავ, ვინ ხარ?! - თუმცა, კარგად იცოდა თინამ, ვინც იყო მის წინ. მასწავლებლის შეკითხვამ წუთით შეაჩერა „ყოჩი“, უცნაური გამომეტყველებით მიაჩერდა მასწავლებელს და ამაყად მიუგო: - მე? ჯანო ვარ მას, დამაგვიანდა! ბავშვებმა გაიცინეს. - მერე, კლასში როგორ უნდა შემოხვიდე, არ იცი?! უნდა დააკაკუნო და შემოსვლისა და დაჯდომის ნებართვა ითხოვო! ჯანოს ეს სიტყვები არაერთხელ ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ ამ ლამაზ ქალს, ფოთლისფერთვალებიანს, თითქოს დაეტყვევებინა მისი ტვინი, ვერაფერს პასუხობდა. თინათინი კლასს მიუბრუნდა და ბავშვებს მიმართა: - დღეიდან, ვინც დაიგვიანებს გაკვეთილზე, ყველა დაისჯება! შემდეგ გოგონებს სთხოვა თავიანთი ჩანთები გამოეტანათ და მასწავლებლის მაგიდაზე დაეწყოთ. მერე მშვიდად მიუბრუნდა ჯანოს. - ვხედავ ღონიერი ხარ, ახლა კი უნდა გამოგცადო რა ბიჭი ხარ, დაგვიანებისთვის დაისჯები, დადექი კედელთან! ბავშვებმა კვლავ გაიცინეს. თინა კლასისკენ შებრუნდა და მკაცრი ტონით მიმართა ყველას: - აქ სასაცილო არაფერია, ვისაც გაგეცინებათ, გვერდით დაუდგებით! 351
კლასი გაიტრუნა, მათ წინაშე ახალი პედაგოგი იდგა, სხვა იერითა და აღზრდის განსხვავებული მეთოდით. თინამ მაგიდიდან ჩანთები წამოკრიფა, აღმოჩნდა, რომ კლასში რვა გოგონა იყო. - იღბლიანი ყოფილხარ, თანაბრად განაწილდება, უთხრა ღიმილით და ჩანთებიანად მიუახლოვდა ბიჭს. გაოცებული ჯანო და ბავშვები ცნობისმოყვარედ შესცქეროდნენ მასწავლებელს, ყველას აინტერსებდა, რა მოხდებოდა შემდგომ. თინა მიუახლოვდა „ყოჩს“ და უთხრა: - გაშალე ხელები! ჯანო ცოტა ხანს შეყოვნდა, ცალი თვალით კლასელებს გახედა, მაგრამ დამცინავი სახე რომ ვერავის დაუნახა, ნელ-ნელა, მორჩილად გაშალა მკლავები. მასწავლებელმა გაშლილ მკლავებზე გოგონების ჩანთები ჩამოჰკიდა და უთხრა: - ასე იქნები გაკვეთილის დასრულებამდე და სხვა დროს არასოდეს აღარ დაიგვიანებ! შემდეგ აჩურჩულებული კლასისკენ შემობრუნდა და მიმართა: - განვაგრძოთ გაკვეთილი, ჩაინიშნეთ დავალება! ჯანო თითქოს მშვიდად იდგა ხუთი წუთის განმავლობაში, მაგრამ მალე დაღლა დაეტყო, ხელები ოდნავ ქვემოთ ჩამოეწია. სულაც არ იყო ადვილი ასე დგომა, როგორც თავიდან ეგონა. 352
მალე ზურგმა ტეხვა დაუწყო, კისრის ძარღვები დაეჭიმა და ხელებიც უკვე აშკარად უკანკალებდა. მისი ტანჯვა სკოლის ზარმა შეაჩერა. გაკვეთილი დამთავრდა. თინამ ჟურნალი დახურა. ბიჭთან მივიდა. ლამაზი, ბეჭდებიანი ხელი ნიკაპის ქვეშ ამოსდო, თვალებში ჩახედა ურჩს და დაბალი მზრუნველი ხმით ჰკითხა: - აბა, როგორ არის ჩვენი დღევანდელი გმირი? მასწავლებლის თვალებიდან ისეთი სითბო მოდიოდა, ვერ გაბედა „ყოჩმა“ სიტყვის შებრუნება. წეღან გულში იმუქრებოდა და სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობდა, ახლა კი კლასელების რომ არ შერცხვენოდა, ხმამაღლა აღრიალდებოდა, სიმკაცრესთან ერთად ისეთი მზრუნველი და ამოუცნობი იყო მასწავლებელი.
II უგუნებოდ იყო ჯანო, ეჩვენებოდა, თითქოს, მთელი სკოლა მასზე ლაპარაკობდა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ძველებურად სტადიონზე ბიჭებთან აღარ დარჩენილა, თავს არიდებდა მათთან პირისპირ შეხვედრას. ეგონა, რომ ჩუმად დასცინოდნენ. - ეს როგორ მოუვიდა, რა დაემართა? ასე როგორ უნდა დაიმორჩილოს მასწავლებელმა, ვაჩვენებ ხვალ სეირს, როგორ უნდა გოგონების თვალწინ მისი დამცირება. ორშაბათს ისეთ ოინს მოვუწყობ, არასოდეს დაა353
ვიწყდება. იქნებ კლასიდანაც გაიქცეს ტირილით სხვა მასწავლებლებივით... მომინდომა აქ, „დამრიგებლობა“! თინა გრძნობდა, რომ ბიჭის გული ზღვასავით ღელავდა, იმასაც გრძნობდა, რომ კვანძის ბოლო თვითონ ეჭირა ხელში - ეს, ბიჭის თვალებში დაინახა გაკვეთილის დასრულების დროს, სიფრთხილე იყო საჭირო, ნელნელა და თბილი მოპყრობით უნდა შეეცვალა მისი ხასიათი, რადგან იცოდა დაწყებითი კლასი წარჩინებით ჰქონდა დამთავრებული, არ დაუშვებდა რომ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდას თავი დაეღუპა, ქუჩის ხულიგნებს აჰყოლოდა, მათ დამსგავსებოდა, რომლებიც შეგნებულად ათამამებდნენ, თავზე ხელს უსვამდნენ, რადგან „ბირჟას გამაგრება“ სჭირდებოდა. სოფელ ბესლეთს ტრანსპორტი ემსახურებოდა, რომელიც ქალაქამდე გადაადგილების შესანიშნავი საშუალება იყო. ამ ტრანსპორტით დადიოდნენ ბავშვები სკოლაში, თუმცა თინა მასწავლებელს არასოდეს უსარგებლია, ყოველთვის ფეხით სიარულს არჩევდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ბაკუნით გადაივლიდა თამარის ხიდს, დაუყვებოდა სკოლის იმ გზას, სადაც მისთვის საყვარელი პედკოლექტივი და მოსწავლეები ეგულებოდა. შაბათ-კვირა თითქოს გაიწელა. ნერვიულობდა ჯანო, მოსვენება ჰქონდა დაკარგული. სიზმარშიც კი თინა მასწავლებლის დასჯას განაგძობდა. უამრავი მისი წინამორბედი პედაგოგის უკმაყოფილება დაიმსახურა, - არც 354
