დაცვის პოზიცია ე.წ ,,კაბლების საქმეზე''

Page 1

ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას ბრალდებულების ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის ინტერესების დამცველი ადვოკატების იოსებ ბარათაშვილის და ლევან სამუშიას

(მის.: თბილისი, მთაწმინდის შესახვევი 7ა, ბ. 5 ტელ: 599539798)

პოზიცია ( ბრალდების მხარის საჩივართან დაკავშირებით)

2015 წლის 09 ივნისს ბრალდების მხარემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის განჩინების ის ნაწილი, რომლითაც დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულება - სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 13 ოქტომბრის #01/348 საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება ცნობილი,

ვინაიდან, როგორც

საქართველოს სსსკ-ის

52-ე მუხლის

არ უნდა იქნეს დაუშვებლად

პროკურორების წერილობით მოსაზრებაშია აღნიშნული, მე-2 ნაწილით, ექსპერტს

უფლება აქვს არა მხოლოდ

ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი მასალისა და საექსპერტო კვლევისათის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, არამედ თავადაც შეუძლია ნებისმიერი სხვა პირისაგანაც მოიპოვონ საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი მასალა; ამავე დროს, ბრალდების მხარე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი უფლებამოსილი იყო, საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტები გადაეგზავნა შპს ,,დელტა კომმის“ დირექტორისათვის და მას არ დაურღვევია ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მე-20და 21-ე მუხლები 1


პროკურორები ასევე თვლიან, რომ ექსპერტი არ იყო ვალდებული ექსპერტიზის დასკვნისათვის დაერთო წერილი, რომლითაც ექსპერტმა მიმართა შპს „დელტა-კომმს“ ( როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, წერილის ნომერია 02/556-ს)

და შპს „დელტა-კომმის“ დირექტორის

წერილობითი პასუხი (ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წერილის ნომერია ს-12). მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლოს მიერ იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: 1)

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის მიხედვით: „დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით”. სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად: „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება”.

მოცემულ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, დასადგენია, წარმოადგენდა თუ არა ექსპერტის მიერ შპს „დელტა-კომმისათის“ გაგზავნილი წერილი ( N02/556-ს) და შპს „დელტაკომმის“ ექსპერტისათვის გაგზავნილი პასუხი (Nს-12) იმგვარ დოკუმენტს, რომელშიც აღბეჭდილი იყო სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ინფორმაცია. როგორც ექსპერტიზის #01/348 დასკვნაშია აღნიშნული: ,, ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ვინაიდან შპს ,,დელტა კომმი“ წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას, რომელიც ფლობს საქართველოში ყველაზე დიდ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას (საერთო ჯამში 3 500 კმ-ზე მეტი) და მის მშენებლობას ახორციელებს საკუთარი ძალებით, ექსპერტის მიერ მოხდა შპს ,,დელტა კომმზე“ წერილის (#02/556-ს) მიწერა, სადაც ექსპერტის მიერ დასმულია შემდეგი კითხვა: ,,გთხოვთ, გვაცნობოთ ,,თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდა-ახალქალაქიახალციხე-ხულო-ბათუმის“ მიმართულებით (ზუსტი კოორდინატები იხილეთ დანართში) ოპტიკურბოჭკოვან მაგისტრალში 8 და 24 წვერის (ქონება), ,,თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის მიმართულებით (ზუსტი კოორდინატები იხილეთ დანართში) ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალში 4 წვერის (ქონება), სენაკიზუგდიდი მიმართულებით (ზუსტი კოორდინატები იხილეთ დანართში), ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალში 2 წვერის (ქონება), (ასეთების არსებობის შემთხვევაში) საკუთრებაში გადაცემის და მათი შემდგომი 20 წლის ვადით მომსახურების ღირებულება. ასევე ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალ(ებ)ის არარსებობის შემთხვევაში მისი მშენებლობის და შესაბამისი რაოდენობის წვერების (ქონების) საკუთრებაში გადაცემის და მათი შემდგომი 20 წლის ვადით მომსახურების ღირებულება და მისი შესრულების ვადა. ასევე, გთხოვთ, გვაცნობოთ დანართში მოცემულ ცხრილში ფიქსირებული საქონლის და მათი მონტაჟის ღირებულება. გთხოვთ, ზემოთ აღნიშნული ღირებულებები მოგვაწოდოთ: 2013 წლის IV კვარტლის მდგომარეობით, დანართში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზ/ხსენებული საქონლის, ქონების და მომსახურების (ერთი ხელშეკრულების ფარგლებში) თქვენის მხრიდან მიწოდების გათვალისწინებით“, რაზეც 2014 წლის 11 ოქტომბერს შემოვიდა #ს-12 წერილი (ბიუროს რეგისტრაციის #01/405-ს) შპს ,,,დელტა კომმის“ დირექტორის ხელმოწერით. აღნიშნულ წერილში ვკითხულობთ:

