emzar jgerenaia
vuZRvni mamis, murman jgerenaias xsovnas. is ver dabrunda afxazeTSi am qveynad!
polit-ekonomikuri satira-3
Tbilisi, 2016 w.
-1-
გვ. რაოდენობა 436 თბილისი, 2016 წ.
გამოიცა არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ეკონომიკის და ბიზნესის ინსტიტუტის მიერ
ავტორი - ე. ჯგერენაია თსუ პროფესორი, PhD პოლიტ-ეკონომიკური სატირა-3 წინამდებარე ნაშრომი - პოლიტ-ეკონომიკური სატირა-3 ბოლო ათი წლის განმავლობაში ეკონომიკური პრობლემების პუბლიცისტურ ანალიზს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ ნაშრომში გადმოცემულია ამ დროის განმავლობაში ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული ეკონომიკური პრობლემების (რომელიც მუდამ წითელ ხაზად გასდევს ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ საზოგადოებას) არა მარტო მეცნიერული ხედვა, ანალიზი, არამედ მსუბუქი იუმორნარევი შარჟიც. აქ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გარკვეული ეკონომიკური ისტორიის კონტურები, სხვადასხვა პრობლემატური ეკონომიკური საკითხების დიალექტიკა და იუმორი. ნაშრომის ორიგინალობის ფაქიზი შტრიხ-სვეტი არის ეკონომიკის და იუმორის შეჯვარების რთული ცდა და ის გადმოცემულია ცალკეული ბლოგების სახით. redaqtori: iv. javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo
universitetis profesori daviT narmania iv. javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo universitetis profesori eka lekaSvili
teqnikuri redaqtori: sofiko siWinava,nino arvelaZe nana jgerenaia, maka RaniaSvili
ydis dizaini: nana jomidava koreqtorebi: sofiko siWinava, xaTuna gvelesiani, nino uCava ISBN 978-9941-0-8830-8 (ქართ.) ISBN 978 – 9941-0-8869-8 (ინგლ.)
წინადადებები და შენიშვნები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტის მისამართზე: emzari6@gmail.com ვებ.გვერდი: www.emzari.ge I gamocema 2004 w., Tbilisi II gamocema 2009 w., Tbilisi III gamocema 2016 w., Tbilisi
-2-
სარჩევი წინასიტყვაობა მესამე გამოცემისათვის..........................................9 წინასიტყვაობა მეორე გამოცემისათვის . .......................................19 2004 წლის გამოცემის წინასიტყვაობა.............................................25 რატომ გავჩნდით.................................................................................29 ვეფხვის წელიწადი.............................................................................31 ძალა ერთობაშია..................................................................................32 გაიგებს კი ვაშინგტონი საქართველოს ტკივილს?........................33 გფარავდეთ ღმერთი!..........................................................................34 სად ვიპოვოთ ჰომეროსი....................................................................37 კალამს რატომ ვტანჯავთ?.................................................................42 რა გვიჭირს?..........................................................................................48 ეკონომიკა ჯიუტად მიედინება უფსკრულისაკენ........................63 აიწეწა საქართველო............................................................................67 დიაგნოზი.............................................................................................70 ეკონომიკური ბუნების ამინდი........................................................73 სრულიად, სრულიად ... ყრილობა..................................................81 „ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით“.......................................88 ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევა არჩევნებში...................92 საქართველოში პოლიტიკის სამწლედი გამოცხადდა.................95 შოუ უნდა გაგრძელდეს.....................................................................98 კორუფცია როგორც ეკონომიკური კატეგორია.............................102 სექტემბერი...........................................................................................104 დაიწყო..................................................................................................107 და იქნეს ნათელი.................................................................................110 რა გვიხარია? - იმედი?! . ...................................................................115 თხის წელი - კატაკლიზმების წელია...............................................118 ჯვაროსნული ლაშქრობა ლეგალური ბიზნესის წინააღმდეგ....121 ყველაფერი კარგად იქნება................................................................126 ერაყს ეშველა, ჩვენ?.............................................................................129 ფორმულა ნაპოვნია............................................................................130 პლატონი და ჩვენ................................................................................132 დალპა ქვეყანა.....................................................................................134 მიატოვეს საქართველო!.....................................................................135
-3-
DON’T WORRY, BE HAPPY! არ დაიდარდო-თ, ანუ ბედნი-ერი...................................................140 რისი იმედი უნდა გვქონდეს.............................................................142 ამინ-ისტი-ა..........................................................................................144 „ჩემი“ და „ჩვენი“, ანუ ვისია საქართველო.....................................148 მიცვალებულების დაბეგვრის თეორია...........................................151 აქა ამბავი ქართველთა ბზიკისა და ეკონომიკური სივრცისა, ანუ, იყიდება საქართველო...........................................153 თავისუფალი ასფალტის და დასაქმების ქართული კონცეფციის თეორია......................................................158 „კრიოსტნი ატეცების“ გარეშე...........................................................161 დაკორტნის ეკონომიკური კატეგორიის შესახებ..........................165 თანამედროვე მოდერნისტული თეატრი და ეკონომიკური სტილი ანუ შოუ ტენდეროსპექტაკლი.................169 პროფესორების და ფილოსოფოსების ქვეყანა...............................171 2005 - გარდატეხის წელი...................................................................174 აქა ამბავი მედეას ტრაგედიისა და ჯონჯოლის ინდექსისა........176 ქართველებმა ახალი იარაღი გამოიგონეს, ანუ ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ... და დავალევინოთ საფერავი..............................................................180 საქართველოს ნავთობ-ბიზნესის და „ოპეკის“ ომის შესახებ.........................................................................................183 საქართველოში, ანუ ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია................................................................186 აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის მოგონება.......................................189 მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა ქართველთა იმუნური განსაკუთრებულობის შესახებ და მერფის კანონი...............................................................................193 ალქიმიკოსები, ანუ რამდენია ორჯერ ორი....................................196 ნეტარ არიან..........................................................................................199 რატომ ვართ რომის პაპზე მეტად კათოლიკები, ანუ რატომ არ ესმის საქართველოში დამოუკიდებელ კანონშემოქმედს საქართველოსი......................200 საახალწლო „პახმელიაზე“ მიღებული კანონის
-4-
თავისებურება და „პახმელიაზე“ მყოფთა დაცვის პრობლემები საქართველოში გარდამავალ ეტაპზე.....................202 კანტის თეორიის კრიზისი და თანამედროვე ეკონომიკის რეალობანი საქართველოში.......................................205 კანონების მუშაობის სეზონურობის და შერჩევადობის პრობლემები საქართველოში ანუ რატომ დაიჭერენ ეკონომიკის მინისტრს და გობეჯიშვილი როდის იქნება ზონაში........................................................................207 დასავლეთის ეკონომიკური ფასეულობების ქართული ეროვნული თავისებურებანი ანუ ვაკელი გოჭის, ტასიკოს შარმი და რას ნიშნავს ტენდ-ერი....................................211 პრესა - ეკონომიკური ფენომენი და თავისებურება ჩვენი ქვეყნის გარდამავალ ეტაპზე......................214 რაღა დაგიმალო და ქართული ქონსალთინგ ბიზნესი................217 ჩაი და ხალხი, ანუ „ფასთ ჩაის“ თეორიის უპირატესობა..........219 რა განძი იყიდეს ყაზახებმა და რა სიამოვნებას დაკარგავენ თბილისელები, აფსუს!....................222 რა „უროდა“ ან ვინ არის „უროდა“...................................................226 ქართული პიარის ფუძემდებელი (ევრიპიდე)..............................228 კარმა გაწმინდეთ! კარმა ახალ წელს................................................231 აქა ამბავი ინდურ-რუსული ხინკლისა და სუფთა ინდური ქაბაბისა, ანუ რაში გვჭირდება ჰასაპი?............234 სრულიად ექსკლუზიურად - საქართველოში უცხოპლანეტელი, ან უცხოელი ეკონომისტების შემოჭრისა და საიდუმლო მოღვაწეობის შესახებ.........................237 კეინსი ქუთაისიდან, ანუ რა შეცდომები აღმოუჩინეს ქართველმა მეცნიერ ეკონომისტებმა ჯონს............240 ვინ მოგვპარა გაზაფხული?...............................................................243 იყავი ის ვინც ხარ!...............................................................................246 „კოკა-კოლას“ ბიზნესის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების შესახებ ჰაიტექის ეპოქაში...........................................250 სენ სიმონის, ფურიეს და ოუენის თელასური უკვდავები, ანუ პარიზული კომუნის კოჯრული ვარიაცია...........................................................................254
-5-
სტუმარ-მასპინძლობის თეორიული ასპექტები და იყო თუ არა ვაჟა ეკონომიკური სკოლის ფუძემდებელი, ანუ ტურიზმის დოქტორანტურის ვაჟასეული ვარიანტი........................................258 გავაუქმოთ ინფლაცია, გააწყალა გული, ძალიან ცანცარებს და ხტუნაობს....................................................................262 როგორ გახდა ნევროზი ეკონომიკური კატეგორია......................264 რაში „მოვუჯოკრეთ“ ლაპლანდიას...............................................267 როგორ დავტბორე ავსტრალია და როგორ შედგა პირველი არჩევნები, ანუ რატომ იყო დონ-ჟუანი მრავალსაფეხურიანი მარკეტინგის მამა.........................................269 დასუფთავების სამსახური, ბიზნესის დასუფთავება, თუ დასუფთავების ბიზნესი..................................274 ბადრი თურქების ისტორიულ სამშობლოში.................................278 მედიჩების ეფექტი და ლარის მომავალი კურსი...........................281 „გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ყველანი მოვკვდებით“ - ჯონ მეინარდ ქეინსი.............................................288 მზის იუბილე, კაცობრიობის უდიდესი ლოჯისტიკური ამოცანა და ქართველების როლი მზის დასაფლავებაში............291 მაიმუნიდან წარმოიქმნა ადამიანი, თუ პირიქით?.......................295 მონეტარიზმი გარდაიცვალა, კეინსი აღსდგა, ის ჩვენთანაა! კრიზისიდან გადარჩენის გზა ნაპოვნია, რომელიც ხიდზე გადის....................................................................299 სახალხო დეფოლტი...........................................................................303 კრიზისის სიმფონია და კაკაფონიის მოლოდინი.........................306 როგორ შეაფასა ციცერონმა თანამედროვე ქართული სიტუაცია და რატომ გაგვებუტა კრიზისი....................................310 რა არის ლეშინგი?...............................................................................314 მინისტრების „პახმელია“ და ეკონომიკური სტაბილურობა....................................................................................317 ცვლილებები საბირჟო ანალიზის თეორიაში და ხარების პერმანენტული ტრენდი.............................................321 ლოთობის თეორიის ეკონომიკური ასპექტები და ახალი გზა კრიზისის დასაძლევად...........................................324
-6-
როგორ გახდა საქართველოში CAUCASUS „ონლაინი“ CAUCASUS „ოფლაინი“ და რატომ გაბატონდნენ მსოფლიო ეკონომიკაში ქალები.......................................................329 მსოფლიო კრიზისი და საქართველოს ნოვატორული და ისტორიული როლი ფსკერის ძიებაში...........332 მსოფლიო ვალების ნაძვის ხე და საწყალი ვეფხვი შუმპეტერის თეორიის ტყვეობაში...................................................336 კლიმატის ცვლილების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სიყვარულთან და ორივესი ერთად – ეკონომიასთან..................340 ორშაბათის სინდრომი......................................................................346 არჩევნები და კომუნიზმი..................................................................349 ვინ გვარჩენს ანუ ამბავი იმიგრირებულ საქართველოზე და დარჩენილ ქართველებზე..............................351 ჩვენ ვუსწრებთ დროს და ვახდენთ სასწაულს..............................355 რუსი ქალების რეექსპორტი და რუსი ცოლების იმპორტი.........357 დღგ-ის შემცველობა ფეტვიან ხაჭაპურში და ეჯუორთის ყუთის პარამეტრები საახალწლო სუფრაზე – არნახული კონკურსი.....................................................359 რა ზიანი მოუტანა ჰეგელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის არცოდნამ................................................362 როგორ ვეურჩებით ევროპას და რატომ ვერ მიიღებს საქართველო სიმწიფის ატესტატს...................................365 რატომ მოხვდნენ სმიტი, მარქსი და ლინკოლნი რესპუბლიკური საავადმყოფოს ურგენტულ განყოფილებაში გიგისთან ერთად...................................................368 შეიცვალა სამყარო...............................................................................372 წყალტუბოს მთვარე შატალოზე, ეკონომიკა – აუტში..................375 რატომ გააცოცხლა ჩიკაგოს სკოლის მიერ მოკლული მალთუსი ხორენამ ბაკურიანში და როგორ გახდა ლედი გაგა ეკონომიკური კატეგორია.................................378 რა მოგვწონდა სინგაპურში და არ მოგვწონს აღმაშენებელში.....................................................................................383 მოდერნ უტიფრობის არტ ეპოქაში მაიმუნის გარდაქმნის პრობლემები და კორუფციასთან ბრძოლა..............388
-7-
როგორ იმსხვრევა ეკონომიკური თეორიები. გუდაური-კობის გზის მონაკვეთი და რა არის საბაზრო.............391 რა კვლევას აფინანსებს APPLE 17 მილიარდად საქართველოში............................................................394 უუჰ! ხედავ, სად ყოფილა ყველა პრობლემის სათავე?! ანუ ეკონომიკური პრობლემები კოსმიურ პრიზმაში....................................................398 What Happened to Europe? ბაროზო ახალგაზრდა მაოისტი ყოფილა, ოლანდი – რეაქციონერი, ანუ რატომ არ შევდივართ ევროკავშირში და რამ მოკლა მერაბ ნაჭყებიას ცხენი...................................................401 დაგვიბრუნეთ მზე და სითი პარკი მოუსავლეთში წაიღეთ.......................................................................406 მერი დაიჭირეს....................................................................................409 აქა ამბავი საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატიული ინკლუზიური სათავადაზნაურო მოდელისა და ფულის კეთების ქართული გაცვეთილი გზისა, ანუ ღმერთო, დაგვიფარე!...........................................................................................413 „ბექგრაუნდისა“ და ურთიერთშეფასების პრობლემა საქართველოს ეკოპოლიტიკაში...................................418 ქართული მწვანე მოძრაობის უცნაური შუქ-ჩრდილები ანუ როგორ არის მწვანე იმავდროულად შავი, წითელი, ყვითელი და ჭრელიც......................................................421 სტენდალის სიფილისით სიკვდილის კანონზომიერების და თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური პარადიგმების შესახებ, ანუ ებოლათი სიკვდილი, რომელი პოლიტიკოსისთვის იქნებოდა კანონზომიერი..................................................................423 რა ღირს სიყვარული, ანუ კანონი სიცარიელეში და სიცარიელეზე ცარიელი ქვეყნისათვის...........426 სინგაპურის და ,,ქართული მანჰეტენის” იდეის პარალელები............................................................................429 მეთევზეებმა ბანკირები დაამარცხეს...............................................435
-8-
წინასიტყვაობა მესამე გამოცემისათვის
მოგესალმებით! დადგა დრო და ჩვენ ისევ შევიკრიბეთ. შვიდი წლის წინ მკითხველი გაეცნო მეორე გამოცემას. ეს არ გახლავთ უბრალო 7 წელი - ეს მთელი ეპოქაა საქართველოსთვის. არა მარტო იმიტომ, რომ 2012-13 წლებში ერთი იდეოლოგიის - ნაცების ბატონობა შეიცვალა ოცნების ბატონობით, არამედ იმიტომ, რომ სამყარო შეიცვალა მთლიანად და აი, კვლავ ცვლილების მოლოდინში ვართ. მარტო ის რად ღირს, რომ ქართველები ბაზალეთის ტბის ძირას აღარ ვეძებთ ოქროს აკვანს, არც მედეას, სამყაროში ყველაზე ცნობილი ქართველის მოძებნას და დაბრუნებას ვცდილობთ ჩვენ ეროვნულ ცნობიერებაში. უფრო მეტიც, ისიც არ ვიცით, ყველაზე ცნობილი ქართველის სურათი თუ ნახატიც რომ არსებობს და არ გამოგვიფენია, მაგრამ არც ილიას მკვლელობით ვტრაბახობთ და არც იმით, რომ ბარათაშვილი გაგვიცივდა ჩვენი გულგრილობით და რუსთველის საფლავიც ვერ ვნახეთ დღემდის! ასე რომ პროგრესი სახეზეა! 13.7 მილიარდი წელია (როგორც მეცნიერები ამტკიცებენ) გასული დიდი აფეთქების შემდეგ და სამყარომ ძლივს მიიღო დღევანდელი სახე, თუმცა დღემდე ვერ გაგვირკვევია, თუ როგორ მოხდა ეს. ჩვენ, საქართველოს ბოლო თავისუფალი სახელმწიფო, სულ 25 წელია რაც ვარსებობთ და ბუნებრივია, ვერ გაგვირკვევია რა და როგორ გვსურს. თანამედროვეობის ნომერი პირველი ეკონომისტი თომას პიკეტი1 როგორც წერს „...კუზნეცის მრუდის (რომელიც ამტკიცებს, რომ საზოგადობის ფენებს შორის დისბალანსი, გეპი მით უფრო 1 Piketty T. Capital In The Twenty-First Century, The Belknap Press Of Harvard University
Press
-9-
მცირდება, რაც მეტად ვითარდება ეს საზოგადოება2) მთავარი დანიშნულება ისაა, რომ დაეტოვებინა დაბალ განვითარებადი ქვეყნები თავისუფალი სამყაროს ორბიტაზე“ - ეს ამოცანა დღემდე ჩვენ მეტნაკლებად გადავჭერით. უფრო მეტიც, მსოფლიო ფუნქციაც შევიძინეთ (გააჩნია რის ფასად, მაგრამ ხომ შევიძინეთ) და მაინც საშინლად უკმაყოფილო ვართ.
უკან მოიხედავ და თურმე, მართლა 25 წელიც გასულა, (არადა დიდი აფეთქების შემდეგ და ფიზიკოსების საზომით თუ დავთვლით, ერთი წამიც არ გასულა) ახლა უკვე მერამდენედ, თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და სახელმწიფო მშენებლობის ფერხულში ვართ ჩაბმული. თუმცა მიუხედავად ამისა, 25 წლის შემდგომ ისევ მწვავედ გვიდგას სახელმწიფოებრიობის საკითხი. ცოცხლად გვაგლეჯენ 2 Kuznets S. Economic Growth And Income Inequality, P. 12-18
- 10 -
ხან ერთ ნაწილს, ხან მეორეს, მაგრამ არ ვტყდებით! აიშვა ამირანმა და გაარღვია კლდე, თავისი დაკორტნილი, დაფლეთილი მკერდით ღრმად შეისუნთქა სანთელსაკმევლით გაჯერებული, შვილმოტაცებული, კოლხი დედის კივილით გაბრუებული და დენთის არომატით მოკაზმული და მეზობლის არყით გაჯერებული ჰაერი და ზანტად გაუდგა გზას თავისი ნავსაყუდელის მიმართულებით - ევროპისაკენ. ფეხქვეშ მიწას ცეცხლი წაუკიდეს, აიეტის ხარები გააღვიძეს და შეუსიეს. გაბრუებულ და მოწამლულ, ჯადონაყლაპ მედეას ძმაც მოაკვლევინეს და მამის მეფური ღირსებით სავსე კისერზე ფეხი დააბიჯებინეს, ბოლოს შვილებიც მოაშთევინეს მოჯადოებული ხელებით! მერე როგორი შვილები? - სულ ნარჩევ-ნარჩევი ვაჟკაცები! ტანით კოლხური მუხის, სიმაღლე - ევკალიპტის, აფხაზური ჭადარივით მოქნილი და ქართლის წაბლივით მხარბეჭიანნი და ... მაინც, მიიწევს წინ ამირანი, აგრეთვე საქართველო - წინ, თავისუფლებისაკენ. არ ჩერდება ის და არ ჩერდება სატანაც! მერე უსაყვარლესი სატრფოც წაართვეს, სულ ქუფრებით მოუჭედეს ცა და ჩაუქრეს შუახანს მიტანებული მზე, გაუბზარეს დღე და დაუსველეს ქუთუთოები. სეტყვასავით ცვიოდა სისხლნარევი ცრემლები, შრებოდა თვალი და სიმწრით იკვნეტდა ენას! სისხლი თქრიალით უვსებდა პირის ღრუს, მაგრამ არ დაუჩივლია. კავკასიის ჭიუხი მთების კალთასავით დაეღრიცა სახე და მაინც არ გადაუხვია არჩეულ გზას! ამ ტკივილმა, მოზომილ 25 წლიან მონაკვეთზე სრბოლამ გარკვეული გამოცდილება მისცა და თითქმის ასწავლა მტრის და მოყვრის შეფასება, მიხვდა რა მიმართულებით უნდა იაროს, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიგო როგორ. ძნელია 25 წელიწადში ისწავლო დიპლომატია, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ომი, მტყუან-მართლის გარჩევა და ეშმაკის - 11 -
წინააღმდეგ ბრძოლა. ვერ მიხვდა რას კარგავს, რას პოულობს და რაა ბედნიერება. როგორც კანტი წერს.. „კეთილგონივრულობის იმპერატივები სრულიად დაემთხვეოდა უნარიანობის იმპერატივებს და იქნებოდა ზუსტად ისეთივე ანალიტიკური, რომ ასე ადვილად შეიძლებოდეს ბედნიერების ცნების განსაზღვრა. სინამდვილეში, მოცემულ შემთხვევაში სრულიად შესაძლებელი იქნებოდა გვეთქვა აქ, ისევე როგორც იქ: ვისაც უნდა (მიაღწიოს) მიზან(ს)ი, ასევე სურს გამოიყენოს (აუცილებლად გონებასთან თანხვედრაში) ყველა საშუალება ამის მისაღწევად, რომელიც მის განკარგულებაშია. თუმცა, სამწუხაროდ, ბედნიერების ცნება იმდენად განუსაზღვრელი ცნებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ადამიანს უნდა მიაღწიოს ბედნიერებას და თავის თავთან სრულ თანხვედრაში მყოფმა თქვას, თუ რა სურს და ნებავს მას. ამის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება ბედნიერების ცნებას, ემპირიული არსის მატარებელია“. ამიტომ ვერ ვყალიბდებით ქართველებიც - როგორი საქართველო გვინდა3... უფრო მეტიც, ვერ გავისიგრძეგანეთ, ვერ მივხვდით, რომ ეკონომიკაა სრულიად ყველაფრის საფუძველი, მეტროპოლიებსაც სწორედ ეს ეკონომიკა აინტერესებდათ ადრე და აინტერესებთ დღესაც. რომ პატარა განვითარებადი და სრულიად ახალგაზრდა საქართველოსთვის ახლა წრიულად, რუსეთ-თურქეთ-ირანის გამჭოლი და მძაფრი „მზერის“ ქვეშ ყოფნის პარადიგმა განსაკუთრებულად და ორიგინალური ინდივიდუალურობით უნდა შეიქმნას ! ამიტომაც მივიღეთ ერთის მხრივ, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, როგორც მომავალი ეკონომიკის სისტემის შენების ორიენტირი და უვიზო 3 იმანუელ კანტი, სულიერების მეტაფიზიკის საფუძვლები, გვ.192, მოსკოვი, 1999
- 12 -
მიმოსვლა ევროპაში, ხოლო მეორეს მხრივ - მუდმივად რთული ურთიერთობა მეზობელ, მრავალმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანასთან. სამოქალაქო ომი და გადამწვარი აფხაზეთი და სამეგრელო... ცხინვალი და თბილისი! ბანდიტების თარეში და სპეცაგენტების აღლუმი. კრიზის-შიმშილ-უშუქობაში დაკარგული თაობა თუ უცხოეთში საშოვარზე გადაგებული მილიონნახევარი ქართველი, ასევე საფასური, რომელიც გადახდილი გვაქვს თავისუფლებისათვის და იმედი... იმედი იმისა რომ, ოდესმე ნატოს წევრი ქვეყანა გავხდებით! ზვიადისტების მანიფესტი დამოუკიდებლობის და 9 აპრილის ნაიარევი მკერდზე. ფიქრი იმაზე, ნეტა თუ გაგვაჩნდა სხვა, უფრო მშვიდობიანი გზა. შევარდნაძის მმართველობა, სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტების და ატრიბუტიკის გაჩენა - ლარის შემოღება, საბანკო-საფინანსო სისტემის აშენება და საკუთარი ჯარის თუ სამართალდამცავთა ინსტიტუტების დაარსება, საერთაშორისო აღიარება და ეკონომიკის კონტურების შექმნა. საერთაშორისო ფუნქციის დაბრუნება და ბაქო-ჯეიხანის მილსადენი, რუსეთის ჯარების გაყვანა ახალციხიდან, ბათუმიდან, ცხინვალიდან, აფხაზეთიდან. ყველა ჩვენთაგანს, ალბათ, მკვეთრად ახსოვს ამ შავ-თეთრი ფილმის სიუჟეტები, ისევე როგორც მერე 2008 წელს რუსეთის უკან შემობუნება. ისტორია ამის შესახებ მოგვიანებით დაიწერება, უბრალოდ, ძალიან საწყენია, თუ როგორი ქილიკით უყურებს ზოგიერთი ჩვენი თანამოძმე ამ კატაკლიზმებს და თუ როგორ დაინახა, როგორი მოთმინებით და სისათუთით შეხედა ევროპელმა ამ ეპოპეას. 2016 წლის 9 აპრილის კვირაძალს „აისეტს“ (ISET) ნორვეგიელი ახალგაზრდები სტუმრობდნენ. მათ მასპინძლობას „აისეტ“-ის დირექტორი ერიკ ლივნი ( Eric Livny) და ჟაკ ფლერი4 (Jacques Fleury) უწევდნენ. 4. ჟაკ ფლერმა (Jacques Fleury) კარიერა, როგორც კონსალტინგის მენეჯერმა ისე დაიწყო. მას ეკავა სხვადასხვა მმართველობითი პოზიცია საკვების ინდუსტრიაში
- 13 -
ჟაკი მოუყვა სტუდენტებს, რომ პირველად 1996 წელს ჩამოვიდა საქართველოში და თბილისიდან ბორჯომში მიმავალ ავტო გზატკეცილზე მხოლოდ ერთი მანქანა შეხვდა საპირისპირო მიმართულებაზე. ასე ჯახირით ჩავიდა ბორჯომში და შეუდგა მუშაობას ქართველ (იგულისხმება მამუკა ხაზარაძის გუნდი) მეგობრებთან ერთად ქვეყანაში, სადაც არ იყო ბუნებრივი აირი, დენი და წყალი. დაიწყო წყლის ბიზნესის კეთება ევროპული თანამედროვე სტანდარტებით, ასევე შეუდგა ევროპული ბიზნეს ინსტიტუტის მშენებლობას. ქარხანა - სადაც ყველაფერი მინგრეულ-მონგრეული იყო, სადაც ბანდიტები და ფორმიანი უცნობი პირები განაგებდნენ ყველაფერს, სადაც ერთ სატვირთო მანქანას ძლივს ტვირთავდნენ ცნობილი წყლით - ბორჯომით.
ირანში, მაროკოში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, უკრაინაში, რუსეთსა და საქართველოში. 1997-2009 წლებში ფლერი იყო IDS-Borjom-ის ხელმძღვანელი. 1997 წელს „ბორჯომის“ აქციონერებმა მას 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გადასცეს, კომპანიის რეორგანიზაციის და იმ პერიოდში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავების შემდეგ, 2012 წლისათვის კომპანიის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარიდან 500 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 2002 წელს ქართველ პარტნიორებთან ერთად ჟაკ ფლერმა დააარსა „შატო მუხრანი“, კომპანიამ აღადგინა მუხრანის პროდუქცია, რომელიც ამჟამად თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიებს აერთიანებს. ამჟამად ჟაკ ფლერი არის „შატო მუხრან“-ის დირექტორი. ის ასევე არის ასოციაცია „ქართული ღვინის“ გამგეობის წევრი, ხოლო 2014 წლიდან - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გამგეობის წევრი. ჟაკ ფლერს დამთავრებული აქვს პარიზის უნივერსიტეტი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა (London School of Economics).
- 14 -
საოცარი იყო ჟაკის და მისი ოჯახის დამოკიდებულება „როცა ვრეკავდი სახლში, ან ტელექსით ვუკავშირდებოდი, სხვა გზა მაშინ არ იყოო - იხსენებდა იგი - ჩემმა მეუღლემ იცოდა, რადგან ვრეკავ, ესე იგი შუქი მაქვს და თუ შუქი მაქვს, ესე იგი წყალსაც ამოვქაჩავთ, დღეს აბაზანაც მექნება და დაბანილი დავიძინებ!“ (წარმოიდგინეთ ევროპელების შეფასება ასეთი ქვეყნის თაობაზე) „-ღამე წყვდიადში იძირებოდა ყველაფერი და კანტიკუნტად „კალაშნიკოვის“ ჯერი არღვევდა ცის კაბადონს, ხმა ხეობას აედევნებოდა მაღლა ბაკურიანისკენ. ქვეყანა პირველყოფილი ქაოსისგან ცდილობდა თავის დაღწევას“ - ამბობდა ჟაკი. „-რა თქმა უნდა, ქვეყანა, სადაც მინისტრს 100 დოლარი ჰქონდა ხელფასი და პენსიონერის პენსია 10 დოლარს შეადგენდა, მოიცვა სრულმა კორუფციამ, როგორც ელიტარულმა ისე რიგითმა“ - განცხადა მან, თვალები ჭერისკენ აღაპყრო და შორეულ მოგონებებში ჩაიძირა - „-არა! კორუფცია არა! ეს იყო გადარჩენა - survive! ყველა ცდილობდა გადაერჩინა თავისი თავი და ოჯახი როგორც შეეძლო!„ „ასეთ პირობებში დავიწყეთ ჩემ მეგობრებთან, მამუკა ხაზარაძესთან, ბადრი ჯაფარიძესთან და სხვებთან ერთად ახალი საქართველოს მშენებლობა და ახლა... ხვალ წამოხვალთ!“ - მიმართა მან სტუმრებს - „ჩვენთან ერთად და ნახავთ ჯერ პირველ საოცრებას, ქართულ ისტორიას და ევროპულ თანამედროვე ბიზნესს - შატო მუხრანს და ბორჯომის ახალ ქარხანას, რომელიც სწორი თანამედროვე მენეჯმენტისა და ინვესტირების, ნაციონალური რესურსების ყაირათიანად გამოყენების, ისტორიის გაცოცხლების და ეროვნულ ფესვებზე ზრუნვის ეტალონია.. ეს სინთეზია თანამედროვე გლობალური ბიზნესისა ღრმა ქართულ იდენტურობასთან მისი ტრადიციების შენარჩუნებით!“
- 15 -
ჟაკის სიტყვებით „ეს მათ შეძლეს! ეს გარკვეული ბიზნეს-ანთოლოგია შექმნილია ხაზარაძის და მისი გუნდის და ევროპულ-ქართული თანამშრომლობის მიერ. კორუფცია უნდა დაამარცხო ეკონომიკის განვითარებით, გამჭვირვალობით, ინვესტიციების მოზიდვით და ადგილობრივ მეწარმეთა კლასის ზრდით.“ მამულიშვილობა არ ნიშნავს არაგლობალურობას და ევროპელობა ქართველობის დაკარგვას. მთელი ძალა სინთეზშია, რაც ჟაკის თქმით, მან და მისმა მეგობრებმა მამუკა ხაზარაძის მეთაურობით გააკეთეს. სახელმწიფოებრიობა მოძრაობასა და მოქმედებაშია, აღმშენებლობასა და მასშტაბურობაში, ახლის, დროის რელევანტურობის დანერგვაში. საოცარია, რა ლამაზად ხედავს ამას უცხოელი და ხშირად ვერ ვხედავთ ჩვენ - გვახრჩობს ბოღმა და ვერ ვაფასებთ საკუთარს, ან ისე გადაჭარბებულად ვაფასებთ, რომ გვგონია თითქოს საქართველოს ისტორია 2003 წელს დაწყებულიყოს! მიუხედავად ამისა, საქართველო მტკიცედ ადგას გზას, ეს ის გზაა, სადაც ახლა ამირანი თავის ჭრილობებით, დაფლეთილი მკერდით და სისხლიანი მიაბიჯებს. ეშმაკი აგრძელებს თავისას, ხოლო ამირანი - თავის გზას! სააკაშვილის პერიოდში ათვლა 2003 წლიდან დაიწყეს სამიათასწლოვან ქვეყანაში, რაც - რაღა თქმა უნდა, არ იყო სწორი. ჟაკმა ბევრად უკეთ დაინახა ჩვენი ქვეყნის ისტორია, ვიდრე სააკაშვილმა და მისმა მემატიანეებმა, 2008 წელს მისი შეცდომებით გაყვანილი რუსის ჯარი ისევ შემოვიდა, ისევ დაგლიჯეს ამირანის ტანი და დაასახიჩრეს, ჩამოაჭრეს სხეულის სხვადასხვა ნაწილი! შემდეგ იყო კრიზისი და ცვლილება. ქართული ოცნება და ბევრი იმედი. მაგრამ გზა რა მიმართულებითაც მიაბიჯებდა ამირანი - მყარი და უცვლელია. ბევრი ცდილობს სპეკულირებას და ევროპული - 16 -
აზიმუტების თავის სახელთან დაკავშირებას (მაგალითად, მე თუ არ ვიქნები, ქვეყანა გადაუხვევს ევროპული გზიდან), მაგრამ არა! ეს ქართველი ხალხის არჩევანია. პოლიტიკოსებს გამუდმებით ესაჭიროებათ მტრის ხატი, თეთრი და შავი, ფარაონებიდან დღემდე თავის განსაკუთრებულობას და მისიონერობას უსვამენ ხაზს, რათა ეპატიოთ არსაკადრებელი საქციელი და ტყუილი, რითაც მოსასხამივით იმოსებიან. რეალობა ერთია - რაც ხალხის სულში და მენტალიტეტში არ ზის, ის ვერ დაისადგურებს და რაც ზის, ის ვერ ჩამოცილდება. ჩვენ სულით ხორცამდე ევროპელები ვართ და ამირანიც იმ მიმართულებით მიდის, სადაც ათასწლეულები ვერ გატეხეს და ვერ შეაცვლევინეს გზა, ვერც ახლა შეაცვლევინებენ. ახალ გამოცემაში სწორედ ამ გზაზეა საუბარი. ხან სინგაპურის გზა მოსწონდათ პოლიტიკოსებს და ხან ჰონკონგის, მაგრამ საქართველოს თავისი არჩევანი და თავისი გზა გააჩნია. ის არც სინგაპურია და არც ლიხტენშტეინი, ის საქართველოა(!!!), ევროპული საქართველო და სახეც თავისი აქვს, ტანიც და სულიც. ის განწირულია, დიახ განწირული... გამარჯვებისთვის! მაგრამ როდის? ეს ერთად უნდა გადავწყვიტოთ. არჩევნები მოდის, ტყუილის ფესტივალი იწყება და ერთი ანეკდოტი გამახსენდა: „ოფისში ორი მეგობარი ბეშე და შაქრო ლაპარაკობენ: - ეს ჩვენი მეგობარი ნაჭყებია მაგარი მატყუარააო! მაგრამ ის სამართლიანი კაციაო. ბეშემ უთხრა: - როგორ შეიძლება მატყუარა იყოს სამართლიანიო? -ძალიან მარტივად, უთხრა შაქრომ - ის ატყუებს ყველას განურჩევლად! ამიტომ აქ ვამხელთ ყველას და ყველაფერს სატირის ენაზე რაც ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკის ფუნდამენტის მშენებლობას და ევროპულ ბაზარზე ინტეგრირებას, რათა არ მოვატყუებინოთ თავი არავის და ვაშენოთ ქვეყანა! - 17 -
ეს არჩევნებისთვის შეგიმსუბუქებთ ჩვეულ ყოფას! სტილს არ ვღალატობთ და სატირანარევი კილოთი, მკითხველებს ვაწვდით მწარე ეკონომიკური დეფექტებით გაზავებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. ძნელია, მოსაწყენი ეკონომიკური თეზების და პრობლემების ურიცხვ რიგს ადევნო თვალ-ყური, ამიტომ ვცდილობ მას იუმორის ფერუმარილი შევურიო, რაც ვფიქრობ უფრო მისაღებია, მეტად მკაფიოდ ჩანს და გვაიძულებს ვიაროთ წინ. PhD, თსუ პროფესორი ემზარი ჯგერენაია 2016 წლის აღდგომა
- 18 -
წინასიტყვაობა მეორე გამოცემისათვის „პოლიტ-ეკონომიკური სატირის“, პირველმა გამოცემამ მალე იპოვა გზა მკითხველთა გულებისკენ. თვით ეკონომიკა, როგორც ამბობენ, რთული და მოსაწყენი რამაა. თანაც, ორსახოვნება და ორბუნებოვნება კი არ ახასიათებს, არამედ მრავალსახიანობა და ბუდასავით მრავალხელიანობა. თავად ეკონომისტებსაც არ სჯერათ ერთმანეთის და ამიტომაც, ამ დუნიაზე ორ ეკონომისტსაც ვერ ნახავთ ერთმანეთს რომ აქებდეს, განსაკუთრებით კი საქართველოში. აქ, დაბადებიდან ყველანი ეკონომიკის მამები (თუმცა, ეკონომიკის დედებთან კავშირში არასოდეს ყოფილან შემჩნეულნი.) და საბოლოო ინსტანციის ექსპერტები არიან. თქვენ გეგონათ ქურუმებს ვიტყოდი? არა, ეგ სიტყვა საქართველოში მოდაში აღარ არის, არამედ - ექსპერტები. ამიტომ გვყვანან ოხრად და ახალგაზრდა ექსპერტებს ფერის, ზომისა და დანიშნულების მიხედვით, წიწილებივით ვჩეკთ. უფრო მეტიც, გენური ინჟინერიის საოცრებებიც ჩავრთეთ ამ საქმეში და საოცარ წარმატებებს მივაღწიეთ - ჯიშიანები გამოგვდის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რამდენიმე ცნობილი ექსპერტის კლონირებაც მოვახდინეთ და ერთი და იგივე ექსპერტი კლონის მეშვეობით დაუღალავად და წარმატებით მოღვაწეობს სხვადასხვა სფეროში. ასეა, საქართველო ექსპერტების, რევოლუციებისა და ეკონომიკის რეიტინგების ქვეყანაა. ბოლო წლებში უცხოელებთან ABLOY-სა და Saint-Gobain corp, ვთანამშრომლობ, (Veber-Vetonit)-ის წარმომადგენელი ვარ კავკასიაში. ამიტომ, ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში მოგზაურობა ხშირად მიწევს. ყველა გადარეულია, ქაღალდზე დაწერილი ასეთი ეკონომიკა ჯერ არ გვინახავსო. რეიტინგებით - 19 -
სინგაპურს უსწრებთ, ხოლო ბაზრის მოცულობით და მოხმარების დონით, ასევე CPI, PPI ინდექსებით, ნიკარაგუას ჩამორჩებითო! ისინიც იმავეს კითხულობენ, სად არიან თქვენი ეკონომისტებიო? თქვენღა მაკლდით-მეთქი, ვუთხარი. საპასუხოდ კი, ამ რეიტინგებსა და ტრაბახზე ანეგდოტი მომიყვნენ: სამი მონადირე სადილობისას სისხლსიღვრის შედეგებს აჯამებდა. ერთმა განაცხადა, ამასწინათ იმხელა თევზი დავიჭირე, თავი სოფლის ბოლოში იყო, კუდი კი, შემოსასვლელშიო. მუცლის გამოფატვრაზე რომ მიდგა საქმე, ხალხი მეტრომშენიდან მოვიყვანეთო. მეორემ თქვა, ეგ რა არის, არაგვის ჭალებში კურდღელზე სანადიროდ წავედი და ჭოპორტის ტყეში, რომ მივსდევდი, უეცრად ირემი არ „გაეძროო“? ვესროლე და მოვკალიო. მომაქვს ირემი და რას ვხედავ, იეგერი (რეინჯერი) ჟორჟოლიანი არ მოდისო? დაიცა, უნდა დაგაკავოო, - მომაძახაო, რაღას ვიზამდი, ვესროლე და გავაგორე და ზურგზე მოვიკიდეო. ტყეში მივათრევ და უეცრად პატრული, თამაზ ალანია შემომხვდაო. ისიც მიჭერდა, რა მექნა, გავაგორე და არაგვის პირას ყველას ერთად რომ მივათრევდი, ამ დროს მეორე მხარეს, წითელსოფელთან ტურისტებით სავსე ავტობუსი ჩამოდგა, ბეჟანასთან მწვადის საჭმელად მიდიოდნენ. ე, ბიჭო - შეჰკივლა მესამე მონადირემ პირველს, თემურ ყურაშვილს - დაამოკლე ეს შენი თევზია თუ ნაბუკოს ტრუბა, თორემ დახოცა ამ შობელძაღლმა ნაჭყებიამ მთელი იკარუსი ტურისტებიო. მოკლედ, უცხოელებმაც ასე გვირჩიეს, თქვენი რეიტინგები ცოტა დაამოკლეთო. მაგრამ არ შეგვიძლია, ჩვენ სტილს „ვიჭერთ“! ჩვენთან იტყვიან, „კაი“ ბიჭია, მაგრამ... დაიწყება მერე: ბუღალტერიის ცოდნას გიწუნებს ის, ვინც დებეტკრედიტის ცოდნაში სრული სიცარიელეა; წერის მანერას - 20 -
გიკრიტიკებს ის, ვინც კლასში ზუსტად, ამისთვის სამჯერ ჩატოვეს, ან ის, ვინც სტუდენტის საკურსოს ხელს მოაწერს, ჩემი სამეცნიერო ნაშრომიაო. მოკლედ, მიზეზებს რა გამოლევს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია, ეკონომიკასა და პოლიტიკაში, რაც მეტად გაკრიტიკებენ, მით უფრო მაგარი ხარ! გაიხსენეთ მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“, ადამიანები იდუმალებაში იბადებიან და ქრებიან, მათი წასვლა და მოსვლა საკუთარ სახლში შეუმჩნეველი ხდება. ბუნებრივია, ისიც, რომ ზოგი ქმნის ეპოქას და ამ ეპოქისაგან ტყვიაც და ტალახიც გამიზნული აქვს! „სანამ არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს“- უთქვამს პოეტს. თუმცა, ამ ულამაზეს ფრინველს ტყვიის შიშით აფრენა არასოდეს გადაუფიქრებია. მას ლამაზი და მამაცი ბუნება აქვს, ხოდაბუნებში ცხოვრობს, თავისთვის დაბუნჩულობს და მეურნეობას ეწევა, ისე როგორც ეკონომისტები აკეთებენ ამას და როცა საჭიროდ ჩათვლიან, ლამაზად აფრინდებიან კიდეც. ჩვენც უკვე 10 წელია ხოდაბუნებში დავიარებით. ამ ხნის მანძილზე: ვიკვლევდით, ვწერდით, აფრენას ვცდილობდით. გვაქებდნენ, გვლანძღავდნენ, გვჭორავ-დნენ, ვეცემოდით, ვდგებოდით, როცა გვიჭირდა - არ გვიტირია და ჩვენ სათქმელს ვამბობდით. წინა წიგნის გამოცემიდან 5 წელი გავიდა და გადავწყვიტე, დაგროვილი კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ შეფასებისთვის, ნახოთ, თუ რამდენად გვაქვს განჭვრეტისა და წინასწარმეტყველების უნარი. ჩვენი აზროვნება და ეკონომიკური ლაბორატორია რამდენად ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. ერთი რამ ნათელია, ხალხი და დრო ბრძენი და სამართლიანია. დრო ყველაფერს თავის ადგილას აყენებს, მტკვინეულად და გვიან, მაგრამ მაინც. შევეცადე ,რაღაც ახალი მეთქვა მოყვასი გამეცინებინა, ძველს ახალი - 21 -
წერილი დავამატე, და რა ვიცი, თქვენ განსაჯეთ, როგორ გამომივიდა. მზად ვარ კრიტიკისთვის. ამ ხნის მანძილზე არავის მეხოტბე არ ვყოფილვარ, ზოგჯერ მიკიჟინებენ, იყავიო, თუმცა მაინტერესებს, სად, რომელ წერტილში, რომელ აზრში? ააა... ასე ზუსტად არ იცით? აბა, ჩრდილის გარეშე მზეც კი არ არის და არც მე ვარ უცოდველი. ერთი უბრალო ეკონომისტი ვარ ტრაბახით, მიღწევებით, მტრებით, ჭორებით, სიმართლით და ქართველობით. არ მინდა ერის სული და იდენტურობა გლობალიზაციას გადაჰყვეს და არც ის მინდა გლობალურ ასპარეზზე ერის განვითარებაში ბარიერი იყოს. არ იფიქროთ, ეს პრობლემა მარტო ჩვენთან არის. ამას წინათ, ჩემი უსაყვარლესი ავტორის (ეკონომისტის და ჟურნალისტის), რობერტ ჰეილბრონერის „სრულიად სამყაროს ფილოსოფოსებს“ ვკითხულობდი (The Worldly Philosophers, Robert L. Heilbroner)). ამ წიგნს მეორე სახელიც ჰქვია – „უდიდესი ეკონომისტ-მოაზროვნეების ცხოვრება და მოღვაწეობა“. რობერტი ამბობს, - მართალია, ეკონომისტები არმიებს არ ხელმძღვანელობდნენ, მხედართმთავრები, ან იმპერატორები არ ყოფილან, არც ხალხს უშვებდნენ ეშაფოტზე და არც სასკოლო ისტორიის სახელმძღვანელოს გმირები იყვნენ, რომ მათზე მემატიანეებს ბევრი ეწერათ, მაგრამ მათ გამო იღუპებოდნენ იმპერიები და ნადგურდებოდნენ კონტინენტებიო. ისინი სახელმიწიფო მმართველებს ხან ატრიალებდნენ, ხან აღზევებდნენ. მათი მოწოდებით, საზოგადოების ერთი კლასი - მეორეს, ხალხი - ხალხს უპირისპირდებოდა. ეს ყველაფერი ხდებოდა არა მათი გეგმების, სისასტიკისა და ბოროტების არამედ მათი იდეების კოსმიური სიძლიერის გამო. რობერტის აზრით, ისინი - ეკონომისტები წარსულის ჩრდილებივით არიან მე კი მიმაჩნია, რომ ცოცხლებიც კადრს მიღმა რჩებიან, - 22 -
ძირითადად, თავისთვის აზროვნებენ, მოდელებს ქმნიან და საზოგადოებაზე ექსპერიმენტებს ატარებენ, მაშინაც კი, როდესაც თვით საზოგადოება ამის აზრზე არ არის. ისეთ გადატრიალებას და მსოფლიოს მომცველ ცუნამს ამზადებენ, როგორიც ბოლო კრიზისია. რობერტი ამბობს:- „ამბობენ, ეკონომიკა უდაოდ მნიშვნელოვანი მეცნიერებაა, მაგრამ მართული და არც თუ ისე მიმზიდველი. ეს აზრი არ შესაბამება სიმართლეს და ეს საოცრად შორს არის მისგან, მათ, ვინც ასე ფიქრობს, ავიწყდება, რომ ზუსტად ეკონომიკას მიჰყავს ხალხი ბარიკადებთან, ზუსტად ეკონომიკა ქმნის უსახელო და მძლავრ პარტიას, რომელსაც ვერ მოისყიდი, ვერც კომპრომეტირებას გაუკეთებ და ვერც დასჯი“. იგივე, რაც საქართველოში ხდება ეკონომიკის შედეგია. „დიდი ეკონომისტების თეორიებმა სამყარო შესძრეს და მათი შეცდომები კაცობრიობისთვის დამღუპველი აღმოჩნდა“ - ჰეილბრონერის ეს სიტყვები საუკუნო და უნივერსალურ ფრაზად მიმაჩნია. განსაკუთრებით საქართველოსთვის, ბობოქარი 15 წლის მანძილზე - რეფორმატორული, პოსტრეფორმატორული და ანტირეფორმატორული ფაზის ყველა ეტაპზე. 20 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად ვმუშაობ და ლექციებს ვკითხულობ. აქედან გამომდინარე მუდამ ეკონომისტების წრეში ვტრიალებდი. ამ ხნის მანძილზე მუდამ მესმოდა გაუთავებელი ჩივილი: ა) თუ პოლიტიკოსებსა და ხალხს საქმე კარგად ჰქონდათ (თუმცა, გულწრფელად, არ მახსოვს ეს ბოლოს როდის იყო), ჩიოდნენ, ეკონომისტებმა რა იციან, მათ ვინ ჰკითხავთ ბ) როცა საქმე ცუდად წავიდოდა, სად არიან ეკონომისტებიო?! ამ ფრაზას დრო და სამშობლო არ აქვს. ამიტომ მთელს - 23 -
მსოფლიოში ეკონომისტებს ერთნაირი ხვედრი აქვთ მათ ყოველთვის სანახევროდ უჯერებდნენ და სრულად ადანაშაულებენ! მაგარია! აი, ამიტომ მობეზრდათ ეკონომისტებს ამ პოზაში ყოფნა, ასე გადაიზარდა ტრაგედია კომედიაში და მივიღეთ სატირა. ეკონომისტების მოსაწყენ საკითხებს თუ კვლევებს ასე უფრო იგებს ხალხი, იცინიან და ტირიან კიდეც. დამირეკავენ, შე შეჩვენებულო, მაგრად „ვიხალისეთ“, ასე გულში ჩამწვდომად რამ დაგაწერინაო. ჰოდა... ეს არის ჩემი ოსკარიც და ნობელიც, ეს არის მკვლევარის ჯილდო და დიდება, თუ ამ საინტერესო დროში კიდევ შევძელი თქვენი, ჩონგურის სიმივით დაჭიმული ნერვული სისტემის რძეში ულმობლად ჩაყრილი „ფურჩხოლიასავით“ გალღობა და ეს გეამათ, უფალს მადლობას ვწირავ, მიზანი მიღწეულია და დაუჯერეთ რობერტს, ეკონომიკა არც თუ ისე მოსაწყენია. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის და ეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი Ph.D ემზარ ჯგერენაია
P. S ხო, კიდევ ერთი, „დიდი“ კეინსის სიტყვები გამახსენდა: - „პრაქტიკოსი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სრულებით არ ექვემდებარებიან ინტელექტუალურ ზეგავლენას, ძირითადად, როგორც წესი, წარმოადგენენ წარსულში ცნობილი რომელიმე ეკონომისტის მონებს“. John Maynard Keyns, „The General Theory Of Employment, Interest and Money“, p. 383
- 24 -
2004 წლის გამოცემის წინასიტყვაობა ფანტასტიკური ხალხი ვართ ქართველები, ყველაფერი განსაკუთრებული და თავისებური გვაქვს - ქვეყანაც, ენაც, დამწერლობაც, ცნობიერებაც, მენტალიტეტიც და სახელმწიფოს მშენებლობის სტილიც. უმოკლეს ხანში სამი რევოლუცია მოვახდინეთ. 200 წელი რუსეთის კოლონიური და საბჭოთა კომუნისტური სიბინძურეებით (ბოდიში კომუნისტებთან და რუსებთან) გაჟღენთილი ხალხი ვცდილობთ, 15 ან 20 წელიწადში გალაღებულ და გაფურჩქნულ, რაც მთავარია, სულით ხორცამდე ეკონომიკიდან პოლიტიკამდე თავისუფალ ევროპელებად გადავიქცეთ. კაია, ჭეშმარიტად გინესის ღირსები ვართ, მაგრამ აქ ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პიროვნული მეტამორფოზაა, რომლის აუცილებელი შედეგი თავისუფალი ბაზარი,თავისუფალი ეკონომიკა და თავისუფალი, ჭეშმარიტად თავისუფალი ქართველი მოქალაქე უნდა იყოს. ეს აქსიომაა და არაფერია ამაში ახალი და ნოვატორული, თუ ქართული ხასიათის ერთ შტრიხს არ დავამატებთ ყველა ქართველმა დაბადებიდან ყველაფერი იცის, ყველა ქართველი დაბადებული მეფე, მინისტრი, მენეჯერი, ბიზნესმენი და მეცნიერია. განსაკუთრებით ძლიერები ვართ ეკონომიკაში, პოლიტიკაში, რომ არაფერი ვთქვათ ზოგად განათლებაზე და ურთიერთსიყვარულზე. ერთი ჩემი მეგობარი,ჯემალ ინაიშვილი იხსენებდა, მოვიდა ერთი პიროვნება და მთხოვა დამეფინანსებინა მისი წიგნი 1000 ლარით, როცა ხელნაწერს გადავხედე, გავოგნდი, მისი წიგნის სათაური იყო „როგორ მოვაწყოთ ბიზნესი და ვიშოვოთ ფული“, კი მაგრამ, რა საქმიანობას ეწევით-მეთქი ვკითხე, თითქმის უმუშევარი ვარო, - მიპასუხა ავტორმა, - 25 -
ბიზნესი თუ გქონიათ-მეთქი ოდესმე, ჩემი ბიზნესი წერააო, მიპასუხა მან... ასეთები ვართ. ადამიანი, რომელსაც 1000 ლარი ვერ უშოვია, სხვას ასწავლის როგორ იშოვოს 100 000. საოცარია, არა? მაგრამ ეგ არაფერი. მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც ეკონომიკის და ბიზნესის თემაზე წელიწადში 6-7 წიგნს უშვებს და მისი მონოგრაფიების რაოდენობას ისე ვერ დაითვლით,როგორც ზღვაში ქვიშას და ცაზე ვარსკლავებს, თანაც როგორია ეს წიგნები, „ნაზდაქის“ ბირჟაზე შეჯირების თავისებურებები და ტექნოლოგიები, არადა საბურთალოს არ გასცდენია და კომპიუტერი დღესაც ეშმაკის მოგონილი ჰგონია. ალბათ, ესეც ჩვენი დროის ქარიზმაა და ამის გარეშეც არ შეიძლება. ეს ისეთივე რეალობაა, როგორც ბევრი ჩვენგანი, დღედაღამ საბაზრო ეკონომიკაზე ხმამაღლა რომ ვსაუბრობთ, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ გადარჩენის გზაზე და იმავდროულად, ყოველი ჩვენი დანარჩენი პოსტულატი ბოლშევიკურ - მემარცხენულია. ჩვენ გავიზარდეთ, გავიჟღინთეთ იმ ეპოქაში, როდესაც ბიზნესმენს „ცეხავიკი“ ერქვა და ქურდი იყო, ვაჭარს მეჯღანუაშვილი და ჩარჩი, როცა მეფობდა „ანონიმკები“, საჩივრის წიგნები და საკუთარი სახე არ გვქონდა, რადგან სახე ერთიანი იყო, როგორც საკუთრება. ამიტომ ამ 15 წელიწადში რევოლუციების, სამოქალაქო ომების და კრიმინალური თუ პოლიტიკური თარეშის მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შინაგანი მენტალური მეტამორფოზა იყო, რომელიც ძალიან ნელა, მაგრამ მაინც წინ, დასავლეთური მსოფლმხედველობისკენ მიიწევდა. ჩვენ ხელახლა წავიკითხეთ სმიტი. გავიაზრეთ, რომ ადამიანი უპირველესად ვნებათა კრებულია, პრივატულს ეჭვის თვალით, მოჭუტულად, მაგრამ მაინც გავუსწორეთ მზერა, მეწარმეობას მძიმედ, მაგრამ მაინც მივეცით გასაქანი და დემოკრატიაზე და სამოქალაქო საზოგადობაზე ფიქრიც - 26 -
კი დავიწყეთ. 1997 წელს, როცა საქართველოში ზარბაზნები დადუმდნენ და ეკონომიკაც წამოფორთხიალდა - მე და ჩემა მეგობრებმა, რომლებიც ჟურნალ „მაკრო მიკრო ეკონომიკის“ რედკოლეგიის წევრები არიან,დავიწყეთ ფიქრი, შეგვექმნა ასპარეზი ახალი ეკონომიკური აზროვნებისათვის, რაღაც სადისკუსიო კლუბი, ორგანო, რომელშიც ერთად იქნებოდა ეკონომიკური მეცნიერება (რომელიც ავად თუ კარგად, მაგრამ მაინც არსებობს საქართველოში), ანალიტიკა, მსოფლიო გამოცდილება და კამათი, დავა - როგორ გავიაროთ აღთქმული მიწისკენ სავალი 40 წელი,როგორ ვძლიოთ მოსეს უდაბნოს ისე, რომ არც თვითმყოფადობა და სახე დავკარგოთ და მჭიდრო ინტეგრაციაში შევიდეთ მსოფლიო განვითარებულ ბაზართან. რაც მთავარია, ნელ-ნელა, მაგრამ ბეჯითად შევცვალოთ მენტალიტეტი, ეკონომიკური ხედვა და დამოკიდებულება, როგორც ბიზნესის, ისე ეკონომიკური აზრის მიმართ. ეს უკანასკნელი მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან დღემდე საქართველოში ჭირს ვუსმინოთ ეკონომისტებს და მივაყურადოთ, თუ რას ამბობენ ისინი, მაგრამ, თუ რაიმე ისე ვერ მიდის ეკონომიკურ, თუ სოციალურ სფეროში უცებ მათ ლანძღვას ვიწყებთ. ამ ჟურნალის რედაქტორობის გარდა, აი, უკვე მერვე წელია ერთი სერიოზული (შეიძლება არც თუ ისე სერიოზული) მისიაც მაკისრია - ყოველ ნომერში უნდა იყოს სარედაქტორო სტატია,სადაც ეკონომიკის ერთ პატარა საჭირბოროტო საკითხს ვიხილავთ, ოღონდ ცრემლნარევი იუმორით. იუმორით, იმიტომ, რომ ეს ერთადერთია სიმღერასთან ერთად, რაც ჩვენს ერს არ დაუკარგავს და რამაც გაგვაძლებინა და ამასთან, ყველაფერს, რაც ჩვენ იმ წლებში გადავიტანეთ, მთლად ფხიზელი თვალით ვერ შეხედავდი. ამიტომაც - 27 -
ავირჩიეთ სატირა. შეიძლება ჩემმა ოპონენტებმა ქოქოლა დამაყარონ, ეს სატირა არ არის, ფაბულით არ გავს, შინაარსში გადახვევებიაო და ა. შ., მაგრამ ეს ეკონომიკური სატირაა და მეტადრე მომწონს. ამას წინათ, მთელი 8 წლის ნაშრომი ხელახლა გადავიკითხე, მეგონა ისტორიის სახელმძღვანელოს, ან ნარკვევს ვკითხულობდი ეკონომიკურ-პოლიტიკურ ჭრილში. ისე, ძალიან ვიხალისე და ახლა მინდა თქვენც იხალისოთ, გაიხსენოთ, როგორ მოვედით დღემდე და გავაკეთოთ დასკვნები, რამდენი კილომეტრი გავიარეთ მოსეს უდაბნოში, მივუახლოვდით თუ არა აღთქმულ მიწას, სადაც აუცილებლად მივალთ, ნუ მე თუ არა, ჩემი შვილიშვილები: ლუკაჩო და გიორგი მივლენ. იუმორით თუ ცრემლნარევი ტკივილით ამ რვა წელიწადში რაც მიფიქრია, თქვენს სამსჯავროზე გამომიტანია და თქვენ განსაჯეთ. განსაჯეთ თამამად და თავისუფლად, ნუ დამინდობთ, რადგან ყველანაირი აზრი ჩემგან პატივისცემას იმსახურებს, რადგან ხომ აზრია. აზრი კი ყველაზე ადამიანური ქმნილებაა ამ დუნიაზე. მით უფრო, თუ ის თავისუფალია! ვინაიდან, თავისუფლება სულით ხორცამდე, აზროვნებიდან ქცევამდე, პოლიტიკიდან ეკონომიკამდე, ყველაზე დიდი მადლია, რაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში უბოძებია ჩვენთვის მაცხოვარს. ემზარ ჯგერენაია 2004, ქრისტეშობისთვე
- 28 -
რატომ გავჩნდით 1997წელი - მეტასტაზები, მძიმე, მაგრამ დინჯი და გაბედული ნაბიჯები წინ ეკონომიკური სტაბილიზაციისაკენ. ჩვენს შემეცნებაში შორეულ სიზმრად რჩება სიცივე, ძარცვა, გნებავთ, შიმშილი, გაურკვევლობა... დღეს თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დუღს, ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსა! შეიძლება ჩვენს ბევრ მოქალაქეს არ აინტერესებს, რომ ამ წელს ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტი 14,4%ით გაიზარდა,ინფლაციის ტემპი 8,5%-ით შემცირდა, მომუშავეთა რაოდენობა 14,7%-ით გაიზარდა, ხელფასის დონე - 37%-ით,ამუშავდა 117 საწარმო, სოფლის მეურნეობაში წარმოების ზრდამ 17,8% შეადგინა. ეს რეალობაა და მეტად მნიშვნელოვანი წარმატება!... და მაინც, ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, რჩება პრობლემები... მიღწეულია ფინანსური სტაბილიზაცია, შეჩერდა ქვეყნის ნგრევა და დაიწყო წარმოების ზრდა (უმნიშვნელო, მაგრამ მაინც დაიწყო). პრივატიზაციის შედეგები სახეზეა, თუმცა მან პრობლემებიც მოიტანა, რადგან თავისუფლებას, როგორც წესი, თავისი მოვალეობა მოჰყვება, რასაც მომზადება და შეგუება სჭირდება. ჩვენს მაკრო ეკონომიკაში ეს თვისობრივად ახალი ეტაპია, როგორიცაა, თუ გნებავთ, ჩვენი მენტალიტეტის განვითარება, რომელსაც თავისი იდეოლოგია და პოსტულატები სჭირდება. პოსტულატები, ფორმით ძველი, ზოგადასაკაცობრიო, მაგრამ შინაარსით ახალი, საქართველოს ეროვნული მაკროეკონომიკური კლიმატის თავისებურებების, მისი შიდა თუ გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპთან დაკავშირებული პრეზიდენტის დოქტრინა, მყარი ფულადის საკრედიტო პოლიტიკისა და - 29 -
კერძო ინიციატივის პროვოცირების პირობებში, კერძო საკუთრებითი ურთიერთობის გაღრმავებასა და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ოპტიმალურ დოზას ეყრდნობა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის კონტურები, რომელიც ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ,ცხრა თვის შედეგების შეჯამებისას მკაცრად მოხაზა, იმანენტურად მოითხოვს პრაქტიკული პრობლემების ღრმა და საგნობრივ მეცნიერულ გააზრებას, დისკუსიებსა და ახალ თეორიულ პოსტულატებს. ამიტომ ჟურნალი „მაკრო მიკრო ეკონომიკა“ ქართულ ისტებლიშმენტს ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიების ასპარეზსს სთავაზობს,როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ 1997 წელი საკანონმდებლო ნაყოფიერების კუთხით რეკორდული იყო, პარლამენტმა ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის კონსტიტუციურ რელსებზე დასაყენებლად და სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის, ტიტანური სამუშაო ჩაატარა. განსხვავებული ასპექტით ახალ ეკონომიკურ კანონებზე მუშაობა,თუ არსებულის სრულყოფა კვლავ განუხრელად უნდა გაგრძელდეს. ამდენად, ჩვენი აზრით, ჟურნალის ფურცლებზე სამეცნიერო პოლემიკა შემდგომ საკანონმდებლო სრულყოფის საქმეს მნიშვნელოვან ბაზა სმისცემს. 1998 წელი! წელი, როდესაც ევროპა, ევროს რეალურად ამოქმედებას იწყებს (იწყება სავალუტო კურსების დაფიქსირება და 1999 წლისთვის მზადება), როდესაც დსთ-ს ეკონომიკური სივრცე ქიმერად იქცა, ხოლო საქართველოს გეოპოლიტიკა ეკონომიკურ რეალობად. საქართველოში იწყება ახალი ერა ერა აღორძინებისა! დეკემბერი, 1997 წელი
- 30 -
ვეფხვის წელიწადი პირველი, რითაც გვინდა დავიწყოთ, ის არის, რომ რედაქციის სახელით დიდი იუბილე მივულოცოთ ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, ჩვენს ძვირფას პრეზიდენტს, ვუსურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება ქ-ნ ნანულისთან, მთელ მის ოჯახსა და საქართველოსთან ერთად. საქართველოს დღეს, ამ ვეფხვის წელიწადს უფრო სჭირდება თავისი პრეზიდენტი, ვიდრე ოდესმე, რამეთუ მისი ძალისხმევითა და ავტორიტეტით წელს უნდა გადაწყდეს: ა) დიდი ნავთობსადენის ტრანსპორტირების მარშრუტის ჩვენთვის მომგებიანი ვარიანტი; ბ) საქართველოდან რუსეთის სამხედრო ნაწილების გაყვანის დაწყება; გ) კონსტიტუციურ მოთხოვნათა საფუძველზე, ქვეყნის ინსტიტუციონალური მოწყობის დამთავრება, ასევე ადგილობრივი არჩევნების ჩატარება; დ) მაკროეკონომიკური რეფორმის რადიკალურად გარდაქმნა და საბაზრო ეკონომიკის სტილის ჩამოყალიბება. ყველაზე რთული ჯერ კიდევ წინ არის და ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს საქართველოს სწავლულ ეკონომისტთა არმია მზად არის პრეზიდენტის სამსახურისათვის! ბატონმა ზურაბ ჟვანიამ ბრძანა,რომ ეს პერიოდი ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ამ სიტყვების უკან ქართველი მეცნიერებისთვისაც ძნელი დასანახი არ არის, თუ რა მასშტაბის ფრონტი არსებობს. ამ სულისკვეთებით შევხვდით 1998 წელს და ჟურნალის პირველივე ნომრიდან ყველაზე მწვავე პრობლემებზე დავიწყეთ საქმიანი სჯა-ბაასი. დრო გვიჩვენებს. იანვარი, 1998 წელი - 31 -
ძალა ერთობაშია ძნელია ჩემთვის რაიმეს თქმა. მართალია, ანალიტიკოსები ხშირად მიუთითებდნენ, საქართველოში ექცესების გარდაუვალობას, მაგრამ ერისთვის მაინც დაუჯერებელი იყო, რომ მის პრეზიდენტს ასე უმოწყალოდ ესროდენენ ქუჩაში!... ქართველებმა მსოფლიო კიდევ ერთხელ ავაფორიაქეთ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების ტაბუდადებული დიპლომატიური ხელშეუხებლობა ქართული ექსცესებით, აჟიოტაჟით, პურ-მარილით დავარღვიეთ. ყოველივე ამან თავის დაღი დაასვა ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას. ალბათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეორე ტრანშთან დაკავშირებული პოზიციის მკვეთრი შეცვლა ტერორისტთა გააქტიურებით არის გამოწვეული და თუ გნებავთ, ამ პროგრამის განხორციელების თითქმის შეჩერებაც, რაც ძალზე დამაფიქრებელია. სიფრთხილე გვმართებს, რათა ტერორიზმის ამ პოლიგონზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ეს მეტად საჭირო გეგმა არ ჩავარდეს! ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქართველმა ხალხმა ბოლო დროს ჩვენში მომხდარი ტერორისტული აქტებიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანოს. რამეთუ, ამ მოვლენებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები შეიძლება სერიოზულად შეაფერხონ. კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა განუყოფელია! აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენეთა ფონზე, 22 თებერვალს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოქალაქეთა კავშირის საქართველოს მმართველი პარტიის (სმკ) III ყრილობა შეიკრიბა. ყრილობაზე იმსჯელეს ეკონომიკურ რეფორმებზე, მოიწონეს დასავლეთისაკენ და საბაზრო ეკონომიკისაკენ, აგრეთვე ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ მთავრობის მიერ აღებული კურსი და ხაზი გაუსვეს მათი - 32 -
მკაცრად დაცვის აუცილებლობას. ყრილობის მონაწილეებმა პარტიებსა და სრულიად საქართველოს შერიგებისაკენ მოუწოდეს, რამეთუ ძალა ერთობაშია! სმკ-ის III ყრილობამ ნათლად დაგვანახა, რომ თებერვლის ტერაქტებში რაღაც მისტიკურია...საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ჩვეული გამჭრიახობისა და დიდი სიბრძნის შედეგად, კვლავ (უკვე მერამდენედ) ჩაიშალა მორიგი ბოროტი ზრახვა. საქართველოს პოლიტიკური წრეები და ვერც ეკონომიკა ვერ დააჩოქეს! საქართველოს მოქალაქეთა კავშირის III ყრილობა დროული იყო, მან ახალი სტიმული მისცა ქართველ მეწარმეებს. აღებული გეზით უკეთესი მომავლისაკენ გრძელდება ცხოვრება და ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობა! თებერვალი, 1998 წელი
გაიგებს კი ვაშინგტონი საქართველოს ტკივილს? გაზაფხული მოვიდა, კიდევ ერთი გაზაფხული, ხარება და აღდგომა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება და უდაოდ მოუტანს დიდების ახალ გვირგვინს. რით შევხვდით ჩვენ მას? არ ვილაპარაკებ პოლიტიკურ ექსცესებზე, ვიტყვი მხოლოდ ერთს, კვარტალი ძალიან რთულად დამთავრდა. ეკონომიკა დღესდღეობით ისევ სტაგნაციის ეტაპზეა. არის ძვრები, რომელიც მრეწველობის წარმოების რესტრუქტურიზაციით გამოიხატება, საგადასახადო ფისკალური ბერკეტების ამოქმედებით, წარმოების სტიმულაციით, მაგრამ პროცესს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის ამოქმედება აყოვნებს, ანუ მთლიანად ეროვნული ბანკის, საბანკო, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, ყოველგვარი დამატებითი მექანიზმის გარეშე, წარმოების, მცირე ბიზნესის, მრეწველობის, სოფლის - 33 -
მეურნეობის სფეროებში მიზანმიმართული მსხვილი პროგრამების რეალური დაფინანსების გაჭიანურება. მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველო კლასიკური საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა არ არის,რომ აქ დიდია რისკი, რომ ის, რაც ჩვენთან ხდება, ჩვეულებრივ მარკეტინგში ვერ ჯდება, მაგრამ ამ გზით უნდა წავიდეთ, რათა ეკონომიკურად ვძლიოთ იმ პოლიტიკურ შავბნელ ძალებს, რომლებიც რეგიონში ღრუბელივით იქუფრება. დასავლეთს აქვს მეორე შანსი საქართველოს დემოკრატიას ეკონომიკური ინექციით დაუჭიროს მხარი. მიეცა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონს გაემგზავრა. გაიგებს კი ვაშინგტონი საქართველოს ტკივილს? ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ქართველი კაცი ყოველთვის თავისი იმედით და ღმერთის წყალობით ცხოვრობდა. იმედია, ამ აღდგომას ღმერთი გადაგვარჩენს, ისევ ჩვენი საკუთარი ნიჭისა და შრომის წყალობით მივაღწევთ იმას, რომ ეროვნული შემოსავალი და წარმოება სწრაფი ტემპით გაიზრდება და ეჭვი არ მეპარება, რომ გაზაფხულთან ერთად, სამუშაო ადგილები და ჩვენს ოჯახებში რწმენა და იმედი მოვა. ეკონომიკა გაზაფხულთან ერთად გამოიღვიძებს. მარტი, 1998 წელი
გფარავდეთ ღმერთი! აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების შესაყარზე, კავკასიონის კალთებზე შეფენილი საქართველო თავისი განვითარების მორიგი ათასწლოვანი ციკლის ბოლო სტადიას გადის. ათი საუკუნე გვაშორებს დავითის ძლევამოსილ საღვთო სამეფოს და უკანასკნელი ათი წელია - 34 -
ჯოჯოხეთურად ძნელ გზაზე მივაბიჯებთ. ახალი XX საუკუნის მიჯნაზე ჩვენს ქვეყანას ერთდროულად სამი ძველი პრობლემის გადაჭრა უწევს: პირველი და უმთავრესია დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მსოფლიო არენაზე გასვლა (დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის ნიშანდობლივი ყველა ატრიბუტით); მეორე - ეკონომიკური საკუთრებითი ურთიერთობების ტრანსფორმაცია (შეიძლება ქვეყანა კოლონია იყოს, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთოებები დაფუძნებული იყოს კერძო საკუთრებაზე), რადგანაც საკუთრების ეს ფორმა ეკონომიკური პროგრესის ამოსავალი წერტილია. ამდენად, რთული, მაგრამ აუცილებელი ამოცანაა საერთო საკუთრებზე აგებული სოციალისტური წყობის კერძო საკუთრებაზე აგებული სისტემით შეცვლა; მესამე - სამოქალაქო კონფლიქტების დაძლევა და ქვეყნის მთლიანობის აღდგენა. ეს არის სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია. ჰეგელს უთქვამს, წინააღმდეგობა განვითარების საფუძველიაო და ჩვენც ამ წინააღმდეგობების ფონზე გიგანტური ნაბიჯებით წინ მივდივართ. სამივე ამ პრობლემას ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგვარებთ, მაგრამ ეს ნაბიჯები ისეთია, რომ ერთი მხრივ, მსოფლიო განცვიფრებულია მიღწევებით, მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა, რომელმაც გულახდილად, რომ ვთქვათ, მიივიწყა შიმშილი, სიცივე, ომი და სიკვდილი, ყაჩაღობა და ტერორი, ქაოსი და უკანონობა, მაგრამ არსებული სიტუაციით მაინც უკმაყოფილოა. ლოგიკურია! მერე რა, რომ გუშინ უარესად ვიყავით, რომ სიწყნარეა, ომი არ არის, ღამე ქუჩაში უშიშრად დავდივართ და შემოსავალიც მოგვემატა. ჩვენ უფრო მეტი გვინდა. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ერი - 35 -
უდაბნოს მძიმე გზის გავლის გარეშე აღთქმულ ქვეყნამდე ვერ მივა,არც გზა უნდა შეგვეშალოს და არც მოსეს ვუღალატოთ. ქართველებო,ჩემო გონიერო,ღვთისნიერო ერო! ნუ ვიქნებით მარტონი შორიდან მომზირალის როლში, ნიშნის მოგებით ნუ ვილაპარაკებთ,ეს ქვეყანა ყველასია და ახლა ყველა უნდა იდგეს იქ, სადაც ერის ბედი წყდება. 29 აგვისტო, თუ 9 თებერვალი,ბოლოს და ბოლოს 19 ოქტომბერი,იმის უტყუარი საბუთია, რომ ჩვენი ლოცვები შეუმცდარია და ერი ღვთისაგან ნებიერია,თუ ტვირთის შემსუბუქება არ გვძალუძს, ნურც ხელს შევუშლით ქართული სახელმწიფოს დაფუძნების რთულ საქმეს. ჭეშმარიტად გეტყვი, მოკეთევ! რომ სხვა გზა და სხვა არჩევანი არ არსებობს, ნუ დაიზარებ და ნუ დატოვებ საარჩევნო ყუთებს, ეშმაკზე სულმიყიდულთა იმედად! ადგილობრივი მმართველობის, შემდგომ პარლამენტის, მის შემდგომ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა - შენი ის მინიმალური ვალდებულებაა, რაც შენი შვილების, ოჯახის, მოკეთეებისა და ქვეყნის წინაშე გაქვს. ეს არის რთული, მაგრამ ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, რომლითაც შეიძლება ხაზინაში შემოსავლები გაიზარდოს, ხალხი უკეთ დაპურდეს, პენსიები და ხელფასები გაიცეს. ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს, ჩვენ ვჭედოთ ჩვენი მომავალი, ვჭედოთ მათთან ერთად, ვისაც სუფთა ხელებით, ახალგაზრდული შემართებით და იმ სამი პრობლემის სრული გადაჭრით, სურს სიმშვიდე და ბედნიერება მოუტანოს ჩვენს შვილებს, მოხუცებს, მომავალს! მე არ შემიძლია, ვინმეს რეცეპტი მივცე,თუ რომელი ნომერი შემოხაზოს ბიულეტენში, 6, თუ სხვა, მაგრამ ერთი ცხადია, დღევანდელი ჩვენი არჩევანი და შვილების ხვალინდელი მომავალი, ჩვენ ხელთაა და ჩვენს სინდისზეა! გფარავდეთ ღმერთი! ოქტომბერი, 1998 წელი - 36 -
სად ვიპოვოთ ჰომეროსი ადამიანს სულ უჭირს გაავლოს სადემარკაციო ხაზი მოძმის გაკეთებული სიკეთის შეფასებასა და პირფერობას შორის. ჩვენ ხშირად ვდუმვართ ადამიანის ქებისა და მისი ნამოღვაწარის დადებითად შეფასებისას, რამეთუ გვეშინია პირფერობაში არ ჩაგვითვალონ. არის მეორეც, ალექსანდრე მაკედონელი ტროას დანახვაზე აქვითინდა და თავის ერთგულ მოახლოებულ მხედართმთავარს, რომელიც გაკადნიერდა და უთხრა: „ ნუ დარდობთ, მარტო ტროას გმირობას კი არ გავიმეორებთ, მთელ ქვეყანასაც დავიპყრობთო“, ქვითინით მიუგო: „ - კი, დავიპყრობთ მთელ ქვეყანას, მაგრამ ჰომეროსს სად ვიპოვით“. უდავოა, რომ ერის რჩეულთა მეხოტბეებსა და მემატიანეებს რჩეული უნდა ჰყავდეთ და, აქედან გამომდინარე, ერიდებიან იმის თქმას, რასაც, ალბათ, ბევრი შინაგანად განიცდის. ეს „ბევრი“ ხალხია, ვინც, უბრალოდ მასობრივ სცენებში კი არ მონაწილეობს, არამედ თავის ფიჭას ქმნის საკუთარ უბანზე, ქვეყნის სასარგებლო აგურს დებს და თავს პრეზიდენტის გუნდის (ფართო გაგებით) წევრად და თანამებრძოლად მიიჩნევს. ვფიქრობთ, საზოგადოების ამ კატეგორიის აზრი პრეზიდენტისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი „ჰომეროსების“. მით უმეტეს ახლა, მით უმეტეს დღეს! ჩემი პრეზიდენტი, ჩემი ქვეყანა, ჩემი ენა, დროშა... თუ ქართველში ოდნავ მაინც ჩქეფს ეროვნული სისხლი, არ შეიძლება წამით არ შეაფიქრიანოს ამ სიტყვებმა, არ გააჟრჟოლოს და სიამაყის გრძნობა არ მოჰგვაროს - ეს ჩემი სახელმწიფოა და მე ქართველი ვარ. ქართველისთვის სახელმწიფოებრიობა უფრო მეტია, ვიდრე შერჩეული პეიზაჟი ან ცხოვრების კარგი პირობები. ფსიქოლოგიით - 37 -
მისმა დიასპორამ უცხო ცის ქვეშ ვერც ფეხი მოიკიდა და ვერც იბარტყა. XIX-XX საუკუნეებში დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენა XX საუკუნის მიწურულს უფრო რთული იყო, ვიდრე აქედან ჩანს და უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე 80-იანი წლების ბოლო პერიოდში. 70-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა დაიწყო. მოქმედი სქემა ასეთი იყო: მოსკოვის „გოსპლანი“ (სახელმწიფო საგეგმო კომიტეტი) მთავრობის მითითებით დარგების განვითარებას რეგიონების მიხედვით გეგმავდა, ასევე ახალი საწარმოების შექმნასა, თუ ახალ მიმართულებებს. ამ პერიოდში დაიწყო უზარმაზარი ტექნოლოგია და მეცნიერებატევადი დარგების საწარმოების შენება: ტელევიზორების, იზოტოპების, რადიოტექნიკის და სხვ. გადამამუშავებელი, საკონსერვო, თუ მსუბუქი მრეწველობის საწარმოების. მაშინ განისაზღვრა, რომ მეცნიერებატევადი დარგები საქართველოს, როგორც მომავალი დამოუკიდებელი ქვეყნის სახეა, რომ ნედლეულით მწირ ქვეყანაში დღედაღამ მეცნიერების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა აერჩიათ პრიორიტეტად. ეს ის დრო იყო, როცა ფოთს, ძირითადად, შიდა გადაზიდვების პორტად იყენებდნენ (რატომ? - მკითხველმა იფიქროს), ხოლო მაშინდელი სსრკ-ს მესვეურები კასპიის ნავთობს უკვე ამოწურულად და მის მოპოვებას, ვოლგა-დონის აუზთან შედარებით, არაეფექტურად (სსრკ ეკონომიკურ გეოგრაფიის სახელმძღვანელო) მიიჩნევდნენ. ამ დროს მეცნიერებატევადი დარგები, გადამამუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტი, საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა პრიორიტეტად მიიჩნია, ხოლო ეროვნული კულტურა ის ხომალდმზიდი გახადა, რომელიც ქართულ სულს და იმიჯს მსოფლიო - 38 -
არენაზე გაიყვანდა. აქედან გამომდინარე, მუდმივი ყურადღება ექცეოდა მის ყველა სფეროს: კინო, თეატრი, მწერლობა, მუსიკა, თუ ფერწერა. არ არსებობს „წითელი“ ინტელიგენცია და მწერლები, კულტურა-კულტურაა. შევარდნაძისთვის მაშინ, ეს ყველაზე დიდი საფიქრალი იყო, განათლებასთან და ქვეყნის ეკონომიკაში ახალი უცხოური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნების მშენებლობასთან ერთად. ორთაჭალაში ტელევიზორების ქარხნის აშენება, მაშინდელ მინისტრს პირადად სთხოვა და შეიძლება, იმ ობიექტების ჩამონათვალი გავაგრძელოთ, რაც მისი პირადი კონტაქტებით და ჩარევით აშენდა საქართველოში. ასე გადარჩა ქართული და ქართველი. ადამიანის „მე“-ს რვა ძირითადი მამოძრავებელი მოტივი აქვს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დიადობის და განსაკუთრებულობის შეგრძნების სურვილი (ანუ სად გადის მისი შესაძლებლობის ზღვარი). 80-იანი წლების დასაწყისში ნათელი გახდა, რომ ცალკე აღებული საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გადარჩენა და კომუნისტური რუსული ტირანიისგან გათავისუფლება შეუძლებელი იყო. ამისთვის აუცილებლობის მთელი იმპერიის შეცვლა იყო, დასავლეთისაკენ მობრუნება, იმპერიის მასშტაბის იმ რკინის არტახების მსხვრევა, რომელიც საქართველოს თავისუფლებისა და მსოფლიო ცივილიზებულ საზოგადოებაში დამკვიდრების გზა იყო. ადამიანი ხშირად სხვის წარმატებებში გარეშე ძალების დამსახურებას ეძებს. ალბათ, იმიტომ რომ უჭირს სხვისი გენიის და საკუთარი სისუსტის აღიარება. ძნელია უხელმძღვანელო 5-კაციან განყოფილებას, ან 20-კაციან სამმართველოს, ან თუნდაც ოჯახს, რომელიც 4 სულისგან შედგება, მაგრამ უხელმძღვანელო ქვეყანას თითქმის 30 წელი, - 39 -
უხელმძღვანელო სხვადასხვა ფორმაციაში და სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ-კლიმატურ პირობებში, ეს საოცრებაა. ძნელია იყო მცხეთის რაიკომის მდივანი და ეჭიდაო პირველ პირს ქვეყანაში,იმპერიის გულში ჩასახლდე, რათა გაათავისუფლო შენი ერი და იქიდან იბრძოლო ქვეყნის გადასარჩენად. 80-იან წლებში შევარდნაძემ საქართველოში დაწყებული აღმშენებლობის, ერის ზნეობრივი აღზევების და თავისუფლებისათვის ომი იმპერიის გულში, მოსკოვში გადაიტანა. იმპერია, რომელიც ქოლავდა სავალუტო ფონდს, როგორც მტრულ ორგანიზაციას, რომელიც თითქმის დღემდე ებრძვის „ნატოს“ და დასავლეთს, ისე შემოატრიალო, რომ განთავისუფლდეს ყველა კოლონია, დაიწყოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან, გახდეს დასავლეთის საზოგადოების წევრი (ეს იქნება „დიდი შვიდეული“ თუ ევროსაბჭო) და თითქმის გაპრეზიდენტებულ პუტინს ათქმევინოს - „ნატოსთან“ ბრძოლა კი არა, მისი წევრობა მინდა და ამ ფრაზის წარმოთქმისას, კომუნისტების ლიდერი ზუგანოვი დაუდგეს გვერდით. შესაშური მეტამორფოზაა, თითქოს ჰერაკლეს ძალა და სული ჩაჰბერა ღმერთმა. შევჩერდეთ ხალხო და თვალი გავავლოთ ამ ბეწვის ხიდს 80-იანი წლების დასაწყისიდან 2000 წლამდე. იმპერიის რკინის ხარაჩოების დანგრევა და აზიმუტების დიამეტრულად შეცვლა ის ბეწვის ხიდი იყო, რომელიც ყოველ წუთ შეიძლებოდა გაწყვეტილიყო და სიცოცხლის ფასად დამჯდარიყო, მაგრამ ერთია შეგრძნება იმისა, რომ საქართველოს ბედი არასოდეს, არც მაშინ და არც ახლა იჭედება აქ, არამედ მის გარეთ, ისევე, როგორც მრავალი პატარა ქვეყნისა და იმის შეგრძნება, რომ გინდოდეს იხილო თავისუფალი საქართველო და მეორეა საუკუნის მესამედი მისხალ-მისხალ, წვეთ-წვეთ, წამ-წამ და აგურ-გურ აშენებდე და ქმნიდე ამას. გმირობაა, როცა შენ იცი, - 40 -
რომ ქვეყნის ბედი მოსკოვში და შემდეგ დასავლეთში წყდება და ეს გზა უმძიმესი და სასტიკია, მაინც შეგნებულად ადგები ამ გოლგოთის გზას, ქვეყნის თავისუფლებისთვის. აი, ამ გზით და ამ დროიდან დაიწყო საქართველოს გათავისუფლება. თავისუფლება სურვილი არ არის, ის ფაქტია საქმით გამაგრებული. არც ერთ ქართველს ასეთი ასპარეზი, ასეთი მასშტაბები არ ექნებოდა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად თავისი მინუსებისა, შევარდნაძე არ განმეორდება. როცა ხედავ შენი ერის გოდებას, მონობას და შეჰფიცებ ღმერთს, რომ 40 წელი უდაბნოში ხეტიალის შემდეგ ერი აღთქმულ მიწამდე მიიყვანო, ისიც იცი, რომ ხალხში აუცილებლად ურევია ვისაც ჩააცვი და სწორედ ის გაგხდის, ვინც ფეხზე დააყენე და პიროვნება დაარქვი, მას ვერ დაასწრებენ ტალახის სროლას და სრულიად უცნობი, ავყია მოძმეები 30 ვერცხლად შეგაგინებენ და გაგლანძღავენ - იცი ყოველივე,გტკივა გული, მაგრამ შენ მესია ხარ და არ გაქვს უფლება ჩაიმუხლო, აყალმაყალში ჩაება, ან გული დაგწყდეს და ხელი ჩაიქნიო. მესიის თანამედროვეები არასოდეს აფასებენ მას. ღმერთი დაუფასებს და ხალხი გააღმერთებს მომავალში. ეს გზა 90-იანი წლებიდან დღემდე უდაბნო იყო. ბევრი იყო ტკივილი, შეცდომა, უმადურობა თუ ღალატი, მაგრამ ღვთის წყალობით, იყო წინსვლა და გამარჯვება. დღეს კრიტიკის ქარცეცხლში ჭიდილი მის სიდიადეზე მეტყველებს. დღეს იშვიათობაა განვითარებად სტადიაში მყოფი ასეთი დემოკრატიული და შინაგანად თავისუფალი ქვეყანა, სადაც პრესით, ტელევიზიით გამოდის ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე აკრიტიკებს მის უმაღლეს ხელისუფლებას პრეზიდენტს. ჩვენ გვიჭირს, ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ კურსი გვაქვს სწორი და უწყვეტად ვაშენებთ თავისუფალ საქართველოს. მარტი, 2000 წელი - 41 -
კალამს რატომ ვტანჯავთ? „ყველაფერი დროს ელის, დრო კი არაფერსო“ ძველი ხალხური სიბრძნე PER ASPERA AD ASTRA გაზაფხულის წვიმიან საღამოს, როცა წვიმას არამარტო ქალაქის მტერი და ჩვენი სევდის ტვირთი მიჰქონდა, არამედ ქვეყანას სამოქალაქო ომის ცეცხლს უქრობდა და გავარვარებული მიწის გულმკერდის შიშხინი არემარეს აყრუებდა, ფიქრების იალქნები ამეშალა და უცნაური იდეა ამეკვიატა: გადავწყვიტე, ქვეყნის აღმშენებლობის, დამოუკიდებელი ეროვნული ეკონომიკის შექმნის საქმეში,
ჩემი
წვლილი
შემეტანა
და
ეკონომიკური
ჟურნალი დამეარსებინა, რომელიც უფრო მეტი უნდა ყოფილიყო,ვიდრე უბრალოდ სამეცნიერო და უფრო ღრმა და სერიოზული,ვიდრე პოპულარულ თემებზე მომუშავე. ერთი სიტყვით, მას ჩემი დროის სრული მეტამორფოზა უნდა აესახა და შეესუნთქა,ერის თუ ქვეყნის ეკონომიკის დუღილი უნდა მიეტანა თითოეულ ქართველამდე, თუ საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელამდე. ის უნდა ყოფილიყო ჭარმაგი პროფესორების თუ პროფესორობას მოწყურებული ჩემნაირი კანდიდატების
ასპარეზი
და
ოდესღაც
საქართველოში
მდუღარე ეკონომიკური აზროვნება ხელახლა უკვე ეროვნულ ყალიბში უნდა ჩამოესხა. იდეა ჩამოვაყალიბე ცომის სახით და სანამ გამოცხობას დავუპირებდი, პროფესორ ვლადიმერ პაპავასა და იაშა მესხიას მოვეთათბირე. მათ
ჩემს „იდეა-ცომს“ მარილი
მოაყარეს. სტილი დაიხვეწა, ჩამოყალიბდა რედკოლეგია, მოინიშნა თემატიკა და... - 42 -
ოთხი
წლის
წინ,
1997
სამეცნიერო-პოპულარული
წელს
იშვა
ჟურნალი
ყოველთვიური „მაკრო
მიკრო
ეკონომიკა“. სათაურის შერჩევა დაკავშირებული იყო ჩვენ სურვილზე,რომ ის ეკონომიკის ყველა ლაბირინთში მოსისინე ქარივით უნდა ყოფილიყო და ეკონომიკური აზრისთვის ანიდან ჰაემდე ემსახურა. მაშინვე ვუწყოდით, რომ დღეს ძალიან გაგვიჭირდებოდა დასახული მიზნის მიღწევა, რადგან ელექტრონული მედიისა და ინტერნეტის პარალელურად ძნელად იარსებებს ბეჭდვითი მედია. საუკუნის სუნთქვა და ქარტეხილი მიღრღნიდა მკერდს.
არც
ის
მავიწყდებოდა,
რომ
ათასწლეულის
მიწურულს ინგრეოდა ძველი შემურული თაღები, ახალი - უფსკრულისაკენ მიექანება განახლებისათვის და მის დაბინდულ
დისკოსთან
მიაქვს
უკვე
ჭაღარამორეული
ილიას, ბალზაკის, როდენის, მონეს, ლობერმანის, შოპენის სილუეტები. არა, XXI საუკუნე არ იქნება კითხვის საუკუნე, არც კლასიკური მუსიკის თუ მხატვრობის. ეს მთლიანად ელექტრონული საუკუნეა, სადაც კომუნიკაციების აბლაბუდა ატყვევებს ადამიანს. ინფორმაციისა და შემეცნების მიღების არხად ელექტროკომუნიკაციები ხდება. ჩვენ გავბედეთ და როგორც ჭაობში,ისე რთულად, მაგრამ მაინც ვიკაფავთ გზას.
იყო
მწარე
შეცდომებიც,
გამოუცდელობაც,
იყო
გამარჯვების სიხარულით გამოწვეული ცათაფრენაც და ცრემლი, როგორც ტკივილის, ასევე სიხარულის. შედეგად კი, მივიღეთ საქართველოს ეკონომიკური პრესის ლიდერი, რომელმაც უკვე შეიერთა ერთ-ერთი თავის პროფილის ჟურნალი და ბაზარზე თავის მდგომარეობა განიმტკიცა. 4 წლის იუბილეზე ჩვენ ეპოქას ავყევით და ელექტრონულ - 43 -
ბაზაზე შევქმენით ჟურნალის ინტერნეტული ვარიანტი და ამით ჩვენი ქართულ-ინგლისურენოვანი ჟურნალი მთელ მსოფლიოს მოედო. ინტერნეტში ინდექსის nomics.com.ge
აკრეფვისას,
მსოფლიოს
www.mmecoმილიონობით
მაცხოვრებელი იხილავს ჩვენს ჟურნალს თავის ეკრანებზე. ქართული ეკონომიკური აზრი და აზროვნების სტილი გავიტანეთ მსოფლიო არენაზე, რათა ვინმეს არ ეგონოს,რომ საქართველოში მეცნიერები
ეკონომიკური
ისეთივე
მეცნიერება
ჩამორჩენილია,
და
როგორც
თვით ქვეყნის
ეკონომიკა. რა გვინდა, რა გვწყურია და კალამს რატომ ვტანჯავთ? საქართველო ისევ დგას სახელმწიფოებრივი არჩევანის გზაჯვარედინზე: საით? როგორ? ჩემს
ბავშვობაში,
სახელმწიფო
80-იან
წლებში,
უნივერსიტეტის
როცა
თბილისის
სტუდენტები
ვიყავით,
ადვილი იყო ერეკლე მეფის კრიტიკა და უფრო მეტიც, მოდაშიც კი იყო. არ მოგვწონდა 200 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება ერთმორწმუნე რუსეთთან დაკავშირებაზე და ამიტომ, გეორგიევსკის 200 წლისთავს უნივერსიტეტის ახალგაზრდობა (ისე,
როგორც მის საპატივცემულოდ
დადგმულ მონუმენტს) აღშფოთებით შეხვდა. მაშინ ჩვენ ვერ ვაცნობიერებდით,რომ მალე იმავე თაობას მოუწევდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჩვენს წინაპრებს ხვდათ წილად -თავისუფალი საქართველო რუსეთისაკენ წავიდეს, თუ ამერიკისკენ? როგორი ეკონომიკა ჰქონდეს - პირწმინდა, კერძო
მესაკუთრული,თუ
შერეული
ფორმის?
როგორ
ჩაეწეროს შრომის საერთაშორისო განაწილებაში და სად იპოვოს ადგილი მსოფლიო პოლიტიკის აღლუმში? ძნელი ყოფილა არჩევანი! რაც უფრო გვიჭირს, მით უფრო ვფიქრობთ - 44 -
ერეკლეზე და ჩვენს იმ წინაპრებზე,ჩვენი წელთაღრიცხვიდან მოყოლებული მუდამ ამ არჩევანის წინ რომ იდგნენ: სპარსეთი თუ ოსმალეთი,ბიზანტია თუ რომი, რუსეთი თუ თურქეთი? ახლა ჩვენ თავზე ვიწვნიეთ, რა ძნელი ყოფილა გადაწყვიტო და ამით პასუხი აგო მომავლის წინაშე. ყველა მიმართულებას, ყველა გადაწყვეტილებას თავის დადებითი თუ უარყოფითი მხარე აქვს. ზუსტად ასევეა ეკონომიკაში. როგორი ფორმა სჯობს: გავყიდოთ ყველაფერი და ვიყოთ კერძო საკუთრების და ბაზრის თვითრეგულაციის იმედზე, თუ გვქონდეს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების ჩვენეული სტრატეგიული გზა (დოქტრინა). არჩევანი დროზე უნდა გავაკეთოთ, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ მომხვდურს, აღმოსავლეთიდან იქნება იგი, თუ დასავლეთიდან, უპირველეს ყოვლისა, თავისი პირადი ინტერესები ამოძრავებს და ის ისე მოიქცევა, როგორც ეროვნული ეკონომიკის ინტერესები უკარნახებს (ეს ეკონომიკა კი შეიძლება იმხელა იყოს, რომ საქართველოს მეურნეობა მისი მტვრის ნაწილაკის ნახევარიც არ აღმოჩნდეს). დღევანდელი კომუნიკაციური ქსელის განვითარების პირობებში, მოთხოვნა ყველა საქონელზე, ნებისმიერ მანძილზე იქნება დაკმაყოფილებული. ე.ი. ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესი არ იქნება თანმხვედრი „მომხდური“ მფარველის ინტერესთან, რადგან დღეს მსოფლიოში არ არსებობს წარმოების პრობლემა. საქმე მომხმარებლისა და ბაზრის მოძიებაშია. მაშინ, როგორ გაუწევს ჩემი მსუბუქი და კვების მრეწველობა ტეხასისა და ინგლისის ქარხნებს, ან ჩემი მანქანის წარმოება გერმანიისას? ისინი ტექნოლოგიურად, ფინანსურად, უსაფრთხოებითა და გამოცდილებით ბევრად გვჯობნიან. მაშ, ვის რად უნდა, რომ ამოქმედდეს გორის - 45 -
ბამბეულის კომბინატი და საერთოდ, გადამამუშავებელი მრეწველობა? საქართველოს ბაზარს ისინი თვითონაც ძალიან ადვილად დააკმაყოფილებენ. გავიხსენოთ, თუნდაც ყბადაღებული კორუფციის საკითხი, რომლითაც ქართველებმა ლამისაა დავიჯერეთ, რომ ყველას ვუსწრებთ. რომელ ქვეყანაში მოხდა კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება კანონიერი გზით? ჩემი ინფორმაციით - არც ერთში. არაკანონიერად დაგროვებული ქონება შემდეგ დაკანონდა და იმანენტურად შეიქმნა კანონმორჩილი საზოგადოება, რადგან თვით კაპიტალის ინტერესებმა, მისმა უსაფრთხოებამ მოითხოვა ეს. საქართველო 5-6 წელია არსებობს, როგორც ქვეყანა. ამ ხნის განმავლობაში, რომელ ქართველს შეეძლო კრიზისით გათანგულ ქვეყანაში სერიოზული კაპიტალი დაეგროვებინა სრულიად ლეგიტიმური გზით და რაიმე მნიშვნელოვანი ქონების მესაკუთრე გამხდარიყო? რომელი ქართველი იყიდის პორტებს, კომუნიკაციების ელექტრონული ქსელების ნაწილს? ვერც ერთი ე.ი. საქართველოში იქმნება კაპიტალი, მაგრამ არა ქართული, აქედან გამომდინარე მომავალში იქნებიან ბიზნესმენები, მაგრამ არა ქართველები. ეკონომიკაში არ არსებობს სტრატეგიული განვითარების დოქტრინა და ზურგის ქარის პრინციპით ყალიბდება მაგისტრალური ხაზი. ანუ ჩვენ გავრბივართ იქიდან, სადაც ვიყავით, მაგრამ არ ვიცით, საით მივრბივართ. აქედან გამომდინარე,ინერტულობის უფლება არავის აქვს. კონსტანტინე გამსახურდია ილიასადმი მიძღვნილ ესსეში წერს: „მე მგონია, საქართველოს სულს დიდხანს, კიდევ დიდხანს დასჭირდება სისტემატური განწმენდა იმ საშინელი სენისგან, რომელიც შემოიჭრა ჩვენს სხეულსა და სულში აღმოსავლეთის პასიურობასა და აზიური ინერტულობის სახით“. არც ერთ ჩვენგანს აქვს უფლება ახალი - 46 -
ათასწლეულის მიჯნაზე არ გაითვალისწინოს ამ საუკუნის დასაწყისში ნათქვამი ეს სიტყვები და ამიტომ ნებისმიერმა მათაგნმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეროვნული მენტალიტეტისა და ეკონომიკის მეტამორფოზის საკითხში. ჩვენ უნდა ვეძებოთ, ვიკამათოთ, არ უნდა მოვექცეთ არც ერთი დოქტრინისა და დიქტატის ბრმა გავლენის ქვეშ. ეკონომიკურ აზრთა ჭიდილში საქართველოს ეკონომიკის ახალი ათასწლეულის მოდელი უნდა შევქმნათ. ეს არის ჩვენი მეცნიერ-ეკონომისტებისა და ამ ჟურნალის დანიშნულება და რადგანაც, ეს მარტო ჩვენი უფლება და საქმე არ არის, აქ ჩართულია ჟურნალისტთა საკმაოდ ნიჭიერი და შემომქმედი კოჰორტა. თუ ეროვნული მეურნეობის აღმშენებლობის სამომავლო საქმეში ჩვენ, თუნდაც ერთ შტრიხს შევიტანთ,ეს სერიოზულად გაამართლებს ჩვენს არსებობას. გვჯერა, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო საშუალო დონის ევროპული ქვეყანა გახდება და ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ მანამდე 40 წელი უდაბნოში ხეტიალი და მშობიარობის ტკივილების გადატანა მოგვიწევს უკეთესი მერმისისათვის. ვილოცოთ იმაზე, რათა უზენაესმა ყოველგვარი განსაცდელისაგან არა მარტო დაგვიფაროს, არამედ გაგვიხსნას გონება, გვასწავლოს შრომა, საკუთარი მეურნეობის, ქვეყნის შენება და ურთიერთ სიყვარული. ბედნიერ მესამე ათასწლეულს გისურვებთ ჟურნალ „მაკრო მიკრო ეკონომიკასთან“, თავისუფალ, განვითარებულ საქართველოსთან ერთად. დეკემბერი, 2000 წელი
- 47 -
რა გვიჭირს? ანუ ფიქრი იმაზე, როგორ ვცხოვრობდით გასულ წელს და რა გველის 2001-ში 2000 წელს საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული სტაგნაცია გრძელდებოდა. დაფიქსირდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ყველაზე დაბალი ტემპი - 1,9%. ეს ოფიციალური მაჩვენებელიც შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს და მდგომარეობა უფრო კრიზისულად წარმოგვიდგეს თუ მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურას გავაანალიზებთ და გამოვყოფთ ძირითად ტენდენციებს.
მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა
მთლიანი შიდა პროდუქტის 22% სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე მოდის. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით სერიოზულად შემცირდა, დაახლოებით 15%-ით (დარგი განადგურების პირასაა). რაც შეეხება მრეწველობას, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, წარმოების ზრდამ 106,4% შეადგინა, 2000 წელს წარმოებული მთელი სამრეწველო პროდუქციიდან (1890,4 მლნ. ლარი), 628,7 მლნ. ლარი ე.წ „შინამეურნეობაში წარმოებული სამრეწველო ხასიათის პროდუქციაზე“ მოდის. დამეთანხმებით, ეს მაჩვენებელი, ალბათ სათუოა, რადგან ძნელია წარმოიდგინო, - 48 -
რა სახის სამრეწველო პროდუქცია შეიძლება აწარმოო სახლში. ეს ხომ ყველი, ხორბალი და გოჭი არ არის. ასევე ძნელია შროშის დოქების ამ მოცულობით წარმოება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მრეწველობის ზრდა 106,4%-ით არ ყოფილა, არამედ, როგორც სოფლის მეურნეობას, მას წინა წელთან შედარებით ისევ კლების ტენდენცია ახასიათებდა. გარდა ამისა, მთელი სამრეწველო წარმოების მოცულობა ფოკუსირდება სამ ძირითად მაჩვენებელზე:
სამრეწველო პროდუქტის სტრუქტურა 2000 წელს.
1) მისი 28,5% მოდის „კვების პროდუქტებისა და სასმელების გამომუშავებაზე“ (აქ, ძირითადად, პური და უალკოჰოლო სასმელებია); 2) 10,5% - ჯართის წარმოება და 3) 38,71% - ელექტროენერგიის წარმოება (კიდევ კარგი, რომ მე-9 და მე-10 ბლოკები პერმანენტულად ავარიულად ჩერდებიან, თორემ, ასეთი მიდგომით სამრეწველო წარმოების ბუმი გვექნებოდა) და წყალმომარაგება. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ როგორც სოფლის მეურნეობა, ისე მრეწველობის ზრდა 2000 წელს უარყოფითი ნიშნულის მხარეს იყო და სერიოზული კლებით ხასიათდებოდა. თუ გავითვალისწინებთ ამ ორი დარგის ხვედრით წონას - 21,5+13,3% საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაში, რომელიც ოფიციალური - 49 -
მონაცემებით 6,2 მლრდ. ლარს შეადგენს, ნათელი გახდება მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკის ის კრიზისული სურათი, რომელიც 2000 წელს იყო. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სერიოზულად შემცირდა (284 მლნ. ლარი) ინვესტიციების მოცულობა და დაფიქსირებულის 52%საც კავშირგაბმულობის მოწყობილობები შეადგენდა (არშემდგარი სატელეფონო კომპანია „ჯთ“). აქვე უნდა აღინიშნოს კურიოზი საგარეო ვაჭრობაში, სადაც მთელი ბრუნვის 1034 მლნ. აშშ დოლარში 384 მლნ. ექსპორტი იყო, რომლის ლომის წილსაც ჯართის გატანა წარმოადგენდა, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსული სამხედრო ტექნიკის ევაკუაციაზე და 16 მლნ. დოლარის რეექსპორტზე. ეს იმას ნიშნავს,რომ ექსპორტის ამ მოცულობაში (324,4 მლნ. დოლარი), რუსეთის არმიის მიერ გატანილმა ტექნიკამ 44 მილიონი დოლარი შეადგინა, რომელიც არსებული არასწორი მეთოდოლოგიის გამო, ექსპორტად ჩავთვალეთ. სწორედ ამიტომ, წინა წელთან შედარებით ექსპორტის 38,7%-იანი ზრდა მივიღეთ. რუსული ტანკები საიდანაა ჩვენი ექსპორტი? რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის შავი ლითონის ჯართი - 20 მლნ. დოლარი (შავი ლითონის 7,7 მლნ. დოლარს მიმატებული 11,9, ე.წ. საქვაბე მოწყობილობები, ძველი დაზგადანადგარები. ჯართად ასეთი დასახელებით გადის) და 10 მლნ. დოლარი ალუმინის ჯართს პლუს სპილენძის ჯართი 4 მილიონი, საბოლოო ჯამში, შავი და ფერადი ჯართი - 35 მლნ. დოლარი, ე.ი. ექსპორტის 22% ჯართზე მოდის და 16% რუსეთის ტექნიკის გატანაზე. ამას უნდა დაემატოს 15882000 დოლარის რეექსპორტი, მთელი ექსპორტის 7%,რომელიც არ წარმოებულა საქართველოში. ექსპორტის 45-50% არ განეკუთვნება წმინდა ექსპორტს, არამედ შეადგენს ძველი რუსული ჯართისა და ახალი რუსული ტექნიკის გატანას პლუს მესამე ქვეყნის ტრანზიტული ტვირთი. ამ ციფრის გამოყენებით ვნახავთ, რომ ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი არის - 50 -
არა 47,1%, როგორც ოფიციალურ ბიულეტენშია (რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთი უმძიმესია), არამედ 160:6885=15%, რაც კატასტროფულია. საგადამხდელო ბალანსის ასეთი უზარმაზარი დეფიციტი მიუთითებს შემდეგზე: ა) საფრთხე ექმნება ლარის სავალუტო რეზერვებს და მოსალოდნელია მისი კურსის დაცემა; ბ) ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზული ადგილი უჭირავს ჩრდილოვან, აღურიცხავ ეკონომიკას, რადგან შეუძლებელია ასეთი უზარმაზარი მასის იმპორტის დაფინანსება საგადასახადო ბალანსის ამგვარი დეფიციტის პირობებში, თუ არა იმ თანხით, რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკის სფეროში ბანკებს გარეთ მიმოიქცევა; გ) ჯერ კიდევ ადგილი აქვს კაპიტალის სერიოზულ შემოდინებებს მეზობელი ქვეყნებიდან, რასაც, ჯერჯერობით, საფინანსო ბაზარი „უჭირავს“, მაგრამ ნაკადების შემცირება ამ უკანასკნელის კრახით დამთავრდება; დ) ექსპორტ-იმპორტის აღრიცხვა, როგორც მეთოდოლოგიურად, ისე რეალური ციფრების მხრივ, სინამდვილისაგან შორს არის; ე) აუცილებელია, საქართველოში სავალუტო კონტროლის შემოღება. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელს იმპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 90,6 მლნ. დოლარით გაიზარდა და 688,5 მლნ. დოლარს მიაღწია, ბიუჯეტში მისი დაბეგვრიდან მიღებულმა შემოსავლებმა 264,4 მლნ. ლარი შეადგინა. ეს თითქმის იმდენ- ივეა, რაც გასულ წელს. სიგარეტიდან ბიუჯეტში 24,1 მლნ. დოლარით ნაკლები შემოვიდა, ხოლო ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობამ, შარშან დაფიქსირებულის ნახევარი შეადგინა, ე.ი. იმპორტის ზრდა არ გადაიქცა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდად. აქედან ერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეკონომიკაში ერთადერთი რეალური ზრდა, მხოლოდ - 51 -
იმპორტის მოცულობის ზრდაში მოხდა, მაგრამ ამან ბიუჯეტის შემოსავლებსა და მისი დეფიციტის შემცირებაზე პოზიტიურად მაინც ვერ იმოქმედა.
იმპორტის მოცულობისა და მისი დაბეგვრით საბაჟოდან ბიუჯეტში შემოსული თანხების დინამიკა 1999-2000 წელს.
