საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია ოცი წლისაა
2015 წლის, სექტემბერი საინფორმაციო ბიულეტენი გამოცემა #5
ღონისძიებები
გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საიამ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა 2015 წლის 17 სექტემებრს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებაზე იურიდიული განმარტებები გააკეთა. საია მიიჩნევს რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ხელმოწერის გარეშე შეეძლო გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას არ გულისხმობს. საიას აღმასრულებელი დირექტორის თამარ გვარამაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, არ გულისხმობს იმას, რომ გიგი უგულავა გუშინვე სასჯელარსრულების დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლებულიყო. ვრცლად... ფოტოგალერეა
i
საის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა 29 სექტემბერს #საია - მ გამართა პრესკონფერენცია თემაზე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 28 სექტემბერს გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა დანიშვნა/გადანიშვნის საკითხი.მიღებული გადაწყვეტილებით, ისევე როგორც მისი წინმსწრები პროცესით, ნათელი გახდა, რომ იუსტიციის საბჭოს მუშაობა არის არაეფექტური. ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა
ვიდეოგალერეა
საია ,,მაესტროს“ ჟურნალისტის მიმართ მუქარას და ,,ნაციონალური მოძრაობის წევრების“ დაკავებას გამოეხმაურა საიამ ტელეკომპანია „იმედზე“ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის ფაქტი უკიდურესად უარყოფითად შეაფასა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკიდურესად უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების შესახებ, რასაც შედეგად ორი მაღალრეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუს - ინგა გრიგოლიას ,,რექაცია“ და ,,იმედის კვირა“ - დახურვა მოჰყვა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებული გადაცემების ფორმატის შეცვლის და „თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტის“ შექმნის სურვილით ახსნა, რომელსაც, მათივე განმარტებით, მაუწყებელი მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებს. ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა
მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ჟურნალისტის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულის გამოძიება. ვინაიდან საქმე შეეხება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხზე, აღნიშნული საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და მისი გამოძიება უნდა განხორციელდეს პრიორიტეტულად, სწრაფი და ეფექტური გამოძიების სტანდარტების დაცვით. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ საია ყურადღებით მიადევნებს თვალს ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას და მოახსენებს საზოგადოებას აღნიშნული რეაგირების ეფექტურობის თაობაზე.
ვრცლად...