მუზეუმი ვირტუალურ სივრცეში

Page 1

62

მუ­ზე­უ­მი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში ნუ­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბის ის­ტო­რია კო­მუ­ნი­კა­ცია > ანა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია დავ­ლი­ა­ნი­ძე

ყო­ველ­თ­ვის, რო­დე­საც ვიწყებთ თქვენ­თან ვირ­ტუ­ა­ ლურ სივ­რ­ცე­ში მე­გობ­რო­ბას, ვიწყებთ ნუ­ლი­დან: 0 მე­გო­ბა­რი, 0 მო­წო­ნე­ბა, 0 კო­მენ­ტა­რი

saqarTvelos erovnuli muzeumi

63


ა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში სო­ ცი­ალ ­ ურ­მა მე­დი­ამ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა და მრა­ვა­ლი ფუნ­ქ­ცია შე­ი­თავ­სა. მან, ინ­ ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბით, მოკ­ლე ხან­ში უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნი და­ა­ინ­ტე­რე­სა, ვიდ­რე ეს ტრა­დი­ცი­ულ­ მა მე­დი­ამ შეძ­ლო. დღეს ინ­ტერ­ნე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლი­სა და გა­და­ცე­მის ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი იარა­ღი­ა. სო­ცი­ალ ­ უ­რი მე­დია XXI სა­უ­კუ­ნის მუ­ ზე­უ­მებს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს და, ამა­ვე დროს, გან­სა­კუთ­ რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი ცდი­ლობს, აქ­ტი­ურ ­ ად აუწყოს ფე­ხი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს. ამ­ჟა­მად ჩვენ მუ­ზე­უმს თით­ქ­მის ყვე­ლა წამ­ყ­ვან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ხმა მი­ვაწ­ვ­დი­ნოთ კი­დევ უფ­რო მეტ ადა­მი­ანს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში და კი­ დევ უფ­რო მე­ტი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ სა­ მუ­ზე­უ­მო ცხოვ­რე­ბით. 2009 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ ლი მუ­ზე­უ­მის Facebook-ის და Twitterის გვერ­დე­ბი შე­იქ­მ­ნა, 2012 წლი­დან კი გა­ნახ­ლე­ბულ­მა ვებ­გ­ვერ­დ­მა www.mu­ seum.ge და­იწყო ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა; 2013 წელს შე­იქ­მ­ნა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის Youtube-ის, Pinterest-ისა და Scribd64

saqarTvelos erovnuli muzeumi

ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი. არ­სე­ბუ­ ლი ქსე­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მა­თი ფუნ­ქ­ცი­უ­რად დატ­ვირ­თ­ვა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სტრა­ტე­გი­ის ერ­თ­-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი­ა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ვებ­გ­ვერ­დი მუ­ზე­უ­მის ძი­რი­თად სა­ინ­ ფორ­მა­ციო პლატ­ფორ­მას წარ­მო­ად­ გენს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ახ­ ლე­ებ­თან ერ­თად აც­ნობს მუ­ზე­უ­მე­ბის მიზ­ნებს, ფა­სე­უ­ლო­ბებს, ის­ტო­რი­ას, კო­ლექ­ცი­ებს და ა.შ. ვებ­გ­ვერ­დ­ზე მუდ­ მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფორ­მა­ცი­ის, ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა ქარ­თულ და ინ­გ­ლი­სურ ენებ­ზე. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პო­ პუ­ლა­რო­ბის მხრივ კვლავ Facebook-ი ლი­დე­რობს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის Facebook-ის გვერ­დი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც ქარ­თ­ ვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბის ინ­ ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ვირ­ტუ­ ა­ლურ მე­გობ­რებს ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და ვი­ზუ­ა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ინ­ ფორ­მა­ცი­ას ვთა­ვა­ზობთ, მათ შო­რის სი­ახ­ლე­ებს გა­მო­ფე­ნე­ბის, კო­ლექ­ცი­ე­ ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­ რო პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, სხვა­დას­ხ­ვა რუბ­რი­კებს, წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ ვიქ­ტო­ რი­ნებ­სა თუ კონ­კურ­სებს. მუ­ზე­უ­მის ვირ­ტუ­ა­ლურ მე­გობ­რებ­თან მე­ტი ინ­ ტე­რაქ­ცი­ის მიზ­ნით, მხარ­და­ჭე­რი­სა და

