Jewish Cemeteries in the Classroom — an ESJF Guide (ge)

Page 1

ვიკვლევთ

ებრაულ სასაფლაოს სახელმძღვანელო ESJF





ვიკვლევთ

ებრაულ სასაფლაოს სახელმძღვანელო ESJF


ევროპის ებრაული სასაფლაოების შენარჩუნებისა და დაცვის ევროპული ინიციატივა

კაიზერშტრასე 1 60311, ფრანკფურტი, გერმანია მოცემული სახელმძღვანელო შეიქმნა საპილოტო პროექტის ფარგლებში: „ებრაული სასაფლაოების დაცვა ევროპაში: სრული კარტოგრაფირების პროცესი კვლევასთან, მონიტორინგთან და დაცვისათვის საჭირო ინდივიდუალური ნუსხის შედგენასთან ერთად (EAC / S10 / 2018)“. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „ევროპის ებრაული სასაფლაოების შენარჩუნებისა და დაცვის ევროპული ინიციატივის“ მიერ, ევროკომისიასთან ერთად. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად, 2021 ©ევროპის ებრაული სასაფლაოების შენარჩუნებისა და დაცვის ევროპული ინიციატივა, 2021, ყველა უფლება დაცულია.

მოცემული გამოცემა დაცულია საერთაშორისო ლიცენზიით – CREATIVE COMMONS ATTRIBUTIONNONCOMMERCIAL 4.0 INTERNATIONAL LICENSE. ლიცენზიის ასლის სანახავად, გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ ბმულს: HTTPS://CREATIVECOMMONS.ORG/ LICENSES/BY-NC/4.0/ ან გააგზავნოთ წერილი CREATIVE COMMONS-ში, საფოსტო მისამართი: 1866, მიუნტინ-ვიუ, კალიფორნია 94042, აშშ. ISBN 978-3-9823454-8-2


იულია ორეშინა

ალექსანდრა ფიშელი

ვიკვლევთ

ებრაულ სასაფლაოს სახელმძღვანელო ESJF

სახელმძღვანელოზე ასევე მუშაობდნენ ფილიპ კარმელი ესტერ ზისკინა რედაქტორი ალექსანდრა ფიშელი რუსულიდან თარგმნა ნინო ბიგვავამ ქართული ვერსიის რედაქტორი

მარიამ გაჩეჩილაძე


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

გაცნობა ESJF-თან

აქველმოქმედო ფონდი ი-ეს-ჯეი-ეფ „აღმოსავლეთ ევროპა“ (ESJF) 2015 წელს დაფუძნდა, როგორც საერთაშორისო არაკომერციული საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც რეგისტრირებულია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მისი ძირითადი მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ებრაული სასაფლაოების დაცვა. ეს ინიციატივა ძირითადად კონცენტრირებული იყო იმ ათასობით ებრაულ სამარხზე, რომლებიც ჰოლოკოსტის დროს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში განადგუ რდა. 80 წლის განმავლობაში ებრაული სასაფლაოები ეტაპობრივად ნადგურდებოდა, ვინაიდან არ არსებობდა ადგილობრივი ებრაული თემი, რომელიც შეძლებდა მათ დაცვას. 2021 წლის მონაცემებით, ESJF-მა მოიძია და გამოიკვლია 200-ზე მეტი ებრაული სასაფლაო შვიდ ქვეყანაში. ფონდი განაგრძობს საკუთარი მისიის აღსრულებას. დასახელებული რეგიონი კიდევ 8000-მდე სასაფლაოს ითვლის, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ სასაფლაოების შემოღობვა და აგრეთვე იმ მეთოდოლოგიის განსაზღვრა, რომლის საშუალებითაც შემოვსაზღვრავთ ჯერ ისევ შემოუღობავ ათასობით ტერიტორიას. ამისთვის განსაკუთრებით საჭიროა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებსა თუ სოფლებში მცხოვრები ებრაული თემის მხარდაჭერა. გარდა ამისა, დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელია მათთან მდგრადი ურთიერთობების ჩამოყალიბება და პროცესში სხვადასხვა თაობის ჩართვა, რათა ადგილობრივი ებრაული მემკვიდრეობა იქცეს რეგიონის ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილად, რომლის დაცვაც კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოითხოვს. პროექტის ფარგლებში, რომლიც 2019-2021 წლებში ევროკომისიის მხარდაჭერით ხორციელდება, ESJF-მა შეისწავლა 3300 ებრაული

8


გაცნობა ESJF-თან

სასაფლაო ევროპის ცხრა ქვეყანაში, მათ შორისაა: ხორვატია, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, მოლდავეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და უკრაინა. კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) და ასევე შედგა მონაცემთა ბაზა, რომელიც ასახავს ამ ადგილების ამჟამინდელ მდებარეობას. ეს პროცესი წარმოადგენს სასაფლაოების დაცვის საწყის ეტაპს, სადაც მობილიზებულია ადგილობრივი მთავრობა და საზოგადოება. ეს მათ აწვდის ხელშესახებ მტკიცებულებას ებრაელთა მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტების შესახებ. კერძოდ ეს ეხება ადგილებს, სადაც ადრე ებრაელი მოსახლეობა ცხოვრობდა. თუმცა მხოლოდ კედლები ვერ დაიცავენ სასაფლაოებს, ეს ადამიანების ვალია. ESJF-ის ძირითადი პრინციპი და ამ პროექტის სასიცოცხლო ნაწილია ახალგაზრდებთან თანამშრომლობა, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური სასკოლო განათლების საშუალებით, რათა მოხდეს მათთვის საკუთარ რეგიონში არსებული ებრაული ისტორიის გაცნობა. ამით ჩვენ ვცდილობთ, წარმოვაჩინოთ ადგილობრივ ისტორიასა და მემკვიდრეობაში ებრაული წვლილის უფრო ფართო ხედვა. ხაზს ვუსვამთ მულტიკულტურული საზოგადოების ღირებულებებს, რომლებიც ეფუძნება ტოლერანტობას და ეწინააღმდეგება რასიზმს, ქსენოფობიასა და ანტისემიტიზმს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ სოფლებსა და ქალაქებში სტუდენტებთან უშუალო მუშაობით ჩვენი პროგრამები სწორედ ამ ღირებულებებს ავრცელებენ. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ფიზიკურად ეწვიონ ადგილებს და ჩაერთონ ადგილობრივი მემკვიდრეობის კვლევის პროცესში. ESJF-ის პედაგოგებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელობით განხორციელებული პროგრამების შედეგები არის ის ძირითადი კომპონენტი, რაც საჭიროა მდგრადი მომავლის შესაქმნელად და ამ სასაფლაოების გრძელვადიანი დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ევროკომისიის, რომელიც ამ საქმიანობაში გვიცხადებს მუდმივ მხარდაჭერას და, ასევე, ყველა ჩვენი სტუდენტის მიმართ. ცალკე მადლობა გვსურს, გადავუხადოთ CENTROPA-ს და ებრაული მემკვიდრეობის ფონდს პარტნიორობისთვის და პროცესში ჩართვისთვის. ფილიპ კარმელი საქველმოქმედო ფონდის ESJF-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი

9


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ისრაელის ელჩის წინასიტყვაობა

ველა ერი საკუთარ ამჟამინდელ ინდენტობასა და სამომავლო მისწრაფებებს თავის ხანგრძლივ ისტორიასთან კავშირით განსაზღვრავს. ვინაიდან საქართველო საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 30 წლის იუბილეს აღნიშ ნავს, მნიშვნელოვანია მისი წარსულის რამდენიმე განსაკუთრებული ასპექტის ხელახლა აღმოჩენა და გადაფასება. საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობებზე საუბრისას ხშირად აქცენტები ამ ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობაზე კეთდება. მართლაც, ისტორიის თვალსაზრისით, ებრაული მემკვიდრეობა მეტად შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი საქართველოში, რაც სრულიად კანონზომიერია, რადგან უძველესი ქართული წყაროების თანახმად, ქართულ-ებრაული ურთიერთობები ნაბუქოდონოსორ დიდის ეპოქიდან იღებს სათავეს, უფრო ზუსტად კი, მის მიერ იერუსალიმის აოხრების შემდეგ, როდესაც ებრაელთა პირველი ტალღა შემოდის საქართველოში. თბილისის ებრაულ მუზეუმში ებრაელთა ისტორიის, კულტურისა და ყოფის ამსახველი უამრავი ექსპონატი ინახება. არქეოლოგთა მიერ საქართველოში აღმოჩენილია არაერთი უმნიშვნელოვანესი ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლიც.

10


ისრაელის ელჩის წინასიტყვაობა

ამ ძეგლთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ებრაულ სასაფლაოებს უკავია, რომელთა მოვლა-პატრონობა და დაცვა ორი ერის კოლექტიური მეხსიერებისთვის ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც სახელმწიფოთა შორის გაღრმავებისკენ მიმართული ნებისმიერი სხვა ნაბიჯი. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქართული ებრაული თემი მკვეთრად შემცირდა და შეიძლება ათწლეულზე ნაკლებ დროში საერთოდაც გაქრეს. ამრიგად ქართველების ამჟამინდელი თაობა იქნება 2 ათასწლეულის მანძილზე პირველი, რომელსაც არასდროს უცხოვრია ებრაელი მეზობლებისა და მეგობრების გვერდით. სწორედ ამიტომ, ESJF-ის საქმიანობა საქართველოში ებრაული სასაფლაოების კვლევის, აღწერისა და დაცვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფასეული იქნება მეცნიერების, პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის არა მხოლოდ იმისთვის, რომ გვახსოვდეს წარსული, არამედ საქართველოს კოლექტიური იდენტობის უფრო სრულყოფილი ფორმირებისთვის. ისრაელის საელჩო საქართველოში მიესალმება ამ მნიშვნელოვან პ რ ოექ ტს, რ ო მელ ი ც უ დ ავ ო დ ხელ ს შეუ წ ყ ო ბს ჩვ ე ნ ი მ დ ი დ ა რ ი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. რან გიდორი ისრაელის ელჩი საქართველოში

11


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ლაილაში

12


შინაარსი ებრაული მემკვიდრეობა ევროპაში

15

ებრაელები საქართველოში

18 ებრაული მემკვიდრეობა საქართველოში 26 ებრაული სასაფლაო 32 ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი 44 ებრაული საფლავის ქვების დეკორი 64 როგორ მოვინახულოთ ებრაული სასაფლაო 74 კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს? 76 პასუხები პრაქტიკულ დავალებებზე 82 სასარგებლო ბმულები და ინფორმაციული მასალები 84

13


ახალციხე


ებრაული მემკვიდრეობა ევროპაში

ბრაული დიასპორა ევროპაში მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობს. სხვადასხვა ქვეყანაში ებრაელებისა და არაებრაელების თანაცხოვრებისას მათი კულტურების დაახლოება მოხდა. სწორედ ამიტომ ებრაული მემკვიდრეობის კვლევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ებრაელებისთვის, არამედ ის ადგილობრივი ისტორიის ნაწილსაც წამოადგენს. XX საუკუნის ისეთმა მოვლენებმა, როგორებიცაა: ეპიდემიები, ორი მსოფლიო ომი, მასობრივი განადგურებები, დარბევები, ასიმილაცია, მიგრაციები, მიგვიყვანა იქამდე, რომ მრავალ ევროპულ ქვეყანაში ებრაული თემი პრაქტიკულად გაქრა. დღეს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში მრავალწლოვანი ებრაული ისტორიის შესახებ მხოლოდ კულტურულმატერიალური ძეგლები თუ მოწმობენ. ებრაელების ისტორიის აღდგენა და ევროპულ კულტურაზე მათი ზემოქმედების ხელახალი გააზრება კვლავ რჩება ერთ-ერთ რთულ ამოცანად. სამწუხაროდ, ომების, ყაჩაღობის, ბუნებრივი კატასტროფების და ზოგიერთ შემთხვევაში მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ევროპული ქვეყნების უმეტესობაში არც ისე ბევრი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შენარჩუნდა.1 მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მიეკუთვნება: სარიტუალო, კერძო საარქივო-სამუზეუმო და ისტორიულ-კულტურული

1

კულტურული მემკვიდრეობა თავის თავში მოიცავს მატერიალურ ძეგლებსა და არამატერიალურ კულტურას, რომელიც შეიქმნა ძველი თაობების მიერ.

15


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ლექსიკონი

2

მიკვე ან მიკვა – წყლის რეზერვუარი, რომელიც იუდაიზმში გამოიყენება რიტუალური განბანვისთვის, რათა მოხდეს რიტუალური უწმინდურებისგან განწმენდა.

ობიექტები, ასევე არასამუზეუმო ნაგებობები, რომლებიც ასევე შეიძლება ფლობდნენ სარიტუალო ფუნქციას (სინაგოგები, მიკვები2, სასაფლაოები) და იყვნენ კერძო მფლობელობაში (ებრაული კვარტლები, სკოლები, საავადმყოფოები, მაღაზიები და ა.შ.). დღეს მრავალი მსგავსი ტიპის ნაგებობა ახალი მფლობელების საკუთრებაშია, რის გამოც, ხშირად, მათი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია. ებრაული სასაფლაო ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მოცემული სახელმძღვანელოს მიზანია, ებრაული სასაფლაოები წარმოაჩინოს, როგორც ადგილობრივი ისტორიის კვლევის არც თუ ისე გავრცელებული რესურსი და, ამასთანავე, მკითხველს მიაწოდოს სასაფლაოს პირველადი შესწავლისთვის საჭირო უმთავრესი ინსტრუმენტები.

16

თბილისი



ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ებრაელები საქართველოში

ართული ისტორიული წყაროების მიხედვით, ებრაელები საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 26 საუკუნის განმავლობაში ცხოვრობენ. XI საუკუნის ქართული ქრონიკები, როგორებიცაა: „ქართლის ცხოვრება“ და წმინდა ნინოს ცხოვრება – გვაუწყებენ, რომ ქართლის 3 ტერიტორიაზე პირველი ებრაელები მოხვდნენ და დასახლდნენ მას შემდეგ, რაც ბაბილონელმა მეფემ ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ.აღ-ით 586 წელს პირველი ტაძარი გაანადგურა და იერუსალიმიდან ებრაელები განდევნა. XI ს აუ კ უ ნ ი ს ქ რ ო ნ იკ ი ს შე მქ მ ნე ლ ი ლე ო ნ ტ ი მ რ ოვ ე ლ ი წერდა: „…და გამოჴდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი. და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს”. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ამავე მოვლენაზე წერდა: „და მოვიდნენ ისევ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილი ებრაელები

3

ქართლი – ქართულ სამთავროთაგან ერთ-ერთი, რომელიც ამჟამინდელი საქართველოს უმთავრესი ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქია. მდებარეობს სახელმწიფოს ცენტრალურ ნაწილში. დღეს ქართლის ტერიტორია მოიცავს ორ მხარეს: შიდა და ქვემო ქართლს.

18

მცხეთა


ებრაელები საქართველოში

19


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

და დაასახლა ისინი მცხეთის უხუცესმა ხერკში, არაგვის ჩრდილოეთ ნაწილში“. როგორც ვხედავთ, ნაბუქოდონოსორის პერიოდის ებრაელებზე ის წერს: „ისევ მოვიდნენ“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბატონიშვილის მოსაზრებით, ებრაელები საქართველოში უფრო ადრე დასახლდნენ. ქრონიკები ასევე იუწყებიან ებრაული გადმოსახლების რამდენიმე ტალღის შესახებ, რაც ძვ.წ.აღ.-ის პირველი საუკუნიდან ახ.წ.აღ.-ის პირველი საუკუნის პერიოდებს მოიცავს. ძ ვ ე ლ ქ ა რ თ უ ლ ი ს ტ ო რ ი უ ლ ძ ე გ ლ შ ი „ მ ო ქ ც ე ვ ა ი ქ ა რ თ ლ ი ს ა ი“ დაფიქსირებულია საქართველოში ებრაელების გამოჩენის თარიღის კიდევ ერთი ვარიანტი. ეს გახლავთ ძვ.წ.აღ.-ით 169 წელი, რაც ემთხვევა სელევკიდების მეფის ანტიოქე IV (175-163 წწ.) მმართველობის პერიოდს, რომლის პოლიტიკამაც გამოიწვია აჯანყება იუდეაში და მაკავეის ომები. ქართული ლეგენდების თანახმად, ებრაელების საქართველოში გადმოსახლების შემდეგი ტალღა უკავშირდება ახ.წ.აღ-ით 70 წელს რომაელი იმპერატორის ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის აღებას. მიუხედავად ამისა, პირველი მატერიალური წყაროები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ებრაელები ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად მცხეთასა და ურბნისში, მიეკუთვნებიან ახ.წ.აღ.-ით I საუკუნეს. მცხეთაში, კერძოდ კი – სამთავროში, 1872 და 1938 წლებში ჩატარებული სამარხების არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილ იქნა ორი საფლავის ქვა ივრითული დამწერლობით, რომლებიც თარიღდებოდნენ ახ.წ.აღ.-ით IV-V საუკუნეებით. ამ ქვათაგან ერთ-ერთი დავით ბააზოვის სახელობის ქართველი ებრაელების ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი, მეორე კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავში ინახება.

20


ებრაელები საქართველოში

1872 წელს აღმოჩენილი ქვის წარწერა გაშიფრა გამოჩენილმა ჰებრაისტმა დანიილ ხვოლსონმა, 4 რომელმაც 1884 წელს ივარაუდა, რომ ქვაზე დატანილი იყო შემდეგი ფრაზა:

‫הדין קברא‬ ]‫דאבא י֗ ֗ק[ירא‬ ‫יהודה דמתקרי‬ ‫גורק משככה‬ ‫עים הצדיקים‬ ‫עמידתה עים‬ ‫הכשירים‬ „ეს საფლავი ეკუთვნის ძვირფას (პატივცემულ) მამა იეღუდას, რომელსაც უწოდებდნენ გურკს. დაე, მისი განსვენების ადგილი იყოს ღვთისმოსავებთან, მისი აღდგომა (მისი საუბარი) კი იყოს მართლებთან“. 1938 წელს აღმოჩენილი საფლავის ქვის გაშიფვრაზე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი გიორგი წერეთელი და ასევე ქართველ ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი არონ კრიხელი.

4

Хвольсон, Даниил. Сборник еврейских надписей, содержащий надгробные надписи из Крыма и надгробные и другие надписи из иных мест, в древнем еврейском квадратном шрифте, также и образцы шрифтов из рукописей от IX-XV столетия. Санкт-Петербург, 1884, стр. 129-133.

21


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

წერეთლის თავდაპირველ გაშიფვრაზე დაყრდნობით კრიხელმა 5 ქვაზე დატანილი წარწერის წაკითხვის შემდეგი ვარიანტი შემოგვთავაზა:

‫הדן קברה דיוסף‬ ‫בר האזן דמר‬ ‫לטב לאך שלום‬ ‫אתח (ו)דמר‬ ‫בשלמה‬ „ეს არის გაზანის შვილის, იოსების საფლავი; დაე იხსენებდეთ (მას) კეთილად. განსვენება მისი იყოს მშვიდობით და დაბრუნება (აღდგომა) (მისი) იყოს მშვიდობით მოხსენებული“. ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად, ებრაელები ცხოვრობდნენ ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში. XIV-XV საუკუნის შემდეგ მათგან მრავალი ყმებად იქცნენ და ეკუთვნოდნენ კერძო მფლობელებს, ეკლესიას ან სამეფო ოჯახს. იყვნენ ასევე მიწათმფლობელი ებრაელებიც. საქართველოში მ ცხოვრები ებრაული მოსახლეობა ძირითადად წვრილმანი ვაჭრობით ან ხელოსნობით იყო დაკავებული, განსაკუთრებით გავრცელებული იყო სამღებრო ხელობა, მატყლის დამუშავება, მეწაღეობა, კერამიკული წარმოება. ებრალები ასევე მუშაობდნენ ზეინკლებად და მჭედელებად. მათი საქმიანობა გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ვაჭრობასთანაც, რამდენადაც ხელოსანი ებრაელები თავადვე ყიდდნენ საკუთარ პროდუქციას. ამასთან ერთად, ისინი სრულად არ წყდებოდნენ

5

Крихели, Арон. Стела с еврейской надписью, найденная в Мцхета. // Труды историко-этнографического музея евреев Грузии, том II. Тбилиси, 1941, с. 121-122.

22


ებრაელები საქართველოში

მიწათმოქმედებას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის ყველას ჰქონდა საკუთარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენებდნენ ხილის ბაღებსა და ვენახებს. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, ვაჭრობის განვითარებასათან და XVIII-XIX საუკუნეებში ქალაქების ზრდასთან ერთად, მოხდა ებრაული საზოგადოების გადასახლება მცირე ლოკაციებიდან შედარებით დიდ ცენტრებში. ამ დროისათვის ქართველი ებრაელები უკვე შეადგენდნენ ქართული საზოგადოების განუყოფელ ნაწილს. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამდე საქართველოში ძირითადად ქართველი ებრაელები ცხოვრობდნენ. საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფსა თუ უმცირესობასთან შედარებით ქართველი ებრაელები ყველაზე მეტად არიან ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში. ისრაელელი მკვლევარი კონსტანტინ ლერნერი ქართველი ებრაელების ფენომენის ანალიზისას მიუთითებს მათ აკულტურიზაციაზე ასიმილაციის გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ენაში მრავლად შეინიშნება ივრითის გავლენები, რაც მეტყველებს ქართველი არაებრაელებისა და ქართველი ებრაელების ხანგრძლივ თანაცხოვრებაზე. მაგალითად, კვირის დღეების ათვლა ქართულ ენაში დაკავშირებულია ებრაულ შაბათთან (შაბათი ებრაულადაც „შაბათად“ ჟღერს), თუ კვირის მერამდენე დღეა გასული შაბათიდან – ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ა.შ.. თავად ქართველ ებრაელებს უწოდებენ ან „ებრაელს“, ან „ქართველ ებრაელს“. ისტორიულად არსებობდა სხვა დასახელებებიც: „ურია“, „ისრაელი“ და „ისრაელიშვილი“. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიასთან მიერთების შემდეგ საქართველოზე გავრცელდა იმპერიაში არსებული სამართლებრივი შეზღუდვები. სწორე ეს პერიოდი იქცა აშქენაზი6 ებრაელების რუსეთის იმპერიიდან საქართველოში გადმოსახლების საწყისად.

23

ლექსიკონი

6

აშქენაზი – ებრაული სუბეთნოსი, რომელიც შუასაუკუნეების გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიდან მომდინარეობს; ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ებრაელთა ერთობა.


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

აშქენაზი ებრაელების შემოსვლასთან ერთად გავრცელდა იდიშიც7. მოგვიანებით აშქენაზური კულტურის მთავარ ცენტრებად იქცა თბილისი, ფოთი და ბათუმი. XX საუკუნე – ესაა საქართველოში სიონიზმის თანდათანობითი გავრცელების პერიოდი. ამ დროს საბჭოთა საქართველოში ადგილი ჰქონდა კოლექტივიზაციისა და ადგილობრივი ებრაელების კოლმეურნეობებში გაერთიანების მცდელობებს. სწორედ ამ პროცესის შედეგად წარმოიშვა ებრაული კოლმეურნეობა „წითელი გორა“. ის მდებარეობდა კახეთში, საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში და მან 1970-იან წლებამდე იარსება. II მსოფლიო ომი პირდაპირ არ შეხებია საქართველოს ტერიტორიას.

ებრაული კოლმეურნეობა კახეთში, წითელი გორა

ყოფილი ებრაული კოლმეურნეობა ლაგოდეხში, "წითელი გორა"


ებრაელები საქართველოში

1970-იან 8 და 1990-იან წლებში, ორი მსხვილი ალიის (ებრ. ემირგრაცია) პერიოდში, ებრაული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა. 1970-იან წლებში საბჭოთა საქართველოდან ებრაელების მასობრივი გასვლა უპირველესად განპირობებული იყო პატრიოტიზმის განცდით. ზოგიერთებისთვის ასევე მნიშნველოვანი ფაქტორი იყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ კონკრეტული არაფორმალური ეკონომიური საქმიანობის შევიწროება. 1990-იანი წლების პერიოდში მეორე ალიის განმაპირობებელი რამდენიმე ფაქტორი იყო: საბჭოთა კავშირის დაშლა და კავკასიაში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტები, რის შემდეგაც აღნიშნულ რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების პირობებიც მნიშვნელოვნად შესუსტდა.

25

ლექსიკონი

7

იდიში – ებრაული ენებიდან ერთერთი; ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები აშქენაზები სწორედ იდიშზე საუბრობდნენ.

ლექსიკონი

8

ალია – ივრითიდან ითარგმნება, როგორც „ასვლა“, ებრაელების იმიგრაცია დიასპორიდან ისრაელის მიწისკენ.


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ებრაული მემკვიდრეობა საქართველოში

ღეისათვის საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 5000 ებრაელი. მათ შორის არიან როგორც ქართველი ებრაელები, ისე აშქენაზი და მთის ებრაელების შთამომავლები. ებრაული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია თბილისში. მცირე თემები ასევე წარმოდგენილია ქუთაისსა და გორში. მიუხედავად ამისა, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შენარჩუნებულია მთელ ქვეყანაში.

დავით ბააზოვის სახელობის ებრაული ისტორიის მუზეუმი, თბილისი

26


ებრაული მემკვიდრეობა საქართველოში

Синагога в Они

2014 წელს თბილისში ფუნქციონირება აღადგინა დავით ბააზოვის სახელობის ებრაული ისტორიის მუზეუმმა. იგი წარმოადგენს ქართველი ებრაელების ისტორიულ -ეთნოგრაფიული მ უზეუმის მემკვიდრეს, რომელიც ფუნქციონირებდა 1930-50-იან წლებში. მასში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის იუდაიკის კოლექციის ნაწილი, რომელშიც გამოფენილია სარიტუალო და ეთნოგრაფიული ობიექტები, ასევე ებრაელი თვითნასწავლი მ ხატვრის შალომ კობოშვილის ნამუშევრები. თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, სურამი, ვანი, ბანძა, კულაში, საჩხერე, ონი, ლაილაში, ბათუმი – ეს ის ადგილებია, სადაც შეხვდებით სინაგოგებს. ზოგიერთი რესტავრირებულია და რამდენიმე მათგანში შესაძლებელია იხილოთ ორიგინალური მოხატულობა.

ქართველი ებრაელების სინაგოგა თბილისში

27

ონის სინაგოგა


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ქუთაისი

28


Еврейское наследие в Грузии

29


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ახალციხე

ნავთლუღი, თბილისი

ESJF- ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ 31 ებრაულ სასაფლაოთაგან შენარჩუნებულია 24 და 3 ებრაული დანაყოფი მუნიციპალურ სასაფლაოებზე. მათგან ყველაზე მასშტაბურები მდებარეობს თბილისში, ახალციხესა და ქუთაისში. სამწუხაროდ, ESJF-ს არ ჰქონდა წვდომა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებთან, ამიტომაც მოცემულ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიცავს მონაცემებს იმ ტერიტორიებზე არსებული სასაფლაოების შესახებ. გაეცანით დეტალებს: WWW.ESJF-CEMETERIES. ORG. შენარჩუნებულ სასაფლაოებს შორის ყველაზე ძველი მდებარეობს: ახალციხეში, ლაილაშში და თბილისში, კერძოდ ორთაჭალაში. ყველაზე თვალწარმტაცი და დამთვალიერებლისთვის მიმზიდველი სასაფლაოები სწორედ დასახელებულ სამ ლოკაციაზეა წარმოდგენილი. თბილისის სასაფლაოებს შორის ასევე განსაკუთრებით საინტერესოა აშქენაზი ებრაელების სასაფლაო ნავთლუღში.

30


Еврейское наследие в Грузии

ლაილაში

ზოგიერთ ქალაქში, როგორებიცაა ბრეთი და ველისციხე, ასევე შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ძველი სასაფლაოების ნარჩენები, ხოლო ზოგიერთ დასახლებებში, სადაც ებრაელებმა XIX საუკუნემდე იცხოვრეს, ძველად არსებული სასაფლაოების ლოკალიზება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. საქართველოში ებრაული ეპიტაფიების აღწერითა და კვლევით სხვადასხვა დროს დაკავებულები იყვნენ: ფრიდრიხ ბაიერნი, დანიილ ხვოლსონი, გიორგი წერეთელი, არონ კრიხელი, ნისან ბაბალიკაშვილი. ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღვანელო მკითხველს მისცემს მოტივაციას, აწარმოოს საკუთარი ახალი კვლევები. ებრაული მემკვიდრეობის კვლევა საქართველოში – ესაა ადგილობრივი ებრაული კულტურის, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ქართული ისტორიის და კულტურის ნაწილს, გაგებისა და შენარჩუნების გზა.

31


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ებრაული სასაფლაო

ბრაული სასაფლაოების, როგორც ისტორიული წყაროს მიმართ ინტერესი მკვლევრებში პირველად XIX საუკუნეში გაჩნდა, თუმცა II მსოფლიო ომის შემდეგ სამეცნიერო ინტერესმა მნიშვნელოვნად იმატა. დღეისათვის ებრაულ სასაფლაოებს იკვლევენ სხვადასხვა მიმართულებით: მეცნიერები სასაფლაოებს განიხილავენ, როგორც ისტორიულ და არქეოლოგიურ წყაროს; გარდაცვლილთა შთამომავლობას კი მათთან საკუთარი ფესვები აკავშირებთ; მოხალისეები ცდილობენ, რომ ძეგლების განადგურებას წინ აღუდგნენ, ზოგიერთები კი სასაფლაოებზე რელიგიური რწმენის შესაბამისად ზრუნავენ. გაწეული უდიდესი ძალისხმევისა და მოპოვებული მონაცემების წყალობით უახლოეს მომავალში შესაძლოა, წარმოიშვას ახალი აკადემიური განხრა, რომლისთვისაც საკვლევი ბაზის ნაწილს ვიმედოვნებთ, რომ ESJF-ს მიერ მოპოვებული მასალებიც შეადგენენ. არის რეგიონები, სადაც ებრაულმა თემმა ამა თუ იმ მიზეზის გამო საკუთარი არსებობა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, რჩება საკმაოდ დიდი მატერიალური მემკვიდრეობა, რომელიც წარმოადგენს მათი ისტორიის ყველაზე ნათელ დადასტურებას. ებრაული სასაფლაო მათი ისტორიულმატერიალურიმემკვიდრეობის ერთ-ერთი მაგალითია. ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ სასაფლაოები მოწმობენ ებრაული თემის კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრებას.

ბათუმი

32


ებრაული სასაფლაო

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ებრაელთა ცხოვრების ყველაზე „ცოცხალ“ მაგალითს სწორედ სასაფლაოები წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სასაფლაო სრულად განადგურებულია, მათი მდებარეობის დადგენა ძველი რუკებითაა შესაძლებელი. სასაფლაოების მოძიება ძველ რუკებზე კვლევითი პროცესის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. გარდა იმისა, რომ ეს გვეხმარება სასაფლაოების ლოკალიზებაში, ამ რუკების კვლევა გვაწვდის ინფორმაციას იმ დასახლებულ პუნქტზე, რომელშიც ესა თუ ის სასაფლაო მდებარეობს. ისინი ძირითადად სპეციალური სიმბოლიკითაა მონიშნული მხოლოდ მაღალი დეტალიზაციის მქონე ზოგიერთ რუკაზე. საქართველოს ეროვნულ არქივში არ არის წარმოდგენილი ცალკე კარტოგრაფიული ფონდი, რომელშიც შენახული იქნებოდა მსგავსი ტიპის რუკები. დეტალიზებული რუკების პოვნა შესაძლებელია ზოგიერთი დასახლებული პუნქტის საარქივო ფონდებში, სადაც წარმოდგენილია ქალაქის პროექტები. ასევე შესაძლებელია მსგავსი რუკები ინახებოდეს ადგილობრივ არქივებშიც. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებობს კარტოგრაფიის ფონდი, სადაც შეხვდებით ისტორიულ რუკებს. გარდა ამისა, სასაფლაოების არსებობის და მისი ისტორიის შესახებ შესაძლებელია გავიგოთ მეტრიკული წიგნაკებიდანაც. თბილისში მდებარე საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება რამდენიმე სინაგოგის მეტრიკული წიგნაკი, რომლებშიც ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ სასაფლაოზეა დაკრძალული გარდაცვლილი. დასახლებულ პუნქტში ებრაული სასაფლაოს არსებობა მიუხედავად იმისა, ფიზიკურად შენარჩუნდა თუ არა ტერიტორიაზე საფლავის ქვები, ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ ადგილას არსებობდა საკმაოდ მსხვილი ებრაული თემი, რამდენადაც მცირე ზომის თემებს საკუთარი სასაფლაოები არ გააჩნდათ. დიდ ქალაქებში, როგორც წესი, ისტორიულად ყველაზე ძველი სასაფლაო განლაგებული იყო ქალაქის ცენტრში. დასახლებული პუნქტების ზრდასთან

33


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ერთად სასაფლაოებიც გადაჰქონდათ პერიფერიებში. ამგვარად, უმეტეს შემთხვევაში რაც უფრო ახლოსაა სასაფლაო ცენტრთან, მით უფრო ძველია ის. გამონაკლისად შეიძლება მოგვევლინოს ისეთი შემთხვევები, როდესაც ქალაქში არსებობდა რამდენიმე ებრაული თე მ ი დ ა, შე ს ა ბ ა მ ი ს ა დ, რ ა მ დე ნ ი მე ე ბ რ აუ ლ ი ს ა ს ა ფ ლ ა ო. ა სე ა თბილისის შემთხვევაში, სადაც დღეისათვის შენარჩუნებულია სამი ებრაული სასაფლაო, ორი მათგანი მდებარეობს ცენტრთან ახლოს. ორივე ძველია – პირველი სამარხები დაახლოებთ XIX საუკუნისაა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მდებარეობს ნავთლუღში, გახლავთ აშქენაზური. ხოლო ორთაჭალაში მდებარე სასაფლაოზე უმეტესწილად დაკრძალული არიან ქართველი ებრაელები, თუმცა აქაც შევხვდებით აშქენაზურ საფლავებს. ძველი რუკების საშუალებით შესაძლებელია, ვივარაუდოთ სასაფლაოს გაჩენის მიახლოებითი თარიღი იმგვარად, რომ აღარ დაგვჭირდეს უშუალოდ საფლავების ზედმიწევნით დათარიღება. ახალი ებრაული სასაფლაოების გაჩენა მეტყველებს ებრაული თემისა და დასახლებული პუნქტების ზრდაზე. XX საუკუნეში, თბილისში, ადგილზე, რომელსაც უწოდებენ დამპალოს, გაჩნდა ახალი ებრაული სასაფლაო, რომელიც ასევე მიგვანიშნებს ებრაული საზოგადოების ზრდაზე, რაც გამოწვეული იყო იმითიც, რომ საბჭოთა პერიოდში თემის დიდი ნაწილი პერიფერიიდან ცენტრისკენ წამოვიდა. როგორც წესი, ებრაულ სასაფლაოებს აქვთ ზუსტად მოხაზული საზღვრები, ხანდახან ისინი გამოყოფილია დასახლებული პუნქტიდან ღობით ან კედლით. ასეთი გამოყოფის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ იუდაიზმში ყველაფერი, რაც უკავშირდება სიკვდილს, რიტუალურად უწმინდურადაა მიჩნეული. მეორე მხრივ, სასაფლაოს გალავანი დიდ როლს ასრულებდა ადგილობრივ რიტუალებში. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული წესის თანახმად, თუკი თემს ან თემის რომელიმე ცალკეულ ოჯახს ემუქრებოდა საფრთხე (დაავადება, წყევლა), საჭირო იყო სასაფლაოს პერიმეტრის გაზომვა და სინაგოგისთვის პროპორციული

34


ებრაული სასაფლაო

რაოდენობის თანხის ან სანთლების შეწირვა, რათა ეს საფრთხე თავიდან აეცილებინათ.9 ხშირად სასაფლაოებს გარს ერტყა თხრილები. იმ შემთხვევაში თუ სასაფლაო არ არის შენარჩუნებული, მისი პერიმეტრის დადგენაში თხრილებისა თუ გალავნის საძირკვლის ნარჩენები შეიძლება დაგვეხმაროს.

აწყური

9

Краткая еврейская энциклопедия. Иерусалим, 1988. Т. 4, с. 332–338.

35


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

საქართველოში შენარჩუნებული ებრაული სასაფლაოების უმეტესობა შემოღობილია გალავნით ან კედლით. მცირე ქალაქებსა თუ დაბებში სასაფლაოები განლაგებულია სინაგოგასთან ახლოს – გზის მეორე მხარეს ან მდინარესთან, ასევე გვხვდება სასაფლაოები ებრაული კვარტლის მოპირდაპირე მხარეს. რიტუალური სისუფთავის შენარჩუნება ებრაული დაკრძალვის ცერემონიალის ერთ-ერთ უმთავრესი ელემენტია. მრავალ ევროპულ საზოგადოებაში მიცვალებულზე ებრაული დამკრძალავი ძმობის – „ხევრა კადიშა“-ს წევრები ზრუნავდნენ. მათ მოვალეობაში შედიოდა დასაფლავებამდე სხეულის განბანვა და დაკრძალვის წეს-ჩვეულებების ზედმიწევნით აღსრულება. ხშირად გარდაცვლილთა სხეულებს დაკრძალვისთვის ამზადებდნენ სასაფლაოსთან ახლოს მდებარე სპეციალურ შენობებში – „განწმენდის სახლებში“ („ბეიტ ტახარა“). ზოგჯერ აქ დასაფლავებამდე სპეციალურ ლიტურგიებსაც ატარებდნენ. მაგალითად, ზოგიერთ აღოსავლეთის თემში არსებობდა მიცვალებულისთვის წრის შემოვლისა და ფსალმუნების გალობის წესი. სხვა თემებში პატივის მისაგებად წარმოთქვამდნენ გარდაცვლილთა საპატივსაცემოდ დაწერილ სიტყვას.

ნავთლუღი, თბილისი

36


ებრაული სასაფლაო

„განწმენდის სახლები“ ასევე შეიძლება იყოს ნათელი დადასტურება იმისა, რომ კონკრეტულ ადგილზე არსებობდა ებრაული სასაფლაო ისევე, როგორც ეს გალავნისა და თხრილების შემთხვევაში იყო. თუ სასაფლაო წყვეტდა ფუნქციონირებას, მაშინ „სახლების“ გამოყენება ჩვეული მიზნით აღარ ხდებოდა, თუმცა ხშირად ისინი გვევლინებიან დამხმარე ორიენტირებად სასაფლაოს საზღვრების დადგენაში. ფილოლოგი და ანთროპოლოგი ლილი მაგალის მიხედვით, რომელიც აგრეთვე კურატორობას უწევდა ისრაელში ებრაელი ხალხის მუზეუმში ქართველი ებრაელების მიმართ მიძღვნილ გამოფენას, ქართველ ებრაელებს ტრადიციულად არ ჰქონდათ ოფიციალური „ხევრა კადიშა“, ხოლო განწმენდისა და დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობდა თემის ყველა წევრი. ქართველი ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილს ყველა ვერ შეეხებოდა, ვინაიდან ის არ იყო სუფთა და წმინდა. სწორედ ამიტომ ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ მიცვალებულის გაპატიოსნების და შემოსვის უფლება. როგორც წესი, ამას ანაზღაურების სანაცვლოდ სხვა ადამიანები ასრულებდნენ. ისინი შემდეგ გარკვეული დროის მანძილზე უწმინდურებად ითვლებოდნენ. გარდაცვლილი მამაკაცის განბანვის რიტუალს უძღვებოდა მამაკაცი, ხოლო ქალბატონებისას – ქალბატონი. ე ბრაული წე ს - ჩვეულე ბი ს შე საბამ ი სად, განბანვი ს რიტუალი და დაკრძალვის ცერემონიალი ხორციელდება გარდაცვალების დღეს ან მეორე დღეს, ხოლო საფლავის ქვა იდგმება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ქართველი ებრაელები გარდაცვლილებს იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე ასაფლავებდნენ იმ შემთხვევაში, თუ მოასწრებდნენ ყველა საჭირო რიტუალის ჩატარებას. აშქენაზ საზოგადოებაში საფლავის ქვა იდგმებოდა გლოვის წლის მე-11 თვეს. ამ პერიოდისათვის საფლავზე ნიადაგი უკვე გამაგრებულია და ქვის დადების შემთხვევაში მიწა სიმძიმისგან აღარ იზნიქება. სეფარდები10 საფლავის ქვას აღმართავდნენ დაკრძალვიდან („შლოშიმ“) 30 დღეში.

37

ლექსიკონი

10

სეფარდები – ებრაული საზოგადოების ეთნიკური ჯგუფი, ისინი მოდიან პირინეის ნახევარკუნძულიდან, შემდეგ კი შუა აღმოსავლეთიდან, ჩრდილო აფრიკიდან და ბალკანეთის ნაწილიდან. მათ საკუთარი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები აქვთ.


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

კულაში

ებრაული სასაფლაოები საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე ეწყობოდა და, შესაბამისად, საფლავის ქვები ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოს უნდა ყოფილიყო. თუმცა ებრაული რელიგიური წესების მიხედვით, საფლავებს შორის დაშორება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 40 სანტიმეტრს. ებრაული წესებით დაკრძალვა თითქმის არ განსხვავდება ანალოგიური პროცესიისაგან, რომელსაც არაებრაელი ქართველები ატარებენ. მიცვალებულის განბანვის შემდეგ სხეულს შემოსავენ და სასახლეში გადაასვენებენ. ქართველი ებრაელები, როგორც წესი, დაკრძალვამდე გარდაცვლილს სასახლიდან გადმოასვენებდნენ, ვინაიდან სასახლე სინაგოგის საკუთრებას წარმოადგენდა. დაკრძალვისას მიცვალებულს არაფერს არ აყოლებდნენ,

ლექსიკონი

11

კეტუბა, კტუბა – საქორწინო შეთანხმება, ებრაული ქორწინების განუყოფელი, შემადგენელი ნაწილი.

სოხუმი, 1960 წელი

38


ებრაული სასაფლაო

თუმცა ცალკეულ თემში შესაძლოა თავისებური განსაკუთრებულობა იყოს. საქართველოში ქალის გარდაცვალების შემთხვევაში მას თან აყოლებდნენ მის კეტუბას.11 ქუთაისში კი მიცვალებულს კრძალავდნენ ვერცხლის ბეჭდით, რომელზეც ამოტვიფრული იყო მიცვალებულის სახელი.12 გარდაცვალების შემდეგ ქალბატონები იკრიბებოდნენ მიცვალებულის დასატირებლად. როგორც წესი, სუდარას ამზადებდა ასაკოვანი, უქონელი ქალბატონი. მდიდარი ოჯახები კი ცდილობდნენ მის იერუსალიმიდან ჩამოტანას. თუ მიცვალებულის ასაკი 13 წელს აღემატებოდა, დაკრძალვის ცერემონიალის დროს სამგლოვიარო პროცესია ჩერდებოდა სინაგოგის ეზოში, სადაც გარდაცვლილს უგალობდა ხახამი.13 ამის შემდეგ

ონი, 1960-იანი წლები

39

12

დაკრძალვის ცერემონიალზე

დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ნაშრომში: Arbel, Rahel, and Magal, Lily. Way of Life and Customs. In: In the Land of the Golden Fleece: The Jews of Georgia – History and Culture. Beit Hatfutsot, 1989. – pp. 85-141.

ლექსიკონი

13

ხახამი – ბრძენი და სწავლული ადამიანი, თორას მცოდნე; სეფარდებში და აღმოსავლეთ ევროპულ ნაწილში ხახამის წოდება უტოლდება თემის წინამძღოლის და რაბინის წოდებას.


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ქალბატონები ტოვებდნენ პროცესიას, მიდიოდნენ მდინარესთან სახის და ხელების დასაბანად, საკუთარ თავშლებს კი წყალს ატანდნენ. ერთერთ მათგანს მიცვალებულის სახლში მიჰქონდა მდინარის წყლით სავსე ჭურჭელი, რათა სხვებს სასაფლაოდან დაბრუნებისას შესძლებოდათ ხელების დაბანა. სასაფლაოდან დაბრუნებული მამაკაცები უსხდებოდნენ მაგიდას, რომელზეც ეწყო ღვინო, პური, ლობიო, კვერცხი და რძის პროდუქტები. გლოვის პირველი 7 დღის განმავლობაში მაგიდაზე მხოლოდ რძის პროდუქტები იყო დაშვებული. მეშვიდე და ოცდამეათე დღეს კი იშლებოდა დიდი სუფრა, სადაც მიირთმევდნენ ხორცსაც. ოცდამეათე დღეს გარდაცვლილის ოჯახი მიდიოდა სასაფლაოზე, სადაც მამაკაცები სვამდნენ ღვინოს და მიირთმევდნენ პურს. მგლოვიარე ოჯახში გამუდმებით ენთო ლამპარი (ან სანთელი), მიცვალებულის ლოგინზე კი იდო მისი ტანისამოსი და ფეხსაცმელი. გლოვა სრულდებოდა ერთი წლის შემდეგ, რომლის ათვლაც მთვარის კალენდრით ხდებოდა. ტრადიციულად სასაფლაოზე დადიან „იორცაიტის“14 (წლისთავის) დროს, 9 ავას და იომ ქიფურის15 დღეს.

40


ებრაული სასაფლაო

მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაოს არსებობა განისაზღვრება მიწის ქვეშ არსებული ნამარხებით, მიწის ზედაპირზე საფლავის ქვები ებრაული სასაფლაოს ვიზუალურ სახეს ქმნიან და მის შემადგენელ ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენენ. საფლავის ქვა არსებობს ორი სახის: მაცევი და ოხელი. მაცევი (ივრითიდან – „საფლავის ქვა“) – ეს არის სხვადასხვა ფორმის საფლავის ქვა, რომელიც ძირითადად ვერტიკალურადაა წარმოდგენილი აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო ჰორიზონტალურად სამხრეთულ თემებში (საბერძნეთი, ჩრდილოეთი აფრიკა). საქართველოში ტრადიციული მაცევების უმეტესობა ჰორიზონტალურია, გამონაკლისს აშქენაზი ებრაელების საფლავები წარმოადგენენ. ვერტიკალური საფლავის ქვები ორივე ეთნიკური ჯგუფისთვის დამახასიათებელი გახდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, ვინაიდან ორივე მათგანი განიცდიდა ზოგადი საბჭოთა ტენდენციის გავლენას. ოხელი (ივრითიდან – „კარავი“) – წარმოადგენს კონსტრუქციას, რომელიც შედგება ოთხი კედლისგან და სახურავისგან, რაც ზომებში გაცილებით დიდია, ვიდრე მაცევი.16 საქართველოში არც თუ ისე იშვიათად ვხვდებით

საჩხერე

ვანი

16

იორცაიტ – იუდაიზმში გარდაცვალების წლისთავის დასახელება; 9 ავა – ეროვნული გლოვის დღე იუდაიზმში. ამ დღეს, ებრაული კალენდრის თანახმად, დაანგრიეს პირველი და მეორე იერუსალიმის ტაძარი, ძვ.წ.აღ-ით 586 წელი და ახ.წ.აღ-ით 70 წელი.

15

იომ ქიფური – ყველაზე მნიშნველოვანი დღესასწაული იუდაიზმში, მარხვის, მონანიებისა და ცოდვების მიტევების დღე.

ვანი

ოხელების განსაკუთრებული ფორმა აიხსნება იმით, რომ ძველად

ცდილობდნენ სამარხები მიემსგავსებინათ ძველი ისრაელის მეფეების და წინაპრების სამარხებისთვის.

ლექსიკონი

14

41


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

რახელის სამარხი

აწყური

ოხელის ტიპის კონსტრუქციებს. ხშირად ისინი წარმოდგენილია, როგორც მეტალის ღობე სახურავით. მსგავსი ტიპის კონსტრუქციები საქართველოში არა მხოლოდ ებრაულ, არამედ არაებრაულ სასაფლაოებზეც გვხვდება. მათი ძირითადი ფუნქციაა საფლავის დაცვა გარემო ფაქტორებისგან, როგორებიცაა – წვიმა და თოვლი. საქართველოში აგრეთვე შეხვდებით ისეთი ფორმის საფლავის ქვებს, რომლებიც ძველ ისრაელში იყო გავრცელებული. მსგავსი სახის ქვები წარმოდგენილი იყო შუა საუკუნეებში ახლო და შუა აღმოსავლეთში17. საქართველოში მათ უმეტესად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში ვხვდებით, რაც შესაძლოა აიხსნას იმით, რომ სავარაუდოდ საქართველოს სამხრეთი ნაწილი ახლო აღმოსავლეთის პირდაპირი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, ან შესაძლებელია ამგვარი ქვების აღმართვის წეს-ჩვეულება ისრაელის მიწაზე ნამყოფ ადამიანებს გაევრცელებინათ. ამის მაგალითია ზემოთ მოყვანილი ორი ფოტოსურათი, ერთი აწყურიდანაა, ხოლო მეორეზე მოცემულია გრავიურა რახელის სამარხიდან. 17

იხ.: Бабаликашвили, Нисан. О нескольких ивритоязычных караимских этнографиче-

ских памятниках на Чуфут-Кале // Семитологические штудии, III. Тбилиси, 1986. Кашовская Наталья. Эпиграфическая экскурсия в горное селение Лайлаши // Страницы истории и культуры евреев Грузии. По следам экспедиции 2013 г. Москва, 2014.

ლაილაში

42


ებრაული სასაფლაო

ლაილაში

რეკომენდირებული ლიტერატურა:

Jacobs, Joachim. The Heritage of Jewish Cemeteries in Europe.

// Jewish Cemeteries and Burial Culture in Europe. – ICOMOS Hefte des Deutschen Nationalkomitees. International Conference, BerlinWeißensee, 3.–6. April 2011.

Menachemson, Nolan. A Practical Guide to Jewish Cemeteries. Bergenfield, NJ: Avotaynu, 2007.

წერეთელი, გიორგი. მცხეთის ახლადაღმოჩენილი

ებრაული წარწერა // აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, V-VI,. 419-426. თბილისი, 1940.

Mamistvalishvili, Eldar. The History of Georgian Jews. Tbilisi, 2014.

43


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

ქვენ უკვე გაეცანით რიტუალებს, სასაფლაოების ლოკალიზაციის სახეებს და ძეგლების ტიპებს, ახლა კი ვისაუბროთ საფლავის ქვებზე არსებულ წარწერებზე (მაცევებზე). ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო სწორედ საფლავის ქვა და მასზე დატანილი წარწერები – ეპიტაფიებია. ამ ნაწილში თქვენ იპოვით ძირითად ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა, რათა რაც შეიძლება მეტი საკვლევი ინფორმაცია მოვიპოვოთ ამ წყაროებიდან, ანუ ეპიტაფიებიდან. ებრაულ საფლავის ქვაზე არსებული ეპიტაფია – ესაა განსაკუთრებული სტილის ტექსტი, რომელიც გარკვეული წესების მიხედვითაა შესრულები. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ყოველი ეპიტაფია უნიკალურია, უმეტეს მათგანს ერთნაირი სტრუქტურა გააჩნია და რამდენიმე მარტივად ამოსაცნობი დეტალისაგან შედგება. მათი ინდენტიფიკაცია გვეხმარება, მივიღოთ საბაზისო ინფორმაცია პირველადი კვლევისთვის, მაგალითად, გავიგოთ გარდაცვლილი ადამიანის სახელი, სქესი და გარდაცვალების თარიღი. XIX საუკუნიდან საფლავის ქვაზე არსებული ტექსტი იწერებოდა ორ ენაზე: ივრითსა და ადგილობრივზე. საქართველოში ყველაზე ადრეული პერიოდის მაცევებზე არსებული ტექსტი ძირითადად მხოლოდ ივრითზეა, ორენოვანი საფლავის ქვები უკვე XX საუკუნიდან გვხვდება.

ახალციხე

44


ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

ამასთანვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეორე ენა, გარდა ივრითისა, შესაძლებელია იყოს როგორც ქართული, ისე რუსული. ადგილობრივ ენაზე არსებული ტექსტი ადასტურებს იმას, რომ ებრაული თემი ინტეგრირებული იყო მოცემულ საზოგადოებასთან, ან მოხდა მისი აკულტურიზაცია.

სენაკი

ადგილობრივ ენაზე შესრულებულმა ეპიტაფიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაამარტივოს მკვლევრის საქმიანობა. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ ივრითსა და ადგილობრივ ენაზე წარმოდგენილი ტექსტები შეიძლება სხვდასხვა ინფორმაციას გვაწვდიდეს გარდაცვლილის სახელის, მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღის ან დედის სახელის შესახებ.

ახალციხე


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ლექსიკონი

18

გემატრია – სიტყვაში შემავალი ასოების რიცხვითი მნიშვნელობების ჯამი.

საქართველოში არსებულ ორენოვან ეპიტაფიებზე ივრითით დაწერილ ტექსტში ხშირად შეხვდებით ინფორმაციას გარდაცვლილის დედის შესახებ მაშინ, როდესაც ქართულად შესრულებულ ტექსტში მხოლოდ მამას იხსენიებენ. როგორც წესი, დედის სახელის მითითებამდე იწერება ‫– ןמ דלנה‬ რაც ნიშნავს კონკრეტული პირისგან დაბადებულს ან შემოკლებით – ‫ןמ ’נה‬. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში გავრცელებული იყო საფლავის ქვის ისეთი ფორმა, რომელსაც ორი ელემენტი ჰქონდა, პირველი ესაა ჰორიზონტალური ეპიტაფია ივრითზე და მეორე – ვერტიკალური Reading a Jewish Epitaph: Tips and Guidelines ნაწილი, რომელზეც წარწერა კეთდებოდა ქართულ ენაზე ან იყო ორენოვანი.

ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ყველაზე მეტად გავრცელებულ და უფრო უნივერსალურ ეპიტაფიებზე, რომლებიც შესრულებულია ივრითზე. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ებრაული ანბანის საბაზისო ცოდნა. ასევე დადგენისთის აუცილებელი იქნება ებრაული ასო-ბგერებსა will be useful when calculating the თარიღების date (see below). და ციფრებს შორის არსებული თანაფარდობის (გემატრია18) ცოდნა (იხ. Please note that there are 5 letters (marked with circles) that can be ცხრილი).

written in two ways, either of which you might come across when reading the epitaph. The form on the right always appears at the end of the word.

Meet my family. There are five of us – my parents, my elder brother, my baby sister and me. First, meet my mum and dad, Jane and Michael. My mum

Starting and ending formulas The overwhelming majority of Hebrew epitaphs contain fixed sentences or abbreviations that mark the beginning and end of the epitaph. These abbreviations are important for several reasons: first, they indicate that the object is indeed a tombstone; second, they facilitate the right orientation of the stone in case it does not stand upright; finally, they are usually close to the crucial elements of the epitaph and help locate them more quickly. 46


ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

19 ეს

აბრევიატურა მოცემულია, რათა გამოყოფილი იყოს ეპიტაფიის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს დანარჩენი ტექსტისაგან. მის გამოსაკვეთად, როგორც წესი, იყენებენ დეკორის სხვადასხვა საშუალებას.

მოცემულ სქემაში წითლად შემოხაზული 5 ასო-ბგერა შესაძლოა ორნაირად დაიწერს. ორივე გრაფიკული ვარიანტი გვხვდება ეპიტაფიებში, მარცხნივ არსებული სიმბოლო გამოიყენება სიტყვის თავსა და შუა ნაწილში, მარჯვნივ არსებული სიმბოლო კი – მხოლოდ ბოლოში.

ეპიტაფიის საწყისი და დამასრულებელი ფორმულები ივრითზე შესრულებული ეპიტაფიების უმეტეს ნაწილში წარმოდგენილია ენობრივი კონსტრუქციები ან აბრევიატურები, რომლებიც გამოიყენება დასაწყისის ან დასასრულის განსასაზღვრად. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, არის თუ არა მოცემული ძეგლი საფლავის ქვა და ასევე დავადგინოთ, არის თუ არა ქვა სწორად აღმართული. როგორც წესი, აბრევიატურები მიუთითებენ ტექსტის მნიშვნელოვან ელემენტზე და გვეხმარებიან იმაში, რომ მოხდეს მათი სწრაფი იდენტიფიცირება. ერთ-ერთ დამწყებ აბრევიატურას წარმოადგენს – ‫„ נּפ‬აქ განისვენებს/ აქ დაკრძალულია“19 – ‫רבקנ הפּ‬. გარდა ამისა, საქართველოში ასევე ვხვდებით სრულ ფრაზებსაც, როგორებიცაა ‫ ןנא הבצמ תאז‬/ ‫ןבא תאז‬ ‫( הבצמה‬ეს საფლავის ქვა), ‫( רבקה לע ןבא הז‬ესაა საფლავის ქვა). ასევე გვხვდება ბიბლიური ციტატებიც, მაგალითად: ‫קחרו אצמי ימ ליח תשא‬ ‫„ – הרכמ םינינפמ‬ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი” – ეს ციტატა აღებულია ბიბლიიდან (იგავი 31:10) და, როგორც წესი, წარმოდგენილია ქალბატონების საფლავის ქვაზე, ხოლო აფორიზმს ‫( ודלוה םוימ תומה םויו בוט ןמשמ םש בוט‬ეკლესიასტე 7:1) – „კარგი სახელი სჯობს კარგ ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე – შობის დღეს“ – ძირითადად, მამაკაცების საფლავის ქვაზე შეხვდებით. მნიშვნელოვანია! ივრითზე დაწერილ ტექსტს კითხულობენ და წერენ მარჯვნიდან – მარცხნივ.

47


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ეპიტაფიის დასასრულებლად ყველაზე გავრცელებული აბრევიატურაა – ‫„ – הבצנת‬დაე, მისი სული იყოს სიცოცხლის კვანძში შეკრული“ (ციტატა მეფეთა პირველი წიგნიდან 25:29; რომელიც შედის გარდაცვალებულთათვის განკუთვნილ ებრაულ ლოცვაში). საქართველოში უფრო მეტად გავრცელებულია შემდეგი დამასრულებელი აბრევიატურა – ‫ – ריכא‬რაც ნიშნავს – ‫( ןוצר היהי ןכ ןמא‬ამინ, დაე, აღსრულდეს [ღვთის ნება]), რომელიც ასევე წარმოადგენს მიცვალებულთათვის ლოცვის ნაწილს. აბრევიატურებისთვის ალტერნატივის სახით დასასრულს შეიძლება იყოს სხვა ტიპის ფორმულირებებიც ან სრული წინადადებები და სიტყვათა წყობები. ასევე შესაძლოა, შეგხვდეთ ეპიტაფიები, რომლებიც სრულად ქართულ ან რუსულ ენაზეა შესრულებული, გარდა საწყისი და დამასრულებელი აბრევიატურებისა. ასეთი თანწყობა მოწმობს იმას, რომ მიუხედავად თემის აკულტურიზებისა, ის მაინც ცდილობდა შეენარჩუნებინა ებრაული ტრადიციები.


პრაქტიკუმი

ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

1. ფ ოტოებზე მოცემულ ეპიტაფიებზე იპოვეთ საწყისი და დამასრულებელი აბრევიატურები. როგორ არიან ისინი აღნიშნული?

49


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

20

ზოგიერთ რეგიონში თარიღს წერენ საფლავის ქვის თავში.

