გიორგი ხორბალაძე
დარდის
ჩემოდანი ლექ – ხომ ამ გაგაწვალებთ ამინდში, შვილო, ახლაო...
ში , ლ გუ რხეთ ონი ავმა ებს რიქ დ სტ არ ვაწვალ .. ვეღ ე გ რი. უ ღამ ახევ შუ
სები ნა ლ პირი ცა ოკა თ ქ ლ ზე მ ვს ლ ვებს ამ თვ ობ არ იახ ს გ ე ვი, ამ ოს ვლ ას ,
სიცო მივა ცხლეს ფ მარ ღირ ხვნი ტივა დ გამო ებულ პრ ცდას ინცი . პთა
ანის ჩვენც ტიცი ვგავართ კალმახებს ჩები გვაქვს ლაყუ ი... სულ ახეულ
2019
რედაქტორი:
ჯემალ ინჯია
ტექნიკური რედაქტორები: ანა იმნაძე ნინო დიდბერუაშვილი
კორექტურა:
ეკა თვაური
დარდის ჩემოდანი
რედაქტორი – მკითხველს ერთხანობა, რაღაც გარკვეული დროის მანძილზე, ვაკუუმი შეინიშნებოდა შიდა ქართლის პოეტურ ასპარეზზე. ხალხი წავიდა აქეთ-იქით, პოეზიის გორული სკოლა ნიჭიერების დეფიციტს განიცდიდა – გზა-მართალს გაუდგნენ ფირუზ ჯანაშვილი, ვაჟა დადიანიძე, ალექსანდრე ტაბატაძე, მირიან იორამაშვილი (მეუფე თადეოზი), მურმან ძველაია, მინდია არაბული, ლერი ბეგიაშვილი, გურამ კვიცარიძე... ახალი სახეები ძნელად ჩნდებოდნენ. ერთხელ მწერალთა კავშირის თავ მჯდომარემ, პატივცემულმა გიორგი ციციშვილმა მისაყვედურა – თქვენთან ახალგაზრდები არ მოდიანო. ჯარში გაწვევა ხომ არ არის-მეთქი, არადა, დედაქალაქში ორი ისეთი ძლიერი ახალგაზრდა გამოგიგზავნათ გორმა, მთელ თბილისს ეყოფა-მეთქი – ლელა სამნიაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი. სიტყვა გამიგრძელდა და მოკლედ მოვჭრი: გი-
3
4
გიორგი ხორბალაძე
ორგი ხორბალაძის სახით ერთი საინტერესო პოეტი ემატება დიდ ქართულ ლიტერატურას. მისი გაცნობისთანავე ყურადღება მივაქციე ერთ გარემოებას – მშვენიერი მოსაუბრეა, ინტელექტი აქვს და აღგძრავს პოეზიის ირგვლივ განვითრებული პერიპეტიების მასთან ერთად გაანალიზებისათვის. ამიტომაც შეიქმნა „დოესის საყდარი“ (გიორგი წარმოშობით დოესიდან არის), ჩემი ლექსი, რომელიც ამ ათი-თერთმეტი წლის წინ, ჭაბუკ პოეტს მივუძღვენი: საყდართან შენი დოესია, აანთე, ძმაო, ეგ სანთელი და ვთქვათ, რომ მჭლეა პოეზია ბარათაშვილის ლექსამდელი. შოთს და დავითს ვუხდი ბოდიშს, ჩვენს მეფეებს კი ვეტყვი ასე: მტერს რომ ლექსებით უხვდებოდით, უფრო ჰგმირავდით მკვლელ ტყვიაზე? ტატო ამაღლდა ბაიათზე, მშვილდი მას უნდა მოეზიდა. ასე ვუთხარი ბაიაძეს, ჭარმაგ კრიტიკოსს დოესიდან. მალე გიორგი ხორბალაძის პირველი წიგნი მიიღო მკითხველმა. ნიჭიერმა პოეტმა თავისი მსმენელი გაიჩინა. თქვენ რომ ფურცლავთ, ამ წიგნში, ახალ ლექსებთან ერთად, იბეჭდება ლექსები იმ კრებულებიდანაც. უთუოდ შეამჩნევთ შემოქმედებით პროცესში განვითარებულ ევოლუციას – ჩვეულებრივი კლასიკური ქართული ლექსის ტრფიალი თანდათან იხრება ტრადიციუ-
5
დარდის ჩემოდანი
ლი ფორმებისაგან გადახვევისკენ. ამ თეზის უშუალო მაგალითად დავასახელებდი კონსონანსების სიუხვეს, რაც აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. მე მომწონს პოეტის ეს გაბედულება, მაძიებლობა ახალი გამომსახველი საშუალებების მოსაპოვებლად. დაშტამპული პოეტი უამრავი ვიცი, ზოგს კინაღამ კლასიკოსადაც ნათლავდნენ, მაგრამ მათი ლექსები წელთა სრბოლაში ისე ჩაიჩუმქრნენ, რომ დღეს აღარავის ახსენდება. სულაც არ მინდა ისეთი პოსტულატი ჩამოვაყალიბო, რომ ზუსტ რითმას არაზუსტი რითმა ჯობს, მაგრამ მე მივესალმები ტრაფარეტული კალაპოტიდან ამოვარდნის სურვილს, ურომლისოდაც პოეზია ერთფეროვნების ხავსში ეხვევა. გიორგი ხორბალაძე თავისი ლექსებივით მართალი პიროვნებაა, როგორც მოქალაქე და მამულიშვილი. იგი ჩემი უმცროსი მეგობარია და ვაღიარებ – შეიძლება მიკერძოებულიც კი ვიყო მისი შეფასებისას, მაგრამ ერთი რეალობა ნათელია ჩემთვის – გორის სკოლა, რომელიც დიდმა ოთარ ჩხეიძემ შექმნა, არსებობას აგრძელებს.
ჯემალ ინჯია
6
გიორგი ხორბალაძე
ზამთრის სიუჟეტი ალბათ, ყინულებად იქცა ბაიკალი... სპორტული ტერმინით – ზამთარი ფორმაშია, გახსოვს? – ჩემი გული ხელში ჩაიკალი და ეს უცაბედი ლექსი მომაშიე... ახლა გვიანია მკერდზე ვაბრაგუნო მჯიღი, დათვისა და ლომის ტორის ტოლი, რადგან პირთამდეა დარდის საბარგულიც, დარდის ჩემოდანიც – ბრგე და ტურისტული. მგონი, აღარც მომწონს ზამთრის სიუჟეტი, ქალაქს გამუდმებით ათოვს გარე ფლანგზე... ჩემი სიყვარულის დიდი ბიუჯეტი ერთი ხელის მოსმით ისე გამოფლანგე, მარტო ლექსისხელა დარდსღა მივაგენი უკვე ამოწურულ რეზერვუარებში, იცი, ყველა ტანჯვა არის მონაგონი (როცა არა მწამხარ) შენზე უარესი... ალბათ, ყინულებად იქცა ბაიკალი, მე არა, თუმცაღა ზამთარი ფორმაშია, გახსოვს? – ჩემი გული ხელში ჩაიკალი და ეს უცაბედი ლექსი მომაშიე!
დარდის ჩემოდანი
*** თავზე შემომადნა შუქთა ილუზია, ღამე სადაცაა თვალწინ დამიჯდება, შენზე გაგიჟება იქნებ ვირუსია?! იქნებ ვირუსია შენით გაგიჟება?! ყინვამ დააკაწრა სარკმელს ყველა მინა, ტკივილს უდრტვინველად იტანს დარაბები. მე დღეს ავად ვარ და მე დღეს შველა მინდა, შენ კი ისე ცხოვრობ – ვითომ არაფერი... იქნებ ჩემი სენი ცოტა გადაგედოს, თუნდაც ნახევარი, თუნდაც მეხუთედი, თორემ ვეღარ მშველის ლექსად ქადაგება, როცა შორსა ხარ და სულში მეხუთები... მოდი, გამიბრაზდი თუ არ მეფერები, მოდი, სიძულვილი გულში დამახალე... ერთი გაღიმება თუკი გებევრება, ერთი ღიმილითაც თუკი არ მახარებ... თავზე ჩამომექცა შუქთა ილუზია, დილა ფანჯარაზე როდის დამიჯდება? შენზე გაგიჟება მართლაც ვირუსია, მართლა ვირუსია შენით გაგიჟება...
7
8
გიორგი ხორბალაძე
*** ჯერ არც სიყვარული გამქრალა და ჯერ არც გულის კარი ჩარაზულა, ვნების ჩანავლება მერეც კმარა, როცა ცივი ხარ და თარაზული... ვიდრე გარშემოა ზღვა და მიწა, ვიდრე ღრუბლებია ზოგჯერ ცაზე, ვიდრე უშენობა გადამიცდა, ვზრუნავ გადაცდომის მორჩენაზე... უნდა დაგიწყვილდე, თქმა რად უნდა?! ხელი აღარ უნდა გაგიშვა და ფიქრი ათასგვარად გადაბრუნდა, ლამის ოცნებებიც გამიშავდა. არ ვარ რაინდი თუ შევალიე, მაგრამ ვცხოვრობ სრული შემართებით, ნაცვლად იმისა, რომ შემელიო, შენდა უნებურად მემატები... ჰოდა, მე წლები ვერ მაშინებენ და გული არა მწამს ჩარაზული, არის – რაც გრძელდება მაშინაც კი, როცა ცივი ხარ და თარაზული!
დარდის ჩემოდანი
9
*** შეეშვი ამ ტვინის ჩახვეულ ლაბირინთს არევა აკმარე გონებას, ეყოფა, აბრუებს ეგ ტანი პირდაპირ ბანგივით, კაცები საშენო მზერასაც ვერ ვიყოფთ... მე უკვე მიყვარხარ საზღვრამდე სიგიჟის, დამითმე მაგ გულის სულ ერთი კუთხე და გულს გარეთ არ ვეძებ ანგელოსს – შიგ მიზის, რომ ვხედავ შენს ღიმილს ზეციურ კურთხევად. კრიალა ზეცაზე ვარსკვლავთა ჭორფლია... იქნებ მთვარის ნაცვლად თავადვე აენთო... ვის რაში სჭირდება უშენო მსოფლიო? უშენოდ რად გვინდა სამყარო საერთოდ? საგრძნობლად გამოდი გრძნობებით კავშირზე, თორემ გათენებაც პრინციპში ღამეა, ბარემ მოექეცი ღრუბლების თავში მზედ, მიწაზე ხომ მაინც ვნებები ბღავიან... იქნებ მთვარის ნაცვლად თავადვე აენთო... კრიალა ზეცაზე ვარსკვლავთა ჭორფლია... უშენოდ ვის უნდა სამყარო საერთოდ? ვის რაში სჭირდება უშენო მსოფლიო?!
10
გიორგი ხორბალაძე
*** აღარც გეხები და აღარც გეფერები, შორი მანძილები ჩვენი საზღვარია, ვგავარ დღეგამოცლილ – „ბებერ“ ეფემერიდს, აღარც ზრახვები მაქვს უკვე სახვალიო... ღრუბლებს ჩამოსცვივდა ცრემლთა ნიაღვარი, ირგვლივ ყველაფერი მუქად ჩანაცრისფრდა, ცივი უშენობის სივრცეს მივეხალე, თითქმის თვითმკვლელობის ვდგავარ ჩანაფიქრთან. მარტო ველოდები უკვე სასწაულსაც, ვხედავ, უკუღმართი ბედის მსხვერპლი ვხდები, პირქუშ უშენობას, აბა, სად წავუვალ?! თუმცა შენით ვცოცხლობ, შენ კი... ვერც კი ხვდები... აქვე, შორიახლოს ვლანდავ აგონიას, წამებს დამითვლიან როგორც ეფემერიდს, ხელი შემაშველო რაღაც არ მგონია, რადგან თუ გადავრჩი – შემომეფერები...
დარდის ჩემოდანი
11
*** სივრცეს მწვერვალებთან ნისლის ნაკვთები აქვს, წვიმა დაგვიხატეს თითქოს აკვარელით, რადგან ეს წვეთები მინებს აკვდებიან, შენ არ მოიწყინო, ჩემო საყვარელო... არ ღირს დარდებად და ღიმილს ნუღარ იტკენ, წვიმას სიცოცხლე აქვს ბევრი მილიონი, თუნდაც, სიუჟეტის ავტორს უღალატონ, თუნდაც, უკანასკნელ წვეთში მიილიონ... მაინც სურათია უკვე ყველა ხედი და ჩვენ ამ სურათის ფსკერში ჩავილექეთ, გულიც სულ აქ რჩება, განა ვერა ვხვდები, არის ცხადი, როგორც თეთრზე შავი ლაქა. მალე გაილევა ეს დღე – სიზმარი და მხოლოდ მოგონება, როგორც ჰონორარი, მრჩება – ერთადერთი ბედი ჭეშმარიტად, ჩემი დასამდური წამით რომ არ არი... სივრცეს მწვერვალებთან ნისლის ნაკვთები აქვს, წვიმა დაგვიხატეს თითქოს აკვარელით, რადგან ეს წვეთები მინებს აკვდებიან, შენ არ მოიწყინო, ჩემო საყვარელო...
