სასაწყობო ლოგისტიკა:
State of the art სინგაპურში შესყიდვა
|
შენახვა
|
დისტრიბუცია
|
შესრულება
მომსახურების სრულყოფა: სინგაპურში, მსოფლიოს მასშტაბით! როდესაც მომხმარებელი გლობალურად მოქმედებს, Gebrüder Weiss მის მხარეზეა და მსოფლიოს სხვა კუთხეშიც აჩვენებს ჩვეულ უმაღლეს მიღწევებს ლოგისტიკის თვალსაზრისით. ასე მოხდა Tridonicის შემთხვევაში. მრავალწლიანი კლიენტისათვის GW თავის თავზე იღებს სასაწყობო ლოგისტიკას არა მარტო ლაუთერახში, არამედ სინგაპურშიც და აქ დანერგილი ხარისხის სტანდარტები - უპირველეს ყოვლისა, უსაბუთო მიღება GW-სათვის წარმოადგენს State of the art-ს აღმოსავლეთ აზიის დედაქალაქში.
GW-ს სახით ჩვენ გვყავს სოლიდური თანასწორი პარტნიორი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უკვე დიდი ხნისაა და ძალიან წარმატებულია. ჩვენი საქონლის ტრანსპორტირების საიმედოობა ისეთივე ჭეშმარიტია, როგორც საწყობში შენახვის ხარისხი. კარგმა კომუნიკაციამ და კომპეტენტურმა მენეჯმენტმა დაგვაჯილდოვა ასევე წარმატებულად განხორციელებული სასაწყობო ლოგისტიკით სინგაპურში - როგორც ჩვენ ეს გვსურდა. ჩვენი სისტემების ძლიერი ინტეგრაციის წყალობით ჩვენ ვსარგებლობთ მონაცემებისა და პროდუქციის სწრაფი და ეფექტური ბრუნვით. www.tridonic.com
„ ჩვენ ვაფასებთ პირად კონტაქტს, რომელსაც GW მთელს მოფლიოში გვთავაზობს. GW ყოველთვის ჩვენს გვერდითაა“. ბერნდ ფინკ, Global Logistics-ის მენეჯერი
The Challenge.
The Challenge შ.პ.ს.Tridonic & Co KG Tridonic არის Zumtobel-ჯგუფის შვილობილი კომპანია, რომელიც შეიმუშავებს, აწარმოებს და ავრცელებს ბაზარზე ორიენტირებულ ინდიკატორპროდუქტებს, კომპონენტებსა და კონტროლის სისტემებს განათების ინოვაციური გადაწყვეტილებებისათვის. კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს დორნბირნში, ერთ–ერთ ადგილს იკავებს მსოფლიოს 4 წამყვანი განათების კომპონენტების მწარმოებელთა შორის. Tridonic-ის 30 ფილიალში და გაყიდვების ოფისებში დასაქმებულია დაახლოებით 2000 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით. 570 გამოგონება და 2,000-ზე მეტი პატენტი ხაზს უსვამს კომპანიის ნოვატორულ ძალას. სასაწყობო ლოგისტიკა შ.პ.ს.Tridonic & Co KG-სათვის GW-სა და Tridonic-ის გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორობა ეფუძნება უწყვეტობას, ნდობასა და წარმატებას. მრავალი წლის განმავლობაში GW ზრუნავს ცენტრალურ საწყობზე ლაუთერახში, საიდანაც მარაგდება მსოფლიო ბაზარი. იქ ხორციელდება მთელი სასაწყობო ლოგისტიკა, დაწყებული კომისიის მიერ უსაბუთო საქონლის მიღებით, საქონლის შეფუთვით, დამთავრებული მისი ტრანსპორტირებისათვის გამზადებით. ეს თანამშრომლობაა, რომელიც შეუფერხებელად და გამოცდილად მოქმედებს. აზიის ბაზარზე სწრაფი ზრდის შესაბამისად, 2010 წლის შემოდგომაზე Tridonic
ეძებდა ლოგისტიკურ გადაწყვეტილებას სინგაპურის ოფისისათვის. მიზნები ასეთია: აზიის ბაზრის უფრო სწრაფი მომსახურება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მსოფლიო მასშტაბის კომპანია უკვე იყო წარმოდგენილი სინგაპურში გაყიდვების ოფისის სახით, მაგრამ ყოფილი ლოგისტიკური გადაწყვეტილებები აღარ აკმაყოფილებდნენ აზიის ბაზრის ზრდასა და მის გაზრდილ მოთხოვნებს. Tridonic ეძებდა პროვაიდერს, რომელიც სინგაპურში განახორციელებდა ლოგისტიკის გადაწყვეტილებას ევროსტანდარტების შესაბამისად. GW-მ შექმნა შემოთავაზება, რომელიც ეფუძნებოდა აპრობირებულ პროცესებს, მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებასა და უმაღლეს IT ექსპერტიზას.