ყოველივე ეს ნათელს ჰფენს იმ გარემოებებს, რომ: 1. ჩვენი ქვეყნის მშპ 2000 წელს საერთოდ არ გაზრდილა. დომინირებდა ეკონომიკის სამომხმარებლო ხასიათი. შიდა წარმოება დღითიდღე მცირდება და იმპორტი ამავე პროპორციით იზრდება; 2. ჩვენი ქვეყნის მრეწველობა და სოფლის მეურნეობა ღრმა კრიზისშია და მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, მრეწველობის რეალური დარგები ჩერდება. პრობლემები შეიქმნა ტრანსპორტზე, სადაც 44%-ით შემცირდა ტვირთბრუნვა, სოფლის მეურნეობა საბრუნავი თანხების გარეშე დარჩა, სოფლად ფულის ნიშნები საერთოდ არ ბრუნავს და შრომის სტიმული იკარგება. წარმოებითი ურთიერთობა,ნატურალური მეურნეობა მახინჯ ფორმებს უბრუნდება. სოფლის მეურნეობას არ შესწევს კვლავწარმოების უნარი; 3. სახელმწიფოს ვალმა, რომელმაც 4119,9 მლნ. ლარს მიაღწია (1432,7 შიდა და 2682,2 საგარეო) და მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 70% შეადგინა, აგრძელებს - 52 -
ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის მომავალ განვითარებას საფრთხეს უქმნის. თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკის მომხმარებლურ ხასიათს და ინვესტიციების (არც გარე, არც შიდა) არარსებობას, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკის სირთულეებს,ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2002-05 წლებში ვალების მომსახურების გამო საქართველოს დეფოლტის საშიშროება უჩნდება; 4. ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის 50% ისევ სახელმწიფო საწარმოებში იწარმოება. შესაბამისად, დასაქმებულთა 52% სახელმწიფო სექტორშია თავმოყრილი, რაც საგანგაშოა და მიუთითებს საბაზრო ეკონომიკის სუსტ განვითარებაზე, რომელიც, თავის მხრივ, კრიზისის ერთერთი მიზეზია. ეს უკანასკნელი ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენ არა თუ შორს ვართ საბაზრო ეკონომიკისაგან, არამედ გვაქვს ძველი იუგოსლავიის ტიპის სოციალიზმი. სოციალიზმი ბატონობს საკუთრებაში, საწარმოო ურთიერთობებში. ეკონომიკის მართვის სახელმწიფო მეთოდებიც ბევრად არ განსხვავდება სოციალისტურისაგან. რაც მთავარია, მენტალიტეტი სოციალისტური გვაქვს. ჩვენთან მოსახლეობისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილისათვის ბიზნესი კვლავ სპეკულაციაა და ბიზნესმენი „სისხლის მწოველი წურბელა“, რომელიც „მშრომელი მასების“ ექსპლოატაციითა და მოტყუებით „აურაცხელ“ სიმდიდრეს ხელში იგდებს, შემდეგ ემუქრება „ანგელოზ“, „არაკომპრომიტირებულ“ პოლიტიკოსებს, ავიწროებს მათ, პოლიტიკაში იკავებს ადგილს და ებრძვის მასების ნათელ მომავალს. ჩვენ შინაგანად მზად არ ვართ საბაზრო მექანიზმზე დაფუძნებული მკაცრი, შეუბრალებელი, მაგრამ თავისუფალი ეკონომიკის მშენებლობისათვის. ჩვენთვის ეს ძალიან უცხოა, რადგან 200 წელი რუსეთის ჩექმის ქვეშ ვცხოვრობდით, ვყიდდით რაც გაგვაჩნდა, ვძარცვავდით და ვთათხავდით ერთმანეთს, ვასმენდით და ვასმენთ კავკასიის - 53 -
ქედს, თუ ოკეანეს გადაღმა, რათა „პატრონს“ ვასიამოვნოთ და შინ ამაყად ვიმღეროთ „ჩაუხდეთ მუხრან ბატონსა...“, არსენას ძეგლს ვუდგამთ და ვადიდებთ პრინციპს: „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“. ჩვენ სისხლში გვაქვს უშრომელი შემოსავალი და დიდი ხანი დაგვჭირდება, რომ განვიწმინდოთ „აზიური სიზარმაცისა და აღმოსავლური ინერტულობისაგან“. ყოველივე ეს კარგად ვიცით, მაგრამ რომ მოვიპოვოთ პოლიტიკური კაპიტალი და გავამართლოთ სკამებზე პრეტენზია, ხალხის ინტერესებს ვიცავთ და გულზე მჯიღების ბრაგუნით გავყვირით: ჩვენ წმინდანები ვართ, ის „ვიღაცეები“ - კორუმპირებულები. ისე, კორუფციაზე გამახსენდა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის „ოჯახს“ ადამიანის შეწყალებაში წელს დიდი „მაყუთი უჩალიჩია“. სულ იანვარში 140 კაცი შეიწყალა. აქედან, ორის საქმე „გაუბაზრდა“, პრეზიდენტის ცოლის ძმამ მათ შეწყალებაში 400000 დოლარი „ჩაიჯიბა“. აი კორუფცია! ეს, რაც „გაბაზრდა“, რაც არა... თან ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც სახელმწიფო მაღალი რანგის მოხელეს, წლიურად 100000 დოლარზე ნაკლები ხელფასი არ აქვს. ჩვენთან კი სახელმწიფო მინისტრის წლიური შემოსავალი 800 აშშ დოლარია, მინისტრების უფრო ნაკლები. ეს ოფიციალურად გამოქვეყნებულ 199-ლარიან მომუშავე პირის საარსებო მინიმუმზე დაბალია. კორუფციისთვის იმ მდიდარ ქვეყანაში ვერ მოუვლიათ (რომ არაფერი ვთქვათ საფრანგეთზე, გერმანიასა და თურქეთზე), რომელი შვიდკაცა მოუვლის მას საქართველოში? ან ეს უცხოელები ასე დაჟინებით რატომ გვიკიჟინებენ? გეგონება იქ, შინ, კორუფციის სინსილა გაწყვიტეს და ახლა აქ უნდა ებრძოლონ. საინტერესოა, როგორ გვაქვს გეგმაში, რამდენ წელიწადში უნდა ავაშენოთ საქართველოში შვეიცარიის სტანდარტის ქვეყანა?! არადა, გაოგნდა ერი. ვერ გაარჩია მტყუან-მართალი. ის კი არ იცის, რომ ჯერ პოლიტიკური სექტორების და ვექტორების განაწილების დროა და ეკონომიკისთვის არავის სცხელა. მთავარია, ვექტორები დავიჭიროთ სექტორში, თუ არადა, რად - 54 -
გვინდა აყვავებული ეკონომიკა, სექტორში შენ თუ არ იქნები. ხალხი? ხალხი მოითმენს, როგორც ყოველთვის! არ მოითმენს და, იმ ოსის არ იყოს, ჭაში რომ ჩავარდა, სად წავა?! თუ მას ვიღაც არ მართავს, ისე ნაბიჯს ვერ დგამს, ჰოდა, ვინც უნდა მართავდეს, ის პოლიტიკური სექტორ-ვექტორომანიითაა გართული. ასე ვივლით იმ შორეული ქვეყნისაკენ, რომელსაც საბაზრო მექანიზმზე და კერძო საკუთრებაზე აშენებული საქართველო ჰქვია. ჩვენ ჯერ ეგვიპტეში ვართ და ჩვენი მოსე ფარაონთან არკვევს საკითხს, უდაბნოსკენ გზაო და ხვალეო... დღესდღეობით კი საზოგადოება 4 ნაწილად არის გახლეჩილი. დაიბნა ერი და ბერი. ვერ გაიგო, რაშია გამოსავალი, ვინ არის მისი კეთილისმყოფელი. არ ჩანს, ვინ ცდილობს ერის ფსიქოლოგიურ გახლეჩას და ვინ იღწვის მათი ნათელი მომავლისთვის. ერთადერთი ხსნა სრულ კერძო საკუთრებაში, გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან ბიზნეს-გარემოს შექმნაში, ბიზნესმენების და კერძო საკუთრების წმინდათაწმინდად გამოცხადებაშია. არაა სხვა რამ ბუნებაში, გარდა პირადი ინტერესისა. პირადი ინტერესი იმანენტურად მოითხოვს საზოგადოების ინტერესების ზეობას, რადგან მარტო ვერ შექმნი და დაიცავ სიმდიდრეს. მუდმივ ჭიდილში მიმდინარეობს სელექცია, ევოლუცია და მყარდება ბალანსი. ეს ბუნების კანონია, მათ შორის, ადამიანთა ბუნებისა. ინგრევა ყოველივე, რაც ბუნების წინააღმდეგაა. ვინც საწინააღმდეგოს მოუწოდებს დემაგოგია. კერძო საკუთრებას და ბიზნესს არ ახასიათებს რანჟირება: ასეთი, ისეთი, ნაწილობრივი, რეგულირებადი, სოციალურად ორიენტირებული ეს ზღაპრები და ტუტუცობა. თავისი სამყაროთი და შუქჩრდილებით ის, ან არის, როგორც საბაზრო ეკონომიკა და თავისუფლება, ან არა; - 55 -
5. ყალიბდება უცნაური სიტუაცია: ასეთი მძიმე ეკონომიკის მქონე ქვეყანას რეკორდულად დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი აქვს - 4.6%, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე (SOS!). ამავე დროს, უცხოურ ვალუტაში კომერციული ბანკებიდან გაცემული კრედიტების ოდენობა 3,7%-ით აღემატება ლარებში გაცემულს. ბუნებრივია, 2001 წლის იანვარ - თებერვალში ლარის კურსი განუხრელად ეცემოდა. ეკონომიკის კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ კურსი კვლავ დაეცემა, ან გააგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩვენთვის „მოცემული“ ტრანშების შეჭმას და მის ხარჯზე „ამაყად“ იქნება. არის ერთი საშიშროება. მეზობელ თურქეთში სერიოზული ფინანსური კრიზისი დაიწყო. ლირას დევალვაცია კატასტროფულ მაჩვენებლებს აღწევს. მოსალოდნელია თურქული იმპორტის გაიაფება და საქართველოს ბაზარზე უზარმაზარი სასაქონლო ნაკადების შემოვარდნა დემპინგურ ფასებში. შემდგომ ლარზე რეალიზაცია და დოლარის გადახურდავების გზით, კაპიტალის სერიოზული ექსპორტი საქართველოდან. ეს დიდ დარტყმას მიაყენებს ლარს, ეკონომიკასაც და გამოიწვევს შიდა ეკონომიკის კრიზისს. ეს უფრო უარესი იქნება, ვიდრე 1998 წლის აგვისტოში რუსეთის კრიზისის შემდეგ ერგნეთის ბაზრობის წარმოშობა და რუსეთიდან სასაქონლო ინტერვენცია. აქ სერიოზული პრობლემებია და დაცვის მექანიზმი ჯერ არ ჩანს; 6. სამომხმარებლო ფასები თითქმის გაყინულია, რადგან ეკონომიკაში ფულის შიმშილია. სოფლად საბრუნავი სახსრები საერთოდ არ არის. სოფლის მეურნეობა მთლიანად ფულის გარეშეა, რაც უახლოეს ხანებში მის საერთო კრახს გამოიწვევს. დაიწყება სასაქონლო ფასების ზრდის ბუმი. ჯერ საწვავზე გაიზრდება ფასები, შემდეგ 50%-ით თითქმის - 56 -
ყველა საქონელზე. ამას ხელს შეუწყობს ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარების სრული აღრიცხვა და მოხმარებულზე ფასების გადახდა. II-III კვარტალში სამომხმარებლო ფასების აფეთქებაა მოსალოდნელი. რაც იმანენტურად ბაზრის (მოხმარების) შემცირებას გამოიწვევს,საბრუნავი სახსრების შიმშილი და ინფლაცია ეკონომიკას ჩაქუჩივით დაარტყამს და გააღრმავებს კრიზისს. მთელი მოსახლეობის (5მლნ ადამიანი) 25%-ია დასაქმებული, ოფიციალური მონაცემებით 1.300.000. მომუშავე მამაკაცების საარსებო მინიმუმი 199 ლარია, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სექტორში მომუშავე ადამიანები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. ოფიციალურად აღიარებულია, რომ სახელმწიფო სექტორი შიმშილობს, ანუ დასაქმებულთა ნახევარი. ჩრდილოვანი ეკონომიკიდან და არალეგალური შემოსავლებიდან ამჟამად არსებული წყაროების იგნორირებას სპეციალურად ვაკეთებთ; 7. რეგისტრირებული 76000 მეწარმე სუბიექტიდან, საიდანაც 2000 წლის ჩათვლით 46000 არ ფუნქციონირებს, ჩვენი გამოთვლებით, 10-15.000 კიდევ გაჩერდება. ოფიციალური მონაცემებით, მრეწველობის 15 დარგი გაჩერებულია და უახლოეს მომავალში მათი ამუშავების პროგრამა არ არსებობს. საგადასახადო ტვირთის (პრესის), მეწარმეთა არათანასწორუფლებიანობის და კონტრაბანდის მოზღვავების გამო,ლეგალური ბიზნესი არარენტაბელური გახდა. ამიტომ, დიდი ნაწილი გადადის არალეგალურ მდგომარეობაში. ექსპერტთა აზრით, თუ ეს შეფარდება 1999 წელს იყო 3/2 ლეგალურის სასარგებლოდ, 2000 წელს შეიცვალა 2/3 არალეგალურის სასარგებლოდ. ტენდენცია ღრმავდება; 8. ბიუჯეტში ცენტრალური ნაწილი 446 მლნ. ლარით შეივსო, რაც წინა წელთან შედარებით ნაკლებია. მიუხედავად - 57 -
იმისა, რომ წელს გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელი, ბიუჯეტში შესული თანხები თითქმის არ გაზრდილა. უფრო მეტიც, სიგარეტიდან და ნავთობპროდუქტებიდან გაცილებით ნაკლები შევიდა, რაც შემოსავლების 40%ია. მთლიანად საგადასახადო შემოსავლების 707 მლნ. (ადგილობრივ ბიუჯეტს + სპეციალური ფონდები) მოხმარდა პენსიებს, ხელფასებს და ბიუროკრატული აპარატის შენახვას. ანუ, არ გამოინახა არანაირი სახსარი კაპიტალიზაციისა და დაგროვებისათვის, არ შექმნილა, არც ერთი სამუშაო ადგილი. იგივეა ჩადებული 2001 წლის ბიუჯეტში, რომელიც ასევე სამომხმარებლოა. ბუნებრივია, არც შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო იქ, სადაც სამუშაო საათებში საწარმოებს შუქი არ მიეწოდებათ, სადაც საგადასახადო „პრესის“ სიმძიმე 67%-ზე მეტია და ლეგალური ბიზნესი არალეგალურის ტყვეობაშია. ბაზრებსა და გარე ვაჭრობაში თუ საზღვრისპირა ვაჭრობებში ეს უკანასკნელი იმდენად ლეგალიზებულია, რომ ანგრევს ეკონომიკას და ფულს აუფასურებს. მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში მხოლოდ მოლდავეთს ჰქონდა ასეთი კრიზისული წელი. 2001 წელს კრიზისი ღრმავდება. ვაჭრობის (განსაკუთრებით ტანსაცმლის ვაჭრობა) საწარმოების უმრავლესობა ზარალიანი ხდება, ბევრი მათგანი იკეტება, ასევეა მომსახურების სფეროები (საპარიკმახეროების, კაზინოების გარდა) და საზ. კვება. საქართველოში რეალურად 20 რესტორანი მუშაობს, აქედან, 16 თბილისშია. მუშაობენ პურის საცხობები (ისიც მოპარულ ელექტროენერგიაზე და კონტრაბანდულ დიზელზე) და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები. ასევე ყვავის წამლის ბიზნესი, რომლის 99% უცხოურია და იმაზე მიუთითებს, რომ ერი... 2001 წელს კრიზისი მთელ მსოფლიოშია მოსალოდნელი. - 58 -
სტაგნაცია ელოდება ამერიკის ეკონომიკას. იაპონია სტაგნაციიდან კრიზისში გადადის. ევროს გაუფასურებამ ევროპას ვერ უშველა,ექსპორტი მაინც ძვირი აქვს და საგარეო ვაჭრობის ბალანსი - დეფიციტური. წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების საფონდო ინდექსირებაც ეცემა, კრიზისია ტექნოლოგიატევად დარგებში. ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე კვლავ გაიზრდება. მან ბარელზე 30 დოლარს გადააჭარბა. ჩვენთან და მსოფლიოში კრიზისის შემდგომი გაღრმავების ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ჩანს, ნავთობი იქნება. მსოფლიო არ არის გულხელდაკრეფილი. იანვარში აშშის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, გადასახადების შემცირების გეგმა წარადგინა (1,6 ტრილიონი), რითაც საქმიანი აქტივობის გაზრდას ცდილობს, ასევე ტექნოლოგია ტევად დარგებში - აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო პროექტი შეკვეთებსა და ბიზნესაქტივობას გაზრდის. ევროპა ცდილობს, რუსეთისგან ვალების ამოღებას და თავის ქვეყნებში ინვესტიციების გაზრდას. მსოფლიო დღე და ღამე ამუშავებს 2001 წლის ეკონომიკური ტორნადოების თავიდან აცილების გეგმას. ჩვენ? საქართველოსათვის 2001 წელი ერთ-ერთი უმძიმესი იქნება. მიუხედავად იმისა,რომ საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა, პრაქტიკულად სრულდება, (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად) ხელფასები და პენსიები მაინც გაუცემელია. ეს ნახევარი უბედურებაც არ არის იმასთან შედარებით, რაც ხდება მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მიმართ. თეთრიც კი არ იდება კაპიტალიზაციის კუთხით. 2001 წელს ბიუჯეტი შორს დგას ეკონომიკისაგან. არ გვაქვს, თუნდაც ერთი დარგის გადარჩენის კონკრეტული პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობა მომაგონებს კოსმოსურ - 59 -
ხომალდ „მირს“ მომაგონებს, რომელიც განწირულია დასაღუპად. ახლა მთავარია, ის წყნარ ოკეანეში ჩავარდება თუ ატლანტიკის. დაიკარგა ერთადერთი რეალური საგარეო ბაზარი რუსეთის სახით. თურქეთის ბაზარს კრიზისი ჯიჯგნის, ახალი ბაზარი კი, ჯერჯერობით არ ჩანს. რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს საგადასახადო კოდექსი უცხო ქვეყნისათვის არის დაწერილი და ბიზნესგარემოს შეცვლაზე ხომ, ალბათ ოცნებაც ძნელია. რაშია გამოსავალი? კითხვა ბანალურია. არსებობს გზები, რომლებიც შეარბილებენ მსოფლიო კრიზისის საქართველოზე ზემოქმედებას და თუ არა 2001 წელს, 2002 და 2003, 2004 წლებში მაინც გამოაჩენს ეკონომიკის რეალურ კონტურებს. კერძოდ: ჩვენ არ გვაქვს მთავარი კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც კონკრეტულ ეროვნულ ეკონომიკურ სტრატეგიას ეყრდნობა. ცალკე არსებობს ფულადსაკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა, რომელიც მიზეზ შედეგობრივად არ არის დაკავშირებული ფისკალურ პოლიტიკასთან. ეს უკანასკნელი ეროვნული ეკონომიკის მაკროეკონომიკურ გეგმასა და პარამეტრებთან კონტექსტში არ არის, რომელიც შრომითი რესურსების და სოციალურ პოლიტიკას არ უკავშირდება. ეს თავის მხრივ, მოწყვეტილია სოფლის მეურნეობის პოლიტიკას და ამოვარდნილია საგარეო ეკონომიკის სავაჭრო-სავალო პოლიტიკიდან. მოკლედ, ყველაფერი არსებობს თავისთვის არა,როგორც ერთიანი ორგანიზმი. საჭიროა ამ ყველაფრის კოორდინაცია და ერთიანი კრიზისიდან გამოსვლის დოქტრინა, რომელსაც სინქრონული მექანიზმი ექნება. ეს იქნება სტრატეგიული ხასიათის ეროვნული პროგრამა და კონკრეტული მექანიზმები მომავალი 3-6 წლის განმავლობაში სამოქმედოდ. - 60 -
მთლიანი პრივატიზაცია და სამრეწველო საწარმოების გამოყვანა ადგილობრივი ხელისუფლებისა და უწყებრივი დოქტრინისგან და მათი გაყიდვა რეალურ ინვესტორებზე. ამ პროცესთან ერთად ეკონომიკა უნდა იყოს გამჭვირვალე და თანასწორუფლებიანი სუბიექტების ასპარეზი. ყოველი „განსაკუთრებული“ მიდგომა ანგრევს ეკონომიკას; ეროვნული წარმოების დარგების ზომიერი პროტექციონიზმი, რომელიც არ გადაიზრდება უცხოელთა დისკრიმინაციაში, არამედ იქნება ახლადფეხადგმული ბაზრის ქართველი სუბიექტების ერთგვარი „ფორა“; ეკონომიკის სამომხმარებლო ხასიათიდან კაპიტალიზაციის შტრიხების შეტანა და საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის შექმნა, სადაც ყოველ წელს დაგროვდება ბიუჯეტის 10% და კონკურსის (ტენდერის) საფუძველზე, 2-3 დარგში ახალ ინვესტირებას მოხმარდება. ეს იქნება მომავლის ფონდი, სადაც აკუმულირებული თანხა 20-30 წლით სესხად გაიცემა „ლიბორის“ საპროცენტო განაკვეთით; - კომუნისტურად აღზრდილი (ხშირად ძალიან კომპეტენტური) მოქალაქეების გადაკვალიფიცირება და „ქართული კაპიტალის და ბიზნესმენის გადარჩენის ფონდის“ შექმნა, რომლის დანიშნულება ახალი თაობის ქართველ მენეჯერთა ხელშეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, სხვადასხვა პროექტების შემუშავება და რეკლამირებაში დახმარება იქნება ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, თუ მათი რეკლამირების საშუალება. „საქართველოს მომავლის ფონდი“ იქნება ჩვენი ინტელექტუალური გენოფონდის შენარჩუნების გარანტი; - ფისკალური რევოლუცია. ეს იქნება მაკროეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმების საფუძველზე - 61 -
ახალი ფისკალური სტრატეგია. ეს არ ნიშნავს დაბეგვრის ადვალურ ფორმაზე უარის თქმას და ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლას. ბრუნვის გადასახადზე გადასვლა თუ მთლიანობაში ეკონომიკის პრიორიტეტებთან არ იქნება განხილული, მოუფიქრებელ ნაბიჯს და ახალ ექსპერიმენტს მივიღებთ. საგადასახადო პრესის სიმძიმე აღმაშფოთებელია არა მარტო განაკვეთების, არამედ გამოთვლის მეთოდების ადმინისტრაციული დიქტატის, თუ ტექნოლოგიების გამოც; - ერთიანი შრომითი და სოციალური გადასახადების შემოღება მისი რეალური განაკვეთით და გადასახადის გადახდის მექანიზმის გამარტივება; - საგარეო ინექციების მიღების ახალი სქემისა და მისი პრესინგული მონიტორინგის მექანიზმის შემოღება; - ყოველი დარგის წარმოებისა და მოხმარების, ადგილობრივი რესურსების გამოყენების, თუ ბაზრის რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით ერთიანი ეკონომიკური სტრატეგიული დარგის, ანუ კრიზისიდან ეკონომიკის გამოყვანის პროგრამის შექმნა. ყოველივე ეს პროფესიონალების მიერ არის გასაკეთებელი, რათა 2002-2003 წლებში შეჩერდეს კრიზისის გაღრმავება და 2004 წლიდან წინსვლა დაიწყოს. თებერვალი, 2001 წელი
- 62 -
ეკონომიკა ჯიუტად მიედინება უფსკრულისაკენ ეს სვეტი დიდი ხანია არ გამოჩენილა ჩვენს ჟურნალში, რადგან ვფიქრობდით,რომ ისედაც სვეტებით და თეორიებით გადაღლილ ჩემს ხალხს ღრმა ეკონომიკურ პრობლემებზე მსჯელობა სულს აუფორიაქებდა, გააღიზიანებდა. არადა, ეს პრობლემა უამრავია, უფრო მეტად სოციალურში გადაჯაჭვული და მათ მოგვარებას არ ვცდილობთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენ რაღაც სხვა საქმეს ვეშურებით და ეკონომიკა, როგორც ბარის მდინარე, მდორედ, მაგრამ მაინც ჯიუტად მიედინება, მიედინება უფსკრულისაკენ. იმძლავრა შურმა, დემაგოგიამ, პოლიტიკომანიამ და მომხვეჭელობამ. უმუშევრობით, უხელფასობით, გაურკვევლობით გათანგულ ხალხს მთლად გზა აებნა და მტყუან-მართალს ვერ არჩევს, დემაგოგიით მიიღწევა სიმართლე და პური, თუ მუხლჩაუხრელი რუდუნებითი შრომით? რომელს გაჰყვეს - მას, ვინც ჰპირდება მართალ და ეკლიან გზას, თუ ვინც კარგად ცნობილი დემაგოგიური მეთოდებით „ჰოპლა და უკვე სამოთხეში ვართ“, ქადაგებს. არა, არა ჩვენ მაინც ვერასდროს ვსწავლობთ ჭკუას და სისხლში გვაქვს, „ჩავუხდეთ მუხრან ბატონსა“. იქნებ, არც აინტერესებს ხალხს მტყუან-მართალი? იქნებ, გაზი, შუქი, სიმშვიდე და სამუშაო ურჩევნია და პოლიტიკაში ვინ ვინ არის, არ დაგიდევთ?! ამაში ცდება სწორედ! კარგი ეკონომიკური ცხოვრება და სამუშაო ადგილები თავისით არ მოვა,ეს წელიწადის დრო არ არის. ხალხი ყველგან თვითონ ქმნის საზოგადოებას და თვითონ აწესებს სიუხვის განაწილების წესს. როგორც მაცხოვარი ამბობს, როცა მდოგვის მარცვალი ზედაპირზე, ნოყიერ - 63 -
ნიადაგზე დავარდა, უცებ აღმოცენდა, ადვილად, მაგრამ ადვილადვე გაახმო მზემ. ის, რომელიც ეკალ-ბარდებში ჩავარდა და ღრმად ჩაეფლო, ძნელად აღმოცენდა და გაიხარა. საიდან, ქართველებს ამდენი ურთიერთბოღმა და შური, ღვარძლი და მტრობა? ყველაფრის ახსნა შეიძლება, მაგრამ დემაგოგიით ხალხის მოტყუება, მისი აწეწვა და უფსკრულისკენ გაქანება - არა! ქართველები უნდა შეეჩვიონ ერთ რამეს, თვითონ უნდა იბრძოლონ უკეთესი მერმისისათვის და ის, ვინც ამის მიღწევას ადვილად ჰპირდება, შრომის, ტანჯვის, მშობიარობის ტკივილების გარეშე, სხვისი შექმნილის (თუნდაც საეჭვოდ) წართმეულის ხარჯზე, უფსკრულისკენ და დაუმთავრებელი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს ხალხს. ეს უკვე იყო,ახალი აქ არაფერია! ცოდვაა გაწირო ხალხი ამისთვის.ხალხი,რომელსაც, ალბათ, ტკბილი ზღაპარი ურჩევნია მწარე სიმართლეს. მწარე სიმართლეა ის, რომ ეკონომისტის დღეს არც ერთი ეკონომისტი არანაირი დოქტრინით არ წარმდგარა სამსჯავროზე. მწარე სიმართლეა ის,რომ მეცნიერეკონომისტები ვერ იტანენ ერთმანეთს და მათ ერთიანად ვერ იტანს სახელმწიფო. არაეკონომისტები ამბობენ - სად ხართ ეკონომისტებო, ინგრევა ქვეყანა! ეკონომისტები კი პასუხობენ - დაგვითმეთ არაეკონომისტებმა ასპარეზი, რომ ქვეყანა დანგრევას გადავარჩინოთ! ამ სოფისტურ პოლემიკაში გადის დრო,კრიზისი კი ღრმავდება. ცალკე, მეცნიერებაშია ატეხილი აურზაური. ძველ პროფესურას (ნაწილს) არ სურს, გაიზარდოს მეცნიერთა ახალი თაობა. ახალგაზრდების დასათრგუნავად შემოიღეს მრავალსაფეხურიანი სწავლულ ექსპერტთა საბჭოები და სადისერტაციო ნაშრომების მრავალინტენსიური - 64 -
„მოგზაურობანი“ კაბინეტებში. სსრ კავშირი დავანგრიეთ, მაგრამ მეთოდებს ვერ ველევით. გვიყვარს ბიუროკრატია. არადა, სავსებით გასაგებია, საქართველოში ბევრს სამეცნიერო ხარისხი მოდისთვის აქვს. ადამიანს თვითონ ერთი სრულფასოვანი სტატია არ დაუწერია, ორ ეკონომიკურ კატეგორიას ერთმანეთისაგან ვერ არჩევს და არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ აქვს, მაგრამ „იცავს“ და დოქტორი ხდება, უფრო მეტად დიდი თეორეტიკოსი და მერე სხვებს ჭკუას ასწავლის. მაგრამ, განა ათ საერთაშორისო რეფერირებულ ორგანოში გამოქვეყნებული სტატია იქნება ამის ფილტრი? რა თქმა უნდა, არა! ისინი ამასაც კარგად „გააჩალიჩებენ“. დაიჩაგრება ფანატი მეცნიერი და ამას მოწყურებული ახალგაზრდობა. რა არის ცუდი იმაში, თუ კაცს მხოლოდ იმიჯისთვის სჭირდება დოქტორობა, იყოს დოქტორი. ხალხი, საზოგადოება კი მისი შრომების მიხედვით გაარჩევს, თუ ვინ ვინ არის. ეს იქნება ყველაზე სამართლიანი გზა. იქნებ, ვინმეს ეშინია ახალგაზრდების? იქნებ, ვინმეს ეშინია საქართველოში საღი ეკონომიკური აზრის? ალბათ! ახალი თაობა ის არ არის, რაც იყო. მაშ, დაუთმეთ მათ გზა, მათი მოსვლა დროის ამოცანაა, ამიტომ პრიმატი ფორმალობას კი არა, ნიჭს და საქმეს მიეცით. ამ ისედაც დუხჭირ დროში, ვიღაცა ქართულ მეცნიერებას კლავს, ვიღაცა ჩუმად დასტურს აძლევს, ეს ხომ სირცხვილია! აბა, რომელ საერთაშორისო რეფერირებაზეა საუბარი, როდესაც მოსკოვში და ფილადელფიაში რეფერირება წელიწადში, მინიმუმი, 1200 დოლარი ჯდება (საფოსტო და სხვა ხარჯების სახით), ხოლო ნამდვილი აღიარება თუ გნებავთ, ინტერნეტ ვერსია და უცხო ენებზე პუბლიკაციების თარგმნაც გჭირდებათ. ეს უკანასკნელი უფრო დიდ თანხას მოითხოვს. ჩვენმა ჟურნალმა შეძლო ეს გაეკეთებინა და - 65 -
ახალგაზრდა თუ ჭარმაგ მეცნიერთათვის მიეცა ასპარეზი (მაგრამ, ჯერჯერობით ჩვენ სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ მაინც არა ვართ „ჩამონათვალში“ შეყვანილი. ეკონომიკის სექციამ უკვე წარადგინა ჩვენი ჟურნალი და,ალბათ, ოქტომბერში გადაწყვეტენ), მაგრამ რამდენი ახალგაზრდა მეცნიერი შეძლებს შეწვდეს ასეთ ფუფუნებას? არადა, ამ სიდუხჭირის დროს, თუ ვინმე საქმეს და წიგნებს შეაკლავს თავს, მას მხოლოდ წახალისება სჭირდება. არა, არ გვიყვარს ერთმანეთი, არც ქვეყანა გვიყვარს. ყველაფერში მხოლოდ ჩვენი თავი გვახსოვს. მთავარია, ჩვენ პოლიტიკურად გავიმარჯვოთ, ჩვენმა კლანმა ერთი სფერო მაინც „დაითრიოს“. თუ არადა, ქვასაც უთოვია. მთავარი დემაგოგიაა,რაც შეიძლება ხმამაღალი და ურცხვი, იმას ებრძოლო სიტყვიერად, რასაც ყოველდღე თავად სჩადიხარ, სათვალეებიანი, გამხდარი, „პატიოსანი“ ბიჭის იმიჯი შეიქმნა და ჰაიდა, პოლიტიკურ სიბინძურეში. ხალხი? ვინ ხალხი? ის, როგორც ითმენდა, ისევე მოითმენს! ეჩვევა კიდეც, იმდენად ეჩვევა, რომ მაგალითად, სეკვესტრი (ეს სიტყვა ძალზე მოდაშია) აუცილებლობა ჰგონია. შარშან სეკვესტრი, წელს სეკვესტრი, გაისად სეკვესტრი. ხალხს ნამდვილად სჯერა, რომ ამქვეყნად სამი რამაა აუცილებელი: სეკვესტრი, ცხარე რეფორმები და კორუფციასთან ბრძოლა. ხალხი, ეკონომიკა? აბა, მაგისთვის ახლა ვისღა სცალია. დროა ქართველებმა სახელმწიფოებრივი მშენებლობა ვისწავლოთ და საკუთარი თავის იმედად ყოფნა. თორემ, ვაი იმას, ვისაც კაჭკაჭი ჩიტი ჰგონია და ალვა - ხე. სექტემბერი, 2001 წელი
- 66 -
აიწეწა საქართველო აიწეწა საქართველო! გვგონია, რომ ლაგდება ყოველი, არადა, პირიქით... სულ ბაზალეთის ტბაში ვიყურებით და აკვანს ვეძებთ, სულ ვიღაცის მოლოდინში ვართ. წუწუნით და უდარდელად ვცხოვრობთ. გვსურს, ვიღაცამ უკეთესი მერმისი და ნათელი ცხოვრება შეგვიქმნას. ჩვენ არა, ჩვენ არაფრისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ ადვილი ცხოვრების ოცნებაში განვლიეთ დღენი და გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“ ფილოსოფიის არ იყოს, მკაცრად მივსდიოთ, ვითომ ეროვნულ რიტუალებს ქართულ სუფრასა თუ ზეიმებს. ვსვათ მოჭარბებულად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების, ქართველთა განსაკუთრებულობის, რომლებიც მაშინაც ქეიფობდნენ თურმე, როცა მაცხოვარი დუნიას ანაწილებდა და, რაც მთავარია, კაცობის სადღეგრძელოს. ყველაზე დამაფიქრებელი ეს ბოლო სადღეგრძელოა. ვინ არის კაცი? არა, არ ვწერ თავისუფალ თემას ილიას შემოქმედებაზე. მე უბრალოდ, იმას ვამბობ თუ როგორი შემწყნარებელნი, გულგრილნი გავხდით გარეწრების, ყაჩაღების, ადამიანის გამტაცებლების თუ მკვლელების მიმართ. მერე, რა გულმოდგინედ და თავდადებით ვაკრიტიკებთ პოლიციას! აქაოდა, რატომააო ამდენი ყაჩაღობა, რატომ თარეშობენ ბანდიტები, მათი შიშით საქმე ვერ გაგვიკეთებია და ქვეყანა წინ ვერ წასულაო. მაგრამ იგივე გულმოდგინებით ჩვენს გვერდით მდგომ ძმას, მეგობარს, ნათესავს, მეზობელს, რომელიც ყაჩაღი და კაცის მკვლელია ,ვაქებთ და ვეფერებით. რა ქნას პოლიციამ, როცა მთელი საზოგადოება ყაჩაღებს ურცხვად ეფერება? როცა ყოველი ქართველი ფიქრობს, რომ, როცა ვიღაცას კლავენ, აყაჩაღებენ, ეს მათ არ ეხებათ და, საერთოდ, ხშირად - 67 -
გაიგონებთ „მომპარავი ბიჭია“, „კარგი ბიჭია“ და ბანდიტებს საქართველოში მოწიწებით ექცევიან. რა ქნას პოლიციამ, როცა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც დედას, მეუღლეს, შვილებს, ახლობლებს არ ქენჯნით სინდისი, როცა მათი ახლობელი ბანდიტი და გარეწარია. ჩვენ ვფიქრობთ, რა ქნას, გაუჭირდა და იმიტომ იყაჩაღაო. მწარედ მჯერა, კანიბალს ჩალაღაჯის მწვადი რომ ჰქონდეს სუფრაზე, კაცის ხორცს არ შეჭამდა. გაჭირვების გამო სჩადის ამას. სიდუხჭირე ყველაფრის გასამართლებლად არ უნდა გამოვიყენოთ. თუ ქართველში არ გაიღვიძა ბრაზმა და იმის შეგნებამ, რომ ვინც არ არის კახაბერი... და მოყვარეს პირში უნდა უძრახო... და საერთოდ. გვსურს თუ არა ქართველებს, შევქმნათ სამოქალაქო საზოგადოება? გვსურს თუ არა, ჩვენმა შვილებმა მშვიდად იარონ ქუჩებში? ყოველგვარი რეკეტის გარეშე ვაკეთოთ ჩვენი ბიზნესი? რას ვაკეთებთ ამისთვის? - არაფერს! დღედაღამ ვაკრიტიკებთ პოლიციას, არადა ორჯერ მეტად დამნაშავე ჩვენ ვართ. როგორ შეიძლება აკრიტიკებდე პოლიციას, როცა გულგრილად ვუმზერთ, როგორ ძარცვავენ ჩვენს მეზობელს და ხმას არ ვიღებთ,როცა კაცს ქუჩაში კლავენ და მოწმედ ყოფნის გვეშინია, როცა ახლობელს უჭირს და ბანდიტების შიშით მის გვერდით არ ვდგებით! ასეა მანამ, სანამ გაჭირვება ჩვენს ოჯახებს არ შეეხება. მერე კი ვბღავით და პოლიციას ვუჩივით, ასე რატომ ხდებაო. დეილ კარნეგის არ იყოს,ადამიანი ამ ქვეყნად ყველას დაადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ასე ვართ ჩვენც,ვადანაშაულებთ პოლიციას, აბა, საკუთარ თავს ხომ არ დავსჯით?! არადა, პოლიცია კი არა,თვით მამა ღმერთიც უძლურია იმ ქვეყანაში, სადაც „ხელს არ ანძრევენ“ და თავს არ შველიან. კიდევ კარგი, რომ პოლიცია არსებობს, თორემ მთლიანად გადავჭამდით - 68 -
ერთმანეთს. რატომ? - იმიტომ, რომ ზნეობაში მოვიკოჭლებთ. იმიტომ, რომ გვეშინია და ჩვენი საქმე გვინდა სხვამ აკეთოს და სუფრას მზამზარეულზე მივუსხდეთ. ქართველებო, ჩემო უსაყვარლესო ხალხო! ჩვენ ჩვენი შრომით,ჭკუით და წინაპართა მადლით უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. ნუ დავსხდებით ბანდიტებთან ერთად და ნუ ვიტყვით კაცობის სადღეგრძელოს, ნუ წავუყრუვებთ, როცა მოყვასს ჰკლავენ და ძარცვავენ. ჩვენს საქმეს ჩვენს გარდა სხვა არავინ გააკეთებს და „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“... გლობალიზაცია, როგორც ნოეს წარღვნა და მსოფლიო ინტეგრაცია ალიონივით გარდაუვალია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ქართველობაა უპირველეს ყოვლისა და საქართველო მარადის. დავდგეთ ერთად გარე და შიდა ბოროტების წინაშე! ოქტომბრის ოქროსფერ დილას არჩევნებისგან გათანგული თბილისი თბილისობას ზეიმობდა. მოზღვავებული ხალხი ოხშივარს ადენდა რიყეს. ბახუსი ბატონობდა მტკვრის ორივე სანაპიროზე და მადლიანი ქართული ღიღინით ქართველები „თრობის საათში“ იყვნენ... მარცხენა მკერდზე ტკივილმა იმძლავრა, გულს ჩაუარა და ფილტვებთან გაჩერდა. ასე მეგონა, იქვე რიყეზე მწვადს რომ აშიშხინებდა, ის მუგუზალი გადავყლაპე და უფალს შევსთხოვე, ნეტავ ასე ერთსულოვანნი ვიყოთ საქმის კეთებაში და ერის სამსახურში-მეთქი. ოქტომბერი, 2001 წელი
- 69 -
დიაგნოზი ძალზე დიდი სურვილი მქონდა მოვფერებოდი ჩემს მკითხველს ამ საშობაო დღესასწაულების წინ. მეთქვა თუნდაც უბრალო, დამაიმედებელი ფრაზა , ყველაფერი კარგად იქნება! არადა, მას მეტის მოსმენა სწყურია, მე კი მეტის თქმა არ შემიძლია. 2001 წელს ღრმავდებოდა ეკონომიკური კრიზისი, სამრეწველო წარმოების დაცემამ 12%-ს გადააჭარბა, ხოლო რაც დარჩა, ძირითადად, ენერგეტიკაზე და პურის გამოცხობაზე მოდის. კატასტროფულად იკლო ინვესტიციებმა. საბიუჯეტო შემოსავლები რეალურ განზომილებაში აშკარად სერიოზული ნაბიჯებით იკლებს. პირველი სეკვესტრის შემდგომ ბიუჯეტში უკვე 100 მლნ ლარის ცვლილებებია დეკემბრის ბოლოს გასაკეთებელი. ფისკალური პოლიტიკა რეალურად არ იცვლება და ის ბიზნესისა და მეწარმეობის წინააღმდეგაა მიმართული. აქამდე არ ვუსმენდით შინაურ მღვდლებს ეკონომიკურ ექსპერტებს, ახლა, არც გარეულს, ბალცეროვიჩს ვუსმენთ. კვლავ არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული, ეკონომიკური განვითარების კონცეფცია და ზუსტად არ ვიცით რა, როდის და როგორ გვინდა. და ვის სცალია ამისთვის? ჩვენ პოლიტიკური „ლახტის წრით“ ვერთობით. გასაოცარი პრინციპულობით გადააყენა მთავრობა პარლამენტმა და იგივე (თითქმის) მთავრობა გასაოცარი ერთსულოვნებით დაამტკიცა. თუმცა, ერთი კვირით ადრე დეპუტატების უმრავლესობა იმუქრებოდა, არც ერთს არ დავამტკიცებთო. ამით, ალბათ, „მოყვარული პარლამენტარიზმის“ ეპოქა საქართველოში დამთავრდა. მათ სათქმელიც კი არ დატოვეს და აუცილებლად, მომავალი წლის შემოდგომაზე ახალი უკვე კონსტიტუციური ორპალატიანი პარლამენტი უნდა აირჩეს, მანამდე გაზაფხულზე ისევ ახალი მინისტრები ნაწილობრივ, რა თქმა უნდა) მოვლენ და ჩვენს ემოციებს დაწყნარება არ უწერია. ვიღაცა სტუდენტებს გამოიყვანს - 70 -
ქუჩაში (ესეც თავისებური ძალის დემოსნტრირებაა), ვიღაცა პარლამენტში საკუთარ ფრაქციებს აახმაურებს. არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის - ბრძოლა ხელისუფლებისათვის და ისევ პოლიტიკურ სექტორში ვექტორის და საყრდენის ძებნა. ამ პოლიტიკური დოღის ფონზე, როცა 2002 წელი მთავრობების შეცვლის და არჩევნების ეპოქა იქნება, ბუნებრივია, ეკონომიკისთვის არავის ეცხელება. გავაგრძელებთ რეფორმის თამაშს, კორუფციასთან ხმალამოღებულ ბრძოლას, უცხოეთის კაპიტალის ინტერესების ახმოვანებას და აბსურდების სამყაროში პოპულისტურ რბოლას. ამას ფონად ისიც ედება, რომ მსოფლიო ეკონომიკის ვარდნა გაიზრდება და საქართველოს ნაწილობრივ შეეხება. ფინანსური სიტუაცია დაიძაბება და ბიუჯეტში აბსოლუტური მაჩვენებლებით (საკურსო სხვაობის გამოკლებით) უფრო ნაკლები თანხები შევა, ვიდრე 2001 წელს. თან 2001 წელს წინასწარ გადახდების ოდენობამ ბიუჯეტში კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია (ათეული მილიონები), რაც თავს მომავალ წელს იჩენს. ბაზარზე იქნება ფულის და ინვესტიციების შიმშილი, რაც გააღრმავებს ინფლაციას და გააუარესებს ცხოვრების პირობებს. კიდევ ერთხელ მოიმატებს დენზე ტარიფი და გაიზრდება კომუნალური გადასახადები. გაგრძელდება მოგების ნორმის დაცემა და მეტი და მეტი ქართველი მეწარმე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი დახურავს თავის ბიზნესს, გაიზრდება უმუშევრობა. უცხოური კაპიტალი გააგრძელებს ადგილობრივის განდევნას. მცირე მეწარმეობიდან (მაღაზიები, რესტორნები), ქართველ ბიზნესმენებს გამოდევნიან, მსხვილზე უკვე აღარ ვლაპარაკობთ, ის ისედაც უკვე უცხოელებისაა. სოციალური გარემო დაიძაბება. მინისტრებისა და სახელმწიფო მოხელეების ხელფასი კვლავ მიზერული დარჩება და კორუფციის ცდუნება დიდი იქნება. არადა, ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველოში ათასობით - 71 -
ადამიანს ე.წ. გრანტით სერიოზული ანაზღაურება აქვს. მათი განცხადებით, 500-დან 3000-მდე აშშ დოლარს იღებენ. თუმცა, მათი შექმნილით, ჯერჯერობით, ქვეყანა არ განცვიფრებულა. ჯერ ერთი, თუ ადამიანი წესიერია, ის საჯაროდ გამოაქვეყნებს, თუ რატომ მიიღო გრანტი და რა შედეგი მოიტანა მან. მეორეც, სჯობს ჩვენს ახალგაზრდა მეგობრებს, რომელთაც მინისტრებზე 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი ხელფასით, ასე დამაჯერებლად უყვართ „წესიერ“ ცხოვრებაზე ლაპარაკი, გრანტები დროებით შევუჩეროთ და მინისტრებს გადავცეთ. ჩვენს ქვეყანას არ აქვს საშუალება მინისტრებს მაღალი ანაზღაურება მისცეს, არადა, ამის გარეშე შეუძლებელია კორუფციას ვებრძოლოთ. ამიტომ, ის წინადადება, რომელიც შემოგთავაზეთ, ერთადერთი საშუალებაა ქვეყნის გადასარჩენად. უარი თქვით, ბატონებო გრანტებზე და მიეცით ისინი მინისტრებს! შემოსავალი მათ თვეში 2500-3000 დოლარი ექნებათ, ამით ანტიკორუფციულ ბრძოლას სერიოზული დასაყრდენი შეექმნება და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაც მოიმატებს. 2002 წლის გრანტები მინისტრებს მიეცით და თქვენ 170-ლარიანი შემოსავლით იცხოვრეთ, ამით ქვეყანას ნაწილობრივ ეშველება! მაშ, რისი იმედი უნდა გვქონდეს 2002 წელს? ორი რამის: 1. ქართველი ხალხის სიბრძნის, რომ ის არ აჰყვება პოლიტიკომანებს და ქვეყანაში არავითარი შფოთი არ იქნება. არამედ ეცდება თვითონ (მთავრობის გარეშე) გადაწყვიტოს თავისი პრობლემები. ხალხი საბაზრო გარემოში ადაპტირებას იწყებს და თვითშენახვის და თვითრეალიზების ინსტინქტი, რომელიც საუკუნეობით გენებში ჰქონდა, აიძულებს მას პატარ-პატარა საქმები გამონახოს და გადაიტანოს ეს კატაკლიზმების წელი; 2. ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების, რომლებიც ზრუნავენ ჩვენზე და იწყებენ გაზსადენნავთობსადენის გიგანტურ პროექტს, რომელიც 2002 წელს დაიწყება და გაზრდის,როგორც ინვესტიციებს, ისე სამუშაო - 72 -
ადგილებს. ამასთან,ეს შეიძლება პირდაპირ არ შეეხოს ყოველ ქართველს, მაგრამ, ამ მხრივ, 2002 წელი გარდატეხის ხანა იქნება, რაც ჩვენი ეკონომიკურ-პოლიტიკური უსაფრთხოების ქოლგაა. ბაქო-ჯეიჰანი-ერზრუმის მილსადენი, როგორც ლოკომოტივი თან წაიყვანს 2003-2004 წლებში სხვა სახის ინვესტიციებს და მსოფლიო ინტეგრაციაში ერი გადარჩება. მხოლოდ ამ გზით, აშშ-სთან და დასავლეთთან ერთად. დიდება ღმერთს, რომ აშშ მაინც ზრუნავს ჩვენზე,აბა, ჩვენ საკუთარი თავისთვის სად გვცალია?! ასე რომ, ჩემო ხალხო, ყველაფერი კარგად იქნება, უფალი მოწყალეა. ნოემბერი, 2001 წელი
ეკონომიკური ბუნების ამინდი საქართველოში უჩვეულოდ ცივი ზამთარია. უფრო მეტიც, ზამთარმა ხანგრძლივობა გაზარდა და სივრცეში მეტად შეავიწროვა წელიწადის სხვა დროები. მაგალითად, შემოდგომას ორი ლამაზი თვე - ოქტომბერი და ნოემბერი წაართვა. სწორედ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში სერიოზული სიცივეები დაიწყო და დღემდე გრძელდება. ისეთი პირი უჩანს, გაზაფხულსაც მიაჩოჩებს და მის პირველ თვეს, მარტსაც მიითვისებს, რომელიც ალბათ, ასევე ცივი იქნება და სუსხი, უფლის აღდგომამდე, იმედია არ მიგვატოვებს. მავანი იკითხავს: ამ ეკონომისტებს რა ამინდის პროგნოზირების ჭია ღრღნითო? საქმე იმაში გახლავთ, რომ ეკონომისტები სიცივეს იმას ვაბრალებთ, რომ საქართველოში დღითიდღე ნაკლები სიუხვე იქმნება, მეტად ნაკლებ ენერგიას გამოვიმუშავებთ და გამყინვარება ბუნებაში და ეკონომიკაშიც ერთდროულად მიმდინარეობს. ამდენად, ეკონომიკური აქტივობა და ბუნების სუსხი ჰარმონიულად - 73 -
მოქმედებენ და ქართველები ეკონომიკამ და ბუნებამ ერთნაირად გაწირა. 2001 წლის ბოლოს მოსახლეობაში საბრუნავმა სახსრებმა 3-ჯერ იკლო. მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში 34,0% ენერგომატარებლებს უკავიათ (ნავთობი, გაზი, დენი, ბენზინი), 56,0% - პირველადი მოხმარების პროდუქტებს (პური, შაქარი, კარტოფილი), 10% - კომუნიკაციას (მობილური, ტელეფონი, ტრანსპორტით მგზავრობა). ფაქტიურად, ჩაწვა მსუბუქი მრეწველობის ნაწარმით ვაჭრობა და იგი წინა წელთან შედარებით 38%-ით დაეცა. ამასთან, მშენებლობის ბიზნესი გარეგნულად ყვავის, მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითია. სინამდვილეში ამ სფეროში სიღრმისეული კრიზისია. მის მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენს გარედან შემოსული „შავი ფულის“ გათეთრება და აქაური ბიზნესმენების „ნიჭი“, ბიზნესი „ისე“, მომავლის იმედით აკეთონ! ხალხს ფული არ აქვს და ხვალ უფრო ნაკლები ექნება. ბინები ჯერ ჩალის ფასად გაიყიდება, მერე, ალბათ, ისე დარიგდება კიდეც. იხსნება ახალი მაღაზიები და რესტორნები, მაგრამ თუ დავიანგარიშებთ მათ სრულ რენტაბელობას, აღმოვაჩენთ, რომ ის 0-ის ტოლია. ისინი (მშენებლობის და რემონტის პატრონები) ჯერ მოგებას არ ეძებენ, უბრალოდ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, „სისტემას“ ქმნიან. ბანკებში ანაბრებმა (რეალურმა) იკლო. ჩვენ შეგვიძლია ვითვალოთ M0 M1 ფულის მაჩვენებლები, მაგრამ ფული, რომელმაც შეიძლება ბანკებში ანაბრის ფუნქცია (დაგროვების) შეასრულოს, არ არის. ბიზნესში რომ საბრუნავი ფული გაჩნდეს, ამჟამად არც ამის პერსპექტივაა. ეკონომიკაში ახალი არაფერი ხდება, უფრო მეტიც, აშკარად ჩნდება „არგენტინის სინდრომი“. საქართველოში, ჩვენი გამოკვლევებით, კერძო ბიზნესში რეალური მოგების - 74 -
ნორმა 0-ს უახლოვდება. ბიზნესმენთათვის იკარგება ეკონომიკური სტიმული. ის უფრო და უფრო ნაკლებს უხდის თავის თანამშრომლებს, რომლებსაც ასევე ეკარგებათ შრომის ეკონომიკური მოტივაცია, რადგან ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი მათ ტრანსპორტში ეხარჯებათ - 30-40 ლარი თვეში, როცა კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 60-150 ლარია. სულ უფრო ძნელი ხდება სამუშაოს მონახვა. ვისაც ჰქონდა, ისინიც კარგავენ. ქვეყანაში ერთ მომუშავეზე 6 პენსიონერი მოდის, რაც ჩვენნაირ ქვეყანაში 2,5-3,5 მომუშავეზეა 1 პენსიონერი. არსებული დასაქმების პირობებში პენსიების დავალიანება მუდმივად იქნება. პენსია, გათანაბრების პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ახლანდელ მომუშავეს შრომის მოტივაციას უკარგავს. შეიძლება მან მეტი იმუშაოს, მაგრამ მეტ პენსიას ვერ მიიღებს. თანაც საპენსიო ფონდის (წლიურად 160-180 მლნ ლარი) ძირითად ნაწილს ის 500-600 ათასი სახელმწიფო სექტორში დასაქმებული თანამშრომელი ავსებს, რომელიც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. გამოდის,რომ ქვეყანა ამ ფულს ერთი ჯიბიდან იღებს და მეორეში დებს. ვაჭრობა და მთლიანად ლეგალური ბიზნესი,სადაც რენტაბელობა, მოგების ნორმა დღითიდღე ეცემა,ვერ უძლებს იმ საგადასახადო „პრესს“, რომელიც სულ უფრო და უფრო მძიმდება. ბუნებრივია,ეს იწვევს არალეგალურ სივრცეში ლეგალური ბიზნესის გადასვლას და ეკონომიკას ანგრევს. სამწუხაროდ, ბიზნესის გადარჩენის ერთადერთი გზა ნახევრად ან სრულ არალეგალურობაშია. ეს არალეგალური მდგომარეობა (ან ნახევრად არალეგალური), ძირითადად, ჩვენს მოსახლეობას ინახავს. ამიტომ, მოსახლეობის 90% არალეგალური შემოსავლებით ცხოვრობს. სახელმწიფოს - 75 -
ვალია,გადაარჩინოს ლეგალური ბიზნესი, მოსახლეობა მიაჩვიოს ლეგალურ ცხოვრებას, გარე მოვაჭრიდან და ტაქსის მძღოლიდან დაწყებული,რეპეტიტორითა და მინისტრით დამთავრებული ლეგალურ სივრცეში გადაიყვანოს, მაგრამ აქ ლაპარაკის მეტი არაფერი კეთდება. სიტუაცია სულ უფრო მძიმდება რეგიონებში, სადაც ყველაფერი სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. გლეხს მისი წარმოება სტიმულს არ აძლევს. ის ვერ მიდის უშუალო მომხმარებლამდე (მყიდველამდე). შუაში დგას შუამავალი, რომლის ფასნამატის 30-50%-ის შემდეგ საქონელი (პროდუქტი) მყიდველამდე მიდის. მაგალითად, ხორცი,რომელსაც გლეხი (ფერმერი) 3,8-4,0 ლარად ჰყიდის, მყიდველი კი 50%-იანი ფასნამატით, 6,0 ლარად ყიდულობს. ეს ფასი 2000 წელთან შედარებით 50%-ით მეტია, მაშინ ხორცი 4 ლარი ღირდა, ინფლაცია კი 10% იყო, მყიდველისთვის ცხოვრების დონე 60%-ით გაუარესდა. მიუხედავად ამისა, მწარმოებლამდე ეს თანხა არ მიდის და შესაბამისად, არ არის ეკონომიკური სტიმული. ამიტომ, სოფლის მეურნეობა მთლიანობაში - მარცვლის, ხორცის, ფრინველის, ცხიმის თუ ხილის წარმოებამ 23,0- 34,0%-ით დაიკლო, ვიდრე გასულ წელს. სხვათაშორის, ამ პროდუქტების საერთო იმპორტმა იკლო, გამოდის, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება მთლიანობაში, მნიშვნელოვნად მორყეულია - მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დღეში 1400-1500 კკალორიაზე ნაკლებს იღებს, ისინი შიმშილის ზღვარს გადასცდნენ. პროცენტულად ეს კატეგორია, სხვადასხვა გათვლებით,მთელი მოსახლეობის 35-55%-ის ფარგლებში მერყეობს. საერთო ჯამში, შემცირდა ტვირთბრუნვა და ელექტროენერგიის წარმოება, მთელი მრეწველობის - 76 -
ძირითადი ნაწილი ამ ორი დარგის გარდა, კვების მრეწველობაზე, პურის ცხობაზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე მოდის. საექსპორტო წარმოება თითქმის გაჩერებულია. ამაზე მეტყველებს 2001 წლის ექსპორტის სტრუქტურა, რომელიც ძირითადად, აგებულია ჯართზე, წიდაზე და მადანზე, ალუმინისა და მისი ნაწარმის (ანუ ფერადი ლითონის) ჯართზე, საქვაბეებისა და მოწყობილობების ექსპორტზე (ესეც ჯართი) და ა.შ. ე.ი. ძირითადად, ჯართის, მადნის და მერქნის ექსპორტით ვამყარებთ ლარს და ამას პლუს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ინექციები. რაც ბუნებრივია, იწვევს „არგენტინის სინდრომს“. ყოველივე ამაზე ზეგავლენას ახდენს, მსოფლიო ეკონომიკის სტაგნაცია და ზრდის ტემპების შეჩერება, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის გამყინვარება და სუსხი, რომელიც ერთდროულად ბუნებაში და ეკონომიკაშია, პოლიტიკაშიც შესაბამისი პროპორციითაა, ან პირიქით, პოლიტიკაში გამყინვარების გამო ეკონომიკას ლოლოები ჰკიდია. მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკაში მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. არ არის გამოკვეთილი პოლიტიკური „ლიდერი“ ძალა. არ ჩატარდება არავითარი ვადამდელი არჩევნები. ეს პარლამენტი არ დაუშვებს არავითარ თვითლიკვიდაციას. მთელი პოლიტიკური ბატალიები პატარ-პატარა ინტრიგებში და მართულ ე.წ. „საპროტესტო აქციებში“ გამოიხატება, სადაც ხშირად მიკროფონის წინ აქციის მონაწილენი ისეთ რამეს ითხოვენ, თვითონვე 100%-ით იციან, რომ არ შესრულდება. ასევე, მეორე მხარე, აქეთ იარაღის ჟღარუნს და „ოპერატიულ ღონისძიებას“ იწყებს. ასე ერთობა პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ერთი სული აქვთ ისევ არდადეგებზე წავიდნენ,რათა მიაშურონ - 77 -
ბაკურიანს,მის მრავლისმნახველ ტყეებსა და სასტუმროს კედლებს ან გუდაურს. აშშ-მ როგორც იქნა გადაწყვიტა ელჩის დანიშვნა და ფიქრობენ,რომ სანამ ის არ ჩამოვა და არ მოეწყობა, მაინც არაფერი მოხდება. მახსენდება ბრეჟნევის დროინდელი ანეგდოტი: ლეონიდ ილიჩი მატარებლით მგზავრობდა და მოულოდნელად გაჩერდა, როდესაც მას მოახსენეს, რომ მატარებელი გაჩერდაო, ბრძანება გასცა: качайтесь, делате вид что движемся. დრო მოძრაობს, ჩვენ ,,качаемся” და იმიტომაც ცივა. არა, არ გვახარებს ცხენის წელიწადი. ეს კოჭლი ბიუჯეტი ძლივს მივიღეთ, რა ინვესტიციაზე და წარმოების განვითარებაზეა საუბარი? დაჭიმული გუგებით მივჩერებივართ ნავთობგაზ სადენის პროექტის ამუშავებას, მაგრამ „ისინი“ ნერვულად უყურებენ ქვეყანას, სადაც სოციალური პრობლემები მწვავდება და კრიზისში ეფლობა. ამ მძიმე ვითარებაში, დასავლეთის სახით, საქართველოს ყოველწლიურად სერიოზულ თანხას, 200 მლნ დოლარამდე ხარჯავს. მართალია, ამ თანხიდან არც ერთი ცენტი ჩვენს ეროვნულ წარმოებას არ ხმარდება, მაგრამ მოზომილი მოცულობით ინვესტორი ჰყავს. დასავლეთი ყოველწლიურად სერიოზულ თანხას, 200 მლნ დოლარამდე ხარჯავს. მართალია, ამ თანხიდან არც ერთი ცენტი ჩვენს ეროვნულ წარმოებას არ ხმარდება, მაგრამ დახმარება მაინც არის. თუმცა, საქართველოში ეს დახმარება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და მოიცავს: ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და ძალოვან სამინისტროებზე კონტროლის უფლებას, რასაც ჩვენ პროტესტის გარეშე ვეთანხმებით. არც მედია და არც არასამთავრობოები ამას არ აკრიტიკებენ და „ალალად“ მიჰყვებიან. და აი, აქ გამოჩნდა ალტერნატიული „ინვესტორი“, ჩვენზე სერიოზულად გაბრაზებული მეზობელი რუსეთის - 78 -
ხელისუფლების დიქტატს განრიდებული, თბილისელი, ბადრი პატარკაციშვილი.... და გორდება ლეგენდები, რომ ის იმიტომ გვეხმარება გაზის ვალის გასტუმრებაში, რომ სურს ქალაქში „ბილბორდები“ - სარეკლამო დაფები მოფინოს. სხვათა შორის, ამ ლეგენდის ავტორებს მინდა ვუთხრა, რომ თბილისის მერია არავის ეუბნება უარს მსგავსი დაფების დადგმაზე, რომ მასზე სერიოზული გადასახადია დაწესებული, რომელსაც ვერ დამალავ. მთავარი ბილბორდი კი არა, ის არის რას გააკრავ მასზე. მე თქვენ გეტყვით, ქვეყანაში ბიზნესი ყვავის და რეკლამის შემკვეთთა რიგი დგას. ეს ხომ აბსურდია! თუ მაუდკამვოლი იმიტომ შეიძინა, რომ ხვალ მაუდისა და აბრეშუმის წარმოება ზენორმატიული მომგების მომტანი ბიზნესი გახდება და დიდძალ ფულს მოიგებს. იქნებ, „დინამოა“ ვარსკვლავებით სავსე, ხვალ ევროპაში გაიყიდებიან და მოგებას მოიტანენ. უფრო მეტიც, შიში გვაქვს, კიდევ რამე არ იყიდოსო. რისი გვეშინია? ზურგზე მოიკიდებს და სადმე წაიღებს, თუ ჩვენ გვაქვს მოვლა-ზრუნვის თავი და ვინმე გვეცილება?! დიახ, ბატონი ბადრი, ალბათ, ფილანტროპი არ არის, როცა ისეთი მოწინააღმდეგე გყავს, როგორიც პუტინია, ცდილობ, მყარად იყო შენს მშობლიურ ქვეყანაში,როცა მსოფლიოში თავის დარგში მე-6-მე-8 ფირმას აკონტროლებ („სიბნეფტი“), ცდილობ, შენს კლასელებს, მეზობლებს, მეგობრებს თბილისში ელემენტარული პირობები შეუქმნა. ისე, ეს გაყინული თბილისი არ შეიძლება ბიზნესის თვალსაზრისით მაინცდამაინც ვინმეს აინტერესებდეს, სადაც თვეში მხოლოდ ერთი კონტეინერი კარაქი იყიდება და 20000 ტონა ბენზინი და ა.შ. წესიერი ბიზნესმენი აქ ნერვებს არ მოიშლის და სირცხვილია მსოფლიო მასშტაბით ამას ბიზნესი უწოდო. მაშ, რა ხდება, რატომ აგორდა ტალღა ბატონი ბადრის წინააღმდეგ? რამ შეუტოკა ნერვი გაყინულ ქალაქს? ბატონი ბადრი ცდილობს, საქმე გააკეთოს! ვაი თუ მართლა გააკეთა, ვაი თუ მართლა რამდენიმე ათას კაცს შეუქმნა - 79 -
სამუშაო ადგილი,რაღაც დარგის წამოწევა შეძლო? ხალხი მას შეიყვარებს, „ჩვენ“ დაგვივიწყებენ, იმას შეაქებენ. ეს მით უფრო საშიში მოვლენაა, თუ ბ-ნი ბადრი ჩვენი მეგობარი არ არის! პატარკაციშვილს ჩვენი აპოლოგეტობა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ მახსოვს, ვახშამზე რამდენიმე ადამიანი მიიპატიჟა აშშ-დან, ევროპიდან, საქართველოდან და გულწრფელად იკითხა - რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში? რატომ გახდა ქართველი ბიზნესმენი პირის გამტეხი? ქართველი მეწარმე ღვარძლიანი? რატომ არ ფიქრობს ყველა პოლიტიკოსი, რომ გადარჩენა რეალურ საბაზრო ღირებულებებში, ნაკლებ ბიუროკრატიაში და ეკონომიკის ეკონომიკური მეთოდებით მართვაშია? მისთვის ჩვეული გულწრფელობით, „კოტეხით“ ხელში იკითხა: ხომ ბუნებრივად უნიკალური ქვეყანა გვაქვს, მაშ რა გვჭირს? რატომ არ მივდივართ წინ და საერთოდ, რა ეშველება საქართველოს ეკონომიკას? იკითხა, მხოლოდ სუფრასთან და უკვე გაუჩნდა ამ კითხვას ბევრი ოპონენტი - რატომ იკითხა? რა მაგის საქმეა? რა პროგრამა, რა ხალხზე ზრუნვა..... კაცმა გაიფიქრა, იქნებ ამ კრიზისიდან რაიმე გამოსავალი ვიპოვოთ და უკვე აუმხედრდა „ერის შვილთა“ ერთი ნაწილი, ვაი თუ მართლა „გაფრინდნენო“... ჩვენ ისე ხომ არ გვჭირს, „ავმა ძაღლმაო“... და მაინც რისი გვეშინია? იმის ხომ არა, რომ ეს საქმის გამკეთებელი კაცი თქვენი თანამშრომელი და ქვეშევრდომი არ არის, ღმერთმა დაიფაროს! სიცივე უჩვეულოდ შემოეჩვია თბილისს, თბილისელებს ერთმანეთში ურთიერთობაც გაუცივდათ, ხალხი ჯუჯღუნა გახდა, არაფერს აკეთებენ. მოდაში აქციები შემოვიდა, რადგან ერთად უფრო კარგად ვთბებით, თან მხიარულად ვართ და „თვალწინ“ ვყავართ იმათ (ზევით), რომ რაიმე სასიკეთო არ გავაკეთოთ.... დეკემბერი, 2001 წელი
- 80 -
სრულიად, სრულიად ... ყრილობა მინდა ჩემს მკითხველს იმისთვის მოვუბოდიშო, რომ 2002 წლის პირველი ნომრის გამოცემა დაგვიგვიანდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში, სადაც მეტად მძიმე ეკონომიკური და რთული პოლიტიკური სიტუაციაა, ჟურნალი რჩება თავისი პრინციპების და იდეალების ერთგული - არ ვემსახუროთ არავის, არ ვიყოთ არავის აპოლოგეტი. მოვისმინოთ ყველაზე განსხვავებული, რადიკალური აზრიც, მოგვწონს თუ არა იგი ჩვენ. სამეცნიერო-პოლიტიკური პლურალიზმი ჩვენი არსებობის კრედოა. ჟურნალი იყო და იქნება ახალგაზრდა მეცნიერეკონომისტებისათვის ასპარეზი, ხოლო განთქმულ მეცნიერექსპერტთათვის - ტრიბუნა. ჩვენ გვსურს ვემსახუროთ ღირსეულ ქვეყანას, საქართველოს! ჩვენთვის ერთადერთს და სანუკვარს მთელ დუნიაზე; ხალხს, რომელსაც ქართველებად იხსენიებენ ისტორიკოსები და ერთ-ერთი ღირსეულია არიან მსოფლიოში თავისი წარსულით, განათლებით და კულტურით. ცოტა ხნის წინ, ერთი „ჩინოსანი“ გადააყენეს. ის კი „გავარდა“ და თავის კუთხის მაცხოვრებელთა „სრულიად ყრილობა“ მოაწყო, მერე გავიხედეთ და ჩემი კუთხის (აფხაზეთიდან ვარ) შვილების „სრულიად ყრილობა“ გაიმართა. აქეთ აღმზრდელთა პროფესიონალური ორი „სრულიად ყრილობა“ შედგა. ახლა ბოროტი ხმები ამბობენ, რომ მზადდება „სრულიად პოლიტიკოსთა“, „სრულიად რელიგიურ უმცირესობათა“, „სრულიად რეფორმატორთა“, „სრულიად გლეხთა“, „სრულიად კახელთა“ და ა.შ. „სრულიად ყრილობები“. შემდეგ მოამზადებენ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას შემკვეთებისათვის და მოითხოვენ მთავარს - ფულს. თანაც, ეს რომ მორჩება, შეიკრიბება „სრულიად, სრულიად, სრულიად ყრილობათა ყრილობა“. საქართველო ყრილობების და დემაგოგიის ქვეყანად ვაქციეთ. ვინ-ვინ, მაგრამ თვითონ ამ ყრილობების - 81 -
ორგანიზატორებმა, რომელთა ამბიციებსაც ამ ყრილობების მოწვევა ემსახურება, კარგად იციან, რომ ეს არაფერია, თუ არა ვიღაცის წინაშე ძალის დემონსტრირება. ქვეყნის შიგნით პრეზიდენტს და გარეთ დასავლეთს თუ აღმოსავლეთს უნდა დავანახოთ, რომ ძალა გვაქვს და საზოგადოება მხარს გვიჭერს. ეს არის მთავარი, თორემ თვით ხალხის პრობლემებისთვის, რომელიც ყრილობაზე გამწარებული, აღმართს აყოლილ ორთქმავლის საკვამურიდან ამოსულ ბოლს ჰგავს, არავის ცხელა. უფრო მეტიც, ეს სრული დემაგოგიაა. არავინ ამხელს რეალურ მექანიზმს. ეკონომიკის ამ პირობებში საიდან უნდა მივიღოთ ის დამატებითი ათობით მილიონები, რომელსაც დელეგატებს ჰპირდებიან პენსიის და გაზრდილი ხელფასის, ან აფხაზეთის დაბრუნების ოპერაციის დაფინანსებისათვის. დემაგოგიის მეტი რა უნდა ვუწოდოთ იმას, როცა ადამიანებს ვპირდებით ხელფასების, პენსიების მომატებას, კორუფციის დამარცხებას და დემოკრატიის გამარჯვებას, მეორე მხრივ, ოფიციალურად ვაცხადებთ, ბიზნესი არ გვაინტერესებსო! პირველ რიგში, ბიზნესი და ბიზნესმენი უნდა გვაინტერესებდეს, რადგან ისინი აპურებენ ქვეყანას. ნებისმიერი პოლიტიკა ბიზნესით და ბიზნესისათვის კეთდება! ბედნიერებაა, როდესაც ადამიანებს სიუხვის მითვისება ბიზნესით სურთ და არა ქრთამით. თუ არ გაინტერესებს კარგი ცხოვრება, აბა რისთვის იბრძვი? რისთვის ხარჯავ ხალხის შესაკრებად ფულს, რისთვის ეწევი დემაგოგიას? რად ფარისევლობ? კაპიტალს მთელს მსოფლიოში აღმერთებენ. ჩვენ რეალურად ჩვენი მემარცხენე ორიენტაციით და სიტყვით, დასავლური ფასეულობების დეკლარირებით საქართველოში ბოლშევიკურ იდეებს ვქადაგებთ. მსოფლიო ბანკის მოხსენებით, დღეში 1 დოლარზე ნაკლები (თვეში 60 ლარი) შემოსავალი აქვს 522 მლნ ადამიანს სამხრეთ აზიაში; 291 მლნ-ს - სუბსაჰარის აფრიკაში; 271 მლნ-ს - აღმოსავლეთ აზიაში; 78 მილიონს - ლათინურ - 82 -
ამერიკაში და 24 მლნ-ს - ცენტრალურ და ახლო აღმოსავლეთ ევროპაში. მსოფლიოში მილიარდ ორას მილიონზე მეტს, თითქმის მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს, თვეში 60 ლარზე ნაკლები აქვს. ჩვენ კი გვინდა, საქართველოში 80 ლარი მინიმალური ხელფასი კანონით დავაწესოთ. იცოცხლეთ, კარგია! ისე, თუ სურვილზე მიდგება საქმე, წლიურად 80 000 აშშ დოლარი სჯობს, ოღონდ ამით, ვშიშობ, ისედაც არალეგალურ ეკონომიკას კიდევ უფრო არალეგალურობისკენ ვუბიძგებთ. თუმცა, კარგად გვესმის, რომ ამ ეტაპზე, სანამ ბიზნესი და კერძო საკუთრება არ განვითარდება ეს მხოლოდ სურვილია. მერე რა? ხალხს ტკბილი ტყუილი ურჩევნია, ჩვენ კი პოლიტიკა და ბიზნესი განუყოფელია, ხშირად არალეგალური ბიზნესიც. უთხარით ეს ხალხს! უთხარით, რომ ყველაზე დემოკრატიულ და ყველაზე ცივილურ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ-ია, ისეთი ისტორიები ხდება, როგორიც მოხდა კომპანია „ენრონი“-ში. „ენრონი“ ამერიკის უდიდესი ენერგეტიკული გაზის კომპანიაა, რომელიც ერთნაირი წარმატებით აფინანსებდა კლინტონებს და ბუშებს. ამავდროულად, აქციონერთა საზიანოდ, მილიონობით დოლარს უკანონოდ ურიგებს თავის დაქირავებულ დირექტორებს. ამასთან, მიზანდასახული მაქინაციებით აკეთებს ფულს. ის კონგრესის კომიტეტებში წლების განმავლობაში ხარჯავს 6 მილიარდს. საერთო ჯამში, 1989-2000 წლებში არჩევნებში ორივე მხარემ 10 მილიარდამდე დოლარი დახარჯა. რომელ ქვეყანაში კეთდება აბსოლუტურად „წმინდა“ ფული,? რომელ ქვეყანაში გმობენ ამისათვის „ბიზნესს?“. ყველას გვახსოვს ევროპულ კომისიაში კორუფციასთან დაკავშირებული ძველი და ახალახალი სკანდალებიც. ბრიუსელში ქრთამის აღება ახლა აღარავის უკვირს,სამი წლის წინ ჟაკ სანტერის თაოსნობით მთელი ხელმძღვანელობა გადადგა ჰოლანდიელი პოლ ვან ბუიტ ენენლის წყალობით (ის იყო მთავარი მხილებული). - 83 -
მას 20 000 თანამშრომელი ამხელდა ქრთამის აღებაში. ახლა მწიფდება იგივე სკანდალი. ევროპული პარლამენტის ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა,გერმანელმა გაბრიელ სტაუნერმა „დეილი ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა,რომ ევროკომისიაში არაფერი შეცვლილა და იქ ქრთამი ისევ ურთიერთობის მიღებული ფორმაა. ექსპერტებმა საგანმანათლებლო სისტემაში არარსებული კონტრაქტები აღმოაჩინეს, რომელიც კომისიის მიერ დაფინანსდა. ჩვენ ამით არავის და არაფერს ვამართლებთ, მაგრამ ერთადერთი გზა კორუფციის წინააღმდეგ: საბაზრო პრინციპების დამკვიდრება, ბიზნესის განვითარება, ეკონომიკის და საბიუჯეტო საკითხების გამჭვირვალე რეგულირებაა და არა ის, რომ გაწამებულ ხალხს „ბიზნესი“ გველეშაპად დავუხატოთ, ბიზნესმენი კი - ჩარჩად, თუმცა ვემიჯნებით იმ ე.წ. ბიზნესს, რომელსაც „წითელი დირექტორები“ და ის სახელმწიფო ჩინოვნიკები აკეთებენ, რომლებიც არ ქმნიან ახალს და სახელმწიფო სამსახურში მისვლის შემდეგ სახელმწიფო ფუნქციების დელეგირებას აკეთებენ თავის ფირმებზე, მაგრამ ხომ უნდა გეყოს ცინიზმი, დღეს მოქალაქეს უთხრა 140 ლარ ხელფასზე ვმუშაობო. მაშინ როდესაც ელექტროენერგიაში 50 იხდი, გაზში 20 წყალში - 10 ტელეფონზე ნალაპარაკევს - 60 ლარს. რა, არ ჭამთ? ხომ უნდა გეყოს ცინიზმი, როცა ხედავ ეკონომიკა როგორ სტაგნაციურ, ჩირქთსავსე მდგომარეობაშია, რომ ჩვენი ექსპორტი მხოლოდ ჯართია და იმპორტი მხოლოდ მოხმარების საგნები (და არა ტექნოლოგია და მოწყობილობა), უთხრა პედაგოგებს, ხელფასს რეალურად გაგიზრდი და პენსიას მოგიმატებო, „ფი-არი“-ის მეშვეობით შექმნა ნევროზული სიტუაცია და ბრწყინვალე ადამიანს მოაკვლევინო თავი, ამაში კი სხვა დაადანაშაულო, როცა შენ თვითონ ხარ ამის დიდოსტატი; - 84 -
როცა შენი გამოგონილია, როგორ დასწამო ცილი ადამიანებს, თუ ისინი შენ არ მოგწონს, როგორ მიუსიო მას ჟურნალისტები, ატრიალო შენს კონტროლირებად „თავისუფალ“ არხზე, თუ ბეჭდვით მედიაში, სადაც შენ ანგელოზად გსახავენ, დანარჩენ საქართველოს კორუფციონერებად, აგენტებად, პროგრესის მტრებად და ქვეყნის დამაქცევლებად; როცა მზად ხარ, გარე მეგობრების საჩვენებლად შენთვის არასასურველი ხალხის გვარები ატრიალო პრესაში, გაამათრახო ყველა, ვინც შენზე ზნემაღალი და ჭკვიანია, რათა „იმას“ აჩვენო, აი, ვინ „ანადგურებს ქვეყანას“, ვის აქვს რუსული ორიენტაცია და ვის ვებრძვი მე, თქვენი „რაინდი“; იმისათვის, რომ მოცელო ყველა რეალური პოლიტიკური მეტოქე, მზად ხარ, რომ საქართველო ლაფში ამოთხვარო, ქართველებს ჩაუნერგო არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ ჩვენ თურმე უგნურები, კაციჭამიები, ლაჩრები, კორუფციონერები და მოღალატეები ვართ, რომ არ შედგა ჩვენი ქვეყანა, და ყველანაირი ცოდვა, ქრთამი, კორუფცია ჩვენი მონაგონია. ნება რომ მოგცეთ, მაცხოვარს ბიზნესში დაადანაშაულებდით, ცინიზმით „კომპრომატების“ კორიანტელს დააყენებდით, მერე მათ ფინანსურად გაამაგრებდით და ისეთ კამპანიას გააჩაღებდით მედიაში, ქრისტე მეორედ ეცმებოდა ჯვარს! ჯოჯოხეთის მედროშეები ხართ! თანაც ძლიერნი! ვინ ხართ ეს ცინიკური დირიჟორები? - ყველა, ვინც ერთს ფიქრობთ,ხალხს მეორეს ეუბნებით და მესა- მეს აკეთებთ! თუმცა, ეს ხომ პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია. ეს არის პოლიტიკა და რაც უფრო დიდოსტატურად შეგიძლია ითამაშო, იყო ფარისეველი, მით უფრო დიდი პოლიტიკოსი იქნები. პოლიტიკას თავისი მიზანი აქვს და ხალხი მისი მიზნის მიღწევის საშუალებაა. უკაცრავად ბატონებო თამაშის წესებს თუ ვაშიშვლებ, ხალხს სიმართლე უნდა უთხრა! თუნდაც ამისათვის ცხე- 85 -
ნის შეკაზმვა დაგჭირდეს! და ეს სიმართლე უნდა უთხრას იმან, ვისაც ამის ზნეობრივი უფლება გააჩნია, მაგრამ ეს უტოპიაა, რადგან სადაც პოლიტიკაა, იქ სიმართლე არ იქნება. საქართველოში ისე, როგორც ყველა განვითარებად ქვეყანაში, ნებით თუ უნებლიედ, მოსახლეობის 80% არალეგალურად ცხოვრობს. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. ამიტომ, ლეგალურ ცხოვრებაზე ლაპარაკი, ლეგალური ცხოვრების სტილის გაბატონება, საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. ქონებრივი დეკლარაცია ამ დაქცეულ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის შემოვიღეთ. ჩვენი ოპონენტების გვარებს დღემდე ვატრიალებთ, ისე უმიზეზოდ (გამონაკლისის გარდა), რათა დასავლეთს გვარები ვუთხრათ. აი, ეს ხალხი ცხოვრობს უკანონოდ და „ან- ტირეფორმისტულად“. ისე, დასავლეთზე გამახსენდა, 1946 წელს ბარნი ზიგელმა ლოს-ანჯელესის მაფიის ფულით დააარსა ქალაქი ლას-ვეგასი, სადაც ახლა 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ბარნის დაარსებულმა სამორინესასტუმრო „ჰილტონ ფლამინგომ“ მის პატრონებს ათას ასი მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. წარმოიდგინეთ, რა თანხას შეიტანდა, როგორც ნევადის შტატის, ისე ფედერალურ ბიუჯეტში. იმ უდაბნოში მთელი მოსახლეობა (საქართველოს ხელა) მხოლოდ მომსახურების სფეროშია დასაქმებული. ეს ის დასავლეთია, რომლის წიაღში იშვა „უოთერგეთი“, „ირანგეითი“, „ენრონგეითი“ და კლინტონის საჩუქრები. ნუ ვიქნებით ცინიკური საკუთარი ხალხის მიმართ იმას, რასაც მთელი არსებით ვემსახურებით და რაც ჩვენი არსებობის სტილია, ნუ გავკიცხავთ საჯაროდ და მოვრჩეთ ფარისევლობას. კაცის „გაშავება“ და ბუზის სპილოდ ქცევა თქვენ რომ შეგიძლიათ, ისე ვის ეხერხება? ამ საქმეში და მთლიანად, ქვეყნის „გარეშე მეგობრებთან“ „ჩაშვებაში“ - 86 -
თქვენთან შედარებით ყველა დილეტანტია. უბადლო ალქიმიკოსები ხართ,მე და ჩემმა ღმერთმა... ცოდვაა ხალხი, შეიცოდეთ ერი! ეს ის ხალხია, რომელმაც ისტორია ჭირში ოქროს ასოებით წერა, ურთიერთდასმენით და ღვარძლით კი არა, ცოტნეს მაგალითით მოვიდა დღემდე. ღმერთი დაგსჯით! გეშინოდეთ!!! თავისუფლება ცალმხრივი მოძრაობა არ უნდა იყოს. მე არ მინახავს „თავისუფლების მქადაგებელი“ ლოიალურად ეკიდებოდეს მის მიმართ კრიტიკას. პირიქით, თუ ვინმე მას გააკრიტიკებს, ის „მოსყიდულია“ და „მოგზავნილი“. მაინც რა დევს ამ ხელისუფლებაში? რატომაა ის ასეთი ძვირფასი და სანატრელი? დავიჯეროთ, პრეზიდენტის 1000 ლარიანი ხელფასი გინდათ? ნუ ფარისევლობთ! ჩემო გონიერო ერო! მხოლოდ კონცეპტუალური, მიზანდასახული, სტრატეგიული ეკონომიკური პროგრამა, პოლიტიკური მტკიცე ნება, დაუღალავი შრომა და ტანჯვა, გამთლიანება ერისა, აფხაზეთისა და საბაზრო ეკონომიკის შექმნის იდეის ირგვლივ გვიხსნის. დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ აღმოსავლეთის ან დასავლეთის არ უნდა იყოს. ორივესთან მჭიდრო თანამშრომლობით და ბალანსით, მოსეს უდაბნოს გზით აღთქმულ მიწისკენ სიარული, ეს არის გზა გადარჩენისაკენ! თუ ეშმაკი უდაბნოში გამოგეცხადათ, ვითარცა მაცხოვარს და თქვენი ცდუნება განიზრახა, პრობლემების ადვილად გადაჭრით და „კარგ საქართველოს“ „უცებ შექმნით“, არ აჰყვეთ ეშმაკს! განდევნეთ იგი! საქართველო ფარისეველთა და „სრულიად ყრილობების ქვეყანაა“ და იქნებ, ნუგზარ საჯაიას მოწამეობრივმა სიკვდილმა გამოგაფხიზლოთ. „მიწა და ღმერთი ორივე სისხლს მოითხოვს ერის რჩეულთაგან“ - წერს კ. გამსახურდია - 87 -
წინა საუკუნის დასაწყისში და იქნებ, ეს ის სისხლი იყო ჩვენდა წილად დაღვრილი. საქართველოს ეკონომიკა იმ თბომავალს ჰგავს, საწვავი რომ გამოელია და დაქანებული რელიეფის ხარჯზე მუხრუჭებგაფუჭებული მიექანება. მას უჭირს, როგორც არასდროს. ფრთხილად, ჩემო ფარისევლებო, არ დაგავიწყდეთ, თქვენც ამ თბომავალში სხედხართ. შესაძლოა, მემანქანე იყო იმ თბომავლის, რომელიც უფსკრული იჩეხება და უკან რჩება ლიანდაგიც და მილსადენიც. დღემდე ფარისეველთა და „სრულიად... სრულიად... ყრილობათა“ ქვეყანა იყო საქართველო. იანვარი, 2002 წელი
„ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით“ ლუკა 6. (37) „არავის უკვირს, კიდევ ერთი გაზაფხული რომ მოგვდგომია კარს. ღმერთმა იცის-მეთქი, რადგან არავინ ვიცით, როდის დავიწყეთ, საერთოდ, ცხოვრება, ანუ რამდენი მილიონი წამის წინ მოვკალით აბელი. თავისთავად ცხადია, პირველი აბელი, თორემ, ერთი ჩვეულებრივი აბელი, ალბათ, ყოველ წამში კვდება ამ ქვეყანაზე. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, ვინც აბელად გაუჩენია ღმერთს განსაკუთრებით გაზაფხულზე“. (ოთარ ჭილაძე, „აველუმი“, გვ. 22, 1995წ). როგორ ვიშოვოთ ფული? რიტორიკულმა კითხვამ, რომელიც კაცობრიობის შემეცნებას საუკუნეების განმავლობაში ღრღნიდა, ახლა საქართველომდეც მოაღწია და - 88 -
ფორმების მრავალფეროვნებით და სიმძაფრით გამოირჩევა. სამყაროს ბოროტ ძალებს შური და ბოღმა ამოძრავებთ. ეს ისტორიულად ცნობილი ფაქტია,რომ ღარიბს სძულს მდიდარი. ამისთვის სულაც არ არის საჭირო იცნობდეს მას, მახინჯს - ლამაზი, სულელს - ჭკვიანი, დაბალს - მაღალი, წარუმატებელ ადამიანს - წარმატებული და ა.შ. მთლიანობაში ეს ბოღმა საზოგადოებაში იწვევს რევოლუციას, ტერორს, ქაოსს. ქაოსს ფანატები იწყებენ და მისი შედეგებით ნაძირალები ითბობენ ხელს. მართალია, ეს სიტყვები დიდმა ფრანგმა მოაზროვნემ ორი საუკუნის წინ განაცხადა, მაგრამ საქართველოში დღესაც აქტუალურია. მკითხველი სამართლიანად იკითხავს, რაში დაგვჭირდება ამდენი ფილოსოფიური სქოლასტიკა? საქართველოში აყვავდა ბიზნესის ისეთი სახეობა,როგორიცაა შანტაჟი დემაგოგიით და მის გარეშე. დიახ, შანტაჟი, დემაგოგია ჩვენთან სერიოზული შემოსავლის წყაროა და ამისთვის იქმნება სპეციალური ორგანიზაციებიც კი, ძალზე მიამიტური დასახელებით, მაგალითად: სიმართლის ორდენი, ან თავისუფალ მოაზროვნეთა ლიგა, ან დელფინების და ზულუსის ტომებში ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენის საქართველოს ბიურო. ჰოდა, „მოღვაწეობენ“ ეს დალოცვილი შვილები საქართველოში. რა თქმა უნდა, იღებენ გრანტებს და მსოფლიო კაცობრიობის ნათელ მომავალზე ზრუნავენ. თუმცა, ეს არ არის ჩვენთვის თავისუფალ დროს სხვადასხვა პიროვნებების მიმართ „გამოძიებას“ აწარმოებენ. აქედან იწყება ვაჭრობა - მომეცი ამდენი და ამდენი, თორემ ვიტყვი, რომ გვირაბი გაგყავდა ბომბეიდან მადრიდამდე, ან ინგლისის დედოფლის, ელისაბედის გაუპატიურებას აპირებდი, თუნდაც, პეტრე პირველის ხაზინა გაქურდე. მერე რა, თუ არ გითხრია გვირაბი და არ იცნობდი ელისაბედს? მერე რა, მე ვიტყვი და შენ ამტკიცე, რომ ასე არ მომხდარა. ვიღაცას გაეცინა და ალბათ იფიქრა, აგერ არ არის სასამართლოო? მაგაზე მოგახსენებთ - ამას წინათ, ბრიტანულ გამოცემა, „Mir- 89 -
ror“-ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში გამოთქმული ფრაზები ნაომი ქემბელმა შეურაცხყოფად მიიღო და გამოცემას უჩივლა. ექვსი თვის შემდგომ სასამართლო მოიგო კიდეც და 5000 დოლარი დააკისრა მოქილიკეს, მაგრამ ამისათვის 155 000 დახარჯა. ასე რომ, სამართალი ფული ღირს და თანაც სერიოზული. ეს კი ჩვენმა შანტაჟისტმა „ბიზნესმენებმაც“ იციან და ტრიალებს ცოდვა-მადლი. სხვა გზა არ არის, მოძალადეებს უხდიან. არა მარტო უხდიან, არამედ უკვეთავენ კიდეც. ზოგჯერ ამ საქმეში ძალოვან უწყებებსაც რთავენ, მოგვიტანე ამდენი და ამდენი, თორემ ამ და ამ ორგანოში ვიტყვი, რომ ქრთამი გაქვს აღებული, თანამდებობა ბოროტად გამოიყენე, გზა არასწორად გადაჭერი და მეზობლის ცოლს ვულგარულად შეხედე. მოკლედ, თემები ულევია. ამ საქმეში შავი სამყარო, როგორც ყოველთვის, აქტიურადაა ჩართული გრანტების გარეშე, მხოლოდ გამორჩენის მიზნით - „ძმაო შენ 10 წლის წინ ამ კაცს გამარჯობა არასწორად უთხარი... რაღაც მიგიქარავს, ჰოდა...“ ორად გაიხლიჩა საქართველო: მოშანტაჟეებად და დაშანტაჟებულებად. რამდენნი არიან ამ „ბიზნესით“ დაკავებულნი? ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირი გამორჩენის გამო, ხოლო ნაწილი იმ მიზეზის გამო, რაზეც დასაწყისში ვილაპარაკეთ. ჰოდა, თუ გვინდა ამომრჩეველთა, ანუ ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი გადმოვიბიროთ, რა უნდა ვქნათ? შევქმნათ ქაოსი და დავაჭმევინოთ ერთმანეთი, ისედაც ბოღმით გაჯერებულ ქართველებს, ვუთხრათ, რომ არსენაა და მდიდარს წაართვას, ღარიბმა კი, ანუ თვითონ - მიიღოს და შური იძიოს მოძმეზე, აბელზე. რომ არ დაგვიჯეროს? ისეა დამშეული და გამწარებული, მაგას კი არა, სერიალებში ასახულ ამბებს იჯერებს უკვე და სულ მემკვიდრეობა და ამნეზია ელანდება. დაუსაბუთებელი ქონების კანონით, რომლის გამო კონსტიტუციის ცვლილებაზეც მზად ვართ, არის მცდელობა ისედაც მაშანტაჟებელი კაენები და მოროზოვები მიუსიო საკუთარ ხალხს, ნათესავებს, მთელ - 90 -
ქვეყანას, ოღონდ საკუთარი პოლიტიკური ქულები მოიპოვო, პირადი ამბიცია დაიკმაყოფილო. თუ ქონების ბიუჯეტში დაბრუნება გვინდა, შემოვიღოთ ქონების გადასახადი 0,5%-ის ოდენობით და დაბეგვრაში იურიდიულ პირსა და ფიზიკურ პირს შორის დისკრიმინაცია მოვსპოთ. თანაც, საშუალო ბინა,ღირებულებით 20000 ათასი, მანქანა 15000- მდე და ა.შ. გადასახადისგან გავათავისუფლოთ. ამ პირობით, ქონება ბიუჯეტში, ცივილური წესით, 100 წელიწადში დაბრუნდება. თუ გვინდა საზოგადოება არ გაიხლიჩოს, ეს ყველას უნდა შეეხოს. მაგრამ რა ვქნათ, რომ ჩვენ ქაოსი და ელექტორატი გვჭირდება? როგორ ვიშოვოთ ფული? შანტაჟით, რა თქმა უნდა, შანტაჟით და ქაოსით! ჩემო ძვირფასებო, დღეს ეს ბიზნესია „ხოდში“, სანამ დაგვიჭერენ და თითებს, ენებს და კუდებს დაგვაჭრიან! „ყველანი დამნაშავენი ვართ ყველაფერში“ - აი, არსი ჩვენი არსობისა! ყველანი დამნაშავენი ვართ, მაგრამ რაკი ყველანი ვართ დამნაშავენი, არავის აქვს უფლება მეორე ადამიანი დაადანაშაულოს რამეში, რამეში მაინც“. (ოთარ ჭილაძე, „აველუმი“, გვ. 15, 1995წ). თებერვალი, 2002 წელი
- 91 -
ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევა არჩევნებში მერამდენედ ხვდება საქართველო უფლის აღდგომას თავისი უფლებებით და მოვალეობებით; მერამდენედ იწყება საარჩევნო მარათონი და ხალხი დაპირებების კასკადში იმარხება. გვინდა თუ არ გვინდა, საბაზრო ეკონომიკის მანქანა სიჩქარეს კრეფს და ჯერჯერობით ამა ქვეყნის ჩინიანს და უჩინოს გაურკვეველი მიმართულებით მიაქანებს. გაურკვეველი მიმართულებით, იმიტომ რომ ჯერ არავის არ აქვს ის აზიმუტები, რომელიც აღთქმულ მიწასთან მიიყვანს ქართველებს. ცეცხლი უკიდია წმინდა მიწას და იწვის ქრისტეს სამშობლო, სალოცავებს ვერ მიეკარებიან მართლმადიდებლები. ვერც ჩვენი ხალხი მიეკარება ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებზე. განსხვავება მხოლოდ იმაში იქნება,რომ აქამდე თუ ორ პოლიტიკურ ორგანიზაციას ჰქონდა მონოპოლიური უფლება არჩევნების მანიპულირებით, ამჟამად ამ სიკეთით გაცილებით მეტნი ისარგებლებენ და ანტიმონოპოლიური კანონი არჩევნების გაყალბებაში არ დაირღვევა. სხვათა შორის, ესეც დიდი მიღწევაა, რადგან კონკურენცია გაიზრდება და პოლიტიკური ძალები შეეცდებიან უფრო ნიჭიერად ითამაშონ „მშრომელი მასების, დემოკრატიული ძალების და უმწეო პენსიონერთა გულმხურვალე და მიუკერძოებელი დამცველის“ როლი. ჰოდა, ამ თამაშთამაშში შეიძლება კიდევაც წამოსცდეთ, არა წამოსცდეთ კი არა, ქე „შემოეკეთოთ“ თითო-ოროლა საქმე. ყველამ რომ თითო-ოროლა საქმე გააკეთოს, ამ მუდმივად გარდაქმნების და რეფორმების მომლოდინე ხალხს მეტი კი არ უნდა. ამასობაში ეკონომიკა თავისი გზით მიდის, ყველაზე დიდი ტვირთი ენერგოდანახარჯებზე მოდის. ნებისმიერი ბიზნესი თავის კალკულაციაში დიდ ადგილს სწორედ ამ სტატიას უთმობს და იმის გამო, რომ ეს ძალზე აძვირებს - 92 -
საქონელს, მომსახურებას და მოსახლეობის არსებული მსყიდველობითუნარიანობის პირობებში კატასტროფულად ამცირებს რეალიზაციას. ყველა ცდილობს დენი სხვადასხვა მეთოდებით „მოიპაროს“. თუმცა, ქურდობის ეს არხი დღითიდღე იხურება და მიმდინარეობს პროდუქციის და მომსახურების გაძვირება. ჩვენი გათვლებით,2 001 წელთან შედარებით, 2002 წლის პირველ კვარტალში მოსახლეობის სამომხმარებლო კალათა 25 პროცენტით გაძვირდა, რამაც სერიოზულად იმოქმედა ვაჭრობის და მომსახურების საერთო მოცულობის ზრდაზე და ის 18 პროცენტით შემცირდა. საერთო ემპირიულ ეკონომიკური აჟიოტაჟის პირობებში, პირველი კვარტალი რეალური რეგრესის ხანა იყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არჩევნების დროს ეკონომიკური აქტივობა მცირდება, ამას ემატება პოლიტიკის ნაწილში რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა და კოდორაფხაზთის საკითხი, ხოლო ეკონომიკაში არანაირი რეალური და კონცეპტუალური ცვლილებების არარსებობა. გარდა იმისა, რომ საქართველო, საბაჟო სისტემის ინსტიტუციონალური კუთხით, „სალფეთქივით“ დავკეცეთ - ყაზბეგი გავაერთიანეთ ვალესთან, ხოლო ლაგოდეხი თბილისთან (ალქიმიკოსები ვართ, მე და ჩემმა მზემ). ასევე 18 სახეობის გადასახადი გვინდა შევამციროთ 4-მდე და გაურკვეველი მიზნით, საინვესტიციო სასათბურე, სასაჩუქრე სააგენტოს შექმნას ვაპირებთ. მოკლედ, ეკონომიკაში სრული სიწყნარე სუფევს და „ღადავის“ ხასიათზე ვართ. ყოველივე ეს იმის უფლებას გვაძლევს, რომ განვაცხადოთ - მეორე კვარტალშიც არაფერი შეიცვლება და გაგრძელდება სტაგნაცია. რა არის აქ ახალი? - არაფერი, გარდა იმისა, რომ სხვა, ადრინდელი პერიოდებისგან განსხვავებით, ელექტროენერგიაზე გადასახადი, თუნდაც იმ ახალი - 93 -
გაძვირების გარეშეც, სერიოზულად გააძვირებს ბიზნესს და ეს შეამცირებს მოთხოვნილებას, რაც საბოლოო ჯამში, ისედაც მცირე მოცულობის წარმოებას კიდევ შეკვეცს. ისე, ცხოვრება თავის გზით მიდის, ეკონომიკა კი წინ. წინ, საითკენ? იკითხავს ჩემი მრავლის მნახველი და მრავლის მომსმენი მკითხველი. ეს უკვე პოლიტიკურ ლიდერებს ჰკითხეთ არჩევნების წინ, როცა პროგრამებს წარმოგიდგენენ, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. ისე, ერთ რამეს შეგახსენებთ - ბისმარკს უთქვამს, არასოდეს იმდენი ტყუილი არ ითქმება, როგორც ნადირობის შემდეგ, ომის დროს და არჩევნების წინ. მაშ, აღიჭურვეთ უფლის მოთმინებით და მოემზადეთ! მორიგი ბრწყინვალე აღდგომა მობრძანდა ამ ქვეყანაზე. ცეცხლშია გახვეული წმინდა მიწა და გოდებენ სალოცავები. თბილისში ნუშის ყვავილთან ერთად ახალმა მადლმა იფეთქა ელიას მთაზე. ვილოცოთ ყველამ,ვილოცოთ, რადგან საერო საქმეების კეთების დრო შემოდგომისათვის გადაუტანიათ და ლოცვით მაინც მოვიშუშოთ იარა. მარტი, 2002 წელი
- 94 -
საქართველოში პოლიტიკის სამწლედი გამოცხადდა რამდენიმე ნომრით ადრე ჩვენს მკითხველს ვაუწყეთ, რომ საქართველოს სიცივე და ავდარი მოეძალა. ისიც ვიწინასწარმეტყველეთ, რომ გაზულუქებული და გათავხედებული ზამთარი აუცილებლად შეავიწროებდა გაზაფხულს, წაართმევდა მას კუთვნილ თვეებს და ავდარი გახანგრძლივდებოდა. ამ პროგნოზს ეკონომიკურიც მივუმატეთ და აღვნიშნეთ,არც ეკონომიკაში დათბებოდა და სტაგნაცია გაგრძელდებოდა. არც იმის პროგნოზი გაუჭირდებოდა ვინმეს, რომ საარჩევნო ვაკხანალიაში და პაპანაქებაში ეკონომიკის რეალური გარდაქმნა მეორე პლანზე გადაიწევდა. ჩვენდა სამწუხაროდ (სამწუხაროდ იმიტომ, არ შეიძლება იყო ამ ქვეყნის შვილი და არ გტკიოდეს გული მის მძიმე მდგომარეობაზე), ეს პროგნოზი პირწმინდად ახდა. საერთაშორისო არენაზე ტერორიზმი ყოველდღიური პრობლემა გახდა და პოლიტიკის მაგისტრალურ ხაზად იქცა. საოცარია, მაგრამ აქ ჩვენ რაღაც პატარა ადგილი დავიჭირეთ და დიდი ზესახელმწიფოების სტრატეგიული პარტნიორები გავხდით. ამას, მათი მხრიდან მოჰყვა რეალური ფიქრი საქართველოს უსაფრთხოებაზე. ჩვენთან არაფერი ისეთი არ ხდება, მაგრამ იქ ოკეანის გაღმა ჩვენზე ზრუნვა დაიწყეს და სამხედრო ტექნიკითაც გვეხმარებიან, გვასწავლიან. ნევის პირას პრეზიდენტების შეხვედრისას „ატმასკას“ გვაძლევენ და ბუში, რომელიც პუტინთან ერთად ცდილობს მსოფლიო გაათავისუფლოს ზედმეტი ატომური ბომბებისაგან და რომის სამიტზე, ნატო-რუსეთის კონფრონტაცია, პარტნიორობით შეცვალოს, არც პატარა, ჩვენგან მოძულებულ საქართველოს უსაფრთხოებას ივიწყებს. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ამ სერიოზული დისკუსიისას, ის ხაზგასმით საუბრობს საქართველოს ტერტორიულ მთლიანობასა და უსაფრთხოებაზე. მაისის ბოლოს, ბუშის მოსკოვში ვიზიტით - 95 -
მსოფლიო პოლიტიკაში ახალ ძალთა თანაფარდობა და თამაშის ახალი წესები დგინდება. ამ სქემაში საქართველო სერიოზული რგოლი ხდება და მას პატრონაჟს შტატები გაუწევს. კომუნიზმის შემდგომ მსოფლიოს მუსულმანური ექსტრემიზმის ახალი საფრთხე უჩნდება ტერორიზმის სახით. ამ ომში ყოველი მოკავშირე ძვირად ფასობს, როგორც რუსეთი, ისე საქართველოც. ამდენად, პატრონაჟის პოლიტიკა ბალანსირებული იქნება რაიმე ძლიერი ბიძგების და სწრაფი პროგრესის გარეშე. საერთაშორისო პოლიტიკური ბალანსის ადეკვატური ასახვა ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკურ არეალშიც, სადაც ჟვანიას გუნდი, ჯერჯერობით, პრეზიდენტის პატრონაჟიდან გამოიყვანეს და დამოუკიდებელი ოპოზიციონერის გზას გაუყენეს. ისინი ჯორბენაძე-მამალაძე შეეცდებიან, თავის სასარგებლო პროპაგანდული მანქანისათვის გამოიყენონ ახლების კოალიციის წინააღმდეგ, რათა ეს უკანასკნელნი დაადანაშაულონ არჩევნების გაყალბებაში. მეორე სერიოზული ძალა, რომელიც ხელისუფლებას ძილს უფრთხობს და ასევე იმ საერთაშორისო მოლაპარაკების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს, სააკაშვილის გუნდია. ის ამ არჩევნებში სერიოზულ პროცენტს მიიღებს. თუ რამდენი იქნება ეს პროცენტი, მასზე დაეყრდნობა შემდეგი პოლიტიკური სცენარი საქართველოში. და რადგანაც ეს პარტია მემარჯვენეა, ხელისუფლება შეეცდება, ადგილობრივი (უცხო ქვეყნის ინტერესებს არდაყრდნობილი) ულტრამემარცხენე ლეიბორისტები გააძლიეროს, რადგან ისინი მთლიანად ადგილობრივ ფესვებს ეყრდნობიან და მათთან საერთოს გამონახვა ადვილია. ამდენად,ესენიც,სცენარის მიხედვით, გარკვეულ ხმებს მიიღებენ. არც ამ „ბუნტის მომწყობი ახლები“ დარჩებიან წილის გარეშე, მაგრამ მათ მიერ მოგროვილი ხმები რეალურად არ იქნება საკმარისი - 96 -
ადგილობრივი ხელისუფლების დაკომპლექტებისათვის, რადგან ამდენივე ხმას მრეწველებიც მიიღებენ და მამალაძის ფრთაც. შემდეგ იარუსს აღორძინება და სოციალისტები დაიჭერენ, მეოთხე იარუსზე განლაგდებიან სხვა დანარჩენი მაძიებლები. ამრიგად, ადგილობრივი არჩევნები იქნება იმის დასტური, რომ საქართველოში არც ერთ პარტიას გადამწყვეტი ხმა არ გააჩნია. ეს იქნება ერთგვარი სასტარტო ტესტირება 2003 წლის არჩევნებისათვის და ახალი ცე-ესკოს დასაკომპლექტებლად. სხვა დანიშნულება ამ არჩევნებს არ გააჩნია და ამიტომაც, მისი ნებისმიერი შედეგის დროს საქართველოს ეკონომიკაში არაფერი შეიცვლება, რადგან არჩევნების შემდგომ მთავარი თემა მერების და საკრებულოს თავჯდომარეების დანიშვნები იქნება, მერე საზაფხულო მთავრობის გადახალისება მოხდება, რათა იქაც აისახოს პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობის რეალობა და ამით ჩაივლის ივლისი. აგვისტოში დავისვენებთ და სექტემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ 180 000 000 ლარის ოდენობით ბიუჯეტის სეკვესტრს და საარჩევნო 2003 წლის ბიუჯეტის განხილვას. ნოემბრისათვის ჟვანიას წინააღმდეგ (შეიძლება ცოტა ადრეც) შეკრულ კოალიციაში, სადაც ამბიციების ვულკანი თუხთუხებს, გაჩნდება ბზარი და მომავალი წლის დასაწყისიდან ხელისუფლება შეეცდება საპარლა- მენტო არჩევნების დოღში მონაწილეობის მისაღებად სრულიად ახალი, ახალგაზრდული მართვადი ძალა გამოიყვანოს ასპარეზზე, რათა შეავიწროვოს დღევანდელი მოკავშირეების ამბიციები და მადები. ამ არჩევნებს ის დანიშნულებაც აქვს, რომ უცხოურ ზესახელმწიფოებს, რომელთა ფავორიტებიც ზოგიერთი პარტიები არიან, ანახონ, რომ მათ არ აქვთ რეალური ძალა და ნუ იჩქარებენ მათ მხარდაჭერას და დაფინანსებას. და თუ ვის უნდა დაეყრდნონ, ამას მომდევნო - 97 -
საპარლამენტო არჩევნებში ნახავენ. ჰო, მართლა, რა შუაში იყო პროგნოზები და ეკონომიკა? შუაში კი არა ბოლოში, რადგან ეკონომიკური სექტორის რეალურ რეორგანიზაციაზე ფიქრმა გადაიწია და ის ამ ბატალიების დასრულების შემდგომ იქნება, როგორც ამას ჩვენ წინა ნომრებში პროგნოზის სახით გეუბნებოდით, რადგან ახლა - ყველაფერი პოლიტიკისათვის და ყველა პოლიტიკისკენ! საქართველოში პოლიტიკის სამწლედი გამოცხადდა. ამინდები, ალბათ, გამოკეთდება და ეკონომიკის გარდაქმნით დაკავებულ ადამიანებს, სხვა ჩვეულებრივ ქართველებთან ერთად შეუძლიათ შვებულებები აიღონ... აპრილი, 2002 წელი
შოუ უნდა გაგრძელდეს ხომ არ მოიწყინეთ?! თუმცა, რა მოგაწყენდათ მრავალგვარი შოუს მაცქერალებს. ერთი მხრივ, საფეხბურთო შოუ გვიტაცებს მსოფლიო ჩემპიონატის სახით, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური შოუ - არჩევნების სახით და რაც მთავარია, მუდმივი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შოუ, „სანტა ბარბარასავით“ რომ უსასრულოდ გრძელდება, მოულოდნელობებით სავსე სცენარებით. აბა, ვინ ელოდა საფრანგეთი და პორტუგალია თავს რომ მოგვჭრიდა, იაპონია და აშშ კი გაილაღებდა? ან „მოქალაქეები“ ასეთი უპირატესობით რომ წააგებდნენ „ნაციონალებთან“, სოციალისტები კი - ლეიბორის- ტებთან?! ვინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი წვიმების შემდგომ, გაგანია ზაფხულში შუქი გრაფიკით გვექნებოდა და ასეთი საბიუჯეტო გეგმების - 98 -
შესრულების პერმანენტული ტრიუმფის შემდეგ პენსიები და ხელფასები კვლავ არ დარიგდებოდა, წარმოების ზრდა ისევ დაეცემოდა და სამომხმარებლო კალათა 49%-ით გაძვირდებოდა? ვინ იფიქრებდა, რომ შუა ზაფხულში ბალს 4 ლარად და ხორცს 6-ად ვიყიდიდით?! არა, ნამდვილად არ ველოდით! ისე, კაცმა რომ თქვას, რა ბები... ველოდით ამ გაზულუქებული ზიდანისგან, რომელსაც თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია და, თუნდაც, მრავალ ათეულ მილიონიან ფიგუსგან? ან, იმ პოლიტიკოსებისაგან, რომელთაც პოლიტიკა, პროფესიონალები და რეალობა დაავიწყდათ? ან მეთოდები მოუძველდათ და ვერ ამჩნევენ მათ ირგვლივ რა ხდება, რადგან ზიდანის არ იყოს, თავი სამყაროს ცენტრი ჰგონიათ და პოლიტიკის შენებას მუშტის დაბრაგუნებით აპირებენ. ლოზუნგებით ცხოვრობენ, როგორც არჩევნებისას, ისე მის შემდეგაც. ხალხი უნდა მოატყუო და შენი პირადი სიკეთისათვის იზრუნო, მაგრამ ზომა უნდა იცოდე, შენვე არ უნდა გაეხვიო იმ ინტრიგების აბლაბუდაში, ოდესღაც თვითონვე რომ დახლართე და გახსოვდეს, ის, ვინც მიუჩვეველს მიაჩვიე, შენი ყველაზე დიდი მტერია, რადგან არავინ ისე სასტიკი და ნაძირალა არ არის, როგორც მონა, რომელსაც დაუმსახურებლად თავისუფალი, განათლებული და ღირსეული რომაელის მანტია მოასხეს და შვილი, რომელსაც სიყვარულით თუ მამობრივი სიბრმავით მამამ მთელი სამყარო, დიდება და სახელი აჩუქა, მან კი მშობელი უმოწყალოდ გაანადგურა, რამეთუ არ იცოდა, რას იქმდა. ვერც ფიგუმ და ზიდანმა დააფასეს ის ნაჩქარევად გადაცემული დაფნის გვირგვინები და დიდება. სამაგიეროდ, უცნობი, მაგრამ საქმის ერთგული იაპონელები და კორეელები ამერიკელებთან ერთად მოედანზე თავს „იკლავდნენ“ და გაახარეს ქვეყანაც და ხალხიც. - 99 -
ქვეყანა 8 ნაწილად დაიყო: ყველა დონის მმართველი ელიტა - 1%; მდიდრების ელიტა (ბიზნეს-პოლიტიკოსები) - 3%; პოლიტიკოს - „ლუბიტელ“-ბალასტი - 4%; პოლიტიკოს-პროფესიონალ-დემაგოგები - 6%; მოძალადე „პრისტუპნიკები“, „პაგონით“ , თუ „უპაგონოდ“- 5%; ნიჰილისტები - 1%; უკმაყოფილო სოციალისტ-არსენისტ-რევანშისტები - 50%; სამზარეულოს პოლიტიკოსები და თავშეკავებული ხალხი - 30%. ზუსტად ამ სქემის ასლი იყო არჩევნები, მისი ასლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ანატომია და მასში დევს მისი გადარჩენის გასაღები. ქართული სახელმწიფოებრიობის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მის შემოქმედ ძალას, სამზარეულოს პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ მოვა ვიღაც X და იმ პრობლემებს გამოასწორებს, რაზეც ისინი სამზარეულოებში ასე ემოციურად კამათობენ. მათ ვერ გაუგიათ, რომ ისინი ქვეყნის ძირითად შემოქმედ ძალას წარმოადგენენ და თვითონ უნდა დაიწყონ: 1) კანონის შექმნა და მისი პატივისცემა; 2) თავისი სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის, უბნის და ქუჩის შენება, ამის გარეშე, რამდენიც უნდა ვიწუწუნოთ, საშველი არასოდეს დაგვადგება; 3) მორალური კოდექსის შექმნა, რომლის მიხედვითაც, ქურდს, ყაჩაღს, მატყუარა პოლიტიკოსს, ქვეყნის გამყიდველს და მნგრეველს ხალხი ხელს არ ჩამოართმევეს და სალამს არ ეტყვის; 4) სხვისი საკუთრების, პიროვნული თავისუფლების და განსხვავებული აზრის პატივისცემა და წმიდათაწმიდად აღიარება. ყოველივე ეს საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ და არა - 100 -
სხვის თვალში ბეწვის ძებნით. დავიწყოთ თვინიერად და რუდუნებით, იმ იდეით გამსჭვალულებმა, რომ საქართველოს და მისი თითოეული შვილის გადარჩენა, მხოლოდ ჩვენვე შეგვიძლია. საქართველოს შემოქმედ-გადამრჩენ ძალას ჯერ სამზარეულოში დაუდია ბინა იმის მაგივრად, რომ ასპარეზზე გამოვიდეს და პროფესიონალი პოლიტიკოსები აიძულოს, აკეთონ მხოლოდ ის პოლიტიკა, რომელიც მათ და ქვეყანას სჭირდება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მდიდარ ელიტას „მონოპოლური ბიზნესის“ კეთების მადა დააკარგვინო, მოძალადე „პრისტუპნიკებს“ ხუნდები დაადო და გაერთო ნიჰილისტების და „ლუბიტელების“ ჟღურტულით. გემუდარებით, სამიათასწლიანი ისტორიის ერის სახელით, ქართული სახელმწიფოს და სამოქალაქო მშენებლობის შანსს ნუ დაკარგავთ, ნუ ათქმევინებთ მსოფლიოს - ამათ მარტო სუფრაზე ბაქიაობა, ერთმანეთის გინება და მონობაში ცხოვრება შეუძლიათო. საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრებთა მესვეურთ მოუწევთ თავიანთი აჟიტირებული თავდამსხმელების, ზიდანის და ფიგუს ადგილს მკაცრად გადახედონ. რას იზამენ, ნეტავ, ჩვენი პოლიტიკოსები? სანამ დროა, შეცვლიან სტრატეგიას და სამზარეულოს პოლიტიკოსები ასპარეზზე გამოვლენ? მაგრამ როგორც მულენ რუჟშია, რაც არ უნდა მოხდეს, შოუ მაინც გაგრძელდება მსოფლიო ჩემპიონატზეც, ჩვენს პოლიტიკაშიც და სანტა ბარბარაშიც!.. მაისი-ივნისი, 2002 წელი
- 101 -
კორუფცია როგორც ეკონომიკური კატეგორია მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულმა კრიზისმა მოიცვა და, ჰოი საკვირველებავ, ამის მიზეზი, არც მეტი არც ნაკლები, კორუფციაა. საქართველოს სტუმარი არ ყოფილა უცხო მეგობარი ქვეყნის დელეგაცია, რომელსაც მკაცრი კრიტიკა არ გამოეთქვა ჩვენთან „გამეფებულ“ კორუფციაზე და ყველა ჩვენი პრობლემის სათავედ სწორედ ეს მოვლენა არ დაესახელებინა. ისინი იმ საქართველოს აკრიტიკებენ, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ დოლარსაც კი არ შეადგენს და რომლის ბიზნესს დანარჩენ მსოფლიოს ეკონომიკურ საქმიანობასთან მხოლოდ მცირე მომხმარებლური ხასიათი აქვს. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს... აი, სად არის კორუფცია! მარტო „ვორლდ ქომმა“ 80 მილიარდით გაზარდა თავისი აქტივები, რაც საქართველოს 160 წლის ბიუჯეტის ტოლია. მერედა, რას ნიშნავს ეს ადამიანურ ენაზე: ამ კომპანიამ, სამარიაჟოდ კი არ გააკეთა ეს, არამედ მოატყუა ინვესტორები ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ხალხი. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი პედაგოგი, პენსიონერი, მუშა და ა.შ. რომლებიც თავიანთ დანაზოგს ამ კომპანიას აბარებდნენ, რათა ოჯახი ერჩინათ და მიეღოთ ღირსეული პენსიები, მაგრამ რის ფასად? აქტივების გაზრდა ამ კომპანიას დასჭირდა, რათა მისი აქციების ფასი გაეზარდა და ერთ დოლარიანი აქცია ოთხ დოლარად გაეყიდა, ანუ ვინც იყიდა ათი ათასის ღირებულების აქცია, მან, სინამდვილეში, ამ აქციაში ორმოცი ათასი გადაიხადა. ეს ნიშნავს, რომ „ვორლდ ქომმა“ ამ მაქინაციით სამოცი მილიარდი დოლარი მოიპარა. შეიძლება ოპონენტებმა გვიკიჟინონ - მერედა, აქ სად არის კორუფციაო? სად და, ამ ოპერაციას ეს ფირმა და სხვა მისთანები ვერ გააკეთებენ, თუ ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისია და სხვა მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოები თავის ადგილას იქნებიან და თვალს არ დახუჭავენ. თვალს კი რის - 102 -
საფასურად ხუჭავენ, მკითხველს კარგად მოეხსენება. მარტო „ვორლდ ქომი“ რომ იყოს, ამაზე არ შევაჩერებდით თქვენს ყურადღებას, მაგრამ ეს უკვე ტენდენციაა. „ენრონის“ ისტორია და ბოლოდროინდელი ანალოგიები ამას მეტყველებენ. გამოდის, 90-იანი წლების ბოლო პერიოდის ბიზნეს ბუმს აშშ-ში კორუფციას უნდა უმადლოდნენ. კორუფცია ბიზნესის სტიმულატორი ყოფილა, როგორც ინვესტიციის ფარული და დიდ რისკზე წამსვლელი წყარო. დღეს მსოფლიო ეკონომიკა ურთულეს დღეებს ითვლის. ივლისის განმავლობაში კატასტროფულად ეცემოდა განვითარებული ქვეყნების ბიზნეს ინდექსები. „დოუ ჯონსი“ მაისიდან ივნისის ბოლომდე 10400-დან 7600-მდე დაეცა, „ნაზდაქი“ (მაღალი ტექნოლოგიების ბირჟა) - 1750-დან 1200-მდე. ამას მოჰყვა კრიზისი ევროპაში,სადაც „დაქსი“ (გერმანია) იგივე პერიოდში 5075-დან 3500-მდე შემცირდა. რომ არაფერი ვთქვათ აზიის ბაზრებში ამ მიზეზით გაჩენილ კრიზისზე. ამას მოჰყვა დოლარის კურსის არნახული დაცემა ევროს მიმართ და მსოფლიო კორუფციის გამო აყირავდა. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ეს შესავალია, რადგან ბევრი ასეთი ფაქტი ჯერ კიდევ გამოსავლენია. ჰოდა, მაშინ მოხდება თუ მოხდება! ამას ემატება ევროკომისიაში მოსალოდნლელი სკანდალი კორუფციის გამო,რომელიც სპეციალისტების აზრით,უფრო მასშტაბური იქნება,ვიდრე წინა საუკუნის დასასრულს. საშველი არ ყოფილა. ქართველებს გვეგონა კორუფცია მხოლოდ ახალგაზრდა, ჯერ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი საქართველოს სახელმწიფო სენი იყო და, თურმე ნუ იტყვით, მსოფლიო ბიზნესის განვითარების აუცილებელი პირობა ყოფილა. არა, მენქიუს და სამუელსონის წიგნებში ამას ვერ წაიკითხავთ, მაგრამ შემაძრწუნებელია, რაც მსოფლიო პრაქტიკამ გვიჩვენა. კაცმა, რომ თქვას, ქართველები რატომ უნდა ჩამორჩენილიყვნენ მსოფლიო პრაქტიკას?! არადა, საქართველოში ჩამოსული მისიონერები იმდენს გვიკიჟინებდნენ, ყველაზე კორუმპირებულები ხართო, ჩვენ - 103 -
მართალი გვეგონა და ბოლო დროს სირცხვილისგან სულ გავწითლდით და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ ხალხს დავემგვანეთ. კორუფციით კი არა, ფერით. იქაურ კორუფციას ისე ვერ მივუახლოვდებით, როგორც ზაფხულის მზე მთვარეს. ამას ქართულად ჰქვია, ჩემი შენ გითხარიო... ისე, არ იქნებოდა ურიგო, ჩვენი კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტები და ორგანოები გრანტებით დაგვეფინანსებინა და ზაფხულში მივლინებით, ქობულეთის სანაცვლოდ, ხანძრის ჩასაქრობად კალიფორნიაში გაგვეშვა. ზაფხულის არდადაგების კვირაძალს გვინდოდა ჩვენს მკითხველთან რამე მსუბუქ თემაზე გვესაუბრა, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკაში საქმე რთულად არის და აბა, რა გვეზაფხულება... ივლისი-აგვისტო, 2002 წელი
სექტემბერი სექტემბერი მეტად დაძაბული და მნიშვნელოვანი თვე იყო ჩვენთვის, ქართველებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას თუ დამკვიდრებას ბევრი უკლია, მსოფლიოს თვალში ჩვენ უკვე სახელმწიფო ვართ, რადგან დაკარგული საერთაშორისო ფუნქცია აღვიდგინეთ. ის, რაც 18 სექტემბერს ბაქოში ხდებოდა, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, მსოფლიო რუკაზე ჩვენი, როგორც სახელმწიფოს საბოლოოდ დაფიქსირების ტოლფასია. ამიერიდან, საქართველოზე ვერ იტყვიან არშემდგარი სახელმწიფოაო. ოპონენტებს, შესაძლოა, დღესაც ყოფნით ძალა ქილიკისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოვლენა მტრებმა ჯეროვნად შეაფასეს და სწორედ ამას მოჰყვა - 104 -
მეზობელი რუსეთის ის უმკაცრესი რეაქცია, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვან დღეს, 11 სექტემბერს, პუტინის განცხადებით ფიზიკურ მუქარაშიც კი გადაიზარდა. რუსეთი თვალსა და ხელს შუა კარგავს თავის ტერიტორიას, რომელიც მას ბოლო 200 წელიწადი ეკუთვნოდა. მსოფლიო ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის მეტროპოლიისაგან ყოფილი კოლონიების გამოყოფის, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ეკონომიკურად ისევ ყოფილი მეტროპოლიის ზეგავლენის ქვეშ რჩებიან. ავიღოთ, თუნდაც, ინგლისის თუ საფრანგეთის მაგალითები - ინდოეთის, აფრიკის ქვეყნები. იგივე შეიძლება ითქვას ავსტრალია-ახალი ზელანდიის მაგალითზე, სადაც დღემდე გრძელდება ყოფილი მეტროპოლიის მხრიდან ეკონომიკური ექსპანსია. ჩვენს შემთხვევაში,რუსეთი არა მარტო ეკონომიკური დომინანტის როლს კარგავს, უფრო მეტიც, ყოფილი კოლონია ენერგომატარებლების საექსპორტო ხაზების გატარების საკითხში მისი კონკურენტი გახდა. იგი ამ კონკურენციულ ომში დამარცხდა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტერიტორიულ-ეკონომიკური პრობლემებით, საქართველო არასტაბილური ქვეყანა გაეხადა. შემდგომ მსოფლიოს თვალში საქართველოსგან ტერორიზმის მფარველის იმიჯის შექმნაც დაიწყო, საქართველო რუსეთის წინაშე აგრესიაშიც დაადანაშაულა. პარალელურად, ბაქონოვოროსიისკის მილსადენი აღადგინა და ტერიტორიის სრული გაკონტროლების მიზნით, ნახევარი ჩეჩნეთი გაჟლიტა. ამასთან ერთად, სასწრაფოდ აღადგინა და დაიწყო სიმძლავრეების გაზრდა აქტაუ (ყაზახეთი)-ნოვოროსისკის მიმართულებით, თუმცა, არაფერი ეშველა - საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც მთელ რიგ საკითხებში რუსეთთანაც აქტიურად თანამშრომლობენ, თავი ვერ - 105 -
მოაწონა. მათ ერთხმად დაგვიჭირეს მხარი და საქართველოს, რომელმაც საერთაშორისო ფუნქცია აშშ-ის დახმარებით მიიღო, ქვეყანა გახდა. რუსეთმა კი, დაკარგა ტერიტორია, ბაზარი და ბიზნესიც. 11 სექტემბერს, როცა მთელი მსოფლიო, ერთი წლის წინ აშშში მომხდარი ტრაგედიას გლოვობდა, რუსეთი საქართველოს დაბომბვით დაემუქრა. ალბათ, ეს მუქარა უკანასკნელი არ იქნება და იგი საქართველოს თავისი ორთავიანი არწივის ბრჭყალებს კიდევ ბევრჯერ აჩვენებს, მაგრამ საქართველო უკვე მსოფლიოს სჭირდება! დასავლეთი, რომელსაც რუსეთი ესოდენ დიდ ანგარიშს უწევს, მას არ დათმობს. აშშ-ში 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა და უფრო მხურვალედ უჭერენ მხარს პატარა, განვითარებად ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს. მან ეს უკანასკნელი თავისი ინტერესის სფეროდ გამოაცხადა. თუ აქამდე ეკონომიკურად ეხმარებოდა, ამჟამად აქტიურ სამხედრო დახმარებასაც არ არიდებს თავს. ტირანია და დიქტატი ერაყში იქნება თუ რუსეთში, ერთიანად საზიანოა მთელი კაცობრიობისათვის. მსოფლიოსათვის მხოლოდ ერაყის ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღი კი არ არის საშიში, არამედ ის, რა დესტრუქციულ როლსაც ასრულებს ერაყი და მსგავსი დიქტატორული რეჟიმები მსოფლიო ბიზნესის განვითარებაში, როცა ნავთობს დემპინგურ ფასებში ჰყიდიან და ე. წ. „შაპკა“, ანუ ქრთამი კონტრაქტისათვის სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. მიდგომა ერთია ის, ვინც ბანდიტებს, დამნაშავეებს, ყაჩაღებს მფარველობს და დიქტატურის აპოლოგეტია, ქვეყნის შიდა თუ საგარეო ურთიერთობაში, მთელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის თანაბრად საშიშია და ამიტომაც საქართველოც და პროგრესული მსოფლიო აშშ-ის ირგვლივ ირაზმება ტერორიზმისა და დიქტატურის - 106 -
