მაილზ ჰოლტერი უიღბლო თინეიჯერია უცნაური ჰობით – ცნობილი ადამიანების უკანასკნელ სიტყვებს სწავლობს. ფრანსუა რაბლეს სიტყვებით შთაგონებული მაილზი გადაწყვეტს ეძიოს „დიადი შესაძლოა“ და სასწავლებლად მშობლებისგან მოშორებით, „კალვერ კრიკში“ გაემგზავრება.
ახალი მეგობრები – ალასკა იანგი, ჩიპ მარტინი და ტაკუმი ჰიკოჰიტო ბიჭის ცხოვრებას სრულიად ცვლიან. მომხიბვლელი, სიცოცხლით სავსე, უშიშარი, რისკიანი ალასკა ყველა სახიფათო წამოწყების სული და გულია. მაილზ ჰოლტერს გოგონა უყვარდება, შემდეგ კი...