საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
1918-1921 ოთარ ჯანელიძე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
1918-1921
პროექტი განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ქვეყნის სახელმწიფოებ რივი სუვერენიტეტის დაფუძნება დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთ მნიშვნ ელოვან დატვირთვას იძენს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ გადადგა ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე. 100 წლის წინ საქართველოს პირველი რესპუბ ლიკა ჩამოყალიბდა მრავალპარტიულ დემოკრატიად და ეს გახლდათ ამგვარი პოლიტი კური წყობის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა. მაშინ, როდესაც იმდროინდელი ევროპა ძირი თადად იმპერიებისგან შედგებოდა, ქართველებმა, ამ მცირერიცხოვანმა ერმა, მოახერხა, ალღო აეღო ლიბერალური, დემოკრატიული, პლურალისტური ღირებულებებისთვის, რაშიც დღევანდელი ევროპის პოლიტიკური არსი მდგომარეობს. ამ მხრივ, ჩვენ ოდნავ გავუსწარით კიდეც ევროპას. დღეს, როცა საქართველო ასე მყარად დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, პირველი რესპუბლიკის გამოცდილება და პა ტივი, რომელსაც მივაგებთ მის დამფუძნებლებს, კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია ჩვენი ევროპული იდენტობის დასადასტურებლად. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჩვენი ერის, პირველი რესპუბ ლიკის დამფუძნებელი მამების სულისკვ ეთებას უქმად არ ჩაუვლია; ჩვენში დღეს კიდევ უფრო გაღვივდა საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზ აციისკენ სწრაფვის ჟი ნი, იმიტომ რომ ეს ჩვენი კულტურული, ცივილიზაციური იდენტობის მთავარი ელემენტია. 100 წლის წინ დაწყებული საქმე დღეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და საქართველო და ვამკვიდროთ როგორც მდგრადი, შეუქცევადი დემოკრატიის ა და ევროპული ტიპის განვი თარებული სახელმწიფო. გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
5
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
1918-1921 ოთარ ჯანელიძე
წინასიტყვაობა
საქართველოს დემოკრატიულ ი რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წელი გავიდა. თავის თავად ცხადია, თუ რამდენად მნიშნვნელოვანია ეროვნული მუზეუმ ისთვის ქვეყნის ამ უმ ნიშვნ ელოვანესი თარიღის აღნიშნვა, რადგან, როგორც წინამდებარე ნაშრომის ავტო რი, ისტორიის მეცნიერ ებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე წერს, „ეს იუბილე არის როგორც რესპუბლიკის იდეის უკვდავყოფა, ისე იმ ადამიანების ღვაწლის დაფასე ბაც, რომლებიც აშენებდნ ენ ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოს“. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ფართოდ აღინიშნება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო-კვ ლევითი დაწესებულებების ― საქართველოს ეროვნული მუ ზეუმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს ეროვნული არქი ვის, საქართვ ელოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის, გიორგი ლეონ იძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისა და საბ ჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა წარ მოგვედგინა გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ― 100“ და შეგვექმნა წინამდებარე პუბლიკაცია.
ვფიქრობ, ნაშრომი საინტერესო უნდა იყოს როგორც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა თობისთვის, რომელიც ისტორიას ახლა სწავლობს, ასევე ნებისმიერი დაინტერესებუ ლი ქართველი თუ უცხოელი მკითხველისთვის, რომელსაც 1918-1921 წლების შესახებ ობიექტური, სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღება უნდა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოფენისა და პუბლიკაციის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის, პარტნ იორ დაწესებულებებს თანამშრომლობისათვის და, რა თქმა უნდა, ბატონ ოთარს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ასე საინტერესოდ მოთხრობისთვის. გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი აკად. წევრ-კორ. დავით ლორთქიფანიძე
წიგნშ ი და ექსპ ოზიციაზე წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა თემატურ-ქრონოლო გიური პრინციპით მოგვითხრობს 1918 წლის 26 მაისს აღდგენილი ქართული სახელმ წიფოს ისტორიას და გვაცნობს მისი განვითარების სხვადასხვა ასპექტს. საბოლოო ჯამ ში კი იქმნება სურათი, რომელიც საქართველოსთვ ის ამ უნიშვნელოვანესი სამი წლის გააზრების საშუალ ებას გვაძლევს.
8 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
9
შინაარსი 12
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა
20
სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი
34
სამხედრო განვითარება
38
რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება
44
აფხაზეთის საკითხი
48
ოსთა საკითხი
50
სამუსლიმანო საქართველოსა და საინგილოს (ზაქათალის ოლქის) საკითხი
54
საქართველო და გარე სამყარო
76
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება
82
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ სათავე დაუდო რუსეთის იმპერიის რღვევას, ხოლო პირველი მსოფლიო ომის შედეგად, რუსეთის მსგავსად, დაიშალა ოსმალეთის, გერმანი ისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიებ იც. მათ ნანგრევებზე წარმოშობილ სახელმწ იფოთა შორის ერთ-ერთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც იყო. ახალი ქართული სახელმწიფოს წარმოშობას წინ უსწრებდა რამდენიმე საგულისხმო ფაქ ტი: 1917 წლის 12 მარტს, მცხეთაში, სვეტიცხოველში, საეკლესიო კრებამ 10 ათასი კაცის თანდასწრებით, საქართვ ელოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ ავტოკეფალური ეკლე სიის მართვა-გამგეობ ის დებულება დაამტკიცა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ ქად ეპისკოპოსი კირიონ ი (გიორგი საძაგლიშვილი) აირჩია.
სვეტიცხოველი
კირიონ მეორე – ავროკეფალია აღდგენილი საქართველოს პირველი კათოლიკოს პატრიარქი
ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგ ენის შემდეგ საქართველოს თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებით. უმაღლესი განათლე ბის, მეცნიერებისა და კულტურის ამ დიდი კერის მესაძირკვლე ივანე ჯავახიშვილი იყო. 1917 წლის ნოემბერში, თბილისში, საქართველოს ეროვნული ყრილობა შეიკრიბა. ქარ თველ თავადაზნაურთა წინამძღოლმა, კონსტანტინე აფხაზმა, თავადაზნაურობის სა ხელით, საქართვ ელოს ეროვნულ ყრილობას თავიანთი კუთვნილი კოლექტიური ქო ნება გადასცა. ყრილობამ საქართველოს ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბა, რომლის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. ქართველი ერის ხანგრ ძლივი ბრძოლა თავისუფლებისთვის 1918 წლის გაზაფხულზე წარმატებით დაგვირგვინდა. ეს დიდმნიშვნელოვანი მოვლენა საშინაო და საგარეო ფაქ ტორების ერთობლიობამ განაპირობა. 1918 წლის 11 მაისს ბათუმში ოსმალეთ-ამიერკავ ივანე ჯავახიშვილი
12 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
თბილისის უნივერსიტეტი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
13
ნოე ჟორდანია.
საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
კონსტანტინე აფხაზი.
კასიის საზავო კონფერენცია განახლდ ა. ამიერკავკასიის დელეგაციას, რომლის ქართ ველი წევრები ნიკო ნიკოლაძე, ზურაბ ავალიშვილი, სპირიდონ კედია და სხვანი იყვნენ, აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდა გერმანიის სამთავრობო დელეგაცია გენერალ ფონ ლოსოვის მეთაურობით. მას მრჩევლის სტატუსით თან ახლდა საქართვ ელოს განთავი სუფლების კომიტეტის ხელმძღვანელი პეტრე სურგულაძე. ბათუმში საგანგებოდ ჩავიდა საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდ ომარე ნოე ჟორდანია. ფონ ლოსოვმა დაარ წმუნა ქართვ ელები, რომ გერმანია საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან ჯერ კიდევ 1914 წელს გაფორმებული შეთანხმების ერთგული დარჩებოდა, რომლის თანახმა
14 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ბათუმი. 1918 წ.
აკაკი ჩხენკელი
ფონ ლოსოვი
სპირიდონ კედია
პეტრე სურგულაძე
დაც გერმანიამ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, მისი დაცვა იკისრა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ფართო დებატების შემდეგ მოიწ ონა სახელმწიფოებ რივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა და შეამზადა მისი გამოცხადების საფუძვლ ები. ნიკო ნიკოლაძემ და ზურაბ ავალიშვილმა ცალ-ცალკე შეიმუშავეს დამოუკიდებლობის აქტის პროექტები. მსგავსი დოკუმენტი მოამზადა ეროვნული საბჭოს მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა კომისიამ გიორგი გვაზავას, რაჟდენ არსენიძისა და სხვათა შემადგენლო ბით, რომელსაც საბოლოო სახე ნოე ჟორდანიამ მისცა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
15
გიორგი გვაზავა
ნიკო ნიკოლაძე
ზურაბ ავალიშვილი
დამოუკიდებლობის აქტის პროექტი
16 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
17
1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. იმავე დღეს, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, საქართველოს ეროვნული საბჭო შეიკ რიბა. ისტორიულ სხდომას საბჭოს 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრ ებოდა. საბჭომ მიიღ ო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და ახალი ქართული სახელმწიფო – საქართვე ლოს დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა კოალიციური პრინციპით დაკომპლექტდა. მთავრო ბის თავმჯდომარედ და შინაგან საქმეთა მინისტრად სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი დაი ნიშნა. მინისტრთა კაბინეტში შევიდნენ: სოციალ-დემოკრატები – სამხედრო მინისტრ ი გრიგოლ გიორგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხო მერიკი; ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი, ეროვნულ-დემოკრატი გიორგი ჟურუ ლი; სოციალისტ-ფედერალისტიები – განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, იუსტიციის მინისტრი შალვა მესხიშვილი და გზათა მინისტრი, ესერი ივანე ლორთქიფანიძე. 1918 წლის ივნისში, მთავრობაში ცვლილების შედეგად, თავმჯდ ომარის პოსტი სოციალ-დე მოკრატიული პარტიის ლიდერმა ნოე ჟორდანიამ დაიკ ავა. ნ. რამიშვილი შინაგან საქმეთა უწყების მეთაურად დარჩა.1 საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფ ელი ოდნავ მოგვიანებით – 1918 წლის ნოემბერში სოციალ-დემოკრატმა ე. გეგეჭკორმა მიიღ ო. ამ ცვლილებით აღმას რულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების კოალიციური საფუძველი არ დარღვეულა.
საქართველოს დემოკ რატიული რესპუბლიკის კოალიციური მთავრობა (მარცხნიდან მარჯვნივ): ნოე რამიშვილი, გრიგოლ გიორგაძე, აკაკი ჩხენკელი, შალვა ალექსი-მესხიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, ნოე ხომერიკი, ივანე ლორთქიფანიძე.
არჩევნების გზით შეიქმნა საერობო თვითმმართველობის ორგანოები – მრავალპარტიუ ლი საერობო კრებები და მათი გამგეობები, გატარდა აგრეთვე საქალაქო თვითმმართ ველობის რეფორმა და ჩამოყალიბდა ქალაქთა სათათბიროები გამგეობებით სათავეში. მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოებს მთლიანად ჩამოერთვათ მმართვ ელობის ფუნ ქცია, რომელიც ადგილებზე სამაზრო ერობებისა და საქალაქო სათათბიროების ხელში გადავიდა. ასე რომ, ადგილობრივი თვითმმართველობა თავის კომპეტენციის ფარგლებ ში იმავდროულად ადგილობრივ მმართველობასაც ახორციელებდა. ერობებისა და სა თათბიროების გადაწყვეტილებათა გაუქმება მხოლოდ სასამართლოს შეეძლო. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სტატუსით აღიჭურვა საქართველოს ეროვ ნული საბჭო, რომელიც დამატებითი წევრებით შეივსო და 1918 წლის ოქტომბრიდან სა ქართველოს პარლამენტად იწოდებოდა. კავკასიის ყოფილი მეფისნაცვლის სასახლე
18 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
19
სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 1919 წლის 12 მარტიდან დამფუძნებელი კრება წარმოადგენდა. 1919 წლის თებერვალში დამ ფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა. მასში 15 პოლიტიკური ორგანიზაცია იღებდა მონა წილეობას. ამომრჩეველთა რიცხვი 876 910-ს შეადგენდა. ქალებს, მამაკაცების თანაბრად, როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლება ჰქონდათ. ასარჩევი იყო 130 დეპუტატი. ხმის მიცემაში მონაწილეობ ა მიიღო ამომრჩეველთა, დაახლოებ ით, 60-მა პროცენტმა. არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელ მაც 109 მანდატი მოიპოვა. დამფუძნებელ კრებაში 8-8 დეპუტატი გავიდა ეროვნულ-დე მოკრატიულ ი და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიებიდან. სოციალისტ-რევოლუციო ნერებს 5 ადგილი ერგოთ. კრების დამატებით არჩევნებს ძალთა განლაგება შესამჩნ ევად არ შეუცვლია. დამფუძნებელი კრება, როგორც მას უწოდებდნენ „საქართველოს ცნობიერების გვირგ ვინი“, რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის ინტერესებს ასახავდა. ქართველთა გარდა, დეპუტატებად არჩეულნი იყვნენ საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა ერის წარმო მადგენლები. სოციალ-დემოკრატიულ ი პარტიის სიით დეპუტატის მანდატი ხუთმა ქალმა 2 მიიღო. დამფუძნებელი კრების თავმჯდ ომარედ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძ ე აირჩიეს, პირველ მოადგილედ (მაშინდელი ტერმინოლოგიით – ამხანაგად) – ალექსანდრე ლომთა თიძე, მოადგილეებ ად – ექვთიმე თაყაიშვილი (ეროვნულ-დემოკრატი), სიმონ მდივანი (სოციალისტ-ფედერალისტი) და გრიგოლ ნათაძე (სოციალისტ-რევოლუციონერი), მდივ ნებად – კონსტანტინე ჯაფარიძე და ქრისტინე შარაშიძე (სოციალ-დემოკრატები).
