ჯემალაური

Page 1



ჯემალ ინჯია

ჯემალაური

შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2017 წ.


რედაქტორი: ქეთევან გოგიაშვილი გამომცემელი: ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მწერალთა სახლი


j

emalauri

gverds, ra Tqma unda, savaldebulo sadRegrZeloebs jer ar avuvli. ismine, sufrav, TvalanTebulo, jemalauri. Cveni gvarebis mesaZirkvleebs ra daundoblad gvaSorebs xani! imaT saflavebs dResac ikvleven xan aq da xan iq. gvaris damwyebi rac ufro ar Cans, imdenad ufro Zvelia gvari. wavida kaci da gvarad darCa im kacis kvali. RamiT mokvda Tu dilis sisxamze, ise dafles Tu daades lodi, iyo susti Tu iyo sisxlsavse sicocxlis loTi?

3|ჯ ე მ ა ლ ა ურ ი


iqneb moseuls Seakvda duSmans, ar daaneba Robe, wisqvili da mis saflavze ixara nuSma obeliskiviT. iqneba bedma barSi Serisxa da kavkasiis mTebSi aRzevda. mosisxleebis far-SimSeris xma iq ver aRwevda... dagvaqvs winapris sulic, sxeulic qarTuli modgmis asaSeneblad, farTo beWebi, Tmebi xveuli, naklic, mSvenebac. Cveni gvarebis damfuZneblebis Zvirfas saflavebs vuTxraT dideba. Cven garda sxva ram didi Zeglebi maT ar sWirdebaT. urems rom vkazmav warsuli gzisas, is gamoyveba, mjera, naurmals, Zveli iara gagixsnaT visac jemalaurma. 4|ჯ ე მ ა ლ ა ურ ი


ბალადა ქართველ ფეხბურთელზე სველი არის ტრიბუნები, სველი არის მოლი... არ იცვლება ანგარიშიც, ისევ ნოლით-ნოლი. მტკიცედ დგანან მასპინძლები, უნდა ითქვას მართლაც და თბილისელ ფეხბურთელებს არ უშვებენ კართან. აი, ერთი უეცარი მოძრაობა ტანის და ხელდახელ წინ გაიჭრა ჩვენი კაპიტანი. მოატყუა ერთი, ორი... კარისაკენ მიჰქრის, მიჰქრის, თანაც არ ასვენებს ერთადერთი ფიქრი: დაარტყას თუ გარემარბი მოიშველოს მარცხნივ, ვაჰ, თუ იმან დააცილოს და იგემოს მარცხი. „შენ დაარტყი!“ - ხმა მოესმის შინ დარჩენილ ძმისა, „შენ დაარტყი! - მოსძახიან - არ ასცდება მიზანს!“ ფიქრისთვის დრო არ იყო და, როცა დარტყმა სურდა, ერთ უცხოელ მოთამაშეს ფეხი გაუცურდა. ისე მაგრად დაენარცხა, რომ კაპიტანს ესმა შიგ გულიდან ამომსკდარი შემზარავი კვნესა.

5|ჯ ე მ ა ლ ა ურ ი


რაღა დარტყმის დარდი ჰქონდა, გვერდით კაცი ეგდო, მიეჭრა და ააყენა, გაუჭირდა ერთობ. უცებ ატყდა გოლისათვის შენახული ტაში, შენახული თეთრი მტრედიც ზეაფრინდა ცაში. ისევ ისე სველი იყო მინდვრის მწვანე ფარჩა, ანგარიშიც ისევ ისე ნოლით-ნოლი დარჩა... მეორე დღეს, როცა გუნდი ბრუნდებოდა უკან, მთელ ქალაქში დაეძებდნენ საქართველოს რუკას. ბრუნდებოდნენ და სანაცვლოდ დაკარგული ქულის, თან მოჰქონდათ ათასობით მეგობარის გული.

უხმაურო ლექსებიდან შენ მინაბული ვეფხვივით იწექ და თაფლისფერი თვალები გქონდა. მე გული ისევ იქითკენ მიწევს შენ მინაბული ვეფხვივით იწექ. შენი ხმა ისევ მკიცხავდა მტკიცედ და წამწამების ქარები ჰქროდა. 6|ჯ ე მ ა ლ ა ურ ი


შენ მინაბული ვეფხვივით იწექ და თაფლისფერი თვალები გქონდა.

ნუკრის თვალებო! ეს რა საამო სიმშვიდე გახლავთ, დილა მშვიდობის, ნუკრის თვალებო! დიდი ხანია ყინული გალხვა. ეს რა საამო სიმშვიდე გახლავთ. ცრემლებიც გალხვა და თქვენი ნახვა როგორ მახარებს უკრისტალებოდ. ეს რა საამო სიმშვიდე გახლავთ, დილა მშვიდობის, ნუკრის თვალებო!

სუფრაზე გ.ს. ... და ქუთაისში წვიმდა მთელი დღე, მოწყენით იყო თქვენი რაინდი. თქვენი გულისთქმა გვიან შევიტყვე და ქუთაისში წვიმდა მთელი დღე. ძალზე მდიდარი იყო თქვენი ტყვე ყველაფრითაც და არარაითიც... და ქუთაისში წვიმდა მთელი დღე, მოწყენით იყო თქვენი რაინდი.

7|ჯ ე მ ა ლ ა ურ ი


გორი მე ქება მითქვამს მეგრულ მაყრულის, ძველი არმაზის მწუხრი ვიწამე, მაგრამ გორი მყავს მე გულნაკლული და ამ ცოდვილ თავს ვუხრი მიწამდე. მე არ მახსოვდა გორიჯვრის ფერდი, როცა დარიალს ვუქებდი ექოს. ბერძნებზე ვწერდი... მითხარი ერთი, რა დამიშავე, ქართლელო გლეხო?! რად დავივიწყე შენი კილოი, აბა, რით არის სათაკილოი! ბევრჯერ ჩემ თვალწინ დადგა მთაწმინდა და გორის ციხე სად გადამცილდა. მე შემიქია ზღვების სტიქია, ვეტრფოდი მარტო ტალღების ტორტმანს და ეს კი დიდი სისასტიკეა შენდამი, ჩემო პატარა ტორტლავ. მე ქება მითქვამს მეგრულ მაყრულის, 8|ჯ ე მ ა ლ ა ურ ი


ძველი არმაზის მწუხრი ვიწამე, მაგრამ გორი მყავს მე გულნაკლული და ამ ცოდვილ თავს ვუხრი მიწამდე.

წვიმის სიმფონია წვიმა ისე თქრიალებს, შემოქმედო, თითქოს გეუბნება იგი: უნდა მომისმინო, უნდა შემომხედო მე ვარ გრიგი! გადაიშხაპუნებს! შხაპ!.. გადაიზავთებს! ზავთ!.. დაემგვანება გრიგალთ. ეჰეი, ყურებო, იყავით მზად, მე გამოგეცხადეთ გრიგად! თეთრი დათვებია თეთრი ნიაღვარი და მიწა ესე სხარტი ნავია. მზევ, ლოცე დათვები, და დათვებს შეაყვარე სკანდინავია. ვგრიალებ გარემოდ, ვგრიალებ ნორვეგიად, (თუკი მას გუგუნა გული შერჩენია). გუნება განა დარებით მომრეგვია, ყოველი ავდრისაა, ყოველი ჯერ ჩემია. 9|ჯ ე მ ა ლ ა ურ ი


მიმღერეთ, პოეტებო, ლექსები - წიწილები, შეყვარებულებო, დაამხეთ ქოლგები, უთქვენოდ, ძვირფასებო, როგორ ვიწვიმებდი, უთქვენოდ, როგორც ხმა, ქვესკნელში მოვკვდები. განა თუ ვაგნერი, განა თუ მოცარტი, განა თუ შუბერტი... და მერე ვინც არის რიგით, იმ ქვეყნის დამნგრევი, რომელსაც ვლოცავდი, რომელსაც ვუმღერდი, მე ვარ გრიგი!

დაშვებული ფარდები "ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები, მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით." გალაკტიონი

სახლში კერა ამინთია კერა მქონია. ცრემლიანი ამინდია მელანქოლია. ახლა წვიმა სულ აქ დავა, შეტალახდება. 10 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ჩემთან ძველებურადა ვარ, შენთან რა ხდება? ვიცი, ფრთები ამ ოცნებამ ძირსღა დაჰყარა. ფანჯარასთან გამომწვევად ზიხარ აღარა. გადიკარგე მშვენი სახით, ქალო, ქვა გულით და დატოვე შენი სახლი გამოქვაბული. მახსოვს გზები ღალატისა, გზა შებრუნების და ფარდები მარადისად დაშვებულები. გული გმინავს გოლიათად, მე რა მგონია? ჩემს ოთახში ბოლია და მელანქოლია.

11 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მოედანზე რომ გადადიოდი ჩემს სულს, საყვარელო, ასჯერ მოეტანე. ახლა აქ საიდან გასჭერ მოედანი? რა ხარ? იალქანი?! რა ხარ? მანეული?! და ქარი მაგ კაბას რა ჰარმონიულად, რა ჰარმონიულად არხევს და მიაფრენს. ეგ კაბა ჩემს ზღვაში თამამად იაფრებს. რა ხარ? მანეული?! რა ხარ? მანეული?! რა ჰარმონიულად... რა ჰარმონიულად...

12 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სამშაბათს სამშაბათს, სამში, საათის სამზე ჩემთან მოგიყვანს ცხოვრების ეტლი. მე სიხარულით ვიქნები სავსე და სიყვარულზე ვერაფერს გეტყვი. სამშაბათს, სამში, საათის სამზე, ერთმანეთის რომ ვიქნებით მდომნი, ჩემთვის ამოვა სრულიად სხვა მზე, ჩემთვის წამოვა სხვაგვარი თოვლი. სამშაბათს, სამში, საათის სამზე მოხვალ ქურდულად და ყაჩაღურად. ფერმკრთალ ლოყაზე გაკოცებ წამსვე, შენც დაიმორცხვებ და თავს ჩაღუნავ. სამშაბათს, სამში, საათის 13 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სამზე შენ ჩემს ოთახში შემოხვალ მარტო, ისე დაჯდები გამოწვდილ სკამზე, რომ არ გაიხდი არაფრით მანტოს. ხვალ ჩემი ეზოს ჭიშკარს მოვტიხრავ და გავუკეთებ პატარა სამზერს, რომ დაგინახო, როგორ მოდიხარ... სამშაბათს, სამში, საათის სამზე...

იაკობ ძია!.. უშვილო კაცო, კვლავ გრძელდება შენი სიცოცხლე, ო, შენი მშობლის იავნანამ რა ჰქმნა ისეთი? რომ „დედა ენა“ ასე რიგად შევისისხლხორცეთ, თქვი - ბავშვობაში რა ხმას ისმენდი? შენ, აი, ახლა ჩამოსულხარ ქანდაკებიდან, უკვდავებისკენ მწვანე ჯეჯილს მიაპობ რძიანს. ფეხქვეშ მფრინავი გეფინება ფარდაგები და ქარმა არ დაგკრას, იაკობ ძია! თავს გაუფრთხილდი, მისით გვამშვენებ ქოჩრიანებიც მოგძახიან, ბაფთიანებიც. 14 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ასე რომ გიყვარს, მშვენიერი ჩვენი ბავშვები, მათ „დედა ენით“ ვაფრთიანებდით. დღეს გაუწირავთ სასიმღეროდ თავი ბულბულებს, მოდის გოგონა, ვით პატარა ია, კოპწია. შენ რომ ჩამოჰკარ, სკოლის ზარი როგორ გუგუნებს, ნეტავ თუ გესმის, იაკობ ძია?!

ცისფერი ხილაბანდი “დარეკე, დაუბარე.” გალაკტიონი

ოდესმე თუ კიდევ ვიცეკვებთ, თვალების მინაბვამდის, საყვარლად მოიგდე კისერზე ცისფერი ხილაბანდი. თითქოსდა ზღვის წყალით ავსილი ღელავდნენ საკინძენი, შენ თვითონ იყავი ვალსივით და ვეღარ გაგიძელი. მე ეტლი ერთი დღის სავალზე გავრეკე, გავიპარე. საქმე თუ გაგიხდეს სავალსედ, 15 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


დარეკე, დამიბარე და ერთხელ თუ კიდევ ვიცეკვებთ თვალების მინაბვამდის, საყვარლად მოიგდე კისერზე ცისფერი ხილაბანდი.

შენისლული ცოდვა დე, ჩამეთვალოს შენისლულ ცოდვად გათხოვილ ქალთან გაკამათება. მახსოვს, რომ თმები შენი, სულ ცოტა, მიმაჩნდა ხოლმე კაკანათებად. მაღლა ფრენაში ვინ დაგეწიოს, მე კი სულ სწორი გზით გეწეოდი. ავიხირე და მინდა გეწვიო, შარშან ასეთ დროს ვით გეწვეოდი. ამოვალ შენთან, როგორც ბოლოთქმა, ვით სულიერი და ვით არსება. გამაცნობ კეთილს, ეგებ ბოროტ ქმარს და მთელ სიცოცხლეს დავითარსები.

16 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ცეკვის დროს ერთმანეთს ეჩვევით ეჭვებით. ერთმანეთს ეხებით ფეხებით. ერთმანეთს ედებით მკერდებით. ერთმანეთს ახელებთ ხელებით. ერთმანეთს ამთვრალებთ თვალებით. ერთმანეთს ეკვრებით ეკლებით. ერთმანეთს თუთქავენ სუნთქვანი. მუსიკა ზუზუნებს ფუტკარი. ვერავინ გაიგებს უთხარი!

17 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მარტვილი „ქვა ესე ფარავს ვიდრე ქვეყნის მეორედ მოსვლამდე მტვერსა ჩინებულისა მამაკაცისასა ღენერალ-მაიორის ნიკოლოზ გიორგის-ძე დადიანისა. წარგზავ¬ნილმან სატახტო ქალაქ სანკტ-პეტერბურღს მან გამოითხოვა საერთოდ ერისათვის მშვიდობაი, ბედნიერებაი ეპიტაფია და მყუდროებაი.“

მე დიდი რანგის ფერფლს არ დავტირი, მოვყევი მკრთალი სინათლის ჩქერალს და დგას მარტვილი, როგორც მარტვილის ჯერ არს. მე ვერ მივართმევ არილის ჯიღას, რით გავაკვირვო გენერლის გვამი? „ღმერთმა შეუნდოს“, - ჩურჩულებს ვიღაც. ამინ! ეს გენერალი არრას დაგიდევს, მერე რაა, რომ ამძიმებს ლოდი. მეორედ მოსვლა სურდა და კიდეც მოდის. ჯერ კი მტვერია. ვაშა, წამწერო, და, ასოებო, უხეშნო, ქუშნო. მე რომ მოვკვდები, არ წამამწაროთ უშნოდ 18 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ასე უბრალოდ, ასე ლამაზად გატარებული ცხოვრება ჩემი. ჯერ კი ადრეა, ჯერ ქვეყანაზე ვრჩები და სურვილები ჭარბად მერევა, მას ვემსგავსები ნელ-ნელა თითქოს, ვინც ერისათვის ბედნიერებას ითხოვს. ჩემო სიცოცხლევ, თუკი დამტვირთავ სალოცი ხატით და ერთი ტაძრით, ვიტყვი, რომ ჰქონდა დგომას მარტვილთან აზრი. მიწის მძევლებო, გირჩენთ იარას საყვარელი ხმა, რომლითაც ცხონდით, მაშ რაა, როცა უსმენთ შრიალა ჭყონდიდს. გიჟური სრბოლა განუმარტველი დიად შემოქმედს სჩვევია ისე, ვით ნისლებს ეს მთა ანუ მარტვილი ისევს. ვით დაჰქრის ქარი, ჰქროდა როგორაც, ვით ისევ მინდა ლამაზთა მზერა. ოდიშის მთებზე მზე რომ მოგორავს მზეა. 19 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ზაფხულის მზეა, მიტომ წამომცდა ძვირფასი სიტყვა „სიცოცხლე“ ზემოთ. ვდგავარ საფლავთან, როგორც წყაროსთან, მზეო. აქ მოჩვენებებს ასდის ალმური. მე მსურს, გენერლის საფლავთან დგომით დროს გავუმართო გენერალური ომი,

რომ სულ ცოცხლობდეს ქვეყნად: ქართველი, მშვიდობა, წვიმა, ალერსი, ღამე, ბარათაშვილი, გორი, მარტვილი და მე...

ბეთჰოვენის ბოლო წუთი ტაში დაუკარით, მეგობრებო, კომედია დამთავრდა, - უთქვამს ბეთჰოვენს სიკვდილის წინ.

მომასვენეთ, ხელი არვინ მახლოს სიკვდილისგან დაგესლილს. შენ ქუხილმა დაგაყრუა, ხალხო, და ჩემი ხმა არ გესმის.

20 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თუმცა შენ რა გაგამტყუნო... თვით მეც აღარ მოვალ უკანვე. ეს - ცახცახი ავარდნიათ თითებს თუ კლავესინს უკრავენ. ეშმაკები ეხვევიან მთვარეს. აიშალეთ, ნისლებო, ჩემი კარგი მთვარე გააპარეთ, გააპარეთ ისე, რომ სხივი მისი აქ სულივით დარჩეს, ჩამისახლდეს სხეულში და ცოდვილ თავს შევავედრებ გამჩენს ნუ შემრისხავს წყეულ შვილს. ლოტოსები იხრჩობიან ტბაში მარადიულ ზამთართან. დაუკარით, მეგობრებო, ტაში, კომედია დამთავრდა.

ყვირილი ტყეში დიდი ხმით ვყვიროდი, იმ ხმით, რომელიც თურმე სხეულში მდგმია. ახლა ლღვებოდა ტოტებზე ჭირხლი და ზამთრის სიზმარს ჰყვებოდა ია. თითქოს მუნჯ კინოს ვახმოვანებდი, 21 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ყინულიც ზამთრის ჯიბრზე ჩავტეხე, იდგნენ ხეები, ახოვანები, და გაკვირვებით იჩეჩავდნენ მხრებს.

ჩემი ლოცვა

"შენ გაუთენე აღდგომა სიხარულისა და მარხვა სინანულისა". ჭონა

არ გაიკეთო ქაჯის ნიღაბი არ შემიშინო ხვალის იმედი. გულს უჩინარი ჯაჭვით მიგაბი, მაშ, მომანიჭე ხალისი მეტი. არ დამილიო ჩემი მარილი, არ შემახვედრო ავ და მდიდარ ცოლს. არ მაწანწალო ამბოკარივით, კეთილდღეობა არ დამითარსო. არ მატრიალო ტრიალ მინდორზე, თვალი არა მცეს უცხო ნადირმა, უდაბნოში რომ წყალი მინდოდეს, არ მაპოვნინო ისე ადვილად. არ მაცვლევინო არსობის პურზე მიწა ქართული, რიწა, ენგური, 22 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


არ დამინგრიო მიწისძვრით ფუძე, არ შემიწუხო მიცვალებული. კეთილამყოფე, თუკი არსებობს, ჩემი მსაჯული და მოსამართლე. დასვენებამდე არ დამასვენო, ნურც გაწითლების უნარს წამართმევ. ნუ ჩამიწყვიტავ ხმასა და ბგერას, ჩემი ირაო ცაზე მოხაზე. ალუბლის თეთრი ყვავილის პერანგს ნუ გადამიცვლი ბერის ჩოხაზე. ნუ დამიბეჭდავ ყველა ხელნაწერს და ნუ განმტვირთავ ყველა ჯავრისგან, ნუ გამომაკლებ ბედნიერთა წრეს, ნურც იღბლიანთა რიგში ჩამრიცხავ. ნუ დამავიწყებ ფასს სინანულის, სული შთაბერე ამა წერილებს. სულ ღვინით სავსე თასი მამულის სადღეგრძელებლად ამაწევინე. აკრძალულ ხილზე ნუ მეტყვი უარს, მერე დამსაჯე, მანანებინე. უვადოდ შენი მათხოვე ჭკუა და უზომოდ ნუ გამანებივრებ. მწვანე აპრილის ქართა მოსვლამდის 23 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სული ამინთოს ირმის ნახტომმა. თუკი წამაქცევ, - სამშობლოსათვის დაე, ეს იყოს ჩემი აღდგომა.

