ახალი დროება

Page 1

17/11/2015

1


თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტური ჟურნალი


რედაქტორის სვეტი ჟურნალისტიკა საინტერესო პროფესიაა, მაგრამ სრულად ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა პასუხისმგებლობას ვართ შეჭიდებულნი, ან რატომ მოგვწონს ჟურნალისტიკა. ეს პროფესია გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ მრავალფროვანნი, გვიყვარდეს ჩვენი საქმე და ვემსახუროთ ხალხს, რომელთაც სჭირდებათ სანდო და ოპარატიული ინფორმაცია. სარედაქციო გუნდის შექმნისას, ჟურნალისთვის თემატიკის შერჩევა არ გაგვჭირვებია. ჩვენი მიზანი - მკითხველისთვის ის თემები მიგვეწოდებინა, რაც ამ ეტაპზე წინა პლანზეა წამოწეული, ასე თუ ისე შევძელით. ჟურნალის წამყვან თემებად, სწორედ ის საკითხებია, რაც საზოგადოებას აინტერესებს, რაც ასე განსაზღვრავს მის ხვალინდელ დღეს. რუსეთის „რბილი ძალის“ გავლენა ქართულ პოლიტაკაზე, პროპაგანდა, რომელიც ცდილობს, რუსული შეხედულებები მოახვიოს თავს ქართულ საზოგადოებას; ბიუჯეტის ხელმეორე კორექტირების მოლოდინში მყოფი ქვეყანა, მისი შესაძლო გავლენა ისედაც გართულებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, საცობების, იმავე ქართული ხერგილების“ პრობლემა თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სულისშემძვრელი ამბავი, ტკივილი, განცდები, ემოციები და პატარ-პატარა სიხარულებიც, რომლებსაც ჟურნალის ამ ნომრით გაეცნობით. ჩვენ მუდამ ვიქნებით ადამიანთა უფლებების სადარაჯოზე, ვიქნებით ხიდი საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. დავიცავთ ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ჟურნალისტურ ეთიკას. ვემსახურებით მხოლოდ სიმართლეს. შესაძლოა, ამგვარი, ცოტა არ იყოს, რომანტიკული დისკურსი, სასაცილოდაც მოეჩვენოს მკითხველს, მაგრამ ამ სულისკვეთებით სჯობს ჟურნალისტური საქმიანობის დაწყება. ჩვენ გვინდა ცხოვრება დამოუკიდებელ, დეოკუპირებულ და მენტალურად თავისუფალ, თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანები და მათი უფლებები არ შეილახება.

მთ. რედაქტორი: ბელა ჭულუხაძე

ნომრის რედაქტორი

ია ტეტიაშვილი

ავტორები: სალომე ხუნაშვილი მარიამ კაკილაშვილი ანი შაქარიანი თეო დავითულიანი ალმირა კურცხალიძე ლიკა ჭეიშვილი

დამკაბადონებელი:

მარიამ კაკილაშვილი

სტილის რედაქტორი: ლელა ქაჯაია

კორექტორი: თამუნა აბაშიძე

ფოტოგრაფი: ანა ჩანგელია

ბელა ჭულუხაძე

17/11/2015

3


სარჩევი

პარიზის „11 სექტემბერი“ გვ.6

მარიამ კაკილაშვილი

რუსეთი ოკუპანტია! სალომე ხუნაშვილი

გვ.8

მესამე მსოფლიო ომის პროლოგი ანა შაქარიანი

გვ.10

სირიაში გადახვეწილი ახალგაზრდები ია ტეტიაშვილი

გვ.12

მედიის ერთი წელი ბელა ჭულუხაძე

4

გვ.13

17/11/2015


ბიუჯეტი კორექტირების მოლოდინში გვ.14

მარიამ კაკილაშვილი

ეს ჩვენ ვართ გვ.16

ალმირა კურცხალიძე

„არის, იყო და იქნება...“ გვ.17

მარიამ კაკილაშვილი

დღე პირველი დღე - უკანასკნელი გვ.18

სალომე ხუნაშვილი

და, ოსკარი გადაეცემა... გვ.22

თეონა დავითულიანი

გვ.14

17/11/2015

5


პარიზის „11 სექტემბერი“

6

17/11/2015


პოლიტიკა 13... საბედისწერო რიცხვი აღმოჩნდა არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ პარიზისთვისაც. 13 ნოემბერს, პარიზში განხორციელებულმა რამდენიმე ტერაქტმა არა მხოლოდ საფრანგეთის დედაქალაქი, მთელი მსოფლიო შეძრა. ექვსი აფეთქება თითქმის ერთდროულად მოხდა სტადიონთან, „ბატალკანის“ საკონცერტო დარბაზთან და პარიზის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაწილებში, კაფეებსა და რესტორნებთან. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს ევროპაში განხორციელებული ყველაზე დიდი ტერაქტია 2004 წელს მადრიდში მატარებლის აფეთქების შემდეგ. პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად, CNN-ის ინფორმაციით, 153 ადამიანი დაიღუპა. რვა ტერორისტიდან თავი შვიდმა აიფეთქა. საფრანგეთის დედაქალაქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, უკიდურესად გამკაცრდა უსაფრთხოების ნორმები, დაიხურა სახელმწიფოს საზღვრები. BBC-ის ინფორმაციით, პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ეს იყო პასუხი საფრანგეთისთვის, რომელიც ჩართულია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებში სირიასა და ერაყში“. თუმცა, მხოლოდ ამ განცხადებით არ შემოფარგლულან „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები. აღნიშნულ განცხადებას მუქარისშემცველი მიმართვაც მოჰყვა: „თქვენ სიკვდილის სუნს იქამდე იგრძნობთ, სანამ ჯვაროსნების კოალიციაში ხართ, სანამ ჩვენს წინასწარმეტყველს ლანძღავთ, სანამ ამაყობთ თქვენი ომით ისლამის წინააღმდეგ საფრანგეთში და ავიადარტყმებით სახალიფოს მიწებზე. არადა, ეს თვითმფრინავები პარიზის ქუჩებში ვერ დაგიცავენ“. პარიზში განხორციელებულ არნახულ სისასტიკეს გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამ საკითხთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა: „ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ მთელ კაცობრიობასა და უნივერსალურ ფასეულობებ-

ზე. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ ფრანგ ხალხს... ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ჩვენ ფრანგებთან ერთად ვართ“. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკერი: „პარიზის მოსახლეობამ ძალადობის კოშმარი, ტერორი და შიში გადაიტანა. ჩვენ გერმანელი მეგობრები თქვენ გვერდით ვართ. ეს თავდასხმა არ ყოფილა მხოლოდ პარიზზე. ეს იყო თავდასხმა ყველა ჩვენგანზე და ერთად გავცემთ მათ პასუხს. ჩვენ ვიცით, რომ თავისუფალ გარემოში ცხოვრება ტერორიზმის ნებისმიერ ფორმაზე უფრო ძლიერია და, მოდი, ტერორისტებს საერთო ევროპული ღირებულებების დაცვით გავცეთ პასუხი“. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ ტერორიზმს გლობალური პრობლემა უწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტი, „დიდი ოცეულის“ სამიტზე აღარ გაემგზავრება. ფრანსუა ოლანდმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. პარიზის ტერაქტის გამო, ევროპის სახელმწიფოები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. და ვიდრე მსოფლიოს ლიდერები ვენაში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე სირიის კრიზისის მოგვარებაზე იმსჯელებენ და გასცემენ პასუხს „ისლამურ სახელმწიფოს“, მანამდე თავად ფრანგებმა, საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე, სტად დე ფრანსზე, ღირსეულად უთხრეს უარი ძალადობას, ფუნდამენტალიზმსა და ტერორიზმს. უსაფრთხოების მიზნით, ტრიბუნებიდან მოედანზე ჩამოყვანილი გულშემატკივრები საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნს მღეროდნენ. იმედი ვიქონიოთ, რომ თავისუფალი სამყარო არა მხოლოდ დაგმობს და „უკიდურესად შეშფოთდება“, არამედ დაამარცხებს კიდეც „ისლამური სახელმწიფოს“.

მარიამ კაკილაშვილი

გურჯისტანის ვილაიეთი - მითი თუ რეალობა ისლამურმა ხალიფატმა კავკასიაში კიდევ ერთი ვილაიეთი - „გურჯისტანი (საქართველო)“ დააარსა. ინფორმაციას სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ. მათი თქმით, „გურჯისტანის ვილაიეთის“ მთავარი მიზანი ჩრდილო კავკასიასთან სატრანზიტო კომუნიკაციის უზრუნველყოფა იქნება. ამ მიზნით, ელექტრონული ქსელი შექმნილია. სირიისა და ერაყის შემდეგ ტერორისტულმა ორგანიზაციამ - „ისლამურმა სახელმწიფომ“ გააქტიურება ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო. გასულ ზაფხულს თურქეთის საზღვართან მდებარე სირიული ქალაქი კობანი დაიკავა და ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი ვილაიეთი შექმნა, რომელიც დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და კარაჩაის აერთიანებს.

