საინფორმაციო ბიულეტენი #3

Page 1

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია ოცი წლისაა

2015 წლის, ივლისი საინფორმაციო ბიულეტენი გამოცემა #3

,,მაქვს ორწლიანი ურთიერთობა იურისტებთან, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კვალიფიციურად დამეხმარნენ. ერთი დღე მქონდა დარჩენილი, ორშაბათს უკანონო მშენებლობისთვის 8 000 ლარი ჯარიმა უნდა დაეკისრებინათ, თუ შესაბამის საბუთს არ წარვადგენდი. მივიღე თქვენი იურისტის კონსულტაცია, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი და კანონით დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა. ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს თქვენთან მოსვლა. შევხვდი თქვენს იურისტს, ძალიან გამიმართლა, რომ ასე კვალიფიციურად დამეხმარნენ. მინდოდა პირადად მოვსულიყავი და გადამეხადა დიდი მადლობა. ოჯახი, რომელსაც დანაზოგი არ აქვს და ორშაბათს გარანტირებულად 8 000 ლარი ჯარიმა ჰქონდა, თქვენი დახმარებით გადარჩა’’.

ღონისძიებები

მდუმარე აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

2015 წლის 31 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მდუმარე აქცია. აქციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აქციის „არა პანორამა“ დროს დაკავებული პირების მიმართ, რომლებიც სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისათვის დააჯარიმა. აღნიშნულ საქმეზე საიამ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა. ვრცლად... ფოტოგალერეა

საქართველოს i “ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ” შესახებ ანგარიშის შეფასება

2015 წლის 9 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით.

ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

ვიდეოგალერეა

საიამ კვლევის „საყდრისი-ყაჩაღიანი - ნგრევა კანონის სახელით“ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 15 ივლისს, საზოგადოებას საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მომზადებული ახალი კვლევა „საყდრისი-ყაჩაღიანი - ნგრევა კანონის სახელით“ წარუდგინა. საის მიერ მომზადებული კვლევის შედეგად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არაერთი დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის ძეგლის სტატუსის მოხსნასა და წიაღით სარგებლობით ლიცენზიასთან დაკავშირებული საკითხები. ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

საიამ 4 კვლევის პრეზენტაცია გამართა 2015 წლის 6 ივლისს საიამ 4 კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევებში ასახულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში, საჯარო-კერძო პარტნიორობა (საქართველოში არსებული ტენდენციები) და ამავე თემებზე ხორვატი და ინგლისელი ექსპერტების მიერ მომზადებული ორი დამოუკიდებელი კვლევა. კვლევის შედეგების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არ არსებობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის სათანადო სტანდარტები, საწარმოების უმრავლესობას არ გააჩნია ეთიკის, შიდა აუდიტისა და კორუფციის პრევენციის დოკუმენტები. საწარმოების დიდი ნაწილი წამგებიანია. რაც შეეხება საჯარო-კერძო პარტნიორობას, საქართველოს სამინისტროების მაგალითზე ნათელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების უმრავლესობას არასწორად ესმით საჯარო კერძო პარტნიორობის არსი.

ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.