ნატო 1945-2019

Page 1

2020

ნატო 1945-2019

ნატოს ისტორია 1945-2019 წლებში იატა საქართველოს გუნდი

საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია | თბილისი, საქართველო


სარჩევი 1949-1953 ..................................................................................................................................................... 2 1954-1958 ..................................................................................................................................................... 8 1959-1963 ................................................................................................................................................... 13 1964-1968 ................................................................................................................................................... 17 1969-1973 ................................................................................................................................................... 21 1974-1978 ................................................................................................................................................... 26 1979-1983 ................................................................................................................................................... 32 1984-1988 ................................................................................................................................................... 39 1989- 1993 .................................................................................................................................................. 47 1994-1998 ................................................................................................................................................... 54 1999-2003 ................................................................................................................................................... 59 2004-2008 ................................................................................................................................................... 63 2009-2013 ................................................................................................................................................... 69 2014-2019 ................................................................................................................................................... 76


1949-1953 XXI საუკუნეში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების ცნება აღარ არის შემოსაზღვრული მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზღვრებით, სახელმწიფოთა უსაფრთხოება და სტაბილურობა დამოკიდებულია რეგიონალურ და გლობალურ დონეზე განვითარებულ ინტეგრაციის პროცესებზე. მრავალრიცხოვან უნივერსალურ თუ რეგიონალურ ორგანიზაციებს შორის ცენტრალური

ადგილი

უჭირავს

და

გლობალური

პასუხისმგებლობა

აკისრია

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO). პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ნატოს წარმატების ძირითადი მიზეზები, უნდა ვეძიოთ მის პრინციპებსა და ფასეულობებში_ კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვა. სწორედ

ეს

ძირითადი

პრინციპები

განაპირობებენ

ნატოს

წევრი

სახელმწიფოების

ერთიანობას. 1949 წელს დაარსებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება ნამდვილად გამოდგა ქმედითუნარიანი და მან მართლაც შეძლო თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულება: დაიცვა თავისი წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მან „ცივი ომის“ დასრულების შემდეგაც განაგრძო წარმატებული არსებობა, რაც ნამდვილად დასაფასებელი და აღსაღნიშნავია, რადგანაც ისტორიის მანძილზე შექმნილი სხვადასხვა კოალიციები საერთო მტრის ხაზის გაქრობისთანავე წყვეტდნენ ძველი მიზნების შესრულებას და ერთმანეთს ეომებოდნენ. ნატოს ასეთი ქმედითუნარიანობის და წარმატებულობის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს, კერძოდ: 

ნატოს მთავარი დასაყრდენი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატები, ალიანსი კი გაიგივებული იყო აშშ-ს სამხედრო პოტენციალთან თავისი ბირთვული არსენალით.

ნატოს წევრების გაერთიანების ძირითადი მიზეზი იყო საერთო მტრის ხაზის არსებობა და ეს იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ იწყებს კომუნიზმის გავრცელებას და განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ ევროპას.

საერთო მტრის გარდა, აშშ-ს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აერთიანებდათ საერთო ღირებულებებიც_ დემოკრატია, პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.1

1949 წელს ვაშინგტონში 12-მა სახელმწიფომ (აშშ, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, პორტუგალია, კანადა, იტალია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია,

ჩიტაძე, ნ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება. 1


ნორვეგია)

ხელი

მოაწერა

ჩრდილოატლანტიკურ

ხელშეკრულებას,

რომელიც

ასევე

ვაშინგტონის შეთანხმებით არის ცნობილი. 2 ვაშინგტონის ხელშეკრულება არის ალიანსის დამფუძნებელი დოკუმენტი, რომელიც შედგება 14 მუხლისაგან, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არი მე-5 მუხლი, რომელიც გულისხმობს კოლექტიურ თავდაცვას, ნატოს ერთ რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი „ცივი ომის“ განმავლობაში არ გამხდარა საჭირო მე-5 მუხლის ამოქმედება_ საბჭოთა კავშირმა ვერ გაბედა აგრესიის განხორციელება ვერც ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. 3 1950-იანი წლების პირველ ნახევარში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება დადგა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე, როდესაც საბჭოთა კავშირმა სცადა, ბზარი შეეტანა დასავლეთის ერთიანობაში. მან თანხმობა განაცხადა გერმანიის გაერთიანების საკითხზე იმ პირობით, რომ გაერთიანებულ გერმანიას ექნებოდა ნეიტრალური სტატუსი და დარჩებოდა გაერთიანების გარეთ. ამ საკითხის ირგვლივ გაიმართა მწვავე დებატები. ბევრი იწონებდა საბჭოთა კავშირის შემოთავაზებას, მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვა ტრანსატლანტიკურმა სოლიდარობამ და აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ დასავლეთის გადაწყვეტილებაში დიდი როლი შეასრულა თავად დასავლეთ გერმანიის იმდროინდელმა კანცლერმა კონრად ადანაუერმა.4 ნატოს შექმნის ძირითადი მიზეზები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დამარცხებულ იქნა ფაშიზმი, მსოფლიოს წინაშე ახალმა საფრთხემ იჩინა თავი_ კომუნიზმის გავრცელებამ. ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა, როგორც ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ქვეყანამ, მნიშვნელოვნად განიმტკიცა პოზიციები მსოფლიოში და

განსაკუთრებით,

აღმოსავლეთ

ევროპაში,

სადაც

შემოღებულ

იქნა

მმართველობის დესპოტური ფორმები. ადამიანთა პოლიტიკური, სოციალური, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების მასობრივმა ხელყოფამ ცენტრალური და აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში, გამოიწვია დემოკრატიული ქვეყნების სამართლიანი აღშფოთება. 1946-1949 წლებში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. 1947 წლის იანვარში პოლონეთში დამკვიდრდა კომუნისტური რეჟიმი, იმავე წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა უარი თქვეს „მარშალის გეგმის“ მიხედვით აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ

ეკონონომიკურ

დახმარებაზე,

შეიქმნა

კომუნისტური

პარტიების

საინფორმაციო ბიურო- „კომინფორმი“, რომლის მთავარი მიზანიც იყო კომუნისტური

მენაღრიშვილი, ი. (თ. გ.). როგორ შეიქმნა ნატო. https://www.gfsis.org/files/my-world/17/2.pdf. ემულისი, უ. ს. (2008). ნატო და საქართველოს უსაფრთხოება. თბილისი: ახალი თაობაახალი ინიციატივა,საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ. 4 ჩიტაძე, ნ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება. 2 3


ბლოკის სახელმწიფოების იდეოლოგიური ერთიანობის უზრუნველყოფა. კომუნისტური ექსპანსია კვლავ გრძელდებოდა და 1948 წელს ჩეხოსლოვაკიში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის სათავეში მოვიდა კომუნისტური პარტია. იმავე წელს სსრკ-მ მოახდინა ბერლინის ბლოკადა და ამ ქალაქის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა. პარალელურად „გაწითლების“ საფრთხე დაემუქრათ ნორვეგიას, საბერძნეთს და თურქეთს. ზემოაღნიშნულიდან

გამოდინარე,

დასავლეთის

ქვეყნების

დადგნენ

მნიშვნელოვანი

გადაწყვეტილებების მიღების წინაშე. ერთ-ერთი პირველი იყო ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ- მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მოხსენება ფულტონში 1945 წლის 5 მარტს, სადაც მან თქვა, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ჩამოეშვა „რკინის ფარდა“ და ამიტომ უნდა

შექმნილიყო

ბრიტანულ-

ამერიკული

სამხედრო

კავშირი

„აღმოსავლეთის

კომუნიზმთან“ ბრძოლის მიზნით. 5 მალე აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნები გადამწყვეტი ზომების მიღებაზე გადავიდნენ. ამ მხრივ აღსანიშნავია ჯორჯ ქენანის მიერ შემუშავებული ე.წ. „შეკავების“ დოქტრინა. „შეკავების“

დოქტრინა

უფრო

კონცენტრირებული

სახით

განსახიერდა

„ტრუმენის

დოქტრინასა“ და „მარშალის გეგმაში“. „ტრუმენის დოქტრინა“, რომელიც შემუშავებულ იქნა აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მიერ 1947 წლის 12 მარტს, ითვალისწინებდა აშშ-ის მიერ საბერძნეთისა და თურქეთის დახმარებას 400 მლნ. აშშ დოლარით. „ტრუმენის დოქტრინა“ იყო პირველი ოფიციალური კონცეფცია „კომუნიზმის შეკავების“ სტარატეგიის ფარგლებში. 6 რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, აშშ ეკონომიკურად გამარჯვებული გამოვიდა ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნები. მაგალითისთვის, 1943 წელს აშშ-ს სამრეწველო მოცულობა 2,4ჯერ მეტი იყო ვიდრე 1937 წელს და ეს დაკავშირებული იყო მეომარი ქვეყნების მიერ დიდი მოცულობის დაკვეთების შესრულებასთან. მსოფლიო ომის დასრულებისთვის აშშ-ს მშპ შეადგენდა მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს. აქედან გამომდინარე 1947 წლის 5 ივნისს აშშ-ს მიერ წარდგენილ იქნა ეკონომიკური აღორძინების გეგმა („მარშალის გეგმა“). ევროპის ქვეყნებმა დაახლოებით 17 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარება მიიღეს. დახმარება შესთავაზეს სსრკ-სა და მის სატელიტებსაც, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. 7

ჩიტაძე, ნ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება. 6 Bedfellows, G. W. (1999). NATO- Marches East. New York: University Press of America. 7 Dixon, A. M. (n.d.). THE GEORGE C. MARSHALL FOUNDATION. Retrieved from THE EUROPEAN RECOVERY PROGRAM: https://www.marshallfoundation.org/marshall/the-marshallplan/foreign-assistance-act-1948/the-european-recovery-program/ 5


„მარშალის გეგმის“ გახორციელებამდე, მთელი დასავლეთ ევროპა შეშფოთებული იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენებით. დასავლეთ ევროპის ქვეყნები მნიშვნელოვან ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდნენ. სწორედ ამის გამო შეიქმნა „ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის მიზანიც იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება და „მარშალის გეგმის“ ფარგლებში შემოსული დახმარების გადანაწილება. ასევე გაჟღერდა ევროპული თავდაცვითი ორგანიზაციის შექმნის იდეა. ეს წინადადება პირველმა წამოაყენა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტ ბევინმა. 1948 წლის 17 მარტს ბელგიას, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ იქნა ბრიუსელის ხელშეკრულება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობისა და კოლექტიური თავდაცვის შესახებ.8 27-28 სექტემბერს კი დააფუძნეს დასავლეთის კავშირის თავდაცვის ორგანიზაცია. 1948 წლის ივნისში აშშ-ს სენატმა მიიღო „ვანდერბერგის რეზოლუცია“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აშშ-ს მომავალ მონაწილეობას რეგიონალურ და სხვა სახის კოლექტიურ შეთახმებებში ევროატლანტიკური, ასევე მსოფლიოს სხვა რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.9 1948 წლის ივლისში აშშ-მ, კანადამ და ბრიუსელის ხელშეკრულების წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს მოლაპარაკებები ჩრდილოატლანტიკური რეგიონის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ.

მოგვიანებით,

ბრიუსელის

ხელშეკრულების

წევრი

სახელმწიფოების

საკონსულტაციო საბჭომ განაცხადა „სრული თანხმობის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური თავდაცვითი პაქტის შექმნის იდეასთან დაკავშირებით.” 1949 წლის მარტში მათ შესთავაზეს დანიას, ისლანდიას, იტალიას, ნორვეგიასა და პორტუგალიას, მიერთებოდნენ ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. 1949 წლის 4 აპრილს, თორმეტმა სახელმწიფომბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, ისლანდიამ, იტალიამ, კანადამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პორტუგალიამ, აშშ-მა და საფრანგეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლის პრინციპების საფუძველზე ქ. ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დოკუმენტს-ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის-ნატო-ს შექმნის შესახებ. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1949 წლის 24 აგვისტოს, ხოლო იმავე წლის 17 სექტემბერს ვაშინგტონში ჩატარდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი სესია. ნატოს მუშაობის დასაწყისი ნატოს დაარსებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ დაკარგა ატომური მონოპოლია მსოფლიოში, ამიტომ კომუნიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ადეკვატური ზომების მიღება. ამიტომაც, ალიანსმა ნატოს შექმნის დღიდანვე აქტიური Britannica, T. E. (თ. გ.). Brussels Treaty: https://www.britannica.com/event/Brussels-TreatyEuropean-history-1948-დან 9 ჩიტაძე, ნ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება. 8


ქმედებები განახორციელა. უპირველესად, ეს დაკავშირებული იყო აშშ-ს მიერ ფინანსური დახმარებების

გამოყოფასთან

დასავლეთის

ქვეყნების

მიერ

სხვადასხვა

სამხედრო

პროგრამების განსახორციელებლად. ეს იყო პრეზიდენტ ტრუმენის ინიციატივა. 1950 წლის დასაწყისში მან დაამტკიცა ჩრდილოატლანტიკური რეგიონის ერთიანი თავდაცვითი სისტემის შექმნის გეგმა. გამოიყო 900 მლნ. აშშ დოლარი. ამასთანავე ნატო- ში განხორციელდა სტრუქტურული და საკადრო სახის ღონისძიებები. 1950 წლის ივლისში ქ. ლონდონში ჩატარდა წევრი ქვეყნების პირველი სხდომა, სადაც, აშშ-ს წარმომადგენელი, ელჩი ჩარლზ სპოფორდი არჩეულ იქნა საბჭოს მუდმივ თავმჯდომარედ. 1951 წლის 20 სექტემბერს ოტავაში (კანადა) ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს „სამოქალაქო სტატუსის შესახებ“ ხელშეკრულებას.

1952

წელს

გამართულ

ლისაბონის

შეხვედრაზე

მოხდა

ნატო-ს

სტრუქტურული რეორგანიზება და ნატო გახდა მუდმივმოქმედი ორგანიზაცია შტაბ- ბინით პარიზში. 10 სამხედრო სტრუქტურებში განხორციელებული ღონისძიებები: 

1951 წლიდან მუშაობა დაიწყო ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბმა

ევროპაში.

შტაბის

რეზიდენცია

განთავსდა

როკენკურში

(პარიზის

მახლობლად); 

1952 წლიდან მუშაობა დაიწყო ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბმა ატლანტიკის რეგიონში რეზიდენციით ქ. ნორფოლკში;

ასევე, ნატო-ს უმაღლესი სარდლობის შტაბი ლა-მანშის სრუტის ზონაში;

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „საკუთარი შეიარაღებული ძალების სტატუსის” შესახებ და ოქმს „საერთაშორისო სამხედრო შტაბის” შესახებ.

აღსანიშნავია ნატო-ს საფუძვლიანი ნაბიჯები საგანმანათლებლო კუთხითაც. 1951 წლის ნოემბერში პარიზში საზეიმოდ გაიხსნა ნატოს თავდაცვის კოლეჯი. ასევე, 50-იანი წლების ბოლოს ობერამერგაუში (გერმანია) შეიქმნა საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც 1975 წელს ნატო-ს სკოლა ეწოდა. 11 ნატო-ს პირველი გაფართოება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად: „მხარეებს შეუძლიათ ერთსულოვანი თანხმობით ამ ხელშეკრულებასტან მისაერთებლად მოიწვიონ ნებისმიერი

10

NATO Update. (n.d.). Retrieved from https://www.nato.int/docu/update/50-59/1950e.htm

ჩიტაძე, ნ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება. 11


სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს ამ ხელშეკრულების პრინციპების განხორციელებას და წვლილი შეაქვს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.“12 1952 წლის თებერვალში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ საბერძნეთი და თურქეთი. ეს ქვეყნები უყოყმანოდ მიიღეს ორგანიზაციაში, ვინაიდან მათ სსრკ-ს მხრიდან „გაწითლების საფრთხე“ დაემუქრათ. 1952 წელს ნატო-ში თურქეთის მიღებამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საშუალება მისცა, განემტკიცებინა თავისი პოზიციები სსრკ-ის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან და გაეფართოებინა თავისის გეოპოლიტიკური გავლენა წინა აზიაში. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სსრკ-ს გეოპოლიტიკური გავლენის შემცირების მიზნით XX საუკუნის 50- იან წლებში, ნატო-ს და ,პირველ რიგში აშშ-ს, მიერ ქმედითი ღონისძიებები იქნა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 1951 წელს შეიქმნა ნატო-ს მსგავსი სამხედრო- პოლიტიკური ორგანიზაცია ავსტრალიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მისი წევრები გახდნენ აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ეწოდა ანზიუსი (ANZUS). ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია არის კაცობრიობის ისტორიაში უძლიერესი პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი, რომლის ძირითადი დანიშნულებაც მსოფლიოში მშვიდობის

დაცვა

და

წარმატებული

საქმიანობის

განხორციელებაა,

როგორც

ევროატლანტიკურ სივრცეში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. დღეს ნატო აღარაა ის ორგანიზაცია, რომლის

მთავარი

მიზანიც

მხოლოდ

თავისი

წევრი

სახელმწიფოების

სამხედრო

თავდასხმისაგან მათსავე ტერიტორიაზე დაცვა წარმოადგენდა. დღეს ალიანსს სხვა მრავალი მნიშვნელოვანი

ფუნქცია

გააჩნია.

ის

დაკავებულია

ჰუმანიტარული

აქციების

განხორციელებით, სამეცნიერო- ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებით, სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებით და ა.შ. სწორედ ამის გამო ნატო-ს შეიძლება ეწოდოს რეგიონული ორგანიზაცია გლობალური პასუხისმგებლობით.

ავტორი: მარიამ მეტონიძე

12

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, ბიულეტენი #1,. (2006 იანვარი- მარტი).

თბილისი: "საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ".


1954-1958 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, „ნატო“ 1949 წელს შეიქმნა, ამ დროისთვის ნატო იწყებს ახალი მოკავშირეების გაჩენას და მისი პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც დროთა განმავლობაში ახალი გარემოებების, სოციალური და პოლიტიკური ასპარეზის გათვალისწინებით დროდადრო იცვლება. 1954 წლის აპრილში, შეთანხმების ხელმოწერიდან 5 წლის შემდეგ, პარიზში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ თვალი გადაავლო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ყურადღება გაამახვილა მიღწეულ პროგრესზე, განსაზღვრა არსებული ინტერნაციონალური მდგომარეობა და ჩამოაყალიბა მოსაზრებები საერთო პრობლემებსა და ინტერესებზე. ამ სხდომაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო გერმანიის ოკუპირებულ ზონას. სხდომაზე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ არ სურდათ მოეხსენიებინათ გერმანიის ოკუპირებული ტერიტორია, როგორც „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა“, ან ამ უკანასკნელთა მეთაურებისთვის ეწოდებინათ „გერმანიის დემოკრატიული

რესპუბლიკის

მთავრობა“.

გადაწყდა

რომ

მუდმივმოქმედი

წარმომადგენლები შეადგენდნენ რეზოლუციას ამ საკითხზე.

13

1954 წელი სწორედ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნატო-გერმანიას შორის კავშირის დამყარების კუთხით. ამ პერიოდში გერმანიაში

მძაფრად დგას გერმანიის

ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანების საკითხი. 1954 წელს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარებულმა 4-მა კონფერენციამ შედეგი ვერ გამოიღო მათი გაერთიანების კუთხით. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში ნატოს წარმომადგენლები

აქტიურად

განაგრძობენ

ურთიერთობის

დამყარებას

გერმანიის

ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის არსებული მოლაპარაკებების საფუძველზე ცნო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საოკუპაციო რეჟიმის გაუქმება და მოიწვია იგი ბრიუსელის შეთანხმებაზე შესაერთებლად, ამ შეთანხმების საბოლოო ვერსიის, მისი პროტოკოლის შესაბამისად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თანხმდება, რომ მომართოს მისი პოლიტიკა შეთანხმების შესაბამისად და შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება. ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებასა

და

ბრიუსელის

შეთანხმებაზე

მიერთებით

გერმანიის

ფედერაციული

რესპუბლიკა ასევე გამოხატავს მზადყოფნას, რომ იგი არ განახორციელებს არც ერთ ისეთ ქმედებას რომელიც შეეწინააღმდეგება მოცემული შეთანხმებებიდან რომელიმეს და ნათლად შესარულებს ამ შეთანხმებებიდან წარმოშობილ მის ვალდებულებებს. 1955 წლის 5 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ოფიციალურად ხდება ნატოს წევრი ქვეყანა.14

13 14

https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_17405.htm?selectedLocale=en https://www.nato.int/icons/hd-new/hd-update-e.jpg


ევროპულმა პოლიტიკურმა ინტეგრაციამ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. თუმცა პარალელურად მძლავრობდა სსრკ-ს გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე. 1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნატოში გაერთიანების საპასუხოდ სსრკ და მისი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები აფორმებენ ვარშავის პაქტს.15აღსანიშნავია, რომ ამ პაქტის გაფორმება მხოლოდ გერმანიასა და ნატოს შორის არსებულ ურთიერთობას არ უკავშირდება. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ამ გზით საბჭოთა კავშირი ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა და კონტროლი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. თუმცა, ცალსახაა, რომ მთავარი მაპროვოცირებული მიზეზი, სწორედ რომ საპასუხო შეტევის განხორციელება იყო. აშკარა, პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება ამ პერიოდში სსრკ-სა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არ განხორციელებულა,

თუმცა

სახეზე

იყო

იდეოლოგიურ

საწყისებზე

წარმოებული

არამატერიალიზებული ომი. ამ პერიოდში ნატო აყალიბებს მის ეგრეთ წოდებულ „მასიური შურისძიების“

16

პოლიტიკას,

რაც მოიაზრებს სახელმწიფოს მხრიდან ბევრად უფრო მასშტაბური საპასუხო თავდასხმის განხორციელებას თავად ამ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში. ამრიგად, თუ სსრკ განახორციელებდა თავდასხმას, ნატო უპასუხებდა ბირთვული იარაღით. აღნიშნული პოლიტიკის ჩამოყალიბება მიმართული იყო საბჭოთა კავშირის თავდასხმის რისკების თავიდან აცილებისაკენ. ეს სტრატეგია ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებს უბიძგებდა განევითარებინათ თავიანთი ეკონომიკა და მხოლოდ ჩვეულებრივ სამხედრო ძალების მობილიზებაზე არ ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი. ნელ-ნელა იზრდებოდა კავშირის როგორც სამხედრო ისე პოლიტიკური როლი და აუცილებლობა. ნატოს შექმნის დღიდან მცირე მოკავშირე სახელმწიფოები გამოთქვავმდნენ სურვილს, რომ ნატო ორიენტირებულიყო არა მხოლოდ სამხედრო და ბირთვული ძალების გაძლიერებაზე, არამედ განევითარებინა პოლიტიკური კონსულტაციები და შესაბამისად გაძლიერებულიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, რისი აუცილებლობაც კიდევ უფრო აშკარა გახდა სუეზის კრიზისის ფონზე. სუეზის არხი, რომელიც დამაკავშირებელი იყო ხმელთაშუაზღვისა და წითელი ზღვის, ისტორიულად კოლონისტი დიდი ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა ეგვიპტის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 1956 წლის ოქტომბერში იზრაელმა სცადა სუეზის კანალზე კონტროლის მოპოვება და მას მალევე შეუერთდნენ ბრიტანეთი და საფრანგეთი. ამ ყველაფერში საბჭოთა კავშირი ჩაერია. ხრუშოვი აშშ-ს იმდროინდელ პრეზიდენტ დუაიტ აიზენჰაუერს ბირთვული ომით დაემუქრა, ამერიკის პრეზიდენტი კი, თავის მხრივ, იზრაელს საფრანგეთსა და ბრიტანეთს ეკონომიკური სანქცების დაკისრებას დაჰპირდა, იმ შემთხვევაში თუ არ შეწყვეტდნენ სამხედრო მოქმედებებს სუეზის კანალზე. გარდა ამისა, სსრკ-ს მიერ პირველი ხელოვნური თანამგზავრის17 გაშვებამ https://www.nato.int/nato_static/assets/pdf/pdf_publications/20120412_ShortHistory_en.pdf https://en.wikipedia.org/wiki/Massive_retaliation 17https://en.wikipedia.org/wiki/Soviet_space_program 15 16


შოკში ჩააგდო ჩრდილოატლანტიკური საზოგადოება და გარკვეულწილად დაქსაქსა კიდეც ის. ცალსახა გახდა რომ საჭირო იყო სამეცნიერო კუთხით ასპარეზის გაძლიერება. ამასთან, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მოხსენების სახით რჩევა მიიღო „სამი ბრძენი კაცისგან“ („სამთა კომიტეტი“), ნორვეგიის, იტალიისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან, რომ ჩაეტარებინათ უფრო ხშირი და ნაყოფიერი კონსულტაციები სამეცნიერო გაერთიანებებთან თანამშრომლობით, რამაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ნატოს

სამეცნიერო

პროგრამის

ჩამოყალიბებას:

„მეცნიერება

მშვიდობისა

უსაფრთხოებისათვის“ (The NATO Science for Peace and Security Programme –SPS) . 18

და „სამი

ბრძენის კაცის“ რჩევა ასევე საფუძველი გახდა ახლიდან გადაეხედათ გაერთიანების მიზნების და მათი მიღწევის საშუალებებისათვის, საერთო იდეოლოგიის ხელახლა ჩამოყალიბებისა და მისი რედაქტირებისათვს, ვინაიდან იგი უნდა მორგებოდა არსებულ გარემოებებს, შექმნილ სიტუაციას თუ პოლიტიკურ და სოციალურ ასპარეზსს. „SPS”,ამ პროგრამის თანახმად, პროგრესს მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, შეუძლია ითამაშოს უდიდესი და გადამწყვეტი როლი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხში და განსაზღვროს მისი ბედი საგარეო საქმეებში. განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა მიენიჭა ამ პროგრამას ნატოს მიზნებისა და საჭიროებების სრულად განსახორციელებლად. 1958 წელს ჩამოყალიბდა ჩრდილოატლანტიკური სამეცნიერო კომიტეტი (NATO Science Committee – SCOM), რომლის პირველი შეხვედრაც გაიმართა საფრანგეთში, პარიზში. 1956

წლის

თებერვალში

ხრუშოვი

ასაჯაროებს

სტალინის

მიერ

განხორციელებულ

დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა ამისდა მიუხედავად საბჭოთა კავშირი განაგრძობს მკაცრი კონტროლის მოპოვებასა და შენარჩუნებას აღმოსავლეთ ევროპაზე. სოციალისტური რეჟიმის საწინააღმდეგოდ წამოწყებული აჯანყების ისეთი მცდელობები, როგორიც იყო 1956 წლის ივნისში პოლონეთში, ცოტა მოგვიანებით კი უფრო სერიოზული ტალღა უნგრეთში, უმალვე ნეიტრალდება საბჭოთა ძალების მყისი რეაგირებით.19 1957 წლის 2-3 მაისს გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილეს საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებული ზემოთხსენებული ქმედებები, რომელიც მიმართული იყო საზოგადოებაში თავდაცვის თანამედროვე საშუალებების დანერგვის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ და ნატოში გაწევრიანების პოპულარიზაციის ჩასახშობად. სხდომის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აუცილებლობას შექმნილიყო სათანადო საჰაერო საზღვაო და სახმელეთო ძალები მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიების დასაცავად, ვინაიდან საბჭოთა კავშირის მხრიდან სერიოზული აგრესია იყო მოსალოდნელი. უნგრეთის მაგალითმა აჩვენა, რომ „თავისუფლებას“ საბჭოთა კავშირისთვის დაკარგული აქვს მნიშვნელობა

და

იგი

მზად

არის

სახელმწიფოების

სწრაფვას

სუვერენიტეტისაკენ

დაუპირისპიროს ნებისმიერი სახის ძალმომრეობითი ქმედება. ამავე სხდომაზე კიდევ ერთხელ

18 19

https://www.nato.int/science/about_sps/historical.htm https://www.nato.int/docu/update/50-59/1956e.htm


დადგა საკითხი გერმანიის გაერთიანებისთვის ძალების განახლების შესახებ. საბჭოს წევრებმა განაცხადეს რომ ისინი მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისათვის, რომ გერმანია კვლავ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებულიყო დემოკრატიული არჩევნების წყალობით.20 1957 წელს ასევე დასავლეთ ევროპელი მოკავშირეები განაგრძობენ გაამყარონ თანამშრომლობა, რომელიც დაიწყო „ევროპული აღდგენის პროგრამის“ პირობებში, ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოების დაარსებით (1952). ეს პროცესები მნიშვნელოვანწილად მიიწევს წინ 1957 წლის მარტში „რომის შეთანხმების“ დადების შემდეგ. ამ შეთანხმების ხელმომწერნი არიან: ბელგია, გერმანიის

ფედერაციული

რესპუბლიკა,

საფრანგეთი,

იტალია,

ლუქსემბურგი

და

ნიდერლანდები, რაც საბოლოო ჯამში აფუძნებს ევროპულ ეკონომიკურ საზოგადოებას

(European Economic Community – EEC).21 სწორედ 1957 წელს უშვებს საბჭოთა კავშირი პირველ ხელოვნურ თანამგზავრს „სპუტნიკს“. ეს ფაქტი სერიოზულ საფიქრალს უჩენს საზოგადოებას და ბადებს ეჭვს, რომ საბჭოთა კავშირი შეძლებს გავლენა მოიპოვოს დასავლეთზე გარე სივრციდან. მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩრდილოატლანტიკური კავშირი კიდევ ერთხელ აფიქსირებს კავშირის მიზნებსა და ამოცანებს და შესაბამისად კვლავ მხარს უჭერს თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობის იდეას. 1958 წლის დეკემბერში 22 ჩრდილოატლანტიკური საბჭო გამოსცემს „დეკლარაციას ბერლინზე“, რომელშიც აფიქსირებს, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ცალმხრივად უგულვებელჰყოს საერთაშორისო ღონისძიებები. საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ბერლინის შიდა საქმეების მიმართ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქონიოს გავლენა სხვა სახელმწიფოების უფლებებზე ან არ უნდა გაათავისუფლოს საბჭოთა კავშირი ვალდებულებებისაგან. ასეთი მეთოდები ანადგურებს ორმხრივ ნდობას სახელმწიფოებს შორის, რომელიც წარმოადგენს მშვიდობის საყოველთაო საფუძველს. საბჭო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თითოეული წევრი სახელმწიფოს როლს და ვალდებულებას მონაწილეობა მიიღოს ბერლინის კეთილდღეობის საკითხის გადაწყვეტაში და მისი გაერთიანების პრობლემის მოგვარებაში. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს აზრით საბჭოთა კავშირმა პასუხი უნდა აგოს თითოეული ქმედებისათვის, რომელმაც ხელი შეუშალა ბერლინის თავისუფლების იდეას. დასავლეთ ბერლინის 2-მა მილიონმა მაცხოვრებელმა თავისუფალი ხმის მიცემის გზით კვლავ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს თავისუფლებას. ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მიაჩნია, რომ ბერლინის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მოლაპარაკებების წარმატებით მიღწევის პირობებში. ამრიგად დასავლური ძალები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზადყოფნას

https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_17554.htm?selectedLocale=en https://www.nato.int/docu/update/50-59/1957e.htm’ 22https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_17646.htm?selectedLocale=en 20 21


გადახედონ ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებს და მოლაპარაკებებისა და სხვა ღონისძიებების საფუძველზე სცადონ მათი მოგვარება.