ერთ მასწავლებელს არ უნდოდა მეცხრე კლასის დამრიგებლობა ჯანოს გამო, რადგან თვლიდნენ, რომ „ბუნტისთავი“ და ძნელად აღსაზრდელი ბავშვი იყო. ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს, როცა კლასების გადანაწილება მიმდინარეობდა, თინას გაახსენდა დირექტორითან საუბარი: - თინა, იცოდე, მოგიწევს ყოჩთან შებმა და იმისი ოინების ატანა! ერთი ასეთი ხულიგნობა კიდევ ჯანოს მხრიდან და უკვე ვაპირებ განვაცხადო მის შესახებ, როგორც ძნელად აღსაზრდელი არასრულწლოვანი და მინდა, რომ აღრიცხვაზე აიყვანონ! - მუქარით დაასრულა სათქმელი დირექტორმა. ახალმა დღემ თავისი სათქმელი უნდა თქვას, ახალ დღეს თავისი წილი მზე და მთვარე უნდა ამოჰყვეს და თავისი წილი ცოდვა-მადლი დაატრიალოს, გააცინოს და აატიროს, შვას და გაიყვანოს, დააჭკნოს და ააყვაოს... ჯანომ პირველმა შეაბიჯა საკლასო ოთახში და დაფასთან დატოვებული ცარცი ხელში აიღო, მასწავლებლის მაგიდასთან მდგარი სკამი გამოსწია, ჩაიმუხლა და მისი გათეთრება დაიწყო. ისე ძლიერად აწვებოდა ცარცს, რომ ხელში ეფშვნებოდა. მერე სკამი თავის ადგილზე დააბრუნა და კმაყოფილი სახით კლასიდან გავიდა. ნელ-ნელა დაიწყეს ბავშვებმა მოსვლა, შეივსო საკლასო ოთახი, წუთი წუთზე მასწავლებელიც უნდა შემოსულიყო... და აი, ისიც! მასწავლებელი შემოვიდა, - თითქოს კლასი განათდა: ტანადი, ლამაზი, დახვეწილი გა355
რეგნობის ღიმილით მიესალმა ბავშვებს და სთხოვა დამსხდარიყვნენ, თვითონ კი მაგიდისკენ გაემართა, საკლასო ჟურნალი და ჩანთა მაგიდაზე დადო, მერე მაგიდას გვერდულად მიეყრდნო, კლასი მიათვალიერ-მოათვალიერა, გაუღიმა და მოიკითხა ბავშვები. - აბა, როგორ გაატარეთ შაბათ-კვირა, ჩემო ძვირფასებო? ბავშვები გათამამდნენ, ზოგმა რა წამოიძახა, ზოგმა რა. ზოგი ბებო-პაპასთან წასულიყო, ზოგს შეშა დაუჩეხავს მეზობლისთვის... რამდენიმე წუთი უსმენდა თინა მათ ჟრიამულს, მერე სიჩუმისკენ მოუწოდა, ხელი ხელს შემოჰკრა და თქვა: - სიწყნარე კლასში, დავიწყოთ გაკვეთილი. შეტრიალდა, სკამი გამოსწია. ჯანომ თავი ჩაღუნა, მისი სხეული ზამბარასავით დაიჭიმა. თინამ დახედა სკამს, ლოყები ოდნავ შეეფაკლა, თითქოს ელოდა კიდეც, რაღაც ამის მსგავსს, არ გაჰკვირვებია, სკამი შიგნით შესწია და ნელი ნაბიჯით ფანჯარასთან მივიდა, გულხელდაკრეფილმა სივრცეს თვალი გაუსწორა, ცოტა ხანს შეყოვნდა, მერე კლასს მიმართა: - კარგი, რადგან ასე გირჩევნიათ, რომ არ დავჯდე, იყოს თქვენი ნება, ფეხზე ვიდგები... - არ უკითხავს, ვინ ჩაიდინა, რატომ... ისედაც იცოდა, ვისი ნახელავიც იყო. გაკვეთილმა მშვიდად ჩაიარა. ელოდებოდა ჯანო, როდის გამოიძახებდა მასწავლებელი და გაკვეთილს კით356
ხავდა მას, მაგრამ მასწავლებელი თითქოს ვერც კი ამჩნევდა ბიჭს. თითქოს ორ ადამიანად გაიხლიჩა ჯანო, ერთი ნაწილი ნანობდა თავის საქციელს, მეორე ,,მე“ კი შეახსენებდა: - ღირსია თინა მასწავლებელი, იმსახურებს ამას! აბა, შენ რომ დაგაყენა პარასკევს კუთხეში ჩანთებით, კარგი იყო?! დასვენებაზე კლასელები გარს შემოერტყნენ ჯანოს, უსაყვედურეს, - თინა მასწავლებელი არ იმსახურებს შენგან ასეთ მოპყრობას, რატომ იქცევი ასე? - ჯანო მერხიდან არ ამდგარა, თითქოს რაღაც სტკიოდა შიგნით. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რომ ძველებურად გამარჯვებულს და თავაწეულს ევლო. ცოტა ხნის შემდეგ უფროსკლასელები, ბესო და გელა თავს წაადგნენ ჯანოს. - რა გჭირს, ბიჭო, მთელი სკოლა შენზე „ბაზრობს“, თავადის ქალმა „დააჩმორაო“, მისი გეშინია თუ რა არის, აგვიხსენი ძმურად! - საუბარი ზარმა შეაწყვეტინა, ახალი გაკვეთილი იწყებოდა. - რას ქვია, მეშინია, ეს ვინ თქვა, დავუმტვრევ კბილებს! დამენახოს, ვინც მაგარი ბიჭია, - მიაძახა დერეფანში მიმავალ საძმაკაცოს. მერე წამოდგა, გამოაღო საკლასო ოთახის ფანჯარა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გამეტებით მიაჯახუნა, მინა ჩაიმსხვრა და ზრიალით ჩამოცვივდა ძირს. გაისმა გოგონების წამიერი შეკივლება. 357
მათემატიკის მასწავლებელი და თინა ის-ის იყო კლასში ერთად შემოვიდნენ და გაოცებულებმა იკითხეს: - რა მოხდა, ბავშვებო, ხომ არავინ დაშავდა, ვინ ჩატეხა მინა? - ფანჯარა ჯანომ მიაჯახუნა მას, მან გატეხა, ეგ ამტვრევს და ანადგურებს კლასში ყველაფერს, - წამოიძახა მეგიმ. ყველამ ჯანოსკენ გაიხედა. - შენს ენას საკეტი სჭირდება, კვარაცხელია... - კბილებში გამოსცრა ბიჭმა. - შენს ტვინს კიდევ ჭკუა, ნადირო... - გაკაპასდა მეგი. - მე და შენ გაკვეთილების ბოლოს ვილაპარაკებთ, უთხრა თინამ ჯანოს და ნამსხვრევების აკრეფა დაიწყო. - ჩვენ ავკრეფთ მაას, - ხელებში მიცვივდნენ ბავშვები. - არა, ახლოს არც ერთი მოხვიდეთ! - უთხრა თინამ, - წადით და დამლაგებელს დაუძახეთ. ბავშვები ახმაურდნენ. მოულოდნელად კლასში დირექტორი შემოვიდა, ფანჯარასთან თავშეყრილებს მიუახლოვდა და იკითხა: აქ, რა ხდება? სანამ ვინმე რამეს იტყოდა, თინამ, ლალი მასწავლებელს თვალი თვალში გაუყარა და დირექტორს უთხრა: - ბატონო რეზო, ორპირი ქარი იყო და ფანჯრის დახურვა ვერ მოვასწარი, მინა შემთხვევით გამიტყდა, 358
გთხოვთ, მაპატიოთ და ზარალი ჩემი ხელფასიდან დამიქვითოთ. დირექტორი დაიბნა, წარმოუდგენლად ეჩვენა ასეთი რაღაც თინასგან. - გასაგებია! - თქვა დაბალი ხმით და კლასიდან გავიდა. მალე დამლაგებელი შემოვიდა და ოთახი მოაწესრიგა. - მომინდომა რა, დედიკოს როლის თამაში, - წაიბურტყუნა ჯანომ, ხელი ჩაავლო თავის ჩანთას და კლასი დაუკითხავად დატოვა. ხედავდა, რომ ბიჭების თვალში, მისი ავტორიტეტი ძირს ეცემოდა: - რა უნდა, რას გადამეკიდა, ხვალ უარესს გავაკეთებ და არც სალაპარაკოდ დავრჩები მასთან!
