Museum Journal 2016

Page 1

saqarTvelos erovnuli muzeumi N4 / 2016

32 / ახალი სიცოცხლე 16 / ელინისტური ეპოქის ქანდაკება ვანიდან 42 / CHaliko 63 / მუზეუმი ვირტუალურ სივრცეში 60 / მზია


პოლ სალოპეკი ფეხით ვუვ­ლი მსოფ­ლი­ოს. ვცდილობ გავიმეორო ჩვენი წინაპრების მიერ ქვის ხანაში დაწყე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც 8 წლის თავ­ზე 29 ქვეყ­ნი­სა და 33 000 კო­ლო­ მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ დას­რულ­დე­ბა.

08 / მთავარი თემა დონ ჯო­ჰან­სო­ნი ამე­რი­კე­ლი პა­ლე­ ო­ან­თ­რო­პო­ლო­გი­ა, რო­მ­ლის­თ­ვი­საც ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი 1974 წლის ექ­ს­პე­დი­ცია აღ­მოჩ­ნდ ­ ა. „ლუსი“ - ასე უწო­და მან სა­მეც­ნი­ე­რო-­პო­პუ­ლა­ რულ წიგნს, რო­მე­ლიც არა­ერ­თი ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის აღ­მოჩ­ნდ ­ ა პრო­ ფე­სი­ის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი.

12 / ის­ტო­რი­ა

სარჩევი saqarTvelos erovnuli muzeumi da korneli kekeliZis saxelobis saqarTvelos xelnawerTa erovnuli centri warmogidgenT gamofenas

18 / თვალსაწიერის გაფართოება 19 / ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიური პასუხისმგებლობის სფეროში

`Sua saukuneebis saganZuri~

26 / მონოგრაფია „ძველი ქართული სამკაული“

samSabaTi-kvira 10:00-18:00

28 / ჰარვარდის უმაღლესი განათლების

misamarTi: simon janaSias saxelobis saqarTvelos muzeumi, SoTa rusTavelis gamz. 3.

სკოლა, პროექტი „ზერო“

30 / პრეისტორიული ტექნოლოგიების ლაბორატორია

34 / „არსენალის მთა ღამით“ 36 / ბუნების ისტორიის კოლექციები 40 / მოხეტიალე მწერალი 50 / სიღნაღის მუზეუმი 52 / ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო ფესტივალი

56 / რომაული პანთეონი ზოროასტრულ საკურთხეველზე

აკად. ბო­რის კუფ­ტინს ფას­და­უდ ­ ე­ბე­ ლი ღვაწ­ლი მი­უძღ­ვის სა­ქარ­თვ­ ე­ლოს, კავ­კა­სი­ისა და, სა­ერ­თოდ, ახლო აღ­ მო­სავ­ლე­თის უძ­ვე­ლე­სი წარ­სუ­ლის შეს­წავ­ლა­ში. მან სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­ რად წარ­მო­ად­გი­ნა ჩვე­ნი ძვე­ლი ის­ ტო­რი­ის არა­ერ­თი ძი­რე­ულ ­ ი სა­კითხი.

06 / მოგზაური ცნო­ბი­ლი პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ ბით „ედემიდან სვლა“ (Out of Eden Walk) ათ­ლე­ტუ­რი მიღ­წე­ვე­ბის საჩ­ ვე­ნებ­ლად არ წა­მო­მიწყი­ა. ეს არის მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის, ის­ტო­რი­ ის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ამ­ბე­ბის მო­ყო­ლის სინ­თე­ზი.

20 / გამოფენა დი­მიტ­რი შე­ვარ­დ­ნა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით ქარ­თ­ველ მხატ­ვარ­თა სა­ზო­გა­დო­ ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა საბ­ჭომ 1920 წელს ტფი­ლის­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა და­ა­არ­სა.

56 / არქეოლოგია ში­და ქარ­თ­ლ­ში მოქცეულია ვრცე­ ლი ვა­კე, რო­მელ­საც დე­დოფ­ლის მინ­დო­რი ეწო­დე­ბა. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ ში ეს ტე­რი­ტო­რია სა­მე­ფო მამულში შე­დი­ო­და და დე­დო­ფალს ეკუთ­ვ­ ნო­და.


04

1991 წლის დე­კემ­ბერ­ში ფრან­კ­ფურ­ტ­ში, ზენ­კენ­ბერ­გის ყო­ველ­წლ ­ ი­უ­რი სა­ერ­თა­ შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია Homo Erectus-ის აღ­მო­ჩე­ნის 100 წლისთავს მი­ეძღ­ვ­ნა და დღემ­დე სა­ე­ტა­პო სა­მეც­ნი­ე­რო ფო­რუ­მად ით­ვ­ლე­ბა პა­ლე­ო­ან­თ­რო­პო­ლო­გი­ა­ში. სწო­ რედ ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შედ­გა დმა­ნის­ ში ახ­ლად ნა­პოვ­ნი ჰო­მი­ნი­ნის ქვე­და ყბის „პრემიერა“. მა­შინ ვერც კი ვი­ოც­ნე­ბებ­დი, რომ 25 წლის შემ­დეგ ზენ­კენ­ბერ­გის კონ­ფე­რენ­ ცია პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ის გა­რეთ თბი­ ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბო­და და მას­ში მო­ნა­წი­ ლეო­ბას მი­ი­ღებ­დ­ნენ ის ლე­გენ­და­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცი­ის სფე­რო­ში, ხოლო ღონისძიებას წამყვანი საერთაშორისო პრესა გააშუქებდა. ჩვე­ნი ახა­ლი ნომ­რის მთა­ვა­რი თე­მაა ინ­ტერ­ვიუ ცნო­ბილ პა­ლე­ო­ან­თრ ­ ო­პო­ ლოგთან, დონ ჯო­ჰან­სონ­თან. მის მი­ერ ეთი­ო­პი­ა­ში ავ­ს­ტ­რა­ლო­პი­თეკ „ლუსის“ აღ­მო­ჩე­ნამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა პა­ლე­ოა­ ნ­თ­რო­პო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ ზე და დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ზო­გა­დად მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აშ­ ი. ჯო­ ჰან­სო­ნის სა­მეც­ნი­ე­რო-­პო­პუ­ლა­რულ­მა წიგ­ნმ­ ა ბევრს – მათ შო­რის მეც – გა­და­ აწყ­ვე­ტი­ნა პა­ლე­ოან­თ­რო­პო­ლო­გი გა­ მო­სუ­ლი­ყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში მეც­ნი­ე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მი­სი სა­ჯა­რო ლექ­ცია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის

მი­ერ პირ­და­პირ გა­და­ი­ცე­მო­და პროგ­ რა­მა „C სტუ­დი­ის“ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ტერ­ ნეტ­გ­ვერ­დზ­ ე, რი­თაც უამ­რავ ადა­მი­ანს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა „დასწრებოდა“ ლექ­ცი­ას. მეც­ნი­ე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის იდეა დი­დი ხნის წინ გაჩ­ნ­და. ჩემ ორ მე­გო­ბართან და თა­ნა­მო­აზ­რესთან, გია დვალთან და ზა­ზა კო­კა­ი­ასთან ხში­რად გვი­სა­უბ­რია ამ თე­ მა­ზე. პე­რი­ო­დუ­ლად სა­მი­ვეს გვი­წევ­და სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში მეც­ნი­ე­რე­ბის ფეს­ ტი­ვალ­ებზე გა­მოს­ვლ ­ ა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხში­რად იმარ­ თე­ბო­და ცალ­კე­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ერ­ თი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა ვერ ხერ­ ხ­დე­ბო­და. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ გა­ ნათ­ლე­ბისა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს, გია შერ­ვა­ში­ძეს ვე­სა­უბ­რეთ. სწო­რედ გია შერ­ვა­ში­ძი­სა და მი­სი გუნ­ დის უშუ­ალ ­ ო მო­ნა­წი­ლე­ობ­ ით 2015 წელს შედ­გა პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც მოკ­რ­ძა­ლე­ ბით „მეცნიერებისა და ინო­ვა­ცი­ე­ბის კვი­ რე­უ­ლი“ ეწო­და. წელს უკ­ვე მეც­ნი­ე­რე­ბის მეორე ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თა, რომელიც გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­ როს პრი­ო­რი­ტე­ტულ პრო­ექ­ტებს შე­უ­ერ­ თ­და. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ ლის ერ­თ­-ერ­თი ინი­ცი­ა­ტო­რი და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა – მი­სი ლო­გოც ხომ სწო­რედ ჩვენ აღ­მო­ჩე­ნებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომე­ლ­თაც შეც­ვა­ლეს მსოფ­ლი­ო­ში დამ­ კ­ვიდ­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ევო­ ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ. ახა­ლი კვლე­ვე­ბის ინ­ს­პი­რა­ცი­ა უმე­ტე­სად პი­როვ­ნე­ბე­ბთანაა დაკავშირებული – მა­გა­ ლი­თად, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი პოლ სა­ლო­პე­კი, რო­მე­ლიც ფე­ხით მოგ­ზა­უ­რობს აფ­რი­კი­ დან ამე­რი­კამ­დე. „ედემიდან სვლა“ – ასე ჰქვია მის პრო­ექტს და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ ნის „ნაკვალევზე“ გავ­ლას გუ­ლის­ხმ­ ობს. ჩვე­ნი ერ­თ­გუ­ლი და მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი პარ­ ტ­ნი­ო­რის, National Geographic Society-ის ძა­ლის­ხ­მე­ვით მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი

ადევ­ნებს თვალს მის მოგ­ზა­უ­რო­ბას, ხო­ ლო ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ მომ­ ზა­დე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც პოლ სა­ლო­პეკ­თან ერ­თად სამ­ ყა­რო­ზე მშვი­დად დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და მის შე­ს­წავ­ლას გუ­ლის­ხ­მობს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ისტორიის რუბრიკაში ლეგენდარული არქეოლოგის, ბორის კუფტინის შესახებ ასევე ცოცხალი ლეგენდა, აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე მოგითხრობთ. ამა­ვე ნო­მერ­ში წარ­მო­გიდ­გენთ სტა­ტი­ებს ჩე­მი სა­ავ­ტო­რო რუბ­რი­კი­დან, რო­მე­ლიც National Georgaphic სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გლ ­ ებ­ში შეიქმ­ნა და სა­მუ­ზე­უ­მო ექ­ს­პო­ნა­ტე­ბით მკითხ­ვე­ლს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს მოუთხრობს რო­გორც თავად არ­ტე­ფაქ­ტის, ასე­ვე, მი­სი ეპო­ქი­სა და კვლე­ვის მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ. ახლა ხელოვნებასაც შევეხოთ. ავან­ გარ­დის გა­მო­ფე­ნა დას­ტუ­რია იმი­სა, რომ თბი­ლი­სი ნამ­დ­ვი­ლად იყო ხე­ლოვ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქი და მა­გა­ლი­თია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბების­თ­ვის – დი­დი ხე­ლოვ­ნე­ბა მხო­ ლოდ დიდ ქვეყ­ნებ­ში არ იქ­მ­ნე­ბა. დაბო­ლოს, ამა­ვე ნო­მერ­ში შეძ­ლებთ გაეცნოთ ინ­ტერ­ვიუს მუ­ზე­უ­მის მე­გო­ბარ­ თან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­თან, შტე­ფან ვაკ­ვიც­თან. სწო­ რედ მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, რომ გო­ე­თეს ინ­ ს­ტი­ტუ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მხო­ლოდ გე­რა­მა­ნუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის გავ­რ­ცე­ლე­ბით. ეს და­ წე­სე­ბუ­ლე­ბა რე­ალ ­ უ­რა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნის გა­და­ცე­მა­სა და კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ჩე­მი აზ­რით, სწო­რედ ასე­თი მიდ­გო­მა უნ­და იყოს სა­ნი­მუ­შო და პრინ­ცი­პუ­ლი სა­მეც­ნი­ ე­რო-­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ ბის­თ­ვის, რა­თა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­ რად გან­ვით­არე­ბა და ფორ­მი­რე­ბა მოხ­დეს.

მთავარი რედაქტორი: დავით ლორთქიფანიძე სარედაქციო კოლეგია: ეკეატერინე გამყრელიძე, ნათია ხულუზაური, მიხეილ წერეთელი, მერაბ მიქელაძე დიზაინერი: თორნიკე ლორთქიფანიძე ფოტოგრაფები: მირიან კილაძე, მალხაზ მაჭავარიანი, ფრედ ერნსტი, ზაზა მახარაძე, გურამ ბუმბიაშვილი, ირა კურმაევა გამომცემელი: გიორგი ბეზარაშვილი ყდა: „არსენალის მთა ღამით“, ნიკო ფიროსმანი. ფოტო: მირიან კილაძე სტამბა: სეზანი, თბილისი, წერეთლის 140, ტელ.: 2 357002 მადლობას ვუხდით კომპანია JTI-ს ჟურნალის გამოცემის მხარდაჭერისთვის ISSN 2298-0318


06

ედემიდან სვლა

მსოფლიოს გარშემო ფეხით მოგზაური საქართველოს აღწევს მოგზაური > პოლ სალოპეკი ფე­ხით ვუვ­ლი მსოფ­ლი­ოს. 2013 წლიდან ჩვენი წინაპრების მიერ ქვის ხანაში დაწყებული ეპიკური მოგზაურობის გამეორებას ვცდილობ. მოგზაურობა ადამიანის წარმოშობის ისტორიის შესწავლისათვის განთქმული ადგილიდან, ეთიოპიაში რიფტულ ველზე მდებარე ჰერტო ბურიდან (Herto Bouri) დავიწყე, სადაც Homo sapiensის რამდენიმე უძველესი განამარხებული ნაშთია დაცული. ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობა დაახლოებით რვა წლის თავზე, 29 ქვეყნისა და 33 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში დასრულდება, სადაც ჩვენ წინაპრებს ახალი მიწების აღმოსაჩენად მიმავალი გზა აქვთ გავლილი.

ნო­ბი­ლი პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ ბით „ედემიდან სვლა“ (Out of Eden Walk) ათ­ლე­ტუ­რი მიღ­წე­ვე­ბის საჩ­ ვე­ნებ­ლად არ წა­მო­მიწყი­ა. ეს არის მეც­ნი­ე­ რე­ბის, კულ­ტუ­რის, ის­ტო­რი­ის, ტექ­ნო­ლო­ გი­ებ­ ი­სა და ამ­ბე­ბის მო­ყო­ლის სინ­თე­ზი. გზა­დაგ­ზა ჩვე­ნი დროის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ ნე­სი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ვწერ ხოლ­მე, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით დაწყე­ბუ­ლი, ტექ­ ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ ლი, მა­სობ­რი­ვი მიგ­რა­ცი­ი­დან კულ­ტუ­რულ თვით­გა­დარ­ჩე­ნამ­დე იმ ხალ­ხის გვერ­დზ­ ე სი­ა­რუ­ლი­სას, რო­მე­ლიც ამ ახა­ლი ამ­ბე­ ბის სა­გა­ზე­თო სა­თა­უ­რებს ყო­ველ­დღი­უ­ რო­ბა­ში აწყ­დე­ბა. ჩე­მი პარ­ტ­ნი­ორ ­ ე­ბი ამ

ხანგძლივი მოგზაურობისას, ძი­რი­თა­დად, ეროვ­ნუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­ულ ­ ი სა­ზო­გა­დო­ე­ ბა (National Geographic Society), ნა­ი­ტის ფონ­დი (Knight Foundation) და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (Harvard University) არიან. ევ­რა­ზი­ა­ში თავ­და­პირ­ვე­ლად და­გეგ­მი­ლი მარ­შ­რუ­ტი აღ­მო­სავ­ლეთ ანა­ტო­ლი­ა­ზე (თურქეთი) ჩრდი­ლო­ეთ ერა­ყის გავ­ლით ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის­კენ მი­დი­ოდ ­ ა, მაგ­რამ რად­გა­ნაც ერაყ­მა ვი­ზის გა­ცე­მა­ზე უარი მითხ­რა, ჩრდი­ლო­ეთ ­ ის­კენ, უც­ნობ მხა­რე­ ში, კავ­კა­სი­ა­ში, სა­ქარ­თვ­ ე­ლო­ში მო­მი­წია გა­და­ნაც­ვლ ­ ე­ბა. „მადლობას მო­გახ­სე­ნებთ“ – მე­ხუმ­ რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის

დი­რექ­ტო­რი და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში დამ­ხ­ვ­და. „თქვენი მა­გა­ლი­თით ამ­ტ­კი­ცებთ, რომ დმა­ნი­სის ადა­მი­ა­ნი აფ­რი­კი­დან აქ ფე­ხით შე­იძ­ლე­ ბო­და მო­სუ­ლი­ყო“. მარ­თ­ლაც, რო­გორც დმა­ნი­სის არაჩ­ ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­სა­ლა ცხად­ყოფს, უძ­ვე­ ლე­სი ჰო­მი­ნი­ნე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სულ ცო­ტა 1 800 000 წლის წინ მო­ვიდ­ნენ. ის­ ტო­რი­ულ ხა­ნა­ში აქ სპარ­სე­თი­დან, ძვე­ ლი სა­ბერ­ძ­ნე­თი­დან, ბი­ზან­ტი­ი­დან, არა­ ბე­თი­დან, ოს­მა­ლე­თი­დან და რუ­სე­თი­დან მო­დი­ო­და დამ­პყ­რო­ბე­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო პირ­ველ­ყო­ფი­ლი გზაჯ­ვა­რე­დი­ნი­ა, აზი­ი­სა და ევ­რო­პის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­სი­

ცოცხ­ლო ხი­დი. ამი­ტო­მაც გა­მი­მარ­თ­ლა, აქეთ რომ გად­მო­მახ­ვე­ვი­ნეს. არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უკე­თე­სი ად­გი­ლი აზი­ის აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ ვალ გზა­ზე მა­რა­გის შე­სავ­სე­ბად და და­ სას­ვე­ნებ­ლად. იგი­ვე ით­ქ­მის ჩემ აქა­ურ მას­პინ­ძელ­ზეც – სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ ნულ მუ­ზე­უმ­ზე. სა­ქარ­თვ­ ე­ლოს ეროვ­ნუ­ ლი მუ­ზე­უ­მი იმ უიშ­ვი­ა­თეს სა­ჯა­რო და­წე­ სე­ბუ­ლე­ბა­თა რიცხ­ვ­ში­ა, რომ­ლე­ბიც იმა­ზე მეტს აკე­თე­ბენ, ვიდ­რე ევა­ლე­ბათ. ეროვ­­­ნუ­­ლი მუ­­ზე­­უ­­მი სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს კულ­­­ტუ­­რუ­­ლი და ის­­­ტო­­რი­­უ­­ლი სიმ­­­დიდ­­­რის უბ­­­რა­­ლო სა­­ცა­­ვი არ გახ­­­ლავთ, ის არის მსოფ­­­ლიო დო­­ნის კულ­­­ტუ­­რა­­თა­­შო­­რი­­სი გა­­ნათ­­­ლე­­ბის ცენ­­­ტ­­­რი. აქ ტარ­­­დე­­ბა სა­­ერ­­­ თა­­შო­­რი­­სო კვლე­­ვე­­ბი არ­­­ქე­­ო­­ლო­­გი­­ის, პა­­ ლე­­ონ­­­ტო­­ლო­­გი­­ი­­სა და სხვა სა­­მეც­­­ნი­­ე­­რო დარ­­­გებ­­­ში. ის წარ­­­მო­­ად­­­გენს თა­ნა­მედ­რო­ ვე სივ­­­რ­­­ცეს ხე­­ლოვ­­­ნე­­ბი­­სა და მეც­­­ნი­­ე­­რე­­ბის და­­სა­­კავ­­­ში­­რებ­­­ლად. და, რაც მთა­­ვა­­რი­­ა, მუ­­ზე­­უ­­მი სულ უფ­­­რო პო­­პუ­­ლა­­რუ­­ლი ფო­­ რუ­­მი ხდე­­ბა XXI სა­­უ­­კუ­­ნე­­ში სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს და ზო­გა­დად გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­­სა­­ხებ სა­­უბ­­­რი­­სათ­­­ვის. ამავ­­­დ­­­რო­­უ­­ლად, იგი საფიქ­რა­ლი ად­­­გი­­ლი და მრგვა­­ლი მა­­ გი­­და­­ა. ეროვ­­­ნუ­­ლი მუ­­ზე­­უ­­მი თა­­ვა­­დაა სა­­ ზო­­გა­­დო­­ებ­­­რი­­ვი სა­­გან­­­ძუ­­რი. შარ­შან, რო­დე­საც ნო­ემ­ბრ ­ ის ერთ ნაც­რის­ფერ დღეს, ფეხ­მო­ყი­ნუ­ლი კოჭ­ ლო­ბით შე­მოვ­დი­ო­დი თბი­ლის­ში ფა­ რავ­ნის ტბის და­თოვ­ლი­ლი მთე­ბი­დან, წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მქონ­და, წინ რა მე­ ლო­და. მუზეუმში ჩემ­ნა­ირ ­ ად მო­აზ­როვ­ნე მკვლევ­რე­ბის ჯგუ­ფი დამ­ხ­ვ­და – ცნო­ბის­ მოყ­ვა­რე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი, სა­მეც­ნი­ე­ რო­სა და პო­პუ­ლა­რულს შო­რის ოდით­ გან­ვე არ­სე­ბუ­ლი ზღუ­დე­ე­ბის დან­გ­რე­ვის მსურ­ვე­ლე­ბი. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვა, თა­ნა­მო­აზ­რე მოგ­ზა­ურ­თა მთე­ლი ჯგუ­ფი ვი­პო­ვე, რომ­ლე­ბიც პრო­ექტს „ედემიდან სვლა“ ენთუზიაზმით გა­მოჰყ­ვ­ნენ. უკა­ნას­კნ­ ე­ლი ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი­ა, პა­ ტი­ვი მერ­გო, ლექ­ცი­ე­ბი წა­მე­კითხა მუ­ზე­უ­ მის აუდი­ტო­რი­ა­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო პრო­ექ­ტი­სად­მი „ედემიდან სვლა“ მიძღ­ ვ­ნი­ლი გა­მო­ფე­ნის მოწყო­ბა­ში, გა­მეც­ნო და და­მე­წე­რა მუ­ზე­უმ­ ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მი­ერ გათხ­რი­ლი ყორ­ღა­ნუ­ლი ნა­მარ­ხე­ბი­ სა და უძ­ვე­ლე­სი მე­ვე­ნა­ხო­ე­ბის ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ და ფე­ხით სი­ა­რულ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ ლი ისე­თი მსოფ­ლიო სას­წავ­ლო პროგ­რა­ მა შე­მექ­მ­ნა, რო­მე­ლიც მუ­ზე­უ­მი­სა და სტუ­

დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და და მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბო­და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. რო­­დე­­საც ჩვენ­­­მა პლე­­ის­­­ტო­­ცე­­ნელ­­­მა წი­­ნაპ­­­რებ­­­მა და­­ტო­­ვეს მშობ­­­ლი­­უ­­რი აფ­­­რი­­ კა, და­­ახ­­­ლო­­ე­­ბით 60 000-დან 100 000-მდე წლის წი­­ნათ, დე­­და­­მი­­წის დაპყ­­­რო­­ბა მათ წი­­ნა­­შე დას­­­მუ­­ლი ამო­­ცა­­ნე­­ბის ამოხ­­­ს­­­ნი­­თა და პლა­­ნე­­ტის მრა­­ვალ­­­ფე­­რო­­ვა­­ნი სა­­არ­­­ სე­­ბო გა­­რე­­მო­­სად­­­მი შე­­გუ­­ე­­ბის გზით მო­­ა­­ ხერ­­­ხეს. „ედემიდან სვლა“ ამ ტრა­დი­ცი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბას უპირ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი უნა­რი­სად­მი – სწავ­ლი­სად­მი პა­ტი­ვის მი­ გე­ბით ცდი­ლობს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი მნიშ­­ვნე­ლო­ვან პარ­ტ­ნი­ორ ­ ად იქ­ცა შე­მეც­ ნე­ბი­სა­კენ მი­მა­ვალ ამ გრძელ მოგ­ზა­უ­ რო­ბა­ში. პოლ სალოპეკი ახალციხეშ პოლ სალოპეკი ახალციხეში

ი პოლ სალოპეკის მოგზაურობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ვებ-გვერდზე: nationalgeographic.org/projects/out-of-eden-walk

არქეოლოგები ზოროასტრული ტაძრის გათხრებზე

ეთიოპიიდან სვლა

აფრიკიდან წამოსული პირველი ადამიანები, დმანისი

saqarTvelos erovnuli muzeumi

7


08

ლუსის ძიებაში მთავარი თემა > ნათია ხულუზაური დო­ნალდ კარლ ჯო­ჰან­სო­ნი ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი პა­ლე­ო­ან­თ­რო­პო­ლო­გი­ა, რო­მ­ლის­თ­ვი­საც ყვე­ლა­ზე წარ­მა­ ტე­ბუ­ლი 1974 წ­ლის ექ­ს­პე­დი­ცია აღ­მოჩ­ნ­და. ტომ გრე­ის­თან ერ­თად მან ჰა­დარ­ში (ეთიოპია) აღ­მო­ა­ჩი­ნა ლუ­სის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი 3,2 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნან­დე­ლი Australopithecus afarensis-ის თით­ქმ­ ის მთლი­ა­ნი ჩონ­ჩხი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე ად­რე­ულ წი­ნაპ­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. „ლუსი“ – ასე უწო­და თა­ვის სა­ მეც­ნი­ე­რო-­პო­პუ­ლა­რულ წიგნს დონ ჯო­ჰან­სო­მა, რო­მე­ლიც არა­ერ­თი ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის აღ­მოჩ­ნ­და პრო­ფე­სი­ის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი. დო­ნალდ ჯო­ჰან­სო­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის „Homo erectus-ის 100+25 წე­ლი: დმა­ნი­სი და მის მიღ­მა“ ფარ­გ­ლებ­ში სტუმ­რობ­და და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­ მის ეზო­ში სა­ჯა­რო ლექ­ცი­აც წაიკითხა თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ.

ბა­ტო­ნო ჯო­ჰან­სონ, რას გვეტყ­ვით თქვე­ნი ბეს­ტ­სე­ლე­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­ მაც მეც­ნი­ე­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ბევ­რი ახალ­გაზ­რ­დის ცხოვ­რე­ბას მის­ცა მი­მარ­თუ­ლე­ბა 80-იანი წლე­ბი­დან მო­ ყო­ლე­ბუ­ლი? რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ ჩე­მი წიგ­ნი „ლუსი“, რო­მე­ლიც მრავალი წლის წინ, 1981 წელს გა­მო­ი­ცა ახალ­გაზ­ რ­და თა­ო­ბის ინ­ს­პი­რა­ცი­ის წყა­როდ იქ­ცა, რომ დღეს ისი­ნი ჩემ კვალს მიჰყ­ვე­ბი­ან და ისე­თი­ვე მო­ნუს­ხულ­ნი არი­ან პა­ლე­ო­ ან­თ­რო­პო­ლო­გი­ით, რო­გორც მე. მეც ძა­ ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა პა­ტა­რა­ო­ბი­სას, ერთ ამე­რი­კელ ბი­ჭუ­ნას, როდესაც მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ­მა პრო­ფე­სორ­მა ტო­მას ჰენ­რი ჰაქ­ს­ლის 1800-იან წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ ბუ­ლი წიგ­ნი მომცა. ჰაქ­ს­ლი დარ­ვი­ნის ახ­ლო მე­გო­ბა­რი იყო და ისი­ნი ხში­რად სა­უბ­რობ­დ­ნენ ევო­ლუ­ცი­ის შესახებ და იმა­ზეც მსჯე­ლობ­დ­ნენ, ადა­მი­ან­ ებ­მაც გა­ ნი­ცა­დეს თუ არა ევო­ლუ­ცი­ა. სწო­რედ ამ სა­უბ­რე­ბისას აღ­მო­ა­ჩი­ნეს დი­დი მსგავ­სე­ ბა აფ­რი­კულ პრი­მა­ტებ­სა და ადა­მი­ა­ნებს

შო­რის. ამან კი გა­ნა­პი­რო­ბა მა­თი დას­კ­ვ­ ნა, რომ უად­რეს, ყვე­ლა­ზე ძველ ადა­მი­ანს სწო­რედ აფ­რი­კა­ში უნ­და ეცხოვ­რა. მა­შინ 13 წლის ვი­ყა­ვი და ჩემ­ში უძ­ვე­ლე­სი ადა­ მი­ან­ ის შე­სა­ხებ მე­ტის გა­გე­ბის სურ­ვილ­მა იფეთ­ქა, მო­მინ­და ძი­ე­ბის მონაწილე გავ­ მ­ხ­და­რი­ყა­ვი, მე­პო­ვა ეს წი­ნაპ­რე­ბი და მა­ თი მეშ­ვე­ო­ბით გა­მე­გო ჩვე­ნი წარ­მო­მავ­ ლო­ბის შე­სა­ხებ. იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ჩვენ და აფ­რი­კელ პრი­მა­ტებს სა­ერ­თო წი­ნა­ პა­რი შე­იძ­ლე­ბოდა გვყო­ლო­და, თავ­ბ­რუს მახ­ვევ­და. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა, იღ­ბლის რამ­დე­ნად გჯე­რათ? აფ­რი­კა­სა თუ აზი­ა­ში ბევ­რი ან­თრ ­ ო­ პო­ლო­გი წა­სუ­ლა იმ იმე­დით, რომ დიდ აღ­მო­ჩე­ნას გა­ა­კე­თებ­და. ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ ლო­ბის აღ­მო­ჩე­ნე­ბი, რო­გო­რიც ლუ­სი­ა, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. მე ვერც კი ვი­ოც­ნე­ ბებ­დი იმა­ზე, რომ ასეთ მნიშ­ვნ­ ე­ლო­ვან რამეს ვი­პო­ვი­დი. მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი კვლე­ვის თანამონაწილე, რა თქმა უნ­და

აღმოჩენაც მინ­დო­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აფ­რი­კა­ში სა­ ერ­თოდ არა­ფე­რი მი­პო­ვია – არა­ფე­რი. ასე რომ, საკ­მაო დრო დამ­ჭირ­და ადაპ­ტა­ ცი­ის­თ­ვის და რო­დე­საც 1974-ში ლუ­სი ვი­ პო­ვე, ჩემ­თვ­ ის სა­ოც­ ა­რი მო­მენ­ტი დად­გა, მო­მენ­ტი, რო­მელ­შიც რე­ა­ლუ­რად გა­დაწყ­ და ჩე­მი რო­გორც ან­თ­რო­პო­ლო­გის სა­მო­ მავ­ლო კა­რი­ე­რა. იმ ერ­თ­მა წამ­მა, რო­დე­ საც პირ­ვე­ლი ძვა­ლი ვი­პო­ვე, სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა ჩე­მი ცხოვ­რე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ თქვე­ნი ემო­ცი­ა, რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ადა­მი­ან­ ის წი­ნაპ­რის ძვა­ლი გე­ჭი­რათ ხელ­ში? რო­გორც კი გა­ვაც­ნო­ბი­ერ ­ ე, რომ ძვა­ლი ადა­მი­ა­ნის წი­ნაპ­რის იყო, ფართო ღი­მი­ ლით გა­მე­ღი­მა. იმ­დე­ნად დი­დი ემო­ცი­უ­ რი ტალ­ღა მო­მაწ­ვა, რომ თა­ვი­დან ვერც კი შევ­ნიშ­ნე ჩონ­ჩხის სხვა ნა­წი­ლე­ბი... და რო­დე­საც გო­რაკს თვა­ლი ავა­ყო­ლე და ეს ნა­წი­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე, რომ ისი­ ნი ერთ ინ­დი­ვიდს ეკუთ­ვ­ნო­და. იმ წუთში წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ვინ იყო ეს ერთი პროფ. დონალდ ჯოჰანსონი. 1974 წელს მან ტომ გრეისთან ერთად, ჰადარში (ეთიოპია) აღმოაჩინა 3,2 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის წინაპრის, Australopithecus afarensis-ის თითქმის მთლიანი ჩონჩხი.


