6 minute read
ფოთის თიზ-ი: ინტერვიუ დავით ებრალიძესთან
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა: უკონკურენტო სტრატეგიული საინვესტიციო შეთავაზებები უცხოელი ინვესტორებისთვის
სტრატეგიული მდებარეობა ალბათ ყველაზე დიდი ფაქტორია ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის. ჯერ არ ყოფილა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე უფრო სტრატეგიული ადგილი ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაყიდვების გაზრდას ევროპის სამეზობლოში, დსთ -ს ჩათვლით და ახლო აღმოსავლეთში.
Advertisement
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელ დირექტორთან, დავით ებრალიძესთან ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა იმ მრავალ საინტერესო სარგებელზე, რაც ფოთის თიზ-ის ამჟამინდელ ინვესტორებს აქვთ და მან ასევე ისაუბრა იმ სარგებელზეც, რომელსაც პოტენციური ინვესტორი მიიღებს ფოთის თიზ-ში ინვესტირებისას.
რით არის გამორჩეული ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) ტერიტორია და რატომ უნდა დაინტერესდეს ინვესტორი, უშუალოდ, ფოთის თიზ-ში ინვესტირებით?
მსოფლიოს პრაქტიკაში აღიარებული ფაქტია, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მნიშვნელოვანი დანიშნულება, განსაკუთრებით, ინდუსტრიული ზონისთვის არის ტვირთების სწრაფი მიღება-მიწოდება, გადამუშავება და საქონლის მიწოდების ჯაჭვში ჩაბმა/ჩართულობა, შესაბამისად, თავიდანვე, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყეს ფიქრი თიზ-ების ადგილმდებარეობის შერჩევაზე, რა თქმა უნდა, შეირჩა ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი არა მარტო საქართველოში, არამედ შავი ზღვის აკვატორიაში, რომელიც მდებარეობს აბრეშუმის გზისა და სხვა მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნების ცენტრში. შესაბამისად, ადგილმდებარეობა არის ის ერთ-ერთი განმასხვავებელი უპირატესობა სხვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან მიმართებაში საქართველოში.
ფოთის თიზ-ის სტრატეგიული ლოგისტიკური მდებარეობა, ფოთის პორტთან და სარკინიგზო მაგისტრალთან პირდაპირი კავშირი, კონკურენტუნარიანი საოპერაციო ხარჯი, ბიზნესის მარტივი და სწრაფი რეგისტრაცია/მართვის პროცესი, თავისუფალი საგადასახადო სივრცე პრიორიტეტულს ხდის ფოთის თიზ-ს ინვესტორებისთვის, რომლებიც გეგმავენ თავიანთი ბიზნესსაქმიანობის განვითარებას დსთ-ის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იმატებს ფოთის თიზ-ში ტვირთების ნაკადი და ტვირთბრუნვის მაჩვენებელი, რაც, რა თქმა უნდა, მიუთითებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნისა და რეგიონში სადისტრიბუციო ცენტრის როლის ზრდაზე ერთი მხრივ, და ფოთის თიზ-ში ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისა და სავაჭრო კომპანიების რაოდენობრივ მატებაზე.
ფოთის თიზ-ი განსაკუთრებულად მიმზიდველია მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ხანგრძლივვადიანი პერიოდით, შეღავათიან ფასად სარგებლობენ მიწის იჯარით. თიზ-ისთვის მინიჭებული საგადასახადო სხვადასხვა შეღავათით, პრეფერენცირებული წარმოშობის სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობით, გამარტივებული საბაჟო პროცედურითა და სწრაფი მიწოდების პირობით მწარმოებლები მომხმარებელს სთავაზობენ კონკურენ ტუნარიან ფასს წარმოებულ პროდუქტზე.
ჩვენ მიერ შეთავაზებული უპირატესობით, რაც გახლავთ „ერთი ფანჯრის პრინციპით“ კომპანიის სწრაფი რეგისტრაცია, საგადა- სახადო შეღავათის მქონე სივრცე, სხვადასხვა ტიპის ლიცენზია - ბიზნესსექტორის მიხედვით, სასაწყობე და მიწის ნაკვეთების იჯარა ხანგრძლივვადიანი პერიოდით, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საბაჟოს მომსახურება უწყვეტ რეჟიმში, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და დიდ ინტერესს იწვევს ინვესტორებში, რომ თავიანთი წარმოება და სავაჭრო საქმიანობა დაიწყონ/განახორციელონ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენი გუნდი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მოზიდვას ფოთის თიზ-ის ტერიტორიაზე.