17/11/2015

როგორც ჩანს, ხალიფატი მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას არ დასჯერდა და ახალი ვილაიეთის შექმნა საქართველოშიც გადაწყვიტა. სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას თქმით, „ხალიფატი საქართველოში სტრუქტურირებულ ქსელს ქმნის, რომელიც, სავარაუდოდ, ქვემო ქართლს, პანკისსა და აჭარას მოიცავს. ჯერჯერობით ისლამური ხალიფატი გაჩუმებულია. თუმცა, თანამებრძოლების შემოკრებასა და გაძლიერებას აგრძელებს“. სამხედრო ექსპერტთა მოსაზრებები „გურჯისტანის ვილაიეთის“ შექმნის თაობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა უარყო.

7


რუსეთი ოკუპანტია!

საქართველოს მტკივნეული რუსული ჩექმა მრავალჯერ უწვნევია. დღესდღეობით რუსეთმა სტრატეგია შეიცვალა და ურთიერთობის „დათბობის“ გზით ცდილობს საქართველოს გულის მოგებას. ბუნებრივი აირის ერთი შეხედვით დაბალ ფასსა და „გაზპრომზე“ დამოკიდებულებით, შესაძლოა, საქართველო კვლავ რუსული ენერგეტიკული აბლაბუდის ქსელში ისე გაეხვეს, რომ მისგან თავის დაღწევა კარგა ხანს ვერც შეძლოს. „გაზპრომი“ რუსეთის პოლიტიკური ბერკეტია. როგორც ყოველთვის, „მოსკოვის ცრემლების არ სჯერა“ და ენერგო გიგანტის შემოსვლით საქართველოს ხელახალ ოკუპაციას ისახავს მიზნად. გასაკვირი არც არის: რუსეთი ხომ ოკუპანტია. გარდა ამისა, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი სხვა, კერძოდ კი პროპაგანდისტულ მეთოდებსაც იყენებს. ბოლო დროს საქართველოში გააქტიურდნენ ნეიტრალიტეტის მომხრეები. მედიის განვითარების ფონდმა ქართულ საზოგადოებაში რუსული პროპაგანდის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ანტიდასავლური განწყობების მთავარი წყარო მედია აღმოჩნდა, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები უბამენ მხარს. NDI-ის კვლევის თანახმად, სახელწოდებით - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არცთუ სახარბიელო მონაცემებს ააშკარავებს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა სამეულიდან, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოსახლეობის ინტერესის საგანს აღარ წარმოადგენს. ეს იმ დროს, როდესაც რუსული ოკუპაციის შედეგად, 2008 წელს საქართველომ დამატებით დაკარგა ტერიტორიები. ამას ემატება ოკუპირებული და საზღვრისპირა სოფლები-

8

დან მკვიდრ მოსახლეთა გატაცების ფაქტები, მცოცავი ანექსია და ბორდერიზაცია. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31%-თვის „ევრაზიის კავშირში“ გაწევრიანება მისაღებია, 41%-თვის - მიუღებელი, ხოლო 27%-ს პასუხი არ აქვს. ამ გაურკვევლობას, სავარაუდოდ, განაპირობებს ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს ევროკავშირსა და „ევრაზიის კავშირს“. ამდენად, გამოწვევა საკმაოდ სერიოზულია და მას სრულფასოვანი შესწავლა და შესაბამისი პრევენციის მექანიზმის შექმნა სჭირდება. თავისთავად, რუსული „რბილი ძალის“ კონცეფცია განსხვავდება ამერიკული ორიგინალისგან. „რბილი ძალა“ კრემლის ერთ-ერთი მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომლითაც საკუთარი საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახდენს. დასავლური და რუსული SOFT POWER-ის (რბილი ძალა) სხვაობა, უპირველეს ყოვლისა, იდეოლოგიური ჭიდილია დასავლურ ღირებულებებსა და „ველიკორუსულ ფასეულობათა“ შორის. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს, მართოს საკუთარი „რბილი ძალა“ სახელმწიფო სტრუქტურების მაქსიმალური მონაწილეობით. „რბილი ძალის“ განხორციელებაში ჩართულია რუსული მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ამდენად, რუსული SOFT POWER ოფიციალური მოსკოვის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც არა მხოლოდ ფასეულობათა გავრცელებას, არამედ რუსეთის მმართველი ელიტის ინტერესებს და იმპერიის გაფართოების მიზნებს ემსახურება. არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი: რუსეთი ხომ ოკუპანტია. დღესდღეობით საქართველო რუსული პროპაგანდისტული გამოწვევების წინაშეა. ამის თაობაზე მსჯე-

17/11/2015


ლობენ პოლიტოლოგები, ექსპერტები, პოლიტიკოსები. თუმცა, ნაწილი ამ საკითხს ხაზგასმით უარყოფს და აშკარა ოკუპაციის ფონზე ჯიუტად კვლავ რუსეთის კეთილმეზობლურ ინტერესებზე მსჯელობს. სწორედ ამ საფუძველს დაეყრდნი პრორუსული ორიენტაციის არასამთავრობო ორგნიზაციებისა თუ მედიის დაფუძნება საქართველოში. რუსული რბილი ძალის გამოვლენაზე საქართველოში პოლიტიკოსთა და ანალისტიკოსთა ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია. ამდენად, საკითხის სიმწვავისა და აქტუალობიდან გამომდინარე, აღნიშნულ პრობლემაზე ამჯერად საზოგადოების წარმომადგენლებს გავესაუბრეთ: ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი): „ძლიერდება თუ არა რუსული პროპაგანდა, ამის თქმა ძნელია, იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნის წინ რუსული პროპაგანდა საერთოდ აკრძალული იყო. ამ ბოლო დროს საჯარო სივრცეში ცალკეული პირები საუბრობენ ამის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი, სხვათა შორის ხელისუფლების მხარდამჭერი, წერდა, რამდენად საინტერესო გაერთიანება შეიძლება იყოს „ევრაზიის კავშირი“. ზოგადად, მოსახლეობის განწყობა ერთმნიშვნელოვნად ევროატლანტიკური და დასავლური არ არის. ქვეყნის ორიენტაციის საკითხი ძალიან ცუდადაა დამუშავებული. ქუჩაში გამოკითხვა რომ ჩავატაროთ - რას ნიშნავს ევროპული ან რუსული ორიენტაცია, გამოკვეთილად და გააზრებულად ვერაფერს გეტყვიან, ვინაიდან ამ ტერმინების შინაარსი კარგად არ ესმით. დასავლური ორიენტაცია გაუთვითცნობიერებელი მოსახლეობის ნაწილისთვის აღვირახსნილობასთანაა გაიგივებული, ე.წ. რუსული ორიენტაცია კი - რელიგიურ და ტრადიციულ ურთიერთობებთან. რეალურად, ერთიცა და მეორეც გაზვიადებულია, მაგრამ ყოველივე ამას კვალიფიციური განმარტება სჭირდება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, რომ თავისუფალი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდეს“. გია ბუღაძე (ფერმწერი): „ვფიქრობ, ძალიან გაძლიერებულია რუსული პროპაგანდა, რაც ყველაზე უკეთ აისახა მედიაში. ზოგადად, ქვეყანაში ისეთი განწყობაა, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს ხელისუფლება, რაც სამწუხაროა. თუმცა, ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი მეტ-ნაკლებად პროდასავლურია, რუსეთს გადაეჩვია, რაც იმედის მომცემია“. თეო ხატიაშვილი (ხელოვნებათმცოდნე ): „რუსული პროპაგანდა მართლაც გაძლიერებულია. ერთი რამ ნათელია, რომ კულტურული მიმართულებით ეს ნამდვილად იგრძნობა. პოლიტიკურ ნაწილში რა ხდება, ნამდვილად ვერ გეტყვით“. Center for International Media Assistance-ის 2014 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი სოციალურ-ეკონომიკურად შედარებით ნაკლებად მოწყვლადია რუსული მედია-პროპაგანდის ზეგავლენისგან, რასაც ვერ ვიტყვით სომხეთზე და თუნდაც საქართველოზე. საქართველოში უმუშევრობა 14%ზე მეტია, სომხეთში 17%-ს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ქვეყნები ეძებენ ეკონომიკური აღმასვლის გზებს, რაც ბუნებრივადაა დაკავშირებული საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან. რუსეთი მუდმივად უსვამს ხაზს ევრაზიული კავშირის მნიშვნელობას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს. აღნიშნული ფაქტორით ზემოქმედება თავისუფლად შეიძლება მოხდეს როგორც ახალგაზრდებზე, ისე შუახნის ასაკის დაუსაქმებელ ადამიანებზე, რომლებიც გამუდმებით ეძიებენ სამუშაოს. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსულ რბილ ძალას შეუძლია გაავრცელოს რელიგიური, კულტურული, ეთნიკური და სხვა სახის მომცველი ინფორმაცია.