III სკოლიდან დროზე ადრე წამოსული, თინა მასწავლებლის საქციელით სინდისმხილებული და შერცხვენილი ჯანო, სახლში არ მისულა, - პირდაპირ „თამარის ხიდისკენ“ გაემართა და მდინარეზე ჩავიდა. ბანაობის სეზონი უკვე კარგა ხნის გასული იყო, რადგან ღვინობისთვე იწყებოდა. ჯანომ გაცეცხლებულ გულზე მეტი ვერაფერი მოიფიქრა და ცურვით აღმა აუყვა გადარეულ მდინარეს. მოსწონდა, როგორ ეხეთქებოდა ყინულივით ცივი ტალღები, ღრიალით ჩათრევას რომ უპირებდა ბიჭს. დიდხანს ვეღარ გაუძლო წყლის სიცივეს, თითქოს ფილ359
ტვები ეკუმშებოდა, სუნთქვა ეკვროდა და გადაწყვიტა ნაპირზე გასულიყო. ქვებზე გულაღმა დაეგდო და ცას ახედა, ხმამაღალი ყივილით მიაპობდა ღრუბლების ფარას წეროების გუნდი, ლამაზად დამწკრივებულიყვნენ, აბათ დასაჯდომ და ფრთების დასასვენებელ ადგილს ეძებდნენ, რადგან რამდენიმე წრე ყივილით დაარტყეს სანაპიროს. შესცივდა ბიჭს, ტანისამოსი სწრაფად ჩაიცვა და ძუნძულით მიაშურა ფერდობზე შეფენილ მანდარინის ბაღს. მოშიებოდა. ჯერ ისევ მწვანე ფერის იყო მანდარინი, ალაგ-ალაგ აჭრელებოდა ყვითლად გვერდი. მშიერს, თანაც გულმოსულს, რა დააოკებდა - გემრიელად კბეჩდა მანდარინის მაგარ ქერქს... ხილის სასიამოვნო სურნელით გაბრუვდა ჯანო, მაგრამ სიცივემ თავისი ქნა, სველი ქოჩრიდან წყალი ჩამოიწურა და სიცივისგან აძაგძაგებული სახლისაკენ გაუყვა გზას. იმ ღამეს სიცხე მისცა. ხმაც შეეცვალა. ყელი ასტკივდა. შეშფოთებული მშობლები თავს დატრიალებდნენ სიბერის ნუგეშს. გაკვეთილების დასრულების შემდეგ თინა მასწავლებლი დაღონებული დაადგა სოფლის გზას. გრძნობდა, ზედმეტი მოსდიოდა ჯანოს, მაგრამ ვერ ხვდებოდა, მის გულამდე მისასვლელი გზა როგორ ეპოვა ისე, რომ გარდატეხის ასაკში შესული ბიჭის ყოყლოჩინობას უმტკივნეულოდ ჩაევლო. 360
*** ჯანო ცდილობდა თინა მასწავლებლის გაკვეთილზე ზრდილობიანად მოქცეულიყო, სასკოლო საგნებს კარგად სწავლობდა, თუმცა დაფასთან არასოდეს გადიოდა, მისი ცოდნა საკონტროლო მასალაში აისახებოდა. ნიჭიერი იყო და ამიტომ ენანებოდა მასწავლებელს, ეშინოდა მრუდე გზას არ დადგომოდა. წინა კვირას, გეოგრაფიის კაბინეტში, კარადაში შენახული დახვეული რუკებისთვის ვიღაცას თავი და ბოლო მოუწვია, მთელი კლასი აუკვამლებია, რომ გაკვეთილი ჩაშლილიყო. ჯანო უარობდა დანაშაულს და ამბობდა, რომ არ იცოდა ვინ იდგა ამის უკან. - ჯანო, ჩემო ცელქო ბიჭო, რა გზა მოვნახო რომ მშვიდობით მიგიყვანო სკოლის ბოლო ზარამდე. აი, მერმის უკვე სკოლას ამთავრებენ, გული ყელში სჩრიათ, თავმოყვარეები არიან, ზოგს შეყვარებული ჰყავს და ეს გრძნობა აძნელებს მათთან შენიშვნის მიცემას, - ფიქრობდა გზადაგზა თინა. ცოტა ხანში, მასწავლებელი ჯანოს ეზოს ჭიშკარს მიუახლოვდა. ორი დღეა არ გამოჩენილა ბიჭი, ხვალ შაბათი და კვირაა, უნდა გაიგოს, რატომ არ მივიდა სკოლაში. ხასხასა კოინდარი იწონებდა ჯანოს ეზოში თავს. კოპწია აივნიანი სახლის გვერდით, ვეებერთელა პალმა აღმართულიყო, ეზოს გვერდები კი ვარდის ბუჩქებს დაეფარა. ჯონის მამამ შორიდანვე შეამჩნია მასწავლებელი და ჭიშკრის გასაღებად გაემართა. 361
- გამარჯობა, ბატონო გურამ, - მიესალმა თინა. - ღმერთმა გამარჯვებული გატაროთ, პატივცემულო, მობრძანდით, - შეიპატიჟა გურამმა. - ორი დღეა სკოლას აცდენს ჯანო, ხომ მშვიდობაა? იკითხა თინამ და ჭიშკართან შეჩერდა. - სიცხე აქვს ამ მამაძაღლს, ამ სიცივეში ბესლეთში უბანავია, ექიმი გვყავდა წუხელ. მობრძანდით, ქალბატონო თინა! - უთხრა და ოთახში შეუძღვა სტუმარს. - ჩემი მეუღლეც ახლავე მოვა, მეზობელთან არის გასული, - შემდეგ ქალს სკამი დაუდგა და სთხოვა: დაბრძანდით, პატივცემულო! - და მეუღლის დასაძახებლად მაშინვე ოთახიდან გავიდა. მასწავლებლის დანახვაზე გაოცებული ჯანო საწოლში წამოჯდა, უხერხულობისგან აღარ იცოდა, სად წაეღო და დაემალა ხელები, თავს პატარა ბიჭივით გრძნობდა, რომელსაც დანაშაულზე წაასწრეს. - როგორ ხარ, ჯანო? - მზრუნველი ხმით შეეკითხა თინა და საწოლის კიდეზე ფრთხილად ჩამოჯდა. - სიცხე, შენ რას დაგაკლებს, ბიჭო, - უთხრა ღიმილით და ხელი შუბლზე მიადო. - აღარ მაქვს სიცხე, მასს, დღეს უკვე კარგად ვარ! უთხრა ჯანომ და თვალები დახარა. - შენ არ დარჩი ჩემთან სალაპარაკოდ და აი, მე მოვედი, - უთხრა თინამ. - გული მიკვდება შენს ყოველ ცუდ საქციელზე. რატომ გინდა დაემსგავსო სხვებს, შენ რომ გამორჩეული და განსხვავებული ხარ, ვერ ხვდები? შენი 362
ნიჭის და უნარის ასე უქმად გაფანტვა შეიძლება? შენგან კარგი ადამიანი დადგება, ჯანო, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მე შეიძლება ცოცხალი აღარც ვიყო, როცა ეს მოხდება, მაგრამ მინდა, რომ ეს შეიგნო და გაითავისო, შენ შეგიძლია შეიცვალო, ძალიან გთხოვ, ნუ ჩაშლი გაკვეთილის მსვლელობას, ნუ მოაწყობ „ბუნტს“ სკოლაში, მშვიდობით დავამთავროთ ეს წელი, მერმისს უკვე სკოლას ამთავრებ... - მე არ დამიწვავს რუკები, თინა მასწავლებლო! საუბარი შეაწყვეტინა ჯანომ - დედას გეფიცებით, ამასთან საერთო არაფერი მაქვს, კლასში რომ შემოვედი ყველაფერი კვამლით იყო სასვე, მე რუკას წყალი დავასხი, რომ კვამლი ჩამექრო, ამ დროს შემოვიდა მარინა მასწავლებელი და ყურში წამავლო ხელი, ყველაფერი მე რატომ მბრალდება?! - უთხრა მასწავლებელს ჯანომ გულწრფელად, მაგრამ ნაწყენი ხმით. - იმიტომ, რომ ცელქი ხარ! არ გაგიგონია - „სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაოოო!“ - მჯერა შენი და მე, როგორც შემეძლება, ისე დაგეხმარები, ოღონდ პირობა მომეცი, რომ გამოსწორდები და აღარ მოიქცევი ისე, რომ შენიშვნა დაიმსახურო ჩვენგან, მე კი - დირექტორისა და მასწავლებლებისგან, - ჩემი ხათრით გააკეთე ეს, გთხოვ! ახლა უნდა წავიდე, ადრე ღამდება უკვე. აბა, შენ იცი, მალე გამოჯანმრთელდი. დედიკოსთან ბოდიში მომხადე და მომიკითხე, ორშაბათს სკოლაში გელოდები იცოდე! 363
იმ დღეს დიდი სტუმრიანობა ქონდა ჯანოს, თინას წასვლის შემდეგ მალევე მოვიდნენ თანაკლასელები მის სანახავად და სულ სიტყვა-სიტყვით ჩაუკაკლეს ჯანოს მარინა მასწავლებლის ნალაპარაკები: - ასე თქვა მარინა მასწავლებელმა, მაგის მეტი ჩვენს სკოლაში რუკებს არავინ დაწვავდა და გაანადგურებდაო! - ბავშვებმა იცოდნენ, რომ რუკის დაწვასთან ამჯერად არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჯანოს და აღშფოთებულები ყველანაირად ცდილობდნენ დაეცვათ თავიანთი „ყოჩი“. განსაკუთრებით კვარაცხელია იწიწმატებდა თავს: - მე ზუსტად ვიცი, რომ მაგ დროს, როდესაც კლასიდან კვამლი გამოდიოდა, ჯანო ბუფეტში იყო და არ მივცემ მარინა მასწავლებელს იმის უფლებას, ჯანო უსაფუძვლოდ დაადანაშაულოს, რათა თავისი შვილის საქციელი ჯანოს დააბრალოს! ეს უკვე ახალი ამბავი იყო კლასისთვის... - კი მაგრამ, თუკი იცოდი, ვინ იყო დამნაშავე, რატომ დუმდი ქალბატონო „ადვოკატო?!“ - ჰკითხა შალვამ. - იმიტომ ვდუმდი, რომ როცა ჩვენი კლასიდან გამოდიოდა ნიკო, კარებში შევეჩეხე და დამემუქრა, სიტყვას თუ დაძრავ, შენს ჩანთას „თამარის ხიდიდან“ მდინარეში გადავაგდებ და შენც ზედ მიგაყოლებო! - და შენც დაუჯერე, არა?!. სულელი ხარ, ამხელა გოგო! - დატუქსა შალვამ. - როგორ გვიბედავს მაგდენს სხვა კლასელი ლაწირაკი, მერე რა, რომ მასწავლებლის შვილია, უპატრონო 364