ამ ეტაპზე რამდენი კომპანია ოპერირებს და რა მიმართულებით, რა არის მათი ძირითადი პროფილი?
დღეის მდგომარეობით, თიზ-ში 120-მდე საწარმო ფუნქციონირებს, რომელთა უმეტესი ნაწილის საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა, სხვადასხვა სახის პროდუქტის იმპორტი, დასაწყობება და ექსპორტი/რეექსპორტი. ინვესტიციის ძირითადი გეოგრაფიული არეალი შემოიფარგლება დსთ-ის ქვეყნებით, განსაკუთრებით ჭარბობს აზერბაიჯანული კომპანიები, ასევე - თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, საქართველო და სხვა.
ფოთის თიზ-ი განსაკუთრებულად მიმზიდველია მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ხანგრძლივვადიანი პერიოდით, შეღავათიან ფასად სარგებლობენ მიწის იჯარით. თიზ-ისთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათით, პრეფერენცირებული წარმოშობის სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობით, გამარტივებული საბაჟო პროცედურითა და სწრაფი მიწოდების პირობით მწარმოებლები მომხმარებელს სთავაზობენ კონკურ ენტუნარიან ფასს წარმოებულ პროდუქტზე.
მიუხედავად პანდემიისა და ახალი გამოწვევისა, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება რამდენიმე მწარმოებელ კომპანიასთან, რომელთაგან გამოვყოფ თხილის გადამამუშავებელს, რომელიც შეუწყვეტლივ განაგრძობს სამუშაო პროცესს და ქმნის ქართულ პროდუქციას, რომელსაც აექსპორტებს დსთ-ის ქვეყნებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქარხანას, პანდემიის დროს, არ შეუწყვეტია საქმიანობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით განაგრძობს თხილის გადამუშავების სრულ პროცესს. ამჟამად, ქარხანაში დასაქმებულია ოცამდე ადგილობრივი პირი, რომელთა რაოდენობა გაიზრდება რეგიონში ტვირთბრუნვის გაუმჯობესებისთანავე.
ასევე 2020 წელს დაასრულა საწარმოო შენობის მოწყობისა და მანქანა-დანადგარების დამონტაჟების პროცესი მიკროსქემების მწარმოებელმა კომპანიამ „ჯი ენდ თი ინჯინიერინგ სოლუშენსმა“, რაც კარგი მესიჯია სხვა კომპანიებისთვის, დაიწყონ და განავითარონ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება საქართველოში. სამწუხაროდ, პანდემიის გამო შეფერხდა თანამშრომლების დატრენინგება, თუმცა, დეკემბრის თვეში დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი, რომლებიც მოკლე ვადაში უზრუნველყოფენ სრული წარმოების პროცესის დაწყებას.
2021 წლის მაისის თვეში სპორტული ნიღბების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ ოფიციალურად გაიხსნა ფოთის თიზ-ში, რომელმაც ასევე, პანდემიის მიუხედავად, შეძლო საწარმოო პროცესის სრულად გამართვა, შესაბამისი მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კადრის მოძიება და გადამზადება.
საწარმოში იკერება კარტინგის ჩაფხუტის ქვეშ გამოსაყენებელი ნიღბები, რომელთა ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ქართული ნაწარმი.
ტექსტილის ფაბრიკაში პოლონური ინვესტიციით განხორციელდა ერთ მლნ-მდე ლარის ინვესტიცია და დასაქმდა 25 ადგილობრივი პირი.
რა არის ის მთავარი სარგებელი, რომელსაც ინვესტორი იღებს ფოთის თიზ-ში საქმიანობის დაწყების შემთხვევაში?