ოთხშაბათობით

„განვლილ ოთხშაბათს...“ ატილა იოჟეფ „ოთხშაბათობით, საღამო ჟამსა...“ ოთარ ჩხეიძე

რა ჟინი ჰქონდა ოთხშაბათის ნეტავ ატილას, ეს მე არ ვიცი. მჭირდება კი ამისი ცოდნა? მე ვიცი, ჩვენმა ოთხშაბათმა რაიცა „სცოდა“, რამდენს გაუღო ბედის კარი... და აატირა. შეიშურებდა ჩვენს აღლუმებს ბევრი ნამდვილად, შუბების მსხვრევას გადაურჩა ძალიან ცოტა. რამდენმა კაცმა დაუტევა ტაძარი, ოთარ, რამდენმა ქალმა პოეზია ვერ იმანდილა. სხვა ღმერთი გვწამდა ბრბოს ღმერთისგან შეჩვენებულთა. ჩვენი ქალაქი ბარბაცებდა სიდიადისგან

24 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


და ფუყე გამვლელთ ეს მიწისძვრად ეჩვენებოდათ. ვინ გაიმარჯვებს თუ მიდგება საქმე ლოდინზე ჰა, გადის კვირა, ჩვენი დიდი კვირა გადის და ნუთუ დადგება ოთხშაბათი გორში როდისმე?!

ტაძრები

სიონს, ყინწვისს, სამთავისს ერთი გზა აქვს სამთავეს. ერთი სული აგებდა, აღვივებდა ნაღვერდალს. ერთი ჯვარი ეკიდათ გამოთლილი ეკლიდან. 25 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ზარს ქვეყნიდან ქვეყნამდე ერთი თოკით რეკავდნენ. ჰყავდათ ერთი დუშმანი, ვერაგი და გულშავი. ენთოთ ერთი შანდალი, თაფლის სანთელ ჩამდნარი და ღმერთიდან მიწამდე ქართულ ენას ჰფიცავდნენ.

26 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


აღსარება ხშირად ბოღმის მაწუხებდნენ მარწუხები, მზეო! და შემინდე, რომ ხანდახან კარს ვუღებდი დემონს. მეგობრისთვის ავი სიტყვა პირში მითქვამს, მზეო! რა ჟინითაც დავიბადე, იმ ჟინით ვარ. მზეო! ზოგჯერ ხატი მუსიკისთვის შემიწირავს, მზეო! სხვის ღრუბლებში არა მდგარა ჩემი წვიმა, მზეო! არასოდეს ვსარგებლობდი ცბიერებით, მზეო! მწამდა სულით და სხეულით ძლიერები, მზეო! ვერ ვიტანდი ცხოვრებისგან ნაპატივებს, მზეო! ჭკუასუსტებს დავცინოდი, მაპატიე, მზეო! სიყვარული არა მწამდა, ან სად არის, 27 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მზეო! მე მინახავს უთვალავი ფარსადანი, მზეო! არ შემიბამს ყელზე თოკი გასანთლული, მზეო! მე ჯიუტი სული მქონდა აზარტული, მზეო! დაჩაგრულ ხალხს განურჩევლად ვიბრალებდი, მზეო! ერი როდი მიზომია სიმრავლეთი, მზეო! ლამაზ ქალზე ღამეები მითევია, მზეო! მივდივარ და ცა რარიგად ყვითელია ზემოთ!..

*** მდევდა ახლობელი ჩემი ორეული, როგორც შორეულის თბილი გახსენება. არსად მასვენებდა გრძნობამორეული, როცა მოლეული ვიყავ, მაღზევებდა. ჩემში მრისხანებას ისე აქარწყლებდა, როგორც ნახანძრევთან ბოლს და ნატისუსალს. 28 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სულით პატიოსანს შემდგომ ახალ წლებთან იმედს დამაწევდა მე-ძმად გაფიცულსა. როცა გაშმაგება მღრღნიდა, მადუნებდა, ლამაზ მადონებთან ისევ მიწირია. მე არ მიწერია ალბათ დადუმება, თუმცა მთლად უვნებლად ბრიყვნი იცინიან. ცალკე დავნავარდობთ სული და სხეული შორ-შორს გაქცეული პლიუს-მინუსივით. რაღაც ილუზიით ასად დამსხვრეული მოჩანს ასეული ფერით ლიმუზინი. ასე ოცნებების მსხვრევას დანაჩვევი ვიწვი და მაშველი მოდის ქარბორია. ნისლით გაბოლილა სივრცე დანარჩენი, მივქრი და ლანჩებით ვარღვევ ჰარმონიას. მარგილი და იცინოდა ცხენის თავის ქალა მარგილზე ჩამოცმული და შემზარავად კბილდაკრეჭილი. იმ დღეს მამლებმა გაღვიძება ადრე მაღირსეს, გამათელინეს ნამიანი ლორთქო ჯეჯილი.

29 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


გადამახედეს მთა-კორტოხის ხელისგულიდან და ქარი ქროდა, მიშვებული, სანამ ცხენივით, მზე დამალანდეს უღრან ტყეში შეხიზნული და სხივდაწეწილი, კბილჩამტყდარი სავარცხელივით. შინ მიბრუნებულს, გამდიდრებულს თვალსაწიერით, მელოდა სინზე აორთქლილი ცხელი ხინკალი. ცეცხლზე შესცვლოდა მომლოდინე ქალსაც იერი, იყო ხინკალი დამუშტული ხელი იმ ქალის. მერე მასპინძლის მეზობელმა მოყმემ მომნახა, მოიყოლია სათონეში ის სიამაყე, როგორიც ჯანში გადგმული აქვს არაყს ორნახადს. გაგიხარიათ, არც მე ამცდა ცხელი არაყი. ერთურთს ვესროდით ალავერდებს მჩატე კენჭივით 30 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


და მერე მთებიც მოგვეჩვენა ცხენის თავებად... ღობიდან ისევ დასცინოდა კბილდაკრეჭილი, სარზე დაცმული თავის ქალა ჩვენს უკვდავებას...

მე შენ შეგქმენი, გამოგიგონე არავინ იცის, ხარ თუ არა ხარ, ჩემს მეტმა, რადგანაც ოდესღაც შევძელი შენი ფიქრის დანახვა და შენი ძახილი მომესმა. თმებს ხომ არა აქვთ ჯერ თოვლის ფიფქი, შორს არის ნოემბრის სიყვითლეც... შენ დაგშთენია მხოლოდღა ფიქრი. იფიქრე... ჩემადაც იფიქრე. იმ ცხოვრებაში მეტიც მომელის, უშენოდ რომელიც არ მჯერა. შენა ხარ ჩემი სვეტიცხოველი და შიშით დავცქერი მარჯვენას.

31 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


*** მე გეაჯები: ამ ღვთის მონასთვის განახვნე ხშული ბჭენი მონასტრის, ვიცი, რომ თუნდაც თავი ქვაკუთხედს ვახალო, ერთად არვინ გვაკურთხებს. გაიღე მადლი გასაღებელი ფერხთქვეშ მესროლე გასაღებები, ჯვარცმულ ჩემს სხეულს მე თვით განახვებ, მონასტრის ხშული ბჭენი განახვნე, რომ შენი სულის მაღალ ამბიონს ზედ ჩემი ლოცვა მიმოვაბნიო.

*** რაც კაცი გაჩნდა, ბიბინებს ყანა, როგორც გვირგვინი მარადიული. სახე მრავალჯერ იცვალა ხანამ ორთქლით, ატომით და რადიუმით. თუმცა ზეცაშიც ვნახულობთ მიზანს, ძიებაც დიდი გვახასიათებს, 32 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ყველა მანძილი ტოლია გზისა სახლიდან პურის მაღაზიამდე.

*** არც შევყოლივართ აღმართს, არც ვნებით რამე ვივნეთ. არავინ ჩანდა გაღმა დადარაჯებულ ვინმედ. არც მე და ჩემი სწორი შევფარებივართ ფერდობს, არც მხართეძოზე წოლით გვინებივრია ერთობ. არც გაგვიხდია პალტო, არც ზუზუნებდა კოღო, შენ ჭრიალებდი მარტო, მიტოვებულო ქოხო.

სტუმრად ფიროსმანთან ღამენათევი დავიძვრები ბახტრიონიდან, უნდა ვეწვიო დღეს ნიკალა ფიროსმანაშვილს 33 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ჩემი ამქრითა და დროშიონსაყდრიონითა. უნდა ჭაშნიკი გავუსინჯო ღვინოს მარანში. გზას მიმასწავლის მთამოვლილი დინჯი სარქალი, სოფლის საყდრიდან ხმა მომწვდება ზარების რეკვის, აუვარდება შემოდგომის შაბათს კანკალი, აწკავწკავდება მთავარმწყემსის ფეხებთან ლეკვი. მაგრამ სიგრილე ვერ შეაკრთობს მოსტუმრე ლაშქარს, ერთად შეგვხვდება სიალალე და ფიროსმანი. ყველას თვალებწინ გაყვითლდება ისე აშკარად 34 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ნოემბერის მზე უმწიფარი სტაფილოსავით. ფერებს ფიქრები მოაფრენენ საფერავიდან, თავებს დათენთავს თბილი თრობა თავთავებივით. ატოტებული ტყის პირუტყვულ ტირილს ავიტანთ, ღიმილი დაგვღლის უმაღლესი და ღვთაებრივი. ჩვენ დავშორდებით ორი სიბრტყე, ორი პოლუსი, გამოგყვებიან ფრთის ფართქუნით კვირიონები. დამესიზმრება ფიროსმანის ბაღის ბოლოზე რა საცოდავად დგას უშვილო მილიონერი. 35 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მშვენებავ! გამანდე სურვილი სასურველ სტუმარს მე და მანდეთ სულ ვივლი, სასმურებს თუ მასმევ. ხანდახან, მშვენებავ, მონამულ კბოდეზე მხარდამხარ შევებათ მორალურ კოდექსებს.

შენა თქვი გზად ბევრი ვინმე შემოგვეყარა, საიდან მოდის, ვის დაჰკარგვია. შენა თქვი ერი, თორემ ქვეყანად ნებისმიერი მიწა კარგია.

36 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თანაბრად ახრჩობს დინება მდორე კაცთა კაცურთა და უკაცურთა. შენა თქვი ეკლის გვირგვინი, თორემ დაფნის გვირგვინი გაუფასურდა. ნეტავი, თავი რისთვის მომქონდა ამ ახოვანი მთების იერით?! შენა თქვი ქრისტე, თორემ გოლგოთად მთა გამოდგება ნებისმიერი.

ჯიში გმინავს ქართველის ნაოსტატარი! ჩვენი წინაპრის ნახელავს „რთავენ“. შემოსწყობია ტაოს თათარი, ტაძარს ადგამენ ნახევარმთვარეს. შორით სალამურს მწყემსი აკვნესებს არა ერთი და ორი წელია... დიდი იმედი წევს იმ აკვნებზე, 37 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


იმერხევს იქით რომ ირწევიან. შავშეთის მთებში ალბათ ნათდება, მოჩანან მწვანე ოქროს გორანი. თურქო, ქართველი არ გათათრდება, არ გათეთრდება როგორც ყორანი.

მაჯამა საყვარლისთვის ხელი ჩამივლია და სახლის წინ ლხენით ჩამივლია. მყვირალობის ხმა რომ გამიგია, გაზაფხული ფეხქვეშ გამიგია. ვიცქირები ირგვლივ დაბნეული. დახტუნაობს სეტყვა დაბნეული. ვისი მკერდიც ტრფობით დაისრულა, მან სიცოცხლე თოკზე დაისრულა,ესენინის ლანდი მელანდება და ჩემს ძარღვში სისხლი მელანდება. 38 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


რაც თვალთაგან ცრემლი გამოიყო ძველ რუსეთში, ამის გამო იყო. თუ თოკამდე ჩემიც დავა ნება, არ მეღირსოს მშვიდად დავანება შენს წიაღში, მიწავ, საყვარელო, სასხვიტორევ, საქსნევ, საყვარელო...

მთისაკენ აი სოფელი თვალივი, ნახატი უცხო გუაშით, ჩამჯდარი ნატვრისთვალივით მთისა და ბარის შუაში. არაგვი შემომფარგლავი ბედისწერაა ამ კუთხის. მალე შეგვხვდება ჩარგალი, ვაჟას წყაროთი ნაკურთხი.

39 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მცხეთაში მირიან იორამაშვილს

როგორც ნამქერი, მოდის ლანქერი ცისა და მიწის შესაწებებლად. უჩინმაჩინის ქუდით გავქერი ამ ჯოჯოხეთში შენს საძებნელად. ვერ შეგეჩეხე ვერსად გათოშილს, სად გადაგმალეს განა წვიმებმა... წვიმს საქართველოს ძველ სატახტოში თანაბრად, გულის გამაწვრილებლად.

ალექსანდრ ბლოკი "... პოეტი მეფე გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი." გალაკტიონი "И помнит рогачевское шоссе разбоиний посвист молодого Блока" Анна Ахматова

გათენებულა. დღე იწყება, როგორც ათასგზის დაწყებულა და მათხოვრების მთელი წყება გადადის გზაზე დაწყევლილი.

40 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თავის ეზოში ცაცხვის ძირას კაცს გაეღვიძა. სიზმარში კი არც სათაკილოდ, არც სირცხვილად არ უჩნდა წუხელ ხის არშიყი. პოეტის ფიქრი პეტერბურგში მუხლუხასავით გადაცოცდა: მთელი რუსეთის კედელ-ბურჯი, მწირი ერთგული ძმაკაცობა. როგორც ფაკირი თავის გუდას, ჩაშტერებია ხის ძირს იგი. ქოხმახის თავზე - თივის ქუდი, რუსულ შუკაში - მზის ციგლიგი. ახლა სატახტოს თეატრებში ჯერ არც ზარების რეკვის დროა. შორიდან ჰკივის ბეატრიჩე თუ დღის მაღალი რეგისტრია?! ნევის პროსპექტზე სასურველი ქალიშვილობა მინანაობს. სხეულმა უგრძნო - ასულები ჭორავენ: ბლოკმა ინანაო. ახლა ძნელია განჩინება წინ ბედია თუ სამარეა და ცარიელი განჯინები წამლის ბოთლების ამარაა. 41 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ბოშა მკითხავი - მხდალი ყვავი რომ მოშვებოდა მლიქვნელობას, ეგება კიდეც მიმხვდარიყო რა უფრო კარგი იქნებოდა, რა უფრო იმედს იძლეოდა ზედმიწევნითი ალბათობით: მენდელეევის სიძეობა თუ მშვენიერი ქალბატონი. ძალას ვეღარ გრძნობს გოლიათურს, გულიც აღარ აქვს მიგნებისად ჰაერში დენთის ბოლია თუ ნატისუსალი წიგნებისა. მალე ჩაიცმევს შახმატოვო დიდი სიკვდილის ავ მანტიას, ცვეტაევა და ახმატოვა გადიქცევიან შავ მანდილად. ხოლო ეს მეფე ტახტიდანვე გადასახლდება სადაც არის, სხვა მასპინძელი დახვდება და სხვა ამბიონი, სხვა ტაძარი. ეტყვის - მშვიდობა ამა სახლსო, აქედან მაინც ნუ გამდევნით... „და როგაჩევოს შარას ახსოვს ყრმა ბლოკის სტვენა უდარდელი.“ 42 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ლაბირნითი - შუმანის «კარნავალი» შანდლების შუქზე უკრავენ შუმანს თითები ჩემგან დაკოცნილები. ლაბირინთებში მივყვები გუმანს ხატზე მლოცველის გამოცდილებით. თითქოს დარბაზმა სუნთქვა შეწყვიტა, აყოლილია რიტმების ტოკვას, ვგრძნობ არეკლილ სხივს ოქროს ძეწკვიდან ჩვენ შორის გაბმულ იდუმალ თოკად. შუქის და ჩრდილის ფარდა შრიალებს და ფიქრი, სანთლის წვა რომ ართულებს, გვამსგავსებს პაჟებს ფარ-დაშნიანებს, ძველი კოშკიდან წამომართულებს. როცა გადივლის უბრალო ბოგირს, უსიერ ტყეში შევა მსმენელი. უკვალავ ბილიკს გაჰყვება, როგორც სდევს ქვემდებარეს შემასმენელი. შენი განგებით ვემორჩილებით შანდლების შუქზე შეაბჯრულ შუმანს. ფოთლები სარკმლით შემოჭრილები ეფინებიან ხალიჩას ჩუმად.

43 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


დიდუბე მიხეილ თამარაშვილის ხსოვნას " გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი."

ეთიმ-გურჯი

შორ ქვეყანაში იტარიელე, რა გქონდა ჩვენგან გასარიყავი. შენ დაუმტკიცე იტალიელებს, რაც იყავი და რაც არ იყავი. დღეს დიდ უბეში გიკრავს დიდუბე რაინდის სულის ლამაზ მეცნიერს. მამულის ციდან წინწკლავს, იქ თურმე ცრემლები სცვივა მამაზეციერს. ჰაერსა ჰკვეთავს ზარების ჰანგი და ერთი ზარი თითქოს სხვას უხმობს. „რა ხდება?“ - ტაქსში კითხულობს ფრანგი. „დედა შვილს მარხავს“, - მძღოლი პასუხობს.

44 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


*** ამხედრებულმა გადმოლახა მთა და ფშავიდან თვალდადღლეძილი გენიოსი თბილისს ჩავიდა. დაღვარა ცრემლი, მწარე ცრემლი, როგორც მელანი, მოსპო, დასწყევლა, შეაჩვენა ტურა-მელანი. გაბრუნდა, მაგრამ წიწამურის გზით არ ავიდა ფშავის ბილიკზე. არ მოსცილდა ფიქრი თავიდან: „ლაშარის გორზე როდის უნდა დადგეს ლუხუმი...“ გაწვიმდა. მთებზე გადავიდა მეხის გრუხუნი.

სიმონ ჩიქოვანი "ცალი თვალით ბრმავდებოდი."

ს. ჩიქოვანი

მგოსნად გაჩნდი და დარჩი მგოსნადვე, თუმცა სახეცვლა კი გამოცადე. ვაჟკაცი იყავ, მღეროდი, ქუხდი და ვაჟას პაპის სიბრმავეს წუხდი. 45 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


არა გჯეროდა მცირე სამშობლო. ახლაც არ გჯერა, ღმერთმა გვაშოროს! შთამომავალო, სადავოს ნუ ხდი, დიდი წინაპრის სიბრმავეს წუხდი. ხან არმაზიდან ირმად ყვიროდი, გვაკრთობი გულის უნაპირობით. შენს ჭკვიან თვალებს მადლობას ვუხდი, ბრძენი მოხუცის სიბრმავეს წუხდი. ვერ გეთმობოდა მცხეთა ვერაფრით, გადაუხსენი მკერდი სერაფიტს. დღე შეგეცვალა მზიანი - მუხთლით, უიღბლო კაცის სიბრმავეს წუხდი. მწუხრი აბოლდა მერე საშინლად, ბნელს შეერიე და შენ მაშინაც, როცა სინათლის ჩაგიქრა მუხტი, გურამიშვილის სიბრმავეს წუხდი.

