50
გარდამოხსნა. კომპოზიცია „ქრისტეს დატირება“. საჩხერე. ცენტრალური სცენა XIV ს., წარწერა 1510-1565 წწ.
ქართული ნაქარგობისა და ქსოვილის კოლექცია პროექტი > მარიამ გველესიანი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგებს მნიშვ ნელოვანი ადგილი უჭირავს. მათგან შედარებით ნაკლებ შესწავლილი და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ქართული ნაქარგობაა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართვ ელოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვი ლის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ქსოვილისა და ნაქარგობის ფონდშია დაცული.
კ
ოლექციის შეგროვება XIX საუკუ ნის მეორე ნახევარში დაიწყო და წერა-კითხვის გამავრცელებელი და საქართველოს საისტორიო-საეთ ნოგრაფიო საზოგადოებების მოღვაწე ობას უკავშირდება. მოგვიანებით იგი საეკლესიო მუზეუმისა და კერძო პირ თაგან შეწირული, ასევე მუზეუმის მი ერ შეძენილი ექსპონატებით შეივსო, რომელთა გარკვეული ნაწილი ექვთი მე თაყაიშვილმა და გიორგი ბოჭორი ძემ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოწყობილი ექსპედიციების შედეგად მოიპოვეს. ნაქარგობის ნიმუშთა რაო დენობა ფონდში ხუთი ათასს აღემა ტება. კოლექცია ტიპოლოგიურად ორ
ენქერი. კომპოზიცია „სულიწმინდის მოფენა“ აღმოსავლეთ საქართველო XVII საუკუნის II ნახევარი
ძირითად ჯგუფადაა გაყოფილი: 1. სა ეკლესიო – ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი ნივთები და სასულიერო პირთა სამოსი და 2. საერო დანიშნულე ბის ნივთები. ქართული ნაქარგობის ოსტატებმა, რომელთა დიდ ნაწილს დიდგვაროვანი მანდილოსნები წარმოადგენდნენ, ხელ საქმის მრავალფეროვან ტრადიციაში ჩააქსოვეს შემოქმედებითი ფანტაზია, რელიგიური მსოფლაღქმისა და უნატი ფესი ფერწერული აზროვნების მაღა ლი კულტურა, დახვეწილი გემოვნება და შექმნეს ეროვნული თავისებურებე ბით გაჯერებული მსოფლიო დონის ხე ლოვნების ძეგლები. ეს ის შემთხვევაა,
მიტრა. აღმოსავლეთ საქართველო XVI საუკუნის ბოლო - XVII საუკუნის დასაწყისი
როდესაც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები თავიანთი მაღალმხატვრულობით სცილდება ლოკალურ საზღვრებს და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ხდება. 1979 წლიდან – მას შემდეგ, რაც ქსო ვილისა და ნაქარგობის ფონდი ხე ლოვნების მუზეუმის საგანძურის განყოფილებას გამოეყო, კო ლექციისთვის გამოიყო ცალკე საცავი, მაგრამ იქ არსებუ ლი მოძველებული ხის კარადების მცირე რაოდენობა ვერ უზრ უნვ ელყ ოფ და სამუზეუმ ო ე ქ ს პ ო ნ ა ტ თ ა წესისამებრ გან თავსებას. ნაქარ გობის ასობით ნიმუში, რომელთა უმრავლესობა ძვირფასი ქვებითაა შემკუ ლი, ერთმანეთზე მჭიდროდ დაწყობილი და დაკეცილი ინა ხებოდა, რაც ქარგვისას გამოყენე ბული ოქროსა და ვერცხლის ძაფის სიმყიფის გამო მათ იოლად ტყდომა- დაზიანებას განაპირობებდა. 2006 წელს, აშშ-ს საელჩოს მიერ გა მოცხადებულ საგრანტო პროექტთა კონკურსში – „ელჩის ფონდი კულტუ რული მემკვიდრეობის დაცვა-შენახვისა და კონსერვაციისათვის“ საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა წარადგინა პრო ექტი, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნა ქარგობისა და ქსოვილების კოლექცი ის დაცვა-შენახვასა და კონსერვაციას
გარდამოხსნა. კომპოზიცია „ქრისტეს დატირება“. წილკანი, 1686 წ.
ითვალისწინებდა. პროექტი 20062008 წლებში განხორციელდა, რის შედეგადაც ექსპონატე ბი განთავსდა ქსოვილე ბის შენახვის ნორმების დაცვით შექმნილ ახალ სათავსო ებში – რკინის საცავ კარა დებში. მოხდა ე ქ ს პ ო ნ ა ტ ე ბ ი ს მონაცემთა ბაზის გადაყვანა ციფრულ ფორმატში, ჩატარდა სა კონსერვაციო-სარესტავრა ციო სამუშაოებ ი და სიცოცხ ლე შეუნარჩუნდა ნაქარგობის ასო ბით უნიკალურ ნიმუშს. 2008 * წლის ივნისში ხელოვნების მუზე უმში გაიმართა ნაქარგობისა და ქსოვი ლის კოლექციის გამოფენა „მოვქარგე ესე დიდება“, სადაც ექსპონატების გარ და წარმოდგენილი იყო ასევე საკონ სერვაციო-სარესტავრაციო სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოსურათები. გამოფენამ, რომელზეც ასე მასშტაბუ რად პირველად იყო წარმოდგენილი ქართული ნაქარგობის კოლექცია, სა ზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწ ვია. მას მოჰყვა კატალოგის და, შემდეგ, ორი ილუსტრირებული მონოგრაფიის,
* ომოფორის მოსართავი. წმ. იოანე ნათლისმცემელი. XVIII საუკუნე
საგანმანათლებლო ბუკლეტების და ბა რათების გამოცემაც, რამაც სრული სი სავსით წარმოაჩინა ქართული ხელოვ ნების ამ დარგის მნიშვნელობა და მისი მაღალმხატვრული და ისტორიული ღი რებულება.
საკოსი. კომპოზიცია „ათორმეტი დღესასწაული“ იმერეთი, XVIII საუკუნის I ნახევარი