თავ­და­დე­ბუ­ლი უნ­და იყო შე­ნი საქ­მის­ თ­ვის და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, უნ­და გქონ­დეს ცოდ­ნა... გა­ნათ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ ლო­ვა­ნე­სი­ა... ჩემ­ზეც უთ­ქ­ვამთ, რომ მე შემ­თხ­ ვე­ვით გა­ვა­კე­თე ეს აღ­მო­ჩე­ნა, რომ „გადავაწყდი“ ნაშ­თებს. რა თქმა უნ­და, ეს ასე არ იყო. მე ძა­ლი­ან ბევ­რი წე­ლი ვსწავ­ლობ­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ენ­თუ­ზი­ აზ­მი­თა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ობ­ ით ვი­ყა­ვი აღ­სავ­სე... იმ ად­გი­ლას ჩე­მამ­დეც ძა­ლი­ან ბევ­რი იყო და ჩემ შემ­დე­გაც... თუმ­ცა, მე კი­დევ მოთ­მი­ნე­ბაც მქონ­და. იქა­უ­რო­ბას მა­ნამ­დეც იკ­ვ­ლევ­დ­ნენ მეც­ნი­ერ ­ ე­ბი, რო­ მლე­ბ­საც ჩემ­ნა­ირ ­ ი გა­ნათ­ლე­ბაც ჰქონ­ დათ და არც ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ობ­ ა და ენ­თუ­ზი­აზ­მი აკ­ლ­დათ... მაგ­რამ, მოთ­მი­ ნე­ბა არ ეყოთ, ემუ­შა­ვათ თავდა­უ­ზო­გა­ ვად, ყოვ­ელდღე გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ ველ­ზე და უმე­ტე­სად ვე­რა­ფე­რი ეპო­ვათ. ასე რომ, მხო­ლოდ იღ­ბალს ვერ და­ვაბ­რა­ლებთ წარ­მა­ტე­ბას. ალ­ბათ ყვე­ლა იმ ელე­მენ­ ტის ერ­თობ­ლი­ო­ბას მო­აქვს წარ­მა­ტე­ ბა, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ. ჩემ­თ­ვის კი ლუ­ სი უდი­დე­სი ჯილ­დო იყო, რო­მე­ლიც ამ ყველაფრისთვის 1974-ში მი­ვი­ღე. პროფ. დონალდ ჯოჰანსონი და პროფ. დავით ლორთქიფანიძე დმანისის ცნობილ აღმოჩენებთან. დავით ლორთქიფანიძეს უჭირავს დონალდ ჯოჰანსონის ლეგენდარული წიგნი „ლუსი“, რომელმაც მისი პროფესია საბოლოოდ განსაზღვრა.

ინდივიდი და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ ნი იქ­ნე­ბო­და პა­ლე­ოა­ ნ­თრ ­ ო­პო­ლო­გი­ურ ­ ი მეც­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის. იმ სა­ღა­მოს კი, რო­ დე­საც მას ლუ­სი და­ვარ­ქ­ვით, ბით­ლ­ზის ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის „Lucy in the Sky With Dimonds“ შთა­გო­ნე­ბით, ვე­რაფ­რით წარ­ მო­ვიდ­გენ­დით, ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი თუ გახ­დე­ბო­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში... რომ არა მარტო მეც­ნი­ე­რე­ბი გა­ი­გებ­დ­ნენ მის შე­სა­ხებ, არა­მედ ყვე­ლა, მა­გა­ლი­თად ის, ვინც უბ­რა­ლოდ გა­ზეთებს კითხუ­ლობს. ეს ახა­ლი სა­ხე­ო­ბა იყო, რო­მელ­საც Australopithecus afarensis ეწო­და. თქვენ ახ­სე­ნეთ, რომ სა­მი წლის გან­ მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი გი­პო­ვი­ათ. რა იყო ის, რის გა­მოც არ და­ნებ­დით და ძი­ე­ ბა გა­ნაგ­რ­ძეთ. რა რჩევას მისცემდით ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბს? ჩე­მი აზ­რით, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ცნო­ბის­მოყ­ვა­ 10

saqarTvelos erovnuli muzeumi

რე­ობ­ ა და სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის სურ­ვი­ ლი; იმის გა­გე­ბის სურ­ვი­ლი, თუ რო­გორ მო­ვე­დით აქამ­დე, რო­გორ ვით­არ­დე­ბა გა­რე­მო, გან­სა­კუთ­რე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო, მე ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა, რად­ გან მა­შინ გა­მიჩ­ნ­და მის­წ­რა­ფე­ბა, რო­მე­ ლიც ყვე­ლა­ფერ­ზე მნიშვნელოვანი იყო, რო­დე­საც ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ბი­ჭი ვი­ყა­ ვი. სულ პა­ტა­რა­ობ­ ი­დან ვი­ცო­დი, ზუს­ ტად რი­სი კე­თე­ბა მინ­დო­და. არა­სო­დეს მქო­ნია ბიზ­ნეს­მე­ნო­ბის, წარ­მა­ტე­ბის, ან ფუ­ლის შოვ­ნის სურ­ვი­ლი. მინ­დო­და ის მე­კე­თე­ბი­ნა, რაც აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას იწ­ ვევ­და ჩემ­ში, რაც მი­ჩენ­და გან­ც­დას, რომ ის, რა­საც გა­ვა­კე­თებ­დი, შეც­ვლ ­ ი­და და გა­ამ­დიდ­რებ­და სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ცოდ­ ნას. თავ­და­დე­ბა და ენ­თუ­ზი­აზ­მი, რო­მე­ ლიც სულ პა­ტა­რა­ობ­ ა­ში ვიგ­რძ­ ე­ნი, მთე­ ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვ­ ა და ვფიქ­რობ, რომ თუ­კი გინ­და ნამ­დ­ვი­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, უნ­და გქონ­დეს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ ო­ბა, აღ­სავ­სე უნ­და იყო ენ­თუ­ზი­აზ­მით,

რამ გა­და­გაწყ­ვე­ტი­ნათ, რომ და­გე­წე­ რათ წიგ­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­მეც­ ნი­ე­რო წრე­ე­ბის­თ­ვის არ იქ­ნე­ბო­და გან­ კუთ­ვ­ნი­ლი? რო­დე­საც ლუ­სის შე­სა­ხებ პრე­სა­ში და­ი­ ბეჭ­და, უამ­რა­ვი კითხ­ვა გაჩ­ნ­და – იცო­დით რამ­დე­ნი წლის იყო, რო­დე­საც გარ­და­იც­ ვა­ლა? რამ­დე­ნი წლის წინ ცხოვ­რობ­და? უკ­ვე ზრდას­რუ­ლი იყო? შვი­ლე­ბი ჰყავ­და? ხალხს სა­კუ­თა­რი წი­ნაპ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­ ტის გა­გე­ბის უზარ­მა­ზა­რი სურ­ვი­ლი აქვს. ერ­თ­-ერ­თი პირ­ვე­ლი კითხ­ვა, რო­მელ­საც ბავ­შ­ვი სვამს, არის: „საიდან გავ­ჩნ­ ­დი?“, ჰო­და მე ვფიქ­რობ, რომ პა­ლე­ო­ან­თ­რო­ პო­ლო­გია სა­მეც­ნი­ერ ­ ო ძი­ე­ბა­ა, სა­მეც­ნი­ე­ რო გზა­ა, მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ გა­მო­ვარ­ კ­ვი­ოთ ჩვე­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბა. სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­მა და­მა­ფიქ­რა – დი­ახ, მე შე­მეძ­ლო სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ ე­ბის წე­რა, რო­მელ­თაც მხო­ლოდ ჩე­მი კო­ლე­გე­ბი წაიკითხავდნენ და რომ­ლე­ბიც სავ­სეა ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით ­ ა და ტექ­ნი­კუ­რი აღ­წე­რი­ლო­ბით, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მარ­თლ ­ აც აინ­ტე­რე­სებ­და ეს თე­მა და ვი­ ფიქ­რე, რომ ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი

იყო სამ­ც­ნი­ერ ­ ო ენის ყვე­ლას­თ­ვის გა­სა­ გებ ენა­ზე „თარგმნა“. მე არ ვარ ას­ტ­რო­ ფი­ზი­კო­სი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გაჩ­ნ­და სამ­ყა­რო, ამი­ტომ ყო­ ველ­თ­ვის მი­ხა­რი­ა, რო­დე­საც ამ დარ­გის მეც­ნი­ერ ­ ი ჩემ­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე და­წერს წიგნს, რო­მე­ლიც სა­შუ­ალ ­ ე­ბას მომ­ცემს, მა­გა­ლი­თად, კოს­მო­ლო­გი­ის დე­ტა­ლებ­ში გა­ვერ­კ­ვე. რა იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი რე­აქ­ცი­ა, რო­დე­საც დმა­ნი­სის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ შე­იტყ­ვეთ? მახ­სოვს, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა და­მე­უფ­ ლა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­ვი­გე ამ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ აქ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. 1990-იანი წლე­ბის და­საწყის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქვე­და ყბა უძ­ვე­ლეს ადა­მი­ანს ეკუთ­ვ­ნო­და, ჩე­მი ინ­ტე­რე­სიც ხომ აფ­რი­კაა. მა­ნამ­დე გვე­ გო­ნა, რომ ადა­მი­ან­მა აფ­რი­კა არ­ც­თუ ისე დი­დი ხნის წი­ნათ და­ტო­ვა. დმა­ნი­ სის ასა­კის გან­საზღ­ვ­რამ და იმის გა­გე­ ბამ, რომ ეს თით­ქ­მის 2 მილიონი – 1,8 მი­ლი­ო­ნი წლის წინ მოხ­და, სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმა­ზე, თუ რო­დის და­ტო­ვეს აფ­რი­კა ჩვენ­ მა წი­ნაპ­რებ­მა. მა­შინ მათ არ იცოდ­ ნენ ცეც­ხლის დან­თე­ბა, პა­ტა­რა ტვი­ნი ჰქონ­დათ და მა­ინც, პი­ო­ნე­რე­ბი იყ­ვ­ნენ, მათ გა­ი­ფარ­თო­ვეს თვალ­სა­წი­ე­რი აფ­ რი­კის მიღ­მა. რო­დე­საც თქვე­ნი მუ­ზე­უ­მის გუნ­დმ­ ა უკვე სხვა ნაშ­თე­ბის, მათ შო­რის სრუ­ლი თა­ვის ქა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და­იწყო, ყვე­ლა­ნი სა­ ოც­რად ვღე­ლავ­დით. თქვენ ფან­ტას­ტი­ კუ­რი კო­ლექ­ცია გაქვთ. გა­ნა­მარ­ხე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვა­დაა შე­ნა­ხუ­ ლი, მა­თი კვლე­ვა ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჩვენ კი­დევ და კი­დევ უფ­რო მეტს ვი­ გებთ მათ შე­სა­ხებ. ეს მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა­ა, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ ბა იმის გა­გე­ბა­ში, თუ პირ­ვე­ლად რო­დის დატოვეს პირველმა ადა­მი­ა­ნე­ბმა აფ­რი­კა და როდის გა­დახ­დათ პირ­ვე­ლი სა­მოგ­ზა­ უ­რო თავ­გა­და­სა­ვა­ლი. რა ად­გილს მი­უ­ჩენ­დით დმა­ნი­სის არ­ ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგ­ლ­სა და იქა­ურ აღ­მო­ ჩე­ნებს პა­ლე­ო­ან­თ­რო­პო­ლო­გი­ა­სა და, ზო­გა­დად, უძ­ვე­ლე­სი სამ­ყა­როს შემ­სწ ­ ავ­ ლელ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში?

ვფიქ­რობ, რომ დმა­ნი­სის გა­ნა­მარ­ ხე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ ლო­ვა­ნი­ა, რად­გან მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­გებთ, თუ რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი ადა­ მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აფ­რი­კი­დან წა­მო­ვი­და; რომ ის ბევ­რად უფ­რო ად­რე წა­მო­ვი­და აფ­რი­კი­დან, ვიდ­რე ჩვენ ვფიქ­რობ­დით. აქ, თბი­ლის­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და, სა­დაც შე­იკ­რიბ­ნენ მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან ინ­ფორ­მა­ ცი­ის გა­საც­ვ­ლე­ლად. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩა­მო­ვე­დი და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ მე­ცა, და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ორი­გი­ნა­ლე­ ბი და პი­რა­დად გავ­სა­უბ­რე­ბო­დი არ­ქე­ო­ ლო­გებ­სა და მეც­ნი­ე­რებს. გა­მო­დის, რომ დმა­ნი­სი ერ­თ­-ერ­თი უმ­ ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ ლია მსოფ­ლი­ო­ში?

იქ­ნებ წინ კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ ­ნე­ლო­ ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გვე­ლის სა­ქ არ­თ­ ვე­ლო­ში, ან თუნ­დაც მთელ კავ­კა­სი­ ის რე­გი­ონ­ში, მაგ­რამ ჩვენ მათ ვერ გავაკეთებთ, თუ­კი ოფი­სებ­სა და ლა­ ბო­რა­ტო­რი­ებ­ში დავ­რ­ჩე­ბით და არ გა­ვ ალთ ველ­ზე. ძი­ე­ბა­ში ვპო­უ­ლობთ ნამ­დ­ვ ილ პა­სუ­ხებს და ჩემ სტუ­დენ­ ტებს სულ ვუ­ბიძ­გებ, რომ გარ­კ­ვ ე­უ­ლი დრო გა­ა­ტა­რონ ექ­ს­პე­დი­ცი­ებ­ში და იფიქ­რონ ახა­ლი ად­გი­ლე­ბის ძი­ე­ბა­ზე. გე­ნატ­რე­ბათ ვე­ლი? დი­ახ, ძა­ლი­ან. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ ვი წლე­ბი იყო – რო­დე­საც შორს ხარ იმის­გან, რა­საც ჩვენ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას ვე­ ძა­ხით. მე ვფიქ­რობ, ველ­ზე მუ­შა­ო­ბა ბევ­რად უფ­რო ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი საქ­მე­ა, თუმ­ცა, უდაბ­ნო­ში ყოფ­ნა, ეთი­ო­პი­ა­

უდაბ­ნო­ში ყოფ­ნა, ეთი­ო­პი­ა­ში, სა­დაც წე­ლი­წად­ში 2-3 თვეს ვა­ტა­რებ­დი, ტენ­ტის ქვეშ ცხოვ­რე­ბა და შეგ­რ­ძნ ­ ე­ ბა, რომ ნამ­დ­ვი­ლად ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლი ხარ, ყო­ველ­თ­ ვის უდი­დეს კმა­ყო­ფი­ლე­ბას მა­ნი­ჭებ­და, რო­მე­ლიც კი ოდეს­მე მიგ­რძ ­ ­ვ­ნი­ა...

რა თქმა უნ­და! რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა აფ­რი­კი­დან წა­მოს­ვ­ლას, დმა­ნი­სი ამ ასა­ კის ერ­თა­დერ­თი და უნი­კა­ლუ­რი ძეგ­ლია ჯერ­ჯე­რო­ბით. არ­სე­ბობს მნიშ­ვნ­ ე­ლო­ვა­ ნი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბი, მა­გა­ლი­ თად, ეს­პა­ნეთ­ში... მაგ­რამ არა ასე­თი ძვე­ლი.

ში, სა­დაც წე­ლი­წად­ში 2-3 თვეს ვა­ ტა­რებ­დი, ტენ­ტის ქვეშ ცხოვ­რე­ბა და შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ ნამ­დ­ვი­ლად ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლი ხარ, ყო­ველ­თ­ვის უდი­დეს კმა­ ყო­ფი­ლე­ბას მა­ნი­ჭებ­და... აღ­მო­ჩე­ნი­სას გან­ცდ ­ ი­ლი გრძნო­ბა და გუნ­დუ­რი მუ­ შა­ობ­ აც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია.

რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა პა­ლე­ო­ან­თ­რო­პო­ლო­გი­ის მო­მა­ვა­ლი, სა­ით მი­დის ეს მეც­ნი­ე­რე­ბა?

ამ­ჟა­მად რა არის თქვე­ნი ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბა?

რად­გან მე ბევ­რ ძეგ­ლ­ზ ე მიმუშავია, ჩე­მ ი სტუ­დენ­ტ ე­ბ ი ხში­რ ად მე­კითხე­ ბი­ა ნ, დარ­ჩ ა თუ არა ად­გი­ლი, სა­დაც კიდევ რა­ი ­მ ე აღ­მ ო­ჩ ე­ნ ის გა­კე­თ ე­ ბა შე­ი ძ­ლე­ბ ა. მე კი სულ ვპა­სუ­ხ ობ, რომ მათ ყოვ­ე ლთ­ვის უნ­და ჰქონ­დეთ გახ­ს­ნ ი­ლი გო­ნ ე­ბ ა, იყ­ვ­ნ ენ ენერ­გი­ი თ აღსავსენი და ეძე­ბ ონ ახა­ლი ად­გი­ლე­ ბი. ვინ იფიქ­რ ებ­და, რომ ასე­თ ი ძეგ­ლი აღ­მ ოჩ­ნ ­დე­ბ ო­და დმა­ნ ის­შ ი? – არა­ვინ.

ვას­წავ­ლი, ძი­რი­თა­დად ელექ­ტორ­ნუ­ ლად, ჩე­მი კურ­სი www.edx.org-ზეა გან­ თ­ვ­სე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნის წარ­მო­შო­ბას შე­ე­ხე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 მსმე­ნე­ლი მყავს ყო­ველ­წლ ­ ი­უ­რად. ასე­ვე, არი­ზო­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ადა­მი­ან­ ის წარ­მო­შო­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ვმუ­შა­ობ. ამავ­ დ­რო­უ­ლად, ვაგ­რ­ძე­ლებ სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ ტი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბას და ვიწყებ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ ფი­უ­ლი წიგ­ნის წე­რას.

saqarTvelos erovnuli muzeumi

11


12

ბო­რის კუფ­ტი­ნი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­ქე­ო­ლო­გი­ის მკვლე­ვა­რი ისტორია > ოთარ ჯა­ფა­რი­ძე აკად. ბო­რის კუფ­ტინს ფას­და­უ­დე­ბე­ლი ღვაწ­ლი მი­უძღ­ვის სა­ქარ­თვ­ ე­ლოს, კავ­კა­სი­ისა და, სა­ერ­თოდ, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის უძ­ვე­ლე­სი წარ­სუ­ლის შეს­წავ­ლა­ში. მან სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რად წარ­მო­ად­გი­ნა ჩვე­ნი ძვე­ლი ის­ტო­რი­ის არა­ერ­თი ძი­რე­უ­ლი სა­კითხი.

ა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მუდ­მი­ვად საცხოვ­ რებ­ლად გად­მოს­ვ­ლის შემ­დეგ მთე­ლი სის­რუ­ლით გა­მობ­რ­წყინ­ და მი­სი დი­დი მეც­ნი­ე­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ ლო­ბა რო­გორც შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლის უბად­ლო მკვლე­ვ­რი­სა. მა­ნა­მდე იგი უფ­ რო მე­ტად ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც ეთ­ ნოგ­რა­ფი, ეთ­ნო­ლო­გი. მაგ­რამ სწო­რედ ჩვენ­თან კარ­დი­ნა­ლუ­რად იც­ვ­ლე­ბა მი­ სი მეც­ნი­ე­რუ­ლი ინ­ტე­რე­სი და თით­ქ­მის მთლი­ა­ნად სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სრუ­ლი­ ად კავ­კა­სი­ის არ­ქე­ო­ლო­გი­ას უკავ­შირ­ დე­ბა. მის­მა არა­ერ­თ­მა ფუნ­და­მენ­ტურ­მა ნაშ­რომ­მა ახ­ლე­ბუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი და­ უ­დო და უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ ვა­ნა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის კვლე­ვის საქ­მე. ბო­რის კუფ­ტი­ნი და­ი­ბა­და 1892 წელს ქ. სა­მა­რა­ში. 1909 წელს მან და­ას­რუ­ლა ქ. ორენ­ბურ­გის რე­ა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ ბე­ლი და სწავ­ლა გა­ნაგ­რ­ძო მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კა-­მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. 1910-1912 წლებ­ში სტუ­ დენ­ტ­თა რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მო მას რიცხა­ვენ უნი­ ვერ­სი­ტე­ტი­დან. იგი მი­ემ­გ­­ზავ­რე­ბა ემიგ­ რა­ცი­ა­ში საფ­რან­გეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­ას­ ა და იტა­ლი­ა­ში. ემიგ­რა­ცი­იდ ­ ან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას გა­ნაგ­რ­ძობს მოს­კო­ ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მელ­საც ამ­თავ­ რებს 1914 წელს. იგი და­ტო­ვეს მოს­კო­ ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში „საპროფესოროდ მო­სამ­ზა­დებ­ლად“ პროფ. გ. ანუ­ჩინ­თან არ­ქე­ო­ლო­გი­ის, ან­თ­რო­პო­ლო­გი­ისა და გე­ოგ­რა­ფი­ის გან­ხ­რით. იმ წლებ­ში იქ­ვე მუ­შა­ობ­და გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე და სწო­რედ მათ­მა ნაც­ნო­ბო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ბ. კუფ­ ტი­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გად­მო­სახ­ლე­ბა და მი­სი შემ­დ­გო­მი ბე­დი. 1928 წელს მას

ცნობილი არქეოლოგი ბორის კუფტინი (1892-1953). ფოტო ირაკლი ვართაგავას პირადი არქივიდან. დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანეში.

ირ­ჩე­ვენ პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხალ­ხ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის გან­ხ­რით. 1929-1930 წლებ­ში მოს­კო­ვის პრო­ფე­სუ­რის დარ­ ბე­ვას ვერც ბ. კუფ­ტი­ნი გა­და­ურ­ჩა, იგი ტო­ვებს მოს­კოვს. ეს უმ­ძი­მე­სი წლე­ბი იყო კუფ­ტი­ნის ცხოვ­რე­ბა­ში და სწო­რედ ამ დროს მას დახ­მა­რე­ბის ხე­ლი გა­უ­წო­ და პროფ. გ. ნი­ო­რა­ძემ. 1933 წლი­დან იგი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის მეც­ნი­ერ­-­კონ­სულ­ტან­ტი­ა. ამ ხა­ნებ­ში მუ­ ზე­უმ­ში ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბით მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­ რე­ობ­და არ­ქე­ოლ ­ ო­გი­უ­რი გა­მო­ფე­ნის მო­საწყო­ბად და ბ. კუფ­ტი­ნი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ამ სა­მუ­შა­ო­ებ­ში. ბა­ტო­ნი ივა­ნე დი­დად აფა­სებ­და ბ. კუფ­ტინს, სწო­რედ მას და­ა­ვა­ლა გა­მო­ფე­ნის გეგ­მის შედ­გე­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გად­მოს­ვლ ­ ის შემ­დეგ ბ. კუფ­ტი­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა მთლი­ა­ნად ქარ­თულ არ­ქე­ო­ლო­გი­ას უკავ­შირ­დე­

ბა. 1934 წელს მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­იღ ­ ო აფხა­ზე­თის არ­ქე­ოლ ­ ო­გი­ური ექ­ს­პე­დი­ ცი­ის მუ­შა­ობ­ ა­ში. იგი იკ­ვ­ლევს ბრინ­ ჯა­ოს ხა­ნის ძეგ­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მი­სი მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი სა­ მუ­შა­ო­ე­ბი თრი­ა­ლეთ­ში. ხრამ­ჰე­სის მშე­ ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წყლით უნ­და და­ფა­რუ­ლი­ყო წალ­კის პლა­ტოს მნიშ­ვნ­ ე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. ამი­ტომ 1936 წლი­დან დღის წეს­რიგ­ში დად­გა ამ პლა­ტოს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რად შეს­წავ­ ლის საკითხი. ბა­ტონ­მა ივა­ნემ ექ­ს­პე­ დი­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ბ. კუფ­ტინს ან­დო და არც შემ­ც­და­რა. თრი­ა­ლე­თის არ­ქე­ოლო­გი­ურ ­ ­მა შეს­წავ­ლამ შო­რე­ულ წარ­სულ­ში გა­და­ი­ტა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მთლი­ან­ ად კავ­კა­სი­ის ის­ტო­რი­ის ფეს­ვე­ბი. გათხ­რე­ბის დაწყე­ბი­დან ხუ­ თი წლის თავ­ზე, 1941 წელს, ბ. კუფ­ტი­ნი აქ­ვეყ­ნებს თა­ვის ბრწყი­ნ­ვა­ლე ნაშ­რომს

გათხრები თრიალეთის სამაროვანზე, 1938 წელი.

saqarTvelos erovnuli muzeumi

13


გათხრები თრიალეთის სამაროვანზე, 1937 წელი.

„არქეოლოგიური გათხ­რე­ბი თრი­ა­ ლეთ­ში“, რო­მელ­საც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ ლის ნა­თელ ხსოვ­ნას უძღ­ვ­ნის. მან ამ წიგ­ნი­სათ­ვის, პირ­ველ­მა საბ­ჭო­თა არ­ ქე­ო­ლოგ­თა შო­რის, სტა­ლი­ნუ­რი პრე­მია და­იმ­სა­ხუ­რა. 1946 წელს მას ირ­ჩე­ვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ ის ნამ­დვ­ ილ წევ­რად. თრი­ა­ლეთ­ში ბო­რის კუფ­ტინ­მა სხვა­ დას­ხ­ვა პე­რი­ო­დის ძეგ­ლე­ბი შე­ის­წავ­ლა. აქ მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლის ანა­ლი­ზის სა­ ფუძ­ველ­ზე იგი იძ­ლე­ვა პე­რი­ოდ ­ ი­ზა­ცი­ის ცდას ქვის ხა­ნი­დან მო­კი­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე სა­შუ­ა­ლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დამ­დე­გამ­დე. მის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მა იმ­დე­ნად მარ­ჯვ­ ე გა­მოდ­გა, რომ დღე­საც არ და­უ­კარ­გავს თა­ვი­სი მნიშ­ვ­ ნე­ლო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია თრი­ა­ლეთ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მა­ნამ­დე უც­ნო­ბი გვი­ან­ბ­რინ­ ჯა­ოს ხა­ნა­ზე უხ­ნე­სი მტკვარ­-ა­რაქ­სი­სა და თრი­ა­ლე­თის კულ­ტუ­რე­ბის გა­მო­ყო­ფა. ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სა­ერ­თოდ კავ­კა­სი­ის უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის ახა­ლი ეტა­პი იწყე­ბა. მა­ნამ­დე უპი­რა­ტე­სად ის 14

saqarTvelos erovnuli muzeumi

ორნამენტირებული კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, თრიალეთი, 1937 წელი

აზ­რი იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, რომ კავ­კა­სია შე­და­რე­ბით გვი­ან, ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ბო­ ლო სტა­დი­ა­ზე უნ­და და­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო. თრი­ა­ლეთ­ში შეს­წავ­ლი­ლი ყორ­ღა­ნუ­ლი სა­მარ­ხე­ბი მდიდ­რუ­ლი ინ­ვენ­ტა­რით მან

შუა ბრინ­ჯა­ოს ხა­ნას მი­ა­კუთ­ვ­ნა და ძვ. წ. II ათას­წ­ლე­უ­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რით და­ა­თა­რი­ღა. ამ პე­რი­ოდს წინ კი­დევ უფ­ რო უხ­ნე­სი კულ­ტუ­რა უძღ­ო­და, რომ­ლის ასა­კი ბ. კუფ­ტინ­მა ძვ. წ. III ათას­წ­ლე­ულს

და­უ­კავ­ში­რა. სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში ამ კულ­ტუ­რის გავ­რ­ცე­ლე­ბის არე­ა­ლის სა­ ფუძ­ველ­ზე მან ამ კულტურას „მტკვარარაქსის კულ­ტუ­რა“ უწო­და. ამ კულ­ ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი ტო­მე­ბი ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბი­ან კავ­კა­სი­ის შიგ­ნით და მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ სამ­ხ­რე­თით. არც ერ­ თი კავ­კა­სი­უ­რი კულ­ტუ­რა არც მა­ნამ­დე და არც მე­რე ასე ფარ­თოდ არ გავ­რ­ცე­ ლე­ბუ­ლა, რო­გორც „მტკვარ-არაქსის კულ­ტუ­რა“. სამ­ხ­რე­თით იგი აღ­მო­სავ­ ლეთ ხმელ­თა­შუაზღვის­პი­რეთს, სი­რი­ა­ სა და ის­რა­ელს აღ­წევს. რო­გორც ჩანს, მტკვარ­-ა­რაქ­სის კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ ბელ­მა ტო­მებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი შე­ას­რუ­ლეს კავ­კა­სი­ის უძ­ვე­ლეს ის­ტო­ რი­ა­ში და წი­ნა აზი­ის წარ­სულ­შიც მი­უძღ­ ვით გარ­კ­ვე­უ­ლი ღვაწ­ლი. იგი, ეტყო­ბა, ამ დრო­ი­სათ­ვის ერ­თ­-ერ­თი ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა იყო ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ამი­ტომ ამ კულ­ტუ­რის წარ­მო­მავ­ლო­ბის პირ­ვე­ლად­გილ­სამ­ყო­ ფლის, მი­სი მა­ტა­რე­ბე­ლი ტო­მე­ბის ეთ­ნი­ კუ­რი ვი­ნა­ო­ბის სა­კითხი დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. ეს კულ­ტუ­რა უნ­და წარ­მოქ­მ­ნი­ ლი­ყო სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რე­ში, მტკვრი­სა და არაქ­სის შუ­ამ­ დი­ნა­რეთ­ში. ამ კულ­ტუ­რის პირ­ვე­ლაღ­ მომ­ჩე­ნი და შემ­ს­წავ­ლე­ლი აკად. ბო­რის კუფ­ტი­ნი იყო. მან ამ ბრწყინ­ვა­ლე კულ­ ტუ­რას სა­გან­გე­ბო ნაშ­რო­მი მი­უძღ­ვ­ნა. ბ. კუფ­ტი­ნი დი­დი ინ­ტე­რე­სით სწავ­ ლობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ ლო­გი­ურ ფონ­დ­ში და­ცულ კო­ლექ­ცი­ებს, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლი იყო მდი­და­რი მა­ სა­ლა მთე­ლი კავ­კა­სი­ი­დან. სწო­რედ ამ ფონ­დშ­ ი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად აქ­ვეყ­ნებს იგი უაღ­რე­სად სა­ყუ­რადღე­ბო ნაშ­რომს „ქართული კულ­ტუ­რის უძ­ვე­ლე­სი ფეს­ ვე­ბის სა­კითხი­სათ­ვის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით“, რო­მე­ლიც სა­ გან­გე­ბოდ ეძღ­ვ­ნე­ბა ბრინ­ჯა­ოს კულ­ტუ­ რის შეს­წავ­ლას კავ­კა­სი­ა­ში. ნაშ­რომ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ ველ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი­ა, თუ სად არის სა­ძე­ ბა­რი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის უძ­ვე­ლე­სი ფეს­ვე­ბი; ბრინ­ჯა­ოს კულ­ტუ­რის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე გა­მო­ყოფილია ლი­თო­ნის ნივ­თე­ბის წამ­ყ­ვანი ტი­პები. წი­ნა­ა­ზი­უ­რი მა­სა­ლე­ბის ფონ­ზე მო­ცე­მუ­ლია სა­ქარ­თ­ ვე­ლო­სა და სრუ­ლი­ად კავ­კა­სი­ის ბრინ­ ჯა­ოს კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი. ღრმა ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე იგი და­ას­კ­

ბორის კუფტინი მეუღლესთან, ვალენტინა სტაშენკოსთან ერთად.