მად­ლო­ბის ნიშ­ნად, ჩვე­ნი Facebook-ის 50 ათა­სი მე­გო­ბა­რი ერ­თი დღით მუ­ზე­ უმ­ში მო­ვიწ­ვი­ეთ. ჩვე­ნი Facebook გვერ­დის წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად მის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ ში­ა. მას­ში თავს იყ­რის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ ტე­რე­სო და მოთხოვ­ნა­დი ინ­ფორ­მა­ცია მუ­ზე­უ­მის ვებ­გ­ვერ­დი­დან, Instagram-ის Youtube-ის, Scribd-ის და Pinterest-ის გვერ­დე­ბი­დან; ალ­ბათ ამი­ტო­მა­ცა­ა, რომ ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის Facebook-ის გვერდს დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ ბით სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სა­გან­მა­ნათ­ ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს შო­რის ყვე­ლა­ ზე მე­ტი მე­გო­ბა­რი ჰყავს. 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩვე­ნი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მე­ გობ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 94 ათასს გა­ და­ა­ჭარ­ბა. Youtube-ი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დი­ დი ვი­დე­ო­ბა­ზა­ა, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის სა­უ­კე­თე­ სო გზად იქ­ცა. 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ ში შე­იქ­მ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი Youtube-ის არ­ხი, სა­დაც სის­ტე­მა­ტუ­რად იტ­ვირ­ თე­ბა მე­დი­ა­ში გა­შუ­ქე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი, აგ­რეთ­ვე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი და სხვა ვი­დეომა­სა­ლა მუ­ზე­უ­მის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის Youtube გვერდს ჰყავს 583 გა­მომ­წე­რი. ისი­ნი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში, ელექ­ტ­ რო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თ­ზე, იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ გვერ­დ­ზე გან­თავ­ სე­ბუ­ლი ახა­ლი მა­სა­ლის შე­სა­ხებ. მუ­

ზე­უ­მის Youtube გვერ­დი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა Facebook-ზე ვი­დე­ო­ე­ბის გა­სა­ზი­არ ­ ებ­ლა­დაც. Pinterest-ი ბო­ლო დრო­ის ერ­თ­-ერ­ თი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი სო­ ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში. გვერ­დი თა­ ვის მომ­ხ­მა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს თუ კონ­კ­რე­ტულ პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, და­აჯ­გუ­ფონ და გა­ი­ზი­ა­რონ ფო­ტო­ე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტე­რეს­ თა სფე­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით. 2013 წელს Pinterest-ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გვერ­დი შევ­ქ­მე­ნით, რა­მაც და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვ­ცა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი და, ზო­გა­დად, ჩვენ­თან და­ცუ­ ლი ძეგ­ლე­ბი გაგ­ვეც­ნო სხვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. Scribd-ი ციფ­რუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა­ა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­ რო და პო­პუ­ლა­რუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სტა­ტი­ე­ბი, კა­ტა­ლო­გე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი და სხვა ბეჭ­დუ­რი მა­სა­ლა გა­ვაც­ნოთ მკითხ­ვე­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლით ჩვენ ვცდი­ლობთ, ხე­ლი შე­ვუწყოთ მეც­ნი­ე­

რებს, სტუ­დენ­ტებ­სა და ამა თუ იმ სფე­ რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ. გა­სულ წელს Instagram-ზე შევ­ქ­ მე­ნით ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ოფი­ ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი. სტა­ტის­ტი­კუ­რად, Instagram-ით ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად 16-დან 30 წლამ­დე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხ­მა­ რებ­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ; ჩვენც ვცდი­ ლობთ მათ­თ­ვის სა­მუ­ზე­უ­მო ცხოვ­რე­ ბის გაც­ნო­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. Instagram-ის ქსელ­ში ჩარ­თუ­ლია მი­ ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი თუ და­წე­სე­ბუ­ ლე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტ ­ ა­ბით. მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ისე­თი მუ­ზე­ უ­მე­ბი, რო­გო­რე­ბიცაა: მეტ­რო­პო­ლი­ ტენ მუ­ზე­უ­მი, ტე­იტ მო­დერ­ნი, ლუვ­რი, ვიქ­ტო­რი­ა­სა და ალ­ბერ­ტის მუ­ზე­უ­მი, გუ­გენ­ჰა­ი­მი და სხვა. მუ­ზე­უ­მე­ბი ფო­ ტო­ე­ბის სა­შუ­ალ ­ ე­ბით ავ­რ­ცე­ლე­ბენ ინ­ ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­ანთ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, იქ­ნე­ბა ეს გა­მო­ფე­ნა, მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა, აღ­მო­ჩე­ნა, პროგ­რა­მე­ბი, ლექ­ ცი­ე­ბი, დად­გმ­ ე­ბი თუ სხვა. იმი­სათ­ვის, რომ Instagram-ზე ეროვ­ ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გა­მო­ჩე­ნა გან­სა­კუთ­

