საიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული გასაუბრების პროცესის პირველადი შეფასება გან

Page 1

საიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული გასაუბრების პროცესის პირველადი შეფასება განახორციელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ატესტაციებისა და კონკურსების მიმდინარე გასაუბრების ეტაპის დაკვირდება განახორციელა. 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საია მისი წარმომადგენლების მეშვეობით ცხრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმართულ გასაუბრების ეტაპს დააკვირდა. საიას წარმომადგენლები ქალაქ თბილისსა და ქუთაისში საჯარო მოხელეთა ატესტაციის გასაუბრებას, ასევე ქალაქ ქუთაისის, ბათუმის, გორის, ასევე ჩოხატაურის, დუშეთის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე კონკურსების გასაუბრებას დააკვირდნენ. დაკვირვების

მიზანს

გასაუბრების

პროცესის

საჯაროობის,

ობიექტურობისა

და

გამჭვირვალობის, ასევე ატესტაციებსა და კონკურსებში მონაწილე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენდა. საიას წარმომადგენლები უშუალოდ ესწრებოდნენ გასაუბრების პროცესს, სწავლობდნენ და აფასებდნენ გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობას. ჩვენი წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებდნენ მონაწილე პირისათვის დასმული კითხვების შინაარსსა და ამ კითხვების რაოდენობაზე, თითოეული პირის გამოსაცდელ დროზე, კომისიის განწყობაზე უშუალოდ გამოსაცდელი პირის მიმართ, აკვირდებოდნენ და აფასებდნენ გასაუბრების პროცესის ორგანიზებულობას და მის მიმდინარეობას. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოავლინეს ჩვენი დამკვირვებლის სტატუსით მიმდინარე პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. გაცემულ თანხმობასთან ერთად საკონკურსო-საატესტაციო კომისიებმა იმავდროულად დააწესეს გარკვეული შეზღუდვებიც: მათ თანხმობა განაცხადეს დავსწრებოდით მხოლოდ გასაუბრების პროცესს, ხოლო კომისიების მიერ მონაწილე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესს არ დაგვასწრეს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გამოხატა სურვილი საიას ერთი წარმომადგენელი მათი კომისიის წევრი გამხდარიყო, ზოგიერთმა საკონკურსოსაატესტაციო კომისიამ საერთოდ უარი გვითხრა და არ მოგვცა გასაუბრებაზე დასწრების შესაძლებლობა. მაგალითად, ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკონკურსო-საატესტაციო

კომისიებმა

„პერსონალურ

მონაცემთა

დაცვის

შესახებ“ 1


საქართველოს კანონზე მითითებით მიზანშეუწონლად მიიჩნიეს პერსონალური ინფორმაციის განხილვაზე დამკვირვებლის სტატუსით გარეშე პირის დაშვება, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უარის თქმის მიზეზად საკონკურსოსაატესტაციო კომისიის სამდივნოში კონკურსანტთა მიერ წარდგენილი განცხადებები დაასახელა. კომისიის განცხადებით, კონკურსანტები ითხოვდნენ, რომ მათ გასაუბრებას არ დასწრებოდნენ პრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა გარეშე პირები. მართალია, თელავის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ თავდაპირველა

გამოხატა

სურვილი

დამკვირვებლის

სტატუსით

დავსწრებოდით

გასაუბრების ეტაპს კონკურსში მონაწილე კანდიდატების სურვილის გათვალისწინებით, თუმცა, კომისიამ ისე ჩაატარა გასაუბრების ეტაპი, რომ არც კი გვაცნობა გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ. მოგვიანებით კი განმარტა, რომ მათ ამის ვალდებულება არ ჰქონდათ. ხოლო იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებმაც ზოგადად თანხმობა განაცხადეს ჩვენს დასწრებაზე, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოავლინეს ჩვენი დამკვირვებლის სტატუსით მიმდინარე პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით: თანხმობასთან ერთად, კომისიებმა იმავდროულად დააწესეს გარკვეული შეზღუდვები ჩვენს დასწრებაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, კომისიებმა ჩვენს წარმომადგენლებს უარი განუცხადეს დასწრებოდნენ გასაუბრებაში მონაწილე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამასთან, კომისიებმა დააწესეს რაოდენობრივი შეზღუდვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასწრებაზე, რაც გვიქმნიდა გარკვეულ სირთულეებს და ხშირად არ გვეძლეოდა დამკვირვებელთა ჩანაცვლების შესაძლებლობა. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემური იყო, ვინაიდან ერთ კომისიაში გასაუბრება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ცალკეულ შემთხვევებში, რამდენიმე დღე და კვირაც კი გრძელდებოდა. მაგალითად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაძლებლად ჩათვალა გასაუბრების ეტაპზე ერთ კომისიაში საიას მხოლოდ ერთი წარმომადგენლის დაშვება და დახურულად მიიჩნია კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. ქ.გორის მუნიციპალიტეტმა არასამთავრობო სექტორისათვის დაკვირვების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, აპლიკანტის მოთხოვნის ან/და თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიიჩნია გასაუბრების პროცესის ტრანსლირება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად მოწყობილ ოთახში, ხოლო ქ. ქუთაისის მერიამ მზადყოფნა გამოთქვა მხოლოდ