ფოთის თიზ-ის სტრატეგიული მდებარეობა, რაც გამოიხატება ფოთის პორტთან სიახლოვით, საერთაშორისო სარკინიგზო და სახმელეთო მაგისტრალებზე პირდაპირი წვდომით და, ამასთანავე, უძველესი, აბრეშუმის გზის დამაკავშირებელ დერეფანზე მდებარეობით მას ანიჭებს განსაკუთრებულ უპირატესობას, იყოს საერთაშორისო სავაჭრო დერეფნების დამაკავშირებელი ჰაბი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს რეგიონში ტვირთების სწრაფ მოძრაობას.
ფოთის თიზ-ისთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათით თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიები წარმატებით ახორციელებენ სავაჭრო-საწარმოო ბიზნესს, მათ შორის, იმპორტის/რეექსპორტის/ ექსპორტის პროცედურებს; კომპანიები ფოთის თიზ-ში აწარმოებენ და ასაწყობებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, რასაც აწვდიან საქართველოს, დსთ-ის რეგიონის და საერთაშორისო ბაზრებს.
მწარმოებელი კომპანიები სარგებლობენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, რაც საშუალებას აძლევთ, ფოთის თიზ-ში წარმოებულ პროდუქციაზე მიიღონ ქართული წარმოშობის პრეფერენცირებული სერტიფიკატები სხვადასხვა ბაზრისთვის, მათ შორის - EURO1 და ST1.
ჩვენ გთავაზობთ, „ერთი ფანჯრის პრინციპით“, კომპანიის სწრაფ რეგისტრაციას, ლიცენზიას - ბიზნესსექტორის მიხედვით, სასაწყობე და მიწის ნაკვეთების იჯარას ხანგრძლივვადიანი პერიოდით, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და, უწყვეტ რეჟიმში, საბაჟოს მომსახურებას, 24/7. ფოთის თიზ-ის გუნდი მუდმივად ახორციელებს სერვისისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც მიმართულია ფოთის თიზ-ის მასშტაბურ, რეგიონალურ სავაჭრო და საწარმოო ჰაბად ჩამოყალიბებისკენ.
როგორ ზრუნავს ფოთის თიზ-ის მენეჯმენტი კომპანიებზე, პანდემიის პირობებში?
პანდემიისას, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ტვირთების მოძრაობის კუთხით, პირდაპირ აღმოჩნდა შეზღუდვის ეპიცენტრში, ვინაიდან, დღის წესრიგში დადგა თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიებისთვის სამუშაო და საწარმოო ბიზნესის შემაფერხებელი პროცესების მართვა. ჯანდაცვის მიერ რეკომენდირებული პროტოკოლის დაცვით, ჩვენმა გუნდმა უმოკლეს ვადაში შეძლო ახალი სამუშაო დღის წესრიგის შემუშავება, სადაც მაქსიმალურად დაცული იყო თითოეული თანამშრომლის, ტვირთის გადამზიდავი მძღოლების ჯანმრთელობა. შეუფერხებლად გადავამუშავეთ 62 000 ტონა ტვირთი და შევძელით თიზ-ის დახურვის გარეშე, კრიზისულ პერიოდში, მოქნილი სამუშაო პროცესის შექმნა.
რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდში გამოვლინდა რიგი ხარვეზიც, რაც, ძირითადად, დაკავშირებული იყო რეგისტრირებული კომპანიებისთვის სხვადასხვა დოკუმენტის დროულად მიწოდებასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკურად რთული გახდა, დისტანციურ რეჟიმში, ამ პროცესის მართვა. ასევე, საზღვრის ჩაკეტვამ ავტომატურად გამოიწვია ახალი კომპანიების რეგისტრაციის შეფერხება, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ფოთის თიზ-ის სრულფასოვნად მუშაობისთვის, ამ სხვადასხვა გამოწვევამ მოგვცა სტიმული, შეგვექმნა ერთიანი ინფორმაციული ბაზა და სრულად გაგვეციფრულებინა, როგორც კომპანიის შიდა მართვის სტრუქტურა, ისე რეგისტრირებული კომპანიების საინფორმაციო ბაზა.