20 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დამფუძნებელი კრების ბიულეტენები და სარეკლამო მასალები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა
23
მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვ ებამ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას საშუალება მისცა, კოალიციურის ნაცვლად ერთპარტიულ ი მთავრობა შეედგინა. მთავრობის თავმჯ დომარეობა ნოე ჟორდანიამ შეინარჩუნა. ნოე რამიშვილი სათავეში ჩაუდგა შინაგან საქ მეთა, სამხედრო და განათლების სამინისტროებს, ევგენი გეგეჭკორს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრობა მიენდო, კონსტანტინე კანდელაკი ფინანსთ ა და ვაჭრობა-მრეწვე ლობის მინისტრი გახდა, ნოე ხომერიკმა მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის პორ ტფელი ჩაიბარა. მოგვიანებით ცალკე გამოიყო სამხედრო სამინისტრო და შემოღებულ იქნა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ორივე ამ პოსტზე გრიგოლ ლორთქიფანიძე დაინიშნა. შეიქმნა იუსტიციის (მინისტრი რაჟდენ არსენიძე), შრომისა და მომარაგების (მინისტრი გიორგი ერაძე) სამინისტროები. 1920 წლის ბოლოს სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე გახდა, ხოლო მიწათმოქმედებისა – დავით ონიაშვილი.
საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი
საქართველოს დემოკრატიულ ი რესპუბლიკის ერთპარტიული (სოციალ-დემოკრატიული) მთავრობა (მარცხნიდან მარჯვნივ): ნოე ჟორდანია, გრიგოლ ლორთქიფანიძე, ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი, ნოე ხომერიკი, რაჟდენ არსენიძე, გიორგი ერაძე, დავით ონიაშვილი.
24 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე
ანა სოლოღაშვილი
მინადორა ორჯონიკიძე- ელეონორა ტოროშელიძე ტერ-ფარსეგოვა მახვილაძე
ქრისტინე შარაშიძე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
25
დამფუძნებელმა კრებამ შექმნა საკონსტ იტუციო, სარედაქციო, საფინანსო-საბიუჯ ეტო, სა ბიბლიოთეკო, სამეურნეო-საგამგეო, იურიდიული, სამანდატო, გარეშე საქმეთა, სამხედ რო, აგრარული, თვითმმ ართვ ელობის, სახალხო განათლების, ჯანმრთელობისა და სხვა კომისიები, რომლებშიც, უმრავლესობის წევრებთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენ ლებიც შედიოდნენ. ოპოზიციას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ სისტემაში მნიშვ ნელოვანი ადგილი ეკავა. როგორც მემარცხენე – სოციალისტ-ფედერალისტური, სოცია ლისტ-რევოლუციონ ერთა პარტიები, ისე მემარჯვენე – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – ოპოზიციას ფრაქციებ ი ჰქონდა ეროვნული საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში. მათვე წარმომადგენლები ჰყავდათ საქართვე ლოს უმაღლესი საკანონმდ ებლო ორგანოს პრეზიდიუმში. ოპოზიციურ ი პოლიტიკური პარტიები თავისუფლად გამოსცემდნენ პერიოდ ულ პრესას, საპარლამენტო ტრიბუნის გარდა, შეუფ ერხებლად იყენებდნენ საჯარო სივრცეს შეკრებე ბის, მიტინგებისა თუ სხვა პოლიტიკური ღონისძიებებისათვის. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დამოუკ იდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის შემუშავება. 1918 წლის სექტემბერში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფო დროშად დაამტკიცა სამფეროვანი (შვინდისფერი, შავი, თეთრი) დროშა, ხოლო რესპუბლიკის გერბად ურჩხულთან მებრძო ლი თეთრი გიორგი შვიდი მნათობით. დროშის პროექტი, ივანე ჯავახიშვილის კონსულ ტაციით – იაკობ ნიკოლაძემ, ხოლო გერბისა იოსებ შარლემანმა შექმნ ეს. სახელმწ იფო ჰიმნის სტატუსი შეიძინა კოტე ფოცხვერაშვილის „დიდებამ“. სახელმწიფო ენად დაწესდა ქართული ენა, სკოლა გაქართულდა, მიიღ ეს საქართველოს დემოკრატიულ ი რესპუბ ლიკის მოქალაქეობ ის დებულება და სხვ. სერიოზული ყურადღება დაეთმო სასამართ ლო რეფორმას: გაუქმდა რევოლუციური ტრიბუნალები და საგამომძიებლო კომისიები, ჩატარდა მომრიგებელ მოსამართლ ეთა და ნაფიც მსაჯულთა ინსტ იტუტების რეორგანი ზაცია. ჩამოყალიბდა სამომრიგებლო და საოლქო სასამართლოები. ცალკე არსებობდა სამხედრო სასამართლო. 1919 წლის ივლისში შეიქმნა საქართვ ელოს დემოკრატიულ ი რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო ორგანო – სენატი (თავმჯდომარე დავით ხელ თუფლიშვილი).
26 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოპოზიციური სპექტრის ლიდერები (მარცხნიდან მარჯვნივ): სამსონ ფირცხალავა (სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია), გრიგოლ ვეშაპელი (მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია), ლეო შენგელაია (ესერთა პარტია).
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა გაზეთი („სახალხო საქმე“)
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთი („საქართველო“)
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის გაზეთი (,,შრომა“)
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
27
კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი
მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის ესკიზი
28 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მხატვარი იოსებ შარლემანი
ქართული ეროვნული ჰიმნი „დიდება“
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
29
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ვალუტა – ბონი, მიმოქცევაში იყო 1919-1921 წლებში
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყანაში აგრარული საკითხის მოგვარებას, რომელიც სოფლის მშრომელთა ინტერესების შესაბამისად გადაწყდა – გლეხობას მიწა კერძო სა კუთრებაში გადაეცა. საკუთარი ფულად-საფინანსო სისტემის შემოღებამდე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმოქცევაში დარჩა ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები, რომლებიც თბილისში იბეჭდებოდა. 1919 წლის ივლისში დამფუძნებელი კრების დეკრეტით რესპუბ ლიკის ბონების ემისია დაიწყო. ქართული დროებ ითი ბონი ვერ ცვლიდა მყარ ვალუტას, მაგრამ იძლეოდა ბიუჯეტის სტაბილიზაციის მეტ-ნაკლებ შესაძლებლობას. 1919 წლის დე კემბერში დაფუძნდ ა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწ იფო ბანკი (თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე). გაიმიჯნა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. პოლიტი კური სისტემა პლურალიზმსა და მრავალპარტიულობის ლიბერალურ პრინციპებს დაე ფუძნა. დაწესდა კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობა და სამართლ ებრივი სახელ მწიფოსათვის დამახასიათებელი სხვა დემოკრატიული უფლებები. ყოველივე ეს მკაფიოდ აისახა საქართვ ელოს კონსტიტუციაში, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის თე ბერვალში დაამტკიცა. საქართველოს დემოკრატიულ ი რესპუბლიკის ძირითადი კანონი დასავლეთის ქვეყნების ანალოგიით შემუშავდა. მართალია, ამ კონსტიტუციამ მცირე ხანს იმოქმედა, მაგრამ მას მაინც დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს პირველი კონსტიტუცია აშკარად იდგა თავისი დროის მოწინავე დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუცია თა დონეზე, მოწმობდა მის შემდგენელთა მაღალ სამართლ ებრივ და პოლიტიკურ კულ ტურას და ცხადყოფდა ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ ხასიათს.
საქართველოს კონსტიტუცია, ბათუმი, 1921
32 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
33
სამხედრო განვითარება საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავიდანვე ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გამოაცხადა, მაგრამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაც ერთ-ერთ მთავარ სახელმწიფოებრივ ამოცანად დაისახა. მოკლე დროში მომზადდა სამართლებრივი ბაზა: გამოიცა კანონები სახალხო გვარდიისა და რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციის შესახებ, დამტკიცდა „სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების დებულება“. ოციდან ორმოც წლამდე ასაკის მამრობითი სქესის ყველა მოქალაქე ვალდებული იყო მუდმივ ჯარში სამსახურით მოეხადა სამხედრო ვალდებულება. ერთგვარ რეზერვს წარმოადგენდა ლაშქარი, რომელიც სამხედრო საფრთხის გაძლიერების ან ომის შემთხვევაში იკრიბებოდა. სამხედრო სამსახურის საერთო ვადა 25 წლით განისაზღვრებოდა (ფაქტობრივი სამხედრო სამსახური გრძელდებოდა 2 წელი, თადარიგში ყოფნა – 15 წელი, ხოლო ლაშქარში – 8 წელი).
ქართული გენერალიტეტი (მარცხნიდან მარჯვნივ): გიორგი კვინიტაძე, გიორგი მაზნიაშვილი, ვასილ გაბაშვილი, ილია ოდიშელიძე, ალექსანდრე ზაქარიაძე.
34 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ქართული არმიის შენაერთი. 1918 წ.
იუნკერთა სკოლის აღლუმი
რეგულარული ჯარის ფორმირება ფინანსური დეფიციტის, გამუდმებული საგარეო გართუ ლებებისა და სამხედრო შეტაკებების ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მაინც შეიქმნ ა მცირერიცხოვანი მობილური არმია.3 საქართველოს რუსეთის არმიაში ნამსახურები, ომებ ში გამოწრთობილი მრავალრიცხოვანი გენერალიტეტი და ოფიცრობა ჰყავდა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს სამსახურში. უმცრ ოს ოფიცერთა აღზრდას თბილისში დაარსებული იუნკერთა სამხედრო სკოლა ემსახურებოდა. სკოლას თავდაპირველად მისი დამფუძნებელი, გენერალი გიორგი კვინიტაძე მეთაურობდა, შემ დეგ – გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ბოლოს კი პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე ხელმძღვანელობდა. იუნკრებს სხვებთან ერთად ლექციებს უკითხავდნენ ცნობილი ისტორიკოსი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, მწერალი ვასილ ბარნოვი და სხვ.
36 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
სახალხო გვარდიელები
პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე
არმიის პარალელურად, არსებობას განაგრძობდა ჯერ კიდევ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის გამარჯვებისთანავე სოციალ-დემოკრატების მიერ ჩამოყალიბებული წითელი გვარდია, რომელსაც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე სახალხო გვარდია უწოდეს. გვარდიის მეთაურობა მინდობილი ჰქონდა ვალერიან (ვალიკო) ჯუღელს. სახალხო გვარდიაც რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა სისტემის ნაწილი და მისი ერთ-ერთ სტრუქტურა იყო, მაგრამ იგი თავისი მთავარი შტაბის მეშვეობით მთავრობის თავმჯდომარეს ექვემდებარებოდა და არა სამხედრო სამინისტროს. გვარდიას პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი უწევდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
37
რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება საუკ უნეების განმავლობაში საქართველოში ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვ რობდნენ და თანაარსებობდნ ენ სხვადასხვა რელიგიის ა და ეროვნების ადამიანები. მარ თლმადიდებლური ეკლესიების მახლობლად იდგა სინაგოგა, მეჩეთი, კათოლიკური თუ სომხურ-გრიგორიანული ტაძრები. საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიუ რი თვალსაზრისით მრავალეროვანი სახელმწ იფო იყო 1918-1921 წლებშიც.
მეჩეთი და მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში
38 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კათოლიკური ეკლესია
თბილისის დიდი სინაგოგა
თბილისის ლუთერანული ეკლესია
ნორაშენის გრიგორიანული ეკლესია თბილისში
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
39
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
სოხუმი. 1918 წ.
41
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთის იმპერიისგან ეროვნულ საკითხებში რთული მემკვ იდრეობა მიიღ ო; ამიტომ ეს ფაქტორი განსაკუთრებულ ყუ რადღებასა და ფრთხილ დამოკიდებულებას იმსახურებდა. „დამოუკიდებლობის აქტშ ი” ხაზგასმული იყო, რომ საქართველო თანასწორად უზრუნველყოფს რესპუბლიკის ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განვითარების თავისუფალ ასპა რეზს შეუქმნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს. ეს დაპირებანი სრულად აისახა ქვეყნის კონსტიტუციაშიც. ეროვნულ უმცირესობებს თავისუფალი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გან ვითარების, ქართველებთან ჰარმონიული თანაცხოვრების, სამოქალაქო ინტეგრაციის სრული შესაძლებლობა ჰქონდათ. საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესო ბებმა შექმნეს საკუთარი ეროვნული საბჭოები, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოღვაწე ობდნენ ეთნიკური ნიშნით აღმოცენებული პოლიტიკური ორგანიზაციები თუ გაერთიანებე ბი, მაგალითად, სომხური დაშნაკცუთიუნ ი, მუსლიმანთა ჯგუფი, ელინთა დემოკრატიულ ი ჯგუფი; ფუნქც იონირებდა 80 სომხური, 60 რუსული, 31 თათრული სკოლა, აფხაზური და ოსური4 დაწყებითი სასწავლებლები და სხვ., რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმ წიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
საქართველოს დამფუძნებელი კრების ბერძენი დეპუტატის მოწმობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ატარებდა ტოლერანტულ პოლიტიკას – დაშვებული იყო რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, მიმდინარეობდა სეკულარიზაციის პროცესი – „სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოკიდე ბულნი არიან; არც ერთ სარწმ უნოებას არ აქვს უპირატესობა“, – აღნიშნული იყო რესპუბ ლიკის კონსტიტუციაში. უმცირესობათა წარმომადგენლები შედიოდნენ საქართველოს ეროვნულ საბჭოში. აზერ ბაიჯანელი, სომეხი, რუსი, ბერძენი, გერმანელი, ებრაელი, აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეებს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით სადეპუტატო მანდატები ჰქონდათ დათმობილი საქართვ ელოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – დამფუძნებელ კრე ბაში5 და სხვ. ამ მიზანმიმართული პოლიტიკის მიუხედავად, არაქართველთა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წინააღმდ ეგობრი ვად ვითარდებოდა.
