წითელი ფანქარი გავრცელებული ენობრივი შეცდომების გასწორება მე-2 ნაწილი
1
2
ელდარ ქურიძე
წითელი ფანქარი მე-2 ნაწილი
გორი, 2018 წ.
1
წინამდებარე ელექტრონული გამოცემა ინტერნეტში (განსაკუთრებით სოციალურ ქსელებსა და ახალგაზრდულ საიტებზე) გავრცელებული შეცდომების აღმოფხვრის მცდელობაა. იგი პროექტ „საუკეთესო მოქართულის“ ფარგლებში მომზადდა. გაეცანით და გაავრცელეთ, ერთად დავიცვათ მშობლიური ენა „ვირუსებისგან“! ელდარ ქურიძე პროექტ „საუკეთესო მოქართულის“ ავტორი და კოორდინატორი
გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილება
2
ქართლი (სვანეთი, ლეჩხუმი...) აქ არაფერ შუაშია, რადგან ამაშუკელის ამ ცნობილ ქანდაკებას „ქართვლის (!) დედა“ ეწოდება. სიტყვა „ქართველი“ ნათესაობითში შეკუმშული სახითაც (ქართვლ-ის) დასტურდება. გავიხსენოთ: დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება... მაშასადამე, ხელოვანს გამოუქანდაკებია არა საკუთრივ ქართლელის, არამედ ქართველის (ქართვლის) დედა.
3
როგორც იქნა, მაგრამ ჩართულის მძიმით გამოყოფას როდისღა მივეჩვევით?!
ყველა ლექსიკონი თანხმდება სიტყვა ბ ე ჰ ე მ ო თ ი ს (იგივე ჰ ი პ ო პ ო ტ ა მ ი) დაწერილობაზე. გამოდის, მხოლოდ წიგნის გადაშლა და შემოწმებაა საჭირო.
4
ზრდილობის გამომხატეველი ფორმებია გ ე ა ხ ლ ე ბ ი თ, გ ე ა ხ ლ ე ბ ო დ ი თ, გ ე ა ხ ლ ე ბ ო დ ე თ და ა. შ., „მივირთმევდი“ კი ქედმაღლობის საჩვენებლად უფრო ივარგებს. ეს იგივეა, საკუთარ თავზე ვთქვათ „მოვბრძანდი“, „დავბრძანდი“, „მნებავს“...
ლამის სალიტერატურო სიტყვად იქცეს ჟარგონი „ღადაობა (ღადავი)“. რატომ? დაგველია სინონიმები?! იქნებ გაგვეხსენებინა შესატყვისები: ხუმრობა, ოხუნჯობა, მასხარაობა (მასხრობა), ლაზღანდარობა, გაპამპულავება, გაქილიკება, დაცინვა, მასხრად აგდება, აბუჩად აგდება... ნუ დავასამარებთ მშობლიურ, მარჯვე სიტყვებს!
სტილისტიკურად მართებული იქნებოდა, თუ სიტყვა „საათს“ მიცემითში დავსვამდით: 9 საათს მიმდინარეობდა.
5
თუ სიტყვა „გვერდს“ მიცემითი ბრუნვის „ზე“ თანდებულს დავურთავთ, მივიღებთ ფორმას გვერდზე.
თუ გრამის აბრევიატურაა „გრ“ (და არა – გ), კილოგრამი ალბათ ასე შემოკლდება: „კგრ“. გარდა ამისა, სტილისტიკურად მართებულია ნ ა ღ ე ბ ი ა ნ ი ა რ ა ჟ ა ნ ი, ვინაიდან მქონებლობას -იან ბოლოსართი გამოხატავს და არა – მოქმედებითი ბრუნვის ნიშანი.
წ ვ რ ი ლ ი შეიძლება იყოს თოკი (ლურსმანი, ნემსი...), მაგრამ ქუჩა (გზა, ბილიკი...) არის ვ ი წ რ ო ან ფ ა რ თ ო .
6
ბავშვობიდან!
სტილისტიკურად მართებული ფრაზაა ს ა ს პ ო რ ტ ო მ ა ღ ა ზ ი ა .
7
„არ მინდოდა“ ორი სიტყვაა, ხოლო ლ ე ვ ა ნ ი, თანხმოვანფუძიანი საკუთარი სახელი, ამგვარად იბრუნება: ლევან-ი, ლევან-მა, ლევან-ს...