46 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ზედაზენზე მე გავიარე გუშინ მცხეთაზე, სადაც ერეკლე უკვე ჩამქრალ მზედ ასვენია, მერე ვეწვიე მუხნარ ზედაზენს, მცხეთის მაღლა რომ ძველისძველი ზედაზენია. ხეთა ჩრდილები ანელებდა პაპანაქებას, ველური პიტნა აფრქვევდა სურნელს. ხეებს ეხურათ ფაფანაკები, სადაც ორასი წლის ყვავები ბუდობდნენ თურმე. გულს ვიხარებდი ბუნების დვრიტით, აქ ყველაფერი ჯერ არ იყო მზით გადამწვარი და განაბული, როგორც მაღალ ბალახში გვრიტი, იდგა ტაძარი, ვით პატარძალი. აქედან რეკდა სამრეკლოს ზარი ნუგეშინის და იმედის ხმებად. მერე ძველ კედლებს შემზარავი გაუჩნდა ბზარი და ზოგიერთი 47 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ახოვანი მუხაცა ხმება. ვენერას ციმციმს გაუსწორა თვალი აქედან ლამაზი სულის ქართველმა ქალმა. შუადღის ცაზე მე ვერარა დავინახე და ცხადად ვიგრძენი სხეულში გვალვა. როცა წამოველ და გადმოვვლე გალავნის ზღუდე, თუმცა არავის უთხოვნია გულთბილი: „დარჩი“, ორასი წლის წინ შეკერილ ქუდებს მუხები უხმოდ მიხდიდნენ ქარში.

ნახევარმაჯამა ჩემო პატარა სახელო, ჩემო თავო და ნისლა თმავ, დიდი პოეტის სახელო არ გვიწყალობა ყისმათმა. მაგრამ ცრემლჩამოღვენთილი როდი ვუვლიდი დავლურს მე პალოს, რომელიც ღმერთივით გორის ციხეზე დავლურსმე.

48 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ვლოთობდი, ვწერდი, ვყვარობდი, ფიქრიც გამაჩნდა ულევი დარდიანეთის წყაროთი ნებივრად ნასულდგმულევი. ლეჩხუმური ნატურმორტი თხელ მუშამბაზე: შემწვარი ქამა, გემოიანი, ვითარცა მწვადი. სურნელოვანი ქინძი და კამა, ლობიოს ქადა და თონის ჭადი. კამკამა ზეცის ლურჯი ვიტრაჟი. მოსალოდნელი ყანწის მალაყი და განაბული მინის ლიტრაში ჭაჭის არაყი ჯაჭვის ვარაყით.

ჯადოსნური სასახლე არც სითხე, არც ობი, კაცს ითრევს 49 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ღვარცოფი ათასსახოვანი: სხვადასხვა ყომარი, სხვადასხვა თავდასხმა, ღალატის ღალათი ნანატრი ხალათი და ქალის უარი. აქ არის, თუ არის: იმედის დამსხვრევა სიმების ნაზ ხმებად და ალის მომდებად გრაალის გოდება, მგელი და სელაპი

50 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ელიტა ვერაგი, ბნელი და ფერადი, მკვლელი და ბელადი. ქუდიც რომ შეგიგდონ, უბიწო შეგირდო, თუ შენ ხარ ვაჟკაცი, ნუ შეხვალ მაგ სახლში.

ჩემო მკითხველო! ჩემს მერე თქვენი თაობებია და ამ თაობებს ვენდე, ლექსებს, რომლებიც დაობლდებიან ჩემი სიკვდილის შემდეგ. ეტყვით, სიცოცხლე ვით არ მრგებია და ასმენინებთ ზე მდეგს ლექსებს, რომლებიც ითარგმნებიან ჩემი სიკვდილის შემდეგ.

51 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ეტყვი, მკითხველო, ზოგჯერ ეკლებად როგორ ვაწრთობდი დღემდე ლექსებს, რომლებიც გამოქვეყნდება ჩემი სიკვდილის შემდეგ. მოსპობ, რაც შენგან ნაღმერთებია თუკი ქუსლებით შედექ ლექსებს, რომლებიც ამღერდებიან ჩემი სიკვდილის შემდეგ. ზოგს თავის ჩენა ახლა უნდება, ხვალ შენ გააცნობ შედეგს ლექსებს, რომლებიც გახმაურდება ჩემი სიკვდილის შემდეგ. ყველას არა ვთვლი ოქროს ბეჭდებად, დღეს ვერ დაარქმევ „შემტევს“ ლექსებს, რომლებიც დაიბეჭდება ჩემი სიკვდილის შემდეგ. შთავაგონებდი ლამაზ ოცნებებს სულ უკანასკნელ შრემდე ლექსებს, რომლებიც გამაცოცხლებენ ჩემი სიკვდილის შემდეგ. ის ლოზუნგები და ის ტემპები როგორ ამაოდ სდევდნენ ლექსებს, რომლებიც დაისტამბება ჩემი სიკვდილის შემდეგ. 52 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ზოგი თუ ქვეყნის ამომგდებია, თქვენ უპატრონებთ ჩემდენს ლექსებს, რომლებიც არ მოკვდებიან ჩემი სიკვდილის შემდეგ.

ვარიანტი კაცთა მოდგმის დალოცვით გვამცნობს წარღვნას იესო. აერია ტაროსი ოთხივ თვალსაწიერსო. მთის გაგება იცვლება და საზღვარი საზღვრისა. დააბნელეს ნისლებმა დედამიწა საზიზღრად. დღეს ნამუსი ულვაშებს ვერ წარმოუდგენიათ. ოკეანეს უმლაშებს ხალხს ბოროტი გენია, შენ მე აღარ გიყვარვარ, არც მე შენკენ ვისწრაფი. სიძულვილის ტიხარმა გამიტეხა მიზრაფი. 53 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ყველაფერი იყო და არაფერი არ არის. აცამტვერებს სიღოდას მარმარილო კარარის. მე მეწვევა დალეწვა, იღბალი და ბედი - შენ. ლოკოკინის გარეწარ ომიდს გააფეტიშებ. ნუთუ უკვე ანათებს დასასრული ნამდვილი, მინდობილი კამათელს ოსმალური ნარდივით. ჩაინთქმება ბრიყვული ასტრალური თარეშით მთვარე ამერიკული ავსტრალიურ მთვარეში. ყური უგდე მიწის გულს მეწისქვილის ყურებით მუზარადში იწვის კუ, მე ვერ დავეხურები. სიხარული არ გვყოფნის, ვერც ვეყოფით ორთავე. სიყვარულის ნაყოფი მიწა ისე ტორტმანებს, 54 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თითქოს გააქციესო მეცხრე ავენიუდან მაცხოვარი იესო და უკვდავი იუდა.

ერთისთვის იური კაკულიას

რადგან არ ვგავარ კაცს გამოუთქმელს და პირდაპირ თქმას ვეტრფი საოცრად, უკვე დრო არის, თავს გამოვუტყდე ერთისთვის წერდნენ „ვეფხისტყაოსანს“. სამიათასი წელია დევნის დევებს ერთისთვის სულკალმახის ძე. ერთისთვის კოჭლმა მსოფლიო მთელი ლამის ააგო წუნკალ მახვილზე. მხოლოდ ერთისთვის წიგნი იცემა, ადამიანურ სვეთი მცხოვრები. მწამს ერთს მიუძღვნა არსაკიძემაც მარჯვენაცა და სვეტიცხოველიც. დიდი ხანია შევმოსეთ დაფნით სამშობლოს ფასის ნამდვილი მცოდნე, 55 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მაინც ერთისთვის წაისვა თაფლი და ტყვედ ჩაბარდა მონღოლებს ცოტნე. თუკი არაფერს არ ქმნი და ნანობ, ვერ აენთები ძალუმ ჩირაღდნად. შექსპირს ერთისთვის თარგმნიდა ვანო და იმ ერთისთვის გაუჩინარდა. აგერ დამცველი მავთული მოხსნეს, ჯამბაზი მისდევს შიშველ სადენებს და იმ ერთისთვის გადარბის თოკზე კულისებიდან თვალს რომ ადევნებს. უცოლო ყრუც კი ერთის „ქმარია“ იმ ერთს მიართმევს „მთვარის სონატას“. ერთს უმღეროდა ხოზე მარია დე ჰერედია თავის სონეტებს. დონ ხოზემ ერთს ვერ შეუნდო მარცხი და ერთს გაექცა განჯაში ნიკო. ერთს მიჰყვებოდა საფლავში მარქსი, მაგრამ საფლავიც ერთისთვის იყო. სცენაზე უცებ ატყდა ვულკანი მაცნე ვნებათა მარადისობის, ეს ხომ ერთისთვის ცეკვავს დუნკანი ფეხებშიშველი, თხელი ბისონით.

56 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


„ნულს“ რომ უტოლებს „ერთს“ ფუტურისტი, ბაღდათის მზით რომ არი ნაკოცნი, უეჭველია, ერთის გულისთვის დააწვა სასხლეტს მაიაკოვსკი... მესამე ზარი... იწყებ სულთან ომს, მზერა გიხდება რაღაც სპეტაკი და იმ ერთს ეძებ, ვისაც გსურდა, რომ მოსწონებოდა შენი სპექტაკლი. როგორც აკვანს და კუბოს, ბედი სთლის ადამიანთა გამყოფ გისოსებს. როცა მოვკვდები, ალბათ - ერთისთვის, დანარჩენისთვის ლექსში ვიცოცხლებ.

*** ჯიბეში ხურდა ფული დავთვალე და ვაძლევ აფთიაქარს შეკვეთას: მომეცით ვარდისფერი სათვალე, რომელიც ბავშვობაში მეკეთა.

57 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


რა მიხარია რა მიხარია? თიხის ჯამში ბედის ვარსკვლავი არ ჩამვარდნია შუაცეცხლთან გაშლილ ტაბლაზე. არ შემომყრია ჩემი მტერი - ბოღმით გამსკდარი, არც ტყიბულელი მეგობარი, გვარად ტყაბლაძე. არ შემხვედრია მწყურვალს წყარო, არცა ონკანი, არცა ბასკების ნაშიერი კოპინა ივო, შენს თმას ჰკოცნიდა ქვენაქარი, თვალი მოვკარი, გაუქმებული წისქვილივით ლამაზო ქვრივო.

*** ეგონა, მთელ თვეს სასთუმალთან ასვეტილ ქმართან მაინც იტყოდა სიმართლეს ცოლი. ქვეშეცნეულად მოელოდა საშინელ მართალს ძრწოლით.

58 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


და დაუხუჭა თვალები კაცმა, ჩამოკრა გლოვის მწუხარე ზარმა, ქმარს მოუწია შავების ჩაცმა, ჭირისუფლებმა დააფარეს ქალს თეთრი ნარმა. ასე დაიწყო დრამის სპექტაკლი. მოსამძიმრენი მოდიოდნენ. წმინდანის დარი იწვა ქალი და ღიმი აჩნდა სათნო, სპეტაკი. ტყუოდა მკვდარი.

სულხან-საბას კათოლიკეთა აბატო, მონათლული ხარ საბადო. გაშლილი შუბლით აშუქებ ქართული ენის საბადოს. შენ რომ სანთელი აღვენთე, მეც ხომ იმ სანთლით აღვენთე. ვდგავარ, უკვდავ სულს ვუბერავ ქართული სიტყვის ნაღვერდლებს.

59 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ია კარგარეთელის ანკეტა იასთვის ცხოვრება სიმღერაა, მის ყოველ ბგერაში მღერა ისმის. ის სულში ატარებს იმხელა ალს, რაჭული თონეც რომ ვერ აისვრის. მიწიერს არაფერს ემონება, კარს მხოლოდ მუზების უფალს უღებს. ანკეტის კითხვაზე: ეროვნება ნამდვილი ქართველი, უპასუხებს.

ტიციან, ტიტე... "ჩემი საფლავი ძველ ქალდეას იქნება მზეზე." ტიციან ტაბიძე

ვერ დავივიწყებთ იმ ტრადიციას, რასაც ვუწოდებთ საფლავზე გასვლას, მაგრამ ცხოვრებამ გიმტრო, ტიციან, დემონის მსგავსმა. და ვერ გაწვეთებთ საფლავზე ღვინოს, არც ადგას შენი ქანდაკი - ტანით. ნუგეშს ვეტყოდით მხოლოდღა ნინოს, მხოლოდღა ტანიტს. უეჭველია, შენი საფლავი ძველ ქალდეაში იქნება მზეზე. 60 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ვერ აგაყენებს სევდა მზაფრავი აჩრდილად ზეზე, მაგრამ მოვა დრო ყვავილთა ფენის, მანდ მომავალი გეწვევა, ტიტე, და ბღუჯა-ბღუჯა დაგაყრის შენი სისხლისფერ ტიტებს.

ორბეთში ვიცი, დაღლილი ხარ ფიზიკურად და მაინც ხარობ ჩამობრძანებით. ორბეთის ციხეს - ნამდვილ ზიკურატს უმზერ თაყვანით და მოკრძალებით. აქ აღებული კაჟის ნამსხვრევი უნდა ატარო, როგორც თილისმა, სიცოცხლის მადლის არის ამხსნელი, თუმცა შეიცავს თვით სიკვდილის მადლს. წვიმამ ნაღველი მოგგვარა, მგონი, მოითარეშა წვიმამ ორბეთი. ასე დარდობდა - „ვაჰ, დრონი, დრონი“ პოეტი - შენი წინამორბედი.

61 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ჩემი სკამიდან ჩემი სკამიდან ივლისის მზირალს რად დამეუფლა უქეიფობა. განა გეენის ტაფაზე ვზივარ და განა გული უკვე იპობა. იქ ვიმყოფები (თუმცა აქა ვარ), ამომავალი მზის ქვეყანაში. მიასვენებენ აკუტაგავას. ჩემი სკამიდან ვისმენ პანაშვიდს.

წერილი ლამზირას მოსკოვვში ლამზირ, შენ ახლა უკვე სამოც წელს მიატანდი. მეც გიბერდები, მაგრამ მაინც კვლავინდებურად მხრებით ვუდგავარ ჩვენს სიყვარულს, როგორც ატლანტი და მაგ ტკბილი ხმის მოლოდინში გავრინდებულვარ: „ტროლეიბუსით პლეხანოვის გაჰყვები გამზირს, ჩამოხვალ მარქსის მოედანზე...“ ნეტავი იმ დროს! დღეს ეს გამზირი 62 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ორღობეა უშენოდ, ლამზირ, და მოედანიც უკაცრიელს მაგონებს მინდორს.

*** მე წყალთა შორის სამ რამეს ვწყალობ, რომ არ შემრცხვება არასდროს პირის: ჟუჟუნა წვიმას, გორიჯვრის წყაროს და ცრემლს, რომლითაც ჟუჟუნა მტირის.

უქმი დავა პოეტი სხვას რომ ეტყვის ტომეულთა პატრონი: მე ვარ, ძმაო, პოეტი, ბევრი წიგნის ავტორი... მინდა, დავუცაცხანო: კაცო, ეგ რა გიქნია?! ნამდვილ პოეტს, საწყალო, მხოლოდ ერთი წიგნი აქვს. ოცი წიგნი დასტამბა ერთმა ვინმემ უკლებლად, თუმც არა მაქვს მასთან ბალღს 63 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


შეფასების უფლება, მაგრამ ვიცი - არცერთი ლექსი რომ არ დარჩება, როგორც ტუფლი ნაცვეთი დაეშლება ლანჩებად... ამპარტავნულ ბრძოლებზე ამ სენისგან ამცერით, მე არ ვიცი მოლექსე ოცი წიგნის დამწერი. დავიღალე უქმ დავით, ერთ წიგნზეც ვარ თანახმა, თუკი ამ წიგნს უკვდავი ერთი ლექსი თან ახლავს.

უცნაური საამქრო გარედან რებუსად აკრულა ისეთი წარწერის ფირნიში, რომ ვერვინ ვერ მიხვდეს - მზაკვრულად თუ როგორ მზადდება ფინიში. საამქრო, ქცეული დარბაზად, დახშულა, არ უშვებს მუზის ქარს. აქ ჩიტებს ესვრიან ზარბაზანს და სპილო გამოჰყავთ ბუზისგან. 64 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


შეხსენება აკვანს, რომელშიც არავინ არ წევს, საქართველოში არავინ არწევს.

*** ო.ჩ. გადაგეხვიე, მერე სახემსე სუფრა გავშალე. ძველ დროს ვიგონებთ. გადაუვლიათ ქორონიკონებს მაგ შენს უღმერთოდ ქართულ სახეზე. წვიმის ხმა გასდევს ჩვენს ხმას რეფრენად (საწვიმარ მილში ჩხრიალებს წყალი). მახსოვს: ჭაბუკი იპყრობდი ყამირს და მასწავლიდი უმცროსს მე ფრენას. სიყვარულის და სიყრმის დავთარი გავშალეთ, დროა მოგონებათა, რომ არ გაძლევდა გოგო ნებართვას, მისულიყავი მასთან დამთვრალი. 65 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ჟამთასვლის კიბეს სდებია ხავსი იადიგარის საყნოსავივით. იმ საბატონო-საყმოს ავივლით, მომავალში რომ არა აქვს მსგავსი. გიმზერ და გმინვა დამიწყო ტვინმა, რომ შენს უღმერთოდ ქართულ სახეზე ვკითხულობ მკაცრად ნაწერ სახელზმნებს: „ტანჯვა“, „გაძლება“, „შეწირვა“, „დრტვინვა“.

აგარაკი

ფიჭვნარში გაბმული ჰამაკის ცთუნებაზე მაღლდები იმ სულით, რომელიც გასულდგმულებს. მაშ, წავალ შენგან შორს, ბუტიავ, თუ ნებას მე დამრთავენ, გავყვები სახლიდან გასულ მდგმურებს. თავს ხელებს ამოსდებ და ტახტზე გადაწვები, იფიქრებ - ვინ შენი სატრფოა, ვინ - დობილი. ოგინსკის „პოლონეზს“ გაჰყვები გატაცებით ჩელოს და ფლეიტის მაყრიონს მინდობილი. ტყეში ხმა მოგვწვდება სმენად, შესახებად სიწყნარით ისედაც განაბულ-გასუნთქულებს. 66 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მუსიკა მე ისეთ მაგიად მესახება, რომელიც შენ, როგორც ჯადოქარს, გასულდგმულებს. იორღის ჭენებით გაირბენს შვებულება, კარზეა მომდგარი ახალი ფერიცვლობა. ხვალ უკვე აქაურს ვერ იცნობ შენ ბუნებას, როგორც თვით ეგ შენი ბუნება ვერ იცნობა. მაინც მსურს, რომ ზღაპრის მაგივრად დამახსომდე არც დინჯი, არც ძალზე ხმამაღლა მოკისკისე, ლამაზი, კევზე რომ წასულხარ არასოდეს, გოგონა, რომელიც გიჟდები ოგინსკიზე.

*** რას ყელყელაობს ნორჩი ტუია? ზედ დავლური აქვს ორ ჩიტუნიას. ბუნებასთან ომს მორჩი, დუნიავ, მასზე ლამაზი რა უნდა შექმნა?! ლუიმ, ჰენრიხმა, ვანიამ, ჯეკმა მიწაში დაფლეთ თოფი და ჩექმა!