42 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი და მისი გაზეთი „კაუკაზიშე პოსტ“ (მარჯვნივ)
საქართველოს დამფუძნებელი კრების ქართველი ებრაელი დეპუტატის მოწმობა
აფხაზეთის საკითხი
ცარიზმის დამხობის შემდეგ, აფხაზეთში,6 პოლიტიკური ორიენტაციის კუთხით, რამდენი მე მიმდინარეობ ა გამოიკვეთა. ერთი პროოსმალურ მიდრეკილებას ამჟღავნებდა, მეორე სიმპათიას მთიელთა კავშირისადმი იჩენდა, მესამე ბოლშევიკურ მოწოდებებს თანაუგრ ძნობდა. არსებობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფიც. მთელი სამურზაყა ნო, გუდაუთელ გლეხთა და სოხუმის მუშათა ნაწილი კი საქართველოსთან შეერთებას მოითხოვდა. ქართველი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ საქართველოს სახელმწ იფოებრივი დამოუკ იდებ ლობის გამოცხადებამდე გეგმავდნენ აფხაზეთისათვის ფართო თვითმმართვ ელობის მი ნიჭებას. 1918 წლის 9 თებერვალს, თბილისში, საქართველოს ეროვნული საბჭოს აღ მასკომსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება აფხაზეთის ავტონომიის შესახებ.
ვალიკო ჯუღელი
გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
1918 წლის გაზაფხულიდან რეგიონში მდგომარეობა უკიდურესად დაიძ აბა. საბჭოთა რუ სეთის მხარდაჭერით ბოლშევიკურმა რაზმებმა სოხუმი დაიკ ავეს, სამხედრო რევკომები ჩამოაყალიბეს და ხელისუფლებას დაეუფლნენ მთელ აფხაზეთსა და სამურზაყანოში. აფხაზთა სახალხო საბჭომ დახმარებისათვის საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და ამი ერკავკასიის სეიმს მიმართა. საბჭოს პროოსმალურად განწყობილ წევრთა ჯგუფი ბოლშე ვიკური ძალმომრეობის ალაგმვას თურქეთის მეშვეობით შეეცადა. წესრიგის აღსადგენად თბილისიდან სოხუმის მიმართულებით გაიგზავნა სამხედრო შე ნაერთები სახალხო გვარდიის მეთაურ ვალიკო ჯუღელისა და გენერალ ალექსანდ რე კონიაშვილის მეთაურობით. ერთი თვის განმავლობაში აფხაზეთი ბოლშევიკთაგან გაიწმინდა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის 6 ივნისიდან თბილისში მიმდინარეობდა მოლაპარაკება აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაციასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც 11 ივნისს დასრულდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.7 ამ დოკუმენტის ძალით, აფხაზეთი საქართველოს შე მადგენლობაში რჩებოდა და მას სრული შინაგანი ავტონომია ენიჭებოდა.
არზაყან ემხვარი
44 |
ვარლამ შერვაშიძე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
აფხაზური არისტოკრატიის წარმომადგენლები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
45
მალე ბოლშევიკთა შეიარაღებულმა რაზმებმა აფხაზეთში ისევ არიეს სიტუაცია. მათ აფხა ზეთის საქართველოსაგან მოწყვეტა და საბჭოთა რუსეთთან ინტეგრაცია უნდოდათ. აფხაზთა სახალხო საბჭოს ხელახალი თხოვნის საფუძველზე, 1918 წ. 11 ივნისის ხელ შეკრულების შესაბამისად, სოხუმში გაიგზავნა საქართველოს სამხედრო ძალა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურ ობით. გ. მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატო რად და სოხუმის გარნიზონის უფროსად დაინ იშნა. აფხაზთა სახელდახელოდ შექმნ ილ 300-კაციან კავალერიასთან ერთად ქართულმა ნაწილებმა მეამბოხე ბოლშევიკები აფხა ზეთიდან განდევნეს. ასეთივე ბედი ეწია ბათუმიდან მდინარე კოდორის მიდამოებში გად მოსხმულ ოსმალეთის ათასკაციან დესანტსაც.8 საბრძოლო მოქმედებისას დაზარალებულ მშვიდობიან მცხოვრებლებს საქართველოს ხელისუფლებამ ზარალი აუნაზღაურა. საქმიან ობის კოორდინაციის მიზნით, სოხუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლი კის რწმუნებული, ხოლო საქართვ ელოს მთავრობასთან აფხაზეთის საქმეთა მინისტრი მოღვაწეობდა. აფხაზთა სახალხო საბჭო არ სარგებლობდა აფხაზეთის მთელი მოსახლეობის მხარდა ჭერით, რადგან იგი ასახავდა მხოლოდ აფხაზი ხალხის ნებას და არ ითვალისწინებდა აქაურ ქართვ ელთა, სომეხთა, ბერძენთა და სხვათა ინტერესებს. 1918 წლის აგვისტოში, შიდა დაპირისპირების გამო, სახალხო საბჭო ფაქტობრივად დაიშალა. სოხუმის ერთ-ერთი ქუჩა
1918 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ სოხუმში აღკვეთა პოლიტიკური გადატ რიალების მცდელობა, რომელიც საქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორებას ისახავდა მიზ ნად.9 აფხაზთა სახალხო საბჭო დათხოვნილად გამოცხადდა. სანაცვლოდ, მომდევნო წლის თებერვალში, დემოკრატიულ ი არჩევნების გზით ჩამოყალიბდა აფხაზეთის სახალხო საბჭო, რომელიც მრავალპარტიულ იც იყო და მრავალეროვნულიც. საბჭოს თავჯდ ომარედ აირჩიეს დიმიტრი ემხვარი, რომელიც მალე სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის კომისარიატს (მთავრობას). საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ყოფილმა თავმჯდ ომარემ ვარლამ შერვაშიძემ დაიკავა. 1919 წლის 20 მარტს სახალხო საბჭომ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო „აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ“,10 რომლის პირველ მუხლში აღნიშნული იყო: „აფხაზეთი შედის საქართვ ელოს დამოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავ ტონომიურ ი ერთეული“.
46 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
აქტი მოიწონა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ. 1920 წლის ბოლოსთვის სა ქართველოს უმაღლეს საკანონმდ ებლო ორგანოს საკონსტ იტუციო კომისიამ შეიმუშა ვა „აფხაზეთის ავტონომიურ ი მმართველობის დებულების პროექტი“, რომელიც 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუციასთან ერ თად დაამტკიცა. დებულებაში ხაზგასმულია, რომ „აფხაზეთი მდინარე მეხადირიდან მდინარე ენგურამდე, შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონამდე ითვლება საქართვე ლოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილად და ამ საზღვრ ებში ავტონომიურად მართავს თავის შინაგან საქმეებს“. კონსტიტუცია კი აკანონებდა: საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქი) ადგილობრივ საქმეებში ენიჭება ავ 11 ტონომიური მმართველობა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
47
ოსთა საკითხი
საქართველოს ფარგლ ებში კომპაქტურად მცხოვრებმა ოსებმა ეროვნული თვითგამორ კვევისაკენ მისწრაფება ჯერ კიდევ ამიერკავკასიის კომისარიატის მმართვ ელობის პე რიოდში გამოხატეს და მისი განხორციელება ოსთა ეროვნულ საბჭოს მიანდეს. ოსებმა თავდაპირველად ცალკე საერობო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნ ა განიზრახეს, შემდეგ კი საქართვ ელოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნა წამოაყენეს. ეს პრეტენზიებ ი არარეალური იყო. ოსებს სამშობ ლო ჩრდილოეთ კავკასიაში ჰქონდათ, ამიტომ საქართველოს სახელმწიფოში მათ ახალ სახელმწიფოს არავინ დაუკანონებდა. ხელისუფლება დემოკრატიული რესპუბლიკისადმი ლოიალურად განწყობილ ოსობას კულტურულ ავტონომიას სთავაზობდა. 1919 წელს განიხილებოდა ოსური სოფლების ერთ ადმინისტრაციულ ერთეულ ად ჩამო ყალიბებისა და ოსთათვის საერობო თვითმმართველობის შემოღების საკითხი. მის სა ხელწოდებად შერჩეულ იყო „ჯავის მაზრა“ და არა „სამხრეთ ოსეთის12 ოლქი“ ცენტრით ცხინვალში, როგორც ამას ოსთა ეროვნული საბჭო ესწრაფოდა. ოსთა მოძრაობაში, ეროვნული საბჭოს გარდა, არსებობდა სხვა, უფრო რადიკალური ნა კადიც, რომელიც გაცილებით აგრესიულ მიზნებს ისახავდა და მათ რეალიზებას ძალა დობრივი საშუალებებით ცდილობდა. სეპარატისტულად განწყობილი ოსი ბოლშევიკები და მათთან დაკავშირებული მეამბოხეთა ჯგუფები ქართვ ელი კომუნისტი ლიდერების მო ნაწილეობით იბრძოდნენ „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოსაგან ჩამოშორებისა და საბჭო თა რუსეთთან უშუალოდ შეერთებისათვის. რუსეთის ბოლშევიკური ხელმძღვანელობის მითითებითა და ხელშეწყობით მათ 1918-1920 წლებში საქართველოში სამი შეიარაღებუ ლი გამოსვლა მოაწყვეს.
48 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ძველი ცხინვალის უბანი
განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვა ოსთა 1920 წლის აჯანყებას, რომელიც რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა დაგეგმა და განახორციელ ა. ამბოხებულებმა დახოცეს სა ხალხო გვარდიის მებრძ ოლები, გაუსწორდნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის ა და მთავ რობის წარმომადგენლებს, გაძარცვეს და დაარბიეს მრავალი ქართველის ოჯახი. ძალა უფლებას საგანგებოდ შექმნილი „სამხრეთ ოსეთის რევკომი” დაეუფლა, რომელმაც 8 ივნისს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება გამოაცხადა. რევკომმა მიღწეული წარმატება მოსკოვს უდეპეშა და აცნობა, რომ „სამხრეთ ოსეთის მშრომელთა სურვილია რუსეთთან შეერთება“. მთავრობის განკარგულებით აჯანყება ჩაახშვეს. რეგიონში სრულად აღდგა საქართველოს იურისდიქცია. წყაროები მოწმობს, რომ გვარდიის მეთაურმა ვ. ჯუღელმა ზედმეტი სისას ტიკეც გამოიჩინა, მაგრამ მას არ მოუწყვია ოსი ხალხის გენოციდი. ამბოხებულები დასაჯეს ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი ქმედებისათვის და არა ეთნიკური ნიშნით.13 მართალია, ოსი მოსახლეობის ნაწილი, ძირითადად შეიარ აღებული რაზმების მონაწი ლენი, ჩრდილოეთ ოსეთში გაიხიზნა, მაგრამ აჯანყებისაგან განზე მდგომი, სახელმწი ფოსადმი ლოიალ ურად განწყობილი არც ერთი ოსისთვის მთავრობას ხელი არ უხლია. ისინი კვლავ რჩებოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან მოქალაქეებ ად, თუმცა მათი ავტონომიისა და ადგილობრივი მმართველობის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
49
სამუსლიმანო საქართველოსა და საინგილოს (ზაქათალის ოლქის) საკითხი სამუსლიმანო ისტორიულ ი საქართვ ელოს სამხრეთ-დასავლეთის იმ კუთხე-პროვინციებს დაერქვა, რომლებიც სხვადასხვა დროს ოსმალეთის იმპერიამ მიიტაცა და მის მკვიდრთ ქრისტიანული სარწმუნოება ისლამის რჯულით შეუცვალა. საქართველოს ეროვნული საბჭო და დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, იღებდ ნენ რა მხედველობაში საქართველოსაგან ხანგრძლივად მოწყვეტილი ძირძველი კუთხის მოსახლეობის რელიგიურ გაუცხოებას, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული გან ვითარების თავისებურებებს, მისაღებად მიიჩნევდნენ ბათუმის ოლქისათვის ავტონომიუ რი მმართველობის აღიარებას, რასაც ამ მხარის საქართველოს წიაღში უმტკივნეულ ოდ დაბრუნება უნდა გაეა დვილებინა. ოფიციალურად დეკლარირებული ამ იდეის განხორ ციელება არ იყო მარტივი. 1918 წლის ბოლოდან ბათუმსა და მის ოლქს მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს სახელით დიდი ბრიტანეთის სამხედრო სარდლობა აკონტრ ოლებდა.
სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის გაზეთი
1919 წლის იანვარში აღმოცენდა ე.წ. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის, იგივე ყარსის რეს პუბლიკა, რომლის ერთ-ერთმა მესვეურმა სერვერ ბეგ ათაბაგმა ახალციხეში აჯანყება მო აწყო. აჯანყებულებმა ქალაქის ადმინისტრაცია გააუქმეს და ხელისუფლებას დაეუფლნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის ნაწილებმა შეძლეს ახალციხის გან თავისუფლება და, ბრიტანელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ფოცხოვ-არტაანი ბრძო ლით დაიკავეს. ინგლისის სარდლობა იძულებული გახდა, დაეთხოვა ყარსის მეჯლისი, ხოლო მთავრობის წევრები კუნძულ მალტაზე გადაესახლებინა.
მემედ აბაშიძე
50 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
რაფიელ ივანიცკი-ინგილო
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია. საინგილო
1920 წლის თებერვალში მოკავშირეთა უმაღლესი საბჭო განიხილავდა ერთა ლიგის მან დატის ქვეშ ბათუმის საერთაშორისო თავისუფალ ნავსადგურად გამოცხადების საკითხს.14 ქართული საზოგადოებ ა უკმაყოფილოდ შეხვდა ამ ცნობას. მრავალ ქალაქსა და დაბაში გაიმართა საპროტესტო მიტინგი. საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ ქმე დით ზომებს ბათუმის დასაბრუნებლად. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მასშტ აბით ქართული ორიენტაციის ძალების და რაზმვას სათავეში ედგა ჯერ კიდევ 1918 წლის მაისში ჩამოყალიბებული „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი” (ჰაიდარ აბაშიძე, ზია აბაშიძე, ყადირ შერვაშიძე და სხვ.) მემედ აბაშიძის ხელმძღვანელობით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კომიტეტის თაოსნობით 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში მოწვეულ ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენლების ყრილობას, რომელმაც დაადგინა ამ მხარის საქართვე ლოსთან „სამარადისო შეერთება“.15 1920 წლის ივლისში ბრიტანეთის ჯარებმა ბათუმი დატოვეს. ბათუმსა და მის ოლქზ ე აღდ გა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქცია. 1921 წლის თებერვალში საქართველოს კონსტიტუციით სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) ავტონომია მიენიჭა. ცენტრისა და ავტონომიის უფლებამოსილებანი სპეციალურ კანონს უნდა განე საზღვრა, მაგრამ მისი მიღება ვეღარ მოესწრო. ერთობ მტკივნეული იყო საქართვ ელოს კიდევ ერთი განაპირა კუთხის – საინგილოს (ჭარბელაქანის) მდგომარეობ ა 1918-1921 წლებში. კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდე ბარე ეს მიწა-წყალი ისტორიულად ქართულ პროვინციას წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც ეს მხარე რუსეთმა დაიპყრო, საინგილო ჯერ ჭარ-ბელაქნის ოლქის, ხოლო 1860 წლიდან ზაქათალის ოკრუგის სახელწოდებით თბილისის გუბერნიაში იყო გაერთიანებული. XIX საუკ უნის შუა ხანებში ათასობით ინგილო16 კვლავ ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუბრუნდა.
52 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ინგილოებ მა ითხოვეს ზაქათალის ოლქის მიღება ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში, რა ზედაც თანხმობა მიიღეს,17 მაგრამ 1918 წლის ზაფხულში ზაქათალა ოსმალეთის კავკა სიის ისლამურმა არმიამ დაიკავა, რომელშიც იმხანად ჩამოყალიბებული აზერბაიჯ ანის რესპუბლიკის სამხედრო შენაერთებიც შედიოდა. მართალია, მუდროსის ზავმა ოსმალებს სამხრეთ კავკასიიდან ფეხი ამოუძირკვ ა, მაგრამ საინგილო საქართველოს დემოკრატი ულ რესპუბლიკას არ გადასცემია. იგი ფაქტობრივად აზერბაიჯანის გამგებლობაში დარჩა, რადგანაც ოლქს თურქთა წასვლ ის შემდეგ აზერბაიჯანის ჯარის ნაწილები აკონტროლებ დნენ. ქართული საზოგადოება არ შერიგებია საინგილოს ოკუპაციას. საქართველოს ხელისუფ ლება დიპლომატიური საშუალებებით ცდილობდა ისტორიული სამართლიან ობის აღდ გენას, ესწრაფოდა, შემოემტკიცებინა მისი კუთვნ ილი მიწა-წყალი და განევრცო მასზე თა ვისი იურისდიქცია. მნიშვნ ელოვანი იყო, რომ ზაქათალის ოლქი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლი კის სრულ საკუთრებად ცნო საბჭოთა რუსეთმაც, რაც აისახა 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში გაფორმებულ რუსეთ-საქართველოს საზავო ხელშეკრულებაში.18 1921 წლის თებერვალში დამტკიცებულმა საქართველოს კონსტიტუციამ საინგილოს (ზაქათალის ოლქს), როგორც ქვეყნის განუყოფელ ნაწილს, ადგილობრივ საქმეებში ავ ტონომიური მმართველობა მიანიჭა, მაგრამ საქართველოს პირველი რესპუბლიკა ისე დაეცა, მისი იურისდიქცია ამ მხარეზე არ გავრცელებულა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
53
საქართველო და გარე სამყარო ურთიერთობა მეზობელ კავკასიურ სახელმწიფოებსა და ოსმალეთთან საქართველო და აზერბაიჯანი. ამიერკავკასიის სეიმ ის დაშლის შემდეგ აზერბაიჯ ანისა და სომხეთის სახელმწ იფოებრივი დამოუკიდებლობაც თბილისში გამოცხადდა. ორივე მათგანის ხელისუფლება გარკვეულ ი დროით საქართველოს დედაქალაქში მოღვაწეობ 19 და. აზერბაიჯანის მთავრობა შემდეგ ჯერ განჯაში, მოგვიანებით კი ბაქოში დამკვიდრ და20, ხოლო სომხეთის მთავრობა ერევანში გადავიდა.21 მეზობელმა სახელმწიფოებმა დე ფაქტო ცნეს ერთმანეთის სუვერენიტეტი. საქართვ ელოს ოფიციალ ურ წარმომადგენლად აზერბაიჯანში ნიკოლოზ ქარცივაძე,22 ხოლო სომხეთში სიმონ მდივანი დაინიშნა (აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობა თბილისში მინდობილი ჰქონდა მ. ჯაფაროვს, სომხეთისა კი – ა. ჯამალიანს). სამხრეთ კავკასიის მეზობელი სახელმწ იფოების ურთიერთობის ხასიათზე, საგარეო ფაქ ტორების გარდა (მსოფლიო ომი და მისგან გამომდინარე შედეგები), გავლენას ახდენდა რუსეთის მძიმე კოლონიური მემკვ იდრეობა, სახელდობრ, მოუწესრიგებელი საზღვრები,23 რომლებიც დაპირისპირებისა და კონფლიქტების წყაროდ იქცა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სომხეთ-აზერბაიჯანსა და მთიელთა რესპუბ ლიკასთან მჭიდრო თანამშრ ომლობის, კავკასიის ეკონომიკური და სამხედრო-თავდაცვი თი შეკავშირების კურსს ახორციელებდა.24 გეოსტრატეგიული ინტერესები, სამეურნეო და ეკონომიკური საჭიროებანი ყველა მათგანს ურთიერთდაახლოებისა და პარტნიორობისა კენ უბიძგებდა, თუმცა პოლიტიკური ორიენტაციის სხვადასხვაობ ა და ერთმანეთის უნდობ ლობა ამ პროცესს აძნელებდა.
54 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მარცხნიდან მარჯვ ნივ: ალიმარდან ბეგ თოფჩიბაში – აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე; მამედ ემინ რასულზადე – აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე; ფატალი ხან-ხოისკი – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერი; გრიგოლ ალშიბაია – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები, 1919 წ.
მეტად მნიშვნ ელოვანი იყო აზერბაიჯ ანისა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაც ვის სფეროში, რაც 1919 წლის ივნისში ამ სახელმწიფოთა სამხედრო ხელშეკრულებით დაგვირგვინდა.25 ხელშეკრულების მოქმედების ვადად 3 წელი განისაზღვრა. ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას კისრულობდნენ, საგარეო საფრთხისა და აგრესიის შემთხვევაში საკუთარი შეიარაღებული ძალებით ერთად გამოსულიყვნენ თავიანთი სახელმწ იფოებრი ვი დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული ხელშეუხებლობის დასაცავად. ხელშეკრულების სპეციალური პუნქტი საქართველო-აზერბაიჯანის თავდაცვით კავშირთან შესაერთებლად ადგილს ტოვებდა სომხეთისათვისაც, მაგრამ სომხეთი ამ ალიანსს არ შეერთებია.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
55
საქართველოს მთავრობის ინიციატივით 1919 და 1920 წ. წ. აპრილში ორჯერ იქნა მოწ ვეულ ი კავკასიურ რესპუბლიკათა კონფერენცია. ტერიტორიულ პრობლემათა გარდა, გა ნიხილებოდა ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკაში შეთანხმებული მოქმედების საკითხები და სხვ. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარგზავნილი კავკასიურ სახელმწ იფოთა ოფიციალური დელეგაციები პოულობდნენ საერთო ენას, ახერხებდნენ კონსტ რუქციულ თანამშრ ომლობას, აქვეყნებდნ ენ ერთობლივ მიმართვებს, განცხადებებსა და სხვა დოკუ მენტებს.26 საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობა მაინც დაიძაბა განსაკუთრე ბით მას შემდეგ, რაც 1920 წლის აპრილის ბოლოს ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების შექმნა გამოცხადდა და ქვეყანაში მთელ ძალაუფლებას ბოლშევიკები დაეპატრონენ. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის წითელი არმიის ინტერვენციისათვის რესპუბლი კის ხელისუფლებას დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბოლშევიკური პარტიისათვის მმართველობის გადაცემას მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის პარლამენტის წევრთ ა აბსო ლუტურმა უმრავლესობამ.27 ასეთ ვითარებაში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბ ლიკას აღარ მოეთხოვებოდა აზერბაიჯანთან თავდაცვითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაცვა. ქართული სამხედრო შენაერთების აზერბაიჯ ანში გაგზავნისა გან საქართვ ელოს მთავრობამ თავი შეიკავა, მაგრამ ბოლშევიკთაგან დევნილ აზერ ბაიჯანის დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. 1920 წლის მაისის დამდეგს საბჭოთა აზერბაიჯანის საზღვრებიდან საქართველოს წინააღ მდეგ რუსეთის ჯარის ნაწილებმა გაილაშქრეს. დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოახერ ხა თავდაცვა და აგრესორი მოიგერია. იმის მიუხ ედავად, რომ ამ შეტაკებით ერთმანეთს რუსეთი და საქართველო დაუპირისპირდნენ, მათი დაზავების შემდეგ სამშვ იდობო ხელ შეკრულება აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დე მოკრატიულ რესპუბლიკას შორისაც დაიდო.28 ზავი 1920 წლის 12 ივნისს აღსტაფაში გა ფორმდ ა. აღსტაფის ხელშეკრულებამ მეტი სიცხადე შეიტანა საქართვ ელო-აზერბაიჯ ანის საზღვრების გამიჯვნაში. საზღვარი ცარიზმის დროინდელ თბილისისა და განჯის გუბერნი ების გამყოფ საადმინისტრაციო ხაზზე გაევლო, მაგრამ მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ზაქათალის ოლქზ ე. საკითხის გადაწყვეტა საარბიტრაჟო კომისიას მიენდო.
56 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართვ ელო და სომხეთი. სომხეთმა საქართველოსთან საზღვრების საკითხის გადაწყ ვეტა იარაღის მეშვეობით დააპირა. 1918 წლის 9 დეკემბერს სომხეთის რეგულარული შენაერთები ბორჩალოს მხრიდან საქართველოს ფარგლებში შემოიჭრნენ. სომხურმა ქვე დანაყოფებმა იერიში მიიტანეს ახალქალაქის მაზრის სოფლებზეც. საქართველოს მთავრობამ 18 დეკემბერს მობილიზაცია გამოაცხადა და სახალხო გვარ დიისა და ჯარის ნაწილები ფრონტის ხაზისკენ დაძრა. დაიწყო მოხალისეთა რაზმების შედგენაც. ქართველების მხარდამხარ მოხალისეთა რიგებში ერთიანდებოდა ბორჩალოს მაზრის აზერბაიჯანელი მოსახლეობაც. მალე ფრონტზე ქართველთა უპირატესობა გა მოიკვეთა. შულავერთან გადამწყვეტ ბრძოლაში მოწინააღმდეგემ მიატოვა პოზიციები და უკან დაიხ ია. მოკავშირეთა არმიის სარდლობამ მედიატ ორობა იკისრა. მისი შუამავლობით, 1918 წლის 31 დეკემბერს საომარი მოქმედებები შეწყდა. ომმა ვერ გადაჭრა მეზობელ სახელმწიფო თა წინააღმდ ეგობანი. საზღვრების საკითხი კვლავ ღიად დარჩა იმ იმედით, რომ მას პა რიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა. 1919 წლის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, ბორჩალოს მაზრის სადავო ტერიტორია ლორეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. 1919 წლის 3 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთს შორის თბილისში ორი ხელშეკრუ ლება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადავო საკითხის ურთიერთშეთანხ მებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, ხოლო მეორე – მეზო ბელ რესპუბლიკებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა.29 1919 წლის 23 ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თაოსნობით მიღ წეულ იქნა აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმება სადავო საკითხების არბიტრაჟით გადაწყვე ტის თაობაზე. კავკასიურ სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულებაში თანდათან გამო იკვეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების კურსი, რაც უდავოდ გამართლებული იყო და ყველა მათგანის საარსებო ინტერესებს შეესაბამებოდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
57
საგაზეთო ინფორმაცია
ნიკო კეცხოველი – შემდეგში ავეტის აგარონიანი – სომხეთის აკადემიკოსი, თსუ რექტორი. რესპუბლიკის პირველი პრემიერი 1918 წ. დაიჭრა სომხეთთან ომში
მოხალისე ჯარისკაცებს ლოცავს სომხეთის კათოლიკოსი
ალექსანდრ ხატისიანი – სომხეთის რესპუბლიკის პრემიერი 1919-1920 წწ.