რაკი საწყისში (ტეხა, მოტეხა, მიტეხა, გატეხა...) „ვ“ არ გვაქვს, პირიან ფორმაშიც ზედმეტია -ავ თემის ნიშანი.
შესაძლოა პური დ ა ო ბ დ ე ს, მაგრამ ადამიანები დ ა - ვ - ო ბ ე ნ ხოლმე.
8
ძალიან გახშირდა „გარეშე“ თანდებულის გამოყენება მაშინ, როდესაც ამისი საჭიროება არ არის. მოყვანილ მაგალითში „ერთმანეთის გარეშე“ შეგვიძლია ერთი სიტყვით – უ ე რ თ მ ა ნ ე თ ო დ – შევცვალოთ. გავიხსენოთ ქართული ხატოვანი გამოთქმა: უერთმანეთოდ წყალსაც არ აქცევენ.
ლათინურ qu კომპლექსს (collo-qu-ium) ქართულში „კვ“ შეესაბამება. მაგალითად: კოლოკვიუმი, ადეკვატური, რეკვიემი, კვორუმი, კვოტა (და არა – კოლოქვიუმი, ადექვატური...)...
სხვადასხვაგვარად იბრუნება წითელა (სნეულება) და წითელი (ფერი). ეს უკანასკნელი იკუმშება: წითლ-ის, წითლ-ით, წითლ-ად.
9
ვინ იცის, რამდენჯერ თქმულა, რომ „ეხლა“ ორთოგრაფიული შეცდომაა, მაგრამ, მაინც ერთი და იგივე მეორდება.
მართლწერის წესები მოითხოვს, ხაზგასმული ნაწილაკი აუცილებლად დაბოლოვდეს მ თანხმოვნით (ხო-მ). კიდევ უკეთესი იქნება, თუ არც ზეპირ მეტყველებაში უგულებელვყოფთ ამ მან-ს!
ჰ-ქვია!
10
წინადადება ასე გაიმართება: ამ დღეს ძალიან დიდხანს ელოდნენ.
„კუთხოვანი დისკოც“ არსებობს?!
მართებული ფორმებია: ჰქონდა, ჰქონდეს, ჰქონია, ჰქონოდა, ჰქონოდეს; ჰქონდათ, ჰქონდეთ...
11
„რა თქმა უნდა“, თქმა არ უნდა, სამ სიტყვად დაიწერება!
„მეგობრები იყო“ ძალიან უხეში სინტაქსური შეცდომაა. რაკი სულიერი საგნის აღმნიშვნელი სახელი მრავლობითშია, ზმნაც მრავლობითში უნდა იდგეს – მ ე გ ო ბ რ ე ბ ი ი ყ ვ ნ ე ნ .
საჭიროა ს- პირის ნიშანი: ს - ტ კ ი ვ ა .
12
მეორე პირის სიმრავლეზე „თ“ მიგვითითებს, შესაბამისად, უნდა ეწეროს გ ა ვ ც უ რ ო თ .
წყვეტილის მწკრივში (რა ქნა?) გვექნება მ ო ხ ვ ე დ ი თ , ხოლო „მოდით“ ამ შემთხვევაში კუთხური მეტყველების ნიმუშია.
რატომ „თვლის“ და არა „მიაჩნია“ (ბევრ ჩვენგანს)?!
13
ტრანსლიტერაციის წესების თანახმად, მართებული ფორმაა კასტინგი (და არა „ქასთინგი“).
მ ა რ შ რ უ ტ ი ორი უცხო სიტყვის (მარშ+რუტ) შერწყმით მიიღება. ამ სიტყვებიდან პირველი, „მარშ“ (და არა „მაშ“), ერთგვარ სვლას აღნიშნავს, მაგალითად: ჯარისკაცებმა მარშით ჩაიარეს.
14
„ავტოფარეხი“ უხეირო სიტყვაა, ამიტომაც ვერ შევხვდებით მას ლექსიკონებში (ყველგან გ ა რ ა ჟ ი წერია). ტერმინის მომგონებელს ავტომობილი ცხვრის ნაცვლად სხვა შინაური ცხოველისთვის რომ მიემსგავსებინა, შესაძლებელია დღეს რომელიმე გავრცელებულიყო ამგვარ ფორმათაგან: „ავტობოსელი“, „ავტოგომური“, „ავტოთავლა“და ა. შ.
15
რუსულად ბასეინია (бассейн), ქართულად – აუზი.
16
ნიკანდრო ბასილაიას „პუნქტუაცია“ ყველგან არ იყიდება (შოკოლადისგან განსხვავებით), თუმცა ისედაც უეჭველია, „ვეფხისტყაოსანი“ უდეფისოდ დაიწერება. სხვა შემთხვევაა, თუ მაინცდამაინც მიზნად ვისახავთ სიტყვის მორფოლოგიურ ანალიზს; მაშინ ბარემ სართებიც გამოვყოთ და მივიღებთ: ვეფხ-ის-ტყა(ვ)-ოსან-ი.
ასე არ ჯობია?!
დაბოლოს, იქნებ სახელწოდება „ვეფხისტყაოსანი“ შოკოლადის ასორტს არც შეეფერებოდეს...
17
მართებული ფორმაა ი ბ რ ძ ვ ი ს .
რა საკადრისია, კაცი გავაპამპულოთ და ამპულაში, წამლის პაწაწა შუშაში, მივუჩინოთ ადგილი, როდესაც მოგვეპოვება მართებული სიტყვა – ა მ პ ლ უ ა ?!
18
ჯერ ერთი, უმჯობესია დავწეროთ „ქსელური გვერდი“ (შდრ. ქსელური უზრუნველყოფა), მეორეც – თუ მაინცდამაინც ინგლისურ web-ს (აბლაბუდა, ქსელი) ავირჩევთ, დეფისი სრულიად ზედმეტი იქნება.
შეცდომაა: ელ.ფოსტა, მედ.და, ექ.თანი, პლასტ.მასა... სწორია: ელფოსტა (=ელექტრონული ფოსტა), მედდა (=მედიცინის და), ექთანი (=ექიმის თანაშემწე), პლასტმასა (=პლასტიკური მასა)...
19
ქართულად მ ო ლ დ ა ვ ე თ ი ა !
თუ მიიყვანეს, იგულისხმება, რომ ცოცხლები ყოფილან. მ ი ჰ ყ ა ვ თ ის, ვისაც ან რასაც სული უდგას, ხოლო მკვდარი ან უსულო მ ი ა ქ ვ თ .
20
გამორჩენიათ სიტყვა შ ე ს ა ძ ლ ე ბ ე ლ ი ა (შესაძლოა...), თანაც კომპანიის სახელწოდების მხოლოდ ლათინური ასონიშნებით დაწერა სტილისტიკურად ყოვლად გაუმართლებელია, ინგლისურის ცოდნა ქართველ მკითხველს არ მოეთხოვება.
„ფინჯანი“ კუმშვადი სახელია, ხოლო „ტეხ“ ფუძე -ავ თემის ნიშანს არ დაირთავს, შესაბამისად, გრამატიკულად სწორია „ფინჯნის გატეხა“.
21
ორ სიტყვად იწერება შესიტყვება „ყოველი ღამე“ და არა – ზმნისართი „ყოველღამე“!
კრებითი სახელით გამოხატული ქვემდებარე შემასმენელს მხოლოობითში შეიწყობს. წინადადება ასე გასწორდება: მოსახლეობა სახლებსა და ქუჩებს... რთავს.
აქ უთუოდ 25-ე იგულისხმება, თორემ რა ხარჯი და ილაჯი ეყოფოდა ერთის მაგიერ 25 წლისთავის აღნიშვნას?!
22
გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, „ნატახტრის“ არის მართებული ფორმა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან -არ მარცვალზე დაბოლოებულ ფუძეებს კუმშვისადმი მიდრეკილება ახასიათებს; მაგალითად: ჯვარი – ჯვრის, სამხარი – სამხრის, მაგარი – მაგრის, ფიცარი – ფიცრის, ციცარი – ციცრის, მათხოვარი – მათხოვრის, მეძებარი – მეძებრის... შესიტყვება „ლიმონი პიტნით“ ერთობ უჩვეულოა. როგორც ვიცით, ლიმონი პიტნას არ შეიცავს, არც პიტნა – ლიმონს, სამაგიეროდ, ლიმონათი შეიძლება იყოს ლიმონიანი ან პიტნიანი.
23
ალბათ სურდათ დაეწერათ „ისწრაფვის“, მაგრამ აქ სხვა შეცდომაცაა: „ღწავ“ ძირი არ არსებობს. უნდა ვთქვათ და ვწეროთ: იღვწის, იღვწოდა, იღვაწა, უღვაწია... მოღვაწე, მოღვაწეობა (და არა – იღწვის, იღწვოდა, იღწავა, უღწავია... მოღწავე, მოღწავეობა...)....
როდესაც სამპირიანი ზმნის ფუძე მკვეთრი თანხმოვნით (კ, პ, ტ, წ, ჭ, ყ) იწყება, III ირიბობიექტური პირის ნიშანი აუცილებელია: ჰ კ ი დ ე ბ ს (ის მას მას).
24
თუკი გრძნობას, განყენებულ საგანს, ფერი აქვს, აუცილებლად იარსებებს „გაოცებისფერი თვალები“, „ინტერესისფერი ადამიანი“, „უკმაყოფილებისფერი მზერა“ და ა. შ. უჩვეულო სიტყვათშემოქმედების გზაზე ერთხელ თუ შევდექით, უკან დაბრუნება ძალიან გაგვიჭირდება, რადგან „გასაფერადებელი“ აბსტრაქტული სახელი არ დაგველევა: მეგობრობა – „მეგობრობისფერი“, ლირიკა – „ლირიკისფერი“, ირონია – „ირონიისფერი“... ასე შეგვიძლია თავბრუდამხვევად ავაჭრელოთ ენა, გამრავალფეროვნებაზე კი რა მოგახსენოთ!
„ბარსელონა“ ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებული გეოგრაფიული სახელია, მაშასადამე, იგი უნდა შეიკვეცოს – ბარსელონის (შდრ.: ჯავა – ჯავის, პრაღა – პრაღის, კანადა – კანადის...). ულტიმატუმის წაყენება „დისციპლინის გამო“ უაზრობაა. აი, თავდამსხმელის უდისციპლინობას (!) კი მართლაც შეეძლო გუნდის უკმაყოფილება გამოეწვია.
25
არ გეგონოთ აქ ვინმე ჩინელ კაცს, გვარად ლის, მიმართავდეს! არა, ეს სახელ ლიას კნინობითი სახეა! მოგეხსენებათ, ქართულ სახელებს დღეს დაკნინება არ აკლია და ორმარცვლიან ფორმებს (ეკო, იკა, აკა, რუსკა, ნუცკა, თაკო, კაკო...) თვლა არა აქვს. როგორც ხედავთ, ეს ორი მარცვალიც უკვე ბევრს ყურს სჭრის და თვალში ეკლად ესობა.
„გავაფანატებდი“ არის ყოვლად უვარგისი ჟარგონი; ბარბარიზმი (რუს. фанат), რომელიც გაფორმებულია ქართული სართებით. თან ამგვარი დასართვა აზრობრივადაც მიუღებელია: „გავაფანატებდი“ ნიშნავს „ფანატად ვაქცევდი“ (სხვას), აქ კი იმის თქმა უნდათ, რომ თვითონ გახდებოდნენ თაყვანისმცემელი.
26
ბერძნული hypnos ჰ-თი (ჰიპნოზი) უნდა გადმოიცეს, „გ“ ბგერა ამ სიტყვაში რუსული гипноз-ის გავლენაა.
ზ ო ს ი მ ე გვარი კი არა, მეორე სახელია, შესაბამისად, გახაზული სიტყვები დეფისით დაიწერება – იოანე-ზოსიმე (შდრ.: სულხან-საბა).
27
არსებობს ორი ბგერობრივად მსგავსი სიტყვა – კინემატოგრაფი და კინემატოგრაფია. ამ კონტექსტში უკანასკნელის გამოყენება ჯობდა. სხვა შემთხვევაა, როდესაც ვსაუბრობთ ლუმიერების კინემატოგრაფზე (ერთგვარი კინოაპარატი) ან პირველ კინოთეატრებზე.
ნოუტბუკი, კრიკეტი, კატერი, კოტეჯი, დაკოტა (შტატი), კლინტონი (და არა – ნოუთბუქი, ქრიქეთი, ქათერი, ქოთეჯი, დაქოთა, ქლინთონი...)... ნუ დავარღვევთ ტრანსლიტერაციის წესებს!
28
გაგრძელება იქნება...
თ
უ გსურთ საფუძვლიანად შეისწავ-
ლოთ თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები, ეწვიეთ ჩვენს არხს „ქართული ენ ის ვ იდეომეგზუ რი“, რომელიც ქვემოთ მითითებულ მისამართზეა განთავსებული.
https://www.youtube.com/channel/UCYzrvlG03mDKDsJ_k_gbWw/feed
2018 წ.
29
30