Automotive # 43

Page 1




ახალი საფეხური ქართულ ავტოსპორტში - შოთა აფხაზავა Lamborghini Super Trofeo-ზე დღესდღეობით Lamborghini Super Trofeo საავტომობილო სპორტის სამყაროში ყველაზე პოპულარული მონომარკის კლასია თავისი ჩემპიონატებით ამერიკის, ევროპის კონტინენტზე და ჩრდილოეთ აზიაში. საინტერესოა, რომ პირველად ამ დონის, ასეთ ძვირადღირებულ სერიაში მონაწილეობას იღებს ქართველი მრბოლელი, ქართული ლიცენზიითა და საქართველოს დროშით თავის სპორტულ „ლამბორგინიზე“. შოთა აფხაზავამ პირველივე სეზონზე შეძლო დაემტკიცებინა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. როგორია მსოფლიოში სერიული ავტომობილის ბაზაზე შექმნილი ყველაზე სწრაფი ავტომობილის მართვა და რა შანსები გვაქვს სეზონის მოგების, ამაზე თავად შოთა აფხაზავა საუბრობს. ❰❰ ლამბორგინი „გალარდო“ სერიული ავტომობილების ბაზაზე შექმნილ სპორტულ ავტომობილებს შორის ყველაზე მძლავრი და სწრაფია. ეს არის ოთხივე წამყვანი თვლით აღჭურვილი ავტომობილი და ბევრ ტრასაზე ისინი უფრო სწრაფად დადიან, ვიდრე GT3-ის ავტომობილები, არიან უფრო სწრაფი ვიდრე „ფერარი ჩელენჯის“, „მაზერატი ტროფეოს“ ავტომობილები... ახლა Lamborghini

4

AUTOმოტივი | ქართული სპორტი

Blancpain Super Trofeo-ს ევროპული ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში დაახლოებით 45 მრბოლელი მონაწილეობს, სტარტზე დაახლოებით 25-28 სპორტსმენი დგას, ჩემპიონატის ეტაპები ტარდება ევროპის ყველაზე ცნობილ, ლეგენდარულ ტრასებზე. ხოლო ფინალი ჩატარდება ნოემბერში, მალაიზიაში, კუალალუმპურში, სეპანგის ტრასაზე. ევროპის ჩემპიონატის ფინალის მეორე დღესვე შედგება მსოფლიო ფინალი. შესაბამისად, სტარტზე 50-ზე მეტ ავტომობილს და 70-ზე მეტ მრბოლელს ველოდებით. ჩემპიონატის რეგლამენტით რბოლის დროს აუცილებელია ერთი პიტ-სტოპი, რომლის დროსაც შესაძლებელია პილოტების შეცვლა. ანუ ეკიპაჟში შეიძლება იყოს როგორც ერთი, ისე ორი პილოტი. ჩემპიონატში სულ სამი კლასია - პროფესიონალები, სადაც ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, “დეტეემის” ჩემპიონი და სხვა ძალიან ცნობილი მრბოლელები მონაწილეობენ. მეორეა Pro Am კლასი - პროფესიონალ-მოყვარულების, სადაც ერთ ეკიპაჟში ყოფნა შეუძლიათ ერთ პროფესიონალ და ერთ მოყვარულ სპორტსმენს და ჯენტლმენ კლასი, რომელიც უფრო მასობრივი კლასია, თუმცა ავტოსპორტისგან ძალიან შორს მდგომი


5




ქმედებებსა და ავტომობილის ქმედებებს შორის არანაირი კავშირი არ იყო, არაფერი არ რჩებოდა მუხრუჭზე ფეხის დადგმის გარდა. ავტომობილმა ორი სრული ბრუნი გააკეთა და საბედნიეროდ, ტრასაზევე გაჩერდა. მივამაგრე საჭე, დრო დავკარგე, მაგრამ მაინც მოვახერხე ისე დამეფინიშებინა, რომ პოდიუმზე დავმდგარიყავი. ახლა, ნურბურგრინგზე მაქვს რბოლა-რევანში. ტექნიკურად საკმაოდ რთული ტრასაა ამისთვის, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები. ერთადერთი პლუსი ის არის, რომ შარშან ამ ავტომობილით ამ ტრასაზე მქონდა ტესტ-რბოლა და მას მეტ-ნაკლებად ვიცნობ. სასურველია, ერთი ან ორდღიანი ტესტები გავიარო, რადგან ყველა ჩემი მოწინააღმდეგესთვის ეს მშობლიური ავტოდრომია. კარგი იქნებოდა მათი რბოლა მენახა რუსთავში, მაგრამ ამჯერად, მე ვარ მათი სტუმარი და მე უნდა ვივარჯიშო გაცილებით მეტი რათა სასურველ შედეგს მივაღწიო და პირველ ადგილზე აღმოვჩნდე. ძალიან მინდა, საქართველოს ჰიმნი გაჟღერდეს, რადგან ავტოსპორში ამ დონის შეჯიბრზე ეს არასდროს მომხდარა. შვიდჯერ ვიდექი პოდიუმზე, უკვე ყველა კარგად იცნობს ჩვენ დროშას... ❱❱ ამასთან დაკავშირებით რაღაც გაუგებრობა მოხდა, მედიის ნაწილი რუსულ გუნდათ გასახელებდათ, რასაც საქართველოშიც გამოხმაურება მოჰყვა. ❰❰ სამწუხაროდ, ყველაფერს რაც ყოფილ საბჭოთა სივრცეში იყო, დღემდე რუსეთს უწოდებენ მსოფლიოს დიდ ნაწილში, მით უმეტეს ავტოსპორტის სამყაროში. მათ ჩვენ ქვეყანაზე არაფერი იციან. როდესაც ვაპროტესტებდით რუს მონაწილეებად გამოცხადებას, გაკვირვებულები იყვნენ, რუსეთი არ ხართ, რატომ ნერვიულობთო. მაგრამ დღეს უკვე ასეთი შეცდომა აღარავის მოსდის, ყველა ორგანიზატორმა „დაიზეპირა“ ჩვენი ქვეყანის ადგილმდებარეობა, მისი დროშა და გვინდა რომ ჰიმნიც კარგად ვასწავლოთ. გარწმუნებთ, ვერავინ იფიქრებდა, რომ საერთოდ უცნობი ქვეყნიდან ჩამოსული უცნობი პილოტი, საპრიზო ადგილს დაიკავებდა და დროშის აწევა მოუწევდათ. ის კი არა, რუსეთის დროშაც არ ჰქონიათ, იმდენად არ წარმოედგინათ რომ პოდიუმზე აღმოვჩნდებოდი. ამიტომ ჰოლანდიის დროშა აწიეს. მოკლედ, ეს გაუგებრობა დამთავრდა, მომდევნო შეჯიბრზე ჩვენ თვითონ წავიღეთ დროშაც და დისკზე ჩაწერილი საქართველოს ჰიმნიც, იმის შიშით რომ საჭიროების შემთხვევაში საბჭოთა ჰიმნი არ

10

AUTOმოტივი | ქართული სპორტი


გაეშვათ. დროშა და ჰიმნი მზად გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მისი გამოყენება დაგვჭირდეს. ❱❱ სპონსორი თუ გყავთ? ❰❰ თავად ვართ საკუთარი გუნდის სპონსორი, სადაც უკრაინელი პილოტიც შედის. თუმცა, გუნდურ ჩათვლაში ვერ ვლიდერობთ. სხვათა შორის, „ლამბორგინი რაშა“ დაგვიკავშირდა, უნდოდა ჩვენი სპონსორობა, მაგრამ უარი ვთქვით. ჩვენ ჩვენი მიზნები, მისია გვაქვს, გვინდა სწორედ ქართული ავტოსპორტი ავიდეს პოდიუმზე, იმ საფეხურზე სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნები დგანან. ❱❱ მომდევნო წლისთვის რა გეგმები გაქვთ? ❰❰ ვაცნობიერებ, რომ მონომარკების საუკეთესო სერიაში მოვხვდი. მომდევნო წლისთვის იგეგმება „Gallardo“-ს ნაცვლად „Huracan“-ით ასპარეზობა, ამისთვის კლასი საგულდაგულოდ ემზადება. გვინდა ჩვენი საკუთარი გუნდის გამაგრება. ვაპირებ ცალკე გუნდად გამოსვლას, რაც მთლიანად კომერციული პროექტი იქნება. ❱❱ იცით უკვე ვინ იქნება თქვენთან ერთად? ❰❰ უკვე არის რამდენიმე საინტერესო კანდიდატურა, რომელთაც აქვთ საკმარისი ბიუჯეტი ჩემპიონატში მონაწილეობისთვის. ყველაფერი გამჭვირვალეა, სეზონზე გჭირდება 200 000 ევრო, ხოლო ერთი ტესტ-დღისთის ტრეკზე 10-12 ათასი ევრო. მინიმუმ ერთი სატესტო დღე მაინც უნდა გაიარო იმ ტრასაზე სადაც შეჯიბრია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს გუნდში ქართველი სპორტსმენები იყვნენ. ამჟამად, ორ მრბოლელს, მევლუდ მელაძეს და დათა ქაჯაიას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონატზე დიდი შანსები აქვს. მათთან ერთად საკმაოდ ძლიერი გუნდის შექმნა შეიძლება, თუ რა თქმა უნდა, სპონსორები გამოჩნდებიან ან სპორტის სამინისტრო მოახერხებს გუნდის დაფინანსებას. შესაძლებელია ორ პილოტზე ერთი ავტომობილის აღებაც, სადაც სპორტსმენები შეიცვლებიან. ამ შემთხვევაში სეზონზე 280 ათასი ევრო საკმარისი იქნებოდა. გარწმუნებთ, თუ ეს შევძელით საქართველოს სახელს ძალიან მალე გაიგებენ არა მხოლოდ ამ ჩემპიონატზე, არამედ მსოფლიო საავტომობილო სამყაროში.

AUTOმოტივი | ქართული სპორტი

11


კროსოვერების ცვენა პეკინში წლეულს, პეკინის საერთაშორისო ავტოსალონზე, რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრემიერა შედგა. საინტერესო მოდელები გამოიყვანეს ავტომწარმოებლებმა. მიუხედავად იმისა, რომ პეკინში კროსოვერების ნამდვილი ცვენა იყო, BMW-ს და Volkswagen-ის მიერ წარმოდგენილმა ლუქს კლასის მოდელმაც მიიპყრო ყურადღება. გთავაზობთ საპრემიერო მოდელების მოკლე განხილვას.

Mercedes Benz Concept Coupe SUV Mercedes Benz-მა, პეკინში კონცეპტუალური ყველგანმავალი Coupe SUV წარადგინა. კროსოვერის სავაჭრო ვარიანტი BMW X6-ს გაუწევს კონკურენციას. კონცეპტუალური Mercedes-ი განსაკუთრებულ ვერცხლისფრად არის შეღებილი. მას Alu-Beam უწოდეს, გასული საუკუნის 30-50-იანი წლების სარბოლო ავტომობილების, Silver Arrows-ის („ვერცხლის ისრები“) პატივსაცემად. სიახლე აღჭურვილია ადაპტური პნევმოსაკიდარით და დახრილობის „შემბოჭველი“ სისტემით Active Curve System, რომელიც პირველად S-Class-ზე აჩვენეს. მანქანა მოძრაობაში მოჰყავს 3 ლიტრიან, 6 ცილინდრიან, TwinTurbo ძრავას, რომლის სიმძლავრეც 333 ცხძ-ას შეადგენს, ბრუნთა მაქსიმალური მომენტი კი 480 ნმ-ის ტოლია. ძრავასთან ერთად ცხრადიაპაზონიანი ავტომატური გადაცემატა კოლოფი მუშაობს. მოსალოდნელია, რომ Coupe SUV-ის სერიულ ვერსიას MLC-ის უწოდებენ და 2015 წელს გამოჩნდება.

18

AUTOმოტივი | ავტო შოუ


Audi TT Offroad Concept Audi-ც არ ჩამორჩა მუდმივ მეტოქეებს და პეკინში მესამე თაობის TT-ს მოდელის ყველგანმავალი ვერსია წარადგინა. პროტოტიპმა ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარი მიიღო, რომლითაც ადრე კონცეპტუალური კროსოვერი Allroad Shooting Brake აღიჭურვა. ამგვარი ავტომობილის სერიული ვერსია შეიძლებოდა Porsche Macan-ის, Range Rover Evoque-ისა და BMW X4-ის კონკურენტი ყოფილიყო. სიახლის ძალოვან დანადგარში შედის ბენზინის, 2-ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი, ტურბოჩამბერიანი, 292 ცხძიანი ძრავა და 40 კილოვატიანი, 55 ცხძ-იანი ელექტროძრავა, აგრეთვე 85 კილოვატიანი, 115 ცხძ-იანი ელექტროძრავა უკანა ღერძზე და 12 კვტ/სთ-იანი, ლითიუმ-იონური ელემენტების კომპლექტი. ასე, რომ აგრეგატების ჯამური სიმძლავრე შეადგენს 408 ცხძ-ას, ბრუნთა მაქსიმალური მომენტი კი 650 ნმ-ის ტოლია. ტრანსმისია წარმოადგენს ექვსსაფეხურიან, ორმოჭიდებიან „რობოტს“ e-S Tronic და ინტეგრირებულ ელექტროძრავას. პროტოტიპის აჩქარებას ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე

5.2 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი შეზღუდულია ელექტრონული მოწყობილობით 250 კმ/სთ-მდე. დამუხტული ელემენტები 50 კილომეტრის გავლას ჰყოფნის. ჰიბრიდულ რეჟიმში ყველგანმავლის სვლის მარაგი 880 კმ შეადგენს, საწვავის ხარჯვა კი 100 კილომეტრზე 1.9 ლ უდრის. ინტერიერის გასაწყობად გამოყენებულია ტყავი Nappa, ალკანტარა და იტალიური კომპანიის, Poltrona Frau-ს ძალიან რბილი ტყავი.

AUTOმოტივი | ავტო შოუ

19


Honda Concept B პეკინში წარმოდგენილი მოდელი Honda Concept B უახლოეს ხანში სერიული უნდა გახდეს. კომპაქტური ავტომობილის ყიდვა შესაძლებელი იქნება 2016 წლიდან. უნდა ითქვას, რომ ავტომობილმა დიზაინის საფირმა კონცეპციიდან გადაუხვია. მისი გარეგნობიდან აღსანიშავია რადიატორის ახლად გაფორმებული ფარი, წინ გამოწეული დიოდის შუქფარები და C-ის მსგავსი ფორმის უკანა ნათურები, ერთმანეთთან უკანა ნაწილზე განივად გადაჭიმული ზოლით დაკავშირებული. გარე სარკეები უკუხედვის კამერებმა შეცვალა. რაც მოდელის რადიატორის ფარის უკან იმალება, მასზე თითქმის არაფერია ცნობილი. სტენდზე ავტომობილი მუქი, დაბურული შუშებით და მაგრად დახურულიკარებით იდგა. ამგვარი კონსპირაცია შეიძლება გამოწვეული იყო იმით, რომ კომპანიას ჯერ არ განუსაზღვრავს ინტერიერის არქიტექტურა და გაწყობა. Honda-ს ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ ხუთკარიანი ჰეჩბექი, სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის შემუშავდა. ახალი კონცეპტი ახალგაზრდა ტაობაზე არის გათვლილი, ამიტომ მისი ფასი ხელმისაწვდომი იქნება. სერიული მოდელისთვის კომპანია FUNTEC-ის ჰიბრიდულ ძალოვან დანადგარსაც გაითვალისწინებს. მისი უპირატესობა გახდება საწვავის ეკონომიურობა, თუმცა ახალგაზრდებს აგრეთვე უნდა მოეწონოთ ამ მოდიფიკაციის უფრო დინამიური ხასიათიც.

22

AUTOმოტივი | ავტო შოუ


Volkswagen New Midsize Coupe Concept Volkswagen-ახალი კონცეპტი, New Midsize Coupe, რომელიც ასევე პეკინის ავტოშოუზე წარადგინეს, სერიული გახდება. როგორც მოსალოდნელი იყო, სტილიზებული ოთხკარიანი მოდელი, რომელიც უფრო სედანს ჰგავს, ვიდრე კუპეს, მომავალში Jetta-ს ოჯახს შეავსებს და Passat-ის მსგავსად CC ინდექსს მიიღებს. მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს Mercedes Benz CLA-ს. პროტოტიპი აღჭურვილია 2 ლიტრიანი, ტურბოჩამბერიანი, 4 ცილინდრიანი, 220 ცხძ-იანი ძრავით, რომელიც DSG-ის შვიდსაფეხურიან, რობოტიზებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად, 100 კმ/სთ-მდე მოდელს 6.5 წამში აჩქარებს. მაქსიმალური სიჩქარე, ელექტრონული მოწყობილობით შეზღუდულია 244 კმ/სთ-მდე. საწვავის ხარჯვა, სავალ 100 კილომეტრზე 6.4 ლიტრის ტოლია.

ინტერიერის გასაფორმებლად გამოყენებულია ტყავი და ხის ჩანართები, წინა პანელს კი შავი „როიალის ლაკი“ აქვს გადასმული. New Midsize Coupe-ს სერიული ვერსიის გამოჩენის ვადაზე ჯერ არაფერი თქმულა. Volkswagen-ის ხელმძღვანელობამ უბრალოდ აღნიშნა, რომ პროტოტიპის მიზანია ამ ფირმის კლიენტებს დაანახოს თუ როგორ განვითარდება სამოდელო ხაზი უახლოეს წლებში.

AUTOმოტივი | ავტო შოუ

23


BMW Vision Future Luxury Concept პეკინის ავტოშოუზე BMW-მ კონცეპტქარი Vision Future Luxury წარადგინა. ის წარმოდგენას გვიქმნის თუ როგორი იქნება მომავალი თაობის მე-7 სერიის სედანი. სიახლემ სვლის საწინააღმდეგო მიმართულებით გასაღები კარი მიიღო, Rolls Royce-ის მსგავსად, აგრეთვე ლაზერული მთავარი სანათი მოწყობილობა და ორგანული დიოდის უკანა შუქფარები. პროტოტიპი აწყობილია კარბონ-ალუმინის შასიზე. კონსტრუქციაში ნახშირბოჭკოვანი მასალის ფართო გამოყენებამ ცენტრალური საყრდენი თითქმის „გააქრო“ და ინტერიერი, როგორც კომპანიაში ამბობენ, „ჰაეროვანი“ გახდა. უკანა რიგში ორი ცალკეული სავარძელი დგას. წინა სავარძლების საზურგეზე მოთავსებულია ორი ეკრანი, გამოსაწევ მაგიდაზე დამაგრებულია მოსახსნელი პლანშეტი, საიდანაც მულტიმედიური სისტემის მართვაა შესაძლებელი. ამ ხელსაწყოზე გამოაქვთ სხვადასხვა მონაცემი-მიმდინარე სამოძრაო სიჩქარიდან დაწყებული, ონ-ლაინ სერვისებით დამთავრებული. წინ დამაგრებულია საპროექციო დისფლეი, რომლის დახმარებითაც მძღოლი საჭირო ინფორმაციას ღებულობს.

24

AUTOმოტივი | ავტო შოუ


Lincoln MKX Concept Lincoln-ის კომპანიამ პეკინში კონცეპტუალური კროსოვერი-MKX წარადგინა. ეს გახლავთ მომავალი თაობის, იმავე სახელწოდების სერიული მოდელის „წინაპირობა“. სიახლე გახდა ამერიკული ფირმის ისტორიაში პირველი პროტოტიპი, რომლის დებიუტიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ შედგა. გარდა ამისა, ყველგანმავალი გლობალური მოდელი უნდა გახდეს. პროტოტიპის ძალოვანი დანადგარის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ ინახება. ამჟამინდელი Lincoln MKX აღჭურვილია 305 ცხძ-იანი, 3.7 ლიტრიანი, 6 ცილინდრიანი ძრავით და ექვსსაფეხურიანი „ავტომატით“. მოდელი ხელმისაწვდომია როგორც წინა ისე სრულამძრავიანი სისტემით. ვარაუდობენ, რომ ახალი Lincoln MKX-ის სერიული ვერსია 2015 წელს გამოჩნდება. Lincoln-ის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ამ ფირმის მომავალი მოდელები უნდა იყოს „ლამაზი, თბილი და მიმზიდველი“. თანამედროვე ტექნოლოგიების ფართო გამოყენებამ კი ბრენდის აუდიტორია უნდა გაახალგაზრდავოს.

AUTOმოტივი | ავტო შოუ

25


პროსტი და სენა Formula E-ს ჩემპიონატში ერთმანეთს გაეჯიბრებიან Toro Rosso-ს ყოფილი პილოტი, შვეიცარიელი სებასტიან ბუემი და ფრანგი ნიკოლა პროსტი, ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, ალენ პროსტის ვაჟი, e.dams-ის გუნდის ავტომრბოლელები გახდნენ Formula E-ს ჩემპიონატში, რომლის პირველი რბოლაც ა.წ. სექტემბერში გაიმართება. ამგვარად, უმცროსი პროსტი, Mahindra & Mahindra-ს პილოტის, ბრაზილიელი ბრუნო სენას, ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, აირტონ სენას დისშვილის მეტოქე იქნება. უფროსი პროსტი e.dams-ის თანამფლობელია. გუნდი, სპეციალურად ელექტრონული ბოლიდების სარბოლო სერიაში მონაწილეობისთვის, DAMS-ის მფლობელმა, ჟან-პოლ დრიომ შექმნა. e.dams-ში ბუემისა და ნიკოლა პროსტის მიწვევას მოჰყვა ის, რომ გუნდმა Renault-ს მხარდაჭერა მიიღო და ოფიციალურად იწოდება, როგორც e.dams Renault. ბუემი ფორმულა 1-ში 2009-2011 წლებში ასპარეზობდა. ის 55 რბოლაში გამოვიდა და 29 ქულა დააგროვა. საუკეთესო შედეგი გახდა 2009 წელს ავსტრალიისა და ბრაზილიის გრან-პრიზე მეშვიდე ადგილი. ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ, შვეიცარიელმა კარიერა ე.წ. გამძლეობაზე რბოლებში განაგრძო, Toyota-ს პროტოტიპით. FIA World Endurance Championship-ში, მის ანგარიშზეა გამარჯვება ბაჰრეინში, 2013 წელს და ორი მოგება „სილვერსთოუნსა“ და „სპაზე“, 2014 წელს. უმცროს პროსტსაც აქვს გამძლეობაზე რბოლაში მონაწილეობის გამოცდილება. მან ორი სრული (2012-2013 წ.წ.) სეზონი გაატარა Rebellion-ის გუნდთან ერთად, FIA WEC-ში და წლეულს სამ რბოლაშიც იასპარეზა. არასრული სამი სეზონის მანძილზე საუკეთესო შედეგი იყო მესამე ადგილი „სან-პაულუს 6 საათიან რბოლაში“, 2013 წელს. ფრანგი ავტომრბოლელი შვიდჯერ გამოვიდა „ლე მანის 24 საათიან რბოლაში“. 2014 წელს მან მეოთხე ადგილი დაიკავა LMP1 კლასში Audi-ს, Toyota-ს და Porsche-ს ჰიბრიდების ეკიპაჟების შემდეგ, მისი მანქანა Rebellion-ი კი საუკეთესო იყო ჩვეულებრივ სპორტპროტოტიპებში. ამ მომენტისთვის, Formula E-ში ცამეტი პილოტის მონაწილეობა არის დადასტურებული. ადრე ელექტრონული ფორმულის გუნდებთან კონტრაქტი თერთმეტმა პილოტმა გაფორმა: ნიკ ჰაიდფელდი და სტეფან სარასენი (Ventury), კეტრინ ლეგი (Amlin Aguri), იარნო ტრული (Trulli GP), ფრანკ მონტანი (Andretti Autosport), ლუკას დი გრასი და დანიელ აბტი (ABT Sportsline), ხაიმე ალგერსუარი და სემ ბერდი (Virgin), აგრეთვე კარუნ ჩანდჰოკი და ბრუნო სენა (Mahindra & Mahindra). სულ Formula E-ს სადებიუტო სეზონში, ოცდაოთხმა პილოტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ისინი ე.წ. „პილოტების კლუბში“ გააერთიანეს. სხვებთან ერთად, მასში შევიდნენ სებასტიან ბურდე, ტაკუმა სატო, ნარაინ კართიკეიანი, ვიტანტონიო ლიუცი, მარკო ანდრეტი და ადრიან ტამბე. ათ გუნდში ადგილს მხოლოდ 20 პილოტი მიიღებს. Formula E-ს პირველი რბოლა გაიმართება ა.წ. 13 სექტემბერს, პეკინში. სულ დაგეგმილია 10 ეტაპის გამართვა ქალაქის ტრასებზე. ბოლო რბოლა გაიმართება ლონდონში, 2015 წლის ივნისის ბოლოს.

30

AUTOმოტივი | სიახლე







ყველგანმავალ სერიულ Volkswagen Beetle-ს 2016 წელს გამოუშვებენ

ა.წ. ივნისის დასაწყისში Volkswagen-მა პროტოტიპის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და კომპანიის ხელმძღვანელობას მის შესაძლებელ სერიულ წარმოებაზე სიტყვა დასცდა. მაშინ აღნიშნეს, რომ „ამ ავტომობილში ყველაფერი რეალურია-ეს პრაქტიკულად სავაჭრო მოდელია“. გარდა ამისა, გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა დაამატეს, რომ სიახლე შეიძლება ისტორიაში ყველაზე სწრაფი „ხოჭო“ გახდეს.

Formula E-ს ელექტრონული ბოლიდების პირველი ტესტები

Volkswagen-ის კომპანია, Beetle-ის მოდელის ყველგანმავალი ვერსიის გაყიდვას 2016 წელს დაიწყებს. ე.წ. „ხოჭოს“ ახალი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ჰეჩბექის ძარით, ისე კაბრიოლეტის სახითაც. მანქანა მხოლოდ წინაამძრავიანი იქნება. Beetle-ის ყველგანმავალი ვერსიის ფასი 22 600 ევროთი დაიწყება, რაც მოდელის სტანდარტულ ვარიანტზე 2800 ევროთი ძვირია. პროტოტიპი, სახელად Beetle Dune, ა.წ იანვარში, დეტროიტის ავტოსალონზე წარადგინეს. წინაამძრავიანმა ჰეჩბექმა 29 მილიმეტრით გაგანიერებული ბორბლების ბაზა და 50 მილიმეტრით გაზრდილი კლირენსი მიიღო.

კონცეპტქარი აღიჭურვა ბენზინის 210 ცხძ-იანი, 4 ცილინდრიანი, ტურბოკომპრესორიანი ძრავით და ექვსსაფეხურიანი, ორმოჭიდებიანი DSG „რობოტით“. მანქანის აჩქარებას 100 კმ/ სთ-მდე 7.3 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ შეადგენს.

36

AUTOმოტივი | სიახლე

„დონინგთონ პარკის“ ავტოდრომზე, დიდ ბრიტანეთში, ელექტრონული Formula E-ს პირველი ისტორიული ოფიციალური ტესტები ჩატარდა. საუკეთესო დრო (1.35.475) e.dams Renault-ს შვეიცარიელმა პილოტმა, სებასტიან ბუემიმ აჩვენა. მეორე ადგილი ABT Sportsline-ის ავტომრბოლელმა, ბრაზილიელმა ლუკას დი გრასიმ დაიკავა. შვეიცარიელს ის 0.5 წამით ჩამორჩა. უსწრაფესთა სამეულში ინგლისელი სემ ბერდი შევიდა, Virgin-ის გუნდიდან. ამ უკანასკნელმა ლიდერს 0.9 წამი დაუთმო.

პირველ ტესტებში, ათი გუნდის ოცი ავტომრბოლელი მონაწილეობდა. ჩემპიონატში ზოგიერთი მათგანის მონაწილეობა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ამგვარად, Andretti-ს გუნდის ავტომობილით გამოვიდნენ ჯერ კიდევ უკონტრაქტო ბრაზილიელი ჟილ დე ფერანი და ამერიკელი სკოტ სპიდი. ჩინური კოლექტივი China კი ბელგიელმა ჟერომ დ’ამბროზიომ და ესპანელმა ანტონიო გარსიამ წარადგინა. Formula E-ს ჩემპიონატი ა.წ. 13 სექტემბერს პეკინში რბოლით გაიხსნება. ბოლო ეტაპი 2015 წლის ივნისის ბოლოს, ლონდონის ქუჩებში გაიმართება.

ამ მომენტისთვის დადასტურებულია 16 ავტომრბოლელის მონაწილეობა. ადრე ე.წ. ელექტრონული ფორმულის გუნდებთან კონტრაქტები გააფორმეს: პორტუგალიელმა ანტონიუ ფელიქს და კუშტამ და ინგლისელმა კეტრინ ლეგმა (Amlin Aguri), გერმანელმა ნიკ ჰაიდფელდმა და ფრანგმა სტეფან სარასენმა (Venturi), ფრანგმა ნიკოლა პროსტმა და შვეიცარიელმა სებასტიან ბუემიმ (e.dams Renault), იტალიელებმა იარნო ტრულიმ და მიკელა ჩერუტიმ (Trulli GP), ფრანგმა ფრანკ მონტანიმ (Andretti Autosport), ბრაზილიელმა ლუკას დი გრასიმ და გერმანელმა დანიელ აბტმა (ABT Sportsline), ესპანელმა ხაიმე ალგერსუარიმ და ინგლისელმა სემ ბერდმა (Virgin), აგრეთვე ინდოელმა კარუნ ჩანდჰოკმა და ბრაზილიელმა ბრუნუ სენამ (Mahindra & Mahindra).


Formula E-ს სადებიუტო სეზონში ასპარეზობის სურვილი სულ ოცდაოთხმა პილოტმა გამოთქვა. ისინი ე.წ. „პილოტთა კლუბში“ გაერთიანდნენ. სხვებთან ერთად იქ შევიდნენ ფრანგი სებასტიან ბურდე, იაპონელი ტაკუმა სატო, ინდოელი ნარაინ კართიკეიანი, იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი, ამერიკელი მარკო ანდრეტი და ასევე ფრანგი ადრიან ტამბე. პირველობის ათ გუნდში ადგილს მხოლოდ ოცი პილოტი მიიღებს.

პატარა მანქანა სრულამძრავიანია და აღჭურვილია ათეულობით ლითიუმ-პოლიმერის აკუმულატორით. ყველაფერი ეს დამალულია აეროდინამიკური პლასტიკური კორპუსის ქვეშ, რომელიც სარეკორდო ავტომობილების სტილშია შესრულებული. იმის შესახებ, აქვს თუ არა მანქანას მუხრუჭები ან რამე სხვა სამართავი, ინფორმაცია არ არსებობს. ნიკ კეისი აცხადებს, რომ მიღწეულს არ დასჯერდება, მაგრამ გინესის რეკორდების წიგნის კომისია ახალი რეკორდის დამყარების მცდელობაზე ჯერ არ მოუწვევიათ. კეისს სჯერა, რომ მის ქმნილებას უფრო სწრაფად მოძრაობა შეუძლია, რასაც უახლოეს ხანში შეამოწმებს კიდეც.

„ღამის მგლებმა“ საკუთარი მოტოციკლი შექმნეს რადიომართვადმა მანქანამ Porsche ჩამოიტოვა

მოტოკლუბის „ღამის მგლები“ აქტივისტებმა, რუსულ საწარმოსთან, „Поршень“-თან („დგუში“) ერთად, ჩოპერი შეიმუშავეს-მოტოციკლი წაგრძელებული ჩარჩოთი და წინა ე.წ. „ჩანგლით“. სიახლის გამოშვება 2016 წელს იგეგმება. მისი პრემიერა შედგება ა.წ. აგვისტოში, ქალაქ სიმფეროპოლში.

სატამაშო მანქანამ გინესის რეკორდი დაამყარა, როცა აჩქარებით Porsche და Ferrari ჩამოიტოვა. მოდელმა, სახელად R/C Bullet („რადიომართვადი ტყვია“) 314 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. რადიომართვადი მასშტაბური საავტომობილო მოდელის სისწრაფის აბსოლუტუტრი რეკორდი, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა გინესის რეკორდების წიგნში, 276.74 კმ/ სთ შეადგენს. თუმცა ცოტა ხნის წინ ეს შედეგი არა უბრალოდ გააუმჯობესეს, არამედ დამაჯერებლად „გადაფარეს“ საკმაო მარაგითაც.

მოტოციკლის, რომელსაც „Волк“ („მგელი“) უწოდეს, სიგრძე 2130 მილიმეტრს შეადგენს, სიგანე-800 მილიმეტრს, სიმაღლე კი-980 მილიმეტრს. ჩოპერი 26 გრადუსით დახრილ ტელესკოპურ „ჩანგალს“ და ორცილინდრიან ძრავას მიიღებს. შემმუშავებელთა აზრით, ძრავა თითქმის ზუსტი ასლია აგრეგატისა, რომელსაც 1950-იანი წლების ბოლოს პოპულარული მოტოციკლი-К-750 მოძრაობაში მოჰყავდა.

იმის გათვალისწინებით, რომ რეკორდი საკმაოდ უჩვეულოა, გასაკვირი არა რის, რომ ახალი მიღწევის ავტორი გახდა ის ადამიანი, რომელმაც 2012 წლის 19 დეკემბერს, რადიომართვად მოდელს 314 კმ/სთ სიჩქარე განავითარებინა. ნიკ კეისმა დამოუკიდებლად შეიმუშავა და ააწყო უნიკალური ავტომობილი, თანაც R/C Bullet უწოდა. ინგლისურიდან ამ სახელწოდების პირდაპირი თარგმანი ამგვარია-„რადიომართვადი ტყვია“ და ის სრულად ამართლებს სახელს: კეისის ნახელავმა, რომელიც 1 : 10-თან მასშტაბით არის შესრულებული, საუცხოო, 315 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ამგვარი აჩქარება აქვს, მაგალითად, Ferrari F430-ს, Porsche 911 Carrera კი დაახლოებით 20 მ/სთ-ით ჩამორჩება მას.

კომპლექტაციის მიხედვით, რომლის რაოდენობაც ექვსს არ გადაჭარბებს, ძრავის მოცულობა 1.0- 1.4 ლიტრს შეადგენს. სიმძლავრე მინიმუმ 100 ცხძ-ა იქნება. ხუთსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფის დახმარებით „მგელი“ 100 კმ/სთ-მდე 7 წამში აჩქარდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 170 კმ/სთ მიაღწევს. საწვავის ხარჯი-5 ლიტრი სავალ 100 კილომეტრზე. გარდა ამისა, შემმუშავებლები არ გამორიცხავენ დიზელის აგრეგატის გამოჩენასაც. გამოშვების მოცულობა, დასაწყისში, წელიწადში 500-დან 1000 ჩოპერამდე შეადგენს. ჩოპერის გამოჩენა მოსალოდნელია აგრეთვე, უკრაინის, ბელარუსის, სერბეთის, ბულგარეთისა და ეგვიპტის ბაზრებზე.

AUTOმოტივი | სიახლე

37


Porsche და „ლე მანის 24 საათიანი რბოლა“

თექვსმეტი წელია, რაც Porsche-ს გამარჯვება არ უზეიმია „ლე მანის 24 საათიანი რბოლის“ აბსოლუტურ ჩათვლაში, მაგრამ კმარა: ლეგენდარული გერმანული გუნდი კვლავ მზად არის იმის დემონსტრაციისთვის თუ ვინ არის აქ მთავარი! ალბათ, უმთავრესმა კონკურენტებმა ნერვიულად ტუჩები მოიკვნიტეს, როცა გაიგეს, რომ Porsche სადღეღამისო მარათონის „აბსოლუტში“ გაჯიბრებას აპირებს. აბა, რა! 16 გამარჯვება ასპარეზობის 28 წლის მანძილზე-სახუმარო საქმე არ არის! ყველაფერი 1970 წელს დაიწყო: გერმანელი ჰანს ჰერმანის და ინგლისელი რიჩარდ „დიკი“ ეთვუდის ეკიპაჟმა, კოკისპირულ წვიმაში, პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი Porsche 917-ით, რომელსაც 23-ე ნომერი ეწერა. დანარჩენმა ექვსმა ეკიპაჟმაც დაასრულა რბოლა. მაშინ სტარტზე 51 მანქანა გამოიყვანეს...ჰანსმა და რიჩარდმა პირველი ტიტული მოუტანეს Porsche-ს აბსოლუტურ ჩათვლაში, მეორე და მესამე ადგილი კი Martini Racing-ის პილოტებმა დაიკავეს, ასევე Porsche-ს სპორტპროტოტიპებით. მას შემდეგ ვინც კი „ლე მანზე“ საუბრობდა, Porsche-ზე ფიქრობდა და-პირიქით. თუმცა, რა თქმა უნდა, წარუმატებლობაც იყო. ზედიზედ მეორე „დუბლის“ (1. ჰელმუტ მარკო-ხაის ვან ლენეპი/ ავსტრია, ჰოლანდია/; 2.“დიკი“ ეთვუდი-ჰერბერტ მიულერი/ დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია/) შემდეგ, 1972 წელს გერმანელები ფრანგულმა Matra-მ დაამარცხა. შეუჩერებელი ფრანგი ანრი პესკაროლო, მეტსახელად „ნაჭრილობევი სახე“, ზედიზედ სამი წელი აფერხებდა Porsche-ს და არ უშვებდა ტიტულისკენ. მას ამაში ინგლისელი გრემ ჰილი და თანამემამულე ჟერარ ლარუსი ეხმარებოდა. შემდეგ ესტაფეტა Gulf Research Racing Co.-ს ბელგიურ-ბრიტანულმა წყვილმა (ჯეკი იქსი-დერეკ ბელი) მიიღო, Mirage-ით, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. უკვე 1976 წელს, იქსის და ვან ლენეპის დახმარებით, Porsche-მ კვლავ იმარჯვა, 936-ე მოდელით. მომდევნო სეზონში კი, ჯეკი იქსის, ამერიკელი ჰარლი ჰეივუდის და გერმანელი იურგენ ბარტის ტრიომ გაიმარჯვა Porsche 936-ით. 1978 წელს, გერმანელები Renault Alpine-მა დაამარცხა, 1980 წელს-Rondeau-მ. წინა წელს Porsche Kremer Racing-ის

44

AUTOმოტივი | რბოლა

Porsche 935 K3 იყო უძლიერესი, გერმანელი კლაუს ლუდვიგის და ამერიკელი ძმების, ბილი და დონ უიტინგტონების ხელში. 19811987 წლებში Porsche მყარად დამკვიდრდა „ლე მანის“ შორთლისტის ლიდერებში. ეს იყო შვიდგამარჯვებიანი სერია!

Porsche 917 KH Salzburg-სწორედ მისგან, კლასში არც ისე მძლავრი Porsche-სგან დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში, გუნდის წარმატებული სვლა ტიტულისკენ აბსოლუტურ ჩათვლაში.

Porsche 917 KH Martini-1971 წელს მოკლებაზიანმა პროტოტიპმა, სარბოლო დღეღამეში 5335,313 კმ დაფარა. რეკორდი 39 წლის შემდეგ გააუმჯობესეს.


Porsche 936 Spyder-მარათონული რბოლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მანქანა. მის ანგარიშზე სამი გამარჯვებაა „ლე მანის“ აბსოლუტურ ჩათვლაში.

Porsche 935/78 “Moby Dick”-ყველაზე მძლავრ 935-ე მოდელს (845 ცხძ-ა) ასე უწოდეს უზარმაზარი აეროდინამიკური დეტალების გამო. ის უსწრაფესი გახდა „ლე მანზე“, როცა 360 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

შესაძლოა, Porsche გააგრძელებდა მეტოქეების დამარცხებას, რომ არა ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება: გერმანელებმა კარი მაგრად მოიჯახუნეს და „ლე მანის 24 საათიანი რბოლის“ უფროსი კატეგორია დატოვეს. ამბობენ, რომ ჩვეულებრივად, ყველაფერი ფულამდე დავიდა. ასეა თუ ისე, თექვსმეტი წლის შემდეგ, გუნდმა კვლავ გადაწყვიტა მეტოქეების გაცამტვერება. Porsche 919 Hybrid-ის პროტოტიპები კვლავ გამოიყვანეს „ლე მანის 24 საათიან რბოლაში“, და FIA WEC-ის (World Endurance Championship) სხვა მარათონულ შეჯიბრებებშიც იასპარეზებენ. თუმცა უმთავრესი, მაინც ფრანგული რბოლა იყო. ივნისის შუალედში, ლეგენდარული სარბოლო საჯინიბოს ჰიბრიდულმა პროტოტიპმა აუცილებლად უნდა „აჩვენოს ზურგი“ მეტოქეებს...უკანა ანტიფრთა, რა თქმა უნდა. მთავარ პილოტად, რომელიც LMP1-H კატეგორიის სხვა მონაწილეებს ოსტატობა უნდა დაუმტკიცოს, სახელგანთქმული მარკ უებერი უნდა იქცეს. ავსტრალიელმა 12 სეზონი გაატარა ფორმულა 1-ში, 215-ჯერ გამოვიდა სტარტზე, 42-ჯერ ავიდა პოდიუმზე და 9 გრანპრი მოიგო-არც ისეთი ცუდი მაჩვენებელია! მას დაეხმარებიან გამოცდილი ფრანგი რომენ დიუმა, გერმანელები ტიმო ბერნჰარდი და მარკ ლიები, შვეიცარიელი ნილ იანი და ინგლისელი ბრენდონ ჰართლი, რომელიც ასევე ოცნებობს ფორმულა 1-ის ე.წ. „საპრიზო“ პილოტობაზე. საასპარეზოდ ორი Porsche 919 Hybrid-ი გამოიყვანეს. სულ უმაღლეს კატეგორიაში სამი გუნდის შვიდი ჰიბრიდული პროტოტიპით გამოვლენ.

Porsche 956 Coupe-1982-1994 წლებში 956/962-მა შვიდჯერ იმარჯვა „ლე მანზე“. ალუმინის მონოკოკმა, პროტოტიპის წონა 800 კილოგრამამდე შეამცირა.

Porsche 911 GT1-1998 წელს გუნდის ორმაგი გამარჯვება GT1 კლასში ბოლო გამოდგა Porsche-სთვის. ლორან აიოს, სტეფან ორტელის და ალან მაკნიშის ფრანგულ-შოტლანდიურმა ტრიომ პირველი ადგილი დაიკავა, იორგ მიულერის, უვე ალცენის და ბობ ვოლეკის გერმანულ-ფრანგული სამეული კი მეორე იყო ფინიშთან. მას შემდეგ გერმანელები პოდიუმზე ასვლის პრეტენდენტებიც კი არ ყოფილან აბსოლუტურ ჩათვლაში.

Porsche 919 Hybrid-ის მონაცემები შთამბეჭდავია: ბენზინის 2 ლიტრიანი ძრავა, ტურბოჩამბერი, ლითიუმ-იონური ელემენტების კომპლექტი...სიმაღლე კი-1 მეტრზე ცოტა მეტი. სიმძლავრე 500 ცხძ-ას აჭარბებს. ამასთან, ძრავა იშვიათი სისტემის არისV-ს მსგავსი ფორმის ოთხცილინდრიან აგრეგატს მოძრაობაში უკანა ბორბლები მოჰყავს, წინა ბორბლები კი ელექტროძრავას ამოძრავებს. ავტომობილში ენერგიის რეკუპერაციის ორმაგი სისტემა გამოიყენება: უკვე ჩვეულ KERS-ის სისტემას ERS-ი დაემატატურბინასთან დაკავშირებული გენერატორი, გამონაბოლქვი აირის ენერგიას აგროვებს. Porsche-ს „ბიჭებს“ ესმით, რომ ადრეული დიდება ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ სახელი საკმარისი არ იქნება. ამიტომ ფხიზლად აფასებენ საკუთარ ძალას, რადგან 2014 წელს შეჯიბრების ტექნიკური რეგლამენტი სერიოზულად შეიცვალა. თუმცა ვინ გახდება „ლე მანზე“ სადღეღამისო მარათონის მთავარი გმირი? მგონი, პასუხი უკვე იცით.

AUTOმოტივი | რბოლა

45




ჯონ სერტისი ინგლისელმა ავტომრბოლელმა საკუთარი სახელი ისტორიაში ჩაწერა, როგორც ერთადერთმა ადამიანმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ჯერ ორთვლიანი, ხოლო შემდეგ ოთხთვლიანი ტექნიკით, მაგრამ ეს არ იყო ფორმულა 1-ში გაელვება. სერტისი დიდხანს დარჩა აქ, ჯერ პილოტის, ხოლო შემდეგ გუნდის მფლობელის სახით. ბრიტანული საიდქარის (ეტლიანი მოტოციკლი) სამგზის ჩემპიონის ვაჟმა, ჯონმა მოტოციკლებით რბოლაში მონაწილეობა მიზნად დაისახა. პირველი რბოლა მან 17 წლისამ მოიგო და სანამ 26 წლის გახდებოდა, უკვე მოპოვებული ჰქონდა მსოფლიოს შვიდი ჩემპიონატი, სახელოვანი იტალიური MV Agusta-ს მოტოციკლით. 1959 წელს, სანამ მოტორბოლაში თავის ბოლო ტიტულს მოიპოვებდა, უნივერსალური ნიჭის წყალობით ავტომობილის რამოდენიმე ტესტი დაიმსახურა და Goodwood-ის ავტოდრომზე, ფორმულა 3-ის ერთ რბოლაში იასპარეზა, კენ ტირელის გუნდის Cooper-ით. სერტისმა შთაბეჭდილება მოახდინა, თვითონაც მოეწონა ავტორბოლა და 1960 წლიდან რეგულარულად ასპარეზობდა სპორტის ამ სახეობაში. კოლინ ჩეპმენი სერტისს აკვირდებოდა და 1960 წლის სეზონის ოთხ რბოლაში Lotus-ით ასპარეზობა შესთავაზა. ჯონმა საკუთარი მებრძოლი სული გამოავლინა, დიდი ბრიტანეთის გრან-პრიზე მეორე ადგილზე გასვლით და თითქოს პორტუგალიის ეტაპი, რომელიც პოულ პოზიციიდან დაიწყო, უნდა მოეგო, მაგრამ ტექნიკურმა პრობლემამ რბოლა მიატოვებინა. სერტისზე მოთხოვნილება რბოლიდან რბოლამდე იზრდებოდა და 1961 წლის სეზონისთვის რამდენიმე შემოთავაზება „დაუგროვდა“. ერთ-ერთი ამგვარი შემოთავაზება „მოვიდა“ კოლინ ჩეპმენისგან, რომელიც ჯონს Lotus-ში ჯიმ კლარკის პარტნიორობას სთავაზობდა, მაგრამ სერტისმა Cooper-ით ასპარეზობა აირჩია. გადასვლას პოდიუმზე ასვლა არ მოჰყოლია, ასე, რომ ბრიტანელი ავტომრბოლელი, 1962 წელს, Lola-ში გადავიდა, სადაც წინსვლა იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას ჯერ ვერ აღწევდა, ჩემპიონატი მაინც მეხუთე ადგილზე დაასრულა. იტალიაში მოთხოვნილება მასზე ჯერ კიდევ მაღალი იყო და ენცო ფერარიმ 1963 წელს მიიწვია სკუდერიას რიგებში. თანამშრომლობა იმედისმომცემი პირველი სეზონით დაიწყო, როცა სერტისმა „ნიურბურგრინგზე“ კარიერაში პირველი რბოლა მოიგო და ორჯერ პოდიუმზე ავიდა. მან ვერ მოახერხა ჯიმ კლარკის წინააღმდეგ, ჩემპიონობისთვის პაექრობა, რადგან ბოლო ოთხ რბოლაში სამჯერ გამოეთიშა ასპარეზობას, ერთხელ კი ფალსტარტისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო. მომდევნო სეზონიც ცუდად დაიწყო, რადგან პირველი ოთხი რბოლიდან სამი ვერ დაასრულა. თუმცა გერმანიაში მეორე დამაჯერებელმა გამარჯვებამ, სერტისი მაინც ჩააბა საჩემპიონო ბრძოლაში. მან მოიგო იტალიის გრან-პრი, კიდევ ორჯერ პოდიუმზე ავიდა და

74

AUTOმოტივი | ლეგენდა


1964 წლის სეზონის ბოლო რბოლაზე ისე გამოცხადდა, რომ ხუთი ქულით ჩამორჩებოდა ჩემპიონატის ლიდერს, ინგლისელ გრემ ჰილს, ოთხი ქულით კი უსწრებდა შოტლანდიელ ჯიმ კლარკს. დაძაბული პაექრობის დროს, ჰილი სერტისის იტალიელმა თანაგუნდელმა, ლორენცო ბანდინიმ ტრასიდან „გადააგდო“. კლარკი გალიდერდა, სერტისი მესამე იყო. სჩანდა, თითქოს კლარკს ტიტული უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ბოლო წრეზე მისი Lotus-ის ძრავა გამოვიდა მწყობრიდან. კლარკი მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა, სერტისმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რაც საკმარისი იყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. გრანპრი ამერიკელმა დენ გერნიმ მოიგო Brabham-ით. წარმატებამ თავგზა არ აუბნია სერტისს. ის, როგორც იყო პირდაპირი, ასეთივე დარჩა. ტექნიკით უკმაყოფილო იყო და საკუთარი აზრი გამოთქვა, თუმცა ვინც ენცო ფერარის უფრო ახლოს იცნობდა, აფრთხილებდა სერტისს, რომ ემოციები ტრასაზე დაეტოვებინა. ნაკლებშედეგიან 1965 წლის სეზონს ისიც დაემატა, რომ CanAm-ის ჩემპიონატისთვის განკუთვნილი მოდელის ტესტირებისას, კანადაში, სიცოცხლისათვის სახიფათო ტრავმა მიიღო. მებრძოლი ხასიათის გამო სერტისი მალე გამოჯანმრთელდა და 1966 წლის სეზონის მეორე რბოლა მოიგო ბელგიაში, „სპა-ფრანკორშამზე“, მაგრამ იღბალი არ წყალობდა „ლე მანზე“. Ferrari-ში, სერტისის სურვილის საწინააღმდეგოდ, იტალიელი ლუდოვიკო სკარფიოტის მოწვევას, ინგლისელი პილოტის Cooperში გადასვლა მოჰყვა, სეზონის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკ ბრებემს ვერ გაუმართა საჩემპიონო ბრძოლა, მაინც გაიმარჯვა მექსიკაში და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. 1967 წელს, სერტისი Honda-ს ავტომობილით ასპარეზობდა უკვე და იტალიის გრან-პრი მოიგო „მონცაზე“. ამ გამარჯვების მიუხედავად, Honda-ს მაინც არ უმართლებდა მომდევნო სეზონში და „რუანზე“, საფრანგეთის გრან-პრის დროს, ფრანგი ჟო შლესერის დაღუპვის შემდეგ, იაპონელებმა ჩემპიონატი დატოვეს. BRM-ში გატარებული უიღბლო სეზონის შემდეგ, ჯონ სერტისმა საკუთარი გუნდის შექმნა გადაწყვიტა. წარუმატებელი ორი სეზონის შემდეგ, სერტისმა კოკპიტი საბოლოოდ მიატოვა და საკუთარი გუნდის მენეჯერი გახდა. მაიკ ჰეილვუდის მიერ იტალიაში, „მონცაზე“ დაკავებული მეორე ადგილი შედარებით სასიხარულო იყო, რადგან Ford-ის ძრავიანი ავტომობილით რბოლის მოგების შანსი არ სჩანდა. სერტისის ჯანმრთელობაც გაუარესდა. ძველმა ტრავმებმა თავი იჩინა. სარბოლო გუნდი კი 1978 წელს გაქრა ჰორიზონტიდან. მას შემდეგ „გუდვუდის“ არც ერთი სარბოლო ფესტივალი Big John-ის გარეშე არ ტარდება. მისი ვაჟი, ჰენრი მამის კვალს გაჰყვა და პროფესიად ავტომრბოლელობა აირჩია, მაგრამ 2009 წლის 20 ივლისს, „ბრენდს ჰეჩის“ ავტოდრომზე ფორმულა 2-ის რბოლის დროს მეტოქის ბოლიდიდან მომძვრალმა ბორბალმა 18 წლის ჰენრის სიცოცხლე შეიწირა. ჯონ სერტისი დღემდე ითვლება უნიკალური შედეგის მფლობელად. ჯერ არავის მოუგია მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორ და ოთხთვლიანი ტექნიკით. მოამზადა დავით ჩუბინიძემ

AUTOმოტივი | ლეგენდა

75


10 მოდელი, რომელმაც

საავტომობილო სამყარო შეცვალა ყოველ წელს, ორასამდე უახლესი მოდელი ჩნდება სამყაროში. მათი უმეტესი ნაწილი უკვე არსებული ავტომობილების უდიდეს მასაში იკარგება, მაგრამ აქაც არის გამონაკლისი, უფრო სწორად, გამორჩეული მანქანები, რომლებმაც მკვეთრად მოაბრუნეს საავტომობილო საინჟინრო, დიზაინერული და მარკეტინგული გონების დინება. ან, სულაც ყველა ერთად. აი, ძველი ავტოწარმოების ისტორიის რამდენიმე მაგალითი და მასთან ერთად, ყველაზე ახალი, მაგრამ უკვე ეპოქალური მოდელებიც:

1908 Ford Model T

1938 Volkswagen Kafer იგივე Beetle იგივე „ხოჭო“

Ford Model T XX ასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილის ტიტულს ატარებს. ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო პირველი საკმარისად იაფი ავტომობილი, რათა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც 1913 წელს დაწყებული, Model T-ს კონვეირული წარმოება გახდა-ეს იყო ნამდვილი რევოლუცია და კონვეირები დღემდე გამოიყენება. შედეგად, 1927 წლისთვის Ford-მა, დაუჯერებელი, 15 მილიონი ეგზემპლარი აწარმოა. ამერიკა ბორბლებზე დადგა.

ის, რაც ამერიკისთვის Ford-მა გააკეთა, დანარჩენი მსოფლიოსთვის VW Beetle-მა მოიმოქმედა: პლანეტა ბორბლებზე დასვა, ავტომობილი ადამიანების ყოველდღიურ ატრიბუტად აქცია. ჰიტლერის დიქტატისა და გენიოსი კონსტრუქტორის, ფერდინანდ პორშეს წყალობით უბრალო, მოგვიანებით კი ომისშემდგომი ევროპისთვის ასე საჭირო ავტომობილი გამოჩნდა. XX საუკუნის მეორე ნახევარში, ერთი თაობის მოდელის 19 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გამოუშვეს. კოლოსალური ციფრია.

1955 Citroen DS19 1927 Bugatti Royale Type 41

ეს 6.5 მეტრი სიგრძის, 3 ტონიანი გიგანდი თანამედროვე RollsRoyce-ზე დიდია და არანაკლებ მდიდრულიც. დაუსრულებელი „კაპოტის“ ქვეშ, რომლის რადიატორზეც მოცეკვავე სპილოა მოკალათებული, 12.7 ლიტრიანი, ერთრიგა რვა ცილინდრიანი ძრავა არის მოთავსებული. ამგვარი ავტომობილი მხოლოდ 6 ცალი გამოუშვეს, ყოველ მათგანს საკუთარი სახელწოდება და უნიკალური ძარა გააჩნდა. ზემოთხსენებულ მოდელს Coupe Napoleon ერქვა. უტილიტარული ეტლი Bugatti-მ მდიდრულ საგნად ან, თუ გნებავთ, ხელოვნების ნიმუშად აქცია.

78

AUTOმოტივი | რეტრო

პარიზის ავტოსალონზე პრემიერის დროს, ყოველ წუთში ორმოცდაათი ადამიანი ტოვებდა DS19-ზე შეკვეთას, თანაც ჯერ არ იცოდა ტექნიკური წვრილმანები. DS-მა აჩვენა, რომ ავტომობილის აღქმაში პირველ ადგილზე დიზაინი გავიდა. ფლამინიო ბერტონემ საავტომობილო ქალღმერთი შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ ეპოქის ყველაზე ლამაზი ავტომობილის კონსტრუქციაში უამრავი მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილება ჩაიდო, ჩვენ შედევრი მივიღეთ.


1963 Porsche 911

1990 Honda NSX

აქ ყველაფერი იოლად არის-ავტოწარმოების სახატე, მოდელი, რომელიც 50 წლის მანძილზე, ტექნიკურად სრულყოფილი სპორტქარის ეტალონად რჩება. რომელიმე თქვენგანი უარს იტყვის ამ ავტომობილზე?

90-იანი წლების დასაწყისამდე, სუპერქარების მფლობელთათვის ჩვეულებრივი ამბავი იყო მათი ავტომობილების მწყობრიდან ხშირი გამოსვლა. სუპერქარები ხშირად საჭიროებდა შეკეთებას და ეს იყო ბოლო წლების საავტომობილო აქსიომა, სანამ Honda NSX გამოჩნდებოდა. მის კონსტრუქციაში ისტორიაში პირველად ალუმინის მონოკოკი გამოიყენეს, რომლის წყალობითაც NSX მჩატე იყო, შესანიშნავი დინამიკით კი მაღალბრუნვადი, ატმოსფერული V6 უზრუნველყოფდა. NSX-თან ერთად ადამიანების სუპერქარებისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა.

1984 Dodge Caravan

2001 Toyota Prius

სამ სხვადასხვა საავტომობილო სამყაროს მიაჩნია, რომ მინივენის შექმნა მათი დამსახურებაა: იაპონელები ამტკიცებენ, რომ ეს Mitsubishi Shariot-ია, ევროპელებს, რა თქმა უნდა, მიაჩნიათ, რომ ეს Renault Espace-ია, ამერიკელებისთვის კი Dodge Caravanია უპირველესი მინივენი. შევჩერდეთ ამ უკანასკნელზე გენიალური ლი იაკოკას გამო, რომელიც ჰენრი ფორდ II-ს სთავაზობდა მინივენის იდეას, ათი წლით ადრე, სანამ დამოუკიდებლად მოახდენდა მის რეალიზებას Chrysler-ზე.

1984 Jeep Cherokee

უკვე აღარავის ახსოვს 1997 წელს გამოშვებული სერიული ელექტრონული Chevrolet EV1 ან 1999 წლის ჰიბრიდული Honda Insight, Toyota Prius-ის მშფოთვარე წარმატების გამო. კრიტიკოსები დასცინოდნენ მის ურთულეს ტრანსმისიას, პატარა ბორბლებს, ცუდ აეროდინამიკას და უცნაურ დიზაინს. მიუხედავად ამისა, Toyota განაგრძობდა ათასობით ჰიბრიდის გაყიდვას. Prius-მა Toyota-ს და Lexus-ის სხვა მოდელების ჰიბრიდული ვერსიები „შვა“. 2014 წლის იანვარში Toyota-ს ჰიბრიდების მსოფლიო გაყიდვამ 6 მილიონ ცალს გადააჭარბა!

2012 Tesla Model S

უგზოობის კარგი ავტომობილები-Ford Bronco, Toyota Land Cruiser, Jeep Wrangler-Cherokee-მდეც არსებობდა. პრობლემა იყო იმაში, რომ ჩვეულებრივ გზებზე ეს მოდელები დადიოდა, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. მაშინ Renault-ს ინჟინრები Jeep-ის სპეციალისტებს, კარგი გარეგნობის უგზოობის მოდელის, რომელიც მეტად თუ ნაკლებად, ავტომობილივით გადაადგილდებოდა, შემუშავებაში დაეხმარნენ. უცებ ის ამერიკელმა ქალებმა შეიყვარესმათ მოეწონათ მაღალი დასაჯდომი ადგილი, იოლი მართვადობა და ადამიანური სალონი, სადაც უხერხულობა არ შეიქმნებოდა. ასე გაჩნდა SUV, რომელიც, 30 წლის შემდეგ, ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფმზარდ სეგმენტად იქცა. მადლობთ, Cherokee!

Tesla-მდე ელექტრომობილებს მხოლოდ ძვირადღირებულ სათამაშოებად თვლიდნენ. შიგნით უბრალო და ფუნქციურად უმაქნისი. შემდეგში-სამყარო შეიცვალა: კაცობრიობის ნახევარი ელექტროქარებს ბედნიერ მომავალს უწინასწარმეტყველებს. Tesla Model S შესანიშნავად გამოიყურება, აღჭურვილია ფანტასტიურად და არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ მსუბუქ ავტომობილებს არც სისწრაფით და გადაადგილების სიშორით, არც კომფორტით.

AUTOმოტივი | რეტრო

79






იმ დროისათვის პარიზში მძლავრი კამპანია იყო გაჩაღებული “უსიამოვნო სუნის მქონე და ხმაურიანი ეკიპაჟების” წინააღმდეგ. მათ წინააღმდეგ გაილაშქრა “მხიარულმა პარიზელმა” ანეკდოტური პლაკატით. მათზე გამოსახული იყო ნახევრადჩაცმული ლამაზმანის მოტაცება “დე დიონ ბუტონის”ავტომობილით. მდევარი კი ცდილობდა ცხენებითა და მოტოციკლეტით დაწეოდა. ამ ფირმის ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნა იმის მტკიცებულება იყო, რომ პარიზელებს იუმორის გრძნობა ჰქონდათ. პოპულარობას ხელი შეუწყო საავტომობილო ხიდმაც, ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ გადაწყვიტა გაერკვია, რომელიც დე დიონმა 1893 წელს დააპატენტა და რომელიც ექსკლუზიური სპორტქარების მძლავრი ძრავის ხმა იწვევს თუ სერიულ მანქანაზე პირველად 1899 წელს გამოჩნდა. ხისტი არა ქალბატონებში ალერსით დაკავების სურვილს. ამისათვის ხიდი საბურავებს აკავშირებდა და მათ პარალელურ მოძრაობას სპეციალური კვლევა ჩაატარეს. 20 წუთის განმავლობაში ქალები და აიძულებდა. დე დიონი ცდილობდა შეერწყა ხიდისა და უკანა მამაკაცები უსმენდნენ „მაზერატის“, „ლამბორგინის“, „ფერარის“ ბორბლების დამოუკიდებელი საკიდარების უპირატესობა. შეცდომა და მცირე ჰეთჩბეკის, „ფოლკსვაგენ პოლოს“ ჩართული ძრავების მდგომარეობდა არა კონსტრუქციის თავისებურებებში, არამედ ხმებს. ამის შემდეგ ყველა მონაწილეს სისხლში ტესტოსტერონის გამოყენებული მასალის სიმტკიცეში და როგორც ასეთ დროს ხდება დონე შეუმოწმეს. ხოლმე, გამოგონება მივიწყებულ იქნა. როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი შესაძლებლობის მქონე თავისი ბოლო ავტომობილი ფირმამ 1952 წელს გამოუშვა. ძრავის ხმა გოგონების სისხლში ტესტოსტერონის ჰორმონის სტიმულირებას ახდენს, ეს ჰორმონი კი სექსუალურობაზე აგებს პასუხს. ჰორმონი ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას გამოეყო. „მაზერატის“ მოსმენისას ასეთი შედეგი მამაკაცების 50%-ზე დაფიქსირდა. „ლამბორგინის“ ძრავაზე მამაკაცების 60%-მა მოახდინა რეაგირება. ქალებს ტესტოსტერონი გამოეყოთ „ფერარის“ ხმაზეც. რაც შეეხება „ფოლკსვაგენ პოლოს“ ხმას არანაირი რეაქცია არ გამოუწვევია.

დე-დიონ ბუტონი

BMW - მოკლე ცნობები

ერთხელ, 1882 წელს ძველი თავადაზნაურული გვარის შთამომავალმა და პარიზელმა არისტოკრატმა ვიკონტ ალბერ დე დიონმა იპოვა პატარა ორთქლის მანქანა - სათამაშო, რომელმაც იმდენად გაიტაცა, რომ სხვა ყველაფერი გადაავიწყდა. მან მაშინათვე გაიცნო ამ მანქანის შემქმნელები - მექანიკოსი ბუტონი და ტრეპარი და მათ საწარმოში საკუთარი ფინანსური შენატანი შეთავაზა. ასე წარმოიშვა ახალი ფრანგული საავტომობილო ფირმა “დე დიონ ბუტონ ი ტრეპარ”, რომელიც თავდაპირველად სამ და ოთხთვლიან მოტოციკლებს ამზადებდა, რაც მოძრაობაში ორთქლის მანქანას მოყავდა. პარიზში მსოფლიო გამოფენის შემდეგ, სადაც დე დიონს საშუალება ჰქონდა დაიმლერის ავტომობილი ენახა, მან შიგაწვის საკუთარ ძრავაზე პატენტის განაცხადი შეიტანა. ეს ძრავა წუთში არა 180 ბრუნს აკეთებდა, როგორც ოტოს ძრავა, ან 450-ს როგორც ბენცის, არამედ წარმოუდგენელი სისწრაფით 3000-ჯერ ბრუნავდა. შემდგომში ფირმა ბაზარს მძლავრი ორთქლის მანქანებით ამარაგებდა. პირველი ბენზინის ძრავიანი ავტომობილი მხოლოდ 1895 წელს გამოუშვეს.

88

AUTOმოტივი | ავტორადიო

BMW - “ბაიერიშე მოტორენ ვერკეს” სახელწოდების აბრევიატურაა. ეს გახლავთ კომპანია, რომელიც 1916 წელს ავიაძრავების მწარმოებელი ორი მცირე საწარმოს - “რაპ ფლუგმოტორენ-ვერკესა” და “ოტო-ვერკეს” შერწყმის შედეგად წარმოიშვა. 1917 წელს მიღებულ პირველ ემბლემაზე მბრუნავი პროპელერი იყო გამოსახული. 1920 წელს პროპელერის სტილი შესამჩნევად შეცვალეს, მისი წრე ოთხად გაიყო, რაც ტრადიციულ ბავარიულ ფერებში - თეთრად და ლურჯად - იყო გადაწყვეტილი.


BMW - პირველი დღეები 1916 - კომპანია BMW დაარსდა როგორც საავიაციო ძრავების ქარხანა მიუნხენში 1919 - ფრანც ზენო დიმერმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი BMW-ის ისტორიაში, რომელმაც 9760 მეტრ სიმაღლეს მიაღწია BMW-ის ძრავით აღჭურვილი თვითმფრინავით

1927 - ამ წელს ავიაციაში 87 მსოფლიო რეკორდი დამყარდა. 29 მათგანი BMW-ის ძრავით აღჭურვილი თვითმფრინავებით 1928 - BMW იძენს საავტომობილო ქარხანას აიზენახში და მასთან ერთად ავტომობილების წარმოების ლიცენზიას

1929 - დიქსი - BMW-ის პირველი მანქანის სახელწოდებაა. იგი შეიმუშავეს მიუნხენში, როგორც BMW-ის ყველა დანარჩენი პროდუქტი, თუმცა 40-იან წლებამდე ავტომობილებს აიზენახში აწარმოებდნენ.

1923 - BMW-ის პირველი მოტოციკლი გამოუშვეს მიუნხენის ფაბრიკაში

BMW - ფაქტები 1981 – BMW - ავტომობილების პირველი ევროპელი იმპორტიორია, რომელმაც შვილობილი საწარმო იაპონიაში დაარსა 1990 - ზედიზედ მესამე წელიწადია, რაც ევროპაში ყველაზე დიდი საავტომობილო ჟურნალის “AMS”-ის მკითხველები BMWის მე-3, მე-5 და მე-7 სერიის ავტომობილებს “მსოფლიოში საუკეთესოდ” აღიარებენ

BMW - კინოში

1924 - პირველი საკონტინენტთაშორისო გაფრენა სპარსეთში BMW-ის ძრავით აღჭურვილი თვითმფრინავით 1926 - ჰიდროთვითმფრინავი Rohrbach Ro VII BMW-ის ძრავით ხუთ მსოფლიო რეკორდს ამყარებს

BMW დიდი პოპულარობთი არა მარტო მოსახლეობაში სარგებლობს, არამედ კინოხელოვნების დარგშიც მასზე დიდი მოთხოვნაა. სხვადასვხა დროს ამა თუ იმ მოდელის BMW უამრავ ფილმში გადაუღიათ, რომელთა შორის ძალიან ბევრი ყველასათვის ნაცნობი სურათებია. აი რამდენიმე მათგანი: ფანტომასი, ადამსების ოჯახი, ჩინური სინდრომი, გაიქეცი ლოლა, გაიქეცი, გოძილა, უოლ სტრიტი, პატრიოტთა თამაშები, ვანილის ცა, მე ვიცი, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს, რონინი, ამერიკული სილამაზე, ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი, ბორნის იდენტიფიკაცია, იურიული პერიოდის პარკი, ლასვეგასის დატოვებისას, გაიტაცო 60 წამში, პოლტერგეისტი, ტაქსი, ტრანსპორტერი, კაზინო, არმაგედონი

AUTOმოტივი | ავტორადიო

89




ჰიბრიდი BMW i8-პირველი სერიული მოდელი ლაზერული შუქფარებით

BMW-ს კომპანიამ კლიენტებს ლაზერული შუქფარებით აღჭურვილი პირველი რვა ჰიბრიდული სპორტქარი-i8 გადასცა. ამდენად ის მსოფლიოში პირველი მოდელი გახდა, ამგვარი სანათი ტექნიკით აღჭურვილი. ავტომობილების გასაღების გადაცემის ცერემონიალი მიუნხენის საგამოფენო ცენტრში-BMW Welt მოეწყო. გერმანულმა ფირმამ ავტომობილების მყიდველთა სახელები არ გათქვა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ i8-ის ყველა პირველი მყიდველი გერმანიაში ცხოვრობს. სპორტქარი BMW i8 აღჭურვილია 362 ცხძ-იანი ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარით. მის შემადგენლობაში შედის ბენზინის 1.5 ლიტრიანი, 3 ცილინდრიანი, 231 ცხძ-იანი ტურბოძრავა და 131 ცხძ-იანი ელექტროძრავა. შიდაწვისძრავასთან ერთად მუშაობს ექვსსაფეხურიანი „ავტომატი“ და მოძრაობაში უკანა ბორბლები მოჰყავს. ელექტროძრავა დაკავშირებულია ორსაფეხურიან ტრანსმისიასთან და „პასუხს აგებს“ წინა ბორბლებზე. ორ აგრეგატს შეუძლია იმუშაოს როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე. მოდელის აჩქარებას ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4.4 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე, ელექტრონული მოწყობილობით, შეზღუდულია 250 კმ/სთ-მდე. წლეულს, მაისის შუალედში, Audi-მ R8 სუპერქარის მოდიფიკაციას მოხსნა საიდუმლო გრიფი. საქმე იმაში იყო, რომ ინგოლშტადტელებმა ამ მოდელს ლაზერული შუქფარებით აღჭურვილი მსოფლიოში პიველი სერიული ავტომობილი უწოდეს, თუმცა მისი გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა-მოდელის მსოფლიო პრემიერა ა.წ. აგვისტოს ბოლოს, მოსკოვის ავტოსალონზე შედგება. წლევანდელი წლის დასაწყისში, BMW-ს ხელმძღვანელობა გაეხუმრა კოლეგებს Audi-დან, რომელმაც ელექტრონული ტექნიკის გამოფენაზე ლაზერული სანათი მოწყობილობის დემონსტრირება მოახდინა Sport Quattro-ს კონცეპტზე. ბავარიელებმა ბოდიში მოიხადეს იმისთვის, რომ ლაზერული შუქფარების შემუშავებას 2011 წლიდან აწარმოებენ და სიახლის გამოფენაზე ჩვენებისთვის არ სცალიათ. პირველად, ჰიბრიდული სპორტქარის შექმნის სურვილი, BMW-ს ხელმძღვანელობას 2010 წელს გაუჩნდა. მალე პროტოტიპის გამოცდა დაიწყო. გასაიდუმლოებული პროექტი 2011 წელს გასაჯაროვდა. ორი წლის შემდეგ მოდელის სერიული ვერსია წარადგინეს. ევროპაში i8 ღირს 126 ათასი ევრო.

92

AUTOმოტივი | სიახლე


Volkswagen GTI Roadster Concept

Volkswagen Group-ის კონცერნის მიერ წარმოებული ავტომობილების მოყვარულთა შეკრებაზე, რომელიც ავსტრიის ქალაქ რაიფნიცში, ვიორტერზეეს ტბის სანაპიროზე მოეწყო, GTI Roadster-ის შოუქარის დებიუტი შედგა. Volkswagen GTI Roadster არის Volkswagen-ისა და Sony Computer Entertainmemt-ის თანამშრომლობის შედეგი. თავიდან ავტომობილი შემუშავდა Gran Turismo 6-ის სარბოლო სიმულატორისთვის. Worthersee 2014-ის ფესტივალზე Volkswagen-მა GTI Roadster Vision Gran Turismo ვირტუალური სამყაროდან რეალურში გადმოიყვანა. ღია ორადგილიანი ავტომობილის გარეგნობაზე Volkswagen-ის დიზაინერთა ჯგუფი მუშაობდა, კლაუს ბიშოფის ხელმძღვანელობით. ექსტერიერის ზოგიერთი ელემენტი თითქოს გადმოსულია Design Vision GTI-ს შოუქარიდან, რომელიც შარშან წარადგინეს. ამ ორ მოდელს შორის მსგავსება ძარის უკანა საყრდენებსა და ზღურბლებში შეიმჩნევა. Volkswagen GTI Roadster აღჭურვილია 20 დუიმიანი ბორბლებით და კარებით, რომლებიც Lambo-doors-ის სქემის მიხედვით იღება-ქვემოდან ზემოთ. ავტომობილის სიმაღლე 1090 მილიმეტრია, სიგანე-1894 მილიმეტრი, თვლების ბაზა კი 2494 მილიმეტრის ტოლია. შოუქარი მოძრაობაში მოჰყავს 3 ლიტრიან, 503 ცხძ-იან V6 ბიტურბო ძრავას და 7-საფეხურიან რობოტიზებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

AUTOმოტივი | სიახლე

93


ახალი თაობის Volkswagen Passat

Volkswagen-ის კომპანიამ საიდუმლო გრიფი მოხსნა მერვე თაობის Passat-ის სედანს და უნივერსალს. სიახლე, რომელიც წინამორბედზე მსუბუქი და ცოტათი კომპაქტური გახდა, აღჭურვილობის ფართო სპექტრით შესთავაზებენ, აგრეთვე დიზელის ცხრა და ბენზინის ტურბოძრავითაც. გარდა ამისა, მოდელი ხელმისაწვდომი იქნება ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარით. ახალი Passat-ი აგებულია MQB მოდულურ პლათფორმაზე, რომელიც უკვე გამოიყენეს Golf-ის ბოლო მოდელზე. ახალი შასის წყალობით, სიახლის წონა 85 კილოგრამით შემცირდა-1312 კილოგრამამდე (1.4 ძრავიანი ვერსია).

Passat-ის ბენზინის ძრავების ხაზზე შემოვიდა 125 და 150 ცხძ-ის სიმძლავრის 1.4 ლიტრიანი აგრეგატი, 180 ცხძ-იანი 1.8 ლიტრიანი ძრავა, აგრეთვე 4 ცილინდრიანი, 2.0 ლიტრიანი ძრავა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 220 და 280 ცხძ-ის სიმძლავრით. დიზელის გამა წარმოდგენილია 1.6 ლიტრიანი, 120 ცხძიანი ძრავით და სამი ორლიტრიანი აგრეგატით, რომლის სიმძლავრეს 150, 190 და 240 ცხძ-ა შეადგენს, შესაბამისად. კომპანიაში ადასტურებენ, რომ ძრავები 20%-ით ეკონომიური და ეკოლოგიური გახდა. ყველა ვერსია აღჭურვილია სისტემით Start-Stop და რეკუპერატიული დამუხრუჭების სისტემითაც. ტრანსმისია არის მექანიკური ექვსსაფეხურიანი ან ორმოჭიდებიანი, შვიდდიაპაზონიანი „რობოტი“.

გარდა ამისა, ჰიბრიდული ვერსიაც გამოჩნდება, ელემენტების საყოფაცხოვრებო ჩამრთველის მეშვეობით დამუხტვის შესაძლებლობით. ძალოვანი დანადგარის შემადგენლობაში შევა 1.4 ლიტრიანი შიდაწვის ძრავა, 80 კილოვატი სიმძლავრის ელექტროძრავა და 9.9 კვტ/სთ ტევადობის ლითიუმ-იონური ელემენტების კომპლექტი. აგრეგატების ჯამური სიმძლავრე 211 ცხძ-ას შეადგენს. ელექტროგამწევი ძალის სვლის მარაგი 50 კილომეტრამდე იქნება.

მოდელის სიგრძე 4767 მილიმეტრია, სიგანე-1832 მილიმეტრი, სიმაღლე კი-1456 მილიმეტრი. ეს შესაბამისად 2, 12 და 14 მილიმეტრით მოკლე, განიერი და დაბალია წინამორბედზე. ბორბლების ბაზა 2791 მილიმეტრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სიახლე წინამორბედზე მოკლე გახდა, სალონში თავისუფალი სივრცე 33 მილიმეტრით გაიზარდა. უნივერსალის საბარგულის მოცულობა 47 ლიტრით გაიზარდა-650 ლიტრამდე (დაკეცილი უკანა რიგის დროს-1780 ლიტრი), სედანისა-21 ლიტრით (586 ლიტრამდე). Passat-მა, ქსენონის შემცვლელი სრულიად დიოდის მთავარი სანათი მოწყობილობა, წრიული ვიდეოხედვის ფუნქცია, აგრეთვე ავტომატური პარკირების სისტემა მიიღო, რომელსაც შეუძლია მანქანის დაყენება როგორც „ბორდიურის“ პარალელურად, ისე მის პერპენდიკულარულადაც. Passat-ის დამატებითი აღჭურვილობის შემადგენლობაში, აგრეთვე შევა აქტიური კრუიზ-კონტროლი, რიგში მოძრაობის თვალთვალის, მძღოლის დაღლილობის დონის, საგზაო ნიშნების ამოცნობის და ქვეითად მოსიარულეთა წინ დამუხრუჭების სისტემები.

94

AUTOმოტივი | სიახლე


თანხის დამატების შემთხვევაში ანალოგიურ ციფერბლატს, სრულიად ციფრული ხელსაწყოების პანელი შეცლის, რომელიც წარმოადგენს 12.3 დუიმიან TFT-დისფლეის. მასზე სხვადასხვა ინფორმაცია გამოისახება-სპიდომეტრისა და ტაჰომეტრის მაჩვენებლებიდან სანავიგაციო სისტემის რუქამდე, 2D ან 3D გამოსახულების სახით. ინფორმაცია შეიძლება საპროექციო დისფლეიზე, მძღოლის თვალების დონეზე განმეორდეს. მოდელი შემოთავაზებული იქნება, აგრეთვე Discover Pro-ს ახალი მულტიმედიური სისტემით, 10 გეგაბაიტიანი, ხისტი დისკით, USBპორტით, გარე მოწყობილობების ჩართვის Bluetooth-ოქმით და Wi-Fi-ში შესვლის წერტილით.

Super Nova ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარბოლო გუნდია ე.წ. „დაბალ სერიებში“. 90-იანი წლების ბოლოს და ორიათასიანის დასაწყისში მან ოთხი ტიტული მოიპოვა Formula 3000-ში, 2007 წელს კი გერმანიის გუნდს მოაგებინა A1 GP-ის ჩემპიონატში. ეს გუნდი წარმატებით გამოდიოდა GP2-შიც, თუმცა 2012 წელს სპონსორის დაკარგვის გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა სარბოლო სერია. ამის შემდეგ გუნდმა Auto GP-ში განაგრძო ასპარეზობა, სადაც მისმა პილოტებმა გამარჯვება მოიპოვეს 20122013 წლებში.

პირველად 22 წლის მანძილზე ქალი იასპარეზებს ფორმულა 1-ში მულტიმედიურმა კომპლექსმა Car-Net და MirrorLink ფუნქცია მიიღო. პირველი წარადგენს ინფორმაციას აქტუალურ ტრაფიკზე და საგზაო სიტუაციის მიხედვით ოპტიმალური მარშრუტის ამორჩევა შეუძლია. გარდა ამისა, ის Google Earth-ის თანამგზავრული კარტოგრაფიით ხელმძღვანელობის და Google Street View-ს პანორამის დათვალიერების საშუალებას იძლევა. MirrorLink ფუნქცია პასუხისსმარტფონის მულტიმედიურ სისტემაში ინტეგრაციის პასუხისმგებელია. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს, ახალი Passat-ის ხაზი CC მოდიფიკაციის და Alltrack ყველგანმავლის ვერსიის წყალობით გაფართოვდება. ახალი თაობის მოდელის, რომლის შეკვეთაც გერმანიაში ა.წ. 10 ივლისიდან შესაძლებელი გახდება, ვერსია სედანი 25 875 ევრო, უნივერსალი კი 25 950 ევრო ეღირება.

Trulli GP და Super Nova Formula E-ში ერთად იასპარეზებს როგორც იცით, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, იტალიელი იარნო ტრული Formula E-ში საკუთარი გუნდით-Trulli GP იასპარეზებს. ცნობილი გახდა, რომ იტალიელის მხარდამჭერი იქნება ცნობილი სარბოლო გუნდი-Super Nova. ტრულის თანაგუნდელი, იტალიელი ქალი-პილოტი, მიკელა ჩერუტი გახდება. ეს უკანასკნელი სწორედ Super Nova-ს ღირსებას იცავს Auto GP-ის სერიაში და „იმოლას“ ავტოდრომზე რბოლაც კი მოიგო წელს.

Mercedes Motorsport-ის ხემძღვანელის, ავსტრიელი ტოტო ვოლფის შოტლანდიელი მეუღლე სიუზი სტოდარტ-ვოლფი, დიდი ბრიტანეთის გრან-პრის წინა თავისუფალ გარბენში გამოვა.

სიუზი ვოლფი დროებით შეცვლის Williams-Mercedes-ის ერთერთ მთავარ პილოტს. ამასთან, დებიუტანტი საკმაოდ ამბიციურად არის განწყობილი:“ჩემი მიზანია გავხდე ფორმულა 1-ის მთავარი ავტომრბოლელი. ამისთვის რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, თუმცა არავითარი ილუზია არ მაწუხებს. მსურს საუკეთესო ვიყო და თუ ეს სხვა ქალებზეც მოახდენს შთაბეჭდილებას, ძალიან კარგი იქნება“-განაცხადა 31 წლის ავტომრბოლელმა.

სიუზი, რომელიც ერთი წელია უკვე Williams-ის ტესტპილოტია, ამტკიცებს, რომ ფორმულა 1-ში ქალებს დიდი უპირატესობა გააჩნიათ, რადგან გუნდებს უფრო მჩატე პილოტები სჭირდებათ. ბოლოს სუსტი სქესის წარმომადგენელი, ფორმულა 1-ის ბოლიდით 22 წლის წინ გამოვიდა. ეს იყო იტალიელი ჯოვანა ამატი. ის წინასაკვალიფიკაციო რბოლაში ასპარეზობდა Brabham-ის მოდელით, მაგრამ კვალიფიკაციაზე ვერ მოხვდა.

AUTOმოტივი | სიახლე

95


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.