ჰოვანეს თუმანიანი – სომეხი პოეტი. მოუწოდებდა ომის შეწყვეტისაკენ
სიმონ მდივანი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი სომხეთში
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სომხეთის ტერიტორიულ ი პრეტენზიების საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტის იმედი ამაო გამოდგა. სომხეთი მეზობელი ქვეყნები საგან განმარტოებული დარჩა. მეტიც, საქართველოს შემდეგ მას 1920 წლის გაზაფხულზე სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანთანაც მოუვიდა.30 ამიტომაც იყო, რომ, როდესაც 1920 წლის ნოემბერში თურქეთის ჯარები ყარსსა და ალექსანდროპოლში შეიჭრნენ, განწირუ ლი მეზობლის დასაცავად საქართვ ელოსა და აზერბაიჯანს ხელი არ გაუნძრევიათ. სომ ხეთს „შემწედ” მხოლოდ ბოლშევიკური რუსეთი მოევლინა, რომელმაც თურქთა აგრესია კი შეაჩ ერა, მაგრამ სომხეთის სახელმწ იფოებრივ დამოუკიდებლობასაც მოუღო ბოლო. კავკასიურ რესპუბლიკათა გეოსტრატეგიული ინტერესების შეუთავსებლობის, არასტაბი ლური ვითარების, რეგიონში გავლენისთვის დიდ სახელმწიფოთა ურთიერთჭიდილისა და სხვა გარემოებების გამო 1918-1921 წლებში „კავკასიური ერთობა“ ვერ შედგა, თუმცა მისი იდეა არ ჩამკვდარა.
58 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ლორეს ხეობა
საქართველო და ოსმალეთი. გერმანიის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ ი რეს პუბლიკა დე ფაქტო ოსმალეთმაც აღიარა. ეს მოხდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში, სადაც ორი ქვეყნის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ე.წ. „ზავისა და მე გობრობის ხელშეკრულებას“. ეს არ ყოფილა თანასწორთა შეთანხმება. საზღვრები ორ ქვეყანას შორის გაიმიჯნა 1829 წლის ანდრიანოპოლის ზავის წინა პერიოდის რუსეთ-ოს მალეთის სახელმწიფო საზღვრების შესაბამისად.31 ძირითად ხელშეკრულებასთან ერთად გაფორმდ ა დამატებითი ხელშეკრულება, რომელიც ასევე არათანაბარ პირობებში აყე ნებდა ქართულ მხარეს (საქართველოს ევალებოდა ჯარის დემობილიზაცია, რკინიგზების დათმობა ოსმალეთის სამხედრო ნაწილების გადასაადგილებლად და სხვ.). საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გააპროტესტა ბათუმის ზავი და მოითხოვა მისი გადა სინჯვ ა ცენტრალურ სახელმწიფოთა მონაწილეობით. კონფერენცია კონსტანტინოპოლში უნდა გამართულიყო გერმანიის თაოსნობით, მაგრამ მსოფლიო ომში ოთხთა კავშირის დამარცხების გამო იგი აღარ ჩატარებულა. ბათუმის ხელშეკრულება საჭიროებდა რატიფიკაციას ერთი თვის განმავლობაში, მაგ რამ იგი არ განხორციელებულა და ძალაშიც არასოდეს შესულა. ხელშეკრულების ერთადერთი დადებითი მნიშვნელობა საქართველოსათვის ის იყო, რომ ოსმალეთი, როგორც აღინიშნა, ფორმალურად ცნობდა ახლად წარმოშობილ საქართველოს დე მოკრატიულ რესპუბლიკას. ოფიციალ ურმა სტამბოლმა თავის წარმომადგენლად თბი ლისში აბდულ ქერიმ ფაშა დანიშნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა ოსმალეთში გრიგოლ რცხილაძეს მიენდო.32 1918 წლის 30 ოქტომბერს ინგლისსა და ოსმალეთს შორის დადებულმა მუდროსის დრო ებითმა ზავმა ვითარება საქართვ ელოსათვისაც მნიშვნელოვნად შეცვალა. ოსმალეთს ოკუპირებული სამცხე-ჯავახეთიდან სამხედრო შენაერთები უნდა გაეყვანა.33 მალე ოსმალეთს იმდენად გაურთულდა საქმე, რომ ძლევამოსილმა პორტამ დაშლა იწყო. 1920 წლის 10 აგვისტოს სევრის ხელშეკრულება ოსმალეთის სახელმწ იფოებრივ დამოუკ იდებლობას ფიქტიურს ხდიდა. სულთანმა ტახტი შეინარჩუნა, მაგრამ ძალაუფლე ბას ანგორაში (ანკარა) ჩამოყალიბებული დიდი ეროვნული კრების მთავრობა დაეუ ფლა, 34 რომელსაც სათავეში მუსტაფა ქემალი (ათა თურქი) ჩაუდგა.
60 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გენერალი მუსტაფა ქემალი
ქიაზიმ ყარაბექირ ფაშა
1920 წლის აპრილიდან ანკარის მთავრობამ პარტნიორ ული ურთიერთობა დაამყარა საბ ჭოთა რუსეთთან. მუსტაფა ქემალი დიდად იყო დავალებული მოსკოვისაგან, რადგან ან ტანტის წინააღმდ ეგ ბრძოლაში იქიდან მნიშვნ ელოვან შეია რაღებასა და ფინანსებს იღებ 35 და. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ანკარას შორის პირველი ოფიციალ ური კონტაქტები 1920 წლის ნოემბრის შუა რიცხვებით თარიღდება, რაც რეგიონში შექმნ ილი ახალი რეალობით იყო განპირობებული. კერძოდ: 1920 წლის სექტემბერში თურქეთის ჯარებმა იერიში მიიტანეს სომხეთზე და არარატის რესპუბლიკა საგრძნობლად შეავიწრო ვეს. შეიქმნა ამ ჯარების ქვეყნის ფარგლებში უფრო ღრმად შეჭრის საშიშროებ ა. საქარ თველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ სასწრაფო მობილიზაცია გამო აცხადა და თავდაცვისათვის მზადებას შეუდგა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
61
მდგომარეობის განმუხტვის მიზნით და საქართველოს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თურქეთის მთავრობამ თბილისში ოფიციალური დელეგაცია გამოგზავნა. საქართვ ელოს ოკუპაციის საფრთ ხე მოიხსნა. ორ ქვეყანას შორის დამყარდა დიპლომატიურ ი ურთიერ თობა. თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში ქიაზიმ ბეის დაე კისრა. საქართვ ელოს ელჩად ანგორაში სვიმონ მდივანი დაინ იშნა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის ნაწილებმა თბილისი აიღეს და საქართველო ში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება გამოაცხადეს. ანკარის ხელისუფლებამ საქართ ველოს მთავრობას ბოლშევიკური აგრესიის მოგერიებაში დახმარება აღუთქვ ა, სანაცვ ლოდ კი არდაგანისა და ართვინის ოლქების მისთვის გადაცემა მოითხოვა. ულტიმატუმის ფორმით წაყენებული ეს მოთხოვნა შესრულდა.36 1921 წლის 11 მარტს თურქეთის სამ ხედრო ქვედანაყოფები ბათუმის ოლქშიც შევიდნენ, მაგრამ არა საქართვ ელოს დასახმა რებლად. მათ შეთანხმების დარღვევით ბათუმის ოკუპაცია განახორციელეს. ქიაზიმ ბეი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად დაინ იშნა, ხოლო დიდი ეროვნული კრების დადგენილებით სამუსლიმანო საქართველო თურქეთის ნაწილად გამოცხადდა.37
ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან საქართვ ელო და გერმანია. პირველი სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს დე მოკრატიულმა რესპუბლიკამ პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარა, კაიზერის გერმანია იყო. გერმანიამ იხსნა საქართველო თურქეთის ოკუპაციის საფრთხისაგან და ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა, აღედგინა გაუქმებული ეროვნული სახელმწიფოებრიობა. 1918 წლის 28 მაისს ფოთში გერმანია-საქართველოს ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რომელიც, ომის მდგომარეობიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო, ფინან სურ და სავაჭრო პრობლემებს აწესრიგებდა.
ვითარება ერთობ გართულდა. ბათუმსა და მისი ოლქში თურქთა ხელახალი გაბატონების საფრთ ხე იმდენად რეალური გახდა, რომ საქართვ ელოს დემოკრატიულ ი რესპუბლიკის მთავრობამ უმჯობესად მიიჩნია ბოლშევიკებს დაზავებოდა და მათთან ერთად ბათუმი გა დაერჩინა. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრა ციაშ ი გაიხიზნა. წინა დღით, 16 მარტს, მოსკოვში დაიდო რუსეთ-თურქეთის „ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულება“, რომლის თანახმად ბათუმი საქართვ ელოს უნდა დარჩენო და, ართვინისა და არტაან ის ოლქები კი თურქთა მფლობელობაში გადადიოდა.38 ხელშეკრულების მიუხედავად, თურქები ბათუმის დაცლას აჭიანურებდნენ. ქალაქის გან თავისუფლებას რამდენიმედღიანი ბრძოლა დასჭირდა. ქართულმა ჯარმა გენერალ გი ორგი მაზნიაშვილის სარდლ ობით მოძალადენი განდევნა და ბათუმი საქართველოს შე უნარჩუნა.
საქართველოს დელეგაციის წევრები ბერლინში. მარცხნიდან მარჯვნივ, სხედან: ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი. დგანან: სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი.
62 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
63
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, საქართველოში ორი ბავარიული ათასეულ ი შევიდა, ხოლო თბილისში ბინა დაიდ ო გერმანიის სამხედრო-დიპლომატიურმა მი სიამ გენერალ ფრიდრიხ ზიგმუნდ კრეს ფონ კრესენშტაინის მეთაურობით.39 მალე ბერლინს ეწვია საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის ხელმძ ღვანელობით. მომზადდა საქართველო-გერმანიის „სამეგობრო, ეკონომიკური და სა მართლებრივი ხელშეკრულება“. მიღწეული შეთანხმებით, გერმანია ცნობდა და აღიარებდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.40 ამ კურსს წინააღმდ ეგობა არც გერ მანიის რაიხსტაგში შეხვედრია. საფუძველი ეყრებოდა პარტნიორ ულ ურთიერთობას, რომე ლიც ორივე ქვეყნისათვის მისაღებ და ხელსაყრელ პრინციპებს ეფუძნებოდა. მართალია, ვილჰელმ მეორეს საქართვ ელოსთან დაკავშირებით საფუძვლიანი სტრატე გიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა, მაგრამ ეს ინტერესები არ ლახავდა საქართვ ელოს სუვერენიტეტს, არ ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ეროვნულ მისწრაფებებს. გერმანელები არსებითად არ ჩარეულ ან საქართვ ელოს დემოკრატიული რესპუბლიკის საში ნაო საქმეებში; მათ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტობა იკისრეს და დანაპირები პატიოსნად შეასრულეს. როცა 1918 წლის ივნისში საქართვ ელოს სამხრეთში თურქი ასკე რები შეიჭრნენ, გერმანელმა ჯარისკაცებმა, ქართვ ელთა მხარდამხარ, სიცოცხლეც შესწირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა-შენარჩუნებას. გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართვ ელოში გრაფი შულენბურგი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით იგი ამ პოსტზე დოქტორმა რაუშ ერმა შეცვალა. საქარ თველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩად გერმანიაში წარგზავ ნილ იყო ვლადიმერ ახმეტელაშვილი. პირველ მსოფლიო ომში ცენტრალურ სახელმწიფოთა მარცხმა და 1918 წლის ნოემბერ ში ქვეყანაში განხორციელ ებულმა რევოლუციამ გერმანია იძულებული გახადა, თავისი სამხედრო კონტინგენტი საქართვ ელოდან გაეყვანა. საქართვ ელოს მთავრობამ ღირსეუ ლად გააც ილა თბილისიდან მიმავალი გერმანული ეშელონები. საქართველოს სახელმ წიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი გერმანე ლი ჯარისკაცი და ოფიცერი დაჯილდოვდა თამარ მეფის ორდენით.