2


კითხვაზე: ,, გთხოვთ, ზემოთ აღნიშნული ღირებულებები მოგვაწოდოთ 2013 წლის IV კვარტლის მდგომარეობით, დანართში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზ/ხსენებული საქონლის, ქონების (8 წვერი - ,,თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-ბათუმის“ მიმართულებაზე) და მომსახურების ერთი ხელშეკრულების ფარგლებში თქვენის მხრიდან მიწოდების 01/348-ს გათვალისწინებით“, გპასუხობთ: 2013 წლის IV კვარტლის მდგომარეობით, მომსახურება ზ/ხსენებული საქონლის, ქონების და მომსახურების ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მოწოდების შემთხვევაში, კონკურენციული გარემოს არსებობის გათვალისწინებით, საერთო ჯამში შეგვეძლო 3,3-3,6 მილიონ ლარადკომერციული ორგანიზაციის შემთხვევაში და 2,3-2,6 მილიონ ლარად სახელმწიფო ორგანიზაციის შემთხვევაში ან აუცილებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმ 1,5 მილიონ ლარად“ (იხ.სამხარაულის სახელობის

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 13 ოქტომბრის კომპიუტერული, საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის #01/348 დასკვნა; გვ.9-10). შემდეგ ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: ,,სილქნეტის“ მიერ განშტოებებზე გასახარჯ მასალებს ემატება მთლიანი 72 წვერიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის 1/3 ღირებულება. მათ ჯამს ემატება ტრანსპორტის, ზედნადები, გაუთვალისწინებელი ხარჯი და დღგ მიღებული თანხა შეადგენს 487 553, 82 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). ასევე ემატება სენაკი-ზუგდიდის 2 წვერის ღირებულება 40 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); ასევე თბილისი-თელავის 4 წვერის ღირებულება 150 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); ასევე 20 წლიანი მომსახურება ყველა მიმართულებით 400 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნული ღირებულებები ექსპერტის მიერ აღებულია შპს ,,,დელტა კომმის“ #ს-12 2014 წლის 11 ოქტომბრის წერილიდან (ბიუროს რეგისტრაციის #01/405-ს). ასევე დავუმატებთ, თავდაცვის სამინისტროსათვის საჭირო აპარატურის ღირებულებას 1 540 451 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) აღნიშნული ღირებულება ექსპერტის მიერ აღებული იქნა შპს ,,დელტა კომმის“ 2014 წლის 07 ოქტომბრის # ს-10 წერილიდან და ბაზარზე არსებული ინფორმაციიდან), მივიღებთ პროექტის მთლიან ღირებულებას, რაც შეადგენს 10 691 204,78 ლარს (დღგ-ს ჩათვლით)“ (იხ.ექსპერტიზის #01/348 დასკვნა გვ.11); დასკვნის მიხედვით, ,,სილქნეტის“ მიერ განშტოებებზე გასახარჯ მასალებს ემატება მთლიანი 72 წვერიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის 1/3 ღირებულება, მათ ჯამს ემატება ტრანსპორტის, ზედნადები, გაუთვალსიწინებელი ხარჯი და დღგ. მიღებული თანხა შეადგენს 487 553,82 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). ასევე ემატება სენაკი-ზუგდიდის 2 წვერის ღირებულება 40 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); ასევე თბილისი-თელავის 4 წვერის ღირებულება 150 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ასევე 20 წლიანი მომსახურება ყველა მიმართულებით 400 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) აღნიშნული ღირებულებები ექსპერტის მიერ აღებულია შპს ,,დელტა კომმის“ 2014 წლის 11 ოქტომბრის #ს-12 წერილიდან (ბიუროს რეგისტრაციის #01/405-ს), ასევე თავდაცვის სამინისტროსათვის საჭირო აპარატურის ღირებულება 1 540 451 ლარი ( დღგ-ს ჩათვლით) აღნშნული ღირებულება ექპერტის მიერ აღებულია დანართი N1 - იდან). სხვაობა თავდაცვის სამინისტროს მიერ გადასახდელი თანხის ოდენობასა და სანაცვლოდ მისაღები ქონების/საქონლის/მომსახურების ოდენობას შორის შეადგენს 4 102 872.6 ლარს დღგ-ს ჩათვლით“ (იხ.ექსპერტიზის#01/348 დასკვნა გვ.12). ჩვენს მიერ ექსპერტიზის დასკვნიდან მოხმობილი ციტატები ცხადყოფს, რომ როგორც ექსპერტის მიერ გაგზავნილი წერილი, ისე შპს „დელტა-კომმის“ წერილობითი პასუხი, შეიცავენ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობებს და აქედან გამომდინარე, ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს; რომელთაგან ერთ-ერთი, შპს „დელტა-კომმის“ წერილში ასახული ინფორმაცია, საფუძვლად დაედო იმ თანხის (4 102 872,6 ლარის) განსაზღვრას, რომლის გაფლანგვაც ედებათ ბრალად ბრალდებულებს. კიდევ ერთი მტკიცებულება, რომლის შესახებაც მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაში, არის „ბაზარზე არსებული ინფორმაცია“, რომელიც გამოიყენა ექსპერტმა ექსპერტიზის დასკვნის შედგენის დროს და რომელიც არ დაერთო არც ექსპერტიზის დასკვნას და არც სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ექსპერტმა მონაწილეობა მიიღო არა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში, არამედ მან დამოუკიდებლად მოიპოვა მტკიცებულებები 3


(საკვლევი მასალა) - შპს „დელტა-კომმის“ წერილი და ბაზარზე არსებული ინფორმაცია, ანუ მოცემულ შემთხვევაში ექსპერტი მოგვევლინა ბრალდების მხარის დამხმარედ მტკიცებულებების მოპოვებაში, რაც დაუშვებელია, ვინაიდან სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, მტკიცებულებების მოპოვება მხოლოდ მხარეთა პრეროგატივაა. არ ვეთანხმებით პროკურორების მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს სსსკ-ის 52-ე მუხლი უფლებას ანიჭებს ექსპერტს დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულება. აღნიშნული მუხლი ექსპერტს ანიჭებს უფლებას საქმის დამატებითი მასალა, ისევე როგორც დამატებითი ინფორმაცია მოსთხოვოს მხოლოდ მხარეს, ამ შემთვევაში ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს, ვინაიდან სწორედ იგი ფლობს საქმის მასალებს, მათ შორის იმ მასალასაც, რომელიც ექსპერტისათვის არ აქვს გადაცემული. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ უსაფუძვლოდ და უადგილოდ მიგვაჩნია ბრალდების მხარის მოსაზრებაზე დართული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმ რამდენიმე დასკვნაზე მითითება, როდესაც ექსპერტს თვითონ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით აქვს მოპოვებული მტკიცებულებები. 2) სასამართლოს განჩინებაში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ,,ექსპერტ დ.ამაშუკელის მიერ

არსებითად იქნა დარღვეული არა მხოლოდ სქართველოს სსსკ-ის იმპერატიული მოთხოვნები, არამედ იმ მომენტისათვის მოქმედი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 21-ე მუხლების ( ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 12 მარტამდე მოქმედი რედაქცია) მოთხოვნებიც, რადგანაც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მოცემული სს საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ როგორც ზემოხსენებული კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის, ასევე მისი ჩატარების და სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კომპიუტერული, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის #01/348-ს დასკვნის გაცემის დროსაც, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის შემცველობის გამო, ედო გრიფი ,,საიდუმლო“, რაც ცნობილი იყო სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმ ექსპერტათთვისაც, რომელთაც დაევალათ კომპიუტერული, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება“.

მოსამართლის აღნიშნული პოზიციის უარყოფის მიზნით, ბრალდების მხარემ მიიჩნევს, რომ ექსპერტი დ.ამაშუკელი უფლებამოსილი იყო გადაეგზავნა საიდუმლო გრიფ დადებული დოკუმენტი შპს ,,დელტა კომმისათვის“ (რომელსაც გააჩნდა დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის #305 დადგენილების თანახმად, კერძოდ, აღნიშნული დადგენილების მე-2 და მე-3 დანართების 25-ე და 26-ე პუნქტების შესაბამისად. მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის პოზიცია უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 12 მარტამდე მოქმედი რედაქცია) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების გადაცემისას დაცულ უნდა იქნეს ამ კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნები“, ხოლო მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ,,საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებას აძლევს საქართველოს უშიშროების სამინისტრო შესაბამისი ნებართვის გაფორმებით“. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების გადაცემა ექსპერტ დ.ამაშუკელს უნდა განეხორციელებინა სახელმწიფო 4


უშიშროების სამინისტროს (დღეისათვის შს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის) ნებართვით, რაც არ მომხდარა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის #305 დადგენილებას და აღნიშნული დადგენილების მე-2 და მე-3 დანართების 25-ე და 26-ე პუნქტებს, აღნიშნული დადგენილების მე-2 დანართი განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებიც უფლებამოსილი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა, ხოლო მე-3 დანართით განსაზღვრულია იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, მთავრობის აღნიშნული დადგენილება არ განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების გადაცემის წესს, რაც, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, დადგენილი იყო

,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 12 მარტამდე მოქმედი რედაქცია) მე-20 და 21-ე მუხლებით და ამგვარი დოკუმენტების გადაცემა უნდა მომხდარიყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ნებართვის გაფორმებით.

3)

როგორც ზემოთ ითქვა,

პროკურორები მიიჩნევენ, რომ

ექსპერტი არ იყო ვალდებული

ექსპერტიზის დასკვნისათვის დაერთო წერილი, რომლითაც ექსპერტმა მიმართა შპს „დელტაკომმს“ (N 02/556-ს) და შპს „დელტა-კომმის“ დირექტორის წერილობითი პასუხი (N ს-12). ბრალდების მხარე თავისი პოზიციის დასაბუთებას ცდილობს შემდეგი მოსაზრებით: ა) მართალია ექსპერტმა ექსპერტიზის დასკვნის შედგენის დროს დაეყრდნო შპს „დელტა-კომმის“ წერილში მოყვანილ ინფორმაციას, მაგრამ აღნიშნული ინფორმაციის გაზიარებით კი არ გაიზარდა გაფლანგული თანხის ოდენობა, არამედ შემცირდა . ბ)

შპს

„დელტა-კომმიდან“ მიღებული ინფორმაცია სრულყოფილად იქნა გადატანილი

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში და ამიტომ აღნიშნული მიმართვის დართვა აღარ იყო საჭირო გაცემული საექსპერტო დასკვნისათვის; იქვე პროკურორები მიუთითებენ, რომ ექსპერტის ეს გადაწყვეტილება თურმე გამომდინარეობს

სსსკ-ის 146-ე მუხლიდან, რომლის თანახმად

ექსპერტს აქვს ვალდებულება დასკვნას დაურთოს ექსპერტიზის შედეგად დარჩენილი საკვლევი მასალა და არა კვლევის პროცესში გამოყენებული ყველა ინფორმაცია. გ) პროკურორების განცხადებით, „დელტა-კომმის“ ხელმძღვანელების გ.ჯალიაშვილისა და დ.ხუბულურის ჩვენებებში დაწვრილებით არის გადმოცემული ის ინფორმაცია, რომელიც ამ კომპანიას მიწოდებული აქვს ექსპერტისათვის და ამ მიზეზითაც აღარ იყო შპს „დელტა-კომმის“ მიერ ექსპერტისათვის

გაგზავნილი წერილის

ექსპერტიზის

დასკვნაზე

დართვისა და

სასამართლოში წარდგენის აუცილებლობა .

5


დ)

ბრალდების მხარე მიუთითებს, როგორც შიდა

ევროპული

სასამართლოს

სასამართლო, ისე ადამიანის უფლებათა

პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, თითქოს

არ არის სავალდებულო

ექსპერტიზის დასკვნას დაერთოს ექსპერტიზის დასკვნის დამადასტურებელი მასალები. მიგვაჩნია, რომ ბარლდების მხარის აღნიშნული მოსაზრებაც უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის

146-ე მუხლის

მე-3 ნაწილის თანახმად, „ექსპერტის დასკვნას უნდა

დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას“. 2.1) მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ შპს „დელტა-კომმის“ წერილი (N ს12)

და

ექსპერტის მიერ მოპოვებული ბაზარზე არსებული ინფორმაცია, ნამდვილად

გამოყენებული

ექსპერტის

(იხ.ექსპერტიზის#01/348

მიერ

და

დასკვნა გვ.12).

საფუძვლად

დაედო

ექსპერტიზის

იქნა

დასკვნას

აქედან გამომდინარე, პროკურორების აპელირება იმ

გარემოებაზე, რომ ექსპერტის მიერ შპს „დელტა-კომმის“ დირექტორის პასუხის გაზიარებით, გაფლანგული თანხის ოდენობის კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა და შპს „დელტა-კომმიდან“ მიღბული ინფორმაცია

სრულყოფილად იქნა გადატანილი ექსპერტიზის დასკვნის კვლევით

ნაწილში, არა თუ გამორიცხავს ზემოაღნიშნული წერილის ექსპერტიზის დასკვნაზე დართვისა და დაცვის მხარისათვის გადაცემის აუცილებლობას, არამედ კიდევ განამტკიცებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან: 1.

შპს

„დელტა-კომმის“ წერილი, ისე როგორც

არსებული ინფორმაცია,

ექსპერტის მიერ მოპოვებული ბაზარზე

წარმოადგენენ დამოუკიდებელ მტკიცებულებებს, რომლებიც, როგორც

ბრალდების მხარეც აღიარებს, საფუძვლად დაედო ექსპერტიზის დასკვნას. 2. დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, გაარკვიოს, თუ რამდენად სრულყოფილად იქნა გადატანილი შპს „დელტა-კომმის“ დირექტორის პასუხი ექსპერტიზის დასკვნაში. შესაბამისად, ექსპერტიზის

დასკვნა

აგებულია

ისეთ

მტკიცებულებებზე,

რომლებიც

საქმეში

არ

არის

წარმოდგენილი და არ არის უარყოფილი გონივრული ეჭვი, მათი შესაძლო გამოცვლის შესახებ, რითაც ექსპერტიზის

N #01/348

დასკვნის მოპოვების დროს არსებითად არის დარღვეული

საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნები. ასევე

უსაფუძვლოა პროკურორების განცხადება იმის შესახებ, თითქოს შპს „დელტა-კომმის“

ხელმძღვანელების

გ.ჯალიაშვილისა და დ.ხუბულურის

ჩვენებებში

გადმოცემულია ის

ინფორმაცია, რომელიც დაფიქსირდა კომპანიის დირექტორის მიერ ექსპერტისათვის გაგზავნილ წერილში, შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ექსპერტიზის დასკვნაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ ის ეყრდნობა არა გ.ჯალიაშვილისა და დ.ხუბულურის ჩვენებებს,

არამედ

შპს „დელტა-კომმის“ დირექტორის

დაფიქსირებულ ინფორმაციასა და ექსპერტის მიერ ინფორმაციას.აქვე უნდა ითქვას იმის შესახებ,

მოპოვებულ

N ს-12

წერილში

ბაზარზე არსებულ

რომ არც ექსპერტიზის დასკვნაში და არც 6


პროკურორების წერილობით მოსაზრებაში არაფერია ნათქვამი არც იმის შესახებ, თუ ბაზარზე არსებული რომელი კონკრეტული ინფორმაცია მოიპოვა ექსპერტმა, რომელიც შემდეგ გამოიყენა ექსპერტიზის დასკვნაში, არც იმის შესახებ, თუ რატომ არ დააურთო ექსპერტმა აღნიშნული ინფორმაცია ექსპერტიზის დასკვნას და არც იმის შესახებ, თუ რატომ არ გადასცა აღნიშნული მონაცემები ბრალდების მხარემ დაცვის მხარესა და სასამართლოს. 2. არ შეესაბამება სიმართლეს პროკურორების განცხადება იმის შესახებ, თითქოს „დელტა-კომმის“ ხელმძღვანელების გადმოცემული

გ.ჯალიაშვილისა და

ის ინფორმაცია,

დ.ხუბულურის ჩვენებებში

დაწვრილებით არის

რომელიც ამ კომპანიას მიწოდებული აქვს ექსპერტისათვის.

როგორ ცნობილია, ექსპერტიზის დასკვნა დათარიღებულია 2014 წლის 13 ოქტომბრით. აღნიშნულ თარიღამდე შპს „დელტა-კომმის“ ტექნიკური დირექტორი გ.ჯალიაშვილი და ფინანსური დირექტორი დ.ხუბულური გამომძიებლის მიერ დაიკითხნენ 2014 წლის 20 ივნისს. გ.ჯალიაშვილს თავის ჩვენებაში საერთოდ არა აქვს მოყვანილი რაიმე ციფრი იმის შესახებ თუ რა ფასად მიჰყიდდა შპს „დელტა-კომმი“, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ქონებასა და აპარატურას და რა ფასად მოემსახურებოდა 21 წლის განმავლობაში. ნაცვლად ამისა, შპს „დელტაკომმის“ ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლიდან დაიწყეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერებით მომსახურებისათვის თანხის გადახდა, საბაზრო ფასთან შედარებით ორჯერ იაფად, მაგრამ რას შეადგენს მომსახურების თანხა ყოველთვიურად, ეს საკითხი გ.ჯალიაშვილს არ დაუკონკრეტებია და არც გამომძიებელი დაინტერესებულა მისი გარკვევით (იხ.დაცვის მხარის მტკიცებულება #25). შპს „დელტა-კომმის“ ფინანსურ დირექტორ დ.ხუბულურს, მოწმის სახით დაკითხვის დროს ასევე არაფერი უთქვამს იმის შესახებ თუ რა ფასად მიჰყიდდა შპს „დელტა-კომმი“ თავდაცვის სამინისტროს ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში 8 და 24 წვერს (ქონებას) და აპრატურას თბილისიახალქალაქი-ბათუმის მიმართულებით, 4 წვერს (ქონებას) თბილისი-გურჯაანი-თელავის მიმართულებით და 2 წვერს (ქონებას) სენაკი-ზუგდიდის მიმართულებით, ასევე რა ფასად განახორციელებდა მომსახურებას 20 წლის ვადით. დ. ხუბულურმა თავის ჩვენებაში მხოლოდ ის თქვა, რომ

თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ხარისხის ოდენობისა და მოცულობის

მომსახურებას შპს „დელტა-კომმი“ განახორციელებდა საშუალოდ 1 000 000 ლარად. არცერთი სხვა ციფრი მას არ დაუსახელებია (იხ.დაცვის მხარის მტკიცებულება #26). 2.2 ბრალდების მხარე

ცდილობს თავისი მოსაზრება

გაამყაროს

შიდა სასამართლო და

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არსებული პრაქტიკით და აცხადებს, რომ

ექსპერტიზის ჩატარების

დროს,

ექსპერტს, დამოუკიდებლად შეუძლია მოიპოვოს

მტკიცებულებები და ამავე დროს მას არ ევალება აღნიშნული დაურთოს ექსპერტიზის დასკვნას. მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან კანონით არ არის ნებადართული და ქართული სისხლის სამართალწარმოება არასოდეს იყენებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, როგორც პრეცედენტებს. გარდა ამისა, სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მტკიცებულებათა დაუშვებლობის საკითხს სასამართლო განიხილავს მხოლოდ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე და ამ შემთხვევაში 7


გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარეთა მიერ მათი პოზიციების დასაბუთებას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მაგალითებში გაურკვეველია დადგა თუ არა მხარეთა მიერ საკითხი სწორედ იმ გარემოებებზე

დაყრდნობით, რომლითაც

ამჟამად

ვითხოვთ ბრალდების მხარის მიერ

წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. 2.3 ბრალდების მხარე ასევე აპელირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ პრაქტიკაზე და ორ სასამართლო გადაწყვეტილებაზე (Natunen v. Finland და C.G.P. v Netherlands) მითითებით ცდილობს იმგვარად წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ბრალდების მხარე არ არის ვალდებული სასამართლოში წარადგინოს ესა თუ ის მტკიცებულება. მიგვაჩნია, რომ

ბრალდების მხარის

აღნიშნული მოსაზრება არ უნდა იქნეს გაზიარებული

შემდეგ გარემოებათა გამო: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რომ

თავის მრავალ გადაწყვეტილებაში აღნიშნა,

ბრალდებამ დაცვის მხარეს უნდა გადასცეს

სასამართლოზე გამოიყენებს, წინააღმდეგ

ყველა მტკიცებულება, რომელსაც

შემთხვევაში ადგილი ექნება

ის

ადამიანის უფლებათა

ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას.ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარისათვის იმ მტკიცებულებების არგადაცემა, რომელიც ბრალდებულს სჭირდება თავისი პოზიციის დასასაბუთებლად და გასამყარებლად, ასევე იწვევს კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „b“ ქვეპუნქტის დარღვევას. ამავე დროს, ბრალდებულს შეიძლება მოეთხოვოს მტკიცებულების გადაცემის თაობაზე მისი შუამდგომლობის დასაბუთება (იხ. Natunen v. Finland, 31.03.2009, § 4041,43; Dowsett v. The UK, 24.06.2003, § 42- 43, Mirilashvili V. Russia, 11.12.2008, § 203- 209; Atlan v. The UK, 19.06.2001, §40; Rowe and Davis v. The UK, 16.02.2000 §60 ; Vyerentsov v. Ukraine, § 75-77, 11.04.2013; მოცემულ შემთხვევაში, ცხადია, რომ

დაცვის მხარეს მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდებოდა,

აღნიშნული მტკიცებულების თაობაზე პოზიციის დასაბუთების საჭიროება თუ მას ბრალდების მხარე

შეატყობინებდა,

რომ

ზემოთ

დასახელებულ

მტკიცებულებებს,

მნიშვნელოვანი

საზოგადოებრივი საჭიროებიდან ან ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს არ გადასცემდა, რაც ცხადია არ გამორიცხავს იმას, რომ ბრალდების მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები აუცილებლად უნდა წარედგინა სასამართლოსათვის. თუმცა, ბრალდების მხარემ დაცვის მხარისათვის მტკიცებულების - შპს „დელტა-კომმის“ #ს-12

წერილის და ბაზარზე არსებული ინფორმაციის

გადაუცემლობისა და სასამართლოში

არწარდგენის დასაბუთება თავიდან საერთოდ არ მიიჩნია საჭიროდ, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ

სასამართლო

პროცესზე

დაყენებული

იქნა

შუამდგომლობა

ექსპერტიზის

დასკვნის

დაუშვებლად ცნობის შესახებ, პროკურორები შეეცადნენ მტკიცებულების არგადაცემა აეხსნათ არა მნიშვნელოვანი

საზოგადოებრივი

საჭიროებიდან

ან

ეროვნული

უსაფრთხოების

დაცვის

აუცილებლობიდან გამომდინარე, არამედ იმით, რომ ისინი უბრალოდ არ იყვნენ ვალდებულნი 8



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.