ვ­ნის, რომ „ქართველის ერის მშვე­ნი­ე­რი სამ­შობ­ლო იმა­ვე დროს მი­სი კულ­ტუ­რის უძ­ვე­ლეს სამ­შობ­ლოდ უნ­და ჩა­ით­ვა­ ლოს“. მი­სი აზ­რით, ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის საწყი­სე­ბი ად­გი­ ლობ­რი­ვა­დაა სა­ძე­ბა­რი. დი­დია ბ. კუფ­ტი­ნის ღვაწ­ლი და­სავ­ ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ შეს­წავ­ლა­ში. მან კოლ­ხე­თის სიძ­ვე­ლე­ ებს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ორ­ტო­მი­ა­ნი გა­მოკ­ვ­ ლე­ვა უძღ­ვნ­ ა: „მასალები კოლ­ხე­თის არ­ქე­ო­ლო­გი­ი­სათ­ვის“. მან პირ­ველ­მა შე­ის­წავ­ლა მეც­ნი­ე­რუ­ლად კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბის ად­რე­უ­ლი ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი. იგი იკ­ვ­ლევს აფხა­ზე­თის დოლ­მე­ნებს და იძ­ლე­ვა მა­თი სწო­რი და­თა­რი­ღე­ბის ცდას. დი­დია მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა კოლ­ხუ­ რი კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლის საქ­მე­ში. 1940-იანი წლე­ბის ბო­ლოს ბ. კუფ­ტი­ ნი მიწ­ვე­უ­ლი იყო შუა აზი­აში სამ­ხ­რეთ თურ­ქ­მე­ნე­თის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­ს­პე­ დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. იქ სწავ­ლობ­და ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის მრა­ვალ­ ფე­ნი­ან ნა­მო­სახ­ლარს – ნა­მაზ­გა თე­ფეს. ამ ძეგ­ლ­ზე მან მხო­ლოდ სა­მი წე­ლი იმუ­ შა­ვა, მაგ­რამ ამ მოკ­ლე დრო­ში რამ­დე­ ნი­მე სა­ყუ­რადღე­ბო ნაშ­რო­მი უძღ­ვ­ნა ნა­ მო­სახ­ლარს და მოგ­ვც­ ა ნა­მაზ­გა თე­ფეს

კულ­ტუ­რის პე­რი­ო­დი­ზა­ცი­ა, რო­მე­ლიც ისე­თი მარ­ჯ­ვე გა­მოდ­გა, რომ დღე­საც ამ პე­რი­ო­დი­ზა­ცი­ას იყე­ნე­ბენ. ძნე­ლია ილა­პა­რა­კო აკად. ბო­რის კუფ­ტინ­ზე და არ მო­ი­გო­ნო მი­სი მე­ უღ­ლე, თით­ქ­მის ყვე­ლა ექ­ს­პე­დი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­ რი­ის პრო­ფე­სო­რი, ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტი ვა­ლენ­ტი­ნა სტა­შენ­კო-­კუფ­ტი­ნი. იგი ამა­ ვე დროს დიდ, ნა­ყო­ფი­ერ მეც­ნი­ე­რულ მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ო­და. 1953 წელს ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში და­სას­ვე­ ნებ­ლად წა­სუ­ლი, ტრა­გი­კულ­მა შემ­თხ­ ვე­ვამ იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. მი­სი ბო­ლო თხოვ­ნა იყო, რომ მი­სი ცხე­და­რი მე­ო­რე სამ­შობ­ ლო­ში, ქარ­თუ­ლი მი­წი­სთ­ვის მი­ე­ბა­რე­ბი­ ნათ. მის­მა მე­უღ­ლემ, რო­მელ­მაც საყ­ვა­ რე­ლი ადა­მი­ან­ ის და­კარ­გ­ვის შემ­დეგ არ ისურ­ვა სი­ცოცხ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, ან­ დერ­ძად და­ი­ბა­რა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ეკ­რ­ძა­ლათ. ნამდვილად შემ­ზა­რა­ვია ამ ოჯა­ხის და­სას­რუ­ლი. ახ­ლობ­ლებ­ იდან აქ არა­ვინ შე­მორ­ჩათ. დარ­ჩა მა­თი სა­მეც­ნი­ე­რო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, საფ­ლა­ვი ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე და ერ­თი პა­ტა­რა ქუ­ ჩა ძვე­ლი თბი­ლი­სის უბან­ში, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­კოს ბო­რის კუფ­ტი­ნის სა­ხელს ატა­რებს. saqarTvelos erovnuli muzeumi

15


02 16 ჭაბუკის ტორსი, ძვ.წ. II ს. ბრინჯაო. აღმოჩენის ადგილზე. საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ელი­ნის­ტუ­რი ეპოქის ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბა ვა­ნი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნე­ბი > ნი­ნო კა­ლან­და­ძე 2015 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი მნიშ­ვნ­ ე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კულ­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­და. ვა­ნის ნა­ქა­ლა­ქარ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი „ჭაბუკის ტორ­სი“ მსოფ­ლიო შე­დევ­რებ­თან ერ­თად ბო­ლო დრო­ის ერ­თ­-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბურ გა­მო­ფენა­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ა­მო­ფე­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით „ძალაუფლება და პა­თო­სი - ელი­ნის­ტუ­რი სამ­ყა­როს ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბე­ბი“ 2015 წლის 14 მარტს ფლო­რენ­ცი­ის პა­ლა­ცო სტრო­ცი­ში გა­იხ­ნა. 28 ივ­ლი­სი­დან 1 ნოემ­ ბ­რამ­დე გა­მო­ფე­ნას ლოს ან­ჯე­ლე­სის ჟან პოლ გე­ტის მუ­ზე­უ­მი მას­პინ­ძლ ­ ობ­და, ხო­ლო 2015 წლის 6 დე­კემ­ბ­რი­დან 2016 წლის 13 მარ­ ტამ­დე გა­მო­ფე­ნამ ვა­შინ­გტ ­ ო­ნის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მელ­ზე­დაც მნახ­ველს პირ­ვე­ლად მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ერ­ თად ენა­ხა „ძველი სამ­ყა­როს შე­დევ­რე­ ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი“ მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი მუ­ზე­უ­მე­ბი­დან, სა­პა­ტიო ად­გი­ლი უჭი­რავს ვან­ში აღ­მო­ჩე­ნილ ჭა­ბუ­კის ბრი­ ნა­ჯოს ტორსს (ძვ.წ. II-I სა­უკ­ უ­ნე­ე­ბი), რომ­

ელიც აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ელი­ნის­ტუ­რი ეპო­ქის ე.წ. კლა­სი­ცის­ტუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ნი­მუ­შად იქ­ნა აღი­ა­რე­ბუ­ლი. ჭა­ბუ­კის ტორ­სი აღ­მო­ჩე­ნის დღი­დან (1988 წ.) გახ­და ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­ რი მუ­ზე­უ­მის ერ­თ­-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ ვა­ნი ექ­ს­პო­ნა­ტი. 2015 წელს კი ჭა­ბუ­კის ტორ­სი ვა­ნის ნა­ქა­ლა­ქა­რი­დან ამა­ყად იდგა ლოს­-ან­ჯე­ლე­სის ჟან პოლ გე­ტის მუ­ზე­უმ­ში ისე­თი შე­დევ­რე­ბის გვერ­დით, რო­გო­რე­ბი­ცაა კვი­რი­ნა­ლის მოკ­რი­ ვე, დი­ო­ნი­სე, ათ­ლე­ტი, მამაკაცის თავი დელოსიდან და სხვ. 2007 წელს ვა­ნის ჭა­ბუკ­მა პირ­ვე­ლად და­ტო­ვა ვა­ნის მუ­ზე­უ­მი და სა­ერ­თა­შო­რი­ სო სა­ზო­ა­გა­დო­ებ­ ის წინა­შე წარ­ს­დ­გა მსო­ ფ­ლიოს წამ­ყვ­ ან სა­მუ­ზე­უმ­ ო დარ­ბა­ზებ­ში.

სმით­სო­ნის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­სა და ჟან­-­პოლ გე­ ტის მუ­ზე­უ­მის გე­ტის ვი­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა, ასე­ვე სა­კონ­ სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ოე­ ­ბი. კერ­ძოდ, სმით­სო­ნის მუ­ზე­უ­მე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ის ცენ­ტ­რ­ში ჩა­ტარ­და 3-განზომილებიანი სკა­ნი­რე­ბა, გე­ტის ვი­ლა­ში კი ტორსს გა­მო­უც­ვა­ლეს ძვე­ლი, ხის და­ზი­ა­ნე­ ბუ­ლი სად­გა­მი, რო­მე­ლიც შე­იც­ვა­ლა ახა­ლი, უჟან­გა­ვი ლი­თო­ნის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ით. ამა­ვე მუ­ზე­უმ­ში ჩა­ტარ­და მი­სი ტექ­ნი­კუ­რი შეს­წა­ვა­ ლა რენ­ტ­გე­ნუ­ლი გაჭ­ვირ­ვით, რა­მაც ამომ­წუ­ რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვ­ცა ჭა­ბუ­კის ტორ­სის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კა-­ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ, კერ­ძოდ ტორ­სი და ფე­ხე­ბი ჩა­მოს­ხ­მუ­ლია ერთ მთლი­ან ნა­წი­ლად, რაც, დამ­ზა­დე­ბის თვალსაზ­რი­სით, გა­ნას­ხ­ვა­ვებს მას სხვა ცნო­ ბი­ლი ბერ­ძ­ნუ­ლი ქან­და­კე­ბები­სა­გან.

ჭაბუკის ტორსი, ძვ.წ. II ს. ბრინჯაო. საქართველოს ეროვნული მუზეუმი

saqarTvelos erovnuli muzeumi

17


18

თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა

დმანისის გარემოს რეკონსტრუქცია პალეოარტისტ როდოლფო ნოგუეირას მიერ ჰესენის მუზეუმისთვის დარმშტადტში

ე­სე­ნის მუ­ზე­უმ­მა დარ­მ­შტ ­ ადტ­ში (Hessisches Landesmuseum Darmstadt) უმას­პინ­ძ­ლა გა­ მო­ფე­ნას სა­ხელ­წო­დე­ბით „თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა“ (Expanding Worlds). გა­მო­ფე­ნი­ლი იყო ადა­მი­ა­ნის ნაშ­თე­ბი მსოფ­ლი­ოს ხუ­თი რე­გი­ ო­ნი­დან, მათ შო­რის, სამ­ხრ ­ ეთ­-აღ­მო­სავ­ლეთ აფ­ რი­კი­დან (მალავის რეს­პუბ­ლი­კა), სამ­ხ­რეთ­-აღ­ მო­სავ­ლეთ აზი­ი­დან (ინდონეზია), ლე­ვან­ტი­დან (ისრაელი) და ცენ­ტ­რა­ლუ­რი და სამ­ხ­რეთ­-­და­ სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან (გერმანია, გიბ­რალ­ტა­რი). კავ­კა­სია დმა­ნის­ში (საქართველო) აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­ნა­მარ­ხე­ბუ­ლი ნაშ­თე­ბი­თ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გა­მო­ფე­ნა 2015 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს გა­იხ­ ს­ნა და დამ­თ­ვა­ლი­ერ ­ ე­ბელს უნი­კა­ლუ­რი შე­ საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, გვერ­დი­გვ­ ერდ ეხი­ლა ჩვე­უ­ლებ­რივ მუ­ზე­უ­მე­ბი­სა და კვლე­ვი­თი ცენ­ ტ­რე­ბის სა­ცა­ვებ­ში და­ცუ­ლი და ფარ­თო სა­ზო­ გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი ჰო­მი­ნი­ნე­ბის მსოფ­ლი­ო­ში გან­თ­ქ­მუ­ლი ნაშ­თე­ბი. სპე­ცი­ა­ ლის­ტებ­საც კი იშ­ვი­ა­თად უწევთ ამ ნაშ­თე­ბის ერ­თად ხილ­ვა. არ­ქე­ოლ ­ ო­გი­უ­რი მა­სა­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­ღე­ ბუ­ლი ცნო­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს პა­ლე­ო­ან­ თ­რო­პო­ლო­გებს, უკეთ შე­ი­მეც­ნონ ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცი­ა, რომ­ლის გა­გე­ბაც მხო­ლოდ სა­ერ­თო კონ­ტექ­ს­ტშ­ ი გან­ხილ­ვის გზი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­მო­ფე­ნის მი­ზა­ნი ად­რე­უ­ლი ადა­მი­ან­ ის რე­გი­ო­ ნა­ლური მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ჩვე­ნე­ბა იყო პრე­ ის­ტო­რი­ულ სამ­ყა­რო­ში იმის­და­მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბო­და კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი მიგ­რა­ცი­ებ­ ით რო­გორც აფ­ რი­კი­დან, ასე­ვე, ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის. გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტო­რე­ბი შე­ეც­ ად­ნენ, ეჩ­ვე­ნე­ ბი­ნათ ად­რე­უ­ლი ადა­მი­ან­ ის ის­ტო­რი­ის კომ­პ­ ლექ­სუ­რო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­ რ­ში არც ევ­რო­პა იყო და არც აფ­რი­კა, არა­მედ შუ­ქი ეფი­ნე­ბო­და რე­გი­ო­ნულ ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­ რებს ად­რე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ბი­ოლ ­ ო­გი­ურ და ის­ ტო­რი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სფე­რო­ში პრო­ექ­ტი > რუ­სუ­დან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

2015

წლის 31 ივლისს ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში წარ­მა­ ტე­ბუ­ლი გა­მო­ფე­ნით გა­იხ­ს­ნა ჯა­ვა­ხე­თის და­ ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტ­რი, რომ­ლის მი­ზა­ნი­, მნახ­ვე­ლებისთვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და, კერ­ ძოდ, ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­ც­ნობაა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი, მათ შო­ რის მწე­რე­ბი, თევ­ზე­ბი, ქვე­წარ­მავ­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, ძუ­ძუმ­ წოვ­რე­ბი და ჰერ­ბა­რი­უ­მე­ბი, მულ­ტი­მე­დი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ეხ­მა­რე­ბა დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს, უკეთ გა­ეც­ნოს სა­ ქარ­თ­ვე­ლოს უნი­კა­ლურ ბუ­ნე­ბა­სა და გა­ი­ზი­ა­როს ჩვე­ნი ეკო­ ლო­გი­უ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვ­ ე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა­ა, სხვა­დას­ხვ­ ა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით ახალ­გაზ­რ­და თა­ობ­ ა სკო­ლის ასა­კი­დან­ვე მო­ი­ზი­დოს მუ­ზე­უმ­ში და და­აი­ ნ­ტე­ რე­სოს მუ­ზე­უმ­ ის ცხოვ­რე­ბი­თა და იქ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით. პირ­ვე­ლი პროგ­რა­მა სპე­ცი­ალ ­ უ­რად ამ მიზ­ნით მოწყო­ბილ ტერი­ ტო­რი­ა­ზე მო­ზარ­დებ­სა და ბავ­შვ­ ებს „იმიტირებულ“ არ­ქე­ო­ლო­ გი­ურ გათხ­რებს სთა­ვა­ზობს. ეს პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­აგ­ ენ­ტო­სა და ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის დაც­ვის ფონ­დის (WWF) თა­ნამ­ შ­რომ­ლო­ბის ნა­ყო­ფი­ა. ჯა­ვა­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ ­ ე­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­ რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ (BMZ) და გერ­მა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კ­მა (KFW) გა­უ­წი­ეს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა. saqarTvelos erovnuli muzeumi

19


20

ავანგარდი / Avant-garde 1900-1937 გამოფენა > ნა­ნა შერ­ვა­ში­ძე დი­მიტ­რი შე­ვარ­დნ­ ა­ძის (1885-1937) ინი­ცი­ა­ტი­ვით ქარ­თ­ველ მხატ­ვარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ ნე­ბელ­მა საბ­ჭომ დეკ­რე­ტის სა­ფუძ­ველ­ზე 1920 წელს ტფი­ლის­ში სა­ქარ­თვ­ ე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გა­ ლე­რეა და­ა­არ­სა, რო­მელ­მაც შემ­დ­გომ შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს ჩა­უ­ყა­რა საფუძველი.

ა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ერუ­დი­ტი, დი­მიტ­რი შე­ვარ­დნ­ ა­ძე, რო­მელ­ მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­ზე­უ­მო კო­ლექ­ცი­ის გა­ფარ­თო­ე­ბა­სა და გამ­დიდ­ რე­ბას მი­უძღ­ვ­ნა, ოც­ნე­ბობ­და, სა­ქარ­თ­ ვე­ლო­შიც შე­ექ­მ­ნა ერ­მი­ტა­ჟი­სა და ლუვ­ რის დო­ნის მუ­ზე­უ­მი. მან გან­საზღ­ვ­რა გა­ლე­რე­ის კონ­ცეფ­ცია რო­გორც ფარ­თო სპექ­ტ­რის მუ­ზე­უ­მი­სა, რო­მე­ლიც ძვე­ ლი და ახა­ლი დრო­ის და­სავ­ლურ­სა და აღ­მო­სავ­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბას მო­ი­ცავს. გა­ლე­რე­ი­სა და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკ­ვე მუ­ ზე­უ­მის არ­სე­ბო­ბის პირ­ველ­სა­ვე წლებ­ ში მი­სი ფონ­დე­ბის­თ­ვის შე­ძე­ნილ იქ­ნა სპარ­სუ­ლი, ჩი­ნუ­რი, ევ­რო­პუ­ლი და რუ­ სუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რე­ბი, შუა სა­ უ­კუ­ნე­ე­ბის უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ძეგ­ ლე­ბი, ფი­როს­მა­ნი­სა და იმ დრო­ის სხვა ქარ­თ­ველ მხატ­ვარ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი. დი­მიტ­რი შე­ვარ­დ­ნა­ძი­სა და მხატ­ვარ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­ ის გამ­გე­ო­ბის მი­ზა­ნი ძვე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად ახა­ლი ხე­ ლოვ­ნე­ბის გა­ლე­რე­ის შექ­მნ­ აც იყო. ჯერ კი­დევ XX სა­უ­კუ­ნის 10-იანი წლე­ბის და­სას­ რულს სა­მუ­ზე­უ­მო ფონ­დე­ბის შე­სავ­სე­ბად ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ ბის ნა­მუ­შე­ვარ­თა შე­ძე­ნა­ზე. შე­ვარ­დ­ნა­ ძე ახალ­გაზ­რ­დო­ბის წლებ­ში თა­ვად იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი გერ­მა­ნუ­ლი და ფრან­გუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბით, კარ­გად ერ­კ­ვე­ო­და თა­ნა­ მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე რა­დი­ კა­ლურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებ­ში, და­ინ­ტე­რე­სე­

ვლადიმერ (ვოლდემარ) ბობერმანი (1897-1977). პეიზაჟი, ტილო, ზეთი. 1937, ხელოვნების მუზეუმი „მეტეხი“

ბუ­ლი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი თუ ტფი­ლის­ში დრო­ე­ბით ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რ­და მხატ­ ვ­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით, რო­მელ­თა ხე­ ლოვ­ნე­ბა ახა­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ფორ­მე­ბი­სა და გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ხერ­ხე­ბის ძი­ე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ველ და ტფი­ლის­ში მოღ­ვა­წე არა­ქარ­თ­ველ მხატ­ვარ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ხელ­შეწყო­ბით ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის­თ­ვის, ძი­რი­თა­დად, 1919 წელს მოწყო­ბი­ლი სა­შე­მოდ­გო­მო და სა­გა­ზაფხუ­ლო გა­მო­ფე­ნე­ბი­დან შე­იძ­ ი­ ნეს. ქარ­თ­ველ მხატ­ვარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ ბის 1919 წლის ან­გა­რიშ­ში ვკითხუ­ლობთ: „საზოგადოებამ მო­აწყო სა­მი გა­მო­ფე­ნა: ერ­თი ძვე­ლის, სა­ეკ­ლე­სიო კედ­ლის მხატ­ ვ­რო­ბი­სა 1917 წლის დამ­დეგს და ორიც 1919 წელს: მა­ის­ში – ქარ­თ­ველ ახ­ლან­დელ მხატ­ვ­რე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა და დე­კემ­ბერ­ ში სა­ქარ­თვ­ ე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­ რებ სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბა­თა მხატ­ვ­რე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა. გა­მო­ფე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­ ამ გახ­ს­ნა 1919 წლის მა­ის­ ის 4-ს. ეს იყო პირ­ ვე­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი გა­მო­ფე­ნა ახ­ლან­ დელ ქარ­თ­ველ მხატ­ვ­რე­ბი­სა. სუ­რა­თე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს სხვა­დას­ხვ­ ა მი­მარ­თუ­ლე­ ბის მხატ­ვ­რებ­მა. აქ­ვე იყო გა­მო­ფე­ნი­ლი ქან­და­კე­ბა­ნიც. ამ გა­მო­ფე­ნის წყა­ლო­ ბით და­ახ­ლო­ებ­ ით გა­მო­აშ­კა­რავ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­ხატ­ვ­რო ძა­ლე­ბი. მე­სა­მე გა­მო­ ფე­ნა გა­იხ­ს­ნა 1919 წლის დე­კემ­ბრ ­ ის 12-ს. ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დი­დე­ბის ტა­ძარ­ ში თა­ვი მო­უ­ყა­რა ახ­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის მხატ­

დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937). მხატვარი. 1920 წელს დააარსა ეროვნული გალერეა.

saqarTvelos erovnuli muzeumi

21


ვასილი კანდინსკი (1861-1944). შავი შტრიხი. ტილო, ზეთი. 1920, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

დავით კაკაბაძე (1889-1952). აბსტრაქცია. მუყაო, ზეთი. 1926, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ვარ­თა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ სუ­რა­თებს და ქან­და­კე­ბებ­სა“.1 1928 წელს მხატ­ვარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბა მთავ­რო­ბი­სათ­ ვის წარ­დ­გე­ნილ თა­ვის ან­გა­რიშ­ში ხაზს უს­ვამს თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ლე­ რე­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას. „… მხატვრის ბეჭ­დ­ვი­თი ორ­გა­ნოც და სცე­ნაც არის გა­ლე­რე­ა, სა­დაც უნ­და იკ­რი­ბე­ბო­დეს ყო­ვე­ლი ახა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რო­ბა აძ­ლევს ქარ­ თულ ხე­ლოვ­ნე­ბას. ასე­თი გა­ლე­რეა ჩვენ არ გაგ­ვაჩ­ნი­ა… … ეს (გალერეა – ნ.შ.) იქ­ ნე­ბა მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ 22

saqarTvelos erovnuli muzeumi

ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც მოკ­ლე ხან­ში ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ ა­ხავს, რომ ქარ­თუ­ლი მხატ­ვრ ­ ო­ბა არც ისე ღა­რი­ბი ყო­ფი­ლა, რო­გორც ბევრს გო­ნია და მო­ მა­ვა­ლიც დი­დი აქვს და ფრი­ად სა­იმ­ ე­დოც, ამას გარ­და ამ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ლე­რე­ა­ში შეძ­ლე­ბი­სა­მებრ შეკ­რე­ბი­ლი იქ­ნე­ბა თა­ ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თი­სა და სხვა სა­ხელ­მ­ წი­ფო­თა მხატ­ვ­რო­ბის სა­ნი­მუ­შო ექ­ს­პო­ ნა­ტე­ბი, რომ ქარ­თვ­ ელ­მა მა­სამ შეს­ძ­ლოს იმის გა­გე­ბა, თუ რა ხდე­ბა ამ დარ­გ­ში სა­ ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­თაც“.2 1928 წელს პა­რი­ ზი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და­ვით კა­კა­ბა­ძის

გა­მო­ფე­ნი­დან გა­ლე­რე­ის კო­ლექ­ცი­ის­თ­ ვის შეიძინეს მხატ­ვ­რის აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი. 1920-იანი წლე­ბის და­სას­ რუ­ლის­თ­ვის სა­მუ­ზე­უმ­ ო კო­ლექ­ცი­ა­ში უკ­ ვე საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით იყო დაგ­რო­ვი­ლი უახ­ლე­სი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი. ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­ზე­უ­მი იც­ ვ­ლი­და და­სა­ხე­ლე­ბას და ად­გილ­მ­დე­ბა­ რე­ობ­ ას. უკ­ვე 30-იანი წლე­ბი­დან სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი „მეტეხი“ გან­თავ­ სე­ბუ­ლი იყო კლდე­ზე, მე­ტე­ხის ტაძ­რის გვერ­დით ძვე­ლი ცი­ხის შე­ნო­ბა­ში და ზე­ მო­დან დაჰ­ყუ­რებ­და თბი­ლისს. სწო­რედ ამ გან­გა­ში­თა და ში­შით მო­ცულ 30-იან წლებ­ში მუ­ზე­უმ­მა შე­ი­ძი­ნა ვოლ­დე­მარ ბო­ბერ­მა­ნის ფერ­წე­რუ­ლი და გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის მთე­ლი კო­ლექ­ცია და მხატ­ ვ­რის ავან­გარ­დუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის ნი­მუ­ შე­ბის იშ­ვი­ათ ­ ი მფლო­ბე­ლი გახ­და. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მუ­ზე­უ­მის ფონ­დებს შე­ემ­ ა­ტა ტფი­ლის­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი წიგ­ნე­ბის იშ­ვი­ა­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბი. 1937 წელს დი­მიტ­რი შე­ვარ­დ­ნა­ძეს, ქარ­თუ­ლი სა­მუ­ზე­უ­მო საქ­მის ფუ­ძემ­დე­ბელ­სა და გა­ მორ­ჩე­ულ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს, მე­ტე­ხის ტაძ­რის დან­გრ ­ ე­ვის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აქ­ტი­ უ­რო­ბა სი­ცოცხ­ლით აზღ­ვე­ვი­ნეს. 1939 წელს მოს­კოვ­ში, და­სავ­ლე­თევ­ რო­პუ­ლი ახა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის და­ხურ­ვის შემ­დეგ, კო­ლექ­ცი­ებ­ში და­ცუ­ ლი ავან­გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­ რე­ბის ნა­წი­ლი, რო­გორც სო­ცი­ალ ­ ის­ტუ­ რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი და ფორ­მა­ლის­ტუ­რი, გა­ნად­გურ­და, ნა­წი­ ლის მუდ­მი­ვი მფლო­ბე­ლი კი რუ­სე­თის პრო­ვინ­ცი­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და მო­კავ­ ში­რე რეს­პუბ­ლი­კე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბი გახ­ და. მე­ტე­ხის მუ­ზე­უმ­ ის ფონდს შე­ე­მა­ტა ავან­გარ­დის მეტ­რის, აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ხე­ ლოვ­ნე­ბის ერ­თ­-ერ­თი ფუ­ძემ­დებ­ლის, ვა­სი­ლი კან­დინ­ს­კის ორი ფერ­წე­რუ­ლი შე­დევ­რი: „სურათი წრით. პირ­ვე­ლი უსაგ­ნო“ და „შავი შტრი­ხი“, ასე­ვე იტა­ ლი­ე­ლი მხატ­ვ­რი­ს ოს­ვალ­დო ლი­ჩი­ ნის აბ­ს­ტრ ­ აქ­ტუ­ლი კომ­პო­ზი­ცია „უცხო ფრინ­ვე­ლი“. 1954 წელს მუ­ზე­უმ­ში გა­იხ­სნ­ ა რუ­სუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა დი­მიტ­რი გორ­დე­ე­ვი (1889-1968), ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­კო­ სი და არ­ქე­ოლ ­ ო­გი. 1910-იან წლებ­ში ის აქ­ტი­ურ ­ ად მო­ნა­წი­ლე­ობ­და „თბილისურ ავან­გარ­დ­ში“ და იყო ფუ­ტუ­რის­ტ­-­ზა­უმ­

მიხეილ ბილანიშვილი (1901-1934). გიორგი ღარიბაშვილის პორტრეტი. ტილო, ზეთი. 1926, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

saqarTvelos erovnuli muzeumi

23


გამოფენის „ავანგარდი / Avant-garde 1900-1937" გახსნა

ნი­კე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბის „41°“ წევ­რი. ბუ­ ნებ­რი­ვი­ა, გორ­დე­ე­ვის­თ­ვის გან­სა­კუთ­ რე­ბით ფა­სე­უ­ლი და ახ­ლო­ბე­ლი იყო ავან­გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა. სა­მუ­ზე­უ­მი ფონ­დე­ბი შე­ივ­სო მი­ხე­ილ ლა­რი­ო­ნო­ვის, ნ. გონ­ჩა­რო­ვას, კ. მა­ლე­ვი­ჩის, ო. რო­ზა­ ნო­ვას, ა. ვოლ­კო­ვის გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­ შევ­რე­ბით. 2013 წელს მუ­ზე­უ­მის რუ­სუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გრა­ფი­კის ფონ­დის რე­ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გად დი­მიტ­რი გორ­დე­ე­ვის არ­ქივ­ში აღ­მოჩ­ნ­ და სა­ქა­ღალ­დე აკ­ვა­რე­ლით შეს­რუ­ლე­ ბუ­ლი კუ­ბო­ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი გრა­ფი­კუ­ლი ფურ­ც­ლე­ბი­თა და ჟურ­ნალ „ARS“-ის სა­ რეკ­ლა­მო აფი­შით. 1978 წელს საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ახ­ლად­შექ­მ­ნი­ლი გან­ყო­ ფი­ლე­ბის ფონ­დე­ბი სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­ ე­ბი­დან ივ­სე­ბო­და რუ­სუ­ლი ავან­გარ­დის ფერ­წე­რუ­ლი და გრა­ფი­კუ­ლი ნი­მუ­შე­ ბით. დი­დი წვლი­ლი ამ კო­ლექ­ცი­ის შექ­ მ­ნა­ში შე­ი­ტა­ნა გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ, ლია დო­ლა­ბე­რი­ძემ (1928-2005), რო­მე­ ლიც თით­ქ­მის მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­ რი­დან აგ­რო­ვებ­და ექ­ს­პო­ნა­ტებს გან­ყო­ ფი­ლე­ბის ფონ­დე­ბის­თვ­ ის. მხატ­ვ­რებ­თან და მათ მემ­კ­ვიდ­რე­ებ­თან პირ­და­პი­რი 24

saqarTvelos erovnuli muzeumi

კავ­ში­რე­ბი მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, შე­ეძ­ ი­ნა არა ერ­თე­უ­ლი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი, არა­მედ მთე­ლი კო­ლექ­ცი­ა. შ. ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი რო­ბერტ ფალ­კი­სა და ალექ­სან­დ­რე შევ­ჩენ­კოს ფერ­წე­რუ­ლი და გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­შევ­ რე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლე­ვს, თვა­ლი გა­ ვა­დევ­ნოთ ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვ­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა რო­ბერტ ფალ­კის ნა­მუ­ შევ­რე­ბის კო­ლექ­ცი­ა, რო­მე­ლიც შე­ძე­ნი­ლი იყო მოს­კოვ­ში, მხატ­ვ­რის ქვრი­ვის ა. შჩე­ კინ­-­კ­რო­ტო­ვას­გან. ამ კო­ლექ­ცი­ას აგ­ვირ­ გ­ვი­ნებს ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო „ქაღალდის ყვა­ვი­ლე­ბი“ (1918), რო­მელ­შიც აშ­კა­რად იკ­ ვე­თე­ბა სე­ზა­ნის მხატ­ვ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის, რუ­სუ­ლი პრი­მი­ტი­ვი­სა და კუ­ბო-­ფუ­ტუ­რიზ­ მის ელე­მენ­ტე­ბის სინ­თე­ზი, რაც გან­სა­კუთ­ რე­ბულ მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბას მა­ტებს ამ ნა­ ტი­ურ­მორტს. ერ­თ­მა­ნე­თის­გან მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ ბე­ბის ელე­მენ­ტ­თა სინ­თე­ზი და მა­თი ორ­ გა­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ერთ მთლი­ან­ ო­ბა­ში რუ­სუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ავან­გარ­დის და­მა­ხა­ სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ა.