12
გიორგი ხორბალაძე
წერტილი სულ ვეძებ შავ-ბნელი ფიქრების სანათურს, ვერ ვიტან არაფრით სხვანაირ სუიციდს, არადა, თითქმის არც მახსოვხარ, არა თუ მტკიოდე, ისე, რომ დავუთმო სული ცას... ღამეა რაღაცით მთლად ჩვეულებრივი, მერე რა, თუ დილას იმედი ვერ მოაქვს, მომავალ ლექსების ამ რვეულ-ემბრიონს ჯერ ისევ არაფრის სუნი და გემო აქვს... ხო, ჩემი გულიდან როდესაც ფეთქავდი, ფეთქებადსაშიში ვიყავი მე უფრო და ლექსიც, რომელიც ოდესღაც მეთქმოდა, მეთქმოდა სხვა რიხით და თითქმის მეფურად... ახლა ფიქრს ვადევნებ ხედებს ქარაფების და წამით გითხოვე ხსოვნის არქივიდან, თუმცა აღარ მინდა შენგან არაფერი, რატომღაც ეს ლექსი, შენთვის, კარგი მინდა... და მახსოვს, ერთ დროს რომ ბევრს ვწერდი უზომოდ, ის კი აღარც მახსოვს, ამდენჯერ ვწერდი რად?! დღეს ხსოვნას სევდიან სტრიქონებს ვაზომებ და გნიშნავ ამ ლექსზე, იმ ხსოვნის წერტილად.
დარდის ჩემოდანი
*** უკვე შორს დარჩა ძველი ორგია, ბუნდოვნად ჩანხარ წარსულის მტვერში, სევდით გავცქერი წვიმას ქოლგიანს და ათას სტრიქონს ათასჯერ ვწერ-ვშლი. აღარ მახსოვხარ, არა და არა, არადა, თბილად დაგვხვდა ცივი ტყე... ალბათ, რომ შემხვდი, თავი დახარე, ვერ გიცანი და გადაგივიწყე... დღეს კი მაგონებ გარეცხილ ფოტოს, რომელიც ბედად ჯიბეში ჩარჩა. არ მახსოვს შენი კისკისის ფორტე, თუმცაღა თითქმის მახსოვდა შარშან. ხსოვნაც შორეულ დღისა და ღამის, სულ გაქრობისგან – მთხოვს – დამიხსენო! და მეც გიხსენებ სულ ერთი წამით, რომ მერე ხშირად ვერ გაგიხსენო...
13
14
გიორგი ხორბალაძე
მოგონება თანდათან გამუქდა ზაფხულის საღამო, ერთმანეთს დროს ვუკლავთ ათამდე ქალ-ვაჟი, ბიჭები ვაჭენებთ, ძელსკამის გაღმა რომ მორი დევს, გრძელი და ყოფილი სავაშლე... ათეულს ამჯერად არ უნდა სარდალი და უკვე იგრძნობა ჩვენ შორის სხვა რიდი, განცდები იმდენად ცამდეა მართალი, რომ უკუნ ღამეში შავ თვალებს მარიდებ. ამ ღამის სიშავეს ვერაფერს ვუწამლი, ვათიოთ, ავიღოთ დილისკენ აქცენტი. უკუნშიც გემჩნევა ღაწვებზე – მეწამულ, დახშული ღიმილის ნაპრალით გაქცევა. ღამეა საოცარ განცდათა ამშლელი, ბავშვობა მიითვლის ამ ღამის ვადასღა... წარსულის თბილ სიზმრებს დღეს ხსოვნა ამშვენებს, ფიქრებში იმ შავმა ღამემ რომ გადასხა.
დარდის ჩემოდანი
გულის ფასი მებრძვიან დარდთა გარნიზონები ილუზიებით თუ რეალობით, გულო, ფართობით არ იზომები, არამედ – ნაღდი გულიანობით. გამხადეთ ტანზე ჭრელი სამყარო, ქაოსის ბუღი მახრჩობს და მთანგავს, ის ჩინ-მედლებიც სრულად ამყარეთ, სინამდვილეში სულაც რომ არ მაქვს. დამტოვეთ მარტო გულის ამარა, გულის ფეთქვას კი ხელი არ ახლოთ. ქარს გაატანეთ მომცა ქარმა რაც, ის ოცნებებიც, თან რომ მაახლეთ დამძიმდა, როგორც რკინის ზოდები და ლოლოსავით ფიქრებს ჰკიდია, გადამაყლაპეს დარდი ზონდივით, არადა, დარდი ზონდზე დიდია. და მებრძვის დარდთა ასეულები, ილუზიებით თუ რეალობით... გულის ნამდვილი ფასეულობა დგინდება მარტო გულიანობით!
15
16
გიორგი ხორბალაძე
სოფელი მოვდივარ სოფლიდან „ცალ-ცალი კალოშით“, სოფელიც მაცილებს „ყურშა“ და „მურათი“, თვალებში მიდგია ფერდობზე ამოშლილ გვირილის არმიის ფერადი სურათი. დავტოვე კონტური მშობლიურ მწვერვალთა, არ მომწონს – ასფალტის ქუჩაა რო სველი. ქალაქი ამ ღრუბლებს რა უშნოდ წველავს და დღეს ისიც არ ვიცი, ხვალისგან რას ველი?! სოფელში წვიმები შხაპუნა ვიცოდით, ო, თურმე მინდორში ეს თოვაც რად ღირდა... მანძილებს ვაქრობდით ბილიკით ვიწროთი, ვიყავით უბრალო, სოფლელი ხალხი და სხვა დილას ვუმზერდით სარკმლიდან ოდების, რამდენჯერ მზემ ცაზე თეთრ ღრუბელს ურქინა... ფესვებში სოფელი მომდგამდა ოდითგან მერე კი მოვირგე ქალაქის ქურქი და ნელ-ნელა ქალაქმა ნირი მთლად მიცვალა, ვებრძვი წკიპურტებით მტვრის მომცრო ნაწილებს...
დარდის ჩემოდანი
17
სოფლის სანახავად დღეს ვეღარ ვიცლი და თავს ვიქებ – ქალაქის მკვიდრი ვარ აწი მე! ეგ არის – სიზმრები სოფლელის შემომრჩა და სოფლად ვიღვიძებ მე ყოველ ცისმარე... ზოგიერთ სიზმარს რომ სჭირდება შელოცვა, ისეთი არ არის სოფლური სიზმარი. ამ დილით, მზემ ცის ცურს ურქინა ხბოსავით, ბავშობის რიჟრაჟი მეცნო, ვით ბერდედა... ახლა, ჩემს ფერდობებს გვირილით მოსავენ, მე სოფლურ სიზმრებით ქალაქში ვბერდები...
18
გიორგი ხორბალაძე
პოეტის ძმაკაცი მთვარე პოეტების ძმაკაცია, მზე – უფრო მამიდა ყვავი-ჩხიკვის. სხეულზე პირდაპირ ცა გვაცვია და იღბალს არ ვეძებთ ყავის ჭიქით. პოეტი არავის ემალება თუნდაც, ამინდებში ამ ქარიან, დარდებს მჟავედ ღეჭავს ტყემალივით, გული ცხელი აქვს და ზამთარია... ზოგჯერ ერთი ლექსის ფასად არ ღირს, ურითმო სიცოცხლე თვალწინ როა, პოეტს ყველასა ყავს ფარსადანი, ისიც რაღაცაში საჭიროა... მაგრამ, პოეტები არ დრკებიან, სიყვარულს ურევენ სიკეთეში, სიბრძნის სამიჯნურო დარგებიან მაგარ კოქტეილებს გვიკეთებენ... პოეტიც რომ მთვარის ძმაკაცია, ცხოვების უწყვეტი ხაზი არი. სხეულზე პირდაპირ ცა გვაცვია, გვყავს მთვარე ერთი და საზიარო.
დარდის ჩემოდანი
19
გიორგი მახარობლიძეს (ერთხელ ძაღლის სახელი შემაცვლევინა ლექსში, „ყურშა“ ერქვას, ქართული სახელია და უფრო მოუხდებაო – მანამდე „ჯეკა“ ეწერა) გორიჯვრის ჯაგარა ფერდობი, ახლა თეთრ ღრუბლებში ყურჭავს... ჩემს ლექსში ჩვენს ძმობას დარაჯობს შენი ნაჩუქარი „ყურშა“. რამდენჯერ, ღარიბულ ტაბლასთან, გავხედნეთ ახალი სტროფი და ძველი ლექსებიც ვაქუხეთ, როგორც ძეობისას თოფი. ძნელია, ძმობილო, ერთ-კაცმა, ორ-კაცად ძმობა რომ შეძლო, თუმცა კი ვახერხებ, რადგანაც, ვხედავ – მეხმარები შენც რომ! გახსოვს? გადარეულ ფიქრებში, შიში არ გვქონია მომცროც და არის ერთგვარი წყალობა ის, რომ მე დღემდეც კი ვცოცხლობ...
20
გიორგი ხორბალაძე
სიკვდილს არც ვუფრთხოდით, არც გვწამდა, ვუმზერდით როგორც რამ რიგითს. შენ რომ სიყვარული დაგქონდა – ახლა დაგატარებს იგი! გორიჯვრის ჯაგარა ფერდობი, დღესაც თეთრ ღრუბლებში ყურჭავს, და დარბის, ლექსსა და ჩვენ შორის, შენი ნაჩუქარი „ყურშა“...
დარდის ჩემოდანი
ღირსების საქმე ნაპირით ქვებს ლოკავს ლიახვი, ცაზე მთვარე ლამობს გამოსვლას, სიცოცხლეს მარტივად მივაფხვნი ღირებულ პრინციპთა გამოცდას. გული თუ საგულეს გამოსცდა, თუ სისხლი ძარღვებში საუბრობს. არა ღირს არაფრის გამო ცდა – დამოკლდეს შორეთის გზა უფრო! არც ვუფრთხი ზეციურ საუფლოს, სიცოცხლე საქმეა ღირსების, მე ვუწყი რთულია რა უფრო – ყოფნა – არად ყოფნის ნიშნებით თუ სრულად შეწირვა მიზნების ახდენას (ამას რა ჯობია?!), კაპიკად არ მიღირს – ღვთის ნებით – უაზრო სიკვდილოფობია.
21
22
გიორგი ხორბალაძე
არა მყავს მონა და მსახური, არც ბატონისთვის ვდგამ ქერის ძნებს, წინასწარ ორად დასახული სიტყვების ავტორ კაცს, ვერ ვიძმობ. ცხოვრება თავადვე რუდუნებს, ტკივილიც, ნაყოფად ღირს ებას, ვერ ვიტან, როცა დის რუ დუნედ – სიცოცხლე საქმეა ღირსების!
23
დარდის ჩემოდანი
ჩემს ბიჭებს
(ზუკას და ლუკას)
თქვენ ახლა თამაშობთ ძალიან საყვარლად და ახლა ისეთი კარგი ხართ ორივე, რომ ჩემი განცდები თქვენს მზერას გადაჰყვა, გაივსო, სიყვარულს დაიტევს გორი ვერ... მცირეა ნამდვილად სამყაროც მთლიანად და მასში განცდებით ავსილი დავძვრები... თქვენი საქართველო ბარიან-მთიანად, თქვენი წინაპრები, ძეგლები, ტაძრები გიყვარდეთ, იწამეთ სამშობლო სრულიად, უფალმა გაგზარდოთ და კალთით გფარავდეთ. დღეს თქვენი ტიტინიც სერიოზულია, თუმც ჯერ შორი გზა გაქვთ ხმლამდე თუ ფარამდე.
24
გიორგი ხორბალაძე
უნდა გაიზარდოთ სამშობლოს გმირებად, ღირსებით მომართეთ სინდისის სადავე, ნურავის შეხედავთ მრუდედ და ირიბად, მაგრამ უპასუხეთ მტერსა და მოდავეს. მე, ჩემი ცხოვრებით, ვერ შევძელ ბერობა, ზოგჯერ მარხვაც მქონდა, არ მაკლდა არც ღვინო. მინდა თქვენთან დავდო ურთიერთპირობა მე არ შეგარცხვენთ და არც თქვენ შემარცხვინოთ!
დარდის ჩემოდანი
*** ფუჭი სიცოცხლის მგმობი რადაც ვარ, შენ კარგად უწყი, ჩემო ძმობილო! უსაქმურობას ვარჩევ გარდაცვლას, როგორც ურემს სჯობს ავტომობილი! საქმე მართალი, მუხლჩაუხრელი, ხოლო შედეგი საყოველთაო, სამშობლოსათვის ფიქრი, წუხილი უცვლელი გზაა – არვინ მედაოს! სამშობლოვ ჩემო – მზევ მიწიერო, ამქვეყნიურო ჩემო სამოთხევ! მე უშენობა შორს მივწიე, რომ ერთ დროს შენეულ სივრცეს ჩამოვტყდე!
25
26
გიორგი ხორბალაძე
დაკარგული შანსი (საყვედური საკუთარ თავთან) შენ გქონდა შანსი კაცურ სიკვდილის, ვაგლახ, ვერ შესძელ გათავისება, არმად უყურებ ახლა სხივს დილის, სულს შვებას ართმევ და თავს ღირსებას. ფინალი კარგი უხდება საქმეს, რა ბედენაა სიცოცხლე ფუჭი? ტყვიას იკრავდი შიგ შუბლში აქვე და აიკრავდი შენს ნაბად-ხურჯინს. მაგრამ გაგექცა დრო საჭირო და გმირებთან ვეღარ შეჭამ ფიც-ვერცხლებს. შენი სიკვდილიც არვის სჭირდება ისევე, როგორც შენი სიცოცხლე! ახლა გრცხვენია შენი მეაკვნის, ჰო, კი ცხოვრობდი თითქოს კაცურად, მაგრამ რატომღაც მტერს ვერ შეაკვდი, თითზე კბენანის დროც კი გაცუდდა...
დარდის ჩემოდანი
და ვერ გპატიობ, ცოცხალი რომ ხარ, ანდა რითი ხარ შენდობის ღირსი? თუ ღონე მოგდევს, ერევი ორ ხარს, მაშ სიკვდილს რად არ ეკვეთე ჭირში? კაცურ სიკვდილის შენ გქონდა შანსი, დღეს ცოდო-მადლის ზიხარ სასწორზე და თუკი გესმის სიცოცხლის არსი, მაშინ შეცდომაც გამოასწორე!