თარიღები დამასრულებელი აბრევიატურა – ‫הבצנת‬, როგორც წესი, განლაგებულია ეპიტაფიის ყველაზე მნიშნველოვან ელემენტთან – გარდაცვალების თარიღთან20 ახლოს. თუმცა გარდაცვალების დღე და წელი შეიძლება მოცემული იყოს ასევე დასაწყისშიც. ორიენტირებაში დაგვეხმარება სიტყვა "წელი", რომელიც ივრითზე შემდეგნაირად იწერება – ‫הנש‬. გარდაცვალების წელი, ებრაული კალენდრის მიხედვით, შესაძლოა, შედგებოდეს ორიდან ხუთ ასო-ბგერამდე. ერთად ისინი ქმნიან წელს, სადაც თითოეული ასო-ბგერა აღნიშნავს ციფრს: თავდაპირველად მოცემულია ასეულები, შემდეგ ათეულები და ბოლოს ერთეულები. გვერდის ბოლოს მოცემულ ცხრილში თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ, რომელი ციფრი – რომელ ასო-ბგერას შეესაბამება. ბოლო 1000 წელია ებრაელები დროის ათვლას იწყებენ იმ თარიღიდან, რომელიც ტრადიციულად მიჩნეულია სამყაროს შექმნის დღედ. წლები აღინიშნება ასო-ბგერებით. ათასები, როგორც წესი, გამოტოვებულია. მაგალითად, 2021 წელი-ეს არის 5781 წელი ებრაული კალენდრით. ის აღინიშნება, როგორც 781 წელი ‫אפשת‬. ხანდახან იმისთვის, რომ 5000 ჩაიწეროს იყენებენ ასო-ბგერას, რომელიც ხუთიანისთვისაა განკუთვნილი ‫ה‬ (5). მაშინ ‫ אפשת‬ვიზუალურად შემდეგნაირად იქნება წარმოდგენილი, ‫אפשתה‬. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ თარიღი, როგორც ტექსტი, ივრითზე იწერება მარჯვნიდან – მარცხნივ, ციფრებიც კლებითაა წარმოდგენილი – თავიდან ასეულები, შემდეგ ათეულები და ერთეულები.

2021

1240

5781

5000

50

0


ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

როგორ გამოვთვალოთ ებრაული ასო-ბგერებით წარმოდგენილი თარიღი?

თ ითოეული ასო-ბგერის ციფრობრივი მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს წელს, დააჯამეთ. მაგალითად, ‫ דפקת‬ეს იქნება 400+100 +80 +4 =584 – ებრაული კალენდრის მიხედვით, აქ გამოტოვებულია 5000.

მ ოცემულ შედეგს დაუმატეთ 1240 – გრიგორიანული კალენდრით სწორედ ამ წელს ემთხვევა ებრაული წელთაღრიცხვიდან, ანუ სამყაროს შექმნიდან 5000 წლის გასვლა. შესაბამისად, ‫ – דפקת‬584+1240, ეს უდრის – 1824 წელს. რამდენადაც დასასრული აბრევიატურა ‫ הבצנת‬ასევე იწყება ასობგერისგან ‫ת‬, იყავით ყურადღებით, რომ ისიც არ ჩათვალოთ წლის მაიდენტიფიცირებლად.

51


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

შედარებით გვიანი პერიოდის ქართული საფლავის ქვებზე ხშირად ვხვდებით თარიღს, რომელიც არაბული ციფრებითაა დაწერილი გრიგორიანული კალენდრით. თუ ეს ასე არაა, მაშინ თქვენ მოგიწევთ მისი ივრითზე გაშიფვრა. ყველაზე ძველი და უახლესი საფლავის ქვების დათარიღებით თქვენ შეძლებთ, დაადგინოთ დაახლოებით რომელ პერიოდებში არსებობდა მოცემულ ადგილზე ებრაული თემი. დღეისათვის საქართველოში აღმოჩენილი სასაფლაოებიდან ყველაზე ძველი საფლავის ქვები თარიღდება XIX საუკუნის შუა რიცხვებით (გარდა ორი ქვისა, რომლებიც მცხეთაშია წარმოდგენილი და რომლებსაც ახ.წ.აღ.ის დასაწყისს მიაკუთვნებენ). მიზეზი იმისა, რის გამოც შუა საუკუნეების სასაფლაოები დღემდე არაა აღმოჩენილი, გახლავთ ის, რომ იმ პერიოდში სასაფლაოები სრულად გამქრალა, ან განადგურებულა, თუმცა ასეთ შემთხვევაში მაინცაა შესაძლებელი ქვების აღმოჩენა. ქვების არარსებობა იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ იმ დროისთვის შესაძლოა სულაც არ არსებობდა საფლავების ქვითა და წარწერით მონიშვნის ტრადიცია. მაგალითად, ონში ძველ ებრაულ სასაფლაოს საფლავის ქვებზე არსებული წარწერები საერთოდ არ ჩანს. ხშირად იმის აღსანიშნავად, რომ თარიღი ათასების გარეშეა მითითებული, თარიღის შემდეგ დამატებულია აბრევიატურა ‫„( קפל‬ლი-ფრატ კატან“) – „მცირე ათვლის შესაბამისად“. ეპიტაფიაზე გარდაცვალების თარიღის ძიებისა და განსაზღვრისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი სასარგებლო მინიშნებაა.

52

ახალციხე


ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

53


პრაქტიკუმი

ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

1. ე ცადეთ, იპოვოთ და გამოთვალოთ გარდაცვალების თარიღები მოცემულ ფოტოებზე. მიუთითეთ თარიღის ადგილი ქვაზე. დაადგინეთ გარდაცვალების თარიღი ებრაული კალენდრის შესაბამისად, შემდეგ სცადეთ მისი გამოთვლა გრიგორიანული კალენდრით. 2. გ ამოიყენეთ ებრაული და გრიგორიანული დათარიღების შესახებ მიღებული ცოდნა და გამოთვალეთ თქვენი დაბადების თარიღი ან სხვა ნებისმიერი თარიღი ებრაული კალენდრით. დამატებითი დავალება: დაწერეთ თქვენი სურვილის შესაბამისად ნებისმიერი თარიღი ებრაული ასოებით.

54


ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

სახელები ეპიტაფიის შემდეგ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გარდაცვლილის სახელი. ძირითადად, ეპიტაფიებზე მოცემულია მიცვალებულისა და მამის სახელები. ასევე, საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით გვიანი პერიოდის მაცევებზე, დატანილია გვარიც. ებრაულ ტრადიციაში არსებობს ორი ტიპის სახელი: ბიბლიური და არაბიბლიური. ბიბლიური სახელები, როგორც წესი, მარტივი მოსაძიებელი და წასაკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ თანხმოვნებისთვის განკუთვნილი ასო-ბგერებით არიან წარმოდგენილი. (მაგალითად, რახელი – ‫ לחר‬იცხაკი – ‫)קחצי‬.

55


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ახალციხე

ბიბლიურ სახელებთან ერთად ქართველ ებრაელებში ვხვდებით ქართულ სახელებსაც, ისეთებს, როგორებიცაა მამაკაცებში: მერაბი, კობა, ჯემალი, თემური, აკაკი, მამუკა, მალხაზი, შალვა; ხოლო ქალებში: ლელა, ლალი, დალი, ქეთევანი, ზაირა, სოფია, ხათუნა. არაბიბლიური სახელები ყველაზე მეტად გავრცელებული გახდა საბჭოთა პერიოდში. არაებრაულ სახელებთან ერთად, მათ ხშირად არქმევდნენ არაოფიციალურ ებრაულ სახელებსაც. საქართველოში არსებულ ებრაულ სასაფლაოებზე შევხვდებით ქართულ-ებრაულ და აშქენაზურ სახელებსა თუ გვარებს. უმეტესწილად ქართულ-ებრაული გვარის ადამიანებს ბიბლიურ სახელებს არქმევდნენ, როგორებიცაა – აბრამი, მოშე, ელია და მსგავსი.

ახალციხე

56


ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

ქართული ებრაული გვარები უმეტესწილად სრულდება დაბოლოებაზე „-შვილი“, თუმცა ასევე ვხვდებით გვარებს, რომლებიც დაირთავენ სუფიქსს „-ძე“ და „-ელი“. ქართველი არაებრაელების გვარების უმეტესი ნაწილიც სწორედ ამ დაბოლოებებით სრულდება. არსებული მსგავსება ქართულ და ქართველი ებრაელების გვარებს შორის გახლავთ მათი მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების შედეგი. ეს ასევე მოწმობს იმას, რომ გვარების ფორმირების პროცესში ებრაელები შეადგენდნენ ქ ა რ თუ ლ ი ს აზ ოგა დ ოე ბ ი ს ნ ა წ ი ლ ს დ ა გ ვ ა რე ბ ი ს ჩ ა მ ო ყ ა ლ ი ბე ბ ა ებრაელების და არაებრაელების შემთხვევაშიც თითქმის ერთდროულად, მსგავსი ხერხებით განხორციელდა. დაბოლოება „-შვილი“ – მიუთითებს ამა თუ იმ ოჯახის კუთვნილებაზე და კავშირს ძესა და მამას შორის. ზოგიერთი ქართველი მეცნიერის აზრით, დაბოლოება „-ძე“, რომელიც ასევე კონკრეტული ოჯახის მიკუთვნებულობაზე მიანიშნებს, გაჩნდა გაცილებით ადრე, ვიდრე ფუძე-სუფიქსი „-შვილი“. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ებრაულ გვარებში დაბოლოება „-შვილი“ უფრო მეტად ჭარბობს, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს გვარები შეიქმნა შედარებით გვიანდელ პერიოდში, XVIII საუკუნემდე. თუმცა ქართველი ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გვარების და გვაროვნული სახელების ფორმირება დაიწყო ახ.წ.აღ-ით VII, VIII საუკუნეებში და თანდათანობით ვითარდებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე. ქართველი-ებრაელი ისტორიკოსის ელდარ მამისთვალიშვილის აზრით, XIX საუკუნემდე სახელები და გვარები ყოველთვის არ ატარებდნენ ვინაობის დადგენის ფუნქციას. ზოგიერთი ქართული ებრაული გვარი მთავრდება დაბოლოებით „-ელი“, მაგალითად - კრიხელი, ხოტოველი. მსგავსი სუფიქსი კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე ან ადგილზე მიგვანიშნებს. აქედან გამომდინარე, კრიზი და ხოტოვი – ეს არის საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი რეგიონის, რაჭა-ლეჩხუმის, ამბროლაურის რაიონის სოფლები. მამისთვალიშვილის მიხედვით, ასეთი გვარები გვხვდება XVIII საუკუნიდან.

57


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

წარმოშობის ადგილზე მიუთითებს არა მხოლოდ გვარის დაბოლოება „-ელი“, არამედ ასევე სუფიქსი „-შვილი“, მაგალითად: გორელაშვილი, შამელაშვილი, ბაღდადიშვილი და სხვა. გარდა ამ ისა, გვარის ფუ ძედ შე საძლოა წარმოდგე ნილი იყ ოს კუთვნილებითი სახელები, მაგალითად: დავითაშვილი, ელიაშვილი;

ასევე გვარი შესაძლოა, მიუთითებდეს საქმიანობაზე: თოფჩიაშვილი (მესაჭურვლის შვილი); მიანიშნებდეს რელიგიურ საქმიანობაზე – კოენიშვილი, ლევიაშვილი, ხახმიაშვილი. XIX საუკუნიდან მოყოლებული რუსული ენის გავლენით მრავალმა გვარმა მიიღო დაბოლოება „-ოვ“, მაგალითად, მამისთვალოვი, პაპისმედოვი და სხვა. აშქენაზური გვარები განსხვავდება ქართული და ებრაული გვარებისგან იმით, რომ მათ არ გააჩნიათ ქართული დაბოლოებები. გარდა ამისა,

58


ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

აშქენაზურ გვარებში უმეტესწილად დევს იდიშური ლექსიკა. აშქენაზურ რეგიონებში, როგორც წესი, გვარები იდიშის ფონეტიკის შესაბამისად იწერებოდა, ამიტომ იქ შესაძლოა, ვიპოვოთ ისეთი ასოთშეთანხმება, რომლებიც არ არის დამახასიათებელი ივრითისთვის და, რომლებიც მხოლოდ ერთ ბგერას აღნიშნავენ. მაგალითად ‫[( שז‬ჟ]), ‫[( שט‬ჩ]) ან ‫[( שטש‬შ]), შხირად გვხვდება გვარებში. სხვა ამგვარ ასოთშეთანხმებას წარმოადგენს – ‫[( – יי‬ეი] ან [აი]). ხმოვნები [ო] და [ა] იწერება, როგორც ‫א‬, ხოლო ბგერა [ე] – როგორც ‫ע‬. ხშირად ივრითი და რუსული/ქართული ტექსტები შეიცავენ სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის განსხვავდება სახელებიც. ამის ნათელი დადასტურება შეგიძლიათ, იხილოთ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე.

თბილისი


პრაქტიკუმი

ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

1. ს ცადეთ, იპოვოთ და წაიკითხოთ სახელები მოცემულ ფოტოებზე. 2. ს ცადეთ, დაწეროთ თქვენი სახელი და გვარი ებრაული ანბანის გამოყენებით და დამატებითი ასო-ბგერების კომბინაციით.

60


ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

ხანდახან საკმაოდ რთულია ეპიტაფიაზე სახელის პოვნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ივრითის ცოდნა შეზღუდულია, ხოლო სახელი არანაირად არ არის მონიშ ნული. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, საფლავის ქვის კითხვა დავიწყოთ შემდეგი სიტყვების ძიებით – ‫„ ( ןב‬ძე“), ‫„ ( תב‬ასული“) ან ‫„ ( רב‬ბატონის ძე – ასული“) . ეს სიტყვები უმეტესწილად აკავშირებს ერთმანეთთან სახელსა და მამის სახელს. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ სახელი, არამედ გარდაცვლილის სქესიც დავადგინოთ.

61


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ეს გახლდათ ძირითადი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მაცევების უდიდეს ნაწილზე ეპიტაფიების ზედაპირული კვლევა და წარწერების წაკითხვა. უფრო ღრმა კვლევისათვის აუცილებელია, უფრო ღრმად შევისწავლოთ ეპიტაფიის სტრუქტურა. ეპიტაფიის ტექსტში ასევე შესაძლებელია, სხვა უამრავი ელემენტი იყოს მოცემული: გლოვის ტექსტი; ადამიანის პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია; ბიბლიური ციტატები; მიცვალებულის გარდაცვალების არა მხოლოდ წელი, არამედ დღეც. იმისათვის, რომ უფრო დეტალურად შეისწავლოთ ებრაული ეპიტაფიის შემადგენელი ელემენტები, შეგიძლიათ, გაეცნოთ მიხაილ ნოსონოვსკის კვლევით სტატიას, ხოლო საქართველოში არსებული ებრაული ეპიტაფიების ზოგიერთ განსაკუთრებულობაზე ინფორმაცია იხილეთ აღმოსავლეთის მკვლევარ ნისან ბაბალიკაშვილის წიგნში.

ქუთაისი

რეკომენდირებული ლიტერატურა:

Бабаликашвили, Нисан. Еврейские надписи в Грузии (XVIII-XIX вв.). Тбилиси, 1971.

Nosonovsky, Michael. Hebrew Inscriptions from Ukraine and Former Soviet Union. Washington, DC: Lulu, 2006.

D octor, Ronald. Reading Hebrew Matzevot Key Words, Abbreviations, & Acronyms, 2008.