რე­ბუ­ლად აღ­გ­ვე­ნიშ­ნა, დავ­გეგ­მეთ პრო­ექ­ტი #museuminfocus. იმი­სათ­ვის, რომ გვერ­დის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მორ­ჩე­ უ­ლი და ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, და­ვუ­კავ­შირ­დით ახალ­გაზ­რდ ­ ა ფო­ტოგ­რა­ფებს, შევ­თა­ ვა­ზეთ მუ­ზე­უმ­ში ფო­ტო­გა­და­ღე­ბა და შემ­დ­გომ შერ­ჩე­უ­ლი ფო­ტო­ე­ბის პრე­ზენ­ ტა­ცი­აზ­ ე გა­მო­ფე­ნა. მათ­გან ხუ­თი – ნა­ტა აბა­ში­ძე, ლუ­იზ­ ა ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი, დი­ნა

saqarTvelos erovnuli muzeumi

65


შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე

ოგა­ნო­ვა, ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძე და და­ვით ჭა­ლი­ძე ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თ­ნენ სა­ქარ­ თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი Instagram გა­მო­ ფე­ნის მოწყო­ბა­ში. ორი კვი­რის გან­ მავ­ლო­ბა­ში მათ ჩვენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შე­მა­ვალ ყვე­ლა მუ­ზე­უმ­ში თა­ვი­სუფ­ ლად შეს­ვლ ­ ი­სა და, მუ­ზე­უ­მის სივ­რ­ცე­ ე­ბი­სა თუ ექ­სპ­ ო­ნა­ტე­ბის შთა­გო­ნე­ბით, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ. #museuminfocus-ის ფარ­გ­ ლებ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ეროვ­ ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უ­მი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­პინ­ძ­ლობ­ და, ახ­ლა კი ისი­ნი მუ­ზე­უ­მის ინ­ტე­რი­ ერს ამ­შვ­ ე­ნებს. იმი­სათ­ვის, რომ Instagram გა­მო­ფე­ნა გა­მორ­ჩე­ულ ­ ი ყო­ფი­ლი­ყო, გა­დავ­წყ­ვი­ ტეთ, ღო­ნის­ძი­ე­ბა სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უ­მის ში­ და ეზო­ში, ღია ცის ქვეშ გა­მარ­თუ­ლი­ყო, სა­დაც გა­მო­ფე­ნა სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ცი­ ით გა­ფორ­მ­და. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სივ­რც­ ე­ში აჟ­ღედ­რა ელექ­ტ­ რო­ნუ­ლი მუ­სი­კა. ახალ­გაზ­რ­და მუ­სი­ კოს­მა სან­დ­რო თე­დი­აშ­ვილ­მა სპე­ცი­ ა­ლუ­რად პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ღა­მოს­თ­ვის შექ­მ­ნა მუ­სი­კა­ლუ­რი სე­ტი.

უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უ­მის ეზო­ში #მუზუემიფოკუსში გან­სა­კუთ­ რე­ბუ­ლი ხალ­ხ­მრ ­ ავ­ლო­ბით აღი­ნიშ­ ნე­ბა. წელს ყვე­ლა ფო­ტო­მოყ­ვა­რულს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­და­ე­ღო მუ­ ზე­უ­მის სივ­რ­ცე­ში მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­ სო ნე­ბის­მი­ე­რი დე­ტა­ლი, გა­მო­ე­ყე­ნე­ ბი­ნა ჰეშ­თე­გი #museuminfocus2016 და ჩარ­თუ­ლი­ყო ფო­ტო­კონ­კურ­ს­ში. სა­უ­კე­თე­სო ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბი კვლავ მუ­ზე­უ­მის ეზო­ში გა­მო­ი­ფი­ნა; მუ­ზე­უმ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სა­ჩუქ­ რე ნაკ­რე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი: ნუ­კი კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი, რე­ზი გვრი­ტიშ­ ვი­ლი, მინ­დია გა­ბა­ძე, თა­თა მაცხო­ნაშ­ ვი­ლი და ნი­ნო კან­კა­ვა. ჩვენ­მა მუდ­მივ­მა პარ­ტნ­ ი­ორ­მა Na­ tional Geographic სა­ქარ­თ­ვე­ლო-მ თა­ ვი­სი რჩე­უ­ლი და­ა­სა­ხე­ლა – რე­დაქ­ცი­ამ თა­თა მაცხო­ნაშ­ვილს დღემ­დე გა­მო­ ცე­მუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა და ჟურ­ნა­ლე­ბის ერ­თ­წლ ­ ი­ა­ნი გა­მო­წე­რის უფა­სო პა­კე­ტი გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად. ფო­ტო­გა­მო­ფე­ნას­თან ერ­თად, მუ­ზე­უ­ მის ეზო­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა ჩა­ტარ­და. გარ­და ამი­სა, დამ­ თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა,

ენა­ხა „ეროვნული სა­გან­ძუ­რი“ – არ­ ქე­ო­ლო­გი­უ­რი, ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი. ასე­ვე, გა­მო­ ფე­ნა „ქვის ხა­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლო“. ეზო­ში თა­ვი­ან­თი კუთხით წარ­დ­გ­ნენ National Geographic სა­ქარ­თ­ვე­ლო და წიგ­ნის სახ­ლი „სანტა ეს­პე­რან­სა“. „მუზეუმის მე­გო­ბარ­თა“ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი მსურ­ვე­ ლებს მუ­ზე­უ­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი წევ­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა. გვინ­და გა­მორ­ჩე­უ­ლად აღ­ვ­ნიშ­ნოთ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­ა­გენ­ტო Windfor’s-ი, რო­მე­ლიც მე­ო­რე წე­ლია მხარს უჭერს პრო­ექტს. ასე­ვე, მად­ლო­ბას ვუხ­დით მუ­სი­კოს სან­დ­რო თე­დი­აშ­ვილს და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის კორ­პო­რა­ტი­ულ მე­გო­ბარს „ღვინო თა­მა­და“-ს. გვინ­და მად­ლო­ბა ვუთხ­რათ კომ­პა­ნია GIFme-ს ჩვე­ნი წლე­ვან­დე­ლი პრო­ექ­ტის გა­ფორ­ მე­ბის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა კი ეკუთ­ვ­ნის თი­თო­ეუ ­ ლ ფო­ტო­მოყ­ვა­ რულს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­ მის სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი­სა­გან გან­ს­ხვ­ ა­ვე­ბით, Instagram გვერ­დის ძი­ რი­თა­დი მი­ზა­ნი სა­მუ­ზე­უ­მო ცხოვ­რე­ბის უც­ნობ ჭრილ­ში წარ­მო­ჩე­ნა­ა. აქ ნა­ხავთ გა­მო­ფე­ნის მზა­დე­ბის, რეს­ტავ­რა­ცი­ის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის, ფონ­დებ­ში მუ­შა­ო­ ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს. ვფიქ­რობთ, რომ ამ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა უფ­რო მე­ტად მო­ი­ზი­დავს და და­აი­ ნ­ტე­ რე­სებს ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბებს. ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დამ­თ­ვა­ლი­ე­ რე­ბელს კვლა­ვაც ვთა­ვა­ზობთ, ჰეშ­თე­ გით #museuminfocus, მუ­ზე­უმ­ში მა­თი ვი­ზი­ტის Instagram-ზე გა­ზი­ა­რე­ბას. გვჯე­რა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ ლო­გი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­ რე­ო­ბის სი­ნერ­გი­ით შევ­ძ­ლებთ ჩვე­ნი კულ­ტუ­რის უკე­თე­სად წარ­მო­ჩე­ნას. ყო­ველ­თ­ვის, რო­დე­საც ჩვე­ნი სამ­სა­ ხუ­რი გეგ­მავს ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში თქვენ­თან მე­გობ­რო­ბის ახალ პრო­ ექტს, ვიწყებთ ნუ­ლი­დან, ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას და თქვენ­თან მე­გობ­რო­ბის ახა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბას ...

ყოველთვიური ჟურნალი

National Geographic

ქართულად!

გამოწერის შემთხვევაში, 7 ლარის ნაცვლად, ერთი ნომრის ფასი კურიერის მომსახურებით: ექვსთვიანი გამოწერა

6 ლარი

ერთწლიანი გამოწერა

6 ლარი

გამოწერა სტუდენტებისთვის

4 ლარი

ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდზე

50

დაზოგეთ

1 ლარი +ადგილზე მიტანა დაზოგეთ

1.50 ლარი +ადგილზე მიტანა

www.natgeo.ge

სპეციალური ფასი სილქ­ნე­ტის აბონენტებისთვის

ერთი ნომერი

5 ლარი

თუ სარ­გებ­ლობთ SilkTV-ით ან სილქ­ნე­ტის ინ­ტერ­ნე­ტით ან სილ­ქ­ნე­ტის სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნით: Silk TV-ის მენიუ:

2 100 100: ►

აკრიფეთ 2 100 100 და #4

გამოწერა დაიკავებს 1 წუთს

Silk TV-ის მენიუში აირჩიეთ “ჟურნალი National Geographic“ ►

ბანერზე დააჭირეთ ღილაკს „OK“ ►

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ სილქნეტის ცხელ ხაზზე 66

50

დაზოგეთ

0.50 ლარი +ადგილზე მიტანა

2 100 100

saqarTvelos erovnuli muzeumi

ტელ: 293 2171 | ფაქსი: 293 2172 | ელ-ფოსტა: info@natgeo.ge | www.natgeo.ge



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.