ავტორი: სალომე სამხარაძე


1959-1963 ნატო (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია) 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა. ალიანსის შექმნა

თავდაპირველად ძირითადად სამ მიზანს ემსახურებოდა: საბჭოური

ექსპანსიის შეკავებას, ნაციონალისტური მილიტარიზმის აღორძინების აღკვეთას ევროპის კონტინენზე ძლიერი ჩრდილო-ამერიკული გავლენის მეშვეობით და ევროპის პოლიტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას. ნატო შექმნის დღიდან დღემდე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ამჟამად ჩვენ კონკრეტულ პერიოდში,19591963 წლებში ნატოს მიერ განხორციელებული მოქმედებები უნდა განვიხილოთ. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა მეტად სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა ნატო. აღმოსავლეთთან ურთიერთობა სულ უფრო მეტად იძაბებოდა. ნატოს საპირწონედ, 1955 წლიდან არსებობდა ვარშავის პაქტი, რომელშიც სოციალისტური ბანაკის ქვეყნები იყვნენ გაერთიანებულები. 60-იან წლებში განვითარებული უარყოფითი მოვლენებიდან უნდა გავიხსენოთ ოთხმხრივი მოლაპარაკებები, რომელიც ჩაიშლა 1960 წელს დიდ ბრიტანეთს , აშშ-ს, საფრანგეთსა და სსრკს შორის უმაღლეს დონეზე, რომელიც დაკავშირებული იყო გერმანიის საკითხთან. იმავე წლის პირველ მაისს სსრკ-ს საჰაერო სივრცეში ჩამოგდებულ იქნა აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავი უ-2. 1960 წელსვე კომუნისტური სახელმწიფოები გამოვიდნენ მოლაპარაკებათა პროცესიდან, რომლებსაც ისინი აწარმოებდნენ ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან განიარაღების პროცესთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა გაეროს ეგიდით. ამ პერიოდისათვის გერმანია გაყოფილი იყო ორ ნაწილად თუმცა, ბერლინელებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება, ყოველდღიურად დაახლოებით ნახევარ მილიონ ბერლინელს უხდებოდა სოციალიზმიდან კაპიტალიზმში მოგზაურობა. მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი 1961 წლის 13 აგვისტოს დაესვა. ამ ფაქტმა დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია. ქალაქში დაძაბულობამ იმატა. ამ ყველაფრის შედეგი კი ე.წ. ბერლინის კრიზისი აღმოჩნდა, რომელმაც

საბჭოთა

კავშირსა

და

შეერთებულ

შტატებს

შორის

ერთერთი

მწვავე

კონფრონტაციის სახე მიიღო. 28 ოქტომბერს მთელი ღამის განმავლობაში ამერიკული და საბჭოთა ტანკები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. დილით ორივე მხარემ უკან დაიხია. ამით მოულოდნელი კრიზისი დასრულდა. ბერლინის კედელი ცივი ომის სიმბოლოდ იქცა. ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, ნატო იძულებული გახდა მიეღო სასწრაფო ზომები, მსოფლიოში არსებული დაძაბულობის შემცირების მიმართულებით. ამ მიზნით, და მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებისათვის, 18 ევროპულ (მათ შორის ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს), აგრეთვე აშშ-ისა და კანადის მიერ ხელმოწერილ იქნა კონვენცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ნაცვლად) შექმნის შესახებ. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას შეუერთდნენ ავსტრალია, ახალი ზელანდია და იაპონია. 1961 წლის დეკემბერში

ნატომ

საგარეო

საქმეთა

მინისტრების

დონეზე

ჩატარებული


ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, ალიანსის ხელმძღვანელობამ მკაცრად დაგმო ბერლინის კედლის მშენებლობა და გამოთქვა მზადყოფნა განეახლებინა დიპლომატიური კონტაქტები საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებათა პროცესის განახლების მიზნით. ერთი წლის შემდეგ, 1962 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მაკმილანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა კენედიმ ოფიციალურად მიმართეს სსრკ-ის გენერალურ მდივანს ხრუშჩოვს მოწოდებით, რათა ეს უკანასკნელი დათანხმებულიყო ხელმოწერილ ყოფილიყო შეთანხმება ბირთვული გამოცდების აკრძალვის შესახებ. ამავე დროს, სსრკ-ის მიერ დასავლეთის ამ წინადადების იგნორირების საპასუხოდ იმავე წლის მაისში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს პირობები,

რომელთა

მიხედვითაც

ნატო

შესაძლებელია

იძულებული

ყოფილიყო

გამოეყენებინა ბირთვული იარაღი. დოკუმენტს „ათენის დირექტივების” სახელი ეწოდა. მოგვიანებით, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორივე ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა გამოეყოთ თავიანთი სტრატეგიული ძალების გარკვეული ნაწილი ნატო-ს დაქვემდებარებაში. ამ მიზნით, მომდევნო წლებში ნატო-ს სამხედრო დაგეგმარების კომიტეტის მიერ შექმნილ იქნა ბირთვული თავდაცვის კომიტეტი და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფი. XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, ჯონ კენედის და ლინდონ ჯონსონის მთავრობები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან მრავალმხრივი ბირთვული

ძალების

ფარგლებში,

რომელიც

ითვალისწინებდა

ნატოს

ფარგლებში

საერთაშორისო ბირთვული ძალების შექმნას. (წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ხომალდები, მასზე ბირთვული იარაღით, სადაც საქმიანობას აწარმოებდნენ შერეული ეროვნული ჯგუფები), თუმცა მრავალმხრივი ბირთვული ძალების პროექტი არ იქნა ცხოვრებაში გატარებული. ზოგადად, ნატოს მთავარი დასაყრდენი გახლდათ აშშ, რომელიც რეალურ სამხედრო და ეკონომიკურ ძალას წარმოადგენდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაიგივებული იყო აშშს სამხედრო პოტენციალთან და ბირთვულ არსენალთან.. აღნიშნულ პერიოდში კვლავ მიმდინარეობს ცივი ომი და აღსანიშნავი „კარიბის კრიზისს“, რომელიც ცივი ომის კულმინაცია იყო. 1952 წლიდან აშშ, ხოლო 1953 წლიდან სსრკ უკვე ფლობდა წყალბადის ბომბს. სწორედ კარიბის კრიზისის დროს დადგა მსოფლიო ატომური ომის ზღურბლზე. 1959 წელს კუბაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო მოვიდა. მან კუბაში აშშ-ს კომპანიების ქონების ნაციონალიზაცია დაიწყო. ამ ფაქტმა აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია და 1962 წელს კუბა ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციიდან გარიცხეს. ამის საპასუხოდ კასტრომ სსრკ-სთან დაახლოება დაიწყო. 1962 წლისთვის ნატოს წევრ თურქეთში, დიდი რაოდენობით ატომური რაკეტები იყო განლაგებული. ამის გამო სსრკ-ს სახელმწიფოს ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა 1962 წლის აგვისტოში კუბაში საიდუმლოდ დაიწყო საბჭოთა ატომური რაკეტების განლაგება და სამხედრო დანაყოფების გადასხმა. (გეგმა „ანადირი“). იმავე წელს ოქტომბერში ეს რაკეტები


ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავებმა დააფიქსირა. ამოქმედების შემთხვევაში ისინი ამერიკის მთელ ტერიტორიას დაფარავდნენ. ჯონ კენედიმ გადაწყვიტა კუბის სამხედრო ბლოკადის დაწყება. 200-მდე ამერიკულმა გემმა კუბას ალყა შემოარტყა. პარალელურად კენედიმ ხრუშჩოვს რაკეტების დემონტაჟი მოსთხოვა. ატომური ომი ყოველ წუთს შეიძლება დაწყებულიყო.10-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და სსრკ შეთანხმდნენ, რომ სსრკ დაიწყებდა რაკეტების დემონტაჟს, აშშ კი საზღვაო ალყას მოხსნიდა, გარდა ამისა მან ატომური რაკეტები

თურქეთიდანაც

გაიტანა.1962

წელს

ჟენევაში

გაიხსნა

განიარაღების

მუდმივმოქმედი კონფერენცია. კარიბის კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შემდგომ, უკვე 1963 წლიდან იწყება დაძაბულობის შედარებითი შემცირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. 1963 წლის 20 ივნისს ჟენევაში აშშ-მ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ე.წ. „ცხელი ხაზის” ამოქმედების შესახებ. იმავე წელს

დიდმა

ბრიტანეთმა,

აშშ-მ და

სსრკ-მ

მოახდინეს

„ბირთვული

გამოცდების

ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცესა და წყალქვეშ აკრძალვის შესახებ” შეთანხმების პარაფირება. ახალი კონცეფციების ხანგრძლივი ძიების შედეგად ე.წ“ ბირთვული ჩიხის” პირობებში აშშ-მ 1961 წელს მიიღო „მოქნილი რეაგირების სტრატეგია“. “აშშ-ს სამხედრო პოლიტიკის ძირითად მიზანს 1961 წლიდან-განაცხადა თავის დროზე აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მაკნამარამ, წარმოადგენს

თავისუფალი

სამყაროს,

და

კერძოდ

ნატოს

ქვეყნების

უბირთვო

შესაძლებლობების გაძლიერება“. „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია აძლიერებდა ნატო-ს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების პოზიციას, სთავაზობდა რა სამხედრო რეაგირების შესაფერის ვარიანტებს მანამდე, სანამ გადავიდოდნენ საყოველთაო ბირთვულ დარტყმებზე კონფლიქტის შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოქნილი რეაგირების ამირეკული სტრატეგია თავდაპირველად ნატოს ბლოკის მონაწილე დასავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა უარყვეს, რადგან არ სჯეროდათ ევროპაში წარმატებული საბრძოლო მოქმედებების წარმოების ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე. ისინი კვლავ „ფარისა და მახვილის“ პრინციპს ემხრობოდნენ. 1949 წელს ნატოს შექმნას საფუძვლად სწორედ ეს პრინციპი დაედო. ამის მიხედვით, სსრკ-სთან და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან მოსალოდნელი საყოველთაო ბირთვული ომის შემთხვევაში, “ფარის“ როლი უნდა ეთამაშა ნატოს ევროპული სახელმწიფოების კოალიციურ სახმელეთო ჯარებს და მათ მხარდამჭერ ტაქტიკურ ავიაციას. მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენებით ომის წარუმატებლად წარმოების შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო ნატოს ბლოკის „მახვილიც“, აშშ-ს სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაცია. მდგომარეობა

რადიკალურად

იცვლებოდა

ნატო-ს

ბლოკში

„მოქნილი

რეაგირების“

სტრატეგიის მიღების შემდეგ. ამერიკული ხელმძღვანელობა სთავაზობდა ალიანსის სახმელეთო ჯარების, მისი მხარდამჭერი ტაქტიკური საბრძოლო ავიაციისა და სამხედროსაზღვაო ძალების, აგრეთვე ომის თეატრზე ოპერატიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღის რაოდენობისა და მნიშვნელობის გაზრდას, რომლებსაც უნდა ეწარმოებინათ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები და შეესრულებინათ ალიანსის „მახვილის“ როლი, ხოლო ამერიკული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება იძენდა უკვე თავად აშშ-ის ბირთვული “ფარის“


როლს, რათა საბჭოთა კავშირს, მისი ტერიტორიის საპასუხო ბირთვული დაბომბვის შიშით, თავი შეეკავებინა აშშ-ზე პირდაპირი სარაკეტო-ბირთვული დარტყმის მიყენებისგან. ამერიკელი და ნატო-ში მათი მომხრე სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ ძველი სამხედრო სტრატეგიისგან განსხვავებით ახალი იძლეოდა ომის წარმოების ხერხებისა და საშუალებების „არჩევის“ შესაძლებლობას.

ალიანსის წევრებმა დაიეწყეს მოსალოდნელი ომისთვის

შეიარაღებული ძალების მზადება ახალი სტრატეგიის დებულებების შესაბამისად, რომელიც 1967 წლის დეკემბერში ოფიციალურად მიიღეს ნატოს კოალიციური სტრატეგიის სახით. დოკუმენტები, რომლებშიც განხილული იყო ნატოს სტრატეგიები, მათ შორის „მოქნილი რეაგირებს“ დოქტრინა , დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და შეიცავდნენ დირექტივებს ცალკეული ქვეყნების მთავრობებისადმი, ასევე შეიცავდნენ ორიენტირებს სამხედრო გეგმების შედგენის პროცესში. ეს დოკუმენტები არ გახლდათ შემოთავაზებული ფართო მკითხველისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტების თავდაპირველი ვერსიები ფართოდ გახდა ცნობილი, სტრატეგიის დეტალური განხილვა საზოგადოების მიერ იყო

ფაქტობრივად

შეუძლებელი,

რადგან

მათი

ეფექტურობა

მნიშვნელოვანწილად

დამოკიდებული იყო მათ საიდუმლოდ შენახვაზე. შეგვიძლია ვთქვათ რომ სწორედ ესაა ის ძირითადი მოვლენები, რომლებიც 1959-63 წლებში ვითარდებოდა და ამ პროცესებში ნატო, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა.

ავტორი: ანი მაზმიშვილი


1964-1968 1960-იანი

წლები

განსაკუთრებით

მნიშვნელოვანი

იყო

ჩრდილოატლანტიკური

ხელშეკრულების ორგანიზაცისა და ცივი ომის ისტორიაში. ამ ათწლეულში მოხდა ახალი სტრატეგიის შემუშავება ნატოს მიერ, რომელიც ბირთვული იარაღის პერიოდისთვის უფრო შესაფერისი იყო და მეტად ეყრდნობოდა მოქნილ რეაგირებას და ძლიერ კონვენციურ თავდაცვას ცენტრალურ ევროპაში. 23 ამ პრეიოდში ნატოს წევრმა ქვეყნებმა შეწყვიტეს კამათი სამხედრო დოქტრინაზე. დაიდო შეთანხმება ბირთვული იარაღის გაზიარებასა და ბრძანებითი ურთიერთობების შესახებ, რამაც საბოლოოდ გააქრო ეჭვები დასავლეთ ევროპის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის დამოკიდებულებაზე. ამ შეთანხმებამ სათავე დაუდო ნატოს 1967 წლის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა არსებულ დოქტრინიზე და მიეღო მოქნილი რეაგირების ახალი სტრატეგია (MC 14/3).24

„მოქნილი რეაგირების სტრატეგია” აღნიშნულმა სტრატეგიამ ჩაანაცვლა 50-იანი წლების შუა პერიოდში შემუშავებული „მასირებული საპასუხო დარტყმის სტრატეგია”, რომელიც გულისხმობდა საფრთხის არსებობისას საპასუხო ქმედებების განხორციელებას ბირთვული ძალების გამოყენების ჩათვლით. „მოქნილი რეაგირების სტრატეგია” მთავარი ყურადღებას უთმობდა იმ უპირატესობებს, რომელსაც იღებდა ნატო და დაკავშირებული იყო წინააღმდეგობის მოქნილი ფორმის

არჩევანთან

ნატოს

რომელიმე

წევრის

წინაშე

მისი

სუვერენიტეტისა

და

ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ამ კონცეფციის მთავარი მიზანი იყო ისეთი პირობების შექმნა, რომლის დროსაც მოწინააღმდეგისათვის ყველანაირი აგრესია განხილულ იქნებოდა როგორც მიუღებელი რისკი. ეს დოკუმენტები არ გახლდათ შემოთავაზებული

ფართო

მკითხველისთვის,

რადგან

მათი

მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო მათ საიდუმლოდ შენახვაში.

ეფექტურობა

25

მიუხედავად იმისა, რომ ეს ეს სტრატეგია შორს იყო სრულყოფილისგან, მან აღადგინა ბალანსი ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკაში. ამ ბალანსმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ორგანიზაციის

Richard L. Kugler, The Great Strategy Debate: NATO's Evolution In the 1960s, Published 1991 by RAND 24 Richard L. Kugler, The Great Strategy Debate: NATO's Evolution In the 1960s, Published 1991 by RAND 23

ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება, 2005. 25


შიგნით ერთიანობის მიღწევას, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ უკეთესი შემაჩერებელი ბარიერის აღმართვის გზით.26 ამავდროულად, ნატოს სამხედრო ძალები ევროპაში გაძლიერდა. 1959 წელს, მშვიდობიან პერიოდში, ალიანს მხოლოდ 17 დივიზია გააჩნდა, ხოლო 1969 წლისთვის მათი რაოდენობა ცენტრალურ ევროპაში 24-მდე გაიზარდა.27

თავდაცვიდან ურთიერთობების შემსუბუქებამდე 1960-იან წლებში სტაბილურმა სტატუს ქვომ ცვლილება დაიწყო. ცივი ომის დაძაბულობა გაიზარდა, როდესაც საბჭოთა კავშირის ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი კუბის კრიზისის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და როდესაც ვიეტნამში ამერიკული ჩართულობა გაძლიერდა. ასეთი დასაწყისის მიუხედავად, ათწლეულის ბოლოს, ის რაც ძირითადად წარმოადგენდა თავდაცვის ორგანიზაციას, მივიდა ახალი ფენომენის ჩამოყალიბებამდე: détente, ურთიერთობების შემსუბუქება, დასავლეთსა და აღმოსავლეთ ბლოკებს შორის დაძაბულობის განმუხტვა, სტატუს-კვოს მიღების საფუძველზე. 28 ამგვარ პოლიტიკას მრავალი სახე ჰქონდა. დასავლეთ გერმანიის კანცლერი ვილი ბრანდტი ცდილობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების მეშვეობით ევროპული სტაბილურობა გაეძლიერებინა. ჯონ კენედის "მოქნილი რეაგირების" სტრატეგია ცდილობდა

ჩაენაცვლებინა მასიური რეაგირების აბსოლუტური დიქტომია.

კუბის სარაკეტო კრიზისის დროს მიღებული ეს სტრატეგია ცდილობდა გაეძლიერებინა ორგანიზაციის ჩვეულებრივი თავდაცვის პოტენციალი კონფლიქტის დროს, ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე.29 ამავე დროს, „ცივი ომის” პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცდილობდა შეემცირებინა დაძაბულობა და ცდილობდა შეექმნა წინაპირობები სსრკ-ისთან და ვარშავის ხელშეკრულების სხვა წევრებთან ურთიერთობათა ნორმალიზაციისკენ. 1967 წელს ხელი მოეწერა „შეთანხმებას კოსმოსის შესახებ”, ხოლო 1968 წელს შეთანხმებას „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის” შესახებ. ამავე პერიოდში დაიწერა ანგარიში სახელად "ალიანსის სამომავლო მიზნები", ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ 1967 წლის დეკემბერში, სადაც განცხადებული იყო, რომ ორგანიზაციას ხელი უნდა შეეწყო დიალოგის წარმოებაში

Richard L. Kugler, The Great Strategy Debate: NATO's Evolution In the 1960s, Published 1991 by RAND 26

Richard L. Kugler, The Great Strategy Debate: NATO's Evolution In the 1960s, Published 1991 by RAND 27

Richard L. Kugler, The Great Strategy Debate: NATO's Evolution In the 1960s, Published 1991 by RAND 29


ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ვარშავის პაქტის წევრ ქვეყნებს შორის. ეს ნიშნავს, რომ ნატოს როლი გახდა არა უბრალოდ სტატუს-კვოს შენარჩუნება, არამედ მისი შეცვლა.30

ბრეჟნევის დოქტრინა ზემოთაღნიშნულ წინსვლებს და ურთიერთობების დათბობის პროცესს დაღი დაასვა პრაღის გაზაფხულმა. 1968 წლის აგვისტოს, საბჭოთა კავშირი შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში, რათა ჩაეხშო საპროტესტო გამოსვლები და დაესრულებინა პოლიტიკური ლიბერალიზაციის პერიოდი ქვეყანაში, რაც ცნობილი გახდა როგორც პრაღის გაზაფხული. იმდროინდელი პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, ნატოს არც ამ შემთხვევაში შეეძლო განეხორციელებინა რაიმე სახის ჩარევა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებში. ამდაგვარი ინტერვენციებით ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში 1956 წელს და სამხედრო რეპრესიით ბერლინში 1953 წელს, საბჭოთა კავშირმა წარმოაჩინა ბრეჟნევის დოქტრინა: არჩევანის არსებობის შემთხვევაში მოკლევადიან კონტროლსა და პოლიტიკურ და ეკონომიკურ გრძელვადიან

რეფორმებს

შორის,

საბჭოთა

კავშირი

მოკლევადიანი

კონტროლის

შენარჩუნებას აირჩევდა. ამ პოლიტიკის დასრულებას მხოლოდ ისეთი ლიდერი შეძლებდა, რომელიც გრძელვადიან რეფორმებს აირჩევდა. 31

საფრანგეთის როლი 1966 წლის 21 ივნისს საფრანგეთმა გარკვეულწილად მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. მან ოფიციალურად გაიყვანა სამხედრო ძალები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციიდან, მოითხოვა ნატოს ძალების გაყვანა ქვეყნიდან და შტაბის სხვა ადგილას გადატანა. საფრანგეთის პრეზიდენტი ჩარლზ დე გოლის ამ გადაწყვეტილებამ აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ნატოს წევრად დარჩა, მისმა ქმედებებმა ეჭვქვეშ დააყენა ორგანიზაციის მომავალი და მისი შესაძლებლობა დაპირისპირებოდა საბჭოთა სამხედრო ძალასა და გავლენას. 32 ამერიკელი დიპლომატები და ოფიციალური პირები განსაკუთრებით შეშფოთებულნი იყვნენ საფრანგეთის ნაციონალიზმის გაძლიერებით დე-გოლის მმართველობის ქვეშ, რომელიც ცნობილი იყო მისი მოწოდებით საფრანგეთისთვის გაძღოლოდა ევროპას, ამერიკის ნაცვლად.

Richard L. Kugler, The Great Strategy Debate: NATO's Evolution In the 1960s, Published 1991 by RAND 30

31

A short history of NATO, The North Atlantic Treaty Organization, Nato declassified.

32

David G. Haglund, North Atlantic Treaty Organization, Britannica.


საფრანგეთის ურთიერთობები ნატოსთან დაძაბული იყო 1958 წლიდან. პრეზიდენტი დე გოლი უფრო და უფრო აკრიტიკებდა შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციის დომინირებას და ნატოს მრავალი საერთაშორისო კადრებითა და საქმიანობით საფრანგეთის სუვერენიტეტის შელახვას. ის ამტკიცებდა, რომ ასეთი "ინტეგრაცია" საფრანგეთში იწვევდა "ავტომატურ" ომს უცხოელების გადაწყვეტილებების მიმართ. მიუხედავად ამისა, დე გოლმა განაცხადა, რომ "უსაფუძვლო აგრესიის" შემთხვევაში საფრანგეთი ნატოს მხარს დაუჭერდა და მის მოკავშირედ რჩებოდა. ნატოს შტაბბინის პარიზიდან ბრიუსელში გადასვლის შემდგომ, საფრანგეთი ინარჩუნებდა ურთიერთობას ორგანიზაციის სამხედრო შენაერთებთან, იყო საბჭოს წევრი და აგრძელებდა შეიარაღებული ძალების ფლობას დასავლეთ გერმანიაში, თუმცა

ეს

ხდებოდა

ახალი

ორმხრივი

ხელშეკრულების

გერმანიასთან და არა ნატოს იურისდიქციის ქვეშ.

საფუძველზე

დასავლეთ

6

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი, საბოლოოდ, 2009 წელს კვლავ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა, მისმა გამოსვლამ ჩიხში შეიყვანა ურთიერთობები საფრანგეთსა და ამერიკას შორის, რომელიც ყოფილ მოკავშირესთან ნდობის აღდგენას ცდილობდა. თუმცა ნატოს წარმატების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იყო მოქნილობა და ნატო-ს ინტეგრირებული სამხედრო-სადაზვერვო სტრუქტურიდან საფრანგეთის გამოსვლამ აჩვენა, რომ ნატოს ვარშავის პაქტისგან განსხვავებით შეეძლო ეარსება განსხვავებული შეხედულებების მქონე წევრების პირობებში. 6 არსებითად, განხილულ პერიოდში, ნატოს წევრმა ქვეყნებმა გამოწვევების წინაშე შეძლეს შეექმნათ

და

შემდეგ

განეხორციელებინათ

ახალი

თანმიმდევრული

სტრატეგია,

უსაფრთხოების პოლიტიკა, თავდაცვის სტრატეგია და სამხედრო პოზიცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა შესანიშნავად შეასრულა ან წარმატებით მიაღწია ამ ყველაფერს ერთ დღეში. ეს ნიშნავს, რომ ალიანსი ნელა, მაგრამ თანდათანობით დაეუფლა კოალიციის შიგნით დაგეგმვის რთულ ხელოვნებას. შედეგად, ცენტრალურ ევროპაში ძალაუფლების საკმაოდ სტაბილური ბალანსი შენარჩუნდა, რამაც შესაძლებლობა მისცა ევროპას შეენარჩუნებინა ერთობა და განვითარებულიყო პოლიტიკურად და ეკონომიკურად. მოქნილი რეაგირების სტრატეგია, ბირთვული გაზიარების შეთანხმება, დასაქმების კონცეფციების და ძალისმიერი მიზნების შესახებ შეთანხმებება არის იმ მიღწევათა ჩამონათვალი, რომელიც გამოარჩევს ამ პერიოდს.

ავტორი: გვანცა კვირიკაშვილი


1969-1973 მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აშკარად გამოკვეთა ახალი, კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა. 1949 წლის 4 აპრილს, ნატოს შექმნამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიული სამყაროს განვითარებასა და ქვეყნებს შორის კონფლიქტების განმუხტვაში. ნატოს შექმნის მიზნებიც- წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების პოლიტიკა და სამხედრო საშუალებებით დაცვა - ზუსტად იმდროინდელ საჭიროებებს

იყო

მორგებული

და

მათი

პრაქტიკაში

რეალიზება

სასიცოცხლოდ

მნიშვნელოვანი იყო თითოეული სახელმწიფოსათვის. პრაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ნატოს ერთ-ერთ მთავარ მიზნად პოლიტიკურ კრიზისებში მედიატორის როლის შეთავსება იყო, რაც არაერთხელ იკისრა კიდეც განვლილი წლების მანძილზე და რომლებზეც სტატიაში იქნება საუბარი. დღეს,

21-ე საუკუნეში, იგი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ქმედით

თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში. ნატო აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს და იგი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად, სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეყრდნობა, რომლის ნათელი გამოხატულებაცაა ის, რომ ლუქსემბურგს ისევე შეუძლია გარკვეული საკითხის დაბლოკვა და განხილვაზე უარის თქმა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ნატოსათვის სამხედრო საშუალებებით დაცვის მიზნად ქცევა, თავის დროზე, მეტად რეზონანსული აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. აზრები გაიყო და ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ უფლებამოსილების მინიჭება, ავტომატურად, მისი მხრიდან თვითნებობის განხორციელების შესაძლებლობას გულისხმობდა და ზღვარის სწორად გავლება - როდის უნდა გამოეყენებინა ეს უფლება- განუხორციელებელ პერსპექტივად მიაჩნდათ. ამის საპირწონედ, ნაწილი საზოგადოებისა ასე სკეპტიკურად ამ საკითხს არ უდგებოდა და სამხედრო საშუალებებით დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებას ცხადად ხედავდა. საბოლოოდ, რომელი მხარის პოზიცია იყო მეტად გამართლებული, ამის მტკიცება მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკაზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. ნაშრომში, მეტი კონკრეტიკისთვის მხოლოდ 1969-1973 წლებში შევეხები ნატოს საქმიანობის ფარგლებს, როლს მსოფლიო ისტორიის შექმნაში და დამდგარ სამართლებრივ შედეგებს. ზოგადად კი, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს არ გააჩნია მუდმივი შეიარაღებული ძალები. ყოველი წევრი სახელმწიფო შეიარაღებული

ვალდებულია ძალები

გამოყოს

ამოცანების

განსაზღვრული

რაოდენობისა

განსახორციელებლად

უზრუნველსაყოფად) . 33

ნატოსა და „ცივი ომის“ ურთიერთგავლენა

33

ხ.ბურკაძე, ა.კორეპანოვი- ეს ნატოა, თბილისი, 2010 წელი, გვ. 7

და

(მაგალითად,

სახეობის მშვიდობის


„ცივმა ომმა“( რომელიც მიმდინარეობდა 40-იანი წლებიდან 90-იანი წლების დასასრულამდე) მეტად მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიაზე, რაც მრავალ ასპექტში გამოიხატა, მათ შორის კი, ღირსეულ ადგილს იკავებს- საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის ფარგლები. თქვენს ყურადღებას მხოლოდ ნატოზე შევაჩერებ. „ცივი ომის“ დროს, საბჭოთა კავშირისგან მომდინარე საფრთხემ ნატოს როლი და მიზნები მეტად გამოკვეთა და დააკონკრეტა. ვარშავის ხელშეკრულების გაუქმებამ (ვარშავის ხელშეკრულებით მოხდა ნატოს შექმნა ვაშინგტონში, 12 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი) და საბჭოთა კავშირის დაშლამ, ნატოს არსებობა სათუოც კი გახადა. მნიშვნელოვნად შემცირდა თავდაცვის სფეროს

მომავალი

ხარჯები

და

ინვესტიციები

შეიარაღებულ

„ცივი ომის“ პერიოდში ნატოს მიმართ საბჭოთა კავშირის ტალღები

ელვისებური

სისწრაფით

გადაეცემოდა

ძალებში34.

მხრიდან, პროპაგანდისტული

მსოფლიოს.

საბჭოთა

პარტიული

მოღვაწეები და პოლიტოლოგები, ყველანაირი მორიდების გარეშე აბსურდულ ცილისწამებასა და კრიტიკას აფრქვევდნენ ალიანსის საქმინობაზე35. მათი პოზიციაც გასაგები იყო, რადგან ნატო იმ დროისათვის ავტორიტეტულ, რეალურ ძალას და ამასთან, საფრთხეს წარმოადგენდა. ცალსახა იყო ისიც, რომ იგი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებდა კომუნისტური ბლოკის მხრიდან რაიმე სახის აგრესიის აღსაკვეთად. ამის დამადასტურებელი აღმოჩნდა თუნდაც

ის

ფაქტი,

რომ

ცივი

ომის

50-წლიანი

პერიოდის

განმავლობაში

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ერთხელაც არ დასჭირვებია აემოქმედებინა ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რისი მიზეზიც გახლდათ ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებზე და შესაბამისად, მთელ ალიანსზე თავდასხმა არავის გაუბედავს და ნატოში გაერთიანება უსაფრთხოების მყარ გარანტიას იძლეოდა36.

60-იანი წლების ბოლო 60-იანი

წლების

ბოლოს,

აღმოსავლეთში

დაძაბულამ

თავის

ზენიტს

მიაღწია

და

განვითარებულმა მოვლენებმაც, შესაბამისად, პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ნატოზე. ჩაიშალა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართული დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, საფრანგეთსა და სსრკ-ს შორის, გერმანიის საკითხზე. მალევე, სსრკ-ს საჰერო სივრცეში ჩამოგდებულ იქნა აშშს სადაზვერვო თვითმფრინავი. გაეროს ეგიდით ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა, რომელიც სსრკ-ს განიარაღების თემას ეხებოდა, მარცხი განიცადა. 1961 წელს აღიმართა „ცივი ომის“ სიმბოლო- ბერლინის კედელი. ამავე წელს- ნატომ დაგმო ბერლინის კედლის აშენება და კვლავ გამოიჩინა ინიციატივა დაემყარებინა დიპლომატიური კონტაქტები საბჭოთა კავშირთან, თუმცა უშედეგოდ. 1962 წელს დაიდო ხელშეკრულება „ათენის დირექტივები“, რომელმაც თითქოს განმუხტა ვითარება, მაგრამ მალევე მას მოჰყვა „კუბის კრიზისი“, რომელმაც,

ერთად უსაფრთხოებისთვის, ნატოს გაცნობა, გვ. 8 ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, თბილისი, 2008 წელი, გვ. 12 36 ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, თბილისი, 2008 წელი, გვ. 13 34 35


ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომის საშიშროება წარმოქმნა. 1963 წელს ჟენავაში აშშ-მ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ე.წ „ცხელი ხაზის ამოქმედების“ შესახებ , იმავე წელს განხორციელდა „ბირთვული გამოცდების ატმოსფეროში,კოსმოსურ სივრცესა და წყალქვეშ აკრძალვის შესახებ“ შეთანხმების პარაფირება. 1967 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას „კოსმოსის შესახებ“, 1968 წელს კი შეთანხმებას- „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ“.

70-იანი წლების დასაწყისი 60-იანმა წლებმა არაერთი კონფლიქტის კერა წარმოშვა სახელმწიფოებს შორის. 70-იანი წლები კი, მეტ-ნაკლებად, „დათბობის პოლიტიკად“ ( ე.წ. „განმუხტვის ეპოქა“) შეიძლება შევაფასოთ, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება თუ შეთანხმება დაიდო სახელმწიფოებს შორის და მიღწეულ იქნა კომპრომისები, რაც რამდენიმე წლის წინ განუხორციელებელ მოვლენად მიიჩნეოდა. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ის უნდა ყოფილიყო, რომ სახელმწიფოებმა გააცნობიერეს ის რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც წინა წლებში იდგნენ და ურთიერთობების ალტერნატიული, მშვიდობიანი და ურთიერთშეთანხმებული გზებით მოგვარება გადაწყვიტეს. ამ პერიოდშიც რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, თუმცა გასული ათწლეულის კონფლიქტის მასშტაბებთან შედარებით, სტაბილურობა მაინც ნარჩუნდებოდა. მაგალითად, 60-იანი წლების მიწურულს, კეძოდ, 1969 წელს კანადის მთავრობამ ნატოში თავისი ვალდებულებები უგულებელყო და პრიორიტეტად კანადის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება დააყენა. გარდა ამისა, მან ორჯერ შეამცირა სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა დასავლეთ ევროპაში და ამოიღო შეიარაღებიდან ამერიკული ბირთვული იარაღი. კანადის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია ამერიკის პოლიტიკურ წრეებში და ამიტომაც, აშშ-მ შემოიღო 10%-იანი საბაჟო ბარიერი კანადურ საქონელზე. თუმცა, ვითარება მწვავე კონფლიქტში არ გადაზრდილა. 70-იანი წლების დასაწყისისთვის ვარშავის ბლოკის წევრებთან შედარებით, ნატოს უპირატესობა აშკარა იყო, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ასპექტები. ამ „აშკარა უპირატესობას“ უნდა დავაბრალოთ ის დათმობები, რომლებზეც ამ პერიოდში კომუნისტური ბანაკის ქვეყნები წავიდნენ. 1970 წელს საბჭოთა კავშირი „იძულებული გახდა“ დაეწყო მოლაპარაკებები

აშშ-სთან

სტრატეგიული

შეიარაღების

შემცირების

მიზნით.

მოლაპარაკებები დაიწყო ვენაში და საბოლოოდ, 1972 წლის 26 მაისს მოსკოვში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის „ სტრატეგიული შეიარაღებისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შემცირების შესახებ“37 ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა.

იმავე წელს, აშშ-ს,

ბრიტანეთის, საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას ბერლინთან დაკავშირებით.

1972 წელი

გარდამტეხი

აღმოჩნდა მდგომარეობის განმუხტვის პროცესში, რადგან წლის ბოლოს გფრ-მ და გდრ-მ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას ორმხრივი ურთიერთობების შესახებ“. იმავე წელს გაფორმდა 37

ABM TREATY https://media.nti.org/documents/abm_treaty.pdf


შეთანხმება გფრ-სა და პოლონეთს შორის, რომლის ძალითაც, დადგენილ იქნა საზღვრები მათ შორის,

რამაც

მნიშვნელოვნად

განმუხტა

დაძაბულობა

ცენტრალ

ევროპაში38.

განითარებულმა პროცესებმა ნატოს სტრუქტურებს უბიძგა გაემართათ მოლაპარაკებები კომუნისტური ბლოკის სახელმწიფოებთან შეიარაღებული ძალების შემცირებასთან დაკავშირებით. 1971 წელს, ნატოს გენერალურ მდივანს, მანლიო ბროზიოს, დაევალა ეწარმოებინა

წინასწარი

მოლაპარაკებები

ამ

თემაზე,

რომელიც

პირველი,

საკმაოდ

წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა ამ მიმართულებით. 1972 წლის მაისში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩატარებული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება მრავალმხრივი მოსამზადებელი ხასიათის მოლაპარაკებათა დაწყებისათვის, რომლის საბოლოო მიზანსაც- ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ჩატარება წარმოადგენდა.39 ურთიერთთანამშრომლობის წარმატებით მიმდინარეობამ დასავლეთის ფრონტზე 1973 წელს ვენაში „შეიარაღებული ძალების ბალანსირებული შემცირების შესახებ“ მოლაპარაკებების დაწყებაში ჰპოვა გამოვლინება, რაც საბოლოოდ, 1975 წელს- ჰელსინკის საბოლოო აქტის ხელმოწერით დაგვირგვინდა, 35 წევრი სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ. თუმცა, 1973 წელს ბოლომდე ხავერდოვნად არ ჩაუვლია და აპრილში, უთანხმოება გამოიწვია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის წინადადებამ. მან წამოთქვა შემდეგი სიტყვები

-

„ახალი

ატლანტიკური

ქარტია“,

რომლებშიც

მოიაზრებდა

აშშ-ს,

მის

დასავლეთევროპელ მოკავშირეებსა და იაპონიას შორის ინტეგრაციული პროცესების განვითარებას40, ანუ თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკასა და სამხედრო სფეროებში. პროექტი ევროპის ლიდერების მიერ არ იქნა მოწონებული და გაუხმაურებლადვე ჩავარდა. 1973 წელსვე მოეწერა ხელი (21 ივნისს) ვაშინგტონში, „სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემდგომი შემცირების ძირითადი პრინციპების შესახებ“ ხელშეკრულებას, და მას მალევე მოჰყვა სსრკ-სა და აშშ-ს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება - „ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ“. მე-20 საუკუნის 70-იან წლებს აშშ-სა და საბჭოთა კავშირის ისტორიაში გარდამტეხი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც დავინახეთ, 70-იანი წლების პირველ ნახევარში, მხარეებს შორის,

ურთიერთობათა

დათბობა

და

პოზიტიური

ძვრები

მიმდინარეობდა.

ამის

გამოხატულებაა ორმხრივი ვიზიტები : აშშ-ს პრეზიდენტი, ნიქსონი 1972 და 1974 წელს, ორჯერ ჩავიდა სსრკ-ში, თავის მხრივ, 1973 წელს ბრეჟნევი ჩავიდა აშშ-ში. 1972 წელს კი ხელი მოეწერა შეთანხმებას - „ აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობათა საფუძვლების შესახებ“ , რომლითაც მათი ურთიერთობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები გაიწერა.

ნიკა ჩიტაძე- ნატო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. თბილისი, 2008 წ, გვ.29 39 იქვე, გვ. 29 40 იქვე, გვ.38 38


70-იანი წლების „განმუხტვის ეპოქა“ - ფაქტად რჩება და გვერდს ვერ ავუვლით ნატოს როლს შეთანხმებების მიღწევის მცდელობებზე მხარეებს შორის. ნატოს მიერ ამ წლებში გაწეული მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ალიანსმა სწორად მოახდინა მიზნების პრაქტიკაში რეალიზება და მასშტაბურ დავებში მედიატორის როლიც იკისრა. ამ შეთანხმებების უკან მხარეთა წინა წლების მწარე გამოცდილება იდგა თუ ნატოს გამართული მუშაობა თავისი მიზნების პრაქტიკაში რეალიზებისთვის, დავის საგანია, თუმცა ფაქტია, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. სახელმწიფოებმა კრიზისული პერიოდები სავარაუდოზე მეტად „მსუბუქად“ გადალახეს კომპომისების საფუძველზე, რომელთა მიღწევაშიც დიდი როლი უკავია ნატოს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 1970 წელს სსრკ თავად იქნებოდა მოლაპარაკებების გამართვის ინიციატორი აშშ-სთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების საკითხებზე, თუმცა ფაქტი სახეზეა. არათუ მოლაპარაკებების გამართვით შემოიფარგლა იგი, არამედ ამ ყველაფერს სამართლებრივი სახეც მისცა და 1972 წლის 26 მაისს მოსკოვში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის „ სტრატეგიული შეიარაღებისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შემცირების შესახებ“

ხელშეკრულებას

ხელიც

მოაწერა.

სსრკ-ს

ამ

ქმედების

განმაპირობებელი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზეგავლენა იყო თუ ვარშავის ბლოკის სისუსტე, შეფასების საკითხია, თუმცა მიმაჩნია, რომ ერთი მეორეს არანაირად არ გამორიცხავს. ამით არ კნინდება ნატოს როლი და აშკარად დადებითად უნდა იქნეს შეფასებული 70-იანი წლების პირველ ნახევარში მისი მხრიდან დაწყებული ახალი სტრატეგიული სამხედრო ღონისძიებებიც, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა და საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებს შორის მშვიდობიან ურთიერთობებს. კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობები რეალური გახადა ( რისი ინდიკატორიც პრაქტიკაა).

ავტორი: სალომე სვანიძე


1974-1978 ყოველი ეპოქა განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, რის გამოც, მიუხედავად კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის გაცხადებული მიზნებისა და ძირითადი პრინციპებისა, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პოლიტიკური თუ სამართლებრივი პროცესები არ იძლევა მათი პრაქტიკაში თანაბარწილად გატარების შესაძლებლობას. ამიტომ ისტორიული განვიათარების თითოეულ ეტაპს ნატოს პრინციპების რეალობაში დანერგვისა და განხორციელების კუთხითაც გარკვეული თავისებურებები ახასიათებდა. აღნიშნული საკითხის 1974-78 წლებში რეალიზების განსაზღვრისთვის კი საჭიროა თავდაპირველად განისაზღვროს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის არსი და ის პრინციპები, რომელზე დაყრდნობითაც ხორციელდება მისი მუშაობა.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და მისი მუშაობის ძირითადი პრინციპები. 1949 წლის 4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (ვაშინგტონი ხელშეკრულების) ხელმოწერით ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და დებატების შემგეგ, რაც განპირობებული

იყო

როგორც

წინარე

ისტორიული,

ისე

მიმდინარე

პროცესების

ერთიანობით. ხშირად ამბობენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზანია დაფუძნდა საბჭოთა კავშირის მხრიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ, რაც სიმართლეს შეესაბამება, თუმცა სრულყოფილად არ ასახავს ორგანიზაციის შექმნის მიზნებს. სინამდვილეში, ალიანსის შექმნა იყო უფრო მასშტაბური ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ემსახურებოდა 3 უმთავრეს მიზანს: საბჭოური ექსპანსიის შეკავებას, ნაციონალისტური მილიტარიზმის აღორძინების აღკვეთას ევროპის კონტინენტზე ძლიერი ჩრდილო-ამერიკური გავლენის მეშვეობით და ევროპის პოლიტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას.41 ნატოს წარმატების ძირითადი მიზეზები უნდა ვეძებოთ იმ პრინციპებსა და ფასეულობებში, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედოპოლიტიკური ალიანსი. ეს ძირითადი ღირებულებები და ფასეულობები გახლავთ კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა.42 ვაშინგტონის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ სართაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების და სამართლიანობის დაცვას. ნატო-ს მთავარი მიზანი კი მისი წევრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვაა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით, გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად. A short history of NATO, The North Atlantic Treaty Organization, Nato declassified. https://www.nato.int/cps/en/natohq/declassified_139339.htm 42ნიკა ჩიტაძე- ნატო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. თბილისი, 2008 წ. 41


ჩრდილოატლანტიკური

ალიანსის

ერთ-ერთი

უმთავრესი

პრინციპია

„კოლექტიური

თავდაცვა“, რომელიც რეგლამენტირებულია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლში, რომლის შესაბამისადაც ალიანსის ყოველი წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოება განუყოფელია: შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ ან რამდენიმე მათგანზე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში განიხილება თავდასხმად ყველა მათგანზე.43 რაც იმას ნიშნავს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ყოველი მათგანი გაეროს წესდების 51-ე მუხლით აღიარებული ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დახმარებას

გაუწევს

წევრ

ქვეყანას,

რომელზედაც

განხორციელდა

თავდასხმა

და

აუცილებლობის შემთხვევაში შეიარაღებულ ძალასაც გამოიყენებს.44 ჩრდილოატლანტიკური განხორციელებას თანახმადაც:

ხელშეკრულების

ემსახურება

„მხარეები

ვაშინგტონის

ცალ-ცალკე

და

ორგანიზაციის

მიზნების

ხელშეკრულების

მე-3

ერთობლივად

ეფექტურად

მუხლი,

განავითარებენ

რომლის თავიანთ

ინდივიდუალურ და კოლექტიურ შესაძლებლობებს, რათა წინ აღუდგნენ შეიარაღებულ თავდასხმას“. მე-4 მუხლმა განამტკიცა

ერთობლივი მოქმედების გარანტიები, რომელთა

მიხედვითაც, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამართონ კონსულტაციები ერთმანეთთან, თუ რომელიმე მათგანის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა . ნატოს გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლესი ორგანოს - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად, დაევალა თავდაცვის კომიტეტის ჩამოყალიბება.

ამ

უკანასკნელის

მთავარ

ამოცანას

კი

წარმოადგენს

შეიმუშავოს

რეკომენდაციები მე-5 და მე-3 მუხლების განსახორციელებლად. მაშასადამე, ორგანიზაციის ყველა

სტრუქტურა

კოორდინირებულად

მოქმედებს

ზემოხსენებული

პრინციპების

შესაბამისად ნატოს მიზნების მიღწევისა და რეალობაში გატარებისთვის.

პრაქტიკაში რეალიზებული პრინციპები 1974-1978 წლებში. აღსანიშნავია, რომ მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა „ცივი ომის“ სახელით ცნობილი გლობალური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება აშშ-ს, საბჭოთა კავშირსა და მათ მოკავშირე სახელმწიფოთა შორის, რომელმაც 40-იანი წლების დასაწყისიდან 90-იანი წლების დასასრულამდე გასტანა. “ცივი ომის” მთელი პერიოდის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ერთხელაც არ დასჭირვებია აემოქმედებინა ნატოს წესდების ზემოხსენებული მე-5 მუხლი (კოლექტიური უსაფრთხოება), რისი მიზეზიც გახლავთ ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებზე და შესაბამისად, მთელ ალიანსზე თავდასხმა არავის გაუბედავს და ნატოში გაერთიანება უსაფრთხოების მყარ გარანტიას იძლეოდა. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ „ცივი ომის“

The North Atlantic Treaty https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_17120.htm?selectedLocale=ka 44 ხათუნა ბურკაძე, ანატოლი კორეპანოვი “ეს ნატოა” თბილისი 2010 წ. 43


მიმდინარეობისას, მათ შორის 1974-1978 წლებში ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლით განმტკიცებული პრინციპი არ გამოყენებულა რეალობაში, თუმცა ეს როდი მეტყველებს ნატოს მიზნების განუხორციელებლობაზე, პირიქით, ვინაიდან სადამფუძნებლო დოკუმენტის პრეამბულაში გარკვევითაა მითითებული ნატოს მიზნებზე, რომლებიც მოიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წედებით გათვალისწინებული ამოცანებისადმი ერთგულებას, მაშასადამე, ომის თავიდან აცილებასა და მშვიდობის დამკვიდრებას. დაბეჯითებით უნდა აღინიშნოს, რომ განმტკიცებული მიზნები მე-5 მუხლთან მიმართებით რეალობაში განხორციელდა 1974-1978 წლებში. საყურადღებოა, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში ნატო-მ რიგი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა მსოფლიოში დაძაბულობის შენელებისა და „ცივ ომში“ გამარჯვების გზაზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალიანსის აქტიურობის შედეგად 1973 წლიდან

ვენაში

დაწყებული

მოლაპარაკებათა

პროცესი

შეიარაღებული

ძალების

ბალანსირებული შემცირების შესახებ. 1974 წლის ივნისში სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა ბრიუსელში ხელი მოაწერეს „ატლანტიკური ურთიერთობების დეკლარაციას“ (ოტავას დეკლარაციის სახელით ცნობილი დოკუმენტი).45 აღნიშნული პროცესები საბოლოოდ დაგვირგვინდა 1975 წლის 31 ივლისს - 1 აგვისტოს 35 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ ჰელსინკის საბოლოო აქტის ხელმოწერით, რამაც ხელი შეუწყო ნატო-სა და ვარშავის ბლოკის სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის განმუხტვას. დასკვნით აქტში ჩართული იყო შეთანხმება “უშიშროებისა და განიარაღების ზოგიერთ საკითხში ნდობის გაძლიერების შესახებ.” დოკუმენტში გაწერილი იყო წინასწარი ურთიერთშეტყობინების ვალდებულება სახმელეთო ძალების მსხვილმაშტაბიანი წვრთნების ჩატარების

შემთხვევაში.

მეთვალყურეთა

გაცვლას,

დასწრებოდნენ

სამხედრო

გარდა რათა

ამისა,

შეთანხმება

შესაბამის

წვრთნებს.

ექსპერტებს

ამასთან,

ითვალისწინებდა

სამხედრო

შესაძლებლობა

ჰქონოდათ

გათვალისწინებული

იყო

სამხედრო

დელეგაციების ვიზიტებიც.46 ვინაიდან აღნიშული დოკუმენტია სწორედ განსახილველი პერიოდის ყველაზე დიდი მიღწევა ნატოს მიერ განხორციელებულ „განმუხტვის ეპოქასთან“ მიმართებით, მიზანშეწონილია მისი დეტალური განხილვა. ჰელსინკის კონფერენციაზე, როგორც აღვნიშეთ, ხელი მოეწერა “დასკვნით აქტს”, რომელიც 3 ნაწილისგან (ე.წ. “3 კალათისგან”) შედგებოდა: პირველი ნაწილი იმ დროისთვის ევროპაში დაწესებულ საზღვრებს აღიარებდა, ადასტურებდა ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს და შესაძლო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას. მეორე “კალათაში” საუბარი იყო უმთავრესად ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობაზე. მე-3 კი

ეხებოდა

ჰუმანიტარულ

საკითხებს

და

ადამიანის

ძირითად

უფლებებსა

Declaration on Atlantic Relations issued by the North Atlantic Council ("The Ottawa Declaration") 46 ნიკა ჩიტაძე- ნატო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. თბილისი 2008 წ. 45

და


თავისუფლებებს.47 მაშასადამე, ჰელსინკის დასკვნითი აქტი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო პოლიტიკური ინტეგრაციის განხორციელებისა და არსებული დაძაბულობის განმუხტვის კუთხით. გარდა ამისა, უშუალოდ ემსახურებოდა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დაცვას, რაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მიერ გაცხადებული ძირითადი პრინციპია. გარდა ამისა, განსახილველი აქტი ემყარება იმ ძირითად ფასეულობას, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და მისი ეფექტური რეალიზება. დასკვნის სახით კი უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს აქტიური ჩართულობით განხორციელებული პროცესების უშუალო შედეგი იყო ჰელსინკის დასკვნითი აქტი, რომელშიც ზედმიწევნითაა რეალიზებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განმტკიცებული ძირითადი პრინციპები და ღირებულებები. ნატო-ს

სამშვიდობო

როლის

პრაქტიკაში

რეალიზების

საკითხთან

დაკავშირებით

მნიშვნელოვანია საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირების შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად დასრულება. კერძოდ, 1952 წელს ალიანსს ერთად შეუაერთდნენ საბერძნეთი და თურქეთი. ამ ორ ქვეყანას დაძაბული ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა, თუმცა სწორედ ნატოს დამსახურებაა, რომ 1974 წელს კონფლიქტი კვიპროსის გამო არ გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში თურქეთსა და საბერძნეთს შორის - ვინაიდან ორივე ერთი და იგივე უსაფრთხოებითი სისტემის წევრი იყო, დაპირისპირებამ არ მიაღწია დიდ სისხლიან კონფლიქტამდე.48 მშვიდობის მიღწევის კუთხით, ნატო შემდგომ წლებშიც აგრძელებდა თავის საქმიანობას, კერძოდ, 1976 წლის იანვარში ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის შეხვედრაზე განხილულ იქნა პერსპექტივა, წარმოებულიყო მოლაპარაკებები სსრკ-სთან სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ. იმავე წელს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მორიგ სესიაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ურთიერთობები დასავლეთსა

და

აღმოსავლეთს

შორის

და

ევროთათბირის

ფარგლებში

მიღწეული

შეთანხმებების მიმდინარეობა. მოგვიანებით კი ნატო-მ მოუწოდა ევროთათბირის წევრ ყველა სახელმწიფოს, უარი განეცხადებინათ ძალის გამოყენების მუქარაზე ყველა სახის შეიარაღების ჩათვლით, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის შესაბამისად. აღსანიშვანია, რომ ნატო-ს უმთავრესი მიზნების განხორციელების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ალიანსის ისეთი გავლენიანი წევრის პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯებს, როგორიცაა აშშ. 1976 წელს აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დემოკრატმა ჯეიმზ კარტერმა თავისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრინციპად მსოფლიოში დემოკრატიისა და

ზურაბ აბაშიძე - “ცივი ომი წარსული თუ დღევანდელობა?” მე-2 გამოცემა, თბილისი 2014 წ. საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ. ხათუნა ბურკაძე, ანატოლო კორეპანოვი, “ეს ნატოა” თბილისი 2010 წ. 47 48


ადამიანის უფლებების მხარდაჭერა გამოაცხადა. კარტერის ადმინისტრაციისა და ამერიკული პრესის მთავარი სამიზნე საბჭოთა კავშირი გახდა, რომელიც აშკარად არ ასრულებდა ჰელსინკში ნაკისრ ვალდებულებებს. ნატო-ს მიერ განხორციელებული მუშაობის ფარგლებში, განსაკუთრებით “ცივი ომის” მიმდინარეობის პერიოდში მნიშვნელოვანი გახლდათ ორ სუპერსახელმწიფოს სსრკ-სა და აშშს შორის ურთიერთობა, რომელსაც ჩრდილოატლანტიური ალიანსის ისტორიაში წამყვანი ადგილი უჭირავს. აღსანიშნავია, რომ 70-იანი წლების პირველ ნახევარში, აშშ-სა და სსრკ-ის ურთიერთობებში

მნიშვნელოვანი

პოზიტიური

ძვრები

განხორციელდა.

მსოფლიოში

დაძაბულობის შემცირების მიზნით გაიმართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზე. კერძოდ: აშშ-ს პრეზიდენდი რიჩარდ ნიქსონის ვიზიტები საბჭოთა კავშირში 1972 წლის მაისსა და 1974 წლის ივნისში. ასევე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის ლ. ბრეჟნევის ვიზიტი აშშ-ში 1973 წლის ივნისში ბრეჟნევისა და ფორდის შეხვედრა ვლადივასტოკში 1974 წელს. მაშასადამე, მიუხედავად გართულებული ვითარებისა კარტერის ადმინისტრაცია მაინც არ ამბობდა უარს განმუხტვის მთავარ მონაპოვარზე - სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე. სწორედ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე მუშაობა მორიგ დიდ შეთანხმებაზე, SALT II-ზე, შედგა, რომელშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო გადადგმული შეიარაღების შეჩერებისა და შემცირების თვალსაზრისით. სახელმწიფოთა ურთიერთთანამშრომლობა საბოლოოდ დაგვირგვინდა 1979 წლის ბრეჟნევისა და ჯიმი კარტერის შეხვედრით ვენაში. შედეგად, 1979 წლის 18 ივნისს ვენაში ხელმოწერილ იქნა მეორე შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა “სტრატეგიული შეიარაღების შემცირების უფრო ფართო დიაპაზონის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვას” და აფიქსირებდა ორ მხარეს შორის სტრატეგიული ძალების პარიტეტს. ამ ყველაფარში ცალსახად ჩანდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის როლი და მისი პრინციპების განუხრელი შესრულება. დასკვნის

სახით

უნდა

აღინიშნოს,

რომ

ჩრდილოატლანტიკური

ხელშეკრულებით

რეგლამენტირებული ძირითადი პრინციპები, მიზნები და ფასეულობები ყოველი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე სამრთლებრივი და პოლიტიკური პროცესების თანმდევი შედეგია. 70-იან წლებში ნატოს მიერ აღებულმა ახალმა კურსმა, რომელიც „განმუხტვის ეპოქის“ სახელითაა

ცნობილი,

ფაქტობრივად,

ბიძგი

მისცა

„ცივი

ომის“

მიმდინარეობისას

წარმოქმნილი კონფლიქტების განმუხტვას, სიტუაციის სტაბილიზაციასა და მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფას. გარდამტეხი აღმოჩნდა ჰელსინკის დასკნითი აქტი,

რომელმაც

მოახდინა

ვაშინგტონის

ხელშეკრულებით

გათვალისწინებული

პრინციპების კონკრეტიზაცია და მისი პრაქტიკაში განხორციელება. ამავე პერიოდში, ზესახელმწიფოთა შორის გამართული წარმატებული მოლაპარაკებათა სერია დააგვირგვინა 1979 წლის 18 ივნისის ვენაში ხელმოწერილმა მეორე შეთანხმებამ, რომელიც ითვალისწინებდა “სტრატეგიული შეიარაღების შემცირების უფრო ფართო დიაპაზონის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვას” და აფიქსირებდა ორ მხარეს შორის სტრატეგიული ძალების


პარიტეტს.

