SET FEST
SUMMER SET 2015
“მთვრალი ალუბალი” წარმოგიდგენთ T B I L I S I S U M M E R S E T 2 0 1 5 -ის მოწვეულ სტუმრებთან ინტერვიუების ნაკრებს.
ტექსტი და თარგმანი: ნინო კაკიაშვილი ფოტო და პრეპრესი: გიორგი ინდუაშვილი
FANTASTIC MR FOX ��������������������������������������������������������������������� 8 KIASMOS ��������������������������������������������������������������������������������� 20 R I P P E R T O N � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � 3 2 M A T T H E W D E K A Y � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � 4 4 A G O R I A � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � 5 6 HUNGRY MUSIC ������������������������������������������������������������������������ 64 THE MICRONAUT ����������������������������������������������������������������������� 82 N I L S F R A H M � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � � 9 8
ფოტო: ჯარა მამალაძე
თანამედროვე სამყარო სულ უფრო მაგონებს Fast Food-ს, სადაც ადამიანებს ემოციებისთვის დრო არ რჩებათ და
მათ არსებობას ხშირ შემთხვევაში აპროტესტებენ კიდეც. ზუსტად ამიტომ გადაწყვიტა Set Fest-ის გუნდმა 2015 წლის Tbilisi Summer Set „ემოციური“ და „შინაარსიანი“ მუსიკისთვის მიეძღვნა.
ამბიციურია, მაგრამ ამ გუნდს ხშირად ვუმეორებ: თუ სამოთხე არსებობს, მე იქ ერთხელ უკვე ვიყავი: 10, 11 და 12 ივლისს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც კლასიკური ინსტრუმენტები, ტექნო, ბუნება და ანდერგრაუნდი ისევე ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს, როგორც ახალგაზრდა გამომგონებელი სტუდენტები, შშმ პირები ნივთების გამოფენით, „პონტის“ მოყვარულები და მელომანები. მათ შეძლეს თანაარსებობა სოციალური სტატუსების, თავის მოწონების, პოზირებისა და რეგალიების გარეშე. ეს რიგით მეოთხე Summer Set-ია: ფესტივალი, რომელმაც ბუნების გამოწვევებს თუ მწვავე კრიტიკულ შეფასებებს გაუძლო, 2012 წლიდან დღემდე მოაღწია და კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მჯერა, რომ არა ის მასშტაბები,
რომელიც ფესტივალმა თავის დროზე „დადო“, დღეს რეივი საქართველოში ასეთი განვითარებული არ იქნებოდა. Rave Scene აქტუალურია, როგორც არასდროს, რაც უფრო მეტად იმატებს გარემო სტრესი, მით უფრო ძლიერდება სურვილი მას გავექცეთ და თანამოაზრეები მუსიკის დახმარებით ვიპოვოთ.
პირველ რიგში მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე არტისტს მუსიკისთვის, რომელმაც ადამიანების ეს რაოდენობა გააერთიანა, უკვე შემდეგ კი ყველას, ვინც დაგვაჯერა, რომ დესპირიტუალიზაციის ეპოქაში, ადამიანს გაუჭირდება იქცეს რობოტად და იარსებოს თანაგრძნობის, გაზიარების და სიყვარულის გარეშე. ნიკა დვალიძე, PR-მენეჯერი.
FANTASTIC MR FOX stiven gombergi
10
TBILISI SUMMER SET
ნინო კაკიაშვილი - გამარჯობა სტივ! „ფანტასტიური ბატონი მელაკუდა“ - როგორ დაიბადა ეს საინტერესო მეტსახელი?
Fantastic Mr. Fox – 14 წლიდან ვქმნი მუსიკას, თუმცა ვერც
ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს შემოქმედებას ვინმე მოუსმენდა. როდესაც, უფროსმა ძმამ „მაისფეისზე“ გადაწყვიტა ჩემი დარეგისტრირება, ისევ და ისევ მუსიკის გამო, საჭირო გახდა სახელის მოფიქრება. გადავხედეთ ჩვენს საბავშვო ვიდეოებს და აღმოვაჩინეთ ეს მეტსახელიც, ისიც ხუმრობით. ვერთობოდით უბრალოდ. შემდეგ, იგივე სახელწოდების ფილმიც გამოვიდა. ვიფიქრე კიდეც, ხომ არ შემეცვალა მეტსახელი, მაგრამ ხუმრობა ხუმრობად დარჩა და მეც ისევ ფანტასტიურ ბატონ მელაკუდად მიცნობენ.
ფილმი თუ მოგეწონა? კი, საკმაოდ. მსგავება აღმოაჩინე შენსა და მთავარ გმირს შორის?
შეიძლება ითქვას, რომ ფილმიც ისეთივე უცნაური და ექსცენტრიულია, როგორც ჩემი შემოქმედების დიდი ნაწილი. სეტის მოსმენისას, რამდენიმე სხვადასხვა ჟანრის
გავლენა იგრძნობა. რითი ხელმძღვანელობ, ასეთი მუსიკალური მოზაიკის აწყობისას?
ვცდილობ აღმოვაჩინო ის, რაც მე თვითონ მომეწონება და საცეკვაოდაც გამოდგება. შემდეგ, ვამუშავებ ჟღერადობების თანმიმდევრობას და საერთო კომპოზიციის მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, საკმაოდ ხშირად ვცვლი ჟანრებს. პროცესი რომ უფრო საინტერესო გახდეს ჩემთვის, უშუალოდ DJ-სეტის შესრულების დროსაც ხშირად მივმართავ იმპროვიზაციას.
რამ შეუწყო ხელი შენს მუსიკოსად ჩამოყალიბებას? ბავშვობაში, გაუთავებლად ვუკაკუნებდი თითებს მაგიდაზე და მთელი ოჯახი შეკლული
12
TBILISI SUMMER SET
მყავდა, ვცდილობდი სხვადასხვა ჟღერადობა აღმომეჩინა. შემდეგ, დასარტყამები მაჩუქეს, მაგრამ აბა მხოლოდ ერთი ინსტრუმენტით რას დავკმაყოფილდებოდი და მივადექი უფროს ძმას - მაშინ ისიც ელექტრონულ მუსიკას ქმნიდა. მასწავლა რაც იცოდა და მეც ვერთობოდი, კომპიტერული თამაშებივით იყო ჩემთვის. და, ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდი, რომ ამით შემოსავლის უზრუნველყოფაც იქნებოდა შესაძლებელი...
ბენდ XX-თან ერთად ტურამდე ამას ვერ ვიაზრებდი. მანჩესტერში უმაღლესს ვამთავრებდი. ბოლო
გამოცდის ჩაბარებიდან ორ დღეში დავიწყე ჩემი რეზიუმეების დაგზავნა სხვადასხვა კომპანიაში, ამიტომ მუსიკაზე სერიოზულად არც მიფიქრია. სწორედ ამ დროს, მივიღე წერილი XX-დან,
მათთან ერთად ტურში გამგზავრების თხოვნით. ტურიდან დავბრუნდი თუ არა, დაივიწყე გამოსვლა მანჩესტერში და იმის შემდეგ არც გავჩერებულვარ. და შენი სრულ-განაკვეთიანი სამსახურიც მუსიკა გახდა...
ასეა, თუმცა, დღემდე ვფიქრობ, რომ ეს ყვლაფერი
მხოლოდ გართობაა და, ადრე თუ გვიან, მომიწევს „ნამდვილ“ სამსახურზე ფიქრი. მაინც, რაში დაიცავი ხარისხი? ისტორია და სოციოლოგია. მე - ისტორია და დიპლომატია! თითქმის კოლეგები ვართ! ყველაზე მეტად საიდან იღებ შთაგონებას შენს შემოქმედებაში?
შთაგონების წყარო მუდმივად იცვლება. სულ ცოტა ხნის წინ ეს იყო დიდი რაოდენობით სემპლების აღმოჩენა. ყველაზე მეტად მიყვარს ახალ-ახალი ჟღერადობები და იმაზე დაკვირვება, თუ რად შეიძლება ვაქციო ისინი. სხვა შემსრულებლები თუ ახდენენ შენზე გავლენას?
ყოველთვის მომწონდა ჰიპ-ჰოპი, განსაკუთრებით აბსტრაქტული, ისეთი როგორიცაა Prefuse 73, Jehst, Rodney P და ნებისმიერი სხვა, სადაც დასარტყამები უფრო მეტადაა გამოკვეთილი. ძალიან მომწონდა Clams Casino, Asap Rocky... თუმცა, ახლა
14
TBILISI SUMMER SET
ვეღარ ვუსმენ ისეთივე სიხშირით, როგორც ადრე. ელექტრონულ სამყაროს როგორ გაეცანი? 19 წლის ვიყავი, როცა მანჩესტერის უნივერსიტეტში ჩავაბარე. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე დაბ-სტეპი, ძალიან მომეწონა და ხშირად ვაწყობდი ექსპერიმენტებსაც. მუსიკის ახალ განხრას სწრაფად ავუღე ალღო. თუმცა, თუ დაბ-სტეპს თავიდან აღტაცებაში მოვყავდი, მოგვიანებით ეს ყველაფერი რაღაც საშინელებად იქცა. რატომ საშინელებად? დაბ-სტეპი აღარ იყო ისეთი მიმზიდველი უბრალოდ. ვფიქრობ ბასმა სტაგნაცია განიცადა. იმდენად დიდი რაოდენობის ნიჭიერი მუსიკოსი გამოჩნდა ერთბაშად, რომ ადრე თუ გვიან ეს ჟანრი უნდა ჩამქვრალიყო. დღემდე კეთდება ამ ჟანრის კარგი მუსიკა, მაგრამ თავიდან სულ სხვა იყო. ახლა, ეს რაღაც უფრო ამერიკულ მოვლენად იქცა. თავიდან იყო მხოლოდ ბასი და დასარტყამები. კლუბში, პირველივე მოსმენაზე მომეწონა. თუმცა, კლუბებზე
უფრო მეტად, ბასის აღქმა ყურთსასმენებიდან მერჩივნა ყოველთვის. შენ თვითონ როგორ მოგწონს კლუბებში გამოსვლა?
უჰ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საერთოდ არ მომწონს გამოსვლა! ჩემთვის ეს შემოქმედებითი პროცესის საპირისპიროდაც კი აღიქმება. ქმნი მუსიკას, შემდეგ ხალხი გთხოვს, რომ დაუკრა და რაღაც დროში ეჩვევი ამ ყველაფერს, თუმცა ამის მოთხოვნილებას ვერასდროს ვგრძნობდი. მაგრამ ეს ისევ შენი მუსიკის პოპულარიზებისა და შემოსავლის მიღებისთვისაა საჭირო...
თან, მოგზაურობაც მიყვარს, ადამიანების გაცნობა, სხვადასხვა ქალაქების მონახულება. ხალხის წინ დგომა კი მაინც არაა ჩემი. უბრალოდ, მუსიკის კეთება მომწონს. XX-თან ტურის გარდა, რა იყო გადამწყვეტი მომენტი შენს მუსიკალურ კარიერაში?
ვფიქრობ, მსგავსი მომენტი ჯერ არ დამდგარა. არც ისე ბევრი გამიკეთებია. ალბომი ნახევარი წლის წინ უნდა დამესრულებინა და აქამდე,
16
TBILISI SUMMER SET
მხოლოდ ნაწილი ჩავწერე ვოკალისტთან ერთად. თუმცა, არ დამაკმაყოფილა შედეგმა. ალბათ, ვცდილობდი შემექმნა ის, რაც ხალხს მოეწონებოდა. ახლა კი, ვცდილობ შევქმნა ის, რაც მე თვითონ მომეწონება. მუსიკალური ვებ-გვერდებიც კი დავბლოკე ჩემთვის, ამიტომ წარმოდგენაც არ მაქვს როგორი რევიუები და განხილვებია, რაზე საუბრობს ხალხი. დავბლოკე ტვიტერი და მუსიკოსთა ფეისბუკ გვერდები. ჯობია, საერთოდ არ იცოდე რა ხდება ამ სფეროში, რადგან ყველაფერი საოცარი სისწრაფით იცვლება; ყოველ თვე, ახალ-ახალი ტენდენცია ჩნდება. გამიმართლა, რომ იმ დროს დავიწყე, რა დროსაც დავიწყე – დაბ-სტეპის დაბადებასთან ერთად. ახლა, ამდენი პროდიუსერის ფონზე, უფრო რთული იქნებოდა საკუთარი რელიზის გაკეთება. ძალიან ადვილია მოექცე ახალი ჟანრების გავლენის ქვეშ, ამიტომ ვცდილობ მხოლოდ ჩემს საკუთარზე მოვახდინო კონცენტრირება და არ ავყვე ახალ სცენებს.
18
TBILISI SUMMER SET
ამჟამად რას უსმენ? გატაცებული ვარ ძველი მუსიკით. ნაწარმოებები 1975 წლამდე ბევრად უკეთესადაა დამუშავებული ვიდრე ის, რაც კეთდება დღეს. სასიამოვნოა შენთან საუბარი და დასასრულისთვის, ხომ არ გაგვიზიარებდი შენს შთაბეჭდილებებს საქართველოზე?
პირველად ვარ აქ და მოხიბლული ვარ. თბილისი ლამაზი ქალაქია და ყველაფერი მომეწონა, რისი ნახვაც მოვახერხე, განსაკუთრებით აქაურები. ძალიან კარგი ხალხია!
KIASMOS
olafur arnaldsi da ianus rasmuseni
22
TBILISI SUMMER SET
ნინო კაკიაშვილი - როგორ მიმდინარეობს თქვენთვის ეს წელი და როგორ მოგწონთ მიმდინარე გაჩერება აქ, საქართველოში?
ოლაფურ არნალდსი - ძალიან მოგვწონს აქ, კარგი მუხტია. ადგილიც საოცარია და მოუთმელად ველით ჩვენს მსმენელთან შეხვედრას. იანუს რასმუსენი - ეს წელი საკმაოდ დატვირთული გამოდგა, განრიგიც მთლიანად გაწერილია. პარალელურად, ვცდილობთ ჩვენს EP-ზე მუშაობას,
რაც ძალიან გვეწელება ამ მიზეზის გამო. შეიძლება, არც იყოს აუცილებელი ამის გაკეთება და მხოლოდ ტურზე ვიფიქროთ, მაგრამ არ გვინდა შემოქმედებითი პროცესის შეწყვეტა.
როგორია თქვენთვის კომპოზიციის შექმნის ზოგადი პროცესი?
ო.ა. - პირველ ეტაპზე, იდეების დონეზე,
ძალიან ბევრი იმპროვიზაცია გვიწევს. შემდეგ დგება ორგანიზებისა და ლოგისტიკის ჯერი, ასე რომ, ყველაფერი მხოლოდ შემოქმედებით ნაპერწკალზე არაა დამოკიდებული. უმეტესწილად, უბრალოდ ტექნიკურ ცოდნაზე ვართ დამოკიდებული. იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს ხშირი მოგზაურობა გვიწევს ცალ-ცალკე, ძირითადად ინტერნეტით ვურთიერთობთ. იანუსი მიგზავნის ბიტებს, რომლებსაც ვამატებ ჩემს ჟღერადობებს და ვაქცევ კომპოზიციად, შემდეგ კი ისევ მას ვუგზავნი საბოლოო ცვლილებებისთვის. მაგრამ როცა ორივე ერთ ქვეყანაში ვართ, მაშინ ერთად ვქმნით ყველაფერს. ი.რ. - მომწონს ახალ-ახალ თემებზე
ექსპერიმენტები - ახალი ბიტები, ინსტრუმენტები, აბსტრაქტული ჟღერადობები, სხვადასხვა პლაგინები. ზოგჯერ, ამ ყველაფრიდან, რაღაც კარგი იბადება, რისი განვითარებაც შეიძლება, ზოგჯერ - არც არაფერი.
24
TBILISI SUMMER SET
შთაგონების წყარო? ო.ა. - ზოგადად - ცხოვრება, მოგზაურობა,
წიგნები, მუსიკა... უმეტესწილად კი, უბრალოდ საკმარისი სიმშვიდე იმისთვის, რომ ქმნიდე. მუსიკის მხრივ, რას უსმენთ ამჟამად, რაც შეიძლება თქვენს შემოქმედებაზეც ახდენდეს გავლენას?
ი.რ. - ბოლო ორი წელია, ძალიან ბევრ
არ’ენ’ბის და ჰიპ-ჰოპს, რომელიც ცნობიერად თუ არაცნობიერად მაინც დიდ გავლენას ახდენს. ო.ა. - უპირატესობები ხშირად იცვლება. ბოლო დროს, ის მუსიკა მიზიდავს, რასაც ხუთი წლის
წინ ვუსმენდი - ფრანც ლისტი, მოცარტი, შოპენი - კლასიკა ძირითადად. ამ კითხვას ალბათ ხშირად პასუხობთ - როგორ
დაიბადა თქვენი სასცენო სახელი „კიასმოსი“? ო.ა. - ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც
მაშინ კინოხელოვნებას სწავლობდა, მითხრა რომ უნივერსიტეტში ისწავლა ახალი სიტყვები, რომლებიც ბენდის სახელწოდებისთვის საინტერესო იქნებოდა. ერთ-ერთი ასეთი სიტყვა იყო „კიასმოსი“. გრამატიკული
26
TBILISI SUMMER SET
ტერმინი ყოფილა, რომელიც აღწერს ერთ წინადადებაში ორი ურთიერთგამომრიცხავი დებულების არსებობას. მაგალითად - „განადგურება მშვენიერებაა“ - სრული კონტრასტია. ორი წლის შემდეგ კი, მე და იანუსმა შევქმენით ბენდი და გადავწყვიტეთ რომ ეს სახელი ძალიან შეგვეფერებოდა ჩვენს მუსიკაში არსებული კონტრასტებიდან გამომდინარე - ელექტრონიკა და აკუსტიკური ელემენტები. ჩემს მეგობარსაც მივწერე, წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა თუ ამ სიტყვას ჩვენ გამოვიყენებდით, რაზეც მიპასუხა - „მხოლოდ გარანტირებული სტუმრის ადგილის შემთხვევაში.“ თუმცა, რთული იქნება ყველა თქვენს ღონისძიებაზე დასწრება...
ო.ა. - ასეა, მაგრამ ალბომს მაინც მიიღებს. რა ძალამ შეგყარათ ერთად? ო.ა. - იანუსი ამ პროექტის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ის დიდი ხანია ჩართულია ელექტრონულ მუსიკაში და თავისი ბენდიც ჰყავს Bloodgroup,
რომელიც საკმაოდ პოპულარულია ისლანდიაში. ამ ბენდთან ხმის რეჟისორად მუშაობის დროს შევხვდი იანუსს და სულ მალე აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს ერთნაირად გვიზიდავს ექსპერიმენტული
ტექნო. რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ გადავწყვეტდით ალბომის გამოშვებას, ეს მხოლოდ ჰობი იყო. ჩვენი დუეტის მიღმა არ იმალება რაიმე გრანდიოზული იდეა. კიასმოსი უბრალოდ ორი ადამიანის მცდელობაა გაერთოს და თან მუსიკის ახალ-ახალი მხრეები აღმოაჩინოს. ის დიდი ძალა კი, ალბათ, უბრალოდ ის ფაქტია, რომ გვინდა რაღაც ვისწავლოთ. ორივე ისლანდიიდან ხართ და მსოფლიო უკვე ბევრ კარგ კომპოზიციას იცნობს ისლანდიელი მუსიკოსებისგან; შეგიძლიათ თუ არა განსაზღვროთ რაიმე განსაკუთრებული გავლენა, რაც ამ ქვეყანას შეუძლია იქონიოს შემომქმედებზე?
ო.ა. - ვფიქრობ, ერთ-ერთი ასპექტი ისაა, რომ ადამიანები ხელოვნებას ხელოვნებისთვის აკეთებენ. ისლანდია პატარა ქვეყანაა და მხოლოდ მუსიკით, ან ხელოვნების ნებისმიერი სხვა განხრით ვერ გამდიდრდები. ამავდროულად, ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ჩვენივე სფეროებში და შესაბამისად, უფრო მეტ გავლენასაც ვახდენთ ერთმანეთზე. ძალიან პატარა სცენაა და ხშირად სხვა ჟანრის წარმომადგენლებთანაც გვიწევს
28
თანამშრომლობა. TBILISI SUMMER SET
ი.რ. - ისლანდიური მუსიკა სტერეოტიპის ქვეშ
ექცევა. თითქოს, მსოფლიო ყოველთვის რაღაც გრადიოზულს ელის ამ ქვეყნიდან. იქ კი, ყველა ტიპის მუსიკა კეთდება, ისევე როგორც სხვაგან და იქ რომ იცხოვრო, სულ სხვანაირად შეხედავდი იქაურ სცენას. ცოტა გამაღიზიანებელიც კია, როცა ხალხი ფიქრობს, რომ მთელი ეს ქვეყანა მხოლოდ ერთი ტიპის მუსიკას ქმნის. (ამ დროს, გვიახლოვდება Kiasmos-ის მენეჯერი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ შოუ 10 წუთში იწყება.) რას ფიქრობთ „ელექტრონული მუსიკის“ მდგომარეობაზე დღეს? საქართველოში ის ძალიან ინტენსიურად ვითარდება...
ი.რ. - იმდენი რამ ხდება გარშემო... თუ
მუსიკის კეთება გიწევს დღეს, ნებისმიერი რამ შეგიძლია გამოიყენო. გახსნილობა და ყველა ჟანრის ურთიერთ-შერევა ძალიან ინტენსიურია. ყოველდღიურად, იქმნება საოცარი მუსიკა და დიდი გამოწვევაა აუწყო ფეხი ამ სიახლეებს, განსაკუთრებით კი - არსებული დიდი არჩევანიდან მართლა ღირებულის აღმოჩენა.
30
TBILISI SUMMER SET
ო.ა. - გეთანხმები, ბევრი საინტერესო
რამ ხდება ყველა ჟანრში. ელექტრონულ მუსიკასაც ბევრი კარგი პროდუქტის შემოთავაზება შეუძლია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვპოულობ ჩემი გემოვნებისთვის შესაფერისს. ეს კი საბოლოო კითხვა იქნება - რა შეგძინათ კიასმოსის პროექტმა თითოულ თქვენგანს ისეთი, რასაც მის გარეშე ვერ მიიღებდით?
ო.ა. - ხალხი როგორც იქნა აცეკვდა ჩემს მუსიკაზეც! ზოგადად კი - თავისუფლება ვაკეთო ის, რაც მე მინდა, რასაც ვერ მოვახერხებდი ჩემს სოლო პროექტებში, რომლებიც უამრავ ფორმალობასთან, პასუხისმგებლობასთან და ორგანიზებასთანაა დაკავშირებული. აქ კი - უბრალოდ, მეგობრები ვართ, რომლებიც კარგ დროს ატარებენ ერთად. ი.რ. - ჩემთვისაც, თავისუფლების
შეგრძნებისა და ინსტრუმენტალური ექსპრესიის სულ სხვა განხრაა, რაც ჩვენს შემოქმედებას სულ სხვაგვარ სიამოვნებასა და სიღრმეს ანიჭებს.
32
TBILISI SUMMER SET
RIPPERTON rafael grosi
34
TBILISI SUMMER SET
ნინო კაკიაშვილი - გამარჯობა რაფაელ! როგორც ვიცი, შენი მეტსახელი სოულმომღერლის, მინი რიპერტონის საპატივსაცემოდ შეარჩიე. რიპერტონი - ყოველთვის
ძალიან მომწონდა სოული და დღემდე 70-ების მუსიკას ვუსმენ. ლოგიკური იქნებოდა ჩემთვის, რომ მეტსახელი სწორედ ამ პერიოდიდან ამერჩია. 70-იანი წლებისა და სოულმუსიკის გარდა კიდევ რამ იქონია გავლენა შენს შემოქმედებაზე? ზოგადად ხელოვნებამ და ყველა სხვა სახის მუსიკამ. ღრუბელივით ვისრუტავ ყველაფერს ყველაფრიდან, ფოტოგრაფია იქნება ეს, წიგნები, მხატვრობა, თუ სხვა რამ.
როგორ შეუდექი მუსიკის გზას? დაახლოებით 20 წლის წინ დავიწყე დიჯეობა. მაშინ სკეიტბორდისტი ვიყავი. ვქირაობდით სივრცეებს საღამოების მოსაწყობად და 15 წლის წინ, ეს ყველაფერი რაღაც უფრო დიდ ამბავში გადაიზარდა. დავიწყე პროდიუსინგი, რაც არც ისე იოლი იყო Youtube-მდელ ერაში. ყველაფრის სწავლა და აღმოჩენა ჩემით მიწევდა. არავინ არაფერს
არ გაგიზიარებდა. ბევრი საიდუმლო იყო ამ საქმეში, რომელსაც ყველა თავისთვის ინახავდა.ახლა, ყველაფერი ზიარდება და უფრო ადვილიცაა. 5 წლის შემდეგ უკეთესი პროდიუსერი გავხდი. საშინელი სამსახური მქონდა პარალელურად - ოპერის მძღოლი. გადავწყვიტე, რომ მთელი დრო მუსიკისთვის დამეთმო და სულ მალე კვირაში 2-3 საღამოს ვუკრავდი კლუბებში. მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. როგორი გავლენა მოახდინა ტექნოლოგიურმა ცვლილებამ შენს სტილზე წლების განმავლობაში? როცა ვუფიქრდები, ალბათ, კარგიც იყო რომ ძველებურად მომიწია ყველაფრის შესწავლა, რადგან მაშინ ყველაფერი უნდა გცოდნოდა ნებისმიერი ინსტრუმენტის შესახებ. დიჯეობა გემოვნების საკითხია და ის ინტერესის შექმნას ემსახურება. ტექნოლოგიას არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე არსებითი ისაა, რა ხმა გამოდის. კასეტა იქნება, კომპიუტერი თუ სხვა რამ - ეს მხოლოდ შუამავალია. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს შენ დისკს დაატრიალებ თუ ფირფიტას, მთავარია - მუსიკა. მომწონს, რომ ინტერნეტმა ყველანაირი საზღვარი მოშალა, შეგიძლია დარჩე შვეიცარიაში და გახდე ცნობილი საქართველოში, რაც სასიამოვნო ფაქტია. როგორია კლუბური ცხოვრება შვეიცარიაში? სიმართლე გითხრა, ძალიან ცუდი. ძალიან ხელოვნური გახდა, ნამდვილი მუხტი და ნამდვილი მუსიკა აკლია. ხალხს თითქოს აღარ ესმის, რატომ არიან კლუბში. ყოველ შემთხვევაში, ისინი იქ მუსიკისთვის აღარ მოდიან. 90-იანებში, ადამიანებს მოსწონდათ უბრალოდ გავლა და კლუბებში კარგი დროის გატარება; ახლა, ეს განწყობა დაკარგულია. შეიძლება, ამაზე ცხოვრების ხარისხიც მოქმედებს. 20 წლის წინ, უფრო ჭირდა, უფრო მეტი შეზღუდვა იყო და ისინიც თავისუფლებას ღამის ცხოვრებაში პოულობდნენ. ახლა კი, პირიქითაა. მაშინ სიყვარულისა და შემწყნარებლობის კარგი გამოხატულება იყო. ჩემთვის, ელექტრონული მუსიკა სწორედ შემწყნარებლობასთან,
36
TBILISI SUMMER SET
ერთად ყოფნასთან და რაღაც ახლის ერთად აღმოჩენასთანაა დაკავშირებული. აქ ზედმეტია ეგო, ან ფული. ეს გართობაა, მხოლოდ - კარგი გაგებით გართობა. მაშინაც კი, როცა ხალხი დრაგებს იღებდა, ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ უფრო დიდ ხანს ეცეკვათ, ახლა კი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ უბრალოდ მოიწყინეს. როგორ ფიქრობ, რა გავლენას ახდენს შენი მუსიკა შენს მსმენელზე?
გააჩნია. თითოეული კომპოზიცია სხვადასხვა განზრახვითაა შექმნილი. ამიტომ მიყვარს მოგზაურობა, კითხვა, გამოფენებზე სიარული. კატალიზატორივით ვარ - ინფორმაცია გადის ჩემში, რომ შემდეგ მუსიკად გადაიქცეს. მუსიკას არც პოპულარობისთვის ვქმნი და არც ფულისთვის. მუსიკა უბრალოდ ენაა, რომლითაც ჩემს ემოციებს და გრძნობებს ვაჟღერებ. შთაგონების წყარო მართლაც ულევი უნდა იყოს, როცა ერთ საქმეს ოცი წელი აკეთებ და არასოდეს ეშვები...
შვილებმა დიდი გავლენა იქონიეს და მეც ყოველთვის ბავშვად ვრჩები. თუ დაუკვირდები, ბავშვები ძალიან სწორად ცხოვრობენ ყოველწუთიერად და სრულად აღიქვამენ სიცოცხლეს. ისინი იხსნებიან ყველაფრის წინაშე და ძალიან ცოტა რამის თუ ეშინიათ, შეიძლება მხოლოდ სიბნელის. მე ვარ 39 წლის ბავშვი და თავად მყავს ბავშვები, რომლებიც მასწავლიან გახსნილი გონებისა და გულის შენარჩუნებას. მატერიალური სამყარო არ მაინტერესებს. ხშირად ვხდები იმის მოწმე, თუ როგორ კარგავს ადამიანი ყველაფერს, რასაც ვაფასებ ცხოვრებაში, როგორც კი ის ცნობილი ხდება. ვაფასებ იმას, რომ ახლა შემიძლია აქ ვიყო, აქ ვიჯდე, დავუკრა პარა კლუბში, პატარა ქვყანაში. რამდენიმე დღის წინ, ნიკ ქეივის ფილმი ვნახე, სადაც ის ამბობს - დარჩი შენს დონეზე, დარჩი იქ, სადაც შეგიძლია იყო პროდუქტიული, დარჩი ასეთად მაშინაც კი, როცა მილიონობით ადამიანი აღტაცდება შენით, არ გაინძრე. ეს საოცნებო მდგომარეობაა. ადგილი, სადაც რჩები ადამიანად და შეგიძლია იყო შემოქმედი. როცა დიდ სახლში ხარ, ბევრი ფულიც გაქვს, მაშინ უკვე ზედმეტად დაცული ხარ.
38
TBILISI SUMMER SET
საქართველოში უკვე მეორედ ხარ და რადგან დაბრუნდი, ალბათ პირველ ჯერზე საკმაოდ მოიხიბლე აქაურობით. შეგიძლია გაგვიზიარო შენი შთაბეჭდილება ქართველი მსმენელის შესახებ და განსხვავდება თუ არა ის სხვა ქვეყნის მსმენელისგან?
ვფიქრობ, აქ ცივილიზაციის ევოლუციასთან გვაქვს საქმე. არსებობენ მოწინავე ცივილიზაციები და დღეისთვის, ისინი ალბათ ყველაზე მოსაწყენ ადგილს წარმოადგენენ შემსრულებლისთვის. სხვა ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ შენების პროცესში არიან, უპირისპირდებიან ცხოვრების სიდუხჭირეს, ფინანსურ პრობლემებს თითქოს უფრო მძაფრადაც აღიქვამენ სიცოცხლეს და უფრო მგრძნობიარეებიც არიან. აქ ხალხი ნაკლებადაა ჩაკეტილი თავიანთ თავში. ერთი სიტყვა უნდა ვთქვა, რომელიც ძალიან არ მიყვარს. ესაა - „სელფი“, ერთგვარი ეგოპორტრეტი, რომელიც ამბობს მხოლოდ - მე, ჩემთვის, ჩემზე. თუ ხალხი ასე გააგრძელებს მოქმედებას, მაშინ ეს დასასრული იქნება. ფიქრობენ, რომ დედამიწა უახლოვდება დასასრულს, მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ
- კაცობრიობა. დედამიწას ეშველება, ათასობით წელიც რომ გავიდეს და ჩვენ სულაც არ ვადარდებთ. ჩვენ მოგვიწევს განვითარება, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გავხდეთ უკეთესნი და უფრო ადამიანურნი, გავუფრთხილდეთ მეტად ერთმანეთს. ახლა კი, ყველაფერი პირიქით ხდება. უკვე იმაზე მეტი დავაშავეთ, ვიდრე პლანეტას შეუძლია აიტანოს კაცობრიობისგან და ამაზე არც ვღელავთ. მოგზაურობისას, ხშირად ვხედავ თუ როგორ ვეპოტინებით ისეთ საგნებს რაც სინამდვილეში საერთოდ არ გვჭირდება. არ გვჭირდება მოგზაურობა, არ გვჭირდება არანაირი ფუფუნება. ნიუ იორკში ან ტოკიოში ყოფნისას, ვგიჟდები, როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი ცხოვრობდეს ასეთ პატარა ტერიტორიაზე. რამე რომ მოხდეს, მაშინ ყველაფერი ძალიან სწრაფად და ძალიან ცუდად დამთავრდება. წავიკითხე ერთი წიგნი „Tipping Point“ (გარდამტეხი წერტილი), რომელშიც ნათქვამია, რომ უპირველესი, რაც
ადამიანმა უნდა გააკეთოს, ესაა გაიგოს სადა არის გარდამტეხი წერტილი. შეგიძლია მოვლენების აღქმა რაღაც ეტაპამდე, მაგრამ მათ შედეგებს წინასწარ ვერ განსაზღვრავ. შედეგები კი იმდენად დიდი იქნება, რომ კაცობრიობა ვერ შეძლებს მათთან გამკლავებას. იქნებ ადამიანები თავიანთი ნამდვილი მოწოდების მეტად ერთგულნი უნდა დარჩნენ და აღარც ექნებათ „სელფი“-ს გადაღების მოთხოვნილება, რადგან როცა რაღაც ძალიან გიყვარს, ამისთვის დროის დათმობაც დაგენანება.
ადამიანებმა მოიწყინეს. თავიანთი თავი მობეზრდათ და ესაა უპირველესი პრობლემა. ასევე - უმეცრება... ადამიანები მიდიან სკოლაში, სწავლობენ რა არის რელიგია, ისტორია, საიდან რა პრობლემა წარმოიშვა და რატომ. იქნებ ასე მაინც დაჭკვიანდნენ და მოახერხონ უფრო გლობალურად შეხედონ ყველაფერს. შენმა გარემომ როგორ იმოქმედა შენზე როცა იზრდებოდი? 70-ების შვილი ვარ. ჩვენ ალბათ სულ სხვა სამყაროს ვეკუთვნით, უფრო ძველს, რომელიც ნელ-ნელა ქრება. ერთმანეთს მეტად ვესაუბრებოდით, მეტი ურთიერთობა გვქონდა. ახლა ტექნოლოგია გვაქვს, რომელთანაც უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. მადლიერი ვარ დედაჩემის, რომელმაც მომანიჭა არჩევანის თავისუფლება და გამაცნო ხელოვნების სხვადასხვა დარგები. ვფიქრობ, არჩევანის ქონა თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. არ მინდა თავს დაცულად ვგრძნობდე, არ მინდა რომელიმე ორგანიზაცია ან რელიგია მეუბნებოდეს
40
TBILISI SUMMER SET
42
TBILISI SUMMER SET
რა უნდა ვაკეთო, როდის გავიღვიძო ან როდის ვიმუშაო, რაც არაა უსაფრთხო, მაგრამ მხოლოდ ასე შემიძლია ვიყო თავისუფალი. მოდი, დავუბრუნდეთ მუსიკას. რას უნდა მოელოდოს მსმენელი რიპერტონისგან უახლოეს მომავალში?
ყოველთვის ვმუშაობ და ყოველთვის მაქვს მასალა გამოსაცემად. სულ ახლახანს, შევიცვალე სტუდია. უფრო მეტად მინდა მოვსინჯო ემბიენსი და მეტი ექსპერიმენტებიც ჩავატარო. მომავალი წლისთვის ბევრ ცვლილებას ველოდები. უკვე ორი ალბომი გავაკეთე, რომლებზეც თითქმის არ დამიხარჯავს დრო. ვნახოთ, რა იქნება. ამჟამად რას უსმენ? ძალიან მომწონს მომღერალი Grouper,
მართლა კარგ მუსიკას აკეთებს. საოცარი დისკოგრაფია აქვს. ნამდვილად გირჩევთ მის მოსმენას.
44
TBILISI SUMMER SET
MATTHEW DEKAY meTiu d. kerxofi
46
TBILISI SUMMER SET
ნინო კაკიაშვილი - გამარჯობა მეთიუ, მშვენივრად გამოიყურები!
მეთიუ დიქეი - მადლობა! არ
ვეწევი და ძალიან ცოტას ვსვამ. ყოველთვის საინტერესოა, როგორ იბადება გატაცება ნებიმიერი სახის შემოქმდებით, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ აძლევს სტიმულს ადამიანს. როგორ მოხდა შენს შემთხვევაში?
უცნაურია, მაგრამ ბავშვობიდან მუსიკის გარდა არაფერი არ მაინტერესებდა. ალბათ ეს იმანაც განაპირობა, რომ მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. ჩემი პირველი მოგონებაც ამასთანაა დაკავშირებული, როგორ ვიჯექი პიანინოსთან ჩვენს სახლში, ცნობისმოყვარეობით სავსე თუ რა ხმას გამოსცემდა თითოეული
კლავიში. ალბათ, სწორედ ამ დროს დაიქოქა ეს ძრავიც, რომელმაც მომიყვანა აქამდე. მუსიკა იყო და დღემდე რჩება ჩემი ცხოვრების აზრად. როდის გაგიჩნდა ელექტრონული მუსიკისადმი ინტერესი და როგორ განვითარდა ის?
მამა სულ რაღაც დანადგარებს და კლავიშებს უკირკიტებდა. ხშირად დავყავდი სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკის კონფერენციებზე, სადაც ეწყობოდა ახალი ინსტრუმენტებისა და ციფრული სინთეზატორების პრეზენტაცია. ამ გამოცდილებამ სულ გამაგიჟა, მით უმეტეს, რომ იმ დროისთვის, მხოლოდ პიანინოს ვირტუოზობას აღარ ვჯერდებოდი. ელექტრონული მუსიკა გახდა შანსი გამერღვია კლასიკის საზღვრები და დამეწყო საკუთარი სტილის იმპროვიზაცია. ელექტრონული მუსიკა თავის თავში მოიცავს სხვადასხვა სტილის არჩევანს, რაც დიდ თავისუფლებას გაძლევს...
ასეა... ელექტრონული მუსიკა გავს ჰარდ როკს და ბალადას ერთდროულად - ორ ურთიერთსაპირისპირო ფენომენს. ჩემთვის, მასში მხოლოდ ერთი მხარეა წარმოჩენილი, მუსიკის ენერგიული ასპექტი. მე კი მინდა, რომ სხვა, უფრო ჯაზური თუ ბალადური მხარეც
48
TBILISI SUMMER SET
წარმოჩინდეს, რომელსაც სულ სხვა დანიშნულება ექნება. ყოველთვის არსებობს გამონაკლისი და ამის კარგი მაგალითი იქნებოდა ის, რაც ცოტა ხნის წინ რუმინელ დიჯეებთან - Raresh და Rhadoo-სთან ვნახე. ძალიან საინტერესოდ უკრავდნენ. მხოლოდ
ერთი კომპოზიცია კი არ ახურებდა დარბაზს, არამედ მთელ სეტს, სადღაც სხვაგან გადაჰყავდი. ეს უფრო ხელოვნებაა, ვიდრე უბრალოდ ისეთი კომპოზიციების დიჯეობა, რომლებიც ხალხს მოსწონს. სინამდვილეში, დიჯეის ხელოვნება კომპოზიციების ისეთი შეკვრაა, რომ შესაძლებელი ხდება, რაღაც სრულიად ახალი ენერგიის დაბადება. მინდა, რომ უფრო მეტად განვითარდეს მსგავსი მიდგომა და მოვუწოდო კიდეც კლუბის მეპატრონეებს და პრომოუტერებს მეტი ყურადღება მიაქციონ ამ ასპექტს, თუნდაც ეწვიონ ერთ-ერთ ჩვენს ღონისძიებას All Day I Dream-ს ნიუიორკში, ან ლოს ანჯელესში და განიცადონ რაღაც განსხვავებული. შენი გადმოსახედიდან, როგორ იცვლებოდა დიჯეობის ფენომენი წლების მანძილზე?
ადრე, ინდუსტრიას ჰყავდა შუამავლები, რომლებიც არჩევდნენ იმას, რასაც ხალხი მოისმენდა. დღეს კი, სოციალური მედია წყვეტს ვინ გახდება ცნობილი.
მთელი ინდუსტრია თითქოს იქცა სისტემად, რომელსაც სურს მხოლოდ ის წარმოადგინოს, რაც მასას მოეწონება და არა ის, რომ შეინარჩუნოს ხელოვნება. კიდევ ერთი ასპექტია დაკავშირებული იმ დიჯეებთან, რომლებიც წლების მანძილზე მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო. გადატვირთული განრიგის გამო, უმეტესს მათგანს დრო არ რჩებათ დახვეწონ პერფორმანსი ან ზოგადად, მათი შემოქმედება. პირადად ჩემთვის, დიჯეობა ერთგვარი მოგზაურობაა, სადაც მუსიკოსს მსმენელი თავის სამყაროში გადაჰყავს. რა თქმა უნდა, არის იმის რისკი, რომ ხალხი არ წამოგყვება. ერთგვარი გამოწვევაა, მაგრამ რაც უფრო რთულია, მით უფრო საინტერესო და ხელოვანის ზრდასაც მეტად უწყობს ხელს. ამ საღამოს, შენი მსმენელის ნაწილი ვიყავი. შენს მუსიკას რაღაც განსაკუთრებული ჰიპნოტური ეფექტი ჰქონდა, რომელსაც წითელი განათება კიდევ უფრო ამძაფრებდა.
წითელი განათება საგანგებოდ მოვითხოვე სწორედ ამ ერთადერთი მიზნისთვის გამეზარდა ჰიპნოტური მდგომარეობა. მომწონს იმ მდგომარეობაში შესვლა, როდესაც შესაძლებელია სადღაც სხვაგან გადანაცვლება,
50
TBILISI SUMMER SET
ამ დროს ენერგიას არათუ ვუმატებ, არამედ თითქოს პირიქით, ჯერ ვაკლებ, შემდეგ კი ისევ საწყის დონემდე ვაბრუნებ. ვცდილობ მივაგნო მუდმივობას, მოვიწვიო ადამიანები შინაგან მოგზაურობაში და ეს ყველაფერი სასურველია დახუჭული თვალებით. ზოგჯერ, როცა თვალებს ახელენ, ჩვენი მზერა იკვეთება და თითქოს ერთმანეთს ვეუბნებით, ყველაფერი რიგზეა. ეს ჩემთვის ადრენალინისა და დიდი ენერგიის წყაროა. ძალიან მომეწონა მსმენელი დღეს. ადგილიც ფანტასტიურია. მხოლოდ ერთი რჩევა მექნებოდა პრომოუტერებთან და ორგანიზატორებთან - შემსრულებელი და მსმენელი უფრო ახლოს მიიყვანონ ერთმანეთთან, ერთ სიმაღლეზე დატოვონ და ნუ გააცალკევებენ მათ რაიმე სცენით ან ფიზიკური ბარიერებით; შეცვალონ სცენური გარემო იმ მხრივ, რომ ხალხს ემოციური კონტაქტის დამყარება შეეძლოს მუსიკასთან და არა მხოლოდ ენერგიულის. გამიხარდება, თუ ისევ დავბრუნდები აქ და იმედია, შემდეგ ჯერზე უფრო დავუახლოვდები აქაურ მსმენელს. ყველაზე მეტად მსოფლიოს რომელი კლუბური სცენით მოიხიბლე?
ძალიან ლამაზი ადგილებია ევროპაში, განსაკუთრებით ბერლინში. თუმცა, არჩევანს რუმინულზე შევაჩერებდი. ის დახვეწილია, ხალხს ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს, გონება-გახსნილნი არიან, სიყვარულით სავსენი და რაც ყველაზე მთავარია – მუსიკით შეპყრობილნი. ასევე, გამოვარჩევდი ნიუ იორკსა
და ლოს ანჯელესში ცნობილ პროექტს All Day I
Dream, რომელსაც სრულიად განსხვავებული წყობა აქვს, საუკეთესო ხმის სისტემა, მომხიბვლელი
დეკორაციები, ძალიან თბილი გარემო და თან, ის მხოლოდ დღის განმავლობაში ტარდება. ამ გარემოდან ბევრი რამ ვისწავლე და ვცდილობ, სადაც არ უნდა წავიდე იგივე მუხტი გავაზიარო. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უკვე შეინიშნება მსგავსი დამოკიდებულება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩატარებულ Outline ფესტივალზე მოსკოვში, რომელზეც ბევრმა მეგობარმა მითხრა, რომ ეს საუკეთესო ღონისძიება იყო მათ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ბევრს მოგზაურობ. როგორ ეგუები შენი სამუშაოს ამ ნაწილს?
სინამდვილეში, საერთოდ არ მიყვარს მოგზაურობა. ყოველ სამსახურს თავისი საფასური აქვს. თუმცა, მუსიკისადმი ჩემი სიყვარული ამასაც ანეიტრალებს. თვითონ მუსიკას ჩემთვის სამუშაოდ ვერც ჩავთვლი - ეს საყვარელი საქმის კეთების დროს გართობა უფროა. სამსახურს კი მხოლოდ მგზავრობას ვუწოდებდი.
52
TBILISI SUMMER SET
თუმცა ხანგრძლივი გადაფრენები შეიძლება კარგიც იყოს, საკუთარი თავისთვის დროის გამოსაყოფად.
ასეცაა. ამ დროს, ვცდილობ ვისწავლო, მუსიკაზე ვიფიქრო ან ვწერო ახალი იდეების შესახებ. ერთ დღეს, ალბათ, ჩემი ჩანაწერების კრებულსაც გამოვცემ. მოკლედ, მინდა ეს დრო აქტიურად გამოვიყენო ხოლმე. უარყოფითი მხარე ბიუროკრატიულ პროცედურებსა და აკლიმატიზაციაშია. როდესაც 5 დრის მანძილზე გადაბმულად მოგზაურობ, უძილობა და სტრესი მაინც თავის კვალს გატყობს. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გამოხვიდე და შეინარჩუნო განწყობა. მსმენელს არ აინტერესებს რამდენად გადაღლილი ხარ, მას შენგან მხოლოდ საუკეთესო სჭირდება და საუკეთესოსაც იმსახურებს. როგორი იქნებოდა შენი ოცნების სცენარი? და რა მუსიკას მოუსმენდი ყოველდღიურად?
ძალიან ბევრ სხვადასხვა მუსიკას მოვუსმენდი. მე უფრო კლასიკური წარსულიდან მოვდივარ,
54
TBILISI SUMMER SET
მაგრამ ძალიან მაინტერესებს ჯაზი, ემბიენსი. საოცნებო სცენარს რაც შეეხება - მგონი ვხვდები, რომ უკვე ოცნებაში ვცხოვრობ. მეტი დროის გატარება რომ შემეძლოს ჩემს სტუდიაში, უფრო ახლოს ვიქნებოდი ოცნების სცენართან. ყველაფერი ბალანსია ცხოვრებაში და ალბათ ყოველთვის ვერ გააკეთებ იმას, რაც გინდა. ზოგადად კი, ეს ყველაფერი უკვე ახდენილი ოცნებაა. ძალიან ვაფასებ და მადლობელი ვარ ყველაფრის რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება და იმ ადამიანების, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდში იდგნენ. გამიმართლა... როცა 16 წლის ვიყავი, 21 წლის წინ, ჩემს პირველ კონტრაქტზე მოვაწერე ხელი და დავიწყე მუსიკაზე მუშაობა. იმის შემდეგ არც შემიწყვიტავს და ძალიან მაგარი იქნება თუ შემდეგი 20 წელიც ასე გავაგრძელებ. ყოველ შემთხვევაში, გაჩერებას არ ვაპირებ.
56
TBILISI SUMMER SET
AGORIA სებასტიან დევო
58
TBILISI SUMMER SET
ნინო კაკიაშვილი - მხოლოდ ორიოდე წუთი გვაქვს ინტერვიუსთვის. რას გადასცემდი ქართველ მკითხველს?
აგორია - სიამოვნებით
ვთანამშრომლობ სხვადასხვა ხელოვანთან, მუსიკის, მხატვრობის, კინოს, დიზაინისა თუ მოდის სფეროში. თუ გაგიჩნდებათ რაიმე სახის შემოთავაზება, ძალიან ბედნიერი ვიქნები შევქმნა რაიმე განსაკუთრებული თქვენთან ერთად, რადგან მომწონს ჩემი დროის გაზიარება ხელოვან ადამიანებთან მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ყველა მიცნობს, როგორც ძალიან მრავალფეროვან ადამიანს, რადგან გამიკეთებია მუსიკა კინოსთვის, ფოტოგრაფებისთვის.
მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ვითანამშრომლე ერთ კონცეპტუალურ მხატვართან Philippe Parreno, რომელმაც თავისი პირველი დიდი გამოფენა მოაწყო New York’s Park Avenue Armory -ში.
ვითანამშრომლე ლონდონის Tate Galleryსთანაც. ყველაფერი საბოლოო ჯამში ურთიერთობებზე და შეხვედრებზეა დამოკიდებული. ასე რომ, თუ საქართველოში არის ვინმე შემომქმედი ადამიანი, რომელსაც გაუჩნდება ერთად მუშაობის სურვილი, ძალიან მოხარული ვიქნები. მარტივია ყველაფერი. თუ სწორი კავშირი შედგა და ორივე ჩვენგანი შევეწყობით ჩვენ-ჩვენი ხელოვნებით, ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ. რამდენად განსხვავდება შენი მსმენელი მსოფლიოს გარშემო?
ელექტრონული მუსიკის დადებითი მხარე ისაა, რომ არ არსებობს ენის ბარიერი. აფრიკაში იქნება ეს, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში თუ ევროპაში, მუსიკა ყველგან სასიამოვნოა. არაა საჭირო ტექსტის გაგება და შესაბამისად ელექტრონული მუსიკა
60
TBILISI SUMMER SET
უნივერსალურ ფენომენად იქცევა. განსხვავდება თვითონ გამოსვლის მანერა სხვადასხვა ქვეყანაში. მომწონს აღმოსავლეთ ევროპა, რადგან იქ სწორი და ძალიან სუფთა ენერგია მხვდება. უბედნიერესი ვარ საქართველოში ჩამოსვლითაც. და ამ საღამოს შემდეგ, კიდევ ბევრჯერ ვისურვებდი აქ დაბრუნებას. პირველად იაპონიასა და სამხრეთ აფრიკაში რომ ჩავედი, იგივე შეგრძნებები დამეუფლა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სწორედ ისეთ ადგილებში დაკვრა, სადაც ასეთი ენერგია ტრიალებს. დღეს, აქ თავისუფლება ტრიალებდა. თუმცა, მომეჩვენა, რომ ხმა ზედმეტად მაღალია დინამიკებში. ევროპაში ასეთ ხმამაღალ მუსიკას ვერ მოუსმენდნენ. ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ მაინც კარგი შეგრძნებაა, როცა თვალებს ხუჭავ და რიტმებს საკუთარი სხეულითაც გრძნობ. აუცილებლად დავბრუნდები! გაგვიხარდება ისევ შენი ნახვა! რომელი ახალი მუსიკოსის მოსმენას გვირჩევდი?
ძალიან ბევრია. რთულია ამორჩევა, რადგან ყოველ კვირას ათასობით კომპოზიციას ვიღებ მოსასმენად. თუმცა, სულ ახლახანს მივიღე ერთი საოცარი ნამუშევარი & me-გან. მისი Woods ზაფხულის
ჰიტად იქცევა. ყველას ძალიან მოსწონს, ყველგან!
62
TBILISI SUMMER SET
64
TBILISI SUMMER SET
HUNGRY MUSIC ვorakls ~ კevin რodrigesი ენ’to ~ ეntonი ფavierი ჯoaკim პastorი
66
TBILISI SUMMER SET
ნინო კაკიაშვილი - როგორ ხართ, როგორ მიდის საქმეები წელს თქვენთვის? ენ’ტო - ეს წელი
განსაკუთრებით დატვირთულია, რადგან ყველაფერთან ერთად, ჩვენს ახალ ლეიბლს Hungry Music-საც წარმოვადგენთ. ბევრ პროექტზე ვმუშაობთ
როგორც ერთად, ისე ცალცალკე. ზაფხულის ბოლოსთვის, ჩვენი ფრანგული ტურის მეორე ნაწილსაც დავიწყებთ. წელი მართლაც დახუნძლულია, მაგრამ ძალიან გვიხარია აქ, საქართველოშიც რომ ამოვყავით თავი. ჯოაკიმი - ერთხელ ნამყოფი
ვარ აქ და საოცარი ადგილია. ბიჭებსაც მოვუყევი და ყველას გაგვიხარდა აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა რომ მოგვეცა.
ჯოაკიმ, რა შთაბეჭდილებები მიიღე ბოლო ჩამოსვლაზე და როგორი მოლოდინი გაქვთ თითოეულ თქვენგანს ამ საღამოდან?
ჯოაკიმი - მაშინ მთაწმინდაზე დავუკარი, Under the Wheel საოცარი იყო როგორც ხალხი, ისე ადგილი, ფანტატიური ხედით. წარმოდგენაც არ მქონდა, რა დამხვდებოდა, მაგრამ აქ გატარებული ოთხი დღიდან უამრავი კარგი მოგონება დამრჩა. ვორაკლსი - მე და ენტო პირველად ვართ საქართველოში. წინასწარ ვერასდროს
განვსაზღვრავთ რა დაგვხვდება ჩვენთვის ახალ ქვეყანაში. თუმცა, ყოველთვის დიდი ბედნიერებაა ახალი კულტურის, ახალი ადამიანების გაცნობა. ჯერჯერობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთმანეთის მიყოლებით გამოვდივართ და ძალიან სასიამოვნო იქნება ამ ღამის დახურვა კარგ საზოგადოებასთან ერთად. ენ’ტო - ახალი ქვეყანა ყოველთვის სურპრიზია.
ძალიან მომწონს ეს ადგილი და დარწმუნებული ვარ, რომ საღამოც ფანტასტიურად ჩაივლის. ვნახოთ, რა იქნება.
68
TBILISI SUMMER SET
როგორ ჩამოყალიბდა თქვენი ლეიბლი? ენ’ტო - დაახლოებით ხუთი წლის წინ აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. ყველა ჩვენ-ჩვენს მუსიკას ვაკეთებით, თუმცა სამივეს ელექტრონული მუსიკის სიყვარული გვაერთიანებდა და ზოგადად ერთ ტალღაზე ვიყავით. ჯოაკიმი - ენ’ტო და ვორაკლსი უკვე იცნობდნენ ერთმანეთს, როდესაც მათ ერთ-ერთ კლუბში
შევხვდი. მალევე შევიყარეთ ერთად და დავიწყეთ საერთო ლეიბლზე მუშაობა. ძალიან სწრაფად წავიწიეთ წინ. ლეიბლის წარდგენას დიდი წარმატება მოყვა, ბილეთების სრული ამოყიდვით, საოცარი საზოგადოების შეკრებით, რომელიც საგანგებოდ ჩვენი მუსიკის მოსასმენად მოდიოდა. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ მსმენელი უკვე გიცნობს, უსმენს შენს შემოქმედებას და უბრალოდ კარგ დროს ატარებს შენთან ერთად. ვორაკლსი - წარმატება ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ლეიბლის მთავარი იდეაა გააერთიანოს სამი სხვადასხვა სამყარო, რომლებიც სრულყოფილად ერწყმიან ერთმანეთს. ჩვენი ჯგუფის განსაკუთრებულობაც ამ სინთეზშია. ჩვენს შემოქმედებას ვერ მოვაქცევდით რომელიმე
სტილში, რადგან ელექტრონული მუსიკის არც ერთ განხრაში არ ჯდება. ეს არ არის არც დიფ-ჰაუსი, არც ტექნო, არც ჰაუსი... რაღაც ეკლექტური გამოდის და იმდენად ბევრი გავლენის წყაროა, რომ უკვე ცდება ელექტრონულ მუსიკასაც. ბევრი მელოდიაა და შეიძლება განისაზღვროს როგორც სოულელექტრო მუსიკაც. რამ შეუწყო ხელი თქვენს მუსიკოსებად ჩამოყალიბებას?
ენ’ტო - მუსიკა ბავშვობიდან გვიტაცებს. ჩემთვის პირადად, ყველაფერი დაიწყო იქიდან, როცა
გიტარაზე დაკვრა ვისწავლე, დაახლოებით ათი წლის ასაკში, რის შემდეგაც მომინდა უფრო და უფრო მეტი აღმომეჩინა მუსიკაში. წარსულში ძირითადად როკს და ჰიპ-ჰოპს ვუსმენდი, რაც მეგობრების გავლენა იყო. ახლა, ყველა სახის მუსიკა მომწონს - კლასიკა, ჯაზი, რეგი, სოული, ჰიპ-ჰოპი, როკი და ჰევი მეტალიც კი - გააჩნია განწყობას. ჯოაკიმი - 4 წლის ვიყავი, როცა მუსიკას
მაზიარეს. მუსიკალურ სასწავლებელში 10 წელი ვსწავლობდი სხვადასხვა ინსტრუმენტებზე
70
TBILISI SUMMER SET
დაკვრას. ყველა ჟანრი მომწონდა, კლასიკიდან დაწყებული, ჯაზით, თუ როკით დამთავრებული. მომწონს Vivaldi, Queen, Sonata Arctica
ჰევი მეტალიდან, Nightwish და ასე შემდეგ.
სამივეს სხვადასხვა გემოვნება გვაქვს. ალბათ ამიტომ გამოგვდის ასეთი მუსიკაც - მელოდია ერთი ჟანრიდან, ენერგია - მეორედან და ეს ყველაფერი გაერთიანებული ელექტრონულ მუსიკასთან. ვორაკლსი - რაც თავი მახსოვს ყოველთვის ვუკრავდი. თავიდან კლასიკურ პიანინოზე
ვსწავლობდი დაკვრას, სამი წლის ასაკიდან. მოზრდილ ასაკში დავიწყე ექსპერიმენტები როკზე, ჯაზზე, ბოსა ნოვაზე... ელექტრონული მუსიკა შემიყვარდა მისი ამოუწურავი შესაძლებლობების გამო. შედეგად, გავანებე თავი ეკონომიკის სწავლას და მთელი დრო მუსიკას დავუთმე. ინტერნეტმა უამრავი შესაძლებლობა გააჩინა, მაგრამ, ამავდროულად, უფრო რთული გახადა მსმენელის დაინტერესება ერთი კონკრეტული ალბომით ან ტრეკით. როგორ განსაზღვრავდით თქვენს გამოწვევებს ამ მხრივ?
ენ’ტო - დღესდღეობით, მუსიკის შექმნის ყველაზე ჭკვიანური გზა იქნებოდა
მრავალფეროვნებაზე აქცენტის გაკეთება. თუ რიტმული მუსიკა უფრო გიზიდავს, ალბათ უფრო მეტად დაგაინტერესებს ფილმების ან ვიდეო-თამაშების საუნდტრეკებზე მუშაობა, სხვა შემომქმედებთან კოლაბორაცია. მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ვორაკლსი - მუსიკოსისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, როდესაც საზოგადოება მას უკვე ერთი სახეობის მუსიკაში იცნობს და ის ცდილობს, რომ რაღაც ახალი წარმოადგინოს. რთულია სიახლეების აღმოჩენა და საკუთარი სამყაროს გაფართოება. როგორც წესი, როცა მუსიკის კეთებას იწყებ და მასში მთელ შენს სულს აქსოვ, დასრულების შემდეგ შეიძლება გამოცარიელებულადაც იგრძნო თავი და შეუძლებელი ხდება საკუთარ თავს კიდევ გამოსტყუო რამე დამატებით. შესაბამისად, სწორედ შენი შინაგანი სამყაროს გაღრმავებაა ყველაზე დიდი გამოწვევა. უნდა იფიქრო შენს თავზე და შენს შესაძლებლობებზე და პარალელურად, განუწყვეტლივ უნდა ეძიო და შეიგრძნო სიახლეები.
72
TBILISI SUMMER SET
ჯოაკიმი - ასეა და ამასთან, ბოლომდე
ერთგული უნდა დარჩე საკუთარ თავთან, რადგან დღესდღეობით, მუსიკა ძალიან სწრაფად ვითარდება, ადვილია, მოექცე ხალხის გემოვნების გავლენის ქვეშ. გამოწვევაა ყოველთვის აკეთებდე იმას, რაც შენ მოგწონს და არ აქვს მნიშვნელობა გამოვა თუ არა, უბრალოდ ყოველთვის უნდა მიჰყვე შინაგანი მუსიკის ხმას. და მაინც, როგორ უნდა გააწონასწორო საზოგადოების მოლოდინი და თქვენი სურვილი – შესთავაზოთ მას რაღაც სრულიად განსხვავებული?
ჯოაკიმი - დარწმუნებული ვარ, თუ მართლა მოგწონს ის რასაც აკეთებ და მისი შედეგი, მაშინ აუცილებლად გამოჩნდება მისი მსმენელიც. შემოქმედმა ამაზე არ უნდა იღელვოს. ვერაფერში ვერ იქნები იმაზე კარგი პროფესიონალი, ვიდრე იმ საქმეში, რომლის კეთებაც მოგწონს. მუსიკა უნივერსალურია და ვფიქრობ, ნებისმიერ ჟანრში, რომც არ მოგწონდეს ეს სტილი თავიდან, დიდი შემომქმედის აღმოჩენისას, ის აუცილებლად
მოგეწონება. ნამდვილ ხელოვანს შეუძლია თავის სამყაროში გაგიტაცოს. საკუთარი თავისა და შემოქმედების ერთგულება და შემდეგ მისი საზოგადოებისთვის შეთავაზება რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა რაღაც ღირებულის შესაქმნელად. როგორ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი თქვენთვის კულისებს მიღმა? ვორაკლსი - ჩვენ ცალ-ცალკე ვმუშაობთ და შემდეგ საბოლოო შტრიხების განსაზღვრაში
ვეხმარებით ერთმანეთს. ხშირად ვხვდებით ერთმანეთს ლეიბლის საკითხებზე და ერთად მხოლოდ ამაზე გვიწევს მუშაობა. სხვა მხრივ კი, სამ სხვადასხვა პროექტს ვაკეთებთ. გიწევთ ერთმანეთის წაქეზება, როცა რომელიმე ზარმაცობს? ენ’ტო - არც ისე, მაგრამ თუ რომელიმე ეტაპზე გავიჭედებით, ერთმანეთს იდეებით ვეხმარებით ან სხვა გამოსავალს ვეძებთ.
ბანალური შედარებაა - თქვენც „ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის“ ხართ... ვორაკლსი - სიმართლე გითხრა, ჩვენს გუნდსაც დაახლოებით იგივე იდეა ამოძრავებს,
ფორმულით - 1+1=3, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთნაირი კომპონენტების სინერგია ჯამში ერთი ერთეულით მეტს იძლევა. ამას გარდა, რადგან ჩვენს საყვარელ საქმეს ვაკეთებთ და სამივეს გვიყვარს მუსიკა, არც ვზარმაცობთ. როცა ძალიან გიყვარს შენი საქმე, ის უკვე სამსახურადაც არ ითვლება. შეიძლება, ხანდახან დამღლელი იყოს პერფორმანსების შემდეგ სახლში დაბრუნება და პროდუქტიულობის შენარჩუნება, მაგრამ ამის გარეშე ორ დღესაც ვერ გავტანთ.
74
TBILISI SUMMER SET
ბევრ ქვეყანაში მოგიწიათ გამოსვლა, უამრავ კულტურას და საზოგადოებას გაეცანით. რომელიმეს თუ გამოყოფდით, როგორც განსაკუთრებული მოგონებების აღმძვრელს ან თუნდაც როგორც შთაგონების წყაროდ?
ჯოაკიმი - დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ღონისძიების შინაარსს. ბევრი სურპრიზი
გვქონია - ველოდებოდით ცივ დახვედრას, მაგრამ მივიღეთ საოცრად თბილი და ექსპრესიული გარემო. ხალხის განწყობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - ადგილი, დრო, ამინდი... განსაკუთრებულ მოგონებებს რაც შეეხება, ძალიან ბევრია. ბოლო დროიდან ალბათ ჩვენი ლეიბლის ტურს გამოვყოფდი საფრანგეთში. ჩემთვის პირადად კი დაუვიწყარი იქნება კანადის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალზე გამოსვლა, სადაც კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ სრული სიგიჟე იყო. ენ’ტო - რთულია გამოარჩიო რომელიმე, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ის ხალხიც, რომელიც
სტერეოტიპულად ნაკლებად კომუნიკაბელურად მიიჩნევა, ძალიან თბილ გარემოს ქმნის საბოლოო ჯამში. საუკეთესო მოგონებები კი
76
TBILISI SUMMER SET
მეც კანადიდან მომყვება, ასევე გამოვარჩევდი საფრანგეთს და ჰოლანდიას. ვორაკლსი - როგორც ამბობენ, წესები
არ არსებობს და არც შევეცდებოდი იმის განსაზღვრას ვინ როგორია, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი არა დანიშნულების ადგილი, არამედ თვითონ მოგზაურობაა. გაგვიმართლა, რომ გვაქვს შესაძლებლობა ყოველ კვირეულად ახალ-ახალი ქვეყანა მოვინახულოთ. განსაკუთრებული ბედნიერებაა, როცა სამივე ერთად ვართ. თუ გრძნობთ სხვადასხვა კულტურის გავლენას თქვენს შემოქმედებაზე, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ რაღაც დროით მაინც ახერხებთ
უცხო ქვეყანაში დარჩენას და მის უკეთ გაცნობას? ვორაკლსი - ზოგჯერ კი. ბოლოს მსგავსი რამ ორი თვის წინ ვიგრძენი, სამხრეთ აფრიკაში ყოფნის დროს. ძალიან განსხვავებული გამოცდილება მივიღეთ. ზოგადად კი, იმის მიუხედავად, გვაქვს ქვეყნის მონახულების დრო თუ არა, მოგზაურობა მაინც დიდ გავლენას
ახდენს უამრავი ახალი განცდითა თუ დადებითი ემოციებით. სამომავლო გეგმები? ჯოაკიმი - სამივე სხვადასხვა ფესტივალებზე გამოვდივართ, ერთად ან, ცალ-ცალკე.
ზაფხულის ბოლოსთვის, საფრანგეთის ტურის მეორე ნაწილს მოვაწყობთ. ასევე, მარსელში გამოვალთ - We Art ფესტივალზე, რომელიც
ძალიან დიდი უნდა იყოს. თითოეულს ჩვენ-ჩვენი პროექტებიც გვაქვს. მაგალითად, ვორაკლსი ახლა ძალიან ბევრს მუშაობს საუნდტრეკებზე, ენ’ტო - სხვადასხვა შემსრულებლის პროდიუსინგზე, მე კი - რეპერებთან და პოპ-მუსიკოსებთან ერთად ახალ ალბომზე. რამდენიმე თვეში, ვაპირებთ ძალიან კარგი მუსიკოსების - Boris Brejcha და Olivier
Koletzki-ს რემიქსების გამოშვებას და ვფიქრობ, გამორჩეული ნაკრები გამოვა.
ვორაკლსი - ერთად რამდენიმე სხვადასხვა
პროექტზე ვმუშაობთ. ამის გარდა, ერთი ვიდეოთამაშისთვის, რომლის სახელსაც ჯერ ვერ გაგანდობთ ვასრულებ საუნდტრეკს. თამაშის წარდგენა სულ მალე მოხდება აშშ-ში. ვმუშაობ
78
TBILISI SUMMER SET
იგივე სახელწოდების (ვორაკლსი) ბენდზეც, რომელშიც შევა ალტი, ვიოლინო, გიტარა და ჩელო. მე პიანინოს და ელექტრონულ ნაწილს შევითავსებ. სცენაზე ხუთნი ვიქნებით და შევეცდებით ორგანული მუსიკის შერწყმას ელექტრონულ გარემოში. რთულია შეინარჩუნო ელექტრონული მუსიკის ენერგია რეალურ ინსტრუმენტებთან ერთად და ამავდროულად, ჩემი ორიგინალი კომპოზიციების ემოცია. ყოველთვის ვცდილობთ, სანამ ერთი პროექტი მორჩება, რამე ახალზე დავიწყოთ მუშაობა. როგორც ჯოაკიმმა თქვა, ვაგრძელებთ ტურს ლეიბლის წარსადგენად. ამჯერად, საფრანგეთის ყველაზე პატარა ქალაქებსაც ვესტუმრებით და ერთად ვიზეიმებთ ჩვენი არსებობის პირველ წელს. ენ’ტო - Hungry Music-ის პროექტი ერთ-
ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი ახალი კომპოზიცია ლეიბლისთვის სულ რაღაც სამი დღის წინ გამოვიდა, სახელწოდებით Simple as Fuck. პირადად კი, ვმუშაობ ახალ ალბომსა და ცოცხალ შესრულებაზე ჩემს ერთ-ერთ მუსიკოს
80
TBILISI SUMMER SET
მეგობართან ერთად, რომელიც ისეთ დასარტყამებზე დაუკრავს, როგორიცაა მარიმბა და ვიბრაფონი. რას უსმენთ ამჟამად? ვორაკლსი - ბოლო ორი წელია
მხოლოდ ფილმების საუნდტრეკებს ვუსმენ. გამორჩეულად მომწონს Hans Zimmer, Danny Elfman და John
Williams. გირჩევთ Hans Zimmer-ს
მოუსმინოთ, თუ ჯერ არ აღმოგიჩენიათ. ენ’ტო - მე კი ფრანგული როკ-პოპ
ჯგუფის Revolver-ის მოსმენას გირჩევთ. ჩემთვის ისინი თანამედროვე Beatles ტოლფასია, ფანტასტიურები არიან.
ჯოაკიმი - ძნელია გამორჩევა, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ Röyksopp-ს გირჩევდით - ელექტრონული და
პოპ მუსიკის ნაზავით. სამი წლის წინ აღმოვაჩინე და მაშინვე შემიყვარდა.
82
TBILISI SUMMER SET
THE MICRONAUT Stefan Streki
84
TBILISI SUMMER SET
ნინო კაკიაშვილი - შტეფან, საოცრად გამოიყურები!
შტეფანი - არაა! ვერ ვიტყოდი
ამას! ნახე, რამდენი ჭაღარა მაქვს წვერში! იცი რა, ეგ შენს გარეგნობას
არიტოკრატულობასაც კი ჰმატებს! ფანტასტიურად ჟღერს! შენს გამოსვლას რომ ვუყურებდი, ახალგაზრდა Rupert Everett-ს მიგამსგავსე, ჰოლივუდის ვარსკვლავია...
არ გამიგია მასზე, მაგრამ ერთხელ მითხრეს, რომ Twin Peaks-ის
პოლიციელის გმირს ვგავდი. არც მასზე ვიცოდი არაფერი. პატარა ვიყავი, როცა ეს სერიალი გადიოდა და ვერ ვიხსენებ ამ პერსონაჟს.
ჰო მართლა, ჩემი ინგლისურით ვერ დავიტრაბახებ, მაგრამ ყველანაირად შევეცდები. მშვენივრად გამოგდის. თუ რამეა, შენს სიტყვებს მაინც გავშიფრავთ. მაშ ასე, მიკრონვტი - კოსმონავტთან არის რამე კავშირში?
თქვენც კოსმონავტს ამბობთ? მე აღმოსავლეთ გერმანიიდან ვარ და ამ სიტყვას იქ ხშირად იყენებდნენ, ასტრონავტის მაგივრად. მაგრამ არა, ეს მეტსახელი ძველი კომიქსებიდან მოდის. ათი წლის წინ, ერთი წვეულებისთვის მოსაწვევი გავაკეთე, სადაც სამეცნიერო ფანტასტიკის პერსონაჟები უნდა გამოგვესახა. ინტერნეტში Perry Rhodan-ის კომიქსებს ვეძებდი, როცა მის პერსონაჟებს - მიკრონავტებს გადავაწყდი. მაშინვე ვიფიქრე, რომ კარგი მეტსახელი იქნებოდა ჩემთვის. გამოდის, რომ ეს სახელი კომიქსებიდან მოვიპარე. როგორი პერსონაჟია? მომავლის კაპიტანია, ოსტატი, რომელმაც მსოფლიო უნდა გადაარჩინოს. შენც შენი დადებითი მუხტით წვლილი შეგაქვს მსოფლიოს ხსნაში. ვიცი, რაც უნდა იყოს შენი განსაკუთრებული ძალა!
ალბათ, ძალიან ბევრი არყის სმა! არა, შენი საცეკვაო მოძრაობებია. დღის განმავლობაშიც კი, როცა როგორც წესი არავინ არ ცეკვავს, შენი ცეკვა სხვებსაც გადაედო და აიყოლია შენს რიტმში. აი, ესაა შენი სუპერ-ძალა!
20 წუთის შემდეგ, შევნიშნე რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც ბრეიკ-ბიტს ცეკვავდა. ჩემთვის ვიფიქრე, იქნებ, ჩემი მუსიკა ოდნავ ბრეიკ-ბიტის სტილშიც ზის, რაც ძალიან მაგარი იქნებოდა - ძველი ჰიპ-ჰოპი, ძველი ბრეიკბიტი, როგორზეც 80-ებში ცეკვავდნენ.
86
TBILISI SUMMER SET
სეტში ჰიპ-ჰოპი აშკარად იგრძნობა. ჩემი ელექტრონული გავლენა დრამ’ენ’ბასიდან წამოვიდა. დიჯეობაც ამით დავიწყე. მრავალფეროვანი მუსიკა წარმოადგინე და თან - ძალიან ხალისიანი, ზოგჯერ თითქოს გამომწვევიც. შეგიძლია აღწერო, როგორია შენი მსმენელი?
რთულია. ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ღონისძიებაზე მიწევს დაკვრა. ყველაზე კარგია, როცა ხალხი მშვიდია და გახსნილი. ზოგჯერ, ტექნო დიჯეებს შორის მიწევს გამოსვლა, რაც მიძნელდება, რადგან ამ დროს ხალხს ურჩევნია სწორხაზოვანი მუსიკის მოსმენა. ჩემი მუსიკა კი არასწორხაზოვანია. დღეს, იდეალურად იყო ყველაფერი. კარგი ხალხი და კარგი ადგილი, რომელიც ძალიან ადვილად გერმანიასაც მოგაგონებს. იქაც გვიყვარს ბუნებაში, მზის ქვეშ მუსიკის მოსმენა და ცეკვა. ძალიან მაგარია! საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა კლუბური სცენის განვითარების მხრივ. ეს წელი
88
TBILISI SUMMER SET
განსაკუთრებით დატვირთული გამოდგა უამრავი საინტერესო ღონისძიებით. როგორ აღწერდი ამჟამინდელ კლუბურ მდგომარეობას ევროპაში? არ ვარ ძალიან ღრმად ჩახედილი ტექნო სცენაში. გამოსვლის შემდეგ, შეიძლება თითო საათით დავრჩე, რადგან მონოტონური რიტმი ძალიან მალე მბეზრდება. რაც შეეხება გერმანიას, ბერლინი სრული ტრენდსეტერია, განსაკუთრებით კლუბი Berghain. ყველგან
საინტერესოა, სადაც ადამიენებს შეუძლიათ იგრძნონ თავისუფლება და გაიხსნან. ამჟამად, რას უსმენ? ძალიან ბევრ აუდიო-წიგნს როცა ავტომობილს ვატარებ და დამიჯერე, ძალიან ბევრს ვატარებ. როცა სახლში ვარ უფრო ინდიშემსრულებლებს ვუსმენ. რამეს ხომ არ გვირჩევდი მოსასმენად? At the Drive-In - ეს ძველია, ან ელექტრონული მუსიკიდან - Mount Kimbie ან Modselektor, მგონი შარშან იყვნენ აქ ჩამოსულნი. Nils Frahm! თუ ნილს ფრამი მოგწონთ, მაშინ შეიძლება Hauschka-ც მოგეწონოთ.
რამდენი ხანია რაც მუსიკაში ხარ? 1996-ში დავიწყე მეტალ-ბენდში დაკვრა. დაახლოებით 10 წელს ვუკრავდი. არც ისეთი ცნობილები გავხდით, თუმცა ევროპის გარშემო ხშირად ვმოგზაურობდით. ბრაზიალიამდეც ჩავაღწიეთ. საბოლოოდ, მომბეზრდა ეს მუსიკა და გავაგრძელე დრამ’ენ’ბასით, შევიძლინე ყველა საჭირო ელექტრონული ინსტრუმენტი და ყოველდღიურად ვსწავლობდი. დღემდე ვსწავლობ. ბევრს მოგზაურობ და გქონია შეგრძნება, რომ ის ადგილები, სადაც შენ გიწევს ჩასვლა გარკვეულ გავლენას შენს შემოქმედებაზეც ახდენენ და თუ ცდილობ, რომ უფრო დიდი ხნით დარჩე ახალი კულტურის უკეთ ასათვისებლად?
ყოველთვის ვცდილობ სულ მცირე ორი დღე მაინც დავრჩე. მაგალითად, აქ სამი დღით ვიქნები და ერთი სული მაქვს როდის დავათვალიერებ აქაურობას. არაფერი ვიცი საქართველოს შესახებ, მაგრამ ამ სამ დღეში თბილისმა შეიძლება რაღაც გავლენაც იქონიოს. დღეს, როცა აეროპორტიდან მოვდიოდით, შევამჩნიე ბევრი ისეთი შენობა, როგორიც გდრ-შია. ძალიან პოპულარული იყო ასეთ შენობებში ცხოვრება 70-იან წლებში. ჩვენ მათ Nieuwbouw-ს (ახალი შენობა) ვეძახით. ბევრი ფიქრობს, რომ ისინი სიმახინჯეა, მაგრამ ბევრი მოსახლის ერთ სივრცეში
ცხოვრება ჩემთვის განსაკუთრებულ შეგრძნებას ბადებს. ასეთი შეგრძნება მქონდა 18 წლის მანძილზე, რადგან მეც მსგავს ადგილას ვცხოვრობდი, ძალიან პატარა ბინებით, სადაც ყველა ვიცნობდით ერთმანეთს. ხვალ, ამ შენობების ფოტოები უნდა გადავიღო. საერთოდ, მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ გავიდე საზღვრებს გარეთ და ვნახო მსოფლიოს რომელიმე კუთხე, დიდ ბედნიერებას მანიჭებს. თუ თბილისის პირველქმნადი გარემოს შეგრძნებას მოინდომებ, მაშინ აუცილებლად ეწვიე ქალაქის ძველ უბნებს, რადგან საბჭოთა პერიოდში აშენებული სახლები დიდად არ განსხვავდება სხვა ყოფილი საბჭოთა ქალაქებისგან. საბჭოელებმა ყველაფერი ერთ ფერში შეღებეს და გდრ-შიც მათ შორის.
90
TBILISI SUMMER SET
ჰო, 14-ის ვიყავი, როცა კედელი მოხსნეს. მაშინ, იმდენად ვერც ვხვდებოდი რა ხდებოდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობდი, რა გვქონდა ან რა არ გვქონდა, როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება საზღვრები რომ არ ყოფილიყო. მაგრამ, ახლანდელი გადმოსახედიდან, გდრ ძალიან
მკაცრი და შეზღუდული იყო, განსაკუთრებით, ხელოვანთათვის. არ შეიძლებოდა ბენდებში დაკვრა, ინსტრუმენტების შეძენა... დღესასწაულები ყოველთვის ერთ ადგილას... მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი და ვერთობოდი, ბევრი მეგობარი მყავდა და მაინც ძალიან მაგარი იყო. ახლაც ძალიან მაგარია. თან, ლაიფციგი ძველი ქალაქია და გამორჩეული. გდრ-ს დროს, იქ 700 000 ადამიანი ცხოვრობდა და კედლის დანგრევის შემდეგ 200 000
დასავლეთისკენ გადავიდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უამრავი გამოცარიელებული სივრცე შეიქმნა, უამრავი ადგილი შემომქმედებისთვის. ქალაქიც რაღაც განსაკუთრებული გახდა. ერთხელ New York Times-ში წავიკითხე, რომ ლაიფციგს შეიძლება ჰაიფციგიც დაერქვას, რადგან ახლა ის უკვე ყველას მოსწონს.
92
TBILISI SUMMER SET
ახლა, მეც მომინდა იქ სტუმრობა! აუცილებლად უნდა ესტუმრო! როგორია შენი სამომავლო გეგმები მუსიკაში? ვგეგმავ ახალი ალბომისა და ვრცელი კომპოზიციების გამოშვებას. სამ თვეში ერთერთს გამოვუშვებ, სახელად „ბედნიერი ოჯახი“, რომელიც ძალიან დადებითი და მეგობრული განწყობის მატარებელი იქნება. ალბომს კი შემდეგი წლისთვის წარვადგენ. ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ და საინტერესოა, როგორ ინარჩუნებ განწყობას, გაქვს თუ არა შენეული გაჭირვების ტალკვესი სტრესისა და დეპრესიის შემოტევის დროს? როცა გერმანიაში ან შვეიცარიაში მიწევს გამოსვლა, ყოველთვის მანქანით მივდივარ ლოკაციამდე. 7-10 საათის განმავლობაში ვატარებ. ვფიქრობ, დადებითი მუხტის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან იყო კარგ დამოკიდებულებაში. ბევრი უარყოფითი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება და
ყველაფერი იცვლება. უბრალოდ ვატარებ და არ ვიჩერებ დიდ ხანს. ძალიან მარტივი ვარ ამ მხრივ და საკუთარ თავთანაც მარტივად ვარ. ზოგჯერ, როცა გამოსვლა არც ისეთი წარმატებულია, ან სცენა არ მომწონს, არ ვაქცევ ამას დიდ ყურადღებას, მაინც ყველაფერი მაგრადაა - უამრავ ახალ ადგილს ვეცნობი, ახალ ადამიანებს ვხვდები და ახალ გამოცდილებას ვიღებ. ახლა კი საქართველოში ვარ! ვაუ! როგორ რჩევას მისცემდი დამწყებ დიჯეებს? ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი - თავიდან, როდესაც რაღაც კარგი გამომივიდა, 500მდე დემო დავაგზავნე. წლების მანძილზე, არაფერი ხდებოდა. და ერთ დღესაც, Mollono Bass ვთხოვე, თუ მოეწონებოდა, გაეკეთებინა რემიქსი. მოსმენისთანავე
შემომთავაზა ალბომის გაკეთება. მე კი 10 წელი ვცდილობდი მანამდე, რამე გამოსულიყო ამ ყველაფრიდან. ვფიქრობ, საჭირო მომენტი უნდა იგრძნო და თან მოგწონდეს ის, რასაც აკეთებ. ბევრს ვიცნობ, რომლებიც თავისთავს
94
TBILISI SUMMER SET
დიჯეის უწოდებენ, მაგრამ ისინი მუსიკას გულით არ აკეთებენ და ამ საქმეში მხოლოდ თავის გამოსაჩენად მოდიან. არაა რთული, გამოარჩიო ვინ არის ნამდვილი და ვინ არა. ვფიქრობ, აღმოსავლეთ ევროპას, ამ მხრივ, ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. შემსრულებლები პოლონეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ გერმანიაში. ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ რომ შემდეგ ნაბიჯებს სწორედ აღმოსავლეთი გადადგამს. საქართველოშიც იგრძნობა ეს ტენდენცია, ბევრი ნიჭიერი შემსრულებელი გამოჩნდა.
როდესაც ეს ადგილი ვნახე, ვიფიქრე, თვალები რომ დავხუჭო და უცბად ამ ადგილას აღმოვჩნდე, ვერც კი მივხვდები რომელ ქვეყანაში ვარ. თავისუფლად შეიძლება გერმანიაში, ან საფრანგეთში აგერიოს. ტექნიკური სტანდარტებიც იგივეა. შეიძლება, ოდნავ უფრო ხმამაღალია შიგნით. ორივე ადგილმდებარეობა, შიგნით, თუ გარეთ, ძალიან მაგარია.
96
TBILISI SUMMER SET
კულტურული ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდებიან. ბევრი ქართველი ახალგაზრდა სტუმრობს ევროპას დასასვენებლად, თუ სასწავლებლად და მნიშვნელოვან გამოცდილებასაც იღებენ.
მსგავსი რამ შესაძლებელი იქნებოდა 2-5 წლის წინ? კლუბური სცენა აქ დაახლოებით 10 წლის წინ დაიბადა და ნელ-ნელა ევროპულ სტანდარტსაც უახლოვდება.
მანამდე სად ერთობოდით? აი, იმ საბჭოური შენობების ერთ-ერთ ბინაში, დასაწყისში რომ ვახსენეთ... მაშ ასე, რომ არა მუსიკა, სხვა კიდევ რა გაგიტაცებდა? ალბათ დურგლობა. ძალიან მიყვარს ხეზე მუშაობა. ასე რომ, თუ მუსიკას შევეშვები, აუცილებლად ხეზე გადავერთვები. მადლობა საინტერესო საუბრისთვის! გისურვებ, კარგი დრო გაატარო საქართველოში! მადლობა!
98
TBILISI SUMMER SET
NILS FRAHM
ნილს ფრამი
100
TBILISI SUMMER SET
ნინო კაკიაშვილი - როგორ მოყვებოდა ნილს ფრამი ამბავს ნილს ფრამის შესახებ? ნილსი - ამბავი ნილს
ფრამზე... ვაუ... საკმაოდ ამიბიციური ყმაწვილია, რომელსაც ყოველთვის სურდა გაეკეთებინა რაღაც გამორჩეული, ყოველთვის ეძებდა სილამაზეს იქ, სადაც სხვები ვერც წარმოიდგენდნენ მის არსებობას. ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ თუ ამ სილამაზეს მიაგნებდა, მაშინ სხვებიც მოვიდოდნენ და იფიქრებდნენ - „მართლა ლამაზია, ნეტა, რა არის?“. და მთელი ცხოვრება ასე იყო. ახლა მუსიკას ქმნის და მუსიკაშიც იგივეს აკეთებს, მაგრამ... ხუთი წლის ასაკში, ორ ქვას ერთმანეთს უკაკუნებდა ნაპერწკლების გასაჩენად. სხვა ბავშვებს
პატარა თოფები ჰქონდათ, სხვადასხვა სათამაშოები, უფრო სახალისო ნივთები, ის კი ქვებს უკირკიტებდა და უცბად, სხვებმაც დაიწყეს ქვებით თამაში. აღარ სჭირდებოდათ გიჟური, ძვირფასი სათამაშოები. უხაროდათ რაღაც ძალიან უბრალო და ლამაზი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სწორედ ამას აკეთებს ნილს ფრამი - პოულობს მარტივ, მაგრამ უნიკალურ საგნებს და შემდეგ მათ ადამიანებს უზიარებს. მუსიკალურ კარიერაში, ოდესმე თუ მიგიღია უარყოფითი შეფასება და რამდენად უმოქმედია ამას შენს შემოქმედებაზე?
უარყოფითი შეფასება ყველაზე მეტად დასაფასებელია, რადგან კომპლიმენტებს ადვილად ივიწყებ. ბევრი დადებითი გესმის და ყურადღებას აღარ აქცევ, იმ დროს როცა უარყოფითი იშვიათად თუ გაჟღერდება. და როცა გაჟღერდება, აუცილებლად უფიქრდები მას და ზოგჯერ იმისთვისაც იყენებ, რომ უკეთესი გახდე. ასე მომხდარა და თუ კიდევ მოხდება, ამაში არაფერია საგანგაშო. ის მაძლიერებს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ არ მანადგურებს.
102
TBILISI SUMMER SET
მუსიკის კეთება რომ შეწყვიტო, გაქვს თუ არა სხვა გატაცება შენს ცხოვრებაში, რომელშიც ისეთივე სწრაფვით გადაეშვებოდი?
საკუთარი ხელებით რაღაცეების შენება. შეიძლება ინსტრუმენტი იყოს, სახლი, ან რაიმე ადგილი, სადაც ჩემი მეგობრები იცხოვრებდნენ, იმუშავებდნენ და ერთმანეთს იდეებს გაუზიარებდნენ... ერთგვარი ლაბორატორია... ზოგჯერ, საკუთარი თავი დირიჟორი მგონია, მიყვარს ადამიანთა ჯგუფების ორგანიზება, მათი შთაგონება, რომ რაღაც ღირებული შექმნან. საქართველოს მცირე ნაწილის ნახვისა და ადგილობრივ მსმენელთან შეხვედრის შემდეგ, როგორ ფიქრობ, რა გამოძახილი დატოვა შენმა მუსიკამ ქართულ რეალობაში?
ქართული რეალობის ფაქტორი ისაა, რომ ის ძალიან მრავალფეროვანია. მე ამ რეალობის მხოლოდ ერთი ნაწილის ნახვა მოვახერხე. უამრავი ახალგაზრდა, რომლებიც მიისწრაფვიან რაღაც ახლისკენ, ამოუცნობისკენ; მათ უხარიათ და სჯერათ, რომ ამიერიდან, ყველაფერი მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვლება... ქართველები არ ცდებიან, როცა სჯერათ, რომ ახლა, მათი ჯერია
104
და ყოველი ეს ადამიანი სწორედ ამას ზეიმობს. TBILISI SUMMER SET
მე ვერ ვნახე მეორე ნაწილი, სადაც ადამიანებს ეშინიათ მომავლის, ეშინიათ დასავლეთის, ახალი იდეების, თავისუფლების დაკარგვის, რადგან ისინი ძალიან დიდი ხანი, მთელი ცხოვრება იყვნენ დამოკიდებულნი ისეთ დიდ სახელმწიფოზე, როგორიც რუსეთია, და ახლა, ვერც წარმოუდგენიათ, რატომ უნდა მიეკუთვნონ კიდევ სხვას. მათ სურთ დამოუკიდებლობა, მათ სურთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დარჩენა ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ვერ დავუკრავ მთელი საქართველოსთვის, მაგრამ დავუკრავ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საკმაოდ გაბედულია, რომ მომისმინოს, დარჩეს ჩემთან, გაიაროს ჩემი კათარზისი, ჩემი პატარა რეპეტიცია, გავარჯიშება თუ მედიტაცია. ყველაფერი ულამაზესად აირეკლა აქ... თითოეული კონცერტი განსხვავებულია, განსაკუთრებით, შეკრებილი საზოგადოების ხარჯზე. აქაური მსმენელი კი ძალიან მომეწონა. იშვიათია, როდესაც ხალხს ასე სწყურია რაღაც და აქ აშკარად ვიგრძენი სხვაობა სხვა მსმენელებთან. ქართულ რეალობაში, ჩემი მუსიკა საერთო ძალად იქცა თითქოს. რაღაც მომენტებში მეგონა, რომ უბრალოდ ენერგიების გაცვლა ხდებოდა. ამ ღამეს ჩემთვის უფრო მეტი
106
მოხდა, ვიდრე მუსიკა. TBILISI SUMMER SET
108
TBILISI SUMMER SET
შენმა მუსიკამ ბევრი აატირა... ცრემლები აუცილებელია და სასარგებლო. რატომ ვიტირებდით, სასარგებლო რომ არ ყოფილიყო? ახალგაზრდობაში, რაღაც წრეებზე დავდიოდი, სადაც ვცდილობდით ერთმანეთი აგვეტირებინა, გამოგვეშვა ტკივილი. ბავშვებიც სულ ასე იქცევიან და როგორც წესი, კარგად არიან, სტაბილურად. ჩვენ კი წონასწორობას ვკარგავთ ხოლმე, როცა აღარ ვტირით. თუ ჩემი მუსიკა ეხმარება ადამიანებს ატირებაში, დარწმუნებული ვარ მომდევნო დღეს ისინი ბევრად კარგად იგრძნობენ თავს, უკეთესადაც მოიქცევიან. და უკვე მათზეა დამოკიდებული რას უზავენ ამ „უკეთესობას“. როცა თავს უკეთ გრძნობ, უკეთ იქცევი. ეს ჩემი პატარა მეთოდია ხალხის დამოკიდებულების შეცვლისთვის. მუსიკას არ შეუძლია პოლიტიკის წარმოება, ქუჩების დაგება თუ უნივერსიტეტების შენება, მაგრამ მას შეუძლია ხალხის დამოკიდებულების შეცვლა. დამოკიდებულება კი ძალიან მნიშვნელოვანია. არა ის თუ რას ვაკეთებთ, არამედ - როგორ ვაკეთებთ. ესაა დამოკიდებულება!
112
TBILISI SUMMER SET
SET FEST
SUMMER SET 2015