სალომე ხუნაშვილი

17/11/2015

9


მესამე მსოფლიო ომის პროლოგი

10

17/11/2015


ბოლო ხანს სირიიდან ომის გამო დევნილი მოსახლეობის საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა. მათი უმეტესობა ევროპულ ქვეყნებში ცდილობს შეღწევას. აშშ-ისა და ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, ეს ურთულესი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. დევნილთა ნაკადი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. არეულობა, რომელიც სირიაში 2011 წლის 15 მარტს დაიწყო, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ იყო მიმართული. საზოგადოება მის გადადგომას მოითხოვდა. 2011 წლის აპრილში დემონსტრაციების ჩასახშობად ჯარისკაცებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხნეს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. 2013 წელს ომს სირიის არმიის მხარდასაჭერად „ჰეზბოლა“ (ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება) შეუერთდა. სირიის ხელისუფლება, რუსეთის და ირანის დახმარებით ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებს. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი უფრო და უფრო მწვავდება. სირიიდან წამოსულ დევნილთა უმრავლესობამ თავი თურქეთს შეაფარა. 2014 წლის მონაცემებით, მხოლოდ სტამბოლში 200 000 დევნილი იმყოფებოდა. ამავე ინფორმაციით, თურქეთს თავი თითქმის მილიონმა დევნილმა შეაფარა. დღესდღეობით მათი რაოდენობა ორ მილიონამდეა. BBC-ის ცნობით, სირიელი დევნილების მზარდი რიცხვი პრობლემას ევროპისთვისაც წარმოადგენს. საბერძნეთსა და ბულგარეთში აშენდა ღობეები და გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები თურქეთის საზღვარზე, მაგრამ 600 000-ზე მეტმა დევნილმა და ემიგრანტმა საზღვაო გზები გამოიყენა და ამ ქვეყნებში შეღწევა მაინც შეძლო. ბევრი მათგანი საბერძნეთის კუნძულებზე დასახლდა. დევნილები პრობლემაა გერმანიისთვისაც. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, წელს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს - 800 ათასს მიაღწევს. გერმანიას ყოველწლიურად 500 000 თავშესაფრის მაძიებლის მიღება შეუძლია. შესაბამისად, გერმანიას ამ მხრივ გამკლავება მეტ-ნაკლებად შეუძლია, მაგრამ დევნილები ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ. ლტოლვილთა შეფარებაზე უარს არც დიდი ბრიტანეთი ამბობს. უახლოეს ხუთ წელიწადში ლონდონი 20 ათას ადამიანს მიიღებს. თუმცა, ბრიტანეთი

17/11/2015

არა ევროპაში შესულ მიგრანტებს, არამედ სირიის მეზობელ ქვეყნებში მყოფ სირიელებს შეიფარებს. ამის მიუხედავად, პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. სირიელი დევნილების მიღებას ევროკავშირის ყველა ქვეყანა ვერ ახერხებს და, შესაბამისად, არც აპირებს. 2015 წლის მონაცემებით, სირიაში წელს კიდევ 42 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი. ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. სირიის ომს ბევრი მესამე მსოფლიო ომის პროლოგად მიიჩნევს, რადგან აქ ერთმანეთს კვეთს ძლიერ სახელმწიფოთა ინტერესები. აშშ და მისი პარტნიორები ებრძვიან როგორც „ისლამურ სახელმწიფოს“, ისე ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმს. ამ ბრძოლაში ამერიკის მხარეს აღმოჩნდნენ თურქეთი, ქურთები და სირიის ზომიერი ოპოზიცია. რუსეთის ფედერაცია, რომელიც სექტემბრის ბოლოს ღიად ჩაერთო კონფლიქტში, ასადის რეჟიმის შესანარჩუნებლად ყველა ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ იბრძვის. რთულია პროგნოზირება, როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში და როგორ იმოქმედებს ის მსოფლიოზე, თუმცა აშკარაა - ამ კონფლიქტს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, უფრო მეტი კი, თავშესაფრის გარეშე რჩება. P.S. როგორც აღვნიშნეთ, ლტოლვილებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ევროპას. არსებობს ვარაუდი, რომ დევნილთა შორის ბევრია ტერორისტი. რამდენად სარწმუნოა ეს მოსაზრება, რთული სათქმელია, თუმცა პარიზში, „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზში აყვანილი მძევლები, სამი აფეთქება „სტად დე ფრანსის“ სტადიონთან, ამ ვარაუდის საფუძველს ქმნის. ამ თავდასხმებს გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს საფრანგეთს ტერორიზმთან ბრძოლაში. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს თანადგომა აღუთქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმაც. „ეს არ არის მხოლოდ პარიზზე ან ფრანგ ხალხზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ყველაზე, ვისაც ერთნაირი ღირებულებები გვაქვს“, განაცხადა ობამამ ტერაქტთან დაკავშირებულ გამართულ ბრიფინგზე. ანა შაქარიანი

11


საზოგადოება

სირიაში გადახვეწილი ახალგაზრდები ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები პანკისიდან სირიის ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად წასული ახალგაზრდების შესახებ ხშირად საუბრობენ. პანკისის ხეობა და პანკისელები კვლავ ქართული და საერთაშორისო მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. სამწუხაროდ, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებებში პანკისელი ახალგაზრდების თანამონაწილეობის შემდეგ. პარიზში განხორციელებულმა ტერაქტმა პანკისის თემაზე კიდევ ბევრი აალაპარაკა. ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა - რა გზით შეიძლება აღკვეთოს ხელისუფლებამ ახალგაზრდების ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გაწევრიანება, როცა ქართულ ოფიციალურ უწყებებს ხეობიდან წასული ახალგაზრდების შესახებ ზუსტი მონაცემებიც კი არ აქვთ. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 50-მდე პანკისელია წასული. რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება ამ ურთულესი პრობლემის გადასაჭრელად, ძნელი სათქმელია. არც პანკისში მოხვედრაა იოლი სტუდენტისთვის და მასალისთვის ინფორმაციის მოძიება. როგორ აფასებენ პანკისელები საკუთარი ხეობიდან წასული ახალგაზრდების არჩევანს, ამ საკითხზე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტს, მალიკა სვიაკაურს გავესაუბრეთ. მალიკა არც პოლიტიკოსია, არც ექსპერტი. ის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტია, ერთი ჩვეულებრივი, ლამაზი პანკისელი გოგონა, მეგობრული და საკმაოდ მორიდებული: - რატომ მიდიან პანკისიდან ახალგაზრდები? - უმთავრესად ხეობაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო. წარმოიდგინე, ყოველი დღე ერთნაირია მათთვის. დილა თენდება და რა უნდა გააკეთო, არ იცი. არ არსებობს დასაქმების პერსპექტივა. ვისაც საშუალება ჰქონდა, ყველა წამოვიდა სასწავლებლად. დანარჩენი კი უსაქმოდ დარჩა სახლში. - დღეს პანკისის რეგიონი და ტერორიზმი ერთ კონტექსტში მოიხსენიება. როგორც ვიცი, შენი ძმაც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. - თავიდან ვიცოდით, რომ დათო თურქეთში წავიდა სამუშაოდ. მოგვიანებით, ინტერნეტით გავრცელდა სირიაში გადაღებული მისი ფოტოები და მივხვდით, სადაც იყო. - არც მეუღლისთვის უთქვამს წასვლის მიზეზი? - მაგ დროს გაცილებული იყო ცოლთან.

12

- ოჯახის წევრებს ხშირად გეკონტაქტებოდათ? - თურქეთში ყოფნისას ხშირად გვაგებინებდა თავის ამბებს. გვეუბნებოდა, რომ ევროპაში უნდოდა ცხოვრება, მაგრამ სირიაში გადასულა. ამბობენ, თურქეთიდან იოლია სირიაში გადასვლა. ბევრი ახალგაზრდა ასე აღმოჩნდა სირიაში, მათ შორის დათოც. მისი დაყოლიება და გადაბირება საკმაოდ მარტივი იყო. - წასვლის შემდეგ რას საქმიანობდა? - სირიაში თარხან ბათირაშვილთან, ომარ ალ შიშანის სახელით ცნობილ სამხედრო მეთაურთან იბრძოდა. სხვათა შორის, ბათირაშვილი აგვისტოს ომის მონაწილეა. - „ისლამური სახელმწიფოს“ ცნობილ ტერორისტებს შორის სხვა პანკისელებიც სახელდებიან, მათ შორის -მუსლიმ აბუვ ვალიდ შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი. დათოს გარდაცვალება როგორ შეიტყვეთ? - გარდაცვალებამდე კარგა ხანს აღარ შეგვხმიანებია. შემდეგ დაგვირეკეს და შეგვატყობინეს - გარდაიცვალაო. გამოპარვა უცდია თურმე, მაგრამ იქიდან წამოსვლა შეუძლებელია. - რას ამბობენ პანკისელები, როგორ იბირებენ ამ ახალგაზრდებს? - იოლად ზემოქმედებენ. თურმე რელიგიაში გაუცნობიერებელ, გამოუცდელ ადამიანებზე, რომლებსაც იზიდავთ იარაღი. ესაუბრებიან რელიგიაზე და არწმუნებენ, რომ თუ რწმენას შესწირავენ თავს, პირდაპირ სამოთხეში მოხვდებიან. ამას ემატება უკიდურესად გართულებული სოციალური ფონი და ასე დათრგუნულ ახალგაზრდებს აქცევენ საკუთარი გავლენის ქვეშ. - რამდენადაც ცნობილია, თქვენი რელიგია არ ქადაგებს მკვლელობას, სისხლსა და ტერორს. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ისლამის სტიგმატიზაციის პროცესი. ტერორიზმთან ისლამის იდენტიფიცირება რომ გაუმართლებელია, ამის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. - ისლამი ჰუმანური რელიგიაა და ნამდვილად არ ქადაგებს ძალადობასა და ტერორიზმს, პირიქით ადამიანის სიყვარულს, პატივისცემასა და დაფასებას გვასწავლის.

ია ტეტიაშვილი

17/11/2015


mediis

მედიის თავისუფლების თემა ყოველთვის აქტუალურია. ასეა ახლაც. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ჟურნალისტები, ჩვენ მიერ გამოცემულ ჟურნალში ამ პრობლემას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიაში განვითარებულ მოვლენებს მიმოვიხილავთ. 2015 წელს მედიის თავისუფლების ინდექსში, საქართველო, გასულ წლებთან განსხვავებით, კარგ პოზიციაზე გავიდა - 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილზეა. მედიის თავისუფლების ანგარიშს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს. თუმცა, ეს მონაცემები 2014 წლის ვითარებას ასახავს. მიმდინარე წლის შემაჯამებელი ანგარიში კი 2016-ში გამოქვეყნდება. ჯერჯერობით, საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი აქვს, მაგრამ, წელს განვითარებული მოვლენების გამო, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი გაუარესდეს. ამის თქმის საფუძველს, საარჩევნო წლის დაწყებასთან ერთად, მედია სივრცეში, კერძოდ კი, ქართულ ტელეკომპანიებში მომხდარი ნეგატიური მოვლენები გვაძლევს, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს ქვეყნის იმიჯსა და მედიის თავისუფლების ინდექსზეც. 2014 წლის დასასრულს ტელეკომპანია „მაესტროში“ დიდი რეორგანიზაცია ჩატარდა, რასაც მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანისა და გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო ჟიჟილაშვილის გათავისუფლება მოჰყვა. „მაესტროს“ ყოფილმა თანამშრომლებმა, ერთობლივი განცხადებით, ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზები განმარტეს. არგუმენტად „მაესტროს“ ახალი სარედაქციო პოლიტიკა დასახელდა. ტელეკომპანია

erTi

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. „მაესტროს“ ახალი ამბების მთავარი გამოშვების წამყვანმა და ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის ავტორმა, ვახო სანაიამ, რომელმაც „მაესტრო“ სექტემბერში დატოვა, Facebook-ზე დაწერა, რომ ტელეკომპანიის დირექტორმა მას წასვლამდე რამდენჯერმე უთხრა, რომ მისი გადაცემები მთავრობასთან კონფრონტაციას აღვივებდა“ - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. „მაესტროს“ არ ჩამორჩა საზოგადოებრივი მაუწყებელიც. ჯერი ეკა მიშველაძის პოლიტიკურ თოქშოუს დახურვაზე მიდგა, მიზეზად კი პოლიტიკოსთან (ალექსანდრე პეტრიაშვილი) ქორწინება და, შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტი დასახელდა. თუმცა, მოგვიანებით, ეკა მიშველაძის თოქ-შოუ „ფენიქსივით ფერფლიდან“ აღდგა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იანვრიდან გავა. მედიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ხმაურიანი მოვლენა, ე.წ. „მიჯირყვნის“ მცდელობა, ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუების - „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ დახურვას უკავშირდება. ინგა გრიგოლიას თქმით, მაღალრეიტინგული გადაცემების დახურვის მიზეზი არ არსებობდა და ეს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას დაუკავშირა. ამ მოვლენებიდან მალე „იმედზე“ სახეცვლილი და არაფრისმთქმელი ყოველკვირეული თოქ-შოუ („პოლიტიკა“) გავიდა. ცალკე განხილვის თემაა „რუსთავი 2“. აგვისტოში დაწყებული სასამართლო დავა მოქმედ მფლობელებსა და ყოფილ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს შორის, ოქტომბერში

weli

განსაკუთრებით გამწვავდა. დაყადაღდა ტელეკომპანიის ქონება, შეიცვალა მენეჯმენტი, მოსამართლის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა არა მხოლოდ ქართული საზოგადოებრიობის, არასამთავროებისა და სახალხო დამცველის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივაც, მათ შორის, აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა, რომ დამოუკიდებელი მედიის მენეჯმენტის შეცვლა სააპელაციო პროცესის დასრულებამდე, პოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევდა. ასევე, ეუთოს (OSCE) წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩის თქმით, სასამართლოს განჩინება მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილმა არაერთმა საეჭვო გადაწყვეტილებამ საქმე კერძო სამართლებრივი დავის კონტექსტიდან გაიყვანა და პოლიტიკური ელფერი შესძინა. გაჩნდა ეჭვი, რომ მოქმედი მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის წინააღმდეგ ხელისუფლების სხვადასხვა შტო კოორდინირებულად მოქმედებდა. თუმცა, „დამოუკიდებელი სასამართლოს დამოუკიდებელმა მოსამართლემ“ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა, რამაც უკიდურესად დაძაბული სიტუაცია განმუხტა. არსებობს მოსაზრება, რომ მოსამართლის ბოლო გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრივ გარკვეულ დათმობაზე წასვლაა, რაც საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციამ გამოიწვია. თუმცა, საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ დამდგარა და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ბელა ჭულუხაძე


ეკონომიკა

ბიუჯეტი კორექტირების მოლოდინში განახლებული 20, 50 და 100-ლარიანი ბანკნოტები

2015 წელი მალე დასრულდება და ახალი კალენდარული წელი ჩამოდგება. როგორ ხვდება საქართველო 2016-ს, რთულია. გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშეა, უცვლელია. შიდა თუ საგარეო დამძიმებულ პოლიტიკურ მდგომარეობას ფონად გასდევს გართულებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა. ერთი ქართული გამონათქვამისა არ იყოს - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. მთავრობა იფიცება, მაგრამ ბოლო სხვას ამბობს და მართლაც გვაკვირვებს. ხელისუფალთა მცდელობა არსებული ვითარება დამაიმედებლად წარმოუდგინოს საკუთარ მოქალაქეებს, ამაოა. ამ მდგომარეობას ვეღარც დევალვირებული ლარის განახლებული დიზაინის ბანკნოტებით ჩანაცვლება გამოასწორებს. უფრო მეტიც, მთავრობა 2015 წლის ბიუჯეტის მეორე კორექტირებას გეგმავს, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხადურმა კორექტირების პროექტი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას გააცნო. 2015 წლის ბიუჯეტის პირველი კორექტირება მთავრობამ მეორე კვარტლის ბოლოს მოახდინა. პირველი კორექტირების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 5%-დან 2%-მდე შემცირება იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან იმუშავებენ ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეკონომისტები მთავრობას მიუთითებდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, რის გამოც მთავრობას მისი გაზრდა მოუწევდა. მართლაც, ცვლილებები შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილს, რომელიც წელს 120 მილიონი ლარით მოიმატებს, ასევე 283 მილიონით შემცირდება შიდა ვალის აღება. გეგმის მიხედვით, გაიზრდება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. ჯანდაცვის სამინისტროში ბიუჯეტი 96 მილიონი ლარით ზრდა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას მოხმარდება, რომლისთვის გამოყოფილი 484 მილიონი ლარი თითქმის ამოწურულია. „მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები იყოს გარკვეული სტანდარტების შესაბამისი, რაც ასევე არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ფინანსური სტაბილურობა იყოს ქვეყანაში მიღწეული და ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო მაღალი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

14

17/11/2015


ბატონი ხადურის სურვილები თუ ოცნებები აშკარად დაცილებულია რეალობას. სტატისტიკური მონაცემებით, ოქტომბრის ინფლაციამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, 2011 წლის აგვისტოს შემდეგ. „საქსტატის“ მონაცემებით, თვიური ინფლაციის დონე 2015 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით 1,1%-დან 0,8%-მდე შემცირდა. საშუალო ინფლაციის მაჩვენებელმა 3,5% შეადგინა. 2015 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4,9% შეადგინა, ივნისში - 4,5%, მაისში - 3,5%, აპრილში - 2,5%, მარტში - 2,6%, თებერვალში - 1,3%, იანვარში - 1,4%. ასეთი პესიმისტური მონაცემების მიუხედავად, მაღალია ფინანსთა მინისტრის მოლოდინი - „ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო მაღალი“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის თქმით კი: „თუ საჭირო იქნება, მაშინ მოხდება ბიუჯეტის კორექტირება“. ეს ზერელე ნათქვამი, სულ ცოტა, სტალინის მეხოტბე კანონმდებლის გულგრილობაზე მიუთითებს. მას ალბათ წარმოდგენაც არ აქვს იმის თაობაზე, რომ ეკონომიკა ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია და განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფას; როგორც ჩანს, ბატონ ტყემალაძეს არც ის ახსოვს, რამდენად პრიორიტეტულია ეკონომიკის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა და მთავარი საფინანსო დოკუმენტის ისე შემუშავება, რომელსაც კორექტირება არ დასჭირდება. რაც შეეხება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს, ქამრების შემოჭერის ნაცვლად, საარჩევნო წლისთვის ჩვეული ხელგაშლილობითაა დაღდასმული. 2016 წელს მთავრობა ეკონომიკის 3%-იან ზრდას ვარაუდობს. აქვე თუ გავითვალისწინებთ ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციული ხარჯების 57 მილიონით ზრდასა და კიდევ ეკონომიკასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას, საეჭვოა, მთავრობამ დაპირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ხელშესახებად იგრძნოს. „ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით 389.2 მილიონი ლარით გაიზარდა“, - აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა. ასეა თუ ისე, ბიუჯეტის პროექტი კორექტირების მოლოდინშია, მთავრობა - ოცნებების ახდენის მოლოდინში, მოქალაქეები კი უკიდურესი სიღარიბისა და კარსმომდგარი ზამთრის გამკლავების მოლოდინში. ვის გაუმართლებს, ამას გაურკვეველი მომავალი გვიჩვენებს. ერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება, ლარის განახლებული ბანკნოტებია, რომლებზეც ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა აღარ იქნება. თუმცა, ისიც საკითხავია, საარჩევნო 2016 წელს ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ არა.

