სამხედრო მოდერნიზაცია აშშ-ში აშშ სამხედრო ძალების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას გეგმავს. შტატების თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰეიგელის თქმით, სამხედრო მიზნებისათვის შესაძლოა რობოტების განვითარებაც გახდეს საჭირო. თავდაცვის მდივანი იმედოვნებს, რომ ეს მოდერნიზაცია სერიოზული ნაბიჯი იქნება კაცობრიობის ისტორიაში.
ჯოკოვიჩმა უბრძოლველად გაიმარჯვა ATP–ის შემაჯამებელი ტურნირის გამაჯრვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ფინალი, რომელსაც ჩოგბურთის გულშემატკივარი ელოდა, არ შედგა. როჯერ ფედერერმა ტრამვა მიიღო. გამოვიდა კორტზე, ბოდიში მოიხადა და ნოვაკს მიულოცა.
პოლონეთში აქცია დაარბიეს ვარშავაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 276 ადამიანი დააკავეს და 50 მძიმედ დაშავდა. პოლონელი ნაციონალისტები პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მშვიდობიან მსვლელობას გამოეყვნენ და პოლიციას ქვები და პეტარდები დაუშინეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო სტუდენტური გაზეთი
“სიამტკბილობის” ლოგიკური დასასრული
თბილისის ახალი ბიუჯეტი მზადაა
დედაქალაქის მერმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. დავით ნარმანიამ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაიწერა. დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა მომდევნო წლისთვის დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრება. გვ.2
უნივერსიტეტის ახალი სენატი ჰყავს
4 ნოემბრის საღამოს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცდილობდა, გამოძიებისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა. ამასთან პრემიერმა დაამატა - „რომ ალასანიას უპასუხისმგებლო განცხადება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა ეს გამოძიებები, რაც მიმდინარეობს სამინისტროში – ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო. და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი.“ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მთავრობას შორის დაპირისპირება 28 ოქტომბერს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმით არ დაწყებულა. ივნისში, ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო, თავის ტერიტორიაზე „ნატოს“ საზენიტო სისტემების განთავსებაზე მოლაპარაკებები დაეწყო. ამ განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა მთავრობასა და რუსეთში, ხოლო ზოგიერთმა ექსპერტმა, მინისტრის განცხადებას გაუაზრებელიც უწოდა. შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის კიდევ ერთ დაპირისპირებას ღარიბაშვილთან, როდესაც ალასანიამ 2013 წელს ვიცეპრემიერის პოსტი იმიტომ დაკარგა, რომ საუბარი დაიწყო თავის შესაძლო პრეზიდენტობაზე. გვ.3
12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები გაიმართა. რეგისტრირებული 54 კანდიდატიდან ახალი მოწვევის სენატში 42 წევრი აირჩიეს, მათ შორის 14 სტუდენტი. გვ.2
თეატრში ხალხი აღარ დადის
აკადემია ჩაკეტილ წრეში
საბჭოური ჰომოფობიის კვალი
ქართული საზოგადოება თეატრის მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი და წარმოდგენებზე მაყურებელთა სიმცირე შეინიშნება. ამ პრობლემის ირგვლივ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. საზოგადოება მიიჩნევს, რომ ამას ერთი მხრივ უშინაარსო დადგმები, ხოლო მეორე მხრივ, მულტიმედიური სივრცისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა განაპირობებს.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე მოვლენები სიმწვავეს არ კარგავს. 2014 წლის გაზაფხულიდან დღემდე, სტუდენტების ნაწილი ლექტორ ლუიზა ლაფერაძესთან ერთად, აკადემიაში არსებულ სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქცია-პერფორმანსების საშუალებით აპროტესტებს და რექტორის ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
საქართველო ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობის მაჩვენებლით როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და საერთო მონაცემებით ყველაზე არატოლერანტული ქვეყნების გვერდით სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაცია და სიძულვილი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, საქართველოში ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცევა.
გვ. 11
გვ. 5
გვ. 13
NEWS FEED
ახალი ამბები
თბილისის ახალი ბიუჯეტის პროექტი მზადაა დედაქალაქის მერმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. დავით ნარმანიამ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაიწერა. დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა მომდევნო წლისთვის დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრება. მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, დედაქალაქის გამწვანება, საბავშვო ბაღების მშენებლობა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება. მერის თქმით, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ის პროგრამები და მათი დაფინანსება, რომლებზეც საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნაა. დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით , ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროექტების დაფინანსება წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით 8 მილიონით გაიზრდება. მერია ასევე 1 მილიონს გამოყოფს სოციალურად დაუცველ ოჯახებში, ყველა ახალშობილზე, ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარების პროგრამის დაფინანსებისთვის. გარდა ამისა, მერია აპირებს დაიწყოს საპილოტე პროექტი “ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა”, რაც შენობის კარკასის ენერგოეფექტურ თბოიზოლაციას გულისხმობს. მერის თქმით, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსასაზღვრად 8 000– მდე ადამიანი გამოიკითხა. ცნობილი გახდა მერიის ახალი ინიციატივაც, რომლის მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებსა და საბავშვო ბაღების პედაგოგებს თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა შეეძლებათ ,რაც 20 თეთრიან ტარიფს გულისხმობს. დავით ნარმანიამ ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია კომერციული ბანკიდან სესხს აღარ აიღებს, რადგან არსებული შემოსავლების და ხარჯებიდან გამომდინარე სესხის აღების აუცილებლობა აღარ დგას. საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება კარგად მიმდინარეობს და ბიუჯეტის ანგა-
რიშზე დაახლოებით 70 მილიონი ლარია. ჯერ კიდევ სექტემბერში თბილისის მერი ვარაუდობდა , რომ თუ ბიუჯეტში დეფიციტური მდგომარეობა იქნებოდა, თბილისის მერია კომერციული ბანკიდან 30 მილიონი ლარის ოდენობით სესხს აიღების აუცილებლობა იქნებოდა. თბილისის საკრებულოს უმცირესობა დედაქალაქის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში კონკრეტული სოციალური პროექტების გათვალისწინებას სთხოვს. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახერხებს პენსიების ზრდას მომავალ წელს, ეს უნდა შეძლოს თბილისის მერიამ. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მიმართულებით ბევრი ახალი ხარჯი. პირველ რიგში და გაიზარდოს პენსია. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის საკრებულოში 15 ნოემბრამდე უნდა შევიდეს, რის შემდეგაც კომისიები წარდგენილ პროექტს ხუთი დღის განმავლობაში განიხილავენ და შესწორებულ ვარიანტს ისევ თბილისის მერიას გადაუგზავნიან. 2015 წლის ბიუჯეტი დედაქალაქის თვითმმართველმა ორგანომ დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. მარიკა ფირცხალავა
ვარშავაში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა ვარშავაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 276 ადამიანი დააკავეს და 50 მძიმედ დაშავდა. პოლონელი ნაციონალისტები პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მშვიდობიან მსვლელობას გამოეყვნენ და პოლიციას ქვები და პეტარდები დაუშინეს. ათასობით ადამიანი პოლონეთის დედაქალაქში დროშებით გადაადგილდებოდა. მსვლელობას პოლონელ ექსტრემისტთა ჯგუფებიც ესწრებოდნენ. დემონსტრანტთა უმრავლესობა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წევრები იყვნენ.
დედაქალაქში ასეთი მსვლელობა 2008 წლიდან იმართება და ხშირად არეულობითა და შეტაკებებით სრულდება. ზედიზედ მეოთხე წელია, როდესაც აქტივისტებმა მშვიდობიანი მსვლელობა დაარღვიეს და პროტესტის ნიშნად პოლონეთის ეროვნული სტადიონისკენ გადაინაცვლეს. „როიტერის“ ცნობით, აქტივისტებმა ავტობუსის გაჩერებებიდან სკამები მოგლიჯეს და ჯავშანჟილეტებში გამოწყობილ პოლიციელებს დაუშინეს. სამართალდამცავებმა აქტივისტებისგან თავდასაცავად წყლის ჭავლი გამოიყენეს. რამდენიმე წყაროს ცნობით წყლის ჭავლის გარდა, პოლიციამ პროტესტანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია. დაპირისპირების დროს 23 პოლიციელი და 24 პროტესტანტი დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ სამართალდამრღვევები მაშინვე დააკავა, შეტაკებები მაინც გაგრძელდა. ფარებით შეიარაღებული პოლიცია ხალხის შეკავებას წყლის ჭავლით
2
თსუ-ს სენატის ახალი შემადგენლობა ცნობილია
12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები გაიმართა. სენატის არჩევნები ცენტრალური ეროვნული საარჩევნო კომისიის მიერ იყო ორგანიზებული. საარჩევნო უბნები 10:00–დან 17:00 საათამდე ფუნქციონირებდა. „ არჩევნების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. დილიდან გაიხსნა საარჩევნო უბანი. სტუდენტების დიდი აქტივობაა დაფიქსირებული. არანაირი წინასწარი შედეგი არ არის ცნობილი და ყველაფერი არჩევნების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“. – თქვა ერთ–ერთმა ამომრჩეველმა გიორგი როგავამ. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთ–ერთი კანდიდატის შალვა საბაურის თქმით: „ საარჩევნო პროცესი ბევრი ხარვეზით წარიმართა. ერთი მხრივ ეს იყო სიების დაულაგებლობა, რის გამოც სტუდენტებს ექმნებოდათ პრობლემა, რომ შესულიყვნენ დროულად და ხმა მიეცათ. შესაბამისად ბევრი ადამიანი, რომელიც რიგში იდგა ვერ შევიდა ხმის მისაცემად, რადგან ამის დროც აღარ ჰქონდა. მან ასევე გამოთქვა
პრეტენზია, რომ მიმდინარეობდა აგიტაცია“. სენატის არჩევნებში 6 ფაკულტეტიდან კენჭს იყრიდა 18 სტუდენტი და აკადემიური პერსონალის 36 წარმომადგენელი. სტუდენტური თვითმმართველობის სახელით 14 კანდიდატი იღებდა მონაწილოებას, 4 კანდიდატი კი თვითმმართველობის ოპონენტი იყო. სტუდენტური თვითმმართველობის ოპონენტისა და იურიდიული ფაკულტეტის ერთ– ერთი კანდიდატის ირაკლი კუპრაძის თქმით, „საარჩევნო პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა იყო პრობლემებიც, ერთ–ერთი მათგანია ამომრჩეველთა რიგები. ასევე არ იყო საკმარისი დრო და სტუდენტების ნაწილმა ვერ მოახერხა ხმის მიცემა. შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან ორ ფაკულტეტზე თვითმმართველობისგან განსხვავებული 2 კანდიდატი შევიდა სენატში“. რეგისტრირებული 54 კანდიდატიდან ახალი მოწვევის სენატში 42 წევრი აირჩიეს, მათ შორის 14 სტუდენტი. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტიდან სენატში თვითმმართველობის ოპონენტი თითო თითო, ხოლო თვითმმართველობის 12 წევრი მოხვდა. ანა ვაშაყმაძე
ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად მცირდება
ცდილობდა. ეროვნულ სტადიონთან შეკრებილი მოსახლეობა დროშებს აფრიალებდა და პეტარდებს ისროდა. 2013 წლის ნოემბერში, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას პოლიციას რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. პოლონელი ნაციონალისტების დემონსტრაცია რუსეთის საელჩოზე თავდასხმით დასრულდა. ხალხი რუსეთის პოლიტიკას აპროტესტებდა. ისინი პოლონეთის აღმოსავლელ მეზობელს მეორე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზად თვლიდნენ და ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებდნენ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საქციელს გამართლება არ აქვს. პოლონეთში დამოუკიდებლობის დღე 11 ნოემბერს 1918 წლიდან აღინიშნება. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც რუსეთს, პრუსიასა და ჰაბსბურგის იმპერიას გამოეყო. ავტ. ირაკლი დარჩიაშვილი
ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული 2012 წელთან შედარებით 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში დაფიქრსირდა, რის შედეგადაც ტეხასური ნავთობი 1,76$-ით გაიაფდა და 78.78$-ს შეადგინა. ასევე, ნავთობი გაიაფდა ევროპაშიც, მისი ფასი ლონდონის ბირჟაზე 1,08$-ით შემცირდა. ფასების ვარდნა საუდის არაბეთის ნავთობკომპანიის ამერიკასა და აზიაში საექსპორტო ნავთობის გაიაფებამ გამოიწვია. ყოველივე ეს უკავშირდება კომპანიის მცდელობას, რათა დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები აშშ-ს ბაზარზე. ,,საუდის არაბეთი იმედოვნებს, რომ ზამთარში ნავთობზე ფასების მატება მათ პოზიციებს გაამყარებს“-განაცხადა ანალიტიკოსმა ჯონ კილდაფმა. ნავთობის ფასის ვარდნა უკავშირდება აშშ-ს ნავთობმოპოვების ბუმსაც. აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს მონაცემებით, WTI-ის უმსხვილეს ტერმინალზე, რომელიც ოკლაჰომაში მდებარეობს, ნავთბის მარაგი 315 ათასი ბარელით, 20.5 მლნ ბარელამდე გაიზარდა.
ნავთობის გაიაფება განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ნავთობის ერთერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორის, რუსეთის ეკონომიკას. ის უკვე გახდა რუსული რუბლის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ექსპერტთა 58% აცხადებს, რომ რუსეთი რეცესიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცილებს თუ Urals-ის მარკის ნავთობის ფასი არ ჩამოცდება $100-ს. აღსანიშნავია, რომ Urals-ი, როგორც უფრო დაბალი ხარისხის ნავთობი უფრო იაფია ვიდრე WTI-ი და Brent-ი(ჩრდილოეთის ზღვაში მოპოვებული ნავთობი). არც ისე დიდი ხნის წინ, ევროკავშირმა აშშ-ს ევროპაში ნავთობისა და გაზის ექსპორტის უზრუნველყოფა მოსთხოვა. მიზეზად რუსი მიმწოდებლის ბოლოდროინდელი პოლიტიკა დასახელდა. „ფიქალის გაზის რევოლუციის“ წყალობით 2009 წელს ამერიკამ პირველად გაუსწრო რუსეთს ბუნებრივი აირის მოპოვებაში და ექსპორტზეც კი დაიწყო მუშაობა. ამის გამო რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსული გაზის ექსპორტისა და ფასების პროგნოზი მნიშვნელოვნად შეამცირა. საუდის არაბეთი, ქუვეითი და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიც აგდებენ ნავთობზე ფასებს, რათა შეინარჩუნონ ან გაზარდონ ბაზარზე მათი არსებული წილი. საერთო ჯამში საერთო ენერგეტიკულმა სააგენტომ ნავთობის ყოველდღიური მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი 1,3მლნ ბარელიდან 700ათას ბარელამე შეამცირა. თათა ტალახაძე (NEWS.GE-ზე დაყრდნობით)
13 ნოემბერი
NEWS FEED
პოლიტიკა
“სიამტკბილობის” ლოგიკური დასასრული პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა ალასანიას გათავისუფლების მიზეზად 28 ოქტომბერს დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაასახელა. 4 ნოემბრის საღამოს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცდილობდა, გამოძიებისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა. ამასთან პრემიერმა დაამატა - „რომ ალასანიას უპასუხისმგებლო განცხადება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა ეს გამოძიებები, რაც მიმდინარეობს სამინისტროში – ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო. და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი.“ განცხადება, რომელსაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანიამ ასევე 4 ნოემბერს გააკეთა და თქვა, რომ აშკარაა პოლიტიკური სარჩულის არსებობა და რომ მისი თანამშრომლების დაკავების დრო და გარემოებები საქართველოსთვის საგანგაშო სიმპტომებს ავლენს. „მე მინდა ნათლად ვთქვა, რომ ეს არის შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე“ - დასძინა მან. არსებული სიტუაცია განხილვის საგნად იქცა ქვეყანაში არსებული ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რასაც დამატებითი განცხადებები მოჰყვა, როგორც პრემიერის, ისე კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების ლიდერების მხრიდან. ირაკლი ალასანიას გათავისუფლების შემდეგ თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა (მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში). ალასანიას გათავისუფლების შემდგომ, პრემიერმა განაცხადა, რომ „მთავრობას ერთი ავანტიურისტი მინისტრი ჩამოშორდა“, ხოლო ფანჯიკიძესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ
სწორედ ყოფილი მინისტრების ბრალია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში კითხვები არსებობს საქართველოში პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე. 5 ნოემბერს ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ (რომლის ლიდერიც გახლავთ აწ უკვე თავდაცვის ყოფილი მინისტრი) განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ტოვებენ მმართველი კოალიციის რიგებს, თუმცა ინარჩუნებენ დაკავებულ თანამდებობებს და განაგრძობენ იმ პოლიტიკური ღირებულებების ერთგულებას, რომლებიც დეკლარირებული აქვთ მათ პოლიტიკური ძალის დაფუძნების დროიდან. „თავისუფალ დემოკრატები“ პარლამენტში 7 მანდატით არიან წარმოდგენილნი და მათი გამოყოფის შემთხვევაში, კოალიცია დაკარგავდა საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ 10 ნოემბერს ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელ-
მა მაჟორიტარებმა“ განაცხადეს, რომ ისინი უერთდებიან კოალიციას, რათა ქვეყანაში არ დაიწყოს პოლიტიკური რყევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. შექმნილ სიტუაციას კვლავ კრიტიკა მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ყოფილი მმართველი გუნდის ერთერთმა ლიდერმა, გუკა გაბაშვილმა 10 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „პრემიერმინისტრი ერთი დიდი არაადეკვატურობის ზეიმი გახდა“. გაბაშვილი იმ პრემიერმინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი მინისტრები „ენმ-ს“ ინტერესების ლობირებას ეწეოდნენ საზღვარგარეთ. მათი თქმით, საქართველოს კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს, ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ქვეყნის აღებულ კურსზე დამანგრევლად მოქმედებს და სახელმწიფოს იმიჯს ლახავს საერთაშორისო ასპარეზზე.
თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მთავრობას შორის დაპირისპირება 28 ოქტომბერს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმით არ დაწყებულა. ივნისში, ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო, თავის ტერიტორიაზე „ნატოს“ საზენიტო სისტემების განთავსებაზე მოლაპარაკებები დაეწყო. ამ განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა მთავრობასა და რუსეთში, ხოლო ზოგიერთმა ექსპერტმა, მინისტრის განცხადებას გაუაზრებელიც უწოდა. შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის კიდევ ერთ დაპირისპირებას ღარიბაშვილთან, როდესაც ალასანიამ 2013 წელს ვიცეპრემიერის პოსტი იმიტომ დაკარგა, რომ საუბარი დაიწყო თავის შესაძლო პრეზიდენტობაზე. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემდგომ, ექსპერტები ერთი ნაწილი პოლიტიკურ კრიზისზე ალაპარაკდა. როგორც პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, შესაძლებელი იყო ამ პროცესების ბევრად უფრო უმტკივნეულოდ ჩატარება ისე, რომ ქვეყნის იმიჯს ჩრდილი არ მისდგომოდა. ამის პარალელურად სანდრო თვალჭრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, რომელიც ალასანიამ კი არა, ღარიბაშვილმა გამოიწვია. „ცხადზე ცხადია ის, რომ კოალიცია აღარ არსებობს. ღმერთმა ქნას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიშალოს. თუ ჩვენ გვსურს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები გავხდეთ, აუცილებლად არჩევნების მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ“ დაასრულა მან. ასეა თუ ისე, ქვეყანას თავდაცვის ახალი მინისტრი, ახალი ოპოზიციური ძალა და ახალი საპარლამენტო რეალობა აქვს. საფიქრებელია, რომ მთავრობაში „სიამტკბილობის“ ხანა დასრულდა და შეიძლება მსგავსი პროცესები მომავალშიც განვითარდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ სამოქმედო კურსს აირჩევს მთავრობა. ზაზა ნიკოლოზიშვილი
პრეზიდენტმა და პრემიერმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა განიხილეს 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციულ კორპუსში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ასევე, პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეები: თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე. იმის გამო, რომ საქართველოში არ იმყოფებოდნენ, სხდომას არ დაესწრნენ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მინისტრები: შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. თუმცა ამ უწყებების ხელმძღვანელები მათმა მოადგილეებმა შეცვალეს. უშიშროების საბჭოს სხდომა აფხაზეთის საკითხის განხილვას დაეთმო. საუბარია შეეხებოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმების მოსალოდნელ გაფორმებაზე. რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას “აგრესიის მოსაგერიებლად გაერო-ს წესდების 51 მუხლის თანახმად და ამ დაჯგუფების სამმართველოს ინფორმირებას”. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს
13 ნოემბერი
რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.
პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით - ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთთან თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. გიორგი ბენაშვილი
დაიცავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი! ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას. აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი უკვე მიიღო. სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მოხსენებით წარდგა იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტზე რეაგირებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის. „ჩვენ დღეს განვიხილეთ და გავაანალიზეთ მიმდინარე მდგომარეობა აფხაზეთში, ჩვენს მიერ განხორციელებული ქმედებები და ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა დგას უახლოეს მომავალში. ასევე ის ნაბიჯები, რომლებიც ერთობლივად და კოორდინირებულად უნდა გადადგას პრეზიდენტმა, მთავრობამ და პარლამენტმა“ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, გამოჩნდა რომ შესაძლებელია ერთად ჯანსაღი მუშაობა და არ არსებობს არანაირი საკითხი, რაზეც პრემიერი და პრეზიდენტი ვერ თანხმდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგური, შპს „გაზვილის“ მიერ უნდა აშენდეს. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება, აქცია, საჯარო მიმართვა და სხვა დამატებითი ქმედებები განხორციელდა. სტუდენტების მხრიდან. სტუდენტების მიერ დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფის, „დაიცავი თსუს“ ორგანიზებულით ორი აქციაც გაიმართა. პირველად თბილისის მერიასთან, შემდეგ კი ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ვინ ფიქრობს სტუდენტზე? მიუხედავად იმისა, რომ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც გააპროტესტა გაზგასამართი სადგურის მშენებლობა, ამას შესაბამისი ორგანოებიდან რეაგირება მაინც არ მოჰყოლია. სტუდენტებისა და პროფესორების თხოვნით, ამ საკითხთან დაკავშირებით, პაპავამ თბილისის მერს, დავით ნარმანიასაც მიმართა. რექტორმა აღნიშნა, რომ გაზგასამართი სადგურის გახსნა არა მხოლოდ მიუღებელია საუნივერსიტეტო სივრცისათვის, არამედ სახიფათოც. „დაიცავი თსუს“ ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეა, რომელიც აქტიურად ახორციელებს მოლაპარაკებებს, მერსა თუ ეკონომიკის მინისტრის წარმომადგენელთან, იმისათვის რომ შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები. თუმცა იმის მაგივრად, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვლილიყო, ირაკლის დაემუქრნენ და გააფრთხილეს პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა. ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია და სტუდენტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან. „News Feed”-ის რედაქცია ეწინააღმდეგება მაღლივის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებას. ჩვენ ვთვლით, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ უნდა განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც სტუდენტეთა უსადრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. © NEWS FEED
l a
i r
o t i
d e
3
NEWS FEED
პოლიტიკა
მეგობრული ხელშეკრულება, ანუ ფორმალიზებული ანექსია აფხაზეთის პარლამენტს განსახილველად რუსეთთან ხელშეკრულების ახალი პროექტი წარედგინა, როგორც ცნობილია ახალი ხელშეკრულება საშუალებას იძლევა გაფართოვდეს 2008 წელს ხელმოწერილი „ რუსეთ-აფხაზეთის დიდი ხელშეკრულება“.ხელშეკრულებაში წარმოჩენილი მე-5 მუხლი,აფხაზეთისა და რუსეთის,გაერთიანებული,სამხედრო დაჯგუფებების შექმნას გულისხმობს.ამას გარდა,ამ ხელშეკრულებაში იგულისხმება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის,რომლებიც საჯარო სამსახურში არიან,ხელფასებისა და პენსიის გაზრდა,რათა აფხაზეთი ანაზღაურებით რუსეთს გაუთანაბრდეს. ასევე,აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაშიც ჩაერთვებიან.მოსკოვში ვარაუდობენ,რომ ეს პირობები ხელსაყრელი იქნება აფხაზი მოსახლეობისთვის და მათი მხირდან ნეგატიურ დამოკიდებულებას არ გამოიწვევს,ამის შესახებ ინფრომაციას რუსული გაზეთი “ვედომოსტი” აქვეყნებს. ამ პროექტის ტექსტი,პირველად 13 ოქტომბერს „აფსნიპრესის“ ვებ-გვერდზე გასაჯაროვდა.როგორც ცნობილია,ტექსტის გამოქვეყნებამდე აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის წევრებს შეხვდა და მათ პროექტის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა სთხოვა. როგორც ხაჯიმბა აცხადებს: „დოკუმენტის განხილვა და წინადადებების შემუშავება გახსნილობის ატმოსფეროში და აფხაზი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება.” ქართველი ანალიტიკოსები ამ ხელშეკრულებას,რუსეთის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პასუხად აფასებენ. ”სამხედრო ფაქტორებიდან და ე.წ. ერთობლივ სამხედრო შეიარაღებულ ძალებს, კრიზისის შემთხვევაში უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციიდან დანიშნული პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს რეალურად რუსული ჯარებია და ნაკლები საერთო აქვს აფახაზეთთან.ასევე არანაკლებ საინტერესოა ის, რომ რუსეთი პირადაპირ იღებს ასე ვთქვათ შინაგან საქმე-
თა სამინისტროს ფუნქციებს აფხაზეთში. ამ ხელშეკრულების თანახმად რუსეთი შეისრუტავს აფახაზეთს”- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე,”ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის” თანადამფუძნებელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა შედგა,თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე მხარის პოზიცია უცვლელი დარჩა,როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს,”მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმებასთან დაკავშირებით მას და გრიგორი კარასინს განსხვავებული ხედვები და პოზიციები აქვთ. აღსანიშნავია,ასევე ის,რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მეკავშირეობის 25-პუნქტიანი დოკუმენტი რუსულმა მხარემ შეადგინა,ამიტომ კრემლის პროექტი დაპირისპირების მიზეზი გახდა ოკუპირებულ აფხაზეთში,რადგან დეპუტატებისთვის გარკვეული მუხლები მიუღებელი აღმოჩნდა. “ეთნიკურ ქართველებს , რომლებიც ცხოვრობენ გალის რაიონში სჭირდებათ უფრო მეტი ყურადღება ჩვენგან, თვითონ აფხაზობა უნდა დავიცვათ და გავააქტიუროთ ფორმატები მათი საქართველოს შიდა პროცესებში ჩასართველად. “- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში”. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილვის მთავარი საკითხი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ ხელშეკრულების გაფორმება იყო,პეტრიაშვილის თქმით ამ ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის მხრიდან ღია ანექსიის მცდელობაა. სააგენტო ოსრადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის და ინტეგრაციის დოკუმენტი მოსკოვსა და ცხინვალს შორისაც მზადდება. „ხელშეკრულება, რომელიც მზადდება, უფრო ფართო იქნება, ვიდრე აფხაზური ვერსია. ხელშეკრულების ის ვარიანტი, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შო-
რის ხელმოსაწერად მზადდება, სამხრეთ ოსეთის ხალხის ყველა მისწრაფებას, რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილს არ ასახავს“, - განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ამჟამად შემუშავების სტადიაშია და მას ხელი წლის ბოლომდე უნდა მოეწეროს. ამავ დროულად ვრცელდება ინფრომაცია,რომ შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი მომავალ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას აპირებს. მისი თქმით, ახალ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ის მოლაპარაკებების გამართვას. “შეთანხმება ჯერ ხელმოწერილი არაა. ვხედავთ, რომ ამ დოკუმენტით თავად აფხაზებიც არ არიან კმაყოფილები. საქართველო უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რომ იპოვონ საერთო გზა ევროპისკენ”-აცხადებს გიუნტერ ბეხლერი. რაც შეეხება ქართულ მხარეს,უმცირესობა და უმრავლესობა ვერ ახერხებს ერთიანი,შეთანხმებული
პოზიციის ჩამოყალიბებას.როგორც ცნობილია,საპარლამენტო უმცირესობამ შეიმუშავა რეზოლუცია,სადაც პრობლემის გარდა ჩამოყალიბებულია მთელი რიგი რეკომენდაციები უმრავლესობის წარმომადგელებისთვის,მაგრამ როგორც დეპუტატი ზვიად ძიძიგური უცხადებს ჟურნალისტებს: ”ეს, არა მგონია, რუსეთის კრიტიკა იყოს. ეს ძირითადად ჩვენი ლანძღვა-გინების რეზოლუციაა”. ექსპერტთა უდიდესი ნაწილი თანხმდება იმ აზრზე, რომ აუცილებელია მიღწეულ იქნეს შემთანხმება უცმირესობასა და უმრავლესობას შორის,რათა დამთავრდეს შიდაპოლიტიკური დისკუსიები და ორიენტირება მოხდეს საგარეო პოლიტიკაზე და რიგ პრობლემებზე.თუმცა საქართველოში არსებული შეუთანხმებლობისგან განსხვავებით,რუსეთი მყარად იცავს საკუთარ პოზიციებს და აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას,თანამეგობრობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს. მარიამ სირაძე
წრეზე ვიზით - განათლებისკენ
ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედებამ რამდენიმე სახის პრობლემა შეუქმნა იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობენ. პირველი სექტემბრის შემდეგ მათ უკვე აღარ შეუძლიათ 90 დღეზე მეტი ხნით ქვეყანაში გაჩერება, რაც მათთვის უხერხულობას ქმნის და შესაბამისად, მათ უკმაყოფილებასაც იწვევს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანადელი სტუდენტი, იუჯინ სლონიმეროვი ამბობს, რომ ახალი სავიზო რეჟიმი არ მოსწონს, რადგან საქართველოში სწავლის პარალელურად მუშაობს და სამ თვეში ერთხელ კანადაში დაბრუნება და შემდეგ ისევ საქართველოში ჩამოსვლა არც ისე პატარა თანხებთანაა დაკავშირებული და სწორედ მგზავრობის სიძვირე და მისგან გამოწვეული დისკომფორტი იქნება ყველა სტუდენტის პრობლემა, რის გამოც შეიძლება, ბევრმა სტუდენტმა საქართველოში სწავლა შეწყვიტოს. კანადა იმ 94 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომელთანაც საქართველომ უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით, რომლებიც იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად უვიზო რეჟიმისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენის უფლება მხოლოდ 90 დღით აქვს, ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. თუმცა საქართველოში სასწავლებლად მხოლოდ ისეთი ქვეყნებიდან არ ჩამოდიან, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნებული გვაქვს. ინდოეთი იმ 94 ქვეყანაში ვერ მოხვდა, თუმცა თბილისის ქუჩებში მრავლად შევხვდებით ინდოელ
4
ახალგაზრდებს, რომლებიც ძირითადად ან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისკენ მიდიან, ან იქიდან მოდიან. ფრადუნა რავი და რაგუნათ რამაჩანდრანი თსსუ-ს მეოთხეკურსელი სტუდენტები არიან, უკვე მეოთხე წელია აქ სწავლობენ და ამბობენ, რომ ახალი სავიზო რეჟიმი მათ განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნით. თუმცა ეს მხოლოდ მათ, რადგან დროებითი ბინადრობის მოწმობები აქვთ აღებული, რაც საქართველოში ყოფნის ვადას ერთ წლამდე უხანგძლივებთ. ფრადუნა ამბობს, რომ ამ მოწმობის აღების საშუალება ყველას არ აქვს, რადგან მის მისაღებად საჭიროა, საბანკო ანგარიშზე 2500 დოლარი გერიცხებოდეს, ამიტომაც სტუდნეტების უმეტესობას დაბრუნება მოუწევს, ხოლო ინდოეთში წასვლა-წამოსვლა კი, მისი თქმით, 1600 აშშ დოლარი ღირს.
იუსტიციის სამინისტრო განცხადებაში აღნიშნულია, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრება და შესაბამისად ახალი კანონის მიღება, უკიდურესად ღია სავიზო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოშობილმა იმიგრაციულმა პროცესებმა განაპირობა. ამას გარდა ნათქვამია, რომ „ევროკავშირთან დაახლოევების პროცესში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიგრაციული პროცესების სწორი და გააზრებული მართვა. ხოლო, შექმნილი ვითარების გამოსწორებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შემოღება იქნებოდა. პირველ სექტემბრამდე არსებული წესებით, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი გვაკავშირებდა, უფლება ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე 360 დღის განმავლობაში გაჩერებულიყვნენ. ამჟამად ეს დრო 90 დღემდე შემცირებული. ამას გარდა შეიცვალა ვიზის აღების ადგილებიც, და ახლა საქართველოს ვიზა მხოლოდ უცხო ქვეყნის საელჩოებსა თუ დიპლომატიურ დაწესებულებებში გაიცემა, მაშინ, როდესაც ვიზის აღება საქართველოს საზღვარზეც იყო შესაძლებელი. ამჟამინდელი კანონმდებლობით, ვიზები ორ კატეგორიად იყოფა - მოკლე და გრძელვადიანებად, თუმცა არსებობს მოკლევადიანი მრავალჯერადი ვიზებიც, რომლებიც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია უცხოელი სტუდენტებისთვის. ის შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედების დროით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის
ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი მაინც 90 დღით განესაზღვრება. შემდეგ იგი ვალდებულია უკან დაბრუნდეს და სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, კვლავ შემოვიდეს. საქართველოს ახალი სავიზო რეჟიმი ამ მხრივ ძალიან ჰგავს ესტონეთისას. ქვეყნისას, რომელიც ევროკავშირის წევრი გახლავთ, სივრცის, სადაც მკაცრად კონტროლდება მიგრაციული პროცესები. თავისთავად, ახალი კანონით დადგენილი წესები უცხოელ სტუდენტებზეც ისევე ვრცელდება, როგორც ნებისმიერი სხვა სტატუსის მქონე პირებზე. მაგრამ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა მხოლოდ 90 დღით არ გრძელდება და ჯერჯერობით დაუდგენელია შესთავაზებს თუ არა განათლების ან საგარეო სამინისტრო მათ რაიმე განსაკუთრებულ პირობებს, გარდა მოკლევადიანი მრავალჯერადი ვიზებისა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის და შესაბამისად ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რაიმე განსაკუთრებული დადგენილება უცხოელი სტუდენტებთან დაკავშირებული შეღავათების შესახებ არ მოსვლიათ. თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო საუბრები, რომ შესაძლოა კანონში ცვლილებები შესულიყო, მაგრამ ამ დრომდე კონკრეტულად უცხოელი სტუდენტების შესახებ არაფერი გამხდარა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ 90 დღეში ერთხელ ჯერ ვიზის მიღება მოუწევთ და შემდეგ განათლების. გიორგი გოგბერაშვილი
13 ნოემბერი
NEWS FEED
საზოგადოება
აკადემია ჩაკეტილ წრეში
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე მოვლენები სიმწვავეს არ კარგავს. 2014 წლის გაზაფხულიდან დღემდე, სტუდენტების ნაწილი ლექტორ ლუიზა ლაფერაძესთან ერთად, აკადემიაში არსებულ სასწავლო პროცესს აპროტესტებს. წელს ლუიზა ლაფერაძე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის კონკურსში მეორედ აღარ აირჩიეს. კონკურსის დარგობრივი საფაკულტეტო სხდომის ოქმში წერია, რომ მისი განაცხადი სრულიად შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და რომ ის არაკოლეგიალობის გამო არ მიიღეს. „ლუიზა ლაფერაძის განაცხადი, პრინციპში, შეესაბამება საფაკულტეტო მოთხოვნებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიის წევრების ნაწილმა, რომლებიც მუშაობდნენ აკადემიურ თანამდებობაზე, დააფიქსირეს, რომ ლუიზა ლაფერაძე წლების მანძილზე მუშაობდა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე მოწვეული პედაგოგის თანამდებობაზე და შესაბამისად იცნობენ მას და მის მოღვაწეობას. ლუიზა ლაფერაძის მხრიდან ხშირი იყო არაკოლეგიალური ქცევა. იგი ხშირად ქმნიდა არაჯანსაღ, სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამო გარემოს, რაც არასახარბიელოდ აისახებოდა საგანმანათლებლო პროცესზე”. წერია ოქმში ლუიზა კომისიის გადაწყვეტილებას 2014 წელს გამართულ აქცია-პერფორმანსებს უკავშირებს, რომლებშიც სტუდენტებთან ერთად იყო ჩართული. 15 ოქტომბერს კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სტუდენტური პროტესტიც გაგრძელდა. ძველ მოთხოვნებს კიდევ ერთი, ლუიზა ლაფერაძის აკადემიაში დაბრუნება დაემატა. დილის 10:30 საათიდან აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები “მწვანე მუშტის” წევრებთან ერთად აქციას მართავდნენ. სასწავლებლის ეზოში საზეიმო კონცერტის ნაცვლად, სასტვენებისა და შეძახილების ხმა ისმოდა - “აკადემია სტუდენტებს და ლექტორებს!”. სტუდენტები სისტემურ პრობლემებთან ერთად, ჩატარებულ რექტორის არჩევნებს აპროტესტებდნენ, რომლზეც გია გუგუშვილი “დახურულ კარს მიღმა აირჩიეს”. როგორც “ნეტგაზეთს” აკადემიის პრესსამსახურში განუმარტეს, არჩევნების ჩატარების დრო სცეტიცხოვლობის გამო დილის 11-დან დილის 9 საათზე გადმოიტანეს, რათა თანამშრომლებს ეკლესიაში წასვლის საშუალება ჰქონოდათ. ფაქტია, რომ აკადემიის საბჭოში სეკულარიზმის კრიზისია. ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რომ ლუიზა ლაფერაძე 2009 წელსაც არ მიიღეს ლექტორის სტატუსით, რადგან ის სტუენტებს შორის რელიგიურ საფუძველზე შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს - ლაფერაძის სტუდენტების სემესტრულ გამოფენაზე, სტიქაროსანმა ერთ-ერთი ნამუშევარი დახია, იმ მოტივით, რომ ნახატი მის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა (ნახატზე გამოსახული იყო შიშველი სხეული და ეკლის გვირგვინი). ამ ფაქტს სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სტუდენტები იმასაც აპროტესტებენ, რომ რექტორის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დებულება შეცვალეს, რომლის მიხედვითაც, რექტორობის კანდიდატი აუცილებლად დარგობრივი პროფესორი უნდა იყოს. “ეს არის რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, საკმაოდ დაინტერესებულები, შეგვიძლია, სიტყვა “ნეპოტიზმიც” მოვიშველიოთ. აქედან სტუდენტი პრაქტიკულად არ იყო, თუ 1-2-ს არ ჩავთვლით. რაც შეეხება მათთან
13 ნოემბერი
ურთიერთობას, მე მათ შევთავაზე დიალოგი.” - ამბობს აკადემიის ახლადარჩეული რექტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, საბა ჩიხლაძე, გია გუგუშვილს პასუხობს, რომ აკადემიის პრობლემები მხოლოდ აკადემიის სტუდენტებს არ ეხებათ. “თსუ-ის სტუდენტი ვარ, მაგრამ სოლიდარობის გამოსაცხადებლად აქ მოვედი. თსუ-შიც არის პრობლემები. ყველა უნივერსიტეტში პრობლემა არის კომპლქსური. მე რომ არ ვარ აკადემიის სტუდენტი, არ ნიშნავს იმას, რომ აქციას არ უნდა ვესწრებოდე.” ამბობს საბა ჩიხლაძე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, გიორგი კარტოზია კი ამბობს, რომ ერთი სტუდენტიც რომ აპროტესტებდეს, რექტორმა მას მაინც უნდა მოუსმინოს. “ჩათვალეთ, რომ მე ვარ ერთადერთი სტუდენტი, რომელსაც აწუხებს პრობლემები. დანარჩენებს, დავუშვათ, არ აინტერესებთ. თქვენ ვალდებულნი ხართ ჩემს კითხვებზე გასცეთ პასუხი. თურმე გუგუშვილს, ვერ გაუგია რას ვაპროტესტებთ. მაინც და მაინც რექტორის სტატუსით უნდა შეგვხვდეთ? გაზაფხულიდან დღემდე, რატომ არ დაინტერესდით იმ სტუდენტთა პრობლემებით, ვინც აპროტესტებდა?” - მიმართავს რექტორს გიორგი კარტოზია რამდენად ობიექტურად მიიღეს გადაწყვეტილება, ლუიზა ლაფერაძის აკადემიაში არმიღებასთან დაკვშირებით? რამდენად სამართლიანად ჩატარდა რექტორის არჩევნები? და სად არის გამოსავალი? 15 ოქტომბერს, რექტორთან შეხვედრამდე სტუდენტებს, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, თინა კლდიაშვილი შეხვდა. “ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის დიალოგში. ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ.” - ამბობს, კლდიაშვილი. კითხვაზე, რამდენად ობიექტურად მიიღეს გადაწყვეტილება, ლუიზა ლაფერაძის არ მიღებასთან დაკავშირებით, რექტორი გია გუგუშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა დარგობრივი საფაკულტეტო კომისიის სხდომის ოქმი საწინააღმდეგოს მოწმობს - ოქმში წერია, რომ გია გუგუშვილი აღნიშნული კონკურსის კომისიის წევრი იყო. “მე გადავხედავ, მეც დამაინტერესა, არ ვარ საქმის კურსში, რადგან დაკავებული ვიყავი ჩემი წინასაარჩევნო საქმეებით. ლუიზა ლაფერაძე არავის არ გაუშვია აკადემიიდან, ის არ აიყვანეს. სამაგიეროდ, მან მიიღო შეთავაზება დიზაინის ფაკულტეტის დეკანისაგან. ფაკულტეტის საბჭო, ეს არის ფაკულტეტზე მაღალი ორგანო. აკადემიური საბჭო არის აკადემიაში უმაღლესი ორგანო. გააპროტესტოს და განვიხილავთ. მეც მინდა გავიგო. ხომ არ შეიძლება სასწავლო წლის წინ, ორიათას კაციან კოლექტივში ერთი ფაქტი ერთ დღეში განიხილო? მოვიდეს და დაგველაპარაკოს.”- ამბობს გია გუგუშვილი. ჩარევის მოთხოვნით, სტუდენტები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, თუმცა სამინისტროს ჯერ რეაგირება არ მოუხდენია. სტუდენტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ სამინისტროს მხრიდან ჩარევა აკადემიის ავტონომიურობას შეუშლის ხელს, თუმცა ლუიზა ლაფერაძის აზრით, ჩარევა საჭიროა ჩაკეტილი წრის გასახსნელად. სტუდენტები აქციების გაგრძელებას რექტორის ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გეგმავენ. მათ რექტორის საჯარო განხილვის შედეგად არჩევა და სისტემური ცვლილებების დაწყება სურთ. მამუკა მგალობლიშვილი
ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში აუცილებლობა და არა ახირება არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) გამოაქვეყნა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში, რომელიც ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას ასახავს. გამოკვლევის თანახმად, ქალების პოლიტიკაში ჩართულობის თვალსაზრისით, ტენდენცია მზარდია,თუმცა,ძალიან დაბალი მაჩვენებლით. საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან ქალები მხოლოდ 12%-ს წარმოადგენენ, 69 გამგებლიდან კი მხოლოდ ორია ქალი,მათგან ერთი დანიშნული მეორე არჩეული.რაც შეეხება თვითმმართველი ქალაქის მერებს,მათგან ყველა მამაკაცია. 184 ქვეყანას შორის საქართველო 115ე ადგილზეა, მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით, ქალთა წარმომადგენლობით პარლამენტში და 42-ე ადგილზე - მთავრობაში.ქალთა რაოდენობამ ქართულ პოლიტიკაში შედარებით მოიმატა,მაგრამ მათი ზეგავლენა პოლიტიკურ პროეცესებზე არ ჩანს.ამბობს “საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის” თავჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი: „ქალები ერთნაირად განვიცდით დისკრიმინაციას,სოციუმის ფონზე ნებისმიერ ქვეყანაში,მაგალითად ბელარუსიაში ქალები პარლამენტის 35% შეადგენენ,თუმცა,ეს არაფერს არ ცვლის.ქალებს არა აქვთ გავლენა პოლიტიკაზე,რადგან არ არსებობს ქალთა ინსტიტუტები. “ ხათუნა მაჭავარიანის თქმით,ჩვენი კონსტიტუცია არ იცნობს ქალთა თანასწორობისა და გენდერის საკითხებს.ყველა ქვეყენა ეხება ამ საკითხს,საქართველში კი არ არსებობს აღსრულების მექანიზმები,საჭიროა ქალთა უფლებები დეკლარირებული იყოს კონსტიტუციაში.“ეს ახირება არ არის,ეს აუცილებლობაა“-ქალთა პარტიის თავმჯდომარე თვლის რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში განსაზღვრავს, ქვეყნის პოლიტიკურ ფონს,რადგან ქალებს შეუძლიათ წინა პლანზე წამოწიონ ისეთი საკითხები,როგორიცაა გენდერი,ქალთა უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ.
ადამიანთა გონებრივი შესაძლებლობა არ განსხვავდება სქესის, რასის თუ კანის ფერის მიხედვით.ქალებს შეუძლიათ იყვნენ ისეთივე ძლიერები და პროდუქტიულები, როგორც კაცები არიან და გახდნენ კიდეც ლიდერები. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები, თანაბრად მოახდინონ საკუთარი ინტერესების რეალიზაცია,როგორც პირად ცხოვრებაში ისე ეკონომიკასა თუ პოლიტიკაში,თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში ქართული საზოგადოება შედარებით კრიტიკულია.მათთვის ქალის ჩართულობა პოლიტიკაში უჩვეულოა,გამომდინარე კულტურული და ტრადიციული შეხედეულებებიდან.ქართული მენტალიტეტის მიხედვით ქალის როლი ოჯახში უფრო დიდია ვიდრე პოლიტიკაში ან სხვა რომელიმე სფეროში. ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალისტისა და ფემისნისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრის,ბაია პატარაიას თქმით კი,ქართულ პოლიტიკაში ქალთა მაღალი ჩართულობის გამოცდილება და კულტუ-
რა არ არსებობს,რაც განპირობებულია საზოგადოების მცდარი შეხედულებებითა და პარტიების მხრიდან გულგრილი დამიკიდებულებით,შიდაპარტიულად დააწინაურონ ქალები და დააყენონ მათი კანდიდატურა საარჩევნო სიებსა თუ სხვა არჩევით თანამდებობებზე. “პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა საქართველოში ძალიან დაბალია, ეუთოს ქვეყნებს შორისაც კი ბოლო ადგილზე ვართ. ქალები საქართველოს მსოახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, თუმცა მათი სათანადო წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი არ არის. ეს არის რესურსი, რომელსაც ქვეყანა ვერ იყენებს. ქალის გამოცდილება, მისი ხედვა, მართვის სპეციფიკა აკლია დღევანდელ პოლიტიკას და ბევრი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ამიტომ არ არის წამოწეული წინა პლანზე.საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს რესურსი ქალი პოლიტიკოსის სახით, მაგრამ ისინი იყინებიან საშუალო მენეჯმენტის რგოლზე და არ ხდება მათი წამოწევა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. კვლევები გვიჩვენებს, რომ საზოგადოება მზად არის ქალი პოლიტიკო-
სების მისაღებად და რომ პოლიტიკოსის შეფასებისას მის კომპეტენციას ანიჭებს უპირატესობას და არა მის სქესს.“ ბაია პატარაია აღნიშნავს ,რომ დღევანდელი სისტემა, რომელიც გენდერული ბალანსის დასარეგულირებლად მუშაობს, არაეფექტურია.საჭიროა შერეული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს პროპორციულით,რაც ხელს შეუწყობს ქალთა რაოდენობის ზრდას პოლიტიკაში.ამასთან ერთად საჭიროა გაიზარდოს გენდერული კვოტირება საარჩევნო სიებში. „საჭიროა დაწესდეს სავალდებულო შიდაპარტიული კვოტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა კვლავ სავალალო მდგომარეობაში დარჩება.“ “გენდერული თანასწორობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირეტორი,თამარ კუჭავა არ ფიქრობს რომ,ქალების პოლიტიკური ჩართულობის დაბალ დონეს საკანონმდებლო სისტემის უუნარობა განსაზღვრავს,რადგან პრობლემა საზოგადოებაშია.საზოგადოება თვითონ უნდა იძლეოდეს სამოქმედო ბერკეტებს,მხოლოდ კანონ ვერ შეცვლის საზოგადოებრივ ფონს. „პრობლემა განათლებაშია და არა რადიკალური კოდექსების შემუშავებაში.საქართველოში არ ან ვერ არის დაკმაყოფილებული ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც გენდერული პოლიტიკის სიძლიერის ხარისხი ფასდება,რადგან ეს პრობლემა საზოგადოების მიდგომის დონეზე არსებობ, ვიდრე საკანონმდებლო დონეზე.“ პოლიტიკური მართვის სტილი და უნარი ადამიანის სქესზე კი არა ფსიქოლოგიურ ხასიათზეა დამოკიდებული. ქალების აქტიური მონაწილეობა პოლიტიკაში კი განსაზღვავს ქვეყანაში დემოკრატიის დონეს.ქალებისა და მამაკაცების თანამშლომლობა პოლიტიკაში უფრო სრული და წარმომადგენლობითი დემოკრატიის წყაროა,ვიდრე რომელიმე სქესის პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაცია,როდესაც მხოლოდ ერთი აზრი ახწევს წარმატებას და შესაბამისად ძალიან ბევრი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. შორენა ქარცივაძე
5
NEWS FEED
საზოგადოება
საქართველოს ბიუჯეტი უსალხკარო ბავშვების დასახმარებლად საქათველოში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ყოველი ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი მათი ნახვა და იმის გააზრება, რომ ისინი არაჯანსაღ გარემოში იზრდებიან და მათი დახმარება სჭირდებათ. დღეისთვის არც ერთი სტრუქტურა არ ფლობს ზუსტ მონაცემებს „ქუჩის ბავშვების“ რაოდენობის შესახებ, თუმცა ისინი არიან ყველგან, განურჩევლად ასაკისა. 20 სექტემბერს, „შერატონ-მეტეხი პალასში,” ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საჭიროებების, სოციალაური დაცვის და სახელმწიფო ინიციატივების შესახებ შეხვედრა გაიმართა. ჟურნალისტებს მიმდინარე საკითხებზე ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაკა ფერაძემ და ევროკავშირის პროექტის მენეჯერმა ლიკა ყოჩიშვილმა მიაწოდეს. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სოციალური დაცვის და მათზე ზრუნვის პროგრამას მომავალი წლიდან სრულად სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. ამჟამად პროგრამა დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება. სოციალაური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი გახდება ამ ბავშვებისათვის უკეთესი პირობების შექმნა. ამჟამად დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით 350-მდე ბავშვი ცხოვრობს, მათგან 195 სახლემწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების მიღებაზე უარს ამბობს. მუშაობას ართულებს ისიც, რომ ამ მოზარდებს არავითარი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი არ აქვთ. ბავშვების სოციალურ ადაპტაციასა და დაცვაზე ამჟამად მობილური ჯგუფებთან ერთად, დღის 2 ცენტრი, კრიზისული ინტერვენციის 2
თავშესაფარი და ტრანზიტული მომსახურების 2 ცენტრი მუშაობს- თბილისსა და რუსთავში. პროგრამა მოზარდების სოციალიზაციას ითვალისწინებს. ოთხ-ოთხი კაცისგან შემდგარი მობილური ჯგუფები ამ ბავშვებთან საერთო ენის გამონახვასა და საზოგადოებაში მათ ჩართვას ცდილობენ. მობილური ჯგუფი რამდენიმეა და თბილისის რეგიონების მიხედვით იყოფა. გასვლები ჯგუფს ყოველდღიურად აქვს. ჯგუფის წევრი, ფსიქოლოგი ნინო რეხვიაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მათი მოვალეობა ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების მოძიება, მათთან გასაუბრება და შემდეგ მშობლებთან ვიზიტია. ჩვენი მიზანია იმ ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში მათხოვრობენ ან მუშაობენ, გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ; ანბანი თუ ანგარიში
უცხოელი სტუდენტები საქართველოში პრობლემები და გამოწვევები ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Eრასმუს შტუდენტ Nეტწორკ (თბილისი IშU)-მ ფონდ ”ღია საზოგადოებასთან” ერთად ჩაატარა კვლევა, რომლის ერთ-ერთი მიზანი იმის გარკვევა იყო განიცდიან თუ არა დისკრიმინაციას საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტები. გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა ის არსებითი პრობლემები, რომლებიც მათ სტუდენტური ცხოვრების პერიოდში ექმნებათ. როგორც IშU-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიდან ჩანს, ყოველი მეათე ეთნიკურად არაქართველი სტუდენტი განიცდის დისკრიმინაციას ქართველი სტუდენტების მხრიდან.
დიაგრამის მიხედვით, ქართველები ყველაზე მეტად განსხვავებული რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფას ერიდებიან. ეთნიკურად არაქართველების დიდი ნაწილი რასისტულ დამოკიდებულებას ხვდება, რაც ცინიკურ მოპყრობასა და პირად შეურაცხყოფაში გამოიხატება. ანჟელინ რებეკა ინდოეთიდან საქართველოში სამი წლის წინ ჩამოვიდა და ახლა სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. როგორც ამბობს, თავდაპირველად უცხო ქალაქში ცხოვრება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ადაპტაციის პროცესში ინდოელი უფროსკურსელები დაეხმარნენ. ანჟელინი ქართველი სტუდენტების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტებზეც საუბრობს. “ქართველ სტუდენტებთან ნორმალური დამოკიდებულება მაქვს.ზოგიერთი მათგანი მეგობრულია, ზოგი - ამპარტავანი. იშვი-
6
ათად, მაგრამ ხდება ძალიან არასასიამოვნო ფაქტებიც. მაგალითად, ჩემს მეგობარს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მეორეს კი საფულე მოჰპარეს” - ამბობს ანჟელინი. მურად მურადოვი ქართველებისგან დისკრიმინაციულ ფაქტებს ვერ იხსენებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობს. მთავარ მიზეზად კი ენობრივ ბარიერს ასახელებს. “ეთნიკურად არაქართველები ერთ გამოცდას აბარებენ მშობლიურ ენაზე, შემდეგ გადიან ერთწლიან მოსამზადებელ კურსს ქართულ ენაში და ირიცხებიან ნებისმიერ ფაკულტეტზე. შესაბამისად, არ იციან ქართული და უჭირთ ერთმანეთთან კომუნიკაცია”- ამბობს მურად მურადოვი ბუნებრივ პროცესად აფასებს ქართველ და ეთნიკურად არაქართველ სტუდენტთა ურთიერთდამოკიდებულებას ფსიქოლოგი შალვა აბზიანიძე. მათ შორის დისკრიმინაციული ფაქტების არსებობას კულტურული განსხვავებებით ხსნის. “ქართველებს და მით უფრო ახალგაზრდებს, არ აქვთ სხვა ეთნოსებთან ურთიერთობის გამოცდილება. შესაბამისად, ის აღიქმება, როგორც უცხო. ჩვენსა და იმ ხალხს შორის, ვინც აქ ჩამოდის, ძალიან დიდი კულტურული სხვაობებია. თან ისინი სრულებით საწინააღმდეგო ღირებულებებზეა დაფუძნებული. დისკრიმინაციულ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს. ეს თავისთავად უნდა შეწყდეს” – ამბობს შალვა აბზიანიძე. უცხოელი სტუდენტების დისკრიმინაციისა და სოციალიზაციის საკითხს, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია EშN-ის (Eრასმუს შტუდენტ Nეტწორკ) წევრები, საკმაოდ მზარდ და მწვავე პროცესად მიიჩნევენ. მათი თქმით, საკითხი ფართო მიდგომას, საზოგადოების ჩართულობას საჭიროებს და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა არ არის საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად. ანი ყურაშვილი
ვასწავლოთ. ძალიან ხშირად ქართველები არ არიან და უჭირთ ქართულად საუბარი. ვცდილობთ, რაც შეიძლება გავუადვილოთ ხალხთან ურთიერთობა“. ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემაზე საქართველოში არსებული ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მათი უმრავლესობა პირველ ეტაპზე ბავშვებთან დადებითი ურთიერთობის დამყარებას და შემდეგ მათი სხვადასხვა საშუალებით დახმარებას ცდილობს. პრობლემის მოგვარებას დღესდღეობით ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორის, არსებული კანონების უმოქმედობა და ისიც, რომ ბავშვის უფლებების დამრღვევი და მოძალადე ხშირად, სწორედ მასზე უფლებამოსილი პირია. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია კაკაჩია აცხადებს, რომ თუკი ბავშვი მათხოვრობს, პატრული ვალდებულია ეს ფაქტი აღკვეთოს, ხოლო თუ ამას არ აკეთებს, ესე იგი კანონს არღვევს. “კანონმდებლობა არ არის საკმარისად დახვეწილი. ორგანო, გარდა გულგრილობისა, არაკომპეტენტურია. არაფერს არ აკეთებს. რაც მე მქონდა შეხება, არაფერი გაუკეთებია. თუკი ბავშვი მათხოვრობს, პატრული ვალდებულია ეს ფაქტი აღკვეთოს, ხოლო თუ ამას არ აკეთებს, ესე იგი კანონს არღვევს.” - ამბობს კაკაჩია ლოგიკურია დაისვას კითხვა: ნუთუ ვერცერთი პატრულის ეკიპაჟი ვერ ამჩნევს უამრავ არასრულწლოვანს რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვს? პრობლემა სწორედ ისაა, რომ სისტემა თავად არის გულგრილი ამ პრობლემის მიმართ, არაა დახვეწილი და ვერ ერგება ქართულ რეალობას. გარდა ამისა,კონსტიტუციური უფლებით, ბავშვის მეურვეობის უფლება მშობელს აქვს, ხშირად კი სწორედ მშობელია მოძალადე, რის გამოც ბავშვის უფლებების დაცვა სხვადასხვა ინსტანციაში რთულდება. გამონაკლისია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. კანონმდებლობა მას საკმარის უფლებამოსილებას კი აძლევს, მაგრამ რეალურად, ის მაინც უმოქმედოა. გამოსავალი ერთია, ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ქუჩაში მცხოვრები ბავშვებს პრობლემას, რათა მათაც ჩვეულებრივი ბავშვებივით შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრირება და ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ანანო ჯაბუა
რეცეპტით გასაცემი წამლები და თანმდევი პრობლემები ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სისტემაში წამლების ურეცეპტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით მიღებულმა ახალმა კანონმა,რომელიც ძალაში პირველ სექტემბერს შევიდა ,საზოგადოებაში ორაზროვანი შეხედულება ჩამოაყალიბა.ერთი ნაწილი მიესალმებოდა ახალ კანონს და დადებითად აღიქვამდა ამ ფაქტს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნდა,რომ ეს დამატებით სირთულეებს გამოიწვევდა მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით და შესაბამისად,ზედმეტი ფასის გადახდაც მოუწევდათ. პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა “წამლისა და ფარმაცეფტული საქმიანობის შესახებ კანონში” ცვლილება,რომლის მიხედვითაც აფთიაქებში 5000 მედიკამენტზე მეტი წამალი ურეცეპტოდ აღარ გაიცემა. ესენია მე-2 ჯგუფის მედიკამენტები , მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები,ანტიპერსპინა ნტები,საგულე გლუკოზიდები, ზოგიერთი ვიტამინი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მომხმარებელი ვეღარ შეიძენს რეცეპტის წარდგენის გარეშე ისეთ ხშირად მოხმარებად წამლებს როგორებიცაა: ნიმესილი,კეტონალი, ანალგინი,სუპრასტინი და სხვ. სწორედ ასეთი წამლების ურეცეპტოდ აკრძალვამ გამოიწვია საზოგადებაში უკმაყოფილება.აქამდე თუ მათ მხოლოდ აფთიაქებში წამლის საყიდლად უწევდათ რიგის დაკავება,ახლა დამატებით საჭირო რეცეპტისათვის ექიმთან რიგშიც უხდებათ დგომა,რაც ბუნებრივია მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ,,ავერსის” ფარმაცევტმა ფიქრია გოგიშვილმა კითხვაზე_ თუ რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი ახალი კანონით?_ასეთი პასუხი გაგვცა: ,,კმაყოფილების რა გითხრათ, ძირითადად ურეცეპტოდ მოდიან ადამიანები მედიკამენტების საყიდლად და როდესაც ჩვენ რეცეპტს ვითხოვთ მაშინვე ჩვენზე ტყდება ჯოხი და საყვედურს ჩვვენთან გამოთქვამენ, ან გვთხოვენ,რომ ძალიან ეჩქარებათ და წამალი ურეცეპტოდ გავატანოთ.ამაზეც რომ უარს ვეუბნნებით შეურაცხყოფასაც კი გვაყენებენ ხოლმე.’’ აფთიაქში შემოსული რიგითი კლიენტი,ქალბატონი თამარ თანდილაშვილი, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა ფარმაცევტის მიმართ , კითხვაზე_ რა არის მისი გაღეზიანების მიზეზი? _შემდეგნაირად პასუხობს: ,,ისედაც ძალიან მიჭირს სიარული. ძლივს მოსული აფთიქამდე კიდევ ექიმის რიგში უნდა ვიდგე ერთი წამლის რეცეპტისათვის,რომელსაც უკვე
წლებია ვსვამ და ამისთვის სულაც არ მჭირდება ექიმის რეცეპტი.’’ საინტერესოა, ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ექიმების პოზიცია,რომელთა უმეტესობაც სპეციალურ გადამზადებას გადის ახალი კანონის დადგენილებასთან დაკავშირებით. მათი დიდი ნაწილის აზრით,ეს დადებითად წაადგება საზოგადოებას და თავიდან ააცილებს გართულებებს,რომლებიც ურეცეპტოდ შეძენილი წამლებთან არის დაკავშირებული, ეს კი საქართველოში არც თუ ისე იშვიათად ხდება. იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმის ივანე ჩხაიძის თქმით, ეს მოვლენა სწორედ რომ დროულია, რადგან უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული,როდესაც პაციენტმა დოზას გადააჭარბა, ან შეცდომით სხვა მედიკამენტი მიიღო . მთავარი მიზეზი,თუ რისთვის გახდა საჭირო ამ ახალი კანონის შემოღება ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგენკოს განმარტებით,ეს არის ნარკოტიკული თრობის შემცირება და მისი აღმოფხვრა.,,მივიღეთ უკონტროლო სისტემა_მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარება ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, იწვევს ნარკოტიკულ თრობას”_აღნიშნა სერგენკომ. ხოლო მეორე მიზეზი ,როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექციის სამმართველოს უფროსი, დავით მაჭარაშვილი ამბობს,ეს არის სწორი მკურნალობა და წამალზე დანახარჯების წილის შემცირება, რაც საქართველოში სხვადასხვა ფაქტორის გამო ისედაც ძალიან მაღალია.,,საქართველოში ხშირია, როდესაც ადამიანები თვითმკურნალობას მიმართავენ. ეს არ არის გამართლებული რაციონალური ფარმაკოთერაპიის კუთხით. ხდება გარკვეული პერიოდით პრობლემის მოგვარება, შემდეგ კი ძალიან აგრესიული ფორმით თავს ისევ იჩენს პრობლემა. გარდა ამისა, მედიკამენტების ურეცეპტოდ ყიდვა კი არ ამცირებს, ზრდის დანახარჯებს. პრობლემა არ ქრება, ექიმთან მაინც გიწევს წასვლა, სულ სხვა დანიშნულება ხდება საჭირო და მედიკამენტების ყიდვა ისევ გიწევს. საბოლოო ჯამში, მკურნალობა ძვირდება”_ აცხადებს მაჭარაშვილი. ჯანდაცვის სამინისტრო კი ხალხს მოუწოდებს დადებითად აღიქვას რეცეპტული სისტემის დანერგვა, რადგან ეს მათივე ეფექტური მკურნალობისთვისაა საჭირო. თიკო ჩოხელი
13 ნოემბერი
NEWS FEED
საზოგადოება
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა სოციალიზაცია ,,მთავარი საქმე არ უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მიმართ ფილანტროპიის წახალისება. მათ არ სჭირდებათ „უნარიანი“ ხალხის მფარველობა. ჩვენ გვმართებს კაცობრიობის უნივერსალური ღირებულებების გაცნობიერება. გააზრება, თუ რამდენად სხვადასხვანაირია ადამიანური ცხვორება. აღიარება, რომ ჩვენ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა არსებობა ჩვენი მრავალფეროვნების კიდევ ერთი სიმდიდრეა.“ ნელსონ მანდელას სიტყვების საწინააღმდეგოდ, ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები ფილანტროპიის, უარყოფისა და საზოგადოებისგან გარიყვის მსხვერპლნი ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ სურთ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ, ამის საშუალება არ ეძლევათ. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს არაერთი დაბრკოლების გადალახვა უწევთ როგროც საჯარო, ასევე კერძო სფეროებში. აქ საუბარია ჯანდაცვაზე, განათლებაზე, პროფესიულ-ტექნიკურ მომზადებასა და ბევრ სხვა პრობლემაზე. საქართველოს ხელისუფლება კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს სრულყოფილად არ ასრულებს. მაგალითად, ადამიანის უფელებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ მუხლი 24, ნაწილი 2, ა ქვეპუნქტი: „სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს , რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არ იქნენ გარიყულნი ზოგადი განათლების სისტემიდან მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ასევე უფასო და სავალდებულო განათლების სისტემიდან.“ თუმცა, საქართველოში არსებული პირობები ხელს უშლის ამ უფლებების განხორციელებას. არასამთავრობო ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი საქართველო“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, სალომე მირიანაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილება უჭირთ საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო: „არაადაპტირებული გარემოს გამო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ დღის ცენტრში სიარულს და მოქმედებს შინ მოვლის პროგრამა, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.“ ასევე აღსანიშნავაია, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული კიდევ ერთი პირობა ირღვევა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების
ყველა წევრისათვის ინფორმაციის თანაბრად ხელმისაწვდომობას. სახელმწიფო არ ავალდებულებს კერძო ტელეკომპანიებს შექმნან პირობები, იმისათვის რომ ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. თუ არ ჩავთვლით საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საპატრიარქოს ტელევიზიას, დანარჩენი ტელევიზიები გვერდს უვლიან ამ პრობლემას. ყველა ზემოთ ხსენებული პრბლემის გამო, საზოგადოების ეს კონკრეტული ჯგუფი, ფაქტობრივად, ვერ საქმდება. „ განათლებით მუსიკსი მასწავლებელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება არ მიჭირს და ვაკმაყოფილებ პედაგოგისათვის საჭირო მოთხოვნებს, ვერსად ვერ დავსაქმდი.“ -აღნიშნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი ინგა ნაბახტეველი. კონკრეტული პირების გარდა, სახელმწიფოს უყურადღებობაში ამ კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ადანაშაულებენ. ფონდ „ქალი და რეალობის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი თავადვე ცდილობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, თუმცა ხელისუფლების პასიურობის გამო მათ ეს არ გამოსდით. ამიტომ, მათივე თქმით, ერთი გამოსავალი რჩებათ- მიმართონ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ინვესტიციების მოსაზიდად. დღეს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად პროგრესი ნაკლებად შეინიშნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქში ამ ბოლო დროს გადასასვლელ ხიდებზე, რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელსა და ე.წ. შუქნიშნის კუნძულებზე გაკეთდა პანდუსები. აუცილებელია, რომ ზემოხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფომ იზრუნოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის ხელსაყრელი გარემოს შექმანზე და დაიცვას კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუმცა მხოლოდ ეს არაა საკმარისი- საზოგადოების წევრებმა უნდა შევხედოთ მათ , როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც
მონაწილეობენ ქვეყნის განვითარებაში.