67 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


რუ (ყველაზე გამხდარი სონეტი) რუ ვის ჰგვრის ბრუს? ყრუს, ვინც ძლივს დუმს. ტყეც არ ცნობს დღეს ავ სნობს.

68 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


„ტრუბადური“ მანრიკოს, თითქოს მოფრენილს ციდან, ჩვენ ვუცქეროდით ბელეტაჟიდან. იყო მუსიკა... მერე ტაში და შეძახილები ერთმანეთს ცვლიდა. ვისხედით წყნარად. ერთიმეორეს თითებს თითებზე ვუფათურებდით. იქ კი გმინავდნენ ტრუბადურები, ხოცავდა ომის ღმერთი მეომრებს. გამოხდა ჟამი. ვნატრულობ გვერდით შენი გამხდარი მხარის შეხებას. ან თუ ოდესმე შემეჩეხება იმ ბრწყინვალებით მაესტრო ვერდი. მაგრამ ის სცენა, ის ბელეტაჟი, შეყვარებულთა უწყალო ჟლეტა გაიყოლია მდინარე ლეთამ და ჩვენც ვიხრჩობით ცისფერ ლეთაში.

*** ამშვენებს ჩემი წინაპრების სახელს „მცირე“ რამ: ნაჭედი ფრაზა, საკუთარი ლექსი - მონეტა.

69 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ღმერთო, ნუ მოშლი საქართველოს სახეცვლილებას დღეს საგურამოდ, ხვალ - სხვიტორად, ზეგ სიმონეთად.

ფერიას ჩემო ფერიავ, ფერწაუშლელო, ჰაეროვანო, მუსიკალურო, მე შეიძლება, გავძლო უშენოდ, მაგრამ ვერ გავძლებ უსიყვარულოდ. მე შეიძლება, გავძლო ულექსოდ, მაგრამ ვერ გავძლებ უპოეზიოდ. ეს ის დრო არის, უერთგულესო, ჩემთვის რომ უნდა კუბო ეძიო.

ქალღმერთის გვერდით მიყვარხარ! - რომ ვუთხრა, რა ცოტა იქნება. ბრძანდება ის უფრო მდიდარი ზმნის ღირსი. ვსველდები წვიმაში, ცა იქცა ჯიქნებად. იერსაც ვერ გვიკრთობს გამვლელთა ღიზღიზი. წარღვნაა და წვიმის გვიამბობს ბალადა ვინ ფული დაკარგა, ვინ - ცოლი, ვინ - თავი. 70 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ის ქოლგას მაშველებს - ათენა-პალადა, თავადაც ნირვანის ტალღებში მყვინთავი. სამყარო ფერხთა წინ გვიგია გართხმული. წინ მივალთ - ეს ელვა სამოთხის აბრაა. ასეთი რწმენით თუ ვიდოდნენ აღთქმული ქვეყნისკენ ოდესღაც სარა და აბრაამ. ქალღმერთი, რომელიც მენდო და გადამყვა, გულმკერდზე ეჭვითა და შიშით მივიგზნე ოდესმე ნუთუ ეს ჩვენი სვლა მხარდამხარ შეწყდება ცხოვრების შამბიან ბილიკზე?!

არაპოპულარული მუსიკის პოპური

ნამდვილ სიყვარულს ვიგერიებ და გზას ვუკაფავ ოცნების ქალს ლექსით, რომელიც ბგერებია ზღვისგან, ქარისგან, ფრთოსნებისგან. მხატვრობა მიყვარს, მაგრამ დეგად არ შევუქმნივარ მე ბუნებას. დაღმართზე ისე მაღამდება, ვერვის გადავცემ მეფურ ნებას.

71 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ვერ დავიშლები მე ფერებად. ჩემთვის უხმო ტყე მელოტია. გორის ციხიდან მეფერება ქოჩრისამშლელი მელოდია. კი, ვუთათხივართ, რა მუსიკა?! ამ დროს რას მიედ-მოედები?!.. უნდა გაგაჩნდეს ნამუსი კაცს, მომრავლდნენ ქურდი პოეტები. ბევრი ჩემგანაც უტაციათ, ეს შეგნებაა მწარე ცრემლზე. ჩემს რითმაზე აქვთ ყურთაწია ორ პოეტესას და რეცენზენტს. მიმომხილველო უმეცარო, როგორ ამტკიცებ ნამდვილ ტყუილს?! ის განწყობა მაქვს - მრუმე ცა რომ გხურავს და ქაჯის ლანდი ყმუის. ეგ არაფერი, ჩემო ძარღვო, სახმო სიმებო - ნუ მოეშვით, პროცესიაზე შემოვძახოთ: ქარიშხალი წევს კუბოებში! ქართული სული რომ დამარხო, ტოლფარდი სულის უნდა იყო, მასთან ვერ მიხვალ ოდნავ ახლო, ციხე არ ტყდება, თუნდ აიღო. 72 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


და მაჭარივით ტკბილი სისხლი მაფრთხილებს - გეყო შეჭირვება, ტრაქტატის ნასკვი თბილისის წინ ყელზე ყულფივით გეჭირება. სავანე თვისი რუსს იქა აქვს... შემინდეთ მსუყე არქაიზმი. ჩემი ლექსები მუსიკაა, კონცერტებზე რომ არ გაისმის.

მამას

მიგაჩნდა უმაღლეს იდეად ცრემლებით ნამული მამული და თავი არ გაგიყიდია არასდროს ჩეკისტის ჩექმისთვის. იომე, დაღვარე სისხლი და იმ ცეცხლის ღადარში გადარჩი.

73 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მე შენი სინდისი მიხსნიდა ღიას თუ დაკეტილ გაკვეთილს.

*** შენ შორს მიდიხარ. ზღვა გეძახის და ზღვა გაქეზებს. ხომ არ უცქერი საბოლოოდ ბათუმს და ამ მთებს? გრჩება კი ქალი სამშობლოში, ვინც შენს სახელზე ტაძრის ეკვდერთან აბაზიან სანთელს დაანთებს?

რა არის სიყვარული როცა თქვენს თვალებს ყოველდღიურ მოთხოვნილებად ექცევათ ერთი და იგივე სახის დანახვა, დაეძებთ ხალხში ან სიზმარში სთხოვთ მოვლინებას, თუ ვერ შეხვდებით, თვალმოკვრაზეც რომ ხართ თანახმა, 74 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


როცა ერთადერთ ბგერას იჭერს თქვენი ყურები აურზაურში, სადაც ძაღლი ვერა სცნობს პატრონს, როცა ორნი ხართ ხალხის ზღვიდან გარიყულები ბნელ ხეივანში და უმთვარო საღამოს ნატრობთ, როცა თქვენს ტკივილს დაგავიწყებთ მისი ტკივილი და ავადმყოფის მიერ წუთით დახუჭვა თვალთა თუ მოგეჩვენოთ ტვინარეულს მზის სიკვდილივით და მწუხრი ტანზე იგრძნოთ მძიმე, სისხლიან კვართად, ეგ გახლავთ სწორედ სიყვარული, ბატონო ჩემო, ვნების სურაში დამწყვდეული არი ჯინივით. ზოგჯერ ტკბილია, ზოგჯერ მწარე დაჰყვება გემო, ხან ერთდროულად ტკბილმწარეა დარიჩინივით.

75 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ჩამოდი დავიწყების ქარს გავატანოთ იწილ-ბიწილო, ჩამოდი ჩემთან, ძველ ფარდაგზე ვიძილღვიძილოთ. გიამბობ, თუ ტყის მეფე როგორ მოკლა ფერიამ, ვისთვისაც კაცის სისხლის დაღვრა არაფერია. შეგატყობინებ, რომ ფერია მეც მითვალთვალებს. მწიფე ყანაში როცა ვწევარ, მესმის, თავთავებს რომ აშრიალებს მისი სული, გრძნეული სული. ჩამოდი, სანამ გადმომდებდეს ფერია სურვილს, დამიყენებდეს თვალებს, რომ შენ ვეღარ გიცქირო, ის ხომ ისეთი მაცდურია და უსირცხვილო.

*** მე გავექცევი მოსალოდნელ უბედურებას, რითაც მოგიტან მოულოდნელ ბედნიერებას, თორემ ჩემს სულში ბილწ საცეცებს უფათურებენ ქვეგამხედვარნი, წოდებულნი ქვეყნიერებად.

76 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სოფლის ჭალასთან დავცემ კარავს წვერმოშვებული. ბავშვობის გუნდი მიმასპინძლებს ლაღი ძმებისა. მოვეშვები და მემუარებს ვწერ მოშვებული, აწ დაზღვეული ჰიმნის ხმაზე გაღვიძებისგან. დამავიწყდება, სიყვარული რომელ ხეს ება ან რას ანთებდნენ ჩემს ხსოვნაში ჩამქრალი ქოხნი. არ გავაგრძელებ მწვანე მოლზე სმა-წახემსებას და, რა მიწადაც უნდა ვიქცე, იმ მიწას ვთოხნი. ზოგჯერ გავრეკავ მეზობლების ამოლაფულ თხებს, დავიჭერ ხელში ყავლგადასულ რეკვიზიტს სახრეს და სისხლიანი ნახველივით ამოვაფურთხებ მტვრიან შუკაში ყელზე დამდგარ შენს ძვირფას სახელს.

77 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


უსათაურო

როდესაც მთავარანგელოზი ეწვევა ჯუმათს, მკვდრის მზე მისწვდება შიო მღვიმის როდესაც საყდარს, როდესაც ქალი აღსარებას წარმოთქვამს ჩუმად იმედით - ღმერთი რომ შეუნდობს საქციელს წამხდარს. როდესაც მამა თადეოზი იქ მატრაპეზებს, სადაც იხილავ ვერხვებს ხმელებს და ახოვანებს და ჩემ წინ სავსე მთვარესავით დიდ მათლაფებზე აღდგომის კვერცხებს ნაკვერცხლებად დაახორავებს, როდესაც ყრმანი ვერაგულ სენს სძლევენ სინორჩით, როდესაც კოცნა თავგანწირვის ფასად გიჯდება, როდესაც ჰამლეტს ისევ უყვარს ძველ ელსინორში გაგიჟებული ოფელია გასაგიჟებლად, მაშინ არ მინდა, ჩაქრეს ჩვენი ბედის ვარსკვლავი და ოცნებათა ზღვაში შეწყდეს ჩვენი ტივტივი, არ გამოგვედოს ბორკილივით ანდა ქვასავით აზვავებული სიყვარული ზურგზე ტვირთივით.

78 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ხელის მტევნები ჩამაწურე ფერგაცლილ თმაში, დამსკდარ ტუჩებზე შემიხორცე ნაჭრილობევი, თაკარა მზეში გამიკეთე მზისფერი თავშლით ოქროს ჩარდახის დასადარი საჩრდილობელი. გვიან მობრძანდეს ბედისწერა, ჩემზე მომძლავრდეს, შენ აქ დაგტოვებს, მე წამიყვანს, განა ვეჭვდები. შერჩება კედლის კალენდრიდან ერთერთ მომძვრალ დღეს ჩემი თითების ნერვიული ანაბეჭდები.

*** ალმური მხუთავს სასაფლაოსი. იქ წასვლა მიწევს, ეხ, ადრეული, სახლში შევდივარ ფეხათრეული, როგორც პირუტყვი სასაკლაოში. აქ დატოვებულ ჩემს ნაბილიკარს, ჩემს პოეზიას - ასვეტილს გარეთ ორგროშიანი გაზეთი კარებს გაუღებს, როგორც შემცდარ ლირიკას. არ გეყოლება სანდო მეურვე და მიენდობი ბედის დინებას, არ აპატიებ დედის გინებას გაზულუქებულ სამტომეულებს. 79 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


გინდაც დაგებნეს მისამართები, ჟამი ჟამით ვერ დაგასნეულებს. თუ ვერ გაუძლებ ათასწლეულებს, არც სხვაზე ადრე მისამარდები.

მხარი ხარს არ ვგვანებივარ კანტს და ციცერონს, არც მიცხოვრია ბრიყვად. ჩემი სიცოცხლით დავამტკიცე, რომ ადამიანი მიყვარს. როცა ეკრანზე ტორეადორი, წაქეზებული ქებით, მიწაზე გდია ნათრევ-ნატორი და დაჯგვლემილი რქებით, ჩამტვრეულია კაცის ნეკნები, სისხლი სდის ხარის გავას, როგორც პოეტი, მთელი შეგნებით ხარის მხარეზე ვდგავარ.

80 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თვითმკვლელი ღრმა სულიერი დეპრესიის ჟამს, როგორც უაზრო პარანოიკმა, ერთი შეხედა ეკლესიის ჯვარს, მერე ცოცხალი თავი მოიკლა. და მიცურავდა ფუყე და ჭკვიან თავებზე იგი - ჩვენზე მაღალი. დაბადებული ძალიან გვიან, ცას ვუსახსოვრეთ, ვით არმაღანი. ყოფნა-არყოფნის საზღვარზე მდგარი, გაჩხრეკაღა რომ უკლდა მებაჟის, კუბოში იწვა ლამაზი მკვდარი და მიდიოდა უკვდავებაში.

აღდგომა გვერდზე გადაბრუნდა დედამიწა. იქ რომ გაანათა ბერმუდი მზემ, მე აქ მთვარე, როგორც მედალი ცას, ისე დავაბნიე ბნელ მუნდირზე. ხევი, ოსეთი თუ ძურძუკეთი მთვარემ გააბრწყინა ჰაიჰარად. ეშმამ მთაგორების ძუძუმკერდის მჭვრეტმა თვალზე ხელი აიფარა. 81 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


კარგად აღარ ვიცი, რა ვისურვო, როცა ყინულეთი არ გამლღვალა, იქნებ შეგიერთდე, მამის სულო, იქნებ ჯერ არა მთხოვ ამგვარ ღალას. მაშინ ცოტა კიდევ მადროვე და შენკენ ნელა-ნელა დამაჩქარე, ეგებ გამიღიმოს „ანდრომედამ“, ეგებ არ აღმოვჩნდე თამაშგარე. მანამ დიად გულთქმას ვემძევლები, ვფიქრობ - დაამშვენებს როგორ თასებს მსხვერპლად შესაწირი ენძელები ჩემი სიყვარულის გოლგოთაზე. მე ხომ უფლისციხის ქვის თეატრმა შავი ჯოჯოხეთის ბჭეს მარიდა. არვინ მეუბნება: „ქრისტე აღდგა!“ არვის ვეუბნები: „ჭეშმარიტად!“

*** სხვისთვის ნუგეშად, შენთვის წვალებად მიცოცავ ტანჯვის ციურ კედელზე და წუთისოფელს, ეგზომ ცვალებადს, მწარე წამლებით იუკეთესებ.

82 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თავშექცევას რომ მორჩები ნოშპით, შენ დაგიფარავს თილისმასავით სიკვდილი, როგორც დროგამძლე კოშკი, აშენებული ძილის მასალით.

კითხვა-პასუხი - რა აზრისა ხართ ვერლიბრზე? - ცოტა მარცვალი, ბევრი ბზე.

მედეა ჯაფარიძეს საპატიო ყარაულში ნოდარ დუმბაძის ცხედართან შევცვალე ქალბატონი მედეა.

მხარზე ოდნავი ხელის შეხებით გათავისუფლებთ. არ იცით, ვინ ვარ. ქსოვილის ნაჭერს, შავად შეღებილს, თქვენს მკლავზე უცხოდ გაუდის ბზინვა. თქვენი დასწრებით აპატიოსნებთ მშობელი ხალხის საყვარელ მწერალს. ყველა მშვენებამ მაპატიოს მე ვინ მიმოაფრქვევს თქვენსავით მწველ ალს.

83 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სიმაღლე სულის და სილამაზე თქვენი მზითევი - არა ხუნდება. ვიდრე მოვისმენ ბელტის ამაზრზენ ხმას, კუბოზე რომ არახუნდება, მე მინდა, ვუთხრა მომტირალ-მომთქმელს: ამა ქვეყნისა ნახონ ძლიერთა, მარადისობის კანონი რომ თქვენს არსებობაში განხორციელდა.

ჰიმნი გენს დილა იდგა. კოინდარი ნამს იშრობდა ის-ის იყო, კაცს მოჰყავდა პოინტერი და თან ბავშვი აჩუკუდა. შენ გამიგებ, ცხენისწყალო, რას გამიგებ, მისისიპო, მზე მამა-შვილს უბზინებდა თმათა ბაშიაჩუკურთა. ზენაარმა იმისთვის, რომ აღებეჭდა ჯიშის წიბო, მათ სახეზე კეხიანი ცხვირი გამოაჩუქურთმა.

84 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


შეკითხვა რომ არ იყოს სამყაროში დედამიწა - პლანეტა, რომელზედაც კონტინენტი ევრაზია არ იყოს, სადაც ვნების ღელვა სჯაბნის ღელვას ოკეანეთა და მზად არის, მოღალატე გულის გარეთ გარიყოს. რომ არ იყოს აზიაში საქართველო - ქვეყანა და ამ ქვეყნის გულში ქართლი, ქართლში ქართა ქალაქი, ამ ქალაქში რომ პატარა ქუჩა არ გაეყვანათ და არ შეეწუხებინათ ძველი ძვალშესალაგი, იქ რომ სახლი არ აეგოთ და მის პირველ სართულზე ერთ ოთახში ღამით შუქი იმ კაცს რომ არ აენთო, ვინც ცხოვრების სიმარტივეს სიმარტოვით ართულებს, შენ ამ ქვეყნად ბედნიერი იქნებოდი საერთოდ?

*** არ მიცხოვრია ვუნდერკინდივით, ვიყავ ბოჰემის სპეციალისტი. ჩემში ეძებდი უდრეკ ინდივიდს, კრძალვით თაყვანი გეცი ამისთვის.

85 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ვწერ და ვსვამ, როგორც ვსვამდი და ვწერდი, ჩემში მღეროდნენ გორის ქუჩები და ღვინის ახლად მიგნებულ წერტში უარით მოგვრილ დარდს ვიყუჩებდი. მისხლობით ვთვლიდი მე სიხარულებს, ბევრჯერ დავთვერი და გამოვფხიზლდი, შენ კი იმიტომ მესიყვარულე, რომ მე შობილი არ ვარ ფოფხვისთვის. გახედე შარას - ასაფრენ ბილიკს, ზეცა მიგველის - ფიქრის საუფლო, მშობელი მიწა კი არის თბილი, მე და შენ მაინც იქ ვისაუბროთ.

შემოდგომის რეკვიემი შემოდგომის დარები დგას, წუხელ მთელი ღამე წვიმდა და ის წვიმა გამახსენდა, გონება რომ დამეწმინდა: გვალვა იდგა ზაფხულისა, შენ ტოვებდი კარმიდამოს, როცა უცბად დასცხო თქეშმა... ლამის თრთოლვამ ამიტანოს.

86 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


რა უბრალოდ, რა მარტივად, რა ხელებში შემომაკვდი. მომიკვდი თუ მე მოგაკლდი, მოგიკვდი თუ შენ მომაკლდი?! ამა ყოფის განსაჭვრეტად არა მყოფნის სიბრძნე განა? გონმა ჩემმა შენი წასვლა ვერც კი გაისიგრძეგანა. არ ვვალალებ, არ ვქვითინებ, ქვას არ ვიცემ, არ დაგტირი, ტვინში მირტყამს უროსავით ზედაქტილი ან დაქტილი. დედი, გისმენ, შენებური მომიყევი არაკები, დედი, მე შენ წარსულ დროში ვერ დაგელაპარაკები და მიწაზე სანამ დავალ, იფუსფუსებს შენი გენი, რომლის ფასი, ბოდიშს გიხდი, თუ კარგად ვერ შევიგენი. მაინც ბრუნავს დედამიწა, მაინც დგება ჟამი ხვალის. გინდა, გითხრა ამ ნირწამხდარ საწუთროში რა მიხარის? მარადიულს რომ გპირდება, დედი, სიუკვდავეს წლები, 87 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მტერზე გამარჯვების აღლუმს რომ ხვალ ერთად დავესწრებით. ჯერ კი შემოდგომაა და წუხელ მთელი ღამე წვიმდა... ჯღაბნას ეგებ, შენს სურათზე, ჯობდა მტვერი გამეწმინდა...

წამალი ქართლის მინდორი! შეგიტოკდა ყვრიმალზე კუნთი, ფერიც მოგეცა. იმის ხილვა გასულიერებს, როგორ აცეკვებს მოზუზუნე ფუტკრების გუნდი ველზე ფერხულის სათამაშოდ გასულ იელებს.

88 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სიყვარული ყინვაში "იგი ყინვიდან შემოვიდა". ა. ბლოკი

წარბები, შავად გადაკალმული, იმ მკაცრ ყინვაშიც გხატავდა დიდად. შენს კაეშნიან სახეს ალმური მიმზიდველს ხდიდა. სიტყვები შენი ჟღერდა უმკაცრეს ფუგად და სურნელს აფრქვევდა უჩვევს, როცა აპობდი ჯერ დაუკოცნელს, გაბუსხულ ტუჩებს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობით მე დავისახე მიზნად დუმილი: მესმინა შენთვის, - ოქროპირობდი ღვთის ნათლულივით. მაშინ ჩემს თვალწინ დადგა ხილული ჯვრის მონასტერი მაღალ ათონში. მე შენ მიყვარდი, მთლად გაყინული და განათოში.

89 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


საახალწლო არც გაითალა კუ შალაშინით, არც გაიხედნა ქუჩა რაშივით, არც ჩაიძირა შიშით ბორანი, არც გაიხეხა ქვიშით ყორანი, არც გამოესხა ხილი ფუტუროს, არც გვძლიე, ღონევ ლილიპუტურო, არც დაგვიხლია თავში ნაგანი, არც ძალა გვაკლდა, მთავ, შინაგანი, არც ჩვენი როკვა ჰგავდა მაზურკას, არც თავს ვახლიდით გადარაზულ კარს, არც მდელო გვაკლდა გვირილიანი, არც იმ მდელოზე - გრილი ნიავი, არც ყანა დაგვრჩა თაგვის ამარა, არც მეხმა სმენა დაგვისამარა, არც დიდხანს შეგვრჩა ელვა ჭერზედა, არც გაიხარა მტერმა ჩვენზედა.

90 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


9 აპრილის რემინისცენცია დღეს კვირტი ძალუმად იღვიძებს ყვავილში. დღეს დედა მიტინგზე არ უშვებს ქალიშვილს, რომლისაც ჯერ ისევ თბილია ბალიში. - დედიკო, რა მოხდა, ცოტა ხნით გამიშვი. - მიტინგს ნუ მიხსენებ! - მამიკო არ მიშლის... ხვალ მოკლულს ნახავენ მშვენიერ ქალიშვილს. ჟამი დგას თბილისში წინარე ქარიშხლის.

ძველი ხიდი მახსოვს, შრიალებდა ვერხვი ხიდის დარაჯივით მდგარი. მახსოვს, რომ არწევდა ძველ ხიდს ჩვენი ოცნებების ქარი. ხიდის ბურჯებთან რომ ვშლიდით ტკბილს და ტკივილიან ტაბლას, მტკვარი მოღელავდა მშვიდი, ცხენის - შრიალებდა - წაბლა. ბევრი სადღეგრძელო გვისვამს: ეს იმ მარტოხელა გამვლელს... ეს იმ შეყვარებულს, ვისაც... ეს იმ უბილეთო მგზავრებს...

91 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ეს იმ უპატრონო ტუსაღს... ეს იმ გაჭირვებულ მთხოვნელს... ძველ ხიდს ჩვენთან ერთად უსვამს, ისიც ტორტმანებდა ხოლმე. იგი მაახლოებს ჭარმაგს ნეტარ ბავშვობასთან, თორემ წლების უხალისო ჯარმა ლამის გამიყენოს შორეთს. მახსოვს, არ გვიშლიდი, ხიდო, რკენას მოზღვავებულ ჯანთან. გორი ხელისგულზე იდო, ზეცა ჩვენს თვალებში ჩანდა. მახსოვს სალდათების როტა ფესვებს გვიწუხებდა ძელქვის... დროთა მეკავშირეს, დროთა, ძველ ხიდს გაუმარჯოს, ძველ ხიდს!

ეპიტაფია ცოცხალმკვდარი პოეტისა ქართველობისა არა გეცხო რა, შენ შრი-ლანკაში უნდა გეცხოვრა.

92 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მებაღის ქოხი ჩამოდიოდა წვიმა მებაღის ქოხში, წვიმა კი არა, სულ ერთი-ორი წვეთი. ქოხს აკავებდა ვეებერთელა კომშის ხე - აღმართული, ვითარცა ნათლის სვეტი. მე და შენ ხშირად ვიყუჟებოდით შიგ და თმიდან გაცლიდი თივის აბეზარ ბულულს. მეფერებოდი, როგორც ველური ჯიგდახათუნი დავითს ეფერებოდა ულუს. ჩვენი ალერსის იყო მდუმარე მოწმე ზვინად მიდგმული ქოხი ტანძლიერ ხეზე. ო, ერთხელ ისე დაგემოვნებით გკოცნე, რომ მერე პირი ვერ დავაკარე ღვეზელს. შინ დაბრუნებულს შენ გიკითხავდნენ მორალს. მეც მიკითხავდნენ, ვიყავით ბარიბარში. ო, რომ შემეძლოს... იქ პაემანზე მოვალ, თუკი დამხვდება ერთი ლამაზი ბავშვი. მაგრამ ოცნებაც უსაზღვროდ როდი უნდა. შენ გაგიხსენებ და ფიქრის ლაჟვარდს შეგრთავ. მე უნდა შენს ლანდს ვესროლო თოვლის გუნდა და გავიხარებ, თუკი ის ლანდი შეკრთა. აღარ ჩამოდის წვიმა მებაღის ქოხში, რადგანაც ხილის ბაღი მთლიანად გახმა, 93 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


რადგანაც მოჭრეს ქოხის საყრდენი კომში, რადგან მებაღეც თავად გავიდა გაღმა.

ვინ გამოიცნობს? ვუახლოვდები სამოცის ჯებირს, როგორც მლოცველი უწმინდეს ეკვდერს და მაინც სიყრმის ერთგული ვრჩები, სულ მინდა, გულში აპრილი რეკდეს. მე ვარსებობდი მთელი არსებით არარსებული დისთვის და ძმისთვის. მღილები, ჩემი არამსგავსები, მიქუცმაცებდნენ სხეულში ძვლის ტვინს. ბევრი ბუწუწი თმას ჩამოცვივდა, ვლოცავდი გელათს და სვეტიცხოველს. ვინ გამოიცნობს - ამ სამოციდან ცაში რამდენი წელი ვიცხოვრე?

კოცონი და ბრბო მე შენგან სითბოს სულ არ მოვითხოვ, ჩემო სიცოცხლევ და საყვარელო. რომ შენს კოცონზე ხელი მოვითბო, ეს არ იფიქრო, გასახარელო.

94 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


გიყურებ შენ და მე ვაღიარებ კერპის სიმძლავრეს, დიდო კოცონო. სულ მაღლა გზავნი ალის ხვიარებს უწმინდურებმა არ აკოცონო. ანთიხარ, იწვი და გულუბრყვილოდ მინათებ სულის დახშულ აკროპოლს. არ შეგიძლია, რომ ბრბოს უყვირო ლაფს ნუ დამასხამ, ნუ ჩამაქრობო. შენი სიწმინდე მიგყვება განძად, ხალხს კი შეურყვნა სახე ცოდვებმა. რომ ვერ ასხვავებს კოცონს და ხანძარს, „ბრბოც“ იმიტომ აქვს სახელწოდებად. ცის განათებას არ შეგარჩენენ, არც არავისთვის შეურჩენიათ. წინ შეგხვდებიან, არ შეგამჩნევენ, ბრბო მხედველობას შეუჩვევია. დღეს უნდა წმინდა სულები ხოცონ, დღეს მწარე წყევლას დაუწყებენ ცას, დღეს ჩააქრობენ მწვერვალზე კოცონს მტრის გამოჩენის მაუწყებელსაც.

95 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ზაფხული ცემში ჩანდა ისე, თითქოსდა ერთი ნახვით დავები. იყო ნექტრის სიტკბოსთან კამათები, დავები. თქვენ გინდოდათ, ანიკო, რომ რომანში გაგებით. ეს რომანი არ იყო, კლასიკური გაგებით. ძველი სახლის მეზონინს ჩვენი სითბო გადავდეთ, არ გვრცხვენოდა მეზობლის, რიდი იქით გადავდეთ. ის დრო მახსოვს, იმისი მთვარიანი კოცნებით, რომ დამყევით ივლისით მთვრალი ანიკოც ნებით. დარი ხშირად გვდგომია უხმო და უპანიკო. არა შემოდგომიან ღამეს ტეხდი, ანიკო და დამთავრდა სეზონი წაღვერის და ცემისა. 96 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


აღარ ესმის მეზონინს ხმა გულების ცემისა. თქვენ კი გსურდათ, ანიკო, რომ რომანში გაგებით. ეს რომანი არ იყო, კლასიკური გაგებით.

24 წლის პოეტის დახვრეტა „მე ისეთი პატარა ვარ ჯერ...“ რობერტ ბერნსი გიორგი ძიგვაშვილის თარგმანი

განა მიწაში ჩავა ყიჟინი, სიტყვები, ცრემლი, ზალპი, თალხები. როგორც მიხეილ ჯავახიშვილი, დასამარდები დარდის თანხლებით. ო, შორს არიან ჭირისუფლები, დემონის მაშით განაწვალებო. ვერ მოსთხოვ დედას შვილის უფლებით სამშობლოს რისთვის მანაცვალებო. თვალწინ გაგირბენს: მკაცრი კარცერი, ზედგამოჭრილი სწრაფი ჭლექისთვის, მარცხენა ხელით მწერი გამცემი ანუ მარჯვენა ხელი ჩეკისტის.

97 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ელვარი გააქვთ რუსულ შაშხანებს და თვალს უსწორებ მობრჯნილ ვინტოვკას. სროლის ხმა ბოლო ფიქრს ჩაგაშხამებს და გიკვირს, სანამ ძარღვი გიტოკავს კი გდია შხამის მათარა ხავსზე, მაგრამ რად უნდა შესვა უკლებლად?! შენ ხომ ისეთი პატარა ხარ, სერ, ბებერ სიკვდილთან შესაუღლებლად.

დახლი ჩვენ შორის დახლის გაიდო ხიდი, მკითხველო, მინდა, განგიმარტო, რომ მე ჩემს ადგილზე ტკივილებს ვყიდი, არც თუ იაფად, ჩემო ბატონო. გადი-გამოდის მომსვლელ-მიმსვლელი, მე რასაც ვყიდი, დიდხანს ვინახე. შემოაბრუნე ჩემკენ კისერი და მაგრძნობინე, რომ დამინახე. შენ, ვინც ფულს ფერად სიზმრებში ყრიდი, დღეს მე მინდა, რომ დაგიმარტოვო. ნახე, რა ლამაზ ყვავილებს ვყიდი, რა მუნჯ ტკივილებს, ჩემო ბატონო...

98 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


შენ იტყვი შემდეგ: ის სადაც იდგა, იმ ადგილს რომ სხვას არ აკარებდა და მოურჩენელ ტკივილებს ყიდდა ამაოების ბაზრის კარებთან.

*** რაკი გამჩენმა დაგბადა მგოსნად, ხარ ვალდებული - ხარკი მიუზღა: ხან მიწისძვრაზე სტიქიურ კოცნას, ხან ასტრალურ ცას, ხან ქიმიურ ზღვას. ზოგჯერ გველს უნდა დაადგა ფეხი, ფუყე თავი რომ ჰგონია ხვითო. ზოგჯერ ედემში ესტუმრო ხეხილს და აკრძალული ნაყოფი სწყვიტო.

სათვალეებიანი თაობა მოუხეშავ ფორტეს რომ მაძალებდა ყია მე, ტყის და ფშანის ორკესტრო, ვანათებდით ყიამეთს: ზღვა ხალისი, ზღვა ვნება, გრძნობის გამომჟღავნება, მიწიერი სიამე. 99 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ნოტის უსუფთაობას ვეღარ იტანს პიანო. გამარჯობა, თაობავ სათვალეებიანო! უშენობა გვიჯობდა, ვაი, ნაკლებ გიჟო და ვაი, მეტად ჭკვიანო!

ელგუჯა მერაბიშვილის ხსოვნას სიტყვის ოსტატს გიწოდებდი, ელგუჯა. შენი წასვლა იყო ისე უცები, ვეღარ გეტყვი, გამოაღე ეგ უჯრა, „უგლაგარჯის“ წამიკითხე ფურცლები. გზამართალს რომ დაადექი, „გვთხოვე“ შინ... ვერ ავწიეთ ტვირთი შენი მოვლისა. შენ მოსახლე კი არ იყავ ხოვლეში, პოეზია უპირველეს ხოვლისა.

100 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


კვლავ პაპაჩემი ქრისტეფორე (ქიტა) მაკრახიძეს

არასდროს არ დაგიკვეხნია, რომ იყავ კოლუმბის სეხნია და ამერიკის ნაცვლად აღმოაჩინე კაცმა მარგალიტი ნაცარში მარგალიტა ნაცარაშვილი.

მდინარეები მტკვარს ვაჯიბრებდი ვოლგასთან და ნიძლავს ხშირად ვაგებდი. ეს ის ჟინია, რომ გასტანს ყრმობიდან სიჭარმაგემდის. და იყო აზრთა ძიძგილი, მოწმეებს ვხმობდით „არგოდან“ რიონი მარტო წისქვილის ქვებისთვის რომ არ ვარგოდა. რომელ მდინარეს ასხამდნენ ხოტბას არაგვზე უმეტესს. ნეტავ, წყალს გაღმა გასვლამდე ღმერთი არ დამადუმებდეს.

101 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


დნეპრი თუ არის დამხრჩობი?.. თუ უტოლდება თემზა ობს?.. მე ახლაც ჩემი ბავშვობის მდინარეებში ვთევზაობ.

სტუდენტი და წვიმა კონსპექტს კითხულობს, მთხოვს, ფანჯარა რომ გამოვუღო. - მერე, თამრიკო, გაციების არ გეშინია? - წვიმის ხმა მომწონს! ამ პასუხმა ბოლო მოუღო ჩემს შეშფოთებას. წვიმა უყვარს, ჩემი შვილია.

წაბლის ხე ლუკას კრანახის ნახატს გამსგავსებ. თუ გაქვს ნანახი შენ ის? რომ გადმოიშლი ხოლმე კავს კავზე, ხომ არ მოიშლი? გშვენის!

102 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ვერ დაგითმია ეგ სიქალწულე. ნაკლად გითვლიან ნუთუ? შენზე მე გზნებად ლექსი გავწურე. რა მელექსება ტუტუცს, როცა ზამთარი მიხრჩობს დიდ იმედს გაუსანთლავი საბლით. როგორც წარსული, ტყეში ქვითინებს ტანგაძარცული წაბლი. ფერი ხუნდება, არა შემთხვევით, ნატვრას გუნდებად გიშენ. ნატვრა ეს არის: როდის გემთხვევი წაბლის ხესავით შიშველს.

103 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


*** წვიმაში მოვალ, ქარში მოვალ, ყინვაში მოვალ, ყოველთვის მოვალ, რომ გადმოგცე ხოლმე სურვილი, წარსულ დღეებზე უიმედო კაეშნით მგლოვარს ძუძუზე გაგკრა ვნების კბილი ორლესულივით. ახლა სუყველა უხეირო ვარსკვლავს უჩივის, სასიყვარულოდ ვისღა სცხელა და სარაინდოდ. ცეცხლის გარეშე დაკნინდები ვაჟას ქუჩივით, მას ვერ აანთებ, თავის დროზე რაც არ აინთო. დარდსმიცემულო, წამოზრდილ ფრჩხილს ნუ იკვნეტ ნეკზე, რაზმითის წიფელს ნუ მოაკლებ ჩანავლულ ბუხარს და გადაშალე თუნდაც მარტინ ანდერსენ ნექსე, კაცობრიობა წრფელი გულით რომელსაც უყვარს. გაივლის წლები... და მე თვალს რომ მომკრავ ვეღარსად, მე - გამოუცნობს, გამოცნობილს, ბრძენსა და შეშლილს, შენით დაცემულს, შენზე მლოცველს, შენით მკვეხარსა, ვისაც სუნიც კი ახელებდა წიფელის შეშის, -

104 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მოგენატრება გადახილვა ჩემი წიგნების, გულის ბუხარში მთელი გზნებით დასწვავ ლირიკას და უცაბედად გაიხარებ ახლის მიგნებით იმ სტრიქონებში, ზეპირად რომ დასწავლილი გაქვს. ჩემგან ათასგზის დაკოცნილი თვალის კაკლები არ შეგიშინოს საზარელი სიზმრების თოვამ. მე ვიარსებებ, სანამ თვითონ შენ არ გაქრები... წვიმაში მოვალ, ქარში მოვალ, ყინვაში მოვალ.

სხვენი დაძაბულია კავშირი ჩვენი, ის დაემსგავსა ბიკფორდის ზონარს. რომ არ ავფეთქდეთ, მოვნახოთ სხვენი ძველ ქოხზე, როგორც უსაფრთხო ზონა. სამერცხლეს გავყვეთ ხელის ცეცებით, დაგენამება სახე ლოშნითა... დაბლა ჩავარდნის მომიზეზებით, კვლავ ჩამაფრინდი საყელოში და კვლავ მომაფრქვიე სურნელი პუდრის, კვლავ იმ უარის მოწმე გამხადე, „არ მაკოცო“ რომ „მაკოცეს“ უდრის და „არ გამხადო“ ნიშნავს „გამხადეს“. 105 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


გულისფიცარი თუმც არ მიყვავის გულში ძახველი და გვიან დგება ჩემთვის აპრილი, გულის ფიცარზე შენი სახელი სვირინგივით მაქვს ამოჩხაპნილი. ხან უშენობა სენივით მჭირდა, ხან უშენობა სიკვდილი იყო. ახლა თვალების უძირო ჭიდან შენს კუთვნილ ზეცას პურივით მიყოფ და ჩემი მკერდი, რომელსაც თელავს შენი თითების ჯადო მზაკვრული, ცოცხლდება, როგორც ნამარხი სტელა არქეოლოგის ნიჩაბწაკრული.

*** ვერ აიცდენ გადასახდენს, თუმცა მკლავში ძალა გერჩის. ეჰ, რამდენნი გადასახლდნენ მიწისქვეშა ქალაქებში. არ გამძიმებს დიდი ცოდვა, არა გქონდა მეტის წელი, თესავდი ბევრს, მკიდი ცოტას, 106 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ასე გერგო ბედისწერით. თუ ერქვა შენს წარსულს მკაცრი, არ გჭირდება აწმყო რბილი, მტკიცედ დგახარ და გძულს კაცი, გველის ჩონჩხზე აწყობილი.