როგორც გითხარით, დისტანციურ რეჟიმთან ადაპტირებისას შეიქმნა ისეთი პრობლემა, როგორიცაა ინვესტორისთვის გარკვეული სახის ინფორმაციის სწრაფად და ეფექტიანად მიწოდება. ამ მიმართულებით შევიმუშავეთ ინოვაციური „ერთი ფანჯრის სისტემის“ სივრცე თითოეული რეგისტრირებული კომპანიისთვის, სადაც სრულად იქნა თავმოყრილი ინვესტორთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, როგორც დასამფუძნებლო დოკუმენტაციის მხრივ, ისე მიმდინარე ნიუსების ჩათვლით. ყველა კომპანია დისტანციურად, საკუთარი უნიკალური კოდით შევა სისტემაში, სადაც მარტივად და სწრაფად ექნებათ წვდომა სასურველ ინფორმაციაზე.
ასევე გავაუმჯობესეთ ახალი კომპანიების დისტანციურად რეგისტრაციის სისტემა, რომელმაც მაქსიმალურად გაუმარტივა ინვესტორებს, პანდემიის პერიოდში, ბიზნესის რეგისტრაცია.
რამდენად არის ფოთის თიზ-ის პოტენციალი ათვისებული, და რას უნდა ველოდოთ ფოთის თიზ-ისგან, მაგალითად, მომდევნო სამ წელიწადში? როგორი გეგმები გაქვთ?
შემუშავებული გვაქვს პოსტპანდემიური სტრატეგია, რომელიც სპეციფიკურ სექტორებსა და კონკრეტულ რეგიონებზეა გათვლილი. მოვამზადეთ სექტორული კვლევები, რომლებიც ასახავს ჩვენს კომერციულ შეთავაზებებს. პოზიციონირებულნი ვართ საშუალო და მცირე ბიზნესის პროექტებზე, რომელთა ინვესტიციის მოცულობა ოცდაათ მილიონ ლარამდეა, თუმცა, ეს არ გამორიცხავს ფოთის თიზ-ში მსხვილი პროექტების მოზიდვას.
ფოთის თიზ-ში, წარმოებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, შევიმუშავეთ კონკრეტული კომერციული შეთავაზებები მწარმოებელი და სავაჭრო კომპანიებისთვის, რითაც ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, ისარგებლოს, საინვესტიციო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
რაც შეეხება მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, 2021-2022 წლებში დაგეგმილია სპილენძისა და ფერადი ლითონის კონცენტრატების ლოგისტიკური ტერმინალების მოწყობა და კიდევ ერთი ტექსტილის საწარმოს მშენებლობის დასრულება და გახსნა. რაც, ჯამში, დამატებით შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მოიზიდავს ათ მილიონ ლარამდე ინვესტიციას.
ფოთის თიზ-ში, წარმოებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, შევიმუშავეთ კონკრეტული კომერციული წინადადებები მწარმოებელი და სავაჭრო კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ ფოთის თიზ-ში მიწის იჯარით აღებას და საკუთარი საწყობებისა და საწარმოო შენობების მშენებლობას.
ასეთ შემთხვევაში, ფოთის თიზ-ი ერთ დოლარად გადასცემს, მე-4 კლასის ჩათვლით, სამშენებლო ნებართვას, 200 კვტ.-მდე ელექტ- როენერგიის მოთხოვნის შემთხვევაში, ფოთის თიზ-ის 50%-იანი თანადაფინანსებით მოხდება ელექტროენერგიის ნაკვეთამდე მიერთება, 50%-იანი თანადაფინანსების პირობა ასევე გავრცელდება წყლის მიერთების საფასურზეც, თითოეულ ინვესტორს ეყოლება პერსონალური ასისტენტი, რომელიც სრულად მართავს თიზ-თან დაკავშირებულ ყველა საკითხს, ნებართვების ჩათვლით.
ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით შევიმუშავეთ სპეციალური წინადადება, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის საფასურის გარეშე, მხოლოდ ლიცენზიისა და იურიდიული მისამართით, ნებისმიერი ტიპის კომპანიის დაფუძნებას ფოთის თიზ-ში.
განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო საინვესტიციო შეთავაზება, რომელიც შევიმუშავეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, რომელიც, 5 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემთხვევაში, ინვესტორს საშუალებას მისცემს, მიწის მხოლოდ 1 წლის იჯარის ფასად მიიღოს შემდეგი 4 წლის იჯარა სრულიად უფასოდ.