ხომ არ გონიხარ შენ, ხვალვე მივხედავ მაგ საქმეს, - აენთო ჯანო. - თანაც, თმით უკან დამქაჩა და ისე მიყურებდა, რომ მართლა მგონია, რომ შეასრულებს და ამიტომ ძალიან მეშინია, - ტირილი მოერია მეგის. ჯანოს გული მოეწურა უმწეო გოგოს დანახვაზე, თვითონაც არაერთხელ მოუქაჩავს წინა მერხზე მჯდომი მეგის ნაწნავი გაკვეთილის მსვლელობისას და ერთმანეთში გადაუნასკვავს, მაგრამ ისინი კლასელები არიან, ვინ კითხავს, ნიკოს, ჩემს კლასში „პალაჟენიის“ დაყენებას! - ფიქრმა წაიღო ჯანო. მხოლოდ ახლა შეამჩნია, როგორი ლამაზი და ნატიფი თითები ჰქონია მეგის, როცა მთელი ემოციებით ადასტურებდა ჯანოს უდანაშაულობას. მისი გრძელი შავი წამწამები პეპლებივით, რომ ფახულობდნენ, ზედა ტუჩი რომ ქვედაზე ოდნავ დიდი ჰქონდა და ამის გამო სულ გაბუტულ ბავშვს ჰგავდა, რომ ჩაჩხვლეტილი ლოყის მხრიდან უფრო ლამაზი სანახავი იყო და სულ სველი, თითქოს ცრემლიანი თვალები ჰქონდა... ნუთუ, ეს გოგო, ამდენი წელი ცხვირწინ მიჯდა და ახლა დავინახე? - ფიქრობდა გაოცებული ჯანო. - ამ გოგოს ჩანთის მდინარეში გადაგდებას აპირებს ნიკო? ხვალვე ვაგებინებ პასუხს, ისე, რომ მეგის არც ვახსენებ. ხვალ ისე დავსჯი, ვერც კი მიხვდეს, რის გამო მოხვდება! მეგი ჩემია, დღეიდან ჩემია ეს გაბუტულტუჩებიანი მეტიჩარა! 365
IV დიდხანს ფიქრობდა ჯანო, როგორ მოეხელთებინა ნიკო ისე, რომ სკოლაში ხმაური არ ატეხილიყო. იცოდა, თავს ვერ შეიკავებდა და ნიკოს მაინც რამეს ეტყოდა, ამიტომ გადაწყვიტა სახლისკენ მომავალს, გზაში ჩასაფრებოდა და მისთვის პასუხი მოეთხოვა ყველა ბრალდებისთვის. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. მალე ბავშვები გამოჩნდნენ. ყველას, ვინც სკოლაში დადიოდა „თამარის ხიდი“ უნდა გაევლო, ჯერ უმცროსკლასელებმა გაიარეს, მოგვიანებით უფროსკლასელები გამოჩნდნენ. ჯანომ მათ შორის მეგის მოჰკრა თვალი, რომელიც გოგონებთან ერთად მოსეირნობდა, წითელი ბერეტით გამოირჩეოდა ყველასგან და ამიტომ ადვილი შესამჩნევი იყო. ოხ, როგორ აეტორღიალებოდა ახლა გოგოს და სახლამდეც ისე გაყვებოდა შეიძლება ხმაც არ გაეცა მისთვის, მაგრამ ახლა არ ეცალა, საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. აი, ნიკოც გამოჩნდა გზაზე, ხელში ნავთის ბიდონი ეჭირა და ხვნეშით ძლივს მოათრევდა. - ალბათ, ნავთის საყიდლად თუ გაგზავნა დედამისმა, - გაიფიქრა ჯანომ. სანამ ნიკო ხიდის შუა ნაწილს მიუახლოვდებოდა, ჯანო საფარიდან გამოვიდა და ზურგსუკან სტვენით აედევნა. ნიკომ მოიხედა, ელდა ეცა, ფეხს აუჩქარა, მაგრამ სად გაასწრებდა. 366
- ნიკო, მანდ დამელოდე, საქმე მაქვს, არ გესმის, ბიჭო! - უყვიროდა ჯანო და თან სწრაფი ნაბიჯებით უკან მიჰყვებოდა. - ფუ, შენიი... სხვა გზა არა მაქვს, უნდა გავჩერდე, თან ეს წყეული ბიდონი, რაღა ახლა გამიხდა სათრევი, ვერ გავიქცევი! - გაიფიქრა ნიკომ, გაჩერდა და ბიდონი ძირს დადგა. - ვა, ჯანო, გაუმარჯოს, სად ხარ, რომ აღარ ჩანხარ, ნაძალადევი ღიმილი შეაგება ბიჭს. - როცა ჰგონიათ, რომ არ ვარ, სწორედ მაშინ ვარ იქ! - უთხრა გაბრაზებულმა ბიჭმა და ცხვირი ზედ სახესთან მიუტანა. - ბიჭო, შენ რა საქმეებს ატრიალებ სკოლაში და, რა ვირთხასავით დაძვრები! როგორ ბედავ ჩემი სახელით რაღაცების გაფუჭებას, თავი ვინ გგონია, მასწავლებლის შვილობა არ გიშველის... იცოდე, აზრზე მოდი, გასაგებია?! - უთხრა და საყელოზე მოქაჩა, უფრო ახლოს მოიყვანა და თვალებში ჩახედა, ერთმანეთის ქშენა და გულისცემა ესმოდა ორივეს. - არც შენ ხარ ჩემი უფროსი, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ! - უთხრა ნიკომ და მოულოდნელად ქვემოდან მუშტი მუცელში ამოკრა ჯანოს. - პირველს არ მინდოდა დამერტყა, შე ნაგავო! - უთხრა ჯანომ, მკლავში ხელი ჩაავლო, მხარში შეუვარდა, ზურგით წამოიღო და ძირს დაანარცხა, მერე ზემოდან მოაჯდა და გამეტებით სახეში რამდენჯერმე დაარტყა. 367
ნიკო აღარ გასძალიანებია, ვეღარაფერს გააწყობდა გადარეულ ჯანოსთან, მხოლოდ თავზე გადაიჯვარედინა მკლავები და სახეს იცავდა. გახეთქილი ტუჩიდან სისხლი წასკდა, სისხლის დანახვაზე ჯანო წამოდგა და მკაცრად უთხრა: - ხვალვე ეტყვი დედაშენს, რომ რუკები შენ დაწვი და გოგონების დაშინებასაც გიკრძალავ, თორემ ამას ხომ ხედავ, მიუთითა ნავთის ბიდონზე, მერე ხელი წაავლო და მდინარეში გადაისროლა, ასე დაგემართება შენც! - ამის გამო დაისჯები! - კბილებში გამოსცრა ნიკომ. - კიდევ დიდ გულზე ხარ?! - გაუკვირდა ჯანოს. მიხვდა, რომ დროულად უნდა გაშორებოდა აქაურობას, თორემ სადაცაა ამასობაში გზიდან სამარშრუტო ტაქსი მოუახლოვდებოდათ. ჯანომ შარვლის ტოტებიდან მტვერი ჩამოიფერთხა და სირბილით ხიდიდან ქვემოთ დაეშვა, გაუჩინარდა. - ნეტავ ცალი თვალით მაინც დაენახა მეგის, როგორ დავაშინე ნიკო, - ფიქრობდა ბიჭი. მეორე დღეს სიცხე აღარ ჰქონდა ჯანოს, მაგრამ ყელი ისევ სტკიოდა, თან სკოლის გაცდენაც აღარ უნდოდა, ისე ენატრებოდა კლასელების ნახვა, ისე ღელავდა, თითქოს პირველად უნდა შესულიყო კლასში. ძლივს გაათენა ის ღამე, ფიქრობდა, რას მოუტანდა ახალი დღე. დილიდანვე მღელვარებამ შეიპყრო, მთელ ტანში სასიამოვნოდ აჟრიალებდა. მეგის, მეგის დანახვა სწყუროდა მის თვალებსა და გულს. ერთ ფეხზე შეასწრო მას368
წავლებელს კლასში და თავისი მერხისკენ გაემართა. ჩანთა მერხზე დადო, სკამზე დაჯდა და მშვიდად ამოისუნთქა, თითქოს დიდი დარდი მოიხსნა. უცებ, მის წინა მერხზე მჯდომი მეგი შემოტრიალდა და ჯანოს სახეზე კეპი ჩამოაფხატა. - ქუდი მოიხადე, ბიჭო, გაკვეთილი იწყება! - ჯანოს გაეღიმა და პასუხად ნაწნავზე დაქაჩა. - დაგავიწყდა, ჩიტუნია, რომ ავად ვარ? - უთხრა დაბალი ხმით. - მაგ ეშმაკუნა თვალებზე გეტყობა, როგორც ხარ, უპასუხა ღიმილით გოგომ და შეტრიალდა. ალგებრის გაკვეთილი დაიწყო. მაგრამ ჯანოს გაკვეთილის არაფერი გაუგია, მხოლოდ კლასის გუგუნი ესმოდა მის ყურებს, მისი თვალები წინ, ნაწნავებით ორად გაყოფილ მეგის კეფას მისჩერებოდა, სადაც ურჩი, პატარა ლოკონები, რომლებიც ნაწნავში ვერ ჩატეულიყო ურჩად გამოსჩეჩოდა წვრილ კისერზე. დასვენებაზე უმცროსკლასელი ბიჭი შემოვიდა და ჯანოს უთხრა: - მარინა მასწავლებელი გიბარებს, ასე თქვა: - ახლავე ბიბლიოთეკის ოთახში მოვიდესო! სიჩუმე ჩამოვარდა, ბავშვები ჯანოს მიაჩერდნენ. ბიჭი წამოდგა. კლასელებს გაუღიმა, მეგის ნაწნავზე ისევ მოქაჩა და კლასიდან გავიდა. იცოდა, მისაფერებლად არავინ დაიბარებდა და გულში უხაროდა, რომ მეგის დასანახად არ მოხდებოდა მისი გალანძღვა, ან დასჯა. ჯიბე369