აპრიორი თოფში თუ ტყვია ჩატენილია, დანაშაული ჩადენილია.

ტელეფონი მე ვერ ვახერხებ სიხარულის დარდზე დამყნობას, ჩემს მოსაუბრეს აცივდება ხელში ყურმილი. მე ვდუმვარ... ეს არც ლოცვა არის და არც თანხმობა, ლულაში ტყვიის დუმილია ჩემი დუმილი.

107 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


*** არ ჩამოისვა სახეზე მური, არ გაიბერო, ვითარცა ტიკი, მაგრამ ყველას არ აჭამო პური, არც ყველასაგან მიიღო იგი. ნუ ითხოვ, რასაც ყველა ითხოვდა, ნუ ცხოვრობ შენი ძეგლის შენებით. არც ყველას ლექსი წაიკითხო და არც წააკითხო ყველას შენები. არ დაჯდე ყოველ გამოწვდილ სკამზე, დაგაყვედრებენ ადრე თუ გვიან. არც ყველას გვერდით გაუყვე გამზირს, რომელსაც არა ყველასთვის ჰგვიან. არ წაბარბაცდე სხვათა წინაშე, თუ კაეშანმა გძლია ანაზდად და თუკი ბიჭი შეგეძინა შენ, ნუ იტრაბახებ გოგოს მამასთან. ქვეყანად არავის დაუწყო ბაძვა, მაინცდამაინც არ ჩანს ნიმუში. თუ ჰორიზონტზე დაისი გაწვა, არც ის ჩააგდო მთლად აინუნში. იმ სულით, ცად რომ უნდა აღზევდე, ბოლო წუთამდე საღად შემორჩი 108 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


და ისე ჩაქრი, ხალხს გაახსენდეს მზის დაბნელება საქართველოში.

სტატუს ქვო თოვლი დაუდნეთ მოთხილამურეს, დააუთოვეთ მთის მრისხანება. ქალ-ვაჟის სისხლით მოთხვრილ ამურებს გადაასწავლეთ ისრის ხმარება. მოუსპეთ რცხილის რაზმნი ზედაზენს, წუხელ რომ ქორთა გუნდით მესიზმრა. ხარისხს დაიცავთ რა ზმნიზედაზე, გადაივიწყეთ უმდიდრესი ზმნა. ღრმა სიბერემდე ლორკამ პეტეფი დედნიდან თარგმნოს, ისიც ბებერი. ბავშვს მოატყუეთ, რომ კანფეტებით იხშობდა ხოლმე სიცილს ვებერი. მერე შეცვალეთ კუ სარსარაკით და აუკრძალეთ კოცნა გრიშაშვილს, შემდეგ წაართვით ჰუსარს არაყი, ბრძენი გაცვალეთ ოც ნაგიჟარში. გვემეთ იდალგო, ის ამ უშორეს გზაზე როსინანტს სად მოახეტებს?

109 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ეკლის გვირგვინი გმირს აუშნოებს მიდით, აართვით სანდრო ახმეტელს. გვალვიანობას თუ მიზეზობენ, წარღვნა მიჰგვარეთ სამას ფარაონს და შეაჩვიეთ დუმილს ეზოპე არვინ აიგდოს სამასხარაოდ. ამომიქოლეთ ხმათა მაღარო, რომლის მუშადაც ვითვლები, სადაც მკითხველის სმენა რათა ვახარო, ვთხრი და ვპოულობ რითმების მადანს. თუკი ცივი არ გახლავთ გომბორი, თუ არც ფოთოლი შეჭკნება ტყეში, თუ ჯვარს არ ეცვით, ვნახავთ, როგორი დედამიწაღა შეგრჩებათ ხელში.

*** არ შეხებია ჯერ შენი ტუფლი უცხო ქვეყნების მიწას. არ იცი თუ რა აწუხებს დუბლინს, რა უხარია ნიცას. არ შესდღლეძიხარ კონცერტს „ქვინისას“, არც კარიბის ზღვას ნაღდად. არა სწვევიხარ სკოვს და ვინიცას, არც შორიახლო ბაღდადს. 110 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


არ გიბოლთია ტუალეტების კილომეტრიან რიგში და გარკვეული შუალედებით არ გიქროლია რიქშით. არ მოუწყვიათ ა ლა ფურშეტი იქ შენთვის დახლი-დუხლებს, გამოფენებზე არ აბუჟებდი ცნობისმოყვარე მუხლებს. იქ ისე უცხოდ ნიღნიღებს სოღო, რომ ვერ გაიგებ - რა თქვა. იქ ყველაფერი კარგია, ოღონდ ხილივით არის, რადგან თავისი ხიბლით ვერ შეედრება როცა გორიჯვრის კალთას მზე მოევლება, როგორც ვედრება არამქვეყნიურ ძალთა. როცა მერცხლების გუნდი, ფრთალაღი, შენი აივნის თავზე შემოფრინდება ბზით და ტალახით, შენების ნიჭით სავსე. როცა მყინვარი შენც გადიადებს და არ გაუდის ხარჯი, როცა ჯერ კიდევ ბნელ განთიადზე ჩლიქი წინ უსწრებს ხარ-ჯიხვს 111 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


და დასალევად ჩადის არაგვზე მთიდან ჯოგი და არვე, მზე ეფერება ვნებით ანაგზნებ დალს, ნადირობის მფარველს. ეს რომ ჩვენივე გენშია, კარგო, მიტომ ვერა ვგრძნობთ მძაფრად. ვერ დაუფხრიწა ვერავინ „არგოს“ ყველა ბოროტი აფრა. თუ საქართველო ძედ და ასულად გაიფლანგება, მტრისას!.. მედეას გზებით ბევრი წასულა, მოწმეები ვართ რისაც. ნუ გინდა სრბოლა რიქშის კარეტით, ნურც ვენეციის დილა. არა ღირს მთელი საზღვარგარეთი ყინწვისის ტაძრის ჩრდილად.

საკრალური ცხრა ცოტაც ვნახე. ბევრიც, მორევიც და ფონიც. დღესაც თავზე კევრი დამტრიალებს მგონი.

112 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ლხინს, ცხრა მაისს მოგვრილს, გაუვიდა ყავლი. ჩვენს თაობას მოგვნი თვალს უხვევდნენ სწავლით. ერთხელ თავიც დავდეთ, გვაშინებდნენ: გესვრით!.. ცხრამეტისა დავდექ ტრიბუნაზე ლექსით. შინ მაგდებდა მამა: - სახლში წადი, ბრიყვო!.. ცხრა აპრილი ცხრა მარტს, ცხრა მთას იქით იყო.

ვენახის ატამი ჩემი გონების მიმქრალი კადრი, რომლისაც მარტო მე ვიცი ყადრი: პაპა შვილიშვილს ყველა ხილს ატანს და, რა თქმა უნდა, ვენახის ატამს. ჩვენს ვენახში რომ ატამი ენთო, მის ვარდისფერ შუქს ვნატრულობ, ღმერთო. ის საგარეო კაბის აფიშით გამოდიოდა ხოლმე აპრილში. 113 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ყველა კუწუბი, ქობა, გვირისტი ემზადებოდა იმ სიმკვრივისთვის, რასაც ხვალ თუ ზეგ ერქვა ნაყოფი, რომლის ჯიშითაც მე ვამაყობდი. მახსოვს: მოათრევს პაპა ქეჯაოს, მე იქვე, ატმის ჩრდილში ვკენჭაობ. ფუსფუსით მახსოვს ჩვენი სოფელი, ის მიწა, ეკლის შემასობელი, ის ჭალა, ფართოდ გაშლილი მტკვართან, საბრძანებელი მომღერალ მყვართა, ბებოს თავშალი, ლხინი, ახალი ფიჩხით თონე და ოჩხით ხახალი. რაღას ვუშველი... ყოველი ესე დრომ შეაწყვიტა ჟამთასვლის მესერს. აღარც ვენახის ატამია და აღარც ხმა ძვირფას ადამიანთა. თუ ვერ მივაგე პატივი მათ მადლს, როდესაც მოვალ ვენახის ატმად, მზეში პატარა ჩრდილს შევთავაზებ თინებს, ლამზირებს, მიშებს, თამაზებს... 114 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


კვერნაქი ჩანს, ბევრი ჩუმად გაიპარა და ახლა მის გვერდით კვერნაქზე სძინავს, ყოფნა ვინც მაშინ „გაიპარადა“, როცა ცხოვრობდა კვერნაქის ძირას. სასაფლაოზე წვიმა უეცრად იწყება, როგორც ცის პრეამბულა. ყრუა ცის თაღი... ამ სიყრუესაც ელვა შეატყდა ცისფერ ამპულად. აქ დაიძინა ძმა-მოლექსემაც... წვიმა სახეზე მცემს რა საყვარლად. ხელზე გაუჩნდა სიკვდილს ეგზემა და ექავება ჩემს წასაყვანად. ვხედავ გოჯასპირს... ვხედავ ფარსადანს... წყაროსუბნელი ვიცან მეპურე. პალტოს ვარიდებ ნარ-ეკალსა და ქუდს ვუხდი ნაცნობ მიცვალებულებს.

*** გონება ფიქრით ნაგვიანდება, თავი ანებე აკვიატებას და გაითიშე. ნუ ხარ სულელი, შეუნთე შეშა ბუხარს ულევი, 115 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ცეცხლს იმნაირად გაუთამამდი, რომ ჩააღწიო გაუტამამდის. გაყუჩდი, დაცხრი და ჩაინავლე. ადრე რაც იყო, დარჩა იმავედ წუთისოფელი, დროც და გუნებაც. ეგებ ტყუილად მოცდა ბუნება, სრულ ჰარმონიას რომ იქადიდა, როდესაც შექმნა ლომი კატიდან. საკმეველი რა მძაფრად ვიყნოსეთ მონასტერში საკმევლის სურნელი. სანთელი ავანთე. მომაშტერდი. წვა იყო სულ ნელი. კუთხეში პატარას ქრისტიანად ნათლავდა მამაო და ხელებს უწვდიდა მღვდლის ტიარას გოგონა ამაოდ. შენ ჩემი ოცნების უთაღო ცას ეწვიე ოსანად და უფალს ვავედრებ, ნუ დახოცავს მრწემსა და მოსანათლს. 116 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ხველება ამიტყდა. ამ სურნელში შენც სანთლად მეწვოდი და შენი სახელი სასულეში გადამცდა მე, ცოდვილს.

*** ჩამოგაფრინა გრიფმა მიწაზე, როგორც ნიმფა. მზე რომ დამადგა ნიმბად, ჯოჯოხეთს მაშინ მიმეც. დღეს ამღვრეული ხარ ჭა, ჩემო ლამაზო ხარჭავ, და მოთმინებით ვხარჯავ შენი დაწმენდის იმედს.

წადი... ეტყობა, უკვე ვერ იტან გორს. დიდ ქალაქს ნეტა რით მიუხვალ? იქ არ იჟღერებს ნელი ტანგო, დიდ ქალაქს სწრაფი რიტმი უყვარს. იქ მილიონი შეგისრუტავს. გადაგექცევა, მგონი, ჯართად ნატვრა, რომელიც შეგისრულდა ნებით დაჩოქილს გორიჯვართან.

117 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თავს გევლებოდა არჩაქელილ ბალახთა ველი, მოლივლივე. გიხანგრძლივებდა არჯაკელი ბუდუარივით მოვლილ იმედს... წადი, დიდ ქალაქს მიეტმასნე და გაიჩინე უცილობლად ფიქრი უშაქრო დიეტაზე... უმარილობა... უცილობა... შენი ოცნების აეროდრომს ეწვევა ბევრი აფერისტი, იქ უნდა ამინდს დაელოდო თავისუფალი აფრენისთვის. გზა მშვიდობისა, ჩემო კარგო და თუ თბილისის ბულვარებმა ლამაზ ქათიბად შემოგარგონ შენი წარსულის მდუმარება, ნუ დაივიწყებ იმ მშვენიერ სიყვარულის დღეს, ლოცვამისჯილს, რომელსაც მუდამ ვიშველიებ, უშენოდ ყოფნა როცა მიჭირს.

118 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


*** შენგან ყოველთვის ბევრს რომ ელოდნენ, მიეჩვიე და აღარ გაოცებს. უკვირდათ შენი მისვლა ლელომდე ყველაზე უფრო ხარბ მატაოცებს. სულ თამაშობდი ორივე ტაიმს, ხოლო ვინც ახლოს პირველს იტყოდა, შენგან მეორეს თუ არა, მაინც აუცილებლად ბანს მოითხოვდა. და შენც იგებდი მუდამ ამ ინტიმს, სახელმძღვანელოდ გქონდა „შესაქმე“. შენ ქმნიდი ამინდს, თუმცა ამინდის ბიურო სდუმდა ამის შესახებ.

კოსმოგონური ხილვა

ცხელი მზის და ცივი თოვლის მრუშობამ მთის ფერდობზე ონავარი რუ შობა.

119 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


უსტარი პროვინციიდან დიდი ქალაქის ბობოლებს

დასტამბულ, სტრიქონ-ნესტრიან სტროფებს გასტუმრებთ უსტარით: ასპინძა, ქედა, მესტია, გორი, სენაკი, რუსთავი... ლექსს, შეგიძლიათ, დახედოთ და მოიღუშოთ სახენი: „რას გვწერ, გორელო თავხედო, სხვა ქალაქელთა სახელით?!“ ვიცი, ჩემს ამქარს რა უჭირს, ის არ შეჰხარის ფუჭ ყვავილს, ჩამოსახრჩობად კაუჭიც ეზოში არსად უჭყავის, მაგრამ ბრძანდება ამქარი ქართული სულით მდიდარი. მას ვერ წააქცევს რამ ქარი ნაპარიზ-ნამადრიდალი. იცნობთ სუყველა ჩვენიანს, ადგილზე აქებთ, უცინით. მანდ კი, თუ შეგიმჩნევიათ, სალმით იცილებთ გულცივით.

120 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ჩანს ასეთია ბობოლის ზნე, რომ მოყვასი არ უყვარს, როგორც ნებიერს - ობოლი, იადონი - ჭკას ანუ ყვავს, წვრილშვილიანი - უშვილოს, ჯიბის ქურდს - პოლიციელი... ზოგს დაავიწყდა, გუშინ რომ თვით იყო პროვინციელი. საკუთარ „მეში“ მოსპეთ ეგ ამბიციების ბაცილა. არ ეკადრებათ პროსპექტებს ორღობეების დაცინვა. გაფრთხობდათ მაქსი-ჭაობებს მოვარდნა მინი-ღელეთა და თითს უქნევდით თაობებს: „უჩვენოდ ვინ იმღერეთა?!“ გახსოვდეს ბობოლ-ბატონო, ონოფრე ხარ თუ გალაბო, წყლებში ღელეა მარტო, რომ ვერ ეგუება კალაპოტს.

121 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ბეთლემისადმი შენს წიაღში რომ იშობა, ის დაუმტკიცებს მომავალს: სიმხდალე და უჯიშობა მიწას ცრემლებით მონამავს. ხალხს უხმობს, ჩემთან მოგროვდით, გინდ ფრთები გამოისხითო. კაცის ძემ სულის ოქროთი რა უნდა გამოისყიდოს?! მაგრამ რა ბრბო და რა ხალხი! შენ შემოგჩივის, ბეთლემო: მიწაზე ყოფნა აღარ ღირს, სამჯერ უარმყო პეტრემო. საუკუნეებნათევნო, ვაჰ, შიშო, ვაი, ლაჩრობავ, როდემდე უნდა ვადევნო თვალი თქვენს ვაინაჩრობას?!.. იწვოდა ცხელი მზით ველი, დაჩაგრულთა და ამაყთა, ცოდვების უხმოდ მზიდველი, იესო ცად რომ ამაღლდა.

122 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თერგდალეულის ჩივილი ბევრი მტერი შემოვიდნეთ, მოვუხერხეთ მოსპობა და შეპყრობა. ესენი ჯვრით შემოვიდნენ, მტერ-მოყვარე მტერ-მოყვრულად გვეპყრობა. წყალს გვიჭერენ ყველგან დევნი, ვერ გარეკავ ჯადოსნური ჯოხითაც, როგორც ყინვას ვერ განდევნი ნიკალაი ნეკრასოვის ქოხიდან.

ბაბუა მოსეს აღსასრული ოთხივე მხრიდან (სასახლეში მწოლს) ხელი გკიდეს. როგორც სუყველა მოკვდავი, შენც ბედს დამორჩილდი. ვინ იფიქრებდა, რომ სოფელში კერას მოშლიდი. ერთი ოქრო გაქვს, ისიც მდუმარ პირშიღა გიდევს. შენმა ვაჟებმა რა გიშველონ, ბაბუა, კიდევ? არც ნიკო არი კრეზი და არც გაბო როტშილდი. მეორედ როცა მოხვალ თუ არ გაბოროტშვილდი, ისევ აიტან ხურმის ხეზე საყურძნე გიდელს, 123 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ისევ შეჯდები შენს ქურანზე, „მერნად“ ცნობილზე... დღეს კი რა გითხრა, მეზობლებმა მეც ამაღმუვლეს, შენი სხეული ასე უღვთოდ რომ შემოფიცრეს. ბედს დაემდურე: „საბნად თოვლი ვერ წამახურე!“ მეჩექმე ჰგავდი ნიკოლოზის ჯარის ოფიცერს, ულვაშებს როცა იწკეპავდი წვერწამახულებს.

*** შენი თოვლივით ტანი მიყვარს, სიზმარ-კუნძულზე გაბინავებ. რქაწითლის ფიცხი ტანინი ხარ, მიხეთქავ სისხლის კაპილარებს. შენთან წყლის ალი მიმიქარავს, თვალი მაცდურად ჩამიკარი. როცა არავინ მიმიკარა, შენ მკერდში მაშინ ჩამიკარი. შენ მკერდში მაშინ ჩამიკარი, როცა არავინ მიმიკარა. თვალი მაცდურად ჩამიკარი, შენთან წყლის ალი მიმიქარავს. მიხეთქავ სისხლის კაპილარებს, რქაწითლის ფიცხი ტანინი ხარ. 124 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სიზმარ-კუნძულზე გაბინავებ, შენი თოვლივით ტანი მიყვარს.

საქართველო ყელზე თოკი მოგეხსნა, ორას წელს რომ ზედ გება. ჩვენ აღგიდგენთ, მამულო, ამ თავიდან იმ ბოლოს. ბუდეშურის კუმპალში საქართველოს მზე დგება, როგორც თავისუფლების ფრთაშესხმული სიმბოლო. შოთას შთამომავლობა არ დაილევს ნიჭ-უნარს, რათა აღდგეს სამება, სიონი თუ ოქონა. ვერხვის ძირში გოგონას კვლავ აკოცებს ბიჭუნა, ვისაც სილას ხუმრობით სტკეცს ლოყაზე გოგონა. ისევ აღგვაფრთოვანებს მაყრიონის ჩამოვლა, დალი ისევ დაიცავს მთის ფერდობზე მიკრულ თხებს, მყინვარწვერის ნისლიდან ანგელოზი ჩამოვა, თერგში ფეხებს დაიბანს და სამშობლოს მიკურთხებს.