მარიამ კაკილაშვილი

17/11/2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს CNN -თან მოლაპარაკების შედეგად, ტელეკომპანია CNN -ის ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიცა. რეკლამა გადაცემა Silk Road - Past, Present and Future-ს ფარგლებში განთავსდა. საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი CNN -ის ეთერით 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით გადაიცემა. რგოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას და წარმოაჩინოს ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის როლი. გარდა ამისა, ხაზი გაუსვას საქართველოს ტრანზიტულ დანიშნულებას და უნიკალურ სტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აზის ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. საიმიჯო ვიდეორგოლის მთავარ გზავნილს საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივე (Georgia Making Business Easy) წარმოადგენს. CNN -ის გადაცემა Silk Road - Past, Present and Future ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, ეს შესაძლებელი დაახლოებით ათ წელიწადში გახდება. მისივე თქმით, კიევმა უკვე მოახერხა უარი ეთქვა გარკვეულწილად რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე. შედეგად რუსული ბუნებრივი აირის წილი უკრაინის ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჯერად იგი მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს. ამას გარდა, უკრაინის მთავრობამ დაიწყო მუშაობა რუსეთთან გაზის მიწოდების შესახებ გაფორმებული შეთანხმების გადახედვისთვის. ამასთან, ოფიციალურ კიევს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ უკრაინისათვის ბუნებრივ აირზე დაწესებული ფასი არასამართლიანია. www.bpn.ge

15


პრობლემა

ეს ჩვენ ვართ ნიკა ART რთულია, დაითანხმო სპეციალური საჭიროებების მქონე პირი ინტერვიუზე. ბევრი საკუთარ თავზე საუბარს გაურბის. თუმცა, ჩემმა რესპონდენტმა, ნიკამ, ეს ბარიერი გადალახა და გადაწყვიტა, საზოგადოებას მოუყვეს და გაანდოს ის, რამაც მისი ცხოვრება შეცვალა. ნიკა 24 წლისაა და საფრანგეთში ცხოვრობს. ჩვენი საუბარი skype-ით შედგა. სამი წლის წინ ის იყო ბიჭი, რომლისთვისაც ცხოვრება თამაში და გართობა იყო. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და თამაშობდა ფეხბურთს. 2012 წელმა მისი ცხოვრება შეცვალა. ხერხემლის ტრავმის შედეგად ნიკა ცხოვრებას ეტლის საშუალებით აგრძელებს. ეგონა, ცხოვრება დასრულდა, ჩაიკეტა, თავი უსარგებლო ნივთად მიაჩნდა, არავის ეკონტაქტებოდა, ოჯახის წევრებსაც კი არ ელაპარაკებოდა. მისთვის შვება მხოლოდ ღამეს მოჰქონდა. მაშინ რჩებოდა მარტო და შეეძლო ეფიქრა ბევრი, მაგრამ იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. ფიქრებში მთელი წელი გავიდა... მკურნალობდა, თუმცა - უშედეგოდ. თითქოს ის მომენტიც დადგა - შეგუება რომ ჰქვია, მაგრამ... დღეს ნიკა საფრანგეთშია და სხვადასხვა საქმით არის დაკავებული. ხატავს, ფარიკაობს, კალათბურთს თამაშობს. მშობლების სურვილისამებრ, ექიმებთან ვიზიტებიც უწევს და ცდილობს, დრო გართობისთვისაც დაიტოვოს. ბევრი მეგობარი შეიძინა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ. თუმცა, ცხოვრებას მაინც ხალისიანად აგრძელებენ. „აქ ბევრნი ვართ, არ გვიტყდება ჩვენი მდგომარეობა. ეს ჩვენ ვართ და მოგვწონს კიდეც. მინდა იმ ადამიანებს მოვუწოდო,

16

რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ, იცხოვრონ და სისულელეებზე ფიქრით დროს ნუ გაფლანგავენ. მეც დიდი ჭიდილი დამჭირდა საკუთარ თავთან, რომ აქამდე მოვსულიყავი. თუ თქვენ არ შეეცდებით, არაფერი გამოვა“ - ამბობს ნიკა. ჩვენ გვერდით ნიკას მსგავსი ბევრი ადამიანია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, საქართველოში 118 651-მდე შშმ პირია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 3% -ია. დიახ, ეს ადამიანები ჩვენ გვერდით არიან. თუმცა, მათ ხშირად ვერ ვამჩნევთ. იმიტომ, რომ არ უნდათ გამოჩენა, რადგან საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან. დიახ, არ უნდათ, სხვებს ებრალებოდნენ. მათ მხოლოდ სახელმწიფოსა და საზოგადოების მეტი ყურადღება სჭირდებათ. ამ ადამიანებისთვის ჩვენი თანადგომა უმთავრესია. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავი საზოგადოების სრულყოფილ წევრებად იგრძნონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რაოდენ საჭირონი არიან საზოგადოებისთვის. ასე მოხდა ნიკას შემთხვევაშიც. ნიკა არა მხოლოდ ნიჭიერი მხატვარი, ზოგადად ნიჭიერი ადამიანია, რომელიც გამოსავალს ყველანაირი მდგომარეობიდან იპოვის და, რაც მთავარია, სხვასაც უერთგულებს, სხვასაც შეაყვარებს სამყაროს, სიცოცხლეს და დაარწმუნებს, რომ ხვალინდელი დღევანდელზე უკეთესი იქნება. ალმირა კურცხალიძე

17/11/2015


„არის, იყო და იქნება...“ „საცობები არ დაწყებულა ახლა, აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება“... ასე დააიმედა თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე. მას შემდეგ ბევრ წყალს ნამდვილად არ ჩაუვლია, არც მანქანების დიდ ნაკადს, ან როგორ ჩაივლიდა, თბილისში საცობებია... კარგა ხანია, თბილისში ავტოსატრასპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება. დედაქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ თუ არაცენტრალურ ქუჩებზე საცობებია. ავტომობილების სიმრავლის გარდა, მძღოლები საცობების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და არასწორ პარკირებას ასახელებენ. „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს პარკირების წესების დარღვევისთვის 10 000-მდე ჯარიმაა გამოწერილი, განხორციელდა 1 037 ავტომობილის ევაკუაცია. მძღოლთა დაუდევრობასა და არასწორ პარკირებას ემატება სატრანსპორტო საშუალებათა განუზომელი ტემპით ზრდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ამ რაოდენობის 40-50% კი თბილისზე მოდის, ამიტომაც საცობი ყველაზე მეტად დედაქალაქში იგრძნობა. მანქანის ყიდვის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად (ბოლო 6 წლის განმავლობაში) 7-9%-ით იმატებს. ამ ყველაფერს ემატება მოძრაობის წესების დარღვევა, მოქალაქეთა არასოლიდარობა, ურთიერთუპატივცემლობა, აგრესია, ქვეითად მოსიარულეთა დაუდევრობა, პარკინგისთვის ადგილების არასაკმარისი რაოდენობა, არასწორად დაგეგმილი მოძრაობა, დასუფთავებისა და დისტრიბუციის მანქანების დღისით გადაადგილება, ავტომობილებით სავალი გზების ჩახერგვა, ნაგვის ბუნკერები, ცენტრალურ გზებზე უამრავი სარეკლამო სტენდი და მიკროავტობუსებისა და ტაქსების ქაოსური მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელმა 2014 წელს 9.7% შეადგინა. ავტოპარკის 80%-ზე მეტი მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანაა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად არის ქალაქის ხელისუფლება, ვინ ფიქრობს ქალაქზე? თბილისის მერია დედაქალაქში არსებული საცობების განტვირთვას ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავების შემდეგ იმედოვნებს. სპეციალისტთა აზრით კი, მერიის უწყებებს შორის არასაკმარისი კოორდინაციაა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა საჭირო. როგორც ვხედავთ, ეს ყოველივე, ისევე, როგორც ქვეყანაში არსებული უამრავი პრობლემის გადაჭრა გაურკვეველ მომავალს უკავშირდება. მთავარია დაპირება, შესრულება - არა. შეუსრულებელ დაპირებებს დაემატება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გაცემული ილუზორულ დაპირებათა მთელი კასკადი და საქართველო კვლავ მომავლის იმედად აღმოჩნდება. მანამდე საცობები გადაავსებს თბილისს... მოძრაობის უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შალვა ობგაიძის თქმით: „საცობებს ობიექტური ან სუბიექტური მიზეზები განაპირობებს. ობიექტური მიზეზია ლანდშაფტი, ქუჩის სივიწროვე, რაც ვერ შეიცვლება. სუბიექტური მიზეზები კი დამოკიდებულია ადამიანსა და მენეჯმენტზე: მოძრაობის ორგანიზება, საგზაო ნიშნები, მონიშვნა, შუქნიშანი, პარკირების საკითხი, ტრანსპორტის მარშრუტების ნაკადი, სამძღოლო კულტურის დონე. მტკივნეული საკითხია გასულ წლებში გაცემული ინტენსიური ნებართვები მრავალსართულიანი კორპუსების აშენებაზე, რომელიც განაპირობებს სატრანსპორტო კოლაფსს“. დამაიმედებელი არც თავად ქალაქისთავის განცხადებაა: „თბილისის მთავრობა მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც დედაქალაქის საცობებს ნაწილობრივ შეამცირებს. თუმცა სრულად ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან ქალაქში არის ავტომობილების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე ამ ტიპის დასახლებას შეუძლია აიტანოს“... ამ კრიტიკულ შეხედულებებს, რა თქმა უნდა, არ იზიარებენ მერიის წარმომადგენლები. მათი განმარტებით, დედაქალაქის მასშტაბით საპარკინგე ადგილების საჭიროებისა და პარკინგის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე მუშაობა დაიწყო. თუ ამ „დასაწყისს“ მერიის მხრივ შესაბამისი და დროული რეაგირება არ მოჰყვა, ყველაფერი უცვლელად დარჩება. მუნიციპალიტეტს რისი საშუალება ექნება და რისი - არა, ამას ისევ მომავალი გვიჩვენებს. აკი შეგვახსენეს - საცობები არ დაწყებულა ახლა, აქამდეც იყო და მომავალშიც იქნებაო... მარიამ კაკილაშვილი