ნინი ჩუბინიძე
“ისტორიული მინიმუმი” და საქართველო ლევანისთვის თითქმის ყოველი დღე ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ავზის შევსებით იწყება. მას თბილისიდან რაიონში უწევს სამსახურში სიარული და როგორც თვითონ ამბობს, საწვავზე კვირაში საშუალოდ 60-70 ლარს ხარჯავს, რაც მისი ხელფასის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს. „თვალს ვადევნებ საწვავის ფასის კლებას საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ ქართულმა კომპანიებმა მხოლოდ სამი თეთრით შეამცირეს. ვიმედოვნებ, ისინიც დააკლებენ ფასს, რადგან ჩემს ბიუჯეტზე ეს სასიკეთოდ აისახება.“- აღნიშნავს ლევან დევიძე. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ნავთობის ფასმა მსოფლიო ბირჟებზე არნახული ზრდა დაიწყო. იმ დროიდან მოყოლებული, 1 ბარელი ნავთობის ფასი, თუ მის ისტორიულ მაჩვენებელს გავიხსენებთ, თითქმის შვიდჯერ გაიზარდა. ნავთობის ფასის გაძვირებამ მისი მნიშვნელობაც გაზარდა. ბოლო რამდენიმე
13 ნოემბერი
წლის განმავლობაში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე მისი ფასი მერყეობს. საქართველო ნავთობპროდუქტებით მდიდარი არაა, ამიტომ მისი იმპორტირება საზღვარგარეთიდან ხდება. დღეისთვის ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე დაახლოებით 50 კომპანია მოქმედებს, მაგრამ აქედან ბაზრის მნიშვნელოვან წილს ხუთი კომპანია :,,სოკარი’’, ,,ვისოლი’’, ,,ლუკოილი’’, ,,რომპეტროლი’’ და ,,გალფი’’ ფლობს. სექტემბრიდან მოყოლებული, მსოფლიო საფონდო ბირჟაზე საწვავის ფასმა მკვეთრად დაიწყო კლება. 2014 წლის 15 ოქტომბრის მონაცემებით, ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასმა 83,35 დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე 81,78. ,,ისტორიული მინიმუმი“ და „ფსიქოლოგიური ზღვარი“- ეს ის ტერმინებია, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობის ბაზრის ნაწილი გახდა. საერთაშორისო ბაზარზე ფასის კლების
საპენსიო რეფორმა
,,რა ვიცი შვილო,ისეთ ასაკში ვარ,შეიძლება ვეღარც მოვესწრო პენსიის გაზრდას, უკვე 2 წელზე მეტია, არაფერი შეცვლილა,,
83 წლის მარიამ მელაძე 20 წელზე მეტია, რაც პენსიონერია.მოესწრო კომუნისტების მმართველობას,რომელზეც ძალიან ნოსტალგიურად საუბრობს,შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდს,როდესაც პენსია 14 ლარს შეადგენდა და ხშირად ,,იყინებოდა,,. გამოსცადა ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობაც.მისთვის დიდი სიხარული იყო,როდესაც პენსია გაორმაგდა. შემდეგ კი, ნელი ზრდის ტემპით 130 ლარი გახდა,თუმცა მარიამი ამბობს,რომ გაზრდას კიდევ ელოდება,რადგან ახლანდელი ხელისუფლება დაჰპირდა ამას. ,,რა ვიცი შვილო,ისეთ ასაკში ვარ,შეიძლება ვეღარც მოვესწრო პენსიის გაზრდას, უკვე 2 წელზე მეტია, არაფერი შეცვლილა,, - ამბობს ის. მარიამის გარდა საქართველოში კიდევ 687 ათასი პენსიონერია,რომელთათვისაც კითხვა- ,,როდის გაიზრდება პენსია?,, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. საინტერესოა,რას აკეთებს სახელმწიფო ამ კუთხით. კვირის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ამბებს შორის ინფორმაციას პენსიის ზრდის შესახებაც შეხვდებით. რადგან წინასაარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი მთავარი სწორედ პენსის გაზრდა გახლდათ, ახალი მთავრობა აქტიურად მუშაობს საპენსიო რეფორმაზე. ბოლო ინფორმაციით, საპენსიო რეფორმის სამსახური საპენსიო სისტემის სამ მოდელს განიხილავს,რომელიც დაგროვებით საპენსიო სისტემას უკავშირდება, ესენია : სავალდებულო მონაწილეობა, ნებაყოფლობით მონაწილეობა და ჰიბრიდული მოდელი. დღეისთვის საქართველოში სოლიდარულ პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სქემა მოქმედებს, ანუ საპენსიო ასაკს მიღწეული მოსახლეობა იღებს პენსიას ბიუჯეტში მობილიზებული
ტენდენციის შენარჩუნების მიუხედავად, ქართული ნავთობკომპანიები ფასს მხოლოდ სამი თეთრით ამცირებენ. ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბრისას ორგანიზაციის „პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს“ ხელმძღვანელმა ბექა კემულარიამ განაცხადა- „მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლება ივლისიდან შეინიშნება, ქართული კომპანიები კი საწვავის ფასს მხოლოდ სამი თეთრით ამცირებენ, როცა დღევანდელი მონაცემებით, ფასებს დაახლოებით 35 თეთრით უნდა დაეკლო.“ კარტერული გარიგების შსახებ საუბრობს bpn-თან ,,ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის” გენერალური დირექტორი ირაკლი ლექვინაძე: ,,მსოფლიო ბაზარზე ბო ლო ექვსი თვის განმავლობაში საწვავის ფასებზე 25%-იანი კლება აღინიშნა, საქართველოში კი ამ მასშტაბის კლება არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში კარტელური გარიგების ყველა ნიშანი გვაქვს. ამ ბაზარზე ძალიან ცოტა კომპანია საქმიანობს და მათ შორის კონცენტრაციის ხარისხიც მაღალია, ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ შეთანხმებულად იმოქმედონ და იმაზე მეტი მოგების მარჟა
მიიღონ, ვიდრე ეს ნორმალური, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. საქართველოში საწვავის ფასი
გადასახადებიდან.დაგროვებითი საპენსიო სქემა არსებული მოდელისგან პრინციპულად განსხვავებულია. მარტივად რომ ვთქვათ, დაგროვებითი პენსია არის სისტემა, როდესაც ადამიანები ახალგაზრდობაში, ანუ დასაქმების პერიოდში ხელფასიდან და შემოსავლიდან გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავენ კერძო ან სახელმწიფო ფონდში. როდესაც მათ დაუდგებათ საპენსიო ასაკი, დაგროვებული თანხა გარკვეული პროცენტული დანამატებით უბრუნდებათ, როგორც პენსია. საპენსიო ფონდის არსებობის გამოცდილება ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს,ოღონდ ეს აბსოლუტურად ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.არსებობს კერძო სადაზღვევო კომპანია “ჯი– პი–აი–ჰოლდინგი“,რომელიც საპენსიო დანაზოგების სისტემას მომხმარებელს 2001 წლიდან სთავაზობს. 2012 წლის მონაცემებით, ამ საპენსიო სქემაში ჯამში 17 935 ადამიანი იღებდა მონაწილეობას,რაც საერთო როდენობის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. რეფორმის შემდეგ მინიმალური სოციალური პენსია უცვლელი დარჩება და მას მიიღებს ყველა, მაგრამ ის პირები, ვისაც საპენსიო ფონდში თანხა შეჰქონდათ, ამ ფონდიდან მიიღებენ შესაბამის დანამატებს პენსიის სახით. ამასთანავე, შეტანილი თანხა არ დაექვემდებარება დაბეგვრას. საინტერესოა,მოხდება თუ არა აღნიშნული რეფორმის რეალიზება ჩვენს რეალობაში.გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,რომ საქართველოში ძალიან ბევრი დაუსაქმებელია.ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ვინ შეძლებს საპენსიო ფონდში თანხის შეტანას? სავარაუდოდ,საერთო სურათი მაინც არ შეიცვლება.ამ საკითხს ექსპერტებიც აქტიურად განიხილავენ. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე BPN-თნ საუბრისას აღნიშნავს: „ეს საპენსიო რეფორმა დიდი ხნის წინ უნდა განხორციელებულიყო, იგი, გარკვეულწილად, დაგვიანებულიც კია და ყოველი დღე, რომელიც ამ რეფორმის გარეშე გადის, მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანია. მისი განხორციელების შედეგად ჩამოყალიბებული საპენსიო სისტემა თავის კლასიკურ სახეს დაახლოებით 30 წლის შემდეგ მიიღებს.’’ ვინაიდან დღევანდელი მთავრობა პენსიის გაზრდის ალტერნატიულ საშუალებაზე ჯერჯერობით არ საუბრობს, დიდი შანსია,რომ მარიამ მელაძე და სხვა პენსიონეები პენსიის გაზრდას ვერ მოესწრებიან. გიორგი დვალიშვილი
არ იკლებს, დასავლეთში კი - გაიაფების პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებულია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკურენციის ხარისხი მინიმალურ დონეზეა და საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელსაც კარტელურ გარიგებას ეძახიან.” კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე მონოპოლიასა და კარტერულ გარიგებას აღარ დაუშვებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა კონკურენციის სააგენტო,რომლის ხელმძღვანელიც 2014 წლის 15 აპრილიდან გიორგი ბარაბაძეა. მან მედიასთნ საუბრისას განაცხადა, რომ უწყება 2015 წლის იანვრიდან გააქტიურდება და ქართულ სანავთობე ბაზარს გააკონტროლებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ოფიციალური განცხადებით, საქართველოში საწვავზე ფასების კლებას კიდევ უნდა ველოდოთ. ქართველი მოსახლეობა კი კონკურენციის სააგენტოს ელოდება, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას. ხატია თათრიშვილი
7
NEWS FEED
საზოგადოება
,,დღემდე თუ სული გვიდგას მე და ჩემს ოჯახს კათარზისით გვიდგას...” 80 წლის ზინაიდა ნოდია 8 წელია რაც კათარზისის ბენეფიციარია.როგორც მასთან საუბრისას გაირკვა,მას ფული წაართვეს,არ ყავს არც ქმარი,არც შვილი,ცხოვრობს მარტო,თუმცა ერთ დიდ ოჯახში 310 ბენეფიციარის გარემოცვაში. აღმაშენებლის ქუჩა,სამსართულიანი შენობა.მათი დევიზია _,,რაც გაუკეთეთ ერთ ჩემს მცირე ძმათაგანს,მეც გამიკეთეთ.” შენობაში შესვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიპყრო :ინტერიერმა,დიდმა დარბაზმა,კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულმა რბილმა სკამებმა და დივანმა,იქვე რამდენიმე პატარა მაგიდამ და მოფუსფუსე მოხუცებმა.სწორედ იმ დროს მივედი,როდესაც სადილის დრო იყო და ცხელი კერძების სუნი მთელ მისაღებში ტრიალებდა,მომღიმარი ბებია-ბაბუები კი სასადილო ოთახისკენ მიიჩქაროდნენ. შესვლისთანავე გამაოცა იმ ფაქტმა,რომ თვითონ ეს ბენეფიციარები ისეთი ყურადღებიანები არიან,მათ ოჯახში შესული სტუმარივით გეპყრობიან.,,რამით ხომ ვერ დაგეხმარებით? ვის ეძებთ?”-გაისმა ერთ-ერთი ბენეფიციარის ხმა,რომელიც საკმაოდ აქტიური ჩანდა.მასთანაც მოვისურვე რამდენიმე წუთის შემდეგ გასაუბრება და საკმაოდ გულწრფელი და კარგი რესპონდენტი აღმოჩნდა.როგორც გვითხრა,13-15 წელია რაც კათარზისის მომხმარებელია.უაღრესად კმაყოფილია და ამბობს,რომ ეს მათი დიდი ოჯახია. ,,როდესაც მეც და ჩემი მეუღლეც სამსახურიდან გამოგვიშვეს,იმ დროს პენსიაც არ გვქონდა ჯერ დანიშნული.ორივე აგვიყვანეს აღრიცხვაზე,როგორც მრავალშვილიანი ოჯახის მეპატრონეები.მალევე ჩემი მეუღლე გადაიყვანეს ერთჯერად დახმარებაზე,რაკი აქ ყოველდღე ვერ მოდიაოდა და ამის სუვილიც აღარ ჰქონდა,მეორე ჯგუფის ინვალიდია .ყოველთვე ვიღებთ ერთჯერად დახმარებას,კვებითაც კმაყოფილები ვართ, და არა მარტო ჩვენ,არამედ შემიძლია ეს ვთქვა მთელი ბენეფიციარის სახელით. პრეზიდენტიდან დაწყებული უბრალო დამლაგებლით დამთავრებული,ყველა ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე,ყურადღებიანები და სათნოები არიან .დღემდე თუ სული გვიდგას მე და
ჩემს ოჯახს კათარზისით გვიდგას,მართლაც სათნოების სახლია”_გვითხრა მან. ასევე თვალშისაცემია მისაღების გვერდით პატარა ოთახი,სადაც მოხუცები ტელევიზორს უყურებენ.კინოთეატრის მსგავსად ჩაწყობილი სკამები და პირდაპირ კედელზე დიდი ტელევიზორი,სადაც იმ დროს სერიალის ყურებით გატაცებული მოხუცები ისხდნენ,ჰარმონიულობას ქმნიდა. მეორე სართულზე არის სამედიცინო კაბინეტი,ტრენაჟორების ოთახი,ბანქოს დიდი მაგიდა,სადაც მოხუცები დიდ აზარტში შედიან.ასევე არის სამლოცველო ოთახი,სადაც ზუსტად იმ დროს,როდესაც კათარზისში მომუშავე ჯარისკაცი შენობას მათვალიერებდა, ლოცვა-კურთხევას აღასღულებდა მამა დავით თავაძე.თავისუფალ ადგილს ვერც კი მოეძბნიდით,მთელი სამლოცველო მოხუცებით იყო სავსე და აქ ყოველ ორშაბათს ასეთი ვითარებაა. მესამე სართულის მისაღები, პატარა ,ლამაზი ოთახია,რბილი ავეჯით,პატარა მაგიდით,ბუხრითა და კედლზე ხატებით. აქედან შედიხარ ოთახში,სადაც 14 რკინის საწოლია ორ მწკრივად ჩაწყობილი, იმ 14 ხანშიშესული ქალბატონისთვის,რომელებიც აქ მუდმივად ცხოვრობენ.მათ ერთმანეთისა და მომვლელების გარდა არავინ ჰყავთ. მათთვის ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდე და მზრუნველობაა,თუმცა აქ ძირითადად არ უყვართ საუბარი,მითუმეტეს ჟურნალისტებთან. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ლამარა კვანტალიანმა,რომელიც 85 წლისაა და 2 წელია რაც აქ იმყოფება,ცოტაოდენი გვესაუბრა საკუთარ თავზე. ,,დავკარგე ბინა,როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. იგი მწერალი-დრამატურგი იყო. ჩემს ბინაში ჩაწერილი იყო გერი.ასე რომ ,როდესაც ბინდა გაიყიდა მე უბინაოდ დავრჩი და კარი ცხვირწინ მომიხურეს. 2 წელია რაც აქ ვიმყოფები,არაჩვეულებრივი გარემოა_ კვება, სისუფთავე,მოპყრობა.ძალიან კარგი პიროვნებაა უფროსი მაია ალადაშვილი, რომლისაც უზომოდ კმაყოფილი ვარ.ძირითადად ჩვენი საქმე აქ ჭორაობაა,ერთმანეთს ვუყვებით ჩვენს ამბებს,ვიხსენებთ
ახალგაზრდობას,თუ მოვიწყენთ ეზოში ჩავდივართ,ხან ჩხუბია,ხან ერთმანეთს ეფერებიან და ასე ვერთობით,ზოგი გიჟია,ზოგი ჭკვიანი...”. კათარზისის პრეზიდენტის,ზაურ ალადაშვილის მეუღლესთან,მაია ალადაშვილთან საუბრისას შევიტყვე,კათარზისში არიან ისეთებიც,რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და სპეციფიკურ მოვლას საჭიროებენ.მათ საჭირო პრეპარატებით კათარზისის სპონსორი აფთიაქები ეხმარებიან.ასევე არის რამდენიმე ათეული მწოლიარე,რომლებსაც ჯარისკაცების ხელით მიეწოდებათ საკვები.ამ ბენეფიციარებს აქ ცხოვრების გარკვეული ვადა არ აქვთ. ,,ჩვენთან არის 14 ბენეფიციარი,რომლებიც ძირითადად უსახლკაროები არიან: ზოგი შვილმა გამოაგდო; ზოგიერთს შვილიშვილმა სახლი გაუყიდა; ზოგს უცხო პიროვნებებმა
სახლის კარი ცხვირწინ მიუხურეს;ისინი განუსაზღვრელი დროით არიან ჩვენთან ,იქამდე ვიდრე, ღმერთმა დაიფაროს და, ჩავარდებიან”_გვითხრა მაია ალადაშვილმა. ასევე კათარზისში არის თეატრი ,,ნოსტალგია”,რომლის მსახიობებიც თავად ეს მოხუცები არიან.დგამენ სპექტაკლებს,რომლებიც ყოველ შაბათს იმართება. სათნოების სახლში ყოვედღიურად 310 ბენეფიციარი ადამიანი იკრიბება.მისაღებში მოფუსფუსე ბებია-ბაბუები,ტელევიზორის ოთახში სერიალით გატაცებული მოხუცები,ბანქოს თამაშით გართული ბაბუები და ცხელი სადილის სუნი_ასეთია ყოველი დღე კათარზისში. ამ ადამიანებს საზოგადობის მხრიდან ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებათ. სოფო ნიკოლაიშვილი
წიგნიერების ასამაღლებლად დაგეგმილი პროექტები
‘’წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას.’’ ფრენსის ბეკონი “წიგნი ყველა სოფელს” – ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ ინიციატივითა და საქართველოს საპატრიარქოს, სახელმწიფოს, არასამთავრობოებისა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით ხორციელდება. ეს საქველმოქმედო პროექტი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს უსასყიდლოდ გასცენ წიგნები რეგიონების მოსახლეობისთვის. სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილებში განთავსებულია ყუთები, რომელშიც წიგნის ჩადება და გაჩუქება შეგიძლია. რეგიონების მოსახლეობისათვის ლიტერატურის მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ იზრუნებს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით, ადგილობ-
8
რივ მოსახლეობას წიგნების გაჩუქების საშუალებას მისცემს. საქველმოქმედო პროექტი გრძელვადიანია და მიზნად ისახავს ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში წიგნების პოპულარიზაციას. ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის მწერალმა ჯაბა ზარქუამ პროექტი „მოხეტიალე წიგნები“ გამოიგონა. – ეს წამოწყება მიზნად ისახავს პოლიტიზებული ქუჩების, უბნების, ქალაქების და მთლიანად ქვეყნის კულტურულ ბლოკადას . ვიღებთ წიგნს, ვაწერთ თამაშის წესებს და ვტოვებთ ქუჩაში. მპოვნელი იღებს, კითხულობს და ტოვებს სხვაგან. აწერს თარიღს თუ სად დატოვა, როდის და ა.შ. წიგნი უსასრულოდ მოგზაურობს და უნებლიეთ გზადაგზა ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. „ იდეა მარტივად მომივიდა. ვფიქრობდი, როგორ მიმეტანა ჩემი წიგნები მკითხველამდე და უცებ ვთქვი, გავუშვებ ქალაქში და რატომაც არა, იყოს, იხეტიალოს, თვითონ იპოვნოს მკითხველი-მეთქი. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს იდეა ასე ოპერატიულად და დიდი მონდომებით აიტაცა ხალხმა.’’ – ამბობს ჯაბა ზარქუა. 2013 წლის ივლისში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო, სახელწოდებით, ,,წიგნი ყველა ბავშვს’’. პროექტი საქართველოს ბავშვთა სახლებში მუდმივად განახლებადი ბიბლიოთეკის გახსნას ითვალისწინებს. ასევე ძალიან საინტერესო პროექტია ,,50 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.“ მოსახლეობის გამოკითხვით, 100 ნაწარმოები აირჩიეს და ბოლოს ლიტერატურის მცოდნეების და ხალხის აზრის გათვალისწინებით, 50 ნაწარმოები გამოიცა. ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხის მოთხოვნით კიდევ გამოიცა ,,49 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოსანამ ცოცხალი ხარ.“ 23 აპრილი წიგნის დღეა, ამ დროს ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფი-