წინააღმდეგ ბრძოლაში და მხარს უჭერს მას. დიქტატი, დიქტატურა და ტერორიზმი განუყოფელი ცნებებია და ერთნაირ სენს წარმოადგენენ, რადგან დიქტატურას, რომელსაც არ უწერია დიდი ხნის სიცოცხლე, ცდილობს ხელისუფლების შესანარჩუნებლად ძალადობას და ტერორს მიმართოს. ამიტომ არის ეს ორი სიტყვა სინონიმი და ერთნაირად საშიში დიდი თუ პატარა ქვეყნებისათვის. სექტემბერში, საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, ჯერ მხოლოდ ეკონომისტის დღეს ვზეიმობთ და ფაცა-ფუცით ვემზადებით არჩევნებისათვის, მაგრამ სექტემბერში, აშშ-ის დახმარებით საქართველოს სახელმწიფოებრიობა შედგა. სექტემბერი, 2002 წელი
დაიწყო დაიწყო... იმაზე ადრე,ვიდრე ჩვენ გვეგონა. პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მონასტერი აირია და საარჩევნო დემაგოგიის ვულკანმა საქართველოში ოქროსფერი შემოდგომა წალეკა. არა, ვერ ვიტყვით, რომ არ ველოდით, რადგან ჩვენც და პოლიტიკოს-სინოპტიკოსები, თუ პოპულისტგეოდეზისტები დიდი ხანია ლოგიკაზე დაყრდნობით, პროგნოზებს ვაკეთებდით - შემოდგომის მერმე, არჩევნების კვირაძალს, საქართველოში ისეთი შოუ დაიწყებოდა, მულენ რუჟსაც კი შეშურდებოდა და თანაც, ისეთი ტრაგიკომიკური სცენარებით, რომ მოლიერი დაიჩრდილებოდა. მიუხედავად ამისა,რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან სოფიზმის სქოლასტიკაში არევის ელემენტების სიჭარბეს არ ველოდით. - 107 -
ერთი ბავშვობის დროინდელი ანეგდოტი გამახსენდა: ბიჭი ქუჩაში მიდის,შეხვდა „ხულიგანი“ და სიგარეტი „პრიმა“ სთხოვა. მან უპასუხა, რომ სიგარეტს არ ეწეოდა. რატომ არა გაქვს სიგარეტიო და სცემა. მეორე დღეს, „ხულიგანი“ ისევ შეხვდა ბიჭს და ისევ სიგარეტი მოსთხოვა. მან ამოიღო „პრიმა“ და იმ იმედით მიაწოდა, რომ ცემას გადარჩებოდა. ამჯერად, „ხულიგანმა“ შარი მოსდო,რატომ ფილტრიანი არ გაქვსო და ისევ სცემა. მესამე დღეს,ბიჭმა ორივე სიგარეტი მიაწოდა „ხულიგანს“, მაგრამ ახლა მან ასანთი მოინდომა და კვლავ სცემა. ბოლოს ბიჭმა ასანთიც ჩაიდო ჯიბეში, სიგარეტებიც და იმედიანად გაუყვა ჩვეულ გზას. როცა „ხულიგანი“ დარწმუნდა, რომ ბიჭს ყველაფერი ჰქონდა, მას თავში წამოარტყა - რატომ ქუდი არ გახურავსო. გუშინ მთავრობას ჩვენ ერთხმად ვაკრიტიკებდით იმ დაგროვილი ვალის გამო (მას ისედაც არ აკლია საკრიტიკებელი თემები), რომელიც შთამომავლობას დასაფარად დაუტოვა. ახლა ჩვენი კრედიტორებიც და ჩვენც მივხვდით, რომ არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაში, არც გაისად ვიქნებოდით 160 მილიონის გადამხდელი და არც ჰიუსტონის პირობით რესტრუქტურიზაციის შეღავათის მიუხედავად - 2004 წელს 500 მილიონის გადამხდელი. დაიწყო ფიქრი საქართველოსთვის ვალების ჩამოწერაზე. ახლა ამაზე ავტეხეთ ვაიუშველებელი, ვინ მოგცა უფლება, ვალების ჩამოწერაზე ფიქრობ და შეურაცხყოფას მაყენებ ანუ მართმევ ადამიანურ უფლებას ვალი ვაჟკაცურად გადავიხადოო. მე მგონი, რეალობა ფეხქვეშ გვეცლება. არადა, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების აზროვნება შეიცვალა, რადგან არგენტინის სინდრომიდან გამომდინარე (რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმატებული ექსპერიმენტების პოლიგონად ითვლებოდა), - 108 -
სექტემბრიდან მევალე ქვეყნების მიმართ ახალ მიდგომებზე ალაპარაკდნენ. კერძოდ,ქვეყნის გაკოტრების თემის შემოტანა სურთ, რომელიც დეფლოტად გამოცხადების ტოლფასი არ იქნება. ამასთან, ინგლისმა, რომელიც პარიზის კრედიტორთა კლუბის უმნიშნელოვანესი წევრია და ამავდროულად, საქართველოში მიმდინარე საუკუნის პროექტის მსხვილი ინვესტორი, როგორც სანდო წყაროები იტყობინებიან, ამ ორგანიზაციაში დააყენა საკითხი, ჩვენთვის პოლონეთივით ვალების ჩამოწერის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ ფიქრია და მეტი არაფერი. აჟიოტაჟი ნაადრევად ავტეხეთ, ალბათ, ესეც საარჩევნო შოუს ნაწილია. დღეს ნადირობა მიდის „ხორციან“ გასაკრიტიკებელ თემებზე. პარლამენტში დებატები უფრო „ცხარე“ ხდება (მუშტი-კრივია ისეთი,კანდელაკს შეშურდება, ხოლო, გინება - სეროჟას). პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანებები ხშირია ხოლო ყოველდღიური ცხოვრება - მწარე. დღეს ოპოზიციურად მონათლულ ძალებს არაფერი მოსწონთ. უფრო მეტიც, თვით ხელისუფლება ხდება ოპოზიციურად განწყობილი. მასაც არაფერი მოსწონს და ყველაფერს აკრიტიკებს. ყოველივე ეს ჩვენც, უბრალო მოკვდავებსაც არ მოგვწონს. ჰოდა, ასე გაჩნდა საკრიტიკებელი თემების დეფიციტი და კრიტიკის სიუხვე,რაც ბიზნესის საუკეთესო სფეროა. მოიგონეთ,ან იპოვეთ „ხორციანი“ საკრიტიკებელი თემა და ჩვენ დაგეხმარებით მინიმალურ საკომისიოს ფასად მის რეალიზაციაში! შეიძლება მავანმა იკითხოს,რა შუაშია ეს ეკონომიკასთანო? რა დროს ეკონომიკაა თუ ძმა ხარ,რუსეთში ტერორიზმია, ამერიკაში სნაიპერი, ჩვენ არჩევნები გვაქვს! ისე, ვალზე გამახსენდა, მძღოლი მეკითხება: - რავა დახოცეს ერთმანეთი ამ ტელევიზორში ვალებზე და ჰიუსტონ-ნეაპოლის ვარიანტზე. - 109 -
- მაინც რომელი სჯობს,შენ როგორ ფიქრობ? - ვკითხე მე. - ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ,ნეაპოლი ჩვენთან უფრო ახლოა, მზიური ქალაქია და იტალიელებთანაც ბევრი საერთო გვაქვს, ამიტომ, მე ნეაპოლი მირჩევნია - მითხრა მძღოლმა. ვინ იცის, იქნებ მართალიც იყო მძღოლი და მისი აზრიც კომპეტენტური. არა, მართლა რატომ არ ეხურა ამ შემოდგომაზე ბიჭუნას ქუდი?.. ოქტომბერი, 2002 წელი
და იქნეს ნათელი თბილისში ბევრი პრობლემა დაგროვდა. ამაზე საუბარი, ვფიქრობ, ხალხს უკვე აღიზიანებს, მაგრამ საკუთარ პრობლემებში ჩაფლულ თბილისელებს დიდი ხანია დაგვავიწყდა ეკონომიკურად როგორ ცხოვრობს დანარჩენი საქართველო და მის წინაშე პასუხისმგებლობა თბილისს მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება. რადგანაც თბილისის გადასახედიდან ჩემი „ხუტუნა“ ქვეყანა ბუნდოვნად ჩანს, გადავწყვიტე, შობის წინა დღეებში მენახა, რითი სუნთქავს იგი, როგორ ფუსფუსებს წინაპართა ძვლებით გაპოხიერებული მიწა. პირველად რუსთავისკენ გავეშურე, რადგან იყო პერიოდი, როცა აქ ახალი საქართველო შენდებოდა, ღუღუნებდა და ქშინავდა ქალაქი, დოვლათი იქმნებოდა. არავინ დამწამოს რომელიმე ეპოქის აპოლოგეტობა, გარდა მომავლისა, რომელიმე იდეოლოგიის მონობა, გარდა იდეისა საქართველოს თავისუფლების შესახებ, ვისმეს ანდერძის აღსრულება მწყუროდეს, გარდა ჩემი დიდი წინაპრის ანდერძისა, „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნესო“. - 110 -
ცივ ქარში, გარინდულ, მოტიტვლებულ ტრასაზე ორმაგი სიამაყის გრძნობით აღფრთოვანებული მივიკვლევდი გზას და მორიდებით აქეთ-იქით ვიყურებოდი, სადმე წინაპრის ლანდი იქნებ შემომხვდეს- მეთქი. ორმაგი სიამაყე ტყუილუბრალოდ არ მიხსენებია. პირველი - ამაყი ვიყავი იმიტომ, რომ იმ დიდი ხალხის შთამომავალი გახლდით, არნახული წინააღმდეგობების მიუხედავად, ეს ქვეყანა ავად თუ კარგად დღემდე, რომ ასე მოიტანა და მეორე - იმ თაობის შვილი ვარ რომელმაც ასეა თუ ისე, წინაპრების დიდ ოცნებას, სამშობლოს თავისუფლების შესახებ, ფრთები შეასხა. ფიქრებში გართული და სიამაყის თათარაში მოთუხთუხეს, გვერდში მჯდომი მეგობრის გაოცებული ყიჟინა შემომესმა - გზას ხომ არ ავცდით, მივდივართ, მივდივართ და ქალაქი არ ჩანსო. მედიდურობა გამიქრა და შიშმა შემიპყრო, ქალაქს დავუწყე ძებნა. ვიფიქრე, სად წავიდოდა, აქ იქნება-მეთქი. ქალაქს ჯართად ხომ არ ჩააბარებდნენ, ან ზედ მილსადენს ხომ არ გადაატარებდნენ? (არა, რუსთავის ევაკუაციის პროექტის რატიფიკაციის შესახებ, ყოველ შემთხვევაში, მე და პარლამენტს ნაკლებად გვახსოვს, შეიძლება ამ სხდომას არ ვესწრებოდი. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი პროექტისთვის ხმა არ მიმიცია). მცირე ხნის უშედეგო ძებნის შემდგომ მანქანის დაბურული მინები ჩამოვწიეთ. თავი საშინელებათა ფილმში გვეგონა, ქალაქი გამქრალიყო და შავ, მაღალ ბეტონის კოშკებს შორის ვმოძრაობდით, თითქოს სასაფლოზე ვიყავით, ხოლო ქარხნების საკვამური მილები მესაფლავეებივით გვადგნენ თავზე. ქუჩაში ცივი ქარი ზუზუნებდა და ადამიანთა მობუზული ლანდები რობოტებივით მოძრაობდნენ. ამ არსებებს არ ეტყობოდათ ბედნიერება იმის გამო, რომ თავიანთი თავი მათვე ეკუთვნოდათ. რაღაც პირქუშები გამხდარიყვნენ და უსიცოცხლონი. - 111 -
გვინდოდა გვენახა, როგორ ფუნქციონირებდა ეკონომიკა, რითი ცხოვრობდა ხალხი. ეკონომიკა სანთლით ფუნქციონირებდა და ხალხი არ ცხოვრობდა, ბუზღუნებდა და მიმოდიოდა. სიტუაციას უცებ ავუღეთ ალღო და სულის მოსათქმელად ქალაქის ცენტრში, სანთლის მომატებული ციალით ბარს მივაგენით. კიბეზე ცხვირპირის მტვრევით ჩავედით, მაგიდაც ხელების ფათურით მოვნახეთ და ჯერ კიდევ გაოგნებულმა ეკონომიკის მაძიებლებმა ცხელი ყავა მოვითხოვეთ. სიბნელეში გოგონას სილუეტი გამოჩნდა, რომელმაც მოგვიბოდიშა ამ უკუნეთის გამო. არ ვიცი ვინ ვეგონეთ, მაგრამ სხაპასხუპით მოგვაყარა: შუქის ფულს ნამდვილად ვიხდით, გადასახადებსაც,განსაკუთრებით იმას, თბილისში რომ არის გადასარიცხიო (ალბათ, ცენტრალურ ბიუჯეტს გულისხმობდა). მუშაობითაც რაღაცას ვახერხებთ, მაგრამ ამ დღეში ვართო. „რაღაც მარეგულირებელი ბაზარი შეუქმნიათ, არ ვიცი რას „ბაზრობენ“, მაგრამ ჩვენ კი გვაბრაზებენ“ - ამ მოხსენების წაკითხვაში, ყავაც (სუნზე მივხვდი ყავა რომ იყო) მოგვიტანა და განაგრძო - ახალგაზდა კაცია ჩვენი მერი, ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქი წელში გაიმართოს, მაგრამ ამ წლის ფულს რომ გადაუხდით, იმ წლისას გვთხოვენ, იმ წლის გადახდის შემდგომ წინაპართა ვალებს, ჰოდა, ასე ეჭიდავება ჩვენი ხელმძღვანელი თბილისს, მაგრამ აბა რა ვიცი, ის მარტოა, თბილისი კი არა - მოგვახსენა ქალმა და ისევ სიბნელეში გაუჩინარდა. არ იქნება ყველგან ასე-მეთქი. მეორე დღეს დასავლეთისკენ გავუდექით გზას. სიცივე, სიბნელე, სიღარიბე... და ასე ჩავედით ფოთს. დიდებული რამეა ფოთი, მისი პორტით თუ მალთაყვათი. ახალ თეატრს აშენებს ხალხი, ახალ პორტს, მაგრამ შუქს ელოდებიან, როგორც მწყემსი მთაში გაზაფხულს. - 112 -
პორტის გარდა რამდენიმე საწარმო მუშაობს. საბიუჯეტო მოწყობის უსამართლობის გამო მერიას არ აქვს საშუალება ადგილობრივი ინვესტიცია განახორციელოს. არც თბილისი, რომელსაც მისი შემოსავლების უდიდესი ნაწილი მიაქვს, ჩქარობს დაეხმაროს ფოთს. სამაგიეროდ, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებს უკლებლივ ითხოვს. რა ქნას, იმასაც უჭირს, ალბათ. რეგიონის ყივილი თბილისამდე ვერ აღწევს. ის პოლიტიკურ ფუსფუსშია. არადა, მიუხედავად ქალაქის დიდი პოტენციალისა და ადგილობრივების მონდომებისა, ბევრი საწარმო გაჩერებულია. ცხრა თვეში ქალაქის სავაჭრო ბრუნვა მარტო 670 ათასი ლარია,რაც თბილისის ერთი სურსათის მაღაზიის წლიური ნავაჭრია. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ცდილობს გაჩერებული დრო დაძრას. შეცვალოს საბიუჯეტო ანარიცხების სისტემა ცენტრსა და რეგიონს შორის, რათა ადგილზე მეტი ფული დარჩეს და გაყინული ეკონომიკა აამოქმედოს, მაგრამ ცენტრი ჯიუტად არ თმობს თავის დიქტატს. ოდესღაც ზღვის თბილი სიოთი გამთბარი და ბედნიერი ხალხის სიცილით აჟრიამულებული ფაზისი, გათოშილი, დანესტიანებული დავტოვეთ და ბათუმისაკენ გავწიეთ. არ გეგონოთ იმის გარკვევას ვაპირებდით, ყბადაღებულ თბილისისა და ბათუმის საბიუჯეტო ომში მტყუან-მართალი გაგვერკვია. ამ საქმეში ვიცით,რომ ორთავენი სცოდავენ,რადგან ბათუმი კანონს არ ასრულებს,ხოლო თბილისი კანონის მიღებისას, რეგიონის ინტერესს არ ითვალისწინებს. გვინდოდა გვენახა, როგორ ცხოვრობს თავისუფალი და ბედნიერი ხალხი, ჩვენი, სიცოცხლით სავსე ბათუმი. გარეგნულად რაღაც შენდება, რაღაც ლამაზდება, მაგრამ სამუშაო და შუქი აქაც არ არის, ხალხი აქაც სასოწარკვეთილია. როცა სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის ხეობას მივუყვებოდი, - 113 -
მატყვევებდა ჩემი ქვეყნის სილამაზე, სიძლიერე ჩემი წინაპრების, რომლებმაც ქვის ეპოქიდან დღემდე შეინარჩუნეს ეს სილამაზე. თითქოს ბუნება და ადამიანი ერთმანეთს ეჯიბრებოდაო ხელოვნების ნიმუშების შექმნაში, ეკლესიამონასტრების თუ მთის მასივების და ქვაში გამოქანდაკებული, მრავლისმთქმელი სახეების სახით. გათოშილ სახლებს, გაჩერებულ ქარხნებს, რკინიგზას და მიტოვებულ სოფლებს ჩავუარეთ. ვალესთან ქვეყნის საზღვარს, რომ მივუახლოვდით, ზედ საზღვართან ვიღაც გლეხი ახვევდა მავთულს, რომლითაც საზღვარს ამაგრებდნენ სსრ კავშირის დროს („კალიუჩაია პროვოლკა“). ფაქტობრივად, შლიდა საზღვარს. როცა დიდი მასა მოაგროვა, მხარზე მოიკიდა და გზას გაუდგა. დავეწიე და ვკითხე, ძია კაცო, რა ქენით-მეთქი. ის ჯერ შეშფოთდა, ეჭვის თვალით ამხედდამხედა, ეტყობა, ამაში ისეთი ვერაფერი ნახა და დინჯად მიპასუხა, ნეტავი შენო და მავთულიანად გზას გაუდგა. თბილისში დაბრუნებულმა ისევ შევიგრძენი სიცოცხლე. აქ შუქიც იყო, ფუსფუსიც და ეკონომიკაც სუნთქავდა. შევხედე ახალი წლის მომლოდინე, რეკლამებით გაბრდღვიალებულ (რეგიონებთან შედარებით) თბილისს და გამახსენდა ვალეში საზღვრის მომშლელი გლეხი. ნეტავ, რატომ შლიდა საზღვარს, იქნებ, ამით უცხოებს ეუბნებოდა, მოდით, გვიპატრონეთო. იქნებ, პროტესტს უცხადებდა თბილისს მიტოვებისათვის, უყურადღებობისათვის, იქნებ კომუნისტური წყობის კვალის წაშლა უნდოდა, ან იქნებ, უბრალოდ, მოიპარა, რათა გაეყიდა და საახალწლოდ ფოჩიანი კანფეტები ეყიდა შვილებისათვის, ვერ გეტყვით. იქნებ, თქვენ მითხრათ. მე კი გეტყვით, საქართველოს რეგიონებში ეკონომიკა კატასტროფის პირასაა და თუ სასწრაფოდ არ ვუშველეთ, ხვალ რეგიონები აღარ გვექნება. არადა, საქართველოს ეკონომიკური, სულიერი, თუ - 114 -
კულტურული აღორძინება რეგიონებიდან უნდა დაიწყოს. თბილისში ფრთაშეკვეცილი დავბრუნდი. მომეჩვენა, რომ თბილისი გულქვა დედინაცვალივით ექცევა თავის პერიფერიებს და თითქოს არ აინტერესებს რატომ იპარავს ვალეში გლეხი საზღვარს. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, მაგრამ ვინ ვართ ეს ჩვენ? ნოემბერი, 2002 წელი
რა გვიხარია? - იმედი?! დეკემბრის შუა რიცხვებიდან უცნაური, ჩვეული ფუსფუსი გვეწყება. ყოველდღიურ ყოფით საზრუნავს, ახალი, დამატებითი შტრიხი ემატება - ჩვენ საახალწლო სამზადისს ვიწყებთ. სული გვიფორიაქდება, რაღაცას გულის კანკალით ველოდებით, ვბუზღუნებთ, ვხრჭიალებთ და მაინც ნეტარებით ველით მის მობრძანებას. გვიხარია ახალი წელი რომ მოდის, თოვლიც კოკისპირულად ბარდნის და ყინვაც ცუგა ძაღლივით ერთგულად წკმუტუნებს ჩვენს კარებთან. მოცლილობის ჟამს ბევრჯერ შევუწუხებივარ ფიქრს იმის შესახებ,თუ რა და რატომ გვიხარია. თუმცა, პასუხი დღემდე ვერ მიპოვია. რამდენჯერ მინახავს 31 დეკემბერს საათის ისრები თორმეტისკენ აღმართს რომ შეუდგებიან, როგორი აჩქარებული ტემპით მიდიან ადამიანები სახლისკენ. გეგონება რაღაცას ან ვიღაცას გაურბიანო, თანაც უკან არ იხედებიან, გეგონება, განვლილი გზის დანახვა და გახსენება ზარავთ სახლისკენ ნერვიული ნაბიჯებით მიეშურებიან ისე, თითქოს სამოთხეში შეაღებენ კარებს, სადაც ყველა ოცნება და მათი პრობლემები ერთიანად მოგვარდება და ასრულდება. და მაინც, რატომ გვიხარია ახალი წელი? იმიტომ ხომ არა, რომ იმედი გვაქვს: ახალი ათვლის წერტილი დაიწყება და გუშინდელი - 115 -
პრობლემები მოგვარდება,სამყარო შეიცვლება და გარეწარი, რომელიც ქურდობით და ყაჩაღობით ცხოვრობს, წესიერი გახდება; იმედი გვაქვს, მკვლელი აღარ მოკლავს და კაცის გამტაცებელი ოჯახებს არ გააუბედურებს; მამის მოღალატე შვილი, იგივეს აღარ ჩაიდენს და მონანიებით ღვთის გზას შეუდგება; ინტრიგანი მეზობელი და შხამიანი სიდედრი ანგელოზები გახდებიან; მთავრობა ტყუილების ფრქვევას თავს დაანებებს და ქვეყნისთვის რამე სასიკეთოს გააკეთებს; „პაგონიანები“ ტყუილუბრალოდ არ დაჩაგრავენ და გაძარცვავენ ადამიანებს. მოსამართლეები კი ფოჩიან კანფეტებზე არ გაყიდიან სამართალს; დიდ ქვეყნებს პატარა ქვეყნები შეეცოდებათ, ტერიტორიებს დაუბრუნებენ და აღარ დაბომბავენ, ჯარს გაუძლიერებენ და ვალებს აპატიებენ; არჩევნები, რომელიც ყოველთვის ფარსი იყო, ოდესმე სამართლიანად ჩატარდება; დემაგოგებს შერცხვებათ, გამოსწორდებიან და სიმართლის ღაღადს დაიწყებენ; უპატრონოებს პატრონი გამოუჩნდებათ და სამართალს იპოვნიან; ნარკომანებს იმედი გაუჩნდებათ, რომ ახალი წლიდან აღარ „გაიკეთებენ“. პუტკუნები დიეტაზე დადგებიან, ბოზები არ იბოზებენ, ქურდები არ მოიპარავენ, ღარიბები კი გამდიდრდებიან; შეყვარებული სიყვარულითვე გიპასუხებს, ვისაც უყვარს, არ დაკარგავს, ვისაც არ ჰყავს, ის იპოვის; შუქი ახლა მაინც გვექნება და არც უგაზობა შეგვაწუხებს; ეკონომიკა აყვავდება და ხელფასებსაც მოგვიმატებენ (თანაც ხუთჯერ); და საერთოდ, სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. - 116 -
გამოდის, იმედი გვიხარია, მხოლოდ იმედი! არადა, ეს ახალი წელი ისეთივე თვის პირველი რიცხვია, როგორც სხვა დანარჩენი, ისეთივე მირაჟია, როგორც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება,ან პოლიტიკოსის დემაგოგიისგან და ხალხის „დაბოლებისგან“ განწმენდა და თვით ახალი წლის „ღამის ზღაპარი“. მაშ, რა გვიხარია? - იმედი, რომელსაც საპნის ბუშტივით, ერთი ღამით თვითონ რუდუნებით ვბერავთ და მეორე დილით ასევე რუდუნებით ვფუშავთ, რადგან ცხოვრების ბორბალი ისევ ისე ტრიალებს და წუთისოფელი ჩვეული რიხინით მიგვაგორებს სიმწრის შუკაზე. თავს ვიტყუებთ ამ ჩვენი იმედებით, თორემ კარგად ვიცით, რომ ბოროტება სიკეთეზე უფრო ძლიერია, ამ დუნიაზე წესიერ, კეთილ კაცს ყოველთვის უჭირს, ქვეყანა ყაჩაღებს, ბანდიტებს, ბოროტებს, სასტიკებს, ბოზებს და პოლიტიკოსებს ეკუთვნის, დანარჩენები მხოლოდ დეკორაციისთვის და საჯიჯგნად სჭირდებათ, მაგრამ, ეტყობა, იმედი და თავის მოტყუება საახალწლო გოზინაყივით ტკბილია. ალბათ, ამიტომაც გვიხარია, თორემ, ამათ და ამ ცხოვრებას აბა რა გამოასწორებს? რახან ასეა, გილოცავთ ახალ წელს. გქონდეთ იმედი! ესღა შეგვრჩა უფასოდ. ეს მაინც ალალი და უსაყვედუროა, როგორც საშობაო უხვთოვლობა. გილოცავ შობა-ახალ წელს, ჩემო მკითხველო და მე კი, შენგან განსხვავებით, ერთი იმედი მაქვს დამატებით. იმედი იმის, რომ მომავალ წელსაც წაიკითხავთ ამ ჟურნალს, გამოიწერთ მას და ერთად გავიხარებთ იმედით, რადგან მეც მიხარია, მეც მაქვს იმედი და ღმერთმა ქნას, აგვისრულდეს თქვენც და ჩვენც. თუ არ აგვისრულდება, აგერ არ მოდის კიდევ შემდგომი ახალი წელი?! რაც მართალია, მართალია, „მაგინი“ კი გვაქვს ფერებში და ულევად. დეკემბერი, 2002 წელი
- 117 -
თხის წელი - კატაკლიზმების წელია 2003 წელი თხის წელია და როგორც წესი, კატაკლიზმებისა და ღრმა კრიზისული მოვლენების ჟამია. ალბათ, მარტო თხის ბრალი არ უნდა იყოს ის, რაც ახლა მსოფლიო ეკონომიკაში ხდება, რადგან მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მღელვარე დღეები სათავეს წინა წლებიდან იღებს. წლის დასაწყისიდანვე, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, აშშ-ში საფონდო ბაზარი შეტორტმანდა, დოლარი არნახულად გაუფასურდა, მარტო ევროსთან მიმართებაში 100 ნიშნულს პირველად ჩამოსცილდა და 0,92მდე დაეშვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზიის მთელი რიგი ქვეყნების ცენტრალური ბანკები არა თუ არ ყიდულობენ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს და ამ სფეროში ინვესტიციები შეწყვიტეს, არამედ მას სწრაფად ყიდიან. გასაგებია, რომ აშშის ეკონომიკისთვის რამდენიმე ტრილიონი აზიური ფულის გადინება, შეიძლება, ცუდად დამთავრდეს. ამას ემატება ისიც, რომ თეთრ სახლში მთელი ეკონომიკური გუნდი შეიცვალა: პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, ლორენს ლიდსი, მოწოდებით ლიბერალი, მონეტარისტით - სტივენ ფრიდმანით შეიცვალა, ფინანსთა მინისტრი, პოლ ო’ნილი, ჯონ სნოუმ შეცვალა. ო’ნილის მყარი დოლარისათვის აშშის მრეწველთა ლობი აკრიტიკებდა და ბუნებრივია, ახალ რკინიგზელ მინისტრს, ბუშის არჩევნების დაფინანსებისა და ძველი ცოდვებისთვის კი არა, ფულად-სავალუტო პოლიტიკის გამო გააკრიტიკებენ. ამბობენ, სულ მალე,გლენ ხაბარდს - ადმინისტრაციის ეკონომიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელს, ჰარვარდელი გრეგოგი მენკივით შეცვლიან. ვარაუდობენ, რომ მყარი მონეტარული პოლიტიკა წლის ბოლომდე უკანა პლანზე გადაიწევს. ინვესტორებიც სწორედ ამიტომ გარბიან. ძვირდება ბენზინი (30-34 დოლარი ბარელზე), ოქროც (360 დოლარი უნციაზე), რომელმაც 1999 წლის ნიშნულს თითქმის მიაღწია. - 118 -
ექსპერტთა აზრით,ეს ტენდენცია გაგრძელდება, სანამ ოქრო 420 დოლარს, ანუ 1996 წლის დონეს არ მიაღწევს. კატასტროფულად ვარდება საფონდო ინდექსები, დოუ ჯონსი და ნაზდაქი. 2002 წელს აქციათა კურსი ბირჟებზე 20%-ით შემცირდა,ეს ტენდენცია ამ წელსაც გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ფირმები მოგების კარგ მაჩვენებელს ანახებენ, მათი აქციების ფასი ეცემა, რადგან ეს მოგება მიღებულია არა ბრუნვის (ვაჭრობის ზრდით), არამედ საფინანსო ოპერაციებით. აშშ-ში მცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ბაზრის მსყიდველუნარიანობა. მოხმარება წარმოებისადმი დამოკიდებულების დრამატიზირებამ შეიძლება სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს და ასე გაგრძელდება 2003 წლის ბოლომდე. ყველაზე მთავარი ერაყის გარშემო შექმნილი სიტუაციაა, სადაც ყოველი დღე ომთან მიახლოვებას ნიშნავს. ეს კი მსოფლიო ბაზარს ძაბავს. ერაყი ნავთობის რეზერვებით მსოფლიოში II-III ადგილზეა,ეს არის ის სტრატეგიული მიზანი, რომელსაც როგორც ჩანს, 2003 წლის ეკონომიკური სტაბილურობა შეეწირება. ექსპერტების აზრით, ომი ხანმოკლე იქნება და აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში ყველა გადახრა წლის ბოლოს თავის ჩვეულ ყალიბში ჩადგება. საქართველოს ბიზნესმა ევროს გამყარებით დიდი დარტყმა განიცადა. ევროპის ბაზარზე და ამერიკულ ვალუტაზე ორიენტირებული ქართული ბიზნესი დიდი სირთულეების წინაშე დადგა საქონელში გაცილებით დიდი ფულის გადახდა მოუწია. ამასთან, კომპენსაციის მიღების მიზნით მას ფასების აწევა მოუწევს, რაც მოსახლეობაში არსებული მსყიდველუნარიანობის შენარჩუნების პირობებში ბრუნვას შეუმცირებს, ანდა გადასახადების დამალვა და არალეგალურ ბიზნესში გადასვლა მოუწევს. ლარის სიმყარის პირობებში - 119 -
ექსპორტი გაძვირდება და შეფერხდება, ხოლო მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით იმპორტი გაიზრდება, რაც საგრძნობლად გააუარესებს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს. შემცირდება შიდა ეკონომიკური სავაჭრო ბრუნვა და სამომხმარებლო ინდექსი გაუარესდება. ამ პირობებში, ძალზე სათუოა 2003 წლის ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილში შესრულება, სადაც წინა წელთან შედარებით, ყოველ თვე 1217 მილიონით მეტი უნდა შევიდეს. არც არასაგადასახადო შემოსავლების შესრულება გამოიყურება იმედიანად, რადგან მსოფლიო ბანკმა ჩვენი ქვეყნის მიმართ თავისი პოლიტიკა შეცვალა,ხოლო ამ სახის ადგილობრივი შემოსავლები (ქონების პრივატიზაცია, კრედიტების დაბრუნება და სახელმწიფოს დივიდენდები) დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თხის წელი არც მსოფლიოს და არც საქართველოს ეკონომიკას სასიხარულოს არაფერს უქადის. გამოსავალი ერთია, დავივიწყოთ 2003 წლის ეკონომიკა და ვიფიქროთ პოლიტიკაზე, სადაც ბევრი რამ საინტერესო ხდება - 2004 წლის პარლამენტში „მისაღები გამოცდები“ დაიწყო და სიებიც მალე გამოიკვრება. ახლა, მთავარია ვინ ჩააბარებს ოქტომბერში მისაღებ გამოცდებს. არადა, დისციპლინები მეტად რთულია: მუშტიკრივი, პოლიტიკური პროსტიტუცია, დემაგოგია, შესავალი კორუფციასა და ლობიზკლანიზმში, დაწყებითი მუხთლობა. წამყვან ტელეარხებზე რეპეტიტორთა განცხადებები უკვე გამოჩნდა, ესენი არიან მეორე, მესამე და ა.შ. მოწვევის პარლამენტის გამოცდილი მოღვაწეები, რომლებიც პირად მაგალითებზე აღზრდიან მომავალ ვარსკვლავ-ბიჭუნებს. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია, როგორც გონება აქეთაც და იქითაც. - 120 -
ნეტა, რა ეღირება მისაღები გამოცდების ჩაწყობა? რა ჯანდაბად გინდაო, იკითხავს მავანი. რად და, თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში პარლამენტის გარდა სხვა სამუშაო ადგილი არ დარჩება და უსაქმურობით და უფულობით ხომ არ მოვიკლავთ თავს? ფულს თუ არა, იარაღს ხომ ვიშოვით მუქთად და რა იცი, რა ხდება ამ არეულ ქვეყანაზე, სადაც ეკონომიკა დეკემბრის თოვლივით ყველას მიავიწყდა. იანვარი, 2003 წელი
ჯვაროსნული ლაშქრობა ლეგალური ბიზნესის წინააღმდეგ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მუსლიმთა მიერ ბიზანტიის იავარქმნა იყო და ამას დღემდე თურქ ტომებს ვაბრალებთ, რომლებმაც შუა აზიიდან წამოსულებმა, ისეთი ციტადელი დალაშქრეს, რომელსაც ათასი წლის გამუდმებულმა ალყამ და ომმა ვერაფერი დააკლო. პირიქით, ეფესოდან სავაჭრო და პოლიტიკურსამხედრო სტრატეგიული მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, ბიზანტია უფრო მდიდრდებოდა და ძლიერდებოდა. კონსტანტინოპოლი ქრისტიანებმა ქრისტეს და ქრისტიანების სახელით დაამხეს. ამ ზანტად მომავალი გაზაფხულის პირზე, როცა ქართველები საკუთარი ეკონომიკურ-პოლიტიკური ვაკხანალიებით ვერთობით და ამით აგიზგიზებული კოცონით ვითბობთ უშუქობისაგან და უგაზობისგან გათოშილ სხეულს, ვიღაცას შეიძლება სარკაზმად მოეჩვენოს კონსტანტინოპოლისა და მთელი ქრისტიანობის - 121 -
სირცხვილის გახსენება, მაგრამ ჩემო ერაყის მშრომელ მასებზე გულდათუთქულო საზოგადოებავ, ნუ იჩქარებთ, რადგან არც მე ვარ ისტორიკოსი და არც თქვენ ბიზანტიური ხასიათიდან შორს მდგომნი. მოდით, ერთად გავიხსენოთ,ერთი საუკუნით ადრე, ვიდრე თურქები მიადგებოდნენ წმინდა ქალაქის კედლებს, რომის პაპის ბრძანებით, ვენეციაში შეკრებილმა შეიარაღებულმა ჯვაროსნებმა, რომლებიც იერუსალიმის წმინდა ადგილების ურჯულოებისგან გასათავისუფლებლად მოდიოდნენ, ვენეციის ბრმა დოჯის, ენრიკო დანდოლოს მეთაურობით, გზად, რომელი ქალაქი ააოხრეს. გავიხსენოთ, როგორ ეახლა ჯვაროსნებს და ვენეციის ბრმა დოჯს ზარაში უფლისწული კონსტანტინე კონსტანტინოპოლიდან, როგორ ემუდარებოდა ბიზანტიის ხელისუფალთა დამხობას,როგორ ჰპირდებოდა მათ,ბიზანტიის ხალხს, ოქროს, აურაცხელ პრივილეგიებს, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რძის და თაფლის მდინარეებს, მთელი საქრისტიანოს აყვავებასა და გამდიდრებას, ოღონდაც ის ასულიყო ტახტზე. ჰოდა, უფლისწულმა თავისი დემაგოგიით ჯვაროსნებიც და საკუთარი მოქალაქეების ნაწილიც დაითანხმა. შუა საუკუნეების ევროპას მსგავსი სირცხვილი არ ახსოვს და ასე, ჯვრით ხელში ქრისტიანობის დასაცავად შეკრებილმა ჯვაროსნებმა, ერთი საუკუნით ადრე იავარქმნეს ბიზანტია მისი შვილის ტახტსმოწყურებული უფლისწული კონსტანტინეს ხელით. კონსტანტინე გახდა მეფე, თუმცა, ერთი წელიც ვერ გასძლო ტახტზე და იმავე დაშნით განიგმირა, რომელიც სამშობლოს წინააღმდეგ აღმართა. აქ, ისტორიული ექსკურსისთვის წერტილის დასმა შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არ არის. ჯვაროსნების მიერ გაძარცული ქვეყანა - 122 -
დაძაბუნდა და ამის შემდეგ დიდებისთვის არ მიუღწევია. დაიწყო შინააშლილობა, ომები, ეკონომიკა გაჩანაგდა, კონსტანტინეს დემაგოგიამ იმდენ ხანს იცოცხლა, რამდენსაც საპნის ბუშტი ჰაერში დაფრინავს. კონსტანტინე კი დაისაჯა, მაგრამ რა დააშავა დემაგოგიით გაბრუებულმა ხალხმა, რომელსაც სიმშვიდე და სიმდიდრე წაართვეს. ბიზანტია ბიზანტიელების ხელით დაემხო. თურქებმა დავრდომილს მხოლოდ ყავარჯენი გამოაცალეს, თანაც, დაემხო მისივე ხსნის ცრუ ლოზუნგით და ბიზანტიელების კეთილდღეობის ზრუნვაზე ყვირილით. რა პარალელის გავლება შეიძლება დღევანდელ ჩვენს ყოფასთან, ამას თქვენ მოგანდობთ ჩემო მკითხველო, მაგრამ, ერთ რამეს გეტყვით: 2003 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის მრავალ მიზეზთა გამო, უმძიმესი იქნება, რაზედაც წინა ნომერში ვილაპარაკეთ და ბუნებრივია,მათ შორის არის ერაყის ომი, თავისი თანამდევი პროცესებით. ასეთ სიტუაციაში ყველა ქვეყანა საგანგებო ზომებს იღებს და ცდილობს გადაარჩინოს ბიზნეს-აქტივობა, წარმოების ზრდას და მოხმარების სტაბილურობას ხელი შეუწყოს, დაიცვას ლეგალური ბიზნესი. ჩვენ? ჯერ ელექტროენერგია გავაძვირეთ („ელექტრიკი“ არ გახლავართ, არც ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ ამბობენ, კერძო სტრუქტურის, „თელასის“ გამართული სისტემა, სხვა სახელმწიფო ბიუროკრატიულმა სისტემებმა, რომლებიც ფსევდო-კერძო ბიზნეს-სტრუქტურებს წარმოადგენენ, თავიანთ მარწუხებში მოაქციეს), ამან ლეგალურ ბიზნესს პროდუქცია 30%-ით გაუძვირა. ამ გაძვირების მიუხედავად, გაუგებარი სასამართლო კამპანიები წამოვიწყეთ და ლეგალურ ბიზნესს შუქი ისევ გამოვურთეთ (წარამარა რაღაცას ვაფეთქებთ). მოსახლეობას შეღავათებს შევპირდით, - 123 -
ბიზნესს - არა. ბიზნესს ისიც არ გავუკეთეთ, რომ საუკეთესო იძულებით გადამხდელი ცალკე ხაზზე შეგვეერთებინა და არგადამხდელებთან ერთად არ გამოგვერთო (თელასმა ამით დიდი შეცდომა დაუშვა და სანამ არ გამოასწორებს, ფინანსური პრობლემები სულ ექნება). კრიმინოგენული სიტუაცია უმართავი ხდება. დღისით, მზისით კლავენ, იტაცებენ, ძარცვავენ ბიზნესს და ბიზნესმენებს, მათ ოჯახის წევრებს უწიოკებენ. ამ ვაკხანალიაში დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები მარტო არ არიან. მათ ხშირად ძალოვნები მფარველობენ, რომლებიც მიიღებენ თუ არა ინფორმაციას წარმატებულ ლეგალურ ბიზნესზე, ძერასავით თავს ესხმიან და ამ პირობებში ჩვენ ვიღებთ კანონს ე.წ. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ლეგალური ბიზნესის „დამტერორებლებისათვის“ ახალი, სრული ინფორმაციის მიწოდება. მერე, შვილს ან ძმას გაიტაცებენ და ადამიანს განადგურებენ. ჩვენ კანონის მოწინააღმდეგეები არ ვართ, მაგრამ იგი უნდა მივიღოთ არა ამ ფორმით და არა ამ სიტუაციაში, ან მასში ბიზნესის დაცვის მკაცრი მექანიზმი ჩავდოთ. მახსოვს, როგორი ზარზეიმით მივიღეთ კანონი თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შევსების შესახებ. მერე,შემცირდა კორუფცია, თუ გაიზარდა, მივიღეთ შედეგი? პრესაში ამა თუ იმ ჩინოვნიკზე აშკარად შეკვეთილი სტატიებისა და პოლიტიკური სიბინძურის გარდა,შედეგი არ მიგვიღია. ჯერ საქართველოს ყველა მოქალაქემ სავალდებულო წესით შეავსოს შემოსავლების დეკლარაცია, მოისპოს კრიმინოგენული ქაოსი და შემდგომ ამასაც მივხედავთ. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ კანონის თანახმად, თქვენგან მალულად, ყოველი 30 000 ლარის გადარიცხვა ეცოდინებათ იქ, სადაც ჯერ არს,მოგებას - 124 -
დაითვლიან, რა თქმა უნდა ლეგალურს და ძალოვნებისა თუ „შავების“ მხრიდან „გაწეწვის“ ყველა ცნობილი მექანიზმი ჩაირთვება. გამოსავალი? დროზე დაიწყეთ არალეგალური ბიზნესი და თქვენ უსაფრთხოდ იქნებით! გადაუხადეთ ყველას,სახელწიფოს გარდა, რადგან სახელმწიფოს, თქვენ ჩემო ქვეყნის მარჩენალო და გადამრჩენელო ლეგალურო ბიზნესმენებო, ფეხებზე ჰკიდიხართ! ჯვაროსანთა ჯგუფს ანტიმონოპოლიური სამსახურიც მიემატა. სხვა პრობლემა თურმე არ გვქონია, ვიდრე იმპორტულ პროდუქციაზე ქართულენოვანი წარწერა. ქართული ენის სიყვარულში ანტიმონოპოლიურსაც შევეჯიბრები და მონოპოლიურსაც ასევე ჩემი ტანჯული ქართველების სამსახურშიც, დიდ პატივისცემას გამოვხატავ პირადად ამ სამსახურის ლიდერის მიმართაც. იმაშიც ვეთანხმები, რომ პროდუქციას ქართულ ენაზე ანოტაცია მაინც უნდა მოჰყვებოდეს,რომ საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელმა საჭირო ონფორმაციის მიღება შეძლოს, მაგრამ ნებისმიერ ცალკე პროდუქტზე ამხელა ინფორმაციის დატანა, ამ ეტაპზე უტოპიაა და ლეგალური ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ეს ის ქვეყანაა, სადაც უაქციზო სიგარეტი და კონტრაბანდული საქონელი ვერ გავაკონტროლეთ, სადაც ვაჭრობის ძირითადი ფორმა ბაზრობებია. რას იზამთ, როგორ გააკონტროლებთ ბაზრობებს, ხართ ამაზე პასუხისმგებელი, ჩემო მეგობარო? მე გეტყვით, ვისაც გააკონტროლებთ ლეგალურ ბიზნესს, რომელიც ისედაც ორი კინკილა დარჩა. მეორე მხრივ, ბიზნესის თვალსაზრისით, საქართველო ძალზე პატარა ქვეყანაა, მომწოდებელს არ უღირს თქვენი პატარა პარტიისათვის დაზგა შეაჩეროს და ქართული ეტიკეტები დააკრას. ჰკითხეთ ბიზნესმენებს, საქონელის დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდის, მხედველობაში - 125 -
არა გვაქვს რამდენიმე მსოფლიომონსტრი კომპანია, რომლებიც საქართველოსაც მონოპოლიურად იპყრობენ, რა ვქნათ, ყველამ „ნესკაფე“ დავლიოთ? საქართველოში ლეგალური ბიზნესის წინააღმდეგ ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო. ჯვაროსნები პოლიტიკაშიც გალავანს უახლოვდებიან. იფხიზლეთ ხალხო! თორემ, კი დასჯის კონსტანტინეს ღმერთი, მაგრამ ბიზანტია და ბიზანტიელები იქნებ ვერ გადაარჩინოს. დიდი, მოწიწებული ბოდიში, ჩემო მკითხველო, დაგამძიმე და ჩვეული იუმორიც ვერ შემოგთავაზე აბჯრების ჟღრიალის და გაზაფხულის ზანტად შემოპარვის ფონზე, მაგრამ მიყვარხარ და მინდა იფხიზლო. იუმორი? იუმორი გაიყინა! თებერვალი, 2003 წელი
ყველაფერი კარგად იქნება ქართველები ახალ ქვეყანას და ახალ ეკონომიკას აშენებენ. საქართველოში მეტამორფოზა მსოფლიო ახალი წესრიგის დამყარებას დაემთხვა. ერაყის ომი არ არის უბრალო კონფლიქტი ორ სამყაროს შორის. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების კრიზისი, მათი უუნარობა რეალურად და ეფექტურად მოაგვარონ ნაციონალური თუ საერთაშორისო კონფლიქტები, დაარეგულირონ ეკონომიკური ბალანსი მდიდარ, განვითარებულ ქვეყნებსა და ღარიბებს შორის, მოაგვარონ კატასტროფულად მზარდი დავალიანების საკითხი და რესურსისა, თუ ტექნოლოგიურ გადანაწილებაში სამართლიანობსა აღადგინონ მოახდინონ. გლობალიზაცია, რომელიც ერთ დროს მსოფლიო განვითარების ერთადერთი - 126 -
გზა იყო, ახლა შემაფერხებელი ხდება. ამას ერთვის დიქტატორული ქვეყნები, რომლებიც კრიმინალური წესით ცხოვრობენ და მსოფლიოს მუდმივ საფრთხეს უქმნიან, რომ არაფერი ვთქვათ საკუთარ ხალხზე. ნათელი ხდება, რომ მარტო რეზოლუციებით არ შეიძლება იმართოს მსოფლიო. ამასთან, აშკარაა თვით განვითარებულ ქვეყნებს შორის მწვავე კრიზისი. აშკარად ჩამოყალიბდა სამი ცენტრი: ამერიკა, ევროპა და იაპონია. ბიზნესი უფრო და უფრო ტექნოლოგიური და ენერგოტევადი ხდება. იმარჯვებს ის, ვისაც ეს კოზირები უჭირავს, პლუს რუსეთის, თუ ჩინეთის ბაზარი. სად არის აქ საქართველო? საქართველო - გამარჯვებულთან. სხვა შანსი მას არ აქვს. ჩვენი ეკონომიკა, არც ენერგოტევადი იქნება და არც ტექნოლოგიატევადი, მას აქვს დანამატის როლი. სამწუხაროდ, ის ვერასოდეს ითამაშებს დამოუკიდებლად და მისი ეკონომიკა რეგიონალურის დონეზე დიდ ეკონომიკაზე იქნება მიბმული. ჰოდა, რაც უფრო დიდს მიებმება, მით უკეთესი, ადვილად ავითქვიფებით და საკუთარ სახესაც ადვილად დავკარგავთ. ან გვქონდა კი ეს საკუთარი სახე და ხედვა ოდესმე, ან რა საჭიროა საკუთარი ეკონომიკა, ორიგინალური ნაციონალური სახე და ეკონომიკური ინსტიტუტი? უფრო ადვილი და უსაფრთხოა - აერევი მორევში,იტრიალებ დიდი ზესახელმწიფოს მუცელში და არც ფიქრი გინდა,არც თავის მტვრევა ეკონომიკურ სისტემებსა და თეორიებზე, მიჰყევი ტალღას და იცოცხლე. სახე არ გექნება, მაგრამ იცოცხლებ, არავითარი ეკონომიკა, მხოლოდ პოლიტიკა და ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის ერაყის ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი - მსოფლიო ცენტრები და პატარ-პატარა ქვეყნები, როგორც ამ ცენტრების, ან თანამგზავრების ნაწილები. ხომ ხედავ, რა - 127 -
კარგად გადაწყდა ყველაფერი. მერე რა, თუ პერმანენტული უშუქობაა და პოლიტიკური დემაგოგია, ყველაფერი გადაწყვეტილია და თანაც კარგად. საუკუნის წინ, ერთ, ჩვენთან არაპოპულარულ პოლიტიკოსს უთქვამს (მე ნამდვილად ვერ დავიფიცებ), რომ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, მზარეულსაც შეეძლება სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნაო. მერე, ამას ჩვენში სასტიკად აკრიტიკებდნენ და ძალიან არასწორადაც, რადგან ეტყობა, იმ პოლიტიკოსს ქართველი მზარეულები ჰყავდა მხედველობაში, ისინი კი,ძალზე ჭკვიანები და ორგანიზებულები არიან და ვითომ რატომაც ვერ შესძლებენ. დიახაც, რომ შესძლებენ და თან კარგადაც, მით უმეტეს, როცა არ არის საჭირო მართო, ან სამართავიც არაფერია, მხოლოდ უნდა დაჰყვე. ისე, ამ საომარ ფონზე ზოგმა ქართველმა პაციფისტობაც გაბედა, ზოგმა პროტესტის ნიშნად თირკმელში კენჭი გაიჭედა, ზოგმა შუქის ფულის გადახდა დაიწყო და ზოგმა - გადასახადის. უფრო მეტიც, ომის პროტესტის ნიშნად ოპოზიციის ლიდერებმა თითქოს უარი თქვეს მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე და პოზიციამ - თვით არჩევნებზე. აკი გეუბნებოდით, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მარტი, 2003 წელი
- 128 -
ერაყს ეშველა, ჩვენ? საქართველოში გაუთავებელი და ყოვლისმომცველი კამათის ხანაა. კამათობენ ეკონომისტები, ეს კოდექსი სჯობს საგასახადო სისტემის გასაუმჯობესებლად თუ ის, ეს მოდელი სჯობს ეკონომიკისათვის თუ ის, ეს ექსპერტი უფრო კომპეტენტურია, თუ მეორე და ა.შ. ანალოგიურადაა პოლიტიკაშიც, ნამდვილი გაგანიაა, ყველაფერზე კამათობენ. კამათობს ყველა და თანაც ყველგან: პარლამენტში, მთავრობაში, ქუჩაში, სამზარეულოში, ბორდელში და თქვენ წარმოიდგინეთ, კამათი იმიტომ კი არ ბატონობს, რომ ბერძენი ფილოსოფოსების ნოსტალგია მოგვეძალა და ჭეშმარიტების ძიების წყურვილი გვკლავს, არამედ ხშირად შური და მერკანტილიზმი გვამოძრავეებს, სასმელების კონტრაბანდისტი ვითომ თვითონ ებრძვის კონტრაბანდას, არჩევნების ოსტატური გამყალბებელი ფალსიფიკაციას, სეპარატისტი - სეპარატიზმს, დემაგოგი თითქოს დემაგოგიას უმკლავდება და კურტიზანი ილაშქრებს პროსტიტუციის წინააღმდეგ. ნამდვილად მეორედ მოსვლაა! ერთი იდეა დამებადა: ქიმიკოსი რომ ვიყო, მასობრივი განადგურების იარაღს გამოვიგონებდი და რადგან არ ვარ, სამეზობლოში უნდა მოვიპარო, რათა ჩემს ქვეყანას ყურადღება მიაქციონ და ისე გვეშველოს, როგორც ერაყს ეშველა. ასე უცებ, სამ კვირაში ქვეყანა აღმავლობის გზას დაადგა, ჩვენ კი... ჩვენ, ღვთის წყალობით,აღდგომას ვხვდებით და იმედი გვაქვს, საქართველოში გაიმარჯვებს განათლება, კომპეტენტურობა, პროფესიოინალიზმი და არ მოგვიწევს რეგვენებთან კამათი. ღმერთო, შენ გაანათე და გაანათლე ჩემი ღუღუნა ქვეყანა! აპრილი, 2003 წელი - 129 -
ფორმულა ნაპოვნია მას მერე, რაც ჩვენში ხელოვნებათმცოდნეები (ექსპერტები) მომრავლდნენ, თვით ხელოვნება იშვიათი გახდა (ეშმაკს ჩაბარდა). რიხარდ ვაგნერი „რაც უფრო მეტ სისულელეს ვაკეთებ, მით პოპულარული ვხდები“ ჯონ კენედი. როგორც იქნა, ზამთარი ბეჭებზე დავაწვინეთ და მონატრებულ სიმწვანეში ჩავეფალით. მოჭარბებულად მოგვაწვა სითბო, აღმაფრენა, სიყვარული, ლექსი და ატმისა და ნუშის ყვავილთა ბუტკოებში უძირო გრძნობით ჩაფლული ფუტკრის ფუსფუსის ხიბლი. გამწვანდა ყველაფერი, იმატა ცისფერმაც და ფითქინა თეთრმაც. მე მეტად მწვანე მესალბუნება გულს და ენგურისპირა ჭადრების ფოთლებივით ნერვებს მიწყნარებს. მწვანე კარგი ფონიცაა, მასზე ერთნაირად კარგად მოჩანს შავიც და ყვითელიც, წითელიც და ცისფერიც. ერთი სიტყვით, ბილიარდს მაგონებს. დიდებული რამეა ბილიარდი – მეფეთა და პოლიტიკოსთა თამაში. ნახეთ,ყველა ქვა შენია და სხვისიცაა. ყველა კალათა შენ გეკუთვნის,თან სხვასაც ემსახურება. ყველაფერი დროზე და სივრცეზეა დამოკიდებული,თანაც აქ ტრაბახი და დემაგოგია საქმეს არ შველის. თუ მაჯა მაგარი გაქვს, ჭკუაც გიჭრის და მიზანიც გაქვს,რომელ კალათაში ჩადო კვერცხი, უკაცრავად, ბურთი, იმარჯვებ. ის არ ჰგავს პოლიტიკას და არც ეკონომიკას, სადაც შეგიძლია თქვა, რომ გაქვს საქართველოს გადარჩენის პროგრამა, ახალი გეგმა ეკონომიკაში, ინოვაცია, რომელიც უცხოეთიდან ჩამოიტანე და არავის აჩვენებ, არც ისე მაგარი ხარ, პრეზენტაციასაც უკეთებ და გაიძახი, საქართველოს ეკონომისტები არ ჰყავს და ამას ვერ გაიგებენო. არავინ, არავინ არის და აი, მოგვევლინა მესია თუ მაის... რა შუაშია მაისი. - 130 -
იმ შუაში ხომ არა?... მზეა, ბრდღვიალებს, ვიღაც ქეიფში გრიალებს, ვიღაც მიტინგზე ღრიალებს. ექსპერტი კამერების წინ ტრიალებს, ან იქნებ, თავში რამე ველურად უქრიალებს. მოიცა, მერე ვინ უშლის ინოვაციას,პრეზენტაციას, იდეატაციას და ექპერტიზაციას? არა, უდავოდ მზის ბრალია ყველაფერი, უცნაური თვეა მაისი, უხვი მზე იცის და ველური სიცხე. ფანტასტიურია ბილიარდი. იცი, დაარტყი, ჰა, ბურთი და მოედანი, არ იცი და კიის მაგივრად სხვა რამ დაიჭირე. პრინციპში,ეკონომიკაშიც ასეა - იცი, დაწერე და ვნახავთ. არა და, წადი ქარხანაში, ან საიდანაც მოხვედი და ექსპერტობა იქ „იბლატავე“. საქართველო პატარა ქვეყანაა, ბუმბერაზებს ვერ იტანს, გენაცვალე. ის კი არა, თბილისიც პატარაა. ეკონომიკის ექსპერტები როგორც კი მომრავლდნენ, ზოგი გურიაში ჩხავერის მოსაყვანად წავიდა, ზოგმა ბილიარდის თამაში დაიწყო. ოოო... საუცხოოა ბილიარდი,იცი დაარტყ, არა – გააჯ... გაზაფხული, მწვანე მოლი, ე, ბიჭო დაასხი, გამეპარა ცოლი, ვიღაც ექსპერტი მოსულაო ამერიკიდან, იმას უსმენს მგონი. ოხ, წაგიხდეს გონი! ექსპერტები აქ არ გვაკლდა, ხოლო მაგის დონის მწვადებს ჩემს ბუხართან წვავენ და ხარობენ ღონით. გაზაფხულდა, აყვავდა სული. დამოუკიდებლობაზე და კახეთში მილის ჩადებაზე მეტად, ექსპერტის, მოიცა კარგად ვერ ვთქვი, სუპერ ექსპერტის ჩამოსვლას ვზეიმობთ. არა,ნამდვილად თაკარა მზის ბრალია ყველაფერი. ისე, გიჟი მიუშვი ნებასა... აღსდექ საქართველოვ, გიხაროდენ, ეკონომისტებო! ფორმულა ნაპოვნია! მაისი, 2003 წელი
- 131 -
პლატონი და ჩვენ „ყოველი ხელისუფლება ცდილობს მისთვის ხელსაყრელი კანონები ჰქონდეს: დემოკრატია დემოკრატიულ კანონებს აქვეყნებს, ტირანია - ტირანიულს და ა.შ. კანონების გამოქვეყნების შემდეგ კი, აცხადებენ, რომ ქვეშევრდომთათვის სამართლიანია ის, რაც ხელსაყრელია ხელისუფალთათვის და ... ყველა სახელმწიფოში სამართლიანობად ერთი და იგივე რამაა მიჩნეული, სახელდობრ ის, რაც არსებული ხელისუფლებისათვის ხელსაყრელია“. პლატონი, „სახელმწიფო“ ერთი ტელეარხიდან,დღედაღამ ახალი ფრაზა, განგაში გვესმის - ევროპა შეშფოთებულია. მიყვარს ევროპა, მშვენიერი სამყაროა, მდიდარი სახლები, უდიდესი ტრადიციები, უსაზღვრო ქონება და ფეშენებელური სასახლეები. ამდენად, დავინტერესდი, რამ შეაშფოთა ეს საყვარელი და სასურველი ბებერი, რა ნახა ისეთი, რაც აქამდე არ უნახავს მის მრავლისმნახველ თვალს და სხეულს, გულს და ჯიბეს? ჰოი, საოცრებავ! საქართველოს საარჩევნო კანონის გამოა შეშფოთებული და ვაი,თუ ამ კანონით მოხდა არჩევნები. სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვით, სამართლიანი კოდექსისთვის და სამართლიანი კომისიისთვის. აქამდე უსამართლოები იყავით? ამას უმალავდით ევროპას? მოგვბეზრდა საქმე. გვინდა სამუშაო ბიზნეს გარემო, კომპეტენტური და არადემაგოგი მთავრობა, არაპოპულისტი პარლამენტი,გაჯანსაღების გზაზე დამდგარი ეკონომიკა და ერთიანი ქვეყანა. გინდა? – „ნეტუ“. ისე, ევროპას თავი დაანებეთ. არაეთიკურია, ასეთმა ახალგაზრდებმა ბებერი შეაშფოთოთ. ამას წინათ დასავლეთში ვიყავი და უცებ, შუკაში მიმავალ „ტრიფულიატს“ იქით მომესმა: - „ეჰ, ვუმზერ საქართველოს და (გული ცრემლით მევსება) უწინ დედამიწის სამოთხე რომ - 132 -
იყო, იგი კვნესის ქაოსად გადაქცეულა. იმ ადამიანებზე ვტირი, რომლებიც ჩემი ქრისტეს დროშასავით შეუპოვარნი და ძალიან მამაცი მებრძოლნი (წინამძღოლნი) იყვნენ და ახლა ეშმას მონებენ. საქართველოს იმ მიწას ვტირი, რომელიც მისი ბატკნების მკვებავი, აღთქმული წმინდა ქვეყანა და ქრისტეს მიმბაძველი იყო. ახლა კი,ტაძრის საძოვარზე ნარეკალი გაზრდილა. იმ ქვეყანას ვტირი, რომლის მცხოვრებლებმა ქვეყნიერება განანათლეს, ახლა კი, სიბეცისა და ბნელეთის დასაბამი გამხდარა. იმ ქვეყანას ვტირი, რომელმაც ანტიკური ბერძნული სიბრძნე წარმოშვა, ახლა კი, უვიცობის წყარო გამხდარა, სადაც თავიანთი შემეცნების სიბრმავის გამო, ბევრი სიღატაკეში ჩავარდნილა და სადაც ყველა ღმერთი მიტოვებულია“. ვერ მივხდი, მოსთქვამდა ვინმე, თუ კლანჭებიანი, ჩაფუნთუშებული ნაპატივები და „გასვეტებული“ მაგრამ მაინც „შეურიგებელი ოპოზიციის“ საარჩევნო მიტინგი იყო და ცნობისმოყვარე თვალები ეზოსკენ გავაპარე. არც ერთი და არც მეორე. ეზოში პატარა ყმაწვილი იჯდა და ხმამაღლა, დონ კრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომები საქართვველოს შესახებს“ კითხულობდა უშფოთველად და საერთოდ არ იცოდა,რატომ შეშფოთდა ევროპა ან რატომ არის სამართლიანი ის, რაც ხელისუფლების შექმნილია და რვა წლის შემდგომ ეს „სამართლიანი“ რატომ ხდება უსამართლო. ეს მხოლოდ პლატონმა იცოდა და პარლამენტმა, მომიტევეთ ყოფილმა პარლამენტმა. და მაინც რამდენნაირია სამართლიანობა? ხალხისათვის ერთი - კეთილდღეობა, პარლამენტარებისათვის - გააჩნია რა შემთხვევაში! ივნისი, 2003 წელი
- 133 -
დალპა ქვეყანა ზაფხული იწურება, უჩვეულოდ ცივი ზაფხული... სამაგიეროდ, წინ უაზროდ „ცხელი“ შემოდგომა გველის. როგორ განვსხვავდებით ჩვენ და დასავლეთი. იქ წვიმას ნატრობენ, ჩვენ კი - მზეს. წვიმისგან დავნესტიანდით და დავლპით. არა, დამპლები არა, პირიქით, ძალიან მშრალები ვართ, ამიტომაც ყველგან მშრალად გამოვდივართ. აი, მაგალითად, ერთი წელია, რაც თელასს ყიდიან, ჩვენ „ახლა“ გავიგეთ და „ისტერიკა“ გავმართეთ. საქართველოს ენერგომომარაგების 65 პროცენტი ბოლო ათი წელი რუსეთზე მოდიოდა, მაგრამ ჩვენ „ახლა“ გავიგეთ, რომ რუსეთის ენერგოსისტემაზე და პუტინის „ხოშზე“ ვართ დამოკიდებულები და „ხალხის დასაცავად“ განგაში ავტეხეთ. უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს ეკონომიკა მომხმარებლური ეკონომიკაა. ის სამჯერ მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს, იმპორტით სამჯერ მეტს ეზიდება ქვეყანაში, ვიდრე ექსპორტად გააქვს, მისი ვალუტის სიმყარე, მნიშვნელოვანწილად, დამოკიდებულია საერთაშორისო ინექციებზე, ვიდრე საკუთარ ეკონომიკაზე, მისი ვალების სიდიდე კარგა ხანია აღემატება დასაშვებ ნორმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან, თურმე, ეკონომიკური ზრდის „სასწაული“ 8,7 პროცენტია, შემოსავლები ბიუჯეტში 1996 წლის დონესაც ვერ აღწევს და ჩვენ კი, ამის შესახებ ისევ არაფერი ვიცოდით, ყველაფერს „ახლა“ ვიგებთ. მაგარი დამპლები ვართ, არა, შინაგანად კი არა, უხვი წვიმების გამო. ეკონომიკა არასოდეს გვახსოვდა, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მოსახლეობა, ძირითადად, ღარიბდება, სამომხმარებლო კალათა ძვირდება და ბაზარი ვიწროვდება, მასა გადახდის უუნარო ხდება. აბა, ასეთები ბევრ ჩვენს დასავლელ მეგობარს რაში ვჭირდებით? ბიზნესის კუთხით, ჩვენ არასაინტერესო ქვეყანა ვხდებით. ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენთან საშინელი ბიზნეს- 134 -
სიტუაციაა შექმნილი. ამას ემატება კრიმინალების (რომლებიც არჩევნებში გვეხმარებოდნენ) და მაკონტროლებლების თარეში, უკანასკნელ წლებში მიდიოდა ბიზნესსახელმწიფოსა და კრიმინალური სტრუქტურების შერწყმა. ეს პროცესი უკვე დასრულდა და ერთიან ორგანიზმად ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენ ეს „ახლა“ გავიგეთ. ისე,ყველაფერი მაშინ როგორ გაიგეთ, როცა სკამებზე აღარ ზიხართ? არა, ასეთი დამპლები როგორ ვიქნებით, ხალხი მოვატყუოთ, არაფერი ვიცოდითო, მსგავსი არაფერი გაგვიკეთებიაო. გასაგებია, მაგრამ, სად იყავით, თქვენ ხომ ხელისუფალი იყავით? იქნებ, სოკო ხართ და ამ ზაფხულის თქეშში და ნესტის მომტან წვიმებში გაჩნდით ამ ქვეყანაზე? ამდენი შხამიანი სოკო ერთ პატარა საქართველოში, მგონი ბევრიცაა. თანაც, სხედან და ვერ გაურკვევიათ, ვისია ეს ქვეყანა, რუსეთის თუ ამერიკის. სჯობს, ის მაინც გავარკვიოთ, ჩვენ თვითონ ვინ ვართ და რა გვინდა ეკონომიკაშიც და პოლიტიკაშიც. არა, საშინელი წვიმები იყო ამ ზაფხულს, მთლად დაალპო ხალხი. ივლისი-აგვისტო, 2003 წელი
მიატოვეს საქართველო! უცნაური ხალხი ვართ ქართველები, უაღრესად უკიდურესები: ან მემარცხენეები, ან მემარჯვენეები; ან დასავლეთის ვართ, ან რუსეთის; ან სასტიკად კეთილები და მიმტევებლები, ან უსასტიკესნი და განმკითხავნი. ძალზე გაგვიხარდა, როცა აშშ-მ თავის ინტერესთა სფეროში შემავალ ქვეყნად გვაღიარა და შვებით ამოვისუნთქეთ, მორჩა ჩვენი ტანჯვაწვალება, ამიერიდან არც საკუთარ ეკონომიკაზე ფიქრი გვინდა და არც ხალხზე! ყველაფერს ისინი გააკეთებენო (სხვათა შორის, ამ განწყობით ვცხოვრობდით მაშინაც, როცა რუსეთის ვიყავით), მაგრამ დაგვავიწყდა, - 135 -
რომ ამერიკის ინტერესები ისეთივე ცვალებადია, როგორც დრო და მასშტაბები. მით უმეტეს, გულმხურვალედ დავუჭირეთ ერაყის წინააღმდეგ ომს მხარი და განვაცხადეთ - „აწი, აფხაზეთისთვისაც მოიცლიანო“. არ გვიფიქრია, რომ ამ ომში გამარჯვებული ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში შეიძლება დამარცხებული გამხდარიყო, რადგან თანამედროვე ომები მაშინ იწყება, როცა საომარი ოპერაციები მთავრდება და ამის გაჭიანურება თვით ისეთ ქვეყანასაც, როგორიც შტატებია, სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მეორეც, მსოფლიოს ახალმა წესრიგმა სხვა სახე მიიღო,ვიდრე ქართველებს გვეგონა და სხვა „ურჩი“ ქვეყნები კი არ დაშინდნენ, პირიქით, იფიქრეს, თუ ასეთი შეარაღების და ფინანსების პატრონი ქვეყანა, როგორიც აშშ-ია ერაყისნაირ სახელმწიფოს ვერ აჩოქებს, რუსეთს ან სხვას რას უზამსო. თვით აშშ მიხვდა ამას და რუსეთთან ფართო თანამშრომლობა დაიწყო. მას ეს თანამშრომლობა ჰაერივით სჭირდება, რადგან გუშინდელი მოკავშირეები - ევროპელები (განსაკუთრებით, გერმანია, საფრანგეთი) განუდგნენ ეკონომიური ინტერესები ვერ გაინაწილეს (ერაყში მათი ინტერესების შესახებ ჩვენ გაზაფხულზე ვწერდით). ერაყის ომის მძიმე ტვირთს მხოლოდ ინგლისამერიკის კოალიცია დიდი ხნის განმავლობაში ვერ ზიდავს... და განიზრახეს მთელი მსოფლიოს ჩათრევა. მსოფლიო, განსაკუთრებით კი, ნატოს მოკავშირეები, არ ჩქარობენ. პირიქით, ამ საკითხში აშშ-ის კრიტიკას განაგრძობენ. ამას ისიც ემატება, რომ ბუშის რეიტინგი დღითიდღე ეცემა და 2004 წლის არჩევნებში სერიოზული პრობლემა შეექმნა, როგორც იტყვიან, მას თავისი გასჭირვებია. ამასობაში აშშ-ში ბიუჯეტის დეფიციტმა არნახულ ციფრს, 550 მილიარდს გადააჭარბა. ერაყში ომი 85 მილიარდზე მეტი დაჯდა. ბუშის ადმინისტრაციას, 2004 წელს, ანტიტერორისტული საქმიანობისათვის კიდევ ამდენივე სჭირდება. არადა,ერაყში მშვიდობა არც 2004 და 2005 წელს დამყარდება, რადგან იქ პარტიზანებს დიდძალი ფული - 136 -
აქვთ და არც ევროპას და რუსეთს აწყობთ ომის ასე უცებ დამთავრება, რადგან, რაც უფრო გაჭიანურდება პროცესი, რუსეთთან, მის აქტივებთან მიმართებაში აშშ უფრო დამთმობი იქნება. რუსეთმა შეიძლება 8 არა, მაგრამ 4 მილიარდი მაინც დაიბრუნოს და ამ ქვეყნის რეაბილიტაციის, თუ ნავთობის საბადოების შემდგომი რეალიზაციის საქმეში შტატებს თავისი ფირმები ჩაართვევინოს. გარდა ამისა,ოპეკის ქვეყნებმა გადაწყვიტეს ნავთობის მოპოვება 25 მილიონი ბარელიდან 24მდე შეამცირონ, რაც ნავთობის ფასს 1 ნოემბრიდან მინიმუმ 20 პროცენტით გაზრდის და ისედაც პრობლემატურ აშშ-ის ეკონომიკას დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ამის ბალანსი რუსეთია, რომელიც არ არის კარტელის წევრი და შეუძლია ნავთობის მოპოვების გაზრდა, რათა ამერიკას გვერდში დაუდგეს და კრიზისს გადაარჩინოს. ეკონომიკური მოგება რუსეთს აქედან არ აქვს, პირიქით რუსეთის სავალუტო მარაგები სწორედ ნავთობის გაყიდვიდან ივსება. საომარი სიტუაციების დამთავრების შემდეგ ის სერიოზულად შემცირდა. რუსეთს ვალუტა სჭირდება,თანაც ბლომად, მაგრამ, თუ მას პოლიტიკურად დაუთმობენ, ის მზად არის ამას ეკონომიკური ინტერესები შესწიროს. ეს ინტერესებია: ა) მის ძველ კოლონიებთან მიმართებაში მას დაუთმონ ნეოკოლონიალისტური, ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს მიმართ; ბ) მხარი დაუჭირონ პუტინს, როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებში, შეუქმნან დასავლური ტიპის დემოკრატი პოლიტიკოსის იმიჯი; გ) სცნონ სრულუფლებიან პარტნიორად მსოფლიოს ბაზრების გადანაწილებაში. - 137 -
ეს სავაჭრო თემები დასავლეთმა იმით გაამწვავა, რომ ბერეზოვსკის ინგლისში თავშესაფარი მისცა და კემპ დევიდსისკენ ამაყად მიმავალ პუტინს გზაში დააწია იგივე ბერეზოვსკის, თუ სხვათა წერილები, სადაც შეახსენეს, რომ მას ეს იმიჯი სჭირდება, რადგან მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტს მაინც დიქტატურის მოყვარულად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების (დასავლეთში ეს თემა უყვართ, „ლოხ“ პოლიტიკოსებს ამით აბითურებენ) პრინციპების დამრღვევად განიხილავს. 27 სექტემბერს, კემპ დევიდსის გაეროში გამოსვლის შემდეგ, პუტინს თბილად მიიღებენ და ინტერესთა გაცვლის პრინციპით თანამშრომლობას დაჰპირდებიან. საქართველოს რა? აკი, კოალიციას დავუჭირეთ მხარი? აკი აფხაზეთისთვისაც მოვიცლითო? ყოველწლიურად გაგიზრდით დახმარებასო და 75 მილიონამდე შეგვიმცირდა, სავალუტო ფონდიც საეჭვო გაქრა. ახლა გახდა მკაცრი მთავრობის მიმართ (ისე, მთავრობამაც გად...) მსოფლიო ბანკის დახმარებებიც „იტერას“ გაზივით გაიპარა ევროპა, ჩვენი ბებერი და მკაცრი ევროპა უარზეა, დაპირებული გრანტები გამოგვიყოს, „შარზეა“. „თქვენთან ნამდვილად კორუფციაა და ენერგეტიკოსებს გუბერნატორები ლანძღავენო“. კი მარა, აქამდე არ იყო? ახლა რა შეიცვალა? ტიტიკოს ქორწილს მაგონებს ეს ყველაფერი, როცა დარიკოს რაზმს ელოდებოდნენ დავითის ოჯახში დასარბევად. მიატოვეს საქართველო! ყველამ მიატოვა! ამბობენ, ხელისუფლების ყველა შტოში მუსირებს აზრი - ჩვენც ხომ არ მივატოვოთ, ყველამ ერთად ეს ქვეყანაო? ისე, ჩემმა მზემ, არ უნდა იყოს ურიგო აზრი, უფრო ეშველებოდა ამ ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში, უარესი არ მოხდებოდა. არადა, დარიკოც, რომ არ ჩქარობს შემოტევას?! ჯერ - 138 -
შუქზე გვახვეწნინებს, მანამდე რამდენიმე ბიზნესმენი გამოაგზავნა და მთელი საქართველო რუსული კაპიტალით აყიდინა,მერე გაზების გაშვებას დაიწყებს. კი მიგვატოვეს, რადგან გუშინდელი მტრები ბიზნეს-პარტნიორები გახდნენ, რადგან ჩვენს მფარველებს თვითონ გაუჭირდათ და დიდ პოლიტიკაში ვის ახსოვს საქართველო? არა, ხსოვნით ახსოვთ, დროდადრო მოვლენ, ყურებს აგვიწევენ, დაგვტუქსავენ და წავლენ. მიატოვეს საქართველო! როგორც მეათე კლასელი რომანტიული შეყვარებული გოგონა შუა ქუჩაში შუაღამისას. კიდევ ერთხელ, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს! არც იანკებს და არც რუსებს, ჩვენ! ასე თქვა ჩვენმა წინაპარმა. სახელმწიფო უნდა გავხდეთ იდეოლოგიით, პრიციპებით, ინტერესებით, პოლიტიკით და ეკონომიკით. მოიცათ, რაღაც ხმაურია. მგონი, დარიკო მოდის მისი რაზმით. თუმცა, არა, ადგილობრივი ფუტურისტები ყოფილან, საარჩევნო სპექტაკლის რეპეტიციას გადიან. დარიკომაც მიგვატოვა, მგონია. რეჟისორს ვთხოვ, გვიანაა, მაგრამ სჯობს გვიან გადაწეროს და შეცვალოს სცენარი. სექტემბერი, 2003 წელი
- 139 -
DON’T WORRY, BE HAPPY! არ დაიდარდო-თ, ანუ ბედნი-ერი უხვი და ოქროსფერი, მადლიანი გამოდგა შემოდგომა. დაშაქრდა და ათუხთუხდა ვაზი, ბუნება გახდა ნაზი, გლეხს არ ერევა ბრაზი, სავსე აქვს ღვინის თასი, შრომას დაედო ფასი. უაზროდ მოვალაჯებდი ყვითელ-წითელ-მწვანით მოფენილ ქუჩაში... ხარბად ვისუნქავდი შემოდგომის სიცივე შეპარულ, ხვავით და ბარაქით გაჯერებულ ჰაერს და ეჭვიანად ვათვალიერებდი ჩემს ქალაქს. ვიღაც ყურძნის ყიდვას მთავაზობდა. იქვე, ათასგვარი ხილის გამოფენა იყო და ადამიანთა ფუსფუსი სიმფონიასავით მესმოდა. ვიღაც გაზის მილებს აკეთებდა, „მონტიორი“ შუქის ხაზების სიმტკიცეს ამოწმებდა, ჯმუხი ტილოსანი (ვისაც შავი ტილო ეცვა) ფისს ადუღებდა და ასფალტის დასაგებად ემზადებოდა, ღუღუნებდა ქვეყანა, ოხშივარი ასდიოდა ქალაქს. უცებ, ამ იდილიაში წითელქუდას სოკოებივით ბიჭი და გოგო აღმოცენდა. ღიმილს ისე აფრქვევდნენ, გეგონებოდა ამ ბედკრულ ქვეყანაში კი არ ცხოვრობენ, ზღაპრული სამეფოს პრინცი და პრინცესა არიანო. მათაც წითელქუდას კალათივით ჩანთა ეჭირათ და ქადების მაგივრად, რაღაც ბროშურებს მთავაზობდნენ და რადგანაც, რაღაც მაინც უნდა წამეკითხა, ამ პრესის წაკითხვას, სადაც დიუმას რომანებივით გრძელი და მთავრობის მოხსენებასავით მოსაწყენი ამბები წერია, ვამჯობინე,ეს ბროშურა გამომერთმია და გულდაგულ წამეკითხა. ჰო, ჰო, საარჩევნო პარტიის პროგრამა ყოფილა. სულ წვრილ-წვრილად გავეცანი. ისეთი ტკბილი იყო, წითელქუდას ქადები მასთან რა მოსატანია?! მერე სხვა ვარსკვლავბიჭუნამ და მტრედისფეხება გოგონამ სხვა ბროშურა მომაწოდეს და - 140 -
ქუჩის ბოლოს უკვე შვიდი მქონდა ასეთი. რადგან შვიდი საკრალური, ღვთიური ციფრია, მეტი აღარ გამოვართვი და ყველა სტუდენტს გულმოდგინედ წავუკითხე: სამუშაოს მოგცემთო, - უფ, კაია! დაგასაქმებთო, გიმკურნალებთო, მომეწონა, ეს ბევრს გვჭირდება, აფხაზეთს დაგიბრუნებთო, დემოკრატიას და თავისუფლებას მოგიტანთო, ეკონომიკას ავაყვავებთო (არადა, აყვავების სეზონი მაისი მეგონა), ჯარს შევქმნითო და შუქს, გაზს უფასოდ მოგცემთო (არ იყო დაკონკრეტებული,რომელ გაზზე იყო საუბარი). მეამა ფრიად,მერე ყველა ერთად გავაერთიანე,ცას ავხედე, ციური სამოთხე მიწაზე ხომ არ ჩამოვიდა-მეთქი? არა, ცა თავის ადგილას იყო, სამოთხისას ვერაფერს გეტყვით. გულში გავიფიქრე: არ დაიდარდო, იდიდე მუშავ წამებულო, ერო ტანჯულო, დადგა დრო სანატრელი! ყველა პარტიის დანაპირები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს, მაგრამ ერთიანობაში - ზღაპარს, ჰო, წითელქუდას ზღაპარს... მიხაროდა და მინდოდა მეყვირა: ხალხო, გაიღვიძეთ, ნუ ხართ მოწყენილები, იყავით ბედნიერები! მაგრამ, რაღაც მაკლდა, ზღაპარს პერსონაჟი აკლდა. ჰო, მგელი! მგელი ჯერ არ ჩანდა. შემეშინდა, ავიძურწე და ქუჩიდან ქურდივით გავიპარე, ვიღაც ბოლოში ყვიროდა „კმარას“, ვიღაც მათხოვრობდა, მშიერი ბავშვი ბღაოდა სადღაც და ეძებდა დედას, ვიღაც გოდებდა ომში დაღუპულ შვილს, ვიღაც მისტიროდა დაკარგულ ძილს, ვიღაც აგროვებდა ბუნკერში ზეციურ ცვილს, ვიღაცას უმტვრევდნენ ხრტილს. მშვიდობით გავეცალე ქუჩას და სიხარულმა ისევ ამავსო. თავს ვუსაყვედურე, არ უნდა გამოხვიდე-მეთქი ზღაპრების ასაკიდან? მაგრამ, ტკბილი რომაა ეს შეჩვენებული ტყუილი, უკაცრავად, ზღაპარი? თუნდაც, ბოლო ათი წელი მეხუთედ - 141 -
გიკითხავდნენ. ისევ ხილის გამყიდველთა რიგში მოვხვდი, ვირტუალური სიუხვიდან რეალურში და შემოდგომით დავტკბი. ანაზდად გავიფიქრე, რომ აყვავებულმა ეკონომიკამ არა, მაგრამ მოწეულმა მოსავალმა გამახარა. ისიც გამიხარდა, რომ ისინი მარტო ხილს და არა ხმას და სინდისს ყიდდნენ და არც მე ვყიდულობდი ხმას და არ ვიხდიდი მასში არც ტყუილ ზღაპარს და არც ფულს. არ იდარდო, - ვუთხარი ჩემს თავს. წითელქუდას ვირტუალური ზღაპარი კარგია, მგლის პერსონაჟი რომ არა. ოქროსფერი შემოდგომაა და ელეგიური ძილქუში მოერია ხალხს, ფერი დაჰკარგვია მსხალს, ძალს ჩვენა ვართ, ისინიც არიან ძალს, დაბნეულები ვდგავართ და ვერ ვავლებთ ზღვარს, ვერ ვარჩევთ სიცრუეს მტკნარს, სიმართლეს მშრალს, შხამიან თასს და უმანკო გრაალს. თუ არ ვიფხიზლებთ და მივცემთ ხმას, ნაყოფს მოვიმკით მწარს! ნუ იდარდებთ, იყავით ბედნიერი. ოქტომბერი, 2003 წელი
რისი იმედი უნდა გვქონდეს დროს თავისი მოაქვს და ჟამთასვლას ვერაფერი შეაჩერებს. დრო და სივრცე ადამიანების მიერ აბსოლუტურად უმართავია,მისი შეჩერება და შეცვლა კი შეუძლებელი. ის შეიძლება მხოლოდ გამოიყენო. დროის ბორბალმა გადაიტანა 2003 და მოიტანა ახალი წელი, რომელსაც ჩვენთვის, ადამიანებისათვის მოაქვს უპირველეს ყოვლისა იმედი. 2003 წელი, როგორც ამას ერთი წლის წინ ვვარაუდობდით, უმძიმესი იყო ეკონომიკის კუთხით. და არა მარტო იმიტომ, - 142 -
რომ წინასწარ დავგეგმეთ და დავამტკიცეთ ბიუჯეტი, რომლის შესრულების თეორიული შანსი იმ პირობებში და იმ გუნდით (იხ. მმე,#12, 2002 წ.) არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ეკონომიკაში, როგორც მოსალოდნელი იყო, საარჩევნო წელს არაფერი გაკეთებულა და შედეგად არსებული სტაგნაცია რეალურ კრიზისში გადაიზარდა. კი მაგრამ, რისი იმედი უნდა გვქონდეს ახალ წელს, აქაც ხომ არჩევნების კასკადია? - იკითხავთ თქვენ. სიტუაციის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ დღეს დიდია დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ, დონორები სწორედ დღეს ელოდებიან ჩვენგან გაბედულ რეფორმებს ეკონომიკისა თუ სახელმწიფოს მართვის და მოწყობის საკითხებში. ეს საქართველოს შანსია და აქ არავითარი მიზეზით დაყოვნება არ შეიძლება. გავმიჯნოთ პოლიტიკური ბატალიები ეკონომიკის რეორგანიზაციის თუ რეფორმირების, თუნდაც აღმშენებლობის სტრატეგიული გეგმისაგან. გვაქვს შანსი, ავაშენოთ ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნდამენტი, რომელსაც შემდგომ ისეთ პოლიტიკურ წყობას მოვარგებთ, როგორსაც ერის ინტერესებიდან და ჩვენი პატრონების მიზნების ჰარმონიზაციიდან მივიღებთ. ხვალ ეს ყველაფერი გვიან იქნება, დღეს კი შანსი არსებობს, შანსი იმისა, რომ 2004 წელი იყოს გარდამავალი ეკონომიკაში, მომზადდეს ნიადაგი პროგრამებისთვის (დონორების ჩართვით), ახალი საბიუჯეტო მოწყობის, სახელმწიფო ინსტიტუტების, ახალი ფისკალური კანომდებლობის, ძალოვნების რეორგანიზაციის და სოციალური სისტემების მართვისთვის და რაც მთავარია, უნდა გამოიკვეთოს რამდენიმე პრიორიტეტი. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, როგორი ქვეყანა გვინდა და ყველა გარდაქმნა მიზეზშედეგობრიობასთან კავშირში განვიხილოთ. ეს უნდა დავიწყოთ დღეს საერთო ეროვნული თანხმობით, - 143 -
მობილიზაციით, ერთიანი სახელმწიფო იდეოლოგიის შემუშავებით. 2004 წელი საფინანსო სფეროში მსოფლიო ეკონომიკის კატაკლიზმების წელი იქნება, მოხდება არნახული გადატრიალება, რომელიც პოლიტიკური თამაშის წესებში ბევრ რამეს შეცვლის და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ერთადერთი, რაც არ გვჭირდება, დესტაბილიზაცია და უმოძრაობაა. გონის ზეობის იმედით ყველა ეკონომისტს, ჩემს ძვირფას მკითხველს ვულოცავ შობა-ახალ წელს და საინტერესო დროში ცხოვრებს ვუსურვებ. დეკემბერი, 2003 წელი
ამინ-ისტი-ა ყველაფერი გამიგონია ჩემი ორმოცი წლის მანძილზე: კომუნ-ისტი, მარქს-ისტი, ტროცკ-ისტი, ოპორტუნ-ისტი, სტალინ-ისტი, ზვიად-ისტი (ეს ერთი პერიოდი ისჯებოდა კიდეც, ახლა პირიქით), შევარდნაძ-ისტი (ეს, ჯერჯერობით, ისჯება), რევანშ-ისტი, ეკონომ-ისტი, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი - ამინ-ისტი, ანუ კაცი, რომელიც ამინ-ისტი-ა. ესა თუ ის კაცი, პიროვნება არის ამინ-ის მიმდევარი. აქედან წამოვიდა დღეს ყველაზე პოპულარული სიტყვა ამინისტია. ყველა ქრისტიანისათვის „ამინი“ მაგიური სიტყვაა. მას ჩვენ ლოცვის შემდგომ ვხმარობთ ან თუკი სხვა, ღმერთს რამეს შესთხოვს, თანხმობის და აღსრულების სურვილთან მიერთების ნიშნად მოვიშველიებთ. ასე მაგალითად, ვიღაც ღმერთს შესთხოვს - ღმერთო, მაპატიე ყველა შეცოდებანი - 144 -
საგადასახადო ინსპექციის მიმართ და გადასახადის დამალვა, რადგან შენ თქვი, კეისარს კეისრისაო, ახლა მომიტევე და მეტს აღარ ვიზამ. გვერდში მყოფი მეორე მეგობარი შეაწევს: - ამინ, გისმინოს ღმერთმაო. აი, ის კაცი ამინ-ისტი-ა, რადგან სრულად ეთანხმება მეგობრის თხოვნას და თვითონ შუამდგომლობს ღმერთის წინაშე - უპირობოდ აპატიეო. არა,არ გეგონოთ საგადასახადო ამინისტიაზე ვლაპარაკობდე,უბრალოდ, ამინისტია კარგი რამეა. აგერ, ჩემმა შვილიშვილმა ლუკამ, 6 მარტს მიიღო სრული ამინისტია და თანაც, უპირობო. ძალიან გამიხარდა ამინისტია გაზაფხულის ამ სუსხიან დღეებში. ამ გაზაფხულს, ნუშის ყვავილების აფეთქებასთან და მინდვრის ვარდების ფერთა გამის ულამაზეს პალიტრად გადაქცევასთან ერთად, იმედებიც მოაქვს. რაღაც ახალს ელოდები, ჯერ არ განცდილს, არნახულს, რაღაცას, ან ვიღაცას. ბუნება ხელახლა ცოცხლდება და შენც ფიქრობ, იქნებ მეც დავიწყო ან დამაწყებინონ თავიდან, ისე როგორც ლუკას მიეცა შანსი თავიდან დაეწყო. თავიდან იმიტომ უნდა დაიწყო, რომ უზარმაზარი, 15წლიანი სუსხიანი ზამთარი გამოვიარეთ და მუდამ ისეთი საბანი გვეხურა, რომელიც კოჭებს კი არა, გენიტალიებს ვერ გვიფარავდა, გვშიოდა, გვწყუროდა, მეზობელი ქვებს გვესროდა, ბნელოდა და სადაც რას მივასწრებდით, იმას ვჭამდით. სხვანაირად ვერ გადავრჩებოდით. თუ ბიზნესში ვსაქმიანობდით, რა თქმა უნდა, ვცოდავდით. განსაკუთრებით, 1998 წლიდან, თორემ, მანამდე ლეგალური ბიზნესის წარმოება შეიძლებოდა და ბევრი იყო ასეთი. მაგალითად, 1992-93 წლებში ვიცე-პრემიერის ბრძანებით, საქართველოში იმპორტი გადასახადისაგან განთავისუფლებული იყო, ექსპორტი და ბარტერი იბეგრებოდა. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში კონტრაბანდის ცნება არ არსებობდა და იმპორტი სრულიად ლეგალური იყო. - 145 -
აი,თუნდაც ჩვენი ვალუტის კურსების ცვალებადობის ეპოქა - 1991-1993-1995-1996-1998 წლებში დილინგის ოპერაციები ანალოგიურად ვითარდებოდა და ფულს ლეგალურად შოულობდნენ ან, როდესაც საქართველოში რეგისტრირებულ ფირმებს რეექსპორტის რეჟიმით რუსეთიდან ევროპაში გაჰქონდათ ფერადი ლითონი, რკინა, ნავთობი და ა.შ., მაგრამ 1997-98 წლებიდან მონასტერი აირია და ზამთარი სუსხიანი კი არა,აუტანელი გახდა. თან მეზობელმა რუსეთმა,რომელიც შეშით გვათბობდა და გვაპურებდა კიდეც, 1998 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ, მეტ-ნაკლებად შეგვიწყვიტა და ჩვენი საგადასახადო კოდექსის ხახაში, ბედის ანაბარა დავრჩით. გადასახადებისაგან მოიქსოვა აბლაბუდა: დღგ აქციზი მოგების ქონების სამეწარმეო საშემოსავლო საგზაო მიწის საბაჟო ეკოლოგიის რეკლამის ჯანდაცვის უმუშევრობის სოცფონდებში გადასახადი ვაჭრობის ნებართვის ქონების გადაცემის გარდა ამისა, თითოეულის გაანგარიშების წესი და მეთოდიკა 3000-ჯერ შეიცვალა და სულ რეფორმებს განიცდიდა. თვეში ორჯერ ახალ-ახალი კოდექსი გამოდიოდა. ადამიანი ფიზიკურად და გონებრივად ვერ მიჰყვებოდა ამ ცვლილებებს და ნურავინ მოიკლავს თავს იმის მტკიცებით, რომ 1999-2004 წლებში სრულიად ლეგალური ბიზნესი ვაწარმოეო. ამიტომ, ამ ქვეყნის შვილები ყველანი ცოდვილები ვართ. ამ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება წინ, უკეთესი მომავლისკენ სვლა. ჩვენ არ უნდა გვამძიმებდეს წარსული, - 146 -
შური, ბოღმა, განკითხვის სურვილი. ქრისტეს ცნებებმა, მიტევებამ და მოყვასის სიყვარულმა უნდა იმარჯვოს. ამ გაზაფხულზე, დიდი მარხვის ბოლოს და აღდგომის წინა დღეებში საკუთარ თავზე და პირად ემოციებზე უნდა ავმაღლდეთ. ახალი თამაშის წესების ჩამოყალიბებაზე უნდა ვიფიქროთ, სადაც ადამიანი არ იქნება ბინძური სისტემის მონა და დანამატი. ეკონომიკას თავისუფალი ხედვა, აზროვნება და ინიციატივა სჭირდება. მაშინ ყველა, დასავლეთი თუ აღმოსავლეთი ჩვენს სურვილს, ღვთისადმი თხოვნას აყვავებული ეკონომიკის, უმუშევრობის მოსპობის და სოციალურ, ყოფითი პირობების გაუმჯობესების, თუ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ეტყვის - ამინ! მაგრამ, სანამ სხვა გვეტყვის, „ამინ!-ს“ თვითონ უნდა ვიყოთ ამინისტები, ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვთქვათ, რომ ეს ქართველი ამინისტია, საქართველოზე უნდა თქვან - საქართველო ამინისტია. ბოღმით ქვეყანას ვერ ავაშენებთ, მიტევებით და ერთად დგომით, ლოცვით - აუცილებლად. ილოცეთ აღდგომის წინ და იყავით ამინისტები. აბა, დაფიქრდით,რა კარგია, როცა თქვენზე იტყვიან ამინისტია-ო. ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ პატარა ლუკას, ის პირველად ხვდება აღდგომას და მან უპირობო ამინისტია მიიღო. ამ ქვეყნად უცოდველი ისაა მხოლოდ. საოცარია მარტის კვირტაფეთქებული დილა, ასე მგონია, თითქოს ბუნება კი არა, ჩემი ქვეყანა, მისი ეკონომიკაც აპირებს აყვავებას. პატარა ლუკას თვალებს რომ ვუყურებ, მჯერა, რომ ის ნამდვილად ამინისტია. თქვენ? მარტი, 2004 წელი
- 147 -
„ჩემი“ და „ჩვენი“, ანუ ვისია საქართველო ყველა ბოროტება და უბედურება იწყება მაშინ, როდესაც ჩნდება „ჩემი“ და „შენი“. არადა, ეს მაშინ მოხდა, როცა კაცობრიობა გაჩნდა და პირველ გამოქვაბულში ერთმა ველურმა მეორეს უთხრა - ეს ადგილი ჩემია და ის ნადირი ჩვენიო. იმის შემდეგ ადამიანის ინსტინქტში, რომელსაც ჩვენ ხშირად პავლოვის საწინააღმდეგოდ, ინტერესებს და არა ინსტინქტებს ვუწოდებთ, არაფერი შეცვლილა, გარდა მისი შეფუთვის ფორმებისა. რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა, ეს ფორმები მით უფრო დახვეწილი და ვერაგი ხდება. დავის მუდმივი თემა - ჩემი თუ ჩვენი, ორი ბუმბერაზი მოაზროვნის პოლემიკის საგანია: პლატონის იდეალური საზოგადოება, მისი ატლანტიდა, რომელსაც მსოფლიო დღემდე უშედეგოდ ეძებს (რადგან, ჩემი აზრით, ის მხოლოდ პლატონის შემეცნებაში არსებობდა), პირველი პლატონისეული ხედვა საერთო საკუთრებაზე და ამაზე დაფუძნებულ ადამიანთა მოდგმის ჰუმანიზმზე, მეორე კი არისტოტელეს, ადამიანის ინსტინქტებზე დაფუძნებული რეალიზმი, „ჩემიათი“ გამყარებული და კერძო მესაკუთრულისკენ მისწრაფება, რომელიც დღემდე გრძელდება. ყველა ეპოქა ამ საკუთრების უფლების გამო დაობდა და ომობდა, მაგრამ საკითხი ვერ ამოწურა და დღეს ეს თემა ყველაზე მწვავედ დგას - საკუთრებითი უფლება, რომელიც სცდება მხოლოდ იმას, რომ ფლობდე რაიმე ნივთს, ქონებას, მიწა იქნება თუ ქარხანა. ეს, ალბათ, მისი ყველაზე არასრული და მარტივი გაგებაა. ჩემი აზრით, პირველი არის - „გეყუდნოდეს თავი შენი“. თავის ანატომიით ურთულესი,ძალისხმევით და განხორციელებით უმძიმესი. მგონი, დიდი ილია თავის სიტყვებში უპირველესად ამას გულისხმობდა, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც საზოგადოება იქნებოდა თავისუფალ მესაკუთრე ადამიანთა კრებული. მესაკუთრეთა ტერიტორიულ-პოლიტიკურ - 148 -
წარმონაქმნს შექმნიდა, რომელსაც საერთო საკუთრებაში ექნებოდა დედამიწაზე ყველაზე დიდი საკუთრება გადასახადის დადგენისა. ეს არის ყველაფრის ამოსავალი, სუბსტანცია, ეს არის ყველაფრის ახსნა: გლობალურის, ლოკალურის, პოლიტიკურის, თუ ეკონომიკურის. თუმცა ისინი რამ გაყო ერთმანეთისგან? ყველა ტერიტორიული ომი ამ საკუთრების გამო ხდებოდა, ყველა კონფლიქტი დღეს ამას ეფუძნება, რადგან იგი გადაჯაჭვულია გადასახადის დაწესებზე მიღებული სიუხვის განკარგვასთან. პოლიტიკა არის ეკონომიკაში გადასახადის დაწესების, საკუთრების და მისი განკარგვის საკუთრებისათვის თამაშის წესების შექმნის და რეალური მესაკუთრის დადგენა. ანუ პოლიტიკაში გამარჯვება ლოკალურ და გლობალურ მასშტაბში ნიშნავს, მოიპოვო გადასახადის დაწესების საკუთრება და მისი განკარგვის უფლება. დანარჩენი ანტურაჟია და შეფუთვის ტექნოლოგია. საკუთრების მესამე დონე, დედამიწაზე სიუხვის რესურსების ფლობაა,რადგან 21-ე საუკუნე გამძაფრებული რესურსების გადანაწილების გამო ომების ეპოქაა. ამას წინ, ჩემმა ერთმა ბრძენმა მეგობარმა, ბატონმა ლადო თ.-მ ისიც მითხრა, რომ 2020 წელს სუფთა სასმელი წყალი უფრო დიდი ინტრიგის საგანი გახდება,ვიდრე დღეს ნავთობიაო. ძალიან შევშფოთდი,რადგან დინოზავრი ქვეყნების სრული ინტერესთა სფერო გავხდებით და მერე ნახეთ... დღეს მარტო გეოპოლიტიკაა ჩვენი საკუთრება და ამ სიუხვის გამო ლამისაა ხარჩოს ხახვივით აგვკუწონ და დაგკვუწონ, ამას წყლის მარაგიც თუ მიემატება!.. (რომლის რესურსითაც მსოფლიოში მესამე-მეორე ადგილზე ვყოფილვართ, მაგრამ არა დილიჟანის შემდგომ). მაგ დროისთვის ქართულად მოაზროვნე და მოსაუბრე ადამიანი ისეთი საძებნელი და - 149 -
დეფიციტური გახდება, როგორც ცირკის წინ ქალიშვილი. არა, იმათ რაღას ვერჩი, საკუთრების უფლება მოპოვებული აქვთ, მაგრამ მგონი გადასახადის დაკისრების უფლება იქაც გასხვისებულია. ასე რომ, ეკონომიკის აღორძინების და ჭოჭინის დახმარებით ფეხზე დაყენების გასაღები საკუთრების უფლებების გარკვევაშია და დროა, აქედან დავიწყოთ. იქნებ, დიდი ხანია დაწყებული გვაქვს და ისიც გადავწყვიტეთ, ვისი საკუთრება ვართ? ვხუმრობ, ვიცი რომ გადაწყვიტეთ და ისიც ვიცი, ვისი ვართ. ისე ვიკითხე, მაგრამ მოდით, ბოლომდე გადავწყვიტოთ და თან, რაც შეიძლება სწრაფად,რადგან საქართველო დიდხანს ვერ აიტანს ორი ბატონის მსახურობას. მით უმეტეს,სამის. თუკი ბატონი არჩეულია, საჯაროდ განვაცხადოთ, ესეც სიყვარული ხომ არაა, რომ რუსთველს დავუჯეროთ და დავმალოთ. ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ მითხარით, ვისი ვართ? ვიცი, პასუხი გამახარებს და მინდა ამ მაისის წვიმით დამბალ და მორცხვი მზისგან ოხშივარადენილ ქვეყანას, მომავლის ალვის ხე ალალად დავურგო და ვუთხრა, პლატონისა და არისტოტელეს დავა - ჩემი და ჩვენი - აქ, საქართველოში გადაწყდა. ქართველები ყველაფერში პირველები და ორიგინალურები როგორ უნდა ვიყოთ? თუმცა, რატომაც არა? დავალაგოთ საკუთრების საკითხი და ქვეყანაც დალაგდება. თუმცა, მე მაგრად ვიჩაგრები, ჩემი თავი მე აღარ მეყუდვნის, შვილიშვილმა წამართვა და ის მაინც მითხარით, ვის ეკუთვნის და ვისია ჩემი ქვეყანა გემუდარებით, მითხარით, გამიხარდება. აპრილი, 2004 წელი
- 150 -
მიცვალებულების დაბეგვრის თეორია დალბა საქართველო. მაისის წვიმებმა ჩარეცხა დარდი, ტკივილი, ძველი ცოდვები და ახალი ხილვები. საოცარია, საქართველოში ის გვიკვირს, რომ ცოცხალ ადამიანებს შემოსავლებს და ნაშოვნ ფულს უთვლიან, არადა ეს ყველაზე ჰუმანური რამაა იმასთან შედარებით, რაც უცხოეთში ხდება. ამას წინათ ჟურნალ „ფლეიბოის“ ვკითხულობდი... ტყუილად გეცინებათ, მოხდენილ ტორსებს კი არ ვათვალიერებდი, არამედ ეკონომიკური პრობლემების შესახებ სტატიებს ვკითხულობდი და მათ შორის, ერთ მეტად საინტერესოს გადავაწყდი. უცხოეთში და კერძოდ, ინგლისში ფულს არა მარტო ცოცხალ ადამიანებს უთვლიან, არამედ, ჰოი საოცრებავ, არ დაიჯერებთ, თურმე მკვდრებსაც. მაგალითად, 2003 წლის ყველაზე შემოსავლიანი მკვდარი ელვის პრესლი ყოფილა, 40 მილიონი უშოვია, ჯონ ლენონს - 19 მილიონი, მის მეგობარ ჰარისონს საფლავიდან 16 მილონი „მოუხსნია“. წარმოგიდგენიათ? მკვდარი წელიწადში 40 მილიონ დოლარს რომ „მოხსნის“, ცოცხალი რომ იყოს, რას იზამდა? ისე, ამ გაგანია საგადასახადო ფისკალური რეფორმების პირობებში,რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ერთმა პროფესიულმა კითხვამ შემაწუხა, ელვის პრესლიმ საშემოსავლო, რომ არ გადაიხადოს, მაგალითად 40 მილიონიდან, ნეტავ ინსპექტორები რას უზამენ? ამ კითხვას ინგლისში ვერ პასუხობენ, თორემ ჩვენმა ინსპექტორებმა გადასარევად იციან რასაც უზამდნენ - საფლავიდან ამოთხრიდნენ. მოკლედ, თუ ფულს მოიტან დაგმარხავენ თუ არა და საფლავიდან ამოგთხრიან. ამ წვიმიან მაისის ამინდებში ადვილია ვინმეს ამოთხრა, მიწა დამბალია და თვითონ მოგყვება მიწაც და ამოსამარხდასამარხიც. ამაზეა - 151 -
ნათქვამი, თუ ჭკუით არ იქნები, საფლავშიაც არ დაგაყენებენო. ისე, აფერუმ მკვდრებს, დასავლეთელი მკვდრები მაგრები არიან, თორემ აგერ, ჩვენს სახელმწიფოს 300-მდე მსხვილი საწარმო აქვს საკუთრებაში და ბიუჯეტის კანონის მიხედვით, სულ 2004 წელს აპირებენ ქვეყანას 8 მილიონ დოლარამდე მისცენ, ანუ იმის ნახევარი, რაც შარშან ჰარისონმა საფლავიდან იშოვა და იმის მეხუთედი, რასაც მკვდარი ელვის პრესლი შოულობს. აბა, რით სჯობს მკვდარ ელვის პრესლის ჩვენი 300 გაბარბალებული ინტრიგით სავსე,სამართავად საამო და სახმარად საშინელი საწარმო, აქედან ყველა სტრატეგიული, ეროვნულად მნიშვნელოვანი და საამაყოა. ძველ რომში იყო დრო,როცა გადასახადს არ კრეფდნენ და სახელმწიფო დომეინებით ანუ სახელმწიფო ქონებიდან შემოსავლებით ცხოვრობდა. კიდევ კარგი, ჩვენი ქვეყანა ამის იმედად არა არის და საკუთარი ქონების ხარჯზე არ ცხოვრობს, თორემ შიმშილით დავიხოცებოდით. ბიზნესის კეთება ძნელია და სახელმწიფომ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. რაშია საქმე, ჩვენი სახელმწიფო ვერ არის კარგი დამფუძნებელი და რიგიანი მენეჯერი, თუ რა ხდება? რამდენი რეზერვი და ფულია სახელმწიფო ქონების მართვაში, დროა სახელმწიფო შემოსავლების სტატიის მნიშვნელოვანი მუხლი მის საკუთრებაში არსებული საწარმოებიდან მოგება გახდეს. აქ ცოტა რამ თუ შეიცვალა. არადა, როგორ უნდა გაჯობოს ამხელა სახელმწიფოს მკვდარმა ჯონ ლენონმა, ელვის პრესლიზე აღარ ვლაპარაკობ. გული წაიღო ამ წვიმამ. გარეთ ვერ გადიხარ და შინ უაზრო ჯდომით რას აღარ ფიქრობ კაცი. რაღაც ძალიან ამეკვიატა მიცვალებულთა შემოსავლების დათვლის და მათი ფისკალური ეფექტის მეცნიერულ-მეთოდოლოგიური საკითხი. ისე კარგია, ნამდვილად უნდა დავწერო ღრმა - 152 -
კვლევა ამ თემაზე. ფანტასტიკურია, რამე შეცდომა რომ დავუშვა, მომჩივანიც არავინ მეყოლება. რა კარგი ხალხია ეს მიცვალებულები: ჩუმი,მორიდებულები, დახვეწილები, ვიდრე ცოცხლები არიან, მანამ არიან საშინელი მუქთახორები და „კლაოზნიკები“, თორემ რომ მოკვდებიან, ყველა მშვიდი და წყნარი ხდება. რა გინდა, ბევრ ცოცხალს კი სჯობიან. ისე, ელვის პრესლი მკვდარი უნდა იყოს და ზოგიერთი ჩვენი კომბინატი, საწარმო და მისი დირექტორი ცოცხალი? ნეტავ სადამდე გასტანს წვიმა. ნესტმა დააობა და დაახავსა მთელი დუნია, შეიძლება გაგვიჩნდეს მუნია, ცოცხლების არ ვიცი, მაგრამ მკვდრებს არ ეთქმით წუნია. მაისი, 2004 წელი
აქა ამბავი ქართველთა ბზიკისა და ეკონომიკური სივრცისა, ანუ, იყიდება საქართველო აგაშენა ღმერთმა, დაცხა! ამ ცოტა ხნის წინ, ქალაქგარეთ ნაძვის ძირას მხარ-თეძოზე მოვკალათდი და ცაში მზირალი მსოფლიო კაცობრიობის ნათელ მომავალზე საფიქრელად მოვემზადე. აბა, ამ იშვიათ ამინდს ხომ არ გავაფუჭებდი? ვინ გაცალა კეთილშობილური საქმე, უცებ ჩემს საჰაერო სივრცეში ბზიკი შემოიჭრა და უხეირო სიდედრივით (ან ზოგიერთი ტელეარხის წამყვანივით) ჩემი სიმყუდროვის დაბომბვა უმოწყალოდ დაიწყო, თანაც მასიურად და გულის გამაწვრილებელად. ყველასგან, მაგრამ ბზიკისაგან ასეთ აგრესიას არ ველოდი, არადა მის მოდგმაზე ერთი საპარლამენტო საერთაშორისო სკანდალის შემდგომ დიდი წარმოდგენის გახლავართ. რომლის? ამ რამდენიმე წლის წინ, იტალიელებმა გადაწყვიტეს ჩვენი სიამაყე, - 153 -
ერის სტრატეგიული თაფლის ქარხანა, მსოფლიოში სახელგანთქმული და აღიარებული ულამაზესი ქართული ფუტკარი შეეძინათ. იმდენად, რამდენადაც საქმე ეხებოდა სტრატეგიულ ობიექტს, საქმე რატიფიკაციისთვის მაშინდელ პარლამენტს გადაეცა და კაი მამა-პაპური სჯა-ბაასი გაჩაღდა (მაშინ ჩვენი პარლამენტი მთელი ქვორუმით ყიდვა-გაყიდვის და დანიშვნის შემთხვევებში იკრიბებოდა. სხვა დროს მაგალითად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხილვისას დარბაზი იმდენად ცარიელი იყო, რომ დამლაგებელს გამოსასვლელი დღე ეგონა და დაგვა და დალაგება დაიწყო. რას იზამ, რა მაგათი ბრალი იყო, თუკი საქმე მათთვის მძიმე და რთულ საგანს შეეხებოდა (დიდაქტიკის თვალსაზრისით, ასეთ დაბალ კლასში მსგავსი თემების განხილვა მიუღებელია). ხო, ბზიკი არ დაგვავიწყდეს. იტალიელები მზად იყვნენ ქართული ფუტკრის სტრატეგიულობიდან გამომდინარე, თითოეულში 3 დოლარი გადაეხადათ, მაგრამ ქართველი დეპუტატები 5-ზე ნაკლებს არ თანხმდებოდნენ (არადა, ეს საწყალი ფუტკარი იტალიელებამდე არავის ახსოვდა და უპატრონობის და დაუფასებლობის გამო გადაშენების გზაზე იდგა), მაგრამ რადგან იტალიელებმა მათ ფასი დაადეს და იმიტომაც, რომ საერთოდ ქართველებს გაყიდვა არ უყვართ (ოღონ გაყიდვა არა და სხვა ყველაფერი, შეგვიძლია ადვილად გავაჩუქოთ, გავანიავოთ, იერუსალიმის ჯვრის მონასტერივით ქეიფში დაგროვილ ვალებში გავცვალოთ, უყურადღებობით დავაქციოთ, ან სულაც კაი ბიჭებში დავარიგოთ, მაგრამ არავითარი გაყიდვა), კამათს მექსიკური წიწაკა და მეგრული აჯიკა მოეყარა და ბასიანის ომს არ ექნებოდა ისეთი სიცხარე, საპარლამენტო დისკუსიებს რომ ჰქონდა. დეპუტატები ამტკიცებდნენ, ჩვენი ფუტკარი 5 დოლარი ღირსო. ჰოდა, იტალიელებსაც კახური სიჯიუტე დაემართათ, მომწიფდა - 154 -
და გაბარბარდა საერთაშორისო სკანდალი - ვახ, ჩვენი ფუტკარი, კაცო, ჩვენი ერის სიამაყე, მხარბეჭიანი, თვალწარბა, მერე რა გულმკერდი, რა ფეხები, რა მიხვრა-მოხვრა, რა შრომის მოყვარეობა და გენი, ნახეთ ბატონო! - ყვიროდა დეპუტატთა ნაწილი, იყიდება საქართველო! _ მოთქვამდნენ მეორენი. არადა, დეპუტატების გაცხარება, ეკონომიკის თვალსაზრისით, მაშინ ფრიად გასაგები იყო, რადგან ფუტკარს, როგორც ძირითად საწარმოო ძალას, გაყიდი, ის ფრთიანია, გაფრიდება აპენინის ნახევარკუნძულზე, იაღლუჯებში წამოკოტრიალდება და ფრიი, წავიდა შენი ეკონომიკური სივრციდან. მის მიერ შექმნილი სიუხვით - თაფლით ვიღაც იტალიელი ჩაიკოკლოზინებს ყელს, მერე ჩვენ? არა, ქვეყანას ვერ გავანიავებდით. გამოსავალი ბრძენმა დეპუტატმა, ხუტა მამალაძემ იპოვა, არც ქართველებს აწყენინა და არც იტალიელები გაუშვა ხელცარიელი, ფუტკარი არაო, მაგრამ სამ დოლარად იტალიელებს აგერ, ასევე მშვენიერი და არანაკლებ სტრატეგიული ქართული ბზიკი მივყიდოთო. არადა, ხომ იცით მაგარია ჩვენი ბზიკი, დიდი ნაძირალა და მსოფლიოში ყველაზე შხამიანი. თაფლი ტკბილია და იტალიელებს დიაბეტს გაუჩენს, შხამი კი მარგებელია, ასე გაგვიგონია და თუ იტალიელების ჯამრთელობაზე არ ვიზრუნეთ, რეიზა ვართ ამხელა ყაზილარები ამ პარლამენტშიო?! აი, ასე გაიყიდა ქართული სიამაყე ეროვნული სტრატეგიული ბზიკი იტალიელებზე. ეს გაყიდვა ეკონომიკური მეცნიერების თვალსაზრისით, მეტად თავისებური და მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში ბზიკი გადის, მიფრინავს ჩვენი ეკონომიკური სივრციდან, ხოდა, მე, პრინციპში, მას ახლა აქ არ ველოდი. იმიტომ გამიკვირდა ამ ზაფხულს, ნაძვნარში, ჩემს მყუდრო, ქართული სტრატეგიული ჰაერით გაჟღენთილ სივრცეში მისი გამოჩენა და აგრესიულობა. ისე... არა მარტო ბზიკის, იმ ქართველების აგრესიულობამ - 155 -
გამაკვირვა, რამაც რუსულ ეკონომიკურ დესანტზე დაიწყეს ლაპარაკი და იმაზეც, როგორ ვაპირებთ ჩვენი სტრატეგიული ობიექტების: პორტების, რკინიგზის, თუ ელექტროსადგურების და რეზიდენციების მათზე მიყიდვას. რუსები აპირებენ თავიანთ ნავთობში ნაშოვნი სიმდიდრე საქართველოში შემოიტანონ, დააბანდონ და ჩვენს სამსახურში ჩააყენონ. თვითონაც იშოვონ ფული და საქართველოს სიუხვე შეუქმნან, რადგან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, უფლება და საკუთრება აქვს ნებისმიერი ბიზნეს-საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (სიუხვე) საქართველოს და ქართველთა სასარგებლოდ გადმოანაწილოს, მაგრამ რა ვუყოთ იმ ქართველებს, რომელთაც ამ ობიექტების ყიდვა უნდოდათ? ყიდვა თუ უნდოდათ, მყიდველები კანონით ვაიძულოთ ეს ობიექტები სააქციო საზოგადოებად დაარეგისტრირონ, აქციების კოტირება კი ბაზარზე ხდებოდეს. მივა ნებისმიერი ქართველი, მათი შთამომავლები, აქციებს იყიდის და მფლობელი გახდება. იყიდის იმდენს, რამდენი ფულიც ექნება. მაშ, რა ბზიკმა უკბინათ? უნდათ თვითონ იჩუქონ, ან დააკონსერვონ და ჯართად გაყიდონ. ვალში, ან კაი ბიჭებში გაანიავონ, როგორც ადრე. ამასთან დაკავშირებით, ქართველ მეცნიერთა სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სწავლობს, ხომ არ არის მოსალოდნელი ფოთის ან ბათუმის პორტი, ან სულაც საქართველოს რკინიგზა გავიდეს საქართველოს ეკონომიკური სივრციდან? ჰიპოთეტიურად არის ერთი შანსი - როგორც შერეკილებმა თავის ურემს, რუსებმაც პორტებს და რკინიგზას ფრთები გამოასხან, ძრავი დაუყენონ და თავიანთ სამშობლოში, ქერჩში ან მურმანსკში გადააფრინონ (ვისაც ფოთელი სიდედრები გყავთ, მოემზადეთ ვიზების ასაღებად). ჰო, მაგრამ ამ ბზიკის არ იყოს, უკან რომ მოფრინდნენ ეს - 156 -
პორტები და პირდაპირ ჩემს ნაძვნარში, ან სულაც კახეთში რომ მოადინონ ზღართანი? ფუი, ეშმაკს! უცებ წარმოვიდგინე ჩემს თავზე ქართული ეკონომიკური სივრციდან გასული თუ გაფრენილი და მერე ამ ბზიკივით უკან მოფრენილი პორტი და შევშფოთდი მეც - დაიწყება მერე, საიდან შენს ეზოში პორტი, ვიზა თუ აქვს, რა უფლებით მოფრინდა. ამასობაში, ფიქრებში გართულს, გაჯიუტებულმა ბზიკმა მიკბინა და გონს მოვეგე. ოო... რა შორს წავუღივარ ფიქრებს,ვერ აგიწერთ, როგორ გამიხარდა ბზიკის კბენა, რომ ჩემს თავზე ბზიკი ფრინავდა და არა პორტი. ფულს და კაპიტალს სამშობლო არა ჰყავსო და რაღა რუსულ ფულს გამოუჩნდა დედულეთი? არც აპოლო ვარ და მით უმეტეს, არც რუსეთის აპოლოგეტი. ერთი ბუთხუზა ეკონომისტი ვარ, მაგრამ რა ბზიკმა გვიკბინა ამ ქართველებს? თუ ვინმე რეალურ ფასში იყიდის ჩვენს ქონებას, დააბანდებს ფულს, ინვესტირების შედეგად ბიუჯეტში თანხები, ჩვენთვის მშვიდობა, ტერიტორიული ერთიანობა და სამუშაო ადგილები გაჩნდება, აბა მეტი რა გვინდა? ოპონენტები მეტყვიან, ეს პრაქტიკულად, მაგრამ ჰიპოთეტიურად ხომ შეიძლება გაფრინდნენ და დატოვონ ჩვენი ეკონომიკური სივრცე?! ჰოდა, ჰიპოთეტიურად და ვირტუალურად თუ გნებავთ, მოდით აგერ ჩემთან, უსაქმურად, ამ ბუღში, მხართეძოზე წამოკოტრიალებულებმა, მშიერ-მწყურვალებმა და გამათხოვრებულებმა მსოფლიო კაცობრიობის ნათელ მომავალზე ვიფიქროთ. არა, ბზიკი ჯიგარია, მაინც მოფრინდა! ივნისი, 2004 წელი
- 157 -
თავისუფალი ასფალტის და დასაქმების ქართული კონცეფციის თეორია „ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავისუფალია, თავისუფლებაა ღვთიური ელემენტი ადამიანში. ვინაა თავისუფალი საბჭოეთში, არავინ“.... გრიგოლ რობაქიძე პიროვნების ეკონომიკური თავისუფლება და თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანა. რა არის ეს? სერიოზული საფრთხე ადამიანისთვის, როგორც კულტურულ-სოციალური თვითმყოფადობისთვის. თუ მისი ერთადერთი ბუნებრივი არსებობის ფორმა? სჭირდება კი ადამიანს საერთოდ ეკონომიკური თავისუფლება? რა, მონობაში ცუდად ცხოვრობს? ვინ იყვნენ ადამი და ევა ედემში? - მონები, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ და უზრუნველად ცხოვრობდნენ. არც ეკონომიკა სჭირდებოდათ, არც სიტყვის თავისუფლება და არც თავისუფალი ეკონომიკა. შუქიც ჰქონდათ, წყალიც, გზებიც, მაგრამ აკლდათ მთავარი - თავისუფლება. ეს ის არის სწორედ, ჩვენ უხვად, რომ გვაქვს, მაგრამ სანაცვლოდ სხვა არაფერი ანუ ჩვენ ადამ და ევას პირობებში ვართ, ოღონდ შებრუნებით: ყველანაირი თავისუფლება გვაქვს, პირობები, არა, თანაც ვარჩევთ ცუდს და კარგს. თავისუფლების ფასად, გვაქვს შვეიცარული ყველივით დახვრეტილ-დაგლეჯილი გზები, რომელსაც კუბურ მილიმეტრში 1234 ღრმული და 345 ნაკერი აქვს. ზევიდან ისეთი დასანახია, ცასაც რცხვენია და თავისი გაუთავებელი ნიაღვრებით გამალებით რეცხავს. ბუნება მთელი ზაფხული ამით არის გართული, წვიმს და ნიაღვარი მოდის, მაგრამ ვერაფერი უშველა. ამიტომაც ყველაზე გამოცდილი საგზაოს თანამშრომლები გვყავს იუველირები. აბა, ის არის კარგი, უცხოეთში, ევროპაში, თუნდაც თურქეთში ერთხელ დააგებენ ფართო, განიერ - 158 -
გზებს და შემდგომ წლობით უმუშევრები სხედან? ჩვენმა მეცნიერებმა დაამუშავეს ადამიანების პერმანენტული დასაქმების თეორია, ე.წ. წერტილოვანი დარტყმებით გზებს ვაგებთ. წარმოიდგინეთ, გზა, სადაც ღრმულის სიგანე არის 1,4სმ3,1 კვადრატულ მეტრზე 1234 ცალი ღრმულით, რავარი დასაგებია? ბექა და ბეშქენ ოპიზრებს გაუჭირდებოდათ ასეთი სამჭედლო საქმიანობა. არ გინდა ისროლო ასფალტი და 1.4 სმ3 ღრმულში მოარტყა, თანაც ისე თავისუფლად, რომ ერთ თვეში ამოვარდეს? აბა, ზოგიერთს ჰგონია ასფალტს არ უნდა თავისუფლება და საუკუნოდ მიჯაჭვული უნდა იყოს გზაზე. ნურას უკაცრავად, ჩემო უცხოელო კოლეგებო, ზაფხული რომ დამთავრდება, ჩვენი ასფალტის ბუთხუზა წერტილოვანი ნაჭრებიც ზღვაზე მიდიან დასასვენებლად და საერთოდ იკარგებიან, მსოფლიოში მოგზაურობენ. მერმე მათ მაგივრად ჩვენ სხვებს ვაგებთ და ხალხიც მუდმივად დასაქმებულია. მერე მარტო საგზაოს თანამშრომლები? მანქანები იმტვრევა და ფუჭდება და ჩვენც მუდმივად მათ შეკეთებაში ვართ, რითაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს დასაქმებულ ხელოსანთა რაოდენობით და მათ მიერ ერთეული მანქანების შეკეთების სიხშირით გადავაჭარბეთ. ჩვენ, ქართველი ეკონომისტები ადამიანთა პერმანენტული დასაქმების ამ თეორიას წლობით ვამუშავებდით და ახლა ამ ნოუ-ჰაუს უცხოეთში დასანერგად მეცნიერულ პროექტს ვამზადებთ. ყველაფერი მზად არის, გარდა ერთისა, პატარა დეტალი გვაკლია, სახელდობრ კი როგორ გავაფუჭოთ მათი გასისინებული, უძრავი გზები და ჩვენს სტანდარტებზე მოვიყვანოთ. ამ პრობლემის მოგვარების საიდუმლოს, იმედია, ჩვენი მეგზევეები გაგვანდობენ და მთელ მსოფლიოს დავასაქმებთ. საოცარია, სამოცდაათ წელს მიტანებულმა სოკრატემ - 159 -
ჯალათის მიერ მიწოდებული შხამით სავსე ფიალა პირთან მიიტანა და ბედნიერი სახით გამოცალაო, თუმცა რა გასაკვირია, 70 წელი ძველი ათონის მოკირწყლულ გზებზე იცხოვრა და შხამს ბედნიერი სახით დალევდა, აბა რას იზამდა? საქართველოს გზებზე, რომ ევლო, სამ დღეში ერთხელ გრაფიკით წყალი ჰქონოდა და 112.4 ვოლტ შუქზე ემუშავა, შხამს 25 წლის ასაკშიც სიხარულით დალევდა. თუნდაც ადამი და ევა, აბა ევლოთ ამ გზებზე, ცხოვრებაში საერთოდ არ შეჭამდნენ ვაშლს. ჩემს დიდ წინაპარს უნდა შევუსწორო,თავისუფლება ადამიანთა და ასფალტთა ღვთიური ელემენტია და ასფალტს ისე სჭირდება მოძრაობა, როგორც ადამიანს დასაქმება და თავისუფლება. ასფალტზეა ნათქვამი იგი წავა და სხვა მოვა... აი, ისევ წვიმა და თქეშია, ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება, ჯიუტად დავიწყებთ წერტილოვანი მეთოდით ასფალტის დაგებას, დავხარჯავთ ბიუჯეტს და დავასაქმებთ ხალხს. დიდია ეკონომიკური თეორიის ძალა, ტკბილია ასფალტი და დიდია თავისუფლების ძალა, მათ შორის, ასფალტის თავისუფლების. ჩვენ ხომ ასფალტს სული შთავბერეთ, მოძრაობა მივეცით, დააგებ და ფაფუ, აღარ არის, ეს არის კრედო, სუბსტანცია და ადამიანის და ასფალტის თავისუფლების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ემპირიული გამოვლინება. ჩვენს ასფალტს სამუდამო მონობა და გზებზე მოსაწყენი სამსახური კი არ მივუსაჯეთ, როგორც უცხოეთში, არამედ წინა ასფალტი თავაზიანად გადადგება ხოლმე და შემდგომს უთმობს ადგილს. ასე გრძელდება მუდმივი, პერმანენტული როტაცია, ის კი თავისუფლად გაფრინდება და ფრიი... აი, სადამდე მივიდა ჩვენი ჰუმანურობა! თავისუფლება, თავისუფალ ადამიანთა ხვედრია, ის საბჭოეთში ვერ დაიბადებოდა და ვერც 10 წელიწადში - 160 -
გაიზრდებოდა, მით უფრო, ვერც თავისუფალ ეკონომიკას ვერ ააშენებდა. მას დრო სჭირდება. ჩვენ მეთოდოლოგიურად და სისტემურად დასმენაზე, ჩივილ-წუწუნზე, ამპარტავნობაზე და ბაქი-ბუქობაზე გაზრდილები ვართ, ყოველთვის გენერლების ქვეყანა ვიყავით და ჯარისკაცების სრულ დეფიციტს განვიცდიდით, მაგრამ მეასფალტეები ბლომად გვყავდა. ჰოდა, დროა ჯარისკაცები გავზარდოთ. კარგია, ჩვენი გზები საკუთარ თავთან მარტო არ გტოვებენ. ისე განჯღრევენ, ფიქრი და დარდი არ გეკარება, სულ ფხიზელი და თავისუფალი ხარ. როცა გზა მთავრდება,სინანულიც კი გიპყრობს, მაშინ აცნობიერებ ასფალტის თავისუფლების რეალობას და ჩვენი თავისუფლების უტოპიურობას. ისევ წვიმა, ისევ თქეში. ნიაღვარმა ისევ ბუზღუნით გარეკა ასფალტის გორები მოუსავლეთში, ისევ გაჩნდა თავისუფალი ადგილები და ისევ თავიდან იწყება... ასფალტი ნამდვილად თავისუფალია. თქვენ? ივლისი-აგვისტო, 2004 წელი
„კრიოსტნი ატეცების“ გარეშე „სრული და ჭეშმარიტი კანონიერების უზრუნველყოფის, პატიოსანი ადმინისტრირების გარეშე, მყარი ბანკების და საიმედოდ დაცული კერძო საკუთრების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა“ „თავისუფლება (მათ შორის, ეკონომიკური, ე.ჯ.) წესრიგის და სამართლიანობის გარეშე არის ანარქია“. მარგარეტ ტეტჩერი, „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“ ჰცპ 2003, გვ.153,111 - 161 -
მომენატრეთ ძალიან! გადავაგორეთ ზაფხული წვიმიან ქარიშხლიანი, რომელიც შემოდგომას უფრო ჰგავდა და ახლა შემოდგომის მზის სხივებზე ვნებივრობთ, მეტადრე ზაფხულს რომ გვაგონებს. წელიწადის დროებიც შეიცვალა თავისი არსით და გარეგნობით, მაგრამ ქართველები ვართ უცვლელნი. თავისუფლება გვინდა, მაგრამ სამართალს ჩვენებურად აღვიქვამთ, ანუ, ძლიერი ხარ - მართალი ხარ პრინციპით. თავისუფალი ეკონომიკა გვინდა, მაგრამ ღია, გამჭვირვალე პრივატიზაციის და თავისუფალი უცხოეთის ინვესტიციის გარეშე. დასავლეთის ფასეულობების დამკვიდრება გვინდა, მაგრამ არც კლანურობას და ძმაკაცობანათესაობას ველევით, თავისუფლება გვინდა, მაგრამ მონები გვსიამოვნებს გვერდით, სამსახურში, მეგობრებში, პარტნიორებში და თუ ვინმე არ გვემონება, იმას ვლანძღავთ და ვმარხავთ. თავისუფლება ჩვენთვის გვინდა, სხვისთვის, სხვა მოყვასისათვის - არა, კანონიერება ჩვენთვის გვემეტება, მოძმისათვის - არა, კერძო საკუთრება ჩვენთვის გვინდა, სხვას არ უნდა ჰქონდეს, გადასახადების გადაუხდელობაზე სხვას, რომ სჯიან, გვიხარია, ჩვენ რომ გვთხოვენ, აღვშფოთდებით, სამართალი და წესრიგი ჩვენთვის გვინდა, სხვისთვის ზედმეტად მიგვაჩნია. არ და ვერ გავიგეთ თავისუფლება,მათ შორის, ეკონომიკური. იგი ან არსებობს ყველასათვის, ან - არა. ის სამართალიც და მისი პატიოსანი დამცველები, ან ყველასათვის არის ან არავისთვის, სხვა ფასეულობა და ქვეყნის მოწყობა კაცობრიობას არ მოუგონია და არ უნახავს. პლატონი ამბობს: „ყველაზე დიდი სიმახინჯე და საშინელება ისაა,როცა მწყემსები ისე ზრდიან ფარის მოდარაჯე ქოფაკებს, რომ ისინი ურჩობის, შიმშილის, თუ რაღაც უკეთური ჩვეულებების გამო თვითონ გლეჯენ - 162 -
