დისკუსიების სერია მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

Page 1

მიგრაცია და ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობა: დისკუსიების სერია მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) 2014 წლის 2-17 დეკემბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (18 დეკემბერი) დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში გამართავენ დისკუსიების სერიას. შეხვედრებზე საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე: 1. საქართველო და მიგრაცია: გამოწვევები, შესაძლებლობები; 2. ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობისათვის სავიზო პროცედურები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი; 3. ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის საფრთხე; 4. ლეგალური მიგრაციის პერსპექტივები და ცირკულარული მიგრაცია; 5. რას გულისხმობს მიგრაცია და განვითარება, როგორ შეიძლება გავზარდოთ მიგრანტების ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში? გარდა ამისა, დამსწრე პირები მიიღებენ ინფორმაციას კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობისა და კონკურსის შესახებ. ასევე, კამპანიაში ჩაერთვება საიას

დამკვირვებელთა

ლიგა,

რომლის

წევრთაგანაც

საია

შეარჩევს

დამკვირვებელთა ლიგის ანალიტიკური ჯგუფის წევრებს, რომლებიც აქტიურად განახორციელებენ ანალიტიკურ საქმიანობას მიგრაციის თემატიკაზე (იხ. პრიორიტეტული თემების ზემოთ მოცემული ჩამონათვალი). შეხვედრაში მონაწილეობა უფასოა ყველა მსურველისთვის. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წინასწარ გვაცნობოთ თქვენი სახელი, გვარი, მობილურის ნომერი და ის ქალაქი, თუ სადაც გსურთ შეხვედრაზე დასწრება შემდეგი ელ.ფოსტის მეშვეობით: macharashvili@gyla.ge 2014 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.

შეხვედრების განრიგი იხ. ქვემოთ მოცემულ ცხრილში:


შეხვედრების განრიგი:

ბათუმი - 2 დეკემბერი; 14:00-16:00 (ლანჩი 16:00-16:30). პრეს-კაფე, მელაშვილის ½;

ქუთაისი - 10 დეკემბერი, 11:00-13:00 (ლანჩი 13:00-13:30). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. #59;

ზუგდიდი - 11 დეკემბერი, 12:00-14:00 (ლანჩი 14:00-14:30). მისამართი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას ქ. #14;

ბათუმი - 12 დეკემბერი; 11:00-13:00 (ლანჩი 13:00-13:30). ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნინოშვილის ქ. 35, 6010;

გორი - 15 დეკემბერი; 12:00-14:00 (ლანჩი 14:00-14:30); სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი, ცხინვალის გზ. #9ა.

თელავი - 16 დეკემბერი; 12:00-14:00 (ლანჩი 14:00-14:30). დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ვაჟა-ფშაველას #3;

ახალციხე - 17 დეკემბერი; 16:00-18:00 (ყავა-ჩაი, 18:00-18:30); დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზი, რუსთაველის #26;

შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.