ნება და კაცობრიობა კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს. 23 აპრილი წიგნის დღედ იუნესკომ გამოაცხადა, ,,წიგნის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ახალგაზრდებისთვის კითხვის შესაყვარებლად.’’ ამ დღეს 80 ქვეყანაში ზეიმობენ: კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში, მოზამბიკაში, კუბაზე... მოკლედ, სად აღარ. 2003 წელს მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ლიტერატურული საღამოები, წიგნის პრეზენტაციები,საჯარო კითხვები,წიგნის ფესტივალები და მრავალი სხვა იმართება. თუნდაც ბოლო დროს გამართული ევროპის კვირეული, რომლის ერთ–ერთი მიზანიც სწორედ ევროპული მწერლობის გაცნობა იყო. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მასშტაბით არ ხორციელდება პროექტები რომლებიც მიზნადკითხვის შეყვარებას ისახავს. რამდენად ამართლებს ეს პროექტები,მნიშვნელოვანია თუ არა ასეთი ღონისძიებების ჩატარება- ამაზე ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიტერატურული ჟურნალისტიკის ლექტორი, დალი სინჯარაძე გვესაუბრება: ,,ამგვარი პროექტების განხორცილება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, წიგნის სიყვარული ოჯახიდან უნდა იწყებოდეს და არა მოზრდილ ასაკში. ეს პროექტები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, თავისთავად კარგია, წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მაგრამ ადამიანს თუ ბავშვობიდანვე არ აქვს შეთვისებული წიგნისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, მხოლოდ ამგვარი პროექტების მჟღერადი სახელწოდებები მისთვის არაფრისმთქმელია. ზოგადად ვერ გავიზიარებ იმ ნიჰილისტურ პათოსს, თითქოსდა ახალგაზრდები წიგნებს არ კითხულობენ და, აქედან გამომდინარე, გვყავს უწიგნური ახალგაზრდობა. საერთოდ, ასეთი მიდგომა გაუმართლებელია. ჩემი აზრით, განათლებული ახალგაზრდა
თაობა მოდის. მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებიც თავს არიდებენ კითხვას, მაგრამ ასეთები ყოველთვის არსებობდნენ, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ეპოქაში.»-აღნიშნავს სინჯარაძე. ამგვარ ღონისძიებებს დადებითად აფასებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტის სტუდენტი ანი მირუაშვილი: ,,მივესალმები სახელმწიფოს მხრდან ამგვარ აქტვობებს, მაგრამ, ამასთან ერთად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წიგნები იყოს ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი იყოს, რათა ბარიერი ადამიანს და წიგნს შორის ფინანსური მდგომარეობა არ აღმოჩნდეს. საბედნიეროდ რეგიონებში მრავალი პროექტი ხორციელდება ამ პრობლემის დასაძლევად მაგრამ ეს საკმარისი არ არის და საჭიროა მეტი ღონისძიებების ჩატარება ხელისუფლების მხრიდან. სახელმწიფოს მოვალეობაა შეუქმნას საზოგადოებას კეთილდღეობა.ადამიანი კი საკუთარი თავის რეალიზებას ვერ შეძლებს განათლების გარეშე,სწორედ ამას ემსახურება ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები.ეს ღონისძებები ტარდება იმისთვის, რათა ყველა ადამიანმა შეძლოს იყოს განათლებული და სრულფასოვანი.“-ამბობს მირუაშვილი. ტექნოლოგიების წყალობით, კითხვა წიგნთან უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად არის შესაძლებელი. მაგრამ არსებობენ ადამიანები რომელთათვის წიგნის სურნელს და წიგნთან შეხებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სწორედ მათთვის შექმნეს პარფიუმერებმა სუნამო, რომელსაც ახალგამოცემული წიგნის სუნი აქვს. უცნაური სუნამო ჟურნალ „WALLPAPER-ის“ დახმარებით შეიქმნა. სუნამოს არამხოლოდ სუნი არამედ შეფუთვაც ორიგინალური აქვს, მისი ყუთი წიგნს წააგავს, ხოლო შიგნით ამოჭრილ ბუდეში ოთხკუთხა ფლაკონია მოთავსებული. მარიამ მეიფარიანი
13 ნოემბერი
NEWS FEED
რეპორტაჟი
თუშეთში სკოლები აღარ არის! უკვე თენდება, როდესაც „ყვითელ“ თუშეთს ვუახლოვდებით. ასე მას სექტემბრის შუა რიცხვებში მოლაშქრეები ეძახიან. რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო ვიწროვდება გზა, ხედი კი თავის სახელს ამართლებს - მოოქროსფერო-მოყვითალო ბალახი, ალისფერი ბუჩქები და ჩამუქებულ, მწვანე ნაძვებს შორის ანთებული,ჭყეტელა ყვითელი ხეები.მანქანები ბორბლების სასიამოვნო ხმაურით გზაზე მიგორავენ, ერთ მხარეს ციცაბო ფერდობია , მეორეზე კი დაღმართი, რომელიც ხშირად უფსკრულივით მკვეთრია.ზემოდან გადავდივართ ჩანჩქერის ქვეშ გაშლილ მდინარეზე, ვჯაყჯაყებთ წვიმის დროს ჩამოყრილ კლდის ნაფშვენებზე, შემხვედრი მანქანისთვის გვერდის აცილების დროს უფსკრულ სრამდენიმე სანტიმეტრიღა გვაშორებს. ყვითელი მთის ფერდობზე გამოჩნდა პირველი დასახლება. აქ თითქმის ყველა ადგილის სახელი „ო“-ზე მთავრდება :ომალო, კესელო, დართლო, კვამლო, ჭეშო, შენაქო, დიკლო . . . გზა მინდორზე გადადის. მანქანა მძიმედ ეფლობა ტალახში, ცვლის მიმართულებას, იჭედება, შხეფებს აწუწებს, ბოლოს პოულობს ასასვლელ წერტილს , ძლივს ფოფხდება და ჩერდება - ახლა მისი მგზავრები მეგობრების მანქანებს გულშემატკივრობენ. „დელიკებს“(მანქანის მოდელი, რომელიც ხშირად გამოიყენება მაღალმთიან რეგიონებში მოძრაობისთვის) მივყავართ იქამდე, სადამდეც შეუძლიათ, შემდეგ კი გზას ფეხით ვაგრძელებთ - ქვევით ვიტოვებთ ღრუბლებს. კლდის ნატეხებისგან აშენებულ კოშკებს შორის გალესილი საცხოვრებელი სახლებია. რამდენიმე საკვამურიდან ბოლი გამოდის. ერთ-ერთი, სხვებთან შედარებით მოზრდილი სახლის ეზოში ორი ბიჭი თამაშობს. ისინი ჯოხებიდან „ისვრიან“, შემდეგ განიხილავენ, კიდევ რომელი ტოტი გამოდგება „იარაღად“. როგორც ჩანს, უფროსი ბიჭის აზრი უმცროსისთვის ავტორიტეტულია და პატარა მორჩილად მიდის თხილის ტოტის გასათლელად, რადგან ძმის აზრით ასე უფრო „კარგი სასროლი“ იქნება.
უფროსი ბიჭი საქმიანად შემიძღვა სახლში, შემდეგ კი ძმასთან სათამაშოდ გაიქცა. მათი მშობლებისგან გავარკვიე, რომ უფროსიბიჭი - ნიკა,მეხუთე კლასში გადავიდა, უმცროსი გიორგი კი წელს პირველად მიდის სკოლაში. მათი დასახლება, თუშეთის მასშტაბების გათვალისწინებით, დაბლა მდებარეობს, ჰყავთ ძროხები, ამზადებენ გუდის ყველს. თბილ თვეებს თუშეთში ატარებენ, სიცივეში კი რთული პირობების გამო კახეთში, ალვანის ველზე ბინავდებიან. საერთოდ, გამოსაზამთრებლად აქ სულ რამდენიმე ადამიანი რჩება. პროდუქტების გადატანასა და მესაქონლეობასთან დაკავშირებული პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე გადასახლება უფრო მოსახერხებელია სექტემბრის შემდეგ. ამ ყველაფრის გამო ბავშვები სკოლებში რამდენიმე კვირით გვიან იწყებენ სიარულს. მათ კლასელებს უკვე ნასწავლი აქვთ პირველი თავები, როდესაც თუშების უმრავლესობა კახეთისკენ მიემგზავრება. განსაკუთრებით რთული უნდა იყოს ‘’ტოტებიდან სროლის’’ დროს გაცნობილი გიორგისთვის და მისი თანატოლებისთვის დაგვიანებით პირველ კლასში მისვლა. თუშეთის მაღალმთიან დასახლებებში ძირითადად ცხვარი ჰყავთ. მაღლა უფრო სწრაფად ცივდება, ამიტომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სექტემბრის შუაში უკვე ალვანის ველისკენ ეშვება. ასეთი სოფლების პატარა მაცხოვრებლებს უფრო გაუმართლათ - სწავლის პროცესს 1-2 კვირის დაგვიანებით უერთდებიან, თუმცა არც ეს უნდა იყოს ბავშვებისთვის მოსახერხებელი. თუშეთში არ ფუნქციონირებს არც ერთი მუდმივი ან დროებითი სკოლა. სოფლები მთებზეა შეფენილი და ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობენ, ამიტომ თითქმის შეუძლებელია თუში მოსწავლეებისთვის ალტერნატივის მოძებნა - ერთი სოფლიდან მეორეში გადასვლა რთულია, თითოეულ დასახლებაში სასწავლებლის შექმნას კი ბევრი რესურსები დასჭირდება. „ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება“ - წერია ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციაში, რომელსაც ხელი საქართ-
ველომაც მოაწერა.აქედან გამომდინარე, ამ უფლების გამოყენებით ბავშვის უზრუნველყოფაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. კითხვაზე, ვის ევალება ამ საკითხების მოგვარება, განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ სკოლაში ბავშვების მიყვანა მშობლების მოვალეობაა, თუ მათ ყოველწლიურად შემოდგომის დასაწყისში მთებშ უწევთ ყოფნა, მაშინ „ბავშვი ნათესავებს დაუტოვონ ან რამე მოიფიქრონ“, და თუ ამას არ აკეთებენ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, მათთვის მეურვეობის წართმევის მოთხოვნაა. საქართველოში სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ურბანიზაცია. თბილისში საცხოვრებლად, სასწავლებლად და სამუშაოდ გადადის ხალხის ისეთი რაოდენობა, როგორზეც ქალაქი უბრალოდ არ არის გათვილი, შესაბამისად, მუდმივი პრობლემებია საცობები გზებზე, დანაგვიანება, ჰაერის დაბინძურება და უმუშევრობა. ეს უარყოფითად მოქმედებს ამ პროცესში ჩართულ
თითქმის ყველა ადამიანზე, ამ დროს კი ცარიელდება სოფლები, პოტენციური ტურისტების გარდა იკარგება მნიშვნელოვანი არქიტექტურული მემკვიდრეობა, ინგრევა სახლები . . . ერთი მხრივ სახემწიფოს სტრატეგია ითვალისწინებს ადამიანების სოფლებშ დაბრუნებას, სვანეთში შენობებსა და მუზეუმებს ჩაუტარდათ რესტავრაცია, ყაზბეგში გაიყვანეს ბუნებრივი აირი. თუმცა, თუშეთში სკოლებთან დაკავშირებული პრობლემა ერთადერთ გამოსავალს უტოვებს მშბლებს, ვისაც შვილების სკოლაში დროულად მიყვანა უნდათ - დატოვონ ძველი სახლ-კარი და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად „ბარი“ აირჩიონ. თუშები ასე უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ. მაღალმთიანი რეგიონების მოასწავლეების განათლების საკითხზე წლიდან წლამდე იწყება მსჯელობა, შემდეგ კი ისევ წყდება. 2014 წელს კი პატარა გიორგი პირველ კლასში ოქტომბერში მიდის. ქეთევან დავითაშვილი
ყოველდრე გასავლელი ,,გოლგოთა“ რუსთავიდან მომავალი სტუდენტებისთვის ,,თსუ-ში ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტში რუსთავიდან დავიწყე სიარული. სწორედ აქედან დაიწყო ის პრობლემები, რომლებსაც ყოველდღე მგზავრობისას ვაწყდებოდი. რა დროსაც არ უნდა გამოვსულიყავი სახლიდან, ლექციებზე ყოველთვის ვაგვიანებდი, მიზეზი ის იყო, რომ გზაში 2 სატრანსპორტო საშუალება უნდა გამომეცვალა, ამ ყველაფერს საცობებიც ემატებოდა და მინიმუმ 1 საათი ან 1.20 წუთი მჭირდებოდა უნივერსიტეტში მისასვლელად. თანაც, ბევრი მეხარჯებოდა- დაახლოებით, 3 ლარი. ამიტომ, მშობლებს ვთხოვე და თბილისში მიქირავეს ბინა. “- იხსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსამე კურსის სტუდენტი სოფო კირთაძე. სოფო გამონაკლისს არ წარმოადგენს. მსგავსი პრობლემები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც აწუხებთ. დანიშნულების ადგილზე მისასვლელი მარშრუტი ასეთია: ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსამდე რუსთავის მიკროავტობუსით მისვლა და იქიდან ყვითელი ავტობუსით მგზავრობა დანიშნულების ადგილამდე. ფაქტობრივად , ახალგაზრდებს გზის ერთი და იმავე მონაკვეთის გავლა ( გმირთა მოედანის ) 2 -ჯერ უწევთ. ალტერნატიული გზა კი ვარაზეისხევის ფეხით გავლასა და აქ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობას გულისხმობს, რომელზეც სტუდენტები ხშრად უარს ამბობენ, რის გამოც გადატვირთული გზის გადაკვეთა უწევთ. ,,ყოველდღე სხვადასხვა პრობლემას ვაწყდები მგზავრობისას, საცობების გარ-
13 ნოემბერი
და , ბევრი რამ მიშლის ხელს , რაც ჩემს გასავლელ გზას სახლიდან უნივერსიტეტამდე ახანგრძლივებს. ადრე მიწისქვეშა გადასასვლელებით ვსარგებლობდი და დროს ასე ვიგებდი,მაგრამ მას შემდეგ, რაც წელსქვემოთ შიშველი მამაკაცი ვნახე იქ , ე.წ პადზემკებისკენ აღარც კი გამიხედავს. ახლა იძულებული ვარ, გზა გადავკვეთო და ისე მივიდე თსუ-მდე, პატრულიც კი აღარ რეაგირებს ამაზე, რადგან ყველამ იცის, თუ რა ხდება ზოოპარკთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში. ამიტომ, სულმოუთქმელად ველი რუსთავი-თბილისის მიმართულბით მოძრავი მიკროავტობუსების გამოჩენას , რომლებსაც ვაკეში შეეძლებათ მოძრაობა. როგორც ამბობ-
დნენ, 1 ოქტომბერს უნდა დანიშნუიყვნენ , ახლა კი გვითხრეს , რომ ნოემბრის ბოლომდე დაიწყებენ მოძრაობას.იმედი მაქვს, მალე მოხდება ეს ყველაფერი, რადგან გზაში იმდენ პრობლემას ვაწყდები, ლექციებზე დასწრების სურვილიც კი მიქრება“- აღნიშნა სალომე აბულაშვილმა. სტუდენტების პრობლემები მას შემდეგ დაიწყო , რაც რუსთავიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსებს აეკრძალათ რუსთაველის გამზირზე მოძრაობა, მიზეზად კი გადატვირთული გზები და საცობები დასახელდა. ,, ადრე ჩვეულებრივად დავდიოდით თავისუფლების მოედნიდან ჭავჭავაძის გამზირზე. მაგრამ, ახალი ესტაკადის აშე-
ნების შემდეგ გვითხრეს, რომ გზები ისედაც გადატვირთული იყო და საცობები შეიქმნებოდა. ახლა გადაწყვიტეს , რომ ისევ დაინიშნოს ახალი სამარშრუტო ხაზი ,,რუსთავი-ვაკე“ , რომელიც ისევ იმ გზას გაივლის , რომელსაც რუსთავის მარშუტკები გადიოდნენ აკრძალვამდე.“ აღნიშნა რუსთავის ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა, გია გელაშვილმა. ,, რუსთავის სამარშრუტო ტაქსები ჩვენს დაქვემდებარებაში არ არის და, შესაბამისად, ეს აკრძალვა ჩვენი ინიციატივით ვერ მოხდებოდა. დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას, ის კურირებს მსგავს საქმეებს’’ -განუცხადა ,,თვისუფალი ასოციაციის“ ჟურნალისტს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა. საპატრულო პოლიციაში კი აცხადებენ , რომ მათი მხრიდან მსგავსი აკრძალვა არ ყოფილა და ნოემბრის შუა რიცხვებიდან , მძღოლების ინიციატივით ისევ დაინიშნება ახალი მარშრუტი ,,რუსთავივაკე“ . ფაქტია, მალე აღნიშნული პრობლემა მოგვარდება, მაგრამ კითხვაზე პასუხი თუ ვისი ინიცატივით მოხდა მსგავსი აკრძალვა, დღემდე ბუნდოვანია. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებიდან სალომეს მსგავსად სხვა სტუდენტებს აღარ მოუწევთ იმ დამქანცველი და არასასიამოვნო გზის გავლა , რომელიც გულისხმობდა მინიმუმ 2 სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობას, გზების გადაკვეთას ან მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობას,სადაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები იყრიდნენ თავს. მარიამ გოგატიშვილი
9
NEWS FEED
პროფაილი
დამოუკიდებლობის დღეს - დამოუკიდებლობისთვის დაბადებული 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, დღე როდესაც 1918 წელს ქართულმა სახელმწიფომ მოიპოვა სუვერენიტეტი(სახელმწიფოს დამოუკიდებლობა)- ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო. ისტორიულმა მოვლენებმა, პოლიტიკურმა პროცესებმა მხოლოდ 3 წლით შეუნარჩუნა თავისუფალი მდგომარეობა და კვლავ ექსპანსიის მსხვერპლად აქცია. 1921 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა შეწყვიტა, გავიდა 18 წელი და 1939 წლის 26 მაისს, ქ. თბილისში, კოსტავა-დემურიების ოჯახში დაიბადა ბავშვი, სახელად მერაბი. ალბათ მიხვდით, მერაბ კოსტავა, თავისუფლებისთვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი და ეროვნული გმირი. ადამიანი, რომლისთვისაც ორი სიტყვა: სამშობლო და დამოუკიდებლობა უერთმანეთოდ არ არსებობდა. პიროვნება, რომელშიც იდეამ ჰპოვა დაბადება, განვითარება და განხორციელება. ეს იდეა კი იყო საქართველოს განთავისუფლება საბჭოთა კავშირისგან(ს.ს.რ.კ. საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირი) 1946 წელს თბილისის ვაჟთა სკოლაში შეჰყავთ მშობლებს. ის სწავლის დიდი მონდომებითა და მეგობრებისადმი უანგარო დახმარების სურვილით გამოირჩეოდა. სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა ზვიად გამსახურდიას, მის თანამებრძოლსა და თანამოაზრეს. მერაბი მღეროდა, უკრავდა და წერდა ლექსებს. მისი მთავარი მიზანი კი თავისუფლება და თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. ამის გამოვლინება იყო სტალინის გარდაცვალებიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე დისიდენტური ორგანიზაცია „გორგასლიანის“ შექმნა(ზ.გამსახურდიასთან, გ.დოჩანაშვილთან, თ.მეტრეველთან და სხვებთან ერთად) და მისი წევრობა. სკოლის მოსწავლეებმა რუსთაველისა და პლეხანოვის(ახლანდელი აღმაშენებლის) გამზირზე უპრეცენდენტო შინაარსის მქონე პროკლამაციები გამოფინეს:„ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მოსწავლეობის დროს დაწყებული ბრძოლა
სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც წლები გასტანა. ამ პერიოდიდან მერაბ კოსტავა განიცდის პოლიტიკურ დევნას და უხდება საპყრობილეში სხვადასხვა ვადით დროის გატარება. 1977 წელს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის და პროპაგანდისთვის, რომელთაც ის და მისი თანამოაზრენი ჟურნალ „ოქროს საწმისის“(გამოდიოდა 1975-1976 წლებში, სულ გამოვიდა 4 ნომერი) დახმარებით ახერხებდნენ. მანამდე კი უნდა აღვნიშნოთ მისი მუშაობა ჟურნალში „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, სადაც ის მთელ რიგ წერილებს აქვეყნებდა ნაციონალური ხელოვნების განვითარების საკითხებზე და უფრო და უფრო მომართავდა საზოგადოებას თვითმპყრობლისგან თავის დასაღწევად. ხუთი წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანთან უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფს. ამ პერიოდან სუკ-ი(სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მუდმივად უთვალთვალებდა მას. ახლობლები იხსენებ, რომ მერაბი ცნობდა მათ და
იტყოდა ხოლმე:„მთელი დღე აქ დგანან მოშივდებოდათო“ და საჭმელი გაუგზავნია მეთვალყურეებისთვის. მის სულგრძელ ბუნებაზე მეტყველებს დიდი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შეფასებაც: „იგი სიკეთით გახლდათ საცნობი“. მერაბ კოსტავა, უბრალოდ, დიდი ადამიანი იყო. მხოლოდ დიდი ადამიანები უძლებენ წლობით ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ზეწოლას, მხოლოდ ერთეულები არ ნებდებიან ციხეებს, საკონცენტრაციო ბანაკებს, ათწლიან პატიმრობას. ერთ-ერთი მისი მოგონება:„პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს “გასატანად” მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: “პრივეტ, ბრატცი!”(ქართულად:„გამარჯობა ძმებო!“) საინტერესო იყო მისი იმდროინდელი სუ-