27
28
გიორგი ხორბალაძე
2008 ბრუნავს, იცვლება ქორონიკონი თუმცაღა მაინც ამაოდ შვრება. ძნელბედობა გვჭირს კვლავ ქრონიკული, ვერ მოიპოვა სამშობლომ შვება. ახლა რუსია ჩვენთვის სპარსელიც, ოსმალოც, ლეკიც და თურქ-სელჩუკიც. ისევ ვიბრძვით და სისხლით ვართ სველი, წითელი გვმოსავს პერანგ-სერთუკი. ვიქცევით... ვდგებით... გრძელდება ომი და თვით საკვდილიც აღარ გვაშინებს. მტერი დიდია რიცხვით და ზომით და მკერდით ვიცავთ ჩვენს და სხვა შვილებს. ოდითგან ასე „არს აქამომდე“, ასე ვიღწვოდით გამო მამულის, დავამარცხეთო მტერნი, ამბობდნენ, მაგრამ ვაცალეთ მუხას, კვლავ, მუმლი.
დარდის ჩემოდანი
ახლაც ვუსინჯავთ ერთურთს ცივ მაჯებს, ვერ შეგვაშინა ბომბმა და ნაღმმა, გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმარჯვებთ, უნდა იმარჯვოს სურვილმა საღმა! სურვილმა საღმა სამშობლოს დაცვის, არ მოისვენოს ოღონდ შვებამდე და დამერწმუნეთ, ახლოს ვართ აწი, ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე!
29
30
გიორგი ხორბალაძე
„რუსეთუმე წესი“ არც მთლად ღვთისა ხარ, ალბათ, სტუმარო, გაძეხი – სახლიდან გამომაგდე. – ახალი წესი ასე არიო, უნდა გაგეგოო ამ ომამდე. ოხ, ეს წეს-კანონი „რუსეთუმე“ (არც ხუმრობაა და არც ლაღობა), სულში ჰქონებიათ რუსებს თურმე არაკაცობა და ჩათლახობა. უბეში გაზრდილი გვგესლავს გველიც, ჰოი, ჩანაფიქრო ვერაგულო! შენა ხარ ჩემი დამღუპველი, რომ ვერ გაბოროტდი, ვერა, გულო! დრო, რთულ დროს თავადვე გადააწყობს, კეისარს მიუზღავს კეისრისას, მოიტანს მშვიდსა და სადა აწმყოს, სამართალს შიგ გულში შეისრისავს. მტერო, ჩათლახობა – შენი ჩინი, რამეთუ, შეირგე თავის ნებით, მაშინ არც ის ძელი შეიმჩნიო, რომელზეც უთუოდ გაისმები...
დარდის ჩემოდანი
*** სთვლემს სული, არც თუ ისე, ღრმა ძილით და უღიმღამო ყოფით ვბეზრდები. შორს მეოცნებე მოჩანს ყმაწვილი, ასე უეცრად რომ გაიზარდა... თუმც, არ წასულა და არც გამქრალა, სული მშფოთვარე, დაუდგრომელი, სისხლი ქართული გულის ამქარი, ჯერ კიდევ არის ნადიდგორალი. რას ვიზამთ, სენად გვჭირს ჩაძინება, რომ დავასვენოთ გიჟი ჟინები. გაღვიძებაო დროით ინებეთ – ილიაც ამას გვიკიჟინებდა. და როგორც ნაცარმიყრილ ნაღვერდალს, ცეცხლად აქცევენ ხოლმე ქარები, ძარღვებში სისხლის ტალღა აღელდა და მის ჩაცხრობას ვერ ვიჩქარებდი... ღღეს აღმართს ვკეცავ, შორს კი თავქვეა, სულით და ქედით ვარ მოუხრელი. წუთისოფლიდან კაცი თუ მქვია, ფეხს არ მოვიცვლი ვალმოუხდელი!
31
32
გიორგი ხორბალაძე
კანონზომიერება და პირიქით... ახლა ცას სრულიად უცისფეროს, აჰკვრია ვარსკვლავთა შორი წყება. შენ რომ არა გვყავდე, ლუციფერო, ალბათ (ცოტას), ყველა მოიწყენდა... სამყარო კანონებმორჩილია, გააწყვეს სიზუსტით დასაკვეხნით, მარტივად, თითქოსდა, ორჯიბიან შარვალში ხელები ჩააკვეხეს. რაღაც უჩვენოდაც შეუქმნიათ, ჩვენ კი სიმღერაც გვძულს უჩვენო და, ცრემლებს ვღვრით მარტოდენ უქმეებზე, როცა მელოდრამებს უჩვენებენ... ჩვენ-ჩვენი საქმისთვის მიგვეხედა, ყველაფერს ხომ თავის წესი აქვს და, შორს რაღად წავიდეთ, იქვე ვხედვავთ – სხვის საქმეს არ მოსდევს პენსიაც კი... ცაც ხომ ზოგჯერ არის უცისფერო, თუ ღამე სივრცეში ჩაკრულია... და როცა ეშმაკობს ლუციფერი, სამყაროც ცოტათი ნაკლულია!
დარდის ჩემოდანი
პარადოქსი უდავოა, რომ ჩვენი ცხოვრება, პარადოქსებით არის ნაშენი, ღრმად ჩაგვიხვია სწრაფმა მორევმა, არც საჩემომ და აღარც საშენომ. ვაჭრით მარჯვენას კარგის ამგებებს და არ გვახარებს მღერა უჩვენო, კეთილზე ხშირად, ვადგენთ ავ გეგმებს, გვიჭირს, მოყვარეს გული ვუჩვენოთ. მოჯადოებულ წრიდან გამოსვლა გვმართებს, არა ღირს მორევს ჩაყოლა, შევწყვიტოთ უნდა, ბრბოს გზის გამო სვლა, თვითონ მიხედავს სტუმარს ჯოყოლა. და თითქოს ვსუნთქავთ რკინის ბადედან, სიცარიელით უფსკრულებს ვავსებთ, არ ვაკვირდებით – დავიბადეთ და მომავალ მკვდრებად ვიქეცით წამსვე... გვითრევს შავი და სწრაფი მორევი, არც საჩემო და აღარც საშენო... ვართ პარადოქსი ჩვენი ცხოვრებით და პარადოქსებს მაინც ვაშენებთ...
33
34
გიორგი ხორბალაძე
აღიარება ალმაცერ მზერით, ჩუმი ღიმილით, დანაშაულში თითქოსდა მამხელ, შემჩნეული ვარ გულის ქურდობის მცდელობაში და შემინდე „ავხელს“. მე დიდხანს ვდუმდი, ვუფრთხოდი სათქმელს და სულს დააჩნდა, საღს, იარები, ჰოდა მიიღე ჩემგან ეს ლექსი, როგორც ჩვენება აღიარების!
დარდის ჩემოდანი
ზღაპარი (ვუძღვნი თანაკლასელებს) სივრცეში ჭაბუკურ ლანდების, ზოგჯერ ძილ-ღვიძილი მაბრუნებს. აწმყოში უეცრად ღამდება, ნათდება წარსულის აბრები. ჯერ ისევ „ჟიგულობს“ „ჟიგული“ მე კი დამწყები ვარ მოლექსე, საგულეს ჯერ მშვიდად ზის გული, ვყოყოჩობთ მეგობრის „ნოლექვსით“ ბიჭები ყველანი ვეტევით, ბედად ხუთი შევრჩით დასკვნით წლებს, ჰა, ეს წელიწადიც შეგვიტევს, გავუძლებთ, თვითონაც გაგვიძლებს. და მერე, გვგონია ზღაპარი, სკოლას დავტოვებთ და არიქა – ფეხქვეშ გაგვეგება მთა-ბარი, ვისურვებთ – გავყვებით ცაში ქარს!
35
36
გიორგი ხორბალაძე
ვცდილობთ ფეხი ვუწყოთ რომანტიზმს, გრძნობები ხმაურობს, სიტყვა დუმს, გვყავს „გულის სწორები“, რომ არტისტს შეშურდეს – ვთამაშობთ სიყვარულს. ფეხის აწყობაში ხანდახან, ლამის სირბილისგან წავიქცეთ, გვგონია ხან ჭრელი, სადა ხან, აბა სიყვარულის რა ვიცით?! არადა, თავს ვიჩენთ როგორებს, უკან აღარა ვდგამთ წინ ბიჯებს... ჩვენ „ვეტრფით“ თანატოლ გოგონებს, ისინი – ცოტათი დიდ ბიჭებს. კაშკაშებს მზე – მიაქვს ზღვა „პარში“, ოცნების ქვეყანა დავტორეთ, გვეგონა გავრბოდით ზღაპარში, თურმე კი ზღაპარი დავტოვეთ...
დარდის ჩემოდანი
37
ლექსი სტუდენტური წლებიდან (არსენას, ნიკას, დათოს) ამოუგმანა თოვლმა პირ-ცხვირი თონის გარშემო მომცრო ხუხულას, იწვება ცეცხლი ფიჩხში სირცხვილით ყინვას გვერდიც რომ ვერ გაუხურა. დედას გამომცხვარ ცხელ-ცხელ შოთებთან მივიტანთ მარტო ყველსა და არაყს, არა უშავს, რომ ეხლა მოთენდა, საღამოს ლოდინს დღეს აზრი არ აქვს! წუხანდელ სუფრას ვერ მოვაკელით თუმცა ვერც ხვავი და ვერც მარაგი და საფერავიც მორაკრაკებდა, როგორც ქსანი და როგორც არაგვი. დღეს გვსურს ვუსმინოთ, როგორც მარჩიელს – ამ თონის გიზგიზს რომ გვაბოლებს და ასე გვიჯობს და ასე ვარჩიეთ, ნაბახუსევთან შესაბრძოლებლად...
38
გიორგი ხორბალაძე
სიცივე სხვების ძვალ-რბილში ატანს, ჩვენ კი გვაცვია ბევრი არაყი. დაღამდა, თოვლი თეთრ საბანს ხატავს ცა ვარსკვლავებით მოგვივარაყეს! ხვალ გათენდება ახალი დღე და ჟივილ-ხივილიც ჩვენი მიწყდება, გამოვექცევით სოფლიდან დედას, მოიწყენს, მაგრამ არ გაგვიწყრება... გავიფანტებით რაღაც ხნით ალბათ (ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას უნდა ვუჯიკოთ), ამ ზამთრის სითბოს და ამ დღის ამბავს ვინ რას გაუგებს უქართულჯიგროდ...
დარდის ჩემოდანი
39
კოცნა? არკოცნა? კოცნა? არკოცნა? – საკითხავი, აი, ეს არის, მორჩა, გავბედავ, მოკრძალებას მოვუშლი ბუდეს, რად გსურს, მამყოფო სიყვარულით ცოცხალმკვნესარი? ან ხვალისათვის რად გადავდო, გიხილე თუ დღეს! შენ გრძნობებს ფრთხილად, ნელ-ნელა და წვეთ-წვეთ აქუჩებ, ზღაპრის თუ გჯერა – არც პრინცი ვარ, არც კეისარი, მაგრამ ვერაფრით ვერ შეგარჩენ უკოცნელ ტუჩებს, კოცნა? არკოცნა? – საკითხავი თუკი ეს არი!
40
გიორგი ხორბალაძე
შედარებითი ცოდვა ცოტათი კი უნდა შესცოდო, ეს ცოდვა გერჩიოს კაცის კვლას, თორემ ვართ მეცა და შენც ცოდო, მოდი და ეს ღამე ვაცისკროთ... მთვარეს ვუწილადე დარდები და ნახე – ნახევრად ჩამოხმა, მე გულის სისხლისგან ვმშრალდები, ეგ სისხლიც მჭირდება რა ოხრად? ვუყურებ ამ შავ-ბნელ სიუჟეტს, იქნება რაიმე ხიბლი აქვს?! არა ხამს გრძნობებთან სიურჩე, ჩემო ბეღურავ და ნიბლია. წვიმებმა ასფალტი გაციკლეს, მწვერვალი დალაშქრეს ნისლებმა, ეს ცოდვა ჯობია კაცის კვლას, თუ ცოდვა ზომებით ითვლება!
დარდის ჩემოდანი
ჩაცმული მახა უნდა სამოსი შემოგაძარცვო, ძნელია ცქერა ჩაცმული მახის, აღარ დავუცდი არც „არას“, არც „ჰოს“ და არც ვერაგულს გიმზადებ მახეს! სულ არ სჭირდება მაგ ტანს სამოსი (თავი მართალი მგონია ცამდე), შენი ტანის და ამ საღამოსი, ეს ჟრუანტელიც, რა ჯიქურ დამდევს... შენი ტკივილით მიპობს დანა გულს, არც თავხედი ვარ და არც ფაკირი, თუმც, რომ ვერასდროს ვერ დაალაგო, დღეს მაგ ტანსაცმელს ისე აგირევ... ცოდვაა შენი ასე დარჩენა, რა თავში ვიხლი შავ-თეთრ იმედებს... მძიმე ცოდვილად არ შეგარჩიონ, ასეთ ტანჯვისთვის რომ გამიმეტებ. აღარ დავუცდი არც „არას“, არც „ჰოს“, ყალბი უარი რომ თქვა ასჯერაც, უნდა სამოსი შემოგაძარცვო, და აგარიდო მძიმე სასჯელი!
