წითელი ფანქარი გავრცელებული ენობრივი შეცდომების გასწორება 1-ლი ნაწილი
1
0
ელდარ ქურიძე
წითელი ფანქარი 1-ლი ნაწილი
გორი, 2018 წ.
1
წინამდებარე ელექტრონული გამოცემა ინტერნეტში (განსაკუთრებით სოციალურ ქსელებსა და ახალგაზრდულ საიტებზე) გავრცელებული შეცდომების აღმოფხვრის მცდელობაა. იგი პროექტ „საუკეთესო მოქართულის“ ფარგლებში მომზადდა. გაეცანით და გაავრცელეთ, ერთად დავიცვათ მშობლიური ენა „ვირუსებისგან“!
ელდარ ქურიძე
პროექტ „საუკეთესო მოქართულის“ ავტორი და კოორდინატორი
გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილება
2
კომპოზიტი (თხზული სიტყვა) „შობა-ახალი“ არ არსებობს, შესაბამისად, უნდა ეწეროს: „გილოცავთ შობა-ახალწელიწადს!“ ან „გილოცავთ შობასა და ახალ წელს!“
„ინჩი“ ინგლისურად ჰქვია, ქართულად კი სიგრძის საზომ ერთეულს, რომელიც 2,54 სანტიმეტრს უდრის, დ უ ი მ ი ეწოდება.
3
ბ-ს ნაცვლად ფ-ს დაწერით სწორედაც რომ ა ბ ს უ რ დ ი მიიღება. მართებულია ა ბ ს უ რ დ უ ლ ი (შდრ. absurdus), რომელიც შეიძლება შეიცვალოს მრავალი ზედსართავით: უაზრო, აბდაუბდა, აუხსნელი, გაუგებარი, თავსამტვრევი, ჩახლართული, ახლართულ-ჩახლართული, უთავბოლო, ახირებული, სულელური და ა. შ.
კავშირებს „ვინაიდან“ და „რადგანაც“ ერთნაირი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, ერთი მათგანი სრულიად ზედმეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ს მ ე ნ ა და ყ უ რ თ ა ს მ ე ნ ა სინონიმებია, სწორ გამოთქმად უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ სმენად ვიქეცი.
4
სიტყვა „მგდომარეობა“ (აქ კორექტურული შეცდომაცაა) სრულიად ზედმეტია. წინადადება ასე გაიმართება: გიორგი ნასვამი დაბრუნდა.
შორტ-ებ-ი ორ ან მეტ შორტს ნიშნავს, ერთის ნაცვლად რამდენიმე შორტს არავინ იცვამს. „მაიკა“ რუსიზმია, ქართული სიტყვა არის მ ა ი ს უ რ ა (და არა „მაისური“, როგორც უმეტესად წერენ).
მართებულია ც ი ნ ც ი ნ ა ტ - ი - შ ი , ვინაიდან ბოლოკიდური ი ფუძის ნაწილია: Cincinnati.
5
ჩვენგანს და არა - ჩვენთაგანს!
რატომ „ლინკი“, როდესაც დიდი ხანია არსებობს ტერმინი ბ მ უ ლ ი ? !
დ ე დ ა შ ვ ი ლ ო ბ ა უდეფისოდ იწერება.
150 000 ეგზემპლარი (!) გაყიდულა, მაგრამ ტირაჟი აუცილებლად ერთი იქნებოდა, 150 000იანი! ფრაზა ასე გასწორდება: 150 000-იანი ტირაჟით გაიყიდა.
6
ჟურნალის სახელწოდება დეფისით კი არა, ბრჭყალებით გამოიყოფა. უნდა ეწეროს: ჟურნალ „ნომას“ (იქნებ „ნომის“?) პრემია.
მ ი ს ტ ი კ ა , მ ი ს ტ ი კ უ რ ი (და არა – „მისტიური“).
ნ ა ი რ ი, რთული ფუძის შემადგენელი ნაწილი, დამოუკიდებელი სიტყვა არ არის, ცალკე რომ დაიწეროს. მართებული ფორმებია: ერთნაირი, მეორენაირი, ამნაირი, სხვანაირი და ა. შ.
პ ო პ მ უ ს ი კ ა , რ ო კ მ უ ს ი კ ა... და მისთ. ერთ სიტყვად იწერება.
7
სიტყვა კ ა ც ი თავისი პირველი მნიშვნელობით იგივეა, რაც ა დ ა მ ი ა ნ ი, ამიტომ, ადამიანების მოყვარულს ქართულად კ ა ც თ მ ო ყ ვ ა რ ე ეწოდება, მოძულეს კი – კ ა ც თ მ ო ძ უ ლ ე .
ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს ისე ამძიმებდეს წარბები, სახიდან მოიცილოს და ხელით (ჯიბით...) დაჰქონდეს!
ხაზგასმული ზედსართავი თავისი მნიშვნელობით არანაირად არ უკავშირდება კლდეს. მართებული ფორმა არის კ დ ე მ ა მ ო ს ი ლ ი (ლ-ს გარეშე). კ დ ე მ ა მორიდებას, მოკრძალებას ნიშნავს.
8
„ფოტოშოპი“ საკუთარი სახელი, კერძოდ კომპიუტერული პროგრამის სახელწოდება, არის და ბრჭყალებში ჩაისმის. არსებობს ერთი სასარგებლო სიტყვაც – ფ ო ტ ო მ ო ნ ტ ა ჟ ი .
ს უ ლ ი ს ჩ ა მ დ გ მ ე ლ ი ერთი სიტყვაა!
ინტონაციური პაუზები და სასვენი ნიშნები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. პუნქტუაციის თანახმად, ქვემოთ მოყვანილ წინადადებაში მძიმე ზედმეტია.
მოკლედაც დაიწერებოდა: მოგიყვებით, როგორ შეიძლება ეს გამოვასწოროთ.
„ვ“ თანხმოვანი ზედმეტია ზმნისართებში დ ა ა ხ ლ ო ე ბ ი თ და მ ი ა ხ ლ ო ე ბ ი თ .
9
ფ უ ნ ტ ი (ინგლ. pound) წონისა და ფულის ერთეულს ეწოდება, ხოლო სიგრძის გასაზომად გამოიყენება ფ უ ტ ი (ინგლ. foot), რომელიც 30,5 სანტიმეტრს უდრის.
გ ა ტ რ ი ა ლ ე ბ ა უკან მიბრუნებას, უკუქცევას ნიშნავს, აქ კი საუბარია საკუთარი თავის (!) მ ი ბ რ უ ნ ე ბ ა ზ ე, მ ი ტ რ ი ა ლ ე ბ ა ზ ე .
ამ სასმისის სახელწოდება ფრანგული წარმოშობისაა – bocal. როგორც ვხედავთ, პირველ მარცვალს ქმნის o ხმოვანი, რომელსაც ქართულში „ო“ შეესაბამება. ასე რომ, მართებული ფორმაა ბ ო კ ა ლ ი .
ქართულად ზურგზე წამოსაკიდებელ ჩანთას ზ უ რ გ ჩ ა ნ თ ა ეწოდება. თუ მაინცდამაინც უცხოურად გვსურს ვთქვათ, უნდა ვიხმაროთ კ თანხმოვანი: რუკზაკი (გერმ. rucksak).
10
„ტაპკა“ (რუს. тапка) ქართულად „ჩუსტს“ ნიშნავს. თუ სასპორტო ფეხსაცმელზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია დავაზუსტოთ ასე: სასპორტო ჩუსტი.
დ ა ნ ა შ ა უ ლ ე ბ რ ი ვ ი და არა – „დამნაშავეობრივი“!
„ინტენსიური“ ნიშნავს „დაძაბულს, გაძლიერებულს“, თანაც იგი ლათინური წარმოშობის ზედსართავი არის. რატომ უნდა ვარჩიოთ ლათინური ტერმინები ბუნებრივ ქართულს? ფრაზა ასე გასწორდება: ისე ხ შ ი რ ა დ აღარ ურეკავდა.
11
ადამიანის შესახებ ითქმის პ ი რ ღ ი ა , პ ი რ დ ა ღ ე ბ უ ლ ი. ყ ბ ა დ ა ღ ე ბ უ ლ ი კი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, ნიშნავს სალაპარაკოდ გამხდარს, მითქმა-მოთქმის საგნად ქცეულს.
იქნებ ჯობდა მ ა შ ი ნ ვ ე , მ ყ ი ს ვ ე ?
მიბყრობა, ბარცხნა, სიბრთხილე... დიალექტიზმები (კუთხური სიტყვები) არის. წინადადება ასე უნდა გასწორდეს: თვალები ზეცას მიაპყრო.
უკეთიათ ჯვარი, სათვალე, საათი... მაგრამ ა ხ უ რ ა ვ თ კეპი, შლაპა, ცილინდრი...
12
ტანსაცმლის კარადას გ ა რ დ ე რ ო ბ ს ვუწოდებთ.
ნათესაობითსა და მოქმედებითს ბრუნვებში არსებითი სახელი ს ა ს მ ე ლ ი იკუმშება, „ე“ ხმოვანი ვარდება ფუძიდან. უნდა იყოს ს ა ს მ ლ ი ს. თვითონ ფრაზას „ალკოჰოლური სასმელის გარეშე“ თავისუფლად შეცვლიდა სიტყვა უ ა ლ კ ო ჰ ო ლ ო დ.
შემასმენელს „ჰ“ პირის ნიშანი აკლია. მართებული ფორმა იქნებოდა ჰ კ ი თ ხ ა.
შ ე ც ბ უ ნ ე ბ ა გაოცებას, განცვიფრებას, გაოგნებას ნიშნავს. უეცარმა შიშმა შესაძლოა გული გადაგვიქანოს, მაგრამ საეჭვოა, გაგვაოცოს.
13
„კინაღამ ლამის“ ტავტოლოგიაა.
ხმა შეიძლება იყოს ჩ ა ხ ლ ე ჩ ი ლ ი , გ ა ხ რ ი ნ წ ი ა ნ ე ბ უ ლ ი, ხ რ ი ნ წ ი ა ნ ი და არა – „ჩახლენწილი“.
გული ვერასოდეს დაიბ-რ-აგუნებს, რა ძლიერადაც არ უნდა ცემდეს. ძლიერ გულისძგერას ბ ა გ უ ნ ი ეწოდება.
„ზემოჩამოთვლილი“ ერთი სიტყვაა, მაგრამ „ზემოთ ჩამოთვლილი“ ცალ-ცალკე იწერება.
14
ეროვნული და ნაციონალური მსგავსი სიტყვებია.
მართალია, „ბიჩოკი“ ბრჭყალებშია ჩასმული, მაგრამ მას მაინც თავისუფლად შეცვლიდა ქართული სიტყვა „ნამწვი“.
ერთი „ც“ ნაწილაკიც საკმარისია: ვითომც აქ არაფერი.
სისტემა: სისტემური: სისტემატური (და არა – სისტემატიური)
15
სიტყვა „ჩუმად“ ზედმეტია. რაკი ფიქრობენ, იგულისხმება, რომ გუნებაში მსჯელობენ.
მიცვალებულის დამტირებელს „მატირალს“ კი არა, მ ო ტ ი რ ა ლ ს უწოდებენ.
ჰაერის გაწმენდას, განიავებას ვ ე ნ ტ ი ლ ა ც ი ა (ლათ. ventilatio) ეწოდება, მოწყობილობას კი – ამ მიზნით რომ იყენებენ – ვ ე ნ ტ ი ლ ა ტ ო რ ი.
16
მ ო ძ რ ა ვ ი, მაგრამ: ძ რ ა ვ ა.
ასე შემდეგ (შემოკლებული სახით – ა. შ.)
მართებული ფორმაა ს ო უ ს ი (ფრ. sauce).
მცდარი ან მართებული შეიძლება იყოს წარმოდგენა (შეხედულება, დასკვნა...) და არა – მითი.
17
ის, რის გაგონებაც უსიამოვნებას ან წყენას გვგვრის, ა რ ს ა ს მ ე ნ ე ლ ი (სიტყვა, ამბავი...) არის. მაგალითად გამოგვადგება „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმი: „არსასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა“.
გ მ ი რ თ ა გ მ ი რ ი შერწყმულად, უდეფისოდ იწერება!
კოსტიუმი შარვალსაც გულისხმობს!
სმენა (რუს. смена) ბარბარიზმია. ქართულად იქნება ც ვ ლ ა და მივიღებთ წინადადებას: ამას გწერს ადამიანი, რომელმაც ღამის ცვლაში სამ წელს იმუშავა.
18
„იუზერს“ ქართულად მ ო მ ხ მ ა რ ე ბ ე ლ ი ეწოდება.
უნდა იყოს: მასშტაბური (და არა – მაშტაბური).
„ღამდება“ ისედაც ნიშნავს, რომ ღ ა მ ე დგება, თანაც ღამდება დღე, ღამე კი, ჩვეულებრივ, თ ე ნ დ ე ბ ა ხოლმე!
უ ნ ე ბ ა რ თ ვ ო, ანუ ნებართვის არმქონე, შეიძლება იყოს მხოლოდ სულიერი (ისიც – ადამიანი), ხოლო მონიშვნა შესაძლებელია უ ნ ე ბ ა რ თ ვ ო დ.
19
სიტყვა „სიღრმის“ პოვნა ბევრ ლექსიკონში შეიძლება, რასაც ვერ ვიტყვით „სიღრმისეულის“ შესახებ.
იგულისხმება, რომ კურტის მშობლები განქორწინდნენ ანუ გა-ი-ყარნენ (და არა – გა-ე-ყარნენ).
უმჯობესი იქნებოდა: როდესაც სკოლიდან შ ი ნ ბრუნდები. შ ი ნ – საკუთარ სახლში/ბინაში/ოჯახში.
20
სიტყვასიტყვით უთარგმნიათ, როგორც ჩანს. ბუნებრივი ქართული იქნებოდა: რას ნიშნავს თქვენი სახელი?
ყველას არ შეუძლია ინგლისური ტექსტის წაკითხვა. walmart ქართულად „უოლმარტი“ იქნება და ბრჭყალებში ჩაისმება, როგორც მაღაზიის სახელწოდება. სიტყვა „ექსტრავაგანტულში“ ლ-ს ნაცვლად რ უნდა ეწეროს (ექსტრავაგანტუ-რ-ი), თუმცა ამ მრავალმარცვლიან ნეოლოგიზმს მოეძებნება ქართული შესატყვისები: უცნაური, ახირებული. ვითომ რატომ არ შეიძლებოდა მათი გამოყენება? მით უმეტეს, სტატია საიტ ucnauri.com-ის ეკუთვნის.
ძველქართული სიტყვა შ ე ვ რ დ ო მ ა ნიშნავს ორივე მუხლით დაჩოქებას, ხელქვეითს კი ქ ვ ე შ ე ვ რ დ ო მ ი ეწოდება მეორეგვარად.
21
ინგლისურში „ნათლიაცა“ და „ნათლიმამაც“ ერთი და იმავე godfather სიტყვით გადმოიცემა. სამაგიეროდ, ქართული ენა განასხვავებს მომნათლავს (ნათლია) და მონათლულის მამას (ნათლიმამა). ასე რომ, ფ. ფ. კოპოლას ცნობილი კრიმინალური საგის სახელწოდება ქართულად უნდა ითარგმნოს, როგორც ნ ა თ ლ ი ა .
„ყეფვა“ არცერთ ძაღლს არ შეუძლია: ძაღლის ხმიანობას ყ ე ფ ა ეწოდება.
ქართულისათვის არ არის ბუნებრივი საწყისის მრავლობითი რიცხვის ფორმა, ამიტომ აჯობებდა: ქ ც ე ვ ა აღიზიანებთ.
22
ნეოლოგიზმებია: ჰიპერბოლა, ჰიპერემია, ჰიპერტონია და ა. შ., მაგრამ ამ „ჰიპერ ხასიათს“ უცხო სიტყვათა ლექსიკონშიც ვერ იპოვით. კიდეც რომ მოიძევებოდეს, უთუოდ ერთ სიტყვად („ჰიპერხასიათი“) დაიწერებოდა.
ხაზგასმული „შესიტყვება“ სინამდვილეში არის ერთი სიტყვა – დ ი დ ხ ა ნ ს.
23
შეუძლებელია ადამიანმა თავი იგრძნოს „ფანტასტიურად“ (ფანტასტიკურად – კი, ბატონო!), რადგან არ არსებობს სიტყვები: „ფანტასტია“, „რომანტია“, „ესთეტია“... მაშასადამე, მართებული იქნება: თავს გრძნობს ფ ა ნ ტ ა ს ტ ი კ უ რ ა დ!
„თავს მიჯნავ“ ნიშნავს, რომ ე მ ი ჯ ნ ე ბ ი. ე ს ე ი გ ი ორი სიტყვაა და სულაც ზედმეტია ამ წინადადებაში. შეიძლებოდა ასე დაგვეწერა: როცა ცუდს არ ემიჯნები, შენც ცუდი გამოდიხარ.
24
ბ ზ ი ნ ვ ა რ ე ბ ა და არა - მბზინვარება!
ზედსართავი შ ე დ ე ვ რ ა ლ უ რ ი ქართულში არ არსებობს. სტატიის ავტორს შეეძლო დაეწერა: ზღაპრული, ჯადოსნური, საუცხოო, გენიალური, შთამბეჭდავი და მისთ.
სიტყვა შ ე მ ხ ე დ ვ ა რ ე – ისევე, როგორც ყველა სხვა მიმღეობა – იბრუნება: შემხედვარე, შემხედვარემ, შემხედვარეს, შემხედვარის... ამ შემთხვევაში საჭირო იყო მიცემითი ბრუნვა: შ ე მ ხ ე დ ვ ა რ ე - ს. საერთოდაც, უმჯობესი იქნებოდა სინონიმური სიტყვის (შემხედველი, შემყურე) გამოყენება.
25
რა ჯობია, ბარბარიზმებს თუ აღმოვფხვრით ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ სწორი ფორმაა მ ა ი ს უ რ ა (და არა - მაისური)! ხოლო მაისურა, რომელსაც აქვს წარწერა, იქნება წ ა რ წ ე რ ი ა ნ ი მ ა ი ს უ რ ა!
გაგრძელება იხ. მე-2 ნაწილში
26
თ
უ გსურთ საფუძვლიანად შეისწავ-
ლოთ თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები, ეწვიეთ ჩვენს არხს „ქართული ენ ის ვ იდეომეგზუ რი“, რომელიც ქვემოთ მითითებულ მისამართზეა განთავსებული.
https://www.youtube.com/channel/UCYzrvlG03mDKDsJ_k_gbWw/feed
2018 წ.
27
28