64 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მარცხნიდან მარჯვ ნივ: საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და გერმანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ფოთი, 1918 წ. 28 მაისი; გენერალი ფონ კრესი თბილისში; ულრიხ რაუშერი – გერმანიის ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; ვლადიმერ ახმეტელაშვილი – საქართველოს ელჩი გერმანიაში; გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართველ და გერმანელ ოფიცრებთან ერთად.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
65
საქართველო და დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ოფიციალურად არ ცნობდა და კავკასიის სხვა რესპუბლიკებისადმიც მის დამოკიდებულებას კარგა ხანს გამჭვ ირვალობა აკლდა. ამის გამო რეგიონში მყოფი მო კავშირეთა სამხედრო წარმომადგენლობა41 საქართველოს ხელისუფლებას სათანადო ანგარიშს არ უწევდა და არც თუ იშვიათად ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების საწი ნააღმდ ეგოდ მოქმედებდა. ეს გარემოება ქართული პოლიტიკური სპექტრის, მთლიანად ქართული საზოგადოებრივი აზრის უარყოფით რეაქციას იწვევდა. ინგლისელები დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოს ჩართვით ანტიბოლშევიკურ ფრონტში, რისთვ ისაც მის დაახლოებას ცდილობდნენ მოხალისეთა არმიასთან. ამოცანა რთული იყო, რადგან საქართვ ელო დამოუკიდებლობას ესწრაფოდა, მოხალისეთა არმია კი მას კვლავ იმპერიის შემადგენლობაში დაბრუნებას უპირებდა. ოლივერ უორდროპი და ევგენი გეგეჭკორი
როცა რუსეთში სამოქალაქო ომის სასწორი ბოლშევიკთა მხარეს გადაიხ არა, ბრიტანეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვალა. 1919 წ. აპრილში საქართველოდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებისა და 1919 წ. აგვისტოში ამის პრაქტიკული განხორციელ ების პარალელურად,42 ლონდონმა გააძლიერა პოლიტიკური წარმომადგენლობა საქართვე ლოში. თბილისში გამოიგზავნა დიპლომატიური მისია ცნობილი ქართველოლოგის, ქარ თველი ხალხის მეგობრის, ჯონ ოლივერ უორდროპის მეთაურ ობით.43 1920 წლის იანვარში ლორდ კერზონის წინადადებით, მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ სა ქართვ ელოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე ფაქტო ცნო. საქართველოში ბრიტანელთა შელახული პრესტიჟი ნელ-ნელა აღდგენას იწყებდა. გაჩნდა ბრიტანეთ-საქართველოს ურ
თიერთობის გაუმჯობესების პერსპ ექტივაც, მაგრამ კავკასიიდან ჯარების გაყვანის შემდგომ საქართველომ ბრიტანეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკისათვის მნიშვნელობა დაკარგა. დიდ ბრიტანეთს არ ეთმობოდა მხოლოდ ბათუმი, არადა, შავი ზღვის ამ ერთ-ერთ მნიშ ვნელოვან ნავსადგურზე თვალი ანტანტის სხვა სახელმწიფოებსაც ეჭირათ. ამით იყო გან პირობებული, რომ 1920 წლის თებერვალში მსჯელობდნენ ბათუმის საერთაშორისო თა ვისუფალ ნავსადგურად გამოცხადების შესახებ.44 ბათუმიდან ჯარის ევაკუაციის საკითხზე ბრიტანეთის მთავრობაში განსხვ ავებული შეხედუ ლებები არსებობდა. გაიმარჯვა ლოიდ ჯორჯის თვალსაზრისმა და 1920 წლის ივლისში ბრიტანული სამხედრო კონტინგენტი ქალაქიდან გაიწვიეს. ბათუმი თავის კანონიერ მეპატ რონეს, საქართველოს გადაეცა. ბათუმის შემოერთება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ინგლისელთა საქართველოდან წასვ ლა რეგიონიდან ევროპის წასვლ ას და კავკასიისთვის ზურგის შექცევასაც ნიშნავდა.45
გენერალი მილნი და მისი შტაბი
66 |
ბათუმის გადმოცემა საქართველოსათვის, 1920 წლის ივლისი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პოლკოვნიკი კ. სტოქსი
1921 წლის იანვარში მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად დიდმა ბრიტანეთმა დე იურე აღიარ ა საქართველოს სუვერენიტეტი, მაგრამ ცოტა ხნით ადრე, 1920 წლის დეკემბერში, მხარი არ დაუჭირა მის მიღებას ერთა ლიგაში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
67
ბრიტანელი ჯარისკაცები საქართველოში
ურთიერთობა რუსეთთან საქართველო და თეთრგ ვარდიული რუსეთი. რუსეთის ბოლშევიკურ რეჟიმთან დაპი რისპირებულ ერთ-ერთ მთავარ ძალას მოხალისეთა არმია წარმოადგენდა. ეს თეთრგ ვარდიული სამხედრო შენაერთი, განსაკუთრებით გენერალ ანტონ დენიკინის სარდლო ბით, გაძლიერდა და გავლენა მთელ სამხრეთ რუსეთზე დაამყარა. მოხალისეთა არმიასთან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას პირველი შეხება მაშინ მოუხდა, როდესაც ქართულმა ჯარმა აფხაზეთიდან ბოლშევიკური რაზმები უკუაქცია და მათ დევნაში 1918 წლის ივლისში ქალაქები ტუაფსე და სოჭი დაიკავა. დენიკინმა საქართველოს ხელისუფლებისაგან არათუ მათი დატოვება, გაგრის ოლქის გადაცე მაც მოითხოვა. 1918 წლის სექტემბერში გამართულ მოლაპარაკებაზე საზღვრების საკითხი გა დაუჭრელი დარჩა. მოხალისეთა არმიასა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოწესრიგე ბა კავკასიაში ჩამოსულმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიამ ივალდებულა. ამის მიუხედავად, 1919 წლის თებერვალში მოხალისენი აფხაზეთშიც შეიჭრნენ და მის დაუფლებას შეეცადნენ. საქართველოს მთავრობამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და 1919 წლის აპრილში მოწი ნააღმდეგე აიძულა, უკან დაეხია.46 მთავრობის მოქმედება დამფუძნებელმა კრებამ მოი წონა. მიღწეულ წარმატებას აღფრთოვანებით შეხვდა მთელი ქართუ ლი საზოგადოება, თუმცა დენიკინისგან მომდინარე საფრთხე კვლავ რეალური რჩებოდა.47
გენერალი ანტონ დენიკინი და მოხალისეთა არმიის სხვა მეთაურები
მოხალისეთა არმიამ მთიელთა რესპუბლიკა გაანადგურა, აზერბაიჯანის საზღვრებს მიუა ხ ლოვდა და აფხაზეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმაც დააპირა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ სათანადო ღონისძიებანი განახორციელა როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური კუთხით. მოკავშირეთა გადაწყ ვეტილებით დაპირისპირებულ მხარეთა შორის სადემარკაციო ხაზი დაწესდა. საქართველოს დაპყრობის განზრახვა თეთრგვარდიელებმა ვეღარ აღისრულეს. საბჭო თა ჯარებით შევიწროებ ული დენიკინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი უფრო ლოია ლური გახდა. 1920 წლის 11 თებერვალს მოხალისეთა არმიამ სამხრ ეთ კავკასიის რესპუბლიკები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტი დე ფაქტო აღიარა.
70 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მოხალისეთა არმიის ნაწილი
საქართველო და საბჭოთა რუსეთი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისად მი საბჭოთა რუსეთის დამოკიდებულება იმთავითვე უარყოფითი იყო. კრემლი ქართულ სახელმწიფოს მტრულ ქვეყნად მიიჩნევდა, მაგრამ მის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას სამოქალაქო ომის გამო ვერ ახერხებდა. რუსეთის აგრესიის შემაკავებელ ფაქტორს სა ქართველოს ტერიტორიაზე ჯერ გერმანიის, შემდეგ კი მოკავშირეთა სამხედრო ნაწილე ბის ყოფნაც წარმოადგენდა. საქართველო ცდილობდა ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის დროულ მოწესრი გებას, მაგრამ ბოლშევიკური რუსეთი ამას გაურბოდა – უარს ამბობდა ქართული სახელმ წიფოს ცნობაზე, აკრძ ალა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მოსკოვში, ხოლო დესპანი გაბრიელ ხუნდაძე დააპატიმრა და ციხეში ჩასვა.48 1920 წლის დასაწყისში ლენინმა საქართველოს მთავრობას მოხალისეთა არმიის წინააღ მდეგ სამხედრო კავშირის დადება შესთავაზა.49 ამ წინადადების მიღებით საქართველო ჩათრეული აღმოჩნდ ებოდა რუსეთის სამოქალაქო ომში, რაც დაარღვევდა მის მიერ გა მოცხადებულ ნეიტრალიტეტის პრინციპს და რესპუბლიკას ახალ გართულებებს მოუტან და. თბილისმა კრემლს უარი შეუთვალა. 1920 წლის აპრილის ბოლოს რუსეთის XI არმიამ ბაქო დაიკავა და აზერბაიჯანში საბჭო თა ხელისუფლება დაამყარა. კავკასიელ ბოლშევიკთა ხელმძღვანელმა ს. ორჯონიკიძემ წითელი ჯარის ნაწილები საქართველოს საზღვრისკენაც დაძრა, მაგრამ კონიუნქტურის შეცვლამ შინ თუ გარეთ მას წამოწყებულ მოქმედებაზე ხელი ააღებინა.50 თავის მხრივ, საქართვ ელოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეძლო თავდაცვა და აზერ ბაიჯ ანიდან შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის სამხედრო შენაერთები უკუაქცია.51 მოსკოვმა აქცენტი დროებით მშვიდობიან ურთიერთობაზე გადაიტანა და დათანხმდა ქართული მხა რის ინიციატ ივას, დაეწყოთ მოლაპარაკება. 1920 წლის 7 მაისს რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის მოსკოვში საზავო ხელშეკრულება დაიდ ო. დოკუმენტს ხელს აწერ დნენ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე და რუსეთის საგა
72 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მარცხნიდან მარჯვნივ: გრიგოლ ურატაძე – საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; ლევ კარახანი – რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე; საქართველო-საბჭოთა რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულება. მოსკოვის 1920 წ. 7 მაისი; სერგეი კიროვი – რსფსრ-ის პირველი ელჩი საქართველოში; გერასიმე მახარაძე – საქართველოს ელჩი რუსეთში.
რეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლევ კარახანი, რომლებიც თავთავიანთი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით იყვნენ აღჭურვილნი.52 ხელშეკრულებით რუსეთი უპირობოდ ცნობდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამო უკიდებლობას, ხელს იღებდა მის შინაურ საქმეებში ჩარევისაგან და უარს ამბობდა წინან დელ უფლებებზე საქართველოს ტერიტორიისა და ხალხის მიმართ. საბჭოთა რუსეთი საქართველოს უდავო, განუყოფელ ნაწილად აღიარ ებდა ადრე კავკასიის სამეფისნაცვ ლოში შემავალ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ყველა მაზრას, ასევე ბათუმის, სო ხუმისა და ზაქათალის ოლქებს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
73
სუვერენიტეტის დამადასტურებელი ამ მუხლების გვერდით, ხელშეკრულება შეიც ავდა სა ქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების შემლახველ პუნქტებსაც: კავკასიის უღელ ტეხილების ნეიტრალიზება, კომუნისტური პარტიის ათვის ლეგალური მოღვაწეობის უფ ლების მინიჭება, სხვა სახელმწიფოებთან თავისუფალი ურთიერთობის შეზღუდვა, რაც საქართველოს დემოკრატიულ ი რესპუბლიკისთვის საბედისწერო გამოდგა. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოსა და რუსეთს შორის დამყარდა დიპლომ ატიური ურთიერთობა. გაიცვალა ელჩები. რსფსრ-ის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოში ცნობილი ბოლშევიკი სერგეი კიროვი დაინ იშნა (მოგვიანებით მისი ადგი ლი არონ შეინმანმა დაიკავა), ხოლო საქართველოს მთავრობამ მოსკოვში ელჩად დამ ფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი გერასიმე მახარაძე მიავლინა. 1920 წლის ნოემბერში თბილისში დაიდო სავაჭრო-სატრანზიტო შეთანხმება.53 რუსეთმა და საქართ ველომ ერთმანეთს თავისუფალი ტრანზიტის უფლება მიანიჭეს, ისახებოდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის კონტურებიც სხვა სფეროებშიც. საქართველომ განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი: კომუნის ტური ორგანიზაციების ლეგალიზაცია, უღელტეხილებიდან საგუშაგო პუნქტების გად მონაცვლ ება და სხვ., მაგრამ საბჭოთა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა დიდხანს აღარ გაგრძელებულა. 1921 წლის თებერვალში რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია მოსკოვის საზავო ხელშეკრულება, ჯარით შემოიჭრა სუვერენული მეზობელი სახელმ წიფოს ფარგლებში და ბოლო მოუღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობას.
კრემლი, მოსკოვი
74 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
75
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მისი სუ ვერენიტეტის აღიარებას საერთაშორისო მასშტაბით. საამისოდ საუკ ეთესო გზა იყო სა ერთაშორისო სამშვ იდობო კონფერენცია, რომელიც 1919 წლის იანვრიდან 1920 წლის დეკემბრ ამდე პარიზში მიმდინარეობდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ კონფერენციაზე გასაგზავ ნად სოლიდური დელეგაცია შეარჩია. პოლიტიკოსებით, დიპლომატებით, მეცნიერ ებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებულ დელეგაციას სათავეში ედგა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძ ე.54 1919 წლის 14 მარტს საქართვ ელოს დელეგაციამ კონფერენციას წარუდგინა მემორანდუ მი, რომელშიც არგუმენტირებული იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკ იდებ ლობის აუცილებლობა. მემორანდუმთან ერთად კონფერენციას გადაეც ა ფრანგულ ენაზე შედგენილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა, რომელზეც მკაფიოდ იყო მოხაზული საქართვ ელოს ტერიტორია და საზღვრები. საქართველო როგორც ცალკე სახელმწიფო დასავლეთისთვის საინტერესო უნდა ყოფილი ყო მისი ეკონომიკური რესურსებით – ტყე, მადნეული, წყლის ენერგია – ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებით, ასევე სტრატეგიულად ერთობ მნიშვნელოვანი, სატრანზიტო ფუნქც იით. მოკავშირე სახელმწ იფოები საქართველოს პრობლემას საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში განიხილავდნენ, ანგარიშს უწევდნენ რეგიონში რუსეთის რეალურ ინტერესებსა
76 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მონაწილენი
მოკავშირე სახელმწიფოთა ოთხთა საბჭო: ვ. ვილსონი, ჟ. კლემანსო, ლ. ჯორჯი და ვ. ორლანდო.