ერთი

კანდიდატის დაშვების შესახებ, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოადგენდა და კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში დააკვირდებოდა პროცესს. საკონკურსო-საატესტაციო კომისიების აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა ჩვენთვის, რათა განგვეხორციელებინა პროცესის სრულყოფილი დაკვირვება და მთლიანობაში შეგვეფასებინა გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მუშაობა.

ის

ფაქტი,

რომ

კომისიებმა

არასამთავრობო

ორგანიზაციების

წარმომადგენლებისათვის დახურეს გასაუბრების შემდგომ მონაწილე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი, გვართმევს შესაძლებლობას ვუპასუხოთ მთავარ

2


შეკითხვას: რამდენად ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი იყო კომისია თითოეულ მონაწილე პირთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც საჯარო მოხელის ატესტაციისა და კონკურსის პროცესის დაწყებამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების არაერთ შემთხვევას, რის თაობაზეც ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ.1 უარი სრულყოფილად დავსწრებოდით და დავკვირდებოდით როგორც გასაუბრების, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესს და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები, ქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ შესაძლო იყო უკვე გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე საკონურსო - საატესტაციო კომისიებს ობიექტური გადაწყვეტილებები არ მიეღოთ. ვინაიდან ერთის მხრივ, სახეზე იყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, როგორც კოლეგიური საჯარო დაწესებულების, სხდომათა საჯაროობის ვალდებულება2 და საკითხისადმი მაღალი საჯარო ინტერესი, ხოლო მეორეს მხრივ, პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობის შესაბამისად დამუშავების უზრუნველყოფა, საიამ თხოვნით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რათა მას სათანადო განმარტების საფუძველზე განემარტა არსებული ბუნდოვანებება და ხელი შეეწყო ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.3 იმ არგუმენტით, რომ ეს არ იყო მისი კომპეტენცია,4 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უარი განაცხადა განემარტა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის/კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის განესაზღვრა გასაუბრების პროცესზე მესამე პირთა დასწრების წესი. გასაუბრების პროცესის დადებით მხარედ უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ საიას წარმომადგენელთა ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები მიუკერძოებლები იყნენ და კონსტრუქციულ და პროფესიულ მიდგომას იჩენდნენ კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ. იმ კომისიებს, რომელთაც საიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პოლიტიკური ხასიათის შეკითხვა არ დაუსვამთ მონაწილე პირების მიმართ. 9-დან 9 შემთხვევაში ფიქსირებული იყო ინდივიდუალური გასაუბრების დრო, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევაში გასაუბრების გრაფიკი ირღვეოდა. მონაწილეებისათვის დასმული კითხვები უმეტეს შემთხვევაში მსგავსი შინაარსის ან/და სირთულის იყო. 9-დან 4 შემთხვევაში გასაუბრების პროცესი ორგანიზებული იყო კარგად, 3 შემთხვევაში საშუალოდ, 2

1

http://gyla.ge/geo/news?info=2263

2

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცილი კოდექსის 32-ე მუხლი;

3

საიას განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 04.12.2014 . # გ- 01/251.14 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პასუხი საიას. 12/12/2014 #292/01.

4

3


შემთხვევაში კი - ცუდად. გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა მიმდინარეობდა 9-დან 5 შემთხვევაში. საიას წარმომადგენელთა ინფორმაციით, მონაწილე პირებისათვის დასმული კითხვები ძირითადად შეეხებოდა მათ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, პიროვნულ თვისებებს და გამოცდილებას. დაკვირვების შედეგად, ხარვეზები ძირითადად დაფიქსირდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე კონკურსის გასაუბრების პროცესზე. საიას წარმომადგენლის ინფორმაციით, კომისია განსხვავებულ მიდგომას იჩენდა კონკურსში მონაწილე დროებით მოვალეობის შემსრულებლებისა

და

კონკურსში

მონაწილე

სხვა

პირთა

მიმართ:

მოვალეობის

შემსრულებლებს თითქმის ერთიდაიგივე შინაარსის, რაოდენობისა და სირთულის კითხვებს უსვამდნენ, განსხვავებით კონკურსში მონაწილე სხვა პირებისგან. ამ უკანასკნელთ უფრო მეტ დროს უთმობდნენ და მეტ შეკითხვას აძლევდნენ. გასაუბრების დროს იყო შემთხვევები, როდესაც მონაწილე პირებს უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელიც შეეხებოდა მონაწილე პირების ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობას და არ იყო პირდაპირ კავშირში მათ პროფესიულ გამოცდილებასა თუ უნარ-ჩვევებთან (მაგალითად, გათხოვილი ხართ? მარტო ზრდით შვილს? პატარები ბაღში დადიან? ვინმე გეხმარებათ შვილების აღზრდაში? თქვენი მეუღლე რა გვარია? უმცროსი შვილი რამდენი წლისაა? მეუღლე მუშაობს? და სხვა.) ამასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გასაუბრების პროცესის აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით, არ ხდებოდა პირის სათანადო წესით ინფორმირება. ცალკეულ შემთხვევებში, კომისიის წევრები ეხმარეოდნენ მონაწილე პირს პასუხის გაცემაში. თუ პირს არ ჰქონდა პასუხი დასმულ კითხვაზე, კომისიის წევრები უფრო მარტივად უყალიბებდნენ კითხვის შინაარს მონაწილეს, რათა მას კითხვაზე პასუხის გაცემა შეძლებოდა. ხარვეზები დაფიქსირდა ასევე ბათუმის მერიის მოხელეთა გასაუბრებისას კომისიის მუშაობის ორგანიზებულობასთან

და

პროცესისადმი

საქმიან

მიდგომასთან

დაკავშირებით.

გასაუბრების მიმდინარეობისას კომისიის რამდენიმე წევრი ხშირად ტოვებდა ოთახს ტელეფონზე სასაუბროდ თუ სიგარეტის მოსაწევად. გასაუბრების პროცესში ძირითადად კომისიის ორი წევრი მონაწილეობდა. განსხვავებით სხვა საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შემადგენლობისგან, ქალაქ გორის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკონკურსო - საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში წევრის სახით წარმოდგენილ იყვნენ ამავე მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის თანამშრომლები, მათ შორის გუბერნატორის მოადგილის პოზიციაზე მყოფი პირები. აღნიშნული გარემოება ბადებს ლოგიკურ კითხვებს ერთის მხრივ, რეგიონის დონეზე ასეთი მაღალი თანამდებობის პირების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკადრო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობისა და მეორეს მხრივ, მუნიციპალიტეტების დონეზე საჯარო მოხელეთა შერჩევაში ასეთი მონაწილეობის აუცილებელი საჭიროების შესახებ.

4


აღნიშნული საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 363-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა და შემადგენლობის განსაზღვრისას „აუცილებელი საჭიროების“ კომპონენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე. კავშირების

კომისიის წევრები,

შემადგენლობაში დამოუკიდებელი

მონაწილეობენ

მოხელეთა

სპეციალისტები

(პირები,

პროფესიული რომლებიც

სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის დაწესებულებასთან) და ასევე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი პირები. მიუხედავად აღნიშნული დანაწესისა, პრაქტიკამ ცხადყო, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, როგორც კომისიის წევრთა შერჩევის კრიტერიუმთან მიმართებაში, ასევე ზოგადად, კომისიის წევრთა დანიშვნის პროცედურაშიც. ეს აუცილებელია იმისათვის, რათა თავიდან იქნეს არიდებული ის ცალკეული შემთხვევებიც კი, როდესაც კომისიის წევრთა კომპეტენცია არ შეესაბამებოდა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობას. საიას წარმომადგენელთა ინფორმაციით, განსხვავებით სხვა საკონკურსო-საატესტაციო კომისიებისაგან, რომლებსაც საიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქალაქ გორის, გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, ასევე ბათუმის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს არ ჰქონდათ დამტკიცებული მონაწილე პირების შეფასების ფორმები, რომლის მიხედვითაც კომისიებს უნდა შეეფასებინათ კანდიდატის უნარ-ჩვევები, პროფესიული კვალიფიკაცია და გამოცდილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი შეფასებით, კომისიების მიერ მაღალი ალბათობით ვერ მოხდებოდა ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება. საიას

წარმომადგენლებმა

გარკვეული

ხარვეზები

დააფიქსირეს

ქალაქ

ოზურგეთის

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, კომისიამ უარი განაცხადა ჩვენი წარმომადგენლების გასაუბრების პროცესის დასწრებაზე. თუმცა, საიას სამართლებრივი დახმარებისათვის მომართა რამდენიმე მოქალაქემ და განაცხადა, რომ წერილობითი მოთხოვნის საპასუხოდ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსოსაატესტაციო კომისიამ მათ, როგორც კონკურსში მონაწილე პირებს, უარი განუცხადა აღნიშნული პირების პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის გაცემაზე, რითაც დაირღვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნა და არ მიაწოდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დამტკიცებული „კანდიდატის დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასების" ფორმების ასლები. მათ განუმარტეს, რომ დოკუმენტი მოიცავდა კომისიის წევრთა პერსონალური ინფორმაციას და მათზე ვერ გასცემდნენ. 5


ატესტაციებისა

და

კონკურსების

გასაუბრებაზე

წარმოვადგინოთ რამდენიმე რეკომენდაცია,

დაკვირვების

შედეგად,

გვსურს

რომელიც ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს

გასაუბრების პროცესისა და ზოგადად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობის ეფექტურობის ზრდას: 1)

კონკურსისა

და

ატესტაციის

ჩატარების

მარეგულირებელი

ნორმატიული

ბაზის

გაუმჯობესება ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობის მარეგულირებელი აქტების შემუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსებსა

და

ატესტაციებს

ინდივიდუალურად

ატარებენ

ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებთან არსეული საკონკურსო-საატესტაციო კომისიები და კანდიდატის

შესაბამისობის

შეფასების

ფორმებსაც

ინდივიდუალურად

ამტკიცებენ,

ვფიქრობთ, მიზანშეწონილია განისაზღვროს გასაუბრების ეტაპზე მონაწილეთა შეფასების ერთიანი ფორმა და კრიტერიუმები და მოხდეს კონკურსის/ატესტაციიის ჩატარების წესის პროცედურის გაწერა კონკურსის-ატესტაციის ყველა ეტაპის მიხედვით უფრო დეტალურად, რათა კონკურსანტებს და სხვა პირებს მიეცეთ პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია. 2) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დაკომპლექტების საკითხები საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, როგორც კომისიის წევრთა შერჩევის კრიტერიუმთან მიმართებაში, ასევე ზოგადად, კომისიის წევრთა დანიშვნის პროცედურაშიც. უფრო მერი ყურადღება უნდა დაეთმოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა შერჩევას მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე პირების შერჩევა, სწორედ გამოცდილი და კვალიფიციური პირების მიერ მოხდეს. უნდა გამოირიცხოს კომისიის წევრებად ისეთ პირთა შერჩევა, რომელთა სამსახურებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობა პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს პროცესის ობიექტურად წარმართვაზე. შესაბამისი აქტებით ნათლად უნდა გაიწეროს კომისიის წევრთა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხები. მნიშვნელოვანია კომისია დაკომპლექტდეს მხოლოდ ისეთი კადრებით, რომელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრობა განპირობებულია მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე და რომელთა მოსაზრება არსებითი მნიშვნელობის მატარებელია კვალიფიციური საჯარო მოხელის აყვანისა და შენარჩუნების მიზნებისათვის. 3) კონკურსისა და ატესტაციის პროცესის დაკვირვების სტანდარტი და წესი მაღალი საზოგადოერივი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე ნათლად უნდა განისაზღვროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომებსა და ატესტაციის/კონკურსის მიმდინარეობაზე დაკვირვების წესი.

6


პროცესზე დაკვირვების მიზნით, სამომავლოდ უნდა შემუშავდეს დაკვირვების ერთიანი სტანდარტი და წესი. მიგვაჩნია, რომ ასევე დეტალურად უნდა გაიწეროს პროცესის აუდიო და ვიდეო ჩაწერის გაკეთების წესი, რათა გამოირიცხოს მონაწილე პირთა ინტერესების რაიმე სახით უგულებელყოფა. და ბოლოს, პროცესზე სრულყოფილი დაკვირვების მიზნით,

ვფიქრობთ მართებული

იქნებოდა, ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გვქონოდა შესაძლებლობა დავსწრებოდით საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მიერ არა მხოლოდ გასაუბრების წარმოების პროცესს, არამედ შემდგომში, მონაწილე პირებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც. აქვე გვინდა მოვუწოდოთ საკონკურსო-საატესტაციო კომისიებსა და მუნიციპალიტეტებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ და საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია საპრეტენციო კომისიების საქმიანობისა და მათ მიერ განხილული საქმეების შესახებ. საია აგრძელებს მიმდინარე გასაუბრებების დაკვირვების პროცესს სხვა მუნიციპალიტეტებშიც და დაკვირვების შედეგებს შემდგომ ანგარიშში წარმოადგენს.

7


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.