ლიერი მდგომარეობა, ის, თუ რამ გააძლებინა, ის, თუ რამ არ გატეხა!.. ამის პასუხს თავისივე დაწერილი ნაწარმოების „თავისუფლების“ ერთი ძალიან თავისუფალი მონაკვეთი გასცემს:„რაოდენი თავისუფლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანყოფის სურვილი. თავისუფლება დიახაც ჰგულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობს მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ, უსპეტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭდონ მისი კელდები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი“. 1987 წლიდან მოყოლებული, ის ეროვნული მოძრაობის სათავეში იდგა(ზვიად გამსახურდიასთან ერთად) 10 წლის ტყვეობიდან დაბრუნებულმა, იმავე წლის 26 მაისს, თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. ის არა მხოლოდ ქართველების განთავისუფლებისთვის, არამედ გამთლიანებისთვის მებრძოლი ადამიანი გახლდათ. 1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას მერაბ კოსტავამ განაცხადა:„თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდეთო“. სამწუხაროდ მას არ დასცალდა და იმავე წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი, სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონში) ტრაგიკულად დაიღუპა. მერაბ კოსტავა მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ის იყო ადამიანი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის საზოგადოების ერთი იდეისადმი გაერთიანებაში. იდეა კი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო იყო. მერაბ კოსტავა - ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობისთვის დაბადებულიყო. ვახტანგ მაზმიშვილი
რობერტ კაპას გზა ომებიდან საქართველომდე
„ორიოდე ფოტოსურათით მე უფრო მეტს გამოვხატავ,ვიდრე ჟურნალისტი,რომელიც ათასამდე სიტყვას წერს“- ეს მსოფლიო ომის უდიდესი ფოტოგრაფის რობერტ კაპას სიტყვებია. მისი ფოტოები მეოცე საუკუნის ოცდაორწლიანი პერიოდის (1932-1954) შემზარავ მოვლენათა დოკუმენტად იქცა და უდიდესი საფუძველი ჩაუყარა ფოტოჟურნალისტიკის მიმართულების ომის ფოტოგრაფიის განვითარებას. რობერტ კაპა 1913 წლის 22 ოქტომბერს ბუდაპეშტში უნგრელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი ენდრე ფრიდმანი გახლდათ,ამიტომაც ,თავდაპირველად, მის ფოტოებს ფსევდონიმით „ანდრე“ აქვეყნებდა. 1931 წელს ბუდაპეშტიდან ბერლინში მიემგზავრება ჟურნალისტიკის შესასწავლად.ბერლინის შემდეგ კაპა პარიზში თავის მეუღლე გერდა ტაროსთან ერთად
10
გადავიდა საცხოვრებლად. 1936 წელს მან საბოლოოდ შეიცვალა სახელი და „კაპა“ დაირქვა, რაც უნგრულად „ზვიგენს“ ნიშნავს. „ფოტოგრაფი სრულიად შემთხვევით გავხდი“ -ხშირად იმეორებდა. მისი პირველი სერიოზული ფოტორეპორტაჟი 1932 წლით თარიღდება. კაპა ტროცკისტების მიტინგს იღებს კოპენჰაგენში.30-იანი წლების დასაწყისში კაპა ფოტოგრაფ ანდრე კერტეშს ხვდება,რაც დიდ გავლენას ახდენს მის პროფესიულ არჩევანზე. 1936 წელს ესპანეთის ომის დასაწყისში რესპუბლიკელთა გულშემატკივარი ხდება და თავის მეუღლესთან ერთად ომის თემაზე მუშობს. 1937 წელს გერდა ტარო ფრონტის ხაზზე იღუპება. 1938 წელს კი მისი წიგნი სახელწოდებით - Death in the Making (სიკვდილი მზადებაში) გამოდის. „თუ თქვენი ფოტოები არ არის კარგი,ეს ნიშნავს,რომ თქვენ არ ხართ საკმარისად ახლოს“- კაპას სიტყვები მისი ცხოვრებისეული გზის მეგზური იყო. ის იყო რისკიანი ადამიანი,რომელიც შედეგის მისაღწევად არ უშინდებოდა სიახლოვეს . კაპა მუდამ იმ მოვლენების მონაწილე იყო,რასაც ფირზე აღბეჭდავდა. 30-იან წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი კაპას და მისი თაობის ფოტოგრაფთა ნამუშევრების მიმართ. მისი ფოტოები ევროპისა და აშშ-ს წამყვან ჟურნალებში იბეჭდებოდა : „Paris Match” ; „Picture Post” და სხვა.მისი ფოტოების მეშვეობით ადამიანებმა პირველად გაუსწორეს თვალი ომის სისასტიკეს. 1938 წელს ჟურნალი „Picture Post” კაპას ფოტოების შესახებ წერდა,რომ ფოტოებზე აფეთქების მტვრის სუნიც კი იგრძნობოდა. ესპანეთის ფრონტის რეპორტაჟს თავად კაპამ ასე უწოდა: „ეს ომია!“ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ფოტოგრაფის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები ხდება. კაპა ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის გადასაღებ მოედანზე მსახიობ ინგრიდ ბერგმანს ხვდება . ბერგმანი მისი გარდაცვლილი
მეუღლის შემდეგ კაპას გულს იპყრობს და საცხოვრებლად ჰოლივუდში მიჰყავს. თუმცა, კაპა მალე მიხვდა რომ მისი ცხოვრება ომის ფოტოჟურნალისტიკის გარეშე შეუძლებელი იყო. ურთიერთობა კაპას ინიციატივით დასრულდა.მას უყვარდა ვისკი,პოკერი,ლაღი და ლამაზი ცხოვრება. ბევრს მოგზაურობდა და სახელოვან მეგობრებთან: ერნესტ ჰემინგუეისთან,პაბლო პიკასოსთან,ჯონ ჰიუსტონთან და სხვებთან ერთად ატარებდა დროს. 1947 წელს MOMA-ს (ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) რესტორანში კაპას მეგობრების : ანრი კარტიე-ბრესონის, „შიმ“ სეიმურის,ჯორჯ როჯერისა და უილიამ ვანდივერტის შეკრებით ფოტოგრაფთა კოოპერატივი შეიქმნა. სადილის განმავლობაში შესმული შამპანურის „მაგნუმის“ საპატიცემულოდ ფოტოგრაფებმა სააგენტოს „მაგნუმი“ უწოდეს. კაპა სიცოცხლის ბოლომდე ჩართული იყო სააგენტოს საქმიანობაში,რომლის მიზანი ახალგაზრდა ფოტოგრაფთა მოზიდვა და მათთვის ოპტიმალური სამუშაო პირობების შექმნა იყო. „მაგნუმის“ დაარსებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ფოტოგრაფი ამერიკელ მწერალ ჯონ სტაინბერკთან ერთად საბჭოთა კავშირში მოგზაურობს. მათი მთავარი მიზანი „რკინის ფარდის“ მიღმა სივრცის შეცნობა და აღბეჭდვა იყო. კაპამ და სტაინბერკმა რუსეთში , უკრაინასა და საქართველოშიც იმოგზაურეს.
1948 წელს კაპას ფოტოებით გაფორმებული წიგნი სახელწოდებით „რუსული დღიური“ გამოიცა.ამონარიდები წიგნიდან: „ყველგან,სადაც კი მოვხვდებოდით რუსეთის ტერიტორიაზე,გამუდმებით გვესმოდა სიტყვა „საქართველო“. ადამიანები,რომლების ერთხელად არ ყოფილან საქართველოში და შესაძლოა, ვერასოდეს მოახერხონ იქ ჩასვლა,საქართველოზე ლაპარაკობდნენ აღფრთოვანებითა და მისი ნახვის დაუოკებელი სურვილით. მათი სიტყვით,ქართველები არიან სუპერმენები,სახელგანთქმული მ ო ქ ე ი ფ ე ნ ი , ს ა უ ც ხ ო ო მოცეკვავენი,დიდებული მუსიკოსები,მუშაკნი და არშიყნი.“ „ქართველები გვეჩვენა უფრო ლაღნი,ვიდრე სხვები,ვინც აქამდე შეგვხვედრია. ისინი არიან მშვიდნი,გულმხურვალენი და მხიარულნი. ქართველები,ალბათ,ამიტომაც იწვევენ აღტაცებას რუსებში.ეტყობა რუსებს სწადიათ,რომ ქართველებს დაემსგავსონ.“ როგორც მწერალი სტაინბეკი წერდა,კაპა საქართველოში გაუთავებლად იღებდა ფოტოსურათებს, „საოცარი იყო,როგორ უხმაუროდ მოძრაობდა და შეუმჩნევლად იღებდა ფოტოებს.“ 2003 წლის შემდეგ კაპას შემოქმედება საქართველოს ისევ დაუბრუნდა. 2014 წელი,აღინიშნება როგორც კაპას გარდაცვალებიდან 60 წლისთავი. ოქტომბრის თვეში თიბისი გალერეაში გამოიფინა რობერტ კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოები სახელწოდებით „ქართული დღიურები,რობერტ კაპა საქართველოში“. რობერტ კაპა 1954 წელს ჟურნალ „Life-ს“ მიერ რეპორტაჟზე წარგზავილი, დიენ ბენ ფუშში( ინდოჩინეთში) ნაღმზე აფეთქდა. ომის ფოტოგრაფმა უკანასკნელი ფოტო სიკვდილამდე 5 წუთით ადრე გადაიღო . რობერტ კაპამ უდიდესი კვალი დატოვა მეოცე საუკუნის ისტორიასა და ფოტოჟურნალისტიკაში. ტატა ნაკანი
13 ნოემბერი
NEWS FEED
კულტურა
ქართული თანამედროვე თეატრის პრობლემები და გამოწვევები ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ თანამედროვე ქართულმა თეატრმა მაყურებელი დაკარგა, რომ ქართველი საზოგადოება თეატრის მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი და სპექტაკლებზე მაყურებელთა სიმცირე შეინიშნება. საინტერესოა, რა ფაქტორებმა გააჩინეს საზოგადოებაში ეს აზრი და რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი თეატრი? რატომ შეინიშნება ქართულ თეატრებში მაყურებელთა სიმცირე? რამ განაპირობა საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილება თეატრის მიმართ? ამ პრობლემის ირგვლივ რამდენიმე აზრი არსებობს. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მაყურებლის მკვეთრი შემცირება უშინაარსო და არაფრის მომცემმა სპექტაკლებმა გამოიწვია. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ თანამედროვე ფილმების, სერიალების, მულტიმედიური სივრცისა და ინტერნეტის სამყაროში თეატრის მიმართ ინტერესი საზოგადოებაში თანდათან უფერულდება და ქრება. ზოგიერთები კი ამ ყველაფერს თეატრის მსახიობებისა და რეჟისორების დაბალ მოტივაციას უკავშირებენ და ამბობენ, რომ სწორედ შემოქმედებითი ჯგუფის დაბალი ანაზღაურებითაა პრობლემა გამოწვეული. მსახიობების ხელფასი თეატრებში მართლაც მიზერულია, (მათი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 200-300 ლარს შეადგენს) როცა ძალიან მაღალია თვითონ სპექტაკლის ბილეთის ღირებულება. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში თეატრალურ სანახაობაზე დასწრება ფუფუნებად ითვლება. რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში (სწორედ ამ ორი თეატრიდან მოდის მთელი ქართული თეატრალური სამყაროს მაჯისცემა) ერთ სპექტაკლზე დასასწრებად მაყურებელემა 15-20 ლარი უნდა გადაიხადოს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში კი ერთი სპექტაკლის (,,რადიო მაკბეტი”) ბილეთის ღირებულება 20-დან 40 ლარამდე მერყეობს. ეს საშუალო შემოსავლის მქონე ადამისთვისაც კი საკმაოდ დიდი თანხაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოჯახთან ერთად სურს სპექტაკლზე დასწრება. მართალია, სტუდენტებს ბილეთის ყიდვა შედარებით დაბალ ფასად შეუძლიათ, თუმცა აქ ლოგიკურად ჩნდება კითხვა- რამდენად ხშირად დადიან ისინი თეატრში და იყენებენ მათთვის განკუთვნილ ფასდაკლებას? სოფო ჯანჯალაშვილი (სტუდენტი) : ,,თეატრში იშვიათად დავდივარ და ფასდაკლების შესახებ არაფერი მსმენია. თეატრს კინოში მეგობრებთან ერთად სიარული მირჩევნია. ის კი ზუსტად ვიცი, რომ კინოში ბილეთს სტუდენტის პირადობის მოწმობით 5 ლარად ვიყიდი.” ლევან მორჩიაშვილი (სტუდენტი) : ,, დიდი სურვილის მიუხედავად, თეატრში ხშირად ვერ დავდივარ, მაგრამ ძალიან მიყვარს. სამწუხაროა, რომ დღეს საზოგადოება თეატრის მიმართ დიდ ინტერესს აღარ იჩენს და მას მაყურებელი საგრძნობად შემოაკლდა.” ანი კაკაურიძე (სტუდენტი) : ,,მგონია, რომ თეატრი დღეს ახალგაზრდებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ თეატრში უფრო ასაკოვანი ხალხი დადის, ვიდრე ჩვენ, სტუდენტები და ზოგადად, ახალგაზრდობა...” თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, ქართული თეატრის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მრავალგზის გადაღეჭილი, ამოწურული და განხილული რეპერტუარებიც მიიჩნევა. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც რეჟისორები უკვე მრავალჯერ დადგმულ პიესებს იმეორებენ, რადგანაც ახალი ძალიან იშვიათად იქმნება, ხოლო რაც იქმნება, მაყურებლის აპათიისა და გულგრილი დამოკიდებულების გამო, ძალიან მალე, დასაწყისშივე ქრება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტენდენცია საფრთხის შემცველი გახდა განსაკუთრებით, რეგიონული თეატრებისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონულ თეატრებში მწირი ფინანსები, ტექნიკური გაუმართაობა და დასის დაბერებაა. მაგალითად, გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრს მწირი დაფინანსება აქვს და ის თანხა, რომელიც თეატრს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერიცხება, მხოლოდ სახელფასო ფონდს ხმარდება. ამის გამო წლებია არ განახლებულა ფონოგრამების არქივი, რის გამოც მან ხარისხი დაკარგა. ზემოთ აღნიშნული პრობლემები კი ხელს უშლის მსახიობთა შემოქმედებით ზრდასა და განვითარებას და, ამავდროულად, ავიწროებს რეჟისორის ფანტაზიის უნარს. თეატრმცოდნე ჩხარტიშვილის თქმით, თანამედროვე ქართულ თეატრებში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები მედიისათვის უინტერესო თემაა, კერძო ტელევიზიებს კი, რომლებიც თავის შენახვის მიზნით კომერციულ პროექტებზე არიან
13 ნოემბერი
ორიენტირებულნი, ვერ მოსთხოვ გადაცემები მოამზადონ ისეთ არაკომერციულ თემაზე, როგორიც თეატრის პრობლემები და თეატრალური ცხოვრებაა. ,,თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა” 2013 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც თეატრის მაყურებელთა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა. თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძის აზრით, თეატრი იმდენად უნივერსალური და მსოფლიოს მოდებული ხელოვნებაა, რომ შეუძლებელია მას განსხვავებული პრობლემები ჰქონდეს მსოფლიოს მასშტაბით. მისი თქმით, თეატრს ერთი დიდი გლობალური პრობლემა აქვს და ეს მაყურებელთა რაოდენობის კლებაა, თუმცა აღნიშნულ პრობლემას დასავლეთში შემდეგნაირად უპირისპირდებიან- ითვალისწინებენ მაყურებელთა ინტერესებს, სწავლობენ მაყურებელს და ასე ავსებენ დარბაზებს.. საინტრესოა, გავიგოთ, რას ფიქრობენ ქართველი მსახიობები- რა არის თანამედროვე ქართული თეატრის ძირითადი პრობლემა? რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)- ,,თეატრის მთავარი პრობლემა ის არის, რომ, ზოგადად, მაყურებელი აღარ ჰყავს ქართულ თეატრს. ეს ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ რეჟისორები ისეთ პიესებს
დგამენ, რომელიც არაა ქართველი საზოგადოებისთვის აქტუალური. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ასევე ისიც, რომ მსახიობებს თეატრში გაცილებით ცოტას უხდიან, ვიდრე ისინი თავიანთი შრომით იმსახურებენ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში მსახიობობა ღარიბი პროფესიაა!” ბარბარე (ბაია) დვალიშვილი (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი: ,,ქართულ თეატრს დღეს უამრავი პრობლემა აქვს. უმთავრესი პრობლემა, ჩემი აზრით, ქართული დრამატურგიის არარსებობაა. სწორედ ამან გამოიწვია თეატრებში მაყურებელთა საგრძნობი შემცირება.” პაატა ინაური (სამეფო უბნის თეატრის მსახიობი) : ,,ქართული თეატრის პრობლემები თეატრალური უნივერსიტეტიდან იწყება. დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტის კინოსა და დრამის ფაკულტეტი, მაგრამ სწავლის განმავლობაში კინოსთან შეხება საერთოდ არ მქონია. თეატრალურ უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს გაცვლითი პროგრამები ევროპის უნივერსიტეტებთან, უნდა ასწავლიდნენ თანამედროვე მეთოდებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. შესაბამისად, თეატრალური უნივერსიტეტი ვერ აძლევს სათანადო განათლებას თავის კურსდამთავრებულებს და საბოლოო ჯამში თეატრში არაპროფესიონალი მსახიობები ხვდებიან.” მართალია, ქართულ თეატრს აქვს რიგი პრობლემები, მაგრამ ის ჯერ არ კვდება, ჯერ კიდევ ცოცხლობს და არსებობს ჩვენს რეალობაში. უბრალოდ, იცვლება დრო, დროსთან ერთად კი- თეატრი, მსახიობებიც, იცვლება დამოკიდებულება და ადამიანთა მსოფლმხედველობა, თუმცა თუ ქართველი საზოგადოება კარგად გააცნობიერებს თეატრის მნიშვნელობას, თუ მაყურებელი დაუბრუნდება თეატრს, მაშინ ის ისევ დარჩება ხელოვნების ის რელიკვია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც ისეთი ჯაჭვი, რომლის გაწყვეტა და უკუგდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ანა ბარისაშვილი
თბილისის ქუჩის მოდა ”რა ჩავიცვა?” - ამბობენ, ყოველი დილა ამაზე ფიქრით იწყებაო, თუმცა თბილისის ქუჩებში გასვლის შემდეგ აშკარა ხდება, რომ ხალხის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ამ საკითხზე ბევრი კი არა, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდაც არ უფიქრია. ქართველებს რომ ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა გვიყვარს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რამდენად ადეკვატურად და გემოვნებით, საკითხავი აი ეს არის. შავი მაისურები თეთრი წარწერებით, ყვავილებიანი ქურთუკები, დამუშავებული ტყავი, ნახევრად ღია და ამოჭრილი ფეხსაცმელი, შავი გეტრები, შებრუნებულად დახურებული კეპი და თხელი შარფები - ეს იმ სამოსისა და აქსესუარების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც დღეს თბილისში ყველაზე მო-
დურად მიიჩნევენ. ჩვენს დედაქალაქში ხალხს წინა წლებთან შედარებით უკეთესად აცვია. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათობას აღარ წარმოადგენს კაშკაშა, მხიარული ფერები, ხალხის ჩაცმულობაში მაინც მუქი ფერები, განსაკუთრებით კი, შავი ჭარბობს. ის ხომ ყოველთვის ელეგანტურია. ,,Black is always elegant”- Riccardo Tisci, Givenchy. როგორც ჩანს, ქართველებმა ეს ციტატა ყველაზე კარგად ვიცით. სად იცვამენ თბილისელი ახალგაზრდები? სად ყიდულობენ ტანსაცმელს?- ამ კითხვებზე გამოკითხული გოგონებისა და ბიჭების უმრავლესობა თბილისში არსებული ბრენდების მაღაზიებს ასახელებს. 20 გამოკითხულიდან 12 ამბობს, რომ ყველაზე მეტად ,,ZARA-ს’’ ტანისამოსი მოსწონთ, თუმცა ფასის გამო, ხშირ შემთხვევაში, შეძენას ვერ ახერხებენ. მოწონება მხოლოდ მოწონებად რჩება და ელოდებიან იმ სასწაულს, რომელსაც ფასდაკლება ჰქვია. მართლაც, ამ მაღაზიაში რთულია იპოვო ისეთი რამ, (იქნება ეს ტანსაცმელი, აქსესუარი თუ ფეხსაცმელი) რისი ფასიც ორნიშნა ციფრისგან შედგება. დანარჩენები კი ისეთ მაღაზიებსა და ბრენდებს ასახელებენ როგორებიცაა: ,,Pull & Bear’’, ,,River Island’’, ,,Stradivarius’’, ,,New Yorker’’, ,,Bershka’’ და სხვ.
