დმანისის აღმოჩენები ჟურნალ „Science“-ის გარეკანზე პუბლიკაცია > ნათია ხულუზაური „სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლ ო გია“ – ასე ეწოდება სტატიას, რომელიც 18 ნოემბერს ჟურნალ „Science“-ში დაიბეჭ და და მსოფლიო სამეცნიერო საზოგა დოებისა და პრესის ყურადღება მიიპყრო. სტატია ახალ მეცნიერულ აღმოჩენას – მე ხუთე თავის ქალას ეძღვნება დმანისიდან, რომელიც 2005 წელს 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში აღმოჩნდა. ამავე ინდივიდს მიეკუთვნება 2000 წელს აღმო ჩენილი ქვედა ყბა. ნიმუში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკ ეთესოდ შე მონახული თავის ქალაა, რომელმაც მეც ნიერებს სრულყოფილი კვლევის საშუა ლება მისცა.
კვლევა, რომელიც სტატიას დაედო სა ფუძვლად, წლების განმავლობაში მიმდი ნარეობდა უცხოელ კოლეგებთან ერთად. შესაბამისად, სტატიის ავტორებადაც ქარ თველ მეცნიერებთან, დავით ლორთქი ფანიძესთან, აბესალომ ვეკუასთან და ანი მარგველაშვილთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კვლევითი დაწე სებულების წარმომადგენლები – ფილიპ რაიტმაიერ ი (ჰარვარდის უნივერსიტეტი), კრისტოფ ცოლიკოფერი და მარსია პონ ცე ლეონ ი (ციურიხის უნივერსიტეტი) და იოელ რაკი (თელ-ავივის უნივერსიტეტი) გვევლინებიან. „Science“-ში სტატიის გამოქვეყნება ნე ბისმიერი მეცნიერისთვის დიდი პატივია,
ჟურნალი „Nature“
მის ყდაზე მოხვედრა კი მართლაც რომ განსაკუთრებული აღიარების ნიშანი. ამის კიდევ ერთი დასტურია სამეცნიერო დარ გის მეორე უმნიშვნელოვანესი ჟურნა ლის „Nature“, ასევე, „New York Times“-ის, „Guardian“-ის, „National Geographic“-ის, „Figaro“-ს და მსოფლიოს სხვა ცნობილი გამოცემების გამოხმაურება, რომელიც სტატიის გამოქევეყნებას მოჰყვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დმანისის უმნიშვნელოვა ნეს აღმოჩენას ჟურნალი „Science“ უკვე მე სამედ უძღვნის ვრცელ სტატიას. 2000 წლის მსოფლიოს ათ უმნიშვნელოვანეს არქე ოლოგიურ აღმოჩენათა შორის დმანისის პალეოანთროპოლოგიური მონაპოვარი მესამე ადგილზე იქნა დასახელებული. ამავე ნომერში „Science“-ი ბეჭდავს გამოჩენილი მეცნიერების კომენტარებს, მათ შორისაა ამერიკელი მეცნიერი ტიმ უაიტი (Tim White), რომელიც აღნიშნავს: „ეს განსაკუთრებული ნამარხია, რომე ლიც დიდხანს იქნება მეცნიერთა ყურად რების ცენტრში“. saqarTvelos erovnuli muzeumi
69