41
42
გიორგი ხორბალაძე
არ შემაჩერო არ შემაჩერო, შენში მოვდივარ, უნდა ჩაგიკრა გულში ძალუმად... მე უშენობის ლოთი როდი ვარ ან მოთაღლითო ვინმე ხანუმა. კაცი ვარ ნაღდი და პირდაპირი და ალალ-მართალ განცდებით ვცხოვრობ, ვიდრე გრიგალი გამინაპირებს, ამ გარდაუვალ სათხოვარს გთხოვ, რომ: მძლავრად ჩავეკრათ გულში ერთმანეთს და სხეულები ავრივ-დავრიოთ, ცუდი არ მინდა შენთვის ღმერთმანი, ეგ არ იფიქრო – არ გადამრიო! მაგრამ სულ ცოტა ტკივილებამდე კი შემოგახვევ ხელებს მარყუჟად, ძარღვებში სისხლი კივის ნებაზე და ყველა ნერვი შეაზარხოშა... შემოგერევი ისე, არც კი ორს არ ვემგვანებით – მე ვარ თავდები და ვისაც უნდა, იმან არკვიოს, შენ სად იწყები, მე სად ვთავდები!
დარდის ჩემოდანი
*** გეუხერხულა, ალბათ, ეს მზერა, ვერშეკავებულ-დაჟინებული. გთხოვ, მაპატიე, თითქოს რომ გზვერავ, რა ვქნა, არა მაქვს კაჟის მე გული. იქნება კიდეც მოხვალ შორიდან, ცოტა არ იყოს, დაღლილი ჩანხარ. მაგრამ კიდევ მაქვს თხოვნა ორი და სათქმელს გონების ქურაში ვჩარხავ: ამ გზაზე ხშირად ამოიარე, მინდა ავსება მზერით მაცალო, ვიდრე გწყურია, ამაო არის, რომ წყაროს პეშვი გამოაცალო. ნახე, გახეთქილ გრძნობის ბურთს უზის ლოთი და უდგას არყის ჭიქა შორს... ჩამირთე შენი გულის „ბლუთუზი“, რომ სიყვარული გადმოგიქაჩო!
43
44
გიორგი ხორბალაძე
წვიმა წვიმს სასწაულად, წვიმს გამეტებით, შენ შენი ქოლგის ნაწილს მთავაზობ, მე უარს ვამბობ – ო, რად ირჯები?! ნუ გაირჯები, ჩემო ლამაზო! წვიმა არც ისე ცუდია ზოგჯერ, თუ არ გიყვარვარ, რად მინდა ქოლგა? რიტმულად ვითვლი: არ მოგწერ?!. მოგწერ?!. და გუბეებში უაზროდ ვბორგავ... არადა, მოგწერ, რაღა თქმა უნდა, მაშ სად წავიღებ ამ ლექსს უცაბედს? მე კი არა და, რომ ახმაურდა, წვიმაც ლექსს დაწერს, თუ მოვუცადე... შენ ისევ ქოლგის ნაწილს მთავაზობ (იქნებ სიკეთე შენი ჰობია?!), ვიღებ მოწვევას, ჩემო ლამაზო, თუმცა ლექსისთვის წვიმა სჯობია...
დარდის ჩემოდანი
45
ტკბილი საღამოს ექსპრომტი ტკბილი საღამო გასხლტა ხელიდან და თითქოს სევდა ერევა ამ ვალსს. არც შენ კისკისებ, არც მე ვმღერი და სჩანს – განშორებას ვუფრთხით, ვით მტარვალს... როცა გარიჟრაჟს არღვევენ მთები, იმ დროსვე გნახავ, ვიცი, თუმცა ხვალ, მაგრამ დღეს ისე არ მემეტები, მომკალი, ოღონდ ახლა ნუ წახვალ!
46
გიორგი ხორბალაძე
*** ცა პირადულად მევარსკვლავება, ხვალაც არ ველით წვიმას მეხიანს, ისევ გაშალა ღამემ მკლავები, რომ ძმაბიჭივით გადამეხვიოს! მე სად ვიხილავ ღამეს მთაწმინდის, რიჟრაჟთან გორის მთვარე შედნება, ეს სილამაზე ნეტავ სად მიდის ღამით, რომელიც აღარ თენდება?! ანდა თუ მიდის სადმე საერთოდ?! ეჰ, რას გაუგებ ტიალ საწუთროს... მე შენთან ყოფნას, ნეტავ, რად ვერ ვთმობ?! და, რაც დრო გადის, ვერ გთმობ აწ უფრო... ანდა რად უნდა ამას მჩხიბავი, ან მკითხაობა, ანდა ეჭვები, მუდამ მწამდი და მუდამ მხიბლავდი და ახლაც შენზე ფიქრში ვიწვები! ეს ის განძია, რომელიც მე მაქვს და, ვით ყორანი, არ გათეთრდება, ეს სიყვარული ყველგან თან მიმაქვს, გათენდება თუ არ გათენდება!
დარდის ჩემოდანი
მემატიანე გადამეწურა თითქმის იმედი, თუმც სიკვდილი სჯობს სხვისკენ გახედვას, ვერ მაშორებენ შენს სიახლოვეს და ზოგჯერ ვგავარ ჯიუტ სახედარს. ბოდიშს კი ვიხდი შედარებისთვის, მაგრამ სიმართლე ხშირად მკაცრია, თუ არ ვიჩქარე და ვაღიარე, სხვები ხომ მაინც არ დამაცლიან და მერე ხელში შემოფცქვნილ იმედს რაღა ვუწამლო, რაღა ვუშველო? ამიტომ ვარჩევ სწორ შეფასებას როგორიც უნდა გახლდეს უშვერი... შენ კი გემჩნევა სადღაც კოჭებთან, არ გემეტები რომ დასაკარგად, რადგან ძვირფასო, თავადაც უწყი, უჩემობა რომ არც შენთვის ვარგა.
47
48
გიორგი ხორბალაძე
ეს უჩემობაც რაში გარგია? ჩაიკარგები რიგით ქალებში, თუმცა არა ვარ მე ერთადერთი ვის გულშიც ტრფობის ძლიერ ქარებს შლი... მაგრამ, შენ სწორედ რომ მე გჭირდები, ეს ლექსი ამის დასტურ მომქონდა, ასეა ხოლმე, არც უდავინჩოდ არ დახატულა ერთ დროს ჯოკონდა!
დარდის ჩემოდანი
*** ფეხქვეშ გული დაგიგე, დაგინახე თუ არა, ოცნებებმა წამებში ღრუბლებს გადაუარა და სიომაც სიმშვიდე ვეღარ იარშია რა, ლამის ცაში გაფრინდა კაბა ფრიალ-შრიალა. ქანდაკებას მოჰგავდი გაფრენილი კაბითურთ, მე კი აღარც მეგონა მომარჩენდნენ რამით თუ. მაგრამ როცა ცისქვეშეთს გავუსწორე კვლავ მზერა, უკვე ჩავლილი გქონდა თითქმის მთელი გამზირი.. დატკეპნილ გულს (რას ვიზამ?) უნდა ვეთანაცხოვრო, ვიდრე შენთან შეხვედრა კიდევ ერთხელ მაცხონებს.
49
50
გიორგი ხორბალაძე
ამ იმედით არ ვიხრჩობ თავს მტკვარსა თუ ლიახვში, ისიც ვიცი, ეგ კაბა სხეულს კვლავ ქარს მიაფშხვნის და მეც ისევ დაგეძებ ყველა გზით და არხებით, შორს კი ქარი შრიალებს შენი კაბის თანხლებით.
დარდის ჩემოდანი
51
*** შენ ხარ სტუმარი ზღაპრიდან და ოცნებებიდან, თორემ ლამაზი, ჩემო კარგო, ვინ არ ყოფილა?! ათი წელია, ასაკი მაქვს ოცზე მეტი და ჯერ არ ვყოფილვარ სილამაზის უკმაყოფილო... გულის სიღრმეში მედავება, ალბათ, მსმენელი, გარეთ კი შენი სახელობის მზე მოფენილა. განმარტებისთვის დამჭირდება შემასმენელი, ზედსართავი კი ოხრადა მაქვს შემორჩენილი. და ვიდრე ვიტყვი, როგორია შენი მშვენება, თან ჟრუანტელი ალაგ-ალაგ სხეულში როკავს... კვლავ რომ შემომხვდე, არც კი ვიცი, რა მეშველება?! ეგ სილამაზე ისეთია – ვიღაცას მოკლავს!
52
გიორგი ხორბალაძე
მართალი ჭორი თურმე მყვარებიხარ – ხალხი ლაპარაკობს, მთხოვენ ვაღიარო (ჩემთვის) ბარემ ვინც ხარ. ჯერ ვერ აგიშენე ოქროს აგარაკი, მაგრამ ვკვდები თურმე – ისე მყვარებიხარ! ხალხი ჭრელია და ხალხი ფერადია, თავს ვერ დავიტანჯავ ჭორის ეკალნარით, მათი მითქმა-მოთქმა ზოგჯერ ყელამდეა, მაგრამ უმთავრესი დღეს ხომ ეგ არ არის?! ხალხი ბრძენიაო, ასეც გამიგია, მოდი და არჩიე – მართალი, მტყუანი... აქვე ვარიანტი უკვე სამი კია, მათ შორის საერთოდ სიმართლე თუ არი?! ეს არის მთავარი მთელს ამ ბოდიალში, ვინ შეძლებს გამიჯნოს მართალი ჭორიდან?! დღეს რომ ძმაბიჭები ჩემთან მოდიან შინ და ღვინოს დავხაპავთ პირდაპირ ჭურიდან, ალბათ, ეს ნადიმი მიწამლებს ხელდახელ... და აჰა, ჭიქებში ღვინოც მორაკრაკობს, და ვხვდები, ბრძენია, ძვირფასო, ეს ხალხი, თურმე მყვარებიხარ – ასე ლაპარაკობს!
დარდის ჩემოდანი
53
*** ახლა პოეზია ფიქრებს მოესია, ლექსი ძარღვიანი, სულის საყვირია! ვიდრე მშვიდადა ვარ, მითხარ ხო ესეა? შენს თვალში მოვგავარ მერანს აღვირიანს. ფიქრებს მოესია, რადგან პოეზია, გაქრა აღვირები ხელსა და თვალს შუა... ყველა კიდობანი განა ნოესია, ან კოჭი როგორც ზის, განა სულ „ალჩუა“... არა, ჩემო კარგო, სულს რაღაც აფიცხებს, შედეგად ხდება, რომ რაღაც შეგეშლება, ამიტომ ვნებები როგორმე ჩამიცხრე, თორემ არც ლექსებს და არც შენ შეგეშვები... ლექსი ძარღვიანი, სულის საყვირია, სულის უღრანიდან სიოდ მონაბერი, ჩემი ყველა ლექსი წყალში ჩაყრილია, ახლა, ცოტა მაინც, თუ არ მოგეფერე!
54
გიორგი ხორბალაძე
*** ნუთუ აღარ გესმის შენ ჩემი და ნუთუ ისე აღარ გენატრები?! თურმე მარტოობას შესჩვევიხარ, ხელში მოგონების შენამტვრევით. რა სწრაფად გავიდა დრო ტიალი, რთულია წარსულთან დაჭიდება... მაჟორში რამდენიც ნოტი არი, მინორსაც იმდენი დასჭირდება... დღეს კი თავს დაგჩხავის ბეცი ყვავი, დროზე კიდევ უფრო რაა შორი?! ჩემი სიყვარული შენც იყავი, იყავი, თუმცაღა – სხვათაშორის! და მაინც, აი, რად გავიხსენე ღიმილი ბროლისებრ კბილიანი – შვილებს რომ მურაბა გავუხსენი, შენი ტუჩებივით ტკბილი არი!
დარდის ჩემოდანი
55
დაუმორჩილებელი ლექსი (არსენ გაგნიძეს) „გამიმალალიტრაჟდი”, ჩემო ძველო ძმობილო, გახსოვს? ერთ დროს ლიტრიან ქილებს გულზე ვიმსხვრევდით. ეხლა ფხიზელ გუნებას შევრჩით უკმაყოფილო და პრაგმატულ საწუთროს ლამის სრულად ვემსხვერპლეთ. რომანტიზმი დააშრო პროზაულმა ცხოვრებამ და თითქოსდა ძარღვებშიც ლექსი აღარ ჩხრიალებს, მაგრამ სინამდვილეა სწორედ ის, რაც სულს ნებავს, ხოლო სხვა ყოველივე ყალბია და ტიალი! თითქოს უმოძრაობით ოცნებებიც დაბრუჟდა, გვეჩქარება მუდმივად და რა დროს ოცნებაა. იმის ცდაში, საქმენი როდის მივლენ აჟურთან, დაბერებაც თანდათან ახლობელი ცნებაა... ჰოდა, დღესვე ჩავუსხდეთ, ძირს სხვაგვარი საქმენი, ცოლებს ვუთხრათ, ყანწებით გამოტენონ ვიტრაჟი, ჩვენც იმდენი დავლიოთ, შეგვეძლება რამდენიც, მერე რა, რომ მეც ცოტა „გაგიმალალიტრაჟდი”!
56
გიორგი ხორბალაძე
*** ნისლით შემოსილან მწვერვალები, ქარი თითქოს ხევში ჩაიჩეხა... თუმცა მონდომებით მემალები, ფიქრებში უწყვეტად მაინც შენ ხარ! სხივებით თამაშობს ზენაქართან და ღონეს იკრიბავს ცხრათვალა მზე, მზესავით ლამაზი შენ აქა ხარ, კაშკაშებ ქალების სათვალავში. მაინც შენ მზეობ და ბარემ მოდი და მზე გადმოაგდე სავარძლიდან. სულაც არ მინდოდა მყვარებოდი, ამნაირ ყოფისთვის რა გამრჯიდა? დღე ვდევ შენს კვალსა და ნაფეხურებს, ღამის ცრემლებია ეს წვიმები, თუმცა, სიყვარულში მაფერხებ და მაინც სიყვარულით გეწირები. ნისლით შემოსილან მწვერვალები, ქარი თითქოს ხევში ჩაიჩეხა... როცა მონდომებით მემალები, ფიქრებში უწყვეტად მაინც შენ ხარ!