ცხვრებს და ამრიგად, ქოფაკებს კი არ გვანან, არამედ, მგლებს... ამიტომ, ყველანაირი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ჩვენი მცველები ასევე არ ეპყრობოდნენ მოქალაქეებს. თავიანთი მძლეთამძლეობისა, თუ კეთილმოწყალე მფარველთა იმედით, მძვინვარე მოძალადეებს არ დაემსგავსონ“. ამასთან, ამბობს ფილოსოფოსი: „არცერთი მათგანი არ უნდა იყოს რაიმე კერძო საკუთრების მფლობელი, გარდა იმ საგნისა, რომელიც აუცილებელია ყოველი ჩვენგანის არსებობისათვის... თავიანთი სამსახურის საზღაურად უნდა იღებდნენ ისე,რომ არც შემოაკლდეთ და არც მოჭარბებით ჰქონდეთ მთელი წლის განმავლობაში“ (პლატონი, „სახელმწიფო“, თბ. 2003 გვ. 128-129). გზა ხსნისა დიდი ხანია კაცობრიობას უპოვნია. თუ გვინდა სახელმწიფო ვიყოთ და ხალხი კარგად ცხოვრობდეს, უნდა გაბატონდეს კერძო საკუთრება, სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს უშუალოდ ბიზნესის რეგულირებას, პოლიტიკოსებმა კანონებზე იმუშაონ. იმ კანონებზე, რომელიც ბიზნესს სახელმწიფოსგან სრულიად დამოუკიდებელს გახდის, ბაზარს - შესაღწევად თავისუფალს და რესურსებს ყველასათვის ხელმისაწვდომს, სადაც კანონი ყველასათვის ერთი იქნება და გადასახადი, რომელიც ამ წესრიგის შენარჩუნებას მოხმარდება. ყველა თავის წილს ერთნაირად გადაიხდის, მეწარმეც და პორტის ადმინისტრაციაც,დიდი სუპერმარკეტი თუ ჯიხური,გლეხი თუ ოლიგარქი, ხოლო ძალოვანები, მათ შორის, პარლამენტარები და მინისტრებიც მიიღებენ იმდენ ანაზრაურებას,რაც ადამიანს არსებობისა და ოჯახისათვის სჭირდება. ეს სიტყვებია, მაგრამ საქმით ეს უკვე 2005 წლის ბიუჯეტში უნდა იჯდეს და საზოგადოებამ უსამართლობად არ უნდა ჩათვალოს, რადგან აქედან დაიწყება წესრიგი და მათი პირადი კეთილდღეობა. თუ არადა, ფარის დამცველი - 163 -
ნაგაზი კვლავ შეჭამს ცხვარს და მგელი გახდება და ასე იქნება გაუთავებლად: კორუფციასთან მებრძოლი თვითონ კორუფციონერი იქნება, წესრიგის და კანონის დამცველი მისი პირველი დამრღვევი,ხოლო თავისუფლების კანონების მიმღები რიტორიკოსი - ბიზნესისათვის ბიუროკრატიული ბარიერების შემქმნელი,რათა შემდგომ ამ ბარიერების გადალახვის დახმარებაში ფული აკეთოს. რეფორმა გვინდა და ცვლილებები, მაგრამ ამის შედეგად რომელიმე ჩვენს გარეწარ ნათესავს, ან მეგობარს სამსახურიდან გაუშვებენ,ან კორუფციის წყაროს მოუსპობენ, ეს კი აღგვაშფოთებს, მოვრთავთ ღრიალს: - ის რეფორმატორი აგენტია,კორუფციონერია (ჩემი შენ გითხარიო), ბანდიტია! იწყება კულუარული სამამულო ომები და გაწიწმატებული ინტრიგები. იმას კი არ ამბობენ, რომ საკუთარი ჯიბე და მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ, არამედ წივიან, როგორ გაბედეთ და ნიჭისა და უნარის გამო დანიშნეთ სადმე ვინმე, როგორ ბედავთ ეკონომიკაში ისეთი რეფორმების გატარებას,რომელიც ჩვენ და ჩვენს ახლობლებს ფულის შოვნის წყაროს გვისპობს, როგორ ყიდით რამეს უჩვენოდ, ჩვენი მუქთად მოცემული წილების გარეშე, რას ჰქვია უჩვენოდ თავისუფალი ეკონომიკა, რომელ თეორიაში წერია? ჩემო ძვირფასო ფარის მცველო ქოფაკებო (პლატონის სიტყვებია, მე ამას ვერ გავბედავდი), საქართველოში ახალი ერა დადგა, უფრო სწორედ დგება - კანონი ყველასათვის, სამართალი ყველასათვის, თავისუფლება ყველასათვის! პრივატიზაცია ძმაკაცობის და კაიბიჭობის გარეშე, ეკონომიკა და ბიზნესი კრიშებისა და კორუფციის გარეშე, პოლიტიკა ქრთამების გარეშე და საქართველო „კრიოსტნი ატეცების“ გარეშე. ჯერ თქვენ კიდევ ხართ,ჯერ სასამართლო ფარსია და სოფოკლეს ტრაგედია, ჯერ თქვენი ზარებით ინიშნებიან თქვენი უსახური ლაქია ბოთეები, ჯერ კიდევ - 164 -
ინტრიგებით ხლართავთ ობობის ქსელს და ანადგურებთ ბევრ უდანაშაულო,პროფესიონალ არალაქია უპატრონო ადამიანებს, მაგრამ დაიწყო საქართველოში ახალი ერა. თქვენ გგონიათ ეს თქვენ არ გეხებათ? არა,ეს ყველას ეხება, ეს არ არის სპექტაკლები რეფორმაზე ძველი სცენარით და თამაში დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის, როცა 10 ოჯახი მართავდა მთელ დოვლათს. თავისუფალი ბაზარი ისეთი პანაცეაა საქართველოში, როგორც სამართლიანობა და 31 დეკემბერს ახალი წლის მოსვლა. მაშინ თქვენნაირების ადგილი არ იქნება, თქვენ ქოფაკები იქნებით, მაგრამ ფარას არ ჩაგაბარებენ. გეწყინათ? მაპატიეთ. თავისუფლება ყველაფერია. ეს არის ის,რისთვისაც ღირს ცხოვრება, ეკონომიკური თავისუფლება და სამართლიანობა. განურჩევლად ყველა ქართველისთვის, მათ შორის,ქოფაკებისათვის, ეს საქართველოა, როგორც სახელმწიფო დასავლური ფასეულობებით. ხომ ლამაზია შემოდგომა, მზიანი, ბარაქიანი და ხალისიანი, მაგრამ უფრო ლამაზია, როცა იცი, რომ ფარას მგლებად ქცეული ქოფაკები კი არ დაიცავენ, არამედ ბუთხუზა, კეთილშობილი, კავკასიური, ამაყი ქართული ნაგაზები. სექტემბერი, 2004 წელი
დაკორტნის ეკონომიკური კატეგორიის შესახებ „ბევრი განძი თვლემს მიწის წიაღში, დავიწყებაში და ღრმა წყვდიადში, სადაც ვერ აგნებს მბურღავთა გეში“. ბოდლერი თქვენთან მონატრებულ ბაასს ვაპირებდი, ჩემო განათლებულო და ინტელექტ-ნიჭით გაჟღენთილო მკითხველო და უცებ, შუქი ჩაქრა (დაილოცა შენი ჩამქრობი, - 165 -
რაღაც მყუდრო, ინტიმური გარემო შეიქმნა). მარტო ჩემი ლეპტოპის ეკრანი ანათებდა ცოდვილ დუნიას, ხოლო ჩემი დანაოჭებული, ბებერი ტვინი მსოფლიო კაცობრიობის მომავალზე და მშრომელ მასებზე ფიქრმა გაანათა. მაშინ მივხვდი, რა საშინელებაა შუქი, თან ფული უნდა გადაიხადო, თან ურცხვად თვალებში უნდა გიჭყიტინოს და მიგაჯაჭვოს მრავალრიცხოვან ღამის შოუებს ტელევიზორის ყველა არხზე, ესოდენ ნათლად რომ გვანან ადამიანთა ყოველდღიურ ფარისეველ ცხოვრებას. შუქი ძალიან მავნებელია აზროვნებისათვის, რომ არაფერი ვთქვათ, დემოგრაფიაზე. დიდი ამბავიო, იტყვით თქვენ, ახალი გვითხარი რამეო, მაგრამ მოიცა, ნუ აჩქარდებით. მუზა სწორედ ამან მომიყვანა, ანუ შუქი წავიდა და მუზა მოვიდა. უცებ, ამ კვირაძალს, როცა მზესაც სძინავს და დღეს მთვარესაც დაეძინა (იმიტომ, რომ წყვდიადია და არ ანათებს), გამახსენდა განძი, ყველანაირი განძი. ამიტომ, ფრანგ ბოდლერს დავესესხე. მე არ ვიცი, ეს დიდებული პოეტი რას გულისხმობდა, მაგრამ მე ჩვენს მიწაში, ჰაერში, წყალში თუ კიდევ სხვაგან არსებული განძზე, მათ შორის,ენერგო რესურსებსა და საერთოდ, წიაღისეულზე ამეშალა ფიქრის საღერღელი. მდიდარი ქვეყანაა საქართველო! ცოტ-ცოტა ყველაფერი გვაქვს. ნატურალური მეურნეობა რომ გვქონდეს,ვიმყოფინებდით, მაგრამ ამ გაგანია გლობალიზმში ღარიბები ვართ. თუმცა, იმაზეც მიფიქრია, რომ აგერ, საუდის არაბეთში სავსეა ნავთობი და მოსახლეობის 30 პროცენტი უმუშევარია, 60 პროცენტს არ აქვს განათლება და საუბარი არ არის შემოქმედებით და კულტურულ გაფურჩქვნაზე. მართალია, მეფის ოჯახს 180 მილიარდი კაპიტალი აქვს აშშ-ში, მაგრამ ხალხს რა? - სიზარმაცე! აგერ, ჩვენი მეგობარი იაპონია ნახე, მას მიწაში არაფერი მოეპოვება, ყველაფერი, რაც განძის კუთხით გააჩნია თავში - 166 -
აქვს. მაგრამ დავფიქრდი, საქართველოში სად გვაქვს ჩვენი წილი განძი? თუ გიფიქრიათ ამაზე? მეცნიერ-ეკონომისტები კაპიტალიზირებულ გეოპოლიტიკაზე საუბრობენ და აქედან გამომდინარე, ტრანზიტზე, ვიღაცამ ზღვის შელფზე და უდაბნოში ნავთობი აღმოაჩინა. ბორჯომზე და მანგანუმზე არაფერს ვიტყვი. უსაზღვროა მეცნიერული პოლემიკა პოტენციალის შესახებ, მაგრამ 20000 მეტრის სიღმეში არსებულ განძს თუ ჰქვია განძი? ალბათ, არა. მიწის ზევითაც გვაქვს წყალი, მიწა, ჰაერი და ა.შ. აი, შუქიც მოვიდა. შემაწუხა თავის უტიფრობით, თავიც ამატკია. ხო, რაო თავი? აი, სად გვაქვს დამარხული განძი ქართველებს, თავში, გონში, შემეცნებაში, ეს არის ჩვენი გადამრჩენი. გონიერები ვართ, ნიჭიერებიც ბევრი გვყავს და ქვეყანასაც გადავაბრუნებთ, მაგრამ საგულდაგულოდ ვმალავთ. გვეშინია, არა უცხოსი, არამედ ერთმანეთის, რადგან ჭკვიანი თუ გამოგვერია, „ისე დავკორტნოთ...“, როგორც ჩვენს დიდ მწერალს უთქვამს. ხოდა,რადგანაც, ძირითადად, ჭკვიანები ვართ, ამიტომ გამუდმებით, პერმანენტულად და დაუზოგავად ვკორტნით ერთმანეთს. ჩვენი გადარჩენის რეცეპტი განათლებაში,თავისუფალი ეკონომიკის და საბაზრო სისტემაში დევსო, ტერიტორიულ ერთიანობაში, და არა ბოღმაში, მოყვასის შურში და სიძულვილში, ქედმაღლობაში და ურთიერთკორტნაშიო! კორტნას უნდა დავანებოთ თავი და ქართული გენი ისეთი რამეა, ქვაზეც დასახლდება და მსოფლიოსაც გააკვირვებს. ადამ სმიტის, ყველა ეპოქის ეკონომისტის (ცნობისთვის, შოტლანდიის საბაჟოს უფროსი იყო) ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელსაც შემდგომ ყველა მისი კვლევა ეფუძნებოდა, ის იყო, რომ მან აღმოაჩინა ადამიანი, როგორც ვნების კრებული და ამ - 167 -
ვნებას ეგოიზმი დაარქვა, ანუ პრივატული ინტერესი. ჩვენც იგივე ადამიანები ვართ, მაგრამ ვნებას ურთიერთკორტნაში ვავლენთ, ეს არის ჩვენი ნაციონალური თავისებურება. ჩვენ შურისძიებაზე, ნგრევაზე, წართმევაზე, დაბეზღებაზე, ცილისწამებაზე, უსამართლოდ დაჭერაზე, სხვისთვის ბოროტის კეთებაზე ურთიერთლანძღვაზე და ნგრევაზე უფრო ვფიქრობთ, ვიდრე შენებაზე და მომავალზე, ამიტომაც არა ვართ თავისუფლები და ყველაფერი ცოტ-ცოტა გვაქვს, მათ შორის, შუქიც. მომხვდურს და გადამთიელს ფიანდაზად ვეგებით და მოყვასს ვწიხლავთ, ასეთიაო სტუმარმასპინძლობის წესი,ყველაფერს უცხოურს ვაკოპირებთ და საკუთარს ვკლავთ, დროის შვილები ვართო. კორტნას თუ მოვეშვებით, განძსაც აღმოვაჩენთ (ერთმანეთში), რომელიც ყოველი ქართველის გონშია და ქვეყანაც აყვავდება. ისეთი სიძულვილია ჩვენში,ხანდახან მგონია მართლმადიდებლობა აქ ჯერ არ შემოსულა მეთქი. პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, საფინანსო ამნისტიას ვაცხადებთ,ქართული ბიზნესის დაფასება დავიწყეთ და შიდა ინვესტიციებს მხარს ვუჭერთ. ეკონომიკაში და განათლებაში ერთდროულად ვცდილობთ რეფორმის ჩატარებას, მაგრამ მთავარი, ალბათ, მენტალური მეტამორფოზაა, ანუ რეფორმა ცნობიერებაში. როგორც სწავლულები ამბობენ, ეს ყველაზე რთული და ხანგრძლივი რეფორმის სახე ყოფილა, როცა ადამიანი შინაგანად თავისუფალი და შემოქმედი ხდება, როცა ეკონომიკის წამყვანი კერძო საკუთრება და კერძო ინიციატივაა. თურმე მის შემადგენელი ნაწილი ყოფილა დაკორტნისადმი მისწრაფების მოსპობა. არადა, მოჯადოებულ წრეში ვართ, განძი გვაქვს თავში, ჩვენივე გონიერებაში და ნიჭიერებაში, მაგრამ ბურღი ჯერ იქამდე ვერ წვდება,რადგან ერთმანეთის გვეშინია და ვმალავთ, რადგან ვიცით, უთქვამს - 168 -
პოეტს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. ეს არ მოგვშორდება სანამ სხვა რეფორმებს არ მოვრჩებით. და მაინც, საიდან დავიწყოთ, რომელს მივცეთ პრიმატი? არადა, განძიც ჰაერივით გვჭირდება. შუქი ისევ ჩაქრა. ისევ ამეშალა ფიქრის საღერღელი და გადავწყვიტე ვიფიქრო ურთიერთკორტნაზე, როგორც ეკონომიკურ კატეგორიაზე და მის როლზე ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხში. მართლაც, სად გვაქვს განძი, თავში, მიწაში თუ...? ოქტომბერი, 2004 წელი
თანამედროვე მოდერნისტული თეატრი და ეკონომიკური სტილი ანუ შოუ ტენდეროსპექტაკლი ბევრი რამ გადმოვიღეთ უცხოეთიდან, ვვითარდებით. წარამარა ვხმარობთ სიტყვებს: თავისუფალი ბაზარი, ტრანსფელაბელური ბიზნეს-პოლიტიკა, კონკურენტული გარემო და ა.შ. ცნობილი ქართული კინოს პერსონაჟის ფრაზას ,რომ გავაგონებს, - გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო. ჩვენს შემთხვევაში - ბაზარი თავისუფალია, მაგრამ არ არის თავისუფალი. ამ ფონზე, როგორც თავისუფალი კონკურენტული ბაზრის ელემენტი, ტენდერები შემოვიღეთ. რა არის ტენდერი? - მრავალმოქმედებიანი სპექტაკლი, რომელიც იწერება, როგორც კოლუმბიური სერიალების სცენარი ერთი „ბალვანკით“, ანუ შესყიდვების კანონის სახით ფაბულის ჩონჩხი არსებობს და სპეციფიკურ სცენებს შემდეგ, ძირითადად, უმრავლესობა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და მათი „აპარატჩიკები“, იმისდა მიხედვით წერენ,თუ რა თემაზეა შოუ. ფინალიც ცნობილია, იმარჯვებს ის, ვინც რეჟისორთან საქმეს მოაკვარახჭინებს, ანუ შოუს დამდგმელთან და მას - 169 -
დააინტერესებს,ანუ ისე, როგორც ჰოლივუდში ხდება ამბობენ, თუ გინდა როლი მიიღო,როგორც მინიმუმ, წილი უნდა მისცე აგენტს და რეჟისორსაც მინიმუმ ერთხელ - „სხვა რამ“. მოკლედ, ყველა საერთაშორისო ნორმა დაცულია. სხვაობა იმაშია, რომ ჩვენთან მონაწილეობის მიღება 500 ლარი ღირს და არავითარ შედეგს არ იღებ, უბრალოდ იხდი 500 ლარს, საბუთების მოსამზადებლად ფულს და ნერვებს ხარჯავ და შოუში მონაწილეობას იღებ, ეს არის თანამედროვე თეატრი, სადაც სპექტაკლი იდგმება ეკონომიკურ თემაზე, შემოსავლებს იღებენ დამდგმელი რეჟისორები და ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც მისცა რეჟისორსაც და აგენტსაც. ყველაფერი თეატრის წესებით, ნატურალურად რომ გამოიყურებოდეს, პროცესში ჩართულია მთელი რიგი სპეც-ეფექტები: მაგალითად, კომპიუტერების თითქმის უმრავლესობა, ჩინეთში, ტაივანში ან კორეაში მზადდება. ამ ტექნიკას რასაც გინდათ, იმას დაარქმევინებთ, მაგალითად, შეიძლება თქვენი სიდედრის სახელი - ჟუჟუნა, ან შეყვარებულის - ანჟელიკა. კომპიუტერების შიგთავსი, საგარანტიო ვადები, თუ მონაცემები აბსოლუტურად ერთნაირია. ჩვენთან თუ გინდა ტენდერის სპექტაკლში გაიმარჯვო,ცნობილი ბრენდის სახელი უნდა მიაწერინო, თუმცა იქვე აწერია „მეიდ ინ ჩაინა“ და სცენარიც ასე უნდა დაწერო. რეჟისორი ბოლომდე მალავს დიალოგებს, მოთხოვნებს და ბოლომდე არავინ იცის,რა უნდა რეჟისორს (ჩვენ კი ვიცით, საქმეც უნდა და მაქ-მეც). ფინალში „პოლეჩუდესივით“ გახსნიან ყუთს - „ამან გაიმარჯვაო“, არავითარი დასაბუთება, რატომ, რისთვის. რაც მთავარია, ისეთი რამის შესყიდვას აკეთებს ორგანიზაცია, რაც ხშირად დასახული ამოცანებიდან, თუ შესასრულებელი სამუშაოებიდან გამომდინარე არ სჭირდება. თქვენ სცენარს და თავს შესთავაზებთ და აღმოჩნდება, რომ სხვა მოსწონს, მაგრამ გარეგნულად ყველაფერი კარგადაა, დაცულია სტილი და ფაბულა. ხოდა, სახელმწიფო,ან ფირმის მეპატრონე ამ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში 30- 40 პროცენტით მეტ - 170 -
თანხას იხდის. მაგრამ, რაც მთავარია ბაზარი თავისუფალია და კონკურენტული. ამაზეა ნათქვამი, კეისარს კეისრისაო. ახლაც, კაცო, - იკითხავთ თქვენ - აღარ მოკვდა ეგ დრო? არა, არ მომკვდარა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სძინავს, ჯერჯერობით მხნედ არის. ამ ცოტა ხნის წინ, ამ შოუს ქართველმა რეჟისორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და ევროპის რამდენიმე თეატრალური ფესტივალიდან მოწვევა მიიღეს, რათა ეკონომიკური სპექტაკლი „ტენდერები ქართულად“ წარადგინონ, რომელსაც რეჟისორთა კოლექტივი წარმოადგენს. ამბობენ, ამ სანახაობაზე ყველა ბილეთი გაყიდულიაო, ასეთი დახვეწილი და ტრაგიკული კაი ხანია ევროპას არაფერი უნახავსო. კარგი რამეა თავისუფალი ეკონომიკა, კონკურენტული გარემო და სპექტაკლები ეკონომიკურ თემაზე - „ტენდერები ქართულად“. მოვა დრო, ჩვენს სცენარებზე ჰოლივუდი ფილმსაც გადაიღებს, ალბათ. აბა, სად იპოვის ასეთ ფაბულას? იხაროს თავისუფალი ეკონომიკის და ტენდერშოუს მომგონმა, ყველაფერი საინტერესოდ და ინტერესით არის გაკეთებული. ნოემბერი, 2004 წელი
პროფესორების და ფილოსოფოსების ქვეყანა სიმართლე გითხრათ, ამ საშობაოდ ფუნჩულა და ბუთხუზა იუმორულ საკითხებზე ვაპირებდი თქვენთან მუსაიფს. მაგალითად, ყინულის ქალაქზე, ლაზერულ ახალ წელზე, ქართული პურ-მარილისა და ქეიფის საახალწლო ლაზათზე და იმაზედ რომ... მოკლედ, „სუპერ ლაით“ რაღაცეებზე. მაგრამ... ოხ, ეს მაგრამ, და ოხ, ეს ფიქრები შემოგიჩნდებიან და ამ საშობაო დღეებში რაღაც სერიოზულზე გაფიქრებენ. ერთი ასეთი ანეგდოტი გამახსენდა: გურულებმა გადაწყვიტეს ომი გამოეცხადებინათ ჩვენი კარის მეზობელ - 171 -
ჩინელებისთვის. ქუდზე კაცი შეიკრიბა, მთელი გურია სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე ბჭობს (ჯერ კიდევ პიპინიას დროინდელი პორტარტურიდან აქვთ მათი ჯინი). მათი აზრით, ყველაფერი დაალაგეს და წარმატებაც, გარანტირებული იყო და უცებ, სპირიდონა წამოხტა, - კაი ძამა, დავხოცეთ აი ხალხი და გავიმარჯვეთ, მარა სად გინდა დამარხი ამდენი ადამიანიო. კარგი ბატონო, გავატარეთ ეს უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლის მიხედვითაც, 23 წლის ღლაპი (ისე, ახლა ღლაპები მოდაშია) მაგისტრატურას დაამთავრებს თუ არა, უკვე პროფესორი გახდება. მერე, იკითხავთ თქვენ, 70 წლის ახლანდელი პროფესორები? ისინიც პროფესორები იქნებიან და 30-40 წლის მეცნიერებათა კანდიდატებიც. აგაშენა ღმერთმა,რაღაცით ხომ უნდა გავასწროთ მოწინავე განვითარებულ ქვეყნებს. ამასთან, აწი დოქტორები სულ ფილოსოფოსები იქნებიან, კანტი სათოფეზეც, რომ არ ჰქონდეთ ნანახი მაინცო (ისე, კანტი ჩვენი ეკონომიკის მაწყევარმა ნახა სამოთხეში, მისი ბუხუნა ნაშრომები მქონდა მხედველობაში). ესე იგი, სულ პროფესორები და ფილოსოფოსები ვიქნებით. დაეყრება პროფესურა კონა - შაურად. რა არის ამაში ცუდი? კაცმა რომ მკითხოს, არც არაფერი, ასე ცხოვრობს მთელი ცივილური სამყარო, მაგრამ დასახელება იქნება გრძელი და ძნელი. აი, მაგალითად, შუქრი თურმანიძის სახელობის (ჩვენთან ყველა უნივერსიტეტი და ინსტიტუტი ვიღაცის სახელობისაა) ქედა-ხულო-შუახევის სპეციალური უნივერსიტეტის მხარექეიფმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თედო ჟორჟოლიანი. როგორ გინდა დაიმახსოვრო, არადა, რომ შეგეშალოს, სადღეგრძელოს, მოხსენების, ხსენების ას დაღუპული ხარ კაცი. საახალწლოდ ყველა მაგისტრს და დოცენტს მაგარი - 172 -
საჩუქარი ელის, ისინი მალე პროფესორები გახდებიან, თუ დეკანატში ჩააწყობენ. მეტი ავტონომია და თავისუფლება რა გინდა? გინდა პროფესორი გახდე? - გახდი. მაგრამ სად გინდა წაიყვანო ამდენი პროფესორი იმ გურულ-ჩინური პრობლემის არ იყოს? კეთილი და პატიოსანი, ვახალისებთ ხალხს პროფესორობისაკენ, მაგრამ ვჩაგრავთ მეცნიერულ წოდებებში. მაგალითად, თუ ადამიანმა დაიცვა სადოქტორო ნაშრომი 1937 ან 1963 (ჩემი დაბადების წელია) წელს, სოციალისტური შეჯიბრების თავისებურებები და ეკონომიკური ეფექტი ზემო ჩხოროწყუს რაიონში შუა ასაკის მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის საქმეში ან ცნობილი სადოქტორო დისერტაცია, ჩაის რიგთაშორისი ადრეული მოხვნის ეკონომიკური პრობლემები მაღალმთიან საჩხერეში 1967-72 წლებში (წლები სწორია, მერე შევარდნაძის დროს, მიწერები დაიწყო და საერთოდ არ ხნავდნენ და ამ მნიშნელოვანმა პრობლემამ აქტუალობა დაკარგა), მაშინ ის დღესაც, ახალი კანონით დოქტორი იქნება და 2004 წლის ოქტომბერში აქტუალურ თანამედროვე თემაზე საკანდიდატო დისერტაცია, რომ დაიცვა, ის არავინ! სადაური სამართალია? და თუ ძველი დოქტორებიც არ იქნებიან ახალი ფილოსოფიის დოქტორები, მაშინ ვისთან დაიცავენ ახლები დისერტაციას? დარჩება საქართველო დოქტორების გარეშე. რომ შევკრიბოთ, საქართველო გახდება ფილოსოფოსების და პროფესორების ქვეყანა და ამ მაჩვენებლით, 2005 წლიდან უკან ჩამოიტოვებს ისეთ განათლებულ ქვეყნებს, როგორიც კორეა და იაპონიაა. რატომაც არა, სუფთა ქართულ ხასიათში ჯდება - ან ყველაფერი ან არაფერი და თუ აქამდე ღვთისმშობლის ქვეყანა ვიყავით, აწი პროფესორების ქვეყნად გადავიქცევით. - 173 -
რა დაიმახსოვრებს ამხელა რეგალიებს და სად გინდა წაიყვანო ამდენი პროფესორი? ისე, თუ ადგილები გვაქვს, ის კანდიდატებიც გავხადოთ დოქტორები, იმათ რა დააშავეს? - თუ ბუმია, ბუმი იყოს თუ არადა, ისინი შიმშილობას გამოაცხადებენ (ზოგს მოუხდებოდა, ზოგი ბოლო 15 წელია ისედაც შიმშილობს). თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ეკონომიკის და ბიუჯეტის მდგომარეობას, მათი ხელფასი კაი ხანს ისევ 50 ლარი დარჩება და საქართველოში,სადაც ლანძღვის და წყევლის ხელოვნება რენესანსის ხანაშია, სრულიად ახალი ფორმა დაიმკვიდრებს: წყევლა - სიძე გყოლოდეს პროფესორი, ან კიდევ ლანძღვა წადი შე პროფესორო და ა.შ. ხომ იყო მსუბუქი? ხოდა, ჩემო პროფესორების ქვეყნის შვილებო,ამ პათოსით გილოცავთ შობა-ახალ წელს, იმედია, 2005 წელს განგება პროფესორის მძიმე ხვედრს აგარიდებთ. დეკემბერი, 2004 წელი
2005 - გარდატეხის წელი წელს ბევრი სიახლეა ეკონომიკაში: საგადასახდო კოდექსი, საფინანსო ამნისტია, დერეგულირების ახალი პაკეტი, ახალი მსხვილი ინვესტორების შემოსვლა ჩვენს ბაზარზე და ევროპასა თუ ნატოში ინტეგრაციის ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი, განათლებისა და სოციალური რეფორმები. ბუნებრივია, ამნისტიასთან ერთად, საგადასახადო ორგანოების ადმინისტრირების ხარისხი გამკაცრდება, ფაქტიურად, ახალი კოდექსის მიხედვით, ახალი საგადასახადო კოდექსის მუხლები, სხვადასხვა რაკურსით ყველა მოალაქეს ეხება. ამდენად, ქართულ ბიზნეს-სამყაროს სერიოზული საქმიანი გვერდში დგომა სჭირდება და ინვესტორთა დოღში, - 174 -
რომ არ დაიკარგოს, მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური და იურიდიული მხარდაჭერა და კონსალტინგი. ეკონომიკურ მეცნიერებაში საინტერესოა განათლების რეფორმა და მეცნიერების შესახებ კანონის ამოქმედება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ასპარეზი სჭირდებათ, ახალგაზრდა, თუ მხცოვან მეცნიერებს, ასევე თვით ამ განათლების რეფორმის რეკლამირებასა და საინფორმაციო მხარდაჭერასაც. ამიტომ, გადავწყვიტეთ ახალი პროექტი განვახორციელოთ ახალ პარტნიორთან, სავაჭრო სამრეწველო პალატასთან ერთად და სრულად შევცვალოთ სტილი, ყურადღება გადავიტანოთ მეწარმეთა დახმარებაზე და მათი პრობლემების განხილვაზე. წარმოვაჩინოთ ისინიც და მათი სატკივარიც. ყოველ ნომერში საგადსახადო კოდექსიდან, მთავრობის ეკონომიკური რეფორმიდან და ბიზნესის შექმნის და წარმოების თემებიდან თითო საკითხს განვიხილავთ, მათ შორის: როგორ შევქმნათ და ვმართოთ ფირმა, როგორ ვაწარმოოთ ბუღალტრული აღრიცხვა და ბანკებიდან მივიღოთ კრედიტი, როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი და მოვიძიოთ ბაზარი. ჟურნალში იქნება უფასო იურიდიულეკონომიკური კონსულტაციები, დახმარება პრაქტიკულ საქმეებში და სამუშაო ადგილების, ასევე კვალიფიციური კადრების მოძიება. განათლების ნაწილში გავაშუქებთ მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მიღების პრობლემებს და მსურველებს დავეხმარებით,თუ როგორ მივიღოთ უცხოეთში განათლება. დავეხმარებით პროფესიულ გადამზადებაში იმ ადამიანებს,რომლებიც უმუშევრები დარჩნენ და პროფესიის შეცვლა სურთ. სავაჭრო პალატასთან ერთად მივცემთ საშუალებას მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში, რათა თავიანთ საქონელსა და მომსახურებას რეკლამირება გაუწიონ და პარტნიორები იპოვონ. მნიშვნელოვანი იქნება ევროინტეგრაციის თითოეული პრობლემის განხილვა და ჩვენი ბიზნესმენების როლი და - 175 -
ადგილის განსაზღვრა ამ ინტეგრაციში. იმედია, ჩვენ შევძლებთ თქვენს გვერდში დოგმას ეკონომიკური რეფორმების ამ მეტად რთულ ეტაპზე და საქართველოს ბიზნესის დახმარებას ბაზარზე მნიშვნელოვანი სეგმენტის დაჭერაში. ამ მიზნების ეფექტური განხორციელებისათვის სავაჭრო პალატასთან ერთად, დავაარსეთ „თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტი“, რაც ეცდება გახდეს ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობის, ადამიანთა ეკონომიკური განათლების მიღების და დასაქმების, ახალი ბაზრის და ინვესტიციების მოძიების, ევრო სტრუქტურებთან დაახლოების ცენტრი. ჩვენ ვიმოღვაწევებთ თქვენთვის და საქართველოსათვის. იანვარი, 2005 წელი
აქა ამბავი მედეას ტრაგედიისა და ჯონჯოლის ინდექსისა „სუსტია ქალი, ბასრი მახვილის დანახვაც კი აძრწუნებს და თავზარს სცემს, მაგრამ თუ შეუგინეს ღირსება და შეუბღალეს სარეცელი, მისებრ მწარედ ვერავინ იძიებს შურს“ ევრიპიდე. „მედეა“ „ლარის კურსი მყარდება დოლარის მიმართ და ეცემა ჯონჯოლთან მიმართებაში“ - პროფესორი მიშა ჯიბუტი მართლა საოცარია, თუ არსებობს „ბიგ მაკის“ ინდექსი, რატომ არ შეიძლება ჯონჯოლის ინდექსი არსებობდეს. ვითომ იმიტომ, რომ ჯონჯოლი პატარა ქვეყნის გულზვიადი ხალხის სათაყვანებელი საკვებია და „ბიგ მაკივით“ არ ასუქებს მთელ მსოფლიოს? მერე რა, მოვა დრო და სიმსუქნესთან მებრძოლი მსოფლიო ჯონჯოლზე გადავა, რომელიც ძალზე დიეტური და არაკალორიულია. ჯონჯოლის ინდექსი ჯერ სულ ნორჩია, - 176 -
მას მიშა ჯიბუტმა რამდენიმე წელია სული შთაბერა და ჯერ ფეხზე ისე ამაყად ვერ დგას, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას მათრახივით ხვდება. ინფლაცია 5,5%-იაო. იცოცხლე, ხუთიანი კაია, მაგრამ რას ნიშნავს? რის მიმართ? აი, აქ იწყება ყველაფერი, თუმცა გააჩნია რა შემთხვევაში! ამას წინათ, არაგვისპირეთში ვიყავი სანადიროდ, სიმართლე გითხრათ, მე და ჩემმა მეგობრებმა თოვლი ბევრი ვტკეპნეთ, გაყინული ჰაერი ვყლაპეთ, მაგრამ ცაზე მოძრავი „თუ 154“-ის გარდა ვერაფერი ვნახეთ (მას ხომ არ ვესროდით და ჩამოვაგდებდით, უცხო ქვეყნის დროშა ჰქონდა, საერთაშორისო სკანდალში ხომ არ გავეხვეოდით, ისე, ის ქვეყანა ღირსი კია). უკან მობრუნებულებს „ხიჟი-ნაში“ ვალერი დაგვხვდა, ადგილობრივი მაცხოვრებელი, ჩვენი მეგობარი, რომელიც სახელდახელოდ წვავდა თბილისიდან ჭოპორტში იმპორტირებულ ღორის ხორცს და თან, აქედან ჩატანილ არაყს „ურტყამდა“. ვუსაყვედურე, სად წავიდა ნადირი, არაფერი დაბობღავს და დაფრინავს-მეთქი. მან მწარედ გაიღიმა, მათი კი არა, ჩვენი საჭმელი არაფერი დარჩა, ზოგი შიმშილით მოკვდა და ზოგიც უცხოეთში გადაიხვეწაო. მე ვუთხარი, ტყეში ხომ არის კენკრა, ან რამე მსგავსი-მეთქი. კენკრას ცოლ-შვილს ვაჭმევთ, ზოგჯერ მწვანე ფოთოლს რომ ვნახავთ, ნერწყვი გვადგება, გარეულისთვის კი არა,შინაურისთვის გაწყდა ყველაფერიო. როგორ, რაღაცას ხომ მუშაობთ, თვით დასაქმებით ხომ ხართ დაკავებულები -მეთქი, ჩავეძიე (საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით, თვითდასაქმებით მილიონ ორასიათასი კაცია დაკავებული). როგორ არა, თვითდასაქმებით ვართ დაკავებული, დილით ავდგებით: ცივა, შუქი არ არის, არც საჭმელი. თუმცა, დედაკაციმ ბავშვებს კრუხივით გამოუჩხრეკს რამეს და მე - 177 -
შორიდან ნერწყვმომდგარი ვუყურებ. აგაშენათ ღმერთმა, კიდევ კარგი სანადიროდ ჩამოხვედით, თორემ ერთი კვირაა არ დავნაყრებულვარო. 1 ყუთ ვაშლს გაყიდი - 10 ლიტრ ბენზინს ან ნავთს იყიდი, არადა დენის ფულსაც ვიხდი. გოჭი, რომ თბილისში წავიყვანო, ერთ ტომარა ქატოდ გავყიდი, არადა ეს ღორი სანამ გაიზრდება, მართლა ხუთ ტომარას ჭამს, პურის ფქვილზე ხომ აღარ არის ლაპარაკი, ძალიან გაძვირდაო. ვუსმენდი და ჯონჯოლის ინდექსი გამახსენდა. ეს გლეხი კაი ეკონომისტივით, ალალად, სასტიკ ეკონომიკაზე ყვებოდა და მართალი იყო. ავუხსენი, რომ ბიზნესის ლეგალიზაცია მოხდა, მოისპო კონტრაბანდა, ბიუჯეტში შემოსავლები გაიზარდა, პენსიები გაიცა და ახლა რეფორმები დაიწყება. ეკონომიკა ფეხზე დადგება, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ჰოდა, მაგი რომ იქნება, ნადირიც მაშინ მოვაო, - მიპასუხა გლეხმა. ვალერი, რომ მეწუწუნებოდა, უცებ გავიხედე და თვალში უზარმაზარი მილი მომხვდა. რა არის-თქო ვიკითხე. ეს ტრანსკავკასიური გაზსადენია, გაყიდვას რომ უპირებნდნენ, მაგრამ არ გავაყიდინებთო. ძალიან დამაინტერესა, რატომ შე კაცო,ეგ მილი დიდი ხანია აქ გადის და მოძველებულია, არა მგონია შენთვის სიკეთეს წარმოადგენდეს-მეთქი. გაიყიდება, მოვა ინვესტორი, აღადგენს, შენ სამუშაოს მოგცემს, ქვეყანაში გაზსა და ფულს მოიტანს და ბევრი პრობლემა გადაწყდებამეთქი. კი მაგრამ მაინც არ მივყიდით რუსებსო, ჩვენ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებიანო, ეს სტრატეგიული ობიექტია და ჩვენი განძიაო. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, შენი შვილები, რომ იყინებიან უგაზობით, შენ რომ მშიერი ხარ უმუშევრობით თუ ის, ვინ იქნება ამ მილის პატრონი, თანაც ამ მილს ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და ვერსად წაიღებს, - 178 -
ისევ საქართველოს და ქართველებს მოემსახურება-მეთქი. მირჩევნია, შვილები სიცივეში და შიმშილში მომიკვდეს, ვიდრე ეს მილი გაიყიდოსო - მიპასუხა. ისევ მედეა გამახსენდა, არ ვიცი ევრიპიდემ მოიგონა თუ მართლა ვიღაცაზე გაბრაზდა მედეა და ამოჟუჟა შვილები და ქმარი. ვუყურებდი ამ გლეხკაცს და ვფიქრობდი, რა საერთო ჰქონდა მედეასთან - მარტო წარმომავლობა? მე და ჩემი მეგობარი სოფელში, რომ ვბრუნდებოდით, წინ ჩვენი მასპინძელი მიგვიძღოდა. საოცარი მინდორ-ველი გადაიშალა. სადღაც მიგდებული ფერმა იყო, სადღაც - გაბახებული ზვრები და მიტოვებული ხეხილის ბაღები. ვიფიქრე და ხმამაღლა აღმომხდა - იდიდოს შენმა გამჩენმა,რა მდიდარი ყოფილა აქაურობა-მეთქი. რად გინდა, დამუშავება და მოვლა უნდა ყველაფერსო. მერე, თქვენ რას აკეთებთ, აგერ გქონიათ ასპარეზი და მარტო სახელმწიფოს იმედით ხომ არ უნდა იყოთ-თქო. აბა, ამის თავი ვის აქვს, გამოჩნდება რამე, გვიშველის სახელმწიფო და მშიერ-მწყურვალ ცოლშვილსაც ეშველებათო. ჩემმა მოსაფერებელმა ხალხმა ზედმიწევნით იცის, რამდენი კილოვატი ელექტროენერგია შემოდის საქართველოში; რომელი აგრეგატი მუშაობს და რამდენი გადამცემი ხაზია; რა ხდება „ალავერდზე“ ან „კავკასიონზე“. ზეპირად იცის, რამდენი გვაქვს გაზის ვალი და როგორ მიმდინარეობს „გაზპრომთან“ მოლაპარაკება. მაგრამ ისიც იცის, რომ შუქი არ აქვს, გაზს წნევა არ ჰყოფნის, პურის ფქვილი გაძვირდა, სიგარეტიც, სასმელიც და ბენზინიც. „ბიგ მაკი კი, ცხოვრებაში არ უჭამია და ინფლაცია „თვალით არ უნახავს“, მაგრამ იცის, რომ ჯონჯოლი გაძვირდა, სახლში მიბრუნება არ უნდა, არც ომი; დანის დანახვაზე გული მისდის, მაგრამ მის შვილს ჩასაცმელი და საჭმელი სჭირდება, სახლს - სითბო, თვითონ - შუქი და სამსახური, რომ ამ - 179 -
ყველაფრისთვის ფული გადაიხადოს. მართალია, ჯონჯოლის ინდექსის თეორია ჯერ არ დაწერილა, მაგრამ თუ გინდათ ნახოთ, არაგვისპირეთში სანადიროდ წადით, იქ ყველაფერს აგიხსნიან თეორიების გარეშე,განადირებენ და ნანადირევის გარეშე, ხელცარიელს და დამძიმებულს გამოგიშვებენ. მედეა? მედეასა და ევრიპიდეზე დასკვნა თვითონ გააკეთეთ ჯონჯოლის ინდექსის მიხედვით. თებერვალი, 2005 წელი
ქართველებმა ახალი იარაღი გამოიგონეს, ანუ ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ... და დავალევინოთ საფერავი დიდმარხვა დაიწყო. ყველა მართლმადიდებელი განსაკუთრებული განწყობითაა და ბუნებრივია, ჩვენ, ქართველებიც. ყველამ ვიცით, იმდენად წმინდაა ჩვენთვის წითელი ღვინო, რომ ქრისტეს სისხლთან გვაქვს გაიგივებული და ზიარების წმინდა რიტუალზე პურთან ერთად ვეწაფებით მას, რათა ცოდვები მოგვეტევოს. წითელი ღვინო ოდითგანვე ღმერთთან სიახლოვის ნიშანი იყო, რადგან იგი საზიარებელი ნაერთის ერთ-ერთი კომპონენტია. ამიტომ, თუ არ იქნება ღვინო, დარჩებით უზიარებელი. ეს, ჩვენთან, აფხაზეთში და მთლიანად სამეგრელოში, ყველაზე დიდი წყევლა იყო „პაპაშ ზიარება ვამორჭიშაფუდასია“, ესე იგი, ამ ქვეყნიდან უზიარებელი წასულიყავიო. დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. არ თმობს რუსეთი თავის იმპერიულ ამბიციებს და ამას ხმამაღლა აცხადებს. არც საქართველო თმობს თავისუფლებას,ნატოს და ევროკავშირის წევრობის სურვილს. რუსეთი ცივი ომის პოლიტიკის გატარებას - 180 -
იწყებს, ყოველდღე დაბომბვით, გაზის გამორთვით და შიდა აშლილობით გვემუქრება. რა უნდა ქნან ქართველებმა, რუსებს თანამედროვე იარაღი აქვთ და ეს ტექნოლოგია ჩვენთვის უცნობია. მაშინ, ქართველებიც ადგნენ და ძველი ფრაზა გაიხსენეს ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალი და დაიწყო... გადაწყვიტეს დაეტოვებინათ რუსები ზიარების გარეშე! რადგანაც რუსეთში მიდის საქართველოში წარმოებული წითელი ღვინის 90 პროცენტი და ეს ბაზარი, ძირითადად,ქართული ღვინის მომხმარებელია, ეს ცივი ომის დამქაში ვეღარ ეღირსება ჩვენს „ხვანჭკარას“, „საფერავს“, „ოჯალეშს“, „მუკუზანს“ და „ოცხანურს“. ცივი ომის დამქაშებს ეს ყოველივე წყლით, სპირტით და საღებავით შევუცვალეთ და რადგანაც ზიარება არ არსებობს წითელი ღვინის გარეშე, რუსები უზიარებლები დარჩებიან და სულ ტყუილად მარხულობენ. მართალია, აქ ჩვენ გვიმწარებენ სიცოცხლეს, მაგრამ საიქიოში ჩვენ გავუმწარებთ. იქ ხომ ვერ წაიღებენ თავიანთ ატომურ ბომბებს და გაზს, ან იმპერიულ ამბიციებს (ისე, იმედია, იქაც მათი მეზობლები არ ვიქნებით). არადა, ზოგიერთ ქართველ ექსპერტს (ესენი ოხრად გვყავს) და პოლიტიკოსს (ოო... ეგენი საერთოდ) რომ უსმინო, წალეკა საქართველო ფალსიფიცირებულმა ღვინომ, ექსპორტში სულ შეღებილი წყალი და სპირტი მიდის, სტრატეგიულ დარგს ვკარგავთ, გვაჯობა ჩილემ და საფრანგეთმა, ავსტრალიაზე რომ არაფერი ვთქვათო. ის კი არ იციან, ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის რომ ხდება! ახალი იარაღი გამოიგონეს ქართველებმა - ფალსიფიცირებული ღვინოები. ორი მიმართულებით მიდის მტერზე დაუნდობელი შეტევა - ვერასოდეს ეღირსებიან ცივი ომის დამქაშები „საფერავის“ და „ხვანჭკარას“ დალევას და მეორე, ისინი უზიარებლები დარჩებიან და ამ ქვეყნად თუ არა, საიქიოში „დაერხევათ“. ფრიად კეთილშობილური მიზანია, მაგრამ რად გინდა,ვინ გიფასებს? ასეა, საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეები არც ერთ დროში და ქვეყანაში არ ფასდებოდა. არადა, რა გაჭირვებით მოჰყავს ჩვენს გლეხს ეს ციური - 181 -
სითხე გაძვირებული საწვავი და ქიმიკატები, ყურძენზე დაბალი ჩასაბარებელი ფასები... მერე დაწურვა, დადუღება (ჩვენი მტერი დაადუღა ტყვიით) და ეს ვაზის ნაჟური უნდა მივართვათ იმათ, რომ კარგად გამოტყვრნენ და დაგვემუქრონ? ვერ მივართვით! ხეთქონ სპირტი და საღებავი, იყვნენ უზიარებელი და ვნახავ, კუპრში რავა ითუხთუხებენ საშობაო ინდაურივით. ისე, ინდაურს რას ვერჩი, კაი ფრინველია. მერე რა თუ ტვინი არ აქვს, ხორცი ხომ აქვს კაი? ხორცი იმათაც კაი აქვთ ჩემმა მზემ... ეს კონცეფცია, ამ ცოტა ხნის წინ, ახლად შექმნილ მსოფლიო ღვინის ფალსიფიკატორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე გამაცნეს „მეტეხში“ მისმა ორგანიზატორებმა. კონფერენციის თემა იყო „ფალსიფიცირების როლი ქვეყნის უსაფრთხოებაში“. აღვფრთოვანდი! ცივი ომის დამქაშებისთვის უკეთეს სასჯელს ვერ მოიგონებ. თურმე, რასაც ეს ბაზარი ქართულ ღვინოებს ასაღებს, 90% ფალსიფიცირებული 3 დოლარიანი წითელი ღვინოა. ო... საწყლები, ვერასოდეს გაიგებენ საფერავის გემოს და ეს, ისედაც უზარმაზარი ცოდვის მქონე ხალხი უზიარებლად წავა ამ ქვეყნიდან. ფანტასტიურია მე და ჩემმა მზემ. ამას წინათ, პრეზიდენტის დავალებით, პრემიერმა ნოღაიდელმა დავალება გასცა, შეემუშავებინათ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული გეგმა, ჩააბეს სავაჭრო პალატა. მისმა პრეზიდენტმა, ჯემალ ინაიშვილმა მეღვინეები მოიწვია,რათა ერთობლივი პროგრამის შემუშავებაში მიეღოთ მონაწილეობა და ჯვაროსნული ომი დაწყებულიყო ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. მაგრამ რად გინდა, ისინი არ იცნობენ ამ უსაფრთხოების კონცეფციას, თორემ გადაიფიქრებდნენ. თუმცა, ამ კონცეფციას ზედმიწევნით იცნობს ზოგიერთი ქართველი „პატრიოტი“ მეღვინე. ისინი რუსეთის წინააღმდეგ წმინდა ომს აწარმოებენ,თავის საამქროებში დღედაღამ ფუსფუსებენ და მეზობლებს არზიარებას იაფად უგზავნიან. რას ერჩი, სუფთა პარტიზანული ომია ახალი იარაღის - 182 -
გამოყენებით. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საქართველოს ეკონომიკას რომ აუნაზღაურებელი ზიანი ადგება? მერე რა, სამაგიეროდ,რუსები უზიარებლები წავლენ იმქვეყნად და ისე ჩაესვენება მაგათი მზე, ერთხელ ვერ გასინჯავენ ნამდვილ „ოჯალეშს“, თან იარაღი იმდენად ეფექტურია, მასზე პატენტს უკვე უკრაინაში, ბალტიისპირეთში და მთელს ევროპაში ვყიდით. მეცნიერები მუშაობენ ამ იარაღის დახვეწაზე და ფალსიფიკატორთა მეორე საერთაშორისო კონგრესზე რომ მიმიწვევენ, აუცილებლად შეგატყობინებთ სიახლეებს. ჭეშმარიტ აღდგომას გისურვებთ თქვენ და ღმერთმა მიუტევოს „კეთილშობილ“ ფალსიფიკატორებს, რამეთუ არ უწყიან რასა იქმან. მარტი, 2005 წელი
საქართველოს ნავთობ-ბიზნესის და „ოპეკის“ ომის შესახებ
საოცარია, მაგრამ ფაქტია - ამას წინათ „ოპეკის“ (ნავთობის საერთაშორისო კარტელი) შტაბ-ბინაში, ვენაში შეიკრიბა სპეციალური თათბირი, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ნავთობ-ბიზნესის საქმეს და ფასებს ნავთობზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო ნავთობფასების ბოლოდროინდელ პოზიტიურ ტენდენციებს. საქმე სრულიად არ არის სასაცილოდ და ახლავე წვრილწვრილად მოგახსენებთ დეტალებს. აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ალან გრინსპენმა სააღრიცხვო განაკვეთი 0,25%-ით ასწია, პირობის თანახმად, რომელიც მან ადრე დადო, ამ მაჩვენებლის წლიური განაკვეთი გახდა 3%,რის გამოც ევროს მიმართ დოლარის კურსი გამყარდა და შეადგინა 1,294, ნაცვლად ადრე არსებული 1,3102-ისა. ამას არ უპასუხა ევროპის ბანკმა და ანალოგიური განაკვეთი დატოვა წლიური 2%-ის ოდენობაზე. 2005 წლის პირველ კვარტალში მშპ-ისGზრდამ აშშ-ში შეადგინა 3,1%. ეს, - 183 -
შარშანდელ IV კვარტალთან შედარებით 0,7%-ით ნაკლებია, მაგრამ ბევრად მეტია ევროგაერთიანების ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელზე (1,8%). მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ალან გრინსპენი ფსს-ის სააღრიცხვო განაკვეთს გაზრდის 4%-მდე და დოლარი გამყარდება 1,25 ევრომდე, რადგან ევროგაერთიანების ცენტრალური ბანკი არ აპირებს შესაბამისი მაჩვენებლის გაზრდას. ამას იმიტომ გიყვებით სავსებით სერიოზულად, რომ აპრილის ბოლოს დაიწყო და გრძელდება ნავთობზე ფასების დაცემის ტენდენცია. ის დაეცა ბარელზე „ურალუსზე“ - 45, „ბრენტზე“ - 47 და „ლაითზე“ - 49 დოლარამდე. ყველა ვარაუდით, რადგანაც „ოპეკმა“ გაზარდა ნავთობის მოპოვება 29,9 მილიონ ბარელამდე დღეში, რუსეთმაც ეს მაჩვენებელი 11%-მდე ასწია და ახლა შეადგენს დღეში 3.9 მილიონ ბარელს დამატებული ერაყის კვოტის ზევით მოპოვებული 2,2 მილიონი ბარელი დღეში. ეს კი, იმის გარანტიაა, რომ ნავთობზე ფასები დაიწევს და აშშ-ში ბიზნეს-აქტივობა გაიზრდება. ამასთან, შექმნილია ნავთობის არნახული კომერციული მარაგი, ქვეყნებიდაკავებულნი იყვნენ მთელი 2004 წელი. მარტო შტატებში ამ მარაგმა მიაღწია 324,4 მილიონ ბარელს. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ წლის ბოლოსთვის, თუ რაიმე გარე შემაფერხებელი გარემოება არ გამოჩნდა, ნავთობის ფასი მიაღწევს 35-38 დოლარს ბარელზე. მსოფლიომ შესძლო მოეთოკა ნავთობზე ფასები და გაეზარდა ბიზნეს-აქტივობა. რა ხდება საქართველოში? 2002 წელს ლიტრი ბენზინი ღირდა 1,2 ლარი, 2003-ში - 1,25; 2004ში კი - 1,3; ხოლო ამჟამად - 1,58 ლარი. დინამიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია,შემაშფოთებელია. ნავთობის ფასებს აქვთ მულტიპლიკატორის როლი საერთო ფასების სისტემაში და ამას, ორი-სამი თვის შემდგომ, იმანენტურად მოჰყვება - 184 -
პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდა. ამიტომ გახდა ხორცი 8 ლარი და ყველი არ ჩამოდის 7,5-8 ლარიდან. გარდა ამისა, ნავთობზე ფასების ზრდა უკუპროპორციულია ბიზნეს აქტივობის ზრდისა. საინტერესოა, მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ლამის 60 დოლარი გახდა ბარელზე,ჩვენთან ბენზინზე ფასი უცვლელი იყო. ხოლო, როცა იქ მთელი 20 პროცენტით დაიკლო - ჩვენთან გაიზარდა 20 პროცენტით. სწორედ ამ სასწაულის ახსნას ცდილობდა ჟენევაში „ოპეკი“. ვერაფრით ვერ გაიგეს,რატომ მიდის მსოფლიო ტენდენციის წინააღმდეგ ჩვენი ნავთობ-ბიზნესი?! თან, როგორც ჟენევაში შეკრებილებმა განაცხადეს, ბენზინზე ფასების ზრდასთან ერთად გაიზარდა საქართველოში მოხმარებული ბენზინის რაოდენობა. ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა,რომ,თუ აქამდე საქართველოში მანქანებს მხოლოდ ევროპიდან ეზიდებოდნენ,ახლა ამერიკის აუქციონების ნავაჭრსაც ხსნიან. არსებული სიტუაცია შეაფასეს,როგორც ქართული ნავთობ-ბიზნესის მიერ წარმოებული ომი „ოპეკის“ წინააღმდეგ,რადგან ეს ორგანიზაცია განუხრელად იბრძვის (თუ არ იბრძოლებს, საუდის არაბეთი გაზრდის მოპოვებას და საერთოდ დაწევს ფასებს და ბევრს დაკარგავენ) ფასების დაწევისთვის, ქართველი მენავთობეები კი იბრძვიან მისი აწევისთვის. რას იტყვის დანარჩენი მსოფლიო, თუ ქართველები ასე ძვირად ყიდულობენ ბენზინს,დანარჩენებმა რატომ არ უნდა იყიდონო,იტყვიან და მოუნდებათ მათაც გაძვირება და გაუბედურდებიან,ატყდება ბუნტი. აი, რა პრობლემის წინაშე დადგა „ოპეკი“. თუმცა, ეს ქართველ მებენზინეებს არ ადარდებთ და აპირებენ ამ ტენდენციის გაგრძელებას იმ მიზნით, რომ წლის ბოლოს საქართველოში ბენზინის ფასი საერთო ევროპულზე მეტი უნდა იყოს, რაღაცით ხომ - 185 -
უნდა გავუსწროთ ევროპას. რას ერჩი,იქნებ მართლები არიან? „ოპეკის“ საგანგებო შეხვედრა, ამ ეტაპზე, უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ქართველმა მენავთობეებმა პოზიცია არ დათმეს. არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით,კიდევ როდის შეიკრიბება „ოპეკი“, მაგრამ მშიერი მგელი უფრო ადვილად დათმობს ცხვარს,ვიდრე ჩვენი მენავთობეები ამ მაღალ ფასს. ცხვარს რა უჭირს, უცებ შეატკბარუნებენ, ჩვენ კი მებენზინეები ნელ-ნელა გაგვაძრობენ ტყავს, დავაბრალოთ მერე ჩვენს თავს. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ერთი ავზი ბენზინის გავსებას სჭირდება საშუალო თვის ხელფასი - 100 ლარი. აპრილი, 2005 წელი
საქართველოში, ანუ ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია სარეკლამო საოცრებები საოცარია, მაგრამ უჯიუტესი ფაქტია - საქართველოში ახალი ერა იწყება. ამ საოცრებების სანახავად სულ არ არის საჭირო ალისას ქვეყანაში წასვლა (იქნებ ეს ქვეყანაც აქაა), არამედ თქვენი პატარა ყუთი ჩართეთ დენში, თუ გაქვთ, რა თქმა უნდა და იქ ყველაფერს აგიხსნიან. ასე მაგალითად, თუ გინდათ, რკინის კბილები გქონდეთ, რომელიც ფრეზივით ხრავს და ჩარხივით ამუშავებს ხე-ტყეს, საჭიროა,კბილის პასტა „ქოლგეითი“ იხმაროთ და მორჩა! ეს ახალი ნოუ-ჰაუა, ტექნოლოგიური რევოლუცია; ან თუ გნებავთ „შეაბათ“ ქალი, დაღეჭეთ „ორბიტი“ და მორჩა, ქალი ეცემა შენს კალთაზე. რაც ეს „ორბიტი“ გამოიგონეს, ფოტომოდელებმა და აზიატმა ქალებმა, რომელთაც ეშინიათ უცებ ვიღაცამ „ორბიტის“ სურნელი არ შეაფრქვიოს, დაცვა გააათმაგეს და - 186 -
ახლოს არავის იკარებენ. ამბობენ, ვიაგრაზე მაგრად ჭრისო; ან თუნდაც საკმარისია დალიო შაქრიანი ქიმიური ჯადო ფხვნილი „სპრაიტი“ და იქვე იწყება საოცრებები და შენ ხდები მაგარი „კრუტოი“ თავდაჯერებული. არადა, რა შესძლებია ნატახტარის წყალს და აგარის შაქარს! არ გჯერათ? ნახეთ, ბატონო, რეკლამა; აი, თუნდაც საოცრება „საუნა ბელტი“ გაიკეთეთ და 10 წუთში 2 სანტიმეტრით დადნებით და თუ შემთხვევით ღამე დაგრჩათ სხეულზე, დილით ოსვენციუმის ტუსაღს დაემგვანებით. სულ არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ახალი საკაბელო არხი გამოჩნდა, „ჩათი არხი“ ჰქვია და პირდაპირ წერია: სიყვარული გინდა - 20-30, კაიფი გინდა - 10-70. საოცარია, როგორ გაიაფებულა კაიფი! გინდა კაიფი, სმს 10-70 და მორჩა, იკაიფე რამდენიც გინდა. აი, კიდევ ერთ სიგარეტზე სწერია - იგემე ამერიკის სული (არადა, ამის მოსურნე დღეს ძალზე ბევრია) და ეწევიან ამ სიგარეტს და მერე ეძებენ ამ სულს! ვეკითხები, სოსან, იგრძენით ეს სურნელი-მეთქი? ჯერ ვერაო! მაგრამ იმედი აქვთ. ან სიგარეტი „დავიდოვის“ რეკლამა - იცოდე უფრო მეტი ანუ წიგნები და კომპიუტერები საჭირო არ არის, მოწიეთ „დავიდოვი“ და უფრო და უფრო მეტი გეცოდინებათ და შეიძლება აინშტაინი გახდეთ. ებრაელებს თორაში უწერიათ, ადამიანს, მოყვასს ფული პროცენტზე არ ასესხოო და ჰოი საოცრებავ,ქართულმა საბანკო სექტორმა და ზოგმა ბიზნესმა აიტაცა ეს და აცხადებენ, უპროცენტო კრედიტი ან უპროცენტო განვადებო. იმდენი თქვენ აგიდგათ გვერდი,თორაში ასეთი რამე წერია, არ მოატყუო მოძმეო, მაგრამ ვინ კითხულობს თორს ბოლომდე. მაგას კი არა, სმს-ს არ კითხულობთ ბოლომ- დე. საქონლის ფასში შედის პროცენტის მოცულობა და აი თქვენი უპროცენტო განვადება. ასევე ერთმა ჩემმა მეგობარმა, შუქრი - 187 -
თურმანიძემ ერთი წელი „ქოლგეითით“ იხეხა კბილები, მერე მოინდომა ალუბლის ტოტის მოტეხვა და 32-ვე კბილი დატოვა ზედ - დღემდე მკურნალობენ. ასევე ერთი მეგობარი, თავადიშვილი ჟორჟოლიანი ამ „საუნა ბელტით“ დადის და მაინც ასკდება ღიპი, მოიმატა 23 სანტიმეტრი. გია რუაძე კი აქმდე „ვაისროის“ ეწევა, იქნებ ბოლოს და ბოლოს გავიგო ამერიკის სულიო. არის ასე, ელიოზივით და ელოდება, ოდესმე ხომ ახდება, რაც რეკლამაში უთხრეს, ჩალით ხომ არ არის დახურული ქვეყანა?! ასეა, უყურებენ და სჯერათ, ჩემო ბატონო, ამ საოცარი სარეკლამო ფრაზების, სჯერათ და არიან ბედნიერად და მოტყუებულები. ამას დღეს სარეკლამო ბიზნესის საოცრებები ეწოდება და დიდი, დიდი ფული იჭრება. ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, თქვენს ხარჯზე და ასეთი საოცარი სამყარო თვით ალისას ქვეყანაშიც არ არსებობს. სხვათა შორის,ამ ბედნიერების ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდა - ვებ-გვერდზე საოცნებო რამ ხდება - ინგლისურის შესწავლა ერთ კვირაში ინგლისურის გარეშე, ანუ სამველიანები. იდიდე, მუშავ, წამებულო, გადაიხადე სამველიანზე 150 დოლარი და ყველას მომავალი კვირიდან ინგლისურად დაელაპარაკებით. სხვათა შორის, დილერებსაც ეძებენ საქართველოში. აი, ეს გვაკლდა სრული ბედნიერებისათვის. საოცარი ქვეყანაა საქართველო და სასწაულია რეკლამის ბიზნესი. ნეტარ არიან მორწმუნენი და ბლომად მოწუწუნენი. ივნისი, 2005 წელი
- 188 -
აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის მოგონება 80-იანი წლების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ორი კერპი ჰყავდათ - ვასილ ჩანტლაძე და პაატა გუგუშვილი, ადამიანები, რომლებიც ხშირად უსწრებდნენ ეპოქას, იწვოდნენ ეროვნული პათოსით, უანგაროდ, სიყვარულით ემსახურებოდნენ მეცნიერებასა და სტუდენტების აღრზდა-განათლების საქმეს. ისინი იყვნენ ჩვენი სათაყვანებელი კორიფეები. 1981 წელია. თვალებანთებული და ოცნებაახდენილი ახალგაზრდები მთელი საქართველოდან ეს-ესაა მერხებს მიუსხდნენ უნივერსიტეტში და გულის ფანცქალით ელიან ახალს, მნიშვნელოვანს, რომელიც აგრძნობინებს მათ, რომ ეს ჯავახიშვილის და გოგიჩაიშვილის უნივერსიტეტია. აი, იღება კარი და შემოდის ჩია ტანის მოხუცი, მრავლისმთქმელი და კეთილი ღიმილით ასხივოსნებს სასწაულებრივ სითბოს. ფინანსებზე ლაპარაკს რუსთაველით იწყებს, ჩვენს ფესვებში ეძებს დიდებას. საოცარი გზნებით ლაპარაკობს დავით აღმაშენებლის ეკონომიკურ-ფინანსურ რეფორმებზე და იმ სისტემაზე, რომელიც მან ჭყონდიდელთან ერთად შექმნა. მიდის უფრო ღრმად და შორეულ კოლხეთში ფულად-საკრედიტო სისტემის საფუძვლებს და მათი რეგულირების მექანიზმებს გადასწვდება. ყოველი ლექცია ახალი ინტრიგაა საბჭოთა ფინანსების ფონზე. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი დეტალები, ჩვენი დიადი ისტორია, ფესვები, პათოსი, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა და თანაც წარმატებული, რომლის საფუძველი ფინანსებია, დიდხანს გვქონია და გვიმართავს და აუცილებლად შევქმნით და ვმართავათ მომავალშიც. რუტინა-დისკუსიის უკან იმის შესახებ, თუ ფინანსებს რამდენი ფუნქცია აქვს, ხშირად იყო სერიოზული, ხშირად აკრძალული მეცნიერების ლაბირინთები, საკითხები, პასუხგაუცემელი კითხვები......წიგნები და წყაროები, ახლა რომ ყველგან მიმოფანტულა,მაშინ იკრძალებოდა და მათთან - 189 -
ზიარება სტუდენტებისათვის შოკი იყო. ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ჩვენში აღვიძებდა და გვინერგავდა იმ აზრს, რომ ჩვენი სამშობლო სრულიადაც არაა საბჭოთა კავშირი, რომ საქართველო უძველესი კულტურის და მეცნიერების ქვეყანაა და რომ „ვეფხისტყაოსანი“ მარტო ფაბულა კი არ არის, რომელიც სკოლაში გვასწაველს, არამედ იმდროინდელი ეკონომიკურ-პოლიტიკური ისტორიის ეტრატია. უპარტიო აკადემიკოსი,რაც მაშინ წარმოუდგენელი იყო,ჩვენში ფაქიზად ნერგავდა ეროვნულობას, ქართული მეცნიერების და ფინანსების, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის დედაბოძის საწყისებს. რუდუნებით არჩევდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, ყველასგან რაღაცას ელოდა და არა მარტო კვლევას და მეცნიერების თუ სპეციალობის საფუძვლებს, ძალზე ხშირად ცხოვრებასაც გვასწავლიდა. ახალი თაობის ადამიანები უნდოდა გაეზარდა თავისუფალი და ეროვნული. განსაკუთრებით მოწიწებით რაიონიდან ჩამოსულებს ეპყრობოდა. მე აფხაზეთიდან ჩამოსული, ერთ-ერთი უპატრონო სტუდენტი ვიყავი. ხშირად სახლში მპატიჟებდა სადილზე, ქალბატონ ძაბულისთან და მის უამრავ სტუმართან ერთად. მასწავლიდნენ ქცევის ნორმებსაც. ძალზე დელიკატური იყო. პირდაპირ შენიშვნას არავის მისცემდა, ტაქტიანად მიგანიშნებდა ხოლმე. მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველა კარგი სტუდენტი შვილივით იყო. ნანობდა მისი ვაჟი ეკონომისტი რომ არ გამოვიდა, - ნეტა ვის დაემსგავსაო თენგიზი. ჩვენ ყველანი გულში ვპასუხობდით - მამასო, რადგან უზადო იუმორის პატრონი იყო თვითონაც. როცა იგრძნობდა, აუდიტორია დაიღალა ფინანსების რთული თემების მოსმენით,უცებ თავისი დახვეწილი იუმორით გამოაფხიზლებდა. ასე იყო მაშინაც, როცა სახლში მის უზარმაზარ, გასაოცარ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდით. რომ არ მოვდუნებულიყავით, იუმორს შემოგვაფენდა ახალგაზრდებს. ყოველთვის ასწრებდა უფროსი მეცნიერების თემების, წიგნების განხილვას, დისკუსია ჩაღდებოდა ტერმინოლოგიაზე და საერთოდ, - 190 -
ქართული ეკონომიკური სკოლის საფუძვლებზე. ყველგან ვესწრებოდით, რათა გვესწავლა,როგორ უნდა იკამათო, რა არის რიტორიკა და როგორ უნდა გაიმარჯვო დისკუსიაში. დიდ ყურადღებას აქცევდა მასალებზე მუშაობას და წერის კულტურას. რუდუნებით და ტიტანური მოთმინებით გვასწავლიდა, როგორ მოკლედ და ზუსტად უნდა თქვა სათქმელი, როგორ უნდა დააყენო საკითხი, იკვლიო ზოგადიდან კონკრეტული, მარტივიდან რთული და ნათლად და გასაგებად მიაწოდო მსმენელს, აუდიტორიას. „ნიჭი რომ გქონდეს, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება და შენი ნააზრევის, შემოქმედების მიტანა აუდიტორიამდე, სამეცნიერო წრეებამდე“, გვიმეორებდა ხშირად. სტუდენტში ფინანსისტს, მკვლევარს, თავისუფალ პიროვნებას, დახვეწილი მანერების მქონე ადამიანს ერთდროულად ზრდიდა, რადგან ამბობდა, კარგი ფინანსისტიც რომ იყო, ცუდი ადამიანი თუ ხარ, სიყვარული და ეროვნულობა არ გაქვს გულში, ვერაფერს სასიკეთოს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაზეო. უზადოდ კეთილშობილი და მშვიდი იყო,ქრისტიანულად მიმტევებელი და რაინდული სულისა. ღიმილით ხევდა მასზე დაწერილ ანონიმკებს, რაც იმ დროს მოდაში იყო, განსაკუთრებით, უპარტიოებზე. აწინაურებდა, ლოცავდა თავის მტრებს და მაწყევრებს და მაგალითს გვაძლევდა, როგორ უნდა იცხოვრო ბიბლიურად. დახვეწილი და რაფინირებული ინტელიგენტი ჩაცმულობითაც გამოირჩეოდა და ქცევითაც. მუდამ დინჯს, მშვიდსა და გაწონასწორებულს პრინციპად ჰქონდა: იუპიტერ, შენ ბრაზობ? ე.ი. არა ხარ მართალი! ინდივიდუალურად და განსაკუთრებით სკრუპულოზურად მუშაობდა ასპირანტებთან. მიუხედავად იმისა, რომ მე გედევან ხელაიას ასპირანტი ვიყავი, ერთი წუთითაც არ მაკლებდა ყურადღებას. ყველა თავს, ყველა საკითხს საღამოობით მის ბიბლიოთეკაში ვიხილავდით. სხვა ასპირანტებსაც მოიხმობდა და იყო სერიოზული სჯაბაასი და კრიტიკა. უზარმაზარი ნიჭისა და ენერგიის პატრონს, შესანიშნავ პედაგოგს ღრმა - 191 -
მოხუცებულობაშიც არ დაუკარგავს კვლევისადმი ინტერესი და შრომისუნარიანობა. სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ჩვეული იუმორი და თავადური დახვეწილობა. მახსოვს ჩემი დისერტაციის დაცვა 1989 წელს (მაშინ სადისერტაციო ნაშრომები მნიშვნელოვანი, იშვიათი და რთული იყო, განსაკუთრებით ე.წ. დსპ ანუ დახურული თემები). საბჭოს თვითონ თავმჯდომარეობდა. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, 26 წლისა და ახალგაზრდული სიფიცხით მეწყინა, როცა დარბაზს თვალი გადავავლე და იქ ვერ აღმოვაჩინე ბევრი ჩემი „მეგობარი და კოლეგა“. გამოუცდელობის გამო, მიუხედავად სავსე დარბაზისა, ეს სახეზე შემეტყო. განხილვის დაწყების წინ მიხმო თავისთან და მითხრა სიტყვები, რომელსაც მთელი ცხოვრება ვატარებ: - ნაწყენი ხარ და გული გეტკინა ხომ? დიახ - მეთქი, მივუგე. - იცოდე, მეცნიერება ნიჭია, რომელსაც შური თან სდევს. ამიტომ ბევრი ღვარძლია, განსაკუთრებით ეკონომისტებში. ყველაფერს გეტყვიან კოლეგები,რომ კაი ბიჭი ხარ,კაი მსმელი, დამრტყმელი, ოჯახისშვილი, მაგრამ მოკვდებიან და არ იტყვიან, ეს კაცი ნიჭიერია და კარგი მეცნიერიო. ამიტომ, იუმორით შეხედე ხშირად ცხოვრებას, თორემ გადაგთელავსო. დღემდე ვცდილობთ ჩემი თაობა, ყველა მისი შეგონება ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციოთ და შევინარჩუნოთ სიმყარე მაშინაც კი, როცა გვთელავს ცხოვრება და მომთმენნი ვიყოთ ჩვენი მტრების მიმართ, რათა ვაკეთოთ მთავარი - ჩვენი საქმე! ბატონი ვასილ ჩანტლაძე ტიტანი და მოვლენა იყო ქართულ ეკონომიკურ თუ სახელმწიფო ცხოვრებაში და ბედნიერია ყველა, ვისაც ასეთი ლეგენდა მოძღვრავდა. ივლისი, 2005 წელი
- 192 -
მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა ქართველთა იმუნური განსაკუთრებულობის შესახებ და მერფის კანონი გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ამას წინათ, კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტიზის ლაბორატორიის მეცნიერები დიდი ხნის ჯაფისა და ქანცგამომცლელი, ნერვების მომშლელი ექსპერიმენტების შემდგომ მივიდნენ სენსაციურ დასკვნამდე: ქართველები, რომლებმაც ევროპას მისცეს პირველი ადამიანი (ბოლო არქეოლოგიური აღოჩენები დმანისში) გამოირჩევიან უნიკალური თვისებებით: ჭამენ, სვამენ და მოიხმარენ ყველაფერს, რაც დადის, დაბობღავს, დაფრინავს და საერთოდ, რაც გატოკდება და შეირხევა. ამ დასკვნამდე ისინი მივიდნენ იმ პროდუქციის ანალიზით, რაც ჩვენში იმპორტირდება და იწარმოება. მათი განცხადებით, ქართველებს იმდენად დიდი იმუნობაზა აქვთ, რომ მოხსნეს და გააუქმეს საერთოდ კონტროლის ყველა ინსტიტუტი: სტანდარტი,მეტროლოგია, ტექნიკურ პირობებზე უარი თქვეს და ვეტსანიტარული სამსახური საბაჟოს შეუერთეს. არანაირი პეპელა და კიდევ მისთანები მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ისინი დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ძეხვს, რომელშიც ხორცი უკეთეს შემთხვევაში 20 პროცენტია ან საერთოდ არ არის; სვამენ ყავას,რომელშიც ძირითადად საღებავები და ქიმიკატებია და საერთოდ არ არის ყავა. ყავას ხედავენ მხოლოდ „ნესკაფეს“ ტელერეკლამაში. ამიტომ მათ არ ემუქრებათ ხორცისაგან სიბერე და კოფეინისაგან გართულებები. როგორც მეცნიერები ამბობენ, საქართველოში ჯერ კიდევ სსრ კავშირის დროს, 50-იან წლებში დაინერგა სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის სისტემა, - 193 -
ხოლო 70-იანი წლებიდან მოხდა მისი სისტემატიზაცია და შემოიღეს ე.წ. „გოსსტანდარტი“ და „გოსტის“ სისტემა ცალკეული სამინისტროების მიმართულებების მიხედვით და შეიქმნა ქვეყნის სიამაყე – ხუთკუთხედი, როგორც ხარისხის ნიშანი. ეს იყო კორუფციის და პარტიული დასჯის ბუდე. მაგრამ „გოსტი“ დღემდე აწერია ბევრ პროდუქტს. ისს-ის სტანდარტებზეც ფიქრობენ, მაგრამ... თავისუფალ საქართველოშიც იგივე სისტემა მუშაობდა დიდხანს. მიიღეს ახალი კანონები, ქვენორმატიული აქტები, თუმცა სისტემა იგივე იყო. ჰოდა, ქართველებმა ამ სფეროს რეფორმირება გადავწყვიტეთ. დიდი ხნის მსჯელობის მერე მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს რთული საქმეა და საერთოდ გავაუქმეთ სტანდარტები და ტექნიკური პირობების კონტროლი. ამას მივაყოლეთ ვეტსანიტარული კონტროლი,როგორც კორუფციის ბუდე. მერე რა, რასაც გინდა შემოიტან და შეჭამ, ქვეყანა არ იქცევა, ყველაფერი კარგადაა. მეცნიერები დიდი გულისყურით აკვირდებიან ამ პროცესს, როგორ მიირთმევენ ქართველები ლორის ნაცვლად ცხოველის ჩლიქებისაგან დამზადებულ ფარშს, 50 წლის ხორცის სოსისებს და ძეხვებს, გაურკვეველი წარმოშობის კონსერვებს და კრახმალის იოგურტს, ღვინის ნაცვლად _ სპირტში გაზავებულ ფხვნილს. 50 ჰერცის მაგივრად მათი დენის სიხშირე 12,3-დან 23-მდე მერყეობს და მაინც ყველა ტექნიკა მუშაობს, მათი კუჭი უძლებს ყველაფერს, ქიმიურად ყველაზე დაბინძურებულ და არასტანდარტულ პროდუქტს. სვამენ წყალს, რომელიც ტექნიკურ საქმეშიც არ გამოიყენება და შიგ ნახევარი მენდელეევის სიტემაა ჩაყრილი და ვითომც არაფერიო. მეცნიერებმა ორი დასკვნა გამოიტანეს: პირველი კორუფცია რომ მოვსპოთ, საერთოდ უნდა გავაუქმოთ სახელმწიფო კონტროლის და მართვის ორგანოები. - 194 -
უახლოეს ხანში ეკონომიკის სამინისტროს აუქმებენ (თუმცა, ის დიდი ხანია გაუქმებულია). შემდგომ ფინანსებისა მიჰყვება, რიგრიგობით კი - სხვა ორგანოები, პოლიცია და სასამართლოც (ეს უკანასკნელი რეალურად დიდი ხნის წინ გაუქმდა) იქნება ნებაყოფლობითი. მოგინდება, გამოიძახებ და მოგინდება, უარს იტყვი. ნამდვილი დემოკრატია და სახალხო მმართველობა იქნება ყოველგვარი კორუფციის გარეშე და ბიზნესი აყვავდება. ეს მოხდება მსოფლიოში პირველად. ეს ახალი თეორია არ არის. მისი ფუძემდებელია მიურეი როტბარდი, რომელმაც სამოციან წლებში დაამუშავა თეორია, რომ სახელმწიფო საჭირო არ არის. მეორე დასკვნა კოსმოსისათვის და მსოფლიოში კვების პროდუქტების პრობლემის გადასაჭრელად ისაა, რომ შესაძლებელი ყოფილა ხელოვნური თუ უვარგისი საჭმელების ჭამა და ეკოლოგია კაცობრიობისათვის ზედმეტი ფუფუნებაა. ექსპერიმენტი გრძელდება და ახლა კლინიკური კვლევის სტადიაშია. სტანდარტების და სხვა ორგანოების გაუქმებით და გაურკვეველი რეორგანიზაციით მერფის ერთ-ერთი კანონი გადაუჭრელი პრობლემების წინაშე დგას. ამ ზაფხულის გაგანია სიცხეში ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა: ექიმთან მივიდა ავადმყოფი და შესჩივლა, კუჭი მტკივაო. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და ახარეს, რომ თირკმლები ამოაჭრეს. როცა გაოგნებულმა პაციენტმა იკითხა, - კი მაგრამ, რატომ, მე ხომ კუჭი მტკიოდაო, მიუგეს, - გვაცალე, ბატონო, თანდათან მივყვებით და იქამდეც მივალთო. აგვისტო, 2005 წელი
- 195 -
ალქიმიკოსები, ანუ რამდენია ორჯერ ორი ზღვის ქაფქაფა ტალღების, ზაფხულის დგაფუნა წვიმებისა და შვებულებით ბოძებული უსაქმურობის შემდგომ ,ძნელია სერიოზულ საქმეებზე იფიქრო. არადა, საჭიროა ეკონომიკაზე, ხალხზე, ქვეყნის მომავალზე და მარადიულ ინტერესებზე დარდი და ზრუნვა. ამიტომ, ჩამოვედი თუ არა წვიმებისა და ღრუბლების ქვეყნიდან, ჩვენს ზღვისპირეთს ვგულისხმობ,ციფრებს დავეწაფე, ციფრებს ეკონომიკაზე. მაინტერესებდა,რა ხდებოდა ჩემს არყოფნაში, რამეთუ იმის გარდა, რომ ურეკთან, „ეკოს“ გასამართ სადგურზე ლიტრი ბენზინი 181 თეთრად შევიძინე და ხორცი ბაზარში - 8 ლარად, არაფერი ვიცოდი ამ ხნის განმავლობაში. თვალებს არ ვუჯერებდი, ოფიციალური სტატისტიკა საოცრებებს ჰყვებოდა. ნამდვილი ალქიმიკოსები არიან, ჩემმა მზემ. საერთოდ სტატისტიკა საოცარი რამეა. ნახეთ, „ფორმულა ერთში“ ბრაზილიის დიდი პრიზის გათამაშების შემდგომ ერთი სტატისტიკოსი იტყოდა, 24 წლის ესპანელმა ალონსომ მესამე ადგილი დაიკავა და დამარცხდაო. მეორე იტყოდა, ალონსო ამ რბოლის დროს „ფორმულა ერთში“ ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდაო. რომელი სტატისტიკოსი ტყუის? არც ერთი,ორივე მართალია. ჩვენთანაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ობიექტური, თუ სუბიექტური პირობის გამო საწვავზე და ბევრ თქვენთვის ცნობილ და საჭირო პროდუქტზე ფასებმა სერიოზული მატება განიცადა, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო კალათის გაძვირება თითქმის არ მომხდარა. საარსებო მინიმუმი ლამის უცვლელია და ინფლაცია გმირულად დგას ნულის მისადგომებთან. არის ამაში რაიმე არასწორი? გააჩნია, რა შემთხვევაში! თუ ჩვენი - 196 -
სამომხმარებლო კალათის გაძვირების გაანგარიშებისას ამოვაგდებთ ბენზინს და მის მაგივრად ცხრილში ჩავსვამთ ვაშლს ან ატამს, მივიღებთ, რომ ყველაფერი რიგზეა და არ გაძვირებულა კალათის ღირებულება. თუ ამ ალქიმიას არ მივმართავთ და კალათას დავიანგარიშებთ საწვავით, პურით, შაქრით, ტრანსპორტით, მაშინ 20%-იან გაძვირებას მივიღებთ. ამის მაგალითად გამოდგება უმუშევრობის მაჩვენებელი?! თუ ჩვენ 2 მილიონი შრომისუნარიანი მოსახლეობიდან მარტო იმათ ჩავთვლით უმუშევრად, ვინც მიაკითხა შრომითი მოწყობის ბიუროს, უმუშევრობის დონე ნორმის ფარგლებში იქნება, რადგან დანარჩენს მივიჩნევთ თვითდასაქმებულად. ე.ი ადამიანი თავად ასაქმებს თავის თავს,მაგრამ ეს არსად არ ჩანს, ინკოგნიტოდ ხდება. მაგალითად, მთელი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს გულის კანკალით შეჰყურებს. სავალუტო ფონდის პროგნოზი 2006 წლისათვის საგანგაშოა - 3,4% მთელ მსოფლიოში, დსთ-ის მასშტაბით - 5,5%, მათ შორის, საქართველოშიც. ჩვენი ქვეყნის 2006 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს კი, 7,8% მშპ-ის ზრდა უდევს საფუძვლად. ვინ არის სწორი, ჩვენ, თუ სავალუტო ფონდი? გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ორივე! იმიტომ, რომ ჩვენ გაანგარიშების კორექციას ვახდენთ სოფლის მეურნეობაში და შიდა მეურნეობაში წარმოებული საქონლით, რაც უზარმაზარი მაჩვენებელია და ამით ხდება საჭირო ციფრის მიღება. გნებავთ 10% იქნება, გნებავთ - 5,5%. როგორც საჭიროა, როგორც იტყვით. აი, მაგალითად, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ზრდა გვაქვს. მაგრამ თუ დეფიციტს ნახავთ,უზარმაზარია ისიც. ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანი იკითხავს, ცუდია თუ კარგი ბრუნვა რომ გაიზარდა? ვუპასუხებთ: გააჩნია, რა შემთხვევაში. კი მაგრამ,ჩვენი თავი ჯანდაბას, ეკონომიკის სამინისტრო როგორ აკეთებს ამ ციფრებით გათვლებს და პროგნოზებს? - 197 -
ჰოდა, ამიტომაც საერთოდ არ აკეთებს, მას თავისი გაჭირვებაც ეყოფა, რეფორმირების შემდგომ პრივატიზაცია და ქონების მართვა შეუერთეს და ეკონომიკასთან სახელის გარდა არაფერი აკავშირებს. ოპონენტები იკითხავენ, ასე არ იყო მუდამ და ყველგანო? კი, როგორ არა, ასე იყო და ალბათ ასე იქნება. აი, მაგალითად, სტატისტიკოსს რომ ჰკითხო, ვინ უფრო დიდი მხატვარია, მოდილიანი თუ პიკასო, გეტყვით, პიკასოო, იმიტომ, რომ 100-ჯერ მეტი აქვს დახატულიო. მხატვარი გეტყვით, მოდილიანიო, ცოტა ჰქონდა, მაგრამ გენიალურიო. პაულო კოელიომ გამახსენა „ალქიმიკოსი“. მისი გმირი ამავე სათაურის ნაწარმოებში ამბობს: - „დუმილი მასწავლა უდაბნომ“. დუმილი ცხოვრებამ ასწავლა სტატისტიკას და იმიტომ არიან სტატისტიკოსები ალქიმიკოსები. უყვართ მხოლოდ პროცენტები, პროცენტები და მეტი არაფერი. ერთი შეხედვით ციფრებზე უტყუარი რა უნდა იყოს? რა და ისევ ციფრები, ოღონდ არა სტატისტიკური. საოცარი რამეა ალქიმიკოსობა და მაინც, რამდენია ორჯერ ორი? სექტემბერი, 2005 წელი
- 198 -
ნეტარ არიან ნეტარ-იუსები, ანუ როგორ უდრის 15000 30000-ს და 140000-ს. ნატარიუს ინგლისური სიტყვაა და ქართულად სახელგატეხილს ნიშნავს. ეკონომიკაში ყველანაირი საოცრება შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით საქართველოში და რაც ახლოვდება შობა-ახალი წელი, მით უმეტეს. ამას წინათ, ამ სიცივით გაჟღენთილ შემოდგომის დღეს რედაქციაში ერთი ასაკშეპარული სათნო მანდილოსანი მოვიდა და შველა გვთხოვა. გაინტერესებთ რაზე? გამსახურდიას გამზირზე, 8 ნომერში ბინას ყიდდა და ნოტარიუსში მისულა. იქ საკრებულოს დადგენილება გადმოუღეს თურმე,სადაც ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ქონების გადასახადი შემოიღეს. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ საინტერესო ის არის, საკრებულოს საოცარი ცხრილი შეუდგენია, რომლის მიხედვით, ღირებულების განსაზღვრის ახალი თეორია შეუმუშავებიათ - ძალიან მარტივი, თან საოცარი. მოკლედ, ცხრილია, ამრავლებ პირდაპირ კოეფიციენტზე და მორჩა. მაგალითად,ამ ქალბატონის მეზობელმა გაყიდა სარდაფი იმავე კორპუსში. მიუყენეს იგივე კოეფიციენტი. მეორე მეზობელმა - პირველ სართულზე კომერციული საქმიანობისათვის გამოსადეგი ფართი. იმასაც იგივე კოეფიციენტი მიუსადაგეს ანუ ამ ქალბატონის ბინა, რომელიც ღირს 30000, მეზობლის სარდაფი, რომლის ღირებულებაა 15000 და მესამე მეზობლის 140000-იანი ფართი პირველ სართულზე ერთმანეთს გაუტოლეს და მოსთხოვეს ბიუჯეტში ერთნაირი გადასახადი, როგორც საშემოსავლო (ისე, კოდექსი კარგად რომ იცოდნენ, სოციალურ გადასახადსაც მოსთხოვენ). სამივე შეაფასეს 45000-ად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი - 199 -
დეტალი - ვინ შეაფასა ისინი? არც მეტი, არც ნაკლები, ნოტარიუსებმა. დღეს ამ დოკუმენტებით ნოტარიუსები გახდნენ ქონების შემფასებლები. ნატარიუს ინგლისურად სახელგატეხილს ნიშნავს და მაგათ კიდევ ეს უნდოდათ? საოცარია მეტადრე, ჩემმა მზემ. ქონების შეფასების ეს მეთოდი ნობელის პრემიას იმსახურებს ეკონომიკის დარგში, მაგრამ ჯერ ერთი, ახლა დაგვიანებულია წარდგენა და მეორე,არ ვიცით, ვინ უნდა წარვადგინოთ კონკრეტულად, ვინ არის ავტორი - საკრებულო, ნოტარიუსი თუ ორივე ერთად და კონკრეტულად რომელი გენიოსი ეკონომისტი? თქვენ ხომ არ იცით? ამ ქალბატონს რით დავეხმაროთ, ვინ შეაფასებს ქონებას და რატომ ხდება, რომ 15000=30000=140000? ოქტომბერი, 2005 წელი
რატომ ვართ რომის პაპზე მეტად კათოლიკები, ანუ რატომ არ ესმის საქართველოში დამოუკიდებელ კანონშემოქმედს საქართველოსი ამ შობის დღეებში ამოტივტივდა აზრი, თუ როგორ მოგვწონს ქართველებს ვიყოთ რომის პაპზე მეტად კათოლიკები. არადა, მართლმადიდებლები ვართ, მით უმეტეს გაუგებარია, რატომ ვიჩემებთ პირველობას იქ, სადაც არ გვევალება. საქართველოში კანონების და ნორმატიული აქტების შემქმნელი ინსტიტუტები ცალკე არსებობენ - სინჯარაში იზოლირებულად. სოციალისტური თუ რაღაც გაუგებარი ვალდებულებები აქვთ აღებული, შექმნან ისეთი საკანონმდებლო სიტუაცია, რომელიც შეიძლება მოწინავე - 200 -
იყოს მთლიანობაში, მაგრამ სრულიად მიუღებელი ამ ეტაპზე საქართველოში. ეკონომიკა თავისთვის მიბაჯბაჯებს და კანონები თავისთვის მიერეკება. ჯერ საჩქაროდ მივიღებთ გეგმას,ვასრულებთ,გვიხარია, მერე კი ავტეხთ განგაშს და ვიწყებთ მის კრიტიკას. ვქმნით კომისიებს მათ შესაცვლელად და... აბა, როგორ გინდა, ძმაო! ესაა ინტრიგა. დასაქმებულია ხალხი, გვაქვს კრიტიკის საგანი და გადაგებული ვართ მშრომელ ხალხზე ზრუნვას. ვიღაც გენიოსმა 21-ე საუკუნეში მოიგონა ბრუნვის ჟურნალი და ერთხმად მივიღეთ (ამის გამომგონებელს ეძებენ, ნობელის პრემიაზე რომ წარადგინონ). აღმოჩნდა, რომ მთელი ქვეყანა ჟურნალის მწერლებად გადაიქცა. მიანებეს თავი ვაჭრობას, ბიზნესს, ყველაფერს და დავიწყეთ ჟურნალების შევსება. ამდენი წერა და მწერალი არ უნახავს საქართველოს არსებობის მანძილზე. დავიღალეთ, მაინც ვერ დავწერეთ და მოგვბეზრდა უზარმაზარი ჯარიმების გადახდა. ისე,წერას ბევრი პირდაპირ ჯარიმის გადახდას ამჯობინებდა. დავიწყეთ ცეცხლოვანი კრიტიკა და ჩვენვე შევცვალეთ და საზეიმოდ გავაუქმეთ ეს ჟურნალი საახალწლოდ ისევე ვაჟკაცურად,როგორადაც მივიღეთ. აგერ, თუ გინდა შავი ფულის გარეცხვის კანონი, რომელსაც ვერაფერს დაუწუნებ და მეტად საჭიროა. მერე ეს უწყინარი კანონი დავამძიმეთ და ბანკებს ყველაფერზე შეტყობინების გაგზავნა მოვთხოვეთ გეგუცაძესთან, ეროვნულ ბანკში ჩარიცხვაზე, ბანკებში მერე იმავე თანხის გადარიცხვაზე, ბანკათაშორის კრედიტებზე. ევროკავშირის წევრ ბალტიისპირელებს კი ასეთი მოთხოვნები, ჯერ არ მიუღიათ და ამით თავიანთ ეკონომიკას სერიოზული სიკეთე მოუტანეს. ჩვენ მათზე მეტად ვართ კათოლიკები,წინსწრებით ვმუშაობთ და ჯარიმებით დავაზიანეთ საბანკო სისტემა, - 201 -
ნდობით - საინვესტიციო სფერო და ეკონომიკა. მერე რა, სამაგიეროდ, კანონი გვაქვს ყველაზე მკაცრი და ეს პატარა საქმე როდია. რა დროს ეკონომიკა და ბიზნესია, მთავარია კანონი, კანონისათვის დაჯარიმება და თვითკმაყოფილი სახით თქმა - აბა, რა ეგონათ, მაგათი ბურჟუა დედა! ბოლო, ჯერ გაუცივებელი ამბავია საკასო აპარატის ჩეკის გამოუწერლობაზე 1000 და 25000 ლარიანი ჯარიმის გამოწერა. აქ ყველას ვაჯობეთ,რაც საერთოდ დაასამარებს საშუალო და მცირე ბიზნესს. მოუხდებათ, აბა, რა ეგონათ. არც დიდ ბიზნესს დაადგება კაი დღე. ჯერ მივიღებთ, მაშ?! მერე დავიწყებთ კრიტიკას და მომავალში შეიძლება მოვხსნათ კიდევაც. მაინც რომელი ვალდებულებით, ან კონვენციით ვაკეთებთ ამას? ჰო, დამავიწყდა, ყველაზე მეტად კათოლიკები რომ ვართ. ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს - კათოლიკებს, მართლმადიდებლებს, მაგრამ იყავით მოწყალენი და ჩამოდით მიწაზე. აქ ხომ თვით მაცხოვარი იყო ერთ დროს. დეკემბერი, 2005 წელი
საახალწლო „პახმელიაზე“ მიღებული კანონის თავისებურება და „პახმელიაზე“ მყოფთა დაცვის პრობლემები საქართველოში გარდამავალ ეტაპზე შარშან
რაღაც
მორიგ
კონფერენციაზე ვიყავი
ბელორუსიაში, მინსკში. მეტად დამაინტერესა სრული და აბსოლუტური დიქტატურის პირობებში, როგორ მუშაობდა მათი ეკონომიკა და მშრომელი მასები რა პრობლემებს აწყდებოდნენ. პირველი,რაც მითხრეს, რომ არაყზე იყო სახელმწიფო მონოპოლია და ერთი და იგივე დასახელების არაყს თუ - 202 -
„პახმელიაზე“ არ მავიწყდება, „კრისტალს“ 40 სახეობისას უშვებს
მხოლოდ
სახელმწიფო
მეტად შთამბეჭდავია.
საწარმო.
ასევე, ყველა ე.წ.
ასორტიმენტი „გასტრონომი“
ფუნქციონირებს ქალაქში ძველი ლოგოთი და დიზაინით (ჰიპერმარკეტები გეგმური
ქალაქგარეთაა),
მოწოდებით
და
რაც
დამტკიცებული ასორტიმენტის
პროდუქტების
მთავარია,
მკაცრად
ჩამონათვალით.
იქვე
ჰკიდია „პრეტენზიების... წიგნი...“. თუ მომხმარებელმა ანუ ბელორუსმა ლოთმა ჩაწერა,რომ ამ „გასტრანომში“ არ იყიდებოდა არყის ასორტიმენტიდან „არაყი წიწაკით“, ან „დაფნის არომატით“, „შაბიამნის ფერით“ - მორჩა, მაგ ობიექტის ხელმძღვანელს, ლუკაშენკოს პირადი ინიციატივით შემოღებული კანონით გაანადგურებენ. ანუ სახელმწიფო აკონტროლებს ასორტიმენტსაც. ლაპარაკიც კი არაა ფასების და ხარისხის კონტროლზე,იქ ყველაფერი ტოტალურად კონტროლდება. მაგრამ, ასორტიმენტი _ განსაკუთრებულად. ასევე იყო სსრ კავშირში და მაშინდელ საქართველოში. მაშინ კი,მაგრამ ახლა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში?! იქ გასაგებია, მაგრამ აქ ჩვენთან დეკემბრის ბოლოს ნოვატორული კანონი მივიღეთ „პროდუქციის მავნებლობის და ხარისხის შესახებ“, სადაც პირდაპირ წერია ასეთი დეფინიცია - ფალსიფიკაცია - სურსათის შემადგენლობის, მახასიათებლების,
ასორტიმენტის
და
წარმოშობის
შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებში და ეტიკეტში აღნიშნულ მონაცემებთან. რა არის ეს, რა შუაშია ასორტიმენტი? მე მგონია აქ აშკარად ტექნიკური ხარვეზია, რადგან ეს 27 დეკემბერს არის მიღებული და საზეიმო სიტუაციაში გაიპარა, არადა, მეწარმემ - 203 -
უნდა შეასრულოს. სხვათა შორის, ფალსიფიკაცია სისხლის სამართლის კანონით ისჯება და შეიძლება დაგიჭირონ, თუ ასორტიმენტი არ გექნებათ სრულად. ამ კანონით ჩვენ ვიცავთ მომხმარებელს, როცა მას ძალიან უნდა „ნიკორას“ „ტკაცუნა“ სოსისი, მაგრამ თუ ის არ იქნა, სრულიად სამართლიანად აღშფოთდება და „ნიკორას“ დასჯის, რადგან სწორედ ამ სახეობის სოსისი „ხრენთან“ ძალიან უხდება „პახმელიას“. ჰოდა, სწორია! რატომ უნდა ჩაუშხამდეს ეს სიამოვნება ადამიანს, ამიტომაც უნდა დაისაჯოს... მაგრამ ვინ? რა თქმა უნდა - საწყალი მეწარმე! ამ შემთხვევაში ფალსიფიკატორი „ნიკორა“, რომელმაც არ დაიცვა ასორტიმენტის ჩამონათვალი. აბა, ის კაცი ისედაც „პახმელიაზეა“, თავისი გაჭირვება ეყოფა და იმას ხომ არ დავსჯით, ისედაც დასჯილია. თუ კანონშემომქმედი გულისხმობს ეტიკეტის შეუსაბამობას შიგთავსთან,ესევე უნდა დაეწერა. ეს იქ, ბელორუსიაში შეიძლება, მაგრამ აქ საქართველოში, თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანაში,უხერხულია და იმედია, საახალწლო „პახმელიის“ შემდგომ, გაზაფხულის სესიაზე კანონს გავასწორებთ. იანვარი, 2006 წელი
- 204 -
კანტის თეორიის კრიზისი და თანამედროვე ეკონომიკის რეალობანი საქართველოში „დრო და სივრცე აი, ძირითადი, რაც საფუძვლად ედება ნებისმიერ შემეცნებას და განსჯას. ისინი აუცილებელნი ხდებიან, რადგან არც ერთი ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება, სანამ არ გავიაზრებთ მას დროსა და სივრცეში“. იმანუელ კანტი, „ზნეობის მეტაფიზიკის საფუძვლები“, 1783. ეს კანტი გაგაგიჟებს კაცს. რას არ იტყვის და რას არ გაფიქრებინებს. რა საჭიროა ყველაფრის დროსა და სივრცეში გაფიქრება. იმაზე მსჯელობა, რომ 7+5=12 რატომ უნდა გავიაზროთ დროსა და სივრცეში. ეს ალბათ მაშინ იყო საჭირო, თორემ ახლა სხვაგვარადაა ყველაფერი, შეიცვალა, ჩემო კანტი. დრო და სივრცე დარჩა იგივე, მაგრამ რად გინდა, შედეგი - ნული. არა, არა, აშკარად კრიზისშია კანტის ფილოსოფია, ახლა მეტაფიზიკის ახალი კანონებია. რას ნიშნავს ეს? ეე, აბა, თქვენა ხართ. თქვენ გინდათ, 2 გვერდზე აგიხსნათ ის, რაც იმ გენიოსმა ორ 1500 გვერდიან წიგნში გადმოსცა (ისე, კანტს გაუმართლა, რომ დღეს არ ცხოვრობს და თანაც, საქართველოში, თორემ ხომ დარჩებოდა უცნობი სამყაროსათვის. აბა, ახლა, ჩვენს დროში და თანაც, საქართველოში 3000 გვერდს ვინ წაიკითხავდა). მოკლედ, ეს ნიშნავს - შეცვალეთ ნებისმიერი ეკონომიკური თეზა, დოქტრინა, კანონიც კი და საჭირო არ არის არავითარი გაანგარიშება,არავითარი განხილვა,თუ რატომ,როდის, სად, ან რა შედეგი მოჰყვება მას, რატომაა ცუდი ან კარგი. აბა, კანტის ბჟუტურს ხომ არ ავყვებით, ასეა საჭირო და იმიტომ. არა, კანტის თეორია ამ გაგანია გლობალიზაციის, პერმანენტული ეკრეფორმების და გადაძეძგილი ქეისების პირობებში აშკარად ხელისშემშლელად გვევლინება. თანაც,ჩვენ რამოდენიმე წელიწადში უნდა დავეწიოთ ჰონკონგს, სინგაპურს... მართალია, დღეს ვიეტნამისგანაც შორს ვართ, მაგრამ დავეწევით. აი, ჯერ მოვხსნით საბაჟო - 205 -
გადასახადს, ეს ის ტვირთი იყო, ჩვენს აეროპლანს, რომ ამძიმებდა, მერე - დამატებული ღირებულების გადასახადს, მერე გავაუქმებთ ერთ ათეულხარჯიან სახელმწიფო ინსტიტუტს და გავფრინდებით. სად და როდის, ამას არა, აქვს მნიშვნელობა. ეს კანტის დროს იყო დრო და სივრცე და იმიტომაც დიდხანს ჯანჯლდებოდა პროგრესი. მახსენდება ერთი საინტერესო ამბავი: ერთ მეგრელ დეპუტატს უკითხავს მავანი სახელმწიფო მინისტრისათვის, ევროპას როდის დავეწევით ეკონომიკური განვითარების მხრივო. ის დაფიქრებულა, დაუთვლია და უთქვამს, - თუ ძალიან ჩქარა ვიარეთ, გარდავქმენით ჩვენი ეკონომიკის მართვა და საერთაშორისო ზურგის ქარმაც ხელი შეგვიწყო, 50 წელიწადშიო. რას ამბობ,კაცოო - უყვირია დეპუტატს ძალიან რომ ვირბინოთო? მაშინ 35-შიო, - უთქვამს მინისტრს. როგორ?! - მრავლისმთქმელად უკივლია დეპუტატს, 3-4 წელიწადში ვერ დავეწევითოოო?! მერე საიდუმლოდ ყურში უთქვამს - ამის შესახებ ზევით იციანო? და შიშით სავსე მზერა ცისკენ აღუპყრია. იციან, აბა რა. ჰოდა, ჩვენ, მაგალითად, კანტის ფილოსოფიით, რომ გვევლო, ჯერ უნდა დაგვეთვალა, საიდან შევავსებდით ბიუჯეტში 150 მილიონს, რომელიც უნდა შემოეტანა საბაჟო გადსახადს, მერე უნდა დაგვეთვალა, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და სხვა წარმოებებს როგორ შევუწყობდით ხელს და თუ არ შევუწყობდით, მათი გაჩერებით რამდენს დავკარგავდით, ან რამდენს მოვიგებდით ნედლეულის და დანადგარების ამ 12% შეღავათებით და ყოველივე ამას რომ მივდგომოდით დროსა და სივრცეში გააზრებულად, ააწყობდა ჩვენს ეკონომიკას. ეეე... ისევ კანტი, ისევ იქ ვართ, რა დროს გათვლებია და თანაც, დროსა და სივრცეში,აიღე და გააუქმე და მორჩა. ბანანი გაიაფდება, ბარკალიც, შაშკვლავიც, რომელიც არგენტინიდან შემოვა. იქ კაი შაშკვლავი სცოდნიათ სუფხარჩოსათვის. უცხოურ წვენებს დავლევთ და ა.შ. მარტივად და კონკრეტულად. საქართველოში ახალი ეკონომიკური - 206 -
თეორიების ხანაა, ძირს კანტი. მისი ფილოსოფია კრიზისშია. სიმარტივეშია სიდიადე - გააუქმე და მორჩა. შეიძლება, კანტი გერმანელი იყო და საფრანგეთში არ ასწავლიდნენ. ოო... შეიძლება. ახლა ყველაფერი შეიძლება, გააჩნია დროსა და სივრცეს. იანვარი, 2006 წელი
კანონების მუშაობის სეზონურობის და შერჩევადობის პრობლემები საქართველოში ანუ რატომ დაიჭერენ ეკონომიკის მინისტრს და გობეჯიშვილი როდის იქნება ზონაში აუუუ... რა მაგარია, დავეცი! ამხელა სათაურის მოფიქრება არ გინდა? თანაც ასეთი ბუნდოვანის და არაფრის მთქმელის. ზოგიერთი ჩვენი მინისტრის სატელევიზიო გამოსვლას ჰგავს, მაგრამ ნუ იჩქარებთ, არის ამ სათაურში რაღაც ანტიკური,შარმიანი და მიმზიდველი. მაგალითად, რატომ დაიჭერენ ეკონომიკის მინისტრს? ან ვინ არის ღრმად პატივცემული, მეტად პატივდადებული და ასევე მეტად გაპატივებული და გაუპ... გობეჯიშვილი კოდით 877 555999? საქართველოში, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, მოქმედებს შრომის კანონმდებლობა (ჩინეთში, ასეთი რამ არ არსებობს და ეს პრობლემა არც აწუხებთ, თუმცა იქ არც ჩოგოვაძის მსგავსი მინისტრები ჰყავთ, მათდა საბედნიეროდ), რომლის მიხედვითაც, თუ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება,სახელმწიფო ვალდებულია, ორი თვის სარგო გადაუხადოს დაქირავებულს კომპენსაციის სახით, და ეს კანონია ბიუჯეტის შემდგენელ ფინანსთა სამინისტროსა და იმ უწყებისთვისაც, ვინც მოახდინა ამა თუ იმ ინსტიტუტის ლიკვიდაცია,მან თანამშრომლებზე უნდა გასცეს კომპენსაცია და ეს გაითვალისწინოს თავის ხარჯვით ნაწილში. მით უმეტეს, მათ ლიკვიდაციის ხარჯზე - 207 -
5-ჯერ და მეტად გაიზარდეს თვითონ ხელფასი. ამ კანონის შესაბამისი მუხლის წაკითხვა თავის დროზე გაუჭირდათ და მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც დაადასტურა ჩვენი ციტატა კანონიდან. ანუ ეკონომიკის სამინისტროს იმ ათასობით ყოფილ მუშაკს, რომელთა სამსახურის ლიკვიდაცია უმოწყალოდ და ენერგიულად მოხდა, უნდა მიეღო კომპენსაცია. უფრო მეტიც, ამ კომპენსაციიდან შესაბამისი გადასახადები ბიუჯეტსაც უნდა მიეღო, მათ შორის, ადგილობრივს, რომლითაც ჩვენ „ვულე-ვუს“ სურნელის მქონე ნაგავსაყრელად ქცეულ და სააკაძის ჯაჭვის პერანგის მსგავს ღრმულებიან გზის საფარს დავაგებდით, თუნდაც რამდენიმე თვით (ჩვენი გზები ხომ ერთობ მოდურებია,ზამთარში ერთს იცვამენ, ზაფხულში სხვა საფარს,შემოდგომაზე კი ისევ „ილატკებიან“. მოკლედ, სულ ფერისცვალებასა და საფრის ცვალებაში არიან). ეს კომპენსაცია შემოდგომაზე უნდა გაეცა ეკონომიკის მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს კი ბიუჯეტში უნდა გაეთვალისწინებინა. რადგან ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტის, თუ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება კანონით, მერე მთავრობის დადგენილებით და ფინანსთა სამინისტრო ხელს აწერს ამ დოკუმენტებს, ყველა კომისიაში ამ საკითხების გადაწყვეტა პირადად ევალება. მაგრამ არაფერს დაგიდევენ, არც კანონს ასრულებენ და არც მთავრობის დადგენილებას. რატომ? სეზონი არ არის და ჯერ გობეჯიშვილი ზონაში არაა. მერე ზამთრისათვის გადაიდო, მაგრამ როგორც მისი, ჩოგოვაძის იურისტები ხსნიან, ეს კანონი შემოდგომაზამთრის სეზონზე არ მუშაობს და ახლა საწყალი ლიკვიდირებულები ელოდებიან გაზაფხულს, თუმცა აქაც არის პრობლემა. გაზაფხულისთვის ამ კანონის ამოქმედებაზე თანხმობა გობეჯიშვილს ჯერ არ უთქვამს და მას ელოდებიან (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ - 208 -
გობეჯიშვილს კი არ სცალია, პერმანენტულად ატესტაციებს ატარებს საბაჟოზე ან საგადასახადოზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეხუთედ და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, საერთოდ უვიცებმა გაიარეს მის ხელში ატესტაცია, მერე პერეატესტაცია და ახლა სუპერატესტაციისათვის ემზადებიან, მაგრამ კომპეტენცია არა და არ ჩანს. იქნებ გამომცდელს აკლია, რა?). ის არც ერთ ტელეფონს არ პასუხობს და პრეზიდენტის მკაცრი შენიშვნის მიუხედავად, არ იღებს მობილურს, რომელიც სახელმწიფო ხარჯზე აქვს, სხვათა შორის. არ გჯერათ? სცადეთ, აკრიფოთ ნომერი 877 555999. არა, არ ასრულებს გობეჯიშვილი პრეზიდენტის მითითებებს და არც ზონაშია ჯერჯერობით. არადა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება, რომელმაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი 115000 ლარის 12%-ის ოდენობით (ეს განსაკუთრებულად დიდი ოდენობაა) ათი ათასობით მოქალაქეს და კიდევ ბიუჯეტსაც, რადგან მოქალაქეები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იმდენივე საურავს ითხოვენ, რამდენსაც კოდექსი გადასახადის გადამხდელს უყენებს, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრს, რომელმაც სამსახურებრივი დაუდევრობით, სამსახურის ბოროტად გამოყენებით და კანონის უხეში დარღვევით გობეჯიშვილთან ერთად ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და მოქალაქეებს, მკაცრად ისჯება და მათ დაპატიმრება ელით. მავანნი აღშფოთდებიან და ნიშნისმოგებით გვეტყვიან, იჩივლონ სასამართლოშიო, ეს ხომ სამართლებრივი ქვეყანაა. იჩივლეს, მოიგეს და მაინც არაფერი მისცეს. მეორე შემთხვევაში მოსამართლემ საერთოდ სარჩელი არ მიიღო, ბიუჯეტში თუ არ ჩადო გობეჯიშვილმა, მე ამ საქმეს ვერ განვიხილავო. გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო. საშუალებას რა ვუთხარი, - 209 -
თორემ, ცრემლები ღვარა მოსამართლემ, თქვენ იმნაირი კაი ხალხი ხართ, როგორ არ გეკუთვნითო. რა უცნაურია. მარტი დადგა, წესით გაზაფხულზე კომპენსაციების შესახებ კანონი უნდა ამოქმედებულიყო. არადა,ეს გობეჯიშვილი კვლავ ზონაში არ არის, ეკონომიკის მინისტრი კი სანამ გობეჯიშვილის რეზოლუცია არ იქნება, კომპენსაციებს არ აძლევს ხალხს. ამასობაში შეიძლება მოხსნან კიდეც. მერე მოვა მეორე და ასე უსასრულოდ, სანამ კანონის აღსრულება მინისტრის ხოშზე და კაიფზე იქნება დამოკიდებული, უნდა შეასრულებს, უნდა - არა. გადასახადის გადამხდელმა რომ არ შეასრულოს თავისი ვალდებულება, დავიჭერთ, თანაც, სასტიკად გავუსწორდებით. მინისტრს და მის მოადგილეს კი იგივე საქციელზე არ ვიჭერთ. სადაური კანონია? - იკითხავთ თქვენ. სადური და აქაური. ნეტა, როდის მოვა კანონის ამუშავების სეზონი, როდის დაარიგებენ კომპენსაციებს, როდის მოსთხოვენ კანონის დამრღვევ მინისტრებს ხალხის დაჩაგვრისათვის პასუხს და მოადგილეებთან ერთად როდის იქნებიან ზონაში. რა საოცარია, გეგონება მართლა ის ქვეყანა ვიყოთ, კანონების მაგივრად ვიღაცის ხოშით, რომ იმართება. აბა, გობეჯიშვილს და ჩოგოვაძეს ჰკითხეთ, ასეა თუ არა - კანონის მოქმედება დროსა და სივრცეში კი არ ხდება მარტო, ხასიათშიც და გუნებაგანწყობილებაშიც. ეს არის თანამედროვე თავისებურება და მოდერნისტულ-სიმბოლისტური, დასავლურნორმანდიული მიმდინარეობა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. მარტი, 2006 წელი
- 210 -
დასავლეთის ეკონომიკური ფასეულობების ქართული ეროვნული თავისებურებანი ანუ ვაკელი გოჭის, ტასიკოს შარმი და რას ნიშნავს ტენდ-ერი პირველ რიგში, მონატრებული გაზაფხულის მოსვლა მინდა გისურვოთ, ჯერ ისევ ცივა, წვიმს, საწყალ ყვავილებს, ისევე როგორც ჩვენ, მკაცრი დღეები უდგათ. წელს ისინი ნაყოფს უკვე ვეღარ გამოიღებენ. ჩვენ უნდა ვეცადოთ დასავლეთის ღირებულებებთან ადაპტირება, ისე შევძლოთ, რომ მსოფლიო ბაზრის მკაცრ კლიმატურ პირობებს გადავურჩეთ. ალბათ მეტყვით, ნეტავი შენ, რას ამბობ ახალსო? ახალს მართლაც არაფერს ვამბობ. დასავლეთისგან ბევრი რამ ჩვენ უკვე გადმოვიღეთ და მათ დანერგვას ახლა საქართველოში ვცდილობთ. საქონლის შეძენის და მომსახურების სფეროში თამაშის ახალი წესები ვისწავლეთ - ე. წ. ტენდერების გამოცხადებით და საკონკურსო შერჩევებით სხვადასხვა ფირმების შემოთავაზებებიდან შეჯიბრებითობის პრინციპით უკეთესისა და ოპტიმალურის შერჩევა, თუმცაამ კარგ ჩანაფიქრს, ქართული თავისებურება შეეპარა. საქართველოში, ბიზნესის თანაბარ პირობებში ჩაყენებას სულაც არ ვცდილობთ. როგორც წესი, წინასწარვე ვიცით თუ ვის პროდუქციას ვყიდულობთ. მაგრამ, თვალის ასახვევად სპექტაკლებს ვმართავთ, თანაც, უნიჭოდ. წარმოიდგინეთ, რომ სააღდგომო გოჭს ვიღაც 30 ლარად გთავაზობთ (გოჭი ჩხოროწყუსია, 6 კილო, კნატუნა, თანაც, სააღდგომო სუფრა გოჭის გარეშე ისევე ვერ ჩაივლის, როგორც მატარებელი რელსების გარეშე). თქვენ კი გინდათ, 50 ლარიანი გოჭი იყიდოთ. და იცით რატომ? იმიტომ რომ „სვეტია“, ვაკეში ცხოვრობს და მე-9 სართულზეა გაზრდილი, მისი სახელია ტასიკო. საინტერესო ტან-ფეხი აქვს და რაც მთავარია, მეგრული კილო არასოდეს ჰქონია. - 211 -
მითხარით, ოჯახის მოყვარული, რომელი კაცი გადაყრის 20 ლარს ტასიკოში. რად უნდა ტასიკოს ტან-ფეხი? გოჭი გოჭია! მთავარია, ცხიმიანი არ იყოს, თავი არ ჰქონდეს მოკლული, მეზობლის გოჭს კოცნით არ ჰყავდეს გაგუდული და ფასი ჰქონდეს ხელმისაწვდომი. ალბათ, სახლისთვის ნამდვილად არავინ ვიყიდით, მაგრამ დიდ საწარმოებში, განსაკუთრებით, სახელმწიფო ბიზნესში საქმე სხვაგვარადაა. ასინეთასი არ იყოს, იქ ყველაფერი უკუღმაა. მაგალითად, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. დიდი ვაი-ვაგლახის და იწილობიწილოს შემდეგ მან მიიღო წინადადება, რომელიც სხვების წინადადებაზე 30%-ით ძვირი იყო. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთან ტენდერი კი არა, ტენდერები იმართება! რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ტენდენციური ერი ვართ! ტენდერების ორგანიზატორებში კი კიდევ დარჩნენ ტენდენციური ადამიანები, რაც ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან სავალალოა. ხალხსა და ფირმებს კი გადასახადებს უაზროდ ახდევინებენ, დროსაც უაზროდ აკარგვინებენ. არადა,სპექტაკლში იძულებით მონაწილეობა თეატრალურ საზოგადოებაშიც კი, არავის ახსოვს. ჩემო ტენდენციურო ადამიანებო, ბიზნესის და ქვეყნის განვითარებას ასეთი სპექტაკლები არაფერში წაადგება. რატომ ახარჯვინებთ ქვეყანას ამდენ თანხებს უაზრო საქონელში? რა მნიშვნელობა აქვს, გოჭია ის, თუ კომპიუტერი? თქვენ ხომ წესით პარამეტრები უნდა მოითხოვოთ. მაშინ,უთხარით ხალხს, რომ თქვენ ასეთი „ბრენდი“ გინდათ და ისინი თქვენ ტენდერებში აღარც მონაწილეობას მიიღებენ და აღარც დაზარალდებიან. თქვენს მიერ მოწყობილ სპექტაკლებში სახელმწიფო და ბიზნესი მარცხდება. მართალია, წაუგებელ თამაშს ჯერ თქვენ თამაშობთ, მაგრამ საბედნიეროდ ახლა სხვა დროა და ეს სპექტაკლი დიდხანს არ გაგრძელდება. დროა კონკურსების წესის წარმატებულ გამოგონებას ქართული ელფერი საბოლოოდ ჩამოშორდეს, ბიზნესი განვითარდეს და - 212 -
ქვეყანა არ დაზარალდეს, მაგრამ თქვენ ხომ ტენდერები ხართ. საინტერესოა, როდემდე იქნებით ტენდენციურები??? ისე, ტასიკოს საწინაღმდეგო არაფერი მაქვს,ალბათ კარგი გოჭია. პატრონი, თურმე „ჟულიენით“ კვებავდა და დილიდან საღამომდე ვაკის პარკში ასეირნებდა, მაგრამ მაინც მეგრული გოჭი ჯობს - იაფია და მუშა. ცოცხალი ტასიკო 20 კაცსაც ვერ ჩამოურბენს. მეგრულ თონეში შებრაწულ-შეპიწკინებული გოჭი კი, ზუსტად 20 კაცს ეყოფა. ისე, ვინც სააღდგომო არჩევანი ტასიკოს სასარგებლოდ გააკეთეთ,გეტყობათ გოჭი სიდედრის ფულით იყიდეთ. იმედია, მომავალ აღდგომას გემოვნება და „ტენდ“-ერიურობა შეგეცვლებათ და არჩევანს ლესიჭინის გოჭზე გააკეთებთ. თუმცა, ვნახოთ აღდგომა და ხვალეო. P.S. მეგრულ გოჭზე გამახსენდა - ერთხელ ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, ვიღაც პატივცემულმა გვამმა „სმს“-ი მომწერა, წადი და შენს გალს მიხედეო. დიდი მადლობა, შემახსენეთ, გალი რომ ჩემია, ღმერთმა გისმინოთ, მაგრამ გალს მთელმა ქვეყანამ ვერ მიხედა და მარტომ როგორ მივხედო? და იცით რატომ ვერ მიხედა? ასეთი ტენდერი რომ ვართ. ლესიჭინელ, შუშასავით დახვეწილ და რაფინირებულ, კეთილშობილ გოჭს ტასიკო, რომ გვირჩევნია. თავისუფალი ბიზნესის პრინციპებს, რომ ვერა და ვერ შევეგუეთ. სხვის სიკეთეზე ბოღმა, რომ ვერა და ვერ მოვიშორეთ. არ გვინდა სხვისი დადებული თითოეული აგური და გაზრდილი გოჭი დავინახოთ. როგორც მახსოვს,რკინიგზის უფროსიც გალელია და იმედია, ტენდერებს წარსულს ჩააბარებს. დასავლეთისკენაც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ და გალიც იქვეა. აუცილებლად დათბება და მოვა გაზაფხული, შეიცვლება ტენდ-ერიის ფული. კერძო, პატრიოტული გახდება მათი გული, დაბრუნდება ტერიტორია დაკარგული ტასიკო და მისი ფანები დარჩებიან ეული. აპრილი, 2006 წელი
- 213 -
პრესა - ეკონომიკური ფენომენი და თავისებურება ჩვენი ქვეყნის გარდამავალ ეტაპზე ცოტა ხნის წინ, ერთი ჩემი მეგობარი ირმა, რომელიც დიდი ხანია ეკონომიკურ პრობლემატიკაზე მუშაობს,მოვიდა და თავის სადისერტაციო ნაშრომზე მესაუბრა. ის მედიის და ინფორმაციის ეკონომიკურ ასპექტებს შეეხო. ძალიან საინტერესო ხედვა ჰქონდა. ინფორმაციას საკუთრების კონტექსტში განიხილავდა, პრესის ბიზნეს-მენეჯმენტის თავისებურებას კი ტრანზიტული ქვეყნისათვის დამახასიათებელ ნიშაში. სიმართლე გითხრათ, თავიდან ამ პროექტის სრულად აღქმა გამიჭირდა. ვიფიქრე, არც ისე მწვავე იქნებოდა, მაგრამ ძალიან ვცდებოდი. ამას წინათ, ერთ-ერთმა მეტად წარმატებულმა მედია გამოცემამ, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მუშაობის შედეგებს ერთი გვერდი დაუთმო. მასალის სათაური ასეთი იყო - „სიჩქარე ეტაპობრივად იზრდება“, სალიანდაგო სამსახურმა მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაატარა. და ჰოი საოცრებავ, თურმე „თბილისს, საკვანძო ქალაქს, დამხარისხებელი ლიანდაგები შეეცვალა და სიჩქარე, 40 კმ/სთ-დან, 100კმ საათამდე გაეზარდა“. იგივე მომხდარა გრაკალი-უფლისციხის გადასარბენზეც. სიჩქარე 100 კმ/სთმდე იქაც გაზრდილა. უცებ წარმოვიდგინე, დიდუბიდან მემანქანემ ელმავალი როგორ მოწყვიტა 40 რონოდით და 100 კმ/სთ სიჩქარით ისნისკენ გააქანა. სადგურთან კი, სიჩქარის გადაჭარბებისათვის პატრულმა დააკავა. ჰოი,რას მოვესწარით, ზღაპარია, თუ სინამდვილე?! არადა, წლების განმავლობაში საქართველოში მატარებლის მოძრაობის სიჩქარე მუდმივად საერთაშორისო კრიტიკის საგანი იყო - 5-7 კმ/სთ-დან, 34,75მდე. ამიტომ, ქვეყანა სერიოზულ ზარალს განიცდიდა. ამ მხრივ, სიტუაცია წლების განმავლობაში უარესდებოდა. ასე მაგალითად, ჭალადიდში - 5 კმ/სთ, ვალესკენ - 8კმ/სთ, უღელტეხილზე - 3-4 კმ/სთ და აი, ევროპასაც დავეწიეთ, - 214 -
სადაც ამ მიჯნას - 100 კმ/სთ-ში - უკვე მიაღწიეს. საქართველოში უფრო კარგად რომ მოენდომებინათ, ევროპასაც გავასწრებდით. ექსპერტებს, ალბათ არ ეგონათ, რომ ამას რემონტი უშველიდა. ამიტომ, ამიერიდან ფრთხილად იყავით,არ გაგიკვირდეთ მატარებელმა 100-ით რომ „ჩაგიშხუილოთ“. რას იტანს ეს ქაღალდი? გაგიჟდები პირდაპირ! აი ეს, ნამდვილად სადისერტაციო თემაა. ჩემს მეგობარს მინდა ვურჩიო ეს ფაქტი გამოიკვლიოს. სისწრაფე კარგია, ტვირთბრუნვა გაიზრდება, მაგრამ სამაგიეროდ, ტელეპროექტ „პატრულში“ ახალი რუბრიკა გაჩნდება - „პატრული რკინიგზაზე“ და ის საინტერესო ისტორიებით დაიტვირთება: 100 კმ/სთ-ით მიმავალმა შემადგენლობამ, 120 კმ/სთ-ით მიმავალ ცისტერნიან შემადგენლობას გვერდი ვერ აუარა და ფრთა დაუზიანაო. ან დიდი სიჩქარით მიმავალი დაეჯახა, პატრული შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა და დანარჩენს მოკვლევა დაადგენსო. მერე კი როგორც ნაცნობ ტექსტშია. ინფორმაცია საოცრებაა, რას არ გაიგონებ კაცი?! თან სუფთა ეკონომიკური „ნიშა“ აქვს. მისი მოსმენის შემდეგ გახარებული გადამზიდველები უკვე ითვლიან დროს, რომელსაც დაზოგავენ. ისე, ამ პუბლიკაციის შემდეგ, ლიანდაგებზე მდგომარეობა გადავამოწმეთ და მეტი არ აგტკივდეთ თავიო მიპასუხეს. ეს „ფიარიაო“, იტყვის ვინმე. ეს რა უბედურებაა? რა არის ბატონებო და შოკისმომგვრელი, ლამაზად შეფუთული სიმართლე. ახალია? არა, ძალიან ძველი,დავიწყებული და ხელახლა აღორძინებული. იმას გავს, ადრე ცნობილ გაზეთებში რომ იწერებოდა: „კოლმეურნე სონიამ, ახალი ვალდებულება აიღო და სამ ძროხას ერთდროულად ერთი ხელით მოწველის“ ან „შაქრო ერთდროულად ორი ცელით მოთიბავს, რათა აღებული სოციალისტური გეგმა შეასრულოს“ ან „ჭიათურელი ზალიკია ორშაბათ დილიდან სამშობლოს მეტ შავ ქვას მისცემს“ ხოლო „ძუკუმ დღეში ტონა - 215 -
ჩაი იმ პლანტაციებიდან მოკრიფა, რომელიც კაი ხანია გახმა“ და ა.შ. აი ახლა, გასაგებია ყველაფერი. ეს მეთოდები მოძველებულია. ამიტომ მასზე ანუ „ფიარზე,“ ახალი ფორმით და სახელით ნერვიულობა არც ღირს და არც ეკონიმიკური საქმიანობისათვეს გამოდგება. გაბრაზდნენ ჩვენი ტრანსპორტელები და იყვირეს - რა გაგვიწყალეთ გული, „არისტაფან, ვიხუმრე კაცო, ვიხუმრე, რა ყველას უნდა ეფერო“?! კაია, თუ იხუმრეთ ჩემო „პიარშიკებო“, მაგრამ ინფორმაციას სერიოზული ეკონომიკური დატვირთვა აქვს. მე არ ვიცი, მაგრამ ასე მითხრა ირმამ, ჩემმა ჭკვიანმა დისერტანტმა. ჰოდა, ფრთხილად იყავით, მემანქანემ არ წაიკითხოს და უფლისციხესთან, ლადოს ლექსის ღიღინით 100კმ/სთ-ით არ გააქანოს ელმავალი და არ ამოყოს თავი მტკვარში. მაგრამ რა „საყვარლობაა,“ მემანქანეებს ისე ნელა დაჰყავთ თავიანთი შემადგენლობა და იმდენ დროს ანდომებენ ფოთიდან ბიუკიასივიკამდე გზას, რომ მერე მხოლოდ ძილის დრო რჩებათ,გაზეთს არ კითხულობენ და არ იციან რა არის „ფიარი“. ან სულაც, აიღეთ გაზეთში ჰოროსკოპი. ერთმა ჩემმა ნაცნობა თავისი ჰოროსკოპი წაიკითხა - დღეს ფინანსური წარმატება გელით, სამსახურში ხელფასს მოგიმატებენო. დაიჯერა,მივიდა უფროსთან და ამ მოთხოვნით „მიაწვა“. შედეგი? სამსახურიდან საერთოდ გაათავისუფლეს. მეორე მაგალითი, ვისევ გაზეთის ჰოროსკოპი - დღეს აზარტულ თამაშებში გაგიმართლებთ. წავიდა კაზინოში და ყველაფერი წააგო. არა, არის თავისებურება. დასავლეთში პრესა უნდა წაიკითხო, იმიტომ რომ ინფორმაციამ შეიძლება მილიონები გაშოვნინოს ან გაგაფრთხილოს, როგორ მოიქცე, რომ რაც გაქვს, ის არ დაკარგო. საქართველოში გაზეთი არ უნდა წაიკითხო, ან არ უნდა დაუჯერო, თუ არ გინდა ყველაფერი დაკარგო, - 216 -
ან პატრულმა ელმავლის სიჩქარის გადაჭარბებისთვის არ დაგაკავოს, ან მაისის ამ ცივ დღეებში ცივ მტკვარში არ აღმოჩნდე, შენც და შენი ელმავალიც, ორივეს გლანდები არ გაგიღიზიანდეთ, არ მოხვდეთ ზოგიერთებივით ბიჭი მაჭავარიანის ხელში, ნარკოზით გაციებული ნაწილის ამოსაჭრელად და შეიქმნათ კიდეც პრობლემები. ჰოდა, ერიდე „პიარს“ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაში. მაისი, 2006 წელი.