ავან­გარ­დი მუ­დამ თა­ნა­მედ­რო­ ვე­ა. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ლტოლ­ვა გა­ნახ­ ლე­ბის­კენ, ცხოვ­რე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის­კენ დღე­საც აღელ­ვებს კა­ ცობ­რი­ობ­ ას. ამი­ტო­მაა ავან­გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ყო­ველ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი. 18 ივ­ნისს, მუ­ ზე­უ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­­სო დღეს, შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ ბის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნა „ავანგარდი“ პირ­ვე­ლი ცდა­ა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მო­ვად­გი­ნოთ მუ­ ზე­უ­მის ფონ­დებ­ში და­ცუ­ლი ავან­გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი. ამავ­დ­რო­უ­ლად, ესაა სურ­ვი­ლი, კი­დევ ერ­თხელ გა­მოვ­ხა­ ტოთ პა­ტი­ვის­ცე­მა და მო­წი­წე­ბა იმ ადა­ მი­ან­თა მი­მართ, რო­მელ­თა ენ­თუ­ზი­აზ­მის, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მი­სა და თავ­გან­წირ­ვის შე­დე­გად შე­იქ­მ­ნა შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის ავან­ გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ა. 1 შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ ნე­ბის მუ­ზე­უ­მი. სა­ინ­ფორ­მა­ციო კო­ლექ­ცი­ე­ბის ხელ­ნა­წერ­თა მე­მუ­ა­რუ­ლი ფონ­დი. ფონ­დი 1 (საქართველოს ხე­ლო­ვან­თა სა­ზო­გა­დო­ებ­ ა). ანა­ წე­რი #1. საქ­მე # 8. გვ. 1. 2 აბე­სა­ძე ი., ბაგ­რა­ტიშ­ვი­ლი ქ., დი­მიტ­რი შე­ვარ­დ­ ნა­ძე. თბ., 1998. გვ. 108.

ვლადიმერ (ვოლდემარ) ბობერმანი (1897-1977). პეიზაჟი. ტილო, ზეთი. 1937, ხელოვნების მუზეუმი „მეტეხი“

saqarTvelos erovnuli muzeumi

25


26

მონოგრაფია „ძველი ქართული სამკაული“ პუბლიკაცია > აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე

ხ­ლა­ხან გამ­ოქ­ვეყ­ნ­და ნი­ნო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ ძის მო­ნოგ­რა­ფია „ძველი ქარ­თუ­ლი სამ­კა­ უ­ლი“. წიგ­ნი ეძღ­ვ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ წა-­წყალ­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბულ სამ­კა­ულს ძვე­ლი ქვის ხა­ნი­დან მოყოლებული ვიდ­რე ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­მოს­ვლ ­ ამ­დე, ად­რე სა­შუ­ა­ლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბამ­დე. ნაშ­რომ­ში სამ­კა­უ­ლის მდი­და­რი მა­სა­ლის სა­ ფუძ­ველ­ზე ნა­თ­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­ სი კულ­ტუ­რის უწყ­ვე­ტო­ბა, რაც ქარ­თ­ვე­ლი ერის თა­ვის მი­წა-­წყალ­ზე ავტოხთონურობის უტყუ­ა­რი სა­ბუ­თი­ა. აქამდე ასე ფარ­თოდ სრუ­ლი­ად ერ­თი კა­ტე­გო­ რი­ის ნივ­თი­ე­რი მა­სა­ლა ჩვენ­ში არა­ვის უკ­ვ­ლე­ ვი­ა. ავ­ტო­რი, ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს მკვლე­ვა­რი, გვევ­ლი­ნე­ბა რო­გორც ღრმად მო­აზ­როვ­ნე არ­ ქე­ო­ლო­გი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე და, სა­ერ­თოდ, როგორც უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის უბად­ლო მცოდ­ ნე. იმე­დი­ა, რომ იგი ასე­თი­ვე შე­მარ­თე­ბით გა­ნაგ­ რ­ძობს მოღ­ვა­წე­ო­ბას და გა­ამ­დიდ­რებს ქარ­თუ­ ლი უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის კვლე­ვის საქ­მეს. ნაშ­რო­მის ღირ­სე­ბას კი­დევ უფ­რო აძ­ლი­ე­რებს უხ­ვად წარ­მოდ­გე­ნი­ლი კარ­გად შერ­ჩე­უ­ლი სა­ი­ ლუს­ტ­რა­ციო მა­სა­ლა. დაბო­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ მო­ნოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რი გვევ­ლი­ნე­ბა მა­მის, გა­მო­ჩე­ ნი­ლი არ­ქე­ოლ ­ ო­გის, ოთარ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის საქ­ მის ღირ­სე­ულ გამ­გ­რძ­ ე­ლებ­ლად.

ყელსაბამი თრიალეთი, ქვემო ქართლი ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი ოქრო, აქატი, სარდიონი

საკიდი ხაიშის განძი (ახ. წ. I-II საუკუნეები), სვანეთი ძვ. წ. VI-V საუკუნეები ოქრო, სარდიონი

დიადემა ქვაცხელას სამაროვანი, შიდა ქართლი ძვ. წ. III ათასწლეულის პირველი ნახევარი დარიშხნიანი სპილენძი

საყურეები, ყაზბეგი, ხევი, ძვ. წ. V საუკუნე ოქრო

საკიდი ვერძის თავის გამოსახულებით ბრილი, რაჭა ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული ბრინჯაო

მედალიონი ჟინვალი, მთიულეთი ახ. წ. III-IV საუკუნეები ოქრო, ალმადინი


28

ჰარ­ვარ­დის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლა

პრო­ექ­ტი „ზერო“ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი > ლიზ დე­ივს დუ­რა­ი­სინ­გ­ჰი

2015

წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩემ ორ კო­ლე­გას­თან ერ­თად პრო­ექტ „ზეროს“ ფარ­გ­ლებ­ში ვეწ­ ვიე თბი­ლისს. პრო­ექ­ტი „ზერო“ ჰარ­ვარ­დის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის სა­მეც­ნი­ე­რო-­კვ­ ­ლე­ვით ქვე­და­ ნა­ყო­ფის მი­ერ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ ტებ­ში. ჩვე­ნი ვი­ზი­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტ პოლ სა­ლო­პეკ­თან შეხ­ვედ­რა იყო. პო­ლი ფე­ხით მოგ­ზა­უ­რობს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, რა­თა ჩვე­ნი უძ­ვე­ლე­სი წი­ნაპ­რე­ბის – პირ­ ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გზა გა­ი­მე­ო­როს და ამავ­დ­რო­ულ ­ ად „ნელი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის“ საშუალებით გა­უზ­ ი­ა­როს სა­ზო­გა­დო­ე­ ბას თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩვენ კი პოლ სა­ლო­პეკ­თან ერ­თად ვა­ მუ­შა­ვებთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენტს მი­სი პრო­ექ­ტის­თვ­ ის „ედემიდან სვლა“. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ახალ­გაზ­რ­დებს მსოფ­ ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა წერ­ტი­ლი­დან სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ ჩა­ერ­ თონ უფა­სო ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში, და­უკ­ ავ­შირ­დ­ნენ, გაუზიარონ ერ­თ­მა­ნეთს თა­ვი­ან­თი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი, ყუ­რადღე­ბით მო­უს­მი­ნონ სხვა ადა­მი­ა­ნებს და, ამავ­დრო­უ­ლად, აუჩ­ქა­რებ­ლად, მშვი­დად და­აკ­ვირ­დ­ნენ სამ­ყა­როს. პრო­ექ­ტის შე­ სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჩვენს ვებ­-­გ­ვერ­დ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი: learn. outofedenwalk.com. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა მუ­ზე­უმ­მა გუ­ლი­თა­დი მას­პინ­ძ­ ლო­ბა გა­უწ ­ ია პოლ სა­ლო­პეკს და ჩვენც გარ­კ­ვე­ულ ­ ი დრო გა­ ვა­ტა­რეთ მუ­ზე­უმ­ში თბი­ლის­ში ვი­ზი­ტის პე­რი­ოდ­ში. ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მუ­ზე­უმ­ ის დი­რექ­ტორ­თან, და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეს­თან და მუ­ზე­უმ­ ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან, მი­ხე­ილ წე­რე­თელ­თან და და­რე­ჯან ძო­წე­ნი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა. მუ­ზე­უმ­ში ვორ­კშ­ ო­პიც ჩა­ვა­

ტა­რეთ, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი და მოს­წავ­ლე­ ე­ბი და­ეს­წ­რ­ნენ. სწო­რედ მა­შინ წარ­ვად­გი­ნეთ ჩვე­ნი პრო­ექ­ტი „ედემიდან სვლა“ და მო­ნა­წი­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზეთ, ყუ­რადღე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ მუ­ზე­უმ­ ის სა­გა­მო­ფე­ნო დარბაზებში წარ­მოდ­ გე­ნილ ექ­ს­პო­ნა­ტებს. მსგავ­სი სე­მი­ნა­რი პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ ნა­ზი­აშ­ იც ჩა­ვა­ტა­რეთ. ვი­ზი­ტის შემ­დეგ მუ­ზე­უ­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ ლო დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა პოლ სა­ლო­პეკ­თან ერ­თად შექ­მ­ნა პა­ტა­რა ვი­დე­ო­ფილ­მი, რო­მელ­შიც ბავ­შვ­ ე­ბი პოლ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბენ თბი­ლის­ში და ჩვენს აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ (აკვირდებიან გა­რე­ სამ­ყა­როს). ეს ფილ­მი მას­წავ­ლებ­ლებს მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და­სა­ნერ­გად გა­მო­ად­გე­ბათ. ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ვი­დე­ო­ფილ­მის ინ­გლ ­ ი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ვერ­სია ძა­ ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა ნა­ხა მსოფ­ლიო მას­შტ ­ ა­ბით. თბი­ლის­ში ჩვენ­თან ერ­თად იყ­ვნ­ ენ სტე­ფან კა­ნი და ემი კე­ი­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია „Abundance Foundation“-დან. სწო­რედ ამ ორ­გა­ ნი­ზა­ცი­ის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვე­ნი პრო­ ექ­ტი. მათ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა რო­გორც სა­ქარ­ თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა მუ­ზე­უმ­მა, ასე­ვე ფაქ­ტმ­ ა, რომ ის Project Zero-ს აქ­ტი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. სწო­რედ ამი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეს და­ე­ფა­რათ მუ­ზე­უ­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დე­პარ­ტა­მე­ნის ორი თა­ნამ­შ­რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხარ­ჯე­ბი Project Zero-ს კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში. მი­ხე­ილ წე­რე­თე­ლი და და­რე­ჯან ძო­წე­ნი­ძე ამ­ს­ტერ­დამ­ში ოქ­ტომ­ბ­რის და­საწყის­ში გა­ემგ­ზავ­რნ­ ენ, რა­თა მე­ტი გა­ეგ­ ოთ Project Zero-ს პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ან­ ო­ბის შე­ სა­ხებ. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლ მუ­ზე­უ­მ­სა და ჰარ­ვარ­დის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლას შო­რის თა­ნამ­შ­ რომ­ლო­ბა სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფ­რო გაღ­რმ­ ავ­დე­ბა. saqarTvelos erovnuli muzeumi

29


საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოება

30

museum.ge/support facebook.com/MuseumFriends

გახდი მუზეუმის მეგობარი და

აღმოაჩინე მეტი

პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია განათლება > და­ვით ჟვა­ნია

რე­ის­ტო­რი­ულ ­ ი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ხუ­თი­ო­დე წლის წინ შე­იქ­მ­ნა. რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც უნ­და იყოს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პა­ლე­ო­ლი­თუ­რი კვლე­ ვე­ბის მდი­და­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ქვის ინ­დუს­ტ­რი­ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კო­ლექ­ ცი­ებ­ ის მი­უ­ხე­და­ვად აქამ­დე არ არ­სე­ბობ­ და ლა­ბო­რა­ტო­რი­ა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა, ტექ­ნო­ლო­გი­ურ ­ ი კვლე­ ვის­თ­ვის სა­ჭი­რო არ­ტე­ფაქ­ტე­ბის დამ­ზა­ დე­ბა და ფუნ­ქ­ცი­უ­რი ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა, თუმ­ცა, პა­ლე­ო­ლი­თუ­რი ინ­დუს­ტ­რი­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი შეს­წავ­ლა ხში­რად შე­უძ­ ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ტი­პო­ლო­გი­ურ ­ ი ანა­ ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ფუნ­ქ­ცი­უ­რი ანა­ლი­ზის გა­რე­შე. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის და­ფუძ­ნე­ბა გან­სა­ კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და დმა­

ნი­სის აღ­მო­ჩე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც მკა­ფი­ოდ გა­მო­იკ­ვე­თა ინ­ დუს­ტ­რი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ­ ი კვლე­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა. ამ­ჟა­მად ლა­ბო­რა­ ტო­რი­ა­ში სწო­რედ დმა­ნი­სის ინ­დუს­ ტ­რი­ის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, რო­მელ­მაც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში „დმანისის ქვის კო­ლექ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მი­სი ტექ­ ნო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ ვა“ დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია მუ­ზე­უმს ლა­ბო­ რა­ტო­რი­ის აღ­ჭურ­ვა­შიც. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ექსპერიმენტული ბა­ზა მდე­ბა­რე­ობს გ. ჩი­ტა­ია­ ს სა­ხე­ლო­ ბის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში ღია ცის ქვეშ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრ ­ ის ტე­ რი­ტო­რი­ა­ზე, რაც შემ­თხ­ვე­ვი­თი არა­ა, რად­გან ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, მეც­ნი­ე­რე­ბა და გა­ნათ­ლე­

ბა მტკი­ცე ურ­თი­ერ­თკ­ ავ­შირ­ში იყოს და ინ­ტენ­სი­უ­რად ხდე­ბო­დეს უახ­ლე­სი სა­ მეც­ნი­ერ ­ ო აღ­მო­ჩე­ნე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა გარ­და იმი­სა, რომ სა­ მეც­ნი­ერ ­ ო კვლე­ვებს აწარ­მო­ებს, ჩარ­ თუ­ლია ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის საგან­ მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში. ტარ­დე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი სტუ­დენ­ ტე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ ის­თ­ვის. ლა­ბო­ რა­ტო­რი­ა­ში სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ეწყო­ბა აგ­რეთ­ვე ტექ­ნო­ ლო­გი­ის რე­კონ­ს­ტრ ­ უქ­ცი­ა-­დე­მონ­ს­ტ­რი­ რე­ბა და ვორ­ქ­შო­პე­ბი. მო­მა­ვალ­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გათ­ვა­ ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის­ტო­რი­ულ ­ ი პე­რი­ო­დის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ ის კვლე­ვაც, რაც და­მა­ტე­ ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შექ­მ­ნის სა­გან­ მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გამ­დიდ­ რე­ბის­თვ­ ის და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის გაღ­რმ­ ა­ვე­ბის­თვ­ ის.

10 მუზეუმი ეროვნული გალერეა ორი კვლევითი ცენტრი ოთხი სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მეგობრის ბარათი - საუკეთესო საჩუქარი

დაგვიკავშირდით +995 322 995 895 საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოება შოთა რუსთაველის გამზირი N3, 0105 თბილისი


32

„ნადირობა ინდოეთში“, ნიკო ფიროსმანი. ნამუშევარი რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ

ახა­ლი სი­ცოცხ­ლე რესტავრაცია > დავით ლორთქიფანიძე ნი­კო ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შე­ვარ­თა უმე­ტე­სო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი და მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა კარ­გად არის ცნო­ბი­ლი რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის­თ­ვის, თუმ­ცა წინ კი­დევ მრა­ვა­ლი წლის შრო­მაა, სა­ნამ მი­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ჯე­როვ­ნად შეს­წავ­ლას და, შე­სა­ბა­მი­სად, ფი­როს­მა­ნის მას­შ­ტა­ბის ბო­ლომ­დე გა­აზ­რე­ბას შევ­ძ­ლებთ.

სტატია მომზადებულია National Geographic საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში.

ში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ფი­როს­მა­ნი მხო­ლოდ ნი­ჭი­ე­რი შე­მოქ­მე­დი და თვით­ნას­წავ­ლი არ­ტის­ტი­ა, რო­მე­ ლიც „ნაივურად“ ხა­ტავს, მე კი ვიტყო­დი, რომ ფი­როს­მა­ნი ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ფარ­თო ხედ­ვის ხე­ლო­ვა­ნი­ა, რო­მე­ლიც თვით­გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ალ ­ ე­ბად გა­აზ­რე­ ბუ­ლად მი­მარ­თავს ე.წ. პრი­მი­ტი­ულ მხატ­ ვ­რო­ბას. მის ნა­მუ­შევ­რებ­ში კარ­გად იკითხე­ბა შე­მოქ­მე­დის მას­შ­ტა­ბუ­რი ხედ­ვა, ფერ­წე­რის ცოდ­ნა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წარ­ მო­სახ­ვი­სა და სის­ტე­მუ­რად აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. ყო­ვე­ლი­ვე ამის ერ­თ­-ერ­თი თვალ­ სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია მი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სუ­რა­თი „ნადირობა ინ­დოეთ­ში“. ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი ამ სუ­რათ­ში სა­ო­ ცა­რი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით აღ­წერს დრა­ მა­ტიზ­მით სავ­სე ნა­დი­რო­ბის სცე­ნას, რომ­ლის პირ­ველ პლან­ზე ვეფხ­ვე­ბი, სპი­ლო, დათ­ვი და ტა­ხია გა­მო­სა­ხუ­ლი მო­ნა­დი­რე­ებ­თან ერ­თად და რო­მე­ლიც, და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, არას­დ­როს უნა­ხავს. ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის­თვ­ ი­საც მთე­ლი სამ­ყა­რო – სა­ ქარ­თვ­ ე­ლო­ა, შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნის, ინ­დო­ ე­თის უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ულ გა­სარ­თობს – მტა­ცე­ბელ ცხო­ვე­ლებ­ზე რის­კი­ან ნა­დი­ რო­ბას ისე­თი­ვე სიდინჯითა და და­მა­ჯე­ რებ­ლო­ბით ხა­ტავს, რო­გორც სად­გუ­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რო­მე­ლი­მე დუქ­ნის სა­ რეკ­ლა­მო აბ­რას. ზუს­ტად არა­ვინ იცის, თუ სა­ი­დან აიღო მან ეს სი­უ­ჟე­ტი. და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ „ნადირობა ინ­დო­ეთ­ში“ 1913 წელს მას უკ­ვე და­ხა­ტუ­ლი ჰქონ­და და ილია ზდა­ნე­ვიჩ­მა თა­ვის დღი­ურ­ში მო­ლოკ­ნე­ბის N23-ში მდე­ბა­რე სან­დ­რო კოჭ­ლაშ­ვი­ლის დუ­ქან „კარდანახში“ ნა­ნა­ხი სუ­რა­თე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, მეცხ­რე ნომ­რის გას­წ­ვ­რივ, ჩა­წე­რა: „სპილო, პი­რე­ბი, ტა­ხი და დათ­ვი“ (Слон, пиры, кабан и медведь). ვი­ნა­ი­დან ეს ფი­როს­მა­ნის ერ­თა­დერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი­ა, სა­დაც სპი­ლო, ტა­ხი და დათ­ვი ერ­თადაა გა­მო­სა­ხუ­ლი, უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სწო­რედ ეს არის პირ­ვე­ლი აღ­წე­რა სუ­რა­ თი­სა „ნადირობა ინ­დო­ეთ­ში“. სუ­რა­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა გა­ ლე­რე­ამ 1930 წელს შე­ი­ძი­ნა. სა­ინ­ვენ­ტა­რო წიგ­ნ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ ის ძალ­ზე და­ზი­ ა­ნე­ბუ­ლი სა­ხით შე­მო­ვი­და მუ­ზე­უმ­ში. სუ­ რა­თის ზე­და ნა­წი­ლი­დან ამოჭ­რი­ლი იყო ფრაგ­მენ­ტი – ჯო­ხი­ან­ ი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ბუ­დეს­თან მოფ­რე­ნილ ფრინ­ველს იგე­

რი­ებს. ზუს­ტი დრო არაა ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ფრაგ­მენ­ტიც მუ­ზე­უმ­მა შე­ი­ძი­ნა. ნა­მუ­შევ­რის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ძლი­ ე­რი და­ზი­ა­ნე­ბის გა­მო არ იფი­ნე­ბო­და, თუმ­ცა ჯო­ხი­ა­ნი მა­მა­კა­ცის ამოჭ­რი­ლი ფრაგ­მენ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე წა­რუდ­გი­ნეს დამ­თ­ვ­ალი­ერ ­ ე­ბელს რო­გორც და­მო­უკ­ ი­ დე­ბე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი – ბო­ლოს 1938 წელს თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის მუ­ზე­უმ­ში მოწყო­ბილ გა­მო­ფე­ნა­ზე. 2004 წელს გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რეს­ტავ­რა­ცია ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ფი­როს­მა­ნის ამ მარ­თ­ლაც უნი­კა­ლუ­რი სუ­რა­თის­თ­ვის. ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის რეს­ტავ­რა­ტო­რებ­მა ნა­ნა მა­ნა­გა­ ძემ და ევე­ლი­ნა კარ­სელ­მა ჩვე­უ­ლი სიფ­რ­ თხი­ლი­თა და პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ ლო­ბით მოჰ­კი­დეს ხე­ლი „ქირურგიულ“ საქ­მეს. უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ მათ ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში უწევ­დათ მუ­შა­ო­ბა, რად­გან ჯერ­­ჯე­რო­ბით არ გვაქვს თა­ნა­მედ­ რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სა­რეს­ტავ­რა­ციო ლა­ ბო­რა­ტო­რი­ა. იმე­დი მაქვს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დასრულდება რეს­ტავ­რა­ცი­ი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის ცენ­ტ­რი (RCC), რო­მე­ლიც არა მ­ხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში და­ ცული, არა­მედ მთლი­ან­ ად, ჩვე­ნი კულ­ტუ­ რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნი­მუ­შე­ბის კვლე­ ვი­სა და რეს­ტავ­რ­ცი­ის პრო­ცესს უფ­რო უსაფ­რ­თხო­სა და ხელ­მი­საწ­ვ­დომს გახ­დის. პირ­ველ რიგ­ში ტექ­ნი­კუ­რი კვლე­ვა ჩა­ ტარ­და, რა­თა ფი­როს­მა­ნის მი­ერ გა­მო­ ყე­ნე­ბუ­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბის ქი­მი­უ­რი შე­მად­ გენ­ლო­ბა დად­გე­ნი­ლი­ყო. გა­ირ­კ­ვა, რომ ავ­ტორ­მა გა­მო­ი­ყე­ნა რო­გორც მზა, ისე ბუ­ ნებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვე­ბის სინ­თე­ზი, რა­მაც გარ­ კ­ვე­ულ­წი­ლად ახ­ს­ნა მკვლე­ვარ­თათ­ვის ასე სა­ინ­ტე­რე­სო – ფი­როს­მა­ნის სრუ­ლი­ად გან­ ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ნა­მუ­შევ­რის და­ზი­ა­ნე­ ბას აჩ­ქა­რებს მტვე­რი, რო­მე­ლიც ნივ­თის ზე­და­პირს არა მარ­ტო აჭუჭყი­ა­ნებს, არა­ მედ იერ­სა­ხე­საც უც­ვ­ლის. ამი­ტომ, ტექ­ ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ზე­ და­პი­რუ­ლი გაწ­მენ­და და­იწყო, რომ­ლის დრო­საც მტვრი­სა და სხვა მე­ქა­ნი­კუ­რი ნა­დე­ბის­გან სრუ­ლი­ად გა­თა­ვი­სუფ­ლდ ­ ა ნა­მუ­შევ­რის ზურ­გის მხა­რე და ფერ­წე­რუ­ ლი ზე­და­პი­რი. ამას მოჰ­ყ­ვა ეგ­რეთ წო­ დე­ბუ­ლი კონ­სო­ლი­და­ცი­ა: ფერ­წე­რულ ფე­ნას ჩა­უტ ­ არ­და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი და­ მაგ­რე­ბა და სუ­რა­თის ზურ­გის მხრი­დან მო­იხ­ს­ნა ძვე­ლი სა­კე­რებ­ლე­ბი, გა­მაგ­რ­და ჩა­ხე­ვე­ბი, გას­წორ­და უს­წორ­მას­წო­რო კი­

დე­ე­ბი და აღ­დგ­ ა მუ­შამ­ბის ძა­ფე­ბის ქსო­ ვის სტრუქ­ტუ­რა. შემ­დ­გო­მი ეტა­პი სტრუქ­ტუ­რულ და­მუ­შა­ ვე­ბას მო­ი­ცავ­და, რომ­ლის დრო­საც ნა­მუ­ შევ­რის ზურ­გის მხა­რე სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ ზად­და და და­ეკ­რო სა­დუბ­ლი­რე­ბო, სე­ლის ტი­ლოს. შე­დე­გად, ძლი­ერ ჩა­ხე­ულ­მა და დაბ­ზა­რულ­მა მუ­შამ­ბამ საყ­რ­დე­ნი მი­ი­ღო, და­ფიქ­სირ­და და სუ­რა­თის ქვე­ჩარ­ჩო­ზე გა­ და­ჭიმ­ვა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მოხ­და და­კარ­ გუ­ლი ად­გი­ლე­ბის აღ­დ­გე­ნა – ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ ლო­ბა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად იფი­ნე­ბო­და და­უბ­რუნ­და თავ­და­პირ­ველ ად­გილს, დი­ დი ზო­მის და­ნა­კარ­გე­ბი სუ­რა­თის კი­დე­ე­ბის გას­წ­ვ­რივ ტი­ლოს სა­კე­რებ­ლე­ბით შე­ივ­სო, ხო­ლო ფერ­წე­რუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი სა­რეს­ ტავ­რა­ციო გრუნ­ტით. სა­ბო­ლო­ოდ მუ­შამ­ბა შე­სა­ბა­მი­სი ფე­რით და­ი­ფე­რა და ტო­ნი­რე­ბა გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ დი­დი ზო­მის და­ნა­ კარ­გე­ბის და­ფერ­ვა ნე­იტ­რა­ლუ­რი ფე­რით გა­დაწყ­და, რა­თა არ დარ­ღ­ვე­ულ ­ ი­ყო კომ­ პო­ზი­ცი­უ­რი აღ­ქ­მა და, ამა­ვე დროს, გარ­კ­ ვე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო გან­ს­ხვ­ ა­ვე­ბა ავ­ტო­რი­ სე­ულ ფერ­წე­რა­სა და ტო­ნი­რე­ბას შო­რის. ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა ფერ­წე­რუ­ლი ფე­ნის მო­ხე­ხი­ლი ად­გი­ლე­ბიც, რა­თა მი­ნი­მა­ლუ­რი ჩა­რე­ვით ფერ­წე­რა­ში შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ფი­როს­მა­ნის ორი­გი­ნა­ლუ­რი მო­ნას­მე­ბი. რეს­ტავ­რა­ცი­ის ნა­წი­ლია ნა­მუ­შევ­რის კონ­სერ­ვა­ცი­აც. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ფერ­წე­რუ­ ლი ზე­და­პი­რი ლა­ქის დამ­ცა­ვი თხე­ლი ფე­ ნით და­ი­ფა­რა, რო­მე­ლიც სუ­რათს გა­რე­მოს არა­სა­სურ­ვე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან იცავს, ანი­ჭებს მას ბზინ­ვა­რე­ბას, სიღ­რ­მე­სა და ელას­ტი­ურ ­ ო­ბას. 2015 წლის იან­ვარ­ში, თით­ქ­მის ათ­წლ ­ ი­ ა­ნი სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლე­ ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ ზე­უმ­ში ნი­კო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის სუ­რა­თი „ნადირობა ინ­დო­ეთ­ში“ სრუ­ლი სა­ხით გა­ მო­ი­ფი­ნა. პრე­ზენ­ტა­ცია რამ­დე­ნი­მე თვალ­ საზ­რი­სით იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნი­ შ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი: ეს იყო ახა­ლი სი­ცოცხ­ლის და­საწყი­სი ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რის­თ­ვის და, ამავ­დ­რო­უ­ლად, დას­რულ­და მრა­ ვალეტა­პი­ა­ნი, ურ­თუ­ლე­სი სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც კი­დევ ერ­თხელ გა­ა­ მახ­ვი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა შე­სა­ ნიშ­ნავ მხატ­ვარ­ზე და მი­სი მემ­კვ­ იდ­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე. saqarTvelos erovnuli muzeumi

33


34

„არსენალის მთა ღა­მით“ დაბ­რუ­ნე­ბა 96 წლის შემ­დეგ ახალი შენაძენი > ეკა კიკნაძე 2015 წელს სა­ქარ­თვ­ ე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ნი­კო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­ რე­ბის კო­ლექ­ცი­ას სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში და აუქ­ცი­ო­ნებ­ზე თით­ქ­მის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ მხატ­ვრ ­ ის ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი შე­დევ­რი „არსენალის მთა ღა­მით“ შე­ე­მა­ტა. სუ­რა­თი, რო­მე­ლიც 2015 წლის 1 ივ­ნისს Christie’s აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ ყი­და, მფლო­ბე­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ქვეყანას გად­მო­ე­ცა და ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის სა­მუ­ზე­უ­მო კო­ლექ­ცი­ის რი­გით ასორ­მოც­და­მე­თერ­თ­მე­ტე ექ­ს­პო­ნა­ტი გახ­და.