თბილისი

62


ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

თბილისი

63


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ებრაული საფლავის ქვების დეკორი

ბრაული საფლავის ქვებზე, გარდა ტექსტისა, ასევე ხშირად

შეხვდებით დეკორის ელემენტებს. მოცემული თავი დაეთმობა ეპიტაფიებზე თანდართული სიმბოლოების გაშიფვრასა და „წაკითხვას“. ე ბ რ აუ ლ ე პ ი ტ ა ფ იე ბზე მ ო ც ე მ უ ლ ი ტ ე ქ ს ტ ი მ თე ლ მ ს ო ფ ლ ი ო შ ი გა ფ ო რ მე ბულ ი ა სხვ ა დ ასხვ ა ს ახ ი ს ს ი მბ ო ლუ რ ი დე კ ო რ ატიულ ი ელემენტებით, რომლებიც შესაძლოა, არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართული ებრაული საფლავის ქვებზე ასეთი სიმბოლოები საკმაოდ დიდი იშვიათობაა. საფლავის ქვის გაფორმებაზე, როგორც წესი, მრავალი ფაქტორი ახდენდა გავლენას: საფლავის ქვაზე გამოსახულების დატანის სხვადასხვა მიზეზით აკრძალვა; რეგიონის ებრაული და არაებრაული წესები; თავად ქვის სტრუქტურა და სხვა. მრავალი საფლავის ქვა არ არის კარგად შენარჩუნებული, შესაბამისად, საკმაოდ რთული, ხანდახან კი სრულიად შეუძლებელია რაიმე ელემენტის დანახვა. ჩვენ განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ სიმბოლოებსა და ორნამენტებს.

64


ებრაული საფლავის ქვების დეკორი

დავითის ვარსკვლავი ექვსქიმიანი დავითის ვარსკვლავი ან „მაგენ დავითი“ („დავითის ფარი“) ყველაზე დიდ ასოციაციას აჩენს იუდაიზმთან. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ დავითის ვარსკვლავი შედარებით ახალი სიმბოლოა, ის მენორაზე გვიან გაჩნდა. შუა საუკუნეების ლეგენდის თანახმად, ეს ნიშანი გამოსახული იყო მეფე დავითის ჯარისკაცების საბრძოლო ფარებზე. ექვსქიმიანი ვარსკვლავი ყველაზე მეტად გავრცელებული სწორედ შუა საუკუნეების პერიოდში გახდა. მოგვიანებით, ნაცისტურმა რეჟიმმა ყვითელი დავითის ვარსკვლავი გამოიყენა იმისთვის, რომ ებრაელები გაემიჯნა არაებრაელებისგან. დღეისათვის დავითის ვარსკვლავის ხილვა შესაძლებელია სინაგოგებში, ებრაულ სახლებში, ისრაელის სახელმწიფო დროშაზე და სხვა ადგილებში. ეს სიმბოლო ყველაზე მეტად გავრცელებულია ქართული საფლავის ქვებზე.

65


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

მენორა ებრაულ საფლავის ქვებზე ასევე ყველაზე გავრცელებულ სიმბოლოდ ითვლება მენორა („სასანთლე“). ის ისევე გამოიყურება, როგორც იერუსალიმის ტაძრის შვიდსანთლიანი ოქროს სასანთლე. 21 მენორა იუდაიზმის ერთ-ერთ ყველაზე ძველი სიმბოლოა. თქვენ მას შეხვდებით არა მხოლოდ საფლავის ქვებზე, არამედ სინაგოგის ინტერიერშიც, ებრაულ სხვადასხვა რიტუალურ ნივთზე, ისრაელის სახელმწიფო გერბზე და სხვა... რომში ტიტუსის ტრიუმფალურ თაღზე შენარჩუნებულია მენორას ყველაზე ცნობილი და უძველესი გამოსახულება.

მენორა ტიტუსის ტრიუმფალურ თაღზე რომში 21

66

ირველი ტაძარი ძვ.წ.აღ.-ით 1200 წელს აშენდა მეფე სოლომონის მმართველობის პ პერიოდში. ის ბაბილონელი მეფე ნაბუქოდონოსორ მე-2-ის დროს ძვ.წ.აღ.-ით 586 წელს დაანგრიეს. მეორე ტაძარი იერუსალიმში ფუნქციონირებდა ძვ.წ.აღ.-ით 516 წლამდე მანამ, სანამ ისიც არ გაანადგურეს ახ.წ.აღ.-ით 70 წელს. მეორე ტაძარის დანგრევა გახდა ებრაელების მრავალსაუკუნოვანი განდევნის საწყისი. სწორედ ის წარმოადგენს წმინდა მიწაზე დაბრუნების იმედს.


ებრაული საფლავის ქვების დეკორი

კოენის კურთხევა („კოენის ხელები“) კიდევ ერთი ცნობილი ებრაული სიმბოლო გახლავთ – ორი გაშლილი ხელის გული, რომელიც წარმოდგენილია იმგვარად, რომ შუა და არათითი ქმნიან სივრცეს, რომელიც მოგვაგონებს ასო ‫„( ש‬შინ“). კ ოე ნ ი ს ს ი მ ბ ო ლ ო მ ო სე ს ძ მ ი ს ა ა რ ო ნ ი ს ს აგ ვ ა რეუ ლ ო ნ იშან ი ა, რომლის შთამომავლებიც იერუსალიმის ტაძრის მღვდელმსახურები იყვნენ. ახ.წ.აღ.-ით I საუკუნეში, მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ, კ ოე ნე ბ მ ა დ აკ ა რგ ე ს ს აკ უ თ ა რ ი რ ი ტუ ა ლ უ რ ი ფ უ ნქ ც იე ბ ი ს დ ი დ ი ნაწილი, გარდა განსაკუთრებული კურთხევისა, რომელიც აშქენაზური ტრადიციებით სრულდებოდა დღესასწაულებზე, ხოლო სეფარდებთან – ყოველდღიურად. ამგვარი კურთხევის დროს ხელებისა და თითების განლაგება ხდებოდა ზუსტად ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. საფლავის ქვაზე ამგვარი გამოსახულება მიუთითებს იმაზე, რომ მიცვალებული კოენების შთამომავალი გახლდათ. „კოენის ხელები,“ როგორც სიმბოლო, წარმოდგენილია შუა საუკუნეებიდან.

სურამი

67


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

შაბათის სანთლები შაბათის სანთლები წარმოადგენენ იუდაიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური წესის – შაბათის დაცვის სიმბოლოს. შაბათი – ეს არის წმინდა დღე, რომელიც იწყება პარასკევს საღამოს და გრძელდება შაბათ საღამომდე. ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება, რომელიც ებრაელ ქალს აკისრია, შაბათის დაწყების ნიშნად სანთლების დანთებაა. სწორედ ამიტომ შაბათის სანთლები ქალბატონების საფლავის ქვებზეა დატანილი. ეს სიმბოლო მიუთითებს არა მხოლოდ მიცვალებულის სქესზე, არამედ იმაზეც, რომ ის მისდევდა რელიგიურ წესებს. მნიშვნელოვანია! შაბათის სასანთლე ხშირად ეშლებათ მენორაში. იმისთვის, რომ არ შეგვეშალოს, აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ სანთლების რაოდენობას. მენორაში სანთლების რაოდენობა ყოველთვის ერთნაირია და შეადგენს შვიდს. თუ შანდალზე შვიდზე მეტი ან ნაკლები სანთელია, მაშინ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შაბათის სანთლებია.

თბილისი

ახალციხე

68


ებრაული საფლავის ქვების დეკორი

სიკვდილის მეტაფორა სიმბოლოთა კიდევ ერთი გავრცელებული ჯგუფი მეტაფორულად სიკვდილს გამოხატავს. ეს კატეგორია საკმაოდ ფართო სპექტრის გამოსახულებებს მოიცავს, რომელთა შორისაც ხშირად ვხვდებით: დამტვრეულ ხეს ან ყვავილს, მკვდარ ან დაჭრილ ცხოველს და მისთანებს.

ნავთლუღი, თბილისი

69


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

კულაში

70


ებრაული საფლავის ქვების დეკორი

ცხოველები მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცხოველი ებრაული საფლავის ქვებზე მოცემულია, როგორც სიკვდილის მეტაფორული სიმბოლო, მათ შესაძლოა, გააჩნდეთ განსხვავებული მნიშვნელობაც. ცხოველების გამოსახვა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და ეს მოვლენა ერთი რომელიმე მიზეზით ადვილად ვერ აიხსნება. ცხოველის გამოსახულება შეიძლება გამოყენებულ იქნას გარდაცვლილის სახელის აღსანიშნად, ბიბლიური ციტატის გადმოსაცემად ან ესთეტიური ფუნქციის შესასრულებლად.22 საფლავის ქვების დეკორაციისთვის ასევე იყენებენ ფრინველის გამოსახულებას, რაც უმეტესწილად ქალბატონების მაცევებისთვისაა დამახასიათებელი. აღმოსავლეთ ევროპულ ებრაულ ქვებზე ასევე შეხვდებით ქიმერების, მარტორქების ან გრიფონების გამოსახულებებს, რ ო მ ლე ბს ა ც შე ს ა ძ ლ ო ა, ჰქ ო ნ დე თ კო ნკრე ტულ ი მ ნ იშვ ნელ ო ბ ა. ისრაელელი ხელოვნებათმცოდნე ბორის ხაიმოვიჩი მიიჩნევს, რომ ქიმერები წარმოადგენენ მიცვალებულის სულის ერთგვარ დამცველებს.23

თევზის გამოსახულება ახალ ებრაულ სასაფლაოზე საჩხერეში 22

ი უდაიზმში ცხოველების სიმბოლურ მნიშვნელობაზე დაწვრილებით შეგიძლიათ, იხილოთ: Goberman, David, Pinsky, Robert, and Hundert, Gershon David. Carved Memories: Heritage in Stone from the Russian Jewish Pale. New York: Rizzoli, 2000.

23

haimovich, Boris. The Jewish Tombstones of the 16th–18th Centuries from the Eastern K Province of the Polish Kingdom: Study of the Iconography and Style. Genesis 2005.

71


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

სიმბოლო, როგორც მაცევის კვლევის ელემენტი სიმბოლოები შეიძლება სასარგებლო იყოს ებრაული ეპიტაფიების კვლევისას განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვლევარი კარგად არ ფლობს ებრაულს. მაგალითად, შაბათის სანთლები ცალსახად მიუთითებენ დაკრძალული ადამიანის სქესზე, რადგან უმეტეს შემთხვევაში ისინი გამოსახულია ქალის საფლავის ქვებზე და პირიქით, „კოენის კურთხევის“ სიმბოლოები მხოლოდ მამაკაცების საფლავებზე შეგვიძლია ვიპოვოთ. თქვე ნ უკვე ი ცით, თუ როგორ განსაზღვროთ საფლავის ქვაზე გარდაცვალების თარიღი და დაკრძალული ადამიანის სქესი მაცევზე არსებული სიმბოლოს გამოყენებით. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს კვლევის შემდგომ მიმდინარეობას, მაგალითად, გვეხმარება იმაში, რომ სურამი

მივხვდეთ მამაკაცის სახელი უნდა ვეძებოთ საფლავის ქვაზე თუ – ქალის. მნიშვნელოვანია! დეკორის ყველა ელემენტს არ გააჩნია სიმბოლური დატვირთვა განსხვავებით იმ სიმბოლოებისგან, რომლებიც ატარებენ ინფორმაციას მიცვალებულის საქმიანობის, გარდაცვალების მიზეზის, პოლიტიკური შეხედულებებისა და სხვა დეტალების შესახებ. სხვა ტიპის ორნამენტები, ყვავილები, სტილიზებული კოლონები თუ სხვა, ეს მხოლოდ და მხოლოდ დეკორის ნაწილია ან/და გლოვის სიმბოლოები. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია მცენარის გამომხატველი ელემენტები, მაგალითად ვაზის ფოთლები ან მტევნები, რომლებსაც არ გააჩნიათ რაიმე სახის სიმბოლური დატვირთვა და მხოლოდ საფლავის ქვის გასალამაზებლადაა.

ქუთაისი

72


ებრაული საფლავის ქვების დეკორი

საქართველოში გვიანდელი პერიოდის ებრაულ საფლავის ქვებზე ხშირად ნახავთ გარდაცვლილთა მცირე ზომის ფოტოებსა თუ სრული ზომის პორტრეტებს. ზოგჯერ ეს ელემენტები ასევე გვეხმარება მივიღოთ ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ: მაგალითად, თუ ფოტოზე არის მამაკაცი ტრადიციულ ებრაულ სალოცავ შალში, როგორც ეს ფოტოზეა ონის სასაფლაოდან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიცვალებული მორწმუნე რელიგიური ადამიანი გახლდათ.

ონი

რეკომენდირებული ლიტერატურა:

Goberman, David, Pinsky, Robert, and Hundert, Gershon David. Carved

Memories: Heritage in Stone from the Russian Jewish Pale. New York: Rizzoli, 2000.

Brown, Ryland. If the Stones Could Speak: A Guide to the Shapes and Symbols in Your Local Cemetery. Gateway Seminars, 2014.

73


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

როგორ მოვინახულოთ ებრაული სასაფლაო

ებისმიერი ებრაული სასაფლაო წარმოადგენს საკრალურ ადგილს, იქნება ის მოქმედი თუ გაუქმებული. შესაბამისად, იქ მისულები, მიუხედავად ვიზიტის მიზნებისა, უნდა მისდევდნენ რამდენიმე უბრალო წესს. შემდგომში თქვენ მიიღებთ რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას და შეიტყობთ ზოგიერთი რიტუალის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ებრაულ სასაფლაოებთან.

ი უდეური ტრადიციის თანახმად, უმჯობესია, თუ მამაკაცს რაიმე ეხურება თავზე. ზოგჯერ მამაკაცებს კიპას შესასვლელთან აძლევენ თუმცა თავის შესამოსად ნებისმიერი თავსაბურავი დაშვებულია.

ს ასაფლაოზე არ არის რეკომენდირებული ჭამა, დალევა და მოწევა, ვინაიდან იუდაიზმში ეს მიცვალებულის უპატივცემულობად ითვლება გარდა ამისა, სასაფლაო რიტუალურად უწმინდურ ადგილადაა მიჩნეული.

ვინაიდან სასაფლაო უწმინდურ ადგილად ითვლება, იქ სტუმრობის შემდეგ შესაძლოა შემოგთავაზონ ხელების დაბანა. როგორც წესი, ამისათვის არსებობს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.

ებრაული სასაფლაოს სტუმრები. ბუდაპეშტი. 1920-იანი წლები

74


როგორ მოვინახულოთ ებრაული სასაფლაო

სასაფლაოს სტუმრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა რიტუალებსა და ცერემონიებში: სამგლოვიარო ლოცვების ან ღმერთის სადიდებელი სპეციალური ლოცვის, კადიშის წაკითხვაში; საფლავთან ახლოს სანთლების დანთებასა და საფლავზე მცირე ქვების დადებაში. საფლავზე ყვავილების დადება – ეს ქრისტიანული ტრადიციაა და ებრაულ სასაფლაოზე მსგავსი პრაქტიკა არ გვხვდება. დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობაც კი დიდი პატივია. ტრადიციულად ის, ვინც გზად დაკრძალვის მსვლელობას შეხვდება, ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაიღოს თანხა ქველმოქმედებისთვის.

75


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს?