რაღა დაგიმალო და ქართული ქონსალთინგ ბიზნესი ვიცი, რომ არ დაიჯერებთ, მაგრამ ასეა. ამ საყოველთაო და ტოტალური ფეხბურთის გაგანიასა და ბუღში შემთხვევით არგენტინისა და ბრაზილიის გუნდების თამაშით გულგადაწურულმა, რახან თბილისიდან ვერ გავდიოდი, ინტერნეტში ჭყუმპალაობა გადავწყვიტე. ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, შუა ცურვაში თვალი მოვკარი ქართულ ვებ- გვერდს - „ოდიში“. ბოდიში ყველა კუთხესთან, მაგრამ ისედაც გულაფრთხიალებულს, გული გადმომივარდა ბუთხუზა მკერდიდან და მაგიდაზე დაიწყო ფართხალი. ვიფიქრე,ჩემს მონატრებულ და გაწამებულ მხარეზეა ლაპარკი, ალბათ რაიმე სასაიმოვნოა, გავიგებ-მეთქი. ვდგუცე თავი და შევტოპე. ჰოდა, როცა შევტოპე, თვალი გადმომიხტა ბუდიდან. არ დავიჯერე, მაგრამ ფაქტი იყო - თეთრით შავზე ეწერა: ნუ გადაიხდით საბაჟოზე იმაზე მეტს, რაც კანონითაა გათვალისწინებული. „ხშირად ბევრ ახალბედა ბიზნესმენს საბაჟოზე გაცილებით მეტი თანხისა და დროის დახარჯვა უხდება. ეს,უმთავრესად, მათ გამოუცდელობას შეიძლება დავაბრალოთ. სახელმწიფოს მხრიდან გამკაცრებული წესების მიუხედავად, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას იმპორტიორის უფლებები, გაამარტივოს და გააიაფოს ყველა პროცედურა, მაინც არსებობს უამრავი „ლეგალური“ ხერხი - 217 -
იმისა, რომ თქვენ მეტი თანხა დატოვოთ საბაჟოზე, რომელიც, დარწმუნებული იყავით, სახელმწიფო ბიუჯეტში არ წავა. განბაჟებისთვის მომზადება იწყება ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის წინასწარ შეგროვებით. თავიდან დაშვებულ შეცდომას შეუძლია საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მოგაყენოთ. საბუთში ჩაწერილი ერთი არასწორი სიტყვაც კი საკმარისია, რომ თქვენ მიმართ გამკაცრებული დაბეგვრის წესები ამოქმედდეს. აუცილებელია იმის ცოდნა, რომელ საბაჟოზე სჯობს ტვირთის შეტანა, რა დაჯდება მთლიანი ხარჯი, რა ვადებში მოხერხდება ტვირთის განბაჟება. ხისტი განწყობა იმის შესახებ, რომ თქვენ მარტო ოფიციალურს გადაიხდით და ვერავინ ვერაფერს დაგაკლებთ, არასწორია. გახსოვდეთ, რომ განბაჟებისას დრო ყოველთვის კლიენტის წინააღმდეგ მუშაობს, განსაკუთრებით საქართველოში. ჩვენ დაგეხმარებით პრობლემის რაციონალურად გადაჭრაში: საბუთების მომზადება, ხარჯების (თეთრი, თუ შავი) წინასწარი გათვლა, შესაძლო გართულებების განსაზღვრა და მათი თავიდან აცილება“ - წავიკითხე ტექსტში და იქვე ეწერა: დაგვიკავშირდით წინასწარ, ნუ დაელოდებით ტვირთის შემოსვლას. ტელ: 899 139013, ჩვენ დაგეხმარებით თეთრი და შავი ხარჯების ოპტიმალურ გათვლასა და გადახდაშიო. ასეთი აღიარებითი საჯარო ჩვენება ჯერ არ მინახავს. ზუსტად იცის რამდენია შავი ხარჯი, თანაც ოპტიმალური. გადაგახდევინებთო ამას, საჯაროდ აღიარებს და თანაც არ ეშინია, რომ ამას იქ წაიკითხავენ, სადაც ჯერ არს და ქონსალტინგი ძალიან ცუდად დამთავრდება. ლომის გული გქონია ძმაო, ასეთი ქონსალტინგი „მერი ლინჩისაც“ კი შეშურდებოდა. ეს სერიოზული თავისებურებაა ქართული ქონსალტინგ ბიზნესის არა მარტო მიმართულების, არამედ გამჭვირვალობის, ტრანსფერაბელურობისა და სითამამის მხრივ. ალბათ, იმედი აქვთ, ამ ნოუ-ჰაუს ავტორებს, ფინანსური პოლიცია მაინც ყველაფერს ხედავს, მაინც აღმოაჩენს და მოიკითხავს, ამიტომ დამალვას აზრი არ აქვსო. - 218 -
სამაგიეროდ, სიახლეა შავი ბიზნესის საჯაროობა. ბიზნესის ლეგალიზაცია გამიგია და სერიოზული ეკონომიკური პრობლემაა, მაგრამ შავი ბიზნესისა და ქრთამის ასეთი ტრანსფერაბელურობა არა, ალბათ, მსოფლიოს ეკონომიკური მამებისთვისაც სიახლე იქნება. ვაოცებთ მსოფლიოს. ასე რომ, იმპორტიორებო, ვისაც გსურთ ამ, რაღა დაგიმალო და, ქართული კონსალტინგ-სერვისით სარგებლობა, დაუკავშირდით ინტერნეტით ტელეფონი ზევით უწერიათ და საქართველოს საოცრებათა სამყაროში ახალი მომსახურებით ისარგებლეთ. ისე ყოველი შემთხვევისათვის ადვოკატიც დაიქირავეთ და საჭირო ნივთები წამოიღეთ თან. რა იცით, რა ხდება! ვაითუ, სიგრილეში მოგიწიოთ მერე ყოფნამ. ესეც ქართული სინამდვილეა, თანაც ტრანსფერაბელური. ივნისი, 2006 წელი
ჩაი და ხალხი, ანუ „ფასთ ჩაის“ თეორიის უპირატესობა ვიღაცა იტყვის, პაპანაქება ზაფხულში, როცა ღვარცოფი გვდის და სული გვეხუთება,როცა სიცხე ყველაზე მცივანებსაც კი აშმაგებს,რა დროს ჩაიაო? ან ხალხი რა შუაშია. არადა, სწორედ ხალხია შუაში. თან, ტელესივრცეში სერიალების სახელად ასეთი სათაურებია ახლა მოდაში. ჩვენც ერთ დიდ სერიალს ვყვებით. ეს დიდი ხნის წინათ იყო,როცა აფხაზეთის მცხუნვარე მზე არა მარტო თბილისელებს რუჯავდა,არამედ იქ განფენილ ჩაის პლანტაციებსაც. ძალიან ლამაზები იყვნენ, ნარნარები, ახოვანები, ქორფები და თავმომწონეები. მახსოვს, მათ დასათვალიერებლად ხშირად ტურისტები მოჰყავდათ უცხოეთიდან. ძალიან მიკვირდა მათ რიგებში გაზრდილ - 219 -
გაველურებულ ბავშს, ნეტავ, რა უკვირთ და ასე გაფაციცებით რას ათვალიერებენ-მეთქი, მაგრამ მაინც მიხაროდა,რადგან საღეჭ რეზინას გვჩუქნიდნენ იქვე მოთამაშე კომუნისტური იდეოლოგიის შვილებს. მერედა, მთელი ქვეყანა მაგ ჩაით ცხოვრობდა და აკეთებდა ფულს. მეჩაიეებს კარგი შემოსავალი ჰქონდათ, დამამზადებლებზე და რაიკომის მდივნებზე არაა ლაპარაკი, ფულში ბანაობდნენ. უფრო მეტიც, მახსოვს ჩემი სახლის წინ მდებარე უჟმურ ფაბრიკაში გამოშვებული ფოლგის ქაღალდში შეხვეული ქართული ჩაი თბილისელებისათვის მეტად სასიხარულო საჩუქარი იყო. ამ ქარხნის ლაბორატორიაშიც ხშირად ვიპარებოდით კოლბის მოსაპარად, სათევზაოდ იყო კაი. იქ ისეთი სურნელი ტრიალებდა, „ათას ერთ ღამეში“, რომ წამიკითხავს. ისიც ვიცი, ამ ფაბრიკაში შორეული ცეილონიდან, რომ მოქონდათ ჩაი ყუთებით და ურევდნენ,რათა საუკეთესო გამოსულიყო. პლანტაციებს ბოლო არ უჩანდა. მთელი ქვეყანა ერთ დიდი პლანტაცია იყო. მერე გავიზარდეთ და ახლა „მარიამს“, „ვენერას“ და „ბესედას“ ვსვამთ. ჩვენ, ქართველები, ჩაის ქვეყნის შვილები, რუსულ „ბესედა-ჩაის“ ვსვამთ. ნეტა, ეს „ბესედა“ რომელ გაყინულ მინდორზე მოჰყავთ რუსებს? ან კიდევ ეს „მარიამი“ რა ჩაია არავინ იცის. იქნებ, არც არის საერთოდ ჩაი. ალბათ ასეა, იმიტომ, რომ მეცნიერებმა და ზოგმა დიდად განათლებულმა სპეციალისტმა დიდი კვლევის შედეგად (და ასეთები ოხრად გვყვანან) დაადგინეს, რომ ცეილონის ჩაი სჯობს ქართულს ტონუსის მიხედვით და საერთოდ, უკეთესია ჩაის მაგივრად საღებავი სვათ, რადგან არც ტონუსი აგეწევათ და სწრაფადაც მზადდება,არ უნდა ეს დაყენება,მოდუღება, ლოდინი... ფასთ ფუდი ხომ ეს არის, „ფასთ ჩაი“ - ჩააგდე საღებავებით და მტვრით სავსე პაკეტი ცხელ წყალში და ჰოპ, შეღებილი წყალი უცებ მზად არის. რა მნიშვნელობა აქვს ჩაი თუ არაა, მუქი ხომა არის და თანაც არ ინერვიულებ, წნევა აგიწევს, - 220 -
თუ ტონუსი დაგივარდება. რაც მთავარია, უცხოურია და რეკლამირებული. ასე მაგალითად, ჩაი „რიტამ“ და „იზოლდამ“ რეკორდი დაამყარეს - ცხელი წყალი ჭიქაში ჩადებამდე გაამუქეს. აბა... არ დაიჯერებთ. რა საჭიროა ქართული ჩაი, იმას ნამდვილად არ აქვს ასეთი თვისებები. თან ამდენი კაცი იყო დასაქმებული. ამ ჩაის საქმეში იყო კორუფცია და ერთი ამბავი, მათ შორის, მიწერებიც. ახლა კი მორჩა, არც ჩაია და არც ხალხი, პრობლემაც გადაჭრილია. თან აგერ, კენია 15 წელიწადში გახდა ჩაის მიმწოდებელი მეოთხე ქვეყანა მსოფლიოსათვის. ეე... მაგ ზანგები, მაგინი ღირსნი არიან ჩაის კრეფის, ეს რა ჩვენი საკადრისი საქმეა, ზანგები ხომ არ ვართ? სულ მიჩიჩინებენ უვიცების იმპერატორები: კაცო, არაა ჩვენი ჩაი ისეთი და ასეთი ხარისხის, არაა ჩვენი ხალხი ამის გამკეთებელი, ჩვენ რჩეული ერი ვართ... ამას ამბობენ და თან დიდი სიამტკბილობით რუსულ ჩაი „ბესედას“ შეექცევიან შაქრის დიდი დოზით, შიგადაშიგ კი ახალი მოდით,ქართული პროდუქციის უხარისხობაზეც მსჯელობენ. 50 მილიონის ჩაი შემოგვაქვს ყოველწლიურად და აქედან ნამდვილი ინგლისური ცეილონური ჩაი მხოლოდ 5%-ია,დანარჩენი კი საღებავია. არადა, ჩვენი ჩაი საუკეთესოა, მას თავისი ადგილი უჭირავს მსოფლიოში და მსოფლიო ბაზარს ის სჭირდება, მათ კი, არ სჭირდებათ. აბა, ჩვენ გვკითხონ, „მარიამისა“ და „ბესედის“ ფანებს, ჩვენ გვჭირდება? არა, დაილოცოს თანამედროვე ტექნოლოგიები და „ფასთ ჩაი“ - ჩააგდე,დალიე. გენიალურები ვართ ქართველები,განსაკუთრებით, როცა რუსულ „ბესედას“ ვსვამთ, თან მსოფლიო კაცობრიობის ნათელ მომავალსა და კენიელი მეჩაიეების მძიმე ხვედრზე ვფიქრობთ და არა საკუთარ ეკონომიკაზე.“ ივლისი, 2006 წელი
- 221 -
რა განძი იყიდეს ყაზახებმა და რა სიამოვნებას დაკარგავენ თბილისელები, აფსუს! გამარჯობა! მიხარია, ისევ რომ მაქვს თქვენთან მუსაიფის საშუალება. ეს სერიოზული შანსია - ერთმანეთს გავუზიაროთ ზაფხულის „ჰოლიდეის“ („ვიბლატაოთ ფრანციცულად“, ეს ახლა მოდაშია!) შთაბეჭდილებები და ისევ ვიფიქროთ ეკონომიკაზე. უჰ, ისე კაი გვარიანი და თუხთუხა ზაფხული იყო. დიდი ხანია ასეთი სანატრელი და საყვარელი მზიანი დღეები არ ყოფილა საქართველოში და ამდენი საინტერესო ამბავი არ გადაგვხდომია. ჰოდა, დახუნძლულები და დაფეხმძიმებულები ვართ შთაბეჭდილებებით და გვინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, მაგრამ ამ გაგანია საბაზრო ეკონომიკის პირობებში სად გვაქვს დრო უშუალო განხილვისათვის ჩასასხდომად და საჭუკჭუკოდ. ამიტომაც ვცდილობთ, კომუნიკაციის ელექტრონული, თანამედროვე, მაგრამ მეტადრე ჩვეული სისტემები გამოვიყენოთ. მით უმეტეს, ისინი ისე უხვადაა: ახალი ქსელები, სხვადასხვა თაობისა და გვარტომეული წარმოშობის მობილურები, „სკაიპიო“, „აისიქიუო“ და კიდევ ვინ იცის, რა. ჰო, კიდევ ფორუმები! მართლა, ამ მსოფლიოს კომუნიკაციის მამებს ახალი რამე ჰგონიათ ეს ფორუმები. რა არის ფორუმი? აი, თქვენს მობილურებს აქვს „მე-ნიუ“, სადაც შეგიძლიათ ერთდროულად ელაპარაკოთ რამდენიმე რესპონდენტს ანუ აბონენტს (აქ არ იგულისხმება „ის“ უხილავი ყური, მუდამ რომ გვისმენს, თუ უსმენს ჩვენს სატელეფონო ზარებს - ის ცალკე), ასევეა „მესინჯერში“, „სკაიპში“ თუ „აისიქიუში“. დიდი რამე, მაგ ქაჯებმა არ იციან, რომ ეს საქართველოში დიდი ხანია დაინერგა. მარა რად გინდა, ვინ - 222 -
აფასებს? ყველა თბილისელისათვის ცნობილია ეს ფორუმი. აი, მაგალითად, აიღებ ყურმილს და დაახლოებით ოთხი-ხუთი ჯგუფი ესაუბრება ერთმანეთს. შენ გესმის ჩვენებური ამბები და ტკბები. მიმიქარავს „კურიერი“, მთელი ახალი ამბები და ინფორმაცია - ბომონდის თუ სოციალური, სასიყვარულო თუ პოლიტიკური - ყველა ამბავი იქ იყრის თავს. შეგიძლია, წამოპლაკუნდე რბილ სავარძელში და ისმინო, რა ხდება დუნიაზე. და განა მარტო ეს? შეგიძლიათ, თქვენც ჩაერთოთ, ან მოგისმენენ ან ხრუშოვკის ხელას შეგაგინებენ, მაგრამ რად გინდა! საბრალო კავშირგაბმულობის მესვეურებს აზრად არ მოსვლიათ საერთაშორისო ბაზარზე ამის დაპატენტება და გამოცდილების გაზიარება მსოფლიო კომუნიკაციის გიგანტებისათვის. აფსუს, რა ფული დაიკარგა?! თან, არ გეგონოთ ეს ლოკალური ქსელია, არა - საერთაშორისო. მთელი მსოფლიო ერთვება, იმიტომ ვთქვი, დუნიის ამბები გესმის-მეთქი. ამას წინათ, სახლში ვრეკავდი პარიზიდან (ამაზე მერე გეტრაბახებით - პარიზსა და მონმარტზე ვოიაჟის შესახებ, რა თქმა უნდა, ტელეფონით), ამბის გაგება მინდოდა, რა ხდებოდა თბილისში, პატარა ბავშვმა აიღო ყურმილი და ვერაფერი გავაგებინე, მაგრამ უამრავი ხმა ისმოდა: ჟუჟუ „ებაზრებოდა“ ზიზის, ქსენია – ლიანას, ბონდო – ყარამანს, ნატაშა - ლესტამბერს და ჯუსტანი - ჯასტინს. სერიოზული ფორუმი გაიჩითა. ისე, მაგარი ზუზუნი იყო, მაგრამ ყველფერი გავიგე რა ხდება პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ვინ ვის უღალატა, ვინ დაითრია მაგარი კაცი. ამ გაგანია ზაფხულს რა “ტუსოვკები” და “ფართები” იყო. თან მაგარი გინება იღვრებოდა. ჟუჟუნას დაეძაბა სიტუაცია თავის სიყვარულოვიჩთან, სიყვარულოვიჩმა კინაღამ გააუპატიურა ნინუცა. ამას ანეგდოტიც მოაყოლეს: თურმე, ბავშვი უყვება - 223 -
მამას - მა, იცი? დღეს ბარში ბიჭები შემოვარდნენო და ციცას გარდა ყველა გაგვაუპატიურესო. მამას უკითხავს, ის რატომ არ გააუპატიურესო, არ უნდოდაო? რას არ გაიგებ ფორუმში. კმაყოფილმა და ინფორმირებულმა დავკიდე ყურმილი. გავიხარე, ყველაფერი კარგად ყოფილა-მეთქი. საოცარია ჩვენი ნიჭი, რას არ გამოვიგონებთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საერთაშორისო მარკეტინგფულის კეთებაში მოვიკოჭლებთ – მორცხვები ვართ. არადა შენ ნახე, ყველაზე საშინელება ის არის, რომ ტელეფონის მრავლისმომსმენი კაბელებიც ვერ უძლებენ ზოგჯერ, ისეთი ამბები ტრიალებს ფორუმზე და ითიშებიან. აი, მერე ნახე 99999! ჯერ რეკავ დაზიანების ბიუროში, იქ გეუბნებიან - კაბელი დაზიანდა და ახლავე გავაკეთებთო. ასე ერთი თვე გაწვალებენ, გილახავენ ადამიანურ უფლებას - მიიღო ინფორმაცია,რა ხდება ქალაქში და დუნიაზე. სუბარიც ხმას არ იღებს ამ ვანდალიზმსა და ინფორმაციულ დისკრიმინაციაზე. ის კი არა, ყაზახებმა რომ იყიდეს ეს სატელეფონო ქსელი, გაოგნებულები არიან - ეს რა ვნახეთო! ამას როგორ ახერხებთო! ეს რა ბაბილონის გოდოლიაო! თურმე აპირებდნენ ამის ასტანაში დანერგვას, მაგრამ ნურას უკაცრავად. თურმე ისე კარგად აქვთ გასისინებული კაბელები ჩაწყობილი, რომ ქართული ფორუმისათვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა - არ გადადის ხმები ერთმანეთში და ახლა აპირებენ ამ კაბელების ამოყრას და ყაზახეთში წაღებას. ისე ქონება მათია და მშვიდობაში მოახმაროთ ღმერთმა თუ წაიღებენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოწყენილობა იქნება თბილისში, როგორ გავიგებთ ჩვენებურ ამბებს. არადა სერიალივითაა, მერე გაინტერსებს ის ამბავი როგორ დამთავრდა და რა ქნა საბოლოოდ სიყვარულოვიჩმა. ჰოდა, სანამ დროა თუ თქვენი ხაზი ჯერ არ გაუთიშავთ, აიღეთ ყურმილი და - 224 -
ისიამოვნეთ მსოფლიო საოცრებით - თბილისის სატელეფონო კავშირით და მასში მიმდინარე თუხთუხით-უკაცრავად, ფორუმით. რა საყვარლობაა! ლამისაა ვთხოვოთ ყაზახებს, არაფერი შეცვალონ და ნუ მოაკლებენ ბომონდს არსებობის საინფორმაციო წყაროს. არის აზრი, შეიქმნას სატელეფონო ფორუმის დაცვის საზოგადოება და ეს ქართული კოლორიტი შევუნახოთ საზოგადოებას, უფრო მეტიც ბოლო-ბოლო, გავუზიაროთ მსოფლიოს ჩვენი უნიკალური გამოცდილება! ისინიც დატკბნენ, ნახონ, 21-ე საუკუნეში რა სატელეფონო სისტემა გვაქვს. ამის რეალიზაციით საექსპორტოო პოტენციალსაც გავზრდით და სავალუტო რეზერვებსაც. რა განძი გვაქვს მიწის ქვეშ? ყაზახებმა სატელეფონო სადგური კი არა, ნამდვილი თბილისური კოლორიტი იყიდეს და არც კი იციან მისი ეკონომიკური და სოციალურ-ადამიანური ფასი. დროზე შემოდით ფორუმში და მოყევით ზაფხულის ცინცხალი ამბები, გააგებინეთ თქვენს შესახებ ქალაქს, უბრალო ადამიანებს, თორე „იმათმა“ ისედაც იციან. სექტემბერი, 2006 წელი
- 225 -
რა „უროდა“ ან ვინ არის „უროდა“ რატომ ესმით რუსებს და ევროპელებს ერთი და იგივე სიტყვა დიამეტრულად საპირისპიროდ ანუ რატომ არის პოლონურად „მშვენიერი“ - რუსულად „მახინჯი“ ოქტომბრის ოქროსფერ დღეს, ვარშავაში, ევროპის ინსტიტუტის ეზოში, 100-წლიანი მუხის ჩრდილქვეშ დავსეირნობდი მეგობარ პოლონელ პროფესორთან ერთად. პოლონეთში აღიარებული ეს პოლიტოლოგი მესაუბრებოდა საქართველოსა და მისი მეზობლის ურთიერთობაზე, ევროპის დამოკიდებულებაზე და „დათვთან“ ჭიდაობის პოლონურ გამოცდილებაზე. უცებ აღტაცებულმა წამოიძახა: რა „უროდა“ ამინდიაო! ჩემი სამშობლო წლის ამ პერიოდში ძალიან „უროდააო“. გავოგნდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა. ეტყობა, იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ სახეზე შემეტყო და ჩემმა მოსაუბრემ გადაიხარხარა, - ვიცი რატომაც შეცბუნდი, ჩვენ და რუსებს ერთი და იგივე მოვლენა ხშირად დიამეტრულად განსხვავებულად გვესმისო. აი მაგალითად, რუსეთისათვის ჩეჩნეთის, ინგუშეთის, იგივე ოსეთისა თუ დაღესტნის დაპყრობა და კავკასიაში თავისუფლების წყურვილის სისხლში ჩახრჩობა - მშვიდობის დამყარება და გათავისუფლებაა, ჩვენთვის კი ეს მოვლენა რუსეთის იმპერიის ბოროტება და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. საქართველოში სეპარატისტი მარიონეტებისა და რუსეთის უშიშროების აგენტების მიერ მისი ტერტორიული მთლიანობის მუქარა, ჩვენთვის რუსეთის იპერიალიზმის პირსისხლიანი ზრახვებია საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინაღმდეგ, ხოლო რუსეთისათვის, ვითომ თავისუფლებისათვის მებრძოლი პატარა ერების დაცვა მშვიდობის დასამყარებლად. საქართველოს ინტეგრირება - 226 -
ევროსტრუქტურებსა და ნატოში, ჩვენთვის და ალბათ, მთელი დემოკრატიული მსოფლიოსათვის მსოფლიო სტაბილურობის ამოცანაა, რუსეთისათვის კი მისი ინტერესებისა და სტაბილურობის შელახვაო. 11 ნოემბერი პოლონეთის გათავისუფლების დღეა, მისი ეკონომიკური აყვავებისა და პოლიტიკური ძლიერების საწყისი, რუსეთისათვის კი, ეს დღე არის იმპერიის შემცირებისა და ეკონომკური ინტერესების დასუსტების დღეო. ასეა აქაცო, პოლონურად „უროდა“ ნიშნავს მშვენიერს, ხოლო რუსულად - მახინჯს. ამიტომ პოლონელებსა და რუსებს ერთმანეთის არასოდეს ესმოდათო. გასაოგნებელია! მათ თურმე მარტო ჩვენი არ ესმით უკუღმა! თურმე იმიტომ ვერ ვთანხმდებით ჩვენ და რუსები, რომ ყველაფერს უკუღმა იგებენ ან უნდათ, გაიგონ. ასემაგალითად: როცა გვეკითხებიან, რა უნდა საქართველოს? ჩვენ ვპასუხობთ - საუკუნეებით ნანატრი თავისუფლება, იდენტურობის დაცვა და ეკონომიკური აყვავება. მათ ეს არ ესმით! მაგრამ ეტყობა კარგად გაიგებენ, თუ ვეტყვით: მონობა გვინდა, გადაგვარება და სიდუხჭირეო. ბუნებრივია, რომ ვერ ვუგებთ ერთმანეთს, სხვანაირად გვესმის ერთი და იგივე სიტყვა, მოვლენა, ფაქტი და აქტიც. ადვილია რუსეთთან მოლაპარაკება, ოღონდ უკუღმა უნდა ელაპარაკო. ეს ბუნებრივია. ქვეყანა დღესაც ცხოვრობს პრინციპით – „პრავ ტოტ,უ კავო ბოლშე პრავ“ - აი, აქაც ერთ და იგივე სიტყვას ორი სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით ხმარობენ, იმიტომ კი არა, რომ სიტყვები არ ჰყოფნით, არამედ იმიტომ, რომ მუდამ გაუგებრები, შეუცნობადები და „უროდები“ იყვნენ. ამას წინათ, ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი სმიტი სტუმრობდა თბილისს და წაიკითხა ლექცია თუ რა სარგებლობა მოაქვს ღია ეკონომიკას და თავისუფალ ვაჭრობას ყველა ქვეყნისა და ხალხისთვის, რატომ არ შეიძლება მოიპარო, წაართვა, დაჩაგრო, როგორი მავნებელია - 227 -
ეს მომპარავისა და მჩაგვრელისათვის, მაგრამ რად გინდა, რუსებს არც ბატონი სმიტის ესმით. თავიანთი ბიზნესინტერესები აქვთ საქრთველოს, ელექტროდისტრიბუციაში, აზოტის, ბანკებსა, თუ ოქროს მოპოვებაში. ასიათასობით ქართველი შრომობს რუსული ეკონომიკისა და კულტურის აღმავლობისათვის. არა, მაინც არ ესმით, რადგან ის, რაც მშვენიერია ევროპისათვის, მახინჯია რუსეთისათვის. არა, ნაღდად „უროდა“ პოლიტიკოსები ჰყავთ და „უროდა“ პოლიტიკა აქვთ. რა ენაზე ვხმარობ „უროდას“ - ეს თქვენ გაარკვიეთ. ოქტომბერი, 2006 წელი
ქართული პიარის ფუძემდებელი (ევრიპიდე) 2400 წლის წინ, ათონის მთაზე ბოლოჯერ შეხედა მზეს კაცობრიობის უდიდესმა ტრაგიკოსმა და საქართველოს უბადლო პიარისტმა ევრიპიდემ. ბოლოჯერ გაიხსენა სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე კოლხეთი და მედეა. თვითონ იმქვეყნად წავიდა, მაგრამ ამ ქვეყნად კაცობრიობას დაუტოვა ყველაზე ცნობილი ქართველის - მედეას უკვდავი საქართველო. იმ დღიდან საქართველოს მედეას სამშობლოდ იცნობენ, თუმცა თვით ევრიპიდემაც კი არ უწყოდა, რომ საქართველოს უდიდესი პიარისტი იყო. იდიდოს პიარის ძალამ. მას მეტი მეგავატი აქვს, ვიდრე ენგურის ელექტროსადგურის ყველა ტურბინას ერთდროულად. თან საოცარი რამეა თანამედროვე პიარი, მეტად განსხვავებული ძველისაგან, კლასიკურისაგან. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ადამიანს შემატოთ გარკვეული - 228 -
მომხიბვლელობა წვერის, სათვალეების, დინჯი გამოხედვისა და დაყენებული პოზის სახით და მერე ოსტაპ ბენდერისა არ იყოს, გამოაცხადოთ, რომ იგი არის დემოკრატიისა და ეკონომიკის მამა ან დედა, გააჩნია როგორ დაგჭირდებათ. ატრიალოთ ყველა ბრუნვაში ტელევიზიის ყველა არხზე და ყოველ შეკრებაზე გამოიყვანოთ უაზრო „პრეზენტაციით“ და უცებ გამოცხვება ახალი აზროვნების გიგანტი, ჩვეულებრივი ლაყე გახდება დიდი მეცნიერი, პოლიტიკოსი ან ექსპერტი. რად გინდათ, რა თავში იხლით? რას ბრძანებთ, პირდაპირ განძია! ვთქვათ, გინდათ რაიმე „კოჭლი“ იდეის გატანა ხალხში, გინდათ დააჯეროთ, რომ დედამიწას ლელოს ბურთის ფორმა აქვს ან თქვენს მიერ გაკეთებული ის საქმეები პოლიტიკაში, თუ საერთოდ მმართველობაში, რამაც კრახი განიცადა, არც თუ ისე ცუდი იყო, ან თქვენ არც თუ ისე პირსისხლიანი ბიზნესმენი ბრძანდებით, როგორც საზოგადოებას ჰგონია და არც ისე უტვინო. მაშინ აამოქმედებთ თქვენს იარაღს და ის გამოვა ყველა არსებული მედიის საშუალებით, დამოძღვრავს ხალხს, ვახმე! ჩხირიჭამიაშვილი დიდი ერის ქომაგია და სრულიად საქართველოს კეთილდღეობის გარდა, არა ადარდებს რა. მერე რა, რომ უწიგნურია, ეს უკეთესიცაა! სად გინახავთ მწიგნობარმა კაცმა ვინმეს სიკეთე მოუტანოს, ისინი ძალიან ჯიუტები არიან და ამიტომ მათ ჯორდანო ბრუნოსავით კოცონზე წვავენ. აგერ, ჩხირიჭამიაშვილი კიდ მას ფული და დიდება არ მოაკლდეს თუ გინდა დღეში ასჯერ იტყვის ტყუილს და მერე თვითონვე ასჯერვე გაასწორებს. დიდრონი თვალები და ღაბუა გამოხედვა აქვს,როგორც ბატკანს შეწირვის წინ, თუმცა შუბლი ისეთი სქელი აქვს, რა საძაგლობასაც გინდა, იმას დაიტევს. დიდი ერის კაცია, სულიერებაზე ფიქრობს, აბა სხვა რა ძალა აქვს, თუმცა, სული საერთოდ არ აქვს. ასეთი - 229 -
ლექციის შემდგომ ხალხი დაიჯერებს, აბა რას იზამს იგი ჭკვიანი, წვერებიანი ექსპერტი და დიდი კაცი ჰგონია, სულ არ იცის, დემაგოგი რომაა და ვახმე ჩხირიჭამიაშვილს უცებ იმიჯიც გაუმრთელდება და ისევ იბოგინებს ხალხის ტყავზე, როგორც ყოველთვის. პიარის შედეგად შეიქმნა წვერებიანი და მას შეაქმნევინა პიარით დიდების შარავანდედი. მიხვდით ახლა? ვერა? ძნელია, მაგრამ ასე უკუღმაა ყველაფერი,დიდი ძალაა პიარი. კიდევ კაი,ევრიპიდე ცოცხალი არაა, თორემ ამ ტრაგედიას ვერც გაიგებდა და ვერც გადაიტანდა. მოუძველდა გენიოსს მეთოდები, შეიცვალა დრო და პიარიც. საზოგადოება ორ ნაწილად დაიყო: პიარის მკეთებლებად და პიარის მომხმარებლებად, გამარტივდა ყველაფერი. კიდევ? ჰო! კიდევ არის ის ნაწილი, რომელსაც ახსოვს ევრიპიდეს გარდაცვალების 2400 წლისთავი, პიარის დაწყების ეპოქა და კიდევ სჯერა, რომ: საუკუნეები კეცავენ ათასწლეულებს, მედეა ისევ კურნავს სნეულებს, თავისკენ უხმობს პიარით გზაბნეულებს, ჩვენ გვტოვებს მუდამ ეულებს და პიარის გრძნეულებს, დაფნის გვირგვინს ახურავს წყეულებს. ეჰ, რა დრო იყო.... გახსოვთ ევრიპიდეს პიარის ეპოქა?! მაშინ არ იყო პიარი ეკონომიკური კატეგორია, თუმცა, ალბათ, ჩხირიჭამიაშვილები მაშინაც იქნებოდნენ. აბა როგორ, ისინი სულ არიან, როგორც მასხარები მეფის კარზე. ნოემბერი, 2006 წელი
- 230 -
კარმა გაწმინდეთ! კარმა ახალ წელს საოცარია, როგორ მოგვეპარა ეს გოჭის ახალი წელი და რას მოიტანს ეს აგრესიული ცეცხლოვანი ტახი? ეს კითხვა ყველა ჩვენგანს აწუხებს. აქ ჩართულია ეკონომიკაც, ენერგეტიკაც, პოლიტიკაც და სიყვარულიც. ამას წინათ, მედიაში ვუსმენდი ვარსკვლავთმრიცხველს, იცით თქვენ ვისაც ვგულისხმობ, ჩუმად ყველა უსმენთ. თვითონ ძალიან პატივს ვცემ ამ უძველეს და უწმინდეს მეცნიერებას, მაგრამ ამ კაცს რომ ვუსმენდი, ასე მეგონა, დედაჩემი მელაპარაკებოდა - არ ენდოთ ყველას, სასარგებლო წელი იქნება ორმხრივი შეხვედრებისათვისო, გაუაზრებელ ნაბიჯს ნუ გადადგამთო, მტერს ნუ გაიჩენთო (ასე გვარიგებს დედა სულ ჭკუას და ბურღავს ტვინს) და როცა მშვილდოსანი შევა იუპიტერის არეალშიო, ერიდეთ ღამ-ღამობით სიბნელეში ქუჩაში სიარულსო, განსაკუთრებით ერიდეთ უცნობ ბიძებს და შორს მოგზაურობასო. კარგი პერიოდია (ესე იგი 2007 წელი) ოპერაციების გასაკეთებლად სახსრების ნაწილშიო და უცებ ვიფიქრე, ხომ არ გაგვეკეთებინა ერთი,ორი სახელდახელო ოპერაცია, რახან კაი პერიოდია. და ბოლოს, დაამატა - კარმა გაწმინდეთ, კარმაო. აი, ისევ კარმა, ისევ გაზი და კვამლი... ამასაც თუ ცაში ვარსკვლავები წყვეტდნენ არ მეგონა. ამ დროს ქუჩიდან ხმა გაისმა, კაცი მიკროფონიდან ყვიროდა - ვწმინდავ კარმასო. იხარე, ვიფიქრე გულში და დავუძახე მოდი კაცო, სადაცაა მოვიდა ახალი წელი და კარმა ყოფილა გასაწმენდი-მეთქი. მოვიდა ბიძა, სადაა კარმაო, მე რა ვიცი,ამ ზოდიაქოს იმპერატორს ჰკითხე-მეთქი და ტელევიზორზე მივუთითე. ულვაშიანმა ხელოსანმა ეჭვის თვალით შემომხედა და ზევით აიხედა, ოღონდ არ ვიცი იმან მაინც რატომ აიხედა? ცოტა დაუსტვინა და მეტეორივით გავარდა გარეთ. აი, მეც კოსმიური ტერმინებით ავლაპარაკდი. არადა, რამდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი და არ ვიცით, რომელი - 231 -
კარმა უნდა გავწმინდოთ და როგორ?! გარეთ შეწუხებულმა, გაოგნებულმა და მობუზულმა გავათრიე სხეული. მივაბიჯებდი სუსხიანი თბილისის ქუჩებში. ყველაფერთან ერთად სუსხიც შეგვეჩვია, მთელს მსოფლიოს აწუხებს ნამეტანი დათბობა, აგერ ჩვენს მეზობელ რუსეთს დოლარები დაეთოვა ნავთობისაგან თავზე,თოვლმა კი უღალატა, ისე პირიქით სჯობდა, ანტარქტიდაში აბობოქრდნენ ყინულები და დაიძრნენ, მაგრამ ჯერ არავინ იცის,საითკენ აპირებენ წასვლას ან ვიზა თუ აქვთ. იმედია,ჩვენთან არ მოვლენ. დნობა დაიწყესო, აგერ მზე აბობოქრდა ფანტომასივითო და აგზავნის რაღაც საშინელ ბოღმას დედამიწაზეო,ყველას ნამეტან სხივებს უგზავნის, ჩვენთვის კი ენანება (იმას მაინც რა დავუშავეთ ნეტავი) და ვფიქრობდი, რომელი კარმა გამეწმინდა და სად. არადა აგერ, მოვიდა ეს გოჭუნას წელიწადი და იუპიტერიც განრისხებას აპირებს. ერთი ბუნჩულა ასაკიანი მეზობელი შემხვდა და სამყაროს დარდით შეწუხებული, ისიც ჩემი არ იყოს, კაი დაფიქრიანებული იყო. ძია ვახო, კარმა უნდა გავწმინდოთმეთქი - მოვუყევი ასტროლოგის ნაამბობი და ჩემი ვარამი. ბევრი იფიქრა და მითხრა, თუ არ გაქვს კარმა, იყიდეო და გააწმენდინეო. ვკითხე - რა ღირს თქო? - ორი გოჭის ფასიო,მიპასუხა,გაწმენდა მეთქი? - სამი კილო ნიგვზის ფასიო. ეს რა ძვირი ყოფილა ასტროლოგის რჩევები-მეთქი. ამ ქვეყანაზე ყველაფერი გაძვირდა შვილო და რაღა ამ საწყალი ასტროლოგის რჩევები გეძვირა მაინცდამაინცო - იწყინა ვახო ძიამ და მაინც მითხრა სად იყიდებოდა კარმა. მივაშურე! რად გინდა, არ მომყიდეს, ეს კარმა არ გინდა, შენ გაქვს ის კარმაო. რომელი მეთქი? - აი ის, ასტროლოგმა რომ თქვაო, - არა-მეთქი, დავიფიცე ტუტანხამონის მუმიასავით სექტემბერში წინასწარ საახალწლოდ ნაყიდი გოჭი (გაძვირების შიშით, თანამედროვე მეთოდით გავიანგარიშე გოჭის ფიუჩერსული ფასი და შევარჩიე არსებული ტრენდის - 232 -
პირობებში, სექტემბერში როგორ მეყიდა იაფად და აგერ მყავს საყინულეში,ველოლიავები და მისი შენახვა უფრო ძვირი მიჯდება, ვიდრე ეგვიპტეს დაუჯდა ბიძია ტუტანხამონი). ერთსაათიანი ფორუმის გამართვის შემდეგ დამაჯერეს,რომ სადღაც ნაღველსა და თირკმელს შორის ან სულაც ტვინსა და ხორხს შორის კარმა გვქონია (კიდევ კარგი ისიც გაზზე არ მუშაობს, ხომ დავიღუპებოდით) ჰოდა, ის უნდა გაიწმინდოო. გადავირიე, ამ საახალწლო ხარჯებს კიდევ ერთი მუდმივი კომპონენტი შეემატა - კარმის გაწმენდა! კი მაგრამ, ეს ბაბუაჩემი 100 წელი ისე ცხოვრობდა, არ გაუწმენდია-მეთქი. მაშინ არც გაზი იყო,არც კარმაო და არც ასე ძვირადღირებული ახალი წელიო და არც გოჭის წელიწადიო. მაინც რომელი კარმა უნდა გავწმინდოთ - ჩვენი თუ ჩეხების? ეს რა ახალი წელი გაგვითენდა, ხალხი ცოლ-შვილზე და ათას რამეზე ამბობს უარს და ჩვენ გოჭზე ვერ ვიტყვით? ვიტყვით, ალბათ, მოგვიწევს! ორი კარმა, ორი სათაური, ორი აგური და... გილოცავთ. ორივე კარმა გაიწმინდეთ, რა იცით რა ხდება! დეკემბერი, 2006 წელი
- 233 -
აქა ამბავი ინდურ-რუსული ხინკლისა და სუფთა ინდური ქაბაბისა, ანუ რაში გვჭირდება ჰასაპი? ვიღაცას ამ ზამთრის სუსხის ფონზე, შეიძლება ეგონოს, რომ თითქოს პროფილი შევიცვალეთ და კვების მრეწველობის ტექნოლოგიების პრობლემების ანალიზზე გადავედით. არ იჩქაროთ, ხინკალი სუფთა ეკონომიკური კატეგორიაა, რომ არაფერი ვთქვათ, თითქმის ნახევარ მეტრამდე დაგრძელებულ და სოფლის ოდა სახლის ჭიშკარივით ჭრაჭუნმომატებულ ქაბაბზე. ქართველებს, რომ ჰკითხოთ თუ გიჭამიათ ინდურრუსული ქაბაბიო ,ქვას აისვრიან და თავს შეუშვერენ, როგორ გეკადრებათო, არ გვინახავს, ხინკალი სუფთა ქართულიაო. მაგრამ ასიათასობით ქართველი ჭამს ყოველდღე მეორე ხარისხის რუსული ხორბლის ფქვილში გახვეულ არასტანდარტული ინდური ხორცის ხინკალს. მარტო წყალია ჩვენი. ქართული სამზარეულოს ჯადოქრობა ისაა (რასაც ნახევარი მსოფლიო ვერ მიხვდება), რომ ისე ლაზათიანად ამზადებენ, ამ სიცივეში ერთ ას გრამსაც თუ დააყოლებთ, საერთოდ ხევსურეთში მოხვეული გეგონებათ. ახლა ქაბაბი ნახეთ, როგორ გაიზარდა სიგრძეში, რა საამურად ღრჭიალებს, თითქოს ხორცი არ უნდა იყოს, არამედ რაღაც სუროგატი. სუფთა იმპორტულია - ინდური და იმიტომაც არ ენანებათ ეს კაპიკიანი ხორცი - მიირთვით რამდენიც გინდათ. ინდური საქონელი ახლა მოდაშია და საერთოდ, ინდოეთში „სტანდარტ ენდ პურის“ რეიტინგში ერთი ქულა მოუმატეს. ვითომ ჩვენ რა უნდა გვქონდეს საწინააღმდეგო? არაფერი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რას მივირთმევთ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჰასაპი. იცით? არა? ოო... ეს მეტად მნიშვნელოვანია! აი მაგალითად, ერთი და არა მარტო ერთი ფირმის მაწონის და იოგურტის ნაცვლად, მივირთმევთ სახამებელს, ხორცის ძეხვის მაგივრად - სოიოს, ჩაის ნაცვლად - საღებავს, კონსერვის მაგივრად - აყროლებულ თევზს, პურის ნაცვლად - ქატოს, ყავის მაგივრად - კონცენტრატ ნარევ ფხვნილს,ვიაგრის - 234 -
ნაცვლად - ასპირინს თან იმ არაჟანს, რომ ადუღებდნენ და დილით რომ მიირთვით იმ რძეში, ლაქტოზის დუღილის საქმე ვერ იყო მთლად კარგად, ის რძის ფხვნილი, საიდანაც ხაჭო დაამზადეს, საერთოდ არაკონდიცირებული იყო, სოსისი რომ მიირთვით, რაღაც უცნაური გემო ჰქონდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის გამო. 2006 წლის 2 იანვარი ხომ გახსოვთ, მინისტრი რომ გამოვიდა ტელევიზიით და ქართველების ორმოცი პროცენტის საფლავში გაშხლართვა იწინასწარმეტყველა? იმის მერე გაკოტრდა ქათმის ხორცის წარმოება და მილიონობით იზარალა ამ ბიზნესმა. მთლიანად ეს პროცესი შევაჩერეთ. რატომ? - ჰასაპი არ გვქონდა დანერგილი და ვერ გავარჩევდით, რომელ კრიტიკულ წერტილში,რა თავხედი ბაქტერია გაგვეპარებოდა. წარმოიდგინეთ, მეტად მშიერი ბრძანდებით და შებრაწულ ბარკალს მიირთმევთ, სად გაქვთ თავი იქ კიდევ საწყალი ვირუსი ეძებოთ. ჰოდა, ჰასაპი იზრუნებს თქვენზე, თუ მას დანერგავთ. გარდა ამისა, წესით, ისიც უნდა იცოდეთ, რომელ ფერმაში და რა საკენკზე გაიზარდა ის ფრინველი, გამალებით, რომ მისრიალებს თქვენი კუჭისკენ. ეს ადრე იყო - დედა ნახე, მამა ნახე,შვილი ისე გამონახეო. ახლა, დედა ნახე, მამა ნახე, საქათმე ნახე, საკვები და ქათამი მერე მოხარშეო, ასეთია ჰასაპის წესი. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ინდოეთში წახვიდეთ და ჰასაპის საკითხების მიხედვით, ხინკალში ტკბილად, რომ მოკალათებულა იმ ხორცის ისტორია გაიკითხოთ, ცოცხლად დარჩენილ მეზობელ ძროხებში, საერთოდ არ შეჭამთ ძროხის ხორცსაც და ხინკალსაც. აბა, რა გგონიათ? რატომ არ ჭამენ თვით ის ინდოელები იმ ხორცს? გაიკითხეს უკვე მისი ამბავი და იმის მერე არ ჭამენ. საერთოდ, ჩვენს მარკეტებში, ლამაზი ეტიკეტების მიღმა, მთელ მენდელეევის ტაბულას ვყიდულობთ. მახსოვს, ბავშვი ვიყავი და ნავთობისაგან რუსებმა შავი ხიზილალა დაამზადეს, რომ გავსინჯე, ცუდი არ იყო, ოღონდ ხიზილალასთან გარეგნულის გარდა არაფერი საერთო არ ჰქონდა. დღეს - 235 -
სად წავიდა მეცნიერება?! ეჰ... ძეხვს ჭამ, მუჟუჟუსაც თან კალკულატორით ითვლი,რომ ზედმეტი ცილა არ მიიღო. არ ინერვიულოთ, იქ ცილა თითქმის არ არის. იციან თქმა, აპაპაპა... ძილის წინ ყავა არ დალიო, კოფეინი არ დაგაძინებსო. რა უნდა ჩვენს ყავაში კოფეინს? დალიე დიდი ჭიქით, დაიძინე მშვიდად. როცა გშია ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარიაო“ (აი, მჭადი რომ გვიყვარს, იმიტომ აქვს ყოველ მესამე ქართველს, ჩემი ჩათვლით, დიაბეტი). ისე სწორია, მჭადში უფრო მეტი შაქარი და კაკაოა, ვიდრე ჩვენს ქსელში არსებულ შოკოლადებში და ყველაფერი იმით დამთავრდება,რომ წლების განმავლობაში ეს ქიმია სერიოზულ დაავადებებს მოგვიტანს და შიმშილი საერთოდ დაგვავიწყდება, მით უმეტეს, ხინკალიც. ჩემი არ გჯერათ? ევროპელებს ჰკითხეთ. რატომ არ გვიშვებენ ევროპის სურსათის ბაზარზე? - სურსათის უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგეთ, ჯერ თქვენ გაიგეთ, რას მიირთმევთ და მერე ჩვენთან შემოიტანეთო ანუ ჯერ თქვენ გასინჯეთ და მერე ჩვენთვის გაიმეტეთო. ჰოდა, ფულიც მოგვცეს, კანონიც დაგვიწერეს, მაგრამ არა არ მოგვწონს ჰასაპი, ყოველ წელს ვაჩოჩებთ მის შემოღებას და მივირთმევთ ინდურ-რუსულ ხინკალს. იმდენდად მიმზიდველია ინდური ქაბაბის ღჭრიალი, არავითარ შემთხვევაში არ გავაკონტროლებთ რას ვჭამთ, ისე, რა საჭიროა, რომ გავიგოთ, გული გაგვისკდება, ამიტომ, ვზრუნავთ ხალხს გული რომ არ გაუსკდეს. სჯობს არ იცოდნენ და ბედნიერები დაიხოცნენ. ან, ევროპაში რა გვესაქმება, აქაც ბევრი საქმე გვაქვს. თქვენ კიდევ გინდათ გაიგოთ ჰასაპი რა არის? რა საჭიროა, რომ იცოდეთ? მაშინ მთელი რესტორნების და მარკეტების ბიზნესი გაკოტრდება და მე არ ვაპირებ ზიანი მივაყენო არც ქვეყნის ეკონომიკას და არც ინდურ-რუსული ხინკალ-ქაბაბის დიდებას. ამაზეა ზუსტად ნათქვამი,ბევრი გეცოდინება,ადრე დაბერდებიო. კრიტიკული წერტილები იმდენია ჩვენში, მაინც ვერ დავთვლით და აზრი არ აქვს. იანვარი, 2007 წელი
- 236 -
სრულიად ექსკლუზიურად - საქართველოში უცხოპლანეტელი, ან უცხოელი ეკონომისტების შემოჭრისა და საიდუმლო მოღვაწეობის შესახებ. „შენ თვითონ, სოკრატე, რად მიგაჩნია სიკეთე - ცოდნად, განცხრომად თუ რაღაც მესამედ?“ სოკრატე - „მაშ, შენ სამართლიანი გგონია, რომ კაცი ლაპარაკობდეს იმაზე, რაც არ იცის და მცოდნედ ასაღებდეს თავს“? „რა მოწამლული ენის პატრონი ხარ სოკრატე, - თქვა თრასიმაქემ, - „განა შეიძლება ასე უკუღმა გაიგო ჩემი სიტყვები“? (პლატონი, „სახელმწიფო“, ბაჩანა ბრეგაძის თარგმანი, თბ., 2003 წ., გვ.20,243) საქართველს მეცნიერ-ეკონომისტთა საზოგადოება სერიოზულად შეშფოთებულია. დადის მოარული ხმები, რომ უცნობი ეკონომისტები შემოიჭრნენ საქართველოს სივრცეში, სწავლობენ საქართველოს ეკონომიკას და სხვადასხვა ჟურნალში სხვისი გვარებით აქვეყნებენ სტატიებს. არა, სტატიები ურიგო არ არის, კაცმა რომ თქვას, საერთო ჯამში, ურწმუნოებისაგანაც იმსახურებენ დადებით და აღტაცებით შეფასებებს, მაგრამ ვინ არიან ისინი? ასე არ შეიძლება! - შეშფოთდა სრულიად სამეცნიერო პატივცემული საზოგადოება და კაცმა რომ თქვას, სავსებით სამართლიანადაც. გაზაფხული კია და პირველი აპრილი ახლოვდება, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი! ამას წინათ, ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს, ქ-ნ ნინოს, ბ-ნ პროფესორი პაატა ეკითხება,ეს სტატია თქვენ ხომ არ დაგიწერიაო? (საუბარი შეეხებოდა „საქართველოს ეკონომიკის“ #1ში გამოქვეყნებულ რედაქტორის სვეტს, რომელსაც ჩემი ხელმოწერა ამშვენებდა). რატომ გაუჩნდა ბატონ პაატას ასეთი აზრი? იმიტომ,რომ იქ გამოყენებული იყო უცხოური სიტყვა ჰასაპი, რაც კვების პროდუქტების წარმოებისა და უსაფრთხოების შემოწმებისას კრიტიკული წერტილების კონტროლს და მონიტორინგს ნიშნავს. კი მაგრამ, რა არის - 237 -
აქ განსაკუთრებულიო? იკითხავს ჩემი განსწავლული მკითხველი. არც არაფერი! არის ადექვატური პასუხი. გარდა ერთისა, საქართველოში, ამ დარგის ალბათ, ჩემი აზრით,სულ ერთი სპეციალისტია და ვის შეეძლო ემსჯელა ამ საკითხებზე? ან მას, იმ ერთადერთს, ან უცხოპლანეტელს. სხვა აზრი არ არსებობს! აბა, ხელმოწერა??? ეს ისე, სხვის დაწერილს მიაწერეს, როგორც პლატონი ამბობს აღშფოთებული - „სამართლიანი გგონია, კაცი ლაპარაკობდეს იმაზე,რაც არ იცის და მცოდნედ ასაღებდეს თავს“? პლატონი მართალია, მაგრამ ვის მიმართ? ახლა ამას იკვლევს ქართული ეკონომიკური მეცნიერება,ამ დარგში იმ ერთადერთი სპეციალისტის თუ იმ ხელმომწერის მიმართ. ის ხელმომწერი იშვიათად აწერს თავის სტატიებს ხელს, იმიტომ, რომ ხშირად წერს და არ უნდა, რომ თავი მოაბეზროს საზოგადოებას. სხვის სახელს კი თავის ეკონომიკურ სტატიებში ხშირად უთითებს. ამიტომ დისკუსია ლოგიკურად გამარტივდა, ის ხელს არ მოაწერდა სხვის დაწერილს! მაგრამ ძიება მიმდინარეობს უცხოპლანეტელის აღმოსაჩენად. უფრო მეტიც, ერთმა ჩემთვის პატივსაცემმა პროფესორმა კეთილმოსურნეობის გრძნობით მითხრა, რომ აქ (იგულისხმება ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“) იმდენი საინტერესო ანალიტიკური სტატიებია კაცო, რომ ჩვენ ვმსჯელობდით, ვინ წერს ამასო, ზემოხსენებულ კლუბში მსჯელობის შემდეგ შუალედურმა მეცნიერულმა კვლევამ დაადგინა, რომ თურმე, ეს უცხოპლანეტელები ბევრს წერენ, მიაქვთ რედაქციაში და აქედან არჩევს რედაქტორიო, ან მეორე ვარიანტი, ისეთ ჰონორარს უხდიან იმ უცხოპლანეტელ ეკონომისტებს, რომ ისინი სიამოვნებით წერენ ამ ჟურნალისათვის. აგაშენა ღმერთმა! ხომ ვამბობდი, უცხოპლანეტელები არსებობენ-მეთქი,ხომ ვამბობდი, ბაზალეთის ძირში კი არ ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის მხსნელები, არამედ ცაში-მეთქი! აი, შედეგიც - ისინი ჩამოვიდნენ, აქ არიან და რატომღაც თავის მოღვაწეობის სფეროდ ეკონომიკური პუბლიცისტიკა - 238 -
აირჩიეს. ისე, კაცმა რომ მკითხოს, სრულიად ტყუილად. მაინც არ დაუჯერებენ და არ მოუსმენენ! ისე, ასეთი არალეგალური მოღვაწეობა მათ კარგს არაფერს მოუტანს, მაგრამ რადგან საქართველოზე შეაჩერეს ამ უცხოპ- ლანეტელმა ექსპერტებმა ყურადღება, აქ საქმე შემდეგშია: 1. ან მათ ძალიან უჭირთ, იქ დიდი უმუშევრობაა და აქაური ჰონორარები იზიდავთ; 2. ან ჩვენ იმდენად გვიჭირს, რომ საშინლად ვეცოდებით და იმიტომ წერენ სტატიებს ეკონომიკის საკითხებზე. ორივე შემთხვევაში, ამ მოვლენის წრფივი კინეტიკური ანალიზი, ფრახტული გეომეტრიის და ქაოსის თეორიის თვალსაზრისით და წმინდა ნეომოდერნისტული და ნეოვირტუალური ეკონომიკის გადასახედიდან, მეტად საინტერესოა. ოჰ, „რა მოწამლული ენის პატრონი ხარ სოკრატე“! ჰოდა, ჩვენც, ჩვენი ჟურნალი დაინტერესდა ამ მოვლენით და გამოაცხადა პრემია 6666 (ეს ციფრი იმ ურწმუნოების მაგიური ნიშანია) აშშ დოლარი იმ პირისათვის, ვინც ამ სტატიის უცხოპლანეტელ, ინკოგნიტო მწერალს მოძებნის, რადგან ის მიწიერი და აქაური ეკონომისტი რომ ყოფილიყო, ჩვენს ყოვლისმცოდნე პროფესურას აუცილებლად ეცოდინებოდა და თან, მგონი არ ეგულებათ ასეთი. დრო ჩაირთო ბატონებო! წილი უკვე ნაყარია, ყველა ღონე ნახმარია, ყველა სიტყვა ნათარგმნია, უბრალო ჭორაობა ნაცარია, ანალიტიკური სტატიის დამწერი - მაგარია, ეტყობა ძალიან ნაცადია, და თუ ეს პრემია გწადია, უნდა იპოვო ეს უცხო,ლაზარია, თუ არა, შეწყვიტო ქაქანია. არა, სოკრატე მართალია! - 239 -
- სიკეთე სამართალია! გემუდარებით, მიპოვეთ პირველ აპრილამდე და მეც მოვისვენებ ამდენი წერით და თქვენც დარჩებით პრემირებული ვარდისფერი მოცვით. პატივისცემით, ემზარ ჯგერენაია თებერვალი, 2007 წელი
კეინსი ქუთაისიდან, ანუ რა შეცდომები აღმოუჩინეს ქართველმა მეცნიერ ეკონომისტებმა ჯონს „... დავიწყოთ ინვესტიციებიდან. ჩვეულებრივ მოცემული სიტყვის ხმარებისა მასში გულისხმობენ ცალკეული პირების, ან კორპორაციების მიერ რაიმე ქონების - ძველის ან ახლის შესყიდვას. ზოგჯერ ამ ტერმინს ზღუდავენ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ყიდვით, მაგრამ შეიძლება ასევე ლაპარაკი ინვესტიციებზე. მაგალითად, სახლის ან მანქანის ყიდვისას, ამასთან, მზა პროდუქცის მარაგის, ან დაუმთავრებელი წარმოების დაგროვებისას და საერთოდ, ახალი ინვესტიციები ზეინვესტიციებისაგან განსხვავებით ნიშნავს ყოველგვარი კაპიტალური ქონების ყიდვას“. ჯონ მეინარდ კეინსი, „დასაქმების, პროცენტის და ფულის ზოგადი თეორია“, ქუთაისი, 1995 წ., გვ. 88. აუ, ძალიან მძიმედ დავიწყე, ისე მძიმედ, რომ მე თვითონ გამიკვირდა. ეს ინვესტიციების ერთ-ერთი კლასიკური და პრინციპში, დღემდე უცვლელი განსაზღვრებაა და ნამეტნავად უხდება გაზაფხულს... გაზაფხულზე ბევრი სატკივარი ჩნდება. ჯერ არის და 60 ათასზე მეტი ახალგაზრდა ამთავრებს სკოლას და 30 ათასზე მეტი - უმაღლესი სასწავლებლის პირველ საფეხურს, 5 ათასი - პროფესიულ სასწავლებელს და - 240 -
5000 - მაგისტრატურას. აქედან მხოლოდ 15000 გააგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში და დანარჩენი, შრომის ბაზარზე გავა სამუშაოს საძებნელად, სადაც ექსპერტების გათვლებით, დღეისთვის სულ 1500 სამუშაო ადგილია. არ გეგონოთ ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება, იმ მუდამ სახსენებელ მსოფლიოშიც იგივე ვითარებაა, ჭირს ახალგაზრდების დასაქმება. აბა, კეინსი რა შუაშია? ამ, კემბრიჯელმა ეკონომიკის მამამ აღმოაჩინა საზოგადოების „ძირითადი ფსიქოლოგიური კანონი“ ადამიანის მისწრაფება მოხმარებაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი დაინტერესება შემოსავლის გადიდებით. მაგრამ კეინსი როცა კემბრიჯში ამ თავის პოსტულატებს ქმნიდა, რატომღაც არ იგულისხმა საქართველო, სადაც თითქმის 98%-ის შემთხვევაში მოხმარება იგივეა, რაც შემოსავალი. რატომ? იმიტომ, რომ კეინსი არ გვიყვარს და ჩვენ მის ასობით გვერდიან სახელმძღვანელოებს არ ვეყრდნობით? თუ იმიტომ,რომ ქართულ ეკონომიკურ სკოლას თავისი მამები ჰყავს და თავის გზით მიდის, ან, იქნებ ქართული ეკონომიკა საერთოდ ობოლია? არა, არა და არა!!!!... ჩვენ, ჩვენი ნაციონალური თავისებურებები გაგვაჩნია და კეინსი რომ ცოცხალი იყოს, ამას ასევე ამაყად ვეტყოდი პირში, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ მხარჯველი და მოქეიფე ხალხი ვართ და ვიყავით ოდითგანვე. ამიტომ, კეინსის ეს ფუნდამენტალური მოდელები და სქემები ჩვენთან არ მოქმედებს. აი თუნდაც, მისი დამოკიდებულება უმუშევრობას, ინფლაციასა და ფულის მასას შორის. ჩვენ ან ნეოკეინსიანელები ვართ ან კიდევ უკეთესი ანტიკეინსიანელები. საქართველოში ინვესტიციების ბუმია, რასაც მოჰყვა ინფლაციის ბათქანი და უმუშევრობის ბრაგვანი. კეინსი - 241 -
ამბობს, რომ არის ნებაყოფილობითი უმუშევრობა და სრული დასაქმების ილუზიაო. ჩვენ, ქართველი ეკონომისტები კიდევ უფრო წინ წავედით და შევქმენით თვითდასაქმების კატეგორია. კეინსისა და მისი მასწავლებლების - ა. მარშალის და ა. პიგუს დროსაც არსებობდა საოჯახო მეურნეობები, მაგრამ არც კი უფიქრიათ თვითდასაქმების კატეგორიაში გადაეტანათ ეს. ჰოდა, ჩვენ მოვიფიქრეთ და წორედ თვითდასაქმება შთანთქავს სწორედ სავარაუდოდ ამ ახალგამოჩეკილი უმუშევრების 100 000-იან არმიას. დიახაც,ამბობენ, კვალიფიკაცია არ უვარგათო დასავლეთში და ჩვენთან ახლადშექმნილ დასავლურ ლაჟვარდოვან ფერებში შეღებილ ინსტიტუტებში არ უსწავლიათო. სწორია? - სწორია. ჩვენ ახლა სულ დასავლური MBA, PHD და ასეთები გვინდა. დანარჩენი? დანარჩენი თვითდასაქმებაში. კი მაგრამ ეს დასავლური მარკები და ხარისხები წელიწადში 5000 ევრო და 12000 დოლარი ღირს და საქართველოში ასეთი სპეციალისტების ხელფასი ოპტიმისტურ ვარიანტში რომ 500-800 დოლარია? ოო... აი,მიხვდით რა შუაშია ინვესტიცია? აქაც, ამ განსაზღვრებაშიც, შეცდომა დაუშვა კეინსმა - უნდა დაემატებინა სწავლაში ინვესტირება. არ დაამატა და ახლა თავის თავს დააბრალოს. ჩვენ დავამატეთ და ახალი თეორიების კასკადი შევქმენით სასწავლო ინვესტიციები. ერთი პრობლემა გვაქვს მარტო, ისევ კეინსის მიხედვით. როცა ის საუბრობს კაპიტალის ზღვრულ ეფექტურობაზე (გვ159), ამ დარგის ეფექტურობის მაჩვენებელი მაინცდამაინც სახარბიელო არ გამოდის! არა უშავს, ამაზე ახლა ქართული ეკონომიკური მეცნიერება მუშაობს და გამოვიყვანთ. მთავარია,რომ დასაქმების ახალი სახეობა აღმოვაჩინეთ,თვითდასაქმება. ჰოდა, იმ 100 000 ახალგაზრდას მინდა ვუთხრა, რომ ახლა დროზე დაისაქმონ - 242 -
თვითდასაქმებაში თავიანთი თავი. რას ნიშნავს ეს? ოო... ამისათვის ინსტიტუტებში კეინსი კი არ უნდა გესწავლათ, არამედ, ზოგიერთი ქართველი ეკონომისტის ინვესტიციის თეორია და მიხვდებოდით, პრობლემაც არ გექნებოდათ. ქუთაისში ამაზე უკვე იზრუნეს და გამოაქვეყნეს ქართულად კეინსის დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია. ასე ამბობენ, ზუსტად ჩვენზეა დაწერილიო, მაგრამ ვინ უჯერებს კეინსს ქუთაისიდან. აი კემბრიჯიდან, რომ ყოფილიყო, სხვა საქმეა! და ახლა არ დამიწყოთ ეს ის კეინსიაო, ის თუ არის ქუთაისში რა უნდოდა და ამდენი შეცდომა, როგორ დაუშვაო!!! ნეტავ, სად წავა ის 100 000 ახალგაზრდა? ან, რა პასუხს გაგვცემდა კეინსი ცოცხალი რომ იყოს? არა, ისევ კეინსი უნდა გადავფურცლო, იქნებ ვიპოვო რამე თვიდასაქმების გარდა. მარტი, 2007 წელი
ვინ მოგვპარა გაზაფხული? „ინფლაცია ქურდობაა“! - რობერტ ქრისტიანსენი - IMF-ის წარმომადგენელი საქართველოში. გაზაფხულს უიმედოდ ელიან თბილისელები და არა მარტო ისინი. ის კი ჯიუტად იგვიანებს. ზამთარი გაგრძელდა და ალბათ, რამდენიმე კვირაში ზაფხულიც მოვა. შევშფოთდით, რატომ არ დგება გაზაფხული, რა ხდება? არის რეკვა ამინდის ბიუროებში, ერთი ალიაქოთი და ვიშვიში. სად გაგონილაო აპრილში ასეთი თოვლი, რა ამბავია ასეთი სიცივე და ყინვებიო, ლამისაა ტვინი და საერთოდ ყველაფერი გაგვეყინოსო. ტყუილად ვწუწუნებთ. გაზაფხულს უკვე აგებინეს პასუხი - 243 -
და მიაბრძანეს იქ, სადაც საჭიროა. საიმედო ინფორმატორმა გვაცნობა, რომ გაზაფხულს ჯერ კიდევ შარშანდელი ვალები დაუგროვდა თურმე. სითბოში ჰქონია დანაკლისი, ამიტომაც იყენებდნენ 2006 წელს გათბობისა და სხვა მიზნებისათვის გაზს ზედმეტად,რამაც გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაზარდა. შედეგმაც არ დააყოვნა, შარშან გაზი გაძვირდა, წელს კი, ელექტროენერგია თუ პირიქით, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ამის უკან თვით მისი ულამაზესობა და აღმატებულება გაზაფხული იდგა და ეს ამბავი, აბა „იმათ“ როგორ გამორჩებოდა... და შარშანდელ საკითხებზე გაზაფხული ჯერ კიდევ ზამთარში დაიბარეს. გაზაფხულმა თურმე შარშან სითბო გაანიავა, რის გამოც გაიზარდა ოფისების შენახვის ხარჯები და ბიუჯეტს უზარმაზარი თანხები დააკლდა. ჯერ საბიუჯეტო ორგანიზაციების შენახვის ხარჯები გაიზარდა, შემდეგ ფირმებს გაეზარდათ თავიანთი ოფისებისა და მდივნების გაღუღუნების თანხები, რომელიც მერე ხარჯებში გაატარეს ბალანსში და დასაბეგრი მოგებაც შემცირდა. შესაბამისად, მოგების გადასახადებიდან ბიუჯეტმაც ნაკლები მიიღო. ჰოდა, ყოველივე ამას გაზაფხულს აბრალებენ, სერიოზული ბრალდებაა... ეს კიდევ არაფერი, „შესაბამისმა ორგანოებმა“ ცაში წერილი გააგზავნეს და გადაამოწმეს გაზაფხულის საქმიანობა... და სასწაული... რას არ გაიგებს კაცი. აღმოჩნდა, რომ გაზაფხულს ჩვენი წილი სითბო და „სანშაინ“ ამინდები ევროპისათვის მიუცია. ამიტომაც ევროპაში საშინლად ცხელა და მზეზე შიშხინებენ (ამბობენ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იმიტომ იყო საოცრად მაღალი დასწრება, რომ ხალხი კონდიციონერების ხათრით მიდიოდა უბნებში, რათა სახლსა და ოფისებში ელექტროენერგია დაეზოგათ და ცოტა გაგრილებულიყვნენ), ჩვენ კი ვიყინებით. ჰოდა, ისიც “გაბაზრდა”, რომ ამაში გაზაფხულს დიდი ქრთამიც აუღია. მოკლედ, ევროპელებისგან ქრთამის აღებისა და ჩვენი წილი სითბოს გასხვისებისთვის, მეორე მუხლს „ტენიან“. ეგ არაფერი, შარშანდელი ინფლაცია 12-14% და წლევანდელი - 244 -
10-14% ბრალად თურმე გაზაფხულს წაუყენეს. აბა რა ეგონა?! როგორც დიდი ეკონომისტები და საერთაშორისო ორგანოების წარმომადგენლები ამბობენ, ინფლაცია კლასიკური ქურდობაა. აბა, წარმოიდგინეთ, თქვენი ხელფასი 1000 ლარია, ინფლაცია - 14%, ე.ი. რეალურად, თქვენ გიხდიან 860 ლარს, დანარჩენი მოგპარეს. თუ წელს ხელფასიც და ინფლაციაც უცვლელი დარჩება, მაშინ თქვენი ხელფასი იქნება 700 ლარი. თუ ბესო ჯუღელის პროექტი გავიდა და გაზსა და წყალზე მეტი გადაგვახდევინეს, ვიდრე გაზაფხულის ცელქობის გამო უნდა გადაგვეხადა, მაშინ ხელფასი საერთოდ 450 ლარი გახდება – ქურდობაა აბა რა! ჰოდა, ეს ქურდობა გადაიანგარიშეთ 700 ათას დასაქმებულზე, 1,2 მილიონ თვითდასაქმებულზე და ეს ბრალდება მთლიანად გაზაფხულს წაუყენეს. საწყალი გაზაფხული... მეცოდება. სეზონთაშორისო და საერთაშორისო სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თუ გაზაფხულს დაუმტკიცდა ეს თაღლითობა, მას 30 მილიონი სინათლის წელიწადით პატიმრობა ელოდება. ვინ შეარჩენს ქართველების ტანჯვასა და გაყინვას? ჰოდა ამბობენ,რომ ზის გაზაფხული სადაც საჭიროა და აბა, აქ როგორ მოვიდოდა? ასეა, არ შერჩება, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, თოვლისა და წვიმის გამო რომ ვიყინებით. ისე, ზოგი ჭირი მარგებელია, არ დაგჭირდებათ ლაბადა. ამასთან, მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ,სადაც გაზაფხული გაუქმებულია, ესეც მეტად მნიშვნელოვანია. ასევე პირველები ვართ, ვინც გაზაფხულს პასუხი აგებინა. არის კიდევ ერთი პრობლემა, არ შემიძლია არ გითხრათ. იგივე საიმედო წყაროს ცნობით, საკანში გაზაფხულს მობილური უშოვია და გადაურეკავს ნეპტუნისთვის და შურისძიებას აპირებს - წყალდიდობასა და ღვარცოფს მოგვივლენსო. მზესთან შეკრულ ნეპტუნს პირობა წამოუყენებია ან გაზაფხულს გამოუშვებთ, ბრალდებას მოუხსნით და გადაიტანთ იმაზე, ვისაც მართლა მიუძღვის ბრალი, ან წყალდიდობა არ აგცდებათო. ჰოდა,არის ახლა დიდი ბჭობა, მოუხსნან თუ არა ბრალდება, ან ნაწილობრივ მაინც - 245 -
შეუმსუბუქონ, დატოვონ ინფლაცია ან ბიუჯეტის ზარალი და მიუსაჯონ 9 თვე,რომ მომავალ მარტს დაგვიბრუნდეს. რა ვიცი აბა, ისე საპროცესო შეთანხმების მიღწევაც კი შეიძლებოდა, თუ გაზაფხული ჩვენებას მისცემს მის ზემდგომებზე, ან საერთოდ გამოუშვებდნენ, მაგრამ უარზეა თურმე. არც თანხას იხდის. სიმართლე კი გითხარით, მაგრამ ვერაფრით გაგახარეთ, გაზაფხული მაინც არ მოდის. ნეტავ, ვინ მოგვპარა გაზაფხული? ან, რა ეკონომიკურ დანაშაულში მიუძღვის ბრალი? ნეტავ, გაისად მაინც თუ მოვა? თოვლსაც ავიტანთ, ნიაღვარსაც და წყალსაც, მთვარია, მოპარული გაზაფხული დაგვიბრუნონ. არა, მაინც ვინ მოიპარა გაზაფხული??? აპრილი, 2007 წელი
იყავი ის ვინც ხარ! „თქვენ გაიარეთ გზა ჭიაყელიდან ადამიანამდე, თუმცა ბევრი რამ თქვენში კიდევ დარჩა ჭიაყელის. ოდესღაც თქვენ იყავით მაიმუნი და ადამიანი დღეს უფრო მეტი მაიმუნია, ვიდრე, რომელიმე მაიმუნი მაიმუნთა შორის“. ფრიდრიხ ნიცშე, „ასე ამბობდა ზარატუსტრა“, გვ.8. გამომცემლობა „მაისი“, 1990 წ., გვ.171 საოცარია ადამიანის ბუნება. როგორც ნიცშე ამბობს, ის თოკია, ბაწარი, გაკიდული ცხოველსა და ზეადამიანს შორის. ბაწარი, რომელიც უფსკრულზე გადადის და ეს უფსკრული მისი სიხარბე და მომხვეჭელობაა ბოროტებაში არეული. სიხარბე სრულყოფილი და ბუნებრივი ეკონომიკური კატეგორიაა, მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაკოფილებასა და რესუსების სიმწირეს შორის დევს და რა ქნას ადამიანმა, ის ეკონომიკის - 246 -
კანონების მიხედვით მოქმედებს. აბა, ქარის საწინაღმდეგოდ ხომ არ წავა? სიხარბე ახლოსაა მოტივაციასთან და ხარბი ადამიანი თუ ბიზნესმენი - მოტივირებულ კაცთან. ჰოდა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ამ გზაზე ყველაფერი გამართლებულია. დიდი დავა მქონდა ჩემს კოლეგასთან,უნივერსიტეტის პროფესორ, ქალბატონ მზიასთან - არის თუ არა ბიზნესი და ზნეობა თავსებადი ელემენტები? ის ამტკიცებდა,რომ აუცილებლადო, მე ვუმტკიცებდი, რომ დიდი ბიზნესი შეუძლებელია იყოს ზნეობრივი დღეს ამ კონკურენციის, მგლური კანონებისა და პოლიტიზირების პირობებში. ჰოდა, ამ ეკონომიკური კანონის თანახმად, ბუნებრივია, რომ ატყუებს ახალგაზრდა გულუბრყვილო სულებს – ახალგაზრდობას. ბევრი მედია თუ არამედია, ბიზნესი, უფრო მეტიც, მათი ინსტინქტური, ცხოველური მადა შეიძლება სრულიად ადამიანური იყოს. აქედან გამომდინარე გრძნობების გაშიშვლებით შოულობს ფულს. აბა, რა არის აქ ახალი? არაფერი, მაგრამ მაინც... გაფიცებთ 1400 წლოვან ჯვრის მადლს, რა გეგონათ, ვის ეკუთვნის სიტყვები - „იყავი ის, ვინც ხარ“? რომელიც ასე ხშირად ისმის „სპრაიტის“ და „კოსმოს“ რეკლამაში? - ნიცშეს. მაგრამ „სპრაიტი“ რა მოსატანია, ეს „კოსმოპლიტენის“ რეკლამა და სლოგანია. „იყავი ის, ვინც ხარ და იყავი განსაკუთრებული“ - ეს როგორ კაცო,თუ არ ვარ განსაკუთრებული და ის ვარ ზუსტად, ვინც ვარ?! მაგრამ ეს ნიცშეს ფილოსოფიური ბორგვა უწყინარია თუ სრულად არ აღვიქვამთ ამ „კოსმოპოლიტენის სულს“ და ან, თუ არ გავხდებით კოსმოგოგონა. თქვენ იტყვით, როგორ?! წაიკითხეთ „კოსმოს“ ბოლო ნომერი და თქვენ გაიგებთ, ახალს არაფერს, თუ როგორი პოზებია სექსში, ეს ახალი ქართული კამასუტრაა - 247 -
(განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა პოზა „ურიკა“). რატომ არ აძლევს ქმარი ცოლს „მინე...“ უფლებას თუ ორალური სექსი მოსწონს? ქმარი მიიჩნევს, რომ ეს არანორმალურია. „როგორ მოვიქცე? მინდა სრულფასოვანი სექსი მქონდეს“ (გვ. 22). ასეა, გინდა საჭირო რჩევა ასეთ მტკივნეულ თემაზე? - უნდა გადაიხადო 8 ლარი. ისე არც არაფერია, კალკულაციის მიხედვით, საშვილიშვილო პრობლემის გადაწყვეტისთვის ძალიან იაფიცაა. აგერ, კიდევ ერთი ჩემი ნაცნობის ოჯახი დაინგრა, ამ ნომრის შემდგომ ქმარმა მეუღლეს „ურიკის“ პოზა მოსთხოვა - ესაო და, ახალიაო. იმან უთხრა, მკლავში ამდენი ძალა არ მაქვსო. ხოდა, მკლავში ძალა თუ არ გქონდა, რას თხოვდებოდიო და გაშორდა. „ჯი-დი- პის“ შემქმნელი ერთი მნიშვნელოვანი რგოლი დაიშალა. ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ბიუჯეტსაც, რადგან ერთად რომ ცხოვრობდნენ, 40 000-ზე მეტი ჰქონდათ შემოსავალი და ყველა გადასახადს იხდიდნენ, ახლა ეს შემოსავალი გაიყო და გადასახადის გადამხდელებიც არ არიან (ისე, ზოგი ჭირი მარგებელია). რთულია ეს ყველაფერი. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაუკეთოს? ან ის მოზარდები როგორ ფიქრობენ, სიხარულით რომ კითხულობენ „კოსმოს“ და სურთ კოსმოგოგონები გახდნენ. არა, ინკვიზიცია არ გვინდა, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ფულს ეკონომიკური ღირებულებების გარდა,მორალური მხარე აქვს რამე? ალბათ არა ტყუილად ვიკლავთ თავს - არ აქვს! ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ეკონომიკაში პრობლემები შეიქმნა. ჩავარდა ჩინური და ინდური საქონლით ვაჭრობა, რადგან ჭრელი ქალის ტრუსები,თუ ბიკინები ამ ნომრის მერე არ იყიდება. რატომ? იმიტომ, რომ ქალბატონებს მკაცრი რჩევა მისცეს,გადააგდეთო. რას შვები, იმ დღეს თაყვანისმცემელმა - 248 -
რომ დაგპატიჟოს და სექსი შემოგთავაზოს, ჭრელი, ყვავილებიანი ტრუსიკით ხომ არ იქნებიო? ახლავე გადააგდე და შავი „ლა-პერლა“ ჩაიცვიო. გაკოტრდა საწყალი მცირე და საშუალო ბიზნესი. არა, ფანტასტიური ჟურნალია და კარგია, რომ ასეთი რამეები არსებობს, ჩვენს მოქალაქეებს დაგროვილ კითხვებზე პასუხობს და საჭირო რჩევებს აძლევს, მაგრამ ეკონომიკას უნდა გავუფრთხილდეთ და მოზარდების ტვინებს, რომელთაც მოსწონთ ეს ჟურნალი და ასეთი რჩევებისათვის ნამდვილად არა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხია თუ როგორ უნდა მოიქცე კაცთან ლოგინში პირველ და შემდგომ ღამეებში. არა, მე ინკვიზიტორი არ ვარ, არც ცენზორი და საერთოდ,ეს ქვეყანა თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ის მაიმუნები ვართ - ნიცშე რომ ამბობს?... მაშინ, აუცილებელი არ არის ყოველ წუთს შევახსენოთ ჩვენს თავს - იყავი ის, ვინც ხარო! ან იქნებ, მართლა დარჩა ჩვენში რაღაც ჭიაყელის? მაისის თვეში ამაზე ბევრი დაფიქრდა, იმ სტატიის ავტორის გარდა. თქვენ? მაისი, 2007 წელი
- 249 -
„კოკა-კოლას“ ბიზნესის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების შესახებ ჰაიტექის ეპოქაში „კოკა-კოლას“ ახალი „საქველმოქმედო ფონდი“, ხალხის, მშრომელი მასების, მოსწავლე ახალგაზრდობისა და სოციალურად დაუცველი ფენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ქართულად. როგორც იქნა ჩვენც გვეღირსა პაპანაქება! მგონი ზაფხული დაიწყო და დაობებული ხალხი (გაზაფხულის წვიმებისაგან) მოეფინა ქუჩებს. სიცხესთან ერთად მოეძალათ წყურვილიც და ყველა ანერვიულებული დაეძებს გამაგრილებელ სასმელებს. სადაა ადრინდელი დრო - ყოველ ნაბიჯზე ბოშების ბანაკივით ახუნძული ჯიხურები, რომ იდგა! ჩაუვლიდი ჭუჭყიან ქუჩებს და რას არ ნახავდა თვალი: სასმელს დალევდი, შაურიან ხაჭაპურს და სამშაურიან ჰამბურგერს შეჭამდი, 1907 წელში დაჭერილ და 1939-ში შებოლილ თევზსა და ლუდისფრად შეღებილ სპირტგარეულ წყალს იყიდდი (ეს სუფთა ქართული რეცეპტია და მეტად საიდუმლო) და ისადილებდი კიდეც, სანამ მეტროს თავამდე მიბაკუნდებოდი. ახლა? ახლა ყველაფერი გაკრიალებული და გაზიზინებულია და ქუჩა აღარაა საინტერესო. მეტროს თავამდე დაღლილი თუ დაღლამონატრებული თბილისელები მთქნარებ-მთქნარებით მიბლაყუნობენ, ახალი არაფერია და აბა, რა ქნან. ოო... მოიცათ! ჰოი საოცრებავ, ღმერთი მაინც მოწყენილობისათვის არ გასწირავს ამ კრახმალგავლებულ, თეთრეულივით გასუფთავებულ ქუჩაში ადამიანს! აი, ახალი ჯიხური, ოღონდ მარტო ჯიხური, კაი იმერელი სასიძოსავით გამოწყობილი, მოციმციმე თვალებით - ნაცნობი „კოკაკოლას“ ფერი და უცნობი მორცხვი იერი. უცებ გამახსენდა - 250 -
ეროვნული ბანკის ბიულეტენში, მონეტარულ ბიზნესში ჰაიტექის მიღწევებზე რომ წავიკითხე: 1- ლარიანი მონეტა გამოვუშვით (არადა, ის მონეტა მართლა მაგარია დიზაინითაც და ღირებულებითაც) და „კოკა- კოლას“ საშუალება მივეცით ქუჩაში ავტო-ჯიხურები დადგასო. ჰოდა, დაუდგამთ, ბატონო, მეტრომდე 200 მეტრში, ბელინსკის ქუჩის ასახვევთან. შენ გაიხარე, იდიდე მუშავ წამებულო, დადგა ყელის ჩაკოკლოზინების ჟამი. ხელის კანკალით მოვძებნე ლარიანი მონეტა, სინანულით ჩავაგდე საიდუმლო ჭრილში, როგორც ინსტრუქციაში ეწერა, მივაჭირე სასურველი ბოთლის ღილაკს თითი და მოთმინებით აღვიჭურვე, ველოდე... ველოდე და სრულიად ტყუილად. ვაჟას სიტყვებიც გამახსენდა, უსაზღვროა მთების მოლოდინი, იდგნენ და ელოდნენო, ამან ძალა შემმატა. მერე, მეორე მოქალაქე მოვიდა წყურვილით დატანჯული და იგივე ოპერაცია ჩაატარა. დადგა მორჩილად ჩემს უკან და ისიც იდგა და ელოდა, ისიც ტყუილად. ვეხვეწეთ ავტომატს, შე კაცო, ნუ დაგვხოცე წყურვილითო, მაგრამ არა,ვირივით გაფშიკა ფეხები და „კოკა-კოლა“ არ მოგვცა. იქვე ეწერა მობილური ტელეფონები, თუ რამე გაგიჭირდეთ, დაგვირეკეთ და იქ გავჩნდებითო. დიდი იმედით დავრეკეთ მითითებულ ნომერზე - ბატონო, ასე და ასე დაგვემართა და გვიშველე-მეთქი. კი კაცო, აბა რისთვის ვართ ჩვენ, ცოტა გვაცალეთო - გვითხრეს. 10 წუთში გადავრეკეთ და ის ტელეფონი გათიშული იყო. მერე მეორეზე ნომერზე დავრეკეთ, იგივე გვიპასუხეს, მაგრამ მერე ისიც გათიშეს, შემდეგ - ქალაქის ნომერზე, იქ შეწუხებული ტონით ახლახან ექსპრესოთი ყელჩაკოკლოზინებულმა და „ბონაქუათი“ დარდგაქარვებულმა ბანოვანმა გვიპასუხა - ნუ შეგვაწუხეთ ბატონო, აუცილებლად გამოვიკვლევთ მაგ საქმეს და შეგატყობინებთო. დაიმედებულებმა დავკიდეთ ყურმილი - 251 -
და მერე მოგვაგონდა, რომ იმ ქალბატონს ტელეფონიც არ უკითხავს და სად დაგვიკავშირდებოდა? უცებ, ღვარღვარი ოფლის მოწმენდის დროს, ქალბატონის ცინიზმნარევი სიცილი შემომესმა, მოვიხედე დაბნეულმა და ვიხილე ცოცხალი ყვავილებისა და მიწის გამყიდველი ქალბატონი, მოჭუტული თვალებით ეშმაკურად, რომ მიმზერდა - ნუ დარდობ შვილო,შენი ჭირიც წაუღიაო,ეს ავტომატი რაც დადგეს, ასე ყლაპავს მონეტებს და „კოკა-კოლას“ არავის აძლევსო. მოვლენ მერე საღამოს და ჩამოყრიან მონეტებს, გაიცინებენ თქვენაირად ხახამშრალად დარჩენილებზე და მხიარულად წავლენო, იმიტომ გითიშავენ ყურმილს, რომ თქვენს ჯანმრთელობას უფრთხილდებიანო. მეორემ გვითხრა, ეგ „კოკა-კოლას“ საქველმოქმედო ფონდია და შესაწირს იღებენო. გავშეშდი, მთლად გადამეფხრიწა ხახა. უცებ, ჯანმრთელობა რომ ახსენეს, ვიფიქრე ალბათ, აპარატს სპეციალური სენსორი უყენია, გაიგო დიაბეტიანი, რომ ვარ და არ მაძლევს მეთქი (სად წავიდა ტექნიკა, ჩემს მეგობარ დაზარალებულს, რომ შევავლე შეშინებული თვალები, ისიც კაი ფუმფულა იყო და არც იმას არგებდა შაქრიანი სასმელი და ეტყობა არც იმას მისცა მეთქი). მესამე კი იყო გამხდარი, მაგრამ ის, ალბათ, შესაწირს იხდიდა ბელინსკის ქუჩის ასახვევში და... აი, ახლა მივხდი რას ნიშნავდა ზევიდან ნათქვამი - ქუჩა მოვაწესრიგეთო _ ეტყობა,გაუჭირდა „კოკა-კოლას“ და შესაწირს იღებს, ან ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს: ყელი რომ არ გაგვიცივდეს, შაქარმა რომ არ აგვიწიოს და რომ არ გავსუქდეთ! და მაინც, ჩემო, სიცხით გატანჯულო, მაგრამ პატივისცემის ღირსო მკითხველო, სანამ „კოკა-კოლას“ ჯადოსნურ ყუთში პიწკინა ლარიანს ჩაუშვებთ, დაფიქრდით, თქვენ რომელ კატეგორიას ეკუთვნით. თუ არა, იცოდეთ: - 252 -
ავტომატი არ მოგცემთ კოლას, წაუღეთ საჩივარი მინარეთში მოლას, ან ფული შესწირეთ გმირულად ბობოლას, ნუ დაიდებ ვალს, ნუ დაკარგავ ლარს, მაინც ვერ დალევ „ბონაქუას“ წყალს, ნუ მიეცემი დარდს,ნუ მოკითხავ მონეტას, ნუ გადაეყრები შარს, ნუ დარეკავ ზარს, შენ მოუგებ „კოკა-კოლას“ ჯარს? დაუბრუნდი ცხოვრებას წყნარს, სხვაგანაც დალევ წყალს, მერე რა, რომ ქუჩაში ავტობანდიტი დგას? ნუ აჰყვები მას, აუყევი ზევით სახლისაკენ გზას, და ნუ ეძებ სამართალს, ნუ დაადებ „კოკა-კოლას“ ვალს, ნუ არკვევ ბრალს, ნუ უსწორებ უხამსობას თვალს, ავტომატი ზრუნავს, მწამს, ნუ დაკარგავ წამს, გადაყლაპა? დაიკიდე, ნუ აავსებ ცრემლით ჯამს! და მაინც, რა არის ეს ჰაიტექი კაცო,როგორ ზრუნავს ჩვენზე ეს „კოკა-კოლა“, მაინც როგორ გაიგო დიაბეტი რომ მქონდა და თანაც, პუტკუნა ვიყავი? ახლა გავიგე სოციალურად ორიენტირებული ბიზნესის ასპექტები ... მაგარია! მაგრამ შენ მაინც ნუ შესწირავ ლარს. ივლისი, 2007 წელი
- 253 -
სენ სიმონის, ფურიეს და ოუენის თელასური უკვდავები, ანუ პარიზული კომუნის კოჯრული ვარიაცია მადლობა უფალო, შენი წყალობით გადავაგდეთ სოციალიზმი! ხალხმაც შვებით და თავისუფლებით, ამოისუნთქა კერძო საკუთრების ინსტინქტით აღფრთოვანებულებმა, როგორც შეეძლოთ ისე დაიწყეს საბაზრო ეკონომიკის შენება ქართულ მენტალობაზე, ინდივიდუალიზმზე და დასავლეთის რჩევებზე დაყრდნობით. ვისაც არ უნახავს სოციალიზმი,ის ვერ გაიგებს კოლექტიური საკუთრებისა და სოციალისტური მენტალიტეტის ძალას. აი მაგალითად, შენი მეგობარი, ზესტაფონში, რაც შეიძლება ბევრ შავ ქვას თუ არ მისცემდა სამშობლოს და ამ დროს შენ თავდაუზოგავად შრომობდი და გადაჭარბებით უძღვნიდი ამ შავ ქვას სამშობლოს, შენ ვერ მიიღებდი პრემიასა და პროცენტს ანუ დამატებით (ხშირად რეალურ ანაზღაურებას) და პასუხი უნდა გეგო მეგობრის საქციელზე. იგივე იყო სოფლის მეურნეობაში - დომენტია „პახმელიაზე“ ცოტა ჩაის თუ მოკრეფდა, შენ ლუკმა-პურის გარეშე რჩებოდი. ჰოდა,არ გაამართლა ამ სატიალომ, მორჩა სოციალიზმი და ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, არც ისე მარტივადაა საქმე. კოლექტივი ცოცხალია, ოღონდ ჩვენს გულებში არა - მრიცხველებში. „თელასის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. საჯარო ბიბილოთეკაში, სადაც მათივე წყალობით ასევე გამორთული იყო შუქი, ფრანგი კლასიკოსების ფურიეს და სენ სიმონის უტოპიური სოციალიზმის ტრაქტატები გადაშალა და შექმნა ახალი, უკვე ტიპიური ანუ რეალური ელექტრომრიცხველების კომუნა. - 254 -
არა, ეს შრომა არავის გაკვირვებია ამ ტექნიკურ ეპოქაში და ადრე ინდუსტრიულ სამყაროში, მაგრამ რატომ მაინცდამაინც მრიცხველები, თანაც საქართველო გახდა ექსპერიმენტის ბაზა და მისი მრავალტანჯული, საწყალი კოჯორი (რა ბედი აქვს მაინც ამ კოჯორს,ეს რუსები,ხან წითელი არმიის სახელით შემოესიენ, ხან თელასური ელექტროარმიით). მთელი კოჯრის მოსახლეობა გააერთიანეს ერთ ელექტროკომუნაში და დააწესეს, ელექტროენერგიის მოხმარება ყველას სურვილისა და მოთხოვნილების მიხედვით და გადახდა - შესაძლებლობების მიხედვით. მრიცხველებს „იგნორი“ გაუკეთეს და თვითონ „ზედამხედველ განმკარგულებელმა“, რომელიც ფურიეს ასისტენტს მოგაგონებთ, ჩამოყარა დავალიანება, ვის რამდენი უნდა გადაეხადა და თავის შეფასებებით ბრძანა: იმას 2000 ლარი დააწერეთ, ამას - 1600 და ამას - 100. ჰკითხეს: სადაური წესიაო? - აქაური, კომუნის, ჩვენ დავნერგეთო. თანაც, შუქს მაშინ აწოდებდნენ ამ საწყალ კოჯორს, როცა მოეპრიანებოდათ - სეზონურად. ასე მაგალითად, 2006 წელს სექტემბერში გამორთეს, მერე დეკემბერში ჩართეს რამდენიმე დღით, ზამთრის მოსვლასთან დაკავშირებით, მერე - აღდგომაზე და ახლა - ივლისის ბოლოს. რას ერჩი ძმაო, არც ერთი სეზონის შემოსვლა არ დატოვეს შუქის გარეშე. თანაც სწორია, სად სცალია „თელასს“ არკვიოს, ვინ რამდენი დენი მოიხმარა კომუნაში, ამხელა საქმესაა შეჭიდებული. კოჯრელებმა თვითონ არკვიონ, თანაც, ჩვენი დიდი წინაპრის პრინციპით - ღარიბს ართმევს, მდიდარს აძლევსო. არა, ესეც სამართლიანია და საერთოდ, ეს დავა უფრო შორს მიდის სენ სიმონის ბობოქარი ეპოქიდან პლატონამდე. აბა, არისტოტელე და პლატონიც ამაზე არ დაობდნენ? კარგია თუ არა კერძო საკუთრებაო? ჰოდა, არ შეიძლება წინაპართა - 255 -
ნაღვაწის ასე უგულვებელყოფა, საჭიროა პატივისცემა და საერთოდ, „თელასს“, რომ ჰკითხოთ, კომუნები და კომუნალური საკუთრება მშვენიერი რამეა, თანაც თვითონ თუ იქნება კერძო მესაკუთრე და მონოპოლისტი, ხმას თუ ამოიღებ - გამოგირთავს შუქს, მიდი და უყარე კაკალი. ესაა მისი სამართლი. აყვირდა ხალხი - „აკი გადავარდა კაცოოოო!“ გადავარდა,მაგრამ „თელასმა“ მოდერნისტულ სტილში ააღორძინა. უფრო მეტიც, ეს დააპატენტა და „თბილწყალს“ მიჰყიდა დიდ თანხად. ახლა „თბილწყალი“ აპირებს წყლის კომუნების შექმნას და მერე ნახე შენ... ჩემი მეზობლები ქვედა სართულიდან უკვე აპროტესტებენ, ეგ 135 კილოა და დღეში 5 ლიტრ წყალს სვამს, დაბანაზე წარმოიდგინე ჯაკუზში რამდენს დახარჯავსო თანაც იმ მეზობელს ერთი ბიჭი და ერთი ძაღლი ჰყავს და საერთოდ არ ბანაობენ, წყალს კი დღემდე მეზობლის ონკანიდან სვამენ. შევშინდი, წარმოვიდგინე ჩემი მეზობელი გიული აბაზანაში როგორ შემომივარდება, მორჩი კაცო, რა ამბავია ამდენი ბანაობა და ჭურჭლის რეცხვაო,თანაც,კაი ჭიდაობა იცის და ეგეთი „მაწაკობა“ ეხერხება. სოციალიზმის ნოსტალგია მაინცდამაინც არ გვტანჯავს, მაგრამ კოჯრული ახლებური აქცენტით, კაპიტალიზმში მყოფ „თელასის“ ტოპ-მენეჯმენტს უნდა, მოსახლეობა კომუნებში და სოციალიზმში ჰყავდეს. ისე, აქ ახალი არაფერია, ცეკას მდივნები თვითონ კაი ბურჟუებივით ცხოვრობდნენ, ხალხი კი კომუნებში ჰყავდათ. ისე, მინდა გითხრათ, არც სენ სიმონია კოჯრელი, არც პლატონი - იმერელი და დროის მანქანას „თელასი“ თავის პეპლის ფრთებივით მოფარფატე ძაბვის მეგავატებითაც ვერ დააბრუნებს უკან. ასე რომ, ექსპერიმენტებს თავი დაანებეთ ან სენ სიმონი წაიკითხეთ კარგად საფრანგეთის ისტორიასთან ერთად ან ეგ საქმე კარგად არ დამთავრდება. ისე ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ - 256 -
„თელასი“ და „რაო იესი“ ენერგეტიკაში არიან შემოსულები და არა სხვაგან. აი, მაგალითად, ჯანდაცვაში და თანაც სამშობიარო სახლებში, შექმნიდნენ კომუნალურ სამშობიაროებს და ერთიანი შვილები გვეყოლებოდა,როგორც სპარტაში ადრე, მაგრამ ეტყობა, სპარტას ისტორია ჯერ არ წაუკითხავთ და თანაც, ჯანდაცვის ობიექტების პრივატიზაცია ახლა დაიწყეს. ასე რომ ყველაფერი წინაა. ჰო, მოიცა! ისე, ეგ არაა ურიგო იდეა, მორჩება ძმაკაცების ქილიკი (განსაკუთრებით ჟორჟოლიანის) სამი გოგოს მამა ხარო ან საწყალი ქალების ტანჯვა ლოზუნგით ან იქნები გმირი დედა ან იქნები ბიჭის დედა - ყველას თანაბრად გვეყოლება ბიჭებიც და გოგონებიც და საერ- თოდ, უშვილობის პრობლემაც გადაწყდება,ყველას კომუნის საერთო შვილები გვეყოლება. და... კომუნა კაცო, 21-ე საუკუნეში? იდეას ვყიდი „თელასზეც“ და „თბილწყალზეც“ და საერთოდ, როგორია თქვენი აზრი სენ სიმონის სპარტანულ-ქართული კომუნის საქრთველოში დანერგვის თაობაზე, ხომ არ გაგვეყიდა ეს „ნოუ-ჰაუ“ კომუნალურ მშობიარობაზე? „თელასს“ და „თბილწყალს“ თუ დააინტერესებს, ფურიეს ნათელ ხსოვნას ვფიცავ, ნახევარ ფასში მივყიდი. ემზარ ჯგერენაია, კომუნის ფანი ივლისი, 2007 წელი
- 257 -
სტუმარ-მასპინძლობის თეორიული ასპექტები და იყო თუ არა ვაჟა ეკონომიკური სკოლის ფუძემდებელი, ანუ ტურიზმის დოქტორანტურის ვაჟასეული ვარიანტი სტუმრისა და ტურისტის ვაჟასეული განმარტება: „სტუმარი ცოტა ხნისაა, ხვალ სხვაგან წავა, აქითა წავა, გადივლის გორებსა, ქედებსა ყინულიანსა“... ტურიზმის მნიშვნელობაზე: „აი, სტუმარი მოგგვარე, ღვთის წყალობაა ჩვენზედა“... ტურიზმის უსაფრთხოების შესახებ: „ - რას სჩადით? - შემოუძახა: - ვის სტუმარს ბოჭავთ თოკითა? რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა, თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა? ვაჟა, „სტუმარ-მასპინძელი“, გვ. 173-183. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ. 1986 წ. წინასწარ მინდა ჩემი ფილოლოგი მეგობრები გავაფრთხილო, არამც და არამც არ ვაპირებ მათ კომპეტენციაში შეჭრას, ღმერთმა დამიფაროს! უბრალოდ, კიდევ ერთხელ მივუბრუნდი სტუმარმასპინძლობის უკვდავ თემას, რადგან არ ვიცოდი მას თეორიულ-ეკონომიკური საფუძველი თუ ჰქონდა და საქართველოში სადოქტორო დისერტაციის კვლევის ობიექტი თუ იყო. უბრალოდ, ჩემთვის ვიფიქრე, ძალიან უცნაურები კი ვართ ეს ეკონომისტები. იმას რასაც ერი მიიჩნევს მის გენიოლოგიურ თვისებად,აღმოვაჩინეთ, რომ ეკონომიკური ხასიათი ჰქონია და კვლევა დავიწყეთ ან გვინდა დავიწყოთ და ფილოლოგიიდან ეკონომიკის ლაბორატორიაში გადმოვიტანეთ. ისე,რა უნდა გამოიკვლიოს - 258 -
ამ მკვლევარმა მე ჯერ არ ვიცი - ვაჟასეული თეზების გაგრძელებაზეა ლაპარაკი თუ ტურიზმის რეკლამირებასა და კარგი მიმტანების და გიდების გაზრდაზე, მაგრამ თუ ვაჟას დავუკავშირებთ, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ კარგი პოლიციელისა და წესრიგის დამცველების სკოლისა და სისტემის განვითარების პრობლემებზე, რათა ტურისტებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი ან ტურისტული ავტობუსის მძღოლის ჩაცმის პრობლემებზე. რატომაც არა? განა არ არის მნიშვნელოვანი რესტორან „წისქვილში“ ხინკალს რომელი მხრიდან შემოიტანს მაგიდაზე მიმტანი. ეს მთელი ხელოვნება იყო,ახლა უკვე მეცნიერებაცაა. უცებ, წარმოვიდგინე უცხოური რეკლამა და სასტუმროს დაჯავშნის მეთოდები, ეს ხომ მთელი ნიუანსებით დახუნძლული სფეროა. თან ამდენი სასტუმრო შენდება და სირცხვილია იქ ექვსთვიანი კურსდამთავრებული მზარეულები ჰყავდეთ, ან მიმღებში მუშაობდეს ისეთი ვინმე, ვისაც ძირფესვიანად და მეცნიერული ტვინის ჭყლეტის გარეშე მიუღწევია ამ ხელოვნებისათვის. რა კარგი იქნება, წარმოიდგინეთ, სარეკლამო განცხადება - თქვენ გემსახურებათ მასპინძლობის დოქტორი მზარეული ჟუჟუნა ან მაიკო, გაგიჟდებიან ტურისტები, გაეზრდებათ მადა და ჩვენზე ლეგენდებს მოყვებიან. თუმცა, მეც კვლევაში ვარ, დავიბენი... ისე,სექტემბრის ბოლოს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ „შერატონ მეტეხი პალასში“ საერთაშორისო კონფერენცია მოაწყო. გულდასმით მოვუსმინე მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულ მომხსენებლებს, რომლებიც ამ სფეროში ტურიზმის დოქტორები არ არიან, რადგან იმ ჩამორჩენილ და უვიც ქვეყნებში ჯერ არ აქვთ სადოქტორო ტურიზმში (მერე აქ ჩამოვიყვანთ და დოქტორებს გავხდით), მაგრამ ასეთები კი არ არიან, ეს სუფთა ბიზნესის ნაწილია - 259 -
და ეკონომიკის კუთხით თუ რამე ახალი მოდის, ეს საერთაშორისო ბიზნესის ნაწილია. ყველას ვკითხე თუ არიან მათთან ტურიზმის დოქტორები, გაგიჟდნენ - არაო, არც გაგვიგიაო, რამე გვითხარი სტუმარმასპინძლობის ეკონომიკური თეორიის და ახალი სკოლის შესახებ და სადოქტორო სკოლაზეო. მეც ვერაფერი ვუთხარი, რამდენიმე გვარის გარდა, რომლებსაც ეს მეტად თამამი ჩანაფიქრი აქვთ ქართულ ეკონომიკურ სინამდვილეში. ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაც დაინტერესდა ამ ინიციატივით და აღფრთოვანდნენ, მაგრამ მერე მკითხეს, რას იკვლევენ და როგორო. რა თქმა უნდა, პასუხი ვერ გავეცი. ისე, ვაჟაზე ვუთხარი, გაგიჟდნენ - რა დიდი ისტორია ჰქონია ამ საქმეს თქვენთანო და მსოფლიოში პირველი ქვეყანა ხართ ამ დარგში დოქტორებს, რომ ამზადებთო. ძალიან დაფიქრდნენ ტურიზმის მექად წოდებული ქვეყნის წარმომადგენლები. იქვე,ერთი ცქრიალა გოგო მოსრიალდა, გრაციოზულად ყავა მოგვართვა და მეორე, საწვერულვაშო ყმაწვილმა საფერფლე გამოცვალა. სასტუმროს მიმღებიდან მოწიფული ქართველი მოგვიახლოვდა და ჩვენს სტუმრებს გამგზავრების გრაფიკზე შეუთანხმდა, თვითმფრინავის ბილეთი გადაუმოწმა, თან შესთავაზა ხვალ თავისუფალი დრო გაქვთ და შეგიძლიათ მცხეთაში გასეირნება და გიდის წაყვანაო. ნამდვილი მასპინძელი იყო! მერე ვკითხე, ეს მასპინძლობა სად ისწავლე მეთქი, ორთვიანი კურსები გავიარე ბრატისლავაშიო მომიგო. როგორ დოქტორანტურა არ დაგიმთავრებია-მეთქი? - გამიკვირდა. არაო, რას ბრძანებთ, ასეთი რამ არც გამიგიაო. აი ხედავთ, ჩვენი ნოუ-ჰაუს აზრზე არც ის იყო, ისე მასპინძლობა კარგად იცოდა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩაგვერია ლაპარაკში და აღნიშნა, ჩვენი დაფინანსებითო თბილისში ექვსთვიან - 260 -
სკოლას ვხსნით ტურიზმში და უმაღლესი კლასის მენეჯერებს მოვამზადებთო, სპეციალისტები უნდა ჩამოვიყვანოთო. დოქტორანტურა? ოოო... დოქტორანტურის სპეციალისტები არ გვყავსო და ამაზე არც გვიფიქრიაო. ოოო... სარკაზმით გადავიხარხარე გულში და ბედნიერებისაგან კინაღამ შევხტი. აღმოვაჩინე ფაქტი, რომ მსოფლიოში პირველად საქართველოს უნივერსიტეტში გვაქვს ტურიზმის დოქტორანტურა და დოქტორები, ალბათ მათი გამზრდელი დოქტორებიც გვეყოლება ანუ ტურიზმის თეორიაში მსოფლიოში ყველაზე მაგრები ვართ! საწყალი ვაჟა, საფლავში გადაბრუნდება ამას რომ გაიგებს. დაუფასეს ეკონომისტებმა ვაჟას შრომა და მისი დაწყებული საქმე მსოფლიო ასპარეზზე გაიტანეს. მერე რა,რომ შეიძლება ტურიზმი არ გვქონდეს, სამაგიეროდ დოქტორები გვეყოლება. მიმტანებსა და ტუროპერატორებს გაზრდიან, მაგრები ვართ გვიყვარს პირველობა. უნივერსიტეტში ერთი უჭკვიანესი კაცი გვყავს რექტორის მრჩეველად, გერმანიიდნ ჩამოყვანილი, რომელიც ლონდონის ეკონომიკის სკოლაშიც ასწავლის და უმაღლესი განათლების სფეროში ძალიან ჩახედულია - ბატონი ციმერმანი. ვკითხე და გაოცებულია, არც მას გაუგია ასეთი რამ სადმე და არც უნახავს, მისი კოლეგებისაგან ისიც განცვიფრებულია. შოკისმომგვრელები ვართ ქართველები. ისე კი მეგულება თბილისში რამდენიმე ადამიანი, სტუმარ-მასპინძლობაში დოქტორობას, რომ გაქაჩავენ. მაგალითად: გივი სიხარულიძე და რენო ინაშვილი. ტრადიციული ერი ვართ, დიახაც! პირველები ჩვენ ვართ! რა იცოდნენ მათ ტურიზმი, ვაჟა სტუმარ-მასპინძლობის თეორიაზე რომ წერდა! სექტემბერი, 2007 წელი - 261 -
გავაუქმოთ ინფლაცია, გააწყალა გული, ძალიან ცანცარებს და ხტუნაობს. გაჭირდა ცხოვრება, ყველამ ჩვენთვის მოიცალა. დოლარი გაიაფდაო და ყველამ ნავთობის ყიდვა დაიწყო, ჩვენ კი ბენზინი გაგვიძვირდა. უკვე მეტრიკული ტონა 900 დოლარი გახდა. მალე ბენზინი 2 ლარი გახდება. ხორბალს მაინც რა დაემართა,მისი ფასი გაიზარდა და ტონა 320-340 დოლარი ღირს, ე.ი 20%-ით მოიმატა. ასევეა შაქარიც და ცხიმებიც. ფასებმა ყველაფერზე იმატა, ინფლაცია კი ჯიუტად ერთიდაიმავე ადგილას დგას. ეკონომისტები ჩიხში არიან. აირია თეორიული პოსტულატები, ფორმულები გაზარმაცდა და არ მუშაობს, ახალი ერა იწყება ეკონომიკურ თეორიაში. დღითიდღე ძნელი ხდება ამ სიტყვის ატანა. გაგიჟდა ხალხი, მაინც რამდენია ეს ინფლაცია - 8,5 თუ 13 პროცენტი? ისე, 13 თარსი ციფრია და ალბათ 8 სჯობს, მაგრამ 5 ყველაზე ლამაზი და იღბლიანი ციფრია. ვცუღლუტობ? როგორ მე დავიწყე? არა ბატონებო, ვერ გავიგეთ რამდენია ინფლაციის მაჩვენებელი, საერთოდ, რა არის ეს ინფლაცია და ვინ არის ის ჯადოქრი, რომელიც ამას ანგარიშობს? ბოლოსდაბოლოს არის თუ არა ეს ინფლაცია? ამაზე ერთი ანეგდოტი გამახსენდა: ექიმს ავადმყოფი ეუბნება - წნევა მაქვსო, ექიმმა უთხრა გიხაროდეს თუ წნევა გაქვს, ესე იგი ცოცხალი ხარო. ასე რომ, გიხაროდეთ თუ ინფლაცია არის, ე.ი. ეკონომიკაც არის, რადგან ეს მისი თანმდევი პროცესია, მაგრამ რამდენია? ეს არის მთავარი და აქ ყველა კვალი იკარგება ანუ პასუხი შემდეგია - ისეთია, როგორიც გვინდა! გააჩნია რომელი კუთხით შევხედავთ და რომელ ჭრილში განვიხილავთ. ეს რომ მეკითხა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან წავედი, მაგრამ არ მიპასუხეს მივდივართ საქართველოდან და პროგრამას ვხურავთო. მსოფლიო ბანკის ოფისსაც მივაკითხე, იქაც იგივე პასუხი - 262 -
მივიღე - მივდივართ, ვადა დაგვიმთავრდაო. ბაზრის შესწავლას თვითონ შევუდექით: 2007 წელს ბენზინის ფასი 25%-ით გაიზარდა, პურის - 30%-ით, შაქრის 23%-ით, ბინის ფასი - 30%-ით,წამლის - 40%-ით, განათლების - 20%-ით, ზეთის - 30%-ით, ხილის - 20%- ით, ე.ი. ყოველივე ეკონომიკური ცოდნის გარეშე, საშუალოც რომ გამოვიყვანოთ, ეს მაჩვენებელი 18%-ია. მაგრამ არის ეს ჩამონათვალი სრული? - არა. საოცარია! მაინც რამდენია ეს ინფლაცია? მე ახლა ვაანალიზებ არა 2007, არამედ 2008 წელს. რა იქნება ის მაინტერესებს და ეს ძირითადად მსოფლიო ბაზარზე არსებული პრობლემებია. რატომ ვიბრალებთ იმას,რაც მსოფლიოს ბრალია. თუ ინფლაციის მოვლა ჩვენი ვალია? არა, ძალიან რთულია! მე მაქვს გამოსავალი. ყველაზე კარგი იქნებოდა ამ ეკონომიკურ კატეგორიაზე არ გვეფიქრა, რატომ ვიჭყლიტოთ ტვინი? მორჩა, დღეიდან აღარ ვახსენოთ ინფლაცია, დავარქვათ მას უხსენებელი და საერთოდ არ ვილაპარაკოთ მასზე და ამით პრობლემა მორჩება. ოჰ! არ დავისვენეთ კაცო?! ინფლაცია, ინფლაცია, მორჩა! გავაუქმეთ და აღარ არის. საერთოდ, ეს ეკონომისტები არ არიან საჭირონი,ტვინი გახვრიტეს თავისი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით. ვალუტა მივაბათ სხვა მყარ ვალუტას, ინფლაცია და დეფიციტი გავაუქმოთ, „ჯი-დი-პი“ გავითვალოთ ხუთ წელიწადში ერთხელ, ფასების ინდექსი დავაფიქსიროთ ერთხელ და სამუდამოდ და მორჩა. დროა ამ ეკონომისტებისგან და მათი თეორიებისგან დავისვენოთ. აი, ახლა მივხვდით თუ რატომ დარჩა სავალუტო ფონდი საქართველოში უმუშევრად და რატომ დახურა ეს პროგრამა. მგონი გვეშველა... ოქტომბერი, 2007 წელი
- 263 -
როგორ გახდა ნევროზი ეკონომიკური კატეგორია ისტორია: „საუკუნის მოვლენებს კი არ გამოვყავარ მწყობრიდან, არამედ წვრილმანები მაღიზიანებს და მიშლის ნერვებს“. ვიქტორია - დიდი ბრიტანეთის დედოფალი „ყველა დროის კარგი ლიტერატურული ქმნილება არის ვიღაცის ნევროზის შედეგი“. ულიამ სტაირონი „ფული საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა“. ლეონარდ ლუის ლევინსონი აწმყო და... ნევროზი, როგორც ეკონომიკური კატეგორია, სამომხმარებლო ბაზრის ინდიკატორისა და ინფლაციის მულტიპლიკატორი. მაგარია! უკვე მომწონს - ნევროზი - ინფლაციის მულტიპლიკატორი! ნევროზი ჩვენი ცხოვრების სერიოზული შემადგენელი ნაწილი გახდა. ისეთი ნევროზულები გავხდით, რომ ყოველ წვრილმანზე ვიშლით ნერვებს. ისე რა გასაკვირია?, დედოფალი ვიქტორიაც იშლიდა თურმე წვრილმანებზე ნერვებს. აი, მაგალითად, მუდმივი „ტრაფიკ-ჯემები“ (ანუ გადატვირთული მოძრაობა), ცხოვრების გაძვირება, პოლიტიკური დაძაბულობა და საერთოდ ყველაფერი: გლობალიზაცია, კლიმატის დათბობა, ჩვენი ნაკრების წაგება, ფუნდამენტალისტები, ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს და ამიტომაც გახდა წამალი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. რომ ჩამოთვალო მთელი დღის განმავლობაში რა - 264 -
რეკლამებიც გადის წამლების შესახებ ტელევიზორში და უფრო მეტიც, რას ლაპარაკობენ (თუ რას და როგორ უხდებაო ეს პრეპარატი) ამ რეკლამებში, თითქმის არაა დაავადება სრულად და წარმატებით რომ არ არჩენდნენ. გამოდის, რომ ყველა მორჩენილი უნდა იყოს და სამკურნალოც არც არავის არაფერი უნდა სჭირდეს. ჰო, ასეა ალბათ თუ რეკლამებს დავუჯერებთ,მაგრამ ყველაფერი ნევროზის ბრალია და ის კი უკურნებელია. რატომ??? იმიტომ, რომ მისი წამალი ფულია! ჰოოო... ის კი ადვილად არ იშოვება და საერთოდ, დეფიციტისკენ, ქრონიკული დეფიციტისკენ აქვს მიდრეკილება. საქართველო წამლის იმპორტის მოცულობის მიხედვით, ენერგომატარებლებისა და ნავთობის შემდგომ, მე-5 ადგილზეა და ხორბლის იმპორტის მოცულობასაც კი უსწრებს. სულ 2007 წლის 9 თვეში იმპორტირებულია 105,0 მილიონი დოლარის წამალი, ე.ი. ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 25,0 დოლარის წამალს მოიხმარენ. ამას ემატება ადგილობრივი წარმოების წამალი და გამოდის, რომ სულ წელიწადში თითოეული საშუალოდ ვიხმართ ან მოვიხმართ 100 ლარის წამალს, მაშინ როცა 89 მილიონის ხორბალია იმპორტირებული ანუ იგივე გათვლებით, ერთ სულზე 22 დოლარი და მთლიანად, საშუალოდ ერთ სულზე 75 ლარი მოდის. საკმაოდ შემაშფოთებელი და დასაფიქრებელი ციფრია, რადგან ბოლოდროინდელი სტატისტიკით, მოიმატა დაავადებულთა რაოდენობამ. ყოველივე ეს მაინც ნევროზის ბრალია, აბა ამ დალოცვილ საქართველოში რა უნდა ამ დაავადებას?! ბუნებრივი პირობები: ჰაერი, წყალი, საკვები, სასმელი, იუმორი, სიმღერა, „ვასკიტარიკი“... და სხვა, ფანტასტიურია. რადა, მთავარი არის ფულის ნაკლებობა და მისი გენერირების საფუძველზე რეგენერირებული - ათიუს ნერვიუს ბრამს სინსი. - 265 -
ვერ გაიგეთ? ვერც მე და ამიტომ გვაქვს ნევროზის რეგენირება, ხომ გაიგეთ? რატომ? ჰოოო... ამაშია საქმე. ყველაფერი დასავლური გვაქვს: კანონები, გადასახადები, სიტყვები, მიხვრა-მოხვრა, ოხვრა (ო, მაი გოთ!) და საერთოდ ყველაფერი – დენის, შუქის, წყლის და სხვა ფასები და გადასახადები, აქაური კი, მხოლოდ ნევროზი და შემოსავლები გვაქვს. ამიტომ იმატა დაავადებებმა და წამლების ხარჯმა, როგორც გასავლის სტატიამ. ბოლო ეკონომიკურმა კვლევებმა აჩვენა, როგორც გასავლის სტატია, ის სერიოზულ დაპირისპირებაშია ბენზინისა და შუქ-გაზის ფასთა კოალიციასთან, თუმცა ბოლო დროს, სასურსათო ფასები საბაზრო პროფკავშირებთან აპირებს შეკედლებას და ერთობლივი ძალებით, სამომხმარებლო კალათის პირველობისათვის ბრძოლას. ეს ახალი ფენომენია სამომხმარებლო კალათის კვლევის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე. ამაზეა ნათქვამი: ახლა ესღა გვაკლდაო - ნევროზი, როგორც ეკონომიკური კატეგორია და მისი კვლევის ახალი მეთოდიკა, თუმცა ძველი დოსტოევსკისეული რჩევაც შემიძლია შემოგთავაზოთ - როცა ღამით ნევროზული უძილობა გაწამებს ნუ გაბრაზდები! ეს ეშმაკებია! ილოცე, პირჯვარი გადაიწერე და აღავლინე ლოცვა. აი, ასე სჯობს, რადგან ნევროზი, ძალიან ძვირია, მისი წამალი ფულია! ფულს კი ვერ იყიდი, ის უნდა იშოვნო! ჰოდა, რომ ვერ შოულობ, დედოფალ ვიქტორიასი არ იყოს, ამ წვრილმანებზე ნერვებს იშლი და ისევ წამალს სვამ და ასე წრეში გაუთავებლად, სანამ არ გათავდება ან წამლისათვის ფული ან სიცოცხლისათვის სული. ესეც ალბათ, მსოფლიო ეკონომიკის ახალი თავისებურებაა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ტრანზიტული ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. აქ მოსახლეობის შემოსავლების უდიდესი ნაწილი უკვე - 266 -
წამლებში, ძირითადად კი ნევროზთან და მასთან დაკავშირებული საკითხების მკურნალობაში იხარჯება. ასე გახდა ჩვენი ერთი უწყინარი და უჩინარი ნევროზი ეკონომიკური კატეგორია. ახლა ნერვოპათოლოგიის ინსტიტუტი უკვე ეკონომიკურ-სამედიცინო პროფილისაა. აბა? „დუალ“ საწყისი აქვს, რას ნიშნავს „დუალი“? მერე გეტყვი. ისე იაფიანი გამოსავალიც არსებობს - Do Not Care! ნოემბერი, 2007 წელი
რაში „მოვუჯოკრეთ“ ლაპლანდიას ზაფხულს ლაპლანდიაში სანტა-კლაუსის მოსანახულებლად ჩავედი. მართლა, მართლა, ახლა სიმართლეს ვამბობ !!! ზოგჯერ ასეც ხდება, რომ სრულიად არ ვიტყუები (დაეკარგა ტყუილს ფასი,ყველამ მიჰყო ამ საქმეს ხელი და მოწოდებამ გადააჭარბა მოთხოვნას და როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში, გაუფასურდა ტყუილი და არ ღირს მოტყუება). ვიცი, გიჭირთ ჩემი დაჯერება, მაგრამ ასეა. კონფერენციაზე ფინეთში ვიყავი და შანსი არ გავუშვი, რომ სანტა მენახა. ისე, ლაპლანდია არ მომეწონა - ერთი ჩვეულებრივი ტუნდრაა,ზღვის დონიდან 1000 მეტრზე და მაინცდამაინც არც ნაძვებია ხშირი. მკაცრი, უჟმური ბუნება და სრულიად კეთილი და განუმეორებელი სანტა. ჩემი და სანტას შეხვედრა მეტად საქმიანი იყო და საახალწლო სამზადისს შეეხებოდა. შეიძლება ბევრს გაეცინოს და ქილიკით მითხრას, მაგის მხოლოდ შენს 4 წლის შვილიშვილს, ლუკას თუ სჯერაო, მაგრამ არც ასე მარტივად არის საქმე და თუ არ გჯერათ... ბევრი გარიგება მოხდა ჩემსა და სანტას შორის და იმედი - 267 -
მქონდა, რომ ეს ახალი წელი სიურპრიზებით, დაპირებებით, თუ საჩუქრებით სავსე იქნებოდა ჩემს ქვეყანაში. მაგრამ ეს იყო აგვისტოში! ჩვენი შეთანხმების თანახმად, როგორც კი ყინულიან შარაზე ახალი წლის მოახლოების ხმა გავიგე, სანტას შევეხმიანე. სანტას პასუხმა გამაოცა - თქვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციებს პრესიდან და ტელევიზიიდან ვიღებთ. ამ საახალწლოდ თუ საარჩევნოდ ისეთი თოვლის ბაბუები გამოგიჩნდნენ, რომ მე იქ ნამდვილად ზედმეტი ვარ, მათ ფონზე ჩემი თოვლის ბაბუობა რა მოსატანია, ჩემ ზღაპრებსაც კი სერიოზულად გადააჭარბესო. ისე, საქართველოს ასეთი საინტერესო ახალი წელი და ამდენი დაპირებები და საჩუქრები არ ჰქონია. ყველაფერს იფიქრებდა ადამიანი, მაგრამ ამ სუსხში რიყეზე შაკირას გარუჯული უკანალის ნახვას თუ ვეღირსებოდით, ნამდვილად არ მეგონა. ვინ წარმოიდგენდა ხელფასებისა და პენსიების ასეთ გაზრდას, დასაქმების და სხვა მრავალი საახალწლო საჩუქრის, თუ დაპირების მიღებას. განუმეორებელია ეს ახალი წელი და საოცარი რამაა არჩევნები. ხომ შეიძლება შევთანხმდეთ და ტრადიციად ვაქციოთ ყოველ ახალ წელს თითო არჩევნების ჩატარება, ჩვენ ეს ხომ კარგად გვეხერხება. უფრო მეტიც, ერთი ჟურნალისტი მოსთქვამდა, რა გვეშველება იმის ნახევარიც, რომ შესრულდეს, რასაც გვპირდებიანო, ინფლაცია ხომ გაიზრდებაო. ნუ დარდობ - მეთქი ვუთხარი, თუ შეასრულეს, ისეთი რამეები გაიზრდება, ინფლაცია რა მოსატანია მეთქი. ისე, ზედმეტი ყველაფერი მავნებელია, მათ შორის, საახალწლო დაპირებებიც. არა, მაინც უნდა დავრეკო ლაპლანდიაში და ჩამოვამსერო ის სანტა აქ! უნდა ნახოს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი - 268 -
სანტა და საერთოდ,დროა ლაპლანდიამ შეიცვალოს ადგილი და სახელიც! აწი, მსოფლიოს საახალწლო აჟიოტაჟის ადგილი საქლანდია იქნება! მორჩა! ესეც ასე, ამასაც „მოვუჯოკრეთ“ და პირველ ადგილზე გავედით! რაში გავედით პირველ ადგილზე? - მკითხავთ თქვენ, რა მნიშვნელობა აქვს? ხომ გავედით! ბედნიერი შობა-ახალი წელი და დაპურებული მშვიდობიანი ვირთხა დაგბედებოდეთ. დეკემბერი, 2007 წელი
როგორ დავტბორე ავსტრალია და როგორ შედგა პირველი არჩევნები, ანუ რატომ იყო დონ-ჟუანი მრავალსაფეხურიანი მარკეტინგის მამა საოცარი წელი დაიწყო! რა ყოფილა ეს ვირთხა, კაცო?! ყველაფერი თავდაყირა დააყენა - მოსკოვში +10C, მინსკში 00C, კიევსა და სანკტ-პეტერბურგში, რომ არაფერი ვთქვათ ჰელსინკზე, +20C და თბილისში კი,-10-150C, ვორკუტაში -50C, ვალეში -250C! სად სამხრეთი და სად ჩრდილოეთი, ბუნებაც კი აირია. კლიმატის დათბობამ შეგვაწუხაო და ქვეყანა ავაწრიალეთ, არადა საქართველოს შემხედვარე ამას ვერ ვიტყვით, პირიქით გამყინვარება იწყება. ეკონომიკას სად კვეთს კლიმატის მერიდიანიო - იტყვით თქვენ. გრინვიჩზე ბატონო და თბილისზეც! გაჩერდა ყველა მშენებლობა და შეფერხდა ტრანსპორტი, აშკარად შემცირდა ეკონომიკის ზრდა იანვრის თვეში. მე მგონი,ვირთხა არ გამომძვრალა ჯერ თავის ღუნღულა სოროდან, ჯერ კიდევ ღორის წელია, ვირთხა თებერვალში მოდის და იმედი გვქონდეს, ყველაფერს დაალაგებს - სამხრეთი სამხრეთი - 269 -
იქნება, ჩრდილოეთი კი - ჩრდილოეთი, ეკონომიკას ბიზნესსა და განათლებასაც ეშველება. თოვლიან ზამთარში ფიქრები მოგეძალება, თანაც ულევი! ზიხარ შენთვის ბუხართან, გარეთ ბარდნის და ყინვა სულს ზარავს, შენ თბილად ზიხარ და ფიქრობ ათას რამეზე, მათ შორის იმაზეც, რომ კომპასი აირია, კლიმატი თუ საერთოდ ქვეყანა. განგებამ ხომ ფიქრისათვის გააჩინა ადამიანი, ვუცქერი „ახალ ტელევიზორს“ დაბალანსებულს. როგორც ხედავთ, აქტივ-პასივი და ბალანსი ეკონომიკასა და ბუღალტერიიდან მედიაში გადავიდა, ახლა ჩვენ დაბალანსებული და ადექვატურები უნდა ვიყოთ. ამას წინათ, პარლამენტის ერთ-ერთი ჩინოვნიკი გამოდიოდა ტელევიზიით და ასეთი ფრაზა თქვა – ეს საკითხი საკმაოდ სენსიტიურიაო, გაიგეთ? ყურებს არ დავუჯერე! მართლა ეს სიტყვა იხმარა კი მაგრამ ვინც ინგლისური არ იცის, ქართულ არხს ვერ უნდა უყუროს? ან იმ პოლიტიკოსს, რომელმაც არც ისე სხაპასხუპით იცის ინგლისური, არავინ ურჩია, რომ ეს არაა ლამაზი და მოდური? „ეს თინეიჯერები მეტად კრეატულები და სენსიტიურები არიან და აშკარაა, ამ ფართიზე იმიჯურად გამოიყურებოდნენ“ - ესეც მეორე დღესვე, მეორე ცნობილი არხით გავიგონე! მდაა... აირია ამ ახალ წელს ყველაფერი! გაიგეთ რამე? სადმე არის აქ ქართული? ეს კიდევ რა არის, გამოვრთე ტელევიზორი - საერთოდ ყურება და მოსმენა შეუძლებელი იყო. ერთ არხზე (საიდუმლოდ გეტყვით „მზეზე“) პატარა გოგო სამეტყველო აპარატს (ტუჩებს) ისე ატრიალებდა, ვიფიქრე, სადაცაა მოძვრება და ეკრანიდან გადმოუვარდება-მეთქი, თან განრისხებული ყვიროდა ავსტრალიაში დაიტბორა ყველაფერიო, გეგონება მე დამრჩა მოშვებული ონკანი და წყალი ჩავუშვი ქვევით, მეზობელ ავსტრალიელებთან. ეს ახალგამოჩეკილი წამყვანი აშკარად - 270 -
ინგა გრიგოლიას ბაძავს, მაგრამ ის სენსიტიური პოლიტიკოსი ვის ბაძავდა ვერ მივხვდი, ალბათ, ამერიკელებს. ინგას ტუჩების ცმაცუნი, რომ უნდოდა, დაიბერა მაინც და ახლა ცმაცუნის ნაცვლად ბათქუნი გამოსდის - ხან ჩვენს ყურებზე და ხან „ტაიმზე“. ამიტომ, ინგა გრიგოლია თუ გინდა იყო, მარტო ტუჩის ნერვიულად ცმაცუნი არ ჰყოფნის მაგ საქმეს... მოკლედ, გაბრაზებულმა რადიო ჩავრთე: წამყვანი გოგო მუსიკალურ რეჟისორთან მის ახალ ნაშრომს არჩევდა. ახალგაზრდას „ბრძნული“ ნათქვამით, „პრინციპში, ეს კლიპი საუნდად შედგა და პალაჟენიაც წაიყვანა“... ოო-დააა, ყურები დამიგრძელდა - მხოლოდ მეგრული არ ერია ამ რამდენიმე სიტყვაში!!! რა ხდება? რა ენაა? სად გაქრა საქართველო და იდენტურობა, ეს ენაა? ქვეყანაა?! გასკდა გული და წასაკითხად ახალგამომცხვარი ჟურნალი ავიღე ხელში (რაღაცა ხომ უნდა ვქნა ამ ყინვაში, სულ მისი ბრალია, აბა, ამ ჟურნალს ხომ ვერ ვნახავდი ვერასოდეს). „ჯოურნალს“ მრავლის მთქმელი სახელი აქვს - „ბიზნეს ექსპრესი“, სულ მესამე ნომერია გამოშვებული და ასეთი „ჰედლაინი“ (მოგწონთ??? ჰა-ჰა- ჰა) ვნახე – „ბიზნესის ანიბანი, მე ძალიან მაგარი ვარ!“ გაიხაროს მისმა შემომქმედმა მაგრად ვიხალისე. მსოფლიოში დიდი პრობლემაა ბიზნესის „გრედვეითი“ (რამეს თუ ვერ გაიგებთ, მერე მკითხეთ), ბოლო მონაცემებით, მაგისტრატურის 70% მსოფლიოში MBA-ზე მოდის. ბოლონიის პროცესიც ხომ თავს იკლავს: როგორი კურიკულუმებით ვატაროთ ჩვენი სტუდენტები, ვინ დავუნიშნოთ ტუტორებად, რა შევთავაზოთ სილაბუსებში და როგორი მოდულები სჯობს, რომ მივიღოთ - ბაზრის ადექვატური, დამსაქმებელზე ორიენტირებული ბაკალავრი და მაგისტრი. ინოვაცია გვინდა ბატონო და მთელი დასავლეთის მენეჯმენტი 80-90-იან წლებში ამ ინოვაციების ძიებამ და დანერგვამ დაშრიტა, მილიარდები დაიხარჯა ბიზნესის მენეჯმენტის ოპტიმალური ვარიანტების ძიებაში და ყველაფერი ტყუილად. დასავლეთის ბიზნესი კარგავს პოზიციებს, მოდის აზია თავის „კაიძენით“. წარმოიდგინეთ, - 271 -
რა რთულია ბიზნესის სწავლება – მაიკლ დელის არ დაუმთავერებია კოლეჯი, ბილ გეითს - ჰარვარდი, არც ორაკლის და გუგლის შემქმნელებს მოუკლიათ ბიზნესის სწავლებით თავი და არ აქვთ MBA-სერთიფიკათი, მაგრამ ეს „უწიგნურები“ მსოფლიო ბიზნეს-მენეჯმენტის გიგანტები არიან. აბა, გინახავთ დიდი ქიმიკოსი სპეციალური განათლების გარეშე? ან მათემატიკოსი ან თუნდაც ლინგვისტი ან ისტორიის პროფესორი? ხედავთ, ერთადერთი სფერო ბიზნესია, სადაც შეიძლება ყველაზე დიდი გიგანტი იყო და არ გქონდეს შესაბამისი ბიზნეს-განათლება. აი, როგორ უკუღმაა ბიზნესში ყველაფერი, ვერ გაარკვევ, სადაა სამხრეთი და სად ჩრდილოეთი. არეულია, არადა ყველაზე მეტი ადამიანი მსოფლიოში ბიზნესს სწავლობს, ყველა ეძებს ფორმულას თუ როგორ იშოვოს ფული და ყველა წამყვანი ბიზნესსახელმძღვანელო (შარლატანების პასკვილების გარდა) ამით იწყება: თქვენ თუ ეძებთ ფულის შოვნის ფორმულას, თქვენთვის ეს წიგნი არაა! – რა შუაშია ეს შიშველი და ლოლუასავით გამჭვირვალე სიმართლე ახალ ჟურნალ „ბიზნეს ექსპრესთან“? - იქ ეს პრობლემა უცებ გადაჭრეს, თან „მაგრა საკაიფოდ“. ამ სენსიტიური პრობლემის მიმართ, მე-12 გვერდზე კრეატიული „პადხოდი გააჩალიჩეს“ – „მარკეტინგი და ბიზნეს-ტერმინები“. ნამდვილად საახალწლო „ღადავად“ ჩავთვლიდი, რომ არა ლიდში მოცემული დაპირება დამეხმარებოდნენ იმის გარკვევაში, ვარ თუ არა ბიზნესის დასაწყებად მზად და რა სახის ბიზნესს სჯობს მოვკიდო ხელი, სად ვიშოვო ფული და ა.შ. იწყება მარკეტინგის განმარტების მცდელობით, მაგრამ ეს არაა საინტერესო! საინტერესოა მრავალსაფეხურიანი მარკეტინგის MLM-ის განმარტება - „თქვენ ფლირტი გაქვთ ლამაზ ქალბატონთან, შემდეგ მის უფროს დასთან, შემდეგ მის სიმპათიურ დეიდასთან და ა.შ. ეს მრავალსაფეხურიანი მარკეტინგიაო“ - ეს გარყვნილებაა ჩემო ძვირფასო და არა - 272 -