ავტორი: მარიამ თინიკაშვილი


1979-1983 1946 წელს ფულტონში ჩერჩილის მიერ ნახსენები „რკინის ფარდით“ დაწყებული ცივი ომის ერთ-ერთ ცხელ გამოვლინებას სწორედ 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის მიერ ჯარების ავღანეთში შეყვანა წარმოადგენს. 1979-1983 წლებისათვის ნატოს მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის ექსპანსიონიზმის შეჩერება, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალთა უთანასწორობის დაბალანსება და სამხედრო ძალები შემცირება იყო. 1979 წელს ნატოში მიმდინარეობს ორი ფრონტი, ერთი მხრივ მოწოდებები და შეთანხმებები სამხედრო გაძლიერების შესახებ,რომელსაც წინ უსწრებდა 1977 წელს პრეზიდენტ კარტერის მოწოდება ნატოს ალინსაკენ,რომ მის წევრ ქვეყნებს გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები, წელიწადში მინიმუმ 3%-ით და მეორე მხრივ, მოლაპარაკებები სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ. 1979 წლის ივნისში ვენაში SALT II-ის ხელშეკრულება გაფორმდა ა.შ.შ-ს პრეზიდენტ ჯიმი კარტერისა და ს.ს.რ.კ-ს გენერალური მდივნის ბრეჟნევის მიერ.მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღების კონტროლში გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა, საბჭოთა ძალები განაგრძობდნენ

გაძლიერებას ხოლო ალიანსის თავდაცვის ხარჯები რამდენიმე წლის

განმავლობაში უცვლელი რჩებოდა. მიუხედავად ამ გადადგმული ნაბიჯებისა დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად უთხრიდა ძირს ძალთა შორის უთანასწორობას და თავადვე ეწინააღმდეგებოდა SALT I ხელშეკრულებას, რომელიც 1972 წლის 26 მაისს იქნა ხელმოწერილი. SALT II-თან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო 1972 წელსვე, მთავარი მიზანი კი იყო შეემცირებიდან ბირთვული იარაღის წარმოება.ეს ხელშეკრულება

ყველაზე

მომგებიანი

აღმოჩნდა

საბჭოთა

კავშირისათვის,

რისი

დემონსტრირებაც მისი მხრიდან ავღანეთში შეჭრა აღმოჩნდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მწვავე საფრთხედაა მიჩნეული. მანამ სანამ საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრებოდა თანადროულად ანუ 1979 წლის წლის 12 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა საგარეო და თავდაცვის მინისტრების სპეციალური შეხვედრა.ამ ფაქტს წინ უსწრებდა 1978 წლის 2 მაისის სამიტი, რომელიც ვარშავის პაქტის ფარგლებში სამხედრო ნაწილის გაძლიერებას შეეხებოდა. ბრიუსელში გამართული შეხვედრა მიმართლი იყო რამდენიმე ძირითადი საკითხისაკენ : 

საბჭოთა კავშირის გრძელვადიანი ბირთვული შესაძლებლობების რაოდენობრივი და თვისობრივი განვითარება

საბჭოთა კავშირის TNF -ის განვითარება და მოდერნიზაცია

მაღალი დონის სპეციალური საკონსულტაციო ორგანოს შექმენა იარაღის შეზღუდვის სფეროში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ბირთული სისტემის იარაღს კონტროლის მცდელობა

108 Pershing II-ისა და 464 GLCM -ის

რაკეტის ევროპიდან უკან გამოთხოვა SS20 ტიპის რაკეტების განთავსება

ევროპაში განთავსება,აშშ-ის 1000 ატომური


მინისტრებმა შეიმუშავეს ეგრეთ წოდებული “double track” ანუ ორმაგი გზის გადაწყვეტილება

სწორედ ამ შეხვედრიდან მალევე 1979 წლის 27 დეკემბერს საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში. საბჭოთა კავშირის ექსპანსიონიზმს, რაც აზიაში სსრკ-ს სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების გაზრდას განაპირობებდა, ნავთობის მეორე კრიზისი (1979-1980) დაემატა, რომლის მიზეზიც ოპეკის (ნავთობის ექპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) მხრიდან ნავთობის ფასის ზრდა იყო. ამავე დროს,აითლა ჰომეინის ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გადაწყვიტა. თავის მხრივ, ავღანეთში შეჭრის საპასუხოდ, ჯიმი კარტერის ადმინისტრაციამ, საბჭოთა კავშირში მარცვლეულის და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების იმპორტზე ემბარგო დააწესა. ამ ნაბიჯმა საბოლოოდ დაამსხვრია დასავლეთის იმედები

დასავლეთსა

და

აღმოსავლეთს

შორის

ურთიერთობის

განვითარებასთან

დაკავშირებით. ამ ინციდენტის შემდგომ იმავე წლის 29 დეკემბერს მოკავშირეები იკრიბებიან რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ისინი ხაზგასმით აღწერენ მათ უკმაყოფილებას. ამავდროულად პრეზიდენტი კარტერი უარს ამბობს SALT II -ის ხელშეკრულების სენატის მიერ რატიფიკაციაზე. ამ ყოველივეს მიზეზი კი პრემიერ-მინისტრი ხ.ამინი იყო,რომელმაც ახალი გადატრიალება მოაწყო ავღანეთში. საბჭოთა ხელმძღვანელობამ გორბაჩოვის მეთაურობით, რომელსაც ეშინოდა ავღანეთში თავიანთი გავლენის დაკარგვის,მიიღო გადაწყვიტელება ქვეყანაში თავისი ჯარები შეეყვანა. საბჭოთა მედესანტეებმა ამინი მოკლეს და მის ადგილას დანიშნეს საბჭოთა კავშირის მიმართ ლიალურად განწყობილი ბ.ქარმალი. სისხლიანმა გადატრიალებებმა და საბჭოთა აგრესიამ უფრო დაძაბა ვითარება ავღანეთში. საბრძოლო მოქმედებები

უფრო

ინტენსიური

გახდა.

ქარმალის

სამთავრობო

ჯარების

ბრძოლისუნარიანობა დაბალი იყო და ოპოზიციას რაზმებთან ბრძოლაში მთავარი სიმძიმე საბჭოთა სამხედრო კონტიგენტს დააწვა, რაც იწვევდა მისი რიცხოვნობის ზრდას, 1985 წლისათვის საბჭოთა ჯარებისა რაოდენობა 108,7 ათას კაცს აღწევდა. ამ პროცესების დაწყებიდან მალევე 1980 წლის 13-14 მაისს გაიმართა ნატოს თავდაცვის კომიტეტის შეხვედრა, სადაც ერთ-ერთ მნიშნელოვან განხილვის საკითხს სწორედ საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრა წარმოადგენდა.მინისტრები საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთში საბჭოთა შემოჭრამ გამოიწვია საერთაშორისო სტაბილურობისათვის, მათ შორის სამხრეთდასავლეთ აზიაში, სოლიდარობისა და ერთსულოვნების შენარჩუნების საჭიროობა ალიანსში ისე, როგორც არასდროს. ამ მოვლენებმა უფრო მკვეთრი გახადა ნატოს სამხრეთი ფლანგის წარმომადგენელი ქვეყნების ეკონომიკური

და

თავდაცვითი

ერთსულოვნების საჭიროების

გაძლიერების

სტრატეგიული

მნიშვნელობა.

ამ

განმაპირობებელი ფაქტორი და კი ორ ზესახელმწიფოს -

ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის, დაძაბულობის ესკალაციის უწყვეტობა იყო. დასავლეთ ევროპაში

წინააღმდეგობრივი

პროცესები

ვითარდებოდა.

მაშინ,

როცა

გერმანიის

ფედერაციული რესპუბლიკა სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა ნატოს სტანდარტებს,


საფრანგეთი ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსს

ემიჯნებოდა და ეჭვის თვალით

აკვირდებოდა ამერიკის საგარეო პოლიტიკას, რაც საფრანგეთის აზრით ევროპის ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. ამასთანავე საბჭოთა კავშირი მთლინად მრავალეთნიკური ავღანეთის საკითხით იყო დაკავებული. ავღანეთში პარტინაზებს მხარდაჭერას უცხადებდა საუდის არაბეთი, ჩინეთი, დასავლეთის ბლოკი და ირანიც კი, რომელიც ავღანეთის შიიტ მოსახლეობას იცავდა. პაკისტანის გავლით, რომელიც ამბოხებული ისლამისტების სამხედრო ბაზად იქცა, ავღანეთში მოჯახიდებისთვის (ისლამისთვის მებრძოლნი) განკუთვნილი ფული და იარაღი შედიოდა. ისინი ქაბულში პროსაბჭოთა რეჟმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. პარტიზანთა ეთნიკურმა მრავალფეროვნებამ მათი სხვადასხვა დივიზიებად დაყოფა გამოიწვია და ამიტომაც, გამარჯვება თითქმის შეუძლებელი გახდა. ეს ბრძოლა 10 წლის განმავლობაში

მიმდინარეობდა

და

სსრკ-ს

ჯარების

გაყვანა

უფრო

პოლიტიკურ

გადაწყვეტილებას უკავშირდება, ვიდრე სამხედრო მიზეზით. ამასთანავე მნიშვნელოვანია ვთქვათ თუ რა იყო ამ პროცესის დაწყებისას ერთ-ერთი პირველი ნატოს თავდაცვის კომიტეტის შეხვედრის განხილვის საკითხი. 1980 წლის 13-14 მაისის თავდაცვის კომიტეტი კომუნიკეში ვკითხულობთ: 

მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება, რადგან ომის შემდგომ ეპოქაში პირველად საბჭოთა კავშირმა გამოიყენა სამხერო ძალა,რათა თავს მოეხვია მისის პოლიტიკური ნება მესამე სამყაროს არაწევრ ქვეყანაზე.ეს ქმედებანი კი არღვევდა საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას და წინააღმდეგობაში მოდიოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესედებით აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებთან;

გრძელვადიანი თავდაცვის პროგრამები-რომლებიც მიზნად ისახავდა რიგი საკვანძო სფეროების

სტაბილურ

პროგრესს

(სარეზერვო

მობილიზაცია,

საზღვაო

აღჭურვილობის რაოდენობა, მუდმივი მზადყოფნა და ა.შ); 

პორტუგალიისა და თურქეთის ეკონომიკური სირთულეებთან დაკავშირებით მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო დახმარება გაძლიერდებოდა და დაჩქარდებოდა კრიტიკული მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გერმანიამ კიდევ უფრო გაზარდა ამ დროს თურქეთთან არსებული დახმარების პროგრამა;

ნატოს წევრები მიიჩნევენ, რომ დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს სავაჭრო კონტროლზე, რაც იმის განმაპირობებელი გახდება საბჭოთა კავშირისათვის, რომ იგი ვეღარ მიიიღებს სარგებელს ტექნოლოგიების ტრანსფერით, რაც რეალურად აძლევდა მას საშუალებას ჰყოლოდა მოდერნიზებული ძალები უფრო სწრაფად და დაბალი ღირებულებით;

მინისტრებმა დააასრულეს თავიანთი შეხვედრა ნატოს სამხედრო ძალების 1981-1986 წლების მიზნებთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად სრული აღიარება იყო ნატოს და ვარშავის პაქტებს შორის დისბალანსის შესახებ.ამ მიზნებთან დაკავშირებული ძირითადი ფაქტორები კი იყო ადეკვატური ძალების შენარჩუნება ალიანსში.


1980 წლის 11-12 წლის ნატოს ყოველწლიული მინისტერიალის ფარგლებში კვლავ იმავე თემებს ეხებოდნენ წევრი ქვეყნების მინისტრები,რამეთუ კვლავ პრობლემური რჩებოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგობრივი ქმედებანი. ამ შეხვედრის ფარგლებში კვლავ იყო ხმელთაშუაზღვის პირეთისა და მესამე სამყაროს ქვეყნების სტაბილურობაზე, SALT პირველისა და მეორე ხელშეკრულების, TNF -ის მოდერნიზაციაზე საუბარი. მოკავშირეები დიდი მნიშნელობას ანიჭებენ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომიისიის (CSCE) მიერ ინიცირებულ შეხვედრას მადრიდში,რომელიც კვლავ ორიენტირებული იქნებოდა საბჭოთა კავშირის შეჭრაზე ავღანეთში და უფლებათა შელახვაზე ს.ს.რ.კ-სა და მის შემოგარენში. 1980 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნატოს იმ დროისთვის არა წევრი, მაგრამ 1999 წელს შეერთებული ქვეყნისათვის. 1970 იანი წლებიდან პოლონეთში დიდი ეკონომიკური კრიზისი იდგა, რაც ოპეკის მხრიდან ნავთობის ფასის ზრდით იყო განპირობებული. უკვე 1980 წლისთვის პოლონეთს სახელმწიფოს ვალი 20 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ქვეყანაში გამეფებული იყო შიმშილი და სიღარიბე,ამიტომ პოლონეთის მთავრობამ 1980 წლის აგვისტოში ხელი მოაწერა Gdansk-ის შეთანხმებას, რაც ითვალისწინებდა ხელფასების ზრდას, ხუთდღიან სამუშაო კვირას, აგრეთვე გაფიცვისა და თავისუფალი პროფკავშირების შექმნის უფლებას. ამ ნაბიჯების წყალობით იწყო ქვეყანამ წინსვლა, რასაც შედეგად ნატოს წევრობაც მოჰყვა მეოცე საუკუნის ბოლოს. 1981 წელს პოლონეთის გადადგმული

მმართველი ნაბიჯების

საბჭოთა კავშირი შეშფოთებას გამოთქვამს

მუშათა პარტიის (PUWP) ფარგლებში ლიბერალიზაციისკენ შესახებ

და

აფრთხილებს

კიდეც

მას,რომ

პროცესი

ამ

მიმართულებით არ უნდა გაგრძელდეს. ალიანსი კი თავის მხრივ, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პოლონეთმა თავისუფლად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. აგრეთვე მიუთითებენ იმაზე, რომ საბჭოთა ძალების ნებისმიერი სახით გამოყენება არის გაეროს წესდების, ადამიანის უფლებათა

საყოველთაო

დეკლარაციისა

და

ჰელსინკის

საბოლოო

აქტებში

გათვალისწინებული პრინციპების უხეში დარღვევა. 1981 წელი დატვირთული იყო მინისტერიალებით, ერთ-ერთი პირველი კი იყო 7-8 აპრილის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეკრება. ამ მინისტერიალზე მთავარი განხილვის საკითხი ბირთვული ძალების გადანაწილება და საბჭოთა კავშირის ძალების მოდერნიზაცია წარმოადგენდა. ძირითადად ამ შეკრებების მიზნები საერთო მშიდობისკენაა მიმართული სწორედ ამიტომ შეხვედრაზე მთავარი განხილვის საკითხი კვლავ ძალთა უთანასწორობა რჩებოდა. განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საგანი კვლავ გრძელვადიანი თავდაცვვის პროგრამისა და LRTNF შეირაღების კონტროლის საკითხები იყო. 1981 წლის 4-5 მაისს რომში გაიმართა კიდევ ერთი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეკრება. ამ შეხვედრის განხილვის საკითხი კი საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნება, ავღანეთში მიმდინარე პროცესები, ჰელსინკის აქტი, პოლონეთში მიმდინარე პროცესები, ვარშავის პაქტის ფარგლებში ძალების ზრდა და უკვე ნახსენები LRTNF ძალების მოდერნიზაცია-კონტროლი იყო, აგრეთვე შეთანხმება TNF შეიარაღების კონტროლთან მიმართებით. აგრეთვე 1980 წელს დაანონსებული


მადრიდის შეხვედრა, ერთ-ერთი განხილვის საგანი აღმოჩნდა ამ მინისტერიალზეც. ამ საკითხებს შეეხებოდა 1981 წლის 12-13 მაისს თავდაცვის კომიტეტის შეხვედრაც. 1981 წლის 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოში გაიმართა ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის შხვედრა ჯ. ლუნსის თავჯდომარეობით. განხილვის მთავარი საგანი კი ბირთვული იარაღისა და შეიარაღების კონტროლი რჩებოდა. ამ შეხვედრაზე მინისტრებისთვის მნიშვნელოვანი იყო მიღებულიყო

გადაწყვეტილება

ბირთვული

იარაღის

სტრატეგიულ

შემცირებასთან

დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს საბჭოთა კავშირის ატომური ენერგისს ფაქტორიც, რაც დიდი საფრთხეს წარმოადგენდა იმ პერიოდისათვის. აგრეთვე აღსანიშნავია ნატო-ს როლი ბირთვული იარაღის შემაკავებელი პროცესების მიმდინარეობისას. 1981 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართა ამ წლის საბოლოო მინისტერიალი, რომელზეც ნატოს ალიანსის წევრებმა ხელი მოაწერეს ესპანეთის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით დოკუმენტს. 1981 წლის 30 ნოემბერს ჟენევაში მოკავშირეებს ჰქონდათ მოლაპარაკებები აშშ-სა და საბჭოთა ბირთვულ ძალებზე, რაც გახდა ნატოს განხილვის საგანიც. ამ შეხვედრის ფარგლებში მოკავშირეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ 1979 წლის დეკემბერში INF მოდერნიზაციისა და შეიარაღების კონტროლის ფარგლებში გამოხატეს რწმენა, რომ ეს მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის სტაბილურობასა და საკონტროლო მოლაპარაკებებში პროგრესს. ისინი სრულებით უჭერენ მხარს აშშ-ს ამ ინიციატივას. 1982 წელზე საუბრისას აუცილებლად აღსანიშნავის მესამე გაფართოებით ესპანეთის საბოლოოდ ნატოს წევრად გახდომა.ესპანეთი 1982 წლის 30 მაისს საბოლოოდ შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს მე-16 წევრად. 1982 წელს კვლავ ხშირად ხდება ნატოს წევრი ქვეყნების

საგარეო

და

თავდაცვის

მინისტრების,აგრეთვე

სახელმწიფო

მეთაურების

შეხვედრა,აღსანიშნავია 1982 წლის 10 ივნისს ბონში გამართული შეხვედრა. საბჭოს სამიტის განმავლობაში სახელწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა გამოსცეს 6 პუნქტიანი დეკლარაცია სახელად „peace in freedom “.დეკლარაცია იწყება შემდეგი სიტყვებით :

„ჩვენ,ჩრდილოატლანტიკური ალიანსისი 16 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი,ხელახლა ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას საერთო ღირებულებების მიმართ,რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობა.“ დეკლარაცია კი მდგომარეობდა შემდეგში: 

ჩვენი მიზანია ომის თავიდან აცილება და დემოკრატიის დაცვა, მუდმივი მშვიდობის დამყარება. არც ერთი ჩვენი იარაღი არ იქნება გამოყენებული თავდასხმისთის, არამედ მხოლოდ თავდაცვისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტს, თანასწორობას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სამხედრო ძალა და პოლიტიკური სოლიდარობა, რათა უფრო მეტად გავაღრმავოთ დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთოა დილოგისა და მოლაპარაკების გზით;


ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება სტანდარტული

და

ბირთვული

ძალებით

აგრესიის

შემთხვევაში.

თანაბარი

მნიშვნელობისაა ალიანსის ევროპული წევრების თავდაცვის ეროვნული შესაძლებლობების შენარჩუნება,რათა მივაღწიოთ უფრო მეტ ეფექტურობას რესურსების გამოყენებისას თავდაცვისათვის; 

ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ ძალების სტაბილური ბალანსი და ამით გავაძლიეროთ მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას საბჭოთა კავშირთან დადოს ბირთვულ იარაღის მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ შეთანხმება. ჩვენ გავაგრძელებთ ევროპაში ორივე მხარეს სამხედრო ძალების შემცირებას და შეთანხმების მიღწევის მიზნით ზომების მიღებას, რაც ემსახურება ნდობის აღდგენას და უსაფრთხოებას მთელი ევროპის მასშტაბით.

ჩვენი მიზანია განვავითაროთ ჭეშმარიტი და დაბალანსებული აღმოსავლეთდასავლეთის

ურთიერთობები.

ამისათვის

მნიშნელოვანია

აღვნიშნოთ,

რომ

სახელმწიფო ინტერებიდან გამომდინარე არ უნდა შეილახოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სტაბილურობისათვის კი აუცილებელია ჰელსინკის საბოლოო აქტით გათვალისწინებული ყველა პრინციპი და დებულება იყოს გამოყენებული; 

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მშვიდობის პროგრესს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ ვიბრძოლებთ არასტაბილურობის მიზეზთა აღმოსაფხვრელად, როგორებიცაა განუვითარებლობა ან დაძაბულობა ქვეყანაში გარე ჩარევების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას შიმშილობისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში;

ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნისათვის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა,რაც

გააძლიერების

ერთობლივ

შესაძლებლობებს

ჩვენი

უსაფრთხოების მისაღწევად.მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნის პოლიტიკური გავლენა სხვების მიმართ. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ინფლაციის შემცირებას, მდგრადი განვითარებისა და დასაქმების მაღალ დონეს. ბონშივე გაიმართა

ჩრდილოატლანტიკური კომიტეტისა და იარაღის კონტროლისა და

განიარაღების შესახებ შეხვედრა. ძირითადად ეს შეხვედრები შეეხებოდა კვლავ INF-სა და START-ს (სტრატეგიული ძალების შემცირებაზე მოლაპარაკება). აგრეთვე გასათვალისწინებია CSCE -ის მიერ ინიცირებული კონფერენცია, რომელიც კვალვ შეეხება, ისევე როგორც მადრიდში გამართული შეხვედრა, ევროპაში ნდობისა და უსაფრთხოების საკითხებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მეორე სპეციალური სესია განიარაღების შესახებ, რომელიც თანადროულად მიმდინარეობდა ამ პერიოდში, ნატო კვლავ თავის როლს ასრულებს. რამეთუ ზემოთ ნახსენებ ექვს პუნქტიან დეკლარაციაშივე ნატოს წევრი ქვეყნები გამოთქვამენ თანადგომას ნიუ იორკში მიმდინარე სესიათან დაკავშირებით და მიიჩნევენ რომ ნატო ,მისი წევრი ქვეყნების სახელით, კვლავ იქნება დიდი იმპულსი იარაღისა და მისი კონტროლის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას.


1981 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას რონალდ რეიგანმა დაიკავა. მისი მთავარი მიზანი ამერიკის როგორც დაუმარცხებელი ზესახელმწიფოს ავტორიტეტის შენარჩუნება იყო, სწორედ ამიტომ მან დაიწყო ანტიკომუნისტური განცხადებების გაკეთება და იგი „ბოროტების იმპერიად“ შერაცხა. მიუხედავად ამისი ძალების კონტროლის მიმართლებით მან 1981 წლის 30 ნოემბერს დაიწყო ე.წ INF მოლაპარაკებებზე საუბარი საბჭოთა კავშირთან, რასაც მალევე 1982 წლის ივნისში მოჰყვა ე.წ START შეთანხმება.1983 წელს კი დასავლეთ ევროპაში რაკეტებისკრიზისსმა იჩინა თავი.საბჭოთა კავშირის მიერ ქვეყნის ევროპულ ნაწილში საშუალო სიშორის (55 000კმ) ბალისტიკური რაკეტების „პიონერის (ნატოს კლასიფიკაციით-SS20) ჰოლანდიაში,ბელგიაში,დიდ

ბრიტანეთში,იტალიასა

განლაგების საპასუხოდ ნატომ და

გერმანიის

ფედერაციულ

რესპუბლიკაში ფრთოსანი რაკეტების (cruise missile) და “pershing 2”-ს კლასის ბალისტიკური რაკეტების განლაგების გადაწყვტილება მიიღო.დასავლეთ ევროპაში პაციფისტებმა ბირთული იარაღის განსათავსებელ ბაზებთან მშვიდობის მოთხოვნით კარვები გაშალეს, ევროპის საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. თავის მხრივ, რეიგანის მიერ ბირთვული ძალების გადაიარაღების პროგრამის წამოწყებამ და კოსმოსური თავდაცვის სისტემის შექმნის ინიციატივამ,რასაც მოგვანებით რეიგანის „ვარსკვლავური ომები“ ეწოდა, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. რეიგანის მიერ ინიცირებული კოსმოსური თავდაცვის სისტემა დედამიწის ორბიტაზე განლაგებული თანამგზავრების მეშვეობით აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული ბირთვული რაკეტების აღმოჩენასა და განადგურებას უზრუნველყოფდა. ალიანსში ასევე განიხილებოდა რიგი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მათ შორის თავდაცვითი ტვირთის თანაბარი გაზიარება,განსაკუთრებით ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს შორის. ალიანსის ევროპული სვეტის გაძლიერებისას მთავარ როლს საფრანგეთი თავის თავში ხედავს, რადგან თავდაცვის გაძლიერებასთან მიმართებით იგი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობისას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს ალიანსის ევროპულ ნაწილს შორის ისაა მთავარი რგოლი. საბოლოოდ 1979-1983 წლები ესაა დაძაბულობით დაწყებული პერიოდი, როდესაც ნატოს მთავარ მიზნებს წარმოადგენს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ძალთა თანასწორობის მიღწევა, კომუსტური რეჟიმის ფარგლებში ანექსიისა და სახელმწიფოთა შევიწორვების შეჩერება და შეიარაღებული ძალების დიპლომატიური გზით შემცირება. თითოეული კომუნიკე იმ მინისტრიალებიდან, რომლებიც აქ არის განხილული სწორედ ბალისტიკური იარაღის შემცირების საკითხებს შეეხება.ნატომ უდიდესი ტვირთი იკისრა ამ პერიოდში და მისი მოქმედებებით შეეცადა შეენარჩუნებინა და შეექმნა გრძელვადიანი მშვიდობის ინსტიტუტი.

ავტორი: თიკო ნადირაშვილი


1984-1988 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) დაარსების დღიდან (1949, 4 აპრილი)

ეწევა

საქმიანობას რომელიც მიმართულია დაცული, უსაფრთხო გარემოს

ფორმირებისკენ. ამ ქმედებებს ნატოს 29 სახელმწიფო ხელშეკრულების პუნქტებისა და განსაზღვრული ამოცანების მიხედვით ასრულებს. სტატიაში საუბარი იქნება ნატოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე 1984 წლიდან 1988 წლის ჩათვლით, ამასთან, მიმოვიხილავთ პოლიტიკურ ასპარეზსა და აღნიშნული წლების მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოვლენები „ცივი ომის“ პერიოდში ვითარდება და ძირითად ლიდერ სახელმწიფოებს ნატოს მხრიდან აშშ, ხოლო ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან საბჭოთა კავშირი წარმოადგენენ. ნატოს შექმნის თავდაპირველ მიზანს დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოფხვრა და ევროპის სახელმწიფოების დაცვა წარმოადგენდა, რის საპირწონედაც, საბჭოთა კავშირმა გაწითლებული აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები ვარშავის პაქტით გააერთიანა და მას დაუპირისპირა. ამ ლოგიკით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობებსა და ხელშეკრულებებს, რომლებსაც ნატო შემდგომში პოზიტიურად განიხილავდა.

ჩრდილოატლანტიკური

ალიანსი

ესალმებოდა

მათ

შეთანხმებებს

შეიარაღებული ძალების შემცირებისა და მშვიდობის განმტკიცების შესახებ ატლანტიკიდან ურალამდე. ნატოს მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კი, ძირითადად შემდგომ წლებში მოხდა.49 1984 წლის 25 ივნისამდე ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა ჰოლანდიელი პოლიტიკოსი და დიპლომატი ჯოზეფ ლანსი. 1984 წლის ივნისში მისი პოსტი ბრიტანელმა პოლიტიკოსმა

ლორდმა

კარინგტონმა

დაიკავა. იგი 1988 წლამდე

ხელმძღვანელობდა

ალიანსში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, სხდომებს. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებს ყველაზე დიდ საფრთხეს საბჭოთა კავშირი უქმნიდა, ნატოს წევრი ქვეყნები ყველანაირად ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის დასუსტებასა და ცივ ომში გამარჯვებულ მხარედ დარჩენას. მცდელობების მიუხედავად, იმ დროისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლით საბჭოთა კავშირი თავის იდეოლოგიას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურად ავრცელებდა. 1979 წელს საბჭოთა კავშირმა ჯარები ავღანეთში შეიყვანა, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანას წარმოადგენდა და მასზე კონტროლის დამყარებით მოსკოვის გავლენა წესით, კიდევ უფრო ჩიტაძე ნიკა.ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი.სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005წ. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0--0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-810&a=d&c=civil2&cl=CL2.15&d=HASH01f128b7970284691c5fabfe.5.4 49


უნდა გაზრდილიყო. სინამდვილეში ეს ავანტურა საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი გამოდგა...50 ამ პერიოდისათვის ამერიკის პრეზიდენტად არჩეული იქნა რონალდ რეიგანი. მან თავის ბრძოლაში სერიოზული მოკავშირე იპოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის სახით. მათი მეშვეობით ნატოს როლი კიდევ უფრო გაიზარდა. 1983 წლიდან ალიანსმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სამხედრო წვრთნები, რომელიც „მარჯვე მოისარის“ სახელწოდებით გახდა ცნობილი. აღნიშნული ქმედებების მიზანს, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის ეკონომიკის დასუსტება წარმოადგენდა. მართლაც, წვრთნები იმდენად მასშტაბური გამოდგა, რომ საბჭოთა კავშირი შეშინდა და ჩათვალა, რომ ამერიკა ბირთვული

ომის

წამოწყებას

აპირებდა.

რეიგანი

ამითაც

არ

დაკმაყოფილდა

და

ვარსკვლავური ომების პროგრამას ჩაუყარა საფუძველი. იგი გულისხმობდა კოსმოსში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას და იქიდან საბჭოთა ატომური იარაღის განადგურებას. მართალია აღნიშნული პროგრამა ვერ განხორციელდა, თუმცა საბჭოთა კავშირის ლიდერები ნამდვილად დააფრთხო.51 თანაც, ამ დროისათვის საბჭოთა კავშირის მმართველები ერთი მეორის მიყოლებით კვდებოდნენ და

ელვისებური სისწრაფით იცვლებოდნენ. ეს კი, საბჭოთა კავშირის

სტაბილურობასა და ძლიერებას ძირს უთხრიდა. 1984 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირის ლიდერი იური ანდროპოვი გარდაიცვალა და იგი ჩანაცვლებული იქნა კონსტანტინ ჩერნენკოს მიერ. ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ კი, 1985 წლის მარტში უფრო ახალგაზრდა და ენერგიული მიხეილ გორბაჩოვი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. იგი კარგად ხვდებოდა, რომ ქვეყანას ცვლილებები ესაჭიროებოდა, რადგან ეკონომიკური სტაგნაცია დაწყებული იყო, რასაც დაემატა ნავთობის გაიაფება, ქვეყანას კორუფცია ანადგურებდა, მოსახლეობა კი დასავლურ ცხოვრებას შენატროდა. საბჭოთა კავშირის დაშლის თავიდან ასაცილებლად, ახალმა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა, წამოიწყო პროგრამა

სახელად „პერესტროიკა“, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ეკონომიკის

მოდერნიზებასა და პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციას.52

გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (2017 წ) სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ http://infocenter.gov.ge/1725-gzamkvlevi-natosa-daevrokavshiris-shesakheb.html 50

გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (2017 წ) სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ http://infocenter.gov.ge/1725-gzamkvlevi-natosa-daevrokavshiris-shesakheb.html 52 Britannica.com https://www.britannica.com/topic/perestroika-Soviet-government-policy 51


აღნიშნული მოვლენები და ნატოს მიერ განხორციელებული ქმედებები განვიხილოთ პერიოდიზაციის სისტემის მიხედვით. 1985 წლის მარტში შედგა ჟენევის სამხედრო კონტროლის მოლაპარაკებები. ნოემბერში კი, ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ- ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი. იმედები იმისა, რომ შეთანხმების ძალით პოზიტიური შედეგები მიიღწეოდა საკმაოდ მაღალი იყო. ასეც მოხდა, ამერიკის პოლიტიკამ და რეიგანის შემუშავებულმა

პროგრამებმა

საბოლოოდ

გაამართლა.

ლიდერები

პრინციპულად

შეთანხმდნენ იმაზე, რომ 50 %-ით შეამცირებდნენ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს. მოგვიანებით, პრეზიდენტმა რეიგანმა აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე მთავრობებისა და სხვადასხვა მინისტრების მონაწილეობით.53 ჩერნობილის კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს მოხდა ჩერნობილის კატასტროფა. იგი მსოფლიო დონის მოვლენაა და შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამინთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა მოიცვა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. ჩერნობილის ავარია სსრკ-სთვის უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა გახდა .საბჭოთა კავშირს დიდი ძალების მობილიზაცია დასჭირდა. მსოფლიო ატომურმა ენერგეტიკამ ჩერნობილის ავარიის შედეგად უდიდესი დარტყმა მიიღო. 1986 წლიდან 2002 წლამდე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და დასავლეთ ევროპაში არ აშენებულა

არც

ერთი

ატომური

ელექტროსადგური,

გადასახადები. სსრკ-ში დაკონსერვდა და ელექტროსადგურის მშენებლობა და

ასევე

გაიზარდა

სადაზღვევო

შეჩერდა ათამდე ახალი პროექტირება. გაიყინა

ატომური ათობით

ახალი ენერგობლოკის მშენებლობა. კატასტროფამ მსოფლიოს დაანახა თუ რამდენად დიდ და საშიშ ძალას წარმოადგენდა ატომური

ელექტრო-ენერგია.

ალიანსისა

და

ვარშავის

პაქტის

ქვეყნებიც

ერთხმად

თანხმდებოდნენ მის გამანადგურებელ შედეგებზე. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო განიარაღებას. შედეგად

მივიღეთ ის, რომ ვაშინგტონში 1987 წლის დეკემბერში დადებული იქნა

შუალედური სპექტრის ბირთვული ძალების ხელშეკრულება ამერიკასა და სსრკ-ს შორის, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო და შემდგომში ნატოს მხრიდან დადებითად შეფასდა. იგი

NATO update https://www.nato.int/docu/update/8089/1984e.htm?fbclid=IwAR0JiIAOn0RzJIDfdDwPyaY4btrRudi_ifdpoVY0_9HJxijG3on3QVj1IO8 53


ხელმოწერილი იქნა რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ. აღნიშნული ხელშეკრულებით

ლიდერები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ შეამცირებდნენ ბირთვულ

არსენალს და მოახდენდნენ მთელი ბირთვული იარაღის კატეგორიის ლიკვიდაციას, მათ შორის, ყველა სახმელეთო რაკეტის საშუალო და მოკლე დიაპაზონის სარაკეტო იარაღის 5005,500 კმ-ის მოქმედების სპექტრით. მეტიც, საბჭოთა კავშირი დათანხმდა ყოვლისმომცველი გადამოწმების პროგრამაზე, მათ შორის ადგილზე ინსპექტირებაზე. ეს იყო ყველაზე დიდი კოოპერაცია რაზეც კი ოდესმე შეთანხმებულან სუპერძალები.54 1986 წლის აღსანიშნავი ფაქტები: პირველი

იანვრიდან

ესპანეთი

და

პორტუგალია

ხდებიან

ევროპის

ეკონომიკური

თანამეგობრობის წევრები. 12 მარტს პრემიერ-მინისტრ ფილიპ გონსალესის ორგანიზებულ რეფერენდუმზე, ესპანეთმა მხარი დაუჭირა ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ნატოში ინტეგრირებული სამხედრო სტრუქტურის მონაწილეობის გარეშე. 15 აპრილს ლიბიაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სამიზნეები ტრიპოლისა და ბენგაზის მიმართულებით თავდასხმას იწყებენ. 15 აპრილი - 26 მაისი კანადის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოების ექსპერტთა შეხვედრა ადამიანის ურთიერთობათა შესახებ ბერნეში. 26 აპრილი - ჩერნობილის სადგურის ბირთვული კატასტროფა საბჭოთა კავშირში (უკრაინა, პრეპიატი) 29-30 მაისი - საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაერო-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მინისტრთა სხდომაზე

განაცხადეს, რომ კალიფორნიაში ჰალიფაქსმა მოუწოდა საბჭოთა

კავშირს, შეუერთდნენ მათ გაწევრიანებას, ახალი ნაბიჯების გადადგმის მშვიდობის, უსაფრთხოებისა მინისტრებმა

და

პროდუქტიული

შეიმუშავეს

აღმოსავლეთ-დასავლეთის

მაღალი დონის სამუშაო

დიალოგისთვის.

ჯგუფი პირობითი

შეიარაღების

კონტროლის შესახებ. ამას თან ახლავს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მინისტერიალის შეხვედრის შესახებ განცხადება, სადაც ნატოს წევრებმა ნათლად დასძინეს, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისათვის. „ჰალიფაქსის შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ აღმოსავლეთდასავლეთის ურთიერთობების ყველა ასპექტი. ჩვენ ვამზადებთ მზადყოფნას იმისთვის რომ შევინარჩუნოთ საერთო ნიადაგი და გავაგრძელებთ მცდელობას რათა დავავიწროვოთ განსხვავებები ერთმანეთს შორის.“ აღნიშნულ შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი ტერორიზმის სერიოზულ

საფრთხეზე,

რომ

იგი

მოქალაქეებსა

და

ნორმალურ

საერთაშორისო

ურთიერთობებს საფრთეს უქმნის. “ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ამ უბედურების 54

Arms Control Association https://www.armscontrol.org/factsheets/INFtreaty


აღმოსაფხვრელად და მოგიწოდებთ უფრო მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისკენ ამ მიმართულებით.“ აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ალიანსის წევრებმა ასევე იმსჯელეს შეიარაღების კონტროლზე და უსაფრთხო გარემოზე, სადაც გაცხადდა, რომ თამამი ახალი ნაბიჯები საჭიროა ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის სფეროში. ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ ნატოს

ამოცანაა

მთელი

ევროპის

მასშტაბით

სტაბილურობისა

და

უსაფრთხოების

განმტკიცება, ღიაობის გაზრდა და ქვედა დონის ჩვეულებრივი ძალების დამოწმებული, ყოვლისმომცველი და სტაბილური ბალანსი. მიზანი ერთია - რადიკალური გაუმჯობესება აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში, სადაც უფრო მეტი ნდობა, მეტი გახსნილობა და გაზრდილი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი ყველასათვის.55 11-13 ოქტომბერი- ტარდება ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს სპეციალური სხდომა ბრიუსელში საგარეო და თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შულტი საუბრობს საბჭოს რეიკიავიკის სამიტის ნეგატიურ შედეგებზე. 21-22 ოქტომბერი - ნატო-ს ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის მინისტერიალის შეხვედრა შოტლანდიაში, სადაც თავდაცვის მინისტრები მხარს უჭერენ პრეზიდენტი რეიგანის იარაღის კონტროლის პროგრამას. 24 ნოემბერი - პროფესორი კარლ კაიზერი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) იღებს მესამე ატლანტკიკურ ჯილდოს ალიანსში მისი დამსახურებისათვის.56 11 დეკემბერი - ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ბრიუსელის დეკლარაცია ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფას. აქ კიდევ ერთხელ იქნა გამახვილებული ყურადღება იმაზე, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგეს ბირთვული ომი მსოფლიოსათვის და აღნიშნული იქნა, რომ ყველა სახის, ბირთვული და ჩვეულებრივი ომები თავიდან უნდა იქნას აცილებული ალიანსის ერთობლივი ძალისხმევითა და საკითხებზე კონსულტაციებით. ასევე, ყურადღება იქნა გამახვილებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. მათთან თანამშრომლობით კულტურების გაცვლასა და კომერციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ყველა სახელმწიფო თანაბარი პირობებით მიიღებს მონაწილეობას. საბოლოო კომუნიკეში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნათქვამია: „იარაღის კონტროლი და განიარაღება ჩვენი

NORTH ATLANTIC TREATY ORGANIZATION http://archives.nato.int/notes-for-address-bysecretary-of-state-for-external-affairs-right-honourable-joe-clark-p-c-m-p-at-opening-of-ministerialmeeting-of-north-atlantic-council-halifax-may-29-1986 56 NATO update https://www.nato.int/docu/update/80-89/1986e.htm 55


უსაფრთხოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მზად ვართ მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტაბილურობის გაზრდას ძალებისა და შეიარაღების ქვედა დონეზე. მათ უნდა გააძლიერონ ევროპაში უსაფრთხოება და ამასთან, არ უნდა შეასუსტონ კავშირი ალიანსის ევროპელ და ჩრდილოეთ ამერიკელ წევრებს შორის.“57 აღნიშნული მოლაპარაკებებით სრულდება 1986 წელი და 1987 წელი იწყება ესპანეთის ნატოსთან პარტნიორობით და მოლაპარაკებებით ალიანსში მისი სამხედრო ძალების მომავალი როლის შესახებ. 1987 წლის აღსანიშნავი ფაქტები: 17 თებერვალი - მოლაპარაკებები იხსნება ვიენაში ნატოსა და ვარშავის პაქტის ქვეყნებს შორის სამხედრო ძალების შეთანხმებისათვის მანდატზე ევროპაში ატლანტიკიდან ურლამდე. 12 მარტი - ნატო-ს გენერალური მდივანი ლორდი კარინგტონი ჩრდილოეთ-ატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრის შემდეგ აკეთებს შემოთავაზებას კარგი სამსახურის გაწევის მიზნით, რათა დაეხმარნონ დავის გადაწყვეტაში საბერძნეთსა და თურქეთს. 4 ივნისი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტმა ოფიციალურად მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც მოითხოვდა შუალედური სპექტრის (INF) და მოკლე რადიუსის (SRINF) რაკეტების აღმოფხვრას ევროპაში. 22 ივლისი - საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა გამოაცხადა საბჭოთა მზადყოფნა, აღმოფხვრა ყველა შუალედური სპექტრის ბირთვული იარაღი, მათ შორის საბჭოთა კავშირის 1987 წლის აზიის ნაწილში განლაგებულები აშშ-სა და საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულების კონტექსტში. 5-7 ოქტომბერი - საბჭოთა ინსპექტორები აკვირდებიან თურქეთში ნატოს წვრთნებს. პირველი ასეთი ინსპექტირება ალიანსის ქვეყნებში 1986 წლის სექტემბრის სტოკჰოლმის დოკუმენტის დებულებების შესაბამისად ჩატარდა. 27 ოქტომბერი - დასავლეთ ევროპის კავშირის წევრი შვიდი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები იღებენ "ჰააგის პლატფორმას ევროპის უსაფრთხოების ინტერესებზე".

NORTH ATLANTIC TREATY ORGANIZATION http://archives.nato.int/brussels-declaration-onconventional-arms-control ; http://archives.nato.int/final-communique-nac-meeting-in-ministerialsession-in-brussels-11th-and-12th-december-1986 57


25 ნოემბერი - ნატო-ს ყოველწლიური ატლანტიკური ჯილდოს გადაცემა პიერ ჰამელისთვის (ბელგია), 1967 წლის ჰარმელის ანგარიშის ავტორი. 11 დეკემბერი - აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, იტალიამ, ნიდერლანდებსა და გაერთიანებულ სამეფოში ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც ეხება ინტერნაციონალური ბირთვული ძალების ხელშეკრულების შესრულებას, მის ადგილზე შემოწმებას და შემოწმების პროცედურებს. აღნიშნულ შეხვედრაზე მინისტრებმა განაცხადეს: „ჩვენ მივესალმებით ვაშინგტონის ინტერნაციონალური ბირთვული ძალების ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება არის სოლიდარობის წარმატებული შედეგი და მთლიანად ალიანსის მიერ გამოვლენილი გადაწყვეტილება. იგი სრულად შეესაბამება ალიანსის უსაფრთხოების მოთხოვნებს.“58 1988 წლის ივლისში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეპოქის და ალიანსის ევოლუციის დასაწყისში გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მანფრედ ვორნერი ნატო-ს გენერალური მდივნის ფუნქციას ასრულებს. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, ევროპის გრძელვადიანი განყოფილება დასასრულს უახლოვდება, ბერლინის კედელი ინგრევა და ყოფილ კლიენტებს შორის თანამშრომლობის ახალი კლიმატი რეალობად იქცევა. მანფრედ რენერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ახალი შესაძლებლობების ალიანსის რეაგირებაში. მანამდე კი, საბჭოთა კავშირის ლიდერი გორბაჩოვი აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალები უნდა შემცირდეს ნახევარი მილიონი ჯარისკაცით. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ის აპირებს აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის აღმოსავლეთ გერმანიიდან 50 000 საბჭოთა ჯარის გაყვანას და დანარჩენისათვის თავდაცვითი როლის მინიჭებას. სულ 10,000 ტანკი, 8,500 საარტილერიო დანადგარი და 800 გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გაიყვანოს აღმოსავლეთ ევროპიდან. მისი გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე სხვა აღმოსავლეთ ევროპის მთავრობა აცხადებს თავიანთ საკუთარ შემცირებებს.59 1988 წლის აღსანიშნავი ფაქტები: 2-3 მარტი- ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სამიტის შეხვედრა ხაზს უსვამს მოკავშირეობის ერთიანობას და ასახავს საერთო მიზნებსა და პრინციპებს, ალიანსის პოლიტიკის გაგრძელებას. ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის შესახებ განცხადება გაცემულია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასაჭრელად, რათა მოხდეს პროგრესის მიღწევა ძალების უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებების გზით. 26-27 მაისი - ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა აღმასრულებელ სამუშაო ჯგუფს გადასცეს კომიტეტის წევრების მიერ გაწეული როლი, რისკები და პასუხისმგებლობები კოლექტიური 58 59

NATO update https://www.nato.int/docu/update/80-89/1987e.htm NATO update https://www.nato.int/docu/update/80-89/1988e.htm


უსაფრთხოებისა და თავდაცვის სანდოობის და ეფექტურობის შენარჩუნების მიზნით. ასევე, აღნიშნული დღის საბოლოო კომუნიკეთი მათ მადლიერება გამოხატეს ლორდი კარინგტონის მიმართ: „ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მადლიერებას ლორდი კარინგტონისადმი, მისი განსაკუთრებული წვლილისთვის ალიანსის გენერალურ მდივნად ყოფნის განმავლობაში. ჩვენ განსაკუთრებით ვაღიარებთ თავდაცვის სფეროში მის დიდ გამოცდილებას

და მის

წვლილს თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტში ოთხი რთული წლის განმავლობაში.“

60

9-10 ივნისი - მადრიდში გამართული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი მინისტერიალის შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობისა და დაცულობის პრიორიტეტულობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი სახელმძღვანელო პრინციპები და ხაზი გაუსვეს მათი საერთო იდეალებისა და მიზნების განსახორციელებლად მუშაობის გაგრძელებას. ამასთან, მათ მადლიერება გამოხატეს ლორდი კარინგტონის მიმართ მისი განსაკუთრებული წვლილისთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. პირველ ივლისს კი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მანფრედ ვორნერი წარმატებით ანაცვლებს ნატო-ს გენერალურ მდივანს, ლორდ კარინგტონს.61 საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული 4 წელი საკმაოდ პროდუქტიული იყო ვარშავის პაქტის წევრებთან მოლაპარაკებებისა და საბჭოთა კავშირთან დამყარებული მშვიდობიანი შეთანხმებები,

ურთიერთობების რომლებიც

კუთხით.

საბოლოო

მიღწეულ

ჯამში

იქნა

საკმაოდ

მნიშვნელოვანი

აღმოსავლეთ-დასავლეთის

მშვიდობიან

თანაცხოვრებას გულისხმობდა და ბირთვული ომისა და ზოგადად ყოველგვარი სამხედრო თავდასხმის აღკვეთას ისახავდა მიზნად. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ვაშინგტონის შუალედური სპექტრის ბირთვული ძალების ხელშეკრულებას სსრკ-სა და აშშს შორის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ჰალიფაქსის განცხადებას ჩვეულებრივი იარაღის კონტროლის შესახებ, ნატოს

ბრიუსელის დეკლარაციას ჩვეულებრივი შეიარაღების

კონტროლის შესახებ, ჟენევის სამხედრო კონტროლის მოლაპარაკებებს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის. თითოეული მათგანი განხილულია სტატიაში.

ავტორი: ანი ტრაპაიძე

NATO update https://www.nato.int/docu/update/80-89/1988e.htm NORTH ATLANTIC TREATY ORGANIZATION http://archives.nato.int/statement-by-natosecretary-general-rt-hon-lord-carrington-at-opening-ceremony 60 61


1989- 1993 1980- იანი წლების შუაში საერთაშორისო დამკვირვებელთა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ საბჭოთა კომუნიზმმა წააგო ინტელექტუალური ბრძოლა დასავლეთთან. დისიდენტებმა დაანგრიეს კომუნისტური რეჟიმის იდეოლოგიური საყრდენები. ეს იყო პროცესი, რომელსაც თავად საბჭოთა კავშირმა შეუწყო ხელი თავისი, ვითომდა იმ ადამიანური უფლებების პრინციპების ერთგულებით, რაც ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში. გასული საუკუნის 80- იანი წლების მიწურულს პოლონეთის კომუნისტური მთავრობა იძულებული გახდა, მოლაპარაკებები გაემართა ადრე რეპრესირებულ, დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან „სოლიდარობა“ და მის ლიდერთან ლეხ ვალენსასთან. მალე აღმოსავლეთ ევროპისა და თავად საბჭოთა კავშირის სხვა დემოკრატი აქტივისტებიც გამოვიდნენ იგივე უფლებების მოთხოვნით. ამ დროისათვის ვარშავის პაქტის ქვეყნების გეგმიური ეკონომიკა უკვე დაშლის პირას იყო. საბჭოთა კავშირის დანახარჯები თავდაცვის სფეროში 3-ჯერ აღემატებოდა აშშ-ის მიერ იმავე მიზნით გაწეულ ხარჯებს, მაშინ, როცა მისი ეკონომიკა ერთი მესამედით მცირე იყო ამერიკასთან შედარებით. მიხეილ გორბაჩოვი ხელისუფლებაში მოვიდა განზრახვით, ფუნდამეტურად შეეცვალა კომუნისტური სისტემა რეფორმირების გზით. 1989 წელს დაწყებულ აღმოსავლეთ გერმანიის რეჟიმის ნგრევაში აღარ ჩარეულა საბჭოთა კავშირი და არჩია გრძელვადიანი რეფორმების გზა, რომელიც სულ უფრო სცილდებოდა მისი შესაძლებლობების ზღვარს და საბოლოოდ გამოიწვია ვარშავის ბლოკის ნგრევა. 62 ბერლინის კედლის დაცემამ 1989 წლის 9 ნოემბერს თითქოსდა სათავე დაუდო ღია საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიისა და მშვიდობის ახალ ერას და მოკავშირეები სკეპტიკური სიხარულით შეხვდნენ ფაქტს, როცა გაბედულმა დემონსტრანტებმა დაამხეს აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური მთავრობები. თუმცა, არსებობდა სახიფათო გაურკვევლობები. იქნებოდა თუ არა გაერთიანებული გერმანია ნეიტრალური? რა მოელოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებულ ბირთვულ იარაღს? მიაყენებდა თუ არა ნაციონალიზმი კიდევ ერთხელ ზიანს ევროპის პოლიტიკას? და ეგზისტენციალური საკითხი ნატოსთვის: არსებობდა ატლანტიკური ალიანსის საჭიროება მომავალში? ნატომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც განაგრძო არსებობა ორი დაუწერელი მანდატის შენარჩუნებით. ესენია: მილიტარისტული ნაციონალიზმის შეკავება და კოლექტიური თავდაცვის საფუძვლის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობდა ევროპის დემოკრატიზაციასა და ინტეგრაციას.63

62

NATO UPDATE. (2001 წლის 21 november). მოპოვებული https://www.nato.int/docu/update/80-

89/1980e.htm-დან

63

ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება. (2012). მოპოვებული www.nato.int:

http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-history-new.pdf-დან


1991 წელს, ისევე, როგორც 1949 წელს, ნატო გახდა დიდი პან- ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამეტი. 1991 წელს მოკავშირეებმა შექმნეს

ჩრდილოატლანტიკური

თანამშრომლობის საბჭო, რომელიც 1997 წელს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭომ შეცვალა. ამ ფორუმმა შეკრიბა ალიანსის წევრები მათ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მეზობელ სახემწიფოებთან ერთად, რათა გაემართათ ერთობლივი კონსულტანციები. ამ ახლად განთავისუფლებული ქვეყნების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ნატოსთან

ურთიერთობას

ფუნდამენტალური

მნიშვნელობა

ჰქონდა

მათი

მისწრაფებებისთვის სტაბლურობის, დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თანამშრომლობა გავრცელდა სამხრეთისაკენაც, როდესაც ალიანსმა 1994 წელს შექმნა ხმელთაშუა ზღვის დიალოგი. 64 ომი სპარსეთის ყურეში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის „დიდი შემობრუნების“ პროცესის დაწყების პარალელურად ნატო დადგა უდიდესი გამოწვევების წინაშე, როდესაც გაჩნდა საჭიროება, რომ პირველად ალიანსის ისტორიაში წევრი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს ერთობლივი საომარი მოქმედებები უნდა ეწარმოებინათ. ეს დაკავშირებული იყო სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებთან, როდესაც 1990 წლის 2 აგვისტოს ერაყის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ ქუვეითის ტერიტორიაზე და მოახდინეს ამ ქვეყნის ანექსია. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნატოს ქვეყნებმა მიიღეს სრული მხარდაჭერა საბჭოთა კავშირის მხრიდან: 6 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საბჭოთა კავშირმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა ერაყის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და მიზნად ისახავდა ოკუპირებული ქუვეითიდან ჯარების გამოყვანას.65 სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენები განხილულ იქნა 1990 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მორიგ სესიაზე, სადაც გაიმარტა კონსულტანციები და შემუშავებულ იქნა კონკრეტული გეგმები ნატოს წევრი სახელმწიფოების კოორდინირებულ მოქმედებათა შესახებ, და მათი მზადყოფნა სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული გაეროს რეზოლუციის ცხოვრებაში გატარების შესახებ. როდესაც ერაყმა უარი განაცხადა ქუვეითიდან ჯარებს გამოყვანის შესახებ, შეიქმნა ანტიერაყული კოალიცია, სადაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ნატო-ს ქვეყნებმა აშშ-ის მეთაურობით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ერაყის

ჩიტაძე.ნ. (2005). ნატო- ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება. 64

State, U. S. (n.d.). office of the historian. Retrieved from history.state.gov: https://history.state.gov/departmenthistory/short-history/firstgulf 65


მეზობელ და ნატო-ს წევრ თურქეთში გაგზავნილ იქნა ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლობას დაქვემდებარებული მობილური ჯგუფები. 1991 წლის 17 იანვარს კოალიციურმა ძალებმა პირველი შეტევა განახორციელეს ერაყის სამხედრო იფრასტრუქტურაზე. საბოლოოდ, უკვე 1991 წლის მარტის დასაწყისში ქუვეითი განთავისუფლდა ერაყის ჯარებისაგან. 66 იუგოსლავიის კონფლიქტი კომუნიზმის დანგრევამ გზა მისცა ნაციონალიზმისა და ეთნიკური ძალადობის ზრდას, განსაკუთრებით ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. თავდაპირველად მოკავშირეები თავს იკავებდნენ, რომ ჩარეულიყვნენ კონფლიქტში, რომელიც განიხილებოდა, როგორც იუგოსლავიის

სამოქალაქო

ომი.

მოგვიანებით,

როდესაც

კონფლიქტი

გადაიზარდა

აღიარებულ აგრესიასა და ეთნიკურ წმენდაში, ალიანსმა მიიღო მოქმედების გადაწყვეტილება. ნატომ-მ სრული მხარდაჭერა შესთავაზა გაერთიანებული ერების ძალისხმევას, რათა ბოლო მოღებოდა ომის დანაშაულებს, მათ შორის საზღვაო ბლოკადის სახით განხორციელებულ პირდაპირ სამხედრო აქციებს. მალე, ამკრძალავი ზონების შექმნას საჰაერო სივრცეში, შედეგად

მოჰყვა

ავიადარტყმები

მძიმე

შეიარაღებაზე

გაეროს

რეზოლუციების

დარღვევისათვის. საბოლოოდ, ალიანსმა განახორციელა ცხრა დღიანი საჰაერო სამხედრო კამპანია 1995 წლის სექტემბერში, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა კონფლიქტის დასრულებაში.67 იუგოსლავიის კონფლიქტმა და სხვა პარალელურად მიმდინარე კონფლიქტებმა მთიან ყარაბახში, საქართველოსა და სხვა რეგიონებში, ნათლად აჩვენა, რომ ცივი ომის შემდეგ შექმნილი ენერგიის ვაკუუმი გახდა სახიფათო არასტაბილურობის წყარო. აუცილებელი იყო პარტნიორობის მექანიზმის გაძლიერება იმ მამართულებით, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს საშუალება ჰქონოდათ, ეთანამშრომლათ ალიანსთან, რათა მოეხდინათ ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების რეფორმირება და

გამოეყვანათ

ისინი

სტრატეგიული

იზოლაციიდან.

განვითარების

ხელშემწყობი

ძალისხმევის ფარგლებში, ალიანსმა 1994 წელს შეიმუშავა პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (პმპ).68 ეს პროგრამა საშუალებას აძლევდა ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს ან „პარტნიორებს“, გაეზიარებინათ ინფორმაცია ნატო-ს წევრებთან და განეახლებინათ თავიანთ შეიარაღება თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. პარტნიორებს

Zeidan, A. (n.d.). Persian Gulf War. Retrieved from https://www.britannica.com/event/PersianGulf-War 67Balkans war: a brief guide. (2016, March 18). Retrieved from www.bbc.com/news/world-europe17632399 68 Partnership for Peace. (თ. გ.). მოპოვებული https://www.britannica.com/topic/Partnership-forPeace-დან 66


ჰქონდათ თავისუფლება, აერჩიათ თავიანთი ჩართულობის დონე ალიანსში. გზა სრული წევრობისკენ რჩებოდა ღიად იმათთვის, ვინც გადაწყვეტდა, გაჰყოლოდა მას. 1991 წლის კოპენჰაგენის შეხვედრა 1991 წლის 6- 7 ივნისს კოპენჰაგენში გაიმართა ნატოს საგარეო მინისტრების შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა პსეციალური განცხადება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 1990 წელს გამართულ ლონდონის სამიტის ინიციატივაზე_ მოწოდებაზე, რომ დამყარებულიყო რეგულარული დიპლომატიური ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, და ასევე გაისმა მოწოდება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. ზემოაღნიშნული საკითხების დღის წესრიგში არსებობა გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ რიგი წევრი სახელმწიფოების უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში არსებობდა მოსაზრება და ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნისტური ბლოკის დაშლასა და „ცივი ომის” დამთავრებას შესაძლოა მოჰყოლოდა ალიანსის შესაძლო შესუსტება. ამით აიხსნება ის გარემოებაც, რომ კოპენჰაგენში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე ასევე მიღებულ იქნა განცხადება ევროპაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ალიანსის ახალ პოლიტიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთავარი ფუნქციების შესახებ. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ალიანსის წესდებით

განსაზღვრული

მისი

თითოეული

წევრის

ალიანსის

წინაშე

აღებული

პასუხისმგებლობები და ამ წევრთა უფლებები უცვლელი რჩებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირითად პრიორიტეტად კვლავ განიხილებოდა კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების დაცვა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა და წარმოადგენს ალიანსის თითოეული წევრის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო საშუალებებით. კოპენჰაგენის შეხვედრა ნატოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კვლავ მიიჩნევდა ევროპაში სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნებას, რაც აშკარად მიუთითებდა, რომ „ცივი ომის” გარკვეული ნიშნები ჯერ კიდევ რეალობას წარმოადგენდა.69 ნატოსა და სსრკ-ის შორის თანამშრომლობის ერთგვარ გამოცდად იქცა 1991 წლის აგვისტოში მოსკოვში განხორციელებული პუტჩი. ნატო აქაც დადგა სერიოზული გამოცდის წინაშე. ამავე დროს, ალიანსმა გამოიჩინა ერთსულოვნება და 1991 წლის 21 აგვისტოს გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს

ნიკა, ჩ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება. 69


შექმნილი ვითარება და გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც დაგმობილ იქნა მ. გორბაჩოვის თანამდებობიდან განთავისუფლების არაკონსტიტუციური ხასიათი. ნატოს რომის სამიტი მოსკოვის წარუმატებელი პუტჩის შემდგომ საბჭოთა კავშირში განვითარებული პროცესები იქცა განხილვის მთავარ საგნად 1991 წლის 7-8 ნოემბერს, როდესაც ნატოს სამიტი გაიმართა რომში. ამ სამიტზე მიიღეს ახალი სტრატეგიული კონცეფცია და ასევე მიღებულ იქნა რომის დეკლარაცია მშვიდობისა და თანამშროლობის შესახებ. 70მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული სამიტი გაიმართა „ბელოვეჟის“ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ანუ საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაშლამდე ერთი თვით ადრე, ამიტომ მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილეს საბჭოა კავშირში მიმდინარე მოვლენებზე. საბჭოთა კავშირის რღვევა იმ პერიოდში აშკარად იყო დაწყებული, როდესაც 1991 წლის სექტემბერში დამოუკიდებლობა ჰქონდათ მოპოვებული ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს. რომის სამიტზე ყურადღება გამახვილდა განიარაღების პროცესზე, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებობდა გარკვეული პრობლემების წარმოქმნის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ნატოს ლიდერებმა საბჭოთა კავშირსა და რესპუბლიკებს მოუწოდეს, რომ ამ უკანასკნელებს შეესრულებინათ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებები. განსაკუთრებული ყურადღება

გამახვილდა

ბირთვული

იარაღის

გაუვრცელებლობის

რეჟიმის

დაცვის

აუცილებლობაზე, რასაც უდიდეს პრობლემას უქმნიდა პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება საბჭოთა კავშირსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. სამიტზე

გადადგმულ

იქნა

უმნიშვნელოვანესი

ნაბიჯები

აღმოსავლეთთან

თანამშრომლობისათვის და თანამშრომლობა ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ახალ ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, იმავე წლის დეკემბერში, მომდევნო შეხვედრაზე, მიიწვიეს უნგრეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომ მოემზადებინათ ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ ნატოსა და ყოფილ

ვარშავის

ბლოკის

სახელმწიფოებს

შორის

იწყებოდა

პარტნიორობაზე

და

ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ახალი ეპოქა. პარტნიორობის ამ ახალი ეპოქის საწყისი ეტაპისათვის იგეგმებოდა შემდეგი ნაბიჯები: 

მინისტრთა დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და პარტნიორების ერთობლივი სხდომები, რომელთა დასახელება სამიტის დეკლარაციაში პირობითად განისაზღვრა, როგორც „ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო” (ნაქსი);

ელჩების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და პარტნიორთა პერიოდული ან საგანგებო შეხვედრები;

70

NATO TRANSFORMED: THE SIGNIFICANCE OF THE ROME SUMMIT. (1991, December 6).

Retrieved from https://www.nato.int/docu/review/1991/9106-1.htm


რეგულარული შეხვედრები პარტნიორებთან ნატოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სხვა კომიტეტების ფარგლებში.71

ამ მიზნით უკვე 1991 წლის 20 დეკემბერს ბრიუსელში ნაქსი-ს ფორმატით გამართულ ნატოსა და მისი ახალი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ოფიციალურად მოიწვიეს საბჭოთა კავშირი. 72პრიორიტეტი იყო ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების და განმტკიცების საკითხი. უსაფრთხოების ცნება ასევე გულისხმობდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებს. ამიტომ სამიტზე

განიხილეს

ისეთი

საკითხებიც,

რომლებიც

დაკავშირებული

იქნებოდა

უსაფრთხოების საკითხებთან, ხოლო მუშაობა უნდა წარმართულიყო ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ეუთო, ევროგაერთიანება, დასავლეთ ევროპული კავშირი. ნაქსის შემდეგი შეხვედრა 1992 წლის 10 მარტს გაიმართა და ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ამ სხდომაზე მიღებულ იქნა განცხადება, რომელიც საფუძვლიანად განსხვავდებოდა ნატოს 1991 წელს გამართულ რომის სამიტზე და 1991 წლის დეკემბერში ნაქსის წინა შეხვედრაზე მიღებული განცხადებებისაგან, სადაც აღნიშნული იყო იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ, რომლებიც საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ვითარდებოდა. განხცადების განსხვავებული ხასიათი აიხსნებოდა იმ შეშფოთებით, რომელიც დაკავშირებული იყო ყოფილ საბჭოთა სივრცეში, კერძოდ, კავკასიასა და მოლდოვაში და ,ასევე, ბალკანეთში მიმდინარე ეთნიკურ კონფლიქტებთან, ასევე ნატოს უდიდეს შეშფოთებას იწვევდა

რუსეთსა

და

უკრაინას

შორის

სერიოზული

დაპირისპირება

ყირიმის

ნახევარკუნძულის გარშემო და იქ განლაგებული შავი ზღვის ფლოტი. სსრკ- ში გარდამავალმა პერიოდმა და ყოფილი „ცენტრის“ მიერ ინსპირირებულმა კონფლიქტებმა გამოიწვია ანარქია, განუკითხაობა და შეიარაღებული კონფლიქტები, რასაც, როგორც ვიცით სამწუხაროდ ვერც საქართველო გადაურჩა.73 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში უკრაინაში, ბელორუსიასა და ყაზახეთში განლაგებული ბირთვული იარაღის პრობლემის მოგვარება იქცა ნატოს ერთ- ერთ პრიორიტეტულ ამოცანად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეშფოთებას იწვევდა უკრაინის პოზიცია, რომელიც იმ პერიოდში არ აპირებდა, უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე და ცდილობდა მის გამოყენებას დასავლეთისა და რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარებისა და დათმობების მოსაპოვებლად. ამ პრობლემაზე მსჯელობა 71

NATO TRANSFORMED: THE SIGNIFICANCE OF THE ROME SUMMIT. (1991, December 6).

Retrieved from https://www.nato.int/docu/review/1991/9106-1.htm 72

North Atlantic Cooperation Council Statement On Dialogue, Partnership And Cooperation. (n.d.).

Retrieved from https://www.nato.int/docu/comm/49-95/c911220a.htm 73 NATO Update. (2001, November 09). Retrieved from https://www.nato.int/docu/update/1992/9203e.htm


გაგრძელდა 1992 წლის 17 დეკემბერს, როდესაც ბრიუსელში გაიმართა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, სადაც ყაზახეთს, ბელორუსიასა და უკრაინას მოუწოდეს, სასწრაფოდ შეერთებოდნენ ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და ასევე მოიეხდინათ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. იმავე წლის 18 დეკემბერს ნაქსი-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ბირთვული იარაღის გავრცელების მზარდი საშიშროება საჭიროებდა სწრაფი და ეფექტური ზომების მიღებას. აუცილებელი იყო სხვა სამხედრო და ბირთვულ სფეროებთან დაკავშირებული

საერთაშორისო

დოკუმენტების

მომზადება

და

მასთან

მიერთება.

მაგალითად, ასეთ საერთაშორისო დოკუმენტებად მოიაზრებოდა კონვენცია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულება და სხვა. ასევე გაისმა მზადყოფნა ევროთათბირის ფარგლებში მიმდინარე მუშაობის მხარდაჭერაზე შეიარაღების კონტროლთან და განიარაღებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით აღინიშნა, რომ არსებული

ხელშეკრულების

შესრულება,

წარმოადგენდა

აუცილებელ

წინაპირობას

ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სისტემის ჩამოსაყალიბებლად. მათი რეალიზება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით, სადაც ასევე უნდა გათალისწინებულ იქნეს ამ პროცესის გამჭირვალობა, ასევე ევროპაში არსებული ახალი სამხედრო თუ პოლიტიკური რეალობა და ამ რეალიებზე დაყრდნობით კონსულტანციების მექანიზმების სრულყოფა. 74 ამგვარად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ, როგორც კაცობრიობის ისტორიაში უძლიერესმა სამხედრო- პოლიტიკურმა ალიანსმა, წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, განაგრძო არსებობა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგაც და დღეს მსოფლიოში გვევლინება მშვიდობის მთავარ დამცველად. მისი საქმიანობის სფერო აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო თავდაცვით, არამედ ის დაკავებულია ჰუმანიტარული აქციების განხორციელებით, სამეცნიერო- ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებით და სხვა.

ავტორი: მარიამ მეტონიძე

ნიკა, ჩ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება. 74


1994-1998 ცივი ომის შემდგომი პერიოდი მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი და ამავდროულად, ერთგვარი გამოცდაც იყო ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ცხოვრებაში. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ალიანსმა კვლავინდებურად შეინარჩუნა ორი თავდაპირველი მანდატი: მილიტარისტული ნაციონალიზმის შეკავება და კოლექტიური თავდაცვის საფუძვლის უზრუნველყოფა, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ევროპის დემოკრატიზაციასა და ინტეგრაციას. „ევროპის“ განმარტება კი გაფართოვდა აღმოსავლეთის მიმართულებით. მნიშვნელოვანი საკითხი იყო გაერთიანებული გერმანია. ჯერ კიდევ, საფრანგეთ-პრუსიის ომიდან მოყოლებული ევროპა ყველა ღონეს ხმარობდა, შეგუებოდა გაერთიანებული გერმანიის არსებობას მის შუაგულში. ახლად გაერთიანებული გერმანიის ალიანსში 75შეყვანამ კი საბოლოოდ წერტილი დაუსვა ამ დილემას. ისევე როგორც 1949 წელს, 1990-იან წლებში ნატო კვლავინდებურად გახდა პან-ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტი.1 ამ ყველაფრის პარალელურად, ევროპის ზოგიერთ ნაწილში თავი იჩინა არასტაბილურობამ. განსაკუთრებულ პრობლემას კი ეთნიკური კონფლიქტები წარმოადგენდა, რომლებიც ხშირად ცალკეულ

ქვეყნებს

ხელმძღვანელობის

შორის წინაშე

დაპირისპირებაში დაისვა

ახალი

გადადიოდა.

ამოცანა,

შესაბამისად,

კერძოდ-კიდევ

უფრო

ნატოს უნდა

გაფართოებულიყო თანამშრომლობა ორგანიზაციის ფარგლებში, იმისათვის, რომ წევრი ქვეყნების თავდაცვა და ალიანსის ფარგლებში მიღწეული თანამშრომლობის მექანიზმები შემდგომშიც ყოფილიყო მათი უსაფრთხოების გარანტია.76 ნატო-ს ჩართულობა იუგოსლავიის კონფლიქტში ერთი მხრივ, რეგიონული კონფლიქტების არსებობამ და მეორე მხრივ სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების აუცილებლობამ, ნატო-ს სამხედრო ინსტიტუტების წინაშე მრავალი ახალი ამოცანა დააყენა. მათ შორის, უმთავრესი ამოცანა დაკავშირებული იყო კრიზისების მართვასთან. შესაბამისად, ახალმა რეალიებმა ნატოს უბიძგა თავისი სტრუქტურები და მოქმედების მანერა შეეცვალა.77 1994 წელს ალიანსმა შექმნა ხმელთაშუა ზღვის დიალოგი, ხმელთაშუა ზღვის 6 არა-წევრ ქვეყანასთნ: ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, მავრიტანია, მაროკო და ტუნისი. აღნიშნულ დიალოგს 2000 წელს შეუერთდა ალჟირიც. დიალოგის მიზანი იყო ხელი შეეწყო ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისათვის ურთიერთგაგების 75

ნატო-ს ისტორიის მოკლე მიმოხილვა. ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება.

http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-historynew.pdf?fbclid=IwAR32B8JIIMwqBfyrzxlPz9jwMtZoYiENsG3TG5t-_FcHNirFKABKYl-Bf1A 76 ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005. 77 ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005.


გაუჯობესების გზით. მალევე, ზემოთ აღნიშნული ახლადშექმნილი თანამშროლობა აღმოჩნდა გამოცდის წინაშე. კერძოდ, კომუნიზმის ნგრევამ ბიძგი მისცა ნაციონალიზმის აღზევებასა და ეთნიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით კი ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. თავდაპირველად, მოკავშირეები თავს იკავებდნენ კონფლიქტში ჩარევისაგან, მაგრამ შემდგომში კონფლიქტი გადაიზარდა ეთნიკურ წმენდაში და ალიანსმა მიიღო მოქმედების გადაწყვეტილება.78 სრული მხარდაჭერა განუცხადა გაეროს ძალისხმევას იმისათვის, რომ ბოლო მოღებოდა იუგოსლავიაში ომის დანაშაულებს. შეიქმნა ამკრძალავი ზონები საჰაერო სივრცეში, რასაც მოყვა ავიადარტყმები გაეროს რეზოლუციების დარღვევისათვის. საბოლოოდ, 1995 წელს ალიანსმა განახორციელა 9 დღიანი საჰაერო კამპანია, ბოსნიაში სერბების პოზიციების წინააღმდეგ. რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კონფლიქტის დასრულებაში. იმავე წელს, ალიანსმა მოახდინა 60,000 კაციანი IFOR-ის მულტინაციონალური ძალების განლაგება გაეროს ეგიდით,

ბოსნიაში

კი

შენარჩუნდა

მცირე

კონტიგენტი

სტაბილიზაციის

ძალების

სახელით(SFOR).

79

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ იუგოსლავიის კონფლიქტმა და სხვა მიმდინარე დაპირისპირებებმა საქართველოში, მთიან ყარაბაღსა თუ სხვა რეგიონებში ცალსახა გახადა, რომ საჭირო იყო პარტნიორობის მექანიზმის განვითარება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან. იმისათვის, რომ ალიანსის არაწევრ ქვეყნებს საშუალება ჰქონოდათ ეთანამშრომლათ ორგანიზაციასთან, რათა მოეხდინათ განვითარების პროცესში მყოფი ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, ალიანსმა დაიწყო მუშაობა ახალ პროგრამაზე. 1994 წლის 10-11 ივნისის ბრიუსელის სამიტს ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს უმნიშვნელოვანესად ორგანიზაციის ისტორიაში. სწორედ აღნიშნულ სამიტზე

აშშ-მ

წამოაყენა

ახალი

ინიციატივა

„პარტნიორობა

მშვიდობისათვის“-თან

დაკავშირებით. წევრმა ქვეყნებმა ჩრდილოატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრებსა და ევროთათბირის წევრებს შესთავაზეს ამ პროგრამაში მონაწილეობა.80 პროგრამა ითვალისწინებდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ყოფილი კომუნისტური ბლოკის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების სრულიად ახალ დონეზე გადაყვანას. მართალია ეს პროგრამა არ ითვალისწინებდა ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის შესაბამისად კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების გავრცელებას პარტნიორებზე აღმოსავლეთ

78

ნატო-ს ისტორიის მოკლე მიმოხილვა. ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება.

http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-historynew.pdf?fbclid=IwAR32B8JIIMwqBfyrzxlPz9jwMtZoYiENsG3TG5t-_FcHNirFKABKYl-Bf1A 79 David G. Haglund. North Atlantic Treaty Organization. https://www.britannica.com/topic/NorthAtlantic-Treaty-Organization 80 ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005.


ევროპიდან და ყოფილი საბჭოთა რესბუპლიკებიდან, მაგრამ იგი უპასუხებდა აღმოსავლეთ ევროპის რიგი სახელმწიფოების მოთხოვნებს ნატოში გაწევრიანების შესახებ. აღნიშნული პროგრამა ქმნიდა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა დაინტერესებულ ქვეყანას დაემყარებინა მჭიდრო ურთიერთობები ნატო-თან პრაქტიკული მიმართულებებით. რაც, თავის მხრივ, გულისხმობდა თანამშრომლობას როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური და სამეცნიერო მიმართულებებითაც კი.81 პმპ-ის დამტკიცებიდან ერთ წელში, 1995 წლის სექტემბერში დასრულდა მუშაობა ახალ დოკუმენტზე -„კვლევა ნატოს გაფართოების შესახებ“, სადაც ის ძირითადი მოთხოვნები იყო განსაზღვრული, რომლებიც უნდა შეესრულებინათ ალიანსში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს. ამ დოკუმენტების მიღებამ მნიშვნელოვნად გაზარდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შანსები,

რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები გარკვეული მოთხოვნების

დაკმაყოფილების შემდგომ. ამ პროგრამის შედეგად ნატო-მ ახალი ძალისხმევითა და შემართებით განავითარა თანამშრომლობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. 1997 წლის თებერვალში კი შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას ვიზიტი საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.82 ნატო-ს მადრიდის სამიტი 1997 წლის 8 ივლისს გაიმართა ნატო-ს მადრიდის სამიტი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება მიეწვიათ პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები, რათა დაწყებულიყო მოლაპარაკებები 1999 წლისათვის მათი ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ამავე საიტზე ხელი მოეწერა ქარტიას ნატო-სა და უკრაინას შორის პარტნიორობის შესახებ. სამიტზე განისაზღვრა ალიანსის მთავარი პრიორიტეტები 21-ე საუკუნეში და ევროატლნტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მადრიდის სამიტი იმითაც იყო უმნიშვნელოვანესი, რომ გაიმართა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სხდომა. ნაქსის ნაცვლად შექმნილი ევროატლანტიკური პარტნიორობის

საბჭოს

ეგიდით,

სადაც

ძირითადი

ყურადღება

გამახვილებული იყო საბჭოს უფრო ეფექტური გზების ძიებაზე.

83

შეხვედრაზე ნატო-ს მინისტრების მიერ დამტკიცებულ იქნა „დიალოგის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამუშაო გეგმა“, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა პოლიტიკური კონსულტაციების თემატიკა. დოკუმენტში პოლიტიკური და სამხედრო საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების ეკონომიკურ ასპექტებს, რაც იმაზე უსვამდა ხაზს, რომ ალიანსის წევრები უფრო ნათლად აცნობიერებდნენ

Partnership for Peace programme. https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_50349.htm ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005. 83 NATO: Achievements Of The Madrid Summit. Radio Liberty. 81 82

https://www.rferl.org/a/1085615.html


იმ

ეკონომიკურ

სირთულეებს,

რომლებსაც

განიცდიდნენ

პარტნიორი

ქვეყნები

ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გზაზე.84 ნატო კოსოვოში 1998 წლის ბოლოს 300 ათასზე მეტმა კოსოვოელმა ალბანელმა დატოვა თავისი სახლი, კრიზისის გადაჭრის ინტენსიური საერთაშორისო მცდელობების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ალიანსმა განახორციელა 78 დღიანი საჰაერო რეიდი 38,000 თვითმფრინავის მონაწილეობით, რათა საშუალება მიეცა მრავალეროვნული სამშვიდობო ძალებისთვის, რომ შესულიყვნენ კოსოვოში და ბოლო მოეღოთ რეგიონში მიმდინარე ეთნიკური წმენდისთვის. 1999 წელს კი 4 ივნისს ნატო-მ შეაჩერა საჰაერო კამპანია მას შემდეგ, რაც დადასტურდა სერბეთის ძალების გაყვანა კოსოვოდან, რასაც მალევე მოყვა ნატო-ს სარდლობის ქვეშ მყოფი კოსოვოს ძალების(KFOR) განლაგება. ეს ძალები დღემდე კოსოვოშია დისლოცირებული.85 მზადება ვაშინგტონის სამიტისთვის 1998 წლის მეორე ნახევარში დაიწყო მზადება ვაშინგტონის სამიტისათვის, რომელიც 1999 წლის აპრილში უნდა გამართულიყო. 1997 წლის მადრიდის სამიტზე და შემდგომში უკვე საგარეო მინისტრების იმავე წლის დეკემბრის შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ 1998 წლიდან ჩამოყალიბებულიყო ნატო-ს პოლიტიკის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც მომდევნო სამიტისათვის უნდა შეემუშავებინა ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ამ დოკუმენტის მიღება მიმდინარეობდა საკმაოდ ცხარე დებატების ფონზე. თუმცა წევრებს შორის ეჭვი არ გამოუწვევია კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, რომელიც ვაშინგტონის ხელშეკრულების საკვანძო მე-5 მუხლში არის ასახული. ყველა წევრი ქვეყანა ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ნატო-ს წესდების მე-10 მუხლიდან გამომდინარე ალიანსის კარი ღია უნდა ყოფილიყო მასში გაწევრიანების მსურველებისთვის, თუმცა ამავე დროს, მომავალი სამიტისთვის არ იყო გათვალისწინებული ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნის მიღება ნატო-ს რიგებში გარდა ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთისა. აგრეთვე, არ სახელდებოდა გაფართოების „მეორე ტალღის“ ვადები და არც მათი ვინაობა ვინ შეიძლება გამხდარიყო ალიანსის წევრი 1999 წლის შემდეგ. მოსალოდნელი იყო, რომ სამიტზე მიღებულ დეკლარაციასა და სხვა დოკუმენტებში აისახებოდა ორგანიზაციის მზადყოფნა

ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005. 85 ნატო-ს ისტორიის მოკლე მიმოხილვა. ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება. http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-historynew.pdf?fbclid=IwAR32B8JIIMwqBfyrzxlPz9jwMtZoYiENsG3TG5t-_FcHNirFKABKYl-Bf1A 84


მომავალი გაფართოებისათვის რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა გაწევრიანების მსურველი ქვეყნების მიერ ნატო-ს სტანდარტების შესრულებას და მასთან დაახლოებას. წევრი ქვეყნები ასევე თანხმდებოდნენ, რომ აუცილებელი იყო მუშაობის გაგრძელება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების ადაპტაციის პროცესზე. რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.86 87 1990-იანი წლების მეორე ნახევარი მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ალიანსის ისტორიაში. იქიდან გამომდინარე, რომ დაიშალა სსრკ, დასრულდა ცივი ომი, გაჩნდა ახალი სახელმწიფოები მყიფე დემოკრატიითა და გარდამავალი ეკონომიკით, ნატო დადგა მრავალი გამოწვევის წინაშე. იმ პრობლემებს შორის, რაც მაშინ არსებობდა, უმნიშვნელოვანესი იყო მიმდინარე კონფლიქტები რეგიონში. აუცილებელი გახდა ახალ გამოწვევებზე და ცვალებად გარემოზე რეაგირება. აგრეთვე, აუცილებლობა შეიქმნა ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შენების, რომელიც თავის თავზე უნდა აეღო ალიანსს. ნატო-ს ფარგლებში დაიწყეს ახალი მექანიზმების ძიება, რისთვისაც გაიმართა არაერთი სამიტი და მიღებულ იქნა მრავალი გადაწყვეტილება, რეზოლუცია თუ პროგრამა. მათ შორის იყო ახალი პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, რაც საშუალებას მისცემდა აღმოსავლეთ ევროპის არაწევრ სახელმწიფოებს მჭიდროდ ეთანამშრომლათ ნატოსთან.

ავტორი: ლიკა ილურიძე

ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005. 86


1999-2003 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა იმ მიზნით, რომ დაებალანსებინა საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური სამყაროდან მომავალი საფრთხეები. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის ჩამოშლა ვიხილეთ, გაჩნდა რისკი, რომ ორგანიზაცია დაკარგავდა თავის მნიშვნელობას და საბჭოთა საფრთხის გაქრობასთან ერთად გაქრებოდა ალიანსის raison d’etre. მიუხედავად ამისა, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა და NATO თავდაცვითი ალიანსიდან უსაფრთხოების ალიანსად გადაიქცა, შედეგად კი ახალი ძალა მოიკრიბა. დღეისათვის ის წარმოადგენს ისტორიაში არსებულ ყველაზე წარმატებულ სამხედრო ალიანსს. 88 ორგანიზაციის რელევანტურობასა და გამძლეობას მისი წევრი ქვეყნების განწყობებმაც შეუწყო ხელი. ალიანსის არცერთი წევრი არ იყო მზად მასთან ჩამოსაცილებლად. პირიქით, საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე დღით ადრე, 1991 წლის ნოემბერში წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებმა მიიღეს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც აღნიშნავდა, რომ NATO-ს ოთხი ფუნდამენტური ამოცანოდან ერთ-ერთს სტრატეგიული ბალანსის უზრუნველყოფა წარმოადგენდა ევროპის კონტინენტზე. 89 შესაბამისად, საუკუნის მიწურულს კერძოდ, 1999-2003 წლებში

ჩრდილოატლანტიკური

ორგანიზაციის სტატუსი საფრთხის ქვეშ აღარ იდგა და მან აღნიშნულ პერიოდში ევროპისა თუ მსოფლიოს მშვიდობის უზრუნველსაყოფად არაერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია განახორციელა. 1999 წლის 23 მარტს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ დაიწყო სამთვიანი საჰაერო თავდასხმა იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რათა თავიდან აეცილებინა კოსოვოელი ალბანელების ეთნიკური წმენდა სერბეთის ნახევრად ავტონომიურ

რეგიონში

სლობოდან

მილოსევიჩის

ავტორიტარული

რეჟიმის

მიერ.

საპასუხოდ, იუგოსლავურმა და სერბულმა ძალებმა კოსოვოდან გააძევეს ენიკური ალბანელები და ასობით ათასი ადამიანი დააბრუნეს ალბანეთში, მაკედონიასა და მონტენეგროში. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო კამპანია 11 კვირას გაგრძელდა და მოიცვა ბერგრადიც. 90 78 დღიანი საჰაერო კამპანიის დროს, რომელიც მილოსევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული, შეიქმნა კოსოვოს ძალა (KFOR), ე.წ. სამშვიდობო ოპერაცია კოსოვოში. ოპერაციის თავდაპირველ მისიას წარმოადგენდა უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება რეგიონში, წესრიგის

https://www.brookings.edu/wp-content/uploads/2016/06/reportch1.pdf https://www.brookings.edu/wp-content/uploads/2016/06/reportch1.pdf 90 https://www.britannica.com/event/Kosovo-conflict 88 89


დამყარება,

კოსოვოს

განთავისუფლების

არმიის

დემილიტარიზაცია,

საერთაშორისო

ჰუმანიტარული ძალისხმევის მხადაჭერა. 91 ივნისში, NATO-სა და იუგოსლავიას შორის გაფორმდა

სამშვიდობო ხელშეკრულება,

რომელიც ხაზს უსვამდა ჯარის უკან დახევას, გულისხმობდა დაახლოებით ერთი მილიონი ეთნიკურად ალბანელის იუგოსლავიაში, ხოლო ნახევარი მილიონი ლტოლვილი ალბანელის კოსოვოს პროვინციაში დაბრუნებას. ამის საპირისპიროდ, სერბების ძირითადმა ნაწილმა დატოვა რეგიონი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რეგიოში მშვიდობისმყოფელი

ძალები გაგზავნა.

დღეს KFOR კვლავ ხელს უწყობს დაცული და უსაფრთხო გარემოს

ჩამოყალიბებას კოსოვოში.92 9/11 ტერორისტული აქტები, 2001 წელი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა თავდასხმებმა მსოფლი სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზემ ცხადად დაანახა მოკავშირეებს, რომ პოლიტიკურ არეულობას დედამიწის შორეულ ნაწილში შეუძლია საშინელი შედეგების მოტანა საკუთარ სახლშიც. რეგიონებში მოქმედმა პირებმა, ამ შემთხვევაში ალ-ქაიდას ტერორისტულმა დაჯგუფებამ - ავღანეთი გამოიყენეს საექსპორტო ბაზად, საიდანაც განვითარებულ მსოფლიოში, გამოიყენეს

მოახერხეს არასტაბილურობის შემოტანა გატაცებული ავიალაინერი მასობრივი

განადგურების იმპროვიზირებულ იარაღად, რათა სიცოცხლეს გამოესალმებინათ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. 93 სწორედ ამ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ თავისი არსებობის განმავლობაში პირველად გამოიყენა მე-5 მუხლი, რაც გულისხმობდა რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავდა, შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნულ თავდასხმებს აშშ-ში ერთიანი ძალებით უპასუხეს. 94 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ, ქვეყნების კოალიციამ, ნატო-ს წევრების უმრავლესობის ჩათვლით, მოახდინა სამხედრო ინტერვენცია ავღანეთში 2001 წლის შემოდგომაზე. ეს მისია, სახელწოდებით „ოპერაცია ჩამოუშლელი თავისუფლება“, მიზნად ისახავდა სამხედრო მოქმედებების საწყისი ბაზის ჩამოშორებას ალ-ქაიდასთვის და ალქაიდას რაც შეიძლება მეტი ლიდერის დაკავებას. თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ 2001 წლის დეკემბერში, გაეროს უშიშროების საბჭოს 1386 რეზოლუციით უფლებამოსილება გაიცა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (ISAF) განლაგებაზე. ეს https://www.nato.int/cps/en/natolive/topics_48818.htm?fbclid=IwAR37xXo7DYhmuRRMA8fi1Qil WtcwR1vH_NRpnjbJrFxJYfE5uekpC7xp8rs 92 https://www.britannica.com/event/Kosovo-conflict 93 http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-historynew.pdf?fbclid=IwAR1xpfM3W5smn9Too8QxYbOjQ6UYz8toqPNiDXCA4MTgm1zGXiB9akqHJ_Y 94 https://dod.defense.gov/News/Article/Article/1803445/a-short-history-of-nato/fbclid/IwAR0ohWJN8kjtrPYMCuFRm-6J966uC9k8ui5UzzpQRd1BFK7ToDDxNXdppM/ 91


იქნებოდა მრავალმხრივი ძალა ქაბულსა და მის შემოგარენში, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყნის სტაბილიზაციას და შექმნიდა მდგრადი მშვიდობიანი ცხოვრების პირობებს. 2003 წლის აგვისტოში ნატო-მ თავის თავზე აიღო საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია. 95 ალიანისი გაფართოება 1999 წელს, ვაშინგტონში სამი ყოფილი პარტნიორი ქვეყანა - პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბიკა და უნგრეთი - გახდა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, ვინაიდან მათ წარმატებით დაასრულეს სახმედრო და პოლიტიკური რეფორმების გატარების პროგრამა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როგორც ახალგაწევრიანებული სახელმწიფოებისთვის, ასევე ალიანსისთვისაც. 96 თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ალიანსს უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ კიდევ წინ ელოდა. 2002 წლის პრაღის სამიტის დეკლარაცია, რომლის მიღებაშიც ალიანსის წევრი ქვეყნებისა და მათი მთავრობების ლიდერები მონაწილეობდნენ,

იტყობინებოდა

ორგანიზაციის მზადყოფნას გაფართოებულიყო აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და შებმოდა ახალ საფრთხეებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებიც 21-ე საუკუნემ მოიტანა. დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ საერთო ხედვიდან გამომდინარე, ალიანსი დაიწყებდა ტრანსფორმაციის პროცესს ახალი წევრების მიღებით, ახალი შესაძლებლობებითა და უფრთიერთობებით პარტნიორ ქვეყნებთან. 97 დეკლარაციის მეორე პუნქტის მიხედვით, NATO ამიერიდან დაიწყებდა მოლაპარაკებებს ბულგარეთთან, ესტონეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, რუმინეთთან, სლოვენიასა და სლოვაკეთთან გაწევრიანების თაობაზე. აღნიშნული ქვეყნების გაწევრიანება დააძლიერებდა ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას და დაეხმარებოდა ალიანსს მიზნების მიღწევაში მთელი ევროპის ტერიტორიაზე. აქვე იყო აღნიშნული NATO-ს მზაობა თავის რიგებში

მიეღო

კიდევ

უფრო

ბევრი

დემოკრატიული

სახელმწიფო,

რომელიც

გააცნობიერებდა თავის მოვალეობებს ალიანსისადმი. 98 NATO - რუსეთის საბჭო 2002 წელს რომის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის ლიდერებმა რუსეთის ფედერაციასთან ერთად ხელი

http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-historynew.pdf?fbclid=IwAR1xpfM3W5smn9Too8QxYbOjQ6UYz8toqPNiDXCA4MTgm1zGXiB9akqHJ_Y 96 http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-historynew.pdf?fbclid=IwAR1xpfM3W5smn9Too8QxYbOjQ6UYz8toqPNiDXCA4MTgm1zGXiB9akqHJ_Y 97 https://www.nato.int/docu/pr/2002/p02-127e.htm?fbclid=IwAR3t_ql-4VdjjADqKk-yXoEYjvcSma8Q6k3cIVoBrzUANP2JtOaGo7FjWs 98 https://www.nato.int/docu/pr/2002/p02-127e.htm?fbclid=IwAR3t_ql-4VdjjADqKk-yXoEYjvcSma8Q6k3cIVoBrzUANP2JtOaGo7FjWs 95


მოაწერეს დეკლარაციას ,,NATO-რუსეთის ურთიერთობები : ახალი ხარისხი“, რომლის საფუძველზეც დააარსეს ახალი ორგანო. NATO-რუსეთის საბჭო. დეკლარაციაში ნათქვაი იყო, რომ ამიერიდან იწყებოდა თანამშრომლობის ახალი დონე, რომელზეც ორივე მხარე იაზრებდა პასუხისმგებლობებს და უსაფრთხო მომავლის შექმნის სურვილს. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ სფეროებში თანამშრომლობაზე: გაერთიანებული ძალისხმევით ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ; კრიზისების მენეჯმენტი და თანამშრომლობის გაგრძელება, ინფორმაციის გაცვლა და კონსულტაციები განსაკუთრებით ბალკანეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით; თანამშრომლობის გაფართოება მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) კონტროლის კუთხით; ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში არსებული საფრთხეებსა და გამოწვევებთან დასაპირისპირებლად. მხარეებმა დაისახეს ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელედნენ ისინი მომავალი თვეების განმავლობაში. მათ რომის სამიტზე მიღებული დეკლარაციით საფუძველი ჩაუყარეს მნიშვნელოვან პროექტებს ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. 99 მეოცე საუკუნის მიწურული ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის არსებობისთვის ნამდვილად დიდი გამოცდა აღმოჩნდა. ალიანსს უნდა გადაელახა უამრავი შიდა პრობლემა, შეეძინა და გაემყარებინა ახალი იდენტობა, როგორც ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დამცველ სუბიექტს. ბალკანეთში არსებულ კონფლიქტში ჩარევით, რაც ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრას ემსახურებოდა, ალიანსმა გაიმყარა ახალი სტატუსი და შეძლო მშვიდობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. რაც შეეხება ახალი წევრების მიღებას, ეს ნათლად გვიჩვენებს რომ ალიანსმა გადალახა იდენტობის კრიზისი თუ შიდა პრობლემები და ამ გზით შეეცადა ეს მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი კრახით დაიწყო 21-ე საუკუნე, ვინაიდან ვერავინ გათვალა ის მასშტაბები, რაც შეიძლებოდა ტერორიზმს მოეტანა. 9/11 ტერორისტულმა თავდასხმება აშშ-ში გამოავლინა ძალიან დიდი სისუსტე აშშ-ს სადაზვერვო სამსახურისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საქმიანობისა. მსოფლიოს დაანახა, რომ დაპირისპირებებმა და ომებმა სახე შეიცვალა და ძველი სახით აღარაფერი იქნებოდა. ამ ყველაფერმა წარმოშვა ტერორისტულ საფრთხესთან გაერთიანებული ძალებით ბრძოლის საჭიროება, მიუხედავად პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ფასეულობებათა სხვაობისა. ამის გამოძახილია რომის სამიტის დეკლარაციაც, რომლის მიხედვითაც NATO-რუსეთის საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ტერორიზმის აღმოფხვრაა. ავტორი: ნინი ბერუაშვილი

99

https://www.nato.int/docu/comm/2002/0205-rome/rome-eng.pdf


2004-2008 ნატო დაარსების დღიდან მუდამ გამოწვევების წინ დგას, მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებეთან ერთად, ნატო-ს უწევს ხელი შეუწყოს ამ მოვლენების მშვიდობიან წარმართვას. ამ მხრივ საინტერესოა ავღანეთის,

მისი მოქმედებები 2004-2008 წლებში, მაშინ როცა მსოფლიოში

კოსოვოს, დარფურისა და სხვა სახელმწიფოების დაძაბულ პოლიტიკურ

ვითარებას ვხვდებით. ამასთანავე, ნატოს 21-ე საუკუნის დასაწყისში სერიოზული მტერი, ტერორიზმი აღუდგა წინ და ნატოს მისი საარსებო მისიის (მშვიდობის შენარჩუნებისთვის როგორც საკუთარი წევრების ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ) აღსრულებისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ყურადსააღებია ის ფაქტიც, რომ ამ მომენტისთვის აქტიური ურთიერთობა დაიწყო ნატოსა და საქართველოს შორის. სწორედ 2004 წელს ჩამოაყალიბა საქართველომ ,,ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“ და გადადგა სერიოზული ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ნატოს მეხუთე გაფართოება ნატოს ისტორიაში

ყველაზე დიდი გაფართოება

2004 წელს იყო. ამ გაფართოებასთან

დაკავშირებით პირველად გაჟღერდა 2002 წელს პრაღის სამიტზე, სადაც აღნიშნეს, რომ ახალი წევრების მიღება ნატოს პოზიტიურ შედეგებს მოუტანდა.100 სწორედ პრაღის სამიტის შემდეგ, 2004 წლის 26 მარტს ნატო მეხუთედ გაფართოვდა და შეემატა შვიდი ახალი წევრი: ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესტონეთი. ისინი ნატოს ოფიციალურ წევრებად გამოაცხადეს ვაშინგტონში,

ცერემონიალს კი უმასპინძლა

ჯორჯ უოკერ ბუშმა თეთრ სახლში. 2004 წლის 2 აპრილს, 9 საათსა და 30 წუთზე შვიდი ახალი წევრის დროშა აფრიალდა ნატოს შტაბ-ბინის შესასვლელში. ამ დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერიმ აღნიშნა კიდეც, რომ ეს შვიდი ქვეყანა არის მაგალითი თავისუფლების შეუზღუდაობისა. ხოლო ის ფაქტი, რომ ამიერიდან ოცდაექვსი სახელმწიფო შეეცდება ერთმანეთის დაცვას, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატოს ძლიერებას.101102 სტამბოლის სამიტი

ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი,. სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005. 101 NATO welcomes seven new members https://www.nato.int/docu/update/2004/04-april/e0402a.htm 102 Seven new members join NATO https://www.nato.int/docu/update/2004/03-march/e0329a.htm 100


ნატოს რიგით მეჩვიდმეტე სამიტი, რომელიც გაიმართა სტამბოლში 28-29 ივნისს (2004წ) , ეხებოდა როგორც ნატოს უკვე განხორციელებულ მისიებსა და ოპერაციებს, ისე მის სამომავლო აქტივობებსა და ურთიერთობებს. სტამბოლის სამიტის გამართვამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერიმ, ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმობოდა ავღანეთში მიმდინარე პროცესებს, თუმცა, ამასთანავე განიხილავდნენ მსოფლიოში მიმდინარე სხვა სერიოზულ საკითხებსაც. 103 სტამბოლის

სამიტზე

ხაზი

გაესვა

შემდეგ

საკითხებს:

ავღანეთის

ტერიტორიაზე

უსაფრთხოების ძალების საქმიანობის გაფართოებას, წლის ბოლოსთვის ბოსნია და ჰერცოგოვინიის

ტერიტორიაზე

წარმომადგენლების

ოპერაციების

გადამზადებას,

ურთიერთობების გაძლიერების

დასრულებას,

ანტიტერორისტული

მზადყოფნას

ერაყის

უშიშროების

კამპანიის

გაძიერებას,

ხმელთაშუაზღვისპირეთის

დიალოგის

ქვეყნებთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან და სხვა. აგრეთვე სამიტზე გაიჟღერა ინიციატივამ საბჭოს წევრ სახელმწიფოებთან სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობასთან საქართველო

დაკავშირებით.104

,,ინდივიდუალური

სწორედ

სტამბოლის

პარტნიორობის

სამოქმედო

სამიტზე გეგმის“

შეუერთდა ინიციატივას

აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან ერთად. ნატოს სამიტი ბრიუსელში 2005 წლის 22 თებერვალს ნატო-ს წევრმა 26 ქვეყანამ მოიყარა თავი ბრიუსელში, ბელგიაში. სამიტზე აღნიშნეს თავიანთი ერთგულება დემოკრატიისადმი, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი და რაც მთავარია, ქვეყნების ერთიანობისადმი სამხედრო შემოტევების დროს. აგრეთვე, კვლავ აღინიშნა ალიანსის დაინტერესება როგორც, ავღანეთის, ერაყისა და პალესტინის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან, ისე რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებთან

დაკავშირებით.

როგორც

ყოველთვის,

ამ

სამიტზეც

ნატო-მ

საერთაშორისო მოვლენებში გაეროსა და ევროკავშირის როლი აღნიშნა.105 რაც შეეხება უკრაინას, ნატოს ბრიუსელის სამიტზე, ალიანსის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილს. სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო მზადაა იმუშაოს უკრაინასთან ერთად. ხოლო პრეზიდენტმა იუშენკომ ხაზი გაუსვა უკრაინის აშკარა სურვილს გააღრმაოს ურთიერთობები ნატო-სთან.106

The U.S. & NATO: AN Alliance of Purpose. Editor, eJournal USA: U.S. Foreign Policy Agenda. June 2004 . P13. 104 ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი,. სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005. 105 https://www.nato.int/docu/pr/2005/p05-022e.htm 106 https://www.nato.int/docu/update/2005/02-february/e0222b.htm 103


რიგის სამიტი ნატო-ს წევრი ქვეყნები 2006 წლის 29 ნოემბერს რიგაში, ლატვიაში შეიკრიბნენ რიგის სამიტზე. აქ მათ კვლავ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებეთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ექვსი მისია და სამი გეოგრაფიული რეგიონი წარმოადგენდა მაგალითს, იმისა რომ ნატო მხარში უდგას მსოფლიოს დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად. რიგის სამიტზე გაიჟღერა ავღანეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულმა საკითხებმა და ალიანსმა აღნიშნა ამ საკითხის აქტუალობა. ავღანელი ხალხის მდგომარეობა აღმაშფოთებელი იყო ნატო-სთვის, რადგან ეს ხალხი ცდილობდა აეშენებინა სტაბილური, დემოკრატიული საზოგადოება, რომლსაც ტერორიზმი და ნარკოვაჭრობა აღარ შეუშლიდა ხელს განვითარებისთვის. ავღანეთის განვითარებისთვის მისი დაცვა იყო საჭირო, სწორედ ამიტომ ნატო-მ მოუწოდა გაეროსა და ევროკავშირს მასთან ერთად ემოქმედათ, რათა ხელი შეეწყოთ ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ავღანეთის მეზობელ ქვეყნებს მხარი დაეჭირათ

ამასთანავე, ავღანეთის

ნატო-მ მოუწდა დემოკრატიული

განვითარებისთვის. ავღანეთისა

და

კოსოვოს

მდგომარეობებიდან

გამომდინარე

წამოაყენეს

მოსაზრება

ჩატარებულიყო ნატოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრები. სამიტზე

ყურადღება

დაეთმო

ერაყს

და

ალიანსმა

მზადყოფნა

გამოაცხადა

მის

დასახმარებლად. ამასთანავე ნატო-მ დარფურის პროვინციაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ნატო-სა და აფრიკის ერთიანობის კავშირის შექმინის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. რიგის სამიტზე, ისევე როგორც ნატო-ს თითქმის ყველა ბოლო სამიტზე, ხაზი გაესვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა

და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გაძიერების

მნიშვნელობას. სამიტზე გაამახვილეს ყურადღება ალიანსის წესდების მე-10 მუხლზე, რომლის მიხედვითაც ნატო-ს კარი ღიაა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და მას შეუძლია მიიღოს ე.წ. MAP , რომელიც მისცემს შანსს შეურთდეს ალიანსის წევრებს. ამასთანავე, ნატო-მ აღნიშნა, რომ აპირებდა ურთიერთობების განვითარებას მონტენეგროსთან, სერბეთსა და ბოსნია ჰერცოგოვინასთან. რიგის სამიტი საინტერესო იყო საქართველოსთვისაც. სამიტის დეკლარაციის 37-ე პუნქტში ნახსენებია, რომ ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან გააგრძელებს ინტენსიურ დიალოგს, 39-ე პუნქტი სრულად საქართველოს აქვს დათმობილი და ნატო აღნიშნავს რომ ალიანსი მხარს დაუჭერს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო რეფორმებს. ამასთანავე, 42-ე პუნქტის თანახმად ნატო მოხარულია საქართველოსა და რუსეთს შორის 2006 წლის 31 მარტს მიღებული შეთანმებით(რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა


საქართველოდან), 43-ე პუნქტში კი ნატო მწუხარებას გამოხატავს აზერბაიჯანის, მოლდოვისა და საქართველოს ტერირორიებზე არსებულ კონფლიქტების გამო.107 108 ბუქარესტის სამიტი: ნატოს რიგით მეოცე სამიტი გაიმართა ბუქარესტში, რუმინეთში, 2008 წლის 2-3 აპრილს. სამიტის დასაწყისში ალიანსის წევრებმა მწუხარება გამოხატეს ნატოს მისიებში მონაწილე დაღუპული პირების ოჯახებს მიმართ

და ხაზი გაუსვეს ნატოს მისიებში მონაწილე

ადამიანების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეზე. ბუქარესტის სამიტის პრიორიტეტულ საკითხს კვლავ ავღანეთი წარმოადგენდა. ნატომ განაცხადა, რომ ავღანეთში პროგრესი შესამჩნევია, თუმცა დამატებითი ძალებია საჭირო, რათა საზოგადოებამ თანამედროვე სამყაროსთან კავშირები დაამყაროს,

ეფექტურად

ებრძოლოს ტერორიზმსა და გააძლიეროს თავდაცვის სფერო. აქვე აღნიშნული იყო ISAF-ის წვლილიც.

ნატომ ყურადღება გაამახვილა კოსოვოს მოვლენებზეც და KFOR-ის როლზეც

ისაუბრეს. აღინიშნა, რომ KFOR კვლავ გააგრძელებდა კოსოვოს ტერიტორიაზე მუშაობას. ავღანეთისა და კოსოვოს საკითხების განხილვისას ალიანსის წევრებმა ხაზი გაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლს. სამიტზე განხილული იყო ერაყის საკითხიც, ერაყს ურჩიეს საჰაერო და საზღვაო ძალები ინტენსიურად მოემზადებინა, გაეძლიერებინა სასაზღვრო ძალა, ებრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და სხვა. ბუქარესტის სამიტზე კვლავ გაჟღერდა მეათე მუხლი, რომლის მიხედვითად ევროპული დემოკრატიული ქვეყნებისთვის ნატოს კარი ღიაა. ამასთანავე, ყურადღება გაამახვილეს ნატორუსეთის

ურთიერთობებზე,

რომელიც

ევროატლანტიკური

სივრცის

უსაფრთხოების

უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია და დამყარებულია პრინციპებზე, ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და პოლიტიკურ პლურალიზმზე.109 (10) საქართველოსთვის ეს სამიტი საკმაოდ ღირებულია, რადგან

აქ ალიანსის წევრები

შეთანხმდნენ, რომ ,,საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“ და მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის MAP-ის(წევრობის სამოქმედო გეგმა) მიღების განცხადებას. ამასთანავე, ალიანისს წევრებმა ბუქარესტის სამიტზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის ტერიროტიულ მთლიანობას კვლავ დაუჭრეს მხარი.

Riga Summit Declaration https://www.nato.int/docu/pr/2006/p06-150e.htm ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი,. სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005 109 BUCHAREST SUMMIT DECLARATION https://www.nato.int/cps/us/natohq/official_texts_8443.htm 107 108


ბუქარესტის სამიტზე, ამ და

სხვა მრავალ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხს

შეეხნენ.110(11) საქართველო-ნატო: 2004-2008

წლები

საქართველოს

ნატოსთან

ურთიერთობის

წარმატებულ

წლებს

წარმოადგენდა. 2004 წლის 7 აპრილს ,,26+1“ ფორმატით გამართულ საქართველო-ნატოს წარმომადგენელთა შეხვედრაზე ქალაქ ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იააპ დე ჰოოპ სხეფერს ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“ წარუდგინა. 7 ივნისს, ბრიუსელში მოეწყო ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის“ განხილვა. 28-29 ივნისს კი საქართველო ოფიციალურად შეუერთდა ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო

გეგმის“

ინიციატივას.

აგვისტოში

ოფიციალურად

გაიგზავნა

ნატო-ში

საქართველოს ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“, 29 ოქტომბერს კი ჩრდილოატლანტიკურმა

საბჭომ

დაამტკიცა

საქართველოს

,,ინდივიდუალური

პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“. 2005 წელს საქართველოში გამოაგზავნეს სამხრეთ კავკასიის მეკავშირე ოფიცერი, აგრეთვე თბილისს ეწვივნენ სხვადასხვა შეფასები ჯგუფები. 2006 წელს დაიწყო ინტენსიური დიალოგი და 14 დეკემბერს ალიანსსა და საქართველოს შორის გაიმართა პირველი კონსულტაცია ინტენსიური დიალოგის ფარგლებში. 2007

წელს გაიმართა თემატური კონსულტაციები ინტენსიური დიალოგის ფარგლებში

რეფორმების, სამომავლო გეგმებისა და თავდაცვის პრიორიტეტების, კონფლიქტების მოგვარების, ეროვნული უმცირესობების,კანონის უზენაესობის, სამართლებრივი და ინფორმაციის უსაფრთხოების, რესურსებისა, ეკონომიკური საკითხებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება 2008 წელს, საქართველო აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა აქტივობაში და 3 აპრილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუქარესტის სამიტზე გაიჟღერა გადაწყვეტილებამ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ამ დროიდან საქართველოს მთავრობის პირები იწყებენ უშუალო კონტაქტს ალიანსთან. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ ვითარება იცვლება და საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს წარმომადგენლები ჩამოდიან, რათა გაეცნონ სიტუაციას, თუ რა ვითარებაა საქართველო და რუსეთს შორის. 18 ნოემბერს ნატო-მ შეშფოთებაც გამოთქვა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ნატო-საქართველოს კომისიის

110

ნატოს სამიტები

http://infocenter.gov.ge/nato-summits/


გადაწყვეტილებით, ნატო-საქართველოს კომისია საქართველოს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას შეადგენს.111 2004-2008 წლებში ნატო აქტიურად მოქმედებდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ის აღმოჩნდა მრავალი დაბრკოლების, პრობლემისა თუ სიახლის წინაშე და მან მოახერხა დაესახა მიზნები და განეხორციელებინა გეგმები საკუთარი წევრების თავდაუზოგავი შრომის შედეგად. ნატო არის ალიანსი, რომელიც ცდილობს მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობას მსოფლიოში. აგრეთვე ის წინ აღუდგა ტერორიზმს, მის დღის წესრიგში კი ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თავდაცვის გაძლიერებასა და როგორც ალიანსის წევრების, ისე სხვა ქვეყნებისთვის მშვიდობის შენარჩუნებას.

ავტორი: ნელი სტეფნაძე

111

მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია http://mfa.gov.ge


2009-2013 დაარსების დღიდან ნატო უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა და მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განხორციელდა. ნატოს მიზანი ყოველთვის იყო გამოწვევებთან ბრძოლა და საერთაშორისო პრობლემების მოგვარება მშვიდობიანი გზით. ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა 2009-2013 წლებიც. 2009 წლის 1 აპრილს ალბანეთი და ხორვატია შეუერთდნენ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას და გახდნენ ნატოს წევრები.112 მნიშვნელოვანია 2009-2013 წლებში ნატო-საქართველოს ურთიერთობებიც. საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით.

სტრასბურგისა და კელის სამიტები (2009 წლის 2-3 აპრილი) სტრასბურგში გამართულ სამიტზე შეხვედრისას ნატოს ლიდერებმა დაადასტურეს მოკავშირეების უსაფრთხოების განუყოფელი პრინციპი, ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ვალდებულება და ევროპის საერთო მიზანი, რომელიც ძლიერი და თავისუფალია. ასევე მიიღეს დეკლარაცია ალიანსის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ადასტურებს ნატოს ძირითად ღირებულებებს, პრინციპებსა და მიზნებს. მათ ასევე დაიწყეს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს ნატოს გრძელვადიან როლს 21-ე საუკუნის უსაფრთხოების ახალ გარემოში. სამიტზე ასევე ხაზი გაესვა: ნატოს შესაძლებლობების მოდერნიზებას, ევროპული თავდაცვის პოლიტიკის სიძლიერისა და ქმედითობის მხარდაჭერას. შეხვედრის ბოლოს გამოქვეყნებულ კომუნიკეში ლიდერები მიესალმნენ ალბანეთსა და ხორვატიას ალიანსში და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს ვალდებულება გააგრძელონ დიალოგი და პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობა და გააგრძელონ ნატო-ში გაწევრიანების კარი, ევროატლანტიკური ტერიტორია. სახელმწიფოს

მეთაურებმა

შესაძლებლობების

და

მთავრობებმა

მოდერნიზაციის

შესახებ,

ასევე

მიიღეს

ალიანსის

გადაწყვეტილებები

სხვა

საერთაშორისო

ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობაზე და მისიების და ოპერაციების შესახებ. ლიდერებმა დაადასტურეს ალიანსის მხარდაჭერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა და პრინციპებზე და დაადასტურეს ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. ნატოს ლიდერებმა ასევე აღიარეს ძლიერი და უფრო ქმედითი ევროპული თავდაცვის მნიშვნელობა, მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ძალისხმევას, რათა გააძლიეროს შესაძლებლობები საერთო უსაფრთხოების გამოწვევებზე.

112

http://infocenter.gov.ge/nato-enlargement/


ნატო-ს ლიდერებმა აღიარეს, რომ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ავღანეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობასთან და განაცხადეს, რომ ავღანეთში გაერო-ს მანდატირებული ISAF- ის მისიაა ნატო-ს უმთავრესი პრიორიტეტი. ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც აერთიანებს სამხედრო და სამოქალაქო რესურსებს, ნატო ერთგულია ავღანეთის მთავრობის და მზადაა დაეხმაროს ავღანეთის გრძელვადიან უსაფრთხოებასა

და

სტაბილურობას,

საერთაშორისო

თანამეგობრობასთან

ერთად.

ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის ძლიერი კონსტრუქციული ჩართულობა კრიტიკულია და პირობა დადო, რომ ავღანეთის მეზობლებთან, განსაკუთრებით პაკისტანთან თანამშრომლობას გააძლიერებს. ნატო-ს სახელმწიფო მეთაურებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება ნატო-რუსეთის პარტნიორობისადმი, როგორც სტრატეგიული ელემენტი ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ნატო კვლავაც მზად არის ნატო-რუსეთის საბჭო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგის ფორუმისთვის ყველა საკითხზე - სადაც ისინი ეთანხმებიან და არ ეთანხმებიან - პრობლემების მოგვარებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით. ნატოს

ლიდერები

ასევე

მიესალმებიან

საფრანგეთის

სტრუქტურებში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის.

გადაწყვეტილებას

ნატო-ს

113

ლისაბონის სამიტი 2010 წლის 19-20 ნოემბერი ნოემბრის

19-20

ნოემბრის

ლისაბონში

ნატო-ს

სახელმწიფო

მდივნის

ოფიციალურ

წარმომადგენლებთან ოფიციალურად განისაზღვრა ტერიტორიული სარაკეტო თავდაცვა, როგორც ალიანსის ძირითადი მიზანი, და მას ნატო-ს სტატუსი მიენიჭა პროგრამა საპასუხოდ საფრთხე ბალისტიკური სარაკეტო პროლიფერაციის მიერ პოტენციურად არამეგობრული რეჟიმები. სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ "სარაკეტო თავდაცვა ჩვენი საერთო თავდაცვის პოტენციალის განუყოფელი ნაწილი გახდება" და რომ პროგრამა "ეფუძნება მოკავშირეების უსაფრთხოებისა და ნატო-ს სოლიდარობის პრინციპებს, რისკისა და ტვირთის თანაბარ განაწილებას როგორც გონივრული გამოწვევა საფრთხის, ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და ალიანსის მიერ შეთანხმებული ბოლო საფრთხის შეფასების შესაბამისად ". ეს აღწერილია ტერიტორიული სარაკეტო თავდაცვითი სისტემის განვითარება არსებული ALTBMD- ის გაფართოების გზით პროგრამა და მისი ინტეგრაცია აშშ-ის ადაპტირებული ადაპტირებული მიდგომით. პირველი ნაბიჯი იყო, რომ ალიანსის ლიდერებმა ნატო-ს 113

https://www.nato.int/cps/en/natolive/news_52845.htm


თანამშრომლებს 2011 წლის მარტის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს "სარაკეტო თავდაცვის კონსულტაცია, ბრძანება და კონტროლის მექანიზმების" შემუშავება დაავალა. შემდგომი ნაბიჯი არის 2011 წლის ივნისში შემდგომი თავდაცვის მინისტრთა სხდომისთვის სარაკეტო თავდაცვის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება.114 2010 წლის ლისაბონის სამიტი კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვისა და ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს შეეხო. თუმცა, ჩვენთვის საყურადღებოა თავად ლისაბონის სამიტის გზავნილები საქართველოს მიმართულებით. აქ კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩებოდა. კიდევ ერთხელ მკაცრად დაფიქსირდა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით ნატო-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, გაგრძელდა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, გაიხსნა ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, რომელიც საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციასა და ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში ეხმარება, მისი ევროატლანტიკური მისწრაფების წინსვლაში, განსაკუთრებით დემოკრატიის,

საარჩევნო

და

სასამართლო,

ასევე,

უსაფრთხოებისა

და

თავდაცვის

სექტორებში. მნიშვნელოვანი გზავნილი გაეგზავნა რუსეთსაც, რომელსაც ალიანსმა მოუწოდა უარყოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და რომელიც ვალდებულია შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ევროკავშირის შემადგენლობით საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებები.115

ჩიკაგოს სამიტი 2012 წლის 20-21 მაისი ჩიკაგოს სამიტზე სამ ძირითად საკითხზე მოხდა ფოკუსირება- ალიანსის ვალდებულებაზე ავღანეთის მიმართ, რაც ავღანეთის მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდას გულისხმობდა, 21-ე საუკუნის გამოწვევებსა და პარტნიორი ქვეყნების გაძლიერებაზე მთელს მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტზე საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ქართული მხარე სამიტის ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა, გარდა უშუალოდ ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრისა. მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება საქართველოს დაჯგუფება ბალკანეთის

ქვეყნებთან

(იუგოსლავიის

ყოფილი

რესპუბლიკა

მაკედონია,

ბოსნია-

ჰერცეგოვინა და მონტენეგრო), რომლებიც ნატოს პოტენციური წევრობის კანდიდატებს წარმოადგენდნენ. ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი

114 115

Steven A. Hildreth – „Missile Defense and NATO’s Lisbon Summit“ http://infocenter.gov.ge/nato-summits/


ქვეყანა,

ასევე,

მის

მნიშვნელოვან

წვლილს

ევროატლანტიკური

უსაფრთხოების

უზრუნველყოფაში.116 ნატო 2013 წელს 2013 წლის განმავლობაში ნატო განაგრძობდა საერთო ღირებულებებისა და საერთო უსაფრთხოების დაცვას. შეიარაღებული ძალების მამაკაცები და ქალები მუდმივად ამჟღავნებდნენ გამბედაობასა და პროფესიონალიზმს მიწაზე, ჰაერში და ზღვაში. ავღანეთში 2013 წელს, ნატომ მიაღწია მნიშვნელოვან ეტაპს, როდესაც ავღანეთის ძალებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების პასუხისმგებლობა აიღეს. ნატომ ასევე მნიშვნელოვანი პროგრესი ნახა კოსოვოში, სადაც ნატო სასიცოცხლო მხარდაჭერას უცხადებდა ევროკავშირთან შრომითი ხელშეკრულებას ბელგრადისა და პრიშტინის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ. ნატოს ძირითადი ამოცანების ეფექტურად შესრულების გასაგრძელებლად, ლისაბონში დათანხმდნენ 21-ე საუკუნის გამოწვევების წინააღმდეგ თავდაცვას. და ჩიკაგოს სამიტზე 2012 წელს ნატომ შეძლო თავდაცვის პოლიტიკის გატარება, რომლის მეშვეობითაც მოკავშირეები ერთმანეთთან ერთად მუშაობენ უფრო ეფექტურად. ნატო მიმართულად მუშაობდა 29 სხვადასხვა შესაძლებლობების ზონაში, დაწყებული საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებით, და ორი მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით დაასრულა. ორგანიზაციამ ასევე განაგრძო საკუთარი სარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარება და გააძლიერა საკუთარი შესაძლებლობები კიბერშეტევებისგან თავდაცვის მიმართულებით.