“ა

რსენალის მთა ღა­მით“ ფი­როს­ მა­ნაშ­ვილ­მა 1900-იან წლებ­ში და­ხა­ტა. წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით სუ­რა­თი თბი­ლი­სე­ლი მე­დუქ­ნის, ნი­კო ბა­ ი­ა­ძის სა­კუთ­რე­ბა იყო და სად­გუ­რის ქუ­ჩა­ ზე მდე­ბა­რე მის დუ­ქან­ში ეკი­და. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის წლებ­ში, რო­დე­საც და­ ი­ხუ­რა თბი­ლი­სის დუქ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, მათ შო­რის ბა­ი­ა­ძის დუ­ქა­ნიც, სუ­რა­თის კვა­ლი რამ­დე­ნი­მე წლით გაქ­რა. წლე­ბის შემ­დეგ „არსენალის მთა ღა­მით“ ბა­ი­აძ­ ის კუთ­ვ­ნილ სხვა სუ­რა­თებ­თან ერ­თად კო­ ლაუ ჩერ­ნი­აე­ ვ­ს­კიმ სა­ბურ­თა­ლო­ზე, ღვი­ნის ახალ სარ­დაფ­ში იპოვა და სუ­რათ­მა ფი­ როს­მა­ნაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, კი­რილ ზდა­ნე­ვი­ჩის სა­ კუთ­რე­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. ,,არსენალის მთა ღა­მით“ ფარ­თო სა­ ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლად 1919 წელს გა­იც­ ნო ქარ­თ­ველ ხე­ლო­ვან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში მოწყო­ბილ მე­ო­რე სა­შე­მოდ­გო­მო გა­მო­ფე­ნა­ზე. დი­მიტ­ რი შე­ვარ­დ­ნა­ძის თა­ოს­ნო­ბით, გა­მო­ფე­ნა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე სხვა­დას­ხ­ვა თა­ ო­ბის მხატ­ვ­რებ­თან ერ­თად, ფი­როს­მა­ნაშ­ ვი­ლიც გა­მო­ი­ფი­ნა. კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით, „მარცხენა ოთახ­ში“ (იქ, სა­დაც დღეს ფი­ როს­მა­ნაშ­ვი­ლის მუდ­მივ­მოქ­მე­დი ექ­ს­პო­ ზი­ციაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი) გა­მო­ფე­ნი­ლი იყო მხატ­ვ­რის 12 სუ­რა­თი ძმე­ბი ზდა­ნე­ვი­ჩე­ბისა და ინ­ჟი­ნერ ლუ­კი­აშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ე­ბი­ დან: „ოჯახური ქე­ი­ფი“, „უშვილო მი­ლი­ ო­ნე­რი და შვი­ლე­ბი­ა­ნი ღა­რი­ბი“, „შამილი თა­ვის მცვე­ლე­ბით“, „შეშის გამ­ყიდ­ვე­ლი“, „ირემი“, „ჟირაფი“, „მწოლიარე ქა­ლე­ბი ორ­თა­ჭა­ლა­ში“, „შეთე აჩ­ვე­ნებს ბა­რა­ტინ­

ს­კის შა­მი­ლის და­სა­ჭერ გზას“, „მოცეკვავე ქა­ლი მარ­გა­რი­ტა“, „მეთევზე“, „არსენალის მთა ღა­მით”, „შემოდგომა“, „გიორგი სა­ა­ კა­ძის შე­ერ­თე­ბა ხევ­სუ­რებ­თან და სპარ­სე­ ლე­ბის და­მარ­ცხე­ბა“. კა­ტა­ლო­გის ტექ­ს­ტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა: „პირველი 11 სუ­რა­თი ეკუთ­ ვ­ნის ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ოქ­როს ხა­ნას 1905-1908. ეს ის სუ­რა­თე­ბი­ა, რო­მე­ლიც ფი­როს­მა­ნაშ­ვილს სა­უ­კე­თე­სოდ მი­აჩ­ნ­და. ზე­თის ფე­რა­დე­ბით არის კლე­ონ­ კა­ზე და­წე­რი­ლი. ძმ. ზდა­ნე­ვი­ჩე­ბის სა­კუთ­ რე­ბა­ა“. 1919 წლის გა­მო­ფე­ნის კა­ტა­ლო­გის შემ­დეგ, სუ­რა­თი უკ­ვე 1926 წელს თბი­ლის­ში გა­მო­ცე­მულ ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის პირ­ველ კა­ტა­ლოგ­ში გვხვდე­ბა მცი­რე­დი ცვლი­ლე­ ბით სა­ხელ­ში „არსენალის გო­რა ღა­მით“. მის მფლო­ბე­ლად ისევ ნი­კო ბა­ი­ა­ძეა მი­თი­ თე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, სუ­რა­თი ამ დროს უკ­ვე თბი­ლის­ში აღარ იყო, ვი­ნა­ი­დან, ერასტ კუზ­ნე­ცო­ვის კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით, 1927 წელს „არსენალის მთა ღა­მით“ მოს­ კოვ­ში, ოქ­ტომ­ბ­რის რე­ვო­ლუ­ცი­ის მე­ა­თე წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ საბ­ჭო­თა კავ­ ში­რის ხალ­ხთ ­ ა ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი (უმაღლესი მხატ­ვ­ რულ­-­ტექ­ნი­კუ­რი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის შე­ნო­ ბა­ში, კი­რო­ვის N21). 1957 წელს 60 წე­ლი შე­უს­რულ­და ფრანგ პო­ეტს ლუი არა­გონს. ლუი არა­გო­ნი საფ­ რან­გე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი იყო, ამი­ტომ მი­სი იუბი­ლე მოს­კოვ­ში სა­ გან­გე­ბოდ აღი­ნიშ­ნა. იუბი­ლარს „ხალხთა შო­რის მე­გობ­რო­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის­თ­ვის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ლე­ნი­ნურ პრე­მი­ას­თან ერ­თად სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცა ფი­როს­მა­ნაშ­ ვი­ლის „არსენალის მთა ღა­მით“. სუ­რა­თი

საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ კი­რილ ზდა­ნე­ვი­ჩის კო­ლექ­ცი­ი­დან ლუი არა­გო­ნის ცო­ლის დის, ლი­ლია ბრი­კის რე­კო­მენ­და­ცი­ით შე­ი­ძი­ნა. რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის ცნო­ ბი­ლი „Femme fatale“, მა­ი­ა­კოვ­სკ­ ის მუ­ზა, ლი­ლია ბრი­კი ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის დი­დი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი იყო და თა­ვა­დაც ჰქონ­ და კო­ლექ­ცი­ა­ში მი­სი რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ ვა­რი, ამი­ტომ მი­სი არ­ჩე­ვა­ნი გა­საკ­ვი­რი არ არის. სა­ჩუქ­რად გა­და­ცე­მის შემ­დეგ სუ­ რათს რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და საფ­რან­ გეთ­ში, ლუი არა­გო­ნის სახ­ლ­ში გა­იგ­ზავ­ნა. ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ სუ­რა­თის ვი­დე­ ო­კად­რე­ბი რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვილ­მა გა­და­ი­ ღო ლუი არა­გო­ნის სახ­ლ­ში სტუმ­რო­ბი­სას. კად­რე­ბი შე­სუ­ლია მის დო­კუ­მენ­ტურ ფილ­ მ­ში „ფურცლები ფრან­გუ­ლი დღი­უ­რი­დან“ (1983 წ.). ლუი არა­გო­ნი­სა და მი­სი მე­უღ­ ლის, ელ­ზა ტრი­ო­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, „არსენალის მთა ღა­მით“ მა­თი მემ­კ­ვი­დრის, ჟან რის­ტას სა­კუთ­რე­ბა გახ­და. 2003 წელს სუ­რა­თი შე­ი­ძი­ნა მოს­კო­ველ­მა კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა და 2007 წელს Sotheby’s აუქ­ცი­ონ­ზე 1 832 000 დო­ლა­რად გა­ყი­და. შემ­დეგ, 2010 წელს სუ­რა­თი Macdougall’s აუქ­ცი­ონ­ზე გა­მოჩ­ნ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი, 2015 წელს, Christie’s აუქ­ცი­ონ­ზე ის სა­ქარ­თ­ვე­ ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­-­მი­ნის­ტ­რ­მა, ბი­ძი­ ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­ი­ძი­ნა და სა­ჩუქ­რად სა­ ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს გა­დას­ცა. დღეს, 96 წლის მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ, „არსენალის მთა ღა­მით“ დი­მიტ­რი შე­ვარ­ დ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის მუდ­მივ­მოქ­მედ ექ­სპ­ ო­ზი­ცი­ა­შია წარ­მოდ­გე­ ნი­ლი, სწო­რედ იქ, სა­დაც 1919 წელს პირ­ვე­ ლად იხილა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. saqarTvelos erovnuli muzeumi

35


36

ბუნების ისტორიის კოლექციები saqarTvelos erovnuli muzeumi

37


გე­ო­ლო­გი­უ­რი კო­ლექ­ცია

ხერ­ხემ­ლი­ა­ნე­ბის პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­უ­რი კო­ლექ­ცია

დმა­ნი­სის ქვის ინ­დუს­ტ­რი­ის კო­ლექ­ცია ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში

ფონ­დე­ბი > რუ­სუ­დან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

ფონ­დე­ბი > მაია ბუხ­სი­ა­ნი­ძე

ფონ­დე­ბი > თეა შე­ლია

სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვ­ ე­ლოს მუ­ზე­უმ­ ის გე­ო­ლო­გი­ა-­პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ის ფონ­დი კავ­კა­სი­ის მუ­ ზე­უ­მის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო კა­ბი­ნე­ტის მემ­კ­ვიდ­რეა და ყვე­ლა­ზე ძვე­ლია კავ­კა­სი­ა­ში. მი­სი არ­სე­ბო­ბა სა­უ­კუ­ნე­ ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ით­ვ­ლის. თავ­და­პირ­ვე­ლად, 1852 წელს, გე­ო­ლო­გი­ურ ­ ი ფონ­დი სულ 44 ნივთისგან შედ­გე­ბო­და. კო­ლექ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და რო­გორც მი­ნე­რა­ლე­ბი და ქა­ნე­ ბი, ასე­ვე ნა­მარ­ხი ფა­უნ­ ა. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო კა­ბი­ნე­ ტის პირ­ვე­ლი გამ­გე გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ლო­გი ჰერ­მან აბი­ ხი იყო, რო­მელ­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უყ­ ა­რა გე­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებს კავ­კა­სი­ა­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმ­ ის გე­ოლ ­ ო­გი­ა-­პა­ ლენ­ტო­ლო­გი­ის ფონ­დ­ში კავ­კა­სი­ის ბუ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის უმ­დიდ­რე­სი კო­ლექ­ცი­ე­ბია და­ცუ­ლი და მო­იც­ ავს მდი­დარ მი­ნე­რა­ლო­გი­ურ, ლი­თო­ლო­გი­ურ და პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ურ (უხერხემლოები) მა­სა­ლას მთე­ლი კავ­კა­სი­იდ ­ ან, ყი­რი­მი­ დან, შუა აზი­ი­დან, დას­ავ­ლეთ ევ­რო­პი­დან და ა.შ. მათ შო­ რი­საა სამ­შე­ნებ­ლო და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ქა­ნე­ბის, მად­ნე­უ­ლი მი­ნე­რა­ლე­ბის, გა­ნა­მარ­ხე­ბუ­ლი ფლო­რის, იქ­ტი­ოლ ­ ო­გი­ურ ­ ი და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის გა­ნა­მარ­ხე­ბულ ხერ­ხემ­ლი­ან ცხო­ ველ­თა უმ­დიდ­რე­სი კო­ლექ­ცი­ა. არა­ერ­თი ღვაწ­ლ­მო­სი­ლი მეც­ნი­ე­რის მი­ერ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა დროს მოღ­ვა­წე­ ობ­და ამ ფონ­დ­ში, დად­გე­ნი­ლია მრა­ვა­ლი ახა­ლი ტაქ­სო­ნი, რომ­ელიც აღ­წე­რი­ლია ტი­პუ­რი ეგ­ზემ­პლ ­ ა­რის მი­ხედ­ვით. გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და აღი­ნიშ­ნოს ფონ­დ­ში და­ცუ­ლი, 1861 წლის თე­ბერ­ვალ­ში აკა­დე­მი­კოს ჰ. აბი­ხის მი­ერ შედ­ გე­ნი­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი კა­ტა­ლო­გის ხელ­ნა­წე­რი ეგ­ზემ­პ­ ლა­რი ახალ­ცი­ხის მე­სა­მე­უ­ლი ფა­უ­ნის შე­სა­ხებ.

ნა­მარხ ხერ­ხემ­ლი­ან­თა კო­ლექ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სიმონ ჯა­ ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უმ­ ის ხერ­ხემ­ლი­ან­თა პა­ლე­ ონ­ტო­ლო­გი­ის ფონ­დ­შია თავ­მოყ­რი­ლი, სამ­ხრ ­ ეთ კავ­კა­სი­ის ცოცხა­ლი სამ­ყა­როს ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე სრულ მა­ტი­ა­ნეს წარ­მო­ად­გენს. მა­თი შეგ­ რო­ვე­ბა სა­უ­კუ­ნე­ნა­ხე­ვრ ­ ის წინ და­იწყო. კო­ლექ­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თ­ ვე­ლოს მუ­ზე­უ­მის გე­ოლ ­ ო­გი­ა-­პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ის ფონ­დ­ში ინა­ხე­ბო­და, ნა­წი­ლი კი ლ. და­ვი­თაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პა­ლე­ობ­ ი­ო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ ტუტ­ში. 2005 წლი­დან დღემ­დე ნა­მარხ ხერ­ხემ­ლი­ან­თა კო­ლექ­ცი­ე­ბის ორ­გა­ ნი­ზე­ბა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად არა­ერ­თი პრო­ექ­ტის ფარ­გლ ­ ებ­ში გან­ხორ­ ცი­ელ­და, რო­მელ­თა შე­დე­გად დღეს სიმონ ჯა­ნა­ში­ას სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ ზე­უმ­ში არ­სე­ბობს ნა­მარხ ხერ­ხემ­ლი­ან­თა კო­ლექ­ცე­ი­ბის ოთა­ხი, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია მუ­ზე­უმ­ ი­სა და პა­ლე­ო­ბი­ოლ ­ ო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ნა­მარხ ხერ­ხემ­ლი­ან­თა კო­ლექ­ცი­ე­ბი. ციფ­რულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში, რო­მე­ლიც 25 000 ნა­მარხ ნი­მუშ­ზე მეტს ით­ვ­ლის, თავ­მოყ­რი­ლია ინ­ფორ­მა­ცია თევ­ზე­ბის და ხმე­ლე­თის ძუ­ძუმ­ წოვ­რე­ბის კლა­სი­კუ­რი კო­ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ მოხ­და ხერ­ხემ­ლი­ან ცხო­ველ­თა სხვა ნა­მარ­ხე­ბის (ზღვის ძუ­ძუმ­ წოვ­რე­ბი, ხმე­ლე­თის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის და­ნარ­ჩე­ნი კო­ლექ­ცი­ებ­ ი) ორ­გა­ ნი­ზე­ბაც, რაც მა­თი შემ­დ­გო­მი კვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მუ­ზე­უ­მის ვებ­-­გ­ვერ­დ­ზე გან­თავ­ს­და სა­ქარ­თვ­ ე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­ მის ხმე­ლე­თის ნა­მარ­ხი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ტი­პუ­რი ნი­მუ­შე­ბის ინ­გ­ლი­სუ­რე­ ნო­ვა­ნი კა­ტა­ლო­გი (Catalogue of the Holotypes of Fossil Land Mammals in the Georgian National Museum, Tbilisi), რო­მე­ლიც ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­ თ­ვის არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ებ­ ის შე­დე­გად შექ­მნ­ ი­ლი ეს ინ­ფრ ­ ას­ტ­რუქ­ტუ­რა ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პა­ლე­ ო­ბი­ო­ლო­გი­ურ ­ ი კვლე­ვე­ბის წარ­მო­ე­ბას და ახა­ლი თა­ობ­ ის და­ინ­ტე­რე­სე­ ბას მეც­ნი­ე­რე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კავკასიის მუზეუმის გეოლოგიური გამოფენის დარბაზი 1860-იანი წლები. დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან

38

saqarTvelos erovnuli muzeumi

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლობის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უმ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმ­დიდ­რე­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნი­მუ­შე­ბია და­ცუ­ლი. აქ­ვე ინა­ხე­ბა ორი უკა­ნას­კ­ნე­ლი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე თით­ქ­მის მთე­ლი კავ­კა­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეგ­ რო­ვი­ლი ბუ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა. მუ­ზე­უ­მის ფონ­დებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია გათხ­რი­ლი და შეს­წავ­ლი­ლი ქვის ხა­ნის არ­ქე­ო­ლო­ გი­უ­რი ძეგ­ლის სა­მოც­და­ა­თი კო­ლექ­ცი­ა. მათ შო­რი­საა გე­ო­ლო­გი­ა-­პა­ ლე­ონ­ტო­ლო­გი­ის ფონ­დის კო­ლექ­ცი­ებ­ში შე­მა­ვა­ლი დმა­ნი­სის ძვე­ლი ქვის ხა­ნის ძეგ­ლ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ან­თ­რო­პო­ლო­გი­უ­რი, პა­ლე­ონ­ტო­ ლო­გი­უ­რი და ქვის კო­ლექ­ცი­ე­ბი. მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ ბა და მარ­თ­ვა გა­მო­ფე­ნე­ბის მოწყო­ბა­სა და სა­მე­ცნი­ე­რო კვლე­ვებ­თან ერ­თად სა­მუ­ზე­უ­მო ცხოვ­რე­ბის წამ­ყ­ვა­ნი სფე­რო­ა. დმა­ნი­სის პა­ლე­ო­ან­თ­რო­პო­ლო­გი­უ­რი და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლი ბო­ლო ოც­და­ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერ ­ ო წრე­ე­ბის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში­ა. ძეგ­ლი 1.8 მი­ლი­ო­ნი წლით თა­რიღ­ დე­ბა და ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცი­ის შეს­წავ­ლის თვალ­საზ­რი­სით ერ­თ­ერთ საკ­ვან­ძო ად­გილ­სა­პო­ვე­ბელს წარ­მო­ად­გენს. დმა­ნი­სის ადა­მი­ ა­ნი ევ­რა­ზი­ა­ში ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­უ­ლი და მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის ტვი­ნის მქო­ნე უძ­ვე­ლე­სი Homo-ა და მი­სი ქვის ინ­დუს­ტ­რი­აც ასე­ვე ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­ულ არ­ქე­ოლ ­ ო­გი­ურ კულ­ტუ­რას – ოლ­დუ­ვა­ურ კულ­ტუ­რას მი­ ე­კუთ­ვ­ნე­ბა. დმა­ნი­სის ჰო­მი­ნი­ნე­ბის ქვის არ­ტე­ფაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლით წარ­მოდ­გე­ნა გვექ­მნ­ ე­ბა ჰო­მი­ნი­ნე­ბის ახალ ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ებ­ ა­სა და, ზო­გა­დად, ქცე­ვაზე. კო­ლექ­ცი­ე­ბი მუ­ზე­უმ­ ის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის უმ­თავ­რე­სი ნა­წი­ლი­ა, რო­მელ­საც მეტ­წი­ლად ეყ­რ­დნ­ ო­ბა სა­მეც­ნი­ერ ­ ო საქ­მი­ან­ ო­ბა. სა­ქარ­ თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა­ში ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის გარ­და უცხო­ე­ლე­ბიც იღე­ბენ მო­ ნა­წი­ლე­ო­ბას. ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში მიმ­დი­ნა­რე რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი რე­ფორ­მი­სა და რე­მონ­ტის შემ­დ­გომ აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და დმა­ნი­სის კო­ლექ­ცი­ე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა. დმა­ნი­სის ქვის ინ­ დუს­ტ­რი­ის კო­ლექ­ცია ორი წლის წინ თა­ვი­სუფ­ლად და სრუ­ლად არ იყო ხელ­მი­საწ­ვდ ­ ო­მი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი­სა და დმა­ნი­სის ად­ რე­პა­ლე­ოლ ­ ი­თუ­რი ძეგ­ლის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვის სა­ერ­თა­ შო­რი­სო პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ უცხო­ელ მეც­ნი­ერ­თათ­ვის. 2014 წლი­დან შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მი­ერ და­ფი­ნან­ს­და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სამ­წლ ­ ი­ა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტი: „დმანისის ქვის კო­ლექ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მი­სი ტექ­ნო­ ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვა“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც იქ­მ­ნე­ბა დმა­ნი­სის ქვის ინ­დუს­ტ­რი­ის ფონ­დი. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია თა­ნა­მედ­რო­ ვე სა­მუ­ზე­უ­მო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა და სრულ­ყო­ფი­ლი ერ­თი­ა­ნი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მ­ნა. კო­ლექ­ცი­ის და­ლა­გე­ბის პრინ­ცი­პი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ნი­მუ­შე­ბის ად­ ვი­ლად, ნე­ბის­მი­ე­რი პა­რა­მეტ­რი­სა და მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მი­ხედ­ვით მო­ ძებ­ნა­ზე და თავ­და­პირ­ვე­ლი „არქეოლოგიური კონ­ტექ­ს­ტის“ შე­ნარ­ჩუ­ ნე­ბა­ზე. თი­თო­ეუ ­ ­ლი სა­კო­ლექ­ციო ნივ­თი იდე­ბა თა­რო­ზე ცალ­-­ცალ­კე ყუთ­ში შე­სა­ბა­მის სა­მუ­ზე­უ­მო ეტი­კეტ­თან ერ­თად. ქვის კო­ლექ­ცია კლა­ სი­ფი­ცირ­დე­ბა არ­ტე­ფაქ­ტის ტი­პის მი­ხედ­ვით – ანატ­კე­ცე­ბი, ნუკ­ლე­უ­ სე­ბი, იარა­ღე­ბი, მა­ნუ­პორ­ტე­ბი და ძეგ­ლ­ზე ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­ვედ­რი­ლი ქვე­ბი. ქვის ნივთს სა­კო­ლექ­ციო კა­რა­და­ში ად­გი­ლი მი­ეკ­ უთ­ვნ­ ე­ბა არ­ ქე­ოლ ­ ო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის უბან­ზე, კვად­რა­ტე­ბის ბა­დე­სა და არ­ქე­ო­ ლო­გი­ურ ფე­ნა­ში გან­ლა­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბა ნი­მუ­შე­ბის ახალ მო­ნა­ცემ­თა ელექ­ ტ­რო­ნულ ბა­ზა­ში (xlx) შეყ­ვა­ნა, სა­დაც სა­ვე­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ას (კოორდინატებს, ფე­ნა­ში მდე­ბა­რე­ო­ბას და ა.შ.) თან ახ­ლავს ნი­მუ­ შის ზო­მე­ბი, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში წო­ნა, ტი­პო­ლო­გი­უ­რი და­ხა­სი­ ა­თე­ბა, გარ­კვ­ ე­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ნი­შა­ნი, ნედ­ლი მა­სა­ლის სა­ხე. სა­ბო­ო­ლოდ მო­ნა­ცე­მე­ბი გან­თავ­სე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ვებ­გ­ვერ­დ­ზე: www.museum.ge. დღე­ი­სათ­ვის დმა­ნი­სის ქვის კო­ლექ­ცია 16 000-მდე ნივთს ით­ვ­ლის. ეს მზარ­დი კო­ლექ­ცი­ა­ა, ვი­ნა­ი­დან ჯერ­­ჯე­რო­ბით ძეგ­ლის მცი­რე ნა­ წი­ლია გათხ­რი­ლი. მო­მა­ვალ­ში, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის მე­თო­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ ნ­დეს. ამის გა­მო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც გვაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, მაგ­რამ აღარ არ­სე­ბობს არ­ქე­ოლ ­ ო­გი­უ­რი ფე­ნა, გათხ­რე­ბის პრო­ცე­სი, მთლი­ა­ნი არ­ ქე­ოლ ­ ო­გი­უ­რი კონ­ტექ­ს­ტი და ყვე­ლა დე­ტა­ლი ზედ­მი­წევ­ნით იყოს და­ ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ამ­დე­ნად, კო­ლექ­ცი­ის ფონ­დი არა­მარ­ტო სა­კო­ლექ­ ციო ნივ­თე­ბის გან­ლა­გე­ბის სივ­რ­ცე­ა, არა­მედ ად­გი­ლი, სა­დაც ძეგ­ლის გათხ­რის ის­ტო­რია და სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს შექ­მ­ნი­ლი სრუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ციაა და­ცუ­ლი. დმა­ნი­სის ქვის ინ­დუს­ტრ ­ ი­ის კო­ლექ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა / მო­დერ­ნი­ზე­ ბა კო­ლექ­ცი­ის სწო­რი მე­ნეჯ­მენ­ტის წი­ნა­პი­რო­ბაა და მო­მა­ვალ­ში ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­ა­ჩენს ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის­თ­ვის არ­ქე­ო­ლო­გი­ი­სა და ან­თ­რო­პო­ლო­გი­ის დარ­გ­ში. ასე­ვე, მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბი­სთ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დომს გახ­დის ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მემ­კ­ვიდ­ რე­ო­ბას და დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას. კო­ლექ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას მოჰ­ყ­ვე­ბა მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო თუ საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი. კო­ლექ­ცი­ის სწო­რი მარ­ თ­ვა ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და ახა­ლი ფი­ნან­ სუ­რი წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაც გახ­დე­ბა. დმა­ნი­სის ქვის ინ­დუს­ტ­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა უაღ­რე­სად აქ­ტუ­ა­ ლუ­რია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ერ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვალ­საზ­ რი­სი­თაც; კო­ლექ­ცი­ი­ე­ბი სა­გა­მო­ფე­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­ სი რე­სურ­სი­ა. ქვის კო­ლექ­ცი­ებ­ ის ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბა პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­უ­რი და ან­თ­რო­პო­ლო­გი­ურ ­ ი კო­ლექ­ცი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ და­ას­რუ­ლებს დმა­ ნი­სის ქვის ხა­ნის ძეგ­ლის კომ­პ­ლექ­სუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ ბის ფონ­დის შექ­მნ­ ას ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში. saqarTvelos erovnuli muzeumi

39


40 მი­სი რო­ლი ზოგადად და კონ­კ­რე­ტუ­ ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

მოხეტიალე მწერალი მუზეუმის მეგობარი > ნათია ხულუზაური შტეფან ვაკვიცი 1952 წელს დაიბადა შტუტგარტში; გერმანისტიკისა და ისტორიის ფაკულტეტზე მიუნხენსა და შტუტგარტში სწავლობდა. გერმანელი მწერალი ფრანკფურტის (მაინზე), დელის, ტოკიოს, მიუნხენის, კრაკაუს, ბრატისლავისა და ნიუ-იორკის გოეთეს ინსტიტუტებში მოღვაწეობის შემდეგ, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორად და კულტურული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.

გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი გერ­მა­ნი­ის ოფი­ ცი­ალ ­ უ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტ­რია საზღ­ ვარ­გა­რეთ. ჩვენ გვე­კუთ­ვ­ნის 160 და­ წე­სე­ბუ­ლე­ბა 95 ქვე­ყა­ნა­ში და გვყავს და­ახ­ლო­ე­ბით 1000 პარ­ტ­ნი­ო­რი, რო­ მელ­თა­ნაც მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით ვთა­ ნამ­შ­რომ­ლობთ. თბი­ლი­სი­დან, მა­ გა­ლი­თად­,­ ჩ­ვენ ვთა­ნამ­შრ ­ ომ­ლობთ ენის სწავ­ლე­ბის ცენ­ტ­რებ­თან ბა­ქო­ში და ერე­ვან­ში და გერ­მა­ნუ­ლი კუ­ლტუ­ რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თბი­ლის­ში. ინ­ს­ტი­ტუ­ტი თბი­ლის­ში არის კლა­სი­ კუ­რი, საკ­მა­ოდ დი­დი ინ­სტ ­ ი­ტუ­ტი სა­მი ძირითადი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ენა, კულ­ ტუ­რა და ბიბ­ლი­ო­თე­კა. 1986 წლი­დან თქვენ მუ­შა­ობ­დით ისეთ ქა­ლა­ქებ­ში, რო­გო­რი­ცაა ფრან­კ­ფურ­ტი, ნიუ დე­ლი, ტო­კი­ო, მი­უნ­ხე­ნი, კრა­კო­ვი, ბრა­ტის­ლა­ვა და ნი­უ­-ი­ორ­კი. რას ნიშ­ ნავს თქვენ­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ხალ­ხებ­თან და კულ­ტუ­რებ­თან შეხ­ვედ­რა? მე ეს ძა­ლი­ან მომ­წონს. ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ეს ოჯახიდანაც მოგ­ვდ ­ ­გამს. მა­მა­ჩე­მიც გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­ში მუ­შა­ ობ­და. პა­პა­ჩე­მი პრო­ტეს­ტან­ტი პას­ტო­რი იყო, რო­მე­ლიც 20 წლის მან­ძილ­ზე პო­ ლო­ნეთ­სა და ნა­მი­ბი­ა­ში ცხოვ­რობ­და. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში უფ­რო მე­ტი ვაკ­ვი­ცი ცხოვ­რობს, ვიდ­რე გერ­მა­ ნი­ა­ში. ჩვენ მო­ხე­ტი­ა­ლე ტო­მი ვართ.

ბა­ტო­ნო ვაკ­ვიც, თუ შე­იძ­ლე­ბა, მოკ­ ლედ გვითხა­რით თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის­ ა და, ზო­გა­დად, თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­ სა­ხებ. ვსწავ­ლობ­დი შე­და­რე­ბით ლი­ტე­რა­ ტუ­რა­სა და ის­ტო­რი­ას 1970-იან წლებ­ში, ცო­ტა ხა­ნი ვი­ყა­ვი სკო­ლის მას­წავ­ლე­ ბე­ლი გერ­მა­ნი­ა­ში და ორი წე­ლი ვმუ­ შა­ობ­დი „კინგს კო­ლეჯ­ში“ ლონ­დონ­ში.