ში ასანთის კოლოფი მოსინჯა, ადგილზე იყო. ის უკვირდა მხოლოდ, რატომ იბარებდა ბიბლიოთეკის ოთახში მასწავლებელი, როცა მისი გაკვეთილი, გეოგრაფია, ახლა უნდა ჰქონოდათ. ბიბლიოთეკის ოთახში არავინ იყო. მარინა მასწავლებლის ჩანთა მაგიდაზე იდო, საიდანაც მეცხრე კლასის ჟურნალი მოჩანდა. ასეთ კარგ მომენტს ვერც ინატრებდა ჯანო, კარი გამოაღო, გაიხედა, შემთხვევით ახლოს ხომ არავინ იყო და ჩანთას მიუახლოვდა, ჯიბიდან ასანთი ამოიღო და ფუთარაობას შეუდგა. მერე სწრაფადვე შემოტრიალდა და კედელზე გაკრულ წითელ ლოზუნგს მიაჩერდა, სადაც დიდი ასოებით ეწერა: - „სწავლა, სწავლა და სწავლა!“ კარი გაიღო და ოდნავ სახეალეწილი მარინა მასწავლებელი შემოვიდა, თეთრი პერანგის წაწვეტებული, მკაცრი საყელო, ლაბადის საყელოზე გადმოფენოდა, შავი ქვედაბოლო ძლივს სწვდებოდა მუხლისთავებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ბაკუნით სწრაფად მიუახლოვდა ჯონის და ეგრევე ყურში წაავლო ხელი. - შენ, როგორ ბედავ, თავხედო, ჩემი შვილის ცემას და მერე მდინარეში ბიდონის გადაგდებას, ვინ მოგცა ამის უფლება, შე უზნეო, შე თავხედო, - უთხრა და მეორე ხელით სახეში რამდენჯერმე გაარტყა. როცა მარინამ ყურზე მოკიდა ხელი და ზემოთ აუწია, ბიჭი ინსტიქტურად აყვა ყურს, ბოლოს ფეხისწვერებზე წამოიწია და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა, გაისმა ფხრიწინის ხმა, 370
თითქოს ხელსაწმენდი გახია ვიღაცამ, ბიჭს ტკივილი მაშინვე არ უგრძვნია. მასწავლებელმა ხელი სწრაფად გაუშვა და შეშინებული თვალებით მიაჩერდა ბიჭს, რომელსაც ყური ხრტილამდე ჰქონდა ახეული. - მასწავლებელო, მე არ დამიწვავს ის რუკა, თქვენმა შვილმა, ნიკომ დაწვა და არ გავჩუმდები, სანამ სიმართლე არ გაირკვევა! ჯანოს ყური უკვე ძალიან ეწვოდა, ხელი მოისვა... სისველე და ცოტა სისხლი აჰყვა ხელს. ბიჭმა ცხვირსახოცი ამოიღო ჯიბიდან და ყურზე მიიდო, ჭრილობა სტკიოდა. ბიბილოდან კი ვარდისფერი ბლანტი სითხე კისერზე ეღვრებოდა. ასე კლასში ვერ შევიდოდა, არადა, სხვა გზა არ ჰქონდა, მასწავლებელმა მუჯლუგუნით ანიშნა, რომ კლასისკენ წასულიყო, ჯანო წინ გაიგდო და თვითონ უკან მიჰყვა. კლასის კარებთან ჯანომ ცხვირსახოცი ჯიბეში ჩაიდო, არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია, რომ დასჯილი იყო. ბავშვები მაშინვე გაჩუმდნენ, როგორც კი ჯანო და მასწავლებელი დაინახეს, ფეხზე წამოდგენენ მარინას დანახვისთანავე, სიჩუმე მასწავლებელმა დაარღვია, - დასხედით! - უთხრა და ჩანთიდან ჟურნალი ამოიღო, მაგიდაზე დადო, მერე ლაბადა გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა. ჟურნალი გადაშალა, რათა ბავშვების სია ამოეკითხა. მოულოდნელად, კლასში მასწავლებლის შეკივლება გაისმა, ჟურნალის ფურცლებიდან თავპირისმტვრე371
ვით ხტებოდნენ კალიები და წკაპუნით განაგრძობდნენ ხტუნვას მის მაგიდაზე. მთელი კლასი თავშეუკავებლად ხარხარებდა, თითქოს ჯიბრითაც არ წყვეტდნენ ხმაურს, თითქოს ამ საქციელით თანაუგძნობდნენ მასწავლებლის მიერ გალახულ „ყოჩს“. მარინამ მაშინვე ჯანოს გახედა, რომელსაც საერთოდ არ გასცინებია, თავჩაღუნული იჯდა და ერთი სული ჰქონდა აქაურობას გასცლოდა. სწავლაში წარჩინებულს, დისციპლინაში სამიანი ეწერა. განა ძალით უნდოდა თვითონ ასე მოქცევა, რაღაცნაირად ასე გამოსდიოდა. - რას იტყვის მეგი, მონასავით ახეულ ყურს რომ დამინახავს? ალბათ მის თვალში აბუჩად ასაგდები ბიჭი გავხდები, ეს არასოდეს მოხდება, არასოდეს, ამას არ დავუშვებ, დამაცადონ, ხვალ ნახონ ბიბლიოთეკას თუ არ ავაფეთქებ!
V - სიწყნარე! - მაგიდაზე გაშლილი ხელი მძიმედ დაარტყა განრისხებულმა მასწავლებელმა. სიცილ-ხარხარი შეწყვიტეს დამფრთხალმა ბავშვებმა. კლასში უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. დუმდა მასწავლებელიც, რომელიც ნერვიულად ათამაშებდა ხელში რვეულის ფურცელს, აღელვებულმა ბოლოს მისი დახევა და დაქუცმაცება დაიწყო. ფურცლის ყოველი ნაწილის მოხევის ხმის 372
გაგონებაზე ჯანოს ეგონა, რომ ყურს თავიდან ახევდა მარინა მასწავლებელი. ბიჭმა თავი ჩაღუნა, ყურებზე ორივე ხელი აიფარა და გაკვეთილის დასრულების მოლოდინში წუთების ათვლა დაიწყო. ჯანო ფიქრობდა, რომ შურისძიების გეგმა სისრულეში მაშინ მოეყვანა, როცა უფროსკლასელები კოლექტივში მანდარინის პლანტაციაში წავიდოდნენ მისახმარებლად, რათა დროულად ჩაებინავებინათ მოსავალი, სანამ ამინდები აირეოდა და წვიმის სეზონი დაიწყებოდა, სწორედ ასეთი შრომის დღე იყო სამშაბათი. ჯანოს ალეწილი სახე და ახეული ყური მაშინვე შეამჩნია დედამ, როგორც კი სახლში მივიდა. - ეს რა მოგსვლია, შვილო, - მხრებით დაიჭირა და თავისკენ შემოაბრუნა შვილი. - რატომ გაქვს ყური ასეთ დღეში? - ვიჭიდავეთ სკოლაში ბიჭებმა და ისე ამეხია ვერც კი გავიგე, დედა. - საკმაოდ ღრმა ჭრილობაა, როდის შეგიხორცდება შვილო, ჯემპრის ჩაცმის დროს უნდა გაფრთხილდე, ელაპარაკებოდა შეშფოთებული ქალი და თან ახეულ ყურზე წმინდად დაფხვნილ „სტრეპტოციდს“ აყრიდა. - დედა მოგიკვდეს, ნეტავ მალე მოგირჩებოდეს, შვილო, გტკივა? არ მომატყუო, სკოლაში ხომ არაფერი დააშავე და მიმალავ? - ვიშვიშებდა მშობელი. 373
ჯანომ გვიან საღამოს, როცა მშობლებმა დაიძინეს, თავისი ძველი პერანგი დახია და მინის ბოთლში ჩატენა, მერე ნახევრამდე ბენზინით შეავსო, ხუფი დაახურა და ოთახში საწოლის ქვეშ დამალა, - მოემზადა ჩანაფიქრის შესასრულებლად. - ყველაფერს მაინც მე მაბრალებენ და უსამართლოდ მაინც მე ვისჯები, დავწვავ სკოლას და სულ გადავიკარგები აქედან, წავალ თბილისში და მშენებლობაზე მუშად ვიმუშავებ, არ მინდა ამათი წყეული ატესტატი! ფიქრობდა ჯანო. მეორე დილით, სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, სატვირთო მანქანაც იქვე იდგა. ჯანომ საწვავიანი ბოთლი ქურთუკის შიგნითა ჯიბეში ჩამალა და ბორტჩამოხსნილ მანქანაზე ყველას დასანახად პირველი ავიდა. მასწავლებელმა სია ამოიკითხა და ყველას სთხოვა მანქანაზე ასულიყვნენ. ჯანო გოგონებს მანქანაზე ასვლაში ეხმარებოდა. როგორც კი მძღოლმა ორივე მხრიდან საბარგული რკინის ურდულით გადაკეტა და მოტორი ჩართო, ჯანომ „ბორტს“ გადააბიჯა და დაძრული მანქანიდან ძირს ჩამოხტა. სკოლაში ზარი დაირეკა, უმცროსკლასელებმა ჟრიამულით მიატოვეს სკოლის ეზო და საკლასო ოთახში შევიდნენ. გულმოსულ ჯანოს, სკოლის დაწვა კი უნდოდა მაგრამ ახლა უმცროსკლასელებს რომ უყურებდა, როგორ 374