მარკეტინგი. სხვათა შორის, ეს დონ-ჟუანის ისტორიის პერეფრაზირებაა და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დონ-ჟუანი დიდი ეკონომისტ-მკვლევარიც ყოფილა და მრავალსაფეხურიანი მარკეტინგის მამა. შენ გაიხარე მაინცდამაინც! მერე გრძელდება ეკონომიკური ტერმინოლოგიის განმარტებები (პაატა გუგუშვილი საფლავში გადატრიალდებოდა): - „წვეულებაზე თქვენ ხედავთ ლამაზ ქალბატონს. მიდიხართ მასთან და ეუბნებით: მე ძალიან მაგარი მეგობარი მყავს, რომელსაც თქვენი გაცნობა უნდა და დარწმუნებული ვარ, მასთან ურთიერთობით აღფრთოვანებული დარჩებით“ - ეს სავაჭრო წარმომადგენლობააო. ეს სუტინიერობაა ჩემო კარგო! და ბოლოს, კიდევ ერთ განმარტებას შემოგთავაზებთ ბიზნესის ახალი სკოლიდან, კერძოდ, ბატონ გიორგი ლორთქიფანიძის ნაშრომიდან: „და ბოლოს შენ მიდიხარ წვეულებაზე, შენ ხარ სიმპათიური და საკუთარ თავში დარწმუნებული, იცი, რომ ადვილად შეგიძლია დაიმსახურო ყველაზე ლამაზი ქალის ყურადღება, მაგრამ წვეულებაზე ყველა ქალბატონი თავის კავალერთან ერთადაა და შენი სურვილი, საღამო ლამაზი მანდილოსნის საზოგადოებაში გაგეტარებინა, აუსრულებელი რჩება - ეს საბაზრო ეკონომიკაა“... ვერაფერს იტყვი! აი, როგორ ადვილად უნდა ასწავლო ბიზნესი და გადაწყვიტო მარტივად მსოფლიო ეკონომიკისა და ასევე „გრედვეითის“ პრობლემები. ძალიან გამიგრძელდა, ჰედლაინი გამომრჩა,მაგრამ მაინც გეტყვით, აირია ყველაფერი ვირთხის წელიწადში - სამხრეთი თუ ჩრდილოეთი, თბილი თუ ცივი. შეიცვალა სამყარო, სხვათა შორის, დემოკრატიაც შეიცვალა და არჩევნებიც! თუმცა, ასე იყო მუდამ, პირველი არჩევნების დროსაც, მაშინაც კი, როდესაც ადამს ევა მიუყვანეს და ცოლი აირჩიეო უთხრეს! თბილისი,-10 0C, თოვლი იანვარი, 2008 წელი - 273 -
დასუფთავების სამსახური, ბიზნესის დასუფთავება, თუ დასუფთავების ბიზნესი ანუ, რატომ არის ბიზნესი გერი და ბურჟუაზია ახლობელი ჩვენს „საბსოცბიზცეხ“ სივრცეში დიდი ხანია თოვლიც და სოციალიზმიც უკან მოვიტოვეთ. ბატონყმობა გადავარდა (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ), თავისუფალი საბაზრო მექანიზმის მიერ ჟანგბადით (თუმცა, გააჩნია როგორი ჟანგბადით) გაჯერებული ჰაერი ღრმად შევისუნთქეთ და ახალი ქვეყნის მშენებლობას შევუდექით. ...და იქ, სადაც ყვაოდა ტურა, ჩვენ ამოვძირკვეთ ჩაის კულტურა. ჰოდა,აღარც ტურაა და აღარც ჩაი. წმინდა ევროპული საჯარიმო სისტემა და კომუნალური თუ ადმინისტრაციული ტარიფები, გარდამავალი ეპოქის ეკონომიკა და სოციალისტური მიდგომები - აი, შინაგანად ასეთი ნაჯვარი მივიღეთ. ისე, ზოგადად გვაქვს ბიზნესი,კერძო საკუთრება და თავისუფალი ბაზარი. უჰ, რა მარქსის მანიფესტივით ჩამოვარაკრაკე! ბიზნესი! კარგად ჟღერს. აი, ეს „ბაზარი“ და „საბაზრო“ არ ვარგა! რაც საბაზრო და განსახილველ-საკამათოა, ის არ გვინდა, ითქვა და მორჩა! თან „პრონანსნი“ არ უვარგა. მე ბაზრის გაგონებაზე სულ გოჭი და სულუგუნი მახსენდება და საცივის სუნელები დეზერტირების ბაზარზე! ბაზარს ნუ გამაგონებ, „მარქეთ“ სჯობს, უფრო დამაჯერებელია. ჰოდა, ამ სოციალისტური მენტალიტეტით გაჟღენთილ ნიადაგზე დავთესეთ საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატია, მაგრამ არ გამოვიდა თავისუფალი! რატომ? მე რა ვიცი! სიტყვით თავისუფლება გვინდა, საქმით... და! ავიღოთ ჩვენი ადმინისტრაციული კოდექსი და ყველაფერს მიხვდებით ან, თუ გინდათ, ტარიფები და ნათელი გახდება: წყლის გადასახადი ფიზიკურ პირზე 1 კბმ წყალზე 1,4 ლარია, იურიდიულზე – 4,8 ლარი. არადა რამდენ წყალს მოიხმარს ფირმა? ბევრს, მსხვილი მომხმარებელია და თუ პირიქით იქნებოდა, ტოლი მაინც დაგვეტოვებინა. ბიზნესის - 274 -
კიდევ ერთი ნაციონალური თავისებურება - ის ყველაზე მეტად თბილისშია დისკრიმინირებული. აბა, ფოთში და ქუთაისში კი არა აქვთ ასეთი ტარიფები. აიღეთ თუ გინდათ გაზი, მოსახლეობას 210 დოლარი, ფირმებს კი 360 დოლარი უჯდებათ. დენზეც იგივეა, ვინც ბევრს მოიხმარს ანუ ფირმებმა მეტი უნდა გადაიხადონ, ვინც ნაკლებს - ნაკლები. გეგონება ამ დალოცვილებს უფრო მეტის გაყიდვა და დიდი ფულის მოხვეჭა არ უხაროდეთ. ახლა ნახეთ რა ჯარიმები დააწესეს! თუ თქვენი მრიცხველის ლუქი, რომელიც გარეთ აყენია და ნებისმიერს შეუძლია გააფუჭოს, თუნდაც მეზობლის ონავარ ბიჭს, ფიზიკური პირი მიუხედავად იმისა, მოიპარა თუ არა მან გაზი, 600 ლარით ჯარიმდება, ფირმა კი - 5000 ლარით. არადა, ეს თანხა მან შეიძლება მთელი წელი ვერ იშოვოს და მისი დანაშაული არც არავინ დაადასტუროს მხოლოდ იმიტომ, რომ ის იურიდიული პირი ანუ ბიზნესის წარმომადგენელია. ახლა ამას მერიის გამოცდილმა ლობისტებმა დასუფთავებასთან დაკავშირებული ჯარიმებიც მიუმატეს. ოოო, ეგ უნდა ნახოთ!!! საუკუნენახევარია კეკელიძეჟვანიას ქუჩა მტვერს, ნაგავსა და ტალახს მიაქვს. მილიონი წერილი გაიგზავნა მერიაში, წინა მერის დედის სახელობისაა ეს ქუჩა - ქალბატონ ნინა ჟვანიასი, მაგრამ არ ეშველა არც მაშინ და არც ახლა. წვიმის დროს, განსაკუთრებით გაზაფხულზე, აქაურობა ისეა დატბორილი სანიაღვრეებიდან ამოჩუხჩუხებული წყლებით, ამაზონიის დელტას მოგაგონებთ და ცნობილი ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ – სახელმწიფო მინისტრები (გაგოშიძე) და დეპუტატები (კახა გიუაშვილი) დამემოწმებიან, რომ კარგი ელექტროსადგურის აშენება შეიძლება როგორც ჰიდრონიაღვრეებზე, ისე თბონაგვის გადამუშავების შედეგად. ისეთი ენერგია იკარგება, რომ აფსუსია. დედაქალაქის დასუფთავების სამსახურს ეს ქუჩა არ - 275 -
ახსოვს! თუმცა, არც ასეა საქმე! გააჩნია რისი დასუფთავება არ ახსოვს?! ამას წინათ, ნოემბრის დასაწყისში, ერთ ჩვენს მეზობელს 7 გაწიკწიკებული ტომარა დაუდია ლამაზად იქვე ქუჩის კუთხეში. მერე დასუფთავების სამსახურში დაურეკავს, რომ ტომრები წაეღოთ. მათ წაღების ნაცვლად მეორე დღეს თავისი ინსპექტორი გამოუგზავნეს და ოქმი დაუწერეს ამ გასისინებულ კეკელიძის ქუჩაზე, როგორ გაბედეთ და დადეთ ეს გააფრთხილეს და ხელი მოაწერინეს ხვალვე წაიღოსო. ოქმზე, საჩივარზე, ან 52-ე მუხლზე საერთოდ არაფერი- უთქვამთ. ჰოდა, სამი თვის შემდეგ მოვიდა სასამართლოს „პრისტავი“ ვალი გაქვთო, აქ რაღაც ტომრები დაგიდიათ სამი თვის წინო, მაგრამ ყველაზე საოცარი ისაა, რომ ეს ჯარიმა ტომრის პატრონს კი არა, მეზობელს მოუვიდა, თანაც შიგ ეწერა - გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო. არადა, როგორი გამადიდებელი შუშით უნდა იაროთ კეკლიძეჟვანიას ქუჩების გადაკვეთაზე, რომ ეს ტომრები იპოვო, ალბათ, ძაღლები და სპეცტექნიკა დაიქირავეს ამ ნაგავში, რომ ის ნაგავი იმ „ნაგვებს“ აღმოეჩინათ. ჰოდა, დაასუფთავეს ორგანიზაციის ჯიბე 1000 ლარით! ფიზიკური პირი რომ ყოფილიყო, 200 ლარს მოსთხოვდნენ. ისე, ამ ქუჩას სულ ანაგვიანებენ ზემო სართულის მეზობლები და ჯერ დაჯარიმებული არავინ უნახავთ. იცით რატომ? ამ ქვეყანაზე, ალბათ, მხოლოდ ბიზნესს ერჩიან და ასუფთავებენ. ჰოდა, „ქალაქის დასუფთავების სამსახურს“ ერთი სიტყვა უნდა ჩავუმატოთ - „ბიზნესის“ თუ „ბიზნესი“, მოკლედ როგორც გინდათ. ამაზე ერთი ძველი ანეგდოტიც კი გამახსენდა, სოციალიზმის დროინდელი მატარებლის კუპეში მგზავრი გენერალი ეუბნება მეორე მგზავრს (მართლა ანეგდოტია, თუ არა კუპეში რა უნდოდა გენერალს ან მაშინ და ან ახლა), აიღე ეს ჩანთა ამ მაგიდიდანო, რაზეც მეორემ უპასუხა არ ავიღებო, ჰოდა, გაბრაზებულმა გენერალმა ეს ჩანთა - 276 -
ფანჯარაში გადააგდო, მეორე მგზავრმა ღიმილით უთხრა: „ეტა ნე მოი ჩემოდანო“. არ გვშორდება ეს სოციალიზმი არც ანეგდოტებში,არც ბიზნესთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, არც დასუფთავებაში. მთავარი შინაარსი ისაა, რომ ჩვენ გვძულს ბიზნესი, როგორც დედინაცვალს - გერები. არის რაფინირებული, დახვეწილი, ენაწაგდებული დედინაცვალი, რომელიც ამბობს, როგორ გეკადრებათ, გერების სიყვარულით ვცხოვრობო და ერთი სული კი აქვს, ისინი გადაშენდნენ. ასევეა ჩვენი დასუფთავების სამსახური და ადმინისტრაციული კოდექსი - სიტყვით ბიზნესზე ლოცულობენ (ისაა მათი ბიუჯეტის შემვსები), საქმით კი დისკრიმინაციისა და ძირგამომთხრელ პირობებს უქმნიან. არა, უცხოა ჩვენთვის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ბიზნესმენი მაინც ბურჟუაა, დარწმუნებული ვარ ბევრი თანამდებობის პირი ღამღამობით მარქსის მანიფესტს და დიდი ბელადის ნაშრომს - „სოციალიზმი და საკუთრება“ კითხულობს, თანაც ფიქრობს, ეს რა მაგრები ყოფილან კაცოო - მოსწონთ. დილით ყავის მაგივარად, კოპწია, სექსუალური პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ტექსტს მიირთმევს საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის და რა თქმა უნდა, დასუფთავების,საწყალი ბიზნესის სალაროების დასუფთავების შესახებ - აქეთ გადასახადი, იქეთ ჯარიმები, იქით ადვოკატებისა თუ პრისტავების შენახვა. ევროპისაგან მარტო ჯარიმების ოდენობა გადმოვიღეთ, მეტი ვერაფერი,სოციალიზმისგან ბიზნესის დისკრიმინაცია, თუ „ცეხავიკებისა“, გამოტყდით, იქნებ ასე სჯობს. ისე კი ეს სიტყვა მათი მხრიდან უფრო მოუხდებოდა ბიზნესს და ასეც ფიქრობენ, ალბათ, როცა „ასუფთავებენ“. თებერვალი, 2008 წელი - 277 -
ბადრი თურქების ისტორიულ სამშობლოში რატომ არ ახარებენ მას მის ისტორიულ სამშობლოში თურქები, ანუ თურქული გამბიტის სუპერვერსია გაზაფხულის მოსვლა, მობრდღვიალება და აფეთქება არ გამხარებია ისე,როგორც საგარეო ვაჭრობის შესახებ იანვართებერვლის სტატისტიკური მონაცემების ხილვა. როგორც იქნა, რუსეთი არაა ჩვენი საგარეო ვაჭრობის ძირითადი პარტნიორი. საექსპორტო ათეულში საერთოდ სიიდანაა გარიცხული, ჩემი სტუდენტების ენაზე, რომ ვილაპარაკო - გავწიხლეთ ან ტოპ მიულერივით გავრიცხეთ. სხვათა შორის,იმპორტიც სულს ღაფავს, სადღაც მე-7-8 ადგილზეა, თანაც დროებით. აზერბაიჯანული გაზი კი ასე ძვირი დაუჯდა თბილისელებს „ყაზტრანსგაზის“ დამსახურებით (არა, რა იყო მაინც ეს?! რა ზამთარი დაგვიდგა. „ყაზტრანსგაზმა“ 3-4ჯერ გაზარდა გადასახადი გაზზე, დავით კოპერფილდსაც კი შეშურდებოდა ასეთი ტრიუკი - თავის უხარისხო გაზით „ყოველი თბილისელის ოჯახს უზარმაზარი ფული“ აახია. თანაც, შერჩა, აბა არა?). რუსეთის ეს უზარმაზარი ბაზარი, როგორც იქნა მოვიშორეთ და აგერ თურქეთი ავითვისეთ, ის ისტორიულ პედისტალზე პირველ ადგილზეა. საგარეო ვაჭრობაში ახლა თურქეთზე გვაქვს ორიენტაცია აღებული. ეს ჩვენ, თორემ თურქეთი სულაც არაა ჩვენზე ორიენტირებული (იქნებ, თანამედროვე მსოფლიოში ორიენტაციის საკითხი საერთოდ არაა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი). ჯერ ის გავიხსენოთ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომ მოვაწერეთ ხელი და წინა ეკონომიკის მინისტრმა, რომ გვამცნო დიდგორის გზირის ხმით - მორჩა, აწი ჩვენი საქონელი ნაკადებად წავა თურქეთში და არ დავიბეგრებითო. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ეს შეთანხმება თურქეთთან ჯერ არ მუშაობს და სკანდალი გორდება. თურქეთისთვის არახელსაყრელია ასეთი შეთანხმება. ძალიან ჩაიხლართა საკითხი და გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. ახლა ნახეთ ჩვენი და ჩვენი ძირითადი პარტნიორის სავაჭრო ბალანსი - 278 -
- თურქეთმა 2008 წლის ორ თვეში საქართველოდან 26292,6 ათასი დოლარის საქონელი გაიტანა. აქედან: ნარჩენები და შავი ლითონის ჯართი - 13 მილიონის; ნარჩენები და ალუმინის ჯართი - 2 მილიონის; ნარჩენები და სპილენძის ჯართი - 1 მილიონის,ხე-ტყე და ა.შ. სულ ჯართი გააქვს. საქართველოს დამლაგებელია, ასუფთავებს და ალაგებს ამ ქვეყანას მეზობელი თურქეთი. ერთი მხრივ, რას ერჩი, მაგრამ მეორე მხრივ, უკან სერიოზული ნაგავი შემოაქვს, კერძოდ: იმპორტი თურქეთიდან - ბურბუშელის ფილები (დეესპე - ფანერა), ქაღალდი, მეტალოკონსტრუქციები, საოჯახო ქიმია ანუ გააქვს და მერე რომ დაამუშავებს, უკან გვიბრუნებს ხუთმაგ ფასში. ასე საქართველო ვერ განვითარდება და ბუნებრივია, არც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იმოქმედებს. რუსეთს კი მოვუღეთ ბოლო, მაგრამ თურქების ასეთი დამოკიდებულება თუ ჩვენი დამოკიდებულება თურქეთის მიმართ ჩვენ მოგვიღებს ბოლოს. საქართველოში იანვარსა და თებერვალში იმპორტმა 882 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ ამ წლის კურსით 1 მლრდ 300 მლნ ლარია, ხოლო შარშან იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი (663.3 1.82) შეადგენდა 1 მლრდ 207 მილიონს და ზრდა წინა წელთან შედარებით,სულ 100 მილიონი ლარია, რაც არა 33%, არამედ 9%-ია. ასევეა ექსპორტის შემთხვევაშიც. შარშან ანალოგიურ პერიოდში 250 მილიონიდან სულ 288 მილიონამდე გაიზარდა და ეს სულ მადნეულის, სპილენძის მადნის, ფეროს მადნის და ჯართის ხარჯზე. თურქეთის ასეთი ჩანაცვლების ხარჯზე, რუსეთის სიიდან ამორიცხვა საკმაოდ მტკივნეულია. თურქეთს ნამუსი, რომ ჰქონდეს თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობაზე კი არა, ჩვენთან ღია კარის პოლიტიკაზე უნდა მოაწეროს ხელი, მაგრამ არ ესმით თურქებს მეზობლობა ქართულად და თურქულ-ევროპულს აწვებიან, როცა შენ უნდა დათმო ყველაფერი და მან რაღაცრაღაცეები. თანაც გაითვალისწინეთ, რომ შარშანდელ დონეზე, რომ ყოფილიყო ლარის გაცვლითი კურსი, - 279 -
ექსპორტიორები 100 მილიონით მეტ ლარს მიიღებდნენ საექსპორტო ამონაგებიდან, ახლა თითქმის ასი მილიონი ლარი იზარალეს და იხეირეს თურქებმა. გესმით ახლა ეს? არა, არ მესმის. ბატონმა ბადრიმ (ერთმა პატივსაცემმა ქართველმა) შუა აზიის ბაზარი ქართული ჩაით დაიპყრო - თურქმენეთი და ყირგიზეთი (ქართული ჩაის პრობლემებზე ახლა ვერ ვილაპარაკებ,გული მაქვს ცუდად, თანაც, გაზაფხულზე რთული და ცვალებადი პერიოდია და არ მინდა წნევამ შემაწუხოს). მაგრამ ის, რომ შუა აზიის ბაზარზე გატანილ საქონელში ბადრიმ ყოველ მილიონ დოლარში 254000 ლარი დაკარგა,ეს ფაქტია და ისიც, რომ არ იცის გურიაში გლეხებს რა გადაუხადოს, თორემ თავის მოგებაზე,როგორც ამბობს, არც ჩივის. არადა, საქართველოს ბაზარი თურქულმა „მარიამმა“ წალეკა, მას კარგა ხანია უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი აქვს და დემპინგური ფასებით აძევებს ქართულ პროდუქტს, ხოლო ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ისედაც სერიოზულად შეკრეჭილ ხელშეკრულებაზე ხელს არ გვიწერენ. აბა, ეს სადაური მეზობლობა და მეგობრობაა! სადაური და იქაური! აქაური კი, საერთოდ არ არსებობს. არ მეგონა თურქები საუკუნეების მერე კიდევ თუ დაგვჩაგრავდნენ, მაგათგან ამას არ მოველოდი, მაგრამ ისინი რა შუაში არიან, შუაში ჩვენ ვართ! აქეთ კასპიის, იქით შავი ზღვა. ჰოდა, არ გვივარგა საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა. ჩვენ გავშიშვლდით და საზღვარზევე დედიშობილა ვხვდებით მომხვდურთ – ისიამოვნეთ ბატონოო! ისინი სახესაც არ გვიჩვენებენ და ჩადრით დაიარებიან მსოფლიო ბაზარზე. რა ჰქვია ნეტავ ეკონომიკურ თეორიაში ამ ახალ მიდგომას, მომწერეთ ვინმე მეცნიერ ეკონომისტმა... ან მე ან ბადრის მისწერეთ მისი ჩაის ექსპორტზე და „მარიამზე“ რამე. თურქულმა „მარიამმა“ ის აქ არ დააყენა, გადაიხვეწა ავიცენას ქვეყანაში, ბუხარასა და სამარყანდის უდაბნოში, შეეცადა ეპოვა ბედი, მაგრამ არა! აქედან ლარის კურსი დავაწიეთ და გავახარეთ „მარიამი“, იგივე ლარის კურსით ის სულ გაიაფდა და ახლა შეგიძლიათ თურქული ნაგავი დალიოთ თითქმის თქვენთვის მუქთად - 280 -
და თქვენი ჯანმრთელობისა და ბადრის ნერვებისათვის კი, მომაკვდინებელ ფასში. არა ბატონო, მესმის, ბადრის კი არა, ადამ სმიტს გაუჭირდებოდა საგარეო ვაჭრობის ამ სისტემის გაგება. ჰოდა, გადაიხვეწა ბადრი ხატაეთში, ნესტანი შეიცვალა „მარიამით“ და აქაა თავისუფალი და საღ-სალამათი. მარტი, 2008 წელი
მედიჩების ეფექტი და ლარის მომავალი კურსი აქაა ამბავი შაკირას სიმღერებისა და შრეკის ღიმილისა. „ახლა, როგორც არასდროს ისე ქრება ტრადიციული საზღვრები პოლიტიკას, კულტურას, ტექნოლოგიებს, ფინანსებს, ნაციონალურ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიას შორის“. ტომ ფრიდმანი, The Lexus and the olive Tree. გაზაფხულის ამ ფუნჩულა ხავერდოვან ღამეს ვიჯექი ჩემთვის რედაქციაში და ფიქრებს ვერეკებოდი წინ და უკან. ძალიან შემაწუხა იმან,რომ ის,რაც ხდება მსოფლიოში გინდა ეკონომიკური თუ პოლიტიკური კუთხით, უჩვეულოა და არ ჯდება არც კეინს-ფიშერ-ფრიდმან-ლუისის სქემებში და არც ბჟეზინსკის პოლიტიკურ წინასწარმეტყველებებში. რაღაც კვეთას ვიღებთ ახალსა და განსახვავებულს, აშკარად რაიმე ახალი იბადება. დადგა მეტამორფოზის ხანა, სადაც ამორფული ქანები ჩვეულებრივი კვარციტიდან და ბაზალტიდან იქმნება და ტრანსფორმირდება სითბური გარეგანი,თუ შინაგანი ძალების ზეგავლენით, თვისობრივად ახალ კვეთებად, მოვლენებად და რეალობებად გვევლინება. მსოფლიოში იცვლება ყველაფერი,ეს მიზეზ-შედეგობრივად ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ყველაფერი მიჯნაზე, კვეთაზე ხდება. არაა რაიმე იზოლირებულად და განცალკევებულად. იმსხვრევა სტერეოტიპები, მიდგომები - 281 -
და წესები, საზღვარი იშლება და ყველაფერი თუ მიჯნაზე და კვეთაზე არ განვიხილეთ, მოვლენის არსს ვერ ჩავწვდებით. ჰოო... ძალიან დავახვიეეე! დნმ-ის სტრუქტურა და ჩემი შვილიშვილის კულულები არ იქნება ასეთი დახვეული. მაგრამ იმ ღამეს ტვინს, რომ ვიჭყლეტდი და ფიქრებს ალაზნის ველის ნიავივით უმოწყალოდ ვერეკებოდი შემეცნების ზვრებისაკენ, ხელში ჩამივარდა Harvard Business School Pressის მიერ გამოცემული უცნაური წიგნი - ფრანს იოჰანსონის (Frans Johansson) „მედიჩების ეფექტი“. ფრანსიც თურმე ჩემსავით ფიქრობს - იმსხვრევა ტრადიციული მიდგომები და მხოლოდ კვეთების არეალში იქმნება ღირებულებები. სწორედ სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს კვეთის არსებობას. ესენია: 1. მიგრაცია; 2. მეცნიერებების დაახლოება კომპიუტერულ-გამოთვლითი ტექნიკის უსწრაფესად განვითარება. როგორც ფრანსი წერს,საოცრება ხდება მაშინ, როდესაც მეცნიერები, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ დაიყვნენ და დაიწყო ვიწრო სპეციალიზაცია, ახლა ერთიანდებიან. ასე მაგალითად, აშშ-ის ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია ფირმა Nexia-ის ბიოტექნოლოგების საქმიანობაზე. ამ ტექნოლოგიებმა აბრეშუმის პეპლის ობობის გენი, რომელიც პასუხს აგებდა ამ ბოჭკოს გამომუშავებაზე, გადაუნერგეს თხას, რათა თხას მოეცა ისეთი რძე, რომლისგანაც დართვით დიდი ოდენობით მივიღებდით აბრეშუმის ძაფს, რადგან ეს ძაფი ფოლადზე უფრო მაგარი და თმის ღერზე უფრო ელასტიურია და ასობით სფეროში გამოიყენება. ფანტასტიკააა? კი ბატონო, მაგრამ ფაქტია, რადგან ამ პროექტის გამომზეურების შემდეგ ამ ფირმის აქციების კურსი რამდენჯერმე გაიზარდა. ანალოგიურია შაკირას შემთხვევა, შაკირა კი არის კოლუმბიელი, მაგრამ მისი მამა ლიბანელია და საკმაოდ კარგი მუსიკოსიც. მან არაბული ჰანგები გადააჯვარა ლათინურ-ამერიკულს, - 282 -
შაკირას დაუმატა ლამაზი ტაკო და მივიღეთ სუპერ-გოგონა, რომელმაც 14 თვეში მთელი მსოფლიო მოიარა და მილიონები იშოვა - თავისი არეული პოპ-როკით გადარია მსოფლიო, რომელსაც ეს შავთმიანი ლიბანელი გოგო კოლუმბიელი და საერთოდ, ამერიკელიც კი ჰგონია. ამ ჰიბრიდმა, რომელიც მიგრაციის ნაყოფია (სადაურსა სად წაიყვანო,ამაზე უთქვამს შოთას), მსოფლიოს ახალი სიმღერის სტილი და ჟღერადობა მისცა. იყო დრო და ალბათ ახლაც „ვინპუხი“ მოგვწონდა. მერე ანიმაციური ფილმის ეს სერიალი ოკეანის გაღმა შეიძინეს და გახდა „ვინ“. ჩემს ბავშვობაში ის ძალიან საყვარელი მეჩვენებოდა, მაგრამ მობეზრდა ის ახლანდელ ბავშვებს, რომელთათვისაც ჩემს თვალში უმახინჯესი (ბოდიში შრეკ, არ მიწყინო, საქმეს სჭირდება ასე და იმიტომ ვლაპარაკობ შენზე პოლიტიკოსივით, თორემ ხომ იცი, ჩუმად მეც რომ „მევასები“) შრეკი ჰგონიათ უსაყვარლესი და შაკირა - ქერათმიანი ქალღმერთი. ყველაფერი აირია და შეიცვალა, ასეა ზუსტად ეკონომიკაშიც. ის, რაც არ შეიძლებოდა გუშინ, მისაღებია დღეს, უფრო მეტიც, აუცილებელიცაა და არ გვინდა ამ ხავსდადებული დოქტრინებით მანიპულირება. ასე მაგალითად, ყოველი ძველი თეორიის მიხედვით, ლარის გაცვლით კურსს განაპირობებს (ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზის მიხედვით და მათ შორის, ფრახტალური გეომეტრიის გამოყენებით) ეკონომიკური, პოლიტიკური, ადამიანურ-ფსიქოლოგიური და სტიქიური გარემოებანი. ყველა სავალუტო კურსის დადგენას საერთო ფორმულა აქვს და ეს ჩემმა ყველაზე ზარმაცმა სტუდენტმა ნოზაძემაც კარგად იცის. ამ გათვლებით, უპირველესი ფაქტორებია ეკონომიკური, ხოლო ამ „ქეისში“ წამყვანია და პრობლემატურია ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, ექსპორტის მოცულობა პრობლემატურია, დასაქმება პრობლემატურია, ინფლაცია პრობლემატურია. მაგრამ ლარი მყარია. რამდენიმე ხნის წინ, რომ გეთქვათ ეკონომისტებისათვის, რომ ემიგრანტები - 283 -
ინახავენ საქართველოს საგადამხდელო ბალანსსო, დაგიჯერებდნენ? არა! დაიწყებდნენ ტვინის ბურღვას, ახლა აგერ, დაფიქსირებული წლიური 866 მილიონი შემოაქვს (ოფიციალურად, არაოფიციალურად - კიდევ ერთი იმდენი) ვორკუტაში ხილ-ბოსტანზე მომუშავე ზეზვასა და მზიას (ისე ვთქვი, თუ არა, ვორკუტაში ბოსტანს რა უნდა). თუნდაც, იას ათენში სახლს რომ ალაგებს, დილით და საღამოს პლანტაციაში ვაშლს კრეფს. აი, მაგათი ბრალია ყველაფერი. ისინი აგზავნიან დოლარებს იქიდან, რა ენაღვლებათ, აქ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმტვრიოს ბირჟასთან ერთად ტვინი მათ სტერილიზებაზე და გადახურდავებაზე. ჰოდა, არაა ბატონო მოთხოვნა დოლარზე და ლარი უნდა ყველას. მაგ ფულებით დაერევიან ზეზვასა და იას ნათესავები და ხან ბინებს ყიდულობენ და ფასებს სწევენ მაღლა და ხან - გოჭს და ინდაურს ნიგოზთან ერთად. აი, რატომ გაგვეპარა ინფლაცია. ეს ადრე არ იყო, ეკონომიკურ კანონებში ეს იხილებოდა ცალკე დემოგრაფიაში და საფინანსო მეცნიერება ამას არ ითვალისწინებდა. არადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მედიჩის ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყო, როგორც დავინჩი, ყველაფერი უნდა იცოდე და მართო და აკონტროლო, საერთოდ ყველაფერი... ჩანართი: არ დავმალავ,იყო ქართულ მეცნიერებაში და ბეჭდვით მედიაში იმის „სერიოზული“ მცდელობები, რომ აეხსნათ ლარის სიმყარე და გაენეიტრალებინათ ცუდი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ზეგავლენა ლარის გაცვლით კურსზე. მაგალითად, გაზეთ „24 საათის“ მიმდინარე წლის #93ში ბიზნესის განყოფილებაში გამოქვეყნებულ სტატიაში ყველაფერი ძალიან მარტივად ახსნეს და ყველაფერი ისევ საწყალ შრომით მიგრანტებს დააბრალეს. მათ ფულის შიდა მიმოქცევის ფორმულა გამოიყენეს სავალუტო ბრუნვაში და ამ დროს, რატომღაც, უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს (რას - 284 -
იზამ, ღრმა ეკონომიკური ანალიზის დროს ეს ხდება, არადა, გაზეთ „24 საათში“ ღრმა ეკონომიკური ანალიზი ხშირადაა?!) და მხედველობიდან გამორჩათ საგადამხდელო ბალანსის შედგენისა, თუ გათვლისას (რეალურად, ამას აკეთებდით საყვარელო, თუმცა, ეს ტერმინი არ გამოგიყენებიათ) 1,65 მლრდ დოლარის ინვესტიცია, 0,5 მლრდ დოლარის აღურიცხავი ექსპორტი, 0,25 მლრდ დოლარით გაზრდილი ავტო-ექსპორტის მაჩვენებელი, 0,5 მლრდ დოლარის გრანტები, დახმარებები და ფარული ინვესტიციები ქონებების შესყიდვის დროს, როცა გარიგების ფორმულა, გადასახადიდან თავის არიდების გამო ქონების, მიწების ყიდვა-გაყიდვისას ერთი მლნ დოლარია გადარიცხვით,2 მლნ კი _ ხელზე. ხედავთ, რამხელა შეცდომაა დაშვებული? არადა,ამ ახალმა მკვლევარმა ვიღაც გენიოსის რჩევით გამოიყენა მარტივი და კლასიკური ფორმულა: MV=PT M - ფულის მასა; V - ფულის ერთეულის ბრუნვის სიჩქარე; T - საქონლის და მომსახურეობის ფასები; P - გარიგების მოცულობა. ასევე გამოთვალა შაქრის მაგალითზე (თუმცა, ჩემო საყვარელო, ერთი კილოგრამი შაქარი 1,3 ლარი ღირს და მისი წლიური მოხმარება 180 000 ტონაა), რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტის დაძლევა ფულის ბრუნვითაა შესაძლებელი. ისე, ეს ფული იმპორტის დროსაც ბრუნავს და გამოდის, რომ დეფიციტი საერთოდ არ გვქონია. შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. განსაკუთრებით ახლა, როცა ყოველგვარი ზღვარი წაშლილია, ყველაფერი შეიძლება! მომწონს სითამამე კვლევაში. ნახეთ, რა ლამაზად გამოიყვანა ფორმულა V=PT/m, ანუ, რეალური და ვირტუალური ქათამი. გახსოვთ, მეტად მეცნიერული ანეგდოტი? წყალტუბოში ჩვენ მეგობარ თედო ჟორჟოლიანს აღდგომის სუფრაზე მისმა შვილმა ნიკამ უთხრა: მამა, გინდა დაგიმტკიცო, რომ მაგიდაზე ორი - 285 -
გაზიზინებული, მრგვალად მოხარშული დედალი დევსო? თედო არ შეეწინააღმდეგა, შეიძლება შვილოო - უთხრა. მაგრამ ამ ერთს, რომელიც დევს და რეალურია, იმას მე შევჭამ და იმას, რასაც შენ დაამტკიცებ, შენთვის დაიტოვეო... დატოვა ნიკა მშიერი. მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ, ყველაფერი შრომით მიგრანტებს და მათ გამოგზავნილ 866 მლნ დოლარს კი არა, მედიჩის ეფექტს და მეცნიერების კვეთებზე აღმოჩენილ სინთეზებს უნდა დავაბრალოთ. აი თქვენ, ჩემო ახალგაზრდა მკვლევარო, რომ განგეხილათ ეს კლასიკური ფორმულა მეცნიერებათა მიჯნასა და კვეთაზე, ყველაფერი კარგად იქნებოდა და შეიძლება აღმოგეჩინათ კიდეც ჩვენი საგადამხდელო ბალანსის და ლარის გაცვლითი კურსის (ხაზს ვუსვამ - ლარის გაცვლითი კურსის) თავისებურებანი. აბა, ისე, უბრალოდ ლარის გაცვლითი კურსის გასაგებად, საბურთალოს ბაზრის ნარჩენებზე ნონას მიაკითხეთ 13-ლარიანი სულუგუნისა და 20-ლარიანი სოფლის ქათმის საყიდლად და გაიგებთ! ისევ არ გჯერათ ჩემი?! ისევ იოჰანსონს დავესესხები. თურმე, ჯორჯ კოუენმა, დიდმა ამერიკელმა მეცნიერმა მექსიკაში, სან-ტაფეში კერძო ინსტიტუტი დააარსა, სადაც ყველაფერს მათემატიკურ ფონზე იკვლევენ – აქ აწარმოეს კვლევა ბიოლოგებმა ეკონომისტებთან და საფონდო ბაზრების ანალიტიკოსებთან ერთად, რათა გაეგოთ საბირჟო ბროკერების ქცევა სპეკულაციური გარიგების დროს. მათემატიკური მეთოდებით დაადგინეს, რომ მათი ქცევა და საფინანსო სტრატეგიების ევოლუცია მათემატიკური თვალსაზრისით,ძალიან ჰგავდა იმ ფორმულებს, რომლითაც ბიოლოგები აღწერდნენ „მტაცებელი-მსხვერპლის“ სისტემის პოპულაციას. არა, გადაირევი!! რომელ თეორიულ პოსტულატებზეა ლაპარაკი. ჰოდა, ძველი პოსტულატების მიხედვით, ლარის გაცვლითი კურსი იგივე ავადსახსენებელ, - 286 -
დაუძლურებულ და დიეტით გათანგულ დოლართან 1-2,2 უნდა იყოს, არაფერი ვთქვათ ევროს ამაზრზენ სიმაღლეებზე 1-3,1, მაგრამ არა, სწორედ ამ ახალი კვეთებისა და ახალი მეცნიერული მიდგომების მიხედვით, ლარი განუხრელად მყარდება და მსოფლიო სენსაციად იქცა იმ ასპექტში, რომ დოლარი ბეჭებზე დადო, ეს ეკონომიკურ თეორიაში ახალი არაა, მაგრამ ამ ევროს რომ ბრდღვნა ადინა და მეორე კოკა მოიპოვა, ეს უკვე ნამეტანია. თქვენ იკითხავთ, რა შუაშა შაკირა და მედიჩის ეფექტიო. ეს ჯერ ჩვენც არ ვიცით! უბრალოდ, ვეჭვობთ, რომ რახან მეცნიერებამ, მათ შორის, ეკონომიკურმა, ტრადიციულმა ასე ცალკე აღებულმა, თავი ამოწურა და ყველაფერი მეცნიერებათა მიჯნაზე, სინთეზით კეთდება, არ ვიცით რა ხდება ლარის თავს და ვერც ვხსნით ტრადიციული სავალუტო კურსის მეთოდით. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა,რომ ინფლაციამ შეგვაწუხა არა მარტო ჩვენ ეროვნული ბანკიც და სააღრიცხვო პროცენტი არნახულად გაზარდეს 10მდე, მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ცენტრალური ბანკები დაბლა სწევენ საპროცენტო განაკვეთს, რომ ეკონომიკა რეცესიისგან გადაარჩინონ და წარმოების გაზრდას შეუწყონ ხელი. ჩვენს ეროვნულ ბანკს წარმოების ზრდა არ აწუხებს, ის ვაჟკაცურად ზრდის პროცენტს, ბაზარზე მატადორივით შედის და კვირაში 200000 ლარს ყიდის, არადა, ბაზრის მოცულობა 4,5 მილიარდია, მაგრამ ხომ ყიდის - ესაა მთავარი და კიდევ პროცენტი. ამის გაგება მეტად ძნელია. ამიტომ სპეციალური ინსტიტუტი უნდა შევქმნათ მეცნიერებათა გასაყარზე და ჩავრთოთ ასტრონომია, ურიგო არ იქნება ჩავრთოთ მიკრობიოლოგები და ასევე მხარეთმცოდნეები, რათა გავიგოთ ლარის ასე უცნაური ქცევის თავისებურებები. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს, თორემ შეიძლება ივნის-აგვისტოში ლარი ჩვეულ კლინიკურ მდგომარეობას დაუბრუნდეს და 2,2 კურსი სანატრელი გახდეს თუ რა თქმა - 287 -
უნდა, ევრო-ობლიგაციებმა არ შეიტანეს ფრახტალური გეომეტრიის მიხედვით, თავისი ასიმეტრიული ცვლილებები და ლარი ისევ დროებით არ დატოვეს მისთვის უჩვეულოდ მაღალ პედესტალზე. არა, შეიცვალა მსოფლიო და მეცნიერება განსაკუთრებით ფინანსებისა და ბიოლოგიის მათემატიკასთან შეჯვარების შემდგომ ზღვარი წაიშალა. ვეთანხმები ტომ ფრიდმანს. თქვენ? აპრილი, 2008 წელი
„გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ყველანი მოვკვდებით“ - ჯონ მეინარდ ქეინსი მეტყვით, არასერიოზული და მეტიჩარა ხარო. კი ბატონო, ალბათ, არც უმაგისობაა, მაგრამ კვლევებმა დაადგინა, რომ საქართველოში ენა იცვლება ინგლისურ-ქართულ-ფინიკურფინანსურ ჰიბრიდზე თან ინგლისური სამეტყველო ენა ქართულში შემოდის – ძირითადად, გერუნდივების მეშვეობით. ფაქტი? ინებეთ, ბოლო და ცხელ-ცხელი პოლიტიკასა და ეკონომიკაში ყველაზე მეტად იყენებენ სიტყვებს: Targeting - (ვთქვათ, ინფლაციის) დამიზნება, მიზნის განსაზღვრა; Target - სამიზნე; Target Date - დათქმული, პირობითი მონაცემები, ციფრები; Target Indicator - სამიზნის მაჩვენებელი, მანათობელი ბომბი და აქვე budgeting-ი, ანუ ბიუჯეტის მაჩვენებლების დაგეგმარება და შემუშავება. არა, მესმის როგორი სენსიტიურები და კრეატიულები ვართ ყველა პოზიტიურის მიმართ და აქ „ფორენარობა“ - 288 -
არაფერ შუაშია, მაგრამ ინფლაციის ტა:-გეითი? ძალიან ლამაზი ქართული სიტყვაა, ეკონომიკური კატეგორია, თუ ტერმინი და ალბათ, მაინც ქართული სჯობს. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რაც „მამამ პეტერბურგში წაგიღო სასწავლებლად,ქართული სულ დაგავიწყდა“... აი, ამიტომ ბიუჯეტინგი სჯობს და ბანკინგი. პრობლემა ისაა,რომ მკვლევარები ვერ მივიდნენ ერთიან დასკვნამდე თა:_(რ)გეითინგია თუ ტა:_(რ)გეითინგი, რადგან როგორც მოდერნ-ლინგვისტები ამბობენ, ტ ინგლისურში პირდაპირ ფრონანსით არ არსებობს და ასევე თ-ც. ჰოდა,ახლა ამ ახალ მეცნიერ-კრეატივებს იმის იმედი აქვთ, რომ ახალ ასო-ბგერას გამოვიგონებთ ქართველები ამ შესატყვისობის პრობლემის გადასაჭრელად. სანამ ამას ვიზამთ, მანამდე გამოიყენეთ ორივე ტ-ც და თ-ც. ინგ-თან კვლავ გაუგებრობა რჩება და მას ჯერ ვერ ვიხმართ, რადგან არაადექვატურია. ამასთან, ეს „შვაც“ არ გვაქვს გადაყლაპულ-გადასანსლული და ყელში გაჩხერილ რ-ს თქმაც არ ვიცით ქართულში. ოჰ, ეს „შვა“! ამიტომ ამერიკელები და ინგლისელები ბრაზობენ - თარგეითინგ სწორად წარმოთქვით და რ-სთან მიმართებაში ზღვარს ნუ გადახვედითო. ჩვენ შეიძლება თავისუფლად ვიხმაროთ ინფლაციის თარგეითინგი ან პირიქით. ისე, ადამიანურ ძველ ქართულად ეს ნიშნავს დაგეგმილ ზედა ზღვარს, ანუ საქონელზე ფასების ზრდის დინამიკის ზედა ზღვარს. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ საქონელზე ფასების ზრდას ზღვარი არ აქვსო. ალბათ, შეიძლება, სამეცნიერო ეკონომიკური თვალთახედვით, დღეს დუნიაზე რაც ხდება,ძნელი განსაჭვრეტია, მაგრამ ჩვენ თუ პირობით საზღვრად ავიღებთ 14% წლიურს, ეს იქნება ჩვენი შუქურა და მანათობელი. მერე რა, რომ მანათობელი შუქურა ხან უკან იქნება, ხან ინფლაცია იქნება წინ, მთავარი თარგეთირება და პროცესია. დაიბნა ქართული ეკონომიკური აზრი, ეჭიდება მსოფლიო პრობლემებს და ეს ინფლაციის თარგეითინგია თუ ტარგეითინგი, ყელში გაეჩხირა, თანაც, ეს რა ხდება ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეტყველებაში - არჩევნები- დან - 289 -
არჩევნებამდე ათასობით ახალი სიტყვა შემოდის ქართულში და ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მდიდარია ეკონომიკური მეცნიერება (ლაპარაკი საქმის ნაცვლად). ახლოსაა დრო,როცა ქართულს ცალკე ვისწავლით და ეკონომიკურ ქართულს კი - ცალკე. ეკონომიკური ქართული რაღაც შუალედურია ამერიკულ-ინგლისურსა და ქართულ-იბერიულ ენებს შორის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ენას მალე ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება ინფლაციისაგან განსხვავებით,ანუ ტარგეითი თვითონ ფანტასტიური რამაა - მიზანი, სამიზნე, მოძრაობის მოტივაცია, ჩემო ბატონო,მარადიული სწრაფვა უკეთესისაკენ, ჰეგელისეული აბსოლუტური სული და ილიასეული მარადიული მოძრაობა, მაგრამ ეს ინფლაცია არ ვარგა! არ გვიყვარს - ქურდს გავს, პროფესიონალს, რომ არ ჩანს და ჩუმად ჯიბიდან ფულსა და სულს გცანცლავს. არადა,სადაც ადამიანთა საზოგადოებაა, ახლა როგორ ჰქვია? აა, „ჰუმან სოსაითი“ - ჰოო, იქ არის ინფლაცია. ორი რამაა გარდაუვალიო გადასახადი და სიკვდილიო, უთქვამს დიდ ამერიკელს. არა, ინფლაციაც გარდაუვალია,სამი რამაა გარდაუვალი - ინფლაცია, გადასახადები და სიკვდილი... მაგრამ ქეინსის მიხედვით, მოკლევადიან პერსპექტივაში (Short Run) ინფლაცია და გადასახადია გარდაუვალი, თუ არა, როგორც ჯონ მეინარდ კეინსმა თქვა - გრძელვადიან (Long Run) პერსპექტივაში ჩვენ ყველანი მოვკვდებით, უკვდავი იქნება ტარგეითი და ახალი ქართული ენა, მანათობელი ბომბი, ინფლაციის თარგეითთან ერთად. ეს კვლევა აქ არ დამთავრდება და მარსზე გაგრძელდება, თუ, რა თქმა უნდა, ეკონომიკასა და ბიზნესში იმ დროისათვის ერთი ქართული სიტყვა მაინც დარჩება. საკითხავი აი, ეს არის! ისე თარგეითინგია თუ ტარგეიტინგი, ინფლაციისათვის რა მნიშვნელობა აქვს. მოკლევადიან პერსპექტივაში რას და ვის იხმარ, თვითონ კი გზაზე ყველას და ყველაფერს აუპატიურებს და უძახე რაც გინდა. რა იქნებოდა ზღვრული მაჩვენებელი გვეხმარა ან პირიქით. მაისი, 2008 წელი - 290 -
მზის იუბილე, კაცობრიობის უდიდესი ლოჯისტიკური ამოცანა და ქართველების როლი მზის დასაფლავებაში ანუ რატომ არ იქნება საქართველო რუსეთის მეზობელი ჩვენი მზე წელს იუბილარია,ის 4,59 მილიარდი წლის არის და მალე 4,60 მილიარდი წელი შეუსრულდება, თან ამასთან, როგორც ასტრონომები ამბობენ, მას კიდევ დარჩა 4-5 მილიარდი წლის სიცოცხლე ანუ სადღაც შუა ასაკისაა. საოცარია, ასტრონომებმა მას მემკვიდრეც კი მოუნახეს, ეს საკმაოდ პერსპექტიული და იმედის მომცემი მზარდი ვარსკვლავი V838 MMonocerotis, არის ასევე რომელიც ჩვენი გალაქტიკის ბოლოში,კიდეზეა მოკალათებული და დღეისათვის არცთუ ისე ძლიერად ანათებს,რადგან მისი სხივები ორი წლის დაგვიანებით აღწევს ჩვენამდე, მაგრამ ასტრონომები მის პროგრესირებად ზრდას იმედოვნებენ და მას მზის უდავო მემკვიდრედ ასახელებენ. როდესაც 4 მილიარდი წლის შემდგომ მზე გადაიქცევა წითელ პლანეტად, იქ არ იქნება თერმობირთვული რეაქციით გამოწვეული აფეთქებები და მისი მოცულობა ასჯერ გაიზრდება, ზედაპირის ტემპერატურა 3000 გრადუსამდე დაეცემა, მაშინ მზეს მემკვიდრე შეცვლის. მანამდე კი ის იუბილარია და ამ თარიღის აღნიშვნას ელოდება. უფრო რომანტიკულია მზისა და დედამიწის ურთიერთობის სამომავლო ისტორია. ბევრი მკლევარის მიერ შემუშავებული სცენარით. დედამიწა და მზე, რომეო და ჯულიეტას მსგავსად ერთად დაიხოცებიან, რადგან მზის გაზრდილი მოცულობის შედეგად ის დედამიწას მიუახლოვდება დარჩენილი ტემპერატურაც საკმარისი იქნება, რომ დედამიწაზე ყველაფერი აორთქლდეს. ბუნებრივია, ყოველი ცოცხალი გაქრება და შესაძლოა დედამიწაც მტვრად იქცეს ანუ 4 მილიარდი წლის შემდგომ დედამიწა მზესთან ერთად გარდაიცვლება, მაგრამ რომანტიკული - 291 -
ისტორიის არ სჯერა Stephen Hawking-ს მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფიზიკოსს. მისი აზრით, დადგა დრო, როდესაც კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა სხვა პლანეტების კოლონიზაცია გახდება. დედამიწის შიდა, სამყაროს პროცესები კაცობრიობის ამ აკვანს სიცოცხლისათვის უვარგისად გადააქცევენ და ის მანამ მოკვდება, სანამ მზეს რაიმე მოუვა. ამიტომ, რომანტიზმს არ უნდა ველოდოთ დედამიწა მზის ორგულია და მას სიცოცხლის ამ რთულ გზაზე მარტო დატოვებს. ეტყობა, დედამიწა დაიღალა, იქნებ მას მზის მუდმივი პარტნიორობა არც სურს, და უნდა მტვრად გადაიქცეს და გალაქტიკას შეუერთდეს, იქნებ სხვა გალაქტიკაშიც აღმოჩნდეს და იქ ისევ გაზის საბურველში გახვეული ახალი ცხოვრება დაიწყოს, მზეს კი მისცეს შანსი სხვა პლანეტას ეფეროს და თავის სითბოთი ათბოს. უფრო მეტიც, ზოგიერთი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ მზე საშინლად მდიდარია საბადო წიაღისეულით და ადამიანებისათვის არნახული კლონდაიკი: ოქრო, რკინა, ნიკელი, გოგირდი და ა.შ. იქ არის. აქამდე ყველა ენციკლოპედიაში ჩვენ ვკითხულობდით, რომ მზე არის წყალბადისა და ჰელიუმის ერთობაგაზი. სადაც ხდება წყალბადის ატომების ბირთვული აფეთქებები, რომელიც მაღალი წნევის ქვეშ მოქმედებს მაღალ ტემპერატურულ გარემოში პროტონებისა და ნეიტრონების მოძრაობით და ამ აფეთქებების გამო გამოიყოფა უზარმაზარი ენერგია - სითბო (ატომური აფეთქებები საჭირო და საამური ყოფილა, როგორ იფიქრებ ამ აისის შემხვედვარე, რომ ეს ყველაფერი ასეთი ჯოჯოხეთური აფეთქებებია). მაგრამ 1975 წელს, ოლივერ ანუელმა თავისი კვლევე- ბით დაადასტურა, რომ ეს ასე არ არის, არამედ წყალბადი მხოლოდ მზის გარსის ზედაპირზეა და მზე სავსეა ჟანგბადით, რკინით, - 292 -
ნიკელით, ოქროთი და... ასევე დაამტკიცა, რომ ბოლო პერიოდში მსუბუქი იზოტოპების დახმარებით, შეიქმნება ნახშირწყალბადები და შეიძლება დისტილატებიც კი. ჰოდა, გაჩნდება ადამიანებისათვის გამოსაყენებელი ულევი რესურსი. ამოცანა ახლა ისაა თუ რომელი პლანეტა სჯობს კოლონიზაციისათვის,რომ არც ისე შორს იყოს 100-ჯერ გადიდებული მზის მკვდარი სხეულიდან,რათა წიაღისეული საბადოების ტრანსპორტირება ძვირი არ დაჯდეს და არც ისე ახლოს, რომ მზის 100-ჯერ გადიდებულმა მკვდარმა სხეულმა დაგვწვას. ამასთან, აუცილებელი პირობაა,რომ ახლადგამოჩეკილ მზესთან V838 ხელსაყრელ დისტანციაზე იყოს, რომ ახლა მისმა ზრდამ და მცხუნვარებამ არ შეგვაწუხოს ანუ კაცობრიობას უზარმაზარი ლოჯისტიკური ამოცანის გადაჭრა მოუწევს და ჩვენ, ქართველებმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მსოფლიოს ამ არნახულ გადანაწილებაში. იქნებ საბადოებითა და განძებით სავსე ნაწილი მოვიზომოთ ახალ პლანეტაზე და რაც მთავარია, იქ მაინც არ ვიყოთ ორ ზღვას შუა გაჩაჩხული და რუსეთის ქვევით ამოდებულნი. მისგან შორს და მზის სხეულთან ახლოს მოვიზომოთ რამე უფრო დიდი ტერიტორია, თან მეზობლებად ავირჩიოთ შვეიცარიელები, ან სრულიად შესაძლებელია ჰოლანდიელები, ანდა, ახალზელანდიელები და 4 მილიარდი წლის შემდეგ მაინც ვიცხოვროთ ტკბილად ახალ მეზობელთან ახალ პლანეტაზე. მაგარია არა?! „გლიჯავს“, დარდით ამაღამ არ დაგეძინებათ! კი მაგრამ, ახლა ეს რამ გაგახსენაო, იტყვის ჩემი ინტრიგანი ოპონენტი? რამ და თურმე, რაც უფრო ასაკში შედის მზე,მით უფრო მწველი ხდება!!! როცა მზე პატარა იყო და ძუძუს წოვდა თუ სკოლაში დადიოდა, 70%-ით ანათებდა იმ განათებისა, რასაც ახლა ანათებს და მომავალში 30%-ით მეტს გაანათებს, - 293 -
ვიდრე ახლა. ჰოდა, გლობალური დათბობაც ეკოლოგიის კი არა, მზის ასაკის მომატების ბრალია და ის ყოველწლიურად უფრო ფუფქავს და წვავს. სიბერის ბრალია და არა ეკოლოგიის (ეს ივნისში ჩემს თავზე გადავიტანე), ამიტომ ყოველი მისი იუბილე და ასაკში შესვლა უფრო ძვირი გვიჯდება. ასე იქნება 4 მილიარდი წელი. რა ვქნათ მანამდეო, იტყვით თქვენ, მანამდე გადავწყვიტოთ კაცობრიობის ეს ურთულესი ლოჯისტიკური ამოცანა, რომელი პლანეტა ავირჩიოთ კოლონიზაციისათვის და იმ პლანეტაზე რომელი ტერიტორია მოვინიშნოთ ჩვენთვის ქართველებმა. მზეზე დიდი საზრუნავი რა მოგცეთ? თქვენც გაერთობით, ქვეყანაც დაწყნარდება, ამაღლებულ კოსმიურ იდეებსა და პრობლემებს შეეჭიდებით და რაღაც მიწიერ პრობლემებზე ფიქრით თავს არ დაიღლით. რა დროს ესენია! მზის იუბილეა გადასახდელი. აგერ! 4 მილიარდ წელიწადში მზე კვდება და შეიძლება, დედამიწაც. ჰოდა, მაგას უნდა მივხედოთ. ხვალიდან დავიწყოთ ამაზე ფიქრი და ქმედება, მაგრად გავერთობით, სხვა თუ არაფერი! მზე მეცოდება, იწვის... ივლისი, 2008 წელი
- 294 -
მაიმუნიდან წარმოიქმნა ადამიანი, თუ პირიქით? Never think about the future Albert Einstein There is no sin except stupidity Oscar Wilde ბავშვობიდან მაწუხებდა პასუხი კითხვაზე ნამდვილად, მაიმუნიდან ვართ წარმოშობილი თუ არა? რა იყო ყველაზე დიდი ცოდვა დედამიწაზე. პირველი წიგნი, რომელსაც ძალიან პატარამ შევეჭიდე „ბიძია თომას ქოხისა“ და „გულივერის მოგზაურობის“ შემდეგ ჩარლზ დარვინის „ევოლუციის თეორია“ იყო (შემთხვევით მწვანე ყდა მომეწონა). სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ურთულესი იყო და ძალიან გამიჭირდა წაკითხვა. ალბათ, ამიტომაც მახსოვს ასე მწარედ, მაგრამ პასუხი კითხვაზე - მართლა მაიმუნიდან ვართ წარმოშობილი თუ არა,სულ მაწუხებდა, თან საიდან ვართ ასეთი ფარისევლები, ცინიკოსები, დაუნდობლები საკუთარი მოდგმის მიმართ, მზად ვართ ფულისა და ბიზნესისათვის გავწიროთ კაცობრიობა – ნუთუ ეს მაიმუნმა დაგვანათლა? არადა, მაიმუნი პირდაპირ აცხადებს, ეს მინდა და ეს არაო, გულწრფელია და პირდაპირი. ჩვენ შეგნებულები ვართ - დემოკრატიაო, საბაზრო ეკონომიკაო, თავისუფალი ეკონომიკაო, ბაზარზე კონკურენციაო, თავისუფლება და შვებაო და ათასი სისულეებით ვიჭყლეტთ ტვინს. არადა, არასდროს ყოფილა მსოფლიო ეკონომიკა ასეთი არათავისუფალი და ასეთი არადემოკრატიული, როგორც დღეს. ყველაფერს არეგულირებენ ისინი - G8, უბრალოდ,ეს სატყუარა, ეტყობა, დაბალგანვითარებული ეკონომიკებისათვისაა, რათა აქტიურად გაზიდონ რესურსები, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლების დაცვის დროშით,თავისი თამაშის წესები შესთავაზონ განვითარებად ქვეყნებს. ყველაფერი სტრატეგიული ინტერესებისათვისაა - 295 -
და თუ ამ ინტერესში არ წერიხართ, ჰოო, მაშინ ცუდადაა თქვენი საქმე. ასეთი რამ მაიმუნისაგან მივიღეთ??? გადავწყვიტე ამ პაპანაქება ივლისში ვესტმისტერის სააბატოში ამ იდეის ავტორს - დარვინს ვესტუმრო. ჰოდა, რამდენიმე კითხვაზე მოვთხოვე პასუხის გაცემა. დუმილი არჩია, თავი გამანებე, გადავიფიქრე, ეს რა წამომცდა, ვიხუმრე კაცოო! ჩადი გორილას ჰკითხე, ნახე, მაინც რა კეთილშობილიაო. წავჩანჩალდი რეგენტის პარკში, ლონდონის ზოოპარკში. გორილა მხართეძოზე იყო წამოპლაკული, ჩეროში, ბანჯგვლიანი ხელები (ჯუგაანელი მიტოსავით ალაზნის ჭალების მობიბინე ტყესავით რომ აქვს თმით მკლავები დაფარული) თავქვე ჰქონდა ამოდებული, ფეხი ფეხზე შემოდებული და მრავლისმთქმელი, ღრმა, შავი თვალებით, რომელიც საოცარ სევდას აფრქვევდა, შესცქეროდა ლონდონის ღრუბლიან ცას. ღრმა ფიქრს მისცემოდა გორილა. ალბათ, კაცობრიობის ნათელ მომავალზე და მშრომელი მასების თუ მოწინავე ინგლისელი ინტელიგენციის ინტერსების დაცვაზე ფიქრობდა, რასაც ბოლო დროს გორდონ ბრაუნის ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია. ალი-კვალი ადამიანი იყო: ტანით, ფეხებით, ხელებით, სახით, სექსუალური ტუჩებითა და უკანალით, როგორ ჰგავდა ადამიანს, გაგიჟდებოდი. ცხოვრებაში არ მინახავს გორილა და არ მეგონა ადამიანის ასეთი ასლი თუ იყო. ამას დარვინი და თეორიები არ უნდოდა - სრული ასლია. მე მგონი პირიქითაა - ჩვენგან წარმოიქმნა მაიმუნი. ამაზე ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა: სსრკის ეპოქაა და დაიწყო პერესტროიკის, გარდაქმნის პერიოდი. ლომმა ტყეში (ან ლონდონის ზოოპარკში, რა მნიშვნელობა აქვს) კრება მოიწვია და ცხოველებს განუცხადა: უნდა გარდავიქმნათ, მთავრობის - 296 -
მოთხოვნაა ასეთი, პერესტროიკა არისო. მაიმუნის გარდა ყველამ თანხმობა განაცხადა. რატომ ხარ წინააღმდეგიო: ჰკითხა ლომმა მაიმუნს. რომ გარდავიქმნა, ადამიანი უნდა გავხდეო და ადამიანი რომ გავხდები,ცხოვრება ხომ მინდა, ოჯახს კი - რჩენაო და რამე უნდა ვიმაიმუნო და ისევ მაიმუნი გავხდებიო,აზრი არ აქვსო - მიუგო მაიმუნმა. ანუ ადამიანი არის მაიმუნი, რომელმაც მაიმუნობა დაიწყო. ზუსტია! გორილა ზუსტად ადამიანის ასლი იყო,ოღონდ უფრო მშვიდი, კეთილშობილი, გულწრფელი, მოყვასის, მისი ტომელების მოყვარული და რაინდული. ეჭვი არაფერზე მეპარებოდა, მაგრამ რადგან მოვედი, მაინც ვკითხე - საიდან ვართ-მეთქი ჩვენ, ადამიანები? შემომხედა გამჭოლი და ნაღვლიანი მზერით (ეტყობა, ადამიანების საქციელზე და მომავალზე დარდობს). მომნუსხველი იყო ეს მზერა, წამით მეზოზოურ ერაში გადამისროლა და წარმოვიდგინე, როგორ იყო გორილა სამყაროს პატრონი. პასუხი, რომ დააგვიანა, ქრთამის მიცემა მოვინდომე (ეს ხომ ასე უყვართ ადამიანებს, თუმცა, ინტერესს ეძახიან, ხან სტრატეგიულს და ხან პირადულს) და ბანანი ვესროლე. უხეშად უკან მესროლა - ვინაა შენი მათხოვარიო, ბიჭებს წაუღე გმირთა მოედანზე,ზოოპარკში, შიმშილით კუჭი, რომ უხმებათო. აქ მე პუდინგზე და „ცეზარის“ სალათზე ვყავარ, შე შტეროო. თქვენ, ადამიანებს ფხიზელი თვალით ვერ გიყურებთ და დღეში 2 ბოთლ ვისკის ვსვამო. კითხვა, რომ შევახსენე,დამეკარგე აქედან, შენღა მაკლდიო - მანიშნა უძირო, შავი თვალებით. ცინიკოსობით კი ვგავართ ძმაო, მაგრამ შინაგანადო... შეხედე ჩვენს კეთილშობილ საზოგადოებასო და მიმითითა იქვე გაშხლართულ მოყვასზე, რომელსაც ნამდვილად არ ადარდებდა,რა იქნებოდა ხვალ და არც ის იცოდა, რომ სიშტერე ამქვეყნად ყველაზე დიდი ცოდვა იყო. არა, არ იქნება - 297 -
ეგ ამბავი სწორიო - მომიგო გორილამ, დარვინის მოგონილს და ნაბჟუტურალს ჰგავსო... აგერ, ზევით ერთი ჭკვინი კაცი წევს საფლავში და იმას ჰკითხე, ისიც მაგ დროს ჩალიჩობდაო. არ დაიჯერებთ და მითხრა - მიდი, მარქსს ჰკითხეო... მეც წავედი, იქვე, შვეიცარულ კოტეჯებთან აღმართი ავიარე და ულამაზეს ბაღში ბატონ მარქსს მივაკითხე. რას გვერჩოდი მე ვუთხარი,რა დაგიშავეთ? რა კომუნიზმი და ღირებულების შრომითი თეორია აგიტყდა? როდესაც გაიგო საიდან ვიყავით, ბევრი იცინა, სულ ვამტკიცებდი - არ შეიძლება მაგ გადარეულ ქვეყანას ეგ სისტემა გააკაროთ, მაგრამ ვინ დაგიჯერა. მივიდნენ ეს გიჟები და ლენინმა და გერმანიის უშიშროებამ მოგაწებესო. ჰოდა, მაგას ჰკითხეო. რაც შეეხება დარვინსო, მაშინ ასე გვეგონა ყველას, მაგრამ რაც დრო შეიცვალა, მაიმუნი უფრო კეთილშობილი ჩანს. თქვენ ყველაფერ ადამიანურს სპობთ, არც თეორიები გიძლებთ და არც დროო. დღეს ყველაზე აქტუალური ხალხზე, მოსახლეობაზე მალთუსის თეორიააო, მრავლდებით ძმაო და გაჭირდა ცხოვრება. რაც შეეხება ღირებულებას, ისევ ადამიანი ქმნის მიწოდებასაც და მოთხოვნასაც, როგორც მაშინ,ისე ახლაო თქვენთან კი ამომშალეთ სიიდან, მაგრამ ლონდონში ადამ სმიტისა და რიკარდოს გვერდით ვარო. თქვენ ეკონომიკა და თეორია არ გიყვარდეთ, მე რას მერჩითო. ჩვენ გერჩით? - შევიცხადე მე თქვენი თეორიებით დაგვაქციეთ ისე, რომ დღესაც ბევრი ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი საბაზრო ეკონომიკაზე, რომ ლაპარაკობს, მარქსიზმს გულისხმობს, თავისუფალ კონკურენტულ გარემოზე საუბრისას კი სახელმწიფო მონოპოლიზმს და სოციალიზმს გულისხმობს, სახელმწიფო რეგულირებასთან ერთად. აბა, ვის დავაბრალოთ, წამოპლაკულხარ აქ, შუა ლონდონში და ნებივრობ მსოფლიო კაპიტალიზმის დედაქალაქში. აბა - 298 -
ჩვენ გვკითხე?! - მივუგე გამწარებულმა. რაო, რა ხდებაო? შეშფოთდა მარქსი. მოვუყევი!!... და გადაბრუნდა საფლავში... წამოვედი, რა მექნა... მივუყვებოდი დაღმართს, ლონდონური, უშფოთველი ზაფხულის საღამო იყო და მე ისევ ვსვამდი კითხვას - მაინც როგორ ფიქრობთ, მაიმუნიდან წარმოიქმნა ადამიანი თუ პირიქით? და საერთოდ, რომელია ყველაზე დიდი ცოდვა დედამიწაზე? ემზარ ჯგერენაია ივლისი, 2008 წელი, ლონდონი
მონეტარიზმი გარდაიცვალა, კეინსი აღსდგა, ის ჩვენთანაა! კრიზისიდან გადარჩენის გზა ნაპოვნია, რომელიც ხიდზე გადის სერიოზული სათაური დავარქვი ამ ყველაფერს, რათა თქვენთვის მეჩვენებინა, რომ ომი კეინსიანელებსა და მონეტარისტებს (მილტონ ფრიდმანი, „ჩიკაგოს სკოლა“, თანამედროვე ლიბერტანიალების მამები და ბიძაშვილმამიდაშვილები) შორის, ამ უკანასკნელების მწარე დამარცხებით დამთავრდა. მონეტარიზმის დედაპრინციპი - სახელმწიფო ეკონომიკაში ჩაურევლობა და მისი მხოლოდ ფულად-საკრედიტო პოლიტიკით რეგულირება, ისტორიას ჩაბარდა. ეს სახელმწიფო, რაც აქამდე ეკონომიკასა და ბიზნესში არ ჩარეულა, ახლა ერთდროულად ჩაერია. ამასთან, მგონი, ეკონომიკაში ჩარევა და Bail Out-ის გამოწერა ყველაზე კარგი ბიზნესი გახდა. პოლსონმა, რომ 350 მილიარდი დოლარი გამოწერა, მას 838 მილიარდი დოლარი ობამამ დაუმატა და - 299 -
მგონი,ეს უკანასკნელი არ არის. ამას ბოლო არ აქვს. კეინსი საფლავში ზეიმობს - ხომ გეუბნებოდითო, დროული ჩარევა და რეგულირებაა საჭირო, ადრე გამისტუმრეთ საიქიოში და არც ნეოკეინსიანეალებს მოუსმინეთო. არადა, ჯერ კიდევ 30-იან წლებში ამბობდა საწყალი ჯონ მეინარდ კეინსი, ხარჯეთ რაც შეიძლება მეტი ფული რეცესის დროსო. კეინსის ლოგიკა მარტივია: ვთქვათ, რეცესიის დროს ფასები და ხელფასები დაფიქსირებულია (ჩვენთან ეს უკანასკნილი კაი ხანია დაფიქსირებულია), რათა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დავაფიქსიროთ ბალანსი. ეკონომიკაში, როგორც ახლა საქართველოსა თუ მსოფლიოში, ბაზარზე რეცესიის დროს მოთხოვნის დეფიციტი წარმოიშობა. ამ დროს ყველა სვამს კითხვას თუ რა უნდა მოიმოქმედოს გილაურის მთავრობამ, როგორ გააცოცხლოს ბაზარი და აღადგინოს მოთხოვნა (სხვათა შორის, ზუსტად იგივეს აკეთებს ახლა ობამას კაბინეტი). შეუძლია მას აღადგინოს მოთხოვნა? კეინსს მარტივი პასუხი აქვს - კი! მხოლოდ, კეინსის მიხედვით, სახელმწიფო ხარჯების ზრდაა საჭირო. მაგალითად, ხიდების, გზებისა ახალი საცხოვრებელი სახლებისა და ქალაქების მშენებლობის დაწყება. ამ შემთხვევაში, მშენებელი კომპანიები და სამშენებლო სექტორში დასაქმებული ადამიანები დამატებით შემოსავლებს მიიღებენ. დავუშვათ, ამ შემოსავლებიდან დაქირავებულები ყოველი ლარიდან 80 თეთრს დახარჯავენ და 20-ს დააგროვებენ. მაშინ, კეინსის მიხედვით, მშენებლობის ხარჯზე ეკონომიკაში მოთხოვნა 1 ლარით გაიზრდება, პლუს 0,8 ლარით მუშების მიერ დახარჯული ფულით და პლუს 0,8 გამრავლებული 0,8ზე, მათ ხარჯზე, ვინც მუშებს თავის საქონელს მიჰყიდის. მთლიანობაში მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი), გაიზრდება 1+0.8 +0.8X0.8+0.8X0.8X0.8...=5 ლარამდე. ამ ეფექტს ეძახიან - 300 -
კეინსურ მულტიპლიკატორს, როცა სახელმწიფო დახარჯავს 1 ლარს და მშპ-ს გაზრდის 5 ლარით, ანუ, მოკლედ, ჩვენს საბიუჯეტო საქმეებს რომ დავუბრუნდეთ, თუ საქართველოს მთავრობა დახარჯავს 1 მილიარდ ლარს ხიდების მშენებლობაზე, მთლიანი შიდა პროდუქტი 5 მილიარდი ლარით გაიზრდება. - ეს იყო სულ? ასე გადავარჩენთ ეკონომიკას? - კიდევ არის ერთი რამ - რეცესიის დროს უნდა შევამციროთ გადასახადები და რადგანაც დასაქმება ყველაზე აქტუალურია, 2009 წელს შევამციროთ შრომაზე გადასახადი. - ესეც კეინსმა თქვა? - არა, ეს თავის ბოლო ნაშრომში ამერიკელმა ეკონომისტმა, მარკ ბილსმა და პიტ კლენოუმ თქვეს, რომ შრომაზე გადასახადების 5-6%-ით შემცირება იწვევს დასაქმების 4.2%ით ზრდას. - მერე რა ქნა მთავრობამ? - რა და 25%-დან საშემოსავლო გადასახადი 20%-მდე შეამცირა ანუ ეს პირობა შეასრულა. ამიტომ უმუშევართა რაოდენობა 2,8%-ით შემცირდება. - აბსოლუტურად სწორია! რაღა ჩვენ და რაღა ობამას გუნდი. ვინაა ობამას გუნდი? - იკითხავთ თქვენ : ლარი სამერსი, კრისტინ როემრი, პოლ ვოლკერი, ოლსტა ნუგულსბი. _ ვინაა გილაურის გუნდი? _ იგივე! აა... ასე მარტივად ყოფილა ყველაფერი. იდიდოს კეინსის სახელმა. ძირს ფრიდმანი და მონეტარიზმი! დადგა სანატრელი ნეო-ნეოკეინსიანიზმის ჟამი და დღეს მთელი მსოფლიო ნეო-ნეოკეინსიალიზმითაა შეპყრობილი (ვიცოდი ეს მე და იმიტომ მიკიდია კეინსის პორტრეტი ოფისში, ჩემს - 301 -
კაბინეტში არა, არველაძის კაბინეტში, რა იცი რა ხდება). რა, არაა ასე? ნუ დამჩხავიხარ ყვავივით! აბა როგორაა? კეინსის მუტიპლიკატორი არაა 5? აბა რამდენია,0,8? ვინ თქვა? ექსპერტებმა? ვინ ჰკითხავს ამ ჭკუათხელ ექსპერტებს! გვინდა და იქნება! როგორ, აწგანსვენებულმა კეინ- სმა არ იცის და ამ ქართველმა ექსპერტებმა იციან? დავხარჯავთ 1 მილიარდს ხიდებზე ჩვენ და ობამა და 5 მილიარდით გავზრდით მთლიან შიდა პროდუქტს, გავზრდით ეკონომიკას, ასევე ბაზარსაც. უფრო მეტიც, მშენებლობასაც დავეხმარებით და მოთხოვნასაც ავწევთ. არა ბიჭო, კეინსს არ დავუჯერებ და ამ ცინგლიანი ექსპერტების „ფორქასთებს“ (Forcast – (ინგლ.) პროგნოზი) მოვისმენ?! საერთოდ, როგორც გალაქტიონის შემდგომ არ უნდა დაწერილიყო არც ერთი ლექსი, რადგან მან ამოწურა პოეზია, ისე, კეინსის მერე არ უნდა გაგვეჭაჭანებინა არც ერთი ექსპერტი. კეინსი მკვდარი უნდა იყოს და ჩვენი ზოგიერთი ექსპერტი ცოცხალი?! აფსუს, რას იტანს ტელევიზიის ეკრანი, სადააა სამართალი?! მათხოვრები, მუქთახორები, მულტიპლიკატორი ენანებათ! დაგვიტოვა კაცმა - 5-იაო. არიქა, არისო! - დაიჩემებენ ეს ბეცები. არ გჯერა? აი, შარშან ხომ გახსოვთ, შვეიცარიაში, დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ვინ იყო მთავარი მომხსენებელი (წელს ეკონომისტებში ისე გაუჭირდათ, რომ მთავარი მომხსენებელი პუტინი იყო, ან, ალბათ იმიტომ, რომ იქნებ, შარშანდელი მთავარი მომხსენებლის ბედი გაიზიაროს) ლიჰმან ბრაზერსის (Lehman Brothers), 160 წლის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი. მახსოვს, როგორ შესციცინებდა ყველა ეკონომისტი და ბიზნესმენი, როგორ იწერდნენ მის „ფორქასთებსა“ და ინფორმაციას 2008 წლის მსოფლიო ბიზნესის განვითარების წარმატებებზე. 9 თვის შემდეგ კი, 2008 წლის სექტებმბერში როგორ ლანძღავდნენ, - 302 -
როგორც თაღლითსა და უვიცს! ესაა სულ შენი ექსპერტები! ძირს მონეტარიზმი! გაუმარჯოს კენსს!... და ჩვენ ვიპოვნეთ კრიზისიდან გამოსავალი გზა, რომელიც ხიდზე გადის! იანვარი, 2009 წელი
სახალხო დეფოლტი „გამოცდილება და ისტორია გვასწავლის - ხალხებმა და მთავრობებმა ისტორიდან ვერაფერი ისწავლეს“! გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი ძნელია უყურო, როგორ მოდის აბობოქრებული ზღვის ათმეტრიანი ტალღა, როგორ გიახლოვდება ცუნამი (მით უმეტეს, თუ პატარა ნავში იმყოფები) ან წიქარასავით მიჰქრი, უკან დევები მოგდევენ, გინდა ამოიღო სავარცხელი და გადააგდო, მაგრამ არ გაქვს. გინდა დევს ბუნჩულა მხრებში ნაცარქექიასავით სადგისი ჩაარჭო, მაგრამ დაბლაგვებულია. გინდა დაიყვირო, მგელი მოდისო, მაგრამ ქაჯანასავით ხმა არ მოგყვება. საოცარია, რატომ გამხსენდა წიქარა ამ გაგანია კრიზისში, ან რა შუაშია საერთოდ ხარი? მას არ მოაქვს ბედნიერება! ავიღოთ Merill Lynch-ის მაგალითი. ხომ გახსოვთ, ათეული წლების მანძილზე, უოლ სტრიტზე მისი ხარი თავს როგორ იწონებდა და კარიერა როგორ დაამთავრა - უმუშევარი დარჩა! ვის რად უნდა გაკოტრებული ფირმის ხარი. ხარი ხარის წელიწადს გარდაიცვალაო. ეს საშიში ცრურწმენაა! აი, მაგალითად, შარშანდელ კრიზისში ბრალდებული თაგუნიას ამბავი უფრო ჰუმანური იყო (2008 - თაგვის წელი იყო), ის - 303 -
უბრალოდ დააპატიმრეს. ოღონდ, ჯერ არ გაუსამართლებიათ, ბრალდების მოტივი და მუხლი ვერ დაადგინეს, რადგან საფინანსო კრიზისის გაჩაღების ფაქტზე ვერ დაიჭირეს. და მაინც, ვისი ბრალია ეს კრიზისი, რატომ დაიჭირეს თაგვი და რა ბედი ელის წლევანდელ ხარს? სად გაიძურწა ეს ეკონომიკის ჯადოქარი და მამოძრავებელი ძალა – უხილავი ხელი,არის თუ არა ბაზარი,რატომ უნდა იხადოს სახელმწიფომ ტოპ-მენეჯმენტის შეჭმული ბონუსები? - ბევრი კითხვაა. ყველაზე საინტერესო კი ის არის თუ რომელი ეკონომიკური კანონების მიხედვით მუშაობს დღეს მსოფლიო და საერთოდ, ამ დათვის ტრენდში რა შუაშია ხარი? ამას წინათ, მცირე და საშუალო ბიზესმენთა (ახლა ყველა ბიზნესი მცირე და საშუალოა, ყველამ „ბექშიფტი“ გაკეთა) ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სავაჭროსამრეწველო პალატა ყოველწლიურად აწყობს, ერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა, ბატონმა ჯუმბერ ხატიაშვილმა კრიზისთან დაკავშირებით თავისი აზრი გამიზიარა - „გავა რამდენიმე წელიწადი და მსოფლიო გააღწევს ამ კრიზისიდან. შეიქმნება ახალი ეკონომიკური თეორიები, რაშიც ვიღაცეები ნობელის პრემიებსაც მიიღებენ. ამ სიტუაციიდან იმ გაკვეთილს მივიღებთ,რომ მსგავსი კრიზისი მსოფლიოში აღარ განმეორდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იგივე წარმატებით მოხდება უარესი კრიზისი, ოღონდ სხვანაირი და სხვა სისტემით გამოწვეული“. საოცარი სიტუაციაა. ადრე ამბობდნენ, „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“. გადაბრუნდა ურემი, მაგრამ გზა მაინც არ ჩანს. მეტიც, შარშან გვეგონა ყველაფერმა ჩაიარა და კრიზისი გაიფურჩქნა. ამ მიზეზით ყველანი ციხეში გავუშვით, მათ შორის, შარშანდელი წლის გმირი თაგუნია და აღმოჩნდა, სულ ტყუილად. - 304 -
წელს მოდის და მოშხუილებს კრიზისის ტალღა, წელს მოხდება ყველაზე სერიოზული რამ - შარშანდელს რეცესია ერქვა, რომელიც წელს უკვე დავაჟკაცდა, დაღვინდა, მოღონიერდა,ხარად იქცა და კრიზისი დაარქვეს. ღმერთმა გვაშოროს, რომ გაისად კიდევ გაძლიერდეს და ბაყბაყ დევად მოგვევლინოს. ერთი, ცაგარელს ჰკითხეთ, გაისად რისი წელია, რა განწყობილება აქვთ პლანეტებს და ბრ-ს ჩვენს მიმართ და საერთოდ, აუცილებლობის გარეშე კუჭის ამოჭრის ოპერაცია თუ შეიძლება განვახორციელოთ, რადგან საკვები ცოტა იქნება. ეკონომიკურმა ფორქასტებმა აზრი დაკარგეს და ასტროლოგიურს მაინც მოვუსმინოთ. ის, თუ რა ეშველება ეკონომიკას,ეკონომიკურ ინსტიტუტებში არ ისმის და იქნებ, ცაგარელს ვკითხოთ და გვითხრას?! ისე, ეკონომიკური ექსპერტები ისეთი ტემპით მრავლდებიან, სულაც არ გამიკვირდება ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ არხზე უცაბედად საზეიმოდ გვაუწყონ, ახლა პლანეტების ეკონომიკურ განზრახვებსა და მოთხოვნა-მიწოდების კანონის შესრულების მდგომარების შესახებ ვესაუბრებით ეკონომიკურ ექსპერტს, მიხეილ ცაგარელსო. რატომაც არა! თაგვსა და ხარზე მაგან ჩვენზე მეტი იცის და აბა, როგორ ეკონომიკაში ვცხოვრობთ სხვამ ვერავინ დაადგინა და იქნებ, იმათ, პლანეტებმა იცოდნენ. ან, ის იცოდნენ, მოზღვავებული კრიზისი საზღვარზე როგორ შევაჩეროთ, საცრით წყალი როგორ დავიჭიროთ და ლაპრაკით ვალი დავაბრუნოთ, საერთოდ, რომელ თანავარსკვლავედში ვიყოთ?! არა, კარგი იდეაა, ასტროლოგი, შეთავსებით ეკონომიკური ექსპერტი, მიხეილ ცაგარელი. ისე, რა მნიშვნელობა აქვს ცაგარელი იქნება ეკონომიკური ექსპერტი,თუ მაგარეიშვილი? მაინც ერთი ფასი აქვს - არავინ უსმენს! კრიზისი კი იცოცხლე, მოდის და მოშხუილებს ჩვენკენ, - 305 -
თაგვი ციხეში დასჯილი ზის, ხარი ღმუის, მაგრამ არ ვუშვებთ ამ კრიზისს, სწორსაც ვაკეთებთ! იყოს იქ, უოლ სტრიტზე! ჩვენ აგერ, ცაგრელს დავეყრდნობით და კრიზისს თუ ვერ ვუშველით, იმედია, ჰეგელის აზრებს არ გავამართლებთ და ჭკუას ვისწავლით, რადგან ახლა ხალხის მხრიდან ვალების არგადახდა დაიწყება, რადგან ისინი ბანკის ვალებს ვერ დაფარავენ, ამას მოჰყვება სახალხო დეფოლტი. ჰკითხეთ ცაგარელს, პლანეტების აზრით, როდის არის ვადაგადაცილებული ვალების დაფარვისა-თვის ხელსაყრელი დრო და დეფოლტზე გადასვლა, თან უბრალოზე, არასახალხოზე როდის სჯობს?! თებერვალი, 2009 წელი
კრიზისის სიმფონია და კაკაფონიის მოლოდინი ეჯუორთის ყუთის ქართული პარამეტრები ემპირიულ ჭრილში. საოცარი ქვეყანაა ეს საქართველო, აქ უნიკალური ხალხი ცხოვრობს. ერთხელ რამეს იტყვიან და ამ თეზას გამუდმებით ჯიქურ იცავენ. ერთმა ჩემმა სტუდენტმა, ჩემი კოლეგა პროფესორის შესახებ მიამბო, რომელიც თურმე ლექციაზე ამტკიცებდა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი პირდაპირი გადასახადიაო. ჩემი სტუდენტი, ჯვრელია, პროფესორს უმტკიცებდა - „არა კაცო, არაპირდაპირი გადასახადიაო.“ პროფესორი შეუვალი იყო! – „როგორ გეკადრება, მე არ ვიცი?! პირდაპირია, ორგანიზა- ციაში რამე თანხა რომ შემოვა, ეგრევე დამატებული ღირებულების გადასახადს გაჭრიან“!!! - ამტკიცებდა თურმე ის. ხოო... განა - 306 -
არ იცოდა, რომ იდეაში ასე არაა, მაგრამ ალბათ, ეს ჩემი კოლეგა დღგ-ზე გაბრაზებული იყო, ან ერთხელ თქვა და მერე გაჯიუტდა - პრინციპის ამბავია! მესმის მისი. ანდა, ემპირიულად ასე ჩანდა და ღრმა დედუქციის მეთოდი აღარ გამოუყენებია. მარკესისა არ იყოს, საგვარეულო ხაზს ატარებდა და ერთგულად იცავდა! პატარა იყო და სიღრმეში არ, ან ვერ ჩავიდა. ეს ნაციონალური ხასიათის შტრიხია! ერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთან კრიზისი არ არის და მორჩა, ვაწვებით პირველ ჩვენებას. დიდი ხნის წინ ვწერდით ჩვენს ჟურნალში, რომ 2009 წლის გაზაფხულზე მშენებლობის ბიზნესი ჩამოგვეშლებოდა და ზაფხულში არგადახდებისა და დავალიანებების კრიზისი დაიწყებოდა, მაგრამ არა! მშენებლები ჯიუტად აცხადებდნენ, რომ „კრიზისი არ არის და არც იქნებაო,სამშენებლო ბიზნესი ჰყვავისო“! კაცო, მთელი მსოფლიო კრიზისიშია, განსაკუთრებით, სამშენებლო სექტორი და რაღა აქ ჰყვავის და დგას მყარად? ციფრების სიბრტყეზეც ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ სტატისტიკა გადაიწვა და ახლა „მაზერბორდგანადგურებულ“ სტატისტიკას აღსადგენად გადატვირთვას ვუპირებთ, მაგრამ მეხსიერება გადარჩა. ჰოი, საოცრებავ!!! ერთ მშვენიერ დღეს მაინც გატყდა ქართული ხასიათი და ვიღაცამ დაიყვირა - მშენებლობა ინგრევა და უშველეთ, მაგრამ ეს ბანკების ბრალიაო. ემპირიულად ასეა - ბავშვი ფულს, რომ გაფლანგავს,ტოტალიზატორში დადებს, ნოზაძისა და კაპანაძის მსგავსად (ესენი ჩემი უზარმაცესი ემპირიულზედაპირულ, ზერელე, ზრდილობიანი სტუდენტები არიან) და მერე მშობელს მიადგება - „ფული რომ გესესხებინა,მეტ ვარიანტს დავდებდი და სადმე გავარტყამდიო“! ისე, რას ერჩი ნოზაძეს, არის აქ ჭეშმარიტების მარცვალი. ფაქტი ისაა, რომ მშენებლობის ბუშტი სკდება! გაგიჟდები, შარდის - 307 -
ბუშტი გამიგონია, საფრენი ბუშტიც გამიგონია და „დედას ბუშტიც“, მაგრამ ემპირიაშიც კი ვერ წარმომიდგენია მშენებლობის ბუშტი. უცებ წარმოვიდგინე: ოცსართულიანი შენობის სიდიდის შარდის ბუშტი გასკდა,რას წალეკავდა შარდი ქვეყანას?! საზოგადოებას სრული ინტოქსიკაცია ელოდება! თანამედროვე ეკონომიკური ტერმინოლოგიით ამას ფსკერის გამოჩენა ჰქვია. მთავარია ფსკერი ჩანდეს. ახლა მთელი მსოფლიო კრიზისის ფსკერს ეძებს, მერე ის მაინც გვეცოდინება, რა გველის და როდემდე. ფსკერზე დევს რაღაც, რაც მიგვანიშნებს სადამდე და საით. ქართველი ერის ჭკვიანობა და უნიკალობა იმითაც გამოიხატება, რომ ჩვენი დიდი წინაპარი შორეულ წარსულში ფსკერის თეორიას ქმნიდა! ბაზალეთის ტბის ძირში მუდამ ვეძებდით რაღაცას! დიდი გამოცდილება გვაქვს, როგორც ემპირიაში, ასევე ფსკერის ძიებაში. სულიკოს მსგავსად,ჯერ ფსკერი ვერ ვნახეთ,მაგრამ პროცესში გაწაფულები ვართ. მთავარი ერთია, ბაზალეთის ტბა შემოფარგლულია მისი პერიმეტრებით, რაც გინდა იწვალო, მას ვერ გასცდები – ეს არის სრული რესურსი. ამას ფინანსებში ეჯუორთის ყუთი ჰქვია და მისი მთავარი თეზა ის არის, რომ ერთის ინტერესების დაკმაყოფილება მეორის დათრგუნვის ხარჯზე ხდება და ამას პარეტო ეფექტიანობა ეწოდება. ანუ ბაზალეთის ტბა იგივეა, რაც ეჯუორთის ყუთი. დადგა დრო, რომ კრიზისის პარამეტრები ვაღიაროთ და ისიც, რომ რეალური კრიზისის პირველ აკორდს, დო-ს მშენებლობა აიღებს, ხოლო რე-ს მომწოდებლები. სამწუხაროდ, ბანკები იქნებიან, რომლებიც ამ აკორდს მორიდებულად და ნაზად აიღებენ, როგორც ჩვევიათ, სენსეტიურად. მი - იქნება მრეწველობა და შემდეგი დეფიციტი ინფლაციასთან ერთად. სანამ ეს აკორდები - 308 -
რიგისობით, ჰარმონიულად იჟღერებს, სიმფონია ქვეყნის ეკონომიკაში ასატანი იქნება, რაც ზაფხულამდე გასტანს. შემდეგ... შემდეგ მოვა ის უნიჭო „უხილავი ხელი“, ყველა კლავიშს ერთდრულად ჩამოჰკრავს და... რა იქნება? ემპირიულად კაკაფონია, მეცნიერულად ეჯუორთის ყუთის მოშლა, პიარი სცენაზე - ბუშტის გასკდომა, ხოლო სახალხო ენაზე იქნება იმ ხალხის ტრაგედია, რომელსაც ბანკში მისი გაკოტრებული მშენებლობის ბიზნესის ვალის გამო დაიბარებენ და სახლ-კარს გაუყიდიან. ასევე, დავალანებების კასკადი მთელ საზოგადოებაში - დეველოპერი, სამშენებლო კომპანია, ბანკი, მოსახლეობა. დროა, გაზაფხულივით შევიცვალოთ, ბუნებასავით ფერი ვიცვალოთ და ვაღიაროთ ეჯუორთის ყუთის პრობლემები, ნუ გავჯიუტდებით. შევქმნათ მეხამრიდი სახელმწიფო პროგრამა. არა მგონია კაკაფონიის მოსმენა ადვილი ასატანი იყოს და... ემპირიაში სჯობს ხასიათის ცვლილება. ხასიათია მთავარი, თორემ განა არ ვიცით, როგორია დღგ და ეჯუორთის ყუთამდე ბაზალეთის ტბის თეორია რომ გვქონდა ქართველებს. უბრალოდ, აბსცისა და ორდინატი არ გვქონდა დაფიქსირებული, დროა დავაფიქსიროთ. საოცარი ხალხი ვართ ქართველები. ემპირიულად კარგები,ხასიათით პოლიფონიურები ვართ და კაკაფონიისა არ გვეშინია,მაგრამ მთავარი მაინც ეჯუორთის ყუთი და პარეტო ეფექტურობაა! მარტი, 2009 წელი
- 309 -
როგორ შეაფასა ციცერონმა თანამედროვე ქართული სიტუაცია და რატომ გაგვებუტა კრიზისი „სიამოვნებით დავუშვებდი შეცდომას (შევცდებოდი) პლატონთან ერთად, ვიდრე გავიზიარებდი ჭეშმარიტებას თანამედროვე ბრძენებთან (ექსპერტებთან)“. ციცერონი როცა გაჩაღდა მტრობა პომპეუსსა და კეისარს შორის, ციცერონმა თქვა: „მე ვიცი ვისგან უნდა გავიქცე, მაგრამ არ ვიცი ვისკენ“. პლუტარქე ყველანი ცოდვილები ვართ. ეს სიტყვები აღდგომის პერიოდში მეტად აქტუალური და მწვავეა. ამიტომაც ვმარხულობთ ასე გულმოდგინედ, ამიტომაც გვიხარია აღსარება და ცოდვების მიტევება. აღდგომის იმედი გვაქვს. გაზაფხული და შხაპუნა წვიმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ლაფთან ერთად აირია. ამიტომაც გამახსენდა ციცერონი და პლუტარქე. ორი რამ მუდამ არსებობდა - ჭეშამარიტების ძიება და მისი მაძიებელი ექსპერტი. მუდამ იყო წუწუნი, რომ თანამედროვე მოაზროვნეები არ ვარგანან არც ეკონომიკაში და არც პოლიტიკაში, არ მოგვწონს, მაგრამ არ ვიცით როგორი სჯობს. თავის მხრივ, ამ ექსპერტებისთვის პლატონი ყოველთვის ყოფილი ბებერი ფილოსოფოსი იყო,ხოლო სულიკო ბუღალაშვილი იმედის მომცემი, ანუ შორეულ პერსპექტივაში, თვითონ იმედის მომცემი გენიოსი. მიწა მაგარია და არ სკდება,იშვიათი გამონაკლისის გარდა და ასეთ რამესაც იტანს. მეტიც, ხალხი მის ფუტურისტულ,თავხედურ ბოდვებსაც ეჩვევა და რაც უფრო ბუნდოვანია, მით უფრო იტანს, ამბობს - ხედავ? ნიჭიერია ეს შობელძაღლი, მერე რა, რომ ლოგიკა ციცერონივით არ უჭრის. მართალია, ნათელი - 310 -
არ არის რას ამბობს, რას ჩივის, მთავარია, ტონი, ფრაზა, არაფრის მთქმელი დემაგოგია. თან, ერთი წელი ეკონომიკური ექსპერტები არიან, მერე მოსწყინდებათ და პოლიტიკურები ხდებიან და მომავალში თუ დრო დარჩათ, რელიგიასა და შოუ ბიზნესში აპირებენ ბედის ცდას ან სულაც მწერლები გახდებიან. მერე რა, თუ ვერაფერს დაწერენ, რა საჭიროა წერა, ისე იქნებიან მწერლები, წერის გარეშე. შეიძლება „წერო“ ვერ მიიღონ, მაგრამ მწერლები იქნებიან. რაო, არ შეიძლება? ეკონომიკაში შეიძლება პროფესორ-ეკონომისტი, დოქტორი და ექსპერტი იყო და არ წერო? კი, შეიძლება! აბა, აქ რატომ არ შეძლება? არ გვინდა ეკონომიკის ექსპერტობა, ბაზარზე ამ ექსპერტებზე მოთხოვნა არ არის და ამიტომ ან პოლიტიკის ექსპერტი უნდა გახდე, ან მწერალი,რაც პრინციპულად, ერთი და იგივეა. ბოლო დროს მხოლოდ ერთი თემაა სალაპარაკო - როდის დამთავრდება ეს მსოფლიო-ადგილობრივი კრიზისი და როგორი იქნება მისი შედეგები? აქ აზრი ძირითადად სამად გაიყო: 1. ამერიკული - სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ შემოდგომაზე გვეცოდინება გველის სიგრძე და სრული მასშტაბი; 2. ევროპული - სადაც ჯერ არ იციან საერთოდ რა ხება, მაგრამ იმედიანად არიან; 3. ჩინური - სადაც კრიზისის მზეს ფიცულობენ და ლოცულობენ, დიდხანს გაგრძელდეს. თუ ევროპელებმა არ იციან საით გარბიან და მუდმივად და მუდამ „დიმპლი კონსერნში“ არიან, ჩინელებმა ზუსტად იციან, სად მიდიან და როგორც რომის დიდი მხედართმთავარი პომპეუსი იტყოდა, ამომავალ ვარსკლავს უფრო მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვიდრე ჩამავლს. ასევეა ამომავალი მზის ქვეყანა - ჩინეთი. ჩვენ კლასიფიკატორში ჯერ ვერ მოვხვდით. არაფერს ვამბობთ კრიზისზე და არ ვაღიარებთ მას. „ჰოდა, გაბრაზდა - 311 -
კრიზისი და ჩვენთან არ შემოდის, გაჯიქდა ბატონო, თქვენ ვინ ყოფილხართ, ეს რა გულგრილად და უპატივცემულოდ დამხვდითო. როგორ არ დამაფასეთ, ამიტომაც არ მოვალო! აი, ასე დავრჩით უკრიზისოდ. ჰოდა, ასე გავაუქმეთ კრიზისი და ეკონომიკური ექსპერტები უმუშევრები და ხავსმოდებულები დარჩნენ. ბაზარზე მოთხოვნა ახლა პოლიტიკურ ექსპერტებზეა და ეგრევე სატელევიზიო სტუდიაში გნათლავენ, გეკითხებიან თქვენ როგორი ექსპერტი გინდათ იყოთო. შენც იმას ეუბნები, რაზეც მოთხოვნაა. სხვათა შორის, კრიზისმა ესეც გაიგო და მის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა: რაო, ვინ უნდა შეისწავლოს ჩემი წანწკლა და შხვართი მიხვრამოხვრა, ხასიათის სირთულე და მიზეზ-შედეგობრივი მემკვიდრეობითი კავშირები ჩემს წინაპრებთან? ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და სერიოზულ ექსპერტულ კვლევას მოითხოვს და თუ ამისთვის არ გცალიათ, რადგან ექსპერტები და მთავრობა პოლიტიკაზე ერთდროულად არიან გადართულნი, მე ცოცხალი თავით საქართველოში არ შემოვალო. გაგვებუტა კრიზისი და ასე, ეს რეიტინგების ფანი ქვეყანა რეიტინგის გარეშე დატოვა. არადა, ვგიჟდებით რეიტინგებზე. დავშხუილობთ ათასი ჯურის რეიტინგში მე19-დან 119-ე ადგილებამდე, ბევრის სრული დასახელება მიმდინარე თაობამ არც იცის,მაგრამ ისტორიას ხომ ეცოდინება და „დიმპლი კონსერნში“ ჩავარდება ჩვენი გადატანილის, თუ მიღწეულის გამო. ყველანაირ რეიტინგსა თუ ლისტში ვიყავით შეყვანილნი, მათ შორის, ბევრ უცნაურში და ვამაყობდით, თუ სულ არაფერი გვექნებოდა ეკონომიკაში: არც სავალუტო საექსპორტო ამონაგები, არც ინვესტიცია,არც წარმოების ზრდა და დასაქმება, რეიტინგსა თუ ლისტში ხომ ვიქნებოდით?! ასე მაგალითად, მსოფლიო კრიზისის აღქმის - 312 -
მხრივ, პირველ ათეულში – „ყველაზე გულგრილი ქვეყანა კრიზისის მიმართ,“ ან ასე „ქვეყანა, რომლის ეკონომიკის თვით კრიზისსაც შეეშინდა“ ან „კრიზისმედეგობის კოეფიციენტი“. რა ვიცი, ბევრი რამ შეიძლებოდა, მაგრამ რად გინდა, არ მოდის ეს კრიზისი, გაებუტა საქართველოს, მის ეკონომიკასა და ექსპერტებსაც. დგას კარებთან გაბუტული, გულამოსკვნილი, გურმეჭვია გველეშაპივით და არ იცის პლუტარქესი არ იყოს, საით წავიდეს. არა, არსებით ჩიხში დიდად შეშფოთებულები ვართ. ოი, უკაცრავად, როგორც ჩვენი დასავლელი მეგობრები იტყოდნენ, „დიმპლი კონსერნი“ - არც კრიზისი, არც ექსპერტები და არც რეიტინგი. მძიმე აღდგომაა და გაგანია გაზაფხულის მოლოდინი. ისე, საინტერესოა, ეს პლუტარქე ყოფილი (წარსულში ცნობილი) ფილოსოფოსია თუ ფილოსოფოსი? აპრილი, 2009 წელი
- 313 -
რა არის ლეშინგი? „რიკარდომ დაიპყრო ინგლისი ისე, როგორც წმინდა ინკვიზიციამ – ესპანეთი”… „ … რიკარდოსეული მოძღვრება, გადატანილი პრაქტიკის ენაზე, იწვევდა მკაცრ და ხშირად უსიამოვნო დასკვნებს, რაც მას მაღალი ზნეობის ელფერს ანიჭებდა!“ ჯონ მეინარდ კეინსი, „დასაქმების, პროცენტის და ფულის ზოგადი თეორია“, ქუთაისი, 1995 წ. გვ. 39. ზაფხული და გაზაფხული აირია. მოგვენატრა სიცხე და სიმშვიდე. ეკონომიკამ გაიზმორა და ჩათვლიმა. ბევრი დრო დარჩა ჩვენი ყოფისა თუ არსებობის მიზანზე ფიქრისთვის და დიდი მსჯელობისთვის. ეს ყოველივე ყველაზე მეტად ეკონომისტებს ერგოთ. საოცარია ეს ეკონომიკა და ეკონომისტები… ყველაფერი იციან და ყველაფერს ხედავენ. გადაბრუნდება ურემი და მერე დაიწყებენ: გარეგანი ფაქტორებიო, შინაგანი ძალებიო, არახელსაყრელი გარემოებებიო, ეჯუორთის ყუთიო, ტიბოს მოდელიო და ა.შ. მოკლედ, ზუსტად არაფერიც არ იციან. აგერ, ყველაზე მაგარი კაცი დარვინი იყო! სხვათა შორის, ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ ლესიჭინეში თურმე, დარვინის 150 წლის იუბილის აღნიშვნას აპირებენ და საორგანიზაციო კომიტეტი შეუქმნიათ. ჰოდა, ყოფილა დიდი სამზადისი, იუბილე უნდა გადავიხადოთ და მთელი მსოფლიო მოვიწვიოთო. არ გეგონოთ, უყვარდეთ. არა – აკრიტიკებენ, მაგ მათხოვარს ვანახებთ სეირს, მაიმუნობა როგორ უნდაო. ინგლისელები დარვინზე გაბრაზებულები ყოფილან. ასე უთქვამთ, მაგას მაიმუნი მიაჩნდა წინაპრად და მაიმუნებმა გადაუხადონ იუბილეო. ამიტომ, მთელი ყურადღება ახლა ლესიჭინელ ექსპერტებზე ყოფილა გადატანილი, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მთელი კაცობრიობა მაიმუნისგან კი არა მეგრელებისგან წარმოიშვა! - 314 -
ჰოდა, როგორც ვთქვი, ლესიჭინეში დიდი სამზადისია და ზუსტად ვიცი, სოფო სიჭინავაა კომიტეტის წევრი. მას ფუნდამეტური დასკვნების მესამე “ბ” ნაწილის კრიტიკა და ანალიზი აბარია, სადაც ქრომოსომებზე და გენეტიკურ აბლაბუდაზეა საუბარი. ამით აიხსნება მიტინგებზე მეგრელების არცთუ სახარბიელო აქტიურობა. მოკლედ, ძმაო, ამ დარვინმა იცოდა რას ლაპარაკობდა და ზუსტად თქვა, რომ მაიმუნისგან წარმოვიშვით. სხვათა შორის, მეცნიერების მიერ შესწავლილი ყოფილა მაიმუნების ჯოგში ეკონომიკური და პოლიტიკური წყობა – რაღაც ტიმოკრატიასა და დემოკრატიას შორის დემოკრატიულ-სოციალისტური ელფერით. ხოდა, დარვინი ნამდვილი ექსპერტი იყო. თქვენ ახლა ზოგიერთი ქართველივით იტყვით, ვინ აირჩია და დანიშნა დარვინი ექსპერტადო. ვინ ბატონო და, აგერ 5 წელი იმოგზაურა ჯუნგლებსა და ჯანდაბაში, მოუსავლეთიდან მოვიდა და ექსპერიმენტები ჩაატარა, გამოცდილება მიიღო, ჭკუაც დაეხმარა და ა, კაცი, როცა თეორია ჩამოაყალიბა, ექსპერტიც გახდა. ზუსტად ასეა ეკონომიკაშიც. წლების განმავლობაში იმუშავებ რაიმე საკითხზე, აანალიზებ, იკვლევ, გამოცდილებას იძენ და ამ სფეროს მეტ-ნაკლებად ფლობ, აზრი მოგეკითხება. მერე ამას განჭვრეტის ნიჭიც დაემატება და გახდები საქმეში ჩახედული ანალიტიკოსი, რომლის აზრს ხალხი თვალ-ყურს ადევნებს და სჯერა. მდაა… ძალიან ძნელია! ასეთი ექსპერტი იყო რიკარდო და კეინსმა ამიტომ შეადარა ინკვიზიციას. ის იყო მკაცრი და შეუვალი, თან წმინდა და მართალი, მაგრამ არ მოსწონდათ. არც რიკარდოს აზრი მოსწონდათ ბოლომდე. უფრო სწორედ, მაშინდელ მზარდ ბურჟუაზიას მოსწონდა, მაგრამ არა ხელისუფალთ. ყოველთვის ასეა, ეკონომისტები არსად არავის მოსწონს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ნამეტან სიმართლეს ლაპარაკობენ და ნამეტნავად მკაცრები არიანო. - 315 -
ზუსტად ამიტომ ექსპერტების წინაამდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო და პოლიტიკოსები შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ ყოველ გამოსვლაში ექსპერტები აკრიტიკონ ზევიდან თუ ქვევიდან, შინ თუ გარეთ. უფრო მეტიც, აკრიტიკებენ ჭეშმარტს, თორემ ხელოვნურებს, პირიქით, აქებენ და აწინაურებენ. ექსპერტი არავის აწყობს: არც იმას, ვინც ხელისუფლებაშია და არც იმას, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს. ყველას თავისი, ასე ვთქვათ, შინაური ექსპერტი უნდა – მისთვის სასიკეთოს, რომ იტყვის, ანუ ლეშები. ხოდა, აქედან წამოვიდა ტერმნი ლეშინგი! ამჟამად ჩემი დიდი ხნის ოცნების ახდენით ვარ დაკავებული – საერთაშორისო ვაჭრობაში და ბანკინგში წიგნის წერას ვასრულებ. ვიწყებ ასე, რა არის ლეშინგი? და იგივე სიტყვებით ვამთავრებ. მინდა გითხრათ, რომ მის ძირითად მნიშვნელობაში შესანიშნავი სატრანსპორტო ტერმინია, მაგრამ ქართველებმა მეორე მნიშვნელობა შევძინეთ – ლეშების მოყვარული, ლეშებით, გახრწნილობით დაკავებული ადამიანები ან საქმიანობა. ესე იგი, ადამიანი, ექსპერტი, რომელიც შეგნებულად ცდილობს ყველა ლეში იყოს და ეს ცხოვრების წესად იქცეს. რა კავშირი აქვს ყოველივე ამას ექსპერტებთან? – პირდაპირი! ვაი ექსპერტების შექმნის და საზოგადოების აზრის მანიპულირების ორი მეთოდი არსებობს: ერთი, გენური ინჟინერიით ლაწირაკი ბავშვი “ექსპერტი” უნდა გამოჩეკო, რომელიც გუშინ მოსწყდა დედის ძუძუს და სახლს 1000 მეტრის მანძილზე არ გასცილებია. ანდა ძველი უნდა მომართო შენს სასარგებლოდ. ორივე მეთოდი მოდაშია და ორივე ლეშინგთანაა დაკავშირებული და ამიტომ გახშირდა კლონი, გენური ინჟინერიით შექმნილი ე.წ. ლეში ექსპერტები. მომრავლდა ლეშინგები საქართველოში და მოახლოვდა დარვინის იუბილე ლესიჭინეში. მაისი, 2009 წელი - 316 -
მინისტრების „პახმელია“ და ეკონომიკური სტაბილურობა მე დავბადებულვარ, რომ მიყვარდეს, არა მძულდეს სოფოკლე, 496-406 წ. ჩვ.წ-მდე. ჩემს ცხოვრებაში ორი უდიდესი ზეიმია – ახალი წელი და ზაფხული (რა თქმა უნდა, თუ არ ჩამიშხამეს). წვიმისა და ნიაღვრების მიუხედავად, თითქმის ბლოკირებულ და ძალიან განაშენიანებულ მახათას მთაზე მორცხვად წამოსკუპული მზე საშინლად მომნუსხველი თვალებით ეშმაკურად იღერებს ყელს და იდუმალ, საყვარელ თვალებს ნაბავს. მიუხედავად მისი სიშორისა, სიცოცხლეს ენერგიით გივსებს და ცხოვრების მშვენიერებას გრძნობ – ფანტასტიურია, კრიზისის დროსაც კი! მაშინ, როცა კრიზისები (რა? კრიზისი უთვლადია? როგორ გეკადრებათ, ჩვენ თვლადი კრიზისები გვაქვს და თუ გრამატიკაში რამე არ ეწყობა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ხალხის მოთხოვნით, ყველა წესი სასწრაფოდ შეცვალეთ) მძვინვარებს, გამოვიდა ერთი არტოსივით სიმპათიური მინისტრი და სამყარო გააშავა. ძალიან თავდაჯერებით (არადა, საიდან ასეთი თავდაჯერება, ასეთი ცაშიც არ ექნებათ. ბუნების წინაშე ცაც და ეკონომიკაც კი უძლურია, მაგრამ მათ რიცხვში, როგორც ეტყობა, მინისტრები არ შედიან. ალბათ, მათ ზევსთან აქვთ პირდაპირი კავშირები) აუწყა სრულიად კრიზისულ საქართველოს ხვალ და ზეგ საქართველოს ტერიტორიის 90% დაიტბორება და წყალი წალეკავსო. ყველას დიდი წარღვნა გაახსენდა, სახნავსათესები და სახლები მიატოვეს, შეიკრიბნენ, ატყდა ბჭობა, მართალია თუ ტყუილი. ხალხმა თქვა, უბრალო კაცი ხომ არ არის, მინისტრია და ზევით კავშირი ექნებაო. პარალიზებული იყო ქვეყანა და მედია. ყველა ნოეს კიდობანსა და ახალ წარღვნაზე საუბრობდა. საოცარი ის იყო, - 317 -
რომ მეზობელი ქვეყნების ამინდის პროგნოზის ბიუროები და მინისტრები არაფერს იუწყებოდნენ. გაგიჟდა ხალხი, მარტო ჩვენთვის არის გამოწერილი ეს წარღვნაო? არა, ნამდვილად სამყაროს დასასრული იყო და აპოკალიფსის მოლოდინი. გათენდა. გახდა დილის 11 საათი. მზე ჯიუტად ანათებდა და მორცხვად აცეცებდა თვალებს. უხერხულად გრძნობდა თავს, რომ ღრუბელი არსად ჩანდა და მინისტრის პროგნოზი ვერ მართლდებოდა. ნაშუადღევის 12 საათი – მზე განგრძობს ღაჟღაჟს, ცხოვრება ლაღობს, გუშინწინდელი წყალდიდობის მაგვარიც კი არ სჩანს, არათუ წარღვნა. თავგადასავლებისა და ისტორიის სახელმძღვანელოში მოხვედრის ფანებს ენთუზიაზმი გაუქრათ – ეეე… გვეგონა, ისტორიაში მოხვედრის შანსი გვქონდა და კოვზი სამინისტროს ტლაპოში ჩაგვივარდაო. ვიღაცამ თქვა, ალბათ, “პახმელიაზე” იყო და იხუმრაო. ვიღაცამ უპასუხა რა იხუმრა! ჩვენ კი დაგვწყვიტა შიშით, ქვეყნის პარალიზება მოახდინაო. ერთი ჩემი საყვარელი დრო ზაფხული ჩამიშხამა. ეს რაა, ხდება ხოლმე…. როგორც მოგახსენეთ, მეორე ჩემი საყვარელი ზეიმი ახალი წელია. რამდენიმე წლის წინ ერთი მინისტრი ტელევიზიით გამოვიდა, ისიც “პახმელიაზე” იყო. უბუნჩულეს და დიდი სასიყვარულო აფეთქების ხასიათზე ვიყავი. ისეთზე, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, რომ გემართება ადამიანს, მთელ მოთხოვნამიწოდებას, რომ შთანთქავს და ეჯუორთის მთელ ყუთს იკავებს… და უცებ, მინისტრმა შემზარავი და მკაცრი ხმით (ალბათ, მასაც ზევით ჰქონდა კავშირი) განაცხადა, ახლა საქართველოში ან ჩრდილოეთ-დასავლეთიდან ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ქათმის გრიპი შემოშხუილდება და საქართველოს მოსახლეობის 80%-ს გაწყვეტსო! დიახაც, ასე! ერთდროულად ჯანდაცვისა და ზეცასთან - 318 -
კავშირის მინისტრი იყო უჭიპო. ჩვენთან ხომ მინისტრებს თანამდებობები წყვილ-წყვილად აქვთ. ხოდა… დაიწყო, მაგრამ რა დაიწყოო… დახურეს ინვესტიციებით აშენებული ახალი ფერმები, დახოცეს ფრინველი, განადგურდა ქონება. ბიზნესი და ხალხი წელში გაწყდა. ქათმები ღამე გვესიზმრებოდა. არადა, ის გრიპი საქართველოში კაციშვილს არ უნახავს. სამაგიეროდ, ეკონომიკამ ნახა მილიონობით ლარის ზარალი, სამინისტრომ კი მილიონობით გრანტი გამონახა. რიგი დადგა კუბოებზე და ხალხი სასაფლაოებზე ადგილს იზომავდა! აპოკალიფსის ნადვილი მოლოდინი იყო! მეტი რა ქნას ახლა ერთმა მინისტრმა, ამდენი ქათამი გაწყვიტა რამდენიმე დღეში, ინდაურებს თუ არ ჩავთვლით. შემდგომ ბიზნესებიც ისე გაწყვიტა, რომ დღემდე ფეხზე ვერ დგებიან. მერე ჯერი ღორზეც მიდგა და ისე ამოვწყვიტეთ, რომ ქართული გოჭი და ღორი არც რესტორანში და არც ბაზარში არ იშოვნება. ქალის გათხოვება უფრო ადვილია, ვიდრე მისი ქორწილისთვის გოჭის შოვნა!!! ძვალი მოგვენატრა. სადღა ნახავ ღორის ძვლიან მწვადს, მოკვდა ის დრო, ძვალზე, რომ ვწუწუნებდით. ახლა ვითხოვთ: – იქნებ მაგ 5 შამფურ მწვადს პაწა ძვალი გამოაყოლოთ? – არა ძმაო, ამ ღორს ძვალი არ ქონდაო, მოგაძახებს მიმტანი – კიტრი ხომ არაა, შე კაცო, ღორის ხორცი უძვლოდ ვის გაუგონია?! ამის შემდეგ ძვალი დეფიციტშია! მერე? მერე ის ნაშრომი მინისტრი, (ისე ამ ქათმების სისხლი სულ მის კისერზეა) ქათმების გამოჩეხვაში თავი რომ გამოიჩინა, დასასვენებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ჩეხეთში გაამწესეს. იქ ქათმები და ღორები ძალიან მომრავლებულან. თურმე ასეთი გაღორებული ჩეხეთი ისტორიას არ ახსოვს. აბა, რას ერჩით ბლანჟეს თუ არტოსს. იმას ვერჩი კაცო, - 319 -
რომ იმან ქათმები გაწყვიტა, ეს კი – ხალხს წყვეტს. იმ დღეებში ინფარქტების რაოდენობა 100-ჯერ გაზრდილა. ხალხს ღამე არ ეძინა. მერე რა, დიდი ამბავი, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლად შეეწირა და ამიტომაც არ მოხდა წარღვნა. ვმკრეხელობ ასეა, მაგრამ ფაქტი ერთია, მინისტრების ზევით კავშირი რომ არა, საქართველოს ისეთი პროგნოზები აუხდებოდა, რომ წარღვნა არ აგვცდებოდა. არა, ძმაო, მაგრები არიან ვანგები – ათიანში არტყამენ. არადა, ხომ არიან კეთილშობილი მინისტრები, კეთილშობილად რომ ხუმრობენ. აი თუნდაც, რამდენიმე დღის წინ განაცხადა სოფლის მინისტრმა, რომ ჰოლანდიიდან დედალი ძროხების ჩამოყვანას აპირებს. მერე რა, რომ ძროხა ყველა დედალია. აპატიეთ ერთი პატარა და უვნებელი შეცდომა, სამაგიეროდ ხომ გახალისდით, თან არაფერიც ივნეთ. დასაფასებელია ბჟუტური. პახმელია და მავნებლობა სხვა რამეა. აღსდექ საქართველოვ! წესით ჩვენ ახლა ნოეს კიდობანში უნდა ვიყოთ. ამით ჩვენ ტერიტორიულ და ევროინტეგრაციის საკითხებსაც გადავწყვეტდით. ევროპაში ამ კიდობნით შევიჭრებოდით, ევროგაერთიანებისა და ნატოს წევრები გავხდებოდით. აბა, ვინ დაუდგებოდა წარღვნას წინ! მიხვდით ჩანაფიქრს? ხოო, მაგარია… ახლა ამ მინისტრსაც დააწინაურებენ. სად? ალბათ, არარატის მთაზე. მთა და ბუნება ისედაც უყვარს, თან კიდობანი იქ გაჩერდა! არა, ეკონომიკურ თეორიაში, განსაკუთრებით დილინგის და რისკ-მენეჯმენტის ნაწილში, არსებობს პოლიტიკურსაპახმელიო რისკები, მაგრამ ასე გამოკვეთილი არასოდეს ყოფილა ორი რამ ზევით კავშირები და ზევიდან ინფორმაციებისა და პროგნოზების აპოკალიფსური თემა. ეს მოდელირების ახალი მეთოდით კვლევა-ძიებას მოითხოვს, რათა ზედმიწევნით დავთვალოთ, თუ რა ჯდება “პახმელია” და კავშირი ზევით. ივნისი, 2009 წელი - 320 -
ცვლილებები საბირჟო ანალიზის თეორიაში და ხარების პერმანენტული ტრენდი საქართველოში ხარს ოდითგანვე უმღეროდნენ და პატივს სცემდნენ, მეგობრად და დამხმარედ მიიჩნევდნენ. ამ თვეში სამყაროს ჩემი წიგნი – „პოლიტ-ეკონომიკური სატირა-2“ მოევლინა. გარეკანზე, ჩემი ჭკუით ყველა ეკონომისტისათვის კარგად ნაცნობი შარჟი, ხარისა და დათვის დაძმობილების სურათი განვათავსე! ჰოდა, დაიწყო… ყველა მეკითხებოდა, რატომ გააკეთე, რა შუაშია დათვი და საერთოდ, ცხოველებიო. ზოგი ქართულ მითოსში ხარის როლსაც კი გადასწვდა. ასეთი გაუცხოება გამიკვირდა, მაგრამ მერე მივხდი! მივხდი, რომ საქართველოს ეკონომიკა დათვის ტრენდს არ იცნობს, განსაკუთრებით ახლა და განსაკუთრებით ფასწარმოქმნაში სულ ხარის ტრედნია! გამიჩნდა იდეა – ქართულ ბაზარზე ხარის ტრენდისა და ინფლაციის საკითხი ფასწარმოქმნის მაგალითზე გამეანალიზებინა. როგორ? აი, მაგალითად: მსოფლიო გლობალური კლიმატის ცვლილებებთან ერთად, როდესაც დედამიწაზე ტემპერატურა კატასტროფულად ეცემა, მსოფლიო ბაზარზეც ეცემა ფასები და სამყაროს დეფლაციის საშიშროება ემუქრება. საქართველოში კი, ინფლაციის გველეშაპი დაბორიალობს. ყველაგან ყველაფერი იაფდება, ფულიც კი თითქმის უფასოდაა, მხოლოდ საქართველოში ძვირდება და ინფლაცია ლაღობს. 2009 წელს გაიზარდა საბანკო მომსახურების პროცენტი, ისევე, როგორც საკრედიტო პროცენტი და მომსახურების ხარჯები. უფრო მეტსაც გეტყვით: “რესპუბლიკა ბანკმა” სხვა ყველაფერთან ერთად ინდივიდუალური სეიფების მომსახურება 25 ლარიდან თვეში 30 ლარამდე გაზარდა ანუ ზუსტად 20%-ით. დახლოებით ასეთივე ზრდა აქვს საბანკო მომსახურების სხვა პროდუქტებს და ხშირ შემთხვევაში, ეს - 321 -
ზრდა შეფარულიცაა. შეფარული როგორო, გაგეცინებათ თქვენ და სულ ტყუილად – აგერ, ყველა ბანკს გააჩნია თავისი სადაზღვევო კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ რისკ-მენეჯმენტში ამ კრიზისის გამო ბევრი ხარვეზი უნდა აღმოფხვრილიყო, ეს მაინც დარჩა. რატომ? – იმიტომ რომ პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის დროს საკუთარ კომპანიებში ხელახლა ხდება ყველაფრის დაზღვევა, რის შედეგადაც სადაზღვევო შემოსავალი იზრდება. სწორედ ასევე იზრდება ურჩგადამხდელთა საერთო რაოდენობა. ციფრმა უკვე მეოთხედ მილიონს გადააჭარბა. ცოდვა-მადლი ტრიალებს. დღეს, ყველაზე მაგარი და ამავე დროს საშინელიც, სააღმსრულებლო ბიზნესია. იქ მომხდარი ბართლომეს ღამეს გვაგონებს! საშველი არ სჩანს. იზრდება ფასები რესტორნებში: ქართული ღორის მწვადის ფასმა 14-15 ლარს მიაღწია, ინდურისა კი 9 ლარი დარჩა. ვარდება მწვადის მოცულობა. იგი 400 გრამიდან საუკეთესო შემთხვევაში 250 გრ-მდე შემცირდა. ამას წინათ ჩემი მეგობარი მეუბნებოდა: კაცო, ერთ მწვადს, რომ ვჭამდი (ერთ შამფურს) სრულიად საკმარისი იყო, ახლა მშიერი ვრჩები და ამის გამო ორს ვუკვეთავო. ასევე, საზკვებაში ინდური ხორცის მოხმარება გაიზარდა და გმირულად გამოაძევა ქართული სამამულო ნაწარმი. რაც შეეხება სულგუნს, მისი უმრავლესობა ფხვნილისგან კეთდება და ამიტომაც არის ვითომ რძიანი, სინამდვილეში კი წყალწყალაა, თუმცა ფასი მასზეც გაიზარდა, რომ არაფერი ვთქვათ ბენზინსა და სამშენებლო მასალებზე. მყარ პოზიციებს ინარჩუნებს გაზი, ელექტროენერგია და წყალი. მსოფლიო ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების ვარდნის მიუხედავად, საქართველოში გაზის ფასი ჯიუტად არ ჩამოდის 80 თეთრიანი კვარცხლბეკიდან. მოეწონა ალბათ. არადა, ამბობენ, ეს საცოდავი ყაზტრანს… და კიდევ რაღაც გაზი ზარალიანიაო!!! გაგიჟდები კაცი, აბა სად მიდის ეს სუპერმოგება? იგივე უნდა ითქვას ელექტროენერგიაზე, - 322 -
მობილურის ტარიფსა და წამლებზე. ქალაქის ტელეფონის ტარიფები რეკორდებს ხსნის, ლამისაა მობილურისას გადააჭარბოს. იგივე მდგომარეობაა სკოლებისა და უნივერსიტეტების გადასახადების საკითხშიც. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ იზრდება ხილის ფასები სუპერმარკეტებში. იზრდება ცნობილი და ყველა ოჯახისთვის ახლობელი უმუშევრობა. ერთი სიტყვით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოში უკუღმა ვითარდება. აი, ესაა ქართველების ეროვნული თავისებურება. ამიტომ ბევრი მკვლევარი და ექსპერტი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზოგადსაკაცობრიო ეკონომიკურ კანონებს არ ემორჩილება. მას თავის დროზე არც სმიტის, მარქსისა და კეინსის სჯეროდა. ბუნებრივიცაა, მონეტარისტებმა ხომ ზღართანი მოადინეს. საქართველოში ფასწარმოქმნის უნიკალური სისტემაა, სახელად – აქაური წესი. აქ არც მოთხოვნა, მიწოდება აინტერესებთ და არც ელასტიურობა. აგერ, მთელი საზოგადოება თავს იმტვრევს და ბნელ ოთახში კატას ეძებენ, ან პირიქით, გაჩახჩახებულში პანტერას და სვამენ კითხვას: არსებობს ამ ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი? სულ მონოპოლისტები არ არიან? ნებისმიერს ჰკითხეთ, ვთქვათ ვისია შაქრის, საწვავის ბიზნესი ან საერთოდ, სამომხმარებლო კალათის პირველი ოცეული და ამ ბიზნესებში დასაქმებულთა ვინაობის მიწერა უდრის სუპერ-მონოპოლისტთა სიის შედგენას. მერე რა? არაფერი. ისე, უბრალოდ, რეიტინგები და სიები გულს ახარებს. საქართველოში ჯერ არ დამდგარა ეკონომიკური კანონების მოქმედების დრო. ხოდა, ძალიანაც კარგი! სულ არ არის საჭირო! რაც დასავლეთს სჭირს სწორედ თავისუფალი ბაზრის ბრალია. მაგან გადარია ქვეყანა, მოიტანა ქათმის გრიპი, აბორტის თავისუფლება და კრიზისი. საქართველოში ელექტროენერგიის, ტელეფონისა და საწვავის ფასები - 323 -
ერთხელ დავადგინეთ და აი, უკვე რამდენი წელია ვაჟკაცურად და მედგრად დგას. აბა, ის არის კარგი, მთელი მსოფლიო ბლუმბერგისა და როიტერის მონიტორებს, რომ მისჩერებია, დღე და ღამე გულაკანკალებულები ადევნებენ თვალ-ყურს კურსების ცვლილებებს? მათ არც ჭამა ახსოვთ და არც სესხი. ამიტომ მოხდა მსოფლიო კრიზისი და იკლო მოხმარებამ. ყველაფერს სიმარტივე და სიმყარე სჭირდება. არაა საჭირო ეს ეკონომიკური კანონები და თეორიები. ისედაც გვეყოფა სხვა კანონები. აი, ამიტომ ვართ მსოფლიოში პირველები მაღალი ფასების მხრივ ამ გაგანია კრიზისში და დეფლაციის პირობებში. მერე დაიწყებენ: ხარის ტრენდიო, დათვის ტრენდიო… არ გვაინტერესებს!!! ჩვენთან პერმანენტულად ხარის ტრენდია, ბირჟაზე თუ არა, ფასებში მაინც. ვეთაყვანებით ხარებს და საერთოდ… აქაური წესია! საქმეს და პოლიტიკას როგორც დასჭირდება, ფასებიც ისეთი გვექნება. რა ჰქვია ასეთ ეკონომიკას? – აქაური! ივლისი, 2009 წელი
ლოთობის თეორიის ეკონომიკური ასპექტები და ახალი გზა კრიზისის დასაძლევად ძალიან მიყვარს სექტემბერი. პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ჩემთვის საყვარელი ადამიანი, საკუთარი თავის ჩათვლით, ამ დროს დაიბადა, მერე იმიტომაც, რომ საოცრად ლამაზი დროა საქართველოში, ფერადი, უხვი, დახუნძლული და ბარაქიანი. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის – სექტემბერი თარსია. შარშან, სერიოზული ეკონომიკური კატასტროფა ისევ სექტემბერში მოხდა – 15 სექტემბერს ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი, Lehman Brothers -ი, - 324 -
რომელიც გლობალური ფასიანი ქაღალდების ინჟინერინგის ბატონობას ასახიერებდა, გაკოტრდა. ეს სრულიად ლოგიკური იყო კრიზისში მთავარი დამნაშავე სცენიდან გავიდა. მაგრამ ერთი წლის წინ დაწყებული ისტერია არ გამართლდა – კაპიტალიზმი არ გარდაიცვალა! დიახ, მშპ-ის კლებამ აშშ-ში 4% შეადგინა, ინგლისში – 5%, გერმანიასა და იაპონიაში 6% და 8%, რუსეთში – 10.1 (მხოლოდ საქართველო გადაურჩა ასეთ ვარდნას. ჩვენთან ოფიციალური ინფორმაციით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეკონომიკის ზრდა 6%-ია, ასეთია სამამულო სტატისტიკის დაუჯერებელი რელობა)2, მაგრამ ძირითადად, მსოფლიო საფინანსო და ბიზნესრუკაზე თამაშის წესები ჯერ დიდად არ შეცვლილა, ამერიკა ისევ ბატონობს, დოლარი კი, ისევ შემოსავლისა და მუდმივი კამათის ობიექტია, მაგრამ არც თუ ისე მარტივადაა საქმე განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური თეორიები და ცნებები შეიცვალა და ეკონომიკურ თეორიაში ყველაფერი აირია ყველას დაავიწყდა License Fire-ის პრინციპი და ადამ სმიტის “უხილავი ხელი” ძირში გადატეხეს. ყველა რეგულირებასა და სახელმწიფო ჩარევაზე ალაპარაკდა, მიდგომაც შეცვალეს, კატეგორიებიც და ეკონომიკური ცნებებიც. ასე მაგალითად, ადრე თავისუფალი ეკონომიკური ზონა ერქვა უზარმაზარ ტერიტორიას, რომელიც გამიჯნული იყო ამა თუ იმ ქვეყნის დანარჩენი ეკონომიკური სივრციდან, როგორც დუბაისა თუ ჩინეთის სამ უმსხვილეს ზონაში, სადაც დუღდა ბიზნესი და ბიუროკრატია და გადასახადები მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ამჟამად, ქუთაისის მკვიდრებმა ახალი განმარტება შემოიღეს – თავისუფალი ეკონომიკური ზონა ეწოდება შემოფარგლულ, გადახურულ, მოასფალტებულ და სრულიად თავისუფალ ტერტორიას, სადაც არც აწარმოებ და არც ჰყიდი, ის, უბრალოდ თავისუფალია. აი, ახალი და ამომწურავი განმარტება და კაცმა რომ მკითხოს, საკმაოდ სწორიც! აბა რა! თუ ტერიტორიას თავისუფალს დაარქმევ, - 325 -
ის მართლა თავისფუალი უნდა იყოს!!! 21-ე საუკუნეში გამოსული ეკონომიკის ლექსიკონი ძალზე განსხვავებული იქნება და რაც საინტერესოა, მასში ანუ დიამეტრალურად განსხვავებულ ცნებების განმარტებებში, ჩვენც, ქართველებიც მივიღებთ მონაწილებას. ყოველ შემთხვევაში, თავისუფალი ეკონომიკური ზონის განმარტების ახლებური ვარიანტი ჩვენია. აი, მაგალითად, ამ ლექსიკონში რუსებს საოცარი სფერო ერგოთ, სახელმწიფო რეგულირება – სექტემბერში, მედვედევმა სპეციალური დოკუმენტით, მთავრობას დაავალა წლის ბოლომდე მოსახლეობის მიერ ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შეამციროს! რა ბატონო? ეს როგორ? როგორ და ჭრელად, უნდა შეამციროს და მორჩა! ეს არის სახელმწიფო რეგულირება. თან გრაფიკიც გაწერილია – 15 დეკემბერი, რომ მოსახლება სრულიად ფხიზლად შეხვდეს ახალ წელს. 1 დეკემბრამდე უნდა მოსპონ არალეგალური ალკოჰოლური სასმელების ბრუნვა, რომელიც ექსპერტების გათვლით, მთელი ბრუნვის 35%-ს შეადგენს და დააწესონ მინიმალური ფასები! (ოო… მერე ნახე შენ რევოლუცია რუსეთში). კაცურად მესმის მედვედევის – პუტინი მას არაფერში ახედებს და რაღაცით ხომ უნდა გაერთოს. ხოდა, მიადგა ლოთობას (ალბათ, ალკოჰოლს დიდი რვიანის სამიტის შემდეგ გადაემტერა). ან მეორეა, თვითონ ვერაფერს უშვება ამ პუტინს და იფიქრა, იქნებ არაყს, რომ გავაძვირებ, ლოთების ბუნტმა მაინც გადააგდოსო. ასეა თუ ისე, დოკუმენტი გამოსცა და მთავრობას დაავალა, არც მეტი არც ნაკლები, ხალხმა, რუსმა ხალხმა, რომლისათვისაც არაყი ცხოვრების წესია, ნაკლები დალიოს. კი დაავალა და მთავრობამ ანუ პუტინმა იკითხოს, როგორ გააკეთებს ამას, პირს ამოუკერავს თუ დედას დააფიცებს?! არადა, მტრისას გამოფხიზლებული რუსეთი!!! იქ ხომ არაყი ეკონომიკური კატეგორია და მენეჯმენტის განუყოფელი - 326 -