და ძალთა ბალანსს, აფიქრებდათ კავკასიის ქვეყნების არასტაბილური ვითარება, მათი შეუთანხმებლობა საზღვრ ების გამო და სხვ. კონფერენციის წარმმართველი ქვეყნების მეთაურები განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდნენ რუსეთის მიმართ. რუსეთის საკითხი დიდწილად განსაზღვრავდა მთელი კავკა სიის, მათ შორის საქართველოს მდგომარეობასაც. თუ რუსეთში მოკავშირე სახელმწიფო თა ფავორიტი ძალა (კოლჩაკი, მოხალისეთა არმია) გაიმარჯვ ებდა, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა საეჭვო იქნებოდა. ეს საკითხი კონფერენციაზე პრაქტიკულად არც დასმულა, ვიდრე თეთრგვარდიული მოძრაობა უიმედოდ თავქვე არ დაეშვა. იმ შემთხვევისათვის, თუ პარიზის კონფერენცია უარს იტყოდა საქართველოს სუვერე ნიტეტის აღიარებაზე, დელეგაციის ხელმძღვანელ ნ. ჩხეიძეს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიასაგან მიცემული ჰქონდა ინსტრუქცია, მიეღოთ ინგლისის ან საფრანგეთის მფარველობა საქართველოს შინაურ საქმეებში ჩაურევლობის პირობით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
77
1919 წ. პარიზის კონფერენციაზე წარდგენილი „მემორანდუმი“
რადგანაც დიდ ბრიტანეთს უკვე მიღებული ჰქოდა კავკასიიდან ჯარების გაყვანის გადაწყ ვეტილება, ლოიდ ჯორჯმა საქართველოზე მანდატი იტალიას შესთავაზა. იტალიის მთავ რობამ დაიწყო მზადება საქართველოში საექსპედიციო კორპუსის გასაგზავნად, მაგრამ 1919 წლის ივნისში ქვეყანაში სამთავრობო ცვლილების გამო ექსპედიციის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. იტალიის მანდატი საქართველოზე არ შედგა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისათვის ერთგვარი მნიშვნელობა ჰქონდა ევ როპელ სოციალისტთა დელეგაციის სტუმრობას თბილისში 1920 წლის სექტემბერში.55 დელეგაციის წევრებმა თავიანთი ქვეყნების მთავრობებისა და პარლამენტების წინაშე დას ვეს საქართველოს დემოკრატიულ ი რესპუბლიკის იურიდიულად აღიარების მოთხოვნა. 1921 წლის 10 იანვარს მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს დამოუკ იდებლობის დე იურე ცნობის შესახებ. მათ შორის, ვინც სა ქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტი იურიდიულ ად აღიარა, იყვნენ: საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, იაპონია, ბელგია, არგენტინა, პოლონეთი,56 ავსტრია, რუმინეთი, ლუქსემბურგი, ჰაიტი, ლიბია, მექსიკა და სხვ.
78 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
1919 წ. პარიზის კონფერენციაზე წარდგენილი საქართველოს ფრანგულენოვანი რუკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
79
ამავე პერიოდში სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიც თვალნათლივ გამოიკვეთა. პრეზიდენტი ვ. ვილსონი მზად იყო, აეღო მანდატი სომხეთზე, რისთვისაც რეგიონში რამდენიმე მისია მოავლინა, მათ შორის ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯედსონი, კაპიტანი ბ. მური, გენერალი ჯ. ჰარბორდი და სხვ.57 საქართველოში ამერიკის დახმარება სხვაგვარად ჰქონდათ წარმოდგენილი, კერძოდ, ფინანსური თანადგომისა და დიპლომატიური მხარდაჭერის სახით. საქართველოს მთავ რობას აშშ-ისთვის საკუთარ ქვეყანაზე მანდატის დაწესება არ უთხოვია. ნოე ჟორდანია მანდატში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელყოფას ხედავდა, მაგრამ მოელ ო და, რომ სომხეთის ამერიკის მფარველობაში შესვლა საქართველოსაც გარკვეულად წა ადგებოდა. ეს მოლოდინი ამაო გამოდგა, რადგან ვილსონის გეგმა თვით აშშ-ის სენატმა არ გაიზიარა და საბოლოოდ უარყო. აშშ-ის ადმინისტრაცია არ ცნობდა საქართველოს მისწრ აფებას თავისუფლებისაკენ. ეს მკაფიოდ იყო გამოხატული სახელმწიფო მდივნის, ბეინბრიჯ კოლბის 1920 წლის 10 აგ ვისტოს ნოტაში, რომლის მიხედვით აშშ არ იწონებდა პარიზის უმაღლესი საბჭოს გადაწყ ვეტილებას ე.წ. რესპუბლიკების – საქართველოსა და აზერბაიჯ ანის ცნობის შესახებ. 1919 წლის აპრილში, აშშ-ის პრეზიდენტ ვ. ვილსონის იდეის თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაცია ერთა ლიგა შეიქმნა. საქართველომ იმთავითვე გამოთქვ ა სურვილი, შესუ ლიყო სახელმწიფოთა ახალ უნივერსალურ თანამეგობრობაში, რომელიც თავისი დამო უკიდებლობის განმტკიცებისათვის საიმ ედო გარანტად წარმოედგინა. ამგვარი ილუზიის საფუძველს იძლეოდ ა ლიგის წესდების მეათე მუხლი, რომელიც ორგანიზაციის წევრი ნებისმიერი ქვეყნის დაცვას ითვალისწინებდა გარე აგრესიის შემთხვევაში. სამწუხაროდ, სწორედ ეს მუხლი, რომელიც საქართველოსთვის ხსნის ღუზად მოჩანდა, ხელისშემშლე ლი აღმოჩნდა ლიგაში მის შესასვლელად. საქართველოს საკითხის განხილვისას, კენჭისყრაში მონაწილე ერთა ლიგის 24 სახელმ წიფოდან, უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ლიგა ვერ შეძლებდა ევროპის განაპირა რთულ რეგიონში მდებარე საქართვ ელოს დაცვას მოძალადეთა თავდასხმისაგან. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მხოლოდ 10 მხარდამჭერი აღმოაჩნდა, რაც არ იყო საკმა რისი ერთა ლიგაში მის მისაღებად.
80 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ერთა ლიგის ოფიციალური გახსნა. 1920 წ. 10 იანვარი
ერთა ლიგის ასამბლეის მონაწილენი. 1921 წ.
მეორე ინტერნაციონალის ლიდერები დუშეთში. 1920 წ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
81
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აშკარად იდგა ომით, რუსეთთან სამეურნეო კავშირების მოშლითა და სხვა პრობლემებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინა შე, მაგრამ ამ ნიადაგზე არ დაცემულა. იგი მტრული თავდასხმის, უცხო ქვეყნის ძალმომ რეობის მსხვერპლი გახდა. აგრესორი და მოძალადე სახელმწიფო საბჭოთა რუსეთი იყო. მას შემდეგ, რაც რუსეთში ბოლშევიკებმა სამოქალაქო ომში გაიმარჯვეს და უცხოეთ ის ინტერვენციაც მოიგერიეს, მოსკოვმა მოქმედება გააძლიერა სამხრეთ კავკასიის მიმართუ ლებით. რუსეთმა საქართვ ელოზე შეტევა, სამხედრო-პოლიტიკურთან ერთად, დიპლომატიურ ი კუთხითაც მოამზადა. ინგლისთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენით მოს კოვმა ამ ქვეყნისაგან სამხრეთ კავკასიაში თავისუფალი მოქმედების უფლება მოიპ ოვა, ხოლო რეგიონის გარკვეულ ი ტერიტორიის ქემალისათვის დათმობის სანაცვლოდ, თურ ქეთი ნეიტრალიტეტზე დაითანხმა. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს სომხურ და რუსი კოლონისტებით დასახლებულ სოფ ლებში ინსც ენირებული გამოსვლა დაიწყო.58 რამდენიმე დღეში საქართველოს საზღვრები XI წითელმა არმიამ აზერბაიჯანის მხრიდანაც გადმოლახა. არმიის სარდლობას პირა დად ლენინისგან ჰქონდა მიღებული დირექტივა, აეღო თბილისი. მალე დარიალისა და მამისონის უღელტეხილების გავლით საქართველოსაკენ რუსეთის X არმიის შენაერთები დაიძრნენ, ხოლო კიდევ ერთი – IX არმია აფხაზეთის სანაპირო ზოლიდან მოიწევდა. 1921 წლის 16 თებერვალს „აჯანყების“ სახელმძ ღვანელოდ შულავერში საქართველოს რევოლუციური კომიტეტი შეიქმნ ა ფ. მახარაძის ხელმძ ღვანელობით.
82 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ზემოთ: ქართველი რევოლუციონერ-ბოლშევიკი შალვა ელიავა და რუსეთის წითელარმიელები; მარცხნივ: პოეტ კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“. ხელნაწერი; სერგო ორჯონიკიძე და მის მიერ 1921 წ. 25 თებერვალს კრემლში გაგზავნილი დეპეშა.
ძმები გოგუაძეები სახალხო გვარდიის ჯავშნოსან მატარებელზე
სახალხო გვარდიის ნაწილი
მარო მაყაშვილი – თსუ სტუდენტი, მოწყალების და. დაიღუპა ფრონტზე1921 წ. თებერვალში თბილისის მისადგომებთან. საქრთველოს ეროვნული გმირი
ქართველი მფრინავები
რუსეთ-თურქეთის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერა. მოსკოვი. 1921 წ. 16 მარტი
შალვა ერისთავი – კოჯორთან დაღუპული ქართველი იუნკერი
86 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა არმია თბილისში. 1921 წ. 25 თებერვალი
საქართვ ელოს მთავრობამ რამდენადმე დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო საგანგებო ზომები – გამოაცხადა მობილიზაცია, გადააჯგუფა ჯარები, რომლებსაც სათავეში ახალი მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე ჩაუყ ენა და სხვ. 18 თებერვალს საქართველოს სამხედრო ძალებმა თბილისის მისადგომებთან მოწინააღ მდეგეს სძლიეს, უკან დაახევინეს და ათასზე მეტი წითელარმიელ ი დაატყვევეს. ქართულმა შენაერთებმა 20 თებერვალს კიდევ ერთ შეტაკებაში იმარჯვეს სოფელ კო ჯორთან.59 ბრძოლაში თავი განსაკუთრებით თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრებმა გა მოიჩნეს. იუნკერთა მხარდამხარ თავდადებით იბრძოდნენ სახალხო გვარდიის, ქართული ჯარისა და ლაშქრის მეომრები, რომლებიც 24 თებერვლამდე მამაცურად უმკლ ავდებოდ ნენ მტრის მოზღვავებულ დამატებით ძალებს. 24 თებერვალს მიღებულ იქნა თბილისის დატოვებისა და მცხეთისკენ უკანდახევის გა დაწყვეტილება. საქართველოს მთავრობა დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი XI წითელმა არმიამ დაიკავა. ბაქოში მყოფმა კავბი უროს თავმჯდომარე ს. ორჯონიკიძემ კრემლს უდეპეშა, რომ თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების დროშა აფრიალდა. დედაქალაქის დატოვების შემდეგ ქვეყნის თავდაცვის სისტემას ბზარი გაუჩნდა. სურამთან და ოსიაურთან საბჭოთა ჯარების შეჩერება ვეღარ მოხერხდა, თუმცა წინააღმდეგობა კი დევ ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.60 საქართველოს გამოუვ ალი მდგომარეობა შეუქმნა თურქეთმაც, რომლის შენაერთებმა, დახმარების ნაცვლად, აჭარისა და ბათუმის დასაკუთრება მოინდომეს. ასეთ ვითარება ში დემოკრატიულ ი რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბოლშევიკებთან დაზავება ამჯობინა, ოღონდ ისე, რომ არც კაპიტულაციაზე მოუწერია ხელი და არც საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმურობა უღიარებია. დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურებმა დანებებას ემიგრაციაში გახიზვნა და ქვეყნის განთავისუფლებისთვ ის ბრძოლის უცხოეთიდან გაგრძელება ამჯობინეს. საქართველოს
88 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
დამფუძნებელმა კრებამ ემიგრირებული მთავრობა საამ ისო მანდატით საგანგებოდ აღ ჭურვა. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს რესპუბლიკის დევნილმა მთავრობამ სამშობლო და ტოვა და საზღვარგარეთ გაიხ იზნა. ქართული ჯარის შენაერთებმა ბოლშევიკთა დაუხმა რებლად თურქი ასკერები ბათუმიდან განდევნეს.61 ეს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშით მოპოვებულო უკანასკნელი გამარჯვება. 18 მარტს წითელი არმიის ნაწილები ბათუმში შევიდნენ და ქვეყნის ოკუპაცია დაასრულეს. მთელ საქართვ ელოში საბ ჭოთა ხელისუფლება დამყარდა; სინამდვილეში ეს აქ რუსეთის ხელახლა მობრუნება იყო.
*** საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისა და დაცემის მთელი ისტორია სულ რაღაც სამმა წელმა დაიტია. დროის ამ მცირე მონაკვეთში სახელმწიფოებრივი აღმ შენებლობის გზაზე იყო წარმატებები და იყო შეცდომებიც. რთული საერთაშორისო ვითა რების, მეზობელი ქვეყნების გამუდმებული აგრესიის, ეკონომიკური თუ ფინანსური პრობ ლემების მიუხედავად, საქართველო 1918-1921 წლებში შედგა როგორც სახელმწიფო. მისი დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. არანაკლებ მნიშვნ ელოვანია, რომ ეს სახელმწიფო თავისი ბუნებით იყო დემოკრატიუ ლი და ამკვიდრებდა ლიბერალურ ღირებულებებს: თანასწორობას, თავისუფალ ბაზარს, მრავალპარტიულ პოლიტიკური სისტემას, საყოველთაო საარჩევნო უფლებას, კანონის უზენაესობას, პარლამენტარიზმს, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვ. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი რეს პუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. ამ მოვლენის საუკუნოვანი იუბილე ფართოდ აღინიშნება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ეს იუბილე არის როგორც რესპუბლიკის იდეის უკვდ ავყოფა, ისე იმ ადამიან ების ღვაწლის დაფასე ბაც, რომლებიც აშენებდნენ ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოს და ამით ისტორიაშ იც სათანადო ადგილი დაიმკვიდრეს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
89
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
14 John D. Rose, Batum as Domino, 1919-1920: The Defence of India in Transcaucasia, The International History Review, Vol. 2, No. 2 (Apr., 1980), pp. 266-287. 15 მესხია ე., ბრძოლა საქართველოს ერთიანობისათვის, ბათუმი, 2004, გვ. 66, 81. 16 ინგილოებს ახალგამაჰმადიანებულ ქართველებს უწოდებდნენ. 17 გაზ. „საქართველო“, 1918 წ., 31 ოქტომბერი.
1 საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 1861, ანაწ. 3, საქმ. 2, ფურც. 8. ასევე, ჯანელიძე ო., ნოე რამიშვილი – საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერი, თბ., 2015, გვ. 73.
18 საზავო ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმებით, ზაქათალის ოლქის კუთვნილების საკითხი არბიტრაჟის გზით უნდა გადაეწყვიტა ქართულ-აზერბაიჯანულ შერეულ კომისიას საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით.
2 დამფუძნებელი კრების წევრად არჩეულ იქნა 5 ქალი: სოციალ-დემოკრატები – მინადორა ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე და ანა სოლოღაშვილი.
19 Janelidze O., Three States in One City, „Pro Georgia“. Jurnal of Kartvelological Sudies, Warshav, 2017, # 27, p. 239-240.
3 საქართველოს შეიარაღებული ძალები რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის ნაწილებისაგან შედგებოდა. პირველი დაახლოებით 26 000, ხოლო მეორე 8-10 000 კაცს ითვლიდა. იხ. Силакадзе Дм., К вопросу о численности вооруженных сил Грузии перед началом войны с Советской Россией в 1921г. Кавказский сборник, т. 8 (40), М., 2014, с. 239. 4 Дзидзоев В., Дзугаев К., Южная Осетия в ретроспективе грузино-осетинских отношений, Цхинвал, 2007, с. 80. 5 საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1834, ანაწ. 2, საქმ. # 17; ასევე, საქართველოს დამფუძნებელი კრება. 1919, თბ., 2016, გვ. 41. 6 ამ დროისათვის იწოდებოდა სოხუმის ოლქად და შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. 7 აფხაზთა სახალხო საბჭო არ წარმოადგენდა სრულ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, მაგრამ ის იყო მთელ სოხუმის ოლქში ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. 1918 წლისათვის აფხაზები ოლქის მოსახლეობის (დაახლოებით 146 000) მეხუთედს ოდნავ აღემატებოდნენ და 38121 მცხოვრებს ითვლიდნენ (21,4%). იხ. Ачугба Т., Этническая история абхазов, XIX-XX вв. Этнополитические и миграционные аспекты, Сухум, 2010, с. 141. 8 ამ საქმეში გარკვეული როლი მიუძღვის საქართველოში მყოფ გერმანიის სამხედრო და პოლიტიკურ მისიას, რომელსაც გენერალი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი მეთაურობდა. იხ. Friedrich Kress Freiherr von Kressenstein, Meine Mission im Kaukasus, Herausgegeben und mit einer Einleitung versehen von David Paitschadse, Tbilissi, 2001, s. 31-32. Hovannisian R., Armenia on the Road to Independence 1918, Los Angeles, 1969, pp.188-189. 9 ანდერსენი ე., აფხაზეთი და სოჭი. კონფლიქტის ფესვები. 1918-192, თბ., 2017, გვ. 65. 10 Гамахария Дж, Гогия Б., Абхазия – историческая область Грузии, Tб., 1997, с.105-106. 11 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, ბათუმი, 1921. 12 ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ წარმოშობა საქართველოში რუსეთის ბატონობის ხანას უკავშირდება, მაგრამ იგი არ ასახავდა რაიმე ეთნოპოლიტიკურ ან ეთნოისტორიულ ერთეულს და გამოიყენებოდა მხოლოდ კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარე ოსური თემების აღსანიშნავად. 13 Джанелидзе О., Осетинский вопрос в Демократической Республике Грузии (1918-1921), в книге – Некоторые вопросы истории Осетин Шида Картли, Тб., 2010, с. 380.
90 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
20 Векилов Р.А., История возникновения Азербайджанской Республики, Баку, 1998, с. 18, 22. 21 Мархулия Г., Армяно-грузинские взаимоотношения в 1918-1920 годах , Тб., 2007, с. 7-8. 22 Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии, Тифлис, 1919, с. 96. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე იგი ჯერ გერასიმე მახარაძემ, ხოლო შემდეგ გრიგოლ ალშიბაიამ შეცვალეს. 23 საზღვრების გამიჯვნას აზერბაიჯანის ხელისუფლება რელიგიური პრინციპით უდგებოდა და საქართველოს ზაქათალის ოლქს, ასევე მუსლიმანებით დასახლებულ ბორჩალოსა და ახალციხის მაზრების ნაწილს ეცილებოდა. სომხეთის მმართველი წრეები კი ტერიტორიულ გამიჯვნას ეთნიკური და რეალური მოსახლეობის პრინციპით მოითხოვდნენ. სომხეთი საქართველოს ლორე-ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებს ეცილებოდა და ასევე პრეტენზიას აცხადებდა თბილისზე, გორზე, ბათუმსა და ბათუმის ოლქზე. იხ. Армянский вопрос. Энциклопедия, Ереван, 1991, с. 275-280. 24 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მთიელთა რესპუბლიკას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებდა. საქართველო ეხმარებოდა ჩრდილოკავკასიელ ხალხებს როგორც დენიკინის, ისე ბოლშევიკური აგრესიის მოგერიებაში, მაგრამ მთიელთა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა. იხ. ბახტაძე მ., მამულია გ., მასალები საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 2005, გვ. 47-50. 25 საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1833, ანაწ. 1, საქმ. # 96, ფურც. 2. 26 Авалов З., Независимость Грузии в международной политике 1918-1921 гг. Париж, 1924, с. 195. 27 Азербайджанская Демократическая Республика. Внешняя политика (Документы и материалы), Баку, 1998, с. 537. 28 Asatiani N., Janelidze O., History of Georgia, Tbilisi, 2009, p. 318. 29 საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919 წ. 14 ნოემბრის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, გვ. 4-20. 30 История Азербайджана, Баку, 1995 г. с. 372. 31 Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии,Тифлис, 1919, с. 343-349. 32 საქართველოს დამფუძნებელი კრება. 1919, თბ., 2016, გვ. 350. 33 Рейфилд Д., Грузия. Перекресток империй. История длиной в три тысячи лет, М., 2017, с. 274.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
91
34 ქაზემზადე ფ., ბრძოლა ამიერკავკასიისათვის. 1917-1921, თბ., 2016, გვ. 356. 35 Документы внешней политики СССР, т. 3, М., 1959, с. 18. 36 Кемаль М., Путь новой Турции, т. III, М., 1934, с. 119; David Marshall Lang (Excerpt from the book „A Modern History of Georgia”/NY/1962) http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/Lang_9a.htm 37 საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1872, ანაწ. 1, საქმ. 10, ფურც. 6. 38 Сборник действуюших договоров, соглашений и конвенций, заключенных СССР, вып. III, М., 1922. 39 მოგვიანებით გერმანული კონტინგენტი, რომელიც თითქმის მთლიანად ბავარიული ჯარებისაგან შედგებოდა, დაახლოებით 19 ათას მებრძოლამდე გაიზარდა. იხ. ასტამაძე გ., ქართულ-გერმანული ურთიერთობები 19181921 წლებში http://german-georgian.archive.ge/ka/blog/5 40 საქართველოს სუვერენიტეტი გერმანიამ დე იურე 1920 წლის სექტემბერში აღიარა. 41 ბრიტანელთა საქართველოში სამხედრო ყოფნის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მათი სამი სარდალი – ფორესტიე უოკერი, ტომსონი და კორი ენაცვლებოდნენ ერთნანეთს. იხ. ცუხიშვილი რ., ინგლის-საქართველოს ურთიერთობა 1918-1921 წწ., თბ., 1995, გვ. 36.
55 დელეგაციაში II ინტერნაციონალის ლიდერები და თვალსაჩინო წარმომადგენლები შედიოდნენ, კერძოდ: კარლ კაუცკი, ემილ ვანდერველდე, რამზეი მაკდონალდი, პიერ რენოდელი და სხვ. 56 საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და პოლონეთს შორის ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული, საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. გაიცვალა დიპლომატიური წარმომადგენლობები და სხვ. 57 James G. Harbord, Conditions in the Near East: Report of the American Military Mission to Armenia. Washington Government Printing Office, 1920. 58 ბოლშევიკებმა ეს მოვლენა ხელისუფლების წინააღმდეგ „ქართველ მშრომელთა შეიარაღებულ აჯანყებად“ მონათლეს და საბჭოურ ისტორიოგრაფიაშიც ამ სახელწოდებით დაამკვიდრეს. 59 ბახტაძე მ., 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედების ისტორიიდან, თბ., 2013, გვ. 46, 57. 60 Janelidze O., The Bolshevik Aggression of 1921 and the Russian Embassy in Georgia, Certain Aspects of Georgian-Russian Relations in Modern Historiography, New York, 2014, Nova Publishers, p. 103-106. 61 ლორთქიფანიძე გ., ფიქრები საქართველოზე, თბ., 1995, გვ. 222.
42 მცირერიცხოვანი კონტინგენტი დარჩა მხოლოდ ბათუმში. 43 კობახიძე ბ., უცნობი: ოლივერ უორდროპი, ჟურნ. „ისტორიანი“, თბ., 2013, # 5 (29), გვ. 39-46. 44 Авалов З., Независимость Грузии в международной политике 1918-1921 гг. Париж, 1924, с. 317. 45 Asatiani N., Janelidze O., History of Georgia, Tbilisi, 2009, p. 325. 46 გაზ. „ერთობა“, 1919 წ.,24 აპრილი. 47 Деникин А., Очерки Русской Смуты, Берлин, 1925, с. 171. 48 Хундадзе Г., Отчет о деятельности Грузинской дипломатической миссии в России за 1918-1919 гг. Тб., 1999, с. 103. 49 საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 1867, ანაწ. 1, საქმ. # 19, ფურც. 16; ასევე, .Ленин В. И.б, Полн. собр. соч., т. 40, с. 98. 50 სწორედ იმ დღეებში ბოლშევიკურ რუსეთს პოლონეთიდან პილსუდსკიმ შემოუტია და კიევი აიღო, ხოლო ვრანგელმა დესანტი ყუბანში გადასხა. ამას დაემატა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კერზონის მოთხოვნაც, რომ მოსკოვს შეეჩერებინა საომარი ოპერაციები ყირიმსა და კავკასიაში. 51 Квинитадзе Г., Мои воспоминания в годы независимости Грузии 1917-1921, Париж, 1985, с. 189-190. 52 საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფონდი, მიკროფირები, საქმ. № 753. 53 გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920 წ., 16 ნოემბერი. 54 საქართველოს წარგზავნილთა სრული შემადგენლობით ევროპაში ჩასვლა ვერ მოხერხდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის ნება მხოლოდ ნ. ჩხეიძეს, ი. წერეთელსა და ზ. ავალიშვილს დართეს. დელეგაციის სხვა წევრები კონსტანტინოპოლიდან უკან დაბრუნდნენ.
92 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
93
პროექტი განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. © ავტორი: ოთარ ჯანელიძე სარედაქციო კოლეგია: მიხეილ წერეთელი, მიხეილ ბახტაძე, ეკატერინე გამყრელიძე, ნათია ხულუზაური კორექტურა: მანანა სანადირაძე დიზაინი: თორნიკე ლორთქიფანიძე პროექტის მენეჯერი: ნათია ხულუზაური ტექნიკური მენეჯერი: ნინო ჯიქიძე ფოტო: მირიან კილძე; საქართველოს ეროვნული მუზეუმი; საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ეროვნული არქივი; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. © საქართველოს ეროვნული მუზეუმი 0105 ფურცელაძის ქ. N 3, თბილისი, საქართველო გარეკანი: საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, 1919 წელი. ISNB: 978-9941-8-005-5 www.museum.ge info@museum.ge სტამბა: სეზანი