მხიარულად დასდევდნენ ერთიმეორეს, რაღაცნაირად გული მოეწურა და დაბნეული ფიქრობდა: - რა ვქნა, რა გავაკეთო, როგორ დავსაჯო მარინა მასწავლებელი, რა მოვიფიქრო ისეთი, რომ სამაგიერო გადავუხადო? ახლა ავალ გეოგრაფიის კაბინეტში და ყველა რუკას ჩამოვიტან და სკოლის უკან, მუხის ძირში სათითაოდ დავწვავ. მერე წავალ და ჩუმად მივუახლოვდები პლანტაციაში მომუშავე კლასელებს! გაფიქრება და შესრულება ერთი იყო, ოციოდე რუკას მკლავები შემოხვია და მეორე სართულის ფანჯრიდან ქვემოთ გადაყარა. როგორც კი საკლასო ოთახიდან გასვლა დააპირა, დერეფანში თინა მასწავებელმა დაინახა, რომელიც სკოლაში მორიგედ დარჩენილიყო. - აქ რას აკეთებ, ჯანო, განა შენ პლანტაციაში არ უნდა იყო? - გაიკვირვა დამრიგებელმა. დანაშაულზე წასწრებული მოზარდი თავს იწყევლიდა, რაღა ახლა შეხვდა თინა მასწავლებელს, რაღა ამ გადამწყვეტ მომენტში დაადგა თავს. თინა მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო, - რა მოხდა, შვილო, აქ რატომ ხარ? - ჰკითხა და თვალი მოჰკრა ბიჭის გაწითლებულ და შესიებულ ყურს, რომელსაც ფუფხი მოეკიდებინა და შემზარავი დასანახი იყო. - ყურზე რა მოგივიდა, ვინ აგახია? - მარინამ! გეოგრაფიამ! - უპასუხა ბიჭმა. - რატომ, რა დააშავე? - გაუკვირდა თინას. 375
დამრიგებელთან, რაღაცნაირად მორჩილი და დამთმობი ხდებოდა ჯანო, თითქოს ყინული სცილდებოდა მის გულს, რადგან გრძობდა, რომ თინა მასწავლებლს მართლა უყვარდა თავისი მოსწავლეები და განსაკუთრებით, „უძღები შვილივით“ უყვარდა ჯანო. - მოდი, დავსხდეთ და ყველაფერი მიამბე! - უთხრა მზრუნველი ხმით თინამ. ჯანომ ყველაფერი აღიარა იმის ჩათვლით, რის გაკეთებასაც აპირებდა განრისხებული და რომ მერე ბესლეთიდანაც სამუდამოდ უნდოდა გადაკარგულიყო. - სად არის რუკები? - სწრაფად იკითხა თინამ. - ფანჯრიდან გადავყარე და ქვემოთ ყრია, სტადიონის მხარეს - უთხრა ბიჭმა. - ახლავე წამოდი, სანამ დასვენება დაიწყება და ბავშვები გამოიშლებიან. სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ რუკები კარადაში! ჯანო მორჩილად მიჰყვა უკან, ჩაირბინეს კიბე და სკოლას გარშემო შემოუარეს, რომ იმ ადგილამდე მისულიყვნენ სადაც რუკები ეყარა. მოულოდნელად, მეორე კუთხიდან მომავალ დირექტორს ლამის ზედ გადააწყდნენ, რომელსაც გულზე რუკები მიეხუტებინა და აღელვებული, კლასისკენ მოდიოდა. დირექტორი შედგა, დაფიქრდა, გაკვირვებით შეხედა ორივეს, შემდეგ ცალი ხელით წაწვდა საყელოში ბიჭს და მჭახე ხმით დაუყვირა: 376
- შენ აქ რა გინდა, განა შრომის გაკვეთილზე არ უნდა იყო? როდესაც დირექტორმა ქურთუკის საყელოთი მოქაჩა ჯანოს, ქურთუკის კალთა გამოიწია და დირექტორმა აშკარად დაინახა ეგრეთწოდებული „მოლოტოვის კოქტეილი“. - გამოდის, რომ რუკების დაწვას აპირებდი? - სიბრაზისგან თვალები გაუფართოვდა კაცს, რუკებს ხელი გაუშვა და ორივე ხელით ქურთუკის საყელოთი ჩაბღუჯა, დაითრია და კბილებში გამოსცრა: - შე, ნაძირალა! თინა წამში მიხვდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და თხოვნით მიმართა დირექტორს: - ბატონო რეზო, გთხოვთ აპატიეთ, ყველაფერს მოგიყვებით, როგორც იყო! ჯანო დამნაშავეა, მაგრამ მის მაგივრად აგიხსნით ყველაფერს, ისე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ! დირექტორი დააბნია თინას სიტყვებმა და ბიჭს ხელი გაუშვა, მაგრამ დაემუქრა: - მაინც გადავცემ შენს თავს მილიციას! შენ, საფრთხეს წარმოადგენ საზოგადოებისთვის, პატარა ნაძირალა ხარ! - ჯანო, შენ სახლში წადი, იქ დამელოდე, თქვენებს უნდა დაველაპარაკო - უთხრა თინამ, შემდეგ დაიხარა და ძირს დაყრილი რუკების წამოკრეფა დაიწყო. დირექ377
ტორმა აჭარხლებული სახიდან ჩამოჩეჩილი თმა ზემოთ გადაიწია და თვითონაც დაიხარა რუკის ასაღებად. - უნდა მომისმინოთ ბატონო რეზო, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ! თუ თქვენ, ჯანოს საბუთებს მილიციას გადასცემთ, მაშინვე ვტოვებ სკოლას და მივდივარ სამსახურიდან! - კი, მაგრამ თქვენ რა შუაში ხართ, ქალბატონო თინა? - მე გვიან შევედი მათ კლასში დამრიგებლად, მაგრამ შევამჩნიე, რომ ამდენმა საყვედურმა და შენიშვნებმა „განტევების ვაცად“ აქცია ჯანო და თუ თქვენ, ხვალ მაინც თქვენს სიტყვაზე დარჩებით, სკოლიდან წავალ. წავალ იმიტომ, რომ ჩავთვლი, როგორც პედაგოგს არაფერი გამიკეთებია ბავშვების აღსაზრდელად და მათ გამოსასწორებლად! როგორი მაგალითი უნდა მივცე მათ, როგორც პედაგოგმა, როგორც - „სისხლი, სისხლის წილ?“ არა, ბატონო რეზო, მე მართალი უნდა ვიყო ჩემს სინდისთან, ნახვამდის! - უთხრა და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა დირექტორს. ჯანო ნაცემი ძაღლივით ყურებჩამოყრილი დაბრუნდა სახლში, ასე ემართებოდა თინა მასწავლებლის გამოქომაგების შემდეგ. - როგორ განსხვავდება სხვა დანარჩენი მასწავლებლებისაგან, როგორი თბილი და დამთმობია, რატომ მმფარველობს ასე, როცა იცის, რომ მაინც მტყუანი ვარ, ხან მეტად, ხან ნაკლებად. დედას ვფიცავ, ყველა რომ ასეთი 378
იყოს ამ სკოლაში, არასოდეს, არავინ მოიქცეოდა ცუდად. - ფიქრობდა ჯანო. ამ უსიამოვნო ამბავმა ჯანოს მშობლების ყურამდეც მიაღწია. მარინა მასწავლებლის, დირექტორისა და ჯანოს მშობლების დაპირისპირებამ ისეთი მწვავე სახე მიიღო, რომ ჯანოს ოჯახი იძულებული შეიქნა, საცხოვრებლად დედაქალაქში, უფროს შვილთან გადასულიყო. ჯანომ მეათე კლასი თბილისში დაასრულა. მას აღარ უვლია ბესლეთის საშუალო სკოლაში და მისი ასავალდასავალისაც აღარაფერი გაუგიათ ბესლეთელებს. არც თინა მასწავლებლი წამოსულა სკოლიდან, რადგან დირექტორმაც „დაინდო“ ჯანო. ტყემლის ყვავილობასავით ჩაიარა მეგის სიყვარულმა, მხოლოდ მისი ჩანთის შიგნითა პირს შემორჩა მელნით გაფერადებული მისი სახელი „მ ე გ ი“. ხშირად გაექცეოდა ხოლმე ფიქრი მისი ნაწნავებისკენ. ქალაქში, ბიჭურად თმააკრეჭილი გოგონების დანახვაზე, ენატრებოდა ლოყაჩაჩხვლეტილი და გაბუტულტუჩებიანი მეტიჩარას დანახვა, გული უთრთოდა მის სანახავად, მაგრამ ვერაფერს ცვლიდა... დრო ქარივით მიჰქროდა, ბავშვობის მხიარული და სევდიანი დღეები წარსულში რჩებოდა... ბაბუაწვერას ქოლგებივით, აქეთ-იქით გაიფანტნენ სკოლადამთავრებულები. რა თქმა უნდა, ბესლეთის სკოლაში კვლავ გრძელდებოდა გაკვეთილების ჩაშლა, „შატალო“, წიწაკით კლასის აკვამლება და სხვ... დიდთავიანი ორიანებიც ისევ იწე379
რებოდა ყოფაქცევასა თუ ცოდნაში, მაგრამ ჯანოს სახელით აღარაფერი ჩადენილა და მას აღარაფერი დაბრალებია!