ნაწილია. ხოდა თუ ასეა, რეგულირებას ექვმდებარება… ალბათ. ამ თეორიის მიხედვით უნდა ველოდოთ, რომ ხვალ სხვა სახელმწიფოები სხვადასხვა სამომხმარებლო ელემენტების შემცირებას დაიწყებენ. ასე მაგალითად, გერმანიის მთავრობა ჩეხებთან ერთად იზრუნებს ლუდის მოხმარების შემცირებაზე, იტალიისა მაკარონის, ყაზახეთში ამდენ ფლავს აღარ შეჭამენ და ჩინეთში ჩაის არ დალევენ. პრინციპში, მისაღებია! რატომაც არა, საქმეს და სამშობლოს თუ სჭირდება და შეიძლება კრიზისიდან გამოსვლის გარკვეული გზაც იყოს. წარმოიდგინეთ, რომ ქართველებმა შეამცირონ იმპორტის კალათის პირველი ათი საქონლის მოხმარება და ეს დაგროვებული თანხა შიდა ინვესტიციაზე გაუშვან, ეგრევე ავღორძინდებით. რა არის საიმპორტო კალათის პირველი ათეული? ბენზინი, გაზი, პური, შაქარი, მედიკამენტები, სიგარეტი, ხორცი, მანქანები… მოკლედ, ყველა პრობლემა გადაწყდებოდა – პურს არ შევჭამდით და დიეტის გარეშე გავხდებოდით (ხო, ხო, რას გაიხარებდა სიჭინავა და რას ჩაწვებოდა ქსენიკალი?!). ასევე, შაქარს არ გამოვიყენებდით და ჯანმრთელობას არ დავიზანებდით, ბენზინის მოხმარებას შევამცირებდით და გარემოს აღარ დავაბინძურებდით, სიგარეტს არ მოვწევდით და ფილტვებს გავუფრთხილდებოდით და ნაკლებ წამალს მივიღებდით და უფრო თავისუფალი ვიქნებოდით ქიმიისგან! მაგარია, ამ მილიარდობით თანხას შიდა ინვესტიციაში მივმართავდით. არა, მაინც რა არის ეკონომიკური თეორია?! დაიწერება ახალი დისერტაციები და სამეცნიერო ნაშრომები – “დიეტის როლი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში”, ან “ალკოჰოლი და ტრანზიტული ეკონომიკის პრობლემები”. ააა, რავარია? (მერე წავიკითხავდით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმებზე სამეცნიერო მოხსენებებს და ბევრი თუ არაფერი, ცნობას მაინც მოგვცემდნენ, რომ ჩვენი მოხსენება მსოფლიოში ყველაზე კარგი მოხსენებაა. რა, არ - 327 -
არსებობს ასეთი ცნობა? ვისთვის არა და ვისთვის ძალიან კარგადაც არსებობს, უნივერსიტეტში ამაზე ცალკე პროგრამას შევქმნიდით, სერიოზული საგანი იქნებოდა და კოკნკურსში მაინც გავიმარჯვებდით, რადგან ასეთი ინოვაციური კვლევა არავის ექნებოდა, აბა?!) ან “ნაკლები სიგარეტი და მეტი ინვესტიცია”, ჭიათურლები და ზესტაფონლები იტყვიან – “ნაკლები შავი ბოლი და მეტი შავი ქვა სამშობლოსო”. შეძლება პოპულარული გახდეს მონოგრაფიები თემაზე “ძირს წამალი, გაუმარჯოს ბალახს!” – ანუ რეალური გზა ეკონომიკის ასაღორძინებლად. თურმე პირველი პრობლემები კვლევისათვის უკვე სახეზეა. აი, მაგალითად, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარების შესაზღუდად დაწერეს, რომ ის კლავს ადამიანს. ხოდა, ამ ცხოვრებისა და პრობლემების შემხედვარე აღარ უნდათ სიცოცხლე და უფრო გამეტებით მიეძალნენ სიგარეტსაც და ალკოჰოლსაც. მაგარი შემოქმედი ყოფილა ეს მედვედევი – რუსეთი უჰაეროდ უფრო ადვილი წარმოსადეგენია, ვიდრე არყის გარეშე! უძიროა ეკონომიკური თეორიის ძალა, იდიდოს შენმა გამჩენმა! ყველაფერს გაიგებ ქვეყნად კაცი, ყველაფერს მოესწრები. არა! უნდა შევიცვალო პროფესია, აღარ მინდა ეკონომისტობა. არაყი თუ ეკონომიკური კატეგორია გახდებოდა, ხოლო ლოთობა – ეკონომიკური თეორია, არ მეგონა. ხოდა, გავხდები იურისტი – იქ ადვილია ყველაფერი, არსებობს კარგი ფრაზა – „გააჩნია რა შემთხვევაში“. სექტემბერი, 2009 წელი
- 328 -
როგორ გახდა საქართველოში CAUCASUS „ონლაინი“ CAUCASUS „ოფლაინი“ და რატომ გაბატონდნენ მსოფლიო ეკონომიკაში ქალები. იქით, ამერიკაში გაიგონებთ ემოციურ შეძახილს: არის!და ისევ არა! აგერ, თვითო არ მეგონა, ოქტომბერში ეკონომისტებს სხვა სალაპარაკო თუ ექნებოდათ, ვიდრე ამერიკელი 76 წლის ელიონორ ოსტრომისა და 77 წლის ლივიერ ულიამსის მიერ მართვის პროცესების კვლევაში ნობელის პრემიის მიღებაა. ისტორიაში პირველად, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ქალი გახდა და თანაც, იმ ასაკში, როდესაც მაგ ასაკის პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს კანონით, უმაღლესი სასწავლებლის კარებში არ უშვებენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნობელის პრემიის მიმნიჭებლებს ამ გაგანია კრიზისის ეპოქაში შერცხვათ ეკონომისტისათვის პრემია მიენიჭებინათ. ისინი გარკვეული ხნით დასჯილები ჰყავთ და ამიტომ პრემია პოლიტოლოგს მიანიჭეს თემაზე – “თემების მართვა: კოლექტიური მოქმედებების ინსტიტუტის ევოლუცია”. ესეც ნიშანდობლივია, რადგან ეს კრიზისი ვერც ერთმა ცალკე აღებულმა სახელწიფომ მარტომ ვერ დასძლია და მის დამარცხებას ასე დიდგუნდად დაწყობილები, დიდი ოცეულის კოლექტიური ფორმით ცდილობენ. ე.ი სახელმწიფო ჩარევის გარეშე ეკონომისტებს მოქმედების უნარი არ შესწევთ და ძალიანაც სწორი გააკეთეს ნობელისკენ მიმავალი კარი, რომ ჩაურაზეს. დგანან ეს სოროსი და ბაფეტი და იძახიან, არ ვიცით ახალი მსოფლიო როგორი იქნებაო. აბა, რომ იქნება ყველამ იცის. ეკონომისტები თანდათან მკითხავებს ემსგავსებიან, ზუსტად არაფერი იციან და ყველაფერს ვარაუდებით გამოთქვამენ. ასე მაგალითად, საქართველოს - 329 -
მაკროეკონომიკის ფუნდამენტალური ანალიზისას, ვერც ერთმა ცნობილმა სააგენტომ, ვერც Standard&Poors-მა და ვერც Moody”s-მა, რომლებიც ასე გაფაციცებით შემოგვცქერიან და რეიტინგებს აქვეყნებენ და რაც მთავარია, ვერც ჩვენმა მსოფლიო ბანკმა, რეიტინგებით ასე რომ გვანებივრებს სხვა რომ ვერაფერი მოგვიხერხეს, ტექნიკურ ანალიზში ახალი მაჩვენებელი შეიტანეს ქვეყანაში ინტერენტ-სივრცის დონე და თავისუფლება. სხვათა შორის, რეიტინგზე გამახსენდა, უნდა გითხრათ, არ დაიჯერებთ, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგით, ბიზნესის წარმოების სიადვილის მიხედვით, ბელორუსია მსოფლიოში, თურმე, მესამე ადგილზე ყოფილა. ლუკაშენკო ეკონომიკური რეფორმების მამად აღიარეს, რადგან, როგორც არაეკონომისტი ექსპერტები ამბობენ, ბელორუსიაში შეგიძლია ტელეფონის ზარით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ფირმა გახსნა. მართალია, არყიდან დაწყებული, გასტრონომებით დამთავრებული, ყველაფერი მონოპოლიზირებულია, კოლმეურნეობა დღესაც სოფლად ცხოვრების სახეა და „ბატკის“ ნებართვის გარეშე ბაზარზე ვერ შეხვალ, მაგრამ რეიტინგს წყალი არ გუავა (წყარო: მსოფლიო ბანკი). ხოდა ინტერნეტ-სივრცის დონეზე მოგახსენებდით, საქართველოს ამ კუთხით ბოლოს წინა რიგები უჭირავს. რატომ? საქართველოში მხოლოდ ერთი მონოპოლისტია – „კაუკასუს ოფლაინი“ და იმიტომ. არ ელოდა, ამდენი აბონენტი თუ ეყოლებოდა, თანაც იფიქრა, ქართველები სულ ქეიფობენ, ინტერნეტისათვის ვის ეცლებაო, ამასთანავე ge.link-ის საკითხი არ დარეგულირდა და… და კიდევ ის, რომ იმდენს ხარჯავს, შემოეხარჯა მეორე მონოპოლისტის, „საქართველოს ტელეკომის“ ფულიც, ვერ იხდის, არადა, მონოპოლისტს, რომელსაც იმის გამო, რომ გამტარი სისტემები უჭირავს, თვითონ სურს მონოპოლისტობა. არადა, ევროპული ნორმებით, საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ინტერნეტ-პროვაიდერობის საქმიანობის უფლება. დაიწყო, - 330 -
მაგრამ რა დაიწყო… თითქმის დაიხურა ეს ონლაინი, დარჩა თბილისი უინტერნეტოდ 21-ე საუკუნეში. ასე გახდა საქართველო „ოფლაინის“ რეიტინგში მოწინავე ქვეყანა. არა, ამის მოსმენა ძნელი და აუტანელია. გარეთ გავვარდი, ოქროს ოქტომბერი იდგა, ნუგეშს მცემდა და ნუ დაიძაბებიო მეუბნებოდა, რაღაცაში ხომ უნდა გვქონდეს – ეს ცუდი რეიტინგიო, ახლა არ გვაქვს ეს ინტერნეტი, გაისად მაგასაც გავაკეთებთ თუ გაისად არა, ოდესმე ხომ გახდება „ოფლაინ“ „ონლაინი“, ასეთია ეკონომიკის ციკლური განვითარების ქართული თავისებურებაო. არ ეგონათ ინტერნეტს ამდენი ქართველი თუ მოიხმარდა, არ ასწავლეს უნივერსიტეტში მოთხოვნა-მიწოდების და ge.link-ის გამტარუნარიანობის დათვლა. ჰოდა, გაიჭედა. ხედავთ მიზეზი რა არის? გაჭედილები ვართ, გაჭედილები! ასეა, ბატონო, თემის მართვა უნდა ვისწავლოთ. აწი ქალებს და პოლიტიკოსებს უნდა დავუჯეროთ ეკონომისტებმა, ჩვენ „ოფლაინი“ გვაქვს და ვიღაცას საერთოს არ აქვს ლაინი. ოქტომბერი, 2009 წელი
- 331 -
მსოფლიო კრიზისი და საქართველოს ნოვატორული და ისტორიული როლი ფსკერის ძიებაში სენსაციური ამბავი – ეკონომიკური ნანოტექნოლოგია ჭუჭუაშვილის მეცნიერულ კვლევაში და ემპირიული პირების იმპერატიული პიარ-იმპერია მთელი სამყარო საგონებელშია ჩავარდნილი. გაფაციცებით ეძებენ ფსკერს. ვნებათაღელვა პიკს აღწევს, ყველა შეიშალა ამ საკითხზე და ყველას ფსკერი აკერია პირზე. აქეთ ვიღაცა ევროპაში დაიძახებს – ვაშაა! გამოჩნდა ფსკერიო და აღმოჩნდება, რომ მოეჩვენა, მერე ბამა აზიაში, ჩინეთში ჩავიდა ფსკერის საძებნელად და ისე დაბრუნდა, რომ ვერ იპოვა. გაწბილებული ამერიკელები ფავორიტ პრეზიდენტზე გაბრაზდნენ და მისი რეიტინგი პირველად, რაც აირჩიეს, 50%-ზე დაბლა ჩამოვარდა და რეიტინგის დავარდნის სისწრაფეში ფორდისა და კლინტონის რეკორდები მოხსნა. შეღონდა მსოფლიო, სადაა ეს ფსკერიო! ნუთუ, არ უნდა დამთავრდეს ეს კოშმარიო. ეხ, რა იციან მაგათ, ფსკერს ასე ადვილად, რომ ვერ იპოვნიან. მაგას ჩვენ, ქართველები, 19-ე საუკუნიდან ვეძებთ და ამ თეორიას ფსკერის თეორია კი არ დავარქვით, არამედ ბაზალეთის ტბის თეორია. ჩვენ იქ ფსკერს ვეძებთ და ფსკერზე აკვანს, აკვანში კიდევ ვიღაცას. დღევანდელი მსოფლიო ახლა იწყებს ქართველების ამ ერთსაუკუნოვანი თეორიის გამოყენებას. რა მაგრები ვართ ქართველები, თანაც ნოვატორები, სულ ვუსწრებთ მსოფლიო აზროვნების ქარიშხალს! ოჰ, მეტი დაფასება, რომ გვქონდეს, სად გაგვივარდებოდა მაგარი თეორეტიკოსების სახელი, მაგრამ რად გინდა, ჩვენი არაფერი სჯერათ. აგერ, ბოლო უზარმაზარი მაგალითი ფსკერის თეორიის: - 332 -
ქვეყანაში პირველად აღმოვაჩინეთ მსოფლიო კრიზისის ფსკერი. ამის შესახებ განცხადება ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა გააკეთა და არგუმენტებად ის მოიყვანა, რომ სახლები და ბინები ბევრმა ადამიანმა რეესტრში გადააფორმა (საწყლები! რა, არ დამთავრდა…) ამასთან, ბანკებში ფული გაჩნდა (გაჩნდებოდა – აბა, არავის აძლევენ და…). ხოდა, ასე წავიდა ზევით ეკონომიკაო. რად გინდა, ისევ არ სჯერათ. გამოვიდა ბენ ბერნაკი და თქვა, ვარდნა კიდევ გაგრძელდება და მხოლოდ გვერდით ტრენდს ველოდებით ბაზარზე და არა კორექციას ხარის ტრენდისკენო. ნოემბრის ბოლოს მსოფლიო ისევ ფსკერის გარეშე დატოვა ბერნაკმა, მაგრამ ჩვენ ჯიუტად ვიძახით, ვნახეთო (ისე, ჩვენ შორის დარჩეს, ჩვენი წინაპარი საუკუნის განმავლობაში ეძებდა და ვერ ნახა და ჩვენ ასე უცებ როგორ ვნახეთ?!) ისინი, ამერიკელები და ევროპელები ჯერ ვერ პოულობენ, ძმაო. რა ვქნათ ახლა ქართველებმა, ყველას, რომ ვაჯობეთ და ვიპოვნეთ, ცუდი ვქენით რამე?! ასეა, არ დაგვიჯერეს, მაკროეკონომიკური გათვლები და სავალუტო ფონდის პროგნოზები სხვა რამეს ამბობენო. წავიდეს, დაიკარგოს ეს სავალუტო ფონდია თუ ვიღაც, წარამარა ცვლის თავის ჩვენებებს, ხან ერთს იტყვის, ხან მეორეს. ქართველებს ჩვენი ნოვატორული მეთოდი გვაქვს. რაო, არ შეიძლება ეს დახავსებული მაკროეკონომიკური გათვლების სიტემა შევცვალოთ და სულ ჯი-დი-პი-ზე და პი-პი-აი და სი-პი-აი-ზე არ ვილაპარაკოთ. ის თუ შეიძლება, ნანოტექნოლოგიით ერთი ჯგუფის მოლეკულები სხვასთან შევაჯვაროთ, მერე კიდევ სხვასთან და საერთოდ ბუნებაში არარსებული ნივთიერება მივიღოთ, რატომ არ შეიძლება ახალი მეთოდების გამოყენება მაკროეკონომიკაში და კერძოდ, ამ პატივცემული ფსკერის ძებნაში? ამას წინათ ერთმა, საქვეყნოდ აღიარებულმა ეკონომიკის - 333 -
ქართველმა მამამ განაცხადა, რომ 2010 წლის პირველ კვარტალში სერიოზული საფინანსო კოლაფსი გველოდებაო. ბატონ ვალიკო ვაივუაშვილს, ჭიჭიკო ჭუჭუაშვილთან ერთად, ეკონომიკური კვლევა ჩაუტარებია და გამოუყენებია ეკონომიკაში ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი – დაკვირვების მეთოდი. ემპირია ამათი არსებობის ბუნებრივი გარემოა და ესენი ცნობილები არიან, როგორც სუპერ-ემპირისტები. კვლევის შედეგებით მიღებული დასკვნა ასე ახსნეს ბოლო თვის განმავლობაში გახშირდა ფულის სასესხებლად ნაცნობმეგობრებთან სატელეფონო ზარებიო თუ აქამდე წელიწადში ერთი ზარი იყოო, ახლა ზარების მოცულობამ ოქტომბერში 10 ერთეული და ნოემბერში 23 ერთეული შეადგინაო. ეს დინამიკაში იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა ყველა რესურსი ამოწურეს, რათა ბანკისთვის ადრინდელი კრედიტების მიმდინარე დავალიანება დაეფარათ, მთელი ზაფხულის მანძილზე შეაწუხეს წესიერი მეგობრები და როგორღაც გაართვეს თავი ამოცანასო, მაგრამ ეტყობა, ყველა რესურსი ამოიწურა და ისეთ ძუნწ ნაძირლებს მოადგნენ, როგორებიც ჩვენ ვართო. აქედან გამომდინარე, ხალხი ძველი კრედიტების გამო უკიდურესად ცუდ მდგომარებაშია, მიუხედავად იმისა, რომ ბანკებმა დაარეზერვეს, რაც შეიძლებოდა ცუდი კრედიტების ქვეშ I ეტაპზე დარეზერვებულიყო. ცუდ გადამხდელთა რაოდენობა საქართველოში კონტრაქტით დასაქმებულთა ნახევარზე მეტია – 340 000, მთელი სიმძლავრით კრედიტის ომი წინაა და ამ საქმეში ფსკერი ჯერ არ გვინახავსო. საქართველოში ახალ ჰობს დაუდია დასაბამი. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ საშუალოდ თითოეულ მოსახლეს ხელში 10 ბარათი უჭირავს და მათგან 5 საკრედიტოა – ორინჯ-ბარათის მსგავსი. აქ დახარჯავ 2000 ლარს, მერე მიადგები ნაცნობს და 2200-ს ისესეხებ ერთი დღით, - 334 -
დაფარავს დღეს, გამოიტან ხვალ და დააკლდება 200 ლარი, არა უშავს, სხვა დროს მიუტან, მსესხებელი კმაყოფილია, სულ რომ არ დაკარგა და ასე. მერე მოხსნი მეორე ბარათიდან, მერე მესამიდან და დაფარავ მეორეს და ასე შემდეგ. ხოდა, ბარათების მბრძანებელთა ეპოქაც მთავრდება, იმიტომ, რომ აღარ არის ნაცნობი, ფულს ერთი დღით რომ ასესხებდეს და ბარათების ფსკერიც ახლოვდებაო – აჩვენეს თურმე კვლევებმა ანუ მოსალოდნელია 2010 წელს საფინანსო კოლაფს-ფსკერის ახალი ტალღაო და დიდი უბედურება დატრიალდებაო. მე ვკითხე, რა მიმართებაში იყო მათი კვლევა ქართული ფსკერის თეორიასთან და კლასიკურ-ეკონომიკურ გათვლებთან. მიპასუხეს – ეს არის ნანოტექნოლოგია ეკონომიკურ აზროვნებაშიო და დაფუძნებულია ბაზალეთის ფსკერის ძირძველ ქართულ თეორიასთან. გაოგნებული გამოვედი გარეთ. ხარბად შევისუნთქე ნოყიერი ქართული ჰავა და ასე მეგონა, ქართული ნიჭის ბუმბერაზობას ვემალებოდი. თავქუდმოგლეჯილი დავეშვი დაღმართზე. პიარი და ემპირია ერთმანეთში ამერია და ბატონი ჭუჭუაშვილის მიგნებით განცვიფრებული და ჩვენი არდამფასებელი დასავლეთის ეკონომიკის მამების სიჯიუტით განრისხებული, მელიქიშვილზე ზანტად და ურეაქციოდ მოფუსფუსე ხალხს შევუერთდი. გულში ვიფიქრე, კიდევ კარგი, ამათ არ იციან ფსკერის აღმოჩენის ჭუჭუაშვილისეული კვლევის შედეგების შესახებ და ასე იმედიანად ემზადებიან ახალი წლისთვის (მათმა მშვიდმა სახეებმა მომცა ნიშანი, რომ ისინი, ისევე როგორც ადრე მათი წინაპარი ქართველები, დინჯად ეძებდნენ ფსკერს ბაზალეთის ტბაში და ფსკერზე აკვანს და აკვანში მავანს და იყვნენ ბედნიერები). მათ იცოდნენ ის, რაც არ იცის ბენ ბერნანკმა. - 335 -
აი, ქართველები აქაც პირველები ვართ. პირველები ფსკერის ძიების თეორიაში და პირველები ფსკერის აღმოჩენაში. არადა, ჩვენ ჩვენთვის ვართ, ეს კრიზისი კი – თავისთვის. რაო, ვერ გაიგეთ? ვერც მე! ნოემბერი, 2009 წელი
მსოფლიო ვალების ნაძვის ხე და საწყალი ვეფხვი შუმპეტერის თეორიის ტყვეობაში მიუხედავად ამისა, ამ ჩიხიდან არის გამოსავალი – ფინანსური საშუალებების გამოყენება იმისთვის, რომ ვიხსნათ ჭარბდაგროვების სისტემა კრიზისებისა და დევალვაციის დახმარებით.“ ჯოვანი არიგი – „ადამ სმიტი პეკინში“ 2009 წელი. გვ 249. ჰოი, საოცრებავ, ეკონომიკური თეორიები რიგრიგობით შედიან ჩიხში. ალან გრინსპენი თავის ბოლო წიგნში და ადრეც, 2001 წლიდან მოყოლებული, ყველა გამოსვლაში იმაზე აკეთებდა აქცენტს, რომ ეს კრიზისი შუმპეტერის სტილისაა. ამას თან მოჰყვება „შემომქმედი ნგრევა“ (ეს ჯოზეფ შუმპეტერის მიერ შექმნილი კატეგორიაა). მრავალი ეკონომისტის აზრით, მე-20 საუკუნის მთავრი მიღწევა შუმპეტერის ეკონომიკური განვითარების თეორიაა. ალან გრინსპენი ამ თეორიაზე დაყრდნობით ქმნიდა ფულად საკრედიტო პოლიტიკას, რომელმაც დიდი სარგებელი მოუტანა აშშ-ს და მსოფლიოს და მანვე მოიტანა ეს კრიზისი. თუმცა გრინსპენი, ისევე როგორც თავის დროზე შუმპეტერი, საფინანსო წრეებსა და სტრუქტურებს ზღვარგადასულ ლიბერალიზმში ადანაშაულებდა. ახლა საფუძველი ეყრება - 336 -
ახალ თეორიას – სნეულებით სნეულების მკურნალობას. თუმცა, შეიძლება ახალი არცაა, (განა მედიცინაში ბაქტერიით ანუ სნეულებით არ კურნავენ სნეულებებს?!) მსოფლიო გაგანია ვალების კრიზისშია (ამ გრიპების არ იყოს, კრიზისსაც ბევრი სახელი ჰქონია). ზოგიერთი ქვეყნის ამბავი რომ იკითხოთ, გამოდის, სულ ვალში ცხოვრობს. ასე, მაგალითად, გუშინ ყველასთვის მისაბაძმა ქვეყანამ იაპონიამ 2009 წელს 600 მილიარდი დოლარის ობლიგაცია გამოუშვა, რაც მის წლიურ საგადასახადო შემოსავლებზე მეტია (416 მილიარდი დოლარი), მიუხედავად ამისა, 2010 წელს მთავრობა გეგმავს 500 მილიარდი დოლარის ობლიგაციების გამოშვებას, რადგან სხვაგვარად წინა ვალს ვერ მოემსახურება. ამის გამო 2009 წელს იაპონიის სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 200% შეადგინა. პროგნოზების მიხედვით, ის 2010 წელს 227% იქნება. მთელი ბიუჯეტის გასავლის 65% ძველი ვალების პროცენტის გადახდას ემსახურება. ეს მაშინ, როცა საგადასახადო შემოსავლები მარტო 2009 წელს 20%-ით შემცირდა და ეკონომიკის ზრდამ 9.5% შეადგინა. არადა, იენა დოლარის მიმართ მყარდება. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საბერძნეთის სახელმწიფოს ვალი 2010 წელს 120% გახდება, საბერძნეთის ყოველ მოსახლეზე 40 დოლარი ვალი მოდის, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი კი – 12.7%. ამ გუნდის წევრია იტალია 120%-მდე. რაც შეეხება გერმანიას, ბრიტანეთს, ესპანეთს, ირლანდიას, ისინი 80%-ის კლუბის წევრები არიან და არცთუ ისე ურიგოდ ცხოვრობენ. ანუ, ადრე არსებული და დღეისთვის სახელმძღვანელოდ მიღებული მაკროეკონომიკური ნორმების მიხედვით, ასეთი ვალის პირობებში ეს ქვეყნები კარგა ხანია, დეფოლტში უნდა იყვნენ და შიმშილით იხოცებოდნენ, მაგრამ არა – კრიზისისა და ვალის მიუხედავად, ისინი მეტ-ნაკლებად კარგად - 337 -
ცხოვრობენ ინფლაციის მოლოდინში, რადგან იმედი აქვთ, რომ ბაცილით ბაცილას (ინფალციით – ვალს) უმკურნალებენ. ვალი გაიწოვება, ჩამოიწერება და მერე ხელახლა დაიწყებენ ვალის დაგროვებას და ასე. აბა, რა უნდა ვთქვა აშშ-ზე მისი 11 ტრილიონდოლარიანი ვალით!!! თეორიებიც შეიცვალა და ეკონომიკაც. კრიზისი საჭირო ყოფილა – ჩამოწერს ყველაფერს და მოთხოვნას გააცხოველებს!!! შუმპეტერი მართალია, დამსის თეორია ჭეშმარიტი, მაგრამ ვალებით დავალიანების მკურნალობაც ახალი და ცოცხალი თეორიაა! შეიძლება ითქვას – მეტად მიმზიდველი ამ ვეფხვის წელიწადში. უფრო მეტიც, ეს ვეფხვი მთლიანად შუმპეტერის ტყვეობაშია და ვალების საკანში ზის, მაგრამ თვისუფალი და ბედნიერია! როგორ? ესაა სწორედ ახალი თეორია – ნეოშუმპეტერიზმი! აა, ჩვენ ქართველები სულ იმას ვუჩიჩინებდით ერთმანეთს, ახალ წელს ვალით არ შეხვდეო. პირიქით ყოფილა, ახალ წელს უვალოდ არ შეხვდე. 2010 წელს ვალებით დახუნძლული ყველა ადამიანი კარგად იქნება. აბა, ახალი თეორიაა ეს! რა გამოდის? თუ გინდათ, ნახოთ საქართველოს ბედნიერთა სია, იხილეთ კრედიტ-ინფოს დოსიე მასში 300 ათასზე მეტი ჩამონათვალია. ხოდა, ისინი არიან ახალი ვალის თეორიის მიმდევრები და ჭკვიანი ადამიანები, რომ სხედან და დოლარის დევალვაციას ელოდებიან, რათა ვალი ადვილად დაფარონ. ხედავთ, სანერვიულო არაფერია. ყველაფერი კარგად იქნება. ვალი თქვენ კი არა, თქვენს საოცნებო ქვეყნებს – იაპონიასა და აშშ-საც ახრჩობს. რა მერე, ვერ ცხოვრობენ მეფურად თუ რა?! ეს ადრე იყო ვალში ცხოვრება სირცხვილი და პრობლემა, ახლა – პრესტიჟი და სახელია. თუ შეგიძლია ვიღაცისგან ისესხო, ესე იგი, მაგარი ხარ, პატივს გცემენ! რა გინდა კიდევ, ცოტაა? მერე? მერე მოვა ან კრიზისი ან ღორის გრიპი, ან ცხვრის - 338 -
და ფრინველის, რა გამოლევს მაგათ, და ჩამოწერს ყველაფერს ან შეამცირებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ კრედიტინფოს ცუდ გადამხდელთა სიაში მთელი საქართველო მოვახვედროთ და მთელი საქართველო იქნება ცუდი გადამხდელი. მერე რას იზამენ ბანკები? უცხოპლანეტელებს ან ახალდაბადებულებს, მაგალითად ჩემს შვილიშვილ ლუკას ხომ არ მისცემენ კრედიტებს. რაღაც ხომ უნდა ქნან? ხოდა, დახევენ ამ შავ სიას თვითონვე. ამას წინათ ოფისში მეტად მიმზიდველი მანდილოსანი მეწვია და შემომთავაზა… არა, სხვა რამე არ იფიქროთ, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. შემომთავაზა მომსახურეობა. ისევ ვერ გაიგეთ – სიის ყიდვა, შავი სიის, ე.წ. ურჩგადამხდელების. მე ვუთხარი, რად მინდა, ავიღებ მოსახლეობის აღწერის დოკუმენტს ან საარჩევნო სიას და თანაც ურჩგადამხდელების სიას პოლიტ-ელიტის გამოკლებით-მეთქი. უფრო მეტიც, ეს სია საერთაშორისო გავხადოთ და შევიყვანოთ ჩვენი მეგობრები: ამერიკა, იაპონია, საბერძნეთი, ესპანეთი. და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. ერთი საახალწლო ანეკდოტი გაამხსენდა: ძუკუს მეზობლის ვალი ჰმართებს, 1000 ლარი. ერთხელ სთხოვა მეზობელმა. ძუკუმ უთხრა, არ მაქვსო. შემდეგ საახალწლოდ მივიდა – 1000 ლარი არ მინდა, 800 მაინც მომეცი საახალწლოდო. კაი, ვნახავო ძუკუმ. ხოდა, რომ არაფერი ისმოდა ძუკუსგან, 31 დეკემბერს მიუვარდა გაბრაზებული მეზობელი ძუკუს და უღრიალა – 800 ლარი არ მინდა, 500 მაინც გადამიხადე, ოღონდ ახლავე მითხარი, როდის მომცემ ფულსო. რა გააჭირე საქმეო, ხმა ამოიღო ძუკუმ, ხომ ხედავ ნელ-ნელა გიფარავო! ეს ძალიან ძველი ანეკდოტია, მაგრამ თეორიულად ძუკუ შუმპეტერთან ახლოსაა. ხედავთ, არცთუ ისე ცუდად არის საქმე. ახალ წელს ყველაფერი კარგად იქნება, გაუმარჯოს ვალების მსოფლიოს! - 339 -
სრულიად მსოფლიო მევალეების სახელით გილოცავთ ახალ წელს და იაპონიის და ამერიკის ვალებით დახუნძლულების ყოფა და ბედი მოგეცეთ ვეფხვის წელს. ეს არის ინოვაციების ეკონომიკა, იცვლება ქვეყანა, იცვლება მიდგომები და იცვლება თეორიები. იმედია, შეიცვლება ჩვენი ეკონომიკა, ცხოვრების პირობები, ვალებთან დამოკიდებულება და კრედიტ-ინფოს სიაც. დეკემბერი, 2009 წელი
კლიმატის ცვლილების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სიყვარულთან და ორივესი ერთად – ეკონომიასთან რა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს DEVI-ის ექსპერტებმა და როგორ დაადასტურა ამ გამოკვლევების ჭეშმარიტება ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გარემოს დაცვაში თუ ჩვენს საზოგადოებაში ანუ რატომ არ იქნება ოლიმპიადა რუსეთში 2010 წელი მართლაც უცნაურია და იმიტომ კი არა, რომ ამ გაგანია კრიზისის ხანაში ვეფხვიც კი ვერაფერს გახდება, ან იმიტომ კი არა, რომ ხარებას წინ უსწრებს აღდგომა, არამედ იმიტომ, რომ დედამიწას თავს ახალი მოვლენა დაატყდა – ადამიანები და ბუნება უფრო ცივები ხდებიან, გარემო – უფრო თბილი და ბობოქარი, ეს სუფთა ეკონომიკური კატეგორია ხდება. აბა, წარმოიდგინეთ, ვანკუვერში თოვლი არ მოვიდა და ისე თბილა, ლამისაა ოლიმპიადა ჩავარდეს, ასევე, ბაკურიანში და გუდაურში ხეირიანად არ მოუთოვია, რომ ზედიზედ ერთი კვირა ადამიანმა ისრიალო, იგივე უნდა ითქვას ავსტრიასა და ზაალცბურგზე! უზარმაზარ ზარალს განიცდის შვეიცარიის სამთო კურორტები და სერთოდ, ტურისტული ბიზნესი. სამაგიეროდ, ადამიანები ხდებიან გულცივები, - 340 -
ლამისაა აისბერგებს დაემსგავსონ. სხვათა შორის, ღრმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ესეც ეკონომიკური მოვლენაა. აბა წარმოიდგინეთ, როცა ადამიანის გული და მისი ხასიათი აისბერგივითაა, მას ტემპერატურა დაწეული აქვს და ზამთარში ნაკლები ხარჯი აქვს გასათბობად. სიცივის დროს უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. რატომ ჩავიხედე ასე ღრმად?..ახალი გატაცება მაქვს – ელექტრონული გათბობის სისტემების, დანიური კომპანია დანფოსს-ის შვილობილი კომპანია Devi-სგან. ხოდა, როცა აკეთებთ გათვლებს, თუ რას რამდენი სჭირდება, ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ! აგერ, მაგალითად, დანიელები ცივი ხალხია (ალბათ, ამიტომაც უყურებს ასე გულგრილად ჩვენს თხოვნას ნატოში შესვლის თაობაზე ბატონი რასმუსენიც) და გათბობაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ! ისინი კომფორტულად არიან სიცივეში. კვიპროსელები მხურვალები არიან და გათბობაზე ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე ერთი საშუალო სიმხურვალის კვიპროსელი, რომელსაც სავარაუდოდ ერთი გული აქვს, დანიელებზე 23%-ით მეტს ხარჯავს! ჩემი არ გჯერათ? პირადად ნახეთ www.devi.com კაცობრიობის დიდი ამოცანა იყო მარგი ქმედების კოეფიციენტის ამაღლება, ადამიანებში და გარემოს მიმართ ოქროს ბალანსის ხაზის შექმნა. ამ ამოცანის გადაწყვეტამ მიიყვანა დანიელები ამ ახალ გამოგონებამდე გათბობის სფეროში. ადრე თავი თბებოდა, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ადამიანს თუ გული ცივი აქვსან ყინულის, მას არ ეშველება, თუ ქვევიდან არ გაათბე! ასე აღმოაჩინეს დანიელებმა ახალი ფორმულა – დედამიწაზე გარემოს, კლიმატის დათბობა და ტემპერატურის მატება უკუპროპორციულია ადამიანების შინაგანი ტემპერატურის ვარდნისა და გულის - 341 -
გაყინვის დონის. ეს სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს DEVI-ს ექსპერტებმა და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გარემოს დაცვაში თუ ჩვენს საზოგადოებაში დაადასტურა ამ გამოკვლევების ჭეშმარიტება. ამ გათვლებზე დაყრდნობით ხდება რევოლუციური, დანიური ელექტროგათბობის სისტემებზე თბური დანაკარგების და ენერგომოხმარების გაანგარიშება! გგონიათ ჩვეული იუმორია? როგორ გეკადრებათ? ეგ კი არა, რომ დაითვალეს, რუსეთში იმდენი გულცივი და გულგაყინული ადამიანი ცხოვრობს, სოჭში “კრასნაია პალიანაზე” დაცხა და საერთოდ თოვლი არ მოდის, რამაც საშიშროება შეუქმნა ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას. იგივე გათვლების თანახმად, რუსების გულცივობა და შინაგანი გამყინვარება ისეთ დონეს მიაღწევს, რომ ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს და ოფიციალური ხელისუფლების განცხადებით, ასე თუ გაგრძელდა ოლიმპიადა არ ჩატარდება და შეიძლება, ბაიკალზე ზაფხულის დგაფუნა პლაჟები გახსნან. ამ აზრს სრულიად ეთანხმება ექსპერტი ილარიონოვი, რომელმაც თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციაზე განაცხადა, რომ კლიმატის დათბობა მოგონილი თემაა და ესეც ეკონომიკურ მოვლენებთან არის კავშირშიო. 2010 წელს დანიელების სენსაციურმა აღმოჩენამ შესძრა მსოფლიო, მაგრამ გულით სასტიკებს და გულგრილებს მაინც ვერ გაუძლო. უფრო მეტიც, ევროპელი მეცნიერები უფრო ღრმად წავიდნენ თავიანთ კვლევებში და აღმოაჩინეს, რომ დედამიწაზე სიყვარულის დეფიციტი შეიქმნა და ოზონის ხვრელის გაჩენა და მისი შრის დეფიციტი ისეთი საშიში არ არის, როგორც სიყვარულის. ეს ორივე თანამედროვე კოსმოსის ნაწილი ხდება, რადგან ადამიანთაგან აირეკლება, - 342 -
კოსმოსში მიდის და უკან ბრუნდება. ამიტომ ხდება ასეთი მიწისძვრები, დამანგრეველი წყალდიდობები, ქარბუქები თუ სხვა კატაკლიზმები. ეს ყველაფერი სიყვარულის დეფიციტის ბრალია და სრულიად გამართული ეკონომიკური კატეგორია ხდება. თუნდაც მიკრო დონეზე, რომ განვიხილოთ – უსიყვარულო ადამიანი ნაკლებ მოტივირებულია და შრომის ნაყოფიერება დაბალი აქვს, ისევე როგორც გაყინულს – კრეატულობა. ყოველი ღვარძლი 1234 ვატია წამში, ხოლო სისასტიკე 4321 ვატი წუთში, სხვისი ტკვილებისა და პრობლემებისადმი გულგრილი დამოკიდებულება (მაგალითად, ევროპის დამოკიდებულება საქართველოსადმი) 7432 ვატი წუთში და ამიტომაც გაიყინა მთელი ევროპა და განსაკუთრებით, დასავლეთი ამ ზამთარს!!! მეცნიერულ-ეკონომიკური კვლევები 2010 წელს საერთოდ სხვა სიბრტყეში გადავიდა.ალბათ, ეს არის ინოვაციური ეკონომიკა ამ ოვაციურ სამყაროში! უნდა შევქმნა კლიმატის ცვლილებების და გულ-გაყინულობის შემსწავლელი კარდიოლოგ-ფსიქოლოგების გაერთიანებული ეკონომიკური საზოგადოება. გადავარჩინოთ ეკონომისტებმა სამყარო – შემოგვიერთდით! იანვარი, 2010 წელი რატომ ბრალდება კეინსს თბილისში გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობა „სპინოზას ღმერთი განწირულია მუდმივი ცვლილებებისათვის“ „სამკუთხედისათვის სრულიად შემთხვევითია, რომ ის მართკუთხაა“ იმანუელ კანტი, მეტაფიზიკა, გვ. 356, 367. „როგორ გინდა, როცა აღმართა თავისი ხელი და ქალაქს დააღირა მახვილი“ ბიბლია, სიბრძნე ზირაქისა, თავი 46, გვ. 645. - 343 -
„წყალივით იდინოს სიმათლემ და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადად“ მოსე წინასწარმეტყველი, თავი 5, გვ. 833. გაზაფხულთან ერთად ახალი თავსატკივარი და საფიქრალი გაუჩნდათ თბილისელებს, რატომ გადაიქცა სამკუთხედი წრედ? ვინ არის დამნაშავე? რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ? ერთნი ამბობენ, მერია საარჩევნოდ რეკალამას იკეთებსო (ისე, კაი ბილბორდი იქნებოდა ჩემმა მზემ), სხვები სამკუთხედს აბრალებენ, მოსწყინდა სამკუთხედობა და წრედ გარდაიქმნაო (არადა, როგორც კანტი ამბობს, ეს სულაც არა არის სამკუთხედის ბრალი, სრულიად შემთხვევითობაა და თანაც, მეტაფიზიკის კანონების დაცვით შესაძლებელია თურმე) ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ სულაც ჯონ მეინარდ კეინსის ბრალი ყოფილა, მას ეკუთვნის იდეა და ახალგაზრდა ნეოკეინსენიალებმა განახორციელეს. მესმის, ეს საპირველაპრილო ხუმრობა ეგონება ჩემს ძვირფას მკითხველს, არადა, სხვა საფიქრალი არ აქვთ ქალაქელებს. ბევრი მათგანი ამბობს, ეს ხევი სულია თბილისის და თქვენ შეიძლება სხეული გეკუთვნოდეთ, მაგრამ არა სულიო. ყველაზე მეტად კეინსის ხსენებამ დაბნია ხალხი, რას გვერჩოდა ეს კეინსიო (აცხონოს ღმერთმა), იქ მთელი მსოფლო გადარია, ახლა ჩვენამდეც მოვიდაო! საქმე იმაში გახლავთ, იმ ცხონებულმა ანდერძი დატოვა თურმე, რომლის მიხედვითაც ხიდებზე, ესტაკადებზე და მაგისთანა სარეკლამო “რაღაცეებზე”” დახარჯული თანხა ერთი ხუთად ბრუნდება ეკონომიკაში. წარმოიდგინეთ, 2010 წელს მასეთ საქმეზე 750 მილიონია გადადებული და ეს რომ 5-ზე გავამრავლოთ, 3,5 მილიარდს მივიღებთ, რაც ჩვენი ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედია!!! მაგარი ფორმულაა!!! ღირს ამისთვის ტანს დასჯერდე და სამკუთხედი წრედ გადააქციო. ამბობენ, ავადსახსენებელი დიდი დეპრესიის დროს ასე - 344 -
დაუწყიათ დასავლეთ-აღმოსავლეთის გზის მშენებლობა შტატებში და პრერიების სული კი ვერ დაიპყრეს, მაგრამ ამერიკა გადაარჩინეს.არ გჯერათ? ჰკითხეთ ამერიკლებს! თქვენს თვალებში ვხედავ, რომ არ გჯერათ ჩემი, არც კეინსისა და კანტის – უნებლიედ რომ მოუვიდა სამკუთხედს და არც მეტაფიზიკის კანონების, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ ხიდის მშენებლობის შემდეგ ერთ-ორად გამძაფრდა თბილისის მერობისთვის ომი. ყველა მოადგა ქალაქს და იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკის 2/3-ია, აპირებენ მერის არჩევნების შემდგომ კანონი შეცვალონ და ქვეყანაში მერი გახდება ძირითადი პოლიტ-ეკონომიკური ფიგურა. იგი გადასახადებს შეცვლის, წყალს უფასოდ მოგცემთ და შუქს – 5 თეთრად და სსრკ-სა და ანაბრებს დააბრუნებს – ეს ხომ გჯერათ? აბა, კეინსმა რა დააშავა, იმისი რატომ არ გჯერათ. კი ბატონო, სული თქვენი იყოს და მეტაფიზიკა, ეს ხიდი, სხეული და მულტიპლიკატორი დათმეთ, თუნდაც სარეკლამო ბილბორდად უნდოდეთ. წარმოგიდგენიათ, რამდენი არჩევნებიც იქნება საქართველოში თითომ თითო ესტაკდა რომ აიღოს, რას აშენდება ეს ქვეყანა? ისე, ერთ ჩემს მეგობარ მანდილოსანს ხიდის ტანი არ მოეწონა, მეორეს – სული, ხიდსაც აქვს სული? – ალბათ, რადგან ამბობენ, სულიცა აქვს, ნამეტანი დახვეწილი, სრიალა ტანი აქვსო, შორენა ბეგაშვილივით პლასტიკური ექნება გაკეთებულიო, მეორემ, მაგ ხიდის სული არ იქნება სუფთა – ცირკის მიმდებარე ტერიტორიის თავზე ტრიალებსო. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, მაგ მშენებლობას ცირკის მიმდებარე ტერიტორიის ბინადრები ლობირებენ, წვიმის დროს რომ არ დასველდნენო, ამის შემდეგ ხიდის ქვეშ კომფორტულად იქნებიანო, რა ვიცი, შეიძლება სიმართლეა. გამოდის, ხიდს სოციალური ფუნქციაც ჰქონია! ახლა ხიდის ქვეშ დამწკრივდებიან და აქამდე თუ ვმღეროდით “მდინარე - 345 -
ხიდს ქვეშო”… დღეის იქით ვიმღერებთ, “ქალები ხიდს ქვეშ”… ღმეთმა აცხონოს კეისნის სული, მაგათზეც იზრუნა! მიხვდით მისტიურობას მეტამორფოზისა – წრე, ქალები და მარადიულობა, ისე, როგორც კეინსისა და მისი მულტიპლიკატორის? მიხვდით, რა შუაშია კეინსი და გმირთა მოედანზე ხიდი? მგონი უტყუარი არგუმენტია, ეკონომიკურის გარდა, სოციალურიცაა და ამას წყალი არ გუავა. ამ გაზაფხულზე ყველა მოადგა ქალაქს და “როგორ გინდა, როცა აღმართა თავისი ხელი და ქალაქს დააღირა მახვილი”. ხიდი კი შენდება თავისთვის, აღსდგა აღდგომის ჟამს, სული არ ვიცი, მაგრამ მისი ტანი, როგორც ცირკის მიმდებარე ტერიტორიის ქალებისა, ყველა თბილისელის იქნება და ასევე, კარგი მაგალითი საარჩევნო პროპაგანდისა და მეტამორფოზის, რომელსაც ყველა გაზაფხულივით ველოდებით! ასე რომ, ნურავის გაკიცხავთ, ყველაფერი კეინსის ბრალია! მარტი, 2010 წელი
ორშაბათის სინდრომი ჩვენში ხშირად ისმის კითხვა, ეკონომიკაში რატომ არ მიდის კარგად საქმეები? რატომ ვართ ჯერ კიდევ ღარიბები? რეიტინგში დაწინაურებულები აბსოლუტურ მაჩვენებლებში ვკოჭლობთ. კითხვა რთულია და რიტორიკული! ჩვენ ახალ ქვყანას ვაშენებთ. არა, ეს ქვეყანა საუკუნეების წინაც არსებობდა ჩვენი წინაპრების ხელში და ისინიც რაღაცას აკეთებდნენ, იმ რაღაცას ვეჩალიჩებით ახლა ჩვენ და სხვათა შორის, იგივე პრობლემებით. რატომ წერდა გამწარებული ერეკლე მეფე - 346 -
მის დესპანს რუსეთში, სასწრაფოდ ჯარი მომაშველეო და, იმავდროულად, არ იყო დარწმუნებული – ეს ნაბიჯი სწორი იყო თუ არა. ერთი რამ დანამდვილებით იცოდა – ასეთ პატარა ქვეყანას და მის ეკონომიკას უცილობლად სჭირდებოდა მფარველი. ჰოდა, აღა მახმად ხანიც წერდა ერეკლეს, არ გინდა ეს რუსეთთან კავშირი, მე გიპატრონებო. არა, ერეკლე მესამე გზას ეძებდა, დღესაც მესამე გზის ძიებაში ვართ, თითქოს ვიპოვეთ კიდეც და ვერც ვიპოვეთ. ასეა ეკონომიკაში. დახმარებას სულ გარეთ ვეძებთ! გვგონია, რომ სულ თავიდან ვიწყებთ და ახალს ვაკეთებთ, არადა, ბევრი რამ ძველია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ და ვეძებთ. სიგარეტის ყველა მწეველი სიგარეტის „გადაგდებას“ ორშაბათიდან აპირებს და შაბათამდე ავიწყდება ან ყველა მსუქანი დიეტას ორშაბათიდან იწყებს. ორშაბათი კარგი სინდრომია. ყველაფრის იქიდან დაწყებას ვაპირებთ. არადა, რომელ ორშაბათს, ეს არის მთავარი კითხვა. ორშაბათიც არ მთავრდება, ვიწყებთ და ბოლომდე არ მიგვყავს. ხელის შემშელელი ფაქტორები არ გველევა, ხან სპარსები გვიშლიან, ხან თურქები, ხანაც რუსები, ანდა ევროპელების გულცივობას ვუჩივით. მაინც გარეთ ვეძებთ მიზეზებს და ველოდებით ორშაბათს. ეს არის მთავარი პრობლემა – ორშაბათი, ამას არაფერი ეშველება ორშაბათის გაუქმების გარდა! დავიწყებთ რეფორმას ზევიდან და სანამ ქვემოთ ჩავა, გვავიწყდება, მერე ისევ თავიდან ვიწყებთ. განათლების რეფორმის არ იყოს – მერამდენედ დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ. საბოლოო ჯამში, ის მივიღეთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში 37 000 ადგილზე 35 000 მსურველი გვყავს, ქუჩაშიც რომ დავიჭიროთ ბავშვები, - 347 -
რეფორმირებულ უნივერსიტეტებს მაინც ვერ შევავსებთ. 400 000 უმუშევარში 400 პროფესიონალს ვერ ავარჩევთ და გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები სხვამ გაზარდოს. ისევ ის „სხვა“ გვიშლის, გულკეთილობის გვჯერა, არადა მსოფლიოს თავისი ინტერესები ამოძრავებს და თანაც, ძალიან პრაგმატული, ჩვენგან განსხვავებით, იქ ემოცია არ სჭარბობს. ეკონომიკის რეფორმირება დავიწყეთ სხვადასხვა კუთხით და ისიც მივატოვეთ. გაუქმებებს რეფორმა დავარქვით. რაღაც გავამარტივეთ, რაღაც არ მივიყვანეთ ბოლომდე და ასე დავრჩით ორშაბათის მომლოდინედ და მესამე გზის მაძიებლად. საგადასახადო კოდექსს გადავაკეთებთ, ინსტრუქციებს კი არა და ასე ვართ სანახევროდ, მთავარი მიზეზი ორშაბათია! ჩერჩილის თქმის არ იყოს, მთელი კვირა გეგმებს ვსახავთ და მერე მთელი კვირა იმის გამო გვიწევს თავის მართლება, თუ რატომ არ შევასრულეთ ეს გეგმები. არა, უნდა გავაუქმოთ ეს ორშაბათი და მესამე გზის თეორია. გზა ორია: დასავლეთი ან აღმოსავლეთი, წელს ქვემოთ აღმოსავლეთი და წელს ზემოთ დასავლეთი არ გამოვა. ამათ ჩვენი გულმკერდი კი არა, სრულად ვუნდივართ. ორშაბათი რომ არ იქნება, დაპირებებსაც აღარ დავდებთ და პირდაპირ საქმეზე გადავალთ. მანდატურების ინსტიტუტის შემოღებით სკოლებს ციხეების მაგვარ ღია კოლონიად კი არ ვაქცევთ, პირდაპირ სწავლას დავაწყებინებთ ბავშვებს და სტუდენტებს. ჯერ დავადგენთ, რა უნდა გარდავქმნათ ეკონომიკაში და როგორ და მერე დავიწყებთ, გარდავქმნით ბოლომდე. ასე რომ, ორშაბათს თუ გავაუქმებთ, გვეშველება. ისედაც მძიმე დღეა და ახი იქნება მასზე! აპრილი, 2010 წელი - 348 -
არჩევნები და კომუნიზმი ღმერთო ჩემო, სასწაული დროა მაისი – ყვავის დედამიწა, ატმის რტოების ფერადი ყვავილებით დახუნძლულ ტოტებს ტორტმანი გააქვთ და ამის შემხედვარე ადამიანის გულიც გადაფურჩქნულია და სასწაულის მოლოდინში ჩქეფს სიცოცხლე, გული კი დიდი ზღაპრის მოლოდინში გაბადრული ესალბუნება ადუღებულ სისხლს. ლამაზია ეს ისლანდიის ვულაკნივით აფეთქებული დედა-ბუნებისა და ადამიანის ნახვა, ამაღელვებელი და ისეთივე სუსტი, როგორც შეყვარებული მამკაცი. ოდნავმა სუსხმა თუ წამოუბერა, მოდილიანის საოცარი ფერების ყვავილებისგან მხოლოდ კოკრები და მათში ჩამჯდარი მტვერი დარჩება, რომელიც ფუტკრებმა ალბათ დიდი სიმწრით მოიტანეს. ამის შემხედვარე, მზად ხარ ზღაპარი დაიჯერო და შენს ყურს ფსალმუნივით ესმის მაისის ნიავის შრიალი, ფოთოლთ ცელქობა, თრთოლვა და სიყვარულის ფიცი, გინდა, რომ ეს ყველაფერი დაიჯერო. ჰო, სულ დაგვავიწყდა, მაისის ამ მშვენიერი დილის ახალი პერსონაჟი – ქართველი ამომრჩეველი, რომელიც ასევე გაფაციცებით და ნეტარებით უსმენს პარტიის ლიდერების დაპირებას თუ როგორ დაუბრუნებენ მოუსავლეთში დიდი ხნის წინ წასულ ანაბრებს, მისცემენ უფასო წყალს, რომელიც წელიწადში 80 მილიონზე მეტი ჯდება, გაზს, შუქს, სამუშაო ადგილებს, სამედიცინო მომსახურებას და ა.შ. – არა, ნამდვილად ფანტასტიურია, სიყვარულის ფიცს ჰგავს სექსის წინ! ყველაფერს ჰპირდებიან, ყველაფერს და რაც მთავარია, ამას ლამაზი სახელი – არა გაზაფხული, არამედ ეკონომიკური პროგრამა ჰქვია. ზოგი ახალია, ზოგი დაწყებულია, მაგრამ გასაკეთებლად დატოვებული კიდევ ბევრია, ზოგიც, მარქსის იდეებიდან არის - 349 -
“გადმოშუშული””. ამ საწყალ მარქსს საფლავშიც არ ვასვენებთ, არადა, ყოველ დღე ვლანძღავთ (იმას ძალიან არ ადარდებდეს ჩვენი ლანძღვა, წამოპლაკულია შუა ლონდონში და მშვიდად განისვენებს). არადა, სარეკლამო კლიპებს, რომ მოუსმენ და სამაისო-სახალისო პროგრამებს განიხილავ, აშკარად მოგაგონდება ცხონებული მარქსის შეგონება – “აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი კომუნიზმისა”! ივნისში უკვე ვიქნებით მთვარეზე, არადა რა კარგი მოსასმენია – ყველაფერი უფასო, შენს ყველა პრობლემას მოაგვარებენ და შენ მხოლოდ დატკბი ცხოვრებით. მართლა მაისია! ოღონდ, ფუტკრის ბზუილი პოლიტიკოსების ჭყვიტინით არის შეცვლილი და სიყვარულს კოლექტიურად, ერთდროულად რამდენიმეს გვეფიცებიან! არადა, მთელი ევროპა კრიზისის მოლოდინში ცახცახებს და თრთის, როგორც წვიმიან თბილისში სუსხისგან ჭერმის ყვავილი ან მიტოვებული შეყვარებული, მაგრამ ამ დროს, ჩვენ კომუნიზმს ვაშენებთ! რა გინდა უთხრა ხალხს, გაზაფხულია, სასწაულების დროა და სჯერათ ალბათ ივნისამდე ან როგორ გინდა არ დაიჯერო დემოკრატიის სახელით ნათქვამი და სრულიად უდემოკრატიულესი არჩევნები. ისე კომუნიზმს, სრულიად დემოკრატიულ არჩევნებსა და საარჩევნო დაპირებებს აქვთ რაღაც საერთო. გურამ რჩეულიშვილი მახსენდება – „ჭეშმარიტება ჰგავს კეფას, რომელიც ვიცით სად არის, მაგრამ ვერასოდეს ვერ დავინახავთ“. ჰო… ვერასოდეს დავინახავთ ვერც კომუნიზმს, ვერც სრულიად დემოკრატიულ არჩევნებსა და დანაპირების შესრულებას. დანაპირებს და ატმის ყვავილს ის აქვთ საერთო, რომ ორივე მაისში გაქრება, ატმის ყვავილი შემდეგ მაისამდე არ მოვა, ხოლო დაპირებები – შემდეგ არჩევნებამდე! ასეა სიყვარულიც, მაგრამ, ხომ კარგი მოსასმენია, ყურს ხომ უხარია?! მაისში - 350 -
მაინც განსაკუთრებით, ახლა ხომ ყველაფერი ჰყვავის, თრთის და საოცრებების მოლოდინშია, მაისში თავის მოტყუებაც კი კარგია! ძნელია არ დატკბე გალაქტიონით, მაისით და სიყვარულით. ასევე, არჩევნებით, ისიც ხომ თავისებური სიყვარულია, ხალხის, მშრომელი მასების თუ მოწინავე ინტელიგენციის ინტერესებისათვის ბრძოლის სიყვარული. მთავარია, როგორ ჟღერს და ჩიტების ჟღურტულს როგორ ჰგავს, თუ არა, ეკონომიკური პროგრამის წერას რა უნდა – გადაშალე მარქსი და ყველაფერი სწერია! ჰო, არ დაგავიწყდეთ, სიყვარულში მარადიულობას და მუდმივობას გაუსვით ხაზი და სარჩევნო პროგრამაში – დემოკრატიულობას! ბედნიერ მაისს გისურვებთ და ტკბილ ზღაპრებს! ასევე, ოცნების ახდომას მეორე გაზაფხულის მოსვლამდე. მაისი, 2010 წელი
ვინ გვარჩენს ანუ ამბავი იმიგრირებულ საქართველოზე და დარჩენილ ქართველებზე საშინელმა სიცხემ და ლარის კურსი დაცემის ტალღამ შეარყია საქართველო ამ ზაფხულს! ეკონომიკური თეორიის რევალვაციის ბუმია! კლიმატის ცვლილებაზე და ეკონომიკურ პრობლემებზე უამრავი კითხვა დაგროვდა! ვერ გაარკვია მსოფლიომ, კლიმატის დათბობაა თუ გაციება?! იმატებს ეს ტემპერატურა თუ ეცემა?! ვიღაცამ ისიც თქვა, კლიმატის ცვლილების პრობლემა იმიტომ გამოიგონეს, რომ ფული გააკეთონ საერთაშორისო მასშტაბითო. ბოროტი ხმები ასევე ამბობენ, ეს ფინანსური ბუშტი და კრიზისი - 351 -
იმიტომ მოაწყევეს, რომ ომის გარეშე მსოფლიო ხელახლა გადაინაწილონო! მოკლედ, რას არ გაიგებს კაცი ამ გაგანია სიცხეში, რა ფერის ჭორებს არ ჰყვებიან, მაგრამ მთავარი ერთია – პასუხები კითხვაზე. მეცნიერებას ძალუძს ახსნას მოვლენები ობიექტური კანონებით, მაგრამ ისინი მაინც პასუხგაუცემელია! მაგალითად, რა ამყარებს ლარის გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში და სად არის გარანტია, რომ ხვალ ან ზეგ ივნისის მოვლენები არ განმეორდება და ლარი არ დაეცემა, საიდან მოდის სავალუტო ნაკადები ლარის გასამყარებელად და ა.შ. საოცარია, მაგრამ ანალიზმა ცხადჰყო, რომ საქართველოს სავალუტო ნაკდების გოლპსტრიმის დინება ემიგრანტებისგან მოდის იმიგრირებული ქართველები საქართველოში ყოველწლიურად თითქმის მილიარდამდე დოლარს აგზავნიან. საოცარია, მაგრამ ეს ბევრად მეტია, ვიდრე მთლიანად ექსპორტით მიღებული სავალუტო ამონაგები ქვეყანაში, რადგან საექსპორტო დარგების მეტი ნაწილი საინვესტიცო უცხოური კაპიტალით არის შექმნილი და ექსპორტის სავალუტო ამოანგების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ქვეყანაში მიდის, საიდანაც ეს კომპანიებია. მაგლითად, მადნეულის ამონაგების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში მიდის და ლარს არ ამყარებს! ალბათ, ეს სპეციალურად ხდება, რისი საფუძველიც მრავალმხრივი მეცნიერული გამოკვლევებია. შედეგად, ცხადი გახდა, რომ საექსპორტო საწარმოებს ხელს არ აძლევთ ეს ამაყი და მყარად ფეხზე მდგარი ლარი. თეორიის თანახმად, ალბათ კომერციულ ბანკებსაც არ აძლევთ ხელს, რომელთა სესხების უდიდესი ნაწილი დოლარშია გაცემული და ბალანსი ლარში აქვთ ბალანსს და დინამიკას აუმჯობესებენ და სესხებს ნაკლებს გასცემენ, - 352 -
შესაბამისად, ნაკლები რისკია! აბსურდია? გეგონოთ! ეს არის, ახალი, მოდერნისტული თეორია ეკონომიკაში, რასაც ჰქვია ჯადოსნური ციფრები ანუ არის და თან, არ არის! ასე მაგალითად, თუ საბიუჯეტო შემოსავლების 60 პროცენტზე მეტი იმპორტის დაბეგვრით ივსება და ინვოიოსების ძირითადი ნაწილი დოლარშია, წარმოიდგინეთ, 20%-ით კურსის დაცემა ბიუჯეტში უცებ შემოსავლის რამხელა ზრდას იწვევს! კი მაგრამ, ფასებსაც ხომ გაზრდის და ინფლაციას გამოიწვევს? – მით უკეთესი, სტატისტიკას ვეტყვით და დასწევს ინფლაციის ციფრულ ჩვენებას! ესე იგი, ინფლაციაც სასარგებლო ყოფილა – გააჩნია, რა შემთხვევაში! სულ აირია ეს ეკონომიკური თეორია! აბა, ვინ ამყარებს ლარს? – ლტოლვილი, იმიგრანტი ქართველები! საქართველოდან ხალხის წასვლა სულ არაა ცუდი მოვლენა – უფრო მეტიც, პატრიოტულია. წარმოიდგინეთ, ახლა, ერთი მილიონი ქართველია ქვეყნიდან წასული და ერთ მილიარდს აგზავნიან და თუ უცხოეთში კიდევ ერთ მილიონს გავგზავნით, მაშინ ისინი საშუალოდ ორ მილიარდს მაინც გამოაგზავნიან და… ხალხიც დასაქმდება თან, კვალიფიკაციას აიმაღლებენ. აქედან გამომდინარე, უნდა შევიმუშაოვთ ახალი ეკონომიკური დოქტრინა – ყველანი უცხოეთში! მაგარია რა! ქვეყანას არც ინვესტიცია სჭირდება და რც საინვესტიციო კლიმატი! ერთადერთი ინვესტიცია იქნება ქართველების გამრავლება! სექსუალური აქტი კი – ყველაზე დიდი საწარმოო პროცესი. ასე ქვეყანაც აყვავდება, აი, რა შეუძლია ახალ, თამამ მოდერნისტულ ეკონომიკურ თეორიას! ერთი დეტალი, ქართველებს ძალინ უყვართ თავიანთი ქვეყანა და მიჯაჭულები არიან სამშობლოს, ამიტომ ისინი უნდა ვაიძულოთ გადაადგილდნენ… და რით ვაიძულოთ? – ცხოვრების ცუდი პირობებით და უმუშევრობით – გადასახადები შვეიცარიის დონეზე და შემოსავალი განის - 353 -
პირობებით. მაგარია! ამ პირობების მიხედვით, უმუშევრობა მინიმუმ 20%-იანი უნდა იყოს და თვითდასაქმება 60%იანი! ასეთი ძირითადი თარგეიტები არც თუ ისე ძნელად მისაღწევია. საქართველოში დარჩენილ ადამიანებს ტურიზმში დავასაქმებთ, ქარხნები და საწარმოები საერთოდ არ გვექნება, კლიმატის ცვლილება და ჰაერის დაბინძურებაც არ შეგვაწუხებს! მსოფლიოში, სადაც სამუშაო იქნება, იქ ჩვენც ვიქნებით და ქვეყანას ავაყვავებთ. ამ დოქტრინასთან დაკავშირებით ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: ერთი რუსი ეუბნება მეორეს – თეორიულად წარმოიდგინე, რომ რუსეთში არაყი გაქრა, რა მოხდებაო? დიდი თეორიული განსჯის შემდეგ მეორემ მიუგო – ბუნებაში არაფერი ქრება უკვალოდ, თუ აქ გაქრა, სხვაგან გამოჩნდება და, სადაც გამოჩნდება, რუსეთიც იქ იქნებაო (მიხვდით, რატომ დაიპყრეს ჭაჭით სავსე კავკასია რუსებმა?). ჰოდა, ასე ვიქნებით ჩვენც, სადაც იაფი სამუშაო ადგილი იქნება, იქ გავჩნდებით ქართველებიც, მაგრამ ის, საქართველო იქნება თუ არა, ამაზე ნამდვილად ვერაფერს მოგახსენებთ! ამ ბუღში ვიღაც ენაკვიმატს შეიძლება უადგილო კითხვა დაებადოს მაშინ რად გვინდა ეს აყვავებული საქართველო, თუ იქ 2 მილიონი ქართველი არ იცხოვრებს? რად გვინდა და, მსოფლიოს თვალს გაახარებს! რა უფრო მნიშვენელოვანია, ჩვენ თუ საქართველო მყარი ლარით? ჰოო… ამაზე ღირს დაფიქრება. ეს ეკონომიკური თეორია შეიძლება ერთი შეხედვით რთული და სასტიკი იყოს, მაგრამ მიზანი კეთილშობილური და გლობალურია. ჩვენი სამშობლო იქნება აყვავებული ოაზისი და ჩვენ ტურისტებად ჩამოვალთ თბილი ქვეყნებიდან ჩაქვში წვიმით გასაგრილებლად, ხედებითა და მყარი ლარით დასატკბობად. ასე რომ, ლარს არაფერი ემუქრება. ჩვენ? ჩვენ არ ვიცი! იქნებ, თქვენ იცით ან სხვა ეკონომიკურმა დოქტრინამ? ივნისი, 2010 წელი - 354 -
ჩვენ ვუსწრებთ დროს და ვახდენთ სასწაულს დამთავრდა, მორჩა ის ავადსახსენებელი დრო, როდესაც ქართველები ყველაზე უკან მივჩანჩალებდით და ყველგან და ყოველთვის ვაგვიანებდით (ტოკიოს ინცინდენტი გამონაკლისი იყო და ბოლო). უფრო მეტიც, ჩვენ ვუსწრებთ დროსაც. არ გჯერათ? აი, ფაქტები: გახსოვთ, თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავების გაფრენის მუდმივი დაგვიანება და საშინელი გაზის ნამწვის ნაყნოსვით დაჯღანული მომლოდინე ტურისტების სახეები, ყელში აჯიკა წასმულივით სველი და წითელი თვალები სულ რომ ემუდარებოდა ცნობათა ბიუროში “გუჩის” მოდელივით გამოწკიპულ და გამარჯვებული იერით მომზირალ გოგონას, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი პიროვნება იყო მთელს დარბაზში, – როდის გავფრინდებით? ჰოდა, მორჩა ეს დრო ჩვენთან, თვითმფრინავები უკვე დროზე დაფრინავენ და უფრო მეტიც, დროზე ადრე დაფრინავენ კიდეც… ისე კი არა, როგორც მთელს ცივილურ მსოფლიოში – დროზე! არა, ჩვენ გავუსწარით დროს და დროზე ადრე დავფრინავთ. არ გჯერათ? ასეა, ძნელია კარგის დაჯერება! აი, ყველაზე კარგი მაგალითი წელს, მარიამობის დღეს მოხდა. ავიაკომპანია „აირზენამ“ დიდი საჩუქარი გაუკეთა თავის მგზავრებს, ის ბილეთებზე მითითებული დილის 9 საათის ნაცვლად, ზუსტად 45 წუთით ადრე გაფრინდა და ვინც ბილეთებში მითითებული დროის მიხედვით მივიდა, არ გაუმართლა, ეს მარიამობის საჩუქარი ვერ მიიღო და სახლში დარჩა! ასეა, გავუსწარით დროს, ჩვენთან ახლა თვითმფრინავები გრაფიკიდან კი არ აგვიანებენ, არამედ გრაფიკზე ადრე მიფრინავენ! ეს ტურიზმის განვითარებას უხდება ძალიან! ამიტომ, „აირზენას“ ბილეთები მუდამ ერთიორად ძვირი ღირს და არცაა გასაკვირი, ნოვატორობა საერთოდ ძვირია! - 355 -
როგორც „აირზენას“ პრეს-ცენტრში ჩვენს კორესპონდენტს განუცხადეს, ისინი აპირებენ ეს საკუთარი რეკორდი გაზარდონ ნანო-ტექნოლოგიების და ქართველთა მოთმინების ხარჯზე და დროში გასწრების ახალი ფორმები დანერგონ. ასე მაგალითად, სატელევიზიო შოუ „ინტუიციის“ მაგალითზე ინერგება ახალი რეისების დრო სახელწოდებით – გამოიცანი როდის გავფრინდებით! „აირზენა“ აპირებს ეს გამოგონება საერთაშორისო დონეზე დააპატენტოს და გაყიდოს, როგორც ნოუ-ჰაუ. ახალმა მეთოდმა მოწონება დაიმსახურა სამხრეთ აფრიკის და შუაწელ ეკვატორული აფრიკის ქვეყნებში, იმედია, მალე ხელშეკრულება გაფორმდება! აგერ, თუნდაც სექტემბრის ბოლოს, საერთაშორისო ბიზნეს-წრეები შეარყია ცნობამ, რომ ამ თვის ბოლო შეიძლება რეცესიის დასასრულად ჩაითვალოს. ძირითადი ინდექსები მაღლა ავიდა, გაიზარდა ფასები, ეკონომიკები და ასე შემდეგ. ამერიკის ეკონომიკა გამოვიდა რეცესიიდან, ამიტომ გადადგა ობამას ეკონომიკური მრჩეველი და რეფორმების მჭედელი. – ის ვალმოხდილი წავიდა სახლში, რადგან ეკონომიკა გამოიყვანა რეცესიიდან და აწი რა უნდა ეკეთებინა, უსაქმურად ხომ არ დაჯდებოდა. რა მერე? რა უხარიათ ნეტავ? ჩვენ საქართველოში ეს პროცესი ბევრად ადრე დაგვიდგა – წლის დასაწყისში დავამთავრეთ რეცესია – მოვუღეთ ბოლო და დროს გავუსწარით! მაგრამ საერთაშორისო რეზონანსი არ მოჰყოლია, ხომ იცით, პატარა ქვეყანას სად აქვს შანსი „ბლუმბერგზე“ გააპიარონ, თან ცოტა შურთ კიდეც ალბათ და ეს ფაქტი არ შეიმჩნიეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით დროს რომ გავუსწარით? თან, მათი ბირჟები ძალიან გადატვირთულია და აღმავლობა აჟიოტაჟს იწვევს, იმდენი კომპანიაა ერთდროულად ლისტინგში, ჩვენთან საფონდო ბირჟის ლისტინგში სულ ორი კომპანია, „საქართველოს ბანკი“ და „სახალხო ბანკი“, ამიტომ ამბობენ, ლადო გურგენიძე შეთავსებით საფონდო ბირჟის პრეზიდენტიცააო. სწორედ - 356 -
ამ მიზეზით თქვა „ნაზადაკმა“ საქართველოში შემოსვლაზე უარი – იმ ბირჟაზე, სადაც ლადოა, მე რა უნდა გავაკეთო, ისინი დროს უსწრებენ და ჩვენ ჯერ რეალურ დროში ვვაჭრობთო! დროს ჩვენ სხვა დატვირთვა მივეცით, ის ეკონომიკური კატეგორია გახდა და მთლიანი შიდა პროდუქტის ძირითადი კრიატორია. ამიტომ გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6%, ეს სერიოზული ნოუ-ჰაუა, თან ადვილი აღსარიცხია სტატისტიკურად, მხოლოდ წამზომი სჭირდება. მართალია, დრო იმდენი გვაქვს მკვდარს არ აქვს, მაგრამ ვუსწრებთ მას და ვმართავთ! ეს გამოცდილება გვინდა გავიტანოთ და დავნერგოთ უცხოეთში და საექსპორტო შემოსავლის წყაროდ გავხადოთ, მაგარია! 21-ე საუკუნეში ტრადიციული კლასიკური ეკონომიკური თეორიები თავდაყირა დგება და დღეს ინოვაციების ეპოქაა, მათ შორის, დროის ინოვაციის და ამიტომ გვეჩქარება და დროს ვუსწრებთ, ის ძველმოდური გამონათქვამი, მოჩქარეს მოუგვიანდესო, შევცვალეთ – ვინც არ ჩქარობს, ის არ ხარობს! მოდით, გავუსწროთ დროს! ივლისი, 2010 წელი
რუსი ქალების რეექსპორტი და რუსი ცოლების იმპორტი http://www.regnum.ru/news/fd-abroad/abxazia/1337004.html#ixzz13Hqq16mx. ნამდვილად ვიცოდი, XXI საუკუნეში ეკონომიკურ თეორიაში გადატრიალება, რომ მოხდებოდა, მაგრამ ექსპორტიმპორტის სტრუქტურას და საგადამხდელო ბალანსს ასე სასტიკად თუ შეცვლიდა ვინმე, ვერ წარმოვიდგენდი. ამას წინათ აფხაზეთის ეკონომიკურ სიტუაციაზე ვმუშაობდი და - 357 -
გავხსენი პორტალი, ალბათ ოფიციალური, www.abxazia.com და საოცრებავ, სტრატეგიულ საექსპორტო რესურსებს შორის, ორი ახალი დეტალი აღმოვაჩინე: ერთი სტატია საექსპორტო ეკონომიკაში, რუსი ქალები და რუსი ცოლები… ალბათ, უპრიანი იქნებოდა დაეწერათ „რუსი ქალების რეექსპორტი და რუსი ცოლების იმპორტი“. რადგან ამ საქონლების მოძრაობა საბაჟოზე სხვადასხვა რეჟიმით ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, სასაქონლო ნომენკლატურის ჰარმონიზირებულ სისტემაში ასეთი საქონელი ადრე არ იყო, ეტყობა ახალი რეჟიმით არის შემოტანილი. მეორე, რუსეთი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი არ არსებობს, არამედ მხოლოდ სოხუმის გუბერნიაა და თითქოს ეს უცხო ქვეყნის ნაწილი არ იყოს, თუმცა გასაკვირი არაა, რომ ერთ საინფორმაციო პორტალზე ისევ ვკითხულობ – იმიტომ Свердловская область и Абхазия подписали соглашение о сотрудничестве მაგარია! რას ერჩი, ოლქი ოლქთან აწერს ხელშეკრულებას, აბა, ქვეყანა ქვეყანასთან ხომ არ მოაწერს. მომწონს რუსული მიდგომა მისი ოლქი საქართველოს ოლქთან თუ აწერს ხელს, როგორც უცხო ქვეყნის შესაბამის ნაწილთან, მაგრამ, თუ თავის ოლქი მეორესთან აწერს, მაშინ აფხაზები დიდ საგონებელში უნდა იყვნენ ჩავარდნილნი ქართველებთან ერთად. ისე ადრეც, ჩემს ჯეეელობაში ექსპორტის ეს მუხლი რეექსპორტად კი არ უნდა განეხილათ, მაგას პროსტიტუციის ბიზნესს და ტრეფიკინგს ეძახდნენ, მაგრამ ცოლების ექსპორტიმპორტს რა ერქვა ვერაფრით ვიხსენებ და საერთოდ ეს ეკონომიკური ტერმინია თუ რუსული-პოლიტიკური და ჰქვია რუსიფიკაცია. ინებეთ რუსი ცოლი იაფად CIF-ის პირობით ან დროებითი შეტანის რეჟიმით, თუმცა ტურისტულ პოტენციალში რუსი ქალების სტატია სულ იყო ალბათ, მაგრამ ასე - 358 -
ოფიციალურად არ განიხილებოდა, როგორც ეკონომიკური კატეგორია. ეტყობა, ესაა 21-ე საუკუნის ახალი პარადიგმა! ისე, ალბათ, თვითონ ახალი იდეა საინტერესოა. რას არ იზამ კაცი კრიზისის დროს, ცოლსაც კი გაუშვებ ექსპორტში. უსაზღვროა ეკონომიკის შესაძლებლობები და უკიდეგანო. უბრალოდ, იმდენად ახალია, ბევრი კითხვა ჩნდება. მაგალითად, მიმართება მონეტარულ პოლიტიკასთან და ინფლაციასთან, WTO-ს ნორმები და GAAT-ის შეთანხმების პარაგრაფების დაცვა, კონკურენციის კანონთან მიმართება და დემოგრაფიული საკითხები, რადგან ეს თითქმის უნარჩენო წარმოებაა. ისე ჯამში, ალბათ კარგი სტატიაა ექსპორტისათვის ან იმპორტისათვის, გაჩნია რომელი მხრიდან მიუდგები! სექტემბერი, 2010 წელი
დღგ-ის შემცველობა ფეტვიან ხაჭაპურში და ეჯუორთის ყუთის პარამეტრები საახალწლო სუფრაზე – არნახული კონკურსი ძალიან ბევრი ვიფიქრე, რა მეთქვა ჩემი მკითხველისთვის საახალწლოდ. ის თუ როგორ გადავაგორეთ 365 დღე, 8760 საათი, 525600 წუთი და როგორ გვეტკინა თუ გვიჭირდა, რამდენი უაზრობა, სიშლეგე მივასიკვდილეთ და რამდენს ჩავიდენთ მომავალ 365 დღში. ან იქნებ საყოველთაოდ აღიარებული და დაფასებული წიწიბურას ფასების ატომურ აფეთქებაზე გვემსჯელა გოჭთან, ანდა გათავხედებულ ნიორთან ერთად! მაგრამ ამაზე უჩემოდაც ბევრს ლაპარაკობთ სამზარეულოში ჩაკეტილები, დარწმუნებული ვარ - 359 -
საახალწლო თავყრილობებიც არ იქნება ამ ქოთქოთის გარეშე. ჯობს მოგიყვეთ ფისკალური პოლიტკის მხიარული ამბები. ასე მაგალთად… ისე, ეს ამბავი ნამდვილია, წყაროც ცნობილია და ობიექტიც. ამას წინათ, უცხო მიწელი სტუმარი მყავდა და „რედისონ სასის“ რესტორანში მივიპატიჟე. მენიუ მოგვართვეს, ფასები დავათვალიერეთ და შევუკვეთეთ. არავის გავუფრთხილებივართ, რომ ახალი სტილის რესტორანი იყო. ჰო, არ ვხუმრობ, იტალიური, მაგრამ ახლებური საგადასახადო განმანათლებლური კონცეფციით. ანგარიში რომ მოგვართვეს, ქვემოთ ეწერა მირთმეული ვახშმის თანხა, შემდეგ გადასახადი, კიდევ თანხა და მერე ჯამი. გესმით? რომ ჭამთ, აუცილებელია იცოდეთ, ხაჭაპურში თუ სტეიკში რამდენი დღგ, რამდენი საშემოსავლო ან აქციზი შედის… ასე უფრო ადვილად ეჩვევიან თურმე მოქალაქეები საგადასახადო კოდექსს. ისე “რედისონ სასში” სტუდეტნები და მცირე მეწარმეები უნდა ვატაროთ, კარგ ტრეინინგს მიღებენ, რატომაც არა. წარმოიდგინეთ, მიირთმევთ დედალს, ორივე ბარკალი – დღგ (ამიტომაც არც ბარკალი მიყვარს და არც დღგ), შემდეგ კურტუმო – საშემოსავლო, გულმკერდი – აქციზი ჰოდა, მარტო ფრთებიაო მოგება და მისი გადასახადი და ამიტომაც არის ეს დედალი გაძვალტყავებული და პატარა. ასე უაზროდ, რომ ვჭამდით აქამდე, იმიტომ იყო ბნელი და უკუნი, ახლა დაუძახებ მეგობარს, ეგ ბაჟეში ჩადებული დღგ გადმომაწოდე თუ ძმა ხარო ან ამ გოჭის აქციზი მესროლე და ასე დაიმახსოვრებ ადვილად. ასეა, ერთდროულად ქეიფობ და ერკვევი კოდექსსა და კალკულაციაში. ამ ეკონომიკურ მოვლენას მეორე მხარეც აქვს – თქვენ რაც უფრო მეტს ქეიფობთ, მით მეტი პატრიოტული სიამაყით გადახედავთ ანგარიშს და თვალნათლივ დაინახავთ, რა წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტში და მშიერ-მწყურვალების დაპურებაში. - 360 -
ჰოდა, მადაც და სიამაყეც უფრო მოგემატება, როცა მიხვდები მარტო შენ კი არ ჭამ, ქვეყანას აჭმევ და რა დოზით – ანგარიშზეა მითითებული მუხლში – გადასახადი. ამ ეკონმიკურმა მიმართულებამ ახალი სახელი მიიღო – ვახშამ-ტრეინინგის და პურ-მარილ-გადასახადის სკოლა. ჰოდა, შეიქმნა ფანკლუბი, რომელიც აპირებს ამ ნოუ-ჰაუს ფართოდ გავრცელებას სხვა ცნობილ რესტორნებში. ისე, ამას წინათ სვანეთში ვიყავით და რესტორანში ანგარიში, რომ მოიტანეს, გადასახადი კი არა, მომსახურების პროცენტი, კუბდარი და ფეტვიანი ხაჭაპური ჰქონდათ გამორჩენილი, რომ შევახსენეთ, ისამოვნეთ ბატონო, ტურიზმი მთის სიხარულიაო, მოგვიგეს. არადა, სვანეთშიც ხომ უნდა დაინერგოს ახალი სკოლა? იქაც ხომ უნდა გაიგონ რამდენი დღგ-ია ფეტვიან ხაჭაპურში და სვანურ ელარჯში. არ გამოვა სხვანაირად. ჰო, სხვათა შორის, საახალწლოდ ოფიციალურად ჯილდოა გამოცხადებული – 50 000 ლარი პირველ პრემიაზე და მერე მიყოლებით თუ ვინ როგორ დაითვლის გოჭში, ხაჭაპურში და საცივში დღგ-ს. გამარჯვებულს დააჯილდოვებს „რედისონ სასი“. თუ იმას დააზუსტებთ, ეს გადასახადის ტვირთი, რომელ ნაჭერზე მოდიოდა და რა მიმართება აქვს ამ ყველაფერს ეჯუორთის ყუთთან, მიიღებთ გრამპრის! ვმაიმუნობ! მაიმუნობაა მთელი ცხოვრება გადასახადების გარდა და ეჯუორთის ყუთის რეალურ პარამეტრებს გარეთ. დეკემბერი, 2010 წელი
- 361 -
რა ზიანი მოუტანა ჰეგელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის არცოდნამ „არაფერია მთვარის ქვეშ მარადიული, გარდა იდეისა მარადისობის შესახებ“… ჰეგელი ნამდვილად ვიცი, მოგენატრებოდათ ჩემთან საუბარი და გამოგიტყდებით – მეც! არადა, მიიწურა ზამთარი და ალბათ, სუსხიც და სიცივეც შეგვეშვება, შეიცვლება ბუნება და – ხასიათიც, ისე როგორც ყოველთვის! არ შეიცვლება მხოლოდ ზოგიერთი ეკონომიკური პოსტულატი და იმიტომ კი არა, რომ ჰეგელი არ იყო გენიოსი ან თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ რაიმე ახალი აღმოაჩინა სამყაროს განვითარებაში, არა! ის უბრალოდ არ იცნობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსს და მით უმეტეს, არ ეცოდინებოდა ქვენორმატიული აქტები. ჰოდა, ბევრიც დაუკარგავს, ამის გარეშე სამყაროს შეცნობის თეორია არ იქნება სრული და ვერც – ჰეგელის აბსოლუტური გონის თეორია. არა, ამ თეორიას სტუდენტობისას, რომ ვკითხულობდი, სულ ვფიქრობდი, რაღაც მარილი აკლია მეთქი და აი, მივხვდი საგადასახადო კოდექსის დროსა და სივრცეში აღქმა ჰკლებია აბა, რომ ენახა, ხომ მიხვდებოდა, რომ ყველაფერი იცვლება, გარდა ხარჯებში გასატარებელი ოპერაციის სიდიდისა! ეეჰ… ვინ იცის მაგათ რამდენი კოდექსი, პარლამენტი და მთავრობა მოიცვალეს, ყველაფერი იცვლება, თაობები აღარ სჩანან ჰორიზონტზე, კლიმატიც შეიცვალა და მეც! მაგრამ ეს ქვენორმატიული აქტები – არა! ამჟამად, მივლინებაში, რომ წახვიდეთ ბათუმში ან მესტიაში, დღიურად – საცხოვრებლად, ტრანსპორტისა - 362 -
და კვებისათვის მხოლოდ 15 ლარის დახარჯვის უფლება გაქვთ, დანარჩენს – დაგიბეგრავენ! არ გჯერათ? ნახეთ ეს დოკუმენტი თავად ან დაელოდეთ მორიგ რევიზიას. ისე, მცხეთურ “პერაშკებს” თუ შეჭამთ ბათუმში და მარიამის ჩაის დააყოლებთ, ალბათ გეყოფათ, მაგრამ მერე მთავარია, ცოცხალი გადარჩეთ. ისე, კაცმა რომ თქვას, თუ გინდა კუბდარი და აჭარული ხაჭაპურით ჩაიკოკლოზინოთ პირი, აქ ბიზნესი რა შუაშია, ბიზნესის წარმომადგენელი ალბათ მშიერი უნდა იყოს იმ პრინციპით, რომ მშიერი კაცის აშენებულია ეს ქვეყანაო! აბა მაგათ, რომ უფლება მისცე, სულ რესტორნებში ივლიან და იქეიფებენ, მერე ეს რესტორნები დიდ ფულს იშოვნიან და გაუბედურდებიან მისი პატრონები. ასეც ხომ შეიძლება იფიქროს კაცმა? ან, რასაც იშოვიან სულ მივლინებაში დახარჯავენ, ხომ იცნობთ ქართველებს, არც დასაბეგრი დარჩება რამე და არც სახლში წასაღები. გამოდის, ამით ბიზენსზე ვზრუნავთ, თუ მაინც და მაინც ინფლაციის შედეგად ორმაგად გაძვირებული მწვადის ჭამა უნდათ, დამატებითი გადასახადიც გადაიხადონ და საერთოდ, დროა ბიზნესი დიეტაზე დადგეს და მეტად მიხედოს დაგროვებას და გადასახადებს! ასეა სასტუმროზეც. ბათუმში და მესტიაში ახალი სასტუმროები, რომ შენდება, ის ქართველი ბიზნესმენებისათვის არაა განკუთვნილი. ხარჯებში ვერ გაატარებენ. იქ, წმინდა წერია ინსტრუქციაში – საშუალო დონის სასტუმროს ფასის მიხედვითო და დაზუსტებული არ არის, რომელია ეს საშუალო დონის სასტუმრო, “შერატონი”, “რედისონი” თუ “სანაპირო”? ამიტომ, როდესაც მოვლენ, საშუალოდ ჩათვლიან, იმას რომელიც სურთ, მაგალითად, კოტეჯებს კვარიათში, რომელიც ხშირად “ინტურისტ პალასზე” ძვირი ღირს. ახლა საწვავის ხარჯს არ იკითხავთ? ოი, გაგიჟდებით! მახსოვს “პუტიოვკები”, იქ დავბრუნდით. - 363 -
უნდა შეადგინოთ მანქანის დეტალური აღრიცხვა ძრავის მოცულობით, გაწევის ძალით, გარბენით, მიმართულებების მიხედვით, ეუბნებით, რატომ წახვედით და რა შედეგი მიიღეთ! ესეც სწორია! მე ვიცი ბიზნესმენები მანქანით პაემნებზე დადიან და სიდედრები დაჰყავთ ბაზარში! უი, მოვიტყუე… სად არის ბაზრები, სულ გამომრჩა – სუპერმარკეტებში. საწვავის ხარჯი ბიუჯეტის მტერია და მას სერიოზული კონტროლი სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ საწვავი უნდა ჩაასხათ ოფიციალურად გადარიცხული ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი და მომწოდებლის მიერ დადასტურებული ფორმით. ასე თუ არ დავეხმარეთ ქართულ ბიზნესს, ისინი ვერ გააკონტროლებენ თავიანთ თანხებს და ნამეტნავად დახარჯავენ საწვავში ფულს! ვერ ისწავლეს საკუთარის კონტროლი და საქმეში სახელმწიფოს კონტროლი სჭირდება. ათადან ბაბადან ასე იყო – კომუნისტების დროსაც და მერე, ტრანსფორმაციის პერიოდში. ჰო მაგრამ, ახლა ამ გაგანია რეფორმების დროს, არ მეგონა ჰეგელს შევარცხვენდით და არ შევცვლიდით ამ მარად უცვლელ პოსტულატებს! კოროზია და ჟანგი ყველაფერს ეკიდება, შეყვარებულ გულსაც კი და ეს რა გახდა ასეთი. ეტყობა, ჰეგელს არ ესმოდა სამყაროს განვითარების პარადგიმები, არის ისეთი წმინდა რაღაცეები, რაც არ იცვლება თუნდაც საგადასახადო კოდექსი და რთული ინსტრუქციები! იანვარი/თებერვალი, 2011 წელი
- 364 -
როგორ ვეურჩებით ევროპას და რატომ ვერ მიიღებს საქართველო სიმწიფის ატესტატს ნამდვილად გარდატეხის ასაკში ვართ (იგულისხმება ქართველები) და თანაც სერიოზული „თინეიჯერიზმი“ გვჭირს. ცოცხალი თავით არ გვინდა მეცადინეობა და ევროინტეგრაციის მისაღები გამოცდის ჩაბარება. არადა, სულ ამას გავიძახით და ამის დეკლარირებაში ვართ ევროპისაკენ მივდივართ და სამეზობლო პროგრამის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ვუახლოვდებით ევროპასო, მაგრამ როგორც ჩანს, პირიქით – არ ვასრულებთ საშინაო დავალებებს. ამიტომაც, ევროპა გაბრაზდა და გვტუქსავს. უი, უკაცრავად, „ვნევროზულობ“ და ძალიან დაულაგებელი ქართულით ვმეტყველებ, მაგრამ დალაგებულით რომ მელაპარაკა, გასაკვირი ის იქნებოდა. რაზეა ლაპარაკი? ევროინტეგრაციაზე ანუ საქართველოს ევროპასთან შერწყმაშედუღაბებაზე. ეს რად გვინდა? იისათვის, რომ ობუჯური წარმოშობის სულუგუნი და ოფშკვითის წიწმატი ამსტერდამის ქუჩებში გავყიდოთ და „შემოიხედე გეანცვალეს“ რესტორნის ფილიალი ბასტილიის ციხესთან გავხსნათ და რაც აქ ვერ ვიშოვეთ, იქ ვიშოვოთ ან პირიქით! ეს დიდი შავ-ბნელი ლაბირინთები ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ შარშან, წლის ბოლოს ევროპასთან დაახლოების საიდუმლო სტრატეგია შემუშავებულა, სადაც, როგორც ხმები ამბობენ, გაწერილია, სად, რა, როდის. ევროპა, რომელიც ამ მნიშვენლოვან დოკუმენტს ასევე ასაიდუმლოებს, არ არის კმაყოფილი და ჩვენმა საგამოცდო ცენტრმა ტონიც შეიცვალა. არ არიან კამყოფილნი სურსათის უვნებლობის კანონის ამუშავებით, აკონკურენტული კანომდებლობის რედაქტირების ტემპით, სტატისტიკის სამსახურის რეფორმირებით, ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტიზაციის სისტემის მოშლით, შრომითი - 365 -
კანონმდებლობით, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვით და ა.შ. მდაა… ჩვენ ასე ვერ ავიღებთ სიმწიფის ატესტატს. რა სტრატეგია უშველის ამას? ალბათ, ევროპისგან ასე შორს არასოდეს ვყოფილვართ ან გვითხარით, რა სტრატეგია დაწერეთ ასეთი და არ გვიმხელთ, იქნებ, ჩვენც გითხრათ რამე, თუ არადა, გასკდა გული ამდენი ევროპული შენიშვნებით. საშეღავათო საქონლის 7200-ათასიანი სიიდან, ჩვენ 28 შეგვაქვს ევროპაში და იქიდანაც ძირითადად 3-ია რეალური. გვაძლევენ ამ შეღავათებს, მაგრამ რად გინდა, ვერ ვიყენებთ და ხშირად არც ვიცით. ამაზე ეკონომიკის სამინისტროს ერთმა წარმომადგენელმა ერთ-ერთ თავყრილობაზე განცხადა, კიო, აშშ-ში წავიყვანეთ მეთხილეები და მეღვინეები და იქ ავუხსენით რას ნიშნავს GSP+ კი მაგრამ, თქვე დალოცვილებო! ოზურგეთში ვერ აუხსნიდით, რას ხარჯავდით ამდენ ფულს? ჰოდა, გაბრაზდნენ ევროპელები, რას დაშხუილობთო და იფხუკებიან. ქართულ მხარეს, რომ ჰკითხო, თუ სურსათის ხარისხისა და უვნებლობის კანონს სრულად ავამოქმედებთ, საქართველოში შეწყდება ნაგავი კვების პროდუქტების წარმოება და ლარიანი სერველადი ძეხვი 4 ლარი ეღირება. ჰოდა, ამ გაძვირებას ისევ სჯობს, ჩვენმა თანამემამულეებმა იაფი და უვარგისი ჭამონ და სვან, მაინც მიჩვეულები და კამყოფილები არიანო. შრომის კანონი, რომ შევცვალოთო, მუშა-ხელი გაძვირდება, უფლებების დაცვას მოითხოვენ, ინვესტორები დაფრთხებიან და სტანდარტიზაცია დაღუპავს ბიზნესს და ქართულ წარმოებასო. ჩვენ ყველაფერი არაორდინალური და არასტანდარტული გვიყვარს. რას ერჩი, რკინის ლოგიკაა. აბა, რა უნდა ამ ევროპას, რას გვერჩის, ეტყობა, არ გვინდა ამ ევროინტეგრაციის დაჩქარება. გრანტები გვინდა, ევროინტეგრაცია კი ჯერ არა. სტრატეგია გვაქვს, იცოცხლე, - 366 -
ტყვიას ტყვიაში აჯენს და ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი საიდუმლო მტერმა არ ნახოს და თვალი არ სცეს. გარდა ამისა, ეს ევროპა რაღაც კაი თანხას არ იხდის ამ ინტეგრაციაში, ისე უნდა ანგელოზივით ქართველების თავის განვითარებული ეკონომიკით ევროპაში შეტყუება, მაშინ, როდესაც ამ საქმეში ამერიკა 90 მილიონს იხდის. ისე, კი ვართ ევროპა, მაგრამ იდეებს რა ვუყოთ, იდეებს?! კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა დავუთმოთ ევროპას, აქეთ დაგვითმოს თუ კარგია, და საერთოდ, გვაცალონ ბატონო, გვაცალონ! აგერ, სტრატეგია ხომ დავწერეთ, მერე კვლევას დავიწყებთ და ერთ-ორ გრანტს “დავირტყამთ”, შემდეგ ანალიზს და სემინარებს ჩავატარებთ სადმე, მაგალითად, ახალ ზელანდიაში. არა, იქ საშიშია, არგენტინა სჯობს ან ბრაზილია, წყნარი ადგილია, თან მხიარული ხალხი ცხოვრობს და ვიმსჯელებთ ასე ცხარედ საჭირბოროტო საკითხებზე, რა თქმა უნდა, სრულიად საიდუმლოდ – ეს თურმე ევროპელების მოთხოვნაა. მერე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძირითად კონტურებზე ვიმსჯელებთ და ასე… ნელ-ენლა. ეტყობა, არ იციან ევროპელებმა ქართული ანდაზა – მოჩქარეს მოუგვიანდესო! ისე ვჭიდაობთ, როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და ამით გამწარებული და მოთმინება დაკარგული მშობლები ცდილობენ სასკოლო გამოცდების წინ, 5 წლის 50 საგნის პროგრამა 5 თვეში შეასწავლონ თავის კოპერფილდებს და საცოდავებმა არ იციან, როგორ, რა ინექციით შეიყვანონ ერთ პაწაწკინტელა თავში იმდენი ფორმულა, თარიღი თუ წესი. არა, ამ ეტაპზე, ალბათ, სიმწიფის ატესტატის გარეშე დავრჩებით. ჰოდა, ძალიანაც კარგი, ჩვენც დავისვენებთ და ევროპაც… ქრისტე აღსდგა! მარტი, 2011 წელი - 367 -
რატომ მოხვდნენ სმიტი, მარქსი და ლინკოლნი რესპუბლიკური საავადმყოფოს ურგენტულ განყოფილებაში გიგისთან ერთად ამას წინათ სმიტი დამესიზმრა, ხელი ჰქონდა მოტეხილი და საშინელი ხმით ბღაოდა. თეთრ ხალათში გამოწყობილი მარქსი მისთვის ჭრილობის შეხვევას ცდილობდა და თან ებურდღუნებოდა – აკი, უხილავი იყო ეს ხელიო. მოტეხილობა საკმაოდ ნათელი და ხილვადიაო. იქვე კუთხეში აბრაამ ლინკოლნი იჯდა გახსნილი ჭრილობით, მკვლელმა, რომ ესროლა საუკუნენახევრის წინ და მოსთქვამდა. ლინკოლნს დაბადების დღე აქვს 12 თებერვალს, მინდოდა მიმელოცა და თან ავტოგრაფი მეთხოვა ამ ყველა დროის უდიდესი პოლიტიკოსისთვის, რადგან, ჩემი აზრით, მან შექმნა არა მარტო თანამედროვე ამერიკა, არამედ გარკვეულწილად – მსოფლიოც, სამოქალაქო ომის შემდგომ აშშ მალე გარდაიქმნა აგრარული ქვეყნიდან ინდუსტრიულ ქვეყნად და თავისუფლების ახალმა ჰორიზონტმა გააჩინა ამერიკული მარად მოძრაობის, მიზიდულობის გრავიტაცია – სწრაფვა თავისუფალი ბაზრის და ბიზნესისკენ. ამიტომაც დაწერეს ამ ადამიანზე 16000-ზე მეტი წიგნი. არა, ნუ შეგეშინდებათ, მე არ ვაპირებ თექვსმეტი ათას მეერთეს დაწერას. ვიცი, მისი ფენომენის თემა ამოუწურავია და მას მე ვერ შევაფასებ. უბრალოდ, თაყვანისცემა მინდოდა და ავტოგრაფი ძველ ხუთდოლარიან კუპიურზე, სადაც მისი პორტრეტი იყო გამოსახული (მოკლედ, ეს ხუთი ყველგანაა), თანაც მთელი იანვარი ურგენტულში დავდიოდი: გიგი დაჭრეს (ჩემი ნათესავი ბავშვი. არა, მაგას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ თეორიებთან და პოლიტიკასთან. ვიტყოდი, რომ უფრო ოტელოსთან და შექსპირთან). დიდი გამოცდილება მივიღე წამლის და დამხმარე მასალების მიტანის, გადახვევის და ასე შემდეგ. მოკლედ, ავადმყოფის მოვლის. ფანტასტიურია, მიხვალ ურგენტულში, გადაიხდი დღეში 500 ლარს და მორჩა. მერე საკუთარი ფულით რაც გინდა - 368 -
ის მიიტანე: საბანი, წამალი, მოვლის საშუალებები. შეტანა თავისუფალია, ისინი არ ერევიან, იმიტომ, რომ თვითონ არ აქვთ, მაგრამ მაინც მაგარია – კარგი „კოიკა“ აქვთ 500 ლარად. ეს ისე, ჯანდაცვაზე და საბაზრო ეკონომიკის ეტიუდზე… სიზმარს დავუბრუნდეთ. ეს 5 დოლარიანი ხელში გამიშეშდა, რადგან ლინკოლნი ისე საშინლად იყო შეწუხებული და მოსთქვამდა, ვიფიქრე, ჭრილობა აწუხებს ისევ-მეთქი, მაგრამ რომ მივუახლოვდი და ყური კარგად დავუგდე, გავიგე, რომ ასე საშინლად დღევანდელ მსოფლიო კაპიტალიზმის ბედზე მოსთქვამდა და წუხდა, წუხდა თავისუფალი ბაზრის არტახებზე და იმ გაურკვევლობაზე, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე სუფევს. ასე ამბობდა, თუ ამ წვერებიანი მარქსის სიტყვები გამართლდა კაპიტალიზმის შესახებ, მეორედ საკუთარი ხელით დავიხლი ტყვიას და სმიტს მეორე ხილულ ხელსაც მოვატეხო. საშინელი სანახავი იყო იმედგაცრუებული ბუმბერაზი და თავზარდაცემული გავეცალე ამ საზარელ ლაზარეთს. აპოკალიფსის შიშმა გამაღვიძა. გავხედე მოთოვლილ თეთრ საბანგადაფარებულ, ფაფუკ თბილისის ქუჩებს. ისეთი მშვიდი და სპეტაკი იყო, ფეხის დადგმა მოგერიდებოდა. ირგვლივ ღრმა ზამთარი და გამყინვარება იყო. შვებით ამოვისუნთქე, რომ ეს საშინელი კოშმარი მხოლოდ სიზმარი იყო და ჩვენთან ასეთი სიმშვიდე სუფევდა – არც ეს კაპრიზული საბაზროსაფინასო მსოფლიო გვაწუხებდა და არც უხილავი ხელი ჩანდა არსად. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, არც მარქსისეული სოციალიზმი გვინახავს ოდისმე. რა კარგია, რომ არაფერი გვეხება გავიფიქრე გულში სიზმრისგან თავზარდაცემულმა და უცებ, რას ვხედავ? ხელში ხუთიანი მიჭირავს, ხუთი, დოლარი, აბრაამ ლინკოლნი… მოულოდნელად ფარშევანგის, სისხლის გამყინავი ხმით დაყვირა ბლაცკბერრყ-მა, მითხრა, ამ დიალუთენია წერილი მოგივიდიაო. გავხსენი, მინდოდა - 369 -
კარგ რამეზე მეფიქრა სულ ერთია იქით რა ხდება, მთავარია, ჩვენ, საქართველოში ხომ არასოდეს „არაფერი გვეხება“. წერილი Financial Times-დან იყო. მარტინ ვოლფი წერდა – The shocks inflicted on the world by the upheavals of the past few years make a thoroughgoing overhaul urgent. გული მომიკვდა – ისევ იმ საშინელ კითხვას სვამდა კაპიტალიზმის მომავლის შესახებ და ხმამაღლა პასუხობდა საფინასო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდნარე კითხვებს იმის შესახებ, რომ კრიზისი არ განმეორედებოდა თუ არა, სუსტი რეგულირება ის დისბალანსი არ იქნებოდა მოსახლეობის ფენებს შორის თუ არა, მომხმარებლის ინტერესების მეტი დაცვა, რომ იყოს; 21-ე საუკუნეში სააქციო საზოგადოებებში მენეჯერების დიქტატი რომ არ იყოს და აქციის მფლობელთა უფლებები ქაღალდზე, ფორმალურად, რომ არ იყოს მხოლოდ დაწერილი; გადასახადებს და მათ განაწილებას სხვადასხვა ფენებს შორის სრულყოფა სჭირდება (თუმცა, პირადად ეჭვი მეპარება, ამან გადაწყვიტოს ეჯუთრთის ყუთის პრობლემა. იხ. ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა” 3/2009) და რომ ფინანსები უნდა გაიმიჯნოს ეკონომიკისგან, რადგან მისი აზრით, ყველა უბედურება იქიდან მოდის და ის მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ბოლოს Happy End დასკვნას აკეთებს, რომ ხარვეზების მიუხედავად, კაპიტალიზმს არ აქვს ალტერნატივა და ის ყველაზე კარგია, რაც კაცობრიობას შეუქმნია! ვააა!… გავოგნდი, სახტად დავრჩი. ახლა მივხდი, რატომ მოიტეხა თუ მოტეხეს ხელი სმიტს და რატომ იყო მარქსი ექიმი აიბოლიტის როლში ან რაზე წუხდა ასე ლინკოლნი – იმდენი ვარეგულირეთ და არტახები ვუჭირეთ ამ მსოფლიო ბაზარს, რომ სახელმწიფო რეგულირება პირველ პლანზე გადავიდა, პოლიტიკა და ეკონომიკა სრულად და ნაყოფიერად შეერწყნენ - 370 -
ერთმანეთს და გაშიშვლდა მათი ინტიმური ურთიერთობები. უკვე ღიად ვერევით არა მარტო მაკროეკონომიკის, არამედ მიკროეკონომიკის საკითხებში პოლიტიკური ქულების დასაწერად, ვითომ სოციალური თანასწორობისათვის ვიღებთ ბიუჯეტიდან უზარმაზარ საგარეო თუ საშიანო ვალებს და ჩიხში შეგვყავს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები – თანაც, სულ უფრო და უფრო მეტი გვინდა დავბეგროთ, რომ მთავრობების კონტროლქვეშ მეტი რესურსი აღმოჩნდეს და მეტი ვალი გვინდა ავიღოთ. ვერ გავარკვიეთ, ჩინეთი როგორ უნდა გახდეს 2016 წელს საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ან რუსეთი? ან საერთოდ, როგორ მოხდა, ჩინური სოციალიზმის გარეშე, დასავლური კაპიტალიზმი რომ ვერ არსებობს?! გაქრა თავისუფალი ბაზარი თუ ვაქრობთ ამდენი „ბაილ აუთებით“, ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის განსახელმწიფოებას ხომ არ ნიშანვს? საწყალი სმიტი, გამახსენდა ჩემი სიზმარი, ამიტომაც მოატეხეს ეს უხილავი ხელი მთავრობის სრულიად ხილული ხელით. ამიტომ ებურდღუნებოდა მარქსი, ახია შენზე და შფოთავდა ლინკოლნი, რადგან მან თავისუფალი იდებიით შეპყრობილი თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული ქვეყანა დატოვა სიცოცხლის ფასად და ის ასეთივე მსოფლიოს ბაზისად მოიაზრა. სად მიდის მსოფლიო? რატომ არ ვიკვლევთ კანონზომიერებებს და ძველი თეორიებით რატომ გვინდა ავხსნათ ახალი მოვლენები, რომლებიც რაოდენობრივი ცვილილების, ტექნოლოგიური და გონებრივი რევოლუციის შედგია? რატომ გვგონია რეგულირება, გაპოლიტიზირება და მთელი ქვეყნების ერთიან ფინანსთა სამინისტროებად გადაქცევა საშველი. ფანჯარაში გავიხედე, სუდარასავით თოვლგადაფარებულ - 371 -
თბილისში ისევ სიჩუმე იყო, კვირა დილის სიმშვიდეს მანქანების საყვირის ხმაც არ არღვევდა, ტელევიზორში ეკონომიკურ ფორუმს გადმოსცემდნენ დავოსში, სადაც ასევე იდო თოვილი, მაგრამ დუღდა იქაურობა. ხმას ავუწიე, დავიძაბე და ვიფიქრე, იმათ იციან, ის, რაც მე არ ვიცი და იქნებ, მომცემენ ჩემს კითხვებზე პასუხს-მეთქი. ვუსმინე, და არა, არაფერი ახალი, თოვლიც კი. გვაპატიე, სმიტ, შენი ხელის მოტეხვა ჩვენც ძალიან გვტკივა! იანვარი, 2012 წელი
შეიცვალა სამყარო შეიცვალა მსოფლიო და სამყარო ახალ შინაარს ეძებს, ალბათ – ახალ ფორმასაც. ჩვენი თაობა ისე გაიზარდა, ხელში Newsweek და Time თუ გეჭირა, „მაგარი ბიჭი“ იყავი. მახსოვს, როგორ ხარბად ვისრუტავდით ყოველ გვერდს და სიტყვას და გაფართოებული თვალებით ვშთანთქავდით ყოველ კომენტარს. ჩვენთვის ეს ჟურნალები ხიდი იყო სამყაროსთან. მერე იყო გათავისუფლება… მთვრალი ელცინის ვოიაჟი ბელორუსიის ტყეებში და დამოუკიდებლობის გამოცხადება. გაიხნა საზღვრები და ადვილად შეგვეძლო წყურვილის მოკვლა და მათი თავისუფლად შეძენა. მერე იყო ინტერნეტის გამოგონება და ციფრული ფორმატი. ახლაც ისეთივე შეგრძნება მეუფლება, როცა საგაზეთო ჯიხურის დახლებიდან ისინი ამაყად იმზირებიან და გვერდს ვერ ავუვლი ხოლმე – სიამოვნებით გამოვაყოლებ ხელს აქ თუ უცხოეთში. საოცრებაა, ეს მსოფლიო გიგანტიც აცხადებს, რომ მიდის ბეჭდვითი მედიის ბაზრიდან – ზარალიანია, არ - 372 -
მიღირს და ციფრულ ფორმატზე გადავდივარო. 14 წლის წინ, როდესაც ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“ იქმნებოდა, იმ დროს საქართველოში სხვა ჟურნალი თითქმის არ იბეჭდებოდა. „სარკეც“ კი 6 თვის მოგვიანებით გამოვიდა, ჩვენი ორიენტირი Newsweek, Time and The Economis იყო. ვცდილობდით და ვოცნებობდით ფეხი აგვეწყო მსოფლიოსათვის და ევროპულ-ამერიკული ღირებულებებისათვის. მე და ჩემი მეგობრები ძალისხმევას არ ვიშურებდით, სწორება მათზე აგვეღო და საქარ-თველოში ეკონომიკური თუ პოლიტიკური ანალიტიკის კულტურა შეგვექმნა. და… აი, ისინი მიდიან ბეჭდვითი მედიის ბაზრიდან. უზარმაზარი ეპოქა დამთავრდა მსოფლიოში. დღევანდელ დღესავით მახსოვს 1986 წელი. მაშინ ახალგაზრდა ლაბორანტი ვიყავი და ბატონმა რეზო ქოიავამ უნივერსიტეტში შექმნა პრობლემური ლაბორატორია და მე და ჩემმა მეგობარმა, გიგა მაისურაძემ პირველად ჩამოვიტანეთ კომპიუტერი მოსკოვიდან. აღმოსავლეთ გერმანიის ნაწარმი რობოტრონი, რომელიც Basic და Fortran-ის ენაზე იყო დაპროგრამებული. ეს იყო საოცრება იმ პერიოდისათვის. პროგრამულ ნაწილს კახა გოგოლაშვილი უძღვებოდა, ჩვენ – ეკონომიკურს. ინტერნეტი დიდი ხნის მერე გაჩნდა და ისე სწრაფად განვითარდა, რომ მოკლა კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მოვლენა – ბეჭდვითი მედია. პირველი „დილინგ რუმი“ 1993 წელს შევქმენით „დოიჩე ბანკის“ დახმარებით „საქექსიმბანკში“ და საშინლად ბედნიერი ვიყავით, როცა ვხსნიდით და ვხურავდით ოპერაციებს, დღეში რამდენიმე ტრანზაქციას ვასრულებდით – დღეს რობოტი დღეში 4 ათას ტრანზაქციას აკეთებს. ჩემი თავიც დავიჭირე იმაში, რომ სულ „კინდ ფაირი“ მიჭირავს ხელში და იქ ვკითხულობ წიგნებს თუ პრესას. - 373 -
მართლა დადგა ახალი ეტაპი ყველანაირად. ვერ გავიგეთ, ლიბერალურ ევროპული ეკონომიკა განიცდის კრახს თუ გეგმიურ-ჩინური ხდება უფრო მომგებიანი? სად ვართ ამ დროს ჩვენ ქართველები, რა გზას ვადგავართ? საით მივდივართ? თუ მივდივართ არსაით? ხანდახან მგონია, ჩვენ ახლა ვიწყებთ ჟურნალების ბეჭდვას და კალსიკოსეკონომისტების ფრაზებით მსჯელობას, რაღაც ინოვაციურ ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, რაღაც გათვლებზე და არც ერთი სიტყვა ღირებული… ყველამ ყველაფერი ვიცით ეკონომიკაზე და მუდამ ეკონომისტების დეფიციტზე ვწუწუნებთ ან არც ვიცით საერთოდ რა არის ეკონომიკა. ან იქნებ ჩვენც დიდ ტრანსფორმაციას განვიცდით? თუ არც ბეჭდვითის კითხვა გვიყვარდა და არც ელექტრონულზე მოვიკლავთ თავს. კლასიკური ეკონომიკა ეფუძნებოდა ბალანსის კონცეფციას, წონასწორობას, სრულ კონკურენციას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. იქნებ, მთავარი მოლოდინის თეორიაა და ქაოსი? და მთავარი სწორედ წონასწორობის არარსებობაა?! სულ მახსენდება ანეკდოტი: მიხომ პანაშვიდზე იკითხა, მიცვალებულს რატომ არ უკეთია ჰალსტუხიო, – არ უყვარდაო, – მიუგო ჭირისუფალმა. შენმა მზემ, ბალზამზე ხომ გიჟდებოდაო, – უპასუხა მიხომ. იქნებ, არც არის დიდი ტრაგედია მსოფლიო ბეჭდვითი მედიის გარეშე? ერთი რამ ცხადია, ძალიან შეიცვალა ყველაფერი და დამთავრდა ერთი უდ-იდესი ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენთან? ოქტომბერი, 2012 წელი
- 374 -
წყალტუბოს მთვარე შატალოზე, ეკონომიკა – აუტში ერთ-ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო წყალტუბოსთვის. მე პრომეთეს სტუმარი ვიყავი და აივნიდან პარკს ვათვალიერებდი.ხარბად ვისრუტავდი მსუბუქი რადონით გაჯერებულ ჰაერს, ისე ხარბად, გეგონებოდა, ამ საიქიოსეულ სიჩუმეში და იდუმალებაში მასში ვიღაც მეცილებოდა. ზევით ავიხედე და უსასრულო სამყარო შევათვალიერე. მთვარე სადღაც გაპარულიყო „ნაცების“ კარგად დათვლილი და რეგისტრირებული ამომრჩეველივით და ბურთი და მოედანი ვარსკლავებისათვის დაეტოვებინა ან იქნებ, არ მუშაობდა მთვარე სამშაბათობით?! ან ისიც სეკვესტრში მოაყოლეს, როგორც ამ პარკის რეკონსტრუქციის პროექტი?! ვარსკლავთა პლენარულ სხდომას, რომ ვუყურებ, სულ ის ანეკდოტი მახსენდება, სვანს რომ ჰკითხეს, ვარსკვლავებზე ვინმე ცხოვრობსო? სვანმა უთხრა, „დანამდვილებით ვიცი, რომ ცხოვრობს. თან სულ სახლშია და შუქი უნთია. ეტყობა, იქ შუქი ნაგავზე არაა მიბმული და არც ძვირი ღირსო“. ფოთოლიც ჩაძინებული იყო და ბუნებაც. ფრინველები კი _ სადღაც გაკრეფილნი, როგორც სასტუმროს ფოიეში პოკერის მოთამაშე დეპუტატები, რომლებიც 50-თეთრიანი „ფიშკის“ რახუნით პრომეთეს აყრუებდნენ. ჩემს უკან საშინელი ხმით გაჰკიოდა ტელევიზორი თურმე „ფბრ“-ის უფროსი, ქალთან ანონიმური წერილების გაგზავნით იყო დაკავებული და ეგ რომ „გაბაზრდა“, გადადგაო. ამის გამოსაკვლევად იმ ქალმა „ფბრ“-ის თანამშრომელს მიმართა თხოვნით, რომელსაც ეს ქალი „ევასებოდა“ და თავის მხრივ, აღმოაჩინა, რომ ეს ქალი ავღანეთის ჯარების სარდლის საყვარელი ყოფილა და თან, ჯამში, 20 000 გვერდი წერილი მიუწერიათ ერთმანეთისთვისო (სტენდალი გამახსენდა). „კაიფობ“? ის გენერალი რა დაბოლილი იყო, იჯდა და წერდა, - 375 -
მეტი რა საქმე ჰქონდა ამ ავღანეთში? იჯდა და ელოდებოდა ევროპაში როდის გადაიყვანდენ, მაგრამ ამის გამო არ გადაჰყავდათ და უფრო მეტიც თუ დაუმტკიცდა თურმე, რომ ჯარში ცოლიან გენერალს ან ვინმეს საყვარელი ჰყავს ან ცოლს ღალატობს, თუნდაც 7 000კმ-ზე, თურმე შეიძლება დაიჭირონო. ისე სასტიკად ყოფილა უკანონო სექსი აკრძალული, „ფბრ“-ის უფროსი მოხსნეს წერილების წერისათვის. აბა, მაგას ვინმე რომ ეცემა, „ფბრ“-ში მოკლავდნენ კიდეც. რა უცნაური ქვეყანაა ეს შტატები. რის გამო სჯიან საწყალ ადამიანებს. შემეცოდა პეტრიუსიც, ის გენერალიც და მერე ის „ფებეერიშნიკიც“ მოხსნესო. წარმოგიდგენიათ, რა ქალია ის ვიღაც, არ დახსნა მთელი გენერლები?! უცებ, შემეშინდა. იმიტომ, რომ წყალტუბოს ცენტრში დუმილის პანო იყო და იმიტომაც ალბათ, რომ მე ”ფბრ”ის იმედი მაქვს, მისი ფხიზელი თვალის, რომელიც ტერორიზმისგან და ათასი უბედურებისგან იცავს მსოფლიოსა და საქართველოს და ხედავ შენ, ეს ჯული პიკასოს ბიჭივით რითი ერთობა თურმე?! არა, როგორც კლასიკოსი ჩარლი იტყოდა (ან დედაჩემი ნარგიზა დაასკვნიდა), ქიმია და წამალი აქვს ალბათ იმ ქალს ყველასთავის გაკეთებული თან ალბათ, ყვავის ან მგლის ქონით. უუფ… ამბობენ, უსასტიკესიაო ეგ, ისე აგიჟებსო მამაკცებს. ღამე მძიმედ იწვოდა. პეტრიუსის სიყვარული მაწუხებდა. იჯდა და ეს ბებერი რომეო ლექსებს წერდა, მაგრამ ვინ დააფასა?! ამ 16-17 წლის ლაწირაკებისათვის ყველაფერი შეიძლება და 40-ს როგორც გადასცილდები, მორჩა… არა, დაგსჯიან… სადაა სამართალი?! ან რატომ უნდა იყოს, 50 წელს მიტანებულების სამართალი ვის გაუგონია?! ამაზე გამახსენდა, 53 წლის სოროსი 27 წლის ანჯელაზე ჯვარს იწერდა. რა, ებრაელია? ჰო, მოკლედ, ქორწინდებოდა და მღვდელმა ჰკითხა სოროსს: თანახმა ხარ ცოლად მოიყვანო, - 376 -
მოუარო სიცოცხლის ბოლომდე და შენი ქონება და სიხარული გაუყოო? სოროსი თურმე გაფითრდა და ადვოკატი დაიბარა. გადაამოწმა, ეს რეებს „ჩალიჩობენო“. იმან უთხრა, „ბაზარი“ არაა, თქვი „კი“ და იმანაც თურმე „კი“-ს უნგრულად დაყოლა _ „მეტი არაა, ჩემი მტერიო“. ხედავთ, ჯვრისწერაც სხვანაირი აქვთ 50-იანებს. წუხს, დუმს წყალტუბო, იწვის პარლამენტი, ბოლავს და მე ყველაფერზე ვდარდობ _ იმაზე თუ სად წაეთრა ამ შუაღამისას ეს მთვარე, რამე ხიფათს არ გადაეყაროს, ან შუქის და ნაგვის ფული არ გადახარჯონ ვარსკვლავებზე, რა ეშველება წყალტუბოს პარკს და შეყვარებულებივით მორცხვად მდგარ ორად-ორ პალმას მთელს წყალტუბოში; პოკერში წაგებულ დეპუტატს, „ფბრ“-ს, რომელიც პეტრიუსის გარეშე დარჩა და გენერალს, რომელსაც ერთი ქალის სიყვარულს გადააყოლეს? თან იმის ცოლს უხარია თურმე და ამათ ვინ ჰკითხავს. თან სოროსზე წიგნს ვკითხულობ და მაგაზეც ვდარდობ ვერ გახდა ფილოსოფოსი და რეფლექტურობის თეორია ვერ დაწერა ან ვერ ახსნა კარგად. თურმე, ვერ ამბობს ზუსტად, რასაც ფიქრობს, უჭირს. საწყალი. და რა მძიმეა ასეთი ღამე, ამდენი საზრუნავი და პრობლემა… გვეშველება რამე? კლასიკოსი ჩარლი როგოც ამბობს, ბოლო კეთილია, თუმცა არ ამბობს – ვისი ბოლო! დეკემბერი, 2012 წელი
- 377 -
რატომ გააცოცხლა ჩიკაგოს სკოლის მიერ მოკლული მალთუსი ხორენამ ბაკურიანში და როგორ გახდა ლედი გაგა ეკონომიკური კატეგორია უჰჰ… ამოვისუნთქეთ! სამყარო გადარჩა, 21-მა ჩაიარა. მარტო 5.5-ბალიანი მიწისძვრით გადავრჩით და როგორც TVიმედმა გვაცნობა, ანაკლიაში მაღაზიის თაროებზე სასმელები სასტიკად დამსხვრეულა. იქნებ, ეს ეშმაკმა გამოიარა ანაკლიაში და გზად რომ ნახა „ძვირადღირებული“ სასმელები, სიხარბემ სძლია, სული მეორე ეშმაკს მიჰყიდა, სასმელს დაეწაფა და ზედ ცხარე მეგრული კუპატიც დააყოლა, რომელიც თვით ეშმაკსაც კი აწყურებს. სასმელებით ისე გამოტყვრა, რომ ისიც კი დაავიწყდა რისთვის ჩამოვიდა დედამიწაზე დეკემბრის ბოლოს. სწორედ ამიტომ, ასე შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა 21 დეკემბერმა და 22-მაც კი. ასე და ამგვარად, ეშმაკს მისია შეუსრულებელი დარჩა. საქართველომ კაცობრიობა გადაარჩინა. აბა?! რას არ მოიფიქრებენ ეს მეგრელები, ტვიმედის მახვილ კამერას ეს არ გამორჩენია თუმცა რად გინდა, ვინ გიფასებს შინ ან გარეთ? ამ ნალოლიავებ ანაკლიაში, ყვარელში და საერთოდ, ყველგან ძროხები „დატასაობენ“. როგორც ჩანს, ზუსტად და გონივრულად ჩატარებული აგრარული რეფორმის გამო გამრავლდნენ და არა მარტო გამრლავდნენ, არამედ „გასვეტდნენ“ და გათამამდნენ კიდეც. არ მალავენ არც თავის შეხედულებებსა თუ არსებობის წესს. უუფ… დიახაც! ისინი დიდ ხანს დარჩებიან ამ სახელდახელოდ შექმნილ ტერიტორიაზე. შეიგრძნეს ქვეყანაში ამტყდარი დემოკრატიის ბუმის გემო და დიქტატურის მარცხი. მორჩა ის დრო, როდესაც ძროხები ოთხ კდელელს შუა გყავდათ გამოკეტილი! ნურას უკაცრავად! ახლა იუსტიციის სასწავლო ცენტრში დასეირნობენ, სანამ აგრარულ უნივერსიტეტში რეორგანიზაციაა ან ანაკლიაში ტურისტების დეფიციტი. - 378 -
იქ ხელოვნური, ვითომ ტურისტების შენახვაზე დიდი ფული იხარჯებოდა, ძროხა კი რძეს მაინც მოგვცემს და სულუგუნს შევქმნით არა ვირტუალურს, არამედ ნამდვილს. საშიში ის არის, ძროხა იუსტიციის სახლში თუ ისე განათლდა, არასამთავრობო, ძროხების უფლებადამცველი ორგანიზაციები შექმნა! მერე იკითხე შენ, ფერმაში შერეკვას მოუნდომებ და ზეწოლაზე რომ ალაპარაკდება ან ცურზე ხელს რომ მოკიდებ მოსაწველად და გაუპატიურებაზე! არა, ძალიან საშიშია ეს ზღვარგადასული დემოკრატია. ადრე ამას ვინ გააკეთებდა ან მოიფიქრებდა საერთოდ?! არავინ ჰოდა, ამაშია საქმე! სადაც ხალხის დასაქმება გვინდოდა, ძროხები დავასაქმეთ. ხალხი ისევ უმუშევარი დარჩა. საწყენია, ეს არც ერთმა უცხურმა მედიამ არ დააფასა და არ გადმოსცა. არც უცხოეთის პოლიტიკოსებმა დააფასეს ჩვენი თავგანწირვა, შესაშფოთებელი აი, ეს არის. არც კი „გაუფეისბუქებია“ ვინმეს. მსოფლიოში ფეისბუქს 50 მილიონი წევრი ჰყოლია (იმას აფასებენ) და აქედან 25 მილიონი, იმ მახინჯი ლედი გაგას ფანი ყოფილა (ამასაც). წარმოგიდგენიათ, აშშ-ის პრეზიდენტად, რომ იყაროს კენჭი, რა გრიალით გავა! არ იყრის? რატომ ვითომ, კლიჩკო თუ იყრის, გაგამ რა დააშავა? ისე შეიცვალა სამყარო, ეშმაკმა ჩვენი განადგურება გადაიფიქრა, მაგათ კიდევ ეს უნდათო? პოლიტიკა სულ იყო თეატრი, მაგრამ აბსურდის არა, პოლიტიკოსების და თავისი თამაშის წესები ჰქონდა. ახლა გაგასი და მისი პლასტმასის ძუძუებისაა ქვეყანა. ხალხს სანთელივით ძუძუები აქვს, ნატურალური და კაცს არ უნდა, გაგას ხლოვნურზე გიჟდებიან და მილიონობით დოლარს იხდიან. სიმღერა მაინც იცოდეს, მაიმუნივით რომ ჩხავის. მაგრამ რად გინდა, მშპ-ს კი ავსებს. 21-ე საუკუნის ეკონომიკა საერთოდ სხვა პარადიგმებში ჩაჯდა, ეკონომიკის რეალური სექტორი ჩრდილში გადავიდა, კომპიუტერმა და სპეც-ეფექტებმა დაიპყრო ქვეყანა და ეკონომიკური ბაზარი. - 379 -
ეკონომიკის ზრდაც მასზეა დამოკიდებული. ჩიკაგოს ეკონომიკურ სკოლასაც უჭრის ეს აღიაროს, მაგრამ ასეა. გადამწყვეტი ციფრულ-ვირტუალური სამყაროა. ტყუილად ზომავენ ბიგ-მაკის ინდექსით მთელ მსოფლიოს ინდოეთის გარდა, იქ თურმე მაგას მაჰარაჯას ინდექსი ჰქვია, საქართველოში ჯონჯოლის ინდექსი (მიშა ჯიბუტმა „დანერგა“). შვეიცარია თურმე ყველაზე ძვირ ბიგმაკს მირთმევს, ინდოეთი - ყველაზე იაფს. ჩვენზე აღარაა ლაპარაკი. და, რაც მთავარია, აქ მსოფლიო თანასწორია სავალუტო კურსის მიხედვით, ეს ერთადერთი სფეროა, სადაც თანასწორობა მეფობს (ისე, როგორც დათოვლილი ბაკურიანის ტყეები სიცივის წინაშე ყველა ხე თანასწორია), დანარჩენი სრული უსამართლობაა. ელექტრონული საქონელი ეკონომიკურ კატეგორიად რთული აღსაქმელია, მაგრამ ფაქტია. ასევეა შოუს ნაწილიც, მაგრამ ეგაც ფაქტია, ქარხანა კი არ უნდა ააშენო, არამედ გაგა უნდა გაზარდო. ხოდა, არის ცვენა ეკრანებზე ქართველი ვარსკვლავების! მიხვდით ახლა ეკონომიკური პოლიტიკის დედააზრს? აი, ვინ გადაარჩენს საქართველოს _ 16 წლის ჰაკერები და ეკრანის ვარსკლავები. 10 გაგა და 10 ცუკერბერგი რომ გავზარდოთ. ჩვენი ეკონომიკის ზრდა 12-15% იქნება და ქვეყანას ეშველება. ამიტომ არის ალბათ, პოლიტიკოსების აზრით, ეკონომიკური გეგმა და პროგრამა საჭირო. ის კი არა გაისმის მეცნიერების შეძახილები დავამარცხეთ მალთუსიო! დიახაც, დამარცხდებოდა, აბა რა, სამი საუკუნე ვებრძოდით, უფრო მეტ ხანს, ვიდრე ჯვაროსნები ლაშქრავდნენ იერუსალიმს და ვინ დაამრცხა მალთუსი? - რა თქმა უნდა, გაგამ და ცუკერბერგმა სტივ ჯობსთან ერთად. მანდ კოჰაბიტაცია არ გამოგვადგებოდა, ეგ არაა კარგი რამე. არც სალადინის და ინგლისის მეფის, ლომგულის კოჰაბიტაციას მოჰყოლია კაი - 380 -
შედეგი - ეგ იყო კოჰაბიტაციის პირველი მაგალითი და სულ 5 წელი გრძელდებოდა და ქრისტიანების კრახით დამთავრდა. ამის შემდგომ ამ ტერმინზე ქრისტიანებს ალერგია აქვთ. აუჰ, როგორი წელი იყო 2012. გადავრჩით სისხლისღვრას ქვეყანაში, კოლაფსს მსოფლიოში, მაგრამ ვერ გადავრჩით კოჰაბიტაციას. ცუდი შედეგი არაა. არ ასრულდა ოცნებები? _ გვაცალეთ, ახალი წლის ღამე წინაა. ყველაფერი გადავიტანეთ და ახლა ამას მივხედავთ თოვლის ბაბუასთან ერთად, ახალი წელი ხომ ოცნებების ახდენის დროა! ცას და დედამიწას ერთი ფერი აქვს. ბარდნის უმოწყალოდ. კმაყოფილია ცაც და დედამიწაც - ცა იშორებს თოვლს, დედამიწა იღებს და მანტიას ისხამს. საზარელი სანახავია დედამიწია, ისე როგორც მაკიაჟის გარშე გაგა. ნაძვები გარინდულან და თავდლახრილნი დგანან, გეგონება მათაც გაიგეს მალთუსის დამარცხების ამბავი და ”გაუტყდათო”. აქ, ამ სიჩუმის სამეფოში ბაკურიანის მთებშიც მოუღწევია სამყაროს ცვლილების ამბავს. აქ ძროხები არ ჩანან, რადგან იუსტიცისი სასწავლო ცენტრი არ აუშენებიათ და ისე რა უნდათ? არც სამყაროს კოლაფსის სჯეროდათ ოდესმე, არც საყოველთაო დათბობის მითის. აქ თავისი ოცნებები აქვთ თოვლსაც, ნაძვებსაც, გადაპენტილ მიწასაც და ახალ წელს ელოდებინ. ხოლო კითხვა: როგორ გაიზრდება ეკონომიკა აქაურების ენაზე ასე ჟღერს: როგორ გაიზრდება თოვლის საფარი. დგას წვერმოშვებული ხორენა (უფრო სწორედ, როგორც აცც იტყვის, თავის ხავსივით წვერით) ნაოჭიანი სახით და დიდ თოვლზე ოცნებობს, რათა გააჭენოს თავის რკინის მერანი-ბურანი და ფული იშოვოს, რომ აბასთუმანში სიცივეში მხიარულად გამოკეტილ ცოლ-შვილს სარჩოსაბადებელი არ მოაკლოს. აქ მალთუსი ისევ ცოცხალია და სმიტსაც, მისი უხილავი ხელით, პატივს სცემენ, სულ არ - 381 -
აინტერესებთ ჩიკაგოს სკოლის მეცნიერების აზრი, იმიტომ, რომ ყველას თავისი ოცნება აქვს. ანეკდოტი გამახსენდა, სვანს უნდოდა თოვლის ბაბუა ყოფილიყო და შვილიშვილს თოვლი დაარქვა! ოცნებისკენ ჩვენ თითოეულმა უნდა გადავდგათ 2013 ნაბიჯი, თავისთავად არაფერი მოვა, თოვლიც კი. თოვლი ხორენას ლოცვამ და მუდარამ მოიყვანა, რომ უმუშევარი არ დარჩენილიყო. ოცნება მოიყვანა და მალთუსიც გააცოცხლა, იბრძვის გადარჩენისათვის, რადგან იცის, სიუხვე ცოტაა და მსურველი ბევრი. იმ ძროხამაც იცის ეგ, რომ ის ტერიტორია მისი იყო, სანამ ზედ რამეს ააშენებდნენ და თავისუფლად ატკბარუნებდა ეკოლოგიურად სუფუთა, აქციზური მარკით დაუბეგრავ ბალახს (არ დასცალდათ, თორემ 1 იანვრიდან ბალახსაც აქციზურ მარკას დააკრავდნენ აბა, ვინ დაუშლიდათ, თუკი ”ნაბეღლავსა” და ”ბორჯომს” უპირებდნენ). ხორენასაც არ სჯერა გაგას და ცუკერბერგს რომ გავზრდით და ამიტომ ჩეხავს შეშას, გზას და ბურანს წმენდს. თან ზევით იყურება და თითოეულ ფიფქს ეფერება, როგორც კახელი გლეხი ვაზის მტევანს. ხანდახან მზერას კოხტას და დიდველს ესვრის, თოვლის საფარის სისქეს ამოწმებს, მას რომ ჰკითხო, ყველა თეთრი თეთრი არაა და იცის, ყველას თავისი სიმართლე, რომ აქვს, მაგრამ მისი სიმართლე: სახლში - სითბო, ქვაბში - საჭმელი, მორთული ნაძვის ხე და ბედნიერი ჯალაბია. ზრუნავს თავის კერიაზე ხორენა და ესე იგი, ქვეყანაზე ზრუნავს. მან მშპ არ იცის, მაგრამ მის ზრდას მედგრად უწყობს ხელს. არც მალთუსი იცის, მაგრამ სულს უბერავს და აცოცხლებს. დიდ ხანს ვუყურე ცას, თეთრლაბადმოსხმული კოხტის და დიდველის თავებს, გადათეთრებულ ნაძვებს თუ ფიჭვებს, ცოლივით კაპრიზიან ბუნებას და მივხვდი: ხორენას - 382 -