125 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თბილისური ფუნდუკის ფულს ვესესხები თამამშევს, ფულს გავფლანგავ ფაისაღი გრაფივით. აგრაფინა სიყვარულით დამამშევს, აგრაფინას ვადღეგრძელებ გრაფინით. ამ ძარღვებში ავიდუღებ ტიბაანს. ო, რა თრობა იცის მერე ვერაგმა! ჩემს საყვარელს მოუხდება დიბა ან მთვარიანი ღამის შუქი პერანგად. თუ მან შუქი ციდან მართლა იყიდა, გავიხარებ, ნიშნს მოვუგებ ავყიებს. ამაყ და მყარ ნარიყალას რიყიდან ყოვლადწმინდა სიყვარულით ავყვირებ. წუთისოფელს ვაზოზინებ ოხვრაში, კლდე-ღრე მხვდება, შემაღონა მე ამ ღრემ. ორში ერთი - ან იყავი ოღრაში ან დამწვრისა შეუბერე, მეარღნევ! ფიროსმანი გამომიხმე ხომლიდან, მომალანდე ხელთუქმნელი ტილოთი და იმ ცრემლით ამატირე, რომლითაც კოჯრის მთაზე მოკლულ თბილისს ვტიროდი. მაგრამ ეყო, რაც ჩემს მამულს უჭირდა! უნდა უფსკრულს გადუფრინოს, აი, ამ 126 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


საქართველომ - ანგელოზის მუჭიდან გაშვებულმა ჭია-ჭიამაიამ.

ტანას ხეობა კი, ამინდი გაფუჭდა, მაგრამ გეტყვი მგოსნურად: გლახაკთა და აბუჩთა დარი ჯერ არ მოსულა. ხელს გვიქნევენ ხევიდან ჩახრამული ფლატენი. ერთი შესახვევი და გაგვიღიმებს ატენი. არ აიმღვრე, ვით ყავის გამოცლილი ფინჯანი. შენ ხომ, როგორც დიდ ყვავილს, მზემ დაგწერა პირჯვარი. არ მოგიწევს ბევრი ცდა. შლის თანდათან სიო ნისლს. ერთი ასარბენიც და გამოჩნდება სიონი.

127 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


პეტრეს ქალაქში თოვლის ეს ფუფუნება ნუთუ პეტერბურგია? აკვირდები ბუნებას რუსულ „მეტელ-პურგიანს“. თოვლი სულ არ გამძიმებს, ხედავ, რა მონდომებით დარაჯობენ გამზირებს ონეგინის ლომები. არ მოგსვლია აზრადაც, ყური რომ მას ათხოვო, ისააკის ტაძართან ვინც ყასიდად მათხოვრობს. შენ ვერაფერს აგღლეტენ, არა გხიბლავს არცერთი. მიაშურებ „ანგლეტერს“ ესენინის მკვდარ წერტილს. ტრაგედია მგოსნისა კვლავ გორდიას ნასკვია... და დიდ კლუბში მოსვლისას მსმენელები ასკვნიან, რომ სულ არ დახლართულა ენობრივი მესერი... 128 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


რუს სტუდენტებს ქართულად შენ უკითხავ ესენინს.

ერეკლეს ბეჭედი „მე ფეხთგანბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე, ერეკლე”. ერეკლე მეორის ბეჭედი დღეს ჯარს რომ ამ ბეჭდით მოსწერო, მტერს თავზე დაამსხვრევს ჰოროლს. ო, სისხლის წვიმების მომსწრენო, იცოდეთ, ასპინძავ, გორო, ძალისო, კრწანისო, გარნისო, პატრონი ასეთი ხელრთვის ხელიდან თურქების გარნიზონს ყოველთვის გამოგლეჯს ხერთვისს.

*** ერთ მშვენიერ იანვარს (ეს ხომ არის ჩემი თვე) მთვარის როცა დაიწყებს (სრულის) დისკო პორწიალს, იგრძნობ, როგორ მოვდივარ შენთან, შენში, შენითვე.

129 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მოვალ სხეულისა და სულის დისპროპორციად. მე არ მოვთხოვ აღდგენას შენი ხელის იმ მტევნებს, მე რომ მეფერებოდნენ, ცოცხალი რომ ვიყავი. განა ჯოჯოხეთიდან მისთვის გამოვიდევნე, რომ ჩემს სიკვდილს ხელახლა მოელოდეს ჭილყვავი. შენ მიხვდები, მარტოსულს რა იარა მატყვია. არასოდეს არ არის საყვარელი ქალი ბრმა. შენ მიხვდები, ამ გულში გაიარა რა ტყვიამ, რა სისტემის დამბაჩის რა ნომერმა კალიბრმა. რა თქმა უნდა, იქ უკვე სისხლი აღარ ენთხევა, სადაც ძველი კვერნაქის მოვარდისფრო ბორცვია. ნუ აფორიაქდები, თუკი შენთან ერთხელაც სულისა და სხეულის მოვალ დისპროპორციად. 130 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


წერილი მეგობარს ისრაელში გულისყურით ვკითხულობ შენს წერილებს ყოველთვის, მანდეთ პოლიტიკური როგორია ამინდი. ამოვიღე უჯრიდან უცხოური კონვერტი, ჩვენთან ბენო იყავი, იქ გაბენიამინდი. შენს ტკბილ საქართველოზე სევდას როგორ ინელებ? ვამაყობდი მე შენით, ბედთან მოფარიკავით. თუკი გადაეყრები ყაჩაღ პალესტინელებს, მუდამ შენი სამშობლოს ყარაული იყავი. გადის ჩვენი ცხოვრება, ჩართულია წამმზომი. დრო მოჭამა ტარზანმა, ჰოლმსმა და ფანტომასმა. მომიკითხე, სადმე თუ დაინახო ანზორი. გატაცებით ვეცნობი მის საყვარელ თომას მანს. თავს დამცქერის ქართული ზეცა მე სარკისებრი, ისრაელში, ღმერთსა ვთხოვ, არ გაფუჭდეს ამინდი. მტკვართან ვდგავარ, ძმობილო, თვალში მესაკლისები, ჩვენთან ბენო იყავი, მანდ გაბენიამინდი.

131 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სერგიეთი ხანდახან თვალი თუ არ დავკარი, რწევას შემიწყვეტს გენის აკვანი. აქ იმდენჯერ ვსვი მე გოგლაურა, რომ ქალად იქცა გოგო ლაურა. და მიხარია: ფიცრული უდე საგვარეულო ბარტყების ბუდე, ეზო კოინდრით, ჯარგვალი კვამლით, მამა-პაპათა ძვირფასი კვალნი, ჭა, ჩემი სახის გადამსარკველი, ცივი წყლითა და მძიმე სარქველით.

*** ამიტყდა ერთი ნაცნობი ქალი, როგორ ლექსებს წერს ისიდორეო, განისაზღვრება რომელი შკალით პოეზიაში მისი დონეო? რაც აიკიდა, აღმართზე მაგან, საეჭვოა, რომ შეძლოს ატანა. ფიჭას კრაზანაც აკეთებს, მაგრამ შიგ ვერ იპოვნი თაფლის ნატამალს. 132 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


*** შენ დედოფალი კაისა ხარ, განა მხევალი შუამთელი. შენს ყვრიმალებზე აისახა კოცნით მოგვრილი ჟრუანტელი... ვინ შავრა ცხენსა და ვინ თეთრონს გზა ვალახვინეთ დაშამბული, ისეთი ცეცხლი დავინთეთ, რომ მწვადიც დაიწვა და შამფურიც.

ფრაგმენტი სდუმან ძველი ანალები თავთა, ქოლგით დაუცველთა, ქოჩრები და დალალები წვიმით როგორ დაუსველდათ. შემართული როგორ ნაბიჯს დგამდა ვაჟი (ნუთუ არშინს?), როგორ წაყვა გოგონა ბიჭს ჩალის ქოხის ბუდუარში, სადაც ვაჟი გოგოს ხელებს თავის თითებს აწმახნიდა. ჩქეფდა სისხლი, როგორც ღელედ ჩქეფს მაჭარი საწნახლიდან.

133 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მგოსანი მინდვრის ყვავილებით ვირთვები და ნეშტი კი არა და სამოთხე ვარ. აღარ დავაპირებ ფილტვებიდან სისხლის მოულოდნელ წამონთხევას. ტანზე არ ჩამაცვეს ახალუხი, თურმე დავიწყნიათ დავიწყებით. ხმელი გოროხების რახარუხით კი არ დავმთავრდები - დავიწყები. ნაძვის ტოტზე სისხლის არ დამრწყევი საგზლად ვინახავდი იმ ტოტ-იმედს. ვიცი, საქართველოვ, არ დამწყევლი, უფრო ლამაზი რომ მინდოდი მე.

მესამე კაცი გამზირზე ვხვდები მონატრებულ ჩემს თანაკურსელს, ვინც აღმერთებდა „ტროელ“ შლიმანს, „შუმერელ“ კრამერს. ჩვენ ერთად ვდებდით სამეგობრო აგურს აგურზე. ვთქვით, ერთი კაციც მოვძებნოთ და დავლიოთ რამე.

134 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თბილისი ჩვენი ტროა, ჩვენი ილიონია, მაგრამ ხანდახან დაგახეთქებს ისიც იპონით. რა ხასიათზე უნდა დადგე, მილიონიან დედაქალაქში მესამე კაცს რომ ვერ იპოვი!

*** მეტი გზა არ გაქვთ, მომაპყარით ყურნი: ურჩ, თამამ კაცს არ მჭირდება, თქვენი სული ვხლართო აზიზი. მწყურიხართ ასე მშვენიერი, ასე ლურჯთვალა, რამეთუ ჩემთვის სანუკვარი ხართ ოაზისი. აშიკის ნიჭით ღარიბი ვარ მე ბანოვნებში, მდიდარ რითმებში კი ნამდვილი როკფელერი ვარ. რომ მოგეფეროთ, ქალბატონო, ნება მომეცით, თქვენ ხომ პოეტი არასოდეს მოგფერებიათ. 135 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


*** ლიტერატურას სადღაც სქოლიოდ შერჩება ჩემი ბრინჯაოს გვარი. ვინ ვარ, რომ ხალხი გავიყოლიო სამშვიდობოსკენ მხრჩოლავი კვარით? ვინ ვარ, ავადმყოფს რომ შევუჯამო მდგომარეობა გასული კვირის, როცა სიცოცხლე გადის უჟამოდ, როდესაც სული ჩურჩულით ყვირის.

სინდისის თავისუფლება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას, ნათელ ხსოვნას

გეყოფა სისხლით მთვრალი სუფრები, სანთელი ანთე, ერმა იეროს. სინდისისგან რომ თავისუფლდები, რას იძენ იმის სამაგიეროს?! ურწმუნო ძალავ, სიწმინდეს ეხსენ, ხიშტით ნუ ცდილობ რწმენის დანგრევას. ეკლესიას რომ იკიდებ ფეხზე, მაგ ფეხის ბოლო არის განგრენა.

136 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


კარგად მისმინე, ხმაჩასახშობო, ვინც მომეჭერი აფთრულად მე შინ: სული ღმერთს ვანდე, გული - სამშობლოს, შენ დაგიტოვე, მათხოვარს, ლეში.

იცოდა თუ არა ქართული მითრიდატემ ასე ადვილად არ ამხელენ ის სიშორენი საიდუმლოებს. როგორია მისი გვარ-ჯიში, ვინც არის მეფე, მოსამართლე, მამა, მშრომელი, ვისთვისაც ბრძოლა ხელჩართული არის ვარჯიში? რომელ ენაზე ლაპარაკობს კაცი, რომელიც მახარეს არქმევს ნანინანატრ სიყრმის ვაჟიშვილს?

ბაკურიანში პატარა ბიჭი მართავდა მარხილს ძუაგანასკვულ ზერდაგთან ერთად. შარას მისდევდა გვერდიგვერდ არხი, მზე-თოვლს გაჰქონდა ლივლივი ფერთა. გზას მიჰყვებოდა ჭაღარა კაცი, წლების სიმძიმე მიჰქონდა დინჯად. არ ეტყობოდა გაწყვეტა ქანცის, ახრაშუნებდა თოვლს, როგორც ხვინჭას. 137 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


პატარა ბიჭმა უცნობი პაპა შეაჩერა და დასვა მარხილზე. კოხტაგორაზე ნელნელა ლამპას უწევდა პირქვე დასამარხი მზე.

*** კავკასიონი, რომ სერავენ თერგი და თრუსო, ორკუზიანი აქლემების ქარავანია. აქ არაფერი გესაქმება, არა, ვანია, ბრაგვანს მოადენ აქლემიდან

ვითომ ქედანი შენს ესკიზს მოვხაზავ, ცნობილო ახვარად: ღუღუნი გიყვარდა, მაგრამ ვერ იქედნე, რამეთუ შენ იყავ ნაშობი იქედნედ იმ სახარებიდან, მათემ რომ გვახარა.

138 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


უბის წიგნაკი უბის ძველ წიგნაკში მისამართებია ვინც ადრე წავიდა - მათიც. ცოცხლებიც თანდათან მისამარდებიან, წიგნაკის პატრონის ჩათვლით. მწვანეზე ღვინის სმა, მწვადი და მოთალი სუყველას შეარგოს ღმერთმა. სიმონი, მორისი, ხუტა და ოთარი იქიდან მიხმობენ ერთხმად. ახლა ეს წიგნაკი სამაროვანია, ჰო, სასაფლაოა ლამის. ირაკლი, გურამი, რეზო და ვანია მტაცებენ ლუღლუღა ამინს. დრო-ჟამი, მომავლის ნამდვილი მკვლევარი, ამ ფურცლებს გადაშლის და ის დაასკვნის, რომ ფერებს ვმატებდით ყველანი მწუხარე სამშობლოს დაისს.

"დიადი" პატიება ტაშს დაგიკრავენ. ჯილდოდ მწვალებელ კოშმარს მოგგვრიან, ისეც ნაღვლიან სიცოცხლეში სულს გიმწარებენ, მკვდარს კი ნიანგის ცრემლს დაგაღვრიან. 139 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


შეხვდები სოფლად, ქალაქად, ხევ-ხევ "გიჟ" პატრიოტებს, "ჭკვიან" მასონებს, გაპატიებენ მიწაზე ქევქევს, ცაში აფრენას კი - არასოდეს. არ მიაჩნიხარ თუმცაღა კოღოდ იმ პარტიელებს, ამ პარტიელებს, გაპატიებენ სიკვდილსაც, ოღონდ უკვდავებას არ გაპატიებენ.

სადღაც კრემლთან ახლოს გამორთული ნათურა რატომ უნდა ამენთო? დაბლა - ტემპერატურავ! მაღლა - ტემპერამენტო! წყალს მივუგდებ მშრალ ღარებს... ლოყა - ლოყას, ნები - ნებს... ქერა ქალი შავ ღამეს თეთრად მათენებინებს.

140 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ვარიანტი ყველა შუბლი არ იზიდავს დიდ არილს. შურს არ უნდა შეალიო შენი შნო. თავად უნდა იყო სულით მდიდარი, სხვისი სულის სიმდიდრე რომ შენიშნო.

საბადური ვაჟა ქაცანაშვილს თუ შენს სოკოებში ხელის საფათუროდ ვეღარ დამინახო მერმის, საბადურო, კი არ დამიწუნო, ტყეო, ხვაშიადი, ისევ აფოფინდი, ისევ აშრიალდი, ისევ ჩააფრინდი მიწას მარწუხებით და ის მოიგონე, ვისაც კარს უღებდი, რათა დამტკბარიყო ჰანგით შენეულით ცნობილ საოპერო ბგერებს შელეული. თუნდ ვერ გადააწყდეს შენთან კაცი კურდღელს, დიდო საბადურო, მე გთვლი კლასიკურ ტყედ.

141 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სადღაც კრემლთან ახლოს გამორთული ნათურა რატომ უნდა ამენთო? დაბლა - ტემპერატურავ! მაღლა - ტემპერამენტო! წყალს მივუგდებ მშრალ ღარებს... ლოყა - ლოყას, ნები - ნებს... ქერა ქალი შავ ღამეს თეთრად მათენებინებს.

დიდი განცვიფრება ისეთნაირად განგაცვიფრა ვიზიტმა მისმა, თითქოს დაჭრილი გაგიყვანა მგელმა ფრონტიდან, თითქოს თავად შენ სამოთხეში გაბედე მისვლა, თითქოს ქორწილში დაგპატიჟა ჰერმაფროდიტმა.

142 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


წვიმა სოფელში პაპა და მე სარებს ვზიდავდით ვენახში და ცამაც დაგვიწყო მუქარა მევახშის. ლელგადახურული ქოხისკენ გავწიეთ, თან წვიმას ვსრუტავდით, რძესავით მაწიერს. არც არა მომხდარა მაშინ იმ ქოხთანა, ვენახის სურათი რომ გამიკოხტავა. აწვიმდა ხვედურეთს, აწვიმდა ხვედრულას წინდაუხედავად და წინდახედულად...

დღის ქრონიკა ვიგონებ ხელოვან მაცხონაშილთ გურამს და ილიას, ორთავეს. სუყველა სიკეთე, რაც არის მაცხოვარში ჩემდაუნებურად მოვთვალე. დღეს შემაქო ქალბატონმა ქეთეთომ (უნდა გამოვტყდე - შვენოდა ღია ფერის თმა) – კამოენსით რა საქმე გააკეთეთო! არა მგონია, რომ იაფერისტა. 143 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


შევხვდი ორ მონადირეს ერთი მწევარით, მოცეკვავე მაყიშვილს აი, თმა - თოვლი! დღეს თავისი აქლემივით დიდი მწერალი უცხოეთში გარდაცვლილა აიტმატოვი.

სიზმრის შემდეგ სახევ, ხსოვნაში შემონახულო, მე მინდა გითხრა კეისარ ოთარს: სიზმარში შენსას ხშირად ვნახულობ სულიერ შფოთვას. გაუტეხელი წინაპრის ჯიშო, ეგ სისხლი განა ადგილზე შედგა. შემოქმედ შვილზე ნუღარას შიშობ, როსტომი შედგა.

ტრაგიკული მსახიობი კუბოში მწოლი, ვალმოხდილი და ფერმიხდილი, სცენიდან ტაშით გააცილეს ანაპოდისტე. მჯერა, ფეხებსაც ვერ მოსჭამდა მას ჯერ სიკვდილი, 144 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


სიცოცხლეში რომ მოსწრებოდა ამ აპლოდისმენტს.

დაბმულის მონოლოგი რაც დავიბადე, არ მინახავს ასე უხალხო და ცარიელი გორი - ჩემი ადგილის დედა. დამფრთხალ გამგებლებს რაღა ვუთხრა, რა მოვუხახვო... ისინი სადღაც ქანდარებზე უშიშრად სხედან. რას ვიფიქრებდი, სიბერეში ომს თუ ვნახავდი ის ანდაზა, ჩანს, რომ ჩემს თავზე კვარახჭინდება... მინის ჭურჭლიდან კი მიჩვენებს ჯაჭვს ორნახადი, მაგრამ გორში ჩემს დაბმას ჯაჭვი არა სჭირდება. ვნაღვლობ ქალაქზე, ამ ნაღველის გამო შიგნიდან მაწვება ბოღმა, დენთის სუნი მატულობს და თვით დიდი შექსპირის „მაკბეტიდან“ გამოშლიგინდა ჩემს მოსასპობად ბანჯგვლიანი რუსული დათვი.