17/11/2015

17


„დღე პირველი, დღე - უკანასკნელი“

18

17/11/2015


პროფილი დილის ათი საათია, აუდიტორია სტუდენტებით ივსება. ლექტორი იგვიანებს... ოთახში ქაოსია. ეგრეთ წოდებულ „კუტოკებად“ ვართ დაყოფილები. ყველა თავისთვის საუბრობს. ჩემი ყურადღება ერთმა სიტყვამ მორგმა მიიქცია, გვერდით გავიხედე და დავინახე, ქერა გოგონა, რომელიც მორგზე საუბრობდა, გამიკვირდა, რას შეიძლება ლაპარაკობდეს-მეთქი. უფრო მეტად იმან გამაკვირვა, რომ ქერათმიან თანაკურსელ ლელას პირველად ვხედავდი ლექციაზე. ცნობისმოყვარეობამ მძლია და, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, სალომემ „უცნობის“ სივის შესწავლა დაიწყო. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ლელა თბილისის ცენტრალურ პროზექტურაში სტაჟირებას გადიოდა. პირველი აზრი, რამაც მორგში ფეხის შედგმისთანავე გაუელვა, იყო - „ღმერთს ეს ადგილი დაავიწყდა... იქ არ არსებობდა ადამიანი, ყველა იქ მყოფი უბრალოდ პარკში გახვეული გვამი იყო“. ლელას შეხედვისას, ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეიძლებოდა, ასეთი, ერთი შეხედვით, ნაზი გოგო მორგში ნამყოფი ყოფილიყო, რომ აღარაფერი ვთქვათ, სამთვიან პრაქტიკაზე... დღე პირველი, პირველი გვამი... - „მახსოვს, გვითხრეს, დღეს არ გაიკვეთება, მიცვალებული არ გვყავსო... გამოვედით ოთხი გოგო პროზექტურიდან. მოულოდნელად გვეძახიან: - დაიცადეთ, დაიცადეთ, გოგოებო, ახალგაზრდა ბიჭი მოუკლავთ და მოჰყავთო. რაღა დაგიმალოთ და შემეშინდა. მალე მოვიდა სასწრაფოც, რაღაც „ზილის“ მანქანა იყო, მოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, ისევ თბილი იყო, ჩემი ასაკის ბიჭი იქნებოდა, სადმე რომ მენახა, ალბათ გავეპრანჭებოდი კიდეც, სიმპათიური იყო... შემეშინდა რაღაცის. ვიფიქრე, დავკრავ ფეხს და უკან მოუხედავად გავიქცევი-მეთქი, მაგრამ გაქცევაც ვერ გავბედე. მიცვალებული მორგში გადაიყვანეს. მახსოვს, დამპალი დერეფანი იყო. ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავ არ გაჭრან ეს ახალგაზრდა ბიჭი-მეთქი, არ შემეძლო ამის ყურება. თან პირველი სამუშაო დღე იყო და... მოულოდნელად პროზექტურაში ბიჭები შემოცვივდნენ გინებით, მოითხოვეს მიცვალებულისთვის სასწრაფოდ ჩაეცვათ, აი მაშინ ამოვისუნთქე... საერთოდ ასეთი წესია, ვინმე ქუჩაში თუ კვდება, პროზექტურაში გადაჰყავთ, იქ კიდევ ყველას კვეთენ, რადგან დასკვნა უნდა დაიწეროს. მოკლედ, მიცვალებული წაიყვანეს, მომეშვა, რომ ეს ბიჭი არ გაკვეთეს“. კარგად ახსოვს პირველი გვამის გაკვეთა - „სხვათა შორის, კაცის სასქესო ორგანოც მაშინ ვნახე პირველად. ბევრი პირბადე მეკეთა, სპეციფიკური სუნია მორგში. ზაფხული იყო და წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა. მახსოვს, „პეპსისა“ და „კოკა-კოლას“ გადაჭრილი ბოთლები, რომლებშიც მიცვალებულთა ორგანოებს ათავსებდნენ, შემდეგ რომ გაერკვიათ გარდაცვალების მიზეზი. ასევე არ მავიწყდება, ეს გადაჭრილი, სისხლიანი ბოთლები რომ მიმქონდა, როგორი ხმა და სუნი ჰქონდა ორგანოებსა და სისხლს, საშინელება იყო“. რაც არასდროს დაავიწყდება - პროზექტურის დერეფანი, „დამპალი“ დერეფანი, კედელზე ბევრი ქაღალდის ხატი. ჩემდა გასაოცრად, კედელი სისხლით იყო მოსვრილი, ოღონდ ვერაფრით ვხვდები, დერეფანში როგორ აღმოჩნდა სისხლი. საერთოდ, ადამიანის გაკვეთიდან ნახევარ საათში მიცვალებულს სისხლი უდედდება“.

რაც არასდროს გაუკეთებია - „არასდროს ვჭამდი იმ ოთახში, სადაც გვამი იკვეთებოდა. ეგ კი არა, თავიდან კარგა ხანს ვერ ვჭამდი. იქ მომუშავე პერსონალი იმავე ოთახში, სადაც გვამს კვეთდნენ, იქვე სადილობდნენ. გინდა გითხრათ, მათი საყვარელი საჭმელი რა იყო? – „კალბასი“ (იცინის). რაც მორგიდან წამოვედი, ძალიან დიდი ხანი „კალბასი“ არ მიჭამია“. პირად ცხოვრებაზე - „სხვათა შორის 17 წლის ვიყავი. ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად მიდიოდა, მორგიდან რომ გამოვდიოდი, ჩვეულებრივი ნაზი, ქერა გოგო ვიყავი. მორგიდან გამოსვლა მიხაროდა, ვხვდებოდი, რომ გარეთ ცხოვრება გრძელდებოდა, ლამის მეყვირა, გიხაროდეთ, ხალხო, ცოცხლები ხართ, ცხოვრება მშვენიერია“. როგორც ამბობს, მალე მიხვდა, რომ სამედიცინო მისი სფერო არ იყო - „17 წლის ვიყავი, სამედიცინოზე რომ ჩავაბარე. მალე მორგში პრაქტიკაც დავიწყე. სამწუხაროდ, მივხვდი, რომ ჩემს ფსიქიკაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მივხვდი, მორგი არ იყო ის, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა. სამედიცინოდან წამოვედი. ადრეულ ასაკში მივხვდი, რომ ყველაფერი დროებითია, ყველა კვდება. ჩვენი სხეული სულის ჭურჭელია მხოლოდ. სიკვდილის აღარ მეშინია“. როგორც ამბობს, 7-8 გვამი ნახა სამი თვის განმავლობაში. თითოეული კარგად ახსოვს. აგიჟებს ფიქრი, რომ შეიძლება ოდესმე თავისი ახლობელი მორგში მოხვდეს – „გავგიჟდები... მახსოვს მიცვალებულები როგორ მოჰყავდათ, შემდეგ როგორ კვეთდნენ... მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ახლობელი შეიძლება ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს...“ მორგიდან-ფსიქიატრიულამდე „იყო საინტერესო მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მუშაობა დავიწყე ფსიქიატრიულში. ასათიანზე ვმუშაობდი, დიდი პასუხისმგებლობაა ფსიქიატრობა. იქ ყოფნის დროს მქონდა შეგრძნება, რომ შეიძლება ჩვენ ვყოფილიყავით ფსიქიკურად აშლილები და არა პაციენტები. ისინი იყვნენ საოცარი ადამიანები, განათლებულები, თითოეულს თავის სამყაროში გადავყავდი, ვერ გეტყვით, იმდენად საინტერესო მოსაუბრეები იყვნენ. რა აოცებდა ფსიქიატრიულში ყველაზე მეტად?! - „მესამე სართულზე იყვნენ დაბმული მამაკაცები. მათთან შესვლა მეკრძალებოდა“. ამბობს, რომ დიდი გამოცდილება მიიღო მორგიდან და ფსიქიატრიულიდან, პირად ცხოვრებაში მის ძველ პროფესიებს ხელი არასდროს შეუშლია. ხალისით აღნიშნავს, რომ სულ შეყვარებული იყო და არის. ლელას ვერასდროს ნახავთ, როგორც თვითონ ამბობს „დაგრუზულს“, მორგმა სიცოცხლე შეაყვარა. მორგისა და ფსიქიატრიულის შემდეგ ჟურნალისტიკაზე სწავლა გადაწყვიტა. დღეს ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს, მაგრამ არც ამით კმაყოფილდება. –„აუცილებლად დავამთავრებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტს, ავიღებ დიპლომს, მაგისტრატურაშიც ჩავაბარებ. დიდი სურვილი მაქვს, ლექტორი გავხდე“. ღიმილით ამბობს, რომ ქერა, სულელი გოგო არ არის, როგორც უმეტესობას ჰგონია. „ცხოვრებაში ბევრი რამ შევცვალე, მბეზრდება ერთი და იგივე როლი. ხშირად ხდება გარდასახვა ჩემი, როგორც ლელა ქაჯაიასი“. სალომე ხუნაშვილი