დარდის ჩემოდანი
ლექსის მშობლები შენ ამ ლექსის დედა ხარ, მე მამა ვარ ამ ლექსის, გამახარე ხანდახან და დამღალე ალერსით. რთული არის საწუთრო, რას გაიგებ ბედისას, მენატრები აწ უფრო, რაც ამბორი მეღირსა. თუ ვერ შევქმნით ოჯახს და თუ ჯვარსაც ვერ დავიწერთ, მაინც ვრჩები ყოჩაღად, არც სიბრალულს არ ვიწვევ. რადგან მსუბუქ ფლირტითაც ჩვენ შვილები გვიჩნდება, მეტს მეც არას ვილტვი რას, დაე, იყოს ღვთის ნება...
57
58
გიორგი ხორბალაძე
ჩვენ საერთო შვილი გვყავს, თანაც ეს მერამდენე... ჩემი ხარ და შენი ვარ, სხვა რას ფიქრობს, რა – მერე? შენ ამ ლექსის დედა ხარ, მე მამა ვარ ამ ლექსის. ამ გულს სხვა ვერ შელახავს, თუ შენ დამღლი ალერსით... ნუ გაოცებს, რაც გესმის და ნურც გრძნობებს დამალავ, შენ ხარ დედა ამ ლექსის, მე ამ ლექსის მამა ვარ!
დარდის ჩემოდანი
*** სულ სხვანაირი ღიმილი რომ გაქვს, გულში იმიტომ შემომეჭერი, ფიქრში სულ შენი სახება ბორგავს, არც ოცნებებს აქვს ღობე და ჭერი. როგორ მიყვარხარ, შენ ეს არ იცი, იქნებ გგონია მხოლოდ მომხიბლე? სადაც მიდიხარ, მიგაქვს ხალისი და მაინც გულში მეხად მომხვდი მე. მინდა გიყურო დაუსრულებლად, ვით მელოდრამას და თვით სამყაროს, შენით მოცული მე ვარ სრულებით, ვერ შეძლებ, შენი ცქერა მაკმარო. არც ვაჭარბებ და არც მუზებს ვართობ, რა გითხრა, სწორედ ეს ვარ, ვინცა ვარ... ზუსტად კი ვიცი, ვერასდროს დაგთმობ, შენი თვალების ბრწყინვას ვფიცავარ!
59
60
გიორგი ხორბალაძე
*** მიჭირს უფსკრულებთან შეფეთება, სული მეფერფლება ნაცარივით, მგონი, უბედობა მებედება, ზოგჯერ კი ვარ მაგრამ – „არცარივით“... ირგვლივ ნისლია და უკუნია, წყვდიადს ისევ ვებრძვი შიშველ ხელით, ყველა სწორი გეზი უკანაა, წინ ღრმა უფსკრულებში ვიჩეხებით. ისე დავიღალე ჭიდილითაც ყოფის ველური და ავ ფინტებით, მაინც ფრთებდამტვრეულ ჩიტივით ვარ – ამაოდ ვფიქრობ, რომ ავფრინდები. სხვა სულ არაფერი არ მჭირდება, მხოლოდ სიყვარული უანგარო, რომ არ ამამტვერონ ქარ-წვიმებმა და რომ არსებობა მოვაგვარო... თორემ უფსკრულებთან შეფეთებით სული მეფეფლება ნაცარივით, მგონი, უბედობა მებედება, ზოგჯერ კი ვარ, მაგრამ – „არცარივით“...
დარდის ჩემოდანი
*** ცა ჩამოიქცეს ლამის, როცა მანათებ თვალებს... მთვარევ, მკვლელი ხარ ღამის, ამაოდ ეძებ ალიბს... ზეცა მემხობა თავზე, ფეხქვეშ მეშლება მიწა... ხან ვარსკვლავი ხარ, ხან – მზე, გხედავ და ვკვდები იმ წამს... ჩემს აწმყოს კარი არ აქვს და არც პატარა ღრიჭო, თავს მტკვარს მივცემ თუ არაგვს, ნეტავ, რომელი გიჯობს? ვის ეყვარები მერე, ვინ გაგაღმერთებს ასე? სხვას ვის გაუთბობ კერას ხარ მარტო – ერთი ასზე.
61
62
გიორგი ხორბალაძე
ვწყვეტ ამგვარ ფიქრის ჯაჭვსაც, არაფერს მარგებს ის მე, ზოგჯერ თუ მტანჯავს ეჭვი, ხან ოცნებასაც ვიცმევ... უფსკრულში რომ არ ჩავყვე წარსულს, ჩალად რომ ღირდა, გამომყვები თუ გაგყვე? დაე, როგორც შენ გინდა!
დარდის ჩემოდანი
63
შუახევური ლექსი გენრი დოლიძეს სტრიქონი გულში ვეღარ დავმარხეთ, ღამე გვაწვალებს შუახევური, ჩვენც ტიციანის ვგავართ კალმახებს გვაქვს ლაყუჩები სულ ახეული... ლექსით ვაფხიზლებთ მთვლემარ შუახევს, ფრაზებს ხმამაღლა ვტყორცნით ჰაერში, ისე ვახელებთ ხორხის შუა ხმებს, რომ ვერ მოისმენ გულის გარეშე... რადგანაც ცივა, ვხურდებით ლექსით და ვეფიცხებით წაკითხულ სტრიქონს, მჯობზე უმჯობესს რა დალევს, შენ თქვი?! და მაინც, ვცხოვრობთ, რომ ლექსი გვიქონ... თავზე დაგვყურებს ციხე ოთოლთა, მთვარესაც თითქოს ხელით ვეხებით, ამაღამ მთაში ალბათ მოთოვდა, თუმცა, რომ გვცივა უკვე, ვერ ვხვდებით... გვაქვს ლაყუჩები სულ ახეული და ტიციანის ვგავართ კალმახებს, გათენდა ღამე შუახევური და დილის ლექსი გულში დავმარხეთ.
64
გიორგი ხორბალაძე
ასე თუ ისე ასე თუ ისე, ვუმკლავდებით ყოფით პრობლემებს, ასე თუ ისე, თავი გაგვაქვს, რაც შეგვიძლია, ასე თუ ისე, თვალს ვუსწორებთ მომხდარ მოვლენებს, ასე თუ ისე, ჩვენს ზეცასაც თავის ხიბლი აქვს. წახვალ თუ არა, რა აზრი აქვს, ისიც არ იცი, წახვალ თუ არა, ვერც გაიგოს იქნებ ვერავინ, წახვალ თუ არა, არც დარდობ და აღარც განიცდი და არც რად გიღირს, სამოსელს რომ შავად ფერავენ. თავად სიცოცხლეს აზრი თუ აქვს – შენი აზრია, როგორც ჩიტი ბრდღვნად – ისე ღირდეს უნდა ცხოვრება გველებს უბეში ამ ეტაპზეც როგორ არ ზრდიან და ადრეც ზრდიდნენ, ეს უთუოდ გემახსოვრება... ასე თუ ისე, დამანებეთ თავი, მისტერ, და „დიდ ამხანაგთაც“ მოკრძალებით შევთხოვ იმავეს, თორემ უთქვენოდ არსებობა იცის ვინ შტერმა?! – სისულელეა ეს ზღაპარი და ეს იგავი.
დარდის ჩემოდანი
65
თუმცაღა, ერთ დროს ვატარებდით რუსთველის სხეულს და მისი სისხლი იყო ჩვენი სისხლის სათავე, დღეს სული ჩვენი ძველებურად ვეღარა მხნეობს, ვუცდით, ღილაკით ქართველობას როდის ჩართავენ... ასე თუ ისე, ვუმკლავდებით ყოფით პრობლემებს, ასე თუ ისე, თავი გაგვაქვს რაც შეგვიძლია, ასე თუ ისე, თვალს ვუსწორებთ მომხდარ მოვლენებს, ასე თუ ისე, ჩვენს ზეცასაც თავის ხიბლი აქვს.
66
გიორგი ხორბალაძე
მარეთობაზე
ჯემალ ინჯიას (ლიტერატურულ ფესტივალს ზემო აჭარაში, შიდა ქართლიდან მე და ჯემალ ინჯია ვესწრებოდით, მარეთობის დღესასწაულს დაემთხვა დასკვნითი ღონისძიება, სადაც, როგორც ფესტივალის საპატიო წევრი, ჯემალ ინჯია ყაბალახით დააჯილდოვეს და თავად მოახვიეს კიდეც) რაღას კითხულობ ახლა ზღვის დონეს, ამ ქედებს ზღვა ხომ მაინც თან ახლავს?! როგორ გინდა, რომ დღეს არ გინდოდეს, ყველა მოთხრობა ლექსად გადახნა. ქარი არის და ქარი არც არის, ხევში სულ სხვაა ქროლა სიოსი, ყველა მოთხრობა ლექსად გაცერი, როგორც ოდები ჰორაციუსის... დღეს, ლექსებს მწერლის სუნთქვაც თან ერთვის და ლექსი ბურძგლავს სწორედ ამ ბალახს მერე კი თითქოს მთელი მარეთი, დედის ხელებით გახვევს ყაბალახს...
დარდის ჩემოდანი
67
ზეკარული ლექსი ვახო ბერიძეს ,,ქსანზე რომ ბალახს ხელს გადავუსვამ, მთელ საქართველოს ვეფერები“ მ. ჩიტიშვილი როგორც ხელით, ქსანზე ბალახს გადასმულით, ვეფერებით ფესტივალით შენს შუახევს და ვიდრემდე გზებს შებღალავს დასასრული კალენდარზე ათასობით დღეს მოვახევთ... ზეკარული მოგონება ნალექებად შემორჩება პოეტების ფეთქვას მდუღარს, მერე, ლექსიც სალექსეში ჩალექსდება და თუ შევძლებთ, გვეყვარება ხევი ნუღარ... მაგრამ, რადგან ვერც შევძლებთ და არც ვინდომებთ, ასაძირკვლებ ამ სიყვარულს კრებულებად, მხარდამჭერად, ერთგულების მაღალ დონის, გულიანი პოეტები გეგულება. შენ რაღაცას სამზადისობ სახვალიოდ, სადაცაა უნდა დილა ზეცამ შობოს, დღეს აჭარა ჩემი ქართლის სახელია რადგან დღეს, აქ ვეფერებით ჩვენს სამშობლოს...
68
გიორგი ხორბალაძე
აჭარის მთიანეთს აჭარის მთიანეთს თუ ახველ, არ დათვრე, არაფრით გამოვა. ხულო და ქედა და შუახევ! დღეს მთვრალი მარტო თქვენს გამო ვარ! ქედს ვუმზერ ჟრუანტელ-შეხებით ქართული სულების საჯიშეს, აჭარელ ძმობილებს შევხვდები – ვაჟკაცებს, პოეტებს და გიჟებს! შუახევ, ხულო და ქედაო! მოკითხვა ქართლური მთებიდან, გეტრფი და თუ რატომ ვერ ვდაობ, დე, მიზღოს სასჯელი თემიდამ... შენს გულში შავი ზღვის სიო ფრენს, ხანდახან სიზმრებშიც გნახულობ, მიყვარხარ ლექსშიც და სუფრაზეც ქედაო, შუახევ და ხულოვ!
დარდის ჩემოდანი
„კაიმაღის“ გამყიდველი ცა მწვერვალისგან შუბლშეტეხილი თავზე ქუდივით ახურავს ხულოს, ვდგავარ გოდერძის უღელტეხილთან და პეიზაჟად ლექსებს ვნახულობ. თაკარა მზეში გოგო პატარა ზის როგორც მიწის და ზეცის ხიდი, მზის სხივს თვალებით თვითონ ატარებს და მტვრიან გზაზე ,,კაიმაღს“ ჰყიდის. ეცოდინება კითხვის ამოხსნა ღრუბელს ამ ზვიად მთათა სამოსელს, გოგო წვიმის დროს სოკოს ამოჰყვა, თუ წვიმის შემდეგ ციდან ჩამოსვეს? შორს კი სოფლების მომცრო მაკეტებს უკაცურობა შეევირუსა, ამიტომ მთების ძარღვში ჩაკეტილს მოუწყენია თითქოს ჩირუხსაც. მაგრამ გოგონა დიდრონთვალება, წარსულისა და მომავლის ხიდი უცხო გამვლელებს გვათვალიერებს და „კაიმაღს“ და იმედებს ჰყიდის!
69
70
გიორგი ხორბალაძე
ერთი სუფრის პოეზია (ნამდვილი ამბავი) მასპინძლის ეზოს პატარა ბაღში ხბომ გამოკბიჩა ჩალა ვაშლივით, სათამადოში, ვით ქორა მახვში, ზის ძია თემურ ჩალაბაშვილი. ბიჭები ვუსმენთ თამადის ლოცვას, ხან ხმა თბილის და ხანაც ხმა მკაცრის, ჭაღარა წვერით უფრო ჰგავს მოძღვარს, ჩვენი ძია და ჩვენი ძმაკაცი… შეეშვი წუთით ახლა ცივ ღვინოს და ეგ გიტარა ისე მომართე, რომ გულიანად დავაღიღინოთ ძმავ და პოეტო – გაგა გომართელ! მაინც გვაძინებს ღამე, აბა, ვით? სუფევს ისეთი კაი აურა... ლექსი მოგვითხრო ერთი ამბავით, ჩვენმა ძმამ – გელა დაიაურმა. და პოეზია, როგორც მირაჟი, როგორც აბსურდი – ანუ სველი მზე,
დარდის ჩემოდანი
ისე ერევა ღვინოს ქილაში ლექსს ამბობს როი აბუსელიძე. მძიმე როკივით გუგუნებს რიტმი, თითქოს ახალეს ყურთან დოლი ძელს, სტრიქონს მისეულ რიხით რომ იტყვის, ვინ არ მოუსმენს გენრი დოლიძეს?! მასპინძლის ეზოს პატარა ბაღში ხბომ გამოკბიჩა ჩალა ვაშლივით, სათამადოში, ვით ქორა მახვში, ზის ძია თემურ ჩალაბაშვილი...
