2 minute read

Ideas Matter - სმარტ კაპიტალ ჯგუფი

Ideas Matter - ახალი იდეები და ინიციატივები წინსვლისთვის მნიშვნელოვანია - "სმარტ კაპიტალ ჯგუფი"

"სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ წარმატების ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ჰოლდინგში ყველაფერი ახალი საინვესტიციო მიმართულების შექმნით და იწყო. ამან, თავის მხრივ, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელების პარალელურად, დივერსიფიცირებული მიმართულებების განვითარებას და მოდერნიზებას შეუწყო ხელი. მას შემდეგ, ჯგუფს ბევრი ახალი მიმართულება და წარმატებული პროექტი დაემატა, როგორც ქართულ, ისე ბრიტანულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.

Advertisement

ჰოლდინგმა, წლების განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი მონაწილეობით, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და ჯანსაღი სამუშაო გარემო შეიქმნა.

ჰოლდინგი „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ კვალიფიციურ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებსა და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში არსებულ წარმატებულ კომპანიებს აერთიანებს, სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს შესაძლებლობებს ქმნის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.

ჰოლდინგის საინვესტიციო აქტივები საკმაოდ მრავალფეროვანია და ისეთ ბიზნესმიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა: ენერგეტიკა და ნავთობი, უძრავი ქონების დეველოპმენტი და მართვა, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, თანამედროვე ტექნოლოგიები, წარმოება, ლოგისტიკა და ა. შ.

ქართულ ბაზარზე „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“, კაფე-რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტის მიმართულებით, საკმაოდ მრავალფეროვანი პორტფელის მფლობელია.

დღეისთვის, ჯგუფის მართვაში 7 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო კატეგორიის პროექტი შედის, როგორც თბილისში, ასევე კახეთში, კერძოდ, შილდასა და სიღნაღში. თითოეული თანამშრომელი, ხარისხის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტს მკაცრად იცავს. როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა მთელი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა „მეღვინეობა შილდა“, „პეკინის თაღები“ სამი სხვადასხვა კონცეფციის რესტორნით წარმოდგენილი და ახალი პროექტები, რომლებიც, პანდემიის გამო, დროში შეყოვნდა, თუმცა, 2021-2022 წლებისთვის აუცილებლად დაიწყებს ფუნქციონირებას, შექმნის ახალ შესაძლებლობას და სამუშაო ადგილებს.

ჯგუფი საცალო ბიზნესის მიმართულებით, დიდ ბრიტანეთში, რამდენიმე ცნობილი ბრენდით არის წარმოდგენილი. ნაწარმის შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია. ამ კომპანიებს და მათ პროდუქციას ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაშიც კარგად იცნობენ, ესენია - მაღალი ხარისხის აქსესუარების, სამკაულებისა და ტექსტილის ბრენდები: ESHVI, ESHVI KIDS და NEVER NOT ერთიანდება. მათი მომხმარებლები მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროში გამოჩენილი ადამიანები არიან.

„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ კიდევ ერთი ახალი მიმართულებაა თა- ნამედროვე ტექნოლოგიების კომპანია - APP IDEA, სადაც ციფრული ტექნოლოგიების სრული სერვისის შექმნა და განვითარება ხდება. ამ ეტაპზე, APP IDEA-ში 20-ზე მეტი აპლიკაცია-თამაშია შექმნილი, რაც საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების კუთხით კარგი დასაწყისია. კვალიფიციური გუნდი ახალ პროექტებზე მუშაობას განაგრძობს.

სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ყველა წარმატებული, მზარდი კომპანიისთვის, ასევე ამ ჯგუფისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ჯგუფი სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს.

ამ მხრივ, ჯგუფი უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის ავტორია. გამორჩეულად წარმატებული პროექტია „აი, ია“ - სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი, „ბეკარი“ საქართველოსა და ამიერკავკასიაში მუსიკით მკურნალობის მეთოდზე დაფუძნებული პირველი ქართულ-გერმანული ცენტრი, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ , რომლის მიზანია ქართული სიმღერა–გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ასევე, ქართული გალობის უმაღლესი სასწავლებელი.

მომავალი თაობის სწორი აღზრდისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯგუფი პატრონაჟს და სპონსორობას უწევს რაგბის ახლადშექმნილ სკოლას - „ძმები“. ეს მართლაც მნიშვნელოვანი სოციალურ პროექტია, რადგან სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია.

რაგბის სკოლაში, ბავშვებისთვის თეორიული და პრაქტიკული ვარჯიშები ტარდება. სკოლა უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სპორტულ ბაზაზე, ქალაქის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მუშტაიდის პარკში მდებარეობს; ვარჯიშს ლიცენზირებული და გამოცდილი მწვრთნელები უძღვებიან. სპორტული პროგრამა ასევე მოიცავს სხვადასხვა ვარჯიშს, რომელთაც ეროვნული ნაკრებიდან და სხვა გუნდებიდან მოწვეული მორაგბეები ატარებენ. სკოლა ყველა საჭირო და თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი. ასევე, სრულად დაცულია უსაფრთხოება.

მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული პორტფელის მიუხედავად, ჯგუფი მუდმივად მზად არის, განიხილოს ახალი საინვესტიციო პროექტები და შექმნას უკეთესი საინვესტიციო გარემო.

ჯგუფის მთავარი სლოგანიც მუდმივ განვითარებაზე და სიახლეების მიმღებლობაზე მიუთითებს - Ideas Matter - ახალი იდეები და ინიციატივები წინსვლისთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანია.

This article is from: