ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #4 ივნისი/ივლისი
თქვენი ადგილობრივი პარტნიორი www.cida.ge
მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავება მიმდინარეობს პროექტ ,,ადგილობრივი აქტორების გაერთიანება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN)- ის ფარგლებში, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავება აქტიურად მიმდინარეობს. ექვსივე სამიზნე მუნიციპალიტეტში შეიკრიბა სამუშაო ჯგუფები, რომლის წევრებმაც ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. მეორანდუმის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრები 6 თვის განმავლობაში თვეში მინიმუმ ორჯერ შეიკრიბებიან და ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავებაზე იმუშავებენ. ჯგუფები შერეული ტიპის არის და მასში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნესი, სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. ,,ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავება არის პირველი ეტაპი. ჯგუფის წევრები გაეცნენ მთლიანად პროცესს, როგორ იქნება შემუშავებული ეს გეგმები, რა არის მათი როლი ამ პროცესში, რა არის კონსულტანტებისა და პარტნიორების როლი. შემდეგი ეტაპისთვის უკვე მათ ექნებათ მოპოვებული ინფორმაცია საკუთარი მუნიციპალიტეტის პროფილის ჩამოსაყალიბელად, რაც იქნება გეგმის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი“,_აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ნინო ჩიტორელიძემ. პროექტი ,,ადგილობრივი აქტორების გაერთიანება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN) 3 წლიანი ინიციატივაა და მას ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტი ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოში ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“(CiDA) და სომხეთში ,,აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი“ (CARD).