71
72
გიორგი ხორბალაძე
*** მე ბოდიშს გიხდით, ჩემო ლექსებო, დავიწყების და გულცივობისთვის, ყოფითი პროზა შემოგაქსოვეთ, ვეღარ გკითხულობთ ურჩი ლომის ხმით. და მიგაბარეთ მაგიდის უჯრედს, რომელიც, თითქოს ბავშვთა სახლია. სარკმლიდან მჟავე ამინდებს ვუჭვრეტ, წვიმები სხეულს ასფალტს ახლიან... და მაგონდება დრო ძველისძველი: ჩემი ლექსების მოზიარე – შენ, უყურებ ღრუბელს, რომ წველის ველი და, რა თქმა უნდა, პროზის გარეშე ვცხოვრობთ და არის სრულიად სწორი კურსი, რომელიც ჩვენს გემს უჭირავს, ჩემს ყოველ სტრიქონს სული აქვს ორი, შენგან და ჩემგან გამოვუჭერი...
დარდის ჩემოდანი
ამიტომ ახლა, გაშვილებული შვილივით ვეძებ უჯრაში ფურცლებს და შენზე ფიქრი დაჟინებული, მდგომარეობას თხრობითს ვერ უძლებს... დღეს ისევ უნდა მოგიახლოვდე, ველიც გაშრა და მზიანს წველის ცას. ასეთ დღის ლექსი ჯობია ხოლმე, ულექსო ყოფის მთლიან წელიწადს...
73
74
გიორგი ხორბალაძე
ესენინ (როგორც ცნობილია, ესენინმა, თვითმკვლელობამდე, უკანასკნელი ლექსი საკუთარი სისხლით დაწერა) ჩემს პოეტ ძმებთან დღეს უნდა დავთვრე, გუშინაც ვსვამდით მე და ესენი. ახალგაზრდობა ხომ ტკბილი არის, პოეტობა ხომ მწარე, ესენინ?! მოდი ამაღამ ეს ცა გავიყოთ, „ჩიჩქიც არ მინდა მეტი მე შენი” მითხარ – სიმთვრალე ხომ ნაღდი არის, ხოლო სიფხიზლე ყალბი, ესენინ?! ასე პირდაპირ, პირმშოდ ნაშობი, კიდევ გაზარდა ლექსი ესე ვინ? მართლა მელანი გვიჩქეფს ძარღვებში თუ თვით სისხლია ლექსი, ესენინ? ლექსი წამლად და ლექსი ტკივილად, როგორ შეგვყარეს ნეტავ ეს სენი? თვითმკვლელობა ხომ მარტივი არი, გარდაცვალება ძნელი, ესენინ?!
დარდის ჩემოდანი
შემოდგომური სევდა ცაზე ღრუბლები ლექსებს ხატავენ... ქარის – ამ, ხეთა ბენდის სოლისტის სევდიან ჰანგებს, ფოთლებს ატანენ, ახალშერთული მორცხვი ცოლივით. ქარის ხმა – ცივი სევდის არია, თითქოს დახატეს ნატურმორტივით... მივდივარ, არ მყავს გვერდით არავინ, ვღიღინებ, მაგრამ მთლად უმოტივოდ. მოკლედ ისეთი არის ამინდი, მილიონი ღირს ახლა გომურიც, ქარმა კი სევდა ისე გადამდო, ლექსი აღმომხდა შემოდგომური.
75
76
გიორგი ხორბალაძე
ჩვენ შორის დარჩეს... გახსოვს, მსხვერპლი ვიყავი ერთ დროს მაგ ოინების? დღეს ერთმანეთს ვიცავთ და ვეფარებით მკერდებით. მე რა, რომ, ძვირფასო, ახლაც „მაგოიმებენ“ ხან „ფოჩიან კანფეტით“, ხან „პლებეურ ღმერთებით“... ყველაფერი ტრიალებს წრეზე მოჯადოებულ, თანაც, არა თავიდან – უკუღმა და ბოლოდან, მაინც ვარ უფუნქციო, თითქმის მოჯართებული და, რა მოხდა, ხანდხან თუკი „დამაბოლებენ“. არაფერი შავდება და არც რამე თეთრდება, იმას თუკი ლანძღავენ, ამას თუ სულ აქებენ, აღარც პროტესტს გამოვთქვამ და არც ბრაზით ვენთები, თუკი დღეგამოშვებით გამაცუცურაკებენ. ერთ დროს, ოცნებებისთვის თეთრ ღამეებს ვათევდი, მახსოვს მსხვერპლიც ვიყავი მაშინ სხვა ოინების, თუმცა, წელი გავიდა სულ მინიმუმ ათამდე, დღესაც ისე ვიქცევი, ვითომ „მაგოიმებენ“.
დარდის ჩემოდანი
77
ვითომ, ვითომ, ვითომ და მეც ვთამაშობ უმეცარს, გზაც მქონია ჯანდაბის, მაინც შორს ვართ შამქორთან... ჩემი სული ნახევრად შეეხიზნა უკვე ცას, ბოლო წლები სხეულიც მის გარეშე დამქონდა. თუმცა სხვა რამ მაშინებს და ვჩივი სულ სხვა რამეს, მგონი დავჭამთ ერთმანეთს და არავინ დავრჩებით, იქნებ მეტი გვეზომა, გადავჭრიდით სანამდე, სანამ გარე მტრის „შტაბში“, საზარბაზნედ გვარჩევენ. ყველას – ცრუს და მართალსაც, თავგზა ერთად გვერევა, ამ უთვალავ სიყალბეს ჩემშიც შიში შემოაქვს, ჩალას პირში თუ ვივლებთ, არა უშავს, მერე რა, ვინაიდან ჰაერსაც უკვე ჩალის გემო აქვს...
78
გიორგი ხორბალაძე
*** გადაუჭირა ზეცას მათრახი ელვამ და მიწას მეხი ესროლა, საჭიროებდა ეზო ათას ხიდს, წყალში უწევდათ ფოთლებს დღეს რბოლა... სველი ქუჩები იდგა გუბეში, ვეფარებოდით ობოლ სიმშრალეს. ხე იდგა, როგორც ხსნა და ნუგეში, ვწყვეტდით ცივ წვეთებს ციდან – კისრამდე... მძლავრობდა ქარი თმააწეწილი, ვერ გვპატრონობდა უკვე ძალა ხის, თითქოს სამყაროს საყრდენ წერტილში თვით არქიმედე დგამდა ძალაყინს. გადაირაზა ყველა კარები, რაღას გაარკვევ, ვის სად შესცივდა... როცა ფანჯრებმა წვიმა გარეპეს, გიჟი სამყარო იდგა შენს წინ და
დარდის ჩემოდანი
79
მაინც ხელთ გეპყრა ყველა სადავე, წვიმაც თანდათან ფერხთით დაგეგო და ნელა-ნელა ეჭვი გადამდე – წარღვნაც თვითონვე ხომ არ დაგეგმე?!. და შეგეწირე მხნედ და თვითნებად, სულაც არ მიკვირს ახლა, რად ვერ გთმობ... შენ – ჩემს სხეულში ცხოვრობ იქნებ და მე – არც ვარსებობ იქნებ საერთოდ...
80
გიორგი ხორბალაძე
*** დღეს ფიქრი, როგორც უდაბნოს ქარი ქრის და ბუნდოვნად მემანევრება, ჩანს, ერთი რამე უდავო არის, ომში მომიწევს შებმა ნერვებთან. უწყალოდ დაწყდა ამ ნერვთა ძაფი და გადაიქცა მსუსხავ ჯინჭარად, მთვარე კი, როგორც დაცლილი ჩაფი და მზის შორეულ ეშხთა სინჯარა გდია ცაზე და არაფერს ჩივის, რაში ადარდებს ვინ ვის, სად ჰყვარობს... გულზე დამდაღეს ანაბეჭდივით შენით მოცული მთელი სამყარო... და მზად ვარ (ფასი ყველაფერს აქვს) და პირდაპირ ვამბობ – რაღა ვიხათრო?! მე თანახმა ვარ, სიცოცხლე აქვე, შენს სიყვარულში გადავიხადო!
დარდის ჩემოდანი
81
* * * ფეხდაფეხ გამოჰყვა ამ ამინდს ნისლიანს ქარი და წვიმათა სასტიკი თავდასხმა და ახლა ცაზე რომ ელვასაც ისვრიან, შენ კრთი და საკუთარ შიშს თვალებს ანახვებ... და სულაც არ არის თუმცა ზნეობრივი (ალბათ, მაპატიებს უფალი ამ ერთხელ) მომწონს წამლეკავად, სულის ზეობამდე, შიში რომ ჩემს მკერდზე დროდადრო გახეთქებს. ისე ჩემი ხარ, რომ ჩემს მხარს მიყრდნობილი, დიდრონი თვალებით გაჰყურებ აივანს, არც ერთი პროგნოზით არ არის ცნობილი ელვა ცის კიბეზე რამდენჯერ აივლის. ამიტომ ბეღურა ჩიტივით მობუზულს, თავის შესაქცევად რას აღარ გიყვები, ქარი ღრიჭოებში ძვრება და მობზუის მეც რაც შემიძლია – გართობ და გიყვავებ... არ ვიცი გავუძლებ როდემდე მეც ამდენს, ზრდილობის გამოა, ხან თვალს რომ გაშორებ. რა უშავს, მიყვარდე მე თუნდაც ზეცამდე და შენ კი ნახევრად – ცას და ელვას შორის!
82
გიორგი ხორბალაძე
*** ნისლებმა მწვერვალი მოხარშეს, ქარი დააჭენებს ღრუბლებს დღეს. მოდი და თანახმა თუ ხარ შენც – ერთურთის სიყვარულს ვუძლებდეთ! გავხარჯოთ მშვიდად და საამოდ ცხოვრება – იგავი ეზოპეს, ვუყუროთ დილას და საღამოს ჩვენი აივნიდან – ეზომდე გასული კადრების კინოს და ცხოვრების სიუჟეტს ჭრელ-ჭრულას, ჩვენივე სიყვარულს გილოცავ, ორი რომ ერთ გულად შერწყმულა. ვარ ამგვარ ტანდემის უფლების, მუდმივი მონა და მევალე, ქარი კი ნავარდობს ღრუბლებში, მოხარშეს ნისლებმა მწვერვალი...
დარდის ჩემოდანი
*** მთვარე ცას ვარსკვლავებს უბრიალებს, ოდნავ თავხედური სიმკაცრეთი, ცა კი მოწყენილად ღრუბლიანობს (დარდი არ ექნებათ იქაც ერთი). ღამეც დღეა, ოღონდ გაბუტული, მინები სიბნელეს ირეკლავენ. ვიდრე განთიადი აბუნტდება სინათლის ნიშანწყალს ვიდრე კლავენ, ფიქრო, თავხედო და უტიფარო, რაღაც უცაბედად გამილექსდი, დიდი პოეზიის ნატერფალზე, კოჭლი სტრიქონები გამილესე. ეს ლექსი ღამის თუ ჩემი არი? ვფიქრობ და განწყობით ვღრუბლიანობ, დგას ღამე – სიმკაცრის სერიალი, ცას მთვარე ვარსკვლავებს უბრიალებს...
83
84
გიორგი ხორბალაძე
პაპის დარდი ღონემიხდილი მიეჯაჭვა პაპა სარეცელს, არ არსებობდა მის საშველად უკვე წამალი, ზამთარმა დილა ჯერ მარტოდენ მცირედ შევერცხლა, მერე სულ თეთრად გადაღება ტყე და ტრამალი. დარდობდა პაპა, აღავლენდა დარდებს ოხვრებად, თუმცა, ტკივილთან მოზიარე კაცის ფონზეც კი ჩანდა, რომ დარდებს მიმართება ჰქონდათ მოხრილი და ხვდებოდი, რომ სულ სხვა იყო მათი კონტექსტიც. სარკმელის გასწვრივ თოვლიანი გოლიათმთები, ქარის მანევრით სახლს აყრიდა თოვლს გაქვიშებულს, იდგა ისეთი უწმაწური კორიანტელი, თითქოს ქარივით ჯერ არავინ გაგიჟებულა...
დარდის ჩემოდანი
85
ის კი უწყვეტად უყურებდა თოვლიან ქარბუქს, მზერა და ოხვრა იყო ხატად შენივთებისა, თუმც, მის ოხვრაშიც მე ვხედავდი უშიშარ ჭაბუკს, გული გრიგალის რომ ჰქონდა და სული – მთებისა.. რადგან უწყოდა პაპამ მისი სოფლის ამბავი (შორი მანძილით აშორებდა სახლს სასაფლაო), ამოაყოლა ერთ-ერთ ოხვრას დარდის საბაბი, – ხომ გაგაწვალებთ ამ ამინდში, შვილო, ახლაო...
86
გიორგი ხორბალაძე
ძველი რ,ვეულიდან
*** ვხედავ – დათოვლილი მთა ნისლში მოღუშული ზის. ფიქრებს ოცნებებით ვრთავ, ჩემო დასადარო მზის. ისევ პატიებას გთხოვ, მგონი მონატრებაც მკლავს, მთაში უსაშველოდ თოვს, ბარში წვიმა იკლავს თავს... მთაში უსასრულოდ თოვს, სულში ჟრუანტელი ზის, აღარ გამებუტო, გთხოვ, ჩემო შესადარო მზის!