*** ამ ამბიდან ოცი წელი გავიდა, თინა მასწავლებლი ხანში შევიდა, ის უკვე აღარ ასწავლიდა სკოლაში, ბოლო დროს გულის ტკივილს უჩიოდა. აქამდე თუ მისი შავი თმა გიშრისფრად ბზინავდა, ახლა თოვლისფერი ჭაღარით შემოსილიყო, სათვალე ეკეთა და მადლმოსილი სახიდან კვლავ სათნოება ეღვრებოდა. მისი დედისერთა ვაჟი - ცოტნე, მოსკოვის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ქირურგად მუშაობდა. დედა ხშირად მიჰყავდა კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად და სამკურნალოდ. ვნუკოვოს აეროპორტში, მორიგი მგზავრობის დროს, თინა მასწავლებლი რეისის TU 34-ის სალაროსთან, ბილეთის შესაძენად რიგში ჩადგა. აღებული ბილეთით მშვიდად დაჯდა კუთვნილ ადგილზე. ცოტა ხანში თვითმფრინავის სალონში მიკროფონიდან ხმა გაისმა: - თინა შერვაშიძეს სთხოვენ, მობრძანდეს მფრინავის კაბინაში! - თხოვნა რამდენჯერმე განმეორდა. გაოცებული თინა წამოდგა და მიუახლოვდა მისკენ მიმავალ გაღიმებულ ბორტგამცილებელს, რომელიც მფრინავის კაბინაში შეუძღვა ქალს. მის წინ წარმოსადეგი აღნაგობის კაპიტნის სამხრეებიანი მამაკაცი იდ380
გა, რომელიც მოულოდნელად გადაეხვია დაბნეულ თინას და უთხრა: - მიცანით, თინა მასწავლებლო? - ვერ გიცანით, მაპატიეთ! - უთხრა აღელვებულმა ქალმა. - მეგობრებო, - მიმართა სალონში გარშემომყოფებს კაპიტანმა, - ეს არის ქალი, რომლის დამსახურებაა ის, რომ დღეს მე თქვენს წინაშე ვარ ისეთი, როგორსაც მხედავთ! მე რომ წარმატებულ ადამიანად ჩამოვყალიბდი და დამნაშავის ცხოვრებით არ მიცხოვრია, ამ ქალბატონის დამსახურებაა! მან, ადრეულ ასაკში, გამოსასწორებელ კოლონიას გადამარჩინა. გთხოვთ, დაუბრუნოთ მას მგზავრობის თანხა! დღეს ჩემი სტუმარია! ბიზნესკლასის სალონამდე მიაცილეთ! - სთხოვა ბორტგამცილებელს და მოწიწებით მიმართა დაბნეულ ქალს: - თინა მასწავლებელო, დიდხანს გეძებდით და ვერსად მოგაგენით ის ურჩი ბიჭი ვარ, ბესლეთიდან, ჯანო - „ბუნტისთავი“!
381
,,ყვავისაყდარა“ ნამდვილი ამბავი
ვინ იცის რამდენ საუკუნეს ითვლის სოფელ ზემო ნიქოზის ეს ლეგენდა, მაგრამ პაპიდან შვილზე გადასულმა ამ ისტორიამ, ფაქტია, დღემდე მოატანა, მეც სოფლის უხუცესმა მიამბო, მას თავისმა პაპამ და ახლა, მე თქვენ მოგიყვებით: სოფელ ნიქოზს მაშინ დასავლეთის მხარეს, უშველებელი მინდვრები ესაზღვრებოდა, მკათათვე ყოფილა... ოქროსფრად დაბრაწულ ყანას მზე ძალუმად ჩაჰკვროდა, ნიავიც კი არ იძვროდა თურმე, მოჭარბებული სიცხე რომ მოეგერიებინათ ნიქოზელებს. კალოობა ახალი დაწყებული ჰქონიათ და ალბათ აგვისტოსაც გაატანდა ისეთი ბარაქიანი მოსავალი მოსულა იმ წელს. ყანაში, პირველი წყება, ალაპლაპებული ცელებით მთიბავები იდგნენ. ბრგე, კუნთმაგარი, წელვიწრო შერჩეული ვაჟკაცები მინდორში გაშლილიყვნენ და ერთმანეთთან ცელისმოქნევა მანძილზე იყვნენ დაშორებულები. მწიფე თავთავის თავდახრილ ღეროებს ჩვეული სიდინჯით თიბავდნენ. ლამაზი, ქერა ქალის მორკალულ წარბს ჰგავდა პურის ყანის ღვარეული. უკან, ათიოდე მეტრის მოშორებით, მფოცხავები მოჰყვებოდნენ, მოშორებით კი ჭრელ თავსაფარწაკრული თავთავის მკრეფავი ქალები ბღუჯა-ბჯუჯა ჰკრეფდნენ პუ382
რის თავთავებს, კონებად აგროვებდნენ და ალაგ-ალაგ ძნებად აწყობდნენ. ქალებს უკან ბავშვები მიჰყვებოდნენ და გამოტოვებულ, ძირს დარჩენილ დოვლათს იმცვრევდნენ, რამეთუ „პური ჩვენი არსობისას“ - მოყვანა ოფლისა და სისხლის ფასი უჯდებოდა გლეხობას და ეს ბალღობიდანვე კარგად უნდა შეეგრძნო თითოეულ ყრმასა... ვინ იცის, როდის მოეპრიანებოდა მომხვდურ მტერს, შემოსეოდა საქართველოს ურიცხვი ჯარით, რომლებიც მაშინვე გადაწვავდანენ ხოლმე პურის ყანებს, ვენახს ჩეხდნენ, შინაურ ცხოველებს წაასხამდნენ, ხალხს მონებად წინ გაირეკავდნენ... აოხრებდნენ ოსმალები შიდა ქართლს და, თუ ქართველთა ჯარი დროულად არ მიეშველებოდა, ზარალი ასმაგი იყო. ამიტომ უნდა ეჩქარათ, მოესწროთ... არც წვიმა ინდობოდა და არც მიწაში მძრომიალე თაგვი. მთელი სოფელი შესეოდა მოსავლის აღებას. ვისაც ღონე და ჯანი ერჩოდა, ყველა აქ იყო, უძლურისა და მოხუცების გარდა. ულვაშებშეღერებულ ვაჟკაცებს საცოლეები აქ ეგულებოდათ, ღიმილით მზეს ხელით იჩრდილავდნენ და სანატრელ გულის სწორს, ჭრელი, ნაცნობი თავსაფრით პოულობდნენ. ხარობდნენ ერთმანეთით, გოგონებს მზეზე დაბრაწული ლოყებიდან თეთრი კბილები უელავდათ - ვაჟების მზერის დაჭერისას კმაყოფილები საპასუ383
ხოდ უღიმოდნენ და ალმოდებულები თავს ხრიდნენ, რა დაღლიდათ - ხარობდნენ ერთმანეთით, შრომის სიყვარულითა და სამშობლოს ერთგულებით მოდიოდნენ და იზრდებოდნენ... სოფელში დარჩენილ მოხუცებს მეტად საპატიო დავალება ჰქონდათ დაკისრებული, - მათ აკვანში მწოლიარე ბავშვები და მშრომელებისთვის სადილი ებარათ. მუშახელი საქმეს რომ არ გაცდენილიყო, შუადღით, ყველაზე ყოჩაღ მოხუცს დიდ ქვაბში მოხარშული ცხელი კერძი, ურემზე დამაგრებული, ყურებმიბმული ქვაბით, ვირშებმულ საზიდარით მიჰქონდა ყოველდღე. ურმის ჭალებზე, აქეთ-იქიდან მანეულით მოწნული გოდრები მიებათ, საიდანაც სუფთა ჯვალოში გახვეული ცხელი შოთის პურის დაბრაწული კუთხეები მოჩანდა, მეორე გოდორში ნაქუჩგარჭობილი დიდი კოკა იდგა, რომელსაც სახელურში, ხარის რქის პატარა ყანწი ჰქონდა გარჭობილი, თხილის ტოტებისგან დაწნულ ლასტზე ნაადრევი კალოს მსხალი, ალიბუხარი, მომცრო კიტრები და ჭერამი ეყარა ბავშვებისთვის, თიხის ქოთანში მუჭისოდენად დაჭრილი ყველის ნატეხები ეწყო. მზე შუბის ტარზე იდგა. ყველას მოშიებოდა. დამშეული ბავშვები დროდადრო სოფლის გზისაკენ იყურებოდნენ და მოუთმენლად ელოდებოდნენ თეთრი ვირის საზიდარის გამოჩენას. როგორც იქნა მოატანა მუხებთან პაპამ, სადაც მხიარული შეძახილებით შეეგებნენ და ოთხი მუხის ჩრდილის ქვეშ მიაყენეს ურემი. 384