ოცემულ სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ებრაული ს ას ა ფლ ა ოე ბ ი ს კ ვ ლევ ი ს ძ ი რ ი თ ა დ ი თე ო რ იულ ი ცნ ო ბე ბ ი დ ა საქართველოში არსებული სასაფლაოების განსაკუთრებული ნიშანთვისებები. ჩვენ შევეცადეთ, მოგვეწოდებინა მეტ-ნაკლებად უნივერსალური ინფორმაცია, რომელსაც, შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში დაეყრდნოთ. ამ განყოფილებაში აღწერილია პრაქტიკული ზომები, რომელთაც ადვილად შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეებთან მუშაობისას. ისინი საკმაოდ ზოგადია და მარტივად ერგებიან კონკრეტულ საგანმანათლებლო მიზნებს.

76


კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს?

1. სასალფაოების ლოკალიზება როგორც უკვე აღინიშნა, ებრაული სასაფლაოების ლოკალიზების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ძველ რუკებთან მუშაობა. რუკები განსაკუთრებულად ღირებულია განადგურებული სასაფლაოების შესასწავლად, რომელთაგან არაფერია დარჩენილი და მათ ადგილას შესაძლოა განაშენიანებაც იყოს. ძებნა შეიძლება დავიწყოთ ჩვენი ქალაქის ან სოფლის ძველი რუკებიდან, რომლებიც, ჩვეულებრივ, ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ან არქივში ინახება. სცადეთ, შეადაროთ ძველი და თანამედროვე რუკები. თუ თქვენ იყენებთ, მაგალითად, GOOGLE-რუკებს, დარწმუნდით, რომ მათი მასშტაბები ძველი რუკების მასშტაბებთან შესაბამისობაშია. ორივე რუკის გამოყენებით უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

რ ამდენი ებრაული სასაფლაო იპოვეთ ძველ რუკაზე? რამდენი მათგანია მითითებული თანამედროვეზე?

თ უ რუკაზე დატანილია სასაფლაო, წარმოდგენილია თუ არა ის ძველ ადგილზე? მისი მასშტაბები შეიცვალა? თუ შეიცვალა, როგორ?

თ უ სასაფლაო განადგურდა, რა არის ამჟამად მის ადგილზე? ესტუმრეთ ამ ადგილს, გამოკითხეთ ადგილობრივი მოსახლეობა, სმენიათ თუ არა რაიმე აქ ადრე არსებული ებრაული სასაფლაოს შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ ძველი რუკები არაა ხელმისაწვდომი, ძველი სასაფლაოების ლოკალიზება სცადეთ შემდეგი ხერხით: ჩაატარეთ ინტერვიუები ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებსაც შეიძლება ახსოვდეთ ან გაგონილი ჰქონდეთ უფროსი თაობისგან, თუ სად მდებარეობდა ადრე ებრაული სასაფლაო. თუ ქალაქში არსებობს მოქმედი სინაგოგა, ესტუმრეთ და გამოკითხეთ სინაგოგის უხუცესი ან თემის ასაკოვანი წევრები. თუ თქვენ იპოვით ადამიანს, რომელსაც ახსოვს, სად მდებარეობდა სასაფლაო, რომელიც დღეს დანგრეულია, სთხოვეთ მას გაჩვენოთ სასაფლაოს ტერიტორია რუკაზე ან ადგილზევე. ს ა ს ა ფ ლ ა ო ე ბ ი ს ლ ოკ ა ლ ი ზ ე ბ ა შ ი ა ს ე ვ ე დაგეხმარებათ ESJF-ის მონაცემთა ბაზა. თუ თქვენ შეძლებთ იმ სასაფლაოს იდენტიფიცირებას, რომელიც აღნიშნულ ბაზაში არ იძებნება, ეს იქნება საკმაოდ ღირებული.


ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და მოგვწეროთ. გაგვიზიარეთ თქვენი აღმოჩენები სკოლაში, მუზეუმში, ბიბლიოთეკასა თუ სხვა ადგილებზე.

2. ფოტო გამოფენა ფოტო გამოფენა – ეს არის ერთ-ერთი საშუალება მათთვის, ვინც ჯერ არ არის მზად, გამოიკვლიოს ტექსტური მასალა. ფოტოგამოფენის ორგანიზება განსაკუთრებით მიზანშეწონილია რეგიონებში, სადაც წარმოდგენილი საფლავის ქვები ხასიათდება მრავალფეროვანი და მდიდარი დეკორაციით. დაათვალიერეთ ადგილობრივი ებრაული სასაფლაოები, იპოვეთ საფლავის ქვებზე საინტერესო სიმბოლოები. თქვენი აღმოჩენების შესაბამისად აირჩიეთ თემა გამოფენისთვის, მაგალითად, „ყველაზე პოპულარული ებრაული სიმბოლოები“. შეძლებისდაგვარად გადაიღეთ ფოტოები მაღალი ხარისხის მქონე ფოტოკამერით.

78


კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს?

ამოარჩიეთ საუკეთესო ფოტოები გამოფენისთვის. ფოტო გამოფენა ჩაატარეთ თქვენს სკოლაში, ადგილობრივ მუზეუმში, ბიბლიოთეკაში და სხვა მსგავს დაწესებულებებში. ვ იზ უ ა ლ უ რ მ ა ს ა ლ ა ს შე გი ძ ლ ი ა თ თ ა ნ დ აუ რ თ ო თ ი ს ტ ო რ ი უ ლ ი ფაქტები ებრაული თემის ან სასაფლაოს შესახებ. სიმბოლოებისა და ორნამენტების ასახსნელად გამოიყენეთ მოცემულ სახელმძღვანელოში აღნიშნული ინფორმაცია. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ლიტერატურა, რომელიც კონკრეტულ თავს თან ერთვოდა. ამასთანავე, თუ ფოტო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ავტორი, შესაძლებელია ჩატარდეს კონკურსი საუკეთესო ფოტოს გამოსავლენად.

3. ისტორიული კვლევა თუ თქვენ შეისწავლეთ ებრაული ანბანი და შეგიძლიათ იპოვოთ, წაიკითხოთ და გამოთვალოთ ეპიტაფიის ტექსტში მოცემული გარდაცვალების თარიღი, მაშინ გააკეთეთ ეს, ვინაიდან ესაა შესანიშნავი ხერხი სახელმძღვანელოს საშუალებით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის. გამოიკვლიეთ ადგილობრივი ებრაული სასაფლაო და შეეცადეთ, დაადგინოთ იმდენი თარიღი, რამდენსაც გაწვდებით. ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით თარიღები გამოითვალეთ გრიგორიანული კალენდრით და მიღებული შედეგების საფუძველზე შეეცადეთ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

რამდენად ძველია კონკრეტული სასაფლაო? რ ომელ წლებს მიეკუთვნება უძველესი და უახლესი საფლავის ქვები?

ყ ველაზე ხშირად რომელი წლების სამარხებია წარმოდგენილი? რაზე შეიძლება ეს მიგვანიშნებდეს?

გამართეთ თქვენი კვლევის შედეგების წარდგენა სკოლაში,

ადგილობრივ მუზეუმში, ბიბლიოთეკაში თუ სხვა შესაბამის დაწესებულებაში.


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

4. კატალოგიზაცია ფოტოებთან მუშაობის კიდევ ერთ ხერხს წარმოადგენს კატალოგიზაცია. შეადგინეთ სასაფლაოს გეგმა, რომელზეც მოცემული იქნება საფლავების ადგილმდებარეობა. თითოეულ სამარხს მიაკუთვნეთ ნომერი და კატალოგში შეიყვანეთ ინფორმაცია, რომელიც თქვენ შესძელით ამოგეკითხათ საფლავის ქვიდან, იქნება ეს სახელი, გვარი თუ თარიღი. დაამატეთ კატალოგშ ი საფლავის ქვი ს ფოტოები, რომ ლებზე ც მითითებული იქნება შესაბამისი ნომრები. მსგავსი ტიპის კატალოგი დაგეხმარებათ ადგილობრივი სასაფლაოს, რეგიონის ან ადგილის ღრმა კვლევაში და გენეალოგიური ჯაჭვის დადგენაში როგორც წარსულში, ასევე თანამედროვეობაში. ეს შესაძლოა დიდი გენეალოგიური პროექტის დასაწყისი გახდეს.

5. გენეალოგიური პროექტი წინა მეთოდებისგან განსხვავებით, ეს პრაქტიკული ამოცანა მოითხოვს მეტ სურვილს, ჩართულობას და რესურსებს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ შედეგი კიდევ უფრო საინტერესო და მოულოდნელი შეიძლება აღმოჩნდეს. ამისთვის აუცილებელია, გამოიყენოთ მოცემულ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი რჩევები და განახორციელოთ საარქივო და ეთნოგრაფიული კვლევები. მსგავსი პროექტი შესაძლოა იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური. ადგილობრივ სასაფლაოზე, კონკრეტული მაცევიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაკრძალულ ადამიანზე ან, შეძლებისდაგვარად, მთელს ოჯახზე მოამზადეთ გენეალოგიური ცნობები.

თ ა ვ დ ა პ ი რ ვ ე ლ ა დ გა მ ო იკ ვ ლ ი ე თ ს ა ფ ლ ა ვ ი ს ქ ვ ა. თ უ ქ ვ აზ ე

წარმოდგენილია რაიმე სიმბოლო, შეეცადეთ, დაადგინოთ ისეთები, რომლებიც განსაზღვრავენ სოციალურ სტატუსს, მიცვალებულის საქმიანობას და მის სქესს. გამოიყენეთ ამ სახელმძღვანელოში მოცემული პარაგრაფი.

ა მოარჩიეთ ძეგლი, რომელმაც ყველაზე მეტად დაგაინტერესათ. ჩაიწერეთ ინფორმაცია, რომლის მიღებაც თქვენ შესძელით მოცემული საფლავის ქვიდან.

ი პ ო ვ ე თ დ ა გ ა მ ო თ ვ ა ლ ე თ გარდა ცვალე ბი ს თარიღი, გამოთვალეთ ის გრიგორიანული კალენდრით.

80


კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს?

იპოვეთ, წაიკითხეთ და ჩაიწერეთ დაკრძალული ადამიანის სახელი და გვარი (თუ ეპიტაფია შეიცავს მსგავს ინფორმაციას).

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინეთ იმ მიცვალებულის „პროფილი“, რომლის ისტორიაც გინდათ გამოიკვლიოთ.

გამოიკვლიეთ იგივე გვარის ადამიანების სხვა საფლავის ქვები. გაიმეორეთ იგივე ეტაპები, რათა შეადგინოთ ადამიანის „პროფილი“ და დაუკავშირეთ ცნობები იგივე გვარის სხვა წარმომადგენლებს.

შეადარეთ თარიღები. შ ესაძლებელია დავასკვნათ, რომ ერთი და იგივე გვარის მატარებელი ადამიანები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ?

საარქივო კვლევა: შეძლებისდაგვარად შეეცადეთ ადგილობრივ არქივში იპოვოთ ინფორმაცია კონკრეტული გვარის ადამიანების შესახებ.

ვ ინ იყვნენ ეს ადამიანები? როგორი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი მათ შესახებ?

ეთნოგრაფიული კვლევა: თუ გარდაცვალების თარიღი შედარებით ახალია, თქვენი ქალაქისა თუ სოფლის მაცხოვრებლებს გამოკითხეთ, ახსოვთ თუ არა ებრაული ოჯახი, რომელთა ისტორიასაც თქვენ იკვლევთ. დაიწყეთ თქვენი ბებია-ბაბუებისგან! იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არის შესაძლებელი ადმიანების იდენტიფიცირება, სცადეთ, შეაგროვოთ რაც შეიძლება მეტი სხვა სახის ინფორმაცია.

დ აადგინეთ გარდაცვლილის სქესი. იყო თუ არა ის კოენების შთამომავალი (თუ მიცვალებული მამაკაცია)? შესაძლებელია თუ არა დავადგინოთ გარდაცვლილის პროფესია? დ აადგინეთ გარდაცვალების თარიღები. მიუხედავად შეზღუდული ინფორმაციისა, რომელიც შესაძლოა მოგაწოდოთ ეპიტაფიამ, თქვენ მაინც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი საკუთარი კვლევა და წარმოადგინოთ იგი კლასში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში და ა.შ.. ასეთი პრაქტიკული ამოცანები ადგილობრივ დონეზე აყალიბებს ებრაული კულტურისა და ისტორიის შესახებ ცოდნის გაღრმავების მეტ ინტერესს. პრაქტიკული ამოცანების ეს მაგალითები საკმაოდ მარტივი და ინტერაქტიულია. თქვენ შეგიძლიათ ზედმიწევნით მიჰყვეთ სახელმძღვანელოს რეკომენდაციებს, ან, თქვენი საგანმანათლებლო სურვილებიდან გამომდინარე, მოახდინოთ მათი ადაპტირება. ასევე ეს დაგეხმარებათ გარკვეული მოტივაციის პოვნაში, რათა საკუთარი პროექტები განახორციელოთ. ჩვენ წარმოვადგინეთ მხოლოდ და მხოლოდ სახელმძღვანელო ინსტრუმენტები და განვსაზღვრეთ ორიენტირები, რათა თქვენ მარტივად შეძლოთ ადგილობრივი ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლა. 81


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

პასუხები პრაქტიკულ დავალებებზე

ოგორ გამოვითვალოთ პირველი თარიღი: 1900= 600+1240= ‫ישת‬ მეორე თარიღი: 1950 = 1240 + 710 =

რივე საფლავის ქვაზე მოცემულია აბრევიატურა ‫נפ‬. მარჯვენა ქვაზე ასოები ჩაწერილია დავითის ვარსკვლავში, მარცხენაში კი ის მათ ერთმანეთისგან ჰყოფს. ორივე საფლავის ქვა მთავრდება აბრევიატურით

‫הבצנת‬.

‫הבצנת‬

რა არის საჭირო იმისთვის, რომ დავწეროთ ჩვენი დაბადების თ ა რ ი ღ ი ე ბ რ აულ ი კ ა ლე ნ დ რ ი ს მ ი ხედვ ი თ? დ ავუშვ ა თ, თქვენ დაიბადეთ 1975 წელს. გამოთვლა უნდა ვაწარმოოთ შემდეგნაირად: 1975 - 1240 =735 მიღებულ შედეგს უნდა დავუმატოთ 5000 (ვინაიდან 1240 წელი გრიგორიანული კალენდრით ემთხვევა ებრაული ქრონოლოგიით აღნიშნულ 5000 წელს). შესაბამისად, ებრაული კალენდრის მიხედვით, თქვენ დაიბადეთ 5735 წელს. გილოცავთ! ახლა კი დავწეროთ ეს თარიღი ებრაული ასოებით: 400+ 300 +30 + 5=

პრაქტიკუმი

ებრაული ეპიტაფიების კითხვის პრაქტიკუმი

47

82

პრაქტიკუმი

‫הלשת‬ ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

52


პასუხები პრაქტიკულ დავალებებზე

ს არის რახელის საფლავი, ნატანის ასულის, მოშეს, ისააკის ძის და ესტერის, მოშეს ასულის. როგორ დავწეროთ სახელები ივრითზე? ქვემოთ მოცემულია იმ ადამიანების სახელები, როლებიც მუშაობდნენ ამ წიგნზე. შეეცადეთ წაიკითხოთ ისინი, შემდეგ კი დაწერეთ თქვენი სრული სახელი.

‫ אלעכסאנדרה פישל‬, ‫יוליה אורשינה‬

პრაქტიკუმი

ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

58

83


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

სასარგებლო ბმულები ებრაული სასაფლაოების შესახებ: ESJF European Jewish Cemeteries Initiative – აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ებრაული სასაფლაოების უმსხვილესი ბაზა (რუკები, ისტორიული კვლევები, აღწერები და ფოტოები). ხელმისაწვდომია: https://www.esjf-surveys.org/surveys/

International Jewish Cemetery Project (by the International Association of Jewish Genealogical Societies). ხელმისაწვდომია: http://iajgscemetery.org/eastern-europe

O nline Worldwide Burial Registry by Jewishgen (JOWBR). ხელმისაწვდომია: https://www. jewishgen.org/ databases/Cemetery/tree/CemList.htm

M aceva – ლიეტუვის სასაფლაოების კვლევის შესახებ ინფორმაცია. ხელმისაწვდომია: http://www. litvakcemetery.info

გენეალოგიური კვლევის შესახებ: J ewishgen – ევროპაში სხვადასხვა ებრაული თემის უმსხვილესი ბაზა (ადგილმდებარეობა, სახელები, ძირითადი ინფორმაცია და ბმულები). ხელმისაწვდომია: https://www.jewishgen.org/Communities/Search.asp

Avotaynu – ებრაული გენეალოგიის შესახებ ტექსტების კატალოგი. ხელმისაწვდომია: https://www.avotaynu. com/allbooks.htm

G eni.com – გენეალოგიური ხეები/გვარები. ხელმისაწვდომია: https://www.geni.com/projects/JewishGenealogy-Portal-A-Guide-to-Jewish-Projectsand-Resources-on-Geni

Ancestry – გენეალოგიური ხეები/გვარები. ხელმისაწვდომია: https://www.ancestry.com/cs/jewishgen-all

84


ძირითადი სიმბოლოები

ძირითადი სიმბოლოები დავითის ვარსკვლავი („მაგენ დავითი“) – ექვსქიმიანი ვარსკვლავი. ებრაელი ხალხის, იუდაიზმისა და ისრაელის სიმბოლო. შუა საუკუნეების ლეგენდის თანახმად, ეს ნიშანი წარმოადგენდა იუდეველი მეფის დავითის ნიშანს. ამავე ლეგენდის თანახმად, ვარსკვლავი გამოსახული იყო ჯარისკაცების საბრძოლო ფარებზე. თანამედროვე პერიოდში წარმოადგენს მთავარ ებრაულ ნაციონალურ სიმბოლოს. კოენი – ანტიკური დროიდან იერუსალიმის ტაძრის მღვდელმსახური. ახ.წ.აღ.-ით I საუკუნეში იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მღვდლებმა კოენებმა დაკარგეს თავიანთი ფუნქციებიდან საკმაოდ ბევრი, გარდა განსაკუთრებული წირვის ჩატარების და ლოცვის უფლებისა დიდი დღესასწაულების დროს. ამ კურთხევისთვის ისინი ხელებს დებენ ისე, როგორც წარმოდგენილია ნახატზე. მენორა (სასანთლე) – ოქროს სასანთლე, რომელიც ტრადიციის მიხედვით, იერუსალიმის ტაძარშია წარმოდგენილი. მისი გამოსახულება ერთ-ერთ ყველაზე ძველია, რომელიც ანტიკური დროიდანაა შემორჩენილი და იუდაიზმის სიმბოლოდ ითვლება. შაბათის სანთლები – წარმოადგენს იუდაიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური წესის – შაბათის დაცვის სიმბოლოს. ქალბატონების საფლავები ხშირად არის მორთული შაბათის სანთლებით. ეს სიმბოლო მიუთითებს არა მხოლოდ მიცვალებულის სქესზე, არამედ იმაზეც, რომ ის იყო მორწმუნე და მისდევდა რელიგიურ წესებს.

85


SJF Guide

Tips and Guidelines

ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

საწყისი და დამასრულებელი ფორმულები

‫ – נ פ‬ებრაული ანბანის ორი ასო „პეი“ და „ნუ“, რითაც ხშირად იწყება ტექსტი საფლავის ქვაზე (ეპიტაფია). ესTips არის აბრევიატურა სიტყვებისა – „აქ Reading a Jewish Epitaph: and Guidelines დაკრძალულია“.

‫ ה ב צ נ ת‬- ებრაული ანბანის ხუთი ასო, რომლებიც ასრულებენ საფლავის ქვის ეს წარმოდგენს მიცვალებულისთვის ტრადიციულად will beწარწერას. useful when calculating the date (see below). Please note that thereუკანასკნელი are 5 letters (marked with circles) აბრევიატურას: that can be წარმოთქმული სიტყვების „დაე მისი სული writtenსიცოცხლის in two ways, eitherკვანძში of which you might come across when readიყოს შეკრული“. ing the epitaph. The form on the right always appears at the end of the word.

miliarised with the structure and move to its core visible element: nd the inscriptions on them (epirmation. This section will provide 24 Besides ხუთ ასოს, რომელიც help you extract as much verbal

the Orgeyev წითლად არის cemetery, Goberშემოხაზული, of text. Like any genre, it abides manშესაძლოა documented many cemeteries ph is unique andორგვარი individual, butგამოყენება in Moldova and of structure and contain severalეპიტაფიებში Ukraine, immortalჰქონდეს. ough identifying these elements, ising them. წარმოდგენილია ორივე ried person’s name, gender and ვარიანტი, მაგრამ ასო, ent for research purposes. რომელიც guages can be found, especiallyმარცხნივაა, he focus of this section, howevგამოიყენება როგორც iversal Hebrew epitaphs. Thereშიგნით, ისე ბოლოში w alphabet is needed to useის this ხოლო რომელიც table shows the correlation beმაჯრვნივაა – მხოლოდ 9 d numbers (gematria ). The latter სიტყვის ბოლოს.

Meet my family. There are five of us – my parents, my elder brother, my baby sister and me. First, meet my mum and dad, Jane and Michael. My mum

Starting and ending formulas The overwhelming majority of Hebrew epitaphs contain fixed sentencროგორ გამოვთვალოთ თარიღი: es or abbreviations that mark the beginning and end of the epitaph.

24 important for several reasons: first, they indiThese abbreviations თითოეული ასოare ებრაულ ანბანში ფლობს რიცხობრივ მნიშვნელობას: cate that the object is indeed aპირობით tombstone; second, they facilitate the ებრაული კალენდრის ათვლის წერტილად მიჩნეულია სამყაროს right orientation of the stone in case it does not stand upright; finally, შექმნის დღე. ებრაული წელთაღრიცხვით ამჟამად 5781 წელია. ციფრები they are usually close to the crucial elements of the epitaph and help აღნიშნულია ასოებით. მაგალითად, იმისათვის, რომ დავწეროთ 5765, locate them more quickly. უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ჩანაწერი (იკითხება მარჯვნიდან – მარხცნივ):

including dates.

5

alphabet, where each letter has its own radition instead of common numerals,

There are five of us – my parents, my elder brother, my baby sister and me. First, meet my mum and dad, Jane and Michael. My mum enjoys

60 300 400

5000

Thereთითოეული are five of us – myასოს parents,რიცხობრივ მნიშვნელობას, თუ ერთმანეთთან დავაჯამებთ my elder brother, my baby sister and მივიღებთ საჭირო ციფრს –me.5765. First, meet my mum and dad, Jane and Michael. My mum enjoys

როგორ გადავიყვანოთ ებრაული თარიღი ჩვენთვის ჩვეულ გრიგორიანულ 23 კალენდარზე? საჭიროა: 1) შ ევადგინოთ თითოეული ასოს რიცხობრივი მნიშვნელობა (იხილეთ ცხრილი);

2) გამოვაკლოთ ათასები (ხშირად ის არც იწერება); 3) მიღებულ ციფრს დავუმატოთ 1240 (ვინაიდან ებრაული წელთაღრიცხვით 5000 წელი გრიგორიანული კალენდრით სწორედ 1240 წელია): 765+1240=2005. 86


ავტორებისგან

ვტორებისგან

საქართველოში არსებული ებრაული სასაფლაოები საჭიროებენ კიდევ უფრო დეტალურ გამოკვლევას. ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნი დაგეხმარებათ თქვენი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში ებრაული სასაფალაოების შენარჩუნებისა და ებრაული მემკვიდრეობის გადარჩენისკენ. ალექსანდრა ფიშელი დაამთავრა სანქტ-პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთის ხელნაწერთა ინსტიტუტში ასპირანტურა. მისი კვლევითი საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმ ოადგ ე ნს ე ბრაული სასაფლაოე ბი. ალექ სანდ რა ე ბრაული ეპიგრაფიისა და ნეკროპოლისტიკის მცოდნეა. ის ხელმძღვანელობდა არაერთ კვლევით ექსპედიციას. ამჟამად ხელმძღვანელობს ESJF-ის საგანმანათლებლო პროექტებს. ელექტრონული მისამართი: alexandra.fishel@esjf-cemeteries.org იულია ორეშინა - ისტორიკოსი და ანთროპოლოგი, ებრაული ისტორიისა და საბჭოთა საქართველოს მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი და ებრაული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. იულია ვარშავის უნივერსიტეტის კულტუროლოგიის და ლანკასტერის უნივერისტეტის ანთროპოლოგიის მაგისტრია. აქვს საველე ექსპედიციებისა და XX საუკუნის ებრაულ ისტორიაზე კვლევითი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ელექტრონული მისამართი: yuliaoreshina@gau.edu.ge

87


ვიკვლევთ ებრაულ სასაფლაოს . სახელმძღვანელო ESJF

ლიტერატურა: 1. Arbel, Rahel, and Magal, Lily. Way of Life and Customs. In: In the Land of the Golden Fleece: The Jews of Georgia – History and Culture. Beit Hatfutsot, 1989. 2. Brown, Ryland. If the Stones Could Speak: A Guide to the Shapes and Symbols in Your Local Cemetery, Gateway Seminars, 2014. 3.

Doctor, Ronald. Reading Hebrew Matzevot Key Words, Abbreviations, & Acronyms, 2008.

4. Goberman, David, Pinsky, Robert, and Hundert, Gershon David. Carved Memories: Heritage in Stone from the Russian Jewish Pale. New York: Rizzoli, 2000. 5. Jacobs, Joachim. The Heritage of Jewish Cemeteries in Europe. // Jewish Cemeteries and Burial Culture in Europe. – ICOMOS Hefte des Deutschen Nationalkomitees. International Conference, BerlinWeißensee, 3.–6. April 2011. 6. Khaimovich, Boris. The Jewish Tombstones of the 16th - 18th Centuries from the Eastern Province of the Polish Kingdom: Study of the Iconography and Style. Genesis 2005. 7.

Mamistvalishvili, Eldar. The History of Georgian Jews. Tbilisi, 2014.

8.

Menachemson, Nolan. A Practical Guide to Jewish Cemeteries. Bergenfield, NJ: Avotaynu, 2007.

9. Nosonovsky, Michael. Hebrew Inscriptions from Ukraine and Former Soviet Union. Washington, DC: Lulu, 2006. 10. Бабаликашвили, Нисан. Еврейские надписи в Грузии (XVIII-XIX вв.). Тбилиси, 1971. 11. К ашовская Наталья. Эпиграфическая экскурсия в горноеселение Лайлаши // Страницы истории и культуры евреев Грузии. По следамэкспедиции 2013 г. Москва, 2014. Номером 12: Краткая еврейская энциклопедия. Иерусалим, 1988. Т. 4, с. 332–338. 13. Крихели, Арон. Стела с еврейской надписью, найденная в Мцхета. // Труды историко-этнографического музея евреев Грузии, том II. Тбилиси, 1941, с. 121-122. 14. Хвольсон, Даниил. Сборник еврейских надписей, содержащий надгробные надписи из Крыма и надгробные и другие надписи из иных мест, в древнем еврейском квадратном шрифте, также и образцы шрифтов из рукописей от IX-XV столетия. Санкт-Петербург, 1884. 15. წ ერეთელი, გიორგი. მცხეთის ახლადაღმოჩენილი ებრაული წარწერა // აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, V-VI, გვ. 419-426. თბილისი, 1940.


89


მოცემულ სახელმძღვანელოში გამოყენებული ილუსტრაციების დიდი ნაწილი აღებულია ESJF-ის მონაცემთა ბაზიდან. ისინი გადაიღო იულია ორეშინამ ESJF-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის ფარგლებში. ზოგიერთი ფოტო აღებული იყო ვიკიპედიიდან და შემდეგი წყაროებიდან: იულია ორეშინას საავტორო ფოტო მისი პირადი არქივიდან – გვ. 17, 22-27, 36, 53, 65, 68, 70. ნინო ბიგვავას საავტორო ფოტო მისი პირდაპირ არქივიდან – გვ. 7, 33, 43, 54, 66. ბეით ჰატფუცოტის არქივი თელ-ავივში (https://www.bh.org.il) – გვ. 35-37. კუნსტკამერის არქივი – (http://collection.kunstkamera.ru/) – გვ. 22. ეს არ არის რომში ტიტუსის თაღის რელიეფის ორიგინალი, არამედ წამოადგენს ასლს, რომელიც ინახება ებრაელი ხალხის მუზეუმში – ბეიტ ხატფუცოტი თელ-ავივში (https://www. bh.org.il) – გვ. 64. ქეთევან ჩიკვილაძის საავტორო ფოტო, რომელიც გადაღებულია პროექტის JEWISH ROOTS DEEP IN GEORGIA ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ახალგაზრდული სტუდენტური ორგანიზაციის „ჰილელი-თბილისის” მიერ ჰოლანდიური ებრაული ჰუმანიტარული ფონდის მხარდაჭერით – გვ. 75-77.

Printing House LLC «Sofia-A» LTD 04053, Kyiv, Observatorna street, 12-B +380442722877





კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – ესაა საქმიანობა, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა სფეროს ცოდნას – დაწყებული ტექნოლოგიებითა და დამთავრებული პედაგოგიკით. ESJF-ის საქმიანობაც სწორედ ამ სფეროებს მოიცავს. ამ სახელმძღვანელოს საშუალებით, ჩვენ გვერდში ვუდგავართ პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ ებრაული სასაფლაოების დაცვაზე და ვუზიარებთ ამ ძეგლების გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის საჭირო გამოცდილებას. მემკვიდრეობის დაცვა იწყება ადგილობრივი დონიდან და იმისთვის, რომ თემი დაინტერესდეს ებრაული სასაფლაოების შენარჩუნებით, აუცილებელია, მომავალი თაობა გაეცნოს სასაფლაოების ისტორიას. ეს სახელმძღვანელო დაიწერა მასწავლებლებისთვის და გთავაზობთ უნიკალურ გზამკვლევს ებრაული სასაფლაოების საკლასო ოთახის ფარგლებში შესასწავლად. ებრაული მემკვიდრეობისა და საფლავის ქვებზე არსებული წარწერების შესწავლის სხვადასხვა ხერხის მოწოდებით, ეს სახელმძღვანელო გაძლევთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს ადგილობრივი ებრაული მემკვიდრეობის გააზრებაში.

9 783982 345482


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.