დარდის ჩემოდანი
*** შეგიყვარებდი დაუყოვნებლივ, რომ არ მიყვარდე უკვე ძალიან. ცხოვრების გზაზე გაგიყოლებდი და გაგიბამდი მუდმივ ალიანსს. გაგაღმერთებდი, თუმცა შევცოდავ (მაინც გახლავართ უკვე ცოდვილი), უნდა გამიგო ახლა შენც ცოტა, იგრძნო ოცნება გამოზომილი. ნუ განრისხდები, რაც უკვე გითხარ, მის კვლავ მოსმენას, თუ ვერ ეწყობი, რომ არ დაგესვა არასდროს კითხვა, იგივეს მაინც ხშირად გეტყოდი. შეგიყვარებდი მთელი არსებით, ფეხის ტერფიდან კისრის მალამდე, გაგაღმერთებდი, მერე სავსებით, რადგან სიყვარულს ვერ დავმალავდი. შეგიყვარებდი ლექსად და თხრობით და რადგან მინდა, გული გაგიყო – დაუყოვნებლივ ცოლობას გთხოვდი, უკვე რომ ჩემი ცოლი არ იყო.
87
88
გიორგი ხორბალაძე
მწარე სიმართლე დადიხარ მთელ დღეს წინა და უკან, კიდეც აკეთებ რაღაცას თითქოს, გიწევს, სულელებს კვერი დაუკრა, სხვა გზა არცა გაქვს, თუმცაღა – ითქვას. ვიღაცას ხოტბაც შეასხა – უნდა, არ სურთ სხვაგვარად შენი ატანა. ხშირად ცდილობენ დაგადონ ხუნდი და გააღმერთონ შენ წინ სატანა. გული გევსება თანდათან შხამით, ქუჩაში ითვლი უგზო ნაბიჯებს. ლამაზ მირაჟებს გიხედნის ჟამი და უძლურება ტკივილს განიჭებს. არ შეგწევს ძალა, დასთმო სინდისი ან უვიცები დასძლიო სიბრძნით. ხელის ჩაქნევა გინდა ბინდის წინ, მაგრამ ბინდს მიღმა შუქისთვის იბრძვი. სული შიმშილობს სასადილოსთან, ნამუსის ძაფი ფეთქავს ტაქტებით, ხან შენ თვითონ ხარ სასაცილო და ხან ის, ვისაც შენ ეკონტაქტები.
დარდის ჩემოდანი
*** არა, არ ვუჩივი ბედს, სევდა მეძალება როს, მხოლოდ ვემდურები ჟამს შენი მონატრების დროს. გული დაისრული მაქვს, სხეულს ვეღარ ვანდობ სულს, მაინც ბედნიერი ვარ, სხვისი არაფერი მშურს. ეკლით მოსილია გზა, მე კი მივუყვები წინ, თითქოს მაწყენინე და მაინც არაფერი მწყინს. სული პოეტისა მაქვს, მხოლოდ სიყვარული მსურს. ახლაც ჟრუანტელით ვგრძნობ, შენი ბაგეების სუნს. არა, არ ვუჩივი ბედს, სევდა მეძალება როს, მხოლოდ ვემდურები ჟამს შენი მონატრების დროს.
89
90
გიორგი ხორბალაძე
მობოდიშება ალბათ, მეტს ელოდი, მაპატიე ასე უნებური გაწბილება. მხოლოდ სიყვარული მაბადია, ვშიშობ, არასდროს რომ დაწყვილდება. (ვის უნდა უაზრო აღმაფრენა, ხეპრე პოეტი კი გათავხედდა?!) ფრთხილად, არ გაცდუნოს ჭარბმა ფერმა, მხოლოდ მას რომ ამჩნევ, რასაც ხედავ... არის კიდევ რაღაც – უხილავი (დღისით ვარსკვლავებიც არ ჩნდებიან), თითქოს დავანებე წუხილს თავი თუმცა, იარები აქ რჩებიან.
დარდის ჩემოდანი
მინდა დაინახო აბსტრაქტულიც, წრფელი სიყვარული – სისადავე, თუკი ვერ დავუდე აბზაცს გული, დიდხანს ვიკამათებთ ისა და მე. მერე გაგიმეტებ სამხილებლად, მგონი, ეს უფლებაც მაბადია. შენ კი მაპატიე ახირება, მეტსაც რომ ელოდი, მაპატიე!
91
92
გიორგი ხორბალაძე
პოეტური პრინციპი რაზეც არ გეწერება არ დაწერო იმაზე, ბატონებო, არ მჯერა, დაგეგმილი ლექსების. სულში თუ შემოგაკლდა პოეტური სინაზე, ესე იგი, არ გიდგას დრო წიგნების შევსების. ლექსი უნდა ამოთქვა, სუნთქვას ამოაყოლო, ფიქრის ლაბირინთებით ააჭრელო ფურცელი. იქნებ კიდეც დახედო, გაუსწორო საყელო, მაგრამ უნდა დატოვო ლექსის გული უცვლელი. თუკი უნდა დაკუწო საკუთარი ნათქვამი, გამოდის, რომ სათქმელი, არ გქონია ჯერაც მზად. შეიცადე სიჩქარით, სული არ გაიქვავო, ბაგეს ნამდვილ პოეტის ვერაფერი შერაზავს.
დარდის ჩემოდანი
93
დაელოდე ჟრუანტელს ტანში გარონიებულს, შეიგრძენი ლექსისგან ბუსუსები დაყრილი. შეიძლება ღრუბლებმა კონა ყაროს იების, თუ ოცნება არა გაქვს, თავზე დაბლა დახრილი. ლექსი უნდა ამოთქვა, სუნთქვას ამოაყოლო...
94
გიორგი ხორბალაძე
წვიმის სურათი დგას გაბღენძილი ჩემ წინ ჭადარი, სიამაყისგან ტოტებს ატოკებს. ქარი წვიმიან დღისთვის მზად არის, ეული თხილიც წვეთებს მარტო კრეფს. მთები იხრჩობა ბურუსის სივრცით, ძნელია ნისლის ფარდად წვალება. ღრუბელი წვიმას საოცრად ცივს ცრის და წვიმას არ სურს გარდაცვალება. ასფალტი აფრქვევს საფირმო სურნელს, ჩიორა ჩქარობს ბუჩქში შეძრომას, ქუჩის ხმაური თანდათან სულს ლევს, სიცოცხლე ისეც დიდხანს შეძლო მან. მგზავრყოფილები სხეულს იშრობენ, სავარაუდოდ – გაზის ქურათი. მეც, უსაქმურმა, ცოტა ვიშრომე, რომ დამეხატა წვიმის სურათი.
დარდის ჩემოდანი
პატარა ქალაქს წვიმა ასველებს შეფერილ ქუჩებს, ღრუბელთა ჯარი დაჰყურებს ქალაქს, აქა-იქ თხრილი წვეთებს აქუჩებს არაფრის დარდი რადგანაც არ აქვს. მეც მივტოპაობ, ვკვეთავ „წმინდა წყალს“ და „ვერხვებისკენ“ მიჭირავს თვალი. სახეში მირტყამს ქარი მე – საწყალს, ღაწვებზე მრჩება მოლურჯო კვალი. კისერში ცივი ეშვება სითხე, თანაც მგონია მაძლევს სიცხეს და ვათვალიერებ, მახსოვს რომ მითხრეს – წვიმა ფასობსო ბებერ ციხესთან. „ახალ ბაღის“ წინ მომცრო ოთახში, უსაქმურობით ჩასთვლიმა დალაქს და ლამაზია, როგორც სამოთხე – როდესაც აწვიმს პატარა ქალაქს.
95
96
გიორგი ხორბალაძე
გაკვეთილი (ჩემს ზუკას) შენ ხომ ჯერ ისეთი პატარა ხარ, მკერდზეც ვერ გიხუტებ გამეტებით. ჩემო პაწაწინა სატრაბახო, ტკივილზე მალამოდ დამედები. ჩემო სიყვარულო სასწაულო, სიმდიდრევ, რომელიც მაბადია. ამ გულს სიყვარული სად წაუვა? შვენის, ვით ორდენი საპატიო. თითქოს ერთდროულად დავიბადეთ, ერთად ვზრდით ერთმანეთს – „ონავარები.“ ვხარობ, შენთან ყოფნა დამებედა შორს არის დარდი და მონატრება. გამზარდე – მამობა შემასწავლე. გპირდები ვისწავლი „სხაპა-სხუპით“ შვილობას გასწავლი, გენაცვალე, შენი გაკვეთილის საპასუხოდ.
დარდის ჩემოდანი
დედის კალთამდე მე მირბენია გაუჩერებლად, განსაცდელიდან – დედის კალთამდე, როცა ბედს ჩემთან აურჩებდნენ და უიმედობის რწმენას ხლართავდნენ. მახსოვს ბავშვობის ცელქი წუთები, გაკვეთილები – მომავლის გზაზე. უკვე, ოცნებას ღამეს ვუთევდი და ბევრი რამის ვიყავი აზრზე. არ მშორდებოდა მზრუნველი ხელი, არა მტოვებდა არასდიდებით. გვქონდა ოთახში დივანი ხმელი, ხოლო ეზოში ვარდის კვირტები. დავუბნევივარ ზოგჯერ ცხოვრებას, ჩვეულებრივი ყოფის თანახმად, ბავშვური გული იმახსოვრებდა, დედის დამხმარე ხელის დანახვას. გამჭირვებია ზოგჯერ ძალიან, როცა დრო-ჟამნი იმედს ხლართავდნენ. მერე გზა ხშირად გამიკვალია, განსაცდელიდან – დედის კალთამდე.
97
98
გიორგი ხორბალაძე
კომედია მე, კომედიას ვთამაშობ ახლა, ამაზრზენია დღეს ჩემი როლი. მთავარი საქმე ცინიზმი გახდა და გაუყარა რწმენას ჰოროლი. მკლავს ირონია საკუთარ თავის, ვერ ვეგუები საძულველ ქცევას. ცხოვრების რთული არაკ-იგავი ისევ მიცხადებს მე გამოწვევას. ვხედავ, უნიჭო ვარ მსახიობი, უკვე ვიწვნიე მრავლად ფიასკო. სავალი შარა, წალკოტ-ხეობის, რატომღაც ახლა უფსკრულს მიეფსკვნა. ჟამი რთულია, როგორც სახადი, ვგრძნობ, უმოწყალოდ მწყევლის სატანა, კომედიაზე უარს ვაცხადებ, რადგან მძულს ასე თავის გატანა!
დარდის ჩემოდანი
პოეტის დარდი მუდამ პოეტის დარდი დამყვება, ბედნიერიც ვარ და სევდიანიც, ვეტრფი სიცოცხლის ყველა დამწყებს და ჩემი მამულის ასე დიად ცას. მიზნისკენ მუდამ ბრძოლით მივიწევ, არა მწამს ბედის ნებიერობა, ჩემს სამშობლოში მთების მძივი წევს და ჟრუანტელის ფრქვევით ერთობა. თავადაც ვგავარ ამ ზვიად მძივებს, არ ვიჩოქებ და ჟამს არ ვნებდები. გულს სიძულვილი ვერ დამიმძიმებს, რადგან სიკეთის მოძმედ ვბერდები. ვცხოვრობ შერეულ ჭრელი ჩვევებით, ზოგჯერ ბოჰემით, ზოგჯერ სიმშვიდით, რომ მოგეკალით მტრობის ჩვენებით, სიყვარულს მაინც ვერ დავიშლიდი. რადგან პოეტის დარდი დამყვება, ბედნიერიც ვარ და სევდიანიც, ვეტრფი სიცოცხლის ყველა დამწყებს და ჩემი მამულის ასე დიად ცას!
99
100
გიორგი ხორბალაძე
ზამთარი თოვლი დაემსგავსა ზეწარს, ქარი უმოწყალოდ მკაცრობს, ბავშვი თოვლის ბაბუს ძერწავს, ისე, შეშურდება კაცს რომ. ბიძია სახურავს ხვეტავს, ვარდი აღარ ფურჩქნის კოკორს, ხომ არ გამიცივდი ნეტავ, ჩემო თვალმახარა გოგოვ?!
დარდის ჩემოდანი
*** განა ყველა კაცია, შარვალი რომ აცვია, გულად ვერ ვცნობ ყველაფერს, რაც კი მკერდში ფათურობს. ზოგს სიკეთის თესვისგან არაქათი გასცლია, ზოგის სული ქართული, სულაც ვეღარ ქართულობს. თუკი ვაჟი – ვაჟია, თუკი ქალი – ქალია, უნდა თვალში ბრწყინავდეს სხივი სიჭაბუკისა. ბედი როცა ამუქრებს ამინდს წვიმა-ქარიანს, სულმა უნდა შეიცნოს დაფისა და ბუკის ხმა.
101
102
გიორგი ხორბალაძე
როცა ქალი – ქალია, როცა ვაჟი – ვაჟია, ეს ცხოვრებაც ლაგდება, როგორც კეთილ ზღაპარში. გული გულს რომ შეიცნობს (თითქოს რა შუაშია), სული ისე რბილდება, როგორც რკინა ღადარში. თვალი თვალს რომ ჩახედავს, მზერა ხდება ანბანი. გრძნობაც სხეულს შეავსებს, ვით ბატონი – აივანს. მერე დატრიალდება იქ, ისეთი ამბავი, როგორც ჩვენში იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანს...
დარდის ჩემოდანი
103
უფროს მეგობარს (ვუძღვნი გ. მახარობლიძეს) ქალაქის ქუჩებს ისე მიაპობ, თითქოს სივრცეში უნდა გასცურო. შე – სულმდიდარო, ჯიბეიაფო, ნაღდო პოეტო, კაცო კაცურო! მოკრძალებისგან მხრებში იხრები, დიდთან დიდი ხარ, ბავშვებთან – ბავშვი, სათნოებაში არ იტიხრები, სიავეს არ რევ სიკეთის ხვავში. საძმაკაცოა შენი „იმიჯი“, ძმებთან ქეიფი ალბათ „ჰობია“. გულახდილობას ამკობ სიდინჯით, არ გხიბლავს ფუჭი ფილოსოფია. მშვიდობის მლოცველს დაგჭირდეს ოდეს, ზურგს არ უჩვენებ მტარვალს გრძელ ომში. მილიონს გაცვლი (მეტსაც, რომ გქონდეს) ერთ სიყვარულზე სადღეგრძელოში. მერე კი ქუჩას ისევ მიაპობ, თითქოს სივრცეში უნდა გასცურო.. შე – სულმდიდარო, ჯიბეიაფო, პოეტო ნაღდო, კაცო კაცურო!