1986 წელს და­ვიწყე მუ­შა­ობ­ ა გო­ეთ ­ ეს ინ­სტ ­ ი­ტუტ­ში და მივ­ლი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ფრან­კ­ფურ­ტ­ში, ტო­კი­ოშ­ ი, მი­უნ­ხენ­ში, ნიუ დე­ლი­ში, კრა­კოვ­ში, ბრა­ტის­ლა­ვა­ში და ნი­უ­-ი­ორ­კ­ში, სა­ნამ თბი­ლის­ში ჩამო­ ვი­დო­დი. სა­ქარ­თვ­ ე­ლო ჩე­მი ბო­ლო ხან­ გ­რ­ძლ ­ ი­ვი პოს­ტი­ა, მაგ­რამ ჩე­მი პენ­სი­ა­ზე გას­ვ­ლის შემ­დეგ მე გა­და­ვალ მინ­სკ­ ­ში დრო­ებ­ ით დი­რექ­ტო­რად, რად­გან გო­ ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­მა ვერ იპო­ვა კად­რი ამ

პოს­ტის­თ­ვის. გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტის ფარ­ გ­ლებ­ში მე არ მაქვს რა­ი­მე გა­მოკ­ვე­თი­ ლი ინ­ტე­რე­სი, მაგ­რამ რო­გორც კერ­ძო პი­რი ვარ მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც წერს გა­ ზე­თე­ბი­სა და სხვა პე­რი­ო­დუ­ლი გა­მოშ­ ვე­ბე­ბის­თ­ვის გერ­მა­ნი­ა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რი­ სა და სხვა სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ. თუ შე­იძ­ლე­ბა, წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეთ გო­ ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი, გაგ­ვა­ცა­ნით, რა არის

თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის ბო­ლო 5 წე­ლი თბი­ ლი­სის გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­თა­ნაა და­ კავ­ში­რე­ბუ­ლი. რო­გორ მოხ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოხ­ვე­დით? გან­სა­ კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გქონ­დათ ამ ქვეყ­ნის მი­მართ, თუ ეს თქვე­ნი და­წე­ სე­ბუ­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო? რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გაქვთ ამ ქვე­ყა­ნა­ზე? მე ძა­ლი­ან მომ­წონ­და ნი­უ­-ი­ორ­კ­ში მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ მე­ნატ­რე­ბო­და უფ­რო თბი­ლი და პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი ხალ­ხ­ თან, რო­მელ­საც შევეჩვიე მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე პო­ლო­ნეთ­ში და სლო­ ვა­კეთში ცხოვ­რე­ბის დროს. ნი­უ­-ი­ორ­კი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ზოგ­ჯერ ისე­

თი გრძნო­ბა გაქვს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რის უზარ­მა­ზარ მუ­ზე­უმ­ში ცხოვ­ რობ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ იქი­დან წას­ვლ ­ ის სურ­ვი­ლი გამიჩნდა. იქ არ არის მაინ­ცა და მა­ინც თბი­ლი, პი­რა­ დი, მზრუნ­ვე­ლი ატ­მოს­ფე­რო. ცო­ტა ხან­ ში ში­ნა­გა­ნ სი­ცი­ვეს ვგრძნობ­დი. ბა­ტო­ნო ვაკ­ვიც, რო­გორც გო­ე­თეს ინ­ ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი და კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი თქვენ აქ­ტი­უ­რად ხართ ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ ლოს კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. თუ შე­ გიძ­ლი­ათ, გაგ­ვა­ცა­ნით ის პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლებ­საც გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი ახორ­ ცი­ე­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ვინ არის თქვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი? ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი კულ­ტუ­რულ სფე­რო­ში, მთავ­რო­ბა­ში, ან კრე­ა­ტი­ულ წარ­მო­ე­ბა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა შე­იძ­ლე­ბა იყოს, ვი­საც პროგ­რე­ სუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წ­რა­ფე­ბე­ბი, კარ­გი იდე­ე­ბი აქვს და აპი­რებს ჩვენ­თან გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე ურ­თი­ეთ­ პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და სა­ი­მე­დო პარ­ტ­ნი­ო­ რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. ასე ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დით რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე და ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ ახ­ლაც, მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის სა­ერ­ თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­თან, თე­ატ­ რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­თან „საჩუქარი“ და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­თან, CineDocთან, წიგ­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან და წიგ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტ­რ­თან, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან, ბენ­დუ­ქი­ძის (და სხვა) უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, Expo Georgia-სთან, და CCA-სთან, სხვა მრა­ვალ და­წე­სე­ბუ­ ლე­ბას­თან – ეს მხო­ლოდ პა­ტა­რა ჩა­მო­ ნათ­ვა­ლი­ა, რო­მე­ლიც ახ­ლა მახ­სენ­დე­ ბა – და, რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან. ჩვენ ვა­ვი­თა­რებთ პრო­ექ­ტე­ბის იდე­ებს ჩვენ პარ­ტ­ნი­ო­რებ­ თან სა­უ­ბარ­ში და ვცდი­ლობთ, დი­დი ყუ­ რადღე­ბით მო­ვუს­მი­ნოთ მათ იდე­ებს და რჩე­ვებს. გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი დი­დი ხა­ნია პარ­ტ­ ნი­ო­რე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ერ­თობ­ ლი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მთე­ლი რი­გი პრო­ექ­ტე­ბი­სა (გამოფენები, პუბ­ლი­კა­

ცი­ე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, ვორ­კ­შო­პე­ბი, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა და ა.შ.). რო­გორ ფიქ­ რობთ, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ კულ­ტუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შე­უწყონ ხე­ლი ქვეყ­ ნის გან­ვი­თა­რე­ბას? ჩე­მი აზ­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ შე­უძ­ლია კულ­ტუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და­ეხ­მა­ როს ქვე­ყა­ნას გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ჩვენ­ მა პროგ­რა­მებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­ თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმ­ ი და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით არა მარ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გახ­და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე საბ­ჭო­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, არა­მედ მუ­ზე­უმ­ ი სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­ზე­უ­მე­ბის გვერ­დით დად­გა. სა­ქარ­თვ­ ე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ ზე­უმ­ ი მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან მუ­ზე­უ­მებს უტოლ­დე­ბა და წარ­მო­ად­გენს ეტა­ლონს პოს­ტ­-­საბ­ჭო­თა რე­გი­ონ­ში. კარ­გი მუ­ზე­ უ­მი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის პრო­ცეს­ში მყო­ფი სა­ ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რად­ გან მუ­ზე­უმ­ ი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ ბის სა­უნ­ჯე­ა, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­ სათ­ვის. ეს არის ერ­თ­-ერ­თი იმ მრა­ვალ მი­ზეზ­თა­გა­ნი, რომ­ლის გა­მოც და­ვით ლორ­თქ­ ი­ფა­ნი­ძემ გო­ე­თეს 2016 წლის მე­და­ლი მი­ი­ღო, გერ­მა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­ რი ჯილ­დო, რო­მელ­საც გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ ტუ­ტი გას­ცემს. შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მოთ­ვა­ლოთ ის თვი­სე­ ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კულ­ ტუ­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის XXI სა­ უ­კუ­ნე­ში? მოქ­ნი­ლო­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხედ­ვა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ ბის­გან; ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, რომ იყოთ სა­ინ­ტე­რე­სო, გა­სარ­თო­ბი და სა­კა­მა­თო. რას ურ­ჩევ­დით იმ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს, რომ­ლე­ბიც გან­საზღ­ვ­რა­ვენ კულ­ტუ­რულ პო­ლი­ტი­კას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? ვუ­სურ­ვებ­დი, რომ შე­ხე­დონ შურს და გა­სა­ჭირს ყვე­ლა მხრი­დან, რო­გორც ფა­ რულ კომ­პ­ლი­მენტს. saqarTvelos erovnuli muzeumi

41


42

Chaliko ხელოვნება > ეკა კიკ­ნა­ძე სევ­დის მომ­გ­ვ­რე­ლი­ა, რო­დე­საც ადა­მი­ან­ ის და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღებს ერ­თ­მა­ნე­თის­გან მხო­ლოდ 27 წე­ლი აშო­რებს, მით უფ­რო, რო­დე­საც ეს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მხატ­ვ­რო­ბის ახა­ლი სი­ცოცხ­ლის­თ­ვის ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის, შალ­ვა ქი­ქო­ძის ცხოვ­რე­ბის წლე­ბი­ა. ახალ­გაზ­რ­და მხატ­ვ­რის ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი ინ­ტე­რე­სი არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოვ­ლინ­და: იურის­პ­რუ­დენ­ცი­ა, ფერ­წე­რა, გრა­ ფი­კა, კა­რი­კა­ტუ­რა, შარ­ჟი, თე­ატ­რი და თე­ატ­რის მხატ­ვ­რო­ბა, წიგ­ნის ილუს­ტ­რა­ცი­ა, კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბი.

1914

წელს შალ­ვა ქი­ქო­ძე მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ ტე­ტის იური­დი­ულ ფა­ კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რიცხა. 1916 წელს მოს­კო­ვის ფერ­წე­რის, ქან­და­კე­ბის და ხუ­როთ­მოძღ­ ვ­რე­ბის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ფერ­ წე­რის კლას­ში ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­წავ­ლა. 1916 წელს თბი­ლის­ში არ­და­ დე­გებ­ზე ჩა­მო­სულ­მა, ქარ­თ­ველ ხე­ლო­ ვან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­იწყო მუ­შა­ო­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მდი­ვა­ნი გახ­და და მო­ნა­წი­ლე­ობ­ ა მი­ი­ღო დი­მიტ­ რი შე­ვარ­დ­ნა­ძის თა­ოს­ნო­ბით დი­დე­ბის ტაძ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გა­და­ცე­მის საქ­მე­ში. 1917-1918 წლებ­ში ის თა­ნამ­შ­რომ­ ლობს ჟურ­ნალ­თან „Рампа и жизнь“, სა­ დაც აქ­ვეყ­ნებს ჩა­ნა­ხა­ტებს და კა­რი­კა­ტუ­ რებს Chaliko-ს ფსევ­დო­ნი­მით, იმა­ვე 1918 წელს კი ქარ­თ­ველ ხე­ლო­ვან­თა სა­ზო­გა­ დო­ე­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ მოწყო­ბილ პირ­ველ სამ­ხატ­ვ­რო-­სა­მეც­ ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­აშ­ ი მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა ნა­ ბახ­ტე­ვის ეკ­ლე­სი­ის მხატ­ვ­რო­ბის ას­ლე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად. ამ მრა­ვალ­მ­ხრ ­ ი­ვი ინ­ტე­ რე­სე­ბით მო­ცუ­ლი შე­მოქ­მე­დი იმ­დე­ნად ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და, რომ გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს – ეს ყვე­ლა­ფე­რი შალ­ვა ქი­ქო­ძის აქ­ტი­უ­რი სამ­ხატ­ვ­რო მუ­შა­ო­ბის ტრა­გი­კუ­ლად მოკ­ლე დრო­ში, მხო­ლოდ 9 წე­ლი­წად­ში ჩა­ეტ ­ ი­ა. შალ­ვა ქი­ქო­ძე 1984 წლის 27 მა­ისს და­ი­ ბა­და სო­ფელ ბახ­ვ­ში. და­ბა­დე­ბის ად­გილ­ თან, გუ­რი­ას­თან, ბახ­ვ­თან და, ზო­გა­დად, თა­ვის ქვე­ყა­ნას­თან მხატ­ვარს მჭიდ­რო ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი ჰქონ­და. „შენ ვერ წარ­ მო­იდ­გენ, ჩე­მო ბე­ბი­კო, რო­გო­რი ძვირ­ ფა­სია ჩემ­თ­ვის ბახ­ვის ყო­ვე­ლი კუნ­ჭუ­ლი.

შალვა ქიქოძე, ავტოპორტრეტი, 1920, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

აქა­უ­რი ცხოვ­რე­ბა უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევს, რომ ხში­რად ვი­ფიქ­როთ ამა­ზედ, მაგ­რამ რო­დე­საც დავ­ფიქ­რ­დე­ბით, მზა­თა ვართ, მთე­ლი ევ­რო­პა თა­ვის მა­ში­ნე­ბით და სწავ­ლით ვა­ნაც­ვა­ლო ჩემ პა­ტა­რა ბახვს, ეზოს, ჭიშ­კარს, ნა­ლი­ას...“ – იწე­რე­ბო­და მოგ­ვი­ან­ ე­ბით „ქართველ ხე­ლო­ვან­თა სა­ ზო­გა­დო­ე­ბის“ სტი­პენ­დი­ით ევ­რო­პა­ში წა­ სუ­ლი მხატ­ვა­რი საფ­რან­გე­თი­დან. საფ­რან­გეთ­ში იგი 1920 წელს დი­დე­ ბის ტა­ძარ­ში მოწყო­ბილ გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ სხვა ქარ­თ­ ველ მხატ­ვ­რებ­თან ერ­თად გა­ემ­გ­ზავ­რა. მხატ­ვარ­თა ამ თა­ო­ბამ, წი­ნა თა­ო­ბის­ გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ზურ­გი აქ­ცია რუ­სეთს, რად­გან იგ­რ­ძ­ნო, რომ უფ­რო მე­ტი სა­ერ­ თო ჰქონ­და ევ­რო­პულ კულ­ტუ­რას­თან. 10-იანი წლე­ბის ქარ­თუ­ლი სამ­ხატ­ვ­რო და სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ეროვ­ნუ­ლო­ბა ევ­რო­პუ­ლო­ბას­თან ასო­ ცირ­დე­ბო­და და ახალ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ნა­ ცი­ო­ნა­ლუ­რი ფორ­მის გან­ვი­თა­რე­ბა მის გლო­ბა­ლუ­რამ­დე გან­ზო­გა­დე­ბა­ში გა­მო­ ი­ხა­ტე­ბო­და. პა­რიზ­ში შეს­რუ­ლე­ბულ ნა­მუ­შევ­რებ­ში მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე­ე­ბი – „გურული ქა­ლი დო­ქით“, „აჭარელი ჩად­რი­ან­ ი ქა­ლე­ბი“ და გუ­რი­ის პე­ი­ზა­ჟე­ბი პა­რი­ზის კუთხე­ებ­ მა, ლუქ­სემ­ბურ­გის ბაღ­მა, 20-იანი წლე­ ბის მო­დურ თავ­სა­ბუ­რა­ვებ­სა და ტან­საც­ მელ­ში გა­მოწყობ­ილი ქა­ლე­ბის ხიბ­ლ­მა და ბო­ჰე­მუ­რი კა­ფე­ე­ბის სტუმ­რებ­მა შეც­ ვა­ლა. იმა­ტა ოს­ტა­ტო­ბამ, მხატ­ვ­რულ­მა ხერ­ხებ­მა, ფე­რი­ცა და ფორ­მაც უფ­რო მდი­და­რი, მეტყ­ვე­ლი და დი­ნა­მი­კუ­რი გახ­ და, შე­მო­იჭ­რა სიმ­ბო­ლიზ­მი, გაძ­ლი­ერ­და მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ექ­ს­პრ ­ ე­სი­ონ­ იზ­მიც,

თუმ­ცა ამას­თან ერ­თად ერ­თ­გ­ვა­რი უცხო­ ო­­ბი­სა და სევ­დის გან­ც­და, ტრა­გი­კუ­ლის მო­ლო­დი­ნი გაჩ­ნ­და და მხატ­ვ­რუ­ლი ძი­ე­ ბე­ბი თით­ქოს ემო­ცი­უ­რად და­კარ­გუ­ლის ძი­ე­ბებს შე­უ­ერ­თ­და. 1921 წელს ქარ­თ­ველ მხატ­ვ­რებ­თან ერ­თად შალ­ვა ქი­ქო­ძის ნა­ მუ­შევ­რე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო პა­რი­ზის „დამოუკიდებელთა სა­ლონ­სა“ და გა­ლე­ რეა „ლა ლი­კორ­ნი­ში“. 1921 წე­ლის 4 სექ­ ტემ­ბერს მხატ­ვარ­მა დას, ანი­ტა ქი­ქო­ძეს უკა­ნას­კ­ნე­ლი წე­რი­ლი მის­წე­რა: „მე, ჩე­ მო და­ი­კო, მომ­თენ­თა პა­რიზ­მა, წა­მო­ველ გერ­მა­ნი­ა­ში ცო­ტა და­სას­ვე­ნებ­ლათ და გერ­მა­ნი­ის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლათ“. თუმ­ცა გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვ­ლა მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბის სურ­ვი­ლით არ იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. შალ­ვა ქი­ქო­ძეს იმ დრო­ის­თ­ვის გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ ლი სე­ნი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი ჰქონ­და და და­ უ­ყოვ­ნებ­ლივ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებ­და. „მსურს, ჩე­მი ეხ­ლან­დე­ლი ამ­ბა­ვი არა­ვინ იცო­დეს. ასე რომ, შენ სა­მა­რეთ უნ­და გა­ და­იქ­ცე და არ­სად და არა­ვის­თან, რაც მოგ­წე­რე, არ სთქვა. რა სა­ჭი­რო­ა. წა­მო­ ვე­დი მა­ქე­დან ორი ფილ­ტ­ვით, დავ­ბ­რუნ­ დე­ბი ერ­თით, ვი­სი რა საქ­მე­ა, რამ­დე­ნი ფილ­ტ­ვი მაქვს ჟი­ლე­ტის უკან“ – წერ­და მხატ­ვა­რი და­ვით კა­კა­ბა­ძეს. თუმ­ცა შალ­ ვა ქი­ქო­ძე უკან ვე­ღარ დაბ­რუნ­და. იგი 1921 წლის ნო­ემ­ბერ­ში, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ფრა­ი­ბურ­გშ­ ი გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი ფერ­ წე­რუ­ლი და გრა­ფი­კუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მხატ­ვ­რო­ბის სა­ გან­ძურს წარ­მო­ად­გენს და თვალ­ნათ­ლივ აჩ­ვე­ნებს 10-20-იანი წლე­ბის ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ევ­რო­პულ მო­დერ­ ნიზ­მ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­ რე­სო პრო­ცესს, რომ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო შალ­ვა ქი­ქო­ძე. saqarTvelos erovnuli muzeumi

43


შალვა ქიქოძე, ქალაქი. მუყაო, ზეთი. 1919, კერძო კოლექცია

44

saqarTvelos erovnuli muzeumi

შალვა ქიქოძე, ანეტა და გერასიმე ქიქოძეების პორტრეტები. მუყაო, ზეთი. 1919, კერძო კოლექცია


შალვა ქიქოძე, სტამბული. ტილო, ზეთი. 1920, კერძო კოლექცია


შალვა ქიქოძე, კ. მახარაძის პორტრეტი. ტილო, ზეთი. 1919, სემ - ხელოვნების მუზეუმი

48

saqarTvelos erovnuli muzeumi

შალვა ქიქოძე, მხატვრის დის, ანეტა ქიქოძის პორტრეტი. ტილო, ზეთი. 1919, კერძო კოლექცია


50

სიღნაღის მუზეუმი რეგიონი > მარიამ ინანაშვილი სიღ­ნა­ღი იშ­ვი­ა­თი ლან­დ­შაფ­ტით, ალაზ­ნის ველზე და კავ­კა­სი­ო­ნის ქედ­ზე ხე­დით და XIX სა­უკ­ უ­ნის არ­ ქი­ტექ­ტუ­რით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჭეშ­მა­რი­ტად გა­ნუ­მე­ორ ­ ე­ბე­ლი და კო­ლო­რი­ტუ­ლი ქა­ლა­ქი­ა. ამ ქა­ლა­ქი­სა და კუთხის ის­ტო­რი­ა, კულ­ტუ­რა და ადათ­-­წე­სე­ბი სიღ­ნა­ღის ის­ტო­რი­ულ­-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლ მუ­ზე­უმ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

იღ­ნა­ღის მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მი 1947 წელს და­არ­ს­და. მი­ სი პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი ილია ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი იყო. 1950 წლის 31 დე­ კემ­ბერს სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­ს­ნა მუ­ზე­უ­მის ექ­ს­პო­ზი­ცი­ა, რო­მე­ლიც 14 დარ­ბაზს მო­ ი­ცავ­და. ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მხა­რის ბუ­ნე­ბა, ის­ტო­რია და სო­ცი­ ა­ლის­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბა. 1970-1980-იან წლებ­ში კა­ხე­თის არ­ქე­ ო­ლო­გი­უ­რი ბა­ზი­სა და მას­თან მუდ­მივ­ მოქ­მე­დი ექ­ს­პე­დი­ცი­ის მო­ნა­პოვ­რე­ბის წყა­ლო­ბით მუ­ზე­უმს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კო­ლექ­ცი­ებ­ ი შე­ე­მა­ტა.

არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე მუ­ზე­უმ­მა რამ­ დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა სტა­ტუ­სი და შე­ნო­ ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი სა­ ინ­ტე­რე­სო ექ­სპ­ ო­ზი­ცია მო­ეწყო. 2007 წელს სიღ­ნა­ღის ის­ტო­რი­ულ­ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი შე­უ­ერ­თ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს. სა­ რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტის სა­მეც­ნი­ე­ რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­ მის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე იყო. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გეგ­მა შე­იქ­მნ­ ა ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან „სტუდიო მი­ლუ არ­ქი­ტექტს“ თა­ნამ­შ­ რომ­ლო­ბით. კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა

და სა­ექ­ს­პო­ზი­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ფრანგ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ ობ­დ­ნენ ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­ რომ­ლე­ბი. ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან შე­ერ­თე­ბით და გრან­დი­ოზ­ უ­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტით პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ევ­რო­პის სა­მუ­ზე­უ­მო სტან­დარ­ტე­ბის შესატყვისი მუ­ზე­უ­მი შე­იქ­მნ­ ა. სიღ­ნა­ღის მუ­ზე­უ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მუ­ზე­უ­მო სტან­დარ­ტე­ბის მიღ­წე­ვი­სა­კენ სა­ქარ­თ­ ვე­ლო­ში. სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბი სა­ დაა და აღ­ჭურ­ვი­ლია უსაფ­რ­თხო­ე­ბის და

კლი­მა­ტის კონ­ტ­რო­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მით, ხო­ ლო მუ­ზე­უ­მის კა­ფე­დან და ტე­რა­სი­დან წა­რუშ­ლე­ლი ხე­დი იშ­ლე­ბა ალაზ­ნის ველ­ზე. სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებ­ში ქრო­ნო­ლო­გი­უ­რა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკვარ­-ა­რაქ­სი­სა და ალა­ზან­-­ბე­ დე­ნუ­რი კულ­ტუ­რის ნი­მუ­შე­ბი. კა­ხეთ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ენე­ო­ლი­თის ხა­ნის სპი­ლენ­ძის სად­გი­სი ადას­ტუ­რებს, რომ მე­ტა­ლურ­გი­ის წარ­მო­შო­ბას აქ 7 ათა­სი წლის წინ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. აქ­ვეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბე­დე­ნის შავ­პ­რი­ა­ლა კე­რა­მი­კა. ძვ.წ. III ათას­წ­ლე­უ­ლის მეორე ნა­ხევ­რით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ლო­მის ოქ­როს ქან­და­კე­ ბა სიღ­ნა­ღი­დან სულ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რ­ში მდე­ ბა­რე წნო­რის ყორ­ღან­ში აღ­მოჩ­ნ­და. ექ­სპ­ ო­ზი­ცი­ა­ზე სწო­რედ ამ ყორ­ღა­ნის სა­მარ­ხე­უ­ლი ინ­ვენ­ტა­რია წარ­ მოდ­გე­ნი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გვი­ან­ბ­რინ­ჯა­ოს და ად­ რერ­კი­ნის ხა­ნის სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბის – მე­ლი-­ღე­ლეს, მე­ლა­ა­ნის, შილ­დის შე­წი­რუ­ლი ნივ­თე­ბი; ფევ­რე­ბის (მელაანი) კო­ლექ­ცი­ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სამ­კა­უ­ლი, ბრინ­ ჯა­ოს საბ­რ­ძო­ლო ეტ­ლის მო­დე­ლი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­პოვ­რე­ბი. ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ქა­ლა­ქი სიღ­ნა­ღი, რომ­ლის ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა 40 ჰა გა­და­ ჭი­მუ­ლი 4 კმ სიგ­რ­ძის ქვით­კი­რის ზღუ­დე, 23 კოშ­კი­ თა და 5 კა­რიბ­ჭით, XVIII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. ქარ­თ­ლ­-­კა­ხე­თის სა­მე­ფოს გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, 1802 წლი­დან, სიღ­ნა­ღი სა­მაზ­რო ცენ­ტ­რი გახ­და. XIX სა­უ­ კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან აქ ფე­ხი მო­ი­კი­და ქა­ლა­ქუ­ რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ათ ­ ე­ბელ­მა სა­ლო­ნუ­რი ტი­პის სა­ღა­მო­ებ­მა, სა­დაც თავს იყ­რი­და ქა­ლა­ქის მა­ ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, იმარ­თე­ბო­და სა­ხალ­ხო დღე­სას­ წა­უ­ლე­ბი და წარ­მოდ­გე­ნე­ბი. პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა სიღ­ნაღ­ში 1872 წელს გა­ი­ მარ­თა. სიღ­ნა­ღი მე­ხუ­თე ქა­ლა­ქი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც 1912 წლის­თ­ვის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­დი­ო­და ნა­ ბეჭ­დი გა­ზე­თი „ხმა კა­ხე­თი­სა“. ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ექ­ს­ პო­ზი­ცია თით­ქოს ამ ყვე­ლა­ფერს დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის თვალ­წინ აცოცხ­ლებს. მუ­ზე­უ­მის მე­ო­რე სარ­თულ­ ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ლე­რეა „გუდიაშვილისა“ და „ფიროსმანის“ დარ­ბა­ზე­ბით. 2007 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი გა­მო­ფე­ნა, ღო­ნის­ძი­ე­ბა თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი გან­ ხორ­ცი­ელ­და სიღ­ნა­ღის მუ­ზე­უმ­ში. 2009 წელს მუ­ზე­ უმ­მა უმას­პინ­ძ­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნას, რო­ მელ­ზედაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო პაბ­ლო პი­კა­სოს ლი­ნოგ­რა­ვი­უ­რე­ბის კო­ლექ­ცია საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ვეზ­ლეს მუ­ზე­უ­მი­დან, სა­დაც 2008 წელს ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი. სიღ­ნა­ღის მუ­ზე­უ­მი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ქა­ლა­ქის და, ზო­გა­დად, კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის კულ­ტუ­რულ ცხოვ­ რე­ბა­ში და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­ მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სა­ერ­ თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბა­ში. saqarTvelos erovnuli muzeumi

51


52

1

2

ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფესტივალი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 3

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი > ნათია ხულუზაური ედინბურგი მეცნიერების ქალაქად 1989 წლის აპრილში იქცა, მაშინ, როდესაც პირველ საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა. თავდაპირველად ამ პროექტს მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა ეეჭვებოდათ, რომ შესაძლებელი იყო მეცნიერების ხელოვნების ფორმატში მოქცევა. ფესტივალს დიდი წარმატება ხვდა წილად. მას შემდეგ მსგავსი ღონისძიება მრავალ ქვეყანაში ჩატარდა და ხშირად ისინი წლის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების რიცხვშია.

ა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რულ და სა­მეც­ნი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ ში 2015 წე­ლი ოქ­როს ასო­ებ­ ით ჩა­ი­წე­რა – გა­ნათ­ლე­ბი­ სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ ლად ჩა­ტარ­და ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ებ­ ა, რო­მელ­მაც სა­ხელ­მ­წი­ფო და კერ­ძო სა­მეც­ნი­ერ ­ ო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა უმ­ რავ­ლე­სო­ბა მო­იც­ვა ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ღო­ნის­ძი­ ე­ბა 10 ნო­ემ­ბერს, მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს გა­იხ­ს­ნა და 17 ნო­ემ­ბერს, სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს სა­ზე­ი­ მოდ და­ი­ხუ­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­შ­ტა­ბიც, გან­წყო­ბა­ ცა და ხა­რის­ხიც სა­ფეს­ტი­ვა­ლო იყო, მოკ­რძ­ ა­ლე­ბით მას მა­ინც „ინოვაციების და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვი­რე­უ­ლი“ ეწო­და. კვი­რე­უ­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­დაწყ­და, რომ 2016 წელს სა­ქარ­თვ­ ე­ლო უკ­ვე „ინოვაციებისა და მეც­ნი­ერ ­ ე­ბის სა­ ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის“ მას­პინ­ძე­ლი იქ­ნე­ბო­და და ასეც მოხ­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი იმ­თა­ვით­ვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში და ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლი და­ეკ­ ის­რა ჯერ კვრი­ე­უ­ლის, შემ­დეგ კი ფეს­ტი­ვა­ლის და­ გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ლე­ბა­ში. 2015 წელს სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო დმა­ნი­სის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგ­ლ­ ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი სრუ­ლი თა­ვის ქა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მ­ნი­ლი ჰო­მი­ნი­ნის ბი­უს­ტი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია „სილქნეტის“ ფი­ნან­ სუ­რი მხარ­და­ჭე­რით აღად­გი­ნა ცნო­ბილ­მა პა­ლე­ო­ხე­ლო­ვან­მა ჯონ ენ­ტო­ნი გურ­ჩიმ (John Anthony Gurche). სა­მეც­ნი­ე­რო კა­ ფე­ებ­ში მსოფ­ლი­ოშ­ ი ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ზა­ალ კო­კა­ი­ა, და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, და­რე­ჯან კა­ჭა­რა­ვა, ერ­მი­ლე მაღ­რა­ძე, ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე და ნი­ნო კა­ლან­და­ძე წარ­სდ ­ ­გ­ნენ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბით, ჯონ ენ­ტო­ნი გურ­ჩიმ კი წარ­მო­ად­გი­ნა უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ან­ ე­ბის გა­რეგ­ნო­ბის აღ­დ­გე­ნი­სა და მო­დე­

4

5 1, 6 დ მა­ნი­სის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ გათხ­რებ­ ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი სრუ­ლი თა­ვის ქა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მ­ნი­ლი ჰო­მი­ნი­ნის წარ­ დ­გე­ნა, 2015 წლის 15 ნო­ემ­ბე­რი 3, 4 ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის საერთაშორისო კვი­რე­უ­ლის სა­ზე­ი­მო და­ხურ­ვა, გა­მო­ფე­ნის „ალექსანდრე ქარ­ თ­ვე­ლი - ამე­რი­კუ­ლი ავი­აც­ ი­ის ქარ­თ­ვე­ლი გე­ნი­ა“ გახ­ს­ნა, 2015 წლის 17 ნო­ემ­ბე­რი 2, 5 ს . ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვ­ ე­ლოს მუ­ზე­უ­მის სა­მეც­ნი­ე­რო კა­ფე­ში ინო­ვა­ცი­ ე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ჯა­რო ლექ­ცია

6

7

7 ი . გრი­შაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­მის სა­მეც­ნი­ე­რო კა­ფე­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­ თა­შო­რი­სო კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ჯა­რო ლექ­ცია


ლი­რე­ბის პრო­ცე­სი. კვი­რე­უ­ლის სა­ზე­იმ­ ო და­ხურ­ვაც სა­ ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­ცი­ის პი­ო­ნე­რის, ალექ­სან­დ­რე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილ­სად­მი მიძღ­ვ­ ნი­ლი ახა­ლი გა­მო­ფე­ნის გახ­სნ­ ით აღი­ნიშ­ნა. იგი 1918-1921 წლებ­ში სა­ქარ­თვ­ ე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის მი­ერ იქ­ნა მივ­ლე­ნი­ლი საფ­რან­გეთ­ში ავი­აც­ ი­ის შე­სას­წავ­ლად. „ამერიკული ავი­ა­ცი­ის ქარ­თ­ვე­ლი გე­ნი­ოს­ ი“ ბოლ­შე­ვი­კუ­ რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გა­მო სამ­შობ­ლო­ში ვე­ღარ დაბ­რუნ­და, თუმ­ცა, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი­სთ­ვის იმის ნი­მუ­შად დარ­ჩა, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლა და თავ­გან­წირ­ვა და­სა­ ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. 2016 წელს სა­მეც­ნი­ე­რო ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმ­ ი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ქე­ტე­ბით, გა­მო­ფე­ნე­ბი­თა თუ ლექ­ცი­ებ­ ით წარ­სდ­გა, თუმ­ცა ფეს­ტი­ვა­ ლის ერ­თ­-ერ­თი უმ­თ­ვ­რე­სი მოვ­ლე­ნა დმა­ნი­სის პირ­ვე­ლი დი­დი აღ­მო­ჩე­ნის 25 წლის და მსოფ­ლი­ოშ­ ი Homo Erectusის აღ­მო­ჩე­ნის 125 წლისთავისადმი მიძღ­ვნ­ ი­ლი ღო­ნის­ძი­ ე­ბე­ბი იყო. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მელ­საც 80-მდე უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რი სტუმ­რობ­და და რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ ბა ცოცხალ ლე­გენ­და­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, დო­ნალდ (დონ) ჯო­ ჰან­სონს სა­ჯა­რო ლექ­ცია უძღო­და წინ. დონ ჯო­ჰან­სონ­მა ტომ გრე­ის­თან ერ­თად 1974 წელს ჰა­დარ­ში, ეთი­ო­პი­ა­ში 3,2 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნან­დე­ლი Australopithecus afarensis-ის თით­ქ­მის მთლი­ა­ნი ჩონ­ჩხი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც თა­ნა­ მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე ად­რე­ულ წი­ნაპ­რა­დაა მიჩ­ ნე­უ­ლი. ქალს „ლუსი“ და­არ­ქ­ვეს, რად­გან მი­სი აღ­მო­ჩე­ნის მო­მენ­ტ­ში ველ­ზე სწო­რედ ბით­ლ­ზის (The Beatles) ცნო­ბი­ ლი სიმ­ღე­რა „Lucy in the sky with diamonds" ის­მო­და. თუმ­ცა, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აღი­ა­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მას სა­მეც­ნი­ერ ­ ო-­პო­პუ­ლა­რულ­მა წიგ­ნ­მა „ლუსი - ადა­მი­ა­ნის საწყი­სი" მო­უ­ტა­ნა. სხვა­თა­შო­რის, ეს წიგ­ნი არა­ერ­თი ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ ­ ის ინ­ს­პი­რა­ცი­ის წყა­ როდ იქ­ცა და ბევ­რის პრო­ფე­სი­აც გან­საზღ­ვრ ­ ა. მათ შო­რის არის ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და დმა­ნი­სის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეც. ასე­რომ, ნამ­დ­ვი­ლად სიმ­ბო­ლუ­რი იყო, რომ ამ სა­ე­ტა­პო კონ­ფე­რენ­ცი­ას სწო­რედ დონ ჯო­ჰან­სო­ნის ლექ­ცია უძღო­ და წინ. ტრა­დი­ცია არც წელს დარ­ღვ­ ე­უ­ლა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა მუ­ზე­უმ­მა მეც­ნი­ე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ ლებ­ში კი­დევ ერ­თი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი გა­მო­ფე­ნა „ქვის ხა­ნის სა­ქარ­თვ­ ე­ლო“ წარ­მო­ად­გი­ნა. გა­მო­ფე­ნა­ზე დამ­თ­ვა­ ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ალ ­ ე­ბა ეძ­ლე­ვა, გაეც­ნოს რო­გორც ქვის ხა­ნის მა­სა­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა არქე­ო­ლო­გი­ უ­რი ძეგ­ლი­დან, ასე­ვე თვა­ლი გა­ა­დევ­ნოს ადა­მი­ა­ნის ევო­ ლუ­ცი­ის დრო­ში დი­ნე­ბას, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ ვა კუთხე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ან­თ­რო­პო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლი­თაა წარ­მო­დეგ­ნი­ლი. რო­გო­რი იქ­ნე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ინ­ოვ­ა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­ შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი მო­მა­ვალ წელს? გახ­დე­ბა თბი­ლი­სი მეც­ნი­ე­რე­ბის ქა­ლა­ქი, სა­ქარ­თ­ვე­ლო კი - ქვე­ყა­ნა? ვნა­ხოთ. 54

saqarTvelos erovnuli muzeumi

კონფერენციის „Homo Erectus 100+25 წელი: დმანისი და მის მიღმა" მონაწილეები დმანისის არქეოლოგიურ ძეგლს ათვალიერებენ. 2016 წლის 24 სექტემბერი

გამოფენის „ქვის ხანის საქართველო“ გახსნა. 2016 წლის 21 სექტემბერი


56

რომაული პანთეონი ზოროასტრულ საკურთხეველზე არქეოლოგია > იულონ გაგოშიძე ში­და ქარ­თ­ლ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ულ ცენ­ტ­რშ­ ი, მტკვრის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­ დე­ბის – აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ ფრო­ნე­ებს შო­რის, მოქ­ცე­ულ ­ ია ვრცე­ლი ვა­კე, რო­მელ­საც დე­დოფ­ლის მინ­დო­რი ეწო­დე­ბა. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ეს ტე­რი­ტო­რია სა­მე­ფო მამულში შე­დი­ო­და და დე­დო­ფალს ეკუთ­ვნ­ ო­და.

რ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბით გა­ირ­კ­ ვა, რომ ან­ტი­კურ ხა­ნა­შიც ეს ტე­რი­ ტო­რია ქარ­თ­ლის (იბერიის) მე­ფე­თა სა­კუთ­რე­ბას შე­ად­გენ­და. ქრის­ტე­შო­ბამ­დე მე­ო­რე სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს ქარ­თ­ლის მე­ფე ფარ­ნა­ჯო­მის ბრძა­ნე­ბით, დე­დოფ­ ლის მინ­დორ­ზე ქარ­თ­ლის ფარ­ნა­ვა­ზი­ ან მე­ფე­თა საგ­ვა­რე­უ­ლო სამ­ლოც­ვე­ლო, ხო­ლო ტაძ­რე­ბის სამ­ხ­რე­თით, მტკვრის პი­რას, მა­ღალ გო­რა­ზე კი, მა­თი ერ­თ­-ერ­ თი სა­სახ­ლე აუგი­ათ. ეს სა­სახ­ლე სა­მე­ფო

რე­ზი­დენ­ცი­ად იქ­ცე­ო­და ხოლ­მე, რო­დე­საც ქარ­თ­ლის მე­ფე­ე­ბი აქ სა­ლო­ცა­ვად მო­დი­ ოდ­ნენ. ჩვე­ნი წელ­თაღ­რიცხ­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 80 წელს ძლი­ერ­მა მი­წის­ძ­ვ­რამ ტაძ­რე­ ბიც და­ან­გ­რია და დე­დოფ­ლის გო­რა­ზე აგე­ბუ­ლი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­სახ­ლეც. ნგრე­ვას ძლი­ე­რი ხან­ძა­რი მოჰ­ყ­ვა. არც ტაძ­რე­ბი და არც სა­სახ­ლე ქარ­თ­ლის მე­ ფეს, მით­რი­და­ტე ფარ­სმ­ ა­ნის ძეს, აღარ აღუდ­გე­ნი­ა. ხალ­ხიც ერი­დე­ბო­და სტი­

ქი­ი­ს­გან ნან­გ­რე­ვე­ბად ქცე­ულ შე­ნო­ბებს, რომ­ლე­ბიც დრო­ჟამ­მა მი­წი­თა და ბა­ ლა­ხით და­ფა­რა. მხო­ლოდ ორა­სი წლის შემ­დეგ გაშენდა დე­დოფ­ლის გო­რა­ზე, სა­სახ­ლის ნან­გრ ­ ე­ვებ­ზე, ახა­ლი სა­მო­ სახ­ლო, მაგ­რამ ტაძ­რე­ბის ნან­გ­რე­ვე­ბი XX სა­უკ­ უ­ნემ­დე ხე­ლუხ­ლებ­ლად შე­მო­ ი­ნა­ხა. და­ახ­ლო­ე­ბით 80 ჰექ­ტა­რი სა­ტაძ­ რო კომ­პლ ­ ექ­სის გარ­შე­მო „დასარყულ“ (ტაბუდადებულ) ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ო­ და, სა­დაც არა თუ და­სახ­ლე­ბა, არა­მედ

ხვნა-­თეს­ვა და ბა­ლა­ხის თიბ­ვაც კი აკ­ რ­ძა­ლუ­ლი იყო. 1873 წელს რუ­ი­სელ­მა აზ­ნა­ურ­მა, ალექ­ სან­დ­რე ფა­ნი­აშ­ვილ­მა, და­სარ­ყუ­ლი ტე­რი­ ტო­რი­ის ცენ­ტ­რ­ში, და­ბალ ბორ­ც­ვ­ზე, აღ­ მარ­თა სარ­კის წმინ­და გი­ორ­გის ნი­ში – ქვის სტე­ლა, ვე­შა­პის მსახ­ვ­რალ მხე­დარ წმინ­და გი­ორ­გის ბა­რე­ლი­ე­ფით. ეს ბორ­ც­ვი, რომ­ ლის დი­ა­მეტ­რი 100 მეტრს აღე­მა­ტე­ბა, 1971 წელს ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი დამ­ხვ­ ­და. წმინ­და გი­ორ­გის სტე­ლას­თან შე­წი­რუ­ლი მო­ნე­ტე­ ბი და მოყ­ვი­თა­ლო კირ­ქ­ვის ჩუ­ქურ­თ­მი­ა­ნი ნა­ტე­ხი ეწყო. ნა­ტე­ხი ფორ­მი­თა და ლო­ ტო­სის ყვა­ვი­ლის კვე­თი­ლი ორ­ნა­მენ­ტით აქე­მე­ნი­დუ­რი ხა­ნის ზა­რი­სებრ ბა­ზისს ჰგავ­ და და ეს აღ­მო­ჩე­ნა მა­შინ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ სენ­სა­ცი­ად იქ­ცა. 1972 წლი­დან დე­დოფ­ლის მინ­დორ­ზე სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი გათხ­რე­ბი და­ იწყო. და რა­ო­დენ გა­სა­ო­ცა­რიც უნ­და იყოს, უშუ­ალ ­ ოდ სტე­ლის ქვეშ, და­ახ­ლო­ე­ბით 2-2,5 მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე, მაზ­დე­ა­ნუ­რი ტაძ­ რის სა­კურ­თხე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდ ­ ა. ხუ­თი სა­ ვე­ლე კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად, სიმონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვ­ ე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­ს­პე­დი­ცი­ ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ტაძ­რო კომ­პ­ლექ­სი გა­მო­ავ­ლი­ა­ნა: მთა­ვა­რი და მცი­რე ტაძ­რე­ ბი, 6 ერ­თნ­ ა­ირ ­ ი ტა­ძა­რი, აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის კა­რიბ­ჭე­ე­ბი და სხვა ნა­ გე­ბო­ბე­ბი. ერ­თდ ­ ­რო­უ­ლად ერ­თი პრო­ექ­ ტით აშე­ნე­ბუ­ლი ამ სა­ტაძ­რო კომ­პ­ლექ­სის ფარ­თო­ბი 5 ჰექ­ტარს აღ­წევს. 1976 წელს გათხ­რე­ბი შევ­წყ­ვი­ტეთ იმ იმე­დით, რომ ოდეს­მე მო­ხერ­ხ­დე­ბო­და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის ამ შე­დევ­რის ნან­გ­რე­ ვე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ა. ექ­ს­პე­დი­ცი­ამ კი მუ­შა­ ო­ბა გა­აგ­რ­ძე­ლა დე­დოფ­ლის გო­რა­ზე, სა­ დაც სა­მე­ფო სა­სახ­ლე გვე­გუ­ლე­ბო­და. დე­დოფ­ლის გო­რა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი (სიმაღლე 34 მ) ბორ­ც­ვი­ა, რო­მე­ლიც მდე­ ბა­რე­ობს დე­დოფ­ლის მინ­დ­ვ­რის სამ­ხ­ რეთ ბო­ლო­ში, მდ. ფცი­უ­ლას მარ­ცხე­ნა ნა­პი­რზე, მი­სი შე­სარ­თა­ვის მახ­ლობ­ლად. ბორ­ც­ვის სამ­ხ­რეთ კალ­თა­ზე, რო­მელ­ საც მდი­ნა­რე რეცხავს, გა­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლია კულ­ტუ­რუ­ლი შრე, რომ­ლის სიმ­ძ­ლავ­რე ჭრილ­ში 14 მეტრს აღ­წევს. დე­დოფ­ლის გო­რის ქვე­და ნა­მო­სახ­ ლა­რი ფე­ნე­ბი ხალ­კო­ლი­თურ, ად­რე­ულ, შუა და გვი­ან­დელ ბრინ­ჯა­ოს, ად­რე­უ­ლი რკი­ნი­ს, აქე­მე­ნი­დურ და ად­რე­ე­ლი­ნის­ ტურ ხა­ნას გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, მომ­დევ­ნო ფე­ ნა ძვე­ლი ცი­ხე-­დარ­ბა­ზის ნან­გრ ­ ე­ვი­თაა

წარ­მოქ­მ­ნი­ლი, ეს ნან­გ­რე­ვე­ბი კი, თა­ვის მხრივ, გა­და­ფა­რუ­ლია გვი­ან­რო­მა­უ­ლი – ად­რე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნის ოთხი ჰო­რი­ზონ­ტით, რო­მელ­თა­გან უკა­ნას­კ­ნე­ლი VI-VII სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­ დე­ბა. VII სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ გო­რა­ზე აღა­ რა­ვინ და­სახ­ლე­ბუ­ლა. დე­დოფ­ლის გო­რის აღ­მო­სავ­ლე­თი­ თა და ჩრდი­ლო­ე­თით კი­დევ ორი ნა­მო­ სახ­ლა­რი გო­რა­ა, რომ­ლე­ბიც სი­მაღ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა დე­დოფ­ლის გო­რას, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა მას დაბ­რ­ ტყე­ლე­ბუ­ლი თხე­მის ფარ­თო­ბით. აღ­მო­ სავ­ლე­თის გო­რა­ზე მხო­ლოდ გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ო­სა და ად­რე­უ­ლი რკი­ნის ხა­ნის კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩრდი­ლო­ე­თის გო­რა­ზე კი 1979-1981 წლებ­ ში გავ­თხა­რეთ ად­რე­უ­ლი რკი­ნი­სა და გვი­ ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის სახ­ლე­ბი და ად­ რე­უ­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის (მტკვარ-არაქსის და ბე­დე­ნის კულ­ტუ­რე­ბი) მა­სა­ლით შევ­ სე­ბუ­ლი ორ­მო­ე­ბი, ხო­ლო გო­რის ჩრდი­ ლო­ე­თი­თა და აღ­მო­სავ­ლე­თით, მტკვრის მე­ო­რე ტე­რა­სა­ზე (დედოფლის მინ­დორ­ ზე) გა­ითხა­რა ძვ.წ. III ათას­წ­ლე­უ­ლის პირ­ ვე­ლი ნა­ხევ­რის 13 სა­მარ­ხი, ძვ.წ. II-I ათას­ წ­ლე­უ­ლე­ბის მიჯ­ნის 41 ორ­მო­სა­მარ­ხი და გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის (ძვ.წ. XIV-XIII ს.) ერ­თი ეტ­ლი­ა­ნი ყორ­ღა­ნი. დე­დოფ­ლის მინ­დ­ვ­რის ამ ნა­წილ­ში გაშ­ლი­ლია ვრცე­ ლი სა­მა­რო­ვა­ნი (ე.წ. დოღ­ლა­უ­რის სა­ მა­რო­ვა­ნი). 2012, 2013 და 2015 წლებ­ში ამ სა­მა­რო­ვან­ზე გავ­თხა­რეთ ად­რე­უ­ლი და გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის 410 სა­მარ­ხი. ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის და­სახ­ლე­ბა ვრცელ­დე­ ბა გო­რე­ბის და­სავ­ლე­თი­თაც, ტე­რა­სა­ზე, მდი­ნა­რე აღ­მო­სავ­ლე­თის ფრო­ნემ­დე, რო­მე­ლიც, და­სავ­ლე­თის ფრო­ნეს­თან ერ­ თად, აქ­ვე ერ­თ­ვის მდი­ნა­რე მტკვარს. მდი­ნა­რე აღ­მო­სავ­ლე­თის ფრო­ნეს შე­ სარ­თავ­თან, მის მე­ო­რე, მარ­ცხე­ნა ნა­პი­ რზე, ბე­რიკ­ლ­დე­ებ­ზე, გაშ­ლი­ლია ვრცე­ლი ყორ­ღა­ნუ­ლი ვე­ლი, სა­დაც აღ­ვ­რიცხეთ ორ­მოც­და­ა­თამ­დე ყორ­ღა­ნი. შვი­დი მათ­ გა­ნი გავ­თხა­რეთ 1979-85 წლებ­ში. ორი ყორ­ღა­ნი ად­რე­უ­ლი ბრინ­ჯა­ოს (ბედენის კულ­ტუ­რის), ოთხი კი – შუა ბრინ­ჯა­ოს ხა­ ნი­სა­ა. ერ­თი (N 4) ყორ­ღა­ნი გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ად­რე­უ­ლი ეტა­პის (ძვ.წ. XV ს.) გა­მოდ­გა. ფრო­ნე­სა და მტკვრის შე­სა­ყარ­თან 1979-90 წლებ­ში ალ. ჯა­ვა­ ხიშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით გა­ითხა­ რა სა­კულ­ტო ხა­სი­ა­თის ნა­სახ­ლა­რი, სა­ saqarTvelos erovnuli muzeumi

57


დაც და­დას­ტურ­და ხალ­კო­ლი­თის ეპო­ქის, ად­რე­უ­ლი ბრინ­ჯა­ოს (მტკვარ-არაქსისა და ბე­დე­ნის კულ­ტუ­რე­ბი) და გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოს – ად­რე­უ­ლი რკი­ნის ხა­ნის შე­ ნო­ბა­თა ნაშ­თე­ბი და ხალ­კო­ლი­თი­სა და შუა ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის რამ­დე­ნი­მე სა­მარ­ხი. რამ­დე­ნა­დაც ასე­თი მას­შ­ტა­ბის სხვა და­ სახ­ლე­ბა ში­და ქარ­თლ ­ ის ტე­რი­ტო­რი­აზ­ ე არ მე­გუ­ლე­ბა, ვფიქ­რობ, რომ იგი ბრინ­ჯა­ ოს ხა­ნა­ში მა­ინც რა­ღაც მოზ­რ­დი­ლი რე­ გი­ო­ნის ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­მო­სახ­ლო უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. სამ­სარ­თუ­ლი­ან­ ი სა­სახ­ლის კედ­ლე­ბი­ სა და კრა­მი­ტის სა­ხუ­რა­ვის ნან­გ­რე­ვებ­მა, რომ­ლე­ბიც სიმ­ხურ­ვა­ლი­სა­გან ერ­თი­ან პემ­ზი­სე­ბურ მა­სად არის ქცე­უ­ლი, სა­ი­ მე­დოდ და­ა­კონ­სერ­ვა პირ­ვე­ლი სარ­ თუ­ლის ოთა­ხე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი, რაც მი­წის­ძ­ვ­რის დროს გა­ჩე­ნილ ხან­ძარს გა­ და­ურ­ჩა, ად­გილ­ზე­ვე დაგ­ვ­ხვ­ ­და. ცეცხლს კი საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ გა­და­ურ­ჩა, რად­ გა­ნაც პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის იატა­კის პი­ რას ტემ­პე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი არ ყო­ფი­ლა: შე­მორ­ჩე­ნი­ლია არა მარ­ტო ლი­თო­ნის, ქვი­ს, თი­ხი­სა და მი­ნის ნივ­ თე­ბი, არა­მედ ორ­გა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის მა­სა­ლაც – ხი­სა და ძვლის ნა­კე­თო­ბა­ნი, ხი­ლის კურ­კე­ბი, კა­კა­ლი, მარ­ცვ­ ­ლე­უ­ლი და, ასე გან­სა­ჯეთ, გა­მომ­ცხ­ვა­რი პუ­რი და ქსო­ვი­ლე­ბიც კი; სწო­რედ ამი­ტომ არის ესო­დენ მდიდ­რუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ ვა­ნი, ხან­და­ხან მო­უ­ლოდ­ნე­ლიც, დე­ დოფ­ლის გო­რის ცი­ხე-­დარ­ბა­ზის გათხ­ 58

saqarTvelos erovnuli muzeumi

რე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რი მა­სა­ლა – ავე­ჯი, ჭურ­ჭე­ლი, საბ­რ­ძო­ლო და სა­მე­ურ­ნეო იარაღ­-­სა­ჭურ­ვე­ლი, საკ­ ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი და სხვა. მრა­ვალ­ფე­ რო­ვა­ნი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­პო­ვა­რი უნი­კა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ჩა­ვი­ხე­ დოთ I სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ლის დი­დე­ბუ­ლის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, ვიმ­ს­ჯე­ ლოთ მი­სი მე­ურ­ნე­ო­ბის ხა­სი­ათ­ზე, შე­ მო­სა­ვალ­-­გა­სავ­ლის აღ­რიცხ­ვი­ა­ნო­ბა­ზე, გარ­თო­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე, სარ­წმ­ უ­ნო­ებ­ ა­ზე, სა­ში­ნაო და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ტან­საც­მელ­სა და შე­ი­ ა­რა­ღე­ბა­ზე, გა­ვარ­კვ­ ი­ოთ მრა­ვა­ლი ყო­ ფი­თი დე­ტა­ლი, რა­საც ძნე­ლად თუ წარ­ მოგ­ვი­ჩენ­და წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ებ­ იც კი. ერ­თი სიტყ­ვით, ვა­წარ­მო­ოთ ეთ­ნოგ­ რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა I სა­უ­კუ­ნის იბე­რი­ა­ში. გა­ნათხარ­ში კარ­გად აისა­ხა შფო­თი და ქა­ო­სი, რო­მე­ლიც წინ უს­წ­რებ­და სა­სახ­ ლის სა­ბო­ლოო ნგრე­ვის მო­მენტს: ნივ­თე­ ბი უად­გი­ლო ად­გი­ლას ყრი­ა, ერ­თ­-ერ­თი (N1) ოთა­ხის კა­რის ზღურ­ბლ ­ ­ზე ხორ­ბ­ლით სავ­სე და­ბეჭ­დი­ლი ტო­მა­რა და­ვარ­დნ­ ი­ათ, ბრინ­ჯა­ოს ამ­ფო­რა – ოთა­ხის ერთ კუთხე­ ში აღ­მოჩ­ნ­და, მი­სი ყუ­რი კი – ტახ­ტზ­ ე, ნივ­თე­ბი სა­სახ­ლის ეზო­შიც კი ეყა­რა, მათ შო­რის ოქ­როს სამ­კა­უ­ლი და ლი­სი­მა­ქეს სტა­ტე­რი. ხან­ძ­რის შემ­დეგ სა­სახ­ლე არ აღუდ­ გე­ნი­ათ, ისე­ვე რო­გორც არ აღუდ­გე­ნი­ათ დე­დოფ­ლის მინ­დ­ვ­რის ტაძ­რე­ბიც. პირ­ ვე­ლი სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს ქარ­თ­ლის

სა­მე­ფო­ში, რო­გორც ჩანს, რა­ღაც მნიშ­ვ­ ნე­ლო­ვა­ნი ძვრე­ბი მოხ­და, რაც, ეტყო­ბა, სა­მე­ფო კა­რის რე­ლი­გი­ას­ ა და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მოწყო­ბის სფე­რო­ებ­საც შე­ე­ხო, თუმ­ცა, ისიც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, რომ ეს კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი მი­წის­ძვ­ ­რა, რო­მელ­ მაც არა მარ­ტო სა­სახ­ლე, არა­მედ ტაძ­რე­ ბიც და­ან­გ­რი­ა, ღვთის რის­ხ­ვად იყო აღ­ ქ­მუ­ლი, რა­საც, შე­სა­ბა­მი­სად, ნან­გ­რე­ვე­ბის მი­ტო­ვე­ბა უნ­და მოჰ­ყო­ლო­და. ასეა თუ ისე, დე­დოფ­ლის გო­რა­ზე სი­ ცოცხ­ლე ჩაკ­ვ­და და და­ახ­ლო­ე­ბით ორა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ არა­ვის უცხოვ­ რი­ა. მხო­ლოდ III სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს, ან IV სა­უკ­ უ­ნის და­საწყის­ში მი­ვიდ­ნენ გო­ რა­ზე ახალ­მო­სახ­ლე­ნი. ახალ­მო­სახ­ლე­თა პირ­ვე­ლი სახ­ლე­ბის იატა­კე­ბი ხში­რად სა­ სახ­ლის კედ­ლე­ბის ალი­ზის წყო­ბა­ზეა მო­ ლე­სი­ლი, ხო­ლო მი­წუ­რე­ბის კედ­ლე­ბად, ზოგ­ჯერ, სა­სახ­ლის შე­მორ­ჩე­ნი­ლი კედ­ ლე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. დე­დოფ­ლის გო­რა­ზე ამ სა­მო­სახ­ლომ VI-VII სა­უ­კუ­ნემ­დე იარ­სე­ბა და სა­მი სა­უ­ კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­როვ­და მძლავ­ რი კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნა, რომ­ლის სის­ქე სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას 50 სანტიმეტრიდან 4 მეტ­რამ­დე­ა. დე­დოფ­ლის გო­რის თხე­მის შუ­ა, შე­და­ რე­ბით და­დაბ­ლე­ბულ ნა­წილ­ში, IV-VI სა­ უ­კუ­ნე­ებ­ში სა­კულ­ტო ად­გი­ლი ყო­ფი­ლა. აქ გა­ითხა­რა სა­კურ­თხევ­ლე­ბი, რომ­ლე­ ბიც კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ ბა ჩრდი­ლო გო­რა­სა და ბე­რიკ­ლ­დე­ებ­ ის

ნა­სახ­ლარ­ზე გათხ­რი­ლი ბრინ­ჯა­ოს­ ა და ად­რე­უ­ლი რკი­ნის ხა­ნის ანა­ლო­გი­უ­რი სა­კურ­თხევ­ლე­ბი­სა­გან. სა­კურ­თხევ­ლე­ბი დგას მცი­რე ზო­მის ოთა­ხებ­ში. დე­დოფ­ლის გო­რის ად­რე­უ­ლი შუა სა­ უ­კუ­ნე­ებ­ ის ხა­ნის ფე­ნებ­ში წარ­მარ­თუ­ლი სა­კურ­თხევ­ლის აღ­მო­ჩე­ნა უფ­ლე­ბას იძ­ ლე­ვა, ვი­ლა­პა­რა­კოთ რე­ლი­გი­უ­რი ტრა­ დი­ცი­ის უწყ­ვე­ტო­ბა­ზე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბამ­დე, რაც თა­ვის­თა­ვად იმის უტყუ­ა­რი სა­ბუ­თი­ა, რომ რა­ი­მე ეთ­ნი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში აქ არ მომ­ხდ ­ ა­რა. და მე­ო­ რე: ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი წარ­მარ­თუ­ლი ას­ტ­რა­ლუ­რი კულ­ტე­ბი ქარ­თლ ­ შ­ ი შე­ურ­ყვ­ ­ნე­ლად შე­ მო­ნა­ხუ­ლა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იბე­ რი­ის სა­მე­ფო საგ­ვა­რე­უ­ლოს და, ალ­ბათ, მმარ­თვ­ ე­ლი არის­ტოკ­რა­ტი­ის რე­ლი­გია აქე­მე­ნი­დუ­რი ხა­ნის შემ­დეგ მაზ­დე­ა­ნო­ ბის (ზოროასტრიზმის) რა­ღაც სა­ხე­ობ­ ა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რა­ზეც მეტყ­ვე­ლებს დე­დოფ­ლის მინ­დორ­ზე ცეცხ­ლის ტაძ­რე­ ბი­სა და დე­დოფ­ლის გო­რის სა­სახ­ლე­ში ზო­რო­ას­ტ­რუ­ლი სა­ოჯ­ ა­ხო სამ­ლოც­ვე­ ლოს არ­სე­ბო­ბა და ქარ­თ­ლის მე­ფე­თა და არის­ტოკ­რა­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ირა­ნულ­-­ზო­რო­ას­ტ­რუ­ლი თე­ოფ ­ ო­რუ­ლი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბი. დაბო­ლოს: ად­რე­უ­ ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ ის დე­დოფ­ლის გო­რის სა­კურ­თხევ­ლე­ბი იმის დას­ტუ­რი­ა, თუ რა მძი­მედ და ნელ­-­ნე­ლა იკი­დებ­და ფეხს ქრის­ტი­ა­ნო­ბა ქარ­თლ ­ ­ში მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­ვე IV სა­უ­კუ­ნის პირ­ველ მე­ სა­მედ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა ქარ­თლ ­ ­ში სა­ხელ­ მ­წი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მოცხად­და. დე­დოფ­ ლის გო­რა­ზე გა­მოვ­ლე­ნილ ად­რე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ ის უამ­რავ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მა­სა­ლა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის არ­სე­ბო­ბის ნი­ შან­წყა­ლიც კი არ ჩანს მე­ხუ­თე თუ მე­ექ­ვ­სე სა­უ­კუ­ნის ერ­თა­დერ­თი სა­ბეჭ­და­ვის გარ­ და, რო­მელ­ზეც, თით­ქოს, ჯვა­რი და მის მკლა­ვებს შო­რის ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ ლი ასო­ნიშ­ნე­ბია ამოკ­ვე­თი­ლი. 1985-2014 წლე­ბის გათხ­რე­ბით გა­იწ­ მინ­და ცი­ხე-­დარ­ბა­ზის სა­ერ­თო ფარ­თო­ ბის და­ახ­ლო­ებ­ ით მე­სა­მე­დი: პი­ლო­ნე­ბით შე­მო­საზღ­ვრ ­ უ­ლი (პერისტილური) ში­და ეზოს და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი, და­სავ­ლე­თი­ სა (მცირე) და ჩრდი­ლო­ე­თის კა­რიბ­ჭე­ ე­ბი, ასე­ვე, ოცი ოთა­ხი, რო­მელ­თა­გა­ნაც თვრა­მე­ტის კა­რი გა­დის ში­და ეზოს პე­რი­ მეტ­რ­ზე მოწყო­ბილ გა­ლე­რე­ა­ში. ის ეზო­

სა­გან პი­ლო­ნე­ბით არის გა­მო­ყო­ფი­ლი. სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კა ტი­პუ­რია ელი­ ნის­ტუ­რი ხა­ნის ქარ­თ­ლი­სათ­ვის. მზი­დი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი ხი­სა­ა. კედ­ლე­ბი­სა და პი­ლო­ნე­ბის ქვე­და ნა­წი­ლი წარ­მო­ად­ გენს კედ­ლის სიგ­რ­ძივ და გარ­დი­გარ­დ­ მო და­ლა­გე­ბუ­ლი ხის ძე­ლე­ბით შეკ­რულ გა­ლი­ას, რო­მე­ლიც 1,5-2მ სი­მაღ­ლემ­დე ბზე­ნა­რე­ვი თი­ხის ხსნარ­ზე დაწყო­ბი­ლი მსხვი­ლი რი­ყის ქვი­თაა შევ­სე­ბუ­ლი და ასე შემ­ზა­დე­ბულ ცო­კოლ­ზე აყ­ვა­ნი­ლია ალი­ზის კე­დე­ლი. კე­დე­ლი გა­რე­დან და ზოგ­ჯერ შიგ­ნი­და­ნაც მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია თლი­ლი ქვი­შაქ­ვის ბლო­კე­ბით, რომ­ლე­ ბიც ერ­თ­მა­ნეთ­თან და კედ­ლის არ­მა­ტუ­ რის ძე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ის­რის­ პი­რის ფორ­მის ხის პი­რო­ნე­ბით. სა­სახ­ლის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, N20 სა­თავ­სო­ში ცეცხ­ლის სა­კურ­თხე­ ვე­ლი გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ­ზეც შე­ წი­რუ­ლი ნივ­თე­ბი ეწყო. ჩვენს ხელთ აღ­მოჩ­ნ­და ბერ­ძ­ნულ­-­რო­მა­უ­ლი პან­თე­ ო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ბრინ­ჯა­ო­სა და ვერ­ცხ­ლის მცი­რე ზო­მის ქან­და­კე­ბე­ბი: აპო­ლონ­-­ფო­ი­ბუ­სი, მი­სი ტყუ­პის­ცა­ლი აფ­რო­დი­ტე-­დი­ა­ნა ვერ­ცხ­ლის შუ­ბი­თა და ვერ­ცხ­ლი­სა­ვე საწ­ვი­ვე­ე­ბით და მა­ თი დე­და ლე­ტო-­ლა­ტო­ნა (ვერცხლის), ტი­ხე-­ფორ­ტუ­ნა, ვა­ზის ქვეშ მჯდო­მი სი­ ლე­ნო­სი, აგ­რეთ­ვე, ბრინ­ჯა­ოს არ­წი­ვის, დელ­ფი­ნი­სა და დი­დი ზო­მის ვერ­ცხ­ლის ყორ­ნის ფი­გუ­რე­ბი. ქან­და­კე­ბე­ბი პოს­ ტა­მენ­ტებ­ზე მდგა­რა. აქ­ვე იყო ოქ­როს ფოთ­ლო­ვა­ნი გვირ­გ­ვი­ნი, ვერ­ცხ­ლის თი­მი­ა­ტე­რი­ო­ნი (სასაკმევლე) და მი­ ნის ჭურ­ჭელ­ში ჩაყ­რი­ლი 15 მო­ნე­ტა: ავ­ გუს­ტუ­სის 13 დე­ნა­რი და ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლის სტა­ტე­რის 2 ად­გი­ლობ­ რი­ვი (ქართული) ოქ­როს მი­ნა­ბა­ძი. სა­ კურ­თხე­ველ­ზე იდო ხოხ­ბის 2 კვერ­ცხი. მაზ­დე­ა­ნო­ბი­სა და ბერ­ძ­ნულ­-­რო­მა­უ­ლი კულ­ტე­ბის ასე­თი, თით­ქ­მის და­უ­ჯე­რე­ბე­ ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ ვე­ლო­ში (ქართლის სა­მე­ფო­ში) თუ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. დე­დოფ­ლის გო­რის სა­სახ­ლის არ­ქე­ ო­ლო­გი­ურ­მა გათხ­რებ­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლის ბევრ, მა­ნამ­დე უც­ნობ სა­კითხს მოჰ­ფი­ნა ნა­თე­ლი. გათხ­რე­ბის ყო­ვე­ლი ახა­ლი სე­ზო­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით იყო სავ­სე. დე­დოფ­ლის სა­სახ­ლის კვლე­ვა გრძელ­დე­ბა და იმე­დი­ა, ის კიდევ არა­ერ­ თხელ გაგ­ვაკ­ვირ­ვებს. saqarTvelos erovnuli muzeumi

59


60

მზია

დმანისელი ჰომინინები ზეზვა და მზია, ფრანგი პალეო-არტისტის, ელისაბედ დენის სამეცნიერო რეკონსტრუქცია

არქეოლოგია > დავით ლორთქიფანიძე დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი ნამარხების ასლები დღეს მსოფლიოს წამყვან მუზეუმებშია გამოფენილი და ანთროპოლოგიის ყველა სახელმძღვანელოშია შესული, თუმცა 25 წლის წინ იქ საერთაშორისო კვლევები მხოლოდ იწყებოდა. სტატია მომზადებულია National Geographic საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში.