ჭრელი, ჯვრიანი ვიწრო ფარდაგი გადმოიღეს და მთელ სიგრძეზე ჩაშალეს. ამოაწყეს სანოვაგე ხურჯინებიდან და ნელ-ნელა სუფრის გაშლა დაიწყეს. ღონიერმა ბიჭებმა, ცხელ ქვაბს ყურები გაუთავისუფლეს და ციმციმ ჩამოდგეს ქვემოთ, მუხის ძირში. ცნობისმოყვარე, დამშეულმა ბალღებმა ვერ მოითმინეს და თავსაფარი ღიმილით ახადეს ქვაბს და ჩაიჭვრიტეს, აინტერესებდათ რა ერქვა დღევანდელ მათ სადილს. მათი მოუთმენლობით უკმაყოფილო მშობლებმა შვილებს შორიდანვე დაუცაცხანეს. ნახევრად გადახდილი ქვაბიდან სასიამოვნო და მადისაღმძვრელი სურნელი ამოდიოდა. ბიჭებმა, შორს წასულ მთიბავებს, სტვენით ნიშანი მისცეს. ისინიც გვერდით მორაკრაკე რუს ნაპირ-ნაპირ დაუყვნენ. გზადაგზა დაკაწრულ ხელებსა და ოფლიან თავ-პირს იბანდნენ. სანამ სოფლის თავკაცი მუხებთან მოვიდოდა, ნელ-ნელა ხალხიც შეგროვდებოდა პურის საჭმელად. მაშინ, პურს, ლოცვის გარეშე არავინ გატეხდა... ჰოდა, რაკი ერთიმეორეს მიუახლოვდნენ ახალგაზრდები, შეიქმნა ჟრიამული და გახელება, დაცინვა ზარმაცებისა... ამასობაში ქვაბი უყურადღებოდ დარჩენილა. იქვე ქვაბთან ახლომახლო მყოფ გოგონას დაუნახავს, რომ ზემოდან, ფრთებდაკეცილი ყვავი დასცემია ქვაბს, სიმძიმეს ნახევრად დაფარებული თავსახური ამოუტრიალებია და ყვანჩალა საჭმლით სავსე ქვაბში ჩავარდნილა, 385
ქვაბის თავსახური კი ზემოდან წამომხობია. ვინ იცის, იქნებ, სწორედ მაშინ შეუსრულდა ორასი წელი იმ საცოდავს. სანამ პატარამ უფროსებს გააგებინა რომ ქვაბში „ჩიტი“ ჩავარდა, ამასობაში ყვავი ქვაბში ჩამხრჩვალა. ვინღა გაეკარებოდა აყროლებული ლეშის მჭამელით წაბილწულ სადილს. შეღონებულებს, მშრალი ლუკმა გაუტეხავთ. ორ ბიჭს გაუტანია მოშორებით ქვაბი და ბალახზე, პირქვე წამოუმხიათ. დამხრჩვალი ყვანჩალა, თავგადაგდებული და ნისკარტგაღებული გადმოყოლია საჭმლის წვენს და ჰოი, საოცრებავ, დაილოცოს უფალო შენი სახელი, ქვაბის ძირში, დაკლაკნილი გველხოკერა ჩამხრჩვალი წოლილა... შეშინებულ ყმაწვილებს ქვაბი მიუტოვებიათ და ყვირილით მიმოფანტულან. გაოცებული ხალხი, პირჯვრის წერით მადლობდა უფალს, რომ არ მიიღეს საკვები, რაც არ ერგება ჭამად ქრისტიანსა. მადლიერ ხალხს, ყვავი, მუხის ქვეშ დაუმარხავთ, გარშემო ქვებით ამოუშენებიათ პატარა გორა, რომელსაც შემდგომ „ყვავისსაყდარა“ უწოდეს. P.S. არავინ იცის, გველი რანაირად მოხვდა ქვაბში. სავარაუდოდ საჭმლის მომზადებისას, წყაროდან, მოხუცების მიერ კოკის წყლის ავსების დროს თუ შეცურდა 386
შიგ წყეული და ვერ დაინახეს, ან კოჭზე გადებულ ხარიხაზე ჩამოკიდებულ ჯაჭვიდან თუ ჩაცურდა და ადუღებულ ქვაბში მოადინა ზღართანი, ვინ იცის... ეს კია, ამ ისტორიის არსებობის სინამდვილეში, მთელი ნიქოზი დამემოწმება!
„ფეკალური“ ასანთი ხნიერმა ქალმა, რომელიც სამოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა, სოფლის ამბულატორიის ლაბორატორიაში, ფარული სისხლდენის შესამოწმებლად ფეკალური მასა მიიტანა. ამბულატორიის დერეფანში, პაციენტს მორიგე ექთანი შეეგება და ლაბორატორიის ოთახში ლაპარაკ-ლაპარაკით ერთად შევიდნენ. ნაზიკო ბაბომ, ციმციმ გახსნა ჯერ ცელოფანში, შემდეგ ქაღალდში გადახვეული საანალიზე მასალა, რომელიც ასანთის კოლოფში ჰქონდა მოთავსებული. აი, აქ მოხდა ის, რამაც ეს ამბავი მომაყოლინა თქვენთვის... ასანთის კოლოფში (ფეკალური მასის) მაგივრად, მშვიდად იმზირებოდნენ მწვანეთავიანი ასანთის ღერები... - ვაიმე დედააა! დავიღუპეი, დავიღუპეი, მომეჭრა თავიიიი!.. 387
- რა მოხდა, ნაზიკო დეიდა, ცუდად ხომ არა ხართ, მზრუნველობით მოკიდა ხელი მკლავზე ექთანმა. - რაღა რა მოხდა შვილოო, გაზქურიდანა ასანთის კოლოფი ავიღეი, რომ ეს ჩემი ოხრობა აქ წამომეღო, მერე გამახსენდა, რომ ასანთს ძებნას დაუწყებდნენ და შევედი ოთახში რომ ახალი გამომეტანა, ეტყობა ხალათის ჯიბეები შემეშალა მე უბედურსა, გაზქურასთან განავლიანი კოლოფი დამიტოვებია, მომეჭრა თავი, სასწრაფოდ უკან უნდა დავბრუნდე, ემანდ რძალმა გაზი არ აანთოს... ჩვენ სიცილით ერთმანეთს ვაწყდებოდით და ქალი კი ტირილამდე იყო მისული...
388
სარჩევი რედაქტორისგან -------------------------------------------- 2 დავით ახლოური ------------------------------------------ 3 სულის სიმშვიდის მცველი -------------------------------- 5 მეუფე ისაია ------------------------------------------------ 7 ავტორისაგან ----------------------------------------------- 14 ბედის მძევლები ------------------------------------------ 18 ლილე ----------------------------------------------------- 175 განაჩენი --------------------------------------------------- 178 ორი ბაბო ------------------------------------------------- 184 ჩაშხამებული ,,ნადიმი" --------------------------------- 190 შურის მზე ------------------------------------------------ 191 ლოცვის ძალით დამარცხებული „აბორტი“ --------- 192 გაყინული ცრემლი -------------------------------------- 196 უქმე ------------------------------------------------------- 208 ზაზა ------------------------------------------------------- 209 ბუ თუ ჭოტი --------------------------------------------- 219 ღვთის კაცი ----------------------------------------------- 222
389
„ვაშა-ურას“ მინდვრები --------------------------------- 224 ყვავის ქონი ---------------------------------------------- 226 ძაღლი ----------------------------------------------------- 230 ხუთი წლის „დიდი“ ბიჭი ----------------------------- 231 გაბუტული ვარდები ------------------------------------ 233 „კუდიანი“ ------------------------------------------------ 239 ჭაში დამალული წერილები --------------------------- 242 „ჭყივილას“ „ბუქსირი“ --------------------------------- 282 დაუწერელი კანონი ------------------------------------- 291 სამაგალითო კაცი --------------------------------------- 341 „ერთი, მაგ შაურისაცა!“ -------------------------------- 344 დაუმორჩილებელი -------------------------------------- 345 ,,ყვავისაყდარა“ ------------------------------------------- 380 „ფეკალური“ ასანთი ------------------------------------ 385
390
391
392