The Solution.
The Solution სანდო სისტემები Gebrüder Weiss-მა მოახდინა Tridonic-ის ლოგისტიკური გადაწყვეტილების ექსპორტი ლაუთერახიდან სინგაპურში და ადგილობრივ პირობებზე და კლიენტების სპეციფიურ მოთხოვნებზე მორგებით, წარმატებით განახორციელა იგი. საქმის მსვლელობა, ლაუთერახის მსგავსად, ქაღალდის გარეშე ხორციელდება, სკანირების მეშვეობით. მოქნილი გადაწყვეტილება Gebrüder Weiss-მა იქირავა ფართი პორტთან ახლომდებარე სასაწყობო საცავში, რითაც განახორციელა სასაწყობო ლოგისტიკა ლოგისტიკურ პარტნიორთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში სასაწყობო ტევადობა შეიძლება გაფართოვდეს ნებისმიერ დროს. განვითარების უმაღლესი დონე საწყობის მართვა აზიაშიც ხორციელდება GWსისტემაში. ქმედითუნარიანი ინფორმაციული სისტემები უახლეს ტექნოლოგიებს შეესაბამება და ცენტრალური ინტერფეისის სახით უზრუნველყოფს საქონლის ეფექტურ კონტროლს.
The Benefits.
The Benefits ევროპული სტანდარტი Tridonic სარგებლობს ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის კრიტერიუმებითა და განვითარების უმაღლესი დონის აპრობირებული ტექნოლოგიებით. მეტი მომსახურება ადგილზე მომხმარებელს სურდა აზიურ ბაზართან მიახლოვება. Gebrüder Weiss-ის საწყობი სთავაზობს ამისათვის პრაქტიკულად იდეალურ პირობებს. იგი სინგაპურის პორტთან ახლოს მდებარეობს, რაც საუკეთესო ადგილია ტრანსპორტირების წარმოებისათვის. ძლიერი პარტნიორი Tridonic ეყრდნობა სანდო პარტნიორს ლოგისტიკაში ხანგრძლივი გამოცდილებით. ამდენად, გლობალურ კომპანიას შეუძლია გააგრძელოს ფოკუსირება თავიანთ ძირითად ბიზნესზე. GW სინგაპურში სრულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს და აკონტროლებს ყველა პროცესს - ეს უდიდესი შეღავათია Tridonic-ისათვის. შესაძლებელია დამატებითი ოფისები გუშინ ლაუთერახში, დღეს აზიაში, ხვალ ამერიკაში? Tridonic-ზე მორგებული ლოგისტიკური გადაწყვეტილება მოქნილია გამოსაყენებლად და პრაქტიკულად შეუზღუდავია. გაფართოება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
The Process.
GW-სისტემა იმყარებს პოზიციებს მსოფლიოში Gebrüder Weiss პასუხისმგებელი კომპანიაა Tridonic-ის ყველა ლოგისტიკურ საქმიანობაზე როგორც ლაუთერახში, ასევე სინგაპურში. ცენტრალური საწყობიდან ლაუთერახში და სხვა საერთაშორისო ადგილებიდან შეფუთული განათების მაღალტექნოლოგიური კომპონენტები ჩამოდის საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის მეშვეობით აზიის ცენტრ სინგაპურში - ეს ზოგავს დროს და ტრანსპორტირების ხარჯებს. იქიდან Tridonic ამარაგებს თავის მაღაზიებს აზიაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. უახლესი ინფორმაციული სისტემები ყოველთვის უზრუნველყოფენ GW-ს ლოგისტიკურ ცენტრს საკმარისი საქონლის მიწოდებით. GW-ს განვითარებული IT სისტემები უზრუნველყოფენ ამისათვის საჭირო მონაცემთა ნაკადს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
www.gw-world.com