17/11/2015

19


ტექნოლოგიები

ბიბლიოთეკა ჩანთაში ლიტერატურა იყო და იარსებებს, თუმცაღა რა ფორმით, ეს უკვე დიდი მსჯელობის საგანია. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ახალმა ტექნოლოგიებმა ფურცელს ფუნქცია მეტ-ნაკლებად დაუკარგა. სრულდება თუ არა წიგნის ერა? შეიძლება ითქვას, რომ წიგნმა დღეს მეორე პლანზე გადაინაცვლა? მედიატექნოლოგიურმა სიახლეებმა 21-ე საუკუნის კომუნიკაციებში რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია. ეს ეპოქა ინტერნეტის დანერგვით დაიწყო და ახლა, ინტერაქტიული სოციალური მედიის სახით, მთელ მსოფლიოს იპყრობს. განსაკუთრებით ბოლო წლებში, ელექტრონულმა წიგნებმა მკითხველს ბევრი შესაძლებლობა მისცა. ამის ყველაზე კარგი მაგალითია Amazon Kindle - ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობა, რომელიც 3 500მდე წიგნს იტევს და, მიუხედავად ამისა, მსუბუქია. მისი ეკრანი საგანგებოდ კომფორტული კითხვისთვისაა შექმნილი, რომელიც არასდროს გატკენს თვალს. საქართველოში Amazon Kindle -ის ანალოგი „იოტა რიდერია“ - პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლის შექმნის იდეა literature.ge-ს შემოქმედებით ჯგუფს ეკუთვნის. „იოტა რიდერი“ 3 000-მდე წიგნს მოიცავს. ახალმა ტექნოლოგიებმა ავტორის როლიც შეცვალეს. ინტერნეტში შეიძლება ისეთ ტექსტებს წავაწყდეთ, რომელიც არა ერთი ავტორის, არამედ რამდენიმე ადამიანის მიერაა შექმნილი. დღეს, უკვე არსებობენ ავტორები, რომლებიც არა მარტო თავად კრეფენ საკუთარ ნაწარმოებებს, არამედ თავადვე გამოსცემენ მათ. ასეთ ავტორებს „სელფ ფაბლიშერებს“ უწოდებენ. მათი გამოცემები, როგორც წესი, ელექტრონული წიგნებია. თუკი ქაღალდზე ნაბეჭდი წიგნის გამოცემისას დასაფარია ქაღალდის, ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულება, ელექტრონული წიგნის გამოცემისას მსგავსი ხარჯი არ არსებობს. ამიტომაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ავტორს ურჩევნია თავადვე გამოსცეს საკუთარი წიგნი. შესაბამის ლიტერატურულ პლატფორმებზე ელექტრონული წიგნების გამოცემა მაქსიმალურად გამარტივებულია მომხმარებლისათვის. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიებმა მსოფლიოში საკუთარი ადგილი ნამდვილად დაიმკვიდრა, თუმცაღა ჯერჯერობით საქართველოში პოპულარულობა ვერც Amazon Kindle -მ და ვერც „იოტა რიდერმა“ მოიპოვეს. შესაძლოა ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა, ან შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ჯერ ისევ ლიტერატურის გაცნობის ტრადიციულ გზას ანიჭებენ უპირატესობას. შეიცვლება თუ არა სამომავლოდ ეს ტენდენცია საქართველოსა და მსოფლიოში, ამის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, ფაქტია, რომ ყველა სახის ტექსტი, მათ შორის მხატვრული ლიტერატურაც, ნელ-ნელა ელექტრონულ სამყაროში ინაცვლებს. ია ტეტიაშვილი

20

17/11/2015


აკაკის წელიწადი 2015 წელს დიდ ქართველ პოეტს, აკაკი წერეთელს დაბადებიდან 175 წლისთავი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „იუნესკომ“ 2015 აკაკის წლად გამოაცხადა. საიუბილეო წელს ეხმაურება ჩვენი ჟურნალიც და გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის წერილს აკაკისადმი. ეპისტოლარული მემკვიდრეობა ხშირად უკეთ წარმოაჩენს დამსახურებულ ადამიანთა პირად ურთიერთობასაც. მომდევნო, 2016 კი „იუნესკომ“ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. P.S. ისევ „წყეული“ დასავლეთი თუ შეგვახსენებს ჩვენს წარსულს, თორემ აკაკი და შოთა რუსთაველი ვის დაკარგვია თანამედროვე საქართველოში...

5 ianvari, 1886 w. Zmao a k a k i, me Sen ver gagikadnierdi da ver mogarTvi is dabeWdili werili, romelic sxvebs

gavugzavne. sxvebi sxvani arian da Sen erTad-erTi akaki xar. amitomac, garda Cemis sakuTaris wadilisa, movaleobam mamuliSvilobisam maiZula Cvenis qveynis `rCeulisaTvis~ rCeuli, gansakuTrebiTi werili momerTmia da meTxovna gagemSvenierebina Cveni gazeTi Senis niWis naSuqiTa. Tu aqamde es werili davagviane, magas nurc Cems ganTqmuls zarmacobas miawer, nurc romelsame avgunebian moZraobas

Cemis gulisas, romelsac Sen yovelTvis sasiqadulod eyolebi, rogorc ukeTesi meomari, Cveni qveynis

bednierebisaTvis Tavgawiruli. mizezi is iyo, rom ar vicodi sad imyofebodi. jer aq megone, axal wlis wina Rames mogiwvive da pasuxad momitanes, - qalaqSi ar ariso. dRes Sevitye, rom Camosulxar da gwer kidec.

gwer da ar vici, ra gTxovo, da rogor gTxovo. rac xani Jurnali `iveria~ gamodioda, Sen Zalian

Sors uvlidi, ar ekarebodi: eg CemTvis Tumca didi danaklisi iyo, magram sawyeni ki ara, radganac vfiqrobdi, - iqneba Cemi mimarTuleba ar mohswons-meTqi. es iseTi samarTliani sabuTia, rom vera gonieri da patiosani kaci wuns ver dahsdebs, win ver aRudgeba, sityvas ver Seubrunebs. raki es vigulisxme, mec `kisrad viRe da davdumdi~.

dResac am yofaSi var Sen winaSe, radganac Cvens axal gazeTs igive mimarTuleba eqneba, rac

Jurnalsa hqonda da mec igive, rac uwin, guliTadi wadili maqvs, rom Senma saxelma daamSvenos Cveni gazeTi; guli merCis gTxovo Semweoba da gulis xmad aRebuli sabuTi ki mafrTxobs: vai Tu es Txovna zneobiTi Zaldataneba iyos da im kacs hos Tqma gavuZnelo da arasica meTqi.

me Cemi saTqmeli gulaxdilad giTxari, gulaxdiladve zed vumateb, rom uSenoba Cemis gazeTisaTvis

didi danaklisi iqneba. exla Sen ici. mainc da mainc gTxov - darwmunebuli iyo, rom Semewevi Tu ar Semewevi, orsave SemTxvevaSi, sxvaTa Soris, mec erTi gulwrfeli madidebeli da damfasebeli Senis 25 wlis Rvawlisa vyofilvar, var da viqnebi. Seni keTilis msurveli ilia WavWavaZe

17/11/2015

21


კულტურა და, ოსკარი გადაეცემა...