დავინტერესდი, როგორ ახერხებენ ახალგაზრდები ჩაიცვან ლამაზად და გემოვნებით ძალიან დიდი დანახარჯის გარეშე. გაირკვა, რომ ძალიან ბევრი მათგანი ტანსაცმელს უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან იწერს. მარიამ გიორგობიანი : ,,ნამდვილად არ გვაქვს არც მე , არც ჩემ გარშემო ხალხს
იმდენი ფული, რომ საქართველოში ტანსაცმელი შევძინოთ. იმ თანხით, რაც აქ ერთ პიჯაკში უნდა გადავიხადო, უცხოეთიდან რამდენიმეს ვიწერ, ასე უფრო იაფია და ხარისხიც უფრო კარგი აქვს.” თამთა როინიშვილი : ,,ერთ-ერთი ბრენდის მაღაზიაში (სახელს არ დავასახელებ) მაისურში 119 ლარი გადავიხადე, ინტერნეტში კი იმავე ბრენდის ზუსტად იგივე მაისური 18 დოლარი ღირდა. ეს ყველაფერი ნორმალურია?” გოგონების უმრავლესობა ტანსაცმლის შეძენისას ბრენდს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. სრულიად საპირისპირო ვითარებაა ბიჭების შემთხვევაში. როგორც თვითონ ამბობენ, მათს არჩევნას, ძირითადად, სწორედ ეს განაპირობებს . ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის რომ წინა პლანზე შიგნიდან მიკერებული სტიკერი ან იარლიყია და არა ესთეთიკური მხარე, ამას ჩვენი თბილისის ქუჩებში მოსეირნე, უბრალოდ მოსიარულე თუ მორბენალი ბიჭების ჩაცმულობაც მოწმობს. გოგონებისგან განსხვავებით, შედარებით რთულია ქუჩაში იპოვო გემოვნებიანად ჩაცმული ბიჭები. ამ სეგმენტში ძირითადად ორი უკიდურესობა გვხდება: ძალიან კლასიკური ან ზედმეტად სპორტული სტილი. ოქროს შუალედის პოვნა რთული, მაგრამ , საბედნიეროდ, შესაძლებელია. თბილისელი ბიჭებიც უპირატესობას ტანსაცმლის გამოწერას ანიჭებენ და ამბობენ, რომ საქართველოში არჩევანი ძალიან მცირეა. ლუკა ნაკანი: ,,როცა რაღაც მინდა ვიყიდო და ზუსტად არ ვიცი რა მინდა, ვერასდროს ვერ ვპოულობ საქართველოში მსგავს ტანსაცმელს, ან თუ ვნახავ ოდნავ მიმსგავსებულს, სრული საშინელბაა. მირჩევნია, ველოდო გამოწერილ ტანსაცმელს და ვიცოდე, რომ ისაა, რაც მე მინდა, ვიდრე აქ ვიყიდო ისეთი, რომელიც მხოლოდ იმიტომ
უნდა შევიძინო, რომ მჭირდება.” ერეკლე მოდებაძე : ,, არსად ნორმალური ტანსაცმელი არ იყიდება, ისეთი, რომ ჩაიცვა და მოგეწონოს. გოგოებისთვის ყველაფერი ბევრია, ჩვენთვის კი არჩევანის საშუალება თითქმის არ არის. თუ რამე ოდნავ მაინც მოგეწონა იმხელა ფასი ადევს, სჯობს, საერთოდ არც წაიკითხო. ” მათი ნათქვამი მართალი აღმოჩნდა.მამაკაცის ტანისამოსის განყოფილება ყველგან ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე ქალბატონების. ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ თბილისში ბიჭების ჩაცმის სტილი არც თუ ისე მოსაწონი და სახარბიელოა. როგორც გაირკვა, თბილისელი ახალგაზრდების უმრავლესობას აქ არარეალურ ფასად არც თუ ისე დახვეწილი ტანსაცმლის ყიდვას, სასურველი ტანისამოსის გამოწერა ურჩევნია. ბოლოს ხომ მაინც ჩამოფრინდება, ან მოცურავს მომავალ პატრონამდე ზუსტად ის, რასაც გამოწერის დღიდან ელოდნენ. ამასობაში კი, ჩვენი ქალაქის ქუჩებში, დეპრესიული სახეებით მოსიარულე მასაში გემოვნებიანი, ელეგანტური ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. თუმცა რამდენად უნდა გვქონდეს იმედი იმისა, რომ თბილისის ქუჩებში, სადაც მოდის კვირეულს ,, ტრიპაჩობის ზეიმს” უწოდებენ, გემოვნებით შემოსილი ხალხის რაოდენობა სასურველ ნიშნულს მიაღწევს, ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ლევან მორჩიაშვილი
11
NEWS FEED
სპორტი
წარმატება მოწესრიგებული შიდა ჩემპიონატის გარეშე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ქვეყანას საერთაშორისო საკალათბურთო შეჯიბრებებში წარმოადგენს. ნაკრებს არაერთი გამარჯვებისთვის მიუღწევია და ქართული დროშა ევროპის წამყვანი საკალათბურთო ნაკრებების გვერდით არაერთხელ აუფრიალებია. 2014 წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქართველი გულშემატკივარი კვლავ გაახარა და ევროპის ჩემპიონატზე უკვე მესამედ გასვლის უფლება მოიპოვა. მომავალი ჩემპიონატი 2015 წლის 5-20 სექტემბერს ერთდროულად ოთხ ქვეყანაში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მადრიდში გამართულ „ფიბა-ევროპის“ სპეციალურ სხდომაზე მიიღეს. ვერდიქტის თანახმად, საწყის ეტაპზე თითო-თითო ჯგუფს ზაგრები (ხორვატია), მონპელიე (საფრანგეთი), ბერლინი (გერმანია) და რიგა (ლატვია) მიიღებენ. ფინალური რაუნდის მატჩებს კი მხოლოდ საფრანგეთის ქალაქი მონპელიე უმასპინძლებს. „ფიბა-ევროპამ“ 2015 წლის ევრობასკეტზე ნოვაცია შეიტანა. მასპინძელ ქვეყნებს უფლება მისცა, შეერჩიათ თითო ნაკრები, რომელიც მათ ჯგუფში ითამაშებს. საფრანგეთმა ჯგუფის მეტოქედ ფინეთი ისურვა, გერმანიამ-თურქეთი, ლატვიამ-ლიტვა, ხოლო ხორვატიამ-სლოვენია. რატომ არავინ აირჩია საქართველო? ალბათ, ამის მთავარი მიზეზია ის, რომ საქართველო შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში პირველ ადგილას გავიდა და მეტოქეები მას ერთერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნევენ. ამის საპირისპიროდ კი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შიდა ჩემპიონატი განადგურების პირასაა. არადა, წარმატება რომ კვლავ ჩვენს ხელთ იყოს, აუცილებელია, სათანადო ყურადღება მომავალ თაობას მიექცეს. მათ, ვინც ნაკრების ამჟამინდელი წევრები ეტაპობრივად უნდა შეცვალონ. თუ რა ხდება სინამდვილეში შიდა სამზარეულოსა და შიდა ჩემპიონატებში, რეალურად რა პრობლემები არსებობს, ამის შესახებ ცნობილი, ფართო საზოგადოებისთის, გასულ აგვისტოს გახდა . აღმოჩნდა, რომ თერთმეტი არსებული გუნდიდან, როგორებიცაა „დინამო,“ შსს,“ „სოხუმი,“ „რუსთავი,“ „ქუთაისი,“ „ოლიმპი,“ „უნივერსიტეტი,“ „პოლიტექნიკური,“ „სამედიცინო“ და „მაკაბი,“ ქვეყნის შიდა ჩემპიონატს მხოლდ ორი გუნდიღა შემორჩა, სამოცდაათზე მეტი კალათბურთელი
კი დაითხოვეს. ამის მიზეზია ის, რომ იმ გუნდებს, რომლებსაც დღეს სხვადასხვა უწყება აფინანსებდა, დაფინანსება შეუწყდა. ეს პრობლემა დღის სინათლეზე ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ საქართველოპორტუგალიის მატჩში გამარჯვების შემდეგ გამოიტანეს. მათ საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს და მთლიანად მთავრობას საგანაგებო განცხადებით მიმართეს. მათ სპორტის ამ სახეობაში არსებულ პრობლემებზე უკმაყოფილება გამოთქვეს და მთავრობას ამ პრობლემების მოგვარებისკენ მიუთითეს. „გვინდა თხოვნით მიმვართოთ მთლიანად მთავრობას, რომ მიხედონ კალათბურთს, ყურადრება მიაქციონ სპორტის ამ სახეობის გავითარებას. დღესდღეობით საქართველოში მხოლოდ ორი გუნდია, ამას ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ იმსახურებს.” –განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა, განაცხადეს, რომ სპორტი ბიზნესის საქმეა და გუნდები ბიზნესმა უნდა დააფინანსოს. ამ ფაქტს ეხმაურება „პოლიტექნიკურის“ გუნდის წევრი, ნიკუშა დოლიძე. -“ამ გაუაზრებელი ცვლილებების შედეგად გამოწვეული რეალობით, ზარალდება, მხოლოდ და მხოლოდ, ქართული კალათბურთი. ამიტომ აუცილებელია მთელი კაპიტალი, რისი მოძიებაც კი სახელმწიფოს შეუძლია, მომავალ თაობაში ჩაიდოს. მთელი ძალა და ენერგია მოხმარდეს მათი პოტენციალის ამაღლებასა და მათი ამბიციების სწორ კალაპოტში ჩაყენებას.”-განაცხადა ნიკუშა დოლიძემ. ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობა ქართველ გულშემატკივარს წლების განმავლობაში ანებივრებდა გამარჯვებით, მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენებს არ ჰქონდათ სათანადო პირობები. საგულისხმოა, რომ ამ წარმატებაში ჩვენს კალათბურთელებს საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება დაეხმარა. ამიტომ, უკეთესი იქნება, დიდი ყურადრება მიექცეს მომავალი თაობის გავითარებასა და შიდა ჩემპიონატების მაღალ დონეზე ჩატარებას. თინიკო ლევანიშვილი
თემურ ქეცბაია - მოლოდინი და რეალობა 14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასვლით მატჩზე გიბრალტარი ანგარიშით 3–0 დაამარცხა. მრვალწლიანი პაუზის შემდეგ საქართველომ ერთ მატჩში სამ გოლზე მეტის გატანა შეძლო, თუმცა, გულშემატკივარს სიხარული არ გამოუხატავს. საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ეს გამარჯვება არაფერს ნიშნავს და არაფრისმომცემია. არსებული მდგომარეობით, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან გასვლის შანსი ორი მარცხის შემდეგ, გიბრალტართან გამარჯვების მიუხედავად, მინიმუმამდეა დაყვანილი. თემურ ქეცბაიას მიმართ კრიტიკა სულ უფრო მწვავდება.