104
გიორგი ხორბალაძე
ქუჩაში სტრიქონის გზა მაქვს გასაკვალავი, ფურცელს სწყურია ლექსის შეხვრეპა. ვშიშობ – იფეთქებს ჩემი კალამი და მელნად გულზე გადამეღვრება. შემოტევაა ძარღვებში სისხლის, ვნატრობ – გაუძლოს იქნებ ვენებმა, სხეული წამში ჟრუანტელს ისხამს, თვალებს მინათებს უცხო მშვენება. არეულია კვალი და გეზი, სიტუაციას ბოლო არ უჩანს... ხოლო, აღნიშნულ ფაქტთა მიზეზი, სრულიად მშვიდად მიჰყვება ქუჩას...
დარდის ჩემოდანი
105
ესროლეთ... ესროლეთ პოეტს, შეაჩერეთ რთული ცხოვრება, ძირს არ დაუშვათ გაყინული ტვინის კარნახი! ნუ შეიცვლებით, არ გჭირდებათ გაუცხოება, მას სისასტიკე უთვალავი ააქვს ნანახი. ესროლეთ პოეტს გულცივობა, უსულგულობა. მოკალით ორჯერ, მრავალჯერ და ასიათასჯერ. გააქრეთ ისე, ვერც გაიგონ, თუ სულდგმულობდა, რადგან უყვარხართ, საპასუხოდ ასე დასაჯეთ! ესროლეთ პოეტს სიძულვილი, დაუნდობლობა და ულმობლობა გახურებულ შუბლში ახალეთ, ერთგულების წილ, მიუსაჯეთ „სულით ობლობა“, ესროლეთ, თუ ეს ასე გახარებთ!..
106
გიორგი ხორბალაძე
*** შენ სიყვარული არ შეგეძლო, რადგან ეგოიზმით გაჯერებული ტვინი დეზდემონასავით ახრჩობდა შენში სიყვარულის ნიჭსა და უნარს. შენ, ისევე როგორც მე, მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილ-დახატული – შენი თავის გაკეთილშობილებული ალტერნატივა გიყვარდა ჩემში. უნებურად ვასაზრდოვებდი შენს ეგოიზმს და შემეჩვიე. მერე, მოგონილ-ნაოცნებარიდან, მოულოდნელად გადავიჩეხეთ რეალობის შავბნელ უფსკრულში და გვემწარა – მოგონილისა და ტყუილის საოცარი თანაფარდობა. ტყუილს კი მოკლე ფეხები აღმოაჩნდა...
დარდის ჩემოდანი
107
*** პიტალო კლდეზე აღმართულა ბუდე არწივის, ქარი არ წივის ველზე ახლა ისე საშინლად. ვნებამ აშლილმა, გარდასახა რთულად მარტივი, შენ კი მარტივით საოცარი დარჩი მაშინაც. და კვლავაც რაა საშინელი ამაზე უფრო – ვერ დავეუფლო შენი გულის ჩარაზულ კარებს?! არ მოგაკარებ ცივ ნიავსაც – ამ გულის უფროსს, სულის საუფლოს შენს სიყვარულს გადავაფარებ. და მერე ასე ბედნიერი ვიქნები მუდამ, სიყალბეს ვგუდავ, რადგან უნდა შენს ღირსად ვიქცე. ზოგჯერ თავს ვიქცევ და ვაგროვებ ლექსებს, ვით ხურდას, მერე კი უნდა ეს ლექსები შენს ბუხარს მივცე...
108
*** სანთლის შუქის ფონზე, მოდის ფიქრი შორი. ცნობის დღეთა, რომ ზეგ შესრულდება სწორი. კაბის ჭრილში მუხლთან შენი შავი წინდა, მინას ყრდნობილ შუბლთან წვიმდა, წვიმდა, წვიმდა... მერჩის ფიქრი, როგორც, პილოტს ერჩი, გულო, და ოცნების ბოლოც არის უსასრულო. მელოდია წვეთის, როგორც პატეფონზე, მოისმოდა ცვილის სანთლის შუქის ფოზე. სულშიც მოზრდილ არეს, სძლევდა გრძნობა წმინდა და მინების გარეთ წვიმდა, წვიმდა წვიმდა...
გიორგი ხორბალაძე
დარდის ჩემოდანი
*** როს კადნიერი შურით თავს წამოგვადგა მთვარე, ჯერ გაირინდე წუთით, მერე ცრემლები ღვარე. ძლივს დაგამშვიდე ბოლოს, ირგვლივ მოვავლე თვალი. სამნი ვიყავით მხოლოდ, მე, შენ და მთვარე მთვრალი!
109
110
გიორგი ხორბალაძე
*** მე არაყს ვისხამ, სხვები სვამთ „ფანტას“ და თქვენგან მხოლოდ ბახუსი მარჩევს. უფერო სითხე, დღეს დარდებს ფანტავს, ხვალ კი თავის კვალს მკაცრად დამაჩნევს. დე, ასე იყოს, ამას არც ვჯავრობ, ხვალე იქნება აღარც დამცალდეს. მძულს განგებასთან დროზე ვაჭრობა, ან ჩამოკიდვის ნდომა ამ ცაზე და სისაძაგლემ რომ არ შემშალოს, როცა თავს ზემოთ არ არის ძალა, დავუნაწილებ ჯავრის ეშელონს, იმ სულს, რაც შემრჩა და მომეძალა. ხუთი წუთის წინ მე ვსვამდი არაყს (ალბათ, ეტყობა ჩემს ლექსს წყობაზე). თავს არ ვიმართლებ – არ ვყვები არაკს, მე დღეს სიმთვრალის ვარ განწყობაზე!
დარდის ჩემოდანი
წყენა მივუყვებოდი ქუჩებს კვლავ ძველებურად, მარტო. მეცვა უხეში ჯინსი და შავი ტყავის მანტო. ციოდა, ზამთრის სუსხით, მინებს ფარავდა ჭირხლი. მივაბიჯებდი სხვისკენ, მძალავდა შენზე ფიქრი. სხვას აშინებდა ქარი, ხელებს ითბობდა ორთქლით. სახეს ისრესდა ხშირად და წუწუნებდა მოთქმით. მე მკერდს ვუშვერდი კრძალვით, მათრობდა სითბო ცივი, ზღვაში ცურავდა გემი, მტკვარში იძვროდა ტივი.
111
112
დიოდა ყოფა ჩვევით, ეს მე ვარღვევდი ჩვევას. წყენით მოწყენილს რადგან, ეჭვი მირყევდა რწმენას. არ მშორდებოდა ქარი და ფორიაქი შიდა რადგან მიმავალს სხვისკენ, შენზე ფიქრები მშლიდა...
გიორგი ხორბალაძე
დარდის ჩემოდანი
113
ავტორის შესახებ გიორგი ხორბალაძე 1981 წლის 30 დეკემბერს დაიბადა ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ქარელის #2 საშუალო სკოლა. 2004 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია-ფილოლოგიის სპეციალობით. 2013 წელს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია, თემაზე – „გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები“ და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2004-2006 წლებში იყო არასამთავრობო ორ-
114
გიორგი ხორბალაძე
განიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)“ რაიონული კოორდინატორი. 2006-2007 წლებში მუშაობდა #32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე ხოლო, 2008-2010 წლებში იყო ამავე კომისიის თავმჯდომარე. 2010 წელს მუშაობდა გორის #3 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. 2010-2011 წლებში იყო გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. 2011 წელიდან დღემდე, გიორგი ხორბალაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ამავდროულად, არის ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. „დარდის ჩემოდანის“ დაბადებამდე, მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 2 პოეტური კრებული („მთვლემარე განთიადი“ – 2003 წ. და „წვიმის სურათი“ – 2007 წ.), ასევე, 2 სამეცნიერო მონოგრაფია („იების სევდა – გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ძირითდი ტენდენციები“ – 2015 წ. და „რაკურსი - ლიტერატურული ნარკვევები“ – 2018 წ). ამჟმად ცხოვრობს გორში. ჰყავს მეუღლე – დიანა შემშენოვი და ორი ვაჟი – ზუკა და ლუკა.
115
დარდის ჩემოდანი
სარჩევი * * * (თავზე შემომადნა შუქთა ილუზია) . . . . . . . . . . . . . 7 * * * (ჯერ არც სიყვარული გამქრალა) . . . . . . . . . . . . . .8 * * * (შეეშვი ამ ტვინის ჩახვეულ ლაბირინთს) . . . . . . . . . 9 * * * (აღარც გეხები და აღარც გეფერები) . . . . . . . . . . .10 * * * (სივრცეს მწვერვალებთან ნისლის ნაკვთები აქვს) . 11 წერტილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12 * * * (უკვე შორს დარჩა ძველი ორგია) . . . . . . . . . . . . .13 მოგონება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .14 გულის ფასი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .15 სოფელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .16 პოეტის ძმაკაცი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .18 გიორგი მახარობლიძეს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .19 ღირსების საქმე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .21 ჩემს ბიჭებს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 23 * * * (ფუჭი სიცოცხლის მგმობი რადაც ვარ) . . . . . . . . .25 დაკარგული შანსი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .26 2008 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .28 „რუსეთუმე წესი“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .30 * * * (სთვლემს სული, არც თუ ისე, ღრმა ძილით) . . . . 31 კანონზომიერება და პირიქით... . . . . . . . . . . . . . . . . . . 32 პარადოქსი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .33 აღიარება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 34 ზღაპარი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .35
116
გიორგი ხორბალაძე
ლექსი სტუდენტური წლებიდან . . . . . . . . . . . . . . . . . . 37 კოცნა? არკოცნა? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 39 შედარებითი ცოდვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .40 ჩაცმული მახა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .41 არ შემაჩერო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .42 * * * (გეუხერხულა, ალბათ, ეს მზერა) . . . . . . . . . . . . .43 წვიმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 44 ტკბილი საღამოს ექსპრომტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .45 * * * (ცა პირადულად მევარსკვლავება) . . . . . . . . . . . .46 მემატიანე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 47 * * * (ფეხქვეშ გული დაგიგე) . . . . . . . . . . . . . . . . . . . .49 * * * (შენ ხარ სტუმარი ზღაპრიდან და ოცნებებიდან) . . .51 მართალი ჭორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 52 * * * (ახლა პოეზია ფიქრებს მოესია) . . . . . . . . . . . . . . 53 * * * (ნუთუ აღარ გესმის შენ ჩემი და...) . . . . . . . . . . . .54 დაუმორჩილებელი ლექსი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .55 * * * (ნისლით შემოსილან მწვერვალები) . . . . . . . . . . .56 ლექსის მშობლები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .57 * * * (სულ სხვანაირი ღიმილი რომ გაქვს) . . . . . . . . . . 59 * * * (მიჭირს უფსკრულებთან შეფეთება) . . . . . . . . . . .60 * * * (ცა ჩამოიქცეს ლამის) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 61 შუახევური ლექსი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .63 ასე თუ ისე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 64 მარეთობაზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 66 ზეკარული ლექსი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 67
დარდის ჩემოდანი
117
აჭარის მთიანეთს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .68 „კაიმაღის“ გამყიდველი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .69 ერთი სუფრის პოეზია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 70 * * * (მე ბოდიშს გიხდით, ჩემო ლექსებო) . . . . . . . . . . 72 ესენინ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .74 შემოდგომური სევდა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .75 ჩვენ შორის დარჩეს... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 76 * * * (გადაუჭირა ზეცას მათრახი) . . . . . . . . . . . . . . . . .78 * * * (დღეს ფიქრი, როგორც უდაბნოს ქარი) . . . . . . . .80 * * * (ფეხდაფეხ გამოჰყვა ამ ამინდს ნისლიანს) . . . . . . 81 * * * (ნისლებმა მწვერვალი მოხარშეს) . . . . . . . . . . . . .82 * * * (მთვარე ცას ვარსკვლავებს უბრიალებს) . . . . . . . 83 პაპის დარდი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .84 ძველი რვეულიდან
* * * (ვხედავ – დათოვლილი მთა) . . . . . . . . . . . . . . . 86 * * * (შეგიყვარებდი დაუყოვნებლივ) . . . . . . . . . . . . . . 87 მწარე სიმართლე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 88 * * * (არა, არ ვუჩივი ბედს) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .89 მობოდიშება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 90 პოეტური პრინციპი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 92 წვიმის სურათი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 94 პატარა ქალაქს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .95 გაკვეთილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .96 დედის კალთამდე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .97 კომედია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .98
118
გიორგი ხორბალაძე
პოეტის დარდი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 99 ზამთარი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .100 * * * (უფროს მეგობარს) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .103 ქუჩაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .104 ესროლეთ... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 105 * * * (შენ სიყვარული არ შეგეძლო) . . . . . . . . . . . . . .106 * * * (პიტალო კლდეზე აღმართულა ბუდე არწივის) . . 107 * * * (სანთლის შუქის ფონზე) . . . . . . . . . . . . . . . . . . 108 * * * (როს კადნიერი შურით) . . . . . . . . . . . . . . . . . . . 109 * * * (მე არაყს ვისხამ, სხვები სვამთ „ფანტას“). . . . . . . .110 წყენა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .111 ავტორის შესახებ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .113