2021 წლის საქმიანობის ანგარიში

Page 1

საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია

(YATA Georgia)

2021 წლის საქმიანობის ანგარიში www.yata.ge |

www.yata.ge/ge


საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია (YATA Georgia) წარმოადგენს არაკომერციულ და დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც არის ახალგაზრდა პროფესიონალთა და მომავალ ლიდერთა ქსელი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკით. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ახალგაზრდებში ნატოს შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას. ასოციაციის საქმიანობის მისიაა საქართველოს მოქალაქეებში ნატოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლება; ახალგაზრდებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება, ნატოსთან ინტეგრაციის კონტექსტში სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა, ნატოს თემატიკაზე კვლევების წახალისება. YATA– ს ხედვაა იყოს ახალგაზრდული წამყვანი ქსელი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ფასეულობების დამკვიდრებისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული ტრანსატლანტიკური კავშირის განმტკიცებაში.

2


საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია

შესავალი

1. იატას წევრები და მათი შესაძლებლობების გაძლიერება

6 8

1.1. საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის წევრები

9

1.1. ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციებში სტაჟირების პროგრამა

11

2. საჯარო ლექციები

13

2.1. ,,საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები"

13

2.2. "France-Georgia Relations"

13

2.3. "Japan's Foreign Policy and Implications For Georgia"

13

2.4. ,,საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობები"

14

2.5. "Sweden-Georgia Relations"

14

2.6. ,,თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები"

14

2.7. ,,საქართველოსა და ნატოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა"

13

2.8. ,,რას გულისხმობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი?"

14

2.9. Russian Hybrid Warfare and NATO's Deterrence Posture"

14

2.10. "Russia's Gambit: The Artifice of the Recent Military Escalation in Ukraine"

14

2.11. "Georgia-Turkey Relations"

14

2.12. "Georgia-Israeli relations and defence system in Israel" 2.13. "GEORGIA-NETHERLANDS RELATIONS"

16

2.14. ECHR-ის გადაწყვეტილების პოლიტიკურ სამართლებრივი ანალიზი"

16

2.15. ,,ახალი ამერიკა? ამერიკის საგარეო პოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში"

16

16

2021

The Youth Atlantic Treaty Association (YATA Georgia)


საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია

3. კონფერენციები

17

3.1. ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება- სკოლის მოსწავლეთათვის”

17

3.2. ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება"

17

3.3. ,,საქართველო, ნატო და ევროკავშირი''

18

3.4. ,, NATO-ს გამოწვევები - სტუდენტური კონფერენცია 2021"

18

4. სხვა პროექტები 4.1 ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ სკოლის მოსწავლეთათვის

19 19

4.3. ,,აგვისტოს ქრონიკები"

19 20

4.4. ,,ნატოს სამიტი-2021 წლის საგაზაფხულო სესია“

20

4.5. ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება (WPS)“

21

4.6. ,,საუბრები ნატოს შესახებ“

22

4.2. ,,დიპლომატიის კვირეული"

4.7. ,,კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატების ჩემპიონატი“ 4.8. ,,YATA School“

5. საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა

22 23

23

5.1. ,,ნატოს გაძლიერება, ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ დღეს და მომავალ ათწლეულებში"

23

5.2. ,,ნატო-ს ხედვა 2030-ის მიმართ და მის შემდგომ"

24

5.3. YATA-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

24

5.4. ,,საუბრები ელჩებთან"

25

5.5. ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2030: ავღანეთიდან მიღებული გაკვეთილების ინტეგრირება"

25

2021

The Youth Atlantic Treaty Association (YATA Georgia)


საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია

5.6. „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“

25

5.7. „ნატოს სტრატეგია და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“

26

5.8. ,,თავდაცვა სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში“

26

5.9. „პოლიტიკური შედეგების მისაღწევად მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) მიზანმიმართული 26 გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა“ 5.10. ,,ვირტუალური ტური ევროკომისიაში"

27

5.11. ,,ნატო 2030 ბრიუსელის ფორუმზე"

27

6. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები

27

6.1. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან"

27

6.2. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ,,ევროპის უნივერსიტეტთან"

28

6.3. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან

28

7. ანალიტიკური საქმიანობა 7.1. სტატიები

29

7.2 დაიჯესტი

30

2021

The Youth Atlantic Treaty Association (YATA Georgia)


შესავალი

ჩემთვის პატივია ერთი წლის განმავლობაში ასობით მოტივირებულ ახალგაზრდასთან მუშაობა. ორგანიზაცია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური წევრებისგან, რომელთა მიზანია ხელი შეუწყონ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესებს. ასოციაციის ახალგაზრდა წევრები და სტაჟიორები პანდემიის პერიოდშიც აქტიურად მუშაობდნენ და ახორციელებდნენ ონლაინ პროექტებს. ისინი ხელს უწყობდნენ ახალგაზრდებში ნატოს შესახებ სწორი ინფრომაციის მიღებას, ანალიტიკურ აზროვნებასა და სხვა უნარჩვევების განვითარებას. ორგანიზაცია დაფუძნებულია გუნდური მუშაობის პრინციპზე, სადაც თითოეული წევრის როლი სასიცხოცხლოდ მნიშვნელოვანია. YATA Georgia თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან.

ორგანიზაციამ 2021 წელს ამერიკის საელჩოს დაფინანსებითა და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დანერგა ყოველწლიური პროექტი ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების როლის ზრდას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. ასევე, ამავე წელს ორგანიზაციის წევრებისთვის დაინერგა საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა, რომლის მიზანი გახლავთ საერთაშორისო გამოცდილების მიღება, ორგანიზაციის წევრების კვალიფიციური საქმიანობის დაფასება, ნატოს წევრი ქვეყნების ახალგაზრდებისთვის საქართველოს უკეთ გაცნობა და კავშირების გაღრმავება.

YATA Georgia აქტიურად თანამშრომლობს საელჩოებთან, სამინისტროებთან, უნივერსიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მადლობას ვუხდით თითოულ პარტნიორს გაწეული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩემს გუნდს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც პოზიტიური წვლილი შეაქვს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. #WEARENATO

თამარ ჯიბლაძე აღმასრულებელი დირექტორი

6


ორგანიზაცია YATA Georgia წარმოადგენს ახალგაზრდულ გაერთიანებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკით და რომლის მიზანია გახდეს ლიდერი ახალგაზრდული ასოციაცია, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული ღირებულებების ზრდას, სამართლის უზენაესობას, თავისუფლებას,მშვიდობასა და უსაფრთხოებას და გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ კავშირებს, როგორც ამას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულება განსაზღვრავს; ასევე საქართველოს მოქალაქეებში ნატოსა და ნატო–საქართველოს ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; ახალგაზრდებში კრიტიკულ– ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, ნატოსთან ინტეგრაციის კონტექსტში სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერას, ნატოს თემატიკაზე კვლევების წახალისებას და ა.შ.

ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა დათავდაცვის სფეროებში; ასევე ნატოს წევრ და პარტნიორი ქვეყნების ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ლიდერების გაზრდაზე, რომლებსაც ესმით თუ რა არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ღირებულებები. ამ მხრივ, საკმაოდ წარმატებული იყო 2021 წელი, ვინაიდან ორგანიზაციის შესანიშნავ გუნდთან ერთად განვახორციელეთ სხვადასხვა საინტერესო პროექტები. ჩვენ მზად ვართ კიდევ მრავალი კარგი პროექტი შემოგთავაზოთ მომავალშიც. წინ დიდი გეგმები გვაქვს, რასაც ვფიქრობ რომ ერთიანი ძალებით საინტერესოდ განვახორციელებთ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდების აქტიურად ჩართულობა ხელს შეუწყობს ამ პროცესის უფრო მეტად დაჩქარებას და ქვეყნის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას.

სალომე გოგიშვილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

7


1. იატას წევრები და მათი შესაძლებლობების გაძლიერება 1.1. საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA Georgia) წევრები

ანა ფაცაცია

იატა საქართველოს წევრი 2021 წლის მარტიდან. განხორციელებული პროექტი- იატას ზამთრის სკოლა. მონაწილეობა მიიღო პროექტში „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“. ამასთან, როგორც დელეგატმა მონაწილეობა მიიღო ნატოს სამიტში . ასევე, მონაწილეობა მიიღო დიპლომატიის კვირეულში (2021). რამდენიმე სემინარი ჩაატარა ესეებისა და პრეზენტაციების მომზადების მიმართულებით. ასევე, რამდენიმე პრეზენტაცია წარადგინა ჰიბრიდულ ომზე. ანამ თარგმნა ნატოს კომუნიკე. 2022 წლის იანვრიდან არის ანალიტიკური დეპარტამენტის მენეჯერი.

ალისა 2021 წლის სექტემბრიდან არის იატა საქართველოს წევრი. იგი მონაწილეობას იღებდა სტუდენტურ კონფერენციაში “NATO-ს გამოწვევები-სტუდენტური კონფერენცია 2021“ და გახდა კონფერენციის პირველი ადგილის მფლობელი, ასევე იყო პროექტის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“-ს მონაწილე და ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების" კონფერენციის პირველი ადგილის მფლობელი. მონაწილეობა მიიღო 2021 წლის ნატოს სამიტის გენერალური მდივნის გახსნითი სიტყვის თარგმნაში. ის სტაჟირებას გადიოდა იატა საქართველოს ანალიტიკურ ალისა ოვესოვი დეპარტამენტში. მომხენებელი იყო პროექტში „აგვისტოს ომის ქრონიკები“ სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე იგი გახლდათ პროექტის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება სკოლის მოსწავლეებისთვის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და მომხსენებელი, თემით:“რუსეთის ჰიბრიდული ომი“.

2020 წლის დეკემბრიდან სალომე იატა საქართველოს წევრია. 2021 წლის თებერვლიდან სალომე იკავებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას. იგი გახლავთ სხვადასხვა პროექტების ორგანიზატორი: ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება"; ,,დიპლომატიის კვირეული"; ,,იატას სკოლა"; ,,ნატოს 72 წლის იუბილე"; ,, აგვისტოს ომის ქრონიკები". ასევე, იგი მონაწილეობდა ,,ნატოს სამიტი 2021"-ში.

8


2021 წლიდან იგი არის იატა საქართველოს წევრი, ამავე წლის ივნისიდან იკავებს სოციალური მედიის მენეჯერის პოსტს. ორგანიზებას უწევდა: კონფერენციას ეთნიკური უმცირესობებისთვის: ,,საქართველო, ნატო, ევროკავშირი" და პროექტ,,დიპლომატიის კვირეული"-ს. მონაწილეობას იღებდა: კონფერენციაში- "NATO-ს გამოწვევები - სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2021"; პროექტში ;,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება" და ლექციაში ,,საქართველო და ნატოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა".

ანეტა სამხარაძე

ნინო ივანელაშვილი

ანეტას საქმიანობა იატა საქართველოში 2021 წლიდან იწყება. ასოციაციაში სტაჟირება ანალიტიკური სტატიის მომზადებითა და პროექტის ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება" ორგანიზებაში მონაწილეობით დაიწყო და მისი საქმიანობა პროექტ ,,ნატოს სამიტის სიმულაციის" ორგანიზებით გაგრძელდა. 2021 წლის ივნისიდან ასოციაციაში სოციალური მედიის მიმართულებით აგრძელებს საქმიანობას: მონაწილეობას იღებს ფეისბუქზე და კომპანიის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე პოსტების მომზადებასა და ქოფირაითინგში.

ლუკა იატა საქართველოს 2021 წლის იანვარში შემოურთდა. ასოციაციაში სტაჟირების პერიოდში, მან მოამზადა ანალიტიკური სტატია. ასევე, ორგანიზება გაუწია პროექტს ,,ნატოს სამიტის სიმულაცია", აღნიშნული პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და 10-მა კომპანიამ გამოთქვა პარტნიორობის სურვილი. იგი მონაწილეობას იღებდა ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტებში, დახურულ თუ საჯარო ლუკა დანელია შეხვედრებსა და ლექციებში. წევრის სტატუსის ოფიციალურად მიღებიდან 1 თვის შემდეგ, 10 ივლისს, ლუკა საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და სოციალური მედიის განყოფილების წევრია და იგი პასუხისმგებელია ასოციაციის საქმიანობის პოპულარიზებაში.

ელენე მიქანაძე

ელენე 2021 წლის მარტიდან იატა საქართველოს წევრია. ამავე წლის ივნისიდან ის სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობს. მისი ძირითადი მოვალეობაა ორგანიზაციის გვერდისთვის პოსტერების შექმნა. პროექტ "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების" ერთ-ერთი ორგანიზატორი. პროექტ "აგვისტოს ომის ქრონიკების" მომხსენებელი. ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებული აქვს სტატია სახელად "რუსეთის კიბერაგრესია - გამოწვევა ნატოსთვის".

9


2021 წლის იანვრიდან იატა საქართველოს წევრი. გვანცამ ორგანიზება გაუწია იატას ზამთრის სკოლას (Yata Winter School). ის იყო პროექტის „აგვისტოს ომის ქრონიკები“ ერთ-ერთი მომხსენებელი. გვანცა გახლდათ საერთაშორისო პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ხორციელდებოდა Yata Turkeyთან ერთად.

გვანცა ძიძიგური

მარიამ მეცხოვრიშვილი

მარიამი 2021 წლიდან იატა საქართველოს წევრია. მან ორგანიზება გაუწია ინგლისურენოვანი ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთის,,საქართველოს ნატოში ინტეგრაციაპერსპექტივები და გამოწვევები". ,,აგვისტოს ომის ქრონიკები“-ს ფარგლებში მოწვეული იყო მომხსენებლად. ასევე, მას აქვს იატა საქართველოს ელ. ჟურნალში გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატია.

2020 წლის აპრილის თვიდან ილია გახლავთ “YATA Georgia”-ს წევრი. ის ორგანიზებას უწევდა ,,ნატოს კვირეულს" და იატა საქართველოს ელ. ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს ანალიტიკური სტატია. ილია ჯახაია

1.2. ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციებში სტაჟირების პროგრამა იატა საქართველოსთვის ATA Georgia-მ ორგანიზაციის წევრებისთვის, საერთაშორისო გამოცდილების მიღება/გაღრმავებისთვის, საქართველოს ახალგაზრდების ნატოს წევრ სახელმწიფოს ახალგაზრდებთან მჭიდრო პარტნიორობის დამყარებისთვის, შეიმუშავა საზღვარგარეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციებში სტაჟირების პროგრამა. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას; სტაჟიორებში კრიტიკულ–ანალიტიკური აზროვნების განვითარებას; ნატოს თემატიკის გარშემო კვლევებზე/სტატიებზე მუშაობას; ცნობიერების ამაღლებას ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის, საერთაშორისო უსაფრთხოების, თავდაცვის და ა.შ. სფეროებში.

10


საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA Georgia) წარმომადგენელები, ნინო ბერუაშვილი და თეკლა გაბრიჭიძე 2021 წლის სექტემბრიდან სტაჟირებას გადიან პორტუგალიის ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციაში, სადაც ისინი ძირითადად ამზადებენ სტატიებს, საინფორმაციო ფურცლებს, მუშაობენ საერთო პროექტების ორგანიზებაზე და სხვა. საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA Georgia) წარმომადგენელი, სალომე გოგიშვილი აგვისტოდეკემბრის განმავლობაში სტაჟირებას გადიოდა ესტონეთის ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციაში (EATA, Eesti NATO Ühing), სადაც ის ძირითადად მუშაობდა სოციალური მედიის მიმართულებით (ქართულ-ესტონური თანამშრომლობა, უსაფრთხოება, თავდაცვა, დეზინფორმაცია, მედია, კიბერ ასპექტები, ტექნოლოგია, ა.შ.), ასევე იგი მონაწილეობდა კვლევებში, ამზადებდა სტატიებს, მუშაობდა საერთო პროექტებზე და აგრეთვე NATONIA-ს საგანმანათლებლო პორტალი ფრანგულ ენაზე თარგმნა.

1.2. ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციებიდან იატა საქართველოში სტაჟირების პროგრამა საზღვარგარეთის ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციებსა და იატა საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის დამყარებისთვის შემუშავდა იატა საქართველოში სტაჟირების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში იატა საქართველოს ანალიტიკურ დეპარტამენტში სტაჟირებას გადიოდნენ იატა პორტუგალიის (AJPA / CPA ) წევრები: ბრუნა გონსალვის და ვიტალი ვენისლავსკი.

11


იატა საქართველოში 2015 წლიდან მოყოლებული ხორციელდება წევრობის კანდიდატების პროექტი. იატა საქართველოს წევრად გახდომისთვის საჭიროა რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რომელიც შეფასდება 100 ქულიანი სისტემით. მხოლოდ შესაბამისი რაოდენობის ქულების დაგროვების შემდგომ ხდება წევრობის კანდიდატი იატა საქართველოს წევრი. წევრობის კანდიდატმა (ასაკი 16-30 წლის) მიღების შემდგომი 3 თვის განმავლობაში უნდა: • წევრობის მსურველმა განაცხადის დედლაინამდე უნდა გამოაგზავნოს სამოტივაციო წერილი, რეზიუმე და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა). – 10 ქულა; • დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს იატა საქართველოს და პარტნიორი ორგანიზაციის შეხვედრებში (მათ შორის ონლაინ) 2/3 რაოდენობით - 20 ქულა; • დაწეროს მინიმუმ 1000-1200 სიტყვიანი ესე ქვეყანაში მიმდინარე ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე იატა საქართველოს ანალიტიკური მენეჯერთან შეთანხმებით - 30 ქულა; • იატა საქართველოს გუნდის დახმარებით განახორციელოს მის მიერ ინიცირებული პროექტი (პროექტის აღწერა, სავარაუდო ბიუჯეტი (თუ ასეთი საჭიროა), სავარაუდო განხორციელების თარიღი) წარდგენილ უნდა იქნეს წევრობის სავარაუდო კანდიდატურობის მინიჭებიდან 2 კვირის თავზე) – 40 ქულა. კანდიდატების მიერ გამოგზავნილი ესეები რედაქტირების შემდგომ იატა საქართველოს ვებ-გვერდზე (articles.yata.ge) გამოქვეყნდება. იატა საქართველოს წევრად გახდომის შემდგომ აუცილებელია წევრი იყოს აქტიური. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუწყდება წევრობის სტატუსი. წევრობა შეწყდება 2 გაფრთხილების შემდგომ. ქულების მინიჭება მოხდება იატა საქართველოს ბორდის მიერ. თითოეულ კრიტერიუმში საჭიროა კანდიდატმა დააგროვოს მინიმუმ 50%. იმისათვის რომ გახდეთ იატა საქართველოს წევრი თქვენ უნდა დააგროვოთ მინიმუმ 65 ქულა. ყველა კანდიდატთან მოხდება გასაუბრება. აღსანიშნავია, რომ იატა საქართველო ზრუნავს ტრეინინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებებით წევრებისა და წევრობის კანდიდატების პროფესიულ განვითარებაზე.

12


2.

საჯარო ლექციები 2.1. ,,საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები" 9 ნოემბერს, იატა საქართველოს ორგანიზებით პროექტ ,,დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობის შესახებ, რომელსაც წარუძღვა საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ქალბატონი სოფიო ქაცარავა.

2.2. "France-Georgia Relations" 8 ნოემბერს, იატა საქართველოს ორგანიზებით პროექტ ,,დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებზე, რომელსაც წარუძღვა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი დიეგო კოლასი.

2.3. "Japan's Foreign Policy and Implications For Georgia" 8 ნოემბერს, იატა საქართველოს პროექტ „დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელიც ეხებოდა იაპონიის საგარეო პოლიტიკასა და მის ურთიერთობას საქართველოსთან. საჯარო ლექციას წარუძღვა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი აკირა იმამურა.

13


2.4. ,,საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობები" 8 ნოემბერს ,იატა საქართველომ „დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში უმანსპინძლა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალბატონ თამარ ლილუაშვილს საჯარო ლექციაზე საქართველობულგარეთის ურთიერთობების შესახებ.

2.5. "Sweden-Georgia Relations" 5 ნოემბერს, საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია შვედურ-ქართულ ურთიერთობებზე, რომელსაც უძღვებოდა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ულრიკ ტიდესტრომი.

2.6. ,,თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები" 2 ნოემბერს, იატა საქართველომ პროექტ ,,დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში ჩაატარა საჯარო ლექცია თურქეთსაქართველოს დიპლომატიური ურთიერთოების შესახებ, რომელსაც წარუძღვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა.

2.7. ,,საქართველოსა და ნატოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა" 30 ოქტომბერს, იატა საქართველომ ორგანიზება გაუწია ონლაინ საჯარო ლექციას ,,საქართველოსა და ნატოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის" შესახებ, რომელსაც წარუძღვა კიბერუსაფრთხოების კონსულტატი და მკვლევარი, ბ-ნი ანდრო გოცირიძე.

14


2.8. ,,რას გულისხმობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი?" საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე ,,რას გულისხმობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი?” საჯარო ლექციის მომხსენებელი გახლდათ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ბატონი ზურაბ აბაშიძე.

2.9. Russian Hybrid Warfare and NATO's Deterrence Posture" 12 ივლისს, იატა საქართველოს სპეციალური მოწვევით გენერალ ბენ ჰოჯესმა ონლაინ საჯარო ლექციაზე განიხილა რუსეთის ჰიბრიდული ომი და ნატოს თავდაცვითი მდგომარეობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ.

2.10. "Russia's Gambit: The Artifice of the Recent Military Escalation in Ukraine" 8 მაისს რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ექსპერტმა, ანდრეას უმლანდმა, განიხილა უკრაინის კონფლიქტის ზონის ირგვლივ რუსეთის მიერ სამხედრო მანიპულაციის მიზეზები და შედეგები. შეხვედრის თემა: „რუსეთის გამბიტი: უკრაინაში ბოლო სამხედრო ესკალაციის ხელოვნურობა“.

2.11. "Georgia-Turkey Relations" 5 მაისს, იატა საქართველოს მოწვევით, თურქეთის ელჩი საქართველოში ქ-ნი ფატმა სერენ იაზგანი გაუძღვა საჯარო ლექციას საქართველოთურქეთის ურთიერთობების შესახებ, რომელიც გაიმართა პროექტ „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ ფარგლებში.

15


2.12. "Georgia-Israeli relations and defence system in Israel" 11 აპრილს, პროექტ „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ (WPS 2021) ფარგლებში საქართველო-ისრაელის ურთიერთობებისა და ისრაელის თავდაცვის სისტემაზე სასაუბროდ იატა საქართველომ მოიწვია ისრაელის ელჩი საქართველოში, ბატონი რან გიდორი.

2.13. "GEORGIA-NETHERLANDS RELATIONS" 11 აპრილს, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, ქ-ნი მააიკე ვან კოლდამი გაუძღვა „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ ფარგლებში საჯარო ლექციას თემაზე: საქართველო-ნიდერლანდების ურთიერთობები და ქალების როლი უსაფრთხოებაში.

2.14. ECHR-ის გადაწყვეტილების პოლიტიკურ - სამართლებრივი ანალიზი" 30 იანვარს საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA Georgia)ორგანიზებით მოეწყო საჯარო ლექცია - ,,ECHR-ის გადაწყვეტილების პოლიტიკურ - სამართლებრივი ანალიზი"- CASE OF GEORGIA v. RUSSIA (II), რომელსაც უძღვებოდა საქართველოს მთავრობის ყოფილი მრჩეველი საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) და საერთაშორისო სამართლის იურისტი, გიორგი ნაკაშიძე.

2.15. ,,ახალი ამერიკა? ამერიკის საგარეო პოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში" 18 იანვარს იატა საქართველომ ორგანიზება გაუწია ონლაინ საჯარო ლექციას თემაზე ,,ახალი ამერიკა? ამერიკის საგარეო პოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში‘’. საჯარო ლექციის მომხსენებელი გახლდათ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბ-ნი ბათო ქუთელია.

16


3.

კონფერენციები 3.1. ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება- სკოლის მოსწავლეთათვის”

11 დეკემბერს „საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის“ (YATA Georgia) ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია: ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება- სკოლის მოსწავლეთათვის”. კონფერენცია პროექტის ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის იყო ორგანიზებული. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებში კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას, ცნობიერებების ამაღლებას მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე კონფერენციაზე გამოვლინდა ოთხი საუკეთესო ნაშრომი: ,,კიბერუსაფრთხოების როლი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაში. გამოწვევები და რეკომენდაციები“ ,,რეზოლუცია 1325, მისი მნიშვნელობა გენდერულ თანასწორობაში და მშვიდობის დამყარების პროცესში“ ,ნატო და საქართველო, ნატო-ს მისიები საქართველოში“ ,,საქართველო, როგორც ევროპული ღირებულებების მატარებელი უძველესი სახელმწიფო“

3.2. ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება" 2021 წლის 16 მაისს, საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულმა ასოციაციამ პროექტის ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთოების” ფარგლებში სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. პროექტი ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება” მიზნად ისახავს ქალების როლისა და ჩართულობის ზრდას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. კონფერენციის გამარჯვებულებმა თემები წარმოადგინეს შემდეგ საკითხებზე:

17


,,რუსეთის ჰიბრიდული ომის კომპლექსური სტრატეგია, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის და საერთაშორისო წესრიგის მთავარი ამოცანა”; ,,ომით გამოწვეული ტრამვის გავლენა ქალებზე და მისი დაძლევის გზები”; ,აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურულ-საინფორმაციო ომი პოლიტიკურ კონტექსტში (აშშ-ჩინეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები)”; ,,გენდერული ბალანსის მნიშვნელობა უსაფრთხოებასა და მშვიდობის მშენებლობაში”; “Women’s power in Cybersecurity" ‘’UN Security Council Resolution 1325 and Georgia_ Gender Equality, National Policies and Experience’’;

3.3. ,,საქართველო, ნატო, ევროკავშირი'' 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, იატა საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია ,,საქართველო, ნატო, ევროკავშირი'' სამცხეჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდა ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობით. კონფერენციაზე გამოვლინდა ორი საუკეთესო ნაშრომი.:

„ევროკავშირში გაწევრიანების დადებითი მხარეები საქართველოსთვის“ „ევროკავშირში გაწევრიანების დადებითი მხარეები“

3.4. ,, NATO-ს გამოწვევები - სტუდენტური კონფერენცია 2021" 4 აპრილს იატა საქართველოს ორგანიზებით NATO-ს დაარსებიდან 72 წლის აღსანშნად NATO-ს კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია "NATO-ს გამოწვევები - სტუდენტური კონფერენცია 2021". კონფერენციის გამარჯვებულებმა თემები წარმოადგინეს შემდეგ საკითხებზე:

„რა გავლენა აქვს რუსეთს ბალტიისპირეთზე და როგორ ასუსტებს ის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგს“. ,,კიბერუსაფრთხოების გავლენა ნატოს დღის წესრიგზე და ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია ამ გამოწვევასთან საბრძოლველად” ,,ჰიბრიდული ომის შესაძლებლობები მსოფლიოსა და საქართველოში”

18


4. სხვა პროექტები 4.1 ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ სკოლის მოსწავლეთათვის 2021 წლის 29 ოქტომბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით იატა საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა პროექტი ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება" სკოლის მოსწავლეთათვის. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებში კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას, ცნობიერებების ამაღლებას მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე. პროექტი მოიცავდა სამ ეტაპს: I - ლექცია-სემინარები, II - ანალიტიკური ესეების მომზადება, III - შემაჯამებელი კონფერენცია. 11 დეკემბერს ჩატარდა პროექტის დასკვნითი ეტაპი: კონფერენცია

4.2. ,,დიპლომატიის კვირეული"

2021 წლის 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით იატა საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა პროექტი ,,დიპლომატიის კვირეული". აღნიშნული პროექტი ეძღვნებოდა ქართული დიპლომატიის დღის 17 წლის იუბილეს 3 ნოემბერი - ქართული დიპლომატიის დღე). პროექტის ფარგლებში შეხვედრებს ატარებდნენ ქართველი და უცხოელი დიპლომატები.

19


4.3. ,,აგვისტოს ქრონიკები" 2021 წლის 25 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით იატა საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა პროექტი ,,აგვისტოს ომის ქრონიკები‘’. აღნიშნული პროექტის მიზანია რეგიონებისა და დედაქალაქის სკოლის მოსწავლეებში აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება რუსეთის ჰიბრიდული ომისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გაცნობა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარება.

4.4. ,,ნატოს სამიტი-2021 წლის საგაზაფხულო სესია“

საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (Yata Gerogia) ორგანიზებით განხორციელდა პროექტი “ნატოს სამიტის 2021 წლის საგაზაფხულო სესია” პროექტი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ფორმატს. სამიტისთვის მონაწილეებმა ქვეყნების მიხედვით მოამზადეს და წარმოადგინეს ეროვნული პოზიცია რეალისტური საერთაშორისო კრიზისის შესახებ. დელეგატებმა შეაფასეს კრიზისი ეროვნული თვალსაზრისით, ნაციონალური უსაფრთხოების ინეტერესებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით; წამოჭრეს წინადადებები კონფლიქტის გადასაჭრელად და შეიმუშავეს ერთობლივი კომუნიკე. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ როგორც ნატოს როლს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე ნატოს მუშაობის პრინციპებს და გეოპოლიტიკურ ინტერესებს.

20


20 ივნისს პროექტის პრაქტიკული ნაწილი განხორციელდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა.

4.5. ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება (WPS)“

საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულმა ასოციაციამ (YATA Georgia) თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობითა და ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ქალების როლის ზრდის მიზნით განახორციელა 3 თვიანი პროექტი ,,ქალები, მშვიდობა,უსაფრთხოება’. პროექტი ეძღვნება გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის 20 წლის იუბილეს, რაც მიზნად ისახავს ქალების როლისა და ჩართულობის ზრდას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. პროექტი მოიცავდა ოთხ ეტაპს:

I ეტაპი - ლექცია-სემინარები; II ეტაპი - ანალიტიკური სტატიების მომზადება პროექტში მონაწილე სტუდენტების მიერ; III ეტაპი - კონფერენცია; IV ეტაპი - წვრთნები/JTEC-ში ვიზიტი (თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან).

21


2021 წლის 25 სექტემბერს, მზიურის ამფითეატრში WPS (ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება) ორგანიზატორებისა და მონაწილეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

4.6. ,,საუბრები ნატოს შესახებ“

ნატოს დაარსებიდან 72 წლის აღსანიშნად საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით 29 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით ,,ნატოს კვირეული” გაიმართა. შეხვედრების მიმდინარეობისას განიხილებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და მოეწყო საჯარო დისკუსიები.

4.7. ,,კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატების ჩემპიონატი“ იატა საქართველომ 27-28 მარტს კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატების ჩემპიონატს უმასპინძლა. პროექტის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და მომავალ პოტენციურ ლიდერების საქართველოში. პროექტი ხელს უწყობს მონაწილეების საჯარო დისკუსიის წარმართვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

22


4.8. YATA School

საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულმა ასოციაციამ (YATA Georgia) რეგიონებისა და დედაქალაქის სკოლის მოსწავლეებში ნატოს, ევროკავშირის, ადამიანის უფლებებისა და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიმუშავა პროექტი ”იატას სკოლა’’. კურსის მიზანია, სკოლის მოსწავლეებისთვის ამ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და რაც ასოციაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი მოსაზრებების გამოხატვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. პროექტი მიმდინარეობდა 2021 წლის 22 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით და მოიცავდა სამ ეტაპს: I. საინფორმაციო შეხვედრები II. მასტერკლასი ესეს წერის ტექნიკისა და პრეზენტაციის წარგენის უნარების შესახებ III. სკოლის მონაწილეების მიერ ესეების წერა/ წარდგენა.

5.

საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა 5.1. ,,ნატოს გაძლიერება, ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ დღეს და მომავალ ათწლეულებში" 2021 წლის 2 დეკემბერს, იატა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სალომე გოგიშვილმა და ორგანიზაციის სოციალური მედიის მენეჯერმა ნინო ივანელაშვილმა მონაწილეობა მიიღეს მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებულ პროექტის ,,ნატოს გაძლიერება, ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ დღეს და მომავალ ათწლეულებში" სადისკუსიო ჯგუფში.

23


5.2. ,,ნატო-ს ხედვა 2030-ის მიმართ და მის შემდგომ"

2021 წლის 30 ნოემბერს, იატა საქართველოს წევრები დისტანციურ რეჟიმში დაესწრნენ საჯარო კონფერენციას „ნატოს ხედვა 2030-ის მიმართ და მის შემდგომ", რომელსაც ორგანიზება გაუწია რიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა (LIIA) და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ნატოს საჯარო დიპლომატიის სამმართველოს მხარდაჭერით.

5.3. YATA-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება 26 ნოემბერს, ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA), ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციის (ATA) ორგანიზებით და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) სახალხო დიპლომატიის დანაყოფის მხარდაჭერით YATA-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ნატოს წარმომადგენლებისთვის, რომელთა შორის იყვნენ NATO -ს გენერალური მდივნის მოადგილე და უსაფრთხოების დარგის წამყვანი ექსპერტები. აღნიშნულ ღონისძიებაზე, საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციას (YATA Georgia) წარადგენდა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ჯიბლაძე. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ტერორისტული და ჰიბრიდული საფრთხეები, ნატოს 2030 წლის გეგმის პრიორიტეტები, ევროკავშირი-ნატოს ურთიერთობები და სხვა. საუბრისას, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკურ ერთიანობის და სოლიდარობის მნიშვნელობას, უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის.

24


5.4. ,,საუბრები ელჩებთან"

2021 წლის 19 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით იატა საქართველოს წევრები მონაწილეობას იღებდნენ ლექციების ციკლში: ,,საუბრები ელჩებთან", რომელსაც ორგანიზებას უწევდა ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ"

5.5. ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2030: ავღანეთიდან მიღებული გაკვეთილების ინტეგრირება" 2021 წლის 22 ოქტომბერს, იატა საქართველოს წევრები დისტანციურ რეჟიმში დაესწრნენ ატლანტიკური საბჭოს სკოუკროფტის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას: ,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2030: ავღანეთიდან მიღებული გაკვეთილების ინტეგრირება" სადაც განხილული იყო ავღანეთიდან მიღებული გაკვეთილები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება და ინსტიტუციონალიზაცია მიმდინარე და სამომავლო ოპერაციებში.

5.6. „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“

იატა საქართველოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პროექტის „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილ ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში. პროექტი ხორციელდებოდა სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა Slovak Aid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.“ პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს პირდაპირი, გამჭირვალე და ღია დიალოგის წარმოებას სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, მათ უზრუნველყოფას სხვადასხვა დარგის ექსპერტების დასკვნებითა და უკუკავშირით.

25


5.7. „ნატოს სტრატეგია და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ იატა საქართველოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტრატეგიული კრიზისის სიმულაციები და ნატოს მოკავშირეთა სარდლობის ტრანსფორმაციის მიერ ორგანიზებულ NATO-SCS მომხსენებელთა სერიის" "NATO-SCS მომხსენებელთა სერიის" ღონისძიებაზე „ნატოს სტრატეგია და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“

5.8. ,,თავდაცვა სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში“ 2021 წლის 27 სექტემბერს, იატა საქართველოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს, ATA-ს და YATA-ს ATA UKის მიერ ორგანიზებულ ვებინარში: ,,თავდაცვა სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში“. შეხვედრის მომხსენებელი იყო: გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსი: გენერალი სერ ნიკ კარტერი

5.9. „პოლიტიკური შედეგების მისაღწევად მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) მიზანმიმართული გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა“ 2021 წლის 28-29 სექტემბერს, იატა საქართველოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაცია CRDF Global-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „პოლიტიკური შედეგების მისაღწევად მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) მიზანმიმართული გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა“ კონფერენციაზე CRDF Global-ის წამყვანი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო გუნდმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიების საკითხებში გამოკვეთეს WMD-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ძირითად საფრთხეები და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია იმ ოფიციალური და არაოფიციალური როლის შესახებ, რომელიც მათ უნდა შეასრულონ გამოძიებების მხარდაჭერაში და შეცდომაში შემყვან საჯარო მსჯელობებთან შედავების დროს. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ განეცადათ WMD ინციდენტების რთული და ცვალებადი დინამიკა ინტერაქტიული, ვირტუალური სამაგიდო სწავლების მეშვეობით.

26


5.10. ,,ვირტუალური ტური ევროკომისიაში" იატა საქართველოს წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ,,ვირტუალური ტური ევროკომისიაში" დასწრებოდნენ. აღნიშნული ღონისძიების მიზანია დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდონ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუციების შესახებ.

5.11. ,,ნატო 2030 ბრიუსელის ფორუმზე" 14 ივნისს, იატა საქართველოს წევრები დაესწრნენ ,,ნატო 2030 ბრიუსელის ფორუმზე"-ს, რომელსაც ორგანიზება გაუწია ნატომ, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდთან თანამშრომლობით. ეს ღონისძიება, ნატო 2030 ბრიუსელის ფორუმზე, მოიცავს საუბრებს მთავრობის ლიდერებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდა პროფესიონალებთან. ისინი მომავალზე ორიენტირებულ დისკუსიებს გამართავენ ნატოს პრიორიტეტებზე მომავალი ათწლეულისთვის და მის შემდგომ.

6. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები 6.1. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან" საგარეო საქმეთა სამინისტროს "ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა" და ,,საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციას’’ (YATA Georgia) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად:

27


მხარეები გამოხატავენ ურთიერთანამშრომლობის მზადყოფნას და გამოთქვამენ სურვილს, ერთმანეთს, როგორც პარტნიორ ორგანიზაციას, დაეხმარონ განვიათარებაში. მხარეები ხელს შეუწყობენ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და აღნიშნულ სტრუქტურებზე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობასა და ცნობადობის გაზრდას, შესაბამისი ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

6.2. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ,,ევროპის უნივერსიტეტთან"

2021 წლის 26 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტსა და YATA Georgia-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეების თანამშრომლობის მიზანია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის/ სტუდენტებისთვის სტაჟირების ხელშეწყობა და თანამშრომლობა არაფორმალური განათლების მიმართულებით.

6.3. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან 2021 წლის 6 აპრილს, საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაცასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზება; სტაჟირების პროგრამების შეთავაზება სტუდენტთათვის; ერთობლივი სემინარების, შეხვედრებისა და მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და მონაწილეობა.

28


7. ანალიტიკური საქმიანობა 7.1. სტატიები 2021 წელს საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის მიერ გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატიები. ნაშრომების ძირითადი საკითხები შეეხებოდა ნატოს უსაფრთხოების სტრატეგიასა და მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებს საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე. სტატიების ავტორები გახლავთ იატა საქართველოს წევრები, სტაჟიორები, ასევე კონფერენციებისა გამარჯვებულები. ანალიტიკური სტატიების ნახვა შესაძლებელია იატა საქართველოს ელექტრონულ ჟურნალში (articles.yata.ge). სტატიები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ,,სამხრეთ კავკასიაში ირან – აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობების გავლენა დასავლურ სამაყროსა და საქართველოზე“ ,,რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინტერესები შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში” ,,აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურული და საინფორმაციო ომი პოლიტიკურ კონტექსტში" „რუსეთის ჰიბრიდული ომის კომპლექსური სტრატეგია, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის და საერთაშორისო წესრიგის მთავარი გამოწვევა“ ,,რუსეთის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ და სახელმწიფოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკა" ,,ბრძოლა არქტიკისთვის: რუსეთის მიზნები და ჩინეთის ინტერესი" ,,დემოკრატიის კრიზისი დასავლეთში, როგორც უსაფრთხოების გამოწვევა" ,,აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და „ოთხეულის“ ჩარჩო" ,,კიბერუსაფრთხოების გავლენა ნატოს დღის წესრიგზე და ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია ამ გამოწვევასთან საბრძოლველად" ,,რა გავლენა აქვს რუსეთს ბალტიისპირეთზე და რამდენად ასუსტებს ის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს?" ,,ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიბერსივრცეში" ,,ნატო და INF ხელშეკრულება" ,,რუსეთის რბილი ძალა საქართველოს წინააღმდეგ" ,,რუსეთის კიბერ აგრესია – გამოწვევა ნატოსთვის" ,,სამმხრივი პრიზმა – საქართველო, ევროკავშირი და დღევანდელი პოლიტიკური კლიმატი, რომელსაც რუსეთი რეგიონში აყალიბებს" ,,ნატოს როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში" "Is Georgia’s pro-western orientation a myth or reality? – Hindering factors to liberal democracy perception in Georgia"

29


,,პრევენციული თავდაცვის მნიშვნელობა სახელმწიფოთა უსაფრთხოებისთვის და მისი დასაშვებობა საერთაშორისო სამართალში’’ ,,ევროკავშირში მომსახურების თავისუფალი გადაადგილების ძველი და ახალი გამოწვევები პანდემიის პირობებში" ,,კოსოვოს კონფლიქტი და ჰუმანიტარული ინტერვენცია" ,,ქაშმირის კონფლიქტი და ნატოს როლი – პოზიცია კონფლიქტთან მიმართებით"

7.2 დაიჯესტი 2021 წლის პირველ ნახევარში YATA Georgia- ში დაინერგა ყოველკვირეული დაიჯესტები, რომელსაც საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციის წევრები ამზადებდნენ მიმდინარე საერთაშორისო მოვლენების შესახებ, რომელიც აქტუალური იყო საქართველოსა და ნატოს ურთიეთობის ჭრილში. მომზადებული დაიჯესტი ქვეყნდებოდა ასოციაციის ვებ-გვერდზე. 24-30 მაისის დაიჯესტი- მოამზადა ალისა ოვესოვმა იხ. ვებ-გვერდზე:http://yata.ge/ge/?p=1878 17-23 მაისის დაიჯესტი- მოამზადა ალისა ოვესოვმა იხ. ვებ-გვერდზე: http://yata.ge/ge/?p=1874 26 აპრილი- 2 მაისის დაიჯესტი- მოამზადა მარიამ დოლიძემ იხ. ვებ-გვერდზე: http://yata.ge/ge/?p=1843 19-25 აპრილის დაიჯესტი- მოამზადა მარიამ დოლიძემ იხ. ვებ-გვერდზე:http://yata.ge/ge/?p=1839 12-18 აპრილის დაიჯესტი- მოამზადა ლუკა ავაზაშვილმა იხ. ვებ-გვერდზე:http://yata.ge/ge/?p=1835 5-11 აპრილის დაჯესტი- მომაზადა ლუკა ავაზაშშვილმა იხ. ვებ-გვერდზე: http://yata.ge/ge/?p=1796 29 მარტი- 4 აპრილის დაიჯესტი- მოამზადა თამრიკო ნაჭყებიამ იხ. ვებ-გვერდზე:http://yata.ge/ge/?p=1792 15-21 მარტის დაიჯესტი-მოამზადა ლარისა ნაჭყებიამ იხ. ვებ-გვერდზე:http://yata.ge/ge/?p=1780 8-14 მარტის დაიჯესტი- მოამზადა ლარისა ნაჭყებიამ იხ. ვებ-გვერდზე: http://yata.ge/ge/?p=1777 1-7 მარტის დაიჯესტი-მოამზადა გოჩა მიქაუტაძემ იხ. ვებ-გვერდზე: http://yata.ge/ge/?p=1769 22-28 თებერლის დაიჯესტი- მოამზადა გოჩა მიქაუტაძემ იხ. ვებ-გვერდზე: http://yata.ge/ge/?p=1759 15-21 თებერვლის დაიჯესტი- მოამზადა ნინო ბოჭოიძემ იხ. ვებ-გვერდზე: http://yata.ge/ge/?p=1755 8-14 თებერვლის დაიჯესტი - მოამზადა ნინ ბოჭოიძემ იხ. ვებ-გვერდზე: http://yata.ge/ge/?p=1751 1-7 თებერვლის დაიჯესტი - მოამზადა ლიკა აბესაძემ იხ. ვებ-გვერდზე: http://yata.ge/ge/?p=1728 15-31 იანვრია დაიჯესტი - მოამზადა ლიკა აბესაძემ იხ. ვებ-გვერდზე:http://yata.ge/ge/?p=1669

30


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.