მოჰყავს ახალი წელიც და ოცნებების ახდენაც! ბაზარიც იცის, კონკურენციაც, იცის ორ ბურანს ვერ ამუშავებს, რადგან ფიზიკურად ვერ გასწვდება და რამდენსაც ბაზარი მოითხოვს, იმდენი მებურანე გაჩნდება. მასაც კი აქ თავისი პატარა გათვლები და სტრატეგია. მართალია, არა „ლონგ რანში“, მაგრამ ქვეყანას ხომ უნდა ჰქონდეს?! იოცნებეთ, მაგრამ მოქმედება არ დაგავიწყდეთ! ბედნიერი ახალი წელი ჩემო მრავლის მნახველო და მომთმენო და ასევე, ბაკურინის თოვლივით სპეტაკო მკითხველო! იანვარი, 2013 წელი
რა მოგვწონდა სინგაპურში და არ მოგვწონს აღმაშენებელში წლების განმავლობაში სინგაპურობა გვინდოდა და მთავარი ბენჩმარკი სინგაპური იყო. უცნაურები ვართ ქართველები – და რატომ ნეტავ? ეს პატარა ქალაქსახელმწიფო, რომელიც სულ ნიუ-იორკის ხელაა და, რომელმაც ფორმალური დამოუკიდებლობა 1965 წელს მიიღო ინგლისისგან, სულ არის მხოლოდ პორტი, ღორის ფერმები, მეთევზეთა სოფლები და მდიდარი უცხოელების სახლები. აქ 2011 წელს 188 000 მილიონერს ჰქონდა ბინა. უმკაცრესი დიქტატურის ქვეყანა, რომელსაც ლიი კუან იუ 1965 წლიდან 1990-მდე მართავდა და მერეც. ეს მოგვწონდა ალბათ. მოგვწონდა ფორმალური დემოკრატია და ის, რომ უმკაცრესი კანონები აქვთ. იკრძალება გადაფურთხება, კევის ღეჭვა, იყო დრო შვილების რაოდენობა მართვადი იყო და დღეს, მიუხედავად 5 მილიონიანი მოსახლეობისა, სინგაპურს - 383 -
დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. კი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 560 დოლარიდან 53000 ათას დოლარამდე გაიზარდა და 2013 წელს ყველაზე სასურველი ადგილია, სადაც აზიელებს დაბადება სურთ, მაგრამ იქაურებისთვის საცხოვრებლად _ უძვირესი და უმძიმესი. იმდენს მუშაობენ და სწავლობენ, რომ ცოლის მოსაყვანად და ბავშვის გასაჩენად არ სცალიათ. ექსპერტთა აზრით, სინგაპურში კატასტროფული დემოგრაფიული სისტემაა და სულ მალე აბორიგენი მოსახლეობა აღარ დარჩება. ესე იგი, პრეზიდენტს სინგაპური მოსწონდა - მარადიული ხელისუფლების იდეა, თან დასავლეთის შეფასებით დემოკრატიული, მიუხედავად იმისა, რომ ათეული წლობით მმართველობა არ იცვლება და უფრო მეტიც ობამამ ლიის ლეგენდარული კაცი უწოდა. რეალურად ესაა დასავლელი და აზიელი მილიონერების კლუბი, სპეკულატური ბაზრის ნავსაყუდელი ოფშორი, სადაც სიმდიდრის თანამედროვე მაძიებლები და მომხვეჭელები კბილებით და ბრჭყალებით აღწევენ თავიანთ მიზანს. კუნთმაგარი, დისციპლინირებული ბიზნეს. ჯარისკაცები ყოველდღიურად იბრძვიან კაპიტალიზმის თანამედროვე, ამორფულ, კომბინირებულ, ნაციონალურ, იერდაკარგული იდეალებისათვის და ფინანსური გადარჩენისათვის. ეს ნამდვილი ომის არენაა, აქ მხოლოდ უმდიდრესი ადამიანებისათვისაა ადგილი, სული და ზნეობა არაა, ფულია მხოლოდ… დიქტატურა თუ დემოკრატია არავის აინტერესებს, მთავარია, სიმშვიდე, სიწყნარე და გარანტირებული მომავალია კაპიტალის ორთაბრძოლისათვის. სინგაპური არაა ქვეყანა, ეს მხეცების, მგლების უსასტიკესი მსოფლიოა! გვაქვს შანსი ვიყოთ სინგაპური? - ალბათ, ლეიბორისტებს პარლამენტში უმრავლესობით არჩევის შანსი უფრო დიდი - 384 -
აქვთ, ვიდრე ჩვენ იმისა, რომ ვიყოთ სინგაპური. ვიცოდით? - ვიცოდით. აბა, რა გვინდოდა? – ისე, უბრალოდ, იდეა მოგვწონდა მდიდარი ქვეყნის შესახებ, რომელსაც ერთი ოჯახი და კაცი უცვლელად მართავს და დასავლეთში დემოკრატს და ლეგენდარულს უწოდებენ. მალე ადგილობრივი მოსახლეობა აღარ იქნებაო, ხომ თქვეს, ჰოდა, ალბათ, ახალი ეთნოსის „სინგაპურას“ შექმნაა მოსალოდნელი. მთავარი მიზანი, „სინგაპურას“, ამ ახალი ადამიანის, გამოყვანაა. სხვათა შორის, კაცობრიობას მუდამ აწუხებდა ეს იდეა, მისთვის მისაღები და ადვილად მართვადი საზოგადოების ანუ ახალი ადამიანების გამოზრდის ექსპერიმენტი. პირველი ასეთი ექსპერიმენტი სპარტანელებმა დაიწყეს პრაქტიკაში და პლატონმა თეორიაში. ყველაფერი პლატონის ბრალია, ვითომ უწყინარი ფილოსოფოსი, რომელმაც სიკეთის ქალაქი, ატლანტიდა შექმნა, სინამდვილეში ისეთი გარეწარი იყო, როგორიც კაცობრიობას არ ახსოვს, მაგან დაღუპა მიშაც. წარმოიდგინეთ, პლატონის ატლანტიდაშიც საზოგადოების ოთხი ფენა იყო: მიწათმოქმედები, ხელოსნები, მცველები და ფილოსოფოსები. მათ სისხლის აღრევის და ერთმანეთთან კავშირის უფლება არ ჰქონდათ. არ არსებობდა საკუთრება, მათ შორის, პირადი. ანუ ყველას ცოლი შენი ცოლი იყო. შვილს ინტერნატის მსგავს დაწესებულებაში ზრდიდნენ, როგორც კომუნისტები. 20 წლის რომ გახდებოდა, სპეციალური ფილოსოფოსთა საბჭო უნარ-ჩვევების მიხედვით გაანაწილებდა. ისინი წყვეტდნენ, ვინ ხელოსანი გახდებოდა, მცველი ან ფილოსოფოსი. მდაა… კი მაგრამ, ადამიანებს არაფერს ეკითხებით? სადაა გრძნობა, სიყვარული, ღალატი, ოცნება? (იქ არ იყო ოცნება საჭირო. და რა საჭიროა საზოგადოება ოცნების გარეშე?!) პლატონმა სათნოებისა და ადამიანზე ზრუნვის საფარქვეშ ადამიანების ბედი ერთპიროვნულად გადაწყვიტა. საშინელებაა! უნდოდა, ახალი ადამიანი გამოეყვანა, მერე XV - 385 -
საუკუნეში იგივე სცადეს უტოპისტებმა. XX მარქსისტებმა, რუსეთში - კომუნისტებმა, ლიბიაში - ჯამახირიამ, ჩინეთში. მაომ და საერთოდ, ყველა დიქტატორი ახალ, მისთვის მორჩილ და მისაღებ ერს ზრდიდა, როგორც ლიი სინგაპურში და მიშა საქარველოში. ხედავთ, როგორ მოექცა პლატონიზმის გავლენის ქვეშ? ორი კაცი უყვარდა… არა, უკაცრავად, სამი: პლატონი, მაკიაველი და ლიი. გიჟდებოდა, ოცნებობდა და ღამღამობით მახათას გორიდან ან შავნაბადადან ელაპარაკებოდა და მათ იდეებს, - ახალი ადამიანის გამოზრდის, ახალი საზოგდოების და მარადიული სიკეთის შესახებ, ცხოვრებაში ახორციელებდა. უფრო სწორედ, უნდოდა გაეხორციელებინა. ყველა მისი წინააღმდეგი იყო, ერი თუ ბერი, თვით დავით აღმაშენებელიც კი. ვინ ეკითხებოდა ამ დავითს, რომ მიაცუნცულებდა დედაქალაქს ქუთაისიდან თბილისში? რაღაზე გადმოიტანა, ყოფილიყო იქ და ახლა არ იქნებოდა ასეთი საჩხუბარი მისი გადმოტანა. უმადურია ხალხი და არ ღირს სიკეთის კეთება. ყველაფერი აპატიეს დავით აღამშენებელს, დედაქალაქის თბილისში გადმოტანის გარდა. ახლა ამის გამო, ახალი ეკონომიკური თეორიის გამოგონება მოუწიათ, რომელსაც ნეო-კეინს-ნაციონალიზმის თეორია ჰქვია. ეს სულ ახალი თეორიაა, თოთო და მისი აზრი ის არის, რომ სანამ ფინანსური კრიზისი ღუღუნა ნაღვერდალშია გახვეული, როგორც სუკის მწვადები მამაყალზე და ახალ პარადიგმებს ეძებს, ქართველებმა კრიზისიდან გამოსავლის, ეკონომიკის ზრდისა და რეგიონის განვითარების ფორმულა ვიპოვეთ – გადაიტანეთ დედაქალაქი ერთი ქალაქიდან მეორეში და შექმენით თქვენი ატლანტიდა ანუ ლაზიკა. სულ ესაა და აყვავდება ქვეყანა. რატომ, კეინსი? ზოგი მეცნიერის აზრით, ეს არის კეინსის მულტიპლიკატორის მსგავსი თეზები, მაგრამ კვლევებმა დადასტურა, რომ ეს ორიგინალური - 386 -
ეკონომიკური თეორია და კეინსიალიზმის თანამედროვე მონაციონალო ვარიანტია, ამიტომ დღითი-დღე ეს იდეა პოპულარული ხდება მსოფლიოში. აი, ინგლისელებმა აიტაცეს და პარლამენტი ედინბარაში გადააქვთ. ამბობენ, ამ 200¬წლიან ბიგ-ბენსაც შლიან და მიაქვთო, მალე ვესტმისტერის სააბატოსაც მიაყოლებენ. აბა, სად უნდა დაიმარხონ პატივცემული პარლამენტარები. ლორდთა პალატა წინააღმდეგია, მაგრამ სამშობლოს სჭირდება და რაღას იზამენ. დევიდ კემერონმა დავოსში განაცხადა, რომ ამ ქართველების თეორიამ გადაარჩინა გაერთიანებული სამეფო და კატეგორიულად მოსთხოვა კონტინენტალურ ევროპას, გაეზირებინა ეს თეორია და ამით ეხელმძღვანელა ეკონომიკის გადასარჩენად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდა ევროკავშირს. ქართველმა ეკონომისტებმა და პრინციპში, აზიელმა მკვლევარებმაც, იდეის ავტორები ნობელის პრემიაზე წარადგინეს ეკონომიკაში, მაგრამ რად გინდა, დიდ ხანს ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? არ გინდოდათ ახალი ადამიანის აღზრდა, ახალი მულტინაციონალურ-სუპერინეტრნაციონალურ-პლატონური საზოგადოება სინგაპურის პუდრით? – არც გექნებათ. არ გინდოდათ ახალი ეკონომიკური თეორია? - იყავით ოცნებებში, არადა, აგერ, მეორე დეკადაში ზუგდიდი იქნებოდა დედაქალაქი და ოდესმე გურიაში ოზურგეთსაც მოუწევდა და ასე აყვადებოდა ეს ქვეყანა, გადაივსებოდა ერთ 200-300 წელიწადში სამუშაო ადგილებით. ხომ თქვა ლელა კაკულიამ, 300 წელიწადში რუსეთს ვხედავ დაძაბუნებულსო… ხომ წავართმევდით აფხაზეთს, კრასნოდარის მხარეს და მივიერთებდით. სულწასულები ხართ ეს ქართველები, სუფთა დავით მეფის შთამომავლები – გააქანეთ დედაქალაქი თბილისში და გააგდეთ შემოქმედი ნაციონალები. ჰოდა, იყავით ამ გადაჭედილ თბილისში. მოვა დრო, პლატონი და სინგაპური მოგენატრებათ, - 387 -
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარი ცოლის ჯუჯღუნით ტვინს გაილაყებთ და სხვისი ცოლის ყურება ნერწყვით დაგახრჩობთ. გლახები, რა ჯობს სინგაპურს და ატლანტიდას, მაგრამ არ ჰქონდათ ქართველებს ჭკუა არასდროს და ალბათ, არც ექნებათ. გადაყვებიან საფლავში ამ დავით მეფის იდეალებს და თავისუფლებას. ეეჰ…ნეტავ, ედინბარაში დედაქალაქს, რომ გადაიტანენ, სუფრაზე დაგვპატიჟებენ მაინც? ისე, ინგლისელები არ არიან უმადურები და იქ თუ არა, პარიზს, რომ ჩაასრიალებენ მარსელში, აი მაგ ინაგურაცია არ აგვცდება მგონი, ისევე, როგორც სტოკჰოლმში მოხვედრა ნობელის დანატოვარის მისაღებად. კი, აქ თუ არა, იქ მაინც დააფასებენ! თებერვალი, 2013 წელი
მოდერნ უტიფრობის არტ ეპოქაში მაიმუნის გარდაქმნის პრობლემები და კორუფციასთან ბრძოლა ჰოი საოცრებავ! მართლა, რომ საკვირველია ადამიანთა მოდგმის ბუნება და საქციელი და ტყუილად გვგონია, რომ მხოლოდ ქართველები ვართ უცნაურები. მსოფლიოს წამყვანი 20 ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის 80%-ს და, შესაბამისად, კორუფციის 80%-ს აკონტროლებს, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო კორუფციის დედაქალაქ მოსკოვში შეიკრიბა და იმსჯელეს, როგორ ებრძოლონ კორუფციას. გაუგებარი ამ ამბავში ის არის თუ ვინ უნდა ებძროლოს? მოსკოვში სამიტის შეკრების სიტუაცია, ერთ ცნობილ ანეკდოტს მაგონებს: ძველ დროში კრების ჩასატარებლად ცხოველები ტყეში შეიკრიბნენ, თავმჯდომარე კი ლომია. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში გარდაქმნის ეპოქა - 388 -
იწყება (”პერესტროიკა”) და ტყის ბინადრებიც უნდა გარდაქმნილიყვნენ. ხართ თუ არა თანახმანი? იკითხა ლომმა. ყველამ, ერთის გამოკლებით თანხმობა განაცხადა. ის ერთი მოწინააღმდეგე მაიმუნი იყო. ლომის კითხვაზე, რატომ ხარ წინააღმდეგიო, მაიმუნმა უპასუხა _ „მე ახლა რომ გარდავიქმნა, ადამიანი უნდა გავხდე. ადამიანი რომ გავხდები, ცხოვრება და არსებობა მინდა და ფულის საშოვნელად ისევ მაიმუნობა მომიწევს. ამიტომ რა აზრი აქვს?“. ასე იყო რუსეთის, ჩინეთის და სხვა მონაწილეების საქმე. ამიტომ ეს საკითხი, ისევე, როგორც სავალუტო ომის, მარიო დრაგის თქმით, მხოლოდ „ყბედობად“ დარჩა. ესეც თავისებური 21-ე საუკუნის ომია. ასე შეიკრებებიან მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის ფინანსისტები, ბანკირები და პოლიტიკოსები ხან ტორონტოში, ხან მეხიკოში, ხან მოსკოვში; დალევენ ტეკილას, არაყს, ვისკის; იყბედებენ, გულს მოიოხებენ და დაიშლებიან. ამ დროს, გაგანია სავალუტო ომია. ქალბატონმა კრისტინ ლაგარდმა მოსკოვში განაცხადა. ღმერთო ჩემო! რას კადრულობთ, რის სავალუტო ომი, რა სავალუტო ომიო. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იქ იენის კურსი ცოტა შეასუსტა იაპონიამ, მაგრამ მისი ექსპორტის პრობლემებს გაგებით მოეკიდნენ; იქ აშშ-მ შეასუსტა დოლარი, 2012 წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკის 0,1%-იან ზრდას მიაღწია; იქ მრავალმილიონიანი ჩინეთი ხომ ასუსტებს და ასუსტებს იუანს; ჰოდა, აბა რა მნიშვნელობა აქვს ევროზონის ქვეყნებს ვალებისგან ექნება პრობლემა თუ მყარი ევროსგან? ერთი მითხარით, სხვა რა არის სავალუტო ომი? ჩინეთი რომ ჩინეთია, ინგლისის ცენტრალურ ბანკთან ხელი მოაწერა იუანში ოფციონების გაყიდვას და საერთაშორისო ანგარიშსწორებაში იუანმა მე13 ადგილი დაიკავა, სვიფტის მონაცემებით და დოლარის საანგარიშსწორებო ვალუტის როლი შეასუსტა. არა, ომი ნამდვილად არ არის, ეს უბრალოდ წარღვნის დასაწყისია. აქ ყველა ყველას წინააღმდეგია და შიშის გამო ყველა ყველას ვითომ ეთანამშრომლება. საოცარია პირდაპირ, ყველა - 389 -
უარყოფს სავალუტო ომს, არადა, ომი გაგანია ფაზაშია, ყველა ებრძვის კორუფციას, არადა კორუფცია ყველგან ჰყვავის. ისე, როგორც ყველაფერი, კორუფციაც XX საუკუნეში სუპერმოდერნიზებულია. როცა ხელში მიჭირავს ჩემი Iphone-5 ან ოთხბირთვიანი Samsung Galaxy Note-10, გაოცებული ვფიქრობ ხოლმე, სად წავიდა ტექნიკა?! ასევეა სავალუტო ომში, ოქროს სტანდარტის სისტემა რომ მახსენდება და ახლანდელ სავალუტო სისტემას ვუყურებ, გაოგნებული ვარ, უბრალო კლირინგიდან თანამედროვე ფორექსამდე რამხელა ცვლილება გავიარეთ. ასევეა კორუფციაში, იქ რიგითი და უბრალო ადამიანების ადგილი გაქრა, მხოლოდ მსხვილი კოროპრაციების ელიტა და ქვეყნის მმართველობა მონაწილეობს. მახსენდება სააკაშვილის ცნობილი ფრაზა ტელევიიზიით გამოთქმული, „კორუფცია ან არის ზევით ან არ არის არსად“. ეს არის თანამედროვე, მოდერნიზებული კორუფცია. ასეა, თან უარვყოფთ, თან ვებრძვით და თან ვაკეთებთ. ეს არის 21-ე საუკუნის სტილი, ხოლო საუკუნეთა სენსაციაა, ის რომ რუსეთი თავმჯდომარეობს კორუფციასთან ბროლის მსოფლიო შეკრებას. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, დიქტატორი დემოკრატიაზე ქაქანით, რომ ენას იტყავებს და ალ კაპონე ან იაპონჩიკი დამნაშავეობის წინააღმდეგ იბრძვიან. ეეჰ, საწყალი მოლიერი, რა დროს არ არის ცოცხალი, რა ფარსის ფაბულა ექნებოდა გამზადებული?! თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ამ ფარსისთვის მის სარკაზმით სავსე გულსაც ვერ გაეძლო და გული გასკდომოდა. ეტყობა, უცნაურობა ადამიანთა მოდგმის სენია და ან არის ზევით და ან არ არის არსად _ ეს აღიარებითი ჩვენებაა. დაახლოვებით იმას ჰგავს, ”მე მომკლეს ბაბუ”… მაინც მაკიაველი მახსენდება, როგორ არ ასვენებს მისი სული მსოფლიოს, როგორ ასაზრდოებს ყველას, ვინც ამ ფარსში მონაწილეობს, მაკიაველს მე უტიფრობის მამას დავარქმევდი, ხოლო XX საუკუნეს არა Apple-ისა და - 390 -
Facebook-ის ეპოქას, არამედ მოდერნ უტიფრობის არტ ეპოქას, რომელიც ამოძრავებს სამყაროს. ამიტომაც, ჩემო მკითხველო, ამ დუნიაზე არაფერი გაგიკვირდეს. პლატონი მახსენდება. სოკრატე ქალქაში ცდილობს ძალით წასვლას. თანმხლები პირები არ უშვებენ. სოკრატე ეუბნება, როგორ შემიშლით ხელსო. ხედავთ, რამდენი ვართ? დაგარწმუნებთო. სოკრატემ გენიალური პასუხი გასცა - „თუ არ მოგისმენთ, როგორღა დამარწმუნებთ?“ ეტყობა, G20-იც სოკრატესავით იქცევა. სოკრატესავით უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რიგითი ქართველები, როცა დაჟინებით ცდილობენ დაგვარწმუნონ ვიღაცეები თავაინთ უბიწობაში. ხალხი ჭრელიაო, ალბათ, სამოსზეა ნათქვამი. შინაგანად ადამიანები ერთნაირები არიან, მათ შორის, ნებისმიერ დროს - პლატონიდან დღემდე და ყველა მართალია. მათ შორის, ტყეში კრების მონაწილე მაიმუნიც… მარტი, 2013 წელი
როგორ იმსხვრევა ეკონომიკური თეორიები. გუდაურიკობის გზის მონაკვეთი და რა არის საბაზრო საოცარი რამ ხდება დუნიაზე. ვერ გავიგეთ, ეკონომიკური კრიზისი მორჩა თუ გრძელდება, ეკონომიკური კანონები მუშაობენ თუ არა? გაზაფხული მოვიდა? და ნაციონალები წავიდნენ? ისე, რაც შეეხება ეკონომიკურ კანონებს, სრული ისტერიაა – კანონების მიხედვით, როცა ვალუტა მყარდება, იმ ქვეყნის ექსპორტი ეცემა, რადგან ძვირდება საქონელი. ევრო მყარია ბოლო თვეები და გერმანიის ექსპორტი იზრდება და იზრდება. ინფლაციის მაჩენებელი მაღალია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინვესტიციები იზრდება ჩინეთში. თეორიის მიხედვით – საგარეო ვალის მაჩვენებელი თუ მშპ- 391 -
ის 60%-მდეა, ეკონომიკა მყარია და საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ კვიპროსში ასეთი მაჩვენებელი იყო კრიზისი წინ. მოკლედ, აირია ეკონომიკური მეცნიერება, სულ უფრო გვაბნევს მშპ და მასთან მიბმული თარგეითები. ეკონომიკის მოდელირების და ფორმულებში ჩასმის მცდელობა კრახით დამთავრდა და აქედან გამომდინარე, ვერ გაურკვევია სამეცნიერო საზოგადოებას – საბაზროა ეს ეკონომიკა თუ არა საბაზრო. საბაზროა, აბა არ არის საბაზრო?! დავიბენით ქართველები, ვერ გავიგეთ, ინფლაცია სჯობს თუ დეფლაცია. იმდენი გვიკიჟინეს, არ ვარგა ეს ინფლაციაო და იმდენი ვამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა, დეფლაციაზე შევჯექით მყარად და იქ ვნებივრობთ. ჰოდა, უჭირს ეკონომიკას, მაგრამ ჩვენ მკაცრად დეფლაცია გვაქვს და თავს ვიწონებთ, მთავარია, თარგეითი. ასეა, ბაგრატის ტაძარი აღვადგინეთ, თან ისე უცხოელები კი არა, ჩვენ თვითონ ვერ ვცნობთ, ხოლო კობი-გუდაურის გზა – ვერა. კობი-გუდაურის გზას იმ სახით ვინახავთ, რა სახითაც მასზე ოდესღაც ილიამ გადაიარა. ჰოდა, მის ნაკვალევს ვუფრთხილდებით ასე სათუთად, არ აღვადგენთ, რომ ილიას კვალი არ წაიშალოს, ხოლო თერგმა მოძრაობის თეორია ნამეტანი, რომ არ შეგვახსენოს, გვირაბში ვუკარით თავი. აბა, მასე მოუხდება მაგ დაუდეგარს. გაგვიწყალა გული თავისი მოძრაობით და მოძრაობით. თან კიდევ რომ არავინ დალიოს და რუსეთიდან იდეები არავინ ჩამოიტანოს – მიწისქვეშ დავმალეთ. წარმოიდგინეთ, რომ აღგვედგინა კობი-გუდაურის გზა, შთამომავლობა ხომ ვერ ნახავდა, როგორ იწვალა ილიამ შინ დაბრუნებისას. არა, ჩვენ გზის ამ მონაკვეთს ყოველ წელს აღვადგენთ ხოლმე, მაგრამ ისე ოსტატურად, რომ მსოფლიოს ყველა არქიტექტორს შეშურდება, მათ შორის, ფუქსესსაც. ვითომ აღვადგინეთ, მაგრამ ამ დროს არ არის აღდგენილი, ისევ პირვანდელი სახე - 392 -
აქვს შენარჩუნებული. ბაგრატის აღდგენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს სწორი მეთოდია. აბა, აღვადგინეთ ეს ბაგრატი და გაგიჟდა მთელი მსოფლიო, დაკარგა პირვანდელი სახე. ამიტომ ვუნარჩუნებთ ამ გზას პირვანდელ სახეს. ამაშია ქართველების გენიალობა. გარდა ამისა, გვინდა ორიეტნაცია შევიცვალოთ: რადგანაც ეს გზა რუსეთისკენ მიდის, ზუსტად ისე არაადამიანურად დალეწილი უნდა იყოს, რომ ინტენსიურად არ ვიაროთ რუსეთისკენ. ამასთან, რუსეთისკენ მოძრაობისას ამ გზამ კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რამდენად რთული და სახიფათოა გზა რუსეთისკენ! თუ მილიარდასოცდაერთჯერ არ შეგანჯღრია გზამ, არ გაგილაყა ტვინი, არ ამოგიტრიალა შიგნეული და არ გიხათქუნა თავი ჭაში ნახათქუნები ვედროსავით, ისე ვერ გაიგებ, რა არის მამული! უფრო მეტიც, ამ გზის პირვანდელი სახით შენარჩუნებას სოციალ-ეკონომიკური დანიშნულებაც აქვს. ის უზრუნველყოფს სტეფანწმინდისა და მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობის სრულ დასაქმებას. აქ მუდმივად რაღაც ხდება. ჰოდა, ეს მუდმივად რაც ხდება, ეს არის საბაზრო. უამინდობისას თუ გზა დაიკეტება, ბუქსირით გადაგათრევენ, რაც სამასი ლარი ღირს. ჩაარტყამთ მანქანას, გასაკეთებელი გახდება, ესეც 200 ლარი ღირს. გზაზე პანტა-პუნტით იყრება ორლესული ქვები და თუ საბურავი გაგიჭრათ და ცოცხალი გადარჩით, დაახლოებით 700 ლარი დაგიჯდებათ და ა.შ. ათეულობით წლებია ეს გზა ასე კვებდა და კვებს ადგილობრივ მოსახლეობას. საბაზრო ის არის, რომ ეს გზა ძალიან ანგრევს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის ეკონომიკას, მაგრამ ის საბაზროა სტეფანწმინდის მოსახლეობისთვის. მასში კაპიტალიზმია განივთრებული და ზუსტად იციან, კაპიტალიზმის პირობებში, როგორ უნდა იშოვონ ფული. ჰოდა, ამიტომ არის საბაზრო. ბოლო ბოლო, გავარკვიოთ რა გვინდა ჩვენ? რა უნდა - 393 -
აღვადგინოთ და როგორ უნდა აღვადგინოთ. ისიც უნდა გავარკვიოთ, რა არის საბაზრო ანუ სალაპარაკო და გასარკვევი ან თავისუფალი ბაზრების პრინციპით მომუშავე. რა სჯობს, აღუდგენელი კობი-გუდაურის გზა, რომელსაც ჭეშმარიტად მეცხრამეტე საუკუნის სახე აქვს თუ აღდგენილი ბაგრატი თავის მწვანე „ფოფოხით“. რა ჯობს, ზომიერი ინფლაცია და ეკონომიკის სტიმულირება თუ მყინვარწვერივით გაშეშებული ეკონომიკა. ნამდვილად „საბაზროა“, ოღონდ არ ვიცით, რა? აპრილი, 2013 წელი
რა კვლევას აფინანსებს APPLE 17 მილიარდად საქართველოში როგორც იქნა მზე ვიხილეთ. დამთავრდა ზამთარი და პირდაპირ ზაფხულში ვისკუპეთ. რა გაგიკვირდათ? დაჩქარებული ტემპით ვითვისებთ წელიწადს ერთი დრო გამოვტოვეთ. ჰოდა, სწორიც ვქენით. ნეტავ, რა იყო მაგ გაზაფხულში კარგი, გაგანია მზე და თაკარა სხივები არ ჯობს? აივსო კუს ტბის მიდამოები, გადაიჭედა. მთელმა თბილისმა მოიყარა თავი – ზოგი გაწიწმატებული იხსენიებს ძველ ხელისუფლებას ახალი ტყემალივით მკვახედ, ზოგიც – ახალს. დუღს იქაურობა, ათას რამეს გაიგებ, ათას რამეზე წუხს ხალხი და წუწუნებს. სულ ცხელ-ცხელი ჭორების ბუღია და ახალი სერიალების პერსონაჟებს ზოგი რბილ ხასიათს უწუნებს, ზოგს ”რეალის” თამაშის მანერა არ მოსწონს, ზოგს უმრავლესობა და ზოგს – უმცირესობა. მზე კი ჯიუტად ხარხარებს, მაინც მოვედი და დავამარცხე ზამთარიო. ამაზე ერთი ანეკდოტი მახსენდება : სამშობიაროში ბავშვი დაიბადება - 394 -
და უცებ ხარხარს ატეხს. ბებიაქალი გაგიჟდება, ექიმი იტყვის – წესით, უნდა ტიროდეს და ეს გულამოვარდნილი ხარხარებს, ნეტავ რა სჭირსო. თან ხედავენ, ერთი მუშტი სასტიკად აქვს შეკრული და ხარხარს არ წყვეტს. მივარდება ცოფმორეული ექიმი, ძალით გაუხსნის მუშტს და… რა ედო მუშტში ახალდაბადებულ ჩვილს? ვერაფრით გამოიცნობთ – ჩასახვის საწინააღმდეგო აბი და ნიშნის მოგებით ხარხარებდა, მაინც მოვევლინე ქვეყანასო! ასეა, მზეც ხარხარებს – მაინც მოვიყვანე ზაფხულიო! მეც ყოველ დილით გულაფრთხიალებული მივუყვები აღმართს მზესთან და ახალ ამბებთან შესახვედრად. ერთხელაც, მანქანის წინა ნაწილიდან ძალიან ნაცნობი, მაგრამ ძალიან დავიწყებული რიტმული ხმა მომესმა. თან თითქოს ნაცნობია, თან ვერ ვიხსენებ… მოკლედ, ავირიე. უფრო, არ დავიჯერე, ეს რიტმული კაკუნი კოდალის ბასრი ნისკარტის და ხის ფლირტის იყო თუ მართლა ჩემი მანქანის 8-ვე ცილინდრის კაკანი. ჩემი ბავშვობა გამახსენდა: ჟიგულში ძლივს ნაშოვნ და ათასგზის გაუპატიურებულ ”93-ს”, რომ ჩავასხამდი, მანქანას ტაქტში აწყობილი ისეთი „კკკკკ“ გაჰქონდა, რომ არემარეს აყრუებდა. აყრუებდა და ჩვენც არ გვენაღვლებოდა, მანქანაში 5000 მანეთი გვქონდა გადახდილი და ბენზინში – 20 კაპიკი. არა, არ მჯერა, მაგრამ ფაქტია – მართლა კაკუნებდა ეს დალოცვილი და მართლა მესმოდა ბავშვობაში მესხიერებაში ჩარჩენილი ხმა. გაოცებულმა მძღოლს ვკითხე, რა ბენზინი ჩაასხი და სად-მეთქი. მან მომიგო – ”გალფში” ჩავასხი, კოსტავაზე, ”პრემიუმიო”. არადა, ვიცით, რომ ”სუპერი” საერთოდ არ შემოდის საქართველოში და ეგ ”პრემიუმი” ყველზე კარგი უნდა იყოს. შემდეგ ვაკე-საბურთალოს გზაზე ჩავასხით იგივე. მერე ელბაქიძის აღმართთან. ისევ იგივე განმეორდა. ეს 2.25-ლარიანი ბენზინიც გაუუპატიურებიათ - 395 -
და სრულიად უხარისხოა. არადა, ეს თურმე, ვიღაცეებმა საქართველოში ნორმად აქციეს, არ მოწმდება ხარისხი და არც საწვავის რაოდენობა. ჰოდა, საწყალ ქართველ მომხმარებელს ვატყავებთ. ეს თურმე, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ლიბერალიზმია კონტროლის დარგში. მსოფლიოში ნავთობის ფასმა რეცესიასთან დაკავშირებით თითქმის 30 დოლარით მოიკლო, ჩვენთან ჯიუტად ფეხს არ იცვლის და კიდევ ერთი ოქტანობით დაბალს ასხამენ. ზუსტად ისე, როგორც იანვარ-თებერვალში, ”ყაზტრანსგაზმა” ისეთი ”გაზ-ნაგავ-ფულაღგავი” მოგვაწოდა აზეირბაიჯანიდან, რომ სამმაგი დაწერეს გადარეულმა მრიცხველებმა, რომელსაც ”ყაზტრანსგაზი” რატომღაც ცელოფნებით ფუთავს, ალბათ ფიქრობს, მრიცხველებს არ შესცივდეთო. ფაქტიურად, გამოდის, რომ ბენზინის რეალიზატორმა კომპანიებმა და ”ყაზტრანსგაზმა” ფასი ლამის გააორმაგეს და ამაზე არავინ ხმას არ სცემს მათ. დღისით, მზისით, ხალხს ატყუებენ, ახალ მთავრობას სახელს უტეხენ და არავინ სჯის, სიჩუმეა! დავსვი ეს საკითხი კუს ტბის საერთაშორისო საფიხვნოზე და მივიღე ასეთი პასუხი: ეს ახალი საბაზრო ეკონომიკის პარადიგმააო, რომელსაც ჰქვია – ყველა კმაყოფილია. დაახლოებით სექსივითაა. მომხმარებელს ჰგონია, რომ საწვავზე და გაზზე ფასები იკლებს, ხოლო ბენზინის და გაზის გამყიდველისთვის რეალურად ფასი იზრდება. მოთხოვნა-მიწოდების ასეთი დარეგულირება არაელასტიურ მოთხოვინის სივრცეში, ეს ყოფილა ახალი პარადიგმის არსი! ხედავ, რა უკვლევია, კაცო?! ეს იმაზე უარესია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბს რომ იღებ და ბავში მაინც ისახება. გაოცებულია ჩიკაგოს სკოლა და სასწრაფოდ ექსპერტები მოუვლენია საქართველოში ამ კვლევის უფრო კარგად გასაცნობად. კუს ტბაზე არ იყო ადგილი და ვერ ამოვიდნენ, - 396 -
თორემ მალე აქაც ამოვლენ და სიღრმისეულად შეისწავლიან ამ მოვლენას, რომ თავიანთ პრეზიდენტს და ეკონომიკის მკვლევარებს რჩევა მისცენ. უფრო მეტიც, ეს მოინათლა, როგორც აბრეშუმის გზის ქვეყნების ნოუ-ჰაუ, მთელი უოლსტრიტი ატორტმანებულია და მსგავსი კვლევების უკეთ დასაფინანსებლად კომპანია Apple 17-მილიარდიან ობლიგაციას უშვებს, რომ დააფინასოს მოზიდული სახსრებით საბაზრო ეკონომიკის ეს საოცრება და შემდგომ მისი საზაფხულო ნამყენი ნერგი გამოიყენოს კომპანიის სტრატეგიული განვითარებისთვის. აგაშენა ღმერთმა! ეს, კუს ტბის პარკი კი არა, ნამდვილად სახალხო ტექნო-ფინ-კულტფიზ-ჭორ ინსტიტიუტია. თან ცდებს ატარებ მანქანაზე, საწვავზე, გაზზე, მზეზე, წყალზე, ხალხზე თან იკვლევ და თან ანათლებ ხალხს. კიდევ ერთხელ გავაოცეთ მსოფლიო, რომ საქართველო საოცრებათა ქვეყანაა – მხოლოდ აქ შეიძლება „პორშე“ ნავთით დადიოდეს და ბუნებრივ აირს წვისას დიზელის ბოლი გასდიოდეს. აქ შეიძლება ახალდაბადებულს ხელში კონტრაცეპტივი ეჭიროს და გაზაფხული შვებულებაში გადიოდეს. ღმერთო, დაიფარე ეს უნიკალური ქვეყანა, ქრისტე აღსდგა! მაისი, 2013 წელი
- 397 -
უუჰ! ხედავ, სად ყოფილა ყველა პრობლემის სათავე?! ანუ ეკონომიკური პრობლემები კოსმიურ პრიზმაში უუჰ! ხედავ, სად ყოფილა ყველა პრობლემის სათავე?! ანუ ეკონომიკური პრობლემები კოსმიურ პრიზმაში დიდრონი, უზარმაზარი მთვარე ბრდღვიალებდა იდუმალი ნაძვების სიშავეში და შაშვების მჭახე ”საუნდ ტრეკი” ატკბობდა ქვეყანას. სადღაც ძირს, მოციმციმე შუქების ფონზე, ღმა ძილში მონებივრე თბილისი შუა სიზმარს ხედავდა. შაშვების გალობა თითქოს რაღაც რიტუალს ჰგავდა, რომელიც მალამოსავით ეფინებოდა კოჯრის მრავალ ჭირნანახ ტყეს. მივაყურადე და უცებ თითქოს მომეჩვენა, რომ ეს შაშვების ტრიო მთვარეს უმღეროდა. ან, იქნებ, ლოცვებს აღავლენდნენ? ერთი რამ ცხადი იყო – მათი მუზა თუ ხოტბის შესხმის ობიექტი ეს ბუხუნია მთვარე იყო. მეც შევხედე და მომეჩვენა, რომ ძალიან ზვიადად მიყურებდა ზევიდან. თითქოს ხაზს უსვამდა მის უდიდეს მნიშვნელობას ჩემს და საერთოდ, კაცობრიობის ცხოვრებაში. თითქოს კიდევ ერთხელ მამადლიდა მეცნიერების მიერ არა ერთხელ დადასტურებულ ფაქტებს, რომ მთვარე მზის გალაქტიკაში ყველაზე დიდი მთვარეა, რომ ის განაგებს მიქცევა-მოქცევას ოკეანეებში და მილიონი წლების წინ პირველი სულიერი სწორედ მიქცევის წყალობით აღმოჩნდა დედამიწის ხმელეთზე, რომ მთვარის მიზიდულობის გამო დედამიწა ასე დინჯად მოძრაობს წრის ირგვლივ. რომ არა მთვარე, მეცნიერების მტკიცებით, დედამიწა უფრო სწრაფად იტრიალებდა და იქნებოდა სასტიკი სიცივეები და ”უპსივით” აუტანელი სიცხები (ორივე შემთხვევაში, კომპანია ”დანფოსი” ძალიან გაიხარებდა – კონდიცირებაც და გათბობაც უფრო საჭირო გახდებოდა. უფფ… რა ბიზნესი გაჩაღდებოდა?!). გარდა ამისა, ის იცავს ატმოსფეროს, რომელიც ირგვლივ გვაკრავს და ზრუნავს, რომ არ გადავხურდეთ, მაგრამ თურმე, ეს სულ ასე არ იქნება. თუ ჩვენი მთვარე ოდნავ გაიწევა და დაგვშორდება, ძალიან ცუდი ამბები გველის. არადა, ის ნელ-ნელა იწევა ჩვენზე - 398 -
გაბრაზებული. დავიჯერო ამ შაშვებმა იციან ახლა ეგ ამბავი? ესმით მთვარის მნიშვნელობა და იმიტომ ასხამენ ხოტბას? ნეტავ, რა შეგვეშალა მთვარის წინაშე, რა მივქარეთ ასეთი და რით დავიმსახურეთ ეს რისხვა? ისე ეგ მთვარეც კარგად იყოს, რომ არა დედამიწა და ჩვენ, მაგის ბუნდღა არ იქნებოდა და საერთოდაც, წამოჯგიმულა მანდ უსაქმურად. დაიღლება, ფეხს მოასვენებს, აცივდება, შეიცვლება კლიმატი და სეტყვას ახეტს. მოდი და დაეხმარე ამდენ ხალხს მთვარის სიზარმაცით განადგურებული თუ საერთოდ არარასებული შემოსავლის გამო. ამიტომ სულ მისი ბრალია კახეთში, რომ ამბობენ თურმე – ფული მასესხე მომდევნო სეტყვამდეო ან ამინდის პროგნოზით, რომ არჩევენ მანქანას და კალენდარს უყურებენ – ”მერსედესს” როდის იყიდიან. რა ენაღვლება მთვარეს, ჩვენ ვიკითხოთ… თან ძალიან ბღენძია და მედიდურია ამ თავის ჩამოთლილი სახით. ალბათ, მასონია და ქვის თლა მაქედან, მისი ზედაპირიდან დაიწყეს მასონებმა. ჰო, თან 24 ივნისს დაბადების დღე აქვთ მასონებს. მისი აღნიშვნა ინგლისში 3 საუკუნის წინ დაიწყეს (ვულოცავ გულითა და გონებით ყველა მასონს ამ ღირშესანიშნავ დღეს, საჩუქარსაც გამოგიგზავნით, თან სპეც-ტური ცხადდება მასონური ლოჟის ქვეყანაში, მომლოცვლები მიდიან წმინდა ადგილების მოსანახულებლად). ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენს ეკონომიკას რას ერჩის ეს მთვარე – ზაფხული ზაფხულს არ გავს და გაზაფხული – გაზაფხულს. სულ სეტყვა და კატასტროფები, ვერ გაგვიხარია. აქეთ სეტყვამ და მაგის დახმარების გადახდამ გაგვწყვიტა წელში, იქეთ გათბობის სეზონის ლამის 7 თვემდე გაზრდამ და ”თბილგაზის” უხარისხო გაზმა, რომლისთვისაც სამმაგი უნდა გადაიხადო, რომ სახლი გაათბო (არადა, საბანკოსაფინასო რისკ-მენეჯმენტის თეორიაში მთვარის ქცევის რისკზე არაფერი სწერია, ჰოდა, აბა ვისი რა ბრალია). არადა, ეგ – მთვარე რუსთაველზე, რომ იყოს, ისეთ მიტინგს გავუმართავდით, იცოცხლე! მაგრამ არა, წამოპლაკულია თავისთვის და გვიბღვერს. - 399 -
ეგ რომ არ იყოს, რა გვეშველებოდაო, მაგრამ არც ასეა საქმე. მარსს ჩამოვაბრძანებდით და მთვარედ დავნიშნავდით, თან რამდენი ხანია ამ თანამდებობაზე უჭირავს თვალი. უბრალოდ, მზემ კოჰაბიტაცია დაავალა და ამის ხათრით დაბორიალობს წინ და უკან და გაწითლებულია მთვარის ქცევით. მერე ჭკუას დავარიგებდით, ისეთი სიჩქარით ეხვანხვალა, ჩვენ რომ გვჭირდება და არც სიცივე იქნებოდა ნამეტანი და არც სეტყვა. გაივსებოდა მაშინვე ქვეყანა მოსავლით, ენერგიაში ფულს დავზოგავდით და აყვავდებოდა დუნია და შაშვებიც არ დაგვიფრთხობდნენ ძილს თავისი მეცო სოპრანოთი. უუჰ! ხედავ, სად ყოფილა ყველა პრობლემის სათავე?! – მთვარეში. ჩვენ კი გვეგონა აქ ჩვენში იყო, არა და არა! – იქ, მაღლა ყოფილა, ყველა უბედურების სათავე მაღლაა. ამიტომაც დაარსეს გონიერმა ქართველებმა არასამთავრობო ორგანოების მთელი ჯარი სახელით – მარსის ლეგალიზაციის გალაქტიკათაშორისი ინსტიტუტი (თურმე მარსი უმცირესობა ყოფილა ამ მზის გალაქტიკაში, უფლებები ჰქონია და რომელიღაცა მზე ან მთვარე არღვევს. ჰოდა, ხომ უნდა დაცვა). მათ ერთიანად მარსიანელებს უწოდებენ და მოითხოვენ მოხდეს მარსის კანონიერი უფლებების აღდგენა, მოგვბეზრდა გაყვითლებული მთვარე და წითური მარსი გვინდაო. არ შეგვიძლია ამ მედიდიური მთვარის ყურება. აი, მარსი სხვა საქმეა, ის თავმდაბალია და მოსიყვარულე. უახლოეს კვირებში მასონების დაბადების დღის შემდგომ მათი პარადი და საპროტესტო აქცია იგეგმება. მსურველებს შეუძლიათ შეურთდნენ და ერთად ვიხსნათ ქვეყანაც და მთელი მსოფლიო. აუ, რა გლობალურია და რთული ეს ყველაფერი. ჩვენ კი გვეგონა ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდესო, ეეეე… მასე სადაა ძამა. ყველაფერი ძალიან რთულადაა. აქ კი არა, ყველაფერი იქ წყდება - მაღლა! გილოცავთ მასონების დაბადების დღეს და ის დროა, ქვის თლა ისწავლოთ. მარტო სულუგუნის და ერთმანეთის გულების თლის მეტს, რომ არ აკეთებთ არაფერს. - 400 -
ასე რომ, ჩემო მთვარევ, არც ისე ადვილად ყოფილა საქმე, თუმცა მე შენი მესმის – ამ მზის ქვეშ ყველა თავის ადგილს ეძებს, ოღონდ ჩვენ რა შუაში ვართ – ქართველები? მოგვბეზრდა ამდენი სეტყვა და… ივნისი, 2013 წელი
What Happened to Europe? ბაროზო ახალგაზრდა მაოისტი ყოფილა, ოლანდი – რეაქციონერი, ანუ რატომ არ შევდივართ ევროკავშირში და რამ მოკლა მერაბ ნაჭყებიას ცხენი მზით გაჯერებული მონმარტი და ხელოვანპილიგრიმების ჯარი, თანამედროვე ფრანგი მხატვრების ფუსფუსი და ყავა კროასანით. გეგონება, მთელი დუნია აქეთკენ დაიძრაო, რათა მოდილიანის, მანეს და პისაროს სულს შეეხონ, იგრძნონ საღებავებით და იმპრესიონიზმის ზეციური ფერებით გაჟღენთილი ეთერი. ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ შორეულ წლებზე აქ სადღაც, გოგენთან ერთად, ახვლედიანიც და გუდიაშვილიც დაეხეტებოდნენ და ამ ბერეტიან ოფიციანტებს უკვეთავდნენ კონტინენტალურ „ბრექვესტს“ თუ ფრანგული ნექტარით ჩაკოწიწებულ „სევინიონს“. ეს ადგილი ალბათ, თანამედროვე ევროპაში წარსული დიდების კუნძულია, ხელოვნების მექა, ხოლო ეს ზღვა ხალხი – ხელოვან-პილიგრიმები. რატომ იზიდავდა ეს სასაფლაო ამ უკვდავ ხალხს, ვისაც სიკვდილი არ ეწერა, ვის სულებს დარაჯობდნენ ისინი და ვისი საძვალიდან ამოსულ ფოსფორს აწვალებდნენ, რა კავშირი აქვს ამ ცნობილ პანთეონს ზებუნებრივ მონეს ფერებთან. ამ ფიქრში გართულს - 401 -
არველაძემ ყავა შემომთავაზა, მეც გავაბოლე ზანტად და ისევ ფიქრებში ჩავიძირე. თან საფერფლე მოვთხოვე ბერეტიან ყველის ვაჭარივით ყურებამდე ღიმილით ტუჩებგახლეჩილ გარსონს, რომელზეც ვერ მივხვდი, მე მიღიმოდა თუ პარიზული დილის სუსხისგან მოკუნტულ არველაძეს. ”მიწაზე დააფერფლე ჯიგრულად”, – მომიგო მან ანაზდად. გავოგნდი. უცებ რიგ-რიგობით გაქრნენ იმპრესიონისტები ჩემი ფიქრებიდან, ეს სიტყვები მეგონა მომესმა ამ შუაგულ, წესრიგის მოყვარულ, მუდამ სხვის საქციელზე შეშფოთებულ და პერმანენტულად ჭკუის მასწავლებელ ევროპაში, მისგან ამას არ ველოდი. რა-მეთქი?! – სიმწრით ვიყვირე, გეგონება, ახლახან გავიგე მანეს სიკვდილის ამბავი. ირგვლივ მიმოვიხედე. ყავისმსმელთა კლუბის წევრების გრძელ მწკრივში, თითოეულს პატარა, დაირასავით მაგიდა ედგა წინ, ყველა ეწეოდა და უკლებლივ ყველა ძირს აფერფლებდა. ვიფიქრე, ესეც, ალბათ, მონმარტის წესია-მეთქი და ვეცადე მიმებაძა. ასე უბრალოდ არ დასრულებულა ჩემი და თანამედროვე ევროპის კოჰაბიტაცია. შანზ-ელიზეზე გადავინაცვლე. საფრანგეთის ყველა რესპუბლიკაზე და ოლანდის მარქსისტულობაზე მინდოდა მეფიქრა. ”ნანეტად” გადაპარსული ჭადრების ქვეშ საუკუნეების ტრიუმფალურ თაღთან ისევ ყავას და კროასანს მივეძალე და რევოლუციაზე ფიქრს გავუთამამდი. პირველ რესპუბლიკაზე არ ვიყავი გადასული და ჯერ მარია ანტუანეტას მოჭრილი ულამაზესი თავის დაგორებას ვერ შევესწარი, რომ გაბოლება მომინდა. ნიკოტინი ხომ ფიქრს ხელს უწყობს და მოჭიდავის ყურებივით დაჭმუჭნილსახიან გარსონს, რომელსაც, ალბათ, ძალიან ახრჩობდა ბრაზი, ისევ საფერფლე ვთხოვე და იმან მიპასუხა – ”მარტივად, ძირს დააფერფლე”. შემდეგ ლიონში - 402 -
გავფრინდი და გაღმა, მდინარის სანაპიროდან გოტიკურ არქიტექტურას ვათვალიერებდი. იქაც იგივე მითხრეს, ძირს დააფერფლე, საფერფლე საერთოდ არ გვაქვსო! მდაა… შეიცვალა ევროპა, მისი პრობლემა მარტო სოციალისტების მომძლავრება და მარქსის აჩრდილის (სხვათა შორის, დღეს 4 ივლისია, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის და მარქსის და ენგელსის ”კომუნისტური მანიფესტის” გამოსვლის იუბილეებია ერთად. საოცარია, ნამდვილი მისტიკაა) ზომბივით გაცოცხლება კი არა, შიდა ვალების ზრდა და შინაგანი ტრანსფორმაციაა. 26 ივნისის ”ჰერალდ ტრიბუნი” 1 წერს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა ახალი პრემიერის კანდიდატურა წააყენა დასამტკიცებლად, რადგან 13 ივნისს პოლიციამ მთავრობის 9 მაღალჩინოსანი დააკავა კორუფციის ბრალდებით! ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის?! ევროპის მთავრობაშიც კორუფცაა. არა, ”იმპოსიბლე”! ეს, შუაგულ ევროპაში ხდება, თან არც ერთი სიტყვა პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე და ზეწოლაზე არ არის. სხვათა შორის, პრეზიდენტი სხვა პარტიის წარმომადგენელი ყოფილა, მაგრამ მაინც. იმავე გაზეთში წავიკითხე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და ჟოზე მანუელ ბაროზო ერთმანეთს ხოცავენ და ლანძღავენ. ადრე ბაროზო ახალგაზრდა მაოისტი ყოფილა. მაო ჩინეთის კომპარტიის ოდიოზური ბელადი იყო (მისი მეგობარი გენერალი რომ დაამარცხა და ჩინეთში კომუნისტების დიქტატურა დაამყარა და დღემდე რომ ამყარებს). ბატონო ბაროზო, მაოისტი იყავი და ჩვენ ნაცარს და ქვიშას გვაყრიდი თვალებში და რუსეთით გვაშინებდი? ამაზე ერთი ანეკდოტი მახსენდება: ჯუნგლებში მეგრელი და სვანი ერთად მიდიან. გადაეყარნენ ლომს. მეგრელი დაიხარა, მუჭით ქვიშა აიღო და თვალებში მიაფერთხა ნერწყვმორეულ - 403 -
ლომს. ეგრევე იქვე მდგარ ხეზე აცოცდა. გამწარდა ლომი, ღრიალებს, ვერაფერს ხედავს და მეგრელი ხიდან უყვირის სვანს, – ამო ჩქარა ხეზე, სანამ ლომი ვერაფერს ხედავსო (ლომი, ხომ იცით, აზიზი არსებაა, ისე არაფერს ჭამს, კარგად თუ არ შეათვალიერა მსხვერპლი და არ დარწმუნდა, კარგად დაბანილი და ეკოლოგიურად სუფთა თუ არის და ხომ არ არის გენოინჟინერიით შექმნილი). სვანმა უთხრა, მე რატომ უნდა გავიქცე და ავიდე ხეზე, მე კი არ შემიყრია ლომისთვის ქვიშა თვალებშიო?! ჩვენ გვეუბნებიან, არ ხართ ევროპისათვის მზადო, ყოფილი საბჭოთა კავშირი იყავითო. კი ბატონო, ჩვენ ყოფილი კომუნისტები ვართ, მაგრამ ევროპის პრემიერი ყოფილი მაოისტი ყოფილა, რა მოხდა მერე? ჰოდა, ამ მაოისტმა თავის ინტერვიუში ”ნიუ იორკ ტაიმსთან”, ჩრდილოეთ ირლანდიაში G-8-ის პრეზიდენტების (ეგ ბოსები ფულის გათეთრების და ოფშორებში ფულის ჭარბად გადატანის საკითხზე საქმეს ურჩევდნენ იქ ერთმანეთს) შეხვედრამდე 10 დღით ადრე, საფრანგეთის მმართველი წრეები, ოლანდის პარტია დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებას და ახორციელებენ ანტიგლობალისტურ პოლიტიკას და მათ დაუფარავად რეაქციონერები უწოდა (ევროპარტიებისა და ევროინსტიტუტების მიერ საქართველოს კრიტიკა ამასთან რა მოსატანია). ბაროზომ თქვა, ოლანდი რეაქციონერიაო! ამბობენ, ევროპარლამენტში ერთ წელიწადში არჩევნებია და ბაროზოსაც მოუწევს შემდგომი ვადით გადარჩევა, ამიტომ მან გალანძღა რა საფრანგეთის პრეზიდენტი, დანარჩენი ევროლიდერების გულები მოიგო, რომლებსაც ოლანდი ასევე არ მოსწონთ, რათა მათ ბაროზოს დაუჭირონ მხარი ერთი წლის მერე. მოკლედ, რას არ აკეთებენ ევროპელები - 404 -
სკამის გულისთვის. აგერ, ამ ბენ ბერნანკემ ნერვოზი გაუჩინა მსოფლიოს – ვერ გაიგეს, იყიდის ამ ობლიგაციებს კიდევ თუ არა; გამყარდება დოლარი თუ არა. თან ამაყად ასწავლის მსოფლიოს _ ”Never explain, never excuse”. შე კაცო, მასე გეთქვა თავიდან, აქამდე სულ ჭკუას რომ გვასწავლიდით, თუ როგორ დავიჭიროთ და როგორ ვმართოთ. რა შეგვაღონეთ ამ ევროკავშირში და ნატოში შესვლით. ჯერ თქვენ გაარკვიეთ მაგ ევროკავშირში ერთმანეთთან საქმეები, გამოასწორეთ ეკონომიკა, შეამცირეთ სახელმწიფო ხარჯები და ბიუჯეტის დეფიციტი, ისწავლეთ კოჰაბიტაცია, მოსპეთ კორუფცია და მერე ჩვენც შემოვალთ. აი, ასე! სანამ საქმეებს არ მოაგვარებთ, საქართველოს ფეხი არ იქნება მაგ ევროკავშირში. ახლა თქვენ ინერვიულეთ და იყავით ”დიფლი კონსერში”. ამაზე გამახსენდა, იაკობს მეზობლის ვალი აქვს და დილისთვის უნდა გაისტუმროს. ფული, როგორც საქართველოში ყველას, არც იაკობს აქვს და ვერ უბრუნებს. ნერვიულობს, დნება კაცი. ცოლმა, სარამ უთხრა ქმარს, მე მოგიგვარებ მაგ ამბავს ახლავეო. გავიდა მეზობელთან და ეუბნება: – ჩემს ქმარს შენი ვალი აქვს? – კი, – მიუგო მეზობელმა. – ხვალ უნდა მოგიტანოს, არა? – კი, – ისევ მიუგო მეზობელმა. – ხოდა, ვერ მოგიტანს, – ამაყად უთხრა სარამ და გამოცუნცულდა. სახლში შევიდა თუ არა, იაკობს ეუბნება, – ახლა დადგეს და მაგან იდარდოსო. ჰოდა, ქართველებო, ახლა ევროპამ ინერვიულოს, თქვენ მშვიდად იყავით. სანამ ეგენი საფერფლის გამოყენებას და ტუალეტში კარების ჩამოკიდებას არ ისწავლიან, ჩვენი ფეხი არ იქნება ევროპაში. თავის დროზე, XIX საუკუნეში, იმპრესიონისტებს უარი - 405 -
უთხრეს სალონებში შესვლასა და იქ გამოფენების მოწყობაზე. ამის გამო იმპრესიონისტებმა გამოფენა ღია ცის ქვეშ მოაწყვეს. ასე შეიქმნა ახალი ეპოქა მხატვრობაში. ასევეა საქართველოც, მას უარს ეუბნებიან ევროკავშირში შესვლაზე და მანაც თავისი მონმარტი უნდა შექმნას. ახლა ჩვენ შეგვიძლია „დიფლი კონსერში“ ვიყოთ და იმიტომ კი არა, რომ ევროპაში კორუფციაა და ეკონომიკა, რეცესიაში, არამედ იმიტომ, რომ მერაბ ნაჭყებიას ულამაზესი და ხელის გულზე გაზრდილი ცხენი, უნებლიედ, გენოინჟინერიით გამოყვანილი თივის ჭამის გამო გარდაიცვალა. საერთოდ, უნდა იცოდეთ, რას გაჭმევენ! ივლისი, 2013 წელი
დაგვიბრუნეთ მზე და სითი პარკი მოუსავლეთში წაიღეთ ბიზნესი თბილისურად ცა ბათუმის თავზე დაილუქა და მზე, ალბათ საზაფხულო არდადეგებზე წავიდა. მუდმივმა წვიმამ და სიცივემ საზაფხულო სეზონი გადააქცია საზამთროდ. ყველაფერი იცვლება, არ იცვლება ელ ჯერო და სითი პარკი. ნეტავ, რატომ გაგვიბრაზდა მზე ამჯერად ან ვინ გაანაწყენა? მე მესმის მისი, დაიღალა ჩვენი ყურებით, მაგრამ ასეთი გაბუტვაც არ შეიძლება, ცოდვაა საწყალი ხალხი, რომლის ერთად ერთი დასასვენებელი ადგილი ზღვაზე – უძვირესი და უნესტესი ბათუმია. უამინდობაში მოწყენილობა პიკს აღწევს და ყველა ქალაქის ცენტრისკენ მიილტვის. მათ შორის მეც ქალქის ცენტრისკენ დავიძარი და დიდი ხნისა და გამალებული - 406 -
ძებნის შემდეგ მანქანის პარკირებისთვის ადგილი ვიპოვე. მანქანა დავაყენე და კაფეს მივაშურე. ვეცადე გავმხიარულებულიყავი და წვიმისგან მოყენებული ერთკვირიანი ტრამვა გამექარვებინა, მაგრამ… უკან დაბრუნებულს, საქარე მინაზე ჯარიმის უწყისი დამხვდა მიწებებული – ბათუმის სითი პარკმა დაგაჯარიმათ 10 ლარით. ავღელდი და ავბობოქრდი, როგორც შავი ზღვა! – ამ სეზონზე გადახდილი მაქვს სითი პარკის გადასახადი 50 ლარი, – ვეუბნები იქვე მდგარ ბათუმელს. – არა, ამაყად მეკამათება ბათუმელი – ეს თქვენ თბილისის სითი პარკს გადაუხადეთ, აქ კი ჩვენ ჩვენი გადასახადი გვაქვს. კარგია ბათუმურ მანქანებს თბილისში რომ გვიჯარიმებენ? – ნიშნის მოგებით მითხრა მან. გავოგნდი – როგორ, აბა საქართველოში ყველა ქალაქმა თავისი სითი პარკის გადასახადი უნდა დააწესოს-მეთქი? რატომაც არაო, – მითხრა ჩემმა ოპონენტმა – კვარიათიდან ბათუმში, რომ შემოდიხართ, ადლიის საბაჟოსთან ვერ ნახეთ წარწერა, რომ ბათუმს სითი პარკი აკონტროლებსო? უცებ გამახსენდა, ეს არაფრისმთქმელი და ძვირადღირებული ლურჯი წარწერა და წავედი განსჯაში, ახლა ქობულეთიც შემოიღებს ამ გადასახადს, მერე ლანჩხუთი, სამტრედია, ქუთაისი და ასე შემდეგ, სანამ თბილისში ჩავალ, დაახლოებით 1000 ლარამდეც ავალ. საშინელი სურათი დამიდგა თვალწინ და ვიფეთქე – ძირს სითი პარკი! ამ სახის გადასახადს მთელს მსოფლიოში ადგილზე ავტომატებით კრეფენ და მას ერთადერთი დანიშნულება აქვს, შეიზღუდოს ქალაქის ცენტრში ავტომანქანების მოძრაობა, რათა არ გადაიტვირთოს ცენტრი და თქვენ ამ ადგილას თუ არ დააყენებთ მანქანას, არასდროს მოგიწევთ ამ გადასახადის გადახდა. თბილისშიც თავიდან ამ მიზნით დაიწყო, უნდოდათ - 407 -
ეს პრობლემა ამ სერვისით ერთგვარად მოეწესრიგებინათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, უკუშედეგი მივიღეთ. ყველაფერი ვიღაც ნაძირალა ბექაურისგან დაიწყო, რომელმაც ამ საქმის მონოპოლიზება მოინდომა თავის, ისრაელიდან ჩამოსულ იოლი ფულის მაძიებელ მეგობრებთან ერთად. ეს ბექაური მერიამ ტრანსპორტში პროფესიონალად ჩათვალა, რადგან პროფესიით მძღოლი იყო და თანაც, სტაჟიანი, ვიდრე ნაციონალებმა პარლამენტში დეპუტატად არ გაამწესეს. ამ „ტრანსპორტიორის“ ორცილინდრიან ტვინზე დაყრდნობით გადაწყვიტეს ამ სფეროს ევროპულად გარდაქმნა და როგორც ყოველთვის, მივიღეთ აფრიკული ყაჩაღური სისტემა. ჯერ ვითომ ტენდერი, მერე მოგებულის გაძევება და მერიისა და ხალხისათვის გადაცემა. საბოლოოდ, ავტომატებზე უარი ვთქვით და პირდაპირ 25-ლარიანი გადასახადი დააწესა მერიამ და მერე ესეც გააორმაგა. ყველაფერი მოვიშორეთ და ეს სითი პარკის ყაჩაღები – ვერა. ძირს ხალხის მძარცველი სითი პარკი! ეს ”ნაცების” მიერ შექმნილი ერთ-ერთი არხია ნაგავთან ერთად, რომლითაც ისინი თავის აქტივისტებსა და დროსტარებას აფინანსებდნენ. ჩვენც ვიხდით მორჩილად და ხმას არ ვიღებთ! მართლები არიან ბათუმელები ყველამ უნდა შემოიღოს, დავყოთ საქართველო სითი პარკებად: სიღნაღის სითი პარკი, ჩხოროწყუს და ა.შ. სითი პარკი იქით იყოს, „სტაიანშიკები“ უკანონოდ ისევ დატოვეს, რომლებიც დღისით, მზისით ყაჩაღობენ. თბილისის მასშტაბით წლიურად 3 მილიონს აგროვებენ. ასე ასაქმებდა მერია ხალხს ჩვენს ხარჯზე. არა, მე მესმის ძვირი ჯდება „ლაქშერი“ ცხოვრება, ბარებსა და სტრიპტიზკლუბებში „გულაობა“, მაგრამ უჭირს ხალხს და მერიის თანამშრომლებს ვეღარ შეინახავს. უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა! ქუჩებში სადგომი ადგილები უნდა მოწყობილიყო, დაეყენებინათ ავტომატები, აეშენებინათ პარკინგები, მაგრამ მოგვატყუეს და არაფერი გააკეთეს, გარდა იმისა, - 408 -
რომ ჯარიმებს გვაწებებენ. ასე რომ, საერთო ჯამში, ისინი 10 მილიონამდე აგროვებენ ჯიბის ფულს და ხალხის ხარჯზე გვარიანად „გრიალებენ“. დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ უგულავას და ახვლედიანის დამატებითი დაფინანსება და გავაუქმოთ სითი პარკის გადასახადი. ქუჩიდან კი, ეს „სტაიანშიკები“ გავუშვათ. ახლა მივხდი სად წავიდა მზე, როგორც ჩანს, სითი პარკმა ევაკუატორის ლაფეტით სადღაც წაიყვანა. მზეს პარკინგის გადასახადი არ ჰქონდა გადახდილი თურმე. დაგვიბრუნეთ მზე და სითი პარკი წაიღეთ თავისი ლაფეტით! აგვისტო, 2013 წელი
მერი დაიჭირეს ხანდახან ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ათი მცნება, მოსეს კონგერსისთვის, რომ გაეტანა დასამტკიცებლად” რონალდ რეიგანი ”კეთილშობილი მამაკაცი მომთხოვნია თავის თავის მიმართ, პატარა კაცი მომთხოვნია სხვის მიმართ” კონფუცი, 525 წ. ჩვ. ერ. ”ადამიანთან მოლაპარაკება გაცილებით ადვილია, როცა იგი იარაღის სამიზნეზე ზის” დუაიტ ეიზენჰაუერი, აშშ-ის პრეზიდენტი. საუკუნეა ვდაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებზე თუ მმართველობაზე. ყველანი ვაკრიტიკებთ, მოვითხოვთ, რომ იყვნენ ძლიერები და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვაკუთხედები. მუდამ ვკამათობთ, ვქმნით ახალ კონცეფციებსა თუ კანონებს და ისევ ვწუწუნებთ, რომ ვერ შეიქმნა და რომ ისეთი პარალიზებულები და სასაცილოები არიან, როგორც ქუთაისის მერია. არადა, ეს თვითმმართველობები თუ რეალურია, რატომ მოგზაურობს რეგიონალური განვითარების მინისტრი მეფის - 409 -
მსტოვარივით დღედაღამ, ხან კახეთში წყალდიდობისგან დატბორილ სოფლებში შუკების გასაწმენდად, ხან აჭარაში ხიდის აღსადგენად, ხანაც სამეგრელოში წვიმისგან დასველებული ხბოს გასათბობად. იმიტომ, რომ არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა და ნუ ფიქრობთ, რომ მარტო მე ვხედავ ამას ასე თბილისიდან, „ზეგოფრედოს“ ტერასიდან. იქაურებიც, როგორც კი ნანატრი სეტყვა მოვა და პატარა, საყვარელი რუ მრავალი ცდის შემდეგ თავის პაწაწკინტელა, ნატუკას კოტიტა თითების ხელა ნაპირებს გადალახავს, იმ წუთასვე ცენტრალურ არხებს მოიხმობენ და გამართულ კილოზე აძლევენ ინტერვიუს, რომ იქაურობა წყალმა წალეკა, რომ ნოეს დრო ენეტრებათ და კიდობანი, რათა გადაარჩინონ ორი წიწილი, ტომარა ფქვილი და ჭიისგან გადარჩენილი სამი ვაშლი. ცენტრისგან კატეგორიულად მოითხოვენ, რომ პირადად მინისტრი ჩავიდეს – მკაცრად მხოლოდ მინისტრი და არავითარ შემთხვევაში მოადგილე ან ღმერთმა ნუ ქნას, დეპარტამენტის თავმჯდომარე – და პირადად გაწმინდოს იქაურობა. სწორია, ვეთანხმები! სად შენი გაწმენდილი და სად მინისტრის კოპწია ხელებით – სულ სხვა მუღამი აქვს. არადა, ვერაფრით გადაათქმევინებთ, ქვას ააგდებენ და თავს უშვერენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივარდებიან ჟურნალისტები, ჩაუშვებენ მინისტრებს, რომ სოფლებში არ მიდიან და პირადად არ ეხმარებიან. მერე ნახეთ თქვენ მაგათი ამბავი. ამ დროს რას აკეთებენ იქაური მმართველები? ძალიან დაკავებულები არიან, თბილისში ახლად ნაყიდ ბინებში რემონტი აქვთ გაჩაღებული სიდედრის მიერ გაცემული განკარგულებით. დიახაც, ასეა! კარგი იყო, ცხრა წელი ხმას, რომ ვერ იღებდნენ? ამოიღებდნენ და მათი აჯობებდა, საერთოდ მივიწყებული ჰყავდათ და მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებოდათ. ეშინოდათ, ძმაო, თოფი იყო დამიზნებული ამერიკული მეთოდით და ყაბულს - 410 -
იყვნენ, ხმას არ იღებდნენ და ლაპარაკი დაავიწყდათ. ამიტომ ყველაფერს სხვისგან, ცენტრალური ხელისუფლებისაგან ითხოვენ. გმირობასაც მათგან ელიან, როგორც ხალხი, ისე მმართველები. კონფუცის არ იყოს, მკაცრად განიკითხავენ ცენტრალურ ხელისუფლებას. ისინი იღებენ მარტო ხელფასს, ცოტა პურის ფულს პრემიის სახით და ამისთვის მოიკლან თავი? არავითარ შემთხვევაში! თან, ვინ არის დამფასებელი? ამას წინათ, სტიქიის დროს კახეთში მოსწავლეებს ჰკითხეს, ვისი გმირობა გინდათ გაიმეოროთო. რა თქმა უნდა, პასუხს ელოდებოდნენ, რომ ბავშვები იყტოდნენ - რომელიმე მინისტრის, რომელიც გულდაგულ კამერების წინ შევარდა აბობოქრებულ ნაკადულში, კოჭებამდე დასველდა და გაწუწული ვარია დახრჩობას გადაარჩინა, რათა დიასახლისს თავისი ნებით დაეკლა და იქვე ჩახოხბილად ექცია. იფიქრეს, რომ გაიხსენებდნენ რაიონის გამგებელის გმირობას და მიბაძვის სურვილს გამოთქვამდნენ, რომელმაც ნიაღვრიდან მესამე დილას ოპერატიულად გადმოსცა ცენტრალური ტელევიზიით ინფორმაცია, რომ ღელე აბობოქრდა. მოსწავლეებმა კი რა უპასუხეს? მათი დაჟინებული სურვილი ყოფილა კაზანოვას გმირობის განმეორება, დიახ! ვისი ბრალია ახლა ეს, კაზანოვასი? არ გვინდა ჩვენ ადგილებზე ხელისუფლება, რომ იყოს, თორემ გამოთანაბრებითი ტრანსფერის იმედად კი არ დავტოვებდით, არამედ შევცვლიდით საგადასახადო სისტემას ისე, რომ რეალური შემოსავლები ჰქონდეთ. არარეალური და ვირტუალური შემოსავლებით ვერც ერთი დონის ხელისუფლება ვერ იარესებებს, მაგრამ ვერ ველევით ამ ფულს, შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება არ აგებს პასუხს ადგილობრივ ეკონომიკაზე და არც ადგილზე დატრიალებულ სტიქიაზე. რას ჰქვია თვითმმართველობა? ვინ იხმარა ეს ტერმინი! ან რატომ აკნინებთ ხელისუფლებას. დიახ, ადგილობრივი ხელისუფლება სრულფასოვანი - 411 -
უნდა იყოს და არავითარი თვითმმართველობა. მოსწყინდა ცენტრალურ ხელისუფლებას ეს თავკომბალა მართვის სქემა, რაიონებში ყარაულს ვერ ნიშნავენ თბილისის გარეშე, ღობეყორეში რუს მიმართულებას ვერ უცვლიან და ვაშლს კანს ვერ აცლიან, ჭიის ეხათრებათ. ისე რა? არ ჯობს ყველაფერზე ნარმანიამ აგოს პასუხი? ისინი კი თბილად დასხდებიან და ივიშვიშებენ. აგერ ბატონო, შეერთებულ შტატებში, სადაც არის რეალური ადგილობრივი ხელისუფლება, დაიჭირეს დეტროიტის მერი, რადგან დეტროიტი გაკოტრდა! წარმოიდგინეთ, ჩხოროწყუ ან ახმეტა რომ გაკოტრდეს, სად წავლენ ადგილობრივი მმართველები? მტრისას! ტრანსფერი არ უნდათ და უსაქმურობა ურჩევნიათ. აბა, როგორ შეეგუებოდნენ ისეთი სისტემის არსებობას, როგორიც საქართველოს წყალია – ის თბილისიდან წყვეტს ჭიათურაში, თეთრიწყაროში თუ ახალციხეში წყალმომარაგების ონკანი გახსნან თუ დაკეტონ; გაფუჭებული ძრავი ჩართონ თუ არა. რატომ? წყლის ონკანის დაკეტვის უფლება მაინც მიეცით რაიონებს. გადასახადებსა და წყლის ონკანის გახსნა-დაკეტვაში არ ენდობით, ასევე მიწის გაყიდვასა და ინვესტორთან ლაპარაკში, ისე ექცევით, როგორც დედისერთა შვილის დედა (ნონა ლომთაძე) თავის შვილს. არაფრის უფლებას არ აძლევს. ჰოდა, ისიც არაფერზე აგებს პასუხს, გარდა თავის ხელფასისა და პრემიის, თუმცა თუ ვინმე იმსახურებს პრემიას, ეს დათო ნარმანიაა. თავის მხრივ, ისინი არც ქალაქის გაკოტრებაზე არიან პასუხისმგებლები და უხარიათ, რომ მათი ქალაქი თუ რაიონი ვერასდროს გახდება დეტროიტი და ისინი კი მისი მერის ხვედრს არ გაიზიარებენ. არ შეიძლება ყველაფერი თბილისიდან მართო! მიეცით რეალური უფლებები რაიონებს და მერებს. ადგილზე ხალხს გააგებინეთ, რომ იქვე გამგეობა, მერი არსებობს და ხანდახან ისეთი მერიც კი როგორიც ქუთაისს ჰყავს. რატომ არის ასეთი - 412 -
ცვალებადი ქუთაისი? იმიტომ, რომ თხოვენ იმდენს, რისი საშუალება ერთ მერს არ აქვს, ჰოდა, ცვალებადი და მოძრავი გახდა. აიღო თანხა _ წავიდა, კიდევ აიღო – წავიდა. აბა, პასუხი მოსთხოვეთ დეტროიტის მერივით, არსად არ წავა და კაზანოვას გმირობას თუ არა, უგულავასას მაინც გაიმეორებს. დავიწყოთ მოძრაობა ხალხო, მიეცით ადგილობრივ ხელი¬სუფლებას უფლებები, შემოსავლები და მოთხოვეთ პასუხი. თუ არ დაგეთანხმდებიან, რჩევისთვის აშშ-ის პრეზიდენტს მიმართეთ. ოქტომბერი, 2013 წელი
აქა ამბავი საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატიული ინკლუზიური სათავადაზნაურო მოდელისა და ფულის კეთების ქართული გაცვეთილი გზისა, ანუ ღმერთო, დაგვიფარე! კახური თათარასავით დუღდა საშემოდგომოდ საზოგადოება: აქ ახალი პრეზიდენტის ახლებურად არჩევა და ახალი მთავრობაო, იქ მსოფლიო ისტორიაში უნიკალური რამ მოხდა, მოქმედი პირველი პირი თავის ნებით გადადგა და საზოგადოება დღემდე შოკშია – რატომ მიგვატოვაო და უცებ… ვკითხულობ, რომ უფლისწული მოუნათლავთ მცხეთაში! თავი თურქულ სერიალში მეგონა, ვიფიქრე, სულეიმანის შვილს ნათლავენ-მეთქი. კინოში ხომ ყველაფერი ხდება, მაგრამ თანამედროვე საქართველოში, სიმართლე გითხრათ, ამას არ მოველოდი და გავოგნდი. შოკი ამით არ დამთავრებულა, შოუ გრძელდება. შემოდგომა იმითაც გამოირჩეოდა, რომ ეკონომიკის ზრდა 2.5 პროცენტამდე დაეცა, ბიუჯეტს საკასო შემოსავალი დააკლდა, ხალხი შეაწუხა უმუშევრობამ, უფულობამ და ბანკის - 413 -
კაბალურმა კრედიტებმა. ყველას თითქმის იდენტური კითხვა აწუხებდა – რა გვეშველება? და აი… გაიხსნა ცა და ნათელი სხივი გამოჩნდა, რა საჭიროა ჩიკაგოს სკოლის გულუბრყვილო იდეები ან მილტონ ფრიდმანის და ფელპსის მონეტარული იდეები. ეს სრულიად ახალია, რაღაც შტრიხებში კეინსს კი ჩამოჰგავს, მაგრამ პლაგიატი ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ორიგინალია! რას რას და იდეებს ქართველებში რა გამოლევს. ჰოდა, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ერთ მშვენიერ, შემოდგომის დაბერებული, დაჩაჩანაკებული, დაუძლირებული მზით და გაგულისებული ყინვით შეჯვარებულ დილას ვკითხულობ: ”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოხსენებითი ბარათი უწმინდესო და უნეტარესო, გვაკურთხეთ! ბატონო ბიძინა! კვლავ მოგმართავთ რწმენითა და იმედით ერის სულიერ მამას და ერის ფიზიკურ მხსნელს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს, მონარქისტული მოძრაობა „სამეფო გვირგვინის“ წევრთა, ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის პედაგოგთა და მშობელთა სახელით კონსტიტუციური მონარქიის კონცეფციის აქტუალობაზე ამჟამინდელ საქართველოში. ჩვენი პატრიარქის თავდადებული მეცადინეობით, ჩვენი მრწამსისა და ნაფიქრალის, ეროვნული სულისკვეთების შესაბამისად გაუწყებთ, რომ ღვთისკურთხეული მეფის მოვლინების მოლოდინი, დისკრედიტირებული ყოფილი პრეზიდენტის ინსტიტუციების უარყოფა საზოგადოებაში მრავალ მხარდამჭერს პოულობს“. არ გჯერათ? არც მე, მაგრამ წყაროს მივუთითებ – (http:// - 414 -
www.sakartvelos-tavadaznauroba.ge/openletter/) – ტვინიც რომ მეჭყლიტა, თვითონ ამას ვერ მოვიფიქრებდი და შევთხზავდი. დიახ, ზარზეიმით, რომ აღვნიშნეთ პრეზიდენტის ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტი გვიხაროდა, თურმე დისკრედიტირებული ყოფილა და მეფობა უნდა აღვადგინოთ. ეს გადაგვარჩენს. სულ მაწუხებდა კითხვა – IX-X საუკუნეებამდე რა გვარები იყვნენ საქართველოს მეფეები? ეს ის ბაგრატიონები არ არიან, სათაყვანებელმა მეფე ერეკლემ 5000 კაცი, რომ ვერ შეკრიბა (მათ შორის შვილებიც კი დაემალნენ) აღა-მაჰმად ხანთან ომისათვის და უკანასკნელ გზაზე 50 000 კაცი, რომ მიაცილება? ან ბაგრატ მეფეს ცოცხალი თავით ერთიანი საქართველოს იდეისთვის არც მამამ და არც ბიძამ ტახტი არ დაუთმო? არ ვიცი! მე ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ ეკონომიკური სასწაული ქვემოთ გელოდებათ. ჰოდა, წერილში მთელი ისტორია წერია და ბოლოს ისიც, რომ მეფის ინსტიტუთან ერთად თურმე თავდაზნაურთა ისნტიტუტიც უნდა აღსდგეს. რატომ? მეფეს ამალაც ხომ უნდა? ამ თავადაზნაურებს მამულები უნდათ, სასახლეები, საჯინიბოები, სპეციალური სკოლები, ლიცეუმები, ბოლოს და ბოლოს სახარჯო ფული და გაცოცხლდა კეინსის იდეები: „15. ამ იდეების ხორცშესხმაში ჩვენ დაგვეხმარება გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტი, რომელიც ისევ საქართველოს დაუბრუნდება“. მე-15-ე პუნქტი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ დანარჩენზე უკვე მოკლედ მოგახსენეთ თუ რა სურვილები აქვთ, რისი შეძენა და შექმნა სურთ. ამისთვის კი რამდენიმე ათეული მილიონი სჭირდებათ. რატომაც არა! უბრალოდ, სიტყვა კრედიტს გრანტი სჯობს. კრედიტს მაინც ვერ გადაიხდიან და შერცხვებიან, მერე იმ მიწების გაყიდვას დაიწყებენ, როგორც ადრე აკეთებდნენ და გაგვიჭირდება ილია ჭავჭავაძის - 415 -
გაცოცხლება იმისთვის, რომ სათავადაზნაურო ბანკი თავიდან შექმნას საქართველოს გადასარჩენად, მაგრამ ფულის მიღების სურვილში ვეთანხმები და ეს არის ქვეყნის განვითარების ინკლუზიური თავადაზნაურული ეკონომიკური კონცეფცია, გრანდიოზული გეგმა. თქვენ მიეცით ფული, ბატონო ბიძინა, ამ თავადაზნაურთა კლუბის წევრებს. ისინი დაიწყებენ სასახლეებისა და სამეფო დაწესებულების მშენებლობას და ის 65 000 დროებით უმუშევარი მშენებელი დასაქმდება, გაცოცხლდება ინერტული თუ სხვა სამშენებლო მასალის ბაზარი, მრეწველობის ზრდის მაჩვენებლი გაიზრდება, მერე მაგ ფულით იყიდიან მანქანებს, ”ზმანებს”, ოქროებს, ვაჭრობაც გამოცოცხლდება და, საერთოდ, მერე ყველფერ ამას მომსახურება ხომ სჭირდება? დაიქირავებენ მოსამსახურეებს, ლაქიებს, დასაქმდება ხალხი, მშპ-ის მაჩვენებელი წლიურ 8-10 პროცენტზე მეტი იქნება და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარი გახდება. გაიხარე, მაგარი იდეაა, ჩვენმა მზემ! დაახლოებით იმას ჰგავს, კეინსმა 30-იან წლებში ეკონომიკის სახელმწიფო სტიმულირებისაკენ, რომ მოუწოდა და თავისი მულტიპლიკატორის გამჟღავნებით დღემდე საფიქრალი, რომ გაუჩინა მსოფლიოს, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, ცოტა ქართული გულუბრყვილობის მარილი და ვირეშმაკობის წიწაკა აყრია. პატივცემულებო, გართობა თუ გინდათ, თვითონ გაერთეთ, ქვეყანას და ხალხს თქვენი მეფობა არ უნდა. იწვალეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ააშენეს რეგიონში, ყოველგვარი მეფობის გარეშე და იმ ეკონომიკასაც მიხედავენ. ოსტაპ ბენდერები ხართ თუ კვაჭი კვაჭანტირაძეები, საუკუნე შეგეშალათ. ზომბების ეკონომიკას ქმნიდით თუ ინკლუზიურს! ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: სომეხმა „ზაპოროჟეცი“ იყიდა - 416 -
და ავტოფარეხში დააყენა. კვირის ბოლოს გააღო კარი და მანქანა არ დახვდა, მოპარეს. კიდევ იყიდა „ზაპოროჟეცი“, ახალ მანქანსაც იგივე ბედი ეწია, ისიც მოიპარეს. მესამედ, რომ იყიდა და დილით ავტოფარეხის კარი გააღო, „ვოლგა“ დახვდა წარწერით: „კატატ ხოჩეშ, კატაისია, ნო ნე პაზორ ნაციუ”! გართობა თუ გინდათ, გაერთეთ, ეს თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ თქვენს ხარჯზე და ხალხსა და ქვეყანას ნუ შეაწუხებთ. კიდევ ერთი ანტიკური იგავ-არაკი გამახსენდა – თხა დასცინის მგელს პატრონის აივნიდან, მგელმა სიმწრით ჩაილაპარაკა, შენ კი არა, ის ადგილი დამცინის, სადაც შენ ზიხარო. არ მინდა ჩემს ერს ვიღაცამ სპეციალური აივნიდან დასცინოს, ეს საქართველოა – დემოკრატიული და თავისუფალი, თუ აგურის დადება შეგიძლიათ – დადეთ! სხვის დადებულს კი ვერ მიითვისებთ, იხუმრეთ და გეყოფათ, უფლისწული მომიკითხეთ დედის მხრიდან (როდის იყო დედის მხრიდან გადადიოდა გვარი ქართველებში, ებრაელები ვართ?). ისე, ამ ახალი იდეის განხილვა კი ღირს – ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ქართული ეკონომიკურინკლუზიურ-სათავადაზნაურო თეორია – ორიგინალურია! ისე, მოხსენებით ბარათს ნუ დაწერთ, არ არის კორექტული, თანხაც კონკრეტულად მიუთითეთ, კრედიტის და “ქეშფლოს” დათვლა არ დაგავიწყდეთ! ჰო მართლა, კრედიტს უზრუნველყოფა სჭირდება და ეტყობა, გამოგრჩათ, აუცილებლად მიუთითეთ. განიხილეთ საფიხვნოზე. წარმატებები და წმინდა გიორგი გფარავდეთ! 23 ნოემბერი ნოემბერი, 2013 წელი - 417 -
„ბექგრაუნდისა“ და ურთიერთშეფასების პრობლემა საქართველოს ეკოპოლიტიკაში The best financial advice I ever got was ”Price yourself high and see what happens.” Scott Adams, creator of ”Dilbert” and author of ”How to Fail at Almost Everything and Still Win Big” სუსხიანი ზამთარია. ყინვა სისინებს, თრთის უნდა, რომ ძვალ-რბილში დარდივით შეაღწიოს. ისეთი სუსხია, თვით ყინვასაც შესცივდა, მგონი, და ჩვენ უბადრუკ სხეულში ეძებს სითბოს. ის კი არ იცის, ჩვენ მასზე უფრო ცივები და სასტიკები რომ ვართ. ის ცივია, მაგრამ მდუმარე და სუფთა, ჩვენ – ცივები, სასტიკები და თან ათასგვარ ფარისევლობასა და სიბინძურეს ვლაპარაკობთ. ყინვა კლავს ადამიანს და მერე ლამაზად, „უპსის“ ლოყებივით უშფოთველს და ხელუხლებელს ინახავს, ადამიანები კი ჩვენი უგუნური სიტყვებით ერთმანეთს ვკლავთ და მერე ვხრწნით. ხანდახან ვფიქრობ, ღმერთი მართლა თუ უყურებს ყველა ჩვენგანის საქციელს, ცოდვას უსმენს ყველა ჩვენგანის სიტყვას – გული გაუსკდებოდა. ალბათ, გაბრაზებული ყვირის – არა, ეს როგორ უნდა მოინანიო ან განკითხვის დღეს ეს როგორ უნდა მოისმინოო. საიდან გავჩნდით ასეთი ამპარტავნები და რატომ ვხედავთ სხვის თვალში ბეწვს, როცა საკუთარში დირეს ვერ ვამჩნევთ? კაენმა იცით რატომ მოკლა აბელი? გაგიმხილოთ უდიდესი საიდუმლო? თურმე, კაენმა უთხრა აბელს – „ბექგრაუნდი“ არ გივარგაო! შენი წინაპარი კიდობნით სომხეთში გაიქცა მაშინ, როცა ქვეყანა იქცეოდაო და ამის გამო სიცოცხლეს გამოასალმა (ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს გელა ხანიშვილი, ჩემი ძველი მეგობარი და ახლა მყარი ნარჩენების რისხვა). სიკვდილის წინ აბელი - 418 -
თურმე გულში ფიქრობდა, ჩემზე წმინდამ მესროლოს ქვა და ჩამცეს ხანჯალიო, მაგრამ ადამიანთა მოდგმას ვერ გააგონა. შემთხვევით დაწინაურებულ, აღზევებულ ადამიანს ან „კრუტოი“ პოლიტიკოსს ყოველთვის ავიწყდება წარსული და სხვის წარსულს მუქად ხედავს, საკუთარი კი ბაკურიანის დათოვლილი ფერდებივით ნათელი და სპეტაკი წარმოუდგენია. მათ არ ახსოვთ საკუთარი ბექგრაუნდი, საიდან და როგორ მოვიდნენ და სხვის „ბექგრაუნდზე“ დარდობენ. მათთვის ეს პოლიტიკური ქცევის წესია იყო რაც შეიძლება უტიფარი და მედიდური. ტალახში და სისხლში ამოსვრილი, მოძმეს ეუბნება: გახსოვს, სახეზე ნაკაწრი გქონდაო. ამ ხალხის მსჯელობა ცაში ანგელოსებს რომ ესმით, შეშფოთებულნი არიან, თურმე ფიქრობენ, ეს რა ანგელოსები ცხოვრობენ დედამიწაზე, ჩვენზე მეტად ანგელოსებიო და ზეცაში თავდახრილნი დაიარებიან. ანგელოსობამდე კი ის აკლიათ, რაც გალაქტიონმა უთხრა ერთ ვაი პოეტს: გალაქტიონს თურმე ერთი ვითომ პოეტი გადაეკიდა და ეუბნება, მე ილიას მამგვანებენო და შენ რას ფიქრობო. გავხარ ალბათო, უთქვამს გალაქტიონს. რით ვგავარო, უკითხავს აბეზარს. ალბათ, სიმრგვალით, წვრილი ულვაშებით, – მიუგია დიდ პოეტს. რა მაკლია ილიამდეო, არ მოეშვა თურმე აბეზარი. ამაზე აღშფოთებულ გალაქტიონს უთქვამს, რა და, ტყვია გაკლია შუბლშიო. ხშირად მეკითხებიან, რა პრობლემა იყო 2013 წელს საქართველოს ეკონომიკაშიო? ალბათ, „ბექგრაუნდი“ არ ჰქონდა კარგი! ასე ვფიქრობ მე და საერთოდ, სჯობს ყველამ თავის „ბექგრაუნდს“ მიხედოს და ჩვენ ჩვენი ეკონომიკის „ბექგრაუნდს“. კაენი აბელს, რომ ეტყვის, „ბექგრაუნდი“ არ გივარგაო ან წინა მთავრობა ახალს – ეკონომიკის „ბექგრაუნდი“ გაქვს ცუდიო, ცა რატომ არ იქცევა, ძროხებს რატომ არ დაუშრება ცური და ცას – თოვლი (დაუშრა მგონი, იმიტომ გახდა სულუგუნი 15 ლარი და თოვლი კი სანატრელი გუდაურში). - 419 -
ამ ფიქრებში ვიყავი, უცებ ჩემს გვერდით მდგომმა მხცოვანმა მონადირემ ხელი დეკემბრის სუსხივით ჩამჭიდა და მიჩურჩულა, მგონი ტყიდან დათვი გამოდისო. შიშისგან დამცხა, გავიღვინთე. აქ ამ დროს მას ნამდვილად არ ველოდი და არც სურვილი მქონდა. ერთი ეს მოვახერხე, ვიკითხე, კი მაგრამ, დათვს ამ დროს წესით, ხომ სძინავს-მეთქი. მონადირემ მომიგო, ისეთი რამეები ესმის, შვილო, დათვსაც კი არ ეძინება ზამთარშიო. ჰოდა, ფრთხილად იყავით, დათვს არ სძინავს, კაენი წარმოშობას უწუნებს აბელს და ვიღაცა ილიას ედრება. ბედნიერ ახალ წელს და შობას გისურვებ, ჩემო ძვირფასო მკითხველო. როგორც ნაპოლეონ ჰილი ბრძანებს, ჩვენ ჩვენი კეთილშობილებით ვტუქსავთ საკუთარ თავს, ასე გვასწავლეს და თახსირებს ჩვენ ”ბექგრაუნდზე” ლაპარაკს ვაბედინებთ. წლის ყველაზე კარგი რჩევა – რაც შეიძლება მაღლა ასწიე თავი და ძვირად დააფასეთ საკუთარი მე, დაუჯერეთ ამერიკელ გენიოსს და კიდევ ერთი – ისევ ამერიკელი პრეზიდენტი გამახსედნა – „ნევა ექსპლეინ, ნევა ექსქიუზ“. ბედნიერი შობა-ახალი წელი! იანვარი, 2014 წელი
- 420 -
ქართული მწვანე მოძრაობის უცნაური შუქ-ჩრდილები ანუ როგორ არის მწვანე იმავდროულად შავი, წითელი, ყვითელი და ჭრელიც აპრილს ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მსოფლიო დედამიწის დღეს ზეიმობდა, კაშკაშა მზის გულზე (დილით ჯერ კარგი ამინდი იყო), მწვანეთა მოძრაობამაც აღნიშნა იგი. ამ დღის აღსანიშნავად მწვანეებმა ე.წ. პერფომანსი მოაწყვეს, სადაც „მწვანე ბიზნესის“ სახეებად არც მეტი, არც ნაკლები უმსხვილესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები დაასახელეს. ბუნება ისე შეწუხდა ამ უმსგავსობით, რომ სწორედ იმ ღამეს გაუგონარი ჭექა-ქუხილი ატყდა, წვიმა ნიაღვარივით მოვარდა და მთაწმინიდის ანძას მეხი დაეცა. განრისხებულმა ბუნებამ მეხი ესროლა მწვანეთა მოძრაობის უტიფრობას და ფარისევლობას. მწვანე მოძრაობა, რომელიც ხანდახან არა თუ ხის მოჭრაზე, ფოთლის მოწყვეტაზეც კი ტირის, ჰუდონ-ჰესის ირგვლივ ატხელ აურზაურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ყველასთვის მოულოდნელად, ნავთობკომპანიების ხუთეულს, რომლებთაც საქართველოში უხარისხო საწვავი შემოაქვს, მწვანე ბიზნესის სახეებად ასახელებს. ამ უხარისხო საწვავის თემას ცოტას თუ ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ეს უხარისხობა ნიშნავს ბენზინში ტყვიისა და სხვა ქიმიური მინარევის დამატებას, რომელიც პირდაპირ კიბოს გამომწვევია. ამასთან დაკავშირებით არა ერთ სპეციალისტს გაუკეთებია თავის დასკვნა, მაგრამ ამ დასკვნებს რატომღაც არავინ ყურადღებას არ აქცევს და არც ეს ნავთობკომპანიები აგდებენ რამედ – რაში აინტერესებთ? გვწამლავენ, გვპარავენ და თან ზედმეტ ფულს გვახარჯვინებენ. პასუხს არავინ სთხოვს, არც მწვანე მოძრაობა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა – მწვანე პლანეტაზე ზრუნვა. ჩემს მეგობრებს მინდა მივმართო მწვანეთა მოძრაობიდან, ამ აღდგომის დღეებში, მაინც კმარა ეს ფარისევლობა. მწვანე ბიზნესის ლოზუნგის ქვეშ მაინც ნუ მოიწვევთ - 421 -
ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს და მწვანე ბიზნესის სახეებად ნუ აქცევთ. მოიკელით ცოტა გრანტები და სუფთა ადამიანებად დარჩით, არის ამ ქვეყნად ფულზე მაღალი ღირებულებები, მაგალითად: სინდისი, ადამიანების რწმენა, სამართლიანობა, თუმცა რაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ხომ ფარისელობის მოტრფიალე ადამიანები ვართ, ხან ნატოში შევდივართ, ხან ევროკავშირში, ხანაც – არასად შევდივართ; ყველაფერში მოგონილი ზღაპარი გვიყვარს ხან ვაკის პარკში რესტორნის მშენებლობას ვაპროტესტებთ და ხმას არ ვიღებთ, რომ სპორტის სასახლის წინ მოედანი, რომელიც ჩვენი ბავშვების სათამაშო ადგილი იყო, დღეს კორპუსებით არის სავსე და ამაზე მწვანეების პროტესტი რატომღაც არ მახსენდება. ხან ვებრძვით ჰუდონ-ჰესის მშენებლობას და პარალალურად მთელ ქვეყანას საწვავში ქიმიური მინარევებით ვწამლავთ და მეტიც, ამის ჩამდენებს ვაჯილდოებთ ყველაზე უტიფარი ნომინაციით – მწვანე ბიზნესი. ვფიქრობ, რომ ქართველების ყველაზე დიდი მტერი ფარისევლობაა. ჯერ ამ მომაკვდინებელ ცოდვას უნდა მოვერიოთ და მერე ვებრძოლოთ გარე თუ შიდა მტრებს და შემდეგ ვიფიქროთ იმაზე, ევროპაში ვიქნებით თუ აზიაში. აპრილი, 2014 წელი
- 422 -
სტენდალის სიფილისით სიკვდილის კანონზომიერების და თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური პარადიგმების შესახებ, ანუ ებოლათი სიკვდილი, რომელი პოლიტიკოსისთვის იქნებოდა კანონზომიერი „…საკუთარ თავს თავდებად ვერ დავუდგები, რომ არ ავღელდები“… სტენდალი ზამთარი ზანტად, სუსხით, ტკივილით და მელანქოლიურად გვეპარება. მზე მარცხდება და სიცივის უფერული სუდარა ეფარება ბუნებასა და ზაფხულის კისკისა, მხიარულ და სიყვარულით გაჯერებულ სულს! ყველაფერს ალბათ თავის დრო აქვს, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ ადამიანები ამ ცარიელი სიტყვებით უბრალოდ თავს იმშვიდებენ და შეცდომების მტვრით გადაფარვას ან სულაც სხვაზე გადაბრალებას ბუნებაზე ან საერთოდაც მზეზე ცდილობენ. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება ყველაზე მტკივნეულია. კანონზომიერება, რომელიც ვითომ გარდაუვალია, მაგრამ სინამდვილეში ადამიანთა ცნობიერებაში შექმნილი გარკვეული დოგმებია და „შარიათის კანონები“, რომელიც არც იცინ ვინ გადატუმბა მათი ქვეცნობიერის ხავსმოკდებულ შრეებში და რატომ მისდევენ მას. ამ სამყაროში, სიყვარულის ნომერ პირველი თეოლოგი სტენდალი სიფილისმა, სრულიად ახალგაზრდა, რომ იმსხვერპლა, ამ სიყვარულის დაავადებამ, ესეც ვიღაცისთვის კანონზომიერია ალბათ?! რადგან თვითონ თქვა – … „სიკვდილი, სიცოცხლე, მარადისობა – მეტად მარტივი ცნებებია იმათთვის, რომლებიც საკმაოდ განათლებულნი არიან“. (1. სტენდალი, „წითელი და შავი“, თბ. 2014, გვ. 291) - 423 -
ყველანი პატივმოყვარეობის მონები ვართ, რჩეულთა გარდა, და შემდგომ სწორედ ვიწყებთ დამნაშავის ძებნას მთელს დუნიაზე, რომ თქვან: ის იყო ცუდი და ამან მაიძულა და …მატილდამ საყვარელი ადამიანის ნეშტი საფლავამდე მიაცილა. კუბოს უამრავი მღვდელი და ხალხი მისდევდა, არავინ იცოდა, რომ მატილდა მარტოდმარტო იჯდა ფარდაჩამოფარებულ ეტლში და მუხლებზე იმ მამაკაცის თავი ედო, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა“… კაცობრიობას სტენდალი არ ეყო და ისევ სიამოვნებით ეშვება ყურებამდე სისულელეების, დოგმატიზმის ჭაობში; ქმნის ლეგენდებს და რაღაც მარტივ და უაზრო წესებზე აგებს პარადიგმებს; აზიმუტებს იმ გზისა, რომელიც რეალურად ყალბია და ამის გამოაშკარავების მერე იწყებს გაუთავებელ თავის მართლებას. რატომ გამახსენდა თბილისობის ნაცრისფერ, სველ და უღიმღამო დილას სიყვარულის ფილოსოფიის და ადამიანთა უგუნურობის ყველაზე დიდი პანოს შემქმნელი სტენდალი? იმიტომ, რომ ეს მარტო სიყვარულში კი არა, ეკონომიკაში გადმოვიდა. ეს სენი ებოლას ფარფატა და საკმაოდ ძვირიანი ვირუსივით მოედო მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანასაც. უცებ გავიღვიძეთ და წარმოვიდგინეთ რამდენ ხალხს უჭირს სოციალურად საქართველოში და დავიწყეთ ოცნება იმაზე თუ როგორი კარგი იქნებოდა, რომ… აქ დაიწყო შაბლონების ცვენა: ბაღი უფასოდ; სკოლა უფასოდ; სახელმძღვანელოები უფასოდ; ჯანდაცვა უფასოდ; უმწეოთა და ლტოლვილთა დახმარება გაზრდილი და კიდევ დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც ისე ლოდებივით ჩამოჰკიდებია ჩვენი ეკონომიკის კიდურებს და ხელს უშლის მის წინ მოძრაობას, როგორც სტელნდალის გმირებს ზნეობრივი სიყვარულის და ზნეობრივი ცხოვრების თუ ჭეშმარიტების დოგმებში ძიების იდეა. იცოცხლე! კარგია სოციალიზმი, მაგარამ ძალიან ძვირი - 424 -
ჯდება! და რადგანაც ამ ეტაპზე სხვა ფინასური წყარო არ გვაქვს, დროა სოციალურ გამოთანაბრებაზე ოცნებას შევეშვათ და რელური სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედოთ. გავთავისუფლდეთ დოგმებისაგან, რეალურ რესურსებზე და ღირებულებეზე დაფუძნებული პარადიგმები შევქმნათ და ჩვენ თავს ქვეცნობიერში მაინც ვუთხრათ გულწფრელად სიმართლე. სიმართლე იმაზე, რომ მსოფლიო შეატორტმანა ნავთობის ფასების ვარდნამ. თითქმის 30 დოლარით შემცირდა ბარელზე მისი ღირებულება, მაგრამ საქართველოში ჯიუტად იმავე ადგილზეა, სადაც 4-5 თვის წინ იყო. უფრო მეტიც, „ვისოლში“ „სუპერის“ ფასმა კიდევ 2,24-მდე მოიმატა. როდის ვტყუოდით, ახლა თუ მაშინ და რას ვაპირებთ ხვალ? ინვესტიციებმა ჩვენზე გული აიყარეს და მგონი საერთოდ გადავავიწყდით კიდეც. რატომ? რას ვაპირებთ? ანტიტრასტული სამსახური შევქმენით, რომელიც დუმილის აღთქმამიცემულს ჰგავს, რას ვაკეთებთ? სამი წელია ბიუჯეტი 9 მილიარდს ირგვლივ ტრიალებს და მომავალი წლიდან საარჩევნო მარათონია, რას ვაპირებთ? გამიგონია, ტიტანიკის კიჩოზე, შეყვარებული ბოლო ბოთლ შამპანურს მიირთმევდა და მიჯნურს ეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნებაო! არა, ჩვენ ჯერ ტიტანიკზე არ ვართ და არც სტენდალის გმირი – ჟულიენი, რომელიც სიკვდილმისჯილთა საკანში ამხნევებს თავს „არფერია, ყველაფერი კარგად მიდის, არ ვკანკალებ“, მაგრამ GDP-ის თავით რომ ვერთობით, ცხადია. იქნებ, სანამ დაზამთრებულა, უარვყოთ სტერეოტიპები; გავყვეთ არსებულ რელობას; დავიწყოთ სტრუქტურული რეფორმები და ვიყოთ გულწრფელები. დრო კი მართლაც ცოტაა, ცივა და ზამთარი კარს მოგვდგომია!!! ოქტომბერი, 2014 წელი
- 425 -
რა ღირს სიყვარული, ანუ კანონი სიცარიელეში და სიცარიელეზე ცარიელი ქვეყნისათვის მკვდრად შობას არშობა ჯობს სიცარიელე კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული სივრცეა. მთლიანი ბაზრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სწორედ ქმედება სიცარიელის დასაფარავად. ადამიანები სიცარიელის შესავსებად ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და ხშირად გაუცნობიერებლადაც. ალბათ ეს არავის დაუთვლია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანური ურთერთობები ფულად გამოსახულებაში საკმაოდ დიდ ციფრს აღწევს. ვგულისხმობ იმას, რომ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ცხოვრებას გვილამაზებენ, ძვირი ღირს, მათთან ვისთანაც ემოციებს, ნააზრევს ვიზიარებთ; ვისაც ვამხიარულებთ, ვამხნევებთ ან ვჩუქნით ინტიმს, სითბოს, რომანტიზმს, სიყვარულს. მათთან – მეგობრები, საყვარელი ადამიანები, ოჯახის წევრები – დროს ვკლავთ, არ ვიწყენთ. მაგრამ ეს ყველაფერი ღირს: სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავი საჩუქრები, წვეულებები, ყოველდღიური ყავაჩაის სმის რიტუალი კაფეში, სიარული რესტორანში და ა.შ.; მეგობრობა, სიყვარული, შვილებთან ურთიერთობა საკმაოდ ძვირი ჯდება. სიცარიელის, ამ XXI საუკუნის დაავადების შესავსებად, ადამიანები ტექნიკასაც ვიყენებთ: კომპიუტერები, მობილურები, სხვადასხვა გაჯეტები, ხშირად ისინი რეალურ ურთიერთობებს გვიცვლიან, მაგრამ მსგავსება ის არის, რომ მათშიც ფულს ვიხდით. მათდამი დამოკიდებულება ლამის მანიად გვექცა, ჩვენ მათ დავემონეთ, ისე ვართ მათზე მიჯაჭვულნი, როგორც ამირანი კლდეზე. ჩვენგან განსხვავებით, ამირანი ცდილობდა გათავისუფლებას, ჩვენ კი სულ უფრო მეტად ვემონებით, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ - 426 -
ტექნიკის სიახლეებს და ვცვლით მოდელებს, რათა იმ ახალმა უკეთ შეგვივსოს სიცარიელე. ამ ფიქრში აღმოვაჩინე, რომ ეს მშვენიერი იდეაა დამყწები ბიზნესმენებისთვის. რაში შეიძლება ადამიანმა ფული აკეთოს? რა თქმა უნდა იმაში, რაც ყველაზე მოთხოვნადია, ადამიანის სიცარიელეს თუ მატერიალურად შევხედავთ და გადავიყვანთ იმ კატეგორიებზე, რასაც მისი ამოვსება შეუძლია, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე კარგი ბიზნესი ის არის, რომელიც კაცობრიობის სიცარიელეების ამოვსებას ემსახურება – ყველაზე დიდ თანხას, თან დაუნანებლად, ადამიანები არა კვებაში, ჩაცმაში ან თავდაცვაში, არამედ სიცარილის ამოსავსებად ხარჯავენ. სიცარიელის ამომვსები ერთ-ერთი ასეთი, ასე ვთქვათ, „ინსტრუმენტი“, შინაური ცხოველების ყოლაა ვთქვათ, ისეთი საყვარელი, თეთრი და ფუმფულა ლეკვის, როგორიც როია, თავისი ნემსებივით ჩხვლეტია კბილებითა და ჩხაპნია თათუკებით. თუმცა, არ იფიქროთ, რომ სიცარილის ამოვსება ამ კბენია საყვარელი არსების სიცელქით ტკბობით შემოიფარგლება. არა, სულ ტყუილად გიხარიათ, მას თან თავის ხარკი სდევს, რომელიც უნდა გადაიხადოთ, თან პირდაპირი მნიშვნელობით: როდესაც საქართველოს პარლამენტმა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 2014 წელს ყველა პრობლემა მოაგვარა, ჩვენს ფუმფულ ოთხფეხა მეგობრებს მიადგნენ და მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, 50 ლარით დაჯარიმდებით, თქვენი ფუმფულა სიცარიელის ამომვსები ქუჩაში გასეირნებისას თუ მოისაქმებს და მაშინვე არ გააქრობთ მის ფეკალიას. სად შეიძლება გახდეთ ისეთი სურათის მომსწრე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ადამიანები ძვირადღირებულ ძაღლებს ასეირნებდნენ და შემდეგ მის ფეკალიებზეც თავად აგებდნენ პასუხს? რა თქმა უნდა: ვაკე, ვერა, რუსთაველი, საბურთალო და ბათუმის - 427 -
ბულვარი. გილოცავთ, ჩვენ რეკორდი მოვხსენით მსოფლიო იურისპრუდენციაში და ცივილურ სამართალში – მივიღეთ კანონი, რომელიც ქვეყნის ხუთი რაიონისთვის დაიწერა. ძალიან ძნელად წარმომიდგენია ჩხოროწყუში ან ჩოხატაურში ძაღლს მისი პატრონი ასეირნებდეს. სამაგიეროდ, მინახავს ქუჩაში როგორ დასეირნობენ ძაღლები და ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებენ. ძალიან მაინტერესებს, ქუჩაში დამოუკიდებლად მოსეირნე ძაღლს თუ წაასწრეს, რომ სადმე თავისი ესკრიმენტი დატოვა, ვინ დაჯარიმდება? შემთხვევით, ძაღლი ხომ არა? „სითი პარკივით“ ინსპექტორი ჯარიმას გამოუწერს და ძაღლს კისერზე ჩამოჰკიდებს თუ ძაღლებს დანომრავენ, ჟეტონებს ჩამოჰკიდებენ და „სამართალდარღვევის“ შემთხვევაში პატრონს ჯარიმას გაუგზავნიან, თქვენმა ძაღლმა ამა და ამ ტერიტორიაზე მოისაქმა და გთხოვთ, ჯარიმის სახით 50 ლარი გადაიხადეთო. მე მგონი, ხელისუფლება ჩემამდე მიხვდა, სიცარილეეების ამოვსებაში ფულის კეთება რომ შეიძლებოდა და ჯარიმა დააწესა, თუმცა ახალბედა ბიზნესმენებმაც შეგიძლიათ ივარგოთ, აგერ თქვენ ბიზნეს-იდეა: მოისაქმა თქვენმა ოთხფეხა სიცარიელის ამომვსებმა? დარეკეთ კომპანიაში და ჩვენი ოპერატორები უმალ ადგილზე გაჩნდებიან და 5 ლარად გაწმინდავენ ქუჩას. დღეში სამი გამოძახების შემთხვევაში, მეოთხე უფასო იქნება. დამიჯერეთ, ეს ბიზნესი მაგრად იმუშავებს, დანარჩენი რაიონების ბედს ქვენორმატიული აქტი გადაწყვეტს, რომელსაც სამინისტრო შეიმუშავებს მსოფლიოს გამოცდილებისა და ქართულ უცნაურობათა გათვალისწინებით. ხალხო, ამ ქვეყანას მეტი საქმე არ აქვს? სხვა სიცარიელეები ამოვავსეთ ქართველებმა, ამას რომ მივადექით? ეგდოს ეს ფუნა ქუჩაში, მგონი უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ზოგიერთ ჩინოვნიკს სახელმწიფო სამსახურში, - 428 -
რომელიც ზის, იფხანს, ამყრალებს და თანაც ხალხის ხარჯზე, სიცარელეს მარტო ოთახში ავსებს. ფუნა კი ნიადაგს ანოყიერებს. დროა ისეთი კანონები მივიღოთ, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შევასრულებთ და სანამ კანონს მივიღებთ, დასკვნა უნდა დავდოთ, შესრულებადია თუ არა ის, გვინდა შესრულება თუ არა, რომელ სიცარიელეს ავსებს ან საერთოდ არ მივიღოთ, მკვდრად შობას არ შობა ჯობს. ბედნიერ ახალ წელს, ნაკლებ სიცარიელეს და… რა ვიცი, გისურვოთ კი ძაღლის ბედი? ხომ ხედავთ, ძაღლი უკვე ეკონომიკის, მშპ-ის მდგენელი გახდა, ამასაც მოვესწარით – საწყალი ძაღლები, მათ უნდა აგონ ადამიანის ორგულობაზე პასუხი, შეავსონ სიცარიელე, რომელსაც საყვარელი ადამიანები ტოვებენ და მერე ფული იხადოთ ფეკალიებში. დეკემბერი, 2014 წელი
სინგაპურის და ,,ქართული მანჰეტენის” იდეის პარალელები ამას წინათ ერთ თბილისელ ბანოვანთან მქონდა კამთი „მწვანეობაზე“ და ის თვდაჯერებით მიმტკიცებდა, რომ მწვანე ნიშნავს ველურ, ხელუხლებელ ბუნებას და ამ ბუნების შენარჩუნებას ფული და ინვესტიცია არ ჭირდება. აქედან გამომდინარე – ქართული მანჰეტენის პროექტს ეწინააღმდეგება! მისი აზრით, ის არ გულისხმობს სიმწვანეს ?… საოცარია, არ სურთ არგუმენტის მოსმენა და უნებლიეთ ჩემი ასაკის (სხვათა შორის იმ ქალბატონისაც) ქალაქსახელმწიფო სინგაპური გამახსენდა. მას იუბილე აქვს. ის 50 წლისაა და სიმბოლოა მწვანე უნიკალური ფლორის და - 429 -
ცათამბჯენების შეხამების. ეს არის აზიური მანჰეტენი და როგორი წარმატებულია ამის შეფასებას თქვენ მოგანდობთ. მისმა დამაარსებელმა, აწ გარდაცვლილმა Lee Kuan Yew-მა ის სწორედ მანჰეტენის პროტოტიპად წარმოიდგინა ან პირიქით. ეს აძლევს ხიბლს ამ ქალაქს, ამიტომ იზიდავს ბანკირებს და ბიზნესმენებს, ამიტომ გახდა მსოფლიოს ბიზნეს ელიტის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი! როგორც ჯორჯ ორუელი წერს, 50 წლის ასაკში ყველას ისეთი სახე აქვს როგორსაც იმსახურებს. სინგაპურს, რომელიც 9 აგვისტოს დამოუკიდებლობის 50 წლისთავს იზეიმებს, შეუძლია იამაყოს ახალგაზრდული ენერგიით. ეს ქალაქსახელმწიფო მითიური და ზღაპრულია: ცათამბჯენებით, მოწესრიგებული საცობებით და გლობალიზაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებით, როგორიცაა HSBC, UBS, Alianz, Citi და სხვა; ზღვაში ტანკერებით, ბორნებითა და საკონტეინერო გემებით; დასავლელთით, აზიის ერთერთი ყველაზე გადატვირთული საკონტეინერო პორტით და უდიდესი ქარხნისა და ნავთობქიმიური კომპლექსით. სინგაპურის აღმოსავლეთ ბოლოში, განთავსებულია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი აეროპორტი. მიუხედავად ამისა ქალაქი ახერხებს და „მწვანე“ რჩება. ამ გადმოსახედიდან არც ისე ახირებული ჩანს სინგაპურის მთავრობის განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი აშენებენ „ქალაქს ბაღში“. სინგაპურმა დაიმსახურა სიტყვა, რომელსაც მისი მმართველები ხშირად იყენებენ „განსაკუთრებული ადგილი“ და ამ სტატუსს მისი ბევრი თვისება განსაზღრავს: მსოფლიოს ერთადერთი სრულყოფილად ფუნქციონირებადი ქალაქ-სახელმწიფო; ნამდვილი საერთაშორისო ჰაბი ვაჭრობის, ფინანსების, საზღვაო გადაზიდვებისა და მოგზაურობისთვის; და ერთადერთი მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს შორის, რომელსაც ჯერ არ მოუწია მმართველი - 430 -
პარტიის შეცვლა. სინგაპურის პრემიერ მინისტრი (Lee Hsien Loong) წლევანდელ გამოსვლაში ამტკიცებდა, რომ „იმისათვის რომ გადარჩე, უნდა იყო განსაკუთრებული“. ამ გამოსვლაში ბევრ კითხვას გაეცა პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის სინგაპური 50 წლის განმავლობაში ასეთი წარმატებული. მაგრამ, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – გააგრძელებს თუ არა ის ამ გზაზე ასეთივე წარმატებით სიარულს. სინგაპურმა წარმატებისა და აყვავების 50 წლიანი გზა განვლო, მაგრამ მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მას რამდენიმე სირთულე უკვე ელოდება. სინგაპურის ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ მისი თვითკმაყოფილება იქნება, იმის რწმენა, რომ პოლიტიკა, რომელის წარმატებაც 50 წლის განმავლობაში დამტკიცდა, შეძლებს მსოფლიოს ახალ გამოწვევებთან გამკლავებას. 1965 წელს, სინგაპური ჯერ ისევ მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდა, მის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნის ფედერაციაში, რომელთანაც მას ქვაფენილი და ხიდი აკავშირებს. Lee Kuan Yew სინგაპურის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის მამას, რომელიც სინგაპურის პრემიერ მინისტრი 1959 წელს გახდა, თავდაპირველად მის მომავალს მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში ხედავდა. თუმცა 1965 წლიდან სინგაპური დამოუკიდებელი გახდა. ამის შემდეგ ლი დარწმუნდა, რომ ჩინელი მოსახლეობის უმრავლესობით დასახლებული სინგაპური ყოველთვის წარუმატებელი იქნებოდა მალაიზიური პოლიტიკის გამო. ლი მიმდინარე წლის მარტში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამგლოვიარო დღეებმა ბევრი რამ აჩვენა. სინგაპურს შეუძლია იამაყოს ხალხის რეაქციით, რომლებიც საათობთ იდგნენ გრძელ რიგში ხან წვმის და ხანაც მწველი მზის მიუხედავად. ხალხის რეაქციამ კიდევ ერთი სასწაული აჩვენა: - 431 -
ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად არასოდეს არსებობდა, წარმოიშვა რასობრივად განსხვავებული იმიგრანტებისგან – მათი უმრავლესობა ჩინელია (74%), მალაიზიელები 13%-ს შეადგენენ, ინდოელები კი 9%. მიუხედავად ამისა, სინგაპურის მოქალაქეებმა ნაციონალური იდენტობა გამოავლინეს. ხალხის რიგები არამხოლოდ ლის გარდაცვალების გლოვას, არამედ პატრიოტულ ზეიმსაც გამოხატავდა. სინგაპურის „განსაკუთრებულობაში“ წვლილი ახლანდელმა პრემიერ მინისტრმაც შეიტანა, რომელიც ქვეყანას 1990 წლიდან უდგას სათავეში და პრაგმატული მართვის სტილით გამოირჩევა. ის მართავს სინგაპურს, როგორც კეთილმოსურნე დიქტატორი. კოლონიურ პერიოდში, 1960 წელს მიღებულმა International Security Act-მა ბოლო მოუღო ოპოზიციურ ძალებს, პარლამენტი უფრო მეტად პრემიერ მინისტრის ექოა ვიდრე რეალურად აღმასრულებელი ხელისუფლება. 1981 წლის შემდეგ, არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს არ დაუკავებია იქ ადგილი. ადგილობრივი პრესა სამთავრობო ხაზს მიყვება, უფრო მეტიც, სინგაპურის პოლიტიკურად გაბანკროტებული პარტიები და მმართველი ძალის ოპონენტები ვერც უცხოური პრესის ყურადღებას იქცევენ, ისინი უკეთეს შემთხვევაში დასავლური ჟურნალ-გაზეთების მხოლოდ უხილავ ადგილებში ჩნდებიან. სინგაპურს ხშირად ხუმრობით „აზიის შუქურას“ უწოდებენ, რომელიც მდებარეობს კონტინენტის გეოგრაფიულ გულში, ქაოსის, ჭუჭყის, სასმელად უვარგისი ონკანის წყლისა და გამოუვალი საცობების გარეშე. ის ასევე მოიხსენიება როგორც „დემოკრატიის შუქურა“ დემოკრატიის თითქმის ყველა კომპონენტით, მაგრამ ამავე დროს წინასაარჩევნო აურზაურისა და აჟიოტაჟის გარეშე. „სინგაპურის განსაკუთრებულობა“ ისიც არის, რომ მას ყავს ერთპარტიანი, მაგრამ ამავე დროს, არჩევნებით ლეგიტიმირებული მმართველობა უკვე 56 წელია, - 432 -
მას შემდეგ რაც ლის People’s Action Party (PAP) მოიპოვა ძალაუფლება. სისტემას ბევრი დამცველი ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სინგაპურში კრიმინალის დონე ძალიან დაბალია და თითქმის არ არსებობს ოფიციალური კორუფცია. ის მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანია ადამიანური განვითარების კუთხით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაღალი მაჩვენებლითა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელით მცირეწლოვნებს შორის, მაგრამ მაინც ისმის კითხვა – შეძლებს თუ არა ლის მიერ აშენებული სისტემა დღევანდელ რეალობასთან გამკლავებას? მის წინაშე ორი გამოწვევაა: პირველი არის ძლიერი ოპოზიციის არ არსებობა. მართალია, ჯერჯერობით არსებული ხელისუფლება წარმატებით ართმევს თავს საკუთარ მოვალეობას, მაგრამ მისი რეალური გამოცდა, მხოლოდ ძლიერი ოპოზიციის არსებობის პირობებშია შესაძლებელი. მეორე, PAP შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს თავისივე წარმატების მსხვერპლი და ბოლო არჩევნებში (2011 წელი) შედარებით ნაკლებ თავდაჯერებული გამარჯვება ამის დასტურია. სინგაპურის მაღალი კლასის სკოლებმა, კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა გაზარდეს განათლებული თაობა, გლობალური მოქალაქეები, რომელებიც ნაკლებ ტოლერანტული არიან PAP-ის პარტიის მიმართ ვიდრე მათი მშობლების თაობა. 13 ივნისს ლგბტ-ების მხარდასაჭერ აღლუმზე 28 000 ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ასევე არ მალავდნენ უკმაყოფილებას PAP-ის კონსერვატიული პოლიტიკის გამო. ამასთანავე სინგაპურის ახალგაზრდა მოქალაქეებს აღარ ეშინიათ იყვნენ PAP-ის ოპოზიციაში. PAP-ის პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება, რომელიც ახლა მის წინააღმდეგ მუშაობს არის სულ უფრო მზარდი ცხოვრების სტანდარტი. ქალაქ-სახელმწიფოში გაიზარდა ხანდაზმული მოსახლეობის რიცხვი, რომლებსაც აქვთ - 433 -
შეგრძნება, რომ PAP-მა დაარღვია მათთვის მიცემული ძირითადი დაპირება უზრუნველ სიბერესთან დაკავშირებით. უკმაყოფილო მხოლოდ პენსიონერები არ არიან. ბევრი სინგაპურელი იმიგრანტების დიდი ნაკადით შეწუხებულია. იმიგრანტების დიდი რაოდენობა წარმოშობს ორ დიდი პრობლემას: დაბერებული მოსახლეობის სულ უფრო მზარდი რაოდენობა და ამასთანავე სივრცის ნაკლებობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კითხვა იქნება თუ არა მომდევნო 50 წელი სინგაპურისთვის ისეთივე წარმატებული, როგორიც გასული ნახევარი საუკუნე, სულ უფრო აქტუალური ხდება. პასუხი მარტივია – იმდენად რამდენადაც აზია მსოფლიოს ყველზე განვითარებადი რეგიონია და ამ რეგიონში ფულის, მათ შორის გადასახადისგან დასაცავდასამალის რაოდენობა გაიზრდება , სინგაპურიც სულ უფრო წარმატებული იქნება. მეტი მწვანე საფარი და უნიკალური ცათამჯენები გვერდიგვერდ ჰარმონიაში იქნებიან! ეს არის მანჰეტენი და მანჰეტენიზაციის იდეის პროფიტი. იქნებ დავფიქრდეთ! წყარო: The Economist ივლისი, 2015 წელი
- 434 -
მეთევზეებმა ბანკირები დაამარცხეს SOS! ბრექსიტი რეალობად გვევლინება! არ ეძინა დღეს მსოფლიოს, სრულიად გულწრფელად არ ეძინა და 10:00 საათზე ჩვენი დროით, ხოლო 7:00 სთ-ზე ლონდონის, გამოცხადდა გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმის დაუჯერებელი შედეგები - ინგლისი გადის ევროგაერთიანებიდან!!!!! ვფიქრობ, ზოგადად ევროპისათვის ახალი ერა იწყება - ჯერ ერთი, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს აშშ-ში, ნიუჰემფშირში, ბრეტონ-ვუდსში შეიქმნა მსოფლიოს ახალი საფინანსო-პოლიტიკური სისტემა, რომელიც როგორც პროფესორი დენი როდრიკი ამბობს, გლობალიზაციის ტრილემა გახდა. თავის ინსტიტუტებით ის ხშირად და შეიძლება ითქვას, პერმანენტულად ხდება კრიტიკის საგანი ისეთი ეკონომისტების მხრიდან, როგორიც ჯოზეფ სტიგლიცი, ვ.პაპავა... და სხვები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე გლობალიზაციის მთავარი მეინსტრიმის განმსაზღვრელები არიან და ეს საბერძნეთის კრიზისმაც დაადასტურა. მეორე - ბებერ ევროპაში ფულმა გადასანსლა დემოკრატია და თვითმყოფადობა, ეს ინგლისელებმა ვერ აიტანეს, ისევე როგორც მრავალმილიარდიანი ევროპული ბიუროკრატიაც. ბიუროკრატია, რომელიც უსაზღვროდ აწვალებს პატარა, მშრომელ, მონსტრის წინააღმდეგ მებრძოლ საქართველოს და „რატომ ქუდი არ გახურავს“ პრინციპით ექცევა ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხშიც, ხოლო ამავე დროს სოციალისტურ, მფლანგველ საბერძნეთს მილიარდობით ვალს პატიობს, ბულგარეთს - კორუფციას, მოლდავეთს სოციალიზმს და ანტირეფორმატორობას. მესამე : კიდევ ორმაგი სტანდარტები - ერთ პარტიას ადამინების უსაზიზღრესი მეთოდებით წამებას, საკუთრების უფლების შელახვას პატიობს და მეორეს თითს უქნევს - 435 -
ჩვეულებრივი პატიმრების სრულიად ჩვეულებრივ პროცედურულ გადაცდომებზე! მეოთხე: სრულიად გაუგონარი - ინგლისელმა მეთევზეებმა ააყირავეს ძლევამოსილი ბანკირები და ბირჟები! რაც მოხდა ინგლისში, კიდევ ერთხელ დაფიქრების ღირსია ნუ გაატარებთ რეფორმებს დაძალებით ზევიდან, ჩართეთ მასში ხალხი. თომას პიკეტის კაპიტალში აღწერილი ეკონომიკა არის დღეს მოდერნი და ამიტომაც გადაფასებას საჭიროებს ბევრი რამ. ნუ იქნებით ყოყოჩნი, მივმართავთ ყველა ხელისუფლებას, მოუსმინეთ ხალხს! თუ ევროპა ახლა ჩათვლის, რომ იმაში, რაც დღეს დილით დაიწყო მარტო ინგლისსა და ინგლისელებს მიუძღვის ბრალი, მაშინ დიდი კატაკლიზმები დაიწყება - მოყოლებული ბრეტონვუდსიდან, 1956 წლის ფოლადის გაერთიანებიდან და საბაჟო კავშირიდან ტირ და ატა კარნეტით, ავტომობილების თავისუფალი გადაადგილებით, ევროპის ეკონომიკური კავშირიდან და ეკიუდან მაასტრიხტამდე და ევროს შემოღებამდე, ევრო ინტეგრაციის სქემას სულ აღმავალი ტრენდი ჰქონდა და პირველად გადავიდა დათვის ტრენდში და ეს საგანგაშო თრომბის ნიშანია, კორექცია იქნება ღრმა თუ შესაბამის გაკვეთილებს არ გამოიტანენ და არ მოსპობენ ორმაგ სტანდარტებს, სასწრაფოდ არ მიიღებენ თავის რიგებში ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა - ეკონომიკურად და პოლიტიკურად, სადაც არც კორუფციაა, დემოკრატიის მაღალი დონეა და რეფორმების ასატანი ხარისხი! დროა ბრიუსელის ბიუროკრატია კიდევ ერთხელ დაფიქრდეს - რა მოხდა დღეს, რატომ და რაშია გამოსავალი! საქართველოს ხელისუფლებაც უნდა დაფიქრდეს - რას მოუტანს ბრექსიტი და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ!! აშკარად, ახალი პარადიგმა გვჭირდება რამეთუ გლობალურად ახალი ეპოქა იწყება!! მზად ვართ? 24 ივნისი 2016 - 436 -