1991

წელს დმა­ნის­ში პირ­ ველ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პე­დი­ცი­ამ და­იწყო მუ­შა­ო­ბა. ის, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნა­ქა­ ლა­ქარ­ზე პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლიც არ­ სე­ბობ­და, მა­ნამ­დეც იყო ცნო­ბი­ლი უკ­ვე ნა­პოვ­ნი ქვის იარა­ღა­ე­ბი­თა და პრე­ის­ ტო­რი­უ­ლ ცხოვ­ელ­თა ძვლე­ბით. აბე­სა­ ლომ ვე­კუ­ას პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ურ მა­სა­ ლა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ძეგ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ასა­კიც გან­საზღ­ვრ ­ უ­ლი ჰქონ­და – 1 მი­ლი­ ო­ნი წე­ლი. მაგ­რამ კვლე­ვას მას­შ­ტა­ბუ­რი

და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი არ ჰქონ­და. სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და გერ­მა­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის ჩარ­თ­ვა პ­რო­ექ­ ტ­ში – ჩე­მი გერ­მა­ნე­ლი მენ­ტო­რი, პრო­ ფე­სო­რი გერ­ჰარდ ბოსინ­ს­კი გერ­მა­ნულ მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და. მას­თან გერ­ მა­ნი­ა­ში ერთსე­მეს­ტრ ­ ი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ვნა­ხე, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის თა­ნა­ მედ­რო­ვე კვლე­ვა. ჩვე­ნი მხრი­დან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ ის კვლე­ვას ბა­ტო­ნე­ბი ვახ­ ტანგ ჯა­ფა­რი­ძე და ჯუმ­ბერ კო­პა­ლი­ა­ნი

ხელ­მძ­ ღ­ვა­ნე­ლობ­დ­ნენ, პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ეპო­ქის მკვლე­ვარ­თა ჯგუფს კი – ქალ­ბა­ ტო­ნე­ბი მე­დეა ნი­ორ ­ ა­ძე და ნი­ნო კლო­ პო­ტოვ­სკ­ აია და ბა­ტო­ნე­ბი აბე­სა­ლომ ვე­კუ­ა, და­ვით თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლი, მე­რაბ თვალ­ჭრ ­ ე­ლი­ძე და გი­ვი მა­ი­სუ­რა­ძე. პირ­ველ სე­ზონ­ზე მხო­ლოდ მცი­რე მას­ შ­ტა­ბის სა­ძი­ე­ბო თხრი­ლე­ბის გა­კე­თე­ბა გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, ძი­რი­თა­დად იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ჩვე­ნამ­დეც იყო გათხ­ რე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, ვა­ზუს­ტე­ბდით სტრა­ტიგ­რა­ფი­ას (ქანების გან­ლა­გე­ბას)

და ვი­ღებ­დით ნი­მუ­შებს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ ლი ანა­ლი­ზე­ბის­თ­ვის. პო­ლი­ტი­კუ­რად გან­სა­კუთ­რე­ბით და­ ძა­ბუ­ლი 1991 წე­ლია – რუს­თა­ველ­ზე გა­ მუდ­მე­ბუ­ლი დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ებ­ ი, მოს­კოვ­ში – პუტ­ჩი, სა­ქარ­თვ­ ე­ლო­ში – ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და და­მო­უკ­ ი­დებ­ლო­ბის გა­ მოცხა­დე­ბა... ყო­ვე­ლი­ვე ამის ფონ­ზე დმა­ ნი­სის მშვიდ გა­რე­მო­ში გეგ­მის მი­ხედ­ვით ვა­წარ­მო­ებთ სა­მუ­შა­ოე­ ბს. სექ­ტემ­ბრ ­ ის ბო­ლო გვი­ახ­ლოვ­დე­ბა, გათხ­რე­ბი მთავ­ რ­დე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ალ­ბერტ თავ­ხე­ ლი­ძე ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტ­თან ერ­თად ჩა­ მო­დის: „ადამიანის ნაშ­თი სად არის?“ – გვე­კითხე­ბა ბა­ტო­ნი ალ­ბერ­ტი. „ადამიანი ჯერ არ გვი­პო­ვი­ა“ – ვლუღ­ლუ­ღებ მე. სამ­შა­ბათს, 24 სექ­ტემ­ბერს, გათხ­რე­ ბის ბო­ლო დღე­ა, ჩვენ­თან ერ­თად ექ­ს­ პე­დი­ცი­ა­ში დღეს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რობ­ლე­ბი, მა­შინ კი თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, და­თო ჟვა­ ნი­ა, თე­ონ­ ა შე­ლი­ა, გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე, გო­ ჩა კი­ლა­ძე და სხვე­ბი არი­ან... უცებ, ყვი­ რი­ლი გვეს­მის – და­თო ჟვა­ნია მორ­ბის. ვხვდე­ბით, რომ რა­ღაც ხდე­ბა და სას­წ­ რა­ფოდ მივ­დი­ვართ ველ­ზე... მი­სუ­ლებ­მა კვად­რა­ტი და­ვი­ნა­ხეთ, რო­ მელ­შიც ბევ­რი ძვა­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ძა­ლი­ან მძი­მე სა­მუ­შაო იყო. სა­მი ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭი მუ­შა­ობ­და და და­ი­ღა­ლა. ბო­ლოს გერ­მა­ ნე­ლი სტუ­დენ­ტი ან­თია იუს­ტუ­სი ჩა­ვი­და და ყბის ძვა­ლი იპო­ვა. მე და ბო­სინ­ს­კიც ამ დროს მი­ვე­დით. მახ­სოვს, ნერ­ვი­უ­ლი სტრე­სი გვქონ­და. შევ­ხე­დეთ – მარ­თ­ლაც ჰო­მი­ნი­ნის ქვე­და ყბა იყო. მივ­ხ­ვ­დი, რომ აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბა შე­ ვას­რუ­ლეთ. ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც ძა­ ლი­ან დი­დი ხდე­ბო­და, მაგ­რამ აღ­მო­ჩე­ნის მას­შ­ტა­ბი ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა.. ქვე­და ყბის პირ­ვე­ლი წარ­დ­გი­ნე­ბაც 1991 წლის ფრან­კ­ფურ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­ სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­დაწყ­და. იმ წელს Homo Erectus-ის აღ­მო­ჩე­ნის 100 წლის იუბი­ლე იყო და კონ­ფე­რენ­ცი­აც ამ თა­ რიღს ეძღ­ვ­ნე­ბო­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის დაწყე­ბამ­დეც დიდი სი­ხა­რუ­ლი გვე­ლო­ და – გერ­მა­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი ნი­მუ­შე­ბის ანა­ლი­ზით და­დას­ტურ­და, რომ დმა­ნი­სის ასა­კი 1,8 მი­ლი­ო­ნი წე­ლი­ა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უშუ­ა­ლოდ ვხვდე­ბი და ვე­სა­უბ­რე­ბი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­ საც მა­ნამ­დე წიგ­ნე­ბი­დან ვიც­ნობ­დი, მათ

შო­რის იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რო­მელ­თა ავ­ ტო­რი­ტეტ­მა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა გა­და­ მაწყ­ვე­ტი­ნა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აკა­დე­მი­კოს ლეო გა­ბუ­ნი­ას ხელ­მძ­ ღ­ვა­ნე­ლო­ბით წარ­ დ­გე­ნი­ლი მოხ­სე­ნე­ბის ძი­რი­თა­დი დას­კ­ ვ­ნა გახ­ლ­დათ, რომ დმა­ნი­სის ქვე­და ყბა Homo Erectus-ის აფ­რი­კულ ჯგუფს (Homo Ergaster) უკავ­შირ­დე­ბო­და. ყბის დე­ტა­ ლუ­რი შეს­წავ­ლის შემ­დე­გაც, დღემ­დე ძი­რი­თა­დად ძა­ლა­ში რჩე­ბა ეს მო­საზ­რე­ ბა ისე­ვე, რო­გორც დმა­ნი­სის ასა­კი, რო­ მე­ლიც მა­შინ ბევ­რ­მა არ გა­იზ­ ი­ა­რა. ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი იყო – „ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა”. ამას­თან, უნ­და ით­ქ­ვას, რომ ყბა და კბი­ლე­ბი თა­ვის ქა­ლას­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი­ა. პა­ლე­ოა­ ნ­ თ­რო­პო­ლო­გებ­ში ასე­თი გა­მოთ­ქ­მაც კი არ­სე­ბობს: „თავის ქა­ლა შექ­მნ­ ა ღმერ­თ­ მა, ხო­ლო ყბა ეშ­მა­კის ნა­ხე­ლა­ვი­ა”. შემ­დ­ გომ­ში დმა­ნის­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა თა­ვის ქა­ ლებ­მა მეც­ნი­ერ­თა სკეპ­ტიციზ­მი სრუ­ლად გა­ფან­ტა. ჰო­მი­ნი­ნის ქვე­და ყბა შე­და­რე­ბით კარ­ გა­დაა და­ცუ­ლი (აკლია მხო­ლოდ აღ­მა­ ვა­ლი ტო­ტე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ფუ­ძე) და შე­მორ­ჩე­ნი­ლია სუს­ტად მოც­ვე­თი­ლი თექვსმეტივე კბი­ლი. მას ახა­სი­ა­თებს მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი არ­ქა­უ­ლი ნიშ­ ნე­ბი: ქვე­და ყბის ძლი­ერ ­ ი სი­ვიწ­რო­ვე და მა­სი­ურ ­ ო­ბა, აღ­მა­ვა­ლი ტო­ტის წინწა­ წე­ულ ­ ი პო­ზი­ცია და ნი­კა­პის არარ­სე­ბო­ ბა. ქვე­და ყბის კბი­ლე­ბის მორ­ფო­ლო­გია ძა­ლი­ან არ­ქა­უ­ლი ჩანს, რი­თაც იგი უახ­ ლოვ­დე­ბა მის თა­ნად­რო­ულ აფ­რი­კულ ფორ­მებს. ამას­თან, დმა­ნი­სელ ჰო­მი­ნინს

ახა­სი­ა­თებს ერ­თი შე­ხედ­ვით პროგ­რე­სუ­ ლი ნიშ­ნე­ბიც, კერ­ძოდ, სა­ძი­რე კბი­ლე­ ბის სი­დი­დის შემ­ცი­რე­ბა M1-დან M3-მდე (სიბრძნის კბი­ლი­სა­კენ). ამ აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ 25 წე­ლი გა­ვი­და. მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნა­ დაა გა­მაგ­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­ თე­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით. დღეს მეც­ნი­ე­რე­ბი თან­ხმ­ ­დე­ბი­ან, რომ დმა­ნის­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა ჰო­მი­ნი­ნე­ბის ნაშ­თებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა ად­ რე არ­სე­ბუ­ლი თე­ო­რი­ე­ბი. ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­ რე­ბულ­მა კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ აქ ნა­პოვ­ნი ნაშ­თე­ბი ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი და პრი­მი­ტი­უ­ლია ევ­რა­ზი­ა­ში. მან ფარ­თო აღი­ა­რე­ბა მო­იპ­ ო­ვა მსოფ­ლი­ოს ერ­თ­ერ­თ ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლ სა­მეც­ნი­ე­ რო ჟურ­ნა­ლში Science, სა­დაც 2000 წელს მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მომ­ხ­დარ ყვე­ ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან 10 მოვ­ლე­ნას შო­ რის მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ხო­ლო 2013 წელს რი­გით მე­ხუ­თე თა­ვის ქა­ლა წლის ნა­მარ­ხად და­სა­ხელ­და. წელს ზენ­კენ­ბერ­გის ფრან­კ­ფურ­ ტის კონ­ფე­რენ­ცია უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ ში ჩატარდა და ერ­თდ ­ ­რო­უ­ლად იზეიმა პირ­ვე­ლი Homo Erectus-ის და მზი­ას აღ­ მო­ჩე­ნის 100 და 25 წლის იუბი­ლე. თბი­ ლის­სა და დმა­ნისს კი დარ­გის სწო­რედ ის კო­რი­ფე­ე­ბი ეწ­ვივნენ, რო­მელ­თაც 25 წლის წინ მხო­ლოდ წიგ­ნე­ბი­დან ვიც­ ნობ­დი და ფრან­კ­ფურ­ტ­ში პირ­ვე­ლად შევ­ხვ­ ­დი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნიე­რო კვლე­ვე­ბი და ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი დმა­ ნის­ში კვლავაც გრძელ­დე­ბა.

1991 წელს დმანისში აღმოჩენილი ქვედა ყბა, სამეცნიერო სამყაროში ცნობილი როგორც D 211.

saqarTvelos erovnuli muzeumi

61


62

მუ­ზე­უ­მი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში ნუ­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბის ის­ტო­რია კო­მუ­ნი­კა­ცია > ანა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია დავ­ლი­ა­ნი­ძე

ყო­ველ­თ­ვის, რო­დე­საც ვიწყებთ თქვენ­თან ვირ­ტუ­ა­ ლურ სივ­რ­ცე­ში მე­გობ­რო­ბას, ვიწყებთ ნუ­ლი­დან: 0 მე­გო­ბა­რი, 0 მო­წო­ნე­ბა, 0 კო­მენ­ტა­რი

saqarTvelos erovnuli muzeumi

63


ა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში სო­ ცი­ალ ­ ურ­მა მე­დი­ამ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა და მრა­ვა­ლი ფუნ­ქ­ცია შე­ი­თავ­სა. მან, ინ­ ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბით, მოკ­ლე ხან­ში უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნი და­ა­ინ­ტე­რე­სა, ვიდ­რე ეს ტრა­დი­ცი­ულ­ მა მე­დი­ამ შეძ­ლო. დღეს ინ­ტერ­ნე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლი­სა და გა­და­ცე­მის ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი იარა­ღი­ა. სო­ცი­ალ ­ უ­რი მე­დია XXI სა­უ­კუ­ნის მუ­ ზე­უ­მებს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს და, ამა­ვე დროს, გან­სა­კუთ­ რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი ცდი­ლობს, აქ­ტი­ურ ­ ად აუწყოს ფე­ხი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს. ამ­ჟა­მად ჩვენ მუ­ზე­უმს თით­ქ­მის ყვე­ლა წამ­ყ­ვან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ხმა მი­ვაწ­ვ­დი­ნოთ კი­დევ უფ­რო მეტ ადა­მი­ანს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში და კი­ დევ უფ­რო მე­ტი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ სა­ მუ­ზე­უ­მო ცხოვ­რე­ბით. 2009 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ ლი მუ­ზე­უ­მის Facebook-ის და Twitterის გვერ­დე­ბი შე­იქ­მ­ნა, 2012 წლი­დან კი გა­ნახ­ლე­ბულ­მა ვებ­გ­ვერ­დ­მა www.mu­ seum.ge და­იწყო ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა; 2013 წელს შე­იქ­მ­ნა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის Youtube-ის, Pinterest-ისა და Scribd64

saqarTvelos erovnuli muzeumi

ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი. არ­სე­ბუ­ ლი ქსე­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მა­თი ფუნ­ქ­ცი­უ­რად დატ­ვირ­თ­ვა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სტრა­ტე­გი­ის ერ­თ­-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი­ა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ვებ­გ­ვერ­დი მუ­ზე­უ­მის ძი­რი­თად სა­ინ­ ფორ­მა­ციო პლატ­ფორ­მას წარ­მო­ად­ გენს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ახ­ ლე­ებ­თან ერ­თად აც­ნობს მუ­ზე­უ­მე­ბის მიზ­ნებს, ფა­სე­უ­ლო­ბებს, ის­ტო­რი­ას, კო­ლექ­ცი­ებს და ა.შ. ვებ­გ­ვერ­დ­ზე მუდ­ მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფორ­მა­ცი­ის, ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა ქარ­თულ და ინ­გ­ლი­სურ ენებ­ზე. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პო­ პუ­ლა­რო­ბის მხრივ კვლავ Facebook-ი ლი­დე­რობს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის Facebook-ის გვერ­დი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც ქარ­თ­ ვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბის ინ­ ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ვირ­ტუ­ ა­ლურ მე­გობ­რებს ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და ვი­ზუ­ა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ინ­ ფორ­მა­ცი­ას ვთა­ვა­ზობთ, მათ შო­რის სი­ახ­ლე­ებს გა­მო­ფე­ნე­ბის, კო­ლექ­ცი­ე­ ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­ რო პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, სხვა­დას­ხ­ვა რუბ­რი­კებს, წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ ვიქ­ტო­ რი­ნებ­სა თუ კონ­კურ­სებს. მუ­ზე­უ­მის ვირ­ტუ­ა­ლურ მე­გობ­რებ­თან მე­ტი ინ­ ტე­რაქ­ცი­ის მიზ­ნით, მხარ­და­ჭე­რი­სა და

მად­ლო­ბის ნიშ­ნად, ჩვე­ნი Facebook-ის 50 ათა­სი მე­გო­ბა­რი ერ­თი დღით მუ­ზე­ უმ­ში მო­ვიწ­ვი­ეთ. ჩვე­ნი Facebook გვერ­დის წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად მის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ ში­ა. მას­ში თავს იყ­რის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ ტე­რე­სო და მოთხოვ­ნა­დი ინ­ფორ­მა­ცია მუ­ზე­უ­მის ვებ­გ­ვერ­დი­დან, Instagram-ის Youtube-ის, Scribd-ის და Pinterest-ის გვერ­დე­ბი­დან; ალ­ბათ ამი­ტო­მა­ცა­ა, რომ ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის Facebook-ის გვერდს დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ ბით სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სა­გან­მა­ნათ­ ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს შო­რის ყვე­ლა­ ზე მე­ტი მე­გო­ბა­რი ჰყავს. 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩვე­ნი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მე­ გობ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 94 ათასს გა­ და­ა­ჭარ­ბა. Youtube-ი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დი­ დი ვი­დე­ო­ბა­ზა­ა, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის სა­უ­კე­თე­ სო გზად იქ­ცა. 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ ში შე­იქ­მ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი Youtube-ის არ­ხი, სა­დაც სის­ტე­მა­ტუ­რად იტ­ვირ­ თე­ბა მე­დი­ა­ში გა­შუ­ქე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი, აგ­რეთ­ვე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი და სხვა ვი­დეომა­სა­ლა მუ­ზე­უ­მის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის Youtube გვერდს ჰყავს 583 გა­მომ­წე­რი. ისი­ნი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში, ელექ­ტ­ რო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თ­ზე, იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ გვერ­დ­ზე გან­თავ­ სე­ბუ­ლი ახა­ლი მა­სა­ლის შე­სა­ხებ. მუ­

ზე­უ­მის Youtube გვერ­დი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა Facebook-ზე ვი­დე­ო­ე­ბის გა­სა­ზი­არ ­ ებ­ლა­დაც. Pinterest-ი ბო­ლო დრო­ის ერ­თ­-ერ­ თი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი სო­ ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში. გვერ­დი თა­ ვის მომ­ხ­მა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს თუ კონ­კ­რე­ტულ პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, და­აჯ­გუ­ფონ და გა­ი­ზი­ა­რონ ფო­ტო­ე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტე­რეს­ თა სფე­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით. 2013 წელს Pinterest-ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გვერ­დი შევ­ქ­მე­ნით, რა­მაც და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვ­ცა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი და, ზო­გა­დად, ჩვენ­თან და­ცუ­ ლი ძეგ­ლე­ბი გაგ­ვეც­ნო სხვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. Scribd-ი ციფ­რუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა­ა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­ რო და პო­პუ­ლა­რუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სტა­ტი­ე­ბი, კა­ტა­ლო­გე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი და სხვა ბეჭ­დუ­რი მა­სა­ლა გა­ვაც­ნოთ მკითხ­ვე­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლით ჩვენ ვცდი­ლობთ, ხე­ლი შე­ვუწყოთ მეც­ნი­ე­

რებს, სტუ­დენ­ტებ­სა და ამა თუ იმ სფე­ რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ. გა­სულ წელს Instagram-ზე შევ­ქ­ მე­ნით ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ოფი­ ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი. სტა­ტის­ტი­კუ­რად, Instagram-ით ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად 16-დან 30 წლამ­დე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხ­მა­ რებ­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ; ჩვენც ვცდი­ ლობთ მათ­თ­ვის სა­მუ­ზე­უ­მო ცხოვ­რე­ ბის გაც­ნო­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. Instagram-ის ქსელ­ში ჩარ­თუ­ლია მი­ ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი თუ და­წე­სე­ბუ­ ლე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტ ­ ა­ბით. მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ისე­თი მუ­ზე­ უ­მე­ბი, რო­გო­რე­ბიცაა: მეტ­რო­პო­ლი­ ტენ მუ­ზე­უ­მი, ტე­იტ მო­დერ­ნი, ლუვ­რი, ვიქ­ტო­რი­ა­სა და ალ­ბერ­ტის მუ­ზე­უ­მი, გუ­გენ­ჰა­ი­მი და სხვა. მუ­ზე­უ­მე­ბი ფო­ ტო­ე­ბის სა­შუ­ალ ­ ე­ბით ავ­რ­ცე­ლე­ბენ ინ­ ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­ანთ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, იქ­ნე­ბა ეს გა­მო­ფე­ნა, მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა, აღ­მო­ჩე­ნა, პროგ­რა­მე­ბი, ლექ­ ცი­ე­ბი, დად­გმ­ ე­ბი თუ სხვა. იმი­სათ­ვის, რომ Instagram-ზე ეროვ­ ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გა­მო­ჩე­ნა გან­სა­კუთ­

რე­ბუ­ლად აღ­გ­ვე­ნიშ­ნა, დავ­გეგ­მეთ პრო­ექ­ტი #museuminfocus. იმი­სათ­ვის, რომ გვერ­დის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მორ­ჩე­ უ­ლი და ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, და­ვუ­კავ­შირ­დით ახალ­გაზ­რდ ­ ა ფო­ტოგ­რა­ფებს, შევ­თა­ ვა­ზეთ მუ­ზე­უმ­ში ფო­ტო­გა­და­ღე­ბა და შემ­დ­გომ შერ­ჩე­უ­ლი ფო­ტო­ე­ბის პრე­ზენ­ ტა­ცი­აზ­ ე გა­მო­ფე­ნა. მათ­გან ხუ­თი – ნა­ტა აბა­ში­ძე, ლუ­იზ­ ა ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი, დი­ნა

saqarTvelos erovnuli muzeumi

65


შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე

ოგა­ნო­ვა, ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძე და და­ვით ჭა­ლი­ძე ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თ­ნენ სა­ქარ­ თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი Instagram გა­მო­ ფე­ნის მოწყო­ბა­ში. ორი კვი­რის გან­ მავ­ლო­ბა­ში მათ ჩვენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შე­მა­ვალ ყვე­ლა მუ­ზე­უმ­ში თა­ვი­სუფ­ ლად შეს­ვლ ­ ი­სა და, მუ­ზე­უ­მის სივ­რ­ცე­ ე­ბი­სა თუ ექ­სპ­ ო­ნა­ტე­ბის შთა­გო­ნე­ბით, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ. #museuminfocus-ის ფარ­გ­ ლებ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ეროვ­ ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უ­მი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­პინ­ძ­ლობ­ და, ახ­ლა კი ისი­ნი მუ­ზე­უ­მის ინ­ტე­რი­ ერს ამ­შვ­ ე­ნებს. იმი­სათ­ვის, რომ Instagram გა­მო­ფე­ნა გა­მორ­ჩე­ულ ­ ი ყო­ფი­ლი­ყო, გა­დავ­წყ­ვი­ ტეთ, ღო­ნის­ძი­ე­ბა სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უ­მის ში­ და ეზო­ში, ღია ცის ქვეშ გა­მარ­თუ­ლი­ყო, სა­დაც გა­მო­ფე­ნა სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ცი­ ით გა­ფორ­მ­და. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სივ­რც­ ე­ში აჟ­ღედ­რა ელექ­ტ­ რო­ნუ­ლი მუ­სი­კა. ახალ­გაზ­რ­და მუ­სი­ კოს­მა სან­დ­რო თე­დი­აშ­ვილ­მა სპე­ცი­ ა­ლუ­რად პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ღა­მოს­თ­ვის შექ­მ­ნა მუ­სი­კა­ლუ­რი სე­ტი.

უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უ­მის ეზო­ში #მუზუემიფოკუსში გან­სა­კუთ­ რე­ბუ­ლი ხალ­ხ­მრ ­ ავ­ლო­ბით აღი­ნიშ­ ნე­ბა. წელს ყვე­ლა ფო­ტო­მოყ­ვა­რულს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­და­ე­ღო მუ­ ზე­უ­მის სივ­რ­ცე­ში მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­ სო ნე­ბის­მი­ე­რი დე­ტა­ლი, გა­მო­ე­ყე­ნე­ ბი­ნა ჰეშ­თე­გი #museuminfocus2016 და ჩარ­თუ­ლი­ყო ფო­ტო­კონ­კურ­ს­ში. სა­უ­კე­თე­სო ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბი კვლავ მუ­ზე­უ­მის ეზო­ში გა­მო­ი­ფი­ნა; მუ­ზე­უმ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სა­ჩუქ­ რე ნაკ­რე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი: ნუ­კი კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი, რე­ზი გვრი­ტიშ­ ვი­ლი, მინ­დია გა­ბა­ძე, თა­თა მაცხო­ნაშ­ ვი­ლი და ნი­ნო კან­კა­ვა. ჩვენ­მა მუდ­მივ­მა პარ­ტნ­ ი­ორ­მა Na­ tional Geographic სა­ქარ­თ­ვე­ლო-მ თა­ ვი­სი რჩე­უ­ლი და­ა­სა­ხე­ლა – რე­დაქ­ცი­ამ თა­თა მაცხო­ნაშ­ვილს დღემ­დე გა­მო­ ცე­მუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა და ჟურ­ნა­ლე­ბის ერ­თ­წლ ­ ი­ა­ნი გა­მო­წე­რის უფა­სო პა­კე­ტი გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად. ფო­ტო­გა­მო­ფე­ნას­თან ერ­თად, მუ­ზე­უ­ მის ეზო­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა ჩა­ტარ­და. გარ­და ამი­სა, დამ­ თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა,

ენა­ხა „ეროვნული სა­გან­ძუ­რი“ – არ­ ქე­ო­ლო­გი­უ­რი, ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი. ასე­ვე, გა­მო­ ფე­ნა „ქვის ხა­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლო“. ეზო­ში თა­ვი­ან­თი კუთხით წარ­დ­გ­ნენ National Geographic სა­ქარ­თ­ვე­ლო და წიგ­ნის სახ­ლი „სანტა ეს­პე­რან­სა“. „მუზეუმის მე­გო­ბარ­თა“ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი მსურ­ვე­ ლებს მუ­ზე­უ­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი წევ­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა. გვინ­და გა­მორ­ჩე­უ­ლად აღ­ვ­ნიშ­ნოთ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­ა­გენ­ტო Windfor’s-ი, რო­მე­ლიც მე­ო­რე წე­ლია მხარს უჭერს პრო­ექტს. ასე­ვე, მად­ლო­ბას ვუხ­დით მუ­სი­კოს სან­დ­რო თე­დი­აშ­ვილს და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის კორ­პო­რა­ტი­ულ მე­გო­ბარს „ღვინო თა­მა­და“-ს. გვინ­და მად­ლო­ბა ვუთხ­რათ კომ­პა­ნია GIFme-ს ჩვე­ნი წლე­ვან­დე­ლი პრო­ექ­ტის გა­ფორ­ მე­ბის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა კი ეკუთ­ვ­ნის თი­თო­ეუ ­ ლ ფო­ტო­მოყ­ვა­ რულს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­ მის სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი­სა­გან გან­ს­ხვ­ ა­ვე­ბით, Instagram გვერ­დის ძი­ რი­თა­დი მი­ზა­ნი სა­მუ­ზე­უ­მო ცხოვ­რე­ბის უც­ნობ ჭრილ­ში წარ­მო­ჩე­ნა­ა. აქ ნა­ხავთ გა­მო­ფე­ნის მზა­დე­ბის, რეს­ტავ­რა­ცი­ის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის, ფონ­დებ­ში მუ­შა­ო­ ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს. ვფიქ­რობთ, რომ ამ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა უფ­რო მე­ტად მო­ი­ზი­დავს და და­აი­ ნ­ტე­ რე­სებს ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბებს. ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დამ­თ­ვა­ლი­ე­ რე­ბელს კვლა­ვაც ვთა­ვა­ზობთ, ჰეშ­თე­ გით #museuminfocus, მუ­ზე­უმ­ში მა­თი ვი­ზი­ტის Instagram-ზე გა­ზი­ა­რე­ბას. გვჯე­რა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ ლო­გი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­ რე­ო­ბის სი­ნერ­გი­ით შევ­ძ­ლებთ ჩვე­ნი კულ­ტუ­რის უკე­თე­სად წარ­მო­ჩე­ნას. ყო­ველ­თ­ვის, რო­დე­საც ჩვე­ნი სამ­სა­ ხუ­რი გეგ­მავს ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში თქვენ­თან მე­გობ­რო­ბის ახალ პრო­ ექტს, ვიწყებთ ნუ­ლი­დან, ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას და თქვენ­თან მე­გობ­რო­ბის ახა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბას ...

ყოველთვიური ჟურნალი

National Geographic

ქართულად!

გამოწერის შემთხვევაში, 7 ლარის ნაცვლად, ერთი ნომრის ფასი კურიერის მომსახურებით: ექვსთვიანი გამოწერა

6 ლარი

ერთწლიანი გამოწერა

6 ლარი

გამოწერა სტუდენტებისთვის

4 ლარი

ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდზე

50

დაზოგეთ

1 ლარი +ადგილზე მიტანა დაზოგეთ

1.50 ლარი +ადგილზე მიტანა

www.natgeo.ge

სპეციალური ფასი სილქ­ნე­ტის აბონენტებისთვის

ერთი ნომერი

5 ლარი

თუ სარ­გებ­ლობთ SilkTV-ით ან სილქ­ნე­ტის ინ­ტერ­ნე­ტით ან სილ­ქ­ნე­ტის სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნით: Silk TV-ის მენიუ:

2 100 100: ►

აკრიფეთ 2 100 100 და #4

გამოწერა დაიკავებს 1 წუთს

Silk TV-ის მენიუში აირჩიეთ “ჟურნალი National Geographic“ ►

ბანერზე დააჭირეთ ღილაკს „OK“ ►

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ სილქნეტის ცხელ ხაზზე 66

50

დაზოგეთ

0.50 ლარი +ადგილზე მიტანა

2 100 100

saqarTvelos erovnuli muzeumi

ტელ: 293 2171 | ფაქსი: 293 2172 | ელ-ფოსტა: info@natgeo.ge | www.natgeo.ge



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.