პროგრესისკენ მიმავალი გზა არ ჩანს. თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2009 წლის 5 ნოემბერს დაინიშნა. მისივე განცხადებით, საჭირო იყო კომპლექსური ღონისძიებების გატარება და ფეხბურთელებისთვის კარგი პირობების შექმნა. ამ გზით მომავალ გამარჯვებებზე ფიქრი შესაძლებელი ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ქართული საფეხბურთო სამყარო ქეცბაიას დანიშვნას ეროვნულ ნაკრებში დადებითად შეხვდა და პირველი ოფიციალური მატჩის შემდეგ, როდესაც საქართველომ ესტონეთი 2–1 დაამარცხა, იმედები კიდევ უფრო გაიზარდა. მას შემდეგ ჩატარებული 37 მატჩიდან საქართველომ გაიმარჯვა 11–ჯერ, ფრე ითამაშა 8–ჯერ და დამარცხდა 17–ჯერ. თუმცა, ამ სტატისტიკის მიღმა იმალება უმნიშვნელო გამარჯვებები და ამასთან, უშედეგო მატჩები საფეხბურთო თვალსაზრისით უსუსტეს ჯუჯა სახელმწიფოებთან. ქეცბაიას სტარტი ნაკრებში ურიგო ნამდვი-
რჩევები შემოდგომა-ზამთრის სეზონზე შესამოსად სულ მალე ახალი სეზონი იწყება და ჩნდება ბუნებრივი კითხვა - რა არის მოდაში? მიუხედავად ტენდენციების მრავალფეროვნებისა, ყოველთვის არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ჩაცმულობას განსაკუთრებით აქტუალურს აქცევს. ყველაზე მოდური ტენდენცია: კაბები მუხლს ქვემოთ. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მარკ ჯეიკობსი „ლუი ვიტონის“ ფრანგულ სახლს ჩაუდგა სათავეში, პირველი მუხლს ქვემოთ კაბების ტენდენცია შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამან წარმატება ვერ ჰპოვა, 2014 წელს მუხლამდე კაბების ტენდენცია ბრუნდება და ექსპერტების აზრით, საკმაოდ წარმატებული იქნება. თავისუფალი შარვლები 2014 წელს ცვლილებები არამარტო კაბებსა და ქვედაბოლოებს შეეხო, არამედ შარვლებსაც. სწორი და გაშვებული შარვალი არ კარგავს აქ-
12
ტუალობას და ისევ მოდურად ითვლება. დიდი ზომის პალტოები. ამ სეზონზე ზედმეტად დიდი ფორმები კვლავ მოდაშია. ბუნებრივია, უპირველესად ეს პალტოებს შეეხო. ისინი წელსაც აქტუალურია. 2014 წლის ფეხსაცმლის მოდა შემოდგომა-ზამთარი: ცნობილია, რომ დიზაინერები უპირატესობას მდუმარე და ტრადიციულ ფერებს ანიჭებენ. ესენია: შავი, ბეჟისფერი, თეთრი და ასევე შემოდგომის ფოთოლთა ფერები- წითელი, სტაფილოსფერი, ყავისფერი და ბორდოსფერი. ახალ სეზონზე მოდაში შემოდიwს მაღალყელიანი ჩექმები, მაღალი, უხეში ქუსლით, და ოდნავ მომრგვალებული წვეტიანი ცხვირით. შავმა ტყავმა მოდის მწვერვალები დაიპყრო. ფაქტობრივად, ეს მასალა ჩვენებებისთვის თითქმის ყველა დიზაინერმა გამოიყენა. ტყავის კაბები, ქვედაბოლოები, შარვლები, პერანგები, ქურთუკები შემოდგომა-ზამთრის კოლექციის
შემადგენელი ნაწილია. 2014 წელს ისევ არ კარგავს აქტუალობას ტყავის ექსტრავაგანტული პიჯაკები და კაბები. რაც შეეხება მათ ფერებს: როგორც იცით, შავი და თეთრი თითქმის არასდროს
გადადის მოდიდან და წელსაც აქტუალურია. მათთან ერთად მოდაშია კრემისფერი, ღია ვარდისფერი, მარჯნისფერი და ხაკისფერი პიჯაკები და კაბები. წელს ასევე განსაკურებით აქტუალურია ჟოლოსფერი, ნაცრისფერი და თამბაქოსფერი; კვლავ მოდურია ღია იისფერი და გახუნებული ცისფერი ტონალობები. მოდურ ფერთა მრავალფეროვნების გამო, მათ შერჩევაში განსაკუთრებულად დიდ დროს და ძალისხმევას ნუ დახარჯავთ, ჩაიცვით ნებისმიერი ფერის სამოსი, ოღონდ, რაც მთავარია სწორად შეახამეთ. ანანო ჯიღაური
ლად არ ყოფილა. 10 მატჩიდან 5 მოგება და 5 ფრე საკმაოდ ბევრს ნიშნავს, თუმცა მას მერე დაწყებული რეგრესის ფონზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლის გადაჭრა ქეცბაიამ დღემდე ვერ შეძლო. გუნდის დაცვით ტაქტიკაზე გადართვამ წინა ხაზში ფანტაზიის სრული სიმწირე და კრეატივის არარსებობა გამოიწვია, რამაც, როგორც სანახაობის, ასევე შედეგის თვალსაზრისით, წარმატება ვერ მოიტანა. ამას ადასტურებს ქართველი თავდამსხმელის, შოთა არველაძის კომენტარი: ყველას გვსურს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. დღევანდელი ნაკრები დაცვაზეა ორიენტირებული. ფეხბურთელებს არ აქვთ ფანტაზიის და იმპროვიზაციის უნარი, ისინი ნაკლებად შემოქმედებით სტილში თამაშობენ. ჩვენ გვყავდა მაღალი კლასის ინდივიდუალისტები. ჩემს თაობაში შევდიოდით მე, თემურ ქეცბაია, გიო ქინქლაძე და სხვები...“ ამის დასტურად, ძირითად გუნდში ხშირ მოთამაშას და ცენტრალურ ფორვარდს, ნიკოლოზ გელაშვილს, 21მატჩი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის კარში პირველი (!) ბურთი გაეტანა, რაც სწორედ ზემოთხსენებულ გიბრალტარის წინააღმდეგ მატჩში მოხდა. ქეცბაიას დანიშვნას თან დაერთო ე.წ. „თაობათა ცვლა.“ ძველმა გვარდიამ, რომელიც ძირითადი გუნდის წევრებად წლების მანძილზე ითვლებოდა, თანდათანობით ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება დაიწყო. ახალმა თაობამ კი სათანადო პროგრესი ვერ განიცადა და, შესაბამისად, გუნდი ვერ განვითარდა. თუმცა, გადაჭრით თქმა იმისა, რომ ცუდი შედეგი ფეხბურთელების ბრალია, ვერ იქნება ჭეშმარიტებასთან ახლოს. ერთი კვირის წინ გამართულ მატჩში ისლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ჰოლანდია, მსოფლიოს ერთ–ერთი მოწინავე ნაკრები დაამარცხა და ეს უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოახერხა. გუნდის დირიჟორი კი მათი მთავარი მწვრთნელი იყო. გუნდის ვითარება ასეთია – უპერსპექტივობა და ქომაგების მხრიდან ინდიფერენტულობა. თემურ ქეცბაიამ გუნდი ვერ აათამაშა და მისმა ტაქტიკამ იგი კიდევ უფრო უკან დახია. მთავარი მწვრთნელის რანგში ხუთწლიანი მოღვაწეობა საკმარისია იმითვის, რომ გუნდმა პროგრესი განიცადოს. ასეთი რამ კი არ ჩანს. გუგა როგავა
გოლფის მინდვრები კახეთში სულ ახლახან კახეთში ამიერკავკასიის მასშტაბით 1-ლი გოლფის მოედანი გაიხსნა. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე, 35 ჰექტარზე განთავსდა. „ამბასადორის“ გოლფის მოედნების დაგეგმარება 2011 წელს დაიწყო. 20 ჰექტარზე გადაჭიმული 9-ფოსოიანი გოლფის პროფესიოანლური მოედნის დიზაინი კანადელმა არქიტექტორმა გრაჰამ ჩოოკემ შექმნა. კონსტრუქციაზე მუშაობა 2012 წლის მარტიდან დაიწყო და 2013 წლის ნოემბერში დასრულდა. გოლფის მოედანი ხშირად მასპიძლობს მსოფლიო ტურნირებს. გოლფის სათამაშოდ ჩამოსულ ტურისტესბს იქ 4- ვარსკვლავიანი სასტუმრო, საბანკეტო დარბაზი, კაზინო და სხვა უამრავი გასართობი საშუალება ხვდებათ. როგორც გოლფ კლუბის მენეჯერი ქალბატონი ჯინო დოლინი ამბობს, გოლფის მოყვარული ქართველების რაოდენობა იზრდება და მითი, რომ ეს სპორტი მხოლოდ მდიდრებისთვისაა მცადრია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გოლფის თამაში, მათ ამაში ქართველი ინსტრუქტორები დაეხმარებიან. ,, პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ არც ისე მარტივია ყველაფერი როგორც ერთი შეხედვით ჩანს. „-აღნიშნავს დოლინი. გოლფის მოედნის პროექტის განხორციელებაში 7 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, 2014 წლის 21 ივნისს გოლფის მოთამაშეებისთვის ტურნირი მოეწყო, რომელშიც მონაწილეთა უმეტესობა საქართველოში მცხოვრები უცხოელი დიპლომატები იყვნენ. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ასევე სომხეთის გოლფის ეროვნული ასოციაციის დელეგაციაც მოიწვიეს. ჯერჯერობით, საქართველოში გოლფი არც თუ ისე პოპულარული სპორტია,მაგრამ ამისდა მიუხედავად, ,,ამბასადორ კაჭრეთში“ გოლფის მოედნები ყოველთვის ხალხითაა სავსე. იქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩასვლა და თამაშით სიამოვნების მიღება. დავით თვალთვაძე
13 ნოემბერი
NEWS FEED
საბჭოური ჰომოფობიის გადმონაშთები
„თუ გინდა ბიჭად დარჩე, ბიჭო, ეგ თმა უნდა შეიკრიჭო“. ზემოთ მოცემულია ნაწყვეტი ედუარდ უსპენსკის ლექსიდან, რომელიც პირველი კლასის მოსწავლეებისათვის საპროგრამო ნაწარმოებთა ჩამონათვალში შედიოდა. ლექსში საუბარია ბიჭზე, რომელიც უარს ამბობს თმის შეჭრაზე. ურჩ ბავშვს თმა ისე უგრძელდება, რომ ე.წ. ცხენის კუდს უკეთებენ, ბოლოს კი „მზრუნველი დედა“ ბიჭისთვის კაბასაც ყიდულობს. ლექსის ეს მცირე ნაწყვეტი საბჭოთა მსოფლმხედველობის ფუნდამენტური ღირებულებების კარგი ილუსტრირებაა ლგბტ საზოგადოების მიმართ. ჰომოფობია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქტუალური პრობლემაა. მათ შორის გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაცია და სიძულვილი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, საქართველოში ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცევა. კვლევებით დასტურდება რომ საქართველო ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობის მაჩვენებლით როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და საერთო მონაცემებით ყველაზე არატოლერანტული ქვეყნების, კერძოდ, ირანისა და იორდანიის გვერდით სახელდება. საქართველოში ამ მხრივ შექმნილი მდგომარეობა განსაკუთრებით თვალსაჩინო 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო დღეს გამოიკვეთა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოქმედი ლგბტ ორგანიზაციების სამოქმედო სტრატეგიები, ძირითადად ორგვარია: ერთი ყოველდღიური, შეურიგებელი ბრძოლის პრაქტიკაა, ხოლო მეორე _ ზედმეტად ყურადღების მიპყრობის შიშით განპირობებული პასიურობა და იმ მოცემულობის მიღება, რაც უბრძოლველადაც გაქვს. არაერთი მოსაზრება არსებობს, რომ დღეს საქართველოში არსებული სიტუაცია, საბჭოთა კავშირის წყობის დამსახურებაა.20-30–იან წლებში დაიწყო საბჭოთა ადამიანის, საბჭოთა მოქალაქის მორალური სახის ფორმირება. კომუნისტური პროპაგანდა ახალგაზრდობას ზრდიდა საბჭოთა იდეოლოგიის საფუძველზე. ეს იდეოლოგია უპირველესად ემყარებოდა კომუნიზმს – ეროვნულის უარყოფისა და „საერთო საკაცობრიო ღირებულებების
მქონე“ სოციალისტური იდეოლოგიისადმი ერთგულებას. იდელოგიურ მუშაობაში კომუნისტურ პარტიას დიდ დახმარებას უწევდა ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირი. საბჭოთა იდეოლოგიის „წარმატებად“ უნდა ჩაითვალოს თანამედროვეობის ერთ-ერთ ფუნდამენტური პრობლემის _ გენდერული საკითხის გადაჭრა. საინტერესოა, რომ ლენინმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააუქმა მეფის რუსეთში დაწესებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჰომოსექსუალური კავშირებისთვის, მაგრამ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა სტალინის ეპოქაში. სტალინი ტოტალიტარი გახდალთ. ტოტალიტარიზმის ბუნება კი, თავის მხრივ, უპირველესად პერსონის ნიველირებას, პიროვნების გაუქმებამდე მისულ უპატივცემულობასა და პირადი სივრცის გაუქმებას გულისხმობს. ამ დროს გულწრფელად აღარ შეგიძლია იმის თქმა, რისიც გწამს. აქ იდეა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე პიროვნება. საფუძველი ეყრება ისეთ სივრცეს, რომელშიც შენი სიმართლის საჯაროდ დაფიქსირების უფლება არ გაქვს. სიმართლე კი იმდენი არსებობს, რამდენი პიროვნებაცაა! შესაბამისად, შეუძლებელია გქონდეს საკუთარი სექსუალობა, მაშინ, როცა სიმართლესაც გართმევენ. სტალინის ეპოქის მკვლევარი, რობერტ კონკვესტი წერდა, რომ ყველაზე დიდი საშინელება, რაც სტალინმა ჩაიდინა ადამიანში სიმართლის გაცნდის მოსპობაა. ოციანი წლების რუსეთისაგან განსხვავე-
ბით, როცა ბოლშევიკები თავს სექსუალური საკითხების მიმართ მეცნიერული მიდგომებით იწონებდნენ, სინამდვილეში კი გენდერული სტერეოტიპების დანერგვაზე იყვენენ ორიენტირებულნი, ჰომოსექსუალობა დაავადებიდან და საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებიდან, სახელმწიფო დანაშულად იქცა. ვილჰელმ რაიხი წერდა: საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობა, ბანდიტიზმი, კონტრევოლუციური მოქმედება და შპიონაჟი ერთი იგივე დონის დანაშაულიაო. სტალინის სიცოცხლეში ჰომოსექსუალთა დევნით სწორედ უშიშროება იყო დაკავებული. 1933 წლის ანგარიშში დაზვერვის ერთერთი აგენტი გენრიხ იაგორა წერს რომ დააპატიმრა „პედარასტების“ ორგანიზებული ფორმირებების ჩამოყალიბების მოსურვე დაჯგუფების წევრები. მისივე თქმით, ეს შემდგომში დანაშაულის ჩადენის პრევენციით იყო განპირობებული და აუცილებლად უნდა მიეღოთ „პედარასტების“ დამსჯელი კანონი. ჰომოსექსუალთა მტრად შერაცხვისათვის იდეოლოგიური საფუძველი მაქსიმ გორკიმ მოამზადა. 1933 წელს „პრავდასა“და „იზვესტიაში“ ქვეყნდება წერილი „პროლეტარული ჰუმანიზმი“: „ ათასობით ფაქტი მეტყველებს რომ ევროპის ახალგაზრდებზე ფაშიზმის დამანგრეველი, გამრყვნელი გავლენა აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში, სადაც პროლეტარიატის ვაჟკაცური და წარმატებული მმართველობაა, ახალგაზრდობის გამრყვნელი ჰომოსექსუალობა სოციალურ დანაშაულად მიიჩნევა და ისჯება. დიდი ფილოსოფოსების, მეცნიერების, მუსიკოსების „კულტურულ ქვეყანაში“ კი ჰომოსექსუალები თავისუფლად და დაუსჯელად მოქმედებენ. გავრცელდა სარკასტული გამოთქმა: „გაანადგურეთ ჰომოსექსუალობა და ფაშიზმი გაქრება!“ ქალისა და მამაკაცის სტერეოტიპების ჩამოყალიბება საბჭოთა კავშირის შექმნის დღიდანვე დაიწყო. საბჭოთა იდეოლოგია ფასადურად აღიარებდა გენდერულ თანასწორობას ქალსა და მამაკაცს შორის. შედეგად, მკაცრად განსაზღვრა ქალისა და მამაკაცის მოვალეობები და ტანსაცმელიც კი. ქალის სამოსი უნდა უბრალო, არაგამომწვევი და სწორკუთხოვანი ფორმის უნდა ყოფილიყო.ამით საბჭოთა ქალს დასავლური ტიპის „ამორალურ“ ქალს უპირისპირებდნენ,რომელიც საბჭოთა იდეოლოგიის თანახმად,ყურადღებას ჩაცმულო-
ბლოგი
ბასა და სექსზე ამახვილებდნენ. ბუნებრივია, შეუძლებელი იყო საკუთარი სექსუალური ორიენტაციის სააშკარაოზე გამოტანა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტი აქტიურად არსებობდა: „კანონიერი ქურდები“ _ დანაშაულებრივი გაერთიანებაა, რომლის ტრადიცია 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისთვის დამახასიათებელია კრიმინალური კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა. ამ ყველაფერმა საბჭოთა ოჯახის სტრუქტურაზე დამღუპველად იმოქმედა და ხელი შეუწყო მამაკაცის ტრადიციული, პატრიარქალური მოდელის გაძლიერებას. ის ოჯახში დიქტატორი გახდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებული მდგომარების ერთადერთი ლოგიკური გაგრძელება, ყველა იმ მარწუხისაგან განთავისუფლება უნდა ყოფილიყო, რომელიც საბჭოთა პერსონას ყელში უჭერდა, ინდივიდად არსებობის უფლებას უკრძალავდა და მასაში გათქვეფას აიძულებდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთიმეორეს მიყოლებით გააუქმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჰომოსექსუალობისთვის: საქართველოში – 2000 წელს, ლატვიასა და უკრაინაში კი 1992 წელს. რთულია ისაუბრო იმ აშკარა ცვლილებეზე, რომელიც საშუალო სტატისტიკური „ჰომო პოსტსოვიეტიკუსის“ ცნობიერებაში უნდა მომხდარიყო და ახალი, სწორი აზროვნება ჩამოეყალიბებინა. საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ იურიდიულ დონეზე მოხდა. ანაფორაში გამოწყობილი პირები ლგბტ თემის წარმომადგენლებსა თუ მათს დამცველებს „ტაბურეტკებით“ დასდევენ, პარალელურ რეჟიმში კი ქვეყნის სეკულარულად განვითარების აუცილებლობაზე ქადაგებენ. ამასობაში ყოველმხრივ დისკრიმინირებული ლგბტ პირები თავებს იკლავენ, არამხოლოდ საზოგდოების, არამედ ოჯახის წევრებისგანაც წამოსული ზიზღის, უარყოფისა და შევიწროების გამო. ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობის ჰომოფობიური განწყობები ოდნავადაც არ შეცვლილა. ამის კარგი მაგალითია ისევ და ისევ 2012 წლის 17 მაისი და არაერთი ლგბტ ახალგაზრდის სახელი, რომელთაც სიცოცხლე ტოტალური ზიზღის გამო, სუიციდით დაასრულეს. ნანა გობეჯიშვილი
კმარა ფემიციდი! ორხევი, თერჯოლა, ადიგენი, იორმუღანლო, ქუთაისი, მარნეული, საჩხერე, ოჩხამური, თბილისი და კიდევ ბევრჯერ თბილისი. ამ ადგილებს სისხლიანი ისტორია აკავშირებთ. სისხლი კი ქალისაა. 17 ოქტომბერს „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა ქმარმა მოკლა. ეს 2014 წელს ქალის მკვლელობის რიგით მეოცე შემთხვევაა. ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ მაკა წივწივაძე ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით, თავის არეში, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ლაშა მაღრაძე წარსულში ნარკოდანაშაულისთვიის იხდიდა სასჯელს და წელიწადნახევრის წინ ციხიდან ამნისტიით ვადაზე ადრე გამოვიდა. სასწრაფოს ბრიგადამ მაკა წივწივაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ კრიტიკული მდგომარეობის გამო სასწრაფო ოპერაციამ უშედეგოდ ჩაიარა. „ილიაუნის“ სტუდენტების თქმით მაკა წივწივაძე აუდიტორიიდან აეროზოლით გავიდა, შემდგომ გაიგონეს კივილი „ბავშვებო მიშველეთ!“ მსხვერპლის ნათესავები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში სდებენ ბრალს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარიამ წივწივაძემ ორჯერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ორჯერვე მოხდა შესაბამისი რეაგირება, მაგრამ შემაკავებელი ორდერი არ გაცემულა. მომხდარს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა. „ფეისბუკის“ მომხმარებლებმა წამოიწყეს აქცია „მე აეროზოლი ვერ
13 ნოემბერი
დამიცავს“. ამ აქციით ისინი ცდილობენ ყურადღება მიექცეს ასეთ მწვავე პრობლემებს და აღშფოთება აღშფოთებად არ დარჩეს. ინტერნეტ სივრცის გარდა აქცია გაიმართა იუსტიციის სამინისტროსთანაც. ადგილი აქციის ორგანიზატორებმა იუსტიციის მინისტრის განცხადების გამო შეარჩიეს. თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ “საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა. ამას აჩვენებს ის ციფრები, რომელიც დათვლილია სხვადასხვა მეთოდით. ერთადერთი, კაცების მხრიდან ქალების მიმართ აგრესიამ იმატა – ქმრები კლავენ ცოლებს, მაგრამ მეტი არსად კრიმინალის ზრდა არ დაფიქსირებულა”. „გვეყოს ცოლების, დების, მეგობრების, დედების, ქალების მკვლელობა! მერამ-
დენედ უნდა გაუხვრიტონ ქალს შუბლი, ჩაქოლონ, გააუპატიურონ, დაანაწევრონ რომ პრობლემის სიმძაფრეს ჩავწვდეთ?! რომ მოვთხოვოთ სახელმწიფოს ადექვატური რეაგირება? “- ამბობს აქციის ორგანიზატორი, მარიამ ქაჯაია, იუსტიციის მინისტრის პასუხად. იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი 20-ამდე ადმიანისათვის კიდევ უფრო გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას სიტყვები „არცერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ განსაკუთრებით როცა ოჯახური ძალადობაა“. მათი აზრით ეს მკვლელობის წაქეზებას გავს და მიზანშეწონილი არ არის მოძალადის გამართლების გზების ძებნა. მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდო-
მარე დავით უსუფაშვილი და მწუხარება გამოთქვა, რომ სწორედ ასეთი შემთხვევის ფონზე უწევს პარლამენტს დამტკიცება ახალი საკანონმდებლო პაკეტისა, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს - “პროექტს ჩვენ კენჭს ვუყრით იმ საზარელი ტრაგედიის ფონზე, რომელიც ილიას უნივერსიტეტში დატრიალდა. იქნებ ამ კანონებით შევეხმიანოთ ამ უმძიმეს მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ კანონი ვერაფერს უშველის’’. კანონპროექტი უძლურია თუ შესაბამისი ორგანოები მის სისრულეში მოყვანას არ ცდილობენ. ქალბატონები საუბრობენ არაერთ შემთხვევაზე, როდესაც პატრულს მათი ზარისთვის შესაბამისი ყურადღება არ მიუქცევია. უფრო ხშირია, როდესაც ოჯახის წევრები არსებული სიტუაციის გამომზეურებას ერიდებიან. არსებობს ქართული გამონათქვამიც „სულელს ცოლ-ქმრის ჩხუბი ნამდვილი ეგონაო“ და დღემდე საზოგადოების უმრავლესობა ბრმად მიყვება ამ ტრადიციას. ცოლ-ქმრის ჩხუბი ძალადობად არ აღიქმება და სხვების ჩარევას არ საჭიროებს. ამ ტრადიციებს ემსხვერპლა მეცხრე შვილზე ორსული ქალბატონი ქობულეთში, ახალგაზრდა გოგონა სოფელ იორმუღნალოში, რომელიც ღალატის ბრალდების გამო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ქალბატონი ოჩხამურში... ჩარევა საჭიროა და თან სასწრაფოდ. ანა შარაძე
13
NEWS FEED
ფოტორეპორტაჟი
ზამთარი ახლოვდება...
მთ. რედაქტორი: ზაზა ნიკოლოზიშვილი რედაქტორი: ივანე მჭედლიშვილი ტექ. რედაქტორი: ნარიტა ჩხაიძე დამკაბადონებლები: ირაკლი დარჩიაშვილი, იოანე პაპიაშვილი კორექტორები: ანი ბოჭორიშვილი, სალომე ფხალაძე, გვანცა გოგიაშვილი, ნათია დაშნიანი
ხელმძღვანელი: პროფესორი მაია ტორაძე
© NEWS FEED
14
13 ნოემბერი