საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია ოცი წლისაა
2016 წლის, თებერვალი საინფორმაციო ბიულეტენი
უკვე 2 წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს თქვენს ორგანიზაციასთან, გასულ წელს თქვენმა იურისტებმა ლაშა ჩალაძემ და ქეთევან ქაჩლიშვილმა შეუდგინეს ჩემს მეუღლეს, მარინე ჯანგველაძეს სარჩელი დაგირავებული ბინის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენს სასარგებლოდ, იმდენად გამართულად და სამართლებრივად სწორედ იყო დოკუმენტი შედგენილი. ამა წლის ოქტომბერში ისევ მოვმართე საიას დახმარებისთვის. შევხვდით დავით ლომთაძეს, ის უმოკლეს ვადაში გაეცნო საქმის მასალებს და შეგვიდგინა სარჩელი, დავითი ნამდვილად თავისი საქმის კარგად მცოდნე ახალგაზრდაა. გულდასმით მოგვისმინა და კეთილსინდისიერად, მთელი გულისყურით მოეკიდა ჩვენს პრობლემას. მის მიერ შედგენილი სარჩელის საფუველზე მოვახერხეთ ჩვენი კუთვნილი ქონების სარგებლობის უფლება კვლავ მიგვეღო. მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ორგანიზაცას ასეთი თანამშრომლებისთვის და მოქალაქეების გასაჭირის გაზიარებისა და პროფესიონალური დამოკიდებულებისთვის. მადლობა საიას!
ღონისძიებები
საიამ პროექტის „საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა
i “
”
კვლევის პრეზენტაცია იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი?! 2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პროექტის ფარგლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შემუშავებული ერთობლივი რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2016 წლის 8 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა „იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი“.საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით (საქმეზე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ) ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი რეგულირება, რომელიც სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, ზეპირი მოსმენის გარეშე, თვითმმართველი ერთეულის არჩეული თანამდებობის პირი განუსაზღვრელი ვადით გადაეყენებინა თანამდებობიდან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არაერთი კითხვა და პრობლემური საკითხი წამოჭრა.
ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა
საიას კვლევა „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 11 თებერვალს კვლევის - „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ პრეზენტაცია გამართა კვლევის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემების შესწავლა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით საჯარო მოხელის შეფასებისათვის დადგენილი ძირითადი მიმართულებების ანალიზი. ვრცლად...
საიამ დოკუმენტური ფილმის “2014” ჩვნება-დისკუსია გორსა და თელავში გამართა საიას დოკუმენტური ფილმის „2014“ ჩვენება-დისკუსია გორსა და თელავში გაიმართა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმი გადაღებულია პროექტის - “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით” ფარგლებში. ფილმი გადაიღო „StudioMobile Accent on Action“-მა („სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ფოტოგალერეა გორი
ფოტოგალერეა
ფოტოგალერეა თელავი