ყველაფერი დაიწყო ისე, როგორც იწყება ხოლმე, ან უნდა დაწყებულიყო... 1929 წელს ლოს-ანჯელესის „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში“ გამართულმა წამოწყებამ საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა კინემატოგრაფში. ოსკარის პირველ დაჯილდოებაზე 15 გამორჩეულ ადამიანს გადასცეს თხუთმეტი ქანდაკება. საზეიმო ცერემონიალიც 15 წუთამდე გაგრძელდა. დაჯილდოების შედეგებს მედია ღამით, 23:00 საათზე ეცნობოდა ხოლმე. თუმცა, ხშირად, გამარჯვებულთა ვინაობას ჟურნალისტები წინასწარ ასაჯაროვებდნენ. 1941 წლიდან კინოაკადემია იყენებდა დალუქულ კონვერტებს, რომლებშიც გამარჯვებულები იყვნენ მოხსენიებულნი. რადგან მედია ვახსენეთ, აქვე ვიტყვით იმასაც, რომ პირველად „ოსკარების შოუ“ 1953 წელს, NBC-ს ეთერით გადაიცა. 1960-1970 წლებში საზეიმო ცერემონიალი მაყურებელმა ABC-ის მეშვეობით იხილა. ამის შემდეგ კვლავ NBC გახდა მთავარი ტელემაუწყებელი. 1976 წლიდან „ოსკარებს“ ისევ ABC გადასცემს, რისი უფლებაც მას ხელშეკრულებით, 2020 წლამდე აქვს. პირველი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის 1929 წელს გადაეცა გერმანელ მსახიობს, ემილ იანინგს. იმ დროს კინომოღვაწეებს აჯილდოვებდნენ რამდენიმე ფილმში მონაწილეობისთვის. პირველი გამარჯვებული მსახიობი ქალი 1929 წელს გახდა ჯენეტ გეინორი. მას „ოსკარი“ სამ ფილმში მონაწილეობისთვის გადაეცა. „ოსკარების“ მეოთხე ცერემონიალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, დაჯილდოვებაც. კინოპროფესიონალებს ამჯერად ერთი კონკრეტული როლისთვის აჯილდოვებენ. არც ისე დიდი დროა დარჩენილი მსოფლიო კინოინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს მოვლენამდე - ოსკარით დაჯილდოების 88-ე ცერემონიალამდე... თუმცა, ვისთვის როგორ... კინოსამყაროს წარმომადგენლებისთვის წლიდან წლამდე ბევრი რამ იცვლება, ბევრი ხდება ოსკაროსანი, ბევრიც - ვერა. ასეა თუ ისე, ოსკარი 2016 რამდენიმე თვის შემდეგ, 28 თებერვალს ჩატარდება და გამოავლენს რჩეულებს. როგორც ამბობენ, ცერემონიალს ამჯერად უნიჭიერესი კომედიანტი, კრის როკი წარუძღვება. ყოველ შემთხვევაში,ამას არც ოსკარის ოფიციალურ ვებ-გვერდი უარყოფს. 2016 წელს ნომინაციებში გასული 2015-ში გადაღებული ფილმები, რეჟისორები, მსახიობები, ოპერატორები გაუწევენ კონკურენციას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ჯერჯერობით ჯონი დეპი და ჯულია რობერტსი ლიდერობენ. საზოგადოების აზრით, ნომინაციებში - („მამაკაცის საუკეთესო როლი“ და „ქალის საუკეთესო როლი“) სწორედ ისინი გაიმარჯვებენ. მაყურებელთა აზრით, დეპი კინოაკადემიის ჟიურის გულს ფილმით „შავი მესა“ - დაიპყრობს; რობერტსი კი კინოსურათით - „საიდუმლო მათ თვალებში“. გამოკითხულები დეპის კონკურენტებად მოიაზრებენ ტომ ჰენკსს ფილმიდან - „ჯაშუშური ხიდი“ და მაიკლ ფასბინდერს, ფილმიდან - „სტივ ჯობსი“. ჯულია რობერტსის მოწინააღმდეგედ ქეიტ ბლანშეტსა (ფილმიდან „კეროლი“) და ემილი ბლანტს (ფილმიდან „დაქირავებული“) ასახელებენ. რთული სათქმელია, ვის „გაუღიმებს“ არტ-დეკოს სტილში დამზადებული ხმლიანი რაინდი და ვინ მოიპოვებს კინოაკადემიის ღირსების პრიზს. როგორც ვთქვით, ოფიციალურ დაჯილდოვებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და ვიდრე ნომინატები იმაზე ფიქრით არიან გართულნი, როგორ წარსდგნენ მილიონობით მაყურებლის წინაშე, თვალი გადავავლოთ იმ ფილმებისა და რეჟისორების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც ოსკარის რიგით 88-ე დაჯილდოებაზე იქნებიან წარმოდგენილნი: ემანუელ ლუბეცკი - The Relevan; ჯონ სილი - Mad Max: Fury Road; რობერტ რიჩარდსონი - The Hateful Eight; ენტონი დოდ მენტლი - In The Heart of The Sea ან Snowden; იანუშ კამინსკი - Bridge of Spies; ედვარდ ლეჩმენი - Carol; სალვატორ ტოტინო -Everest. თეონა დავითულიანი

22

17/11/2015


საქართველო და მსოფლიო TELEGRAPH-ი თბილისის შესახებ ბრიტანული საინფორმაციო პორტალი Telegraph-ი ევროპის იმ ქალაქების სიას აქვეყნებს, რომელთა მონახულება, გამომცემლობის აზრით, აუცილებელია. ჩამოთვლილ 21 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქიც არის, იგი სიის მერვე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე იტალიის ქალაქი ბერგამოა; მეორეზე - ესპანეთის ქალაქი ვიტორია; მესამეზე - პორტუგალიის პატარა ქალაქი ტავირა; მას მოსდევს ხორვატიის ქალაქი ოსიეკი; მეხუთეზე - მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე; მეექვსეზე - შვედეთის ქალაქი უმეო, მეშვიდეზე კი – კვლავ იტალიის ქალაქი ტრევიზო. თბილისი მერვე ადგილზეა. გარდა იმისა, რომ გამომცემლობა საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს: - „სანამ ყველამ დაგასწროთ, სასწრაფოდ ადექით და ჩადით თბილისში“, - იმასაც აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოა ქართველი მომღერლის ქეთი მელუას სამშობლო, სადაც ის გაიზარდა.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ რჩეულ ნაწარმოებთა შორის მოხვდა. მწერალ უილიამ ბოიდის თქმით, მიხეილ ჯავახიშვილის რომანი ინგლისურ ენაზე წელს დაბეჭდილ სამ ყველაზე საინტერესო წიგნს შორისაა. მისი შესაფასებით, „კვაჭი კვაჭანტირაძე“ XX საუკუნის ქართული ლიტერატურის გესლიანი ირონიით დაწერილი შედევრია. ის სკაბრეზული და ემოციური ისტორიაა თაღლითისა, რომელიც სტალინის რუსეთში ცხოვრობს. მიხეილ ჯავახიშვილის რომანი, რომელიც ინგლისურ ენაზე თარგმნა დონალდ რეიფილმა, გამომცემლობა Dalkey Archive Prss-მა 2015 წელს გამოსცა. „კვაჭი კვაჭანტირაძე“ არ არის პირველი რომანი, რომელმაც გამომცემლობის ყურადღება მიიქცია. სერია „ქართული ლიტერატურა“ მიზნად ისახავს, ინგლისურენოვან მკითხველს გააცნოს თანამედროვე ქართული ლიტერატურა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.

კოტე - თანამედროვე ევროპელის კიდევ ერთი წინაპარი საქართველოდან

კოტე, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ერთერთი უძველესი ადამიანის ნეშტია, რომლის გენის კვლევის შემდეგ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ჯგუფმა უცნობ გენეტიკურ კომპონენტს მიაკვლია. აღმოჩენა ადასტურებს, რომ სამხრეთკავკასიური გენი თანამედროვე ევროპელის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. ამ დრომდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ევროპელები სამი პოპულაციის მემკვიდრეები არიან: ადგილობრივი

17/11/2015

მონადირე-შემგროვებლების, ლევანტიდან გამოსული ნეოლითელი მწარმოებლური მოსახლეობისა და ჩრდ. ევრაზიის, იამნაის მესაქონლე ტომების. თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადამიანის გენომის თანმიმდევრობის დადგენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები სრულიად განსხვავებულ, უძველეს შტოს წარმოადგენენ და აფრიკიდან წამოსული „მოაზროვნე ადამიანის“ მემკვიდრეები არიან, რომლებმაც მიგრაცია ორ ტალღად - 45 000 და 25000 წლის წინ განიცა-

დეს. ეს ტომებია ევროპაში მესამე ათასწლეულში გავრცელდნენ. მათ დასავლეთით ექსპანსია იამნაის ტომებთან ერთად კონტინენტალური ყინულის საფარის შემცირების შემდეგ დაიწყეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული საწურბლის მღვიმის გვიან ზედაპალეოლითური 13 300 წლის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის 9 700 წლის ადამიანის ჩონჩხები მთავარი საკვლევი ობიექტებია.

23


© ახალი დროება

24

17/11/2015


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.