145 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


*** ხელოვნებისათვის უცხოა საზღვარი მუსიკას დაიჭერს რა მთანი, რა ზღვანი და მაინც მე ჩემი მადარდებს მხატვრობა, სულ სხვაა ქართული „დავლურით“ დათრობა. ვიცოდეთ ფასი და ვიცოდეთ ყადრი იმ როკვისა, რომელიც არ არის კადრილი. ჩემიანს თუ ნაღვლის გადმოცლა უხდება, ქართველზე კარგად მას ვერავინ უხვდება. არავინ იკითხავს ნიკარაგუაში, ხატავდა თუ არა ნიკალა გუაშით.

ოქროს თევზო! ოქროს თევზო, მტკვრის ჭორომიდან ამომზესხივდი და დაიხსომე: შეეწირა ამ ომს ეს ხიდი. დღეს აღარ მინდა გრძნობისა და ტანკის ნახარში ვახტანგ მეფეზე გადავყავარ ფიქრს ასტრახანში. რუსები თავის ქვეყნის წარსულს ისე ანგრევდნენ, 146 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


როგორც პოეტის აღსასრულის მოწმე „ანგლეტერს“. (იმ სასტუმროში ესენინმა დახუჭა თვალი და სამუდამოდ მოიხადა რუსეთის ვალი). სხვათა შთანთქმაა მათი გენის არსი ნამდვილი, საკუთარივე თავს ფიტავენ ამ სინადირით. გთხოვ, ოქროს თევზო, შეაბრუნე ჟამი პირიქით მომასმენინე დერჟავინის პანეგირიკი ან შუქ-ჩრდილებით დატვირთული დიდი ზადიკი მაიაკოვსკის ჩაუტარე „მეტროსტროიში“, მერე აჭენე „მარსის ველზე“ „მედნი ვსადნიკი“ და დააბრუნე გაქცეული ლევ ტოლსტოი შინ.

ცრემლიანი აღდგომა ზაზას ხსოვნას

შენ სანთლით ხელში ყოველ ამ დღეს იდექი ტაძრად, რათა დაგეცვა ხოლმე ადათ-წესები მკაცრად. 147 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


შენც ჩაიფერფლე სანთლად... ნუგეშს იმითღა ვცდილობ, რომ მხოლოდ მე და ქართლმა კი არ დაგკარგეთ, შვილო... სულ ერთი თვის წინ მე ხომ დავიკვეხნიდი სამ შვილს... შენ დამიტანე, მეხო, თუ მოვყოლივარ ზვავში?! ცრემლგამშრალს არ მაქვს ნერწყვიც, რომ დავისველო სასა. მარადისობას ერწყმი. წვიმს. ქრისტე აღსდგა, ზაზა!

*** რა უხეირო სპექტაკლს ვესწრები, ყველა თამაშობს, ვხვდები - დრომ განვლო. შემირცხვენია ჯაზ-ორკესტრები, ყველა აჟღერებს თავის დოლ-გარმონს. დრომ განვლო, მაგრამ ამ დროს ჯერ ვერ ვკლავ, აქ უნდა ვიჯდე, აუ, კარგა ხანს. ფარისევლობის ფეიერვერკმა ნამდვილი სახე დაუკარგა ხალხს. გადმოალაგა ბარგი ნახირმა 148 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ეს უნიჭობით სავსე ბაგაჟი. ღმერთო, შენ აქ მე არ გინახივარ, როგორც მე შენ იქ... მაშინ... ბაგაში.

*** რამდენჯერაც კი ვიყვავილე, დამტუქსეს - სხვებს ნუ ამტვერებო. განუყოფელი ვიყავი მე, ჩემში არ იყო ალტერ ეგო. ვებრძვი სექტანტურ თეორემებს, ვთვლი ერისათვის ზედმეტ ჰობად. ჩემში არ არის მეორე მე, მწყინს თუ მიხარის, ზედ მეტყობა.

მეუღლის ხსოვნას იასამანი აყვავდა, ნელი. ნიკას ღობიდან გადმოძვრა ზღმარტლი. აყვავდა ბალი, ტყემალი, ლელი, დათოვლილია, თითქოსდა, ქართლი. ფერხულს ბუჩქურად უვლიან ვარდნი. ბადრიმ დაიწყო არყის გამოხდა. ქარზე იმდენი ყვავილი ბარდნის, ისევ დაზამთრდა აქ თუ რა მოხდა?! ჩემთვის დაბინდდა მუზა, შენობა 149 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


და გაურკვეველს ველი განაჩენს. მარადიული უსაშველობა მე დამეუფლა, ნელი, განა შენ.

„ვისი ძუძუ გიწოვია?“ კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი. ხალხური

მე გაბუტული მკერდიც მინახავს და, რა თქმა უნდა, ამაყი მკერდიც. ერთ მშვენიერ მკერდს ფოტო მინახავს რომ უთამთამებს ნიავი მერდინს. მიწოვია და მიმიკონია... მაგრამ რას სჩადის ადამის ნეკნი?! გაიზრდებიან სილიკონიან ძუძუებიდან ალგეთის ლეკვნი?!

მგოსნის სიკვდილი თაგვმა კინაღამ მთელი წრე შემოუხაზა მის ცხედარს. კარები მოაღნიოშეს, ისედაც იყო ის ღია, ჩასძახეს: ძმაო, ადექი, წრუწუნას ფეხი მისცხე და 150 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ჭიქაც ჩაცეცხლე, ნაკლული ზახრუმალა რომ გისხია. ვინ გაიგონა: ადექი, სამშობლოს კიდევ სჭირდები! სიკვდილმა გადაურბინა უბანს კარღია ეზოდან. ჟივჟივი ხიდან სხვა ხეზე გადაფრენილი ჩიტების მგოსანს კი არა, არც იმ ორ-სამ ჭირისუფალს ესმოდა. ფურცლები მიმოალაგეს მარადიული აშიკის, შეკონეს ქაღალდები და ბევრი სიტყვა თქვეს საქები. „ნწუ, ნწუ, ნწუ“, - თავებს აქნევდნენ, ნესტიან განჯინაში კი პურის ნაჭერიც არ ეგდო ხაფანგზე წამოსაგები.

ჰიმნი სამშობლოს არც გამჩენო ზამთარო, არც ველო და ზეგანო, არც ზღავავ, უკიდეგანოვ, არც გრემო და სამთავროვ, არც მარტო და ივლისო, არც კასპო, არც აღსტაფავ, 151 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


არც სოფელო, არც დაბავ, არც გორო და თბილისო, არც რომო და ალეპო, თქვენ ხართ ჩემი სამშობლო, კოცნით ამოსაშრობო, ცრემლიანო თვალებო.

ფრანგული ლიტერატურის სემინარი გოგო გვიქალდება და ბიჭი გვივაჟკაცდება ჩვენი ლიტერატურით. აი, მართლა საგანი! ბავშვებო, დღეს ფრანგულის სემინარი გაცდება წუხელ გარდაიცვალა ფრანსუაზა საგანი.

პაოლო იაშვილს „მგლოვიარე გუნდს ყვავებისას დასცილდა ყვავი“ პ. იაშვილი მარტო ნამდვილ პოეტს ძალუძს - შეეცოდოს ყვავი, ყინულივით გაფიჩხული, სიკვდილივით შავი. იმ წელს, მე რომ დავიბადე, დრო დამიდგა ავი, ყვავისას კი, მაგრამ კაცის ვერ იტანდი ჩხავილს. 152 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მშობლიური სიტყვის მარაგს მიუმატე ხვავი, შუა გზაზე მოგეწია ბოროტების ზვავი. იქნებ ის დრო გაგახსენდა, პავლე რომ იყავი და პირუეტს გიხაზავდა ბალერონი ყვავი. ტანწერწეტი იმერელი ჰგავდი ალპურ ყვავილს, ეს ყოველი იმ ერთ წუთში საცნაური ჰყავი. როდესაც კლდეს მიეჯახა შენი ბედის ნავი, ჩახმახს თითი გამოსდე და გაიმეტე თავი. მხოლოდ ნამდვილ პოეტს ძალუძს - შეიცოდოს ყვავი, თვით პოეტს კი პოეტი თუ დაინანებს, სხვა ვინ?!

კმაროდა ერთიც... ბალზაკისადმი

რაინდი, კახპა და ავაზაკი, სიყვარულის და ოცნების ჟრჟოლა, ეს ყველაფერი თქვენი, ბალზაკის, კალმის წვერიდან ცრემლივით ჟონავს.

153 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


თქვენმა ტომებმა, მართალი არის, როგორც ათასჯერ თქვეს, გასახელად, მაგრამ კმაროდა „შაგრენის ტყავიც“ უკვდავებაში თქვენს გასახვევად.

სტუმრები ...ლამაზმანიც მესტუმრება ბევრი, თმებს ვერავინ შეისწორებს სარკეში. ჩემს საქებარ სიტყვებს ენამჭევრი, ცალკე გარეთ დაახვავებს, ცალკე შინ. ჩასცემს წმინდა გიორგი შუბს ურჩხულს, წასვლის წინ რომ გზაზე არ დავინავსო. ყურის ძირში გავიგონებ ჩურჩულს: „შეხე, ქალო, გეგონება სძინავსო.“

*** მე შენ მახსოვხარ, საყვარელო, ნებისმიერ დროს თვით მაშინაც კი, წესით რომ არ უნდა მახსოვდე. სული მზად არის, შენი ნდობის ჯებირს მიენდოს, ცილისწამების რაც არ უნდა ბადეს მაქსოვდნენ.

154 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


კეთილშობილი ბრძანდები და ისე გულჩვილი, საკუთარ თავში თანალმობის გრძნობ ღრმა საბადოს. ჩემთვის: ანთიხარ ბიბლიური მაყვლის ბუჩქივით. სხვისთვის: ქალი ხარ, ვინც ბავშვები უნდა დაბადოს.

*** თუმც არ მიჭირავს ჯერჯერობით კვერთხი საბიჯგი, წლების ასხმულამ დამიმძიმა კრიალოსანი. ახლა უაზროდ გადადგმული ერთი ნაბიჯიც სახიფათოა წუთისოფლის ფრიალოსავით. არ მინატრია ოლიმპოზე მე ამაღლება და ერთი იყო ჩემთვის რომი, ნარვა, მადრიდი. ავად თუ კარგად რაც დავთესე, მეამაყება, ყვავის აქშევას კი სამშობლოს არ ვამადლიდი.

155 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ბრაილის შრიფტი ხომ ასეთი სათუთი ხარ ესოდენ, მაგრამ მაინც მტარვალსავით მნებავს, ჩემს მკლავებში ისევ ისე კვნესოდე, აყოლილი მოძალებულ ვნებას. შენ შფოთვდი. სიყვარულის ღმერთმა მეც, როცა მერყევს შემაწყვიტა ჯებირს, ჩვენ ხელებით ვკითხულობდით ერთმანეთს, როგორც ანბანს კითხულობენ ბრმები.

ზაზას მშობლიურ მიწას ავალია შენი შენახვა, სამაროვანზე ერთმანეთს ცვლის ხვატი და გრილო. პირველმა თოვლმა დაგათოვა გულზე შენ ახლა. მძიმეა, შვილო?

*** სწორი ხარ, რომ მე გამოვიგონე, მაგრამ სიყვარულს ჩვენსას უფლის ბეჭედი აზის. მსურს: მე ნიადაგ მკერდში გიკრავდე მაგრად, შენ - ყვავილობას მაგრძნობინებდე ვაზის. 156 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


მელანქოლია! სულიერებას დრეკს ის. რაც მე გადამხდა, რა გაუძლებდა იმ ჭირს, რომ არ მოეცა ჩემთვის ზენაარს ლექსის და სიყვარულის გამოგონების ნიჭი.

თუშეთში ბევრჯერ ჩასცხო თავში თუშმა მოცოცებულს მთაში დუშმანს. ჩვენი ქვეყნის ამ მთიანეთს მტკიცე სული ამთლიანებს. ხალხი ჰყვება გასაჭირზეც, უზნეობას ასაჩივრებს, თან დასძენენ - ომალოში თუში კერას რომ არ მოშლის, რომ ცხვარია მოსავლელი, გზა კი შორი - მოსავლელი, ვიღაც ღლიღვს რომ მოზდოკიდან მომავალმა მოსდო ქიტამ... ბრიყვს ჰგონია, მთაში თუში დროს ატარებს ტაში-ტუშით.

157 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


კედლისა და ცერცვის ბალადა უგონოდ შენაყვარებმა ლექს-ანკესები კედელზე ცერცვივით შევაყარე და გავწბილდი უფხო მეთევზე. ვერ მოვაწონე მე თავი, სულ დამეკარგა მერე მთლად. რომელ გზას გაჰყვა, ნეტავი, წყალმა შთანთქა თუ ხმელეთმა? გონზე რით ვეღარ მოვეგე, რომ მისას ვერას ვგებულობ. თქვი, ზღვავ, მიანდე რომელ გემს, პირში წყალჩაგუბებულო. ეტყობა, ულამაზესმა ჰპოვა ტოლ-ფარდი აშიკი, ვისი გულისთქმა მას ესმა... პოეტის ოცნებაში კი დარჩა უმკაცრეს ასულად... ო, ის რომ წარბებს შეხრიდა... ეჰ, ჯემალ, რა დრო გასულა კედელზე ცერცვის შეყრიდან.

158 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ქსნის ხეობაში დღეს ამღვრეული ქსანი აღრენილ ხასიათზეა, როგორც გუშინწინ. დატბორილია სანიაღვრენი, ხეობაში წვიმს თუ ჩემს გულში წვიმს?! ვიცი, მივჯდები სადმე ჯებირთან, რომ წავუქციო ღვინო ანკარა იმ მეციხოვნეს, მტერს ლაჯებიდან ქსნის კალმახი ვინც დაუქანქარა.

ნაწყვეტი საიუბილეო მოხსენებიდან კარიერაში წარმატება აქვს იუბილარს: მინი უბირი მოგვევლინა მაქსი უბირად.

ქანდაკება ერთი სოფლელი გოგონა მიაჭენებდა ზერდაგს, დუშმანს აყრიდა ქოქოლას, სამშობლოსათვის ძგერდა.

159 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


გოგო, რად გინდა შენ ცხენი, შენ უნდა უჯდე აკვანს, ვერვინ გხედავდეს შერცხვენილს, დუნია გცემდეს თაყვანს. მზერდე შინმოუსვლელთა გზებს, განა ხმლით ხელში იდგე... მაია იჯდა ზერდაგზე, წყნეთში ვიყავი იმ დღეს.

თვითმკვლელი პოეტის ჰიმნი სამშობლოს „ჩვენ ვიხოცებით“.

ესენინი „ბრიუსოვის ხსოვნას.“ ვინც დაიღუპა, ვინც ვიღუპებით, ვინც მოუკვდება ჩვენსავით ხვალ ერს, მათი სახელით, მათი უფლებით მადლობას ვუხდი მშობლიურ მხარეს. ვმადლობ სამშობლოს - ლამის სატანის თვალზეც კი ცრემლის მომგვრელ მშვენებას, აუტანელ თუ წერასატანილ შვილებს სიკვდილში რომ გვეშველება. 160 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


20 ნოემბერი მიიწურება ნელი მიწურვით ამ შემოდგომის როცა ბოლო თვე, წინ აღვუდგები შურს და სიძულვილს, ეყოთ, რაც ადრე გამაბოროტეს და გეახლები შენ, ვინც სამყაროს ულამაზესი თვალებით სერავ, ვისაც ვეტრფი და ვისაც ვსაყვარლობ. არ გაიოცო, თუ ჩემი მზერა, მშვენიერების ჰიმნო, ემბლემავ, ასეთი კითხვით შემოგაჩერდა: იცოდა, ნეტავ, იმ ნოემბერმა, ჩემს ბედისწერად შენ რომ გაჩენდა?

წასვლის წინ ხომ არ მიწყრები იმის გამო, რომ პოეტები არ მოელიან მოწყალებას ცრუ ხელმწიფეთგან. რა ვქნა, დაჭრილი თუ არა ვარ, როგორც პეტეფი,

161 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ხელით მიჭირავს გული, შენთვის სულ რომ მიფეთქავს. ლამაზ სურვილებს ვაჯაბნინებ ფიქრებს ამაზრზენს, მსურს მოგაწონო ბიჭობაში ნასწავლი ტანგო, სანამ შმაგი დრო გადაუვლის შენს სილამაზეს, როგორც შავი ზღვის ქარბორბალა კოლხეთის წალკოტს. თუმცაღა არე მიმცირდება. როგორც სივრცე გემს, გზად მეჩეჩი რომ ეღობება ნაღდად ურიცხვი. ისე მივდივარ, შენთან ერთად რომ ვერ ვიცეკვე არამცთუ ტანგო, საყველპურო ბაღდადურიც კი.

162 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ტირილი სიკვდილმა, შავმა გლადიატორმა, მის დასაცემად ცელი შემართა. ის დაიტირა არა მარტო მან, მისი ტირილი ვისაც ემართა. იგი ხომ ქვეყნად მისთვის ცხოვრობდა, გვიან მიეღო აიდის ვიზა. ის დაიტირა არა მხოლოდ მან, ევალებოდა ტირილი ვისაც. ხალხს დაავიწყდა ქვითინის ხმაში თავისი დარდი და სატკივარი. ის დაიტირა ისეთმაც მაშინ, ვინც თვითონ იყო დასატირალი.

ბოღმა გეძებდი. არცთუ უსაფუძვლო ბოღმა მახრჩობდა. ჟანგბადის ყლუპიც არ გამაჩნდა წასახემსავი. აზიმზიმებულ და როხროხა 163 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ქუჩის ჩარჩოდან მოულოდნელად გადმოხვედი ნაძვის ხესავით. გადმოაფრქვია ცამ ოზონის მთელი მარაგი და აღარ ერქვა ჩემთვის ხალხის ზიმზიმს უხეში. შენ მოდიოდი შემოდგომის მსუყე ბარაქით, რომ ჩემი ბოღმა დაგემარხა იმ სიმსუყეში.

ერთ ქალბატონს არ მიუსაჯოთ ყველას პანღური, ვის თავზეც ყორანს უტრიალია და ვის მოხდენილ ყელზეც ფარღული რიოში მარჯნის ფუტლიარია. თქვენც ხომ გითრევდათ ავად სტიქია მაშინ, არ ჩანდა როცა მარჩხობი, 164 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


და მე არასდროს არ მიფიქრია, რომ იდგა ჟამი თქვენი დახრჩობის. ბრმადქცეულს ემაგ სიმშვენიერით ვერ მომიხერხდა ბედთან რევანში, რადგანაც ღმერთს არ ვიშველიებდი ჭაობიდან თქვენს ამოთრევაში.

მწყერჩიტა დღნორისაში მივდიოდი დერჩიდან, მაბრუებდა ლეჩხუმური სურნელი. ფრენა-ფრენით წინ მიძღოდა მწყერჩიტა. დღნორისაში მივდიოდი დერჩიდან. ხან შერგავდა მომწიფებულ ქერში თავს ჩიტი ჩემი მეგზურობის მსურველი. დღნორისაში მივდიოდი დერჩიდან, მაბრუებდა ლეჩხუმური სურნელი.

165 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


ის ტყემალი (შვილიშვილებს)

ჟამთა სრბოლაში მიხვდებით ამას, თუმცა სისხლიან წელში ვიშვი მე, ვერ მიმაჩვიეს იმ ტყემლის ჭამას, კბილს რომ მოკვეთდა ჩემს შვილიშვილებს. დაღმა ვეშვები, სხვა რა ჯანია და დამთავრდება ომი რითმებთან. მე ის ტყემალი არ მიჭამია, სხვა გემრიელად რომ მიირთმევდა.

166 | ჯ ე მ ა ლ ა უ რ ი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.