2013 წელს, ნატო მუშაობდა საკუთარი პარტნიორების

გლობალურ ქსელთან ერთად, რათა უზრუნველეყოთ უსაფრთხოება, იქ, სადაც ეს საჭირო იყო. მათ ერთად შეიმუშავეს სხვადასხვა პროექტი, რათა შეენარჩუნებინათ ერთად მუშაობის უნარი. ნატო ყოველთვის მტკიცედ იდგა პროგრესის გაუმჯობესებაში და ეფექტურად მართავდნენ რესურსებს, რომლებსაც ფლობდნენ. ნატო-ს საზღვრებს მიღმა არსებული კრიზისი და კონფლიქტები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ალიანსის ტერიტორიისა და მოსახლეობის უსაფრთხოებას.

2010

წელს

ლისაბონის

სამიტზე

მიღებულ

ნატო-ს

სტრატეგიულ

კონცეფციასთან ერთად, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, კრიზისების

თავიდან

ასაცილებლად,

კრიზისების

მართვას,

პოსტკონფლიქტური

სიტუაციების სტაბილიზაციასა და რეკონსტრუქციის ხელშეწყობაზე.

2013 წელს ნატო

აქტიურად თანამშრომლობდა ევროატლანტიკურ სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების და სტაბილურობის გაზრდის მიზნით.

ავღანეთში უსაფრთხოების

სამშვიდობო ძალების მომზადებით, ხმელთაშუაზღვისა და აფრიკის Horn- ის საზღვრის მონიტორინგითა

და

დასტაბილურდა,

მხარდაჭერა

116

აფრიკის

კავშირის ჰქონდა

http://infocenter.gov.ge/nato-summits/

მხარდაჭერით,

თურქეთს.

ნატოს

კოსოვოში

მდგომარეობა

ძალებით

მხარდაჭერით


სარგებლობდა სამი კონტინენტი. ბელგრადმა და პრიშტინამ ხელი მოაწერეს საექსპერტო შეთანხმებას 2013 წლის 19 აპრილს, რაც უზრუნველყოფდა პოლიტიკურ გზას, რათა დაეძლია მუდმივი უთანხმოებები. შეთანხმება, რომელსაც მხარს უჭერდა ევროკავშირი, მოიცავს ფართო სპექტრის საკითხებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ურთიერთობების ნორმალიზაციასა და გაუმჯობესებას. ამ შეთანხმებაში ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ორივე მხარემ მოითხოვა, რომ ნატოს მხარი დაეჭირა ამ პროცესისთვის. ნატოს

ეგიდით

კოსოვოს

ძალები,

კვლავ

რჩებიან

პოლიტიკურ

პროცესში,

რაც

უზრუნველყოფენ უსაფრთხო გარემოს. 2013 წლის ივლისში ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ გამოაცხადა კოსოვოს უსაფრთხოების ძალების სრული ოპერატიული შესაძლებლობები (KSF). KSF არის მრავალრიცხოვანი ეთნიკური, სამოქალაქო კონტროლირებადი, მსუბუქად შეიარაღებული პროფესიული ძალა. პოლიციისგან განსხვავებით, KSF ძირითადად პასუხისმგებელია სამოქალაქო დაცვის, ასაფეთქებელი დანადგარების განადგურების, ხანძრისა და სხვა ჰუმანიტარული დახმარების ამოცანებზე. ალიანსი განაგრძობს KSF- ს მხარდაჭერას ამ ახალი ეტაპის განვითარებაში და გააგრძელებს მშვიდობის მხარდასაჭერად კოსოვოში გაეროს მანდატის შესაბამისად.

2012 წლის ნოემბერში, სირიიდან თურქეთის

ტერიტორიის მიმრთულებით განმეორებითი დარღვევები აღმოჩნდა, ნატო-ს სამხრეთაღმოსავლეთ საზღვართან, რის შემდგომაც ალიანსის მხარდაჭერა მოითხოვა თურქეთმა. 2013 წლის დასაწყისში, თურქეთში ექვსი თავდაცვითი პატრიოტის რაკეტის ბატარეები ფუნქციონირებდა. ნოემბერში განლაგებული რეგულარული განხილვიდან გამომდინარე, მოკავშირეები შეთანხმდნენ 2014 წელს ამ მხარდაჭერას შენარჩუნებაზე. 117

პარტნიორობის გაფართოება გლობალური უსაფრთხოებისთვის დღევანდელი გლობალური გამოწვევები მოითხოვს უსაფრთხოებაზე თანამშრომლობას. ალიანსის ძირითადი მიმართულების უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ნატო-ს წევრ ქვეყნებთან პარტნიორული

ურთიერთობების

დამყარება.

ნატო

აქტიურად

თანამშრომლობს

პარტნიორებთან ორი ათწლეულის განმავლობაში. მისი უსაფრთხოების გარემო ვითარდება, ისევე, როგორც ნატო-სთან მომუშავე ქვეყნებისა და დაწესებულებების რაოდენობა, ასევე ალიანსის მიდგომები და პარტნიორებთან მუშაობის მექანიზმები. 2010 წელს, ნატო-ს ლიდერები

შეთანხმდნენ,

რომ

ევრო-ატლანტიკური

უსაფრთხოების

ხელშეწყობა

საუკეთესოდ არის უზრუნველყოფილი პარტნიორული ურთიერთობების ფართო ქსელის მეშვეობით მსოფლიოს ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. მათ აღიარეს პარტნიორების წვლილი ოპერაციებში და ამ პარტნიორების მნიშვნელობას სტრუქტურული როლის, სტრატეგიისა და გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში ნატო-ს ხელმძღვანელობებზე.

პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის

სფეროების გაფართოებისა და დიალოგის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, 2011 წელს

117

https://www.nato.int/cps/en/natolive/opinions_106247.htm


მოკავშირეებმა დაამყარეს ახალი პარტნიორობის პოლიტიკა. მას შემდეგ, ნატო-ს ერთ-ერთი მიზანი იყო მოქნილობის გაუმჯობესება, რათა პარტნიორები ადვილად შეუერთდნენ პოლიტიკურ კონსულტაციებს და ნატო-ს ოპერაციებში ინტეგრირება მათი ინდივიდუალური ინტერესებისა და მათი კონკრეტული შესაძლებლობების საფუძველზე მოხდეს. 2013 წელს ნატო უფრო მეტ პარტნიორთან თანამშრომლობდა, ვიდრე ოდესმე. 2013 წლის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ალიანსის თანამშრომლობა გრძელდებოდა ხმელთაშუა ზღვისა და სტამბულის თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ. ოქტომბერში, ტრიპოლსა და ბრიუსელში მომუშავე ექსპერტების მოსამზადებელი დისკუსიები ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ლიბიისგან დახმარების თხოვნით. კერძოდ, ლიბიამ სთხოვა ნატოს დახმარება ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის გაძლიერების საქმეში. ეს საქმიანობა ასახავს ალიანსის ვალდებულებას მის სამეზობლოში სტაბილურობის პროგნოზირებაში, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი შესაძლებლობების შექმნასა და ანგარიშვალდებული და ეფექტური უსაფრთხოების ინსტიტუტების განვითარებას. სექტემბერში ნატო და ჯიბუტი შეთანხმდნენ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, რაც მოიცავს ნატო-ს საჰაერო-სადაზვერვო ოპერაციის, Ocean Shield- ის მხარდასაჭერად. ეგვიპტეში სამოქალაქო არეულობის მიუხედავად, ნატომ გააგრძელა მომზადების პროგრამა ნიადაგურ გამოვლენაში. ნატო მუშაობს მავრიტანიასთან, რათა შეიქმნას ეროვნული საექსპლუატაციო საკოორდინაციო ცენტრი ეროვნული სამოქალაქო დაცვის სამსახურების გაძლიერების მიზნით. 118 2013

წელს

ნატომ

განაგრძო

ურთიერთობები

აზიასთან

დაკავშირებულ

ძირითად

პარტნიორებთან. აპრილში ნატომ და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ პოლიტიკურ დეკლარაციას, ხაზგასმით აღნიშნავენ თავიანთ სტრატეგიულ ინტერესებს გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის კუთხით. ნატო და იაპონია თანამშრომლობდნენ ავღანეთში, სადაც იაპონია ფინანსური მხარდაჭერისა და განვითარების დახმარების მიმწოდებელია და წამყვანი აქტორია. თანამშრომლობის სხვა სფეროები მოიცავს კრიზისულ მენეჯმენტში კოორდინაციასა და კატასტროფების, მათ შორის ტერორიზმის, მეკობრეობის და კიბერ თავდასხმების ჩათვლით. 2013 წლის აპრილი ასევე აღინიშნა ნატოს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში, ISAF- ის მისიაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც ასევე ალიანსთან თანამშრომლობის გაფართოებას ინტერესს

ემსახურებოდა.

დღევანდელი

უსაფრთხოების

გამოწვევების

გლობალურ

პერსპექტივაში ნატო-ს პარტნიორობა აზია-წყნარი ოკეანის ბაზაზეა დაფუძნებული. ავღანეთში ნატოს პარტნიორებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც ასევე მოიცავს

118

https://www.nato.int/cps/en/natolive/opinions_106247.htm


ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და მონღოლეთს, ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ამ გამოცდილების გაზიარება კოორდინაციას უწევს ნატოს პარტნიორებს, რათა შეინარჩუნონ ერთობლივი მუშაობა ოპერაციებში, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე, მათ შორის ტერორიზმთან და კიბერ-თავდაცვისთან. ეს ინიციატივები აძლიერებს ნატოს კავშირებს აზიისა და წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებში, მათ შორის მალაიზიასა და სინგაპურში. ნატო-სა და ჩინეთის მაღალჩინოსნებმა 2013 წელს არაფორმალურ უსაფრთხოების დიალოგი განაგრძეს.119 ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსების დღიდან დღემდე სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას და მნიშვნელოვანად პროგრესირდება, როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ მხრივ 2009-2013 წლები არ ყოფილა გამონაკლისი და ამ პერიოდშიც ალიანსმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეიძინა მნიშვნელოვანი მოკავშირეები და ამით საერთაშორისო უსაფრთხოება გააძლიერა. ასევე ნატოსთვის დიდ გამოწვევად რჩება რუსეთთან ურთიერთობა, სწორედ ამ მიმართულებით ნატომ და რუსეთმა ასევე უზრუნველყვეს ნატო-რუსეთის საბჭოს ვერტმფრენის სარემონტო ფონდის მეშვეობით ავღანეთის საჰაერო ძალების ერთობლივი მხარდაჭერა. აპრილში, პროექტის მეორე ეტაპზე გაფართოვდა ავღანეთის ძალები, ხოლო 2013 წლის ბოლოს, ავღანეთის საექსპერტო პერსონალის თავდაპირველი მომზადება დასრულდა. 2013 წლის დეკემბერში ნატო და რუსეთი შეთანხმდნენ ახალი ნდობის ფონდის პროექტის განხორციელებაზე, კალინინგრადის რეგიონში მოძველებული და საშიში საბრძოლო მასალის უსაფრთხო განკარგვისთვის. პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ათობით ათასი ბომბებისა და ჭურვების განადგურებაზე, რაც უზრუნველყოფილი იყო მათთვის, ვინც იქ ცხოვრობდა და შექმნიდა პირობებს ყოფილ სამხედრო ობიექტების სამოქალაქო მოხმარებისთვის. 120 ჩრდილო

ატლანტიკური

ხელშეკრულების

ორგანიზაცია

ამ

პერიოდში

წარმატებით

თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, გაეროსთან და ევროკავშირთან. მათ ერთობლივად პროგრესი.

განაპირობეს

ალიანსი

საერთაშორისო

დღემდე

მშვიდობის

თანამშრომლობს

მიმართულებით

ორგანიზაციებთან

და

მიღწეული ცდილობს

საერთაშორისო მშვიდობის პროგრესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს და წარმატებით გადალახოს მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაა საქართველოც.

ავტორი: ნაზი ახალბედაშვილი

119 120

https://www.nato.int/cps/en/natolive/opinions_106247.htm https://www.nato.int/cps/en/natolive/opinions_106247.htm


2014-2019 ნატო- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რომელიც სამყაროს შეცვლასთან ერთად ვითარდებოდა. ცივი ომიდან მოყოლებული იგი უამრავ გამოწვევასა და სირთულეს გადააწყდა, არც უახლესი პერიოდია გამონაკლისი. დაარსებიდან 40 წლის განმავლობაში მისი მიზანი იყო კოლექტიური თავდაცვა, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ მიზნები შეიცვალა, ახლა მისი მთავარი დანიშნულებაა კრიზისის მართვა მის საზღვრებს გარეთ, რათა შეაჩეროს ფართომაშტაბიანი მკვლელობები, შეინარჩუნოს მშვიდობა დასავლურ ბალკანეთში და ებრძოლოს ტერორიზმს ავღანეთში. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროშიც ვხვდებით ზემოხსენებულ პრობლემებს, მაგრამ არსებობს ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაცია, რომელიც არ იშურებს ძალებს მათ აღმოსაფხვრელად. 2014 წლის მოვლენები დავიწყოთ 2014 წლის განხილვა მარტიდან. ამ პერიოში მიმდინარეობდა კრიზისი უკრაინაში, ის დაიწყო 2013 წლის 21 ნოემბერს, როდესაც იმდროინელმა პრეზიდენტმა ვიკტორ იანუკოვიჩმა შეაჩერა ასოციაციის ხელშეკრულებისთვის მოსამზაებელი პროცედურები ევროკავშირთან , რომელსაც საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა და მათ შორის იყო ნატოც. 5 მარტს კი მდივანმა გენერალ ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა

დაეყენებინა

მთლიანი

ნატო-რუსეთის

ურთიერთობა

განხილვისა

და

მეთვალყურეობის ქვეშ იმისათვის, რომ გაეგზავნა აშკარა შეტყობინება “რუსეთის ქმედებებს ექნება შედეგები“. უელსის სამიტი(ნიუპორტი), 2014 წლის 4-5 სექტემბერი სამიტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი ერთგულება ტრანსატლანტიკური კავშირისა და ძლიერი თავდაცვის შესაძლებლობების მიმართ. მათ ასევე გაზარდეს და გააძლიერეს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან კრიზისის პერიოდში და თან გააგრძელეს რუსეთის არალეგალური, არალეგიტიმური ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის გმობა, რაც ამ პერიდში საკმაოდ მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. სამიტის წევრებმა ასევე გაამყარეს ურთიერთობები პარტნიორებთან შემდეგი გზებით: პარტნიორობის თავსებადობისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდასათან დაკავშირებული ინიციატივების გამოყენებით. ავღანეთის საკითხსაც შეეხო ეს შეხვედრა, კერძოდ, ნატომ განამტკიცა თავისი ერთგულება ავღანეთის მიმართ მყარი მხარდაჭერის მისიის, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის გაწეული კონტრიბუციისა და ნატო-ავღანეთის მტკიცე თანამშრომლობის მეშვეობით. საბოლოოდ კი ეს სამიტი დასრულდა შეიარაღებული ძალებისთვის

მადლიერებისა

და პატივისცემის

გამოხატვით, რადგანაც ნატომ ამ დღეს აღნიშნა თავისი 65-ე იუბილე და მიწაზე, ზღვასა და ჰაერში ჩატარებული ოპერაციების ორი ათწლეული.


2015 წლის მოვლენები ამ წელს ნატოს შემადგენლობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 2 დეკემბერს ნატომ ბრიუსელის მინისტერიალზე ფორმალურად მიიწვია მონტენეგრო იმისათის, რომ გახდეს ალიანსის წევრი. ეს არის ნაბიჯი, რომელმაც წააქეზა რუსეთის ოფიციალური წარმომაგენლების მხრიდან საფრთხე ნატოს წინააღმეგ, რომელიც შეეხებოდა ყველაფერს უკრაინიდან და სირიიდან დაწყებული დამთავრებული თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების განადგურებით. ოფიციალურმა მიწვევამ, რომელიც განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გამოიწვია გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყება. მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ ეს იყო ისტორიული

დღე

მისი

ქვეყნისთვის

და

ყველაზე

მნიშვნელოვანი

2006

წლის

დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ. ეს წელი მნიშვნეოვანი იყო ავღანეთისთვისაც. 2014 წლის 28 დეკემბერს ნატოს მისია ავღანეთში დასრულა, რომელიც 13 წელიწადს გრძელდებოდა. ამ ქვეყანამ დროთა განმავლობაში აჩვენა, რომ სამხედრო ოპერაციების წარმართვას საკუთარი თავდაცვითი ძალებით შეძლებდა, ISAF(საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალები)-ის მისიის საბრძოლო შეიარაღებული ძალების დახმარების გარეშე შეძლებდა. ნატომ ახალი პროგრამა აამუშავა ავღანეთში 2015 წელს ეს იყო RSM- მტკიცე თანამშრომლობის მისია. ის იყო სასწავლო და საკონსულტაციო ხასიათისა და მისი მთავარი მიზანი იყო ავღანეთში სამხედროების დახმარება. აქ ასევე დაიწყო ახალი ორწლიანი მისია სახელა გაამწყვეტი მხარდაჭერა ისევ 2015 წლიდან, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მომსახურეების მოვალეობა, უმთავრესად, იყო ადგილობრივი ძალების გაწვრთნა. მასში მონაწილეობდა 42 ქვეყანა და 13 195 სამხედრო პირი. საქართველოც არ ჩამორჩა დანარჩენ ქვეყნებს და დაწყებისდღიდანვე ჩაერთო ამ მისიაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის შემდეგ საქართველო რიგით მეორე კონტრიბუტორია სამხედრო მომსახურეთა რაოდენობით. ვარშავის სამიტი, 2016 წლის 8-9 ივლისი ვარშავის სამიტი ფოკუსირებას ახდენდა ორ ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე: ნატოს თავდაცვა და ნატოს საზღვრებს მიღმა სტაბილურობის პროექტირება. მიიღეს შემდეგი ზომები: პირველი, ოთხი მულტინაციონალური ბატალიონის განთავსება ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში 2017 წლისთვის და მეორე, ნატოს სამხრეთაღმოსავლეთ მხარეში მისი უფრო მორგებული მოღვაწეობის განვითარება. როგორც ვხედავთ ამ

კონკრეტულ

სამიტზე

ნატომ

უმეტესად

თავისი

ტერიტორიებისა

და

წევრი

სახელმწიფოების დაცვისთვის საჭირო საკითხები განიხილა, როგორებიცაა : ნატოს თავდაპირველი ოპერაციული შესაძლებლობების ბალისტიკური სარაკეტო იარაღის დაცვის გამოცხადება, ასევე შეთანხმდენ, რომ უნდა გააძლიერონ კიბერ შეტევის საწინააღმდეგო თავდაცვის მექანიზმები, რადგანაც 21-ე საუკუნეში კიბერსივრცე აღქმულია, როგორც ახალი ოპერაციული,სამოქმედო სივრცე, როგორიცაა მიწა, ჰაერი თუ წყალი. მნიშვნელოვნად ჩათვალეს მეტი მხარდაჭერის გაწევა პარტნიორებისთვის განსაკუთრებით წვრთნებისა და


შესაძლებლობების გაზრდის სფეროებში. ამას დაემატა გადაწყვეტილება, რომ გამოიყენონ AWACS-ის ( Airborne Warning An Control) ავიაცია 2035 წლამდე იმისათვის, რომ უზრუნველყონ ინფორმაციით გლობალური კოალიცია, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ISIL-ს (Islamic State Of Iraq and The Levant). მიღებული იქნა გარკვეული შეთანხმებები, მაგალითად ნატოს კონტრ-ტერორიზმის აქტიური მცდელობის ოპერაციის შეცვლა უფრო ფართო საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციით, ასევე შეთანხმება ავღანეთში პრობლემების გადაწყვეტის მხარდამჭერი მისიის გაგრძელება 2016 წლის შემდეგაც და ავღანური ძალების დაფინანსება 2020

წლამდე.

უკრაინის

საკითხიც

არ

გამორჩენიათ

ვარშავის

სამიტზე,

მიიღეს

გადაწყვეტილება, რომ ყოვლისმომცველი დახმარება შესთავაზონ ქვეყანას. და ბოლოს, სამიტი დამთავრდა გენერალური მდივნის სტოლტენბერგის ხელმოწერით ევროპულ საბჭოსა და ევროპულ კომისიასთან შემაერთებ დეკლარაციაზე. 2017 წლის მოვლენები 2017 წელი ორგანიზაციის გაფართოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. 5 ივნისს მონტენეგრო ნატოს ოფიციალური წევრი გახდა. იმის შემდეგ, რაც ქვეყანამ 2006 წლის ივნისში

მოიპოვა

დამოუკიდებლობა,

ის

შეუერთდა

პროგრამას

პარტნიორობა

მშვიდობისთვის(PFP) დეკემბერში. მალევე მიიღო მაპი ორგანიზაციისგან 2009წ დეკემბერში და 2010 წლის შემოდგომაზე უკვე შეუდგა აქტიურ მოქმედებებს, რათა შეესრულებინა მაპის პირველი პუნქტი, წლიური ეროვნული პროგრამის წარდგენა. დროთა განმავლობაში მონტენეგროს ხელისუფლება ქვეყანას აწყობდა ნატოს მიერ მითითებულ სტანდარტებზე. ამ პოცესებმაც გამოიღო შედეგი და როგორც ზემოთ ავღნიშნე 2015 წელს მოკავშირეებმა ოფიციალურად მიიწვიეს მონტენეგრო ორგანიზაციაში, თან განუცხადეს, რომ ელოდნენ მეტ პროგრესს განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში და ასევე განაცხადეს, რომ ორგანიზაცია გააგრძელებდა მხარდაჭერისა და დახმარების გაწევას მთელი პროცესების განმავლობაში. 2016 წლის 19 მაისს მოკავშირე საგარეო მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეერთების პროტოკოლს მონტენეგროსთვის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ სახელმწიფოს ჰქონდა ე.წ. მოწვეულის სტატუსი (“invitee”), რაც ნებას რთავდა მის წარმომაგენლებს, რომ მიეღოთ მონაწილეობა მოკავშირეთა შეხვედრებზე, როგორც დამსწრეებს. საბოლოოდ, როდესაც ყველა 28 მოკავშირე ქვეყანამ რატიფიცირება მოახდინა შეერთების პროტოკოლისა, მონტენეგროს უფლება ჰქონდა შეერთებოდა ვაშინგტონის ხელშეკრულებას და გამხდარიყო სრულფასოვანი წევრი ნატოს ორგანიზაციისა. 2017 წლის 5 ივნის მონტენეგრო გახდა ოფიციალური

სრულფასოვანი

წევრი

ჩრდილო-ატლანტიკური

ხელშეკრულების

ორგანიზაციისა. ბრიუსელის სამიტი, 2018 წლის 11-12 ივლისი ამ სამიტზე განიხილეს სამი მთავარი საკითხი: კავშირის თავდაცვის გაძლიერება, ტერორიზმთან ბრძოლის გაფართოება და ნატოს წევრებს შორის ტვირთის გადანაწილების უფრო სამართლიანი გზის შემუშავება. გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ნატოს ძალების


მზაობის გაზრდაზე, სამხედრო ოლქის სტრუქტურის მოდერნიზებაზე და კიბერდაცვის ოპერაციული

ცენტრისა

და

კონტრ-ჰიბრიდული

მხარდამჭერი გუნდების

შექმნაზე.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დარჩებოდნენ რუსეთის მიმართ ორმხრივი კურსის მიდგომის მიმდევრები, რაც მოიცავს თავდაცვასა და დიალოგს, და ასევე მათ აღნიშნეს გამოწვევები შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ორგანიზაციამ ერაყსაც მიაპყრო ყურადღება და იქ სათავე დაუდო ახალ წვრთნის მისიას და შესთავაზა მეტი მხარდაჭერა იორდანიასა და ტუნისს. ვნახეთ, რომ ვარშავის სამიტზე ნატომ ავღანეთს დაფინანსება დაუწესა 2020 წლამდე, ახლა კი გაზარდა ვადები 2024 წლამდე. ასევე ორგანიზაციის მომავალი გაფართოებისთვის საინტერესო

ფაქტი

მოხდა,

ნატომ

მიიწვია

სკოპიეს

ხელისუფლება

შეერთების

მოლაპარაკებებზე, რათა გახდეს ნატოს 30-ე წევრი. 2019 წლის მოვლენები 2019 წელს ნატოს საქმიანობა უმეტესად კონცენტრირებულია თავდაცვაზე და მისთვის საჭირო სახსრების მოპოვებაზე. ნატოს ყოველწლიური რაპორტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ქვეყნები ზრდიან საკუთარ თავდაცვის ბიუჯეტს, ნატოს მხოლოდ 7 წევრი 29-დან აღწევს საჭირო 2%-იან მიზანს მთლიან შიდა პროდუქტში ესენი არიან: ამერიკა, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, ესტონეთი, პოლონეთი, ლიტვა და ლატვია. ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის მოელის მომავალი წლის ბოლოსთვის თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდას წევრი ქვეყნებისგან, რადგანაც ეს ყველა მოკავშირის თავდაცვით ინტერესებში შედის. ნოემბრის ბოლოსთვის დაგეგმილია ბერლინის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც წარდგება

1200-მდე

მონაწილე

ევროპული,არაევროპული

ქვექნებიდან,

ევროპული

ინსტიტუციებიდან და ნატოდან. ეს არის მე-18 კონფერენცია, რომელიც გაიმართება “Vienna House Andel’s Berlin-ში“ 26-27 ნოემბერს. ნატო დაარსების დღიდან ბევრ სირთულეს გადააწყდა და უამრავი პრობლემაც მოაგვარა მთელი მსოფლიოს გარშემო. 2014-2019 წლებიც არ არის გამონაკლისი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორგანიზაციის გაფართოებისკენ, მსოფლიო უსაფრთხოებისა და ტერორიზმის შეჩერებისკენ. კვლავ პრობლემად რჩება ავღანეთში მიმდინარე მოვლენები, ტერორისტული შეტაკებები, რაზეც დღემდე მუშაობს ორგანიზაცია. არც ერაყი და უკრაინა გამორჩენია. სამივე ქვეყანას გაუზარდა მხარდაჭერა, დაიწყო ერაყში სამხედრო წვრთნები, 2024 წლამდე გაუგძელა ავღანეთს ფინანსირება. ნელნელა ცდილობს მიაღწიოს 2%-იან მიზანს თავდაცვის ბიუჯეტში. თავდაცვას რაც შეეხება, ნატო ამ წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ორგანიზაციის წევრების უსაფრთხოებაზე როგორც მიწაზე,ზღვასა და ჰაერში , ასევე ვირტუალურადაც, ციბერთავდასხმებისგან თავდასაცავად ახალ და ახალ პროგრამებებზე მუშაობენ. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია მოღვაწეობდა და ახლაც მუშაობს მხოლოდ იმისათვის, რომ როგორც მისი წევრების, ასევე მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაზე


იზრუნოს. ის ყველა არსებული შესაძლებლობებით ცდილობს მსოფლიოში ახლად აღმოცენებული საფრთხეების ნეიტრალიზებასა და არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

ავტორი: თამთა მეგრელიშვილი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.